შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

#21 [ თავი X ]


3-05-2021, 17:37
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 817

X

- ბატონო კორნელ, შეიძლება? - კრძალვით დააკაკუნა ფლინის კაბინეტის კარზე, მკაცრად კლასიკურ სტილში ჩაცმულმა სათვალეებინმა ქალმა. თმა ცხენის კუდივით ჰქონდა აწეული და არც ერთი ზედმეტი პატარა თმის ღერი იჭყიტებოდა მისი თავიდან. ალბათ, დღეში ორმოც წუთამდე ანდომებდა თმის მოწესრიგებას, რომ კორნელისგან შენიშვნა არ მიეღო. ეშინოდა, მუხლების კანკალამდე ეშინოდა ამ არსების, თავის დღეს იწყევლიდა, როდესაც მასთან დაიწყო მუშაობა, მაგრამ უფროსი გულუხვი იყო თავისი თანამშრომლების მიმართ, ფული არ ენანებოდა, რადგან თავზე საყრელად ჰქონდა, ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში. ამიტომ, ვინ გაუძლებდა ცდუნებას? თუმცა მხოლოდ ამაშიც არ იყო საქმე.
- შემოდი. - მშვიდი, მაგრამ მაინც მგრგვინავი ხმა ჰქონდა. სავარძელი უზარმაზარი ფანჯრისკენ შეეტრიალებინა, რომელიც კედლის გასწვრივ იყო მიშენებული და გასცქეროდა ქალაქს ოცდამეერთე სართულიდან.
- ბატონო კორნელ, ინფორმატორმა ახალი ფაილები გადმოგვცა და თქვა, რომ პირადად თქვენ უნდა… - სიტყვის თქმა არ დააცადა.
- ვიცი. შეგიძლია გახვიდე, მაღიზიანებ. - მიახალა მისგან ზურგით მჯდომმა და თავი საზურგეზე გადაიქნია.
- თქვენთან საუბარი მსურს. - გაბედა ქალმა და ადრენალინი მიაწყდა სხეულის თითოეულ უჯრედს. თითქოს, შიშის ჰორმონს თავად ეშინოდა ფლინის და გაქცევას ლამობდა. მეტად ირონიული იყო.
- იმაზე, რომ კომპანიის აქციები ბირჟაზე ვარდება, რომ კომპანია კოტრდება და ა.შ. ? - მისკენ შემობრუნდა და ისევ მზის სათვალე ეკეთა. მიუხედავად ამისა, მაინც გრძნობდა ქალი, რომ თვალი თვალში ჰქონდა გაყრილი.
- დ-დიახ. - უპასუხა და გულისცემა ვერ დაირეგულირა.
- ამით შენ რა?
- მე… ბატონო კორნელ, მე თქვენი ერთგული თანამშრომელი ვარ უკვე დიდი ხანია…
- ჰო, ვიცი, რომ ჩემი გჯერა, გწამს და გიხარია, როდესაც თვის პირველი დღე მოდის. - მიაყარა კაცმა. - მერე?
- ამ, უბრალოდ… - ბრინჯის დაბნევა გინახავთ ოდესმე? ადამიანის?
- ელიზაბეტ, ამას შენს ხელფასზე გავლენა აქვს? - კალმის თამაში დაიწყო თითებს შორის.
- არა, ბატონო კორნელ. - თავი ჩახარა ქალმა.
- რაღატომ გადარდებს? - ღრმად ამოიხვნეშა და თითქოს, მთელი სამყაროს ტვირთი ამ ამოსუნთქვას მოაყოლა.
- აქ ვმუშაობ უკვე ხუთი წელიწადია, ბატონო ფლინ. - უკვე სიტყვებს ეძებდა ელიზაბეტი.
- აჰ, უკვე ფლინ. - ჩაეცინა კაცს. ქალი კი მხრებში გასწორდა და უთხრა.
- არ მსურს, რომ სამსახური დავკარგო. შესაძლოა ახლა არ მოქმედებს ეს ყველაფერი ჩემს ხელფასზე, მაგრამ მომავალში იმოქმედებს.
- კომპანიის გენ-დირექტორზე რას იტყვი? - ჩაეჭრა ფლინი. ქალი კი კვლავ დაიბნა, ვერ მიხვდა - რატომ ეკითხებოდა ამას კაცი.
- ის, ის ყველაფერს აკეთებს, რომ…
- არა, ხანდახან ძალიან სულელი ხარ. - აჯახა პირდაპირ შუბლში. - გენ-დირექტორობა გინდა ?
- მე…
- კი ან არა, არ გადამაფიქრებინო. - გაღიზიანდა, ისევ.
- კი. - არ იგრძნობოდა ქალში დარწმუნება, რომელსაც ელოდა ფლინი. მარტივად შიფრავდა ყველას და ყველაფერს, გარდა ერთისა.
- არა, არ გინდა. დატოვე ჩემი კაბინეტი. - უთხრა და კვლავ შებრუნდა ბუმბერაზი ფანჯრისკენ.
რაზე ფიქრობდა ეს გავლენიანი ადამიანი, რომელთანაც ყველა ყოველთვის მიდიოდა რჩევისთვის ან რაიმეს სათხოვნელად… რა ტრიალებდა მის აურაცხელი რაოდენობის ფიქრების პაწაწინა ნამსხვრევებისგან შემდგარ გონებაში, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა - ყოველთვის.
- არ გავალ. - მეტისმეტად გაბედული ნაბიჯი იყო ელიზაბეტისგან ეს. მაგრამ ფლინს რა გააკვირვებდა?
- კარგი, იყავი. ხელს მაინც არ მიშლი. - უგემურად მიუგდო ორი სიტყვა და თვალები დახუჭა.
- გთხოვთ, მომისმინეთ. - უკვე ვედრებაზე გადავიდა, მაგრამ მაინც ეგონა, რომ თავდაჯერებული იყო. ხმის ტემბრი ძალიან დიდი იარაღი იყო, რომლის გამოყენებაც ადამიანის წინააღმდეგ ძალიან მარტივი იყო კორნელისთვის. და არამარტო კორნელისთვის, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დაკვირვების უნარი აქვს ანალიზისასთან შერწყმული, მარტივად გაშიფრავს, მოსაუბრის ხმის ტემბრის მიხედვით, მის მიზანსა და დაფარულ სურვილებს.
- თავი მომაბეზრე. თქვი რა გინდა და გაეთრიე აქედან. - ისევ ის მშვიდი ტემბრი, არ გეგონოთ, რომ მან ხმას აუწია. უკვე იცოდა - რაზეც დაიწყებდა ელიზაბეტი საუბარს.
- სამი შვილის მარტოხელა დედა ვარ. - დაიწყო ქალმა.
- მერე ?
- არ მისმენთ, ფლინ. - ახლოს მივიდა და ხელები მის მაგიდაზე დააწყო. ძალიან ლამაზი, შინდისფერი ლაქი ესვა. გრძელი, სწორი თითები ჰქონდა, რომელნიც შიშისაგან უკიდურესად იყვნენ დაძაბულნი.
- გინდა მითხრა, რომ ფული გჭირდება, რომ თითოეულ მათგანს ცხოვრება აუწყო, რომ ბინები, მანქანები უყიდო და შემდეგ მადლიერი შვილები მოგხედავენ, როდესაც უკვე არ გექნება მათი რჩენის თავი? - სკამით შებრუნდა ქალისკენ და მის სახეზე ამოაფურთხა ეს სიტყვები. ქალს სახე წაეშალა და ოცნებები, რომელთაც ამდენი ხანი აშენებდა წამის მეასედში კარტის სახლივით თავზე ჩამოიშალა. უბრალოდ, ფლინმა მას სული შეუბერა, ეს არის და ეს.
- როგორ შეგიძლიათ იყოთ ამდენად უგულო? - სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ესღა ჰკითხა კაცს.
- ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი შეიძლება იყოს ნებისმიერ დროს, ელიზაბეტ. - ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული კაცს. - მაგრამ შენ მეტისმეტად სულელი ხარ იმისთვის, რომ ამას ჩაწვდე, ამიტომ მხოლოდ ჟი'მაობა და ბავშვების გაჩენა შეგიძლია. შემდეგ ალიმენტების მოთხოვნა და ვირთხასავით პირველი გაქცევა გემიდან, რომელიც, ერთი შეხედვით, იძირება. - გაიღიმა და ქალს ამ ღიმილის სინათლემ თვალი მოსჭრა.
- შეურაცხყოფა თქვენთან პირველად გავიგე, ფლინ. - ამაყად უპასუხა ქალმა. - ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც საქმე, რომელიც ძალიან, ძალიან ბევრი გაქვთ - ისე არ უნდა მიდიოდეს, როგორც გეგმავდით.
- დედუქციას პლიუს ლოგიკა ჩართე, ელიზაბეტ? - ცინიზმის დაფნის გვირგვინი და კეისარს არ ჩამოუვარდებოდა.
- ეს ეხება ინფორმატორის საქმეს? - ყურად არ იღო მისი ნათქვამი და ყორნისფერი თვალები მიანათა მზის სათვალეს.
- დარწმუნებული ხარ, რომ გინდა იცოდე - რა ხდება ლომის ხახაში ? - ფეხზე გადადებული მეორე ფეხი აათამაშა.
- ბატონო ფლინ, მინდა, დაგეხმაროთ, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ჩემივე ცხოვრების გაუმჯობესებაში. - გულწრფელი იყო, ვერაფერს იტყოდი.
- გულწრფელი რომ ხარ, მომწონს, მაგრამ შენ ვერაფერს იზამ, ელიზაბეტ. - მისი სახელი დამარცვლით წარმოთქვა, ქალს კი ამ უბრალო, მაგრამ გამიზნულ დამარცვლაზე ტაომ ხერხემლის გასწვრივ დააყარა. შიშმა კაბის კალთები აიწია და უკანმოუხედავად მოკურცხლა.
- რატომ? - ყურები ჩამოყარა, რამდენიმეჯერ სცადა, მაგრამ მაინც უარი მიიღო - რა უნდა ექნა, თქვენი აზრით?
- ბევრჯერ გამეორება არ მიყვარს. მეტისმეტად სულელი და ალალი ხარ იმისთვის, რასაც ვაკეთებ.
- ნუთუ, ამდენად საშინელებებს სჩადიხართ? - ბოლო გაბრძოლება იყო. თვალები ცრემლით რომ აევსო, ამაზე საუბარი არ ღირს.
- გადი და უკან აღარ დაბრუნდე. - მოკლედ მოუჭრა და კვლავ ბუმბერაზი ფანჯრისკენ გაბრუნდა.
- ერთი შანსი მომეცი, კორნელ… - აი, ამას კი არ ელოდა დიადი კეისარი.
- უკვე იმასაც ბედავ, რომ სახელით მომმართო? - ფეხზე წამოდგა და ნელი, უკიდურესად ნელი და მტანჯველი ნაბიჯებით მიუახლოვდა წელში მოხრილ ქალს, რომელიც გაკრიალებულ იატაკს ჩასჩერებოდა და ითვლიდა ცრემლთა რაოდენობას, რომელნიც იატაკს ეამბორებოდნენ.
- ხვდები, რასაც ვგრძნობ? - ძლივს ამოთქვა ყელში გაჩხერილ გორგალს შორის სიტყვები ელიზაბეტმა.
- კითხვაზე კითხვით პასუხი უზრდელობაა, ბეტ. - შეამოკლა მისი სახელი და ჟრუანტელმა წამის მეასედიც არ დააყოვნა, ისე ეძგერა ქალის მოხრილ ზურგს.
- კორნელ… კორნელ… - იმეორებდა და ტიროდა, გულამოსკვნილი ტიროდა. - შენ მე…
- არც კი გაბედო - მაგ სიტყვის თქმა. - მშვიდად უთხრა კაცმა და მაგიდას საჯდომით მიეყრდნო. ხელის გულები ყავისფერ ზედაპირს შეახო და მოდუნდა.
- რატომ ? - უეცრად წელში გასწორდა და თვალებში სცადა შეეხედა მისთვის, მაგრამ იცოდა, კაცის მზერა მისკენ სულაც არ იყო მიმართული. - რატომ? რატომ არ შემიძლია ვთქვა ის, რასაც ვგრძნობ? რატომ არ შემიძლია ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, რატომ ? - სახე ემანჭებოდა, ბოლო ხმაზე სურდა ებღავლა, რომ…
- იმიტომ, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ ვუგებთ და რაც არ უნდა თქვა, მე ამას ვერ გავიგებ, ვერ მივიღებ და არც. - იმდენად დაღლილი ხმა ჰქონდა, იმდენად მობეზრებული იყო მისთვის აქაური ყოფა, რომ უცნობ იქაურზეც იყო თანახმა.
- სასტიკი ხარ, ბატონო ფლინ. - თქვა და პიჯაკი შეისწორა.
- ერთ დავალებას მოგცემ, ბეტი. - ჭერისკენ მიმართა მზერა და ღრმად ამოიხვნეშა. ელიზაბეტს კი თვალები იმედის ნაპერწკლებით და სიხარულით აევსო.
- ნებისმიერი რამ, რასაც მთხოვ. - სწრაფად მიაყარა სიტყვები. თითქოს, ეშინოდა - არ გადაიფიქროსო.
- გახსენი ინფორმატორის ფაილი. - უთხრა და გაიცინა.
- მე… - დაიბნა, ძალიან დაიბნა. ტავტოლოგიაა, მაგრამ მერე, რა?
- ჰო, რა ხდება? უკან იხევ? - იცინოდა, მისი სიცილი კი ბუმბერაზ დარბაზს, რომელიც კაბინეტად ჰქონდა არჩეული, ექოდ ესხლიტებოდა.
- გავხსნი. - ეგრევე უპასუხა ქალმა.
- დარწმუნებული ხარ? - ცალყბა, ცინიკური ღიმილი, რომელიც იმაზე ბევრად მეტს ამბობდა, ვიდრე სქელი ტუჩების მიერ გაჟღერებული უსარგებლო ბგერები.
- გავხსნი. - მედგრად იდგა.
- დარწმუნებული ხარ? - კიდევ ერთხელ, კიდევ…
- რატომ მეკითხებით ამდენჯერ? ჰომ ვთქვი, რომ გავხსნი! - ფილტვები იმდენად დაებერა ჩასუნთქული ჰაერით, ორი ზომა მკერდი სამად უჩანდა.
- იცი, რა ინფორმაციაა?
- არა. - წარბი შეჭმუხნა.
- იცი, რას ეხება?
- ა-არა. - უკან გადადგა ნაბიჯი.
- ელიზაბეტ, შენი გვარი შემახსენე. - თითქოს, დაავიწყდაო.
- სმიტი. - ყოყმანით უპასუხა ქალმა. ადრე სულ გვარით მიმართავდა ხოლმე ფლინი.
- რამდენი წლის ხარ?
- ოცდათხუთმეტის. - დაკითხვა, დაკითხვა, დაკითხვა…
- რამდენი შვილი გყავს?
- სამი.
- რამდენი წლისები არიან?
- ბატონო ფლინ, მე ვერ ვხვდები…
- მიპასუხე! - პირველად გაკრთა მის ხმაში ბრაზის მჭახე ნოტები.
- ოთხი, შვიდი და თორმეტი. - დაემორჩილა ქალი ისე, რომ თავადაც ვერ გაიგო, თითქოს, საკუთარ სხეულს ვერ აკონტროლებდა. ფლინი ახალდაბადებული დაბერებული გრძნობასავით დაეხეტებოდა მის სხეულში და სულს უხუთავდა.
- კარგი გოგო ხარ. დედაც კარგი იქნები, არა? - სევდამ ხალათი გაიხადა და დედიშობილა დადგა დარდის წინაშე. დარდს კი უფლებაც კი არ ჰქონდა, სასურველ სევდას შეჰხებოდა.
- ჩემს შვილებს პრეტენზიები ჩემს დედობასთან დაკავშირებით არ აქვთ. - მხრები აიჩეჩა და გულმკერდის ღილი შეიხსნა. ნამდვილად ვერ სუნთქავდა.
- ჰოო, პრეტენზიები… - სიმწრის სიცილმა ბაგე გააპო და ერთადერთი ნოტი გამოეპარა.- ახლა ამ კითხვაზე მიპასუხე. - თავი ასწია და მის წინ დადგა.
- გისმენთ. - დაიძაბა, ყველა კუნთი, მყესი ევედრებოდა მოდუნებას, რომ ხელი მაინც შეეხოთ მათთვის, მაგრამ მოდუნების პიანისტის თითებს აკრძალული ჰქონდათ ფლინისგან ყველა და ყველაფერი…
- გახსნი ინფორმატორის ფაილს? - ახლა უკვე ქედმაღლური გამომეტყველება ჰქონდა კაცს. ვერ ხედავდა ქალი, მაგრამ გრძნობდა ამას. ამპარტავნების მყრალი სუნი და მლაშე გემო.
მიხვდა, რატომაც დასვა კაცმა ამდენი შეკითხვა. მიხვდა და იმედია, თქვენც მიხვდებით.
უბრალოდ, ადგა და კაბინეტი დატოვა.
აი, ასე, უბრალოდ.
უბრალოდ, სევდამ კვლავ ჩაიცვა ხალათი, დარდმა ყურადღება ჩამქრალ თვალებს მიაპყრო და სიგარეტის იისფერმა კვამლმა ბინდი გააპო.
სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო. ფანჯარასთან ფეხმორთხმით დაჯდა და საყელო შეიხსნა.
- ჯანდაბა, ნილ, ჯანდაბა… - ამოიოხრა და სიგარეტს ძლიერად მოქაჩა. თითქოს, სურდა, რომ ის ბოლო სიტყვები, რაც გონებაში სამარადჟამოდ ჩაებეჭდა, თამბაქოს კვამლისთვის გაეყოლებინა, რომელიც ამოისუნთქა და უზარმაზარ ფანჯარას შეაბოლა.
დიდხანს იჯდა ასე გაშეშებული. ერთ წერტილს უყურებდა. წერტილს, რომელიც ნაცრისფრად ანათებდა ხრიოკი მინდვრის შუაგულში. აქედან ყველაფერი კარგად ჩანდა. თუმცა ამის დანახვა არავის შეეძლო, გარდა კორნელისა.
სიგარეტი მინაზე ჩააქრო და თავი ხელებში ჩარგო.
- ჯანდაბა, ნილ, ჯანდაბა...

რა მოსაწყენია, როცა ყველაფერი იცი. როცა ყველაფერი გაქვს, რაც გინდა. როცა შენი ბოლომდე ესმით, თითქოს, ადამიანობას კარგავ.
დილა, თვალების გახელა, ადგომის არსურვილი, სააბაზანო, საუზმე, ტანსაცმელი, გასაღები, კარი, სადარბაზო, ავტობუსი, მეტრო, სამსახური.
თანამშრომლები, მისალმება, მუშაობა, ათი წუთი შესვენებამდე, შესვენება, ბრაზი, რომ შესვენების დრო თითქოს ათ წუთში ამოიწურა, მუშაობა, გულისრევა არასასურველი საქმისგან, ათ წუთში სამუშაო დრო მთავრდება, კბილების კაწკაწი მოუთმენლობისგან, წამი წამში და ისევ…
მეტრო, ავტობუსი, სადარბაზო, გასაღები, კარი, ტანსაცმელი, ვახშამი, სააბაზანო, საწოლი, ძილი.
დილა.
ყოველთვის ყველაფერი იცი. რა მოხდება შემდეგ დღეს... მრავალფეროვნებაზე ოცნებობ, მაგრამ როცა მეტროსა და ავტობუსს შორის ათი წუთი გივარდება ცივი ოფლი გასხამს, რადგან ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მიეჩვიე.
ეძებ ადამიანებს. მაგრამ ისეთს არავინ ეძებს, როგორებიც სინამდვილეში ვართ. თავის ილუზიებს დასდევენ. ადამიანები ერთმანეთის გაცნობას მთელ თავის ხანმოკლე ცხოვრებას შეალევენ და ბოლოს აღმოჩნდება, რომ უცხონი არიან ერთურთისთვის...
...
დიდხანს ფიქრობდა ქალი კორნელზე. ძალიან დიდხანს. უკვე მეხუთე წელიწადია, რაც მასთან მუშაობდა და ორი წელი იყო, რაც მისდამი განიცდიდა იმ გრძნობას, რასაც ყველა სიყვარულს ვეძახით და ყოველ ჯერზე ვცვეთთ მას.
ჰო, სიყვარული გაცვდა. ყველა ცნება, რაც კაცობრიობას გააჩნია, უკვე თავის ბოლო დღეებს ითვლიდა.
სახლში შევიდა თუ არა გარს შვილები შემოეხვნენ, რომელთაგანაც ერთი ოთხი წლის იყო, მეორე შვიდის, მესამე თორმეტის…
- რა მოგვიტანე, დედა? - მის ოჯახში ხშირად ისმებოდა ეს კითხვა. უფრო სწორად - ყოველდღე, როდესაც ბრუნდებოდა თავის ოროთახიან ბინაში, რომელიც ძალიან დიდი წვალებით შეიძინა.
თითოეულს ჩამოურიგა მათი საყვარელი ნუგბარი, ვახშამი გაამზადა, ჭურჭელი დარეცხა, ხვალინდელი დღისთვის გაუმზადა ბავშვებს ტანსაცმელი და საწოლზე მოწყვეტით დაეცა.
ხელი სახეზე აიფარა და კომოდზე დადებულ ყავისფერ ქაღალდში გახვეულ ფაილზე, რომელიც სახლში მოიტანა, კანკალით გაიჭვრიტა, თითებს შორის.
გავხსნა-არ გავხსნა? აი, ეს იყო შეკითხვა.
მის გამბედაობას მოხითხითე შიში ვუდუს თოჯინასავით ნემსებს არჭობდა და ხი-ხი-ხი…
იმ კუნაპეტი ღამით მაინც ვერ გაბედა. გვერდი იცვალა ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ათასჯერ და დილით შვიდი საათზე ადგა. წვეთიც არ უძინია, ფიქრობდა, ფიქრობდა, ფიქრობდა და ეს ფიქრები ღრღნიდნენ მას ყველგან და ყოველთვის. მარტივად რომ ვთქვათ, არასოდეს დუნდებოდა.
საუზმე გაუმზადა შვილებს. წინასწარ გამზადებული ტანსაცმელი ჩააცვა, მოამზადა და გაუშვა სახლიდან. სამსახურში შეეძლო არ წასულიყო დღეს. გულუხვი ფლინისგან პირადი ბრძანება ჰქონდა - დაესვენა.
დასიებული და ჩაშავებული თვალების გახელა აიძულა ტელეფონის გაბმულმა ზარმა, რომელიც არა და არ გაჩერდა.
- გისმენთ… - თვლემდა უკვე. ეძინებოდა, მაგრამ თვალის მოხუჭვა არ გამოუვიდა.
- ბეტ, დღეს არ მოდიხარ? - ახალგაზრდა ქალის ხავერდოვანი ხმა გაისმა ყურმილის ბოლოს.
- რომელი ხარ? - საწოლზე წამოჯდა და თვალები მოისრისა.
- ელიზაბეტ, რა გჭირს?! - შეშფოთება გაეპარა რამდენიმე ნოტში.
- ქრისტინ, შენ ხარ? - ხმა ჩაეხრჩო და ჩაახველა.
- მე ვარ, სხვა ვინ იქნებოდა?!
- კარგი, ნუ მიბრაზდები. - დაიწუწუნა ქალმა.
- რა ჯანდაბა ხდება, მესამედ გირეკავ და პასუხი არ არის. თავი ტომ სოიერი გგონია? - გაწიწმატდა.
- კარგი, რა. მთელი ღამე არ მეძინა, ახლა კიდევ, შენ მიბღვერ… - მოისაწყლა თავი სმითმა.
- ჩაწერილი იყავი დღეს ჩემთან, რა ხდება? - მთავარ სათქმელს მიუბრუნდა ქრისტინი.
- არაფერი, უბრალოდ, ბავშვები და ჰომ ხვდები… - თავის მართლება დაიწყო ელიზაბეტმა.
- ისევ შენი იდიოტი უფროსი? - უკმაყოფილო იყო ქალი. თვალები მობეზრებით აატრიალა და ბრაზი თვალებში აენთო.
- იდიოტი არ არის. - ოჰ, ეს ქალები.
- კი, კი, აბა, რა. რა მოხდა? - ჩაეკითხა ქალი.
- გცალია? - არ მიაქცია ყურადღება მის კითხვას. რიტორიკული იყო, რა საჭირო იყო პასუხი? მოვიდოდა, დასხდებოდნენ, ყავას დალევდნენ, კაცებს გაჭორავდნენ და გულს მოიფხანდნენ. გულისამრევი რეალობა...
- მხოლოდ შენ მყავხარ დღეს ჩაწერილი. ჰოდა, სად მოვიდე? - უკვე ისმოდა შრიალის ხმა, ემზადებოდა წასასვლელად.
- ჩემთან, სახლში.
- ბავშვები?
- დედაჩემს დავურეკავ და მასთან იქნებიან სკოლის და ბაღის მერე. - იმდენად დაღლილი ხმა ჰქონდა, ქრისტინს წამით კარგად დაბეგვილი ეგონა, მაგრამ კითხვების დასმა აღარ იყო საჭირო.
- კარგი, გამოვედი. - თქვა და გათიშა.

სამი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც ოლივია და ლეონი ეწვივნენ სამსახურში ქრისტინ სპენსერს. ამ სამი დღის განმავლობაში დიდხანს ფიქრობდა ქალი იმაზე, რაც უთხრეს. მით უფრო საეჭვო იყო ის გარემოება, რომ ელიზაბეტ სმიტი, მისი მეგობარი, რომელთანაც მეგობრობდა უნივერსიტეტის პერიოდიდან - ზუსტად კორნელ ფლინთან მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ სმიტს უფლება არ ჰქონდა გაეცა ინფორმაცია სამსახურთან დაკავშირებით, როგორც ხვდებით, ალბათ, ქრისტინმა თითქმის ყველაფერი იცოდა, გარდა ბოლო მოვლენისა, რომელიც გუშინ გადახდა თავს ძვირფას მარტოხელა დედას, რომელსაც დედობა არ დაეწუნებოდა.
თავად სპენსერი უცნაურ სტუმრობას აკავშირებდა არა მეგან ჰემფრისთან, არამედ მის ამჟამინდელ მეგობართან - ელიზაბეტ სმიტთან.
...

- რა ხდება ? - კარი ბოლომდე გაღებული არ ჰქონდა, ეგრევე აჯახა კითხვა ქრისტინმა.
- შემოდი მაინც და ისე მკითხე. - აბუზღუნდა ელიზაბეტი. ზოგჯერ პატარა ბავშვს ჰგავდა.
- შენი განწყობიდან გამომდინარე - რაღაც სერიოზული მოხდა. - თქვა და კეთილმოწყობილ სამზარეულოში შეაჭრა. ძვირადღირებულ მაგიდასთან დაჯდა და იაფფასიანი სიგარეტის კოლოფი გახსნა.
- ჰომ იცი, აქ არ ვეწევით. - მოპირდაპირე მხარეს დაჯდა ელიზაბეტი.
- კარგი, რა. მერამდენედ უნდა გავიაროთ ერთი და იგივე. - გაეცინა ქალს. ერთი ღერი ამოაძვრინა და მასაც მიაწოდა.
- კარგი. - თქვა და დასჯილი ბავშვივით გაუკიდა. მხოლოდ მაშინ ეწეოდა, როდესაც ქრისტინი სტუმრობდა. ტრადიციად ჰქონდა შემოღებული.
- დაიწყე. - გამომცდელად უმზერდა ქრისტინი. სიკვდილამდე აინტერესებდა - რა ხდებოდა, ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მიაკითხეს და რას ეტყოდა მეგობარი, რომელიც, ფაქტობრივად, ყველაფერს უკაკლავდა თავის უფროსზე. აქამდე ელიზაბეტს არაფერი უხსენებია მეგან ჰემფრიზე, ზუსტად ამიტომ არ დაუჯერა სტუმრებს სპენსერმა.
- გამოვუტყდი. - თქვა და თავი ჩაქინდრა. ქრისტინი დუმდა, არ ეგონა, რომ სმიტს ეყოფოდა გამბედაობა, რომ ეს გაეკეთებინა. მაგრამ, ამავდროულად, მისი ფიქრები სხვაგან დაჰქროდნენ. ვსაუბრობთ ერთზე, ვფიქრობთ მეორეზე, გვაწუხებს მესამე…
- მერე ? - ჩაახველა ქალმა.
- მერე ის, რომ არ მათქმევინა, არ გაბედო მაგ სიტყვის თქმაო და… - ხმა აუკანკალდა. - თითქოს, მტკიცებულება სჭირდებოდა, სიტყვაზე არ მენდობა… არადა მისი პირადი მდივანი ვარ, უბრალოდ, დამცინის!
- კარგი, დამშვიდდი. - ნაფაზი დაარტყა და მეგობარს სახეში ჩააჩერდა. - რა სახის მტკიცებულება სჭირდებოდა?
- ერთი ტიპია, ინფორმატორი, რომ გიყვებოდი, გახსოვს? - აი, მეორე შორი გზიდან მოუარეც გამოჩნდა.
- ბუნდოვნად. - მეხსიერება დაძაბა ქალმა.
- ნუ, მოკლედ, თავის სახელს ამართლებს. ყველა ინფორმაცია, რაც მისგან მოდის - ჯერ ჩემთან შემოაქვთ და მე უნდა შევუტანო მერე კორნელს. - ხმის კანკალი გადალახა და მოყოლა დაიწყო. ასე ხდებოდა სულ, თავის სამსახურზე ლაპარაკი, კორნელზე და სხვა წვრილმან დეტალზე უაღრეს სიამოვნებას ანიჭებდა და ძალიან იყო დათრგუნული, რომ არ შეეძლო ყველგან და ყოველთვის ამაზე საუბარი. მხოლოდ ქრისტინთან შეეძლო გულის გადაშლა, ისინი კი კვირაში ერთხელ თუ შეხვდნენ, მადლი იყო ელიზაბეტისთვის.
- როცა შეიტანე, მაშინ გამოუტყდი? - წარბი ასწია, უხდებოდა ეს ჟესტი.
- ჰო, ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა და არ გავედი კაბინეტიდან. - თვალები დახუჭა, თითქოს, დატუქსვას ელოდა მეგობრისგან.
- ოჰო, რა გეტაკა? - ამჯერად, თვალები გაუფართოვდა ქრისტინს.
- არ ვიცი, ყელში ამომივიდა და ამოვხეთქე. - ხელები გაასავსავა ქალმა.
- ბუნებრივია, უკვე ორი წელია ერთგული ძაღლივით მის წინ კუდს აქიცინებ. - გაღიზიანდა სპენსერი.
- ნუ მელაპარაკები ეგრე! - წარბი შეკრა სმიტმა.
- სიმართლე მწარეა, მაგრამ საჭირო. - მოკლედ მოუჭრა და საფერფლეში ნამწვი ჩაწვა. ცალყბად გაეღიმა, აქ არ ვეწევითო რომ თქვა ელიზაბეტმა, მაგრამ მაგიდაზე საფერფლე სულ ედო.
- ჯანდაბას შენი თავი! ეგ არაფერი, მერე მეთამაშებოდა! - აღმოხდა ქალს. შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს თუ თამაშობდა, ღმერთმა იცის.
- ანუ?
- გახსნი თუ არა ინფორმატორის ფაილსო! - აქ ქრისტინი ოდნავ დაიძაბა.
- მერე გახსენი? - აგდებით ჰკითხა. ცდილობდა არ შეემჩნია, რომ ყველა მყესი დაეჭიმა სხეულზე.
- არა, საძინებელში მიდევს.
- რას უცდი?
- ლომის ხახას შეადარა ეს ინფორმაცია და ბავშვების გამო, მეშინია. - გულწრფელად უპასუხა ქალმა.
- სახლში კამერები გაქვს ? - რაღაცით ჰგავდა ეს ქალი კორნელს, რაღაცით.
- რატომ მეკითხები? - გაოცდა ბეტი.
- მიპასუხე და გაიგებ.
- არა, რა სისულელეა.
- ხმის ჩამწერი ?
- არა, არც ეგ. - უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულზე.
- აბა, საიდან გაიგებს, გახსენი ეგ წყეული ფაილი თუ არა? - მობეზრება გაკრთა მის ხმაში და აღებეჭდა სახეზეც.
- ზოგჯერ, შენ როცა მელაპარაკები, ასე მგონია, კორნელი ლაპარაკობს. - ხელები გულზე გადაიჯვარედინა ქალმა.
- ჰო, ოღონდ კორნელს ფული აქვს, მე კი მუდამ ჯიბეგაფხეკილი ვარ. - თქვა და გაეცინა. ელიზაბეტსაც თავიდან ღიმილი, შემდეგ კი ისტერიკული სიცილი დაეწყო. ხუთი-ექვსი წუთი გაუჩერებლივ იცინეს. სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანები იყვნენ, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - უგებდნენ ერთურთს. ზოგჯერ უსიტყვოდაც კი, საინტერესო იყო მათი კავშირი. ძლიერი და სარკასტული სპენსერი და სუსტი, ბუტია სმიტი.
- რა ვქნა? - ჰკითხა, როდესაც მორჩა სიცილს და ცრემლები მოიწმინდა.
- გამოიტანე ეგ ფაილი და გავხსნათ. - მხრები აიჩეჩა ქრისტინმა. თამაშობდა, ფეხებზემკ'იდიას როლს თამაშობდა, რომ მისი უკიდეგანო დაინტერესება არ შეემჩნია მეგობარს.
- დაიცა, მოვიტანო. - თქვა და საძინებლისკენ გავარდა. სწრაფად დასწვდა ნივთს და სამზარეულოში გაჩნდა.
- რა არის შიგნით? - იკითხა, როდესაც ხელში აიღო და მისი სიმსუბუქე გაუკვირდა ქალს.
- ძირითადად ფლეშკებს აგზავნის ხოლმე, ახლაც ეგ იქნება. იშვიათად თუ ამობეჭდილი მასალა მოიტანოს. - ამოიოხრა ქალმა.
- ლეპტოპი მოიტანე, მე ყავას ავადუღებ და ჩავუჯდეთ. - თქვა ქრისტინმა. ფლეშკა მაგიდაზე მიაგდო, თითქოს, არ აინტერესებდა და მართლაც შეუდგა ყავის მოდუღებას.
სპენსერმა, უბრალოდ, ერთი დეტალი ვერ გათვალა. კამერებისა და ხმის ჩამწერების არსებობაზე ელიზაბეტი არასდროს დაფიქრებულა, ამიტომაც - არასდროს შეუმოწმებია თავისი ბინა…

P.S. ჰაი, გაიზ. მეათე თავიც მზადაა და მეც მზად ვარ მოვისმინო თქვენი შეფასებები და იმედია, არ დაგეზარებათ. როგორ მოგეწონათ ახალი პერსონაჟი? სრულიად შემთხვევით დაიბადა, სხვათაშორის. )))
ლავ ია, გელოდებით. თქვენი დი პერსო



№1 სტუმარი Ana-maria

როგორც ვატყობ მთელი რიგი გაუთვალისწინებელი ამბები გველოდა წინ,ახალ გმირებთან ერთად .მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

არველოდი მოვკენწბის ასეთ განვითარება ეომ მგონია ერთი კარტი გავხსენი. ახალი ჩნდება. რატომ ეთამაშება ფლინი კრისტინს ვერ გავარკვიე. ერთს მივხვდი აოციოპატიცაა და სოციოფობიც. მეგანი დღეს არჩანდა. მაგრამ იმდენად საინტერესოა ყველაომენტი. პირიქით მისი შემოსვლა ატრუქტურას დაარღვევდა. ძალიან მომწონსს. წინა თავძე არ დამიდასტურდა კომენტარი. რომ დაასრულებ ავდგები და თავიდან წავიკითხავ. გონებრივი თამაშები არაა იოლი გასაგები. ძალიან მაგარია. მოუთმრნლად ველი გაგრძელებას

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
როგორც ვატყობ მთელი რიგი გაუთვალისწინებელი ამბები გველოდა წინ,ახალ გმირებთან ერთად .მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

იმდენად გაუთვალისწინებელი, რომ მეც კი მაკვირვებს და მაინტრიგებს, გმადლობ ❤️

Qeti qimucadze
არველოდი მოვკენწბის ასეთ განვითარება ეომ მგონია ერთი კარტი გავხსენი. ახალი ჩნდება. რატომ ეთამაშება ფლინი კრისტინს ვერ გავარკვიე. ერთს მივხვდი აოციოპატიცაა და სოციოფობიც. მეგანი დღეს არჩანდა. მაგრამ იმდენად საინტერესოა ყველაომენტი. პირიქით მისი შემოსვლა ატრუქტურას დაარღვევდა. ძალიან მომწონსს. წინა თავძე არ დამიდასტურდა კომენტარი. რომ დაასრულებ ავდგები და თავიდან წავიკითხავ. გონებრივი თამაშები არაა იოლი გასაგები. ძალიან მაგარია. მოუთმრნლად ველი გაგრძელებას

მეშინია ხოლმე - სტრუქტურა ვერ გაიგოს მკითხველმა და შენმა კომენტარმა საოცრად დამამშვიდა. ის, რომ ბოლოს თავიდან ბოლომდე წაიკითხავ საოცრად მახარებს, მადლობა ქეთი ❤️❤️

 


№4 მოდერი guroo

გადატვირთვას ჰგავს ახალი პერსონაჟი. კარგი გამოსავალია სიუჟეტის განტოტვისთვის. გაზაფხული მოვიდა და ახალი ყლორტი ამოიზარდა, არა? ლაბირინთს ახალი გვირაბები მიემატა, ტყუილად მგონია, რომ ყველაფერი გამარტივდა. პირიქითაა.
მოკლედ, შემდეგ თავს ველოდები. არაფერი მაქვს სათქმელი. უფროსწორად ვერაფერს ვამბობ.
ალბათ, ქრისტინი მეგაის შესახებ ინფორმაციებს წამოკრეფს ან რამე მსგავსი...

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo
გადატვირთვას ჰგავს ახალი პერსონაჟი. კარგი გამოსავალია სიუჟეტის განტოტვისთვის. გაზაფხული მოვიდა და ახალი ყლორტი ამოიზარდა, არა? ლაბირინთს ახალი გვირაბები მიემატა, ტყუილად მგონია, რომ ყველაფერი გამარტივდა. პირიქითაა.
მოკლედ, შემდეგ თავს ველოდები. არაფერი მაქვს სათქმელი. უფროსწორად ვერაფერს ვამბობ.
ალბათ, ქრისტინი მეგაის შესახებ ინფორმაციებს წამოკრეფს ან რამე მსგავსი...

ძალიან დაძაბული სიტუაცია მაქვს ამჟამად ცხოვრებაში, გაგრძელება მიჭირს, მაგრამ ვეცდები მალე შემოგთავაზოთ შემდეგი თავი. ქრისტინზე არაფერს გეტყვი, მხოლოდ იმას, რომ მომწონს ეს პერსონაჟი.

 


№6 მოდერი guroo

მოთმინება საკმაო რაოდენობით მაქვს. არსად მეჩქარება.
დაძაბული სიტუაციის დანაკარგების გარეშე განმუხტვას გისურვებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent