შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"რკინის ლედი"


29-04-2021, 02:34
ავტორი ninimidel
ნანახია 973

I თავი
«დიდი ტკივილი»




ბავშვობა,რომელიც ძალიან ლაღი და თავისუფალი იყო შეცვალა მუქმა ღრუბელმა... ჭექა-ქუხილივით გავარდა ეს ამბავი და მეხივით დამეცა თავზე.მაშინ 14 წლის ვიყავი.ყველაზე დიდმა ტკივილმა მომიცვა და მთლიანად დაისადგურა ჩემს გულში.ვიგრძენი აუტანელი უსუსურობა და უსაშველო შიში.
დეკემბრის სუსხიანი დღე იყო...ცეკვიდან საღამოხანს დავბრუნდით მე და ჩემი და ელი.მიუხედავად იმისა,რომ სახლში სტუმრად ჩემი უსაყვარლესი მამიდაშვილი-მაგდა მელოდა, გული მაინც ამოუცნობი სევდით მქონდა სავსე. გაყინულ სხეულს,ცხელი ჩაის სმის ცერემონიალით ვითბობდით,როდესაც მეზობელი შემოვიდა და დედიკოს საშინელი ახალი ამბავი აცნობა:
- თეა,ზედა ქუჩაზე ბავშვი გარდაცვილა.
- რას ამბობ ბელა! ვინ ბავშვი, როგორ? - დედიკომ შეშფოთება ვეღარ დამალა,შევამჩნიე როგორ ანიშნა,რომ აღარ გაეგრძელებინა. მოგვიბრუნდა და გვითხრა:
- აბა სამივემ რამე კარგი ფილმი აარჩიეთ – მის ნათქვამს უსიტყვოდ დავემორჩილეთ,მაგრამ გული საშინელებას მიქადდა. ოთახში შესულმა უინტერესოდ დავიწყე ფილმის ძიება. ჩემი მთელი ყურადღება კარს მიღმა დაბალი ტონით მოსაუბრე დედიკოსა და ბელასკენ იყო მიმართული, ძლივს გავიგე მათი ლაპარაკი,რომ ჩვენს ზედა ქუჩაზე ბავშვი გარდაცვლილიყო,მაგრამ ვინ იყო ეს ბავშვი არავინ ვიცოდით. ძალიან შემეცოდა ვინც არ უნდა ყოფილიყო და გული უფრო ამიფორიაქდა...მივხვდი რა დაუნდობელი რამაა სიკვდილი,მისთვის არააქვს მნიშვნელობა ბავშვია,ახალგაზრდა თუ მოხუცი...შიშმა ამიტანა, გულს მიღრღნიდა ამოუცნობი ტკივილი,თითქოს, რაღაცას ვკარგავდი, რაღაც ძალიან ძვირფასსა და სათუთთს. ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.
დილით მამიკომ ადრე გაგვაღვიძა...
- აბა სწრაფად გაემზადეთ მანქანა ორ საათში მოვა. ბებო და პაპა უკვე გელოდებიან.
ჩვენ უსიტყვოდ წამოვდექით,გავემზადეთ და გავემგზავრეთ სოფელში. მთელი ათი დღე უღიმღამოდ გავატარე, ვტიროდი უაზროდ თითქმის ყველაფერზე.გულზე ლოდივით მაწვა რაღაც და ვერაფრით გავინთავისუფლე თავი. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო,რომ ამ სოფელში ბებოსთან და პაპასთან ერთად ჩემი საყვარელი მამიდაშვილები მელოდნენ.ყველა მათთან გატარებული დღე მხიარულებითა და ხალისით იყო სავსე.ახლა კი, რაღაც უჩინარი ძალა თბილისისაკენ მექაჩებოდა, ერთისული მქონდა როდის დავბრუნდებოდი. მხოლოდ ერთი კითხვა მიღრღნიდა გულს - «ვინ გარდაიცვალა ზედა ქუჩაზე...
და აი ის დღეც...როგორც კი სახლში შევედი თავი მოვიწესრიგე კომპიუტერს მივუჯექი,ჩვენი დროის ყველაზე ხშირად მოხმარებად სოციალურ ქსელში «Facebook”-ში შევედი და კონტაქტებში ჩემი საუკე მეგობარი მოვძებნე, რომელიც მწვანედ ციმციმებდა და ღმერთს უნებურად მადლობა გადავუხადე. ისიც ზედა ქუჩაზე ცხოვრობდა და თითქოს გულზე რაღაც მომეშვა. სასწრაფოდ მივწერე:


- გოგო ვინ გარდაიცვალა თქვენ ქუჩაზე
- რომელი ხარ
- ნინი რა გჭირს ნინი ვარ-მივწერე და გავიფიქრე- ალბათ გაუტეხეს
- შენი საუკეთესო მეგობარი ეს რა ხუმრობაა
- უი ნინი…,მე ნინი არ ვარ ნინის გაუბედურებული დედა ვარ.ჩემი ნინი აღარ მყავს


...ეს ყველაზე საშინელი სიტყვები იყო, რაც კი ოდესმე მსმენია. გავქვავდი და ფერი დამეკარგა. ვეღარ ვინძრეოდი ვერ ავღწერ რა შეგრძნება დამეუფლა. ხმას ვეღარ ვიღებდი ვერ აღვწერ ჩემს გულში რა ხდებოდა, ამას ტკივილი არ ერქვა, ეს ბევრად მეტი იყო. ვერც ვტიროდი,თითქოს, სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა. ელენემ და მაგდამ შემომხედეს მიხვდენენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო
- ნინი რა გჭირს?
- რა დაგემართა, მოხდა რამე?
- დეე, დედა ნინის რაღაც სჭირს...მგონი ცუდადაა- ოთახის ზღურბლზე აღელვებული დედიკო შემოვარდა.
- რა გჭირს დეე, რა მოგივიდა- მე ლაპარაკი არ შემეძლო, თითით ვანიშნე კომპიუტერის მონიტორზე. იმ საშინელმა წინადადებამ, რომელიც მონიტორეზე ამოიკითხა, ყველა შეაძრწუნა. მე დედიკოს ჩავეხუტე მთელი ძალით და ახლაღა შევძელი ტირილი. ისიც ტიროდა...ტიროდა ნინის გამო და ალბათ იმიტომ, რომ სიტყვებს ვერ პოულობდა ჩემს დასამშვიდებლად, ან კი როგორ იპოვიდა ასეთი სიტყვა ხომ არ არსებობს ლექსიკონში.
თითქმის მთელი თვე ფანჯარა ჩემს საუკეთესო მეგობრად იქცა. მასთან გატარებული ყოველი მომენტი კადრებივით მიტრიალებდა თავში. ჩვენ ყოველ დილით ერთად მივდიოდით სკოლაში, ხელს გეგეშიძის ბაღში ვუშვებდით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი ამავე ადგილას ვხვდებოდით. მთელი დღის ისტორიებს გეგეშიძის ბაღში ვუზიარებდით ერთმანეთს...ნეტავ იცოდეთ რამდენ ბედნიერ კადრს ინახავს ეს ბაღი.მისი კისკისი ზარივით ჩამესმოდა ყურებში...
სწორედ ამ ბაღში ვართ, ამიკომ ჩემი დაქალის ანამარიას წერილი წამართვა, გავეკიდე მთელი სისწრაფით, რაც ჩემი სხეულისთვის შესაძლებელი იყო. მან ფეხი რაღაცას წამოკრა, თავი ვეღარ შეიმაგრა და ქვაფენილზე პირდაპირ ცხვირ-პირით დაენარცხა. რა თქმა უნდა მეც არ ვიყავი უკეთესი მორბენალი და ზედ გადავემხე. რამდენიმე წამში გავაანალიზე, რომ უცხო წყვილის ფეხებთან გავიშხლართეთ. ხელი ძალიან ცუდად დამყვა და ვიღრძე. ტკივილი სინათლის აღქმის საშვალებას აღარ მაძლევდა, ამიტომ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. ელენი და მარია ცდილობდნენ სიცილისგან თავი შეეკავებინათ, მაგრამ, აი რაც შეეხება ნინის...აკაკანდა, თანაც ისე მთელ ბაღს აყრუებდა მისი სიცილი. მისი ეს საქციელი მაშინ ცოტა მეწყინა. მაგრამ ახლა...ნეტავ ახლაც დამცინოდეს, თუნდაც უფრო მეტად მტკიოდეს ხელი, იცი? ყოველდღე წავიქცეოდი ჩვენს საყვარელ ბაღში და ყოველდღე ვიღრძობდი ხელს თუ ეს მისი სიცილის კიდევ ერთხელ გაგების საშვალებას მომცემდა...ნეტავ ისევ ისე დამცინოდეს,მეხუმრებოდეს, მაბრაზებდეს, ხან მეხუტებოდეს. როგორი მწარეა უშენობა ნინი:როგორი მდუმარეა ხალხით სავსე გეგეშიძის ბაღი და როგორი ცარიელი, ჩვენი ავტობუსი. ახლა კი გზაზე გადასვლისას მხოლოდ ნიავს ვგრძნობ ხელზე, რომელსაც ჩვენი იმედი კვლავ ჩემამდე მოაქვს...ყოველი ხელის გაშვებისას იმედს ვიტოვებდით, რომ მას ჩემს სკოლაში გადმოიყვანდნენ და ერთ დღეს ერთად შევაბიჯებდით 55-ე-ში.
ამ ისტორიაში გასაოცარი ის არის,რომ ჩვენ განუყრელი მეგობრები ვიყავით,ერთმანეთის ყოველი ნაბიჯი ვიცოდით, თუნცა, ჩვენი ოჯახები ერთმანეთს არ იცნობდნენ, თუ ჩემს დას ელენისა და მის დას- მარიას არ ჩავთვლით.
სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი,როდესაც დედაჩემის ტელეფონზე ზარი გაისმა, ეს ნინის დედა იყო, რომელიც ატყობინებდა, რომ ნინის მეგობრები 27 იანვარს, ნინოობას, მიჰყავდა საფლავზე და სთხოვდა, რომ მე და ელიც გავეშვით.რა თქმა უნდა მას ერთი წამითაც არ უყოყმანია...
დილით გეგეშიძის ბაღში რომ მივედით, ბავშვები უკვე შეკრებილიყვნენ...მანქანა გაჩერდა და იქიდან შავებში ჩაცმული ლანდი გადმოვიდა, ეს ნატალია იყო, ნინის დედა. ყველას თბილად მოგვესალმა და მარშუტკისკენ მიგვითითა, რომ ჩავმსხდარიყავით, თუმცა მოულოდნელად ხელი მომკიდა და მთხოვა წინ მის გვერდით დავმჯდარიყავი. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი,არც ისე ახლოს ვიცნობდი, სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი. მთელი გზა საუბარში გავლიეთ. ერთ მომენტში კი ისეთი რამ ვთქვი, რამაც გამაოგნა, ის კი სასწაულად შეაცბუნა და მდუღარე ცრემლები, რომელიც მის სახეზე მარგალიტებივით ეშვებოდნენ ვეღა დამალა. როდესაც ნინიზე ვლაპარაკობდით, მას თვალები აემღვრა, სახეზე ხელები მოვკდიე და ვუთხარი,რომ მის ლამაზ თვალებს ცრემლები არ უხდებოდა. არ ვიცოდი ეს რატომ გავაკეთე. მითხრა, რომ ასე მხოლოდ ნინი ეუბნებოდა. დაბნეული ძლიერად მოვეხვიე. სიტუაციის გაცნობიერებას ვცდილობდი და ვიგრძენი, რომ თითქოს ნინი... ის ჩემში იყო.
დამპალო სასაფლაო, ადგილი სადაც ჩემს ანგელოზს სძინავს. ჯერ ეკესიაში შევედით, სადაც ნინის მამაომ გვიქადაგა და მოგვილოცა ნინოობა. წმინდა ნინოს ხატთან ორჯერ ჩამიქვრა სანთელი, რაც მამაოს არ გამოჰპარვია, რადგან აშკარა მღელვარებას ვერაფრით ვმალავდი...ეს ლოცვის დროსაც განმეორდა. მამაო აგძელებდა ქადაგებას და გვიხსნიდა როგორია ცხოვრების გზა, რომ ერთი დიდი კიბეა,რომელზე სვლაც არ უნდა შევწყვიტოთ, ზოგჯერ ჩამოვვარდებით, მიწაზეც რომ დავენარცხოთ უნდა წამოვდგეთ და სვლა განვაგრძოთ. როდესაც სანთელი ისევ ჩამიქვა და გავაცნობერე,რომ ეს აშკარად ვერ იქნებოდა ნიავის ბრალი მამაომ მომმართა- ის აქ არის, შენთან- იმ მომენტში თავს უცნაურად ვგრძნობდი, მისი დაკარგვით გამოწვეულმა ჭრილობამ გულში უფრო მეტად მომიჭირა.
სასაფლოზე მისვლისას თავი ვერ შევიკავე. ცრემლები მომეძალა მისი საფლავის დანახვისას... ნინის «საფლავის» დანახვისას, ეს საშინლად ჟღერს... ამდენიხანი გავიდა და მე კიდევ არ მჯერა, იმედი მაქვს ერთ მშვენიერ დღეს ზურგზე ვიღაც ხელს შემახებს, შეძრწუნებული შევბრუნდები და მომეჩვენება,რომ თვალები მატყუებენ. ჩავეხუტები ისე ძლიერად, რომ ვეღარ მომწყვიტონ, შიშით...სიკვდილის ძალამ ისევ არ წამართვას მისი თავი...მე ხომ მის გვერდით არ ვიყავი თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებში...წუთებში,როდესაც ასე ვჭირდებოდი. ამას ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს.თურმე ვირუსისგან ფერდაკარგული და გალურჯებული მისი სახე ლოცვის დროს შეიფარკლა და წარბებს შორის ჯვარი გამოესახა. ეს სასწაულად აღიარეს. ჩემი ანგელოზი, თურმე გარდაცვლილიც ისეთი ლამაზი იყო...მან შეძლო და თავი მხიარული, ხალისიანი და ცხოვრებით აღსავსე დამამახსოვრა. მე ხომ მისი ხილვის საშვალება მაშინ არ მომეცა...
როდესაც საფლავიდან სახლში დავბრუნდით უგუნოდ დამეძინა. უცებ გავითიშე, სიზმარში კი ნინი მოვიდა ჩემთან, მთხოვა ,რომ მარია ისე შემეყვარებინა, როგორც საკუთარი და, მესწავლებინა და გამეზარდა. მე მას პირობა მივეცი და იმ ღიდან დავიწყე მიცემული პირობის შესრულება.
დედიკომ გადაწყვიტა რაღაც შეეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ იფიქრა ახალი გარემო კარგად იმოქმედებდა ჩემს დეპრესიაზე და რადგან ელიც თავის კლასსა და დამრიგებელს ვერ ეწყობოდა სხვა სკოლაში გადაგვიყვანა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent