შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ! (11 თავი)


3-07-2017, 00:04
ავტორი Together
ნანახია 4 026

დილას სანდროს ოთახში, სანდროს საწოლში, სანდროს გვერდით მეღვიძება, ყველაფერს სანდროს სუნი აქვს, მსიამოვნებს მასთან ასეთი სიახლოვე. ის უბრალოდ წევს ხელი აქვს ჩემთვის გადახვეული და მიყურებს.
-დილამშვიდლბისა. -ამბობს ის და მიღიმის
-დილამშვიდობისა-ვამბობ მეც. შემდეგ ტელეფონს ვუყურებ.
-ჯანდაბა უნივერსიტეტში დამაგვიანდა. -ვამბობ მე და სწრაფად ვდგები ლოგინიდან.ჩემს ოთახში შევრბივარ და რაც პირველად მხვდება ხელში იმას ვიცმევ.
-რა მოხდა? -ამბობს ის დაბნეული და ჩემი ოთახის კართან დგება
-დამაგვიანდა. -ვამბობ და ისე რომ მას ვეჯახები აბაზანისკენ გავრბივარ.
-არ შეიძლება დღეს რომ ჩემთან ერად იყო? -კითხულობს ის ამჯერად სააბაზანოს კართან დამდგარი
-არა არ შეიძლება რომ ჩვენ ერთად ვიყოთ. -ვამბობ მე და ისევ ოთახში ვბრუნდები
-რას ნიშნავს არ შეიძლება ერთად ვიყოთ? -კითხულობს ის დაბნეული სახით და ჩემს საწოლზე ჯდება
-იმას რომ არ შეიძლება . -ვამბობ მე და ოთახიდან გასვლას ვსპირებ მაგრამ ის მიჭერს საწოლზე მის გვერდით მსვავს თვალებში მიყურებს და მეკითხება
-რატომ არ შეიძლება რომ ერთად ვიყოთ? -ნელა და გარკვევით მაგრამ მკაცრად მეკითხება
-სანდრო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩვენი მშობლები რას იტყვიან? -ვეუბნები მშვიდად - როგორ გგონია ისინი იმას იტყვიან რომ ჩვენ კარგად ვიქცევით და მშვიდად მიიღებენ ჩვენს ურთიერთობას?
-არ მაინტერესებს ისინი რას იტყვიან! ან რას იზამენ!-ამბობს სანდრო
-და ხალხი? სტუდენტები? მე შენი და ვარ და არა შეყვარებული. რთულია მაგრამ უნდა შეეგუო ამას.
-"შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ!" -ამბობს ის და უკვე თითქმის დავივიწყო ყველაფერი და მასთან ერთად გავიქცე მაგრამ სიამაყე მაინც იმარჯვებს.
-მეც სანდრო. და სწორედ ამის გამო უნდა დავშორდეთ.დაუბრუნდი ლიკას. -ვამბობ ლოყაზე ვკოცნი და ნელა გავდივარ ოთახიდან.
უნივერსიტეტში გზაში შემხვედრი ტაქსით მივდივარ. ლექციაზე დაგვიანებულს გარეთ ჯდომა მიწევს. ვფიქრობ სწორად მოვიქეცი თუ არა სანდროს რომ ასე მოვექეცი. მაგრამ ბოლოს ვრწმუნდები რომ კი რადგან მშობლები ერთად ყოფნის ნებას არ მოგვცემნდნენ. ერთმანეთს მაინც დაგვაშორებდნენ და ასე უფრო დავიტანჯებოდით. ლექცია მთავრდება. პირველი ვინც მიახლოვდება ემილია.
-სად ხარ ამდენ ხანს? -გაბრაზებული მეკითხება.
-გრძელი ამბავია. -ვამბობ მე
-დაიწყე მიდი . -ამბობს ის
-რაა?
-არსად არ მეჩქარება ასე რომ გისმენ დაიწყე.-ამბობს ის. ვატყობ რომ ვერ ავცდები მას ასე რომ ვიწყებ ყველაფრის დაწვრილებით მოყოლასს.
-კი ძალიან მიყვარს ბიჭების წვალება მაგრამ მგონიმართლა უყვარხარ მას. -ამბობ ემილი როგორც კი ვამთავრებ ამბის მოყოლას
-და მშობლები? ყველაფერს რო თავი დავანებოთ მშობლები იმის ნებას არ მოგვცემენ რომ ერთად ვიყოთ.
-ხოდა გაიქცევით.
-სად? -ვამბობ და მეცინება რადგან მის წინადადებას სერიოზულად არ ვიღებ.
-ქალაქიდან, ქვეყნიდან.
-ოო კაი რა. -ვამბობ მე
-აუუუ ამას უყურე ვინ დაბრუნებულა. -ამბობს ემილი და ჩეიმს ზურგს უკან ვიღაცაზე მანიშნებს.ვბრუნდები და ვხედავ რომ ლიკა თავის კარადასთანაა და თითქმის ყველა მას უყურებს.
-რას ნიშნავს დაბრუნებულა? -მის ყურებას თავს ვანებებ და ემილის ვეკითხები
-რაც სამდრომ მიატოვა იმის მერე აღარ გამოჩენილა.
-სანდრომ მიატოვა? -ვეკითხები გაკვირვებული.
-შენ რა გძინავს? -მეკითხება ის. -სანდრომ უთხრა რომ სხვა მიყვარსო და ეს სხვა ვინ არის? რა თქმა უნდაშენ. -თავის კითხვას თვითონვე პასუხობს. და სწორედ ამ დროს ლიკა ჩვენს გვერდით მიდის და ორივეს გვიყურებს.
-ჰო არ ვიცი. კარგი წავედი ლექცია მაქვს. -ვამბობ და მათემატიკის კაბინეტში შევდივარ.
უკნიდან ვიღაც ხელს მმიდებს მე მის ხელს ვეხები. მაგრამ ეს არარის მისი ხელი.
-გამარჯობა.-მეუბნება ნიკა
-გამარჯობა -ვპასუხობ მეც
-სად დამეკარგე? -მეკითხება ის
-არსად რავიცი. -ვპასუხოვ მე უკვე აღარ მინდა რომ სანდრო ვაეჭვიანო. და გავამწარო. ვფიქრობ ისიც საკმარისია ჯერ მისი გუნდის კაპიტანი რომ გავხდი და შემდეგ ამაზე უარი ვთქვი მთელი მისი გუნდის სანახავად. ამის შემდეგ რა თქმა უნდა მანაც უარი თქვა გუნდის კაპიტნობაზე რადგან არ უყვარს მას როდესაც ვიღაც რაღაცას უთმობს. და იმან საერთოდ გადარია სხვა ბიჭთან ურთიერთობა რომ დავიწყე.
-რამე მოხდა? -მეკითხება ის
-არა არაფერი.
-გუშინდელზე ხარ ნაწყენი? ვიცინდებილივით მოვიქეცი სადმე სხვაგან უნდა წამეყვანე.
-არა ყველაფერი რიგზეა სანდრო. -ვამბობ მე და შემდეგ ვხვდები რომ სანდროს სახელს ვამბობ ნიკას ნაცვლად. -სანდრო მეთქი მაპატიე ნიკა.
-სანდრო? მოიცადე შენ ჩვენი გუნდის კაპიტანს ხვდებოდი? -მელითხება ის
-არაა ნიკა.
-კარგი გასაგებია. -ამბობს ის და ხელს მიშვებს.
ლექცია მთავრდება. ვატყობ რომ სანდრო დღეს არაა უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტის შემდეგ გარეთ გავდივარ. ნიკა მოტოციკლეტით დგას და მელოდება. ნიკას გვერდით სანდრო დგას თავისი მანქანით.
-სალი მოდიხარ? -მეკითხება ნიკა. და ამის გაგონებაზე სანდრო თვალებს ჭუტავს და ისე მიყურებს. მანქანას ქოქავს.
-ნიკა დღეს ვერ წამოვალ შენთან ერთად.- ვამბობ და სანდროს ვუჯდები მანქანაში.
-ოჰო შენ ტრანსპორტი ხომ არ აგერია? -მეკითხება ის
-კარგი რადგან არ გინდა -ვამბობ და კარს ვაღებ. მანქანიდან ვიწევი ის ხელით მიჭერს.
-დაეტიე აქ. -ამბობს სიცილით და ლოყაზე მკოცნის.
-რას აპირებ? -ვეკითხები მე მას.
-რას უნდა ვაპირებდე?
-ასე ჩუმად ვიქნებით ერთად და არავის არაფერს ვეტყვით?
-ხო რა ვერა?
-რა თქმა უნდა ვერა. ადრე თუ გვიან მაინც გაიგებენ და მოჰვკლავენ ხომ იცი!-ვამბობ მე
-კარგი რა როგორ გაიგებენ?
-ვიღქც ეტყვის. ან შეგვატყობენ. მითუმეტეს მე არ მინდა ასე დამალვით შეყვარებულები რომ ვიყოთ.
-მაგას გირჩევნია დავშორდეთ? -მეკითხება ის.
-კი. უფრო იოლად შევძლებ შენს დავიწყებას ვიდრე ვიღამ ძალით რო დაგვაშოროს.
-მაშინ დაველაპარაკოთ მშობლებს.-ქმბობს ის
-სერიოზულად? იცი ამ ამბავს რა მოყვება? -ვამბობ მე.
-არ მაინტერესებს. მაინც ერთად ვიქნებით!-ამბობს ის- მე შენს გამო ყველაფერი დავკარგე ამ ცხოვრებაში. და შენც აღარ დაგკარგავ! აღარასოდეს! მე შენ მიყვარხარ! მი-ყვარ-ხარ! -მიმარცვლის ის.მისი ამ სიტყვების გაგონებაზე მინდება ჩავეხუტო და აღარასდროს გავუშვა.
-მეც მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ!-ვეუბნები მე
-სადმეს გავისეირნოთ? -მეკითხება ის
-სიამოვნებით. -ვამბობ მე. -და საად?
-ეს სიურპრიზია. -ამბობს ის
30 წუთიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა დანიშნულების ადგილას ვხვდებით.
-ყინული? -ვეკითხები მე
-ხო.
-არც კი ვიცოდი აქ სადმეს მსგავსი რამ თუ იყო.
-სრიალი იცი? -მეკითხება ის
-არა. -ვამბობ მე
-არც მე. -მპასუხობს ის
-მატყუარა ხარ!-ვამბობ მე და ლოყაზე ვკოცნი.
შიგნით შევდივართ. არც ისე ბევრი ხალხია როგორც მეგონა. ციგურებს ვიღებთ. ყინულზე ვდგები და ზუსტად 2 წამში ძირს ვვარდები. მეცინება, სანდროსაც ეცინება და მაშინვე ჩემსკენ მოდის. ფეხზე მაყენებს და ხელებს მხვევს. ცდილობს მასწავლოს რაც არც თუ ისე კარგად გამოსდის. ზურგიდან მიხუტებს და ერთად ვსრიალებთ. შემდეგ უკვე ვცდილობ მარტო სრიალს რაზეც კედელს ვეჯახები. ის ხელს აღარ მიშვებს. დაახლოებით 1 საათი გავატარეთ აქ მე კი სრიალი ნორ.ალურად მაინც ვერ ვისწავლე. გარეთ გავდივარ.
-თურმე გარეთ როგორ თბილა. -ვამბობ მე
-ხოო იქ ძალიან ცივა. -ამბობს ის. -ჩაჯექი მანქანაში და წავიდეთ აქედან.
-კარგი. -ვამბობ მე
-ნიკასთან იმუტომ იყავი რომ მე გაგემწარებინე ასეა ხო? -მეკითხება ის
-არა რატო? ის ჩემი სათადარიგო ვარიანტია. როგორც მე შენთვის. -ვამბობ მდ
-რაა? რას ქვია სათადარიგო ვარიანტი? -კითხულობს ის.
-ჰო. მხოლოდ მაშინ ვართ ერთად ერთად როცა შენ ლიკასთან ნაჩხუბარი ხარ. თუნდაც ახლა
-ახლა იმიტომ ვართ ერთად რომ აღარ მეშინია ჩემს გრძნობებში გამოტყდომის. -ამბობ ის
-დაგიჯერო? მაშინაც ხომ გამომიტყდი სიყვარულში და ეს მხოლოდ იმიტომ რომ შენ ლიკასთან იჩხუბე. და დილას როცა შერიგდით მე ისევ მიმაგდე. სანდრო მეორედ ამას ესე იოლად ვერ გადავიტან. -ვამბობ მე და თვალები მიწყლიანდება
-ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით.
-მიყვარხარ- ვამბობ მე.
კაფეში შევდივართ. ცოტას ვსაუბრობთ. უმნიშვნელო თემაზე მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია. სახლში გვიან მივდივართ. ჩვენი მშობლები უკვე სახლში არიან. შესასვლელ კარს ვაღებთ. მისაღებში შევდივართ. მისაღებში დედაჩემი და ლუკა სხედან მათ წინ ჩვენგან ზურგით ერთი გოგო ზის. ის ჩვენსკენ ბრუნდება. ეს ლიკაა. ის ტირის. სანდროს უყურებს.
-ყოჩაღ სანდრო. -ვამბობ მე და ასევე ატირებული ავრბივარ ოთახში.
----------------------------------------------------------------------------------------------
რას ფიქრობთ როგორია? თქვენი აზრით რა მოხდება შემდეგ?



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნამდვილად არ მინდა წინასწარ წარმოვიდგინო რა მოხდება,ძალიან ჩაიხლართა ყველაფერი
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Guest melisa

Bolos ra moxdaa? O.omomewona es tavi rogorc sxva danarchenebi, momwons es istoria, ufroswored miyvars! Sayvarlobaa <3shemdegi cota gaadide DA name Dadeee

[quote=Guest melisa]Bolos ra moxdaa? O.omomewona es tavi rogorc sxva danarchenebi, momwons es istoria, ufroswored miyvars! Sayvarlobaa <3shemdegi cota gaadide DA male Dadeee

Bolos ra moxdaa? O.o momewona es tavi rogorc sxva danarchenebi, momwons es istoria, ufroswored miyvars! Sayvarlobaa <3shemdegi cota gaadide DA male dadee

 


№3 სტუმარი Guest bubu

vaime ogond exla is ar iyves rac me mgonia, lika orsuladaa ?

 


№4 სტუმარი Guest ჯიჯი^^

ვაიმე დაგვაინტრიგე საყვარელო ო.ო ძაან კაია მართლა ^^

 


№5 სტუმარი ქეთი.იი

რა ქენი?ინტრიგა დამიტოვე?ჩქარა დადე თორე გავგიჟდები და შენ დაგსჯიან:დდდ
აუ,ძალიან კარგია და არ დააგვიანო,გთხოვ.<3<3<3

 


№6 სტუმარი message for you

zalian saintereso situaciaa...zaan momwons da velodebi gagrzelebas <3

 


№7 სტუმარი Guest Unknow

Male dade axali tavi tore mec likasavit mogivardebi saxlshi :d

 


№8  offline წევრი Together

ქეთი.იი
რა ქენი?ინტრიგა დამიტოვე?ჩქარა დადე თორე გავგიჟდები და შენ დაგსჯიან:დდდ
აუ,ძალიან კარგია და არ დააგვიანო,გთხოვ.<3<3<3

ხო ვეცადე :დ <3 აუცილებლად დავდებ ხვალ დღე

 


№9 სტუმარი Guest waka

Au rodis dadeb axal tavs ????) :-(

 


№10  offline წევრი Together

Guest waka
Au rodis dadeb axal tavs ????) :-(

ალბათ დღეს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent