შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით" (11)


29-04-2021, 02:48
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 260

სამზარეულოში მძიმედ იწვა სიჩუმის ყველა კუთხე, მაგიდასთან სკამზე ჩამომჯდარი ეკატერინეს მზერა გაშტერებოდა ერთ წერტილს.ახლადმოხარშულ ყავას ასდიოდა ოხშივარი,სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ტორშერიდან მომავალი მბჟუტავი სინათლით ძლივს შესამჩნევ სივრცეში.ფიქრები,ერთ დიდ შავ გორგალად უტრიალებდა თავში,იცოდა არაფერი უნდა შეშლოდა, ყველაფერი ზედმიწევნით,თითოეული დეტალის გათვლით უნდა გაეკეთებინა, სულ მცირე შეცდომა დაღუპავდა.
კარზე ძლივს გასაგონად მოაკაკუნეს და მაშინვე დენის დარტყმის ეფექტი ჰქონდა ხმას,ისე გამოცოცხლდა.სანახევროდ შეღებულ კარში შემოატარა ორი ჩრდილი.მაგიდაზე დადეს უზარმაზარი ყუთი და სკამებზე მოთავსდნენ.ქალი მაშინვე ჩავარდა ფურცლების გროვაში და გამომცდელად დააკვირდა ახლად მოსულებს.
-კატო ყველაფერია, ერთი ფურცელიც კი არ აკლია...ისე შევინახე როგორც მომაბარე...-დამარწმუნებლად ამოილაპარაკა გიამ და მის წინ მდგომის მოშვებულ ფიგურას დააკვირდა,მშვიდად რომ მიეყრდნო სკამის საზურგეს.
-დარწმუნებული ხართ? ნამდვილად გინდათ ამის გაკეთება?...-ახლა მის წინ ორი,უღალატო ადამიანი იჯდა და იცოდა მხოლოდ მათ გაწირვას ვერ შეძლებდა. უკან დასახევ გზას არასდროს ჩაუხერგავდა.
-გეყოფა...ამ საქმეში სამივე ვართ, ჯერ კიდევ დასაწყისიდან...-ღიმილით გამოხედა სანდრომ და ხელისგული წაავლო მის მაგიდაზე მისვენებულ თითებს.
-ერთი სრული ღამე გაქვთ, იცოდეთ რომ მერე უკან ვერ დაიხევთ...ხვალ დილით კიდევ დაფიქრდით.
-გეყოფა კატო ! გეყოფა !...-მოითმენლად ამოიჩურჩულა გიამ და მისკენ წაიწია...-ხვალ საღამოს დამირეკე და მითხარი რომ ეს ყველაფერი დავწვა,გესმის?...-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ქალმა…-ახლა წადი და მოიტანე !
ყოფილი ჯორჯაძე ფეხზე წამოდგა და საძინებლის სიბნელეში მიიმალა.სამზარეულოში მოთმინებით ელოდნენ,სანამ ხელისგულებზე ნაკვერცხალივით მწველი ნივთი არ გამოაჩინა, სანდროსთან ერთად თავადაც დააკვირდა გიას ქმედებებს,როგორ ფრთხილად გახსნა უკვე ხელთათმანებით შემოსილი თითებით ყუთი,როგორ გაიელვა ვერცხლისფერმა მეტალმა და გულისჯიბიდან ამოღებულ სითხეში დასველებული აბრეშუმის ნაჭრით, გაასუფთავა.კიდევ უფრო აბრჭყვიალდა, ერთიანად იქცა სარკედ, რომელშიც კატომ ისევ საკუთარი თავი დაინახა,როგორც მაშინ როცა პირველად მიაჩეჩეს ხელში.სუნთქვა შეკრა, სანამ ფრთხილად არ მოათავსეს ისევ თავის ხის ყუთში.გიამ მშვიდად ახედა და გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა.
-გახსოვდეს ეს ყუთი მხოლოდ შენ უნდა გეჭიროს ხელში, არავის მიაწოდო...არ დაგავიწყდეს გესმის?...-თავი დაუქნია და მინიშნება გაიგო.ისევ დაავლო ხელი ყუთს რომ კარადის ბნელ კუნჭულში დაემალა.
-ჯაყელი?...-იკითხა უკან დაბრუნებულმა.
-როგორც კი დილით ყველაფერი ჩაივლის, მაშინვე შევხვდებით...ხალხმრავალ ადგილას, სადაც ვერავინ გაიგონებს თქვენ საუბარს მაგრამ ყველა დაგინახავთ.ჩემ თავზე ვიღებ ...-დაამშვიდა სანდრომ.
