შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით" (2)


17-04-2021, 16:39
ავტორი Qetatoo
ნანახია 3 107

მაგიდასთან მსხდომების უდარდელი მხიარულება მალევე გადაიზარდა საინტერესო განხილვაში.კატოს უცნაურად ეჩვენებოდა, მიუხედავად იმისა თითქმის ყოველდღე ვლაპარაკობდით, პირისპირ მოსმენა ისე მეჩვენება თითქოს ამ სამი წლის მანძილზე მათი ხმა პირველად გავიგეო.ნათია არქიტექტურის სამყაროში ჩაიკარგა და გზის გაკვალვას ცდილობდა, მაგრამ ეს საერთოდ არ უშლიდა ხელს თავის უფროსს მწვალებლად მოვლენოდა და ფლირტის ხელოვნება მაღალ საფეხურზე აეყვანა.ლიკა ისევ თავის ყოფილ მოღალატე საქმროს მისტიროდა, ოღონდ არავის ესმოდა რა უფრო ენანებოდა, საკუთარი თავი თუ ის დღეები, რომლებიც ერთად დააგროვეს, ნიტა ბედნიერი იყო მოსალოდნელი ქორწილით და ფარულად ცდილობდა კატოსთვის მეჯვარეობა შეეპარებინა,თან ხვდებოდა რომ მეგობარს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა და გუმანით გრძნობდა ამსტერდამში ქორწილის თავისი ხარჯებით გადახდას უფრო მარტივად დათანხმდება ვიდრე საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლასო. გეგას საერთოდ არ აინტერესებდა გოგოების მითქმა-მოთქმა და ანც ნაიას დასტრიალებდა თავს, თან წამდაუწუმ უმეორებდა მეორე კატო ხარო.სიცილ-სიცილში აყოლებდა თვალს ქუჩაში მიმავალ ადამიანებს და წამიერად, მხოლოდ ჩრდილს მოკრა თვალი, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა რომ ღიმილი სახეზე შეშრობოდა.მთელ სხეულში იგრძნო რომ რაღაც მომენტში გულისცემა შეუწყდა, ნაიას მოეფარა და კატოს მხარზე დაეჯაჯგურა,განციფრებულმა ქალმა მზერა შეავლო და გაფითრებული სახის დანახვაზე მიხვდა რომ გეგამ მოჩვენება დაინახა, ყოფილი ჯორჯაძის პირადი სიკვდილის ანეგლოზი.
-ისინი იყვნენ…მანქანაში სხდებოდნენ, მაგრამ დავიფიცებ რომ ისინი იყვნენ…-ერთიანად შეცბუნებულმა ხრიალით ამოთქვა.
-დამინახა? გაიგო? …-ერთის მხრივ საკუთარი თავის დამალვას და საგულიდან ამომხტარი გულის დამშვიდებას ეცადა, მიხვდა რომ უშედეგო იყო ყველაფერი.ახლა ორი კვირა ასე ცოტად აღარ ეჩვენებოდა.ეგონა ეს ერთი დღეც კი საუკუნედ გაიწელაო.
-ადექი, წავედით…-ხელი წაავლო.
-გეგა ! გოგოებს შეეშინდებათ, გეყოფა !ხომ თქვი წავიდნენო, რომ დავენახე არ წავიდოდა ! დამშვიდდი…
-მოჩვენება დაინახეთ? Რას ჩურჩულებთ? …-სანამ ლიკა და ნიტა საუბარით გაერთნენ, ნათიამ თვალი მოკრა, გეგას ხელისგულს რომელიც ისე მჭიდროდ ეკვროდა კატოს მხარს, რაღაც მომენტში იფიქრა ძვლის მტვრევის ხმას გავიგებო.
-ვფიქრობთ საღამოს სად შევიკრობოთ…- გამოერკვა კატო და ეცადა გეგას სხვებიც არ შეეშინებინა, თან ნაია აიკრა გულზე.
-რა კითხვაა? სადაც ყველაზე ხმამაღალი მუსიკა და ბოლომდე მათრობელი სასმელია…
-არა, კლუბში ვერ წავალთ.დღეს ნელიკო თავის დაქალებთან იქნება და ნაია მე მყავს...ჩვენ ფაცხას მივაკითხოთ, სტუდენტობას გავიხსენებთ და კეკესაც ვნახავთ…-ნიშნისმოგებით გადახედა გეგას და მაშინვე შეცვლილი მეგობრის სახეზე, თავისთავად გაეღიმა.
- საღამომდე რა გეგმები გაქვთ? აპირებთ რამეს?
-ალბათ ჩემოდნებს ამოვალაგებ და ნაიასთან ერთად გავისეირნებ სანაპიროზე…- მომლოდინედ გადახედა სხვების პასუხების მოსასმენად.გოგონებმა მაღაზიებში გავლა შესთავაზეს მაგრამ იუარა და გეგა მაშინვე მიუხვდა, რომ უბრალოდ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას ერიდებოდა. “ თუ გინდა მეც წამოვალ და ასე გავწირავ თავს “ , ხუმრობით შეაპარა მიგიხვდიო მაგრამ კატოს პასუხიც მომზადებული აღმოაჩნდა.
-შენ თავის გაწირვა თუ გინდა, წამობრძანდი და ჩემოდნების ამოლაგებაში მომეხმარე, ნაიას გაართობ...- ლოყებაწითლებულ პაწაწინას რომ გადახედა გეგამ, რომელსაც ტუჩები ნაყინით ჰქონდა მოთხვრილი, გაეცინა და წამის მეასედში დათანხმდა.
დღის სინათლეზე დანახულმა სახლმა კატოზე შთაბეჭდილება მოახდინა და ამასთან,მხოლოდ ახლაღა გაანალიზა რომ სახლის უკან დიდი აუზი ყოფილა, რომელსაც გადმოჰყურებდა საძინებლის ვერანდა.ცივი ლიმონათით გამასპინძლებულ გეგას, რომლის ხელებშიც უკვე შუადღის სიცხისგან მოღლილ ოქროსფერკულულა ნაიას მისძინებოდა, საძინებლისკენ გაუძღვა და დივანზე გაშლილ პლედზე ბავშვის მიწვენაშიც დაეხმარა.
ჩემოდნის გახსნისას, გეგას მზერას წააწყდა და ღრმად ამოიოხრა, ხელები გაასავსავა და თითქოს ასე ანიშნა მეგობარს, დაიწყე გისმენო.გეგა დუმდა, ჯიუტად, ელოდა ქალი ახლა ამოთქვამს ან ახლაო.
- როდისმე ბოლომდე გამიმხელ რატომ გაიქეცი?
-სანამ წავიდოდი ყველაფერი მოგიყევი, რისი მოყოლაც შემეძლო.
-მომიყევი,რომ ჯორჯაძე გემუქრებოდა და აქ ვერ დარჩებოდი, მაგრამ არ გითქვამს რით გემუქრებოდა ასე რომ შეგაშინა...არც ის გითქვამს ნიკას რატომ არ აუხსენი, უთქმელად რატომ წახვედი...-გაჩერდა როცა გაიგო როგორ მავედრებლად მოუბრუნდა ქალი “ გეგა გთხოვო”, მაგრამ ყველა კითხვა რომელიც შიგნიდან ჭამდა, მაინც ვერ მოინელა.
-მაპატიე...- დიდხნიანი დუმილის მერეღა მოუბრუნდა ქალი და გეგას გაკვირვებულმა “რა გაპატიო კატო?-მ კიდევ უფრო მეტად ანანებინა ყველაფერი რაც გააკეთა...-მაპატიე რომ საუკეთესო მეგობრებს ჩემ გამო ჩამოშორდი, მაპატიე რომ ამხელა დანაკარგის მერეც კი ბოლომდე ვერ გეუბნები ვინ ვიყავი და რა მოხდა.
-მისმინე, მე და ნიკას ჩვენი უთანხმოება გქვონდა, შენ უბრალოდ საბაბი იყავი, ურთიერთობის საბოლოოდ გასაწყვეტად...ასე რომ ეგ ერთი სადარდებელი მაინც მოიშორე.
-მოვა დრო და მოგიყვები, გპირდები ყველაფერს მოგიყვები და მიხვდები რატომ გავიქეცი ან ახლა რატომ გავრბივარ.
-ვიცოცხლებ კი მანამდე?...-სიცილი დააყარა მეგობრის ამ უიმედო დაპირებას და მერე, თითქოს რაღაც გაახსენდა, უცებ დასერიოზულდა და ჩურჩულით ჩაეკითხა...-კატო ხომ თქვი ჯორჯაძე დამემუქრაო, განქორწინებაზე როგორ დაითანხმე? ან თუ დაითანხმე ახლა რატომღა ფიქრობ რომ…
-გეგა, ჯორჯაძეებს არ ვემალები.
-აბა ნიკას?
-რაღაც გაგებით მასაც, მაგრამ დამიჯერე საქმე უფრო საშიშ და ყველაფერზე წამსვლელ ადამიანებთან მაქვს.
-საოცარია, სამი წელია წახვედი და მაინც შარში ხარ...-მწარედ ჩაილაპარაკა და ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიდო იმის ნიშნად მეტს აღარაფერს ვამბობ, ტყუილად ნუ შემეპასუხებიო.
და მართლაც ჩემოდნების ამოლაგებამ და კარადის მწყობრში მოყვანამ იმდენი დრო წაიღო, ვერც კი მიხვდნენ ლაპარაკში როგორ შემოაღამდათ.მაშინღა გამოფხიზლდნენ როცა ტელეფონი აწკრიალდა და ნათიას ხმამ ამცნოთ, ჩვენ უკვე ფაცხისკენ მივდივართ და კეკესთან დაგელოდებითო.კარგა ხნის გამოფხიზლებული ნაია უკვე ტიტინებდა და თავის კაბას არჩევდა, გეგას არჩევნის მიუხედავად კატოსთვის მთელი საღამოს ნაიას მოვლაში გატარება, ნიშნავნდა მაქსიმალურად კომფორტული ტანისამოსის ტარებას,ზუსტად ამიტომ იყო რომ არჩევანი ისევ ერთ გრძელ, მხოლოდ ცალ მხარეს ჩახსნილ ფრიალა სარაფანზე და ნაქარგ სამი ზომით დიდ მოსაცმელზე შეჩერდა,ფეხსაცმლის გამოცვლაზე არც უფიქრია, ქვიშაში ბალეტკების ჩაცმაზე კარგ იდეად არაფერი ჟღერდა.ბოლოს როცა ორივენი მზად იყვნენ, გეგამ თვალი შეავლო ორ ოქროსფერთმიანს და პაწაწინას ტარება თავის თავზე აიღო.
ფაცხასთან მისულებს, მაგიდების გარშემო ბევრი სტუმარი დაუხვდათ და მიხვდნენ, რომ მათი სტუდენტობიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა და ეს ადგილიც უკვე მათი საიდუმლო შეკრების სამალავი აღარ იყო. სანაპიროს ამ მხარეს ჩადგმული ფაცხის, რომელიც ბარის ფუნქციას ასრულებდა, ამბავი უკვე ბევრს ეკუთვნოდა და სამალავს აღარ გავდა. Ზღვიდან მომავალი საღამოს ტალღების ხმაურს თან მოჰქონდა გრილი ნიავი და კატომ იგრძნო რომ ნაიას მოვლაში იმდენად გაიზარდა თვითონაც, რომ დედობრივი ინსტიქტები გაუჩნდა და საკუთარ თავს მადლობა გადაუხადა მოსაცმელის გახსენებისთვის.გოგოები უკვე აეტანა სასმლის მათრობელ ეფექტს და კატოს ისღა დარჩენოდა ფართოდ გაშლილი მკლავებით შეგებებოდა კეკეს. კეკე 4 წლის წინ გაიცნეს, ზუსტად აქ ამ ფაცხაში, იმ განსხვავებით რომ მაშინ მხოლოდ ერთობოდა მამის წამოწყებული ბიზნესის ადგილის მშვენიერებით, ახლა კი თავად გადაიბარა და ზაფხულობით დიდი სიამოვნებითაც მუშაობდა ამ ადგილას.იმისდა მიუხედავად რომ კეკესთან ერთად მხოლოდ ერთი ზაფხული გაატარა, იცოდა გეგა ამ სამი წლის მანძილზეც ხშირი სტუმარი იყო ზაფხულის ამ სიზმრის და კეკეს კუპრივით შავი თმის და თვალების პატრონმა მალევე იპოვა ადგილი კაცის გულში. Კატომ იგრძნო რომ ძალიან შურდა კეკესი, გოგოსი რომელმაც აქ თავის პატარა ფაცხაში იპოვა ბედნიერება და ცხოვრებას არ აძლევდა ნებას ეთქვა - “როგორ ეცხოვრა”, ერთადერთი იყო, ვინც თავისი თავისუფლება კერძო თუ საჯარო სექტორის პირდაღებულ მოთხოვნებს არ დაუთმო და ისევ ისეთი თავქარიანი, თავგადასავლების მოყვარული დარჩა, როგორიც მაშინ ოთხი წლის წინ იყო.საღამო კისკისში და ძველი ამბების გახსენებაში გადიოდა, რომელსაც თან ერთვოდა ნაიას ტიტინი და ხელიდან ხელში გადასვლა, ეს პატარაც თითქოს გრძნობდა თავის გავლენას და დიდ თვალებს კიდევ უფრო მეტად აბრიალებდა ყველას მოსახიბლად.ერთ საათში, როცა ყველანი შეთვრნენ თეთრი შუშხუნა ღვინოს ეფექტით, უკვე დაუფარავი ხდებოდა გეგას კეკეზე აწებებული მზერის სიმწვავე.კატოს თავის მოსაცმელში გაეხვია ნაია და მისი პაწაწინა არსება გულ-მკერდზე ჰყავდა აკრული, ხელისგულში მოთავსებული მისი მოცუცქნული სახე თბებოდა ქალის შეხებაზე და კატოც უფრო მშვიდად გრძნობდა თავს.
-ისე წარმოგიდგენიათ? ათი წლის შემდეგ, ნეტავ ისევ თუ შევიკრიბებით, ისევ ვილაპარაკებთ ამ დროზე, როცა ჯერ კიდევ ვეკუთვნოდით მხოლოდ ჩვენ თავებს...- სასმელმა აალაპარაკა ნიტა და ისე სევდიანად ჩაიღიმა, რომ კატომ საჭიროება იგრძნო როგორღაც შეემსუბუქებინა მისი ქორწილის მოახლოებით გამოწვეული ყველა კითხვის ნიშნის ეფექტი.
-აი ნელიკოს შეხედე, უკვე 49 წლისაა და მაინც თავის დაქალებთან ერთად ერთობა, მართალია კლუბებში ვერ ცეკვავს მაგრამ, ამსტერდამიდან ჩამოვიდა რომ მათთან დრო გაეტარებინა...ასე რომ კი, ათი წლის მერეც შევიკრიბებით და ყოველთვის გავახსენებთ ერთმანეთს იმ დროს როცა ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ჩვენი იყო.
-საინტერესოა იმას რომელი გაიხსენებთ, ოთხი წლის წინ მთვრალები რომ ტანსაცმლიანად ვცეკვავდით ზღვაში? ...-ბოროტულად ჩაიცინა ნათიამ და ბოლომდე ჩაცალა შუშხუნა ღვინოს ბოლო წვეთები.
-ეგ არ ვიცი მაგრამ ალკოჰოლიზმისკენ ვინც მიდის ეტყობა...-გაეცინა გეგას და კეკესგან ყურადღების გადატანის მიზნით ნაიასკენ გაიშვირა ხელები.
-მომიყვანე ნაია და ეგ ჟაკეტიც მომეცი თუ შეიძლება, ცოტა შენც დალიე არ მოკვდები...ან იქნებ არ გინდა სიმთვრალემ წამოგაცდევინოს იმ ამსტერდამელი ბიჭის ამბები?...-დრო იხელთა და წაკბინა მეგობარს.
- ჰა? რას მალავს?
-არანაირი ამსტერდამელი ბიჭი არ არსებობს, გეგას თავისი აჩუხჩუხებული სისხლის დამალვა უნდა და მე შემომიტია...-მხარი მწარედ გაკრა და გეგას კალთაში მოთავსებულ ნაიას მოხვეული მოსაცმელი შეუსწორა.
-მიდი შენ ღვინო გამოართვი კეკეს და მე გადავწყვეტ ვის უჩუხჩუხებს სისხლი...-ეშმაკურად და მომთხოვნად წამოიყვირა ნათიამ.
კატოც სიცილით წამოდგა და ფაცხისკენ გაბადრული წავიდა.კეკე მაგიდებთან იყო და ბართან ჩამომდგარმა კატომ იგრძნო რომ მკლავებზე ეკლებმა დააყარა, შესცივდა, როგორც კი ნაია მის სხეულს მოშორდა.ხელებით ბარის მაგიდას ჩამოეყრდნო და თითები აათამაშა, თვალი გადაავლო თაროებზე ჩამოლაგებულ სასმელს, თითქოს არჩევსო, არადა ისედაც იცოდა რომ თეთრი ღვინის გარდა არაფერს აიღებდა, გოგოები ისედაც კარგად შეზარხოშებულები იყვნენ და ბავშვთან ერთად მყოფი ვერ მიცემდა უფლებას უფრო მეტად დამთვრალიყვნენ.კეკეს მოსვლა ვერც გაიგო ფიქრებში წასულმა…
-კატოოო...კატოოო...ისევ თეთრი ღვინო?
-კეკე...-სიცილით ამოთქვა თავისი უხერხულობის დასაფარად...-ხო, ისევ თეთრი შუშხუნა ღვინო...რამდენი ხალხია.
-ბევრი რამე შეიცვალა, ახლა ყველას სანაპიროსთან უნდა საღამოების გატარება და სიმართლე გითხრა იმის მაგივრად მიხაროდეს, ცოტათი მწყინს რომ ნაცნობ სახეებს ბევრი უცხო და ახალი გაერია…-კატო მიუხვდა არეული სიტყვების აზრს და თავი დაუკრა იმის ნიშნად, ვიცი რასაც გულისხმობო…-აი გამომართვი…-გაუწოდა ბოთლი და მაშინვე წარბები აზიდა, კითხვის ნიშნები ჩაიწვინა გუგებში.
-დიახ? გისმენ?...-ხმა ერთბაშად დაუთბა კეკეს და წამის მეასედში გაანალიზა რომ უცნაურად გაუბრწყინდა თვალები გოგოს.
კატო მიხვდა რომ ბართან სტუმარი იყო და სწრაფად დაავლო ხელი ღვინის ბოთლს, მობრუნდა და მთელი ძალით შეეჯახა ვიღაცას.რამდენიმე წამიანი გაურკვევლობის მერეღა მიხვდა რომ ეს სტუმარი ზუსტად მის უკან იდგა, ბოდიშიო ამოთქვა და ღიმილით ახედა ერთი თავით მასზე მაღალ კაცს. ღიმილი სახეზე შეაშრა, როცა ნაცნობ თვალებს მაგრამ ერთიანად გაციებულ, ღვარძლიან მზერას წააწყდა, იგრძნო როგორ გაეყინა ძარღვებში სისხლი და ნაბიჯი უკან ბარისკენ წადგა, იმ მანძილზე, სადამდეც ბარის მაგიდამ გაუშვა. მერე კი თავზე წამომდგარმა ამ ავისმომასწავებელი სიბრაზით აღვსილმა ხმამ გააქვავა.
-ესეიგი დაბრუნდი არა?
-ახლა არა, აქ არა...-მავედრებლად ამოიხრიალა და საკუთარ უმწეობაზე ნერვებმოშლილს, ძალიან მოუნდა ისევ ამსტერდამში ყოფილიყო, მშვიდად ესუნთქა, იგრძნო როგორ ეკეცებოდა მუხლები და იმასაც ხვდებოდა რომ მამაკაცის სივრცეში ერთიანად მოქცეული თუ წაიქცეოდა, ისევ მის მკლავებში აღმოჩნდებოდა, სხეულში ჯერ კიდევ დარჩენილი ყველა ძალის გამოყენება სცადა, რომ ფეხზე მყარად მდგარიყო.
-ახლა არა ! აქ არა ! ...-გაიმეორა კაცმა გაბოროტებული ხმით და მისი ეს სიტყვები ისე ჟღერდა როგორც მუქარა, რომელსაც ასრულება მალევე უწერია სხვა დროს და სხვაგან...-ვისკი, მთლიანი ბოთლი,გავიმეორებთ.
ეს სიტყვები გაიგონა და მიხვდა რომ ახლა საუკეთესო შანსი ჰქონდა, წასულიყო.მიხვდა რომ სხვების თვალწინ არაფერს დაუშავებდნენ და ადგილს გველნაკბენივით მოსწყდა.მაგიდასთან მისულმა ამოისუნთქა და მიხვდა რომ დაცემამდე წამებიღა აკლდა.გეგას დააკვირდა და მიხვდა რომ ნაიას მზერაში გართულს არ შეუმჩნევია ბართან მომხდარი, ამიტომ ხმა გაიკმინდა, სუნთქვა აღიდგინა და ბოთლი ნათიას გაუწოდა.კითხვაზე რატომ ხარ გაფითრებულიო, თავი გაიქნია და სიცივე მოიმეზეზა.გეგას გამომცდელად შეხედა და როცა მიხვდა ყურადღებას არ აქცევდა, ფრთხილად, ყველასგან შეუმჩნევლად გააპარა მზერა მარჯვენა მხარეს ჩამწკრივებული მაგიდებისკენ და იპოვა. ის იქ იჯდა, სამი წლის შემდეგ შეცვლილიყო, სახეზე აეკრო ზიზღის ნაშიერები და კატო მიხვდა რომ მზერას მზერა დაუხვედრეს.თვალის გუგები მიეწება კაცის მკლავს რომელიც ქერათმიანი გოგოს მოხვეოდა და აშკარას ხდიდა ამ ქმედების გზავნილის შინაარს.ნიკოლოზ გაბრიჩიძეს ახალი სათამაშო ჰყავდა, ოღონდ ძველი სათამაშოსგან მიუღებელმა სიამოვნებამ გააბოროტა და სამაგიეროს გადახდის სურვილს მთლიანად აეყოლებინა.კატომ თვალთახედვა გაყინა და მანამ უყურა თვალებში სანამ მისი ადრესატის მაგიდიდან ნაცნობმა სახეებმა ფრთხილად არ გამოხედეს და მერე ერთიანად აიშალნენ წასასვლელად. კაცის მკლავი უკვე ქერათმიანის წელს იყო აკრული და კატომ რაც შეეძლო მაგრად დახუჭა თვალები რომ თავიდან ამოეგდო ფიქრები.ის ხომ მხოლოდ ახლა მიხვდა,მისი ჩამოსვლა გასკდა და ნაწილები ერთიანად დაემხობა თავზე.შეშინებულმა გამოართვა ნაია გეგას და ბავშვის თბილი სახე თავის გულთან ჩამალა, თითქოს ასე დაიცავს, თითქოს ასე შეძლებს დაიმახსოვროს სითბო რომელსაც მისი დაბადების მერე გრძნობდაო.
შუაღამე ისე შემოეპარათ რომ ვერც კი მიხვდნენ, კეკე უკვე მაგიდებს ალაგებდა და გეგა ადგილზე ვერ ჩერდებოდა ისე უნდოდა მიხმარებოდა, მაგრამ კატო ატყობდა რომ მეგობარი თავს რამდენადაც შეეძლო იკავებდა რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო.
-კეკე მოდი ჩვენთან ცოტახნით...-ეცადა ცოტათი მაინც მიხმარებოდა და გაამართლა კიდეც, კეკე მათკენ წამოვიდა და მთლიანად გაებადრა სახე ალკოჰოლისგან ამჩატებული გოგონების დანახვაზე.
-უკვე აცივდა კატო,გინდა პლედს გამოგიტან და მოახვიე...-ბავშვისკენ მიუთითა ქალს.
-არაა კეკე, უკვე წავალთ მე და ჩემი ნაია სახლში.შენ კი უნდა გთხოვო რომ გეგას ამ სამი ამჩატებული ქალბატონის სახლამდე მიყვანაში დაეხმარო.
-მემგონი თვითონ გეგაა სახლამდე მისაყვანი…-გაეცინა და თამამად შეავლო ღვინის მათრობელა ეფექტისგან თუ ქალის შავი თვალების კვასკვასისგან ათრთოლებულ გეგას სახეს მზერა.
-არაფერიც, ყველას მიგიყვანთ სახლამდე...შენ კიდე ნიტა გათხოვდი უკვე თოე ხო ხედავ ვეღარ გერევით ამდენს…
კატოს გაეცინა, უფრო მაგრად მოეხვია მოსაცმელში გახვეულ მიძინებულ ნაიას და ფეხზე წამოდგა.ნახევრად მძინარე ნათიას შუბლზე აკოცა და დამცინავად ჩასჩურჩულა შენც გვაღირსე გაბედნიერებაო და მეგობრის ბრაზისგან ანთებულ სახეზე აკისკისებული წავიდა მანქანისკენ.ფრთხილად ჩააწვინა ბავშვი თავის სავარძელში და საჭეს მიუჯდა.რამდენიმე წუთი სანამ მანქანის ძრავას გახურებას აცდიდა მიხვდა რომ ეს იყო ბოლო დღე როცა გარეთ გამოვიდა, საკუთარ თავს შეპირდა დარჩენილ დღეებს მე და ნაია სახლში გავატარებთ წასვლამდეო და იცოდა ამ პირობას არ გადავიდოდა.სახლში მისულმა ცხელ წყალს მისცა საშუალება საათების წინ განცდილი შიში ჩამოერეცხა და საბოლოოდ ერთიანად დამშვიდებული მიუწვა ნაიას პიჟამოებში გამოწყობილ მოცუცქნულ ფიგურას გვერდით და აბურდულ კულულებში მოთამაშეს მალევე მიეძინა პატარას ტკბილ სურნელში.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

zalian kargiaa. mainteresebs gagrzeleba. yochag

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent