შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატერინა ( 2 თავი)


18-04-2021, 21:27
ავტორი თ..ა..კ..ო
ნანახია 1 543

საწოლში მოკეცილი კატერინდა გრძნობდა, რომ მშობლიურ გარემოში დაცული იყო, თუმცა შიშებს თავიდან ვერ იცილებდა. ფიქრობდა წარსულზე და მომავალზე, თუ როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება ამ დიდი ტკივილით, თუმცა ხსნას ვერსად ხედავდა.
ბიჭები ისევ მისაღებში იყვნენ, სამივე დუმდა და გოგონას ასეთ საქციელს ვერავითარ ახსნას ვერ უძებნიდნენ.
- დემე იქნებ ის.._ დაიწყო ალექსმა ფრთხილად, მაგრამ დემეტრეს მრისხანე ხმამ შეაჩერა
- არ გაბედო მაგ წინადადების დასრულება_ გამოსცრა და თავი ხელებში ჩარგგო თან საუბრობდა, - ეს არ მოხდებოდა, ის ამის უფლებას არავის არ მიცემდა _ თითქოს თავს იმშვიდებდა თავისიცე სიტყვებით ბიჭი
- იქნებ ვერ მიცნო _ უთხრა ლუკამ
- კაი რა მთელი ბავშვობა ერთადგაქვთ გატარებული, მაგრამ _ ეჭვნარევმა გახედა ძმაკაცს - თქვენშორის..
- შენ ხოარ აფრენ ბიჭო? _ წამოფრინდა ლუკა _ რაში მადანაშაულებ ხვდები? _ ბრაზმორეული ჩააშტერდა თვალებში.
- მორჩით _ სერიოზული ტონით მიმართა ორივეს ალექსანდრემ, რომელსაც ერთი შეხედვით შეატყობდი, რომ ყველაზე გაწონასწორებული პიროვნება იყო იქ მყოფებთაგან. - დემე უნდა გაარკვიო რა ხდება, ასეთი რეაქცია იმის გამო, რომ ლუკა ვერ გაიხსენა არ ექნებოდა _ ნიშნისმოგებით უთხრა ბიჭს და მიანიშნა თავის პირვანდელ აზრზე.
- ჩვენ წავალთ_ ფეხზე წამოდგა ლუკა და ალექსიც მას მიყვა
- თუ რამეა დამირეკე _ ხელი მხარზე დაკრა დემეს და სახლიდან გავიდნენ.
დემეტრე კარგა ხანს ისევ ჩაფიქრებული იჯდა, ჯერ კიდევ ვერ გადაეხარშა რა მოხდა, უნდა გახარებოდა თავისი პატარა აიფრიფანა გოგო რომ ჩამოვიდა, თუ იმაზე ენერვიულა რა გახდა მისი ასე ნაჩქარებვად ჩამოსვლის და ქცევების მიზეზი.

- შენი აზრით რა ხდება? _ მანქანაში ჩასხდომისას ლუკამ კითხა ალექსს
- არვიცი ძმაო, მაგრამ არ მგონია კარგი ამბავი იყოს, მაგ გოგოს რაღაც ცუდი შეემთხვა, თორემ უკან ასე მალე როდესაც სწავლაც აქავს დასრულებული არ ჩამოვიდოდა.
- გაფუქრებაც არ მინდა რომ ის.... _ არც კი დაასრულა ლუკამ წინადადება - ისეთი ფაქიზი და სიყვარულით სავსე იყო, რომ წავიდა _ გადაეშვა მოგონებებში ბიჭი - ძალიან უხაროდა, ოცნება აიხდინა, თუმცა ახლა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, აღარ ანათებს მკსი თვალები, თითქოს
- თითქოს სიბნელემ ჩაითრია არა?? _ დაასრულა ლუკას სიტყვები ალექსმა და მანქანა მალევე მოწყვიტა ადგილს.

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა კატერინა, როდესაც წინა დღის საქციელი გადახარშა, დაფეთებული წამოფრინდა ლოგინიდან და მაშინვე პირველ სართულზე დაეშვა. მისაღებში ვერავინ ნახა და სამზარეულოში გავიდა, სადაც დემეტრე მაგიდასთან მოკალათებული ყავას სვავდა.
- დემე _ ჩაეხუტა გოგო მხიარულად იმ იმედით რომ გუშინდელს არ გაიხსენებდა. ბიჭიც თბილად მოეხვია და წინ დაისვა.
- კატ... _ ამ სიტყვას თოთქოს ბოლო ამოსუნთქვა ამოაყოლა ბიჭმა, იმდენად უძნელდებოდა ამ თემაზე საუბარი, თქნ გულში ლოცულობდა რომ მისი ფიქრები არ გამართლებულიყო. - მისმინე, უნდა ამიხსნა ლონდონში რა მოხდა.. შენი გუშინდელი ქცევა ლუკასთან არ იყო ნორმალური, შეიძლება არ გახსოვდა, მაგრამ ასე არ გაგიჟდებოდი. კატო.. _ ხელები ჩაჭიდა გოგოს - თუ იქ ვინმე შეგეხო.._ ამ სიტყვებზე კატერინამ ძმას ხელი გამოგლიჯა და ფეხზე წამოვარდა.
- რას ლაპარაკობ _ ცდილობდა სიტყვები ეკონტროლებინა გოგოს და ისევ კანკალი არ ავარდნოდა - უბრალოდ... უბრალოდ არ ვიცი.. რა დამემართა არ ვიცი, ძაან დავიბენი ესაა და ეს. - ეცადა დამაჯერებელი ყოფილიყო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ბიჭს ვერაფერს გამოაპარებდა რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეჭვის თვალით უცქერდა.
- არ მჯერა_ მტკიცე იყო დემეს ხმა
- რა? აბა რას ფიქრობ ვერ გავიგე, რა გინდა მითხრა, რომ იქ ვინმემ რამე დამიშავა? _ სიმწრით გაიცინა გოგომ და ყველანაირად შეეცადა როგორმე დაეყოლიებია საკუთარ სიმართლეში ბიჭი. - კარგი რა ძამიკო, ხანდახან მართლა ამართლებ უფროსი ძმის სტატუსს რა _ თქვა და ღიმილით შეხედა ბიჭს
- კარგი, არ თქვა _ გაღიზიანებული ხმა ქონდა დემეტრეს - მაგრამ იცოდე, რომ გავიგო რამე მოხდა, ვინმემ ზედმეტად რამე გითხრა ან გაკადრა, არ მაინტერესებს ვინ, არ მაინტერესებს იცნობ თუ არა, ვიპოვი და ჩემი ხელით მოვკლავ._ გაფრთხილების ნიშნად თითი დაუქნია გოგოს და მისაღებში გავიდა.
კატერინამ შვებით ამოისუნთქა, ზოგჯერ ფიქრობდა,რომ ყველაფერს ეტყოდა, თუმცა ეშინოდა ოჯახის რეაქციის, არ იციდა რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. დარწმუნებული იყო დემეტრე საკუთარ სიტყვებს აასრებდა ამიტომ ტკივილის გულში ჩაკლა გადაწყვიტა. ეხლა მხოლოდ ის ადარდებდა, ეჭვი არავის გაჩენოდა. ამიტომ, გადაწყვიტა დინებას მიყოლოდა და ყველასთან ბუნებრივად მოქცეულიყო.
- დღეს სადმე არ გავიდეთ? - დიცანზე მიუსკუპდა თავის ძმას - თან ლუკას ბოდიში უნდა მოვუხადო_ თავი ჩახარა გოგომ თავისი სიგიჟის გახსენებისას.
- კაი დავურეკავ ბიჭებს და გავიდეთ სადმე, ახლა სამსახურში მაგვიანდება საღამოს გამოგივლი და მზად იყავი. _ შუბლზე აკოცა და კარგი გაუხურა.
კატერინა კი ახლა დააკვირდა სახლს, რომელშიც მხოლოდ ნივთებს ქონდა ადგილი შეცვლილი. უცებ საოჯახო ალბომს მოკრა თვალი მუხლმორთხმით ჩამოჯდა ხალიჩაზე და მოგონებებში გადაეშვა.
მართალია საქართველოში ბევრი მეგობარი არ ყავდა, თუმცა იმათთვისაც არ დაურეკავს ვისთანაც კარგად იყო. სურდა მთელი დღე სახლში ყოფილიყო და მშობლიურ გარემოთი დამტკბარიყო.
დრო ისე გავიდა ვერც კი შენიშნა, მალევე მიხვდა მოსამზადებელი, რომ იყო და ოთახში ავიდა. უხასიათოთ ამოიხვნეშა, როდესაც გაახსენდა ტანსაცმელი კიდევ არ ამოულაგებია. მალევე გახსნა ერთ-ერთი და შესაფერისი ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. არ იცოდა რა ჩაეცვა ამიტომ არჩევანი შავ, ტყავის მაღალწელიან შორტსა და ტოპ ზედაზე შეაჩერა ფეხზეც ბოტასები ჩაიცვა, ოდნავ მაკიაჟი გაიკეთა და სარკის წინ საკუთარი თავი შეათვალიერა. მუქი წაბლისფერი თმა ლამაზად ეყრებოდა მხრებზე, მოკლე შორტი და ტოპი, კი მის სუსტ წელსა და გრძელ ფეხებს კარგად გამოკვეთდა. მალევე მოუვიდა ძმისგან ესემესი რომ სახლთან უცდიდა და მაშინვე კიბეებზე დაეშვა. მთავარ კარს მიადგა და რამდენიმე წამს შეჩერდა, თითქოს ეშინოდა კარის იქეთ არსებული სივრცის, თითქოს ყველა შენიშნავდა მის ტკივილს. თუმცა მალევე გონს მოეგო ჩუმად ჩაიბუტბუტა
- ოჯახისთვის, მხოლოდ ოჯახისთვის უნდა შევძლო კარგად ყოფნა _ სახეზე ღიმილი აიკრა და მანქანისკენ გაეშურა. ძმას ლოღაზე აკოცა რლმელმაც ეჭვის თვალით აათვალიერა და წარბი აუწია. კატერინამ კი ხმის ამოღება არ აცადა
- ხო იცი მაინც არ გამოვიცვლი არა?_ სარკასტულად გაუღიმა და თავი წინ მიაბრუნა. დემემ თავი სიცილით გადააქნია და მანქანა დაქოქა.
მალევე მივიდნენ კლუბთან, კარგად ხედავდა ლუკას, ალექსს და მასზე აწეპებულ ვიღაც მოკლე კაბიან გოგოს, ამ უკანასკნელს ამზერით შეხედა და მალევე ლუკას დაუწყო თვალიერება. თანდათან გაახსენდა ბავშვობის წლები და სახეზე ღიმილი ესახებოდა, როდესაც უკვე წინ ედგა ბიჭს ხელები ერთმანეთში ახლართა არ იცოდა რა გაეკეთებინა, ლუკა უყურებდა და გულში ეცინებოდა მის დაბნეულობაზე.
- მოდი ჩურჩუტელა _ ხელები გაშალა და დაელოდა როდის გაახსენდებოდა გოგოს თავისი ზედმეტსახელი. კატერინას დაბნეული სახე ღიმილმა შეცვალა და ბიჭს ჩაეხუტა.
- მაპატიე გუშინდელისთვის _ ყურში ჩაჩურჩულა მაგრამ ირვლივ ყველამ გაიგონა.
- დაიკიდე ჩურჩუტ _ გაეცინა ლუკას და შუბლზე აკოცა გოგოს.
კატერინამ მალევე იგრძნო მწველი მზერა, რომელიც ალექსიდან მოდიოდა. შეხედა ბიჭს, დემეს ძმაკაცებიდან ყველას იცნობდა, მაგრამ ეს ნამდვილად ვიღაც ახალი იყო. მალევე მიხვდა, რომ ალექსი მართლაც სიმპატიური იყო, მწვანე თვალები, ოდნავ გრძელი შავი თმა მართლაც საუცხოო იერს სძენდა ბიჭს.
- გამარჯობა _ ხელი გაუწოდა კატომ. მან ჯერ ხელს დახედა მერე გოგო ფარულად თავიდან ფეხებამდე აათვალიერა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და ხელი გაუწოდა. გოგოს უცებ ჟრუანტელი მოჰგვარა მისმა შეხებამ და შეცბა, რაც არ გამოპარვია ბიჭს.
- არ შევიდეთ? - წამოიძახა უცებ, მისი რეაქცია, რომ არავის შეემჩნია. იქვე მდგარ ალექსის გოგოს არც კი შეხედა, სამივეს ზურგი შეაქცია და კლუბისკენ წავიდა.
მართალია ერთი შეხედვით უპრობლემოდ მიაბიჯებდა შენობჯსკენ, თუმცა ფეხები უკან რჩებოდა. იცოდა იქ იგივე სიტუაცია დახვდებოდა, მაგრამ მალე მოთოკა ნერვები. შესვლისას უკნიდან ლუკა მიუახლოვდა
- აქეთაა ჩვენი მაგიდა _ მიუთითა გოგოს და წინ გაუძღვა, სხვებიც მათ მიყვნენ
- აბა რას დავლევთ? _ ტაში შემოკრა გამხიარულებულმა დემემ.
- ფორთოხლის წვენი _ გაიტყლარწა გოგო, რასაც კატოს ფხუკუნი მოყვა.
- რამე მოხდა? - სწერვა სახით გადმოხედა გოგომ, მან კი უარის ნიშნად მხოლოდ თავი გაუქნია.
- ტეკილა მინდა _ უთხრა ძმას და შეამჩნია 3 წყვილი თვალი გაკვირვებით როგორ მიჩერდა - რა?? _ მობეზრებით შეხედა მათ
- არაფერი _ ჩაიცინა ბიჭმა, სხვებს შეხედა
-ჩვენც იგივე _ დაამატეს ლუკამ და ალექსმა.
დემეტრე მალევე დაბრუნდა ჭიქებით ხელში, კატოს წინ ჭიქა დადებული არ ქონდა, როდესაც გოგომ ერთიანად გადაუშვა და იქვე
უცებ დანანახ მიმტანს ანიშნა კიდევ ერთი მომიტანეთო.
- რაიყო ჩურჩუტელა _ სიცილით გადმოხედა ლუკამ - გავიზარდეთო???
კატერინამ წარბები შეკრა, თუმცა ბიჭის ღიმილიან სახეზე თვითონაც გაეცინა.
- უბრალოდ გართობა მინდა.
ხვდებოდა როგორ უყურებდა ალექსანდრე მაგრამ არაფერს იმჩნევდა, ასე გადაკრა უკვე 4 ჭიქა დემე, რომ მიუბრუნდა წარბაწევით
- გეყოს _ მკაცრათ უთხრა დას
- მაიცა რა შენი ჭირიმე. _ ხელი აუქნია ბიჭს და ლუკას მიუბრუნდა.
- წამო ვიცეკვოთ
- მეზარება
- ლუკა
- კატო
- ლუკა
- კატო _ უკვე ეცინებოდა ბიჭს, ერთი ამოიხვნეშა და დათანხმდა - წამო წამო._ ხელი მოკიდა მაგრამ უცებ დემეტრეს მკაცრმა ხმამ შეაჩერათ, რომელსაც სცენას მიშტერებოდა
- კატო წავედით _ დას ჩაავლო მაჯაში ხელი
- რა? რატო? _ გაოცებული იყო გოგოც
- კატერინაა _ კბილებში გამოსცრა ბიჭმა.
- რახდება? _ ჩაერთო საუბარში ელექსი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თვალს არ აშორებდა კატოს.
- არაფერი უნდა წავიდეთ
- არსად არ მოვდივარ სანამ არ ამიხს... _ სიტყვა გაუწყდა გოგოს, როდესაც ზურგს უკან საკუთარი სახელი გაიგონა
- კატერინა ახვლედიანი _ ყველამ სცენისკენ გაიხედა, მხოლოდ კატო იყო ზურგით და ვერ ბედავდა გახედვას. ლუკა მაშინვე მიხვდა რა ხდებოდა და დემეტრეს შეხედა, რომელიც ხან დას უყურებდა, ხან სცენაზე მდგარ ბიჭს რომლის სახეც ირონიას ასხივებდა. გაჭირვებით შებრუნდა სცენისკენ, ბიჭის დანახვისას კი წარსულის ფიქრები აეშალა. იქ იდგა კაცი, რომელიც 2 წლის წინ უყვარდა და გიჟდებოდა მასზე, მასთან ერთად ბარებში მღეროდა და ასე ატარებდნენ თინეიჯერობის ტკბილ წლებს სანამ არ დარწმუნდა, რომ ნიკას მხოლოდ ფულის გამო ჭირდებოდა. ფიქრებიდან ისევ ბიჭის ხმამ გამოარკვია
- როგორ ხარ ძველო სიყვარულო? _ სარკასტულად მიჩერებოდა ბიჭი სცენიდან. - არ შემომიერთდები? _ უთხრა და მის გვერდზე მდგარ მიკროფონისკენ ანიშნა. კატერინას მას შემდეგ აღარ უმღერია რაც ნიკას დაშორდა, ვერ ბედავდა, თანაც უკვე ზიზღი ჰქონდა სიმღერისადმი, რომელიც ერთ დროს ასაზრდოებდა. ხალხი მხოლოდ ამ ორს შეყურებდა, უცებ დემე გამოერკვა და ბიჭისკენ გაბრაზებული წავიდა
- მოვკლავ ამ ნაბიჭვარს _ თუმცა ალექსმა შეაჩერა
- დაწყნარდი _ მართალია საქმის ვითარება არ ესმოდა, მაგრამ ცდილობდა საღარ ეაზროვნა. შემდეგ კატოსთან მივიდა და შეანჯღრია
- ჰეი კარგად ხარ? _ გოგომაც გაკვირვებულმა ახედა ბიჭს - მისმინე აზრზე არ ვარ რა მოხდა თქვენთან, მაგრამ დაწყნარდი და უფლება არავის მისცე შენს ემოციებსა და გრძნობებზე გავლენა მოახდინოს.
ალექსის ეს სიტყვები, ცივი წყლის გადასხმას ჰგავდა, რომელმაც მართლაც გამოაფხიზლა გოგო. სცენას გამარჯვებული სახით ზურგი აქცია და მაგიდას მიუბრუნდა.
- აბა არ გვაგრძელებთ? _ მოჩვენებითი ღიმილი აიკრა სახეზე და კიდევ ერთი ჭიქა ააცალა მიმტანს.
ბიჭებმა ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს და გოგონას დაემორჩილენ
- რაზე სწავლობდი? _ მოესმა კატოს ალექსის გოგოს გაწელილი ხმა, რამაც წუთიერად გაამხიარულა კუდევაც
- პიარ- მენეჯმენტზე, ლონდონში _ მალევე უპასუხა
- და აქ რატომ ჩამოხვედი? _ არ სრულდებოდა კითხვები
- შენი სახელი? _ მიუბრუნდა კატო, როდესაც გაიაზრა რომ ამ ბარბის სახელი არც იცოდა
- ნანკა _ თითქოს სიამაყით მიმართა მან
- ოჯახი მომენატრა ნანუკა _ სიცილით უპასუხა გოგოს პირვანდელ კითხვას.
- ნანკა მქვია _ ბრაზმორეულმა ჩაილაპარაკა გოგომ, თუმცა ალექსის წელზე მოხვეულმა ხელმა რომელიც თანდათან ქვემოთ მიიწევდა გააჩუმა და ვნებით ამოიოხრა. მაგრამ ბიჭი არა მას, არამედ კატოს აკვირდებოდა, აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა, თუმცა გოგოს არაფრისმთქმელი სახის დანახვისას ხელი მოაცილა ნანკას.
უცებ დარბაზში წყნარი მელოდია გაისმა, რასაც კატოს სიტყვები მოყვა
- ვერ გაბედავ _ ბრაზით ჩაილაპარაკა და ალექსის უკან კედელს გაუშტერა თვალი, - ამას ვერ იზავ _ ყველა გაკვირვებით მიაშტერდა
- ეს სიმღერა მე და ჩემმა საყვარელმა ქალმა ერთად დავწერეთ _ გაისმა ისევ ნიკას ხმა მიკროფონში
- არ გაბედო _ ხელს ჭიქას უჭერდა გოგო და თავისთვის ლაპარაკობდა
- ის არასდროს შემისრულებია _ გააგრძელა ბიჭმა - რადგან ამ სიმღერის სახელია "მხოლოდ შენთან ერთად", ჩვენ კი ერთმანეთს შევფიცეთ, რომ მხოლოდ ერთად შევასრულებდით _ საუბრობდა ნიკა მთელი გრძნობით, მაგრამ მხოლოდ კატომ იცოდა რა ირონია და სარკაზმი იმალებოდა ამ სიტყვების უკან - იმღერებ ჩემთან ერთად კატერინა? _ ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები, რაზეც გოგომ სავსე ჭიქა მოიყუდა.
- არ გაბედო კატო _ ყურადღება არ მიაქცია ძმის სიტყვებს და ორად გაყოფილ ხალხში გაიარა, რომელიც სცენისკენ მიუძღვოდა.



№1 სტუმარი Елка

Каргиа да саинтересо имедиа гаагрзелебт. Царматебеби

 


№2  offline წევრი თ..ა..კ..ო

Елка
Каргиа да саинтересо имедиа гаагрзелебт. Царматебеби

მადლობა????

 


№3  offline წევრი ხ_ა_თ_ო

საინტერეაო დასაწყისია, იმედია მალე გააგრძელებ და დაუმთავრებელი ისტორიების რიცხვში არ შევა ???? ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent