შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი. ( სრულად)


14-04-2021, 03:18
ავტორი zia-maria
ნანახია 15 617

ემიგრანტად ყოფნა ნიშნავს, რომ შენ უცხო ქვეყნის შვილი ხარ და უვადო პატიმარი. პატიმარი ხარ, მაგრამ პატიმარი გისოსების გარეშე რომელსაც მოსამართლე არ ჰყავს. ემიგრანტს გვენატრება ყველა და ყველაფერი ჩვენი სამშობლოსი, ის რაც ჩვენ მიწა-წყალს გვაგონებს. დიდი გულისტკივილით ვუძლებთ უძილობას, ჩუმად დადენილ ცრემლს და გულში ვიკლავთ დარდს, ტკივილს და ვცხოვრობთ მხოლოდ მოგონებებით. ალბად დაგებადათ კითხვა, რა არის მონატრება და როგორ უძლებთ ადამიანი წლობით მონატრების გრძნობას, მაგრამ დამიჯერეთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, რადგან გული ვერ უძლებს და გაუსაძლისია ყველას მონატრება, რომელსაც გულით დავატარებთ ყველა ემიგრანტი წლების მანძილზე. უსამშობლოდ ყოფნა ძალიან დიდი სასჯელია თვითეული ემიგრანტისათვის და ძალიან მძიმე ტვირთია საზიდად, მე პირადად ვიცი ეს ტკივილი უკვე 10 წელია რომელმაც უჩუმრად გამანადგურა სხვა ემიგრანტებთან ერთად. ფესვები ხმება უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ და მრავალი წელი რომ გავიდეს ჩვენ სამშობლო გვიხმობს. რამდენჯერ დამიხუჭავს თვალები და ჩემი მშობლიური სახლის ეზო-კუთხე შემომირბენია ფეხშიშველს, ისე როგორც ადრე ბავშვობაში. წლებია უსამშობლოდ რომ ვცხოვრობ და თითქოს ობლის როლში ვგრძნობ თავს, ნოსტალგია კი მძიმე ტვირთად აწევს ჩემს სულს და მტკივა გულში, შიგ გულში მტკივა ჩემი სამშობლოს ჭრილობა. მონატრება არის წლების მანძილზე ვერ მოუშუშებელი ტკივილი, სად არის მკურნალი მისი წყლულებისა. კარგად და გარკვევით მესმის, როგორ კვნესის დაღლილობისგან და უთქმელობისგან მიწა, ტირის და სისხლი უშრება, ვაგლახ ქართველნო ვინ სად ვაფაებთ თავს ჩვენს გაჭირვებას. ვერ მოვუარეთ, ვერ დავიცავით წინაპრების მიერ ბრძოლით მოპოვებული სისხლით გაჟღენთილ მიწას, რით ვუშველოთ სულის ტკივილს და რით ვანუგეშოთ წინაპართა სულები, კვნესა რომ ისმის მიწის სიღრმიდან. ემიგრანტობა მძიმე ტვირთია, დატყვევებული ჩვენი სული ჩვენივე სხეულში უჩუმრად კვნესის ეს სასჯელია, სიმარტოვის სასჯელი ჩვენ თავად
რომ მივუსაჯეთ საკუთარ თავებს განაჩენი გამოტანილია და ვერდიქტიც დადებულია, სიმარტოვე უცხო მიწაზე. რას ვიზამთ ბედისწერას ვერ გავექცევით, ცხოვრებამ დიდ და შორ გზაზე გამოგვიშვა თვითეული ჩვენთაგანი ტკივილის სახით და მხოლოდ მოგონებები გამოგვატანა საგზლად, გულზე კი ბოქლომი დაგვადო ტკივილის სახით.უნდა გავუძლოთ და უნდა ვატაროთ ეს მძიმე ჯვარი, ჯვარი რომელიც ალბათ ღმერთმა დაბადებისას გვარგუნა. მე კი პირადად ჩემს სათქმელს ტკივილის სახით, მხოლოდ ჩემს ჩუმ სამყაროს გავანდობ ჩემს თეთრ ფურცლებზე გადმოვიტან, რომლებიც თითოეული სიტყვა მონატრებისგან დაღლილი გულიდან წამოსულია და ისინი მხოლოდ ჩემს გულში ტირიან.

-რა საოცრია ცხოვრება არ მეთანხმებით? ცხოვრება რომელიც მხოლოდ შენია, მთავარია არ დაკარგო ეს ლამაზი სამყარო და თუ მაინც ასე მოხდა, ძალა ჰპოვე რომ ისევ იპოვო შენი ადგილი შენს ცხოვრებაში.
-იცი? ბევრჯერ ასეთი კითხვა მებადება, რად ღირს ჩემთვის ცხოვრება, უნდა ვიბრძოლო? და რისთვის? სიყვარულისთვისო, ერთგულეებისთვისო და სად არის ის რომ ვერ ვხედავ?
-შენ მას ხედავ. იგი ლამაზია, ფერადია და უზარმაზარია. მოდის, მოდის და მის სივრცეში თვალდახუჭული ეშვები, სიამოვნების უზარმაზარი ძალა სუნთქვას გიკრავს და მის სივრცეში ტრიალებ, ტრიალებ და მშვენიერება თავბრუს გახვევს.ყველაზე მაღალ მწვერვალზე აგიყვანს
იქ სადაც ღრუბლებთან შეხებაა შესაძლებელი, ხელებს გაგაშლევინებს და გადმოეშვები, ვიცი რომ წუთები დათვლილი გაქვს, ყოველი წამი საუკუნო სიმოვნებას გგვრის, მაგრამ უეცრად ყველაფერი დასრულდა ძირს ეცემი და ის ტკივილი შემთვის არაფერია, რადგან იცი გაუძლებ ფიზიკურ ტკივილს, მაგრამ დრო დაგჭირდება გაუძლო ტრავმას, ტრავმა რომელიც შენმა სულმა მიიღო. შენ ისევ ადგები და ისევ მზად ხარ ცხოვრებაში მეორედაც ასეთი დაცემისთვის. შენ გაუძლებ ისევ დაცემას, შენ ვალდებული ხარ გაუძლო ელისო რადგან ძლიერი დაცემის შემდეგ იქნები ძალიან ბედნიერი. სულ სველმა გამოიღვიძა ოფლით გაწუწულმა და გარშემო მიმოიხედა.
-რა იყო ეს, ვინ იყო ის ქალი რომელმაც გამაფრთხილება მომცა ან რაზე მაფრთხილებს, ვიზე მაფრთხილებს და რა მინიშნებას მაძლევს, რა  დაცემაზე მეუბნება. ღმერთო რა მელოდება? საწოლის თავს ზურგით მიაწვა და დაიწყო იმის განაალიზება თუ რა ნახა სიზმარში. შემდეგ ხელი აიქნია, საათს შეხედა უჰ რამდენი უძინია 12საათია, ნელი და თითქოს ძალა გამოცლილი მოძრაობით საწოლიდან წამოდგა კარადიდან პირცახოცი გამოიღო და სააბაზანოში შევიდა.
-თინიკო კარზე ზარია საყვარელო, გააღე. შემოესმა სამზარეულოში მოფუსფუსე თინათინს მისი ქალბატონის თბილი ხმა და ისიც კარების გასაღებად წაკუსკუსდა. კარი გააღო და სახლში, ჩვეული თბილი ღიმილით შემოვიდა ოჯახის უფროსი, მაგრამ ამ ღიმილის მიღმა თინის მახვილმა თვალმა დაინახა უზარმაზარი დარდი.
-რა მოხდა ვახო. შეშინებული შემოეგება მეუღლე წინ, თხელი პიჟაკი ჩამოართვა და იქვე მდგარ თინას მიაწოდა შემდეგ კი ისევ ვახოს მიუბრუნდა. თინა წლებია ამ ოჯახში მუშაობს დამხმარედ და ის ოჯახმაც შვილივით მიიღო,აღარ უჭირს მის ოჯახს ამ ხალხის წყალობით, მაგრამ მიეჩვია ამ მყუდრო სახლში სითბოს და სიყვარულს. უჭირს იმ მძიმე წლების დავიწყება, ძალიან ძნელია, მაგრამ ღიმილით იხსენებს უცხო ქალბატონის ღიმილს და ამ სახლში მოსვლის პირველ დღეებს მაშინ თინათინი სულ პატარა გოგონა იყო 17 წლის და სტუდენტი. გულში ჩაიხუტა ციცომ და მსუბუქ საქმეებს ავალებდა, უფრო სწორად შრომას ასწავლიდა არა მარტო თინას არამედ ელისოსაც. მას შემდეგ იზრდება ეს ორი ერთად და მას შემდეგ იზიარებს ამ ოჯახის სითბოს და სიყვარულს, მათი დახმარებით წამოაყენა ოჯახი ფეხზე და სასწავლებელშიც კარგად დაასრულა, უკვე დრო იყო თავის თავზეც ეფიქრა 25 წლის გოგოს, მაგრამ ყველაფერი ბედს მივანდოთ. თინიმ შეხედა თუ არა სახლში ადრე დაბრუნებულ ოჯახის უფროსს მის თვალებში უჩვეულო შიში ამოიკითხა და მიხვდა რომ რაღაც უჭირდა, რაღაც სერიოზული და უხმოდ გაეცალა უფროსებს.
-ელისო სად არის? იკითხა ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ვახომ.
-თავის ოთახშია, დაუძახო?
-არა, არა იყოს ნუ შეაწუხებ.
-აღარ იტყვი რა მოხდა ან რა ხდება შენს თავს?
-რა უნდა მომხდარიყო ციცო ადრე მოვედი სახლში, ასე გასაკვირია შენთვის თუ ჩემთვის არის დანაშაული სახლში ადრე დაბრუნება. ქალი რომელიც ქმრის სამსახურიდან მოსვლას ზოგჯერ დილამდე ელოდა ხოლმე, ძალიან გააკვირვა ვახოს სახლში დილის 12 საათზე დაბრუნებამ და მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა.
-მართლა გამიკვირდა. უთხრა გაოცებულმა, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა ვახოს თავს. ვახოს და ციცოს მაღალი შავგვრემანი გოგონა მიუახლოვდა და დედას წინ მუდარის თვალებით დადგა, ციცოს გაეცინა და ღიმილით ჩამოჯდა მისაღებში დივანზე ელისოს შეხედა და კარგად მიხვდა რაც უნდოდა, მაგრამ თავად არ უთხრა არაფერი.
-დეეე, დედიკო, ისე როგორც ბავშვობაში თმაზე ცხრათითა ნაწნავი გამიკეთე რა? ციცოს ისევ გაეცინა და მსუბუქი საყვედირით უთხრა.
-კარგი რა ელისო ისევ ბავშვი ხარ შვილო და აღარ უნდა გაიზარდო? სადაცაა 27 წლის გახდები ჩემო ერთადერთო.
-ჩამიბწენი და შემდეგ რადგან ორივე აქ ხართ, უნდა დაგელაპარაკოთ სერიოზულად. ვახომ და ციცომ ერთმანეთს შეხედეს და თვალებით იკითხეს თუ რა უნდოდა ელისოს და რა ჰქონდა მათთვის სათქმელი, ორივეს დააინტერესდა და ციცომ თმის ჩაწნა დაიწყო თან ეღიმებოდა ელისოს ბავშვურობაზე.
-გადაწყვეტილება მიიღე და თხოვდები? უთხრა ღიმილით ვახომ შვილს.
-არა და ნუ გაგიხარდება, ჩემს გეგმებში ჯერ-ჯერობით გათხოვებაზე ფიქრიც არ არის ძვირფასო მამიკო. ციცომ ბედნიერი ღიმილით ჩაუწნა ელისოს მისი გრძელი თმები და შემდეგ დიდი სიყვარულით ჩამოუსვა ხელი ლამაზად ჩაწნილ ნაწნავს, თან ვახოს გადახედა.
-ნეტავ ვიცოდე, რად გინდა ეს ამხელა თმები და რატომ არ იჭრი. ჩაიდუდღუნა ციცომ და ხმამაღლა კი უთხრა ელისოს.
-აბა გისმენთ, რა უნდა გვითხრა და რა სერიოზული გეგმები გაქვს სამომავლოდ?
-მაშ ასე, ჩემო დედიკონა და ჩემო მამიკონა არ შემაწყვეტინოთ, რადგან სერიოზულად ვფიქრობ და ვერ გადამაფიქრებინებთ.
-გისმენთ შვილო. დაინტერესდა ვახო და შვილს თვალებში უყურებდა.
-მე მტკიცედ გადავწყვიტე ჩემი საქმე მქონდეს, მინდა რაღაც ჩემი შევქმნა და რა თქმა უნდა
თქვენი დახმარების გარეშე. ვახოს სახე გაუფითრდდა და შვილს შეეკითხა.
-ელისო შვილო ყველაფერზე კარგად დაფიქრდი?
-დავფიქრდი მამა და უკვე თვეებია მხოლოდ ამ საქმეზე ვფიქრობ.
-კარგი, მაგრამ მარტო როგორ შეძლებ საქმეს შეეჭიდო? გაუკვრდა და თან გაუხარდა ელისოს სიმტკიცე ვახოს.
-შევძლებ მამა, უნდა შევძლო. მინდა ჩემს საქმეს მე ვუძღვებოდე, არ მინდა ვინმე ავიყვანო საახლობლოდან,რადგან ძალიან კარგად ვიცი რაც ხდება შემდეგ რომ შეძლებენ ცოტა მყარად დადგებიან ფეხზე და ჯიბე გაუსქელდებათ, შესაძლებელია მტრად მომეკიდონ კიდეც. გადავწყვიტე თავად ვიყო ყველაფრის გამკონტროლებელი, მე ვიყო ხელმძღვანელიც და კარგად ვიყო ჩახედული ყოველ-დღიურ შემოსავალ და გასავალ ხარჯებში. დღეს ძალიან ძნელია ერთგული მარჯვენა ხელი ნახო,რომ დაუფიქრებლად დაეყრდნო მას და თუ ვინმე ვნახე თინის ნაირი რაც ძალიან ძნელია დაუფიქრებლად დავიყენებ გვერდით როგორც ჩემი შემცვლელი.
-შეგიძლია თავად თინი აიყვანო, ამაზე არც ის იქნება წინააღმდეგი. უთხრა ციცომ.
-რა საქმეს გინდა მოკიდო ხელი, რაზე ფიქრობ ან რას აპირებ. რა გაქვს ჩაფიქრებული. მოეწონა ელისოს იდეა ვახოს და არც გაუპროტესტებია, განა მართლა დატოვებდა მარტო შვილს ელისოს ის ფარივით აეფარებოდა, მაგრამ ძალიან დააინტერესა შვილის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ.
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ რაღაც ძალიან სერიოზული მაქვს გეგმაში და ცნობისთვის მინდა იცოდეთ მე რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ მართლა ძალიან სერიოზულად და ძალიან დიდ თანხასთან ასოცირდება. მე როგორც იცით მაქვს ჩემი თანხა, მაგრამ აუცილებლად დამჭირდება თქვენი დახმარება ეკონომიურად და არც თქვენ გთხოვთ პირადად არაფერს გარდა იმისა, როგორც ვიცი ჩემი დაბადებიდან დღემდე  დებთ ჩემს სახელზე გახსნილ ანგარიშზე ფულს და ნათქვამი გაქვთ ჩემს ქორწილამდე იმ თანხას არ შეეხოთ თუ დამჭირდა სწორედ ის თანხა უნდა გთხოვოთ.
-ელისო შვილო ის ძალიან დიდი თანხაა რაც შენს სახელზე დევს, 27 წელი არ შევხებივართ. ასეთს რას უნდა შეეჭიდო დამატებით  თანხა რომ დაგჭირდეს, მითხარი რა გაქვს ჩაფიქრებული შეგიძლია გამენდო შვილო და ერთად განვიხილოთ, ერთად გავაანალიზოთ. არ იფიქრო ერთი წუთით მე ფული მენანება ყველაფერი შენია, მაგრამ ხომ მაქვს უფლება გავიგო რას ფიქრობ და რაში გინდა ამოდენა თანხის ჩადება. უთხრა მოსმენილით გაოცებულმა ვახომ.
-მამა ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია, დიდი ბიზნესი და დარწმუნებული  ვარ გაგიხარდება, მხოლოდ ჯერ მეც უნდა დავრწმუნდე თავად შევძლებ კი ამ გეგმის სისრულეში მოყვანას? ჯერ კიდევ დრო მჭირდება თვითოეული დეტალი გავიაზრო ჯერ ჩემს თავში და შემდეგ განვიხილოთ, ხომ იცი უშენოდ ერთ ნაბიჯს არ გადავადგამ.
-არ ვიცი შვილო რას ფიქრობ, მაგრამ მართლა გამაოცე და დამაინტერესე მე ყოველთვის მზად ვარ შენ მოგისმინო და მხარიც დაგიჭირო.
-ვიცი მამა მარტო რომ არასოდეს დამტოვებ, 27 წლის ვარ და არა 17 წლის. კარგად ვიცი, როცა ბიზნესს პირდაპირი მკერდით ეჭიდები მტრებიც იქვეა და ამიტომ მზად ვარ წაგებისთვისაც, რადგან მოგება და წაგება ბიზნესის ყოველდღიურობაა. ვახო უსმენდა ელისოს და გულში გაიფიქრა. ,,გაზრდილხარ ჩემო გოგო და თან ძალიან სწრაფად'' შემდეგ კი დაფიქრებული ხმით უთხრა.
-ელისო ხომ არ არის დრო ჩემი საქმე გადმოგაწერო ყველაფერი და შენი საქმეც ეს იქნება, რა საჭიროა სხვა რამ დაიწყო სულ ნოლიდან როცა მე აწყობილ საქმეს გთავაზობ. ელისომ შეხედა ვახოს და უთხრა.
-მამაააა მე ჩემი მინდა, ჩემიიიი. შენ შენი საქმე მომცე და ყოველ დღე იქ დამიჯდე? შენ ისე ვერ შეელევი იმ შენს სამყაროს, როგორც შენს ციცოს და ამიტომ მოდი რა შენ შენს საქმეეს მიხედე და მე ჩემსას მივხედავ კარგი? ვახოს გაეცინა და მის გვერდით მდუმარედ მჯდარ ციცოს ხელი მოხვია თან თავზე აკოცა და ორივემ სიამაყით შეხედა ელისოს.

ვახტანგი (ვახო) კოვზაძე ძალიან ცნობილი და მდიდარი ბიზნესმენი და ერთადერთი ქალიშვილის მამა, რომელიც იყო მთელი მისი ძალა და სიმდიდრე. ციური (ციცო)ცირეკიძე მისი ცხოვრების მეგზური და დიდი სიამაყე.
ელისო (ელი)კოვზაძე. მაღალი, სუსტი, შავგვრემანი, შავი სწორი და გრძელი თმით. გემრიელი დიდი ტუჩებით და საკმაოდ სასიამოვნო მკერდით და ერთი სიტყვით ქალი, რომელიც მამაკაცების გულს ადვილად ააფრიალებს და ვნებით რომ იტყვიან, აი ეს არის ,,ქალი დაცემა'' და სწორედ ასეთი ქალია ჩვენი 27 წლის ელისო კოვზაძე. ელისოს არ უყვარდა ხმაურიან ადგილებში ყოფნა და ერთ მშვენიერ აპრილის საღამოს მათი სახლიდან ჟრიამულის ხმა ისმოდა, 27 აპრილს ელისო 27 წლის შესრულდა, გაბრაზებულმა მივიდა ვახოსთან და ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში.
-საჭირო იყო შენი სიმდიდრის ასე აფიშირება და ამდენი დამშეული ხალხის აქ მოყვანა?
-ელისო.....................
-მამა რა საჭიროა ამდენი ხალხის ნახირივით მორეკვა ყოველ წელს, რატომ ვერ გაიგე, რომ არ მიყვარს ასეთი დღესასწაულები. ამას არ ჯობდა, დღეს რაც ფული დახარჯე ვინმე გაჭირვებულს მოხმარებოდი და დაგლოცავდა, ჩვენ კი გემრიელად,მშვიდ გარემოში წყნარად გვევახშმა ოჯახის წევრებს.
-დამღალე უკვე, ძალიან დამღალე შვილო.
-ჩემით დაიღალე?
-შენი უკმაყოფილობით, სულ როგორ ხარ ყველაფრით უკმაყოფილო არ ვიცი ვის გავხარ შვილო გახსენი წარბი და გაიღიმე, არ გიხდება სიმკაცრე. დღესილი გნახო, რადგან მინდა
ვიღაც გაგაცნო.
-სულ უკმაყოფილო არავარ და ეს შენც ძალიან კარგად იცი, მაგრამ ისიც კარგად იცი, რომ ვერ ვიტან ასეთ საღამოებს.
-ელისო მორჩი წუწუნს....................
-ვინ უნდა გამაცნო, კარგი რა არ მინდა ვინმე გაბღენძილი და მუცლიანი ბიზნესმენი, გეხვეწები რა თავი დამანებე. მკაცრად შეხედა ვახომ ელისოს და ვეღარ მოასწრო პასუხი ეთქვა, რადგან მათ ახალგაზრდა მოხდენილი და დახვეწილი გარეგნობის ახალგაზრდა მიუახლოვდა, რომელიც ვახოს და ელისოს შორიდან აკვირდებოდა და ძალიან მოეწონა ელისო მაგრამ არ იცოდა ვახოს ერთადერთი ნუგეში ის თუ იყო და არა მარტო ნუგეში, მისი ერთადერთი გულის ფეთქვა.
-გამარჯობა ბატონო ვახტანგ გილოცავთ შვილის იუბილეს, მაგრამ უფრო ახლოს რომ მივულოცო თვით იუბილარს ამისათვის მოგიწევთ ახლოდან გამაცნოთ. მამაკაცი ძალიან მომხიბვლელად საუბრობდა და ხანდახან თვალს ელისოსკენ აპარებდა, ელისომ წასვლა დააპირა და მამას უჩურჩულა.
-მე წავალ. ვახომ ხელი დაუჭირა შვილს და ახალმოსულს წარუდგინა დიდი სიამაყიით.
-მობრძანდით ბატონო ჯიმი დიდი პატივია თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში, გაიცანით ჩემი ქალიშვილია ჩემი ელისო. ამაყად წარმოთქვა ვახომ და მამაკაცმა ძალიან მომხიბვლელად გაუწოდა ხელი მის წიმ ამაყად მდგარ ელისოს და მისდა უნებურად მის შავ უძირო თვალებში ჩაიძირა. მამაკაცი მოიხიბლა ელისოს ვიზუალით, გარეგნობით, სახით და ყოვლად უნაკლო, საოცრად ლამაზმა ქალმა თითქმის მამაკაცის გული უკვე ააფორიაქა.

ჯიმი ჯიმშელეიშვილი 34 წლის, წარმომავლობა მდიდარი ოჯახიდან. ელისოთი ძალიან მოხიბლულმა ჯიმიმ ღრმად ამოიოხრა და ელისოს თხოვა გაევლოთ ცოტა, რათა უნდოდა მასზე უფრო მეტი რამ გაეგო.
-ცოტა მყუდრო ადგილი ხომ არ მოგვეძებნა და გვესაუბრა თუნდაც აივანზე გასვლით, ერთმანეთი უკეთ რომ გაგვეცნო.
-როგორც მივხვდი არც თქვენ მოგწონთ ასეთი ხმაურიანი მასკარადები. ცალყბად უთხრა ელისომ და აივნისაკენ დაიძრა ნელა-ნელა.
-ასე მეტყობა? სწორად მიმიხვდით, არ მომწონს. ასეთ ოფიციალურ ადგილებში ყოფნა, მე უფრო მირჩევნია სადმე მყუდრო ბარში ვიჯდე ჩემს მეგობრებთან თუ გინდა გავიპაროთ, ვერავინი ვერ შეგვამჩნევს. შესთავაზა ჯიმიმ ელისოს და თვალი ჩაუკრა, ელისომ მკაცრად შეხედა და წარბ აწულმა უთხრა.
-პირველი უნდა გითხრათ რომ თქვენს ასაკთან შედარებით დიდი ხანია გამოსული ხართ ბავშვობის ასაკიდან, მეორე ის რომ ფიქრობ მდიდარი მამიკოს ფულით განებივრებული გოგო ვარ და ასეთ დროს უცხო მამაკაცთან ერთად გავალ სახლიდან? ვინ გგონივარ, უჭკუო და თავში ავარდნილი გოგონა დაიჭირე და ვინ იცის იქნებ უკვე გეგმებიც კი დასახე, როგორ ატარებ შენს ჭკუაზე. გავიპარო სახლიდან ასეთ დროს, რატომ რამე დავაშავე? თუ წასვლა მინდა მე არავინ მიშლის წასვლას, მაგრამ მე არ მინდა ხმაურიან ადგილებში გავიდე.
-არა, არა, ცუდად გამიგეთ ელისო ეს არც კი მიფიქრია. ჯიმი შეცბა, რადგან ელისომ თითქმის ერთი შეხედვით გამოიცნო მისი ჩანაფიქრი.
-მართალია მე ერთადერთი შვილი ვარ ოჯახის, მაგრამ არასოდეს არ ვყოფილვარ ფულით განებივრებული, ყოველთვის მქონდა იმდენი, რამდენსაც საჭიროება მოითხოვდა. არასოდეს არ მიცდია ფულით მეყიდა მეგობრები, ამიტომ როგორც ხედავ დღეს უმეგობროდ ვარ, რადგან მე გულით მინდა მგრძნობდეს მეგობარი და არა ის ფულის გამო იყოს ჩემთან, ფულით ნაყიდი მეგობარს კი მეგობარი არ ჰქვია.
-საინტერესო ვინმე ხარ ელისო. უთხრა ჯიმიმ და გვერდულად ჩაიღიმა.
-რატომ საინტერესო? ალბად ის უფრო გიკვირს 27 წლის გოგოს გაშპაკლული გოგონების კოლონა რომ არ დამდევს უკან, მე ასეთი ვარ პირდაპირი და შეუვალი და ვინც ამიტანს, ამიტანს, ვინც არადა კარგად იყოს. თქვა ელისომ ყელმოღერებულმა.
-ელისო წინ რა გეგმები გაქვს თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არ არის გამანდოთ თქვენი მომავალი.
-ვფიქრობ ზედმეტად მიმაჩნია თქვენთან ჩემი სამომავლო გეგმებზე საუბარი,რადგან ამ საკითხზე უცხოსთან არასოდეს არ ვსაუბრობ, არც სწორად მიმაჩნია. ჯიმიმ სიგარეტს მოუკიდა და გვერდულად გააბოლა ცალ ხელში კი წითელი ღვინით ნახევრამდე დაცლილი ბოკალი ეჭირა და ელისოს ქვეშ-ქვეშ გახედავდა ხოლმე და მის მკაცრ პროფილს სწავლობდა
შორიდან და მიხვდა რომ ადვილი არ იქნებოდა ელისოს გულის მოგება და ძალიან ბევრი მუშაობა დაჭირდებოდა ამ საქმეზე, რამოდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა და ეს სიჩუმე ჯიმიმ დაარღვია.
-ქედმაღალი ქალი ხარ ელისო.
-შეიძლება ასეთი შემხედე, მაგრამ სცდებით.
-კარგია თუ ვცდები.
-რატომ, უფრო რომ მომიახლოვდე?
-მინდა გავიცნო რას ფიქრობ და ეს ჩემით მინდა გავაკეთო.
-ვერ გამომიცნობ და თუ არ მინდა ვერც ვერაფერს მათქმევინებთ.
-შეუვალი და პირდაპირი ხართ.
-როგორც 27 წლის ზრდასრულ ადამიანს წინ დიდი გეგმა მიდევს, მაგრამ მაპატიეთ და ძალიან არ მიყვარს წინასწარ საუბარი, რადგან შემდეგ მთელი ჩემი ჩანაფიქრი მეკარგება, ამიტომ უმჯობესია არაფერი არ ვთქვა.
-გეთანხმები და სწორი მსჯელობაა, ჯერ საქმე და საუბარს ყოველთვის შევძლებთ.უთხრა უკვე მისით გაბრუებულმა ჯიმიმ ღიმილით.
-რა თქმა უნდა, უთქმელობა ყოველთვის ამართლებს. ღიმილითვე დაეთანხმა ელისომ და მისმა ჯადოსნურმა ღიმილმა ჯიმის გულში მტკივნეულად გაიარა. რას ფიქრობდა ჯიმი? საინტერესოა, ის სერიოზულად ფიქრობდა ელისოზე თუ როგორც ქალების რისხვად წოდებული ჯიმი ჯიმშელეიშვილი და ქალების გულთამპყრობელი, მხოლოდ დროს გასატარებლად უნდოდა ელისოსთან სიახლოვე ახალი ხილით მოხიბლულს და შემდეგ კი როგორც სხვა მოტყუებული ქალები ისიც მიეგდო ნახმარი და უვარგისი ნივთივით. მე ვფიქრობ ჯიმი რასაც ფიქრობს იმ შავი ძრახვებით ნაფიქრით ვერ წავა შორს, ამ ყველაფერს კი დრო გვიჩვენებს.
ჯიმი იჯდა თავის კაბინეტში თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა, მის ფიქრებში კი გაღიმებული ელისო იდგა და ელისო ამ დროს ჯიმიზე ფიქრობდა და ისიც უღიმოდა მას ოცნებებში. კაბინეტში ახალგაზრდა მომხიბვლელი მამაკაცი შევიდა და გაკვირვებულმა შეხედა ჯიმის გაღიმებულ სახეს, რომელმაც მისი შესვლა ვერც კი შეამჩნია. უცქირა რამოდენიმე წუთით და შემდეგ სქლად შეკრული საქაღალდე მაგიდაზე მთელი ძალით დაახეთქა, ხმაურმა ჯიმი უცბად დააბრუნა რეალურ სამყაროში ზღაპრების ქვეყნიდან და გულზე მიიდო ხელი შეშინებულმა ფეხზე წამომხტარმა და მის წინ გაღიმებულ მდგარ მიშიკოს მიაჩერდა, შეშინებულმა ვერ მოზომა ხმის ტონი და მთელი ძალით უყვირა.
-რამ გადაგრია, ასე ხმაურით შემოსვლა საჭირო იყო?
-ნახევარი საათია ვდგევარ და გიყურებ, შენ კი აზრზეც არა ხარ ვინ შემოდის და ვინ გადის კაბინეტში. ბატონო ჯიმი შეიძლება გავიგო რა გემართება, რაც იმ წვეულებაზე იყავი მას შემდეგ აქ არ ხარ და სადღაც დაფრინავ. ეს დღეებია გაკვირდები და ჰაერში ხარ გამოკიდებული, როდის დაბრუნდები საჰაერო მოგზაურობიდან რომ საქმეს მივხედოთ?
-შვანგირაძე მიშიკო.
-მე ვარ, ეს ჩემი სახელი და გვარია არ მჭირდება შეხსენება.
-ხოდა შენ რომ ხარ, ერთ დღეს შემომაკვდები.
-ვნახოთ ეს დღე როდის დადგება და ახლა ის მითხარი, რა გჭირს. შეეკითხა სერიოზულად და იქვე ჩამოუჯდა ჯიმის, ჯიმიმ კი ტელეფონი აიღო რაღაც მოძებნა და მიშიკოს გაუწოდა, თან უთხრა სევდიანი ხმით
-რა მჭირს კიარა, ვინ მჭირს. ძალიან მომეწონა, არადა არ არის ადვილი მოსაგერიებელი ზედმეტად მკაცრია. მიშიკომ შეხედა ფოტოს სერიოზულად და შემდეგ თქვა ასევე სერიოზული ხმით.
-ოოო, ოოოო, ოოოოო. თქვა და ჯიმის გახედა.
-აი ხომ ხედავ, ფოტოზედაც ეტყობა რომ ძალიან მკაცრია.
-ეს მართლა სერიოზული რამ გჭირს, არადა რომ იცოდე რა კარგი ხასიათები აქვს ასე ყურებჩამოყრილი არ დაჯდებოდი. იცი, რომ ამასაც ჩემსავეთ უქრის თავში?
-შენ ელისოს იცნობ?  მართლა კარგად იცნობ? გახარებულმა და აღფრთოვანებულმა შეეკითხა ჯიმიმ.
-რა თქმა უნდა ვიცნობ და მასზე თუ რამეს ფიქრობ ჯერ გაგაფრთხილებ, რომ რკინის ნერვები უნდა გქონდეს, არის წყნარი და პანიკაში არასოდეს არ ვარდება. მოგეფერება, მაგრამ არა დაუკვირებლად. ბოლოს კი გეტყვი, რომ ის ყველა მამაკაცის სასურველი ქალია და ჩემი ბავშვობის, ბაღის და სკოლის მეგობარია.
-შენ ხომ 30 წლის ხარ, ის კი 27 წლის არის.
-მერე რა მე ყოველთვის ვზრუნავდი მასზე. მახსოვს სკოლაში რომ შევედი ის ბაღში იყო და სკოლის შემდეგ გავუვლიდი ხოლმე ამაყად გადავხედავდი იქ მყოფ ბიჭებს და მუჭებს დავანახვებდი, ყველას ეშინოდა და არავინი სიახლოვეს არ ეკარებოდა. გაეცინა მიშიკოს ბავშვობის წლების გახსენებაზე, შემდეგ სკოლაში რომ შემოვიდა და წამოვიზარდეთ, ხშირად მიწევდა მის გამო ჩხუბი. ერთხელ ვიჩხუბეთ ძალიან და ერთი თვე არ მელაპარაკებოდა.
-რატომ, რა დაუშავე.
-მაშინ მე სკოლას ვამთავრებდი და ერთი კვირა დიდ თოვლობის გამო გაცდენა მომიწია სოფელში ჩავრჩით, ვეღარ წამოვედით გზები დაიკეტა. ელისომ დამირეკა და ტირილით მითხრა, სად ხარ რომ არ ჩანხარო. მეც უთხარი, პაპაჩემია მძიმედ და თუ ვერ მოვედი ამ დღეებში კი გეცოდინება რატომაც არ მოვალთქო. მართლაც ვერ წამოვედით ქალაქში დააგვიანდა გზების გაწმენდას და მესამე დღეს მთელი ავტობუსი სავსე მომადგა გულზე ამხანაგებით და მასწავლებლებით პაპაჩემის პანაშვიდზე მოვიდნენ, არადა პაპაჩემი ეზოში იდგა და ვაჟკაცურად მოქნეული იქნევდა ნიჩაბს და თოვლისგან წმინდავდა ეზოს. ცოტა ხანში კი ელისო მოვიდა ყვავილებით მშობლებთან ერთად და ატყდა ერთი ალიაქოთი, იმ დღეს კარგად მოულხინეს მასწავლებლებმაც, მოსწავლეებმაც და მეც კურდღლის მწვადებზე, მაგრამ ჯარში ისე წავედი პაპამ არ დამელაპარაკა შენ ჩემი სიკვდილი გინდოდა და აღარ მიყვარხარო, მაგრამ რომ ჩამოვედი მაშინ შემიშვა სახლში და ელისო ძლივს შემოვირიგე. ორივე იცინოდა ამ ბავშვობის წლების გახსენებაზე.
-კარგია ეს ყველაფერი გავიცინეთ და გამომადგები, ბინა იშოვე რომ ეძებდი?
-კიიი ვიშოვე, წყნარი და მყუდრო ადგილია. ბევრი მებუზღუნა ელისომ არ გადახვიდე აქედანო, მაგრამ ვეღარ ვჩერდებოდი სახლის კედლებში.
-მწვანე ზონა არის ახლოს?
-ჰმ, აბა ისე როგორ.
-მოიცადე, თუ ასეთი ახლო მეგობრები ხართ,რატომ არ იყავი მის იუბილეზე?
-იმიტომ რომ ჩემმა უჟმურმა უფროსმა, სამი დღით ადრე ქუთაიში გამისტუმრა და დაბადების დღე კი  სამი დღით ადრე მივულოცე ელისოს.
-აჰა გასაგებია. ჩაფიქრებულმა უთხრა ჯიმიმ, მიშიკო კარგად მოემგვანა მის წინ და თვალებთან ხელი აუქნია, რადგან ჯიმი ხანდახან იკარგებოდა და სხვა სამყაროში გადადიოდა.
-ჯიმი მომისმინე არც ისე დიდი დროა რომ გიცნობ, მაგრამ ასე თუ ისე ვიცი შენი
თავგადასავალები. შენი ნაშებიც ანუ ერთჯერად ქალებს ვგულისხმობ, რომლებიც ბევრჯერ დამიმალია რომ ერთმანეთისგან არ შეტაკებოდნენ, იცოდე და კარგად დაიმახსოვრე ეს გაფრთხილებაა ჩემგან, რომ  არ გაბედო და არცერთ მათგანს ელისო არ მიადარო ის მათნაირი არ არის. ის გიჟია, თამამია, როცა საჭიროა წყნარია და როცა საჭიროა  ძალიან სერიოზულიც, გამგებიც და მოგისმენს კიდევაც, მაგრამ თუ აწყენინე ის შენ არაფერს გეტყვის, მაგრამ ისე მწარედ გატკენს გულს, რომ ვერასოდეს ვერ მოინელებ იმ ტკივილს.
-ერთ საღამოს მოიყვანე ბარში მინდა ახლოს გავიცნო, შევხედავ და გეტყვი რას ვფიქრობ, ახლა რა გითხრა მიშო გარდა იმისა, რომ მოსვენება დამიკარგა და გული ამიფორიაქა.
-ძალიან გამიჭირდება ბარში წამოსვლაზე დავიყოლიო.
-დავიჯერო, საერთოდ არ დადის ბარში?
-როგორ არ დადის, მაგრამ არ უყვარს ხმაურიანი ადგილები.
-ხოდა, ეგებ დაიყოლიო და ვითომ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს.
-ოხ ჯიმი,ჯიმი კარგი მაგრამ იცოდე...................!
-ხო გავიგე. უყვირა ჯიმიმ.
-მართლა უჟმური უფროსი ხარ როგორც ამბობენ აქ გოგოები. შემდეგ ორივეს გაეცინა და მიშიკომ კაბინეტიდან გავიდა.
ჯიმიმ შეხედა თუ არა ელისოს პირველად,მისი უნაკლო სხეული შეათვალიერა და თავში პირველი რაც გაიფიქრა მისი უხამსი სცენა იყო, მაგრამ მასთან პირის-პირ საუბარმა დაარწმუნა, რომ ეს არც თუ ისე ადვილი იქნებოდა, არადა იმპულსურად განეწყო ელისოსადმი სქესობრივი მიზიდულობა. გასაგებია ისიც, რომ თუ მამაკაცს ქალი სურს და ამ უკანასკნელს შანსი აქვს, რა თქმა უნდა ის ამ შანს არ გაუშვებს ხელიდან და ნებისმიერი მამაკაცი ასეა ისწრაფის ქალთან სიახლოვეს, გაიცნობს თუ არა მასთან ფიზიკური კავშირის დამყარებას ცდილობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს,რომ სქესობრივი კავშირი კი არა ადამიანში ყველაზე ძლიერი ადამიანური ენერგიაა, შემდეგ კი მამაკაცში იღვიძებს მონადირე. ამასთან ერთად კი რაც უფრო მიუწვდომელია ნადავლი მისთვის მით იფრო ძლიერია მისი დაუფლების სურვილი და ერთ საღამოს მიშიკომ დაურეკა ელისოს და სადმე გასვლა თხოვა.
-აუ იცი როგორ მეზარება, თან შენ იმდენს მატრებ ხოლმე მეორე დღეს ფეხზე ვეღარ ვდგევარ.
-გპირდები, ხვალ გავიდეთ და ერთ ადგილზე დაგსვამ და მე შორიდან გიყურებ, კარგი რა ელი უკვე დამავიწყდა, რომ მეგობრები ვართ.
-აბა რა ვართ, საყვარლები?  კალქი ლაააა?  კისკისებდა ელისო და იცოდა მისი კისკისით მიშიკოს როგორ აბრაზებდა.
-ელისო ახლა ახლოს რომ ვიყო,მაგრად ჩაგარტყამდი ისე რომ ენას მოგატანინებდი კბილებში და თუ გინდა გაპატიო ახლა რაც წამოიჩერჩეტე ხვალ მივდივართ საღამოს და ბარში დავსხდებით.
-კარგად იცი, რომ ჯერ ერთი შენი სულაც არ მეშინია და მეორე, კარგი ხო და ნუ მეწუწუნები, მაგრამ რა ჩავიცვა?
-კარგი რა ელისო როგორ ყველანაირად იცი ადამიანის გამოყენება, რომელი დიზაინერი მე მნახე. შიშველი არ წამოხვიდე და არ გადარიო ხალხი, იცოდე ვერ დაგიცავ და რაც გინდა ის ჩაიცვი. იცინოდა მიშიკო, მაგრამ მაინც ავიდა ელისოსთან და ელიმ მის საძინებელში შეიყვანა. ორი კაბა გადმოუღო და მესამე საწოლზე გადააფინა, მეოთხე კი ხელში დაიკავა და მიშოს მიუბრუნდა.
-აბა შემომხედე კარგად, რომელი ჩავიცვა? ეს,ეს,ეს თუ ეს? მიშომ ერთი გადაავლო თვალი კაბებს და უცებ უთხრა.
-რაც გაცვია ამგენით წამოდი. უთხრა მკაცრად.
-რატომ? გაუკვირდა ელისოს.
-შენ გაგიჟდი თუ ჩემი გაგიჟება გინდა რა რატომ გოგო, რა რატომ. გადმომიწყვე აქ რაღაც ნაგლეჯები, რა გგონია ამ კაბებიდან რომელიმეს ჩაგაცმევ და მერე შენს გვერდით წავალ ბარში? ეს ჩაიცვი და ბარემ სტრიპტიზიც იცეკვე, ბევრი მაყურებელი გეყოლება.ეს ერთი და მეორე, ამ შენი არჩეული ნაგლეჯებიდან რაც გაცვია ამ წუთში ის ჯობია და დროზე გამოდი, გამოაღწიე.
-რა დაგემართა შენ, რატომ იღრინები? გაუკვირდა ელისოს მიშოს ხმამაღალი ხმა, მას ხომ მისთვის არასოდეს აუწევია ხმა.
-ელისო ხომ შემეკითხე და მეც გიპასუხე, მიგითითე რა უნდა ჩაიცვა ამგენს რაც აქ გადმომიწყვე კი არ ჩაგაცმევ. გულმოსულმა დაყარა კაბები და ბუზღუნით გაყვა უკან, მიშომ თვალი ჩაუკრა ვახოს და სახლიდან გავიდნენ.
-რა საზიზღარი ხარ, რა აუტანელი ხარ და ახლა დავფიქრდი არ უნდა წამოვსულიყავი.
-კარგ დროს გაგახსენდა გულმოსულობა მოგეცადა ჯერ ბარში შევიდოდით და მერე გებუზღუნა, უკვე მოვედით. გადაიხარხარა მიშომ და ელისოც გააცინა, ერთ ნაცნობ ბარში შვიდნენ და მყუდრო ადგილი აარჩიეს. შეკვეთას აძლევდნენ მიმტანს, რომ მიშიკოს მისი სახელი შემოესმა გაიხედა და შაკო, ჯიმი, გური და რამდენიმე მეგობარი დაინახა, თავიანთ გოგონებთან ერთად.
-წავიდეთ იქ დავჯდეთ, უხერხულია. უჩურჩულა ელისოს
-მე აქაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უთხრა ელისომ და რადგან მათმა არ მიიღო მეგობრების მიპატიჟება, ისინი თავად ეახლნენ მიშოს და ელისოს მაგიდას.
-რა პატარაა სამყარო, ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. სიყვარულისთვის ხომ ყველაფერი შესაძლებელია, ჯიმი ძალიან კმაყოფილი დარჩა ელისოს ახლოდან გაცნობით, ელისოს და მიშოს წასვლის შემდეგ კი თქვა.
-ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებაში. მე მიყვარს გაზაფხული, მე მიყვარს სიცოცხლეც და უკვე ელისოც მიყვარს, მინდა ჩემი სიყვარულიც ჩემთან ერთად გაიზარდოს, გალამაზდეს და უფრო მეტად გამათბოს. მინდა ისე გაიზარდოს ეს სიყვარული რომ დღეს თუ მთელს ქვეყანას ყოფნის, ხვალ მთელ სამყაროს ეყოს, ზეგ კი მთელს გალაქტიკას.იმ ღამიდან ჯიმიმ მოსვენება და ძილი დაკარგა და არანაკლებ დღეში იყო ელისოც. ძალიან ღრმად შევიდა ფიქრებში და დარწმუნდა რომ ეს მამაკაცი მისთვის არის მაგარი ძლიერი ქაფქაფა ყავა, რომელიც მთელი ღამეები დაძინების საშუალებას არ აძლევდა და მის ფიქრებში ძრომიალით ტვინს უბურღავდა. იმ ღამის შემდეგ, მათი შეხვედრები ხან მოულოდნელად ხან კი გამიზნულად, მაგრამ ყოველდღიურ შეხვედრებად გადაიქცა და რაც უფრო ახლოს ეცნობა ამ ლაღ და სიცოცხლით სავსე გოგონას, უფრო და უფრო იზრდება ლტოლვა მისკენ და ისიც მიილტვის ელისოსკენ. ნომრებიც გაცვალეს ხან წერს,ხან ურეკავს და საათობით საუბრობენ. ასე ნელა-ნელა ეცნობა ის მის სამყაროს, მაგრამ ისე ღრმად შეიჭრა ელისოს ცხოვრებაში და მის სივრცეში უკვე დაზეპირებული ქონდა მისი ძილის და ჭამის განრიგიც. იმდენად მიიზიდა ელისომ ჯიმი რომ ის მზადაა მისი ცხოვრება შეცვალოს და ზოგი ძალიან მნიშვნელოვანი რამეც კი დათმოს მისთვის, ის ყოველ მასთან შეხვედრისას ცდილობდა ამოეცნო ელისოს სურვილები და ბავშვივით უხაროდა თუ რამეს გამოიცნობდა, როგორც ჯიმისთვის ასევე ელისოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სატელეფონო ზარები, მაგრამ ის ძალიან ბევრს ფიქრობდა. არ უნდოდა ტკენოდა, არ უნდოდა განეცადა ის რაც მას დაამცირებდა, არ უნდოდა კეთილი ზღაპრის პრინციდან მას ხელში შერჩენოდა უხეში პიროვნება. არ უნდოდა ლამაზი სიყვარულიდან უეცრად ეგრძნო სისასტიკე, ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც ანადგურებს ადამიანის როგორც სულს ასევე ადამიანის შინაგან სამყაროს. მართალია ქალები ხშირად ხუჭავენ თვალებს სიყვარულის გამო, მაგრამ ელისო არ არის ის პიროვნება ასე დააბრმავოს სიყვარულმა და ერთხელ როცა ერთად სეირნობდნენ მოულოდნელად მიუბრუნდა ჯიმის და უთხრა.
-თუ ოდესმე დადგა ისეთი მომენტი და ბოლო სიტყვის თქმის უფლება მოგეცი ნუ შემეპასუხები, რადგან დუმილი რომელიც ჩემსა და შენს შორის ჩადგება თავად დაგაფიქრებს და თავად გეტყვის მის სათქმელს, რადგან დუმილით უფრო მიხვდება ადამიანი მის ჩადენილ დანაშაულს. მიხვდა ჯიმიმ რომ ელისოსთან მოკლევადიანი რომანი არ გამოუვიდოდა, რადგან მისი ხასიათით ის ზედმეტნაკლებად გაიცნო.ეგონა ელისო იყო ის ვინც მას ჭირდებოდა ქალური, გაწონასწორებული, საკუთარი რწმენით სავსე, ერთგული, და რაც ჯიმის უყვარდა ქალში და აფასებდა ეს იყო ქალის მოვლილი ხელები და თმა. სწორედ ელისო იყო ქალი, რომელიც მუდამ მოწესრიგებული იყო შინ და გარეთ, თუმცა ის მიშოსთან ერთად ყოფნის დროს პატარა ბავშვებად იქცეოდნენ და მისი კისკისით მიდამოს აცოცხლებდა, ასევე კარგად ახალისებდა მის გვერდით მყოფთ. ჯიმიმ დაიპყრო ელისოს გული და თავიც შეაყვარა, მაგრამ ჯიმის გულში მოწონება სიყვარულთან ერთად ძალას კარგავდა. ჯიმიმ ვერ უღალატა, ვერ შეელია მის ჩვეულ ცხოვრების რიტმს და ძალიან მალე დაუბრუნდა ისევ ჩვეულ ცხოვრების ფეთხუმს. ელისომ დრო და დრო არაგულწრფელობაც შეატყო ჯიმის როცა მისი ფინანსების განიავება დაიწყო სისულელეებზე. დახუჭა თვალები, მაგრამ რას ითხოვდა უბრალოდ მის მიმართ პატივისცემას და სიყვარულს, მაგრამ ძალიან მალე მიაღწია იმას,რომ ნიღაბი ჩამოხსნა ჯიმის და მისი ყალბი სახე გამოაჩინა. ჯიმი მალე შეიცვალა, ის ძალიან ცივი და გულგრილი გახდა. არა მარტო ის მასთან ერთად მისი გრძნობებიც გაცივდა მას შემდეგ, როცა ის ღამით ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად დაინახა ბედნიერი სახით და ლაღად მოკისკისე.ასე უბრალოდ, ასე აუხსნელად წავიდა, რომ ელისოსთვის არც უკითხია ვინ იყო ის მამაკაცი და რა საერთო ქონდა ელისოსთან. ჯიმიმ ქორწინებამდე მიყვანილი ურთიერთობა თავად დაასრულა, როცა რამოდენიმე დღის განმავლობაში ტელეფონს არ პასუხობდა, შეეშინდა და მიშიკოს დაურეკა.
-რა მოგივიდა სიზმრად მიხილე თუ რამ შეგაწუხა ამ შუაღამით. მოესმა მიშიკოს ნამძინარევი ხმა.
-სად ხარ, მიშო მჭირდები შენი ნახვა მინდა.
-რა ხდება ელი. სახლში ვარ,აბა სად ვიქნები ამ დროს ან რა ხმა გაქვს. ელისომ გაუთიშა და სახლიდან გავარდა, მიშოს ეგონა ალბად დილით მოვაო და ბალიშში ჩარგო თავი და ძილი გააგრძელა, მაგრამ სადღაც ოც წუთში მის კარზე ზარი გაისმა და ზარს ბრახუნიც მოყვა.
-ჩამოიღე კარები და წაიღე სახლში, რა ხდება. გააღო კარები და მიშიკოს წინ მთელი ღამის კიარა, ღამეების უძილარი ელისო იდგა თვალებჩაშავებული.
-რა ხდება, რა დღეში გაქვს თვალები ელი.
-სიმართლე მითხარი ჯიმი სად არის, მიშო რამოდენიმე დღეა ურეკავ და არ მპასუხობს,რა ხდება ის მაინც გამარკვიოს,ხვალ ქორწილია მიშო ქორწილი.მიშო გაოგნებული იდგა ელისოს ასეთ დღეში რომ შეხედა, ელისო კი გულამოგლეჯილი ტიროდა.
-დამშვიდდი, ხომ იცი შენს ცრემლებს ვერ ვიტან.
-მიშო მგონი დიდ შეცდომას უშვებ.
-შეუძლებელია, რაღაც გაურკვევლობაა ჯიმის ვიცნობ ელი.
-გადამარჩინე, მიშო ნუ გადამჩეხავ უფრსკულში სად უნდა იყოს ჯიმი.
-მართლა არ ვიცი, რამოდენიმე დღეა სამსახურშიც არ მოსულა. დაიცადე, ჩავიცვამ და წავალ, შენ აქ დამელოდე. მიშიკომ უცბად ჩაიცვა და სახლიდან გადიოდა,რომ ელისომ უთხრა.
-მეც მოვდივარ, რადგან მე მინდა ჩემი თვალით ვნახო ის ამ წუთში რა მდგომარეობაშია.
-ელო ხომ არ ჯობია შევეშვათ საერთოდ და ჯანდაბამდე გავუშვათ?
-არა მიშო, ახლა უნდა ვნახო და მერე, მერე გადავწყვიტავ რას ვიზამ.
-კარგი. უთხრა მიშომ და სახლიდან ერთად გავიდნენ, უხმოდ მივიდნენ ჯიმის ბინასთან და ანქანა იქვე ეყენა, მიშომ ხელი დაადო კაპოტს ზემოდან და ის ცხელი იყო.
-ესე იგი, მთელი ღამე ჯირითობდა ყმაწვილი და ვინ იცის სად. მიშო ელისოს მიუბრუნდა და უთხრა
-შენ აქ დამელოდე, მე ავალ მაღლა.
-აღარაა საჭირო მაღლა ასვლა ჩქარა დავიმალოთ, მოდიან. თქვა ელისომ და იქვე უცხო მანქანას მოეფარა ორივე, მათ წინ კი მხიარული სახით ჩაიარა ჯიმიმ მის მორიგ ნაშასთან ერთად, მოულოდნელად გოგონა ჯიმის მიუბრუნდა და კითხა.
-ჯიმი რას ფიქრობ ხვალინდელ დღეზე, ისევ არ შეეხმიანე ელისოს. ნუ აკეთებ ამას და ნუ იქნები სხვისი სათამაშო, უბრალოდ გაქრი მისი ცხოვრებიდან.
-არ დამირეკია და არც მის ზარებს არ ვპასუხობ, რომ სათქმელი მქონდეს შენ თავად არ მომეშვი, მე დაფიქრების დრო მოგეცითქო. რა უნდა ვიფიქრო ნონა ქორწილი შედგება, მის ქონებას დავეპატრონები და დავალება როგორც არის ისე შესრულდება, ნელა-ნელა ქონებაც განიავდება და ჩემს გზას ვეღარ მოძებნის ვეღარავინი.
-და განქორწინება? საინტერესოა რა ინტერესი აქვს შენს უფროს ამ გოგოსთან, მეცოდება.
-განქორწინება? მას ელისო ჩემგან ვერასდროს ვერ მიიღებს, რადგან ჯიმი ჯიმშელეიშვილი უბრალოდ აღარ იარსებებს.
-იცი რომ საშინელი ადამიანი ხარ?
-ვიცი და მიფრთხილდი. დაფიქრებულად უთხრა ჯიმიმ.
-რას ერჩი, რა გინდა მასთან ელისო კარგი გოგოა ჯიმი და რა გინდა მისგან, შეეშვი და გაუშვი მის გზაზე. უბრალოდ შეეშვი და უმტკივნეულოდ დაშორდი, დამიჯერე ასე უკეთესია. დამიჯერე და არ ინანებ თორემ მთელი ცხოვრება ტკივილი გაგაწამებს, შენ არახარ ასეთი, მაგრამ მივხვდი რომ სხვა გმართავს. აიყვანე შენი თავი ხელში და შეეშვი ბოროტებთან ერთად ბოროტულ საქმეების ჩადენას, გთხოვ ჯიმი.
-მე არაფერს ვითხოვ ნონა საერთოდ არაფერს, იცი რა სიბოროტე აქვთ ჩადენილი წარსულში და მე უბრალოდ მის დავალებას ვასრულებ. მე ის მართლა შემიყვარდა, მაგრამ ბრძანება რომელსაც მე ვასრულებ, მასზე ჩემი შვილის სიცოცხლეა დადებული. ამ დროს ელისომ პირზე მიიფარა ხელი ხმამაღლა რომ არ ეღრიალა, მიშო კი გაოგნებული იჯდა და ისმენდა ამ ყველაფერს.
-ახლა სად მიდიხარ, შედი დაიძინე მნიშვნელოვანი დღეა შენს ცხოვრებაში ხვალ და როგორ არ მინდა ეს დღე გათენდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ხვალამდე გონება გაგინათდეს მეგობარო.
-დიახ, მართალი ხარ. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში და ეს დღე მეორედ მაქვს, პირველად 4 წლის წინ იყო ჩემთვის ეს დღე ამაღელვებელი და მოლოდინით სავსე, თურმე მაშინ დავუშვი დიდი შეცდომა ნონა ახლა გგონია მიხარია? არ მინდა, მართლა არ მინდა ეს გოგო ამ ტყუილის მსხვერპლი გახდეს. მან რა დააშავა, როცა დამნაშავე უფროსებია. დედამისს რომ ვახო არ აერჩია და არ გაჰყოლოდა მას ცოლად არაფერიც არ მოხდებოდა, ახლა კი ელისომ უნდა გადაიხადოს მათი დანაშაულის საფასური. კარგი წავიდეთ, სახლში მიგიყვან და დილით ისევ გამოდი ხვალ ჩემს გვერდით მინდა რომ იყო. გოგონამ ხელზე მოკიდა ხელი, მისკენ შეაბრუნა ჯიმი და ცრემლიანი თვალებით უთხრა.
-კიდევ გიმეორებ და საბოლოოდ, ჯიმი შეჩერდი ნუ გააკეთებ ამას, უბრალოდ უარი თქვი ამ ყველაფერზე.
-მე რომ შევჩერდე ის არ შეჩერდება. თითი მაღლა ასწია ჯიმიმ.
-მე თუ არა, ხვალ სხვას მიუგზავნის და მის ჩანაფიქრს მაინც გააკეთებს და მერე ჩემს პატარას, ჩემს ანასტასიას რა ვუყო ის ხომ ჯერ მხოლოდ სამი წლისაა.
-მე გაგაფრთხილე, იცოდე შენც მწარედ გეტკინება ხვალინდელი დღე და სინანული გვიან დაგრჩება. არ მინდა შენი გაცილება მე ტაქსი გამოვიძახე და ტაქსით წავალ, მოვიდა უკვე. ნონა გაშორდა ჯიმის და ტაქსში ჩაჯდა, ჯიმი კი თავდახრილი და დაფიქრებული წავიდა ბინისკენ. მიშო და ელისო თითქმის ერთი საათი ისხდნენ მიწაზე და აზრზე ვერ მოსულიყვნენ, ვერ აეხსნათ ის თუ რაც მოისმინეს ნუთუ ის ყველა სიტყვა ნამდვილი იყო? სიჩუმე ელისომ დაარღვია და თქვა.
-მიშო ნუთუ ეს ყველაფერი სინამდვილეა რაც მოვისმინეთ, ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება? მიშომ ხელი მოხვია ელისოს და გულზე მიიკრა, ნელა-ნელა წამოდგა, ელისოც წამოაყენა და უხმოდ გაეცალნენ იმ ადგილს. დაძრა მანქანა, მაგრამ არ იცოდა მიშომ საით წასულიყო და უაზრო ხეტიალის შემდეგ ელისოს შეეკითხა.
-საით წავიდეთ, ელი შენთან თუ ჩემთან?
-მიშო შენთან წავიდეთ, ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ მივალ. მიშიკოსთან მივიდნენ და ორივე მისაღებში დასხდნენ უხმოდ და მიშომ შეხედა ელისოს განადგურებულ სახეს, თვალები დაეხუჭა და ფიქრებს მისცემოდა, ახლოს მივიდა და შეეკითხა.
-ყავას დალევ?
-არა, ყავა არ მინდა რამე მაგარი არაფერი გაქვს?
-არა ელო ახლა შენ ყავას დალევ, დამშვიდდები და შემდეგ ვისაუბრებთ. მიშომ ორივესთვის მოადუღა მაგარი უშაქრო ყავა და დაელოდა, ელისო როდის დამშვიდდებოდა. ნელა-ნელა დაუწყნარდა სახე ელისოს და სუნთქვაც მშვიდი გაუხდა წინანდელთან შედარებით, თვალები გაახილა და მიშოს უთხრა ყოველგვარი აღელვების გარეშე.
-ქორწილი შედგება მიშო.
-რააააა? გაკვირვებულმა შეხედა ელისოს მიშომ ის კი თვალებდახუჭული იჯდა და აგრძელებდა მშვიდად საუბარს.
-ჩვენ არაფერი დაგვინახავს და არაფერი მოგვისმენია, ჩვენ დღეს იქ არ ვყოფილვართ.
-დარწმუნებული ხარ ელისო რასაც აკეთებ?
-1000%-ით მიშო და გთხოვ მომენდე, მხოლოდ ჩემი ცხოვრების თუნდაც ერთი დღე მაჩუქე ხვალ.
-მაშინ უნდა გამოიძინო თვალები იცი რას გიგავს, აქ დაიძინებ თუ სახლში წაგიყვანო.
-გაწუხებ, მაგრამ უნდა გამიყვანო ვერ წავალ მანქანით, სადღაც რაღაცას შევასკდები. საწყლად შეხედა და მიშოს გაეცინა მის გამოხედვაზე.
-იცი როგორ ვერ ვიტან ამ კურდღლის გამოხედვას და მაინც ვერ გადაეჩვიე. ღიმილით გავიდნენ სახლიდან და ელისო სახლში ჩუმად შეიპარა, არ გაუშვა მიშო და ასე გაუხდელად მიწვა ორივე ძალა გამოცლილები. ორივე ჩუმად იწვა და ორივემ თავიდან გაანალიზა რაც მოისმინეს და გაიგონეს, ორივეს ფიქრში ჩაეძინათ და სადღაც ორ საათში ციცოს ხმა ნანასავით ჩაესმათ ყურში. ციცო ღიმილით უყურებდა ორივეს ერთად ჩაძინებულს რომ შეხედა და ორივე გაუხდელი იწვა, ელისო ტკიპასავეთ აკროდა მიშოს და მშვიდად ფშვინავდნენ მთელი ღამის უძილარები.
-ელისო გაიღვიძე ადექი ჩემო ლამაზო, დღეს ხომ შენი დღეა და მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ცხოვრებაში. დღეს ამ სახლიდან გამიფრინდები დე და როგორ ძალიან მომენატრები შვილო.
ელისომ ზანტად გაახილა თვალები და მომღიმარ დედას შეხედა, შემდეგ კი მიშოს შეხედა ხელი კრა და ისიც გააღვიძა.
-რა გინდა გოგო, რა არ გასვენებს. შეუღრინა მიშომ, მაგრამ უეცრად თავში წუხანდელი საუბრი გაახსენდა ორივეს და ორივე წამოჯდა საწოლზე ციცო კი ღიმილით უცქერდა ორივეს, მაგრამ ელისოს ერთ-ერთმა ფრაზამ გაუელვა თავში და დედას მიაჩერდა ,,დედამისი რომ ვახოს არ გაჰყოლოდა, არაფერიც არ მოხდებოდა''.
-დე ცხოვრებაში ძალიან გყვარებია?
-რომ მიყვარდა, იმიტომ გაჩნდი შენ შვილო. უთხრა ღიმილით ციცომ.
-მამას გარდა იყო ვინმე შენს ცხოვრებაში? ციცოს გაუკვირდა ელისოს შეკითხვა და გაოცებულმა შეეკითხა
-რას ჰქვია მამას გარდა თუ მყავდა ვინმე, ეს რა კითხვაა ელისო. ამ დროს ვახო შემოვიდა და ისიც გაოცებული მიაჩერდა ჯერ ელისოს და შემდეგ ციცოს, ელისო კი მშვიდად ადგა კარი დაკეტა და გაოცებული მშობლები წინ დაისვა.
-ვიცი რომ ჩემმა შეკითხვამ გაგაკვირვათ და დაგაბნიათ კიდეც, მაგრამ დღეს აქ რაც მოხდება ეს არა მარტო ჩემს ცხოვრებას გადაარჩენს, არამედ თქვენც და ჩვენს ქონებასაც.
-რა ხდება ელისო შეგიძლია თქვა ყველაფერი, ვიცი რომ ეს დღეები რაღაც გაწუხებს. მიშიკოს გადახედა ვახომ და ორივემ ერთად მოყვა რაც მოისმინეს წინაღამით, ციცომ ვახოს შეხედა და გაკვირვებულმა უთხრა.
-გეფიცები ჩვენს სიყვარულს, მე შენს მეტი ცხოვრებაში არავინ არ მყვარებია ვახო.
-ვიცი, ვიცი საყვარელო და უკვე ისიც ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ვახომ ხელი მოხვია საყვარელ მეუღლეს და გულში ჩაიკრა, შემდეგ კი მიშიკოს შეეკითხა.
-ახლა რას ვაკეთებთ, მიშო მე ვეღარ ვაზროვნებ შვილო და....
-ძია ვახო მხოლოდ გთხოვთ პანიკაში არ ჩავარდეთ რადგან ქორწილი შედგება
-როგორ, ქორწილი არ უნდა შედგეს მიშო.
-მამა ქორწილი შედგება იქამდე, სანამ მე არ ვიტყვი საბოლოო სიტყვას. ვიღაცას ჩვენი განადგურება უნდა და მე დავასწრებ, მე გავანადგურებ მორალურად დღეს მას თუმცა ვიცი მის უკან კიდევ ვიღაც დგას, უფრო დიდი. ახლა დამტოვეთ, უნდა მოვემზადო.
-ელისო შვილო დარწმუნებული ხარ?
-დედა განა გაზარდე ისეთი შვილი, რომ ვირთხების შეეშინდეს? დამშვიდდით და ჩვეულებრივი სახეები მიიღეთ, სტუმრებს შეხვდით შენ მიშო მეჯვარე ხარ ჯიმის და მასთან წადი, მასთან ერთად უნდა მოხვიდე და რაც მთავარია, არაფერი არ შეიმჩნო. ხო კიდევ, მამა ძალიან გთხოვ ჩემი ანგარიში დაბლოკე ან კოდი გამოცვალე, დღესვე და ახლავეს.
-ელო ეს ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ შენ გაუძლებ ამ ყველაფერს დარწმუნებული ხარ რომ ძალა გეყოფა?
-სავსებით მიშო. მან ხომ ითამაშა ჩემი გრძნობებით და მასხრად ამიგდო ახლა დღეს ჩემი ჯერია, რადგან მინდა ყველას დავანახო მისი ნამდვილი სახე. მე კარგად ვარ და გთხოვ ჩემზე არ იდარდო, მპირდები?
-შენ მპირდები რომ მართლა კარგად იქნები? შენი კარგად ყოფნით, მეც კარგად ვიქნები და შენს გვერდით ვარ ბოლომდე, არ მიგატოვებ ელო და ერთად გადავიტანთ ამ ტკივილს.
-მეც გპირდები, მიშო კარგად ვიქნები. მიშომ გულში ჩაიკრა ელისო და შემდეგ სახლში წავიდა, მოემზადა და ჯიმისთან მივიდა, ღრმად ამოისუნთქა კარებთან მისულმა და ზარი მისცა კარი კი ნახევრად შიშველმა ჯიმიმ გააღო, მთელი ღამის უძილობა მასაც ეტყობოდა სახეზე, მაგრამ არ იმჩნევდა, მიშომ თავი მოთოკა და გაბრაზებულმა უთხრა.
-რას გავხარ, არ გიძინია?
-არა, არ მქონდა ძილის დრო
-სად ხარ ეს დღეები, რომ დაივიწყე სამსახური.
-დღეს, ჩემი თავისუფალი ცხოვრება სრულდება მეგობარო და ამ დღეებით ტკბობის უფლება მივეცი ჩემს თავს. ურცხვად იცრუა, იდგა მიშიკოს წინ თვალებში უცქერდა და ურცხვად ატყუებდა. მიშომ გვერძე გაიხედა, თავი ხელში აიყვანა და უთხრა.
-მიდი ჩაიცვი და შენი თავისუფალი დღეები, დღეს ეკლესიაში დასრულდება. ჯიმის ჩაეღიმა და საძინებელში გავიდა, ჩაიცვა ნონას მომზადებული ტანისამოსი და ბოლო შტრიხი მის თმებში შეიტანა. თმები ლამაზად გადაივარცხნა და თავისი თავით კმაყოფილი გავიდა მიშიკოსთან მისაღებში, მიშომ შეხედა ჯიმის და უთხრა.
-ზოგჯერ მგონია რომ არ უნდა შეიყვარო, რადგან იცი ეს სიყვარული ძალიან გეტკინება. ჯიმი ადამიანში სიყვარული ცვლილებებს ახდენს, შენში რა შეიცვალა შენ შეგიყვარდა ქალი ლამაზი, ამ ქალში რას შეხედე მის ამაღლებულ სულს თუ მისმა წყნარმა და მშვიდმა ცხოვრებამ მიგიზიდა თუ მისმა სიმდიდრემ? ჯიმიმ გაოცებულმა შეხედა მიშიკოს და შეეკითხა.
-რატომ მეკითხები, მიშიკო რამე შემამჩნიე?
-არა არაფერი, მინდა დავრწმუნდე გიცნობ თუ არა ბოლომდე და მინდა ვიცოდე, ჩემი ელისო იქნება კი შენთან ბედნიერი, აქცევ მას ბედნიერ ქალად გყოფნის ამის ვაჟკაცობა.
-რა თქმა უნდა, მიშო რა ხდება დღეს რაღაც უცნაური ხარ, ვერ გცნობ დღეს.
-მართალია დღეს სულ სხვანაირი მიშიკო დგას შენს წინ და ამიტომ ვერ მცნობ, რადგან შენ
გაბრაზებული მიშო არასოდეს არ გინახავს და გაგიკვირდა, რადგან ჩვენ არასოდეს არ გვქონია სერიოზული საუბარი და გიმეორებ თუ დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ელისოს ვერ გააბედნიერებ უკეთესია ყველასთვის ახლავეს და აქვე დაასრულე ყველაფერი.
-რატომ მეუბნები ამ სიტყვებს.
-შენს გულში ჩაიხედე და ყველას შეუმჩნევლად წადი მისი ცხოვრებიდან ისე რომ მას არ ეტკინოს, ეს გააკეთე კაცურად, რადგან ელისო ტკივილს არ იმსახურებს. ჯიმის გულზე მოხვდა მიშოს თითოეული სიტყვა, მაგრამ სიამაყე არ დათმო და შეცვლილი ხმით უთხრა დაძაბულმა.
-რაღაც დღეს ძალიან უცნაური ხარ მიშიკო და ნუ გავაგრძელებთ, წასვლის დროა.
-კარგი წავიდეთ მე ჩემი გითხარი, უკვე წასვლის დროა. წავიდნენ და მამა დავითის ეკლესიაში მივიდნენ რადგან იქ ყავდა ელისოს მისი მოძღვარი და მან უკვე ყველაფერი იცოდა. ძალიან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი ეკლესიაში და საათნახევრის ლოდინის შემდეგ პატარძალიც მოვიდა. ულამაზესი, შეუდარებელ სილამაზეს ასხივებდა ელისო და ციცომ ცრემლით სავსე თვალებით შეხედა. ელისომ ვახოს წინ შეჩერდა ჩაეხვია მამას და ყურში უჩურჩულა.
-დაბლოკე ბარათები რომ გითხარი?
-კი შვილო დაბლოკილია, არ ინერვიულო. უთხრა ვახომ და ძლიერად შემოხვია ხელები.
-მაპატიე, მაპატიე შვილო რომ შენ მოგიწია აგო პასუხი იმაზე, რაც არც შენი დანაშაულია და არც ჩვენი.
-ყველაფერი კარგად იქნება მამიკო. შემდეგ ციცოს მიუბრუნდა და ჩაეხუტა და ყურში კი უჩურჩულა.
-არ ინერვიულო, გთხოვ.


ზოგჯერ სურვილი გაქვს სიყვარულის და სინაზის გამოხატვის, მაგრამ არის წუთები, რომ უკან ვიხევთ, რადგან ჩვენ გვეშინია არ დაგვიბრუნდეს უკან ტკივილიანი დრო. გვეშინია ახლოს მოვუშვათ ერთ დროს ჩვენში არსებული ლამაზი გრძნობა, რომელმაც მხოლოდ ტკივილი დაგვიტოვა. გული სავსეა ტკივილით, ფიქრი კი დაჟინებით გვიმეორებს ,,გაუხსენი გული სხვას, მეც მცივა შენი სიცივე''.ცხოვრება კი ერთი ღრმა ამოსუნთქვაა ერთი ძლიერი წვიმა რომელიც უცებ მოვარდება ჩარეცხავს გულიდან ლამაზ მოგონებებს, ლამაზ დღეებს და უცებ მთავრდება, გაქრება, ჩაწყნარდება. არ გვეკითხება, გვინდოდა თუ არ გვინდოდა იმ დღეების განდევნა ჩვენგან. ელისომ ყალბი და ნაძალადევი ღიმილი აიკრა სახეზე და ამაყად მდგარი ჯიმისაკენ წავიდა, ჯიმი ღიმილით მიეგება და მამაოს წინაშე წარსდგა ორივე საკურთხეველთან, მამაომ ელისოს შეხედა და ელისომ თავი დაუქნია ეს იმის ნიშანი იყო, რომ დრო იყო დაეწყო ჯვრისწერის ცერემონიალი. მამაომ დაიწყო ლოცვა და ჩვეულებისამებრ ბევრი არ ილაპარაკა და აი დადგა ის წუთები, რომ ჯიმის შეეკითხა.
-ჯიმი ჯიმშელეიშვილი თანახმა ხარ ცოლად შეირთო ელისო კოვზაძე და იყო მისი ცხოვრების მეგზური, გაიზიარებ მის ჭირსა და ლხინს და არ მიატოვებ განსაცდელში. ჯიმი დაფიქრდა და შეცვლილი ხმით უთხრა მამაოს.
-რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ელისოს გული აუჩქარდა, სუნთქვა შეეკრა წუთიერად და მამაოს შეკითხვა ვერც კი გაიგო, მას სმენა დაეხშო და მოულოდნელად მხარზე მიშიკოს ხელი იგრძნო,ცრემლისგან დაბინდული თვალებით შეხედა მიშოს და მამაოს მიუბრუნდა, ტუჩების მოძრაობით მიხვდა რომ მას ესაუბრებოდა, მაგრამ არაფერი არ ესმოდა. ელისო საკურთხეველთან დაჩოქილმა წამოდგა და ტრიბუნასთან მივიდა და ჩუმი, წყნარი მაგრამ მტკიცე და შეუვალი ხმით დაიწყო საუბარი.
-როგორ იფიქრე და როგორ გაიაზრე, რომ ასე ადვილი იყო ჩემი მოტყუება. შენ ხომ მე დამაჯერე სიყვარულში, შენ ხომ მე ის თვისებები დამანახე, რომელსაც მარტო გული აღიარებს. გეგონა როგორც აქამდე ყველა ქალს ხელს დაუქნევდი და ყველა მოგყვებოდა იქ სადაც გინდოდა წაიყვანდი ან ყველასავით მეც გაამაბავდი შენს მახეში? ძალიან ვწუხვარ რომ იმედი გაგიცრუე, მაგრამ როგორც სხვა დროს ახლა არ გაამართლა შენმა ჩანაფიქრმა და მინდა დაიმახსოვრო, რომ ყველა ქალი ქალი არ არის და ვერც ყველა ქალს ვერ გააბრიყვებ. ვიცი და უკვე დარწმუნებულიც ვარ, ჩემგან წასული ახლა სხვას დაუწყებ გრძნობების მათხოვრობას და კიდევ ერთხელ ვწუხვარ რომ არ მოგეცემა საშუალება ქორწილის შემდეგ მამაჩემის ნაშრომი კაპიტალი გაანიავო და არც იმის საშუალება გექნება შენს მეგობრებში სულელი ქალის როლი მქონდეს, ქალი რომელმაც შეგიყვარა. მელაპარაკე, რატომ გაჩუმდი და არ მელაპარაკები, რატომ არაფერს მეუბნები, რატომ ხარ ჩუმად. მელაპარაკე შენი მოქარგული ნოტებით და თავად დამეხმარე შენგან მოყენებული ტკივილის დაძლევაში და მითხარი, რომ გიყვარვარ. დაამიწე ჩემში ეს ტკივილი, რომელიც შენ მომაყენე გუშინ ღამით. მითხარი რომ ეს ყველაფერი ტყუილია და ცუდი სიზმარია, გააქრე ეს ტკივილი რომელიც შენი სახით ჩემს გულში შემოვიდა სიყვარულად. მართალია 27 წლის ვარ, მაგრამ
ალბად ჯერ კიდევ ვერ გავიზარდე, რადგან მე კიდევ მჯერა სასწაულების.სასწაულების და
სიყვარულის, მაგრამ შენ ეს ორივე გრძობა მოკალი გუშინ ღამით ჩემში. მე ვარ დამნაშავე, რადან მე თავად შევუქმენი ჩემს თავს პრობლემა და იცი როდის? როცა მე შენ ჩემს გულში შემოგიშვი და გულით შეგიყვარე, თურმე ეს ჩემს ილუზიად უნდა დამეტოვა. მე მტკივა გული რომ სიყვარულისთვის არ გამიხსნია გულის კარი, ქვესკნელის გველეშაპისთვის გამიღია გულის კარი და ის გველეშაპი შენ ხარ, შენ შემოგიშვი შიგნით ჩემს გულში, შენი ბინძური იდეებით. დღევანდელი დღე უჩემობის დღეებში შევა, შენში კი ადამიანობასთან ერთად ადამიანური გრძნობებიც გამქრალან, მაგრამ გასარკვევია იყავი კი ოდესმე ადამიანი და გქონდა ადამიანური ღირსებები? შორს ჩემგან, შენ არახარ ჩემთვის ძვირფასი დანაკარგი, ჩემთვის ის დროა ძვირფასი და ის წუთები რომლებიც შენთან გავატარე და ის დღეები, რომლებიც შენ დაგითმე ახლა კი შენს წინ ვდგევარ და ზიზღის მეტს ვერაფერს ვერ ვგრძნობ შენს მიმართ. მეზიზღები, მთელი ჩემი არსებით მეზიზღები რადგან შენ მე გული ამომაგლიჯე და სული ამომაცალე, სუნთქვა გამიყინე გუშინ ღამით. შენს სახლთან, შენს მანქანასთან როცა იდექი და საზიზღრად, უმტკივნეულოდ, უგულოდ, ცივად და მშრალად
საუბრობდი ჩემზე და იმ ტკივილზე რომელსაც მე მომაყენებდი ქორწილის შემდეგ. ადექი და დაუფიქრებლად, უსიტვოდ წადი აქედან, მაგრამ შენ არა, მე მივდივარ იმ სცენიდან სადაც ჩემი როლი დასრულდა.ჯიმი გაოცებული უცქერდა ელისოს რომლის თვალებში სიძულივილი ჩანდა და მრისხანებას აფრქვევდნენ.
-რას ამბობ, ეს რა სიტყვებია შენ თავად გესმის შენი სიტყვების შინაარსი? უთხრა ჯიმიმ სახე გაფითრებულმა, რადგან მიხვდა, რომ ის ტყუილში გამოიჭირეს.
-ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი ვაპატიო ადამიანს სიყვარულის გამო,მაგრამ არა ღალატი, არა ცილისწამება და არა დამცირება.
-შენ, შენ მელაპარაკები მე ღალატზე როცა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ვიღაც მამაკაცთან ერთად დასერნობდი ქუჩებში ისე რომ არც არაფერი ხდებოდა შენს გარშემო. ვინ იყო ის მამაკაცი რომელსაც ეხვეოდი ელისო ამ რამდენიმე დღის წინ, ეს არ არის ღალატი?ხმამაღალი ხმით იყვირა ჯიმიმ. ელისომ ძლიერი მოქნეული ხელი გაარტყა სახეში ჯიმის და შემდეგ უთხრა.
-მადლობა, რომ თავად გამაცანი შენი თავი. მადლობა, რომ თავად მითხარი ვინ ხარ, რა ადამიანი ხარ და არ დავქორწინდი ისეთ არაკაცზე როგორიც შენ ხარ. შენ ისეთები გიზიდავს წუხელ რომ გყავდა გვერდით, დაე გყავდეს გზას გითავისუფლებ შენი თავისუფლებისთვის. თითიდან ბეჭედი მოიხსნა და ჯიმის ესროლა, ხალხში კი მრისხანე მზერა მიმოატარა და ერთ ახალგაზრდას მამაკაცს ხელი დაუქნია, რომ მასთან მისულიყო, ისიც გაბრაზებული და დაძაბული გამოეყო ხალხის ნაკადს და ელისოსთან მივიდა.
-შენ დამინახე შენთვის უცხო მამაკაცთან ვიდექი თუ ვეხუტებოდი და რატომ არ მოდი ახლოს, რატომ არ დაგაინტერესდა რატომ ვიყავი ასე ჩახუტებული შენთვის უცხო მამაკაცთან, მოსულიყავი ჩემამდე რატომ არ მოდი ყველაფერი შეიცვალა და რამდენიმე დღით ადრე ქორწილამდე სხვას გავყევი ან იქნებ მოდი კიდეც და მე არ მახსოვს, როდის გათელე ბილიკი ჩემთან მოსასვლელად და როდის იყო მე შენ კითხვებს ზურგი შევაქციე და თუ ასე მოხდა მე გვერდი ვიცვალე, შენ რატომ არ მომიარე მეორე მხრიდან და რატომ არ ჩამხედე თვალებში,რატომ არ დადექი პირისპირ სიმართლესთან. მე ქალი ვარ და იქნებ შენი გაგიჟება მინდოდა ჩემი თამაშით, შენ რომ მოგენდომებია და ჩაგეხედა ჩემთვის გულწრფელად თვალებში, აქ ამ თვალებში მხოლოდ შენს მიმართ ვნებათა ლტოლვას დაინახავდი და სხვას არაფერს. ამ თვალებში შეგეძლო დაგენახა ჩემი სურვილი თუ როგორ ჩქარა უნდოდა შენთან მოსვლა ჩემს ვნებათა ეტლს, მაგრამ მე მხოლოდ მთელი ღამეები შენზე ვფიქრობდი, შენზე ვოცნებობდი შენს თუნდაც ერთ კოცნაზე, ვოცნებობდი როდის შემომასხამდი შენი კოცნის მანტიას. მოდი ხელი დაადე ან ყური დაუგდე ჩემი გულის ცემას, რა ჩქარა ცემს ჩემი გული, რაც არ უნდა ეცადო ვერ შეაჩერებ, რადგან შენს შეხებაზე ლამის არის გულიდან ამოხტეს და მე მომასწროს შენამდე მოსვლა. ერთხელ მაინც მოდი და გამხადე შენი მკლავების ტყვე ქალი, შენ რად უგდებდი ყურს ჩემს ნათქვამ ,,არა''-ს ის ხომ ყოველთვის გულიდან ნათქვამ სასურველ და ნანატრ ,,კი''-ის ნიშნავდა. მე გელოდი, ყოველ დღე გელოდი, გელოდი მთელი მოლოდინით და ჩემი ძლიერი სიყვარულით, მაგრამ ახლა კი მეზიზღები და ვერ გიტან, რადგან შენ ჩემი ღირსება გათელე იქ იმ საწოლზე გუშინ ღამით, სადაც ჩვენი ქორწინების პირველი ღამე უნდა ყოფილიყო, თუმცა არა შევცდი, ჩემი ქორწინების რადგან ეს ჩემი პირველი ქორწინებაა და შენთვის კი მეორე. როგორ შეგეძლო ასე გეთამაშა ჩემს წინაშე, მე ხომ გულწრფელი ვიყავი შენს მიმართ და როგორ შემიძლია ამ ყველაფრის შემდეგ მე შენ სიყვარულით შეგხედო. ელისო თან ტიროდა და არა მარტო ის იქ ყველა ტიროდა. ჯიმი კი გაშტერებული უსმენდა ელისოს და უკვე თვითეული მისი ცრემლი ტკიოდა, გულს უთუთქავდა. მწარედ ნანობდა ელისოს წინ თავდახრილი, რომ ნონას არ დაუჯერა თუნდაც ბოლო წუთებშიც კი და ეს თამაში არ შეწყვიტა დროზე.
-ადამიანი ვინც შენ ჩემთან ერთად დაინახე ღამით, გიგა დაგნიძე ჩემი დეიდაშვილი,
რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა ქორწილისთვის ლონდონიდან, გიგამ მრისხანედ შეხედა ჯიმის და მტკიცე ხმით უთხრა.
-მადლობა თქვი რომ ამ წუთში ეკლესიაში ხარ. მაგრამ მიშიკო ვერც ეკლესიამ შეაჩერა და ჯიმის ძლიერი მუჭი უთავაზა.
-ეს ერთი იმიტომ რომ მე გაგაფრთხილე, ელისოს ატკენ და ვერ გადამირჩებითქო.მეორე კი
იმიტომ, დღეს შევეცადე გადაგეფიქრებინა შენი ჩაფიქრებული გეგმა და ვერ მიგახვედრე, მოხვედი ამ წმინდა სახლში და აქ მოსულმა მწარედ იცრუე. ესეც მესამე მისი თითოეული
ცრემლისთვის და ტკივილისთვის. მიშიკო მეგობრებმა გაიყვანეს ეკლესიიდან და ელისომ კი მის ფეხებთან წაქცეულ ჯიმის გადააბიჯა და უკან მოუხედავად დატოვა ეკლესია, ქორწილი ჩაიშალა და ციცოს უთხრა ერთ-ერთმა სტუმართაგანმა და ლამაზმა ქალბატონმა.
-იამაყეთ ქალბატონო ასეთი შვილით, მან ყველა ქალის ტიტული დღეს უმაღლეს საფეხურზე
დააყენა. შვილი რომ მყოლოდა, ზუსტად ასეთ შვილს ვინატრებდი, პირდაპირს და მებრძოლს. მადლობა თქვით, რომ ის მან დროზე ადრე შეიცნო. იმ დღის შემდეგ ელისო ჩაიკეტა და ის მხოლოდ ინტერნეტში, მისი სასურველი ინფორმაციების ძებნით იყო დაკავებული. რამოდენიმე დღის განმავლობაში ის არც ლაპარაკობდა და წესიერად არც ჭამდა, ამიტომ გულისტკივილით დაურეკა ვახომ მიშოს და უთხრა.
-მიშიკო მჭირდები შვილო, ელისო არ გამოდის ოთახიდან. არც მიშო იყო კარგად და ერიდებოდა, არ უნდოდა ისე გნადგურებული ელისოს ნახვა, მაგრამ ახლა მას უჭირდა და დახმარება უნდოდა. არც დაფიქრებულა ისე უთხრა ვახოს.
-მოვდივარ ძია ვახო. მართლაც რამოდენიმე წუთში მიშიკო ელისოს საძინებლის კარებზე აკაკუნებდა.
-ელი გამიღე კარები მე ვარ, გესმის? ელი გამიღე კარები თორემ შემოვამტვრევ კარს, ხომ იცი რომ არ გამიჭირდება. ცოტა ხანში გასაღების ჩხაკუნი გაისმა და ელისომ კარები გააღო, ელდა ეცა გულზე მიშოს ამ რამოდენიმე დღის შიმშილს და ნერვიულობას მასზე ძალიან დიდი კვალი დაეტყო. მიშიკომ ხელი მოკიდა განრისხებულმა და სულ ძალით გაიყვანა მისაღებში.
-რას გავხარ, სარკეში ჩაიხედე ამ დღეებში? საინტერესოა რას ან ვის გლოვობ, რა გაქვს საგლოვი, არ არსებობს მშვენიერი ზღაპარი საშინელი სიღრმის გარეშე. არც არაფერი ინანო,
და არცერთი იქ ნათქვამი სიტყვა არ იყო არც ყალბი და არც ტყუილი. გესმის? მოხდა ისეთი რამ რასაც არ ელოდი, არ ველოდით და გამოიტანე დასკვნა, რომ არ იყო ის შენი დონის და არ იყო შენი ღირსი, მორჩა და გააგრძელე ცხოვრება, ღორებისთვის არ ღირს
გვემა. შენ ძლიერი ხარ, ელი გესმის? ძლიერი ხარ და შეძლებ რასაც ჩაიფიქრებ, რასაც მიზნად დაისახავ შეასრულებ. ძალა მოიკრიბე და ისეთი ძლიერი გახდი, რომ შენს გარშემო ალაპარაკდეს ყველა, რატომ ტირიხარ ცხოვრება გრძელდება სიცოცხლესთან ერთად და ტკივილსაც უნდა გაუძლო, ეს შენი გამოცდაა რომელიც უფალმა მოგივლინა ჯიმის სახით, მაგრამ მანვე გადაგარჩინა მისგან. შენ უფლისგან ხარ ძლიერი, ის გაძლევს ძალას და რწმენას,რადგან ის არის შენს გვერდით, მთელი ეს დრო. ცხოვრება გააგრძელე და შენს მტრებს დაანახე, რომ არაფერს არ ჯავრობ და არაფერს არ ნანობ, რომ შენში არ შეცვლილა არაფერი. რას ფიქრობ, აღარ გინდა სიცოცხლე? მაშ დაასრულე შენი თავის ტანჯვაც და ამათი ტანჯვაც, არ გეცოდება შენი მშობლები?
-გეყოს მიშო საკმარისია, მართალია გამიჭირდა რეალობასთან შეგუება, მაგრამ არ ვჯავრობ და მადლობა უფალს პირიქით იქით უნდა უთხრა, რომ დროზე ადრე ამიხილა თვალები.
-ხოდა ძალიანაც კარგი. ხვალიდან სამსახურში გახვალ და ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებ, ხალხში გამოჩნდები.
-არა მიშო მე უკვე გადავწყვიტე, უნდა წავიდე.მამა მე მინდა გავაკეთო ის რაც გულში მაქვს, მე მინდა ჩემი ბიზნესი ავაწყო.
-მესმის შვილო შენ გულნატკენი ხარ და აქედან წასვლა გინდა, მაგრამ ჩვენზედაც იფიქრე.
-ძალიან გთხოვთ,ნუ გამაჩერებთ. გთხოვთ, თქვენც გამიგეთ აქ ვეღარ გავჩერდები. თქვა და მამას გულზე მიადო თავი, ვახომ მიშოს შეხედა და თვალებით შეეკითხა რა ვქნაო მიშომაც ანიშნა, აცადე დაწყნარდება და დაველაპარაკებიო.ცოტა ხანი დაელოდა, დამშვიდება აცადა და უთხრა.
-ელო ხომ გაგიგონია ,,ფრთხილად იყავი, ხელის გულზე ტარებისას არ დაგავიწყდეს რომ თითებს შორის უფრსკული არისო''.შენ, კიდევ კარგი არ ჩავარდი ამ უფრსკულში დამიჯერე, ცხოვრება წინ გაქვს. შენ, ჩვენ ერთად უამრავ ახალ რამეებს შევქმნით. დაანახე შენს მოწინააღმდეგეს შენი ძლიერი სახე, შენი ძლიერი მხარე და აგრძნობინე თავი დამნაშავედ. გაგიჭირდება პირველ ხანებში, მაგრამ გახსოვდეს,სიცოცხლე წამებაა, ტკივილია, დარდია, მაგრამ ცოტათი რომ დავფიქრდეთ, მივხვდებით რომ ის ძალიან ძვირფასია და სულ ოდნავ მაინც ჯობია სიცოცხლე.
-მადლობა მიშო შენ ჩემთვის ის გაზაფხული ხარ, ღრმად რომ ჩასახლდი ჩემში.შენთან ყოფნისას არასდროს მტკივა და ყოველთვის მინდა გავაქრო ცხელ ხელის გულზე ტკივილის ცრემლი.შენ ის ადამიანი ხარ, იშვიათად რომ ევლინება ამ ქვეყანას და იცი რა მიხარია? მხოლოდ ჩემი მეგობარი რომ ხარ. შენ რომ არა, იმ დღეს მე მართლა ჩავარდებოდი იმ ღრმა უფრსკულში, საიდანაც ამოსვლა გამიჭირდებოდა და ჩემს სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი.
-იცოდე და გახსოვდეს, რომ შენ გყავს მეგობარი კი არა ძმა გყავს ელისო რომელსაც შეაწუხებ გაჭირვების დროს და ეტყვი რა გტკივა. გყავს ძმა რომელსაც გააბრაზებ და განრისხებული მოსაკლავად გამოგეკიდება, მაგრამ შენი კურდღისებური გამოხედვით შეაჩერებ მას და მხოლოდ ჩახუტებით შევრიგდებით. მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები, დამპირდი რომ ამ ყველაფერს გააკეთებ? დამპირდი, რომ მხოლოდ მე შემაწუხებ?
-გპირდები ჩემო ტკბილო და თბილო. უთხრა ელისომ ცრემლნარევი აკანკალებული ხმით და
მიშიკოს ძლიერად ჩაეხუტა, მიშომაც შემოხვია ხელები და უთხრა.
-ჩემი გიჟი ხარ, ყველაფერი გაივლის და ისევ დადგება ლამაზი და მხირული დღეები.ახლა
დაგტოვებთ და ისაუბრეთ, მე ხელს არ შეგიშლით. მიშიკომ დაემშვიდობა ყველას და წავიდა, ელისო კი მშობლების შუაში ჩაჯდა და ხან ერთს ეფერა და ხან მეორეს.
-ვინ მყავს დასაკარგი შენ რომ დაგკარგო, შენ ჩემი ერთი ცალი ხარ, ჩემი ერთი სანთელი. უთხრა ციცომ ცრემლნარევი ხმით. ჩემი დიდი სიმდიდრე რაც კი გამაჩნია ჩემს ცხოვრებაში, ამას ერთად ძალიან ღირებული და შეუფასებელი შვილი ხარ დედი.
-ძალიან გაგვიჭირდება უშენობა ჩემო სიცოცხლევ, მაგრამ წადი და გააკეთე ის რაც შენს გულს უნდა. რისთვისაც იბრძვის შენი გული, მოიგებ თუ წააგებ შენი სახლი აქ არის და ჩვენ აქ გელოდებით. მეორე დღესვე შეუდგა მამა-შვილი საბუთების მზადებას და ერთ კვირაში ამაყად წარსდგა მშობლების წინაშე.
-აი მეც მზად ვარ. თქვა ღიმილით და ცოტა სევდიანად.
-არაფერი არ დაგრჩეს მნიშვნელოვანი, ყველაფერი ჩადე? უთხრა დედამ.
-ყველაფერი ჩავდე, ყველაფერი და მადლობა ყველაფრისთვის დე. ელისომ სიყვარულით და ცრემლით სავსე თვალები მოავლო ყველას და თითქოს ისეთი გრძნობა ჰქონდა, ამ სახლის კედლებს ვეღარ ნახავდა დიდი ხნის მანძილზე. თითქოს საკუთარ სულს ხელი ჩაჭიდა და სახლის ყველა კუთხეს შემოატარა ბავშვივით, რომ ყველაფერი დაამახსოვრდეს ისე როგორც ტოვებს. ერთი მხრივ კარგი არის ელისომ რაც გადაიტანა, სწორედ ამ ტკივილმა შეაცნობინა მისთვის საყვარელი სახე სინამდვილეში დაენახა ვინ იყო და გაუძლო ტკივილს, ის ძლიერია. სწორედ ამ ძლიერმა ტკივილმა არ მისცა უფლება და წინ გადაუდგა არ შესულიყო ჩაბნელებულ გვირაბში, რომლის ორივე მხარე დალუქული იყო სადაც ჰაერიც კი არ მოძრაობდა თავისუფლად. ვეძებთ, ვხვდებით, ვპოულობთ, მაგრამ რაღაც მიზეზით იმ ნაპოვნს ვკარგავთ. ახლა მხოლოდ გზის გასაყართან დგას, სადაც ტკივილის დასავიწყებლად სიძლიერეს მოუხმო და საკუთარი ოცნების ასრულება ელოდა, რომელიც მისი
ცხოვრების მთავარ აზრად დაისახა. მისთვის დასრულდა სიყვარულის მახით დადგმული სპექტაკლი რომელმაც ქარიშხალივით გადაუქროლა ერთ ღამეში მის ყველა ოცნებას ქარიშხალი რომ არ ამოვარდნილიყო მას საშინელი წვიმა ამოსვრიდა ტალახში, ამიტომ შეძლო და თვალი გაუსწორა რეალობას და მიეჩვია იმ სიყვარულისგან მიყენებულ ტკივილს, რომელიც ცხოვრებამ მას გულის დაღად დააჩინა.სამ საათში ფრენიდან ესტუმრა ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე ქრისტიანულ და მართლმადიდებულ ქვეყანას საბერძნეთს. სწორედ აქ უნდოდა მას ეპოვნა,მისი სულის სიმშვიდე. იპოვის კი ის მას, რასაც ეძებს?იმედია, აქ ნაპოვნი ბედნიერება მისთვის საბოლოო იქნება, მოდით უფალს მივანდოთ მისი ბედი.

ჯიმი გაანადგურა და ტყვიის გარეშე მოკლა ელისოს მწარე, მაგრამ სიმართლით ნათქვამმა სიტყვებმა. ის იმ დღეს ცოცხლად მკვდარი და ხალხის წინაშე ნიღაბ ჩამოხსნილი ნამდვილი სახით წარადგინა და გაფითრებული, ენაჩავარდნილი მიატოვა უფლის სახლი და ასევე უფალს მიანდო მისი შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ ნათქვამია ,,ანგელოზი საღორეშიდაც ანგელოზია და ღორი სამოთხეშიც ღორია''. ჯიმი გაამწარა ელისოს საქციელმა და გულში რაც გაივლო ის იყო, რომ მისთვის დაკისრებული დავალება ბოლომდე სისრულეში მოეყვანა და ვახო კოვზაძე გაენადგურებინა. რამოდენიმე დღის შემდეგ კი თავაწეული და თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს კომპანიაში წავიდა და ჩვეულებრივ დაუბრუნდა თავის საქმეს, მაგრამ მისი გული ბოღმით იყო სავსე. იმ დღის შემდეგ მიშიკო არ მისულა კომპანიაში და ერთ დღეს გადაწყვიტა მისულიყო განცხადება დაეწერა განთავისუფლებაზე და თავისი ნივთები წამოეღო, სამუშაო საათები სრულდებოდა და უკვე საღამო იყო, იცოდა ჯიმი გვიანობამდე რჩემოდა კომპანიაში და განცხადებაზე ხელის მოსაწერად დრო კი ეყოფოდა. კომპანიის შენობასთან მისულს, წინ შაკო შემოეგება და ცოტა ისაუბრეს, შემდეგ ორივემ ერთად წავიდნენ ჯიმის კაბინეტისაკენ. შენობა უკვე ცარიელი იყო იქ მომუშავე პერსონაჟებიდან და მხოლოდ დაცვა იდგა შემოსასვლელში, დაცვამ ორივე უპრობლემოდ გაატარა შენობაში და საუბრით გაუყვენ ჰოლს ჯიმის კაბინეტამდე, მაგრამ იქ მისულებს უცნობი მამაკაცის ხმა შემოესმათ და ორივე კედელს აეკრა.
-გახსოვს ჩვენი შეთანხმება?
-მახსოვს, არ დამვიწყებია.
-მაინც შეგახსენებ, შენს მოვალეობებს. უთხრა უცნობმა და ოთახში ორი მამაკაცის უცნაური დიალოგი შედგა, მაგრამ ეს ხმა იყო ჩაწერილი.
-უნდა გააკონტროლო და ნოლზე დასვა.
-ეს რომ გავაკეთო, მე რას მივიღებ?
-რას გულისხმობ  რას მიიღებ, პირადად რას ითხოვ.
-გაკოტრებული კომპანიის ნახევარს.
-შენ შეძლებ გაოტრებული კომპანიის აღორძინებას?
-ეს ჩემი საქმეა, როგორ შევძლებ კომპანიის მართვას. მე შევირიგებ მის ერთადერთ ქალიშვილს და კიდეც დავქორწინდები მასზე, შემდეგ ნელა-ნელა მისი ბარათებიდან დავიწყებ ფულის მოხსნას და ასე რომ,მე ამას შევძლებ და დავალებასაც შევასრულებ, მხოლოდ დრო მინდა.
-შენ ეს გააკეთე რაც თქვი და დრო გაქვს რამდენიც დაგჭირდება, შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე. ხმა გაწყდა, მაგრამ ახლა მამაკაცის ხმა გაისმა და ხმა ძალიან ახლოდან ისმოდა.
-არ მეგონა, ასე ადვილად თუ გამოგიცნობდა საცოლე.
-განა იმ დროს გვიან ღამით, საერთოდ არ ველოდი მის იქ ყოფნას და არც ვიფიქრებდი თუ სადმე ჩასაფრებული იქნებოდა.
-სიფრთხილე არა მარტო ქუჩაში შენს სახლშიდაც საჭიროა, რადგან კედლებსაც ყურები აქვსო ნათქვამია ძველებიდან.
-შემდეგი ნაბიჯი?
-ფიქრობ, რომ შეძლებ ამ დავალებას თავი გაართვა?
-სიმართლე გითხრა და ვაღიარებ რომ გამოსვლა მინდოდა ამ თამაშიდან, მაგრამ მინდა ისე გავამწარო ჯერ რომ არ ტკენია. რაც მე მატკინა ეს არაფერია იმ ტკივილთან, რაც წინ ელოდება. მან მე ძალიან დიდი შეურაცყოფა მომაყენა და არ ვაპატიებ იმ დღევანდელი ზიზღის გადმონთხევას, ამიერიდან მიფრთხილდეს თავადაც და მისი საყვარელი მიშიკოც.
-შენ ახლა მხოლოდ ზიზღი გალაპარაკებს ჯიმი.
-მართალია, ახლა ჩემი გული ზიზღით და სიძულვილით არის სავსე. იმ დღეს ვინანე ჩემი საქციელი, მის თვალზე ცრემლი რომ დავინახე, გული მომიკლა მის სახეზე აღბეჭდილმა ტკივილმა, მაგრამ ახლა ამაყად დავდგები და შორიდან კი არა ახლოდან შევხედავ მის ტანჯვას და ცრემლს ისე რომ არ შემეცოდება. მან მე იქ დამაბიჯა მწარედ მარცხნივ სადაც გულია და შემდეგ კი ნატკენ გულზე გადამიარა, ქალი ვაზიაო გამიგონია, მაგრამ შენ იმ დღეს უნდა გენახა, ვაზი კიარა ჩემს წინ აფთარი იდგა,რომელიც მზად იყო ჩემს დასაგლეჯად.
-ვიცი, ორივეს კარგად შეგხედეთ.
-თქვენ? ეს როგორ, თქვენ იქ იყავით?
-იქ ვიყავი, ძალიან ახლოს შენთან. მე არ გაძალებ ეს საქმე გააგრძელო, შანსს გაძლევ შური იძიო და  თუ წასვლა გინდა წადი, მაგრამ თუ დარჩები ამ თამაშში და ისევ გააგრძელებ გაფრთხილებ თამაშიდან ვეღარ გახვალ. ამ საქმიდან გასვლა და შენი სიკვდილი ერთი იქნება, მოაგვარებ ყველაფერს და დაიბრუნებ შენს საკუთრებას. დაიმახსოვრე, სხვაგვარად ვერც მათ დაიბრუნებ და ვერც თანხას ვერ მიიღებ. დაფიქრდი კარგად და ველოდები ამბებს შენგან, როცა მზად იქნები ამ ნომერზე დამირეკე, როცა ახალი ამბები გექნება სათქმელი. უცნობმა ნომერი დაუწერა ქაღალდზე და მიაწოდა.
-მინდა ერთი კითხვაზე სწორი პასუხი გამცე.
-მკითხე, რა გაინტერესებს.
-რატომ ამოდენა სიძულვილი და ბოღმა, რატომ ეომები ბატონ ვახტანგს მე ვიცი რომ ის ძალიან კარგი ადამიანია, კარგი მეუღლე და არაჩვეულებრივი მამა. ხომ მაქვს უფლება ვიცოდე რისთვის ვეომები ადამიანს, რომელსაც ჩემთვის არაფერი არ დაუშავებია. უცნობმა ღრმად ამოიოხრა და ჯიმის უთხრა.
-გაქვს უფლება იცოდე სიმართლე და გეტყვი, ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით,მე მასზე ერთი წლით დიდი ვიყავი და ძალიან ყოყოჩიც. ვახოზე უკან კი ციცო სწავლობდა, ის იყო მთელი ჩემი ბავშვობის სიყვარული რომელიც დღემდე მიყვარს და არ ჩაქრა ეს ცეცხლი მის მიმართ. წლები გავიდა, მაგრამ გულს მოვერიე მის დასავიწყებლად, მან კი ვახო აირჩია.
-გიყვარდა და უყვარდი? ხელი გკრა და მიგატოვა, თქვენზე მოცემული სიტყვა გატეხა და პირობა დაარღვია?
-არა, არასოდეს არ მითქვამს რომ მიყვარდა. სკოლა რომ დავამთავრე მე სასწავლებლად წავედი, რომ დავბრუნდი შემთხვევით ვნახე ციცო და ჩემს გრძნობებში გამოვუტყდი, მან ჯერ გაკირვებულმა შემომხედა და შემდეგ ღიმილით მითხრა.
-უცნაურია გური რასაც ამბობ, ეს შეუძლებელია.
-რატომ, რატომაა შეუძლებელი ციცო. დავაგვიანე? განა სიყვარული იგვიანებს, განა შეუძლებელია გიყვარდეს და ამას ხმამაღლა ვერ ამბობდე?
-გური ეს არ შეიძლება, რადგან მე და ვახო დავქორწინდით, ჩვენ ორი წლის გოგონა გვყავს. მითხრა და ადგილზე გავშეშდი, ისე წავიდა ვერც კი გავიგე. მთელი ჩემი ცხოვრება ველოდი ეს გრძნობა ბავშვობიდან მოყოლებული ხმამაღლა მეთქვა, განვთავისუფლებულიყავი ამ ტკივილისაგან და ბედნიერად მეცხოვრა, ბოღმის გარეშე, მაგრამ დავაგვიანე.........
-მაპატიეთ, მაგრამ ეს არ არის თქვენგან სწორი ნაბიჯი. ნუ განსჯი იმ ადამიანს, რომელსაც თქვენს წინაშე არანაირი დანაშაული არ მიუძღვის.
-ძნელია როცა საყვარელი ადამიანი შენგან მიდის, მაგრამ ჯიმი დამიჯერე ის უფრო ძნელია, როცა შენს წინ მოდის და ის გვერდს ჩაგივლის ისე როგორც უცხოს. არ გაქვს უფლება ის შეაჩერო, რადგან ყველა იმედი დაიკარგა, ყველა ოცნებას ფრთები დაემსხვრა. გაოცებული უსმენდა ამ ყველაფერს მიშიკო და შაკო რომლებიც ოდნავ ღიად დარჩენილ კარებს იყვნენ ამოფარებული. უცნობი წამოდგა ფეხზე და ორივე ნელი ნაბიჯით დაიძრა კარებისკენ, საუბრით გაუყვნენ ჰოლს. შაკომ ქარიშხალივით შევარდა კაბინეტში,ტელეფონს ხმა გაუთიშა, ვიდეო ჩართო და წიგნებში დამალა ისე რომ მაგიდას დაჰყურებდა ეკრანი. მალე ჯიმიც დაბრუნდა სავარძელში ჩაჯდა და ფიქრებს მიეცა ისე ჩაიძირა ფიქრებში რომ ვერც კი გაიგო როგორ ჩამობნელდა გარეთ. შემდეგ რაღაც გაახსენდა, კომპიუტერი ჩართო და დაელოდა, შემდეგ დიდხანს ესაუბრა ადამიანს რომელსაც პოლიციის ფორმა ეცვა.
-რა ქენი ოლეგი იმ საკითხზე,მე რომ გითხარი?
-იარაღზე მეუბნები?
-ხო, იპოვე რამე?
-კი ვიპოვე, მაგრამ კანონიერია და გაფორმებული აქვს კანონით.
-იცის კაცმა მისი საქმე. ჩაილაპარაკა ჩუმად და გაბრაზებულმა უთხრა.
-რამე გააკეთე, იმოქმედე.
-არ მოხდება ეს ასე მალე, ჯიმი დრო უნდა ამ ყველაფერს ან მოითმენ და დაელოდები შემდეგ ნაბიჯებს ან მე გავდივარ ამ თამაშიდან.
-კარგი დაველოდები შენს ზარს და კიდევ, ის ნაბ...ი მიშიკო უნდა ჩასვა.
-როგორ, ჯიმი სულ დაგაბრმავა სიბრაზემ, ადამიანს დანაშაული არ აქვს ჩადენილი და როგორ ჩავსვა. რა გემართება, ნუ გამოგაშტერებს სიბრაზე?
-წამალი ჩაუდე თქვენთვის იოლი გასაკეთებელია ეს საქმე, ერთხელ გაგიკეთებიათ თუ ორჯერ და შენ თუ არ იზამ, მე ვიზამ ამას.
-საერთოდ თუ იცი და აზრზე თუ ხარ, რატომ და რისთვის ეომები ამ ხალხს, რისთვის ურთულებ ან მათ ცხოვრებას ან შენ რად აიკიდე ეს ზედმეტი შარი.
-საერთოდ არ მაინტერესებს ოლეგი შენი დარიგებები, აქ ბევრი ფულია, შენ არ გესმის, ძალიან ბევრი ფულია და მე მხოლოდ ეს მაინტერესებს.
-გამოდის ფულზე ყიდი შენს კაცობას, მაგრამ არც გამკვირვებია რადგან შენ ხომ ფული და ნაშები გაინტერესებს, სად გაერთო და სად უფრო ბევრი ფულია იქ ააქოთო გარემო. არ გიფიქრია არასდროს, რომ როგორც შენ ტკენ ადამიანებს შენც ასე მწარედ გეტკინება ერთ დღეს?
-სულ ფეხებზე რა იქნება ხვალ მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, იმოდენა ხალხში დარტყმას არ ვაპატიებ იმ ნაბ...რს.
-დარტყმა გაკმარეს და მადლობა თქვი,მე რომ ვყოფილიყავი იმათ ადგილზე ხელში შემომაკვდებოდი. სანამ დროა შენთვის უკეთესია თუ ცუდია შეეშვი ამ ხალხს, ვახო არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ჭიანჭველაზეც კი არ დაუდგამს განგებ ფეხი და აქ ჩემო ჯიმი შენი დამკვეთის პირადი ინტერესებია ვახოსთან და ამისათვის შენ გიპოვა, რომ ადვილად გაკონტროლოს და გამოგიყენოს. შენ რა გგონია, მართლა გადაგიხდის იმ თანხას რაც შენ დაგპირდა? არც იფიქრო, თავის საქმეს გაგაკეთებინებს და ისე გაგაქრობს, შენს კვალს ვერავინ ვერ მიაგნებს, ელისო კი გზას არ დაებნევა შენგან წასული ის ჭკვიანი ქალია და შენ მართლა საცოდავი დარჩები ბოლოში.შეგიყვარდა ხედავ? შენ უნდა გეტკინა მისთვის, მაგრამ შენ გატკინა მან მიგიხვდა და დაგასწრო, ნუ შემომედავები და ნუ იტყვი რომ ტყუილს ვამბობ. შენ შინაგანად გიხარია ის რომ გადარჩა, მაგრამ არ იმჩნევ და გაბრაზებულ სახეს იჭერ და იცი რა გაბრაზებს რომ გიყვარს, სწორედ ეს გაბრაზებს, რადგან გრძნობები ვერ გააკონტროლე. მე ჩემი გითხარი, აწი შენ იცი. შეეშვი ამ ხალხს სანამ დროა, კიდევ გიმეორებ ჯიმი სანამ დროოა. პოლიციელმა ბოლო სიტყვები დაუმარცვლა და შემდეგ კომპიუტერი გათიშა და ჯიმი ხელებში თავჩარგული დაფიქრებული მიაჩერდა კომპიუტერის გაშავებულ მონიტორს, სახე მოისრისა და წამოდგა, შუქები ჩააქრო და კაბინეტი დატოვა. შაკომ ფრთხილად შევიდა კაბინეტში და ტელეფონი აიღო, რამდენიმეჯერ დაატრიალეს კადრი ორივემ და მოუსმინეს დაკვირვებულად საუბარს.
-წავედით, ეს ვიდეო გადმომიგზავნე და ფლეშკაზე შევინახავ. ხედავ ამ ნაბიჭვარს რა აქვს გულში? უნდა რომ ჩამსვას და სასჯელი მომახდევინოს, მაგრამ ვერ ეღირები, არ დაგიდგება ეს დღე .
-აი აქ არის სამხილი ნუ გეშინია, ახლა რას შვრები, რჩები თუ მიდიხარ?
-უნდა წავიდე, შაკო ამდენი უსიამოვნებების შემდეგ აქ ვერ დავრჩები, უბრალოდ ვერ ვიქნები ისე ვითომ არაფერი დამინახავს და არაფერი გამიგონია. ხვალ განცხადებას შეუტან, თან ძალიან მაინტერესებს მისი სახის დანახვა, მისი უცოდველი გამოხედვა. განცხადებაზე მომიწერს თუ არა ხელს ეს უკვე სულ ფეხებზე, მე მაინც წავალ აქედან.
-კარგი ხვალ მეც აქ ვიქნები, შენ თუ წახვალ მეც არ გავჩერდები  მეგობარო რადგან ამ  უგულო ხალხის გვერდით ვერ ვიმუშავებ, ვიცი გამიჭირდება სამსახურის პოვნა, მაგრამ რაღაცას ვიშოვი. აქ მაფიაა ძმაო და ისე ჩამითრევს ესენი თავიანთ ბინძურ საქმეებში, ვერც კი გავიგებ.
-ახლა ვხვდები ის ყველა ლამაზად თქმული სიტყვები ვითომ მეგობრობაზე, როგორი ყალბი ყოფილა და ვბრაზდები ჩემს თავზე, როგორ ვერ გამოვიცანი, როგორ ვერ შევიცანი, როგორ მივეცი უფლება ელისოს მასთან დაახლოვების.
-ალბად იმიტომ, რომ ნიღაბი მჭიდროდ ეკეთა და ეს ვერცერთმა ვერ შევამჩნიეთ.
-მე რომ დამღუპოს, ელისოს დაღუპვის ნებას არ მივცემ შაკო ამ არაკაცს. ელი, ელი მისი კისკისის გარეშე რა რთულია ყოფნა, ელის გარეშე თვით მზეც კი ცივია. მე ვიქნები შენს გვერდით ჩემო კისკისა და მე დაგიცავ ყოველთვის. ელი ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია შაკო და ძალიან მენატრება ის დრო როცა ერთად ვგიჟობდით და ეს სერიოზული კაცი, ვახოც კი გადაგვყავდა ჭკუიდან.
-მიშო გაფრინდა ის ლამაზი დრო, დრო რომელიც არ იცვლება ზამთარ-ზაფხულობით, უკვე დავიზარდეთ მეგობარო და ვფიქრობ წინ სერიოზული პრობლემები ავიკიდეთ ჯიმის სახით.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო შაკო. მთელი ღამე ფიქრში გაატარა და მეორე დღეს, 11 საათზე გაეღვიძა დილით ჩაძინებულს. უხალისოდ წამოდგა საშინელი დაღლილი და თავის ტკივილით, მოემზადა და კომპანიაში წავიდა. ყველას მიესალმა და ჯიქურ შეაღო ჯიმის კაბინეტის კარი და ერთი თხელი ქაღალდის ფურცელი დაუდო წინ.
-ხელი მომიწერე, გელოდები. კაბინეტში აქლოშინებული შაკო შემოიჭრა და მიშიკოს გვერდით დადგა, ჯიმიმ კი საოცრად გასაცოდავებული შეყვარებული მამაკაცის სახე მიიღო და მიშოს უთხრა.
-ვიცი, ვიცი დავაშავე და დაუფიქრებლად მოვიქეცი, იმ დღის შემდეგ ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, მის სახლთან ვაღამებ და ვათენებ, ვერ ვნახე. ტელეფონზე ამდენ ხანს ზარი გადიოდა და არ იღებდა, ახლა კი სულ დადუმებულია და გამორთულია, მიშო გთხოვ დამეხმარე და მითხარი ელისო როგორ ვნახო.წინა საღამოს თავის ყურით რომ არ მოესმინა ჯიმის საუბარი უცხო მამაკაცთან, მართლა შესაძლებელი იყო დაეჯერებინა მისთვის მიშიკოს და შეცოდებოდა, მაგრამ ახლა ზიზღნარევი ხმით უთხრა.
-ცხოვრება ჩემო ჯიმი მარტივია იქამდე, ვიდრე ათას გრძნობაზე დახურდავებული მამაკაცები მიხვდებიან, რომ ღირსეული ქალი თუ შენგან წავიდა ის ისე მიდის წინ, უკან არასოდეს არ მოიხედავს. ღირსეული ქალები შორს უვლიან იმ ადგილებს, სადაც ერთ დროს დიდი ტკივილით გაეცალნენ მიდამოს, მათი ტკივილისგან დამძიმებული სული ძველ ჩემოდანს ჰგავს, ჩაყრიან ამ ჩემოდანში ყველა მათ მძიმე თუ მსუბუქ ტკივილს და მიდიან, მიდიან, მიდიან. იმიტომ არა რომ შურისძიება უნდათ, იმიტომ არა რომ არ შეუძლიათ დარჩენა, მაგრამ იმიტომ მიდიან რომ ღალატი ცხოვრების ნორმაა. კაცმა არ იცის, რომ ღირსეული ქალები რეალური დასასრულის შემდეგ არავის არაფერს არ საყვედურობენ და მხოლოდ იღიმიან, იცი რატომ იღიმიან? იმიტომ, რომ ისინი კვალს არ ტოვებენ. აი ასეთი ქალის დაბრუნება ისევე ისეთი ძნელია, როგორც ბავშვობის ყველაზე შორეული მოგონებების დაბრუნება. ისეთი ქალი როგორიც ელისო იყო და არის იშვიათია, ეს კი კარგად დაიმახსოვრე,,,ბერო და ხატო, თბილი უნდა იყო რომ მოგეფერო და რომ მოგეფერო, ღირსი უნდა იყოო''.ჯიმი გახსოვდეს ღირსეული ქალები უკან არასოდეს არ ბრუნდებიან, ნუ დაელოდები მას ფუჭად დახარჯავ დროს ლოდინში, შენ ის ახლოს გყავდა და ვერ დააფასე, ვერ შეინარჩუნე, მას მხოლოდ ტკივილი მიაყენე და ახლა ნუ გაილექსები, რომ მასთან გინდა გაატარო მთელი შენი ცხოვრება. არა, არ გინდა მასთან, შენ შურისძიება გინდა და ეძებ ისევ იმ ადგილს სად დაარტყა, სად უფრო ეტკინება ყველაზე მწარედ, რომ კიდევ უფრო დიდი ტკივილი მიაყენო, მაგრამ ვეღარ შეძლებ ის შორსაა შენგანაც და ჩემგანაც. ჯიმიმ ვერაფერი ვერ უთხრა მიშიკოს ხმა ვერ ამოიღო, მაგრამ თითქოს არ უნდოდა მისი კომპანიიდან გაშვება და თხოვნით სავსე თვალებით შეხედა და ჩუმად უთხრა.
-ვიცი წარსულის დაბრუნება ძნელია, მაგრამ მჭირდები და გთხოვ დარჩენილიყავი დაფიქრდი მიშიკო. განადგურებული ადამიანის როლი მოირგო, მაგრამ მიშიკოს ხმა მტკიცე და შეუვალი იყო.
-დასაფიქრებელი არაფერი მაქვს, ჯიმი მე მივდივარ აქედან და ელისოს ძებნა შეწყვიტე, მას ვერ ნახავ.
-სად წავიდა, ნუთუ მართლა გადაუსვა ხაზი იმ ყველაფერს რაც ჩვენს შორის იყო, ასე მალე გაქრა მასში ჩემდამი სიყვარული?
-რა სიყვარული და რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, შენ საერთოდ თუნდაც ოდნავ, სულ ერთი ბეწოთი გიყვარდა ელისო? არა, არ გყვარებია და არც ახლა გიყვარს, შენ სხვისი დავალებით მოქმედებ და გინდა გაანადგურო ის ოჯახი, ვინც ყველას ეხმარება და ბევრი მშიერი ხალხი პურს შოულობს მათგან, შენ ვერ შეძლებ გააცამტვერო მათი ოჯახი და აქვე დასტოპე. შაკომ ეცა და მიშოს გარეთ გაყვანას შეეცადა და ჯიმი გაფითებული უცქერდა მიშოს ბოლოს ისევ ტკივილით უთხრა.
-არ დამიჯერებ, მაგრამ მართლა მიყვარს ელისო.
-თუკი მართლა რამე გრძნობა გაქვს გულში შენ თავად გააქრე ის გრძნობა და სიყვარული, რომელიც წრფელი გულით ატარებდა ელისო და როცა იმას ვერ აფასებ რაც უკვე შენია,მაშინ მისი დაკარგვაც არ უნდა იდარდო.შეუღრინა მიშომ და გააფრთებული თვალებით უყურებდა ჯიმის.
-განცხადებაზე არ მოგიწერ ხელს წადი რამდენი დროც დაგჭირდება და დაბრუნდი,შენნაირ სანდოს მე ვერ ვნახავ მიშიკო და გთხოვ ნუ მკრავ ხელს აქ მჭირდები, კომპანიას ჭირდები.
-რამდენი ხნით მიშვებ, რამდენი დრო გეყოფა ახალი გეგმის შესადგენად რომელიც მე გამანადგურებს. გელოდები ჯიმი და ველოდები იმ დღეს, რამდენად ძირს დაეცემა შენი ადამიანობა. ჯიმი ამას აღარ ელოდა და გაფითრდდა, მიშომ კი შაკოსთან ერთად დატოვა კაბინეტი.
-ლამის გაყიდე შენი თავი, რომ მისი გეგმების შესახებ იცოდი. ვერ შეხედე როგორი თვალებით შემოგხედა?
-ახლა უფრო დავრწმუნდი,რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი აქედან წასასვლელად. შენც გირჩევ, ნუ გაჩერდები დიდი ხნით, რადგან ჩემი წასვლის შემდეგ იცოდე შენ შემოგიჩნდება და ისე ნუ გააკეთებ, რომ უკან დასახევი გზა არ დაგიტოვოს. მიშიკომ კომპანია დატოვა და იქედან გაბრაზებულმა  გამოსულმა, პირდაპირ ვახოსთან წავიდა, ელისოს წასვლის შემდეგ ძალიან უჭირდა ვახოს და ციცოს და მისი იქ ყოფნა აუცილებელი იყო. იქ მისულს თინიმ გაუღო კარები და სახლში შესულს ამ სახლისთვის უჩვეულოდ დამდგარმა სიჩუმემ შემოეფეთა, არ იყო ამ სახლში ჩვეული ასეთ სიწყნარეს და თინის  ჩუმადვე შეეკითხა.
-სად არიან ციცო და ვახო?
-ციცო ტირის რაც ელისო წავიდა მას შემდეგ სულ ასეა, არც უძინია წესიერად და არც უჭამია,ძალიან ნერვიულობს. ვახომ კი წამლები დალია გულის და არ არის ეს ბოლო პერიოდი კარგად,მიშიკო მას რაღაც აწუხებს და არ ამბობს, არ გვიმხელს და გულში იბუდებს, ეს უთქმელობა კი უარესია მისთვის.
-რა უნდა ჭირდეს, თინი კაცი ვეფხვივით არის. რა თქმა უნდა ნერვიულობს და ჯავრი აქვს გულზე, ერთადერთი შვილი ყავთ და ისიც შორს წავიდა, აქ უჩვეულოს მე ვერაფერს ვერ ვხედავ.
-შენ ისედაც ვერაფერს ვერ ხედავ და რა გასაკვირია, ვერც ეს ვერ შეამჩნიო. ჩაიდუდღუნა თინიმ და მიშოს გახედა ვითომ არაფლის მთქმელი თვალებით, მიშოს ირონიულ გამოხედვას ყურადღება არ მიაქცია და ხმამაღლა გააგრძელა.
-ჩემამდე არ დადის, რატომ დაიშალა და დაინგრა ქორწილამდე მისული ურთიერთობა ძირს გაბნეული პურის მარცვალივით, ისედაც 27 წლის გოგოს როგორ დაუკარგა წარმოდგენა საერთოდ მამაკაცზე და სიყვარულზე საუბარი ხომ ზედმეტია უკვე ელისოსთან.
-კიდევ კარგი ქორწილამდე დაიშალა ურთიერთობა და ხელში არ შერჩა ქორწილის შემდეგ ერთერთი ღორი ადამიანის ფორმაში.
-მართლა ღორები ხართ ყველა, მამაკაცები. მიშიკომ გაკვირვებულმა შეხედა თინის და შემდეგ ღიმილით უთხრა.
-ყველა მამაკას მე რატომ მიმაწებე, ანდა შენ საიდან იცი ყველა მამაკაცი როგორია?
-მასეთი ლამაზი ზღაპრის პრინცი გვეგონა შენი მეგობარი ყველას, მაგრამ როგორც ხედავ პრინცი კი არა არაკაცი გამოდგა, ფულზე დახარბებული პიროვნება.
-ოხ ეს უკვე მეტისმეტია თინა.
-რამდენჯერ გითხარი, თინას ნუ მეძახითქო.
-შენ მიწასთან გამასწორე ისე გამლანძღე, ღორიც კი მიწოდე და მე თინაც აღარ დაგიძახო?მიშიკო წამოდგა თინისკენ წავიდა ნელა-ნელა და თინიმ იგრძნო, მალე თავს საშინელება დამატყდებაო და თვალებით დაიწყო გასაქცევის ძებნა, მაგრამ მიშომ დაიჭირა და მის მკლავებში მოიმწყვდია შეშინებული, თან სიამოვნებისაგან განაბული გოგონა.
-რაო ჩიტო გაები მახეში, იგრძენი თავს გესხმოდა მტაცებელი მფრინველი და გაქცევით გინდოდა გეშველა თავს? მიშიკოს უკვე დიდი ხანია მისთვის, ჩუმად მოსწონს თინი და იგრძნო მისმა გულმა, მის ხელებში აფართხალებული თინის გული როგორ ჩქარა უცემდა, თითქოს ლამის იყო გარეთ გამოაღწევდა.მიშოს თავადაც აუკლანკალდა გული, ეს პატარა და ნაზი არსება მის ხელებში რომ მოიმწყვდია. თვალებში ჩახედა და თითქოს მისგან თანხმობას ელოდა, უნდოდა ეს თუ არა და მის თვალებში ამოკითხულმა პასუხმა სასიამოვნო წუთები დაუვიწყარი კოცნით დააგვირგვინა.თითქოს ამ კოცნით,მათი სულები შეაერთა.
-მომენდე, მომენდე ისე როგორც შენი გული გკარნახობს და გჯეროდეს, რომ ეს გული შენ არასოდეს არ გიღალატებს თინა.
-მაინც თინა? გაბრაზდა ისევ თინი.
-ხო მაინც თინა. რადგან, შენ ჩემი თინა ხარ და გახსოვდეს, მხოლოდ ჩემი. უთხრა ღიმილით და პატარა ცხვირზე თითი ჩამოკრა, ამით მიშიკომ მისი სიყვარული და დიდი ვნება გამოსახა, რასაც ის გრძნობდა თინის მიმართ. თინისთვის კი მიშოს წამიერი შეხებაც საკმარისი იყო, რომ იბნეოდა და იკარგებოდა მის ოცნებებში, თან ღრმად ოხრავდა რაც მიშოს არ დარჩენია შეუმჩნეველი და რამდენჯერმე შეასწრო თვალი თინის აწითლებულ სახეს და გაახსენდა ერთხელ მის თმაზე შეხებისას რომ უთხრა.
-გსიამოვნებს თმაზე რომ გეხებიან?
-ძალიან არა. დაბნეულად უპასუხა თინიმ.
-მე კი და იცი რას გეტყვი?
-რას? დაინტერესდა თინი და მიშოს მიაშტერდა, მიშომ ახლოს მიიწია თვალებში ჩახედა და ჩუმად უთხრა.
-კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითები თმებში. დამიჯერე ასეა და ერთ დღესაც ეს სურვილი რომელიც ძალიან მკლავს, უნდა ავიხდინო თინა.მაშინ გაბრაზდა თინი მაგრამ, რომ გაახსენდებოდა მარტო დარჩენილს ჩურჩულით ნათქვამი მიშიკოს ვნებიანი ხმა და მის სახეზე ცხელი სუნთქვა,სასიამოვნოდ აკანკალებდა ტანში.
-შორიდან რომ ეტრფოდი კონკიას ამდენი ხანი, დაგადგა საშველი? წყვილი ვახოს ღიმილიანმა ხმამ დააშორა ერთმანეთს და თინის იმდენად შერცხვა მიშოს ზურგს უკან ამოეფარა, თან მკლავზე მაგრამ უჭერდა მის სუსტ ხელს მთელი ძალით, მიშომ არაფერი არ უთხრა,მაგრამ ტკივილისაგან ლამის გული შეუღონდა და ვახოს სიმწრის ღიმილით უთხრა.
-მზიანი დღეა დღეს ვახო ძია თბილი და სასიამოვნო, მეც გამოვიყენე ეს ამინდი და მზესთან ერთად, მის სითბოს ჩემი გრძნობებიც გამოვაყოლე ვითომ სხვათაშორის, მაგრამ გამიმართლა და ამდენი თავშეკავების შემდეგ თანხმობაც მივიღე. ვერ წარმოიდგენ, გულმა როგორ ამოისუნთქა წლების ნაგროვები გრძნობებისგან რომ დაიცალა და განთავისუფლდა.
-კარგია, მაგრამ მიშა შვანგირაძე შენ კარგად იცი თინათინი ჩემს ოჯახში როგორ ჩემი ოჯახის წევრი ისე არის. თინათინს ატკენ, აწყენინებ და შენს გამო იტირებს, ამ სახლის კარს ვეღარ გადმოაბიჯებ, არ შემოგიშვებ სახლში, გასაგებია? .ამიტომ ფრთხილად იყავი და ნუ დაემსგავსები სხვა ღორებს, რომლებსაც მხოლოდ ფორმა აქვთ ადამიანის შემდებ თინის მიუბრუნდა.
-შენი ცრემლიანი თვალები და მოწყენილი სახე რომ დავინახო, იცოდე ამას მოხვდება.
-ამიტომ რომც გცემო, უნდა გაიღიმო. უთხრა მიშომ ჩუმად, მაგრამ ვახომ გაიგონა და წარბაწეულმა უთხრა.
-ქალი ცემო რა ცხოველი ხარ? შენ თინათინი ცემე მე დავინახო ის ატირებული ან უბრალოდ მოწყენილი და მერე დამენახე. თინიმ ცრემლიანი თვალებით შეხედა ვახოს და აკანკალებული ხმით უთხრა.
-მე მამა არ მახსოვს და ამ სახლში მოსვლიდან ვგრძნობ თქვენგან იმ სითბოს, რომელიც არასდროს არ მქონია. მადლობას გიხდით ყველაფრისათვის ძია ვახო, თქვენ გადამირჩინეთ დედა და თქვენით არის ახლა რომ სუნთქავს.
-მე მხოლოდ ის მინდა ერთმანეთი დააფასოთ და ერთმანეთის სიყვარული შეიგრძნოთ გულით გიყვარდეთ და გულით გრძნობდეთ ერთმანეთს ისე ძლიერად, რომ ერთმანეთის გულის ძგერა შორს მყოფმაც რომ იგრძნოთ, ძალიან მინდა ბედნიერები იყოთ ორივე. კარგი, ეს თემა დაიხურა, თინათინ ყავა მომიდუღე შვილო და შენ აქ დამიჯექი, როგორ ხარ
მიშიკო შენთვის ვეღარ მოვიცალე. მიუბრუნდა მიშოს ვახო და იქვე დაჯდა სამზარეულოში.
-სამსაურიდან წამოვედი ძია.
-ოჰ, ეს რაღაც ახალია? როგორ შეგელია შენისთანა მუშაკს უფროსი, ეს საინტერესოა. უნდა ველოდოთ რამე უსიამონებებს?
-არ ვიცი ძია, მართლა არ ვიცი. ხელი არ მომიწერა, მაგრამ მე იქ არ დავბრუნდები, კიდევ კარგი კონტრაქტის ვადა ამოწურულია და ვერაფერს ვერ მიზამს.
-მიშიკო მჭირდები, ჩემთან მჭირდები ვიღაც მჭამს ჩუმად და ვერ გავიგე ვინ არის, სადაცაა გავგიჟდები.
-მართალი მითხრა თინიმ რომ ამ ბოლო დროს ვერ ხარ ხასიათზე. გულში გაიფიქრა მიშომ და ვახოს დაეთანხმა.
-შენთან წამოვალ, შენს გვერდით ვიქნებით მეც და შაკოც. ისიც წამოვიდა კომპანიიდან და სამსახურს ეძებს.
-ჩვენი შაკო?
-ხო ჩემი მეგობარი რომ არის, ხომ იცი დიდი ოჯახი აქვთ დედა ავად ყავს და პატარა და-ძმა სკოლაში დადიან.მარტო შაკო მუშაობს ოჯახში. ნუ გეშინია, ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ და არ მინდა ინერვიულო, მაგრამ მინდა რაღაც გაჩვენო, მოუსმინე და სანამ მოუსმენ ერთსაც გეტყვი, დანამდვილებით ვიცი რომ შენთან ხალხია შემოგზავნილი. ვახომ გაკვირვებულმა შეხედა მიშიკოს და რამდენჯერმე ყურადღებით მოუსმინა ჩანაწერს.
-ეს როგორ მოიპოვე, მიშო იურისტი კაცი ხარ და იცი ეს სერიოზული ბრალდების წაყენებაა. გაკვირცვებული იყო ვახო, მაგრამ გაუხარდა კიდეც რომ მიშოს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სამხილი ჰქონდა ხელთ.
-მე და შაკომ წუხელის შემთხვევით მოვისმინეთ და შაკომ მოახერხა ვიდეოს დაყენება ჩუმად.
-მიშო ძმა ხარ, ჩემი ძმა და მეგობარი ხარ. სიხარულს ვერ ფარავდა ვახო, მიშომ კი შაკოს დაურეკა და ვახოსთან მისვლა თხოვა. გვიან ღამემდე შემორჩნენ საუბარს და ასე გვიან სახლის ტელეფონმა დარეკა, გაუკვირდა ვახოს ამ დროს ვინ უნდა იყოსო და მიშომ თინის ანიშნა მე ვუპასუხებო, მანაც სერიოზულად ჩვეული ბოხი, მაგრამ მკაცრი ხმით უპასუხა ტელეფონს.
-გისმენთ კოვზაძის ბინა.
-მიშკა ასე გვიან მანდ რატომ ხარ, მეც წამოვედი და ჩემს სახლს მიშკები შემოესია? მოესმა მიშოს ელისოს კისკისი.
-სად ხარ აქამდე გადარეულო, რას შვრები როგორ ხარ, კარგად მოეწყვე უკვე?
-ყველაფერი კარგად არის მიშკა. ხვალ შევხვდები მაკლერს და ვისაუბრებთ, მე კარგად ვარ შენ კი თინათინს მიმიხედე არ მოიწყინოს ბავშვმა ჩემს დაბრუნებამდე.
-ნუ ხარ შენ  გოგო გველი და  ნუ ასარსალებ ენას. კოდალასავეთ რომ მიკაკუნებ
სიტყვებს, ნუ კისკისებ თორემ არ გეტყვი ახალ-ახალ და ცხელ-ცხელ ამბებს.
-რა ამბებს, მოხდა რამე? მასზე არაფერი არ მაინტერესებს, საერთოდ არაფერი მიშკა მე ის უკვე ჯამდაბაში მოვისროლე,დავასამარე მისი არსებობა.
-არა,არა მასზე არც ვაპირებ საუბარს, შენთან ერთად ჩვენც, მე და შაკომაც დავადეთ და მოვისროლეთ ის ჯანდაბაში და სამსახურიდან წამოვედით.
-როგორ? ეს მართლა საინტერესოა. გაუკვირდა ელის.
-აქ ძალიან ჩახლართულია ყველაფერი, კარგი ჩამოყალიბებული მაფიაა ახლა არა და ერთ დღეს აგიხსნი კარგად ყველაფერს.
-ხო კარგი, ახლა ის ახალი ამბავი მითხარი რა ხდება, რა გაქვს სათქმელი, გული არ გამიხეთქო იცოდე.
-როგორც იქნა შენი დახმარების გარეშე და შენზე ქრთამების გადახდის გარეშე თინის გამოვუტყდი სიყვარულში და ისიც არ არის გულგრილი ჩემს მიმართ.
-გამისკდა გული მიშკა. უუუფ გეშველათ? ეს ისედაც ვიცოდი, კიდევ კარგი რომ მოახერხე თქმა შე ინდაურო, შპაგალკა ჩაწერე? გადაიკისკისა ელისომ და შემდეგ შეწუხებულმა თქვა.
-აუუუფ, რა ქრთამები დამეკარგა? მიშოც იცინოდა და ეს თბილი საუბარი ვახომ შეაწყვეტინა ორივეს.
-ვინ არის, მიშიკო საუბარი რომ გაგიტკბა.
-ძია ვახო შეცდომით ქალიშვილი რომ გყავს ის არის. ვახომ ღიმილით გამოართვა ტელეფონი მიშოს და ელისოს ესაუბრა, შემდეგ ბავშვებს დაემშვიდობა და ღიმილით უთხრა მიშოს და თინის.
-თქვენ არ იცელქოთ, თქვენ კი ყმაწვილებო ხვალ გელოდებით ორივე 9 საათზე ადგილზე იყავით.გაეღიმა და ტელეფონზე საუბრით წავიდა საძინებელში,საიდანაც ციცოც დაელაპარაკებოდა უკვე მონატრებულ შვილს.


ზოგჯერ გინდა გაიქცე და თან შორს, გინდა ყველას და ყველაფერს გაექცე ჩაიკეტო მარტო იმიტომ, რომ გგონია თითქოს ცხოვრება უსარგებლოა და შენგან ბოლო იმედიც გაფრინდა ახალი ფრთებგაშლილი ჩიტის სახით. შენვე ტანჯავ ელისო შენს თავს გამუდმებით წარსულზე ფიქრით და თუ გინდა იყო ბედნიერი ნუ იქექები წარსულში, იმ წარსულში დაბრუნებას ნუ შეეცდები სადაც იმედის ფრთები შეგაჭრეს, სადაც სიყვარული გასწავლეს, მაგრამ ბოლომდე არ შეგიყვარეს და ბოლომდე არ გიერთგულეს. სადაც გული ტკივილით დაახრჩვეს, წააქციეს და შემდეგ უფსკერო უძირი ზღვაში ჩასაძირად გაიმეტეს. საკმარისია ელისო წარსულზე ფიქრი, ჩვენ ყველა ჩვენი ტკივილი წარსულში დავტოვეთ და დღეიდან მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ. ისე ჩაიძირა ფიქრებში გვიან გააცნობიერა უკვე მოსულიყო დანიშნულების ადგილზე, ტქასმა ზღვის ნაპირთან ახლო მდებარე სასტუმროსთან გააჩერა, უკვე საღამო იყო და სასტუმროს წინ ლამაზად ციმციმებდა წარწერა ,,GOLD HOTEL'' ამაყად შეათვალიერა მის წინ მდგარი ხუთ-სართულიანი შენობა და ამაყად ჩაიცინა. ჩემოდანს ხელი დაავლო, მაგრამ ვინ დააცადა მის წინ ორი მშვენიერი მამაკაცი წარსდგა,თავიანთი მშვენიერი ჯადოსნური ღიმილით.ერთმა ჩემოდანი წაიღო და მეორემ წინ გაუძღვა წინასწარ დაჯავშნილი ნომრის საჩვენებლად, ელისოს სასტუმროში ელოდნენ,მაგრამ ელოდნენ მას როგორც საქართველოდან ჩამოსული ტურისტი. დიდი და მწარე ტკივილის მიუხედავად, ნუ იფიქრებთ რომ ელისო გულქვა და ცივი ადამიანი გახდა და მას არ ესმის ადამიანის გრძნობების, ის არანაირი ტკივილის მიუხედავად არ გააუფასურებს იმ ღიმილს, რომელიც მას მუდამ თან ახლავს.მისი ჯადოსნური ღიმილით მიესალმა ყველას იქ მყობთ და მის წინ მიმავალ ახალგაზრდას მამაკაცს აედევნა, ნომერში შესულმა ჩანთა იქვე დადო და პირველად აივანზე გასასვლელი კარი გააღო და თბილად მიესალმა უცხო ტურისტს ზღვიდან წამოსული თბილი სიო. მის წინ გაშლილ სივრცეს გადახედა და ძალიან მოეწონა, წინ გადაშლილი ლამაზი ხედი და მოეწონა თავად სასტუმრო, ასევე შიგნით არსებული სისუფთავე კრიალი რომ გაჰქონდა ნივთებს და ძალიან კმაყოფილმა, მგზავრობისგან მიღებული დაღლილობა გრილი აბაზანით მოიხსნა. აბაზანის შემდეგ, მაკლერს დაურეკა და მისი უკვე ათენში ყოფნა აცნობა და შეხვედრა თვით მშვენიერ სასტუმროს ვესტიბულში დათქვეს მეორე დღისთვის, შემდეგ სახლშიც გადარეკა და მოკლედ აუწყა მისი ჩასვლის ამბავი ვახოს. მთელი დღეს ფეხზე დგომამ თავისი გაიტანა და დაღლილს ჩაეძინა, მაგრამ ასე ადვილია დაძინება? იწრიალა, ვერ მოისვენა და ვერ დაიძინა უცხო საწოლში, ის ხომ უცხო ქვეყანაშია, უცხო ჭერს ქვეშ. ადგა, პლედი მოიფარა და აივანზე გავიდა. განათებულ ქუჩებს გახედა და დიდი ხნის ცქერის შემდეგ თქვა.
-რისთვის ვიბრძვი თავდაუზოგავად, რისთვის ვათენებ ღამეებს თუ საკუთარი ცხოვრების
მოსაწყობად დრო ვერ გამოვნახე.ყველა ქალი ხომ ქალური ბუნების და თავისი დანიშნულების შეცნობისაკენ მიილტვის,ამიტომ მოდუნდი ელისო და დროა რკინის ჯავშანის გარეშე გაგიცნოს საზოგადოებამ შენს გარშემო. იდგა აივანზე და ღამის სიმშვიდეში ყური დაუგდო ზღვას, როგორ ოხვრას და შრიალებს ტალღები, თითქოს ისინი ჩუმად, ჩურჩულით აფრთხილებდა ელისოს.
-,,შენ უცხო ხარ ამ მიწაზე და ვერ მოერგები, გაგიჭირდება მარტოს ბრძოლა მტერთან''. ტანში გაცრა, ისე რომ თითქოს იგრძნო წინ რაღაც საშინელება ელოდება.მთელი სხეული დაიძაბა და თითქოს საბრძოლველად მოემზადა, შემდეგ დაფიქარდა და ჩურჩულით თქვა.
-სხვის სამშობლოს სხვა არსი აქვს, სულ სხვა არის სხვისი ქვეყნის გენეტიკური კოდი. ყველასთვის განსხვავდება სამშობლოს სახე როგორც ცა და დედამიწა, აკი ჩვენი დიდი აკაკი ბრძანებს ,,ჩონგური საქართველოა,სიმები ჩვენ ვართ ყველაო''. მაგრამ სიმები შენ ხომ აღარ შემოგრჩა ჩემო სამშობლოვ, მსოფლიოს ყველა კუთხეშია გადახვეწილი შენი სიმები, მათმა სხვადასხვა ქვეყნებში დაიდეს ბინა და უკვე სხვადასხვა ენაზეც საუბრობენ. არადა რა თბილი ხარ, რა საოცრად ტკბილი ხარ და რა ბარაქიანია შენი მიწა, მიწა რომლის სუნი ნაწვიმარზე ბევრ ქართველს ენატრება.რამდენ დედას აქვს ამოღამებული ცრემლით თვალები. როდის, როდის გაბრწყინდება იმ თვალებში მხოლოდ სიხარულის ცრემლი. როდის შევივსებით ისევ ისე, როგორც ადრე მადლიანო.როდის აღნიშნავს სულიერად დაღლილი ხალხი კალენდარზე მის სანატრელ და საოცნებო ციფრს, იმ ციფრს რომელსაც ,,შინ დაბრუნება ჰქვია''.იმედია ოდესღაც დაგიბრუნდება სულიერად დაღლილი შენი შვილები. როგორი მტკიცე სულის უნდა იყო, რომ წლობით განვლო მარტოობის წლები სხვის ქვეყანაში, სხვის მიწაზე.ამ ფიქრებში ღამეც შემოეძარცვა და ხედავდა როგორ თენდებოდა და დგებოდა ნისლიანი მტრედისფერი დილა. საოცარი სანახავი იყო ზღვაში მთვარის ჩასვლა და მეორე მხრიდან მზის ამოსვლასთან შეხვედრა. გათენდა, ნისლი გაიკრიფა და მის წინ ნაზად მოლივლივე ლურჯი ზღვა გადაიშალა.
-შოკის მომგვრელი სილამაზეა.აღმოხდა უნებურად ყელიდან ეს სიტყვები, ნელა-ნელა ქუჩაც
ახმაურდა, ზოგს სად მიეჩქარებოდა და ზოგს სად. საოცარი ის იყო, რომ ყველა ჩქარობდა და ყველა ჩქარი ნაბიჯით გარბოდა. გაახსენდა რომ 12 საათზე ბერძენ მაკლერს უნდა შეხვედროდა და ცოტა დაძინება გადაწყვიტა. ჯერ მხოლოდ 6 საათი იყო, წინ კი კიდევ 6 საათი ჰქონდა გამოსაძინებლად და საწოლში შეწვა მთქნარებით. ფიქრებით დაღლილს უკვე თავიც ატკივდა, მაგრამ მაინც ჩაეძინა და მთელი 5 საათი გემრიელად იძინა. ზუსტად იმ დროს გაიღვიძა დაბარებულივით საათს შეხედა და ფეხზე წამოფრინდა, უცებ შხაპი მიიღო და სულ რაღაც წუთებში უკვე მზად იყო, დადგა მნიშვნელოვანი მომენტი და ელეგანტურად ჩაცმული ელისო წარსდგა მაკლერის წინაშე, რომელიც ნამდვილად არ ელოდა ასეთ საოცრად დახვეწილ და გემოვნებით ჩაცმულ ულამაზეს საქმიან ქალბატონს.
-ელისო კოვზაძე. წარუდგინა თავისი თავი მისი სილამაზით მოხიბლულ მაკლერს და ხელი
ჩამოართვა.
-გიორგო პაპანდოპულო. მაკლერიც გაეცნო ელისოს და ამ მოულოდნელობისაგან დაბნეულმა
დაუწყო ელისოს საუბარი.
-სასტუმრო რომელიც თქვენ გინდათ შეიძინოთ, გახლავთ ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე სასტუმრო კომპლექსი, რომელშიც ახლა თქვენ იმყოფებით და ამ ყველაფრის სიმართლეში თავადაც დარწმუნდებით. როგორც ხედავთ სასტუმრო ძალიან მოსახერხებელია ტურისტებისთვის ზაფხულზე, რადგან ის პლიაჟთან ახლოსაა,მის გვერდით კი მშვენიერი და განთქმული რესტორანი გიმშვენებთ გვერდს ,,TALASSA-AMMOS''.თავად სასტუმრო კი ოთხვარსკვლავიანი გახლავს თავისი 700 საძინებლით.ყველაფერი წესრიგშია, თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ დაცვა, ტექნიკური მომსახურეობა,სართულების დალაგება და სისუფთავე, სამზარეულო და მისი შიდა სისუფთავე, ასევე ყველაზე მთავარი ვიდეო-მეთვალყურეობა.ასევე აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი, სასტუმროს უკანა ეზო კი ორი ბასეინით იწონებს თავს, ღია და დახურული ბასეინები, სპა, ფიტნესი და ასევე არის ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ ცხოვრებაში ,,კაზინო''.
-გასაგებია ყველაფერი,მაგრამ ჯერ არაფლის დათვალიერებას და შემოწმებას არ ვაპირებ. ფასი როგორც შევთანხმდით 15,000 000E-ია. იმედია არ შეცვლილა არაფერი თანხის მხრივ და ისევ ისეა, როგორც შევთანხმდით. ისეთი მკაცრი სახით იჯდა ელისო მაკლერის წინ და ისეთი მტკიცე ხმით საუბრობდა, მაკლერს ქათინაურის თქმაც კი დაავიწყა მისმა შეუვალმა სიმკაცრემ და თავდაჯერებულობამ.
-ეს როგორც იცით ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე მივყვები ჩემი კლიენტის მოწოდებულ
პირობებს. ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისეა როგორც ვისაუბრეთ თავში და თუ რამე შეიცვალა
გაცნობებთ, ამ დღეებში კი ყველაფერ წვრილმანებსაც დავადგენთ და ისევ შევხვდებით
ერთმანეთს, იმედი მაქვს ერთ საღამოს ერთად ვივახშმებთ.
-დრო და საქმის ვითარება გვიჩვენებს. პაპანდოპულო ძალიან მოხიბლული დარჩა უცხოელი ქართველი ქალით, ძალიან მოეწონა მისი ქედმაღლობა, სიმტკიცე,პირდაპირობა და გულმა ვერ დათმო ეს სილამაზე მისგან ქათინაურის გარეშე გაეშვა და შეპარვით უთხრა.
-ძალიან ბევრს ვიცნობ ქართველებს და უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს ნაცნობებთან. მოხიბლული ვარ თქვენი არაჩვეულებრივი გურმანი კერძებით, ამასთან ერთად კი უჩვეულოდ ლამაზები და მომხიბლელები ხართ ქართველი ქალები.
-ძალიან დიდი მადლობა ქართველი ხალხის და კერძოდ ქართველი ქალის ასეთი კარგი
აღწერით, მაგრამ უმჯობესია საქმეს მივხედოთ და დროულად დავასრულოთ ეს შეთანხმება. იმედია დიდი დრო არ მალოდინებთ, როგორც იცით აქ თითოეული დღე, საათი და წუთი ფული ღირს, გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ. სხვა შემთხევაში სხვა მაკლერის მოძებნა მომიწევს და თავადაც იცით, ეს არ არის დიდი პრობლემა დღეს.
-როგორ გეკადრებათ, რამდენიმე დღეში დავასრულებთ საბუთების მოგვარებას და ჩვენი შეთანხმებაც დასრულდება, სასტუმრო და ეს სილამაზე კი თქვენს ხელში გადმოვა.
-იმედია, როგორც ამბობთ ყველაფერი ისე იქნება.ელისო ფეხზე წამოდგა, თავის დაკვრით
დაემშვიდობა გიორგოს და ელეგანტური ნაბიჯებით გავიდა სასტუმროდან.
-უკაცრავად, იცნობთ ამ ქალბატონს? გიორგოს ასაკოვანი, უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და
გამოელაპარაკა.
-არა არ ვიცნობ, მაგრამ ის ჩემი კლიენტია. თვალი არ მოუშორებია ელისოსთვის მაკლერს ისე უპასუხა უცნობს.
-საოცრად დახვეწილი ქალბატონია და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაოცა მისმა ელეგანტურობამ.
-გეთანხმებით, ძალიან კლდემამოსილი და მტკიცე ხასიათის არის. ის ქართველია და
მიუწვდომლია, აი რატომ იზიდავს ქართველი ქალები მამაკაცებს, ისინი არ არიან ადვილად დამყოლი და მეც სწორედ ეს მომწონს მათში. ელისო კი ამ დროს ბუზღუნით მიდიოდა და მაკლერზე გაბრაზებული გულში ბურდღუნებდა, მაკლერის ნათქვამი რამოდენიმე დღე კვირეები გაიწელა, მას კი დროზე უნდოდა საქმის მოგვარება და უკვირდა რა იყო ამდენი მოუგვარებელი. ერთ დღეს სასეირნოდ გასული, სასტუმროში ძალიან დაღლილი დაბრუნდა, უკვე მას ყველა იცნობდა და ღიმილით მიესალმა იქ მყოფთ. ცოტა მათთან ისაუბრა, იუმორიც კი თქვეს და ხალისიანი,კმაყოფილი სახით დაემშვიდობა გოგონებს.ნომერი მისი მეოთხე სართულზე იყო ლიფტი გამოიძახა და შევიდა, უკან კი ახალგაზრდა მამაკაცმა ფეხით გააჩერა ლიფტი და ელისოსთან ერთად დაიმალა ისიც ლიფტის კარს შიგნით.
ელისოს მონაყოლი.
-შევედი ლიფტში და დაიძრა თუ არა ცოტა ხანში შუქი გაითიშა, ლიფტი გაიჭედა მესამე სართულსა და მეოთხე სართულს შორის, მე შემეშინდა და შიშისაგან კარებზე ბრახუნი ავტეხე და თან ვყვიროდი. მამაკაცმა რომელიც ლიფტში იყო ჩემთან ერთად უკნიდან მომადგა და მისკენ შემატრიალა, მისი სქელი წითელ ტუჩებზე ენა გადაისვა და დორბლ-მორეულმა მითხრა.
-არ იყვირი ლამაზო და ყველაფერი მალე,უმტკივნეულოდ მოგვარდება, მან პირზე ხელი ამაფარა და მხრებიდან კაბის ბრეტელები გადამიწია.უცხოელი იყო თუ ბერძენი ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით რადგან ინგლისურად საუბრობდა, ხელების ჩქარი მოძრაობით კი ჩემს ტანზე დასეირნობდა. მე წინააღმდეგობას ვუწევდი და ხელი გავითავისუფლე, მოულოდნელად ძლიერად გავატყი სახეში რასაც არ ელოდა და ისეთი მრისხანე თვალებით შემომხედა, მეგონა ადგილზე მიმახრჩობდა. მისი თვალები სულ სხვანაირად მიცქერდნენ,თითქოს მისი მსხვერპლი ვიყავი, მისი საკუთრება და ამ გაწევ-გამოწევაში ჩემი დახშული ყვირილი გაიგონეს და როგორც იქნა ლიფტი გახსნეს, მეშველა ამ მხეცის ხელებიდან განთავისუფლება. გამომიყვანეს შეშინებული და ფერდაკარგული, უნებურად იმ უცხო მამაკცს გავხედე და მან ხელით მანიშნა ,,არაფერი არ თქვა თორემ, თითი ყელზე მიიდო რაც იმას ნიშნავდა ხმას ამოიღებ და მოკვდებიო''. მეც შეშინებულმა ვუთხარი იქვე მყოფ დაცვას და ადმინისტრაციას, რომ დახურული სივრცის მეშინოდა, სხვა ყველაფერი წესრიგში იყო. საერთოდ არ ვარ მშიშარა არ მეშინია ასე ადვილად, მაგრამ იმ თვალებისთვის ნებისმიერ თქვენგანს რომ შეგეხედათ, აუცილებლად შეგეშინდებოდათ. რამოდენიმე დღე შიშისაგან გარეთ ვერ გავდიოდი, რადგან ის თვალები მელანდებოდა. მიდამოს ჩემს სიახლოვეს შიშით ვზვერავდი, რომ კიდე არ გადავყროდი გზაზე, მაგრამ მის შემდეგ იქ აღარ მინახავს და მეც ის მამაკაციც წარსულის უკანასკნელ ფურცელზე მივაწერე და სხვებთან ერთად ძველ სკივრში ჩავდე. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი რაც კი წარსულში გადაგვხდა და წინ მომავლისაკენ გავაგრძელოთ გზა ღიმილით.

გიორგო პაპანდოპულო დაბადების ადგილი საბერძნეთი, ლამია. სწავლა სკოლის შემდეგ გააგრძელა ათენში და სულ ცოტა ხანში მიდის ამერიკაში, რამოდენიმე წლის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში და ხსნის თავის სააგენტოს, სადაც იწყებს მაკლერობას, აქვს სქესი უკვე წლებია, მაგრამ დაქორწინებული არ არის. გიორგომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ელისოს თვალში, როგორც ადამიანი და არა როგორც მამაკაცი. ხშირად ეპატიჟებოდა ელისოს სხვადასხვა ლამაზ ადგილებში, მაგრამ ელისოს სასტუმროს გარდა არც უცდია გაყოლოდა, მხოლოდ ერთხელ წავიდა ათენში მყარად მდგარი საუკუნეების ისტორია აკროპოლი რომ ენახა და საოცრად მოეწონა ეს ძირძველი ისტორიის მქონე ნანგრევები. შემდეგ სასტუმროსთან ახლო-მახლო ადგილები შემოიარა ფეხით და ძალიან მოეწონა
ათენის სილამაზე. არ ელოდა ასეთ სიმწვანეს და რაც მთავარია არ ელოდა ბერძნებთან ასეთ
მეგობრულ ურთიერთობას თუ დაამყარებდა, ელისო ხალისიანია, მაგრამ მაინც ცივი და მიუკარებელი, ამის გამო ყველას თვალში ისეთი სახე დატოვა, რომ ყველა ფიქრობდა როგორც მხოლოდ თავის-თავზე შეყვარებული მდიდარი ქალია. არადა ვინ იცოდა სულ ცოტა ხნის წინ სიყვარულის გამო რა ტკივილი გამოიარა, მაინც ძლიერად ეჭირა თავი და მიიწევდა წინ დასახული მიზნისაკენ, რომელიც თავის სურვილით აირჩია და მალე სისრულეშიც მოიყვანდა, მის ოცნებებს კი რეალობად აქცევდა. ვერ მოისვენა და ვერ დაამშვიდა იმან რომ ელისომ ასე უსიტყვოდ და უხეშად მოექცა, ამიტომ შეეცადა რამე ინფორმაცია მოეძია ელისოზე და შუაღამემდე იჯდა გიორგო კომპიუტერთან რომ ელისოს შესახებ ინფორმაციას ეძებდა, იპოვა კიდეც და გაიგო, რომ ელისო კოვზაძე ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ერთადერთი ქალიშვილია.
-ელისო, ელისო, ელისო დავიჯერო, ნუთუ ასეთი სუფთა ხარ? ჩაიბურტყუნა გიორგომ. ელისოს ყველაფერი მონაცემები თავიდან გადაიკითხა და უეცრად, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაახსენდაო, ტელეფონი აიღო და გადარეკა სამი ზარის შემდეგ ხმამაღლა ჩასძახა.
-ლაკი მეგობარო როგორ ხარ?
-მე კარგად ვარ, მაგრამ შენ ვერ უნდა იყო კარგად რა გჭირს ამ შუაღამეს რომ მირეკავ.მოესმა გიორგოს მეგობრის ძილისაგან შეცვლილი ხმა.
-ისეთი არაფერი, მაგრამ ხვალ უნდა გნახო და ეს სასწრაფოა.
-მივხვდი, რომ ტყუილად არ დარეკავდი ამ დროს მარტო ჩემს მოსაკითხად.გიორგომ გვერდი აუარა ლაკის ნათქვამს და შეეკითხა.
-რა დროს მნახავ.
-შუადღემდე არ შემიძლია,რაა ასეთი საჩქარო.
-გეუბნები, სერიოზულიათქო და ტელეფონში ვერ გეტყვი. გაბრაზებაც შეეტყო ხმაში კგიორგოს.
-კარგი ხო კარგი, არ გახვიდე არსად და დილით მოვალ.
-გელოდები, შენს მოსვლამდე არსად გავდივარ. მთელი ღამე ფიქრებში გაატარა გიორგომ და ვინ რა იცოდა რა მზაკრულ და საშინელ გეგმებს ადგენდა, დივანზე დამჯდარს ჩაეძინა ფიქრებში დაღლილს გაუხდელად და დილით კარებზე ზარის ხმამ გამოაღვიძა. ადგა კარი გააღო და კარში მაღალი, ზედმეტად დაკუნთული ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, რომელის სახლში შევიდა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა და შეეკითხა.
-რა ხდება და რა არის ასეთი სასწრაფო, გეძებენ და დამალვა გინდა? ვფიქრობ მე არ გამოგადგები. გაკვირვებულმა შეხედა მის წინ მდგარ ჯერ კიდევ მძინარე გიორგოს, გიორგომ მიაჩერდა ახალმოსულს და უთხრა.
-ყავა რატომ არ წამომიღე?
-კიდევ არაფერი რა გინდოდა? თქვი რა საქმე გაქვს, მეჩქარება.
-შენ მჭირდები, უნდა მომეხმარო ლაკი.
-მე რაში უნდა მოგეხმარო გიორგო. მოიცა არა, არა, არა, მე შემეშვი ძმაო. მე ყველა ბინძურ საქმეს ჩამოვშორდი და იცი რატომ? მე ბედნიერი ვარ და ძალიან გთხოვ ნუ გამირთულებ ცხოვრებას, ნუ წამართმევ და ნუ დამაკარგინებ ბედნიერ წუთებს, ძალიან გთხოვ.
-მხოლოდ იმაში მომეხმარე, რომ იქნებ მომიყვანო ისეთი ვინმე ვისთანაც შევძლებ გამოვნახო საერთო ენა და შევძლო სერიოზულ საქმეზე საუბარი. ლაკიმ შეხედა გიორგოს და არც შეეკითხა,რა საქმისთვის ჭირდებოდა ის ვიღაც, რომ პირდაპირ შეეკითხა.
-რამდენს გადაუხდი, რომ ვიცოდე.
-ხელზე ფულს 1500 ევროს, დამიჯერე სიხარულით დაგთანხმდება.
-რამდენზეა საუბარი. მეორე კითხვა დაინტერესებულმა შეეკითხა.
-ბევრზე, ძალიან ბევრზე ლაკი. უპასუხა კითხვას დაფიქრებულმა
-დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ?
-მარტო დარწმუნებული?
-კარგი დაველაპარაკები და შეგახვედრებ, მაგრამ გაფრთხილებ მე შემეშვი.
-წილს შენც მიიღებ.უთხრა ღიმილით გიორგომ მაგრამ ლაკიმ მკაცრი ხმით უთხრა.
-მე არ მჭირდება გიორგო ცრემლით გაჟღენთილი ფული, ერთადერთი რაც მინდა შენგან,
შემეშვი, გესმის შე მე შვი. ბოლო სიტყვა დაუმარცვლა ლაკიმ და კარებისკენ წავიდა.
-შენს ზარს ველოდები. გეფიცები, შენ არაფერში არ გამოჩნდები.
-ელი, ჩემი სმენა დასრულდა და რამე ხომ არ გჭირდება? ელისოს ნომრის კარები, ხვეულთმიანმა ძალიან ლამაზი სახის მულატი გოგონამ შემოაღო.
-მადლობა არეტი არაფერი არ მჭირდება. ღიმილით მიუგო ელისომ, გოგონა ახლოს ჩამოუჯდა ელისოს და უთხრა.
-ელი ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, მაგრამ ის უფრო საინტერესოა რატომ ხარ მარტო?ელისოს სახეზე მწარე ღიმილმა დაიდო ბინა და არეტის უთხრა.
-არ ვიცი, არავინი არ გამოჩნდა ჩემო არეტი ვინც ჩემი გულის დაპატრონებას შეძლებს და შეაღწევს მის სიღრმეში.
-ელი როგორ გეტყობა, რომ ტყუილის თქმა არ შეგიძლია და ამასთან ერთად შენი თვალები თავად ამბობს რომ გიყვარდა, მხოლოდ ეს ახლა შენი წარსულია.
-არც შეყვარება ყოფილა ადვილი ჩემო არეტი, მაგრამ დამიჯერე, გადაყვარება შეყვარებაზე უფრო ძნელია, იმაზე ძნელიც კი ვიდრე წარმოგიდგენია. მე უკვე დიდი საკეტი დავადე ჩემს გულს, გასაღები კი სადღაც უსასრულობაში მოვისროლე და პირობა დავდე, რომ გადავიყვარებ, აუცილებლად დავივიწყებ. დავივიწყე კიდეც, აღარც კი მახსოვს. მიხვდა არეტი რომ ელისო გაურბოდა იმ გრძნობებს, რომელმაც გულში დიდი ტკივილი დაუტოვა უზარმაზარ შავ ლაქად. არეტი დაემშვიდობა ელის და წავიდა, ელისომ მსუბუქი ვახშამი მიირთვა და დილით თავისი ნომრის კარზე ზარმა გამოაღვიძა.
-გისმენთ, ახლავე გავაღებ. უცებ მოიწესრიგა თავი და კარი გააღო.
-უკაცრავად ქალბატონო ელი მაგრამ თითქმის ორი თვეა ჩვენს სასტუმროში ცხოვრობთ, თითოეული მომსახურე პერსონაჟი კარგად გიცნობთ და ყველას უყვარხართ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
-გისმენთ, პირდაპირ მითხარით.
-თქვენი აქ ცხოვრების თანხა ძალიან გაიზარდა და უფროსს უნდა თქვენთან შეხვედრა.
-ახლავეს გამოვალ, დამელოდე. ელისო მოემზადა და რამდენიმე წუთში სასტუმროს დირქტორის კაბინეტში შევიდა სადაც ძალიან დიდი მორიდებით შეხვდა უფროსი.
-ბოდიშს გიხდით ჩემი მხრიდან აქ რომ მოგიყვანეთ ჩემს კაბინეტში, მაგრამ ეს სასტუმრო რამოდენიმე თვეა გატანილია გასაყიდ ბაზარზე და გამოჩნდება თუ არა მყიდველი ანგარიში უნდა გავასწოროთ. ძალიან გთხოვთ ცუდად არ გამიგოთ და მინდა მიმიხვდებით რისი თქმაც მინდა.
-არ გამოჩენილა მყიდველი? სხვათა-შორის იკითხა ელისომ.
-სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არა.
-შეუძლებელია, რადგან დღეს ის უნდა მოსულიყო.
-ვინ, ვინ უნდა მოსულიყო ვერაფერი გავიგე რას ამბობთ.
-იქნებ ცდებით და ამ სასტუმროს მყიდველი ახლა თქვენს წინ ზის?
-ეს როგორ გავიგო? გაკვირვება და გაოცება ერთიანად გამოესახა მამაკაცს სახეზე.
-მეც კარგად ვიცი ამ სასტუმროს გაყიდვის შესახებ, ბატონო დირექტორო. უთხრა მის წინ მჯდარ გაოცებულ მამაკაცს და პირდაპირ თვალებში ჩახედა საკმაოდ სიმპატიურ მამაკაცს.
-თქვენ საიდან იცით ეს ინფორმაცია? ჩვენ ასეთ საკითხებზე თვით მომსახურე პერსონაჟთანაც არ ვსაუბრობთ, არა თუ სასტუმროში მცხოვრებ ტურისტთან ვისაუბროთ.
-არც არავის უთქვამს, რამოდენიმე თვეა თქვენს სასტუმროს მე საქართველოდან ვადევნებ თვალს და სწორედ იმ გადაწყვეტილებით ჩამოვედი,რომ შევისყიდო ეს სასტუმრო.
-ეს, ეს, ეს რატომ თავში არ მითხარით აქ რომ მობრძანდით, ძალიან სასიამოვნოა პირადად თქვენგან ამ ინფორმაციის მოსმენა. გაოცებული თან გახარებული იდგა ელისოს წინ თავად სასტუმროს დირექტორი.
-თავად მაკლერმა მითხრა ჯერ არ გამემხილა ჩემი აქ მოსვლის სწორი მიზეზი და მგონი ძალიან შევცდი, რომ მას დაუჯერე და პირდაპირ თქვენთან არ მოვედი.
-ვინ არის თქვენი მაკლერი და რამდენზე მორიგდით, შესყიდვის ფასი რამდენი უნდა გადაიხადოთ?
-გიორგო პაპანდოპულო არის მაკლერი, პირველ ჯერზე რომ ვისაუბრეთ 18 000 000 იყო საწყისი ფასი, მაგრამ მოვილაპარაკეთ 15 000 000-ზე. სამი დღეა რაც თანხა გადავურიცხე,
დღეს მთელი დღეა ველოდები უნდა მოსულიყო და არ მოვიდა, უკვე ვიწყებ ნერვიულობას.
-უკვე გადაიხადეთ ფული? როგორ შეცდით, ეს როგორ დაუშვით და ფული წინასწარ გადაუხადეთ. არ ინერვიულოთ, ყველაფერს გავარკვევთ და მოვიძევთ ამ პიროვნებას ვინც არის. მამაკაცმა ტელეფონში ნაცნობი იურისტის ნომერი მოძებნა და დაურეკა. ნაწილობრივ აუხსნა საქმის ვითარება როგორც შეეძლო ტელეფონში და ბოლოს მასთან მისვლაც კი თხოვა. თვალი გააპარა ელისოსკენ რომელმაც ნერვიულობისაგან ფერიც კი დაკარგა, შეეცოდა მარტოდ-მარტო ქალი უცხო ქვეყანაში,უცხო მიწაზე,რომელიც რა მიხვედრა ამას უნდოდა, რომ ვიღაცის მსხვერპლი გამხდარიყო. ტელეფონი გათიშა თუ არა ელისოსთან ახლოს მივიდა და წყნარად უთხრა.
-ნუ ნერვიულობთ ჩვენ ქუჩაში არავის არ ვაგდებთ, მაგრამ დანაშაული ისაა თქვენი მხრიდან, როცა ასეთ დიდ ბიზნესს ეჭიდებით მარტო არ უნდა ყოფილიყავი, ვიღაც უნდა გყავდეს გვერდით.ასეთი დიდი თანხის რაოდენობით მარტო ქალი დაგინახა, კარგად გაიგო თქვენი ყველაფერი და გეგმაც შეადგინა, რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სისრულეშიც მოიყვანა. ელისომ ცრემლიანი თვალებით შეხედა მამაკაცს და უთხრა.
-ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ასე ბრმად ვენდე ადამიანს რომელიც მეგონა კარგად გავიცანი. თქვენ რა გგონიათ რაც არ უნდა ბევრი ფული გქონდეს და ძლიერი იყო ეკონომიურად, განა ასე ადვილი გადასაყრელია 15 000 000 ევრო?
-მე იანი მქვია, იანის პანაგიოტის. არ გადანაშაულებ, მაგრამ ჩემიც ხომ უნდა გაიგო ჩემო კარგო. ამ დროს იანის ტელეფონი ამღერდა და აიღო სადიდანაც არასიამოვნო ინფორმაცია მოისმინა.
-იანი მოვიძიე ეს ადამიანი როგორც მითხარო სახელი და გვარი და გიორგო პაპანდოპულო
მაკლერი არ არსებობს, რას ვაკეთებთ?
-შეგიძლია მოხვიდე აქ ჩემთან სასტუმროში, ძალიან ჩახლართულია ეს საკითხი სპირო და ეს
გოგონაც ცოდოა ასეთი დიდი თანხა დაკარგა. გულით შეეცოდა იანის ელისო. ელისო კი ხელებში თავჩარგული იჯდა და მწარედ ნანობდა იმას, რომ თავიდანვე არ გაამხილა რისთვის ჩამოვიდა საქართველოდან. იურისტიც მალე მოვიდა და ელისოს წინ დაჯდა. ელისომ თავი ასწია და მისი განადგურებული სახით და ნერვიულობისაგან ჩახლეჩილი ხმით უთხრა იურისტს.
-რამე იღონეთ გთხოვთ, ალბად გაგიკვირდებათ რომ გითხრათ მე ახლავეს შემიძლია დავრეკო და ეს თანხა სახლიდან გადმომიგზავნოს მამამ, ეს ჩვენი ბიზნესისათვის არ წარმოადგენს დიდ საგანგაშო თანხას, მაგრამ არც ის მინდა ასე მოტყუებით ამართვას ვინმემ.
-მე იურისტი სპირო რანო ვარ. გთხოვ გაიხსენე ყველა წუთი მასთან შეხვედრისას და იქნებ
შეძლო, აღწერო, როგორ გამოიყურებოდა ეს პირიოვნება. ელისო დაფიქრდა ცოტა და შემდეგ ნელანელა დაიწყო საუბარი.
-მაღალი, სუსტი აღნაგობის. საფეთქლებში შეპარული ოდნავ ჭაღარა, თითქმის შეუმჩნევლად
და მოხდენილი სიარულით. ვერ ვიტყვი რომ ულამაზო მამაკაცი არის, შავგვრემანი და სასიამოვნოდ ეშხიანი შეხედულების მამაკაცია, ლამაზი სახის ნაკვთებით და ამასთან ერთად უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ზედმეტად მექალთანეა.
-მექალთანე? რატომ, რამე გაკადრათ?
-ვერ შეძლო, მცდელობა იყო მისი მხრიდან რამოდენიმეჯერ, მაგრამ ვერ მიიღო ის რაც მას
სურდა, ამიტომ ვფიქრობ სამაგიერო იმით გადამიხადა, როგორდაც მომერია.
-გეთანხმებით, კარგად მსჯელობთ, მაგრამ მისი პირადობა თავად ნახეთ?
-ვერ მოგატყუილებთ, თავად ჩემს თავს არ ვკადრე ასეთი რამ.
-გასაგებია ჩვენ ვეცდებით ყოველნაირად დაგეხმაროთ.თქვენგან რაც არის ამ წუთში
საჭირო, განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ და განცხადება დაწეროთ, რომ საქმის მსვლელობის ნებართვა გვქონდეს.
-რა თქმა უნდა წამოვალ და დავწერ განცხადებას. ელისო ფეხზე წამოდგა და კარებისაკენ
წავიდა, ორივე მამაკაცმა თვალი გააყოლა და ელისოს ჩამოსხმულ სხეულს ხარბი მზერით
უმზერდნენ, უეცრად ელისო შემობრუნდა და იურისტს უთხრა.
-ჩვენი ყველა შეხვედრა ამ სასტუმროს ფარგლებს არ გაცილებია და შესაძლებელია სასტუმროს ვიდეოკამერებით შეამოწმოთ. მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს და სამივე ერთად გავიდნენ იანის კაბინეტიდან. იმ დღიდან დაიწყეს ვიდეოს ძებნა, ელისო რომ მოვიდა პირველ დღეს და აი მიაგნეს კიდეც. ასევე იპოვნეს მათი პირველი შეხვედრა და იურისტმა ამ ვიდეოს ფოტო-მონტაჟი მოითხოვა, შემდეგ კი ერთად წავიდნენ განყოფილებაში განცხადების დასაწერად. განცხადების დაწერის შემდეგ კი იურისტმა შეეკითხა ისევ ელისოს.
-ელი იქნებ რამე გაიხსენო, იქნებ რაიმე დაგამახსოვრდა ისეთი რამაც შენი ყურადღება მიიპყრო და ეჭვი აღგიძრა მის გულწრფელობაში.
-სწორედ ამას ვფიქრობდი ახლა და იცით თვალწინ მიდგას ჩვენი ბოლო შეხვედრა, წინა დღით მოვიდა ჩემთან და შევატყვე რომ აღელვებული იყო, მთხოვა გაგვევლო თან ალკოგოლის სუნი ვიგრძენი და უკან დავიხიე, რადგან მე ალერგია მაქვს ალკოგოლზე და მოვერიდე, ამიტომ უარი უთხარი სადმე გაყოლაზე, ამაზე თითქოს გაბრაზდა და მითხრა, რომ ხვალ ფული უნდა გადამერიცხა რადგან ყველაფერი მზად არის და ფულს ელოდება მფლობელი და ჩვენი ნაცნობობაც აქ დასრულდებოდა. კარგი მეთქი დავეთანხმე და მართლაც ორ დღეში ჩემი ანგარიშიდან პირდაპირ გადავრიცხე ფული მის ანგარიშზე. მე ეს ქვითრები ყველაფერი, აქ მაქვს. ელისოს ყველა წვრილმანის ქვითარიც კი შენახული
ჰქონდა და იურისტს წინ გაუშალა თვითეული ქაღალდი.
-ფულის გადარიცხვას მოვრჩი თუ არა მისი სახე რაღაცნაირად ცივი და დამცინავი გაუხდა, ის გაყინული ღიმილით მიღიმოდა და თავად კი სახე გაცრეცილი ქონდა. აშკარად შევატყვე იმ წუთში, რომ ჩემს წინ ერთიანად ყალბი ადამიანი იდგა და როგორ ძალიან შევცდი. მხოლოდ ეს მაქვს სათქმელი მისი ბოლო ნახვიდან, მაგრამ ჩემს თავს კითხვას ვუსვამ
და ვერ ვპასუხობ, რატომ? რატომ მოიქცა ასე, ნუთუ ფულმა დააბრმავა თუ მან უფრო მისცა დიდი ძალა, რომ მე მარტო ქალი ვიდექი მის წინაშე და სად არის სამართალი? ან ვის ვთხოვო შველა, თავად ვარ დამნაშავე. ნუთუ როდისმე ამ ჩახლართულ საქმეს ნათელი მოეფინება?
-დრო უნდა საქმეს რომ ნათელი მოვფინოთ, მაგრამ დარწმუნებული იყავი ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაირკვევა ელი და ყველაფერი მის ადგილზე დადგება.
-ის რომ ვიცოდე, ჩემი სიჩუმით მისი სული განიწმინდება მე ჩუმად ვარ და მხოლოდ იმას
ვინატრებ, რომ ერთ დღეს წარვსდგე მის წინაშე და შევხედო პირდაპირ თვალებში, მაგრამ
დარწმუნებული ვარ უკვე მას არც ეს ჩემი სიჩუმე არ გააჩერებს, არ განიკურნება ადვილად იმ ავადმყოფობისაგან რაც მასშია ჩაბუდებული ბინძური ზრახვებით. ის უფრო და უფრო მეტს მოინდომებს და ალბად ახლა სხვას გაამწარებს, იქნებ სწორედ ახლა უკვე დროა ჩემი ეს სიჩუმე ხმაურით შევცვალო, რომ ჩემს ირგვლივ ადამიანებმა კარგად შესწავლილი ჩემი სიჩუმის ენა სულ სხვა კუთხით მოისმინონ.
-შენ ხმამაღლა თქვი, იყვირე თუნდაც ჩვენ შენს გვერდით დავდგებით. ახლა რას ფიქრობ, სასტუმრო დანახარჯის გადახდას ითხოვს და არც ეს არის პატარა თანხა 9000ევროა.
-სახლში დავრეკავ და ჩემებს დაველაპარაკები, ფულს გამომიგზავნიან და გადავიხდი მე რას ვერჩი ამ ადამიანს, ჩემს გამო რატომ უნდა იყოს უხერხულში.ღიმილით გახედა მასთან ახლოს მდგარ იანის.
-ელი გეტყობათ, რომ შეგნებული ადამიანი ხართ ეს იმას განაპირობებს, რომ კარგ ოჯახში ხართ აღზრდილი. შეცდომა ყველას მოსდის, უშეცდომო არავინი არ არის და ეს ყველაფერი გამოსწორდება და დამნაშავეც დაისჯება.
-მადლობის მეტი რა მეთქმის, ბატონო იანი იმედია სამართლი იზეიმებს და როგორც თქვენ ამბობთ დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
-ელი როგორ გაიცანი ეს პიროვნება,ის მომოწერა რაც ერთმანეთს წერდით წაშალე თუ ისევ
არსებობს?
-სოციალური ქსელით და არაფერი წამიშლია,ყველაფერი ჩემს გვერდზეა.ელისომ ტელეფონი ამოიღო და მისი პროფილი გახსნა, მოძებნა წერილებში გიორგო და იურისტს მიაწოდა
ტელეფონი.იურისტმა წაიკითხა და ბოლო, იმ წუთში მოსული წერილიც გახსნა.
-ელი, ელი, ელი, ხა, ხა, ხა, ხა, ხა. დამიწუნე და არ მომეცი შენამდე მოსვლის, მოახლოების საშუალება. ასე რომ არ მოქცეულიყავი, ეს ფული ახლა სასტუმროს დირექტორს ექნებოდა და არა მე. ახლა კარგად მომისმინე, მილიცია არ ჩართო ამ საქმეში თორემ იცოდე სამშობლოში შენი ფეხით ვეღარ წახვალ, იქ წაგიღებენ გემრიელო და დაიმახსოვრე, მე არ მიყვარს ტყუილი მუქარა, ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. სპირომ წაიკითხა წერილი ხმამაღლა და შემდეგ იანის გახედა და უთხრა.
-უკვე მუქარაზე გადავიდა არ ეყო ამოდენ თანხა წაიღო და წავიდა.
-ელი დროა ქუჩაში მარტო არ გამოხვიდე, ჩვენი ვალია სანამ ეს ადამიანი არ მოიძებნება, ჩვენ დაგიცვათ. მოვძებნით,კანონს დიდი ხნით ვერავინი ვერ დაემალება ან თუ აქვს იმხელა თავი, რომ კანონის წინააღმდეგ ითამაშოს, ჩვენც ვიცით ჩვენი წესები, როგორ მივუდგეთ ასეთ ადამიანებს. ამ ყველა ჩანაწერს მე ჩემს ფლეშკაზე გადმოვიტან და ჩემთან იყოს რადგან საქმეს უნდა დაურთო, რადგან ეს აუცილებელი სამხილია. სპირომ რამდენიმე წუთში ყველაფერი მის ფლეშკაზე გადაიტანა და ტელეფონი ელისოს დაუბრუნა.
-ჩემებს რომ დაურეკო, ხომ შეიძლება?
-როგორ არა, ჩვენ ყველა თქვენს ტელეფონში შემოსულ და გასულ ზარებს თვალყურს
ვადევნებთ, ახლა კი შეგიძლიათ დაბრუნდეთ სასტუმროში და კიდევ, ქალაქიდან არ უნდა გახვიდეთ ჩვენი გაფრთხილების გარეშე.
-გასაგებვია ბატონო რანო, როგორც თქვენ იტყვით ისე იქნება ყველაფერი.
-საოცარია, ადამიანი ამოდენა სასტუმროს საყიდლად ჩამოვიდა საქართველოდან და დღეს
მორიდით და ხათრით უნდა იცხოვროს იქ სადაც წესით უკვე მისი უნდა იყოს ყველაფერი. უკვე შებინდებული იყო იანი და ელისო იურისტ რანოს რომ დაემშვიდობა, სასტუმრომდე ისე მივიდნენ არცერთს არ დაურღვევია სიჩუმე, იქ მისულმა კი იანის თხოვა.
-ცოტას გავივლი, აქვე ფეხით და მალე დავბრუნდები.
-კარგი, დაეთანხმა იანი და თავად შევიდა სასტუმროში. ელისომ კი ფეხზე გაიხადა და შიშველი ტერფებით გაუყვა სანაპიროს. წყალი ასხამდა ფეხებზე და მის ნაფეხურებს წყალი
შლიდა, იქვე მოშორებით დიდი ქვა დაინახა და იმ ქვასთან მივიდა, ჩამოჯდა და ზღვას უყურებდა, ამშვიდებდა ზღვის შრიალი და მის ფიქრებში ჩაიძირა, მიხვდა ამ ორი თვის მანძილზე რა ძალიან მონატრებია ყველა და ყველაფერი. ცოტა ხანში მის გვერდით ვიღაც დაჯდა და ისიც შეეზიარა ამ სიმყუდროვეში, გვერდულად გახედა და გაეღიმა შემდეგ კი ღიმილით, მაგრამ სევდიანი ხმით უთხრა.
-ჩვენში ძველი ასაკის ადამიანები იტყვიან ხოლმე, ცხოვრება ხან აღმართია და ხან
დაღმართიო. სწორედ ახლა მე მივექანები ცხოვრების დაღმართში, უფრსკულისაკენ და მეშინია რამეს არ შევეტაკო ისე მწარედ, რომ ერთიანად დავიმსხვრე. ამასთან ერთად დღეს მწარედ შემომიტია მონატრებამ და არ შემიძლია რამე გავაკეთო ამ მონატრების ჩასახშობად რადგან მათგან ათასობით კილომეტრი მაშორებს. მგონია, რომ ნელა-ნელა ჩემი ცხოვრების გემი სწორედ აქ იძირება, მაგრამ ძალა მემატება, როცა ჩვენი განთქმული მწერლის გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მახსენდება. ,,არავის ისე არ უყვარს სამშობლო,როგორც სამშობლოს და მის ფესვებს მოწყვეტილ ემიგრანტსო''. ხშირად მიმოგზაურია ჩემი ბიზნესის გამო სხვადასხვა ქვეყნებში, სად არ ვყოფილვარ იტალია, ინგლისი, ამერიკა, ესპანეთი, გერმანია, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არ მიგრძვნია სამშობლოს მონატრება, ალბად იმიტომ რომ 3-4 დღეზე მეტს არსად გავჩერებულვარ, აქ კი ვიგრძენი და ეს ძლიერი გრძნობა რა ძალიან მტკივნეულად ჩაჯდა გულში. არ მეგონა ჩემი ცის შემდეგ, სხვა ქვეყნის ცა თუ
მომეწონებოდა, მაგრამ აქ ცა თითქოს ჰგავს ჩვენს ცას. ნოსტალგია ეს ისეთი სენია, რომელსაც არანაირი წამალი არ შველის და არ იკურნება. ნოსტალგია შლის და ანადგურებს ადამიანს, მონატრებით სავსე გულს კი ანამცეცებს. არასოდეს არ ჰყოლია საქართველოს ამდენი ემიგტრანტი გადახვეწილი სხვადასხვა ქვეყნებში როგორც დღესაა და ესეც,თავიანთი შვილების და ოჯახების გადასარჩენად. ქართველი ქალი,არასოდეს არ ყოფილა სხვათა მსახური და ამასთან ერთად ძალიან ბევრი სასახელო ადამიანების აკვანია ჩვენს მიწაზე
დარწეული. მძიმე წარსული გვაქვს ქართველებს,მძიმე გოლგოთის გზებით იარა ჩვენმა წინაპრებმა დასაბამიდან დღემდე, მაგრამ იცით, ჩვენ ძალიან ამაყები ვართ და იცი რატომ?იმიტომ რომ ჩვენი ფესვი ძლიერია და ამიტომ უძლებს ჩვენი ქართველი ქალები ამდენ დარდს, სევდას და მწუხარებას. ტკივილი? ტკივილს ვინ როგორ უძლებს, ეს მხოლოდ უფალმა იცის. მე მომეწონა იანი თქვენი ქვეყანა თბილი ხალხი ხართ, სტუმარი გიყვართ და ამიტომ გაქვთ ფართოდ გაღებული კარები. თითქოს ამით ერთმანეთს გავს ეს ორი ქვეყანა, საქართველო და საბერძნეთი. მომწონს აქ ყოფნა, მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ მე დედა ერთი მყავს და დედინაცვალმა როგორი დედობაც არ უნდა გამიწიოს, მე ჩემი დედა მინდა მყავდეს გვერდით, რადგან დედინაცვალი დედას ვერ შეგვიცვლის და ის დედა ვერ იქნება ვერასდროს. ათეული წლები რომ ვიცხოვრო ამ მიწაზე,მე ეს ქვეყანა ვერ გამიწევს სამშობლოს მაგივრობას, მე ერთი სამშობლო მაქვს და ეს ჩემი პატარა საქართველოა. მომენატრა ჩემი თბილისი, ჩემი უბერებელი მთაწმინდა, ამაყად მდგარი სამება, ჩემი სახლი და საერთოდ ყველა ჩემიანი მომენატრა.
-მესმის შენი, მეც ვიცხოვრე 7 წელი სამშობლოდან შორს და კარგად ვიცი რასაც განიცდი, ყველაფერი მალე მოგვარდება. ელი შეცდომა ყველა ადამიანის თვისებაშია, ის ყველაშია მაგრამ ვინც ცდება ამას არამც და არამც არ შეიძლება ეწოდოს გამოუსწორებელი, თუკი ის მისი დაშვებული შეცდომის შემდეგ ცდილობს მის გამოსწორებას, ასე რომ ყველაფერი გამოსწორდება. შეცდომა რომ არ დაუშვა ადამიანმა, ვერასდროს ვერ ისწავლის ის სწორი ნაბიჯების გადადგმას. ასე რომ ყველა ადამიანს აქვს შეცდომა დაშვებული, ამათ შორის არც შენ და არც მე ვართ გამონაკლისები.იანი წამოდგა და წყნარად უთხრა.
-ზღვის ჰაერია და მაინც ცივი და ნოტიო არის, არ გაცივდე. ისეთი მზრუნველი იყო იანის
ხმა, რომ სასიამოვნოდ გაეღიმა ელისოს.
-ცოტა ხანს კიდევ გავჩერდები და მოგვიანებით მოვალ.
-კარგი, თუ რამე დამირეკე არ მოგერიდოს. იანიმ მისი ნომერი დაუტოვა ელისოს და წავიდა, ელისომ მადლიერი თვალებით შეხედა იანის და მკრთალად გაუღიმა უკვე მისგან
მიმავალ ახალგაზრდა სიმპატიურ მამაკაცს. მართლა გვიანობამდე ჩაითრია ზღვის შრიალმა და ადგა, გადაწყვიტა სასტუმროში წასულიყო, ნაბიჯს აუჩქარა და ქუჩის გადაკვეთაზე სასტუმროსთან ახლოს ვიღაც მამაკაცი დაეტაკა უხეშად, თითქოს ეცნო მისი ანთებული თვალები და დიდი სქელი წითელი ტუჩები, მამაკაცმა ჩანთა გამოგლიჯა ხელიდან და გაიქცა. ეს ისე მოულოდნელად მოხდა ჯერ დაიბნა და შემდეგ გაეკიდა უცნობს, მაგრამ უეცრად სიგნალის ხმაზე უკან მოიხედა და გააზრებაც ვერ მოასწრო ისე ავარდა მისი სხეულით ჰაერში და მისი თმები ჰაერში ფრიალებდა. მძღოლმა ერთი
მოიხედა და კარგად გარკვევით გაიგონა ელისოს ნათქვამი ,,ვაი დედა''.გადმოვიდა მანქანიდან, დახედა ელისოს და მის თვალებში ცრემლი შეამჩნია, ასევე გაიგონა სუსტად ნათქვამი.
-არ დამტოვო, მიშველე.......... მამაკაცმა გარშემო მიმოიხედა და ცრემლნარევი ხმით დაიჩურჩულა.
- ,,მაპატიე'' ადგა და იმ ადგილიდან დიდი სისწრაფით გავარდა, ელისო კი უგრძნობლად ეგდო შუა გზაზე და თავიდან სისხლი თქრიალით სდიოდა.


დედის გული საოცრებების ამოუწურავი წყაროა, როცა დედა იღიმის მზეს სიცოცხლე და
ბრწყინვალება ემატება, ყვავილებს კი სურნელი და სინაზე. დედის ბედნიერებით ცაც უფრო მაღალი და ლურჯია, თოვლი კი უფრო ქათქათა და ელვარეა. ბევრჯერ დავფიქრებულვარ და ჩემით ასეთი დასკვნა გამომიტანია,ასე მგონია მზეს რომ დაეკარგოს თავისი ძალა დედის თბილი თვალები გაანათებს სამყაროს, რომ თავის შობილ შვილებს დედამწაზე გავლა არ გაუჭირდეს. დედა-შვილური სიყვარული ისეთი ძლიერია ის არავის და არაფერს არ ემორჩილება, ზღვას გავს დედის გული ხან ღელავს და ხან წყნარია. დედა, ამ პატარა სიტყვით ვიწყებთ ადამიანები ცხოვრებას, სიტყვა ,,დედა'' და თვით დედაც ხომ ყველა ბედნიერების საწყისია. ყველაზე თბილი, ყველაზე ტკბილი, ყველაზე სათნო და კეთილი, ყველაზე ლამაზი და საყვარელია. იგი ყველა ჩვენთაგანს გვითბობს კერას და ლოცვით გვინათებს გზას. დედა დარაჯობს ჩვენს მშვიდ ძილს, მაგრამ ამჟამად ეძინა დედას, ეძინა მაგრამ ძილშიც არ შეეძლო მშვიდად ყოფნა, რადგან გულზე ერთადერთი შვილის დარდი და ჯავრი ქონდა შემოწოლილი. უეცრად ძილში ცივი ხმით იკივლა და საწოლიდან წამოდგა, მის ცივ ხმაზე ვახომაც შეშინებული წამოდგა და უთხრა.
-რა მოგივიდა, ციცო რამ შეგაშინა.
-ელისო, ელისოს რაღაც უჭირს, ის ჩემგან გარბოდა და უკან მოხედვისას, თვალებით შველა მთხოვა.
-ეს ცუდი სიზმარი იყო, მხოლოდ სიზმარი. ვახომ ხელები მოხვია და გულზე მიიკრა შეშინებული და ატირებული მეუღლე.
-ვახო, ელისოს რაღაც უჭირს და არ გვეუბნება მას ჰგონია თავს შემოუვლის მარტო, მაგრამ მე ვგრძნობ, მე დედა ვარ და გულით ვგრძნობ, რომ მარტო ვერ გაუმკლავდება ამჯერად ამ სიძნელეს.
-ყველაფერი კარგადაა საყვარელო, დავურეკავ და თავად გაიგონებ რომ კარგად არის და ტყუილად ნერვიულობ. ტელეფონი აიღო და ელისოს ნომერზე დარეკა, ზარი გადიოდა მაგრამ ელისოს სიყვარულით ნათქვამი ,,გისმენ მამიკო'' ვერ გაიგონა. ალბად დაწეული აქვს ხმა და ძინავს,ნახავს შემოსულ ზარებში ჩემს დანარეკს და გადმორეკავს. ძლიერად მიიკრა გულზე ციცო და უკვე თავადაც შიშმა აიტანა. ელისოს არასოდეს დაუტოვებია მამის ზარი უპასუხოდ, ფიქრობდა ვახო და ციცოს ჩურჩული შემოესმა.
-ამ ბოლო დროს ხშირად ვამბობ დავიღალე, ასეთი დღეები უკვე გახშირდა და ვერც ის
ამიხსნია ასეთი საშინელი შეგრძნებები და ცუდი განცდები რატომ მეუფლება.ზოგჯერ როცა მარტო ვარ არაფერზე არ მინდა ფიქრი და მინდა მხოლოდ სიწყნარემ დამამშვიდოს, მაგრამ როცა შენ ხარ ჩემს გვერდით მინდა შენი შემოხვეული ძლიერი ხელები ვიგრძნო, შენი შეხებით ერთიანად რომ ცხელდებოდა ჩემი სხეულის ყველა წერტილი, მაშინ ყველაზე ლაღი, ყველაზე უდარდელი და ყველაზე ბედნიერი ვარ, მაგრამ ვახო დღეს გეფიცები არც შენი ხელები არ მშველის. აი აქ, გულში მტკივა ძალიან ძლიერად და სუნთქვას მიკეტავს. ელისოს უჭირს,ჩემს ელისოს რაღაც შეემთხვა და ეს პირველად დედის გულმა იგრძნო. არც მინდა ცუდზე ვიფიქრო და შენი მშურს იცი? ალბად შემეკითხები რატომო.
-დამაინტერესე, რატომ გშურს ჩემი. კითხვაც არ დააყოვნა ვახომ.
-როგორ ხარ ასე წყნარად, მშვიდად და ჩუმად.მარტო შენი არ მშურს, შენთან ერთად ყველასი მშურს, იმიტომ რომ არცერთს არ გესმით ჩემი ტკივილი. მენატრება, მენატრება ძალიან ის ლამაზი დრო და მინდა იმ დროში დავბრუნდე როცა ელისო პატარა მყავდა და სასეირნოდ დავატარებდი. არ მინდა, არ მინდა უჩემობა ტანჯავდეს, მე ვჭირდებოდე და ვერ მაწვდენდეს ხმას, მის გვერდით მინდა ვიყო ვახო და მასთან მინდა წასვლა.არ მინდა ორი სიკვდილით მოვკვდე, მე ერთი სიკვდილი მინდა და იმ ერთხელაც ბედნიერებისაგან დახუჭული თვალებით მინდა წავიდე.
-თქვი საყვარელო, ყველაფერი თქვი რაც გულში გაქვს, რასაც განიცდი და არასოდეს გაჩუმდე, თორემ უთქმელობა მოგიღებს ბოლოს. მომეკარი მაგრად და ამოიღე გულიდან რაც დარდი გაწუხებს. ვახომ თავადაც თვალცრემლიანმა ხელები ძლიერად მოხვია ციცოს და თავადაც შიშის მოსასხამში გაეხვია, სადაცაა ღამე დასრულდება და ახალი, იმედით სავსე დღე იწყება.
-არასოდეს, არასოდეს ვიწუწუნებ არაფერზე, რადგან ყველაზე ძვირფასი რაც რამ მაქვს ჩემს
ცხოვრებაში, ეს შენი ჩახუტებაა და ვინცაა ეს თქვენ ხართ ჩემთვის ორივე ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ფასეული. უფასოდ გავცემ ყველაფერს, ჩემს ჩახუტებას, ჩემს ღიმილს, მოფერებას თქვენთან და სხვასთანაც, მაგრამ თქვენ ორნი ხართ ჩემთვის ფასდაუდებელი განძი. მე მადლობელი ვარ უფლის რაც მომცა,ვინც მომცა და რაც მაქვს.ეს ხომ მისგან მოცემული ბედნიერებაა. ეს ძვირფასი საჩუქარი ხომ მან მომიძღვნა ცხოვრებაში და ახლა ვთხოვ უფალს ნუ წამართმევს იმ ძვირფას საჩუქარს რომელიც 27 წლის წინ მაჩუქა და დღემდე მას შევხარი. დამიბრუნე უფალო ჩემი ელისო გთხოვ, ნუ წამართმევ მას. ტირილში ვახოს გულზე მიკრულს ჩაეძინა, ვახომ ფრთხილად მიაწვინა დაღლილი ციცო და თავად ფრთხილად წამოდგა და რამოდენიმეჯერ სცადა ელისოსთან დაკავშირება, მაგრამ ისევ უშედეგოდ, მდუმარედ ხვდებოდა ელისო მამის ზარს და უკვე ძალიან ნერვიულობდა, ჩაბნელებულ სახლში გადი-გამოდიოდა ელისო კი ამ დროს ქუჩაში ეგდო და მხოლოდ ნაზი სიო დაჰფოფინებდა თავს უდედოდ დარჩენილს. ვინ იცის რამდენი საათი იყო უპატრონოდ ქუჩაში, შემთხვევით გამვლელმა მანქანამ გააჩერა და სასწრაფოს და პოლიციას დაურეკა. სასწრაფოს ექიმმა გოგონა დაკვირვებულად გასინჯა და ბოლოს ხმამაღლა თქვა.
-ცოცხალია სუსტად სუნთქავს, სასწრაფოდ გადავიყვანოთ მორიგე საავადმყოფოში. პოლიცილმა ელისოს ხელზე დააკვირდა და დარწმუნებით თქვა.
-მარცხენა არათითზე ბეჭედი უნდა კეთებოდა, რადგან ეტყობა ძალით არის მოხსნილი.ალბად საყურე ვერ შეამჩნია სიბნელეში და ყელსაბამიც, რომელიც საკმაოდ ფასიანია. ყველაფერი ჩაინიშნეს და წავიდნენ მორიგე საავადმყოფოში, მალე სასწრაფო დახმარების მანქანა ერთერთ კლინიკის ეზოში შევიდა რომელსაც მწვანედ ანათებდა წარწერა ,,KENTRIKO KLINIKI'' საკაციით შეიყვანეს უგრძნობლად მყოფი ელისო შენობაში. ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, ირგვლივ ხმაური იყო და საკაცე გვერძე მიდგეს და თავიანთ რიგს დაელოდნენ. მთელი ღამე ელოდა იანი ელისოს და ლოდინში ჩაეძინა,დილით კი ელისოს ნომერზე ფრთხილად დააკაკუნა,მაგრამ კარს შიგნიდან სიჩუმემ შემოეხმაურა მხოლოდ. გაბრაზდა ძალიან და გაბრაზებულმა რეცებციორიდან ამოიტანა ნომრის გასაღები და თავად გააღო, ელისო კი ნომერში არ დახვდა,საწოლი ლამაზად იყო გადასწორებული, წუხანდელი ღამით ეტყობოდა რომ აქ არავინი არ შემოსულა, მხოლოდ ოდნავ ღიად დარჩენილი ვერანდის კარიდან ნაზი სიო ფარდას აფრიალებდა. გაოცებულმა სააბაზანოს კარი ფრთხილად შეაღო, იქაც წესრიგში იყო ყველაფერი, შემდეგ გარდერობი გამოაღო და ლამაზად იყო დაწყობილი ელისოს ნივთები, ეს ყველაფერი უცნაურად მოეჩვენა და სპიროს დაურეკა.
-რა ხდება ამ უთენია, წუხელ არ გეძინა? თუ მე დაგესიზმრე ძილში და მოგენატრე თუ ასე არაა, რამე სერიოზული მითხარი რომ შენი მოკვლის სურვილმა გადამიაროს იანი. უთხრა სპირომ ნამძინარევი ხმით.
-რა დროს ღადავია და რა დროს ძილია სპირო ადექი და მოდი ელი არ ჩანს, ჩქარა აქ მოდი.
-ჯერ კიდევ მძინავს და არ ვარ ხუმრობის ხასიათზე.
-სპირო არ გეხუმრები, სერიოზულად გეუბნები. აღელვებული ხმა ჰქონდა იანის.
-ნივთებიც არ არის?
-ნივთები ყველაფერი ადგილზეა, თავად არ არის.
-მოვდივარ, მალე მანდ ვარ.
გათენდა ზაფხულის ცხელი დილა ათენში, მხიარული სახით შემოაღო საავადმყოფოს მთავარი შესასვლელი ახალგაზრდა 37 წლის მამაკაცმა.ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ჰოლს მისი კაბინეტისაკენ და უეცრად მისთვის უჩვეულოდ ლამაზმა დილამ მკაცრი და სასტიკი სახე მიიღო, ჰოლში მდგარ საკაცეს რომ მიუახლოვდა. გოგონა უძრავად იწვა,ის გამთენებამდე მოყვანილი ჯერ კიდევ საავადმყოფოს ჰოლში იყო და მას გვერდს უვლიდა თეთრ ხალათიანი ადამიიანები. კაბინეტში შევიდა, სმენა შეიცვალა და ღამე ნათევი ექიმები უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ, ისევ გავიდა გარეთ და გაოცებულმა დააცქერდა გოგონას სახეს, ხელი შეავლო შავ თმებს რომლებიც ძირს გადმოსრიალდნენ ელისოს სხეულიდან.
-ღმერთო რა სილამაზეა, როგორი გრძელი თმები აქვს და რა რბილია, რა სურნელოვანი. ჩაიჩურჩულა მისთვის და ელისოს თავზე თეთრი ბინტით გადახვეულ თავს დააკვირდა, საფეთქელთან ახლოს წითლად აჩნდა სისხლის გამონადენი. უკან დაბრუნდა კაბინეტში შევიდა და წინა ღამით შემოყვანილი ავადმყოფების სია გადაათვალიერა. ერთ-ერთ ადგილზე მიეყინა მზერა, სადაც წაიკითხა ,,უცნობი ახალგაზრდა ქალი''.იქვე მდგარ ექთანს მიუბრუნდა და შეეკითხა.
-ანასტასია რატომ არის ის გოგონა გარეთ და რატომ არ არის შეყვანილი აქამდე პალატაში, ან რა ჭირს შეგიძლია მოკლედ ამიხსნა?
-რომელი გოგონა ექიმო.
-ის წუხანდელი მოყვანილია.
-აააა, გრძელი თმებით? გამთენიისას მოიყვანეს, ქუჩაში უნახავს სისხლიანი შემხვევით გამვლელს. ჭრილობა თავზე დავუმუშავეთ, ანალიზები აუღეთ და ცოტა ხნის წინ მოიტანეს პასუხები.
-მერე?
-ვნახე, გადავხედე პასუხებს და არც არც ნასვამი არ ყოფილა და არც ნარკოტიკის
ზემოქმედების ქვეშ, ალბად უბედური შემთხვევა იყო და მძღოლმა ღამის სიბნელით
ისარგებლა, მიატოვა და გაიქცა.
-და ვინ არის, არაფერი არ ვიცით?
-არა, არაფერი არ აღმოაჩნდა, არც ჩანთა ქონია, ალბად ისარგებლეს და ჩანთა წაიღეს, რადგან ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, არ უნდა იყოს უბრალო ადამიანი.
-როცა მოიყვანეს თავზე გადაუღიათ და ვხედავ სერიოზულია ტრავმა.
-საკმაოდ ექიმო, ამნეზია გარდაუვალია.
-მეც ვხედავ, რომ გარდაუვალია და ამნეზია შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე, თვე, წლები და შეიძლება ამნეზია სამუდამოდ დარჩეს მისი ტვინის უჯრედებში.
-შეიძლება რამოდენიმე დღეში გაიხსენოს ვინ არის წარსულიც და აწმყოც.
-არ ვიცი,არ ვიცი ვნახოთ მკურნალობა რა შედეგს მოგვიტანს და ახლა პალატაში შეიყვანეთ, მე თავად მივხედავ ამ გოგონას. ექიმმა თავად თავის თავზე აიღო ელისოს გამოჯამრთელება პალატაში შეიყვანა, დამხმარე გუნდი დაიხმარა და ელისო საწოლში გადაიყვანეს. თავად გაუკეთა ისევ ხელახალი ანალიზები, ხელახალი გადაღება თავზე და დაკვირვებით აკვირდებოდა ელისოს სუნთქვას. ექიმი თავზე დაჰფოფინებდა ელისოს და სპირო ჩქარი ნაბიჯით სასტუმროში შევიდა, იანიმ მოუყვა წინა ღამით სადაც იჯდნენ ერთად და საუბრობდნენ და სადაც დატოვა ბოლოს.
-ვადროვოთ 24 საათი და თუ არ გამოჩნდა ჩავრთავ სამძებროს საქმეში.
-სპორო ელისო არ არის ცუდი ადამიანი ის ძალიან შეაწუხა და გულით განიცადა დაგროვილ
ვალზე მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ, აქ იმ მაკლერის ხელია.
-ფიქრობ, ვითომ გასაღება უნდოდათ და გაასაღეს. იანი რამევ კვალს დატოვებდნენ, თუ მკვდარია აუცილებლად გავიგებთ.
-საქმეც ესაა, რომ უკვალოდ არის ყველაფერი გაკეთებული, ეს რას ნიშნავს ვერ ხვდები? ეს გეგმა უკვე დიდი ხნის შემუშავებული ქონდა, მომენტი ნახა თუ არა სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი.
-ძალიან დამღალა ამ ცხოვრებამ და ვგრძნობ წინ სასტიკად დამღლელი დღეები მელოდება.
-იცი რა არის სასაცილო? შეეკითხა იანიმ გაოცებულ სპიროს და გაეცინა.
-რა არის სასაცილო ან რა დროს გაცინებაა, იანი კარგად ხარ?
-სასაცილო ის არის,რომ ჩვენ ადამიანები ლამაზ ირემს ცხოველს ვეძახით, არადა ზოგიერთი
ადამიანი თავად არის ცხოველი. გახსოვს ის sms-ი რომ მოუვიდა, შენ თავად წაიკითხე პოლიცია არ ჩარიო საქმეში თორემ ინანებო?
-გამახსენდა, ვითომ უთვალთვალებდნენ და ჩემთან რომ მოდით დაინახეს?
-კი სპირო ეს ნამდვილად ასე არის და ვინ იცის რა უქნეს, მოკლეს და ზღვაში გადააგდეს?
-ნუ გამოიტან წინასწარ დასკვნებს, მაგრამ 15 000 000 ევრო არ არის ცოტა თანხა, ყველაფერია მოსალოდნელი და ყველაფერს უნდა ველოდოთ, ყველაფერზე საღი გონებით უნდა ვიფიქროთ, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ. მე წავალ და თუ რამე ახალი გაიგო გამაგებინე.აქ ყველა გააბრთხილე ინფორმაცია არ გავიდეს სასტუმროდან, ეს სასტუმროს რეპუტაციას ცუდად შეეხება და ძალიან იმოქმედებს ეკონომიურად შენზეც და ყველაზე.ისე გავაკეთოთ, რომ ვითომ არ ვეძებთ. ნომერი ჯერ იყოს ხელუხლებელი, დაკეტეთ და არავინი არ შეუშვათ იმ ოთახში.
-კარგი და გამაგებინე, თუ რამეს მიაგნო.
-აუცილებლად და გთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნე.

-გაიღვიძე, ვინ იცის ვინ გელოდება. საიდან ხარ, რომელი ქვეყნის შვილი ხარ და რომელ ენაზე საუბრობ. გაიღვიძე გთხოვ, ძილში რომ ხარ ასეთი ლამაზი, დავიჯერო ისედაც ასეთი ლამაზი ხარ თუ შენი დახუჭული თვალები მატყუილებს. მისთვის ჩურჩულებდა ექიმი,რომ პალატაში მაღალი შავგვრემანი თეთრხალათიანი მამაკაცი შემოვიდა.
-არის რამე სიახლე, როგორ ატყობ. შემობრუნდება გინდა ჩემი დახმარება?
-არა, არა სპირო. ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ ვხედავ სიახლეს. თუ დამჭირდი გეტყვი აუცილებლად, ჯერ მთავარია აზრზე მოვიდეს და გაიღვიძოს, მაგრამ ჰაერში ავარდნილი მთელი სიმძიმით არის დაცემული და თავი აქვს დარტყმული, ბევრი სისხლი დაუკარგია მელინამ და ფანიმ მითხრა, იმ ღამით ისინი იყვნენ მორიგეები.
-თუ გინდა, გაუკეთოთ მასაჟები და ვნახოთ თუ აქვს ფეხებში ნერვს მგრძნობელობა. ხომ იცი არ მეზარება.
-ვიცი საუკეთესო ფიზიოთერაპევტი ხარ. მკრთალად გაუღიმა ექიმმა სპიროს.
-დარწმუნებული ვარ გამოვა მდგომარეობიდან. სპირომ თანაგრძნობით შეხედა ექიმს და გავიდა. მთელი ექვსი დღე ვერაფერი ვერ გაიგო ვერც იანიმ და ვერც იურისტმა სპირომ ელისოს შესახებ. თითქმის ღამეები არ ეძინათ და ყველგან ეძებდნენ,მაგრამ არაფერი სიახლე არ იყო და ორივეს უკვირდა ასე უგზო-უკვლოდ სად უნდა გამქრალიყო ადამიანი.
-იყნოსა დამნაშავემ, რომ უკვე საშიშია მათი თავისუფლად სიარული და კარგად იმალება,ან თუ გამოდიან ხალხში კარგად არიან შენიღბულები.
-სადღავ მაინც დაუშვებენ შეცდომას და ჩავარდებიან.
-ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას მანამდე, სანამ არ გამოჩნდება რამე მნიშვნელოვანი ნიშანი.
-საავადმყოფოები მოიარე?
-რამოდენიმე საავადმყოფო მოვიარეთ, მაგრამ იქაც არაფერია კარგად იცი ათენში არ არის ერთი და ორი საავადმყოფო, ძებნა გრძელდება მთელი 24 საათის განმავლობაში.

-ვარსკვლავებით არის მოჭედილი ცა და იცი რა სილამაზეა? დღეს განსაკუთრებით ლამაზია ცა და იმის მაგივრად ახლა დაღლილი სახლში მივდიოდე, სადაც მხოლოდ ჩემს ლოდინში დაღლილი დედა მელოდება, მე აქ ვზივარ შენს საწოლთან და უკვე ფიქრით დავიღალე. ვფიქრობ, თუ რატომ მოხდა ასე და უფრო ლოდინმაც დამღალა, როდის გაახელ მაგ უჩვეულოდ ლამაზ თვალებს. სკამი ნელა მიაჩოჩა საწოლთან და დაღლილი ჩამოჯდა, თან აკვირდებოდა მის წინ უგრძნობლად მწოლიარე უცხო გოგონას,რომელიც მშვიდად სუნთქავდა და ამავ დროულად დრო და დრო ცრემლები სცვიოდა დახუჭული თვალიდან. გაოცებულმა ახლოს მიწია სახე და დააცქერდა ელისოს და შემდეგ ტელეფონით ფოტო გადაუღო თვალიდან გადმონადენ ცრემლს და თან წარწერა გაუკეთა ,,უცხო ქალის ცრემლი''. როგორი გაყინული გული უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ასე გაიმეტოს ადამიანი და ქუჩაში სასიკვდილოდ მიატოვოს მითუმეტეს ქალი. ცხელი ზაფხულია უცნობო, გარეთ საოცარი სიცხეებია, ნუთუ ამ სიცხეებმა არ შეაღწია ყინულად ქცეულ გაბოროტებული ადამიანების გულში, ოდნავ რომ მაინც გაელღოთ ყინული სითბოს და იქ ჩაბუდებული სიცივე შეცვლილიყო სიკეთით და სიყვარულით, რომ ცოტა ოდნავ მაინც გათბობოდათ გულის მხარე ან რა დააშავე ასე რომ გაგიმეტეს ან სულაც იქნებ იმ უგულო და ხორცმოჭმული მძღოლების მსხვერპლი ხარ დიდი სიჩქარით რომ მიჰქრიან გზაზე და არ უკვირდებიან რა ტკივილს ტოვებენ უკან. ექიმი მისთვის ფიქრობდა და ელისოს ამ დროს სიცხისაგან ოფლიანობა დაეწყო და მოულოდნელად ბოდვა დაიწყო. გაიგონა, რომ ბოდავდა, მაგრამ ვერაფერი ვერ
გაიგო რას ამბობდა და შეწუხებულმა წამოდგა ფეხზე. იმავე პალატაში ასაკოვანი ქალიბატონი
იწვა, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა ადგა თავზე მომვლელად და მას რამდენჯერმე მოესმა ელისოს მიერ წარმოთქმული ,,დედა''.ეგონა მოეჩვენა და დააყურადა,ცოტა ხანში ისევ გარკვევით თქვა, ,,დედა''.ექიმს ძალიან გაუხარდა და თქვა.
-კარგია რომ ალაპარაკდი, მაგრამ ის გამაგებინა რა ენაზე ლაპარაკობ, რომ შევძლო შენთან კონტაქტი.
-უკაცრავად ექიმო, გავიგონე რაც თქვა და თუ არ ვცდები ის ქართველია.
-კი ნამდვილად თქვა რაღაც, დადა თუ დედა კარგად ვერ გავარჩიე, რაც თქვა ის კი გავიგე რას ნიშნავს?
-მე ვიცი რას ნიშნავს, ეს სიტყვა ძალიან თბილი და ძალიან ტკბილი სიტყვაა, სიტყვა რომელიც გვასწავლის ყველაფერს და გულში გვიხუტებს, სითბოს და სიყვარულს რომ გვიზიარებს. გოგონამ თვალზე ცრემლმორეულმა აუხსნა ექიმს რას ამბობდა ელისო და რას ნიშნავდა ის სიტყვა.
-ის დედას უხმობს ექიმო, დედა ენატრება.
-მართლა გესმის რა ენაზედაც საუბრობს?
-მესმის, ამ ენას ვერავინი ვერ დამავიწყებს ის ჩემი მშობლიური ენაა, ის ქართველია ექიმო.
-თქვენც ქართველი ხართ, თუ ისე გესმით ეს ენა.
-არა, ქართველი ვარ. სევდიანად გაუღიმა გოგონამ.
-ეს ძალიან კარგია, შეგიძლია ყური დაუგდო და თუ რამეს იტყვის კიდევ, ჩაინიშნო.
-კი, ყურადღებით ვიქნები. ექიმს გაუხარდა, რომ გაჭირვებით, მაგრამ პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ გადაიდგა.
ექიმი, ხრისტო გაბრიელი დაიბადა ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიაში. სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დაასრულა კალიფორნიაში და რამოდენიმე წლის წინ დაბრუნდა იქ სადაც მისი მამის ფესვებია, საბერძნეთში. წარჩინებულმა და 37 წლის ასაკში სახელგანთქმულმა ექიმმა მალე იპოვნა მისი სპეციალობით სამსახური და მოეწყო ათენის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში როგორიც ,,KENTRIKO KLINIKA'' -არის. ახალგაზრდა ექიმი გულით და სულით, მთელი ენერგიით ეკიდება მისთვის დაკისრებულ საქმეს და არ ღალატობს ჰიპოკრატეს ფიცს.37 წელი არ არის დიდი ასაკი, მაგრამ უკან რომ იხედება წარსულისაკენ, სულ სხვაგვარად შეუძლია ახსნას ცხოვრება. წლების წინ უფრო სითბო მოდიოდა ხალხისგან და უფრო იყო ერთმანეთის დაფასება, დღეს კი საგრძნობლად და მტკივნეულად შეიცვალა დღევანდელი ცხოვრება. ეკონომიურ კრიზისთან ერთად, ხალხის გონება ნელა-ნელა ქვეითდება და ბევრი ადამიანურ გრძნობებსაც ივიწყებს. უხაროდა ელისომ იმედის ნაპერწკალი რომ გაუჩინა და უფრო მისცა ძალა და სტიმული ებრძოლა ხვალინდელი უკეთესი დღისთვის.
-არა, არ მივატოვებ, არის ჯერ კიდევ იმედი და ამ იმედს უნდა ჩავეჭიდო.
-ხრისტო რატომ ბრძოლობ ამდენს ამ უცნობი გოგონასათვის? მოულოდნელი იყო ეს კითხვა
მისთვის, მაგრამ არ დაიბნა და უნებურად თავადაც დაუსვა კითხვა ფიზიოთერაფევტ-სპიროს.
-რატომ? რას ჰქვია რატომ სპირო ის ხომ უფლისგან მოვლენილია და ჩემამდე მოიყვანა უფალმა, მე უნდა შევძლო და ის გადავარჩინო. მე მისი ტკივილი გულთან მივიტანე და ამას შევძლებ. გულით აკეთებდა მის მოვალეობას, მაგრამ გრძნობდა შინაგანად კიდეც, რომ თითქოს იქ იმ საწოლზე მისი ცხოვრება იწვა და მაგრად ჩაკიდა ხელი. ყველაფერს აკეთებდა, მხოლოდ ელისოს გახელილი თვალებისათვის შეეხედა.გრძნობდა, რომ ამ უცხო ადამიანში, ამ უცხო ქალში მთელი მისი სიცოცხლეა ჩადებული და ვინ იცის,იქნებ მართლაც ასე იყო. მის საწოლთან მისული, ელისოს გრძელ თითებს მოეფერებოდა, მერე ისევ სახეზე დააკვირდებოდა და ისევ უხმოდ გადიოდა პალატიდან შემდეგ შემოვლამდე მოლოდინით სავსე. ერთ საღამოს უკვე ღამეების ნათევს, მის საწოლთან ჩაეძინა და ცოტა ხანში იგრძნო ელისო შეინძრა, თავი ასწია და ელისოს ოფლისგან დაცვარული სახე მოწმინდა. ელისომ
ჩურჩული დაიწყო და ვერ გაიგო რას ჩურჩულებდა, ფრთხილად გააღვიძა ჩაძინებული ნინო და თხოვა ყური დაეგდო რას ჩურჩულებდა, გოგონა წამოდგა და საწოლთან ახლოს მივიდა და უკვე სუფთად და გარკვევით გაიგონა ელისოს ნათქვამი სიტყვები.
-დედა, დედიკო სად ხარ. დე მჭირდები, დე დავიკარგე და მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი პოვნა.
-გაიგე რა თქვა?
-ის, ის ისევ დედას უხმობს ძილში და ამბობს რომ დაიკარგა. ცრემლი მოერია გოგონას.
-კარგია, ეს შესანიშნავია. ახლა მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ გაიღვიძებს თუ ახსოვს ვინ არის. ელისო ძილში დედას ნატრობდა ოჯახისგან შორს საბერძნეთში და შველას ითხოვდა. თბილიში კი ელისოს დედა, დარდისგან უფალს თხოვდა შვილის დაბრუნებას. ათი დღე გავიდა, რომ ვერაფერი ვერ გაეგოთ ელისოსი. ათი დღის განმავლობაში სპირომ ვერ მოჰფინა ნათელი საქმის მსვლელობას, თითქოს დრო გაიყინა მისთვის და წინ აღარ მიდის. მეათე დღეს, უკვე დიდი იმედით სავსე იდგა ელისოს საწოლთან ექიმი და ვენიდან სისხლს უღებდა ახალი ანალიზისათვის.
-ჯერ კიდევ გვაქვს დრო, თუმცა მთავარი წინ არის და ამ მთავარს შენი თვალების გახელით გვეტყვი ანგელოზო, როცა გაახელ ამ ლამაზ თვალებს. მე კი მანამდე ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვები ნაპირს და იმედია ეს ფრთხილი ნაბიჯი სიხარულამდე მიმიყვანს, გაახილე თვალი და ერთად შევხედოთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. მე და შენ ორივე ვიბრძოლებთ და გპირდები გამოვალთ შავი გვირაბიდან თეთრ სინათლეზე. გპირდები, რომ სანამ არ გაახელ თვალებს, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ნეტავ გამაგებინა ვინ ხარ, რომ ნათესავებს გავაგებინო, ვინ იცის ისინიც როგორ ნერვიულობენ გეძებენ და ვერ გპოულობენ. უდარდელად გადაგიარეს გულზე და გზაჯვარედინზე მიგატოვეს უფლის ანაბარად, თითქოს ბალახის თვისება გქონდა და ისევ წამოდგებოდი მალე. ყველაფერი ლაგდება ნელანელა, მაგრამ ჩუ, ამის თქმა ჯერ ხმამაღლა არ შეიძლება. უფრსკულის პირას მდგარი ორივემ ხავსმოკიდებულ ძლიერი ხის ფესვებს მოვეჭიდეთ, რომელმაც არ გვიმტყუნა და უფრსკულის ნაპირს გამოგვაშორა და გამოგვარიდა, არ მოგვცა იქ ჩავარდნის კი არა, ჩახედვის უფლებაც კი. დღემდე იმედგადაწურული ვიდექი და დღეს შენმა ერთმა წინადადებამ,ერთმა სიტყვამ ჩემი იმედი გამიასმაგა, ბნელი გაანათა და რწმენა დამიბრუნა. განათდა ბნელი ღამე და აი საათი უკვე წამებსაც კი ითვლის, შენ თუ შიში არ გაქვს გულში გაახილე თვალები და შევხედოთ ერთად გარეთ რა ლამაზად დნება ნელა-ნელა განთიადი. ფიქრები გოგონას მხარზე დადებულმა ხელმა შეაწყვეტინა და თბილად უთხრა.
-ექიმო დაისვენეთ მე აქ ვარ და მივხედავ თქვენს პაციენტს, თქვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გაბარიათ და უძილობა თქვენზე არ შეიძლება. მე ნინო მქვია, მაგრამ აქ ნინას მეძახის ყველა.
-კარგი ნინა წავალ ცოტას მართლა წავიძინებ. ხრისტომ რაღაც ჩაინიშნა უბის წიგნაკში და გავიდა პალატიდან, ნინო ახლოს მივიდა ელისოსთან, მისი ხელი ხელში აიღო და ჩუმად უთხრა.
-იცი? არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ შენს მიერ წარმოთქმულმა ერთმა სიტყვამ ,,დედა'' ჩემში გაიარა და ტკივილად მოედო მთელ სხეულს. ათი დღეა უკვე გიყურებ და მდუმარედ ხარ, შენც იბრძოლე შენი თავის გადარჩენისთვის. ვინ იცის, შენი დედა როგორი მოლოდინით გელოდება. ვიცი, დარწმუნებული ვარ სიკვდილი არ არის ასეთი ბოროტი და ყოველთვის როცა დროა უნდა წაიყვანოს მასთან მისი რჩეული, ბოლო წუთებში ხვდება, რომ ის შეცდომას უშვებს, მაგრამ ეს შემთხვევა სამწუხაროდ ხშირად არ ხდება, მე კი ვგრძნობ ახლა ასე მოხდება, რადგან შენ მან უკვე აგიყვანა ღმერთამდე, მაგრამ ჯერ აქ ხარ და სუნთქავ და ექიმი ხრისტო არ მოგცემს ნებას ასე უთქმელად, მდუმარედ და გაუცნობლად წახვიდე მისგან. ნეტა შეგახედა რაოდენ დიდი სითბო და სიყვარული მოდის მისგან, როცა ის აქ არის შენს საწოლთან და გეჩურჩულება ხან შესამჩნევად და ხანაც გულში. არ დანებდე იბრძოლე, იბრძოლე შენი თავისთვის და იბრძოლე ამ უცნობი ადამიანისათვის. ხელი უნდა გაეშვა, რომ ელისომ ნინოს ხელი მოუჭირა ხელზე, ეს დიდი სიხარული იყო წამოდგა და დაუფიქრებლად გაიქცა ექიმის კაბინეტისაკენ,მაგრამ იქ მისულმა უკან დაიხია,რადგან შეეცოდა გასაღვიძებლად უკვე ღამეების უძილარი ექიმი და ისევ უკან
დაბრუნდა. ხანდახან რა დამღლელია ყველა და ყველაფერი, ღამეს დევნიდა მტრედისფერი დილა,რომ ხრისტომ თვალი გაახილა, ხელზე საათს დახედა და საჩქაროდ წამოდგა 6 საათი სრულდებოდა. მზე უკვე იწყებდა ამოწვერას და ოქროსფე სხივებს ნელა-ნელა ყველგან ასხივებდა, თავი მოიწესრიგა და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ნაცნობ ბილიკს, ნაცნობ პალატამდე. ფრთხილად შეაღო კარები, რადგან ეგონა ნინოს ეძინა, მაგრამ ის ფანჯარასთან იდგა და ცხელი ყავის ფინჯანი ეჭირა ხელში რომელსაც ორთქლი ასდიოდა და ცუდად ირძნო თავი. ნინომ კარების ხმაზე შემობრუნდა და ექიმს ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალებით შეხედა და წინა ღამეს მომხდარი ახალი სასიხარულო ამბავი გადასცა.ექიმსაც გაუხარდა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, იქვე ჩამოჯდა და ხმამაღლა უთხრა.
-ისევ მცხუნვარე მზე აცხუნებს დღეს, მაგრამ შენ ისევ გძინავს, აღარ დაიღალე? გაახილე რა
თვალები, შემდეგ ბაგე ყურთან მიუტანა და ჩუმად უჩურჩულა.
-მე ისეთ თვალებს ველოდები მთელი ეს დრო, რომელიც ვიცი ცეცხლის გარეშე დამწვავს, მაგრამ რომ დავფიქრდები მგონია ხელოვნური ხარ ასე უძრავად რომ წევხარ. გაინძერი და გაიღვიძე, გთხოვ მიეცი შენს არსებობას ბუნებრივობა. ის თუ იცი, შენი ეს სიჩუმე ჩემს გულს რომ აკვნესებს და მთელი მისი არსებით შენით რომ არის შეპყრობილი.


სპირომ ჩქარი ნაბიჯით შევიდა სასტუმროში და იანის კაბინეტი დაუკაკუნებლად შეაღო.
-იანი მოვიძიე, ვიპოვნე ელისო სადაც არის.
-სად არის,კარგად არის? კითხა გაოცებულმა სპიროს.
-მთელი ეს დრო, ,,KENTRIKO KLINIKA-ში წევს და დღემდე უგრძნობლად არის.იქ მივდივარ და ექიმი უნდა ვნახო,დაველაპარაკო როგორია მისი ჯამრთელობის მდგომარეობა. აქ კი მოვიძიეთ MNO6081 მარკის ავტომანქანა, მუქი ლურჯი ფერის. იმ დილით არის ვიდეო დაფიქსირებული გამთენიისას როგორ დაეტაკა ელის და ეს ნიშნავს ის რაც ელისოს თავს გადახდა შემთხვევით არ ყოფილა რადგან დატაკებიდან მოშორებით გააჩერა მძღოლმა და გადმოვიდა შეხედა ელის და ისევ წავიდა, მაგრამ რამოდენიმე წუთში ვიღაც მივიდა ისევ და ხელზე ბეჭედი მოაძრო ეს რა გამოდის? ეს იყო წინასწარ შედგენილი და დაგეგმილი გეგმა, რომ ელი ან უნდა მოეკლათ ან უნდა დაეინვალიდებიათ, რასაც ხედავ გამოუვიდათ კიდეც.
-რადგან მანქანის მარკა დადგენილია, იმედია მივაგნებთ მძღოლსაც. თქვა იანიმ და იმედი გაუჩნდა.
-მივაგნებთ დრო ჭირდება ამ საქმეს, მაგრამ მივაგნებთ.
-ვიცოდი ელი უმიზეზოდ არ გაუჩინარდებოდა, არ ეტყობოდა ასეთი აღმზრდელობა მის სულს.
-წავედი, შემოგიარე რომ ეს მეთქვა პირადად. თქვა სპირომ და წამოდგა.
-მეც მოვდივარ. იანიც წამოდგა ფეხზე და ორივე ერთად გავიდნენ სასტუმროდან. პარასკევი დღე ყოველთვის გადატვირთულია ათენში მოძრაობა, თითქმის ერთი საათი იდგნენ საცობში და ვერც წინ მიიწევდნენ, ვერც უკან ბრუნდებოდნენ და როგორც იქნა მიაღწიეს კლინიკამდე სპირომ კითხვა-კითხვით მიაგნო ელისოს. საღამო იყო და უკვე სულ ცოტა ხანში მნახველთა შესვლა აიკრძალებოდა, სპირო და იანი დაღონებული იდგნენ ელისოს საწოლთან და ვერაფერს ამბობდნენ, მოულოდნელად ხრისტო შემოვიდა პალატაში და ნინოს უთხრა თხოვნით.
-ნინა ცოტა ხნით გავდივარ და გთხოვ, ჩაინიშნე ყველაფერი რაც კი უცნაურად მოგეჩვენოს.
-დიახ ექიმო, ყურადღებით ვიქნები. ხრისტომ იქვე მდგარ ორ უცნობ მამაკაცს შეხედა, მაგრამ სპირომ დაასწრო თქმა.
-უკაცრავად, ჩვენ ელის ჯამრთელობის შესახებ გვაინტერესებს, მე მისი იურისტი ვარ სპირო რანო.
-თქვენ იცნობთ გოგონას? გაუხარდა ექიმს.
-დიახ, შეიძლება სადმე ვისაუბროთ?
-როგორ არა, წამობრძანდით ჩემს კაბინეტში.ხრისტო წინ წაუძღვა სტუმრებს და გულში
უხაროდა, რომ როგორც იქნა რაღაც მნიშვნელოვანს გაიგებდა იმ ადამიანზე,რომელმაც გული ჯერ კიდევ გაუცნობლად მოჰპარა. კაბინეტში შესულმა სტუმრებს გადახედა და უთხრა.
-ვფიქრობ საუბარი ცოტა დროს არ წაგვართმევვს,ხომ არ შეუკვეთო კაფე?
-არა,არა მადლობა. უარის მიღებისთანავე მათ წინ დაჯდა და მოემზადა ახალი ინფორმაციის
მოსასმენად.
-გისმენთ ბატონო რანო რას მეტყვით, ვინ არის ეს გოგონა, საიდან არის და რა დაემართა იმედია ესეც გეცოდინებათ. იურისტმა ღრმად ამოიოხრა და თხობა დაიწყო.
-ელი ქართველია, საქართველოდან ჩამოვიდა. სპირომ ყველაფერი უამბო ხრისტოს რომელიც დიდი გურისყურით უსმენდა მას.
-ასეა ექიმო და ახლა კი საშიში ის არის, რომ გაიგოს ვიზედაც ეჭვი გვაქვს ელი ცოცხალია და ჯერ კიდევ იბრძვის სიცოცხლისთვის, შესაძლებელია აქაც მოვიდეს ან ვინმე მოაგზავნოს.
-გასაგებია, ელი ხომ? სპირომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-რადგან სიტუაცია ასე სერიოზულია ელიზე პირადად მე ვიზრუნებ, მაგრამ სამწუხარო ამბავიც გვაქვს.
-გისმენთ ექიმო.
-ელი როცა გაიღვიძებს ამნეზია გარდაუვალია და ეს როდემდე გაგრძელდება არ ვიცით,ამის თქმა არ შეგვიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით ამნეზია რამდენ ხანს დარჩენბა მის ტვინის უჯრედებში, მაგრამ ამნეზიის გარდა სხვა ყველაფერი ნორმალურად არის, მხოლოდ თავი აქვს მთელი სიძლიერით დარტმული და გათიშულია მახსოვრობის უჯრედები, ეს ყველაფერი რომ ამუშავდეს და მწყობრში ჩადგეს დრო უნდა. ჩემი აზრით ადამიანი რომ გადავარჩინოთ და დავიცვათ ბოროტი ხელისგან უმჯობესია საქართველოს საელჩოს შეატყობინოთ და ისინი იზრუნებენ თავად პაციენტზე.
-ამაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ ჯერ დაველოდოთ შემდეგ სვლას. თქვენ როგორც თქვით, უკვე იმედები არის და ეს უკვე კარგის ნიშანია.
-იმედი აქამდე არ მქონდა, მაგრამ მაინც ვბრძოლობდით ორივე ერთად და გუშინ დაკარგული იმედის ნაპერწკალი გაღვივდა როცა ძილში რაღაც სიტყვები წარმოთქვა, რაც მთავარია მგრძნობელობა აქვს. გოგონა რომელიც პალატაშია, ის ქართველია და ესაუბრება, როგორც გაირკვა მხოლოდ მისი ენა ესმის.
-როგორც ჩანს ასეა. ელიმ ინგლისური იცის კარგად, ჩვენ ინგლისურად გვესაუბრებოდა, უაქცენტოდ და ძალიან კარგად. სპირომ თავისი სავიზიტო ბარათი ამოიღო და ექიმს გაუწოდა.
-ეს ჩემი საკონტაქტო ტელეფონებია, გთხოვ თუ რამე დაგჭირდეს ან რამე შეამჩნიო დამირეკე, შემოვლით კი ყოველ დღე შემოვივლი. ექიმმა მისი ნომრები მისცა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ, მათი წასვლის შემდეგ კი დაფიქრდა.
-რაღაც უნდა ვიღონო და ელი დავიცვა, მაგრამ როგორ ვინ ვარ მე მისი, მაქვს კი
ამის უფლება? როგორც ექიმი მაქვს უფლება და ეს უნდა გამოვიყენო, ეს შანსი არ უნდა გავუშვა ხელიდან. უეცრად თავი ასწია დაღლილი თვალები მოისრისა, წამოდგა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან, პირდაპირ ელის პალატაში შევიდა და ნინას გაესაუბრა.
-ნინა შემიძლია გენდო, შემიძლია გესაუბრო ეს ძალიან სერიოზულია და ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
-გისმენთ ექიმო. შეშინებულმა შეხედა ნინომ.
-ჩვენს ენას კარგად ფლობ, როგორც შეგატყვე წლებია აქ ხარ.
-კი ასეა, უკვე 10 წელია აქ ვარ.
-გყავს ისეთი ვინმე, ვინც საიდუმლოს შეინახავს და სანდო იქნება?
-ბევრს არავის ვიცნობ, მაგრამ ამ წუთში ვინც სანდოა ჩემთვის და მართლა მეიმედება ის ჩემი დაა რომელიც უმუშევარია და ეძებს საუშაოს.
-ბერძნული იცის, შეუძლია რომ ვიკონტაქტოთ?
-კი როგორ არა ის ჩემზე ადრეა აქ ჩამოსული და უკვე მოქალაქეობაც აქვს, კანონიერი საბუთები აქვს.
-ეს ძალიან კარგია დაურეკე და მოვიდეს ახლავეს, ახლავეს ნინა. ნინომ ტელეფონი აიღო და დარეკა, რა თქმა უნდა ქართულ ენაზე ესაუბრა და ექიმს უთხრა.
-მალე აქ იქნება.
-კარგია, ჩემს კაბინეტში ვიქნები და იქ მოვიდეს. მალე მოვიდა ნინოს და ნათია და მიასწავლა ექიმის კაბინეტი სადაც იყო, ფრთხილად დააკაკუნა კარებზე და მოესმა მამაკაცის დაღლილი ხმა, მაგრამ ექიმის ხმა ნათიას ძალიან თბილად და სასიამოვნოდ მოესმა რამაც ღიმილი მოგვარა.
-მობრძანდით. ნათიამ კარები შეაღო და მორიდებით უთხრა.
-გამარჯობათ ექიმო, მე ნინას და ვარ. ექიმმა მის წინ სკამზე მიუთითა დაბრძანდიო და ძალიან ნელა და გასაგებად აუხსნა საქმის ვითარება, ისიც არ დაუმალა რისიც ეშინოდა, რას და ვის უნდა მორიდებოდა.
-ამ ყველაფერთან ერთად რაც მინდა თქვენგან, მინდა არ გაიგოს ვინმემ თუ ვინც მოვა, რომ
ქართველები ხართ და მათი ენა გესმით.მინდა ყველას მოუსმინოთ და ჩაიწეროთ ყველაფერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რთულია მაგრამ უნდა შეძლოთ.
-შევძლებ ექიმო, მე კანონიერად ვცხოვრობ ამ ქვეყანაში და მუშაობის უფლებაც მაქვს. ასე რომ, მე არავის არ მეშინია. როდიდან შევუდგე მუშაობას, როდიდან მოვიდე?
-თუ მზად ხარ ყველაფრისთვის დღეიდან, ამ წუთიდან.ფასები იცი როგორადაცაა და ყველაფერი ისე იქნება, არაფერი არ შეიცვლება, შევთანხმდით?
-შევთანხმდით. ნათიამ ექიმის გამოწვდილ ხელს ხელი ჩამოართვა და მასთან ერთად ელისოს პალატაში წავიდა.
-მომისმინე, არაფერი არ გევალება, მხოლოდ ყურადღება არ მოადუნო და დაუკვირდე ძილში ისევ თუ ალაპარაკდება,ან თუ გაიღვიძებს იმ წუთში მირეკავ. ესენი ჩემი ნომრებია, არ მოგერიდოს რა დროც არ უნდა იყოს, მე აქ გავჩნდები. აბა წარმატებები, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ხრისტო იმ ღამით სახლში წავიდა, რომ ნორმალურად დაესვენა ნინომ ელის საწოლს მიუახლოვდა და ნათიას უთხრა.
-ნათია ესაუბრე, მე რომ ველაპარაკე გუშინ ხელზე ხელი მომიჭირა და მივხვდი, რომ ესმის, იცი როგორ მეცოდება დედას თხოვს შველას?
-მართლაც ცოდოა, თან რა ლამაზია. როგორც შევატყვე, ექიმი ამ გოგონას მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს.
-მეც მასე შევატყვე, ძალიან კარგი ადამიანია პირველივე წუთიდან დაჰფოფინებს თავზე.
-შენი ბებო როგორაა, კიდევ დიდი დრო უნდა გყავდეს აქ?
-ჯერ კიდევ ჭირდება რაღაც გამოკვლევები და ვფიქრობ რომ კი. დავიღალე, უკვე ძალიან დავიღალე ვეღარ უძლებ.
-გაუძელი ჩემო გოგო, აბა რას უშვები ასეთია აქაური ცხოვრება. ნინოს ჩაეძინა, ნათიას კი ელის ხელი ეჭირა ხელში და რაღაცას ეჩურჩულებოდა 5 საათი იყო პალატაში ექიმი რომ შევიდა.
-აქ რატომ ხართ ამ დროს ექიმო, სახლში ხომ უნდა წასულიყავით.უთხრა გაოცებულმა ნათიამ ექიმს.
-ვიყავი, ცოტა დავისვენე და წამოვედი არ დამეძინა თუ შეძლებ დაიძინე ცოტა, ცოტა ხნით შეგცვლი მთელი ღამის უძილო ხვალ ვერ შეძლებ მუშაობას დასვენება გჭირდება.
-არა უშავს გავუძლებ, განა ამაზე მეტისთვის არ გამიძლია? ხრისტო გავიდა პალატიდან და მისი წასვლის შემდეგ მოტანილ ანალიზების პასუხებს გადახედა, რომლებიც მაგიდაზე იყო
დალაგებული, ერთი საათი დააგვიადა და დაღლილი სახით წამოდგა. ამდენი უძილობისგან და ღამეების თევისგან ხრისტოს თვალების გარშემო სიშავე აჩნდა და სახე გაცრეცილი ჰქონდა, პალატაში შესულმა უცბად გაჩერდა ადგილზე და ნელანელა ცდილობდა უკან დაბრუნებას რადგან ნათიას ჩასძინებოდა და არ უნდოდა გაღვიძებოდა მის შესვლაზე. ხრისტომ მძაფრად შეიგრძნო ამ ორი ადამიანის, ორო უცხო ქალის მძიმე ცხოვრება უცხო ქვეყანაში. ისინი მათი სიცოცხლით უზრუნველყოფდნენ თავიანთ ოჯახებს, შეებრალა ნათია გასაღვიძებლად, მაგრამ ნათიამ იგრძნო ხრისტოს სიახლოვე და თავი ასწია.
-მაპატიე,გაგაღვიძე.მოუბოდიშა ექიმმა.
-წავალ ყავას ამოვიტან და გამოვფხიზლდები. ფეხზე წამოდგა ნათია.
-როგორ ყავას სვამ, მე მივდივარ და ამოგიტან.
-უხერხულია, როგორ შეგაწუხოთ ექიმო.
-ნუ გერიდება, მივდივარ მაინც. გაეღიმა ხრისტოს
-ტიბილი და რძით. უთხრა ღიმილით ნათიამ. მალე დაბრუნდა და ცივი ყავით ხელში შევიდა პალატაში.ყავის სუნზე ნინომაც გაიღვიძა და თავი წამოყო, ხრისტომ მასაც მიუტანა ღიმილით ყავა და უთხრა.
-ვიცოდი ყავის სუნზე გაგეღვიძებოდა და წამოგიღე, მხოლოდ არ ვიცი როგორს სვამდი და ერთი კოვზი შაქრით გავაკეთებინე. გოგოებო, მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინეთ, აქ არ შეიძლება ყავის შემოტანა და წამოდით ცოტა ხნით სალონში გავიდეთ. შენ კი თუ არ მოგეწონოს, ხმა არ ამოიღო გინდა არ გინდა უნდა მიირთვა.
-კარგია, ნუ მიყურებ ექიმო ასე მართლა მომეწონა მე ნათია არ ვარ სიროფი დავლიო. თქვა ნინომ და გულიამნად გადაიკისკისა, მაგრამ უცებ მიიფარა პირზე ხელი და ხრისტოს უთხრა.
-დამავიწყდა წუთიერად სად ვიყავი, ბოდიში.
-არა უშავს, როგორ უძლებთ ასეთ მძიმე ცხოვრებას ასეთი დაძაბული და რთული
რეჟიმით. თითქმის დასვენება არც გიწევთ, ვხედავ ათი დღეა აქ ხარ და არც წასულხარ, ღამით ხომ ძინავს ბებოს და რატომ არ მიდიხარ სახლში.
-მე რომ ვარ აქ და მხედავს იმიტომ ძინავს, სხვაგვარად არც თქვენ მოგასვენებთ და ვერც თავად დაისვენებს რომ ვერ შემხედავს, ამიტომ უმჯობესია აქ ვიყო და მშვიდად იძინოს.
-რაც აქ ხარ და გიყურებ, ბევრჯერ შევნიშნე შენს თვალებში უნებურად გაჩენილი ცრემლი და ვფიქროდ ,,უცხო ქალის ცრემლი'' ძალიან ბევრად დასაფასებელია.
-ის ცრემლი ყველაფრის მთქმელია ექიმო. უცხო ქალის ცრემლი ძალიან დიდ სევდას და დარდს უძლებს და თან დიდ დროსაც, იმ დროს უძლებს რომელმაც მოგვიტანა ეს ძნელი და ცრემლით სავსე ცხოვრება. სევდიანად თქვა ნინომ წამოდგა და პალატისაკენ წავიდა.
-ყავისთვის მადლობა, მე უნდა დავბრუნდე ბებოსთან თორემ რომ გაიღვიძოს შეეშინდება იქ რომ ვერ მნახავს.
-არ არის მადლობა საჭირო. გაუღიმა ნინოს და ნათიას უთხრა.
-მე ვფიქრობ, რომ ეს ცრემლი ჩაილექება თქვენი შვილების მეხსიერებაში და ერთ დღეს პოპულარულიც კი გახდება ,,უცხო ქალის ცრემლი''.ცრემლი რომელშიც არის სიხარული, ტკივილიც, უნდობლობაც, ღალატიც და ყველაზე მთავარი რაცაა მონატრება. ვინ იცის როგორ გიჭირთ ოჯახის და ახლობლების გარეშე.
-ახალგაზრდა ქალი, რომელიც გაჭირვების გამო ტოვებს ოჯახს, სამშობლოს და არავინ იცის მის გულში რამოდენა ტკივილია. არ ვამჟღავნებთ ამ დარდს და სევდას, რადგან აქ არავინ არ არის დამნაშავე ჩვენი ასეთი ყოფისა და ასეთი ცხოვრებისა, ეს ჩვენ გვჭირდება და ჩვენვე ვუძლებთ ამ დარდით სავსე ცხოვრებას. წლების განმავლობაში სხვისი მსახურები ვხდებით და გულში ვიკლავთ მონატრებას, სხვის შვილებს დავფოფინებთ თავზე და ვინ იცის იმ წუთებში რად გვიღირს ჩვენი შვილების ჩახუტება. გავა წლები და ნელა-ნელა ჩვენს სილამაზეს ნაოჭები ეპარება, სახე გვეღარება, უკან გაიხედავ და დაინახავ მარტოობაში და მონატრებაში ჩაკლული საუკეთესო წლებს, იმ წლებს რომლებიც უკან აღარსოდეს აღარ დაბრუნდება და თვითეული ჩვენთაგანის სახეს რომ ამშვენებს ღიმილი, მაგრამ ამ ღიმილის მიღმა უზარმაზარი დარდი და სევდა რომ ბუდობს. ამ ტკივილს მხოლოდ ის მიხვდება და დაინახავს, ვინც იცის რაა უცხო მხარეში ცხოვრება. ვინც იცის რაა მარტოობის ტკივილი და სევდიანი თვალებიდან ჩუმი ცრემლით გადატანილი მძიმე წუთები. რამდენი ღამე აქვს თეთრად გათენებული ტირილში იმ ცრემლიან თვალებს, რამდენი რამის გახსენება უწევთ როცა მარტო რჩებიან თავიანთ თავებთან და რამდენ რამეზე ოცნებობენ ემიგრანტი ქალები და დედები, რომლებიც ჩუმ და უხმო ომში ვართ ამ უდიდესი შრომის ფასად. წარმოიდგინე ექიმო ბევრი ემიგრანტი დედაა უფულობის, უსაბუთობის გამო ჯამრთელობასაც კი საფრთხეს უქმნით. ჩვენ არ გვაშინებს სიძნელე და იცით რატომ? დადუმებული უსმენდა ექიმი ნათიას და ცრემლიან თვალებში შეაჩერდა, რადგან უნდოდა პასუხი იქ ამოეკითხა.
-ჩვენ ქართველები სულით ძლიერები ვართ და ეს სიძლიერე ჩვენი წინაპრებიდან მოგვყვება, ვუძლებთ ამ ცხოვრებას და გაჭირვების მიუხედავად,მაინც კმაყოფილები ვართ იმით, რომ ჩვენი იჯახები ჩვენი შრომის ფასად და მონატრების ფასად დღეს მსუყე გვყავს. მათ აღარ უჭირთ ისე ძალიან როგორც ადრე, მათ აღარ ცივათ და ყველაზე დიდი ბედნიერებაა ისაა რომ აღარ შიათ. ეს ყველაფერი კი ამ უცხო ქვეყანაში ემიგრანტობამ მოგვიტანა, ჩვენი ძლიერი ნებისყოფის სანაცვლოდ. ვიტანჯებით, გვიჭირს, ვტირით, ყოველ დღე მივდივართ, მაგრამ ჩვენ მაინც აქ ვართ ვაგრძელებთ მუშაობას და კმაყოფილების ღიმილი გვაქვს სახეზე, რადგან ჩვენი ხვედრი ეს არის და ვერსად ვერ გავექცევით მას. ნელა-ნელა კი გადის დრო, მაგრამ ამ ნელა-ნელა დროსთან ერთად სიარულში, ერთი თვის უკან 12 წელი შემისრულდა აქ ცხოვრების ამ უცხო ქვეყნაში, უცხო ცის ქვეშ, რომელმაც ფართოდ გამიშალა ხელები და შემიფარა. დილით ჩქარი ნაბიჯებით სამსახურში ფიქრებისაგან გამოუძინებელი თვალებით რამდენჯერ წავსულვარ და რამდენჯერ გავჩერებულვარ გზაში და შემიხედავს, როგორ ლამაზად ამოდის მზე და ვარდისფრად რომ ედება ათენის ცას თითქოს ღიმილით მესალმება და ყველასთან ერთად მეც მილოცავდა უკან დასაბრუნებელ ბლიკებს, საღამოს კი იმავე ადგილზე სადაც მზის ამოსვლას ვხვდები, ცის კიდობანი ლამაზი დაისის ფერებით მხვდება და თავმომწონედ მაუწყებს მზის ჩასვლას, მზეს მთვარე ენაცლება და ვინ იცის რამდენი წელია ასე წვალობს ემიგრანტი დედა. რამდენჯერ ავადაც გამხდარა და მაინც ღიმილით ხვდება კომპიუტერის მონტორზე უკვე გაზრდილი შვილის სახეს, იღიმის და იმ წუთში შეიძლება სიმწრის ღიმილია ის ღიმილი, რადგან არ უნდა მათ გული ატკინოს და ააფრორიაქოს ისინი. ყველაფერს მოითმენს დედა, მაგრამ არ დაუშვებს მისით და მის გამო შვილებმა ინერვიულოს. ამ თმენა თმენაში ახალგაზრდობაც გაქრა და სადღაც ჩვენი სხეულის რომელიღაც კუთხეში ჩასახლდა, თითქოს გვემალება. თავი ჩაქინდრა, თვალებზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა და იქვე მდუმარედ მჯდომ ექიმს შეხედა, რომლის თვალზეც შეამჩნია ცრემლი, რომელსაც ძალიან ცდილობდა შეკავებას და გარეთ გამოსვლის ნებას არ აძლევდა.
-ჩვენ წავალთ აქედან ექიმო, მაგრამ როგორ წავალთ ესაა საფიქრალი ჯერ და მერე კი როცა ეს დღე დადგება დაუფარავი ხალისით წავალთ. მტკივნეული კი ის არის,რომ ბევრი ჩვენი საყვარელი ადამიანები აღარ დაგვხვდებიან და მათი მონახულება მხოლოდ საფლავებზე მოგვიწევს. ჩვენც ჩვენვე ვართ ჩვენი თავებისთვის ცუდები, ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ იქ
მყოფებზე შვილებზე, დედმამიშვილებზე და ჩვენი თავისთვის კი ჩვენ დრო აღარ გვრჩება
საფიქრლად. გიყურებ ახლა და თქვენს თვალებში ვხედავ ერთადერთ შეკითხვას,ხრისტოს გაეცინა და უთხრა.
-მართალია, დიდი ნახია გისმენ და ერთი კითხვა დამებადა.
-ვიცი შეგატყვე, მკითხე რაც გაინტერესებს.
-რა მოგცა ამ წლებმა, ამ მარტოობის დარდიანმა და მხოლოდ ცრემლით სავსე წლებმა.
-ალბად არ დამიჯერებ, რომ გითხრა ამ წლებმა ბევრი, ძალიან ბევრი რამ მასწავლა და დამანახა. დაკარგვითაც დავკარგე ბევრი, მაგრამ შევიძინე კიდეც. მთავარი იცი რა გავიგე ამ წლების მანძილზე? ძალიან კარგად ვარჩევ უკვე თეთრს და შავს და უნდა ვაღიარო რომ თურმე აქამდე ეს არ მცოდნია, ესეც კი ამ სიშორემ მასწავლა.
-მიუხედავად იმისა რომ კარგად არ გიცნობ მხოლოდ ერთს გეტყვი, თქვენ ორივე დები ძალიან ძლიერები ხართ.
-გეთანხმებით,ძლიერები ვართ და არ ვუარყოფ, დავამატებ თქვენს სიტყვას რომ ძალიან ბედნიერიც ვარ, იმიტომ რომ თუმდაც თქვენი სახით მე მყავს საბერძნეთში უახლოესი მეგობარი, მადლობა ამ ნდობისთვის. ხრისტომ ნათის შეხედა ცრემლიანი თვალებით და უთხრა.
-მოდი ჩემთან სულელო. ხრისტომ ხელი მოხვია ნათიას და თბილად ჩაიკრა გულში.
-მე ამარიკაში, კალიფორნიაში დავიბადე და გავიზარდე, სამწუხარო ის არის რომ ჩემმა მშობლებმა მეტი შვილი აღარ გააჩინეს და დავრჩი დედისერთა. ნებას თუ მომცემ, მე დიდი სიხარულით ვიქნები თქვენს გვერდით და დაგიცავთ. ვიცი, ისიც კარგად ვიცი, რასაც ნიშნავს თქვენთვის უცხო მიწა და უცხო ცა, ამიტომ მე კარგად მესმის თქვენი. ყოველთვის გქონდეთ ჩემი იმედი და არ მოგერიდოს, ნადია გესმის? არ მოგერიდოს, როცა რამეში დაგჭირდე, მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. ნათიამ ცრემლი მოიწმინდა და
დაღლილი ხმით თქვა.
-ამასობაში გათენდა კიდეც.
-მალე შემოვლა დაიწყება, ნადია თუ გინდა წადი დაისვენე და მოგვიანებით მოდი. მნახველებისთვის კარი ორი-სამი საათით იკეტება და ვერავინი ვერ შემოვა შიგნით.
-კარგი, მაშინ წავალ და ცოტას დავისვენებ პირველზე კი აქ ვიქნები. დაეთანხმა ხრისტომ ღიმილით და ნათიაც წასასვლელად მოემზადა, ნინო კაფეტერიაში ჩავიდა და შოკოლადი შეუკვეთა, პაციიენტთა თავმდგმურები უკვე ყველა გარეთ იყო და ექიმების გამოსვლას ელოდნენ. ნინო ნელა-ნელა მოუყვებოდა საავადმყოფოს ჰოლს და უეცრად ყური მოკრა ქართულ საუბარს და უნებურად დააყურადა.
-ვერ შევალ შიგნით, კარები დაკეტილია როგორც ჩანს ექიმების შემოვლაა.
-???
-არა, არ არის ქართველი და გავიგე ფრთხილად ვიქნები.
-???
-კარგი, ვთიშავ და გაგაგებინებ ყველაფერს.
-???
-ვიცი, უბრალოდ გავიგებ რომელ პალატაშია. ნინომ მიხვდა ვიზედაც იყო საუბარი და ნათიას მესიჯით მიწერა ყველაფერი რაც კი მოისმინა, თან უკვე მოსვენებაც კი დაკარგა. ახლოს დადგა კართან, რომ პირველი შესულიყო პალატაში ამ დროს ნათიას მესიჯი მოუვიდა რომელიც ხელის კანკალით გახსნა.
-ნინო ეს ის ტიპია ვისიც ეშინოდა ხრისტოს და მოლოდინიც კი ჰქონდა, გიგზავნი მის ნომერს და დაურეკე მეც მივწერ შეტყობინებას. ხრისტო ერთერთ პაციენტის პალატაში იყო, რომ ნათიას მესიჯი მოუვიდა და იმ წუთში წაიკითხა.
-ექიმო, ელის სიცოცხლე მართლა საფრთხეშია ნინო გარეთაა ნერვიულობს რომ ვერ დაგიკავშირდა და გელოდება. ცოტა ხანში ხრისტომ კარები გააღო და ნინო შეატარა შიგნით, გარეთ კი მრისხანედ მომოათვალიერა სათითაოდ ყველა.
-შიგნით შედი და ახლავეს მოვალ. თქვა ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა, ნინო ძალიან ანერვიულებული შევიდა პალატაში ის ერთიანად ცახცახებდა და ცუდის მოლოდინში იყო, ხრისტომ ქარიშხალივით შევარდა პალატაში და ნინოს უთხრა.
-უნდა მივცეთ უფლება შემოვიდეს და მოუსმინე რას ეტყვის, ისე გააკეთე რომ თითქოს არ გესმის ენა თუ რას საუბრობს. მართლაც ნინომ ძალა მოიკრიბა და ისე მოიქცა,რომ თითქოს არ ანაღვლებდა არაფერი და მხოლოდ ბებოს დატრიალებდა თავზე. ცოტა ხანში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა პალატაში და ელისოს საწოლთან მივიდა, საწოლთან ახლოს ჩამოჯდა და ელისოს ხელი მის ხელში აიღო სახეზე დააცქერდა და ჩურჩულით უთხრა.
-რატომ ენდე ასე ბრმად იმ ნაბ...რს, რომ მცოდნოდა ქართველი იყავი გეფიცები არ
დავთანხმდებოდი და არ გავაკეთებდი ამ სისაძაგლეს. შემდეგ ნინოს შეხედა და ქართულად
დაელაპარაკა, ალბად იერით შეამჩნია რომ ქართველი იყო და ნინოს გული აუჩქარდა, მაგრამ ყურადღება არ მიქცია, არ შეიმჩნია რომ ქართველი იყო და ტელფონზე მესიჯობდა. მამაკაცმა კი ძლივს გასაგები ბერძნულით უთხრა.
-თქვენ ბერძენი ხართ?
-დიახ, რამე გნებავთ?
-არა,არა არაფერი, მადლობა.
-არ იცით ბერძნული? იქნებ ინგლისური გესმით?
-დიახ, ინგლისური ვიცი. უეცრად გამოფხიზლდდა მამაკაცი.
-რამე გაინტერესებთ გოგონას შესახებ, მკითხეთ რაც გინდათ.
-ამ გოგონას, ეს დღეები ვინმემ მოაკითხა?
-არა, მისი მოყვანის დღიდან აქ ვარ და ჯერ არავის მოუკითხავს.
-რას ამბობს ექიმები, არის რაიმე სიახლე?
-ეს შეგიძლიათ თავად ექიმს შეეკითხოთ ისიც მოვიდა და უკვე აქ არის. პალატაში ხრისტო შემოვიდა
-გისმენთ, რა გაინტერესებთ?
-ბერძნული არ იცის ექიმო, მაგრამ გოგონას მდგომარეობა აინტერესებს ალბად ახლობელია. უთხრა ინგლისურად ნინომ.
-ახლობელი ხართ?
-დიახ, ახლობელი ვარ.
-როგორ გაიგეთ, გოგონა აქ რომ წევს?
-იცით? ჩვენ უკვე სამი კვირაა გოგონას ვეძებთ და ყველა საავადმყოფო შემოვიარეთ.
-რატომ პოლიციას არ მიმართეთ?
-ვიფიქრეთ, რომ შევძლებდით მის პოვნას და ახლა რადგან მივაგენით, ჩვენ წავიყვანთ და ჩვენ მივხედავთ მას.
-ასეთ მძიმე ავადმყოფს, ვერსად ვერ წაიყვანთ.
-რატომ?
-ჯერ წარმოადგინეთ საბუთები, რომ მისი ნათესავი ხართ.აქ ჩართულია პოლიცია და საელჩო, მე მათ უნდა შევატყობინო რომ პაციენტს ნათესავმა მოაკითხა, ამიტომ თქვენი მონაცემები მჭირდება შეგიძლიათ მითხრათ რა ჰქვია გოგონას, ჩვენ დღემდე არ ვიცით მისი სახელი.
-ელენე, ელენი ჰქვია გოგონას. აქ კი მამაკაცმა თავისი თავი გაყიდა უკვე და აშკარად დაეტყო, რომ ის ტყუოდა ელისოსთვის ის სრულიად უცნობი პიროვნება იყო, ხრისტო პირდაპირ თვალებში უცქერდა მამაკაცს და უკვირდა ასეთი ცივ სისხლიანი როგორ უნდა იყოს ადამიანი, რომ ასე მშრალად საუბრობდეს ტყუილს. პალატაში სირბილისგან აქლოშინებული ნათია შემოვარდა, მან იქ მიმდინარე საქმის მსვლელობა მესიჯებით იცოდა ნინოსგან არ დაიბნა და ექიმს მიუბრუნდა.
-ექიმო მაპატიეთ დამაგვიანდა იურისტიც ახლავეს მოვა, მე უბრალოდ წინ წამოვედი.
-მადლობა ნადია ეს გოგონას ახლობელია და როგორც მან გვითხრა, გოგონას ელენი ჰქვია. ყველაფერი ჩაწერეთ უთხარით ბატონ რანოს და მისამართიც, საკონტაქტო ტელეფონი, რომ რამე მოხდეს ხომ უნდა შევატყობინოთ, ხომ უნდა დავუკავშირდეთ. მე საელჩოში დავრეკავ და ვეტყვი, რომ გოგონას ნათესავი მოვიდა. ექიმი პალატიდან გავიდა, მამაკაცი კი საწოლთან იდგა გაფითრებული, მიხვდა რომ საქმე არც ისე ადვილად იყო, როგორც გიორგომ აუხსნა და უთხრა. ამ დროს მისი ტელეფონი ამღერდა, უხალისოდ ამოიღო ტელეფონი და უპასუხა აღრენილმა.
-შენ საერთოდ კარგად ხარ? აქ მთელი პოლიცია და საელჩოა ჩართული საქმეში სად
მომაგზავნე, ეს გოგონა უბრალო პიროვნება არ არის მე ჩავარდები, მაგრამ არც შენ დაგტოვებ უკან შე ნაბიჭ...ო. გაბრაზებული გავარდა პალატიდან და ნინომ და ნათიამ მიხვდნენ, რომ ელისოს ქართველმა დაეტაკა, მაგრამ ეს იყო დაკვეთილი მკვლელობა, შემდეგ ორივემ ელისოს გადახედეს და დაინახეს მისი შეჭმუხნული წარბები, თითქოს რაღაცის ან ვიღაცის ეშინოდა და ერთიანად თრთოლვაც კი დაიწყო ძილში. ნათიამ გავიდა და ექიმს დაუძახა, რომლებიც სხვა ექიმებთან ერთად შემოვიდნენ და ელისოს დააკვირდნენ, ელისომ უეცრად ბაგე გახსნა და გარკვევით თქვა.
-არ მომეკარო, არ მომიახლოვდე შენ მკვლელი ხარ, მკვლელი. ამბობდა ძილში ამ სიტყვებს და თან ორივე ხელებს ძლიერად მუჭნიდა.მისი მშვილდივით გადაჭიმული წარბები ხან გაიხსნებოდა და ხან შეიკვრებოდა, ოფლმაც დაასხა ელისოს შავგვრემან, სწორნაკვთებიან სახეზე რომელიც ხან მედიდურ სახეს იღებდა, ხან მკაცრს და თითქოს ტირილის დაწყებაც უნდოდა და ნელა-ნელა ჩაწყნარდა ბობოქარი წუთები და ელისოს თვალები ისევ აივსო ცრემლით, რომელიც უკვე გარეთაც გამონარნარდნენ ყველას დასანახად. ცრემლმა გზა ნახა თუ არა, ელისოს ჩქარა მოძრავმა მკერდმაც დამშვიდდა და სუნთქვაც დაუწყნარდა, მშვიდი გაუხდა.
-შენი ღამეების თევა და ლოდინი, მალე აგისრულდება რეალობად ექიმო და ვაფასებ შენს თავდადებას. უთხრა ერთ-ერთმა ექიმმა ხრისტოს.


ადამიანები, გვიან მაგრამ აუცილებლად ხვდებიან თავიანთ შეცდომებს. ზოგი იხტიბარს არ
იტეხს, ზოგს აღიარება უჭირს, მაგრამ დრო, ეს დალოცვილი დრო ყველას და ყველაფერს თავის ადგილას აყენებს. ჯიმი ელისოს გაუჩინარების შემდეგ, სულ სხვა ადამიანი გახდა. მართალია ცოლიც და შვილიც ყავდა, მაგრამ ისინი მისგან უკვე წლებია შორს ცხოვრობდნენ. დაუფიქრებლად ჩაერთო სერიოზულ თამაშში და ვერ გაითვალისწინა თუ რა მოხდებოდა მის ცხოვრებაში და რა შედეგით დასრულდებოდა ეს ყველაფერი და მოხდა ის, რასაც ერიდებოდა. ელისო მისთვის ძალიან ძვირფასი გახდა და ნანობდა, ძალიან ნანობდა მის ამ დაუფიქრებელ ნაბიჯს, მაგრამ უკვე სინანულიც კი გვიანი იყო. არავის არ შეუძლია უკან დააბრუნოს გასროლილი ტყვია, ვერც თავს ვერ დააღწევს ადვილად ბედის მარწუხებს. ნათქვამია, რაც უფლისგან გაწერია გარდაუვალია მას ასცდეო, ამიტომ ვერც ის აცდა იმ ტკივილს, რაც ელისოს სახით მის გულში წუხილად დარჩა.
-სად ხარ ელისო შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე, არც დამიჯერებ რადგან ვიცი, რომ შენს წინაშე არაკაცურად მოვიქეცი. გულს მიკლავს ჩემი საქციელი, მაგრამ ფულმა დამაბრმავა ეს უნდა ვაღიარო. დამიბრუნდი და დამიბრუნე ძველებური ხალისი, შენთან მე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მხოლოდ შენ შეძელი ჩემთვის დაგენახვებინა ჩემი ნამდვილი სახე, რადგან შენთან ვიყავი ის რაც და ვინც ვარ სინამდვილეში. მე არ მჭირდებოდა არაფლის თამაში, არ მჭირდებოდა შენთან სახეზე აკრული ნიღბით მევლო.
-ქალს მოთმინებს საოცარი უნარი აქვს, მაგრამ თუ წასვლა გადაწყვიტა, წერტილსაც იქ სვამს, სადაც საჭიროა და უკან არც მოიხედავს. ერთხელ რომ მწარედ გატკენენ ჩემო ჯიმი ძალიან ძნელია იმ ტკივილის ჯერ გადახარშვა მერე შეჩვევა და შემდეგ ნელა-ნელა გულიც იწყებს დავიწყებას. დაივიწყე და გახსოვდეს, რომ ელისო შენი არასოდეს არ გახდება ის დედამისს გავს, მასავით მტკიცე ხასიათის არის. ჯიმიმ თავი ასწია და ზიზღით შეხედა მის წინ სადისტურად მომღიმარ მამაკაცს. წამოდგა,ამაყად დადგა მის წინ და მტკიცე, გადაწყვეტილი ხმით უთხრა.
-ვფიქრობ, რომ ეს ისტორია უნდა დასრულდეს ბატონო გურამ.
-რატომ, ფული აღარ გინდა? ნუთუ დავიჯერო, ჯიმი შენს ცოლ-შვილზე მეტად გიყვარს ეს თავში ავარდნილი გომბიო?
-უნდა დასრულდეს, რადგან ვგრძნობ თუ ახლა არ შევჩერდებით ეს ყველაფერი ცუდი დასასრულით დასრულდება.
-ცუდი დასასრული? და ვისთვის იქნება ცუდი დასასრული ეს შენზეა დამოკიდებული, ჩემი ერთი ზარი და ელისოს მშვიდი სუნთქვაც შეწყდება. უთხრა საზიზღარი ღიმილით გაფითრებულ ჯიმის.
-რას ამბობ, რა გააკეთე, ელისოს რა უქენი. გაბრაზდა ჯიმი და გურამის საყელოში წვდა, გურამი ჯიმის თვალებში უცქერდა და ზიზღით უთხრა.
-შენ თუ არ მოუღებ ბოლოს ვახოს მე მოვუღებ ბოლოს მის ერთადერთ ქალიშვილს, ის ამ წუთში უგრძნობლად წევს და ჩემს ზარს ელოდებიან, როდის დასრულდება მისი სიცოცხლის დღეები.
-ელისოს არ შეეხები, არაფერს არ დაუშავებ თორემ პირველი შენ მოგადგებიან, რადგან იციან ამ ყველაფრის უკან შენ რომ დგეხართ.
-საიდან იციან,საიდან იციან ნაბიჭ--ო. გაუკვირდა გურამს.
-მე კვალს არსად ვტოვებ და დღემდე ასე მოვედი.
-არ ვიცი საიდან იციან, მაგრამ როგორც სჩანს სადღაც დატოვეთ თქვენი კვალი რადგან
მიშიკო და შაკო წავიდნენ კომპანიიდან, ასე რომ მე მათ ვეღარ ვაკონტროლებ.
-ვხედავ უკუღმა მიდის ყველაფერი წინ წასვლის მაგივრად და ამისათვის შენ გადაიხდი მწარედ, ის რაც ახლა მითხარი, ამისათვის მწარედ და მტკივნეულად გადაიხდი ჯიმი.
-გგონია იოლია ამ ყველაფრის გაკეთება? გგონია იოლია დაანგრიო ცხოვრება ერთი უდანაშაულო ადამიანის თქვენი ეგოისტობის გამო? ადვილია ბრძანებების გაცემა და შესრულება? როგორია თითოეული თქვენი დავალების შესრულება, ამაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, თქვენ თავად ხართ უცნაური, თავად არ იცით რა გინდათ ამ ცხოვრებისგან. შეეშვი ამ ხალხს, რომლებსაც ბრალი არ მიუძღვის თქვენს წინაშე.უეცრად აფეთქდდა ჯიმი და მის წინ გაოცებულ მდგარ გურამს პირში მიახალა ყველაფერი გაბრაზებულმა. უცებ მოეშვა, თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოიხსნა და ჩუმად
უთხრა გურამის ისევ.
-აი აქ არის ყველაფერი იმ ბინძური საქმეებისა რაც გაქვს ჩადენილი, დაჯექი და გადახედე თითოეულ მათგანს ეს ქაღალდები თავად გეტყვიან და გაგახსენებენ, ვინ როდის და რატომ მოკალით. გადაიკითხე თვითეული მათგანი და იქნებ ჩახვდე, რომ ყველაზე სადისტი ადამიანად ხართ დაბადებული. მე კი დუმილს ვარჩევ აწი, არ ღირს დავრჩე იქ, სადაც ყოველ დღე სადისტობისკენ და ბოროტებისაკენ მიბიძგებენ. ისტორია ფასდება და მაღლდება ჩვენივე შექმნილი ღვაწლით და სახელით, ისტორია ძლიერია და საინტერესოა საინტერესო მამულიშვილებით და არა თქვენისთანა სადისტებით და ადამიანის მჭამელებით. მე ერთს გირჩევთ, თქვენ დროა ებრძოლოთ თქვენს თავში ჩაკეტილ მარტოობას და არა უდანაშაულო ხალხს. ცხოვრებაში შეიძლება ბევრი გადაულახავი ყრუ კედელი შეგხვდეთ, მაგრამ ჩუმად უნდა მოახერხოთ იმ ყრუ კედლის დანგრევა ისე რომ სხვას ზიანი არ მიაყენოთ. ვახტანგი კოვზაძე უსაზღვრო ენერგიის პატრონი, დიდი შემართებების და ნებისყოფის ადამიანი მთელს მის უბანში იცნობენ როგორც გაჭირვების ტაკლკვესს. ის უანგარო ადამიანია, რომელიც არასოდეს არ აფიშირებს თავის გაკეთებულ კეთილ საქმეებს. ბატონი ვახტანგი მუდამ ერთ ფრაზას გაიძახის, ,,ქველმოქმედება,სიკეთე,საქმის მიმართ დაუოკებელი სწრაფვა,'' და ვის
ეომებით გურამ თუ ხვდებით ოდნავ მაინც. გურამი წამოდგა ჯიმის წინ დადგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მთელი ზიზღი რაც კი ქონდა გულში ჯიმიზე გადმოანთხია და უთხრა დაუფარავი სიძულვილით.
-როგორ ვწუხვარ, ასეთი ახალგაზრდა ასე უსიყვარულოდ რომ დაასრულებ სიცოცხლეს. ჯიმის მწარედ ჩაეცინა და უთხრა ცინიკურად, ასევე მის წინ ცინიკურად მდგარ გურამს.
-ცხოვრებაში აქამდე ისე მოვედი, არასოდეს მინანია მანამ, სანამ ელისოს არ შევხვდი და მართლა ვინანე ჩემი სისულელით ჩადენილი ტყუილზე აგებული ჩემი ქორწინება, ქორწინება რომელიც სიმთვრალეში ჩავიდინე დღემდე უპასუხოდ არის გრძნობები. ვერ გამოვნახე ვნებაც კი და ასე შემორჩა ის ქალი და უსიყვარულო ქორწინება აქამდე.ვწუხვარ, რომ ის ქალი თქვენი ქალიშვილია და ის დღემდე თქვენს ბრძანებებით დადის. რასაც ამბობ კი სიყვარულზე, აქ უნდა გითხრათ რომ ცდებით. მე პირველად შემიყვარდა ნამდვილი სიყვარულით და მეორე სისულელე მაშინ ჩავიდინე, რომ დროზე ადრე არ გამოვეთიშე თქვენს ბინძურ თამაშს, მაგრამ სჯობს გვიან ვინემ არასდროს და აი დადგა
მომენტიც ბედნიერი წუთისა ჩემს ცხოვრებაში, რომ მე დღესვე მივდივარ თქვენგან, თქვენი
ცხოვრებიდანაც და თქვენი თამაშიდანაც. ჯიმიმ მანქანის გასაღები ამოიღო ჯიბიდან მაგიდაზე დადო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა გვერდი ჩაუარა გურამს და უკან მოუხედავად სტვენა-სტვენით გაუყვა ჰოლს. კომპანიიდან გამოსულმა კი ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ტელეფონი ამოიღო დარეკა,ცოტა ხანში კი ტელეფონში 3 წლის გოგონას ტიტინი შემოესმა და თვალები ცრემლებით აევსო.
-მამიტოოო,მე ჩენი ჩულათი ვისანი.
-მამას პრინცესა როგორ ხარ?
-კალქად,ლოდის დაბუნდები ჩეთან?
-დავბრუნდები მამას ქალი, აუცილებლად დავბრუნდები.მე შენს სიზმრებში მოვალ და
მოგეფერები, დედას მიეცი ტელეფონი.გაბზარული ხმით უთხრა პატარას და ნაზი წკრიალა ხმაც მოესმა.
-გისმენ ჯიმი როგორ ხარ,მოგვენატრე.
-მე კარგად ვარ, ასე კარგად არასდრის არ ვყოფილვარ. მამაშენის კომპანიიდან წამოვედი ლელი და თუ შეიტყო ჩემზე რამე მტკივნეული, იცოდე ამ ყველაფრის უკან მამაშენი დგას. ნუ გახდები მამაშენის მარიონეტი მის ხელში, არ ხარ მასზე დამოკიდებული ფულს საკმაოდ გიტოვებ, მიხედე შენს თავს და მიხედე პატარას.
-ყველაფერი ვიცი და გთხოვ თავს გაუფრთხილდი.
-არ ვიცი რამდენად შევძლებ, მაგრამ გპირდები ფრთხილად ვიქნები. ყოველ დღე ვერა, მაგრამ დრო და დრო შეგეხმიანები სანამ მამაშენი მის ჩანაფიქრს სისრულესი მოიყვანს.
-არა, ჯიმი არა მგონია ასე დაეცეს მისი სული, რომ შვილიშვილი მამის გარეშე დატოვოს. მე შენთან მოვდივარ თბილიში და მას არ ვუყურებ, რაც უნდა ის გააკეთოს.
-ყოველ შემთხვევაში ფრთხილად იყავი და ნუ წამოხვალ, ნუ გარისკავ ლელი. შენს ემაილზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი საბუთები გადმოვაგზავნე,ამოიღე ისინი და გადამალე, მიხვდები თავად როდის უნდა გამოიყენო და ისე დამალე არავინ არ გინახოს. პატარა ჩამიკოცნე და დროებით. ტელეფონი დაკეტა და იქვე ჩამოჯდა, ჩაფიქრდა და თვალებდახუჭული გახედა უკან მის წარსულ, განვლილ ცხოვრებას.შემდეგ წამოდგა და ნელი ნაბიჯით, ანთებული სიგარეტით ხელში გაუყვა საცალფეხო ბილიკს და უკან მოყვებოდა თან ლურჯი კვამლი ბოლქვა-ბოლქვა.ერთ-ერთი ბინის ფანჯრიდან ზუსტად იმ წუთში მასზე შესადარი მუსიკის ჰანგები აჟღერდა,
,,ბედმა მარგუნა შავი სიბნელე, დღის ნათელს ჩემთვის არა სცალია.
ბედნიერება რომ დამირბიე, შენ არას გერჩი ჩემი ბრალია''. ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია, როგორც ჩახვეული კასეტა ასე ჩაიხვია მის ტვინში ამ ორმა სიტყვამ და სინანულით გააქნია თავი. ქუჩაში ხეტიალში ღამის სიჩუმე ისადგურებს, სიბნელეს მხოლოდ მანქანების აქა-იქ ფარნების ციმციმი არღვევს და მოკლე სიგნალები ჩაესმის ყურში. ის გზაჯვარედინზე დგას, ცხოვრების გზაჯვარედინზე და არ იცის საით წავიდეს. ოცნება სადაც ის ცათაბჯენებს აგებდა დღეს ერთიანად დაინგრა და ჩამოიშალა, თითქოს შორიდან გახედა, აქამდე მოსულ მისი ცხოვრების გზას, მის ბავშვობას, სტუდენტობას და ელისოსთან გატრებულ მცირე, მაგრამ ბედნიერ დღეებს.
-გაარკვიე რამე? ჩაღამებული თვალებით გახედა ციცომ ვახოს და ძლივს გასაგონი ხმით
შეეკითხა, თუმცა ხედავდა თავადაც განადგურებული იყო ვახო ელისოს გაუჩინარებით.
-ვერაფერი, ციცო სრულიად ვერაფერი.
-ვახო ბევრი ვიფიქრე ეს დღეები არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეჭვი მტანჯავს და მკლავს. ბევრჯერაც უარვყავი ჩემი ფიქრები და ვფიქრობდი, რომ ამ დონეზე არ დაეცემოდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ის ბიჭი ჯიმი ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან?
-არა ციცო ჯიმის არ აქვს ასეთი ძლიერი ზურგი, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ ვფიქრობ გურამი ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან. წამოდგა და დაფიქრებული სახით გავიდა სახლიდან, გაბრაზებულმა ტელეფონზე დარეკა.
-მიშო უნდა შეგხვდე სადახარ.
-???
-კარგი გელოდები.მალე მოვიდა მიშო და ვახოს შეხვდა, ჩქარი სიარულისაგან სახეზე
აწითლებულიყო და სუნთქვაც აჩქარებული ჰქონდა.
-რამე გაიგე ელისოზე? კითხა მოუთმენლად ვახოს.
-ვერაფერი, მიშო ერთი აზრი მომივიდა თავში და შენ რას ფიქრობ არ გაგივლია ფიქრად თავში, რომ ჯიმიმ გადამალა ელისო?
-არა, არა ძია ვახო. ჯიმის მე ასე თუ ისე ვიცნობ და არა,ეს შეუძლებელია. მაგის გაგებასაც
შევძლებთ, მაგრამ მის კაბინეტში ვერ შევალთ.
-რატომ ვერ შევალთ? იკითხა თინიმ, რომელიც უსმენდა მათ საუბარს.
-შენთვის არასდროს არ უთქვამთ, რომ სხვის საუბარს ჩუმად არ უნდა მოუსმინო? საყვედურით უთხრა მიშიკომ.
-თქვი, რატომ ვერ შევალთ. არად ჩააგდო მისი შენიშვნა და დაელოდა რას ეტყოდა მიშიკო.
-ყავა გაგვიკეთე და გეტყვი, ცივი ყავა გოგო. უთხრა მიშომ თინის და თვალი ჩაუკრა, თინიმ სამივესთვის გააკეთა ცივი ყავა და მათთან ერთად დაჯდა.
-მაშ ასე, ძია ვახო გაგვიჭირდება იქ შესვლა, როგორც გავიგე ჩემი ერთი მეგობრიდან, ლაზერები დაუყენებია უფროსს და ეს ძალიან სახიფათოა თუ არ იცი ლაზერში გასვლა ადგილზე დავრჩებით ან სერიოზულ ზიანს მივიღებთ.
-ეს არ ვიცოდი, მაგრამ გავიგე და ძალიან გამიკვირდა რომ ჯიმი წამოსულა იმ კომპანიიდან.
-ოოო, მაშინ ახლა უფრო გართულდება იქ შესვლა. მის დროს ყველაფერი ვიცოდი სად რა ეწყო ან როდის გამოდიოდა, ახლა ვინ არის იმ კაბინეტში ისიც არ ვიცი.
-ვიღაც საბა მაგრამ გვარი არ ვიცი. თქვა ვახომ დაფიქრებულმა.
-მომისმინეთ, მე შევალ კაბინეტში და თან ისე რომ არაფერი არ დამიშავდება. თქვენ, მხოლოდ ის მითხარით რას ვეძებთ.
-შენ როგორ შეხვალ, ეს ხომ საშიშია თინი.თქვა მიშომ გაკვირვებულმა.
-მიშო მე აკრობატიკაში დავდიოდი და თავისუფლად შემიძლია ლაზერებს შორის გავიარო.
-არა, არა, არა ეს ძალიან საშიშია, შენ იქ არ წახვალ გესმის? არ წახვალ.
-თუ არ დამეთანხმები, მე მაინც წავალ და იმ საქაღალდეებს ყველას აქ მოვიტან, ხომ მიცნობ და იცი რომ გამკეთებელი ვარ, ამიტომ შენთვის უკეთესია თუ დამთანხმდები და გამომყვები.
-არ ვიცი, ვერ გავრისკავ. მაინც უარზე იყო მიშო და ვერ ბედავდა დათანხმებოდა ამ სულელურ იდეაზე თინის.
-ამდენ ფიქრს უკეთესია დაცვასთან მოაგვარო საქმე და სხვა მე მომანდე.
-რა ვქნათ ძია. ვახოს გადახედა მიშომ რომელიც ჩააფიქრებული იჯდა და მის თავში აანალიზებდა თინის ნათქვამ თვითეულ სივტყვას, შემდეგ თინის შეხედა ხელზე ხელი დაადო და ჩვეული თბილი ხმით უთხრა.
-თინათინ შვილო, ეს ძალიან ძნელი და რთული საქმეა თან ვფიქრობ რომ ძალიან დიდი
პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე.
-ძია ვახო ვიცი რასაც ვაკეთებ, ძალიან გთხოვ მომეცი საშუალება მეც გავაკეთო რაღაც თქვენთვის. ნუ შემაჩერებთ, მე მაინც წავალ და ამიტომ უკეთესია ნუ ვიკამათებთ, კამათში დროს ნუ დავკარგავთ.
-არ ვიცი რა ვთქვა, უფალი თქვენსკენ.
-არაფერი არ თქვა ძია ვახო ციცო დეიდას მიხედე და შენ კი გაარკვიე დაცვაში ვინ იქნება და სხვა ჩემზე იყოს. მიშომ უცქირა თინის და შემდეგ ვითომ სერიოზულად,მაგრამ ღაწვებზე შეპარული ღიმილით უთხრა.
-რატომ მიყურებ და არაფერს ამბობ.
-ჩავფიქრდი თინათინ.
-რატომ ან რაზე.
-შენზე, თინათინ შეზე ვფიქრობ, რომ უკვე მაშინებ და იმ აზრამდე ნუ მიმიყვან, რომ გადაგიყვარო. ვახოს კი თვალი ჩაუკრა თინის შეუმჩნევლად.
-რას იზამ? მიუბრუნდა თინი მოსმენილისგან გაოცებული და თვალებგაფართოებული უცქერდა მიშოს შემდეგ თვალები მოპწკურა და გაბრაზებულმა უთხრა.
-პირველი თვალებს დაგთხრი, მეორე შენ თუ გგონია გამოგეკიდები როგორ ძალიან სცდები, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ ადვილად შემიძლია მოგიხურო ცხვირის წინ კარი. გესმის რა მითხრა? ჰმ, გადაგიყვარებო. უთხრა ვახოს და შემდეგ ისევ გახედა მიშოს რომელსაც თავი ჩაეხარა და ჩუმად იცინოდა თინის ანთებულ თვალებს რომ შეხედა, თინიმ კი წარბები შეყარა და მკაცრი ხმით უთხრა.
-ეს საქმე მოვაგვაროთ და შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე, ბატონო მიშა ახლა კი თქვენი
ნებართვით დაგტოვებთ. ბოდიშის მოხდით წამოდგა და გაგულისებულმა გაეცალა იქაურობას, ვახომ შეხედა მიშოს და სიცილით უთხრა.
-როგორ მეცოდები საცოდავო, არც კი იცი რა გელის.
-გაუძლებ ძია. უთხრა ღიმილით მიშომ, თინი კი თავის ოთახში ავიდა და ბუზღუნით გადიგამოდიოდა, ვერ მოენელებინა ის ერთი სიტყვა, ,,გადაგიყვარებო''.
-შენ რა გგონია შეყვარება თუ ვიცი, განა მე ვერ გადაგიყვარებ? მე თუ შეგეჩვიე, განა ვერ გადაგეჩვევი? ყველაფერს შევძლებ და მე ვფიქრობ, ძალიან გვიან არ დაფიქრდე შენს უაზროდ ნასროლ სიტყვაზე და არ დაკარგო შენი უაზრობით ის ვისაც შენად თვლიდი, თორემ ვეღარასოდეს დაიბრუნებ მიშიკო ვერასოდეს. წლები კი გარბიან და საუკეთესო წლები უკან რჩება ჩვენს წარსულში, ისინი კი ჩემო ძვირფასო წლების შემდეგ დაკარგულ წლებად ითვლებიან. არც ისე ადვილი გამოდგა ჯიმის ყოფილ კაბინეტში შესვლა, ოთხი დღის ლოდინი დაჭირდათ სანამ მიშო მის ნაცნობ საბას ნახავდ, მან ასწავლა გზები თუ როგორ მოხვდებოდა კაბინეტში და თან სასტიკად გააფრთხილა, მხოლოდ ერთი პირობით რომ ის არ იქნებოდა იმ დღეს ცვლაში ამიტომ რაც შეიძლებოდა ფრთხილად უნდა ემოქმედათ.
-იცოდე მიშო კარებს გააღებ თუ არა ერთი სხივი პირდაპირ კარებს ურტყამს და სამი ფერის არის ლაზერი, შიგნით მწვანე, წითელი და ლურჯი ფერებია ხომ გესმის დაიმახსოვრე, ძალიან ფრთხილად უნდა იყო.
-მესმის და ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს არ გიცნობ, არ მიცნობ.აწი ჩვენი საქმეა, შენ რაც იცოდი გააკეთე შენი გასაკეთებელი, ამიერიდან ჩვენი გზები იყოფა მეგობარო. მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ, მიშომ თინის დაურეკა.

-როგორ მომენატრე ელისო სადახარ, დაბრუნდი. შენ აქ ყველა გულით გელოდება საყვარელო, ყველას უყვარხარ და ყველა განიცდის შენს არ ყოფნას ამ სახლში. შენ რომ ასე მწარედ არ გტკენოდა არ წახვიდოდი, არ მოწყდებოდი შენი საყვარელი ადამიანების გულის ნაპირს და შვებას სხვაგან არ დაუწყებდი ძებნას. კმარა თავის ტანჯვა და დაბრუნდი საყვარელო, ერთის დასჯა თუ გადაწყვიტე, ჩვენ რა დაგიშავეთ, შეგვიცოდე და დაბრუნდი გელოდებით ყველა მოუთმენლად. თინი ელისოს საძინებელში შესულიყო და იქ გამეფებულმა მდუმარებამ გული აუჩუყა და ცრემლებად დაიღვარა. ასე ჩურჩულებდა მითვის,რომ მისმა ტელეფონმა შეახსენა თავი. დახედა გაბრაზებულმა და ჩაიდუდღუნა.
-გავახსენდი ყმაწვილს. ჯერ კიდევ არ გადაევლო მისთვის სიბრაზეს და ბრაზიანი ხმით უთხრა.
-რაშია საქმე, ჩემი არსებობა რომ გაგახსენდათ?
-მზის სადარო, თბილო და ტკბილო ჩემო თინათინ ისევ მიბრაზდები?
-მითხარი რა გნებავს, არ მცალია.
-ოხ გასაგებია, ისევ მიბრაზდები. გამოდი რა ჩემთან, ძალიან დაღლილი ვარ და სახლში მივდივარ, მოდი გელოდები უნდა ვილაპარაკოთ, მშვიდად და წყნარად.
-მიბრძანდი და მოვალ. უთხრა წყნარად და ეს სიწყნარე უკვე პროგრესი იყო, მიშომ გამარჯვების აღსანიშნავად ჩაიღიმა.
-ძალიან გთხოვ, მხოლოდ ეს მკაცრი როჟა მოიშორე რა აქ მოსვლამდე, არ გიხდება საერთოდ ეს ძალით სიმკაცრე ქალურ იერს და სიკეკლუცეს გიკარგავს საყვარელო. უთხრა მიშომ და თან სიცილს იკავებდა რომ არ გასცინებოდა და უფრო არ გაებრაზებინა.
-უფრო რომ მაბრაზებ, ამას ხვდები?
-კარგი, კარგი დღეს მოდი ჩემამდე, გელოდები. უთხრა და გათიშვის შემდეგ ხმამაღლა შეჰყვირა. უკვე ბინასთან იყო მისული, რომ უცხო ნომერი დაფიქსირდა მის ნომერზე და აჩქარებული გულით უპასუხა.
-გისმენთ.
-მიშიკო შენი ნახვა მინდა და რაც შეიძლება ჩქარა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ელისოს ეხება. იცნო მიშომ საოცრად შეცვლილი ჯიმის ხმა და უთხრა.
-სად გნახო და როდის. ჯიმიმ უთხრა სადაც იყო და საჩქაროდ გაბრუნდა უკან თინის კი მესიჯი მიწერა, თინი კი უკვე გასასვლელად ემზადებოდა,შეტყობინება რომ მიიღო და წაიკითხა.
-სასწრაფო საქმე გამომიჩნდა ელისოს ეხება და ჯერ არაფერი არ თქვა ერთი საათი
დამაგვიანდება, მოგვიანებით მოდი აუცილებლად. რომ წამოვალ, მოგწერ და მაშინ წამოდი.
თინი აფორიაქდა და გულში ლოცულობდა, რომ კარგი ამბავი გაეგო, თან არ უნდოდა მისი აფორიაქება რომ შეემჩნიათ და ისევ თავისით მოუხმო გულს სიმშვიდისკენ. მიშიკო კი გადამეტებული სიჩქარით მივიდა დანიშნულ ადგილზე და მის წინ საოცრად შეცვლილი და სულ სხვა ადამიანი იდგა, მხოლოდ სახელიღა შემორჩენოდა იმ ძველი ფიზიკურობისგან. რასოდეს ენახა ჯიმი მოუწესრუგებელი, გაუპარსავი და უძილობისგან ძალიან გადაღლილი. უცქირა ერთ დროს მხიარულ და იუმორით სავსე პიროვნებას და მისი მახსოვრობიდან იმ ადამიანის ნახევარიც არ იდგა მის წინ. ამ სამ თვეს ის დაუჯერებლად შეეცვალა, სწორედ ამ ადამიანს ჰქონდა მისთვის მნიშვნელოვანი რამ სათქმელი, მაგრამ თავად დაასწრო.
-ჯიმი თუ შენი ხელი ურევია,ელისოს გაუჩინარებაში...............!
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ ეს მე გავაკეთე მიშიკო.
-ყველას ასე ჰგონია და რაც უფრო დრო გადის, არ მინდა დავიჯერო, მაგრამ რა ვქნა რომ გონება სხვაგან არსად არ მიდის. დღესაც ალბად აქ იმისთვის მომიყვანე თანხაზე შევთანხმდეთ? თქვი, თქვი რამდენი გინდა, მხოლოდ არაფერი არ დაუშავო მას.
-მიშიკო, მიშიკო, მიშიკო. ორი წელი ხომ მაინც ვიცნობდით ერთმანეთს, ნუთუ ამ ორ წელში, საერთოდ ვერ გამიცანი? მე მართლა ვნანობ ჩემს საქციელს, ვნანობ რომ ამ თამაშში გავერიე და ელისოს სული მოვუწამლე, მაგრამ უკვე სინანული გვიან არის მაინც არავინ არ დამიჯერებს ამ სინანულს, ამიტომ ახლა კარგად მომისმინე. მე შეიძლება ხვალ აღარ ვიყო, რადგან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მინდა იცოდე ელისო ერთ-ერთ კლინიკაში უგრძნობლად წევს, მხოლოდ არ ვიცი სად.
-რააააა? იყვირა მიშიკომ და უნებურად თვალები ცრემლებით აევსო.
-ბევრი დრო არ მაქვს, არ მინდა ვინმემ დამინახოს შენ რომ შეგხვდი და გელაპარაკები, რადგან მე ყველგან დამყვება უკვე ამ საქმით დაინტერესებული ადამიანის ზედმეტი თვალები. ეგონა არ უთვალთვალებდნენ ჯერ-ჯერობით, მაგრამ ჯიმი შეცდა მას უკვე ორი წყვილი თვალი დიდი ინტერესით უთვალთვალებდა.
-მითხარი ჩქარა ყველაფერი რაც კი იცი, არაფერი დამიმალო.
-ელისოს ჯერ ჩანთა მოპარეს და შემდეგ მანქანით დაეტაკნენ. მაკლერი რომელიც ელისომ აიყვანა, ის გურამიმ მოისყიდა და მას გააკეთებინა ეს ყველაფერი.
-შენ საიდან იცი ეს ყველაფერი.
-სანამ წამოვიდოდი, შემთხვევით მოვუსმინე მის საუბარს და მან არ იცის, მე თუ ვიცი ეს
ყველაფერი. ისე მოვიქეცი, ვითომ არაფერი არ გამიგონია და შემდეგ ვეჩხუბე, სწორედ იმ დღეს წამოვედი კომპანიიდან და კიდევ, ვახოს კომპანიის გაკოტრებაც გურამის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. მიშო მას ძალიან ბევრი ინფორმატორები ყავს ვახოს გვერდით და ამიტომ ყველაფერი იცის მის შესახებ, ყველა წვრილმანი და ინფორმაციას შიგნიდან ღებულობს.
-შენ იცი ვინ არიან ისინი?
-ყველასთან, ყველაფერს ნუ იტყვით.
-შენ იცი ვინც არის და არ მეუბნები, გთხოვ მითხარი და ჩემს კაცობას გეფიცები,შენ არსად არ გამოჩნდები.
-უფრთხილდი, ყველაზე ახლობელს მიშიკო. ყველაზე ახლობელს, ვინც ყოველ დღიურად გვერდში გყავს.
-ვის მითხარი,რომ ფრთხილად ვიყო გთხოვ ჯიმი.
-შაკოს, შაკოს უფრთხილდი და შემდეგ იურისტს და ეკონომისტს. ყველგან შეცვალეთ დაცვა სახლშიდავ და კომპანიაშიდაც, ჩემს ყოფილ კაბინეტში მარცხენა მხარეს ბოლო უჯრაში დევს სამი ფლეშკა, ეს გასაღებია იმ კაბინეტის, მაგრამ იქ შესვლა ძალიან საშიშია არ ვიცი როგორ მოახერხებ თუ არ იცი ლაზერებში გასვლა. ლაზერის გასათიში კი ეს არის და როცა ლაზერს გათიშავ ის ხმას უშვებს როგორც სიგნაიზაცია და უკვე 3 წუთი გაქვს დრო უნდა გამოხვიდე იქედან, აბა წარმატებები. შებრუნდა და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისევ მობრუნდა და მიშიკოს უთხრა.
-მიშიკო ის სამი ფლეშკა გეტყვით ყველაფერს თუ სად არის ვახოს ფული და როგორ კოტრდება ვახო ნელა-ნელა. მიშო გაოგნებული უსმენდა ჯიმის და როგორი მადლობელი იყო ის ამ წუთებში ამ ადამიანის და ისიც კარგად იცოდა, რომ ინფორმაციის მოცემისთვის მას კარგი დღე არ დაადგებოდა.
-ჯიმი მადლობა, უღრმესი მადლობა.
-არაფერია აქ სამადლობელი, იმედია აქ არ დასრულდება ჩვენი შეხვედრა, მაგრამ დაიმახსოვრე ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს. მიხვდა მიშო ეს სიტყვები რასაც ნიშნავდა და უხმოდ გამობრუნდა იმ ადგილიდან. ჯიმიმ სიმსუბუქე იგრძნო,თითქოს გული გაინთავისუფლა მძიმე დარდებისგან, მიშოს წასვლის შემდეგ იქვე ბაღში დაჯდა და სახე მთვარეს მიუშვირა
-რაც შენ წახვედი, ყოველი დღე ჩემთვის უფერული გახდა ელისო მე რომ შენთვის თავიდანვე მეთქვა ყველაფერი და ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა ჩემი განცდები, დარწმუნებული ვარ არ დაგკარგავდი. რაც უფრო ღრმად შევდიოდი შენს სიყვარულში, მით უფრო ძალიან მტკიოდა ეს განწირული გრძნობა. შენ მართალი თქვი იმ დღეს, მე მართლა გადავიქეცი სიყვარულის მათხოვრად, შენი სიყვარულის მათხოვრად ელისო. მე შენ მართლა წრფელი გულით შემიყვარდი და სანამ ვიცოცხლებ, შენ იქნები მხოლოდ ჩემს გულში. მართალია, მხოლოდ სითბოს რაოდენობა განსაზღვრავს ადამიანებთან ურთიერთობის ხანგრძლივობას, მე კი ეს გრძნობა კი არ გავახანგრძლივე, მალევე მოვკვეთე ჩემგან. ძნელია ელისო უშენობა, ძალიან ძნელი. ჯიმი თითქოს შეგუებული იყო მის ცხოვრებას, ის ყოველ დღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ელოდა სიკვდილს, მხოლოდ არ იცოდა ეს სად და როგორ მოხდებოდა. არც შეშინებულა, ელოდა მაგრამ მაინც განაგრძობდა ცხოვრებას ჩვეული დინჯი ნაბიჯებით. რადგან მოასწრო და მიშიკოს ყველაფერი უთხრა უკვე ლაღად უღიმოდა
მთვარეს. მიშიკო კი ამ დროს დიდი სიჩქარით მიდიოდა თინისთან შესახვედრად.
-თინი მე მალე ვიქნები სახლში და გელოდები. სახლში შესვლამდე მიწერა შეტყობინება და კარების დაკეტვასთან ერთად რაღაც მძიმე მოხვდა თავში და უგრძნობლად, გათიშული დაეცა იატაკზე. ნელა-ნელა თვალებში ბურუსი იწმინდება და ხედავს მის წინ მდგარ სამ უცხო პიროვნებას, ერთი კი კარებთან დგას და ნიღაბი უფარავს სახეს. ისევ დახუჭა თვალები და გაახსენდა, რომ სულ მალე თინი უნდა მოვიდეს და გულში დაიწყო ლოცვა, რომ რამემ შეაჩეროს, რომ ჯერ არ მოვიდეს.
-შენ რომ იცოდე როგორი სიცარიელეა,როცა შენ არ ხარ,არ ინდომებდი სიშორეს. შენ რომ იცოდე როგორ წვიმს, როცა შენ არ ხარ, არ წახვიდოდი არასდროს. შენ რომ იცოდე როგორ მტკივა როცა შენ არ ხარ, არ დამტოვებდი არასდროს. მაგრამ ახლა არ მოხვიდე, გთხოვ სადმე შეჩერდი და აქ არ მოხვიდე. სკამზე იყო მიბმული, კარებთან მდგარ ნიღბიანს შეხედა და თვალები ეცნო, მაგრამ არ შეიმჩნია, თავში კი ჯიმის ნათქვამი ამოუტივტივდა. ,,უფრთხილდი ყველაზე ახლობელს, მიშიკო გესმის? ყველაზე ახლობელს''. ერთმა სკამი დადგა მიშიკოს წინ და უთხრა, სიტყვა-სიტყვით ეთქვა ის თუ რაზე ესაუბრა ჯიმიმ სულ ცოტა ხნის წინ. არადა არ გათქვა ჯიმის ნათქვამი არცერთი სიტყვა და ის სასტიკად აწამეს. ასე ნაწამები და სისხლიანი დააგდეს ბინაში და მიატოვეს. თინიმ როგორც კი წაიკითხა შეტყობინება, სახლიდან გამოვიდა და მიშოს დაურეკა, მაგრამ მის ზარს არავინ პასუხობდა. ბედად არავის მოფიქრებია მიშოს ტელეფონი შეემოწმებინა, რადგან დარტმისას ხელიდან გაუვარდა და სად მღეროდა ახლა მხიარულ მელოდიას, ფეხზე რომ ყოფილიყო და შეძლებოდა მიშოს თავადაც ვერ მოძებნიდა. თინო ძალიან აანერვიულა მიშოს უპასუხო ზარებმა და ტაქსის მძღოლს აჩქარებდა, მაგრამ ის დიდ საცობში მოხვდა და ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან ბრუნდებოდა.რას იზამდა, ისევ უნდა დალოდებოდა გზის ცოტა განთავისუფლებას.როგორც იქნა მიაღწია მიშოს ბინას,ფული იქვე დაუგდო მძღოლს ხურდასაც არ დაელოდა და ჯერ კიდევ კარგად არ გაჩერებული მანქანიდან გადახტა. სირბილით აიარა კიბეები მერვე სართულზე და ზარი დარეკა, მაგრამ შიგნიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა, არადა მანქანა ძირს ბინის წინ იდგა. აწრიალდა და რა ექნა არ იცოდა, შემდეგ მეზობლის კარებზე მისცა ზარი და მალე ასაკოვანმა ქლბატონმა გააღო კარები და თბილად გაუღიმა თინის.
-გამარჯობა, გისმენ საყვარელო.თბილად გაუღიმა თინის.
-გამარჯობათ,მიშოსთან ვარ და კარს არ მიღებს და შემთხვევით თქვენთან იქნებ ზედმეტი გასაღები აქვს დატოვებული ყოველი შემთხვევისთვის.
-მადონა მქვია შვილო, გასაღები არა დედა, მიშიკოს ჩემთან არ დაუტოვებია.შეწუხებულმა უპასუხა
-მადონა დეიდა შეიძლება თქვენი ვერანდით ვისარგებლო? ისე შევალ სახლში, სხვაგვარად ვერ მოვახერხებ. მადონამ გაკვირვებულმა შეხედა თინის და უთხრა.
-სულ რამოდენიმე წუთის წინ ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა მიშოს ბინიდან, მაგრამ მიშო თავად არ დამინახავს. რამე ცუდი ხომ არ ხდება შვილო, მიშო ამ ბინაში ყველას შვილივით გვიყვარს, ის ჩვენი ყველას პატრონია. თინის გული აუფრიალდა და ცუდად დაუწყო ძგერამ.
-სწორედ ამიტომ უნდა გადავიდე ვერანდაზე, გთხოვთ მომეცით ნება.
-მოდი, მოდი შვილო თუ შეძლებ მე აქ დაგელოდები კარებთან. თინიმ ჩანთა იქვე დააგდო და ვერანდაზე გავიდა საიდანაც ადვილად გადავიდა მიშოს ვერანდაზე, იქედან კი სახლში შევიდა და ერთი საშინლად დაიღრიალა.
-მიშოოოოოოოოო. მიშოს გულზე დაემხო და ხმით მოთქვამდა.
-თვალი გაახილე გთხოვ,ყველაფერს შევძლებ ამქვეყნად შენი დავიწყების გარდა .შენ ხარ ჩემი სინათლე გვირაბის ბოლოს, შენ ხარ ჩემი სიცოცხლის თავი და ბოლო. არ დამტოვო მიშოოოო. თინი ტიროდა და კარებზე ზარმა და ხელების ძლიერმა დარტმის ხმამ გონზე მოიყვანა,ადგა კარები გამოგლიჯა და კარში მდგარ გაოცებულ მადონას უყვირა.
-ჩქარა სასწრაფოს გამოუძახეთ. თავად ისევ მიშოსთან მივიდა და ისევ ეცადა მის გონზე
მოყვანას.მიშომ თვალები გაახილა ნელა-ნელა,უკვე გრძნობაზე იყო და თინის ჯიმის ნაამბობი სიტყვასიტყვით უთხრა,გაჭირვებით ამოიღო ჯიბიდან პატარა შავი რაღაც და თინის გადასცა. თითქოს ამას ელოდაო, დაასრულა თუ არა საუბარი ისევ დაკარგა გონი და გაითიშა. მალე სასწრაფოც მოვიდა და მას პატრულიც მოყვა უკან. მადონამ ჩააწერინა ყველაფერი რა როგორ იყო და თინიმაც იგივე გაუმეორა, თინიმ ვახოს დაურეკა და ვახოც სახე გაფითრებული მივიდა საავადმყოფოში, შაკოც იქ გაჩნდა მალე და თინის ამშვიდებდა. თინიმ თავი ისე დაიჭირა, რომ არაფერი არ იცოდა, არადა გული უკვე ზიზღით ავსებოდა შაკოს მიმართ. უკვე დაღამდა და ციცო მარტო იყო სახლში, თინი მიუახლოვდა ვახოს და უთხრა.
-ვახო ძია, ციცო დეიდა ინერვიულებს და უმჯობესია სახლში წახვიდე, აქ მე და შაკო ვიქნებით.
-ექიმს დაველოდები შვილო და მერე შენ წადი, აქ კი მე და შაკო გავჩერდებით ღამით, ვინ იცის რა დაჭირდეს.
-კარგი, დაველოდები ექიმი რას გვეტყვის. თინის გაუხარდა ვახოს გადაწყვეტილება, რადგან მას სულ სხვა რამ ქონდა გეგმებში ჩაფიქრებული და ლოდინში ექიმიც გამოვიდა პალატიდან.
-როგორაა ექიმო, რამე სერიოზულია?
-სამი ნეკნი აქვს გატეხილი, თავში აქვს ჩარტყმული რაღაც მძიმე ბლაგვი საგანი და რამოდენიმე ნაკერის დადება მოგვიწია თავზე, ამასთან ერთად კი აქვს ტვინის შერყევა, რაც ექიმის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. მაჯებზე ძალიან ძლიერად ქონდა გადაჭერილი წვრილი ბაწარი, რამაც დააზიანა ძვალი და ორივე ხელები მაჯებში გიფში ჩავსვით.
-კიდევ დარჩა რამე, რასაც არ შეხებულან? გაბრაზებულმა თქვა ვახომ.
-თავში ზიანი ხომ არააქვს, იქნებ დარტმისას რამე ზიანი მიიღო. იკითხა შაკომ.
-საწუხაროდ ჯერ ვერ გეტყვით ამ საკითხზე ვერაფერს, გადაღება გაუკეთეთ და იმედი მაქვს
ყველაფერი რიგზე იქნება და საშიში არ იქნება არაფერი. ახლა წამალი მივეცით და მალე ჩაეძინება თუ გსურთ ინახულეთ, მხოლოდ ხუთი წუთით.
-მე შევალ და ვნახავ, რადგან უნდა წავიდე. თქვა თინიმ და ვახოს შეხედა, ვახომაც თბილად გაუღიმა და ხელით მსუბუქად უბიძგა შესულიყო პალატაში. კარის ხმაზე მიშომ თვალი გაახილა თინის შეხედა და გაუღიმა.
-ისევ აქ ხარ არ წაულხარ, მე მელოდებოდი?
-აქ ვარ, გნახე და უნდა წავიდე.
-შენ რომ არ მოსულიყავი, ლოცვასაც ვერ მოვასწრებდი ისე მოვკვდებოდი.
-მიშო ხუმრობის დრო არის?
-არა, მართლა არ ვხუმრობ თინი. შენთან ვალში ვარ სიკვდილამდე, არადა როგორ არ მიყვარს შენთან ვალში ყოფნა. სერიოზულად თქვა მიშომ რამაც თინი ისევ უფრო გააბრაზა.
-კი გამაბრაზე და ახლაც მაბრაზებ, მაგრამ სასიკვდილოდ ვერ გაგიმეტე. ახლა გამაგრდი გარეთ ვახო ძია და შაკუნა გელოდება. მიშომ კბილები გააკრაჭუნა, მაგრამ თინიმ გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა.
-თავი ხელში აიყვანე და ისე მოიქეცი რომ გაიგოს თითქოს არაფერი არ გახსოვს. მიშომ ცოტა გამოცოცხლდა და თინის მოუყვა საბასთან საუბარი, თინიმ სიბრაზით ანთებული თვალები მიანათა და უთხრა.
-ისევ მაგაზე ჯავრობ აქ სიკვდილს ებრძვი, ჯერ გამოდი აქედან და შემდეგ ვიმოქმედოთ ერთად საყვარელო.
-რა თქვი? გაოცებული თვალებით შეხედა მიშომ.
-რა ვთქვი. გაიკვირვა თინიმ.
-მასე თბილად თუ შეგეძლო საუბარი, ამდენხანს გავხდებოდი ავად და საავადმყოფოს გარეთ
ვიგემებდი შენს სიტკბოს.
-შენ როგორც ვხედავ ძალიან კარგად გრძნობ თავს და მე წავედი, ციცო დეიდა ინერვიულებს, აქ კი შენს საყვარელ ძმაკაცს გიტოვებ. ცოტა ხანში ვახო გამოუშვი სახლში და ის აქ დაიტოვე, მთელი ღამე აქ გააჩერე, გესმის?
-მართლა მიდიხარ? ფეხზე წამომდგარ თინის შეხედა სევდიანად.
-უნდა წავიდე მიშო ციცო დეიდა ინერვიულებს.
-თინი ფრთხილად იყავი, ახლა შენ ხარ სათვალთვალო კამერა მაგათთვის.
-ნუ გეშინია, ფრთხილად ვიქნები. წასასვლელად შებრუნდა თინი და მიშომ უთხრა.
-კარგი რა სიკვდილს გადავურჩი და ასე მშრალად მტოვებ? თინის გაეცინა და მიშიკოს გოგოსავეთ პატარა და ვარდისფერ ტუჩებს დაეწაფა და გემრიელი კოცნა დაუტოვა.
-უუუუფ, რა იყო ეს თინი გგონია მეყოფა ხვალამდე? დარჩი რა გთხოვ.
-ხვალამდე პუსკუნ. მიშომ ჯერ თვალები გადაატრიალა და შემდეგ გაეცინა, თინიმ კი პალატიდან დაღვრემილი და სერიოზული სახით გავიდა.
-როგორაა, რამე აწუხებს? კითხა შაკომ.
-თავის ტკივილები აქვს,ძალიან ტკივა თავი. უთხრა წყნარად თინიმ და ცდილობდა შაკოსთვის თვალებში არ შეეხედა.
-კარგი შვილო არ ინერვიულო ჩვენ აქ ვიქნებით, გარეთ ტაქსი გელოდება მე დავურეკე და რომ მიხვალ სახლში გამაგებინე,ნუ დამიმატებ სანერვიულოს.
-კარგი ძია ვახო. თინი საავადმყოფოდან დამძიმებული გულით წამოვიდა, მაგრამ მიშოს სერიოზული არაფერი არ ჭირდა.გაახსენდა მიშოს სიტყვები, ,,ფრთხილად იყავი,შეიძლება
გითვალთალებდნენ'' ტაქსში ჩაჯდომამდე შეამჩნია მოშორებით მსუბუქი მანქანა, მარკა ვერ გაარჩია სიბნელეში და პირდაპირ სახლში წავიდა. ტაქსიდან გადმოსულმა სახლში მისვლისას, შეასწრო თვალი სახლთან ახლოს ფარნებანთებული მანქანას ჩაეცინა და სახლში შესულმა, პირდაპირ მის საძინებელში აანთო შუქი, გარდერობი გამოაღო და მისთვის მოსახერხებელი სამოსი გადმოიღო, საწოლზე დააწყო და ციცოს სანახავად წავიდა. ფრთხილად შეაღო კარები და დარწმუნდა, რომ ციცოს ღრმად ეძინა რადგან ელისოს გაუჩინარების შემდეგ დამამშვიდებლებს სვამდა, დაიხარა ფრთხილად აკოცა და ისევ თავის საძინებელში შევიდა.გამოიცვალა და თავის გადმოწყობილი სამოსი ჩაიცვა, თმები კოსად აიწია,შუქი ჩააქრო და უცებ ფანჯარასთან მივიდა. შუქის ჩაქრობასთან ერთად, მანქანის ფარებიც აინთო და სახლს გაეცალა მოსიარულე მოთვალთვალე კამერა. თინიმ თავისი ქერა პარიკი გადაიმცვა თავზე და სახლის უკანა გასასვლელიდან, დაცვის შეუმჩნევლად გავიდა. მოტოციკლეტი ჩუმად გააგორა ხელით და სახლს მოშორდა თუ არა, სულ სხვა ადამიანად გადაიქცა, ვახო და შაკო ძალიან გვიან დაბრუნდნენ სახლში და მათ ვითომ ნამძინარევი თინი შემოხვდათ წინ.
-რატომ არ გძინავს შვილო. თბილად უსაყვედურა ვახომ.
-მეძინა, მაგრამ წყალი მომინდა და ავდექი.
-ყველაფერი კარგად არის, ციცოს ძინავს?
-კი აქ ყველაფერი კარგადაა, მიშოს ჩაეძინა ორივე რომ წამოდით? კითხა შაკოს.
-მიშოს დამამშვიდებელი მისცეს და დაეძინა, ექიმმა დილამდე არ გაიღვიძებსო. უთხრა შაკომ თინის.
-კარგია, დაისვენე ძალიან რთული დღე იყო ყველასთვის დილით ადრე მე წავალ
საავადმყოფოში, შაკო შენ აქ დარჩები?
-არა, უნდა წავიდე ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრაა ის მიშოს უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ალბად ახლა მე მომიწევს.
-კარგი, როგორც იტყვი.
-არა, არანაირი შეხვედრა არ შედგება ხვალ.
-რატომ, ეს როგორ.
-შეხვედრა გადაიდება სხვა დროისთვის. მტკიცედ თქვა ვახომ.
-ეს ხომ მნიშვნელოვანი შეხვედრაა კომპანიისთვის ძია ვახო.
-კომპანიისთვის შეიძლება არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე მხოლოდ მიშიკოს ჯამრთელობაა მნიშვნელოვანი და მეტი არაფერი და რაც შეეხება ჩემი შვილის ძებნას, მისი ძებნა ჯერ კიდევ გრძელდება და ვგრძნობ რომ შინაურის ხელი ურევია ამ ყველაფერში. შაკოს ხმა აღარ ამოუღია და კარებისკენ წავიდა, კარებთან მისული კი ვახოს ხმამ გააშეშა.
-შაკო. შაკო მიუბრუნდა ვახოს და ვახომ პირდაპირ თვალებში შეხედა.
-შაკო ჩვენს სიახლოვეს მტერია და ამ მტრის მოძებნას შენ გავალებ,პირადად შენ. მე ამის თქმა არ უნდა დამჭირვებოდა შენზე, რადგან ეს ჩემს შეუხსენებლად უნდა გაგეკეთებინა. მიშიკო შენი ძმა და მეგობარია, ორ დღეში გელოდები ახალი ინფორმაციით. მიშოს ასეთ ცემას არავის არ ვაპატიებ, სულერთია ვინ იქნება ის და ვინც არ უნდა იყოს პასუხს მოვთხოვ. ჩემი ხელით რომ ვუდებდე ლუკმას პირში იმასაც არ დავინდობ აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ. შაკო გაფითრებული იდგა ვახოს წინ და ენას ვერ აბრუნებდა როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და თქვა.
-ვეცდები ძია ვახო. თინი კი შაკოს უცქერდა და გრძნობდა როგორ უჭირდა შაკოს იქ ყოფნა. არა, ვერ დავიჯერებ რომ შაკო არის მოღალატე აქ საქმე რაღაცაშია, იქნებ დააშინეს?ფიქრობდა გულში და მის სახეზე უნდოდა სიმართლის წაკითხვა, სიმართლის რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ იცოდა, მაგრამ თუ გაიგებდა ამ სიმართლეს სიხარულით შეხვდებოდა რომ შაკო არ არის მოღალატე და ის გარემოებებისგან გამომდინარე მსხვერპლია.
შაკოს წასვლის შემდეგ, არ შეეძლო ვახოსთვის არ ეთქვა სიმართლე და თინიმ ყველაფერი მოუყვა.
-ასე რომ არ ვიცით რას მალავს შაკო, მაგრამ მე მგონია რომ ის დააშინეს. თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ და მასთან აწი არაფერი არ დაგეგმოთ და არ თქვათ.
-ეს, ეს ,ეს რა მითხარი. ძალიან მეტკინა გული, მაგრამ კარგია რომ მითხარი რამდენი რამის თქმა მინდოდა მისთვის, ჩემი გეგმები უნდა გამეცნო და ის მიშიკოს ადგილზე უნდა
დამესვა სანამ ის ფეხზე დადგებოდა.
-ეს საქმე მე მომანდე, გადმმომიგზავნე ემაილზე რაც დაგჭირდეს და მე ჩემი კომპიუტერიდან მოგეხმარები ეს კი სიურპრიზად დარჩება ყველასთვის და ვერავინი ვერ გაიგებს, ვინ დგას შენს უკან.
-შენ რომ არ მყოლოდი, რა მეშველებოდა. რა იცოდა თვით დიდმა ვახომ თუ რა სიურპრიზს უმზადებდა მისი თინათინი. დილით ადრე ადგა, ციცოს საუზმე გაუმზადა წამლები დაალევინა და ორივე საავადმყოფოში წავიდა. მიშოს ღვიძავდა და ის მარტო იყო მათმა მისვლამ გაახარა და ღიმილით უთხრა ვახოს.
-რა სახე გაქვს, კარგად ვარ არ ინერვიულოთ.
-ვიცი შვილო და ისიც ვიცი შაკოს რა როლი აქვს ამ თამაშში.
-შენ, შენ.................
-არ ვაპატიებ, ელისოს ვფიცავარ არ ვაპატიებ მხოლოდ ასე უცებ ვერ მოვკიდებ ხელს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, აქ უფრო სხვა რაღაც არის ჩახლართული.
-მეც მასე ვფიქრობ ან დააშინეს ან რაღაც სხვა რამ ხდება, მოდი დაველოდოთ.შემდეგ თინის მიუბრუნდა და შეეკითხა.
-როგორ წახვედი წუხელ სახლში.
-შენ მართალი იყავი, ვიღაც გამომყვა და სანამ ჩემს საძინებელში შუქი არ ჩავაქრე მანამ
არ წასულან. სახლი კარგად აქვთ შესწავლილი და ყველას საძინებლები იციან ვინ სად რომელ ოთახში იძინებს.
-რამდენი წელია ვიცნობ შაკოს თითქმის ერთად გავიზარდეთ და არ მინდა შევცდე მასში, რა ვქნათ ძია, შენ რას იტყვი? თინიმ ვახოს დაასწო და გაკვირვებულმა თქვა.
-რა უნდა ვქნათ? არავის შიშის გამო არ ვტოვებთ სცენას. პირიქით, ისინი უნდა წავიდნენ სცენიდან ვისაც ჩვენი ეშინიათ დამფრთხალი კატებივით, რადგან ისინი ხვდებიან ჩვენს სამყაროს ვერ მოერგებიან, ისე როგორც მათ უნდათ და ყველაფერზე არიან წამსვლელები ხომ ხედავთ. ამიტომ ჩვენ უნდა დავასწროთ მათ ვისაც თავი გმირი ჰგონია, არადა დამიჯერეთ გმირები ჩვენ ვართ. ჩვენ არ გვეშინია მტრის შემოტევის, ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ. გაოცებული უსმენდა ვახოც და მიშოც თინის და შემდეგ ერთმანეთს გადახედა ორივემ, ვახომ თინის მიუახლოვდა ხელები შემოხვია და გულზე მიიკრა, ასევე თბილად უთხრა.
-არც მე არ შევმცდარვარ შენში, მაგრამ ელისო შენზე ჭკუას კარგავდა. ყოველთვის იმას ამბობდა თინათინისნაირი სანდო თუ ვნახე ვინმე, ჩემს გვერდით მხოლოდ ის იქნებაო. მადლობა, მადლობა რომ ჩემი იმედები გაამართლე და შენში ეს შენი მებრძოლი სული დამანახე, მე შენ მჭირდები თინათინ. შენისთანა მებრძოლი და მტკიცე ადამიანი ჭირდება ჩემს კომპანიას. აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ვახო თინის სითამამის გამო. უზარმაზარი ძალა და ენერგია ქონდა ვახტანგს ჩადებული ამ კომპანიის შექმნაში და აღორძინებაში. ვახტანგი კოვზაძის ცხოვრება, როდი იყო ია-ვარდებით მოფენილი მის მეხსიერებას ძალიან კარგად ჰქონდა შემორჩენილი იმ დროინდელი გაჭირვებული ცხოვრება, მაგრამ ის გაჭირვების მიუხედავად სკოლაშიდაც კარგად სწავლობდა და მისი ოცნება იყო მის გვერდით არ ყოფილიყო არცერთი გაჭირვებული, ამიტომ ის თავად არაფლის მქონე სხვასაც ეხმარებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ გამოუტყდა ციცოს სიყვარულში და თანხმობის მიღებისთანავე 22 წლის ასაკში დაქორწინდა საყვარელ ქალზე. ელისო რომ დაიჭირა პირველად ხელში, სწორედ იმ დღიდან აღუდგა ბნელეთს და მოხალისედ, სიხარულით და დიდი ენერგიით ჩაება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებში. მისი დაკვირვებული და მახვილი თვალი, მუდამ იქ იყო სადაც საჭიროდ თვლიდა მის ყოფნას. ახალგაზრდობის წლებიდან დღემდე 49 წლის ასაკში ძალიან ბევრ ოჯახს დახმარებია, ბევრი წარჩინებული მოსწავლისთვის გაუკვალია გზა დიდ სიმაღლეებზე და ნელა-ნელა წინ წაწევით, თავადაც დიდი კომპანიის იმპერია შექმნა, რომელზედაც უკვე ძალიან ბევრი მტრები გამოუჩნდა და ეომებოდნენ იმაზე, რაც მისია და რაც მისი შექმნილია, ამიტომ არ უნდა თავის დახრა და დათმობა. ის რაც მისია, მისთვის უნდა ყოფილიყო და თუ არ ყავდა ვაჟი, ყავდა ელისო რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ვაჟკაცობაში არცერთ ვაჟკაცს, ასევე დიდი იმედი ქონდა მიშიკოსი რომელსაც 17 წლის ასაკიდან ზრდიდა როდესაც მისი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ. ვახტანგი კოვზაძე არასოდეს არ თმობს მის საკუთრებას და ის ბოლომდე ბრძოლობს, მას სწამს რომ გაიმარჯვებს საკუთარ ბრძოლაში მისი კარიერის გადარჩენისთვის.
-მე მივდივარ სახლში, გინდა რამე?
-არა,არაფერი არ მინდა, მხოლოდ დღის სინათლეზეც დაუკვირდი მდევარს. უთხრა მიშომ სუსტი ხმით თინის.
-დავუკვირდები. თინი წავიდა და ვახომს ფერი არ მოეწონა მიშოსი და ეეკითხა.
-ცუდად ხარ?
-რაღაც ძალიან ამტკივდა თავი.
-წავალ ექიმს ვეტყვი და გნახავს. მალე დაბრუნდა და მიშოს უთხრა.
-ექიმი მალე მოვა, მანამდ რაღაც უნდა გითხრა.
-რა ხდება. ძალა მოიკრიბა მიშომ და ვახოს შეხედა.
-მიშო დამპირდი და მომეცი პირობა,რომ შენს სიტყვას არასოდეს არ გადახვალ და თინათინს შენს გულში საიმედო ძლიერ ბუდეს აუშენებ. მის სუნთქვასაც შეიყვარებ და მჭიდროდ, ძალიან მჭიდროდ მიიკრავ გულზე. შენი ძლიერი ფრთების ქვეშ იმ თავნება გოგოს გახდი ნაზს და მორცხვს, თავიც რომ მოიკლა ქალისადმი მიცემული პირობა არამც და არამც არ დაივიწყო და შენი მიზეზით მის თვალებში სევდამ არ დაისადგუროს სიხარულის მაგივრად. მიშო გახსოვდეს, რომ ქალი ძალიან სათუთი არსებაა, ყველაზე სუსტი და შენ მას ფარივით უნდა აეფარო. იცოდე, თუ შენი საყვარელი ქალი შენგან წავიდა შენი მიზეზით, შენ მის ლოდინში უმისობა დაგლევს და ის უკან კი არასოდეს არ დაბრუნდება. მთები გადადგი თუ რამეს დაპირდი აუსრულე, მისი ოცნებები კი მისი რეალობად აქციე. სიტყვა კი არასოდეს, არასოდეს არ გატეხო.
-გპირდები და სიტყვას გაძლევ ყველაფერი კარგად იქნება, ელისოს არ ყოფნა გვიჭირს ყველას, მაგრამ მისმა გაუჩინარებამ ჩვენთვის უცნობ საიდუმლოებებს ფარდა ახადა. ადამიანებს რომლებსაც ყოველდღიურად ვეკონტაქტებით და ვსაუბრობთ მთელ ჩვენს სამომავლო გეგმებზე უცებ ,,ბრახ'' და ვიგებთ რომ ის ადამიანი არ გვცნობია და ჩვენი მოკეთე კი არა, ჩვენი მტერია. მე ის მეცოდება, რადგან სულ მალე გაიგებს რა დიდი შეცდომა დაუშვა ჩვენს წინაააღმდეგ წასვლით და მალული მოქმედებით. ქარის მიერ აბნეული გოგოსავით რთული გახდება მისი ცხოვრება და ინანებს იმ გაყალბებული ღიმილით რომ იდგა ჩვენს წინაშე. მე მასთან ყოფნის დრო კიარ განმიკურნავს ამ ტკივილს, ვეცდები ჩემში მისი არსებობა ჩავაქრო, გავაქრო და ასე ტკივილიც შეჩერდება.
-გჯეროდეს და პირობას გაძლევ, რომ ბედნიერ ქალად ვაქცევ თინათინს და სიკვდილის მოსვლამდე მეყვარება ისე ძლიერ,როგორც ახლა მიყვარს და მაბრაზებს,მაგრამ მოვარჯულებ. ამბობენ რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო, სისულელეა ეს ყველაფერი, იმას რასაც მე ამ წამს ვგრძნობ დრო ვერაფერს უზამს. დროს რა შეუძლია? დროს შეუძლია გააქროს ადამიანები, დროს შეუძლია გააჩეროს თვით დროში დრო, მაგრამ დრო ვერაფერს დააკლებს ნამდვილ და წრფელ სიყვარულს.
-მეც ვიყავი შენი ასაკის და მეც გამოვცადე ამ ბედნიერი გრძნობის ნექტარი შვილო, ამიტომ ადვილად ვარჩევ შეყვარებულ ადამიანებს. სიყვარული გულში იბადება, თვალებში იკითხება, დროში კვდება და გულში იმარხება,ჰოდა მოეფერეთ ერთმანეთს და გაუფრთხილდით ორივე ამ საოცრად ნაზ გრძნობას.

წვიმამ იწვიმა, იწვიმა და ვეღარ დაილია. გულმა იტირა, იტირა და წვიმის წვეთების მსგავსად დაპატარავდა. საღამო იყო ხრისტო ვერანდაზე იდგა და მის ოცნებებში ჩაძირულიყო, არავინ იცის ვინ იყო მთავარი სახე მის ოცნებებში და ვისზე ფიქრობდა ექიმი. ფიქრებში გართულს ვერც კი გაიგო როგორ დაადგა თავზე მისი საუკეთესო მეგობარი, რომელმაც ღიმილით, მაგრამ მაინც გაბრაზებული ხმით უთხრა.
-როგორც იქნა სახლში ხარ და როგორ მოხდა, უშენოდ როგორაა დღეს საავადმყოფო?
-ცინიზმს მოვეშვათ, გადავიღალე ძალიან და სახლში ადრე მოვედი, მაგრამ ისევ მივდივარ.
-ვიცი რომ გადაიღალე ახსნა არ არის საჭირო, სახეზე გეტყობა და ვიფიქრე ცოტა ხნით ხომ არ აჯობებდა გაცლოდი ათენს და გაცლოდი აქაურ გარემოს. ვხედავ, ცუდად მოქმედებს შენზე რაღაც რაღაცეები.
-არ ვიცი რას ფიქრობ რაღაც-რაღაცეებში, მაგრამ გეტყვი, რომ ახლა არსად წასვლის დრო მართლა არ არის ფრიქსო რადგან ძალიან სერიოზული პაციენტები მყავს, რომლებსაც ვჭირდები მეც და ჩემი ყურადღებაც.
-ის გოგონა როგორ არის, გაქვს იმედი?
-ჯერ ისევ უცვლელია მისი მდგომარეობა მას ელი ჰქვია, ლამაზი სახელია არა? გაუღიმა ელისოს მის ოცნებებში და ისევ დაიკარგა ფიქრებში მომენტალურად, ფრიქსომ უცქირა და შემდეგ მკაცრად უთხრა.
-ეეეეეეეეეჰ, აქ ხარ? რა გემართება, სად მოგზაურობ შენს ოცნებებთან ერთად.
-ფრიქსო მასზე ფიქრი სუნთქვასაც კი მავიწყებს, იმდენად თბილად შემოდის ჩემში. ყოველ დილით მისი ნამიანი ტუჩების შეხედვაზე ტანში ჟრუანტელი ერთიანად მივლის. იცი როგორი დიდია სურვილი ჩემში მის წითელ ბაგეებს შევეხო, იმ ბაგეების გემო არა ჩემივე ბაგეებით, არამედ გულით შევიგრძნო. მისი გრძელი თმები ჩემს გულზე დაფენილი ვიხილო და თავად ის კი ჩემს მკლავებში მყავდეს. მისი ყველა ამოსუნთქვა რომ მომეფრქვევა გულზე და სითბოს დამიტოვებს.
-გამიგონია კომაში მყოფებს ესმით, რასაც ეუბნებიანო.
-ეს გამონაკლისია, შეიძლება ესმის მაგრამ მას მხოლოდ მისი ენა ესმის, მე ვეჩურჩულები, მაგრამ არაფერი არ ესმის ჩემი ნათქვამიდან. ეს იქ მყოფმა გოგონამ დააფიქსირა ის ქართველია და ელიც ქართველია, რა აზრი აქვს რამე უთხრა აწი მას მაინც არ ესმის. რეალობაში რასაც ვერ ვეუბნები,იმას ჩემს გულში ვჩურჩულებ ჩუმად.
-გეფიცები, უკვე თუ არ უბერავდე და უკვე დროა გონს მოხვიდე, გესმის?
-რა გესმის შენ გრძნობების წადი მიხედე შენს მანქანებს, მატორები დაშალე და ააწყვე, მეტი მაინც არ გესმის არაფერი. შეუღრინა ხრისტომ მეგობარს.
-სცდები მეგობარო. ხრისტომ გაოცებულმა შეხედა ფრისკოს და მისი გამოხედვა იმის ნიშანი იყო, ,,ჩქარა დაფქვი რა ხდებაო''.ფრისკომ ჩაიცინა, ხრისტოსთან ცოტა მოშორებით დადგა და შემდეგ ღრმად ამოიოხრა და უთხრა.
-მინდა იცოდე ჩემო მეგობარო, რომ მთელი ვნებით მთელი ჩემში არსებული სიყვარულით. მთელი სინაზით, მთელი გულით და სულით მიყვარხარ, მაგრამ ბოდიში ყველაზე მეტად მე ჩემი თავი მიყვარს.
-იდიოტო, მეგონა შენი ქვად ქცეული გული ვინმეს მიმართ გათბათქო. ღიმილით უთხრა ხრისტომ და წამოდგა.
-სად მიდიხარ, სადაცაა დაღამდება. უთხრა გაკვირვებულმა მეგობარს.
-უნდა წავიდე,დღეს მორიგე ვარ.
-უუუუფ, ვიფიქრე სახლში დავიჭირე და გავალ ლუდს დავლევთთქო.
-ლუდი მხოლოდ შაბა-კვირას მანამდე არა. ფრიქსო წამოდგა სევდიანად და კარებთან მისულმა ხრისტოს უთხრა.
-შემომხედე, მივდივარ და ერთი მაინც გამიღიმე, გულს ნუ მომიკლავ უშენობით და ნუ დამივიწყებ ფისო. ხრისტომ ბალიში მოუქნია და კარებს მოხვდა, გარდან კი ფრიქსოს ხარხარი ისევ ესმოდა და თავადაც გაეცინა. ჩაიცვა, მოწესრიგდა და ჩქარი ნაბიჯით და აჩქარებული გულით წავიდა საავადმყოფოში, იქ მისულს კი დიდი სიურპრიზი ელოდა სიურპრიზი რომელიც უკვე მისი ოცნებად გადაქცეულიყო.
-ნინო საყვარელო, უკვე არ ფიქრობ რომ დრო მოვიდა და შენი ცხოვრება შეცვალო?
-ჯერ კიდევ ცოტაც და ჩემს ოცნებებს ფრთებს შევასხამ, მერე შეიძლება ვიფიქრო ჩემს პირადზედაც დაო. ორი და ერთმანეთზე ჩახუტებულები იყვნენ, მათი პალატის სარკმელთან და გარეთ იხედებოდნენ. მათი სიყვარული სიცხეს ვერ აღიქვამდა, უხაროდათ რომ ახლო-ახლო იყვნენ ერთმანეთთან.
-ხრისტო მოვიდა ხედავ?
-შევხედე, რომ შემოგრიალდა მე ვფიქრობ, რომ ექიმს შეუყვარდა მისი პაციენტი
-მერე რა, მე მომწონს კარგი ადამიანია და კარგი წყვილი იქნება. ამ დროს თეთრხალათიანი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა ქერა თმებით და ხელში შპრიცი ეჭირა, რამაც ნათია გააკვირვა, აფრთხილებდნენ თუ რამე ანალიზის აღება იყო საჭირო და ამიტომ ეჭვის თვალით შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს. ნათია არ დაიბნა და თეთრხალათიანს წინ გადაუდგა.
-ვინ ხარ და ეს რა შპრიცია. ისეთი შეუვალი და მტკიცე იყო ნათიას ხმა, ქერამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ გონს მოეგო და იგივე ტონით უთხრა ნათის.
-ჩამომეცალე გზიდან და მადროვე ჩემი საქმის გაკეთება, თორემ?
-თორემ რა? თვალი თვალში გაუყარა ნინომ.
-თქვენ ხომ არ გაგიჟდით, გინდათ მთავარ ექიმს დაუძახო და გაგაძევოთ აქედან?
-ექიმის დასაძახრბლად რომ არ იწვალო, ჩვენ დაგეხმარებით. ნათიამ ტელეფონი ამოიღო და ხრისტოს ნომერზე გადარეკა, რომელმაც პირველ ზარზევე უპასუხა. ამ დროს ნინომ ხელები გადაუგრიხა ქერათმიანს, რომელმაც ფერი დაეკარგა სახეზე და უკვე გაქცევას სცდილობდა და ძირს დააგდო და ზემოდან მოექცა. ერთი შეხედვით ძალიან სასაცილოები იყვნენ და ხრისტოს თვალები გაუფართოვდა გოგონების ამ სიტუაციაში რომ შეხედა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და მის უკან მდგომს ერთი სიტყვა უთხრა.
-გაიყვანეთ. დაცვამ სამივეს მოკიდა ხელი და მიყავდა,რომ ნათიამ იყვირა.
-რას აკეთებთ იდიოტებო, ის წაიყვანეთ ქერათმიანი ჩვენ კიარა. ხრისტოს გაეცინა, ნათიას
წამოძახილზე, თუმცა საერთოდ არ იყო სიცილის დრო. ქერა თმიანი დაცვამ წაიყვანა და სამივემ ერთმანეთს შეხედა და სამივემ ერთნაირად გაიცინა ხმამაღლა და გულიანად, მაგრამ ნათიამ შეხედა ხრისტოს რომელიც გაოცებული უცქერდა ელის და თვალი გააყოლა ექიმის თვალს და თავადაც გაოცებულმა შემოჰკრა ტაში და შეჰკივლა, ამ ჟესტით ნათიამ სიხარულიც გამოხატა და სევდაც, მიუახლოვდა ორივე დები გაღიმებული სახით ელისოს საწოლს და ქართულად უთხრა.
-იცი, რამდენი ხანია ველოდებით შენს გამოღვიძებას? ელიმ მხრები აიჩეჩა და თავისი ნაზი ხმით თქვა
-სად ვარ, დიდი ხანია რაც მძინავს?
-უკვე 20 დღეა გელოდებით.
-20 დღე მეძინა?
-დიახ საყვარელო და ყველა შენს გაღვიძებას ველოდით.
-მინდოდა, ძალიან მინდოდა გამომეხედა როცა მეჩურჩულებოდი, მაგრამ სადღაც ტუპიკში ვიყავი და გზას ვერ ვხედავდი ირგვლივ წყვდიადი იყო.
-არა უშავს, ახლა აქ ხარ და აი შენი ექიმი რომელიც დღე და ღამე არ ცილდებოდა შენს საწოლს, აქ ათენებდა უმეტესად და დღეს შენ რომ ცოცხალი ხარ ამ ადამიანის დამსახურებაა. ექიმი გაოცებული უცქერდა ელისოს და თან დიდი ყურადღებით უსმენდა ნათიას, ვერ გაიგო რას ამბობდა, მაგრამ კარგად მიხვდა,რომ მასზე საუბრობდა. მიუახლოვდა ელის და თბილად უთხრა.
-καλοσ ιρισεσ κοδαμασ-დაბრუნებას გილოცავ. შემდეგ ნათიას მიუბრუნდა და უთხრა.
-ნადია შეეკითხე რა ჰქვია ან რა ახსოვს წარსულიდან. ნათიამ მიუბრუნდა ელისოს და ექიმის ნათქვამი სიტყვები გაუმეორა.
-ექიმმა მოგესალმა და აინტერესებს რა გახსოვს წარსულიდან ან რა გქვია სახელი. ელისომ გონება დაძაბა და თვალდახუჭულმა თქვა.
-ზღვა, შემდეგ გზაზე გავედი და მკვეთერი შუქი დავინახე.....
-შემდეგ, გახსოვს რა მოხდა შემდეგ?
-სიბნელე, იმის იქით სიბნელეა არაფერი მახსოვს.
-ჩვენი ქართული ენის გარდა, სხვა ენა გესმის? მაგალითად ინგლისური.
-მახსოვს ბუნდოვნად, ბევრი არაფერი.
-თქვენი სახელი ელი არის, ასე გვითხრა თქვენმა იურისტმა.
-იურისტმა? გაიკვირვა ელიმ.
-ხო იქნებ გაიხსენო, რატომ დაგჭირდა იურისტის დახმარება.
-არ მახსოვს, არ ვიცი, არ მახსენდება. შემდეგ ექიმს მიუბრუნდა და უთხრა.
-ამნეზია მაქვს? ნათიამ გადაუთარგმნა ექიმს, ექიმმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-იმედია, მძიმე ფორმებში არ არის და როგორ ფიქრობთ, შევძლებ საერთოდ წარსულის გახსენებას. ნათია ელის ნათქვამს ექიმს უთარგმნიდა.
-ნუ დაეძალებით და ნუ დაძაბავთ გონებას მეხსიერება თავად უნდა დაბრუნდეს, უკეთესია დაძალების გარეშე თუ შეძლებ რამე აღიდგინო წარსულიდან, თუ ერთი
მომენტი გაგახსენდეს ეს უკვე დიდი იმედის მომცემია და ძალიან კარგი შედეგია.
-ვეცდები, მაგრამ ამ წუთში არაფერი არ მახსენდება, თითქოს ჩემს თავში უჯრედები დაცარიელდა და მოგონებებიც კი აღარ შემომრჩა. ექიმმა იურისტს დაურეკა და აცნობა ელისოს გონზე მოსვლა. ცოტა ხამში კი თავად ესტუმრა სპირო და იანი ექიმს ელის სანახავად, რომლებსაც მართლა გულით გაუხარდათ ელისოს გამოღვიძება.
-ექიმო რა ხდება, ახალს და სასიხარულოს რას გვეტყვი?
-როგორც იქნა გვაქვს ამჯერად სასიხარულო ინფორმაცია და წინ მივიწევთ, მართალია ნელა-ნელა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ელი უკვე კარგად არის და თქვენთან მაქვს ერთი სათხოვარი.
-გისმენთ. მთელი ყურადღებით უსმენდა სპირო და იანი ექიმს.
-როგორც იცით დიაგნოზი- ამნეზია ჯერ კიდევ მის ტვინის უჯრედებშია და არ ვიცით ეს როდემდე გასტანს. თქვენ იცნობდით ელის და ისიც გიცნობდათ, გქონდათ მასთან ასე თუ ისე კონტაქტი და ვიფიქრე მოგვესინჯა თუ გიცნობთ რომ შეგხედავთ.
-რა თქმა უნდა, ეს ჩვენც გვაინტერესებს. უთხრა სპირომ და სამივე ელისოს პალატისკენ წავიდნენ.
-გამარჯობა ელი. საწოლს იანი მიუახლოვდა პირველი, ელისომ გაკვირვებულმა შეხედა იანის და შემდეგ თითქოს ეცნო, მაგრამ არ იყო დარწმუნებული და ნინოს უთხრა
-სადღაც მინახია ეს ორი, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ნინოს ექიმს უთხრა ელისოს ნათქვამი და ხრისტოს გაუხარდა.
-ეს ძალიან კარგის ნიშანია, გონება იწყებს მუშაობას და ის აუცილებლად გაიხსენებს ვინ არის და გაგიხსენებთ თქვენც.
-ელი ვერ დავიჯერებ, რომ ვერ გვიცანი. უთხრა სპირომ ღიმილით და დაამატა.
-არ დაიძაბო და აუცილებლად გაგახსენდება ყველაფერი.
-მაპატიეთ, ვერ გაგიხსენეთ მაგრამ თქვენი სახეები, რატომღაც ჩემთვის ნაცნობია.
-ეს ძალიან კარგია, რომ გეცნობა და იცი სადღაც გყავს ნანახი ეს ორი ადამიანი და უკვე თქვენი ტვინის უჯრედები, ბრძოლობს მეხსიერება აღიდგინოს. აუცილებლად გაიხსენებ ვინახარ და საიდან ხარ, მე მჯერა შევძლებთ გაუმკლავდეთ ამ სირთულესაც. იმედიანად ესაუბრა ექიმმა და ელისოსაც იმედი მიეცა, რომ ადრე თუ გვიან გაახსენდება ვინ არის.
-მახსოვს ზღვა, აივანი და ზღვის ხედი.
-გაახსენდება, მას აუცილებლად გაახსენდება.
-ნომერში სადაც ცხოვრობდა აივნიდან დანახული ხედი გაახსენდა. თქვა იანიმ და იმედი მიეცა მასაც, ექიმმა სპიროს მოახსენა საავადმყოფოში ერთი საათის წინ მომხდარი ინციდენტი.
-ესე იგი მართლები ვიყავით, უნდოდათ მოეკლათ.
-მეც ასე ვფიქრობ. რომ არა გოგონების სიმტკიცე, სიძლიერე და სიმარდე, განზრახვას თუ დავალებას სისრულეში მოიყვანდა.
-ყოჩაღ გოგონებს, მაგრამ მე ელი მადარდებს ექიმო, ნუთუ ვერ გაიხსენებს ვინ არის?
-დაველოდოთ კიდევ რამოდენიმე დღე და ვნახოთ.
-თუ ამ ლოდინით ვერაფერი გამოვიდა, საელჩო უნდა ჩავრიოთ და ისინი დაგვეხმარებან მისიანების მოძებნაში.
-გადააგზავნიან ალბად ხომ? იკითხა იანიმ ნაღვლიანად.
-ალბად, მაგრამ ჯერ საჭიროა პირადობის გაკეთება.
-პირადობას გააკეთებს, მონაცემები ხომ წერია სასტუმროში წიგნში, რომ მოვიდა იმ დღეს.
-მართალია, პირადობა გაუკეთდება და გადააგზავნიან. ამას მე მივხედავ თავად, როგორც მისი იურისტი. სპირო და იანი წავიდნენ და ექიმი ისევ პალატაში შევიდა, მეხსიერება ჰქონდა დაკარგული ელისოს თორემ, განა გრძნობები არ ჰქონდა? პირველი რაც ელისომ იგრძნო ახალგაზრდა სიმპატიური ექიმისგან ეს იყო მათი თვალებით კონტაქტი, ვნებიანი და დიდი სურვილით სავსე ცქერით რომ უცქერდა. ეს ერთდროულად სასიამოვნოც იყო ახალგაზრდა 27 წლის ქალისათვის და აღმაგზნებელიც. ხრისტომ უცქირა ელისოს მოციმციმე თვალებს, ნათიას იუმორზე რომ იცინოდნენ თვით თვალებიც და ბრწყინავდნენ ბედნიერებისაგან, თითქოს გუშინ და გუშინწინ არც არაფერი მომხდარიყო, უცქირა და გულში ჩაიდუდღუნა.
-ღმერთო რა მემართება, ნუთუ ელის გამოჩენას ელოდა ჩემი გული ასე აძგერებულიყო ძლიერად და ვნებიანად? უფალო ის ჩემამდე მოიყვანე, ჩემში შემოუშვი და გთხოვ ასევე ჩემად ჩაასახლე ჩემშივე. მყავდეს გულში უფალო და ნუ განდევნი მას ჩემი გულიდან. ვერ დავთმობ, გამიჭირდება მისი დათმობა, დამეხმარე უფალო, მე ხომ შენი შვილი ვარ.ელისოს მდგომარეობა დღითი დღე უკეთესდებოდა, ტკივილს არ გრძნობდა და მალე ფეხზეც წამოდგა ექიმის წინ შოლტივით აღიმართა ელისოს ჩამოსხმული სხეული რომელმაც უფრო გაუღრმავა მასზე ფიქრი, მაგრამ ახლა იმაზე ფიქრობდა თუ სად წავიდოდა ელისო საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ. მისი სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეშია, ამიტომ გადაწყვიტა თავის სახლში წაეყვანა,წინასწარ მოელაპარაკა დედას და აუხსნა საქმის ვითარება, სტელამ დაფიქრდა და შემდეგ უთხრა.
-დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ?
-დარწმუნებული ვარ დედა, ჯერ კარგად გავაანალიზე ჩემს თავში ის რასაც ვაკეთებ, პატარა აღარ ვარ, მაგრამ შენი რჩევა მაინც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხრისტომ შეხედა დედას და შემდეგ როგორც ბავშვობაში თავი მის კალთაში ჩადო, სტელამ შვილს სახეზე დააკვირდა და დაფიქრებული ხმით უთხრა.
-განა არ ვიცი რომ პატარა აღარახარ? განა არ ვიცი, რომ უკვე გაიზარდე და დიდი, წარმატებული ადამიანი ხარ. განა არც ის ვიცი რომ მარტო შეგიძლია ცხოვრება, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ. შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ შენს თვალებში გაჩენილ ცვლილებებს ვხედავ დედის თვალს ეს არ გამოეპარება და მინდა გითხრა, რომ ძალიან ღრმად შემოსულა შენში გრძნობები და თუ ატყობ, რომ შენთვის ეს გრძნობა უპასუხო დარჩება, ჯობია აღარ იფიქრო და აღარ დაიტანჯო. ძალიან ჩქარა გაიზარდე დედი ან მე გამეპარა დრო ისე რომ შენი გაზრდა ვეღარ შევამჩნიე, რით ვიყავი ნეტა ასე დაკავებული რატომ არ მახსოვს, შორიდან ვცნობ შენი სახის მიმიკებს როგორ ხასიათზეც ხარ ამ ბოლო დროს კი როცა შენთან მოვდივარ, ძალიან დაძაბული და დაფიქრებული ხარ. ნუ ხარ ასეთი დაძაბული, როცა უყვართ დედი ბრწყინავენ ბედნიერებისაგან.
-ეს მაშინ, როცა სიყვარული ორმხრივია დედა. ტკივილით სავსე ხმით უთხრა დედას ხრისტომ.
-მამაშენმა დარეკა დღეს და მითხრა დამივიწყა სულ აღარ ვახსოვარო, ტკივილი შევამჩნიე მის ხმას.
-მართლა არ დამირეკია მამასთვის, ძალიან რთული დღეები მქონდა დედა.
-ხმაც კი შეცვლილი გაქვს, გრძნობა გულში ღრმად არის შესული და სანამ პასუხს არ მიიღებს ასეთი მოწყენილი იქნები.
-მართალი ხარ გეთანხმები, დედა ჩემს გულში ოკეანე ბობოქრობს და ლამისაა მეც ჩამყლაპოს.
-გახსოვდეს რომ არსებობს ტკივილის გაძლება, ზოგჯერ სიყვარულით და ზოგჯერ
სიყვარულისთვის და კიდევ, ადამიანი სასმელზე და თამბაქოზე ბევრად უფრო შხამია, ეცადე ეს შხამი არ ჩააწვეთო შენს სუფთა გულს და არ მოიწამლო შენი ადამიანური გრძნობები.
-ჩემს ერთ შეკითხვას, ლექცია მოაყოლე და პასუხი მაინც არ მითხარი გარკვევით. ორივეს
გაეცინა და სტელამ თბილი ღიმილით უთხრა.
-მოიყვანე შვილო და აქ იყოს, განა ჩვენი ვალი ეს არ არის გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ? თავი წარმოვიდგინოთ მის ადგილზე, ჩვენ რომ ვიყოთ ვიღაცამ ხომ უნდა დაგვეხმაროს. მოიყვანე, მაგრამ მეც აქ ვიქნები, რომ უხერხულად არ იგრძნოს თავი.
-ეგ ხო, მაგრამ ერთმანეთის ენას რომ ვერ გავუგებთ?
-გავუგებთ როგორმე, ხომ გაგიგონია მუნჯის ენა მხოლოდ დედამ იცისო. ჩვენ არავართ
მუნჯები, მაგრამ რაღაც გზას გამოვნახავთ. ხრისტო გააბედნიერა დედასთან საუბარმა და სიხარულით წავიდა ელისოსთან და იქ მისულებს გოგონებს ახარა.
-გოგონებო, იმედია ერთმანეთს არ დავკარგავთ ელი ჩემთან მიმყავს, ეს ჩემი მისამართია და როცა სურვილი გაგიჩნდეთ მობრძანდით სანამ ელი აქ იქნება, რომ წავა იმედია ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება და არ შეწყდება. გოგონებს გაუხარდა ექიმის გულით მიპატიჟება მათთან და მისი გადაწყვეტილება ელის მიმართ და ორივემ მადლიერების გამოსახატი გამოხედვა აჩუქეს ექიმს. იანიმ კი ელის თავისი ნივთები მოუტანა და ნათიას დახმარებით უთხრა.
-თუ ოდესმე გაიხსენო, როგორ გავიცანით ერთმანეთი მე დაგიტოვეთ თქვენი ფეისბუქის გვერდზე ჩემი შეტყობინება. გელოდები ელი და იმედი მაქვს,ეს რამოდენიმე თვეში მოხდება. სპიროს ამ საქმეს არ მოეშვება და დამნაშავეს აუცილებლად იპოვის, შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ სამართალს გაარკვევს და დაისჯება დამნაშავე საკადრისად. ნათიამ გადაუთარგმნა ელისოს სიტყვა-სიტყვით რაც იანიმ თქვა,შემდეგ კი ექიმთან ერთად გამოვიდა პალატიდან.
-შეგიძლიათ მითხრათ, რამდენია თქვენს სასტუმროში ელის ვალი?
-საკმაოდ დიდია ექიმო, მაგრამ ფული არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის ელი არის
მნიშვნელოვანი, რომ ის აქედან თქვენი წყალობით ცოცხალი წავა. სპირომ წაიღო მისი მონაცემები და საელჩოში მიიტანს, აუხსნის ელის მდგომარეობას და საელჩო გადაწყვიტავს რა, როგორ გააკეთდება.
-ძალიან კარგი, მაგრამ ელის ვალს მე გადაგიხდით. თქვენი ანგარიშის ნომერი მომეცით და თქვენს ანგარიშზე იქნება ხვალ ის თანხა ეთნიკი ბანკიდან. თუ გინდათ და უკეთესია თქვენთვის, ჩეკს ამოგიწერთ და ახლავეს მოგცემთ.
-ეს თქვენგან დიდი დახმარებაა ექიმო, მას ხომ არ ახსოვს ვინ არის თქვენ ამოდენბა თანხის გადახდა როგორ, ვინ დაგიბრუნებთ უკან ვალს?
-უფალი მეგობარო, არ დაგავიწყდეს რომ უფალი მუდამ ჩვენს გვერდით არის. იანიმ ანგარიშის ნომერი დაუტოვა და გაკვირვებული წავიდა, სასტუმროში მისულ იქ გაცეცხლებული კორინა დახვდა.
-სად იყავი, სად დადიხარ უჩემოდ?
-ვერ გავიგე? გაოცებული უცქერდა იანი კორინას.
-რა ვერ გაიგე, სად ხარ ეს დღეები.
-შენ რა, გინდა ჩემი ყველა ნაბიჯი დაითვალო და გაიგო სად ვიყავი?
-დიახ, მითხარი ახლავეს სად იყავი და ვისთან. იანის წინ გაბრაზებული იდგა ახალგაზრდა ქერა გოგონა.
-კორინა არ მაქვს ხასიათი შენს ისტერიკებს ვუსმინო. წყნარად უთხრა იანიმ.
-აბა ვისი ხასიათი გაქვს იანი რა შეიცვალა შენში, მე შენ ვეღარ გცნობ, ვინ შეგცვალა იმ
ამნეზიანმა გოგონამ?
-კორინა როგორც მხედავ ვცდილობ ძალიან შევიკავო თავი, რადგან ყველა ჩვენ გვიყურებს და არ მინდა იდიოტის როლში ვიყო.
-ასეც ვიცოდი, შენ პასუხს გაურბიხარ.
-ჩემს კაბინეტში ვიქნები, თუ საუბარი გსურს იქ ამობრძანდი. იანიმ წყნარად და გარკვევით აუხსნა სესილის თავისი სათქმელი და თავის კაბინეტში შევიდა. სესილიმ ღრმად ამოისუნთქა და უკან გაყვა ფეხების ბაკუნით.
-გისმენ, აქ არავინ არ გვიყურებს.
-შენი ჩანთა სად გაქვს. ისევ წყნარად შეეკითხა იანიმ და სიგარეტს მოუკიდა.
-რა შუაშია აქ ჩემი ჩანთა.
-შენი ჩანთა იმ შუაშია, რომ აიღებ შენს ჩანთას და ამ კარებიდან გახვალ ისე რომ უკან აღარ მოიხედავ, არც დღეს და არც არასოდეს. უყვირა უკვე მოთმინება დაკარგულმა იანიმ.
-რაო? გინდა რომ დავშორდეთ?
-დიახ უნდა დავშორდეთ, როგორც იქნა რაღაც სწორად გაიგე და სწორად დასვი კითხვა.
-მერე მე ან ამ ბავშვის ბედი არ გაღელვებს?
-რა ბავში. გაოცებულმა შეხედა იანიმ.
-ის ბავში, რომელსაც შენგან ველოდები იანი. არც დაბნეულა იანი და არც აფეთქებულა, მიუბრუნდა კორინას და ისევ წყნარად უთხრა.
-ეს ბავშვი თუ ჩემია მე ვიზრუნებ მასზე, მაგრამ მე და შენ ერთად არასდროს აღარ ვიქნებით, რადგან უკვე თავი მომაბეზრე შენი ჭირვეულობით და შენი ეჭვიანობით.
-მე უშენოდ არც ეს ბავშვი არ მინდა, აბორტს გავიკეთებ.
-ბავშვი რომელიც შენშია თუ ჩემია მას მე მივხედავ, აბორტს კიარ გაიკეთებ ჩვენ ახლა ერთად წავალთ ექიმთან.
-არა, მე მარტო წავალ. სახეზე აწითლდდა სესილი.
-თუ წახვალ წადი და პატივი დამდე ბავშვის მამასაც დაელაპარაკე, იქნებ ვიღაცას მართლა უნდა შენგან შვილი ჰყავდეს. იანიმ ხელი მოკიდა სესილის და მისი კაბინეტიდან გამოუძახა გარეთ და კარი ცხვირის წინ მიუხურა. იანი ძალიან თავშეკავებული ადამიანი იყო და ყოველთვის ერიდებოდა მის გარშემო შექმნილ სკანდალურ სცენებს, კორინას ყოველთვის ჰქონდა მისგან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ყოველთვის მაღალ ფეხზე იდგა იანის წინაშე და დღეს ამ ყველაფერმა ამოხეთქა მასში და მისი ადგილიც მიუჩინა, არა მის გვერდით, არამედ ქუჩაში. განა აკლდა ქალებისგან ყურადღება და სურვილს ან ვნებას ვერ დაიკმაყოფილებდა, იანი ეძებდა სულ სხვა რამეს ქალში, რაღაც განსხვავებულს და მიუწვდომელს, რომელიც მან ელისოში აღმოაჩინა და დაინახა, მაგრამ ისიც თავიდანვე გაათვითცნობიერა რომ ეს ასე ადვილი არ იქნებოდა. იანი ფიქრებიდან სპიროს ზარმა გამოიყვანა და დაღლილი ხმით უპასუხა.
-გისმენ სპირო.
-რა მოხდა, რა ხმა გაქვს ისევ კორინა?
-ისევ კორინა, ისევ კორინა. ჩუმად, დაღლილი ხმით უთხრა.
-ოხ გამძლეობა მეგობარო. მომისმინე, ელის პირადობის მონაცემენბი მივიტანე საელჩოში და განიხილავენ მის საქმეს და ექიმსაც გაესაუბრებიან. ასე რომ არ ვიცი მხოლოდ, შენ რა მოგიხერხო იმ ფულის თაობაზე.
-ნუ წუხარ სპირო დამშვიდდი, ფული შენ კარგად იცი რომ ჩემთვის არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ექიმმა ყველა თანხას ხვალ ანგარიშზე დაგიჯენო.
-ექიმმა? რატომ გადაიხადა მან ან რა გარანტია აქვს თანხას უკან დაიბრუნებს.
-უფალი დამეხმარებაო, ასე მითხრა.
-ყოჩაღ, ძალიან დადებითად ვაფასებ მის საქციელს, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატომ გადაიხადა თავად. მაშ მოგვარებული ყოფილა ეს საკითხი, ახლა იქ მივდივარ ის ქერა უნდა მოვინახულო, იმედია ამ საქმესაც ეშველება რაღაც.
-იმედია და ელიც მიიღებს მის კუთვნილ თანხას, დროებით სპირო.
-ახლა რას შვრები, განცხადებას წერ?
-რა განცხადებას.გაუკვირდა იანის.
-დაწერე და გამოაქვეყნე ვარ 45 წლის, უცოლო და მაქვს ჩემი ბიზნესი, ასევე ვარ ძალიან ლამაზი და დაინტერესებულმა პირებმა შემომეხმიანეთ,ვ ელოდები თქვენს ზარს. უთხრა სპირომ და ხმამაღლა გაიცინა.
-რა იდიოტი ხარ. გაეცინა იანისაც და სპიროს იუმორმა ხასიათზე მოიყვანა, ყველას გასაოცრად მხიარული გავიდა კაბინეტიდან რაც რეცეპტორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ იანის მხიარული სახე და მის თვალებში გაჩენილი ახალი სიცოცხლის სხივი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სულში ხარ, ჩემს გვერდით, ჩემი გული მაინც მარტოობით სუნთქავს და სინანულის ფერებია მის გარშემო. ალბად შენთვის ეს გრძნობა მიუწვდომელია, მაგრამ იმედი და რწმენა ჩემში ძალიან დიდია ელი. მალე ალბად აქედან წახვალ და ჩემი გულიც უშენობით დაიმსხვრევა, გული რომელიც მე ჩემს ფიქრეში და ოცნებებში შენად ვაქციე. შენ წახვალ და ოცნებათა მღელვარებაც დაიფერფლება და გაქრება. ძალიან არ მინდა, მაგრამ ჩემში შენი გამოჩენით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ამ შეცვლამ, მხოლოდ მარტოობის ტკივილი გაამეფა. რამდენიმე დღე და ჩვენ ჩვენი გზებით წავალთ, მაგრამ გპირდები ოცნებას არ შევწყვიტავ, მე მჯერა სასწაულეების, იმ სასწაულის რომ ჩვენ ისევ
შევხვდებით ერთმანეთს.
უკუნი ღამე იდგა და ღამის სიმყუდროვეს მხოლოდ ხრისტოს ღრმა სუნთქვა და ხშირი ოხვრა არღვევდა, მისი საძინებლის გვერდით კი ელისოს ეძინა ქალბატონ სტელასთან ერთად. ღამენათევს ადრე ჩეძინა, მაგრამ ვერ მოისვენა და ფიქრებისგან დაღლილს დილამაც შემოანათა ფრთხილად და წამოდგა, ფარდები გადასწია და სამზარეულოში წავიდა ყავის გასაკეთებლად. მიდიოდა ჯერ ისევ მძინარე და ფიქრობდა, რომ ახლა მხოლოდ ყავა თუ გამოაფხიზლებდა, მაგრამ არ დაჭირდა ხრისტოს ყავა უძილობისგან დაღლილი თვალები ფართოდ გაეხილა, სისხამ დილას სამზარეულოში ელისო რომ დაინახა. ელისო ნაზ მელოდიას ღიღინებდა და ეს ისეთი მოულოდნელი იყო თითქოს ჯადოსნური ჯოხით შექმნილი ხრისტოს ოცნება იყო რეალობაში ასრულებული. ამ საოცარმა მოვლენამ მის ბნელ, მაგრამ მოწმენდილ ცაზე კიდევ ერთხელ დაინახა რომ რწმენა მასში რომელიც დევს არასოდეს არ უმტყუნებს. შუა სამზარეულოში მდგარი და ფიქრებში ჩაძირული ელისომ გამოაფხიზლა, რომელიც ხელს უქნებდა სახესთან და ხელში ყავის სავსე მაღალი წელში გამოყვანილი ჭიქა ეჭირა და ხელით ანიშნა მიირთვიო. ხრისტოს გაეღიმა და ყავა მოსვა ძალიან ეგემრიელა, წარბი მაღლა ასწია და ელისოს ღიმილით გახედა და მიანიშნა რომ ყავა საოცრად გემრიელი იყო. სვამდა ელისოს ხელით მომზადებულ კაპუჩინოს და გულში ფიქრობდა, თან ფრიქსოს მესიჯი მისწერა.
-არ დაიჯერებ, მაგრამ სასწაულებიც ხდება თურმე.
-რა მოხდა, რა სასწაული აგიხდა დილა ადრიან რომ გამაღვიძე.
-ვზივარ ახლა და იმ ქალის ხელით მომზადებულ კაპუჩინოს მივირთმევ რომელსაც ჩემთვის ჩუმად გულში ვაღმერთებ, დამიჯერე სრულყოფილი ბედნიერება არაფერია გარდა ყოფითი მომენტებისა. რაღაც მომენტში მეგობარო ეს განცდა ან მოდის ან არ მოდის და არ არის საჭირო სისულელეების ჩადენა იმისათვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო, საკმარისია თუნდაც ერთ უბრალო მომენტშიც იყო ბედნიერი.
-კარგად ხარ?
-კარგად ვარ, ძალიან კარგად.
-რომ დავრწმუნდე შენს კარგად ყოფნაში, მითხარი შენი შთამბეჭდავი მოგზაურობა სად
იყო ბოლოს.
-ხა,ხა,ხა,ხა,ხა. მეხსიერებას მიმოწმებ? კარგი გეტყვი, არ მინდა კუნძული და სადმე შორს წასვლა, მე ზღვაშიდაც კარგად ვგრძნობ თავს, შემიძლია უსულო საგანივით ვიდო და მზესა და ზღვის სივრცეში ერთნაირად გავზავდე.
-შენ ხარ, უნარი არ დაგიკარგავს და მასთან ერთად მეხსიერებაც. მესიჯს სიცილის სმაილები მოაყოლა ფრიქსომ მაგრამ მეორე მესიჯიც მალე მიიღო.
-ყოველი ახალი დღე სიურპრიზია ჩვენთვის იყავი ბედნიერი ამ მომენტით, ეს მომენტიც შენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.თუ ჯერ კიდევ სიზმარში არ ხარ,მაგრამ ისიც კარგად გახსოვდეს მეგობარო,რომ გოლგოთას მთაზე ასვლა ადვილი როდია.
-როგორ იცი ხოლმე ჩაშხამება ბედნიერების წუთების, მოსიარულე კიბო ხარ და არა მეგობარი.
-როცა რაღაცა ძალიან გინდა რეალურად იყოს შენს ცხოვრებაში,ხანდახან სიზმრები საოცრად
მკაფიოა და ნამდვილ ცხოვრებას ძალიან ჰგავს.ხროსტოს გაეცინა მესიჯის წაკითხვისას და აივანზე გასულმა საბერძნეთის სიმდიდრეს დიდ აკროპოლს გახედა, რომლის თავზე მზე
ბრჭყვიალებდა და სხივები ირგვლივ ოქროსფრად მიმოფანტულიყო, შემდეგ ვერანდაზე
გამოსულ ელისოს შეხედა რომელიც გაოცებული უცქერდა აკროპოლს.ისევ ოცნენებში იყო ეგონა და თავი გააქნია, ისევ ელისოს შეხედა რომელმაც სახე ნაზ ნიავს მიუშვირა და თვალებდახუჭული უღიმოდა მის ჩუმ ფიქრებს, ხრისტო უცქერდა ამ საოცრად ნაზ არსებას და გულში ამბობდა.
-მე არ შეგაწუხებ ჩემი ჩუმი სიყვარულით, ძალიან უცებ შემიყვარდი ჯერ კიდევ
კომაში ყოფნისას და ეს ალბად ღმერთის ნება იყო, ჩემთვის მეოცნება გულში და ჩემს გულში მყოლოდი დარდად. ძნელია ცხოვრება იმედის გარეშე, მაგრამ ზოგჯერ გვიმართლებს და იმედით ველოდებით ახალი სიცოცხლით სავსე დილის დადგომას, მაგრამ არსებობს წუთები, რომლებსაც მოთმინება ჭირდება. ჩუმი ფიქრები და ოცნებები წყვილს ტელეფონის მელოდიამ დაარღვია. ხრისტომ გაოცებულმა დახედა შემოსულ ზარს ამ დროს ვის გავახსენდიო და მოწყენილმა უპასუხა.
-გისმენ სპირო.
-ხრისტო ადრე გაწუხებ, რადგან როგორც ელის პირადი იურისტი საელჩოში უნდა მივიდეთ და შენც საჭირო ხარ ჩემთან ერთად.
-დღეს?
-კი დღეს და ყველა ის საბუთი წამოიღე, რაც ელის ამნეზიას ადასტურებს.
-აუცილებელია იქ მისვლა?
-აუცილებელია, დილით 10 საათზე იქ უნდა ვიყოთ.
-კარგი, მოვალთ. ელისომ იგრძნო ეს ზარი მას ეხებოდა და ხრიატოს მიაჩერდა, ხრისტომ კი ინგლისურად უთხრა.
-იურისტი იყო, ხვალ საელჩოში უნდა მივიდეთ. ელიმ ყურადღებით მოუსმინა და გაოცებულმა უპასუხა.
-ჩემი იურისტი სპირო? ეს იყო ხრისტოსთვის რაღაც უსაზღვრო სიხარული, ასე ხომ შეძლებს ის მასთან კონტაქტს.
-გესმის ინლისური, გაიგე რაც გითხარი? ელისომ ღიმილით დაუქნია თავი და უთხრა.
-ალბად ვიცოდი ინგლისური, ფრაზები თავისით მოდის.
-მიხარია, რადგან ვიცი და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაიხსენებ.
არსებობს ღამეები, რომლებიც არ გაძინებენ. ეს არის ღამე ნათელი და ვარსკვლავებით მოჭედილი, ის ისეთი ნათელია შეხედავ თუ არა საკუთარ თავს ეკითხები. ,,ნუთუ ასეთი საოცარი სილამაზის ქვეშ გაბრაზებული, უხასიათო და ბოროტი სულის ადამიანებიც ცხოვრობენ, სამწუხარო კი ის არის რომ ცხოვრობენ და მტკივნეულად კბენენ უბრალო და უდანაშაულო ადამიანებს. მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოს რომელ კუთხეშია ეს ბოროტი ადამიანები, მთავარი ის არის რომ სადღაც არის და ხანდახან კი ჩვენს სიახლოვესაც კი ტრიალებენ ნიღბებ აკრული. სპირო დასაკითხ ოთახში ელოდა ქერათთმიანს, უკვე მერამდენედ მიჰყავდათ მასთან და აი ისიც მოიყვანეს რომელიც მის წინ იჯდა და ხმას არ იღებდა. სპირომ უცქირა და შემდეგ სინანულით სავსე ხმით უთხრა.
-ძალიან ახალგაზრდა ხარ ციხისთვის რომ გასწირე შენი სიცოცხლე, საერთოდ არ შეგეცოდა შენი თავი? განა რამდენს გიხდიან ,რომ აქაც გეყოს და როცა გახვალ ციხიდან იცხოვრო თავისუფლად. ნუთუ ღირდა მაინც ასე თავის გაწირვა და ასეთი დიდი მსხვერპლის გაღება?ქერათმიანს უეცრად ტირილი აუვარდა, ვეღარ ამოსუნთქა თითქოს ვიღაც ყელში უჭრდა ხელს და ჰაერი არ ჰყოფნიდა.
-სწორედ ამიტომაა ფული ყველაზე საძულველი ქაღალდი, ის გვაბრმავებს ბატონო გამომძიებელო. ტირილით უთხრა სპიროს და თავი ჩახარა.
-ასე სჩვევიათ ზოგიერთ ადამიანებს და რას ვიზამთ ყველაფერი უფლის ნებით ხდება, მაგრამ ნურც უფალს დავადანაშაულებთ ჩვენს სისუსტეში. ზოგჯერ ისეთ დანაშაულს ჩავიდივართ შედეგებზე არ ვფიქრობთ, თუმცა ყველა დანაშაულს კანონი გააჩნია.
-ნუ მაშინებ გამომძიებელო, ძალა და კანონი რომ თქვენს ხელშია ეს მეც ძალიან კარგად
ვიცი და ისმასაც ვაანალიზებ თუ როგორ დაკარგა ფასი ყველაფერმა ჩემს გარშემო და ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთია. მე მწარედ მომატყუილეს, მწარედ და შეუბრალებლად.
-სილამაზე დასახვრეტად განწირულ კაცს დაიხსნის და თუ შენც გულახდილი იქნები, ვეცდები შეგიმსუბუქო სასჯელი. მე არ გაძალებ არაფერს შენ თავად ჩაიხედე შენს გულში და იფიქრე ვის აფარებ ხელს, ვინ არის ის ადამიანი შენთვის და შენს გულს უთხარი აღსარება ჩუმად, მოინანიე შენი ცოდვები. მე ღმერთი არავარ და არც მამაო ვარ, რომ შეგინდო ცოდვები, მე გამომძიებელი ვარ, იურისტი და თუ სიმართლეს იტყვი მე მზად ვარ დაგეხმარო რომ სასჯელი მსუბუქი იყოს, მაგრამ გპირდები სულ მალე გვერდში მოგიჯენ მათ ვინც ეს სილამაზე გაწირა იმ ნესტიანი და ბინძური კედლებისთვის. მე მხოლოდ ერთს გირჩევ იყო გულახდილი და გულწრფელად აღიარო დანაშაული, ითანამშრომლე ჩემთან და მე თავად ვიზრუნებ შენს ჯამრთელობაზეც და სიცოცხლეზეც.
-თქვენ ვერ გაიგებთ, ჩემს ტკივილს.ქერათმიანმა თავი დახარა და ატირდა.
-რატომ გგონია რომ ვერ გაგიგებ, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს გრძნობები.ცადე
დამელაპარაკე, გაიხსენი და მე მოგისმენ. ისეთი თბილი იყო იმ წუთში გამომძიებელი ქერათმიანის მიმართ, რომ გოგონას გული აუჩუყდა და იტირა. სპირომ დააცადა ტირილი და გოგონაც ნელა-ნელა დამშვიდდა,თან სლუკუნით ამოთქვა სათქმელი.
-მე 4 წლის გოგონა მყავს და მარტო ვზრდი. აქ არავინი არ მყავს, სულ რამოდენიმე თვის წინ გავიგე, რომ ის ლეიკემიით არის დაავადებული. მართალია მკურნალობა უფასოა ამ დაავადებით დაავადებული ადამიანისათვის, მაგრამ ფული მაინც მჭირდებოდა. ბინის ქირა უნდა გადამეხადა ასევე სხვა გადასახადებიც და ამიტომ გავრისკე ამ ბინძური საქმეს დავთანხმდი. გეფიცები ეს საშინენელება იყო, თითქმმის ერთი კვირა ვფიქრობდი ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტლების მიღება, მაგრამ მაინც დავთანხმდი.
-სხვა გამოსავალი არ გქონდა?
-არ მქონდა სხვა გამოსავალი.
-თუ გინდა დაგეხმარო, თავად აირჩიე ან სიმართლეს იტყვი და მოყვები ყველაფერს ან
მართლმსაჯულებას მოატყუილებ, ვიღაცას გადაარჩენ ციხის კედლებს და შენ კი წლები მოგიწევს ცივ კედლებში ამ სილამაზის დაჭკნობა. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. არსად წერია შენ რატომ ჩაიდინე დანაშაული, ამას არც განიხილავს მოსამართლე,მისთვის მთავარი ისაა, რომ შენ ჩაიდინე ეს მძიმე დანაშაული და ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის გაგასამართლებენ. ამიტომ, უმჯობესია მოეხმარო გამოძიებას დამნაშავის მოძებნაში.
-მე უკვე მეშინია ადამიანებთან ურთიერთობის, მე მაკრთობს მათი წარმორთქმული თბილი
ფრაზები, რომელთა უკანაც გამანადგურებელი ორპირობა იმალება.
-მე ახლა დაგტოვებ და მარტოობა გაიძულებს დაფიქრდე, დრო საკმაოდ გაქვს ფიქრისთვის და რაც უფრო მეტს იფიქრებ, დარწმუნებული ვარ ჭკვიანურ დასკვნამდე მიხვალ. დაეხმარე გამოძიებას და გწამდეს, ერთ დღესაც მოვა შენთან ადამიანი რომელიც შენს ნაკუწებად ქცეულ გულს შეაერთებს და შეგახსენებს რა არის ბედნიერება. შენ არ ხარ ბოროტი, ეს შენს თვალებში ჩანს. ამიტომ მე დროს მოგცემ დასაფიქრებლად და გთხოვ, გამოიყენე ეს დრო მხოლოდ დადებითად. გამომძიებელი წამოდგა და თვალებში ჩახედა ქერას და გაუმეორა მტკიცედ.
-მალე დავბრუნდები და შენგან მხოლოდ გულწრფელობას ვითხოვ, მინდა ყველაფერი გულახდილად მომიყვე და ეს არ არის ძალიან რთული, პირიქით მარტივია ეს გააკეთო.
გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს თბილი სიტყვა, გამომძიებლის თბილმა მობყრობამ ქერას სიხარული და ბედნიერება მიანიჭა. სიყვარული აფეთქდა მისი გულში და თითქოს ის დასაკითხ ოთახში კი არ იჯდა, სადმე სხვაგან იყო უფრო კარგ ადგილას. თითქოს გააძლიერა და ძალა შეჰმატა სპიროსთან საუბარმა, თვალები ცრემლით აევსო და გულში გაიფიქრა რომ ჯანდაბაში გაეშვა ყველა ის ვინც ამ დღეში ჩააგდო. დაენანა ის წლები რომ ცხოვრების საუკეთესო წლებს ციხის კედლებში გაატარებდა და რატომ უნდა გაატაროს მარტო მან და არა იმათმა ვინც ბოროტებისკენ გაუკვალა გზა. რატომ დაკარგოს მარტო მან ცხოვრების მშვენიერი ნათელი ფერები, მასთან ერთად სხვებიც დაკარგავს. ღმერთმა ჩვენ შეცდომებისთვის შეგგვქმნა, რათა ამ შეცდომებზე ვისწავლოთ. ხელებზე ბორკილები დაადეს და ისევ საკანში წაიყვანეს,სევდიანი თვალებით გახედა იქვე მდგარ გამომძიებელს და გულში გაიფიქრა.
-უფალო გაბარებ ჩემს გამოფიტულ სხეულს და დაცარიელებულ გულს, შენ ხომ ჩვენი ყველასი მამა ხარ, ყველა გიყვარს და ყველას პატრონობ, შენ ხომ ყველა დაცემულს უდგეხარ მხარში. რა გავაკეთო, რომ ჩემი ლოცვა შეისმინო უფალო, მაგრამ მე დავაშავე და უნდა დავისაჯო ეს ჩემი ხვედრია. ვნანობ, მაგრამ ველი სასჯელს, რომელიც მე დავიმსახურე.

სიყვარული, ეს ნიჭია რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან ამ ნიჭის გარეშე წავა''. ნოდარ დუმბაძე. სიყვარულზე ძალიან ბევრი რამ თქმულა, ის ძალიან ლამაზი, ტკბილი, მრავალფეროვანი, ენით აღუწერელი გრძნობაა. ზოგს ერთი ნახვის სიყვარულის სჯერა, ზოგ სიყვარულს თან ახლავს როგორც სიტკბოება ასევე სიმწარეც და ეს გრძნობა უკვდავია, მარადიულია და არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ყველაზე ბოროტიც კი რომ მას სიყვარულის გრძნობა ოდნავ მაინც არ ჰქონდეს გულში. სიყვარული არც თამაშია როცა გინდა მაშინ დაიწყო და როცა გინდა მაშინ დაასრულო, ის ისეთი გრძნობაა ,ადამიანის გულს დაუპატიჟებლად რომ სტუმრობს და როცა ის თავის ადგილზე თავს მოიკალათებს იმ წამიდანვე იწყებს მბრძანებლობას.სევდა, მწუხარება, სიხარული, ბედნიერება, თვალზე ცრემლი, სახეზე კი ღიმილი, ეს ყველაფერი სიყვარულის დამახასიათებელი ნიშან თვისებებია. ,,სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის'' ეს სიტყვები დიდ გალაქტიონს ეკუთვნის.როცა ეს გრძნობა იბადება გულში მთელს შენ ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს. მთელი შენი არსებით, მხოლოდ საყვარელი ადამიანს ავსებ და იპყრობ. მხოლოდ მას უკავშირდება შენი თითოეული წამი და წუთი, მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს. ამიტომ არის ნამდვილი სიყვარული მარადიული და ის არასდროს ქრება უკვალოდ, მაგრამ დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში. სიყვარული ყოველდღე იზრდება ის არ კარგავს მის პირვანდელ მდგომარეობას, არ უფერულდება და არ ხუნდება. სიყვარულია ისიც, აივანზე მდგარი ხრისტო ელისოს გაცისკროვნებულ სახეს რომ უცქერს და მისმა ჯადოსნურმა ღიმილმა შიგ გულში რომ შეაღწია.
-შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში როდესაც დაიბადე, რადგან შენ ჩემს სულში დაიბადე და ამის შემდეგ, მთელი ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ ჩემში იყავი, რადგან შეგხედა თუ არა თვალმა ჩემმა გულმაც გიგრძნო. მე გეძებდი შენ მთელი ეს წლები და მეც გიპოე, გიპოე და არ მინდა გაგიშვა. შენ ისე გაიფანტე ჩემში და მოედე თითოეულ წერტილს,როგორც ჩიტები გაზაფხულზე ტყეში შეფოთლილ ხეებს მოედებიან და ბინას იკეთებს თითოეული მათგანი. ელისოს მიუახლოვდა, სახეზე თმები გადაუწია და ნელა დაკვირვებით უთხრა ისე რომ უნდოდა მას თითოეული სიტყვა სწორად გაეგო.
-გინდა დღეს აგიყვანო აკროპოლზე? თან ხელით ანიშნა დიდი აკროპოლი. ელისომ თვალი გააყოლა ხრისტოს ხელს და ისევ იმ ჯადოსნური ღიმილით გაუღიმა, სიხარულით შემოკრა ტაში და თავი დაუქნია ღიმილით თანხმობის ნიშნად. ხრისტომ ხელით ანიშნა, ,,ერთი წუთითო'' და ტელეფონი ამოიღო.
-ფრიქსო სად ხარ?
-რატომ მეკითხები, არ მითხრა რომ მოგენატრე.
-სად ხარ. ფრიქსომ  მეგობარის ხმაში გაბრაზება იგრძნო და სიმართლე უთხრა.
-სადაც ჩემი ადგილია, იქ გახლავარ უფროსო.
-მოვდივარ, რაღარ მანქანის ხმა არ მომწონს.
-მეც არ მომწონს შენი ხმა, მაგრამ რა ვქნათ შეგარემონტოთ?
-ჰე, თქვი მოვიდე?
-მოდი რას მეკითხები ან ამ კითხვის დასმა არ გრცხვენია?
-არა, იქნებ არ გცალია.
-გელოდები. ხრისტომ სტელას აუხსნა სადაც მიდიოდა და ელისოს უთხრა.
-ერთ საათში დავბრუნდები.ელისოს საათი აჩვენა და ბედნიერებით სავსემ გაიხურა სახლის კარი, არ ყოფილა საცობი გზაში და მალე მივიდა ფრიქსოსთან. მეგობარმა უხმოდ მიუახლოვდა მანქანას და უხმოდ შეაკეთა, ხრისტოს კი ინტერესით სავსე ხმით შეეკითხა.
-რა სახე გაქვს, ცვლილებებს ვხედავ შენს სახეზე რა ხდება ექიმო?
-დაასრულე შენი საქმე? იცოდა ნოტაციების კითხვას დაუწყებდა და დროზე უნდოდა წასულიყო.
-არ გეტყვი, სანამ არ მეტყვი როგორ ხარ.
-თუ დაასრულე გამიშვი, მეჩქარება.
-ისე უჟმური გახდი და ვეღარც გცნობ, მაგრამ ვერ დამემალები დიდი ხნით, მაინც გავიგებ სიმართლეს თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილებები. ხო მართლა, შენი მდგმური როგორაა? ხრისტომ გაბრაზებული გამოხედვით გახედა და ფრიქსომაც უკან დაიხია სიცილით.
-ვერ გაიგებ ფრიქსო. არა, ელის ამბავს კი გაიგებ, მაგრამ შენ ჩემს გულს ვერ გაუგებ. არასოდეს არ მიმიქცევია ყურადღება ადამიანის სახისთვის, მაგრამ მისმა ერთმა ცრემლმა შეცვალა ჩემში ყველაფერი,იმ ერთმა ცრემლმა არია და თავდაყირა დააყენა მთელი ჩემი შინაგანი სამყარო.
-მე კი ვფიქრობ თუ გულს გადაუშლი ვინმეს უფრო მოგეშვება, სერიოზულად ვამბობ, რადგან ვხედავ ძალიან შეიცვალე და ძალიან სერიოზულადაა შემოჭრილი შენში ეს თემა.
-პირველად ვარ ასე ამ 38 წლის მანძილზე, რაც უფრო მეტს ვფიქრობ,რაც უფრო მეტ დროს ვატარებ მასთან, პანიკა მიპყრობს და ის ერთი ცრემლი ჩნდება ჩემს გონებაში. ცრემლი ფრიქსო ,,უცხო ქალის ცრემლი'' ვერ აგიხსნი ამ გრძნობას ასე უბრალოდ, ეს არ აიხსნება უბრალო ენით, ეს უნდა ნახო.
-არეულია გონება სუფთა გულით და სულიც არეული გაქვს, ნუთუ არაფლის გაკეთება არ შემიძლია შენთვის? თუ დაგჭირდეს საუბარი, იცი სადაც უნდა მომძებნო და სადაც უნდა მნახო.
-ვიცი სადაც უნდა გნახო. მივდივარ, დღეს აკროპოლზე უნდა ავიყვანო ხვალ კი საელჩოში მიგვყავს და გვეტყვიან როდის გადააგზავნიან და მაშინ მოკვდება ჩემი გული. თქვა ხრისტომ და მეგობარს სევდიანად გახედა, წამოდგა და სახლისაკენ წავიდა სადაც ელისო ისევ აივანზე მდგარი ელოდებოდა. ხრისტომ შეამჩნია მასზე მომლოდინე ელისო და გული აუფრიალდა, სიგნალი მისცა და ხელი დაუქნია ძირს ჩამოდიო. ელისომ კიბეები მესამე სართულიდან ბედნიერი ღიმილით ჩაირბინა და ფეხით ავიდნენ დიდ ისტორიულ აკროპოლზე.
აკროპოლისი წარმოადგენს დიდ ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. ეს არის ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი ე,წ. ზედა ქალაქი. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. აკროპოლისი-ქართულად შიდა ციხე, ზედაციხე, ზედა-ქალაქი ჰქონდათ ძველ ქართულ ქალაქებსაც მცხეთას, თბილისს, ქუთაისს, ვანს და ასე შემდეგ. ბერძენი ისტორიკოსი ,,დიონ კასიოს კოკეინი'' თავის რომანში ,,რომის ისტორიაში'' აკროპოლისად იხსენებს მცხეთის შიდა-ციხეს, იგი მოგვითხრობს, რომ რომაელთა სარდალი გინეუს პომპეუსი იბერიაში შეიჭრა და მიაღწია აკროპოლისამდე. მცხეთის ამ ნაწილს იმ დროში არმაზ ციხე ეწოდებოდა.აკროპოლისში როგორც წესი, ყოველთვის იდგა ქალაქის მფარველი ღმერთის ტაძარი. ყველაზე მეტად ცნობილია ათენის აკროპოლისი, რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრობის ძეგლების სიაში. ათენის აკროპოლისში შექმნილია არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი. პანთენონი-ძვ.წ  X საუკუნის ათენის აკროპოისზე აგებული ათენას ტაძარი. იგი ყველაზე კარგად ცნობილი, დღემდე მოღწეული ყველაზე ძველი ბერძნული ნაგებობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტრები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს, პართენონი ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კულტურული მონუმენტია.
  მე-Vl-ე საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობა ააფეთქეს, აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პანთენონი და მისი სკულპტურები, XlX-საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პანთენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები ცნობილია როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. კამათი საბერძნეთსა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე საბერძნეთის ,,გამარჯვებით''დასრულდა. რაც შეეხება თავად დღევანდელ ათენს საოცრად ლამაზი და თვალწარმტაცია. ზევასის და ათენის სამშობლოში ბევრი საინტერესო ადგილებია და დააბიჯებს ელისო ამ დიდ ისტორიულ ადგილზე და აღფრთოვანება ვერ დაფარა, როცა დიდი სიმაღლიდან მთელ ათენს გადახედა. შემდეგ გადაწყვიტეს იქვე აკროპოლის გვერდით მუზეუმთან, მარკინის უბნის წმინდა გიორგისა და წმინდათა უვერცხლოთა სახელობის ეკლესიაში შესულიყვნენ რათა სანთელი დაენთოთ. ამ ეკლესიაში ძალიან ბევრი ქართველი ესწრება წირვას, აქ ერთი კუთხე ,,პატარა საქართველოს''-ეთმობა. აქ შემოსვლით ქართველი ემიგრანტები თავს სამშობლოში გრძნობენ. საინტერესო კი ის არის, ბერძენი მამაო დიდი სითბოთი და სიყვარულით ხვდება ყველა ქართველ ემიგრანტს, რომლის ნაკადი უფრო და უფრო იზრდება. ბერძენ მამაოს, მამა იოანეს ქართველმა ემიგრანტებმა უამბეს ჩვენს წმინდა ნინოზე, წმინდა გაბრიელზე რომელიც ძალიან გააოცა წმინდა გაბრიელის სასწაულებმა და უფრო გაოცებული დარჩა როცა გაიგონა ,,წმინდა ნინო'' რადგან ნინო აქ საბერძნეთში მამაკაცის სახელია. ქართველებმა პატარა საქართველოს კუთხეს, წმინდა გაბრიელის და წმინდა ნინოს ხატიც შეჰმატეს. იდგა ჩვენი წმინდანების ხატთან ელისო და ჩუმად ჩურულებდა. ულამაზესი იყო ელისო ლოცვის დროს, მანდილი ეფარა თავზე და სახეს ცრემლის მლაშე სითხე უსველებდა. შემდეგ ხვთისმშობლის ხატთან გადაინაცვლა და იქაც ჩურჩულით თხოვდა მის სათხოვარს თვალებდახუჭული. როგორ უნდოდა ხრისტოს გაეგო, რას ჩურჩულებდა ის მისი ვარდისფერი ბაგეებით, რომლებიც ხრისტოს ჭკუას აკარგვინებდა.ცხოვრებისეული რეჟიმის შეცვლამ ხრისტოს ცხოვრებაშიც დიდი ცვლილება შეიტანა ბოლო პერიოდმა, რადგან მუდამ დაძაბული მუშაობის რიტმმა მას ძილის პრობლემები გაუჩინა, ნერვიული სისტემაც მოეშალა და მის ნერვებზე მოქმედებდა თვით ამინდიც, ძლიერი ხმაური. ძილის რეჟიმის დარღვევის გამო ჩვეულებრივზე ადრე იღვიძებს და ამით თავად უწყობს ხელს, მასში განვითარდეს და ფეხი კარგად მოიკიდოს დეპრესიამ. დეპრესია ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ უნდა იყო თვითონ ძლიერი, რომ ის არ უნდა შემოუშვა შენში, არ უნდა მოიკიდოს ფეხი და არ უნდა გაიდგას ფესვი ღრმად ადამიანის ორგანიზმში. რამდენჯერმე წაწია ხელი სიგარეტისკენ, მაგრამ უკანვე წაიღო. ნერვიულობდა ხვალინდელ დღეზე და ნერვიულობდა რას ეტყოდნენ საელჩოში ელისოს და როდოს იქნებოდა დადგენილი მისი სამშობლოში დაბრუნების დღე. ელისოს ჯამრთელობის თემა არ იყო იოლი, მას ამნეზია აქვს, არ იცის ვინ არის და არ იცის ასევე, წარმოდგენა არ აქვს იმ ქვეყანაზე სადაც დაიბადა და გაიზარდა.სადაც იცნობენ,როგორც ცნობილ ბიზნესმენ ელისო კოვზაძეს. გამთენიისას ჩაეძინა და თავის ტკივილით გაიღვიძა, გულს სევდა ჩრდილავს,დღე ძალიან მწველი სხივებით იკბინება. ტკივილს არ იმჩნევს,შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ თავს ერევა. პირველად გაუხარდა, ის რომ არავის შეუძლია მის გულში ჩაიხედოს და იქ დატრიალებული ქაოსი დაინახოს. დღეს, დღევანდელი დღე აჩუქებს ან სიხარულს, ან მის ბედნიერებას სამუდამოდ მოუხურავს კარებს. უკვე  გათენდა, ვარსკვლავებიც დაიმალნენ და დღის სინათლემ შთანთქა ისინი. სადღაც ჩიტის საამო ჭიკჭიკი მოისმა, თითქოს ახალი დღის დაბადებას ახარებს კაცობრიობას. ჰაერი? რა მსუბუქია დღეს ჰაერი, უძილობამ შეაწუხა და თვალები აუწვა, მაგრამ უკვე უნდა მოემზადოს. ნაღველი გადაყარა გულიდან და სააბაზანოში შევიდა. ნელა-ნელა ელისომაც გაახილა თვალები და ჯერ წამოჯდა, შემდეგ წამოდგა. ღამის მოკლე საღამურებით გავიდა ფრთხილად საძინებლიდან. სახლში ისეთი სიჩუმე იყო ეგონა ხრისტოს ჯერ ისევ ეძინა და ამიტომ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ უეცრად სააბაზანოს კარი გაიღო და მის წინ წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი აღიმართა, რომლის საოცარმა სურნელმა
და მის ტანზე ჯერ კიდევ წყლის წვეთებმა გააბრუა და გამოაშტერა. ხრისტოც არ ელოდა ელისოს და მის გონებაში კადრებად დატრიალდა ელისოს სახე, უეცრად გონება გაეთიშა და ხელი სახეზე ჩამოუსვა, მაგრამ აზრი მოიკრიბა, გზა დაუთმო და ელისოს რომელიც ხრისტოს უყურებდა ერთიანად კანკალებდა. ელისომ დარწმუნდა რომ მარტო იყო და კარი მიხურა თუ არა ხელით კედელს მიეყრდნო, რადგან ფეხები მოეკვეთა და ნელა ნელა იქვე ჩამოჯდა და ძალიან ღრმად სუნთქავდა ხრისტოს მიერ დატოვებულ თავბრუდამხვევ სურნელს, ხრისტო კი ჯერ კიდევ იქ იდგა გონებადაბინდული აბაზანის კარებთან და უთქმელი, გაუმხელელი ტკივილით დაღლილს გონება გაეფანტა. სევდით სავსე თვალებით შეხედა დაკეტილ კარს და იცოდა დღეიდან ტკივილით სავსე ახალი ცხოვრების პირველი დღე იყო, ტკივილი და დარდი, რომელიც მასში უკვე გადმოსცემდა შფოთს და აურზაურს. ერთი ფიქრით ისიც კი იფიქრა, რომ გაქცეოდა ყველას და ყველაფერს, რადგან იცის ძალიან კარგად, რომ მისი გული ვერ გაუძლებს სევდის ფსკერზე ცხოვრებას.

სასიამოვნო თუ უსიამოვნო შეგრძნებაა დღევანდელი დღე, ერთმანეთის წინ იდგა ორი ზრდასრული ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის ჩუმად ოცნებობდნენ ერთმანეთთან ახლოს ყოფნას. ისინი მხოლოდ სულით გრძნობდნენ ერთმანეთს, სული რომელიც თავისებურად გრძნობს სიხარულს,თავისებურად გრძნობს სიყვარულს,თავისებურად კი სიამოვნებას. ამ ყველა გრძნობასთან ერთად მათ თვალებში შიშიც იკითხებოდა. შიში, რომელიც უსიამოვნოდ დაძრწოდა მათ სიახლოვეს  და ორივეს სუნთქვას უფერხებდა და არა მარტო სუნთქვას, სისხლის მიმოქცევას უნელებდათ და ორივეს სუნთქვას უფერხებდა.
-არ ვიცი ვინ ხარ და საიდან როგორ მოხვედი ჩემამდე, მაგრამ უკვე ჩემში ხარ და შენი აქედან გამოყვანა ძალიან ძნელია. გამიჭირდება უშენობა, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ გპირდები მაინც გიპოვი, მე  მოგძებნი და შენამდეც მოვალ. თვალებით, მხოლოდ თვალებით გადმოსცემდნენ იმ დიდ ტკივილს, რომელსაც გული ვეღარ იტევდა. სიტყვით ვერ ამბობდნენ არ შეეძლოთ გამოეხატათ სიტყვებით ამ ძლიერი გრძნობის შედეგები, რადგან ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, ერთმანეთის დაწერილს ვერ წაიკითხავდნენ და ერთმანეთს ვერ მოიკითხავდნენ. ამიტომ დიდი გრძნობისგან წარმოჩენილ ტკივილს, სევდაჩამდგარ თვალებში ატევდნენ, მხოლოდ თვალებს შეეძლოთ ამ დიდი საიდუმლოს შენახვა და გული კი ვალდებული იყო ჩუმად ყოფილიყო უთქმელობით დამძიმებული. ამ ფიქრებში ჩაძირულები, ,,პალიო-ფსიხიკოზეც''მივიდნენ.საელჩოს თავზე ქართული დროშის დანახვაზე ელისოს თვალები გაუბრწყინდა.ხრისტომ შეხედა ელისოს ბედნიერებისაგან გაბრწყინებულ თვალებს და შემდეგ საელჩოს თავზე ამაყად მდგარ ქართულ დროშას გახედა ,რომელსაც ქარი აფრიალებდა ჰაერში. საელჩოს წინ სპირო იდგა და უკვე ელოდებოდა ხრისტოს.მალე შეუერთდა მას ორი დადარდიანებული და დასევდიანებული ადამიანი და სამივე ერთად შევიდნენ შენობაში.სპიროს ელოდებოდნენ უკვე და ღიმილით შემოეგება წინ ახალგაზრდა ოდნავ ჭაღარა-შერეული მამაკაცი.
-მობრძანდით ბატონო რანო,ბატონო გაბრიელ.იქვე კაბინეტში მდგარ მდიდრულ სავარძლებისკენ მიუთითა და თავადაც იქვე დაბრძანდა,თან ელისოს აკვირდებოდა.სულ ცოტა ხანში კი შემოუერთდათ ორი ახალგაზრდა მამაკაცი მათ საერთო კომპანიას და დაიწყეს საუბარი.
-მაშ ასე მეგობრებო, ჩვენ ყველამ ერთად გადავხედეთ ბატონი რანოს მოტანილ პირადობას და გავიგეთ ელისო კოვზაძე ვინც არის, მაგრამ მისი ამნეზიის შესახებ დამადასტურებელი ინფორმაცია იმედია ხელთ გვაქვს. ხრისტოს ყველა ანალიზის პასუხი და
საბოლოო დასკვნის საბუთი ერთ დიდ საქაღალდეში ჰქონდა შენახული და მამაკაცს გაუწოდა.
-დიახ, თემა ძალიან სერიოზულია, თქვენ გჭირთ ამნეზია რაც ძალიან რთული
დასაჯერებელია,მაგრამ ეს საქაღალდე მას ამტკიცებს.ჩვენ გადავამოწმეთ თქვენი პირადობით თქვენი ვინაობა და თქვენ გაქვთ აღებული ორ-წლიანი ვიზ .ეს ნიშნავს, რომ უბრალო ადამიანებს ასე იოლად არ შეუძლიათ ვიზის მოპოვება და ისიც ორ წლიანი, ამიტომ თხოვნა არ გვჭირდება გითხრათ გაიხსენოთ ვინ ხართ, როგორც თავში გითხარით თქვენ ხართ ქართველი, თბილისიდან და წარმატებული ბიზნეს ლედი ელისო კოვზაძე. ჩვენ სრული უფლება გვაქვს ოჯახს შევატყობინოთ და ალბად თქვენც დამეთანხმებით ბატონო რანო.
-რა თქმა უნდა, თუ ვინაობა გარკვეულია და მას ოჯახი ელოდება უნდა შეატყობინოთ და თავად გადაწყვიტავს ოჯახი,აქ ჩამოვიდეს თუ იქ დახვდებიან.
-ძალიან კარგი, მე კი ახლა გაგაცნობთ დროებითი პასპორტის წესებს.საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს, უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით ერთ პატარა საბუთს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს,საბუთი ყოველთვის მზადდება იმ შემთხვევაში როცა პასპორტს ვადა გაუდის და დროებით ჰქონდეს პიროვნებას ის საბუთი ხელში ან დაკარგული პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ საქართველოში დაბრუნების მიზნით.თქვენს შემთხვევაში როგორც ბატონმა რანომ ამიხსნა და ვიცით დაგეკარგათ ყველა მნიშვნელოვანი საბუთი,ჩვენ კი ვალდებულები ვართ ეს საბუთი გაგიკეთოთ და თქვენ 30 დღის განმავლობაში უნდა დატოვოთ ქვეყანა. ამისათვის გჭირდებათ შეავსოთ ეს ანკეტა და ორი ფოტოსურათი. სულ ეს არის,ფოტოები მოიტანეთ და საბუთი ახლავეს გამზადდება.თუ დაელოდებით შეგიძლიათ აგრეთვე ეს ანკეტა შეავსოთ, 130ევროს გადაიხდით ბანკში და 45 დღეში თქვენი პასპორტი მზად იქნება.თქვენ აირჩიეთ რომელი საბუთი გირჩენიათ,დროებითი საბუთი თუ ჩვეულებრივი, კარგი პასპორტი. სპირომ და ხრისტომ ერთმანეთს გადახედეს და ჩუმი, შეპარული ხმით უთხრა სპიროს.
-დროებითი გაუკეთდეს და იქ მიხედავს მისიანები, მე წავიყვან და ფოტოებს გადაიღებს შენ კი ის ფურცლები შეავსე.
-კიდევ მაქვს სათქმელი თქვენთან.შვილო ოჯახში უკვე იციან რაც შეგემთხვა და სად ხარ, ისინი გელოდებიან და შეგიძლია შენი ახლობლები ნახო კომპიუტერით.მამაკაცმა ფრთხილად შეეხო ელისოს და კომპიუტერთან მიიყვანა, დასვა კომპიუტერის წინ და გაკვირვებულმა მიაჩერდა ელისომ ატირებულ მშობლებს თუმცა თავადაც აევსო თვალები ცრემლით, მაგრამ
უეცრად წამოდგა ხრისტოს ხელი მოკიდა და მის გვერდით, ახლოს დაიყენა.
-ელო ჩემო საყვარელო, იცი რამდენი გეძებეთ? ვერ დავიჯერებ, რომ შენს მიშკას
ვერ სცნობ და ვერ იხსენებ.  გთხოვ არ ინერვიულო ეს დროებითია საყვარელო და მალე, სულ მალე ძველებურად მოგქაჩავ თმებზე და შენს წილ რძესაც მე დავლევ დილით ვითომ შენ დალიე შენ კი მუცელზე მოისობ ხელს და ციცო დეიდასაც დავაჯერებთ ჩვენს ეშმაკობაში.
-მიშო შენ სვამდი ელისოს რძეს დილაობით? იკითხა გაკვირვებულმა ციცომ რაზედაც ყველას გაეცინა, მიშომ შეხედა როგორ შეეპარა ელისოს ღაწვებს მკრთალი ღიმილი, მაგრამ უეცრად შეშინებული გამოხედვა მიიღო და მის გვერდით მდგარ ხრისტოს შეხედა და უთხრა.
-მე მათ არ ვიცნობ, მე უცხოებს არ ვენდობი. ექიმმა ხელით შეაჩერა ყველა და ელისოს თმებზე მოეფერა თან უჩურჩულა.
-ელი ისინი შენი ცხოვრების ნაწილი არიან, ისინი შენი მშობლებია და შენი სამეგობრო.
-ბატონო ვახტანგ მინდა გაგაცნოთ ექიმი ვინც თქვენი შვილი ერთი წუთით არ მიატოვა და მან ელისო გადაარჩინა, დღეს ელისო თუ ცოცხალია, სწორედ რომ ამ ახალგაზრდა ექიმის დამსახურებაა. ხაზზე იყავით და შეგატყობინებთ როდის გადმოფრინდება, რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას ვფიქრობ მივეძალებით, რადგან ის ჯერ კიდევ შოკშია
მომხდარისგან. რამოდენიმე საათში ყველაფერი მოწესრიგებული იყო და ელისო დროებითო
პირადობით ხელში იდგა საქართველოს საელჩოს წინ და მოულოდნელად მისთვის უცხო და უცნობმა მომენტებმა გაიელვეს გონებაში. შემდეგ თავი გააქნია, თითქოს ზედმეტი ფიქრი განდევნა თავიდან და ხრისტოს გვერდით მოკალათდა მანქანაში.ორივე დაძაბული იყო და ამ დაძაბულობის გამო, დღეც სევდიანი და ნაღვლიანი გახდა, რა კარგად გაერთო გუშინ არცერთს არ უფიქრიათ წინ მოახლოებულ სევდიან დღეზე.
-ელი, ელი, ელი. ვერ ვერევი ჩემში არსებულ შენდამი სურვილს. გული მეფლითება და სული მეყინება წინ მდგარი 30 დღე რომ მახსენდება. ვინ ხარ, ასე რომ შემოიჭერი და ჩემს სხეულში ჩასახლდი ისიც მითხარი, რა იქნება ჩემთვის ბოლო, მაგრამ ალბად როგორც ყველასთვის ჩემთვისაც უიმედო დასასრულით დასრულდება დასასრული, რომელიც რვეულის ფურცლებზე იწერება კარგად და ლამაზად. ფიქრში და ოცნებებში არც ელისო უდებდა ტოლს ხრისტოს და ისიც გულში დუდუნებდა მის გაუმხელელ სიყვარულს, ხო სიყვარულს, ელისოს ხრისტო შეუყვარდა, მაგრამ ამ გრძნობას, როგორც ხრისტო ასევე ელისოც გულში მალავდა.
-თითებიდან მეწყება გაყინვა, როცა ვფიქრობ ძალიან მალე გავა ეს 30 დღეც და შემდეგ რომ ვეღარ შეგხედავ.წ ასვლამდე მოასწარი და გთხოვ მომხვიე შენი თბილი და ძლიერი ხელები, წასვლამდე აღმოაჩინე ჩემში შენდამი სითბო, მაგრად ჩამიხუტე ისე მაგრად, რომ გაყინულ ჩემს სისხლს შეერიო და ჩემმა გულის ძგერამ შენი გული გააღვიძოს. ნუ მომცემ შენგან წასვლის ნებას, ნუ გამომიტან უშენობის და მარტოობის განაჩენს. მე უშენოდ გამიჭირდება, ისე როგორც შენ უჩემოდ. ჩუმად მოიწმინდა ცრემლი და სახლში მისლამდე
ხრისტოსკენ არც გაუხედავს. სიხარულით სავსე დღე დადგა კოვზაძეების ოჯახში, ცრემლებს თავად თვით დიდი ვახოც ვერ იკავებდა.
-მადლობა უფალო,რომ ჩემი ლოცვა შეისმინე და ჩემი ცრემლი დაინახე, გულიდან წამოსული დედის ცრემლი. ვიცოდი, ვიცოდი რომ შეისმენდი ჩემს ლოცვას, რომ დაინახავდი ჩემს ტანჯვას. ძლიერი გამხადე უფალო ამ სამ თვეში მეც და ჩემი ვახოც რადგან ჩვენ ორივემ ერთად გადავიტანეთ ეს ტკივილი,ტკივილი რომელიც სიხარულმა შეცვალა, ახლა ჩემს ელისოს ველოდები და მას შევხედავ, საერთოდ დავივიწყებ ამ დღეებს.
-ასეა ადამიანი ჩემო საყვარელო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვივიწყებთ ტკივილს, უბრალოდ გული იტანს და უფრო ძლიერდება მიყენებული ტკივილით. გვტკივა, მაგრამ მაინც მყარად ვდგებით ფეხზე და ვაგრძელებთ გზას, ამ უსაშველოდ ლამაზ დედამიწაზე.
მთავარია უფლისგან ბოძებული ღირსება არ დავკარგოთ და მე მჯერა,ძლიერი წვიმის შემდეგ აუცილებლად ცისარტყელა გამოანათებს თუ გულს სჯერა და ელოდება. სულ მალე, სულ მალე სახლში იქნება ჩვენი გოგო. სიხარულმა და ბედნიერმა წუთებმა დიდი ხნით არ გასტანა, მათი მხიარული და ბედნიერი წუთები კარზე ზარის ხმამ ჩაახშო. თინიმ წავიდა კარის გასათება, გააღო და მის წინ სამი გოლიათივით მამაკაცი იდგა.
-უკაცრავად?
-ბატონ ვახოსთან ვართ.
-დამელოდეთ, გადავცემ რომ მასთან ხართ. თინი დაფიქრებული სახით შევიდა სახლში და ვახოს უთხრა.
-თქვენთან არიან ძია ვახო. მიშიკომ შეხედა თინის და თვალებით შეეკითხა ვინ არისო, მანაც მხრები აიჩეჩა, რაც იმას ნიშნავდა არ ვიციო. ვახომ კი უთხრა.
-თინათინ ამ კარზე ვინც დააკაკუნებს და მის ზღრუბლზე მოვა ჩემთვის ყველა სტუმარია, მოიპატიჟე ვინც არ უნდა იყოს, მე კაბინეტში შევალ და შენც წამოდი მიშიკო.
-არავის ველოდებით, ვინ უნდა იყოს ძია.
-არ ვიცი, ერთად ვნახავთ. მალე შემოყვა უკან მიშიკოს და ვახოს უცხო მამაკაცები, რომლებიც ხელმოტეხილი მიშიკოს ნახვას იქ არ ელოდნენ
-მობრძანდით, დაბრძანდით და რა მოგართვათ, რას მიირთმევთ?
-დასაჯდომად არ მოვსულვართ, მხოლოდ მოკითხვის გადმოსაცემად მოვედით. თქვა ყველაზე მაღალმა და კისერი დაატკაცუნა რაც იმის ნიშანი იყო, მე ძლიერი ვარო.
-ვისგან არის მოკითხვა შეგიძლიათ დამიტოვოთ მისამართი, რომ მეც პასუხი გაუგზავნო.
-რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენც იცით ჩვენი ახსნის გარეშე ვინც არის მოკითხვის გამომგზავნი და ის თქვენმა ჯამრთელობამაც დააინტერესა ხომ ხართ კარგად.
-მხოლოდ ამ სამი სიტყვის გადმოსაცემად მოხვედით სამი ადამიანი თუ მოლაპარაკებული იყავით სამივეს თითო-თითო სიტყვა გეთქვათ და წინადადებაც შედგებოდა. ხმამაღლა გაიცინა მიშომ მაგრამ პირველმა ხელები მომუშტა და მიშოს უთხრა.
-მეორე ხელის მომტვრევა ხომ არ დაგაწყნარებს მიშიკო?
-ჩემი სახელი გცოდნიათ, როგორც ჩანს საქმეში ძალიან ჩახედული ხართ და ძალიან გათვითცნობიერებული.თქვენს უფროსს გადაეცით .........................!
-არ გინდა, მიშო შეეშვი.
-რა არ მინდა, ძია ვახო იმედია არ მიიღებ მაგ მოგდებულ მოკითხვას.
-რა თქმა უნდა მიიღებს და ისიც იცის რა უნდა გააკეთოს.
-ძალიან ნუ იქნებით თქვენს თავში დარწმუნებულები მე თქვენმა მუსკულებმა შემაშინოს და ჩემგანაც წაიღოთ მოკითხვა.
-ბ-ნო ვახტანგ თქვენთვის უკეთესია თუ მიიღებთ ამ მოკითხვას და ყველაფერს სწორად გათვლით.
-რას მიზამთ თუ არ გავთვლი სწორად და ვერც პასუხს წაიღებთ ჩემგან დადებითს?
-დღეს არაფერს, მაგრამ დავბრუნდებით. თქვა ისევ პირველმა და წავიდნენ, კაბინეტში ფერდაკარგული შაკო შემოვიდა ვახომ და მიშომ ერთმანეთს გადახედეს.
-რა ხდება ან მათ რა უნდოდათ, დაურეკოთ ვინმეს.
-არავის არ ურეკავთ, მათ პროვოკაციას არ წამოვეგებით. არავის ვალი არ მაქვს უფლის წყალობით და არც არავის მეშინია. ეს ჩემი ეშინოდეთ აქეთ ამიერიდან, ნუ ელოდებიან ჩემი სიჩუმით მიზანს მიაღწევენ, ისინი ვერ გამანადგურებს რამდენი კაციც არ უნდა მომგლიჯონ გვერდიდან, მოისყიდოს და დააშინოს. შაკო გაოცებული უცქერდა ვახოს და უკვირდა, რამდენი წელია იცნობს და მისი ხმამაღალი ხმა პირველად გაიგონა. თინიმ იცოდა რა აწყნარებდა ვახოს გაბრაზებულ გულზე და ფინჯანით ხელში გვირილის ჩაი შემოუტანა, თან თვალით ანიშნა შაკოზე.
-კომპიუტერი მოიტანე ახლავეს. მკაცრად უთხრა თინის და შემდეგ მიშოს გადახედა.
-რომ დაგათენდეს თავზე, დღეს გურამ გეგენავაზე ყველა ინფორმაციას მოიძევ შენი ხერხებით, მე კი ჩემი ხერხებით გავარკვევ. შაკო წამოდგა და ვახოს წინ დადგა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გაცეცხლებულ ვახომ იფიქრა მიდიოდა და უთხრა.
-რა გეგონა, ჩემმა სიჩუმემ და სიმშვიდემ გაგათამამა? რატომ იყავი დარწმუნებული, რომ ვერ მივხვდებოდი გურამისკენ გადაბირებას.
-არა,არა,არა ძია ვახო.სწორედ ახლა ვაპირებდი თქმას, რომ დამემუქრა. ჩემი პატარა დით დამემუქრა, სკოლიდან წამოუყვანია და ასე მაიძულა მეთანამშრომლა მასთან. გეფიცები მამის სულს ყველაფრის თქმას ვაპირებდი, მაგრამ მომენტს ვეძებდი.ახლა ისე მოვედი, კუდი არ მომყოლია აქამდე და მტკიცედ გადავწყვიტე დღეს ყველაფერი მეთქვა, რადგან ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მიშოს ძალიან გაუხარდა შაკოს სიტყვები და ღიმილით უთხრა.
-მაშინ შენი თქმით, გამოდის რომ  არ დამიკარგავს მეგობარი.
-ერთმა კაცმა კითხა მეორეს, ვინ უფრო ძვირფასია შენთვის,შენი ძმა თუ შენი მეგობარიო, მან კი დაუფიქრებლად უპასუხა, ,,მიჯობს მეგობარი თუ ის ძმა იქნებაო'' არა მიშო მე მეგობარს არასოდეს არ დავკარგავ, სიმართლეს გეუბნები. ვახო მოლბა და შაკო გულში ჩაიკრა, ვერ წარმოედგინა დღეს ამ ბავშვების გარეშე.
-შენებზე მე ვიზრუნებ დღეიდან მანამ, სანამ ის გარეთ არის. მამაკაცებს საუბარი თინიმ შეაწყვეტინა. ფოდნოსით ხელში შემოვიდა, რომელზეც ოთხი ფინჯანი ყავა დაედო ლამაზად და ეშმაკურად იცინოდა.
-რატომ იცინი, თინა სიცილის და ეშმაკობის დრო არის ახლა. უსაყვედურა მიშომ.
-რაღაც მინდა გითხრათ, მაგრამ............................
-ოხ, არ მომწონს ეს დასაწყისი ძია ვახო. ვახოს გაეცინა და თინის მიაჩერდა.
-ჩვენ გავიდეთ, მარტო დაგტოვოთ? თუ არის ისეთი სასიხარულო მეც რომ გამახარებთ, ახალი სულის შემომატებაა? თინის ლოყები აუწითლდა და გაოცებულმა უცებ უთხრა.
-არა, არა ეს რამ გაფიქრებინა.
-რა ხდება, თინი რაღაც არ მომწონს მე შენი არც გამოხედვა და არც საუბრის დასაწყისი. უთხრა შაკომ და დაელოდა როდის იტყოდა მის სათქმელს თინი.
-მიშო ბოდიში. მიშოს თვალები გაუფართოვდა და გაოცებული მიაჩერდა ჯერ თინის და შემდეგ ვახოს.
-მე რას მომაჩერდი შენ გიხდის ბოდიშს შვილო და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ვერაფერი ვერ გავიგე.
-ხომ ვთქვი არ მომწონს დასაწყისითქო, გააღეთ სარკმელი რაღაც ძალიან დამძიმდა ჰაერი. თინის უცქირა ჯერ და შემდეგ მშვიდად,წყნარად და აუღელვებლად შეეკითხა.
-რა გააფუჭე თინა.
-არაფერი არ გამიფუჭებია. უთხრა ჩუმად თავდახრილმა მიშოს, ვახო და შაკო კი ღიმილით უცქერდნენ თინის რომელიც თითებს აწვალებდა.
-კარგი, ვხედავ ვერ გაიგე რა კითხვა დაგისვი და ამიტომ შევაბრუნებ კითხვას.
-რა უნდა გააფუჭო თინა.
-არაფლის გაფუჭებას არ ვაპირებ. უეცრად აფეთქდა მიშო და თინის უყვირა.
-აბა რატომ მიხდი ბოდიშს ეს ხომ შენი სტილი არ არის, გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?
-მოგატყუილე, მიშო მე შენ მოგატყუილე. მიშომ მომესმაო და წყნარად შეეკითხა.
-თინი რა ქენი? რაღაც კარგად ვერ გავიგე, ალბად მომესმა რაც თქვი ხომ?
-არა არ მოგესმა კარგად გაიგონე ყველაფერი, მე შენ მოგატყუილე.
-მომატყუილე, კარგი გავიგე და რა მომატყუილე თინა ან როდის. მიშო ცდილობდა ხმა გაეკონტროლებინა და რაც შეეძლო მშვიდად საუბრობდა, მაგრამ ისე იყო შიგნიდან წვავდა ცეცხლი და ამ სიმხურვალის გამოშვება უნდოდა ისე ვერ დამშვიდდებოდა.
-მალე გაიგებთ ყველა. თქვა თინიმ და კაბინეტიდან გავიდა, სამივემ ერთმანეთს გადახედეს და ვერ მიხვდნენ თინი რას გულისხმობდა
-მიშო ვხედავ თავის გაკონტროლება გიჭირს, მაგრამ ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა თინის.
-აზრზე არა ვარ, მოდი დაველოდოთ და ერთად გავიგებთ რა სიურპრიზი მოგვიმზადა პატარა ტერორისტმა. მიშიკო და შაკო ვახოს ბრძანებით ყველა ინფორმაციას აგროვებდნენ რაც კი შეიძლებოდა მოეგროვებინათ გურამზე და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოუყარეს თავი.
-უკვე გვიანია და მე წავალ. ფეხზე წამოდგა შაკო მაგრამ ვახომ გააჩერა.
-შაკო შენს ოჯახზე მე ვიზრუნე უკვე და ისინი საიმედო ადგილზე არიან, შენ კი აქედან ვერ გახვალ, აქ იქნები და იმუშავებ კომპიუტერით თუ გინდა დამანახო შენი ერთგულება, ასე უნდა მოიქცე.
-მე ცუდი არაფერი ჩამიდენია და ვიცი ძნელია თქვენი დაჯერება, მაგრამ მე თანახმა ვარ აქ ვიქნები. მიშო  გეფიცებით რომ ყველა სიტყვას სიმართლეს ვამბობ, მე თქვენი ღალატი არ შემეძლო.
-მე შენ გენდობი, მაგრამ ისევ შენი უსაფრთხოებისთვის გეუბნები ამ დილით აქედან ვერ გახვალ, რადგან გურამის დაგეშილი ძაღლები ყველა კუთხეში ყავს, ამიტომ ჯობია აქ იყო თორემ უეჭველი რაღაცას მოგწევს.
-მართალია, ეს აღარ მიფიქრია.
-აბა რა მოვიძიეთ, ვნახეთ რამე?
-მაშ ასე, გურამ გეგენავა ძალან დიდი კომპანიის მფლობელი იყო რუსეთში,მაგრამ სამი წლის უკან ის გაკოტრდდა.ის აღარავინ არის ბიზნესმენთა შორის, მაგრამ კარგად აქვს დაფარული მისი გაკოტრება რადგან აქ არავინმა იცის მისი გაკოტრების შესახებ და ამიტომ ისევ ძველი სახელით და ავტორიტეტით სარგებლობს.კაბინეტში თინი დაბრუნდა და გაოცებულმა შეეკითხა სამივეს.
-არ დაგიძინიათ?
-რა დროს ძილია თინა.შეუღრინა მიშომ.
-დახმარება არ გინდათ?
-კი, აქედან წადი და არ მიეკარო არაფერს მაგიდაზე რასაც ხედავ, მხოლოდ ასე თუ დაგვეხმარები.
-მე ვფიქრობ, რომ სხვაგვარი დახმარება გჭირდებათ.
-შენ რაში უნდა დაგვეხმარო, არც იფიქრო გაეკარო ახლოს ამ საქმეს, გესმის? თინიმ იქვე ჩამოჯდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო უდარდელად. შაკომ გახედა და ღიმილით უთხრა.
-თინა კარგად ხარ?
-ძალიან კარგად ვარ, ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ. შაკომ გვერდულად გახედა და ვითომ სხვათაშორის შეეკითხა.
-რა მომატყუილე, რისი თქმა გინდოდა შეგიძლია მითხრა.
-შენ ჯერ მითხარი მაგ მოტეხილი ხელით რა გინდოდა ბარში ქერათმიან ნაშასთან ერთად.
-შენ სად იყავი იმ დროს? გაუკვირდა მიშოს.
-ის უფრო მნიშვნელოვანია მე სად ვიყავი იქ იმ დროს, თუ ის რომ მითხრა ვინ იყო ის ნაშა?
-დიახ, ის უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის იქ შენ რა გინდოდა იმ დროს როცა ვიცოდი რომ სახლში ბრძანდებოდი თავის ტკივილით დაწოლილი.
-მომწყინდა სახლში ყოფნა და შორენასთან ვიყავი, იქედან წამოსული იმ ბართან გამოვიარე, ამიტომ ბრმა არ ვარ დაგინახე, როგორი სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდი და ისიც თვალებში შემოგციცინებდა.
-რააააააა......................
-ისეთი გრძნობა გამიჩნდა, იქ რომ მოვსულიყავი ვერც შემამჩნევდი,ამიტომ სახლში წამოვედი.
-გეუბნები სოფელში რომ ანიჩქა გვყავს, იმას ყავს ჩერჩეტი ბატები და აი მის ბატებს გავხარ, რატომ არ შემოდი ბარში.
-რატომ უნდა შემოვსულიყავი, რა მინდოდა იქ ჩემი იქ ყოფნით ხელს შეგიშლიდით და თავისუფლად ვეღარ ისაუბრებდით.
-ნერვებზე კი არ თამაშობ, ჩემს ნერვებს ჭამ ნელა-ნელა.
-მე თუ შენ?
-შემოსულიყავი და გაიგებდი ვინც იყო ის ქერა და ეჭვი აღარ დაგტანჯავდა.
-ნაშა დაგავიწყდა.
-ენა და საკმარისია უკვე, ხანდახან დაფიქრდი რას ამბობ და მიხვდი რომ იქნებ შენი სიტყვებით გულს ტკენ ადამიანს.
-შენ გეტკინა გული, არ ვიცოდი ეს ორგანო საერთოდ თუ გქონდა ამიტომ არც მიფიქრია რომ გეტკინებოდა, მაგრამ იქნებ დაფიქრდე და მიხვდე მე როგორ მეტკინა გუშინ გული და არც გიფიქრია იმ წუთებში მე თუ ვარსებობდი საერთოდ.
-გეყოს ამდენი უაზრობების თქმა და უბრალოდ დასვი ერთი კითხვა,რომელიც ასე გაინტერესებს, შემეკითხე ვინ იყო ის უცნობითქო.
-ხოდა ახლა გისვამ მაგ კითხვას, ვინ იყო გუშინ ის ქერა შენს გვერდით?
-გითხარი დამშვიდდი, რადგან ვერაფერს მიაღწევ შენი ეჭვიანობით, ის ქერა კი ანაბელი იყო გუშინ ჩემს გვერდით, ანაბელ ლეონიძე დამშვიდდა ადუღებული გული?
-ანაბელი, ანაბელი ჩამოვიდა?
-დიახ ანაბელი დაბრუნდა.
-რატომ არ მითხარი თუ ჩამოვიდა. უთხრა მოწყენილმა და უკვე რცხვენოდა მიშოსი და თავი დამნაშავედ იგრძნო.
-იმიტომ რომ თავად ანაბელმა მთხოვა. რადგან უნდოდა შენთვის სიურპრიზი მოეწყო,მაგრამ შენ ხომ არ დააცდი ადამიანს არაფერს. წყნარად და სერიოზულად საუბრობდა მიშო, ვახო შემოვიდა კაბინეტში და ჯერ თინის შეხედა, შემდეგ მიშოს და იქვე კომპიუტერთან ჩაძინებულ შაკოს.მიხვდა,რომ რაღაც მოხდა და უბრალოდ კითხვა დასვა ორივეს გასაგონად.
-რა ხდება, რამე გამოვტოვე? თინიმ წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა,რამოდენიმე წუთში კი რამოდენიმე სქელი საქაღალდით დაბრუნდა და ასევე სამი ფლეშკა გაუწოდა მიშოს და უთხრა.
-აიღე, პატიებაც ამ ყველაფრის გამო გთხოვე.
-ეს რა არის, რა ჩანაწერებია.
-აქ არის ის ყველაფერი რასაც ეძებთ. მიშომ თვალებგაფართოვებულმა შეხედა ჯერ საქაღალდეებს მერე მის წინ დაწყობილ სამ ფლეშკას და შემდეგ მის წინ თავდახრილ თინის.
-ეს, ეს, ეს, შენ, შენ მარტო გააკეთე? ხმა ამოიღე, თინა ეს შენ მარტო გაბედე?
-რა ხდება აღარ იტყვით? ხმა აიმაღლა ვახომ.
-მე ხომ გთხოვე პატიება, ვიცი რომ არასწორად გავაკეთე, მაგრამ მარტო ყოფნით  უფრო კარგად გავართვი თავი ამ საქმეს. მიშომ ისე ხმამაღლა უღრიალა, თვით ვახომაც კი დაიხია უკან.
-რომ რამე მოგსვლოდა მერე რა მოხდებოდა, შენ არ ხარ ნორმალური. შენ, შენ, ეს როგორ გაბედე და მარტო როგორ გააკეთე გოგო, როგორ წადი ამხელა რისკზე.
-რა აზრი აქვს ახლა ყვირილს, ხომ ხედავ რომ კარგად ვარ და საქმე უკვე გაკეთებულია თითქმის ორი კვირაა. მიშომ ხელი მოისვა სახეზე და ვახოს შეხედა, რომელიც ინტერესით უყურებდა მიშოს, მიშომ კი ხელით ანიშნა ნახე რა მოიტანა თინიმო და ვახომაც პირველი საქაღალდე გადაფურცლა, დიდი ინტერესით კითხულობდა. შემდეგ წამოდგა თინისკენ წავიდა, მაგრამ მიშოს მკაცრმა ხმამ ადგილზე გააშეშა.
-არ გაბედო და არ შეაქო. მკაცრად უთხრა მიშომ ვახოს მის გაბრწყინებულ თვალებს რომ შეხედა, მაგრამ ვახომ ერთი შეუღრინა და თინი გულში ჩაიკრა, თან ცრემლმორეულმა უთხრა.
-მადლობა, მადლობას არ დაგაჯერებ შენ მე მთელი ჩემი ქონება გადამირჩინე და არა მარტო მე ბევრ ჩემნაირს, რომლებსაც თავი უსუსური ჰგონიათ იმ არაკაცის წინაშე. შენ ეს ისე გააკეთე, რომ შენი სიცოცხლეც კი არ დაგენანა გაგეწირა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. შაკოს გაეღვიძა ხმაურზე და ვერ გაეგო რა ხდებოდა, ვახომ ხელი დაუქნია და საქაღალდეებთან ერთად გავიდა ორივე კაბინეტიდან. კაბინეტში კი მიშო ისევ იმ ადგილზე იდგა, დიდი ხანი უცქირა თინის და ბურღავდა მისი თვალებით შემდეგ გადადგა ნაბიჯი და ახლოს მივიდა.
-შენ, შენ რომ რამე მოგსვლოდა, მე რას მიშვებოდი თინა. ხვდები მაინც შენ რამხელა  რისკზე წადი? მიშოს  ხმაში სევდა, დარდი, ტკივილი, სურვილი, ვნება ყველაფერი ერთად არეულიყო, ცალი ხელით მიიწია მისკენ და ძლიერად ჩაიხუტა გულში, მის კისერში თავი ჩარგო და სველი კოცნაც არ დაიშურა. მის აცახცახებულ ბაგეებს კი ნაზად შეეხო და თინიმ კი ჩუმად უთხრა.
-პასუხი დამიბრუნე, მითხარი ჩემს ტყუილს მაპატიებ?
-ხომ იცოდი, რომ ძალიან მაწყენინებდი როცა ამას გავიგებდი, როდემდე გინდოდა დაგემალა სიმართლე.
-იქამდე დავმალავდი სადამდეც საჭირო იყო.
-ყოველთვის, რატომ გინდა წყობიდან გამომიყვანო და გამაგიჟო.
-იმიტომ, რომ ყოველთვის შენ რჩებოდი გამარჯვებული, მოდი რა ამ ერთხელ მეც ვიგრძნო თავი გამარჯვებულად. მიშოს გაეღიმა უკვე ნერვებ დაწყნარებულს და ღიმილით უთხრა.
-წლებია უკვე, ჩემი ნერვების კიბოდ რომ გადაიქეცი და კაცობრიობის კიარა, პირადად ჩემი ნომერ პირველი მტერი ხარ.
დიდ აღმართს ყოველთვის დიდი თავდაღმართი მოყვება, დიდ სიხარულს კი ძალიან დიდი მწუხარება. ვახო იჯდა და კითხვაში თავზე დაათენდა, გარეთ უკვე ცა ნელა-ნელა მტრედისფერი გახდა და დილის 7 საათზე ვახოს ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა. გაოცებულმა დახედა და უპასუხა, შეკითხვაც ვერ მოასწრო ვინ იყო და რა ხდებოდა, რომ საზარელი ინფორმაციის მოსმენა მოუხდა და მანაც საზარელი ხმით იყვირა.
-შაკოოო................
-ტელეფონი გათიშე ჩქარა, ახლავეს. შემდეგ კი ისევ ტელეფონს მიუბრუნდა და აკანკალრებული ხმით შეეკითხა.
-ისინი, მოასწარით სახლიდან ყველას გაყვანა. კარგი, დაე ასე ეგონოთ, როგორც ჰგონიათ.
-რა ხდება ძია ვახო.შაკო, მიშიკო და თინი იდგა მის წინ და სამივე გაოცებული უცქერდნენ ჯერ კიდევ აგონიაში მყოფ ვახოს.
-შაკო სახლიდან არ გახვალ, ტელეფონს არ გამოიყენებ ცოტა ხნით, რადგან შენი ნომერი გაუქმდება. ძალიან ვწუხვარ შვილო, მაგრამ გპირდები რომ მე ვიზრუნებ პირადად თქვენს საცხოვრებელ ადგილზე.
-რა მოხდა...............
-გურამიმ თქვენი საცხოვრებელი ბინა დაწვა. შაკოს ფერი დაეკარგა და არც დაფიქრებულა კარისკენ ისევ წავიდა, მაგრამ მიშომ ცალი ხელი შემოხვია და გააჩერა. შაკომ მიშოს გულზე მიადო თავი და  ხმამაღლა აღრიალდა, შემდეგ ცრემლიანი და დაღლილი თვალებით შეხედა ვახოს და უთხრა.
-ჩემები? ჩემებიც ხომ სახლში იყვნენ, ჩემი ტასუნა? ღმერთო რატომ  დაგვსაჯე ასე ძალიან. თქვა და ჩაიკეცა.
-შენები კარგად არიან და იმათ ჰგონიათ რომ სახლში იყავით ყველა, ამიტომ სანამ მნიშვნელოვანი წუთი არ დადგება, შაკო შენ აქ უნდა იყო მათ ჰგონიათ რომ შენც მათთან ერთად დაიწვი.
-მართლა კარგად არიან ჩემები, ყველა კარგად არის?
-კარგად არიან შვილო, გუშინ აქ რომ მოდი შენ დარწმუნებული იყავი რომ  მდევარი არ მოგყვა, მაგრამ შენ მდევარი მოგყვა აქამდე და მიხვდა გურამიმ რომ შენ ყველაფერს იტყოდი, ამიტომ ვითომ გაგაჩუმა მისი ჭკუით.
-ძია ვახო შეეშვი ის არავის დაინდობს და თქვენ ყოველთვის არ იქნებით ყველას გვერდით, შენს გასამწარებლად ვიღაცას გამოიყენებ, კიდევ ვიღაცას გაამწარებს და მწარედ ატკენს ეს ახვარი კაცი.
-შენ დაწყნარდი მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო, არცერთი არ გახვალთ დღეს გარეთ მე მალე მოვალ. ერთად დაწყობილ ათამდე საქაღალდეს ხელი დაავლო და სახლის შიდა კარიდან გავიდა, რამდენიმე წუთში ცარიელი ხელით დაბრუნდა ისევ დაბრუნდა უკან და ჩვეულებრივად გავიდა სახლიდან. გადაწყვეტილება მიიღო რომ ჭკუა ესწავლებინა ველური და უგულო, შეუბრალებელი ადამიანისათვის. გურამის ძალიან ბევრი ხალხი ყავდა გამწარებული და მასთან ბრძოლა სახიფათოც კი იყო, მაგრამ ვახომ არ შეუშინდა და გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ დაეჩოქა და ქედი მოეხარა ამდენი გამწარებული ხალხის წინაშე.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთს შემოგხედავენ და უკვე იციან ვინც ხარ, როგორც ხარ და რაც გჭირს.
-რა გჭირსთქო რომ გკითხო ეს უადგილო კითხვა იქნება, მაგრამ როგორ ხარ ამას კი შეგეკითხები.
-არც მე ვიცი როგორ ვარ საკი. სევდა შემომეჩვია ძალიან და ჩემში ჩასახლდა.
-შენ თავად ჩააშენე და ჩაასახლე შენში ეს შენი სევდა. უთხრა გაბრაზებულად ფრიქსომ.
-დავიღალე, გული ვეღარ იტევს დარდს და ტკივილს და ვგრძნობ გულის არეში.ძალიან მტკივა. სიყვარულს რომელსაც ვეძებდი წლების მანძილზე ვიპოვე, მაგრამ ჩემი არ არის. ძალიან ცოტა ხნით იყო ნათელი დღეები ჩემთვის, მაგრამ ისიც მალე ჩაქრება და დასრულდება, ჩაიფერფლება, თითქოს განგებამ დამსაჯა. ვკარგავ ნაპოვნ სიყვარულს და ვიცი მის გარეშე არაფერი ვარ. მხოლოდ თქვენ ხართ, რომლებიც ვიცი არასოდეს მიმატოვებს.
-სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე. შეეკითხა ირინიმ მეგობარს.
-ირინი არ გინდა, გთხოვ.
-რა არ მინდა, ხრისტო. ვერ ხედავ, რომ სადაცაა თავს დაკარგავ და შენ ახლაც, ამ წუთშიც არ ეკუთნი შენს თავს, ვეღარ გცნობთ შენი მეგობრები და არ გიფიქრია დროა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო, სხვა გაიცნო და ცხოვრება გააგრძელო?
-არა ირინი, ელისნაირი ღიმილი არავის არ აქვს, ვეძებ და ვერ ვიპოვე, ვერავისში ვერ ამოვიცანი მისი სახე ნათელი და სუფთა, ის განსხვავებულია და მეც სწორედ  მისმა უბრალოებამ მიმიზიდა.
-შენ იმას თუ ხვდები, რომ უიღბლო სიყვარულით ხარ დასნეულებული? გაბრაზებულმა უთხრა ირინიმ, მაგრამ საუბარში ანა ჩაერია, რადგან მიხვდა უკვე ორივე ერთმანეთისკენ გაიწეოდა.
-მოგვენატრე ხრისტაკო და უნდა დაგვიბრუნდე
-ანა შენც, შენც ამათ აყევი?
-კარგი რა ნუ გწყინს, ჩვენ მოგვენატრე შენც და ძველი დროც მოგვენატრა, შენი უჩვეულო იუმორი მოგვენატრა. იცი რა ძნელია, როცა სულ ასე სევდიანს გხედავთ და ვერ გშველით?
-მართლა გამოფხიზლდი ცოტა მიწიდან ამოღებული მკვდარივით დადიხარ, უფალს  გამოეპარე და ემალები?
-ირინი საკმარისია.
-არ არის საკმარისი, მინდა გონება გაგინათდეს და ისწავლო შენი ცხოვრების სწორად მართვა. ბოლოს გაბრაზებულმა მიახალა ირინიმ რომელსაც არც ხრისტო არ ჩამორჩა ვალში.
-მე კი უფალს ვთხოვ იმდენი მოთმინება მომცეს, რომ თქვენ ორივე აქ არ გცემოთ.
-ნუ იღრინები, უკვე მართლა უკარგავ ადამიანს სიცოცხლის გრძნობას და ყველაზე მეტად ჩვენ, ხვდები ამდენს?
-ნუ მასწავლით, რა უნდა გავაკეთო და როგორ. განა არ ვიცი რომ სიყვარული ადვილი მოსაპოვებელი არ არის? მე ისიც კარგად ვიცი რომ ცხოვრება თავად სიყვარულია და უნდა მიყვარდეს კიდეც ან რა გგონია  არ ვიცი, რომ ცხოვრება ომია და უნდა ვიბრძოლო, უნდა მოვიგო ეს ბრძოლა? განა არ ვიცი რომ ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი, ისიც ძალიან კარგად მახსოვს რომ ცხოვრება ძალიან დიდი საიდუმლოა მე კი უნდა შევძლო და ამოვხსნა ეს საიდუმლო, ყველაფერს ამგენს რომ თავი დავანებოთ, ცხოვრება უბრალოდ სილამაზეა და უნდა შევიგრძნოთ, უნდა აღვიქვათ ეს კი სიყვარულთან ერთად უფრო ლამაზი და მყარი არის, მაგრამ მე თქვენ ხალისს გიკარგავთ და იხალისეთ უჩემოდ, თქვენ რა გესმით ან სილამაზის ან სიყვარულის, ოთხივე ხისთავიანები ხართ. გაბრაზებულმა მიაყარა ხრისტომ მეგობრებს და მაგიდიდან წამოდგა, წავიდა და ოთხივე დატოვა ყბაჩამოგდებული.
-ეს, ეს მგონი მართლა გაგიჟდა, მალე ჭკუიდან გადამიყვანს ამ უაზრო ადამიანის ქცევები. ირინი ვერ წყნარდებოდა, აღშფოთებული იყო ხრისტოს წასვლით.
-ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. მონატრებასაც, ჩახუტებასაც, მაგრამ უკვე საზღვრებს გადასცა სევდა, თითქმის ტირილამდეა მისული. ის მართლა ძალიან არის შეყვარებული იმ გოგოზე და თუ დააკვირდით მის მზერას დიდი სევდა ჩასწოლია თვალებში და იმ სევდის მიღმა, მისით შექმნილი უკიდეგანო სამყაროა სადაც ის მარტოა და სწორედ ეს სიმარტოვე გამოაშტერებს.
-უნდა ეცადოს და დაივიწყოს, თორემ ეს გრძნობა გაანადგურებს. როგორ უნდა შეგიყვარდეს ასე ძალიან ადამიანი, რომელსაც არ იცნობ და არ დალაპარაკებიხარ წესიერად. ძალიან იშვიათია დღეს ასეთი ძლიერი სიყვარული და ეს ძლიერი გრძნობა დევს ხრისტოში.
-ამბობენ, ძლიერი სიყვარულით მხოლოდ ერთხელ უყვარდებათო და აი იმ ძლიერი სიყვარულით შეუყვარდა ხრისტოსაც ის გოგონა და რას ვიზამთ. თქვა საკიმ სევდიანად და ისევ იმ გზას გასცქეროდა, სადაც ხრისტომ მანქანით თვალს მიეფარა. 30 დღე თითქოს, 30 წუთში გაილია და დადგა განშორების წუთები. ორი გული,რომელიც გაერთიანებას ცდილობდა, ჩუმად იდგა და ერთმანეთს არიდებდნენ ცრემლიან წამწამებს, ბედის წიგნში ალბად მათი ერთად ყოფნა არ ეწერა. ხვალიდან, მხოლოდ იმედით და მოლოდინით გაგრძელდება ცხოვრება. დამღლელია ლოდინი, მაგრამ წარმოიდგინეთ ცხოვრება რამდენად აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ველოდოთ. ღამეა და გარეთ ზაფხულის შხაპუნა წვიმაა, რომელიც კოკისპირულ წვიმაში გადავიდა და ჭექა-ქუხილით შემოიარა ათენის ცა. თითქოს არც განგებას არ უნდა, ორი გული დააშოროს ერთმანეთს, მაგრამ ბედის წიგნში ჯერ-ჯერობით სულ სხვაგვარად წერია. გათენდა ყველაზე მძიმე და ყველაზე მტკივნეული დღე ელისოსთვის მართლია მას ამნეზია აქვს და წარსული არ ახსოვს ,მაგრამ ძალიან ძნელი დასავიწყებელია ის ადამიანები ვინც გულის კარი გაუღო და გულში შვილივით ჩაიკრა, ტირილით მოეხვია სტელას და მასაც აუცრემლიანდა თვალები. ნინო და ნათიაც მოვიდნენ დასამშვიდობებლად და თვალცრემლიანი შესცქეროდნენ ელისოს რომლებიც ერთი ფიქრით ფიქრობდნენ, ,,ნუთუ შევხვდებით ისევ ერთმანეთს''? ელისომ იურისტთან  ერთად გაიარა რეგისტრაცია და ამ დროს უკან მოიხედა, სათითაოდ მოათვალიერა ყველა და ყველას თვალებში ცრემლი შენიშნა. ხრისტომ ხელი ასწია მაღლა, დაემშვიდობა და უთხრა.
-მშვიდობით არა, ელი ნახვამდის და დაუვიწყარი მოგონებები წარსულის ფურცლებზე დარჩა. ვინ იცის, შეიძლება თვით უფალმა შემაძლებინოს შეუძლებელი და შენამდეც მოვიდე ერთ დღეს. ელისომ სამივეს მოეხვია და შედარებით დიდი დრო დაჰყო ხრისტოს მკლავებში, მომენტალურად გაიელვა მის თავში რაღაცამ და ყურში უჩურჩულა ხრისტოს რომელიც გაოცებული დარჩა.
-ერთი ვარდი შეიძლება იქცეს ბაღად, ერთი ადამიანი კი შეიძლება გახდეს მთელი
სამყარო. ექიმო ყველაფრისთვის მადლობა, იმედი მაქვს ისევ ვნახავთ ერთმანეთს. ოდნავ მოშორდა ხრისტოს და თავისი ჯადოსნური ღიმილით მის წინ დადგა.
-ელი.....................................
-ექიმო, ადამიანის ცხოვრებაში ჩნდებიან ორი სახის ადამიანები და ხშირად ხმამაღლა თუ არა გულში მაინც გვიფიქრია, ,,არ უნდა გამეცნო'' და არიან ადამიანები რომელზეც სიამაყით ვამბობთ, ,,არასოდეს არ ვინანებ მე შენს გაცნობას'' და ეს მართალი ნათქვამია. მადლობა ექიმო ყველაფრისთვის, არასდროს არ დაგივიწყებთ, უბრალოდ ვერ შევძლებ ამ ყველაფრის დავიწყებას.
-რისთვის მიხდი მადლობას ელი მეც იგივე შემიძლია ვთქვა, არიან ადამიანები ვისი ჩახუტებაც მთელი ცხოვრება ღირს, მაგრამ არის ადამიანები ისეთებიც, ვისი ჩახუტებაც შეუფასებელია.
-არასოდეს არ დაკარგო რწმენა ექიმო. გაუღიმა და ნელა-ნელა უკან სვლით წავიდა და რაც უფრო იზრდებოდა მათ შორის მანძილი,მით უფრო ბობოქრობდა მისი გული. უეცრად  ჩამობნელდა და ცა ჩამოღამდა, შავი უკუნი ღრუბელი ჩამოაწვა ზეცას და ერთიანად დაფარა სიშავემ, ცოტა ხნის წინ კი ცა კრიალა და ნათელი იყო. ცაც მწარედ ატირდა და თითქოს ,,უცხო ქალიც ცრემლ''-ს შეუერთდა ისიც ტიროდა ორი მგრძნობიარე გულის გამოთხოვებას. ხრისტოს სულ სხვა შიში ჰქონდა, მას ეშინოდა ჯერ კიდევ ელისოს მეხსიერების, მაგრამ რწმენაც ჰქონდა დიდი, რომ ეს ამნეზია დროებითი იყო და მას მეხსიერება აუცილებლად დაუბრუნდებოდა. ელისო უბრუნდება სამშობლოს, საქართველოს. ქვეყანას რომელიც მრავალეროვანი ქვეყანაა და ყველას თავშესაფარის სავანეა, მზით განათებული ყველა კუთხე.როგორც უეცრად ჩმობნელდა,ისე უეცრად გასერა ცაზე უკანასკნელად ჭექა-ქუხილმა და წვიმა ნელა-ნელა შეწყდა. ღრუბლებიდან მზემ გამოანათა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ არც არაფერი არ მომხდარიყოს. მზემ ღიმილით გადმოხედა ზემოდან დედამიწას და ამოწმებდა ღირდა თუ არა მისი გამოჩენა, მაგრამ რომ გადმოიხედა დარწმუნდა რომ კარგი ქნა და დედამიწაზე მცხოვრებლებს ისევ ხალისი დაუბრუნა. გაოცებული იყო ხრისტო შორიდან ესმოდა ელისოს ხავერდოვანი ხმა, რომელმაც მის გულში ღრმად შეაღწია, შეაღწია და უზარმაზარი სევდაც დაუტოვა. აეროპორტში სირბილისაგან გულამოვარდნილი ფრიქსო და საკი მივიდნენ და ხრისტოს გვერდით ამოუდგნენ ამ დროს თვითმფრინავმა ნელა-ნელა იწყო სვლა, სიმაღლეზეც ავიდა და სულ მალე თვალსაც მოეფარა ელისოც მასთან ერთად ღრუბლებში დაიმალა. წავიდა, გაფრინდა და თან წაიღო მისი გულიც. მიაჩერდა თვალუწვდენელ სივრცეს, სივრცეს რომლის სიღრმემ შთანთქა მისთვის ძვირფასი ადამიანი. იმდენად დიდი სიყვარული და ერთგულება იგრძნო ელისოს თვალებში შეეშინდა, შეეშინდა ამ წმინდა და სუფთა თვალების, შეეშინდა იმ უცნობი გრძნობის, რომელიც ეგონა მხოლოდ ის ატარებდა გულით მარტო, მაგრამ ელისოს თვალებშიც იგივე დაინახა. ნინოს და ნათიას დაემშვიდობა და თვალცრემლიანი შემობრუნდა და უხმოდ დატოვა აეროპორტი.ფრიქსო წამოეწია და გვერდით ამოუდგა.იგრძნო ხრისტომ ვინც იდგა მის გვერდით და ჩუმად, მხოლოდ ფრიქსოს გასაგონად თქვა.
-ყველას წასვლას ავიტან ჩემგან, მხოლოდ ელის წასვლამ გამომფიტა და გამანადგურა. რა იქნება ხვალ, ზეგ,მ ასზეგ და ამის შემდეგ?
-როცა ადამიანი რაღაცას გულში მალავს, იმ რაღაცას მისი თვალები არ მალავს ძმაო.
-ადამიანებს ჩემებურად აღვიქვამ, ჩემებურად ვანაწილებ ვინ სად დავაყენო ჩემში. თითოეული მათგანი მიყვარს, მიყვარს ყველა ის ვისაც ადამიანობა შეუძლია,მე ეს ადამიანური თვისებები დავინახე მასში და მე ის მისი თვისებებით შემიყვარდა ფრიქსო.
დიდი გული ოკეანეს გავს, ის არასოდეს იყინება. ვერ მივწვდი ფრიქსო ვერა, მზე ჩემს გვერედით ჩემს სახლში იყო და ვერ მივწვდი, მთვარე კი უკვე ჩემთვის ჩავიდა, ნაკვალევსაც წაშლის თანდათან დრო და სიშორეში იმალება სიმართლე, სიმართლე რომელიც დრომ შენიღბა. გადავიღალე,ძალიან გადავიღალე და ვფიქრობ დროა ცოტა დავისვენო, თორემ ვიცი ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ. ასე მგონია მხოლოდ ცხოვრების პერსონაჟი ვარ და მეტი არაფერი ან ჩემი ხმა ექოდ ესმით, მხოლოდ გასული საუკუნიდან და არა ახლანდელი დღევანდელი ცხოვრებიდან. ბედნიერება თურმე წამი ყოფილა, მაგრამ ის წამიც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. ბედნიერი ხარ, როცა გულს უყვარს და საპასუხოდაც იგივე გრძნობას ღებულობ და ამ დროს ღრუბლიანი დღეც კი მზიანი გგონია. გგონია ზეცის ზარი შენთვის შემოკრავს და იმღერებს მხიარულ სიმღერებს, სახეზე კი თბილი სიო მოგიალერსებს. დილის აისის ცისკარი რომ ბრწყინავს ბედნიერი ხარ, მაგრამ მაინც გაკლია რაღაც  ძლიერი და შეშლილი ხსნი კონიაკის ბოთლს, ხელის კანკალით და გულის თრთოლვით პირდაპირ ბოთლის ტუჩიდან სვამ მწარე სითხეს ისე თითქოს მის ვარდისფერ და ნამიან ბაგეებს ეხები. შევსვამ ამ სითხეს და დაღლილი გულით მივიძინებ, იქნებ სიზმარში მაინც ვნახო ჩემთან, ჩემს გვერდით. ვერსად ვერ გავექეცი და ვერ დავემალე ტკბილ მოგონებებს, იმ მცირე დროში გაჩენილ სითბოს და მაინც ვნატრობ იმ წუთებს, რომლებიც დრომ მარადისობად აქცია. მე მჯერა ფრიქსო ჩემი სიყვარული დაიგვიანებს ჩემთან მოსვლას, მაგრამ ის მოვა და მისი მოსვლა მე ცამდე ამამაღლებს.მე მადლობას უხდი უფალს რომ თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ მაინც მადლობა რომ ეს ძლიერი გრძნობა ჩაასახლა ჩემში. მხოლოდ ის არის ჩემი გზის მანათობელი ვარსკვლავი, ჩემი ფიქრი და ოცნება მიუწვდომელი, ჩემი მზის სხივი, ძალიან მწველი და დამდაგველი. ცისარტყელაა ფერადი ფერებით რომ აცოცხლებს სამყაროს, სილამაზე უნატიფესი და სიყვარული უფაქიზესი. შენ სუნთქვა ხარ ჩემი ელისო და სურნელი ხარ ისეთი დამათრობელი, რომელმაც ჩემი გულის და სულის შერწყმა მოახერხე.
აჟიტირებული და თან რაღაც სევდიანი მიდიოდა მიშო აეროპორტში, სამი თვე იყო გასული რაც ელისო არ ენახა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ღელავდა მასთან შეხვედრას. რა რეაქცია ექნება მიშოს რომ ვერ იცნობს ელისო? უჩვეულოა ეს მიშოსთვის და დაუჯერებელი, არც ფიქრი არ  უნდა ამაზე სანამ ელისოს თავად არ შეხვდება, სანამ ერთმანეთთან შეხვედრის წუთები არ მოვა და არ დადგებიან ერთმანეთის პირისპირ, ელისო კი თვალდახუჭული იჯდა და უკვე შორს დატოვებულ ახლობლებზე ფიქრობდა, იმ ადამიანებზე ვინც მძიმე და რთულ პერიოდში გვერდით დაუდგა, მაგრამ უფრო მეტს ხრისტოზე ფიქრობდა და გულს უთუთქავდა მისი სევდიანი თვალების გახსენება.
-შინ ვბრუნდები. თავისდა უნებურად ჩაიჩურჩულა და მიხვდა, ამ დაბრუნებას არანაირი სიხალისე თან არ ახლდა. არც ოცნებები არ ახალისებდა და არც მოახლოებული რეალობა. თუმცა ცდილობდა, რომ მოზადებული შეხვედროდა მოახლოებულ წუთებს. დაფრინდა თვითმფრინავი, რა მალე გავიდა 2 სთ-40 წთ. ფეხი დადგა თუ არა მიწაზე, რაღაც უჩვეულო სურნელი იგრძნო და შემოდგომის აგრილებულმა სიომ მოეფერა, თითქოს შინ დაბრუნება მიულოცა სიხარულით აღფრთოვანებულმა და გახარებულმა მისი დაბრუნებით. თანდათან მღელვარებამაც იმატა, რადგან ახლოვდებოდა ამაღელვებელი წუთები. ჩანთა ხელში აიღო, სახეზე სათვალე მოირგო და ხალხის ნაკადს შეერია. ისე გამოვიდა შენობიდან, ის არავის გაუჩერებია და არავის უკითხავს ვინ იყო. სად იყო მიშო ამ დროს? მიშო ხალხს ათვალიერებდა და გვერდი აუარა მოულოდნელად ელისოს რადგან ის უცნობმა მამაკაცმა შეაჩერა რაღაც ჰკითხა .მიშიკომაც ზრდილობიანად მიასწავლა რაც უნდოდა მამაკაცს და ისევ ელისოს ძებნა გააგრძელა, ელისო კი  ამ დროს გარეთ იყო და არ იცოდა საით წასულიყო.
მოლოდინი სიხარულის, მაგრამ მაინც ტკივილიანი და სევდიანი. ძალიან ნელა და ზლაზვნით გასული წუთები. ელოდებოდა, ელოდებოდა საწოლზე ჩამომჯდარი კაპლით ხელში ციცო შვილის დაბრუნებას. საშინელი მოლოდინის საათები ჯერ გაიწელა უსაშველოდ და ბოლოს როგორც იქნა ამოიწურა, წესით ელისო ახლა სახლში უნდა იყოს, მაგრამ მიშიკო არა და არ დაბრუნდა. შესრულდა 3 საათი,4, 5, 6. უკვე ყველა ნერვიულობდა, სადაც იყო გათენდებოდა და ელისო და მიშო არ ჩანდა. როგორც იქნა დადუმებული ვახოს ტელეფონი ახმაურდა და საშინელი ხმა გაისმა მდუმარდ ქცეულ სახლში. აიღო ანერვიულებულმა ვახომ და ფერი ეცვალა, გულზე მიიდო ხელი და ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-როგორ თუ არ არის, ის თავად ჩასვა იურისტმა თვითმფრინავში მიშო.
-იქნებ რამე შეიცვალა და ამ რეისზე არ წამოსულა.
-გვიან არის, მაგრამ დავრეკავ ახლავეს. ვახომ ნაცნობ ნომერზე გადარეკა და ინფორმაცია უტყუარია, რომ ელისომ საბერძნეთის ტერიტორია დატოვა.
-აერია, ხალხში აერია და სად არის ახლა ამ ღამეში სად. იღრიალა ვახომ და იქვე ჩაიკეცა, ელისო კი ამ დროს, ბედის ანაბარად ერთ ბნელ კუთხეში მიყუჟულიყო და გაფითრებული, შეშინებული თვალებით უცქერდა ირგვლივ ყველაფერს.
-ვინ მოგელოდა ელისო აქ რომ მოდიოდი. გაიფიქრა გულში და თვალები ცრემლებმაც დანამა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, თეთრად დაათენდა თავზე. ფული არ ჰქონდა, შიმშილმა შეაწუხა. მის გვერდით უძლური მოხუცი დაჯდა და უცნობ სახეს უცნაურად დააკვირდა,შეხედა ძვირფასი ტანისამოსი ეცვა და მორიდებით შეეკითხა.
-შვილო აქ რას აკეთებ, სახლში რატომ არ წახვალ? ელისომ სევდაჩამდგარი თვალებით შეხედა და უთხრა.
-არ მახსოვს ბებო, არ ვიცი ვინ ვარ და არც ის ვიცი სად ვცხოვრობ. ეს ქალაქი ჩემთვის შეიძლება ნაცნობი იყო, მაგრამ უცხოა და გზაც ვერ გავიკვლიე საით წავიდე. მოხუცს უეცრად სახეზე ფერი ეცვალა და უთხრა.
-იქნებ ეცადო და გაიხსენო შვილო, სად ცხოვრობ. იქნებ დედა-მამა გელოდება, და-ძმა  გყავს. ელისომ სახეზე აიფარა ხელები და მწარედ ატირდა.
-არ მახსოვს, რაც უფრო მეტს ვფიქრობ ვერ ვიხსენებ არ ვიცი ვინ ვარ, არააააა.
-რა გითხრა დედა, იქნებ შეძლო და გაიხსენო. გტკივა ასეთი ყოფა, მე ვგრძნობ ამას, მაგრამ მოითმინე უფალი მოგეხმარება და დაგიხსნის ამ გაჭირვებისგან. ტყუილ იმედს ვერ მოგცემ დედა, უკვე დიდი ხარ და ყველა ჩვენთაგანს ჩვენი ბედი გვაწერია. შემოდგომის სიომ დაუბერა და ელისოს შესცივდა. დაიხარა მისი ჩემოდანი გახსნა რამე მკლავიანს ამოვიღებო, რომ ახალგაზრდა გოგონა მიუახლოვდა.
-გამარჯობა, ეს ტანისამოსი თუ გასაყიდია შეიძლება ვნახო? ელისომ გაკვირვებულმა შეხედა გოგონას და მორიდებით დაუქნია თავი. გოგონამ ბევრი რამ აარჩია და ფულიც გადაუხადა ელისოს და ახალი შენაძენით კმაყოფილმა წავიდა.უკვე შუადღეც მოსულიყო და მოშივდა, სადაც ისხდნენ იქ ახლოს ცხელი ხაჭაპური იყიდებოდა, ფული მუჭში დაიკავა და გზაზე გავიდა ორი ცალი ხაჭაპური იყიდა და ისევ ბებოს გვერდით მოკალათდა. ისე გემრიელად ჩაკბიჩა და ბედნიერი სახე მიიღო თითქოს ძვირადღირებულ ბარში იჯდა და მისი შეკვეთილი შეკვეთას გემრიელად შეექცეოდა, მის გონებაში რაღაც, ეპიზოდმა გაიელვა და მის წინ ღიმილით ლამაზი ქალბატონი დადგა ისე რეალურად ხედავდა კადრებს, რომ თითქოს იქვე იყო, მის გვერდით და ესმოდა მისი ხმა.
-მოგშივდა დედამ გენაცვალოს, ცხელია ხაჭაპური ნელა ჭამე არ დაიწვა და მალე მამაც მოვა. რა გამხდარი ხარ შვილო, მოგიკვდეს დედა. დაასრულა ჭამა და თბილი კადრებიც გაქრა, ისევ სევდიანი გახდა, ფული ჯიბეში ჩაიდო და ჩაფიქრდა.
-ნუ მოიწყენ შვილო, შეიძლება ბევრი ფიქრიც არ დაგჭირდეს ისე უცებ გაგახსენდეს ყველაფერი. ნერვიულობამ და ტვინზე ძალადობამ, შეიძლება აზრები დაგიბნიოს. სული ავადდება შვილო და ახალ ცხოვრებას ეჩვევა, გვავიწყდება ისიც თუ ვინ ვიყავით და ახლა ვინ ვართ. ნუ გეშინია ხელს არ გკრავ, აქვე ახლოში ვცხოვრობ მხოლოდ ერთი სარდაფიღა შემომრჩა და იქ ერთ საწოლს შენც მოგიწყობ, ჩემთან ერთად იქნები. გული დაიმშვიდე ბებო, აქ მესმის შენი გულის ფეთქვა. სახეს ნუ დამალავ, იქნებ ვინმე ნაცნობმა დაგინახოს და გიცნოს. შებინდებისას ბებომ ელისოს ხელი ჩაავლო და თავის ღარიბულ ბინაში წაიყვანა. გზაში პური, კალბასი და პამიდორი იყიდა ვახშმისთვის. პატარა იყო სარდაფის ოთახი, მაგრამ ირგვლივ სისუფთავის სუნი ტრიალებდა. ეტყობოდა რომ ბებო არ უნდა ყოფილიყო უბრალო ქალბატონი, ხელები დაიბანა ორივემ და ქუჩის ჭუჭყი ჩამოიშორეს. ელისოს დაბანაში ბებომ მაგდაც გააწყო და უხმოდ შეექცნენ ღარიბულ ვახშამს,ცოტა ისაუბრეს და შემდეგ საწოლიც გაუშალა ელისოს საგანგებოდ შენახული თეთრეული გადმოიღო და ელისომ ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, საღამურებიც კი ახალი მისცა და ორივემ თავთავიანთ საწოლებში მიეცა ფიქრებს, მაგრამ ღრმად ამოიოხრა ბებომ და ელისოს უთხრა.
-ძალიან განვიცდი შენს ბედს შვილო, შენი ჩუმი ტკივილით მტკივა გული. არ მინდა უფრსკულის პირას მდგარი მიგატოვო და ტკივილმა მარტო მყოფს გრიგალივით შემოგიტიოს.
-ბებო აქ როგორ მოხვდი ეს თქვენი სარდაფია თუ ქირას იხდით?
-ეს სარდაფიღა შემომრჩა ჩემი ქონებიდან შვილო. მსხვერპლი ვარ ტყუილის და უსამართლობის მსხვერპლი, ადამიანების ნდობამ მომიყვანა ამ დღემდე, მაგრამ უკვე ვისწავლე, რომ ადამიანების ნდობით ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. დღემდე კივის ჩემში ყველასგან მიტოვებული ჩემი სული და ვეღარ უძლებს გამწარებული სული, სულის ღრმა ნაპრალებს. წლებია აღარც ძილია ჩემთვის და აღარც მოსვენება, უკვე მეშვიდედ გაყვითლდდა ხეებზე ფოთლები და სამართალიც ვერ ვიპოვე მთელი ეს დრო. ჩემს ირგვლივ მხოლოდ დუმილია, შეურყეველი დუმილი დგას უსამართლოდ, ასეთ ყოფაში უკვე მეშვიდედ აცივდა და ჩემი ძვლებიც ცივდება ნელა-ნელა. მეშინია, რომ მიწის დამყრელიც არ მეყოლება არავინ.
-მე არ მიგატოვებ ბებო, მე თქვენთან ვიქნები.
-შენც წახვალ ერთ დღეს და მეც ისევ მარტო დავრჩები.
-არა, არა ასე ნუ ფიქრობ, თუ წავალ თქვენც თან წაგიყვანთ.
-მინდა რომ მჯეროდეს, მაგრამ  რა ვქნა, რომ ჩემი შეცდომის გამოსწორება არ შემიძლია. რაც იყო, იყო ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და წარსულის დაბრუნება კი არავის არ შეუძლია. დაიძინე ალბად უფალმა გამომიგზავნა შენი თავი, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. ჯერ კი შემიძლია და ჩემს თავს ვხედავ, მაგრამ ხშირად ვფიქრობ, რომ რამე დამემართოს ასე უპატრონოდ  მყოფს რა მეშველება.
-არ წავალ ბებო და გპირდები თუ წავალ თან წაგიყვან, ხომ გჯერა ჩემი.
-მჯერა ჩემო გოგო, მე შენს თვალებში არსებულ სიმართლის მჯერა.
ნებისმიერი განშორება მტკივნეულია, მაგრამ ხრისტოსთვის ელისოსთან განშორება ძალიან რთული იყო. უფრო ძნელი ის იყო, რომ სპიროს ზარმა ააფორიაქა და სუნთქვა შეუკრა. მისთვის საშინელი მოსასმენი იყო ის რაც სპირომ უთხრა და ყოველგვარი იმედიც გადაეწურა.
-ექიმო ელი დაიკარგა.
-დაუჯერებელია სპირო.
-თბილიში ჩასული დაიკარგა.
-ეს როგორ, ხომ უნდა დახვედროდა ვიღაც.
-დახვდა, მაგრამ ელი არ ჩანს.
-იქ ჩასული სად უნდა წასულიყო.
-ჩანს კამერებში, რომ იქამდე მივიდა, მაგრამ იქ გაიბნა.
-ის ზრდასრული და ქმედუნარიანი ადამიანია, მე მჯერა ის გამოჩნდება. ერთადერთი ხრისტომ რაც გაიფიქრა და თავის თავი დაადანაშაულა, ის იყო რომ არ აიღო მის თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა და ელისოს ბოლომდე არ გაყვა. ტანგოს მარტო ვერ ვიცეკვებთ, ამისათვის ორი ადამიანია საჭირო.ამიტომ არ უნდა გაეშვა მარტო და ახლა ასე ძალიანაც არ ინერვიულებდა. ცხოვრებაში არის მომენტები, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო გული გვიჩქარდება. ეს შეიძლება იყოს სიხარულის, სიყვარულის, ტანჯვის, შეხვედრის ან ტკივილისაგან გამოწვეული, მაგრამ ახლა იყო ტკივილის წუთები, წუთები რომელიც მღელვარებად გადაიქცა და ადგილს ვეღარ პოულობდა.
-შენ ფაქტიურად დაფიქრების დროც არ გქონდა,როცა მე შენ გაჩუქე შენს დაუკითხავად ჩემი გული. შენ არც დაფიქრებულხარ ამ გრძნობაზე, უცხო მამაკაცის გამომეტყველებაზე რომელიც დღემდე შემორჩა ჩემს გულს და უიმედოდ ელის შენს გამოჩენას. ელი სად ხარ, გამოჩნდი გთხოვ. უკვე მენატრები, ძალიან მენატრები, შენი საოცრად უცნაური სურნელი მენატრება, შენი ბავშვური და სუფთა გამოხედვა. წყეული გრძნობაა მონატრება და საშინლად დამღლელი. ვიცი, რომ სასწაულები აღარ ხდება, მაგრამ ხომ შეიძლება ერთ ზამთრის ან ზაფხულის ღამეს გამომაღვიძოს შენმა ჩურჩულმა.
ფრიქსო მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ რეკავდა ხრისტოს ნომერზე, მაგრამ არა
და არ პასუხობდა. შემდეგ კი გაბრაზებულმა სტელას დაურეკა და უთხრა.
-სტელა დეიდა სად არის ხრისტო?
-სახლშია და მეც აქ ვარ მასთან, ჩაკეტილია ოთახში და მეც არ მიშვებს მასთან სიახლოვეს, არც ჭამს და არც მელაპარაკება უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო.
-კარგი მოვდივარ არ ინერვიულო. მალე მოვიდა და ძალით გააღებინა კარები. შეხედა საწოლთან ლუდის დაცლილი რამოდენიმე ბოთლი იყო და გაკვირვებულმა შეეკითხა.
-შენ მარტო სვამ?
-როგორც ხედავ ვსვამ.
-ხოდა დამაინტერესდა, როდის მერე სვამ უჩემოდ ან საკის გარეშე ან ირინი სად არის ან ანა. როგორც ვხედავ შენ მეგობრებიც დაგავიწყდა.
-მარტო ვსვამ, რადგან მინდა დავივიწყო მისი თვალები, მაგრამ ის ცრემლი, ის ერთი ცრემლი მის სახეზე როგორ გარბის და იკვლევს გზას ვერ ამოვიგდე გონებიდან. არ მეგონა ქალს ცრემლი თუ დაამშვენებდა.ეს ცრემლი ჩარჩა ჩემს გულში იარად, ,,უცხო ქალის ცრემლი''.რას მიყურებ, ალბად გგონია დებილი ვარ ხო?
-არა, არ მგონიხარ,რადგან არ ხარ მთლად დებილი, ცოტა წადებილო ხარ,მაგრამ გულახდილად მინდა გითხრა, რომ წლებია გიცნობ და ჯერ ასეთი სახით არ მინახიხარ. უძილო სახე გაქვს, წუხელ არ გეძინა ან თუ გახსოვს, ბოლოს როდის იძინე ნორმალურად საწოლში.
-შენ რა გითხრა, თავად მეც არ ვიცი. დღეებიც ამერია ეს გამოიწვია ამ დღეების სიმარტოვემ. როცა მარტო ხარ და მხოლოდ შენს საქმეზე ხარ მიჯაჭვული, არ უფიქრდები რამდენ რამეს კარგავ. ახალი არსება რომელიც შენში შემოდის, ის არ შემოდის მარტო მას ძალიან ბევრი რამ მოაქვს შენთვის უცნობი და უცხო და ცარიელი ნახევარიც ივსება მანამ, სანამ ის შენთან არის, შენს გვერდით, შენს ახლოს. როცა ის უკვე დროა უნდა წავიდეს შენგან, ისევ ცარიელდები და შენც იკარგები სადღაც სიცარიელეში.
-შენ იცი რა არის ამ სამყაროში ყველაზე საშინელი? ხრისტომ შეხედა და თვალებით შეეკითხა, რაო.
-ის რომ მე ახლა დავრწმუნდი შენ მართლა გამოშტერდი, შენით კიარ გამოშტერი იმ უცხო გოგომ გამოგაშტერა, თავიც გამოგიცარიელა ამ ექიმ კაცს და დაგტოვა ასე გამოშტერებული და გამოცარიელებული.
-ფრიქსო იცი რომ საშინელი მეგობარი ხარ? შეუღრინა ხრისტომ.
-რატომ ვარ საშინელი მეგობარი იმიტომ ხომ არა, რომ უკვე დამღალა იმის ახსნა-განმარტებებმა, რომ ის უცნობი ქალი წავიდა, წავიდაააა და შენ ჯობია ჭკუას მოუხმო და ცხოვრება აქ გაარძელო ჩვენთან, ჩვენს გვერდით, ჩვენს სიახლოვეს.....მაგრამ შენ გონებითაც, გულითაც და სულითაც უკან გაჰყევი მას და აქ მხოლოდ გამოფიტული სხეული დააგდე, შენი გული გადაკეტე და აღარ ხსნი, რა გინდა რას ეძებ ან ვის ეძებ, იმას ვეღარ იპოვნი მეგობარო, რაც შენი არ არის ,არც ყოფილა და არც იქნება. რას მიყურებ, რამე ტყუილი და დაუჯერებელი გითხარი?
-რას დაესგავსე, რა გჭირს შვილო.
-აგერ მეგობარს უსმენ, რომელსაც არასოდეს არ ბეზრდება ნოტაციების კითხვა. შემდეგ ისევ დასევდიანდა და ჩურჩულით თქვა.
-თბილიში ჩასული, ელი დაიკარგა და ჯერ მის კვალს ვერ მიაგნეს. გაუკვირდა ფრიქსოს და სტელას და გულიც ეტკინათ, მაგრამ ორივე ხომ უძლური იყო ისე როგორც ხრისტო და ორივემ დუმილი არჩია, ცოტა ხნის შემდეგ კი სტელამ უთხრა.
-მოეშვი შვილო და დაისვენე, დაასვენე გონება ამდენი ფიქრისგან თუ ერთმანეთის სიყვარული ერთმანეთის სულით არის გაღრმავებული, ისევ მოძებნით ერთმანეთს. მარტო სხეულით შეხება დიდი ხნით ვერავისთან ვერ გაგაჩერებს თუ იმ სხეულს მთელი შენი გონებით არ ფლობ, მე მჯერა ის დაბრუნდება და თქვენ ისევ იპოვით ერთმანეთს. ხრისტოს ფიქრით უსკდებოდა თავი და მიშიკო ერთი თვის გამნავლობაში, თვალებით ეძებდა უამრავ ადამიანთა შორის ელისოს. რამდენჯერ აერია, რამდენჯერ შეცდა და სიხარულით სავსეს სულ სხვა შერჩენია ხელში და სევდიანად უხდიდა ბოდიშებს გაოცებულ ადამიანებს. ერთი გაფიქრება ისიც კი გაიფიქრა კარაოკე-ბარ ,,ეიფორიაში'' შევალ ამნეზია აქვს, მაგრამ იქნებ კი შევიდა მაგრამ იქ ხომ ელის ყველა იცნობდა მისი სამეგობრო. ძალიან გადაიღალა, მაქსიამალურად ცდილობს დრო სამსახურსაც დაუთმოს, მაგრამ განა უდებს გულს სამუშაოს? ელისო კი ამ დროს კარგად მოერგო ყიდვა-გაყიდვას ბებოსთან ერთად, ის ყიდულობდა და ბებო ნივთების გაყიდვაში ეხმარებოდა. ერთ დღეს სუსხიანი დღე იყო, ელისო იქვე ჩაჯდა ბებოსთან ახლოს დაღლილი და მამაკაცმა გამოიარა, შეჩერდა ელისოს დააკვირდა ჯიბეში ხელი ჩაიყო და ქაღალდის ფული ამოიღო და ელისოს ხელში ჩაუდო. ელისომ ფულს დახედა და შემდეგ მიმავალ მამაკაცს გახედა, წამოდგა უნდოდა გაყოლოდა და თან ეთქვა, რომ -,,მე მათხოვარი არ ვარო'', მაგრამ ბებომ შეაჩერა. ასე გრძელდებოდა თითქმის ყოველ დღეს, არა მარტო ის მამაკაცი უკვე სხვებიც აძლევდნენ ფულს და საღამოს ბებოსთან ერთად ითვლიდა მთელი დღის შემოსავალს. თავად არ იტოვებდა იმაზე მეტს რაც
მას დასჭირდებოდა. უკვე ბებოსაც მიეჩვია, მაგრამ ხრისტოს სახე მისი გონებიდან არ ამოდიოდა და როგორ ძალიან უნდოდა მისი ხმის გაგონება, რა ძალიან დიდი იყო ამის სურვილი, მაგრამ როგორ. სევდიანი თვალებით დახედავდა იმ ქაღალდის ფურცელზე დაწერილ ტელეფონის ნომერს, ღრმად ამოიხვნეშებდა და ისევ გულდაგულ შეინახავდა. უკვე დეკემბერიც ბოლო დღეებს ითვლიდა და რამდენიმე დღეში ახალი წელიც შემოაღებდა კარს, ახალი იმედებით და ახალი შემართებით.უკვე სამი დღეა შეამჩნია, რომ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი უთვალთვალებს ერთ დღეს კი ახლოს მივიდა და მამაკაცმა ახლოდან დააკვირდა, შემდეგ ცრემლით სავსე თვალებით მხრებში ჩაავლო ხელი და ხმის კანკალით უთხრა.
-რა გქვია, გთხოვთ მითხარით შენი სახელი.ელისომ შეშინებულმა შეხედა მის წინ მუხლებზე დამდგარ მამაკაცს, შეხედა რომ მისი თვალები დიდ ტკივილს ასხივებდნენ.
-შენ ელისო ხარ ჩემი ელისო და შემომხედე გთხოვ, ჩემი სახე არ გეცნობა, არავის არ გაგონებ? ელისო შენი მიშიკო ვარ, შენი მიშო. შენი მიშკა ვარ ელო მითხარი, მითხარი რომ მიცანი, მითხარი რომ შენ ჩემი ელო ხარ.
-ელი, ელი მქვია .უთხრა ხმის კანკალით
-ელი, ელისო იცი ვინ დგას შენს წინ? შენი მეგობარი, შენი ბავშვობის მეგობარი, შენი ძმა ელო და ჩვენ ერთად გავიზარდეთ.
-შეუძლებელია. თქვა ჩურჩულით ელისომ.
-არა, არა, არა, ნუ ამბობ ასე. არაფერი არაა შეუძლებელი,პირიქით ეს შესაძლებელია, გთხოვ გაიხსენე ვინ ხარ შენ.
-უკაცრავად გეშლებით, ალბად თქვენს ნაცნობში აგერიეთ და ალბად მე მას ძალიან ვგავარ. უთხრა და უკან-უკან სვლით გაეცალა გაკვირვებულ და ტკივილით სავსე მიშიკოს, მიშოს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და ჩურჩულებდა.
-არა, ვერ შეძლებ რომ დამაჯერო, შენ ჩემი ელისო არ ხარ. ელო რა გაგიკეთეს, რა დაგმართეს. უნდა დაგიბრუნო, ჩემი ელო უნდა დავიბრუნო, გეფიცები დაგიბრუნებ, არ მოგეშვები.
-ნუ მიეძალები ბებო მას არაფერი არ ახსოვს, ჩვენ აქ ვართ ყოველ დღე და შეგიძლია ხვალაც მოხვიდე, მაგრამ ახლა ნუ მიეძალები
-მართლა არაფერი არ ახსოვს?
-ბევრჯერ ვთხოვე იქნებ შეძლო და გაიხსენოთქო, მაგრამ ვერ გაიხსენა.
-ხვალაც მოვალ, ხომ არ წახვალთ აქედან სადმე?
-არა შვილო აქ ვიქნებით, მე შევიფარე და დღემდე ჩემთან არის და სამწუხაროა, რომ არ იცის ვინ არის და დამიჯერე მეც ძალიან ვწუხვარ მასზე.
-ღმერთო ის წარმატებული ბიზნესმენია და ახლა აქ დგას ქუჩაში.
-მეც წარმატებული ბიზნესმენი ვიყავი ერთ დროს, მაგრამ ახლა როგორც ხედავ მეც ქუჩაში ვარ. რას ვიზამთ, ცხოვრება მკაცრია შვილო მისი მკაცრ კანონებთან ერთად.
-ერთადერთი რითაც ვიმშვიდებდი ჩემს თავს, ეს იყო გამომეჩინა მოთმინება, როგორი ცოტა ჩანს მოთმინება და როგორი ძნელია ის ბოლოში დასაჯერებლად. მიშიკო არასოდეს არ დამარცხებულა და არც ახლა დამარცხდება, გპირდები რამოდენიმე დღეში შენს გულიან კისკისს კვლავ მოვისმენ ელო. წამოდგა ფეხზე, ბებოს დაემშვიდობა და სახლში წავიდა გახარებული ვახოს კი გზიდანვე დაურეკა, უკვე სახლთან მისული იყო და ვერ მოზომა სიხარულისგან როგორ გაჰკიოდა უკვე ეზოში შესული.
-ძია ვიპოვნე, ელისო ვიპოვე. ვახო ფეხზე წამოდგა და წინ შეეგება სიხარულისგან ანთებულ მიშოს
-დროზე თქვი სად, სად იპოვე. მიშომ სული მოითქვა, იქვე აცრემლიანებულ თინის შეხედა  და ერთი სიტყვა უთხრა.
-წყალი. თინიც უცებ შებრუნდა და წყალი მოუტანა. წყალი დალია, სულიც მოითქვა და ყველაფერი მოუყვა იქ მყოფთ.
-მართლა ვერ გიცნო? ჩუმად შეეკითხა დარდისგან და ნერვიულობისგან თვალებჩაშავებულმა ციცომ.
-ვერ მიცნო და თან დავრწმუნდი, ხელით რომ შევეხე შეეშინდა და შევატყვე მის თვალებში დავინახე შიში, ამიტომ  აღარ მივეძალე. ხვალაც მივალ, ყოველ დღე მივალ და იქამდე ვივლი სანამ არ გამიხსენებს.
-ყველამ ერთად მივიდეთ და იქნებ რომელიმე შეგვიცნოს ან ნელა-ნელა იქნებ გაახსენდეს ვინ არის.
-ჯერ ჩვენ წავალთ და დავაკვირდებით. თქვა ვახომ მაგრამ დედის გული განა მოითმენს ამდენს? ციცომ ვერ მოითმინა, დილით ადრე ადგა და კარგად დამახსოვრებული მიშიკოს ნათქვამ მისამართზე მივიდა. ჯერ შორიდან უყურა თავის ერთადერთ შვილს და ცრემლებს ყლპავდა, შემდეგ ახლოდან მივიდა ელისოს წინ დადგა და დედის გულმა ვეღარ გაუძლო, გულზე მოიკიდა ხელი და ფერი დაეკარგა, ელისომ წამოხტა ფეხზე და ახლოს მივიდა.
-ცუდად ხართ? თავადაც შეშინებული იყო.
-შვილო, ჩემო ერთადერთო. ელისომ გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ ცრემლებით სავსე ქალბატონს და შეეცოდა, გულში გაიფიქრა ,,ალბად შვილი ყავს გარდაცვლილი და მას მიმამსგავსა''.იქვე დაბალი სკამი მიაწოდა და უთხრა.
-ქალბატონო წყალი მოგიტანოთ? ციცო დაიბნა, აღარ იცოდა რა ეთქვა და მწარე ტკივილიანი ხმით აღრიალდა, შემდეგ ვახოს დაურეკა და ვახომ მიშოსთან ერთად მოვიდა, ვახომ გულში ჩაიკრა ელისო და მთელი სახე დაუკოცნა მონატრებულს.
-სახლში წამოდი შვილო არ შემიძლია აქ დაგტოვო, აქ ვერ დაგტოვებ. არ მიყვებოდა, მაგრამ მიშიკომ მათი გიჟობების დროს გადაღებული ფოტოები აჩვენა და ცოტა დამშვიდდა.
-ბებოს ვერ დავტოვებ აქ მარტო მას ჩემს მეტი არავინი არ ყავს. ვახოს გაეცინა და ბებოს მიმართა თბილი ხმით.
-ქალბატონო ბებოს ვერ შეგკადრებთ რადგან მეც შერეული მაქვს ჭაღარა, ჩემს თავს მივცემ უფლებას დედა გიწოდოთ. არ გაგიკვირდეთ, ჩემს ასაკში ყველას გვაკლია დედის სითბო და ალერს, გთხოვ შვილად მიმიღე და ჩემი შვილის გვერდში დადგომისთვის, მომეცით საშუალება მე თქვენზე ვიზრუნო. ბებომ შეხედა ვახოს და ასევე თბილი ღიმილით უთხრა.
-მადლობა ასე რომ მომმართე შვილო, მაგრამ მე თქვენ გიცნობთ ბატონო ვახტანგ. ვახო გაოცდა და გაკვირვებულმა დააცქერდა სახე დანაოჭებულ, მაგრამ ერთ დროს ულამაზეს ქალბატონს.
-ვერ გიცანით, მაგრამ თქვენმა თბილმა გამოხედვამ მიმახვედრა კარგად მიცნობთ და ძალიან დამაინტერესეთ. წამობრძანდით სახლში ვისაუბროთ, თბილ ბუხართან. თავიანთი ადგილი აალაგეს და ერთად წავიდნენ სახლში, ელისოს გარდა ყველა ბედნიერი.

-წლები კიარა დღეები მიჰქრიან და ეს არის ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაში, რადგან სრული სიმართლეა.მოულოდნელად თქვა ბებომ. მეგი ბეშანიძე ეს სახელი და გვარი რამეს ან ვინმეს გახსენებს ან რამე მნიშვნელოვანს გეუბნება? კითხა ვახოს ბებომ და თვალებში ჩააშტერდა.
-მეგი, მეგი, ღმერთო მეგი ეს მართლა შენ ხარ? ღმერთო, ყველაფერს ვიფიქრებდი და შენს აქ ამ მდგომარეობაში ნახვას ნამდვილად არ ვიფიქრებდი. რატომ ხარ აქ სად წავიდა შენი ქონება, შენი ბიზნესი. მეგი რა უქენი ამდენ რამეს, ეს დაუჯერებელია რასაც ჩემი თვალებით ვხედავ, მეგი ეს დაუჯერებელია რომ შენ ასეთ მდგომარეობაში ხარ.
-ჩემო ვახო ყველაზე დიდი შეცდომა იცი რა არის? ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ადამიანი ბრმად ენდობა მის გვერდით მყოფს და მეც სწორედ ეს დამემართა. ისე ძალიან ვენდობოდი მეც მოვაწერე ჩემი ხელით და ჩემი ნებით ყველა საბუთს ხელი, არ წავიკითხე ხელს რაზე ვაწერდი იმდენად ვენდობოდი ჩემს მდივანს და აი ამ ნდობის გამო როგორც ხედავ დღეს ქუჩაში ვარ. ჩემივე ნებით გამოვუტანე ჩემს თავს განაჩენი და ასე უსიტყვოდ, ჩემივე ნებით გადავეცი ჩემი ნაშრომ-ნაწვალები ჩემს მდივანს. დაიჯერე ჩემო კეთილო ვახტანგ ეს მე ვარ, შენი თვალები არ გატყუილებს ჩემო ძველო მეგობარო. სევდანარევი ღიმილით უთხრა ბებომ ვახოს, მაგრამ მის თვალებში ცრემლების გუბე იდგა უკვე და სადაც იყო ჯებირსაც გადმოხეთქავდა მლაშე სითხე.
-ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან გაირკვა?
-გაირკვა ვახო და მას შენც კარგად იცნობ.
-მე ვიცნობ მას და  ვინ არის? მოიცადე, არა არ მითხრა რომ სწორად გამოვიცანი.
-სწორად გამოიცანი ჩემო ვახო ამ ყველაფრის უკან 21-ე საუკუნის წურბელა იდგა და ახლაც დგას.
-შენც გადმოგწვდა მისი ბრჭყალებით შენთან რაღა უნდოდა, არ ეყო რაც გავნო?
-არ ეყო ჩემი სამი შვილის სიცოცხლე რომ შეიწირა და მათი სისხლით აქვს ხელები გასვრილი, მე მჯერა ერთ დღეს სამართალი აღსდგება და ყველა მასზე დამონებული  ხალხი განთავისუფლდება ამ წურბელასგან და ჩემი ვაჟკაცების სულებიც მოისვენებენ იმ ქვეყნად.
-მეგი, მეგი, ვერ ვიჯერებ.
-თურმე ასეხ ხდება ვახო ვისაც ძალიან ენდობი ის გტკენს ყველაზე ძალიან.
-ჩემო მეგობარო, ჩემო ძვირფასო მეგი გინდა დაიბრუნო შენი ქონება და შენი ყველაფერი, რაც კი წაგართვა დღევანდელმა უსამართლობამ?
-ვახო ყველაფერს ვერავინი ვერ დამიბრუნებს, ჩემს შვილებს განა დამიბრუნებს ვინმე? მაგრამ სხვა დედები რომ არ გამწარდეს ჩემსავით შენმა სიტყვებმა დამაინტერესა, როგორ უნდა შევძლოთ, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? გაკვირვებულმა შეეკითხა მეგიმ.
-მოწმედ დამჭირდები სასამართლოში.
-თუ ჩემი სიტყვა რამეში დაგჭირდება და გამოგადგება, ვახო დარწმუნებული იყავი იმაზე მეტს ვიტყვი რასაც არ ელოდები, რაზედაც არავის არააქვს წარმოდგენა,საერთოდ არავის.
-აი ეს უკვე მომწონს. შენ აქ იქნები, არსად არ წახვალ ეს სახლი კიდევ ბევრ ადამიანს დაიტევს მეგი. უთხრა ღიმილით ვახომ და ძველ მეგობარს მხრებზე მოხვია ხელი და გვერდით დაისვა. ციცომ და თინიმ ელისოს აბაზანა მოუმზადეს და საწოლზე მისი ტანისამოსიც დაუწყვეს, მაგრამ ელისო მორცხვად იყო ვერც დედას ამბობდა და ვერც მამას. თინის მიეკედლა და მასთან უფრო გახსნილი იყო, ბუხართან იჯდა ყველა, რომ ვახომ გახედა მიშოს და მის დაფიქრებულ სახეზე გაეღიმა და შეეკითხა.
-რამ დაგაფიქრა მიშო. მიშოს გაეცინა და თქვა.
-ერთი რაღაც გამახსენდა. მართლაც გაახსენდა ერთი სასაცილო მომენტი და ელისოს გახედა.
-ერთხელ დაღლილი მოვედი და აქ ვზივარ, ასე ზამთრის ღამე იყო ცეცხლი უკვე ქრებოდა და მე არ მეძინებოდა. იმ დღეს ჟურნალები ვიყიდე, ვიფიქრე საღამოს წავიკითხავთქო, აქ დავდე დივანზე და მერე გადამავიწყდა. სახლში მარტო მე და ელისო ვიყავით, გვიან გამახსენდა ჩემი ჟურნალები და დავუწყე ძებნა. ვერსად ვერ ვიპოვე, არც ვეკითხები ელისოს რადგან ნაჩხუბრები ვიყავით და მაღლა ავედი, ვიფიქრე ალბად ჩემს ოთახში ავიტანეთქო და იქაც ვერ ვნახე, გამოვბრუნდი ჩამოვდივარ კიბეებზე და ვხედავ, ელისოს შეშა ჩაუყრია ჩამქრალ ნაკვერჩშხლებში და ჟურნალიდან ამოხეული ფურცლებით ცდილობს ცეცხლის დანთებას. მინდოდა მეცემა იმ საღამოს ისე გამაბრაზა, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა,უკვე მისთვის აღიარებითი ჩვენება ჩამორთმეული მქონდა თან სიბრაზემ გამიარა მის გამურულ სახეს რომ შევხედე და გამეცინა.რას ვიზამდი, დავტოვე მარო ბუხართან და წავედი. დავწექი, რა უნდა გამეკეთებინა და გაბრაზებულ გულზე მალე ჩამეძინა, ძალიან სიცივე იყო და გვიან ღამით რაღაც ძალიან შემცივდა და სიცივემ გამაღვიძა, ვკანკალებ სიცივისგან. გამოვიხედე და რას ვხედავ, ჩემს ფეხებში შემოწოლილა ელისო და საბანში ისე იყო გახვეული, ფეხები გარეთ მქონდა მე საწყალს და საშინლად მციოდა. გავაღვიძე და აქეთ შემომიღრინა, არადა ჩემს საწოლში იწვა. მხიარული საღამო იყო, მხოლოდ ელისო იყო ჩუმად და წყნარად. არადა რამდენი რამ ქონდა გასახსენებელი და მოსაყოლი, როგორ აწვალებდა მიშოს და რამდენჯერ მოხვედრია მისი ხელი, მართალია მსუბუქად,მაგრამ მაინც მტკივნეულად. ვახომ მეორე დღესვე დაურეკა ნაცნობ ექიმებს და შეუდგნენ მკურნალობას.
-მაშ ასე, ჩემო ვახტანგ ამნეზია ბევრნაირია და სხვადასხვანაირი ხანგრძლივობის არსებობს. ამნეზიის წარმომავლობა შესაძლებელია ორად დავყოთ, ერთი არის ორგანული, ანუ ტვინის დაზიანებით გამოწვეული და მეორე ფსიქოგენური-ანუ ფსიქიატრიული. ამნეზიის იოლი ფორმები ტვინის შერყევის დროს თითქმის ყოველთვის გვხვდება,მაგრამ ეს ამნეზია ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ 2-2 წუთს მოიცავს, მაგრამ ელისოს შემთხვევაში, ასე არ არის მეგობარო. აქ ძალიან სერიოზულად და რთულად არის თემა. ელისოს აქვს ტრავმა მიღებული, ტრავმის მიღების დროს დაზიანდა ეპილეფსიური და სისხლძარღვოვანი უჯრედები, აი ამიტომ წარმოიშვა ამნეზია და გაურკვეველი დროით ის მის თავში ჩასახლდა.
-რა გინდა მითხრა, დავით პირდაპირ მითხარი.
-ვახტანგ გთხოვ ნუ მაწყვეტინებ, ძალიან სერიოზულ თემასთან გვაქვს საქმე. აქ ყველაზე მთავარი, თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურა ,,ჰიპოკამპუსი''არის დაზიანებული. მეგობარო არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ელისოს ამნეზია კორსკოვის-სინდრომია. ამის განდევნას კი დრო უნდა, შეიძლება თვეები, შეიძლება წლები, შეიძლება ერთ დილით გაიღვიძოს და ყველაფერი ახსოვდეს. აქ წამალი მხოლოდ დამამშვიდებელ აბებს თუ მიიღებს და ყველაზე კარგია B1 ვიტამინი. ამასთან ერთად მისი ყველაზე დიდი წამალია სიწყნარე, სიმშვიდე და უფრო მეტად იმ ადგილებში ყოფნა, სადაც უყვარდა მისი თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილის გატარება.
-დავით ძალიან დავიბენი და გთხოვ გამარკვიე, გამომიყვანე ამ დაბნეულობიდან. მაინტერესებს, შესაძლებელია ჩემს შვილს საერთოდ დაავიწყდეს ვინ არის და რას საქმიანობდა? შესაძლებელია, მეხსიერება სულ ამოვარდეს მისი ტვინის უჯრედებიდან?
-ვახო თავთან გვაქვს საქმე, თავს ტრავმა აქვს მიღებული დაცემისას. აქ მნიშვნელობა აქვს თავში დაზიანებულ უბანს, ზოგიერთ შემთხვევაში ავადმყოფს ავიწყდება ისიც კი თუ რა სჭირს მას და რა დაავადებას ფლობს. რა სიპტომები აქვს მის ამნეზიას, მაგრამ მას ახსოვს მხოლოდ ის სახეები, ვინც თვალის გახელისას დაინახა. ვახო ელისო ახლა ისეა, როგორც პატარა და უსუსური არსება. მას აქვს დაზიანებული ადამიანის მეხსიერების სისტემა რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენ უნდა ვეცადოთ წარსულის აღთქმის და განცდილის დამახსოვრება და მომავალში მისი გათვალისწინება. ის ფუნქცია, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება, გავხსნათ და დაუბრუნოთ მუშაობის
რეჟიმს, მოიცავს როგორც ამწყოს, ისე წარსულისა და მომავლის შენახვას. ვახომ ძალიან განიცადა ელისოს ასეთი სერიოზული მდგომარეობა.
-ტარიელ ხომ არ მირჩევთ წავიყვანო სხვაგან, თუნდაც გერმანიაში. მეორე ექიმს მიმართა თხოვნით ვახომ რომელიც აქამდე მხოლოდ უსმენდა დავითისა და ვახოს საუბარს.
-ვახო მე გადავხედე ელისოს ექიმის ჩანაწერებს, ყველა იქ გაკეთებულ ანალიზებს გადავავლე თვალი და უნდა ვაღიარო, რომ ის ძალიან გამოცდილი და კვალიფისიური ექიმია. მე თუ დამიჯერებ იმ ადამიანს უფრო მივებდობი, რადგან მან იცის უფრო კარგად ელისოს მდგომარეობა,ბოლო წუთამდე ის იყო მის გვერდით. შენ თუ თანახმა იქნები, მე მას შევეხმიანები.
-როგორ შევეხმიანოთ მას ტარიელ მისი კოორდინატები არ გვაქვს, იქნებ ელისომ იცის?
-არ გვჭირდება ელისო საქაღალდეში დაუტოვებია მასთან საკონტაქტო
ტლეფონებიც, სკაიპიც, ემაილიც და წერილი, რომელშიდაც გვთხოვს გავაგებინოთ ელისოს ჯამრთელობის მდგომარეობა როგორ მიმდინარეობს.
-ჭკვიანი ყოფილა და ზედმეტად ყურადღებიანიც, გაუკვირდა ვახოს.
-საკვირველი ის არის მეგობარო ყველა პაციენტის მიმართ ასეთი ყურადღებიანია თუ მხოლოდ ელისოს მიმართ? გაეცინა დავითს და ვახოსაც გაეღიმა.
-ელისო მყავდეს კარგად ჩემო დავით და სულაც არ ვარ მე წინააღმდეგი, არასოდეს არ წავალ მისი გრძნობების წინ, თავად იცის გული ვის უნდა გაუხსნას და ვის უნდა დაუკეტოს, მხოლოდ ბედნიერი იყოს ჩემი შვილი.
-მე ვფიქრობ.........................
-მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტია შევეხმიანოთ ექიმს და ის აგვიხსნის რა გავაკეთოთ, თუ საჭირო იქნება აქაც მოვიწვიოთ. მტკიცე იყო ვახოს ხმა,ის ხომ ერთადერთი შვილის გამო უკან არაფერზე არ დაიხევდა. ყველა ექიმის ცხოვრებაში, ყოველი სამუშაო დღე სავსეა მოულოდნელობებით. რა შემთხვევას არ ესწრება ექიმი, მისი ყოველდღიური ცხოვრება მთავრდება დღის ბოლოს ბედნიერი დასასრულით თუ ენით აღუწერელი ტკივილით. ექიმები სათათბირო ოთახში იყვნენ და თითოეული ავადმყოფის ისტორიას განიხილავდნენ, სწორედ ამ დროს ახმაურდა მისი ტელეფონი, ნომერს დახედა და ჯერ თვალები გაუფართოვდა და შემდეგ სიმშიდე შეინარჩუნა, არადა როგორ უნდოდა სიხარულისგან ეყვირა ზარი ხომ საქართველოდან იყო, ბოდიში მოუხადა ყველას და თავად ზარს უპასუხა სერიოზული და დაძბული ხმით.
ნელა-ნელა შრიალებენ ბებერი მუხის შიშველი ტოტები, სიცოცხლე დასრულებული ფოთლები ფარავს საცალფეხო ბილიკს, ფოთლები რომლებიც უღონო და ფერგადასულია, ისინი შემოდგომის პირზე კარგავს მის ელვარებას, მიუყვებოდა ზამთრის სიცივით ფოთლებით სავსე ქვაფენილს და ფიქრობდა.
-სიგიჟეა ეს ყველაფერი, მე რაც მჭირს. ამაოდ, გულში ამაოდ დავანთე სიყვარულის ხანძარი რომელიც გიზგიზებს, მაგრამ თანდათან ცეცხლის ენები ძალას კარგავს, რადგან უიმედოდ აინთო და ღმერთო რა მტკივნეულია დაკარგო ის ვინც შენი არასოდეს ყოფილა და არც იქნება. ამიტომ ჩემს ოცნებებში დარჩები ოცნებად მხოლოდ ჩემო ექიმო, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რატომ არაფერი არ მახსოვს და როგორ მინდა გავიხსენო რა იყო წარსულში. ელისო ძალიან ბევრს ფიქრობდა, ათვალიერებდა ძველ ფოტოებს, ეძებდა რაღაც განსაკუთრებულს რაზეც გული აუჩქარდებოდა და მიაგნო, სეირნობის დროს გონებაში მოულოდნელად აღიდგინა ახალი კადრი და ჩქარი ნაბიჯებით დაბრუნდა სახლში, არ მიაქცია ყურადღება თინის და ციცოს გაოცებულ სახეებს და პირდაპირ მის საძინებელში შევიდა. უჯრები გადმოალაგა და ყველა ფოტო საწოლზე დააწყო, სათითაოდ აკვირდებოდა ყველა ფოტოს დიდი ინტერესით და დიდხანს აკვირდებოდა ერთ ფოტოს რომელიც მიშოსთან ერთად ჰქონდა გადაღებული და ხელში აიღო. მიშოს ზურგზე ყავდა შემოგდებული და აუზის თავზე იდგა ორივე, რომელიც ემზადებოდა აუზში ჩასახტომად. სიცილი აუტყდა და იცინოდა, ფოტო გვერძე გადადო და შემდეგ სხვა ფოტოები ნახა ერთ ფოტოში თეთრ კაბაში იყო  გამოწყობილი, თვალები დახუჭა და ისევ წარსულის მორევში გადავარდა თვალებიდან კი ცრემლმა უნებურად დაიწყო დენა. კარებში იდგა ციცო და უყურებდა როგორ აძალებდა თავს ელისო გაეხსენებინა ვინ იყო, მასთან ერთად ისიც ტიროდა და ახლოს მივიდა გვერდით დაუჯდა თვალცრემლიანი და ტირილით უთხრა.
-დაგავიწყდა შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები, ნუ მიეძალები შვილო მე მჯერა რომ ერთ დღეს ბედნიერი დილა გამითენდება და მე დამიბრუნდება ჩემი შვილი. ელისომ შეხედა თვალცრემლიან დედას და უთხრა.
-არ ვიცი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში აქედან წასვლის შემდეგ.
-არავინი არ მყავს, შენი და მამაშენის გარდა ელისო. მიყვარხარ დედა, სიცოცხლეზე მეტადაც კი მიყვარხარ, მაგრამ არ მინდა ასეთს გიყურო. გიყურო როგორ ჭკნები და როგორ იფიტები ნელანელა, გამოფხიზლდი და გაიხსენე ვინ ხარ შენ. ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს შენს გარეშე, შენთან ერთად შეგრძნებული სიხარულის გარეშე მე არავინი არ ვარ. ელისომ უეცრად თავზე მოიკიდა ხელი, საშინელი ტკივილი იგრძნო თავის უკანა მხარეში და თვალები დახუჭა, ასე იყო რამოდენიმე წუთი და როცა თვალი გაახილა მან თვალი გაუსწორა ძირს დავარდნილ ფოტოს, დაიხარა ფოტო აიღო და დააკვირდა. მას ფოტოდან 16-17 წლის გოგონა შემოსცქეროდა, რომელსაც ნაწნავები წინ გადმოეყარა და უეცრად სიხარულით და ბედნიერებით ანთებულმა შეხედა ციცოს.
-ცხრათითა, მე ყოველთვის ასე მიწნიდი თმას და ყველას მოსწონდა. დედას შეხედა მისი შავი თვალებთ და უთხრა.
-დედა, ცხრათითას ჩამიწნი?
-ელისო, ვახო, ვახო სად ხარ, ჩემი ელო დამიბრუნდა. ხმამაღალი ხმით ტიროდა ციცო.
-დედიკო. თქვა მონატრებული სიტყვა ელისომ და ისიც ატირებული ჩაეფსკვნა დედის მკერდს. ამ ხმმაღალ ტირილზე მიშიკო და ვახო ერთად შემოვარდნენ საძინებელში და იქ საოცარი სურათი დახვდათ, კითხვების დასმა ზედმეტი იყო, რომ ეკითხათ თუ რა მოხდა, ყველაფერი გასაგები იყო. მიშიკომ კიბეები ჩაირბინა და კომპიუტერით ხელში დაბრუნდა უკან, რომლის მიღმა ახალგაზრდა ექიმი იყო და თვალცრემლიანი შესცქეროდა დედა-შვილს სიყვარულით სავსე თვალებით.
-ჩემი ორი ვარდი, ჩემი ორი სიცოცხლის აზრი. ჩემი სახლი ისევ აივსება სიხარულით მიშო. თქვა ვახომ რომელიც ვერ ფარავდა სიხარულს, ცოტა რომ დამშვიდნენ ელისომ ეკრანს შეხედა თავისი ჯადოსნური ღიმილით რომელიც ასე ძალიან აბნევდა ექიმს და უნდოდა სულ გაღიმებული ეცქირა ელისოსთვის და სწორედ ამ ღიმილით იდგა ახლა ელისო და ხრისტოს უცქერდა. გული გამალებით უცემდა და სკამზე ნერვიულობით წრიალებდა, ნახევარ საათზე მეტი ელოდა თითქმის, როდის შემოხედავდა ელისო. უკვე სუნთქვა შეეკრა ელისო მისკენ რომ შებრუნდა და მის სახეზე მისთვის საყვარელი ღიმილით რომ გაიღიმა. ელისოს ღიმილიანი სახე და ბრიალა შავი თვალებით მიუახლოვდა ეკრანს, ხრისტო დაიძაბა და დამუნჯდა, ვერცერთი ვერ ბედავდა საუბრის დაწყებას და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-იცი ვინ არის? ბედნიერი ღიმილიოთ კითხა ვახომ.
-ეს ჩემი ექიმია,რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის.
-მართალია და თუ თვლი,რომ ღირდა ამ ტკივილის გადატანა მარტო იმისათვის, რომ ეს ღირსეული ადამიანი გაგეცნო თუნდაც ამნეზიით, დააფასე ეს შვილო .მუხლი მოიყარე მის წინაშე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისათვის, რომ დღეს შენ ცოცხალი ხარ. მან შენ სიცოცხლე გაჩუქა და მადლობა ექიმო ამ ნაჩუქარი სიცოცხლისათვის. ჩემს შვილს თუ ახლა ვხედავ ეს თქვენი დამსახურებაა, კიდევ ერთხელ მადლობა და გულით, გეპატიჟებით საქართველოში. მინდა ჩამობრძანდეთთ და მინდა ახლოდან გავიცნოთ ერთმანეთი.
-ეს თუ ელის სურვილიც იქნება, აუცილებლად ვეცდები რომ ჩამოვიდე. სიხარულით აღფრთოვანებულმა თქვა ექიმმა. ყველა გავიდა ოთახიდან და ელისო მარტო დარჩა კომპიუტერის წინ, უსიტყვოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს და ელისომ გაუბედავად შეეკითხა.
-მართლა ჩამოხვალ? ამ ორ სიტყვაში იყო დიდი მოლოდინი და იმედი, რომელმაც ხრისტო გაახარა და სიხარულით სავსემ უთხრა.
-შენ გინდა რომ ჩამოვიდე?
-მინდა, ძალიან მინდა მოხვიდე და გაგაცნო ჩემები და მოგატარო საინტერესო ადგილები.
-მარტო ამისთვის რომ საინტერესო ადგილები ვნახოთ?
-არა, არის კიდევ სხვა, მაგრამ................
-ჩამოვალ აუცილებლად, ელი მინდა შენთან გაზაფხულზე მოვიდე და გაზაფხულის წვიმას
მოვყვე მოულოდნელად. მარტის თვე მიყვარს როცა ბუნება იღვიძებს და ირგვლივ ყველაფერი ცოცხლდება,უკეთესია თუ მარტის თვეს გავანდობ ჩემს დიდ საიდუმლოს.
-საიდუმლოს გაანდობ მარტის თვეს? და რაა ეს საიდუმლო, ჩემთან რომ თქვა და მეც ვიცოდე?
-გინდა იცოდე? კარგი გეტყვი. შენს მონატრებას გავანდობ ჭირვეულ მარტს ელი და მინდა გულახდილი ვიყო შენთან, შენი ნახვისას ალბად თავს ვერ შევიკავებ და ჩემს ვნებებს გზას მივცემ რათა შენს სიახლოვეს ითარეშოს, შენი სუნით იარსებოს, შენი ტკბილი ვარდისფერი ბაგეები ჩემი შარბათით შევაზავო. მცირე დრო გავატერეთ ერთად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც მე ისევე შენც, ვერ შევძელით ერთმანეთის დავიწყება. მე შენზე ვფიქრობ დღემდე და ჩემს გულში ხარ, რადგან მხოლოდ შენთვის გამოიძებნა ადგილი ჩემს დახურულ გულში და ის პულსი ხარ ჩემთვის მაჯაზე სიცოცხლედ რომ ფეთქავს. ადამიანები ჩვენ
თავად ვკლავთ რასაც თავად ვბადებთ ჩვენში, მაგრამ მე არ მომიკლავს ეს იმედები, რადგან რწმენაა ჩემში ძალიან დიდი და ამ რწმენამ გადამარჩინა, ელი ყველაფერი გაგახსენდა?
-ყველაფერი გამახსენდა. სულ, სულ ყველაფერი.
-და არის რამე, რისი დავიწყებაც არ შეგიძლია?
-კი, არის ის ერთი, რასაც ვერ დავივიწყებ.
-რას თუ ვისაც? ხმის კანკალით კითხა ხრისტომ.
-რას ექიმო და ეს არის ზიზღი. ზიზღია რომელსაც ვერ ვივიწყებ, ზიზღია რომელმაც აქედან გამაქცია და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
-ალბად ძალიან მტკივნეული თემა არის ასეთი ზიზღით რომ საუბრობ.
-ძალიან მტკივნეული არა ექიმო, საშინლად მტკივნეულია და ალბად ოდესმე მოყოლასაც შევძლებ.
-ელი რამდენად უფრო მეტს ვფიქრობ, მგონია რომ ჩემს წინა ცხოვრებაშიც არსებობდი. იცი როგორ დამღალა ამდენმა ფიქრებმა რადგან ისევ ვეძებ, ვეძებ რაღაც უცნაურს და რას ვეძებ მეც არ ვიცი, თუმცა შენი წასვლის შემდეგ მივხვდი რას არა, ვის ვეძებდი მთელი ცხოვრება. თურმე ჩემი გული შენ გელოდა, ამ ძებნაში ისევ გულმა გიპოვნა და არა თვალმა. რას იგრძნობდი, რომ გცოდნოდა შენ ხარ მიზეზი იმისა რომ ერთი ადამიანი შენი მიზეზით ყოველ ღამით ტირის. ელისომ დააპირა პასუხის გაცემა, მაგრამ ექიმმა არ
დაანება, არ ათქმრევინა.
-მე რომ ჩამოვალ პასუხი მაშინ მითხარი, ჩემს ჩამოსვლამდე კი თუ კი სადმე სითბო იგრძნო, თუნდაც ქვა იყოს იგი მინდა იცოდე, რომ ის ქვაც მე ვიქნები, რადგან შენ გაგათბო. მელოდე ელი მე აუცილებლად მოვალ შენთან.

მე შენ მჭირდები, მჭირდები იმისათვის რომ ვიცხოვრო და ვიარსებო. მჭირდები, რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს დღე. ცხადში გნახო, ღამით სიზმარად გნახო. მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა, მე შენ დამჭირდები. დამჭირდები, რომ მომცე ძალა ახალი ბრძოლისათვის, რადგან არ დავნებდე. რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები და გავიგონო შენი ნაზი ხმა, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის. როცა შენ გისმენ, ვერ ვგებულიბ რას ამბობ, რადგან შენს თვალებში ვიძირები, მაგრამ არ მოიძებნება იმ წუთებში ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი. მე არასოდეს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან და ეს სიტყვები რომლებსაც ვწერ ამ ფურცლებზე, მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მინდა გითხრა და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი. მჭირდები ჩემო საყვარელო, მე შენ მჭირდები. იქნებ იმაზე მეტადაც მჭირდები, ვიდრე გამოვხატავ. იმდენად მცირე დროით ვსტუმრობთ წუთისოფელს, რომ გვერდით მხოლოდ ის ადამიანი უნდა გვყავდეს ვინც გვაბედნიერებს და ცხოვრებას გვილამაზებს. ჰოდა შენ მე მაბედნიერებ ჩემო ლამაზ-თვალება და მხოლოდ შენ შეძელი შეგეცვალა ჩემი გულის ძგერის სიჩქარე. გპირდები მალე, სულ მალე გნახავ და გულზე მოგადებ თავს, რათა მშვიდად მოვუსმინო შენგან წამოსული გულის ძლიერ ფეთქვას. იცი რას ვხედავ ხშირად ჩემს ფიქრებში? ჩვენს ჭაღარა თმებს და დანაოჭებულ სახეებს ყოველგვარი შიშის გარეშე. ვფიქრობ ამჯერად საკმარისზე ძლიერი არის ჩემი სიყვარული, რომ გულით გატაროს და ბედნიერი ვიყო შენთან ერთად.
  ცხოვრებაში ყველას მონატრებია, მაგრამ სიყვარული ეს სულ სხვა გრძნობაა, ის შენშია და მისი არსებობის ყოველი წამი სიამოვნებას გგვრის.სიყვარულმა შეიძლება ისე  დაგაბრმავოს, უფრსკულშიდაც კი გადაგჩეხოს, მხოლოდ სიამოვნების უფრსკულში. სიტყვები,სიტყვები მთელი გრძნობით ნათქვამი გაქრება ამ ფურცლებზე კი ის გულის ნადები სიტყვები დარჩება, რომელიც მთელი გრძნობითაა დაწერილი და მას მარადისობა შეინახავს. თუნდაც ძილში, მხოლოდ ერთი წამით მოდი. ყოველი დღე  ასეთი თბილი ჩანაწერებით ივსებოდა ელისოს დღიურის ფურცლები. ელისო დაუბრუნდა ჩვეული ცხოვრების რიტმს და მთელ დღეებს მიშოსთან ერთად კომპანიაში ატარებდა, მეგი კი ციცოსთან ერთად სახლში იყო და გემრიელ სადილ ვახშამს ერთად ამზადებდნენ. ხრისტო და ელისო დრო და დრო კომპიუტერით საუბრობდნენ და დაღლილებს რამდენჯერ ჩასძინებით, ხან ერთს და ხან მეორეს, მაგრამ ერთმანეთს არ აღვიძებდნენ და ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ. მალე გავიდა დრო და სულ რაღაც დღეებში დასრულდება ცივი სუსხიანი ზამთარი და კარს
შემოაღებს სიცოცხლით და იმედებით, სითბოთი და მზის სხივებით, შხაპუნა წვიმებით, თოვლიანი, მაგრამ მაინც ვისთვის რომანტიკული, ვისთვის ლამაზი, ვისთვის მხიარული, ვისთვის სევდიანი ზამთარი და კარს შემოაღებს სიცოცხლით და იმედებით,სითბოთი და მზის სხივებით და აყვავებული ხეზე დასკდომამდე დაბერილი კვირტებით ლამაზი  გაზაფხული და ყველაზე მშვენიერი დრო დროთა შორის. ყველას უყვარს ეს სეზონი,ამ დროს ხომ ყველაფერი ასმაგად ლამაზია, ბუნებასთან ერთად ადამიანებიც იღვიძებს, არე მარე ნათელი ფერებით ივსება და მზეც სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ კი გაზაფხულის სასიამოვნო სუნი ტრიალებს. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ადამიანებიც ლამაზდებიან, თვალები უჩვეულოდ უციმციმებთ და ბაგეებზე ნაზი ღიმილი დასთამაშებთ. გულში იმედი ჩნდება და გულიც სხვაგვარად ძგერს უფრო აჩქარებით, სისხლი გამალებით მოძრაობს ხმაურიანად და აღარ უნდა ადამიანს სახლში ჯდომა, როცა გარეთ ბუნების ზეიმია. შენც მასთან ერთად გინდა იზეიმო ველად გაიჭრა რათა გინდა იგრძნო, რომ შენც ბუნების  ნაწილი ხარ, მისი განუყოფელი ნაწილი, ამიტომ ვერ დაშორდები მას და ვერ განუდგები. მხოლოდ გაზაფხულის დღეებს შეუძლია გაგხადოს ბედნიერი და გაჩუქოს სიყვარულით სავსე დღეები, არ მოგცემს დადარდიანების და მოწყენის ნებას. სიხარულით და სიყვარულით უნდა აივსოთ გული და რასაც გული გკარნახობთ ის უნდა გააკეთოთ.ადამიანი,გაზაფხული და სიყვარული ერთად დაიბადნენ, რადგან ისინი ავსებენ ერთმანეთს. სიკეთე ბოროტებას ხელს ჰკრავს და თვითონ დანავარდობს აქეთ-იქით, სამყარო კი ახალი სურნელებით იჟღინთება, სურნელით რომელიც ყველა სურნელს ჯობია. გაზაფხულზე უსიყვარულო გული არ არსებობს, სწორედ გაზაფხულზე მარტის თვეში გადაწყვიტა ჩვენმა ექიმმა მოენახულებინა საქართველო და მისი მონატრებული პაციენტი.დილით ღიმილიანი და კმაყოფილი სახით გაიღვიძა და უეცრად მასში მონატრება შეკრთა. გაახსენდა, რომ ელისოს მისთვის რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი. გაახსენდა, რომ მასში ზიზღმა გაიღვიძა, რითინ არის გამოწვეული ეს ზიზღი ან ვის მიმართ ან რატომ. ეჭვი უღრღნიდა გულს ისე უნდოდა გაგება, იცოდა და გრძნობდა რომ თვალი უნდა გაესწორებინა იმ სიმართლისათვის, რაც არ უნდა მკაცრი უნდა ყოფილიყო ის მისთვის და დარდს სევდაც შემოაწვა, გულში კი სულ სხვაგვარად ფიქრობდა.
-მინდა გიერთგულო ჩემო მზეო და შენს ღიმილში ვპოვო სხივი ბედნიერების და გულზე დარდის დაძლევაში მოგეხმარო. არ მინდა ქუჩის ბოლოში მარტო იყო, იქ სადაც სევდის კალთას დაბერტყავ და აქედან შემობრუნებული შენს თვალებში იმედის სხივი აბრჭყვიალდება. დროა, ორივემ ერთად ვინაპიროთ ლამაზ ოცნებებიდან რეალურ ცხოვრებაში. ორი რამ სტუმრობს ადამიანს სიცოცხლეში დაუკითხავად, სიკვდილი და სიყვარული და ორივე გრძნობასთან უძლურები ვართ ჩვენ ადამიანები. სუსხიანი თებერვლის დღეები წვიმით დასრულდა, მარტი დადგა მაგრამ ცამ არადა არ შეკრა პირი, ისევ წვიმს. თებერვლის ცივი დღეები მარტმა გააგრძელა, ქარი დაძრწის უნდა შეაშინოს წვიმა, მაგრამ წვიმა არ უშინდება ქარს იმდენად უტეხია და ყოველ დღე უფრო და უფრო უმატებს, ყველგან უნდა შევიდეს და თავისებურად აურიოს. არადა რა ცუდია,თბილ ოთახში უცბად ცივი ჰაერი რომ შემოიჭრება. ზის მისთვის ამ თბილ ოთახში ხრისტო და კომპიუტერში რაღაც საინტერესოს კითხულობს.
-რა უდროო დროს იციან დარეკვა. მყუდროება ტელეფონის ზარმა დაარღვია და არც კი დახედა უხალისოდ უპასუხა ტელეფონს.
-გისმენთ.
-როგორ ხარ ბიძაშვილო. მოესმა ხრისტოს ბიძაშვილის მხიარული ხმა.
-გიორგო? როგორ ხარ,როგორ გამახარე, უკვე მოგვენატრე.
-მეც მომენატრეთ უკვე, მაგრამ ჯერ ვერ მოვდივარ.
-შემატყობინე, რომ დააპირო წამოსვლა და დაგხვდები.
-აბა რას ვიზამ, კიდევ შეგეხმიანები,ახლა კი დროებით.
-გიორგო ერთად გატარებული დრო მომენატრა, დამაკლდა ძალიან ყველაფერი, რასაც ერთად ვაკეთებდით და მივხვდი თუ რა ძნელი არის მონატრებით ცხოვრება.
-დავბრუნდები აუცილებლად ხრისტაკო. მოესმა გიორგოს სევდანარევი ხმა და ზარიც გაითიშა, დადარდიანდა თავადაც და წარსულის მოგონებებში გადაეშვა, რომ ამ სასიამოვნო მოგონებებიდან ისევ ტელეფონის ზარის ხმამ გამოიყვანა, აიღო და უხალისოდ უპასუხა.
-გისმენთ.
-რატომ ხარ მოწყენილი, მოხდა რამე?
-შენ ხარ ფრიქსო არაფერი ისეთი გიორგოს ველაპარაკე და მივხვდი, რომ ძალიან მომნატრებია. შენ სად ხარ, ეს რა ხმაურია.
-გარეთ ვართ ყველა ერთად, გამოდი ჩვენს ადგილზე ვართ.
-მეზარება, მაგრამ გამოვალ.
-მოდი, მოდი რაღაც გეგმას ვადგენთ და უშენოდ არ კეთდება არაფერი.
-შენი ბრძნული აზრების და იდეების გარეშე, ვიკარგებით ლაბირინთებში ხრისტაკო. შემოესმა ირინის სიცილი.
-მოვდივარ. დაპირდა მეგობრებს და ღიმილით გაიხურა სახლის კარი.ახლოს იყო  ბინასთან მათი საყვარელი ადგილი და ისიც მალე მივიდა. სპორტულები ეცვა და სახეზე სევდის კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა, შორიდან შეამჩნია ირინი და ფრიქსო რაღაც თემაზე გაცხარებით კამათობდნენ. მივიდა და ისინიც გაჩუმდნენ, თან ერთმანეთს უბღვერდნენ.
-რა მოგივიდათ ან როგორ უბღვერთ ერთმანეთს და ძალიან მაინტერესებს რა ვერ გაგიყვიათ.
-შენთვის მტკივნეულ თემაზე ვსაუბრობთ. უთხრა ფრიქსომ.
-რა თემა არის ჩემთვის მტკივნეული? გაიკვირვა ხრისტომ.
-სიყვარული.ჩუმად თქვა ანამ და ყველა გაჩუმდა, სიჩუმე კი ხრისტომ დაარღვია.
-ბევრი რამ მქონდა მოსმენილი სიყვარულზე და ახლა დავრწმუნდი, რომ სიყვარულის გამო ადამიანს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ჩემი აზრით სიყვარული ეს გრძნობაა,
რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ და ამ თემაზე საათობით შეიძლება საუბარი. სიყვარული ძალიან უეცრად მოდის, მოდის ერთხელ და სამუდამოდ შემოდის შენში და ისე მყარად ჯდება  შენს გულში, რომც არ გინდოდეს, რომც ეცადო მისი გაგდება თუ თვით მას არ უნდა ვერანაირი ძალით გარეთ ვერ გამოდევნი და ის სიცოცხლის ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე შენთან რჩება .ნუ დაობთ ამ გრძნობა განსაკუთრებით თქვენ ორნი, რადგან  ვერ გაიგებთ ამ გრძნობის ძალას მანამ, სანამ თავად არ შეგიყვარდებათ, სანამ გულს არ გატკენთ საყვარელი ადამიანის სიშორე. ჯერ გამოსცადეთ ეს გრძნობა და შემდეგ იდავეთ. არ მითხრათ, რომ რაღაც სისულეეებს ვამბობ, მაგრამ თუ იმ გრძნობით დაავადდებით, გახსოვდეთ ეს სასიამოვნო გრძნობა სასწაული იქნება თუ თქვენ ორში შემოვიდა და დარჩა.
-კარგი რა, რა კარგად თქვი ყველაფერი და  ბოლოს გაგვატანე წყალს,ასეც უვარგისებიც არ ვართ ჩვენ ხო ფრიქს? ფრიქსომ ღიმილით შეხედა ირინის და ხელი გადახვია.
-მზად არ ვართ ჯერ ირიშკა ალბად, ამ ღვთაებრივი გძნობისთვის.
-ამბობენ, ყველასგან განსხვავებულია შეყვარებული კაციო და აი ამ განსხვავებას, მე შენში ვხედავ მეგობარო. უთხრა სერიოზული ხმით საკიმ.
-როდესაც გიყვარს სულ მასზე ფიქრობ, ის მზეა რომელიც ფიქრებითაც გათბობს, წყაროა რომელიც წყურვილს გიკლავს, ჰაერი რომლითაც სუნთქავ. სიცოცხლე, რომლითაც არსებობ და თუ ოდესმე მართლა შეგიყვარდა ირინი გახსოვდეს, რომ საყვარელი ადამიანის გამო შეიძლება მწარე ტკივილიც კი აიტანო.გაოცებული უსმენდნენ მეგობრები ხრისტოს და ისევ საკიმ უთხრა.
-შენ, ძალიან დამონებული ყავხარ ამ გრძნობას.
-შეიძლება ბევრმა გითხრათ ,,მიყვარხარ'', ,,შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არააქვს'', ,,უშენოდ მიჭირს სუნთქვა''.მაგრამ ეს თითოეული სიტყვა,საყვარელი ადამიანის ბაგეებიდან წარმოთქმული სულ სხვაა,რადგან მხოლოდ ის გეტყვის ამ სიტყვებს მთელი გრძნობით და მთელი დამაჯერებლობით.მოდი შევეშვათ ახლა ამ თემაზე საუბარს, რადგან აზრი არააქვს ამ თემაზე რამის თქმას თქვენთან, ძალიან შორს ხართ ამ გრძნობასთან და ამიტომ უმჯობესია მითხრათ, რისთვის მომიყვანეთ აქ.
-ხვალ მუშაობ? პირდაპირ შეეკითხა ფრიქსომ.
-ხვალ, რა დღეა ხვალ პარასკევი ხო? კი ვმუშაობ, დილით მივდივარ და იქ რა მოხდება არ ვიცი, როგორც ვიცი რამე ოპერაცია არ არის დაგეგმილი,რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა.
-მაშინ ხვალ რომ განთავისუფლდები რომელიმეს დაურეკე და ერთად მოვიყაროთ თავი აქ და აქედან წავიდეთ იანინაში.
-იანინაში? იანინაში რა გინდათ, რატომ მიდიხართ. გაუკვირდა ხრისტოს.
-გავერიდოთ ცოტა ქალაქის ხმაურს და ჩემთან წავიდეთ. მწვადი შევწვათ და
ვიხალისოთ, დავისვენოთ ცოტა და ორშაბათისთვის დავბრუნდეთ. გავატაროთ ერთი შაბათ-კვირა ერთად და მხიარულად.
-წავიდეთ, რომ გავთავისუფლდებით. დედაჩემს გავაფრთხილებ და ვისი მანქანით მივდივართ?
-რა თქმა უნდა შენი, შენს მოსვლამდე ჩვენ მოვემზადებით და აღარ დავიცდით უცებ წავალთ. საუბარს შეყვნენ მეგობრები, ხალისობდნენ და უეცრად მათი ახლო მდგომი მაგიდიდან რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და ცოტა ხანში, უცხო ქალისა და შვიდიოდე წლის გოგონას განწირული კივილი შემოესმათ, შეშინებულმა მიიხედა ხრისტომ უკან და საშინელი სურათი დაინახა.ახალგაზრდა მამაკაცი 47-48 წლის თუ იქნებოდა ძირს ეგდო და სახეზე სიშავე გადაჰკრავდა, არ დაიბნა, წამოხტა ფეხზე და ხელით მიწიმოწია ხალხი მის გარშემო და მამაკაცთან ჩაიმუხლა.
-თუ მოახერხო, მხოლოდ ის მიმითითე სად გრძნობ ტკივილს ან ხელით მანიშნე.თხოვა მამაკაცს რომელიც ცრემლიანი თვალებით უცქერდა მისთვის მხსნელად მოვლენილ ადამიანს. ძალა მოიკრიბა და შეძლო ხელი გულზე დაიდო. იცოდა, მიხვდა ხრისტომ რომ მალე გული
გაუჩერდებოდა მამაკაცს და ამიტომ დაუფიქრებლად ჩაუტარა იქვე გულის არაპირდაპირი მასაჯი და ხელოვნური სუნთქვა. რამდენიმე წუთში სუნთქვა სტაბილური გაუხდა და თვალიც გაახილა, მაგრამ ფეხზე ადგომის საშუალება არ მისცა და სასწრაფო თავად გამოიძახა. შთამბეჭდავი და დასაფასებელი არის ამ ადამიანის გულისხმიერება, პაციენტისადმი თბილი დამოკიდებულება და მისი საყვარელი საქმისადმი თავდადება. გარდა იმისა, რომ ის ექიმია და ამ სპეციალობის მიღმა ის არის მოქალაქე, ღირსეული ადამიანი და გამორჩეული პიროვნება. ფეხზე წამოდგა და მის გვერდით მდგომ ირინის შეხედა, შემდეგ კი ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა და სკამზე დაჯდომისთანავე ღრმად ამოისუნთქა.
-ხრისტო რა სჭირდა გულის ამბავია?
-კარდეოლოგი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ უეცარი კარდიული სიკვდილი გარდაუვალი იყო. ეს ხდება, როცა გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის დაავადებათა ლეტარული გამოსავალია, რომელიც დგება განვითარებიდან ერთ საათის განმავლობაში. ის შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანი ისვენებს და არა მარტო ფიზიკურად გადატვირთვის შემთხვევაში. ეს დაავადება ელვისებურად ჩნდება ადამიანის ორგანიზმში ყოველგვარი წინასწარი გამოვლენების გარეშე. ქოშინით დაიწყოს და გულის არეში გაუსაძლისი ტკივილიც იგრძნოს, ბოლოს გულიც კი შეუწუხდეს და გრძნობაც დაკარგოს. ფრიქსომ ხელი მიიდო გულზე და ხრისტოს უთხრა.
-მე მაქვს ქოშინი ხშირად და უნდა მეშინოდეს? ხრისტომ თავში წამოარტყა ხელი და გულიანად გაიცინა ყველამ.
-წავედით, უკვე ძალიან  გვიანია და ხვალ აქ შევხვდებით ერთმანეთს, ტელეფონით დავეკონტაქტოთ და რომ მოვიყრით თავს წავიდეთ, უხ რა კარგია თავისუფლებაააააა. იყცირა ფრიქსომ და თავისი მოტოციკლეტით წუთში მოეფარა თვალს. ხრისტომ ღიმილით გამოაღო მანქანის კარი და ასევე ღიმილით მივიდა სახლამდე, გულში კი ისევ მის სამეგობროზე ფიქრობდა.
-ურთიერთობები ხან ირევა, ხან ლაგდება, ხან ვჩხუბობთ, მერე ისევ ვრიგდებით, მაგრამ ნამდვლი მეგობრები ყოველთვის ერთად არიან. ყოველი კამათის შემდეგ ჩვენ ვხვდებით რომ უერთმანეთოდ უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ ერთმანეთის გარეშე თავს მარტოებად ვგრძნობთ და ერთმანეთი ჰაერივით გვჭირდება,ასევე გავთვალეთ ისიც რომ იგივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და აღარასოდეს აღარ დავკარგავთ ერთმანეთს. ჩვენი სამეგობრო მჭიდროდ გვაქვს შეკრული ისე რომ არავის შეუძლია დაშალოს ჩვენი გუნდი, მე კი უბედნიერესი ვარ ეს გიჟთა სამყარო მე რომ მეკუთნის და მეც მათი სამყაროს ნაწილი ვარ. ხანდახან ვფიქრობ, რა სულელები ვართ ადამიანები, აიცრუო გული ყველა მეგობარზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ხანდახან სისულელეებზე ვკამათობთ. შეწყვიტო ოცნება, რადგან ერთი ოცნება არ აგიხდა. აღარ ილოცო, იმიტომ  რომ გგონია, რომ ღმერთმა შენი ლოცვა არ შეისმინა.ნშეიძულო ვარდების მოდგმა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმა ეკალმა ხელი გაგიკაწრა და დაკარგო სიყვარულის რწმენა, რადგან ერთხელ არ გაგიმართლა გახსოვდეს, გახსოვდეს და გჯეროდეს, რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული გაუღებ თუ არა ცხოვრებას, ახალ ოცნებებს, შესაძლებლობებს, მეგობრებსა და სიყვარულს კარს. გაუღეთ კარი ამ თითოეულ ჯადოსნურ გრძნობას და მიხვდებით ცხოვრება რა მშვენიერია, რადგან ცხოვრება ოცნების გარეშე წარმოუდგენელია, ისევე როგორც ჩვენი თითოეული დღე მეგობრის გარეშე და სიყვარული? სიყვარული ეს ჯადოსნური გრძნობაა რეალურ ზღაპრად მოვლენილი ჩვენს გულებში.
დილით შემოვლაზე იყო სხვა კოლეგებთან ერთად და როგორც იქნა დადგა სანატრელი წუთი, რომ თავისუფალი დრო გამოიყენოს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ამ ორ დღეს, თავის თავსაც და მეგობრებსაც. ამ ორ დღეს არ ფიქრობს სამსახურზე და უნდა მთელი გულით იმყოფებოდეს მეგობრების გვერდით, არ უნდა ამას აკეთებდეს მოვალეობის მოხდის მიზნით. დათქმულ დროზე მოიყარა ყველამ თავი დათქმულ ადგილზე და ცოტა ხანში ხრისტოც შეუერთდა მათ.ბიჭებმა ყველაფერი ჩაალაგეს და მხიარულად გაუდგნენ გზას.მიჰქრის მანქანა და თვალი ტკბება ლამაზი ხედებით, დასასვენებლად მიდის ორი დღით მეგობებთან ერთად და გადაუღებლად წვიმს, მაგრამ წვიმა სულაც არ აწუხებს. მიდის გიგანტური ტალღების ცქერით ტკბება და ამინდს შეხამებულ მუსიკას ურთავს, ყველა უსმენს სიამოვნებით, მუსიკა დასრულდა და ხრისტომ იკითხა.
-სადმე განსაკუთრებული ადგილი გაქვთ ამორჩეული?
-არა, ჩემს ეზოში მწვანე მოლია სახლის უკან კი პატარა ტყე გვაქვს, იქ შეგვიძლია შევწვათ მწვადი, ფიჩხიც იქვე მოიძებნება.
-წვიმა რომ არის?
-იქ გადახურულიც გვაქვს, ნუ ფიქრობ წვიმაზე არ დავსველდებით.საუბრობდნენ და მხიარულობდნენ, მაგრამ ეს სიამოვნება რამოდენიმე წუთს გრძელდება, რადგან იანინას გადასვლელ ხიდზე ხრისტო უკვე აღარ უსმენდა მეგობრებს, მისი ყურადღება მათ წინ მიმავალმა მსუბუქმა ავტომანქანამ მიიქცია, რომელშიც უკან ბავშვები ზის. უკვე შუა ხიდზე გადავდნენ და შუადღე გადასული იყო, რომ საშინელი ხმა გაისმა.
-ეს საბურავის ხმა არის. თქვა ხმამაღლა და შეხედა მის წინ მიმავალმა მანქანამ არეულად იწყო სვლა, დაძაბული უყურებს და თან თქვა.
-ვერ აჩერებს, ხედავთ ვერ აჩერებს. ნელა-ნელა ხმას აუწია და უკვე ყვირილით
თქვა, პანიკაში ჩავარდნილმა.
-ღმერთო, გადმოხედე მათ, მანქანაში ხომ ბავშვები ზის. ამ დროს მანქანამ
მთელი სისწრაფით იწყო სვლა დატრიალდა რამოდენიმე ბრუნი გააკეთა და შემდეგ ხიდის მოაჯირს დაეტაკა, მოაჯირმა ვერ გაუძლო ძლიერ შეტაკებას და პირდაპირ ზღვაში გადაეშვა. ხრისტომ ერთხელ მოასწრო და თვალი შეავლო ბავშვების განწირულ თვალებს, რომლებიც თითქოს უხმოდ უხმობდნენ საშველად და ყურში ჩაესმოდა მათი ტირილის ხმა. ძალიან მალე მოგროვდა ხალხი იმ ადგილზე, თავადაც გააჩერა მანქანა და არც დაფიქრებულა, ქურთუკი გაიხადა და დაუფიქრებლად გადაეშვა სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ცოტა ხნის წინ გადავარდა მსუბუქი მანქანა. ფრიქსომ განწირული ხმით იქვე მდგარ სეირის მაყურებელ ხალხს დაიყვირა.
-ტკბებით სეირის ყურებით, სასწრაფოს დაურეკეთ რამ დაგაბნიათ. იყვირა და ისიც ხრისტოს გზას გაუყვა, ეს ისე უცებ მოხდა, ვერცერთმა ვერ შეძლო ვერც ხრისტოსი და ვერც ფრიქსოს შეჩერება. მალე პოლიცია და საგზაო ინსპექციაც მოვიდა ადგილზე და ასევე სამაშველო რაზმი, მაგრამ ხრისტომ უკვე, ჯერ ერთი ბავშვი ამოიყვანა და შემდეგ მეორე, ბავშვების დედა კი ფრიქსომ გადაარჩინა. შეშინებულებს და შეცივებულებს მშრალი პლედები შემოახვია ერთ ერთმა პოლიციელმა და დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ საბურავი გასკდა ამიტომ მძღოლმა კონტროლი დაკარგა ვეღარ დაიმორჩილა საჭე და ძლიერმა შეტაკებამ გაიტანა რკინის მოაჯირი. ამ ამბის შემდეგ დღეებმა გაიარა და ნელა-ნელა დავიწყებას მიეცა ეს ამბავიც, მხოლოდ ერთ დღეს უცხო მამაკაცი შევიდა ექიმის კაბინეტში და ღიმილით დადგა მის წინ, ექიმს საიდანღაც ეცნო მისი თვალები, თვალები რომლებშიც ბედნიერების სხივი კიაფობდა, მაგრამ მას ეს თვალები ასეთი მხიარული არ ახსოვს, ეს თვალები იმ დროს ტკივილით და გადარჩენის თხოვნით იყო სავსე. მხოლოდ მაშინ აღიდგინა ის სურათი, როცა უცნობმა უთხრა.
-გახსოვართ? რამოდენიმე დღის წინ თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ ერთ-ერთ ბარში. ენით უთქმელი გრძნობა დაეუფლა ამ დროს ექიმს და წინ მდგომი მამაკაცი მას მიუახლოვდა, ხელები გაშალა და მოეხვია ექიმს,მ ოხვევამდე კი შეამჩნია ის გამწირული სახე, იმ წუთებში სიხარულით იყო სავსე. ექიმიც უცქერდა მამაკაცს და სიამაყე გაიზარდა მასში, ძალა და სიმშვიდე იგრძნო გულმა, თავადაც შემოხვია ხელები და თბილად უთხრა.
-მიხარია, მართლა რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.დღევანდელი შეხვედრა მისთვის იყო, თითქოს ბნელი გვირაბიდან სინათლეში მოისროლეს.ალბად ექიმად უნდა დაიბადო, რომ შეძლო დაინახო და შეიგრძნო ეს დიდი სიხარული.
-ჩემმა მეუღლემ მითხრა თუ როგორი დიდი თავგანწირვა იყო თქვენი მხრიდან ამ ყველაფრის გაკეთება და თქვენ ამ საქციელით, თქვენი პროფესიის უდიდესი სიყვარული აღნიშნეთ. თქვენ თანამედროვე ეპოქის უდიდესი სასწაული ბრძანდებით ექიმო, თქვენ იმ არეულობაში, ყოველგვარი ანალიზის, ყოველგვარი ხელსაწყოს გარეშე მოახერხეთ ადამიანის სულის წიაღში შეღწევა და იმ დღესვე სწორი, უტყუარი დიაგნოზი დასვით და თქვენ ძალიან დაკვირვებული თვალი გაქვთ. ექიმი დიდი სიამაყით იდგა უცნობი მამაკაცის წინაშე და წუთიერად თვალი გადაავლო მის ცხოვრებას, რამდენჯერ მდგარა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მთელი თვეებიც კი ფეხზე, მაგრამ ასეთი გულით და ასეთი გრძნობით მადლობა არავის მოუხდია მისთვის.
-ეს ჩემი პროფესიაა, ეს ჩემი მოვალეობაა ბატონო. არ უყვარდა რომ აქებდნენ და თავადაც დიდი მორიდებით აღნიშნა იმ ღამის გმირობა, რომ მისი გამარჯვებით დასრულდა.
-მადლობა მეგობარო, უღრმესი მადლობა. ეს ჩემი სავიზიტო ბარათი, ელექტროლოგი ვარ თუ ოდესმე რამეში დაგჭირდეს ჩემი პროფესიის ადამიანი შემაწუხეთ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. უცნობი ექიმს დაემშვიდობა და სიამაყით სავსე თვალებით გააცილა მისი კაბინეტიდან, შემდეგ ბარათს დახედა და ხმამაღალი ხმით წაიკითხა.
-ხარის პაპგეორგიუ, ელექტროლოგი. თავისი საფულე გახსნა და სხვა ბარათებთან ერთად ისიც შეინახა. შემდეგ თავის მაგიდას მიუჯდა და უნებურად თავის ფიქრებში ჩაიძირა. მშვიდად იყო და თავის სიმარტოვეს უსმენდა, რომელმაც მისი სული იმ წუთებში მისი ოცნების სასახლეში საიდუმლო გასასვლელით გაარიდა ხალხმრავლობას. ასე ფიქრებში ჩაძირული, დაღლილი და დაქანცული გადაწყვიტა დედასთან წასვლა, შევიდა სახლში და გემრიელი სუნი შემოეფეთა, ჩაეღიმა რადგან იცნო ეს ხომ მისი საყვარელი პიცაა, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ დედა დღეს რაღაც ხასიათზე არ არის.
-დედაააა. სახლში შესვლისთანავე დაიძახა და დედის ხმა სამზარეულოდან შემოესმა.
-გულმა მიგრძნო, რომ დღეს მოხვიდოდი და დროზე თავი მოიწესრიგე და მოდი. გაკვირვებულმა გადახედა ჯერ მაგიდას, მაგიდაზე მაღალ ჭიქაში წითელი, სისხლისფერი ღვინო, შემდეგ დედას გადახედა და დაინახა მისი მოწყენილი სახე და მიხვდა, რომ დედას რაღაც აწუხებდა, ამიტომ უხმოდ შევიდა სააბაზანოში და ხელები დაიბანა, ასევე უხმოდ მიუჯდა მაგიდას.ვეღარ გაუძლო სიჩუმეს და შეეკითხა.
-რა ხდება, რა გჭირს კარგად ხარ?
-არ მომაქციო ყურადღება, კარგად ვარ. ახლა კარგად ვარ, შენ რომ შეგხედე. დღეს სევდა შემომაწვა და ჩემი სამზარეულო დავლაშქრე. გავაკეთე რაღაცეები და უკვე შენთან წამოსასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ შენ აქ მოხვედი და გამიმართლა, აბა გემრიელად მიირთვი შვილო. ისეა დაღლილი საუბრის თავიც არ აქვს და თანხმობის იშნად თავს უქნევს დედას და მისი საყვარელი პიცა ,,მარგარიტას''მსუყე ნაჭერი თებშზე გადმოიღო.
-დედა ლუდი არ გვაქვს, გეთქვა წამოვიღებდი.
-როგორ არა, გადამავიწყდა მაცივარშია შვილო. ადგა და წინ დაუდო ლუდი ,,FIXS''.
-დედა...............................
-გისმენ შვილო. სტელა შვილს უცქერდა და გაეღიმა როცა მისი ხმა გაიგონა.
-ისევ ისეთი გემო აქვს ამ პიცას დედა, როგორც ბავშვობაში. თვალდახუჭულმა უთხრა დედას და გემრიელად ჩაკბიჩა ბოლო ლუკმა. სტელას გაეღიმა და უთხრა.
-ისევ ის რეცეპტია დედა და აბა რა შეუცვლიდა გემოს. შემდეგ ხრისტოს მოტანილ გაზეთებს გადახედა, თავს არ წევს მაღლა მაგრამ ხვდება,შვილის დაღლილობის მიზეზი მარტო სამსახური არ არის და მოულოდნელად ხმამაღლა ამბობს.
-დაივიწყე შვილო, სიგიჟეა ეს ყველაფერი გაყევი ცხოვრების დინებას, რომელიც ძალიან ლამაზია. ვერ ხვდები, რომ დღითი დღე ჩუმი ფეხაკრებით გეპარება სევდა და ღრმად სახლდა შენში. ვერ ხედავ და ვერ ხვდები, რომ შენს სულში შენს მფარველ ანგელოზებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა რომ წამოუწყიათ. მე მინდა შენც და შენი სულიც ისეთი სუფთა იყოთ ისეთი უმანკო, როგორც ამ რამდენიმე თვის წინ, როცა შენი გული ყველას მიმართ ანათებდა როგორც ჩირაღდანი.
-ჩემზე ნუ ნერვიულობ, მე კარგად ვარ დედა.
-შენ შეგიძლია მოატყუო სხვები და ღიმილიც გააყალბო, მაგრამ შინაგან გრძნობებს ვერ გააყალბებ. ვერც დედას და ვერც დედის თვალს ვერ მოატყულებ და ვერც საკუთარ თავს.
-დედა, ,,უფალი''აძლევს იმედს იმას-ვინც ოცნებობს. აძლევს სასწაულს იმას-ვისაც სჯერა უფლის. არასოდეს დატოვებს მას-ვინც მტკიცედ იცავს მის რწმენას.
-ხოდა არ მისცე უფლება შენს ჩირაღდანს ჩაქრეს, არ მისცე უფლება შენში მხოლოდ სიმარტოვემ იბატონოს .არ დაანგრიო ის რაც შენშია და რაც შენია. მოძებნე ის და დაუბრუნდი ამ ცხოვრებას, ისეთი როგორიც იყავი. არ მომწონხარ ასეთი, არა. არ ვარ მიჩვეული შენს ასეთ მოწყენილ სახეს და დამიბრუნე ჩემი შვილი სადღაც სევდის მიღმა რომ გამოკეტე. დაასრულა სადილი და როგორც ყოველთვის აივანზე გავიდა.თებერვლის სიცივე ძვლებში ატანს, მაგრამ ის ვერ გრძნობს ამ სიცივეს ფიქრები არ ძლევს დროს სიცივეზე იფიქროს.ქარი მის გარშემო დამფრთხალი შფოთავდა, ბორგავდა გაოცებული უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ყველაფერს ცივი წივილით ეხვეოდა, ხეების ტოტებს ძლიერად
აქანავებდა და აკვნესებდა, ერთი შეხედვით თითქოს თავის ჭკუაზე აქანავებდა და რომ ვერ მოერია ზმუილითა და ზუზუნით ჩაუქროლა სახლის ფანჯრებს და როგორც უეცრად მოვარდა თმაგაწეწილი შლეგი ქალივით, ასევე უეცრად გაწყდა სისინი როგორც ჩაწყვეტილი გიტარის სიმი. ჩაწყდა მაგრამ ცივი ქარი სასტიკი ტირანივით დააბიჯებს ჩაბნელებულ ქუჩებში.არ ეწევა, მაგრამ ახლა მოუნდა მოწიოს, ძალიან მოუნდა.სადღაც შემორჩენილი ერთი ღერიც მიაგნო და მონატრებული ნიკოტინი ჩაუშვა ფილტვებში, ესიამოვნა და სიგარეტის კვამლიც ქარის მიმართულებას გააყოლა. ბოლოჯერ ჩაისუნთქა სიგარეტის ბოლი და არ არის იქ სადაც ახლა დგას, ის სულ სხვაგან არის და სხვასთან ერთად. ეძებს რომ მისი წილი სიცოცხლე მასში ჩადოს და ასე გააგრძელოს სიცოცხლე, სიცოცხლე
სხვაში და არა მასში.
-რა ხდება, გლობარული გამყინვარება მოხდა შენში სიცივეს რომ ვერ გრძნობ? უთხრა სიცილით ფრიქსომ მეგობარს და მის გვერდით დადგა. ხრისტომ გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-რამ წამოგაგდო ამ უთენია და ჩემთან მოხვედი, სიზმრად მნახე წუხელ?
-არ მეძინებოდა და შენთან მივედი და რომ არ გამომეხმაურე, მივხვდი აქ რომ იქნებოდი და მოგაკითხე. სიმართლე გითხრა, მართლა შენზე ვფიქრობ ეს დღეებია, ან როდის არ ვფიქრობ, რადგან ვხედავ რომ გიჭირს თვალები ამოგიღამდა და შენ არ ხარ ის რაც და ვინც იყავი. ვიფიქრე ბევრი და მაინტერესებს, ხომ მიგიპატიჟა ოჯახმა სტუმრად რატომ არ წახვალ? იქნებ ამ წასვლით შენი ცხოვრების ახალი ფურცელი უნდა გადაშალო, იქნებ უნდა დაივიწყო რაც იყო და რაც გტანჯავს ასე მწარედ და ხაზი გადაუსვა ყველაფერს, მტანჯველ მოგონებებსაც კი. ხრისტო მიაჩერდა ფრისკოს დაფიქრებულად და უთხრა.
-შენ მართალი ხარ, ასე აივანზე დგომით და საათობით მზესთან და მთვარესთან საუბარს არ მოაქვს სასიკეთო შედეგი. სულ სხვაა მზის გულზე ნანებივრებს, სახლში შესულს ღიმილით რომ შემოგანათებს და გულში სითბოს ჩაგიღვრის. იქნებ ამ ერთი წასვლით ჩემში ნათლის სხივმა და თბილმა ნიავმა გონება დამიწმინდოს, დავამთავრო უნდა სამყაროს მიმართ სიძულვილი, ბუზღუნი და ამიერიდან სიყვარულის გზებით ვიარო.
-ძლივს, ძლივს გაიღვიძა ჩემმა მეგობარმა, ხალხოოოო მე მეგობარი დავიბრუნე გაწმენდილი გონებით, ჩემი მეგობარი დამიბრუნდა იმ ბნელ სამყაროდან, სადაც იყო ჩაკეტილი ბნელ ლაბირინთებში. ხრისტო იცინოდა და აწყნარებდა, პირზე ხელს აფარებდა ფრიქსოს და ბოლოს ერთმანეთს გადაეხვვია მეგობრები, იდევ ერთხელ შეიგრძნეს ერთმანეთის გვერდში დგომა და სიყვარული.
-როდის დაელაპარაკები შენს გადაწყვეტილებაზე?
-მოცდის დრო აღარ არის, დღესვე მივწერ. ვფიქრობ კარგი დროა მარტი, გაზაფხულის გამოღვიძების თვეა და სწორედ ამ თვეში მინდა წავიდე.
-დამიჯერე 8 მარტს წადი, ყველაზე კარგი დღეა 8 მარტი. საერთო ქალთა დღეა. ინტერნეტში წავიკითხე ამ დღეს ძალიან დიდ პატივს სცემს მამაკაცები მანდილოსნებს, ეს კი ძალიან დასაფასებელი იქნება შენი მხრიდან. ვიცი რომ გიყვარს და რა იცი, იქნებ მასაც კი უყვარხარ მეგობარო.
-ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვი, წინასწარ არაფლის თქმა არ შემიძლია ეს მასთან ახლოს ყოფნის დროს უნდა გავიგო. წერილს დაუტოვებ ემაილზე და რომ ნახავს მომწერს, მეც მისი მოწერილი პასუხით ვიმოქმედებ.
-წარმატებები მეგობარო და ხომ იცი,მე შენი ბედნიერება ყოველთვის გამიხარდება. ფრიქსოს წასვლის შემდეგ დაჯდა და წერილი მიწერა ელისოს რაც გულში ჰქონდა და რასაც ფიქრობდა, რასაც გრძნობდა მის მიმართ.
წერილი ელისოს.
   როგორ ძალიან მომენატრე, როდესაც არ გელაპარაკები თავს მარტოსულად ვგრძნობ და როცა შენ გხედავ, შენი შეხედვა კი სიცოცხლის სტიმულს მაძლევს და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს შენს თვალებში ვკითხულობ ,,იცოცხლე ჩემთვის''განა არ მინდა, რომ მოლოდ შენთვის ვიცოცხლო. გაგიმხელ დიდ საიდუმლოს, რომ მე იმ დღიდან ვცოცხლობ შენთვის, რა დღიდანაც შენ შეგხედე ელი. მე შენთვის ვცოცხლობ იმიტომ რომ შენთვის ღირს სიცოცხლე, თუნდაც ერთი წამით და ეს ერთი წამიც საკმარისია, იმიტომ რომ მეტი დრო არ მაქვს. რაც უფრო გადის დრო, უფრო და უფრო მეტ ინტერესს აღძრავ ჩემში და ვაღიარებ, რომ ჩემთვის მრავალგვერდიანი წიგნი ხარ, ზუსტად ის წიგნი, რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია და მე მის ძებნას შევალიე მთელი ჩემი სიცოცხლე, ჩემი არსებობა და ალბად ღირდა თუნდაც ამისათვის მეცოცხლა. მინდა გულღიად გითხრა, რომ შენი გული მე მეკუთვნის, ეგ შენი პაწაწა გული, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა. ვიცი რომ ჩემი ეს სიტყვები გულს აგიჩქარებს და როგორ მინდა რომ ახლა შენი გულის ძლიერ ფეთქვას მოვუსმინო. არ დაიჯერებ და მესმის კიდევ როგორ ხმაურიანად გამოსცემს ხმას, მე მას ყურს უგდებ და ჩემი გულიც შენი გულის ცემას ჰყვება. თვალები? ახლა ისე ანათებს, როგორც ცეცხლის ალი. სწორედ მაგ თვალებმა, როცა გაახილე ნებით თუ უნებლიეთ ჩამძირა მის სიღრმეში, დამწვა და დამიმონა. ელი გადავწყვიტე ჩამოვიდე თუ ეს შენი სურვილიც არის და ზემოთ რაც წაიკითხე, მინდა ახლოს მყოფმა გითხრა. მანამდე კი იცოდე, რომ თითოეული სიტყვა ჩემი გულის სიღრმიდან არის ამოღებული. გულმა გონებას უკარნახა, გონებამ კი ჩემს მარჯვებას და აი ეს გონების ნაკარნახევი შენამდე მოვიტანე. ბოლოს მინდა გითხრა, რომ ის სქელყდიანი წიგნის ბოლო ფურცელი მე თავად მინდა დავწერო შენთან ერთად, მაგრამ ეს არაა დასასრული. დამრჩა მხოლოდ ის შენამდე მოვიდე და ახლოდან თვალებში ჩაგხედო, ისევ ჩავიძირო შენი შავი თვალების ფსკერზე და ასე გითხრა ის სიტყვები რომელსაც არავის არ ეტყვი შენი სიცოცხლის მანძილზე. ეს გვეცოდინება მხოლოდ ჩვეენ, მე, შენ და ღმერთს.
ჯამრთელი რომ იყოთ ჯანსაღი სხეული უნდა გქონდეთ, ხოლო ჯანსაღი სხეული რომ გქონდეთ მისი მუდმივი მოთელვაა საჭირო, რისთვისაც დღეში თუნდაც ერთი საათი აუცილებლად უნდა დაუთმო ვარჯიშს. მიუხედავად იმისა წინა ღამით გვიან დაწვა, დილით ადრე ადგომას მიჩვეულმა 7 საათზე ადგა, მძინარე ელისოს თავზე დაადგა და ომახიანად შემოუძახა.
-ადექიიიიით.
-რა ადექით, ეს სიზმარია მხოლოდ სიზმარი
-ადექიიიიით სამშობლო გვიხმობს, სამშობლოს ვჭირდებით.
-არა, არა, არა ეს სიზმარი არ არის. გაბრუებულმა წამოწია თავი და ცალი თვალით საათს შეხედა, შემდეგ კი მიშოს გახედა.
-შენ ნორმალური ხარ? დღეს ხომ შაბათია, წადი და შემარგე რა დღევანდელი დღე.
-ადექი უნდა ვივარჯიშოთ, შენ ძალიან მოდუნდი და ეს არ მომწონს.
-წადი მომშორდი, მკვლელობას ნუ ჩამადენინებ დღეს არ მინდა ვარჯიში, მეძინებაააა.
-ადექი თორემ აქ დავჯდები და არ დაგაცლი ძილს. არ დაიღალე, მთელი კვირა ზიხარ და კომპიუტერს ჩაშტერებიხარ, ამიტომ შენს ორგანიზმს ვფიქრობ, რომ ჰაერივით ჭირდება მოთელვა.
-მოთელვა და დაბეგვა შენ გჭირდება ახლა, თუ არ გახვალ მიიღებ მოთელვასაც და დაბეგვასაც.
-ბევრს ნუ ტლიკინებ და ენას ნუ მიტლიკინებ არ დაგავიწყდეს, რომ შენზე უფროსი ვარ. ადე, ადე. დრო გვაქვს, შენ სურვილი გამოთქვი და ნახე რა საუკეთესო განწყობა დაგიბრუნდეს. ელისოს გაუქრა ძილის ხალისი და ჯერ წამოჯდა საწოლზე, შემდეგ კი შეუბღვირა მიშიკოს და ბუზღუნ-ბუზღუნით სპორტულები გადმოიღო კარადიდან. არ ტყუოდა მიშიკო და სირბილის შემდეგ საკმაოდ კარგად იგრძნო თავი, ნელა-ნელა ტემპსაც მოუმატა და სუნთქვა უკვე თანაბარი გაუხდა. არ დაღლილა,პირიქით სიამოვნება მიანიჭა მიშოსთან ერთად ვარჯიშმა.
-აააა, რამდენი კალორიები დავწვი ამ დილით დავიღალე. თქვა მიშიკომ და მწვანე მოლზე გაწვა მის გვერდით ელისოც და ორივემ ვარსკვლავის ფორმა მიიღო.
-მიშკა რა ვჭამოთ დღეს?
-მე არ მაქვს პრეტენზია, გინდა გარეთ ვჭამოთ დღეს მე და შენ?
-კარგი და შემდეგ შაკო მოვინახულოთ, დიდი ხანია არ გვინახავს, ცოდვაა.
-ვნახოთ ხო. სახლში დაბრუნდნენ და ციცომ საუზმე დაახვედრა ორივეს, თან ეტყობოდა რომ უხასიათოდ იყო.
-რა ხდება დე, რა გჭირს?
-თინი რომ არ არის სახლში, ვერ ვეგუები მის არ ყოფნას და ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება.
-დავისვენებთ მისი კუსკუსიდან ერთი კვირა და მობრძანდება ქარიშხალით და მოზღვავებული ენერგიით. სიცილით თქვა მიშომ და შემდეგ ელისოს მიუბრუნდა.
-მიდი ჩაიცვი და წავედით.ძია ჩვენ შაკოს მოვინახულებთ და ვნახავთ იქნებ კი ჭირდებათ რამე.
-მე მინდოდა თქმა და დამასწარი, მაგრამ რადგან მიდიხარ კარგს იზამთ და აი ეს თანხა მიუტანე. ყველაფერი აქვთ, მაგრამ მაინც. საფულე გახსნა ფული ამოიღო და არც დათვალა მიშოს მისცა, ერთ საათში მანქანით მიდიოდნენ მიშიკოს ნაცნობ ადგილზე, მაგრამ ელისოსთვის უცხო გარემოში. ერთი საათის მგზავრობის შემდეგ წითელი აგურით ნაშენებ ორ სართულიან სახლთან გაჩერდნენ და შაკო ეზოში შემოეგება მეგობრებს.
-ახალი ხომ არაფერია ან უცნაური ხომ არ შეგიმჩნევია რამე შაკო.
-ჯერ-ჯერობით სიწყნარეა და მე არ მომწონს ეს სიწყნარე და სიჩუმე მიშო.
-არც მე არ მომწონს, აი ეს ფული ვახომ გამომატანა იქნებ რამეში დაგჭირდეს აქ და
გქონდეთ, დედაშენს მიეცი. მიშოს ტელეფონზე უცხო ზარი დაფიქსირდა და გაკვირვებულმა შეხედა ჯერ შაკოს და შემდეგ ელისოს.
-უპასუხე, მიშო არ მომწონს არც ეს ზარი.
-გისმენთ. არ შეიმჩნია მიშომ ნერვიულობა, ყოველ შემთხვევაში შეეცადა ხმის გაკონტროლებას.
-როგორ ხარ მეგობარო, ძალიან დაგვიგვიანდა შეხვედრა და ერთმანეთის მოკითხვა.
-ვინ ხარ და რა გინდა, რას ითხოვ.
-შენგან არაფერს, შენი უფროსისგან ვითხოვ რაც ჩემია და მე მეკუთნის უნდა დამიბრუნოს.
-ხოდა რის დაბრუნებას ითხოვ შეგიძლია გასაგებად ამიხსნა. მიშომ შაკოს ტელეფონი გამოართვა და ცალი ხელით შეტყობინება გააგზავნა, საიდანაც მალე მოვიდა პასუხი.
-,,რაც შეიძლება გაწელე საუბარი''.
-ამ ნომრიდან შეტყობინებას მიიღებ და იმედი მაქვს იმდენი ჭკუა მოგეკითხებათ, რომ არანაირი პოლიცია არ უნდა ჩართოთ საქმეში.
-გასაგებია, გელოდები. სასწრაფოდ გადარეკა შაკოს ტელეფონით სადღაც და შეეკითხა.
-რა ქენით, მოასწარით?
-ვერა მიშო, სულ რაღაც ხუთი წუთი რომ გესაუბრათ,დავადგენდით საიდან
საუბრობდა. გაკვირვებულები იყვნენ სამივე და შეტყობინებაც მალე მოუვიდა, გახსნა და რას ხედავს თინის პირი აქვს აკრული და შუბლზე სისხლი აქვს შემხმარი. დაუნდობლად ააცალეს პირიდან წებოვანი ლენტი და თინიმ დაიკვნესა, რადგან ქვედა ტუჩი გახეთქილი ქონდა, ერთი ნიღბიანი დადგა კამერის წინ და მიშოს მიმართულებით თქვა.
-მოგწონს შენი გოგო? მიშოს თვალები გაუფართოვდა ამ ვიდეოს ყურებისას და ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
-ახლა კარგად მომისმინე საღამომდე გაქვს დრო, ყველაფერს მოიტან საღამოს იქ სადაც მოგწერთ მისამართს, არ მოხვალ და აი აქ ვისაც გვხედავ, ყველა ცალცალკე შენს გოგოსთან გავერთობით და შემდეგ კი სამოგზაუროთ გაუშვებთ იქ საიდანაც არ ბრუნდებიან. ელისოს ცრემლები მოაწვა, მაგრამ ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო.
-არ გაბრიყვდე არ დაუჯერო, არ მოხვიდე მიშო. განწირული ხმით იყვირა თინიმ და ერთმა ძლიერად გაარტყა, შემდეგ მასთან ჩაიმუხლა და დაცინვით უთხრა.
-რაო თოჯინა ჩვენთან გინდა გაერთო, ჩვენ თანახმა ვართ და შენც მალე მოგიყვანთ ხასიათზე. თინიმ მის წინ ჩამუხლულს შეაფურთხა და შემდეგ ფეხი კრა შიგ გულში, რაზედაც ისევ დარტმა მიიღო, სკამიდან გადავარდა და გათიშული ეგდო ძირს ხელ-ფეხ შეკრული.
-არ აყვე ნერვებს მიშო ძალიან გთხოვ. ახლა სიგიჟე არ გვინდა, ლოგიკური მსჯელობა გვმართებს. უთხრა შაკომ და ელისომ ვახოს დაურეკა.
-მამა სად ხარ,არსად არ გახვიდე.
-რა მოხდა, რა ხმა გაქვს. იკითხა გაოცებულმა ვახომ მაგრამ ელისომ გაუთიშა.
-აქ ვერ გავჩერდები მიშო როცა შენ გიჭირს და დახმარება გჭირდება და არაფერი არ თქვა, მეც შენთან ერთად მოვდივარ და ნუ შემაჩერებ. იცოდე, მაინც წავალ და ჯობია ერთად წავიდეთ. უთხრა მკაცრად შაკომ.
-მერე ესენი? სახლისაკენ გაიხედა მიშომ.
-ახლავეს მოვალ. შაკო სახლიდაკენ წავიდა და დედას ფული მისცა და თან მკაცრად გააფრთხილა ყველა.
-გარეთ არ გახვიდეთ, ეცადეთ მოერიდეთ სახლიდან გასვლას ძალიან გთხოვთ. დედამ გულში ჩაიკრა შვილი და ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-დაგვირეკე შვილო, ძალიან ვნერვიულობ. ვიცი, რომ რაღაც ცუდი მოხდა და ვილოცებ თქვენზე, შენს ზარს ველოდები დედას იმედო, ნუ გამიმწარებ სიბერეს შვილო.
-ყველაფერი კარგად იქნება დედა. უთხრა შაკომ დედას და შუბლზე აკოცა, პატარებს გადახედა და ყველაზე პატარა ტასუნას გაუღიმა და თვალი ჩაუკრა, ცხვირზე კი თითი ჩამოკრა.
-ხომ დაბრუნდები ძამი.
-აუცილებლად და ისევ ერთად დავიძინებთ. სახლიდან გამოვიდა, ღიმილი სახეზე გეყინა და მკაცრი გამომეტყველებით მივიდა მიშოსთან.
-წავედით, რაც ჩქარა მით უკეთესი.
-გეგის ნომერი გაქვს? რატომღაც ვერ ვნახულობ. უთხრა მიშომ.
-არ გინდა, ნუ ეძებ მიშო. გეგის არ დაურეკო, ის უკვე დიდი ხანია ჩვენს მხარეზე აღარ არის.
-რას ამბობ შაკო.
-წამოდი, წამოდი. მე ვიცი მათი ბნელი ადგილები და მივაგნებ სადაც ყავთ თინი. მე არავინი არ მელოდება, იციან რომ ცეცხლში დავიწვი და მოვკვდი მაშინ იმ დღეს, ისე როგორც ჩემები.-კაპიშონი გადმოიწიე, ჩემი სათვალე გაიკეთე და სახეს დამალავ. იმაზე მეტი ადრე მივიდნენ სახლში, რომ უნდა მისულიყვნენ და ვახო სახლში გადი-გამოდიოდა, რადგან მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. ეს ელისოს ხმაზე შეატყო. ელვისებურად შეგლიჯა სახლის კარები მიშომ და უკან მოყვა ელისო და შაკო. სამივეს საბრძოლოდ უელავდა თვალები და სამივე ძალიან დაძაბული დადგა ვახოს წინ.
-რა ხდება, გამაგებინებთ რა სახეები გაქვთ. გაუკვირდა შაკოს დანახვა და სათითაოდ უცქერდა სამივეს.
-თინი, თინი ყავთ გატაცებული იმ ნაბ...ბს.
-თინათინი, ჩვენი თინი? როდის, როგორ. თქვა გაოცებულმა და ტკივილისგან წელში მოიხარა, იქვე სავარძელში ჩაიკეცა სახეგაფითრებული.
-ალბად გუშინ, აქედან რომ წავიდა საღამოს.
-მერე? პოლიციას არ შევატყობინოთ?
-პოლიცია არ ჩარიოთო და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ.
-პოლიციას ჩავრევთ, მაგრამ აქედან გავალთ ცალ-ცალკე. მე უკანა ეზოდან გავალ შეუმჩნევლად და იცი სადაც ვიქნები. ვახო ძია არანაირი საქაღალდე არ წამოიღოთ, იარღი მომეცი, დამჭირდება იარაღი ვიცი იქ ვინც შემხვდება. გაუკვირდება ჩემი ხილვა მე რომ შემხედავს, მაგრამ ეს საქმე უნდა დასრულდეს ან დღეს ან არასოდეს და ასე დაუსრულებელი ომი იქნება თქვენს შორის მუდამ. არ შემაჩერო, საკმარისია ამდენი ფერება. ეს მეტის-მეტია ამჯერად და არ უნდა ვაპატიოთ.
-თინის მეგობრები ჩვენს მეტი არავინი არ ყავს, მით უფრო მტერი. მასთან რა უნდოდათ. -გურამს რა უნდა ვერ ხვდებით? ის საბუთები და ის მტკიცებულებები, ყველაფერი უნდა რაც ჩვენ გვაქვს ხელთ.
-რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენვე დაგვრჩება მათ კი მე მივაგნებ. არ გამომყვეთ ახლა და ჩვეულებრივად გადით სახლიდან, ელისო შენ სახლში დარჩი. შაკომ როგორც თქვა ისე გავიდა სახლის უკანა ეზოდან და მოტოციკლეტით გაუდგა გზას კარგად ნაცნობი მიმართულებით და უკვე დაღამებული იყო ადგილზე რომ მივიდა, მიდამო დაზვერა ჯერ შორიდან და შენობას ერთი მბჟუტავი ნათურა ანათებდა სუსტად. ნელა-ნელა მიიწევდა წინ და შენობასთან ახლოს ნანგრევები იყო, იქ მისულს საუბარი შემოესმა ვიღაც ტელეფონზე საუბრობდა, დაუკვირდა და ეს გეგის ხმა იყო.
-ასე როგორ გაყიდე სული გეგი და ვახოს უღალატე.
-ორი დღის მშიერია, ჩვენ ჩვენსას მივიღებთ და სანამ აქ მოაგნებენ პრინცესას ვინ იცის შეიძლება მკვდარიც კი იყოს შიშისგან და შიმშილისგან.
-???
-მე ცოტა ხანში გავდივარ, ბოსმა დამირეკა და მითხრა დატოვე და ჩემთან მოდიო. შაკომ სიბნელეში ვერ შეხედა მის წინ კიბეებს და წაიფორთხიალა, ტელეფონზე მოსაუბრეს ფეხის ხმა შემოესმა.
-მოიცადე, რაღაც ხმაური შემომესმა და შემდეგ დაგირეკავ. მიაყურადა სიჩუმეს უცნობმა და სიწყნარე შემოეფეთა, სიბნელეში კატა დაინახა და ჩაეცინა. მარტო იყო და ეშინოდა, შიშისაგან სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და ღამის სიბნელეში მიდამოს მგლისებური თვალებით ათვალიერებდა. თითქოს გრძნობდა, რომ მალე დაუპატიჟებელი სტუმრები ესტუმრებოდა. შაკომ ნელა-ნელა, ძალიან წყნარად და ფრთხილად კედელ-კედელ გაიარა საშიში მონაკვეთი და როგორც იქნა შენობაშიც შევიდა, ჩქარი ნაბიჯებით გარბოდა და მიაგნო კიდეც იმ ნესტიან და ბინძირ ოთახს სადაც თინი ყავდათ ხელ-ფეხ შეკრული და თვალებ ახვეული. ოთახში ერთი ვიწრო, ჭუჭყიანი საწოლი იდგა, მაგიდა და ერთი სკამი. სიბნელეს შეჩვეულმა თვალმა მალე გაარჩია კუთხეში მიკუნტული თინი და მისკენ წავიდა. ფრთხილად შეახო ხელი და ასევე ფრთხილად ჩაძახა.
-თინი გამოფხიზლდი, გესმის? დრო არ გვაქვს, გთხოვ ძალა მოიკრიბე უნდა გავიქცეთ აქედან. თინიმ თვალი გაახილა და სუსტი ხმით უთხრა.
-შაკო, მართლა შენ ხარ შაკო? აქ როგორ მოხვედი, როგორ მომაგენი ან რა იცოდი აქ რომ ვიქნებოდი.
-ეს გრძელი ისტორიაა თინი და სახლში მოგიყვები, ახლა კი შეეცადე რომ ფეხზე
დადგე. ხელები, ფეხები შეუხსნა და უთხრა.
-მომისმინე აქედან რომ გახვალ, მარჯვნივ მოუხვიე და სულ პირდაპირ იარე, გარეთ სიბნელეა და უნდა გახვიდე სახლის უკან სადაც მოტოციკლეტი დგას და იქ დამელოდე, მეც იქ მოვალ. მანამდე კი ისე დაიმალე, რომ არავინმა არ შეგხედოს. აბა წადი და ღმერთი
შენსკენ. თინიმ კარებისკენ ფეხი გადადგა და ოთახში შუქი აინთო, ფეხის ხმა გაიგონეს, რომელიც თანდათან უახლოვდებოდათ.
-ვერ მოვასწარით გასვლა მოდის, შაკო უკვე მოვიდა. შეშინებული ჩურჩულებდა თინი, შაკოს მიეკრა და შაკოც მზად იყო საბრძოლველად, კარები ჭრიალით გაიღო და ოთახში მაღალი ნიღაბ-აკრული მამაკაცი შემოვიდა მოულოდნელად გაშეშდა და შაკოს გაოცებული უცქერდა, შაკოს კი გესლიანად ჩაეღიმა რადგან მიხვდა ნიღბიანი მამაკაცის დაბნევის მიზეზს და შეეკითხა.
-რაო ვერ მიცანი? თვეები გავიდა ჩემი სიკვდლიდან და ვერ მოვისვენე, დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად დავბრუნდი გეგი. ნუ გიკვირს მე ვარ, ხო შაკო ვარ. მეორე ცხოვრებაში დავბრუნდი, არ მიმიღებ? ჩვენ ხომ ძმები ვართ, მიშოც მალე მოვა, მაგრამ სანამ ის მოვა, მოდი ჩვენ ვისაუბროთ.
-შენ, შენ, შენ ხო.....................
-არ გრცხვენია? ასე როგორ შეიცვალე გეგი. მე ვიცი რაა ძალადობა და სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნა ,მაგრამ ყოველგვარი დაბრკოლებების მიუხედავად ადამიანი, ადამიანად უნდა დარჩეს.
-შენ შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ ახლა მოდი ფილოსოფიას თავი დავანებოთ და მითხარი აქ როგორ გაჩნდი ან სად იყავი აქამდე.
-დასასვენებლად ვიყავი შენმა ბოსმა რომ გამისტუმრა, ხოდა დავისვენე, ძალები აღვიდგინე და აი მეც მოვედი.
-ხოდა დავრეკავ, მოვლიან და ყველას ერთად მოგვიყევი, როგორი იყო შენი არდადეგები.  გეგი საუბრობდა, მაგრამ თითქოს ცდილობდა შაკო მიმხვდარიყო მისი საუბრის ტონს, თითქოს ნიშანს აძლევდა და ყურადღება დაძაბა, მაგრამ მაინც გააგრძელა მტკივნეული საუბარი.
-დარეკე მოვიდნენ და დაასრულე საქმე.
-ბევრს ლაპარაკობ შაკო.
-მართლა გეშინია ჩემთან მარტო დარჩენის? გეგი თინისაც ხომ კარგად იცნობდი, ეს როგორ გააკეთე და ძია ვახოს როგორ გადაუდექი და რა სინდისით აქციე ზურგი. ვხედავ ფულმა დაგაბრმავა, მე კი ვერ მაცდუნა ფულმა, რადგან ვიცი ფული ბინძურია ვერ მომისყიდა შენმა ბოსმა ფულით და ამიტომ ჩემებთან ერთად ჩემივე სახლში გამომწვა. გეგი თავდახრილი იდგა შაკოს წინ და მოულოდნელად ზიზღის თვალით შეხედა და უთხრა.
იარაღი.
-მე არ მქონდა გამოსავალი, შენ არ იცი რაა სიკვდილთან ბრძოლა და მე ყოველ დღე სიკვდილთან ვბრძოლობ, რადგან მამის სიცოცხლე გადამერჩინა. შენ ახლა გეძლევა შანსი მომკლა და წახვიდე, რადგან მეორე შანს არ მოგცემ ეს არჩევანი აღარ მოგეცემა.
-შენ ზურგი გვაქციე, მაგრამ უნდა შეგახსენო რომ მე მეგობრებს არ ვკლავ და ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით,ახლა გზიდან ჩამომეცალე, არაფერს გერჩი, მხოლოდ თინის წავიყვან და წავალ.
-არა, არა შაკო ასე ვერ წახვალ, ვერც თინის წაიყვან აქედან.
-გეგი ძველი მეგობრობის ხათრით, გააკეთე ეს თინი მაინც გაუშვი ქედან.
-არა, ვერცერთი ვერ წახვალთ. შაკოს მივარდა გეგი და თვალებში უყურებდა, თითქოს თხოვდა კარგად შემომხედე იქნებ რა მინდა გითხრაო და მიუხვდა, შაკომ მიუხვდა და გული სიხარულით აუფრიალდა, რომ გეგის ჯერ კიდევ არ ქონდა დაკარგული მეგობრული გრძნობა. გეგიმ შეუმჩნევლად ჩაუდო ჯიბეში თავის ტელეფონი და ჩუმად უთხრა.
-წაიკითხე რაც დავწერე, მხოლოდ მარჯვენა კუთხეში ზურგით დადექი. გეგიმ ისევ თინისკენ მიტრიალდა და შეუკრა ფეხები და ხელები და მისი გასვლის შემდეგ შაკომ შეეცადა მესიჯი წაეკითხა.
-ცოტაც გაუძელით,ვიცი რომ მალე მოვა მიშიკოც და პოლიციაც მათ მე შევატყობინე. მე ვიცოდი, რომ მოხვიდოდი და გელოდი. მიშომ მითხრა როცა წამოდი თინის დასახსნელად, აქედან თუ გამოხვიდე მათ მოსვლამდე, უნდა მესროლო და უნდა დამჭრა, მესროლე და წადი, დამტოვე. ვიდეო კამერაა ოთახში, შეეცადე თინი გაიყვანო აქედან ეს წერილი კი წაშალე არ დატოვო ტელეფონში რა იცი რა ხდება. გული აევსო სიამაყით და კარებში გასულ გეგის შეხედა, რომელსაც კარები ღიად დაეტოვა რომ მათ შეძლებოდა გასვლა და წასვლა. შაკო წამოდგა, თინისთან მივიდა ფეხზე წამოაყენა და უკვე გადიოდნენ, რომ ისევ ნიღბიანი შემოვიდა და შაკოს გაკვირვებულმა შეხედა, მაგრამ არ დაიბნა თინი ხელით მიაგდო კუთხეში ერთი ძლიერი დარტმა შაკოს უთავაზა და შემდეგ კუთხეში მოკუნტულ თინისთან მივიდა.
-პატარავ გაქცევას ცდილობდი? ვერ გამექცევი თოჯინავ, იცი რამდენი ხანია შენზე რომ ვოცნებობ? ყოველ ღამე ჩემს მკლავებში გაძინებ, ჩემს ოცნებებში რაც მინდა და როგორც მსიამოვნებს ისე გიშვები, მაგრამ ახლა რელობაში ვქნათ ეს ყველაფერი, აქ ხარ და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ შენ ჩემი გახდები ახლავეს და აქვე. თინი კანკალმა აიტანა, მას
შიშისგან მთელი სხეული უთრთოდა.
-რატომ ცახცახებ პატარა ქალო? ბოსის კაბინეტში რომ შეიპარე, მაშინ არ აგაცახცახა შიშმა?
მიხვდა თინიმ ვისგან იყო ეს ხალხი მოგზავნილი და რასაც ითხოვდნენ.
-ყველაფერი კარგად იქნება, მე შენთან ვარ და არასოდეს არ მიგატოვებ ჯერ ჩემთან იქნები სანამ არ მომწყინდები და შემდეგ შენგან კარგ ფულს გავაკეთებ, არ მოგაწყენ ნაირ-ნაირ კლიენტებს. მამაკაცი მიუახლოვდა თინის და ყელში ენა აუსვა და ვნებამორეულმა თქვა.
-ძალიან გემრიელი ხარ, რა ვქნა თავს რომ ვერ ვიკავებ პატარავ.
-გამიშვი, არ მომეკარო. ძალა მოიკრიბა თინიმ და ხელიდან დაუსხლტდა. როგორ მიყვარს ჯიუტი პატარების მოჭკვიანება, სწორედ შენნაირები მაგიჟებს და მოვყავარ აღზნებაში. სად გაექცეოდა და დაიჭირა.
-რაო პატარავ,ჩემი შეხება არ გსიამოვნებს?
-ხელი გამიშვი. უყვირა რაც ძალა ჰქონდა და ფეხი ამოსცხო. მამაკაცი ჩაიკეცა და ერთი დაიზმუილა.
-კახპა, მაინც ვერ გამექცევი. თინი შაკოსთან მივიდა და ატირებულმა შეევედრა.
-შაკო, შაკო ადექი გთხოვ. მამაკაცი ფეხზე წამოდგა და დაიღრიალა.
-ამის იმედი გაქვს, რომ მოგეშველება და აქედან გაგიყვანს, გინდა თავად ვაყურებინო რასაც გიზამ, მაშინ მოდი ჯერ ამას გაუსწორდები და შემდეგ შენ მოგხედავ. შაკოს ფეხი მოუქნია, მაგრამ შაკომ მოქნეული ფეხი დაუჭირა და ძირს დასცა, იარღი წაართვა და თავში უთავაზა, თინის ხელი დაავლო და გარეთ გავიდა. გარეთ ხმაური იყო და შეხედა გეგის ურტყამდნენ, გაიწია მისკენ, მაგრამ წინ ისევ ნიღბიანი გადაუდგა და მოემზადა მასთან საბრძოლველად მაგრამ ნიღბიანმა უთხრა წყნარად.
-წადით, მე თქვენსკენ ვარ. თითქოს ეცნო ეს ხმა, მაგრამ ამის დაკვირვების დრო არ იყო თინის ხელი დაავლო და წინ გაიქცა, თინის შეეშინდა და შეშინებულმა შხედა ნიღნიანს.
-ნუ გეშინია ჩემი მე თქვენსკენ ვარ. უთხრა და გზა ასწავლა საითაც უნდა წასულიყო და
როგორ გასულიყვნენ სამშვიდობოს, გეგიმ ერთი მოიხედა და ღიმილი მოეფინა სახეზე მეგობრები რომ მგლის ხროვას გარიდებული დაინახა, ძალა მოიკრიბა და მთელი ხმით დაიყვირა.
-არასოდეს შეგეპაროს ჩემს მეგობრობაში ეჭვი ძმაო. უეცრად ნიღაბი მოიძრო და სახეც გამოაჩინა, ნიღბის გარეშე ისევ შეერკინა მის მოწინააღმდეგეს. ატყდა სროლა და უეცრად წინ მიმავალი ნიღბიანი ძირ დაეცა და სისხლი თქრიალით დაედინა მიწას, მაგრამ მან შაკოს
უთხრა.
-არ გაჩერდეთ, წადით, ნუ ჩერდებით. ამ დროს კი მეორე გასროლა შაკოს მოხვდა და ისიც დაეცა. გეგიმ დაინახა წაქცეული შაკო და გამწარებულმა ორი იქვე მოკლა, მესამემ კი შაკოსკენ და თინისკენ გაიქცა,მაგრამ იმ მესამეს დაჭრილმა ნიღბიანმა ესროლა და რამოდენიმე ნაბიჯში წააქცია. შაკომ ძალა დაატანა თავს და წამოდგა, არ შეჩერებულა და მიშოს მანქანაც შემოხვდა წინ, თინი გადასცა სამშვიდობო ხელს და უკან გაბრუნდა გაბრაზებული გეგის დასახმარებლად. მირბოდა, რაც შეეძლო, მირბოდა რადგან ის მარტო ბრძოლობდა ამდენ გახელებულ და სისხლ მოწყურებულ მგლებში. ნანობდა, ნანობდა რომ მარტო დატოვა, მაგრამ თინი ხომ უნდა გამოეყვანა სამშვიდობოს, ნანობდა იმასაც რომ უსაფუძვლოდ დასწამა ცილი და ყვიროდა.
-მოვდივარ ძმაო, მე შენგან თუ მინდა ერთგულება და ნდობა, ამას ჩემგანაც მიიღებ. მაგრამ იქ მისვლამდე კიდევ ერთმა ტყვიამ შეაჩერა შაკო და უგრძნობლად დაეცა გეგის სიახლოვეს. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მეგობრებს შორის ერთ მხარეს ჭირდება მეორე მხარის დახმარება. ნამდვილი მეგობრები ამას უთქმელადაც ხვდებიან ზოგიერთ შემთხვევაში და ხელს უწვდის გასაჭირში მყოფ მეგობარს და ის დარწმუნებულია, რომ საჭირო შემთხვევაში შენც იგივეს გააკეთებ. სწორედ ასე მოიქცა შაკო და ის მიქროდა მეგობრის დასახმარებლად, მაგრამ სამწუხაროდ ბრმა ტყვიამ ვეღარ შეაძლებინა მასთან მისულიყო და უგონოდ დაეცა. პოილიცია რომ მოვიდა, გეგის გარშემო მგლებივით შემოერტყათ რკალი და მას მორიგეობით ურტყამდნენ შეუბრალებლად. სწორედ ამ დროს პოილიციამ ალყა შემოარტყა სისხლის
მსმელ ბანდას და ყველა აიყვანა, გეგი და მიშო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გეგი სერიოზული დაშავებული იყო ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობებით, ოთხი ნეკნი ჩამტვრეული და მარჯვენა ხელიც მოტეხილი. ამ ყველაფერთან ერთად, სხეულზე ძლიერი და დაუნდობელი რტყმევისგან მრავლად ჰქონდა სისხლჩაქცევები. ორივე ერთ პალატაში იწვა და მიშიკო ორივეს დასტრიალებდა თავზე, მაგრამ სამი დღის შემდეგ, გამთენიის 6 სთ-ზე მიშო აპარატის წრიპინმა გამოაღვიძა და ფეხზე წამოხტა.შაკო წამოდგომას ცდილობდა, ერთი ჭრილობა მხარში ჰქონდა და მეორე ფეხში, ბარძაყის ძვალთან ჰქონდა ტყვია გაჩერებული და ოპერაცია დაჭირდა. ტკივილი არ ასვენებდა, ვერ ისვენებდა. მიშომ მივიდა საწოლთან და მკაცრდ უთხრა.
-ნუ წრიალებ ასადგომად, ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი.
-ჩემები, მიშო ჩემები როგორ არიან და სად არიან, მიაგნეს?
-ნუ გეშინია, ყველა კარგად არის. ისინი იმ დღესვე ვახომ წამოიყვანა იქედან და თავის სახლში ყავს ყველა, ასე რომ სანერვიულო არ გაქვს არაფერი. ხომ იცი, იქ უფრო დაცული არიან ისინი.
-მადლობა ღმერთს. თინი, თინი როგორ არის, ხომ არ დაჭრილა ისიც.
-ყველა კარგადაა, მაგრამ გეგი არის მძიმედ სასტიკად არის ნაცემი.
-ვიცი, მიშო ჩემი თვალით ვხედავდი როგორ ცემდნენ და ვერ მივედი ახლოს, თინი უნდა გამომეყვანა სამშვიდობოს და შენ რატომ დაგაგვიანდა?
-არ დაიჯერებ რომ გითხრა, საბურავმა მიმტყუნა და ლამის გადავიჩეხეთ მე და ელისო.
-ელისო იქ როგორ წამოიყვანე, შენ გააფრინე? ერთის გადარჩენას ვცდილობდით და მეორე მოიყვანე, ასეთი უაზრო ხარ?
-არ იცი რა ჯიუტიცაა? კამათის დრო აღარ იყო, ამიტომ მომიწია დავთანხმებულიყავი მის წამოსვლას.
-გული მტკივა მიშო.
-რატომ..................
-ადამიანის ამოცნობა შეუძლებელია და შეუძლებელია იმის დაჯერებაც, თუ რა
მოხდა იმ დღეს. გეგის თვალებით ნათქვამი ,,წადი''როგორ მოახერხა და მითხრა, თინი გამომეყვანა იქედან და თავად მგლების ხროვაში დარჩა.
-აი ესაა მეგობრობა და ძმობა რაც თქვენ სამმა გააკეთეთ ერთმანეთისთვის, მე ვიცოდი გეგი იქ რომ იყო.
-იცოდი? ორივე გაოცებულები უყურებდა ვახოს და ის კი ღიმილით შესცქეროდა ორივეს.
-მას ჩვენთვის არ უღალატია ეს ჩვენ შეთანხმებულად გავაკეთეთ, რომ გეგი მათ მხარეზე გადასულიყო, მაგრამ ყველაზე მთავარი რასაც თქვენ ხელს უწყობთ იცით რა არის? მიშომ
და შაკომ ერთმანეთს გადახედე და ერთხმად იკითხა ორივემ.
-რა?
-ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარულია და ნამდვილი სიყვარულის გარეშე შვილებო მეგობრობა წარმოუდგენელია.
-ყველა აიყვანეს?
-კი, იქ ვინც იყო ყველა აიყვანეს და შაკო იცი ვინ დაგეხმარათ შენ და თინის იქედან გამოსვლაში?
-ვიღაც ცდილობდა ჩვენს დახმარებას, მაგრამ ვერ გავარჩიე ნიღაბში ვინ იყო თან სიბნელეც იყო.
-ჯიმი, ჯიმი იყო ჯიმშელეიშვილი და მძიმედაა დაჭრილი.
-გადარჩება?
-დღევანდელი დღე იტყვის,გადარჩება თუ ვერა. ელისოსთან არაფერი არ თქვათ ჯიმის შესახებ.
-ზოგჯერ რაღაც უცნაური გზებით, მაგრამ მაინც ლაგდება ყველაფერი ცხოვრებაში. თქვა მიშომ.
-ადამიანები იცვლებიან, არა უფრო სწორად დრო იცვლება და ალბად როცა იღლება მორგებული როლის თამაშით თავიანთ ნამდვილ სახეს ამჟღავნებს, ხვდები რომ სულაც არ ყოფილა ისეთი საშიში როგორიც ყველას გვეგონა.
-ალბად ენით ვერასოდეს ვერ გადმოვცემ იმას, რაც გეგის თვალებში ვნახე. ღმერთო იმედია ახლა მაინც მოეგება ჭკუას ის ნაძირალა და ამ უაზროდ გამართულ ომს შეწყვიტავს. თქვა შაკომ სევდიანი ხმით.
-ჯერ კიდევ ბევრი რაღაც არის, რაც არ იცი ჩემო შაკო. ადამიანის შეცვლის იმედი არ უნდა გქონდეს შვილო, ნაგავი სადაც არ უნდა დაყარო,ყველგან ნაგავია. თქვა ვახომ.
-სახლში როგორ არიან, ძალიან ინერვიულეს?
-ყველა კარგად არის, შენები ჩემთან არიან თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთ, მე უნდა წავიდე და ისევ შემოვივლი.
-ახლა დავრწმუნდი მიშო რომ ფულით მართლა ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მაგრამ არა
ერთგულება, არა ღირსება, არა მეგობრობა და უფრო მთავარი, არა სიყვარული.
-ასეა ჩემო შაკო. ერთგულება არ არის თანდაყოლილი გრძნობა, ის მტკიცე გადაწყვეტილებაა.
-ჯიმის მოინახულებ? მე დავრწმუნდი, რომ ის ჩათრეული იყო ამ თამაშში უნებლიეთ და არა ნებით.
-არავინმა არ იცის რა მოხდა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შეცდომებს ყველა უშვებს ზოგი ძალიან სერიოზული შეცდომას სჩადის, ზოგი კი მცდარ ნაბიჯს დგამს, რამაც შეიძლება უფრო დიდი ცოდვა ჩაადენინოს თუ დროზე არ იქნება ზომები მიღებული. სიტუაციამ რომ სერიოზული სახე მიიღო გადაწყვიტა შეცდომის გამოსწორება, მაგრამ ვფიქრობ ძალიან დააგვიანდა. დაგვეხმარა და ამჯერადაც ეცადა მისი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ვინც უნდა აპატიოს, ის აქ არ არის. მე მიყვარს და ვაფასებ იმ ხალხს ვინც მეგობრის მოყვარულია და გაჭირვებულთათვის დაბადებული ძმაა. როდესაც რომელიმე ჩვენთაგანი შეგნებულად თუ შეუგნებლად ღვთის პრინციპებს არღვევს, გასაჭირში ვარდება მიუხედავად იმისა, ის ამას ხვდება თუ ვერ ხვდება, ხანდახან თვალი უნდა დახუჭო და ყველა წვრილმანის არ უნდა გამოეკიდო, მაგრამ არც ის იქნება სწორი, თვალი დახუჭო ყველაფერზე, სიტუაციიდან გამოსასვლელად კი არც განზე დგომა
იქნებოდა მართებული და მიზანშეწონილი.
-ზოგჯერ ყველაზე კარგია თუ აარჩევ დუმილის დროს.
-ზოგჯერ კი პირიქით, უკეთესია თუ რამ გვაქვს გულში ვთქვათ და გული გავინთავისუფლოთ. ამ საუბარში გათენდა კიდეც და ექიმმა მოინახულა ორი დაჭრილი, გეგის მდგომარეობა ისევ უცვლელი იყო და შაკო უკეთესობისაკენ მიდიოდა, რამოდენიმე დღე ისევ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა. მართლაც მეოთხე დღეს წამოდგა ფეხზე და გაიარ-გამოიარა და მოულოდნელად გეგის სუსტი ხმა გაიგონა.
-მათმა არ იციან, რომ შენ ცოცხალი ხარ და მე შენი სახელი ამიტომ არ მითქვამს. ვიცოდი შენ რომ იქნებოდი, ისიც ვიცოდი, რომ არცერთი არ ყოფილხართ იმ დროს სახლში და ყოველ შემთხვევისთვის ნუ დაენახვები მათ. ვინ იცის, შეიძლება კიდევ გამოგადგეს შენი მეორე ქვეყნიდან მოულოდნელი დაბრუნება. უნდოდა გაეცინა გეგის მაგრამ ყბები ტკიოდა და ვერ ახერხებდა სიცილს. გაუხარდათ გეგის დაბრუნება და ვახოს დაურეკეს.
-გეგი გონს მოვიდა ძია.
-ძალიან გამახარე, მალე ფეხზეც დადგება.
-იქით რა ხდება, ახალი არაფერია?
-ჯერ არა არაფერია სიახლე, გარდა იმისა რომ ახლა ჩემს ფინანსებს იძიებს, საიდან და როგორ მართლა არ ვიცი და მაოცებს ეს კაცი ყველა მის გადადგმული ნაბიჯით.
-მერე არაფერს მოიმოქმედებ?
-არა, რადგან ჯერ მჭირდება მიშო მან ძალიან ბევრი რამ იცის.
-შეიძლება გამიბრაზდე, მაგრამ ჯიმი უნდა ვნახო. არ გამოდის ძია, მან ჩვენ მოგვეხმარა.
-გააკეთე რაც და როგორც ჩათვალო საჭიროდ. ძალიან არ მინდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად მან ჩვენ მოგვეხმარა და რაღაც კარგი მაინც გააკეთა. დააგვიანდა ამ კარგის გაკეთება, მაგრამ დანაშაულის გამოსწორება არასდროს არ არის გვიან.
-კარგი, საღამოს მოვალ და სახლში ვისაუბროთ. შემდეგ შაკოს მიუბრუნდა და უთხრა.
-შაკო ცოტა ხნით გავალ და მალე მოვალ, ჯიმი უნდა ვნახო. შაკომ თავი დაუქნია და პალატიდან გასვლისას ის გეგიმ შეაჩერა.
-მიშო ვიდეო კამერები, ჯიმის გაუთიშია იმ შენობაში და შემდეგ წამოვიდა თინის და შაკოს დასახმარებლად, ამიტომ არ იციან და ვერ გაიგეს ვინ იყო შესული თინისთან და ვინ შეაღწია იქამდე.
-მიტომ გცემდა ყველა, რომ არ გაამხილე და შენ იცოდი ჯიმი იქ რომ იქნებოდა.
-თინი რომ მოიყვანეს, ლამის გული გამიჩერდა და ჯიმის უთხარი, ფიქრის დრო არ იყო და ჩვენ ერთად დავგეგმეთ ყველაფერი და გამოგვივიდა.
-კი გამოგვივიდოდა, რომ არ ჩარეულიყო პოლიცია დროზე, არც შენ იქნებოდი ცოცხალი დღეს, არც შაკო და არც ჯიმი.ზოგჯერ როცა ასეთ დიდ საქმეს ეჭიდები, უნდა გაენდო ვინმეს გეგი ბავშვი ხარ ეს რომ ვერ გათვალო? უსაყვედურა მიშომ და პალატიდან გავიდა. იმავე სართულზე იყო ჯიმი და მალე მიაგნო, ფრთხილად დააკაკუნა და ნელა-ნელა შეაღო პალატის კარი და საწოლს ფრთხილი ნაბიით მიუახლოვდა.
-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი და სანამ საუბარს დავიწყებთ ერთი სათხოვარი მაქვს, ამ საუბრის შესახებ არავინ არ იცოდეს. არ გეკითხები დამეხმარები თუ არა, პირდაპირ გეუბნები, გამოაღე ეს უჯრა და იქ ორი კონვერტი დევს, ისინი შენ შეინახე და თუ რამე დამემართოს, მიხვდები ვის უნდა მისცე ისინი.
-მისამართი?
-ყველაფერი იქ წერია, გთხოვ მიშო ეს გამიკეთე კაცურად.
-ყველაფერი მალე დასრულდება ჯიმი და აქ მადლობის სათქმელად მოვედი. რაც იმ ღამით გააკეთე ეს შენ არ გევალებოდა, მაგრამ ჩვენს გამო რისკზე დაუფიქრებლად წახვედი. იმედია მალე დასრულდება ეს უაზრო ომი, დასრულდება და ყველა დავისვენებთ ამ დიდი დაძაბულობისაგან, კანონი ჩვენს მხარეს არის.
-არ არის საჭირო მადლობა მიშო მე ის გავაკეთე, რაც სწორი იყო და კანონიერი.
კანონი კი მის მხარესაა, ვისაც აქვს ფული, ბევრი ფული მიშო. მე კი აქ აღარ ვიქნები, ეს საქმე რომ დასრულდება. მიშო მშობლები, ზოგჯერ მშობლებიც ძალიან სცდებიან შვილების აღზრდაში. პატარა ბავშვს ყველა მისი ახირება არ უნდა აუსრულოს მამამ, საჭიროა ზოგჯერ მკაცრად დასაჯო ბავშვი, რომ შემდეგში არ გაიმეოროს იგივე, რომ მისგან მოფერება ზედმეტებში არ გადაიზარდოს და არ გაყოყოჩდეს. ალბად შემეკითხები, რამ გამოიწვია ჩემი ცხოვრების გზიდან აცდენა? იმ ქუჩაზე სადაც მე ვცხოვრობდი ბავშვობის წლებში, ყოველთვის იყო კაი ,,ბიჭების ბირჟა'' შეიძლება მართლა ბევრი რამ ისწავლო ქუჩიდან, თუმცა არის ისეთებიც პატიოსან ცხოვრებას რომ ასცდება, ისე რომ ვერც ხვდება როგორ. ქუჩა ჩემო მიშო ნარკოტიკივითაა, რომელიც მიგიზიდავს და თანდათან შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. მეც ოჯახის ერთადერთი და გათამამებული არა, ძალიან გატუტუცებული ბავშვი ვიყავი ყველასგან და ასე უაზრობაში ნელა-ნელა დამეკარგა ბავშვობის საუკეთესო წლები და წამები, რომელიც აღარ განმეორდება. გონება რომ გამინათდა და მივიხედ-მოვიხედე გვიან იყო, მე აღმოვჩნდი ქუჩის ჭაობში და ერთი სიტყვით ჩემი დილა ქუჩით იწყებოდა და ქუჩაშივე მთავრდებოდა. ჩემს მშობლებს ამაზე რეაქცია არ ქონდათ და ჩემს გაფუჭებულ საქმეებს ყოველთვის ფულით აგვარებდნენ, ისეთი გატუტუცებული ვიყავი, რაც მინდოდა მიშო იმას ვაკეთებდი და სადაც მინდოდა იქ მივდიოდი. არ მინდოდა და ბევრჯერ ავუარე გვერდი, მაგრამ მაინც გავხდი ნარკომანი, იმ დროს მეგონა ამასაც კარგს ვაკეთებდი და თავი მომწონდა, მე ხომ კარგი ცხოვრება მქონდა ძვირადღირებული მანქანა, კარგი სახლი, კარგი ვილა, გოგოები ყოველ დღე სხვადასხვა და რამდენი ადამიანია დღეს რომ ოცნებობს ოჯახი როგორ გამოკვებოს და ღამით მშვიდად დაიძინოს, მე კი პირიქით ვიყავი მიშო. ფულს ისე ვხარჯავდი არც ვითვლიდი და ერთ დღეს კაიფიდან რომ გამოვედი, დავფიქრდი ამას რისთვის ვაკეთებდი და შევეცადე ცხოვრება შემეცვალა, მაგრამ იმდენად ვიყავი ჩათრეული უკვე ამ სიბინძურეს, ძალიან გამიჭირდა. ერთ დღეს
გოგონა დავინახე, მას ისეთი სუფთა თვალები ჰქონდა, ისეთი სუფთა იყო, შემეშინდა, რომ მიუახლოვდე ჩემი სიახლოვით არ დავაბინძუროთქო, მაგრამ მან თავად გამიღიმა. ის თვალებში მიყურებდა და მეგონა ის იქ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას კითხულობდა, ის ფსიქოლოგი აღმოჩნდა და შემომთავაზა მასთან მევლო კურსებზე. გადავწყვიტე ცხოვრების შეცვლა და ზუსტად 1 წელი და 4 თვე ვიარე, უნდა ვაღიარო რომ მე მან გადამარჩინა და სიცოცხლისკენ შემომაბრუნა. მიხაროდა ცხოვრება, მაგრამ კურსების დასრულებიდან რამოდენიმე დღეში მე ის გოგონა აღარ მინახავს, გაქრა ისე უცებ, როგორც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. გული დამწყდა, მაგრამ ამდენი ბრძოლის შემდეგ ქუჩას გავერიდე, აღარავარ ქუჩის ბიჭი, მაგრამ ახლა სულ სხვა ჭაობში აღმოვჩნდი და სხვისი მარიონეტი გავხდი.როცა დავფიქრდი და თამაშიდან გასვლა მოვინდომე აქაც დამაგვიანდა, ახლა კი აზრი აღარ აქვს მე დავკარგე ის სიყვარული რომელიც მართლა მიიღო გულმა და გულით შეიყვარა, თუმცა მე ვერ გავუფრთხილდი ამ ნაზ გრძნობას, ვერ დავიცავი. შევცდი და მწარედ შევცდი. ვნანობ, მიშო ძალიან ვნანობ დღემდე ჩემს შეცდომას. ჯიმიმ ყველაფერი რაც ტკიოდა, რაც კი გულში ჰქონდა ტკივილად ყველაფერი მიშოსთან თქვა და თითქოს გული დაიცალა. შაკოც ისე შესულიყო და უსმენდა ჯიმის არცერთს არ გაუგია მისი იქ შესვლა ორივე იდგა და გაოცებულები უსმენდნენ ჯიმის საუბარს.
-ახლა კი მთავარი უნდა გითხრათ, როგორც ვიცი საბუთები უკვე თქვენს ხელშია, მაგრამ  ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ღამინდელი ვიდეო არის. შაკო შენ არავის დაუნახიხარ იქ იმ ღამეს ვიდეოსთან მე ვიყავი, შემდეგ აი ამ ფლეშკაზე გადმოვიტანე რაც საჭირო და აუცილებელი იყო და იქ ყველაფერი გავანადგურე ესეც მიამატეთ იმ დანარჩენ მტკიცებულებებს. აი ეს კი თუ ოდესმე სასამართლომდე მივიდეს მასზე საქმე,ეს რამოდენიმე ფლეშკა შეინახე მიშო იმ დღემდე და არავის არ ანდო, პირადად მოსამართლეს მიეცი და თავზეც დაადექი, არ მისცე ამოსუნთქვის საშუალება სანამ ბოლომდე არ ნახავს ყველაფერს.
-თუ ასეთი მნიშვნელოვანია, რატომ არ გამოიყენე შენი თავის დასაცავად და შენი სიცოცხლის გადასარჩენად მის წინააღმდეგ. ჯიმიმ ჩიცინა და უთხრა.
-მე გურამის ძალიან ბევრი გაკეთებული ბინძური საქმეები ვიცი, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობ და ამიტომ, ის მე მაინც მომიღებს ბოლოს მიშო. ის ისეთი არამზადაა ამ ყველაფერს გაანადგურებდა, ჩემს მკვლელობას კი ჩაფარცხავდა ისე როგორც სხვებს. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და თუ ოდესმე ვერ მოვახერხე პირადად ვუთხრა პატიება ელისოს გადაეცი, რომ ის მე მართლა შემიყვარდა, შავი გულით მაგრამ ნამდვილი სიყვარულით. მე ჩემი საქმე დავასრულე ბიჭებო, ახლა კი თქვენზეა ამ წურბელას მოშორება საზოგადოებისთვის და საქმე თქვენ მიიყვანეთ ბოლომდე და დაასრულეთ. მიშო მგელი არ კბენს მგელს, მაგრამ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, ამიტომ ჩვენ ცხოველური ჯიშისანი ვართ და მე ჩემით დავამტკიცე, რომ ადამიანი ადამიანისთვის ,,მგელია'' კერძოდ მგელი თავის მოძმეებს არ წირავს, ჩვენ კი ადამიანები მხოლოდ ჩვენ გვქონდეს ყველაზე ბევრი ქონება არც ვუფიქრდებით ისე ვწირავთ ადამიანების მოდგმას. მიშომ ჯიმის უხმოდ დაემშვიდობა, ორი კონვერტი გულის ჯიბეში ჩაიდო და პალატიდან გავიდა ძალიან დადარდიანებული და დაფიქრებული, მაგრამ სანამ კარს მიკეტავდა ისევ შემოესმა ჯიმის ხმა.
-დამიჯერე მიშო ნანახით გაოცებული მოსამართლე, უსიტყვოდ გამოუტანს განაჩენს და გპირდებით რომ ეს განაჩენი იქნება ,,სამუდამო'' პატიმრობა.მადლობა რომ მოხვედით და მომისმინეთ, თქვენ ორივე ამ საქმის ბოლომდე მიყვანით და ამ უაზრო ომის დასრულებით ჩემი შვილის, ჩემი ანასტასიას მომავალს გადაარჩენთ. მე კი გემშვიდობებით, ვიცი რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა
-ეს როგორ, არაფერს გააკეთებ?
-არა, დაე იყოს ისე როგორც არის დაწერილი უფლისგან ან სიცოცხლე ან სიკვდილი.
სულის ტკივილი იცით რა არის? მის მოლოდინში რომ ხარ და ელოდები,ელოდები და წამებს ითვლის.ამ ლოდინში კი სული ბორგავს, გული კი კვნესის და რომ ვერ უხერხებ გაყუჩებას მის ნებაზე უშვებ, იქროლოს მტკივნეულად სულში და ოდესღაც დაწყნარდება თავად ტკივილი. თინის თვალზე ცრემლი გულს უკლავდა და უნდოდა უკან დაებრუნებინა დაკარგული წამები რატომ, რატომ დაუგო ბედმა მახე, რატომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვისი ცრემლი არად უღირთ, არ განუცდიათ თავად ტკივილი და ამიტომ არ ესმით სხვისი წუხილი. არსებობენ ადამიანები,რომლებსაც თავის თავის გარდა და თავიანთი ეგოისტობის გარდა, სიყვარულის უნარიც კი არ გააჩნიათ. სულში თუ არ შეაღწია ცრემლის გოდებამ და ეს ყველა ტკივილი თავად არ იგრძნო გულით, სული არ აუტირდა და აუკვნესდა, ვერასოდეს ვერ გაიგებს უცხოს ვერც ტკივილს და ვერც წუხილს.
-შიშისა და დიდი ტკივილის შემდეგ, მე ყველაზე ბედნიერი მგონია ჩემი თავი. საოცარი და სასიამოვნო განცდა, ახლა რომ ისევ თქვენს გვერდით ვზივარ და თქვენ გიყურებთ. თქვა აცრემლებულმა თინიმ რომელიც პლედშემოხვეული იჯდა მისაღებში და ხელში ცხელი ჩაის ფინჯანი ეჭირა.
-არასოდეს მიფიქრია,ოდესმე თუ ასეთ სიტუაციაში მოვხვდებოდი, მე მეგონა ვერავინი ვერ მომერეოდა ვერასდროს და მთელ ჩემს შესაძლებლობლებს გამოვიყენებდი, მაგრამ თვალი რომ გავახილე და რეალობის წინ დავდექი დავიბენი, ძალიან დავიბენი.
-დაწყნარდი, ახლა მშვიდად იქნები.ემოციები აღარ არის საჭირო, ყველაფერი უფლის ნებით კარგად დასრულდა უბრალოდ ჩავთვალოთ, რომ ცუდი სიზმარი იყო საყვარელო და უკვე გაიარა.
-ჩემზე, ჩემზე იყო ყველას სიცოცხლე დამოკიდებული. ბევრი რამ ამომიტივტივდა თავში, მაგრამ მაპატიე ძია ვახო ვერ გავბედე, ვერ შევძელი მგლებს შიშველი ხელებით შევრკინებოდი.
-ჩუუუ, შენ ძალიან ბევრი რომ გააკეთე, იმიტომ დაგემართა ეს და გპირდებით ყველას, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი. ელისომ თინი თავის საძინებელში აიყვანა, ცხელი აბაზანა მოუმზადა აბანავა კიდეც და შემდეგ თბილად ჩააწვინა თავის საწოლში. ეფერებოდა თმებზე და ამ ფერებაში თინის ჩაეძინა.
-ვიცი და დარწმუნებული ვარ ძალიან გაგიჭირდა. შეძლეს, შენი სულის ტკივილიც შეძლეს, რომ შეგხედე შენი თვალების სიღრმეში ამოვიკითხე შიში და უზარმაზარი ტკივილი. გათამამდი საყვარელო, დღეს მიშომ შენი დაკარგვის უზარმაზარი შიში განიცადა და რომ დაგინახა, მას შემდეგ ამოისუნთქა თავისუფლად. შენ ისევ ჩვენთან ხარ, ჩვენს გვერდით. ყველაფრის ტკივილი უსიამოვნო ტანჯვაა, არ აქვს მნიშვნელობა ის ტკივილი ფიზიკურია თუ სულიერი. ხანგრძლივი ტკივილის დროს იცვლება გულის ფეთქვა, მატულობს წნევა, სისხლის პორმართა კონცენტრაცია უჭირს და ფართოვდება თვალის გუგები. დღეს ეს ყველა ჩამონათვალი დავინახე ჩემი თვალით მიშოს სახეზე. ბედნიერი ხარ საყვარელო და მადლობა, ჩემი მიშო რომ ასე გააბედნიერე. ეს მე ძალიან,ძალიან მიხარია. ჩაძინებულ თინის შუბლზე თბილი ამბორი დაუტოვა და წამოდგა, კომპიუტერი ჩართო და გულმა ჯერ ნელა-ნელა და შემდეგ ერთი შემოტევით დაიწყო ცახცახი და ლამის ცუდად გახდა, როცა ჯერ წერილი ჩაიკითხა და შემდეგ ახალმა შეტყობინებამ რეალობაში დააბრუნა. გახსნა ხელის კანკალით ახალი შეტყობინება და კითხულობს.
-ელი როგორ ხარ, რატომ არ გძინავს. საქართველო ხომ წინ არის ჩვენს დროსთან შედარებით და ახლა მანდ ძალიან გვიან არის.
-როგორ მიხვდი, რომ არ მძინავს? დაიბნა ელისო. ჯერ სიცილის სმაილები და შემდეგ შეტყობინება მოუვიდა.
-პირველი, თუ გძინავს როგორ მპასუხობ და მეორე, რომ გეძინოს პირველივე შეტყობინებაზე არ მიპასუხებდი.
-მართალი ხარ, დავიბენი უცებ. თავად, რატომ არ გძინავს?
-სუნი მეცა შორიდან, რომ არ გძინავს და რატომღაც ვიგრძენი რომ რაღაც გაწუხებს, ვერ ისვენებ, ვერ ხარ კარგად.
-ასე კარგად გამიცანი უკვე?
-ნაწილობრივ, მგონი შეგიცანი და არა გაგიცანი.
-ექიმო, თქვენი შეტყობინება წავიკითხე და ძალიან გამეხარდა. ყველაზე უფრო, ის რომ ჩამოსვლას აპირებთ.
-მართლა გაგიხარდა ელი ჩემი ჩამოსვლა?
-რატომაც არა? უთხრა გულუბრყვილოდ და თვალებში ბედნიერების ვარსკვლავმა გაიბრწყინა. არ დაუნახავს, მაგრამ იგრძნო ეს ბედნიერების სხივი ხრისტომ და თავადაც ბედნიერებით აევსო გული.
-მიხარია ასე რომ გაგახარე, მხოლოდ მითხარი 8 მარტი რა დღესასწაულია თქვენში?
-ოოო, ეს დიდი დღესასწაულია. ეს დღე ქალთა დღეა, დიდებული დღე მამაკაცები ყვავილებს ჩუქნიან მანდილოსნებს და იმ დღეს ჩუქნიან უზარმაზარ სიყვარულს თავიანთ მანდილოსნებს. გულიდან წამოსული სიტყვები შემოესმა და ძალიან თბილად მოხვდა თავის გულსაც ელისოს სიტყვები, ჩაიღიმა და ელისოს უთხრა.
-ხოდა სწორედ 8 მარტისთვის მინდა მანდ მეც ვიყო.
-გელოდები, მე აქამდეც გელოდებოდი და ხედავ, თურმე შემძლებია ლოდინი.
-მართლა? იცი, დღეს შენი თმების სურნელი ჰქონდა ნაწვიმარ მიწას, მაგრამ ქარმა, იმ საზიზღარმა ქარმა გამიფანტა ის სურნელი.
-ტყუილად არ გაუფანტავს ექიმო, ჩემს სურნელთან ერთად შეზავებული თქვენი სურნელიც აქ მომიტანა.
-ხოოოო, ხოდა შემოიხვიე შეზავებული სურნელის მანტია და გაგათბობს. უკვე გვიანია და დაისვენე, მე კი შენს ძილს ვუდარაჯებ. მინდა შენს სუნთქვას ვუსმინო, მე მაინც შენ საჩუქრად გამოგატანე ჩემი ძილი უჩუმრად.
-მართლა და აქამდე ჩემთან იყო?
-მართლა ხო. რაც შენ წახვედი ჩემგან, გეფიცები შენთნ იყო, დიახ ეს ასეა. რამდენი თვეა არ მიძინია, ახლა კი უნდა ვაღიარო, რომ ამ თვეების მანძილზე, დღეს პირველად დავიძინებ გემრიელად.
-ტკბილი ძილი ექიმო და მალე შეხვედრამდე.
-მალე შეხვედრამდე ჩემო.
სიზმარი ადამიანის ქვეცნობიერების მოგზაურობაა, საყვარელ ადამიანთან მცირე დროით საუბარმა კი უდიდესი ბედნიერება შეჰმატა, გაბადრული შეუწვა თინის საწოლში და დილამდე ტკბილად ეძინა. სიზმრებში დაჰქროდა ღიმილიანი და ბედნიერი საყვარელ ადამიანთან ერთად და მთელი დღე მზეში ყოფნამ ძალიან შეაწუხა, აწრიალდა, ხან აქეთ გაიხედა, ხან იქით და მზისგან შეწუხებულმა იფიქრა დავემალები მზესო და რამდენიმე სალტეს გაკეთების შემდეგ მისდა გასაკვირად უეცრად იატაკზე აღმოჩნდა რამაც სრულიად გამოაფხიზლა და მისი საამური სიზმარიც გაქრა. ხმაურზე თინის გამოეღვიძა და გაკვირვებულმა ზემოდან დააჩერდა ელისოს რომელიც ცივ იატაკს ჩახუტებოდა და გულიანი კისკისით აავსო ოთახი. საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ იატაკზე იჯდა ნახევრად შიშველი და თინის შესცქეროდა მადლიერი თვალებით. გაუხარდა წინა დღის რთული და დატვირთული დღის შემდეგ რომ შეძლო გაცინება და მის გემრიელ სიცილზე თავადაც ბევრი იცინა, მათ ხმაურზე  და სიცილზე ახლად გამოღვიძებულმა მიშომაც შემოგლიჯა საძინებლის კარები და გოგონებს თავზე დაადგა, მაგრამ ელისოს რომ შეხედა თავადაც გაეცინა.
-ელისო მანდ რა დაგეკარგა, რას ეძებ საყვარელო. კითხა ირონიულად.
-ვაი გვერდებიიი, გადმოვარდი იდიოტო რას უნდა ვეძებდე. თქვა ელისომ და  თინის შეუწვა გაჭირვებით, თან მიშოს დაცინვაც დაიმსახურა.
-ძალიან დამაინტერესა, რა სიზმარი ნახე ძირს რომ გადმოვარდი.
-ყოველ შემთხვევაში, შენისთანა უჟასი არ დამსიზმრებია,მე უფრო დახვეწილი, სიკეთით, სათნოებით და სიყვარულით სავსე ადამიანი დამესიზმრა.
-აჰა, ესე იგი, მე უჟასი ვარ და ის დახვეწილი თან კიდევ ყოველი მხრიდან დადებითი თვისებებით შემკული?
-მაააშ, არ იცოდი? საინტერესოა რატომ გაგიკვირდა ასე სიმართლე?
-კარგი, აწი გეცოდინება შედარება როგორ უნდა გააკეთო. საწოლს მიუახლოვდა წარბების თამაშით და საბანი გადააძრო იმ წუთში შეწოლილ ელისოს და მისი ძლიერი მკლავებით წამოაგდო საწოლიდან. ახმაურდა სახლი და ელისოს კივილმა ყველა ფეხზე დააყენა, წინა დღეების ნანერვიულებს გული ლამის დაუსკდათ. პირველი ვახო და შაკო გამოვარდნენ იარაღით ხელში ოთახებიდან და მიშო რომ დაინახეს მხარზე ელისო ყავდა გადადებული, ჯერ გაბრაზდნენ მაგრამ შემდეგ ღიმილი შეეპარათ ღაწვებზე. ვახომ ხელი ჩაიქნია და ისევ თავის საძინებელში აპირებდა შესვლას ელისომ რომ დაუკივლა.
-მამააა სად მიდიხარ, ახლავეს მობრუნდიიიი. ვახო იდგა და ეცინებოდა მიშოს მხარზე მეშოკივით გადაკიდებულ ელისოს რომ უყურებდა.
-რა გაცინებს, რას დამდგარხარ და მომჩერებიხარ, მიშველე ამ ველურს წაართვი ჩემი თავი, სად მიგყავარ ველურო.
-როგორ თქვი, უჟასი ხარო? ხოდა უჟასებმა არ იციან შებრალება. უთხრა მიშომ და ელისო აბაზანაში შეაგდო, წყალი მოუშვა და ერთიანად გაწუწა.
-არ გამიშვა ხელი ფეხი მისრიალობს იდიოტო, ხელი მაინც მომკიდე და არ გამიშვა თორემ ტვინს დავასხამ ძირს. მიშომ ვერ მიუხვდა ელისოს ეშმაკობას და სულ ცოტა ხანში ისიც ვანაში აღმოჩნდა ელისოს გვერდით.
-გაზაფხული შემოვარდა სახლში შენთან და შენს სიგიჟეებთან ერთად მიშკა.გილოცავ დღეს პირველი მარტია და ვინც მოტყუვდა ბატია. კისკისებდა ელისო.
-სულელი ხარ, სულელი.ყვიროდა მიშო და ელისო კიბეებს სიცილით მიუყვებდა. მიშოს შაკო დაადგა თავზე და უთხრა.
-მეტი მოგიხდება, უნდა ჩაგგუდო ახლა მანდ მართლა ველური ხარ მთელი სახლი ფხზე დააყენე დღეს. ელისო სიცილით შევიდა თავის ოთახში სულ სველი, მაგრამ ბედნიერი.
-რა მშვენიერი დილაა, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვარ ასეთი ბედნიერი. თინის ცრემლები დაედინა სახეზე და ელისომ გაოცებულმა უთხრა.
-რა გატირებს საყვარელო?
-ელო თავს ვერ ვიკავებ და ცრემლები თავისთავად მომდის, ვტირი რადგან ცოტა ხნის წინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში. დღეს კი რა ბედნიერი დილაა, სიცოცხლით და ხალისით სავსე. ელისოს გაეცინა თინის გულუბრყვილობაზე და უთხრა.
-გინდა ხასიათი გამოგიკეთო?
-გისმებ საყვარელო, მოხდა რამე?
-მოხდა, წუხელ ჩემს ექიმს ვემესიჯე და იცი რა მითხრა?
-მართლა? რაო, რა გითხრა. თინიმ ცრემლი მოიწმინდა ელისოს სიხარული მასაც გაუხარდა.
-გადაწყვეტილება მიიღო რომ საქართველოში ჩამოვიდეს.
-მართლა? ოჰოჰოოო, გავიცნობთ აბა ბერძენ მაჩოს ახლოდან, ვნახოთ ერთი რა ჩიტია ასეთი რომ გადაგრია და ძილიც კი დაგიფრთხო.
-არ გედავები იმაზე, არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარება არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს უბრალოდ გრძნობის სიძლიერეა. რაც გავაანალიზე ჩემს თავში თუ რა მოხდა და როგორ შემოვარდა ეს ექიმი ჩემში, ყურს ვუგდებ ჩემს შეგრძნებებს და უკვე ღრმად არის ეს პიროვნება ჩემს გრძნობებშ, .ცხოვრებაში შანსი მხოლოდ ერთხელ გვეძლევა და მე შანსი არ მჭირდება ის შანსის გარეშე შემოვიდა ჩემში ისე თითქოს საყვირით მიმახარობლა აქ ვარო. უნდა წარმოიდგინო, რომ ის შენი ანარეკლია და შენ კი მისი. თინა იცი რა არის სიყვარული, შეგიძლია ახსნა ეს გრძნობა? ამ დროს მიშო შედიოდა ოთახში, მაგრამ ფეხი შეიჩერა და კარებთან დადგა, რადგან აინტერესებდა რას იტყოდა თინი ამ
გრძნობის შესახებ და როგორ ხსნიდა ის სიტყვა ,,სიყვარულს''.
-იცი ელო ამ სიტყვის ახსნა არც თუ ისე იოლია, ეს სიტყვა საუკუნეების მანძილზე, თვით მეცნიერებმაც კი ვერ ახსნეს და ვერ შეისწავლეს. მე კი მგონია, რომ როცა ვიღაც გიყვარს სამყარო სულ სხვანაირი გეჩვენება, ამ ქვეყნად არაფერი არ გწყინს და შენს გარშემო ყველაფერი გიხარია. გრძნობ რომ ის ადამიანი შენთვის მზეა, შენ კი მის გარშემო ბრუნავ. ის გათბობს და გეალერსება მისი სხივებით, ხშირად ფიქრობ მასზე და ის შენი ღამის სიზმრის სტუმრად მოსვლასაც არ იზარებს. რაც ყველაზე მთავარია, მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და გგონია, რომ მის გარეშე ვერ იარსებებ, სუნთქვაც კი გაგიჭირდება. სიყვარული ხშირ შემთხვევაში ჩვენზე ძლიერია თუ მას შენგან დაცვა დასჭირდა. შენ უბრძოლველად არ ნებდები არ ტოვებ ბრძოლის ველს და ბრძოლობ ბოლომდე შენი გრძობების და შენი სიყვარულის დასაცავად, ისეთი ძლიერი ხდები გგონია მთებსაც კი გადადგამ თუ დააგვიანდა შენი მოკითხვა ამ დროს ყველაფერი კარგი გავიწყდება და მუდამ ცუდს ფიქრობს ტვინი და სამყარო შენს ირგვლივ წყვეტს არსებობას, მხოლოდ შენს თვალებში მის სახეს ხედავ და გესმის ყველგან მისი ხმა. გახსენდება მისი კოცნა და ფიქრობ, რომ ამ დროს შენ ყველაზე უბედური ადამიანი ხარ და ტირიხარ, მაგრამ სიყვარული კი ამ დროს უფრო მატულობს და გრძნობა იზრდება, ის არასოდეს არ კარგავს თავის პირვანდელ მდგომარეობას და არ ხუნდება. გულწრფელი სიყვარული ყველაზე ლამაზია ის ყველგან და ყველაფრისგან განსხვავდება, პირველი სიყვარულის დავიწყება, გულით რომ გიყვარს უზომოდ ძნელია. ძნელი კიარა შეუძლებელია. ყველაფერი ახალია შენში, შენთვის პირველი ცრემლი სიყვარულისთვის, ისიც ახალია. პირველი სიხარულიც ახალი, მისგან მიღებული პირველი სითბოც ახალია და ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი კოცნაა დაუვიწყარი.
-თინი..........................
-გახსოვდეს ძვირფასო, ძლიერი სიყვარული შენგან არასოდეს არ მიდის და ის ყოველთვის შენთან არის, შენშია. თინის სიყვარულის ახსნა, მიშომ დაასრულა და თინის თვალებში ჩახედა, შემდეგ ელისოს გახედა და უთხრა.
-რაო, ელისო შეყვარებული ვართო?
-საიდან მოიტანე. შეუბღვირა ელისომ.
-ისე ჩამოაყალიბებინე თითოეული დეტალი, ასე მე რომ მომენდომებინა მე ვერ ავუხსნიდი სიყვარულს ჩემს თინის.
-ჯუნგლებმა არ იციან სიყვარულის ახსნა, ამიტომ რაც არ უნდა ეცადო მაინც ვერ ახსნი.
-როგორც ვატყობ კიდევ გინდა ცივი აბაზანის მიღება.
-არც გაბედო და არ მომიახლოვდე. ცივად უკივლა მისკენ წასულ მიშიკოს და თან სამჯერ ზედიზედ დააცემინა.
-ოხ,ოხ,ოხ,ფაქიზო გაგვიცივდა.
-ელო ჩაწექი და ცხელ ჩაის მოგიტან. უთხრა თინიმ და სამზარეულოში გაიქცა, სულ ცოტა ხანში დაბრუნდა ცხელი ფინჯანით ხელში და მიშოს მიუბრუნდა გაბრაზებულმა.
-რა ცხოველი ხარ,ახლა ამის გაცივება იქნებოდა?
-სულ ცოტა ხნის წინ არ ვიყავი ცხოველი და რა ხდება, რატომ ევლები ფაქიზოს ასე თავზე თუ გაცივდა რძე გაუშრება და აღარ ექნება? თქვა და ხმამაღალი ხმით გადაიხარხარა.
-მიშო რა დღეში ხარ, ექიმი ჩამოდის სარვამარტოდ აქ იქნება.
-ოოჰ, ოჰ, ოოო, ჩვენმა მაჩომ გვიკადრა და ჩამოდის, იციან ქვემოთ? შეეკითხა ელისოს.
-დამაცადე რომ მეთქვა, უაზრო. შეუყვირა ელისომ.
-შენ ხმას ნუ უწევ ჩემთან, ეს ერთი და მეორე დილით რომ შემოვედი წყნარად, არეულობის გარეშე რატომ არ მითხარი მართლა უაზრო რომ ხარ. თავი რატომ გამბია, მხოლოდ ქუდისთვის? მიშომაც არ დააკლო ელისოს და მისი ომახიანი ხმით  შეუყვირა.
-გაეთრიე ჩემი ოთახიდან და ჩემს წინაშე ნუ კაცობ, იდიოტი.
-გაგაჩუმო?
-არ მომეკარო მანიაკო. თინიმ ძალით გააგდო ოთახიდან მიშო და ელისოს თავზე დატრიალებდა. ელისოს სიცხე ჰქონდა და ვერ მიწერა ექიმს, მაგრამ გამთენიისას როცა სიცხემ დაუწია, კომპიუტერს წაუწია ხელი და პირველი რაც ნახა, წერილები იყო, მაგრამ არ ჰქონდა წერის თავი და არაფერი არ მიწერა იმ წუთში კი ახალი შეტყობინება მოუვიდა.
-ელი რატომ არ მომწერე დღეს, შეიცვალა რამე და გადაიფიქრე ჩემი სტუმრობა?
-არა, რას ამბობ, სიცხე მქონდა და ვერ მოგწერე ახლაც სიცხიანი ვარ, მაგრამ უფრო უკეთ ვგრძნობ თავს.
-გაცივდი?
-ჩემმა უაზრო და  ველურმა მეგობარმა წყალში დამასველა.
-ახლა ის ველური მეგობარი, სად არის?
-ძინავს მის საძინებელში. იცი? ძალიან გაუხარდათ ჩემებს თქვენი ჩამოსვლის შესახებ, რომ უთხარი ჩემებს.
-სასიამოვნოა ამ შეტყობინების წაკითხვა თუ რამე პრობლემაა არ მოგერიდოს ელი მე გაგიგებ და სხვა დროისთვის გადავდოთ სტუმრობა.
-არა, როგორც გაქვს ჩაფიქრებული ისე იყოს ჩვენ ყველა გელოდებით.
-მადლობა, ელი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.
-ეს სულ მალე, სადღაც რაღაც 7 დღეშია.
-დიახ, 7 დღეშია და შევხვდებით ახლოდან ერთმანეთს, ახლა დაისვენე სიცხიანი ხარ.
-მშვიდობიანი დილა ექიმო. ეგონა ხრისტომ გათიშა და გავიდა მისი გვერდიდან და უფრო გაბედულად დაიწყო წერა.
-მე ძალიან მეშინია ვთქვა სიტყვა ,,მიყვარხარ''. მითქვამს ეს სიტყვა დიდი სიხარულით და დიდი ბედნიერებით სავსეს, როცა ჩემს ირგვლივ ფერადი ფერები ჭარბობდა, მაგრამ ის ფერები უეცრად გაუფერულდა და ახლა კი მხოლოდ ამას გეტყვი.
,,არ შემცივდება არასდროს, რადგან ვცხოვრობ იქ სადაც შენი გულია, შენს გულში კი მე ვგრძნობ რომ მუდამ გაზაფხულია. მადლობა უფალს, რომ მე თქვენ გაგიცანით, მადლობა იმ ლამაზი დღეებისთვის ეს ჩვენი ნაცნობობა ჩემთვის ღვთის ნაჩუქარი სასწაულია. ელისო წერილს წერდა და თან მის სახეზე გზა გაიკვლა დაუკითხავად მლაშე ცრემლის სითხემ.
-როგორ მინდა ახლა მოგეფერო, დაგამშვიდო და გულში ჩაგიკრა. გრძნობით დაგიკოცნო ცრემლიანი თვალები, ცრემლები რომლებსაც ჩემთვის დიდი ფასი აქვს. ,,უცხო ქალის ცრემლი'' არ მეგონა ასეთი მგრძნობიარე და ასეთი მნიშვნელოვანი თუ გახდებოდა ჩემთვის ელი. ვცდილობ თავი დავიმორჩილო და ჩემი თავის კონტროლი ვისწავლო შენს წინაშე, რომელიც არ შემიძლია და მანადგურებს. მე შენდამი გრძნობამ დამიმონა და შენი ნახვის სურვილი უფრო გამიმძაფრდა, სამყარომ ხელი შემიწყო შენს პოვნაში და მე აღარ გაგიშვებ, ნუ მთხოვ წასვლას რადგან მე გადავწყვიტე ჩემში დაგტოვო სამარადისო სიყვარულისთვის. ნამდვილი სიყვარულისთვის ღირს ბრძოლა და ვინც ბრძოლობს ბოლომდე, ის იმარჯვებს.
-მეგონა გასული იყავი, თქვენ კი წაიკითხეთ და პასუხიც მომწერეთ, მე კი ვიფიქრე, ასე უფრო იოლი იქნებოდა გულიდან ჩემი სათქმელის ამოღება.
-მადლობა, რომ მომწერე. მადლობა, რომ დღეს ბედნიერი დილა მაჩუქე. ახლა უფრო მეტად მინდა ახლოდან გნახო და ახლოდან მოვისმინო ეს სიტყვები, სულ მალე ასეც მოხდება ელი.
-სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, დროებით ექიმო. ბედნიერი დაუბრუნდა საწოლს და ფიქრებში ჩაეძინა კიდეც .მეორე დღეს დედასაც და მეგობრებსაც ახარა საქართველოში სტუმრობის შესახებ და ბილეთიც დაჯავშნა. დაფიქრდა ფრიქსომ ხელი დაკრა მსუბუქად მხარზე და უთხრა
-მიდიხარ, მიდიხარ, მაგრამ აბა შენ იცი და არ შეგვარცხვინო. მთელი შენი ძალები მოიკრიბე და შენი სიმპატიური იმიჯი, უფრო სიმპატიური გახადე მწვანეთვალებავ. შენ გადადგი პირველი ნაბიჯი და გულზე ხელდაკრეფილი ნუ დადგები, საუკეთესო მომენტი აარჩიე და ფართოდ გაუღიმე.მზერა გაუსწორე, ხელი გადაისვი თმებზე და პირველმა ნაბიჯმა არ დაგაფრთხოს, ნელა-ნელა განავითარე ურთიერთობა და მხოლოდ ღიმილით უსმინე.
-გეყოს ფრიქსო მაიმუნობა. სიცილით უთხრა ხრისტომ და ბოთლში ჩარჩენილი ლუდი მოსვა.
-დამაცადე, ნუ ხარ უჟმური. მე შენთვის ვბრძოლობ ამდენს და მინდა გასწავლო პირველი ნაბიჯების გადადგმა, შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? ხო გამახსენდა. მიანიშნე, რომ მზად ხარ უფრო ახლო ურთიერთობაზეც და შექმენი მის წინაშე ნდობის ატმოსფერო, ნუ დააფრთხობ გოგოს და პაემანზეც წაიყვანე პირველი პაემანი კი ამაღლებული გახადე, არ გაბედო და არ შეგამჩნიოს რომ ღელავ. გაითვალისწინე რომ მშვიდი, რომანტიკული ვახშამი გამოვიდეს. დამიჯერე ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებ, მღელვარება და ემოცია აუცილებელი გახდება სიყვარულის კატალიზატორში.
-ფრიქსო ეს სიტყვა, ,,კატალიზატორი'' შენი ლექსიკონიდან ამოიღე? უთხრა საკიმ და ყველამ გაიცინა. ძალიან მალე გავიდა დრო და დადგა ბედნიერებით და მოლოდინით სავსე დღე,ჩვენი ექიმი მეგობრებმა გააცილა საქართველოში.
-თუ მოგეწონება, მომავალში ჩვენც წამოვალთ ხრისტო.
-აუცილებლად, დადგება დღე რომ ჩვენ იქ ერთად წავალთ. წავედი, უკვე რეგისტრაციის დროა, აბა არ მოიწყინოთ 10 დღეში აქ ვარ, ნუ ჩამოყარე ყურები შენი ბობივით. უთხრა სიცილით ფრიქსოს.
-ნერვებს მიჭამ, სულ მანერვიულებ და ყურში არაფერი შენ არ გესმის, მაგრამ უშენოდ რა გაძლებს 10დღე. თქვა სევდიანად და მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია. ხრისტო რომ მეგობრებს ემშვიდობებოდა, საქართველოში ელისო აეროპორტში წასასვლელად ემზადებოდა და წავიდა მიშოსთან ერთად. უკვე გამოაცხადა დაფრენა საბერძნეთი-თბილისის რეისმა და ელისოს გულმა აჩქარებულად დაუწყო ფეთქვა, ჩამოვიდა თუ არა ხრისტო ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა მას და უთხრა.
-გამარჯობათ, ტურისტი ხართ? გოჩა მქვია და ვმუშაობ ტურიზმის სფეროში, მე შემიძლია დაგათვალიერებინოთ და მოგიყვეთ საქართველოს უნიკალურ
ისტორიაზე, ტრადიციებზე, ღვინოზე, სამზარეულოზე და სხვა რამ საინტერესო თემებზე, რომელიც ახასიათებს აქ მცხოვრებ სტუმართ მოყვარე ხალხს.
-გმადლობთ, მე უკვე მელოდებიან და ზოგადად ვიცნობ საქართველოს და მის შესანიშნავ ისტორიას. მიხარია, რომ ეს ქვეყანა ქრისტიანული-მართლმადიდებლური ქვეყანაა. თავაზიანად უპასუხა მამაკაცს და ხალხის თვალიერება დაიწყო. შეამჩნია, ამდენ ზღვა ხალხში შეამჩნია მოლოდინით სავსე შავი მოელვარე თვალები და ღიმილით აუწია ხელი. ყველაფერს აკვირდებოდა და პირველი რაც ექიმს მოხვდა თვალში ქართველების თბილი შეხვედრა და ღიმილიანი, მხიარული სახეა. მის მახვილ თვალს არ გამორჩენია თუნდაც ის თუ რა მოწიწებით ექცევიან უცხო ქვეყნის შვილს, მოეწონა მასპინძლების მხიარული დახვედრა ოჯახში და ბედნიერებით სავსე თვალები, საერთოდ მოეწონა მის გარშემო შექმნილი სასიამოვნო და მხიარულ საზოგადოებაში ყოფნა. როგორ აღიქვა უცხო ქვეყანა უცხო გარემო უცხო სივრცე ექიმმა სადაც მხოლოდ ქართული სული ტრიალებს? საუცხოო განწყობა დაეუფლა, ძალიან დააინტერესა დღევანდელმა და საუკუნეების წინ ყოფილმა საქართველომ არგონავტებით დაწყებული, თურქების გაუთავებელი ომებით დასრულებული.ყურადღებით მოისმინა საქართველოს ისტორია,სადაც საუკუნეების  განმავლობაში განუწყვეტლივ ბრძოლობდნენ ქართველი ღირსეული ვაჟკაცები სამშობლოს ღირსებისთვის, ბრძოლობდნენ არსებობისთვის, ბრძოლობდნენ დებისთვის, დედებისთვის, მაგრამ დღევანდელი საქართველო კი იმ საქართველოსთან ნათელი და ფერადია, სიმწვანისა და სიმყუდროვის სავანე. გასაოცარი იყო მისი თვალით დანახული ქართული სუფრა, ნაირ-ნაირი მისთვის უცხო კერძებით. მიუხედავად ყველაფრისა ექიმმა, ერთი შეხედვით ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე საქართველო დაინახა პირველივე ნახვაზე. ქართველი კაცისთვის ქართული სუფრა, იგივე მისეულია და არანაკლებ მშობლიური, ვიდრე ,,ცვრიან ბალახზე გავლილი ფეხშიშველა ტერფები''. უსმენდა მისთვის უცხო ენით წარმოთქმულ სადღეგრძელოებს და ერთ-ერთი სადღეგრძელოს თქმის დროს, შეხედა ყველა ფეხზე დადგა და ყველას თვალებში ცრემლი შენიშნა, გაოცებულმა მის გვერდით მყოფ ელისოს შეეკითხა.
-რა ჭირთ, რატომ ტირიან მამაკაცები და რას ამბობს ის ერთი ასეთს ყველა რომ აატირა.
-რასაც ის ამბობს ეს მთელი საქართველოს ტკივილია და ის ტკივილია, რომელიც მოგვაგლიჯეს მკერდიდან და მას კი აფხაზეთი ჰქვია. გაოცებული უსმენდა ამ დიდი და უზარმაზარი გრძნობით ნათქვამ სიტყვებს და არ ესმოდა, მაგრამ გულით გრძნობდა თუ რაოდენ მტკივნეულია თითოეული ქართველისთვის აფხაზეთის თემა. გაოცებული და გაკვირვებული იყო და ელისომ უთხრა.
-ნუ გიკვირს ექიმო ქართველი კაცის წარმორთქმული სადღეგრძელო იცი როგორია? ის თავის სულში ამოძრავებს მის მსმენელს, ამიტომ ხშირად გაიგონებ ქართულ სუფრაზე, ქართველი კაცის მიერ წარმორთქმულ გულიდან ამოღებულ სიტყვებს ,,ღმერთმა გიკურთხოს ფესვი შენი, ჯიში და ჯილაგი. იცოდე და დაიმახსოვრე ქართველი კაცი, ქართული სულით ქართველობს. ჩვენ ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ დიდი გულით და უკვდავი სულით''. თვალებში შეხედა ხრისტოს და თვალი ჩაუკრა,რაზედაც ხრისტოს გვერდულად ჩაეღიმა, გვიან აიშალა მაგიდასთან მსხდომნი სტუმრები და წავიდნენ, ხრისტომაც წამოდგა და მოემზადა წასასვლელად მას სასტუმრო დაჯავშნული ჰქონდა და ელისოს უთხრა.
-ჩემი წასვლის დროა, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.
-მიდიხარ? სად ან რატომ, აქ არ მოგეწონა? თვალები გაუფართოვდა ელისოს და ვახოც წამოდგა ფეხზე, ელისოს მიუახლოვდა და გაიგონა ხრისტოს სიტყვები.
-როგორ არა, ელისო აქ ძალიან მომეწონა თავისუფლად ვარ, მაგრამ სასტუმროში ნომერი დაჯავშნილი მაქვს.
-ექიმო, ჩემს სახლში შემოსული სტუმარი სასტუმროში არ გაათევს ღამეს, ჩემი სტუმარი ჩემს სახლში მოისვენებს. ქართველი კაცის ოჯახიდან გასული სტუმარი რომ სასტუმროში მოისვენებს, ეს იმ ოჯახისთვის დიდი დამცირება და შეურაცყოფაა. იმედია ეს არ მოხდება, ამიტომ მე გთხოვთ აქ დარჩეთ და მაღლა აბრძანდით თქვენი საძინებელი მზად არის. მიშო სტუმარს აჩვენე მისი მოსასვენებელი, დღეს ასე იყოს და თუ ხვალ არ მოგინდებათ აქ გაჩერება, მე არ გაკავებთ.
-რას ამბობთ, მეც უხერხულად ვგრძნობ თავს.
-მხოლოდ მისამართი მითხარი რომელი სასტუმრო დაჯავშნეთ, რომ ჯავშანი მოვხსნა. ხრისტომ გაუწოდა მისამართი და ტელეფონის ნომერიც და ვახომ გადარეკა, ჯავშანიც მოხსნა და თანხაც ხრისტოს ანგარიშზე დააბრუნებინა.
-მსმენია ქართველების სტუმართ-მოყვარეობაზე, მაგრამ ჩემი თვალით ნანახი ეს ყველაფერი სულ სხვაა.
-ხომ გაგიგონია, გაგონილს დანახული ჯობიაო ხოდა აი ნახე კიდევაც და ჯერ სად ხარ, საოცრებები წინ გელოდება. უთხრა მიშომ და მისთვის განკუთვნილ საძინებელში წაიყვანა. ხრისტოს მოეწონა თავის საძინებელი, ფართო და განიერი ოთახი დიდი ნათელი ფანჯრებით და საკუთარი აბაზანით. კმაყოფილმა მოავლო თვალი და მიშოს კიდევ ერთხელ მოუხადა მადლობა, მიშომაც დატოვა მარტო სტუმარი და მხიარულად ჩაირბინა კიბეები, მას ხომ ეჩქარებოდა ელისოსთვის რამე ისეთი ეთქვა ნერვებზე მოეშალა. მარტო დარჩენილმა ხრისტომ წყალი გადაივლო და შემდეგ დედას დაურეკა, ზოგადად მოუყვა დახვედრის და შეხვედრის სცენა და ასევე აღფრთოვანებულმა ისაუბრა ქართულ სუფრაზე. ფრიქსოს კი ფოტოები გადაუგზავნა და მანაც უცებ მოწერა პასუხი.
-ხრისტო ეს კერძები ყველა დააგემოვნე?
-აბა რა ვქენი. გაუგზავნა სიცილის სმაილები.
-მე რომ არ ვიყავი მანდ, როგორ გადაგივიდა ყელში რა საინტერესოა.
-დაბადებისას შენ არ დამყოლიხარ და შენ არ გისწავლებია ჩემთვის ჭამა, ამიტომ მშვენივრად მივირთვი უშენოდაც. დაიძინე ახლა და ხვალ დაგელაპარაკები, უთხრა და გაუთიშა.ფიქრობდა და ფიქრებში ჩაეძინა, დილით ზის სხივებმა დილა მშვიდობისა უსურვა და ღიმილით ადგა. დილით უჩვეულო სიწყნარე იყო სახლში და ამ სიჩუმეს არ იყო ამ სახლის კედლები მიჩვეული, არადა სტუმრის გამო ყველა იკავებდა თავს და უფრო მეტად თინი რომ რამე არ გაეფუჭებინა, მაგრამ ვერ მოითმინა და მიშო რომელიც წყნარად იჯდა და ჟურნალს კითხულობდა დიდი ინტერესით, მის ფეხებში რეზინის ხვლიკი დააგდო. წამოდგა მიშო ფეხზე გარეთ უნდა გასულიყო, რომ მოულოდნელად ფეხი დაადგა ამ რეზინის ხვლიკს და მიშოს ღრიალმა მთელი სახლი შეძრა. ამ დროს ელისო დაფეთებული გამოვიდა საძინებლიდან და ხრისტოც იდგა კიბის თავზე და გაკვირვებული იხედებოდა, რადგან ვერ გაეგო რა ხდებოდა. ელისომ ხელით უქნია წამომყევიო და ორივემ ერთად ჩაირბინეს კიბეები.
-რა ხდება, რა ამბავია.ხმამაღალი ხმით იკითხა,მაგრამ აღარ იყო საჭირო არაფლის
ახსნა, როცა მიშომ თინი მოიგდო ზურგზე და გარეთ გაიყვანა და მისი კივილისა და ყვირილის მიუხედავად წყალში ჩააგდო, თავად კი მშვიდი სახით შემოვიდა სახლში. ელისოს გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა.
-ხმა არ ამოიღო, ეკუთნოდა. თქვა და მისი ჟურნალის კითხვა გააგრძელა მშვიდად,ხრისტომ ელისოს გადახედა და მისი გაღიმებული სახე რომ დაინახა, თავადაც გაეღიმა.
-აი რატომ მქონდა იმ დღეს სიცხე, ამ ველურმა ცივ წყალში მაბანავა ისე, როგორც ახლა თინათინი.
-ძალიან გაბრაზება ცოდნია შენს ძმას.
-ესღა მაკლია, ჩემი ქონება ამ ველურს გავუყო. ძმა აარა, მეგობარია და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, ახლოს მიიწია და ჩუმად უთხრა.
-თინი უყვარს და ასე აწვალებენ ერთმანეთს.
-აჰა გასაგებია. მიშომ კი გაიცინა და სახლში ახლახანს შემოსულ ვახოს უთხრა.
-მამიკო როგორ ხარ, როდის გადმომიფორმებ ამ სახლის ჩემს წილს? ვახოს გაუკვირდა და თან ღიმილით უთხრა ციცოს.
-რა მოუვიდა ამას ან წილი რად უნდა სულ აქ არ არის დღეც და ღამეც?
-ჩემი ბრალი არაფერია მამიკო, თქვენმა ქალიშვილმა ძმად გააცნო ჩემი თავი და ამიტომ მოვითხოვე მეც ჩემი წილი. სახლში წყალში გაწუწული თინი შემოვიდა და მიშოს უთხრა გაბრაზებულმა.
-როგორც კი სიცხეს მომცემს არ მომიახლოვდე თორემ, თორემ, თორემ.ვერ მოიძია შესადარი სიტყვა და მიშომ ღიმილით უთხრა.
-თორემ, თორემ, თორემ რა?
-თორემ შეგჭამ. თინის სიტყვებზე ყველას გულიანად გაეცინა.
-დედააა, ჩვენ გარეთ მივდივართ, სტუმარს გავასეირნებ და გარეთ მივირთმევთ ყავასაც.
-ექიმო ფული თქვენს ანგარიშზეა უკვე, ჯავშანის ფული უკან [08.04.2021 00:53] gia bibihadze: დაგიბრუნეთ.
-მადლობა, მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ.
-ჩვენ არ ვწუხდებით, თქვენ კი თუ უხერხულად გრძნობთ თავს, ეს სულ სხვა საკითხია. ელისომ მყუდრო ბარში შეიყვანა ხრისტო სადაც თავად იყო ხშირი სტუმარი, რადგან იქ ძალიან მყუდროდ გრძნობდა თავს. ისხდნენ განაპირა მაგიდასთან და საუბრობდნენ, ასე ნელა-ნელა ეცნობოდნენ ერთმანეთს. მათ ახლო მაგიდასთან უცხოელი სტუმრები იხსხდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ, ერთმანეს უზიარებდნენ შთამბეჭდავ აზრებს. ხრისტომ მათ გამოელაპარაკა და მათმაც აღფრთოვანებით აუხსნეს თუ რა ნახეს ამ დღეების განმავლობაში. ერთ-ერთმა ტურისტმა კი უთხრა.
-საქართველო პატარა ქვეყანაა და აქამდე ის უცნობი მხარე იყო ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი მხარეა, რადგან იგი კულტურის რელიგიის თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის თვალსაზრისით უნიკალური ქვეყანაა .ამ პატარა ტერიტორიაზე საოცრადაა შერწყმული ყველაზე უნიკალური, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები თუ სუბტროპიკული სანაპიროები, უდაბნო თუ ხშირფოთლოვანი ტყეები. თანამედროვე ქალაქები თუ უძველესი სოფლები. აი ნახეთ ეს ფოტოები ჩვენ ვიყავით ბაკურიანში და ეს მწვერვალები სწორედ იქ გადავიღეთ. ძალიან მომხიბლა ამ პატარა ქვეყანამ და აუცილებლად დავბრუნდებით ზაფხულში, რადგან ძალიან მინდა შავი ზღვის ნახვა. აღფრთოვანებით დაასრულა მმაკაცმა საუბარი და დაფიქრებულად გააგრძელა მის გვერდით მყოფმა მეორე ქალბატონმა.
-მეგობარო, როდესაც საქართველოზე დაიწყებ საუბარს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა დაუთმოთ ქართულ ღვინოზე საუბარს, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და რომელიც მსოფლიოში უძველესთაგანია.საქართველოს ყველა რეგიონში ვაზის 80-მდე სხვადასხვა უნიკალური ჯიში არსებობს. აღარ ვიტყვით ქართველების უნიკალურ სამზარეულოზე არაფერს, ეს თავად უნდა ნახოთ და თავად უნდა დააგემოვნოთ. ტურისტების სადაურობამ დააინტერესა ხრისტომ და შეეკითხა.
-თქვენ თავად, საიდან ბრძანდებით?
-ჩვენ ვცხოვრობთ ავსტრიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანაში,სადაც ომი არ ყოფილა 1945 წლის შემდეგ. მე პირადად კათოლიკე ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ არც თუ კარგი მორწმუნე, მაგრამ უნდა გითხრათ რომ ძალიან გამაოცა ამ ქვეყნის აყვავებულმა რელიგიამ. ქართველ ხალხს რწმენა ეხმარება პრობლემების დაძლევაში. ელისო იჯდა და უსმენდა უცხოელების საუბარს, მისი სამშობლოს მიმართ ასეთი აღტაცებული რომ საუბრობდნენ და ჩაიძირა ფანტაზიის მორევში. საოცრად გულში ჩამწვდომი იყო, უცხოელების თვალით ნახული და ნაამბობი საქართველო და ამავ დროს დიდი სიამაყეც კი მოჰგვარა. ხრისტო უცხოელების ნაამბობმა ძალიან დააინტერესა და თვალი შეავლო კარგად შესრულებული არქიტექტურულ ნაგებობებს და ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა ცოდნოდა  ქართული ენა, რომ მასაც შეძლებოდა თავისუფლად საუბარი. ელისოს მიუბრუნდა, მისი ხელი ხელში აიღო და თვალებში ჩააშტერდსა. ასე მისჩერებოდნენ ერთმანეთს უხმოდ რამოდენიმე წუთის განმავლობაში და ელისომ უთხრა პირველმა მისი სათქმელი, მაგრამ ხრისტომ დაასწრო და პირველმა მან უთხრა.
-ელისო ველოდები მითხრა ის რაზედაც დამპირდი, რომ ჩამოხვალ გეტყვიო და გელოდები.
-მართალია დაგპირდი, მაგრამ იქნებ საინტერესო არც არაფერია ექიმო. შეხედა ხრისტოს და მიხვდა საუბარი უნდა გაეგრძელებინა, ღრმად ამოიხვნეშა და სევდიანი ხმით თქვა.
-ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანის ყველაზე დიდი მტერი თავით ადამიანია.
-რატომ ამბობ ამას, ყველაფერი უნდა მითხრა.
-ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ადამიანი რომელთანაც მინდოდა ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა და მიმეცა მისთვის ყველაფერი, ის თურმე ადამიანი არ ყოფილა, ის ცხოველზე უარესი იყო და მართალია არც თუ დიდი დრო გავიდა იმ დღის შემდეგ, მაგრამ  იმდენად მტკივნეული იყო ის ბედნიერი დღე ჩემთვის ისევ იქ ვარ დროის გალიაში  გამოკეტილი, უფრო სწორად ვიყავი გამოკეტილი დღემდე. დღეს კი ძალა ვიპოვნე ჩემში, რომ არავის მივცე ნება ჩემზე ექსპერიმენტი ჩაატაროს. ყოველი საღამო მეზიზღება და მასთან ერთად ჩემი თავიც, რადგან ვერ ვწყვეტ იმ საშინელ ფიქრებს ჩემს თავს და უსუსური ვარ ყველაზე სუსტებს შორის. ჩემს თავზე ვბრაზდები, რატომ ვხარჯავ დროს ჩემი თავისუფალი დროიდან მასზე ფიქრში თუნდაც ერთი წუთით.
-იქნებ, არის შენში შემორჩენილი გრძნობა ისევ და იმიტომ ფიქრობ ასე ხშირად მასზე.
-არა,გრძნობა აღარ არის ჩემში მის მიმართ,მაგრამ საკუთარი თავი მეცოდება,რადგან მახსენდება რომ ის დრო ჩემთვის ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი იყო. მთელი ღამე ფიქრებში ვალაგებდი ჩემს ოცნებებს და ვაშენებდი ჩვენს მომავალს, დიდების ცათამბჯენებს ვებღაუჭებოდი და ჯერ კიდევ არ შექმნილ ჩემს ოჯახს, მყარ საძირკველს ვუშენებდი ფუძედ და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ბოლო ბლოკი დარჩებოდა სიმაღლეზე აყვანილ სახლის კედელზე დასადები, ეს ბოლო ბლოკი ვერა და ვერ შევძელი დამედო, ძალა არ მეყო. მთელი გრძნობით აშენებული კედლები ნელა ნელა დაინგრა, დაიშალა და ჩამოიშალა. მინდა, ძალიან მინდა დავიწყო ისევ თავიდან, მაგრამ უკვე ძალა აღარ შემწევს, ვეღარ გავაკონტროლებ ისევ ისე ამ ყველაფერს. მოსმენილით გაოცებულმა და გაოგნებულმა ის რომ ამ ფაქიზ გულს რამოდენა ტკივილი გაუვლია, თავადაც ეტკინა შიგ გულში და ელისოს შეპარვით უთხრა.
-იქნებ დაფიქრდე და გამონახო შენში ისევ ნაპერწკალი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს, ენერგიით აგავსოს და შენი ცხოვრება ისევ შეცვალოს? ელისო გაჩუმდა, ხრისტოს მიაჩერდა, ხრისტო კი უკვე გულის ძლიერი ფეთქვით ელოდა მის ბაგეებიდან წარმორთქმულ პასუხს, მაგრამ ელისომ ისევ იმავე ჩუმი ტონით გააგრძელა საუბარი.
-ველოდები წყნარად, ვუცდი ვულკანის ამოფრქვევას და მის ვარსკვლავურ წამს. უკვე გავაანალიზე, რომ ზიზღი გამოსავალი არ არის ადრე თუ გვიან სიყვარულიც გამოჩნდება, ნამდვილი და ძლიერი სიყვარული. თუმცა ბედნიერება წითელ ხალიჩაზე მისით არ მოსეირნობს, საკუთარი თავის რწმენა იმდენად არის დაკარგული ვერ ხვდები ეს არის შენთვის კარგი თუ უნდა აუარო გვერდი და ელოდო სხვას. მე არასოდეს არ მეყოფა ძალა და არ მგონია მქონდეს იმდენი გამბედაობა, აღტაცების ცრემლი რომ დავღვარო. მხოლოდ ჩემს თავს შევეკითხები ჩუმად ჩემთვის გულში, მე ვარ ისევ ადამიანი და მაქვს ისევ გრძნობები, იგივე გრძნობებით რომ ვუპასუხო?
-ყველაფერს გაუძლებ შენზე კარგად არავინ არ იცნობს შენს ცხოვრებას, მაგრამ რეალობაში უნდა აღიქვა, რომ შენ ისევ ცოცხლობ, რომ შენ ისევ ის ადამიანი ხარ.ჩ ახედე შენში გაჩენილ შენს ნაკლოვანებებს და დამიჯერე აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ დაკარგული დღეების გამო, სიყვარულის მიერ პასუხისმგებლობა დაგაწვება მხრებზე. შეიძლება უკვე აქ დგას, შენს წინ ის ადამიანი რომელიც ისმენს შენს მიერ განვლილ ცხოვრების ისტორიას, რომელმაც ამოვიცანი ამ ისტორიის შუაში მდგარი უმწეო, მაგრამ ძლიერი ქალი. მე ოპტიმისტი ვარ, მაგრამ შენს ადილას იმ საშინელი დღის გამო ვიცოცხლებდი, ვიცხოვრებდი და ვიცხოვრებდი იქამდე ვიდრე მთლიანად არ გაქრებოდა ის
საშინელი დღეები და უფრო მეტიც, ჩემს წინ მთელი ჩვენი ცხოვრება დგას, რომელსაც მე შენთან ერთად გავატარებდი. ხრისტომ ღიმილით დაასრულა საუბარი და ელისოს ახლოს მიუჩოჩდა მის ტკივილით სავსე სახეს დააკვირდა და სახიდან ბაგეებს დაასო მისი მწვანე თვალები. ელისომ შეხედა და ნერწყვის დიდი გორგალი გადაუშვა ყელში და ეცადა მისგან შორს დამჯდარიყო, მაგრამ ხრისტომ ხელი მოხვია აცახცახებულ ბეჭებზე და დაბალი, წყნარი ხმით უთხრა.
-ელი უბრალოდ დახუჭე თვალები და მე მომენდე. შენი სურნელი ისე ძლიერად მოქმედებს ჩემზე, რომ მიჭირს თავის შეკავება. ელისოს თვალებში წამიერად იმედის ნაპერწკალმა გაიელვა და გააკანკალა. ხრისტო ელისოს გრძელ თმებს ხელით შეეხო,მეორე ხელი კი ელისოს უკან ხერხემალს დააყოლა ნელა-ნელა და თან მისკენ მისწია მისი სხეული მჭიდროდ. არ არსებობს ქალი რომლის ძლიერ სექსუალურ ზონას მკერდი არ წარმოადგენდეს, ყველა ქალისათვის განსაკუთრებულია მამაკაცის ხელის შეხება მკერდზე და მასზე ალერსია რომელსაც ქალი ძლიერ სიამოვნებაში გადაჰყავთ. მკერდზე ნაზად შეხება, მაგრამ არა მარტო ეს, ქალის ორგანიზმზე მრავლადაა ნერვიული დაბოლოვებები,თუმცა ხერხემალი ძლიერი მგრძნობიარე ზონას წარმოადგენს ქალის მკერდის შემდეგ. ქალი შეიძლება ჩაიძიროს ვნებათა მორევში მამაკაცის ხელის ნაზი მოძრაობით და ზუსტად ეს მომენტი იყო ახლა ელისოსთვის. ფიქრებში და ოცნებებში ჩაძირული, სანამ გაანალიზებდა რას აკეთებდა, მანამდე ნაზად შეეხო ბაგეებზე სასიამოვნო მასა და მისი ზედა ტუჩი მისაში მოიქცია. მიხვდა როგორი სასურველი იყო ეს ადამიანი მისთვის და მის მიმართ მასში ჩადებული გრძნობებიც აღარ გაუპროტესტებია, პირიქით არ უნდოდა კოცნის შეჩერება და მთელი გრძნობით მიენდო იმ მკლავებს რომლებიც მის ტანზე დასრიალებდნენ სასიამოვნოდ. ხრისტოს ძლიერ და დაკუნთულ მკლავებში ელისო თოჯინას ჰგავდა და ხვდებოდა, გრძნობდა როგორ უხტოდა გული საგულეში და მისი ყოველი ამოსუნთქვა თითქოს ცეცხლოვან ჰაერს უშვებდა. ის უფრო და უფრო ეკვროდა ხრისტოს სხეულზე და
მათი სუნთქვა უფრო ღრმა იყო.ეს კოცნა კი ელის პირველი კოცნა იყო, მას ხომ არასოდეს უგემია ამ გრძნობით და უხაროდა გულში, რომ მხოლოდ იმ ადამიანმა აჩუქა პირველი კოცნა რომელიც ასე ძალიან მოწონდა და უფრო მეტიც ჯერ გაუმხელლად უყვარდა. ხრისტომ მის მკლავებსი მოიქცია ელის სხეული, ზურგით აიკრა გულზე და ყელში აკოცა. ელისომ თვალები დახუჭა და  გაუბედავად უთხრა ხრისტოს რომელიც გააოცა მისმა სიტყვებმა.
-არ ვიცი რას იგრძნობ და არ ვიცი რას მეტყვი, მაგრამ ვეღარ ვატევ გულში სათქმელს და მინდა გითხრა ყველაფერი რაც გულში დამიგროვდა. არ დაგიფიცავ, რომ გრძნობა მეც მაქვს შენს მიმართ და არ ვიცი როგორ, მაგრამ მინდა ისეთი სიყვარული გაჩუქო, რომლსაც მხოლოდ იმ განსხვავებული ყვავილის სურნელი ექნება,რომელსაც მხოლოდ შენ იცნობ დაყნოსავ და დაგათრობს. ვიცი რომ ამ გრძნობას ცრემლი მოაქვს, მაგრამ სიყვარული ცრემლის გარეშე ვინ ნახა. ვიცი გაივლის ყველაფერი ტკივილი და სიყვარული მაინც იმარჯვებს და მინდა შენს გულში ვენთო სანთელივით, მაგრამ არა ისე, რომ წამიერად აინთოს და ისევ ჩაქრეს, დღეები კი რუხი და მოსაწყენი გახდეს. პირიქით, მე მინდა ფართოდ გავაღოთ ამ დღეების კარები, რომელსაც ადვილად ვერ დავივიწყებთ. ხრისტო არ ელოდა ელისოსგან ასეთ აღიარებას და გაოცებული უსმენდა ელისოს. იცოდა და გრძნობდა, რომ ელისოსაც ჰქონდა გრძნობა მის მიმართ, მაგრამ ასეთ გულწრფელ აღიარებას ცოტა დაბნეული შეხვდა და თან უაზროდ გახარებულმა მეტყველების უნარიც კი დაკარგა, ცოტა ხნის სიჩუმის  შემდეგ უთხრა.
-ელისო რას მიშვები, იცი რომ შენი თითოეულმა სიტყვამ ჩემს გულიში კი არა სულში შეაღწია, ჩემი გული აქამდე სევდით სავსე შენს მოლოდინში იყო ის შენ როგორც მკურნალი ისე ელოდა შენს ნახვას. დაუგდე ყური, გესმის? ის შენ გეძახის. დღეს შენ მე უშენობა ამომივსე და მარტოობისთვის განწირული თვალებში ბედნიერების სხივი აანთე. ახლა ისე ვარ, ძარღვებში ვერ ვაჩერებ სისხლს, შენმა სიტყვებმა ის აადუღა, გული ბორგავს გრძნობების სავსე და სულის სიღრმეში სიყვარულის კელაპტრებს დაგინთებ. არ გაიკვირვო და არ გაიცინო თუ შენმა სიყვარულმა და მონატრებამ ცოტა ჭკუაც დამაკარგვინა, ახლა ჩემს წინ რომ დგეხარ აზრებს ვეღარ ვალაგებ, მაგრამ გეტყვი რომ შენ ჩემი ცხოვრების დედოფალი ხარ და ჩემს ცხოვრებას სიცოცხლით ავსებ. შენში იპოვა მხოლოდ ჩემმა გულმა სულის სიმშვიდე, რადგან მიხვდა რომ შენს გულში ძგერდა სრული სიწმინდე. შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი და შენ ხარ ჩემთვის რწმენაც და ღმერთიც. ელისო უსმენდა და მის თვალებში ცრემლის გუბეები თანდათან იზრდებოდა და შემდეგ სახეზე დაედინა, მისი ნაზი და ჩუმი ხმით კი უთხრა.
-ღმერთო, როგორ მომნატრებიხარ. დანამული თვალებით შეხედა ხრისტოს.
-ხედავ  შენს წინ როგორც მოკანკალე, ჩასაქრობად გამზადებული სანთელი ისე ვდგევარ და შენ ხიდი ხარ, ჩემი ნატვრის. წამწამებზე დადენილი ცრემლები კი სიხარულის ცრემლებია და ცუდია რომ დღემდე მონატრებით ვცხოვრობდით,მონატრებას რომელსაც როგორც თილისმა გულით ვატარებდი.
-ელისო სად იყავი,ასე გვიან რატომ გამოჩნდი.
-ძალიან შორს ცხოვრობ ჩემგან.
-მართალია, ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან.
-და რა ძალიან დამღლელია ეს სიშორე, უფრო კი ლოდინი.
-ხოდა დროა ერთად ვიცხოვროთ ამიერიდან.
-არ ფიქრობ,რომ ჯერ ადრეა?
-მე ახლა არ გთხოვ, ამ წუთში. შემდეგ ჩამოსვლაზე ეს თემა უნდა გადავწყვიტოთ და არ შემეწინააღმდგო, დიდი იმედი მაქვს უარს არ მეტყვი. ელისომ ღიმილით შეხედა მხარზე თავი ჩამოადო და უთხრა.
-ეს მომავლის საკითხია ექიმო. ბევრი ისეირნეს, სამებაც მოინახულეს და სანთლებიც კი დაანთეს, შემდეგ კი მთაწმინდაზე ავიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მარტი ჯერ კიდევ ცივია, იქ სიმაღლეზე უფრო ცივი ქარი უბერავდა.ელისომ მოულოდნელად ერთ-ერთი ბუჩქის ძირში ლურჯი და ნაზი ია ნახა ამოსულიყო დაიხარა და მოეფერა, ის იმ წუთებში ბავშვს ჰგავდა, პატარა გოგონას რომელიც თავადაც იმ ყვავილივით მორცხვი და ნაზია.
-რა აზრი აქვს სამყაროში რამდენი მილიარდი ადამიანია, თუ შენს გულშიც არ ყვავის ერთი გაზაფხულივით. იცი ამ საოცრად ლამაზ ყვავილს რა ჰქვია ჩვენში? დაიხარა იის პატარა კონა შეკრა და მის წინ მდგარ ხრისტოს უჩვენა. ხრისტოს გაეცინა და უთხრა.
-ამ საოცრად ლამაზ ყვავილს, ვიცი რა ჰქვია ბერძნულად, ,,მენექსედეს'', მაგრამ შენ მითხარი რა ჰქვია მას ქართულად.
-ეს ,,ია''ყვავილია.ყველა ყვავილს შ