სწორი არჩევანი (11-თავი)
ცოტახანში ჩემს ოთახში შავი მოკლე კაბა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები იდო, რომელთა ჩაცმასაც, რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი. ჩემი ჩანთიდან ნივთებს ვიღებ, რომ რეზის ტანსაცმელი საბოლოოდ გავიხადო. სპორტული შარვალი და მისური ჩავიცვი, ჩანთა კუთხეში მივაგდე და ისევ საწოლში ჩავწექი, სხვა რა უნდა მეკეთებინა, ამ ოთახიდან გასვლა ნამდვილად არ მსურდა - შენ კიდევ არ ჩაგიცვამს! - ყვირილით ამბობს ჩემს ოთახში შემოვარდნილი სანდრო - არა, შენ რა გგონია რომ თქვენთან ერთად სადმე წამოვალ? - ვამბობ გაოცებული და ისევ საბანში ვეხვევი - იცი მაინც აქედან რამდენიხანი შეიძლება ვერ გახვიდე? გინდა მთელი ეს დრო ამ ოთახში გაატარო? დამიჯერე იქ გაერთობი დალევ, იცეკვებ, ცოტას გამხიარულდები - თვალებს ზანტად ვახელ და სანდროს ვაცქერდები - შენი აზრით ეგ გამამხიარულებს? თქვენს გვერდით დამიჯერე ვერაფერი გამამხიარულბს - თვალებს ისევ ვხუჭავ და იმედი მაქვს რომ სანდრო თავის უაზრო შემოთავაზებას დაივიწყებს და წავა - კარგი ესეიგი არ მოდიხარ - როგორც იქნა მისმა ტვინმა მოახერხა ამის გააზრება - დედაშენთან დაგარეკინებ თუ წამოხვალ - ხანდახან მგონი მავიწყდება, რომ სანდროც ნაძირალა რეზის ძმაკაცია. დედაჩემთან დარეკვა მართლაც მინდა, ვინ იცის როგორ ნერვიულობს, არ ვიცი ავთომ რა უთხრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაინც ნერვიულობს და თუ ჩემგან გაიგებს რომ კარგად ვარ ცოტათი მაინც დამშვიდდება - ამას რატომ აკეთებ? - რას, მე მხოლოდ კარგ გცვლას გთავაზობ - რატომ გინდა რომ მაგ წვეულებაზე წამოვიდე? რამე საშინელს ხომ არ მიპირებთ? - ვეკითხები ეჭვით. გამაღიზიანებლად ჩაიცინა და მომაშტერდა - დამიჯერე არაფერს არ გიპირებთ... თანახმა ხარ? - იცი უსამართლო გაცვლაა - ხოო? - ისევ იცინის - რას ითხოვ - დედაჩემთან ყოველდღე დამარეკინებ, სხვა შემთხვევაში არ წამოვალ - ვამბობ და ისევ ვწვები, თვითონ კი ცოტახანი კიდევ მიყურებს - მშვენიერი მომლაპარაკებელი ხარ, შევთანხმდით. ათ წუთში მზად იყავი - მაგდენიც არ დამჭირდება - ოთახიდან გადის და მეც ზანტად ვდგები საწოლიდან მალევე გავემზადე, უბრალოდ კაბა და ფეხააცმელები ჩავიცვი და სულ ეს იყო, თმები გაშლილი დავიტოვე. კიბეებზე სწრფად ჩავირბინე და ფეხები უკან მრჩებოდა ისე არ მინდოდა იმ ოთახში შესვლა და მათი სახეების დანახვა. არც კი მჯერა რომ ამას ვაკეთებ და მათთან ერთად სულელურ წვეულებაზე მივდივარ. საბოლოოდ შევაბიჯე ოთახში და გაღიზიანებულმა მოვავლე თვალი ყველას - იმედია მალე მოვალთ - მაშინ წამოვალთ როცა საჭირო იქნება - ამბობს და ჩემი იქ ყოფნით გაღიზიანებული რეზი ოთახიდან გადის, უფრო სწორად მირბის. რეზი და საბა სხვა მანქანით წავიდნენ მე კი სანდროსა და მიშოსთან ერთად წავედი - იქ რომ მივალთ რეზის არ მოშორდე - მაფრთხილებს მიშო - რაა? მასთან ერთად რატომ უნდა ვიყო - ვყვირი უკანა სავარძელზე მოკალათებული - იმიტომ რომ მოგხედოს -19-ი წლის ვარ და არა 10-ის ვინმეს მიხედვა არ მჭირდება, მითუმეტეს მაგ სირაქლემასი - სანდროს, რ თქმა უნდა, სიცილი აუტყდა, რაზეც ის ერთადერთი რამ გავაკეთე რაც შემეძლო, გავბრაზდი - სულაც არ არის სასაცილო, არ მინდა მე რეზისთან, თქვენთან ვიქნები ან საბასთან მასთან არ მინდა - გამოვაცხადე კატეგოტიულად - რეზისთან იქნები, ჩვენ პატარა საქმეები გვაქვს და ყურადღება ვინმემ ხო უნდა მოგაქციოს, ჩვენ ოთხიდან კი ყველაზე დაცული მასთან იქნები? - ამ ბოლო დროს ყველა რაღაც არა ლოგიკურს მეუბნებით, ავთომ მითხრა, რომ ის ხალხი დამიცავდა ვინც ჩემი მოკვლა სცადა და გამიტაცა, ახლა კი თქვენ ამბობთ რომ ის დამიცავს ვისაც ჩემი მოკვლა ყველაზე მეტად უნდა და იცით რა? არცერთის არ მჯერა, არცერთის! რა არის თოჯინასავით თქვენ ნება სურვილზე რომ დამატარებთ?! საშინლად დამღალეთ! მე ხომ გავაკეთე ის რაც მითხარით? ხომ გავჩუმდი? თქვენ რატომ არ გაქრით ჩემი ცხოვრებიდან! - ავყვირდი გაბრაზებული - ჩვენ მხოლოდ შენი დაცვა გვინდა - მითხრა უემოციო ხმით მიშომ - რატომ? რატომ გინდათ ჩემი დაცვა ან ავთო თქვენთან რა შუაშია? რა ჯანდაბის გამო ვარ მე ამ სიტვაციაში?! რატომ ცდილობს ყველა ჩემს მოკვლას?! - მანქანაში ისეთი საშინელი სიჩუმე იყო მეგონა ყურები გამისკდებოდა - ხო ნუ მიპასუხებთ, რა საჭიროა რომ პასუხი გამცეთ, ბოლოს და ბოლოს ვინ ვარ არა - გაბუტული ბავშვივით გადავიჯვარედინე ხელები და უკან გადავწექი. - ნუთ... მესმის შენი... აქამდე ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი იყავი, ახლა კი ყველა შენს მოკვლას ცდილობს. არ არის მარტივი ცხოვრების ასე ერთ დღეში შეცვლა, მაგრამ უნდა შეეგუო სხვა გზა არ გაქვს, ახლა შენი ცხოვრება ესაა, რაც უფრო მალე შეეგუები შენთვის უკეთესი იქნება - თქვა სანდრომ დაბალ ხმაზე. ცხვირი ამეწევა და ვცდილობდი თვალები არ ამცრემლიანებოდა - არ ვაპირებ ამ ყველაფერს ოდესმე შევეგუო, გირჩევნიათ თქვენც და ავთომაც ყველაფერი დროზე მოაგვაროთ, თქვენთან დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ, მოთმენა შემიძლი მაგრამ არა სამუდამოდ თუ ასე დიდხანს გაგრძელდება ავდგები და ყველაფერს ვიტყვი, დროს გაძლევთ რომ ჩემი ცხოვრებიდან თქვენისით გაქრეთ, მერე კი თქვენს გაქრობაზე მე ვიზრუნებ - საკუთარი თავით ვამაყობ, რომ ხმა არ ამიკანკალდა ან ტირილი არ დავიწყე, ჩემმა სიტყვებმა საკმაოდ დამაჯერებლად გაიჟღერა, მაგრამ იმედი მაქვს ამის გამო ახლავე არ მომკლავენ - შენი აზრით იმ ხალხს რომ ემუქრები ვისაც შენი მოკვლა ნებისმიერ წამს შეუძლია კარგი იდეაა - ამბობს გაბრაზებული მიშო. მისი რეზიზე მეტადაც კი მეშინია, ყოველ ჯერზე ისე ამბობს რომ ჩემი მოკვლა შეუძლია, მგონია რომ ამას ერთხელაც მართლა იზამს - შენგან განსხვავებით მე მოთმინების უნარი თითქმის არ გამაჩნია, ამიტომ ყოველთვის გააკონტროლე რას და სად იტყვი, თორემ ერთი არასწორი სიტყვის ან ქმედების გამოც შემიძლია მოგკლა. ის ფაქტი რომ რეზის შენი მოკვლის უფლება არ მივეცი დამიჯერე არაფერს ნიშნავს, ყოველთვის შემიძლია გადავიფიქრო და საკუთარი ხელით მოგისწრაფო სიცოცხლე - შეუძლია, ნამდვილად შეუძლია. ისეთი ცივი მზერა აქვს მზესაც კი გაყინავდა. ავადმყოფები, ავთომ ამათ ხელში როგორ დამტოვა. ფრჩხილებს ძლიერად ვიჭერ ხელის გულებში, რომ როგორმე აზვირთებული ცრემლები შევაჩერო. ისე მინდა ახლა სადმე უსაფრთხო და მშვიდ ადგილას ყოფნა, ისეთ ადგილას სადაც ვერცერთი სულიერი ვერ მომწვდება. არ მინდა ამ ძლიერი გოგოს როლის თამაში, ასეთი ძლიერიც არ ვარ. უბრალოდ ყველაფრისგან დასვენება მინდა. მეგონა რომ რესტორანში ან რომელიმე სხვა დაწესებულებაში მივიდოდით, მაგრამ ახლა უზარმაზარი სახლის წინ ვდგავარ და შესვლა არ მინდა, ეს სახლიც ისე მედიდურად მიყურებს, თითქოს მასაც სურს რომ საკუთარი უსუსურობა კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძნო. ირგვლივ ამდენი უცხო ხალხი კიდევ უფრო მძაბავს, მათ კი თქვეს რომ აქ კანონიერი ბიზნესის გამო არიან და უკანონო არაფერია, მაგრამ ვინ იცის მათსავით კიდევ რამდენს აქვს კანონიერი და უკანონო ბიზნესი ერთად. ირგვლივ ყველა მკვლელი და საშინელი ადამიანი მგონია, ყველა საშინლად მძაბავს და ფაქტიურად სანდროს უკან ვიმალები. საბოლოოდ ის დროც მოვიდა როცა ჩემი თავი რეზის გადააბარეს, თვითონ კი მალევე დამეკარგნენ თვალთახედვიდან. არ ვიცი ამან როგორ უნდა დამიცვას, საერთოდ არ მიყურებს ახლავე რომ წავიდე ვერც გაიგებს. შამპანიურის ჭიქას ხელში ვათამაშებ და შუშხუნა სასმელს სულ ცოტას ვსვავ და ვიჭყანები, შამპანიური არასდროს მომწონდა. სასმელს მალევე ვცვლი და ამჯერად წითელ ღვინოს ვაგემოვნებ, რომელიც ბევრად უკეთესია, შემდეგ თეთრსაც ვუსინჯავ გემოს და წამით დამავიწყდა, რომ ამ საშინელ წვეულებაზე ვარ და არა რომელიმე ღვინის დეგუსტაციის ღონისძიებაზე. ღვინოზე არაფერი ვიცი, მაგრამ თითოეულ ყლუპს, შემფასებელივით ვსვავ და გონებაში ვინიშნავ რა მომწონს და რა არა, თავსაც შესაბამისად ვაქნევ, მოკლედ ღვინის სმაში მაგრად გავერთე (ხანდახან სანდროც მართალი აღმოჩნდება ხოლმე) - ნუთ? - ვიღაცის გაკვირვებული ხმა წვდება ჩემს სმენას და თვალებ გაფართოებული ვუყურებ ხმის პატრონს, პირში დაგუბებულ სასმელს რამდენიმე წამის შემდეგ ვყლაპავ, როცა ვხვდები რომ სხვანაირად ხმას ვერ ამოვიღებ -გიგი? - ვამბობ მისი აქ ხილვით გაკვირვებული და მეცინება, მე ხომ თითქმის დამავიწყდა სად ვარ - შენ აქ რას აკეთებ? - გიგი მოდის და მეხვევა, მე კი ისევ ხბოს თვალებით მივჩერებივარ და მინდა რომ ხმამაღლა გავიცინო, ნერვები ცუდ დღეში მაქვს - მეე? მეე ჩემს საუკეთესო მეგობარს გამოვყევი - ვამბობ სიცილით და ზურგით მდგომ რეზის ხელს ძლიერად ვარტყავ მხარზე. ისეთი გაბრაზებული სახით შემომხედა, მიკვირს ადგილზე რომ არ მოვკვდი - რას აკეთებ? - მიღრენს და ჩემს წინ მდგომ ბიჭს აშტერდება - ეს გიგია - ვამბობ ღიმილ აკრული - ჩემი მეგობარი - მერე მე რა ვქნა - ოხ როგორი უხეში ვინმეა. ასე სიცილს თუ გავაგრძელებ რაღაცას ნმდვილად დამმართებს, მაგრამ ცოტა დრო მაქვს, ბოლოს და ბოლოს ამდენ ხალხში რას იზამს - შენ არაფერი, შენთან ყოფნა მოსაწყენია ხოდა მე და გიგი წავალთ რამეს დავლევთ - ვთქვი და ხელში ცარიელი ჭიქა ავათამაშე, მივბრუნდი რომ გიგის გავყოლოდი, მაგრამ ვინ მაცადა რეზიმ ისე ძლიერად დამიჭირა მკლავით მეგონა ხელი მომწყდებოდა - შენი აზრით სად მიდიხარ? - დამქაჩა და თავისკენ მიმაბრუნა, მეც მასთან ახლოს მივიწიე და ისე ვუთხარი რომ გიგის არ გაეგო - მომისმინე რეზი, ჩემი კომპანიით არც შენ ხარ აღფრთოვანებული და არც მე შენით, ხოდა დროა დავიშალოთ - ვამბობ და მისი ხელის მოშორებას ვცდილობ - მართალიხარ, შენი ძიძის როლში ყოფნა სულაც არ მომწონს, მაგრამ არსადაც არ წახვალ, აქ დაეტიე და გეყოს ჩემ ნერვებზე თამაში, განძრევაც არ გაბედო - როგორც ჩანს მამიკომ დამსაჯა და ვერ წამოვალ - ვუთხარი გიგის სიცილით, თუმცა სიბრაზისგან შიგნით ყველაფერი მიდუღდა. რეზის როგორც იქნა ხელი გავაშვებინე, მაგრამ მალევე შეუმჩნევლად თავადვე დავიწყე მის უკან დამალვა, როდესაც ჩვენსკენ მომავალი მოხუცი კაცი დავინახე. ეს ის კაცია ვინც იმ საბედისწერო დღეს ჩემს მოკვლას აპირებდა. რეზიმ მაინც შეამჩნია ჩემი რეაქცია და იმასაც მიხვდა ასე რატომ დავიძაბე, თვადაც იმ მოხუც კაცს უყურებდა. - რეზი - ამბობს მოხუცი კაცი და გიგის გვვერდით დგება, რეზიც ესალმება მოხუცს - ნუთ გაიცანი ეს მამაჩემია, ზურა - ამბობს გიგი და ლამის ყბა ჩამომივარდეს. ეს მოხუცუ კაცი გიგის მამაა? ჩემს ცხოვრებაში ახალი ამბები არ ილევა. იმ ბიჭის მამა მკლავდა რომელთანაც თითქმის ს...ი მქონდა. ცოტახანი ვერ ვიგებ რას ლაპარაკობენ ჩემს ირგვლივ მყოფნი, ახალი იმფორმაციის გადამუშავებას ვცდილობ. გამიხარდა როდესაც გიგი და მამამისი საბოლოოდ წავიდნენ - ესეიგი გიგი შენი მეგობარია - მესმის რეზისირონიული ხმა - დაახლოებით - ქუჩაში რომ გიტაცებდნენ სხვათაშორის ეგ ზურას დავალება იყო - რეზის გაფართოებული თვალბით ავხედე - ხო შენი მეგობრის მამა გკლავდა - სერიოზულად გეუბნები რამე სექტა უნდა შექმნა, სადაც ჩემი მოკვის მსურველები გაერთიანდებით, თორე ხო ხედავ ასე ცალ ცალკე არაფერი გამოგდით - ვამბობ გაბრაზებული და სასმლის ახალ სავსე ჭიქას ვეძებ. ეს წვეულება ჩემთვის ჩვეულებრივზე უფრო მოსაწყენი იყო. აქ არაფერი არ ხდებოდა, უზარმაზარი ოთახი ჩემთვის სრულიად უცხო ხალხით იყო გადავსებული თუ იმ ერთიორ ადამიანს არ ჩავთვლი, ვისაც სხვებზე მეტად მინდა, რომ არ ვიცნობდე. რეზი თითქმის არ მაქცევს ყურადღებას, ვიღაცეებს ესაუბრება, ძირითადად ყველას სერიოზული სახით თუ, რა თქმა უნდა, მოკლე კაბიანი მანდილოსანი არ არის. ყურადღებას რომ არ მაქცევს და ისე იქცევა თითქოს აქ არც ვარ მიხარია, მაგრამ როგორც კი დაშვებულზე ერთი სანტიმეტრით შორს გავიწევი მაშინვე დაბღვერილი შემომხედავს ხოლმე. ჩემი გაპარვის მცდელობები დაწყებისთანავე იშლება, რეალურად არსად წასვლას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა სადმე მარტო დავრჩე, მაგრამ ის მინოტავრი ამის საშუალებას არ მაძლევს. თავიდან მართლა მეგონა რომ ფეხებზე ვეკიდე და ყურადღებას არ მაქცევდა, მაგრამ რომ დავაკვირდი მივხვდი რომ ასე არ იყო, სულ არ ვიყავი მის თვალთახედვის არეში, მაგრამ ოდნავადაც რომ ვშორდებოდი ეგრევე ბრუნდებოდა, ყველას აკვირდებოდა ვინც გვერდს მივლიდა ან ჩემთან ახლოს იყო. - მინოტავრო საპირფარეშოშო მივდივარ - ვთქვი და წასასვლელად შევბრუნდი. გავჩერდი როდესაც ისიც გამომყვა - გამოყოლა საჭირო არ არის - თავად გადავწყვეტ საჭირო რა არის და რა არა - იქ იმიტომ მივდიოდი რომ ცოტახანი მარტო დავრჩენილიყავი და რეზი მომეშორებინა, ის კი ადგა და შიგნით შემომყვა - სერიოზულად? ბარემ აქაც შემომყევი - ვუთხარი ნიჟარაზე დაყრდნობილ რეზის და ხელით კარისკენ მივუთითე - შენ? - თვალებიდან ნაპერწკლები გადმოვყარა როდესაც ამათვალიერა - არა იყოს - გაბრაზებული შევვარდი და კარები მივიჯახუნე, უნიტაზზე ვიჯექი და ფეხებს ვაბაკუნებდი, იდიოტი ნამდვილი თავხედია - იცით რომ ეს ქალებისაა? - გარედან ქალის ხმა მესმის მშვენიერია იმედი მაქვს გააგდებს - ვიცი - თუ იცით აქ რას აკეთებთ, თანაც მარტო - ამ ქალს ნამდვილად არ აქვს ისეთი ხმა, რომელიც რეზის აქედან გაგდებას აპირებს - ჩემი მარტოობა გაწუხებთ? - სულაც არა - გასვლის დროა, სანამ აქ +18 დაწყილა დროზე უნდა გავიდე. კარებს ხმაურით ვაღებ და ერთმანეთთან ახლოს მდგომი სხეულები ჩემსკენ ბრუნდებიან. გაბრაზებული გავვარდი გარეთ და გამიკვირდა რეზიც რომ გამომყვა, მეგონა დაწყებულს დაამთავრებდა - მე ხომ იქ ვიყავი - ვამბობ როცა ჩემს გვერდით დგება - მერე? - რა მერე იქ ვიყავი, თქვენ კი რომ არ გამოვსულიყავი ვინ იცი რას იზამდით - მერე? - სერიოზულად? შენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს რომ მეც იქ ვიყავი და ყველაფერს გავიგებდი? - არა - მისთვის ხმა საერთოდ აღარ გამიცია და გამიხარდა სანდრო და დანარჩენები მალე რომ მოვიდნენ - სად ჯანდაბაში იყავით ამდენიხანი, იცით მაინც რისი გადატანა მიწევდა მის გვერდით - ავწუწუნდი და სანდროსკენ მივიწიე - რას წუწუნებ პატარა ბავშვივით, მთელი საღამოა სვავ, მაინც რისი გადატანა გიწევდა - თქვა გაბრაზებულმა რეზიმ - სანდრო პირობას როდის შეასრულებ? - სახლში რომ მივალთ დაგარეკინებ - რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ? - ამბობს მიშო მე და სანდრო კი ერთმანეთს დამნაშავეებივით ვუყურებთ - რას უნდა ვჩურჩულებდეთ, თქვენგან განსხვავებით ამას ცოტათი მაინც უცემს გული, ხოდა სახლში წაყვანას ვთხოვდი ამ საშინელ ადგილას კიდევ დიდხანს ვიყავი, ისინი ვიღაცეებს ელაპარაკებოდნენ, მე კი ისევ სასმელს ვსვავდი და ნელ-ნელა ყველაფერი არევას იწყებდა. ბოლო ჭიქა სანდრომ გამომაცალა ხელიდან და დალევა ამიკრძალა, ჩემთან დარჩა და რაღაცეებს მელაპარაკებოდა ღვინოზე, მგონი ზედმეტადაა ამ საკითხით გატაცებული, რამდენჯერმე წავბორძიკდი და სანდრო მიჭერდა. გიგიც კიდევ რამდენჯერმე დავინახე, მაგრამ ვცდილობდი თვალი ამერიდებინა. მერე არ ვიცი რა მოხდა რეზიმ ხელი ჩამავლო და გასასვლელისკენ წამათრია, შეწინააღმდეგება არც მიფიქრია, ახლა მხოლოდ იმას ვცდილობდი რომ არ დავცემულიყავი და თავისუფალი ხელით ძლიერად ვეპოტინებოდი მკლავზე. რეზიმ მანქანაში ჩამსვა და რამდენიმე წამში გავითიშე კიდეც. გონს ძლიერმა დამუხრუჭებამ მომიყვანა, მაგრამ თვალების გახელა გამიჭირდა წინიდან რაღაც საშინლად მანათებდა, ჩემს დახშულ სმენას რეზის გინება მისწვდა, თავზე ხელი მომხვია და დაბლა დამაწევინა, სხეულით გადამეფარა და ზუსტად ამ დროს გამაყრუებელი სროლის და მინის მსხვრევის ხმა გავიგე. შეშინებული ბოლო ხმაზე ვკიოდი და სახეზე ხელებს ვიფარებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.