შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკოტიკი ( თავი I ) +18


16-04-2019, 15:15
ავტორი ენძელა
ნანახია 1 630

დაღამდა,წვიმის წვეთები ეცემოდა ფანჯრის მინას,წვიმის ხმა სასიამოვნოდ არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს.
-მოვედი,შენი საყვარელი ალუბლის წვენი და ბანანი მოგიტანე
კარი ხმაურით დახურა და პარკები სამზარეულოში გაიტანა.ხმა არავის გაუცია, საძინებლისკენ წასულს გული გამალებით უცემდა,არცერთ ოთახში შუქი არ ენთო,
-ალბათ სძინავს,კარგად იქნება,უბრალოდ დასვენება სჭირდება
ამ ფიქრებით იმხნევებდა თავს,საძინებლის კარი ფრთხილად გააღო,ოთახს მხოლოდ ქუჩიდან შემოსული შუქი ანათებდა,თუმცა შეეძლო მისი სახის დანახვა,ჩვილი ბავშვივით უშფოთველად ეძინა,მშვიდად სუნთქავდა...ვერც დათვლიდა იმდენჯერ გაუთენებია მის თავთან,მშვიდი ძილისა და გულისცემის მოდარაჯედ.



* * *

როგორც ყოველთვის სამსახურში აგვიანდება,ცდილობს თავი აწიოს საწოლიდან,ძლივს წამოიმართა,მაიკა იქვე გაიხადა და აბაზანაში ცხელ წყალთან განმარტოვდა,15 წუთში უკვე სახლიდან გავიდა,ყოველდღე მეტროთი მგზავრობდა,უყვარდა მგაზვრებზე დაკვირვება,თითქოს თითოეული ადამიანის დარდს ხედავდა მათ თვალებში,ყველა ძალიან პატარა ბავშვების დანახვა მოსწონდა,მეტროს ხმაურში მხოლოდ მათი მოკისკისე ხმა აბედნიერებდა,მიუხედავად იმისა რომ სამსახურში დაგვიანების გარდა,სხვა პრობლემები არ აწუხებდა,ყოველთვის იგრძნობოდა მის თვალებში "ადამიანად ყოფნის სევდა".
სამსახურში საქმეებში ჩართულს შესვენებაც გადაავიწყდა,თანამშრომლებმა შეაკითხეს კაბინეტში,კაფეტერიაში ჩასულს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შეტყობინება მოუვიდა,
მორიგი მოსაწყენი ადამიანი ეგონა,თუმცა რაღაცამ მიიზიდა,ალბათ უფრო უცნობის ინკოგნიტობამ,ვიდრე თავად უცნობმა,რამდენიმე წუთიანი მიმოწერის შემდეგ სრულიად გადაავიწყდა გარე სამყაროს არსებობა,გიგრძვნიათ სრულიად უცხო ადამიანთან თავი იდეალურად?ანდაც გამოგიცდიათ უცხო ადამიანის სულის საკუთარ სულთან სიახლოვე?არა ეს არც სულების სიახლოვე არ იყო,არც არაფერი ისეთი,რასაც შეიძლება სახელი დაარქვა ან აღწერო.
საღამოს სახლში მისულს დაღლილობამ სრულიად გადაავიწყა უცნობის არსებობა,საყვარელ სიმღერას უსმენდა და თითქმის ჩაძინებული შეტყობინების ხმამ გამოაფხიზლა,ისევ იმ ახალი,საინტერესო უცნობისგან,მობილურის ნომერი სთხოვა. გაგიგონიათ ადამიანის ხმა, რომელიც მხოლოდ სითბოს და სიყვარულს ასხივებს თითოეულ ბგერაში? არა, ეს ხმაზე გაცილებით მეტი იყო,ადამიანი ხმით შეგყვარებიათ?არა,ეს შეყვარებაზე უფრო მეტი იყო.
მისი ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა მხოლოდ ერთი ცვლილებით,ყოველთვის და ყველგან :სამსახურში,გზაში,სახლში მას სწერდა და ესაუბრებოდა.
ერთმანეთზე თითქმის ყველაფერი გაიგეს,შესაძლებელია ადამიანი საკუთარ თავზე მეტად მხოლოდ მიმოწერით გაიცნო? ცხრა ფუთი მარილის ჭამა ალბათ უფრო სარწმუნო მეთოდია...



ძალიან კარგია, ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი Melusi

კარგია ველი შემდეგს❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent