შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატერინა


15-04-2021, 23:43
ავტორი თ..ა..კ..ო
ნანახია 1 816

გოგონა მთელი ფრენის განმავლობაში ფიქრებში იყო ჩაძირული. მის სახეზე ადვილად იკითხებოდა ტკივილი, ფორიაქი და გადაღლილობა. 2 წლის შემდეგ ტოვებდა ლონდონს და დიდ ტკივილს, რომელსაც ეგონა როგორმე სამშობლოში გაექცეოდა თუმცა გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ვერსად დაემალებოდა უდიდეს სინანულს, სინანულს იმისა, რომ ოდესღაც საქართველო დატოვა და სასწავლებლად უცხო ქვეყანას მიაშურა, იქ კი თავს უდიდესი ტრაგედია დაატყდა.

1 კვირის წინ.
- დღეს შენი დაბადების დღეა ცოტა გამხიარულდი_ ეუბნებოდა ჯინი კატერინას მხიარულად
- კარგი რა, ერთი ჩვეულებრივი დღეა_ უპასუხა გოგონამ მეგობარს ბოლოს კი ნაღვლიანად და მშობლიურ ენაზე დააყოლა - ოჯახის გარეშე.
- დღეს კლუბში წავიდეთ, რამდენიმე ბავშვს ვუთხრათ კურსიდან და გავერთოთ_ ახალი იდეით კმაღოფილმა განათებული სახით უთხრა ჯინმა.
- კარგი რა ხომ იცი..
- არავითარი უარი, ახლავე გავარკვევ ყველაფერს და საღამოს შევხვდებით აბა შენ იცი_ უთხრა და კისკისით მოშორდა გოგო.
კატერინამ ნაღვლიანად ამოისუნთქა, შემდეგ კი მხიარულად მიმავალ გოგონას გააყოლა თვალი და გაეღიმა. მართალია ლონდონში ჩამოსვლისას ძალიან ბედნიერი იყო, სწავლას პრესტიჟულ უნივერსიტეტში იწყებდა, თუმცა ყველა მხიარულება რამდენიმე თვეში შეიცვალა, როდესაც მონატრებამ სძლია. ენატრებოდა მამა, დედა, ძმა, მეგობრები და ნათესავები ყველა ვინც სამშობლოში დატოვა. მათთან საუბარი არაფერს შველოდა, თუმცა ცდილობდა კონცენტრაცია სწავლაზე გადაეტანა და ახერხებდა კიდევაც.
მშობლებს და ძმას ესაუბრა ყველამ მიულოცა, მათი დანახვისას ცრემლები მოსდიოდა, თუმცა ცდილობდა არაფერი შეემჩნია.
საღამოსთვის მოემზადა, მუხლს აცდენილი ოქროსფერი ზურგამოღებული კაბა მოირგო. თმა გაიშალა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ჯინის დაურეკა, კითხა სად მისულიყო, როდესაც კლუბის სახელი გაიგო ერთი წამოიკივლა
- მანდ რა ჯანდაბა მინდა გოგო, არ მითხარი ვიწრო წრეშიო? კარგი რა ჯინი _ გაბრაზებული სიტყვებს ეძებდა.
- მალე მოდი გელოდებით _ გაეცინა გოგოს და მობილური გათიშა.
კატერინამ თავი გადააქნია და სახლის კარი გაიხურა. იცოდა მეგობარს ვერაფერს შეაგნებინებდა, თანაც არ უნდოდა იქ მყოფები უხერხულ სიტუაციაში ჩაეგდო.
კლუბში შესვლისას სიგარეტისა და სასმლის სუნმა გააბრუა.მალევე დაინახა ჯინი და თავისი კურსელები, მათან მივიდა, ყველა ულოცავდა და ეხვეოდა თავადაც გამხიარულდა მათი შემხედვარე. იქეთ-აქეთ იხედებოდა და მხოლოდ წვენს წრუპავდა.
- კარგი რა პატარა ბავშვი ხარ? _ გვერდით მიუჯდა მარკი და ტეკილა მიაწოდა, კატერინამ მოჭუტული თვალები გახედა. ბიჭმა სიტყვის თქმა არ აცადა
- მიდი რა ძმურად, გამისწორე _ გოგონას მის სიტყვებზე გაეცინა. და მტელი ჭიქა ერთი ხელის მოსმით გადაკრა. სახე დაემანჭა, მაგრამ მიხვდა რომ შინაგანად ესიამოვნა.
- წამოდი ვიცეკვოთ _ მარკმა ხელი დაავლო და საცეკვაოდ წაიყვანა.
დარბაზის შუაგულში იდგა და სასიამოვნო მელოდიას ტანს ლამაზად აყოლებდა, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვერ გრძნობდა, მხოლოდ მოძრაობდა. როდესაც მუსიკა დასრულდა თავის ადგილს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ ჩახუთულობამ შეაწუხა და გარეთ გავიდა, ირგვლივ არავინ ჩანდა, სიმშვიდეში კი იმდენად გაირინდა, რომ მოახლოებული სხეულიც ვერ შენიშნა. უცებ ზურგიდან ხელები შემოხვია ვიღაცამ, უცებ შეკრთა. უკან მობრუნება სცადა, თუმცა ძლიერმა ხელებმა შეაჩერეს. მალევე იგრძნო კისერში უსიამოვნო კოცნა, გაუძალიანდა თუმცა ბიჭმა ისევ გააგრძელა. უცებ შემოატრიალა გოგო, ირონიულად უღიმოდა და სახე თანდათან ახლოს მიჰქონდა. კატერინა გრძნობდა უსიამოვნო სასმლის სუნს, ხედავდა ჩაწითლებულ თვალებს და ირონიულ, ავისმომასწავებელ გამოხედვას. ბიჭი უცებ ტუჩებზე ეცა, გოგონამ მისი მოცილება სცადა მაგრამ ვედაფერი გააწყო ამხელა სხეულთან. მალევე დაიწყო კივილი. თუმცა ირგვლივ არაფერი იყო, კლუბიდან კი გამაყრუებელი სიმღერების ხმა გამოდიოდა. უკვე აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა, მიხვდა რომ განწირული იყო. ბიჭი უცებ მოცილდა მის თვალებში მხოლოდ სურვილი და ჟინი იკითხებოდა. კატერინა მალევე მხრებზე მოისვა და კლუბის უკან ავტოსადგომისკენ გაიყვანა. ყურადღება არ მიუქცევია მისი კივილისა და ტირილისთვის. მანქანასთან გაჩერდა გოგო უკანა სავარძელზე დააგდო და თვითონაც გვერდით მიუჯდა, მალევე დაეწაფა გოგონას სხეულს. კატერინა კი უკვე გონებას კარგავდა, მხოლოდ ტკივილს და სასოწარკვეთას გრძნობდა. მიხვდა რომ საშველი არსად იყო და წყვდიადში გადაეშვა, წყვდიადში რომლიდანაც მარკის და ჯინის ხმამ გამოაფხიზლა. ასფალტზე ეგდო ირგვლივ კი ხალხი ირეოდა თავი წამოწია, ეგონა სიზმარი იყო ყველაფერი თუმცა ტანზე შემოგლეჯილი ტანსაცმლისა და დალურჯებების დანახვისას მიხვდა, რომ ყველაფერი რეალური იყო. მალევე გაითიშა, ისევ ჩაითრია სიშავემ.
გონს საავადმყოფოში მოვიდა, თვალი გაახილა და უცებ კივილი ატეხა, საწოლიდან წამოფრინდა ყველაფერს რაც ირგვლივ ჰქონდა ისროდა და გამწარებული ტიროდა, უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო. მალევე შემოვარდა ჯინი ექიმებთან ერთად და დამამშვიდებელი გაუკეთეს.
მთელი ერთი კვირა საავადმყოფოში გაატარა, ვერ პასუხობდა ოჯახის ზარებს, იწვა საწოლზე და თვალი ჭერზე ჰქონდა მიშტერებული. არ სვავდა, არ ჭამდა, ხმასაც კი არ იღებდა. ერთ დღესაც დაპროგრამებულივით წამოდგა და ბუტბუტით წავიდა კარისკენ.
- სახლში უნდა წავიდე, დედასთან მინდა, სახლში უნდა წავიდე, ჩემს სახლში უნდა წავიდე _ იმეორებდა მთელი გზა სანამ თავის კორპუსს არ მიადგა მალევე ავიდა სახლში, ნახევარ საათში უკვე სახლი დააცარიელა ყველაფერს მოუყარა თავი და სამშობლოს გზას დაადგა.

.....
გონს ხალხის ჩოჩქოლმა მოიყვანა, რომლებიც გასასვლელისკენ მიისწრაფვოდნენ. უცებ ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ფეხზე წამოდგა თვითმფრინავიდან გადავიდა, სამშობლოს ჰაერმა თითქოს ოდნავ შვება მოჰგვარა. აეროპორტში რათქმაუნდა არავინ დახვედრია. მალევე გააჩერა ტაქსი და მისამართი უკარნახა. თანდათან კანკალი იპყრობდა როგორ უნდა ეთქვა ყველაფერი ოჯახისთვის, როგორ ჩაეხედა ერთადერთი ძმისთვის თვალებში, ფიქრებში გარინდული მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა. ფანჯრიდან გაიხედა უკვე ნაცნობ ჭიშკართან იდგა. ყოველთვის ეგონა, რომ სახლში დაბრუნებისას ბედნიერი და სიხარულით სავსე იქნებოდა, თუმცა ეხლა ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა სახლში. გაღიზიანებულმა მძღოლმა კიდევ ერთხელ შემოუძახა
- გოგონა აღარ გადადიხართ?
შემკრთალმა კატერინამ უცებ მიაწოდა ფული და მანქანიდან სწრაფად ჩავიდა.
შეაბიჯა დიდ ეზოში, რომელიც თითქმის ისეთივე იყო როგორიც დატოვა. სახლთან მისულს ზარზე ხელი გაუშეშდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და ხელი მიაჭირა. კარი მოსამსახურემ გაუღო, რომელსაც სახე უეცრად გაებადრა და გოგონას მოეხვია. კატერინას ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ყველას სიყვარულით ავსებდა, სწორედ ეს იყო ასეთი შეხვედრის მიზეზიც.
- როგორ ხარ ჩემო ლამაზო გოგო _ უკოცნიდა სახეს ნათია
- კარგად ნათია დეიდა, ძალიან მომენატრეთ. _ ჩაეხუტა თავადაც.
მალე ნათიამ პირი დააღო რომ სახლში მყოფებისთვის დაეძახებინა, თუმცა გოგომ გააჩერა და ჩუმად შევიდა სახლში. მიდიოდა მისაღებისკენ, იქედან გამომავალი ხმები უკვე კარგად ესმოდა და მთელი სხეულით აკანკალდა. უცებ თავი გააქნია და თავი ხელში აიყვანა, ნაბიჯი გადადგა და უცებ ყველა დაინახა. მისაღებში რამდენიმე ბიჭი იჯდა, რომლებიც რაღაც თემაზე გაცხარებით საუბრობდნენ, უცებ გოგოს თვალები ერთ- ერთ მათგანს მიაშტერდა. ბიჭმა მალევე იგრძნო მზერა, შეტრიალდა და სახე გაუშტერდა.
- ბიჭო, დემე შენ გეუბნები _ მხარზე ხელი დაჰკრა ერთ-ერთმა, შემდრგ კი ყველამ თვალი მის მზერას გააყოლა.
იყვნენ დემეტრე და კატერინა, და-ძმა ერთმანეთის შემყურე და ვერცერთი ახერხებდა ადგილიდან დაძვრას.
- კატ.. ჩემო კატერინა _ ამოილუღლუღა უცებ ბიჭმა და გოგო გულში ჩაიკრა. - ჩემო პატარავ, ჩემო პატარავ _ იმეორებდა და პატარა დაიკოს თმაზე ეფერებოდა.
ირგვლივ ყველაფერი გაირინდა დივანზე მსხდომი ორი ბიჭი ჩუმად უყურებდა მათ და შემდეგ ერთმანეთს გახედავდნენ, ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა.
- როდის ჩამოხვედი? რატომ არ მითხარი? დაგხვდებოდი _ მიაყარა კითხვები დემეტრემ როდესაც ჩამოსხდნენ.
- მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა _ გაიღიმა გოგონამ, ძმის გვერდით თავს დაცულად გრძნობთა თუმცა, შინაგანად დაშლილი იყო.
მალევე მოავლო თვალი ირგვლივ მყოფებს. თუმცა ყურადღება არცერთზე გაუმახვილებია, უკვე ისე იყო ყველა მამაკაცის ეშინოდა.
- დედა და მამა სადარიან? _ კითხა ძმას
- სოფელში წავიდნენ რამდენიმე კვირით, ბებო იყო ცუდად
- რა? რა დაემართა? _ ანერვიულდა გოგო
- არაფერი წნევები აწუხებს, ახლა კარგადაა, მაგრამ მაინც დარჩებიან ცოტა ხნით. ხო მართლა, ეს ალექსია_ მიუთითა შავგვრემან, მწვანეთვალება ბიჭზე რომელიც კუშტი გამომეტყველებით იჯდა - ეს კი ლუკაა ვერ იცანი? _ გაეცინა დემეტრეს. კატერინამ მომღიმარ ლუკას გახედა და ბიჭი აათვალიერა
- ლუკა? _ მოჭუუტული თვალებით დააკვირდა ბიჭს რომელიც უცებ გვერდით მიუჯდა და უკითხავად ჩაეხუტა, გოგო დაიბნა ვერ მიხვდა რა ხდებოდა, გონებაში კადრები ამოუტივდა, კანკალი აუვარდა
და იკივლა
- არა, არა მომშორდი, მომშორდი არ შემეხო _ მის ყვირილზე ყველა ფეხზე წამოცვივდა, ლუკა შეშინებული მიცილდა გაფითრებულ გოგოს, რომელიც ხელებს ჰაერში იქნევდა.
- კატო, კატო რა გჭირს, კატო რა დაგემართა _ სახეზე ხელს ურტყავდა დემეტრე - ამის დედაც რა გჭირს, ნათია, ნათიაა_ ეძახდა მოსამსახურეს, ისიც მისაღებში მალევე შემოვარდა
- რახდება? _ იკითხა უცებ, გოგონას დანახვისას კი სახე წაეშალა
- მალე წყალი მოიტანე _ იყვირა ბიჭმა.
ალექსი, დაეჭვებით უყურებდა გოგოს უცებ გონებაში რაღაცამ გაუელვა, შემდეგ თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და ძმაკაცს მიუბრუნდა რომელიც დაზე იყო ჩაფრენილი და მის დამშვიდებას ცდილობდა.
- საავადმყოფოში წავიყვანოთ_ უთხრა ბიჭს, რომელსაც ალექსის ხმა საერთოდ არ ესმოდა - გესმისს?! _ ხმამაღლა უთხრა ბიჭმა, ისიც მალევე გამოერკვა და თავი დაუქნია
- კატ, შემომხედე კატო, წამოდი წავედით _ როდესაც გააცნობიერა, რომ გოგო ვერაფერს აღიქვამდა ხელში აიტაცა და გარეთ გავარდა, ბიჭებიც უკან მიყვნენ.
ცივმა ჰაერმა გამოაფხიზლა კატერინა, უცებ გაანალიზა რაც მოხდა და ძმას ხელებიდან გადმოუხტა.
- მე .. მე უბრალოდ... არვიცი.. _ სახეზე ხელს ისვავდა და ეზოში დადიოდა გოგო. -არ ვიცი რა დამემართა _ უცებ გაჩერდა და ლუკას შეხედა. - მაპატიე _ თქვა და სახლისკენ გაიქცა, ოთახის კარები ჩაკეტა, ლოგინზე ემბრიონის პოზაში მოიკუნდა და ატირდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საინტერესო ძალიან მომეწონა მაგრამ კატო ძალიან შემეცოდა მადლობა წარმატებები

 


№2 სტუმარი Mazie

Hey I am so delighted I found your blog, I really
found you by mistake, while I was looking on Askjeeve for something else, Anyways
I am here now and would just like to say thank you for a tremendous post and a
all round entertaining blog (I also love the theme/design),
I don't have time to read it all at the minute but I have bookmarked it and also added your RSS
feeds, so when I have time I will be back to read more, Please
do keep up the fantastic work.

Also visit my web-site :: web
page

 


№3 სტუმარი Elida

I am curious to find out what is a vpn
blog platform you're using? I'm experiencing some minor security issues with my latest blog and
I would like to find something more safeguarded.
Do you have any recommendations?

 


№4 სტუმარი Iola

These are actually wonderful ideas in regarding
blogging. You have touched some good points here.

Any way keep up wrinting.

my blog post - vpn special
coupon code

 


№5 სტუმარი სტუმარი Krystal

Undeniably believe that which you said. Your favorite reason seemed to be on the net
the easiest thing to be aware of. I say to you, I certainly get irked while people consider worries that they just don't know about.
You managed to hit the nail upon the top and also defined out the whole thing without having side effect
, people can take a signal. Will probably be back to get more.
Thanks

Here is my blog post; vpn coupon code ucecf

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent