შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {თავი 7}


14-04-2021, 20:41
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 131

ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმა იგვლივ ყველა ხმას ახშობდა და გველეშაპივით გადაწვებოდა ხოლმე, წუთის ინტერვალით ბნელ ცაზე. წვიმის მსხვილი წვეთები გაზაფხულის დაბრუნებას და არეული მარტის შემობრძანებას აღნიშნავდნენ და ღრიალით ეცემოდნენ დედამიწაზე.
გარეთ იდგა, როგორც ყოველთვის, სიგარეტით ხელში და ბუნების მელოდიას უსმენდა. მონატრება ყელში უჭერდა. მთლიანად შებოჭილი იყო, მაგრამ არ ნებდებოდა. საკუთარ სისუსტეებს თავადაც ებრძოდა და ამის კარგი გამოხატულება სწორედ ის იყო, რომ ერთი კვირა იწურებოდა რაც თაია არ ენახა. ბოლოს ერთად გატარებული ღამის სითბო ისევ სხეულზე ჰქონდა მოფარებული და ტკბებოდა მისით. ქალის კონტურების გახსენება მის გადარეულ ბუნებას კიდევ უფრო აგიჟებდა და ამ ყველაფეის ჩახშობას კვლავ ალკოჰოლით ცდილობდა.
-ცოტაც და ალკოჰოლიკი გახდები. ვერ გაიგო, როდის მიუახლოვდა ელენა.
-შენ კი ჯადოქარი. ეცადა გაეღიმა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ელისთან ვერ დაემალებოდა საკუთარ გულისთქმას.
-ლილეს ელაპარაკე? მწვანე თვალები შეანათა კაცს და დიმაც მაშინვე გადაშლილ წიგნს დაემსგავსა, რომელშიც უკვე კითხულობდა ქალი სასურველ ინფორმაციას.
-არა. სიგარეტის ნამწვავი უსასრულობაში გადაისროლა.
-როგორ მინდა, რომ მესმოდეს შენი, მაგრამ ვერ ვიგებ, ვერ ვხსნი რა გიტრიალებს მაგ თავში. ისევ თაიას ადანაშაულებ დიმა?
-არ ვიცი. საქმე ისაა, რომ ახლა მხოლოდ ჩემს თავს ვადანაშაულებ ყველფერში. იმ ღამეს სხვაგვარად უნდა ყოფილიყო. იმ ღამეს მე და თაია შევრიგდით. მეგონა დასრულდა ელ. ამის დედაც, მეგონა ბედნიერებამ ისევ მოიცალა ჩემთვის, მაგრამ სულ ტყუილად.
-ჯერ შენ მოიცალე შენი თავისთვის. ვერ ხედავ, რომ დაიკარგე? თაიას გარეშე ვერ იქნები ბიძია.
-არ მინდა მისი ნახვა. კატეგორიული იყო ბაბლუანი
-რატომ?
-იმიტომ, რომ მახსენებს ჩემს შეცდომას. მახსენებს ჩემს საქციელს, როგორ დავადანაშაულე ის ყველაფერში. ჩემზე მეტად ისაა გარემოებების მახვერპლი. მე კი საქონელი ვარ, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ საკუთარ თავზე.
-კარგია, რომ ხვდები. ზურგი აქცია და წავიდა. ისევ მარტოდ დარჩენილს კვლავ აეშალა მოგონებების კორიანტელი და მათში ჩაძირულმა იქვე მონახა სავარძელი. დაჯდა და თვალები დახუჭა.მოგონებებში ჩაძირული, თითის ბალიშებით ეხებოდა წარსულს და თითოეული წამის გახსენებაზე ტანში სასიამუვნო ჟრუანტელი უვლიდა. არავინ იყო გარშემო. მხოლოდ ის და უამრავი მოგონება. ცხადად ხედავდა თაიას, ბედნიერ ოჯახის წევრებს... თვალები გაახილა და თავით შეეჯახა მწარე რეალობას.
-ამის დედაც. მწარედ დააჭირა კბილები ერთმანეთს და მონატრებისგან გაგიჟებულმა აკრიფა ნაცნობი რიცხვთა კომბინაცია. რამდენიმე ზუმერის შემდეგ ქალის დაღლილი ხმაც გაისმა ყურმილში.
-ოდესმე დასრულდება? კვლავ თვალები ჰქონდა დახუჭული და ქალის აჩქარებულ სუნთქვას ყელთან გრძნობდა. თითქოს იქ იყო იმ წამს.
-დავასრულოთ ნაკაშიძე. ამის დედაც უშენოდ ვერ ვსუნთქავ. ქალის სუნთქვა კიდევ უფრო გახშირდა და ბაბლუანის ნორმალურობა კვლავ ეჭვის ქვეშ დადგა. გააფრინა დიმამ. მონატრება კიდევ უფრო მძაფრად იგრძნო ვიდრე ოდესმე.
-კარი არ დაკეტო, მოვალ... ვეღარ გაუძლო ქალს, ვერ მოერია საკუთარ სულში არსებულ ვულკანებს. გონება, გული, სხეული სამივე თანხმდებოდნენ, რომ ამ წამს ქალი უნდოდა. მხოლოდ ამ წამს კი არა სამუდამოდ. სჭირდებოდა, რომ ესუნთქა. გვიან გაანალიზა ბაბლუანმა, რომ გვარმა, რომელიც ასე ეზიზღებოდა მისთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი ადამიანი არგუნა. თაია უკვე დიდი დოზით იყო დიმაში და ახლა კიდევ უფრო მეტად უყვარდა ქალი ვიდრე ოდესმე. სწრაფად მოიძია გასაღები და აჩქარებული ნაბიჯით გაიარა მანძილი სახლიდან მანქანამდე. აზრები, მიზნები მხოლოდ თაიასკენ იყო მიმართული და იმ წამს სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. ელვა კვლავ გადაწოლილი იყო თბილისის ცაზე. მხოლოდ მისი მანქანა მიქროდა ცარიელ ტრასაზე. გზაში აზრებს აწყობდა თუმცა მის სულშიც ისეთივე ქარიშხალი ტრიალებდა, როგორიც გარეთ და დალაგებულს მაშინვე ურევდა. ნაცნობი შენობის დანახვაზე კიდევ უფრო აუჩქარდა გული და თინეიჯერი ბიჭივით აუკანკალდა ფეხები. გადავიდა ავტომობილიდან და ჩვეულებისამებრ ახედა კორპუსს, რომლის მეცხრე სართულიდან გამომკრთალმა შუქმა სუნთქვა შეუკრა. ელოდებოდა ნაკაშიძე და ამის გააზრებამ ერთიანად გააბედნიერა. კიბეები აიარა, არ დაღლილა. მოზღვავებულ ემოციებს გრძნობდა.
მომენტი ზარის დარეკვიდან კარის გაღებამდე იყო ყველაზე ამაღელვებელი და მერე, მერე იყო სიმშვიდე. თაიას დანახვამ გაგიჟებული, აფოფრილი სული დაუმშვიდა. გულის ცემა დაურეგულირდა და მხოლოდ ის გაიაზრა, რომ თავის მკლავებში მოემწყვდია სანატრელი სხეული. ეს წამი იყო ყველაფრის დალაგების. ყველაფერი საკუთარ კალაპოტში დაბრუნდა თითქოს. ქალის ათრთოლებულ სხეულს გრძნობდა, მის ცრემლებსაც, რომლებიც მხრებს უსველებდნენ.
-მამა. ლილეს ხმის გაგონებაზე ბედნიერება გაორმაგდა და დროებით გაათავისუფლა მკლავებიდან თაია.
-პრინცესა. შვილისკენ გადადგა ნაბიჯები და სწრაფად აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-მამა ჩუუ, ის ექიმი აქაა. ხელახლა დაუარა სიგიჟის ტალღამ და ირონია აღებეჭდა სახეზე.
-დიმა გთხოვ. ქალის ვედრების მიუხედავად თვალები მაინც სარკისებრი გაუხდა და მძიმე ნაბიჯებით შეაბიჯა მისაღებში.
-ბატონო დიმა. მაშინვე წამოდგა ფეხზე ლაშა და კაცს გაუწოდა ხელი.
-ვიზიტისთვის ძალიან გვიან ხომ არაა? ხელისთვის ხელი არ შეუგებებია. ზიზღი დასთამაშებდა სახეზე.
-დიახ, მაგრამ ლილეს ანალიზების პასუხი უნდა მომეტანა. თავი იმართლა კაცმა.
-ლილეს ანალიზების პასუხისთვის შეგეძლოთ ჩემთვის დაგერეკათ.
-მაგრამ თაია დედაა და,ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა მას ენახა.
-ამის დედაც. რა არის უკეთესი ის, რომ შენც ნახე ჩემი ცოლი? ვეღარ იტევდა ბრაზს..
-ბატონო დიმა, არ მინდა თქვენთან დაპირისპირება, მაგრამ თაია თქვენი ცოლი აღარაა.
-რა უნდა მოვკლა? თაიას გახედა. თვალებში აწვებოდა ბრაზი.
-ლაშა გთხოვ.
-მივდივარ. ქალს გაუღიმა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი.
-მამიკო არ იყვირო. შვილის სუსტი მკლავები მოეხვია.
-არ ვიყვირებ. უბრალოდ შენ და დედას წასაყვანად მოვედი. ქალს უყურებდა, თვალსაც კი არ აშორებდა. მის დაძაბულ სხეულს მეტრის იქიდანაც გრძნობდა.
-ელისთან? ბავშვის მხიარულ ხმაზე თავადაც გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-წავალ თოჯინას ავიღებ. ოთახში გაიქცა ლილე. მარტოდ დარჩენილი თაიას ახედა და ფეხზე წამოდგა.
-ყველანაირ ურთიერთობას გაწყვეტ იმ სი*თან. ერთადერთი ექიმი არაა, რომელიც ლილეს ანალიზების პასუხს გააკონტროლებს. ახლოს იდგა. ქალის გახშირებულ სუნთქვას ყელთან გრძნობდა.
-ჩემი მეგობარია დიმა. ღრმად ამოისუნთქა და ეცადა მტკიცედ მდგარიყო.
-გკითხე? რა მეგობარი თვალებზე ეტყობა, რომ ერთი სული აქვს შეგეხოს. ვერ ხვდები?
-ის ექიმია. ჩემი შვილის ექიმი.
-არ მაინტერესებს. გაწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას.
-მართლა? მე არ მაქვს უფლება ვიმეგობრო კაცთან, რომელსაც მოვწონვარ და შენ? ხომ არ გავიწყდება, რომ სოფია ის ქალია რომელსაც გაგიჟებით უყვარხარ და ცნობისთვის შენი მდივანია. მითუმეტეს მე არ გავრბივარ დეპრესიის დროს ლაშასთან.
-შედარებაა საოცარი. სოფია ვაბშე სხვა განზომილებაა და ეგ სი*ი სულ სხვაა. გებღაუჭება, იცის, რომ ჩემი ხარ და მაინც.
-მესაკუთრეობის სინდრომს ებრძოლე. რაც შეეხება ჩემს წაყვანას, აღარ მოგცემ უფლებას ნივთივით მომისროლო ბაბლუანო. მარტო შენ არ გტკივა, სხვასაც სტკივა და ამის გააზრება ისწავლე. ახლა თუ წამოვალ, ვეღარ შეძლებ ჩემს გამოგდებას. თუ არ მოგეწონება ჩემი იქ დანახვა, შეგიძლია, აივანზე დაიძინო.
-სწერვა თაია ჩართე? ხალისობდა ქალზე.
-რა შუაშია? ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა და ოდნავ შეაღო ფანჯარა.
-გცხელა? ახლოს იდგა და ღრმად ისუნთქავდა ქალის სურნელს.
-დიმა. კაცის ტუჩების შეხებაზე მოდუნდა და მისკენ შეტრიალებულმა საკუთარი ბაგე კაცისას მიაწება. მონატრებამ ორივეს სხეულში გაიდგა ღრმა ფესვები.
-არ მყოფნი. შუბლით ეყრდნობოდა ქალს.
-ნეტავ სულ ასე იყო დიმა. წვრილი თითებით კაცის მხრებს ჩადრენილი აზრზე მხოლოდ ლილეს ხმამ მოიყვანა.
-მზად ვარ. ქურთუკს იცვამდა და თან აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა მშობლებს.
-მამა აღარ გამოგვიშვა რა იქიდან. ვერ ვიძინებ უშენოდ. ლილე სინდისზე ფეხს ადგამდა ბაბლუანს და ამ ყველაფრის გააზრებამ გული კიდევ უფრო მოუკლა.
-აღარ. მორჩა ჩემო პრინცესა.
-წავიდეთ დედა.
-ახლავე. დაბნეულო იყო თაია. ვერ იაზრებდა ახლა წასვლა სჯობდა თუ დარჩენა. ძალიან უხაროდა დიმას მოსვლა და ისიც, რომ სახლში მიჰყავდა, მაგრამ იგივეს განმეორების შიში კვლავაც კლანჭებს უჭერდა მის გონებას.
სახლში შესულს უცნაურმა გრძნობამ დაუარა და სიცარიელემ კიდევ ერთხელ ატკინა გული. ნია არ მისალმებია, ზედაც არ შეუხედავს.
-ოჯახის მზე დაგვიბრუნდა. ელიმ ლილე აიტაცა ხელში და ბიცოლასაც მოეხვია.
-გვენატრებოდი მე და დიმას. სულ ოდნავ გააპო ბაგე და დიმას ღიმილზე თავადაც გაეღიმა.
-მეც მენატრებოდი ელ. გულწრფელად გაუღიმა და დაბღვერილ ნიას თვალი აარიდა.
-მკვლელებსაც ვაბრუნებთ უკვე? მაინც მოშხამა ნიამ და დიმას ყვირილზე ყველა შეხტა.
-ნია გეყოს. დაასრულე ეგ სისულელე, თუ ვინმეა დამნაშავე მე ვარ და შეგიძლია, ეგ გესლი ჩემკენ მომართო.
-რომ არა ეს ქალი სახლში იქნებოდი იმ ღამეს. დედას სისხლს ვერ ვაპატიებ. ცრემლიანმა აიარა კიბე.
-არ მიაქციო ყურადღება, ღრმა დეპრესიას ებრძვის.
-არაუშავს. ვიცი, რომ ძნელია დედის გარეშე ყოფნა. სევდიანად გაიღიმა და დაძაბულ შვილს მოეხვია.
-ლილეს ეძინება. დიმას უყურებდა თვალებში.
-ადი ჩვენს ოთახში. ეს უკვე ბევრს რამეს მიუთითებდა. ამ სამ სიტყვაში ყველფერი გარკვეული იყო და უშფოთველად აიარა კიბეები. კარის გაღებისთანავე საყვარელი სურნელი შეეფეთა და ღრმად ჩაისუნთქა დიმასეული ჰაერი. ყველფერი ისე იყო, როგორც დატოვა.
-დედა... ლილე უკვე ძილბურანში იყო გახვეული.
-დაიძინე პრინცესა. შუბლზე მიაწება ტუჩები და მის გვერდით დაწვა.
დაღლილობას თაიასთვისაც წაერთმია თავი. ჩაძინებული დიმას ცხელმა ტუჩებმა გამოიაევიძეს, რომელიც შანთივით ედებოდა მის სხეულს. ლავიწებზე მიწებებულმა ტუჩებმა და ცხელმა სუნთქვამ გონება აურია და დაუფიქრებლად მოხვია კაცს მკლავები.
-აღარ გაგიშვებ.
-აღარ წავალ. კაცის შემდეგ მოქმედებას ბგერების ამოძახილოთ შეხვდა და მთლიანად მამაკაცზე მინდობილი გადაწვა საწოლზე.
-მინდა, რომ გამლანძღო. მიყვირო და არა ასე ჩამადნე ხელებში. ზემოდან დაჰყურებდა ქალოს უნაკლო სხეულს.
-რამეს შეცვლის დიმა? არ ვაპირებ მსგავსს არაფერს.
-მიყვარხარ. ერთმანეთში ჩაიკარგნენ. სიყვარულის მორევში ჩაძირულებმა დაკარგეს აწმყოს შეგრძნება და თავი გადაეშვნენ იქ, სადაც ყველაფერი ლამაზია.
---
დილით გაღვიძებულს გვერდით თაია, რომ დახვდა სახე გაებადრა და ქალის გაბუშტულ ტუჩებს დასწვდა.
-არ მყოფნი. თითებს მის სხეულზე დააცოცებდა და ქალის თითოეულ მიმიკას სწავლობდა.
-მანიაკი გახდი? გაიცინა და შემოღებულ კარში მდგარ პატარა სხეულს გაუსწორა თვალი, რომელიც ცრემლიანი თვალებით უმზერდა.
-მამა ჩამოდი სწრაფად, დედიკოს ბაბუა მოვიდა. ბედნიერება მაშინვე გაქრა. დიმას ბრაზნარევ სახეზე თვითონაც დაიძაბა და მაშინვე წამოდგა საწოლიდან.
-აქ დარჩი და ლილე არ გამოუშვა.
-დიმა
-გითხარი გასაგებად. თავს კარგავდა, როდესაც საქმე ნაკაშიძეებს ეხებოდათ. შარვალი ამოიცვა და მაშინვე ჩაიარა კიბეები. მისაღების შუაგულში იდგა ჯოხით ხელში და ირონიულ მზერას ატარებდა ყველგან.
-აქ რა გინდა?
-შენ რა გინდა შე ღორო? შეეშვი ჩემს კომპანიას. ანგარიშის გასწორებას შეეშვი.
-შევეშვა? დედაჩემის სიკვდილი არ შეგრჩებათ.
-უარესი მოხდება.
-უარესი? ამაზე ურესი რაღა უნდა იყოს?
-შეეშვი კომპანიას დიმა. არ გეყო რაც მოხდა?
-დამპალო ნაბი*ვარო. მისკენ წასულმა დაუფიქრებლად ჩაავლო საყელოში ხელი და გარეთ მისიანად გავიდა.
-არ გაბედო ოდესმე ამ სახლში ფეხის დადგა.
-ღორმა ბაბუაშენმა წაგვართვა ეს სახლი. შენ რა იცი რა გადამატანინა მან? რა იცი, როგორ წაართვა შენმა საამაყო მამამ ჩემს შვილს საცოლე. ტყვიასავით გავარდა ეს სიტყვები. დიდი მტრობის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. ეკატერინე. ქალი, რომელიც ვერ გაიყვეს. სხეული დაეჭიმა. კაცს უყურებდა და ზიზღი კიდევ უფრო ნეტად ემატებოდა.
-არ მჯერა შენი. ცინიკური იყო.
-იკითხე ბაბლუანო. ჯოხი დაარტყა და კოჭლობით წავიდა გასასვლელისკენ.
ყველაფერი აერია დიმას. გონებაში ძლივს დალაგებული ისევ აქა-იქ ქაოსურად გაიფანტა.
-ამის დედაც. შეკრული მუშტი მინის მიმართულებით გაიქნია და მინაც კრისტალებად დაიშალა. აგიჟებდა ყოველი ახალი საიდუმლო.
-დავიღალე. ამოიღმუილა და სისხლიან ხელს დააჩერდა, რომლიდანაც ზანტად ჟონავდა ბლანტი სითხე.
---
ბავშვობაში დედულეთში ვისვენებდი. იქ გაცნობილი ადამიანები ჩემთვის სინათლის წყარო არიან. ერთ-ერთი სინათლის წყარო დავკარგე. მაპატიეთ ამ თავის სიმცირე. თავს არ გახვევთ ჩემს ტრაგედიას, უბრალოდ მინდა ვთქვა. ვეღარ ვიტევ. ცუდად ვარ და ცოცხლად მჭამს ეს ყველაფერი. ჩემი ტრაგედია კი არა მთლიანად ყველას ტრაგედიაა ასე მგონია. ყველაზე ალალი და კეთილი ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. მაპატიეთ სისუსტე... იმედი მაქვს შეაფასებთ ამ ნაწყვეტს... მიყვარხართ. დროებით!



№1  offline წევრი 《Sunshine》

როგორც ყოველთვის შესანიშნავი თავი იყო მალე დადე შემდეგი რა <3

 


№2 სტუმარი Ana-maria

ვფიქრობ წარსული არ აძლევს მოსვენებას მომავალს. ნელნელა ლაგდება ურთიერთობა დიმასა და თაიას შორის, სიყვარული ალაგებს!დიმა-ძლიერი მამაკაცია, თაია კი ძლიერი სიფრიფანა ქალი და მათ სიყვარულს ვერაფერი შეარყევს.

 


№3  offline წევრი Nobodyelse

ისტორია საინტერესოა, შენ კი გამძლეობას გისურვებ!

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

სასწაული ხარ.საუკეთესოდ წერ, მომწონს შენი ისტორიები.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

თავს არ გახვევთ ჩემს ტრაგედიას, უბრალოდ მინდა ვთქვა. ვეღარ ვიტევ. ცუდად ვარ და ცოცხლად მჭამს ეს ყველაფერი. ჩემი ტრაგედია კი არა მთლიანად ყველას ტრაგედიაა ასე მგონია. ყველაზე ალალი და კეთილი ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. მაპატიეთ სისუსტე...

ბოლოში ამ სიტყვებს ვერ მივხვდი. თქვენთან რაიმე კავშირშია ეს ისტორია??

 


№6  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ნინი
თავს არ გახვევთ ჩემს ტრაგედიას, უბრალოდ მინდა ვთქვა. ვეღარ ვიტევ. ცუდად ვარ და ცოცხლად მჭამს ეს ყველაფერი. ჩემი ტრაგედია კი არა მთლიანად ყველას ტრაგედიაა ასე მგონია. ყველაზე ალალი და კეთილი ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. მაპატიეთ სისუსტე...

ბოლოში ამ სიტყვებს ვერ მივხვდი. თქვენთან რაიმე კავშირშია ეს ისტორია??

ბოლოში იყო განმარტება, თუ რატომ ვერ ვდებდი ისტორიას. ჩემთვის ძალინ მნისვნელოვანი ადამიანი აღარ არის აქ... არაფერ სუაშია ისტორია, უბრალოდ გაგიზიარეთ ჩემი ტკივილი❤️

 


№7  offline წევრი Life is beautiful

ვიზიარებ შენს მწუხარებას❤️


ამ თავზე იმის თქმა შემიძლია, რომ
"ის" გადაწყვეტილება მომეწონა "თაია სახლში ბრუნდება"
სხვა ყველაფერი, ჩვეულებრივად მიდის..
მაგრამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი შეგიძლია..
და დარწმუნებული ვარ თუ "არ იჩქარებ"
როგორც წინა თავებში გითხარი.. უფრო დახვეწავ...
არ თქვა რომ: არ შეგიძლია, თუ მოინდომებ ყველაფერ" რეალურს" შეძლებ.. ზოგჯერ" ირეარულიც" კი შესაძლებელია.
სასვენი ნიშნები საკმაოდ საჭიროა..
ისე გამომდის, თითქოს მაზოლზე სპეციალურად გაჭირებ ფეხს, მაგრამ როგორც ვთქვი: ვგრძნობ რომ ბევრად მეტი შეგიძლია!
წარმოსახვა ეს უსაზღვრო სამყაროა, რომელიც არსაიდან იწყება და არსად მთავრდება, ნუ ჩაკეტავ მას, ნუ დაუწესებ საზღვრებს და როცა ამას მართლა გაიაზრებ, შენ მასში იფრენ, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა შენთან ერთად ვიფრინოთ დაუსრულებლად. ♥️
არ გეტყვი, რომ გაითვალისწინო რასაც გეუბნები.. ეს შენი გადასაწყვეტია.. და თუ ამ დროს, დაგებადება ასეთი სიტყვა"არ შემიძლია" გაიხსენე რომ ამით შენს წარმოსახვას საზღვრებს უწესებ, რაც მას წრფეზე ბოდიალის გარდა, არაფირს საშუალებას აძლევს, მაშინ როცა სიბრტყის მაგივრად, სივრცე შეგიძლია აითვისო.. ♥️
მე მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ამ ჩემს "ნააზრევს" გაიგებ და უბრალოდ დაფიქრდები, გაანალიზებ.
სხვა, ზუსტად რომ გითხრა მეც არ ვიცი როგორ ვაფრინო სხვა, მაგრამ ვცდილობ მე თვითონ გავფრინდე და ვისწავლო ფრენა♥️❤️

 


№8  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful
ვიზიარებ შენს მწუხარებას❤️


ამ თავზე იმის თქმა შემიძლია, რომ
"ის" გადაწყვეტილება მომეწონა "თაია სახლში ბრუნდება"
სხვა ყველაფერი, ჩვეულებრივად მიდის..
მაგრამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი შეგიძლია..
და დარწმუნებული ვარ თუ "არ იჩქარებ"
როგორც წინა თავებში გითხარი.. უფრო დახვეწავ...
არ თქვა რომ: არ შეგიძლია, თუ მოინდომებ ყველაფერ" რეალურს" შეძლებ.. ზოგჯერ" ირეარულიც" კი შესაძლებელია.
სასვენი ნიშნები საკმაოდ საჭიროა..
ისე გამომდის, თითქოს მაზოლზე სპეციალურად გაჭირებ ფეხს, მაგრამ როგორც ვთქვი: ვგრძნობ რომ ბევრად მეტი შეგიძლია!
წარმოსახვა ეს უსაზღვრო სამყაროა, რომელიც არსაიდან იწყება და არსად მთავრდება, ნუ ჩაკეტავ მას, ნუ დაუწესებ საზღვრებს და როცა ამას მართლა გაიაზრებ, შენ მასში იფრენ, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა შენთან ერთად ვიფრინოთ დაუსრულებლად. ♥️
არ გეტყვი, რომ გაითვალისწინო რასაც გეუბნები.. ეს შენი გადასაწყვეტია.. და თუ ამ დროს, დაგებადება ასეთი სიტყვა"არ შემიძლია" გაიხსენე რომ ამით შენს წარმოსახვას საზღვრებს უწესებ, რაც მას წრფეზე ბოდიალის გარდა, არაფირს საშუალებას აძლევს, მაშინ როცა სიბრტყის მაგივრად, სივრცე შეგიძლია აითვისო.. ♥️
მე მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ამ ჩემს "ნააზრევს" გაიგებ და უბრალოდ დაფიქრდები, გაანალიზებ.
სხვა, ზუსტად რომ გითხრა მეც არ ვიცი როგორ ვაფრინო სხვა, მაგრამ ვცდილობ მე თვითონ გავფრინდე და ვისწავლო ფრენა♥️❤️


პირველ როგში მადლობა. ვცდილობ, ვისწავლო გაფრენა. სასვენ ნიშნებს რაც შეეხება, ასევე ვცდილობ, დიდი ყურადღებით ვწერო, რომ არ გამომრჩეს თუმცა არის მომენტები, როდესაც ემოციაზე ვფიქრობ და ვეღარ სასვენ ნიშნებზე. იმედი ,,ჩვეულებრივს" დაგავიწყებ და მერე დამიწერ ,,არაჩვეულებრივიაო" ❤️ მე სწორად დაწერილი სწორად მესმის და მადლობა კიდევ ერთხელ.

 


№9  offline წევრი ნენეე

ეს თავი ჩემთვის იყო ემოციების აფეთქება. კარგი იყო დიმა. ის ეჭვიანობის მიუანსიც და თაიაც. დიალოგი, მონოლოგი ყველაფერი მომეწონა. მაგრამ... უფრო მეტი მინდა. მინდა, რომ მეტად განავითარო სიუჟეტი, ჩარჩოებში არ ჩაჯდე. თუნდაც დიმას ემოციები მეტი სიმძაფრით აღწერე. წარმატებები ქეთ❤️ ველოდები.....
--------------------
ნენე გასვიანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent