შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 27

13-04-2021, 15:47
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 289

სანდრო მოუთმენლად ელოდა თავისი დაბადების დღის მოახლოებას, იმის გამო რომ ეს დღე მისი წარსულის ყველაზე საშინელ მოგონებებთან ასოცირდებოდა მისთვისაც და ნათიასთვიასაც უნდოდა რომ ახლა ნამდვილი დღესასწაული მოწყო ცილისთვის სურდა ყველაზე განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღე ყოფილიყო ეს მათ ცხოვრებაში რომ როგორღაც ის მახინჯი წარსულის ცივი და საზიზღარი მოგონებები დაეხშო, რომელმაც არამარტო ნათიას ატკინა გული, არამდე მასაც, რადგან იმ ღამეს...როცა ეგონა რომ ნათია საბოლოოდ დაიბრუნა, მან უთქლად უსიტყვოდ მიატოვა ქმარი საკუთარ დაბადების დღეზე და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მაქსიმალური სიმძაფრით განაცდევინა საკუთარი თავის ზიზღი და სიძულვილი, ამ დღეს კიდევ ერთხელ განადგურდა , კიდევ ერთხელ დაენარცხა მიწაზე, კიდევ ერთხელ მოუწია იმ სასტიკ რეალობასთან დაჯახება რასაც მასზე უარის თქმა ჰქვია, რადგან ამ დღეს კიდევ უფრო მტკივნეულად აღიქვა და გააცნობიერა ის თუ რამდენად ზედმეტი, უსარგებლო და არასასურველი ადამინი იყო ყველა ახლობელი და საყვარელი ადამინიების ცხოვრებაში. ამ დღეს სანდრო საბოლოოდ განადგურდა, საბოლოოდ დაკარგა იმედი, საბოლოოდ მოიცვა მისი გულო და გონება ზიზღმა, სიძულვილმა , სურისძიების საზიზღარმა და დაუოკებელმა სურვილმა რასაც ლამის მისი და ნათიას სიცოცხლე შეეწირა... წარსულის მახინჯი და ეს ბნელი გოგონებები დღემდე სულს უწამლავდა, რალურად დღემედე ბოლომდე ვერ აპატია ვერც საკუთარ თავს და ვერც ნათიას ის რაც წლების წინ გადაიტანეს, როცა ერთმᲜეთი საბოლოოდ დაამგრიეს, როცა ერთმანეთი საბოლოოდ გაანადგულრეს და ამ ყველაფერს კინაღამ მარიანას მომავალი და ბავშვობა შესწირეს მსხვერპლად. სანდროს გააჟრჟოლა... ისევ მოაწვა ის საზიზღარი მოგონებები რომელთა ერთი წვეთი საკმარისი იყო მის გონებაში რომ მისი მთელი სხეული, გული და სული მოწამლულიყო, თვალები ძლიერად დახუჭა რომ როგორღაც თავი დაეღწია იმ საშინელი მოგონებებისთვის რომლებიც დროდადრო მაინც აკეთებდა თავის საქმეს და ანადგურებდა მის ფსიქიკას.
-სანდრო-ნათია ზურგიდან აეკრო ქმარს და ხელები ძლიერად შემოაჭდო, მან მაშინვე უკან გადასწია თავი და უფრო მაგრად დახუჭა თვალები, რამდენიმე წამის განმავლობაში დაიკარგა, ეგონა რომ ის ყველა განცდილი ბედნიერება უბრალოდ წარმოსახვა იყო, ეგონა ნათია აქ არ იყო, სული მოეწამლა, ზიზღმა მოუწამლა მაგრამ როცა ნათია თითაო წვერებზე დადგა და ქმარს ყელზე აკოცა, სანდერო მაშინვე გონს მოვიდა, თითქოს საყვარელი გოგონას შეხებმა წარსულის მძიმე და საძინელ მოგონებებს გამოგლიჯა მისი თავი, თითქოს ნათიამ გაათავისუფლა
-მიყვარხარ-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს რომელიც მაშინვე მისკენ შეტრიალდა მკლავებში მიომწყვდია ცოლი და მის ვნებიან წითელ ტუჩებს დააცხრა, ნათიამაც იგივე სიგიჟით რომ უპასუხა მის კოცნას სანდრომ მაშინვე ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა -მჭირდები-უთხრა ჩავარდნილი ხმით და მის ყელს მიაწება ვნებიანი ტუჩები, ნათიამ არაფერი უპასუხა, თმებში ხელი შეუცურა და უფრო მეტად მიიკრო მისი ტუჩები ყელზე რომელიც ნელ-ნელა ქვემოთ ჩაუყვა და როცა კარზე ბრახუნი ატყდა სანდრომ თავი ცოლის ყელში ჩარგო და შეიგინა
-არაფერს არ დაგაცდიან ეს დედა მოყტ.ლები ამ სახლში-მალევე წამოდგა და როცა ნათიაც ადგა, კაბა შეისწორა და გაწეწილი თმა, კარი გააღო
-სანდრო-დაიწყო ლალიმ უკმაყოფილო ტონით
-რა ხდება?-დაიძაბა ბიჭი
-მობილური გადამივარდა მაცივრის უკან და შეგიძლია რომ გამოსწიო და ამაღებინო? ნიკა რომ იყოს არ შეგაწუხებდით მაგრამ... და... ბავშვის საჭმელი გაუთავდა ანის და იქნება მოუტანო? მაღალი წნევა მაქვს თორემ მე წავიდოდი აფთიაქში
-კარგი ჩავალ და ვნახავ-უთხრა უკმაყოფილო ტონით და კიბეებზე დაეშვა
-სანდრო გამსაკუთრებულად დემზადება დაბადების დღის აღსანიშნავად, იმედია წელსაც არ გაიქცევი, იმედია ხვალ ღამეს... მის დაბადების დღეზე სახლში დააღამებ-დაიწყო ლალიმ უცნაური ტონით ლაპარაკი
-აი ეგ თქვენ საერთოდ არ გეხებათ-ავარდა ნათია
-შენ რომ წახვედი, ჩემი შვილი მიატოვე და დაიკიდე ჩვენ ყოველ დღე მისი სიცოცხლის გადასარჩენად გვიწევდა ბრძოლა იცი თუ არა შენ?-გაკაპასდა ლალი-იცი მაინც რისი გადატანა მოუწია აქამდე რომ მოსულიყო? -ლალი ოთახში შევიდა, კარი მიაჯახუნა და რძალს თვალებში ჩააცქერდა -იცი მაინც რამდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში? იცი მაინც რამდენი ღამე გაათენა შენზს და ბავშვზე ფიქრში? ერთხელ მაინც დაგირეკია და გიკითხია მისი ამბავი? ერთხელ თუ დაინტერესდი სად იყო და რას აკეთებდ კაცი რომელსაც შენი სიყვარული უბრალოდ ჭკუიდან შლიდა? ახლა მოხვედი აქ, ამ სახლში, იქცევი ისე როგორც გინდა და სანდროს აიძულებ ყველა შენი კაპრიზო და სურვილი შეასრულოს რადგან ისევ წასვლით ემუქრები
-მე იმიტომ წავედი რომ სანდრომ მაიძულა და თქვენ კარგად იცით რომ მან უბრალოდ სხვა გზა არ დამიტოვა, მის აგრესიას და ზიზღს ისე უყურებდით თითქოს არაფერი, რადგან თქვენი გული იყო იგივე ზიზღით და სიძულვილით სავსე, მე ეს ყველაფერი მანადგურებდა, მაწვალებდა, მაგრამ ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ, ერთხელ მხარი არ დაგიჭერიათ ჩემთვის, მოგწონდათ რომ ხედავდით როგორ მბრძანებლობდა ის ჩემზე, როგორ მორჩილებაში ვყავდი და მისი ნებართვის და სურვილის გარეშე უბრალოდ ნაბიჯის გადადგმაც კი მაშინებდა ეზოს გარეთ! ის რომ ჩვენ ყველაფერი აგვერია და დაგვენგარა თქვენი ბრალია, რადგან სანდრო ზიზღში გაზარდეთ, მისთვის არასდროს გემეტებოდათ სიყვარული, მას დედა სჭირდებოდა, დედა! მხოლოდ დედა და მისი უანგარო სიყვარული, მაგრამ ეს უანგარო პატარა სიყვარულიც კი ვერ გაიმეტეთ მისთვის, შვილი არასწორად აღზარდეთ, ცხოვრება და ფსიქიკა დაუმახინჯეთ, არასწორი წარმოდგენა შეუქმენით სამყაროზე, ვერც კი წარმოედგინა რომ შეიძლებოდა ვინმეს ისე უანგაროდ და გულწრფელად ყვარებოდა, მე მისი ცოლი ვიყავი, მის სახლში ვცხოვრობდი, მისი შვილის დედა მერქვა მაგრამ მას ეს მაინც არ ჰყოფნიდა, ჩემს სულს, ოცნებებს და გონებას ითხოვდა მთლიანად, ვეღრა გავუძელი, ვერ შევძელი და წავედი... არ მინდოდა წასვლა, მისი მიტოვება და მასზე უარის თქმა მაგრამ მაიძულა... დღეს თუ აქ ვარ, ისევ მისი ცოლი მქვია და მისი საკუთრება, მხოლოდ იმიტომ რომ მე ის სიგიჟემდე მიყვარს და ზუსტად ვიცი რომ მასაც იგივე სიგიჟით ვუყვარვარ, სწორედ ამ სიყვარულმა შეგვაძლებინა ისევ ერთად ყოფნა! ის თუ რა მოხდება ჩვენს შორის თქვენი საქმე არც ყოფილა და არც იქნება, იმიტომ რომ არადროს დაინტერესებულხართ რეალურად თქვენი შვილის მომავლით? ბედით? არ გაინტერესებდათ რას გრძნობდა ის რეალურად, რაზე ოცნებობდა, რა სტკიოდა, რა აწუხებდა, რა უჭირდა, ოდესმე თქვენს მუხლებზე თავდადებულს უტირია? რა თქმა უნდა არა! რადგან იცოდა რომ არ ანუგეშებდით! იცოდა რომ მისთვის ერთ თბილ სიტყვას ვერ გაიმეტებდით! იცოდა რომ ის ზედმეტი და არასასურველი ბავშვი იყო ამ ოჯახში! ეს კომპლექსი დღემდე გამოჰყვა, დაიტანჯა და მეც დამტანჯა! ახლა ნუ მოდიხართ და ჩემგან ნუ ითხოვთ პასუხებს წარსულის შეცდომებზე! თქვენ ბოლო ადამინი ხართ ვისაც უფლება აქვს ჩაერიოს ჩვენს ურთიერთობაში! თქვენ უფლება არ გაქვთ სანდროს ცხოვრებაში ცხვირი ჩაყოთ! მითუმეტეს უფლება არ გაქვთ რომ ჩემგან მოითხოვოთ რამე!
-თავხედი ხარ, სანდრომ ვერ ხედავს შენს რეალურ სახეს
-მე ის მიყვარს და თქვენ? შეგიძლიათ იგივე თქვათ მასზე?
-არანორნალურო-უყვირა ლალიმ და ოთახიდან გავარდა, ნათია კი არეული სახით დაწვა საწოლში, შუქი ჩააქრო და როცა სანდრო შევიდა ჩურჩულით უთხრა
-შეგიძლია ჩამეხუტო, ძალიან ციდად ვარ?-სანდრომ მაშინვე მის გვერდით დაწვა და კითხვების დასმის გარეშე ჩაეხუტა ცოლს.
ნათია დილიდან უხასიათოდ იყო, მაგრამ ცდილობდა სანდროს არ შეემჩნია, არ უნდოდა მისთვის განწყობა გაეფიჭებინა რადგან ის ზედმეტად აჟიტირებული და არეული იყო დილიდან, ნათიას უცნაური განცდა ჰქონდა, ეს დღე მის მეხსიერებაში ყველაზე მახინჯ დღედ იყო ჩაბეჭდილი და იმის მიუხედავად რომ ახლა ერთად იყვნენ ის და სანდრო, ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს წარსულში დაბრუნდა, თითქოს იმ საშინელ გადატანილ ემოციებს ხელახლა განიცდიდა...
თუმცა სანდროს სიგიჟე მასაც გადაედო დღის ბოლოს და მაინც მოვიდა ხასიათზე
-მარიანას ნანასთან დავტოვებ ამ ღამეს
-რატომ?-გაუკვირდა ნათიას და ქმარს მიაჩერდა კიითხვა ჩამდგარი თვალებით -მეგონა ამ ღამეს, სახლში ყველა ერთად ავღნიშნავდით შენ საბადების დღეს
-ყველა ერთად, ხვალ ავღნიშნავთ, ეს ღამე კი მარტო ჩემი და შენია-უთხრა სანდრომ ჩურჩულით, საწოლზე გადააწვინა ცოლი და თვალებში ჩააცქერდა, ორივეს რაღაც უსიამოდ შეეკუმშა გული, ორივე ერთდროულად გადავარდა წარსულის მორევში და იქ ჩაიკარგა, აზრზე მოსვლა ისევ ნათიამ შეძლო, ქმარს კისერზე შემოაჭდო ხელები და ყელში აკოცა
-შენთვის ძილიან პატარა და განსაკუთრებული საჩუქარი მაქვს დაბადების დღისთვის-უთხრა გამომწვევი ტონით ნათიამ ქმარს და აციმციმებული თვალები მიანათა მის ამღვრეულ თვალებს
-პატარა და განსაკუთრებული?-ჩაეკითხა სანდრო ცოლს და ქვედა ტუჩზე აკოცა -მაინც რამდენად პატარაა და რამდენად განსაკუთრებული?-ძალიან დააინტერესა ცოლის საჩუქარმა რადგან ზოგადად ნათიას არ უყვარდა სიუპრიზები და საჩუქრების კეთება
-ჯერ ძალიან პატარა, მაგრამ ზედმეტად განსაკუთრებული-უთხრა მომღიმარი სახით და მის რაქციაზე გაეცინა
-ძალიან მაინტერესებს რაა ამისთანა, რომ ასე პატარაა და ასე განსაკუთრებული-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან მომღიმარი სახით და ცხელი ვნებიანი ტუჩები მიაწება ცოლის ყელს, უცბათ მოწყდა მის ყელს და თვალებში
ჩააცქერდა ცოლს -ძალიან მაინტერესებს, არ მეტყვი დაღამებამდე?
-არა! ეს დაბადების დღიეს საჩუქარია-აკისკისდა ნათია
-როდის აქეთაა საჩუქრების კეთება დაიწყე ჩემთვის? მიდი მითხარი რა არის ძალიან დამაინტერესა შენმა უცნაურმა საჩუქარმა
-არა-მეთქი , ტყუილად ცდილობ მაინც არ გეტყვი
-კარგი, იცოდე მოუთმენლად დაველიდები იმ შენს ზედმეტად პატარა და განსაკუთრებულ საჩუქარს, ძალიან მაინტერესებს რა არის
-მოგეწონება ზუსტად ვიცი-უთხრა ნათიამ გამომწვევი ტონით ფეხზე წამომდგარ ქმარს რომელმაც უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები
-მაბრაზებ-უთხრა სიცილით და ცხვირზე აკოცა
-ამ საღამოს სადმე მივდივართ თუ ოთახში უნდა გამოვიკეტოთ და ისე ავღნიშნოთ შენი ოცდაათი წლის იუბილე?
-განსაკუთრებულ ადგილას უნდა წაგიყვანო
-მაინც?- ნათია ცოტა დაიძაბა, ყველაზე ნაკლებად ახლა მცხეთის სახლში წასვლა უნდოდა
-იქ არა სადაც შენ ფიქრობ, ეს განსაკუთრებული ადგილია-უთხრა სანდრომ არეული ხმით -მოემზადე მინდა დღეს ძალიან ლამაზი იყო, თორმეტის ნახევარზე წაგიყვან იქ
-კარგი-უთხრა ქმარს და როცა როგორც იქნა მოვიდა ის ნანატრი წუთები მანქნაში აღელვები ჩაჯდა, სანდროც ღელავდა რაღაცნაირად, ცალკე ნათიას საჩუქრის ინტერესი ჰკლავდა რადგან დარწმუნებული იყო რომ ბანალურად საათს ან რამეს მსგავს სისულელს არ აჩუქებდა ცოლი. არადა თავში სხვა აზრიც არაფერი მოსდიოდა, თან ნათიას ხელფასიდან გამომდინარე საიჭვო იყო რამე განსაკუღებულ საჩუქარზე გაექაჩა, ნათიას კი იმაზე ფიქრი არ ასვენებდა თუ რა რექცია ექნებოდა სანდროს როცა გაიგებდა რომ ნათია ორსულად იყო, ამ ფიქრებში იყო როცა მიულოდნელად სანდრომ მანქნა გააჩერა
-მოვედით გადმოდი-უთხრა ცოლს აციმციმებული თვალებით და მანქანიდან პირველი გადავიდა, ნათიაც გადავიდა და გაოცებულმა მოათვალიერა იქაურობა
-სად მოვედით?-ვერ მიხვდა რადგან ყველა მხარეს კორპუსები იყო აღმართული და არსად ჩანდა რესტორანი, არც კაფე და არაფერი მსგავსი
-წამოდი-სანდრომ ნათიას თითებში ახლართა თითები და მათ წინ აღმართულ ახლადაშენებულ თხუთმეტსართულინ კორპუსის მთავარ სადარბაზოში შეიყვანა, იქაურობა ისეთი ლამაზი და დახვეწილი იყო ნათიას სასტუმრო ეგონა, მაგრამ საცხოვრებელ კორპუს უფრო გავდა , როცა ლიფტში შევიდნენ და მეხუთე სართულზე ავიდნენ ნათია უარესად დაიბნა
-სანდრო სად მიგყავარ?
-სუუ-სანდრომ ტუჩებზე მიადო თითები და ლიფტიდან გასულები პირველივე რკინის კართან გაჩერდნენ, სანდრომ ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოიღო, კარის სკაეტს მოარგო, მშვიდად გადაატრიალა და ნათიაა ათრთოლებულ ხელთან ერთად დაქაჩა სახეური, რომელიც დაახლოებით უკვე ხვდებოდა სად მოიყვანა ქმარმა, კარი შეაღეს და ნათიას სუᲜთქვა შეეკრა, სანთელბით განათებული სახლი, ძირს დაყრილი ვარდის ფურცლების ფონზე ისეთი ლამაზი და საოცარი ჩანდა რომ ცრემლები მოეძალა გოგონას
-ეს ჩვენი სახლია-დაუჩურჩულა ზურგს უკნიდან თვალებაწყლიანებულ ცოლს სუნთავა აჩქარებულმა ბიჭმა და კისერში აკოცა
-სანდროო-ლამის ატირდა გახარებული გოგონა მაშინვე მისკენ შეტრიალდა კისერზე შემოაჭდო ხელები და შეკივლა როცა სანდრომ წელზე შემოხვია ხელები და Ჰაერში დაატრიალა-დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ყველაზე არანორმალურო-დაუჩურჩულა ნათიამ ცხვირზე აკოცა ქმარს
-ჩემი სუნთქვა ხარ-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს და ლავიწის ძვალზე აკოცა-მოგწონს ჩვენი სახლი?-თვალებში ჩააცქერდა სანდრო ცოლს, ნათიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და Მის ტუჩებს დააცხრა, სანდრომ კარი ფეხით მიკეტა და ისე რომ ვოლის ტუჩებს არ მოშორებია მისაღებ ოთახში შეიყვანა სადაც მათთვის პატარა მაგიდა იყო გაწყობილი
-სანდრო რა სილამაზეა-აღფრთოვანება ვერ დამალა გოგონამ და ხელჩაკიდებულ ქმართან ერთად მოათვალიერა ბინა -ეს ის მომენტია როცა მე უნდა გითხრა რომ მაგიჟებ! გესმის? ახლა ისეთი ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ შენით რომ შეიძლება მართლა გავგიჟდე სიხარულისგან
-იმ სახლში აღარასოდეს დავბრუნდებით! არც წარსულში აღარ დავბრუნდებით! გპირდები -უთხრა არეული ხმით და ცოლს ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-რა თქმა უნდა აღარ დავბრუნდებით რადგან ახლა ორი მთავარი მიზეზი გავქვს ამისთვის
-ორი?-თვალები დააწვრილა სანდრომ და ცოლს ინტერესით ჩააცქერდა -ერთი მარიანა? და მეორე? ის ძალიან პატარა და ძალიან განსაკუთრებული საჩუქარი ხომ არა დღეს რომ მეუბნებოდი?-სუნთქვა შეუწყდა მღელვარებისგან ბიჭს, ნათიამ სულ ოდნავ დაუქნია თანხმობის ნიაშნად თავი და მომღიმარი სახით გაუწოდა ექოსკოპიის შავთეთრი პატარა სურათი,რომელიც აკანკალებული ხელით გამოართვა ბიჭმა და ამღვრეული თვალებით დააკვირდა შავთეთრ ფოტოს სადაც უცხო და მოიჩვეველი თვალისთვის შეუმჩნეველი იყო პატარა, უმწეოს, ახალი სიცოცხლის აღქმა, მაგრამ იმის გააზრებაზე რომ ეს მისი პაწაწინას პირველი ფოტო იყო გული მტკივნეულად შეეკუმშა...სულ აირია, დაიკარგა...დაიბნა, ნელ-ნელა იგრძნო ცხელი სისხლი როგორ გაეყინა ძარღვებში, როგორ შეწყვიტა გულმა გამალებული ცემა, მოძრაობისბუნარიც მი დაკარგა... რამდენიმე წამის განმავლობაში საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი, სათქმელი სიტყვებიც დაეფანტა და არეული თვალებით ფოტოდან მზერა ცოლის მუცელზე გადაიტანა, ვერ იჯერებდა რომ ახლა იქ მისი ნაწილი იზრდებოდა
-ნათია ჩემი გაგიჟება გინდა?-აღმოხდა როცა როგორღაც სათქმელ სიტყვებს თავი მოუყარა და დაიბრუნა მოძრაობის უნარი აზროვნების უნართან ერთად, მაშინვე ცოლისკენ გაქანდა გახარებული წელზე ძლიერად ჭემოაჭდო ხელები და ჰაერში დაატრიალა თვალებაწყლიანებული
გოგონა-მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ
გესმის?-უთხრა არეული ხმით ცოლს მისი სახე ხელებში მოიქცია და სახე დაუკოცნა

№1  offline მოდერი ნეაკო

სანამ მე ვწერდი 27 თავს თურმე რაები ხდებოდა 26 თავის კომენტარებში :D
(თქვენ უმდა მამკლათ რა) აქ სხვა სიტყვათა თანწყობა უბრალოდ ვერ მოვიძიე ჩემი აზრის დასაფიქსირებლად :)

მოკლეთ მე თქვენ მიყვარხარ და აწი სულ ტირანზე დავწერ ხოლმე გპირდებით.

არავითარი თათია ვაჩე მია ნიკა მარტო ტირანი! ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№2 სტუმარი სტუმარი ელა

❤❤❤????????????მაგარი იყო

№3 სტუმარი სტუმარი ელა

გოგოებო არ გეწკინოთ თქვენიც მესმის თქვენ ხართ ის ადამიანები ვინც დადააწყვეტინეტთ ნეაკოს ამ ისტორიის გაგრძელება .მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი თორემ მეც თქვენსავით ველოდები ახალ თავებს ისე შემაყვარა ნეაკომ სანდრო და ნათია და მადლობა ამისთვის თქვენ და ავტორსაც.კარგი თავი იყო მაგრამ პირადად მე არ მეყო უფრო დიდი მინდოდა.❤❤❤

№4 სტუმარი სტუმარი თიკო

მეც ავტირდი მათთან ერთად. როგორი სათუთი წასაკითხი იყო. მგონია რომ ემოციებს ვეღარ გავუძლებ, ეს რომ უთხრა: ,,ჯერ ძალიან პატარა, მაგრამ ზედმეტად განსაკუთრებული-უთხრა მომღიმარი სახით და მის რაქციაზე გაეცინა
-ძალიან მაინტერესებს რაა ამისთანა, რომ ასე პატარაა და ასე განსაკუთრებული-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან მომღიმარი სახით..." უკვე მზად ვიყავი ამ საოცრების წასაკითხად. როგორ რეალურად გქონდა გადმოცემული ყველაფერი. ნაკლები სიტყვებით, მაგრამ უამრავი ემოციითა და გრძნობით დატვირთული.❤❤❤ სიტყვებს ვერ ვპოულობ გარდა იმისა რომ სასწაული იყო!❤❤❤ სანდროს საჩუქარმაც, ც კი არა იმდენად ამაღელვა და გამახარა, ენა ჩამივარდა.❤❤❤ამაზე ნაკლებს არ იმსახურებენ!❤❤❤ წარმატებები!❤❤❤
P.S ლალიზე აღარ გამყვება ფიქრები. იქნებ ისწავლოს ჭკუა. ნათიას ყოველ სიტყვას ვეთანხმები!❤❤❤

№5 სტუმარი სტუმარი nazi

საოცრება იყო ძალიან თბილი თავი განსაკუთრებით მომეწონა ეს თავი რა კარგია ველი შემდეგს ❤❤

№6 სტუმარი სტუმარი mkitxveli

უფფ მაგარი თავია❤️გთხოვ უცბად არ დაასრულო სანდროს და ნათიას ბედნიერი ისტორია..ცოტა დიდი ხანი დაგვატკბე მაგათი ბედნიერი ცხოვრებით❤️❤️ნიკას შვილზეც კი სანდროს აწუხებს ლალი.შენ აღარ შეაშლევინო.სანდრო ბევრ ბედნიერებას იმსახურებს❤️❤️❤️

№7  offline წევრი ირო

რახან სანდრომ გადაწყვიტა ახალი ცხოვრების დაწყება ლალის გარეშე მიხარია,სადღაც მგონია რომ მოისმინა ლალის და ნათიას დიალოგი რადგან ნათიას მიზეზი არ კითხა უხასიათობის.კარგია ცხოვრება ახალი ფურცლიდან ახალი სიახლებით,ორი თავი ფუფუნებაა ხოლმე მწერლისგან ერთ დღეში და მიხარია ამ სიამოვნებას რომ არ გვაკლებ.ვაჩე თათას ურთიერთობის დალაგებაც საოცრად მიმდინარეობს,უბრალოდ მართლა პატარაა თათა და თავისებური,ისიც სტრესის ქვეშ გაზრდილია.

№8 სტუმარი სტუმარი ელენე

"პატარა და განსაკუთრებული"-რა ზუსტი განმარტებაა blush
ბამბის ნაყინივით თავი იყო. ტკბილი, ვარდიფერი და გაბერილი, მაგრამ სინამდვილეში ცოტა როა და რო არ გყოფნის joy ველოდებოდი როგორი რეაქცია ექნებოდა სანდროს ბავშვზე და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ სიგიჟეს ჩაიდენს სიყვარულით გადარეული smile
ერთი კითხვა მაქვს, "სანდრო მაშინვე მის გვერდით დაწვა და კითხვების გარეშე ჩაეხუტა მის ცოლს"- ეს ქცევა სანდროსას არ გავს და ალბათ მიხვდა ლალისთან, რომ მოუვიდა კონფლიქტი და სახლის ყიდვაც ამის გაგრძელება იყო, სწორად გავიგე? ძალიან ცუდად ვარო ნათია, რომ ეუბნება, ასე უპასუხოდ არ მიუწვებოდა და მაგიტომ დამებადა ეს აზრი.
აუ რეებს ვუკვირდები, არა ვარ მე კარგად joy

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელა
❤❤❤????????????მაგარი იყო

❤❤❤❤❤

სტუმარი ელა
გოგოებო არ გეწკინოთ თქვენიც მესმის თქვენ ხართ ის ადამიანები ვინც დადააწყვეტინეტთ ნეაკოს ამ ისტორიის გაგრძელება .მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი თორემ მეც თქვენსავით ველოდები ახალ თავებს ისე შემაყვარა ნეაკომ სანდრო და ნათია და მადლობა ამისთვის თქვენ და ავტორსაც.კარგი თავი იყო მაგრამ პირადად მე არ მეყო უფრო დიდი მინდოდა.❤❤❤

მიხარია რომ მოგეწონა, შემდეგი თავები დაეთმობა მხოლოდ ნათია/ სანდროს ურთიერობის აღწერ მცირე მონაკვეთები დაეთმობა სხვებს. მადლობა გამოხმაურებისთვის დ ასეთი აქტიური გულშემატკივრობისთვის❤❤❤❤

სტუმარი თიკო
მეც ავტირდი მათთან ერთად. როგორი სათუთი წასაკითხი იყო. მგონია რომ ემოციებს ვეღარ გავუძლებ, ეს რომ უთხრა: ,,ჯერ ძალიან პატარა, მაგრამ ზედმეტად განსაკუთრებული-უთხრა მომღიმარი სახით და მის რაქციაზე გაეცინა
-ძალიან მაინტერესებს რაა ამისთანა, რომ ასე პატარაა და ასე განსაკუთრებული-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან მომღიმარი სახით..." უკვე მზად ვიყავი ამ საოცრების წასაკითხად. როგორ რეალურად გქონდა გადმოცემული ყველაფერი. ნაკლები სიტყვებით, მაგრამ უამრავი ემოციითა და გრძნობით დატვირთული.❤❤❤ სიტყვებს ვერ ვპოულობ გარდა იმისა რომ სასწაული იყო!❤❤❤ სანდროს საჩუქარმაც, ც კი არა იმდენად ამაღელვა და გამახარა, ენა ჩამივარდა.❤❤❤ამაზე ნაკლებს არ იმსახურებენ!❤❤❤ წარმატებები!❤❤❤
P.S ლალიზე აღარ გამყვება ფიქრები. იქნებ ისწავლოს ჭკუა. ნათიას ყოველ სიტყვას ვეთანხმები!❤❤❤

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა და ასე ძალიან გულშემატკივრობ ამ წყვილს ❤❤❤❤ ლალი აწი ნერვენს ვეღარ მოუშლით ❤❤❤ მაგრამ სამაგიეროდ ერთმანეთს მოუშლიან ხოლმე ნერვებს :D ❤❤❤❤

სტუმარი nazi
საოცრება იყო ძალიან თბილი თავი განსაკუთრებით მომეწონა ეს თავი რა კარგია ველი შემდეგს ❤❤

ძალიან მიხარი რომ მოგოეწონა ❤❤❤❤შემდეგ თაბს ხვალ დავდებ

nene gelovani

არა, არ მწყენია ❤
ნეაკო, აღფრთოვანებული ვარ!
ნათიას დილოგი ლალისთან არაჩვეულებრივი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი უთხრა რასაც კი იმსახურებდა. ეგ ის კატეგორიაა ტვინში რომ ვერაფერს შეუშვებს მაინც, მაგრამ შენ შენი უნდა უთხრა, რომ ზედმეტი ვერ გაგიბედოს. მართალი თქვა ნათიამ, ფაქტიურად ხელს უწყობდა სანდროს ძალადობაში. როგორი უბედური ქალიც თვითონ იყო ახალგაზრობაში, ისეთივე უნდოდა ენახა სხვებიც.
სანდრო კიდე ახლა რომ ასეთია, თავისი ბიოგრაფიის პატრონი, წარმომიდგენია ნორმალურ ოჯახში რომ გაზრდილიყო, როგორი იქნებოდა. ვერც ერთი სიმამაცით და "ღმერთკაცობით" სახელგანთქმული ჯენტლმენი ვერ აჯობებდა. joy joy
ცაწკალი, ანუ ოღონდ იმათ მოვშორდეო და კიდე აიკიდა ბანკის ვალები? joy
მოკლედ, ძალიან კარგი თავი იყო. ვისიამოვნე ❤❤❤

მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤ ბანკის ვალებს აღარ დაეძებდა ისე გააწვალეს იმ სახლში :D
ლალიკოს სამდროც თავისას ეტყვის და ამით საბოლოოდ დაემება წერტილი ამ საკითხსაც.
აი თათია/ სანდროს ამბავი ჯერ არ გადამიწყვეტია და ვნახოთ რა გამოვა ❤❤❤❤ ტირანის ისტორია რომ ისევ და ისევ საინტერესოა შენთვის და არ გწყინდება კითხვა ნეტა იცოდე როგორ მიხარია ❤❤❤❤

სტუმარი mkitxveli
უფფ მაგარი თავია❤️გთხოვ უცბად არ დაასრულო სანდროს და ნათიას ბედნიერი ისტორია..ცოტა დიდი ხანი დაგვატკბე მაგათი ბედნიერი ცხოვრებით❤️❤️ნიკას შვილზეც კი სანდროს აწუხებს ლალი.შენ აღარ შეაშლევინო.სანდრო ბევრ ბედნიერებას იმსახურებს❤️❤️❤️

ძირითადი პრობლემური საკითხები მოგვარებულია, მაგრამ მაინც წამოიჭრება სანდრო/ნათიას შორის ერთი გაუგებრობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და ისტორია ძირითადად ბედნიერი ხაზით გაგრძელდება ❤❤❤მიხარია რომ სანდროს ასე გულშემატკივრობ

ირო
რახან სანდრომ გადაწყვიტა ახალი ცხოვრების დაწყება ლალის გარეშე მიხარია,სადღაც მგონია რომ მოისმინა ლალის და ნათიას დიალოგი რადგან ნათიას მიზეზი არ კითხა უხასიათობის.კარგია ცხოვრება ახალი ფურცლიდან ახალი სიახლებით,ორი თავი ფუფუნებაა ხოლმე მწერლისგან ერთ დღეში და მიხარია ამ სიამოვნებას რომ არ გვაკლებ.ვაჩე თათას ურთიერთობის დალაგებაც საოცრად მიმდინარეობს,უბრალოდ მართლა პატარაა თათა და თავისებური,ისიც სტრესის ქვეშ გაზრდილია.

მადლობა რომ ყოველ ჯერზე მიზიარებ შენს აზრს, ძალიან საინტერესოა ყოველთვის მკითხველის თვალით დანახული სხვადასხვა მოვლენები, სწორი შენიშვნაა, სანდრომ მათი საუბარი მოისმინა და ლალის საკადრის პასუხს გასცემს საჭირო დროს ❤❤❤❤

სტუმარი ელენე

ძაან ძაან გულშემატკივრობ ტირანს და მაგის ბრალია :D სწორედ აღნიშნე სანდრომ ყველაფერი მოისმინა... ამის გამო ლალიკო საკადრის პასუხს მიიღებს მისგან და საბოლოოდ დაიხურება ლალიკოს გაჭედვის თემაც მათთან მიმართებაში. მერე უკევ თათია / სანდროს თემას წამოვწევ წინ და კიდე ცოტა ნათიაც გაუჭედავს

ნეაკო

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№10  offline წევრი ქეთათო4

კარგია განვითარების ეს კუთხე. მომწონს მე ამ მოთხრობის ემოციურობა. სწორი ემოციები მოდის მკითხველამდე და მგონია, რომ ესნამდვილად მოთხრობის და შენი დიდი დამსახურებაა. რაც შეეხება იმას, რომ ხშირად წერენ სანდრო და ნათიას წყვილი უნდათ და ჰგონიათ, რომ მეორე ხარისხოვანია თათია, მია, ნიკა ან ა.შ. ჩემი აზრით, მუდმივად სანდრო და ნათიაა ძალიან მოსაწყენი. ჩემთვის უფრო მეტად ახალისებს ამ ყველაფერს ეს დანარჩენი პერსონაჟები და არა მხოლოდ სანდრო და ნათია, რომლებიც პირადად ჩემთვის უფრო მოსაწყენები გახდნენ. მეტი ინტერესით ვკითხულობ თათიას და ვაჩეს წყვილს ვიდრე მათ. რატომ უნდა მოგწონდეს სანდრო მე არ ვიცი. ვიცი ის, რომ უარყოფითი პერსონაჟიდან დადებითი გახდა... რა ვიცი, შესაძლოა, მეც ძალიან არეულად დავწერე ახლა, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად ბევრია სანდრო და ნათია. წარმატებები შენ. მთავარია შენ როგორ გინდა, სხვა არაფერი. heart_eyes

№11  offline მოდერი ნეაკო

ქეთათო4

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის, რაც შეეხება ისტორიის განვითარებას ის იწერება მკითხველის სურვილით, ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას თუ რა სურს მკითხველს.
ისტორიის პირველ ნაწილზე მიწერდნენ რომ საშინელება იყო და არ უნდა მეწერა, მაგრამ მაინც ჯიუტად ვწერდი იმას რაც მინდოდა, ასე იქნება სხვა ისტორიებზეც, უბრალოდ ეს მეორე ნაწილი განსაკუთრებულია რადგან შედგა მკითხველის სურვილით ❤❤❤❤

№12 სტუმარი სტუმარი ნატო

არ არსების ორი ადამიანის სიყვარულის დანგრევა ორივემ რაღაც უნდა დათმოს რომ ეს სიყვარული არ დაინგრეს სადაც სიყვარულია იქ გაგებაცააა????????????????????

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent