შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რჩეული (სრულიად)


20-04-2021, 23:55
ავტორი სალისალომე
ნანახია 2 494

უცნაური მოხუცი ბაბუ , რომელიც დახლთან დილის რვა ცხრა საათიდან იჯდა საღამოს შვიდ საათზე ამთავრებდა სამუშაოს.ხილს ყიდდა.მის ხელებს ჯაფა დასტყობოდა,წელი არ გავიდოდა მოსავალი არ მოეყვანა და ბარაქა არ ჰქონოდა.შრომობდა და მუშაობდა უზადოდ ბევრს , ღმერთი ყველაფერში ხელს უმართავდა და სანაცვლოდ ბარაქას აძლევდა მის დაღლას,შრომას წყალში არ ყრიდა უფასებდა და საჩუქრად უხვ ხილ-ბოსტნეულს მოსავლის სახით ჩუქნიდა.
მოხუცის დილა მიწაზე დამხობით,ზეცასთან თვალის გასწორებით, ცისკენ აღმართული ხელებით,მორწმუნე , ნაღვლიანი,წრფელი თვალებითა და სახით ზეცისკენ მიპყრობილი ხმამაღლა წარმოსთქვამდა სიტყვებს:
-შენ შემეწიე,ხელი მომიმართე ღმერთო დიდებულო...

შემდეგ კი სოფლის პატარა,ძველ,ასწლოვან ღვთისმშობლის ეკლესიაში მიდიოდა,ქუდს იხდიდა და ისე შედიოდა ტერიტორიაზე. იქამდე სანამ წმინდა ტერიტორიაზე იყო სულ თავდახრილი დადიოდა. თავს ვერასდროს წევდა მაღლა. ასე ამბობდა:
-ღმერთს არ უყვარს თავმაღალი,ამპარტავანი ადამიანებიო,მე მისი ერთ-ერთი მორწმუნე ვარ მწამს მისი სიწმინდის და მას მე ,ამით ვცემ პატივს.
მოხუცისთვის ეს ღმერთისადმი თაყვანისცემის ერთგვარი გამომხატველი ჟესტი იყო.

ხელთ შეიძლება არ ჰქონოდა ფულის დასტა, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო როგორ არა ნაყოფიერადაც არ უნდა ემუშავა,გამოემუშავებინა ნაკლები ფული ან სულ დაეხარჯა მის ჯიბეში ყოველთვის იპოვიდით ათ თეთრიანს.გადადებულ ათ თეთრს ერთი სანთლის ფულს...როგორც გაჭირვებული, შეეძლო ერთი სანთელი აეღო,არავინ გაუწყრებოდა თუ რა თქმა უნდა მოწიწებით ითხოვდა რათა გულით აენთო და ელოცა მაგრამ ამას არ აკეთებდა .ყოველდღე თითო თეთრს იკლებდა და ჯიბეში ინახავდა რადგან მომდენო დღისთვის ერთი ცალი სანთლის ფული ჰქონოდა.

მესანთლე, ახალგაზრდა გოგო ნინო იყო, ასე 30-35 წელს თუ მიაწერდით. ყოველ დილას ელოდებოდა ნუგო ბაბუს,უკვე იცნობდა ბაბუს ფეხის ხმას ეგ კი არა, მთელი სოფლისთვისაც ნაცნობი იყო წელში მოკაკული,ჭაღარა უხეში,სქელ თმიანი,დავენილი ხელ-ფეხიანი მოხუცებულის მძიმე,ხმაურიანი სიარული ყოველი ნაბიჯის გადადგმისას,რომ მიწას აზანზარებდა.ნინოს სიამოვნებისგან გაეღიმებოდა ხოლმე და ნათელი გულით სალამს ეტყოდა .

-ნინია,შვილო როგორც ყოველთვის მომე ათ თეთრიანი სანთელი

-აიღე ნუგო ბაბუ.

-შვილო ეს არა,ათ თეთრიანი მომეცი

-მერე რა,აიღე.

-ე,შვილო სადა მაქ მაგდენის ფული თორემ ...

-მენდე ნუგო ბაბუ,შენთვის არის ეს აიღე გთხოვ, წადი და ილოცე.

-კი მაგრამ ნინია,ჩემო ბალღო არ მაქ შვილო ამის ფული, არაუშავს ათიანი მომე როგორც ყოველთვის.

-კარგი.

ნინომ მეორე დიდი კელაპტარი ამოიღო და გვერდზე გაუსწორა იმ ერთს

-ნინია,შვილო კარგად ხარ დღეს?

-ბაბუ,ეს ჩემგან თქვენ. დიდ პატივს გცემთ და ამის ნიშნად გთხოვთ,რომ მიიღოთ სხვა არაფრით შემიძლია მე,თქვენი პატივისცემა.

-გაიხარე,ჩემო კარგო ღმერთმა მოგცეს.გამრავლდი შენ ოჯახთან ერთად ჩემო ნინია.

მოხუცს სახე გაუნათდა,განათლდა,სახეზე საამო ღიმილი ეკვროდა, ის ღიმილი რომელიც ბოლო ათი წელია მის სახეზე აღარ არსებობდა.გული გაუთბო ნინიამ,გაახარა და გააბედიერა.მის სიცოცხლეში არავის გაუკეთებია ასეთი რამ განსაკუთრებით კი ბოლო 19 წლის მანძილზე...

ამ დღიდან გავიდა ორი დღე. საკვირველი იყო, რომ მეორე დღეს მოხუცებული არ მივიდა ეკლესიაში.

მეორე დილას,დილაუთენია მივიდა წმინდა ადგილას.ჯერ დაკეტილი იყო,ნინია არ მოსულიყო რვის ნახევარზე იღებოდა ეკლესია.იქამდე სკამზე მჯდომი ეზოში ელოდებოდა მოუთმენელი,ანცი და მოუსვენარი ბავშვივით.

-ნუგო ბაბუ,რამ მოგიყვანათ ასე დილაუთენია? ხომ მშვიდობა გაქვთ? ვინერვიულე გუშინ,რომ არ მოხვედით.ხომ კარგადაა ყველაფერი.

-საქმეები მქონდა ჩემო შვილო,ვერ მოვიცალე მოსასვლელად ღმერთმა მაპატიოს. მაგრამ დღეს ხომ აქ ვარ და მხედავ.

-ღმერთმა კარგად გამყოფოს,წამოდი შევიდეთ.

-დაიცადე,დაიცადე ნინია ქალო... კი შემოვალ მაგრამ ორი წუთით მოიცდის ეს საქმე.სხვა რამ მინდა

-რა გნებავს ბაბუ,მითხარი რით დაგეხმარო

მოხუცი ეზოდან გავიდა და ეკლესიის უზარმაზარ შავი ფერის, რკინის შემოსასვლელ ჭიშკარს მიადგა.ხელში დიდი შავი პარკი ეჭირა.

-ნინია,ინებე შვილო და შენ ბალღებსაც გაუნაწილე ჩემი ხელით მოყვანილია,ბუნებრივია არაა მოწამლული არ შეგეშინდეს.

-რას ბრძანებთ,რატომ შეწუხდით.ამიტომ არ მოხვედით არა გუშინ? ეს იყო თქვენი საქმე? ჩემ გამო რატომ იწვალეთ,დიდი მადლობა ამას არ დაგივიწყებთ.

-არც მე დაგივიწყებ ორ კელაპტარს. უცნაური ღიმილით შეახსენა ნინიას მოხუცებულმა.

ჩემი წასვლის დროა,დახლიდარზე უნდა დავჯდე...დროებით ნინია გოგოვ ...


თვითონ ხომ უჭირდა მაგრამ როცა ქუჩაში დახლთან გავლილ გაჭირვებულ ადამიანს,ჭირვეულ ბავშვს დაინახავდა როცა დედა არ ყიდულობდა სათამაშოს უცნაური ხელის ქნევით დაუძახებდა და ხილს ჩუქნიდა ასე ეუბნებოდა:შეჭამე,პირი გაისველე ჩიტუნიავ


მას სხვების სიხარული აბედნიერებდა,სიკეთე მეტად აღაფრთოვანებდა და სიცოცხლის წლებს უმატებდა.სანაცვლოდ არავისგან არაფერს ითხოვდა მხოლოდ გასცემდა დიდი გულით და სიყვარულით.

თბილი,მოსიყვარულე,გულიანი ადამიანი იყო მაგრამ ასეთი ადამიანები რატომღაც ცხოვრებისგან იჩაგრებიან. ის მიატოვეს შვილებმა,შვილიშვილებმა მარტოდ მარტო დატოვეს გაჭირვებაში...ფაქტია, მას არაფერი დაუშავებია,ბაბუ მხოლოდ ახალგაზრდობაში ჭირდებოდათ ბოლო ათი წელი მარტოსულია კაცი...არავინ მიდის მის მოსანახულებლად,არც არავის ადარდებს რამე ხომ არ უჭირს.უცხოეთში წავიდნენ მიზეზი კი ის აქვთ,რომ აქ უჭირდათ უფროსწორად მეტი ფული უნდოდათ და იმიტომ .ასევე იმას იმიზეზებენ,რომ თავიანთ ე.წ ბაბუს არა აქვს თანამედროვე ტელეფონი რათა შეძლონ "სკაიპით" მისი დანახვა და ლაპარაკი არადა რამხელა აბსურდია...უაზრო მიზეზი...რეალობაში კი საწყალი კაცი დაივიწყეს და საკუთარი თავის იმედად დატოვეს...კაცმა დამოუკიდებლად ჩადო საყვარელი ცოლი მიწაში არც მაშინ შეიწუხეს თავი. ზღვასავით უშრეტი,ტალღასავით მტკივნეული დარტყმითი სირთულე,ტკივილი,პრობლემა ჰქონდა რომელსაც მარტო უმკლავებოდა და დღემდე მოვიდა თავისი ერთგულებით,ადამიანობით და რწმენით.თუ იქნები ადამიანი ღმერთი შენ გვერდით იქნება და ღმერთის გარდა სხვა არც არავინ გჭირდება.ჩათვალე,რომ თუ ღმერთი გფარველობს არ ხარ მარტო შენ მისი რჩეული ხარ .ნუგო ბაბუც ღმერთის გამორჩეული შვილია,მისი რჩეულია.ის მარტოსული არ არის,ყველაზე მდიდარია რადგან მას გვერდში ღმერთი უდგას,ღვთის ძალა მფარველობს.გულში თავისი ღმერთი ჰყავს...თითქოს მოხუცში ჩასახლდა ღმერთი,მასში დაიწყო მარად სიცოცხლე და გაგრძელდება უკუნისამდე....

ნუგო ბაბუ,ღმერთის გამოგზავნილი შვილია დედამიწაზე რათა სხვებისთვის მაგალითი იყოს,სხვებმაც ისწავლონ,მისი სიკეთე და სიყვარული გაიზიარონ...

რწმენა სად არის? ერთის გულშია,იქ სადაც მხოლოდ ერთი ღმერთია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent