შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავფრინდეთ (სრულად)


18-04-2021, 01:22
ავტორი tasusuna
ნანახია 22 793

გავფრინდეთ
__
ძალიან კარგად მახსოვს,როგორ შეიცხადა მთელმა ქალაქმა ჩვენი ამბავი..
სულ მარტო ვიყავი,
20 წლის ნინა წიკლაური,მისი თავდაყირა ცხოვრებით..
-რა მოხდა,რატომ გადავიდა?!-მთელი კვირა მხოლოდ ოთხი სიტყვა იცოდა ასობით კაცმა.
ასობით კაცს ერთ წინადადებაზე პასუხი არ და,ვერ გავეცი და,
ისე დავტოვე ქალაქთან ერთადჩემი პირადი ცხოვრება,უკან არ და,ვერ მოვიხედე..
ერთ პატარა ქუჩაზე დავტოვე მთელი ბავშვობა და ის,რასაც, პირველ სიყვარულს ვეძახით.
სამი წლის შემდეგ, საწყის წერტილთან დაბრუნება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მცდარი,გაუმართლებელი,დაუფიქრებელი,თუმცა..
მაინც,ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო..
ამ სამ წლამდე,მთელი ნახევარი ცხოვრება იყო...
მე ვერ გეტყვით,მეცნიერულად რა დროა საჭირო ადამიანში შენი პიროვნება დაინახო..
მინახავს წლობით შეუგუებელი ურთიერთობები და,განმიცდია ერთი ნახვით ნაპოვნი თავისუფლებაც..
ბევრი ფიქრის მერე,უკვე ალბათ -გვიან მივხვდი,სწორედ ეს რომ იყო მიზეზი,სამი წელი სრული კოშმარი რომ იყო..
ალბათ,ვერ გვაპატიეს გამოტოვებული საუბრები,გამოტოვებული შეხვედრები,გამოტოვებული კამათი და,მიუღებელი იყო,ერთი ასოციალური გოგოს სრულად ამოტრიალებული სამყარო..
მათ წლები სჭირდებოდათ ფრთები შეესხათ და ბედნიერება ეპოვნათ..
ჩვენ,უფრთოდ შევძელით ცის კამარაზე ფრენა.
გულწრფელიც ვიქნები,
იმპერიოდში,ნიკა თოდუათი ყველა მოხიბლული იყო..
შინდისფერ მოტოციკლზე,ტყავის ჟილეტში,დაბალი წვერითა და,კუშტი გამოხედვით ყველას ყურადღებას იქცევდა და, გულგრილს არავის ტოვებდა..
იყო მასში რაღაც,რაც ყველას ანდამანტივით იზიდავდა და,ბოლოს,მოწამლულები რჩებოდნენ.
ყველამ იცოდა როგორი სარისკო პიროვნება იყო,თუმცა,არ ერიდებოდნენ..
ვერ გეტყვით,კონკრეტულად რა ხდიდა მას განსაკუთრებულს,თუმცა,რომ შეხედავდი,ხვდებოდი,რომ ყველასგან გამოირჩეოდა..
თითქოს ყოველთვის მზადყოფნაში იყო და,ლარივით მოჭიმულ სხეულზე,ვერასდროს შეამჩნევდით თავისუფალ სუნთქვას..
გამუდმებით ვიღაცას ესაუბრებოდა,რჩევას აძლევდა და,საქმეს კონტროლის ქვეშ აქცევდა..
იდეალისტი იყო..
ეს მის ქცევაშიც გამოიხატებოდა,თუმცა,
სხვებისგან განსხვავებით,სრული ეკიპირებით არასდროს მართავდა საჭეს..
მიუხედავად პერფექციონიზმისა,თავზეხელაღებული ხდებოდა,როცა გზაზე იდგა და,ერთადერთი,რაც მას იცავდა,რკინის ჩაფხუტი იყო,რომელზეც მათი კლუბის გერბი იყო გამოსახული.
მე რომ გავიცანი თოდუა,იმ პერიოდში მიდიოდა მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები..გაცრეცილ ტყავის ჟილეტზე,მარცხენა მხარეს,გულთან,"პრეზიდენტი"ს ემბლემა იმ მომენტში დააკრეს,როცა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად,ახალი ბარის გახსნაზე,ჩვენმა საერთო მეგობარმა მიგვიწვია.
პირველად შევეჩეხე მას პირისპირ და, დიდხანს ვერც კი მოვაცილე თვალი..
ამაყი,ცივი,ჟინიანი მზერა მიებყრო მასზე უფროსი,ჭაღარა წვერიანი კაცისთვის და,მისგან დარიგებებს იღებდა..
ირგვლივ შეკრებილი ჟილეტიანები ომახიანი შეძახილებით ეგებებოდნენ თითო სიტყვას და ისეთ მუხტს ისროდნენ ჰაერში,მთელ სხეულში შემოდიოდა და ენერგიით მავსებდა.
მასთან ერთად,რამოდენიმე ახალგაზრდაც დაჯილდოვდა წოდებით და,როგორც შემდეგ ამიხსნეს,ერთ გუნდად,ერთი დიდი ჯგუფის წევრებად ჩამოყალიბდნენ,რომელსაც,სათავეში ნიკა თოდუა ედგა.
-პური და სანახაობა!-მზერა პრეზიდენტიდან დეაზე გადავიტანე,რომელსაც,ფრანგული სუფრიდან მომცრო ზომის ბურგერი აეღო და პიკანტური შესახედაობის ჯგუფებზე თვალით მანიშნებდა.
-სააღდგომო კვერცხებივით გამოვირჩევით მათგან,ნინა,მეტი არ მინდა რამე შემეშალოს,შამფურზე წამომაცვამენ და,პრაშაი მერე ზღვა და დასვენება,ან მიპოვნიან ან არა..ისე გადამმალავენ,ვერც თვითონ გაიხსენებენ.-თვალებს მოუსვენრად აცეცებს და გემრიელად ილუკმევა.
-შენ გატყობ ძალიან შეყევი ფილმების ყურებას და,ცოტა მართლა დაისვენე! ბანდა კიარ არის,ბაიკერების გუნდია! -მის ცმუკვაზე მეცინება და ჩვენკენ წამოსულ ბექას ღიმილით ვეგებები.თუმცა,მისი მზერა,ასი პროცენტით დეასკენაა მიმართული და ისე გაცისკროვნებული უყურებს,ის არადა ,მე ვდნები.
-"სერჟანტობა" მომილოცნია,ბექა ბატონო,ფრიად მოხარული ვარ თქვენი წარმატებით,მაგრამ,მაინც ვჯავრობ,თქვენს შერყეულ ტვინს კიდევ ეს უნდოდა?!-ქალბატონი კეკლუცურად უჟუჟუნებს თვალებს ახლადმოსულს და მის ჩაცმულობას თვალს აყოლებს.
მათი კავშირი იმდენად კომიკურია,სიცილის შესაკავებლად უკან ვიხევ და ბარში სასმელს ვუკვეთ.
საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე,ბართან ერთად,ფართს ბილიარდის სამი მაგიდა,ტატუ სალონი და მცირე საცეკვაო სივრცე იკავებდა.
კედლებზე უამრავი პოსტერი იყო გაკრული და,მათგან მუსიკალური ინდუსტრიის მეფეეები იმზირებოდნენ.
მთლიანი ტერიტორია ბაიკერებს ჰქონდათ ათვისებული და,თითო კაცს თუ შეამჩნევდით,მათ რიგებში რომ არ ირიცხებოდნენ.
მიუხედავად მათი ბრუტალური აღნაგობისა,არცერთისგან აგრესია არ მოდიოდა და,შესამჩნევად სასიამოვნო გარემოს ქმნიდნენ.
მესამე თუ,მეოთხე ჭიქას ვართმევდი ბარმენს,როდესაც,ჩემს წინ,მინიანი,სასმელებ დაწყობილი სტენდიდან,კარი გაიღო და ნიკა თოდუა გამოვიდა.
ვერც კი შევნიშნე,ბარის უკან თუ კიდევ ითახი იყო და,საერთოდ,იქ თუ კარი არსებობდა.
მახვილი თვალისთვისაც კი შეუმჩნეველი იყო.
ჩვენი მზერა მხოლოდ რამოდენიმე წამით გადაიკვეთა,
ის პერიოდი,სანამ მინის თაროდან სკოჩს იღებდა და ორ ყინულიან მრგვალ ბოკალში ასხამდა.
მუქად მომზირალი თვალებიდან ბევრი რამე მოდიოდა,თუმცა,ვერ ვკითხულობდი.
მხრებში გაშლილი,ოდნავ შესამჩნევი ამაყი ღიმილით მათვალიერებდა და,
ჩემს სახეზე აშკარად გამოხატულ ემოციებს ურცხვად კითხულობდა..
ვაღიარებ,ვერც მე ავარიდე მზერა..
იმ წამს,როცა,პირველად გავუსწორეთ მზერა ერთმანეთს,მივხვდი,რა განასხვავებდა სხვებისგან..
მივხვდი,ვიგრძენი,
თუმცა ეს თვალხილული არიყო..
მრავლისმომცველი მზერა ირისებს მიღმა დაგროვილ განცდებს ისე კითხულობდა,თითქოს მრავალგზის ნანახი ყოფილიყო..
დავლილი ჟრუანტელისგან ააალებული სახე ვეცადე ჩამემალა,მაგრამ,მის ჯიქურ მზერას ვერ გაურბოდა გონება..
შემდეგ,უჩინარ კარებში ისევ გაუჩინარდა და,გვიან ღამემდე,აღარ გამოჩენილა.
-სამყაროს ყველაზე დიდ აცდენად ქერა თმაზე შავი წარბები მეგონა და,თურმე,შევცდი..-დეა მოულოდნელად მაფხიზლებს და ჩემი ჭიქიდან სასმელს წრუპავს.-ამ დროს ბაიკერ კლუბში მჯდომ ნინას ვხედავ,სასმლით ხელში და,მთელი ცნობიერება მეცვლება.-მიცინის და გაზავებულს უკვეთს.
თვალებში ვარსკვლავები უკიაფობს და შემომციცინებს.
მთელი გულით მიყვარს,მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ.
-ნეტა ეგრე ბიჭს უყურებდე.-მიშიფრავს ფიქრებს მომენტალურად და ერთიანად სვამს.-წამო,ბილიარდში გაგწრთვნი,საღამოს კარგი რამეებია დაგეგმილი ა,მანამდე დრო გავიყვანოთ.-მაღალი სკამიდან მაგდებს და,დიდი რიგისკენ მივყავარ.
იქ,რა თქმა უნდა,ნეპოტიზმში ჯობნის ყველას და,მთელი დარჩენილი დრო,მთელი ბაიკერ კლუბი,ჩვენს საცოდაობაზე ხალისობს.
-დეა,ნუ გადამიყვანე ჭკუიდან ,შარებს გაანებე თავი! -მწყობრიდან გამოსული ბექა მეასედ უხსნის ერთსადა იმავეს,თუმცა,შეზარხოშებული დეა მაინც მის სურვილზე ანაცვლებს რგოლებს და პროვოკაციულად უკრავს თვალს ყოველ ჯერზე.
მათი კატა-თაგვობანა ძალიან მღლის და,პუფში ვეშვები.
ალკოჰოლმა საკმაოდ მომადუნა.
თითქმის ღამის თორმეტი იყო და ხალხი გართობის ახალ ეტაპზე გადადიოდა.
ზუსტად ბარის პირისპირ ვიჯექი შემაღლებულ პლატფორმაზე და თვალს ვერ ვაცილებდი კარებს..
ყოველ წამს მის გაღებას ველოდი,რომ ისევ მენახა და,მის თვალებს წავწყდომოდი.
შინაგანად მძაფრ მიზიდულობას ვგრძნობდი და ვერ ვხსნიდი,რატომ.
სწორედ მაშინ გამოჩნდა იმ დღეს მეორედ,როცა უკვე წასვლას ვაპირებდი..
იმავე კარებიდან მასთან ერთად,რამოდენიმე პიროვნებაც შემოუერთდა საერთო ლხინს.
მათ შორის,მხოლოდ ნიკა იყო ასაკით შედარებით პატარა,დანარჩენ მასას შუახნის ხალხი წარმოადგენდა.
ბექასგან გავიგე,რომ ბარის უკან მათი ოთახი იყო,ხოლო ხალხი,რომელიც მას ახლდა,სხვადასხვა კლუბის პრეზიდენტები იყვნენ,რომელთანაც ნიკა სამომავლო გეგმებს განიხილავდა.
-ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში არ ვართ ნინა,არც ნარკოკარტელი იქნება აქ და,არც იარაღით ვაჭრობა. საქმე ადამიანების დახმარებასა და,მათ უზრუნველყოფას ეხება.
ჩვენი პირდაპირი მოვალეობა სხვისი შველა და,მიუსაფარი ხალხისთვის ელემენტარული პირობების შექმნაა.
ბარის გახსნის თვითმიზანიც ეგაა,მოგების თანხის ნაწილი ფონდებში შევა ჩვენი კლუბის სახელით და,იმ შიშსაც დავამსხვრევთ ხალხში,რაც ბაიკერების მიმართ აქვთ.თუმცა,გარკვეული მკაცრი წესები ჩვენც გვაქვს.
ჩვენც ვდებთ ფიცს და ამის გამტეხველს,სახარბიელო ბედი არ ეწევა..-მოკლედ მიხსნის ბექა და მასთან მიახლოებულ თოდუას ჩვენ თავს აცნობს.
უკვე მეორედ,მის თვალებს მზერას ვუსწორებ..
სხეულში უამრავი განცდა ერთად მაწვება და,რომ არ წამიკითხოს,გვერდით ვიხედები..
ეღიმება,მაინც გამშიფრა.
მისი ახლოს ყოფნა რომ მაბნევს,საკუთარ თავზე წამოდგენებს მიცვლის და ვბრაზდები,ეს ჩემს პიროვნებას აბსოლუტურად არ ახასიათებს.
სანამ თვითგვემაში ვარ,დეა იმდენს ეწუწუნება ბექას თამაშზე,ბოლოს მაინც მისი გააქვს და,ისევ მაგიდას უბრუნდებიან.
პარალელურად ნიკასთან რამოდენიმე პირი მიდის და,თავს უფრო უხერხულად ვგრძნობ.
ჩემგან ზურგშექცევით იდგა,მაგრამ,როგორც კი გასასვლელისკენ ნაბიჯი გადავდგი,ისე,რომ მათთან ლაპარაკი არ შეუწყვეტია,ხელი მკლავში წამავლო და შემაჩერა.
გაოცებისგან თვალები ლამის შუბლზე ამივიდა,
საერთოდ არ ველოდი..
მკლავიდან ხელი ფრთხილად ჩამოაცურა და გრილი თითები ჩემსაში ახლართა..
გამაკანკალა..
ერთიანად სხეულში იმდენმა ემოციამ დამიარა,ზუსტად რომელს ვგრძნობდი,ვერ გეტყვით.
საუბარი კიდევ რამოდენიმე წამს გაგრძელდა,ეს წამები ჩვენს ხელებს ვუყურებდი და ვერანაირი ლოგიკური დასკვნა ვერ გამომქონდა.
დიდად არც მისგან დახსნის სურვილი მქონდა.
-არსად წახვიდე,ორი წუთი დამჭირდება..-როგორც კი წავიდნენ,ჩემკენ ბრუნდება და ისე რომ ჩემს პასუხს არ ელოდება,მარტო მტოვებს.
თავში უამრავი რამ მიტრიალებს და ვერცერთზე ვკონცეტრირდები..
ერთადერთი,რასაც ორგანიზმი მკარნახობდა,ამ გამოწვევის მიღება იყო..
ზუსტად ორ წუთში რომ ჩაფხუტებით ბრუნდება,ეს კიდევ უფრო მაბნევს.
ისევ მჭიდებს ხელს,ისევ უამრავი ეკალი მაყრის ტანზე და გასასვლელისკენ ვიძვრებით.
ბარის დატოვებამდე,ხელით ვიცე-პრეზიდენტს რაღაცას ანიშნებს და შინდისფერი ვულკანისკენ მიმიძღვება.
ისეთი გარემო იქმნება,არც კითხვების დასმის სურვილი მიჩნდება.
არც მაშინ ვეწინააღმდეგები,შლემს რომ მარგებს და,მიმართულებას მაძლევს.
ჩემს ხელებს მის ჟილეტზე ამაგრებს და,გზადკეცილზე გავდივართ..
ადრენალინმა,რომელიც მთელ სხეულში ერთიანად ჩაიღვარა,აბსოლუტურად ყველა ფიქრი გამიქრო და დაძაბულობა ერთიანად მომიხსნა.
სახეს თავი ვერ მოვუყარე,იმდენად დადებითი განცდები გამოიწვია ჩემში ფრენის შეგრძნებამ.
სიამოვმებისგან მაკანკალებდა.
სასწაული შეგრძნება იყო..
-ფეხები წელზე შემომხვიე,ოღონდ ფრთხილად!-ქარს მისი ღიმილიანი ხმა მოაქვს.
მეშინია,თან მეუცნაურა,მაგრამ,მაინც ვახერხებ.
ზუსტად მაშინ ვხვდები ეს რატომ გამაკეთებინა,როცა თავი მყარად ვიგრძენი და ხელები გამინთავისუფლდა.
ზუსტად წამებით დავასწარი მის სიტყვებს .
-ახლა ხელები გაშალე ნინა და არაფერზე იფიქრო!
თავისუფლება..
ფრთები..
სიხარული..
ვნება..
უამრავმა განცდამ შემბოჭა და,თან განმათავისუფლა.
ასე თავი არასდროს მიგრძვნია და ეს იმდენად აღმაფრთოვანებელი იყო,შესამჩნევლადაც კი მეწყინა,რომ გავჩერდით.
იმდენად ვერ ვაკონტროლებდი თავს,
იმდენად ვიყავი შეგრძნებებს მინდობილი,
გაჩერებიდან მხოლოდ რამოდენიმე წუთის მერე ჩამოვუშვი გაშლილი ხელები.
თოდუა ნიკა ამაყად მიყურებდა და ალბათ ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
-ეს..-ხმაც კი გამიწყდა..სულ სხვა რამის თქმა მინდოდა,თუმცა,რაც გულში იყო,მაინც ის ვთქვი..-მადლობა!
გაეღიმა.
თავი დამიკრა.
ჩაფხუტის მორგებაში ისევ დამეხმარა და ამჯერად,ნელი სვლით დავბრუნდით უკან..
იმ დღეს მეტი არც არაფერი თქმულა,
მეტი არცარაფერი მომხდარა..
მისვლიდან ათ წუთში დეას ხელი დავავლე და სახლამდე ფეხით მივედით.
ძალიან ბევრი უცნაური რამ მოხდა ერთბაშად.
ძალიან ბევრმა უცნაურმა შეგრძნებებმა გაიღვიძეს ჩემში და,
მეტის გადატანა იმ დღეს ვეღარ შემეძლო..
წამოვედით,მაგრამ,
სულ ტყუილად,
იმ ღამე,მე ლაპარაკში გადავათენე,
დეამ მოსმენაში,თუმცა,ამან არ მიშველა.
ნიკა თოდუა ისე ჩამებეჭდა გონებაში,იმ დღის მერე საერთოდ ვეღარ ამოვიგდე.
__
ბევრ რამეს ამბობდნენ..
ასე იციან ხოლმე,ძალიან ბევრ რამეს შეგწმინდავენ და,მერე საკუთარი მონათხრობის ათას ვერსიას ავრცელებენ.
არასდროს არ ვაძლევდი არავის საბაბს ჩემზე ელაპარაკათ,თითქოს,ჩარჩოებშიც ვიყავი მოქცეული, მაგრამ,ისე უცებ,ისე მოულოდნელად აგორდა ჩირქის ძალიან დიდი ზვავი,რომ გონზე მოსვლაც კიარ დამცალდა.
ამ ზვავმა ყველ ჩაგვითრია..
ძალიან მაღალი მწვერვალიდან დაეშვა და,ირგვლივ ყველაფერი მოსპო.
მენანებოდა.
ამას სინანულიც არ ერქვა,
ყველაფერს ვიღონებდი,ოღონდ მასში არ მოვქცეოდით,მაგრამ,
წაგვიღო!
მთლიანად..
მეც.
ნიკა თოდუაც.
დეაც..
ბექაც...
__
-ვერ წარმოიდგენ რა მოხდა ახლა და ამწამს!-დილით დეა მაღვიძებს.
ოთახში შუქს მინთებს და საწოლის კიდეზე მუცლით წვება.
სულ ერთეული საათის ჩაძინებული ვიყავი,განძრევის თავიც არ მქონდა.
-ბექამ დამირეკა,ბარს ისე მოუხდი,სულ იქ მინდა გხედავდეო.-თვალებიდან ლამისაა ვარსკვლავები გადმოსცვივდეს.ბრწყინავს.-ექშენი ხომ იცი,ჩემია. ეგრევე დავთანხმდი,ეს მენეჯერობა არ შემიძლია რა,პირდაპირ ბარში უნდა ვიდგე და ხალხს ვეკონტაქტო.-არ სუნთქავს ფაქტობრივად.ისეთი ენთუზიაზმით მიხსნის,ვფხიზლდები და მის მაგივრად მიხარია.
დეამ და ბექამ რომ ერთმანეთი გაიცნეს,ჩვენ მეთერთმეტეში გადავდიოდით.
იმ დღიდან მოყოლებული,დღევანდელამდე თავს დავდებ-ფლირტი მათი მოგონილია.
არ მესმის და ალბათ ვერც ჩავწვდები,როგორ აქამდე ვერ გახდნენ ერთნი,როცა,მათი თვალები ყველაფერს ამბობს.
-საღამოს ცხრიდანნ ვენაცვლები ბარმენს,არ მაინტერესებს შენი გეგმები,სამეცადინო და,დაგროვილი მასალა,დღეს პირველი დღე მაქვს და იქ უნდა იყო!-ხმასაც არ მაღებინებს,საჩვენებელ თითს მიქნევს და ჩემი ოთახის აივნიდან მის აივანზე გადადის.
დღე იმაზე ფიქრში გამყავს,ვნახავ თუ არა მას..
ორი დღეა ჩვენი პირველი შეხვედრიდან გასული და,შინაგანად ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი,ვერ ავხსნი.
თითქოს მთელი სული ადრენალინს მთხოვდა და , ამის მისაღებად მზად იყო..
იყო მომენტი,შიშის განცდა დამეუფლა..
ვიცოდი,ვხვდებოდი,იქ დღეს თუ მივიდოდი,რაღაც გარდამტეხი მოხდებოდა..
ეს წინათგრძნობა იყო ალბათ,ვრრ გეტყვით.
ვერც იმას ვხვდები,ამას ასეთ დატვირთვას რატომ ვძენდი,მაგრამ,
ის აშკარა იყო,მის ნახვას მოუთმენლად ველოდი.
__
მოკლე ტყავის კაბასა და მამაკაცის თეთრ პერანგში გამოწყობილი დეა ბარში იდგა და მთელი სახით მიცინოდა იმ წამის შესულს.
ხალხი საკმაოდ იყო,ახლადმოსულებიც და,შეზარხოშებულებიც.
ირგვლივ სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა და გემოვმებიანი ცოცხალი მუსიკა მადუნებდა.
-შენ თავს ვფიცავარ წარმოდგენა არ მაქვს რას ვაკეთებ ,მაგრამ,ისე მომწონს, ჭკუაზე აღარ ვარ!-როგორც კი დავჯექი,ეგრევე მოდის ჩემკენ და მკოცნის.-აქ მე ამბებს ვგებულობ?! მთელი საუკუნე არ მეყოფა რომ მოგიყვე.-თვალს კეკლუცურად მიკრავს და ახალგაზრდა ბიჭს პარალელურად ლუდს უხსნის.
-პრეზიდენტი,ვიცესა და სერჟანტის თანხლებით გასულები არიან და ვიღაც პროსპექტი მომიჩინა ვაჟბატონმა,თუ რამე დაგჭირდეს,სანამ მოვიდოდე,ის დაგეხმარებაო.-ცხვირს იბზუებს უკმაყოფილო დეა და ენერგეტიკულსა და ტონიკს ერთმანეთში ურევს.-აბა ეს გამისინჯე,თუ მოგეწა,მენიუში დავამატებინებ ბექას.-ხელში უცნაური ფერის სითხეს მაწვდის და საქმეს უბრუნდება.
ერთიშეხედვით საშინელი გემოაქვს,თუმცა,ჭიქის ჩაცლისას,ისეთი სასიამოვნო სიმსუბუქე ვიგრძენი,მეორე გავამზადებინე.
სიმსუბუქის მიუხედავად,მოუსვენრობა მაინც მაწუხებდა და გამუდმებით გარემოს ვათვალიერებდი იმედით.
ყოველწამს ველოდი როდის შემოვიდოდა და დავინახავდი.
ვაღიარებ,მაკლდა.
მაკლდა ადამიანი,რომელიც თითქმის არ ვიცოდი,მაგამ,კატასტროფულად მიზიდავდა.
-ორი წუთით გავალ!-მოწოლილი უჰაერობის დასაძლევად საპირფარეშოში შევდივარ და ცივ წყალს ვუშვერ ხელებს.
როცა ვნერვიულობ,ხელები საშინლად მიხურს და მაწუხებს.
იმედგაცრუება მხრებზე უსიამოდ მეხვევა და თვალები მიწყლიანდება.
საკუთარმა უსუსურმა გუნებამ თავდაჯერება წამართვა და დამაპატარავა.
ვერ ვიჯერებ,რომ უცხოს ასეთი გულისწადილით ველოდები.
გული მეწურება.
ეს მე არ ვარ.
არ მინდა ისე მივეჯაჭვო,მისგან რამე არ ვიგრძნო..
საკუთარ თავს როგორღაც ვიმაგრებ და თავჩახრილი გავდივარ.
სასმელი აშკარად მოკიდებულიმაქ და ხმაურმაც თითქოს შემაწუხა.
ისევ ბართან ვბრუნდებოდი,კარებისკენ ინსტიქტურად რომ გავიხედე.
ზუსტად იმ წამს,როცა თავში უამრავი ფიქრი მიტრიალდებოდა,თითქოს ყველაფერი ერთიანად დალაგდა და,ისევ აიშალა..
კარებში ნიკა თოდუა გამოჩნდა,ჩაფხუტითა და მძიმე მზერით.
გამეღიმა..
თითქოს,თავისუფლად ამოვისუნთქე..
წეღანდელი ნინა თითქოს ოთახის კუთხეში მიიკუჭა და,ახალმა განცდებმა დამფარეს..
წამით მოავლო ბარს თვალი და,იქ რომ დამინახა,ასე მომეჩვენა,გამიღიმათქო.
თუმცა,ეს იმდენად წამიერი იყო,რეალობას ვერ დავუდარე.
-ნინა!-დეამ გამომაფხიზლა.
ერთიანად შევტრიალდი მისკენ და წარბაწეულ დეას გაკვირვებულმა გავხედე..-ყველაფერი სახეზე გაწერია!-გამკიცხავად მიყურებს,თუმცა,მომენტალურად სახე ეცვლება.
ვხვდები,ზურგსუკან ნიკაა.
ამას მისი ხელი ემატება ზურგზე,რომელსაც მხოლოდ წამით მახებს.
მწვავს..
მაბნევს მისი შეხებაც და,"ნინა"ც,რომელსაც სხვას არაფერს აყოლებს.
გვერდით მიჯდება და დეას ყინულიან წყალს სთხოვს.
მისი თავაზიანობა გულს მიკეთებს და იქვე რომ არ გავიფაქტო,დეას საფირმოს ერთიანად ვცლი და ცეცხლად დავლილ სასმელს ვატან მოწოლილ განცდებს.
მსუბუქმა ჩაცინებამ თითქოს გამაბრაზა,თუმცა,არ შევიმჩნიე.
-მეტს თუ აღარ დალევ,ნახევარ საათში გავფრინდებით.-ჩემკენ დახრილი,დაბალი ხმით მომმართავს და,მომენტალურად დგება.
ჯერ კიდევ ვიწვი.
ჯერ კიდევ მის ხელს ვგრძნობდი ზურგზე და ახლა ეს,
გავფრინდებით და,
მისი გრილი სუნამო.
გამაგიჟებს..
ვგრძნობ,
მთელი სხეული მკარნახობს,რომ გამაგიჟებს,
მაგრამ,
თავს ვერ ვერევი..
ვერ ვერეოდი ის ნახევარი ს noაათიც.
ვერც მაშინ მოვერიე,წუთიც რომ არ გადააცდინა ნახევარს,მომიახლოვდა,ჩაფხუტი გამომიწოდა და,გზას დავადექით.
ხელები ამჯერად წელზე მქონდა შემოხვეული და მკერდით მის ზურგს ვეყრდნობოდი.
მომეჩვენა თითქოს მისი გულის ცემაც კი მესმოდა,
მაგრამ,
სულიდან წამოსული თავისუფლების ხმაური ყველა ხმას ახშობდა...
დიდხანს ვიარეთ..
არსად გავჩერებულვართ..
გზა იმდენად თავისუფალი,ფართო და,თავგადასავლებით სავსე იყო,წუთითაც კიარ მინდოდა,მას გავცლოდი.
თითოეულ კილომეტრს ახალი შეგრძნებებით გავდიოდი და ეს განცდა არ მეთმობოდა.
-ნინა,მიდი!-მისმა შეძახილმა გული ამიჩქარა.
აღარაფერს დავეყრდენი,
ხელები მისი წელიდან გამოვხსენი და,ისე გავშალე,თითქოს ფრთები თავისუფლებას მივანდე.
მთელი გულით ვგრძნობდი დავლილ ემოციებს.
მისგან წამოსული მუხტები უფრო მათამამებდა და,
ჩაფხუტის ფანჯარა ავხსენი...
ცივი,სუსხიანი,კორიანტელებად წამოსული ქარი ნაკვთებზე ერთიანად შემომასკდა და მთელ სხეულში გაიარა.
გული ამოხტომას ლამობდა.
ეს სასწაული იყო..
ეს ისეთი განცდა იყო,რომარ მეორდება..
-ნინა,სახე დაიფარე,დაგეკაწრება.-მისი ხმაც ქარმა მომიტანა.
მასში იმდენი მზრუნველობა და პასუხისმგებლობა იგრძნობოდა,ფრთები მოვკეცე,ხელები წელზე შემოვხვიე და,მთელი ტანით მივეყრდენი..
კანით ვიგრძენი,როგორ გაეღიმა..
მეც გამეღიმა,რომ გავაღიმე..
სულ რამდენიმე წუთში,სვლა შეანელა და,გზის პირას შევჩერდით..
გადმოსვლის ძალა აღარ მეყო,მხოლოდ შლემი მოვიძვრე და აბურდული თმა ხელით გადავივარცხნე.
ნიკა ორი ნაბიჯის მოშორებით ზურგშექცევით იდგა და თამბაქოს უკიდებდა..
მის გაშლილ,ძლიერ მხრებს თვალს ვერ ვაცილებდი.
ალბათ ჩემს მზერას ისიც გრძნობდა,თორემ,იმ წამს,ამას,რა გააკეთებინებდა,ვერ გეტყვით..
იმ წამს ალბათ ორივე ერთ ტრაექტორიაზე ვბრუნავდით.
ერთ ტალღაში შევცურეთ და,
ისე შევტოპეთ,რომ ვერ ვგეგმავდით...
-ნინა-გამობრუნდა თუარა,ერთ ნაბიჯში მომიახლოვდა და,ისე,რომ ჩემს პირისპირ ყოფილიყო,ბაიკს გადაევლო.
მისი თვალები ისე ელავდა,მეგონა,გარემოს ანათებდა..
ვერც მოვწყვიტე თვალი..
მკერდი არათანაბრად უფეთქავდა,მზერიდან იმდენი ემოცია ეღვრებოდა,მის ქმედებებს ვეღარ ავედევნე.
მუხლებზე რომ შემეხო,მაშინ გავაანალიზე როცა მთელ სხეულში დენმა დამიარა..
ცივი ხელებით სწრაფად მიმიზიდა მისკენ და,ინსტიქტურად,ფეხები წელზე შემივხვიე.
მის პირისპირ ვიყავი..
მასზე მიწებებული და მისი სახის ყოველ ნაკვთს ხელისგულზე ვხედავდი.
მზერით მოვიარე მისი ყველა კუნეული და ისე შევისწავლე,გამეზეპირა.
-ეგრე ნუ მიყურებ ნინა,გთხოვ!-ხმაში ვედრება ისე გაერია,ცხლად შემოიარა მთელი ორგანიზმი.
წელზე დაწყობილი მისი ხელები ფრთხილად ამოუყვნენ გზას და,ჩემს სახეზე იპოვნეს თავშესაფარი.
ცივი თითების ტუჩებზე შეხებამ გონება ამირია და გამძაფრებული სუნთქვა ძლივს ამოვაყოლე ყელს.
მთელი ტანი მის სიახლივეს ისე ითხოვდა,თოდუას აღარ დაუყოვნებია,
თითები ტუჩებმა ჩაანაცვლა და,
მთელ სხეულში ტირნადოთ დავლილმა ცხელებამ ალმურში გამახვია.
სურვილი იმდენად ძლიერი იყო,ვერც საკუთარ თავს შევეწინააღმდეგე და,
ეს მანაც რომ იგრძნო,
ისეთი ვნებით დამეწაფა,ძალა მთლიანად გამომაცალა.
ვეღარ ვუძლებდი გულის ცემას..
ვეღარ ვითვლიდი ვერც მის რიტმს..
საშინლად მინდოდა იმ წამს ნიკა მთლიანად შემეგრძნო.
-გამიღიმე ნინა!-მომწყდა თუარა,თვალებში ჩამხედა.
ალბათ იქ მისი ქმედების შედეგებს ელოდა,
ალბათ ფიქრობდა,რომ ვერ გავუგებდი და,
სცენებს დავდგამდი..
თუმცა,ჩამაკვირდა თუარა,
სახე ეცვალა..
არ ვიცი ჩემს თვალებში რა დაინახა..
წაიკითხა თუარა რამე,
მაგრამ,
ისეთი გულწრფელი,სუფთა,უანგარო ღიმილი აიკრა,რომ ყველფერი გაფერადდა.
შავ,მუქ,ჩამოღამებულ ქუჩაში სინათლე შემოტანა და ისეთი სითბოთი დამმუხტა,
მთელი გზა,სახლამდე და,მას შწმდეგ,მთელი სამი წელი,საზრდოდ გამყვა..
__
ჩემი ოთახის კედლები იისფერის სამ ტონებში იყო შეღებილი.
გარდამავლად.
მუქიდან ღიამდე.
ეს ფერი დედას უყვარდა და ,მახსოვს,მაგიტომ შევღებე.
ერთ კედელზე,საწოლის პირისპირ,ძალიან დიდი ნახატი მქონდა გაკრული,
სხვა იმდენად ჩვეულებრივი,რუტინული იყო,
ყურადღების გაფანტვაც კი ვერ მოვახერხე ვერაფერზე,რომ გუშინდელ კოცნაზე არ მეფიქრა.
ღამის პირველიდან მოყოლებულუ, გამთენიის ექვსამდე ყოველი კუთხე ზედმიწევნით შევისწავლე,მაგრამ,
მის კოცნას,
მის ტუჩებს,
მის სურნელს არაფერი მავიწყებდა.
გონებაში ისეთი ქაოსი მიტრიალებდა,
მასზე კონცეტრირებაცკი არ შემეძლო.
დოგმებში გაზრდილს,
ჩარჩოებში მოქცეულს ცხოვრების ერთბაშად ამოტრიალების პერსპეატივა არ მხიბლავდა,თუმცა,უმისობაც არ მინდოდა.
ახლაც კი,როცა სულ რამოდენიმე საათია გავცილდი,კვლვ მას ვგრძნობ ძალიან ახლოს და უსაშველოდ მინდა შევეხო.
გონება განგაშის ზარებს სცემდა,მაგრამ,სული,სხეული,სურვილი ისეთ წინააღმდეგობას უწევდა,ჩემამდე არ მოდიოდა.
ბორგვით დავიღალე..
აივანზე თხელი მოსაცმლით გავედი და დეას ფანჯრებში შევიხედე.
შუქი ჩამქვრალი იყო,თუმცა ამას არ შევუჩერებივარ..
მოკლე მოაჯირზე გადავედი და მინაზე სუსტად დავუკაკუნე.
იქვე ჩამოვჯექი,ჩვენს ადგილას.
არ გასულა დიდი ხანი,ნამძინარებმა თმაგაწეწილმა დეამ რომ გამოყო თავი.
გვერდით მომიჯდა,წუთით გამომხედა და განარინჯისფერებულ ცას ახედა.
-ცვლილებები გაშინებს არა?!-არც შემოუხედავს..
ყოველთვის გრძნობდა ჩემში მიმდინარე პროცესებს..
-არ ვიცი სწორი გზა რომელია..
-ნინა,20 წელია საკუთარ აგებულ ჩარჩოებს ვერ გაექეცი..დრო ხომ არ არის,ისე იცხოვრო,როგორც ამას საკუთარი მე გთხოვს?!-გამომხედა..
თვალები სევდიანი ჰქონდა და მასში ძალიან დიდი სიმართლის მარცვალი იდო.
-საქმე სტანდარტულ პირივნებას არ ეხება დეა,ის ნიკა თოდუაა. ბიჭი,რომელზეც,ყველა,ყველგან საუბრობს და,არ ვიცი.. მეშინია..
-გუშინ ბექამ შეხვედრა დამითქვა,პირველად ორი წლის მერე და,თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ..
ახლა როგორც ვართ ძალიან მომწონს,მაგრამ მეშინია,რამე არ გაფუჭდეს,რომ ვერ ავეწყოთ?!-ისეთი დანაღვლიანებულია,გული მეწურება,მაგრამ,მათი ამბავი მაინც მიხარია და ვუღიმი.
-გუშინ,შუა გზადკეცილზე,ნიკა თოდუას ვაკოცე დეა და ეს ყველაზე უცნაური,დამუხტულუ,ემოციური წამები იყო ჩემს ცხვრებაში-საპასუხოდ მივუგე და მის მხარს მივეყრდენი.
ჩვენს ცხოვრებაში ერთიანად დიდი ცვლილებები იწყებოდა და ერთმანეთი უნდა გვყოლოდა,სხვანაირად ვერ დავდგებოდით ცვლილებების გზაზე.
-გაგვაგიჟებს ჩვენ ეგ ბიჭები ნინა,ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე!
___
ამას დეას დასტური არ სჭირდებოდა..
ამას გაგიჟებაც აღარ ერქვა..
ის,რაც ნიკა თოდუასთან მაკავშირებდა ყველანაირ დოგმას სცდებოდა და,ისეთ მოგონებებს მიტოვებდა,
ვერანაირად რომ ვერ დავივიწყე ვერასდროს..
ერთ ადამიანში თავი იმდენ ხასიათსა და თვისებას მოეყარა,ყოველდღე მისი ხელთავიდან გაცნობა მიწევდა..
არიყო მერყევი,პირიქით,თუ რამეს მიზნად დაისახავდა,ამისკენ მთელი ჟინით მიილტვოდა.
იყო უაზროდ ამაყი,მესაკუთრე, ეგოისტი და,მომენტებში,მისი საქციელი აუხსნელი იყო..
იყო რთული,მაგრამ,დავრჩებოდუთ თუარა მარტო,
მისი რადიკალური ცვლილება თვალსაჩინო იყო..
ეს არც უცნაური იყო და არც გასაკვირი,
საქმეს,რომელაც თავში ეგდა,სჭირდებოდა უხეში ნაბიჯები, ის კი ამისთვის იყო გაჩენილი.
იყო მომენტები,მისმა პრინციპულობამ მისდამი უკონტროლო ზიზღი მომგვარა,თუმცა,
საკუთარ თავში ბოლომდე ძალას მაინც ვერ ვპოულობდი..
მისი კუშტი ხასიათის მიუხედავად,ნიკა თოფუა ნინა წიკლაურთან ახალ სახეს ირგებდა და მისი ეს სახეცვლილება ჩემთვის იმდენად ძვირფასი იყო,რომ მავიწყებდა ძალიან ბევრ რამეს..
მე რომ მივხვდი,რომ უკვე უმისობა წარმოუდგენელი იყო,ჩვენი ურთიერთობა ერთი თვისაც არიყო და,მას სახელიც კიარ ერქვა.
არ ერქვა,რადგან,სახელებისთვის მზად არ ვიყავი..
თუ სახელს დავარქმევდი,ის ჩემზე ადრე მიხვდებოდა და ვიცოდი,ვერ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა ისე,რომ გვინდოდა..
ჩარჩოებში ვერ მოვაქცევდი იმას,რაც გვაკავშირებდა..
ჩვენი ურთიერთობა თავისუფლებით დაიწყო და,ასეუნდა გაგრძელებულიყო ..
__
"ბარს აკლიხარ"-ჩვენი მეორე ფრენისგან,პირველი კოცნისგან,გათენებული ღამეებისგან ოთხამდე დღე იყო გასული რომ მომწერა უცხო ნომერმა..
ეს რამოდენიმე დღე მჭირდებოდა გონებაში ყველაფერი დამელაგებინა და,მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივსულიყავი..
გამიხარდა..
მესიამოვნა ისიც,რომ ფიქრის საშუალება მომცა და,
დროის შემდეგ,პურველი ნაბიჯი მან გადმოდგა.
გვიანი იყო,ცოტაც გრილოდა და აივანზე ჯდომისგან კიდურები შემცივნებული მქონდა.
ეკრანს რომ დავხედე,სახე გამებადრა.
მთლიან სხეულზე ეკლებმა დამაყარა და ისე გამაცხელა,გავთბი.
10 წუთში მოვემზადე,გასვლამდე დეას მივწერე და კიბეებზე დავეშვი.
საერთოდ არ ველოდი გარეთ მას..
წამითაც არ დამიშვია რომ სახლთან თოდუა მელოდებოდა..
გამაჟრჟოლა.
მოულოდნელმა გამოჩენამ გულში სიხარული დამიბუდა და,გაოცებაც ვერ დავმალე.
-ნინა!-ჩვეული მომართვა მისალმების ნაცვლად,არ გამორჩენია..
-ნიკა!-თითქოს გამოვაჯავრე,ჩაეცინა.
ჩაფხუტი თავად მომარგო და გზაზე გავედით.
მომწონდა ის ფაქტი,რომ სარკიდან ხშირად მიყურებდა.
მიუხედავად იმისა,სახეზე ბენდენა ჰქონდა აკრული,ვგრძნობდი,როდის იღიმოდა.
ბართან როგორც კი მივედით,მაშინმე რამოდენიმე ჟილეტიანის გარემოცვაში მოექცა..
გაცლას ვაპირებდი,თუმცა,უკვე მეორედ,მისმა ხელმა შემაჩერეს და გვერდით დამიყენეს.
-ნინა,იცნობდეთ!-ჩემი თავის წარდგენა იმდენად მოულოდნელი იყო,დავიბენი და,მხოლოდ თავი დავუკარი.
მათ თვალებში ჩასახულმა პატივისცემამ ფრთები შემასხა და გამბედაობა მომანიჭა.
მცირე დიალოგი დავამყარეთ,ნიკა მთელი ეს დრო მხოლოდ გვისმენდა და მის ხელში მოქცეულ ჩემს მტევანს ცერა თითით ეფერებოდა.
მაბნევდა.
მაკანკალებდა..
სახეზე ვხურდი,თუმცა,მაქსიმალურად არ ვიმჩნევდი..
მისგან განთავისუფლება არვ კი გამივლია გონებაში.
-დიდებული ქამბექი!-შევედით თუარა,დეას შეძახილმა გამახალისა.
მადთან ერთად ბარში ბექაც იყო და,ისეთ მზერებს აბყრობდა ქალბატონს,ზუსტად ვიცოდი,ახალი ამბები ჰქონდა დეას მოსაყოლი.
დღეს შედარებით მოკლე კამპანიაში იყო ბარი წარმოდგენილი და ჩვეულთან განსხვავებით,მშვიდი გარემო სუფევდა.
პლატფორმაზე რამდენიმე პირი ბილიარდით ურთობდა თავს,
მაგიდებზე კი მცირე თავყრილობები იყო.
დეა ხილის წვენს მისხამდა,ნიკას რომ დაურეკეს და ბექასთან ერთად,იმ უჩინარ კარებში შევიდნენ.
-გამაგიჟებს ეს ბიჭი,სერიოზულად. გვერდიდან არ მცილდება.ის საპორტი ხომ გახსოვს? კუდში დამსდევს და,ლამისაა გავაფრინო. ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს,წავიდეს სადმე,მომენატროს და მერე ამედევნოს ხომ შეიძლება?!-ცოფებს ყრის დეა,მაგრამ მისი თვალები სულ სხვას ამბობს.
სიცილით ვუსმენ მის ქოთქოთს ა ბანანის წვენს ვსვამ.
ყურადღებას არ ვაქცევ არავის,თუმცა,გვერდით რომ ახალგაზრდა მამაკაცი მიჯდება და მაკვირდება,ვგრძნობ.
სხეულში უსიამო ჟრუანტელი მივლის.
-ერთი იაგერი ჩემთვის და გოგონას გაუმეორეთ!-დაყენებულმა
ხმამ უფრო გამაღიზიანა და ავიმრიზე.
უცნობი ბარის სკამზე ტრიალებს და ჩემკენ ბრუნდება.
გვერდულადაც კი ვგრძნობ,როგორი არასასიამივნო მზერაააქ.
დეას ჩემი მინიშნებაც არ სჭირდება,მას მხოლოდ სასმელს აწვდის და ჩემკენ ინაცვლებს.
თვალებში ნერვიულობის სხივი უკრთება..
ვიძაბები მეც..
ხმის ტემბრი ახალმოსულსაც ეცვლება და მასში იმდენად დიდი ქედმაღლობა და ბრძანებლური ტონია,მომენტალურად ვბრუნდები და,რაც შემიძლია წყნარად ვიშორებ თავიდან.
-გმადლობთ,მაგრამ,ტყუილად ირჯებით,მეგობარს ველოდები!-გალანტურ ღიმილს ვირგებ და ყალბ უდარდელობას ვიკრავ სახეზე.
მამაკაცს არც ჩემი უარი აფრთხობს და,მეტიც,მხიარულდება კიდეც.
-მიყვარს უკარება გოგონები!-ქირქილებს ირონიულად და ჩემს შეხებას ცდილობს.
მაკანკალებს.
მთელი სხეული განგაშის სხივებს გზავნის და ისე ცუდად ვხდები,ფერს ვკარგავ.
ისისაა,მისი ხელი ფეხზე უნდა შემეხოს,მინის კარები რო იღება.
ნიკა თოდუას მზერა დღემდე არ ამომდის თვალებიდან..
მრისხანებას ისე მოეცვა,ხელები უთრთოდა.
სახეზე ზიზღი გამოსახვოდა და ტანი ისეთი დაჭიმული ჰქონდა,ვენებს დაითვლიდით.
ვხედავდი როგორ ცდილობდა თავის შეკავებას და,ამით,უფრო დავაფასე.
-ათი წამი გაქვს აქაურობას გაეცალო. შემდეგ ისე გაგაქრობ,მამაზეციერიც ვერ გიპოვნის! -მისი ხმა ცივად დაეკიდა მძიმე ჰაერში.
არ ვიცი,სილაჩრემ სძლია უცნობს,თუ ნიკას თვალებმა დაახევინა უკან,მაგრამ,ათი წამიც არიყო გასული, რომ წამოდგა.
მის არეულ ნაბიჯებს უკან რამოდენიმე ჟილეტიანი გაყვა,რომლებსაც ნიკამ გასვლამდე რამდენიმე რეპლიკით "გაესაუბრა".
ჯერ კიდევ მაკანკალებდა.
თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი,თუმცა,რომ წარმოვიდგენდი,შეხებას აპირებდა,ცუდად ვხვდებოდი.
მთვრალი,უცნობი,არასანდო ადამიანები ორგანულად დიდ შიშსა და ზიზღსიწვევდნენ ჩემში.
ნიკას შეხებამ შედარებით გამომაფხიზლა..
ჩემს გვერდით გადმოენაცვლა და მზერით მაფასებდა.
მისი ხელები სითბოს გზავნიდნენ და სიმშვიდეს მიბრუნებდნენ.
-ბექა,ბიჭებს ბოდიში მოუხადე,გვიან გავაგრძელოთ!-ისე,რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია,მას მიმართა.-დაცვა გააფრთხილე,შავ სიაში შეიყვანონ და ბარის სიახლოვეს არ გააკარონ.დანარჩენს მე მივხედავ!-სახეს მაწევინებს და თვალებში მიყურებს..-გავფრინდეთ?!-ისეთი ხმით მეკითხება,უთქმელად ვთანხმდები.
პოზიტიური ადრენალინი ზუსტად ის იყო,რაც სტრესისგან გამომიყვანდა..
დიდხანს ვიარეთ..
მის წელზე ხელები მჭიდროდ მქონდა მოხვეული და მთელ სითბოს ზურგიდან ვაცლიდი..
თხელი,სიფრიფანა ატლასის სარაფანი მეცვა და ,ქარი ისე მსუსხავდა,ნიკამაც იგრძნო.
ქალაქის გასასვლელთან შევჩერდით.
უთქმელად მოიხსნა ტყავის ჟილეტი,მის შიგნით,წითელი კუბოკრული პერანგი გაიძრო და მხრებზე მომაფარა.
საგრძნობლად გავთბი.
მის მზრუნველობასა და ყურადღებაზე ჩამეღიმა..
თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი,თავისუფლად ვსუნთქავდი..
ჯერ კიდევ მოტოზე ვიჯექი,თუმცა,ფეხებით მიწას ვეყრდნობოდი.
თოდუას,როგორც ჩვეოდა,თამბაქოსთვის მოეკიდა და,ჩუმ ღამეს შეზრდოდა.
გადაშლილი მხრებიდან უცვლელად დაძაბულობა მოდიოდა..
-17 წლის ვიყავი,დედა რომ წავიდა..
მარტო გავიზარდეთ,მეც და ისიც..
მასზე ვიყავი მიკედლებული და,ასე ერთბაშად,დამოუკიდებლობა რომ უნდა დამეწყო,ისე ვერ შევძელი,რომ უნდა შემძლებოდა..
მისგან განებივრებულს,გამიჭირდა სახლში მოსულს მარტოობა...
არ ვიცი რამდენად გამიგებ,ჩაკეტილი ვიყავი ამ დღეებამდე და სოციუმთან,მითუმეტეს უცნობთან,თითქმის არ ვკონტაქტობ..
-ღრმად ამოვისუნქე და,ცრემლებიც ამოვაყოლე ნახშირორჟანგს.
ეს საუბარი მჭირდებოდა..
-ჩემს საახლობლოს სულ რამოდენიმე ადამიანი წარმოადგენს და,მათ იქით,მიჭირს ვინმეს ვენდო..
არ ვარ შეჩვეული ასეთ დამოკიდებულებას და ამიტომ გამიჭირდა მისი მოგიერება..
დეას რომ ჰკითხო,კონსერვატი ხარო,არადა,რთულია რაღაცებს ფეხი აუწყო,როცა შენს პრინციპებს ეწინააღმდეგება..
არ ვარ,გულწრფელად არ ვარ იმპულსური,პირიქით,გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან ბევრს ვფიქრობ და,სანამ ნაბიჯის სისწორეში არ ვრწმუნდები,ნერვიულობა მკლავს.
ხანდახან ვფიქრობ,ნეტა მეც ზედაპირული ვიყო,
მაგრამ,
ეს მე არ ვარ..
არ შემიძლია ერთიხელისმოსმით გადაწყვეტილების მიღება და,მეორე წუთში შეცვლა..
ორი დღის წინ,დეამ საკუთარი ცნობიერების შეცვლა მირჩია..
მისი სიტყვები დროული იყო,თუმცა,საშიში..
ის დღე და,ჭრელი ხალხით სავსე ბარი თუ საკუთარი თავისგან დამიხსნიდა ვერ ვიფიქრებდი ნიკა..
მუდამ ერთ ბილიკზე მოსიარულეს,ერთიანად დამიბერა ქარის დიდმა ჭავლმა და ისეთ სივრცეში მისროლა,სადაც ჰაერი ზედმეტად დამუხტულია და,მას შენი არომატი დაჰკრავს..-ამოვარდნას მისული გული ხელით შევაჩერე..
თუ მასში იმავეს არ დავინახავდი,სიტყვას ვერ ვიტყოდი..
ჩაეღიმა..
ღრმა, შოკოლადისფერი თვალები მაბნევდნენ და მის სიტკბოში მათრობდნენ..
-კვირის წინ,სარკიდან,ჩვეულებრივ,სტანდარტულ გოგოს არ დაუბყრია მთელი ჩემი გონება,ნინა!-მომენტალურად შეცვლილი ხასიათი ჰაერს მძიმედ შეერია..
-ფერმკრთალი სხეული,დაბნეული თვალებით ყველა დეტალს აკვირდებოდა და თავს სულაც არ გრძნობდა კომფორტლად იქ,სადაც ჩემი სახლია..-მკრთალად გამიღიმა და ყველა სიტყვის გააზრება მადროვა..
-სტუმრად მოსული თუ საკუთარივით გავიხადე,სისხლის ფასად დავიცავ მის უსაფრთხოებას,თვისუფლებასა და სიმშვიდეს..
იქამდე დაგიდგები ფარად,სანამ ჩარჩოებს მთლიანად არ მოიხსნი და არ გაფრინდები,ნინა..
ნუ შეგეშინდება..
მესმის,როგორია ერთიანი სივრცე..
პირველი ხარ,ვინც ვულკანზე ჩემს ზურგსუკან იჯდა..-სახეზე დავლილი სიცილი ისე მოუხდა მუდამ ცივ სახეს,ყველა ფიქრი მომეხსნა..-ამას ჩემი სიტყვის იქით,უკან მდგომი მემბერები და 7 ოფიციალური კლუბი დაგიმტკიცებს..-აციმციმებული თვალები შემცივნებულ სახეზე მომავლო და მისი დამცავი გამომიწოდა..-მარტო შენ არ ხარ მაგ სივრცეში ნინა და,ჩემს ჰაერსაც მოტკბო,თუმცა,მაინც გრილი არომატი დაჰკრავს,ეს პირველივე დღეს ვიგრძენი,მაშინ,როცა სასმლისა და თამბაქოს ბურუსში გაბნეული კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი ფერმკრთალი სხეული დავინახე ბარში.
ტყავის ფერებიანი ჟილეტის კალთა ოდნავ ასწია და მის წელზე შემოსახვევად გზა მომცა.
თუ სიმშვიდე მასთან უნდა მეპოვნა,თანახმა ვიყავი..
მთელი სხეულით ვგრძნობდი,მთლიანად მოტოციკლეტს შეზრდილი ნიკა თოდუა სულის ნაწილი რომ იყო..
რა გასაკვირი იყო,არავის რომ არ ესმოდა წლები,რა ხდებოდა ორ განცალკევებულ გულში..
რა გასაკვირი იყო,მასში თუ იმას ვერ ხედავდნენ,რასაც ჩემი თვალები..
სხვებისთვის მუდამ გოროზი ბაიკერი,უამრავი ვალდებულებითა და წოდებებით,
მარტივ შვიდ დღეში უქადდა ჩემს ცნობიერს დანგრევას..
გზაზე მდგარი,
მოფრენალი,
ყველა განცდილი გრძნობების ხარჯზე დავლილი თავისუფლებისთვის მზად ვიყავი,უჰორიზონტოდ გამემაგრებინა მისი ზურგი შინდისფერ ვულკანზე.
__
არცერთი სიტყვა არ თქმულა გრძნობის პირდაპირ გამომხატველი ჩვენს შორის..
უკონტროლო აფეთქება,მთელ სხეულს რომ დიდ ალში ახვევდა,მისთვის იყო თვალხილული და,ეს საკმარისი იყო,გვეწამა გრძნობის.
იყო წამები,მთელი სხეულიდან მინდოდა ამოხეთქვა,რამდენად მიყვარდა მისი აბსოლუტურად ყველაფერი,მაგრამ,იმდენად ვფრთხილდებოდი თითოეულ წამსა და ფიქრებს,მხოლოდ მეჩემებოდა.
მან იცოდა..
მე მესმოდა..
ფრთა შესხმულებს არ გვჭირდებოდა ლიტონი სიტყვები,ერთმანეთი რომ გაგვეხარა.
მისი თითო მზერა,
თითო გატაცება,
თითო ამაყად აწეული თავი საკმარისი იყო ჩემთვის..
ყველა ტკივილისა და თეთრად გათენებული ღამეების მიუხედავად,
არასდროს,
არცერთი წამით არ დამიშვია გონებაში ფიქრი,რომ აღარ მიყვარდა.
ფარსში ვერ ვიქნებოდი.
ნიკა თოდუა არცერთ ცხოვრების ეტაპზე არ ყოფილა პიროვნება,რომელსაც შეიყვარებდი და,დროის გასვლის შემდეგ,გააუფერულებდი.
ეს მაშინაც ვიცოდი,როცა ყელში დიდი ბოღმისა და სიძულვილის უზარმაზარი ბურთი მქონდა და,საზღვრებს ვტოვებდი.
_
-ბოლო ორ კვირაში იმდენი უტოპია დაფიქსირდა შენი ცხოვრების რადარზე,მეტი არ მინდა,სრულ ჭკუაზე არ იყო.-კარების გაღებისთანავე ქანცგაწყვეტილი დეა უსალმოდ შემოდის და დივანზე მოწყვეტით ეშვება.
-შენ ხომ სულ ლივლივა ტალღებში ცურავ,რასამბობ.-გამხიარულებულმა გამოვაჯავრე და თბილი ხალათი მჭიდროდ მოვიხურე.
მესამე დღე ამოიწურა,ნიკა თოდუას ქალაქის დატოვებიდან და უკვე სუნთქვაც მიჭირდა უმისოდ..
მოვალეობები გამუდმებით უხმობდნენ და მისი სრულად მესმოდა..
ჩაპტერებსა და სხვა კლუბებში საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და საკითხებზე,რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ წყვეტდნენ,მის დახმარებას ელოდნენ.
მისი ხასიათი მუდამ სხვისი დახმარებისკენ იყო მიმართული..
ნიკას ეს თვისება იმდენად მეამაყებოდა,ვერც ვმალავდი..
-ბარი როგორც კი დავკეტეთ,ბექაც წავიდა,ბათუმის ჩაპტერის როუდ კაპიტანს სამართალდამცველებთან მცირე პრობლემა შექმნია და დიდ მასშტაბებზე გავიდა კომფლიქტი.
სანამ დაბრუნდებიან,ვიცე პრეზიდენტი და ნომადები იქნებიან ბარში.-დაუსმელ კითხვებზე პასუხს დეასგან ვიღებ და სხეულში დავლილ ნერვულ იმპულსებს ვბლოკავ როგორც შემიძლია..
ჩვენ დასაწყისში,თითქოს,ყველა შესაძლო ნერვიულობას მაცილებდა თავიდან და არ მაცნობდა საკითხს სრულად..
არ ვიიცი,ამით მიცავდა თუ,უბრალოდ არ სურდა დავმძიმებულიყავი,მაგრამ,
ვიცოდი თუარა საფრთხის სრული შინაარსი,
ყოველ ჯერზე,როცა კი გზაზე იდგა,მთელი სხეული სრულიად პარალიზებული ხდებოდა და ფიქრებით მუდამ სხვაგან,მის ზურგსუკან,ფარად ვიყავი.
-ვერასდროს წარმოვიდგენდი ბექას ჩემს პარტნიორად...მასთან ფლირტი იმდენად მომწონდა,გონება მეტს არც კი ანვითარებდა..-ფიქრებში ღრმად წასულ დეას ჩემი ათრთოლებული ხელები არ შეუმჩნევია.
პირველად,ძალიან მცირე პერიოდის შემდეგ,ვიყავი სრულ ბურუსში და ეს იმდენად მაფრთხობდა,მის ვერცერთ სიტყვას ვისმენდი..
უკონტროლო შიში ფეხის ტერფიდან დაუკითხავად შემოიჭრა და მთლიანად მომიცვა.
-დეა,ხომ კარგად იქნებიან?-უცნაური მზერა მომაბყრო..
გახევებულ მჯდომს მზერა ერთი წერტილისთვის მიმეყინა და მხოლოდ მის ფრთხილ შეეხებას ვგრძნობდი მხრებზე.
-არც კი მიფიქრია,რომ შეგეშინდებოდა,ნი.-ხმაში სინანული გარეოდა და მის სითბოს მთლიანად მინაწილებდა.-მგონი ახლა შენ უყურე ბევრ ფილმს და მართლა თრილერის სცენარი დახატე გონებაში-გამხიარულებას შეეცადა,თუმცა,ერთ ხავსს მოჭიდებული ფიქრების განთავისფლება ძალიან რთული იყო.
საკუთარი თვისებები ჩემზე უკეთ ალბათ,დროის შემდეგ,მხოლოდ თოდუას ესმოდა..
ვერასდროს ვიყავი უდარდელი და უფიქრო,გონება გამუდმებით ყველაზე ცუდისკენ ამზადებდა სხეულს და,ეს მზადყოფნა იმდენად მქონდა გამჯდარი,რომ თავს ვერ ვარწმუნებდი მის უსაფრთხოებაში.
არ ვიცი იმ მომენტში რამდენად დიდი სასოწარკვეთილება დაინახა ჩემში დეამ.
ხელები მთელ სხეულზე შემოეჭიდა და ალბათ,ისიც ამყვა ფიქრებით.
-ნინა,ხვდები რომ ძალიან ცოტა დრო გავიდა მის განსაცდელად?!-ჩუმმა,ფრთხილმა ხმამ ღიმილი მომგვარა.
დეა ზუსტად ის იყო,ვისთვისაც საკუთარი მეორე ნახევრის ძებნას დიდი დრო,უამრავი საათი და,უკონტროლო ფლირტი სჭირდებოდა.
მჭიდროდ მივიკარი.
მთელი ფერადი ბავშვობის ყველა არომატი დაჰყვებოდა მის კანს.
დროდადრო გადმომედო მისი მუდამ თანმდევი სიმშვიდე.
როგორც კი შვება ვიგრძენი,
ღრმად ამოვისუნთქე..
მიუხედავად საკუთარ თავთან ბრძოლისა,მაქსიმაურად შემევაცე უარყოფიტი ფიქრები უკუმეგდო და მისი განცდებიც გამეზიარებინა.
-ესეიგი,ბექამ მიყვარხარო?!-შევეკითხე თუარა,მომენტალურად წამოიჭრა და მათი ყველა დეტალი ზედმიწევნით გამიცოცხლა სამყოფელის კელდებში.
იმდენად ამაღელვებელი იყო მისი ყველა გრძნობა,სიხარულით ავივსე და თითქოს ჩემი სისუსტეც მიმავიწყდა.
დიდხანს ვისაუბრეთ..
ბექას ყველა გამოხედვა გავიზეპირეთ და,მარტო,ემბრიონის პოზაში მოხრილი საკუთარ თავს რომ დავუბრუნდი,
ისევ დამიბრუნდა წეღანდელი განცდები..
არ ვიცი რამდენი ხანი ცდილობდა რაციონალური ფიქრები აძგერებული გულის დამშვიდებას..
ჭიდილში იმდენად გამოვიფიტე,
ძალა საერთოდ აღარ მქონდა.
თვალები ბურუსში ეხვეოდნენ,ტელეფონის ეკრანი რომ მოულოდნელად განათდა და მომენტალურად გამოვფხიზლდი.
-"უღმერთოდ მომენატრე"-სამი დღის შემდეგ,ალბათ,როცა თავისუფალი სუნთქვის დრო მოეცა,
ერთადერთი,უკიდეგანოდ ბევრი მნიშვნელობის მატარებელი შეტყობინება დაადევნა აფორიაქებულ სულს..
გამეღიმა..
ამოვისუნთქე..
-"მალე დამიბრუნდი.."-უამრავი გაღიმებული წუთის შემდეგ ვუპასუხე და გაცრეცილ ღამეს შევეგებე..
ის დღე და,გვიანი საღამო მეტი სიტყვა მისგან არ თქმულა..
ყოველთვის იმდენად კონკრეტული იყო,მეტის მოლოდინი არასდროს ყოფილა..
აარც არასდროს მითქვამს მისთვის იმაზე მეტი მეც,ვიდრე იმ მომენტისთვის საჭირო იყო..
გვიანი საღამო იყო,დეამ ბარში მისვლა რომ მთხოვა.
იმდენად ინერტული ვიყავი,
ვგრძნობდი,გაფანტვა მეც მჭირდებოდა.
თბილი საღამო იყო.
აგვისტო მთლიანად იწურებოდა დღეს და გრილ სექტემბერს ესალმებოდა..
ხმაურიან გარემოს სულაც არ ეტყობოდა,პრეზიდენტისა და სერჟანტის ნაკლებობა.
მუდამ კარის მიღმა მყოფი ნიკა თოდუა იმდენად იშვიათაად ჩნდებოდა ხალხში მთელი ცნობადობის განმავლობაში,მემბერების გარდა,მისი ტიტული გარეშე ხალხისთვის უცნობი იყო.
არასდროს იზიდავდა წარმოჩინება.
მისი იდეალოგია იმდენად უჩვეულო,უცხო,მხოლოდ მისთვის შესაფერისი იყო,ალბათ,ზუსტად ეს ხდიდა ყველასგან განსხვავებულსა და,მიმზიდველს.
-ორ დღეში სამსახურში გავდივარ და უჩემოდ როგორ უნდა გაფანტო მოწყენილობა,არც კი ვიცი.-ბანანის წვენს მოწყურებულმა დავეწაფე და კომფორტულად მოვთავსდი ბარის სკამზე.
მთლიანად დრაივში ჩაფლული დეა არცერთი წამით ისვენებდა.
ის არასსდროს ცდებოდა,ეს სფერო მისი იყო!
ისეთი ოსტატობით ამზადებდა კოქტეილებსა და სასმელებს,თვალებგაფართოებული ვუყურებდი..
თოდუა, როგორც ყოველთვის ,მართალი იყო..
წინა კვირისგან განსხვავებით,როცა თავს უხერხულად ვგრძნობდი პიკანტური გარეგნობის საზოგადოებაში,
ახლა,
ამწამს,
თითქოს ვიგრძენი რატომ ეძახდა ოთხ კედელში მოცეკვავე ხალხს ნიკა სახლს..
კლუბის წევრებს შორის გაბმული უხილავი ძაფები უღმერთოდ მყარი იყო..
განსხვავებულ ხასიათს ერთი მიზანი,ცხოვრების სტილი და,უმძიმესი წესები აერთებდა.
საოცარი იყო..
რაცარუნდა სისხლიანი ლეგენდები ყოფილიყო ორბორბლიან კუბოზე მოსიარულეებზე,მათი კავშირი ყველაფერს წონიდა..
ბაიკერების ჩუმ თვალთვალში გავლიე თითქმის მთელი საღამო..
დეას ვეკამათებოდი,
ხმაური რომ მიწყნარდა წუთის განმავლობაში და ფერებიანებმა ყიჟინა დასცეს.
ერთიანად მომწყდარმა ხმაურმა მისი ეპიცენტრისკენ გამატრიალა და,
მთლიანად გამყინა...
უნებურად გამეღიმა..
მაღალ ბარის სკამზე თავისუფლად მჯდომი მთელი სახით ვიღიმოდი და ვუცქერდი,როგორ იღებდა ბარი დაბრუნებულ პრეზიდენტსა და სერჟანტს.
სიხარულისგან აცეკვებული დეა უკვე ყურებამდე გაბადრულ ბექას კისერზე ეკიდა და ისე ეკვროდა,თითქოს,საუკუნის მონატრებული ყოფილიყო..
თვალს არ მაცილებდა ხალხში გახვეული ნიკა თოდუაც.
ირგვლივ შემორტყმულ ხალხს ზედაპირულად სცემდა პასუხს და ალბათ როგორ უნდოდა მათგან დახსნა..
დაღლილი მომეჩვენა..
მის ნაკვთებს საოცრად უხდებოდა წამოზრდილი წვერი.
თვალებში უამრავი გადამხდარი თავგადასავლები უტრიალებდა და ისე მინდოდა მათი მოსმენა,ვერ გადმოვცემ..
ვერ წარმოვიდგენდი მას ტყავის ჟილეტსა და,მუდამ სქელლანჩიან,მაღალყელიან ტყავის ფეხსაცმელის გარეშე..
მის ხასიათსა და გარეგნობას იდეალუად ერწმოდა ყველა დეტალი.
-გიო,ბიჭები შეკრიბე და ათ წუთში მოვალ.-ვიცეს მიმართულება მისცა და როგორც იქნა ახლოდან შევხედე..
არასდროს გამოუხატავს სახალხოდ ზედმეტი აღფრთოვანება..
ტყუილად არ მითქვამს,ნინა წიკლაურთად,მარტო,ნიკა თოდუა სულ სხვა იყო..
წამით შემახო შეფაკლულ ღაწვებზე ხელის ზურგი..
იმდენად თბილი მზერა ჰქონდა,ესეც კი მეყო მისი მონატრება და ,განცდილი შიში უკვალოდ გამექრო.
-რომ შემეძლოს,ახლავე გაგაფრენდი,მაგრამ,ერთი საათი კიდევ უნდა მაჩუქო,მეერე,იქამდე ვიფრენთ,სანამ ფრთები არ დაგეღლება!-ჩუმი ღიმილი მაჩუქა და ბარის მინიან,სასმელებით სავსე სტენდს მიღმა გაუჩინარდა..
გასაძლები იყო მოლოდინი,როცა ვიცოდი,მოვიდოდა..
დეას რადიკალურად შეცვლილი ხასიათი ჩემსას შეერია და ისეთი გარემო შექმნა,
კუთვნილი სიმშვიდე ვიგრძენი..
სიწყნარე და,მისი გამოჩენით ერთიანად დავლილი თავისუფლება..
წუთით არ გადაუცილებია 60 წუთს..
ჩაფხუტით ,ხელჩაჭიდებული დავტოვეთ ჩვენკენ ფარულად მომზირალი ხალხი და,
ჩვენს გზას დავადექით.
მონატრებულ ზურგს მივეყრდენი და მთლიანად მივენდე..
სუსხიან ქარს შერეული მისი გრილი არომატი ყველაზე ძვირფასი იყო..
იქამდე ვიარეთ,სანამ სრულად არ გაქარდა სულიდან მონატრება და წყენა..
გზადკეცილიდან გადასულები ხელისგულზე ვხედავდით აციმციმებულ ქალაქს..
დამიხსნა თუარა შლემიდან,წამით მომავლო მზერა ნაკვთებზე,
ცბიერი ღიმილი აიკრა ბაგებზე და,
სანამ მისი სრვილით ამწვარ სხეულს დავყვებოდი,
თავად დამეწაფა მთელი ვნებით..
სუნთქვა შემომეცალა..
არ მეთმობოდა..
მსურდა..
-ნინა!-უცნაური გრძნობით შემომხედა..
თვალებში დატრიალებული გრძნობების იქით მაინც ვამჩნევდი უღმერთო დაღლასა და ძალის გამოცლას..
გული მომეწურა..
-არასდროს აღარ ამარიდო ნიკა სიახლე,რაც შენ ირგვლივ მოხდება..
მეყოფა ძალა იმდენად,გათქმით შეგიმსუბუქო ტვირთი და გაგანთავისუფლო..-წვერით დაფარულ ღაწვები ხელის გულზე სითბოს მინაწილებდა..ეღიმებოდა,თითქოს ამას ელოდეებოდა კიდეც..-მირჩევნია ვიცოდე,როდის ვინერვიულო და როდის ვიყო მშვიდად..
მირჩევნია ყველაზე ცუდს დასაწყისშივე შევეგუო,ვიდრე ერთიანმა გამანადგუროს..
არასდროს იფიქრო,უფიქროდ მეთმობოდე..
შენ გარეშე ფრთებს ვეღარ ვგრძნობ და ვეღარ დავფრინავ ნიკა..-გულწრფელობისგან გული ამომივარდა..
ძლიერად მიმიკრა შეუდრეკენ მკერდზე..
-ვერც წარმოიდგენ ეს როგორ მჭირდება,ნინა!-კანით ვგრძნობდი როგორ ეღიმებოდა და როგორ სითბოს მახვევდა..
ბარის კარამდე გამყვა მისი არომატი სხეულზე..
თითქმის დაცარიელებულ სივრცეს მხოლოდ კლუბის წევრები იკავებდნენ.
დაღლილ დეას სახე ცივ ზედაპირზე ჩამოეყრდნო და თვალები მიელულა.
მასთან ჩამოვჯექი,მიღიმოდა..
ოთახში რიგრიგობით შესულებს თვალი გავაყოლეთ და დაკეტილ ბარში მარტო დავრჩით.
-შენი წილი დესერტი მიიღე ხო?!-კეკლუცურად მოციმციმე თვალებმა ამათვალიერეს და შემომცინეს..-ასე კაცი ქალზე მოქმედებდეს,პირველად ვნახე.-ყალბად აიჩეჩა მხრები და გვარიანი მუჭიც მიიღო სუსტ მკლავზე.
-ნეტა შენი თავისთვისაც შეგახედა.-გამხიარულებულმა გამოვაჯავრე და საქმმის დასრულებაში ვეხმარებოდი,სანამ კრება დაიხურებოდა.
-ბექას და დეას თავისუფლება მივცეთ.-მოახლოებულმა თოდუამ ბარიდან მომცინარს თვალი ჩაუკრა და გამომხედა.-ბიჭებს გავაცილებ,დავკეტავ და მოვალ,ათი წუთი დამჭირდება..
უხმოდ დავეთანხმე.
მანამ,სანამ გამაყრუებელი, ერთიანად აბუბუნებული ძრავის ხმა მიწყდებოდა,
ზედმიწევნით დავათვალიერე თითო დეტალი..
ყველაფერი თითქოს მის პიროვნებას გამოხატავდა..
თითქოს ყველა კუთხიდან მისი ენერგეტიკა მოდიოდა..
ვხვდებოდი,რამხელა ძალისხმევა ჰქონდა ჩადებული და,უფრო მიყვარდებოდა მისი ყველა მისხალი.
-მთელი საღამო ამეკვიატა ჯავრად,რომ უჩემოდ ვერ იფრენდი..-ისე მოსულა,გარემოში გაფანტულს,ვერც მივხვდი.
წამი ვერ მივხვდი რას გულისხმობა,იმდენად დამაბნია მისმა შეხებამ..
ხელჩაჭიდებული ბარის ყველაზე მუქ წერტილამდე მივყავარ და მის ნაბიჯებში იმდენი თავდაჯერებაა,თვალდახუჭული მივყვები.
მეწამულისფერი კარის მიღმა ტატუსტუდია რომ დამხვდა,
ცამდე გამეღიმა.
მთელ ცხოვრებას დავიფიცებდი,
ზუსტად მივხვდი აქ რა მიზნითაც ვიყავი და,
ამან იმდენად ამაღელვა,
გლი გამიჩერდა..
უხმოდ ვიჯექი კომფორტულ სავარძელზე,სანამ მთლიანად კონცეტრირებული ნიკა თოდუა ხელსაწყოებს ამზადებდა..
ვცდილობდი მესუნთქა,მაგრამ,იმდენად არაპროგნოზირებადი გახდა მისი გამოჩენისთანავე ჩემი ცხოვრება,მთლიანად დამავიწყდა რას ნიშნავდა რუტინული,განსაზღვრული ჟანგბადი..
-მზად ხარ იფრინო მაშინ,როცა ახლოს არ ვიქნები?!-მიუხედავად იმისა,ვიცოდი,გრძნობდა ჩემს მზადყოფნას,მაინც შემეკითხა..
მთელი გრძნობით გავუღიმე..
შეიძლება არც ელოდა,მაისური გადავიძვრე თუარა,მხოლოდ წამით გაუფართოვდა თვალები,შემდეგ კი,ეშმაკურად აუციმციმდა..
-არადა პატარა ტატუს ვფიქრობდი ხელზე-შეუმჩნევლად ამათვალიერა და თვალებს დაუბრუნდა.
ცეცხლად მომედო მისი პირველი შეხება კანზე..
მთელი დრო,
დილის შვიდამდე,
მისი ძლიერი თითებისგან გამოწვეული ალი ყველა ტკივილს ბლოკავდა..
აპარატმა რომ შეწყვიტა მუშაობა და გრილი ხელის გული ზურგიდან აიღო,მხოლოდ მაშინ ამეწვა კანი..
ვენდობოდი,იმდენად,რომ სარკეშიც კი არ ვიხედებოდი,
მაგრამ,
მოვკარი თუარა მხრებს შორის,სიმეტრიულად ამოტვიფრულ სვირინგს თვალი,დავმუნჯდი..
ცისარტყელად გადაჭიმული ფერადი კოლიბრის ფრთები იმდენად ლამაზი,მოულოდნელი,წარმოუდგენელი იყო,დაუკითხავად გამომეპარა ცხელი ცრემლები.
მთელი კმაყოფილებით მიღიმოდა მოშორებით მდგომი ნიკა თოდუა.
იმ დღეს და,დანარჩენი მთელი ცხოვრებაც,მხოლოდ ამიტომ მიყვარდა უღმერთოდ,ყველა ცრემლის მიუხედავად..
მას ყოველთვის შეეძლო ჩემი გაოცება.
__
მიუხედავად მათი უამრავი გადარჩენილი სიცოცხლისა,ხალხისთვის ისევ ეჭვს იწვევდა მათი ბრუტალური შესახედაობა..
გამვლელები ისევ გადართოებული თვალებით შესცქეროდნენ 50 მწკრივში მოსიარულე ბაიკერს და ძალიათ რთულად ენდობოდნენ მათ.
დამოკიდებულება ხშირად იზრდებოდა აგრესიაში.
მიუხედავად კანონის სრული დაცვისა,ხშირად მოწმდებოდა ბარის ტერიტორია და შიდა სივრცე..
ბექასა და კლუბის თრეჟერს ძალიან დიდი წნეხის ატანა უწევდათ..
ამას ნიკას უზომო ღელვა და დაკისრებული უამრავი ვალდებულება ემატებდა,რაც მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა.
ვღელავდი მათზე.
ვღელავდი დეაზეც,რომელიც მისი მხრივ გადაღლილ ბექაზე ნერვიულობდა და ეს წრე იმდენად დაუსრულებელი იყო,ვერცერთი წამით ვერ ვდუნდებოდი.
მუდამ ფორსმაჟორულ სიტუაციას შეჩვეულებისთვის მარტივი გადასატანი იყო..
ერთადერთი,ვინც თითქმის ვერასდროს უწყობდა მათ რიტმს ფეხს,აქამდე მუდამ ოთხ კედელში გამომწყვდეული ნინა წიკლაური ვიყავი,რომელაც,ბედნიერებისთვის მხოლოდ ნიკა თოდუასთან ყოფნა სურდა..
იქნებ,ცოტა მეტი რომ მემუშავა საკუთარ თავზე,ამ წნეხსაც გავმკლავებოდი და წასვლაში აღარ მეპოვნა გამოსავალი..
არ ვიცი..
იმ წამს,საკუთარი თავის გადასარჩენად მხოლოდ ეს გზა მეგონა სწორი..
__
სექტემბერს უამრავი პრობლემა და რუტინულ სამსახურთან ერთად,უნივერსიტეტიც დაერთო.
თითქმის გვიანობამდე მიწევდა ლექციების გადატანა,რომსამსახურს შეწყობოდა და ჩემი მცირეკაპიტალით საკუთარი სურვილები დამეკმაყოფილებინა..
ქვეყნის საზღვრებს გაცდენილი ემიგრანტი დედა ზედმეტი ტვირთისთვის ვერ მემეტებოდა..
ის მცირე,რასაც გამოვიმუშავებდი,
ჩემს მწირ მოთხოვნებს გაჭირვებით აკმაყოფილებდა.
იმდღეს,თანამშრომლებს ვემშვიდობებოდი,ძრავის ხმამ ნიკა თოდუას მოსვლა რომ მაუწყა.
ჩვენი ერთობის არცერთი დღე არ ყოფილა,მისი ქალაქში ყოფნის,როცა მისი თანხლების გარეშე წავსულიყავი სახლში.
თითქოს,თავის მოვალეობად ექცია,რომ მშვიდად დავეგულებინე.
მსიამოვნებდა მისი მზრუნველოდა და უღმერთოდ მიყვარდა მისი მონატრებული თვალების უწყვეტი ცქერა..
მთლიან სხეულში დაუკითხავად შემოჭრილი ეიფორიის შეკავება რთული იყო,ტოცა წინ, მუქ შინდისფერ ვულკანზე მჯდომი თვალშისაცემი პარტნიორი გიცდიდა.
-შესანიშნავად გამოიყურები!-ბანკის რუტინულ ფორმას როგორც ყოველთვის მიფასებს და მიღიმის..
კანი მეწვის,ისე მინდა მთელი სიძლიერით მოვეხვიო..
მისდამი ფიზიკური ლტოლვა ყოველთვის გონებას მიფანტავდა და თავს მაკარგვინებდა.
მკრთალად მახებს ყინულივით ცივ ტუჩებს თითებზე.
მისი ეს ჩვევა უღმერთოდ მეძვირფასებოდა და ყველა უარყოფითს მიწონიდა.
-გოსთ რაიდისა და შტორმის კლუბი გვესტუმრება საღამოს,თუ სხვა გეგმა არ გაქვს, გამიხარდება,თუ ჩემთან იქნები...-პასუხის მოლოდინში შლემს მაწვდის და მის ზურგს მთელი გრძნობით ვეხვევი.
-იარაღი და ნარკოტიკი იქნება?!-როგორც დეა ხშირად აღნიშნავდა,იუმორი ჩემი საერთოდ არ იყო.
-ჩვემ MC ვართ,შტორმი RC- ისინი არ ატარებენ პაჩებს და წოდებებს,მათ სხვა წესები აქვთ და ჯგუფის 80% ეარფორსერია,რაც თავზეხელაღებულ მებრძოლს ნიშნავს და,მათ გამოჩენას ყოველთვის თან ახლავს არეულობა.
ამიტომ ვკეტავ ბარს გარეშე ხალხისთვის დღეს,ნინა-ჩემი კოჭლი ხუმრობის მიუხედავად,ნიკა სრული სერიოზულობით მპასუხობს და ეს ისე მძაბავს,გონების გასაფანტად ქარს მოტანილ მის არომატს ვუშვებ სულში.
ჩვენი მისვლა არ გამორჩენიათ ფანჯრებში სარეცხივით გამოფენილ მეზობლებს.
მათმა მწველმა მზერად გვარიანად შეგვათვალიერა და მოგვაყურადა.
-დაგელოდები.-მკრთალი ღიმილით ამომხედა..
იმდრნად მცირე დროით ვნახულობდი,არცერთი წამი არ მემეტებოდა უმისოდ.
მტკიცედ გავუწოდე ხელი.
მომცრო,უღიმღაბო ბინაში ცისარტყელასავით ბრწყინავდა ნიკა თოდუა.
დივანზე ჩამომჯდარი ინტერესით ათვალიერებდა დეტალებს და ზოგადი კითხვებით მართობდა.
ნაჩქარევად გადავივლე წყალი.
გრილი წყლის ჭავლიც კი ვერ აწყნარებდა მისი შეხებით აგიზგიზებულ ბინძურ ფიქრებს.
მაქსიმალურად შევეცადე,დამეიგნორებინა ფაქტი,რომ ერთი კედლის იქით,დივანზე,სადაც ძალიან ხშირად ჩამძინებია სრულიად გადაღლილს,ყველაზე სასურველი მამაკაცი იჯდა და მელოდა.
ვღელავდი.
მწირ გარდერობს საცოდავად ვუყურებდი და ვერ ვარჩევდი ბაიკერ კლუბისთვის შესაფერის ტანისამოსს.
უკვე ფარხმალსაც ვყრიდი,დეა რომ მომაგონდა და,კინწისკვრით გავვარდი აივანზე.
მუდამ უყურადღებოს დღესაც ღიად დაეტოვებინა კარები.
თავდაყირა დაყენებულ ოთახში მარტივად ვიპოვნე ტყავის შარვალი და მაისური,უცნაური გამოსახულებით.
საკიდზე სათუთად ჩამოკიდებულ ნიკას კუბოკრულ პერანგსაც დავავლე ხელი და,სქელლანჩიან ფეხსაცმელებში მონდომებით გამოვეწყვე.
ახლა ნამდვილად აღარ ვიქნებოდი კონტექსტიან ამოვარდნილი.
საკუთარი თავით კმაყოფილი თავდაჯერებით გავედი მისაღებში და ჩემკენ აგიხგიზებულ მომზირად თვალებს გავუსწორდი.
-წავედით?-კეკლუცურად გავუღიმე.
მისი თვალები წამითაცარ ცდილობდნენ ვნების დამალვას.
ალისგან ლამის დამეწვა კანი,ისეთი სიმხურვალით ამათვალიერა.
ცბიერი ღიმილი ირონიულად გადასჭიმვოდა უღმერთო ნაკვთებზე და ურცხვად მიფასებდა ყველა კუთხეს.
-მოდი ჩემთან-მძიმედ დამუხტულმა ხმამ ინსტიქტურად მომაქცია მის ფეხებს შორის..
ხალხის გარემოცვაში მუდამ ზომიერი ნიკა თოდუა საერთოდ არ ჰგავდა იმას,რასაც ამ წამს ვხედავდი..
ძლიერმა ხელებმა მარტივად ამიზიდეს და მის მუხლებზე დამსვეს.
გული კისერში ამომივარდა.
ზვავივით წამოსული ვნება ერთიანად მომასკდა და ერთი სული მქონდა,როდის შემეხებოდა.
წელს შემოხლართული მისი თითები მთლიანად მთიშავდა და მასზე მადნობდა.
ღმერთო,ყელს მომდგარი კივილი ძლივს დავიმორჩილე,ცხელ კანზე მისი მწველი ტუჩებირომ ვიგრძენი..
უწონო სისუსტისგან კანზე გამოკვეთილ მენჯზე ასრიალებულმა ცხელმა ენამ კოსმოსში მისროლა და ერთი წუთითაც არ მსურდა მისი დატოვება.
უჰორიზონტო ვნებისგან აცახცახებული სხეული მთლიანად მის მფლობელობაში მოექცია და ჭკუიდან გადავყავდი .
გამწარებულმა ჩემით შემოვიხსენი მისი პერანგი.
ცეცხლმოდებულმა ჩემი კანით გართულიტუჩები ჩემკენ მოვზიდე და ისე დავეწაფე,გული ამომისკდა.
ღმერთო,რა ტკბილი იყო მისი კოცნა.
საუკუნოდ მსურდა მისი შეგრძნება და ბოლო წამამდე ტკბობა.
ეიფორიისგან ძლიერად ვეჭიდებოდი მის მაისურს და ისე გადავაძვრე,მხოლოდ წამით მოვცილდი მის სხეულს.
ანთებულ თვალებში გაოცების სხივები გაუკრთა თოდუას,მგრამ არ გაჩერებულა.
ვგრძნობდი, როგორ ვუნდოდი.
ცდილობდა ფაქიზი ყოფილიყო,მაგრამ,ჩემიდან წამოსული უზღვავი ვნება ვერ ადუნებდა.
მუხლებიდან მოხერხებულად მისცა ჩემს სხეულს მიმართულება ზემოდან დამაცქერდა ამღვრეული თვალები.
ალბათ,ის წამები არასდროს დასრულდებოდა,თვალი მის ზურგზე მთლიანად გადაშლილ სვირინგზე რომ არ მეკრა.
ალმოდებულ კანს თითქოს ყინულიანი წყალი გადაასხეს,
თავზარდამცემი თავის ქალიდან წითლად ანთებული თვალები შემზარავად მიცქერდნენ..
გავშრი..
ჩემი ხასიათის ცვალება მომენტალურად შეამჩნია.
კითხვით სავსე მზერა მომაბყრო.
-თუ მზად არ ხარ,გავჩერდეთ..-თბილმა ხმამ შემფასებლურად ამათვალიერა და მარტივად მიხვდა შეშფოთების მიზეზს.
მწარედ გაეღიმა..
ფრთხილად მაკოცა გამშრალ ტუჩებზე.
მაისური გადაიცვა და ტყავის ფერიანი ჟილეტი მოიცვა..
ჯერკიდევ მივლიდა ელვა ნანახისგან.
არასდროს მოუხდენია ამდენი ეფექტი ნახატს,მაგრამ,ვგრძნობდი,ეს უბრალოდ ტუში არ იყო..
ჩამუხლულმა ათრთოლებული ხელები მის გულებში მოიქცია..
ნაზი კოცნადამიტოვა თითებზე და ნაღვლიანად ამომხედა.
-ცას ორი ბორბალი გვაშორებს ნინა..-მოზომილად დაიწყო,დროს მაძლევდა..-ყოველ მოსახვევში ჩასაფრებული სიკვდილი თუარ მოატყუე,დროზე ადრე დაასრულებ რეიდს..
შავლაბადაში მოსილი მის დაღს სვამს მსხვერპლზე და,თავის ქალას ტოვებს ნიშნად,რომ იქ უკვე იყო...-დაზაფრულმა გონებამ სრული სიზუსტით გაიაზრა მოყოლილი.
სხეულზე,სამოსსა და ბაიკზე ამოტვიფრული სვირინგებითა და სტიკერით ცდილობდნენ მის გაცურებას..
თითქოს მასთან უკვე იყო..
თითქოს ის უკვე წაიყვანა..
მთლიანად გავიყინე..
შიში შესამჩნევად ჩამიჯდა თვალებში და ხელებს ძლიერად ჩავეჭიდე..
მაკანკალებდა..
თვალები კატასტროფულად ამემღვრა და გული მომეწურა.
-არასდროს გაუხვიო იქ,სადაც იგრძნობ,რომ გელოდება,ჩემთვის!!-მტკიცედ ამოვთქვი..-ნუ იფიქრებ,რომ მცირე დრო არ მეყო,ჩემად ჩამეთვალე..
ნუ იფიქრებ,რომ არ მომენატრები და უშენოდ არმოვკვდები..
ნუ ფიქრებ,რომ მე კარგად ვიქნები და,
ნურასდროს,
ნიკა თოდუა,ნურასდროს იტყვი,რომ რამეს გადავიტან..-მღელვარებისგან მთელი ენერგია გამოვცალე,სიმტკიცე რომ შემენარჩუნებინა..
მისი თვალები იმდენს მეტყველებდნენ და რა სათითაოდ მესმოდა მისი..
ფრთხილად მომეფერა ღაწვებზე ხელის თბილი ზურგით.
სიცოცხლესაც დავთმობდი მისი ამ მცირე ჟესტისთვის..
-ჩემზე ნუ იდარდებ,ნინა! ძალიან დიდი ხანი მინდა ზურგს მიმაგრებდე.-სევდიანი მაღიმილი ტელეფონიდან შემოსულმა ზარმა გაუფანტა.
მცირე საუბარი ვიხელთე და შევეცადე გული დამემშვიდებინა..
ზედმეტი გრძნობებისგან,ურთიერთსაწინააღმდეგო ანცდებისგან გული მერეოდა.
-ბიჭები 20 წუთში მოვლენ,იქ უნდა დავხვდეთ ნინა..-სრულად შეცვლილმა ხმამ უფრო მომიყვანა გონს.
თუ მას ბარში ვჭირდებოდი,მისგვერდით ვიქნებოდი..
წუთში მოვწესრიგდი.
მთელი გზა მთელი სიძლიერით ვეკვროდი ზურგზე..
ჩემს ხასიათს ნიკაც გრძობდა.
მომენტებში გადაჭდობილ ხელზე მეხებოდა და სარკიდან მამოწმებდა.
სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა ბარიც,როცა მივედით..
მუდამ ხალხმრავალ ტერიტორიას ნიკას კლუბის ყველა ჩაპტერის ბიჭები ავსებდნენ და სულ სხვა მუხტს სძენდნენ.
ბარში მოტრიალე ქანცგაწყვეტილი დეა უწყვეტად ხსნიდა ლუდის ქილებს და ზედაპირზე დაასრიალებდა.
უთქმელად ამოვუდექი გვერდით.
დღეს მეც ბარში ვიდექი და პირველად ვასხამდი სასმელს ასეთი ოდენობით.
-ტუჩებზე თუ ყინულს გადაიტარებ,აღარ დაგეტყობა ერთი საათი რომ მასზე იყავი მიწეპებული.-მუდამ პოზიტივით დამუხტული დეა რჩევებს არ იშურებს.
მისი ენერგია ამწამს ყველაზე მეტად მჭირდებოდა რომ ის რამოდენიმე წუთი გონებიდან ამომეგდო..
-ბექამ გასწავლა?!-ცელქი ბავშვივით გამოვაჯავრე და ხმით გამეცინა მის მოგუდულ კისკისზე.
ერთ ფერებზე მიჩვეულ თვალს არ გამორჩენია სხვაობა ახლადმოსულ სტუმრებსა და ქუთაისის გოსთრაიდერებს შორის.
ტყავისა და ჯინსის ჟილეტებზე დაკრული კლუბის როკერები მხოლოდ ორ კლუბს ჰქონდა.
მათ პაჩებზე თვალსაჩინოდ ჩანდა წოდებები და მემბერების გვარები.
მხოლოდ შტორმის რაიდერებს ემოსათ სრულიად უფერო ჟილეტები,სადაც მხოლოდ "1%" ამოექარგათ.
-RC-ს ყველა წევრი 99% კანონმორჩილი მოქალაქეა და მხოლოდ 1% მეტყველებს საწინააღმდეგოზე.-მარტივად გამიშიფრა ჩემთვის უცნობი სიმბოლო დეამ.
უსიამოდ გამაკანკალა.
მათი მზერა და წამოსული ენერგია რადიკალურად განსხვავდებოდა ყველასგან.
-გრძელი ღამე გველის და იმედია მშვიდობით ჩაივლის..-ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა,ხასიათი საბოლოოდ წამიხდა.
განწყობის ცვლილება დაეტყო დეასაც.
ძველი ხალისი თითქოს გაჰქროდა.
ვიცოდი,ვგრძნობდი,ერთი ჯავრი შემოგვხვეოდა.
-ჩემი შლემის მოზიარე ნინა და,ბექას -დეა!-საჯაროდ,უცნაურად და,საეჭვოდ ხასგასმით წარგვადგინა უცნობებში ნიკამ.
სათითაოდ გაგვიცნეს და თავი დაგვიკრეს ახლადმოსულებმა და ჩუმი მზერით აგვათვალიერეს.
-ჩაფხუტი ყველა ბაიკერის განუყოფელი ნაწილია. როცა მას ვინმეს უნაწილებ,ნიშნავს,რომ მისი საკუთრებაა და სისხლის ფასად დაიცავს.. ამიტომ გაუსვა ამას ხაზი.. ამწამიდან,შენ მათთვის პრეზიდენტის ზიარი ხარ,მე-სერჟანტის.-ისევ დეამმიხსნა გაუგებრობისგან.
ჟრუანტელმა დამიარა..
სახელდაურქმეველი გრძნობა მხოლოდ ცალკე შეგვეძლო გვქონოდა..
კლუბში ყველაფერს ზუსტი ახსნა უნდა ჰქონოდა.
დაძაბული ატმოსფერო სუფევდა ყველაფრისმიუხედავად..
ნიკას გაყინული სახე გაუცნობიერებლად მამზადებდა ცუდისთვის..
მოსვლიდან რამოდენიმე საათში იწყეს პრეზიდენტებმა სვლა სათათბირო ოთახისკენ.
სანამ მინის ბარს შეაფარებდა თავს,მოწყვეტით მომპარა დაძაბულ ტუჩებზე ამბორი ნიკამ.
-ნუ იძაბები,ჩემს ტერიტორიაზე თუ არაკანონიერი რამე შემოიტანეს,აქ ვეღარასდროს დაბრუნდებიან!-იფიქრა დამამშვიდებდა,მაგრამ,სულ ტყუილად.
კანით ვგრძნობდი,დღე წყნარად არ ჩაივლიდა.
არც ვცდებოდი.
უკიდეგანოდ განიხილავდა ქალაქი თოდუას ბარში აღმოჩენილ ნარკოტიკს.
თითქოს მის ჯიბეში ყოფილიყო,
თითქოს მის კლუბის წევრს დაეშვა უპატიებელი შეცდომა..
ყველამ დაინახა შტორმის მემბერი,
არავის უნახავს დაკავებული ნიკა თოდუა,
თუმცა,
მაინც მოსცხეს ბინძური ჩირქი მის სახელს.
იმ დღეს დაიწყო ყველაფერი.
იმ დღეს დაგორდა კლდის ქიმიდან უზარმაზარი ზვავი და ყველა ჩაგვითრია..
მეც,
დეაც,
ბექაც,
ნიკა თოდუაც..
გონებიდან არ ამომდიოდა მისი გაცხოველებული თვალები,ბორკილდადებული რომ გაიყვანა შესამოწმებლად მოსულმა პოლიციამ.
ცეცხლებს აფრქვევდა თოდუა შტორმის მიმართულებით..
მის დაცვას ვცდილობდი,
ფარად ვეკვროდი,
თუმცა,
მაინც,მთელი სულით ვგრძნობდი,დატრიალებულ ქარიშხალს რომ ვერ შევაჩერებდი..
__
თითქმის ვეღარ ვნახულობდი..
სულ სამი თვის გახსნილი ბაიკერ ბარი დროებით დაიკეტა და კრიმინალისტებმა ბუნაგად აქციეს.
ყოველ დღე, ყოველ წუთს უდიდესი ზეწოლა მოდიოდა ყველა თოდუას საყვარელ ადამიანზე..
მშვიდ ძილს,რუტინული ცხოვრებასა და სამსახურს ისე დავემშვიდობე,არცერთი წამით მიფიქრია უკანდახევაზე..
უამრავ დაბრკოლებებთან მებრძოლი ნიკა ბოლომდე ცდილობდა ჩემამდე არავინ მოეშვა,თუმცა,არც სამართლის დამცველები ელოდნენ მათ რიგს..
თოთქოს ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო..
უამრავმა თვალმა დაიწყო ჩემკენ ყურება და მათი მზერა არც კი ყოფილაუბრალო ინტერესით სავსე..
თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდნენ..
თითქოს,ვენანებოდი და,ვერ მიმეტებდნენ.
ავირიე..
უკიდეგანო გაუგებრობაში ყველა მხრიდან წამოსულმა ჩურჩულებმა გადამისროლეს და არცერთი წამით აღარ დამაბრუნესუკან..
იქნებ,ყველაფერი სხაგვარად რომ ყოფილიყო,
თუნდაც,ერთი დანახვა რომარ მკმაროდა,ჩემად დამეგულა,სხვანაირად აწყობილიყო პაზლები?
იქნებ,წლები რომ დამეყო მის ფარქვეშ,ყველა კლდეს შევსკდომოდი ?
იმდენი იქნებ დამიგროვდა ძალიან მცირე ხანში,პასუხი ვერცერთზე გავეცი..
ერთადერთი,რასაც მთელი სული მკარნახობდა,
უღმერთო სისუსტე და შიში იყო,რომ ჩემდაუნებურად დავკარგავდი..
___
-ქვეყნის 10 კლუბი,ამდენივე ჩაპტერი,20 პრეზიდენტი,20 ვიცე,20 სერჟანტი,500 მდე მემბერთან ერთად თავისუფალი რაიდერების ჯარი ერთიანი ძალით იბრძვის მშვიდობისთვის და ვიღაც კოსტავას ამდენმა კაცმა ვერ დაარწმუნა რომ ბარში ნარკოლარტელი არაა?! ტიპს 120 კვადრატი კოლუმბია გონია,თოდუა ესკობარი და ჩვენ დასტების მთვლელი. ვერანაირ ლოგიკურ დასკვნამდე ვერ მივფივარ რატომწელავს საქმეს აქამდე,როცა ბრალდებული თან მოხმარებაზე დაიჭირეს და არა რეალიზაციააზე.-დილიდან ცოფებს ყრიდა დეა.
სრული ერთი კვირა იყო გასული ბარის დალუქვიდან და,
ზუსტად ამდენი რაც მისინახვა ვერ მოვახერხე.
ვინ იცის როგორ ვნერვიულობდი..
არცერთი წუთი მშვიდად გატარებული არ მქონდა და,
ვერცერთ სიტყვას ვერ ვამბობფიიმაზე მეტს,რაც უმცირეს ენერგიას მოითხოვდა..
გაუგებრობაზე მეტად მისი მდგომარეობა მაღელვებდა..
ზუსტად ვერ ვიგებდი როგორ იყო,
ვერავინმეუბნებოდა სადიყო და,
მის უსაფრთხოებაში რომ ვერ ვრწმუნდებოდი,
მთლიანად ვნადგურდებოდი..
გამუდმებით ტელეფონმომართულს,მასთან დარეკვაცკი ვერ შემეძლო..
ვიცოდი,როგორც კი თავისუფალ სუნთქვას შეძლებდა,თვითონ გამოვიდოდა კონტაქტზე..
ერთადერთი,საიდანაცმცირე ინფორმაცია მაინც მოდიოდა,დეა იყო,რომელიც,
აღელვებისგან ისეთი სისწრაფით საუბრობდა,დიდი შინაარსი ვერც იქიდან გამომქონდა.
-ხერხემლით ვგრძნობ,მოტოციკლეტზე ზურგით დამსვით,თუამსაქმეში შტორმი არ ფიგურირებდეს..-სიწყნარეში სულ წუთით მჯდომი,უცებ წამოხტა და გააფთრებულმა წამოიყვირა.-
სანამ საქმეს დაიწყებდნენ,ბექასგან ვიცი,წილოსანი სთავაზობდა წილის გაყოფას თოდუას და მტკიცე უარი რომ მიუღია,გაბრაზებაც კი ვერ დაუმალავს..
წესითაა აკრძალული RCს და MCს კლუბის წევრობის იქით,ნებისმიერი საქმიანობა..
მათი იდეალოგია და თვითმიზანი ცა და დედამიწასავით განსხვავდება და,
ზუსტად ამიტომ თქვა ნიკამ უარი..
მშვიდობასთან არეულობა ვერ ითანამშრომლებს..
ხალხთან საფრთხეს ვერ დააკავშირებ..
წილოსანმაც იცოდა რა პასუხსაც მიიღებდა და,
მათი კამათის შემდეგ,ზუსტად ის წყეული დღე იყო,
თითქოს შესარიგებლად რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან..-აღელვებული ხმა ისევ დაუმშვიდდა და ,ფიქრით გამომხედა.
მოსმენილის გაანალიზებას ვცდილობდი ჯერკიდევ.
არმინდოდა დაჯერება,რომ მათ შორის ღალატი შეიძლებოდა და თან, ასეთი კალიბრის.
შემეშინდა..
მომცრო დივანზე ისე ავიწურე,მთლიანად გავქრი.
აშკარა საფრთხემ ერთიანად დამანგრია და ნამსხვრევებად მაქცია..
შიშმა ამიტანა..
დამფრთხალი,აცახცახებული იქამდე ვუყურებდი დეას,სანამ ჩემგან მხოლოდ აჩრდილი არ დარჩა..
საკუთარ სისუსტეში ვიძირებოდი..
თავი ასე არასდროს შემზიზღებია..
-ყველა ფიქრი ჯანდაბაში გაუშვი,რაც ახლა შენშია ნინა!-ყველაფრრი ზუსტად ესმოდა..იცოდა,საკუთარ ნაჭუჭში თუ ჩავიკეტებოდი,მისგან თავს ვეღარ დავაღწევდი..-ახლა სჭირდები ნიკას! ახლა უნდა ამოუდგე გვერდით და,შენ სიძლიერეში დაარწმუნო!-ცდილობდა..
-რომელ სიძლიერეში დეა?!-სიმწრით ჩამეცინა..
იმდენად დიდი იყო შიში,უმისობის,აბსოლუტურად ყველა სიმტკიცეს მაცლიდა..
ყველაზე მეტად მე მესმოდა ჩემი თავის..
ვერავინ გაუგებდა ჩემს ფიქრებს ისე,როგორც მე..
რაცარუნდა ეთქვა,რაცარუნდა მცოდნოდა,
გონებამ უკვე ფსკერზე დამალექა შიში და მას ვეღარაფერს ვუზამდი..
მას,ვისაც ეს არ განუცდია,ვერასდროს გამიგებდა..
უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი..
სანამ მისგან არ მოვისმენდი,რომ ყველაფერი დასრულდა,ნელნელა დავჭკნებოდი..
ეს შეუჩერებელი იყო..
ამას დეა ვერუშველიდა..
ერთადეერთი,ვინც სუნთქვას გამაგრძელებინებდა,ნიკა თოდუა იყო..
უკონტროლო ფიქრწბში გავლიე ის დღე..
თავდაცვის მექანიზმი გონებას სრულად გაეთიშა და ყველა შესაძლო ფატალურს კადრებად მილაგებდა..
სუნთქვაც აღარ შემეძლო..
დილა რომ გათენდა,მერვე დღის,თითქოს ბოლო უნდა ყოფილიყო,
სრულიადუენერგიოთ გავიპარე საკუთარი ბინიდან..
გამთენიისხანი იდგა..
მარრტოობას ვგრძნობდი..
პირველად იყო,მთელი ეს დღეები,უკან რომარ მომყვებოდა პროსპექტი..
გამეღიმა..
ესეცკი მკარნახობდა,რომ რაღაც გადამწყვეტი ხდებოდა..
ნიკას ყველა ჭირდებოდა,
მთლიანი ძალა..
-ღმერთო,გადამირჩინე..-უმიზნოდ ვიძახდი..
სუფთა ჰაერი და ცარიელი ქალაქი თითქოს მშველოდა,საკუთარ თავს დავბრუნებოდი და სული დაფლეთვისგან მეხსნა..
-გთხოვ,დაიფარე!-უსაზღვრო სასოწარკვეთილება მაინც დაძვრება ვენებში და ძალასმაცლის..
ვინიცის, ამწამს როგორ მინდოდა მის ზურგს აკრულს,უჰორიზონტოდ მეფრინა ცის კამარაზე..
ვინ იცის,როგორ მინდოდა მის მკლავებში გავხვეულიყავი და არასდროს დავხსნოდი..
ვინ იცის,როგორ მინდოდა,უბრალო,სტანდარტული ყოფილიყო და,სადღაც,მეც მქონოდა მისი გაძლების ძალა..
საცოდაობისგან ძელსკამამდე ძლივს მივედი..
ახალისაწყისისგან აღფრთოვანებული გონება მზად იყო გამოწვევები მიეღო,თუმცა,არც ისე..
-ნინა წიკლაური..-ირონიულმა ხმამ ადგილზე გამყინა..
არეულს,ვერც კი მიგვრძნია,უცხოს მოახლოება..
-როგორ გამოეპარე ნიკა თოდუას დაცვის გარეშე?!-სარკაზმისგან გამაკანკალა..
სამსახურეობრივი ფორმის გარეშეც კი ადვილი ამოსაცნობი იყო მასში ვინმე ნუგზარ კოსტავა.
მთელი არსებით შევეცადე სახეზე შეუვალი ვყოფილიყავი..
მცდელობა იმდენად უბადრუკი იყო,
ახალმოსულს კმაყოფილებისგან ელვამ დაუარა..
-კარგადუშაობდა შენი ბიჭი-დაბრეცილი ტუჩი მოწონების ნიშნად აზიდა და უხეშ წვერზე ხელი ჩოისვა..
საზიზღარი ნაკვთები ჰქონდა..
მოუვლელი და უხეში..
-ერთი ნაბიჯითაც ვერ მოგიახლოვდი დღემდე,რომ დამეკითხე,თუმცა,როგორც სჩანს,დაიღალა შენი ძიძობით და როგორც იქნა, მერგოპატივი,წარგიდგე!-თავი სიამაყით დამიკრა და ხელი გამომიწოდა..
არც კი მიფიქრია სალმის პასუხი,იმდენად ზიზღით ვივსებოდი,ერთი სიტყვაც რომ
მეთქვა,ყველაფერს გადმოვანთხევდი.
-როგორც სჩანს,კლუბს ზრდილობაც წაურთმევია შენთვის,როგორცპატივისცემა სხვის თვალში და ღირსება!-ყველანაირად ცდილობდა საუბარში ავყოლოდი..
ბინძურ გზებზე გაბედულად დადიოდა და ჩემი თავმოყვარეობის გათელვას არ ერიდებოდა..
რამდენად ნაძირალა იყო,რომ არაფრის ეშინოდა..
ვერცერთი კანონი და ძალაუფლება ვერ აძლევდა უფლებას,ზღვარს გადასულიყო,თუმცა,იმასაც ვგრძნობდი,ყველაფერზე წავიდოდა,რომ დავეშალე..
-სანამ შენ ჯავრით კვდები,თოდუა ამ დროს საზღვრებს გასცდა და რიზეში მისნაირ წვირიანებთან ერთად ახალ პარტიას იღებს თურქი ბაიკერებისგან.-ზუსტად იცოდა,სადუნდა დაერტყა,ყველაზე მეტად რომ მტკენოდა..
არა,არცერთი სიტყვის მჯეროდა მისი..
ადამიანი,რომელიც სულზე მეტად მიყვარდა,ახლოსაც არიყო ნარკორეალიზატორთან და,მითუმეტეს,არასდროს დათმობდამის წინ თავისუფლებას,არასდროს დააყენებდა საფრთხისქვეშ მის თავისუფალ სუნთქვას.
-ვიცი,როგორცგამოგზრდიდა,ამიტომ,მეტს აღარაფერს გეტყვი ამჯერად..-ტყავის ქურუკის ჯიბიდან მომცრო კონვერტს იღებს და,ძელსკამზე დებს.-თუ ამის შემდეგ,-მზერას არ მაცილებს..-რაღაცები გაგახსენდება,რაც დამეხმარება მისი სახელი დავადასტურო ნარკობიზნესთან,დამიკავშირდი.
კიდევ ერთხელ ცდილობს ფიზიკური კონტაქტის დამყარებას,თუმცა,
ისევ რომ ვიმრიზები,მაქსიმალურად მშვიდი ახით,როგორც იქნა მშორდება და,
მიდის.
ნაწყვეტნაწყვეტ ამოვუშვი დატანჯული ჰაერი..
ახეული ჯერკიდევ განცდილ შოკში იყო,ისე მაცახცახებდა, კიდურები მტეხდა..
-დეა,წამიყვანე აქედან! - ძლივს ჩავძახე ტელეფონში მისამართი,იმდენად გამომაცა ძალა..
დაზაფრული დავცქეროდი თეთრკონვერტს და არ მინდოდა გახსნა..
საკუთარ თავს ვებრძოდი,მის მოსვლამდე,
მაგრამ,
კანიც მკარნახობდა,
ან,იქნებ,ეშმაკი მეძახდა მისკენ..
თვალებამღვრეული დავცქეროდი ახალამობეჭდილ ფოტოებს და სიკვდილს ვნატრობდი..
შენობებს შორის ჩამწკრივებულ ბაიკებთან მდგომი ორი კლუბის პრეზიდენტი შეფუთულ ამანათს ცვლიდნენ ერთმანეთში და,ასობით ფერიანი იყო მათი დამსწრე.
არ იყო რთული,მათში თოფუა და,გვერდით მდგომი ბექა გამერჩია..
ეს ვერ დამამარცხებდა,
მიუხედავად იმისა,გავნადგურდი,საერთოდ არაფერზე მეტყველებდა ეს ფოტოები და არცერთი კადრის მჯეროდა..
ერთადერთი,რაც მაფრთხობდა,მანიპულატორი კოსტავა იყო და ის,რისი გაკეთებაც მას შეეძლო ჩვენთვის..
დავიზაფრე..
აშკარა პროვოკაციას ზიზღით დავხედე უკანასკნელად და ნაკუწებად ქცეული ურნაში მოვისროლე..
ფეხდაფეხ მომყვა უსაზღვროდ დამფრთხალი დეა.
-ნინა,რა ხდება?!-ხელებში ჩამაფრინდა..
იმწამს მტკიცედ მოსული გადაწყვეტილება გონებამ უარყო,თუმცა,მეგონა,სწორად ვიქცეოდი..
-აქედან უნდა წავიდე დეა,ახლავე! -საკუთარმა ხმამ თავად შემაშინა..
-არ მივცემ მათ უფლებას,ჩემით იმანიპულატორონ და ნიკას საქმის ბოლომდე მიყვანა არ დაანებონ..
ზუსტადვიცი,არ გაჩერდებიან,სანამ მთლიანად არ გააქრობენ და ამაში ჩემი გარევა უნდათ დეა..
მისთვის ძვირფასს თუ მათ მხარეს დაიგულებენ,მისი ფეხით მოვა ნიკა და ყველაფერი დაკარგავს აზრს..
ამ წამს,ზედმეტი ვარ..
ზედმეტი და საშიში მისთვის დეა..-გული მისკდებოდა მეგონა,ცრემლებს გაჭირვებით ვყლაპავდი და საკუთარი ნაბიჯების გამართლებას ვცდილობდი..
-ძალა არ მეყოფა და დავნებდები..
დანებებული მარტივი ხელთსაგდები ვიქნები და,
ნიკაც შემიძულებს..
ეს რომარ მოხდეს..
ბოლომდე რომარ გავნადგურდე და ისიცჩავიყოლო..
მხოლოდ იმისთვის,რომ მისი სახელი ბოლომდე სუფთად მიიყვანოს,უნდა წავიდე დეა,თორემ,დავკარგავ..-ძლივსდავაწყვე ერთბაშად მომსკდარი აზრები.
გონება ასე სწრაფად არასდროს ამოყირავებულა..
საკუთარი თავის ზიზღისგან გული მერეოდა..
იმედგაცრუებული დეას თვალებიდან იმდენი ტკივილი იღვრებოდა,სიკვდილი ვინატრე..
-ახლა რომ დატოვო,ყველაფერი მორჩება ნინა..მას მაინც დაკარგავ.. იქნებ შევძლოთ, მე შენთან ვიქნები,დაგეხმარები რომ გავუძლოთ..
განა მეარ მიჭირს?!-სასოწარკვეთისგან ხელებზე მეჭიდებოდა და გულს მისერავდა..-განა მეარ მჭამს ეჭვი?! განა მეარ მენატრება ბექა და არ მისკდება გული მისი არყოფნით?!-აღარ იცოდა რას მოდებოდა.. თვალები უღონოდ აემღვრა და დარჩენას მთხოვდა.
-არა,დეა.. მე ვიცი,რომ ნიკა არასდროს წაართმევს მის თავს სულს..
-მთელი გული მომიკვდა..
-საქმე იმაშია,რომ მისთვის საკმარისი არ ვარ! -გავნადგურდი.. სუნთქვა გაუჩერდა მასაც..-სიტყვა მომცა,იქამდე იქნებოდა ჩემთან,სანამ საკუთარი ფრთებით შიშის ჩარჩოს არ გავლეწავდი..
მე კი,ისე გავიხლართე მასში,ზუსტად ვიცი,ვერ გავუძლებ..-ძლივს ამოვთქვი..
გაყინული მზერა ჰქონდა..
არაფრისმთქმელი..
ნაღალატები და გაცვლილი..
-დაელოდე,ნინა,გზაში არიან,ამწამს დამირეკა ბექამ..-კარებში დამადევნა უკანასკნელ ხავსმოჭიდებლმა
დეამ სიტყვები..
ერთადერთი ჩანთა გადამეკიდებინა მხარზე,საბუთებით და,მხოლოდ გზის ფულით..
ერთადერთი გასაღები ჩავუდე მუდარით გამოწვდილ ხელში..
მასაც რომარ ეთქვა,ვიცოდი,უწყვეტად რეკავდა ნიკა თოდუა ჩემს ტელეფონზე..
-ვერა დეა..ამ წამს საკუთარ თავს თუარ ვაჯობე,ის არასდროს გამიშვებს..
წამოვედი..
საერთოდ გათიშუ
გონებაში არცერთი ფიქრი აღარ ბობოქრობდა..
მიწასთან გასწორებული მეობა,უღმერთო სიყვარული,ღალატი,მარტოობა სათითაოდ მგლეჯდა კანს ხორციდან და მთლიანად მაშიშვლება..
-რა მოხდა,რატომ გადავიდა?!-მთელი კვირა გზაში მედევნებოდა ასელისი ენები..
ასობით კაცს,ოთხ სიტყვაზე პასუხი არ და,უფრო ვერ გავეცი..
ისე დავტოვე ქალქთან ერთად ჩემი პირადი ცხოვრება,უკან არ და,უფრო,ვერ მოვიხედე..
მე ვერ გეტყვით,მეცნიერულად რა დროა საჭირო,ადამიანში შენი პიროვნება იპოვო..
მემხოლოდ საკუთარ მაგალითზე გეტყვით-მხოლოდ ერთი შეხედვა დამჭირდა,ნიკა თოდუა მთლიანად მეგრძნო..
მაგრამ,ეს საკმარისი არ ყოფილა,ბოლომდე რომგავძლიერებულიყავი..
იქნებ,უფრო მეტი რომ გვესაუბრა,
უფრო მეტი რომ გვეკამათა,საკუთარი თავის რწმენა შემმატებოდა..
იქნებ,ის ენებიც მართალი იყო და სულ ტყუილად არ კიცხავდნენ ასოციალური გოგოს თავდაყირა დაყენებულ ცხოვრებას..
ალბათ,რომ დავრჩენილიყავი,ამ ჯოჯოხეთს ავირიდებდით,
მაგრამ,
მზად ვერ ვიყავი..
უღმერთო სიყვარულის მიუხედავად,მისთვის საკმარისი ვერ ვიყავი და,
წავედი..
___
ის,რაც გულისგან ძალიან შორს გატაცებულმა სხეულმა გადაიტანა,ცოცხალი ჯოჯოხეთი იყო და არცერთი წუთით არ შემსუბუქებულა.
კანზე ცოცხლად მოკიდებული ცეცხლი წყლულებად მაჩნდა სულზე და მათგან ყველა ტკბილი მოგონება იღვრებოდა ტკივილით..
ყოველ დღეს,ყოველი ამოსუნთქვა აკლდებოდა და,
სამი წლის თავს,საერთოდ აღარაფერი გამაჩნდა,მაცოცხლებელ ჟანგბადად რომ მიმეღო..
საკუთარი ყოფიერის უხორცო ზიზღი მთლიანად მჭამდა და მანადგურებდა..
მე ვერ გეტყვით,რატომ ვერ წყვეტდა სული,შეხორცებულიყო...
ალბათ,ყველა ნაბიჯის საზღაური იყო,უმისოდ რომ გადავდგი და,
ყველაფრისგან გარშემორტყმული,მთლიანად მარტო დავტოვე,არაფრის ამარა..
ალბათ როგორ ეტკინა და როგორ დაკარგა ყველაფერმა აზრი..
ალბათ,როგორ ვძულდი და როგორნანობდა ყველა იმ გაფრენებს..
უკიდურეს ფიქრებს უფსკრულამდე ნაბიჯებად მივყავდი და წლის თავზე,უკვე საერთოდ ვეღარ ვხედავდი ვერცერთ ნათელს..
ვერ ავხსნი,რა ქარცეცხლია საკუთარი სისუსტის აღიარება და ამასთან შეგუება..
ეს არც ხორციელ ტკივილს გავდა და არც სულიერ ტრამვებს..
განცდა ყველა საღის თავში მოქცეულიყო და განაგებდა!
რაცარუნდა მეფიქრა,თავი დამერწმუმებინა და იოგების ჩახლეჩამდე მეყვირა,რომ ნიკა თოდუას ერთი სადარდებელიც კმაროდა,
ვერ მიწყნარებდა აბობოქრებულ შინაგანს..
ვიცოდი,ვგრძნობდი და კარგად მესმოდა რამდენად გამიჭირდებოდა სუნთქვა თავისუფლების გარეშე,
მაგრამ,თუ ეს ცოცხლად დამმარხავდა,
ვერ განვსაზღვრე..
ნიკა თოდუას გარეშე გათენებული ყოველი დღე,ქვეყნად მოვლენილი განკაცებული ჯოჯოხეთი იყო და,
აზრი,რომ საკმარისი დრო არ მქონდა მასთან გატარებული-ასე მტკენოდა,
ყველანაირ შინაარსს კარგავდა..
თურმე,ძალიან მცირე დროსჭირდებოდა სულს,ნაფლეთებად ქცეულიყო უმისობისგან..
მაგრამ,იყო მცირე ხსნაც,თუ ამას საერთოდ ბრძოლა ერქვა..
წასვლიდან ძალიან დიდი ხნის მერე მივხვდი,ფრთები რომ მჭირდებოდა და,
ეს ზუსტად იქ დავინახე,სადაც თოდუას წყურვილი,უკანასკნელ დღემდე ეფრინა,იწყებოდა..
ეს არ გავდა მასთან ერთად ფრენას.
ეს საერთოდ მომაკვდავის უკანასკნელ სიტყვებს ჰგავდა,
თუმცა,ძალაგამოვლილს,მცირედშველოდა,რომ შეგრძნებები განმეახლებინა..
სისხლისფერ ვულკანზე პირველი რბოლისას განცდილი თვითმკვლელობას ჰგავდა..
სული ამომიჯდა,სანამ ძრავას გავთიშავდი...
ჰაერში მის არომატს დავეძებდი,თუმცა,არსად იყო..
იმედგაცრუებისგან გულის რევამ მთლიანად დამცა და როდის ამოვიდა ყელიდა შულისშემძვრელი ტკივილი,ვერ მივხვდი..
ისე შემომასკდა მთელსხეულზე მისი მონატრება,
მთლიანად დავპატარავდი და გავქრი..
არსად იყო მისი მოელვარე თვალები..
აღარსად იყო მისი მხურვალე ტუჩები..
აღარსად ტრიალებმა მისი გრილი სურნელი და,
საერთოდ აღარ ისმოდა მიის მძიმე ნაბიჯების ხმა..
გაცნობიერებულად ისე ჩამოვიშორე ცხპვრების მთავარი ბედნიერი წუთები,
იმაზე არც კიი მიფიქრია,რადდაგვიჯდებოდა..
ალბათ,საკმარისად ეგოისტი ვიყავი,მასზე არმეფიქრა..
ალბათ,ღირსი იყო,მადთანგამერკვია,იყო თუარა მზად ჩემი სისუსტისთვოს.
იქნებ მას ჰქონოდა ორის სამყოფი ენერგია..
იქნებ,ნიკა თოდუას შეძლებოდა ორ სხეულში ერთი სული მოექცია და სამყაროს დაპირისპირებოდა..
მისთვის რომმეკითხა,იქნებ,სამწლიან ტანჯვას დავხსნოდი,თუმცა,
აზრიც აღარ ჰქონდა,
მე მისგან უჰორიზონტოდ შორს ვიყავი და ამას ვეღარ შევცვლიდი..
ალბათ,მთელი ეს ჯოჯოხეთი უნდა გამევლო,როგორც იქნა რწმენა რომისცემოდა სულს..
მე ეს დრო მჭირდებოდა,
რაცარუნდა თვითგვემაში გავნადგურებულიყავი,ეს
დრო მჭირდებოდა..
ზუსტად ეს წუთები იწურებოდა,
დამღლელი სამუშაოდან დაოთხილი რომ დავბრუნდი ერთ ოთახში და,
დეასთანსალაპარაკოდ ჩართულკომპიუტერში,
ამდენი თვის ნანატრი წერილი რომ დამხვდა..
ტკვილისგან ოთხათ მოვიკეცესანამ გონებამ მთლიანად არგაიაზრა მისი სიტყვები..
დასერილ გულს ცეცხლად მოედო ყოველი ბგერა და მთლიანად გახეთქა ყველანაირი ემოციისგან..
-"ნურასდროს იფიქრებ,გკიცხავდე შენი წასვლისთვის..-ალბათ,როგორ ამოაყოლა ნაგროვები დარდი..-მეარვიცი,რა როგორ მოხდებოდა,მარტო რომარ ვყოფილიყავი..
ალბათ,ამაზე ნაკლლებად დავიხარჯებოდი და,ამ სიტყვებსაც ძალიან დიდი ხანი დააგვიანდებოდა..
-ყველაფერი დასრულდა,ნინა-ყველა ჩირქი ჩამოვირეცხე და მზად ვარ,შენთვის საკმარისი ვიყო..-თუარ მოვკვდებოდი არმეგონა..
გულმა მწარედ მომიჭირა და ყოველი მარტოდ გატარებული რთული დღე ვინანე,სადაც ის ფიქრობდა,რომ ჩემთვის არ იყო იმაზე კარგი,ვიდრე მეკუთვნოდა.
ზიზღისგან სახე წამერთვა..
-საკუთარი ხელით ავაჭერი ჟილეტი წილოსანს,შენთან გასატარებელი დღეები რომ წამართვა და,ამწამამდე ვუმტკიცებდი კოსტავას,კრისტალივით წმინდა რომ ვიყავი..
არასდროს იფიქრო ნინა,უკეთესი იქნებოდა შენი აქ ყოფნა...მე რომ მისხალი გამომრჩენოდა და შენ ამისგან ფრთები დაგეკარგა,საკუთარ თავს არ ვაპატიებდი და,უფიქროდ დავეშვებოდი უფსკრულიდან..
შენი მცირე და გასაგები შიშით ძალამომეცი და ახლა,
როცა ვიცი,ერთითნაკლები ნაკლლი მაქ რომ გაგიტოლდე,ისევ გელი,თუ გაფრენა მოგინდება"
არვიცი როდის მოვრჩი ყელა ტკიბილის გადმოცლას თვალებოდან და როდის აღმოვჩნდი აეროპორტში,დედაზე მიკრული..
ასეთი დაუფიქრებელი,მცდარი,გამართლებელი გააწყვეტილება მეორედოწყებდა სათავეს ჩემ ცხოვრებაში და,ესეც თუ უღმერთო ტკიბილს მიმზადებდა,მზად ვიყავი გამეძლო,ოღონდ კი მას შევხებოდი..
გამწარებული ვითვლიდი ყოველ წამს,სანამ არ დაეშვა წყეული თვითმფრინავი..
ფეხებში მიწა გამომეცალა,გასასვლელთან შავ ჰარლისთან მიყრდნობილი ჩემი დეა რომ დავინახე..
მეგონა ხელებში შემომეფშვნებოდა,სანამ არ გავავსე ყვრლაუჯრედი მისით.
-აქ რანაირად?!-როგორც იქნა,ენადამიბრუნდა.
-დიდად დაწყობილი ჰორმონები არც არასდროს გქონია და,ნიკამ რომითხრა,რაც მოგწერა,ტანსაცმელებით გამოვიქეცი,მეგონა პირდაპირ შიშველი მოდიოდი,ნაკლები დრო რომ დაგეხარჯა გახდაზე.-უცვლელს ნაკვთიცკიარ ჰქონდა შეცვლილი,ისევ ის იყო,
მუდამმოკაშკაშედეა,ამჯერად,ყველაზე მამაკაცურ მოტოზე.
მხრებზე ტყავის ჟილეტი მოეხურა და სიამაყით მიშვერდა თრეჟერის პაჩს.
ვერ ვძღებოდი მისით.
ნიკათოდუას არსებობაც კი დავიწყებული მქონდა ამ წამს,იმდენად მენატრებოდა ..
-ჩაფხუტი დაიფარე წიკლაური,არ მიმდა დედამიწის დემოგრაფოული კრისიზი და ორი ადამიანის გაჭირვება ჩემს მხრებზე იყოს! -რომ მოვცილდი,ზუსტად ის ჩაფხუტი გამომიწოდა ,სულ რომ მეფარა,სანამ ცხოვრებაში ყველაზე სწორ და,ამავდროულად,არასწორ ნაბიჯს გადავგამდი.
კომფორტულად მოვთავსდი მის ზურგსუკან..
-ჩანთაში საჩუქარია და რომ ნახავ,გული არ გაგისკდეს,ორი თვის ნაყიდი მყავს და არ მინდა პირველივე მსხვერპლი შენ იყო..-მასზე მიკრობას ვაპირებდი,რომ შემაჩერა..
დიდხანს ვუყურებდი ტყავის ფერიანჟილეტს..
ამოვარდნილი გული ყოველგვარ ადამიანურს სცდებოდა..
-თუ ისევ წასვლას აპირებ,არ ჩაიცვა ნინა!ყოველთვის შეგიძლია ნიკა დატოვო,მაგრამ,კლუბს ვერასდროს მიატოვებ..-გულჩამწყდარმა გამომხედა სარკიდან,ისე,როგორც თოდუას სჩვეოდა..
ალბათ,არც არასდროს ვყოფილვარ ამაზე მეტი მტკიცე..
მეგონა ფრთები შემოვისხი..
მეგონა თავისუფალი სუნთქვისგან ფილტვები დამისკდებოდა..
ამწამს მივხვდი,რატომ არასდროს იხსნიდნენ მხრებიდან ფერებს ბაიკერები..
მათთვის ჩალისფასი ჰქონდა სუნთქვას,თუ მასში უკიდეგანო თავისუფლება არ გაჰკიოდა.
დიდხანს ვიარეთ,სანამ ნაცნობ ტერიტორიას არ მივადექით..
გადავსებულ ტერიტორიას მთლიანად ბაიკეერ კლუბების მემბერები ავსებდნენ და არავინ სხვა.
ძალის შენარჩუნებას ვცდილობდი,
ისე დავეძებდი მათში მონატრებულს..
სასმელების სექციიდან ახალგაზრდა გოგომ გაზავებული მომაწონა და პატივისცემით დამიკრა თავი..
მე არ ვიცი რა დამსახურება მიმიძღვოდა,მეგონა ეს ხალხი თავს დამტრიალებდა..
მინის მუდამ იდუმალებით მოცული კარები რომშეხსნა დეამ და შემიძღვა,
გაოცებისგან ორიენტაციაც დავკარგე..
საერთოდ,იმწამს არცერთი სხვა სულიერის იქ ყოფნას აღვიქვამდი,
გარდა,მასიური ხის მაგიდის თავში მოქცეული ნიკა თოდუასი..
თითქოს ყველა გათენებულ ტანჯულ დღეს დაუთვლიდი სახეზე,ისე დაღლოდა ნაკვთები..
ჯიქურ მიყურებდა,
შემფასებლურად მათვალიერებდა და მწველ მზერას არ მაცილებდა.
ჩემი თოდუა თვალებიდაიგზავნიდა ყველა გრძნობას,თუმცა,ქცევები სულ სხვა რეალობაში მაგდებდნენ.
-კენჭი ნაყარია.. ნინა წიკლაური ჩვენი კლუბის წევრია!-ვერდიქტივით გაისმა მისი ცივი ხმა და თითქოს ამოვოსუნთქე..
არცერთი დღე არ ყოფილა ამაზე მნიშვნელოვანი ჩემს მოკლე ცხოვრებაში..
გათავისუფლებული მზერა ჰქონდა მასაც,როფორც კი მარტო დავრჩით მოვალეობებით სავსე ოთახში.
მტკიცე ნაბიჯები ჰქონდა ყველაფერთად ერთად თოდუას..
ისე გამიპირისპირდა,თითქოს მხოლოდ გუშინ ვენახე და მისი რთულად გადატანილი სამი წელი არ მმართოდა..
-ნიკა თოდუა!-ცბიერი ღიმილით ამათვალიერა და ხელი გამომიწოდა.
მესიკვდილებოდა მისი უბრალო შეხება..
ისე მინდოდა მოვხვეოდი და არასდროს გამეშვა,ყველა ნაკვთი მტეხდა.
-ნინა წიკლაური..-თამაშში მისიწესებით ავყევი და როგორც იქნა მის კანს შევეხე..
ხელეორედ დაბადებას ჰგავდა განცდილი..
მისი უღმერთოდ მონატრებული ნაკვთები მთლიანად მიღიმოდნენ და ჩემს მისაღებად მზად იყვნენ..
-გავფრინდეთ?!-სულთავიდან დავიწყეთ..
გაცნობით და თავისუფლებით..
-მხოლოდ იმ პირობით,თუ საჭესთან მე ვიქნები!
__
არ ვიცი რა როგორ გამოვიდა..
თუმცა,ასე უნდა ყოფილიყო..
უტას შემდეგ,მსუბუქად უნდა განვტვირთულიყავი მეც და,ალბათ,თქვენც <3
კომპლიმენტებად მინდა დავიღვარო,არასდროს დავიღლები მადლობის თქმით <3
მაძლიერებთ!
გელით,
ძალების აღსადგენად ეს უნდა დამეწერა..
მარტივი,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი Ana-maria

ნიკა-დამსახურებულად დაიკავა ადგილი თქვენი მამაკაცი პერსონაჟების გვერდით.ნინა კი ქალი ,რომელიც იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. კიდევ ერთი ძალიან კარგი ისტორია დაასრულეთ (რომელსაც რამდენჯერ წავიკითხავ ღმერთმა იცის).მადლობა საოცარი სიტყვებისთვის, ბაიკერების ცხოვრების ასე კარგად გადმოცემისთვის და ამ საოცარი სიყვარულის ჩვენამდე მოტანისთვის. ეს ისტორიაც შედგა

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
ნიკა-დამსახურებულად დაიკავა ადგილი თქვენი მამაკაცი პერსონაჟების გვერდით.ნინა კი ქალი ,რომელიც იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. კიდევ ერთი ძალიან კარგი ისტორია დაასრულეთ (რომელსაც რამდენჯერ წავიკითხავ ღმერთმა იცის).მადლობა საოცარი სიტყვებისთვის, ბაიკერების ცხოვრების ასე კარგად გადმოცემისთვის და ამ საოცარი სიყვარულის ჩვენამდე მოტანისთვის. ეს ისტორიაც შედგა

ზუსტადვიცოდი,თვენრომ იქნებოდით პირველი და ისე გელოდით,ვერგადმოვცემ!❤️❤️❤️ თქვენი გვერდით დგომითგამოვოდა ეს ასე! ❤️❤️❤️ ნიკამ მართლაც დაიკავა მათ გვერდით ადგილი ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი wero

ისტორია რომელმაც ჩემში ძალიან დიდი კვალი დატოვა. ალბათ ვერც გეტყვი და ვერც გადმოვცემ იმ გრძობებს და ემოციებს რაც ჩემშია. მადლობა შენ.❤️ წარმატებები გაასააოოცარო ადამიანო.❤️

 


№4 სტუმარი one

tasasuna- sayvarelze sayvarelo❤️haerze rom ver dawer aam saocrebas vici, saidan adamianoo es uzghvavi emocia?)))
zustad vici rom ghrma adamiani khar, shentan simartives ra ubda)) ise minda chemi ketilganwyoba gadmogce))) istoria rom fantastiuria -amaze arc vdaobt, ushualod shenze minda vtqva : unda wero tas, tu ar gadmoeci, amkhela emocia shegshlis( vici rom mimikhvdebi❤️
mikharia rom khar
mokled shentan var ❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

wero
ისტორია რომელმაც ჩემში ძალიან დიდი კვალი დატოვა. ალბათ ვერც გეტყვი და ვერც გადმოვცემ იმ გრძობებს და ემოციებს რაც ჩემშია. მადლობა შენ.❤️ წარმატებები გაასააოოცარო ადამიანო.❤️

უზომოდ მიხარია, ასეთ ემოციებს თუ იწვევს შენში ❤️❤️❤️გამოდის, შედგა! მადლობა რომ ბოლომდე მომყვებოდი! შემდეგ ისტორიამდე ❤️❤️❤️

one
tasasuna- sayvarelze sayvarelo❤️haerze rom ver dawer aam saocrebas vici, saidan adamianoo es uzghvavi emocia?)))
zustad vici rom ghrma adamiani khar, shentan simartives ra ubda)) ise minda chemi ketilganwyoba gadmogce))) istoria rom fantastiuria -amaze arc vdaobt, ushualod shenze minda vtqva : unda wero tas, tu ar gadmoeci, amkhela emocia shegshlis( vici rom mimikhvdebi❤️
mikharia rom khar
mokled shentan var ❤️

შეშლის პირას როცა ვარ, ზუსტად მაშინ თუარ ვწერე, ძალიან ღრმა ფიქრებში ვეშვები და..
მეც ვიცი,რომიხვდები.. :))
ძალიან ბედნიერად დავიწყე დღე, ამ პოზიტივისთვვის დავწერ ალბათ უამრავი წელი, სანამ თქვენი მოსმენით არ დავიღლები.. მადლობა, რომ სულ აქიყავი! ❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი Life is beautiful

ვიფრინე.... ♥️

Life is beautiful
ვიფრინე.... ♥️

მეტი არ ვიცი რით გამოვხატო♥️

 


№7  offline წევრი EllaTriss

გული მიგრძნობდა, გეუბნები. დილას, თვალი რომ გავახილე, ვიფიქრე, ახლა რომ შევალ სრულად დამხვდება - მეთქი.
ვერ გეტყვი, რომ რაღაც ასეთს არ ველოდი და გადატრიალება იყო. კომენტარებიდან გამომდინარე, დასაწყისიდან გამომდინარე, (კონკრეტულად ამ ნაწილის დასაწყისიდან) ხო, ნუ.. თავიდან, არ მახსოვს რომელი თავი იყო, რაღაცნაირად შემეშინდა... შემეშინდა, რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც ახლაა. - თუმცა, მერე თითქოს ვგრძნობდი, როგორც იქნებოდა და რაც იქნებოდა.
ეხლა.. კიდევ უნდა რა უნდა ვიბოდიალო :დ
მოკლედ, იცი რა დროს გხედავ ხოლმე? არვიცი, რეალურად რა დატვირთვა აქვს ან რატომ წერ - ხოლმე მასე, ყველა წინადადებას რომ აბოლოვებ სამწერტილით --> ,, ...."
მაგ დროს, მგონია, რომ ამოისუნთქავ ხოლმე :დ
თითქოს, რაღაც ჩართული ხარ. გარშემო, არაფერია გარდა პერსონაჟებისა, ცდილობ არაფერი დაგრჩეს, არცერთი გრძნობა, რომელიც შენ იგრძენი. გინდა, რომ ყველაფერი მოვიდეს. დაწერ, გამოვა და მერე ამოისუნთქავ ხოლმე? :დ აუ, თუ ვაჭარბებ მაპატიე. დაცინვის მიზნით არ ვამბობ, სწორად გამიგე. უბრალოდ, თითქოს თვალწინ მეშლება როგორ წერ.
ხო, ერთგან იყო კიდევ ძახილის ნიშანი გეწერა. მაგ დროს, ყველაზე კარგად ვგრძნობ, როგორ უბრაზდები რაღაცას/ვიღაცას ჯერ შენ და მერე, უკვე ნინა.
... ნიკასგან, მეტს ველოდი, რაღაც მომენტში.
ავტორი შენ ხარ, ბუნებრივია, ისე იქნება როგორც გინდა/დაწერ. განა, ასე ცუდია. მაგას არ ვამბობ, უბრალოდ.. რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ ნიკა ჩააკითხავდა. არ შეეგუებოდა ასე.. ნუ ჰო, მიზეზები იყო, უფრთხილდებოდა, ისევ იმისთვის, რომ ნინა ყოფილიყო კარგად, ეს გასაგებია. ამ მხრივ, არც ვამტყუნებ. თუმცა, უბრალოდ წერილი.. არვიცი.
პირველ პირშია, ესეც გასაგებია. მაგრამ თითქოს ნიკას გრძნობებიც მაინტერესებდა.
ნუ, ამას.. ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარც აქვს.
დეა და ბექაც დამაკლდა, კიდევ. შეიძლება, მეორეხარისხოვანი წყვილი იყო, თუმცა.. ნუ, ესეც გასაგებია რატოც და როგორც.
პ.ს ნამდვილად გვჭირდებოდა, ეს ისტორია.. როგორც შენ, ისე ჩვენც.
ვისურვებდი, მალე დაბრუნებულიყავი.
სიყვარულით
ელა

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

EllaTriss
გული მიგრძნობდა, გეუბნები. დილას, თვალი რომ გავახილე, ვიფიქრე, ახლა რომ შევალ სრულად დამხვდება - მეთქი.
ვერ გეტყვი, რომ რაღაც ასეთს არ ველოდი და გადატრიალება იყო. კომენტარებიდან გამომდინარე, დასაწყისიდან გამომდინარე, (კონკრეტულად ამ ნაწილის დასაწყისიდან) ხო, ნუ.. თავიდან, არ მახსოვს რომელი თავი იყო, რაღაცნაირად შემეშინდა... შემეშინდა, რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც ახლაა. - თუმცა, მერე თითქოს ვგრძნობდი, როგორც იქნებოდა და რაც იქნებოდა.
ეხლა.. კიდევ უნდა რა უნდა ვიბოდიალო :დ
მოკლედ, იცი რა დროს გხედავ ხოლმე? არვიცი, რეალურად რა დატვირთვა აქვს ან რატომ წერ - ხოლმე მასე, ყველა წინადადებას რომ აბოლოვებ სამწერტილით --> ,, ...."
მაგ დროს, მგონია, რომ ამოისუნთქავ ხოლმე :დ
თითქოს, რაღაც ჩართული ხარ. გარშემო, არაფერია გარდა პერსონაჟებისა, ცდილობ არაფერი დაგრჩეს, არცერთი გრძნობა, რომელიც შენ იგრძენი. გინდა, რომ ყველაფერი მოვიდეს. დაწერ, გამოვა და მერე ამოისუნთქავ ხოლმე? :დ აუ, თუ ვაჭარბებ მაპატიე. დაცინვის მიზნით არ ვამბობ, სწორად გამიგე. უბრალოდ, თითქოს თვალწინ მეშლება როგორ წერ.
ხო, ერთგან იყო კიდევ ძახილის ნიშანი გეწერა. მაგ დროს, ყველაზე კარგად ვგრძნობ, როგორ უბრაზდები რაღაცას/ვიღაცას ჯერ შენ და მერე, უკვე ნინა.
... ნიკასგან, მეტს ველოდი, რაღაც მომენტში.
ავტორი შენ ხარ, ბუნებრივია, ისე იქნება როგორც გინდა/დაწერ. განა, ასე ცუდია. მაგას არ ვამბობ, უბრალოდ.. რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ ნიკა ჩააკითხავდა. არ შეეგუებოდა ასე.. ნუ ჰო, მიზეზები იყო, უფრთხილდებოდა, ისევ იმისთვის, რომ ნინა ყოფილიყო კარგად, ეს გასაგებია. ამ მხრივ, არც ვამტყუნებ. თუმცა, უბრალოდ წერილი.. არვიცი.
პირველ პირშია, ესეც გასაგებია. მაგრამ თითქოს ნიკას გრძნობებიც მაინტერესებდა.
ნუ, ამას.. ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარც აქვს.
დეა და ბექაც დამაკლდა, კიდევ. შეიძლება, მეორეხარისხოვანი წყვილი იყო, თუმცა.. ნუ, ესეც გასაგებია რატოც და როგორც.
პ.ს ნამდვილად გვჭირდებოდა, ეს ისტორია.. როგორც შენ, ისე ჩვენც.
ვისურვებდი, მალე დაბრუნებულიყავი.
სიყვარულით
ელა

ჩემო ძალიანძალიან კარგო ელლა ❤️❤️❤️
მგონი, პირვად მიაქციეს ყურადღება სასვენ ნიშნებს და, ამას ზუსტად რომ მიხვდი და ზუსტად ისბდაიჭირე,რას რისთვის სამ,გავგიჟდი! ❤️❤️❤️❤️
ორი მნიშვნელვანი და საყვარელი ნიშანია..
!-როცა მძაფრად გამოვხატავ და,
....-როცა სუნთქვისა და ფიქრის საშუალებას ვაძლევ ჩემს თავსა და,მკითხველს ❤️❤️❤️
ნიკას არ ჩასვლა მე გავიგე,ყველაფერი რომ თავოდან დაიწყო, ეგეც..
რომჩასულიყო,ისევ ის,დაუწყობლადუნდა გაეგრძეელებინა,უნდა შეეზღუდა თითქოს..
წერილით კი იხმო,
იქნებ ნიკასაც შეეშინდა უარყოგის და უკან მოსაბრუნებელი გზა დაიტოვა?!
ვერ გეტყვი, ბევრნაირი ახსნა შეიხლება ჰქონდეს..
მოკლედ,მიხარია!
რაც არუნდა დავწერო, სულ დაგელოდები და მინდა სულ გამოჩნდე ელლა ❤️❤️❤️❤️❤️
უდიდესი მადლობა ასეთი კარგი რომ ხარ! ❤️❤️❤️

Life is beautiful
ვიფრინე.... ♥️

Life is beautiful
ვიფრინე.... ♥️

მეტი არ ვიცი რით გამოვხატო♥️

ამაზე კარგად, ზუსტად,ბევრისმთქმელად ვერც იტყოდი.. ❤️❤️❤️❤️
უზომოდ მიხარია,თუ ვიფრინეთ! ❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

ტასო დილიდანვე პოზიტივი დამებედაა. იმ სამწლიანმა განშორებამ ნინაზე მეტად ვერავის ატკინა და ნიკა თოდუა საოცრად სულგრძელი პიროვნებაა. გასაგიჟებლად გაწონასწორებული და პრაგმატული. გავფრინდეთ!? მეც მათთან ერთად ვიფრინეეე. უამრავი მადლობა შენნ

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Qeti qimucadze
ტასო დილიდანვე პოზიტივი დამებედაა. იმ სამწლიანმა განშორებამ ნინაზე მეტად ვერავის ატკინა და ნიკა თოდუა საოცრად სულგრძელი პიროვნებაა. გასაგიჟებლად გაწონასწორებული და პრაგმატული. გავფრინდეთ!? მეც მათთან ერთად ვიფრინეეე. უამრავი მადლობა შენნ

Qeti qimucadze
ტასო დილიდანვე პოზიტივი დამებედაა. იმ სამწლიანმა განშორებამ ნინაზე მეტად ვერავის ატკინა და ნიკა თოდუა საოცრად სულგრძელი პიროვნებაა. გასაგიჟებლად გაწონასწორებული და პრაგმატული. გავფრინდეთ!? მეც მათთან ერთად ვიფრინეეე. უამრავი მადლობა შენნ

ასეთი უამრავი მადლობა შენც ქეთი ❤️❤️❤️ საოცარი გოგო ხარ! ❤️❤️❤️ ნიკა მართლაცისეთი გაწონასწორებული და კარგია ❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი likuu_s

დასრულებას ველოდებოდი, რომ სრულად ატვირთული წამეკითხა.
განსხვავებულად წერ.
ჯგუფში პოსტზე ერთი კომენტარი ვნახე, რაშიც ზუსტად იყო გადმოცემული შენი სტილი. ზუსტად, ისტორიაში საუბარი თვალებით და ნაკლები სიტყვები.
ნინაში ჩემი თავი ამოვიცანი. როცა თავის თავს აღწერს ჩავუკვირდი და ზუსტად ჩემი ხასიათი დავიჭირე.
შენი ისტორიების ბიჭებიც განსხვავებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა ისტორიაც ზუსტად ცოტა ეგოისტ, მესაკუთრე ბიჭებზეა და ასე რომ ვთქვათ ემოციებს არ გადმოსცემენ ასე ღიად, მაინც რაღაცნაირი განსხვავებული პერსონაჟები გყავს.
შენი ისტორიები ვიცი, ერთდერთი არხოტის გულს ვერ ვკითხულობ, რატომღაც მგონია რომ ცუდად დასრულდება.(?) :დ მაგრამ წავიკითხავ ალბათ, ოდესმე.
მოკლედ, კარგი იყო ძალიან.
წარმატებები!<3

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

likuu_s
დასრულებას ველოდებოდი, რომ სრულად ატვირთული წამეკითხა.
განსხვავებულად წერ.
ჯგუფში პოსტზე ერთი კომენტარი ვნახე, რაშიც ზუსტად იყო გადმოცემული შენი სტილი. ზუსტად, ისტორიაში საუბარი თვალებით და ნაკლები სიტყვები.
ნინაში ჩემი თავი ამოვიცანი. როცა თავის თავს აღწერს ჩავუკვირდი და ზუსტად ჩემი ხასიათი დავიჭირე.
შენი ისტორიების ბიჭებიც განსხვავებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა ისტორიაც ზუსტად ცოტა ეგოისტ, მესაკუთრე ბიჭებზეა და ასე რომ ვთქვათ ემოციებს არ გადმოსცემენ ასე ღიად, მაინც რაღაცნაირი განსხვავებული პერსონაჟები გყავს.
შენი ისტორიები ვიცი, ერთდერთი არხოტის გულს ვერ ვკითხულობ, რატომღაც მგონია რომ ცუდად დასრულდება.(?) :დ მაგრამ წავიკითხავ ალბათ, ოდესმე.
მოკლედ, კარგი იყო ძალიან.
წარმატებები!<3

ლიკა ❤️ მგონი თავაადაც ასეთი ვარ, ტყუილად გასროლილი სიტყვები არ მიყვარს..რატომღაც :) ჩემი ბიჭებიც ასეთი არიან, შეუძლიათ ბევრი წყლიანი საუბარიც,მაგრამ,ქმედებებით გამოხატავენ ხოლმე და რაღაცნაირად,ამაში ვპოულობ კომფორტს :) მიხარია,თუ ეს მოგწონს ❤️❤️❤️
ნინა კარგი, ძლიერი გოგოა!შენც ასეთი იქნები!-ძლიერი! ❤️❤️❤️
ცოტა სისუსტე ყველას გვეპატიება!
მადლობა, რომ წაიკითხე ❤️❤️
არხოტის გულზე გელოდები,დამიჯერე,თუ ნინა ხარ და,დაცლა გჭირდება, ეს ოსაა!

 


№13 სტუმარი სტუმარი თიკო

მითხარი, რა გითხრა?.. მართლა არ ვიცი ახლა, ამ წამს რა გითხრა და როგორი და რამდენი კომპლიმენტით აგავსო... თქმაც არ უნდა იმას რომ ყოველ ჯერზე სასწაულებს ახდენ და მაოცებ. შენი ყველა ისტორია ხომ ყველა განსაკუთრებულად კარგია, თავისებურად ძვირფასი და მე ეს ვიცი, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე გაოცებული რატომ ვრჩები და თან ასე, რომ ვიცი ისეთივე კარგი იქნება როგორც სხვები, ვერ გეტყვი... როგორც შენ ,,ამბობ" ხოლმე უღმერთოდ კარგი იყო! ნაკლებს არც არასდროს ველი შენგან! ისტორიას ვერ ვეხები, რადგან მგონია, რომ იმას ვერ დავწერ რაც მართლა განვიცადე და მგონია დაწერისას რაღაც სხვა გამომივა... უბრალოდ იცოდე, რომ ამჯერადაც გამაოცე! წარმატებები!❤❤❤❤❤❤

P.S სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი! (ასე უფრო სწორი იქნება)

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თიკო
მითხარი, რა გითხრა?.. მართლა არ ვიცი ახლა, ამ წამს რა გითხრა და როგორი და რამდენი კომპლიმენტით აგავსო... თქმაც არ უნდა იმას რომ ყოველ ჯერზე სასწაულებს ახდენ და მაოცებ. შენი ყველა ისტორია ხომ ყველა განსაკუთრებულად კარგია, თავისებურად ძვირფასი და მე ეს ვიცი, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე გაოცებული რატომ ვრჩები და თან ასე, რომ ვიცი ისეთივე კარგი იქნება როგორც სხვები, ვერ გეტყვი... როგორც შენ ,,ამბობ" ხოლმე უღმერთოდ კარგი იყო! ნაკლებს არც არასდროს ველი შენგან! ისტორიას ვერ ვეხები, რადგან მგონია, რომ იმას ვერ დავწერ რაც მართლა განვიცადე და მგონია დაწერისას რაღაც სხვა გამომივა... უბრალოდ იცოდე, რომ ამჯერადაც გამაოცე! წარმატებები!❤❤❤❤❤❤

P.S სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი! (ასე უფრო სწორი იქნება)

❤️❤️❤️❤️❤️❤️ თიკო ბევრი კომპლიმენტით მინდა აგავსო, ადეთი კარგი მკითხველი რომ ხარ! ❤️❤️❤️❤️❤️ მახარებს,რომ მათში ყველაფერს ხედავ,რასაც ვდებ და ითავისებ ❤️❤️❤️ დიდი ბედნიერებაა ასეთი შეფასებები, თუნდაც,ნაკლებად ვიმსახურებდე ❤️❤️❤️❤️მადლობა!

 


№15 სტუმარი სტუმარი ელენე

ო ღმერთო ჩემო სრულადო რომ წავიკითხე გულმა დამარტყა :დდ ახლა წავალ, წავიკითხავ და იმედია ცოცხალი დავრჩები :დდდდ

 


№16  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ელენე
ო ღმერთო ჩემო სრულადო რომ წავიკითხე გულმა დამარტყა :დდ ახლა წავალ, წავიკითხავ და იმედია ცოცხალი დავრჩები :დდდდ

ვილოცოთ :სდდ

 


№17 სტუმარი ტაისა

ტასო, ჰო იცი როგორ მიხარია, რომ წერ და მერე როგორ მიხარია ამ საოცრებებს რომ ვკითხულობ? ❤

მადლობა კიდევ ერთი ძალიან კარგი ისტორიისთვის.

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ტაისა
ტასო, ჰო იცი როგორ მიხარია, რომ წერ და მერე როგორ მიხარია ამ საოცრებებს რომ ვკითხულობ? ❤

მადლობა კიდევ ერთი ძალიან კარგი ისტორიისთვის.

ტაისა❤️❤️❤️ სულ მინდაგითხრა,რომ ლამაზი სახელიგაქვს!❤️❤️❤️ მადლობა!

 


№19  offline წევრი Qetatoo

ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და ახლა ვზივარ ოთახში, თვალს ვუშტერებ შენი მშვენიერი ისტორიის სიტყვებს და ვფიქრობ,რამხელა შრომა,ფანტაზია,ცოდნა და დაკვირვება სჭირდება ნაწერს,რომელსაც მკითხველი კითხულობს და ხვდება რომ ის დრო რომელიც გავიდა,მთლიანად იცხოვრა ავტორის მთავარი პერსონაჟის კანში და საშინლად მოეწონა.თითოეული პერსონაჟის ემოცია, თვისება,სიტყვა-ადამიანს ქმნი და მის ცხოვრებას ფუთავ სასაჩუქრე ცელოფანში,ისე რომ არაფერი დაგავწიყდეს, არ გამოგრჩეს...
წერა ძალიან კარგად გამოგდის, ისე თავისუფლად, თან მგრძნობიარედ, დაუღალავად ქარგავ თითოეულ აბზაცს რომ ხომ გითხარი, რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ სუნთქვა შეკრული ვაგრძელებდი კითხვას.
ძალიან მომეწონა და ეჭვი მაქვს შემომათენდება,შენი იმ ისტორიების კითხვაში,რომლებიც ჯერ არ წამიკითხავს. <3

 


№20  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Qetatoo
ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და ახლა ვზივარ ოთახში, თვალს ვუშტერებ შენი მშვენიერი ისტორიის სიტყვებს და ვფიქრობ,რამხელა შრომა,ფანტაზია,ცოდნა და დაკვირვება სჭირდება ნაწერს,რომელსაც მკითხველი კითხულობს და ხვდება რომ ის დრო რომელიც გავიდა,მთლიანად იცხოვრა ავტორის მთავარი პერსონაჟის კანში და საშინლად მოეწონა.თითოეული პერსონაჟის ემოცია, თვისება,სიტყვა-ადამიანს ქმნი და მის ცხოვრებას ფუთავ სასაჩუქრე ცელოფანში,ისე რომ არაფერი დაგავწიყდეს, არ გამოგრჩეს...
წერა ძალიან კარგად გამოგდის, ისე თავისუფლად, თან მგრძნობიარედ, დაუღალავად ქარგავ თითოეულ აბზაცს რომ ხომ გითხარი, რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ სუნთქვა შეკრული ვაგრძელებდი კითხვას.
ძალიან მომეწონა და ეჭვი მაქვს შემომათენდება,შენი იმ ისტორიების კითხვაში,რომლებიც ჯერ არ წამიკითხავს. <3

ქეთა ❤️❤️❤️❤️ აბა რა გითხრა?! სულს ვანთავისუფლებ დაგრპვილი ემოციებისგან და შვებას ვნახულობ ამაში..
ალბათ, მწერლისთვის ყელაზე დიდი კომპლიმენტია შენი სიტყვები!
ჩემთვის ემოციებია მთავარი და უზომოდ მიხარია,თუ შენამდე ყველაფერი მოვიდა..
❤️❤️❤️❤️❤️❤️
რომ წაიკითხავ, აუცილებლადგამაგებინე, რომელი მოგეწონაყველაზე მეტად ❤️❤️❤️

 


№21  offline წევრი ia da vardi da shroshani

ძან ლამაზი სტორიაა წარმატებებიშენ

 


№22  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ia da vardi da shroshani
ძან ლამაზი სტორიაა წარმატებებიშენ


❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი თამო

გავფრინდეთ.ძალიან ძალიან მაგარია ტას.ვფიქრობ კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები ამ ისტორიას.

 


№24  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თამო
გავფრინდეთ.ძალიან ძალიან მაგარია ტას.ვფიქრობ კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები ამ ისტორიას.

თამო ❤️❤️❤️❤️❤️ ძალიან კარგი ხარ! ❤️❤️❤️❤️

 


№25  offline წევრი ირო

კომენტარი მეგონა დავდე და ეტყობა არ დაემატა,არადა როცა ასეთ რამეს წაიკითხავ აგრევს,დაგრევს,გაგაფრენს ემოციებით დაგხუნძლავს, როგორ არ უნდა გაუზიარო მწერალს რომ კიდევ გინდა ასეთი ისტორია თან ერთი კი არა ბევრზე ბევრი.თან იმდენდ მსუბუქად წერ,იმდენად ვიმუხტები,მგონია რომ ტრიდე ფილმს რომ ვუყურებ სათვალით და იქ მგონია თავი ასე ვარ შენს ისტორიებშიც.მადლობა ამ სიამოვნებისთვის.

 


№26  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ირო
კომენტარი მეგონა დავდე და ეტყობა არ დაემატა,არადა როცა ასეთ რამეს წაიკითხავ აგრევს,დაგრევს,გაგაფრენს ემოციებით დაგხუნძლავს, როგორ არ უნდა გაუზიარო მწერალს რომ კიდევ გინდა ასეთი ისტორია თან ერთი კი არა ბევრზე ბევრი.თან იმდენდ მსუბუქად წერ,იმდენად ვიმუხტები,მგონია რომ ტრიდე ფილმს რომ ვუყურებ სათვალით და იქ მგონია თავი ასე ვარ შენს ისტორიებშიც.მადლობა ამ სიამოვნებისთვის.

ირო❤️❤️❤️❤️ კიდევ დავწერ, სულ, სანამ სიტტვები მოვა და თქვენ მოგეწონებათ! ❤️❤️❤️ უსაზღვროდ დიდი სიამოვნებაა თქვენი შეფასებების კითხვა ❤️❤️ამგანცდას ალბათ ვერასდროს ვეტყვი უარს! ❤️❤️

 


№27  offline წევრი TamoTi

აუ რა ძალიან მაგარი გოგო ხარ იცი ხომ?!❤️❤️არც კი ვიცი ამდენ ემოციას ასე სათუთად როგორ კრებ და მოგაქვს ჩვენამდე❤️❤️ძალიან კარგი იყო

 


№28  offline ახალბედა მწერალი tasusuna

TamoTi
აუ რა ძალიან მაგარი გოგო ხარ იცი ხომ?!❤️❤️არც კი ვიცი ამდენ ემოციას ასე სათუთად როგორ კრებ და მოგაქვს ჩვენამდე❤️❤️ძალიან კარგი იყო

❤️❤️❤️❤️❤️❤️ უზომოდ მიყვარს ახალი მკითხველი ❤️❤️❤️❤️❤️ უკვე მეორედ შეგამჩნიე, სულ მინდა გხედავდე ამიერიდან ❤️❤️❤️❤️❤️მადლობა შწნ!

 


№29 სტუმარი Megı.

Kargıa gaagrdzele .gagvabednıre

 


№30  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Megı.
Kargıa gaagrdzele .gagvabednıre

მადლობა! ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent