შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატრინა მერლანი (სრულად)


14-04-2021, 03:54
ავტორი კატრინა
ნანახია 2 691

19 ნოემბერი 1999წელი

გაწვიმდა!... ისე კოკისპირულად გაწვიმდა, რომ ქალის სხეულში ქარიშხალი აბობოქრდა! წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ასე არ უწვიმია კატრინასთვის. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს წვეთებმა დაუნამეს სხეული, წვიმის წვეთებმა! ოთახი ჩაებნელებინა, ლოგინზე უსწორ-მასწოროდ ეგდო თეთრი საბანი, კუთხეში მიეყუდებინა სამფეხა სკამიც, ადგილი მთლიანად გაეთავისუფლებინა, თავად ოთახის ცენტრში იდგა, ღრმად სუნთქავდა, გაწეწილ თმაზე ხელებს ისვამდა და შეშლილი სახით უყურებდა ღია ფანჯარას, შემდეგ თვალები დახუჭა და სიჩუმეში გამეფებულ ხმაურს დაუგდო ყური. ერთხანს ასე იდგა, მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა და ღრმად სუნთქავდა. უცებ მაგრად დააჭირა წამწამები ერთმანეთს და მერე ფართოდ გამოანათა უფსკრულისფერი სფეროებიდან. ხელები გაშალა, ფეხებმა თავისით მოხაზეს გადაადგილების ტრაექტორია. ხო! კატრინა ცეკვავდა! კატრინა წლების შემდეგ ისევ ცეკვავდა! მელოდიად წვიმა წარმოექმნა და მთელი არსებით არხევდა სხეულს. ხან ფრთხილად ტრიალებდა, ნელ გადასვლებს აკეთებდა, მერე გიჟდებოდა, სრულიად შეშლილს ემსგავსებოდა, აბობოქრებულ ზღვას, მაგრამ არა... ვულკანი უფრო იყო, ცხელი და მწველი! სწრაფად შეჩერდა. მზერა ოთახში შემოსულ წვიმის წვეთებს გაუსწორა, ახლოს მივიდა, ერთი მათგანი დაეცა და ეგონა ტყვია დაახალეს გულში, მალე მეორეც და ისე მოიცვა სურვილმა კარზე ბრახუნი ატეხა. ყველა გამორბოდა, ექიმები კართან აიტუზნენ და ვერ ხვდებოდნენ რა მოემოქმედებინათ. ერთ-ერთმა ნემსი მოამზადა სპეციალური შრატით სავსე და მხოლოდ ამის შემდგომ გაბედეს კარის შეღება. იქ კი თმაგაბურძგნული, შეშლილი სახით, აფორიაქებული, ჭკუიდან გადასული ქალი დაინახეს. არასდროს არ მოესმინათ მისი ხმა ექიმებს იქ ყოფნის განმავლობაში, არც ერთხელ უსაუბრია არც ერთ მათგანთან! ახლა კი მზად იყო ყველა ღონე ეხმარა ოღონდ გარეთ გასულიყო!
-გარეთ უნდა გავიდე, წვიმაში, თუ გინდათ ნემსებით დატვირთულები მომყევით და ნებას გაძლევთ პირველივე შეტევაზე გამიკეთოთ ნებისმიერი დოზა! - გაოცებულები უცქერდნენ, სხვადასხვა აზრები უტრიალებდათ გონებაში, მაგრამ ბოლოს ყველას დასკვნა ერთი იყო - კატრინა მერლანი საგიჟეთის ეზოში გავიდოდა!
კარი გახსნეს თუ არა მაშინვე ცივი სუსხი მიეგება ამინდის შესაფერისად გადარეულ ქალბატონს და მანაც არ დააყოვნა საყვარელი ამინდის ბოლომდე სრულყოფილად შეგრძნება. ეზოში გავიდა ხელები გაშალა, თავი უკან გადააგდო, ხშირმა თმებმა მთელი ტანი დაუფარეს, ჰაერი ხარბად შეისუნთქა და მთელი გრძნობით დატრიალდა. არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ასეთი თავქარიანი და თავნება, გამაგიჟებელი წვიმა კატრინაზე მეტად უყვარდა ან გრძნობდა! თავიდან ბოლომდე გადაშვებულიყო სიამოვნების, ტკივილის, ტანჯვის მორევში და ემოციების კორიანტელს აყენებდა ირგვლივ. ისე ცეკვავდა, ისეთი მიმიკით, ისეთი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა, ისეთი ამაღელვებელი და გასაოცარი იყო... - ყველა სრულ ჭკუაზე მყოფსაც კი გააგიჟებდა! შეურაცხადს ჰგავდა, ერთდროულად შავი გედიც იყო და თეთრიც, ერთის როლსაც ირგებდა და მეორესაც მშვენივრად ფლობდა! ჰგავდა-თქო ვამბობ, ჰგავდა? ჰაჰ, სასაცილოა! ჰგავდა კი არა არის, შეურაცხადია, გიჟია, ჭკუიდან გადასულია! საგიჟეთის ეზოში წრეზე განლაგებული დაცვის წევრები მონუსხული შეჰყურებდნენ ქალს და აზრზე არ იყვნენ რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა ეს სულით მოცეკვავე გოგონა თითოეული მათგანისთვის! ოთხ საათს გასტანა მისმა შეუჩერებელმა გრძნობათა ღელვამ და ემოციათა ფეიერვეკრკმა, მერე უბრალოდ გაჩერდა, გამოფხიზლდა, დაბრუნდა, შავი და თეთრიდან მხოლოდ ერთი ამოარჩია, მეორე სახე მიატოვა და არე-მარე მოათვალიერა. კაცების დანახვისას ხმამაღლა გაეცინა, გულიანად გადაიხარხარა, მკლავები კიდევ ერთხელ გაშალა სახე ღრუბლებით მოჭედილ ცას გაუსწორა, წაიყვანე ეს დამპალი სულიო შეუძახა, მერე უბრალოდ გაქრა ყოველგვარი სიამოვნების, სიკეთის, ადამიანური გრძნობის ნატამალი, ალქაჯად იქცა საგიჟეთის კარისკენ მიბრუნდა და დაჭიმული ნაბიჯებით განაგრძო სვლა. კიბეებზე ასვლის შემდეგ უკან მოიხედა
-სულელები ხართ-ო დაიბარა და ბნელეთში მიიმალა... იმ ღამით უშფოთველად ეძინა კატრინას. წლების შემდეგ პირველად და ალბათ უკანასკნელადაც კი! სამაგიეროდ, ღამე ათევდა ღელვითა და შფოთვით, არ წყნარდებოდა, არ მშვიდდბოდა ამინდი, აღელვებულიყო სანახაობით, წვიმა და ქარიშხალი კი ერთმანეთს შეუჩერებლად ანაცვლებდნენ!



* 4აპრილი 1996წელი

-რას ამბობ, კატრინა მერლანი?
-კი, მაგრამ როგორ?!
-სულ ვამბობდი ძალიან უცნაური ადამიანია-მეთქი, მაგრამ ეეს? არაა, ეს ნამდვილად ზედმეტია!..
უამრავი მსგავსი ფრაზა ისმოდა თბილისის ქუჩებში, საინფორმაციოში, პროკურატურაში, ყველგან ყველა ამ თემაზე საუბრობდა, ყველგან ამაზე დავა მიდიოდა, ვერავინ იჯერებდა, არავის წარმოეგდინა, მაგრამ მაინც არავინ, არავინ იცოდა რა მოხდა მაშინ! ოთხ აპრილს, კატრინა მერლანი საგიჟეთის კედლებში შევიდა და მისი სურნელით გარემოიცვა ყველაფერი, რაც ირგვლივ იყო!

ის დღემდე იქ არის, დღემდე იმ კედლებში უდევს ბინა... მას დღემდე იცნობენ - გოგოდ, რომლის გაგიჟებას ვერავინ იჯერებდა და... დღემდე არავის სჯერა!

_________

გამარჯობა! მადლობა რომ წაიკითხე! იმედია ისიამოვნე. რადგან ავად ვარ და ვერ მოვახერხე შემდეგი თავის დადება, ჩემს ერთ პატარა ისტორიას გიტოვებთ აქ, მალე დავბრუნდები.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

რა საინტერესო დასწყისია. წარმატებებიი. ველი ახალ თავს.❣❣????

 


№2  offline წევრი ia da vardi da shroshani

მართალია საინტერესო დასაწყისი აქვს

 


№3 სტუმარი მთვარო სვანი

სული მეტკინა ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent