"დაბრუნება ორი კვირით" (3)
ადამიანები საზღვრებს ხშირად გადადიან, მიცემული პირობები ირღვევა,ბრაზისგან დადებულ ფიცს ხშირად ტეხენ, მაგრამ როცა სასწორზე სიმართლის გამჟღავნება დევს, ჩვენ გვიწევს საკუთარი თავი იქამდე მოვატყუოთ სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს.ზუსტად ამიტომ იყო,რომ კატომ საკუთარ თავს პირობა არ გაუტეხა და უკვე სამი დღე იყო, რაც სახლში გამოიკეტა, დედის და გოგონების უკმაყოფილო კითხვებს კი თავის ტკივილით და მზეზე სიარულის სურვილის არ ქონით ამართლებდა.არავინ ჩასციებია იმდენად რომ საკუთარი თავის დაცვა დასჭირვებოდა, მითუმეტეს რომ ნაიასთან ერთად სახლში დრო მხიარულად და მოუსვენრად გადიოდა.ზაფხულის დღეები უსაშველოდ გასიგრძეგანდა და ამ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა.ნელის ზაფხული კი აშკარად მხიარულ გზას ადგა და ვერ ძღებოდა უნახავი მეგობრების გვერდზე ყოფნით, ამიტომ სიმართლე რომ ითქვას შვილის უცნაურ საქციელზე დაკვირვების დრო არც ჰქონია.გეგა კეკეს დაკვირვებით იყო დაკავებული და რათქმაუნდა შებინდებისთანავე ქრებოდა.სამაგიეროდ კულინარიული შესაძლებლობებს გასაქანი მიეცა, სხვის სამზარეულოში აფუსფუსებულს შემფასებლად ევლინებოდა ნაიას ერთიანად ფქვილში ამოსვრილი ფიგურა.მხოლოდ მეოთხე დღეს ვეღარ უთხრა აწუწუნებულ ბავშვის ნდომას უარი- სანაპიროზე გაესეირნათ. უკვე შებინდებული იყო და სახლის წინ ქვიშიან სანაპიროზე გასვლაც კი არ ეპიტნავებოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ უთვალთვალებდნენ და როგორც კი სახლის ზღურბლს გადაცდებოდა, მაშინვე გამოიჭერდნენ, ამ ფიქრებზე უფორ მეტად ბრაზდებოდა და საბოლოოდ გადაწყდა რომ სულ მცირე ვოიაჟი კარგიც იქნებოდა.საღამოს გრილი ნიავი მოქროდა ზღვის ჩრდილოეთიდან და თან მოჰქონდა აზვირთებული ტალღების ბრაზი, ბავშვის მოკეცილი ფიგურა კალთაში მოეთავსებინა და თვითონაც გაფართოებული თვალებით უცქერდა ჩამავალი მზით აწითლებულ ჰორიზონტს, რომლის მიმქრალი სხივებიც ზღვის ტალღებში იმალებოდნენ.ბავშვის ნებას მაშინაც დაჰყვა როცა ნაია მისი კალთიდან გადმოცოცდა და ჯერ კიდევ თბილ ქვიშაზე გაწვა, კატოს გაეღიმა და ბავშვურ ანცობას აყოლილი თავადაც მიენდო ამ უდარდელობის მოთხოვნილებას.ვერც კი ხვდებოდა რამდენი ხანი იყო ამ მდგომარეობაში, როცა სიმძიმე იგრძნო, ეს სიმძიმე მუცლიდან დაიწყო და გულ-მკერდამდე ამოვიდა, კისერთან იგრძნო თბილი სუნთქვა და მიხვდა რომ მისმა პატარა ოქროსფერთმიანმა მოიკალათა, მზერა ზღვისკენ მიმართა და თავის დაუმორჩილებელ კულულებს საშუალება მისცა ქალის სახეზე აფრიალებულიყვნენ.კატომ თავისი ხელისგული შემოხვია ბავშვის თავს და ქუთუთოებს უფლება მისცა თვალთახედვა მცირე ხნით დაებნელებინათ...და იგრძნო, მიხვდა ბავშვს ამხელა სიმშვიდე რატომაც მოჰქონდა მისთვის.ნაია მისი ახალი ფურცელი იყო, ყველაზე სუფთა და ახალი ცხოვრების საწყისი, წყარო უმიზეზო მაგრამ ენით აღუწერელი სიყვარულის.ნაია იყო ყველაფერი რაც სჭირდებოდა. სახლში გამოკეტვის დღიდან უკვე ერთი კვირა სრულდებოდა, როცა თავზე დაატყდა გოგონების გულისგამაწვრილებელი თხოვნა, ჩუმად მყოფი მაგრამ აშკარად მოთმინებადაკარგული გეგას და გაურკვევლობაში მყოფი ნელიკოს მოთხოვნა ღამით კლუბში წასულიყვნენ და ამჯერად მაინც ეცეკვათ დილამდე. -აი რატომ არა? ვინ იცის კიდევ რამდენი ხნით ვეღარ გნახავთ და ორი კვირით ჩამოსული უკვე ერთი კვირაა სახლში გამოიკეტე... -არ შემიძლია ნიტა ხალხმრავლობა,თავი მტკივდება… -კი როგორ არა, შევჭამე ეხლა ეგ მე...-ეჭვის თვალით აათვალიერა ნათიამ ქალი...-მითხარი ვინმეს ემალები? -აჰა, ახლა გინდა შენ ფსიქოლოგი, ვის უნდა ვემალებოდე?...-ნერვიულად აათამაშა ხელები და უხერხულად ჩაიცინა.მაშინვე ინანა, რადგან წლების მეგობარს სწორედ ამ ქმედებით მიახვედრა შენს ნათქვამში ყველა სიტყვა მართალიო. -აბა გამაგებინე რატომ არ გინდა წასვლა? ამხელა ქალი ვარ და მე დავწანწალებ გოგოებთან ერთად მთელი დღეები და შენ როგორ გინდა დამაჯერო რომ გართობა არ შეგიძლია?...- საყვდურნარევი უნდობლობით შეუტია ნელიმ.კატომ მავედრებლად გადახედა გეგას მაგრამ იმან ცეცხლზე ნავთი დაუსხა. -ტყუილად მიყურებ, როდემდე აპირებ სახლში ჯდომას, ერთ კვირაში წახვალ და წახვალ…-მიხვდა რომ ყველა გზა მოეჭრა, დავამ თავი მოაბეზრა. უეცრად დათანხმდა შემოთავაზებას და გეგას წაავლო ხელი. -წამობრძანდი კაბა ამარჩევინე...-ბრაზით ავსილმა დაუკვესა თვალები და ამით ამცნო, შენ გამომყევი და ნახავ რას გიზამ მარტოს რომ დაგიგულებო. -ამან ეხლა, მომეჩვენა თუ მართლა გეგას თხოვა კაბის არჩევა? მე აქ ქალი ვარ თუ...დამელოდე ! -არ ინერვიულო, ხალხმრავალ ადგილას არ იქნება და თუ იქნება რას გიზამს, შეგჭამს? მე იქ ვარ და თუ შეჭმას დაგიპირებს გპირდები ყველა ჩანგალს წავართმევ…-დიდი მოლოდინით აღვსილმა კატომ წინადადების ბოლო გაიგონა თუ არა მუჯლუგუნით გაისტუმრა ოთახიდან და ნათიას მიერ შტორმით აღებულ კარადას დააკვირდა.მერე იყო ევრიკას შეძახილი და კაბა რომლის ჩაცმაც ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა და ვერ ხვდებოდა საერთოდ რა იმედით წამოიღო. მისაღებში გამოსვლისას დატრიალდა რომ დედამისისგან მაინც ეგრძნო მხარდაჭერა და ვირაცას კიდევ ამოეთქვა რომ კაბა ზედმეტად გამომწვევი იყო.ნელიკომ თვალი შეავლო და გაეღიმა, მოლოდინები არ გამართლდა და შავ ტანზე მომდგარ, ზურგზე რკალად ამოჭრილ კაბას, რომლის დეკოლტეც კიდევ უფრო უხერხულს ხდიდა ამ მოკლე კაბის მორგებას, ყველა აღტაცებით შეხვდა. -მხოლოდ ერთი შტრიხი დარჩა...წითელი ტუჩსაცხი და ეგაა...-წამოიყვირა ლიკამ და ხელჩანთიდან დემონსტრაციულად ამოიღო კვასკვასა ტუჩსაცხი.ხელები გაასავსავა კატომ მაგრამ ისევ არგუმენტებს შეხვდა იმის შესახებ თუ როგორ უხდება მის სახეს და შავ კაბას წითელი ფერი და გაბრძოლების თავიც აღარ შერჩა.როცა ყველანი გაიხიკნენ მისაღებიდან მანქანისკენ, მხოლოდ ნათიას წაავლო ხელი და გამომცდელად უჩურჩულა. -ამას რატომ აკეთებ? -რას კატო? ვცდილობ ის მცირე დრო მაინც გავატარო შენთან ერთად რაც სამი წლის მანძილზე მომეცი და არ ვაპირებ გიყურო როგორ იკეტები სახლში...განქორწინება დასასრული არაა...-დამამშვიდებლად მოხვია მკლავი მეგობარს და ვერც მიხვდა რომ კატო მართლა დამშვიდდა,ოღონდ არა სიტყვების შინაარსით არამედ იმით რომ დარწმუნდა მის მეგობარს ეგონა სახლში ჩაკეტვა, ამსტერდამში წასვლა და დაბრუნების უარყოფა განქორწინების ნაშიერი ეგონა.მშვიდად მიყვა მეგობრებს და მოთავსდა გეგას გვერდით მანქანაში.გული კარგას არაფერს უგრძნობდა და იცოდა დღეს რაღაც მოხდებოდა,რაღაც ძალიან ცუდი. ლურჯ ფლუორესცენციულ ნათებაში აღმოჩენილმა, მისდა გასაკვირად დამალულად იგრძნო თავი, თითქოს ამ სიბნელეში ვერ შეამჩნევდნენ.გოგოების ქმედებებს აჰყვა და არც ტეკილაზე უთქვამს უარი, ლაიმის სიმწარეში გადასული სიმჟავე ტუჩებს უწვავდა და სასმელს სასიამოვნო გემოს აძლევდა. მანამ იჯდა მიმალულ კუთხეში სანამ ალკოჰოლმა სისხლის ყველა უჯრედამდე არ მიაღწია და დაძაბული სხეული ერთიანად არ მოუდუნა. -იცი რა მაინტერესებს? -აბა? -რას აპირებ? გავა ერთი კვირაც, დაბრუნდები ამსტერდამში და მორჩა? როდემდე დაიმალები?...-ცარიელი იყო გეგას სახე და უფრო მეტად ეტკინა გული. -არ ვიცი, სადამდეც შევძლებ, მანამ სანამ არ მოსწყინდებათ დევნა, სანამ დრო არ გავა და მერე იქნებ დავბრუნდე კიდეც. -ანუ ერთი კვირის მერე კიდევ სამი წელი ვერ გნახავ, იქნებ მეტიც, ვერც ლიკას ქორწილზე ჩამოხვალ? ...-ნაწყენმა,სრულ გაურკვევლობაში აღმოჩენილმა გახედა და ქალის მავედრებელ მზერაზე მწარედ ჩაიცინა...-ადექი ! თუ მართლა ასეა, დღეს ვიცეკვებთ, დავლევთ და მანამ ვიქნებით აქ სანამ ჩვენი გონების ბოლო უჯრედი არ გაითიშება. ხელი თამამად წაავლო ქალის ხელს და ტეკილას მათრობელმა ეფექტმა თავისი საქმე იდეალურად შეასრულა.მთელი სხეულით აყვა სხვების ენერგიას,მუსიკის ხმა ყურთასმენას უჭედავდა და გონებაში ადგილი აღარ დარჩა შიშისთვის. ეს ღამე მისი უყო, მთლიანად, ასე უსირცხვილოდ დაისაკუთრა და ამჯერად აღარც კაბის სიგრძე აღელვებდა, აღარც დეკოლტის სიღრმე და წითელი ტუჩსაცხის გამომწვევობის ხარისხი. ხარბად ეტანებოდა ნათიას მოტანილ ტეკილას ყველა ჭიქას, რომელიც ბოლოს არაყმა და კოქტეილებმა შეცვალა. ალკოჰოლმა მისი გონება ვერ გათიშა, სამაგიეროდ თავისუფლებას ჩამოუშალა საზღვრები და სითამამეს მისცა გასაქანი. მიხვდა რომ გეგას ენერგიას დაუგეგმავად და გაუანალიზებლად აჰყვა, თითქოს თავიც დააღწია, ბართან მისულმა ყინულიანი მსუბუქი კოქტეილი მოითხოვა და ღრმად ამოსუნთქა, როცა გვერდით აშკარად შეზარხოშებული ახალგაზრდა ამოუდგა. -კიდევ ერთი კოქტეილი? მემგონი კარგი იდეაა. -არა, ისედაც საკმარისზე მეტი დავლიე...-გაუღიმა და თავი საპირისპირო მხარეს მიაბრუნა იმის ნიშნად,რომ საუბარი დასრულდა. -გოგონების საღამო?...-უპასუხოდ დატოვა შეკითხვა და გაეცინა გეგას დანახვაზე რომელსაც ნათია ჰყავდა ხელში ატაცებული და თავის ჭკუაზე ატრიალებდა. -მე ლაშა ვარ…-ხელი გაუწოდა და კატო მიხვდა რომ ეს მონოლოგი დიდხანს გაგრძელდებოდა თუ ისევ გაუყრუებდა. -ლაშა აქ მეგობრებთან ერთად ვარ და არავის გაცნობა არ მსურს, ასე რომ საკბილო სხვაგან ეძებე...-გაუღიმა და ერთიანად შეტრიალდა გეგასკენ წასასვლელად, როცა მომენტალურად გაიგონა სიტყვები -” ასეთი კაბით?” და იგრძნო ის საზიზღარი შეგრძნება,როგორ აუყვა მის მოშიშვლებულ ზურგს სრულიად უცხოს ხელი მთელ სიგრძეზე.თვალები დახუჭა და ეცადა საკუთარ თავში გაღვიძებული ძველი”მესთვის” მთლიანად არ მიეცა საშუალება ამოეხეთა, მხოლოდ მცირედად რომ ამ თავხედისთვის ჭკუა ესწავლებინა. ის იყო შემოტრიალდა და მუშტად შეკრა ხელისგული რომ ვიღაც მთელი ძალით დაეჯახა თავით მისი ბრაზის ადრესატს და წამიერი გაშეშების გადავლის მერე,ერთიანად გაიშოტა იატაკზე.ყვირილზე მიხვდა რომ არც ლაშა იყო აქ მარტო და შიშით ახედა ამ აქტის მთავარ ფიგურას, რომელმაც მთელი ძალით მოუჭირა ხელისგული მკლავზე და თვალების დაბრიალებას მოაყოლა “ წამოდი !” , მხოლოდ ის მოახერხა თვალი შეევლო უკვე ჩხუბში ჩართული ნაცნობ სახეებისთვის და გეგას, რომელიც ცდილობდა მისკენ წამოსულიყო,მაგრამ ხალხის ნაკადში ვერ ახერხბდა გამოტევას.კატო მიხვდა რომ ეს იყო მომენტი, სიმართლის მომენტი, როცა ან იტყოდა ან ღმერთმა უწყის ბრაზი რას გააკეთებინებდა კაცს რომელსაც უსიტყვოდ გაექცა. მანქანაში მთელი ძალით ჩატენა, მას შემდეგ რაც გაბრძოლება სცადა და სანამ კარის სახელურს დაეჯაჯგურებოდა, მის გვერდით მოთავსდა გაბრიჩიძე.ავტომატურად ჩაკეტა ყველა კარი და სინათლის სისწრაფით მოსწყდა ადგილს.შიშით სავარძლის საზურგეს აკრული, დადუმდა და მხოლოდ ახლა იგრძნო როგორ წაართვა აზროვნების უნარი ალკოჰოლის ზედმეტმა ზომამ.საკუთარ თავს წყევლიდა და ცდილობდა საღი აზრი ეპოვნა, როგორ დაეღწია თავი. ფრთხილად გააპარა თვალი დაძაბული ფიგურისკენ,რომელსაც ბრაზისგან ერთიანად დასჭიმვოდა კისრის ძარღვები, წარბები ავისმომაწავებლად შეეკრა და მთელ სახეზე აეკრო გაცეცხლების დაუოკებელი ნაშიერები.კატომ თვალები დახუჭა და მიხვდა რომ ვერაფერს იზამდა, უბრალოდ უნდა დალოდებოდა , ბოღმას რომლის გადმონთხევასაც გაბრიჩიძე სამი წელი ელოდა.მანქანა კერძო სახლების ქუჩასთან გაჩერდა და დაელოდა ავტომატური ჭიისკრის გაღებას.კატოს ნერვიულად აუთამაშდა ფეხი და გაიფიქრა, მანქანიდან გადმოსვლისას თუ ვიყვირებ მეზობლები გაიგონებენო.მაგრამ ისიც არ იცოდა უნდა შეშინებოდა ასე ძალიან გაბრიჩიძესი თუ არა, ვერ ხვდებოდა აქამდე ეს შეხვედრა აშინებდა თუ არანორმალურ უხერხულობას უქმნიდა.მანქანა გაჩერდა და როგორც კი ნიკოლოზმა კარი გაუღო და მკლავში ხელი წაატანა მაშინვე, დაუფიქრებლად დაიწყო კივილი რომელიც ჩანასახშივე ჩაახშო კაცის ხელისგულმა,მთელ სახეზე რომ ააკრა და სახლისკენ წაათრია.ეგონა მისაღებში გაჩერდებოდნენ, მაგრამ კიბეებზე ისე აათრია როგორც ბამბის სათამაშო.ოთახის კარი გამოაღო და შიგნით მთელი ძალით უბიძგა. როგორც კი სანტიმეტრით შორს დაიგულა თავი, მაშინვე კივილი მორთო.გაბრიჩიძემ ხელები გადაიჯვარედინა და სარკაზმი არ დაიშურა. -ნუ წივი, მეზობლებს გამიღვიძებ...-კატო უეცრად გაჩუმდა და კაცის სახეს დააკვირდა, ახლაღა გაანალიზა რომ მარცხენა წარბი გატეხილი ჰქონდა და ზოლად ჩამოსდიოდა სისხლი. -რა გინდა ? ...-ამოთქვა და ეცადა სუნთქვა დაირეგულირა. -მოყევი...რატომ გაიქეცი ? როგორ გაიქეცი და საიდან ამხელა გამბედაობა ? ...- აუღელვებელი,მაგრამ ცივი ტონით წარმოთქმულმა სიტყვებმა სისხლი გაუყინა. -შენ ეს სამი წელი ჩემ წასვლაზე ფილოსოფიურად ფიქრობ? მინდოდა და წავედი ! თვითმფრინავით, სხვათაშორის კომფორტულია სცადე და ბოლოს უკაცრავად, ნებართვის შენგან აღება აზრადაც არ მომსვლია…-დამცინავად ჩამოთვალა თითებზე პასუხები...-საკმარისია? სითამამე მაშინვე გაქრა როცა კაცს მიმიკა არ შეცვლია სახეზე, მხოლოდ მანძილი შემცირდა მათ შორის და რაც უფრო მცირდებოდა მით უფრო ხშირდებოდა კატოს სუნთქვა. ბოლოს მიხვდა რომ მახესი გაბმულ ცხოველს ჰგავდა,უაზროდ რომ ხტუნაობს და თავისი ჭკუით იბრძვის.ნიკა ნაბიჯებს ნელა დგამდა, იცოდა რომ ეს გონებას აკარგვინებდა ისედაც სასმლისგან შეშლილ ქალს.მანამ არ გაჩერებულა სანამ მანძილი მინიმუმამდე არ დავიდა.მერე კი აუღელვებლად,მონოტონურად გაიმეორა. -რატომ ? როგორ და საიდან ? გისმენ ! -ეტყობა დარდმა დაგაყრუა, უკვე გითხარი, ვწუხვარ თუ პასუხები არ მოგეწონა. -ჩემ მოთმინებას ცდი? მე სამი წელია ვიცდი, ვიცოდი როგორც ვირთხა გამოძვრებოდი შენი სამალავიდან, უბრალოდ არ მჯეროდა რომ ასეთი მშიშარა აღმოჩნდებოდი და იმასაც ვერ მეტყოდი ეს რატომ გააკეთე...-ხელისგულებით ეკრობა კედელს და შუაში იქცევს ქალის აცახცახებულ არსებას, მერე კი ცხელ სუნთქვას აფრქვევს სახეზე,კატომ იგრძნო რომ ყველანაირი ძალა წაართვეს, მავედრებელი, შებრალების მომთხოვნი თვალები გაუშტერა თავზე მდგომის გაყინულ მზერას და ამრეზ ღიმილს...-თქვი ეკატერინე,თქვი და დამთავრდება, ხომ იცი უბრალოდ პასუხი მჭირდება და ჩემთვის გაქრები, მორჩება. ეს იყო, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად აშინებდა, კაცის თვისება ერთი წინადადებით ეგრძნობინებინა რომ მისთვის არარაობა ხარ.მაშინაც იცოდა და ამიტომ დადუმდა, შეეშინდა ამ გრძნობის და მიხვდა რომ დაცვის საშუალება კი არა შესაძლოა სურვილი არ ჰქონოდა გაბრიჩიძეს.აღარ სჯეროდა არც მის კისერთან დახრილი კაცის წამიერად თვალებში გამკრთალი ნდომის და თითქოს ამ ფიქრების გასაქრობად მაღლა მიმართული მისი მზერის.თავი მიაბრუნა და ამოიხრიალა -რისი გაგება გინდა? Რომ სხვა გზა არ მქონდა? ან იქნებ იმის რომ მემუქრებოდნენ ? -ბავშვი ვისია ? ...-ახლა მიხვდა კატო, აი რა აინტერესებს, აი მთავარი კითხვა.ნიკაპზე მისი თითები მოეჭიდნენ და აიძულეს მზერა მისი მზერისთვის გაესწორებინა. -შენი არაა...-ჯიქურ დააკვირდა და დაინახა რომ წამიერად მაგრამ მაინც გაიბრწყინა იმედგაცრუებამ,ხელი მოშორდა მის სახეს და გაბრიჩიძემ ავისმომასწავებლად ჩაიღიმა. -ახლა მივხვდი, იმიტომ წახვედი რომ გაიგე ჯორჯაძისგან ბავშვს ელოდებოდი? ამიტომ გეშინოდა ჩემთან შეხვედრის? -კი ამიტომ !...-სისხლი დუღს ძარღვებში მაგრამ იცის რომ ჯობია ტყუილი თქვას, ჯობია ამ ვერსიის სჯეროდეს გაბრიჩიძეს. -ფიქტიური ქორწინება, ჯორჯაძის სიძულვილი, ყველაფერი ტყუილი იყო...-იცინის და კატო გრძნობს რომ ამ ნერვიულ სიცილს კარგი არაფერი მოჰყვება...-ანუ, ორივესთან იწექი? თუ კიდევ გყავს მამობის კანდიდატი?...-რამხელა ღვარძლი იდო ამ სიტყვებში, ზიზღი და გულისრევა, თითქოს სადაცაა გული წაუვაო.ძალიან მოუნდა მთელი ძალით გაერტყა, თვითონაც ამოენთხია ბოღმა და წამიერად დაევიწყებინა რასაც მალავდა.უბრალოდ ეთქვა რომ წყევლიდა იმ ღამეს, იმ ერთადერთ ღამეს როცა საკუთარი თავი მთლიანად დათმო. -დაასრულე? სახლში ბავშვი მელოდება…-ეცადა გვერდი აექცია და უსიტყვოდ წასულიყო,მუცელზე მისი ხელისგული იგრძნო და სხეულით აეკრო კედლის სიცივეს, მიხვდა რასაც აპირებდა და წინასწარ შეამზადა საკუთარი თავი მყარად დგომისთვის.მის მენჯებს დასწვდა ხარბი ხელები და ცალი მკლავი გველივით შემოევლო წელს, ერთიანად მიეწება და მაშინ როცა მილიმეტრიც აღარ დარჩა მათ შორის,კისერთან მისი გავარვარებული სუნთქვა იგრძნო და თვალები დახუჭა,ყურთასმენას მიწვდა ჩურჩული. -საშინელი მატყუარა ხარ ეკატერინე… -ესეიგი რაღაც მაინც გვაქვს საერთო...-არც თვითონ დაუკლია ღვარძლი და ჯიქურ დააკვირდა თვალებში. -მე და შენ საერთო ამ მომენტიდან აღარაფერი გვაქვს...შეგიძლია მშვიდად წახვიდე სახლში და მერე ისევ ვირთხასავით გაიპარო ამსტერდამში…-სიტყვის დასრულება არც უცდია ისე გაკრა მხარი,როგორც კი თავი სამშვიდობოს დაიგულა და ის იყო კარში გადიოდა რომ მიეწია გაბრიჩიძის სიტყვები “პატარა ჯორჯაძეს ჩემ მაგივრად აკოცეო” და ბრაზისგან თუ სისხლის დუღილისგან კისრისტეხით დაეშვა კიბეებზე. მხოლოდ ეზოში აღმოჩენილმა გაანალიზა უკვე შუაღამე იყო და მაღალ ქუსლებზე შემომდგარს ამ კაბით და წითელი ტუჩსაცხით უნდა ევლო,თან ისე რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა სად იყო.მოდიოდა და ქვაფენილზე კაკუნი გასდიოდა მის მაღალ ქუსლებს,გონებაში ღმერთს ევედრებოდა არავის გადაყროდა, რადგან ეშინოდა საკუთარი თავის და იმის თუ რას გააკეთებდა.ალკოჰოლის წყალობით შუაღამის თავისებურ მბწკენარ სიცივეს ვერც გრძნობდა,მაგრამ ამ მოკლე კაბაში თავი სრულიად შიშველი ეგონა.ერთ ადგილზე გაშეშდა და თვალი შეავლო ზღვის მხრიდან მომავალი ხმაურის სივრცეს,დაიხარა და ფეხსაცმლის ზონარი შეიხსნა, ფეხშიშველამ გადაკვეთა ქუჩა და პირდაპირ წავიდა ქვიშიანი სანაპიროსკენ.ერთიანად აებურდა თმაც და აზრებიც,ქაფიანი წყალი მოედო და კოჭებამდე ამოვიდა, თუმცა თვითონ ისე გრძნობდა თავს თითქოს წყალი უკვე კისრამდე სწვდებოდა და სადაცაა ჩაიძირებოდა.გაახსენდა პირველი დღე როცა ჯორჯაძესთან სამუშაოდ მივიდა და მას მერე საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,ვერც აანალიზებდა ასე უეცრად როგორ მოახერხა ფეხი აეწყო იმ სამყაროში სადაც ყველაფერი შესაძლებელია.დავით ჯორჯაძე გავლენიანი ბიზნესმენი იყო და ხელგაშლით დახვდა ადვოკატს რომელიც ისე მარტივად ჩაითრია ფულის გათეთრებაში,თითქოს ჩაიში შაქარი დაიმატა.კატოსთვის მარტივი აღმოჩნდა მინდობოდა კაცს რომელმაც მხოლოდ ერთი ხელისმოსმით შესაძლებლობების ზღვა არჩევანი დაუდო წინ,თავი მოატყუებინა და საკუთარი კარიერა სასწორზე სიცოცხლის საპირწონედ დადო.”იმ დღეს ვწყევლი როცა ჯორჯაძეებს პირველად ვუთხარი კი, იმ დღეს ვწყევლი როცა ცოლად გავყევი,დაწყევლილი იყოს ისიც და მეც!” ამოიხრიალა სასოწარკვეთით და იგრძნო როგორ ასტკივდა მუცელი ამ სიტყვების წარმოთმისას, ხელისგულით მოეჭიდა გულ-მკერდს, თითქოს ასე შეძლებდა იქედან გადმოხტომის მოსურნე გულის შეკავებას."მე ხომ უბრალოდ უკეთესი ცხოვრება მინდოდა..." შეშლილი თვალებით უყურებდა ზღვის აზვირთებას და თითქოს მისგან ითხოვდა შველას.ვეღარ ხვდებოდა თავის ცხოვრებას როგორ მოქცეოდა და პირველად არ იცოდა გამოსავალი მართლა არსებობდა თუ არა.გაახსენდა სახე რომელიც ყოველთვის ამშვიდებდა და ფრთხილად დაიხარა, ქვიშის სიცივე ზურგის სიშიშვლეზე იგრძნო,მის თმებს აეკრო და გაიბნა სანაპიროს სითეთრე., ხელები მთელ სიგრძეზე გაშალა და მხოლოდ ზღვის ხმას დამონდა,თვალთახედვა დაბნელებულმა იცოდა რომ აქედან ფეხის მომცვლელი არ იყო. გაახსენდა პირველი შეხვედრა გაბრიჩიძესთან, დავითი ახალი დანიშნული იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის უფროსად და თავის დაბადების დღეზე მოწვეულ სტუმრებში მისი კოლეგა ნიკოლოზ გაბრიჩიძე გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.კატომ უკვე იცოდა რომ ოკეანის სიღრმეზე იყო ჩასული და ამ სიბნელიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა,თავისი ქმრის ხელს დაყრდნობილი თვალებს იატაკს აშტერებდა და მხოლოდ მაშინ უსწორებდა ფოკუსს ადამიანებს როცა ქმრის თითები მასზე ჩამოყრდნობილ ხელს მანიშნებელ სიგნალად შეეხებოდნენ.”ეს ჩემი შვილია სანდრო, ეს კი მისი მშვენიერი და უჭკვიანესი მეუღლე ეკატერინე”, აიხედა და ეს იყო მომენტი როცა ნოკოლოზ გაბრიჩიძის თვალებმა პირველად შეხედეს ინტერესით, დიდი ხანი წვავდა მის თითებს ის კოცნა ნიკოლოზმა რომ გაიმეტა “სასიამოვნოა თქვენი გაცნობის’ წარმოთქმისას.ახლაც ახსოვს როგორ სწრაფად დაიწყო სისხლმა ძარღვებში მოძრაობა როცა კაცისგან ის მზერა დაიჭირა,რომელსაც მხოლოდ ქალი იგრძნობს.იმდენად შესამჩნევი იყო მისი აღელვება რომ ქმარმა კუთხეში ყველასგან დამალულად მიიმწყვდია და შეშინებული ეკითხებოდა ცუდად ხომ არ ხარო,მაშინ უკვე ვერ ხვდებოდა ეზიზღებოდა ჯორჯაძეები თუ პანიკურად ეშინოდა მათი. თვალები ფართოდ გაახილა,წამოიმართა და თავის მუხლებს ჩამოეყრდნო.აზრმა თავში წამიერად გაუელვა და მისი არსება ერთიანად მოიცვა, ყველაფერი ახმაურდა, სამყარომ მოძრაობა დაიწყო და ზღვაც თითქოს ვეღარ ეტეოდა თავის ტყავში.ქალბატონმა ეკატერინემ იცოდა როგორ ეთამაშა,საკუთარი ცხოვრება უნდა დაებრუნებინა და უკვე მოფიქრებული ჰქონდა ვისი ცხოვრების ფასად გააკეთებდა ამას. პ.ს მინაწერების დატოვება ჯერ კიდევ ვერ ავითვისე...უბრალოდ მინდა გითხრათ რომ სასიამოვნოა როცა შენს ნაწერს თუნდაც ერთი ადამიანი კითხულობს.იმედია ეს ისტორია საინტერესო თავგადასავალი აღმოჩნდება თქვენთვისაც და ჩემთვისაც, სულ ცოტახნით რომ გავექცეთ ყოველდღიურობის მომქანცველობას ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.