შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქანელა (თავი 6)


5-05-2021, 15:18
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 383

მეორე დილით, იმავე პოზაში გაეღვიძა, როგორც დაჩიმ დატოვა, თვალები გაახილა თუ არა არც განძრეულა, მხოლოდ ერთ წერტილს უყურებდა, ძალაგამოცლილი ვეღარც ბრაზებოდა, ვეღარც ტიროდა, სახეზე ის მზის სხივი ეცემოდა, რომელიც ყოველ დილას აღვიძებდა, მაგრამ ახლა მასაც კი თვალს ჩვეულებრივ უსწორებდა, კარზე კაკუნის ხმა მოესმა, თუმცა ხმა ვერ ამოიღო, მხოლოდ ის დაინახა, როგორ შემოვიდა ლეილა, ლანგარი ტუმბოზე დადო, შემდეგ დედის მსგავსი სითბოთი შუბლზე ხელი დაადო ტემპერატურის შესამოწმებლად, ოთახი დატოვა თუ არა მარიამი წამოდგა და იქვე დადებულ საბუთებს კიდევ ერთხელ გადახედა, იმ მონაკვეთს სადაც ყველაზე მთავარი ეწერა გადახედა. საწოლზე მიყრდნობილს, ფეხები მოეკეცა და ზედ დადებულ საქაღალდეს უაზროდ უყურებდა, მაგრამ კითხულობდა, ამხელა გულისტკივილის მერე ვეღარც გრძნობდა იმას რაც იქ ეწერა, ამ დროს ოთახში კვლავ ვიღაც შემოვიდა, უემოციომ მხოლოდ თვალებით ახედა მის წინ მდგარ დაჩის და კვლავ ქაღალდებს დახედა
-გთხოვ ამას შეეშვი -დაჩიმ მუხლებზე დადებული საქაღალდე აიღო -ჩემი ბრალია, არ უნდოდა მომეცა, ასე უცებ ამდენს ვერ გაუძლებდი, მე კი მხოლოდ შურმა დამაბრმავა
-ნეტავ ზუსტად იმ დღეს მართლა მოგეკალი დაჩი - მარიამმა ნერწყვი ხმამაღლა ჩაყლაპა -ბოლომდე წავიკითხე, სულ ბოლომდე -უთხრა და დაჩიმ ნელა გადაშალა საქაღალდე, კიდევ ერთხელ ჩახედა ათასჯერ წაკითხულ ფურცლებს და დახურა -ან იქნებ ტყუილი იყოს ეს ყველაფერი? -ოდნავ დაჩისკენ გადაიხარა და გააგრძელა - გახსოვს რომ გითხარი რატომ უნდა გენდოთქო? იქნებ მატყუებ, გთხოვ დაჩი, მითხარი, რომ ტყუილია -ხელები დაჩის მხრებზე შემოაწყო და ცრემლიანი თვალებით ჯიუტად უყურებდა თვალებში -გთხოვ, დაჩი, მითხარი, რომ მომატყუე, რადგან ჩემი გამწარება გინდოდა, გთხოვ - ტირილს უმატა და ხელები სახეზე აიფარა
-მარიამ, გთხოვ - ხელები მხრებზე მოხვია და მის დამშვიდებას ეცადა
-ძალიან უსუსური ვარ ამ ყველაფრის წინაშე, მე ვერაფერს ვერ გამოვასწორებ -თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ძალიან არეული საუბრობდა, დაჩიმ თავი ააწევინა და მის შავ თვალებს შეხედა
-ვიცი როგორი რთულიცაა და ნება მომეცი დაგეხმარო -მარიამი აღარ ტიროდა, მხოლოდ ცრემლების კვალი ეტყობოდა ლოყებსა და ჩაწითლებულ თვალებზე
-ყველამ ყველაფერი იცოდა, ამას მიმალავდნენ, არც კი მჯერა -ხმამაღლა გაიცინა -ვისთან ერთად მიცხოვრია მთელი ცხოვრება, მე კიდევ შენ მეგონე მკვლელი -დაჩის შეხედა და თვალი მალევე აარიდა, გაშლილი გრძელი შავი თმა, რომელიც წინ ეყრებოდა ყურს უკან გადაიწია - ჩემი მოკვლა რატომ გინდოდა ან რატომ გადაიფიქრე?
-ყველამ ყველაფერი არ იცოდა მარიამ, დედაშენმა, გიორგიმ ყველაფერი არც კი იცოდნენ, მათ ბოლომდე არაფერს უყვებოდნენ - მარიამმა ამოიხორა და ცრემლებს კვლავ გასაქანი მისცა


მარიამს დაეძინა თუ არა, დაჩიმ ოთახი დატოვა, ლეილას დაუბარა მარიამისთვის ყურადღება მიექცია. ისე სტკიოდა გული, წარსულის თითქოს მიყუჩებული ტკივილი მაინც იღვიძებდა, დარწმუნებული იყო, მარიამს ახლა არავის ნახვა არ მოუნდებოდა, ღმერთო როგორ ესმოდა მისი ტკივილის, ისე უცებ დააკავშირა სამყარომ ეს ორი ადამიანი, თითქოს მსოფლიოს ორი ბოლოდან იპოვეს ერთმანეთი და ვეღარასოდეს გაუშვებდნენ ერთმანეთს.
კორპუსს მიუახლოვდა თუ არა, კიბეებზე სწრაფად აირბინა და კარის გაღებას დაელოდა
-შენ აქ რა გინდა? -ჰკითხა კარებში მდგარმა გიორგიმ
-საქმე მაქვს, შემომიშვი
-მარიამი სად არის? მის გარეშე ვერ შემოხვალ
-ზუსტად ამაზე სასაუბროდ მოვედი, შემომიშვი

როგორც იქნა, შევიდა სახლში, გიორგი უკან მიყვა, იქ კი მარიამის დედა დახვდა
-სად არის ჩემი შვილი? -დაჩის დანახვისას ქალი წამოფრინდა და მაისურის საყელოზე მოქაჩა
-ის კარგადააა- ქალს ხელები გააშვებინა და სავარძელში ჩამოჯდა
-სად არის მითხარი, პოლიციაში დავრეკავ ახლავე
-მაგას არ გირჩევთ -უთხრა ქალს და პირდაპირ საქმეზე გადავიდა
-მარიამმა ყველაფერი იცის, სიმართლე გაიგო -ქალს ტელეფონი ხელიდან აართვა და თავის ადგილზე დადო
-რა სიმართლეზე საუბრობ? -გიორგი მის წინ დადგა
-არის რაღაცეები რაც თქვენც არ იცით, არის რაღაცეები რის შესახებაც სულ სხვაგვარი ინფორმაცია გაქვთ -უთხრა თუ არა კარზე ზარის ხმა გაისმა, გიორგი გაკვირვებული თან დაჩის უყურებდა თან კარის გასაღებდა გაემართა
-მარიამმ- მოისმა გიორგის ხმა
-მარიამ - შემოსასვლელში ნანაც გავარდა
-აქ რას აკეთებ? - მარიამმა თვალები დაჩის მიაპყრო
-მე კი არა, შენ რატომ ხარ აქ?
-მოვედი, რომ ყველაფერი გავარკვიო
-შვილო, როგორ ხარ? - ნანამ ხელი მოკიდა და აათვალიერა დასუსტებული შვილი
-დედა, მომენატრეე - გულმოსულმა ამოთქვა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა
-გიორგი სალაპარაკოდ მოვედი - უთხრა მას შემდეგ, რაც დედასთან მოფერებით გული იჯერა
-მარიამ მათ არაფერი იციან
-იქნებ ამიხსნათ რა ხდება? დილიდან მხოლოდ ეს სიტყვები მესმის - თქვა ნანამ და დაჩის მზერა მიაპყრო
-დედა დაჩის ცუდად ნუ ექცევით, გიორგი შენ განსაკუთრებულად გთხოვ, იმ დღეს რაც მოხდა მადლობელიც კი ვარ, რომ მოხდა
-მარიამ ამას როგორ მთხოვ, ნიკოლოზი ერთი კვირა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, შემდეგ ისევ შენ გეძებდა, ახლა რომ იცოდეს, რომ აქ ხარ მოვიდოდა
-ვიცი, მე არვიცი თქვენ რა ისტორია იცით, მაგრამ მე ყველაფერს გეტყვით - ღრმად ჩაისუნთქა, დაჩის თვალებს შეხედა და მოყოლა დაიწყო.
მათ მზერებში ტკივილს, გაოცებას, გაკვირვებას ერთდროულად ხედავდა
-ასეა ეს ამბავი - დაასრულა მარიამმა

-არ მჯერა, არ მჯერა რომ აქამდე შეეძლო შეტოპვა - ნანამ ძლივს ამოთქვა ეს სიტყვები
-ერთი წუთით - გიორგიმ დაბნეულმა თქვა - დაჩი რატომ გინდოდა მარიამის მოკვლა? და რატომ წაიყვანე შემდეგ შენთან?
-მამუკა მარიამს ნიკოლოზზე დაქორწინებას აიძულებდა ხომ მართალია -გიორგიმ თავი დაუქნია -და კიდევ ერთხელ უნდა დაეგრია მისი ცხოვრება, ამიტომ ამის უფლებას აღარ მივცემდი, თქვენ არაფერი იცოდით, უფრო სწორად ყველაფერი სხვანაირად იცოდით და ამიტომ გეშინოდათ იმის, რომ მარიამს რამეს ვავნებდი
რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ მარიამმა თქვა - ახლა რას ვაპირებთ?
-ჩემი გეგმა ასეთია: თქვენ ისევ ისე უნდა განაგრძოთ ყველაფერი, მე მინდა, რომ მამუკა ციხეში დაბრუნდეს და თავის დანაშაულებებზე პასუხი აგოს, მან დედა და ჩემი ძმა მომიკლა, ამიტომ თქცენც, რომ წინ აღმიდგეთ, მაინც მივიყვან ჩემს საქმეს ბოლომდე - მარიამი მის განრისხებულ თვალებს მზერას არ აცილებდა, სრულიად იზიარებდა დაჩის მოსაზრებას მამუკასთან დაკავშირებით.
-დედა, მე დაჩის გვერდით ვიქნები, მას დავეხმარები - უთხრა ნანას

სიჩუმის შემდეგ, ცოტახანში მარიამმა და დაჩიმ სახლი დატოვეს...


მისაღებ ოთახში ისხდნენ და ყავას სვამდნენ
-დაჩი, რამდენიმე დღეში აქედან წავალ
-სად წახვალ? - ტელევიზორს თვალი მოაშორა და მარიამისკენ მიბრუნდა
-არ ვიცი სადმე, სულ სხვაგან, ყველაზე მეტად შენი შეწუხება არ მინდა, უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება
-არაა საჭირო შენი წასვლა მარიამ
-არ მინდა, შენს ცხოვრებაში ტვირთად და მოვალედ ვიგრძნო თავი - უთხრა და თავის ოთახში ავიდა

შემდეგი სამი დღე იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს, ღამე ორივეს სევდა იმაზე მეტად აწვებოდა ვიდრე დღისით, დაჩი ფიქრობდა, მარიამი კი ცრემლებში იხრჩობოდა, ერთ ღამესაც მარიამს რაღაც ხმაური მოესმა, ოთახიდან გამოვიდა და დერეფანს გაუყვა, ხმა დაჩის ოთახიდან გამოდიოდა, კარგად ვერ არჩევდა სიტყვებს, მაგრამ აშკარად დაჩის ხმა იყო, კარებზე ორჯერ დააკაკუნა, თუმცა პასუხი არ დაბრუნებია, იგივე ხმა კი მეორდებოდა, კარი შეაღო და ოთახში დაჩის გარდა ვერავინ დაინახა
-არა, არაა, არაა თავი დაანებე -მოესმა დაჩის ყვირილი და მიხვდა სიზმარი ესიზმრებოდა, მასთან მიირბინა და მის გამოფხიზლებას ეცადა
-დაჩი, გაიღვიძე -სახეზე ხელს უსმევდა, რომ გაღვიძებოდა
-რა, რახდება? -საწოლთან დახრილი მარიამი რომ დაინახა წამოხტა და მიმოიხედა
-არაფერია, უბრალოდ სიზმარი გესიზმრა, ნუ გეშინია ყველაფერი რიგზეა -ოდნავ სველი ხელი სახეზე ჩამოუსვა, დაჩი თვალებში უყურებდა და ისე ახლოს იყო მასთან ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ
-ყველაფერი კარგადაა, მშვიდად ხარ? -ჰკითხა მარიამმა -უბრალოდ ეცადე მშვიდად დაიძინო
-არ წახვიდე -კარისკენ წასული მარიამი შეაყოვნა, მარიამი მისკენ მობრუნდა
-გინდა რომ აქ დავრჩე?
-შენს გვერდზე თავს მშვიდად ვგრძნობ -ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, ერთმანეთის სახეებს კარგად ვერ არჩევდნენ, თუმცა ერთმანეთის მიმართულებით საუბრობდნენ
-დავრჩები -უთხრა მარიამმა და ისევ უკან დაბრუნდა, მის გვერდით დაწვა, მის პროფილს უყურებდა და განიცდიდა, რაღაც სხვა ახალ გრძნობას
-მადლობა -დაჩი მისკენ გადმობრუნდა და სიბნელეში ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, ისე უნათებდათ თვალები, იშვიათად, ბრწყნავს ასე ადამიანის თვალები.

დილით დაჩის გაეღვიძა თუ არა, მარიამის სახეს წააწყდა, ძლივს აღიდგინა გუშინდელი კადრები, ამ მომენტის გაფუჭება არ უნდოდა, ამიტომ ძილი გააგრძელა, ვერ ხვდებოდა რატომ უნდოდა სულ მასთან ყოფნა, რატომ ვერ გაუშვებდა ვერასოდეს, რატომ შეახვედრა ბედმა ერთამენთს ასეთ დროს.

მარიამს გამოეღვიძა თუ არა, პირველი ოთახს მოავლო თვალი, თავის თეთრ ოთახში არ იყო, მისგან განსხვავებით მუქ ფერებში მოწყობილ ოთახში გაეღვიძა, გვერდზე გადაბრუნდა თუ არა დაჩის სახე დაინახა, მოულოდნელობისგან შეეშინდა და პირზე ხელი აიფარა, რომ არ ეყვირა.
-დაჩიიი -ჩურჩულით დაიწყო მისი გაღვიძება
-ჰმმმ..
-აქ რას ვაკეთებ? -ჰკითხა და ხელი მოშიშვლებულ მკერდზე შეახო -გაიღვიძე გთხოვ
-არაფერი, გუშინ უბრალოდ შეგეშინდა და აქ დაწექი -ძლივს ამოილაპარა ბალიშში თავჩარგულმა
-რისი შემეშინდა? -გაკვირვებულმა ჰკითხა მარიამმა
-არ ვიცი -მხრები აიჩეჩა და ძილი გააგრძელა, მარიამი წამოდგა და ოთახი დაბნეულმა დატოვა
რამდენიმე საათში მოწესრიგდნენ, დაჩიმ სახლი მაშინვე დატოვა, მარიამი კი ტელევიზორს უყურებდა, მაგიდაზე დადებულ კალენდარს შემთხვევით დახედა და ზუსტად ის თარიღი ყოფილიყო
-ღმერთო, როგორ დამავიწყდა, ეს როგორ დამემართა

-დაჩი, საქმე მაქვს -დაჩიმ უპასუხა თუ არა მაშინვე უთხრა
-რამოხდა?
-სახლიდან უნდა გავიდე აუცილებლად
-რატომ?
-ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს გთხოვ
-თუ არ მეტყვი რახდება, ვერ გახვალ
-დაჩი,მე შენი პატიმარი არ ვარ, უნდა გავიდე -გაუთიშა ტელეფონი თუ არა, ფანჯრიდან კარებს შეავლო თვალი, დაცვა იდგა, ამიტომ ასე თავისუფლად ვერ გავიდოდა, გაპარვა მოუწევდა, ამაზე გაეცინა და გეგმა დასახა, თავისი აივანი გვერდზე მეზობლის სახლს გადაჰყურებდა, თუ აივანზე შეუმჩნევლად გადავიდოდა, შემდეგ მეზობლის ეზოში გადახტებოდა და სამშვიდობოს გავიდოდა. რამდენჯერმე სცადა, თუმცა დაცვა მთელ სახლს აკონტროლებდა, რამდენიმე ცდის შემდეგ, აივნის მოაჯირზე გადავიდა და ხის ტოტებთან ამოფარებული აივნიდან პირდაპირ მეზობლის ეზოში გადახტა, ფოთლების შრიალის ხმაზე დაცვამ შემოწმება დაიწყო, თუმცა საეჭვო ვერაფერი ნახეს, მარიამმა კი თავი დააღწია სახლს. ქუჩაში გავიდა თუ არა ცოტა ფეხით გაიარა, ამ ადგილას ადრე არასოდეს ყოფილა, აქა იქ რამდენიმე კერძო სახლი იდგა, ტაქსის მანქანა შენიშნა თუ არა მისკენ გაემართა, მისამართი უთხრა და მანქანაში ჩაჯდა. ნელნელა თბილისში შესვლა, რომ დაიწყეს, მერე მიხვდა, ქალაქგარეთ რომ ყოფილა. მესამე წელია ამ დღეს ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე მიდიოდა და დაჩის წინააღმდეგობის მიუხედავად, არ აპირებდა სახლში დარჩენას.
მძღოლს ფული გადაუხადა თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა და სასაფლაოს წინ, შესასვლელთან დადგა, თვალი მოავლო იქაურობას და შიგნით შევიდა, ნაცნობი ადგილისკენ ნელა წავიდა, როგორც არ უნდა დაემალა, აქ მოსვლისას ემოციებს ვერასოდეს მალავდა, დანიშნულების ადგილზე მივიდა თუ არა, ჯერ შორიდან მოავლო მზერა ყველაფერს, შემდეგ უფრო ახლოს მივიდა და იქ სადაც ყოველთვის ჯდებოდა, ისევ იქ ჩამოჯდა, ალბათ ნახევარი საათი უხმოდ იჯდა, ხან სურათს უყურებდა, ხან საფლავის ქვას ხელს უსვამდა, რამდენჯერაც არ უნდა მოსულიყო, ყოველთვის უჭირდა საუბრის დაწყება.
-მაპატიე, რომ ეს თარიღი დამავიწყდა -ძლივს ამოთქვა პირველი სიტყვები -მართლა მაპატიე, უბრალოდ იმდენად ბევრი რამ მოხდა, დროის შეგრძნება დავკარგე -უნებურად, როცა აქ მოდიოდა ყველა სიტყვაზე ცრემლი მოსდიოდა, მე თუ მკითხავთ საერთოდ არ განელებია მისი არც სიყვარული, არც მონატრება -ისეთი რაღაც გავიგე საბა... ნეტავ რამდენიმე დღის ამოშლა საერთოდ შემეძლოს, ნეტავ შენი დაბრუნებაც შემეძლოს, თუნდაც ჩემს გვერდით არ იყო, უბრალოდ ვიცოდე, რომ ცოცხალი ხარ და არასოდეს არ გნახავდი, ყველაფერს დავთმობდი ამისთვის, ან იქნებ მეც შენთან ერთად მანდ ვყოფილიყავი.
რატომ დამტოვე არ მესმის? ნუთუ საკმარისზე მეტად არ გვიყვარდა ერთმანეთი. აღარ მინდა აქ შენს გარეშე, ვეღარ ვუძლებ მე ამ ყველაფერს, შენი მცირედი ნუგეშიც კი, ყველაფერს გადამატანინებდა.
ყველაფერი მოუყვა, სჯეროდა, რომ საბა მის გვერდით იყო ყოველთვის, მაგრამ მაინც ყოველთვის ყველაფერს უყვებოდა. ის სიჩუმე სტკენდა ხოლმე გულს, მის მოყოლილ ამბებზე, საბა რომ ვერ გამოხატავდა რეაქციას, მოუყვებოდა, ისევ სიჩუმე, ისევ მოუყვებოდა კვლავ სიჩუმე, ძალიან უნდოდა თუნდაც წამიერად მისი ხმა გაეგო, ისე კი, ბევრჯერ მოსჩვენებია.

რამდენიმე საათის შემდეგ, დატოვა საფლავი და გარეთ რომ გამოდიოდა, დაჩის მანქანა შენიშნა
-ვიფიქრე, აქ დაველოდებითქო -ფანჯრიდან დაჩიმ უთხრა
მარიამმა არაფერი უპასუხა, ერთ ადგილზე გაჩერდა და ცაში აიხედა, საღამოვდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ რეალობას დაუბრუნდა და დაჩის უთხრა
-წავიდეთ, ოღონდ საჭესთან მე დავჯდები
-დარწმუნებული არ ვარ -ეჭვის თვალით შეხედა დაჩიმ
-ნუ ღელავ, არ დავამტვრევ
-კარგი, ოღონდ ნელა ატარე - ადგილები გაცვალეს, მარიამმა მოსაცმელი გაიხადა და საჭეს მიუჯდა
-არ მითხრა, რომ სისწრაფის გეშინია
-მხოლოდ იმის მეშინია, რომ დღეს არ დავასრულო სიცოცხლე
მარიამმა სიმღერა ჩართო, ხმას ოდნავ აუწია და მანქანა დაქოქა, წამში მოსწყდა მანქანა ადგილს.


ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის თავადაც არ იცოდნენ. კარგი მეგობრები? არა, რაღაც უფრო სხვა.
ერთანეთი მოსწონდათ? ან იქნებ უყვარდათ? შეიძლება, მაგრამ ამას არც ერთი აღიარებდა, დაჩი თავს სიყვარულის უღირსად თვლიდა, მარიამი კი თავის თავს ვინმეს შეყვარების უფლებას არ აძლევდა.

-მარიამ, როგორია როცა ვინმე გიყვარს? -ჰკითხა, ერთ საღამოს და ფინჯანიდან ცხელი ჩაი მოსვა
-რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა და როცა ეს გეწვევა თავადაც მიხვდები. გრძნობაა, რომელიც ყველაფერს შეგაძლებინებს, გრძნობაა, რომელიც თანაბრად მოიცავს ბედიერებას და ტკივილს, ყველა ტკივილი გიღირს ერთ ბედნიერ წამად და შესაძლებლობა, რომ გქონდეს ყოველთვის დააბრუნებდი მაგ წამებს, გრძნობაა, რომელზეც ვერასოდეს ვერ იტყვი უარს. ისე კი არ მჯერა, რომ აქამდე არავინ არ გყვარებია - მარიამმა გაიცინა
-არ მჯეროდა მსგავსი რამის, უფრო სწორად ჩემს თავს არასოდეს ვთვლიდი ღირსად
-და ახლაც არ გჯერა? ყველა ადამიანი იმსახურებს სიყვარულს, დაჩი, ყველამ უნდა გამოსცადოს აუცილებლად და შენც გეწვევა აუცილებლად - უთხრა მარიამმა და ცას ახედა.



№1 სტუმარი nino

ძალიან კარგია, ველოდებოდი ამ სიტორიის გაგრძლებას❤️❤️❤️საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, იმედია ისევ არ დააგვიანებ

 


№2 სტუმარი ატბ

ასე რატო აგვიანებ?
ამდენ ლოდინს არ ჯობია სრულად დადო?! თუ ყოველ დღე ან 2დღეში ერთხელ მაინც ვერ ახერხებ დადებას :/

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

მალე დადე რა ძალიან გთხოვთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent