"კინაღამ დამცდა - მენატრები!"
ხანდახან ისე ვილევი, მგონია ჩემს ერთ, რომელიმე დარდში შევიმალები და ადგილიც საკმარისზე მეტი დამრჩება სხვა დარდებისთვის. ხანდახან ასეთ დღეებს "ვეღარ გავუძლებ" დღეები გადაებმება ხოლმე, იმას "სხვა გამოსავალი აღარ არის დღეები"... სხვა რომ ყოფილიყო ჩემს სიტუაციაში დავისვამდი და ბრტყელ-ბრტყელი რჩევა-დარიგებებით ავუხელდი თვალებს, ავუხსნიდი, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. რომ ჩინური სიბრძნის თანახმად, ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი მინიმუმ სამი გამოსავალი არსებობს. მაგრამ როცა საქმე მე მეხება თითქოს ყველა სიტყვა, რომელსაც შეუძლია მდგომარეობა ოდნავ მაინც შემიმსუბუქოს შეთქმულივით ერთ მწკრივში დგება და ჩემგან ძალიან, ძალიან შორს მიდიან. იმალებიან, რომ საჭიროების შემთხვებაში არ დავუძახო და არ მოვიხმო. ეს დღეც ზუსტად ასეთი გათენდა. გათენდა თქო ვამბობ, მაგრამ არც კი მახსოვს როდის ან როგორ დაღამდა. რამდენიმე დღეა დარდად ქცეული ლანდივით დავდივარ. მგონია უამრავ ადამიანში ისე გავივლი, რომ გვერდის ავლა არავისთვის მომიწევს. -ამ დღეს თუ გადავიტან, ჩავთვლი, რომ უკვდავი ვარ,- აკვიატებულივით ვუმეორებდი ჩემს თავს და სახლიდან გასასვლელად ძალის იმ ნამცეცებს ვაგროვებდი, რომლებიც ყოველი შემთხვევისთვის, საგულდაგულოდ მქონდა გადამალული სხეულის სხვადასხვა კუნჭულებში. ვიცოდი, რომ ეს დღე ადრე თუ გვიან დადგებოდა. ვიცოდი, რომ გადაწყვეტილება მაინც ჩემი მისაღები იქნებოდა და ისიც ვიცოდი, რომ ამას მარტივად ვერ გადავიტანდი. მაგრამ მეტი აღარ შემეძლო. მანქანის გასაღები ნერვიულად მოვხსენი საკიდიდან და სახლიდან გასვლამდე საკუთარ თავს გავუღიმე სარკეში. ჯობდა საერთოდ არ ჩამეხედა. მინის ნაჭრის მიღმა ქალი იდგა, სრულიად უცნობი ჩემთვის და სრულიად უცხო ჩემგან. თვალები ცხელი სითხით ჰქონდა სასვე და მთხოვდა, მემუდარებოდა, რომ ეს არ გამეკეთებინა. წამით შევავლე თვალი, თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე, ვიცოდი ასე ძალის უკანასკნელ მარცვალსაც კარის ზღურბლთან დავაბნევდი და უკან დავიხევდი. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს გულში მდუღარე ჩამასხეს და ერთიანად მომეკუჭა. სახლიდან გასვლაზე მეტად გავვარდი, კიბეები ჩავირბინე და მანქანა ავტომატურად დავძარი ადგილიდან... სანამ უფრო მეტად დაგაბნევთ დროს ცოტაოდენით უკან გადავახვევ. ცოტას თქო ვამბობ, მაგრამ ერთ წელს ვგულისხმობ. ვიღაცისთვის შეიძლება წელიწადი არაფერი იყოს. ვიღაცას შეიძლება 365 დღე საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების საპოვნელად და დასაკარგადაც კი ეყოს. ჰოდა იმ დროს, როდიდანაც თხრობას ვიწყებ, მესამე კურსზე ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ქვეყნად რაც კი კარგი იყო ყველაფერი ჩემს გარშემო ხდებოდა. მყავდა ოჯახი, მეგობრები, კატა და საყვარელი საქმე, რომელშიც გულს ვდებდი და ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ ზუსტად იქ ვიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო და იმას ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა. უნივერსიტეტში ჩაბარების პირველივე დღიდან 6 მეგობარი შევაგროვე. 6 ისეთი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი, საუკეთესოს ვეძახდი და ყველაფერს ვუზიარებდი თუ კი რამ ჩემს გულს ეკარებოდა. წამიკითხავს, ყველა აღმართს დაღმართი მოსდევსო, მაგრამ არც მიფიქრია, თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ციცაბო დაღმართები შეიძლებოდა ყოფილიყო. არც ის ვიცოდი, თუ მათზე დაშვებისას შეიძლება მიწაზე ისე დავნარცხებულიყავი, რომ მთელი შიგნეული ამწვოდა იმედგაცრუებისგან. მაგრამ ვისწავლე. ამ წელს პირველი ინტერვიუ მაქ, უფრო მეტად პორტრეტი ვიდრე ინტერვიუ. 25 წლის წარმატებულ ბრენდ მენეჯერთან ვარ, რესტორანში "მეგობრებთან". მნიშვნელობა არ აქვს, ალბათ მერამდენე ინტერვიუ იქნება, ყოველვის ისევე ვინერვიულებ და ისევე ვიგრძნობ მუხლებში კანკალს, როგორც მაშინ, როცა პირველად გავაცნობიერე, რომ ჟურნალისტი უნდა ვყოფილიყავი. ზუსტად ისე მიცემს გული ყველა ინტერვიუზე წასვლისას, ისე მეჩხირება ყელში ბურთი, როგორც მაშინ, როცა კომპიუტერის ეკრანზე პირველად დავინახე ჩემი მომავალი პროფესიისა და ჩემი კავშირი. ყოველ ჯერზე ისევე მრჩება ფეხები უკან, როგორც მაშინ, როცა პირველად გადავწყვიტე ინტერვიუზე წასვლა. მაგრამ ვის ადარდებს რა ხდებაა ამ დროს, როცა გულში უსაზღვრო, ჩუმ სიხარულს და ძარღვებში ადრენალინის მოწოლას ვგრძნობ. მზად ვარ ყოველ ჯერზე ახლიდან ვქექო რესპონდენტის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია წინა ღამით და ნახევრად გამოუძინებელი გავიქცე ინტერვიუზე. კითხვები გზაშივე, მეტროს სკამზე, ქუჩაში კედელზე ან მუხლებზე მიდებულ ბლოკნოტში ჩავინიშნო. ეს ინტერვიუ განსაკუთრრებულია იმითაც, რომ დილით მეგობრები დამეხოცნენ და მეც მოვკვდი მათთვის. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც დილით წლების მეგობრობა დავმარხე, ვიტირე, ვიყვირე, ვიკანკალე, მაგრამ გულიდან ვერ მოვიწიწკნე. კიდევ უფრო შწმიყვარდა ჩემი პროფესია, რომ ამ გამოუვალ მდგომარეობაში მარტო არ დამტოვა, ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა. მომცა ძალა, რომ ცრემლიანი და დასიებული თვალები შემემშრალებინა და მაკიჟით დამეფარა ის ტკივილი, რაც მეგობრებმა მომაყენეს. მეგობრებმა, რომლებიც მომიკვდნენ. ჩემი საქმე იყო, ის რაც კანკალის დროს ძალას მაძლწევდა, რომ ყველაფრის მიუხედავად გამეკეთებინა ის, რასაც წინა ღამით დავპირდი საკუთარ თავს და რომ შენი მიზნები არავის და არაფრის გამო არ უნდა გადააჩოჩო უკანა პლანზე. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ადგე, მხრებში გასწორდე, თავი ზემოთ აწიო და თქვა, რომ შეგიძლია, რომ ყველაფერი გაივლის, ყველაფერი მოგვარებადია, თუნდაც იმ ერთი მეგობრის გამო, ვინც ამდენ მეგობართან ერთად არ მოგიკვდა. თუნდაც იმ საკუთარი თავის გამო, რომლისთვისაც ბრძოლა ყოველთვის ღირს. გამარჯობა ძვირფასო მკითხველო. მაპატიე, ცოტა დაბნეული ვარ და შენც თუ დაგაბნიე. სათქმელი ბევრი მაქვს, სიტყვებსაც ნელ-ნელა ვირიგებ, თუ ისინი რაღაც გზით მაუნც შენამდე ახლოს მოვა მომწერე და თხრობას აუცილებლად გავაგრძელებ, ჯერ დასაწყისიც კი წინაა☺️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.