"დაბრუნება ორი კვირით" (13)
დღეები ისე სწრაფად გავიდა,რომ დროის სვლა არც უგრძვნია.ყოველ დილით ასწრებდა მზის ამოსვლას,რომ დამტკბარიყო,შეეგრძნო ცხოვრების წვრილმანი ბედნიერებები და საკუთარ თავს ანებივრებდა მოხარშული ყავის სურნელით.ეკატერინემ პირველად გაანალიზა რომ შეეძლო წვრილმანების ღმერთით ტკბობა, მცირე დეტალებიდან სიამოვნების მიღება,სიმშვიდეში ცხოვრება.ერთიანად მოსწყდა შიშის შეგრძნება, იცოდა ჯერ არაფერი იყო დამთავრებული.იცოდა რომ წინ დიდი გზა ჰქონდა,მაგრამ დრო ჰქონდა, ამჯერად საკმარისი რომ სულ მცირე ხნიშთ შეძრწუნებები დაეტოვებინა წარსულის ზარდახშაში,ჩაეკეტა და გასაღები რთულად მისაგნებ ადგილას დაემალა. უქმე დღეს ჯინსებსა და მაისურში გამოწყობილმა მოლებში სიარულით გაიყვანა, პროდუქტებით დატვირთული დაბრუნდა და ბილი ჰოლიდეის კომპოზიეციებს აყოლილმა ღიღინ-ღიღინით გამოავსო მაცივარი.დილას ნაიასთან და ნელიკოსთან საუბარმა ყველაფერი ტკბილ ატმოსფეროში გაახვია და მთელი დღე გაჰყვა შეგრძენების სიმსუბუქე.სანამ მოლში წავიდოდა,სურვილმა მოიცვა, რამე გამოეცხო და უკვე ემზადებოდა კიდეც გამოცდილი შეფივით ფქვილში თავით გადასავარდნად, როცა კარზე გაბმით დაუწყეს კაკუნი.გაკვირვებულმა გამოაღო და სივრცეში შემოიჭრა ერთიანად აჟიტირებული ნათიას ფიგურა. -აჰა, ასეც ვიცოდი ! ...-უკმაყოფილოდ წარმოთქვა ქალმა და თავი გაიქნია...-ვიცოდი დაგავიწყდებოდა. -ნათი,შემოდი ამოსუნთქე,წყალი დალიე,მომესალმე...რა დამავიწყდა?...-დასცინა ქალმა და სკამისკენ მიუთითა, თან ყურადღებით აათვალიერა და ეუცნაურა. -ლიკას ქორწილი მომავალ კვირასაა, ამ კვირა დღეს კი ჩემო გულმავიწყო,გოგოების საღამო გვაქვს,შენ არ შემოიხედო ხოლმე ჩატში არა , რად გინდა...-ხელებს ასავსავებდა ნათია და თან თვალით ზომავდა, გონებაში არჩევდა კაბას,რომელიც შეიძლებოდა მოეხდინა ქალს.პასუხს არც დალოდებია,პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა და კარადის კარი გამოაღო, გამომცდელად გადაათვალიერა საკიდებზე გაწყობილი რამდენიმე კაბას. -მოიცა, გეგას ველაპარაკე გუშინ და არაფერი უხსენებია...-დაბნეულმა კატომ ახლაღა გაანალიზა,რატომ ეცვა მეგობარს კოქტეილის კაბა. -იმიტომ რომ გეგა ბიჭია და ამჯერად მარტო ჩვენ,გოგოები ვიქნებით...ეს ნახე...-სახეზე ააფარა ბრჭყვიალა ნაჭრის სიგრძე…-არაა,ზედმეტად თვალშისაცემია,აბა ეს ვნახოთ. კატომ მხოლოდ წამიერად შეათვალიერა კაბა და სულერთიაო ჩაიბუტბუტა.სიმართლე ითქვას ახლა ყველაზე ნაკლებ გოგოების საღამოზე წასვლა და დალევა უნდოდა,მაგრამ ლიკას ვერ აწყენინებდა და თავისი კომფორტის ზონიდან უნდა გამოსულიყო. გაუპროტესტებლად წავიდა აბაზანისკენ,თმის სახვევი უთო მოიმარჯვა და სანამ ტემპერატურის მატებას ელოდებოდა, ნათიამ დრო იხელთა. -აბა? როგორ მიდის საქმეები? -გამოძიება რამდენიმე დღის დაწყებულია,ამიტომ ჯერ ახალი არაფერია, თან მე არც მეტყვიან, პირდაპირ სასამართლოში დამიბარებენ და ეს იქნება, ჩვენებას მივცემ. -ეგ კარგია, მიხარია...მაგრამ მე ხომ იცი ვიზეც გეკითხები? ოოხ კატო, რატო მაწვალებ? იცი რომ იმ გამომძიებელზე გეკითხები...-მოუთმენლად წამოიძახა ნათიამ,როცა მიხვდა თავს ისულელებსო. -არც არაფერი, ორივე ჩვენ გზაზე მივდივართ...ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა...-მხრები აიჩეჩა და პირველი ხვეული დაისვა ხელისგულზე.მერე კი როცა მიხვდა ნათია ისევ აპირებს კითხვების დასმასო,თავად მოიგონა სალაპარაკო თემა...-და გეგას არ წყინს ამ მნიშვნელოვან დღეს რომ აკლდება? -არაა, თვითონ შენს ყოფილ სატრფოსთან ერთადაა, აი იმასთან რა, თქვენ შორის რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა...-მწარედ წაკბინა მეგობარმა და თვალი ჩაუკრა...-უბრალოდ გაფრთხილებული გვყავს რომ გამოგვიაროს. -გამოგვიაროს? -ხოო კატო ! დღეს ბოლომდე ვსვამთ და ვინმემ ხომ უნდა წამოგვიყვანოს...-ხმა ჩაიკმინდა ყოფილმა ჯორჯაძემ და ისევ თმას მიუბრუნდა. დიდი დრო არ მოუნდომებია, თმის დახვევას მორჩა და წამში გაიკეთა მსუბუქი მაკიაჟი.შავი კაბის ნაჭრის სიფრიალე, პიჯაკის სიგრძეში ჩამალა და ფეხზე მოირგო საზაფხულო ფეხსაცმლის ვერცხლისფერი სიბრჭყვიალე.ძვირფასი პარფიუმის სურნელი დატრიალდა საძინებლის სივრცეში და ეკატერინემ გაანალიზა რომ არც ისე ცუდი იყო დღევანდელი საღამოს ასეთი დაგვირგვინება.კარგა ხანი ფიქრობდნენ ტაქსით წასულიყვნენ თუ კატოს მანქანით და ამ უკანასკნელმა დავაში გაიმარჯვა.ლიკა და ნიტა უკვე ადგილზე იყვნენ და მათ მოსვლას ელოდნენ.უქმე დღის მადლმა, საცობი დაულოცათ და არც სადგომზე დახვდათ უკეთესი სიტუაცია.კარგა ხანი მოანდომეს მანქანის დაყენებას და როცა კლუბის კიბეებზე ჩავიდნენ, შორიდანვე დალანდეს ხელაწეული ლიკას ნიშნები,აქ ვართო. ატმოსფერო გახვეული იყო წითელი სინათლის მათრობელა ეფექტში, კატომ კოქტეილის მჟავე გემო შეიგრძნო და კომფორტულად მოთავსდა ტყავის დაბალ სავარძელში.ხმამაღალი მუსიკით გაყრუებულ სივრცეში ერთმანეთის ხმა ძლივს ესმოდათ.გოგოები სვამდნენ და უდარდელად კისკისებდენ,რაღაც მომენტში ეკატერინე მიხვდა რომ ამსტერდამში თითქმის მთელ დღეებს სახლში ატარებდა, ნაიასთან და ნელიკოსთან ერთად, სანამ თორნიკე და მისი ცოლი სამსახურში იღლებოდნენ.ბოლო ორი დღე განუწყვეტლივ ფიქრობდა შემოთავაზებაზე, ნელიკომ რომ აეროპორტში იდეად მიაწოდა და იმისდამიუხედავად რომ ენანებოდა თავისი შრომით შეძენილი ბინის სითბო, მაინც აანალიზებდა დანაზოგი დიდხანს აღარ გამწვდება და დროა მომავალზე ვიფიქროო.საკუთარ სადარდებელში გახვეულს არ წვდებოდა გარესამყაროსგან მომავალი უდარდელობის შეგრძნებები. წარსულის მარწუხებისგან თავდაღწეულმა უფლება მისცა თავს-ეოცნება.უნდოდა პატარა წიგნების მაღაზიის გახსნა, ამსტერდამის ერთ მივარდნილ შესახვევში,სადაც ივლიდნენ ფურცლებზე შეყვარებული ახალგაზრდა მეოცნებეები, თანამედროვე მწერლობას შეკედლებული სახეები და ჯინსებში გამოწყობილი,თმააბურდული კატო უამრავ მეგობარს შეიძენდა სიძველისსუნაკიდებულ,წიგნებით გამოტენილ თაროებს შორის.ვინ იცის იქნებ ლიტერატურული საღამოებიც გაემართა და ამით შეემჭიდროვებინა სივრცე,სადაც მწერალთა კალმით შექმნილ სამყაროებში ჩაიკარგებოდნენ… -ვიცოდი ! თქვე მატყუარებო, ვიცოდი ასე რომ მოიქცეოდით...-ზმანებებიდან გამოერკვა კატო ლიკას მოჩვენებითი ბრაზით წამოძახებულმა სიტყვებმა და მზერა ააწება გეგას გვერდით მდგარ გიორგის,უკვე რომ გზას მიიკვლევდა თავისი საცოლისკენ. -და რა მოხდა? მალჩიშნიკი არ გამოვიდა და გადავწყვიტეთ დღეს ჩვენც დაქალები ვიყოთ...-თავი იმართლა სიცილით გეგამ და სავარძელში ჩასვენებისთანავე,ხელი გადახვია კატოს გაკვირვებულ ფიგურას. -შენ ვაჟბატონო ასე არ თქვი სხვა გეგმები მაქვსო?...-ნათია გადმოიხარა კაცის ფიგურისკენ და მხარზე უბწკინა.გეგა გველნაკბენივით შეიშმუშნა და ხელი წაივლო მტკივან ადგილას. -ეგ გეგმა ახლა იქ ზის და თუ ჭკვიანად არ იქნები დავლევ! ვნახოთ სახლში ვინ წაგიყვანს…-თავით ანიშნა ბარის მეორე კუთხისკენ და ნიშნისმოგებით გამოაჯავრა ქალს. კატომ თვალები ააწება გეგას თავის მიმართულებით მინიშნებულ ადგილს და სადღაც, წითელი შუქის ეფექტში ძლივს გაარჩია ნიკოლოზ გაბრიჩიძის და მიშას სახეები,გვერდით მდგომებს რომ ესაუბრებოდნენ.არ უნდოდა გამოეჭირათ და სწრაფად აარიდა მზერა.სცადა ისევ დიალოგის სივრცეში მოქცეულიყო,რომ ყურადღება გადაეტანა.ნათიას თითქოს ეშმაკი შეუჩნდა, ისეთი ჭინკებაცეკვებული თვალებით წარმოთქვა -და თუ მაინც აღარ ვართ მარტო გოგოები, დაუძახე, ბევრნი მაინც ვიქნებით...-გეგამ მინიშნება მიიღო და კატოს გადახედა.იცოდა რომ მეგობრის მთელი სხეული ცახცახებდა და წამიერად მოეჩვენა მესმის როგორ მთხოვს ეს არ გავაკეთოო. -რატომაც არა, მშვენიერი აზრია… სწრაფად წამოიმართა და გაბრიჩისკენ წავიდა.კატოს ტელეფონი ხელჩანთაში აწკრიალდა და ყურმილში ძლივსგასაგონად აჟღერდა სანდრო ჯორჯაძის ხმა,ხმაურში თითქმის არ ესმოდა რას ეუბნებოდნენ,მხოლოდ ის გაიგონა “მითხარი სად ხარ”-ო და ინსტიქტურად გასცა პასუხი.მაშინვე გაუთიშეს და წამიერად გაურკვევლობამ აიტანა, სანამ უხერხულობამ არ დაჩრდილა ყველა სხვა გრძნობა...გეგა გამარჯვებულის იერით მოდიოდა მისკენ და უკან მოყვებოდა ბავშვობის ოთხი მეგობარი.ხელით ანიშნა გაბრიჩიძეს კატოს სავარძლისკენ და ნიკოლოზიც დაუფიქრებლად მოთავსდა ქალის გვერდით.ნათიასთან ჩამომჯდარმა გეგამ, ეშმაკურად გაკრა ხელი ქალს და ყოფილმა ჯორჯაძემ თავისი მეგობრების მზაკვრობა დაწყევლა გონებაში. მისთვის გასაკვირად გაბრიჩიძეს ერთხელაც არ მოუტრიალებია თავი, სიტყვის დაცდენაზე რომ არაფერი ვთქვათ.გეგამ მშვენივრად მოახერხა თავისი მეგობრების ერთმანეთისთვის გაცნობა და უცხოობის შეგრძნების გაქრობა.ამის დამსახურებით ყველა ერთმანეთთან საუბრობდა,კოქტეილები, შუშხუნა თეთრი ღვინით შეცვალეს და ისე შეყვნენ ლაპარაკს,ცეკვაც არავის გახსენებია...ეკატერინე უჩინარი იყო, გაყინული იჯდა სავარძელში და ცდილობდა არც კი შერხეულიყო,ვაიდა ჩემი არსებობა გამჟღავნდესო.მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე,როცა კალთაში ჩაგდებული ტელეფონი კიდევ ერთხელ აწკრიალდა და ყურმილიდან ამცნეს სასწრაფოდ გამოდი,ავტოსადგომზე გელოდებითო...შინაგანი ხმა ეუბნებოდა, ინერვიულე, რაღაც მოხდაო და აყვა კიდევაც.სწრაფად წამოდგა და უპასუხოდ დატოვა გეგას კითხვა “სად მიდიხარო”, ჩქარი ნაბიჯით აიარა კიბეები და პირდაპირ მანქანების წყობისკენ გაემართა.ჯორჯაძის მანქანა მოშორებით იდგა, იქედან უკვე გადმოსულიყო სანდრო და ნერვიულად სცემდა ბოლთას. -რა მოხდა?...-პირდაპირ აჯახა კატომ და საგულიდან გულის ცემა სახეში ეცა. -მისმინე კატო,დღეს დათომ დამირეკა.ზურაბ ჯაყელი მშვიდადაოო, ერთ ციხეში არიან და მამაჩემიც კი შეშინებულია მისი სიმშვიდით...-მიკიბ-მოკიბვა არც კაცს დაუწყია,პირდაპირ სათქმელზე გადავიდა და როგორც კი ამოთქვა,კატოს მოეჩვენა ზურგიდან სიმძიმე მოხსნესო. -სანდრო მშვიდად...პანიკაში ხარ-გაკვირვებით ამოილაპარაკა ეკატერინემ და მხრებზე წაავლო ხელისგულები...-მშვიდადაა,იმიტომ რომ იცის ყველაფერი დამთავრდა. -არა კატოოო, არ გესმის !...-მოუთმენლად დაიყვირა და სიგიჟე ჩაუწვა გუგებში...-მშვიდი ზურაბ ჯაყელი საშიშია გესმის? რაღაც დაგეგმა,რაღაც საშინელება დაგეგმა და მოსალოდნელი შედეგით ტკბება. -სანდრო ეს უკვე პარანოიაა...-თავი გაიქნია ქალმა და მაშინვე უარყო მოსაზრების სისწორე...-ეს გიასაც უთხარი? -არა, არ მითქვამს ! მინდოდა პირველს შენ გაგეგო. -ძალიან კარგი...არაფერი უთხრა გთხოვ, ტყუილად უნდა შეაშინო...-სანდრომ დამცინავად ჩაიქირქილა გვერდზე მიბრუნდა, თითქოს მთელი არსებით აგრძნობინებდა, სულელი ხარ თუ გგონია რომ ჯაყელის სიმშვიდე დანებების ნიშანიაო.კატო დააკვირდა და გაანალიზა რომ სანდროს ეჭვები ახრჩობდა, ჩადენილის შედეგებზე ფიქრობდა და ყველაზე ფატალურ მომავალს წინასწარმეტყველებდა.ჯერ მხრებში წვდა,რომ თავისკენ მოებრუნებინა, მერე ხელისგულებში მოიქცია კაცის აწითლებული სახე და მზერა გაუსწორა...-სანდრო, სანი...ჯაყელი ციხეშია გესმის? სამი კაცის მკვლელობას, დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას და მოპარული მანქანების ყიდვა-გაყიდვას ედავებიან, ყველაზე მეტი რაც ახლა შეუძლია გააკეთოს, საკუთარი საკნის სიბინძურეში სულის დალევაა...ვერაფერს დაგვიშავებს გესმის? არ მისცე უფლება შენ თავში შემოძვრეს. ფრთხილად არჩევდა ყოფილი ჯორჯაძე სიტყვებს, ეჩურჩულებოდა და მშვიდად უხსნიდა, მზერას არ აცილებდა, ხელისგულებით ათბობდა კაცის ამღვრეულ თვალთახედვას და სიგიჟის პირას მყოფ გონებას.გაამართლა, სულ მცირედად დამშვიდდა, ერთ ადგილზე ბოლთის ცემას მორჩა და ხელები ჩამოყარა უძლურების ნიშნად.თითქოს ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, აყვა ეჭვს, დანებდა, თავი მიუგდო საჯიჯგნად და ქალიც გააფრთხილა,მაგრამ ისე დარწმუნებით უთხრეს, ისე დამაჯერებლად ჩააგონეს რომ საბოლოოდ დამშვიდდა. -რუსუდანი სახლშია?(სანდროს დედა) -ხო სახლშია, ამ ამბების მერე გარეთ აღარც გამოდის...-მანქანის კარს მიეყრდნო. -ძალიან კარგი, სახლში მიდი, პიტნის ჩაი დალიე...გახსოვს თქვენი დიასახლისი ნანა კვიკეთებდა ხოლმე, სამსახურიდან გვიან რომ ვბრუნდებოდით და მარტო ჩვენ სამი ვიყავით.რუსუდანს დაელაპარაკე, დაამშვიდე და შენ თვითონაც მიხვდები რომ სისულელეა წარსულზე დარდი...ზურაბ ჯაყელმა ისედაც ბევრი წაგართვათ და ნუ მისცემ უფლებას უფრო მეტი წაიღოს თავისი არსებობით. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ჯორჯაძემ და გაუღიმა,გონებაში არსებობის საშუალება მისცა იმ აზრს რომ ჯაყელი უბრალოდ ჭკუიდან გადაჰყავდა უმოქმედობის შეგრძნებას და თავს იკატუნებდა სიმშვიდით.რამდენიმე სიტყვაღა გაცვალეს და მანქანაში მოთავსებულმა სანდრომ ფრთხილად აუარა გვერდი ქალის ფიგურას.კატომ თვალი გააყოლა დაძრულ მანქანას და ამჯერად საკუთარი თავის მოტყუებაც სცადა “სისულელეაო”,მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა რომ სანდრო მართალი იყო,თუმცა ნერვებს აყოლა არ არგებდათ, ამით დროს, ენერგიას, სიმშვიდეს დაკარგავდნენ, ჯაყელსაც ეს უნდოდა...მოტრიალდა წამოსასვლელად და რამდენიმე ნაბიჯის მერე დალანდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაბრიჩიძის ფიგურა, წარბშეკვრით რომ აკვირდებოდა, ტუჩის კუთხეებში აკრული დამცინავი ღიმილით. -სამწლიანი განშორების მერე გაერთიანება? Რა ორიგინალურია ეკატერინე… -უკან გამოყოლა და ყოფილი ცოლ-ქმრის თვალთვალი? კარგი რა ნიკოლოზ...-ჯიქურ გამოაჯავრა და გვერდი აუარა, კაცის ნაბიჯები მოზომილად მოჰყვა უკან. -რაო თავზე ჩამოქცეული ბიზნესის ხათრით შევრიგდეთ და ერთად ავაშენოთ გაბრწყინებული მომავალიო? -ეგ უკვე ჩვენი პირადი საქმეა ! -არ გაწყობს კატო, მე თუ მკითხავ უფრო მეტი ღირხარ ვიდრე გაკოტრებული ბიზნესის თეთრებია...-მხარში წაავლო ხელი და თავისკენ მიიბრუნა,სიტყვების ზემოქმედება თვალნათლივ რომ დაენახა. -და შენთვის რამდენი ვღირვარ ნიკოლოზ, შენ რამდენს იხდი?...-ზიზღით ამოთქვა კატომ, არ დარიდებია თვალთახედვას. -მე ერთი ღამისთვის იმდენი გადავიხადე,წარმოდგენაც არ მინდა ერთწლიანი თანაცხოვრება როგორ გაყიდდა ჯორჯაძეს, ალბათ ამიტომაც არ გიფიქრია აქ, ჩემთან დარჩენაზე.იცი რომ ფინანსები ვერ გამწვდება...-კატოს მწარედ გაეღიმა და მხარზე წავლებული ხელისგული მოიშორა. კისერში მოწოლილი ნერვიული აშლილობა ჩაახშო და ბარის სივრცეში თავის ადგილს დაუბრუნდა.ერთნაირი სახეებით ისხდნენ მთელი ღამე და ყოფილი ჯორჯაძე თვალებით ბურღავდა ნათიას და გეგას, რომლებმაც ამ სისულელეში ძალით გახვიეს, ისინი კი ჯიუტად არიდებდნენ მზერას, ვითომ ვერც ხვდებოდნენ წინ მსხდომთა უხერხულობის მიზეზს. კატოს მალევე მოსწყდა კისერი, უკვე აღარ ფიქრობდა სანდროს სიტყვებზე, მხოლოდ სახლში წასვლა და ბალიშზე თავის მიდება უნდოდა.გოგონები კი ჯიუტად ცლიდნენ ჭიქას ჭიქაზე და მთელ ბარს იმხობდნენ თავზე თავიანთი ცეკვით...რაღაც მომენტში თვალები მიელულა და გეგას მავედრებლად გადახედა.კაცმა ლიკას და ნიტას ადგილას გადაინაცვლა და თავის გვერდით მიუთითა, კატო ელვის სისწრაფით გადავიდა მასთან და მოხვეულ მხარზე გაინაბა, თვალები დახუჭა, ყურთასმენა დაახშო გამაყრუებელი მუსიკისგან. არ იცოდა, ამ მდგომარეობაში რა დრო გაატარა, ის კი იყო რომ გეგას ხელისგული აეკრო თუარა სახეზე, ხმაურში მაინც ჩურჩულად ჩაესმა კაცის ხმა, გაიღვიძეო რომ ეხვეწებოდა, ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს და გაკვირვებით ახედა. -კატო წავედით სახლში...წამო პატარა, მანქანაში ჩაგსვამ...-მხარი მოხვია და დაყვა,კაცმა კალთაში მოთავსებულ მის ტელეფონს ხელი წაავლო,რომ არ გასტეხვოდა და ჯიბეში ჩაიდო. კატომ ჩანთა მიაწოდა სადგომზე,რომ გასაღები ამოეღო.სავარძელში მოთავსდა და ღვედს ჩამოაყრდნო სახე, სამი ჭიქის დალევა მოასწრო,მაგრამ ერთიანად მოთენთილი იყო, მთელი დღე მოლებში ბოდიალისგან.გეგას მანქანა მშვიდად მიყავდა და შუა გზაშიღა მოიფხიზლა ყოფილმა ჯორჯაძემ. -და გოგოები? დანარჩენები როგორ მივლენ სახლამდე? -ჯერ ორის ნახევარია კატო, არ დაიშლებიან, მე შენ წამოგიყვანე...-მშვიდად უთხრა და გადმოხედა, ქალის სახეზე გაეღიმა. -რატომ აყევი ნათიას? ხომ იცოდი რომ… -არ ვიცოდი ბოდიში, მეგონა გეხმარებოდით,მაგრამ ორივეს ისეთი სახეები გქონდათ რომ მივხვდი რა სისულელეც გავაკეთე...და მაინც, რატომ აფიქრებინე თითქოს ნაია შენი შვილი ყოფილიყოს?...-გაკვირვებით გადმოხედა გეგამ. -არ მითქვამს ჩემი შვილიათქო, თვითონ უნდოდა დაეჯერებინა რომ ჩემი შვილი იყო...-თავის სიმღერას მღეროდა კატო. -კატოოო ! -კარგი ხო...ძალიან გაბრაზებული იყო და მინდოდა ასე დარჩენილიყო, თუ ეგონებოდა თითქოს ნაია ჩემი შვილია, უფრო მეტად გაბრაზდებოდა ჯორჯაძეებზე და ეს მჭირდებოდა! წარბები შეკრა გეგამ გაურკვევლობის ნიშნად,მაგრამ საუბარი აღარ გაუგრძელა, მთქნარება ამტყდარ ქალს.მშვიდობიანად მიიყვანა სახლამდე და კატომ უთხრა მანქანა წაიყვანე, გოგოებს შენი იმედი აქვთო და კარს გადმოსცდა. ლიფტიდან გამოსულმა ჩანთა მოიჩხრიკა და გასაღები ამოაძვრინა, კარი შეაღო, მარჯვენა მხრიდან კედელს ააყოლა ხელი, სინათლის ჩართველი რომ ეპოვა სიბნელეში. კანის სითბო იგრძნო და მაჯაში მთელი ძალით წაავლეს, სივრცეში რომ შეეთრიათ,კარი წამის მეასედში მიაჯახუნეს და სრულ სიბნელეში, მხოლოდ სუნთქვის ხმა ესმოდა ეკატერინეს აცახცახებულ არსებას.თავში გაკრა დაყვირების აზრმა მაგრამ თითქოს მიუხვდნენო, ცივმა ხმამ ზიზღით დაიჩურჩულა არც კი გაბედოო.სიმწრისგან გაეღიმა და მუხლებამდე ამოცოცებულ სისუსტეს ნება არ მისცა გაეტეხა. -ზურაბ ჯაყელი...-ღვარძლიანად დაისისინა ეკატერინემ და ეცადა თვალები შეეჩვია სიბნელისთვის,რომ როგორღაც გაერჩია ფიგურა. -ზურაბ ჯაყელი ეკატერინე...-აყვა ხმა. -სწორი გათვლაა...-დანებდა, სხეულში არსებობის ნება მისცა საბოლოო სუნთქვის წუთებს. -მთხოვა შენთვის შემეხსნებინა...-გახსნილი პიჯაკის შიგნით, კაბის სიფრიფანა ნაჭერმა მარტივად გაატანა მიბჯენილი საგნის სიცივე და კატო მიხვდა რომ იარაღის ხმას ვერავინ გაიგონებდა...-ერთხელ გითქვამს დარჩენილი ცხოვრების ციხეში გატარებას ერთი ტყვია მირჩევნიაო… -აინტერესებს...-ხმა აუკანკალდა კატოს და ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთი ჩაყლაპა. -არ აინტერესებს ეკატერინე, პასუხი ისედაც იცის... წვა მთელ მუცელს მოედო,გავარვარებული სითხე მოედო და დაწვა,ხელისგული მიიჭირა და მხოლოდ წამიერად შეიმაგრა თავი.ჯერ მუხლებით დაეცა,მერე თავით უკან წავიდა და ჯერ კიდევ ჩაუმქრალი თვალთახედვით დალანდა როგორ გაიღო კარი და შავი ფიგურა გასცდა ზღურბლს.ეკატერინე სიბნელეში დარჩა, ხმის ამოღება უნდოდა მაგრამ კისერში მოწოლილი ძალა არ აძლევდა საშუალებას თუნდაც დაეჩურჩულა.თვალები გაახსენდა, ის თვალები აქამდე რომ გამოყვნენ და ძილშიც კი არ ასვენებდნენ, თვალები რომლებმაც კითხვის ნიშნები დაუტოვეს და სულთამხუთავივით აეკიდნენ, ხელებზე შემხმარი სისხლის შესახსენებლად...ახლა ხვდებოდა კატო,რატომ უყურებდნენ ის თვალები ასე დაჟინებით… სიბნელეში იყო, სრულიად მარტო, იატაკზე უმწეოდ გაწოლილი და ბოლო ძალების მოკრებით ცდილობდა ხელისგული მაგრად მიეჭირა მუცელზე, ნელ-ნელა ჩამოსცდა ჭრილობას, იატაკისკენ მიმართულება აიღო და იქ დაესვენა...ბოლოს ისღა გაიფიქრა,თვალებს დავხუჭავო,თითქოს არ უნდოდა ვინმესთვის თავისი თვალთახედვა ისე შეეტოვებინა როგორც თავად შერჩა...კისერში მოწოლილი ბურთი აღარ ჩაუყლაპავს, ერთმანეთზე მიწებებული ქუთუთოებიდან თავხედურად გამოჟონა კურცხლის მარილიანმა სიმჟავემ და კატო მიხვდა რომ დანაშაული გამოისყიდა ,ისე როგორც წესია- ”თვალი თვალის წილ"... პ.ს მომავალი თავით დავასრულებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.