"დაბრუნება ორი კვირით" (6)
მომდევნო ორი დღე მთლიანად ნაიას აჩუქა, ბავშვის სითბოს ისე ეჭიდებოდა როგორც ლოთი სასმლის უკანასკნელ ჭიქას.ვერ ამხელდა ნელიკოსთან, რომ ამსტერდამში ბავშვთან ერთად მარტო ბრუნდებოდა.ნელიკოსგან განსხვავებით ნაია გრძნობდა და თვითონაც უფროდაუფრო მაგრად ეჭიდებოდა ქალის სიყვარულს, გვერდიდან არ შორდებოდა და დიდი თაფლისფერი თვალებით ეძებდა პასუხებს.გოგოებიც დაღალა საღამოების ხმაურიანმა საათებმა და ეკატერინეს მიბაძვით ნელიკოს სამზარეულოში ემზადებოდნენ შვებულების მიწურვისთვის.მხოლოდ მესამე დღეს გამოვიდა გეგა სიტყვით. -კეკეს ფაცხასთან სცენას დგამენ განათებებით, სანაპიროზე აწყობენ საცეკვაო სივრცეს...-ტელეფონში ლამის მთელი თავით შემძვრალს გოგოებისკენ არც გაუხედავს ისე ამოილაპარაკა...-წავიდეთ?...-ეშმაკურად ააციმციმა თვალები და ამჯერად კი დასდო პატივი მეგობრებს,გამოხედა. -ძალიან ბევრი ხალხი იქნება...-სასხვათაშორისოდ ამოთქვა ნიტამ და ნათიას კატოზე თავით ანიშნა. -ძალიან კარგი, აუცილებლად წავიდეთ...-სინქრონულად გადმოხედეს წყვილმა თვალებმა გაკვირვებით…-რა?...-იკითხა და ჯიქური მზერა აიწება სახეზე. -ანუ ეხლა სახლებში უნდა გავბრუნდეთ და გამოვიცვალოთ?...-მობეზრებით გადაატრიალა თვალები ნიტამ. -ნუ ხარ ზარმაცი...-ფეხზე წამოხტა გეგა, კეკეს მოსალოდნელი ნახვით გამოწვეული აჟიტირებით და ხელი გაიშვირა გოგოებისკენ...-მე წაგიყვანთ და მერე ერთად წავალთ, ცოტა ადრე კი მოგვიწევს მისვლა, სამაგიეროდ ჩვენ მაგიდას არავინ დაისაკუთრებს. -დამშვიდდი რომეო, შენი ჯულიეტა რა დროსაც არ უნდა მიხვიდე ადგილზე დაგხვდება…-დაცინვით ამოილაპარაკა უკვე გეგას ხელისგულს ჩაჭიდებულმა ნათიამ და კატოს თვალი ჩაუკრა. -მაშინ მე და ნაია ჩვენით წამოვალთ, სახლიდან რომ გამოსვლას დააპირებთ დაგვირეკეთ...-გაეღიმა კატოს და ბავშვის კულულები ააფრიალა. კარში გამავალ მეგობრებს თვალი გააყოლა და თავმომწონედ გაეღიმა.როგორც კი სანაპიროზე საცეკვაო სივრცის მოწყობა ახსენა გეგამ, მაშინვე გაუელვა თავში რომ კეკეს ფაცხასთან ყველა დამსვენებელი ეცდებოდა მოხვედრას, მათ შორის ნიკოლოზ გაბრიჩიძეც თავისი ბავშვობის მეგობრებით.ასე რომ სამი დღის წინ კეკესთან დატოვებული ბომბი დღეს აფეთქდებოდა და ეს უნდა ენახა, გეგმას უნდა მიყოლოდა, შედეგებს დახუჭული თვალით ვერ დაიანახავდა.ნაია რომ საზაფხულო კაბაში გამოაწყო, მიხვდა ჯობია ბავშვს მივბაძო და ჩემი ყვავილებიანი სარაფანი მოვირგოო. ახლა ყოფილი ჯორჯაძე იმ სვავს გავდა, თავისი საკბილოს სიკვდილს რომ ელის და კისერს იღერებს. კაბა ხელით ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში იყო,მხრებთან გადმოწეული,მის ლავიწებს და მკერდს გამოკვეთდა, წელთან ზონრებით შესაკრავი კორსეტი, მის თხელ ფიგურას შესამჩნევს ხდიდა,კაბის სიგრძეზე არც ფიქრობდა, ისედაც ნაია უნდა ჰყოლოდა კალთაში და გაფიქრებაც არ ღირდა.სარკეში თავის შეთვალიერებისას მაინც წაკრა კბილი გამომწვევობის შიშმა, ცხენის კუდად შეკრული ოქროსფერი თმა მხრების სიშიშვლის დასაფარად ჩამოიშალა.დივანზე მოთავსებულს,როგორც კი გეგამ დაურეკა,ჩვენ კეკეს ფაცხასთან ვართ თითქმისო, ნაიას ხელი დავლო და მანქანისკენ მოსალოდნელი ამბებით გამხიარულებული წავიდა. იცოდნენ ,რომ სანაპიროს ამ მხარეს ხალხი შეგროვდებოდა,მაგრამ არც ერთს აზრად არ გაუვლია თუ ყველა დამსვენებელი კეკეს ფაცხას მოაწყდებოდა.კარგი ის იყო,რომ მუსიკა უკვე უკრავდა და უმეტესობა მათგანი, ბართან სასმლისთვის მოდიოდა,მათი მაგიდა ცარიელი იყო და გულზე ნაია აკრულმა კატომ მეგობრები დალანდა.მისდა გასაკვირად ნაცნობ სახეს მოკრა თვალი, მაშინვე გაეღიმა.ლიკა აწითლებული და ბედნიერებისგან ერთიანად გაბრწყინებული ეკვროდა საქმროს და ბოლო ხმაზე იცინოდა.ახლოს მისული ეკატერინე დალანდეს თუ არა მომხიბვლელი ფიგურა წამოიმართა, ხელი გაუწოდა და ღიმილით იკითხა. -ესეიგი მაქვს პატივი ვხედავდე ეკატერინეს, რომელსაც ყოველთვის ხმით ვიცნობდი. -მე კი პატივი მაქვს ვიცნობდე ჩემი მეგობრის მუდმივი სალაპარაკო თემის მთავარ პერსონას. -კატო...-გაეცინა კაცს და ხელი გაიშვირა...-მოდი აქ შე მავნე...-გეგამ ნაიას მისაკუთრება მოასწრო და ქალბატონმა ეკატერინემაც დაივიწყა თავისი იფიციალური ტონი, მეგობრის მთავარ სიყვარულს დაენდო და ახუტებულს, თავადაც სიცილი აუტყდა. -მავნე ვინცაა ეტყობა, სად ხართ მთელი დღე ?...-ლიკასკენ გაიხედა და მეგობრის დაბნეულ მზერაზე კიდევ უფრო გამხიარულდა. მაგიდის გარშემო შემომსხდრები ძირითადად ლიკას და გიორგის ქორწილს განიხილავდნენ, სიტყვა ჩამოაგდეს გოგოების საღამოზე და მაშინვე გეგამ მალჩიშნიკი ახსენა,ყველა გაჩუმდა. გიორგიმ გოგონების უეცარი დაშოშმინება სასაცილოდ აიგდო.სანაპიროდან ხმამაღალი მუსიკის ხმა იღვრებოდა და ღვინით შემთვრალი გოგონები უკვე ვეღარ ჩერდებოდნენ, ლიკამ ხელი დაავლო თავის საქმროს,მალევე მათ ნიტა და ნაია ახუტებული ნათია მიყვათ. მაგიდასთან ორნი დარჩნენ და შუშხუნა სითეთრეს ნელ-ნელა აძლევდნენ საშუალებას თავისი მათრობელა ეფექტი გამოემჟღავნებინა. კატო აქამდე მოუსვენრად ფართხალებდა თავის ადგილას, სხეულზე მუდმივად გრძნობდა ნაცნობ თვალებს, იცოდა ვინც უყურებდა და ჯიუტად არ იხედებოდა მარცხენა მხარეს, ხან სცენას უშტერებდა თვალს,ხან პირდაპირ მშვიდი სანაპიროდან მომავალ მბჟუტავ სინათლეს. -კეკე დღეს განსაკუთრებით ლამაზია თუ მე მეჩვენება?...-ამოილაპარაკა ქურდულად და კატოს მოუწია ბარისკენ შებრუნებულიყო. -იცი რა მაინტერესებს?...-დაელოდა სანამ გეგა გადმოხედავდა...-ამდენი წელია მოგწონს და რატომ არ ეუბნები? Რას ელოდები? -გრძელი ამბავია, უბრალოდ აზრი არ აქვს...-არ მოისურვა გამხელა...-ისევ ისაა...-კატომ გაკვირვებით გაიხედა ბარისკენ რომ გაეგო გეგა ასე უცებ რამ გააღიზიანა. ფაცხის ბარის მაგიდასთან ნიკოლოზ გაბრიჩიძე იდგა, ჯინსებსა და კუბოკრულ პერანგში გამოწყობილი, სასმელს არჩევდა და კეკეს ელოდებოდა.ყოფილმა ჯორჯაძემ დალანდა როგორ შეისწორა მოკლე სარაფანი კეკემ,სანამ თავის ადგილს დაუბრუნდებოდა სტუმრის მაგიდიდან.ეს იყო მომენტი,ბომბი ახლა გასკდებოდა, იცოდა ქალმა და თეთრი მათრობელა სითხით სავსე ჭიქა კმაყოფილებისგან განათებული სახის დასაფარად ტუჩებთან აიკრა.მასპინძელი ფართოდ გაღიმებული სახით მიუახლოვდა ბართან მდგომს და ადვილი მისახვედრი იყო რომ ერთმანეთს ტრადიციული ბანალური მისალმებით შეეგებნენ.ყოფილი ჯორჯაძე ნატრობდა, სულ ცოტათი ახლოს ყოფილიყო,ან მუსიკის ხმა ჩაეწიათ რომ გაეგო კეკე თავის ამბავს როგორ გაამხელდა, მაგრამ ფაქტის წინაშე იდგა, არაფერი ესმოდა, მოუთმენლობა ეპარებოდა.უკვე იმედი გადაეწურა,როცა არყის ბოთლი მიაწოდეს გაბრიჩიძეს და ზუსტად ამ მომენტში კეკემ ხელი შეახო მის მხარს, მორცხვად გაიღიმა და რაღაც უთხრა.გეგა წამოწითლდა, ერთიანად მოიცვა ბრაზმა და ის იყო, ბომბი აფეთქდა ! ნიკოლოზ გაბრიჩიძე ჯერ შეცბუნებული აკვირდებოდა ქალის ხელისგულს თავის მხარზე, მერე კი აშკარად დაიბნა,როცა ქალმა კატოსთვის უცნობი სიტყვები უთხრა.კაცმა ფრთხილად აიღო კეკეს ხელისგული და თავი გააქნია,აშკარად პასუხი გასცა, გეგასკენ გამოიხედა და თავისი მაგიდისკენ წავიდა.კეკე შერცხვენილი იდგა და ვეღარ ირყეოდა, თვალები გაუშეშდა, ადგილს მიეყინა.კატომ გეგას გახედა რომელიც ახლა უკვე ინეტერესით აკვირდებოდა მომხდარის შედეგს. -გეგა, ნიკას შენთვის არ უღალატია, კეკესთვის თავის მოწონება არ უცდია...მიხვდა კეკეს რომ მოწონდა მაგრამ მისგან თავიდანვე შორს იჭერდა თავს,რადგან იცოდა მოგწონდა...-გეგამ გამოხედა და კითხვის ნიშნები აიკრა...-კეკემ მომიყვა, რომ თქვენი საერთო მეგობარი მოწონდა, მივხვდი რომ შენ და ნიკას ამის გამო მოგივიდათ ჩხუბი. -ამის გამო არ მოგვსვლია, უფრო სწორედ ხო, მთავარი მიზეზი ეს იყო მაგრამ… -საკუთარ თავს მიეცი საშუალება,სიამაყეს გადააბიჯოს.აღიარე რომ შეცდი და გენატრება ის დრო როცა ჯერ კიდევ საუკეთესო მეგობრები იყავით...ნუ მოისვრი სანაგვეზე იმ ყველაფერს რასაც ამ ადამიანთან ერთად მთელი ცხოვრება აგროვებდი. -ყველაფერი ისედაც ნაგავშია...-სავსე ჭიქა მოიყუდა და ღვარძლით გაიხედა გვერდზე. -კეკეს სისულელე ნიკას ბრალი არაა, არც ჩემი არეული ცხოვრებაა მისი ბრალი...გავა დრო და ინანებ, დამიჯერე…-გეგამ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს მხრებიდან დიდი ლოდი მოეხსნაო.თვითონაც კარგად მიხვდა ნიკოლოზის გამოხედვის მიზანს და არსს.მაგრამ გაჩუმდა პასუხი არ გაუცია, ბარისკენ გაიხედა და დაიძაბა როცა კეკეს თვალი ვეღარსად მოკრა. -ფაცხის უკან გამოსაცვლელი ოთახი აქვს, წადი ! ...- უთხრა კატომ და ღიმილით გააყოლა მზერა, სინათლის სისწრაფით გავარდნილ მეგობარს. სკამს მიეყრდნო, ღიმილი სახიდან აღარ მოშორებია,ყველაფერი ისე მოხდა როგორც დაგეგმა, ბომბი ისე გასკდა როგორც სურდა.გეგა დაარწმუნა რომ გაბრიჩიძის ბრალი არ იყო კეკეს ბავშვური გატაცება, თან საშუალებაც მისცა დაემშვიდებინა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენილიყო. ეცადა გოგოები და ნაია დაელანდა,მაგრამ სცენის ბნელ,ხალხმრავალ სივრცეში ვერაფერი გაარჩია.ღვინის ჭიქა თითებსშუა აათამაშა და ქურდულად გააპარა თვალები მაგიდების გასწვრივ. ის იქ იჯდა, თავისი მეგობრების გარემოცვაში და გვერდით მოესვა ქერათმიანი ქალბატონი,რომელთან ერთადაც გულიანად იცინოდა,ყოფილმა ჯორჯაძემ გაიხსენა ის ქერა ხშირი თმა და პატარა ლამაზი სახე,წინა ინციდენტიდან,წელზე შემოხვეული ხელიც არ ავიწყდებოდა,სახეზე წამოწითლდა და ბრაზმა ტვინი დაუტრიალა.გველნაკბენივით მწარედ მოაბრუნა თავი, სასმელი ერთიანად გადაკრა და ეცადა დამშვიდებულიყო.ჯორჯაძე ვერ ხვდებოდა რომ მხოლოდ ის არ ქურდობდა მზერით,გაბრიჩიძეც არ იკლებდა ქალის თვალთვალს.ზუსტად ამიტომ იყო,რომ ინტერესით დააკვირდა ეკატერინეს გაყინულ სახეს.კატოს მზერა გაუშტერდა, მის წინ სიბნელეში ჩრდილი გამოიკვეთა და ნაბიჯს აყოლილის სახე ფაცხის სინათლემ მცირედად გაანათა.მოჯადოებულივით წამოდგა ქალი,უხილავი ფიგურისკენ წავიდა, სანაპირომდე ჩუმად მიყვა.ყველასგან შორს დაიგულეს თავი,კარგა ხანს ვერცერთი არღვევდა დუმილს, ერთმანეთისკენაც არ იხედებოდნენ და მხოლოდ მაშინ შეუწყდა ეკატერინეს ნერვიული სუნთქვა,როცა თბილმა, ერთგვარად მშობლიურმა ხმამ სიყვები წარმოთქვა. -ზუსტად ისე მოხდა როგორც თქვი, ვუთხარი თუ არა კატოს შენი ნახვა უნდათქო მაშინვე ჯაყელთან დარეკა… -ვიცოდი ასე,რომ მოიქცეოდა… ყოველთვის ასე იყო, მაშინაც როცა ფიქრობდა მთავარი მე ვარ ამ საქმეშიო. -ახლა ? -ახლა დაველოდებით როდის გამოიყენებს ჯაყელი თავის კავშირს და ჩემ თავს დაანიშნინებს სამინისტროში, მერე კი… -კატო ხომ იცი რომ ამით მას ვერ დააბრუნებ?!...-უეცრად ჩაეჭრა საუბარში და ერთიანად მოუბრუნდა...-ხომ იცი რომ შენი დანაშაულის გრძნობას ვერ გააქრობ? თუ ამას იმის გამო გააკეთებ რომ გგონია კოშმარები აღარ შეგაწუხებს, ცდები გესმის? -ამას საკუთარი თავისთვის არ ვაკეთებ ! ...-წამის მეასედში გაღიზიანდა და მხარი გაინთავისუფლა მისი ხელისგულისგან. -აქ ჯაყელმა გამომგზავნა, ორშაბათიდან გელიან სამინისტროში, ეს ვაჟბატონიც ორშაბათს ბრუნდება შვებულებიდან სამსახურში, ეცადე მაინდამაინც თვალში არ მოხვდე,თორემ მიხვდება რასაც აპირებ. -გაბრიჩიძეს მე მოვუვლი! ამჯერად ხელს ვეღარ შეგვიშლის ! -შენი ნახვა კიდევ ერთს უნდა, ალბათ ამ დღეებში მოგაკითხავს...-ღიმილით გადახედა და ქალი მიუხვდა ვიზეც ეუბნებოდა. -როგორაა?...-იკითხა ქალმა შეფარვით. -ხშირად გახსენებდა, მთხოვა შენი ნომერი გამეგო,მაგრამ ვერ მოვახერხე, დარეკვა და მოკითხვა პერიოდულად ძალიან უნდოდა. -გადაეცი რომ ველოდები, ოღონდ ეცადოს ისე რომ ვერავინ გაიგოს ჩვენი შეხვედრა. -გადავცემ...თბილისში უნდა დავბრუნდე, ამ დღეებში გნახავ, ერთჯერადი ტელეფონი არ გადააგდო, თუ რამე დაგჭირდება მაშინვე დამირეკე...-სახე დაუსერიოზულდა და ხელი მთელ სიგრძეზე გაშალა...-მოდი აქ...-ეკატერინე დაყვა მოთხოვნას, აეკრო და გაახსენდა როგორ უვლიდა ეს მამისტოლა კაცი, როგორ თხოვდა დამშვიდებას ყველა კოშმარის მერე, როგორ ამზადებდა პიტნის ჩაის შუაღამის ჩაბნელებულ სამზარეულოში რომ ცოტათი დაემშვიდებინა გაგიჟების პირას მყოფი ქალის თვალები...-ფრთხილად იყავი ჩემო პატარა და გახსოვდეს, თითო ნაბიჯი თითო ჯერზე, ერთიანად ვერ აირბენ კიბეს რომელსაც დასასრული არ უჩანს...-ფრთხილად მოსცილდა და მადლიერი თვალებით ახედა კატომ.დამშვიდობება არცერთს უყვარდა ამიტომ ყოფილმა ჯორჯაძემ ნაბიჯი საპირისპირო მიმართულებით წადგა, კაცი მის უკან სანამ მიიმალებოდა, მანამ იყო გაშეშებული ამ პოზაში.მერე კი თავისთავად დაყვა სიცარიელის შეგრძნებას,ახლა აღარ ცდილობდა გოგონების პოვნას ბრბოში, აღარც გეგას ეძებდა, რაც მთავარია საერთოდ არ აინტერესებდა გაბრიჩიძე, რომელიც სადღაც, არცთუ შორი მანძილიდან გამოხედავდა ხოლმე.ეკატერინე მიხვდა რომ ბოლო დღეს ატარებდა სრულ თავისუფლებაში,სიმსუბუქის შეგრძნებით, ზღვიდან მომავალი გრილი სიო ეთამაშებოდა მისი სარაფნის კუთხეებს, ოქროსფერი თმა სახეზე ეფინებოდა, წამიერად მიენდო ტალღების მშვიდ ხმას,თვალები დახუჭა და გაისუსა. სიმშვიდის შეგრძნებებმა ისე დაალაქავა რომ ვერც მიხვდა როგორ მიუახლოვდნენ,ვერ იგრძნო კატომ მასზე მიწებებული თვალები,რადგან ზღვა იყო მათ შორის და მანძილი აღარაფერს ნიშნავდა. -კეკეს დარწმუნება ? ცუდი გოგო ხარ კატო...-გაიგონა მისი ხმა, დამცინავი ტონი და თვალები ფართოდ გაახილა. -სხვა გზა არ მქონდა, სანამ გეგა თავისი თვალით არ დაინახავდა ყველაფერს,მანამდე არ დაიჯერებდა...-თავდაჯერებით წარმოთქვა და მისკენ არ გაუხედავს. -საინტერესოა...შენ რა სარგებელი ამით? ...-აჰა, ნანატრი სარკაზმიც თავის ადგილზე დაბრუნდა...-შენ ხომ სამაგიეროს მოლოდინის გარეშე წყალსაც არ დალევ კატო. -უბრალოდ არ მინდა სისულელის გამო სანაგვეზე მოისროლოთ თქვენი საუკეთესო მოგონებები...-მიხვდა რომ აღარ ჰქონდა თავი მასთან ებრძოლა. -და შენ რატომ მოისროლე პირდაპირ ნაგავში შენი მოგონებები?...-პასუხი არ მიუღია,მაგრამ არ ჩერდებოდა, მწვალებლად ევლინებოდა ისედაც გაწამებულს...-იქნებ იმიტომ რომ მათი ადგილი იქ იყო ? როდის იპოვი გამბედაობას რომ აღიარო, უბრალოდ გამომიყენე, საკუთარი სხეული გაყიდე და გამასულელე. -სხეული არ გამიყიდია გესმის? ...-წამოენთო, სისხლი თავში აუვარდა და ბრაზმა ისე დააბრმავა რომ ლამის ხელით გაიწია მისკენ...-მე ის დავთმე, კაცისთვის რომელიც მეგონა რომ იმსახურებდა…-გაბრიჩიძე გაშრა, ეცადა სიბნელეში ქალის სახე ნათლად დაენახა,თუმცა იცოდა ეს საჭირო არც იქნებოდა, ისედაც გრძნობდა მის გაცეცხლებას და იმედგაცრუებას.ახლოს მოსული ქალისკენ,თვითონაც წადგა ნაბიჯი, კაბის კორსეტს დაეჯაჯგურა, ერთიანად მისწია თავისკენ,თითქოს სულიერი კი არა ბამბის სათამაშო ყოფილიყოს, მეორე ხელისგულში მოიქცია ქალის სახე და გახშირებული სუნთქვა მოახვია მოშიშვლებულ ლავიწებზე. -მაშინ მითხარი, რატომ ? რატომ გარბიხარ კატო?...-თეთრი ღვინო ძარღვებში საწამლავად დაურბოდა, ყველა უჯრედს ედებოდა და ვერ ხვდებოდა რა უფრო ათრობდა, ალკოჰოლი თუ კაცის სიახლოვე.პასუხს ვერ სცემდა,ლაპარაკი აღარ უნდოდა, ახლა ისე ითხოვდა შეხებას,როგორც სასიცოცხლოდ საჭირო დოზას,უნდოდა ისევ ეგრძნო რომ ცოცხალია,რომ სასურველია, მისთვის ! სახეს მოშორებული თითების შეხება იგრძნო სარაფნის ბოლოებთან, გველივით ასრიალდა და ჩაიმალა კაცის ხელისგული სიფრიფანა ნაჭრის მიღმა.ეკატერინემ თავი ახლოს დაიგულა და ამდენი ხნის მანძილზე თავისი საყვარელი სუნი მთლიანად შეიგრძნო, ალკოჰოლის, თამბაქოს და ძვირფასი პარფიუმის სურნელი იმ დროს ახსენებდა როცა გაბრიჩიძესაც ატყუებდა და საკუთარ თავსაც.კაცის ტუჩები მის კისერს მიწვდა და სულ ოდნავ შეეხო,დაეწვა და გაუწითლდა შეხების კუთხე.უნდოდა ეყვირა და ხმა არ ემორჩილებოდა. -არ გინდა !...-ამოთქვა ძლივს და საკუთარი მოჩურჩულე, მავედრებელი თავი ვერ იცნო. -ახლა ქმარი მაინც არ გყავს, ნუ გეშინია მოღალატის იარლიყს ვეღარ აიკრავ...-გველნაკბენივით გამოფხიზლდა, მიხვდა რაც გაუკეთეს, კაცის ზიზღმა დენივით დაუარა ტანში, ერთიანად მოსწყდა, ღვარძლი ჩაუდგა თვალებში და ძალიან მოუნდა სიმწრისგან შეკრული მუშტი მის სახეზე გაეთავისუფლებინა. -ახალი საკბილო ასე უეცრად მოიბეზრე ნიკოლოზ?...-თავი დაიმორჩილა და შეტევაზე გადავიდა. -სესილი საკბილო არაა...ქალია,რომელიც არ გარბის, რომელსაც ადამიანური ურთიერთობა შეუძლია და რაც მთავარია ქმარი არ ყავს...-ესეც ასე, კოვზის ნაცარში ჩაგდება პროფესია რომ ყოფილიყო გაბრიჩიძე საუკეთესო იქნებოდა ამ საქმეში. -მაშინ თვალები გვერდზე ნუ გაგირბის...მოღალატის შერცხვენა თუ გინდა თავად არ უნდა ცდილობდე ღალატს…-ამოისისინა და გაცლა დააპირა. -დაგემშვიდობებოდი, შენ ხომ,მოიცა კვირას გარბიხარ ისევ? ჰოო, დაგემშვიდობებოდი,მაგრამ არ ღირს, ერთ თვეში გამოვაცხადებ შენზე ძებნას და თვითონ მობრძანდები ჩემამდე...მართალია ასეთ ფორმაში ვერა, პატიმრებს ცოტა სხვანაირად აცვიათ, მაგრამ მაინც გამეხარდება შენი დანახვა...-მკლავი გაინთავისუფლა და პასუხის გაცემით თავი არ შეუწუხებია, ისე წავიდა ფაცხისკენ.მაგიდასთან მისული კიდევ კარგა ხანს გრძნობდა გაბრიჩიძის ღვარძლით სავსე მზერას და წვას კისრის კუთხეში კოცნის ადგილას. *************************************************** მანქანიდან გადმოვიდნენ, ჩემოდნების გადმოტანაში დაეხმარა გეგა, თვითონ ნაია ჰყავდა გულზე აკრული, ნახევრად მძინარე ბავშვი ვერ ხვდებოდა რატომ ფართხალებდა მუდამ მშვიდად მყოფი გული.რეგისტრაციის გავლისას, რიგში მყოფი ნელიკო კიდევ ერთხელ მოუბრუნდა, დადარდიანებულმა,ეჭვნარევად ჰკითხა. -კატო დედი, დარწმუნებული ხარ? იქნებ მართლა გაგეყიდა თბილისის ბინა, ცოტა ფულს წაგიმატებდი და ამსტერდამში პატარა ბიზნესს წამოიწყებდი...ან კურსებს გაივლიდი და შენი პროფესიით იმუშავებდი...-მოჩვენებითი მხიარულებით შეაპარა ქალმა. -ხომ იცი დედა რომ თქვენთან ყოფნაზე მეტად არაფერი მინდა, მაგრამ ასე უცებ ვერ გავყიდი ბინას, თან ამსტერდამიდან.ჯობია დავრჩე, მოვიფიქრო როგორ გავაგრძელო ცხოვრება და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მივიღო. -უშენოდ რომ მივალ სახლში...-უკვე გული უჩუყდებოდა ქალს. -აი ნაიას მოუვლი და დრო ისე მალე გავა ვერც იგრძნობ...ჩემო ტკბილო...-მიეფერა ქალს და ეცადა გაეღიმა. რეგისტრატურიდან უხმეს და ნელიკოც წინ წავიდა.გამოფხიზლებული ნაია გაკვირვებით აცეცებდა თვალებს და მიხვდა რომ სახლში მარტო ბრუნდებოდა.კისერი მოიღერა და იკითხა. -შენ? -მე უნდა დავრჩე! მაგრამ ძალიან ძალიან მალე ჩამოვალ...-ღიმილის კუთხეები გაწელა კატომ, იხტიბარი არ გაიტეხა…-მანამდე კი…-მეორე ხელისგულით ახლოს მიიტანა ბავშვის სახე თავის კისერთან და ორივე მკლავი მოხვია…-ასე ჩაგეხუტები… უკვე დრო იყო, ნელიკომ რეგისტრაცია გაიარა, გეგამ ჩემოდნები ჩააბარა და კატომ ნაია ძირს დასვა.ნელიკოს ხელს ჩაჭიდებული პატარა მიბაჯბაჯებდა და ეკატერინემ იგრძნო როგორ გაეხლიჩა გული.უნდოდა მთელი ძალით გაქცეულიყო, არ ეფიქრა არაფერზე და სახლში მათთან ერთად წასულიყო,გული მოეწურა ბავშვმა რომ მოხედა, გაჩერდა და ბებოს ხელი უშვა, მისკენ გამოქცეულს კატომ გაშლილი ხელები დაახვედრა. -ძალიან მიყვარხარ...ძალიან ძალიან...მამიკოს აკოცე ჩემო პატარა, ბევრი ჩაეხუტე ჩემ მაგივრად და უთხარი რომ მალე დავბრუნდები. ნაია ბებოს დაუბრუნდა, აეროპორტის სივრცეში მიმალულებს კი დიდხანს უყურებდა კატო.ფეხებში ძალას ვერ გრძნობდა რომ წამომდგარიყო, ცრემლები რომელიც შეიკავა ნაიასთვის პირობის მიცემისას,ახლა გადმოუშვა საზღვრებიდან, რადგან მათ სიმართლეში დარწმუნებული არ იყო.ქალმა იცოდა რომ შესაძლოა უკანასკნელად შეავლო თვალი თავის პაწაწინა სიყვარულს და სანამ ქვითინს დაიწყებდა, გეგას ხელებმა წამოაყენეს, სხეულზე აიკრეს და კუს ნაბიჯებით წაიყვანეს გასასვლელისკენ. ზაფხულის დღეები დასრულდა და კატო სახლში ცარიელი სხეულით ბრუნდებოდა. პ.ს ის ერთი სახელი შეგნებულად არ ვახსენე, ვიცოდი მარტივად მიხვდებოდით სტუმრის ვინაობას...რადგან მე ისტროიის მთელი ჩანაფიქრი ვიცი, ცოტა რთულად ვაანალიზებ თქვენ როგორ ხედავთ ჩემს პერსონაჟს, ამიტომ იქნებ დამიხასიათოთ,თქვენი თვალით დანახული ნიკოლოზ გაბრიჩიძე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.