შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფრისმომცემი ყოველდღიურობა


27-04-2021, 22:42
ავტორი ლიკლიკა
ნანახია 843

საუცხოო სურნელი ტრიალებს. ფანჯრიდან შემოსული გრილი ნიავი საამურად ეხება ჩემს მხრებს, რომლებიც  მოშიშვლებულან და უსულოდ ყრიან საწოლზე. ფარდა ნაზად ირხევა და ნიავი ისევ ჩემსკენ მოდის. თვალების გახელა მიჭირს, თუმცა ვგრძნობ, როგორ მოძრაობს ოთახში საამურად. -სურნელი? -დიახ, იასამნის სურნელია, მისი მომაჯადოვებელი სურნელი. ვგიჟდები იასამნისფერ იასამანზე. ციდან მოწყვეტილ პატარა ვარსკვლავებს მახსენებენ. თვალების გახელას არც ვცდილობ, ისე მსიამოვნებს ყველაფერი. თუმცა დროა, დროა გაახილო თვალები და დაიწყო ახალი დღე, დღე რომელიც შესაძლოა შენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ან უბრალოდ საშინელი აღმოჩნდეს.
- არა, არ მინდა ადგომა, ხმამაღლა ვიძახი და გვერძე ვტრიალდები. ასე ნიავს ვეღარ ვგრძნობ. სიამოვნება დასრულდა. დროა გავიღვიძო, მაგრამ ვაი, რომ საწოლი თავისკენ მექაჩებოდა.
თვალი ნაზად და აუღელვებლად გავახილე, ისე თითქოს რაღაც საკვირველი მელოდა. ღია ფანჯარასთან ფარდა ნაზად ირწეოდა. ფარდა კი იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე ლარნაკში მოთავსებულ იასამანს ეალერსებოდა. -ჰმ... აი თურმე რა ყოფილა გავიღიმე და ნელი ნაბიჯით დავიძარი მისკენ. ხელი ნაზად გადავუსვი იასამანს და შევკრთი. მაგიდაზე ბარათი და კალამი დამხვდა. თავში გამიელვა, ვიფიქრე ხომ არ დამტოვა. ერთხანს გაშტერებული ვუცქერდი ბოლოს მთელი ძალა მოვიკრიბე და წერილს დავწვდი. -მინდა ყოველი დილა შენი ღიმილით იწყებოდეს. წამით თავბრუ დამეხვა და თვალს დამიბნელდა. ამ წამს ის უფრო მახარებდა, ისევ ჩემთან რომ იყო. ფურცელი გულზე მივიკარი და გრილ ნიავს მივეცი თავი.
ბავშვის ტირილმა ისევ დამაბრუნა სახლში. თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი, დღეს სახლში დარჩენა და ბავშვებთან ერთი დღის გატარება გადავწყვიტე. -  ნიკოლას. ფურცელი საწოლზე დავდე და ბავშვთან გავიქეცი. კიბეზე ფეხი მერეოდა, ერთმანეთში მეხლართებოდა და ქვემოთ ჩასვლაში ხელს მიშლიდა.  როგორც იქნა ჩავაღწიე, მაგრამ ვხედავდი, სახლში ნამდვილად არ ვიყავი. - სად ვიყავი? - ქვეყნის დასალიერში. იქ საიდანაც იწყება ჩვენი არაფრისმომცემი ერთფეროვნება. ჩემს წინ მთელი გალაქტიკა იშლებოდა, აქ უფრო ცოცხლად თუმცა მოდუნებულად ვგრძნოვდი თავს. ჩემს ირგვლივ უეცრად ვარსკვლავები აენთნენ და უსასრულობაში ამოვყავი თავი. ირგვლივ ყველაფერი ბრუნავდა ჩემს გარდა. უეცრად შავი ფარდა დაეშვა, ვარსკვლავებით განათებული. თავბრუ მეხვეოდა. ბრუნვას არ წყვეტდა სამყარო. წამიერად მეგონა გალაქტიკაში დავიკარგე. უსასრულობაში... ნაბიჯი გადავდგი, ვარსკვლავს მინდოდა შევხებოდი, და აი ისევ დავბრუნდი აქ ერთფეროვნებაში. სადაც ყოველი დილა ერთნაირია. დღეები, რომლებიც დატვირთულია და ვიქენდები, რომლებიც მომაბეზრებელია. ერთისიტყვით ამ ცხოვრებით დაღლილი დედა, მეუღლე, დიასახლისი და საჯარო მოხელე მოგესალმებათ. - ჩემს ადგილას თქვენც დაიღლებოდით, თქვენც მოგბეზრდებოდათ და თქვენც იგივე რეაქციები გექნებოდათ ცხოვრებისეულ მოვლენებზე როგორიც მე მაქვს. - ჯანდაბა, ნეკა თითი ყოველთვის გვატყობინებს, რომ ჩვენს ირგვლივ არის ნივთები, რომ ჩვენ ყოველთვის ადგილზე ვართ. ბავშვის ტირილი მაღიზიანებს, თუმცა ინსტიქტურად მისაღები ოთახისკენ  ვტრიალდები და იმ კარადისკენ მივდივარ სადაც სასმელია, ჩემი განუყრელი მეგობარი, რომელიც ვიცი არასდროს დამტოვებს, მაშინაც კი როცა მარტო ვარ. მარტინს ვიღებ და ვისხავ, მაგრამ არა ნორმას, ჭიქას მთლიანად ვავსებ და სულმოუთქმენლად ვსვავ... - ბავშვი, ოხ ეს ბავშვი, ერთს კიდევ ვისხავ, მაგრამ ამჯამად არ ვსვავ. მშვიდად, აუღელვებლად და ჩუმად მივდივარ ოთახისკენ, სადაც ჩემი ბავშვია. ვგრძნობ, როგორ მომედო სასმელი, თუმცა დალევას არ ვწყვეტ... -აი მეც მოვედი... ღიმილით, მაგრამ ბარბაცით მივედი ნიკოლასთან.  - ჩემო პატარა... შენ რომ არა დილით ვინ გამაღვიძებდა, ვინ გამომიყვანდა უხერხული სიტუაციებიდან და ვინ მაიძულებდა ყოველი დილა დაწყებულიყო ნასვამ მდომარეობაში...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent