შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (8-თავი)


11-04-2021, 13:00
ავტორი esel
ნანახია 1 388

- ამას ტელეფონში ვერ მეტყოდი - ვუთხარი დედას და გაბრაზებულმა შევხედე
- მეგონა რომ არ მოხვიდოდი
- დედა პატარა ხომ არ ვარ, სანამ მოვედი რა აღარ ვიფიქრე
- მაპატიე საყვარელო - მოვიდა და ჩამეხუტა - ყველაფერი ხო კარგად გაქ? - კი როგორ არა გუშინ მიტაცებდნენ, ჩემი მოკვლა უნდოდათ, ყველაფერი იდეალურადაა ვფიქრობ ჩემთვის და ნინის ვუღიმი
- ყველაფერი კარგადაა
- მე არ ჩამეხუტები? - ხელებს შლის და მიყურებს
- ხო აბა რა შენი ნახვა ხო ასე ძალიან გამიხარდა მამიკო - ვუთხარი, ის კი მაინც მოვიდა და ჩამეხუტა
- მომენატრე, შენზე ძალიან ვინერვიულე - თავს ძლივს ვიკავებ, მაგრამ ყველაფრის შემდეგ ძალაც აღარ მაქვს, რომ კიდევ ვინმეს გავუბრაზდე
- ხო და ამიტომ ჩამოხვედი რამდენიმე კვირის მერე და არა მაშინვე?
- ვწუხვარ უფრო ადრე ვერ შევძელი - ამბობს და შუბლზე მკოცნის
- ხო საქმეები შვილის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია
- ყოველთვის ასეთი მწარე ენა გქონდა, თუმცა მართალი ხარ მამად ნამდვილად არ ვარგივარ
- ნუ რაღაცაში მაინც ვთანხმდებით - ვუთხარი და ლალის გვერდით დავჯექი, რომელიც მთელი ეს დრო ჩუმათ იჯდა მაგიდასთან, მის მზერაზე მეცინებოდა მამაჩემის ატანა არ აქვს
- გეყოს ლალი გავიგე რომ ვერ მიტან, რა გინდა რომ მაგ მზერით მაგრძნობინო? ის რომ საშინელი ქამარი, მამა და ადამიანი ვარ? ეგ უკვე ვიცი და არ მადარდებს
- ვერასდროს ვიგებდი ამ ქალმა შენში რა ნახა - თქვა და დედაჩემს შეხედა
- სიგიჟის თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ეს ფარგლებს გაცდა მიმატოვა - დედა შეშინებული თვალებით უყურებდა მამას, ეს ერთადერთი მზერაა რომლითაც ის მას უყურებს, მამას ყვირილითაც კი არასდროს უყვირია და ბავშვობაში ვერასდროს ვიგებდი მისი ამ მზერის მიზეზს, მამა ამ მზერას ყოველთვის თავისი ძლიერი, ცინიკური მზერით პასუხობდა, ეს ერთადერთი იყო რასაც მათ თვალებში ვხედავდი.
- ავადმყოფებო - ამბობს ლალი და ოთახიდან გადის
- წამოდი ვილაპარაკოთ - ამბობს ავთო და გადის. ჩემს პასუხს არც ელოდება, მეც თავს გაღიზიანებული ვაქნევ და მას მივყვები - ჩვენს კაფეში წავიდეთ? - მკითხა როდესაც კიბეებზე ჩადიოდა
- დაკეტეს - ვეუბნები, ის კი ჩერდება და ჩემსკენ ტრიალდება, კიბების გამო თითქმის ერთ სიმაღლეზე ვართ და თვალებში მაშტერდება, ძალინ ღრმა თვალები აქვს, მაგრამ იქ სიცარიელის მეტი არაფერია, თუმცა ეს ხელს არავის უშლის რომ მის თვალებში დაიკარგოს
- საშინელი მატყუარა ხარ, მე უკეთ გაგზარდე - მეუბნება მომღიმარი და აციმციმებული თვალებით - მაგრამ რომ იტყუები ეგ უკვე კარგია
- რა? რომელი მშობელი ეუბნება შვილს მსგავს რამეს - ვეუბნები, მაგრამ საერთოდ არ მიკვირს ის რაც მითხრა
- ტყუილი საჭირო რამეა, ცუდი სიტუაციიდან თავის დასაძვრენად გამოგადგება - “ჩვენს’’ კაფეში წავედით და ნახევარი საათი უბრალოდ ვიჯექით, არაფერი უთქვამს და არც მე ვლაპარაკობდი. ჩაის ჭიქას ვუყურებდი და გაციებულ ჩაიში საკუთარ ანარეკლს ვათვალიერებდი
- იცი ბევრი დრო არ მაქვს - ვამბობ და სკამის ზურგს ვეყრდნობი
- დღეს არც ლექციები გაქვს და არც სამსაური, ასე რომ დროის ნაკლებობას არ უნდა უჩიოდე
- იცი ვცდილობდი მიმენიშნებინე, რომ შენთან ერთად რაც შეიძლება ცოტა დროის გატარება მინდა - ვამბობ და მაგიდის ქვეშ ფეხის ქანაობას განვაგრძობ
- მინიშნება მიღებული და უარყოფილია - თავი მობეზრებულმა გადავწიე გვერძე და დაველოდე როდის გააგრძელებდა საუბარს - მომიყვევი
- რა?
- ყველაფერი, იმის გარდა რაც პოლიციას მოუყევი, ტყუილები არ მაინტერესებს - მძიმედ ამოვისუნთქე და ფანჯრიდან მანქანებს დავუწყე ყურება
- რა გითხრა... ხო ის კაცი მოკლეს და მე იქ ვიყავი... მათ დამინახეს და... ჩემი მოკვლა უნდოდათ, ორჯერ მესროლეს - სიმწრისგან გამეცინა და ვცადრე რომ შეუმჩნევლად აკანკალებული სხეული დამემორჩილებინა - მაგრამ გადაწყვიტეს რომ არ მოვეკალი და წამიყავნეს. დამემუქრნენ რომ თუ რამეს ვიტყოდი ყველას მოკლავდნენ - თავი ავწიე და მას შევხედე - სხვათაშორის შენ არ უხსენებიხარ - ვუთხარი და კბილებს სიმწრისგან ერთმანეთს ვაჭერდი - და მეორე დღეს გამომიშვეს, სულ ესაა - მოხრილი ვიჯექი უამრავ ემოციას ვაკავებდი ჩემში, რაც კიდევ უფრო ცუდად მხდიდა
- იცი ვინ არიან? - თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე, მეტის ლაპარაკი აღარ შემეძლო კიდევ ერთი სიტყვა რომ მეთქვა ნამდვილად ავტირდებოდი. დაბლა ვიყურებოდი და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, ის კი წამოდგა და ჩემს გვერდით დაჯდა. ცოტახანი ასე მიყურა მერე კი ხელები შემომხვია, თავი მკერდზე მივადე, ხელები მოდუნებული და ძირს ჩამოშვებული მქონდა, ჰაერი პილტვებში ჩავუშვი, ხელებს ძლიერად მხვევდა და გაყინული ტუჩებით თავზე მკოცნიდა
- კიდევ გაწუხებენ? - მის ხელებში მოქცეული თავი მსუბუქად გავაქნიე, ღრმად ვსუნთქავდი და აბობოქრებული ემოციები ნელ-ნელა ქრებოდა - დაცვას დაგიქირავებ - მესმის მისი ჩუმი მაგრამ ძლიერი ხმა
- არა გთხოვ ოღონდ ეგ არა - კიდევ ვინმეს კუდში დევნას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ.
ყველაფერმა ისევ დალაგება დაიწყო, უკვე ორი კვირა გავიდა რაც ჩემი მოკვლა არავის უცდია, ავთო არ წასულა ჯერ კიდევ აქ რჩება, რის გამოც ცოტა ვნერვიულობ, ნინიზე მისი სიახლოვე ყოველთვის ცუდად მოქმედებს. უნუვერსიტეტში უკვე მეორე შუალედურები დაიწყო, ამიტომ ვცდილობდი მთელი ჩემი თავისუფალი დრო სწავლისთვის დამეთმო და აღარაფერზე მეფიქრა. სამსახურში ყველაფერი კარგად იყო როგორც ყოველთვის, ნიკას და გოგოებსაც თითქმის ყოველ საღამოს ვნახულობდი. ერთ კვირაში მაშოს დაბადების დღეა და ყველა ამ დღისთვის ვემზადებით, მეგიმ უკვე იქირავა სახლი სადაც მის დაბადების დღეს ავღნიშნავთ და ხალხიც დაპატიჟა. ყველაფერი ისევ ისეა როგორც იმ საშინელ დღემდე იყო.
საბას რომელიც უკან დამყვება უკვე ვეღარც ვამჩნევ და ხანდახან მადგება კიდეც სულ ჩემთან რომ არის, ორი დღის წინ საშინელი წვიმა იყო, როდესაც სამსახურიდან წამოვედი, მანქანამ ჩემს გვერდით რომ გააჩერე ნაცნობმა შიშმა დამიარა
- სახლში წაგიყვან - მითხრა მძღოლმა, რომელსაც ამრეზით შევხედე - მაინც სახლამდე უნდა გამოგყვე... გაჩერებამდე შორია ამ წვიმაში კარგი არაფერი დაგემართება - მისთვის აღარ მომისმენი და გავბრუნდი, მაგრამ ზუსტად ამ დროს წვიმამ კიდევ უფრო მოუმატა და არც კი ვიცი რამ მიმაბრუნა და ჩამაჯინა იმ მანქანაში - მე საბა მქვია - მითხრა და მანქანა დაქოქა
- დარწმუნებული ვარ ჩემი სახელი იცი ასე რომ აღარ გეტყვი
- მართალია - სახლამდე ხმა აღარ ამოგვიღია. გაციებას ნამდვილად გადავრჩი იმ დღეს. დღეები ნელა და მშვიდად გადიოდა. მე და მიშო მეგის წვეულების მოწყობაში ვეხმარებოდით და ძირითადად ყველა ჩემთან მივდიოდით, რომ გვემეცადინა. მას შემდეგ რაც ბოლო გამოცდიდანაც გამოვედი, დამშვიდებული წავედი სახლში რომ ცოტა გამომეძინა, შემდეგ კი მაშოს წვეულებისთვის გავმზადებულიყავი. მეგის ყველაფერი მართლაც საოცარი გამოუვიდა, ყველა ერთობოდა და მხიარულობდა. ოთხივეს იმდენი გვქონდა დალეული რომ ერთმანეთსაც ძლივს ვცნობდით და ისიც კიარ ვიცოდით რაზე ვიცინოდით, მაგრამ ვიცინოდით, ეზოში მინდორზე წამოწოლილები
- საშინელი წვეულება გამოვიდა - აწუწუნდა მეგი
- რაა? - ვიყვირეთ ყველამ ერთად
- ხოო, ბევრი ხალხი მოვიდა ამდენი ვინმე არ უნდა დამეპატიჟა - ამბობს მოწყენილი
- გაგიჟდი ახლა უამრავი საჩუქარი მაქვს - ამბობს სიცილით მაშო და მეგის საკოცნელად იხრება - საუკეთესი დაბადების დღეა
- ეს ვაშლია? - ამბობს მიშო და ყველა მისკენ ვტრიალდებით და სიცილი გვიტყდება, რადგან ეზოში ერთი ხეც კი არაა
- რა მოწიე მიშო - ვამბობ სიცილით, ის კი მხრებს იჩეჩავს და სიცილს ვაგრძელებთ. კიდევ ცოტახანი ვსაუბრობთ უაზრო რაღაცებზე, სანამ მეგიმ ახალი წინადადება არ შემოგვთავაზა
- წავიდეთ არ გინდათ?
- ჩემი წვეულებიდან ხომ არ წავალ - ამბობს სიცილით მაშო
- დაიკიდე, ადექით ისეთ ადგილასწავიდე სადაც ცოტა ხალხი იქნება... მაგალითად კლუბში
- მეგი შენი აზრით კლუბში ცოტა ხალია - ეკითხება მიშო
- ხო მარა ისინი ხო ჩვენთან არ არიან, წავიდეთ რა
- მე თანახმა ვარ, როგორც ჩემ პატარას უნდა ისე იქნება - ამბობს მაშო, ისიც დგება და მეგის კისერზე ეკიდება
- იუბილარს ხომ ვერ ვაწყენინებთ - ამბობს მიშო და ადგომაში მეხმარება, ტაქსი მალევე მოვიდა და ჩვენც კლუბში წავედით. იქ აღარცერთს დაგვილევია, რადგან ისედაც საკმარისად მთვრალები ვიყავით, უბრალოდ ვცეკავდით და ვერთობოდით. ყველაფერს შენელებულ კადრში ვხედავდი და სუნთქვა მიჭირდა სიმჭიდროვის გამო. მე და მაშო საპირფარეშოში გამოვედით, რადგან ორივე საშინლად ვიყავით, სახეზე წყალს ვისხავდით და ვცდილობდით ცოტათი მაინც გამოვფხიზლებულიყავით, რადგან ირგვლივ ვეღარაფერს აღვიქვამდით სწორად
- გული მერევა - ამბობს მაშო და საპირფარეშოში შევარდა, მეც შევყევი და თავი დავუჭირე, ფეხზე ძლივს წამოვაყენე და სახის მობანვაში დავეხმარე - მგონი ამდენი არ უნდა დაგველია - ამბობს სიცილით. მაშო კედელს ეყრდნობა მე კი სარკეში ჩემთავს ვუყურებ და კისერზე სველ ხელს ვისმევ, ვცდილობ ჩემ თავს დავაკვირდე, მაგრამ ყველაფერი ძალიან ირევა და მზერა დაბლა გადამაქვს
- მგონი დროა წავიდეთ - ვამბობ და ორივე ბარბაცით გავდივართ, მეგის და ნიკას ბართან ვპოულობთ, სასმელით ხელში - გაგიჟდით მეტი აღარ დალიოთ - თითქმის ვყვირი რომ ჩემი ხმა გაიგონონ და ნიკას ვეყრდნობი რადგა ფეხზე დგომა მიჭირს
- ბოლოა - ამბობს ორივე ერთად და მწარე სასმლის გამო სახეს მანჭავენ ჩვენ კი დავცინივართ. თავს გვერდით ვატრიალებ და მზერა ბიჭებზე მეყინება, ესეც შენი დალაგებული ცხოვრება, საშინლად მძაბავს ის ფაქტი რომ ისინი მათთან ასე ახლოს არიან, არ მინდა რომ ჩემი მეგობრები ოდესმე მათ შეხვდნენ, მაგრამ ვინ იცის რამდენჯერ ჩაუვლიათ შემთხვევით მათთვის ქუჩაში. მიშო თვალებში მაშტერდება და მინდა მეჩვენებოდეს, მაგრამ ის მართლა ჩემსკენ მოდის და მეჩვენება რომ გაბრაზებულია, მაგრამ ამის მიზეზი მე ვერ ვიქნები არაფერი დამიშავებია, ბატონი გიორგი კიდევ რამდენჯერმე ვნახე მაგრამ გადაბმულად მასთან ათი წუთიც არ მისაუბრია. ნიკას ვშორდები და მეც მისკენ მივდივარ არ მინდა რომ მათი თანდასწრებით რამე მითხრას
- რამდენი დალიე? - მეკითხება გაკვირვებული, როდესაც საბოლოოდ მივუახლოვდით ერთმანეთს
- არ ვიცი არ დამითვლია
- გეტყობა, ახლავე სახლში წახვალ - თავს მობეზრებული ვხრი გვერდით და თვალებში ვაშტერდები
- ამას რა სტატუსით მთხოვ?
- არ გთხოვ უბრალოდ გეუბნები რა უნდა გააკეთო
- უკვე ისედაც ბევრი სურვილი შეგისრულეთ
- ხოდა ასე გააგრძელებ
- მიშო მგონი შევთანხმდით რომ ჩემი ცხოვრებიდან სამივე გაქრებოდით - ვუთხარი და ბიჭებზე ვანიშნე
- ხოდა აღარც გაწუხებდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ასე უნდა გამოთვრე დაგავიწყდა ბოლოს შენმა სიმთვრალემ თავი სად ამოგაყოფინა? - სახე უსიამოვნოდ შემეჭმუხნა
- მადლობა რომ შემახსენე, მაგრამ ისეც არ მავიწყდება, შენ კი უფლება არ გაქვს მითხრა რა უნდა ვქნა და რა არა - ვეუბნები გაბრაზებული და მეგობრებთან ვბრუნდები, კლუბიდან მალევე წამოვედით და ჩემთან მივედით მაშინვე გავითიშეთ, როგორც კი ყველამ დასაწოლი იპოვა. მეორე დღეს ყველამ გვიან გავიღვიძეთ და საშინლად ვიყავით საჭმელი შევუკვეთეთ და სახლიდან არ გავსულვართ. საღამოს ყველას ისევ ჩაეძინა მე კი აივანზე ვიჯექი კედელზე მიყუდებული და სიგარეტის კვამლში გახვეული, ქალაქს ნელ-ნელა ბნელი ფერები ეპარაებოდა და თითქოს ყველაფერი წყნარდებოდა. განათებულ ტელეფონს დავხედე და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მეპასუხა
- გისმენ საყვარელო მამიკო - ვამბობ და მაღალ შენობებს ვათვალიერებ
- რატომ არ მპასუხობდი?- მესმის მისი გაბრაზებული ხმა
- არ მინდოდა და იმიტომ - მესმის როგორ ამოიოხრა
- კარგი, ზეგ ისევ მივდივარ
- მოგენატრა რუსეთი? - ვამბობ ირონიით - იქ ახალი დედიკო ხომ არ მყავს?
- გეყოს ნუთ, ამისთვის არ დამირეკავს მინდა წასვლამდე გნახო, მაგრამ ხვალ დილით არ მცალია აქ რაღაც საქმეები უნდა მოვაგვარო, საღამოს კი პარტნიორების წვეულებაა რაღაცას არღნიშნავენ, ხოდა აუცილებლად უნდა წავიდე... ვიფიქრე შენც წამოხვიდოდი
- არა - ვამბობ ფიქრის გარეშე და სიგარეტს ტუჩებს შორის ვიქცევ
- გეყოს ჭირვეულობა არ შეგიძლია ერთი საღამო დამითმო? ჩემთან ერთად წამოხვალ და ამაზე ლაპარაკი აღარ გვინდა - მითხრა და ტელეფონი გამითიშა. პლედი მჭიდროდ შემოვიხვიე როდესაც ქარმა დაუბერა და ტელეფონი ძირს დავდე, ციდან წამოსულ პატარა თეთრი ფანტელებს ვუყურებდი რომელიც აქა-იქ ცვიოდა ჩაბნელებულ ქალაქში. ირგვლივ საოცარი სიმშვიდე იყო თითქოს ყველაფერი ქაოსში იძირებოდა, მაგრამ ზემოდა ეს სულაც არ გავდა ქაოს, ამ ქაოსში საოცარი წესრიგი იყო ამ ყველაფერმა ჩემი სიმშვიდე გადამალა და უცნაურმა გრძნობამ მომიცვა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უბრალოდ სიმშვიდეს ვუცქერდი შტორმის წინ. ეს გრძნობა არ მომწონდა, არსაიდან მოსული შფოთვა და ღელვა. ღელვა იმაზე რაც ჯერ არც კი მომხდარა. გაყინული შევედი სახლში და მეც დაძინება გადავწყვიტე, ვგრძნობდი რომ სრულიად ცარიელი ვიყავი შინაგანად, აღარაფრის ენერგია აღარ მქონდა. ადრე დაძინება მიჭირდა, მაგრამ ამ ბოლო დროს დღის განმავლობაში იმდენ სტრესს და ნეგატივს ვიღებ, რომ დღის ბოლოს აღარაფის ძალა აღარ მაქვს და მხოლოდ ძილი შემიძლია, ხოდა მეც ეგრევე ვითიშები და ენერგიის აღდგენას ვცდილობ, მაგარმ მხოლოდ იმდენი ენერგიის აღდგენას ვახერხებ, რომ მეორე დღეს უბრალოდ გავძლო.
შავ გრძელ კაბაში ვარ გამოწყობილი, რომელიც გვერძე შეხსნილია და წვრილი სალტები მხრებზე კაბას დაბლა ჩაცურებისგან იცავს. მამაჩემს შენობაში შევყავარ სადაც წვეულებაა და უამრავ ადამიანს აცნობს ჩემს თავს, მე კი საშინლად ვიღლები და უბრალოდ წასვლა მინდა
- აქ არ მოგწონს არა? - მეკითხება როცა ძლივს მარტო ვრჩებით
- იცი შვილთან დროის გასატარებლად საუკეთესო ადგილი არ არის
- მართალია, მაგრამ სხვა გზა არ იყო
- კარგი რა - ვუყურებ დაღლილი თვალებით - სულ იმას არ გაიძახი რომ სხვა გზა ყოველთვისაა?
- კი ასეა და მართალი ხარ, მაგრამ ეს გზა უფრო მაწყობდა, რადგან ასე ორივე რამეს ვიღებ რაც მინდა
- მართლა საშინელი მამა ხარ - ვამბობ და სასმელს ვიღებ
- ამაში არ გედავები ხომ იცი - მას ვშორდები და ვცდილობ ისეთი ადგილი ვნახო, სადაც მშვიდად და განმარტოებით ყოფნას შევძლებ. ცარიელ დერეფანს მივუყვები და კარებებს ვამოწმებ, ყველა ჩაკეტილია, როცა ბოლოს და ბოლოს კარები იღება ვხვდები, რომ საოცარი ნიჭი მაქვს ყოველთვის იქ და იმ დროს შევიდე, სადაც ჩემი ადგილი არ არის
- ამის დე.აც - იგინება როდესაც მხედავს და ნახევრად შიშველ გოგოს სულ ოდნავ შორდება
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ - ამბობს არეული ხმით და ვხვდები რომ ჩემი გასვლის დროა - კარებს ისე ვხურავ რომ რეზის ერთ სიტყვასაც არ ვეუბნები და აივანზე გავრბივარ, ცივ ჰაერს აზრზე მოვყავარ, რა ჯანდაბა უნდა რეზის აქ ან ის თუ აქ არის ის ორიც შეიძლება აქ იყოს. გაბრაზებული ვბრუნდები და თითქმის ვყვირი კედელზე აყუდებულ მიშოს რომ ვხედავ, მოულოდნელობისგან შემეშინდა, თუმცა ალბათ ისეც შემეშინდებოდა რის გამოც გული საშინლად მიცემს
- აქ რას აკეთებ ნუთ - მშვიდი მაგრამ მკაცრი ხმით მკითხა
- თქვენ რა გინდათ აქ? რეზიც აქააა შენც, ალბათ სანდროც სადმე აქაა
- ყოველთვის რატომ მამეორებინებ კითხვებს?!
- იმიტომ რომ თავს ვალდებულად არ ვთვლი შენს კითხვებს ვუპასუხო -ვამბობ და მზერას ავთოს ვუსწორებ რომლიც ამ წამს გამოვიდა აივანზე
- ნუთ ყველგან გეძებდი - ამბობს და როცა მზერა ისევ მიშოზე გადამაქვს თვალს ჩემს მზერას აყოლებს და გვერდით რომ იხედება მიშოს ხედავს, დაძაბული ვუყურებ მათ და ერთადერთი რაც მინდა აქედან წასვლაა
- შენ? - ამბობს მამა როდესაც მას ხედავს და ისევ მე მიყურებს ცოტათი დაბნეული მზერით, ამ ბოლო დროს ზედმეტად ხშირად მინდება, რომ უბრალოდ ავორთქლდე და ეს არ მომწონს
- ბატონო ავთო - მიშოს ვუყურებ და უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ
- მიშო არ ვიცოდი შენც თუ აქ იქნებოდი - ამბობს მამა და მიშოს აშტერდება. ავირიე ვერ ვიგებ ისინი საიდან და საერთოდ რატომ იცნობენ ერთმანეთს? კიდევ ცოტაც და მართლა გავაფრენ. რამდენიმე წამი სრული სიჩუმე იყო, რომელიც სანდრომ და რეზიმ დაარღვის
- ნუთ შენ აქ რას აკეთებ? - ისეთი ბედნიერი სახით მეკითხება სანდრო თითქოს მისთვისს ყველაზე ძვირფასი ადამიანი ვიყო
- ნუთ მივდივართ - ავთო ხელს მკიდებს და მაშინვე მივყავარ, აშკარად გაბრაზებულია
- მათ საიდან იცნობ? - მეკითხება როგორც კი მანქნაში ვჯდებით
- და შენ საიდან იცნობ? - ვეკითხები აღელვებული
- კითხვას ნუ მიბრუნებ... - ყველას რატომ გონია რომ ის უნდა გავაკეთო რასაც ისინი მეტყვიან და ხმა არ ამოვიღო? ამან უკვე დამღალა და ხმას აღარ ვიღებ - ისინი არიან არა მათ მოკლეს ის კაცი - თვალები მიფართოვდება და ფანჯარაზე მიპყრობილი მზერა მასზე გადამაქვს

* * *
- ავთო და ნუთი ერთმანეთს საიდან იცნობენ? - ეკითხება გაკვირვებული სანდრო მიშოს და ჯიბიდან სიგარეტს იღებს, მიშომ წარბები შეჭმუხნა
- მამამისია
- რა? - სიგარეტთან მიტანილ სანთებელას ისევ დაბლა წევს სანდრო და ცოტახანი ხმას აღარავინ იღებს - სულ იცოდი მამამისი რომ იყო? - სიჩუმეს არღვევს სანდრო
- გაინტერესებს იმიტომ ხომ არ გადავარჩინე ავთო მამამისი რომ იყო? - სანდრო თავს უქნევს,
მაგრამ მიშო საუბარს რომ არ აგრძელებს ისევ თვითონ იწყებს
- მასთან რთული ურთიერთობა გვაქვს, მაგის შვილი რო მოგვეკლა ყველაფერი უფრო
გართულდებოდა - სანდრო სიგარეტს უკიდებს, რეზი კი ამ დიალოგს უბრალოდ უსმენს
- კიც და არაც - ამბობს დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიშო
- რა კიც და არაც - ეკითხება დაბნეული სანდრო
- ნუთის გადარჩენის მიზეზი მამამისი თან იყო თან არა
- მიშო ეგ გოგო გიყვარს? - ეკითხება მოულოდნელად რეზი
- რამდენჯერ უნდა გითხრათ რომ არა! - მიშო გაღიზიანდა და ხელები მოაჯირს მოუჭირა
- მტრის შვილის შეყვარება კარგი იდეა არ არის, მაგრამ თუ რამე შენთან ვართ - სიცილით
ამბობს სანდრო, მიშო კი გაბრაებული უყურებს
- მიშო აგვიხსნი ამ გოგოს რატო ვიცავთ? თუ შენი აზრით არ ვიმსახურეთ ახსნას - კითხა
მოთმინება დაკარგულმა რეზიმ
- ამ მიზეზის ცოდნა არაფერში გჭირდებათ
- შენ ასე ფიქრობ? - რეზი ძალიან ბრაზობდა იმის გამო, რომ მიშო მათ არაფერს ეუბნებოდა -
მშვენიერია, ჩვენ რატომ უნდა გვითხრა
- რეზი გეყოს! უბრალოდ ეს ის არ არის რისი ცოდნაც გჭირდებათ და მორჩა მინდა რომ
თემა დავხუროთ - თქვა და წავიდა
- ვერ ვიგებ რა ჯანდაბას აკეთებს - ამბობს რეზი უფრო თავისთვის
- უეჭველი უყვარს - სანდრო სიცილით ამბობს და კიდევ ერთ ღერ სიგარეტს იღებს
- ეგრე რო იყოს რატო დაგვიმალავდა - სანდრო მხრებს იჩეჩს და როგორც ყოველთვის
იღიმის.

* * *
ავთომ, რა თქმა უნდა, არ მითხრა საიდან იცნობდა იმ ხალხს, ისინი აშკარად არალეგალური
საქმეეებით არიან დაკავებულები და ვერ ვიგებ მამაჩემი ამ ყველაფერთან რაშუაში შეიძლება
იყოს. გულუბრყვილო არ ვარ და ისიც ვიცი, რომ ადრე არც მამაჩემი იყო დიდად კარგი
საქმეებით დაკავებული, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, მას შემდეგ რაც ლეგალური ბიზნესი
აქვს, მსგავს საქმეებს შეეშვა, ზუსტად ვიცი პირიქით რომ იყოს თქმა არ გაუჭირდებოდა.
ძალიან აანერვიულა იმ ფაქტმა, რომ მათ ვიცნობ, მისი ასეთი აღელვება კი არც ისე ბევრ
რამეს შეუძლია, ასე რომ ვერ ვიგებ საერთოდ რა ხდება. ყოველდღე სულ უფრო და უფრო
დიდ არეულობას ვაწყდები და უკვე მართლა საშინლად დამღალა ამ ყველაფერმა. ჩემი
ცხოვრების დალაგებას უბრალოდ ვეღარ ვახერხებ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები ყოჩაღ

 


№2  offline წევრი esel

Qeti qimucadze
ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები ყოჩაღ

მადლობა blush

 


№3  offline წევრი nini :)

როდის დაიდება ახალი თავი?? ძალიან საინტერესო განვითარებაა

 


№4  offline წევრი esel

nini :)
როდის დაიდება ახალი თავი?? ძალიან საინტერესო განვითარებაა

ხვალ ან ზეგ დავდებ ❤❤

 


№5  offline წევრი nini :)

esel
nini :)
როდის დაიდება ახალი თავი?? ძალიან საინტერესო განვითარებაა

ხვალ ან ზეგ დავდებ ❤❤

ველოდები დიდი ინტერესით ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent