შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდას


1-03-2020, 00:36
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 867

შემძრა მძიმე თოვლის გროვამ
შეუდრეკელ მასად ის დევს.
მე მომიცვა თითქოს გლოვამ.
სევდას გლოვა უკან მისდევს.

უფერულმა ზეცამ შემძრა,
სიკვდილის ზარს უფრო ჰგავს ის.
ეს გრძნობები სადღაც შეძვრა,
ერთის კვდომა ხომ სხვას გაზრდის.

მე ღრუბელმა შემიწირა,
მომიგროვა ისევ დარდი.
სიყვარულმა ვერ მიყვირა,
ჩემთვის მხოლოდ შენ აქ ჩანდი.

გამხმარ ხეთა უსულობამ
მათთან ერთად მე გამახმო.
ამ გრძნობათა უსრულობამ,
ამ მიწაზე მე დამამხო.

ეს სიცილიც სიმწრის არის,
რა გგონიათ აბა ხალხნო.
ჩემში ვარდი დარდის ჰყვავის
და შენ როგორ არ მოგაგნო.

მხოლოდ შენზე ვფიქრობ, ვდარდობ,
რომ წახვიდე სად გამართობ.
ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი,
სევდავ, ძლიერ შემიყვარდი.

მხოლოდ შენ ხარ ჩემი გრძნობა,
სად წავიდეთ მხოლოდ ეგ თქვი.
არ იქნება აქ დანდობა,
რადგან მუდამ შენ მე მერთვი.

შემძრა მძიმე თოვლის გროვამ
შეუდრეკელ მასად ის დევს.
მე მომიცვა თითქოს გლოვამ.
სევდას გლოვა უკან მისდევს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent