შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით" (14) დასასრული


4-05-2021, 23:38
ავტორი Qetatoo
ნანახია 3 792

განყოფილებაში ხალხმრავლობა იყო, გამომძიებლები ფურცლებით ხელში ქაოტურად დარბოდნენ და გეგას ნერვიული ბოლთის ცემა უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო,თვალი მოწყვიტა აქეთ-იქეთ მოსიარულე მასებს და თავი ხელისგულებში ჩარგო,ერთ წერტილს გაუშტერდა,რომ სულ მცირედად დამშვიდებულიყო.მის პირდაპირ კარიდან მიშა გამოვიდა და გვერდით მოთავსდა,მხარზე ხელი დაადო და ასე ნუ ნერვიულობო დამშვიდება სცადა.გეგამ წამიერად შეავლო მზერა, მაშინვე ყურადღება გადაიტანა საპირისპირო მხრიდან მომავალ გაბრიჩიძეზე, გვერდით რომ გამომძიებელი მოჰყვებოდა.სთხოვა ნუ ნერვიულობ,მხოლოდ ტექნიკური საკითხია, არაფერი ახალიო...დაკითხვის ოთახისკენ წაიყვანეს და უცხო გამომძიებლის წინ ჩამომჯდარმა მოწმემ ჭიქა წყალი ითხოვა.ნიკოლოზი და მიშა დაკითხვის ოთახის გვერდით მათთვის განკუთვნილი სივრციდან ადევნებდნენ თვალს მიმდინარე პროცესს.
-კარგი გეგა, უბრალოდ რამდენიმე დეტალის დაზუსტება გვინდა...ათი წუთის საქმეა და მალევე გაგიშვებთ...-მშვიდად და ფრთხილად საუბრობდა და როცა მოწმისგან თავის დაკვრა თანხმობად აღიქვა,მაშინვე განაგრძო...-ზუსტად მინდა მომიყვე იმ ღამეს რა მოხდა,კიდევ ერთხელ.
-ჩვენი მეგობრის ქორწილი ახლოვდებოდა და გოგოები ბარში წავიდნენ აღსაღნიშნად.ჩვენც მალჩიშნიკივით უნდა მოგვეწყო საღამო,მაგრამ არ გამოგვივიდა და ბარში წავედით.
-ზუსტად გაიხსენე რამდენი იყავით…
-მე, ლიკა, ნიტა, ლიკას საქმრო გიორგი, ნათია, გეგა, მიშა და ჩვენი ორი ბავშვობის მეგობარი, მაგრამ ისინი არც კი იცნობენ კატოს…
-რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავს? ხომ არ ნერვიულობდა, უცნაურად ხომ არ იქცეოდა? რამე აწუხებდა? იქნებ ვინმე ემუქრებოდა?
-ხომ გითხარით ! უბრალოდ ცოტათი დაღლილი იყო, ეძინებოდა, თან დალია და მთელი საღამო ჩუმად იჯდა...-მოუთმენლად წამოიძახა და ნერვიულად აათამაშა თითები.
-ანუ მთელი საღამოს მანძილზე ბარი არ დაუტოვებია !...-ეჭვნარევად იკითხა გამომძიებელმა და მზერა გაუშტერა.
-მოიცა...რაღაც მომენტში ტელეფონზე დაურეკეს და გარეთ გავარდა, ვკითხე სად მიდიოდა მაგრამ პასუხი არ გამცა...მალევე დაბრუნდა...-წარბები შეკრა, თითქოს ვერ ხვდებოდა ეს აქამდე როგორ არ გაახსენდა.
-მერე გეგა? სახლში ხომ შენ წაიყვანე? მანქანაში რამე ხომ არ გიკითხავს?
-არა, მალევე ჩაეძინა და მივხვდი ძალიან დაღლილი იყო, თავისი მანქანით სახლამდე მივიყვანე, მთელი გზა ეძინა, თითქმის არ გვილაპარაკია...დამემშვიდობა და მერე...-თავი ხელისგულებში მოიცია და ნიდაყვებით დაეყრდნო მაგიდის კიდეებს, თვალები დახუჭა, არ უნდოდა გახსენება, ასე კი თავს იცავდა იმ საშინელი სურათის ხელახლა წარმოდგენისგან.
-თუ წახვედი სახლში რატომღა აბრუნდი? უკან რატომ დაბრუნდი?...-ცივად ეკითხებოდა დეტექტივი, პასუხი უკვე იცოდა,მხოლოდ ფორმალურად აზუსტებდა თითოეული ფაქტის სისწორეს.
-ბარიდან რომ გამოვდიოდით, ნახევრად ეძინა და მისი ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, მანქანიდან რომ გადმოვიდა არ გამხსენებია, უკვე მის კორპუსს გამოვცდი, ვიღაც ურეკავდა, ჯიბეები მოვიჩხრიკე და მივხვდი რომ ტელეფონის დაბრუნება დამავიწყდა….ამიტომ ავბრუნდი უკან...ჯერ დავუკაკუნე, პასუხი არ გამცა...ინსტიქტურად ჩამოვწიე სახელური და კარი გაიღო.დავუძახე და პასუხი არ გამცა, უკუნეთი სიბნელე იყო, შუქის ჩამრთველი მოვძებნე და ძირს რომ დავიხედე იქ იწვა, ერთიანად გადათეთრებული, სისხლის გუბეში...-ლაპარაკის გაგრძელება აღარ შეეძლო.გამომძიებელმა საჩვენებელი თითით წყლის ჭიქა მიაწოდა და თვითონაც ჩახარა თავი.
-სასწრაფოსაც შენ გამოუძახე ხომ ასეა?...-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გეგამ და წყალი მოსვა…-კარგი გეგა,სულ ესაა.დავასრულეთ.
ფურცლები,რომლებშიც აქამდე თავით იყო ჩამძვრალი,შეაკოწიწა და დაკითხვის ოთახიდან გამოვიდა.უკან მოყვა გეგაც და სახით შეეჩეხა გაბრიჩიძეს.
-გეგა აღარ შეგაწუხებთ, მორჩა, სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზეღა დაგირეკავენ და ამ ამბის გახსენება აღარასდროს მოგიწევს...-თითქოს მის დამშვიდებას ცდილობსო, თითქოს მართლა სჯეროდა როდესმე დავიწყებას მოახერხებსო.
-რამე სიახლე მაინც თუ არის?...-მობეზრებით იკითხა და მიშას ნდობით გადახედა.
-კამერის ჩანაწერები მოვიპოვეთ და მოსამართლის განჩინებას ველოდებით, რაღაც პრობლემაა და ვცდილობთ მოვაგვაროთ...ვიპოვით ეს ვინც გააკეთა...-დარწმუნებითი იყო მიშას ტონი,მაგრამ გეგას ეჭვებს ვერ დარეკდა.
-კატო ბოლოს როდის ნახე?...-ინტერესით იკითხა გაბრიჩიძემ და გამომცდელად დააკვირდა.
-საავადმყოფოში რომ გადაჰყავდათ...-წარბები აზიდა გეგამ , თითქოს ვერ ხვდებოდა ერთიდაიგივე კითხვის ასჯერ დასმით რას იგებნდნენ...-სასწრაფოს მანქანაში ხელი მეჭირა,ეს იყო ბოლო შემთხვევა როცა ვნახე.
გაბრიჩიძე მოწყდა ბავშვობის მეგობრებს და გრძელი ჰოლი გალია, სათათბირო ოთახის კარამდე მისასვლელად.შეაღო და თვალი მოკრა ყავის აპარატთან ჩამომდგარ ნოდარ არაბულს და სცადა დიალოგში აეყოლინებინა. არაბული თითქოს ნანობდა კიდეც ამ საქმის აღებას,თუმცა ძველ კოლეგას უარი ვერ უთხრა და ის საქმე რომელშიც ქვეყნის ორი საუკეთესო გამომძიებელი მოწმეების სტატუსით სარგებლობდნენ თავის თავზე აიღო რომ წვდომა ჰქონდათ.არაბული უკვე მესამე კვირა იყო რაც საქმეს იძიებდა და მოპოვებული მტკიცებულებების მიუხედავად,მაინც ვერ მოახერხა ზურაბ ჯაყელისთვის ხელის დადება, ამსრულებელი უკვე მუჭში ყავდათ,თუმცა დაკავებამდე მტკიცებულებები სჭირდებოდათ. ამიტომაც იყო მოუთმენლობით სავსე, ამიტომაც დაკითხეს მთავარი მოწმე ხელმეორედ, ეგონათ რაღაც გამორჩათ თუმცა არა, გეგამ ნამდვილად არაფერი იცოდა, ეკატერინე ჯორჯაძე კი აღარ ლაპარაკობდა.ნიკოლოზ გაბრიჩიძე არ ნებდებოდა და სთხოვდა, სულ ცოტაც მოითმინე, აუცილებლად გამოვიჭერთ ზურაბ ჯაყელს გპირდებიო,ნოდარი კი უბრალოდ თავს უქნევდა და თვალებით ამჟღავნებდა უნდობლობას.სთხოვა რამე უნდა მოიქმედოო, დროა იმოქმედოო და დიალოგი კამათში გადაიზარდა, გაბრიჩიძემ მთელი ძალით მოიჯახუნა კარები...თავის კაბინეტში შევარდნილს უკან მიყვნენ მიშა და ნოე, მშვიდად ჩამოსხდნენ სავარძელბზე და სრულ სიჩუმეში ყველა მოძრაობის გაზომვას ცდილობდნენ, ვაიდა უფრო მეტად არ გავაღიზიანოთო.
-რამე სიახლე არის? ...-შეფარვით იკითხა მიშამ და ფრთხილად მოსინჯა ნიადაგი.
-არა მიშა, არანაირი სიახლე ! ნოდარს უკვე იმედი ეკარგება...ერთდროულად ორ საქმეზე დავკარგეთ მთავარი მოწმე.
მიხვდნენ რომ ახლა გაბრიჩიძე ვინმე სხვას კი არა საკუთარ თავს ეჩხუბებოდა, სჯიდა და მართლები იყვნენ როცა მისი მარტო დატოვება საუკეთესო არჩევნად მიიჩნიეს. წარბებშეკრული, აწითლებული, გაღიზიანებული კარგა ხანს ატრიალებდა სკამს ნერვიულად.მერე,როცა უკვე კაბინეტის ჟალუზებიდან სიბნელეღა იღვრებოდა ოთახში, წამოდგა, პიჯაკი მოიცვა და ავტოსადგომისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა.მთელი გზა ფიქრობდა გამოსავალზე, როგორ შეიძლებოდა ზურაბ ჯაყელს პასუხი ეგო,თუ ერთ-ერთი მთავარი მოწმე უკვე დაადუმეს,ხომ შეიძლებოდა რომ მომხდარის შიშით გიასაც უარი ეთქვა ჩვენების მიცემაზე, ვინ გაამტყუნებდა? სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ,საკუთარი სიცოცხლით დაშინებული მოწმისთვის? მერე ადამიანობა?
კორპუსის სადგომზე მანქანა დააყენა და მძიმე ნაბიჯებით აიარა კიბეები, სახლის კარს წამიერად მიაყურადა და მერე ნახევრად შეღებულ კარში შეძვრა.მისაღები ოთახი გაენათებინა ჭაღის კაშკაშა შუქს, ტელევიზორიდან მოდიოდა საინფორმაციოს გამაყრუებელი ხმა და პიჯაკი დივანზე მოისროლა...წარბშეკრული გაემართა სამზარეულოსკენ...კარის ზღურბლიდან დალანდა სამი ზომით დიდ სვიტერსა და ჯინსებში გამოწყობილი ქალბატონი,როგორ სვამდა ტკბილი ცომის გუნდას ფორმაში, მაგიდაზე მოთავსებულ ხის საჭრელზე თხლად დაჭრილ ატამს შეავლო თვალი და მიხვდა რომ ატმის კექსს აცხობდნენ.ხელი წაატანა ერთ ნაჭერს და ხმაურზე მოიხედა ქალმა, წამიერი იყო სიმშვიდე და გაღიმება, მაშინვე მიხვდა გაბრიჩიძე რომ ტრადიციულად ელოდა ყველაფრის თავზე დამხობა.
-ოჰო,მობრძანდა...გამარჯობა, კარგია გარეთ?
-საშინელებაა, ნეტავ მეც შემეძლოს მთელი დღე სახლში ჯდომა...-სარკასტული ნიშნისმოგებით დაუბრუნა კაცმა პასუხი.
-ერთ დღესაც ყელში ამომივა და ბოლო ხმაზე ვიყვირებ ფანჯრებიდან გესმის? ჩემი აქ ძალით გაჩერების უფლება არ გაქვს !...-სისინებდა და ხელისგულს უჭერდა მხარზე.
-ამაზე ხომ უკვე იჩხუბე თოთხმეტჯერ კატო? აქ შენივე უსართხოებისთვის ხარ, სანამ ტვინის შერყევა არ გადაგივლის და ჩვენებას არ მოგვცემ ! ...თან კარგი რა, ძალით? ეხლა რა გეტყობა შენ რომ აქ ძალით გაბამენ? ...-წარბები აზიდა და კექსზე მუნიშნა, ვითომდა მშვენივრად ერთობიო...-კარგი, მე სააბაზანოში შევალ წყალს გადავივლებ, შენ მანამდე დამშვიდდი…-სწრაფად მიაყარა,როცა გაანალიზა რომ ამჯერად ქალი ბოლომდე აპირებდა ძალების მოსინჯვას.თუმცა რაღაც კარგიც იყო ამაში, ეკატერინე ჩხუბის ყოველ ჯერზე უფრო მეტი ძალებით იბრძოდა,რაც ნიშნავდა რომ ჭრილობა უკვე აღარ აწუხებდა და შეხორცების პროცესიც კარგად წავიდა.
ნიკოლოზმა კარგა ხანი გაატარა შხაპის ქვეშ და გაეღიმა სპეციფიურად დაკეცილი პირსახოცების დანახვაზე, როგორც ჩანს მოწყენილობამ ქალი ამ ოთახამდეც მოიყვანა.თვითონაც ჯინსებსა და სვიტერში უფრო კომფორტულად იგრძნო თავი და მოწესრიგებისთანავე დაუბრუნდა სამზარეულოს.ეკატერინე უკვე მშვიდად იყო, სამზარეულოს სვეტში ჩაშენებულ ღუმელთან იდგა და შიგნით მოთავსებულ კექსს უყურებდა.ახალშემოსწრებულმა ყავა შესთავაზა და თანხმობაც მშვიდ ფორმაში მიიღო.სანამ ნიკოლოზი ყავას ამზადებდა,მანამ დრო იხელთა და კიდევ ერთხელ,უფრო იმედიანად სცადა სიტუაციის ახსნა.
-კატო რეალურად ხომ გესმის რომ აქ მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისთვის ხარ? ვიცი რომ ჭკვიანი ხარ და გესმის, შეგვეძლო სახელმწიფო დაცვა გამოგვეყო შენს სახლთან მორიგეობისთვის,მაგრამ მგონია რომ თუ არავის ეცოდინება შენი ადგილსამყოფელი, უფრო დაცულად იქნები...თან ვერავინ წარმოიდგენს რომ აქ იმალები...-გახედა და სცადა გაგების ნიშნად რაიმე მაინც დაეჭირა ქალის მხრიდან,თუმცა არაფერიც, არც კი შერხეულა, ისევ იმ პოზაში იდგა გაყინული მზერით...-მისმინე, ნოდარს უნდა დაეხმარო გესმის? უკვე ჩიხშია და შენი ჩვენების გარეშე ზურაბ ჯაყელს ხახვივით შერჩება ჩადენილი მკვლელობები.
ყავა მაგიდის ზედაპირზე მოათავსა და თვითონ კატოს პირისპირ დადგა, ქალის მიბაძვით სამზარეულოს სვეტს მიეყრდნო და სცადა საჩვენებლი თითით ნიკაპი აეწია,რომ თვალთახედვა მიეპყრო.
-კატოოო…
-რა ნიკო, რა? მთავაზობ ხელმეორედ გამოვკრა ჩემი ხელით სასხლეტი მკვლელობის იარაღს? მთავაზობ ავლაპარაკდე და კიდევ ერთხელ დავდო სასწორზე ჩემი სიცოცხლე? და რას მოიგებ ამით? სახელს? დაწინაურებას? წარმომიდგენია სათაურები, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ მკვლელობათა სერიები გახსნა, დამნაშავეები ციხეში სხედან და განაჩენს ელიან...-კატომ გაღიზიანებით აღმართა ხელი და საინფორმაციოს წამყვანის მიმიკება განასახიერა.
-გგონია ვინმეს,მითუმეტეს მე დაწინაურება მაინტერესებს?! კატო, ზურაბ ჯაყელმა ეს იმიტომ გაგიკეთა რომ შეეშინებინე, უარი გეთქვა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, დამფრთხალიყავი და მიაღწია კიდეც საწადელს...შენ კი ხელს უწყობ პასუხისმგებლობას, სამი ადამიანის მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას დაუსხლტეს ხელიდან.
-არა ნიკო, არა ! არ გესმის ! ჩემი დაშინება არ უნდოდა, მოკვლა უნდოდა, უბრალოდ ვერ გათვალა, ბოლომდე ვერ გათვალა დეტალები...ჩემი შეშინება რომ ნდომოდა…
-მისმინე...-გაბრიჩიძემ მოთმინების ყველა ძაფი მოიკრიბა გარშემო და ფრთხილი, მოზომილი ტონით წარმოთქვა, ეკატერინეს აწითლებული ლოყები ხელისგულებში მოიქცია და ეცადა თბილად ესაუბრა...-ვიცი,რომ ეს წლები,როგორც უნდოდათ ისე გატრიალებდნენ, ვიცი რომ ყველაფერი წაგართვეს, ვიცი რომ აღარავის ენდობი და არ გამტყუნებ გესმის? ისიც მესმის რომ აქედან წასვლაზე მეტად არაფერი გინდა, მაგრამ მე ჯორჯაძე არ ვარ, არც ჯაყელი ვარ გესმის? მე მინდა დაგეხმარო, საზღაურად არაფერს ვითხოვ ! ეს ბარტერი არაა, მე დახმარებას უანგაროდ გთავაზობ და არ გატყუებ ! თუ მართლა გინდა ცხოვრების თავიდან დაწყება, ეცადე სუფთა ფურცელზე პირველი რასაც დაწერ ნდობის გამომუშავება იყოს ! მესმის რომ გგონია ყველაფერს თავად გაუმკლავდები, ისიც მესმის რომ კაცების ბინძურ სამყაროში აღმოჩნდი და მოგიწია შენც ერთ-ერთი მათგანი გამხდარიყავი...მაგრამ საჭირო აღარაა, უნდა იცოდე როდის იყო იმდენად ძლიერი რომ სხვას მისცე უფლება დაგეხმაროს...გესმის?
ჩვენ ხომ ხანდახან ყველაზე ლამაზ ფორმაში ვაწყდებით იმ ამბებს რომლებიც საკუთარ თავზე გამოვცადეთ, სიტყვებად იქცევა ყოფაცხოვრების ჭუჭყიან საცვლებში გახვეული არსებობის აუტანლობები.ეკატერინეს საკუთარი თავი ბაზრის ჭუჭყიან დახლზე გამოფენილი საქონელი ეგონა,რომესაც ყველა ისე ამოწმებდა როგორც მოესურვებოდათ, კაცების სამყაროში აღმოჩენილი მიხვდა რომ ყველა რაღაცას ითხოვდა მისგან, ყველას სურდა სარგებლის მიღება, ქალი კი თვითგადარჩენის ინსტიქტებმა ისე აიყოლიეს რომ ვერ გაანალიზა ერთ ფეხს როგორ მიყვა მეორეც ჭაობში ჩასათრევად.გაბრიჩიძე მართალი იყო, კატო არ ცდილობდა ვაჟკაცობას ან საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებას, კატოს იმდენჯერ ესროლეს ტალახი, იმდენჯერ შეუწყვიტეს სუნთქვა კისერში წაჭერილი ხელებით,რომ აღარავის ენდობოდა, არ ენდობოდა გაბრიჩიძეს როცა ქვეყნიდან გარბოდა, არ ენდობოდა დაბრუნებისას, მაგრამ ახლა, მისსავე სახლის კედლებში გამომწყვდეულმა, ხელისგულების სითბოთი თუ კაცის გულწრფელი თვალების დაჟინებული მზერით მონუსხულმა თითქოს იგრძნო რომ ცხოვრებაში პირველად მისგან უკვე აღარ ითხოვდნენ ბარტერულ გაცვლას, ეს იყო დახმარების შეთავაზება სამაგიეროს მოთხოვნისგან დაცლილი და რეალური...ეკატერინეს შეეძლო მიეღო დახმარება და სწორად მოქცეულიყო...ნოდარ არაბულისთვის ყველაფერი მოეყოლა და ისიც ეთქვა რომ ხმამ პირდაპირ სიკვდილის წინ უმეორა ზურაბ ჯაყელის სახელი, სანამ ტყვიის სიმძიმეს აგემებდა.
-თუ ყველაფერს მოვყვები რა მოხდება?...-უმწეოდ მიმოატარა თვალები ჭერზე და ვერ შეიკავა თვალების წვა, ცალი ცრემლი გადმოსცდა ქუთუთოების სივრცეს.
-ციხეში გაუშვებენ ამსრულებლის სტატუსით იმას, ვინც გესროლა და ზურაბ ჯაყელს სამი მკვლელობისთვის, ამას დამატებული მკვლელობის მცდელობა…
ღუმელმა ხმა გამოსცა იმის მანიშნებელად რომ მუშაობა დაასრულა...ორივე გამოფხიზლდა, გაბრიჩიძე თავის კუთვნილ ყავის ფინჯანს დასწვდა, მისაღებისკენ რომ წასულიყო. კატომ გამომცხვარი ტკბილი ცომი გასაგრილებლად ხის დაფაზე მოათავსა და გაიგონა როგორ ეძახდა მეორე ოთახიდან ნიკოლოზი.ცხელი სითხით გამთბარი ფინჯანი თავადაც ჟურნალების მაგიდაზე დადო და სვიტერი აიწია, დივანზე მოთავსებულმა, ჩვეულად მიანდო ზურგის სიმძიმე დივნის საზურგეს და კიდეზე თავი გადასწია.გაბრიჩიძემ ბინტის ხვევა მოაცილა მის მუცელს,წამიერად შეავლო თვალი,უკვე შეხორცობულ ჭრილობას, მერე ქაფურით დაუმუშავა და იოდით გაყავისფერებული ახალი ბინტი დააფინა ძაფებით პირშეკრულ ნატყვიარს, სანამ ამ ყველაფერს აკეთებდა ეცადა საუბარი გაება…
-რა გეგმები გაქვს? ამსტერდამში ცხოვრების გაგრძელებას როგორ აპირებ?...-კითხვის შინაარსით აგრძნობინა,მივხვდი რომ თანახმა ხარ ალაპარაკდე და არაბულს ყველაფერი მოუყვეო.
-მინდა თბილისის ბინა გავყიდო და პატარა წიგნების მაღაზია გავხსნა, მშვიდად ვიცხოვრო და ვნახო ნაია როგორ გაიზრდება...-თვალდახუჭულმა ამოილაპარაკა.
-მშვენიერი გეგმაა...-ჩაეღიმა ნიკოლოზს და მთელი არსებით იგრძნო ქალის დაღლილობა.
მოვრჩითო ამოიჩურჩულა და ცივი თითების ბალიშებით, ფრთხილად დაუფარა მუცლის სიშიშვლე.ბამბას და ბინტს ხელი მოხვია და სამზარეულოსკენ წავიდა, ურნაში რომ მიეჩინა ადგილი...უხმოდ მიირთვეს ტკბილი ცომის გემრიელი არომატი,ვახშამზე უარი თქვეს და სამზარეულოს მოწესრიგებისთანავე შეუთახნმდა ნიკოლოზი რომ ხვალ არაბულს ჩვენებას მისცემდა ყოფილი ჯორჯაძე.ბოდიშის მოხდით დატოვა მაგიდა და დაღლილობა მოიმიზეზა ადრე დაწოლის გასამართლებლად.
კატომ სცადა როგორღაც წიგნზე გადაეტანა ყურადღება,მაგრამ მოუსვენრად იცვლიდა საწოლში ადგილს,გული ვერ დაუდო სიტყვებს...მერე ფეხზე წამოდგა და პიჟამაში გამოწყობილი ხან ფანჯარასთან მივიდა, ხან კედლებს გაუშტერა მზერა, ადგილზე ბოლთას სცემდა, ეშმაკი შეუჩნდაო თითქოს- ვეღარ ისვენებდა.
ფეხშიშველი გადმოსცდა საძინებლის კარის ზღურბლს და თვალები მიაწება გაბრიჩიძის ოთახს, ყურთასმენა დაძაბაბა თუმცა ხმა მაინც არ ესმოდა.ფეხაკრეფით მივიდა კართან და ნელა ჩამოსწია სახელური.გაბრიჩიძის საძინებელი უკუნეთ სიბნელეში იყო ჩაძირული,ქალმა სახელი ამოიხრიალა,თუმცა პასუხი არ გასცეს.გულზე ხელისგული აიკრა რომ როგორღაც დაემშვიდებინა მოფართხალე ჩიტუნიის გაბრძოლება, მერე კი გამბედაობა მოკრებილი,ხელისცეცებით წავიდა საწოლის გვერდით მოთავსებული ტუმბოსკენ, ტორშერს ხელი დაკრა და სიბნელე მისგან მომავალი სინათლით დაახშო.თავი ბალიშზე მიედო კაცს და ძილშიც კი წარბშეკრული გამომეტყველება ჰქონდა...კატო აკვირდებოდა მის ახლადამოსულ წვერს, მშვიდად მფშვინავ სუნთქვის სიხშირეს და უღონოდ მისვენებულ ხელებს,თბილი ნათება ეფინებოდა წელსზევით მოშიშვლებულ კაცის ფიგურას და საკუთარ ფიქრებში წასულმა კატომ გველნაკბენივით წამოიძახა:
-ნიკო ! ნიკო !...-მცირედად შეაჯანჯღარა რომ გამოღვიძების პროცესს მიხმარებოდა, გამოუვიდა. გაკვირვებით გამოეღვიძა კაცს და შეცბუნებული დააკვირდა ერთ ადგილზე მცქმუტავ ფიგურას.
-რა მოხდა? ჭრილობა ისევ გტკივა?...-გონს მოეგო და შეშინებულმა დააყარა კითხვები.
-არა ! ბევრი ვიფიქრე შენს ნათქვამზე, აი ამსტერდამში ახალი ცხოვრების დაწყებაზე, სუფთა ფურცლებზე და წიგნების მაღაზიაზე...-პასუხის გაგონებაზე ნიკოლოზს სახე დაუმშვიდდა და დამცინავ იერაკრული ზურგით მიეყრდნო საწოლის სირბილეს.წარბი ასწია და სარკასტულად ჰკითხა “მერეო?”...-მერე ის რომ სწორია ! მართალი ხარ, არ უნდა გწყინდეს რომ წასვლა მინდა, ახალი ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან...არც უნდა გიკვირდეს ასე ძალიან რომ მინდა გაქცევა!...-საყვედურნარევი იყო ქალის ხმა, აქეთ-იქეთ მოსიარულე, ხელებს შლიდა და წამიერად გაბრიჩიძეს მოეჩვენა მე კი არა საკუთარ თავს უმტკიცებს რაღაცასო.
-მართალი ხარ კატო...სრული უფლება გაქვს წახვიდე და ყველაფერი თავიდან დაიწყო...-დამაჯერებელი იყო კაცის ტონი და ეკატერინე თითქოს გონს მოეგო, დამშვიდდა და თვალებში ჩამდგარი თავდაჯერებულობით აჯახა მზერა.
ხელისგულები ჩამოაყრდნო საწოლის სირბილეს, აკვასკვასებული თვალთახედვა არ მოუშორებია კაცისთვის,მის ყველა ნაბიჯს რომ ზომავდა და თითქოს აქეზებდა.ფრთხილად აძვრა საწოლზე და ნელ-ნელა ისე მიჩოჩდა გაჩუმებული კაცისკენ რომ ბოლოს მის კალთაში აღმოჩნდა...კატო გრძნობდა დანატრებული სხეულის სითბოს, მისგან მომავალ სიყვარულს და ნდომას,თითქოს საჭიროებასაც.ხელისგულები აასრიალა მოშიშვლებულ მხრებზე და მოჯადოებულივით ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან მილიმეტრობით შორს მყოფმა:
-მაშინ რატომ არ მინდა წასვლა? რატომ არ შემიძლია იმის გააზრება რომ თუ წავალ სუფთა ფურცლებში შენ აღარ იქნები...-კაცის ხელები დასწვდა მისი წელის სიშიშვლეს და სისხლმა მოძრაობა სინათლის სისწრაფით დაიწყო...-იქნებ იმიტომ რომ, შემიძლია დავრჩე, სუფთა ფურცლები აქ შევავსო და ჯანდაბაში გავუშვა შიშები...-თითები შეეხო დიაფრაგმის შუა წერტილს და თვალები მაგრად დახუჭა სანამ მთელი არსებით აიკრავდნენ და სუნთქვას დაუხშობდნენ დანატერებული კოცნით,სადღაც ხრიალით გააჟღერა გაბრიჩიძის ნდომას აყოლილმა გონებამ , წლობით დამალული საიდუმლო ერთი სიტყვით და ეკატერინე უცებ მოსწყდა მის ბაგეებს, თვალები ააწება კაცის მზერას და ხელისგულებში მოქცეულ მის სახეს, მთელი გულწრფელობით, მთელი შეგნებით დაუბრუნა პასუხად “მეც მიყვარხარო”...
ეკატერინემ იცოდა,რომ რისკავდა, იცოდა რომ ცხოვრებას ისევ სასწორზე დებდა, თუმცა ამჯერად დარწმუნებული იყო რომ ეს ამად ღირდა და რაც მთავარია მარტო აღარ იყო...ახლა უკვე თავისი სინამდვილე ჰქონდა და სიყვარული,რომელშიც ბარტერულ გაცვლებს არაფერი ესაქმებოდათ,შეეძლო ძლიერი ყოფილიყო, იმდენად ძლიერი რომ დახმარებაც კი ეთხოვა.წინ დიდი გზა იყო, თუმცა იცოდა რომ მოვიდოდა დღე და მოიკრებდა გამბედაობას ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა, სიმართლე ეთქვა თავისი სიყვარულის წინაშე და კაცის ნდომას ერთიანად დანებებულმა, წამში გაანალიზა რომ ნიკოლოზი აუცილებლად გაუგებდა…
ხომ იცით, ამბობენ ყველაზე რთული პირველი ნაბიჯებიაო და მე სრულიად ვეთანხმები.

დასასრული.

პ.ს ბევრი რამის თქმა მინდა,მაგრამ მხოლოდ ის მახსენდება,რის გამოც წერა დავიწყე.
ამ საიტზე ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული ვაქვეყნებდი სხვადასხვა სახელით ჩემ ნაწერებს...გავიზარდე და ეს ისტორია კი არა, კატოს პერსონაჟი ამეკვიატა, ვიცოდი რომ უნდა დამეწერა ქალზე, რომელიც ძლიერია,ჭკვიანი, მოხერხებული, ხანდახან ეშმაკზე ორი დღით ადრე დაბადებულს ჰგავს,მატყუარაც,გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართული, ხანდახან ბავშვური და უმეტესად უშიშარი ზრდასრული.მინდოდა დაგენახათა ქალის პერსონაჟი რომელიც არცერთხელ ამოფარებია კაცის ზურგს, არცერთხელ უთხოვია დახმარება, პირიქით ყოველთვის მისგან ითხოვდნენ შველას.ეგონათ იყენებდნენ,თუმცა მხოლოდ იმიტომ რომ კატოს უნდოდა ასე ეფიქრათ.კატო მსხვერპლი არ არის, არც ანგელოზია, ჩვეულებრივი ქალია რომელიც თავისმა ცხოვრებამ შესაძლებლობის უზღვავ მდინარესთან მიიყვანა და ისე ჩაეფლო,ვერც გათვალა დინების სიჩქარე...ბოლომდე, თქვენ კი არა მეც ვერ ვხვდებოდი მის ხასიათს, უბრალოდ წერის პროცესში თვითონ მოდიოდნენ აზრები და კატო ჯორჯაძე ისე იქცეოდა ჩემს გონებაში,როგორც მოესურვებოდა....აღარ გავაგრძელებ.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც დროს პოულობდით ჩემი ნაწერის წასაკითხად და სულ მცირედად მაინც მოგწონდათ...იმედია კატომ სულ ცოტაოდენი სიმპათია მაინც დაიმსახურა. იმისდამიუხედავად რომ ნამდვილად დამნაშავე იყო, მაინც ქალად აღვიქვამ,რომელიც კაცების სამყაროში უთანასწორო ბრძოლის მონაწილე აღმოჩნდა და იქ სადაც ბრძოლა წესების გარეშეა, მხოლოდ ერთ მოთამაშეს ვერ მოვთხოვთ მორჩილებას...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ზალიან მომეწონა დასასრული. მართალია ყველაფერი არ დასრულებულაა. მაგრამ უფლება გვაქვს მკითხველწბს ისე დავასრულოთ როგორც გვინდაა. კარგია რომ კატომ და ნიკოლოზმა ამოთქვეყს თავიანთი გრძნობებიი. ძლიერი პერსონქჟია კატო და მადლობა შენ ავტორო. იმედია ახალი ისტორით დაგვიბრუნდები

 


№2 სტუმარი სტუმარი ლალი

ჩემო უნიკალურო... ძალინ მომეწონა ის სიყტვა არ არის რაც ამას შეეფერება. უზომოდ მომწონს შენი წერის მანერა. ნაწარმოების შინაარსი. ძალიან განსხვავებული და შინაარსით სავსე ხარ. ბევრი ბევრი წარმატება მინდა გისურვო. ყოჩაღ

 


№3 სტუმარი kati

dasrulebas velodebodi da ertad wavikitxe.zalian saintereso istoria iyo, tumca meore nawilsac siamovnebit wavikitxavdi.

 


№4  offline წევრი Qetatoo

Qeti qimucadze
ზალიან მომეწონა დასასრული. მართალია ყველაფერი არ დასრულებულაა. მაგრამ უფლება გვაქვს მკითხველწბს ისე დავასრულოთ როგორც გვინდაა. კარგია რომ კატომ და ნიკოლოზმა ამოთქვეყს თავიანთი გრძნობებიი. ძლიერი პერსონქჟია კატო და მადლობა შენ ავტორო. იმედია ახალი ისტორით დაგვიბრუნდები

ქეთი მადლობა შენ,რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მიზიარებდი შეხედულებებს, საინტერესო იყო შენთან,როგორც ერთგულ მკითხველთან ურთიერთობა <3

სტუმარი ლალი
ჩემო უნიკალურო... ძალინ მომეწონა ის სიყტვა არ არის რაც ამას შეეფერება. უზომოდ მომწონს შენი წერის მანერა. ნაწარმოების შინაარსი. ძალიან განსხვავებული და შინაარსით სავსე ხარ. ბევრი ბევრი წარმატება მინდა გისურვო. ყოჩაღ

უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან საინტერესო იყო.

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთი

სალამი,
ალუის სიტკბოს მერე მინდოდა რამე წამეკითხა შენი და ამ ისტორიას შევყევი,
უდაოდ ჩამთრევი და საინტერესო სიუჟეტი იყო, ფაქტობრივად ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე,
კატო, ნიკო, გეგა, სანდრო, ნათია აი არ ვიცი ყველამ თავისი პერსონაჟი შექმნა ჩემს გონებაში და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის შენ! რაც მომეწონა, რამაც ამაღელვა, ამაფორიაქა, ემოციები გამოიწვია ჩემთვის- ამ ყველაფრისთვის მადლობის გადახდა ავტორისთვის არ დამენანება! <333
ერთადერთი, აი ალბათ გაქვავებული შევყურებდი ეკრანს ‘დასასრულის’ წაკითხვისას, ანუ თითქოს ახალი კულმინაცია უნდა გახსნილიყო წინ, რომ ისტორია დამთავრდა, არ ვიცი, შეიძლება ჩემმა ჟინმა მოახერხა ეს, მაგრამ ისტორიის დასასრულმა ხალიან ბევრი კითხვის ნიშანი, გაუცემელი პასუხები დამიტოვა…
ეს ისეთი სიუჟეტი იყო, ისეთი ჩამთრევი, კიდევ ძალიან ბევრს აიტანდა.
საბოლოო ჯამში მე მაინც ვისიამოვნე და მადლობა ამისთვის შენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent