მზესუმზირები და მზე
შემაღლებულ მთა-გორზე ხის პატარა, ერთ ოთახიანი სახლი იდგა, ფანჯრებზე შავი ნაჭრები იყო ჩამოფარებული. სახლის კარი ღია იყო, ოთახს მხოლოდ გარედან შემოსული მზის ყვითელი სხივები და ყვითლად მოციმციმე, პატარა ნათურები ანათებდა. მთელს ოთახს კენკრის ჩაის სურნელი ჰქონდა მოდებული. ზუსტად კარის ზღურბლზე ჰქონდა გოგონას სარწეველა სკამი დადგმული, აქეთ-იქეთ ირწეოდა ნელ-ნელა, ჩაის ჭიქისთვის ორივე ხელი შემოეხვია და უკვე მის თითებშიც გამჯდარიყო კენკრის არომატი. ღრმად შეუშვა ფილტვებში სასურველი სურნელი, ნეტარებით მოსვა ერთი ყლუპი და უკვე ტრადიციული აღრფრთოვანებით მიაშტერდა მზის ჩასვლას მზესუმზირების თავზე. ბოლო გაბრძოლებასავით იყო მზის სხივების უკანასკნელი მოალერსება მზესუმზირის ფურცლებზე. უფრო მეტად ოქროსფერდებოდა მისი ფურცლები მზის ჩასვლისას. მთელი ძალით ცდილობდა ღრუბლებამდეც მიეღწიათ მის სხივებს, უნდოდა ყველა და ყველაფერი, თბილ ყვითელში ჩაძირულიყო. ყოველ ჯერზე ახერხებდა ამას, თუმცა, მხოლოდ, დღის უკანასკნელი სხივების გაქრობამდე. კმაყოფილი ღიმილით შესცქეროდა გოგონა ამ სანახაობას, ბედნიერების ზედმეტად დიდ ტალღებს გრძნობდა მის გარშემო, თითქოს მის სულშიც შეეღწიათ მზის სხივებს და მისი ტკივილი აღარ იყო ისეთი შემზარავი როგორიც დანარჩენ დროს, ირგვლივ ყველაფერი ყვითელში იძირებოდა, მისი ჩათვლით. აქეთ-იქეთ ირწეოდა ნელ-ნელა, თვალებ დახუჭული უსმენდა მზესუმზირებს, ქარის ყოველ დაბერვაზე მელოდიურად რომ ირხეოდნენ. თბილი ნიავი თმაში სასიამოვნოდ დაჰქროდა და მხრებსა და კისერზე პატარ-პატარა კოცნებს უტოვებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.