ერთმანეთის ზურგის გასამაგრებლად ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაერთიანებულები, ერთ სივრცეში ისხდნენ, ყავას შეექცეოდნენ და მდუმარედ გახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს.კატო მართალი იყო როცა დავითს და ზურაბს ემუქრებოდა ყველაფერი შენახული მაქვსო, თანაც მასთან ვისაც ვერასდროს მიაგნებთო...და მართლაც, დავით ჯორჯაძეს ტვინი, მოხერხება თუ ეშმაკობა არასდროს ეყოფოდა იმის მისახვედრად რომ წლების განმავლობაში მისი ერთგული დაცვის თანამშრომელი აღმოჩნდებოდა ის ვისი შიშითაც თავისი ბინძური საქმის მთავარ მოწმეს ვერაფერს დაუშავებდა.გიაც გარიეს სიბინძურეში,კატოს შფოთიანი ძილების მერე ხვდებოდა კაცი რომ სისხლი ხელებზე თავადაც შეაშრა, საკუთარი დუმილით, დანაშაულის გაუმჟღავნებლობით.უყურებდა კატოს,როცა ქალმა გაანალიზა როგორ გაწირეს და იცოდა,მისი დროც დადგებოდა.ამიტომ არ უყოყმანია, ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დამალვის საკუთარ თავზე აღებისას.
-საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არის,თუ ვინმე არ გაამხელს, ვერასდროს მიხვდებიან კავშირს...-ისევ თავის სიმღერას ღიღინებდა კატო.
-და ყველანი გავიქცეთ? ყოველდღე ვიცხოვროთ შიშში,როდის გათქვამს ვინმე საიდუმლოს და თავდაყირა დააყენებს ყველაფერს?დაველოდოთ როდის მოგვკლავენ ჯაყელები ან ჯორჯაძე?...-უცებ გაჩუმდა და სანდროსკენ დარცხვენილმა გაიხედა, მაგრამ წყრომას ვერ წააწყდა ბიჭის სახეზე...- ამ საქმეს ხვალ ბოლოს მოვუღებთ და ყველანი ჩვენსას მივიღებთ!...-არ ამჟღავნებდა შიშს გია, მხოლოდ დაღლილობა იყო მისი მამოძრავებელი.სამი წლის მანძილზე მარტო კატო არ იძინებდა მეორე დილის მშვიდობიანად ვერგათენების შიშით.
-მაშინ ხვალ!...-ერთმანეთს საბოლოოდ გადახედეს და კატომ ხელისგულები გაიწვდინა რომ ორივე მოკავშირეს შეხებოდა.მათი ფიცი უსიტყვო იყო,სამივეს თავისი მიზანი ჰქონდა მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ რომელიმე თავისის მისაღწევად მეორეს გაწირავდა.
ეკატერინეს საღამო სიმარტოვეში გაგრძელდა...არ გარყეულა...ისეთ სიჩუმეში იჯდა გამთენიამდე, რომ საკუთარი სუნთქვის ხმა ესმოდა.როგორც კი ცამ თავისი, მაბრწყინობელი შვილებით,გაანათა ოთახი, დაპროგრამებულივით წამოდგა.სააბაზანოში სახის დაბანისას წააწყდა დალურჯებული ტუჩის კუთხის სიმწარეს, ჯერ კიდევ ეწვოდა გუშინდელი შეხება.საჩვენებელი თითის ბალიშით ფრთხილად შეეხო ღიმილის კუთხეს და გაყინული მზერით დაპირდა საკუთარ თავს,ორჯერ არც კი დავფიქრდები ისე გავაკეთებ ამასო.იცოდა ეკატერინემ რომ ამჯერად აღარ ინანებდა, ამჯერად აღარ დაიწვებოდა საკუთარ ცეცხლში.თეთრ პერანგზე მოიცვა შავი ჟილეტი და პიჯაკი, შავ კლასიკურ შარვალში გამოწყობილმა ცივად აათვალიერა ქალი, სარკიდან რომ ასეთი ცარიელი შეჰყურებდა და ცხენისკუდად შეკრულ თმაზე უფრო მეტად გამოუჩნდა ჩაცვენილი თვალების უძილობა.ამჯერად აღარ დამალავდა, საკუთარ თავს გამოჩენდა, ყველას თვალში გაეჩხირებოდა მისი ჩაშავებული უპეები,როგორც გახლეჩილი ცხოვრების მთავარი მტკიცებულებები.მაგრად შეიკრა დაბალძირიანი ფეხსაცმლის თასმები და საათზე შეამოწმა დრო.კარადა გამოაღო,ტანსაცმელების გროვაში ჩამალული, მოპარული საქმის ყუთი გადმოათრია და წამიერად შეავლო მზერა პაწაწინა ხის ყუთს...მაგიდასთან მოთავსებული აშტერდებოდა ფურცლების გროვას,თითები ათი წუთის მანძილზე არ მოშორებიან გადასაფარებლის ზედაპირს.ითვლიდა კატო, საკუთარი თავისუფლების წუთებს ითვლიდა, ღრმად სუნთქავდა და მოთმენით აკვირდებოდა მაჯაზე მოთავსებული ციფერბლატის ისრების სირბილს.როგორც კი ათი საათი შესრულდა, ფეხზე წამოდგა, ყუთს დაეჯაჯგურა და კარის ზღურბლს გადააბიჯა.
განყოფილებასთან მისულმა ორი წუთით შეიცადა და მისი სამიზნეც გამოჩნდა.მაშინვე გადმოვიდა, უკანა სავარძელზე მოთავსებულ ყუთს დაეჯაჯგურა და მიხვდა რომ შეამჩნიეს.მისკენ წამოვიდა კაცი და როგორც მაშინ,არ დაიზარა დახმარება.
-კატო მოგეხმარები...-უარი თავის გაქნევითაც კი არ განუცხადებია.მაშინვე ადგილი იცვალა და შეიცადა,სანამ მასზე ერთი თავით მაღალი ფიგურა აიტაცებდა ფურცლების გროვას.
-მადლობა ნოე...-ეცადა ტონი მაქსიმალურად დაეთბო.
-შუბლი როგორ გაქვს?...-ნაბიჯის გადადგმისთანავე სცადა გამოლაპარაკება...-ვწუხვარ რომ ვერ შევძელით მათი დაკავება.როგორც ჩანს ზოგიერთის გავლენა ჯოჯოხეთს ანათებს.
-ჩივილს მაინც არ ვაპირებდი ნოე, ასე რომ ნუ იდარდებ...-კარი გაუღო ქალმა და გაატარა...-გაბრიჩიძე აქაა?
-უფროსი? არ ვიცი, მეც ამ წამს მოვედი...გინდა ვუთხრა რომ მოხვედი?...-თავი დაუქნია კატომ და ადგილზე გაჩერდა...-ეს არქივში მიგაქვს? ამას წაგაღებინებ და…
-არა ! ...-წამოიყვირა და ენაზე იკბინა მაშინვე...-მირჩევნია ახლავე უთხრა გაბრიჩიძეს რომ სათათბირო ოთახში შემხვდეს, სესილისთან დარეკოს და დაიბაროს...ამას მე წავიღებ!...-ხელიდან გამოგლიჯა და ზედმეტი ემოციის გამოხატვით, აფეთქებულმა სიმწრით დაავლო ყუთს ხელი.
არქივის სივრცეში ნაცნობი ნესტი და სიბნელე კარის შეღებისთანავე ეცა სახეში.პირდაპირ წავიდა მესამე სექციისკენ, მესამე თაროზე, ყველასთვის მიუწვდომელ ადგილას შემოდებული ყუთი ჩამოიღო, წინასწარ გაყოფილი ფურცლების ნაწილი თავზე დაადო და თავად ამ ყუთზე მოთავსებული ფურცლების გროვა თავისი საქმის ზედაპირს ააწება.ყოველი შემთხვევისთვის ისევ მაღალ თაროზე შემოდო და ღრმად ამოისუნთქა,როცა მიხვდა სიმწრით რა სიძმიმის ყუთებს მიუჩინა ადგილები.მობრუნდა და გაიგონა როგორ გაიღო არქივის კარი, სმენა დაძაბა,თუმცა მას შემდეგ რაც გაბრიჩიძის მაღალი ფიგურა გამოიკვეთა მიხვდა,მხედველობა უფრო დამჭირდებაო.ცარიელი მზერით მიაშტერდა და როცა გაანალიზა საუბრის დაწყებას ცდილობსო, დიალოგის გამართვამდე სცადა გაცლა.სანამ გაუთანაბრდებოდა,მანამ მიაწება კაცმა ხელისგული მიცელზე და უკან დახია.შეხებისას ყოფილმა გაბრიჩიძემ თვალები მაგრად დახუჭა და დილანდელი დანაპირები გაიხსენა.
-კატო უნდა ვილაპარაკოთ...-მშვიდად წარმოთქვა და ჯიქურ დააცქერდა.
-ეკატერინე ბატონო ნიკოლოზ, თქვენთვის მე დიდი ხანია კატო აღარ ვარ…-ზიზღით ამოისინა და ჯერ კიდევ თავის მუცელზე აკრული ხელისგული დარტყმით მოიცილა.
-კიბატონო, იყოს ეკატერინე...უნდა ვილაპარაკოთ ! …-დაიყვირა და ყუთებით სავსე სივრცეში მაინც ექოსავით დატრიალდა ხმა.
-ნუ ღრიალებ! ვილაპარაკებთ, ოღონდ აქ არა,ახლა არა და მოწმის გარეშე არა...-ღვარძლიანად ამოისისინა და ნაბიჯი წადგა კარისკენ, ზღურბლთან წამოეწია გაბრიჩიძე.
-ახლა არა, აქ არა, მოწმის გარეშე არა ...-სულთამხუთავივით უჩურჩულა თავისივე სიტყვები და სიმწრისგან გაეცინა კაცს.
სათათბირო ოთახს შეაფარა თავი და ყურადღება არ მიქცევია მიშას გაკვირვებული მზერისთვის.მაშინვე ყავის აპარატისკენ გაიწია და ცხელი სითხით ავსებული ჭიქა დადო მაგიდაზე.უკვე სკამზე მოთავსებულს შეეკითხა, ყოფილი თანამშრომელი.
-წარბი როგორ გაქვს კატო?...-ფრთხილი იყო მიშას შეკითხვა,მაგრამ კატო მაინც მიუხვდა რომ საერთოდ არ აინტერესებდათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.საუბრის წამოწყებას ცდილობდნენ.
-უკეთესად აღარ შეიძლება მიხეილ...-დამცინავად დააკვირდა და კაცისგანაც იგივე ღიმილის მიღების შედეგ წამიერად ინატრა, ის ყავა სასულეში გადაცდებოდეს ნეტავო.
ნოე უხერხულად იშმუშნებოდა კუთხეში და ინტერესით აკვირდებოდა სიტუაციის განვითარებას.ატმოსფერო უფრო დამძიმდა როცა კოპებშეკრული გაბრიჩიძე შემოვიდა ოთახში და სასხვათაშორისოდ თქვა სესილი გზაშიაო.მერე მაგიდასთან მოთავსდა და ჯიქურ დააკვირდა ეკატერინეს.წამიერადაც არ შეუხრია წარბი კატოს, თავადაც ჯიქურ დააკვირდა,მანამ სანამ მზერა ისევ კაცმა არ აარიდა.
-კატო ტოიოტას ცენტრიდან მონაცემები მოვიდა და ავტომობილის მოდელი,რომლის საბურავების კვალიც ექსპერტებმა აიღეს თემურ პატარაიას მეუღლეს ეკუთვნის...-თითქოს სიტუაციის განმუხტვა სცადა ნოემ,თუმცა დუმილი მაინც ვერ დაარღვია...-შემოსავლების სამსახურიდანაც მოვიდა მონაცემები, თემურ პატარაია ფინანსურ კრიზისში იყო,არადა თავისი საყვარლისთვის ძვირფას სამკაულებს ყიდულობდა.
-კი არ ყიდულობდა, ბრჭყვიალა ქვიდან მოჰქონდა, საკუთარ მაღაზიას ძარცვავდა...- მშვიდად ამოილაპარაკა კატომ.
-ხო რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია მისი ცოლი დანაშაულის ადგილას იყო...-ნოეს ხმის ტემბრი შეიცვალა უკეთესობის მოლოდინისკენ,როგორც კი ქალმა პასუხი გასცა.
-ცოლს არ მოუკლავს ნოე …-აუღელვებლად ამოთქვა კატომ და კითხვისნიშნებ აკრულ კაცს გადახედა თუ არა,მაშინვე გააგრძელა…-თავისმა ქალიშვილმა დედის მანქანა წაიყვანა, საქმროს შეხვდა და საყვარლის წინ დაუპირისპირდა.ლიზა გაბრაზებული იყო მოღალატე მამის თავგასულობით და დედის სიბრმავით, კახა მძაცველი პარტნიორის უსირცხვილობით.თემურმა ცეცხლზე ნავთი დაუსხა და ლიზამაც ნერვები ვერ მოთოკა, წამიერად ზურგშექცეულ მამას ქვა ჩაარტყა თავში, ანა კიკოლაშვილს დაემუქრნენ და ადგილიდან მიიმალნენ…-დაპირებას ასრულებდა კატო, წარბიც არ შეუხრია ისე ჩამოაყალიბა თავისი ჰიპოთეზა.
-ეს ყველაფერი ვარაუდია...-გამაღიზიანებლად ამოისისინა გაბრიჩიძემ,მაგრამ კატო არ აყვა.
სათათბირო ოთახის კარი გაიღო და სესილის კაკუნი მისწვდა ყურთასმენას.ნიკოლოზი მოუთმენლად წამოვარდა სკამიდან და ხელით ანიშნა ჯორჯაძეს აბრძანდიო,თუმცა კატომ დამცინავად გაიღიმა და თვალით მიუთითა ცარიელ სკამზე.”ველოდებით...მალე მოვაო” ამოიჩურჩულა და თვალი აარიდა სესილის.ხუთი წუთის განმავლობაში ესმოდა გაბრიჩიძის ფეხის ნერვიული ფართხალი,თუმცა არ შემცდარა,ზუსტად თერთმეტ საათზე კარი შემოაღო გიამ და ოთახში მყოფთ აცნობა მოვედითო.გვერდით ამოუდგა ნიკოლოზისთვის უცნობი მამაკაცი კატოს და სიგიჟის პირას მყოფმა გაბრიჩიძემ კიდევ უფრო მეტად იგრძნო ბრაზი.
ყოფილი ჯორჯაძის მოთხოვნისამებრ სათათბირო ოთახის ჰერმეტულ სივრცეში დარჩნენ სესილი და გაბრიჩიძე, დანარჩენები ზედმეტნი იყვნენ.მთელი სხეულით გრძნობდა კაცის გაღიზიანებას და საკუთარი თავი გამოიჭირა როგორ სიამოვნებდა ეს.სესილის ფიგურა რომელიც მაქსიმალურად ახლოს მოთავსდა გაბრიჩიძესთან,მის ცეცხლზე ნავთს ასხამდა და კატო ამჯერად დარწმუნებული იყო,რომ უყოყმანოდ მიყვებოდა გეგმის სიზუტეს.
-გისმენთ ეკატერინე, რისთვის შეგვკრიბეთ?...-დამცინავი ღიმილით წამოიძახა სესილიმ.
-პირველ რიგში პირობები ! ხელშეუხებლობა, საპროცესო შეთანხმებით სასჯელისა და ბრალდებისგან სრული განთავისუფლება...-წყნარად თუმცა მომთხოვნად გაიჟღერა კატოს ხმამ.
-უკაცრავად? ...-გაეცინა სესილის...-იქნებ აგვიხსნა რა ხდება? ასე წარბშეუხრელად რომ ითხოვ ჩემს შემოსათავაზებელ საპროცესო შეთანხმებას და თან ასეთი უსირცხვილოდ თავგასული პირობებით?
-მე ვთქვი ის რაც ვთქვი სესილი ! პირი დახურე და ზემდგომ პროკურორთან დარეკე ! …-მთელი სხეულით მისკენ წაწეულმა, ღვარძლიანად ამოისისინა და თვალები დააკვესა.
-ეკატერინე რისთვის ითხოვ საპროცესო შეთანხმებას? ჯერ უნდა თქვა ...-გაწყვეტილ მძივს გავდა გაბრიჩიძის დაბნეული მზერა.
-სამი გვამი და ბევრი დამნაშავე როგორ ჟღერს ბატონო ნიკოლოზ?...-სარკაზმი არ დაუკლია ქალს.
-მკვლელობას აღიარებთ?...-ხმა ჩაუწყდა გამომძიებელს.
-მკვლელობის მოწმეობას...-მშვიდად თქვა გიამ და ეცადა როგორღაც მოეშორებინა გაბრიჩიძის მთელი ყურადღება ეკატერინესგან.
-ტელეფონი აიღე და დარეკე ! …-დაიყვირა კატომ სესილის უმოქმედობით გაღიზიანებულმა და წარბიც არ შერხევია მოსმენილით გაშეშებული ქალის უეცარ შეხტომაზე.
გველნაკბენივით სწრაფად მოვიდა ზემდგომი პროკურორი, სესილიმ სათათბირო ოთახშივე დაწერა განცხადება ზემდგომი პროკურორის სახელზე და ორივემ მოაწერა ხელი.მოსმენილით გაოცებულმა პროკურორებმა,თავიანთ ცხოვრებაში პირველად შეადგინეს ასე სწრაფად საპროცესო შეთანხმება და თითოეულ მხარეს მოაწერინეს ხელი.ფორმალური საკითხების მოგვარებისთანავე,მოუთმენლად მოუბრუნდა წყვილი თვალები ორ მოწიკწიკე ბომბს და ოთახში ყველა დადუმდა.
-საპროცესო შეთანხმებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებისგან თავისუფლდებით, არ დაგეკისრებათ სასჯელი.მხოლოდ იმ შემთხევაში თუ მართლა იცით რამე მკვლელობაზე და სრულ ინფორმაციას მოგვაწვდით მკვლელებზე...-უცხო კაცი,რომელიც სათათბირო ოთახში შემოსვლისას კატოს გვერდით დადგა,ყურადღებით უსმენდა ზემდგომი პროკურორის განცხადებას და თანხმობის ნიშნად გადახედა თავის დაცვის ქვეშ მყოფთ.მზერით ანიშნა შეგიძლიათ დაიწყოთო.
-როდესაც დავით ჯორჯაძე აქ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების გამოძიების განყოფლების უფროსად დაინიშნა, თავისი წილი,ჩემზე,როგორც თავის რძალზე გადმოაფორმა.ამით არამარტო წილი,არამედ კომპანიის ადმინისტრაციული მმართველის ფუნქციებიც გადმომაბარა.საბუთებზე წვდომამ საშუალება მომცა გამეგო,რატომ დაიწყო ფარულად მის წინააღმდეგ გამოძიება.გავარკვიე რომ მანქანების ბიზნესი,მთლიანად იყო აწყობილი ამერიკიდან მოპარული მანქანების ჩამოყვანაზე და გაყიდვაზე.როგორც კი დავრწმუნდი ჩემი ვარაუდის სიმართლეში,მაშინვე ჩამოვიშორე ბიზნესპარტნიორობიდან ზურაბ ჯაყელი,რომელიც ამ სიბინძურის თავიდათავი იყო.ერთ დღესაც ბათუმის ფილიალში უფრო მეტი დოკუმენტების მოსაძებნად წავედი,საღამოს ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს რომ ზურაბთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ და მე,როგორც დავითის შემცვლელს მთავაზობდნენ ბათუმის პორტში ახლადჩამოსული მანქანების შესყიდვას...-კატომ მშვიდად მოსვა წყალი და წუთიერი შესვენების მერე განაგრძო...-გავღიზიანდი, ბოლო ხმაზე ვუყვიროდი რომ მეორედ მსგავსი შემოთავაზებით არ დაერეკათ და რომ პოლიციაში ვაპირებდი წასვლას.მაშინ არ ვიცოდი რომ ჩემი პირადი გამოძიების შესახებ დავითს და ზურაბს ეჭვი ჰქონდათ აღებული.დაახლოებით ნახევარ საათში დავითმა დამირეკა და მითხრა რომ თვითონაც ბათუმში იყო,ოფისთან და გარეთ მელოდებოდა.
-ამ დროს უკვე მუშაობდა დეპარტამენტის უფროსად და საკუთარი დანაშაულის გამოძიების დოკუმენტებზე ხელი მიუწვდებოდა ხომ ასეა? ამის გამო დაიწყო აქ მუშაობა... - მწარე ღიმილით ამოილაპარაკა გაბრიჩიძემ და მაინც ვერ მიიქცია ქალის ყურადღება.
-მივხვდი რომ დაურეკეს, იმასაც მივხვდი რომ ეს ზარი არაფერ შუაში იყო. ელოდებოდნენ როდის მივაღწევდი ბათუმის ოფისის საბუთებამდე რომ მერე ერთიანად წაევლოთ ჩემთვის ხელი...ამის გამო გამომყვნენ ორივენი ბათუმში, ზარი მხოლოდ ნავთი იყო ჩემ გაჩარებულ კოცონზე....-გიას გადახედა კატომ და მისგან მხარდაჭერა მზერით იგრძნო...-ბათუმთან ახლოს, ძველი ქარხანაა, მიტოვებული.იქ მივედით და მაშინ გავიგონე ყვირილის ხმა.ორი უცხო მამაკაცი დავინახე და ჯაყელი,კამათობდნენ.ჩემ დანახვაზე ერთ-ერთი წამოვიდა და მივხვდი რომ ის იყო,ვისაც ველეპარკე,უნდა დაერტყა მაგრამ გიამ გააჩერა...-ეკატერინემ ისევ გადახედა თავის გვედრით მჯდომს და სიმწრისგან გაეღიმათ...-ეგონათ, რომ უკვე ვთანამშრომლობდით პოლიციასთან, დავითის დეპარტამენტის უფროსობა, ჩემი მუქარა და შეშინებულები, გაღიზიანებულები იმას იძახდნენ ჩვენი ფეხით მივალთ, საპროცესო შეთანხმებას გავაფორმებთ და ციხეში ვირთხებივით ამოგალპობთო...-ეგონა ძლიერი იყო, საკმარისად ძლიერი,მაგრამ ამ ყველაფრის გახსენებამ მზერა გაუშტერა, საკუთარ ფიქრებში და მოგონებებში ჩაკარგულმა ვერ იგრძნო რომ მარტო არ იყო.გია მიხვდა და ეცადა სათავეები აეღო ხელში.
-დავითმაც და ზურაბმაც იცოდნენ რომ გამოძიება ისედაც დაწყებული იყო, ყველაფერს აკეთებდნენ საქმის დასამალად, მტკიცებულებებს აქრობდნენ და როცა ჯაყელმა გაანალიზა,რომ მთელი ეს ბინძური შრომა წყალში ეყრებოდათ,პიჯაკიდან იარაღი გამოჩინა და ორჯერ დამიზნებით ესროლა, ჯერ ერთს, მერე მეორეს...-გაბრიჩიძეს გაუშტერა მზერა, რომელიც კატოს აკვირდებოდა და მაშინვე მოინდომა უფრო მეტი…-კატოს არაფერი დაუნახავს...-ნიკოლოზმა ინება და საკუთარი თვალთახედვის არეალში მოაქცია სიტყვების ავტორი მამაკაცი...-როგორც კი იარაღი დავინახე,მაშინვე კედელს ამოვაფარე და დავმალე,სანამ ჩემი თვალით არ დავინახე რომ გაგიჟებულმა ზურაბ ჯაყელმა სროლა შეწყვიტა.
-სახელები და გვარები დაგვჭირდება ამ პირების...-მომთხოვნად წარმოთქვა ზემოდგომმა პროკურორმა და პასუხიც მაშინვე მიიღო.
-ზვიად სისაური და კოტე ფირცხალავა...-მშვიდად ამოთქვა კაცმა.
-გააგრძელეთ…
-ვცადე კატოს არ დაენახა გვამები, ვეფარებოდი,მაგრამ ბოლომდე მისი დაცვა ვერ შევძელი.ზურაბ ჯაყელი მისკენ წამოვიდა და როცა იარაღი დამიმიზნა,მომიწია გზიდან ჩამოვშორებოდი,კატო გამომგლიჯა და კედელთან მიაყუდა, სახეზე იარაღი მიადო და…
-მიღრიალა,რომ ჩემი ბრალი იყო, მე რომ არ ჩამეყო ცხვირი იქ სადაც არაფერი მესაქმებოდა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.ლულა საფეთქელთან მომაჭირა და თავისი ბინძური სიტყვებით დამემუქრა,რომ წავთრეულიყავი ქვეყნიდან მანამ, სანამ მეც მათ ბედს არ მაზიარებდა...ზუსტად მაშინ,როცა მემუქრებოდა, დავითმა დაინახა რომ უცხო ადამიანი შემოვიდა დანგრეულ შენობაში და ჩემი მოკვლის სურვილით გაგიჟებულმა ზურაბმა იმ უდანაშაულო ადამიანს,როგორც მოწმეს ესროლა...-გაყინული მზერა ააკრო ეკატერინემ მასზე მიშტერებულ გაბრიჩიძეს და ეს იყო პირველი შემთხვევა მთელი ამ ხნის განმავლობაში როცა მზერაზე მზერით უპასუხა.კატომ დაინახა, ზუსტად ის რასაც საკუთარ თავს დილით ესისინებოდა, რომ წარბი არ შეხროდა, თვალი არ დაეხამხამებინა მოტყუებისას,რადგან იცოდა რომ ნიკოლოზ გაბრიჩიძე მაშინვე მიუხვდებოდა ყველაფერს.
-მოიცა, მიტოვებული ქარხანა ბათუმთან ახლოს...ეს ამბავი ხომ სამი წლის წინ ხდება? სამი წლის წინ ასეთი აღწერილობის ადგილას გვამი ვიპოვეთ მაგრამ მხოლოდ ერთი.თამააზ
-ნიკოლეიშვილი...-გენერალური პროკურორის სიტყვა დაასრულა ეკატერინემ.
-დანარჩენი ორი?...-პირველად დასვა კითხვა სესილიმ და ინტერესით დააკვირდა ქალს.
-ნიკოლეიშვილის მკვლელობა კატომაც დაინახა,ცუდად გახდა და ჩაიკეცა,ვცადე წამომეყენებინა მაგრამ მივხვდი რომ პანიკური შეტევა ჰქონდა.ჯორჯაძემ მიბრძანა თბილისში სასწრაფოდ დამებრუნებინა და ხმა არ ამომეღო, იმის შიშით რომ კარგი მეც არაფერი მელოდებოდა...მეორე დილით სახლში რომ დაბრუნდნენ გაკვრით გვითხრეს რომ გვამები აღარ არსებობდნენ და ჩვენს ზუსტად იგივენაირად გაგვაქრობდნენ თუ არ გავჩუმდებოდით.
-ხო მაგრამ ნიკოლეიშვილის გვამი ქარხანაში ვიპოვეთ...-ჯიუტად იმეორებდა ზემდგომი პროკურორი.
-კატო და მე სანამ შენობიდან გამოვიდოდით თემურმა დამიყვირა რომ იარაღი, რომელსაც საგულდაგულოს წმენდდა კატოსთვის მიმეცა და უშუალოდ მას დაემალა.არ ვიცი, როგორ მომაფიქრდა,მაგრამ რომ დავინახე რა საგულდაგულოდ წმენდდა იარაღს, გამიკვირდა კატოს ხელში როგორ აგდებდა,იმ მოწმის ხელში რომელმაც ყველაფერი დაინახა და რომელსაც სიცოცხლით დაემუქრნენ.ამიტომ პიჯაკის ნაჭრით გამორთმეული იარაღი კატოსთვის არ მიმიცია, ისე ჩავმალე ჯორჯაძის მანქანის “ბარდაჩოკში”.
-ქარხანაში მხოლოდ ნიკოლეიშვილის გვამი იმიტომ დატოვეს რომ იმედი ჰქონდათ კატო ხელს მოკიდებდა იარაღს და მომხდარს ვეღარ გათქვამდა იმის შიშით რომ მკვლელობას დააბრალდებდნენ...-მოჯადოებულივით ამოილაპარაკა გაბრიჩიძემ,თითქოს ახლა ყველაფერი ნათელი გახდა მისთვის და მიმიკა გაყინული კატოს სხეული თრთოლამ აიტანა.მიზანი მიღწეული იყო, გაბრიჩიძემ დაყრილი საკენკი ისე შეჭამა რომ ორჯერ არც კი დაფიქრებულა.
-ამას მაშინ მივხვდით,როცა ტელევიზიით მოვისმინეთ მიტოვებულ ქარხანაში თამაზ ნიკოლეიშვილის გვამის აღმოჩენის ამბავი...ზურაბ ჯაყელი თავისი მანქანის ბარდაჩოკში ნაპოვნ იარაღზე კატოს არარსებული თითის ანაბეჭდებით დაიმედდა და თამამად დაემუქრა, ან ქვეყნიდან წადი, ან მე მოგკლავო...ვიცოდით რომ იარაღზე კატოს ანაბეჭდები ვერანაირად იქნებოდა,ამიტომ ვურჩიე სიტუაციას გარიდებოდა და როგორც კი ჯორჯაძეს და ჯაყელს დაიჭერდნენ,ჩამოსულიყო ჩვენების მისაცემად...და აი, ჩვენ აქ ვართ…-ევრიკასავით გაისმა გიას საბოლოო სიტყვები.
-ეს იარაღი? …-ფრთხილად იკითხა სესილიმ და ეცადა კატოს მზერა დაეჭირა.
-ჩემს მანქანაშია...-კატოს ზარივით ჩაესმა ყურებში ეს სიტყვები და იმისდამიუხედავად რომ ძალიან ეცადა ემოცია არ დატყობოდა, მაინც გველნაკბენივით გადახედა გიას.ის მშვიდად შესცქეროდა და საუბარს მონოტონურად აგრძელებდა.
-მას შემდეგ რაც კატოს დაბრუნებამ მოუწია, ჯაყელმა და ჯორჯაძემ საფრთხე იგრძნეს,ბათუმში დედამისთან ერთად ჩამოსული დაიგულეს და მარტოს წაავლეს ხელი...დაემუქრნენ რომ დროზე წასულიყო უკან.
-ასეც ვაპირებდი...-გამოცოცხლებულმა კატომ სათავეები აიღო ხელში...-თუმცა ბატონმა ჯორჯაძემ მირჩია აქ დავრჩენილიყავი და მახარა რომ გამოძიება ხელთავიდან ჰქონდა დაწყებული.მივხვდი რომ ჩუმად დიდხანს ვეღარ ვიქნებოდი, ამიტომ დედაჩემი ამსტერდამში გავუშვი და მე ჩემს ბედს შევეგუე.აღმოჩნდა რომ გამიმართლა, ახლა საბოლოოდ შემიძლია ყველაფრის ფასად,ამხელა საიდუმლო გავთქვა და აღარ მეშინოდეს.
-იარაღი თქვენთან როგორ აღმოჩნდა, ან შენ როგორ აღმოჩნდი აქ?...-ეჭვნარევად იკითხა ნიკოლოზმა და კატოს წაკბენა დააიგნორა.
-იარაღი ყუთით გამომიგზავნეს თაზო ჯაყელის ხელით, არ ვიცი რატომ, ვფიქრობ მემუქრებოდნენ,ეს ერთი დღით ადრე მოხდა მათ დაკავებამდე...აი მე როგორ აღმოვჩნდი აქ არ ვიცი, თბილისში რომ ჩამოვედი, იმ საღამოს დამირეკა ზურაბმა და მითხრა რომ აქ უნდა მოვსულიყავი და შენთვის ხელი შემეშალა, როგორც ადრე დავითმა,ისევე უნდა გამექრო მტკიცებულებები.
-და?...-
-გიას დავურეკე,ერთად გადავწყვიტეთ რომ ეს სიტუაცია საჩვენოდ გამოგვეყენებინა, თუ ახლოს ვიქნებოდი მეცოდინებოდა როდის დააკავებდით და მარტივად შევძლებდი შენამდე მოსვლას,რომ ბოლოსდაბოლოს მომეყოლა სამი წლის წინანდელი ამბავი.
-იარაღი უნდა გადმოგვცეთ...-მომთხოვნი იყო ზემდგომი პროკურორის განცხადება.
-ჩემი ხელით მოგიტანთ ! ...-მიმანიშნებელი იყო კატოს პასუხი, მთელი არსებით აგრძნობინა კაცს,ამით ნდობა უნდა დამიმტკიცოთო და საწადელს მიაღწია.დასთანხმდნენ.
კატო ცდილობდა გაბრიჩიძის დაჟინებული მზერისთვის თვალი აერიდებინა და რადგან მისი მთელი ენერგია ამაზე მიდიოდა, დაავიწყდა უკან დასახევი გზის მოტოვება.კარგი ის იყო რომ მის გვედრით გია და ადვოკატი ისხდნენ,რომლებმაც სესილის განუმარტეს, ეს ვრცელი და მძიმე ამბავია,ამიტომ თუ დეტალები გამოგვრჩა და გაგვახსენდება,ხელახალი დაკითხვის ოქმით დავაზუსტებთო. ფეხზე წამომდგართ რომ გადაავლო თვალი, გიამ მაშინვე წაავლო კატოს ხელი და გასასვლელისკენ უბიძგა.ნიკოლოზს კი გამაფრთხილებელი მზერით მიახვედრა მისგან თავი შორს დაიჭირეო და თავისი მანქანის გასაღები მიაწოდა ქალს.
ეკატერინემ სავარძელზე დადებულ ხის კოლოფს ააკრა ხელისგულები და მხოლოდ ახლა,სუფთა ჰაერზე,იგრძნო რომ სხეულში სისხლი სინათლის სისწრაფით დაურბოდა.
ახლა სანდროს ჯერი იყო, ჯაყელის უფროსი შვილი ხელსაყრელ ადგილას მიეტყუებინა და მორჩებოდა.ეკატერინე ამ სიბინძურიდან გამოძვრებოდა და თავის ორ თანამზრახველსაც ამოათრევდა.


პ.ს მსუყე თავია, აბა თქვენ იცით...იმედი მაქვს ისევ გამანებივრებთ თქვენი მოსაზრებებით კომენატრებში.(ორი ან მაქსიმუმ სამი თავიც და დავასრულებთ.)



№1 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან საინტერესოა, მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent