შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული პაციენტი (სრულად)


8-05-2021, 19:10
ავტორი EllaTriss
ნანახია 43 513

***
რა აშორებს, ადამიანს ბედნიერებამდე? სიყვარული?
მე ვიტყოდი, ვისთვის როგორ.
***
ალბათ ყველას, ერთხელ მაინც წარმოუდგენია თავი სხვა კუთხით, სხვა გარეგნობით, თმის ან კანის ფერით, ცხვირის/ტუჩის ფორმით - მაგრამ მერე, ხომ ისევ დაუნებებია ფიქრი ამაზე? ოცნებას კაცი არ მოუკლავს. იფიქრე და იყავი. საკუთარი თავის, თავიდან ბოლომდე შეცვლა რომ სცადო, უპირველესად ამის სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს, მერე ნებისყოფა, მერე კი სახსრები.
თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე და არც მესამე, მაშინ უბრალოდ კატო უნდა იყო. საკუთარ თავზე სიგიჟემდე შეყვარებული გოგო, რომელიც საკუთარი სილამაზით, არასოდესაა კმაყოფილი. სულ უფრო, მეტი, მეტი და კიდევ უფრო მეტი უნდა. რატომ? პასუხი, უბრალოდ საჭირო არ არის.
ჯერ, თავად უნდა მოგწონდეს საკუთარი თავი, მერე რომ სხვას მოეწონო..
და თუ იმ სხვას, შენზე ადრე მოეწონები, მაშინ უბრალოდ გადააგდე - გემოვნება არ უვარგა!

***
გოგონა, სახელად კატო - იმაზე უფრო გიჟია, ვიდრე რეალურად ჩანს.
,,მიზანი არსებობს და ვერ მიაღწიო?! მაშინ რაღატომ გააჩინე ეგ მიზანი?!''
ოჰ, მწერლებს შეშურდებოდათ, ჩემი გამინათქვამებისო - გაიფიქრა და კმაყოფილმა შეაბიჯა, უზარმაზარ საავადმყოფოში მარჯვენა ფეხი. დიახ, მარჯვენა. სიფრთხილეს, თავი არასოდეს სტიკვა, სწორედ ამიტომაცაა ჯანმრთელი. აბა ჩვენ, ადამიანებს, ციტრამონით რომ გვაქვს გამოტენილი ჩანთები, სწორედ მაგიტომ აქვს ამხელა შემოსავალი აფთიაქს. არა, ნუ ახლა მართლა მხოლოდ ციტრამონზეც არ არის საქმე, მაგრამ მაგ საკითხის გაჩერების ადგილი, პირდაპირ და მარჯვნივ.
ჩვენ, სჯობს გავაგრძელოთ, ბევრად უფრო საინტერესო ამბებია წინ.
რინოპლასტიკა, მედიცინის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, კატოსთვის ასეა - სხვანაირად რომ ყოფილიყო, არც ამხელა სიმშვიდით მიუდგებოდა და ვერც წარმატებით დახურავდა რიგით მეოთხე კურსს. დიახ, 4 წარმოუდგენლად სწრაფად გასული წელი და მასთან ერთად გაზრდილი კატოს ცოდნაც, ისევე როგორც მისით აღშფოთებული ექიმების რაოდენობა.
აღშფოთებული.. დიახ, სწორად გაიგეთ. გოგონა, რომელმაც ყველა პლასტიკური ქირურგის ნერვული სისტემა დაანგრია, არარსებული ნაკლი იპოვა და მათ პაცინეტებში ეჭვები გააღვიძა, ახლა, თავის უკანასკნელი მსხვერპლისკენ, ამაყად მიემართება. 'უკანასკნელს' იმიტომ ვამბობ, რომ ამის იქით, კატოს გეგმები იცვლება. რა თქმა უნდა, საქართველოში არსებულ, ყველა პლასტიკურ ქირურგთან არ ყოფილა, ვერც იქნებოდა - თუმცა პირადად მისთვის, ისიც საკმარისია რომ მათთან იყო, ვისაც საჭიროდ თვლიდა. ვინც ყველაზე ცნობილი, წარმატებული, გავლენიანია, ვისით აღტაცებულ პაციენტთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.. თუმცა.. თუმცა. ერთი 'თუმცა' ნამდვილად, ყველგან, ყოველთვის არსებობს.
და კატოც, ზუსტად იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ყველაზე 'წარმატებულთან' გასაუბრების შემდეგაც კი, საკუთარ შთაბეჭდილებებს, 'თუმცათი' აბოლოვებს. მისთვის არავინ და არაფერია იდეალური. სწორედ ამიტომ, ამდენი წლის განმავლობაში ვერ იპოვა, მისთვის შესაფერი ქირურგი. უფრო გასაგებად კი ადამიანი, ვინც მის, ყველაზე 'უმნიშვნელო' და 'უადგილო' კითხვებსაც კი სწორად უპასუხებდა.
საინტერესოა, რა იქნება 'ალანია'-ს იქით. კატო რომ საკუთარ კეხს, არ შეეგუება - თუ ოდნავ მაინც, კარგად ავღწერე, ამის მიხვედრა, არც თქვენ უნდა გაგიჭირდეთ.

***
უზარმაზარი საავადმყოფო. თეთრი კედლები. გაპრიალებული იატაკი, სამოდელო სააგენტოდან შერჩეული მედ-პერსონალი.
წარმოუდგენლად მშვიდი, სასიამოვნო ატმოსფერო. ადგილი, რომელიც არ გაღიზიანებს.
ლოდინით არ დაიღლები..
- საოცარია, რამდენი რამ შეცვლილა ამ 1 წელშიო - გაიფიქრა და ალანიას კაბინეტთან მყოფ რიგს შეუერთდა.
დიახ, 1 წელი. ზუსტად 1 წლის წინ, ტუჩის პლასტიკური გაიკეთა კლინიკა 'მელსში' თუმცა მაშინ, ნამდვილად არ იყო ასეთი ლამაზი აქაურობა.
- კატო, როგორ ხარ..- მოულოდნელად დაადგა თავზე, თეთრ ხალათში გამოწყობილი, ჯერ კიდევ ქალების გულთამპყრობელი ვახო.
- ოო, ბიძიაა..-სიხარულისგან ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა.
- ჩუმად, ჩუმად. -მაშინვე, საჩვენებელი თითი მიიტანა ტუჩებთან კაცმა და თვალით ანიშნა გვერდით გამოდიო.
- გეფიცები, ისევ ისეთი გიჟური ქცევები გაქვს. შენი გაზრდა არ იქნება..
- რას ვიზამთ, მე ხომ კატო ვარ.-ოდნავ ჩაიცინა.
- რასშვები, სად დაიკარგე?
- რავიცი. აი, ვიარე.. ვიარე და ისევ აქ მოვედი.
- გითხარი მე შენ, ალანიაზე უკეთესს პლასტიკურ ქირურგს ვერ იპოვი -თქო.
- ვნახოთ, ჯერ არ შევსულვარ.
- მე მაინც, უკვე ვიცი, რომ აქ იკეთებ.
- კარგი ერთი, ვანგას საერთოდ არ გავხარ.
თავისთვის ჩაიცინა ვახომ.
- მაგრამ მაინც, ძალიან მინდა ეს ოპერაცია მშობლების ჩამოსვლამდე მოვასწრო, ასე რომ.. ღმერთმა ქნას, შენი ალანია იმ ქებისაგან არ იყოს აშენებული, მე რომ ძალიან მარტივად ვანგრევ.
- არ იქნება, არ იქნება. -თავის დაკვრით დაუდასტურა- აბა წავედი მაშინ მე, პაციენტები მელოდებიან, წარმატებები.
- ასევე, ასევე.
- გამაგებინე მერე, რას იზამ.
- რა თქმა უნდა 'ექიმო'.. - გახუმრებასავით სცადა და ისევ რიგს შეუერთდა.
ოჰ, ეს რიგი.. ნამდვილად, ძალიან ძალიან დიდი იყო.
,,რამე თუ არ მოვიფიქრე, აქ დავაღამებო - გაიფიქრა და საფეთქელზე მოისვა თითები.
- ოხ, კატო.. ჩაწერილიყავი, რომელ საუკუნეში ჩარჩი -ახლა საკუთარ თავს დაუწყო ლანძღვა, თუმცა სწრაფადვე გაუელვა ბრწყინვალე იდეამ თავში.
მაშინვე, მუცელზე მიიდო ხელი და უღონოდ მიეყრდნო თვალდახუჭული კედელს.
- ქალბატონო, კარგად ხართ?
- არა.. -ყველანაირად ეცადა, სუსტად ეთქვა- ბრმა ნაწლავი მტკივა.. აქედან, პირდაპირ ოპერაციაზე უნდა წავიდე.. მაგრამ არც კი ვიცი, იქამდე თუ გავუძლებ აქ დგომას..
მაშინვე, ჩოჩქოლი დაიწყო ხალხმა და კატომაც, ძლივს შეიკავა კმაყოფილი ღიმილი.
- გოგონა, მე ვარ ახლა. ჩემს რიგს, დაგითმობ..
- მართლა?- სულ ოდნავ გაუღიმა.
- რა თქმა უნდა, შეგიძლია შეხვიდე, რომ გამოვლენ.
- უდიდესი მადლობა.. -ოდნავ დაუკრა თავი და კაბინეტიდან იმ წამს გამოსულ ხალხს, მხოლოდ წამიერად შეავლო მზერა. მერე, მოჩვენებითი კოჭლობით ნელ-ნელა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და კაბინეტში შესვლისთანავე, სწრაფად მოხურა კარი ზურგს უკან.
შიგნით, სასიამოვნო ატმოსფერო იყო. საშუალო სიმაღლის, ყავისფერ მაგიდასთან, თეთრ ხალათში გამოწყობილი ექთანი იდგა, რომელიც უწესრიგოდ მიმოფანტულ საბუთებს ასწორებდა. პაცინეტის დანახვისთანავე აწია თავი და ოდნაც გაუღიმა.
- მობრძანდით, დაბრძანდით. -თვალით ანიშნა, სავარძელზე და თვითონ, მაგიდას მოშორდა. უზარმაზარ კაბინეტს,მარჯვენა ნაწილისგან, თაღიანი შესასვლელი ჰყოფდა, რომლის იქით, რაღაც საკაცის მაგვარი დალანდა კატომ და მაშინვე მიხვდა, აქ ალბათ ოპერაციის შემდგომ ამოწმებს ცხვირის მდგომარეობასო.
- ბატონო საბა. -სუსტი ხმით დაუძახა ექთანმა.
- მოვდივარ! -მისი ხმის გაგონებისას, უცნაურად გააჟრჟოლა კატოს, თუმცა არ შეუმჩნევია. სწრაფად დაიკავა სავარძელში ადგილი და მოლოდინით სავსე მზერით მიაცქერდა თაღიან შესასვლელს, საიდანაც ზუსტად იმ წამს გამოვიდა ალანია.
ოდნავ დაუკრა თავი ექთანს და მერე, პირდაპირ კატოზე გადაიტანა მზერა.
- გამარჯობა.
- გამარჯობა.. -სწრაფადვე დაუბრუნა პასუხი კატომ და სანამ მაგიდასთან დაიკავებდა ადგილს, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
საშუალო სიმაღლის, თეთრ ხალათში გამოწყობილი მწვანე თვალება ექიმი, რომელიც რეალობაში, გაცილებით სხვანაირი ყოფილა.
- ჰო.. - თავის ფიქრებს დაეთანხმა კატო და მაცდურად გაუღიმა.
- რა მითხარით?
- არა, არაფერი. უბრალოდ, ფოტოებში ცოტა უფრო განსხვავებული იყავით.
წამიერად შეკრა წარბები საბამ და ნაძალადევად გაუღიმა.
- მგონი, მთავარი მაინც ცხვირია.
- მთლად ცხვირზეც არ არის ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ..
- მე, თქვენი ცხვირი ვიგულისხმე.-ირონიულად ჩაიცინა.
- ჰო. ჰო.. -მაშინვე დაიბნა კატო-მეც ჩემი ცხვირი ვიგულისხმე. აბაა.. სხვა რა უნდა მეგულისხმა.
- მოდი, მთავარ თემაზე გადავიდეთ.
- ისედაც მთავარ თემაზე არ ვსაუბრობთ? არ მესმის, ცხვირის გარდა, კიდევ რა შეიძლება იყოს, მთავარი თემა.
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ.
- კარგი, მაშინ მთავარი თემა გავაგრძელოთ.
- კი ბატონო, უნდა გავაგრძელოთ, აბა რა.
- მოიცადეთ.. -წამიერად დახედა თეთრ თაბახის ფურცელს და ხელითაც ანიშნა გაჩერდიო. - თქვენ, ნინი ბრეგვაძე, არა?
- აამ..-მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ისევ მუცელზე მიიდო ხელი. -არა, მე ნინი ბრეგვაძემ დამითმო რიგი..
- და რატომ? ორის ნახევარზე, ნინი მყავს ჩაწერილი.
- დიახ, ვიცი. ვიცი.. მაგრამ მე, აქედან ბრმა ნაწლავის ოპერაციაზე მივდივარ, ცოტა მაწუხებს, ხომ გესმით.. -თვალით ანიშნა, საკუთარ მუცელზე- ამიტომ, ძალიან ცუდად ვარ და რიგში დგომა არ შემეძლო.
- შეგვიძლია, გადავიტანოთ კონსულტაცია. ექთანს ვეტყვი და გაგიყვანთ -წამოდგომა დააპირა, თუმცა ვინ დააცადა.
- არა! -იმხელა იყვირა, თვითონაც შეეშინდა.
- ცოტა მშვიდად თუ შეიძლება.
- მშვიდად, ვარ.. უბრალოდ.. უბრალოდ, ტკივილისგან დამეყვირა. მისმინეთ, შემიძლია მოვითმინო, თან.. ცოტა გადამიარა ახლა. ოპერაციაც 5 საათზეა დაგეგმილი და ჯერ ორი საათიც არ არის. -თვალით ანიშნა კედელზე დაკიდულ საათზე.
იჭვნარევი მზერით შეხედა საბამ ჯერ საათს, მერე კატოს და ოდნავ გადააქნია თავი.
- ცხვირის პლასტიკურის გაკეთება მინდა, ანუ რინოპლასტიკის.. -მისი სიჩუმით ისარგებლა და მაშინვე გააგრძელა კატომ.
- დიახ, ვიცი.
- საიდან?-ოდნავ გაუფართოვდა თვალები.
- მარტო რინოპლასტიკას ვაკეთებ. შესაბამისად, სხვა რამის გაკეთება რომ გინდოდეთ, ჩემთან არ მოხვიდოდით.
- ხო.. ხო, მართალია. -ისე მოეშალა საკუთარ თავზე ნერვები, ძლივს შეძლო გაღიმება.
ცხოვრებაში არ დამართნია ასეთი დაბნეულობა, ამხელა დოზით ექიმთან. ახლა რა ჯანდაბა ხდებოდა, თვითონაც ვერ გაეგო.
- თქვენი ცხვირები ვნახე. ანუუ, თქვენი გაკეთებული ცხვირები.
- იმედია, ფოტო არ მომიტანეთ.
- არა, ფოტო რატომ უნდა მომეტანა?
- ბევრი ასე იქცევა.
- და მერე რას უკეთებთ იმ ფოტოებს?
- ფოტოებს რა უნდა გავუკეთო..-ახლა, საბასაც დაეტყო დაბნეულობა.
- რავიცი, ჩარჩოში არ ჩასვამთ და მაგიდაზე არ დაიდებთ ალბათ..
- ქალბატონო, რაზე ლაპარაკობთ?
- გოგონების ფოტოებზე, ნუ.. კაცებისაც, ალბათ.
- მე, ცხვირის ფოტოს ვგულისხმობ.
მექანიკურად გაუფართოვდა თვალები კატოს და მაშინვე მზერა აარიდა.
,,ჯანდაბა, კატო! ასეთი უტვინო, როგორ ხარ. რატომ იგებ, ყოველთვის, ყველაფერს პირდაპირ"
- მეც.. მეც, ცხვირის ფოტოებს ვგულისხმობდი -ძლივს შეძლო, ისევ გაესწორებინა მზერა.
- მასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა. -სულ ოდნავ გაიღიმა.
- შეიძლება, ჩვენი თემა გავაგრძელოთ?
ღრმად ამოისუნთქა საბამ.
- გისმენთ. ჯერ, თქვენი სახელი და გვარი მითხარით, მოდი.
- კატერინა გვიანიძე. -სწრაფად ჩაიწერა ფურცელზე, პაციენტების გვერდით.
- მაგრამ მე, ჯერ არ დაგთანხმებივართ!
- ვერგავიგე?- ქვემოდან ამოხედა ალანიამ.
- პაციენტების გვერდით დამწერეთ, მაგრამ ჯერ არ მითქვამს, რომ თქვენთან მინდა იპერაციის გაკეთება.
- და თუ არ გინდათ, აბა აქ რატომ ხართ?
- კონსულტაციაზე.
- ღმერთო..-ნელა დახუჭა თვალები და სავრძლის საზურგეს მიეყრდნო.
- ძგიდე მაქვს გასაკეთებელი, ანუ.. ვიცი, რომ გასაკეთებელი მაქვს, ბავშვობაში კალადბურთის ბურთი მომხვდა. რაღაც გადამიღეს, ცხვირზე და იქ გამოჩნდა. ხოდა, ნუ არ ვიცი ასეთ გამრუდებას რა ჰქვია, მაგრამ..
- ტრამვული გამრუდება.
- დიახ.. როგორც ვიცი, შესაძლებელია ძგიდის და რინოპლასტიკის ერთად გაკეთება.
- კი, რინოსეპტოპლასტიკა.
- ხო, მაგ ენის გასატეხს ვერ ვიტყვი. მოკლედ, მაგის გაკეთება მინდა უმოკლეს დროში.
- მერე? ექიმი გირჩიოთ?
- ექიმი რატომ უნდა მირჩიოთ, თქვენ არ ხართ ექიმი?
- წეღან არ მითხარით, თქვენთან გაკეთება არ მინდაო?
- ეგ როდის გითხარით, უბრალოდ ვთქვი, რომ დარწმუნებული არ ვიყავი.
- მაშინ, როცა დარწმუნებული იქნებით იმ დროს მობრძანდით.
- უკაცრავად? ეს რა, გაგდებაა? -მაშინვე თვალები დაქაჩა კატომ.
- გაგდება არ არის, უბრალოდ გირჩევთ.
- ეგ როგორი რჩევაა?
- ექიმის რჩევაა.
- ბატონო ექიმო..
- ქალბატონო კატერინა, ძალიან გთხოვთ გაბრძანდეთ.გარეთ, რეალური პაციენტები მელოდებიან.
- ასეთი მოქცევა არ შეგფერის, უხეშობაა.
- მგონი, შენობით ტონზე მე კი არა, თქვენ გადმოხვედით, ასე რომ ჩემს საქციელს, უხეშობად არ ვთვლი.
- ანუ მე ვარ უხეში?! -ოდნავ აუწია ტონს კატომ და სწრაფად წამოხტა.
- მე, ეგ არ მითქვამს.
- მაგრამ ხომ იგულისხმეთ?!
- ქალბატონი კატერინა..
- რა?! რა?!
- ტონს დაუწიეთ.
- დავუწიე, მერე?
- აქედან რომ გახვალთ, პირდაპირ და მარჯვნივ ნაცრისფერი კარია.
- მერე?
- მერე იქ რომ შეხვალთ, ლალი იკითხეთ.
- და ლალი ვინაა?
- ფსიქოლოგი.
მაშინვე თვალები დაქაჩა კატომ.
- თავი ვინ გგონია?!
- პლასტიკური ქირურგი. -ვითომც არაფერიო ისე თქვა და მხრები აიჩეჩა.
- პლასტიკური ქირურგი კი არა, თეტრის მსახიობი ხარ!
- თეატრის მსახიობი, მე კი არა, თქვენ უფრო ხართ. არამგონია, ვინმეს ასე იდეალურად გაეთამაშებინა ბრმა ნაწლავის ამბავი.
- ჩემთან, ასეთ საუბარს განანებ! -საჩვენებელი თითით დაემუქრა კატო.
- ნახვამდის.
- ნახვამდის?
- დიახ, ნახვამდის. -ხელიც დაუქნია.
ბარზის კიდევ ერთმა, საშინელმა ტალღამ დაუარა სხეულში კატოს და მაშინვე კარის სახელურს ეცა. მთელი ძალით გამოაღო და როგორც კი გავიდა, ძლიერად მოიჯახუნა.
- ყველა გიჟი, მე მპოულობს!

***
- თავხედი, საზიზღარი, იდიოტი , ვირი - ნერვებმოშლილი, ელვის სისწრაფით მიქროდა დერეფანში და ყველა არსებული საშინელი სიტყვით ლანძღავდა ალანიას - ფსიქოლოგის კაბინეტი მასწავლა ბიჭმა, მე შენ განახებ ფსიქოლოგს! დამაცადე.. დამაცადე!
- კატო! - უკვე კართან მისულს მოესმა საკუთარი სახელი და სწრაფად გაჩერდა.
- ბიძია..
- აკი, რომ გამოვალ გნახავო? ისევ მე მოგსდევ, გრცხვენოდეს.
- მაპატიე, გთხოვ. ნერვები მომეშალა და დამავიწყდა
- ნერვები მოგეშალა? -გაკვირვება აღებეჭდა სახეზე კაცს- რას ამბობ, ვინ აწყენინა ჩემს ლამაზ ძმიშვილს?
- ძნელი გამოსაცნობია?
- ოღონდ არ მითხრა, რომ ალანიას ეჩხუბე. -ოდნავ ჩაეღიმა.
- გეფიცები, ვეჩხუბე ბიძია. წყობიდან გამომიყვანა მაგ ყველაფრის მცოდნემ- უცებ დაიკრიფა ხელები.
- არ არსებობს.. ალანაიაზე მშვიდი, ამ საავადმყოფოში არავინ გვყავს. ასეთი რა უთხარი, რომ ვერ მოგითმინა?-სიცილი დაიწყო ვახომ.
- მე კი არა, თვითინ მითხრა. უფროსწორად, ფსიქოლოგთან გამაგზავნა მაგ საზიზღარმა. წარმოგიდგენია? ვეუბნები რინოპლასტიკა მინდა - მეთქი და ლალის კაბინეტი მარჯვნივო.
- გაჩერდი, შვილო. გაჩერდი.. - ვახო უკვე ძლივსღა სუნთქავდა სიცილით.
- კარგი რა. რა გაცინებს?
- ფსიქოლოგთან თუ გაგაგზავნა, ასე იგი სერიოზულად მოგიშლია ნერვები.
- გეუბნები, იმან მომიშალა - მეთქი, შენ რა, არ გჯერა?
- კარგი ჰო. მჯერა, მჯერა.. - ხელების აწევითაც ანიშნა- მისმინე, რა უნდა მეთქვა - ოდნავ ჩაახველა და ყველანაირად შეეცადა სერიოზული გამომეტყველება მიეღო - ჩვენს დირექტორს ხომ იცნობ, ქალბატონ ლენკას.
- მერე?
- წინადადებითაა შენთან. უნდა, რომ კლინიკის სახე გახდე.
- არარსებობს! -უცებ დაიყვირა, თუმცა მალევე აიფარა პირზე ხელი -მართლა?? სილამაზის კონკურსი და რაღაც ეგეთები არ იქნება? ანუ ბრძოლა არ მომიწევს, პირდაპირ მე გავხდები? ღმერთო, როგორ ვღელავ.. -უცებ დაიწყო სიხარულისგან ადგილზე ტრიალი.
- ხო, სინამდვილეში ამ შემოთავაზებაზე უკვე კარგა ხანია, ლაპარაკია. ბოლოს და ბოლოს, ყველა პლასტიკური აქ გაქვს გაკეთებული. თუმცა..
- ცხვირი.. - უფრო თავისთვის ამოიჩურჩულა.
ოდნავ დაუქნია თავი ვახომ.
- თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ალანიასთან მოგვარდებოდი. ამიტომ, ლენკას ვუთხარი, რომ როგორც იქნა მაინც ჩვენთან გადაწყვიტე.. მე თუ მკითხავ, ისედაც, ტყუილად ატყდი თავიდანვე განსაკუთრებული ვინმე უნდა მოვძებნოო.
- ბიძიაა..
- რა, ბიძია? მასეთი გამომეტყველება ნუ გაქვს. რით არის ალანია სხვებზე ნაკლები?
- მაგასთან რომ მომკლა, მაინც არ გავიკეთებ. - მაშინვე ხელები აწია კატომ.
- ხო, მაგრამ.. ჩვენთან უნდა გაიკეთო, ლენკა სხვანაირად არ დაგთანხმდება.
- თქვენ რა, სხვა პლასტიკური ქირურგი არ გყავთ ამხელა საავადმყოფოში?
- ნუ.. მარი და გეგა არიან, კიდევ.
- მარი და გეგა? -მაშინვე თვალები დაქაჩა კატომ- ეგენი ისინი არიან, ჯერ კიდევ ძველებურ ტამპონებს რომ დებენ და სილიკონის აზრზე არ არიან?
ოდნავ დაუქნია თავი ვახომ.
- გამორიცხულია! ჯერ ისედაც, ძალიან მეშინია. ძველებური ტამპონებიღა მაკლდა..-ღრმად ამოისუნთქა- სხვაა? სხვა?
- მეტი არ გვყავს, ალანიაა კიდევ და ეგაა სულ -მხრები აიჩეჩა კაცმა.
- ეგ როგორ. ამხელა საავადმყოფოში..
- შვილო, არ გვყავს მეტი რავქნა.
- მაშინ გამორიცხულია, ბიძია. ჩემს ოცნებებზე დროებით უარი უნდა ვთქვა, ისევ. ეჰ.. არადა რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს. გეფიცები, ვიღაცამ ძალიან მაგრად დამწყევლა.
- კატო..
- რა, ტყუილია? დაწყევლილი რომ არ ვიყო, ასეთ შანს გავმაზავდი?
- სინამდვილეში, საერთოდაც არ გამაზავ, თუ მაგ წიკებს დაივიწყებ. კარგი, გავიგე რომ მარი და გეგა არ გინდა ტამპონების გამო, მაგრამ თავად არ მეუბნებოდი, ალანიას გაკეთებული ცხვირები მომწონსო?
- ჰო, ცხვირები მომწონს.. ბევრი მადლიერი პაციენტიც ჰყავს, მაგრამ ტიპაჟი არ ვარგა. ხასიათი, კონტაქტი ნული.
- ეგ შენ გაქვს ცუდი ხასიათი და ვერ გუობ ვერავის, ვინც ფეხს ვერ გიწყობს.
- ბიძია..
- მისმინე კატო, როგორც არ უნდა იყოს, მთავარი საქმეა. ცხოვრების მეგზურს კი არ ირჩევ.
- ღმერთმა დამიფაროს, მასეთი ცხოვრების მეგზურისგან - მაშინვე ხელები აწია.
- ხოდა დაფიქრდი კარგად, თუ ცხვირი მოგწონს, საქმე გამოსულია და ნუღარ ქექიაობ კიდევ და არარსებულ მიზეზებს ნუღარ ეძებ. -ღრმად ამოისუნთქა- კარგი, წავედი.. აბა შენ იცი, კარგად იფიქრე..
***
ოცნების ახდენას, ერთი ნაბიჯი რომ უკლია, კიდევ ორით უნდა დააშორო?
არარსებობს..
რატომ არის ასეთი ძნელი, რაღაცის მიღწევა?
ჩაფიქრებული ათვალიერებდა ალანიას ინსტაგრამ გვერდს კატო. ხან ერთ ფოტოს გახსნიდა, ხან მეორეს და ვერაფრით იჯერებდა, რომ ამხელა განსხვავება იყო ფოტოსა და რეალურ ცხოვრებაში.
იქნებ, მართლაც მასში იყო პრობლემა? თავიდანვე, ტყუილად აუშარდა. ან საერთოდ, რაზე იჩხუბეს?
ფიქრობდა და ვერაფრით იხსენებდა.
თავად, ასეთი იყო. ყოველთვის, ყველაფერში, მინუსებს ეძებდა. ჯერ, თავიდან ბოლომდე უნდა გამოეკვლია ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება დათანხმებოდა მის პაციენტობას. ისიც, 'შეიძლება'.
ხო, ასე იყო. მან კი, პირდაპირ პაციენტებში ჩაწერა. ეს რა, სრულიად საკმარისი მიზეზი არ იყო გასაბრაზებლად? თუმცა.. რატომ იყო? ალანია, მას არ იცნობდა. თვითონ კი მივიდა და პირდაპირ ცხვირზე დაუწყო ლაპარაკი. ხოლო მას, უკვე პაციენტი ეგონა. ეს, ისედაც სრულიად ბუნებრივი იყო. აბა, სხვანაირად როგორ იფიქრებდა? ნერვებმოშლილმა დახურა ლეპტოპი და თავი ხელებში ჩარგო.
- მომსახურება უფასოდ -სიცილით დაადგა თავზე სანდრო. ყავის ჭიქა, მაგიდაზე, მის პირისპირ დადო და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
- მადლობა.
- რა ხასიათზე ხარ, დაო ჩემო. რა იყო?
- მისმინე -ღრმად ამოიოხრა- ახლა, რაღაცას გკითხავ და სიმართლე მითხარი.
- როდის მომიტყუებიხარ.
- ხოდა..შენი აზრით, მე მომივიდა ზედმეტი? ოღონდ, სიმართლე.
- ალანიას თემას გულისხმობ?
- აბა სხვას რას უნდა ვგულისხმობდე?-უცებ შეკრა წარბები.
- ჩემი აზრით, ამაზე უკვე იცი პასუხი კატს..
- არა, არ ვიცი! - უარესად მოეშალა ნერვები.
- არანორმალური საქციელები რომ გაქვს ხოლმე, ზოგჯერ, ახალი ამბავია აბა?
- ბიჭოო..
- თან სიმართლე მითხარიო, თან თვალებს მიქაჩავ. სად არის, ეგრე გენავე. -უცებ წამოდგა ფეხზე
- მიდიხარ?
- მაპატიე, მაგრამ უკვე შედიხარ, აუტანლობის ფაზაში.
- გრცხვენოდეს, გასაჭირის მეგობარი ტყუილად ხარ?
- მე თუ მკითხავ, გასაჭირი საერთოდ არ გაქვს ახლა. მშვენივრად ხვდები, შენ რომ ხარ დამნაშავე ალანიასთან და მაინც, ჯიუტად ცდილობ რომ ვიღაცას ათქმევინო, ,,ასე არ არის''
შენს ოცნებებს, ისევ შენ თუ დაამსხვრევ. საკუთარ თავზე დიდი მტერი, არც არასდროს გყოლია.
წამიერად ჩაფიქრდა კატო და სანდროც, პირდაპირ კარისკენ წავიდა.
- აუ..
- აუ და ვაუები არ გიშველის!

***
დღე, უაზროდ მიიზლაზნებოდა. სანდროსთან დარეკვა, აღარც უცდია კატოს - საკუთარ ფიქრებთან განმარტოვება არჩია.
ფიქრობდა ყველაფერზე, საკუთარი ცხვირის გარდა. თუმცა ბოლოს, ჯიუტად ყველა ფიქრი ამ კეხთან იყრიდა თავს.
თავიდან, მეცადინეობა სცადა - მერე, მაგასაც მოეშვა.
არადა, რინოპლასტიკა ხომ ასეთი კარგია, ნათელი სხივი. რატომ არ დაიბადა, ერთი ნორმალური ექიმი?
აჰა, ისევ ექიმი. ვერაფრით აღიარებდა, რომ დამნაშავე თვითონ იყო. ამდენი იარა.. ეძება, ეძება და ბოლოს, ამდენი სიარულით თვითონ კი არა, ლენკა დაიღალა. სხვა საშუალება აღარ დაუტოვა, ყველა გზა მოჭრა და აიძულა, ოპერაცია 'მელსში' გაეკეთებინა.
ნუ, აქ 'აიძულაში' თავისთავად ის 'საოცნებო შეთავაზება' იგულისხმება, რომელზეც კატომ თავიდანვე იცოდა, რომ თანახმა იყო. სხვანაირად, უბრალოდ როგორ, არ/ვერ.
თუმცა წუწუნის გარეშე?
არარსებული მინუსების ძებნის გარეშე?
შეუძლებელია. თანაც, როცა საქმე კატოსთან გვაქვს.

***
ფიქრი, ფიქრი და ბოლოს, მაინც კლინიკია 'მელსი'.
ერთი შეხედვით, სხვა, უკეთესი ვარიანტი რომ ყოფილიყო, აქ აღარც შემოდგამდა ფეხს. ბოლოს და ბოლოს, მარტო იმისთვის, რომ კლინიკის 'სახე' იყო, არასასურველ ექიმთან ვერ მიხვალ. მაგრამ ალანაია, საერთოდაც არ იყო არასასურველი, იმ პროფესიონალიზმის მიხედვით, რაც გააჩნდა. უბრალოდ, თვითონ კატომ ვერ გამონახა საერთო ენა, პირველივე ჯერზე.
თუმცა ეს, არ იყო პრობლემა.
ერთხელ თუ არ გამოვიდა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ვერასდროს ვეღარ გამოვა?
'არა, რა თქმა უნდა. - თავის ფიქრებს დაეთანხმა და ვახოს სიტყვებიც გაიხსენა.
მთავარი ისაა, როგორ ცხვირს გაგიკეთებენ და არა ის, ვინ გაგიკეთებს.
ბოლოს და ბოლოს, მართლა ცხოვრების მეგზურს ხომ არ არჩევდა.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ალანიას კაბინეტს. ყველანაირად ცდილობდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო, თუმცა დერეფანში ისეთი სამარისებული სიჩუმე იყო გამეფებული, მარტო მისი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნიც კი საკმარისი აღმოჩნდა, გარშემომყოფთა ყურადღების მისაქცევად.
კართან უამრავი ადამიანი იცდიდა. ისევ, რა თქმა უნდა და კატოც, ისევ არ იყო ჩაწერილი. არანაირად არ უნდოდა, თავისი სახელი სადმე გაჟღერებულიყო. ან, ალანიას გაეგო წინასწარ.
ღრმად ამოიოხრა და კედელს მიეყრდნო. ისევ გეგმა იყო საჭირო - თორემ ლოდინი, ნამდვილად არ შეეძლო.
გონება მაქსიმალურად დაძაბა, თუმცა ზუსტად იმ წამს, როცა ფიქრი უნდა დაეწყო, კარი გაიღო და ორ ქალთან ერთად, რომლებიც სავარაუდოდ 'პაციენტები' უნდა ყოფილიყვნენ, ექთანიც გამოვიდა. მაშინვე იცნო კატომ და იმის შიშით, თვითონაც არ მიცნოსო, ხელში მომარჯვებული სათვალე გაიკეთა.
- ექიმს, პატარა შესვენება აქვს. დაახლოებით 15 წუთში გავაგრძელებთ. - ღიმილით მოავლო კართან შეგროვილ ხალხს თვალი და კატოს გასაკვირად, კაბინეტში შებრუნების მაგივრად, ნელი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს.
მცირე ჩოჩქოლი დაიწყო ხალხში. ბევრი წავიდ-წამოვიდა და კატომაც, სასწრაფოს ისარგებლა შექმნილი ვითარებით. სანამ ყველა, თავის საქმეში იყო გართული, სრულიად უხმაუროდ შეაღო ალანაიას კაბინეტის, ისედაც ოდნავ ღია კარი და ქურდივით შეიპარა შიგნით.
კაბინეტის მეორე ნაწილიდან, წყლის ხმა, სავარაუდოდ ღია ონკანიდან მოდიოდა. მაშინვე მიხვდა კატო, რომ იქ იყო და თვითონაც იმ მხარეს გაემართა - თუმცა, ერთი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, მაგიდიდან ოდნავ გამოწეულ სკამს რომ შეეჯახა. მართალია ოდნავ, თუმცა ხმა ნამდვილად არ იყო 'ოდნავ'
- მაკაა, ანა წავიდა? -მაშინვე გამოეხმაურა ალანია, მისი აზრით 'ექთანს' - გეხვეწები, ნახე რა. თუ არადა, ლევანს დაუძახე, რაღაც უნდა დავაზუსტო. -ხმა, ნელ-ნელა ახლოვდებოდა და კატოს გულისცემაც, ნამდვილად აღარ იყო ნორმალური.
- მანდ ხარ? მაკ.. - მეორე მხარეს გამოსულს, მოულოდნელად გაუწყდა სიტყვა კატოს დანახვისას და უკვე, კარგად შესამჩნევი გაოცება აღებეჭდა სახეზე.
- ა -ვითომ, კარგი საქმე გააკეთა, ღიმილით წარმოთქვა, დარჩენილი ერთი ასო ბგერა.
- თქვენ... -ძლივს ამოიღო ხმა ალანიამ- თქვენ, აქ რას აკეთებთ?
- ლაპარაკი და ბოდიშის მოხდა მინდოდა.
- ახლა, შესვენება მაქვს. ძალიან, გთხოვთ გაბრძანდით.. -თვალით მიუთითა კარისკენ და მაგიდის მიმართულებით აიღო გეზი.
- ვერ გავალ. - კატეგორიული იყო კატო.
- უკაცრავად?
- მისმინეთ.. ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი -სასწრაფოდ დაიკავა ადგილი, მისი მაგიდის წინ არსებულ სავარძელში. -ამას ვიაზრებ, მაგრამ.. არ მინდა, ჩვენს შორის უთანხმოება იყოს. თანაც, რინოპლასტიკის გაკეთება მინდა.
ღრმად ამოისუნთქა საბამ და თავადაც, იძულებით მიუჯდა მაგიდას.
- იცით, რას ვერ ვხვდები? იმ კონცერტის შემდეგ, რაც წინაზე აქ მოაწყეთ - კალმის ტრიალით ანიშნა- იმ მუქარის შემდეგ, იმ ყვირილის შემდეგ, იმ ტყუილების შემდეგ -რითაც აქ შემოსვლა მოახერხეთ, კიდევ.. კიდევ, თავხედობა გყოფნით.. აქ, შესვენების დროს შემოდიხართ და ვითომც არაფერი, ამბობთ, რომ ჩადენილს იაზრებთ და რინოპლასტიკის გაკეთება გინდათ? -სულ ოდნავ ჩაეღიმა.
- დიახ, მინდა.
მაშინვე, თვალები აატრიალა საბამ.
- ჩემი ნათქვამიდან, მარტო ეგ გაიგეთ?
- რაც მკითხეთ, იმაზე იყო პასუხიც.
- ქალბატონო....
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა სწრაფადვე მიხვდა კატო.
- კატო
- კატო.. ქალბატონო, კატო.. მისმინეთ. ძალიან კარგი კოლეგები მყავს, რომელთა მისამართსაც.. -ფურცელი მოიმარჯვა, თუმცა ვინ დააცადა.
- თქვენ რა, დამცინით? ოპერაციის გაკეთება აქ მინდა. 'მელსში' უნდა გავიკეთო.
- კი ბატონო, მაშინ, მარი და გეგა..
- რა მარი და გეგა. ვის ჭირდება, ეგ 'ტამპონიჩკი' ტიპები?! -ნერვებმოშლილმა გაუაზრებლად აუწია ტონს.
- ვინ? -ღიმილი ძლივს შეიკავა საბამ.
- 'ტამპონიჩკი' ტიპები. ჯერ კიდევ ქვის ხანაში რომ არიან ჩარჩენილები!
- ტონს დაუწიეთ.
- დაწეული მაქვს!
- არ გაქვთ.
ოდნავ ჩაფიქრდა კატო და მერე, მხოლოდ წამით შეკრა წარბები.
- ჯერესერთი, ტამპონების გარეშე, ოპერაცია არ კეთდება.
- როგორ არ კეთდება, თვალის ოპერაციას რად უნდა ტამპონები?
- ოფთალმოლოგს ვგავარ? ცხვირს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
- ა, ხო. ხო.. - საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა, მთელი ძალით შეკრა მუჭები და გრძელი ფრჩხილები, ინსტიქტურად ჩაირჭო კანში.
- მეც მაგას ვგულისხმობდი, ცხადია. უბრალოდ, თქვენ ხომ სილიკონის ტამპონებით აკეთებთ, მე ასე ვიცი.
- ხო, მაგრამ სხვაც ბევრი აკეთებს.
- მაგრამ მე აქ მინდა. -ისევ შუაზე გააწყვეტინა წინადადება- სამწუხაროდ, აქ სხვა არავინ აკეთებს თქვენს გარდა და იძულებული ვარ.
- და რატომ ხართ იძულებული?
- აეგ მე ვიცი.
კვლავ ღრმად ამოისუნთქა საბამ და სავრძლის საზურგეს მიეყრდნო.
ზოგადად, არ უჭირდა ხოლმე, სიმშვიდის შენარჩუნება - თუმცა კატო რა იყო ასეთი, თვითონაც ვერ გაეგო.
- ანუ, იმდენად მნიშვნელოვანია ეგ რაღაც, რომ თანახმა ხართ ოპერაციაზე არასასურველ ექიმთან?
- და ვინ თქვა, რომ არასასურველი ხარ
უცნაურად გახედა ალანიამ და კატომაც, მაშინვე გაასწორა წინადადება.
- თ. არასასურველი არ ხართ, ამას ვგულისხმობდი.
- გავიგე.
- ჰო. საერთოდ, ვერ ვხვდები სად არის პრობლემა, იმიტომ რომ არ არის. პაციენტზე, უარის თქმის უფლება არ გაქვთ, ასე უბრალოდ, რაღაც პატარა წაკინკლავების გამო.
- და რა იცით, რომ არ მაქვს?
- არ გაქვთ. თუნდაც იმიტომ, რომ ამ საავადმყოფოს მთავარი კარდიოლოგის ძმიშვილი ვარ. -კმაყოფილმა დაასრულა წინადადება.
კინაღამ სიცილი აუტყდა ალანიას, თუმცა დროულად შეიკავა თავი.
- მაშანტაჟებთ?-მაინც იგრძნობოდა ირონია მის ხმაში.
- რა შუაშია.
- აბა ვერ გავიგე, ვახოს რა დატვირთვა აქვს ამ საუბარში. პაციენტი, პაცინტია. გინდა, დამლაგებლის შვილი იყავით, გინდა პრეზიდენტის. მე, მაინც ერთნაირად მოვექცევი ყველას. არ ვიცი, სხვასთან როგორ არის - თუმცა ჩემთან, პრივილეგიებით ვერავინ სარგებლობს.
- ოჰო. -თავისთვის ამოიჩურჩულა.
- რა?
- არაფერი, არაფერი.
- ხოდა, ახლა მიბრძანდით. ისედაც, 15 წუთი უკვე გავიდა - სწრაფად დახედა მაჯაზე არსებულ საათს - თქვენი წყალობით, შესანიშნავად დავისვენე.
ნელა წამოდგა კატო, თუმცა კარისკენ წასვლის ნაცვლად, ალანიას მაგიდას მოუარა მეორე მხრიდან და წინ დაუდგა.
- რას აკეთებთ? -გაოცებული მზერით ამოხედა ალანიამ.
- 1 შანსს, ყველა იმსახურებს. უფლება არ გაქვს, რომ წამართვა.. თუ რა თქმა უნდა, თეთრი ხალათის იქით, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელიც მსგავს სიტუაციაში ყოფილა და მისთვის, ხელი არ უკრავთ. -განგებ, სევდა ნარევი ხმით თქვა და თითქოს, ცრემლიც კი გაუკრთა თვალში.
რამდენიმე წუთი, ჩაფიქრებული უყურებდა ალანია, თუმცა ხმა არ ამოუღია.
- თავიდან დავიწყოთ.. ვითომ, არ მიცნობ და არც არაფერი მომხდარა -ოდნავ უფრო ხმადაბლა გააგრძელა კატომ.
ნელა აათამაშა თითები მაგიდაზე ალანიამ. ბრაზობდა, რა თქმა უნდა. ეს, სრულიად ბუნებრივიც იყო. განსაკუთრებით იმ მომენტის გახსენებაზე, როცა კარი მოუჯახუნა და გაიქცა.მაგრამ.. იმასაც ხედავდა, რომ ნანობდა. ჩვეულებრივ, მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა ის, რომ ყველაფერი უბრალოდ დაევიწყებინა და მისთვის მოყენებული ამხელა შეურაცხყოფა ეპატიებინა, მაგრამ მისი ნათქვამი 'ერთ შანსს ყველა იმსახურებს' ასე თუ ისე, მაინც რაღაცას ცვლიდა მის გონებაში. კი, ხალათის იქით ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც 'არ' ყოფილა მსგავს სიტუაციაში, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი იმპულსური არ იყო, მაგრამ სხვა არის.. კატო არის.. ის კი ექიმი, რომელმაც ყველა პაციენტს უნდა მოუსმინოს და ყველასთან იპოვოს საერთო ენა. გვინდა ეს თუ არა.. პროფესია და ადამიანობა, მაინც ერწყმება და რაღაც, გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივყავართ..
- საკუთარი თავის მართვა, ყველაზე მნიშვნელოვანია. რა სფეროშიც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე. -ნელა წამოდგა და მზერა გაუსწორა.
- ვიცი.
- მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ ცოდნა არ კმარა.
- ეგეც ვიცი.
ოდნავ დაუქნია თავი.
- ორი უნდა გავსინჯო და მერე, 1 პაციენტი მოსვლას ვერ ახერხებს. მაგ დროს, შეგიძლია შემოხვიდე.
მექანიკურად გაუფართოვდა თვალები კატოს და სახეც გაუბრწყინდა.
- საუკეთესო ქირურგი ხართ, ვისაც კი ვიცნობ. ჩაგეხუტებოდით, ახლობლები რომ ვიყოთ, მაგრამ კარგი.
ოდნავ დაუქნია თავი საბამ და თვალებით ანიშნა გასასვლელისკენ.
აღარაფერი უთქვამს კატოს, ღრმად ამოისუნთქა და ახლა, ორმაგად აჟიტირებული გაიქცა გარეთ.
***
პირველად უხაროდა რაღაც, ასე განსაკუთრებულად - თუმცა, თვითონაც ვერ გაეგო რატომ.
არ იყო, პირველი ოპერაცია, მაგრამ სხვა დროს ასეთი შეგრძნება არ ჰქონია. არც ექიმისთვის შეუხედავს თანატოლივით და მითუმეტეს ხმისთვის არ აუწევია.
საბასთან ლაპარაკი კი, რაღაცნაირად მოსწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იგებდა რაღაცეებს პირდაპირ და მერე, კარგ სირცხვილსაც ჭამდა, მაინც.
უფრო მეტს ერთობოდა, ვიდრე ნერვიულობდა, მაგრამ მსახიობობა ყოველთვის ბრწყინვალედ შეეძლო.
ყოველთვის ასე იყო, სიამოვნებდა როცა ვინმეს ნერვებს აგლეჯდა და აწვალებდა, მაგრამ რეალურად ისეთი შეწუხებული სახით შეხედავდა - აქეთ მოახდევინებდა ხოლმე ბოდიშს.
ალანია სხვა იყო. თვითონაც მშვენივრად ხვდებოდა, რომ არცერთ ექიმს არ ჰგავდა. არცერთის მანერა, ქცევები მასში არ იყო. თითქოს, რაღაც განსაკუთრებული უნდოდა რომ ყოფილიყო და კატოსაც ეს აღიზიანებდა ყველაზე მეტად. ხან, ვახოს სიტყვებს გაიხსენებდა, მასზე მშვიდი არავინ გვყავსო. რას ნიშნავს, მშვიდი. ყველა ადამიანს აქვს ნერვები, როგორ ვერ უნდა მოუშალო?
თუმცა, თითქოს რაღაცნაირად ეჭვიანობდა კიდეც. მასში, მეტოქეს ხედავდა, რომელიც თითქოს ყველა იმ გზას ართმევდა, რომელიც მისი იყო.
ის თუ იქნებოდა ზე 'საოცრება' მერე, თვითონ ხომ ვეღარ იქნებოდა? ან, თუ იქნებოდა იტყოდნენ, აი ის 2 ექიმია საოცრება. კატოს კი, ეს არ უნდოდა. სადაც თვითონ იყო, სხვა არ უნდა ყოფილიყო. არასდროს, არანაირ შემთხვევაში.
შეიძლება, რაღაც მხრივ, ბავშვური ნააზრევია - თუმცა, კატო ყოველთვის ამბობდა, როგორც არ უნდა გავიზარდო, ჩემი ტვინი, ყოველთვის ბავშვი იქნებაო.
ფიქრებში, ისე სწრაფად გაეპარა დრო, ვერც კი მიხვდა. ნაცნობმა ექთანმა რომ გამოყო კაბინეტიდან თავი და დაუძახა, მხოლოდ მაშინ დახედა საათს. ნელა წამოდგა და ამჯერად, სრულიად სხვა განწყობით შევიდა შიგნით.
ისევ მაგიდასთან იჯდა ალანია. ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ახლა ექთანიც დასტრიალებდა თავზე.
- დაბრძანდით - საქაღალდეებიდან თავი არც აუწევია, ისე უთხრა.
მაშინვე შეასრულა კატომ და წინ დაუჯდა.
- მოკლედ, ქალბატონო კატო -ღრმად ამოისუნთქა და მოულოდნელად გაუსწორა მზერა- რინოპლასტიკა გვინდა და ძგიდე, ხო სწორად მახსოვს?
- დიახ.
- ამ ოპერაციასთან დაკავშირებით რამდენად ხართ ინფორმირებული?
- თეორიულად ვიცი, რაღაცეები. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი -სინამდვილეში, ძალიან კარგად იცოდა ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი, თუმცა სპეციალურად უარყო. აინტერესებდა, როგორ აუხსნიდა.
- აქამდე თუ გაქვთ რაიმე გაკეთებული? მნიშვნელობა არ აქვს, პლასტიკური, თუ რაც იქნება.
- რა თქმა უნდა. გადაკეთებული გოგო ვარ, მთლიანად. -ფართოდ გაუღიმა. ზოგი, ხომ დამალავდა, მაგრამ კატოს პირიქით ეამაყებოდა.
წამიერი გაკვირვება აღებეჭდა სახეზე საბას.
- ჩამოვთვლი, ახლავე. ესე იგი -ხელები გაშალა კატომ - ქუთუთოების პლასტიკა, ანუ ბეფ..-წამიერად დაიბნა- ბეფაროპასტიკა, ოტოპლასტიკა, მასტოპექსია, ლიპოსაქცია, ნიკაპის პლასტიკა, წარბების აწევაც თუ შეიძლება ჩაითვალოს, კიდევ..
- საკმარისია -ხელის აწევით გააჩერა ალანიამ და არანაკლებ გაოცებულ ექთანს გახედა.
- არ ელოდით ხო? ყველა ლამაზი არ იბადება, რას ვიზამთ.
- დიდებული შედეგი გაქვთ -საუბარი ჩაერთო მაკა
- ნუ, კეხი რომ არ მამახინჯებდეს..
- დაქალური საუბრები გარეთ. -სერიოზული ტონით ჩაერთო ალანია
- უკაცრავად.
- მოკლედ.. ქალბატონო კატო. თქვენი ოპერაციები გასაგებია. რაც შეეხება, რინოპლასტიკას.
როგორც წესი, მისი სხვადასხვა სახე არსებობს. პირველადი - როცა ქირურგიული ჩარევა ხორციელდება ფორმის გასაუმჯობესებლად, მეორადი - როცა, პაციენტს უკვე გაკეთებული აქვს აღნიშნული ოპერაცია, მაგრამ შედეგის გაუმჯობესება სურს. რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა, როცა სხვადასხვა დაზიანების, ან სიმსივნური პათოლოგიის შემდეგ საჭიროა, ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი და რბილქსოვილოვანი სტრუქტურის აღდგენა დაა სეპტორინოპლასტიკა, რაც თქვენს შემთხვევაში დაგვჭირდება ანუ სუნთქვის და ფორმის გაუმჯობესება ერთ მომენტად. ძგიდეს, ვგულისხმობ.
- დიახ.. - ისე საინტერესოდ უყვებოდა, თავი ლექციაზე ეგონა კატოს.
- ხო, რაც შეეხება მეთოდებს. რინოპლასტიკაში, ორი ძირითადი მეთოდია. ღია და დახურული რინოპლასტიკა. ღია, შედარებით ახალია და მეტი სიზუსტის შესაძლებლობას იძლევა. ამ დროს, ოპერაცია სრული ვიზუალური კონტროლით სრულდება. შესაძლებლობა გვაქვს, გამოვიყენოთ არმირება, ნაკერის ტექნიკის მეშვეობით, რითაც ხრტილების და ზოგჯერ, ძვლის ფორმის შექმნა და გამაგრება ხდება. ნაკერები, გარკვეული დროის შემდეგ გაიწოვება და უშუალოდ რამდენიმე თვეში, უზრუნველყოფს ფორმისა და კონსტრუქციის სიმყარეს.
ხო, გარდა ამისა, ქირურგისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ღია მეთოდით მუშაობა, რადგანაც ყველაფრის დანახვის შესაძლებლობაა.
- თუმცა, თუ ქირურგი კარგად არ ფლობს ტექნოლოგიას, შესაძლოა პაციენტს ცხვირის წვერი დაუზიანოს -კმაყოფილმა დაასრულა წინადადება კატომ.
წამიერი გაკვირვება აღებეჭდა სახეზე საბას, თუმცა დროულად დაეთანხმა.
- დიახ, მართალია. თუმცა, ვფიქრობ, გამოცდილ ქირურგებს ეს არ ეშლებათ.
- დაა.. დახურულზე რას იტყვით?
- დახურული მეთოდით ოპერაცია, ფაქტობრივად ბრმა ოპერაციაა, თუმცა რა თქმა უნდა ჯერ კიდევ არსებობენ ქირურგები, რომლებიც ამ მეთოდს იყენებენ და შედეგს აღწევენ. თუ რაღაც განსაკუთრებულ აუცილებლობას არ მოითხოვს, მე პირადად მსგავსი მეთოდის მომხრე არ ვარ, რადგან ჭრილობები ხდება მხოლოდ ცხვირის შიგნით და შესაბამისად ცხვირის ღრუ ბოლომდე არ იხსნება. ეს კი, გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს ქირურგისთვის.
- ანუ, თქვენ ღია მეთოდს იყენებთ?
- დიახ, მე ღიათი ვმუშაობ. თუმცა, რა თქმა უნდა როგორც ღიას, ისევე დახურულს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად, დახურული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, მცირე შეშუპებებია, ცხვირზე არ არის ნაწიბურები, რომელიც დამახასიათებელია სხვა მეთოდების გამოყენებისას და მინიმალური გართულებებია. უარყოფითი მხარეები, კი მდომარეობს მაგალითად იმაში, რომ სიმეტრიული ნაკერების გაკეთება რთულია, ქირურგს ხედვის მცირე არე აქვს, რაც უკვე ავღნიშნე. ნუ, მოკლედ.. იმედია გასაგებად ავხსენი.
- დიახ, კი. .
- ხო, კიდევ.. რაც მთავარია, მედიკამენტები. ამჟამად იღებთ რამეს?
- აამ, არაა. -ოდნავ გააქნია თავი.
- ძალიან კარგი. არც ოპერაციის წინ და არც შემდეგ, არ შეიძლება მედიკამენტები რომლებიც სისხლს ადედებს. მაგალითად, ასპირინი, მოტრინი, E ვიტამინი და ა.შ მაგას დაგიწერეთ, მერე.
- კი, ეგ ვიცი.
- ტამპონებზეც, გეცოდინებათ. მაგრამ მაინც, მოკლედ.. მოკლე და საცხიანი ტამპონების ამოღება უმტკივნეულოა, სილიკონს რომ ვამბობთ. სასუნთქი მილები აქვს, რომლითაც ოპერაციის შემდგომ შეიძლება სუნთქვა. ამოღება, როგორც წესი მესამე ან მეოთხე დღეს ხდება, მაგრამ ნუ მდგომარეობას გააჩნია რა თქმა უნდა. მეშვიდე დღეს ხდება ნაკერის მოხსნა, თაბაშირის ნახვევი იხსნება მეათე ან მეთორმეტე დღეს. ამ დროისათვის, სახის დასიება და თვალებთან სილურჯე უკვე ალაგებულია.
ხო, სილურჯეს და დასიებას რაც შეეხება, იმატებს მხოლოდ ოპერაციიდან 48 საათის მანძილზე, მერე უკვე დაცხრომას იწყებს დაა ყველაზე ხშირად დასმული კითხვა. სილურჯე, შედეგზე გავლენას არ ახდენს. შედეგის საბოლოო შეფასება ხდება 6 დან 12 თვემდე. ამ დროის მანძილზე, პაციენტი დადის საკონტროლო ვიზიტებზე. ოპერაციიდან 1 თვეში, 6 -ე თვეში და 12-ე თვეში. კლინიკიდან ეწერებით 1 დღის შემდეგ, გარე ფიქსატორი საჭიროა 5-7 დღის განმავლობაში მუდმივად. შემდგომ ღამის განმავლობაში 1 თვე. ნაკერებიც იხსნება 5-7 დღის შემდეგ, წმენდაზეც დაახლოებით ეს პერიოდი. 10-12 დღეს იხსნება თაბაშირი. 1 თვე შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა.
- და.. რეაბილიტაციის პროცესში აკრძალვები?
- ხო, აკრძალვები -ოდნავ ჩაფიქრდა ალანია- პირველი ორი კვირა არ შეიძლება ფრენა, არ შეიძლება გაზიანი სასმელი, რძე, მჟავე, მწარე, მლაშე და ცხელი საკვების მიღება. დაახლოებით თვე ნახევარი არ შეიძლება სათვალის ხმარება. მაგრამ, ზოგადად რაც მეტ ხანს არ გაიკეთებთ, უკეთესია. 3 თვე აკრძალულია წონით ვარჯიში და კარდიო დატვირთვით სირბილი, თუმცა შეიძლება მცირე დატვირთვა, მაგალითად ცურვა. 6 თვის განმავლობაში არ შეიძლება გარუჯვა.
- ანალიზები უნდა გავაკეთო კიდევ, ხო?
- ხო, ანალიზებს რაც შეეხება. გვჭირდება, კარდიოლოგიური კვლევა, რენტგენოლოგიური კვლევა, ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია, კიდევ, ალერგიული თუ ხართ..
- არა, არ ვარ.
- ძალიან კარგი.
- და მოდელირებას არ გავაკეთებთ?
- თუ სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა. თუმცა, ციფრული მოდელირების შედეგი 100℅-ით ზუსტი არ არის და არასოდეს ემთხვევა რეალურ შედეგს. გარკვეული ცდომილება ყოველთვის ახლავს თან.
- მაინც გავაკეთოთ, მაინტერესებს როგორი გამოვა.
- კი ბატონო, არ არის პრობლემა.
ქალბატონო, კატო, კიდევ.. ამ ყველაფერის მოყოლა, შესაძლოა ცოტა ადრეც იყო, მაგრამ ვინაიდან თქვენ, ძალიან გამოცდილი ხართ პლასტიკურ ოპერაციებში, ვფიქრობ, რომ გამოკვლევებში ისეთს ვერაფერს აღმოვაჩენთ, რაც ხელს შეგვიშლის.
- მეც ასე მგონია. ასე, რომ.. საერთოდ არ გავაკეთოთ ეგ გამოკვლევები, დროს წაიღებს - კმაყოფილმა გადაიყარა მხრებს უკან თმა.
- იმედია, ეგ ხუმრობა იყო.
- არა, რატო??- უფრო სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
- გამოკვლევები, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. მაკა ჩემს ანესთეზიოლოგთან დაგაკავშირებთ და.. -წამიერად გახედა გვერდით მდგარ ექთანს, თუმცა წინადადების დასრულება ვერც კი მოასწრო, მოულოდნელად გაიღო კარი და შიგნით, მაღალი, თეთრ ხალათში გამოწყობილი ქერა გოგო შემოვიდა. მაშინვე არ მოეწონა კატოს, სადღაც 35 წლამდე იქნებოდა და მაინც 'გოგუშკური' როლის მორგებას, მუხლს საკმაოდ აცდენილი კაბით ცდილობდა.
- საბააა, მთელი დღეა გეძებ.. -კატოსთვის, ნორმალურად არც კი შეუხედავს, პირდაპირ ალანიას მიმართულებით დაიძრა.
- აქ ვარ ანა, სხვაგან სად მეძებდი?
- ყველგან, ყველგან.. -რაც შეეძლო გაინაზა ხმა
- კარგია, რომ მოხვედი. აი, ქალბატონი კატო უნდა გამომეგზავნა შენთან.
როგორც იქნა იკადრა, კატოსკენ მობრუნება ანამ და მხოლოდ წამით, ნაძალადევად გაუღიმა.
- ჩემი ანესთეზიოლოგია. -თავის მხრივ გააცნო ალანიამ.
- ვიზიარებ..-თავისთვის ამოიჩურჩულა
- და რას იზიარებთ? -მაშინვე ჩაეკითხა ანა.
- არაფერი, არასწორად გაიგეთ.
- რა გავიგე არასწორად, ვიზიარებო ასე თქვა, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაქვს. საბაა, შენც ხომ გაიგე?
- კარგი, ანა. დაგვტოვე, თუ შეიძლება.
- ვერგავიგე? შენ რა, სერიოზულადაც არ აღიქვამ?
- ანა, დაგვტოვე - მეთქი. არაა საჭირო, ყველაფერს გამოყვე.
- არა, ვერ ვიჯერებ -გაოცების ნიშნად, ოდნავ გადააქნია თავი და ელვის სისწრაფით გავარდა კაბინეტიდან.
- შემორიგება გაგიჭირდებათ.. ვფიქრობ, ვარდები.. -ოდნავ ჩაიღიმა მაკამ.
- ეხლა, შენც უკან მიგაყოლებ. -მაშინვე სიბრაზისგან აენთო თვალები ალანიას.
- კარგით, ხმას არ ვიღებ.
- ხოდა, არ ამოიღო. პირადი ცხოვრებაღა მაკლდა სამსახურში.
- ანუ, პირადი ცხოვრება..-ინსტიქტურად გაიმეორა კატომ.
- მოკლედ, ხვალისთვის გააკეთებთ ყველანაირ კვლევას, მერე კონსულტაციაზე მოხვალთ და მოდელირებაც გავაკეთოთ.
- და ოპერაციას როდის იქნება?
- ჯერ ანალიზები და კვლევები, ყველაფერს უნდა გადავხედო, თუ ისეთი არაფერი იქნება, ხვალ დავნიშნოთ დღე.
- და ანალიზებს რომ დრო უნდა?
- ახლავე შეგიძლია გააკეთოთ და ხვალ იქნება ბარემ, მაგის პასუხებიც.
- დამიწერთ ალბათ, რაც უნდა გავაკეთო.
- რა თქმა უნდა -სწრაფად მოიმარჯვა ფურცელი და კალამი ალანიამ -გვარი შემახსენეთ..
- გვიანიძე. კატერინა გვიანიძე..
მხოლოდ წამიერად ამოხედა საბამ და მერე, პაციენტის მონაცემების შევსება დაიწყო.
- საცხოვრებელი, თბილისი ხო?
- დიახ.
- გამომართვით.. - სწრაფად გაუწოდა, უკვე შევსილი ფურცელი.
- რაამბავიაა -ანალიზების ჩამონათვალი რომ დაინახა, თვალები შუბლზე აუვიდა კატოს.
- ერთი ანალიზიდან კეთდება, საშიში არაფერია.
- ეგრე გეთქავთ, მერე -უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ჩანთა აიღო.
- ექიმო, ხვალ ჩავწერო ქალბატონი გვიანიძე, ხო?-საუბარში ჩაერთო მაკა და ბლოკნოტი მოიმარჯვა.
- ხო.
- 10 საათი გაწყობთ?-ამჯერად კატოს მიუბრუნდა.
- არანაირი პრობლემა არ არის.
- მაშინ ჩაგწერთ.
- კარგი, დროებით -ოდნავ გაუღიმა კატომ ორივეს და კარისკენ წავიდა.
- ნახვამდის

***
6 საათი ხდებოდა, მუშაობა რომ დაამთავრა ალანიამ. დაღლილი გამოვიდა საავადმყოფოდან და ზუსტად იმ წამს, როცა სამსახურის გონებიდან გამოთიშვას აპირებდა, კართან ვახოს შეეჩეხა.
'ნახვამდისო' უნდოდა, ეთქვა - თუმცა, მის ხელში მოქცეულ წითელი ვარდებისკენ გაექცა თვალი და წამიერი გაკვირვება აღებეჭდა სახეზე.
- საბა, ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი, საშინლად ვნერვიულობ.
- რა?
- ლენკა არ გინახავს? -თვალით ანიშნა, შენობისკენ.
- თქვენ.. ლენკას ელოდებით ასე?- ძალიან შეეცადა, არ გასცინებოდა მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა ტუჩის კუთხეში.
- რა იყო, სასაცილოდ გამოვიყურები?-ტანსაცმელზე დაიხედა.
- რას ბრძანებთ, უბრალოდ.. გამიკვირდა.
- რატომ?
ვერაფერი ვეღარ მოიფიქრა საბამ, როგორ შეიძლებოდა ისე ეპასუხა, რომ არც სწყენოდა და არც ცუდად გამოსვლოდა. ღრმად ამოისუნთქა და ზუსტად იმ წამს გამოვიდა ლენკაც საავადმყოფოდან. მაშინვე გადაავიწყდა ვახოს, შუა გზაში გაჩერებული დიალოგი და იმის ნაცვლად, რომ ლენკასთან წასულიყო, ალანიას შეაჩეჩა ვარდები ხელში.
- არ შემიძლია, აშკარად მზად არ ვარ.
- რას აკეთებთ, ბატონო ვახო?!
- შენ მიეცი, სიყვარულით ოღონდ. - მკაცრად გააფრთხილა და ისე სწრაფად გაიქცა, გაოცებისგან შოკში ჩავარდა საბა. ვეღარც გაეკიდა, ვეღარც ის მოიფიქრა რა ექნა და გამოსავლის ძიებაში, ლენკაც დაადგა თავზე.
- საბა, რას აკეთებ? -მაშინვე ვარდებზე გადაიტანა მზერა ქალმა.
- რას ვაკეთებ? -ისევ დაიბნა- რას უნდა ვაკეთებდე, ვდგავარ ქალბატონო ლენკა.
- მაგას ვხედავ. მე იმას გეკითხები, ვისთვის დგახარ?- ეშმაკურად ჩაიცინა.
- ოხ, ვახო..- თავისთვის ამოიჩურჩულა და მზერა აარიდა.
- რა თქვი?
- არაფერი, არა. თქვენ გელოდებოდით.
- მე? - კმაყოფილი გაკვირვება აღებეჭდა სახეზე.
- დიახ.. აი, თქვენმა იდუმალმა თაყვანისმცემელმა ეს დაგიტოვათ -მეტი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ვარდები გაუწოდა.
- ანუ, იდუმალმა თაყვანისმცემელმა.. -რატომღაც, ვერ დაიჯერა - თუმცა ისე გამოართვა, არაფერი შეუმჩნევია.
- ნახვამდის, მაშინ. -ერთი სული ჰქონდა, როდის დააღწევდა თავს ამ არასასიამოვნო მდგომარეობას.
- იდუმალ თაყვანისმცემელს მადლობა გადაეცი.
- აუცილებლად. -ოდნავ დაუკრა თავი და სანამ კიდევ რამეს ეტყოდა, იქამდე გაუყვა ნელი ნაბიჯებით გზას.
რა თქმა უნდა, არცერთს არ შეუმჩნევია, საავადმყოფოს ფანჯარასთან მდგარი მაკა.


***
მთელი საღამო, გაუჩერებლად ურეკავდა ვახოს, მაგრამ შენც არ მომიკვდე, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
ან, მისი წასვლის შემდეგ მომხდარი ამბების მოსმენის ეშინოდა, ან ალანიას საყვედურებს ემალებოდა. ან, საერთოდ ორივე.
მართლა საშინლად იყო გაბრაზებული საბა. ამდენი წელი, (ნუ ძალიან ბევრიც არა) ისე მუშაობდა ,,მელსში'' , არცერთხელ ამოუყვია თავი მსგავს უხერხულ სიტუაციაში, თანაც თვით ლენკასთან. მართლა სერიოზული რეპუტაცია ჰქონდა, რომლის აშენებას მთელი ენერგია მოახმარა და ახლა, ვახოს ხუშტურების გამო, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩაეყარა წყალში.
ფიქრიც არ უნდოდა იმაზე, ლენკა რას ფიქრობდა. 'იდუმალი თაყვანისმცემელი'-ს ამბავი რომ არ დაიჯერა, ისედაც ცხადი იყო. არც თვითონ დაიჯერებდა, მის ადგილას.. თანაც, ისეთი მოუხერხებელი მატყუარასგან როგორიც თვითონ იყო.
ძლივს გადააგორა ღამე და მეორე დღეს, ისეთი მონდომებით გაემართა სამსახურისკენ, როგორც არასდროს.
ზოგი ჭირი, მარგებელიაო...
იმის მაგივრად, რომ ბრაზი დაცხრომოდა, ახლა ორმაგად იყო გაბრაზებული. ისე შევარდა საავადმყოფოში, გეგონება სიკვდილ-სიცოცხლის საქმე ელოდა შიგნით. თავის დაკვრით მიესალმა რეგისტრატურასთან მსხდომ გოგონებს და მერე, პირდაპირ თავისი კაბინეტისკენ აიღო გეზი.
- ექიმოო..- მოულოდნელად წამოეწია უკნიდან მაკა.
- შენ გეძებდი. - მაშინვე გაჩერდა ალანია.
- მეც..
- რა?
- ანუ.. მეც თქვენ გეძებდით.
- რახდება?
- არა, ჯერ თქვენ თქვით.
- კარგი. მისმინე.. ვახოს დაუძახე, ახლავე. ძალიან სასწრაფოა - თქო, გადაეცი.
- რომელი ვახო? - წამიერად დაიბნა მაკა.
- რა რომელი ვახო, რამდენ ვახოს იცნობ, გვიანიძე. კარდიოლოგი- კიდევ უფრო მოეშალა ნერვები.
- ა, კარგი, გასაგებია.
მაშინვე წასვლა დააპირა ალანიამ, თუმცა მალევე გაახსენდა მაკას.
- ექიმო, მოიცადეთ. რაღაც უნდა გითხრათ.
- ხო, თქვი, ოღონდ მალე.
- ქალბატონი ლენკა გეძებდათ.
მექანიკურად გაუფართოვდა თვალები საბას.
- რატომ?
- არვიცი, რაღაც დაგიტოვათ კაბინეტში.
- რას ლაპარაკობ, რა დამიტოვა
- არვიცი, ექიმო.. წერილია, მგონი რაღაც და მე ხომ არ გავხსნიდი, ახლა..
- ჯანდაბა-თავისთვის ამოიჩურჩულა.- კარგი, წადი ვახო მოიყვანე, მალე.
ნორმალურად აღარც კი შეუხედავს, პირდაპირ კაბინეტისკენ წავიდა.
რაღაც ვარაუდები ჰქონდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმ წერილში, მაგრამ მაინც როგორც შეეძლო იმშვიდებდა თავს.
- ,,ოხ, ვახო. ამისთვის პასუხი თუ არ მოგთხოვო.." -წამში გააღო კარი და გიჟივით შევარდა შიგნით.
რა ხალათი, რის ხალათი..პირდაპირ, მაგიდაზე დადებულ, თეთრ კონვერტს დაავლო ხელი და ელვის სისწრაფით გახსნა.
,,საბა, დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ არ მიპასუხებს - მეთქი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩემგან შენ. გაფასებ.
დამალვა საჭირო არ იყო."

- ფუ, ამის.. დედა'ც, როგორ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში! -საკუთარ სავარძელს, მთელი ძალით ჰკრა ფეხი და ეს უკანასკნელიც, ისეთი ხმაურით დაენარცხა იატაკზე, კაბინეტში ახლად შემოსული კატო, ადგილზე შეხტა.
- აი, მშვიდი ადამიანი მესმიის..-თავისთვის ამოუჩურჩულა.
- ქალბატონო კატო-მის დანახვაზე, შეძლებისდაგვარად დაწყნარდა და სწრაფად დააბრუნა სავარძელი საწყის პოზიციაზე.
- ცუდ დროს ხომ არ შემოვედი?
- არაა -წამში მოიცვა ხალათი და თმაზე გადაისვა ხელი- ნერვები მომიშალეს, მნიშვნელოვანი არაფერი.
- ანუ, თქვენც გეშლებათ ხოლმე ნერვები -ოდნავ გაიღიმა.
- მე ადამიანი არ ვარ?
- მაგას არ ვამბობ, უბრალოდ საავადმყოფოში ყველაზე 'მშვიდი' ადამიანის სტატუსით, თქვენ გიცნობენ. ბიძიამ ასე მითხრა..
'ბიძიას' ხსენებაზე ისევ ვახო და ლენკა გაახსენდა საბას და მაგიდაზე მიგდებული წერილი, სასწრაფოდ უჯრაში შეინახა.
- დაბრძანდით, ნუ დგახართ -სავარძელზე მიუთითა.
- რა თქმა უნდა. -ოდნავ დაუქნია თავი- ანალიზები გავაკეთე, რაც მითხარით და აქ არის ყველაფერი - წითელი საქაღალდე გაუწოდა და ჩამოჯდა.
სწრაფად გამოართვა ალანიამ, თუმცა გადაშლაც ვერ მოასწრო, ისე შემოვიდა მაკა.
- ექიმო..
- რა ქენი?-წამში მასზე გადაიტანა მზერა.
- ბატონი ვახო, არ არის მოსული და რეგისტრატურაში მითხრეს, არც მოვაო.
- რას ნიშნავს არ მოვა?
- ხო, არ მოვა -სწრაფად ჩაეჭრა საუბარში კატო- ბიძიაზე თუ ამბობთ, ბათუმში წავიდა გუშინ.
- რა ქნა?-თვალები გაუფართოვდა საბას.
- რამე დააშავა?-ოდნავ ჩაიცინა.
- დააშავა და მერე, როგორ -ხმადაბლა ამოიჩურჩულა.
- ექიმო, ქალბატონი ლენკას წერილი ნახეთ?- ახლა, მაკა მიუახლივდა ღიმილით, თუმცა ერთი ისეთი ამოხედა საბამ, მაშინვე დასერიოზულდა.
რა თქმა უნდა, კატოს იმის მიხვედრა არ გასჭირვებია, რა შეინახა რამდენიმე წუთის წინ ალანიამ უჯრაში.
- შენს საქმეს მიხედე, მაკა.
- თუ არ დამავალებთ, საქმე არ მაქვს ჯერ.-მხრები აიჩეჩა გოგომ.
- მაშინ გადი -თვალით ანიშნა კარისკენ და ისევ კატოს ანალიზებს მიუბრუნდა.
უკმაყოფილოდ ამოიოხრა მაკამ, თუმცა არ გაუპროტესტებია.
- კარდიოლოგიური კვლევა სად არის?
- ბოლო ფურცელია.
ახლა, იქ გადაშალა ალანიამ, თუმცა კვლავ ვერ მოასწრო კითხვის დაწყება.
- ექიმო..-ოდნავ გააღო კარი მაკამ და მხოლოდ თავი შემოყო.
- ბატონო..
- ანესთეზიოლოგი გეძახით, ანა.
- პაციენტი მყავს.
- დიახ, იცის და სულ 2 წუთის საქმე მაქვსო.
ღრმად ამოიოხრა ალანიამ და კატოს შეხედა.
- ამმ, არ მეჩქარება მე. პრობლემა არ არის -მხრები აიჩეჩა.
- კარგი, მალე მოვალ-სწრაფად წამოდგა- უკაცრავად.
- რას ამბობთ -ლამის მადლობაც კი გადაუხადა კატომ. ასეთი ,ძვირფასი' შემთხვევა, ბოლოს როდის ჰქონდა, არც კი ახსოვდა.
მართლა, რა მისი საქმე იყო, სხვისი პირადი - მაგრამ 'ქექიაობა' მაინც ყოველთვის უყვარდა.
ალანიას გასვლა და კატოს სავარძლიდან წამოფრენა ერთი იყო. წამში მივარდა უჯრას და წერილი ამოიღო.
- იიმე, ცოდვას ვიდენ. ღმერთო მომიტევე -ზეცისაკენ აღაპყრო ხელები და ისევ წერილს მიუბრუნდა.
წამში გადაიკითხა და თვალები ცალკე გაუფართოვდა და პირი ცალკე დააღო.
- ღმერთო, ნეტავ, რა დაუმალა?
სიყვარული ვერ აუხსნა და ლენკა მაინც მიხვდა? თუ, ეგ რა შუაშია. იქნებ, სულ სხვა რამეს გულისხმობს..-საკუთარ თავში გამართა დიალოგი.
- ვაიმეე.. სად შეგვიძლია ლენკკ, წერილები და ამბებიი.. -უცნაურ ხმაზე გააჯავრა- ის მაინც არ ვიცოდე, როგორ მალავ, აგვისტოში რომ 50-ის ხდები.
რა გაუკეთა.. რა ჯადო გაუკეთა ამ ბიჭს. დავიჯერო.. შენი ნებით მოგწონს ეს ქალი ალანია? არა, ასე არ იქნება. რა სისულელეებზე ვფიქრობ..
ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმა და სასწრაფოდ თავის ადგილზე დააბრუნა წერილი, თუმცა დაჯდომა ვეღარ მოასწრო.
- უკაცრავ..-სიტყვა შუაზე გაუწყდა, თავის მაგიდასთან მდგარი რომ დაინახა- მანდ რას აკეთებთ?-ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
- ამმ, ისა.. ფანჯარაში ვიყურებოდი-საჩვენებელი თითით ანიშნა- ლამაზი ხედი გაქვთ, აქედან..
- ხო, ნამდვილად- თითქოს, დაიჯერასავით, გვერდი აუარა და ისევ მაგიდას მიუჯდა.
მაშინვე დაუბრუნდა თავის ადგილს კატოც.
ზედმეტად დაძაბულიც კი ადევნებდა თვალყურს, როგორ ამოწმებდა ალანია ყველაფერს დეტალურად. თვითონ, ამხელა მოთმინე არ ჰქონდა. ეგ კი არადა, მეორედ რომ გაეკეთებინა რაღაც, ან დაჩოქილი უნდა ეთხოვა ვინმეს, ან მთელი დღე ხვეწნა იყო საჭირო. ალანიას შემხედვარე კი, რომელიც წარმოსადგენადაც კი რთული იყო, იმდენ პაციენტის მსგავს ანალიზებს კითხულობდა დღეში, საკუთარი პროფესია ცოტა აფრთხობდა.
- კარგია.. ყველაფერი, კარგია.
- ანუ, მორჩა?
- ანასთან იყავით?
- ანა ვინაა - ვითომ არ იცოდა.
- ჩემი ანესთეზიოლოგი.
- უფ -ღრმად ამოიოხრა- სხვა ანესთეზიოლოგი არ გყავს?
ოდნავ შეკრა წარბები საბამ.
- არ გყავთ? თ, უნდა დამემატებინა.
- არა, მე მხოლოდ ანასთან ერთად ვმუშაობ.
- ვინ არის ასეთი.. -რომ მიხვდა, ხმამაღლა გაიფიქრა მაშინვე პირზე აიფარა ხელი, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
- უკაცრავად, ბოდიში..
ნელა ამოისუნთქა ალანაიამ.
- როგორც უკვე გითხარით, ანასთან კონსულტაციაც საჭიროა.
- მაგრამ მე, ანა არ მინდა.
- მე კიდევ სხვა ანესთეზიოლოგი არ მყავს. რა ვქნათ? ორი გამოსავალია. ან თქვენ მიდიხართ სხვა ექიმთან, შესაბამისად სხვა ანესთეზიოლოგთან. ან, რჩებით ჩემთან და მიდიხართ ანასთან.
- უფ..-უკმაყოფილება აღებეჭდა სახეზე.
- ანესთეზიოლოგი არაფერს აკეთებს, უბრალოდ გაძინებთ.
- და იქნებ, სამუდამოდ დამაძინოს, მერე?
- ქალბატონო კატო, დაუფიქრდით, რას ლაპარაკობთ. ანა, ერთ-ერთი საუკეთესო ანესთეზიოლოგია. ასე რომ არ იყოს, მასთან ერთად ვიმუშავებდი?
- მერავიცი, შეიძლება უარი ვერ გეთქვათ.
- ქალბატონო კატო, ძალიან გთხოვთ, არ გვინდა ზედმეტი ლაპარაკი. მეც პაციენტები მელოდებიან. გაბრძანდით ახლა და გაესაუბრეთ ანას.
- მაგრამ ჩაწერილი არ ვარ. არ მეგონა, თუ მისვლა მომიწევდა.
- მაშინ ხვალ ჩაეწერეთ - 'ეგეც მე უნდა ვაგვაროო' სახე მიიღო ალანიამ.
- და ხვალამდე მოცდა რომ არ დამჭირდეს, თქვენ დაურეკეთ და უთხარით მიმიღოს.
- ვერგავიგე?-თვალები გაუფართოვდა საბას.
- თქვენ უარს არ გეტყვით, მაგრამ მე მეტყვის. ხედავთ? სად ძაღლია მარხის თავი თუ როგორცაა -ხელი აიქნია და წამოდგა.
ძლივს შეიკავა სიცილი ალანიამ.
- ხოდა, სანამ კაბინეტამდე მივალ, დაურეკეთ რა -თმები მხრებს უკან გადაიყარა და წამოდგა.
- თქვენ მემგონი, არ მომისმინეთ რომ ვთქვი პაციენტებს ერთმანეთისგან არ ვარჩევ - მეთქი. ასე რომ, არ ვაპირებ ანას კაბინეტთან მდგომ ხალხში, პრივილეგიით გასარგებლოთ.
- შეიძლება თქვენ არ არჩევთ, მაგრამ ანა არჩევს.
- და ეგ დასკვნა საიდან?
- გონებიდან.
- ქალბატონო კატო..
- ბატონო საბა, შეგიძლიათ უბრალოდ ჩათვალოთ, რომ პაციენტი ვარ, გადაუდებელი საოპერაციო. ყოველი დღე ფასობს..
- მაგრამ, ასე არ არის.
- როგორ არ არის, ძგიდე მაქვს გამრუდებული და ვერ ვსუნთქავ. ფილტვებს, ჟანგბადი ნორმალურად არ მიეწოდება.
- ანუ, ბავშვობაში, კალადბურთის თამაშის დროს მომხდარი ინციდენტიდან მოყოლებული, გადაუდებელი საოპერაციო ხართ?
- დიახ..
- და 32 წელი რას ელოდებით?-ოდნავ გაეღიმა.
- ჯერეს ერთი, ასაკს ნუ მიმახინჯებთ. მაგხელა არ ვარ.
- პირობითად ვთქვი.
- პირობითად, შეიძლებოდა უფრო დაბალი ციფრიც გეთქვათ.
- და ახლა, ამაზე უნდა ვიკამათოთ?
- არ ვიკამათებთ, თუ ისე გამიკეთებთ, რომ ანასთან ლოდინი არ მომიხდეს.
- არა.
- კი.
- ღმერთო, მიშველე..-შუბლზე მოისვა ხელი- გაბრძანდით, ქალბატონო კატო და ნუ მანანებინებთ, რომ თქვენს ოპერაციას დავთანხმდი.
- სინანული ყოველთვის გვიანია- ნიშის მოგებით უფრო უთხრა.
- ამ შემთხვევაში, არა. ახლავე შემიძლია, უარი ვთქვა. ჯერ, საოპერაციოს მაგიდაზე არ წევხართ.
- მაგას, არ იზამთ.
- ვიზამ, თუ არ გახვალთ და ყველანაირი წესის დაცვით არ მოიქცევით - ყველაგან და არა მარტო ჩემთან.
- წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო.
- ეგ, თქვენი სუბიექტური მოსაზრებაა.
- და თუ ამ მოსაზრებას გაიზიარებთ..
- არანაირი სურვილი არ მაქვს.
ღრმად ამოიოხრა კატომ და კარისკენ წავიდა.
- დამაცადე.. - თავისთვის ამოიჩურჩულა
***
ანას კაბინეტის მოძებნას აპირებდა, დერეფანში, კედელს მიყრდნობილი მაკა რომ დაინახა და გეზი შეცვალა.
- მაკა..
- ქალბატონო კატო -წამში ამოწია თავი ტელეფონიდან და ოდნავ გაუღიმა- ექიმი მეძახის?
- ა, არა. რაღაც უნდა გკითხო. ოღონს, ცოტა პირადული კი არის..
ოდნავ შეეცვალა სახე მაკას, თუმცა მაშინვე დაუქნია თავი.
- ლენკა..-შედარებით ხმადაბლა წარმოთქვა- და ალანია, ერთად ხომ არ არიან?
მექანიკურად გაუფართოვდა თვალები მაკას.
- თქვენ საიდან იცით?
- ანუ, სიმართლეა?
ნელა ამოისუნთქა მაკამ.
- არვიცი, ანუ.. -რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა მაშინვე გაჩერდა- ქალბატონო კატო, ეს მართლაც ძალიან პირადულია. ექიმი მომკლავს, რომ გაიგოს რამე ვილაპარაკე პაციენტებთან, გეფიცებით, დამმარხავს.
- კარგი რა. დაივიწყე, ვითომ გარეთ ვართ. არც შენ ხარ ექთანი, არც მე ვინმეს პაციენტი. უბრალოდ, ჭორი იცი და მიყვები, როგორც დაქალი, არ შეიძლება?
- არვიცი..
- იცი, იცი. ძალიან გთხოვ, მიდი რა. ალანია ვერც ვერაფერს გაიგებს, უბრალოდ ჩემთვის მეცოდინება.. ფობია მაქვს, როცა რაღაც სულ უმნიშვნელოც არვიცი, ცუდად ვარ.
- მართლა?-ოდნავი გაკვირვება აღებეჭდა სახეზე.
- ხოო. გეუბნები, არავის არაფერს ვეტყვი - მეთქი. თუუ, რაიმე ურთიერთობა აქვთ და მალავენ, ჩემგან, არაფერი გაჟღერდება - სამარე ვარ.
ღრმად ამოისუნთქა მაკამ და ალანიას კაბინეტისკენ გააპარა თვალი, თითქოს აქედანაც კი ეშინოდა.
- გუშინ დავინახე, ქალბატონ ლენკას ვარდები მიართვა გარეთ. მეტი, მართლა არაფერი ვიცი. -ისე სწრაფად მიაყარა ერთმანეთს, ძლივს გაარჩია კატომ.
- რა? ნუთუ..
- გეფიცებით, თან ისე რაღაცნაირად საუბრობდნენ -ხელებითაც გააკეთა იმიტაცია.
- როგორ რაღაცნაირად?- უცებ შეკრა წარბები.
- არვიცი.. რაღაცნაირად, სიყვარულით უყურებდა ბატონი საბა. ქალბატონი ლენკას მზერა ვერ გავარჩიე, ზურგით იდგა - თუმცა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბედნიერი იყო. -ისეთი აჟიტირებული ყვებოდა, გეგონება თავისი თავგადასავალი იყო.
- და შენ რა გიხარია?- თითქოს, ბრაზიც კი გაერია ხმაში.
მაშინვე დასერიოზულდა მაკა.
- არაფერი, უბრალოდ ყველა სიყვარული ლამაზია და ყველა წყვილისგან მოდის პოზიტივი.
- უიმე -ირონიულად ჩაიცინა- მეგონა, ალანიას ანასთან უფრო 'შიფავდი'
- რასამბობთ, მე ვინ მეკითხება. ვისთანაც უნდა, იმასთან იქნება - მთავარია სიყვარული იყოს და მათმა ბედნიერებამ გარშემომყოფებიც გააბედნიეროს.
- ღმერთო, დიდებულო..-ნელა დახუჭა თვალები - მგონი, ძალიან ბევრ ფილმს უყურებ.
- ნუ..
- კარგი -ხელები აწია- ჩვენ, მართლა ვინ გვეკითხება. რაც უნდა ის უქნია, უქნიათ, უფრო სწორად. ეს თ, სულ ნერვებს მიშლის, ზედმეტია საერთოდ ანბანში. -თავისთავს უფრო დაუწყო ლაპარაკი.
- ქალბატონო კატო, არ თქვათ რომ ჩემგან გაიგეთ.. ექიმი დამმარხავს.
- ხომ გითხარი, არ ვიტყვი - მეთქი. სადარდებელი არაფერია და ჰო, იმედია შენც არ ეტყვი ვინმეს რომ მე მითხარი.
- რასამბობთ..
- მშვენიერი. მე და შენ 'კარგი დაქალების' მომავალი გვაქვს - ხელი გაუწოდა, თუმცა მალევე მიხვდა რომ ზედმეტი იყო და ისევ უკან ჩამოსწია.
- რას ვაკეთებ, ღმერთო. კარგი, წავედი.. წარმატებები.
- თქვენც.

***
- შარში გამხვია და გაშპა, ეპაა რაკაია ცხოვრება ბატონო გვიანიძე -ისევ გაუჩერებლად ურეკავდა ვახოს, თუმცა კვლავ არ ჰქონდა შედეგი.
- არა, ლენკას უნდა ვუთხრა. სანამ უარესი შარი დამმართნია, უნდა ვუთხრა -საკუთარ თავს დაეთანხმა და სწრაფად გავარდა კაბინეტიდან.
- ექიმო.. ექიმოო..-მაშინვე დაედევნა მაკა.
- ბატონო.
- სად მიდიხართ, 11საათზე ჩაწერილი პაციენტი მოვიდა.
- კარგი, დამელოდოს და მოვალ 2 წუთში, კაბინეტში შეიყვანე.
ოდნავ დაუქნია თავი მაკამ და დერეფანში მიმავალს, ჩაფიქრებული მზერა გააყოლა.
კვლავ საშინლად ჰქონდა ნერვები მოშლილი. საერთოდ, ყველაზე სწორი ის იქნებოდა, თავიდანვე რომ ეთქვა - რაც იყო და როგორც იყო. იქნებ, ეს ბარათიც აეცილებინა თავიდან.
ღმერთო, რომ ახსენდებოდა, უნდოდა საერთოდ გამქრალიყო პლანეტიდან.
ლიფტთან მისული, სწრაფად მიაწვა გამოძახების ღილაკს და წინ და უკან დაიწყო სიარული. ყველანაირად ცდილობდა, არარსებული სიმშვიდე ეპოვა საკუთარ თავში, მაგრამ ჯიუტად მაინც და მაინც, ახლა ვერ ახერხებდა.
როგორც კი ლიფტი მოვიდა, მაშინვე შევიდა შიგნით, თუმცა ზუსტად იმ წამს, როცა მესამე სართულის ღილაკზე უნდა მიეჭირა ხელი, თითქმის ძალით შემოაგდო კატომ ლენკა ლიფტში, წამებში მიაჭირა ღილაკს ხელი და თვითონ, ისევ უკან გაიქცა. ისე სწრაფად დაიხურა კარები, გააზრებაც ვერ მოასწრო ალანიამ, გაპროტესტებაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი.
- რახდება?
- მეც ეგ მაინტერესებს -გაოცების ღიმილი აღებეჭდა სახეზე ლენკას. - კატო რომ არის, ჩვენი ვახოს ძმიშვილი, მითხრა რომ აქ მელოდებოდი, ცოტა კი გამიკვირდა.
- რრა? -უარესი შოკი დაემართა ალანიას.
- არვიცი, საბა.. ხომ გეუბნები, მეც მიკვირს.
უკვე მეორეზე იყვნენ ასულები, მოულოდნელად რომ გაჩერდა ლიფტი და იმის მაგივრად, რომ კარი გაღებულიყო, უბრალოდ გაჩერდა და მორჩა.
- არა.. არა.. მითხარით, რომ ეს სიზმარია. ახლა, ჭკუიდან გადავალ. ახლა, მართლა ჭკუიდან გადავალ.
- ღმერთო, ნუთუ გავიჭედეთ.. -სულ ოდნავ შეეშინდა ლენკას.
- არა, კი არ გავიჭედეთ - გაგვჭედეს. ძალით გაგვჭედეს -ნელა ჩაისუნთქა.
- რასამბობ, ამას ვინ იზამდა?
- ნეტავ ვინ, ქალბატონო ლენკა, ნეტავ ვინ -ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი.
- მე თუ შენ ოპერაცია გაგიკეთო, კატო. მე თუ შენ ოპერაცია გაგიკეთო! -თავისთვის დაიწყო ლაპარაკი.
- კატო რა შუაშია, შენ არ უთხარი რომ აქ მოვეყვანე?
- რასამბობთ, ქალბატონო ლენკა. მე რატომ ვეტყოდი, თანაც რა ბავშვობაა, როგორ დაიჯერეთ რომ ლიფტში დაგიბარებდით?
- არ დამიჯერებია, გეფიცები. ძალით მომიყვანა და მერე, მართლა აქ რომ დაგინახე..
- აღარ გააგრძელოთ.. -ხელის აწევითაც ანიშნა.
ღრმად ამოისუნთქა ლენკამ.
- ჩემი წერილი ნახე? -სწრაფად შეცვალა საუბრის თემა და კარს, ზურგით მიეყრდნო.
- დიახ, მაგასთან დაკვშირებით ვაპირებდი თქვენთან საუბარს. რასაკვირველია, ცოტა სხვა გარემოში -ლიფტის ჭერს, უკმაყოფილო მზერით ახედა.
- მართლა? -ოდნავ გაეღიმა- და სხვა გარემოში, რა იგულისხმება?
- რა უნდა იგულისხმებოდეს?- ახლა, ალანიაც დაიბნა.
- არვიცი, ისე თქვი სხვა გარემოო.
- ქალბატონო ლენკა, მისმინეთ.. თქვენ, ცოტა არასწორად.. -სიტყვის დასრულება ვერც მოასწრო, ისე ამღერდა თეთრი ხალათის ჯიბეში ტელეფონი და ალანიასაც, მხოლოდ ახლა დაჰკრა თავში ტელეფონის არსებობამ. სწრაფად ამოაძვრინა ჯიბიდან და ნომერზე არსებულ წარწერაზე 'მაკას' დანახვისას, ის მიგდებული პაციენტი გაახსენდა.
- მაკა, მისმინე..-სწრაფად მიიდო ყურზე, თუმცა არც აქ დასცალდა წინადადების დასრულება.
- კატო ვარ, ექიმო.
- კატო? -მაშინვე თვალები აატრიალა ალანიამ- ერთი ამიხსენი, რა ჯანდაბას აკეთებ! ახლავე, ისე გააღებინე ლიფტი, როგორც დააკეტინე, გეფიცები, ამ საქციელს არ გაპატიებ. -ყველანაირად ცდილობდა, ტონისთვის არ აეწია.
- რასამბობთ, თქვენ რა, ლიფტში გაიჭედეთ? -წამით მოიშორა ტელეფონი ყურიდან და სიცილი დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა და ისევ ყურთან მიიდო.
- ბავშვები არ ვართ და არც ეს არის, გასართობი ცენტრი. პაციენტები მელოდებიან, დროს მაკარგვინებ, მეც და ქალბატონ ლენკასაც. -მხოლოდ ახლა გახედა, აქამდე ჩუმად მდგარ ქალს, რომელიც წამით არ აშორებდა მზერას.
- კარგით, კარგით, რამეს მოვიფიქრებ თქვენს დასახმარებლად. -შეძლებისდაგვარად დასერიოზულდა.
- მოიფიქრებ, აბა რას იზამ - ნერვებმოშლილმა გაუთიშა ტელეფონი და შუბლზე მოისვა ხელი.
- კარგი, ასეც ნუ ნერვიულობ, უბრალოდ გავიჭედეთ.-ოდნავ აიჩეჩა მხრები.
- პაციენტი, რომელიც კაბინეტში მელოდება, 11 საათზე მყავდა დაბარებული და იცით, ახლა რომელი საათია?
- რომელი
- თორმეტის თხუთმეტი წუთი.
- კარგი, რა. რამოხდა მერე, ცოტა ხანს კიდევ დაგელოდოს. გეგონება, შენი ნებით აგვიანებ.
- არა, უნდა დავრეკო - ისევ ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.
- დაიცადე. - მაშინვე გამოსტაცა და ღრმად ამოისუნთქა- ლიფტში ვართ გაჭედილები, ჯოჯოხეთში ხომ არა. ვინმე მოვა და გააღებს, ასე ხომ არ იქნება, სულ. ცოტა ხანს დაველოდოთ, ნუ შეყრი ქვეყანას..
უბრალოდ ამოიოხრა ალანიამ.
მართლა ვეღარ გაიგო, რა ექნა. გაბრაზებულიყო? უკვე, ისედაც საკმარისად იყო გაბრაზებული. მეტადაც რომ ყოფილიყო რა, ვითომ მაგით, ამ მომენტში რამეს უშველიდა?
- მისმინეთ, ქალბატონო ლენკა.. - ბოლოს მაინც გადაწყვიტა ის ეთქვა, რის სათქმელადაც მიდიოდა - გუშინდელი ინციდენტი, რეალობას არ შეესაბამება, არანაირად.
- საჭირო არ არის, გადაკეთება და დამალვა, საბა. შენზე არ გავბრაზებულვარ.. რამოხდა, თუ პატივისცემის გამოხატვა გინდოდა იმ ვარდებით..
- არა, ქალბატონო ლენკა. პატივს გცემთ, როგორც უფროსს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს, დიდი გაუგებრობაა, რომელშიც ისე აღმოვჩნდი, ვერც გავიგე.
- კარგი, აღარ გააგრძელო. მოსმენა არ მინდა..
- არა, ეს უნდა იცოდეთ. რეალურად, იქ ბატონო ვახო უნდა ყოფილიყო, მაგრამ..
- ვახო? - მის ხსენებაზე, მაშინვე თვალები გაუფართოვდა და წამიერი დაბნეულობაც აღებეჭდა სახეზე. იგრძნო, როგორ დაუარა რაღაც, უცნაურმა ჟრუანტელმა მთელს სხეულში.
კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას ალანია, თუმცა ზუსტად ამ დროს გაიღო ლიფტის კარი და გეგმაც ჩაიშალა.
- ქალბატონო ლენკა, ბატონო საბა, გვაპატიეთ.. -კართან, ორი სამუშაო ფორმაში გამოწყობილი კაცი იდგა.
- შემოსასვლელში, ნათურას ვცვლიდით და ელექტრო ენერგია გამოვრთეთ.
- მერე, ხალხი არ უნდა გაგეფრთხილებინათ?! -ხელები დაიკრიფა და გაბრაზებული გამოვარდა ლენკა.
- ზემოთ გავაფრთხილეთ და დაბლაც ერთი გოგო შეესწრო ამ ამბავს და გვითხრა, მე გავაფრთხილებო.
- და თქვენ დაუჯერეთ, არა?! -ძლივს დაიმორჩილა ხმა ალანიამ.
- ამხელა საავადმყოფოში, ვიღაც გოგო გამოგზავნეთ ხალხის გასაფრთხილებლად?! თქვენ რა ჯანდაბას მიკეთებთ, რისთვის გიხდით ფულს?!
- გვაპატიეთ, ქალბატონო, აღარ განმეორდება.
- კიდევ აღარ განმეორდებაო, იძახის. -ხელი ჩაიქნია ლენკამ და სწრაფად გაიარა მათ შორის.
აღარც ალანიას უთქვამს, არაფერი. დერეფანში, მაკას მოჰკრა თვალი და მაშინვე ხელით დაუძახა.
- ექიმო, თქვენ გეძებდით, სად ხართ?
- ჯოჯოხეთში, მაკა, ჯოჯოხეთში!
- ქალბატონ კატოს ვათხოვე ტელეფონი, მითხრა რომ სასწრაფო საქმე ჰქონდა თქვენთან, კაბინეტში ვერ გიპოვათ და..
- და შენც დაუჯერე, ხო?! ყველა გულუბრყვილო აქ როგორ მუშაობს, ჭკუიდან გადავალ, ახლა! -ხელი აიქნია და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს. მაშინვე დაედევნა მაკა.
- ექიმო.. ექიმო, მოიცადეთ. თქვენი 11 საათზე ჩაწერილი პაციენტი წავიდა.
- აჰა, ესღა მაკლდა!
- გეფიცებით, ვერ გავაჩერე ექიმო.
- კატო სად არის?! -ისე მოულოდნელად შემობრუნდა, კინაღამ შუბლით შეასკდა მაკა.
- ქალბატონ ანასთან შევიდა, თქვენ რომ გაგითიშათ ტელეფონი, მაშინ.
- კარგი, როგორც კი გამოვა, უთხარი მაშინვე ჩემთან შემოვიდეს!
- როგორც მეტყვით.

***
კაბინეტში შესული, ყველაფრის დალეწვის სურვილმა შეიპყრო, თუმცა ტელეფონის ზარმა, კვლავ გააწყვეტინა ფიქრები.
დახედვის გარეშე აპირებდა გათიშვას, თუმცა წამიერად რომ მოჰკრა თვალი ნომერზე დაწერილ 'ვახო'-ს მაშინვე შეცვალა გეგმა.
- ბატონო, ვახო. თქვენ ჩემი გაგიჟება გინდათ?! სად დადიხართ გუშინდელიდან?! - გამარჯობის თქმაც არ აცადა კაცს, პირდაპირ მიაყარა.
- ბოდიში, საბა. ვიცი, ვიცი, ძაან ცუდად გამოვიდა.. გეფიცები, აგიხსნი ყველაფერს.
- არაფრის ახსნა არ მჭირდება, აქ ჩამოდით და ლენკას სიმართლე უთხარით, აღარ შემიძლია. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ. ეს რანაირი საქციელია.
- მესმის, საბა. მაგრამ..
- რაღა მაგრამ, ღმერთო..-ღრმად ამოისუნთქა- ყველანაირად ვცდილობ, ლენკას სიმართლე ვუთხრა, მაგრამ თქვენი უჭკვიანესი ძმიშვილი, მაინც და მაინც ახლა მოვიდა ხუმრობის ხასიათზე.
- რასამბობ, კატო რაღაშუაშია?- კიანაღამ გაგიჟდა ვახო.
- შუაშია კი. ბრწყინვალედ შეუძლია, ადამიანის ნერვებზე თამაში!
- საბა, შვილო, მისმინე.. ნუ გაუბრაზდები, ასეთია ხომ გაიცანი უკვე და კიდევ, ძალიან გთხოვ ლენკას ნურაფერს ეტყვი ჯერ.
- რასქვია, ნურაფერს ვეტყვი, ბატონო ვახო! მას ჰგონია რომ მე მინდოდა მისთვის ვარდების ჩუქება. ალბათ, რას აღარ ფიქრობს, ახლა.
- ცოტა ხანს ეგონოს. რა არის ამაში ისეთი. ჩამოვალ და დაველაპარაკები, გპირდები. შენგან თუ გაიგებს, რა სისულელე ჩავიდინე გაქცევით, ცხოვრებაში არ შემომხედავს, წარმოიდგინე, რა შთაბეჭდილებას დავტოვებ მის თვალში.
- რა აზრი აქვს, თქვენ რა იგივე არ უნდა უთხრათ?! არა, იმ ვარდებზე, თუ რაიმე სისულელის მოგონებას აპირებთ ჩემი გარევით, გეფიცებით, ამას არ დავუშვებ!
- არა, შვილო.. მომისმინე, მინდა რომ ჩემგან გაიგოს. ცოტას შევაპარებ, ჩემს გრძნობებზე ვეტყვი, რომ დავიბენი, მისმა დანახვამ გამყინა და.. რაღაც მხატვრულად ვეტყვი, რომ ძალიან ცუდი შთაბეჭდილებაც არ დავუტოვო. შენ თუ მიხვალ და ეტყვი, ბრახ.. ვახო შენს დანახვაზე გაიქცაო, ჩათვალე მომავალს მინგრევ!
- მომავალს, მე მინგრევთ ბატონო ვახო. მგონი, მთელი საავადმყოფო იმაზე ჭორაობს, როგორ მივართვი ლენკას ვარდები.
- რასამბობ, ლენკა ასეთი არ არის, არავის ეტყოდა.
- იმიტომაც გაიგო კატომ ხო?
- კატომ გაიგო?
მაშინვე თვალები აატრიალა ალანიამ.
- როდის ჩამოდიხართ.. ან მანდ რას აკეთებთ, საერთოდ? მაინც და მაინც ახლა რომ არ მოგეწყოთ გასტროლები, არ შეიძლებოდა?
- რა გასტროლები. დედაჩემია ცოტა შეუძლოდ, სახლში არავინ ჰყავს და მას ჩამოვაკითხე. არვიცი, ვნახოთ ხვალ ან ზეგ, წამოვალ და შეიძლება, საერთოდ თან წამოვიყვანო. ასე წინ და უკან, ვერ ვივლი სულ.
ღრმად ამოიოხრა ალანიამ.
- დღეს შენ მეხმარები, ხვალ მე დაგეხმარები, ასეთია ცხოვრება. ერთმანეთს, რთულ პერიოდში, ხელი უნდა გავუწოდოთ. თუ ლენკა დაგირეკავს, ნუ უპასუხებ. მაგრამ ეგეც მეეჭვება, რომ დაგირეკოს. ერთი ვარდების ჩუქება რომ აღებდეს სიყვარულის კარს და ქალს, შენზე წარმოდგენას უცვლიდეს, აქამდე, ცხრაჯერ ვაჩუქებდი..
- ხო, როგორ არა. - ფანჯარაში გახედვას აპირებდა ალანია, მოულოდნელად, ნელა რომ გაიღო კარი და ძალიან ჩუმად შემოვიდა კატო. რომ დაინახა ტელეფონზე ლაპარაკობდა, საერთოდ აღარ განძრეულა ადგილიდან. მხოლოდ კარი მოხურა ზურგს უკან.
- ნუ ხო, გამბედაობა ყველაფერს სჭირდება, მაგაში გეთანხმები.
ვიმუშავებ ჩემს თავზე და ასეთი რამ, აღარ დამემართება. გპირდები, ხვალისთვის მოგვარებული იქნება, ყველაფერი.
- იმედია, იმედია..
- კარგი შვილო, საქმეებს მიხედე აბა.
- კარგად იყავით, ბატონო ვახო. -პასუხი აღარც მოუსმენია, სწრაფად გაუთიშა და ტელეფონი, მაგიდაზე დადო.
- თქვენს ანესთეზიოლოგთან ვიყავი. ყველაფერი გავიარეთ, ამიხსნა, რაც საჭირო იყო და რაღაცეებიც დამიწერა, რაც უნდა ნახოთ - მგონი. -თეთრი ფურცელი აწია კატომ და ოდნავ გაუღიმა.
ყველანაირად ცდილობდა, ისე მოქცეულიყო ვითომც აქ არაფერიო, მაგრამ როგორც კი ალანიას მკაცრ მზერას ეჩეხებოდა, მაშინვე უქრებოდა მოჩვენებით სილაღე.
- ქალბატონო კატო, შეგიძლიათ ამიხსნათ, ეს, რატომ გააკეთეთ? -სავარძელში ჩაეშვა და ინტერესით დააკვირდა.
- თქვენ ხომ მითხარით, ანესთეზიოლოგთან წადიო, ხოდა მეც წავედი.
- ძალიან კარგად იცით, რასაც ვგულისხმობ.
- არადა, მართლა ვერ ვხვდები - ნაძალადევად გაუღიმა და შუბლზე მოისვა ხელი.
- კარგი, მაშინ ვიმეორებ.. -ყველანაირად ცდილობდა, სიმშვიდის შენარჩუნებას ალანია - რატომ არ გაგვაფრთხილეთ, რომ ელექტრო ენერგიის გამორთვას აპირებდნენ. მუშებმა ამის გაკეთება თქვენ დაგავალეს, უფრო სწორად, თავი დაივალდებულეთ ეს თქვენ გაგეკეთებინათ. მაგრამ ამის ნაცვლად რა ქენით? ქალბატონი ლენკა, ძალით შემოიყვანეთ ლიფტში, სადაც მე ვიყავი და თავს უფლება მიეცით, საავადმყოფოში.. ვიმეორებ, საავადმყოფოში, სადაც ყველა უამრავი პრობლემით მოდის, სადაც ყველას უჭირს, ეს მასხარაობა გაგეკეთებინათ. იცით, რომ თქვენს გამო, კონსულტაციაზე მოსული პაციენტი წავიდა?
მითხარით, რას მიაღწიეთ, ჩვენი ლიფტში გამოკეტვით?
საშინლად დაიძაბა კატო. ამაზე, მართლა არ უფიქრია. თვითონ, მხოლოდ ალანიასთვის სამაგიეროს გადახდა უნდოდა და იმის მიუხედავად, რომ იცოდა ძალიან ბავშვური გეგმა იყო, ადგა და მაინც განახორციელა. თითქოს, მეტი საქმე კი არ ჰქონდა. იმ წამს, ისიც კი დაავიწყდა თვითონ რატომ იყო საავადმყოფოში.
- მეე... -ძლივს ამოისუნთქა- მართლა ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკებით.
- არგინდათ.. ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ. ეს, საბავშვო ბაღი ხომ არის, მიმოიხედეთ. ჯერესერთი, არვიცი ვინ რა გითხრათ ჩემზე და ლენკაზე, მაგრამ ყველაფერი ჭორია და ჭორიც რომ არ იყოს, მაინც არანაირი უფლება არ გაქვთ ასე მოქცევის, თანაც საავადმყოფოში.
ახლა, მე რომ პოლიციაში დავრეკო და გიჩივლოთ..
- არაა -შეშინებულმა აწია ხელები- კარგი, ბოდიშს ვიხდი. ვაღიარებ, უაზრო ხუმრობა იყო.
- ხუმრობა. ასე იგი, ხუმრობა. მაინც ვერ ვიგებ, ასე ხუმრობა რატომ გადაწყვიტეთ, თუმცა..
- იმიტომ ვერ იგებთ, რომ არ უღრმავდებით. დიდად განათლებული ადამიანის გონებით მსჯელობთ, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ ბავშვიც უნდა იყოთ. ბავშვურად იაზროვნოთ, თქვენც გაგეცინოთ..
- რაზე გამეცინოს, როგორ ჩამკეტა საკუთარმა პაციენტმა ლიფტში? - ისეთი ტონით უთხრა, ძლივს შეკავა ღიმილი კატომ.
- არა.. ანუ, მე მაგალითად. ერთი გასროლით, 3 კურდღელი დავიჭირე.
- რა საინტერესოა, ერთს მაინც რატომ ვერ ვხედავ.
- ალბათ, თვალებს არ ახელთ და იმიტომ.
მოკლედ.. თქვენ ხომ არ ჩამიწყეთ ანასთან საქმე, პრივილეგიით არ მასარგებლეთ - თქვენს ენაზე რომ ვთქვათ, ამის გამო.. ლოდინი მომიწია, თანაც საკმაოდ დიდ ხანს. მე ვთქვი, თუ მე აქ ველოდები, ჩემი ძვირფასი ექიმიც, რაღაცას უნდა ელოდებოდეს მეთქი და.. ჰოპ, ხომ ელოდებოდით ლიფტის კარის გაღებას?
ეს ერთი.
ახლა მეორე, მე ვიცოდი, იქიდან რომ გამოხვიდოდით, აუცილებლად წამიკითხავდით ლექციას. რაც, გამართლა.. ხომ წამიკითხეთ? ამისთვის, კაბინეტში უნდა შემოვსულიყავი და როგორ? რა თქმა უნდა ურიგოდ. ნუ აქ.. იმანაც მიშველა, რომ წინა პაციენტი გაგექცათ - ოდნავ ჩაეღიმა- ასე რომ არ მომხდარიყო, ხვალ დამიბარებდით და დღე დამეკარგებოდა.
და მესამე, ეს თქვენთვის უკვე.
შემეძლო, ლიფტში მარტოც 'ჩამეკეტეთსავით' მაგრამ ლენკაც შემოვიყვანე, რომ არ მოგეწყინათ.
ახლა ხედავთ? -ღიმილით გაშალა ხელები.
ჯერ, დაფიქრებული უყურებდა ალანია. ხუმრობა.. ხუმრობა.. ხუმრობა.. ყველანაირად ცდილობდა, მხოლოდ ხუმრობა დაენახა, მაგრამ არა, ვერა. ისედაც ვერასოდეს იტანდა ამგვარ ქცევებს და ახლა, საავადმყოფოში.. საკუთარი პაციენტის მიერ, სამუშაო საათებში..
'ბოროტი' ხუმრობა.
- ყველაფერში პოზიტივი უნდა დავინახოთ - მისი სიჩუმით ისარგებლა და ისევ თვითონ გააგრძელა- კი არ უნდა ვიჩხუბოთ მუქარებით, ოპერაციას არ გაგიკეთებთ, ქალბატონო კატო - ვითომ მის ხმაზე გააჯავრა, თუმცა რომ მიხვდა ზედმეტი იყო, თავი ჩახარა.
- ხო, აბა რა. მაპატიეთ რომ თვალს არ ვხუჭავ იმაზე, რომ ჩემმა პაციენტმა სამაგიერო გადამიხადა მარტო იმისთვის, რომ ცოტა ხნით მეტი მოუწია, კართან ლოდინი.
- კარგით რა, ხომ გითხარით, ეს უბრალო ხუმრობა იყო.
- საერთოდ არ მიყვარს ხუმრობები და თანაც ასეთი!
- უფ -ღრმად ამოიოხრა- კარგი, მივხვდი, გავიგე. გავითვალისწინებ, აღარ განმეორდება.
- მინდა, რომ მჯეროდეს.
- მაშინ დაიჯერეთ. ხომ ვაბობ, აღარ განმეორდება. მართლა. გეფიცებით, სიტყვას გაძლევთ. მეტი რაღა გავაკეთო.
ნელი გადააქნია თავი ალანიამ და თავი ხელებში ჩარგო. სიჩუმე ჩამოვარდა. საუკუნედ გაიწელა კატოსთვის, ის რამდენიმე წუთიც კი, რომელიც საერთოდ არ იყო ბევრი.
იაზრებდა. მშვენივრად იაზრებდა, რა სისულელეც გააკეთა და რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ახლა, მის საქციელს. საერთოდ, რა ეგონა. ნერვებს თუ მოვუშლი და სამაგიეროს გადავუხდი, მერე, ეს ჩემზე არ აისახებაო? ან საერთოდ რისთვის უხდიდა სამაგიეროს. ანას კართან რომ მოუწია ლოდინი? მერე ეს რა ალანიას ბრალი იყო. ჯანდაბაა.. ახლა იაზრებდა, როცა საჭირო აღარც იყო და მაშინ, როცა მართლა უნდა გეაზრებინა, ღრმა ძილში იყო, საღი აზრი. ღრმად ამოისუნთქა.. გონებაში, ათასჯერ მაინც სთხოვა ღმერთს, ოღონდ ახლაც გადავრჩე და მეტს, მართლა აღარ ვიზამო, თუმცა მაინც ძალიან კი ეეჭვებოდა, რომ ახლაც აპატიებდა.
- ანასთან პრობლემა არ არის, ანუ -ისე მოულოდნელად ამოწია თავი, კინაღამ შეხტა კატო.
- ა, არა - ჯერ კიდევ უჭირდა დაჯერება, იმის, რომ ანა ახსენა. ანესთეზიოლოგი. ანუ, აპატია. მორჩა, ხუმრობად მიიღო, ხელი არ უკრავს. კიდევ ერთი შანსი მისცა.
- მაჩვენეთ -ფურცელზე მიუთითა, რომელსაც, ჯერ კიდევ ნერვულად ათამაშებდა ხელში კატო.
სწრაფად მიირბინა მაგიდასთან და გაუწოდა.
მხოლოდ წამიერად ამოხედა ალანიამ და მერე, ფურცელს დააკვირდა ინტერესით.
- მოდელირება გვინდა, ხო?
- დიახ.
- კარგი -ღრმად ამოისუნთქა და ნელა წამოდგა - წავიდეთ.

***
რამოდენიმე ფოტო გადაუღეს ცხვირზე კატოს და მერე, რა თქმა უნდა წესისამებრ შესრულდა მოდელირება.
ისეთი აღტაცებული უყურებდა ეკრანს, თითქოს უკვე ის ცხვირი ჰქონდა, რასაც ხედავდა.
რა თქმა უნდა, აქაც არ გაუჩერებია ენა. ხან რას ეკითხებოდა, ხან რას.
ჯერ წუწუნებდა, მერე უხაროდა, მერე ისევ წუწუნებდა და მერე, ისევ აჟიტირებული ტრიალებდა ადგილზე.
ისე სწრაფად ეცვლებოდა ემოციები, ვერაფრით იჭერდა მის ხასიათს ალანია. თითქოს, მასში, ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა გაცნობა, საერთოდ არ იყო ადვილი.
უკანასკნელი ჩასწორებები რომ შეიტანეს, ნელ-ნელა კატომაც იწყო ლამაზი სიზმრიდან გამოღვიძება. გაიაზრა, რამხელა გზის გავლა მოუწევდა, იმ შედეგამდე მისასვლელად რასაც ფოტოზე ხედავადა და ისევ მოიღუშა.
მხარზე დაადო ხელი მაკამ, თითქოს დაამშვიდასავით. წამით ამოხედა კატომ და საპასუხოდ, ოდნავ გაუღიმა.
- როგორც უკვე გითხარით, ციფრული მოდელირება 100℅ ზუსტი არ არის, უბრალოდ დაახლოებითი ვერსიაა, როგორი ცხვირი მოუხდება თქვენს სახეს. ცხადია რაღაც-რაღაცეები შეიძლება შეიცვალოს, მკვეთრად არა, მაგრამ მაინც.
- ყველაფერი ხომ გავაკეთე, ოპერაცია როდის იქნება?
- ამ კვირაში, არ გამოვა - ძალიან გადატვირთული ვარ. იქით რა ხდება, სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს. მაკა.. -ოდნავ მოჭუტა თვალები და გვერდით მდგარ ექთანს გახედა.
- ახლავე ვნახავ - სწრაფად მოძებნა თაროზე ბლოკნოტი და განრიგს გადახედა- სამში, 4 პაციენტი გყავთ ტამპონებზე, 3 გიფსზე, 2 წმენდაზე.
- მაგას არ ვამბობ, ოპერაციები ნახე.
- ა, ახლავე. - ახლა, მეორე გვერძე გადაშალა- ხუთშაბათი და პარასკევი, დაკავებული გაქვთ, შაბათს 12ზე გეწყებათ პირველი ოპერაცია.
- ეგ რომელი რიცხვია?
- ამ, 8 აგვისტო
- რაა? - მაშინვე თვალები გაუფართოვდა კატოს- ამდენი ხანი, ვერ მოვიცდი, წარმოუდგენელია.
- ამ კვირაში, არ მცალია.
- კარგით რა. სულ რაღაც, 1 ოპერაცია..
- მაგ ერთ ოპერაციას, 1 საათი მაინც უნდა, სულ მცირე.
- ექიმო, პრინციპში ზეგ ხომ პირველი ოპერაცია გავაუქმეთ -საუბარში ჩაეჭრა მაკა.
- რომელი?
- ნინა ლაშხის, რომ გაცივდა, სურდო რომ აქვს.
- ა, ხო, ხო. - ჩაფიქრებული მზერით გახედა კატოს.
- ანუ ზეგ შეგიძლიათ? - თვალები გაუბრწყინდა გვიანიძეს.
- რომელი საათია? -ახლა მაკას გახედა.
- დილის 8 ექიმო და მერე გყავთ თაკო ასათიანი.
- ხო, ეგ ვიცი. კარგი.. მაშინ, შეგვიძლია ზეგ გავაკეთოთ.
- ო მაი გაად -თმები მხრებს უკან გადაიყარა კატომ - მიყვარს, ჩემი ბედი.
- მართლა ძალიან გიმართლებთ -ოდმავ გაუღიმა მაკამ.
- მოკლედ.. ქალბატონო კატო. ოპერაციის დღეს, რახდება ახლა..
- რა უნდა ხდებოდეს, ოპერაციას გამიკეთებთ -წინადადების დამთავრება არ დააცადა, ისე აიჩეჩა მხრები.
- მაგას არ ვამბობ, დამამთავრებინეთ.
- ხო, კარგი.
- მოკლედ, წინა დღეს. ანუ ხვალიდან, გაზიან სასმელებს უნდა მოერიდოთ. უშუალოდ, ოპერაციის წინა ღამეს, 12 საათიდან, არ უნდა მიიღოთ საკვები და სასმელი. ძილის წინ, უნდა დაიბანოთ სახე ანტისეპტიკური საპნით და შეეცადეთ, რომ კარგად გამოიძინოთ.
ასევე, დილას არ გაიკეთოთ მაკიაჟი და სამკაულები.
- რა? - საკუთარი თავი, მაკიაჟის გარეშე რომ წარმოიდგინა, უცნაურად გააჟრჟოლა.
- რაც მთავარია, ოპერაციის დღესვე შეძლებთ სიარულს და მნახველების მიღებას.
- გასაგებია.
- მედიკამენტებს არ იღებთ, ხო?
- არაა.
- საერთოდ არაფერს?
- არა - მეთქი, არა.
- ძალიან კარგი. დანარჩენი იცით, რა როგორ და რანაირად. თუ მაინც რაიმე შეკითხვა გექნებათ, ამაზე უშუალოდ ოპერაციის შემდგომ ვისაუბროთ კიდევ.
- აჰამ - თავი დაუქნია და წამოდგა- ოპერაციამდე ხომ გნახავათ? -თვითონაც არ იცოდა, ეს რატომ ჰკითხა, თუმცა რატომღაც, ძალიან აღელვებდა ის ფაქტი, რომ შეიძლება ვერ ენახა.
ოდნავ ჩაიღიმა ალანიამ.
- პალატაში მოვალ, სანამ საოპერაციოში აგიყვანენ.
შედარებით მშვიდად ამოისუნთქა კატომ და ოდნავ დაუქნია თავი.
- მაშინ, ოპერაციამდე ქეიმო..
- ოპერაციამდე.

***
- ზეგ? დაო, ასე მალე როგორ - ისეთი შეწუხებული ხმა ჰქონდა სანდროს, მაშინვე მიხვდა კატო, რაღაც ისე რომ ვერ იყო.
- რახდება, სანდრო. მითხარი.. არ გაგეხარდა?
- აბა რას ამბობ, დაო. ხომ იცი, შენი სიხარული ჩემი სიხარულია.
- აბა, რანაირი ხმა გაქვს. მიდი ერთი, კამერა ჩართე უნდა დაგინახო.
ნაძალადევად ჩართო, მესენჯერში კამერა სანდრომ. მაშინვე ჩართო კატომაც, ტელეფონი სარკეზე მიაყუდა და ისე გააგრძელა მაკიაჟის კეთება.
- თქვი, ახლა.
- ოღონდ, არ გეწყინოს, რა.
- იცოდე, თუ არ მეტყვი ეგ უფრო მეწყინება.
- ზეგ, კახეთში მივდივარ. 2 დღიანი ტური რომ იყო, ხო გახსოვს.
- ჰა? -მაშინვე თვალები დაქაჩა.
- რავქნა, იარე იარე და ამ დღეს დაამთხვიე მაინც და მაინც.
- კარგი რა, სანდრო. ეგ შენ დაამთხვიე ამ დღეს. ისედაც სულ მარტო ვარ, ახლა შენც დამტოვე, მიდი -ტირილის იმიტაცია გააკეთა და ხელი ჩაიქნია.
- აუ, რავქნა დაო. გეფიცები, ხო იცი არმინდოდა ასე გამოსულიყო. არ წავალ საერთოდ, ერთი. შენ მანდ იტანჯო, მე აქ მაინც ვერ გავერთობი.
- სისულელეს ნუ იძახი, ოღონდაც! ტანჯავა, არაფერი არ არის, აქ.-ღრმად ამოისუნთქა- უნდა წახვიდე..
- არა, ვერ დაგტოვებ. თანაც რომ ვიცი, გეშინია მარტო და მაინც ჩემზე ფიქრობ.
- არმეშინია, სანდრო. საშიში რა არის, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ჩემთან ყოფილიყავი. თუმცა, საოპერაციოში მაინც ვერ შემოხვიდოდი, ასე რომ.. აზრი არ აქვს რა, რომ გავიღვიძებ ისედაც ყველაფერი დამთავრებული იქნება. ჯობია, წახვიდე..
- ხომ ვგრძნობ, მაგ სიტყვებს გულით ვერ ამბობ.
- ნუ აბუქებ, შენი ჭირიმე. ასე იმიტომ დაემთხვა, რომ ღმერთს ჩემი სჯერა. შემიძლია, ყველაფერს გავუმკლავდე. ამის უნდა ვირწმუნო, ყველაფერი კარგად იქნება.
- რა თქმა უნდა, კარგად იქნება კატს. უუმშვენიერესი ცხვირით დაგვიბრუნდები.
ოდნავ გაუღიმა კატომ.
- წადი, წადი.. ასე ნუ მიყურებ. კარგად ვაარ. როდესმე გინახავს, რამეს ვერ გავმკლავებოდი?
- არა, მაგრამ..
- არანაირი მაგრამ. წადი და ბარგი ჩაალაგე, მეც დედას უნდა დავურეკო..
- არ იცის ხო?
- არა, სანდრო. ხომ გითხარი, სიურპრიზი უნდა იყოს - მეთქი. იცოდე, არაფერი წამოაყრანტალო. - თითით დაემუქრა.
- რასამბობ, როდესმე ზედმეტი მილაპარაკია? ეკა დეიდა მომიკითხე.
- მიდი, მიდი. დროებით..
- ჩაო.
***
მზიანი დილა გათენდა.
როგორც ყოველთვის, დილიდან, უამრავი პაციენტი ჰყავდა ალანიას.
ძალიანაც რომ მოენდომებინა, სხვაზე ვერაფერზე ვერ ფიქრობდა.
მაგრამ არც უნდოდა.
ლენკას არ დაურეკავს. როგორც ვახო ვარაუდობდა.
და ძალიან კარგიც იყო, მისი ვარაუდი რომ გამართლდა. მართლა აღარაფრის ნერვები აღარ ჰქონდა. აქეთ ვახო.. 'მოიცადე, არ უთხრა, ცოტა ხანს ეგონოს, მერე მე ვეტყვი' იქით ლიფტის ამბები.
ცოტა ხანს, მართლა სჭირდებოდა ამოსუნთქვა. რეალურად, ვიღაცისთვის ალბათ, ალბათ პაციენტი პაციენტზე უფრო არ იყო ამოსუნთქვა, მაგრამ ალანიასთვის პირიქით.
ახლა, მართლა ერჩივნა, გონება სხვა რამეზე ფიქრით დაეკავებინა.
..სწრაფად გაირბინა საათებმა და შესვენების დროც მოახლოვდა.
არ უნდოდა, მაგრამ მაინც..
ბოლო პაციენტიც გაუშვა და მერე, დაღლილი ჩაეშვა სავარძელში. კვლავ გათავისუფლდა გონება, ხელოვნურად შექმნილი მარწუხებისაგან და ის ის იყო, უნებართვოდ უნდა დაეწყო ფიქრი, რომ კარიც გაიღო და არც მეტი არც ნაკლები, თვით ვახო შემოვიდა მომღიმარი სახით.
- პლასტიკურ ქირურგს ვახლავრ.- ხალათი გაისწორა და მის პირისპირ დაიკავა ადგილი სავარძელში.
- ბატონო ვახო, თქვენ აქ იყავით? - მართლა გაუკვირდა.
- ხო რა იყო, ვერ ვიქნებოდი? დილას ჩამოვედი ადრე და მოსვლაც მოვასწარი. მაგრამ რას გაიგებდი, დილას რომ შემოდიხარ, საღამომდე არ გამოდიხარ შენი რეზიდენციიდან.
უბრლოდ ღრმად ამოისუნთქა ალანიამ.
- რაქენით, ლენკასთან?
- ოო, - კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე - გეფიცები, გამომივიდა. ნუ.. ბევრი კი ვიწვალე. ეს გამბედაობა, ნამდვილად არ ყოფილა ადვილი მოსაკრები.
- ანუ?
- ანუ ვუთხარი, რომ ის ვარდები გუშინ ჩემგან იყო რა. ცოტა კი შევალამაზ- შემოვალამაზე, მაგრამ შენ არ დამიზიანებიხარ. პირიქით, რაც შემეძლო გაქე და გადიდე.
შვებისგან უფრო ამოისუნთქა ალანიამ.
- ლენკას სახე უნდა გენახა, რომ გაიგო შენ კი არა, მე ვიდექი იმ ვარდების უკან. გაუხარდასავით, შევატყვე. მაგრამ მაშინვე მომდგა და მლანძღა, რატომ ჩააგდე ალანია ასეთ უხერხულშიო.
- და თქვენ რა უთხარით?
- თავად მოინდომა ჩემი დახმარება - თქო.
მექანიკურად გაუფართოვდა თვალები ალანიას და სიმწრისგან ჩაეღიმა.
- ხო რაა, აბა რა მეთქვა ვერ გავიგე.
- ...
- მოკლედ, მადლობა რა. ზოგი შენს ადგილას, ადგებოდა და ყველაფერს მაშინვე იტყოდა.
- სამადლობელი არაფერია.
- გაიხარე შვილო, გაიხარე. წავედი, მოკლედ ახლა. პაციენტები მელიან - საათს დახედა და სწრაფად წამოდგა. - წარმატებები.
- თქვენც.



***
სწრაფად გაირბინა იმ ერთმა დღემაც, თითქოს დასვენებისა და მობილიზებისთვის რომ იყო შუაში, ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო კატომ.
ძალიან უნდოდა, როგორმე ყურადღება გადაეტანა და შიში, გონებაში წამითაც არ გაევლო, მაგრამ იმის მოფიქრებაში, ყურადღება როგორ გადაეტანა, ოპერაციის დღემაც მოუკაკუნა კარზე.
უკვე, ცარიელ პალატაში იჯდა და წამითაც არ აშორებდა თვალს კედელზე დაკიდულ საათს, რომელსაც თითქოს ახლა, განგებ უფრო სწრაფად დაეწყო სიარული.
რვის ნახევარი იყო, მას კი ჯერაც ვერ ეპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ამდგარიყო და გამოეცვალა.
იქნებ, საერთოდაც არ იყო საჭირო ეს ოპერაცია? შეეგუებოდა როგორმე ამ კეხს.
ფიქრებისგან, ტვინი აუფეთქდა. ხელების შემოჭდობას აპირებდა თავზე, მოულოდნელად რომ გაიღო კარი და თითქოს, ფეხის ნაბიჯების ხმითაც კი იცნო კატომ, ალანია.
- აბა, როგორ არის ყველაზე ჭირვეული პაციენტი? -მხიარულ ნოტაზე უნდოდა, საუბრის დაწყება, თუმცა კატოს მოღუშული სახე რომ დაინახა, თვითონაც შეეცვალა გამომეტყველება.
- რახდება? არ მითხრა, რომ გეშინია.
უარის ნიშნად, გააქნია თავი.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ალანია და გვერდით მიუჯდა.
უცნაურად გააჟრჟოლა კატოს. თუმცა, თითქოს წამიერად გადაუარა შიშმა, რომლის აღიარება, არაფრით უნდოდა.

- სანერვიულო საერთოდ არაფერი არაა. უბრალოდ დაიძინებ, გაიღვიძებ და ყველაფერი მორჩება.
- უფ, გადაცვეთილი სიტყვები - უკმაყოფილოდ ამოიოხრა- რამდენი პლასტიკურიც მაქვს გაკეთებული, იმდენი მსგავსი ფრაზა მაქვს მოსმენილი, ქირურგებისგან. გამიკვირდებოდა, თქვენ რომ სხვა რამე გეთქვათ.
- ის ფაქტი, რომ ყველა ექიმი ამ ფრაზას ხმარობს, არაფრით ნიშნავს რომ ერთმანეთს ბაძავენ. უბრალოდ, სიმართლე მუდამ ერთია.
- ყველას თავისი სიმართლე აქვს.
- მერე, ყველას სიმართლე, სიმართლე არ არის. მათ სჯერათ იმის, რისიც უნდათ რომ სჯეროდეთ. ან, უბრალოდ მეტს ვერ ხედავენ.
- როგორც არის.. -ხელი ჩაიქნია.
ნელა წამოდგა ალანია.
- აუ..
- რა?
- უკვე მივდივართ? -ისეთი შეწუხებული სახე მიიღო, გეგონება დასახვრეტათ მიჰყავდათ და სიცოცხლის უკანასკნელი წუთებით ტკბობისთვის, დრო არ ეყო.
- გამოვცვლი, ალბათ ერთ 10 წუთში.
- საოპერაციოდან რომ გავიქცე, რა რეაქცია გექნება? - პირდაპირ იმის თქმა, გაქცევას ვაპირებო, მოერიდა.
- თ. ანუ, რა რექცია გექნებათ?
ოდნავ ჩაიცინა ალანიამ.
- იმედია, არ ფიქრობ რომ პაციენტს გავეკიდები.
- ხო, რავიცი. დიდად კარგად ვერც მე დავრბივარ, ანუ ნელა რომ წავიდე, პრობლემა არ იქნება?
- გეტყობა, რომ ნერვიულობ. კარგი ხუმრობა არ არის.
- მართლა? -ოდნავ მოჭუტა თვალები.
- მართლა.
- ღმერთო.. -თავისთვის უფრო ამოიჩურჩულა, მაგრამ მაინც გაიგო ალანიამ. ისევ, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და კატომაც, მაშინვე ამოწია თავი.
- არ მენდობი?
- რომ არ გენდობოდე, აქ არ ვიქნებოდი.
- მომისმინე.. ადამიანში, ყოველთვის არსებობს შიში. რამდენადაც არ უნდა უარყოს ის, ხელი ჰკრას, გააგდოს. არ წავა.. არის რაღაცეები, რისი გაკეთებაც გვეშინია. მაგრამ ვიცით, რომ მაინც გავაკეთებთ. ანუ, ამაში სრულიად ვართ დარწმუნებულები. ასეთ შემთხვევაში, აზრი არ აქვს იმის თქმას, რომ გეშინია.
მაინც არაფერს არ მოგიტანს, ტყუილად გამოჩნდები სხვის თვალში მშიშარა. შეიძლება, დაგცინონ კიდეც.
აი, მაგალითად ერთი პაციენტი მყავდა, მიმტკიცებდა არ მეშინიაო. ცდილობდა, თავი მაგრად დაეჭირა და ჩაძინების ბოლო წამამდე მიმეორებდა ექიმო, ხომ იცით რომ არ მეშინიაო. ამით იმას უსვამდა ხაზს, რომ ეშინოდა. ამას მივხვდი. მაგრამ საერთოდ რომ არაფერი არ ეთქვა, შეიძლება ვერც მივმხვდარიყავი, რამდენად ძლიერ ეშინოდა.
ბუნებრივია, აქ ყველას ეშინია.
მაშინ რკინის უნდა იყო, რომ ვერაფერი ვერ იგრძნო.
უბრალოდ, მნიშვნელობა იმას აქვს, რას აჩვენებ და როგორ აჩვენებ. შეიძლება, შინაგანად გიჟდებოდე, მაგრამ გარეგნულად არავის აჩვენებდე ამას.
ერთი ჩვეულებრივი პაციენტი უნდა იყო, არაფრით გამორჩეული. ყველას მზერა და ყურადღება შენსკენ არ უნდა იყოს მომართული, აი მაშინ გაიმარჯვებ.
- მშვენიერი ლექცია იყო, მაგრამ მე არ მეშინია.. -ისევ ვერ იხუმრა.
- კარგი ერთი.
- უბრალოდ ნერვიულობის განცდა მაქვს, რაც ნორმალურია. მაგრამ შიშით, არ მეშინია.
- ძალიან კარგი, მაშ საოპერაციოში შევხვდებით, ქალბატონო კატო -სულ ოდნავ გაუღიმა და კარისკენ დაიძრა.

***
საოპერაციოს ცივ კედლებს, სუსტად ანათებდა რამდენიმე ნათურა. თითქოს ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად საშინლად უცნობი გარემო, კიდევ უფრო უმძაფრებდა შიშს - რომლის არსებობასაც, საკუთარ თავსაც საგულდაგულოდ უმალავდა.
უცნაური შეგრძნება ჰქონდა. ყველა ადრინდელისაგან განსხვავებული.
პირველად გააპროტესტა ნარკოზი, ექიმის მოსვლამდე. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, წინააღმდეგობა არ გაუწევია ანას.
დაველოდოთ, თუ ასე გინდათო და სადღაც გავიდა.
მხოლოდ წამიერად გააყოლა თვალი კატომ, თუმცა რეალურად საერთოდ არ აინტერესებდა სად მიდიოდა და რისთვის.
- დაწექით, ექიმი 2 წუთში მოვა. - შეხება რომ იგრძნო ხელზე, მხოლოდ ახლა ახედა ექთნებს, რომელთა გაზრდილი რაოდენობა, ,,ცოტა'' ეზედმეტა კიდეც.
უსიტყვოდ დაემორჩილა. ნელა გადაწვა, უკვე კარგად ნაცნობ ადგილას და ჭერიდან მომზირალ, მრგვალი ფორმის ნათურას, მხოლოდ წამით შეავლო თვალი.
ყველაზე მეტად, ეს მომენტი აღიზიანებდა. დაძინების ბოლო წამამდე, მისი ყურება უწევდა და მერე, გონებაში ისე მკაფიოდ რჩებოდა, ვეღარაფრით იგდებდა თავიდან.
ყველა სიზმარი, ყველა თვალის დახუჭვა ამ ნათურას ეხებოდა და ეს, ყველაზე მეტად აღიზიანებდა.
ყრუდ ჩაესმა, კარის გაღების ხმა - რომელსაც, რეალურად ისედაც არ ჰქონდა, რაღაც განსაკუთრებული ხმა, უბრალოდ კატო იყო მიჩვეული და თითქოს, დამუღამებულიც ჰქონდა.
- თიკო, მეორე საოპერაციოში ბაჩოა? - რა თქმა უნდა, მაშინვე იცნო ალანიას ხმა. იმის მიუხედავად, რომ ჯერ ვერ ხედავდა, მაინც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მის გვერდით იდგა და ეს, უცნაურად აწყნარებდა.
- დიახ, ექიმო.
- კარგი. ხო, კიდევ.. დერეფანში, სინათლე არ არის. აქ სიწყნარეა?
- კი, ექიმო. რაღაც კაბელი გაფუჭდაო, მნიშვნელოვანი არაფერი.
- დარწმუნებული ხარ? აქ, პრობლემები არ მჭირდება.
- კი, ექიმო. რიგზეა ყველაფერი.
- კარგი -ნელი ნაბიჯებით წავიდა კატოსკენ და ჯერ კიდევ გონს რომ დაინახა, მექანიკურად გაუფართოვდა თვალები.
- ანა სად არის? -დაფეთებულმა მოავლო თვალი საოპერაციოს.
- საპირფარეშოში, ექიმო.
- დაუძახეთ!
- მისი ბრალი არ არის, მე ვთხოვე, რომ თქვენს მოსვლამდე არ დავეძინებინე..-შედარებით დაბალ ხმაზე გამოესარჩლა კატო და ჯერ კიდევ, მის საოპერაციო 'ფორმის' თვალიერებით გართულს, წამით ისიც კი გადაავიწყდა სად იყო და რატომ იყო.
- მსგავსი რამ, დაუშვებელია. - თვალებითაც ანიშნა და ლურჯი ხელთათმანის გასწორება დაიწყო.
- იცი, რა მინდა.. -ნელა ამოისუნთქა- თ.
- 1 მილიონი -ვითომ გახუმრებასავით სცადა ალანიამ და საწოლს, მეორე მხრიდან მოუარა.
- ო, მართლა ვამბობ..
- მართლა არვიცი, ქალბატონო კატო.
- რომ ვუყურო, როგორ აკეთებთ ოპერაციას.
გვერდულად გამოხედა და ოდნავ ჩაიცინა, თუმცა რამდენად შესამჩნევი იყო ეს პირბადეში..
- საბა, მოვედი. - სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს ანა.
- სად დადიხარ.
უბრალოდ ხელი აიქნია ანამ და თავის კუთვნილი ადგილი დაიკავა.
- პაციენტების თხოვნების გათვალისწინება, თავად მასწავლე.. -ოდნავ შესამჩნევად ჩაუკრა თვალი - ხელი გამოწიეთ.. - ახლა, კატოს მიუბრუნდა.
- ვიწყებთ. - საოპერაციოში მიმოფანტულ ექთნებს, მხოლოდ წამით მოავლო თვალი ალანიამ და მერე, ჯერ კიდევ გონს მყოფ გვიანიძეზე გადაიტანა მზერა.
- არ ინერვიულო, შენთან ვარ.
***
ოპერაციამ, მშვიდად ჩაიარა. დაახლოებით საათ ნახევარში, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. როგორც გეგმავდა, ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა - არანაირ გართულებას არ ჰქონია ადგილი.
თუმცა,
გარკვეული დრო, მაინც მესამე სართულზე იმყოფებოდა ალანია. მერე, მეორე ჩავიდა პაციენტების მოსანახულებლად და როცა უკვე მათთან გასაუბრებაც დაამთავრა და კაბინეტში აპირებდა ჩასვლას, მაკაც წამოეწია კიბეებზე.
- ექიმო, ექიმოო..
- რა ხდება?
- ქალბატონი კატო, ნარკოზიდან გამოდის და მგონი, თქვენ გეძახით.
- მე მეძახის?- ოდნავ გაუკვირდა.
- სულ თქვენს სახელს იმეორებს, თან რაღაც შფოთვით.
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ.
- კარგი, წავალ ვნახავ -სწრაფად შეცვალა მიმართულება და კვლავ მესამე სართულისკენ აიღო გეზი.
მშვენივრად იცოდა, ნარკოზიდან გამოსვლას რაც ახლავს თან და რატომაც ლაპარაკობს პაციენტი, თუმცა მისი სახელის ხსენება, ნამდვილად გაუკვირდა.
ახლაც თუ ჩხუბი უნდა დამიწყოს და ყველაფერი ის თქვას, რაც ამდენი ხანი ითმინა, კარგად ყოფილა ჩემი საქმეო -გაიფიქრა და ფრთხილად გააღო კარი. რეანიმაციაში, კიდევ ერთი პაციენტი იწვა. თუმცა კატოსგან განსხვავებით, ის ნამდვილად არ იყო ჯერ გონს.
ერთი შეხედვით არც კატო იყო მთლად ფხიზელი, მაგრამ ეს ლაპარაკში ხელს ნამდვილად არ უშლიდა.
- საბა..
- ხო, მოვედი, ნუ გეშინია. - ცოტა გაფითრებული მოეჩვენა და შუბლზე ფრთხილად მიადო ხელი.
- იცი, რომ გითხარი არ მეშინია - მეთქი, ტყუილი იყო..
- ვიცი.
- მაგრამ გენდობი. . არ ვიცი, ასე ძალიან რატომ მჯერა შენი, მაგრამ..- ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა.
- ყველაფერმა ჩაიარა, აღარ ინერვიულო, მორჩა.
- ძალიან საყვარელი ხარ...
იმდენად მოულოდნელი იყო ალანიასთვის, მექანიკურად შეკრა წარბები.
- პირველად რომ დაგინახე, დავიბენი.. არ ვიბნევი - ხოლმე, არცერთ ექიმთან, მაგრამ შენ რაღაც გამიკეთე..
- რა გაგიკეთე?
- არ ვიცი.. რაღაც გამიკეთე.. დამატყვევე.. მე კი, ძალიან მომინდა შენი წვალება... გამომივიდა... რომ გაბრაზდი, კიდევ უფრო საყვარელი გახდი..
- კარგი, დაისვენე და შეეცადე არ იფიქრო.
- საბა..- ძლივს ამოისუნთქა და რაღაცნაირად შეეცვალა სახე.
- აქ ვარ, ნუ გეშინია.
- იცი, რომ ძალიან სიმპათიური ხარ?
სულ ოდნავ ჩაეღიმა ალანიას.
- თეთრი ხალათი, ყველა ექიმზე მეტად გიხდება...
- აი, თურმე რას ფიქრობ ქალბატონო კატო.
- მგონი მომწონხარ, იცი?
- ვიცი, ვიცი.
- ჩემი პრინცი ხარ...
- შენ კი პრინცესა ხარ, ცოტა კიდევ დაიძინე, მიდი..
- საბა..
- დაიძინე, სიზმარია..- არადა, რა იყო სიზმარი.
- მიყვარხარ..
- მეც მიყვარხარ.
- მე, მართლა მიყვარხარ..
- ვიცი.
აღარაფერი უთქვამს კატოს, ოდნავ მიაბრუნა თავი მეორე მხარეს და ისე მშვიდად განაგრძო ძილი, თითქოს არც არაფერი ყოფილა.
ნელი ნაბიჯებით მოშორდა ალანია საწოლს და სრულიად სხვა განწყობით გავიდა გარეთ.
- ექიმო, რამეს დამავალებთ? - მოულოდნელად გამოარკვია ფიქრებიდან მაკამ. მეხის გავარდნასავით იყო, თითქოს ერთი ძლიერად დაჰკრა და ზღაპრიდან რეალობაში დაბრუნდა.
სწრაფად მოისვა შუბლზე ხელი და მაქსიმალურად ეცადა, არაფერი შეტყობოდა.
- არა.. არა, მაკა. 30 წუთში, პალატაში გადაიყვანეთ. ახლა.. არაფერი, სხვა.
- კარგად ხართ, ექიმო? -მაინც შეატყო, რაღაცნაირად დაბნეული რომ იყო.
- კარგად ვარ, მაკა. დავიღალე უბრალოდ. ყურადღებით იყავით.. -თვალით ანიშნა რეანიმაციისკენ და სწრაფად მოსწყდა ადგილს.

***
კატოს პალატაში გადმოყვანას, ფაქტობრივად მაკამ გაუწია ზედამხედველობა. გამოდმებით შენიშვნებს აძლევდა ექთნებს, "ფრთხილად, დაბალზე არ დააწვინოთ.. ახლა მაღალია.. ორი ბალიში უნდა დავუდოთ..- ათასჯერ მაინც გაიმეორა, თითოეული სიტყვა და როგორც იქნა, მიაღწია სასურველ შედეგს. სწრაფად გააცილა დამხმარე ექთნები პალატიდან და მერე, კათეტერი შეუმოწმა. ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა კატოს, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, ფეხაკრებით ევლო, თუმცა მოულოდნელად ამღერდა მის ჯიბეში არსებული ტელეფონი და კინაღამ გაგიჟდა მაკა.
- ღმერთო, ხმა რატომ არ გავუთიშე. ჯანდაბაა..
ოდნავ შეიშმუშნა კატო და მაკამაც ვეღარ გაიგო რა ექნა. ტელეფონზე, სენსორი ისე უჭედავდა, ვეღარც გათიშა და ვეღარც უპასუხა. მაშინვე, საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დადო, ხელში არსებული წყლის ბოთლი და ელვის სისწრაფით გაიქცა გარეთ.
აშკარად ვერ იყო, დროული რეაგირება. მაინც გაეღვიძასავით კატოს და ერთადერთი, რაც იმ წუთას დაინახა, ტუმბოზე არსებული წყლის ბოთლი იყო. მაშინვე დასწვდა და სწრაფად მოხსნა თავსახური.
იმ წუთას, ვერც ვერაფერზე ფიქრობდა წყურვილის გარდა, რომელიც იმდენად აწუხებდა, რომ მთლიანი ბოთლი ჩაცალა და ოდნავი შვების შემდეგ, ისევ მილულა თვალები.
დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, უცნაურმა შეგრძნებამ, უფრო მკაფიოდ გამოაღვიძა. ახლა, უკვე მშვენივრად იაზრებდა სადაც იყო და რატომაც იყო.
ზუსტად მაშინ შემობრუნდა მაკაც. ღიღინით მიუახლოვდა საწოლს, თუმცა კატოს საწოლზე არსებული წყლის ცარიელი ბოთლის დანახვისას, ერთი ისეთი შეჰკივლა, შიშისგან შეხტა კატო.
- რა გააკეთეთ?! არა, ექიმი დამმარხავს! ღმერთო, ქალბატონო კატო, რა გააკეთეთ, რატომ გააკეთეთ?!
ვერაფრით მიხვდა კატო, რას გულისხმობდა, ან რატომ იყო ასეთი დაფეთებული.
- ექიმი მომკლავს! გამაგდებს! ღმერთო, ეს როგორ დამემართა! ეს, როგორ დამემართა, ასეთი უტვინო როგორ ვარ!
- რა ხდება?
- წყალი რატომ დალიეთ?! -ცარიელი ბოთლი აიღო და შუბლზე იტკიცა ხელი.
- არ ვიცი. მე დავლიე? არ მახსოვს -გაოცებული მზერით შეხედა, ექთნის ხელებში მოქცეულ ბოთლს.
- სხვა აქ არავინ იყო!
- არ მახსოვს, გეფიცებით..
- ექიმი მომკლავს, ვერ გადავურჩები! -ლამის ტირილი დაიწყო გოგომ- თავს როგორ გრძნობთ ახლა? -იმედის მომცემი მზერით მიირბინა მასთან.
- რავიცი, გული მერევა, ცოტა..
- ჯანდაბა!
- არ უნდა მერეოდეს?-ახლა კატოსაც შეეშინდა.- ეს ნორმალური არ არის? მე რომ ვიცი, რომ შეგრძნება ნორმალურია..
- ექიმი გაგიჟდება..
- ცუდად ვარ - ზუსტად იმ წამს, ოდნავი თავბრუსხვევაც იგრძნო და გულზე მიიდო ხელი- გული მერევა..
- ვაიმე, ვაიმე ახლა რა ვქნა.. სააბაზანოში, მაგრამ მგონი თქვენი ადგომა არ შეიძლება.
- ცუდად ვარ.. -მთლად დაკარგა ფერი კატომ.
- ექიმი. ექიმი.. -სწრაფად წამოხტა მაკა და კარისკენ რასაც ქვია გაფრინდა. იმდენად ნერვიულობდა, რომ მთელი სხეულით დაიწყო კანკალი. დერეფანში, რამდენიმე ადამიანს კინაღამ შუბლით შეასკდა, თუმცა იმ წამს, ესეც არ ადარდებდა.
ლიფტისთვის, არც შეუხედავს - პირდაპირ კიბეებზე დაეშვა. რამდენიმე საფეხურს ერთად ახტებოდა და შედეგად, საბოლოოდ ის მიიღო რომ ბოლოს ერთი გემრიელად ჩაეხუტა იატაკს.
- მაკა, კარგად ხაარ?-მაშინვე გარს შემოეხვივნენ ექთნები.
- ალანია სად არის??-ძლივს მოახერხა წამოდგომა.
- კაბინეტში ალბათ, სხვაგან სად უნდა იყოს.
უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ამჯერად, კიდევ უფრო სწრაფად გაქანდა, თუმცა ბევრი სირბილი აღარც დასჭირვებია, შესასვლელში რამდენიმე ექიმთან ერთად მდგარი დაინახა და შვებით ამოისუნთქა.
- ბატონო საბაა..! -ისეთი განწირული ხმით დაიყვირა, ინსტიქტურად, ყველამ მას შეხედა.
მაშინვე გამოიქცა ალანია და მალევე დანარჩენი ექიმებიც მიჰყვნენ.
- მაკა, რა ხდება?!
- ექიმო.. ექიმო..
- ხმა ამოიღე რა ხდება?!
- ქალბატონი კატო..
კატოს ხსენებაზე, ერთიანად გააცივა საბას. მთელი სხეული გაეყინა და ცხოვრებაში პირველად, ყველაზე უცნაურად შეეშინდა.
- კატოს რა სჭირს?!
- წყალი დალია..
შვებით ამოისუნთქეს დანარჩენმა ექიმებმა, თუმცა საბას კიდევ ცოტა ხანი დასჭირდა, მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
- მასეთი განწირული, ამის გამო ყვიროდი?! -ნელ-ნელა დაეჭიმა ბრაზისგან სხეული.
- ცოტა არ დაულევია, მთლიანი ბოთლი დალია..
ოდნავ გადააქნია თავი საბამ და პირდაპირ ლიფტისკენ დაიძრა. მაშინვე უკან მიჰყვა მაკაც.
- ეს როგორ მოხდა, ხომ გავაფრთხილე. ან შენ, მასთან ერთად იყავი?
- სინამდვილეში..
უცებ გაიღო ლიფტის კარი და მაკასაც სიტყვა გაუწყდა.
- თქვი! -თვალები დაუქაჩა ალანიამ და ლიფტში პირველი შევიდა.
- ტელეფონი მირეკავდა -მაშინვე უკან მიჰყვა მაკაც-ხელში კი, წყლის ბოთლი მეჭირა. მთელი დღის განმავლობაში ვსვამ - ხოლმე. ჰოდა, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ბოთლი გვერდით დავდე და გარეთ გავედი, რომ მეპასუხა.
ნელა დახუჭა თვალები საბამ.
- ყოჩაღ! არნახული, ექიმის მონაცემები გაქვს, ბრავო!
- მაპატიეთ, ექიმო. ძალიან გთხოვ, განგებ, არ მიქნია.
- ეგღა მაკლია, განგებ გექნა! -ხელები გაშალა ალანიამ.
- ბოდიშს გიხდით, მართლა..
- წადი და ბოდიში იმ გოგოს მოუხადე იმისთვის, რისი გამოვლაც მოუწევს შენი დაუფიქრებელი საქციელის გამო! -დროულად გაიღო ლიფტის კარი და ალანიაც გაცეცხლებული გამოვარდა იქიდან.
ხომ უბრალოდ ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა, მაგრამ მაინც ვერაფრით ეწეოდა მაკა.
სასწრაფოდ შეაღო 57-ე პალატის კარი და მაშინვე ცარიელ საწოლებს მოავლო თვალი.
- საპირფარეშოში, ექიმო..- უცებ მიხვდა მაკა.
მაშინვე კართან მივარდა ალანაია.
- კატოო! კატო, კარგად ხარ?!
- მგონი..- სუსტი ხმით უპასუხა.
- კარები გააღე!- კიდევ ერთხელ მოსინჯა სახელური.
- არ შემიძლია..
- რა არ შეგიძლია, გააღე არ გამაგიჟო!
- მაკა, ახლობელი არავინ არ იყო აქ?!-ახლა ექთანს მოუბრუნდა
- არა, ექიმო. მარტო თვითონ არის..
- ჯანდაბა! კარგი, წადი ვახო მონახე, კარდიოლოგი..
- კარდიოლოგი რად გვინდა?!
- გულის მუშაობა უნდა შევუმოწმოთ -სრული სერიოზულობით უპასუხა.
- ეგ რა საჭიროა?
- ხოდა თუ ხვდები, რომ საჭირო არ არის, ლოგიკურად იფიქრე. ბიძამისია! რანაირად მიყურებ, ეხლა გაიგე?!
- აა, უი..-შუბლზე მოისვა ხელი- ახლავე, ახლავე მოვიყვან -მაშინვე გავარდა პალატიდან.
- კატო, გამიღე, მიდი! -ისევ კარს მიუბრუნდა -მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება, უნდა დაგინახო რას აკეთებ!
- რა უნდა დაინახო, როგორ მერევა გული?
- გამიღე!-უფრო აუწია ტონს.
იატაკზე მოკუნტული, ძლივს მისწვდა კარის ჩამკეტს კატო და ოდნავ გადაატრიალა, თუმცა მხოლოდ ესეც ეყო, წონასწორობის დასაკარგად და მაშინვე იატაკზე გადაწვა.
სწრაფად გააღო კარი ალანიამ.
- ჯანდაბა! - მაშინვე ჩაიკეცა თვითონაც და მის წამოყენებას შეეცადა -გვერდულად წოლა არ შეიძლება, ფრთხილად, ფრთხილად..-ძლივს ააწევინა თავი, თუმცა არაფრის ძალა არ ჰქონდა კატოს, ახლა იატაკის ნაცვლად, მკლავებში ჩაუვარდა.
- კატო! შეეცადე გონს მოხვიდე, გთხოვ. მკვეთრად მოძრაობ, ასე არ შეიძლება!
- გული მერევა..
- ვიცი, ვიცი.. მაგრამ შენი ბრალია, რა ვქნა! -ძალიან ფრთხილად მიიხუტა სხეულზე და აბურდული თმა გადაუწია.
- ჩემი ბრალი რატომ.. -ძლივს ამოთქვა და ისევ მილულა თვალები.
- კატო!
- მგონია, რომ ვკვდები, საბა..-ქვემოდან ამოხედა და უფრო მიეკრო სხეულზე- არ დამტოვო..
- ნუ გეშინია.-ფრთხილად გაუსწორა ისევ გვერდით გადახრილი თავი და ხელი ჩასჭიდა.
- საბა..
- თავს ნუ იშინებ, გთხოვ.. არაფერი არ გჭირს. ასე ემართებათ ხოლმე, ჩვეულებრივი მოვლენაა.
- ვერ ვსუნთქავ.. -უფრო ძლიერად ჩასჭიდა თითები.
- მოდი, ავდგეთ.. შეეცადე. საწოლზე უკეთესად იქნები.
- არა, არა, გთხოვ.. გეხვეწები, არ გამიშვა ხელი, მეშინია..
- კატო, უნდა ავდგეთ. ასე ვერ იქნები სულ.
- არ გამიშვა..
- არ გიშვებ, ერთად ავდგეთ.
ფრთხილად შეუშვა ხელი და ძალიან ნელა წამოდგა. უფრო მეტი სიფრთხილით კი, კატო ააყენა.
- საბა..
- აქ ვარ, ხო.
ისევ ჩასჭიდა ხელი, თუმცა ამჯერად საერთოდ ვეღარ შეიკავა წონასწორობა კატომ.
- კარგი, აგიყვან. ხელი უნდა გამიშვა, ოღონდ ცოტა ხნით..
ნელა შეუშვა ხელი და საბამაც სასწრაფოდ აიტაცა ხელში. ფეხით გამოაღო, ისედაც ნახევრად ღია კარი და ვახოც ზუსტად იმ წამს შემოვარდა პალატაში.
- კატო! რას სჭირს საბა?!
- წყალი დალია და ცუდადაა, ახლობლებს დაურეკეთ რა, ბატონო ვახო, ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ იქნება! -სწრაფად მიიყვანა საწოლთან და ფრთხილად დააწვინა.
- ხო მაგრამ, თბილისში არ არიან, მარტოა ჯერ-ჯერობით.
- რას ქვია მარტოა?
- ჩვენები საბერძნეთში არიან. უნდოდა, რომ ჩამოსვლამდე მოესწრო ოპერაცია.
- და აქ მარტო უნდა იყოს აბა? მეგობრები, სხვა ნათესავები?
- ერთი მეგობარი ჰყავს მხოლოდ და ისიც ქალაქიდანაა გასული.
- და მაშინ რავქნათ? ვინმე აუცილებლად სჭირდება, შეხედეთ რა მდგომარეობაშია -ხელით ანიშნა საწოლზე მობუზული კატოსკენ, რომელსაც ადამიანის ფერიც კი აღარ ედო სახეზე. თითქოს ეძინა, თუმცა არც მთლად გათიშული იყო.
- მე ხომ აქ ვარ, მივხედავ - სერიოზული ტონით თქვა და შუბლზე მოეფერა ძმიშვილს.
- და პაციენტები ექიმო?- საუბარში ჩაერთო მაკა.
- აუ, ხო, პაციენტები. - კისერზე მოისვა ხელი- იმხელა რიგია, თან მერე მორიგეც ვარ ქვევით..
- ხედავთ? ამიტომაც უნდა გათვალოთ ყველაფერი წინასწარ.
- ასე ცუდად რატომ არის, თვითონვე ამბობდა, რომ არავინ სჭირდებოდა -უფრო მკაცრი მზერით გახედა ალანიას ვახომ.
საბამაც მაშინვე მაკაზე გადაიტანა მზერა და ამ უკანასკნელმაც თავი ჩახარა.
- წყალი დალია, შემთხვევით- უფრო მაკასთვის გამოარჩია ეს სიტყვა - დიახ, შემთხვევით, როგორც უკვე ვთქვი.
- მე ვიქნები ექიმო მასთან.
- ხო, როგორ არა.
- რაგინდა, იყოს. ძალიან კარგად მოიფიქრა ამ გოგომ, დაბლა სხვა ვინმე დაიხმარე.
ღრმად ამოისუნთქა საბამ.
- ოპაა, ახლა მართლა წავედი, თორემ, გავილანძღები.-შეშფოთებულმა დახედა საათს ვახომ.
- წარმატებები, ექიმო. .
- მადლობა მაკა, აბა შენ იცი. ჩათვალე, შვილს გაბარებ - თვალით მიუთითა კატოზე და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა პალატა.
- ექიმო.. - ახლა, საბას გახედა მაკამ.
- იცოდე, ისევ თუ რაღაც.. -საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და ოდნავ მიუახლოვდა- ისევ თუ რაღაც, სულ უმნიშვნეოო მაინც გააფუჭე, გეფიცები, ისეთ რეკომენდაციას გაგიწევ, არცერთ საავადმყოფოში არ მიგიღებენ.
- გპირდებით, ყურადღებით ვიქნები.
ღრმად ამოიოხრა ალანაიმ.
- კარგი. წავედი, ოპერაციები მაქვს მთელი დღე, საღამოს ამოვალ ისევ. იცოდე, ფეხი არ გაადგა აქედან.
- არა, ექიმო, რას ამბობთ.
- ნორმალურად მიხედე. - კიდევ ერთხელ გააფრთხილა და სწრაფად დატოვა პალატა.

***
მთელი დღე, მოუსვენრად იყო ალანია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპერაციაზე, განსხვავებული დაძაბულობა სდევდა თან, ახლა კიდევ უფრო სხვანაირი შეგრძნება ჰქონდა. ოპერაციაზე, ცხადია პაცინეტის გარდა არაფერზე ფიქრობდა, მაგრამ სამაგიეროდ, შესვენებაზე აწვებოდა ყველა ფიქრი ერთად.
ყოველთვის ამბობდა, პაციენტებს ერთმანეთისგან არ ვარჩევო, თუმცა კატოს მდგომარეობა სხვა იყო.
იმაზე მეტს ფიქრობდა მასზე, ვიდრე სხვა დანარჩენზე და ეს, საშინლად აღიზიანებდა.
თავიდან ფიქრობდა, ცუდად რომ არის და არავინ ჰყავს, ამიტომო - მაგრამ მაკა ხომ იყო, არა? არც მთლად ასეთი დაუფიქრებელი იყო, კიდევ ერთხელ დაეშვა მსგავსი შეცდომა.
მაინც ნერვიულობდა. რაღაც, სხვანაირად და ახსნას ვერ უძებნიდა რატომ.
ხან, რეანიმაციის საუბარი და კატოს სიტყვები ახსენდებოდა, ხან მის მკლავებში მოქცეული შეშინებული გოგო, რომელიც სთხოვდა, ხელი არ გამიშვაო. საბოლოოდ კი რა გააკეთა? გაუშვა. ერთი მხრივ, სხვაგვარად ვერც მოიქცეიდა, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც დანაშაულსაც გრძნობდა.
საშინელ დაბნეულობაში მყოფმა, როგორც კი ბოლო ოპერაციაც დაამთავრა, ყველანაირი შესვენების გარეშე, მაშინვე მესამე სართულისკენ დაიძრა.
კი უკვირდა, მაკა რომ ამდენ ხანს, არ გამოჩენილა. ყოველთვის იცოდა წუწუნი, სულ უმნიშვნელო რაღაცაზეც კი - თუმცა ალბათ, ყველაზე კარგად ახლა იაზრებს თავის დანაშაულსო გაიფიქრა და დერეფანში, რამდენიმე ექთანს თავის დაკვრით მიესალმა.
მერე, ფრთხილად შეაღო პალატის კარი და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა შესულიყო, მაკა გამოვიდა.
- ექიმო.. ვივარაუდე, რომ ოპერაციები დაამთავრეთ და თვქვენთან მოვდიოდი.
- მე კიდევ მიკვირდა, ამდენი ხანს როგორ გაძელი სიტყვა 'ექიმო'-ს გარეშე.
- გეფიცებით, საწუწუნოდ არა - უბრალოდ, ძალიან მრცხვენია, ამის თქმა რომ მიწევს, ახლა, მაგრამ.. ჩემი და არის ცუდად და შეიძლება წავიდე?- საწყლად შეხედა.
- ხომ იცი, რომ ტყუილის გარეშეც გაგიშვებ. უბრალოდ, აღიარე რომ დაიღალე..
- არა, ექიმო.. რა დამღლიდა, ქალბატონი კატო თავისით დადის უკვე ისედაც. ჩემი და ორსულადაა, ხომ იცით, ტკივილები აქვს და სახლში მარტოა.
- კარგი, კარგი წადი..-ხელითაც ანიშნა- დღეს ყველას პრობლემწბი აქვს.
- ჰო რავიცი, ალბათ ასეთი დღეა.
- წადი მაკა, შენ კიდევ აქ დგახარ?!
- ჰო, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ექიმო. ხვალ, დილიდან აქ ვარ.
ოდნავ დუქნია თავი ალანიამ და დერეფანში მიმავალს, მხოლოდ წამით გააყოლა მზერა. მერე, ფრთხილად შეაღო კარი და როგორც კი შევიდა, ასევე უხმაუროდ მოხურა.
ზუსტად იმ წამს გამოვიდა კატოც საპირფარეშოდან და ალანიას დანახვისას, ადგილზე შეხტა.
- მშვიდად, მე ვარ.
- ჰო.. უცებ შემეშინდა -ინსტიქტურად მიიდო გულზე ხელი და კედელს მიეყრდნო.
- უკეთ გამოიყურები, წეღან ფეხზე ვერ იდექი.
- სამაგიეროდ, ახლა ფეხზე ვდგავარ და შინაგანად ვინგრევი. -ხელით დაინიავა.
- დაწექი, ნუღარ დგახარ.
- რა აზრი აქ, ოღონდაც.. ორ წუთში, მაინც უნდა ავდგე - ეს თქვა თუ არა, მაშინვე ყელზე მიიდო ხელი და ისევ საპირფარეშოში გაიქცა. აღარ შეჰყოლია ალანია, მხოლოდ წამით ჩაფიქრდა და მერე, ნელი ნაბიჯებით წავიდა ფანჯრისკენ.
წვიმდა..
ირგვლივ, ყველაფერი საშინლად იყო ჩაშავებული. საავადმყოფოდან მიმავალი ხალხი, უფრო მიჰქროდა, ვიდრე მირბოდა.
არასოდეს უყვარდა მსგავსი ამინდი ალანიას. მისთვის, მუდამ საშინელ და ბნელ მოგონებებთან ასოცირდებოდა და ხასიათიც უმძაფრდებოდა ხოლმე.
მაქსიმალურად ცდილობდა, ასეთ დროს შენობიდან არ გასულიყო, ფანჯრიდან არ გაეხედა, არ დაენახა.. თუმცა, რატომღაც ახლა პირველად მოუნდა ტრადიციის დარღვევა.
უყურებდა და ფიქრობდა.. ოღონდ, თვითონაც არ იცოდა რაზე. გრძნობდა, ნელ-ნელა რეალობას წყდებოდა, არ უნდოდა, თუმცა მაინც.
- აქ, ჩემს გარდა რატომ არავინაა?-ისე მოულოდნელად მიუახლოვდა კატო, წამიერად შეეშინდა კიდეც საბას.
- სად აქ..
- აქ, პალატაში.
- არ ვიცი, ასე მოხდა უბრალოდ. მე არ მომითხოვია.
მოულოდნელად, ისევ დაეხვა თავბრუ კატოს და კედელს მიადო ხელი.
- კარგად ხარ?
- ვერ ვსუნთქავ.. -ხველება აუტყდა და ისევ წაბარბაცდა. მაშინვე მიხვდა ალანია, რომ დაცემის საფრთხე არსებობდა და დროულად შეაშველა ხელი.
- კარგი, მშვიდად. -ფრთხილად აიყვანა ხელში და საწოლის მიმართულებით წავიდა.
მაშინვე თვალები მილულა კატომ და თითქმის ვერც კი გაიგო, როგორ დააწვინა საწოლზე.
- საბა..
- აქ ვარ.
- მართლა ვერ ვსუნთქავ.. -ისევ ხველება დაიწყო.
- კარგი, არაუშავს. პირით სცადე, მიდი.
- არ შემიძლია..
- შეგიძლია. ფსიქოლოგიურად ნუ აარწმუნებ თავს საპირისპიროში. -საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და თაბაშირზე, უფრო ახლოდან დააკვირდა.
- ეს.. ეს.. იმიტომ. -ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა- წყალი რომ დავლიე, იმიტომ მოხდა?
- მთლად მაგის ბრალიც არ არის, უბრალოდ, ცოტა გაართულა სიტუაცია.
- რაღაცას.. -თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა -რაღაცას გკითხავ..
- ჯობია, დაიძინო.
- სარკეში არ ვიყურები, სპეციალურად -მაინც გააგრძელა- დაა.. ძალიან, ძალიან მახინჯი ვარ?
ოდნავ ჩაეღიმა საბას.
- არა.
- ჰო, აბა.. სიმართლეს არც ველოდი.
- სიმართლეა, მახინჯი არ ხარ.
- სახე რაღაცეებს მიშვება..
ახლა, მართლა ვეღარ შეიკავა სიცილი ალანიამ.
- რა გაცინებს, მართლა.
- გამაყუჩებელი გინდა?
- არა, კი არ მტკივა.. უბრალოდ, რაღაცეებს მიშვება.
- პირველი ხარ, ვინც მაგას მეუბნება.
- მიყვარს პირველობა..
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ.
- ისე.. აქ რატომ ხარ?
- წავიდე?
- ნწ, იყავი.-ნელა წაიღო ხელი მისკენ და ისე მოულოდნელად ჩასჭიდა, გააზრებაც ვერ მოასწრო ალანიამ.
- ნახე, როგორ დამჩხვლიტეს -ახლა მეორე, კათეტერიანი ხელი აუფრიალა წინ კატომ. მართლა საშინლად ჰქონდა ჩალურჯებული კანი.
- მგონი კარგად ხარ უკვე, ლაპარაკის ხასიათზეც მოხვედი. -შეგნებულად ცდილობდა, ჩაჭიდულ ხელზე ყურადღება არ გაემახვილებინა.
- რაღაც 5 წუთით გადამივლის -ხოლმე, შემარგე, რა იყოო -ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და თავად გადაიტანა მზერა ხელზე.
- სულ გაყინული რატომ გაქვს ხელები?
- ვატყობ, ძალიან გაგიგრძელდა ეგ 5 წუთი. -უხეშად მოაშორა გოგოს თითებს თავისი და წამოდგა.
- საბაა..
- დაიძინე. სხვა პაციენტებიც უნდა ვნახო -კარისკენ დააპირა წასვლა.
- რა გეწყინა, ვერ გავიგე..-ისევ ხველება დაიწყო და ხელით დაინიავა. -ჰაერი არ არის.. ვერ ვსუნთქავ..
- იცოდე, თუ ახლა იგონებ. -საჩვენებელი თითი მაღლა ასწია ალანიამ.
- საბა.. -ახლა მართლა ტირილი დაიწყო კატომ.
მაშინვე მივარდა ალანია და ისევ გვერდით მიუჯდა.
- კარგი, ნუ გეშინია. აქ ვარ.. ნუ გეშინია. -სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ცრემლები მოწმინდა.
- ვერ ვსუნთქავ.. - უარესად მოუმატა ტირილს.- საბა.. -ისევ ჩასჭიდა თითები.
- პირით ისუნთქე და ნუ იძაბები. მიდი.. მიდი, პირით ისუნთქე.
მაშინვე შეასრულა კატომ და ისევ თვალები დახუჭა.
- კანკალებ..-ხელებზე დახედა ალანიამ.
- ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? -აწყლიანებული თვალებით ამოხედა.
- ექთანს მოვიყვან და დამამშვიდებელს გაგიკეთებს - ნელა წამოდგა საბა.
- არ წახვიდე..
- 2 წუთში მოვალ. 2 წუთი.. -ფრთხილად გამოაცალა თითები.
სწრაფი ნაბიჯებით გავიდა პალატიდან. ბევრი ძებნა არც დასჭირვებია, მაშინვე იპოვა მორიგე ექთანი და სიტუაცია აუხსნა.
- დამაძინებელთან ერთად გავუკეთო, ექიმო? - ლაპარაკით შემოჰყვა კაბინეტში.
- ხო, ოღონდ დოზა ხო იცი?
- დიახ.
- არ მინდა ნევსი.. -მაშინვე გააპროტესტა კატომ.
- კათეტერი ხელში გაქვთ უკვე, საერთოდ ვერაფერს იგრძნობთ.
- აუ..
მაინც გააპროტესტა, თუმცა მართლა რომ ვერაფერი იგრძნო, მერე ოდნავ დაწყნარდა. რაღაც უჩურჩულა ექთანმა ალანიას, თუმცა შორიდან გარკვევა ვერ მოახერხა და ნერვებმოშლილმა შეკრა წარბები.
უცნაურად მოითენთა და როგორც კი ექთანი გავიდა, ყველანაირად ეცადა მაშინვე არ დაეხუჭა თვალები.
- გული ხომ არ გერევა?-ისევ საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- ნწ. აღარ..
- კარგია. მიდი, თვალები დახუჭე და დაგეძინება.
საერთოდ არ უნდოდა ამის გაკეთება კატოს, თუმცა თვითნებურად დაეხუჭა თვალები.
ნელა წაიღო ხელი მისკენ საბამ, თუმცა შეხება ვერ გაბედა.
ისევ გაფითრებული იყო - თუმცა თითქოს მაინც, იმ წამს
რაღაც, სხვანაირად ლამაზი მოეჩვენა.
ჰო, ლამაზი. ჩალურჯებების, სახის დასიების და თაბაშირის მიუხედავად,
რომელიც თითქმის მთელ სახეს უფარავდა.
საკუთარმა ფიქრებმა, რაღაც დოზით გაკვირვებაც გამოიწვია მასში და ოდნავ შეაშფოთა კიდეც. რას აკეთებდა.. ჰო, აი რას აკეთებდა ახლა პალატაში. კატოს უკვე ეძინა, მორიგე ექთანიც აქვე იყო. ის კი მაინც ვერ ტოვებდა. ვერაფრით იგდებდა თავიდან, მის მიერ წარმოთქმულ საკუთარ სახელს, რომელიც, თითქოს რაღაც სულ სხვა გრძნობას აღვიძებდა მასში. გრძნობას, რომელსაც არ იცნობდა და რომლის გაცნობაც, რაღაცნაირად აფრთხობდა.
სწრაფად დაახამხამა თვალები, ვითომ ფიქრების გასადევნად და მერე, ასევე სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ.
***
მზიანი დილა გათენდა.
მთელი ღამე, მშვიდად ეძინა კატოს. აღარც გულის რევას შეუწუხებია და არც სუნთქვის პრობლემას.
უფრო მეტიც, რომ გაიღვიძა, თავიდან თავის ოთახშიც კი ეგონა თავი. მერე, გაახსენდა და თითქოს, ხასიათიც გაუფუჭდა. ისევ მიხუჭა თვალები და ჰოპაა, რაღაც უცნაურმა მომენტმა გაიელვა მის თვალწინ.
"- ძალიან საყვარელი ხარ.."
- რა? - თავისთავს დაუსვა შეკითხვა და თვალები გაახილა - ეს, მე ვთქვი? როდის?
თითქოს, თავში ისევ დაჰკრა რაღაცამ.
"საბაა.."
- საბა? - თვალები დაქაჩა და სწრაფად წამოჯდა. -რა, საბა.. ღმერთო, ნუთუ საბას ვუთხარი -ახლა, პირზე აიფარა ხელი.- სადაც ეს ვუთხარი, კიდევ რამდენ რაღაცას ვეტყოდი.. ჯანდაბა, კატო! მიწა გაგისკდეს, უტვინო!
- დილამშვიდობისა. თავს როგორ გრძნობთ, ქალბატონო კატო? -მოულოდნელად შემოვიდა ოთახში მაკა და ფართოდ გაუღიმა.
- კარგად.. კარგად. აუ, მაკა..
- დიახ - ტუმბოს მიუახლოვდა და წამლების შემოწმება დაიწყო.
- რაღაც უნდა გკითხო.
- დიახ, გისმენთ..
- ადამიანი, ნარკოზიდან გამოსვლისას ხო ლაპარაკობს?
- დიახ -თავისთვის ჩაიღიმა- თქვენც ლაპარაკობდით, თან რაღაც შფოთვით, ექიმს ეძახდით.
- ექიმს? საბას, ანუ.. ალანაის ვეძახდი?
- დიახ, მეც გამიკვირდა მის სახელს რომ იმეორებდით. გარეთ გამოვედი და ექიმს ვუთხარი, ის კი თქვენთან შემოვიდა. დაახლოებით 10-15 წუთი იქნებოდა თქვენთან და მერე გამოვიდა.
- რაა?! -უარესად გაუფართოვდა თვალები- ამდენი ხანი, ჩემს ბოდიალს უსმენდა?
- ალბათ, არ იყო მთლად ბოდიალი. რა გითხრათ..ისე, თვითონაც რაღაც დაბნეული გამოვიდა მერე, უცნაურად მესაუბრებოდა.
- რას ამბობ, გოგო, ნუ მაგიჟებ.
- ვინ გიჟდება? -ისე მოულოდნელად დაადგათ თავზე ალანია, ორივე შეხტა.
- ექიმო.. მობრძანდით. ქალბატონ კატოს ვუყვებოდი, ნარკოზიდან გამოსვლის დროს რომ ლაპარაკობდა.
მაშინვე სახე შეეცვალა საბას და ეს, არც კატოს დარჩენია შეუმჩნეველი.
- დაბლა ჩადი მაკა, ანა გეძახის.
- მე მეძახის? -თითქოს გაუკვირდასავით.
- ხო, არვიცი რა უნდა. ჩადი.. - თვალითაც ანიშნა და მაკაც, წამში მოსწყდა ადგილს.
- თავს უკეთ გრძნობ?-რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს.
- აჰამ -ნელა დაუქნია თავი და თვალები დახარა.
- დღეს გწერთ, ხომ იცი. თუ რამე გართულება არ არის და შენც თავს უკეთ გრძნობ.
- კი, წავალ.. -ისევ ოდნავ დაუქნია თავი.
- თვალებში რატომ არ მიყურებ?
- გიყურებ -წამიერად, ძლივს ამოხედა და მერე ისევ აარიდა მზერა.
- რამე მოხდა?
- რა უნდა მომხდარიყო, სულ ასეთი არ ვარ?
- არა, ჩვეულებრივ ძალიან ბევრ ტიტინებ ხოლმე.
ღრმად ამოიოხრა კატომ.
- გუშინ რა გითხარი?
- რას გულისხმობ?
- იცი, რასაც ვგულისხმობ. ნარკოზიდან რომ გამოვდიოდი, რაღაცეები გებოდიალე, ხო?
ოდნავ ჩაიცინა ალანაიამ და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- მითხარი რა..
- რა გითხდა, ჯობია თავად გაიხსენო.
- კარგი რა, ხომ მოვკვდი მანამდე?!
მაინც არაფერი უთქვამს ალანიას.
- იცოდე, რაც არ უნდა მეთქვა ტყუილია.
- ანუ, არც იცი რა თქვი და უკვე უარყოფ?
- კარგს, არაფერს ვიტყოდი. -ხელი ჩაიქნია.
- ის თქვი, რასაც ფიქრობდი. მე კი გავიგე, მეტი არაფერი.
- ანუ, ჩემი ფიქრების მესაიდუმლე ხარ?
- არ ვფიქრობ, რომ დანაშაულია ვიცოდე ის, რაც მე მეხება.
- შენ გეხებაა?? -თვალები ააფახულა -ანუ, მარტო შენ გაქე?
- აი, გაგიხსენებია უკვე.
- არ მჯერა.. - უღონოდ გადაწვა საწოლზე და ღრმად ამოისუნთქა.
- დაივიწყე რა, გთხოვ. როგორც მრცხვენია, ღმერთო..
- სასირცხვილო არაფერი გითქვამს.
- და შენობით ტონზეც მაშინ გადმოვედით? -ფრთხილად შეაპარა.
ოდნავ დაუქნია თავი საბამ და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა.
- იცოდე, თავში არ აგივარდეს..
- ეგ შენ არ აგივარდეს თავში არაფერი.
მე რომ ამივარდეს, მეპატიება. ექიმი ვარ ბოლოს და ბოლოს.
- ოჰოოო.
- კარგი -ოდნავ აწია ხელი და წამოდგა- ვახო ამოვიდა გუშინ, მაგრამ გეძინა უკვე. დღესაც.. -საათს დახედა- მოკლედ ამოვა, იმედია და გაგიყვანს სახლში ან რამე, მარტო რომ არ იარო.
- არ არის საჭირო, ჩემი.. მეგობარი მოვა მალე.
- მთლად უკეთესი. წავედი მოკლედ, შემოვლა უნდა გავაკეთო.
- საბა..
- ხო -მაშინვე მოტრიალდა.
- მადლობა ყველაფრისთვის.
- მაგის თქმა, ადრე ხომ არ არის? -ოდნავ ჩაიცინა- ჯერ კიდევ ადგილზე გაქვს თაბაშირი და ტამპონები.
- მაგას არ ვამბობ. გუშინ.. გვერდიდან არ მომშორებიხარ და ჩემს წუწუნს უსმენდი. არცერთი ექიმი არ იზამს მაგას პაციენტისთვის.
წამიერად ჩაფიქრდა ალანია.
- და ბოდიში, თუ რამე ცუდად გითხარი და არ მახსოვს.
- ცუდად არაფერი გითქვამს, წუწუნით კი მართლა წუწუნებდი, მაგაში გეთანხმები -ოდნავ გაუღიმა.
- ჰო.. ახლა, ბევრად უკეთ ვარ.
- კიდევ უფრო კარგადაც იქნები -ისევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
- და კიდევ ერთი.. გპირდები, ბოლოა და მერე გიშვებ.
- თქვი, თქვი.. ქალბატონო გვიანიძე, თქვი.
- ოღონდ სიმართლე უნდა მიპასუხო..
ღრმად ამოიოხრა საბამ.
- ისედაც, არასოდეს ვიტყუები.
- მე..., ხომ განსაკუთრებული ვარ შენთვის?
მექანიკურად გაუფართოვდა თვალები ალანიას.
- ანუ, შენ ხომ ამბობ, პაციენტებს ერთმანეთისგან არ ვარჩევო, მაგრამ მე გამომარჩიე. დარწმუნებული ვარ, სხვისთვის ამდენი არ გაგიკეთებია..
- შენთვის, თუ რაღაც უფრო მეტად გავაკეთე, ვიდრე ზოგადად ვაკეთებ - ხოლმე, არ ნიშნავს რომ გამოგარჩიე. უბრალოდ, დახმარება გჭირდებოდა, ყურადღების გადატანა, აქ კი არავინ იყო. სხვა ნებისმიერი რომ ყოფილიყო შენს ადგილს, მაინც ისევე მოვიქცეოდი.
- არ მჯერა..
- არ მიკითხავს, გჯერა თუ არა. -თითქოს, ოდნავ ბრაზიც კი შეერია ხმაში- სიმართლე ასეა, აი თუ რას დაიჯერებ, ეგ უკვე შენი საქმეა. -მაშინვე აარიდა მზერა და ელვის სისწრაფით დატოვა კაბინეტი.

***
- ააუ, რა გამისწორდა ინტერნეტი დაო, გეფიცები, ეს დღეები ამოვწყდი მაგის გარეშე. -კატოს საწოლის გვერდით, მეორე საწოლზე, არხეინად იყო გაწოლილი სანდრო და მთელი ემოციებით თამაშობდა 'პაბჯის'
- იცი რაა, მე მგონი საერთოდ არ უნდა გამეზიარებინა ეგ ინტერნეტი. -ნერვებმოშლილმა დაარტყა საწოლს ხელი.
- კაი რაა, ტო.
- გამოგირთავ, სანდრო. აქ ჩემს სანახავად მოხვედი თუ მაგის სათამაშოდ?
- იცი, რამდენი ხანია არ მითამაშია?
ჰო, კაი, ჰო. ნუ გაბრაზდი - თვითონვე გამოვიდა და იძულებით გადადო გვერდით ტელეფონი.
- წავედით ჰა, რაღას ელოდები. ვახომ გნახა, გამოიცვალე, ფეხზე ხარ უკვე და მაინც არ შორდები მაგ საწოლს.
- ჩემთვის რომ მოგესმინა, მიხვდებოდი რატომაც არ ვშორდები.
- გეფიცები, მოგისმინე მაგრამ მაინც ვერ გავიგე რაღატომ ელოდები მაგ შენ ექიმს. თავიდან ვერ იტანდი ახლა კიდევ, დამშვიდობების გარეშე არ შეგიძლია წასვლა.
- სანდროო
- დაიღალა სანდრო, დაიღალა. ჯერ კიდევ კუნთები მტკივა გუშინდელი სიარულისგან - სახე დამანჭული წამოდგა ფეხზე.
- ქალბატონო კატო -ისე ჩუმად შემოვიდა პალატაში მაკა, კარის ხმაც კი ვერ გაიგო ვერცერთმა.
- დიახ..
- ტკივილები ხომ არ გაქვთ? გამაყუჩებელს გაგიკეთებ, სანამ წახვალთ, თუ გინდათ.
- ამ, არ..
- მე გამიკეთეთ.. -სწრაფად ჩაეჭრა საუბარში სანდრო და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მაკას.
- უკაცრავად?
- გუშინ რთული დღე მქონდა და მთელი სხეული მტკივა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ.. თუ თქვენნაირი ლამაზი ქალბატონი გამიკეთებს გამაყუჩებელს, ყველაფერი გამივლის.
- სანდრო! -მაშინვე თვალები დაუქაჩა კატომ.
- გაკეთება საჭირო არ არის, შეგიძლიათ უბრალოდ დალიოთ. -ოდნავ გაუღიმა მაკამ.
- მართლა? მე კი ვიფიქრე, რომ თუ გამიკეთებდით, ცოტა უფრო მეტ დროს გავატარებდი თქვენთან ერთად..
- სანდრო, გეყოფა!
- დამაცადე, გოგო.
- აამ -უცნაურად დაიბნა მაკა- მაინც.. დასალევს მოგიტანთ, მე.
- შემიძლია გამოგყვეთ..
- არა, არ შეუძლია მაკა. შენ მოუტანე რა, თუ არ შეწუხდები.
- რას აკეთებ გოგო? -მაშინვე უჩურჩულა სანდრომ და კარისაკენ მიმავალ ექთანს, თვალი გააყოლა.
- შენ თვითონ რას აკეთებ, უტვინო.
- გოგოს ვკერავდი, რა გინდა, ყოველთვის ხელს რატომ მიშლი.
- წადი და სხვაგან დაკერე, ჩემთან ერთად რომ ხარ, მაინც და მაინც მაშინ რატომ ატყდები - ხოლმე?
- რავქნა, უსამართლოა ცხოვრება. ჩემს მაგივრად, შენს გარშემო ტრიალებენ ლამაზი გოგონები - მხრები აიჩეჩა- აუ, ისე.. მართლა რა კაი ტანზე იყო.
- სანდრო, ახლა ამ ბალიშს ჩაგარტყავ თავში! -სასწრაფოდ დასწვდა ბალიშს, თუმცა სანამ გაუქანებდა, მანამდე შემოვიდა პალატაში ალანია და გეგმაც ჩაიშალა.
- რახდება? რას აკეთებთ? -გაოცებული გადახედა ორივეს.
- ვთამაშობდით, მნიშვნელოვანი არაფერი. -მაშინვე თავის ადგილას დააბრუნა ბალიში კატომ.
- ხოო, ძალიან მნიშვნელოვან თამაშს გადავრჩი -თავისთვის ამოიჩურჩულა სანდრომ.
- კარგი. შესამოწმებლად მოვედი, ანუ ყველაფერი კარგადაა.
- დიახ..
- კარგადაა კი, უკვე ენერგიებზეც მოვიდა ექიმო-საუბარში ჩაერთო სანდროც- არც კი დაინდო თავისი..
- შეყვარებული -სწრაფად ჩაეჭრა კატო და გაოცებულ სანდროს რაც შეეძლო სიყვარულით გაუღიმა. - არ დავინდე, შეყვარებული, ამის თქმა უნდოდა. მეგობარმა, მოსვლა ვერ მოახერხა და ამიტომ ის მოვიდა. - ბოლო წინადადება, ნამდვილად ზედმეტი იყო, მაგრამ რომ მიხვდა, უკვე გვიანიც.
ოდნავ შეეცვალა სახე ალანიას, თუმცა ყველანაირად შეეცადა არაფერი შეტყობოდა და ნაძალადევად გაუღიმა.
- მაინც, ფიზიკური დატვირთვისა და მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შეიკავეთ, ,,ორივემ..
- ხო.. -ჯერ კიდევ დაბნეული იყო სანდრო.
- მაკა ჩემს ნომერს მოგცემთ და თუ რაიმე პრობლემა იქნება დამიკავშირდით -ზედმეტად ოფიციალურიც კი იყო.
- მაკა, თქვენი დამხმარეა? -მის ხსენებაზე, ისევ სახე გაუნათდა სანდროს.
- დიახ, რამე პრობლემაა?
- რა პრობლემა უნდა იყოს -სწრაფად ჩაერთო კატო- ან შენ რაში გაინტერესებს, სიყვარულო??
- აა, ხო. არა, ისე კაცო. პროსტა ვიკითხე.
- კარგი, ნახვამდის - მაინც ვერაფრით გამოიკეთა ხასიათი ალანიამ და სანამ საპასუხო დამშვიდობებასაც მოისმენდა, იქამდე დატოვა პალატა.

***
- უტვინო, პარანორმალურო ბოთე.-ბუზღუნით მიდიოდა საავადმყოფოს დერეფანში სანდრო.
- ეე, ვერ გეწევი ბიჭო. ამხელა ნაოპერაციებ ქალს, რას დამარბენინებ.
- ოო, როგორ გამეცინა - უცებ გაჩერდა და დაეჯღანა.
- კაი რა. რა გწყინს გამაგებინე?
- შენი მზაკვრული გეგმების გამო, ჩემი ცხოვრების სიყვარული დავკარგე. რა მწყინს? არაა, არაფერი რა უნდა მწყინდეს.
- რას ბოდიალობ სანდრო, რა ცხოვრების სიყვარული! -ახლა, კატოსაც მოეშალა ნერვები.
- რა, არ შეიძლება სანდრომაც იპოვოს ცხოვრების სიყვარული?
- დამღალე, უკვე. დამღალეე.. შენ ისევ ფლირტის გაბმა გინდოდა მაკასთან, მე მივხვდი და შენ ვერა?
- აა, ჩემზე კარგად შენ მიხვდა დაჟე?-ვითომ შეიცხადასავით.
- დებილო, ბაღიდან ერთად მივდივართ და თუ საჭიროა შენ მაგივრადაც ვაზროვნებ ხოლმე.
- ისევ.. ისევ.. -ხელები აწია და უკან დაიხია -ისევ შედიხარ აუტანლობის ფაზაში.
- უაზრო რაღააცებს მელაპარაკები ახლა და უაზრო ჩხუბი მოყვება, ვგონებ.
- შენ მე გამომიყენე და დავზარალდი. ასე იგი, ეს უაზრობაა?
- არაფერი არ დაზარალდი და ჭიანჭველა სპილო ნუ გახადე ახლა. ჩვენ ხომ არ ვიცით, მაკა რატომ აღარ მოვიდა. იქნებ გამოიძახეს? ან.. საბამ დაავალა რამე? საიდან ასკვნი, რომ ჩვენზე გაიგო?
- იქნებ კართან იდგა?
- და იქნებ არ იდგა?
- და იქნებ შენმა საბამ უთხრას? დღეს თუ არა, ხვალ. ხვალ თუ არა, ზეგ. ჩვენ თუ შეყვარებულობანას გაგრძელებას და შენი ექიმის წინ თამაშს ვაპირებთ, რაშიც ეჭვი საერთოდ არ მეპარება, მაშინ ჩათვალე ეგ გოგო, დავკარგე.
- მომისმინე.. -ღრმად ამოიოხრა- ახლა, საჭირო იყო, შეყვარებულად რომ გამომეცხადებინე, რადგან ნარკოზიდან გამოსვლისას, ისეთი რაღაც ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა. შეიძლება, მას ჰგონია რომ გრძნობებში პირველი გამოვუტყდი, რაც ამ ეტაპზე, ჩემი მხრიდან, მაინც და მაინც სწორი არ იყო.
- ხოო? საინტერესოა, ასეთი რა უთხარი, რომ ამხელა ტყუილის დაბრეხვება და ჩემი ჩათრევაც საჭირო იყო?! თან მაინც და მაინც ახლა. არა რა, ბედი არ გინდა?
- დაწყნარდი და გპირდები, მე გიპოვი მერე ახალ მაკას.
- აჰა, მიპოვის თურმე. მე ერთი მაკა მინდა მხოლოდ და მასთანაც ყველა გზა, დაწყებისთანავე მომიჭერი.
- კარგი სანდრო, ნუ ბუზღუნებ და ნუ წუწუნებ სულ ქალივით. თავი ამტკივდა. სახლში წასვლა, დასვენება და დაწოლა მინდა.
- კარგი ერთი, კოქტეილიც ხომ არ დავამატო?
- ნუ, ცუდი არ იქნებოდა
მაშინვე თვალები აატრიალა სანდრომ და კარისკენ პირველი წავიდა.

***
დღე უაზროდ მიიზლაზნებოდა. როგორც კი სახლში მივიდა და დაწვა, მაშინვე ჩაეძინა კატოს.
სიზმრებმაც, რა თქმა უნდა არ დააყოვნა.
ყველაფერი, რაღაც უცნაურზე უცნაური იყო. თეთრი კედლები, მერე უეცარი ნათება და ანა. დიახ, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს სწორედ ანესთეზიოლოგი ანა იყო. თეთრ კაბაში გამოწყობილი, შემზარავად იცინოდა. მერე, არსაიდან გააჩინა დანა და გამოეკიდა.
დაფეთებული გაეღვიძა კატოს, შიშისგან ძლივსღა სუნთქავდა და მთელი სხეულით კანკალებდა.
ნელა წამოდგა და კარი გამოაღო. იფიქრა, სამზარეულოში გავალ და წყალს დავლევო, თუმცა იმდენად იყო გათიშული, შესასვლელში საყვარლად მოკალათებული კატა ვერც კი შეამჩნია, ისე წამოჰკრა ფეხი და იატაკზე გაიშხლართა.
- ჯანდაბაა! ზიზი, რა გააკეთე, რატომ არ გამეცალე, სულ მე როგორ უნდა ვუყურო წინ, ერთხელ შენც გამეცალო მოკვდები?! -გამწარებულმა დაარტყა იატაკს ხელი და წამოდგომის ნაცვლად, ნელა გადაწვა ზურგზე.
ნელ-ნელა, უცნაურად დაუბუჟდა ცხვირი და მხოლოდ ახლა დაჰკრა თავში ,,ცხვირმა".
- ცხვირიი! -იმხელა დაიყვირა, მის გვერდით მოკალათებულმა კატამ, სასწრაფოდ შეიცვალა ადგილი.
- ჩემი ცხვირიი! ღმერთოოო.. -ისტერიკული ტირილი წასკდა და ნელ-ნელა წამოდგა. -ეს რა დამემართა! ეს რა გამიკეთეთ! ღმერთო... ღმერთო, შენთან მოვდივარ! -თვითონაც არ იცოდა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. სასწრაფო? არა. სანდრო? არა, რას გააკეთებდა, რომც მოსულიყო. სარკე? მოკვდებოდა და სარკეში არ ჩაიხედავდა.
ტირილით გაიქცა ოთახში და სასწრაფოდ ტელეფონს დაუწყო ძებნა. ტკივილით, ძალიან არ სტკიოდა - მხოლოდ მცირე დაბუჟებას გრძნობდა, თუმცა კატოსთვის სულ მცირე დეტალიც კი პანიკა იყო.
რეალურად, ცხვირით არც დაცემულა. მუხლები უფრო სტკიოდა, მაგრამ ინერციით ხომ წავიდა იატაკისკენ, არა? ტირილს ვერაფრით წყვეტდა და გონებაში, უკვე უტრიალებდა შემდეგი ოპერაცია. ისევ იგივე შიშის გამოვლა, ისევ ნარკოზი..
არა, არა.. ამას ვერაფრით დაუშვებდა.
მთელი ჩანთა დააპირქვავა და ძლივს იპოვა, მაკას მიერ მიცემული ალანიას სავიზიტო ბარათი.
ბევრი აღარ უფიქრია, სასწრაფოდ აკრიფა ტელეფონში ნომერი და დარეკა. ორი ზარი რომ გავიდა, მხოლოდ მაშინ გახედა კედელზე დაკიდულ საათს, რომელიც 21:45 აჩვენებდა.
- ვითომ სძინავს? -თავის თავს დაუსვა კითხვა- ასეთ დროს რატომ უნდა ეძინოს. ან, თუ სძინავს გაიღვიძოს!
- ბატონო.. -მოულოდნელად გაისმა ტელეფონში დაღლილობისაგან შეცვლილი ხმა.
- საბაა..-უფრო მოუმატა ტირილს.
- კატო?-მაშინვე იცნო ალანიამ და თითქოს გამოფხიზლდასავით- რა ხდება, რა გატირებს?
- ცხვირი გავიფუჭეე..
- რა ქენი?-თავიდან ეგონა მომესმაო.
- დავეცი და მგონი ცხვირი აღარ მაქვს ადგილზე.. იცოდე, ახლა თუ გეცინება მოგკლავ!
- კარგი, არ მეცინება. -შეძლებისდაგვარად დასერიოზულდა- ადგილზე იქნება, უბრალოდ შენ გგონია მასე.
- მართლა? როგორ დამამშვიდე. მე აქ ვკვდები.. მართლა ვკვდები. მგონი, სისხლდენა დამეწყო, მთელი სახე მტკივა, არ ვიცი რა გავაკეთო, სახლში სულ მარტო ვარ.. საშინლად მეშინია.. თავს მოვიკლავ..
- კარგი, მშვიდად, ნუ პანიკობ. გზაში ვარ ისედაც, მისამართი ჩამიგდე.
- მართლა? ანუ, მოხვალ?
- ხო, მოვალ. მიდი, გათიშე და გამომიგზავნე.
სასწრაფოდ გაუთიშა ტელეფონი კატომ და წამში ჩაუგდო მისამართი.
სინამდვილეში, ტირილისგან უფრო ეწვოდა თვალები, მაგრამ მაინც ცხვირს უკავშირებდა. მუხლების ტკივილი ხომ საერთოდ აღარც გახსენებია.
ყოველთვის ასეთი იყო, სულ მცირედისგანაც ისეთ პანიკაში ვარდებოდა, მერე ვეღარაფრით გამოდიოდა ხოლმე მდგომარეობიდან.
მაგრამ იყო თუ არა ეს მდგომარეობაც 'მცირე' ...
***
20 წუთიც არ იყო გასული, ზარის ხმა რომ გაისმა კარზე. მაშინვე წამოხტა კატო და ძლივს მოიფიქრა ხალათის მოცმა. სინამდვილეში, ცხვირი აღარც სტკიოდა. ნუ, არც თავიდან სტკიოდა საგანგაშოდ. ეს ყველაფერი გაბუქებული უფრო იყო, თუმცა რეალური დაბუჟება ნამდვილად გაუქრა.
სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა კარისკენ, გზაში, დივანზე მოკალათებულ ზიზის შეუბღვირა, თუმცა კატას ეს ნამდვილად არ დაუნახავს.
შემოსასვლეში, სინათლე აანთო და არც კი გაუხედავს, ისე გააღო კარი.
ტელეფონში იყო თავჩარგული ალანია, თითქოს არც კი ელოდაო გაღებას.
- ამდენ ხანს სად ხარ, დარეკვას ვაპირებდი.
თეთრი ხალათის გარეშე, სულ სხვანაირი ეჩვენა კატოს. აქამდე, ასე არ ჰყავდა ნანახი და ოდნავ გაუკვირდა, ოღონდ თვითონაც ვერ მიხვდა რატომ. ლურჯი პერანგის წინა სამი ღილი შეეხსნა და თმაც ოდნავ ჰქონდა აბურდული.
- კატო- ხელი აუფრიალა წინ ჯერ კიდევ ჩაფიქრებულ გოგოს.
- ჰო. . -თითქოს, ოდნავ მოვიდა გონს.
- მეგონა, რამე სერიოზული გჭირდა და შენ თურმე დასეირნობ.
- რას დავსეირნობ, ვერ ხედავ ცუდად ვარ - ისევ მოისაწყლა თავი და ოდნავ გაეცალა, რომ შემოსულიყო.
- აბა რატომ არ აღებდი წეღან? მეგონა, ცუდად გახდი -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ნელი ნაბიჯებით შევიდა შიგნით.
სინათლე, დაბალ განათებაზე ჰქონდა დაყენებული კატოს და რაღაც, ძალიან განსხვავებული ატმოსფერო იყო შექმნილი მისაღებში.
- როგორ დაეცი? -რომ შეატყო, ხმის ამოღებას არ ჩქარობდა, ისევ თვითონ დაასწრო.
- მაგის თქმა რა აუცილებელია, დავეცი და მორჩა -ჯერ კიდევ დივანზე მყოფი კატა ხელში აიყვანა და მისი ადგილი დაიკავა.- დაჯექი..
- აქ, საჭორაოდ მომიყვანე?- ოდნავ გაუმკაცრდა ხმა ალანიას.
- რა შუაშია. ცხვირი მიბჟუის.. უფროსწორად, წეღან მიბჟუოდა ახლა აღარ, იმდენად.
- კარგი, გადასვი ერთი წუთი -თვალით ანიშნა კატაზე- შევხედავ..-ოდნავ გადააქნია თავი.
მაშინვე დაემორჩილა კატო და ზიზი, დაბლა ჩასვა.
- თავი გადაწიე
- როგორ?
- რა როგორ, უკან გადაწიე.
- ა, ხო -ოდნავ ჩამოჩოჩდა დივანზე და თავი გადაწია.
ფრთხილად შეეხო ნიკაპზე ალანია და თაბაშირზე დააკვირდა.
- ისევ როგორი გაყინული გაქვს ხელები..-ჩუმად ამოიჩურჩულა გვიანიძემ და სახეზე დააკვირდა. აქამდე, არ ჰქონია შესაძლებლობა, ასე კარგად შეესწავლა მისი თითოეული ნაკვთი. თვალის ჭრილი, ოდნავ მოშვებული წვერი, ტუჩები..
- ასე ვერაფერს გავიგებ, ისედაც ცხადი იყო. მაგრამ თაბაშირი დაზიანებული არ არის. -შეგნებულად დააიგნორა მისი სიტყვები- ცხვირი დაარტყი?
- არა.. -ისევ ჩუმად დაუბრუნა პასუხი.- უბრალოდ, მკვეთრი დაცემა იყო..
- ტკივილით არ გტკივა, ხო?
- ნწ..
- მაშინ არამგონია, რამე სერიოზული გჭირდეს. მაგრამ ხვალ მოდი საავადმყოფოში და უფრო კარგად დავათვალიერებ, მაინც. -ფრთხილად მოაშორა ხელები.
- ანუ, გადავრჩი ექიმო?-მაცდურად გაუღიმა და წამოდგა.
- არ ვიცი, ვერ გეტყვი. მაგრამ, რეაბილიტაციის პერიოდში, ნამდვილად არ არის სწორი მარტო რომ ხარ სახლში.
- კიდევ ბევრი რამე არ არის სწორი, მაგრამ რას ვიზამთ? -კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, თუმცა რა შედეგი.. მაშინვე უკან დაიხია ალანიამ.
- კარგი, წავალ უკვე.
- საბა..
- ბატონო -ისევ შემობრუნდა.
- არა, არაფერი.. უბრალოდ მომწონს, როცა სახელით მოგმართავ.
წამიერად შეკრა წარბები ალანიამ და ახლა, გაცილებით დაჟინებული მზერა მიაპყრო.
- რა.. -ოდნავ გაეღიმა- ეს რა მზერაა, დავიწვი..- ისევ არ უღალატა წესს და ყველანაირი შემოვლის გარეშე, ზუსტად ის თქვა, რაც გაიფიქრა.
- პირდაპირ თქვი.- ამჯერად, თვითონ მიუახლოვდა.
- რა..-გონება ვერაფრით დაიმორჩილა და მაინც დაიბნა.
- რა..-ირონიულად ჩაიცინა- რა და, პირდაპირ თქვი ის, რის გამოც რეალურად მომიყვანე.
- გგონია, რომ დაცემაზე მოგატყუე?-თვალები გაუფართოვდა კატოს- ამის მკადრებელს ვგავარ?
- აბა მერავიცი. -ოდნავ აიჩეჩა მხრები- შენგან, გამორიცხული არაფერია.
- როგორ არ გრცხვენია..-გრძნობდა, როგორ ედებოდა ნელ-ნელა ბრაზი და მისი დამორჩილებაც, უფრო და უფრო რთული ხდებოდა.- თვალებში შემომხედე.. -მათ შორის არსებული მანძილი, მთლიანად დაფარა და სახე ისე ახლოს მიუტანა, მილიმეტრებიღა აშორებდათ ერთმანეთს- იცი რამდენი ვიტირე? ამას ვერ ხედავ? საშინლად შემეშინდა.. კანკალს ვერ ვიმორჩილებდი.. ჩემთვის, იოლი არ არის ის, რაც გამოვიარე და რისი გამოვლაც მიწევს. შენ, მხოლოდ 1 საათი ხარ საოპერაციოში და მერე, ყველაფერი მთავრდება. ჩემთვის მთავრდება?! - გრძნობდა, როგორ იძაბებოდა ნელ-ნელა და ხმას ვეღარ იმორჩილებდა.
- დამშვიდდი.. -ისევ თვითონ დაიხია ერთი ნაბიჯით უკან, რომ როგორღაც ჩაესუნთქა.
- დამშვიდდი.. რა იოლი სათქმელია -ირონიულად ჩაიცინა და ისევ მიუახლოვდა- რა იფიქრე?! მითხარი, რა იფიქრე!
- კატო, დაწყნარდი.
- ჯერ გამაგიჟე და ახლა, დავწყნარდე?!-ოდნავ აუწია ტონს და გახშირებულად დაიწყო სუნთქვა- შენი აზრით, ფლირტის გაბმას ვცდილობდი?! ამას ფიქრობდი?!
ხელები უნდა დაეშინდა მისთვის მკერდზე, თუმცა დროულად მოახდინა რეაგირება ალანიამ და სწრაფად გაუკავა.
- კატო!
- დამცინი, ხო?! იმ დღის შემდეგ, რაც ჩემი სიტყვები მოისმინე, როცა ნარკოზიდან გამოვდიოდი. -უფრო აუწია ხმას- გამიშვი ხელი!
- დაწყნარდი, თავს იგიჟებ არაფრისთვის.
- არაფერი?! ესე იგი, ეს არაფერია?! -უფრო გაუმწვავდა ბრაზი და როგორღაც მაინც მოახერხა, ერთი ხელის გათავისუფლება.- ასეთი რა გითხარი, რა! მიყვარხარ - მეთქი?! ეგ გითხარი?? რატომ არაფერი არ მახსოვს, ჯანდაბა!
- არასწორად იგებ. რაც არ უნდა გეთქვა, ამისთვის მნიშვნელობა არც მაშინ მიმინიჭებია და არც როდესმე მივანიჭებ.
- გეტყობა, თუ არ მიანიჭე! -ჯერ კიდევ გაკავებულ ერთ ხელზე გადაიტანა მზერა- გამიშვი!
- ჯერ, დაწყნარდი.
- წყნარად ვარ, გამიშვი - ტონს დაუწია.
ნელა შეუშვა ალანიამ ხელი და კატომაც, მაშინვე უხეშად გაითავისუფლა. უკან დახევას აპირებდა, მოულოდნელად რომ დაეხვა თავბრუ და შუბლზე მიიდო ხელი.
- კარგად ხარ?
- კი, წადი. -ნელა ჩაისუნთქა, ისევ პირით - თუმცა, კვლავ ჰაერის უკმარისობა დაემართა.
- კატო..
- არ შემეხო! -სწრაფად დაიხია უკან, მაგრამ ახლა, მართლა ვეღარ შეიკავა თავი. წამში გამოეცალა მთელი ძალა და ალანიას დროული რეაგირება რომ არა, ისევ დაეცემოდა.
სწრაფად მოხვია წელზე ხელი და მეორეთი, სახე დაუჭირა.
- ვერ ვსუნთქავ..
- იმდენი იყვირე, კიდევ დიდხანს გაუძელი- სწრაფად აიყვანა ხელში და დივანზე დააწვინა, თუმცა ამან უარესად იმოქმედა, უფრო გაუჭირდა ამოსუნთქა და სასწრაფოდ წამოჯდა.
ისე გაიხსნა ხალათი, ალანიასთვის ყურადღებაც კი აღარ მიუქცევია და კისერზე მოისვა ხელი.
- ესეც შენი, მილებიანი ტამპონები. ძალიან მაგრად მეხმარება სუნთქვაში, ბრავო.
- შენ თვითონ არ ცდილობ მის გამოყენებას
- იქნებ იმიტომ, რომ ვერ ვიყენებ! -ისევ ჩხუბის დაწყება უნდოდა, მაგრამ კვლავ შეეკრა სუნთქვა და ხელით დაინიავა. ნელა გადაწია თავი უკან და თვალები დაუხუჭა.
- კარგი, ნუ გეშინია.
ვერც კი მიხვდა, როგორ მიუჯდა გვერდით ალანია. შეხება რომ იგრძნო შუბლზე, მხოლოდ მაშინ იკადრა თვალების გახელა და გვერდულად გამოხედა.
- არ მეშინია.
- ვერ მატყუებ, გეტყობა -ამჯერად თვითონ მოკიდა ხელი და ნელა ახლართა მის თითებში საკუთარი.
ახლა, მის ხელზე გადაიტანა მზერა კატომ, თუმცა არ გაუპროტესტებია.
ყველანაირად ცდილობდა, კანკალი დაემორჩილებინა, თუმცა ხვდებოდა როგორ კარგავდა ნელ-ნელა ამის უნარსაც.
- რა გითხარი, ნარკოზიდან რომ გამოვდიოდი?
- დაივიწყე. ნორმალურად, არც კი მახსოვს- არადა, ყველაფერი დეტალურად ახსოვდა.
- ნუ მატყუებ. -ისევ ძლივს ამოისუნთქა- მე.. მე მართლა დავეცი, გეფიცები -ძლივს შეიკავა ცრემლები- შენ არ გჯერა, მაგრამ.. -უცებ გაახსენდა და ნახევრად შეხსნილი ხალათი, მუხლებიდანაც მოიშორა- შეგიძლია შეხედო.. ექიმი ხარ და გეცოდინება, როგორი სახე აქვს, ახალ და ძველ დაცემულს.
მაშინვე გადაიტანა მზერა მის მუხლებზე და წამიერად შეკრა წარბები. ფრთხილად შეეხო, თავისუფალი ხელით გაწითლებულ ადგილას
- ყინული რატომ არ დაიდე?!-თითქოს, ოდნავი სიბრაზეც კი გაერია ხმაში.
- იქნებ იმიტომ, რომ ცხვირი უფრო მაღელვებდა.. იქნებ იმიტომ, რომ ცხვირს დავტიროდი. იმას, რაც შენ დადგმული გეგონა!
- კატო..
- გამიშვი ხელი! -როგორც კი ოდნავ უკეთ გახდა, მაშინვე უხეშად ჰკრა ხელი.
- კარგი, მაპატიე. ზედმეტი იყო, ვაღიარებ -ხელები აწია და წამოდგა.
- წადი!
- მივდივარ. თავს მიხედე, ოღონდ ნორმალურად. -შედარებით უფრო დაბალ ხმაზე თქვა და პასუხის მოსმენის გარეშე დატოვა ოთახი.

****
- აუუ, არანორმალურო რაა. თავში, სხვა აზრი არ მოგივიდა? მაინც და მაინც მას რატომ დაურეკე?- ვიდეო ზარით ესაუბრებოდა სანდრო.
- და რა მექნა აბა? შენთვის რომ დამერეკა, რას გამიკეთებდი?
- და მან რა გაგიკეთა? ექიმი კია, მაგრამ ასე შეუიარაღებელი თვალით, ყველანაირი მოწყობილობების გარეშე რა გაიგო ერთი, დაგიზიანდა თუ არა რამე.
- კარგი, სანდრო. უარესად მიშლი ნერვებს -ღრმად ამოიოხრა და დივანზე გადაწვა.
- და აი, რის გამო ეჩხუბე მაინც ვერ გავიგე კატს. ყოველთვის ასე, უმიზეზოდ როგორ მიგყავს ხოლმე ტირილამდე და პანიკამდე საქმე. იმენა ოსტატი ხარ, რა.
- უმიზეზოდ არ იყო და წესიერად რომ მოგესმინა გაიგებდი.
- ასე იგი, ყოველთვის მე ვისმენ ცუდად-თავისთვის ჩაიცინა.
- სხვა ექიმი უნდა მოვძებნო! მორჩა, გადავწყვიტე. -ზედმეტად კატეგორიული იყო.
- ოო, რამხელა სისულელე დააბრეხვე ეხლა. რა სხვა ექიმი, ჩათავებულია უკვე საქმე. ერთი ეგ დამპონები და თაბაშირი დაგრჩა მოსაშორებელი.
- ხოდა, სხვა მომაშორებს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
- მე კიდევ ვხედავ. ჩემი აზრით, ასე იოლად, ვერ იპოვი ქირურგს, რომელიც ამ მდგომარეობაში ხელს მოგკიდებს - სხვის გაკეთებულ ოპერაციაზე.
- კარგი ერთი, შენ სწავლობ სამედიცინოზე თუ მე?
- ნუ მეტრაბახები. იმას გეუბნები რაც სიმართლეა.
- სანდროო!-მაშინვე თვალები დაუქაჩა.
- კარგი, თუ მაინც ვინმე მოგკიდებს ხელს, ბევრი ძებნა დაგჭირდება და იქამდე, სანამ ვინმეს იპოვი შეგესისხლხორცება ეგ ტამპონები
- ბიჭოოო.. ნუ მაშინებ! -ინსტიქტურად, ფრთხილად მიიდო ცხვირზე ხელი.
- გავიგე, რომ მაგ ექიმს 'ქრაშავ' მაგრამ საქმე სხვაა, სიყვარული სხვა. -კვლავ ოდნავ ჩაიცინა.
- არავის არ 'ვქრაშავ' რაა, შენი ჭირიმე ეგღა მაკლია.
- ხოო, მაგიტომაც არ გამომაცხადე შეყვარებულად -ნიშის მოგებით, ცალი წარბი მაღლა აწია.
- აგიხსენი მე შენ, რატომაც გამოგაცხადე შეყვარებულად. ასე იყო საჭირო - თქო.
- ხო, შეიძლება ნაწილობრივ კი, მაგრამ რაღაც დოზით ხომ ისიც გინდოდა, რომ ეეჭვიანა? -
- სანდროო!
- როგორი მწარეა სიმართლე ხედავ? წყალი არ გაქვს მანდ სადმე?- გულიანად გადაიხარხარა.
მაშინვე გაუთიშა კატომ და ნერვებმოშლილმა მოისროლა ტელეფონი.


***
უკვე 8 საათი ხდებოდა, ორ სართულიანი სახლის წინ რომ დააპარკინგა ალანიამ მანქანა.
წამიერად შეავლო, ჩაბნელებულ ეზოს თვალი და მერე, პირდაპირ შიგნით შევიდა. გასაღებს ეძებდა ჯიბეში, თუმცა არც დასჭირდა. კართან არც კი იყო მისული, უკვე გაეღო მანანას.
- როგორც იქნა, გაგახსენდა სახლის გზა- სახეზე ეწერა უკმაყოფილება ქალს. მართალია, როგორც ყოველთვის ბრაზობდა, თუმცა დიდხანს არც ეს გრძელდებოდა. მხოლოდ ერთი ჩახუტებაც საკმარისი იყო, მაშინვე მოლბებოდა - ხოლმე, რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე განმეორდა ახლაც.
- როგორ ხარ, დედა -სწრაფად გადაეხვია და ოდნავ გაუღიმა.
- შემოდი.
- რა ხდება, რა სიწყნარეა -უკვე შიგნით შესულმა მოავლო სახლს თვალი.
- მამაშენი, როგორც ყოველთვის.. სასმელს ვერ ღალატობს და შედეგს იმკის ოთახში.
ღრმად ამოიოხრა საბამ და ზუსტად იმ წამს, როცა და-ძმაზე უნდა ეკითხა, იოანე გამოვარდა სამზარეულოდან.
- ძამიკოოო.. -მაშინვე სახე გაუბრწყინდა ძმის დანახვისას.
- იო, როგორ ხარ - სწრაფად აიყვანა ხელში.
- მომენატრე. ჩვენთან, რატომ აღარ მოდიხარ - ხოლმე?
- არ მოდის, როგორ მოვა ჩვენზე ბევრად მნიშვნელოვანია, თავისი პაციენტები.- მაშინვე ჩაეჭრა მანანა და კვლავ უკმაყოფილო მზერა სტყორცნა შვილს.
- კარგი რა, დედა. არ მოგბეზრდა სულ ერთი და იგივე? -გვერდი აუარა და მისაღებისკენ წავიდა. - ნათია სადაა?-ჯერ კიდევ მის ხელში მყოფ იოანეს ჰკითხა.
- რაღაცას ისმევს სახეზე -ხელით ანიშნა და კისკისი ატეხა.
- ნათიაა! -ხმამაღლა დაუძახა მანანამ, დივანზე, დაღლილი დაეშვა და საბასაც, თვალით ანიშნა დაჯექიო.
- შენ რა ქენი, იმეცადინე გაკვეთილები? -ჯერ იოანე დასვა.
- ხელოვნებაში უნდა დავხატო და მაგას ვაკეთებდი, სანამ შენ მოხვედი.
- აუ, ანუ ხელი შეგიშალე?-ვითომ შეწუხებული სახე მიიღო.
- არა, გამეხარდა რომ მოხვედიი..
- ჰაი - მოულოდნელად გამოვიდა ოთახიდან ნათია, სახეზე, რაღაც ვარდისფერი ნიღაბი ჰქონდა გაკეთებული, ძლივს შეიკავა ღიმილი საბამ.
- რა იყო, რას მომაშტერდით, ანგელოზი არ გინახავთ?-ვითომ გახუმრებასავით სცადა.
- ეგ ხუმრობა, მოძველდა.- ენა გამოუყო იოანემ.
- უფ, კარგი ერთი.- თვითონაც გააჯავრა და ახლა საბას მიუბრუნდა- მოდი, ჰაეროვნად გადაგკოცნო, უფროსო ძმაო.
- გამოვტოვოთ, ეგ. -ხელი აწია- მაგ რაღაცის სუნი, სახეზე რომ გაქვს აქაც მომდის, ვერ ვიგებ როგორ არ გაწუხებს.
- სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, შენ ამის არაფერი გესმის.
- კარგი, ბავშვებო -სწრაფად წამოდგა მანანა- წავალ რამეს გაგიკეთებთ, ხომ გშიათ?
- გაგიჟდი დედა?-მაშინვე თვალები დაქაჩა ნათიამ- 48 კილო ვარ, უკვე. დიეტაც კი ვეღარ მიშველის ადვილად.
- 48 ბევრია?- ოდნავ გაეღიმა საბას და მაინც სამზარეულოსკენ მიმავალ მანანას გააყოლა თვალი.
- ბევრია, აბა რა არის. 46 ვიყავი, ადრე..
- როგორი წუწუნა გახდი, ნათია.
- აუ, საბ..-წამში მიუჯდა გვერდით და მხარზე დაადო ხელი.
- თავი დამანებე, შენი უაზრო სურვილების შესრულების ხასიათზე არ ვარ.
- მე ვიცი, რასაც გთხოვს- ეშმაკურად აუციმციმდა თვალები იოანეს.
- არაფერიც არ იცი.
- ვიცი.
- თქვი, აბა..
- ნებართვა გინდა სანდროსთან ერთად წასვლაზე და მშობლები უარს გეუბნებიან.
- სანდრო ვინაა?-მაშინვე დაეტაკა საბა.
- იიმე, ბოთე. შენ ხელა რომ ვიყავი, ვერც კი ვლაპარაკობდი ნორმალურად, ეს კიდე ენას ვერ აჩერებს.
- ნათია!
- გისმენ, საბ..
- ეს მე გისმენ, ვინ არის სანდრო?
- ჰო..
- შეყვარებულია -მაინც დაასწრო იოანემ- წითელი ყვავილები მოუტანა, აქ.
- რაო??
- ახლა ამას მოვკლავ და მერე არ მითხრათ, რატომო..-მაშინვე მისკენ გადაიწია ნათია, თუმცა დროულად დაიჭირა საბამ და ისევ თავის ადგილზე დააბრუნა.
- იო, მიდი დედასთან წადი ცოტა ხანს. დაიკოს დაველაპარაკები და მოვალთ ჩვენც.
- ჰო, კარგი- უკმაყოფილოდ ამოიოხრა და დივნიდან ჩამოხტა.
- აბა, მოყევი.
- მოსაყოლი არაფერია. კავკასიაში სწავლობს, სამართალზე - მეორე კურსზეა.
- მერე?
- რა მერე, რაღას ელოდები ახლა.
- შენ როგორ გაიცანი?
- ტრენერიცაა პარალელურად. ჩვენთან იყო, სკოლაში მოსული. გენდერულ თანასწორობაზე ჩაატარა ტრენინგი.
არაფერი უპასუხია საბას.
- მისმინე, ძალიან კარგი ბიჭია, მართლა. დედა არ მიშვებს, ბაზალეთზე გვინდა წასვლა.
- შენ ხომ არ გააფრინე. არ გიშვებს და ძალიან კარგადაც იქცევა.
- კარგი რა, საბ.. ღამე ხომ არ ვრჩებით. დილას წავალთ და გვიან მოვალთ.-მუდარის ნიშნად ყელზე მოიკიდა თითები.
- გამორიცხულია. იმ ბიჭს, არც კი ვიცნობ.
- გაგაცნობ, თუ ეგ არის პრობლემა.
ღრმად ამოიოხრა საბამ.
- კარგი რა, რა არის. შენ არასოდეს ყოფილხარ შეყვარებული? იცოდე, ცოლს რომ მოიყვან, საშინელი მული ვიქნები. ცხოვრებას გავუმწარებ იმ გოგოს.
- ეგ რა შუაშია.
- თავშია. მას დავსჯი, შენს მაგივრად. თუ გგონია, რომ დამავიწყდებაა..
- შენ ხომ სხვა რაღაცის თხოვნას აპირებდი?
- ჯერ ამაზე დამთანხმდი.
- ერთი ამას უყურე.
- მიდი, რა იყო. ხვალ გაგაცნობ, საავადმყოფოში მოვალთ შენთან - ისე სწრაფად ჩაეხუტა, გეგონება, უკვე დათანხმებული ჰყავდა- ძალიან მიყვარხარ, საბ.. ჩემი სიკვალული, ძამიკო ხომ ხარ.
- ნათიაა..
- ქთქოვ..- ქვემოდან ამოხედა და თვალები აუფახულა.
- მართლა საშინელი სუნი აქვს, მაგას- ისევ ნიღაბზე ანიშნა.
- მოვიშორებ, გპირდები.. გთხოვ, დამთანხმდი, გთხოვ.. გთხოვ, გთხოოვ..
- იცი რამხელა საუბრის გავლა მომიწევს დედასთან და მერე იმას, მამასთან.
- კარგი ერთი, მთელი დღე პირს არ აჩერებ შენს პაციენტებისთვის და ერთხელ ჩემთვისაც რომ ილაპარაკო ოდნავ მეტი, მოკვდები?
- საკმარისია, დავიღალე.-ხელები აწია.
- ისედაც დაღლილი იყავი.
- ხოდა ახლა, უფრო დავიღალე.
- ბავშვებოოო..- სამზარეულოდან გამოყო თავი მანანამ - მოდით, ვახშამი მზადაა.
- ხომ ეტყვი დედას? -ახლა, ჩურჩულზე გადავიდა ნათია- მიდი და დიეტასაც დავარღვევ შენთვის.
- ოხ, ნათია.
- ანუ ეტყვი?
- ჯერ უნდა გავიცნო.
- კარგი მაშინ, ხვალ უეჭველი გაგაცნობ და ხვალვე უნდა უთხრა, იმიტომ რომ ზეგ უკვე მივდივართ.
- გავიგე, ხო.
- ბავშვებოო, რაღას აკეთებთ?
- მოვდივართ, დედა. წადი და ეგ მოიშორე.
- საუკეთესო ძმა ხარ. ჩათვალე, გაკოცე. -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და აჟიტირებული გაიქცა ოთახში.

***
ჩაფიქრებული მიმოდიოდა, ალანიას კაბინეტის წინ კატო. ხან, გუშინდელი ინციდენტი ახსენდებოდა, ხან გუშინდელ მიღებულ საპირისპირო გადაწყვეტილების სისწორეში არწმუნებდა საკუთარ თავს.
რაც არ უნდა მომხდარიყო, სანდრო მართალი იყო. ამდენი იწვალა, ოპერაცია გაიკეთა და ახლა წასულიყო სხვა ექიმთან? თუ მაინც სხვასთან უნდა წასულიყო, 'მელსში' რაღას იკეთებდა ოპერაციას?
ღრმად ამოიოხრა.
ზუსტად იცოდა, ყველაზე უფრო უკეთესი ის იყო, უბრალოდ ყველაფერი დაევიწყებინა და მხოლოდ ექიმი - პაციენტის ურთიერთობა შეენარჩუნებინა. ესეც, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ეტაპზე საჭირო იყო.
- ქალბატონო კატო - კაბინეტიდან თავი გამოყო მაკამ - ექიმი გელოდებათ.
- მოვდივარ - კი მიდიოდა, მაგრამ ფეხები მაინც უკან რჩებოდა. რა გახდა. რით ვერ მოიშორა, გაუთავებელი პრობლემები ამ ცხვირზე. გეგონება, ის არ კმაროდა ტამპონების ამოღებაზე რომ იყო მისასვლელი. ახლა, ზედმეტი 'მიბოდიალებაც' დაიმატა.
ძალიან ჩუმად, თითქმის უხმაუროდ მოხურა კარი და თვალებით, მაშინვე ალანიას დაუწყო ძებნა.
- გავიგე, ნათია, ხოო.- სწრაფად გამოვიდა თაღიანი კარიდან ალანია, ახლად შემოსულ გვიანიძეს თვალებით მიესალმა და ერთი ყურიდან, მეორეზე გადაიტანა ტელეფონი.
- კარგი, პაციენტი მყავს ახლა. ჭკვიანად მოიქეცი - სწრაფად გაუთიშა და ტელეფონი, მაგიდაზე დადო.
- უკაცრავად. წამოდი, იქით გაგსინჯავ - თვალითაც ანიშნა და თვითონ, პირველი დაიძრა.
უსიტყვოდ მიჰყვა კატოც.
ამ მხარეს, შემოსული არ იყო და ინტერესით მოავლო თვალი ყველაფერს. არც მაინც და მაინც სასიამოვნო ატმოსფერო იყო. მაინც იქით ჯობიაო, გაიფიქრა - თუმცა, მას ვინ ეკითხებოდა.
- დაწექი - ცენტრში მდგარ საწოლზე მიუთითა და ხელთათმანების მოძებნა დაიწყო.
ესეც უსიტყვოდ შეასრულა, გვიანიძემ და უკვე მოახლოებულ ალანიას, მხოლოდ წამით გაუსწორა თვალი.
- ტკივილები არ გქონია, ხო?
- არა.
- არც დაბუჟება?
- არა.
- კარგი - კიდევ ერთხელ გაისწორა ლურჯი ხელთათმანი და მის წინ მოსწია სკამი.
- აუ, დაბალია. ცოტა უნდა აგწიო
თავიდან ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა. თუმცა ნელ - ნელა რომ დაიწყო საწოლმა მოძრაობა, მხოლოდ მაშინ გაიაზრა, რომ უკვე ზუსტად ერთმანეთის პირისპირ იყვნენ.
- მაკაა
- მოვდივარ, ექიმო.
- ჩვენ, ციფრული მოდელირება რომ გავაკეთეთ, ის სად შევინახე გახსოვს?
- ეგ რა საჭიროა, რამე შეიცვალა?- მაშინვე თვალები გაუფართოვდა კატოს.
- არა, გეტყვი მერე.
- თქვენთან ვნახავ, კომპიუტერში. როგორ აწერია?
- ეგ რომ მახსოვდეს, შენ გკითხავდი?
- აა, კარგი მოვძებნი მაშინ. თუ ჩემი დახმარება არ გჭირდებათ აქ, წავალ ახლავე.
- წადი.
ისევ საწოლზე მყოფ, გვიანიძეს მიუბრუნდა, რომელიც წამითაც არ აშორებდა თვალს.
მის თითოეულ, სულ მცირე ქმედებასაც კი, უდიდესი ინტერესით აკვირდებოდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ.
მისთვის უცნობი 'ხელსაწყო' რომ აიღო ალანიამ და იმით დააპირა მიახლოება, მაშინვე გემრიელად შეჰკივლა გვიანიძემ და თავი გვერდით მიაბრუნა.
- არარსებობს, უფლებას არ მოგცემ. ჯერ ტამპონების ამოღების დრო არ არის, ხომ ასე მითხარი.
- ტამპონების ამოღებას არც ვაპირებდი, უბრალოდ უნდა შევამოწმო.
- არა!
- რა, არა. აბა, ჰაერად როგორ გავიგო, რა მდგომარეობაა.
ღრმად ამოიოხრა კატომ.
- არმინდა, მშვენიერი მდგომარეობა მაქვს.
- ხო, ახლა თუ მშვენიერი მდგომარეობა გაქვს, უკვე წარმომიდგენია ტამპონების დღე. -სულ ოდნავ გაიღიმა.
- და რა არის სასაცილო?!
- შენი ჭირვეულობა. იცი, რომ მაინც შენი გასაკეთებელია და არა, როგორ შეიძლება რაღაც წუწუნის გარეშე გააკეთო. ნამდვილად, კარგად გაქვს დაცდილი.
- ჯერესერთი, ჩემი კი არა შენი გასაკეთებელია. მე, უბრალოდ ვწევარ.
- მაშინ იწექი და დამაცადე, ხომ შეიძლება, არა?
- ნწ, მეტკინება.
- არ გეტკინება.
- გადაცვეთილი სიტყვები.
- მისმინე.. მე, მართლა ყველაფერს პირდაპირ ვამბობ. ძალიანაც რომ მინდოდეს, ტყუილის თქმა არ შემიძლია, არ გამომდის. ახლა, რომ ვიცოდე, გეტკინება. გეტყვი, გეტკინება - მეთქი.
- არ მჯერა.
- დავიღალე..
- მეც.
- კატოო, გარეთ უამრავი პაციენტი მელოდება. უბრალოდ, შევხედავ 2 წუთიც არ უნდა. ტამპონები გიკეთია, რომც მინდოდეს დიდხანს ვერაფერს დავათვალიერებ, არაფერი გამოჩნდება. გარეგნულად უნდა შევამოწმო.
- მაშინ, ეგ დადე - თვალებით მიუთითა, ჯერ კიდევ მის ხელში მოქცეულ ნივთზე.
ღრმად ამოიოხრა ალანიამ და კატოსდა გასაკვირად მართლა დადო.
ნელა წაიღო ხელი, მისი თაბაშირისკენ. ამჯერად, აღარ განძრეულა გვიანიძე.
- შეგიძლია, რომ თვალები დახუჭო?
- რატო?
- სინათლე უნდა ავანთო და თვალებს გატკენს - იმის მიუხედავად, რომ ახლა, არც არაფერში სჭირდებოდა, მართლა აანთო საწოლის თავზე მყოფი ნათურა და კატომაც, ინსტიქტურად დახუჭა თვალები.
- თავი არ გაანძრიო. - ფრთხილად შეეხო ნიკაპზე და მაინც დაუჭირა, ყოველი შემთხვევისთვის. მერე, ისევ ჩუმად დასწვდა მაგიდაზე დადებულ ნივთს და შემოწმება დაუწყო.
რაღაც უცნაურად კი გრძნობდა თავს კატო, მაგრამ ზედმეტად ეშინოდა ახლა თვალების გახელის და გონებაში გადაწყვიტა, მერე აუცილებლად მოვთხოვ პასუხსო.
- აუ..
- ჩშშ, ვსო, ვრჩები.
კიდევ რამდენიმე წუთს ათვალიერა და მერე, სინათლე ჩააქრო.
მაშინვე გაახილა თვალები კატომ და დაუფიქრებლად დაუშინა ხელები.
- საშინელი ადამიანი ხარ, ხომ მითხარი დავდეო. რა იყო ეგ, რატომ გიკავია ხელში?!
- გაჩერდი, რა ჯანდაბას აკეთებ? -ძლივს მოიშორა და სასწრაფოდ წამოხტა.
- უფ!
- მომისმინე.. ახლა უნდა მომიყვე როგორ დაეცი.
- კიდე რა გინდა. -თავის ჭკუაში გააჯავრა.
- ბევრი რამე, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს.
- არა, რა თქმა უნდა - ნელა წამოდგა და თმის სწორება დაიწყო.
ნელა ჩაისუნთქა ალანიამ.
- მომისმინე, კატო. შენს დაცინვას, არ ვაპირებ და არც პირადი ინტერესის გამო გეკითხები. უბრალოდ, უნდა ვიცოდე რამდენად დიდია საფრთხე. შეიძლება, ტომოგრაფია დაგვჭირდეს სახეზე. ეს, უნდა ვიცოდე. ამ ეტაპზე, მე საშიშს ვერაფერს ვამჩნევ, ყველაფერი რიგზეა - და თუ დაცემაც არ ყოფილა ძალიან მკვეთრი და პირდაპირ სახით არ დაცემულხარ, ძალიან მეეჭვება, რომ რამე გჭირდეს. თანაც, ამდენი დასხივება კარგი არ არის და თუ ზუსტად მეცოდინება, რისი უნდა მეშინოდეს, ზუსტად გეტყვი იმასაც, რამდენად აუცილებელია გადაღება.
- ექიმო, ვიპოვე - სწრაფად შემოვიდა მაკა და კატოსაც, ფიქრისთვის დრო გაუხანგრძლივდა.
- ამოიღე რა. მარტო ელექტრონული ვერსია მაქვს, რამდენადაც ვიცი.
- ახლავე. -ისევ უკან გაბრუნდა.
- ჰა, გადაწყვიტე?
ღრმად ამოიოხრა კატომ.
- სამზარეულოში მივდიოდი.. -შედარებით დაბალ ხმაზე წამოიწყო- ხოდა, კარებში ზიზუ ვერ დავინახე.
- ვინ? -წამიერი გაკვირვება აღებეჭდა სახეზე.
- ზიზუ, ჩემი კატა, ხო იცნობ. -ისეთი მზერით შეხედა, თითქოს ავალდებულებდა გაიხსენეო.- ხოდა, ფეხი წამოვკარი და დავეცი. მუხლებზე დავეცი, ანუ.. მერე, იატაკზე გადავწექი.. - მოგონებებში წავიდა და ერთ წერტილს გაუშტერა მზერა.
- დაიცადე -ხელის აწევით ანიშნა გაჩერდიო. - ანუ, მუხლებზე დაეცი?
- მკლავებითაც. მაგრამ, სახე არ შეხებია იატაკს, ეს მახსოვს.
- და მაინც დაგეწყო ტკივილები?
- არა, უბრალოდ დამიბუჟდასავით.
- კატოო -უკმაყოფილოდ ამოიოხრა - არ შეიძლებოდა რომ, თავიდანვე ასე გეთქვა? გულს რაღას მიხეთქავ, ოღონდაც.
- გულს გიხეთქავ? -ოდნავ ჩაიცინა- ანუ, ჩემზე ნერვიულობ..
- რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. ყველა პაციენტზე ვნერვიულობ.
- მაგრამ.. ყველასთან არ მიდიხარ, სახლში.. - რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა.
- იქნებ იმიტომ, რომ ჯერ არავის დასჭირვებია?
- რომ დასჭირვებოდა, მიხვიდოდი?
- შენ როგორ გგონია?
- მგონია, რომ არა.
- არასწორად გგონია -თავის დაკვრითაც დაუდასტაურა და გვერდი აუარა.
- სხვათაშორის, შენზე გაბრაზებული ვარ.
- ნეტავ, რატომ არ გეტყობა.
,,მაშინვე თვალები აატრიალა კატომ.
- იცი, რომ მეწყინა და გკიდი'ა, ხო მაინც?
- ბოდიშს თუ ელოდები, მინდა გაგახსენო რომ უკვე მოგიხადე.
- და მაინც გგონია, რომ ტყუილად ხო?
- დავხუროთ, ეს თემა.
- დავხუროთ. ოღონდ, ჯერ მითხარი.
- რეალურად, გამოდის რომ არც დაცემულხარ. რომ დამირეკე, ტიროდი. რომ მოვედი, მაშინაც. რომ გკითხე, არ მომიყევი. ამას, ახსნა უნდა ჰქონდეს.
- ანუ, ისევ იგივე აზრზე ხარ? -თვალები გაუფართოვდა -ისევ იმის გჯერა, რისაც გუშინ?
- იმ წამს.. შენს თვალებს რომ ვუყურებდი, აღარ მჯეროდა. მაგრამ ახლა, მეუბნები რომ სერიოზული დაცემა არ ყოფილა.
- რა მნიშვნელობა აქვს, შემეშინდა. ის ცრემლები, რეალური იყო. მე, შენ არ მომიტყუებიხარ, საბა.. -ისევ აევსო თვალები ცრემლებით.
- კაი, არგინდა ეხლა.
- შეიძლება, ბევრი სიგიჟე გამიკეთებია. მაგრამ, ცხოვრებაში არ ვიკადრებ, ამას. თუ რაიმეს ვიგრძნობ, მოვალ და გეტყვი! ჰო, ხელი რომ მკრა, მაინც გეტყვი, თუ შემიყვარდები, იმასაც გეტყვი! არ ვიცი, რა გითხარი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ ამით ცხოვრება აღარ მინდა! მითხარი და ორივე დავისვენებთ. აღარ შემიძლია, ამდენი გაუგებრობა. - ფრთხილად მოიწმინდა ცრემლები და კარის ხმაზე, წამიერად გახედა კაბინეტში ახლად შემოსულ მაკას.
- მერე ვილაპარაკოთ, ამაზე. -შედარებით ხმადაბლა უთხრა ალანიამ და თავადაც ექთანს გახედა.
- მაკა, რაქენი?
- ამოვიღე ექიმო, მოგიტანოთ?
- მე მოვალ -ნელი ნაბიჯებით გავიდა მეორე მხარეს.
ერთხანს, გაქვავებული იდგა კატო. თუმცა მერე, თითქოს ერთიანად მოაწვა ყველაფერი და ისიც გავარდა.
რაღაცის თქმას და მერე, პირდაპირ გაქცევას აპირებდა, თუმცა არ დასცალდა. ზუსტად იმ წამს, როცა უნდა ეთქვა, კარი გაიღო და ოთახში, ღიმილით შემოიჭრა წითელთმიანი გოგონა, რომელსაც გვერდით, კატოსთვის კარგად ნაცნობი პიროვნებაც შემოჰყვა.
ხელჩაკიდებული წყვილის დანახვისას, მექანიკურად გაუფართოვდა თვალები კატოს.
- ძამიკო, მოვედით - ფართოდ გაუღიმა გოგომ, თუმცა მისთვის ნორმალურად არც კი შეუხედავს ალანიას, ჯერ კიდევ სანდროს დანახვით გაოცებული, რეალობას ვერაფრით დაბრუნებოდა.
არც სანდრო იყო კარგ დღეში. ხან, ნათიას ხელში ჩაჭიდულ საკუთარ ხელს უყურებდა, ხან ალანიას, ხან მაკას... აი, კატოსკენ გახედვა კი ყველაზე მეტად აშინებდა.
- ა, კატო შენც აქ ხარ? -მხოლოდ ახლა შეამჩნია ნათიამ, კიდევ ერთი შოკირებული და თვალები ააფახულა.
- ჩემი ძმის პაციენტი ხარ? მოდი, ჰაეროვნად გადაგკოცნო.. - სწრაფად გაუშვა სანდროს ხელი და მიუახლოვდა.
- რა იყოთ, რა სახეები გაქვთ?
- სანდრო.. -ძლივს ამოიღო ხმა კატომ.
- კატო..
- ნათია, ეს.. ეს არის შენი. . - ვეღარაფრით გადააბა ალანიამ.
- ნათ, არ მითხრა რომ შენი ძმა ის არის..
- მაკა, შემიძლია აგიხსნათ.. - ახლა, კედელთან ატუზულ გოგოს გახედა სანდრომ.
- რა უნდა აუხსნა?! -უცებ წამოხტა სავარძლიდან გაცეცხლებული - შენ რა, კაიფობ?! ერთდროულად რამდენი ადამიანის შეყვარებული ხარ?!
- დავიწვი.. -ჩუმად ჩაიჩურჩულა.
- ეს რას ნიშნავს? -მაშინვე სანდროს გახედა ნათიამ.
- გეფიცები, შემიძლია აგიხსნა.
- რა, რა უნდა ამიხსნა. ძმაო.. შენ საიდან იცნობ?!
- უბრალოდ იცნობს. -სწრაფად ჩაეჭრა კატო - ოპერაცია რომ გავიკეთე, სანახავად მოვიდა და მაგ დროს გავაცანი.
- მერე? რა პრობლემაა ვერ გავიგე. - ღრმად ამოიოხრა ნათიამ - გამოდის, ყველა ყველას იცნობს, თურმე.
მაშინვე თვალები აატრიალა ალანიამ.
- ახლავე, ყველა გადით. სანდროს უნდა დაველაპარაკო.
- და ნებართვა?? -მაშინვე აღშფოთდა ნათია.
- გადით!
- წამოდი,.ნათ. -ხელკავი გამოსდო კატომ და სანამ გავიდოდნენ, ერთი გემრიელად შეუბღვირა სანდროს.

***
- მოყევი! - ისეთი მზერით შეხედა, ცხოვრებაში პირველად შეეშინდა სანდროს ასე უცნაურად.
კისერზე მოისვა ხელი და ღრმად ამოისუნთქა.
- სინამდვილეში, მოსაყოლი, არც არაფერია -ოდნავ აიჩეჩა მხრები.
- მომისმინე.. - ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ - ძალიან ბევრი პაციენტი მყავს და დროს ნუ მაკარგვინებ!
- მართლა არ მესმის, ჩემგან რას ითხოვ.
- სანდრო!
- რა?
- მოყევი! ახლავე, აქვე! ხომ იცი, რომ ბოლოს მაინც მოგიწევს. რაღას ზოზინობ, ახლა!
ღრმად ამოიოხრა სანდრომ. მშვენივრად ხვდებოდა, რომ მეტი გზა არ ჰქონდა. ამდენი ტყუილისგან, უკვე იმხელა ჭაობი იყო გაკეთებული, თავიდან ბოლომდე მშვენივრად ეტეოდა.
- მაპატიე, კატო.. - თავისთვის ამოიჩურჩულა, თუმცა მაინც გაიგო ალანიამ.
- მოკლედ.. მე და ნათია ვხვდებით, ეს რეალურია. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და კატოსაც ამიტომ გავაცანი.
კატო, ჩემი კლასელია. ბაღიდან ერთად მოვდივართ და დასავით მიყვარს. ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ, სულ მცირე დეტალებში ვუყვებით, ყველაფერს.
გეფიცები, დას ვეძახი და ისიც ძმას მეძახის. ჩვენ შორის, არასოდეს არაფერი ყოფილა და არც იქნება. აქ რომ მოვედი მის სანახავად, პალატაში მაკა შემოვიდა. რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი ვინ იყო.. ცხოვრებაში არ დამმართნია, ასეთი უცნაური რამ. ჩემს გულში, უბრალო ღიმილით შემოაღწია და მაშინ მივხვდი, რომ ნათია უბრალოდ გატაცება იყო.
არ მინდა, რომ გული ვატკინო. მართლა ძალიან კარგი გოგოა და ვაფასებ. მიყვარს, როგორც მეგობარი. არ მინდოდა, ასე უბრალოდ დავშორებოდით და ბაზალეთზე წასვლა შევთავაზე. არ მეგონა, ამხელა მნიშვნელობას თუ მიანიჭებდა. უბრალოდ, მინდოდა მშვიდად ვყოფილიყავით, ყველასაგან შორს. მჯერა, რომ თუ ერთმანეთს მოვუსმენთ, გამიგებს.
,,ბოლო ნაწილი, ნორმალურად აღარც გაუგია ალანიას. ჯერ კიდევ იქ იყო ჩარჩენილი, როცა კატომ, სანდრო შეყვარებულის სტატუსით წარუდგინა.
- შეგიძლია გაბრაზდე. ამის სრული უფლება გაქვს, მაგრამ ჩემი იდეა არ ყოფილა კატოს ტყუილები. გეფიცები, იმ წამს და იმ წუთს მოიფიქრა თავადაც, შეყვარებულად რომ გამომაცხადა. თორემ წინასწარ რომ ეთქვა, ასე და ასე ვაპირებო ცოტა შევემზადებოდი და ისეთი რეაქცია არ მექნებოდა, როგორიც მქონდა.
ოდნავ დაუქნია თავი ალანიამ.
- არანაირი ბაზალეთი არ იქნება. აქ დაელაპარაკე ნათიას. - ახლა, აქეთ გადმოერთო.
- კაი, ჯანდაბას. თავიდანვე ეტყობოდა, რომ განხორციელება არ ეწერა - ხელი ჩაიქნია.
- შეგიძლია გახვიდე - თვალით მიუთითა კარისკენ.
- ანუ, დაკითხვა დასრულებულია?
- კი.
უკმაყოფილოდ გადააქნია თავი სანდრომ, ფიქრებში ჩაძირულს, მხოლოდ წამიერად შეავლო თვალი და ის ის იყო, გასვლა დააპირა, ისევ მობრუნდა.
- მისმინე.. არც გაბედო და კატო, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდო-საჩვენებელი თითი ასწია მაღლა- ეს, უბრალოდ ხუმრობა იყო.
- გადი, სანდრო!
- მართლა ვერ ვიგებ, რას ფიქრობ იცი? წესით ხომ ნათიას გამო უნდა..
- უნდა რა? მეცემე? შემომხედე და მერე გარემოს შეხედე. გაიაზრე, სად ხარ და ვის ელაპრაკები. ვერ დაგაძალებ, გინდა თუ არა ჩემი და უნდა გიყვარდეს - მეთქი და სიმართლე თუ გინდა, არც თავიდან მომწონდა, ნათიას ეს ბავშვური გატაცება. საერთოდ არაა უპრიანი, ტვინი შენით რომ აქვს დაკავებული და არა გაკვეთილებით. ახლა, კი შეგიძლია გახვიდე. ჩემი და კატოს საქმე, შენ არ გეხება.
- როგორც ნათია გეხება შენ, ისე მეხება კატო მე. ასე, რომ..
- ასე რომ პაციენტები მყავს, ბატონო სანდრო, დროებით. -თვითონ გამოუღო კარი და ნაძალადევად გაუღიმა.
აღარაფერი უთქვამს სანდროს, მხოლოდ წამით შეავლო თვალი დერეფანში მიმავალთ და მერე, თავადაც მათ შეუერთდა.
***
- უტვინო. ნეტავ ვიცოდე, სად ჯანდაბაში ეგდე, ღმერთი ჭკუას რომ არიგებდა! - ნათიას წინ, როგორღაც იკავებდა თავს - თუმცა, როგორც კი სახლში მივიდნენ, მაშინვე ამოხეთქა კატომ.
- რომ მცოდნოდა, შენი ძვირფასი ექიმი ნათიას ძმა იყო და თან შენც მაინც და მაინც მაშინ იყავი კონსულტაციაზე, იქ მოვიდოდი?
- ნათიას გვარი არ იცი? ერთხელ მაინც, როგორ არ გაგიჩნდა ეჭვი. 'მელსში' რომ მოხვედი და თან, ნათია ალანიას ხელი რომ გეჭირა, გონებამ, საერთოდ არაფერი არ გითხრა?
- რომ ეთქვა, ხომ არ შემოვიდოდი. შეგახსენებ, იქ მაკაც იყო.
- არ შემჭამა ამ თავისი მაკათი! ღმერთო, დიდებულო! - ღრმად ამოიოხრა და ოთახისკენ წავიდა. მაშინვე უკან მიჰყვა სანდროც.
- ყველაფერში მე რომ მადანაშაულებ, ნათიას შენც იცნობდი, შენც გყავს ფეისზე მეგობრებში და შენც იცი მისი გვარი! შენ ექიმს რომ ეძებდი ფეისზე, მაშინ არაფერი გითხრა გონებამ?!
- სანდროო, ჯერესერთი საბა ფეისბუქზე არ მყავს და ნათია რომ დავიმატე, არც ვიცოდი იმის შესახებ რომ ჩემი ექიმი გახდებოდა.
- მაგრამ მერე ხომ გაიგე?
- და რომ გავიგე, რა? შენ გგონია, ყოველდღე ნათიას პროფილს ვათვალიერებ? თანაც მარტო სახელი უწერია და თვალში საეჭვოდ არ მხვდებოდა.
- რაც არ უნდა იყოს, ამ მდგომარეობაში მაინც თავად ჩაიგდე თავი.
- არა, მეგობარმა ჩამაგდო, რომელსაც გონება აქვს, გამოსაცვლელი.
- და შენ თუ არ გაქვს გამოსაცვლელი, იმიტომაც დაგებადა ძმის შეყვარებულად გამოცხადების იდეა?!
- მაშინ, ასე იყო საჭირო.
- კარგი ერთი და მაინც რატომ?! ისე ელოდები, შენი ექიმის ეჭვიანობას, როგორც საქართველო ნატოში შესვლას.
- ღმერთო, ტაბურეტკაა.. ტაბურეტკა რომ მერე ის ტაბურეტკა ამას ჩავცხო თავში
- ვსო, მე ამ საქმეს, უკვე მაინც ჩამოვშორდი, ასე რომ წარმატებით გევლოს დაო.
- დაიცა.. - მაშინვე წარბები შეკრა- რას ქვია ჩამოშორდი?
- შენს ალანიას ვუთხარი, რაც იყო და როგორც იყო.
- რაქენიიიი?! - მექანიკურად გაუფართოვდა თვალები.
- აბა შენ რა გეგონა, რინოპლასტიკას ვგეგმავდით შიგნით?
- სანდრო..
- რა, სანდრო, რა. უკეთესი იდეა, გქონდა? გამოგვიჭირა, დავიწვით. რა გინდოდა, რომ მეთქვა ერთდროულად 2 გოგოს ვხვდებოდი - მეთქი? სულ ერთია, ნათია მაინც ეტყოდა შენზე, ჯობდა და ისევ მე მეთქვა და ვთქვი კიდეც
- ღმერთო.. - ძლივს ამოთქვა და მთელი ძალით დაარტყა მაგიდას ხელი.
- ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, კატს. ასე იყო და ასე იქნება სულ.
- წადი, ნერვებზე ვარ ისედაც - კარისკენ გაიშვირა თითი.
- ჯობია, რომ დაივიწყო საერთოდ. ვთქვი, უბრალოდ ხუმრობა იყო - მეთქი და ასეც იყო. დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ.
- წადი, სანდრო
- არ ინერვიულო, ოღონდ..
- წადიი
- დღეს, ყველა ჩემი გაგდების ხასიათზე როგორაა.. -თავისთვის ამოიჩურჩულა და მერე, ნელი ნაბიჯებით დატოვა სახლი.

***
მთელი საღამო, მეცადინეობაში გაატარა კატომ. უნდოდა, როგორმე სხვა რამეზე ეფიქრა, მაგრამ მაინც ვერაფრით იგდებდა დღევანდელს თავიდან.
ზუსტად იცოდა, ცხოვრებაში არ შერცხვენილა ასე. ელოდა, ელოდა და მაინც და მაინც იმ ადამიანის წინაშე შერცხვა, ვისთანაც ყველაზე ნაკლებად უნდა შერცხვენილიყო.
ღრმად ამოიოხრა და ნელა წამოდგა სავარძლიდან. ზოზინით აალაგა ირგვლივ მიმოფანტული წიგნები და რვეულები და პირდაპირ საწოლისკენ წავიდა.
'ზიზი' უკვე მოკალათებულიყო თავის ადგილას და უდარდელად ეძინა.
წამით გადაუსვა კატომ თავზე ხელი და მერე, ისიც გვერდით მიუწვა.
უკვე თვალების დახუჭვას აპირებდა, ესემესის ხმამ რომ შეაწყვეტინა ქმედება.
მაშინვე გადასწვდა ტუმბოზე დადებულ ტელეფონს და ნერვებმოშლილმა გახსნა. ბოლო წუთამდე ეგონა, რომ იქ სარეკლამო ესემესი დახვდებოდა, მაგრამ ნომერზე დაწერილი 'ალანია' რომ დაინახა, მაშინვე თვალები გაუფართოვდა და ისეთი სისწრაფით წამოჯდა, ზიზიც კი გააღვიძა.
ხელის კანკალით გახსნა ესემესი და ძლივს ჩაისუნთქა.
'გძინავს?'
ინსტიქტურად, მაშინვე საათს დახედა კატომ.
23:13 აჩვენებდა ტელეფონი.
ძლივს დაიმშვიდა თავი და ისევ ნელა დაწვა.
'არა' -სწრაფადვე დაუბრუნა პასუხი.
რამდენიმე წუთი, აღარფერი მოუწერია ალანიას. ლოდინისგან, კინაღამ გაგიჟდა გვიანიძე და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მერე ინანებდა, მაინც ისევ თვითონ მიწერა.
'მოხდა რამე?'
' ვფიქრობდი, თავად მოხვიდოდი დაწყებული საუბრის დასამთავრებლად'
რაო? - თავისთავს დაუსვა კითხვა და ოდნავ ჩაფიქრდა.
' სალაპარაკო არაფერია'
' კითხვა არ მინდოდა, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები, რატომ გამაცანი სანდრო შეყვარებულის სტატუსით. არა, რაღაც აზრი კი მაქვს, მაგრამ სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც დღეს მითხარი კაბინეტში'
ღრმად ამოიოხრა კატომ. თავიდან გაბრაზდა, შეტყობინებებით რომ დაიწყო ამაზე საუბარი. მაგრამ მერე მიხვდა, რომ უკეთესიც კი იყო, რომ პირისპირ არ ედგა და ემოციების დამალვაც აღარ უწევდა.
'ძალიან ბევრი ფიქრი დაიწყე ჩემზე' 'ინტერესში ჩამაგდე'
'ანუ, ესეც ჩემი ბრალია?'
კვლავ არ იყო პასუხი.
ხელები ისე გაეყინა კატოს, ლამის კანკალიც კი დაიწყო შუა ზაფხულში.
'ვიცი, რომ წაიკითხე. ნუ სარგებლობ იმით, რომ 'seen' არ ეწერება'. - ბევრი ფიქრის შემდეგ, ბოლოს მაინც გააგზავნა.
'მაგარი მეძინება და ვერ ვაზროვნებ, რა უნდა მოგწერო'
'თვით შენ?'
'მე ადამიანი არ ვარ? თუ გგონია რომ 24/7ზე ვმუშაობ?' სიცილის სმაილებით გამოუგზავნა ესემესი.
'სულ ერთია. მე გამომაფხიზლე და უფლება არ გაქვს, ახლა დაიძინო'
'ნეტავ როგორ აპირებ ხელის შეშლას'
სწრაფად გამოვიდა შეტყობინებებიდან და ამჯერად, კონტაქტებში მოიძია ალანიას ნომერი. ბევრი აღარ უფიქია, მაშინვე დარეკა და ხმამაღალზე დააყენა.
- წერა გეზარება? - ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა, წამიერად ინანა კიდეც დარეკვა, ჩემი სისულელეებისთვის როგორ ვაწუხებო. მაგრამ მერე ისიც გაახსენდა, რომ თვითონ არ მიუწერია პირველი და ოდნავ დაწყნარდა.
- მგონი, მართლა გეძინება.. -რაც შეეძლო გაინაზა ხმა.
- ვაა, გეგონა რო გატყუებდი დაჟე? - ოდნავ ჩაიცინა და კატომ, ისიც კი იგრძნო როგორ ამოისუნთქა.
- მე უსაქმურობისგან ვიღლები, შენ საქმისგან..
- რომელი ჯობია ნეტაა, კატოო..
- რა თქმა უნდა, შენი საქმე. უსაქმურობას, ყველაფერი ჯობია. -ყელზე დაიდო ტელეფონი და მძინარე ზიზის თავზე მოეფერა.
- ნეტა მომავალი ექიმი იყო, როგორ განანებდი მაგ სიტყვეებს..
- და რაიცი, რომ არ ვარ?
- ხარ? - ვითომ გაუკვირდასავით და სიცილი დაიწყო.
- არა, არ ვარ. - თვითონაც არ იცოდა, რატომ მოიტყუა.
- ეგრეც ვიცოდი.. შენ და ექიმი? ნწ, არა..
- ოჰო, ვითომ რატომ?
- მეძინება, კატოო.. -ოდნავ ჩაახველა.
- როცა პასუხის გაცემა არ გინდა, მაშინვე ძილის ნუ იმიზეზებ.
- არა, ხო იცი, ვერ ვიტყუები. გავწყდი დღეს..
- ხოო? მაშინ უარესს გისურვებ, ხვალისთვის.
- რაო, დემონმა გაიღვიძა შენში? -ისევ სიცილი დაიწყო.
- მთვრალი ხაარ? - მხოლოდ ახლა დაჰკრა თავში.
- არა, გოგო, რა მთვრალი ბოლოს როდის დავლიე არ მახსოვს. -ისევ სიცილი.
- ვაიმეე, საბაა..
- რა?
- წადი რა, წყალი შეისხი სახეზე.
- მერე, მიშვებ?
- გიშვებ, გიშვებ, წადი. სადმე არ დაეცე ოღონდ, მეც არ გამიკვირდა რანაირად მელაპარაკება - მეთქიი, ვაახ?!
- შენ თავს ელაპარაკები?
- შენ კიდე აქ ხარ?
- აბა, ხო არ დაგტოვებდი.
- ძალიან სასაცილოა. ისიც ხომ არ ვითამაშოთ, რომელმა გათიშოს პირველი?
- რავიცი
- მე ვიცი - სწრაფად დააჭირა წითელ ღილაკს ხელი და კმაყოფილმა გადადო ტელეფონი გვერდით.
- ბოლოს სიტყვა, ვერ მოგართვი!

***
დილის მზის სხივებმა, ნაზად გაღვიძების ნაცვლად, პირდაპირ თვალებში დააჭირა კატოს და მალე, ისე გაუხურდა სახე, ჯერ სიზმარში შეაღწია და მერე, რეალობაშიც დააბრუნა.
ბუზღუნით წამოჯდა და ზუსტად იმ წამს, როცა ბალიშის შემობრუნებას აპირებდა, კაკუნიც გაისმა კარზე.
- რა არ გაძინებთ! - იძულებით წამოდგა და ხალათი მოძებნა.
ჯერ კიდევ, ძლიბურანში იყო, კარებს რომ მიუახლოვდა და აზრად არ მოსვლია, გაღებამდე გახედვა. პირდაპირ სახელურს დასწვდა და ბრწყინვალე სიურპრიზიც დახვდა გარეთ.
- მოვედ.. - საგანგებოდ მომზადებული სიტყვა, შუაზე გაუწყდათ ეკას და თაზოს, დიდი ხნის მონატრებული შვილის, ასეთ მდგომარეობაში დანახვისას.
- შვილო, ეს რა გჭირს სახეზე?! - ერთი ისეთი შეჰკივლა ეკამ, თავიდან კატოსაც კი შეეშინდა და აზრზე ვერ მოვიდა რას გულისხმობდა.
- დედა.. მამა..
- რაქენი გოგო, ნორმალური ხარ შენ?! პლასტიკა გაიკეთე?! - ეკას დაასწრო თაზომ შიგნით შესვლა და მაშინვე ჩალურჯებულ სახეზე დააკვირდა.
- კარგი, მამა. მშვიდად, კარგად ვარ, ყველაფერმა ჩაიარა.
- რატომ არაფერი გვითხარიი?! -ახლა ეკაც შევიდა და ხელით დაინიავა - შენ უნდა მომკლა მე! შენ უნდა გადამიყოლო, რით არ გეყო, ამ მოკლე დროში ამდენი ოპერაცია!
- კარგი, დედა, რამოხდა. ახლა ამბავი იყო, ძგიდე რომ გასაკეთებელი მქონდა? ან კეხი?
- ვინ გეუბნება, არ გქონდაო. ძაღლად ჩაგეგდეთ, გეთქვა!
- ჩვენზე გადაბიჯება, უკვე ზედმეტი იყო. -თავისთვის დაიწყო ლაპარაკი თაზომ და ბარგის შიგნით შემოზიდვას შეუდგა.
- როგორც არ უნდა გაიზარდო, ჩვენ, მაინც შენი მშობლები ვართ, ასე გვცემ პატივს?!
- კარგით, რა. გაღვიძება მაინც მაცადეთ და საერთოდ, ეგრე თუა თქვენ რატომ არ გამაფრთხილეთ რომ მოდიოდით?
- ეგ ერთი და იგივეა?! -თავზე შემოიჭდო ხელები ეკამ და გაცეცხლებული გავარდა მისაღებში.
- ახლავე, ნაბიჯით იარ. - საჩვენებელი თითით მიუთითა მისაღებისკენ თაზომ- შენი მარტო დატოვება არ იქნება.
- მამაა.. -უკმაყოფილოდ დაემანჭა სახე.
- ნუ ოხრავ!

***
იმის მიუხედავად, რომ იცოდა გაბრაზდებოდნენ, ასეთ მძაფრ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა. მთელი ლექცია წაუკითხეს, ხან ბრაზი, ხან დარიგება, ერთი სიტყვით მთელი მესამე მსოფლიო ომი იყო. მაგრამ რა შედეგი? ბოლოს, მაინც იძულებით შეეგუენ და თავი დაანებეს.
დროს, უკან მაინც ვერ დააბრუნებდნენ.
ამჯერად, ოპერაციის დეტალების გამოკითხვა დაუწყო ეკამ. ვისთან, სად, როდის, როგორ. ძალიან ეზედმეტებოდა ამის მოყოლა კატოს, მაგრამ სხვა გზა ფაქტიურად არ ჰქონდა.
ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა ყველაფერს და ვახოც რომ ახსენა, შედარებით დაწყნარდა თაზოც.
ბოლოს როგორც იქნა ეღირსა, 'დაკითხვის ოთახიდან' გამოსვლა და ქანც გაწყვეტილი, უკვე შუადღეს შებრუნდა ოთახში.

***
სწრაფად გაირბინა დღეებმა.
ყველაზე ნაკლებად, ახლა ამ დღეების ნელა გასვლა უნდოდა გვიანიძეს, მაგრამ რაც არ უნდა ექნა, ტამპონების ამოღებას მაინც ვერ გაექცეოდა.
ბევრი ეხვეწა ეკა, მეც წამოგყვებიო, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა შვილი.
მარტო დავიწყე და მარტო უნდა მივიყვანო ბოლომდეო, იმეორებდა - თუმცა რეალურად, ამის მიზეზი ეს სულაც არ იყო.
მშვენივრად იცოდა, იქ პატარა ბავშვივით რომ შეეშინდებოდა და ნამდვილად არ უნდოდა, ეს ეკას ენახა.
ძლივს გაბედა, საავადმყოფოში ფეხის შედგმა და ისეთი ნელი ნაბიჯებით წავიდა, როგორც არასდროს.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ალანიას კართან, არავინ იყო.
ირგვლივ, სამარისებული სიჩუმე სუფევდა. კიდევ ერთხელ დახედა საათს და რომ დარწმუნდა, ზუსტ დროს მოვედიო, გაუბედავად დააკაკუნა კარზე და ნელა შეაღო.
- ქალბატონო კატო, მობრძანდით - მაშინვე შეეგება მაკა და ოდნავ გაუღიმა.
- სალამი - თვითონაც ნაძალადევი ღიმილით უპასუხა.
- ექიმს, პაციენტი ჰყავს. სულ 2 წუთი რომ დაგველოდოთ.
- კი, არ არის პრობლემა - შვებით ამოისუნთქა- გარეთ.. - გავალო უნდოდა ეთქვა, თუმცა ზუსტად იმ წამს გამოვიდა 'მეორე ოთახიდან' ალანია.
- კატო, გამარჯობა. - ზედმეტად ოფიციალურიც კი იყო.
- გამარჯობა.. - დაბალ ხმაზე ამოიჩურჩულა.
- იყავი, გასვლა არ არის საჭირო. თითქმის მოვრჩით.
- ა, კარგი - ნაძალადევად მიეყრდნო კედელს.
ზუსტად იმ წამს გამოვიდა ოთახიდან დაბალი, სუსტი აღნაგობის გოგო. ეტყობოდა, ბოლო კონსულტაცია რომ იყო. საერთოდ არაფერი აღარ ჰქონდა ცხვირზე, ჩალურჯებებიც კი.
აღტაცებული ათვალიერებდა ტელეფონის კამერაში საკუთარ თავს და თან, ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
- ექიმო, სასწაული ხართ - გეფიცებით. ჩემი ოცნება აასრულეთ, ზუსტად ისეთია, როგორიც სულ მინდოდა.
- მიხარია. - თვითონაც ოდნავ გაუღიმა და ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა.
- შენი მოდელირება აქ არის, მაკაა მერე ამოიღე რა ესეც.
- დიახ, ექიმო.
- მოდი, ნახე.
მაშინვე მისი მაგიდისკენ გაიქცა გოგო.
- ნუთუ ასეთი ცხვირი მქონდა. -სიცილი დაიწყო.
- უკვე დაგავიწყდა, ხო?
- ექიმოო..
- კატო, მოდი შენც ნახე - წამიერად ამოხედა, ეიფორიაში მყოფ გვიანიძეს.
ნეტა რაში მაინტერესებსო, ერთი კი გაიფიქრა მაგრამ მაინც დაიძრა მისკენ.
ოდნავ გაეცალა ალანია და კატომაც, მისი ადგილი დაიკავა.
თავიდან იფიქრა, ხუმრობააო და ინსტიქტურად გაექცა თვალი, მის გვერდით მდგარი გოგოს ცხვირზე.
სრულიად სხვა იყო.
ზომა, ფორმა, ცხვირის წვერი, კეხზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
- მართლა საუკეთესო ექიმის ხელში ხართ.. -ამჯერად კატოს მიუბრუნდა გოგო. - მე მაგალითად, ვერასდროს დავიჯერებდი, რომ როდესმე ამ შედეგს მივიღებდი.
- მაგარია.. -ოდნავ ამოიჩურჩულა.
- ექიმო, ეს ფოტო მინდა რა..
- მაკა გამოგიგზავნის, აუცილებლად.
- კარგით, მაშიმ წავედი ხო?
- თუ რამე პრობლემა იქნება, ჩემი ნომერი გაქვს.
საშინლად გააღიზიანა ბოლო სიტყვებმა კატო. 'ჩემი ნომერი გაქვს' კარგი ერთი, ნეტავ რაღად უნდა, ყველაფერი დამთავრებულია უკვეო - გაიფიქრა, თუმცა ყველანაირად ეცადა არ შემჩნეოდა.
- დროებით. წარმატებები.. - ახლა კატოს გაუღიმა გოგომ.
ჩაფიქრებული მზერა გააყოლა გვიანიძემ, თუმცა საპასუხოდ არაფერი უთქვამს.
რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენია, კატოს ამგვარი ქმედება ალანიას. სულ ოდნავ ჩაიღიმა და მერე, სწრაფადვე დასერიოზულდა.
- წამოდი. - თვალით ანიშნა და თვითონ პირველი გაემართა, 'საძულველი ოთახისკენ' რომელსაც, თვით გვიანიძემ შეურჩია ეს სახელი. ოღონდ, რაღა თქმა უნდა არავისთვის უთქვამს.
შიგნით, კიდევ ერთი ექთანი დახვდათ და მაშინვე თვალები დაქაჩა კატომ. მაკას, როგორღაც შეჩვეული იყო, მაგრამ ეს საიდანღა გაჩნა, ვერაფრით გაიგო.
- თიკო, ხელთათმანები მომიტანე.
- ახლავე, ექიმო.
- დაწექი, რას უყურებ - ახლა კატოს მოუბრუნდა და საწოლზე ანიშნა.
- ეს გოგო, საიდან მოიყვანე? მაკა საკმარისი არ არის?
გაოცებული მზერით გამოხედა ალანიამ.
- ჩემი დამხმარეა, რას ქვია საიდან მოვიყვანე.
- და მე, რატომ არ ვიცნობ?
- და რატომ უნდა იცნობდე?
უკმაყოფილოდ ამოიოხრა გვიანიძემ და საწოლზე მოკალათდა.
არაფრით უნდოდა დაწოლა, ამიტომ უბრალოდ ფეხი ფეხზე გადაიდო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, იატაკზე დაიწყო ფიგურების ხაზვა.
- რას აკეთებ? - სკამი გვერდით გასწია ალანიამ.
- არ მინდა, დაწოლა.
- კაი ერთი, მე კიდე სიგიჟემდე მინდა, შენს მერე 12 პაციენტის გასინჯვა.
- საბა..
- ბატონო.
- ახლა, მართლა მეშინია - ხმადაბლა ამოიჩურჩულა და ახლად შემოსულ ექთანს გახედა.
სწრაფად გამოართვა ხელთათმანები ალანიამ და თვალით მიუთითა, მაგიდაზე გაშლილი, კატოსთვის გაურკვეველი 'ხელსაწყოებისკენ'
- ხო მენდობი? -რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა და თავადაც ჩუმად უჩურჩულა.
- კი, მაგრამ ეს შიშს არ აქრობს.
- არაფერი განსაკუთრებული, შეგიძლია თვალები დახუჭო.
- ნწ, მირჩევნია შენს თვალებს ვუყურო.
ოდნავ ჩაიღიმა ალანიამ.
- კაი, არ არის პრობლემა.
- შენთვის, არაფერი არ არის პრობლემა ქვეყნის თავზე - ხელი აიქნია და იძულებით გადაწვა საწოლზე.
- მაკაა..
- დიახ, ექიმო.
- მოდი, ერთ წუთს.
მაშინვე მიუახლოვდა მაკა.
- თავი დაუჭირე.
- კიდე რა გინდა?! -მაშინვე გააპროტესტა გვიანიძემ - არ გავინძრევი, საჭირო არ არის.
- კატო. -მკაცრად წარმოთქვა.
- არა, საბა. - ასევე მკაცრად დაუბრუნა პასუხი.
გაოცებული მზერით გადახედეს ექთნებმა ერთმანეთს.
- ნერვებს ნუ მიშლი. აქ, შენს დაკრულზე არავინ არ გაივლის და მგონი, მე უკეთ ვიცი როგორ ჯობია.
- ა რ ა ! - ახლა დამრცვლით წარმოთქვა და ისევ წამოჯდა. - საერთოდ, გადით რაა - ახლა ექთნებს მიუბრუნდა. - ვაფშე არ მსიამოვნებს, თავზე რომ მადგხარათ.
- გავიდეთ, ექიმო?
- არა, რა უნდა გახვიდეთ. კატო, დაწექი ახლავე. უკვე ძალიან აუტანელია შენი ქცევები. თუ არ გინდა, რომ მკაცრი გავხდე, ის გააკეთე რასაც გეუბნები.
- ოფ, შემეშინდა.
- კატო! - ტონს, ისე მოულოდნელად აუწია, ინსტიქტურად შეხტა გვიანიძე.
- არა, საბა. ან გავიდნონ, ან მე წავალ.
- და თუ წახვალ ვის დააკლებ? მგონი შენ გაქვს ტამპონები ცხვირში და არა მე.
- გავიდნონ! - თვითონაც აუწია ტონს და თვალები დაუქაჩა.
- ნუ მიყვირი, საერთოდ გაგდებ ახლა!
- ეს შენ ნუ მიყვირი და ჩემს უფლებებს ნუ არღვევ.
ღრმად ამოიოხრა ალანიამ და ექთნებს გადახედა.
- გავალთ, ექიმო ჩვენ..მაშინ..
- გადით მერე, რაღას უყურებთ. - ისევ ჩაეჭრა კატო.
- ექიმო..
- ბატონო.
- რა ვქნათ?
- უთხარი, ჰა. ხო ხედავ, შენ გელოდებიან.
ოდნავ დაუქნია თავი ალანიამ და კარისკენ ანიშნა. მაშინვე გავიდნენ ექთნები და გამარჯვებულმა გვიანიძემ, მხრებს უკან გადაიყარა თმა.
- შეგძლებია.. -ღიმილით ჩაუკრა თვალი.
- მომისმინე.. -ისე მიუახლოვდა, წამით სუნთქვაც კი შეეკრა კატოს - გავიდნენ, მაგრამ იმიტომ არა, რომ შენი მეშინია ან უარს ვერ გეუბნები. იმიტომ გავიდნენ, რომ დაინახო როგორ გართულდება მათ გარეშე ყველაფერი.
უცნაურად გააჟრჟოლა კატოს, თუმცა ყველანაირად შეეცადა, არაფერი შემჩნეოდა.
- დაწექი, ახლა.
- იცოდე, თუ ძალით მატკენ - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია, თუმცა დაბოლოვება ვეღარაც მოასწრო, ისე სწრაფად ჩასჭიდა მაჯაში ხელი ალანიამ და მერე, ნელა შეაცურა მის თითებში თავისი.
გაოცებულმა გადაიტანა ხელზე მზერა კატომ, თუმცა გაკვირვებაც ვერ მოასწრო, ისევე სწრაფად დააშვებინა დაბლა და თითებიც მოაშორა.
- დაწექი. - კიდევ ერთხელ გაუმეორა, თუმცა ამჯერ ეჭვიც არ შეჰპარვია იმაში, რომ შეასრულებდა და რა თქმა უნდა, ასეც მოხდა.
თითქოს, რაღაც დაჰიპნოზების მსგავსი დემართა გვიანიძეს.
ჯერ კიდევ გაყინული ჰქონდა ის ხელი, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ შეეხო ალანია.
- არ მატკენ, ხო? -კიდევ ერთხელ, საწყლად ამოხედა.
არაფერი უპასუხია ალანიას.
- საბა.. გთხოვ, რა. ასეთი, ნუ ხარ.
- როგორი?
- მაშინებ..
- აბა, შენი არ მეშინიაო? - ოდნავ გადააწევინა თავი და კატომაც, ნაძალადევად მიხუჭა თვალები.
- საბა..
- პირი გააღე
- ნწ, არ შემიძლია - სწრაფად გაახილა თვალები და ნათურიდან მომავალ სინათლისგან თავის დასაცავად, ხელი აიფარა.
- და ან ძმა გყავს ? - ისე მოულოდნელად ჰკითხა, ვერაფრით გაიგო, ახლა ეს რა შუაში იყო.
- არა.
- კაია.
- რატო? სულ მინდოდა, რომ მყოლოდა.
- თან პირი გააღე და გეტყვი.
ახლა კი მიხვდა, რასაც ცდილობდა, თუმცა არ გაუპროტესტებია და ნაძალადევად მაინც გააღო.
- ვერ წარმოიდგენ, როგორ მიშლის ნათია ნერვებს. - თან, ნელ-ნელა ამოღება დაიწყო - ძალიან ბევრი, უაზრო სურვილი აქვს, რომელიც უნდა უსრულო, უსრულო და არაფრით არ მთავრდება. - უკვე რომ უნდა ამოეღო, მაინც და მაინც მაშინ აუკრა ხელი კატომ და ხველება დაიწყო.
- რას აკეთეეებ?! - იატაკზე მიმოფანტულ 'ხელსაწყოებს' უკმაყოფილო მზერით გადახედა და მხოლოდ ახლა დაჰკრა თავში, კატოს გაუთავებელი ხველების მიზეზმა.
- ჯანდაბა.. დაწექი, დაწექი - თითქმის ძალით დააწვინა ისევ და თავი გადააწევინა - კარგი, ნუ გეშინია, ახლავე, დაწყნარდი -სწრაფად მოიმარჯვა ყველაფერი თავიდან და ამჯერად, ზედმეტი პროტესტის გარეშე, წამებში ამუღო ჯერ ერთი და შემდეგ მეორე ტამპონიც. -ძალიანაც რომ სდომებოდა, წინააღმდეგობის ძალა აღარც ჰქონდა გვიანიძეს. მშვენივრად იაზრებდა, რომ ძალიან ცუდ დროს აუკრა ხელი და თვითონვე ჩაიგდო თავი ამ დღეში.
უკვე, ყველაფერი დამთავრებული იყო, მაგრამ მაინც, შიშისგან კანკალებდა და ჯერაც ვერ იაზრებდა, მოქმედების რა სტადიაზე იყვნენ.
- საბა.. - ვეღარაფრით შეიკავა თავი და ტირილი დაიწყო.
- მორჩა, ვსო.. ყველაფერი დამთავრდა-სასწრაფოდ მოიშორა ხელთათმანი და ხელი ჩასჭიდა. - კარგი, ნუ გეშინია. დავამთავრეთ, ვსო, აღარაფერია.
- მატყუებ..
- არ გატყუებ, ამოვიღე. არაფერი აღარ გაქვს, მართლა.
ნელა ააფახულა თვალები და ცრემლები მოიწმინდა.
- კაი, რა. რა გატირებს ყველაფერზე.. - რომ მიხვდა, ოდნავ დაწყნარდა, თავადაც შვებით ამოისუნთქა.
- ხომ მითხარი, არ გატკენო.. - ისევ მას დააბრალა და ნელა წამოჯდა.
- შენი ბრალი იყო. ექთნები რომ არ გაგეგდო, დაგიჭერდნენ და ხელს ვერ ამიკრავდი.
ღრმად ამოიოხრა და მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ უკვე ცხვირით თავისუფლად სუნთქავდა.
- ვაიმე, ვსუნთქავ. - აღტაცებულმა დაიყვირა - რამაგარიაა, აუ რამაგარია, ღმერთო. -სწრაფად წამოხტა და ისე მოულოდნელად გადაეხვია, გააზრებაც ვერ მოასწრო ალანიამ.
- სასწაულია, პირდაპირ.
ოდნავ ჩაიღიმა და თვითონაც მოხვია ხელები.
- მიხარია, თუ კარგად ხარ.
- ის წუთები როგორ უნდა ამოვიგდო თავიდან, არვიცი - ფრთხილად მოშორდა და ნელა მიიდო თაბაშირზე ხელი.
- ჩაიარა, აღარ იფიქრო.
- და სახე? აღარ შემიძლია, ჩემს თავს ასე მახინჯს ვერ ვეგუები.
- მახინჯი არ ხარ, ჩვეულებრივი მოვლენაა.
- და როდის გავა, ეგ ჩვეულებრივი მოვლენა?
- არვიცი, ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია.
- ანუ, თავისუფალი ვარ? - მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა.
- მეშვიდე დღეს, ნაკერებს მოგხსნი. მეათე დღეს, თაბაშირს. გარე ფიქსატორზე იცი.
- სულ ესაა? - საძულველი წუთები რომ გამოიარა, ახლა ისევ თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას შეუდგა.
- ხო, რამე გამომარჩა? - ხელთათმანები ნაგვის ყუთში ჩაყარა და ისევ მაგიდას მიუბრუნდა.
- ნაკერების მოხსნამდე, ვერ გნახავ?
წამიერი გაკვირვება აღებეჭდა სახეზე ალანიას.
- გინდა, რომ მნახო?
- შენ არ გინდა?
- ვერ ვგებულობ, რას მეუბნები. -მართლა დაიბნა.
- კაი, დაიკიდ'ე - ხელი ჩაიქნია. - წავედი, მოკლედ.
- კატო..
- ჰო. - სწრაფად შემობრუნდა.
- თუუ.. მოყოლას გადაწყვეტ. იცი, რასაც ვგულისხმობ.
- არა, არვიცი - ვითომ არ იცოდა.
ოდნავ ჩაიღიმა ალანიამ.
- მოკლედ, თუ სიმართლის თქმას გადაწყვეტ, ჩემი ნომერი გაქვს. თუ არ გადაწყვეტ, არც მაგას დაგაძალებ. ჩავთვალოთ, რომ შენი მორიგი ხუმრობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო.
- იყო..
- არ იყო, არა. - ისეთი მზერით შეხედა, ვეღარ გააგრძელა უარყოფა გვიანიძემ.
- რომ გთხოვო, დაივიწყებ? მართლა ძალიან მრცხვენია, დაჟე იმისაც, რაც ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ გებოდიალე.
- არ გახსოვს და მაინც..
- ჰო, მაგრამ რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს და მაწუხებს. შესაძლოა, ისეთი არც არაფერი იყო, მაგრამ მე ხომ არ ვიცი..
- დაივიწყე.
- რომ ვერ ვივიწყებ, ეგაა საქმე.
- ანუ, გინდა რომ იცოდე?
- ნწ, თან აღარც. შენგან ამის მოსმენა ადვილი არ იქნება.
- მეც ასე ვფიქრობ.
- ჰომ - ოდნავ დაუქნია თავი. - მადლობა..
- რისთვის?
- ვიცი, რომ არ გინდოდა მტკენოდა. ეჭვი არ შემპარვია, არასდროს. ვითომ გამკაცრდი, დამემუქრესავით, მაგრამ მაინვ ვიცოდი, რომ მაინც არ მატკენდი. - ოდნავ გაუღიმა-
უსაზღვროდ გენდობი და მადლობა იმისთვის, რომ ჩემი იმედები არასდროს გაგიცრუებია..
- მე ამას, ყველასთვის ვაკეთებ, კატო. მადლობის თქმა, საჭირო არ.. - არისო, უნდოდა ეთქვა, თუმცა ვინ დააცადა. წამში დაფარა, მათ შორის არსებული მანძილი გვიანიძემ და ლოყაზე, ნაზად შეახო ტუჩები.
- რას აკეთებ?
ოდნავ აიჩეჩა მხრები კატომ.
- უბრალოდ კატოსგან მიიღე და არა პაციენტისგან.-წამით გაუღიმა და სანამ პასუხს მოისმენდა, იქამდე გაიქცა კაბინეტიდან.

***
მთელი დღე, ვერაფრით ამოიგდო თავიდან კატოზე ფიქრები. ყველანაირად ცდილობდა, მხოლოდ საქმეზე მოეხდინა კონცენტრაცია, თუმცა თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა თუ არა, ისევ იმ მომენტში აბრუნებდა გონება.
მაინც რა იყო ეს კოცნა, ან, რისთვის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დანარჩენი პაციენტისაგან განსხვავებით, მართლა გრძნობდა რაღაც განსხვავებულს მის მიმართ, ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ეს გარედან არ ემჩნეოდა.
ერთი ის საღამო იყო, როცა იმდენად იყო გათიშული, თავს ვერ აკონტროლებდა და რა ელაპარაკა ტელეფონზე, ნახევარი არც ახსოვდა ნორმალურად, მაგრამ მხოლოდ ამას შეეძლო თუ არა, კატოს სიმპათიების გაზრდაც (რაშიც ეჭვი არ ეპარებოდა) ნამდვილად არ იცოდა.
ლოგიკურად, ასე ვერ იქნებოდა. თუ მის საუბარს გაიხსენებდა ნარკოზიდან გამოსვლის დროს, რასაც სანდროს შეყვარებულის სტატუსით გამოცხადებაც ერთვოდა თან, ყველაფერი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესო აქ მაინც ის იყო, რომ ამას ადრეც ხვდებოდა, მაგრამ ადრე ასეთი 'რაღაცნაირი' გრძნობა არ ჰქონდა.
ან იქნებ, ეს რაღაცნაირი გრძნობა, რაც სულ უფრო და უფრო მეტს აფიქრებდა, იმ კოცნით იყო გამოწვეული?
იქნებ, მხოლოდ ახლა იწყებოდა ამ ფიქრების გაღვივების პროცესი?
ასე თუ იყო, შარშიც იყო, რადგან უკვე ძალიან უჭირდა კონცენტრაცია და სულ უფრო და უფრო მეტად უნდოდა, კატოსთან საუბარი. რატომ? ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა. უბრალოდ, უნდოდა, დამჯდარიყვნენ და ყველაფერი, მიმდევრობით გაერკვიათ. იქნებ, მაშინ მაინც მოეშორებინა ეს 'დახლართულობა' ცხოვრებიდან და როგორღაც უფრო მკაფიოდ დაენახა ყველაფერი.

***
სახლში რომ მივიდა, უკვე ძალიან გვიანი იყო. არც ეგონა, თუ ვინმეს ეღვიძა და იფიქრა, ჩუმად შევალო - თუმცა სამზარეულოდან ხმაური მოესმა და მიმართულება შეცვალა.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს და ასევე უხმაუროდ შეაღო.
ბოლო წუთამდე ეგონა, რომ იქ, მანანას მეტს ვერავის ნახავდა, მაგრამ ნათია რომ შერჩა ხელში, მექანიკურად გაუფართოვდა თვალები.
- ვა, შენ აქ საიდან? - ვითომ გაკვირვება გამოხატა ნათიამ და ყავა ჩაასხა ჭიქაში.
- პირიქით, შენ თვითონ საიდან.
- რა იყო, არ შეიძლება რომ მეღვიძოს?-უკმაყოფილოდ დაემანჭა სახე. სკამი გამოსწია და სანამ დაჯდებოდა, ერთხელ კიდევ შეათვალიერა კედელს მიყრდნობილი ძმა.
- გინდა, შენც გაგიკეთო? - ყავაზე მიუთითა.
- არა - ნელა ამოისუნთქა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
ოდნავ აიჩეჩა მხრები ნათიამ.
- რა ქენი, სანდროსთან? - მაინც ვეღარ მოითმინა და ყოველგვარი შემოვლის გარეშე, პირდაპირ ჰკითხა.
- დავშორდით - ვითომც არაფერიო, ისე თქვა და ყავა მოსვა.
- და ასე მშვიდად ხარ?
- რა გინდა აბა, ტირილით გავსკდე?
- არა, მაგრამ.. შენი რეაქცია ნორმალური არ არის. ცოტას მაინც განიცდიდა ადამიანი.
- ცოტა განვიცადე, საბ..რა თქმა უნდა. რაც არ უნდა იყოს, ამდენი ხანი ვიყავით ერთად. მაგრამ ბოლო პერიოდში მეც ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ისე კარგად აღარ იყო. თითქოს, მეგობრობა უფრო კარგად გამოგვდიოდა..
ნუ მოკლედ, გული დამწყდა მაინც.. მაგრამ შენც გეგონება სულ აქ რჩები და ყოველდღე მხედავ. ისე იყავი შენს საქმეებში ჩართული, რომ გაგახსენდი, უკვე ყველაფერი დამთავრებულია, ხედავ?
ღრმად ამოიოხრა ალანიამ.
- კაი, მაპატიე.
- საპატიებელი არაფერია. თანაც.. - თითები აათამაშა მაგიდაზე - ახალი 'ქრაში' მყავს..
- ნათიააა
- 'ქრაში' რა იყო, შეყვარებული ხო არ არის..
- არ გინდა, რომ ცოტა სწავლაზეც იფიქრო? აბიტურიენტი ხარ, ბოლოს და ბოლოს.
- დაიკიდ'ე მაინც ჩავაბარებ. გრანტი ვის რად უნდა.
უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
- შენგან, ექიმი არ გამოვა.
- ნუ მწყევლი.
- არ გწყევლი, სიმართლეა. არ ხარ ის ადამიანი, ვისაც ამდენი წელი, ნებისყოფა ეყოფა სწავლისთვის.
- შენ თუ გეყო, მეც მეყოფა. ნაკლები, რითი ვარ, რო?
კიდევ უნდოდა, რაღაც ეპასუხა, თუმცა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა ქმედება. მაშინვე ორმაგად გაუფართოვდა თვალები ნათიას და მაგიდაზე გადაიხარა, რომ როგორმე სახელი ამოეკითხა და გამოუვიდა კიდეც.
- რას აკეთებ?
- კატო ვინ არის? - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
- შენი საქმე, არაა. - სწრაფად წამოდგა
- საბა, საბაა.. - მკლავში ჩაავლო ხელი- ეს, ჩემი კატო ხო არაა? გვიანიძე.
- შენი კატო, რა უბედურებაა.
- მეგობრები ვართ, მაინტერესეებს. რა იყოო - უცებ შეკრა წარბები.
- ხო, ეგაა. გამიშვი, გათიშავს უკვე - გაკავებულ ხელზე დახედა.
- დაიცა, ისიც მითხარი შენ რატომ გირეკავს?
- რატომ უნდა მირეკავდეს, ჩემი პაციენტია.
- და მაშინ პაციენტი რატომ არ გიწერია ნომერზე?
- ნათია, შემეშვი უკვე. ვერ გავიგე, ანგარიში რატომ უნდა გაბარო - ძალით გაინთავისუფლა ხელი და სწრაფად გავიდა აივანზე.
უკვე გათიშვას აპირებდა კატო, თუმცა ბოლო წამს მოასწრო პასუხი ალანიამ.
- ბატონო. - თან სამზარეულოში მყოფ დას გახედა.
- ამდენი ხანი ფიქრობდი, გეპასუხა თუ არა?
- არა, უბრალოდ ნათიას ველაპარაკებოდი.
- კაი, ვითომ მჯერა - ეშმაკურად ჩაიცინა.
- მე არასდროს ვიტყუები, კატო.
- ეგრე არ არის. როგორც არ უნდა ეცადო, პატარა ტყუილს მაინც იტყვი.
- ამაზე ჩხუბს, არ ვაპირებ. მოხდა რამე?
- ხო.. ანუ, არა. უბრალოდ, ხომ მითხარი, თუ ლაპარაკს გადაწყვეტ, დამირეკეო.
- მერე?
- მერე, გადავწყვიტე. მოგიყვები ყველაფერს. ხვალ შევხვდეთ?
- არვიცი, ექვსამდე ვმუშაობ.
- პრობლემა არ არის, შვიდზე სადმე კაფეში. ნუ, მისამართს მოგწერ.
- კაი..
- ძილინებისა.
- შენც.
***
რეალურად, არც არაფრის მოყოლას არ აპირებდა, მაგრამ სხვა მიზეზი მართლა ვერ მოიფიქრა.
არადა, ძალიან უნდოდა რომ ენახა.
აზრზე არ იყო, რით უნდა გადაეკეთებინა სათქმელი, თუმცა ეს რთული დავალება მთლიანად გონებას დააკისრა და იმაშიც გააფრთხილა, რომ ახლა კი არა, როცა საჭირო გახდებოდა, თვითონ ეტყოდა, რომ მუშაობა დაეწყო.
მთელი დღე, ფრჩხილის ლაქის ფერის არჩევაში გაატარა.
ვერაფერს ეუბნებოდა ეკა, ნაოპერაციებია და დასვენება სჭირდებაო და რაღა დარჩენოდა იმის მეტი, რომ ხელი შეეწყო.
ერთი კი ჰკითხა, მაინც რა არის ასეთი სასწრაფო, ამ მდგომარეობაში რომ გადიხარ სახლიდანო, თუმცა აბა.. კატო, რამეს ეტყოდა?
ჩემი პრობლემებიც მყოფნისო, გაიძახოდა. მართალია, შეშუპება უკვე დამცხრალი იყო, თუმცა მაინც ვერაფრით ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ სახე ისევ ძალიან ჰქონდა ჩალურჯებული.
მაკიაჟიც კი არაფერს უშველიდა, ძალიანაც რომ მოენდომებინა - თუმცა ისედაც თვითონვე ერიდებოდა, რეაბილიტაციის პერიოდში მაკიაჟს.
განსაკუთრებულად არ გამოწყობილა. მხოლოდ ვარდისფერი კაბა ჩაიცვა, მთელი ზაფხულის განმავლობაში პირველად და იმავე ფერის მაღლებიც შეუხამა.
თმას, გზაში გავიკეთებო, გაიფიქრა - თუმცა რომ გაიშალა, მიხვდა რომ არც არაფერი სჭირდებოდა და გაშლილი დატოვა.
მისაღებში გამოსული, ინტერესით შეათვალიერა თაზომ, თუმცა სანამ რამეს ჰკითხავდა, მანამდე უპასუხა, სანდროსთან ერთად მივდივარ პარკში, განსაკუთრებული არაფერიო.
აბა, ვის სჯეროდა ახლა ამის? მაგრამ ზედმეტი აღარაფერი უკითხავთ, ისე გააცილეს შვილი.
*
შვიდი ხდებოდა, კაფეში რომ შევიდა კატო, თუმცა რატომღაც არც გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ პირველი თვითონ მოვიდა.
სწრაფად დაიკავა ადგილი, სასურველ მაგიდასთან და ჩანთაში ტუჩსაცხს დაუწყო ძებნა.
მაინც ვერ ხვდებოდა, როგორ დაავიწყდა სახლიდან გამოსვლამდე. ამის გაკეთება, ხომ მაინც შეეძლო.
ნერვებმოშლილმა გახსნა ტელეფონის კამერა და ახლა შეუდგა საქმეს, თუმცა ნორმალურად არც ჰქონდა წასმული, ზუსტად მაშინ შემოვიდა ალანია და კატოც, იძულებით დაჯერდა იმას, რისი გაკეთებაც მოასწრო. სასწრაფოდ შეინახა ჩანთაში და ფეხზე ადგომაც მოასწრო.
- გამარჯობა
- გამარჯობა - მხრებს უკან გადაიყარა თმა და ოდნავ მიუახლოვდა. ამჯერად, სწრაფადვე მიხვდა ალანია, რისთვისაც იყო ეს სიახლოვე და თვითონაც 'ვითომ' გადაკოცნა. თუმცა, მხოლოდ მისი ტუჩები იგრძნო ლოყაზე.
- უი, გაგალამაზე, მგონი - როგორც კი მოშორდა, ოდნავ გაუღიმა კატომ და თითებით მოაშორა ტუჩსაცხის კვალი.
არაფერი უთქვამს, ალანიას. მხოლოდ წამით შეათვალიერა და მერე, მაგიდას მიუჯდა. სასწრაფოდ იგივე გაიმეორა კატომაც.
- გისმენ.
- უკვე? -მიხვდა, რომ ძალიან ზედმეტი იყო, ეს კითხვა თუმცა, პირზე ხელის აფარებამ ვეღარ უშველა.
- რავიცი, რას ველოდოთ აბა.
- არვიცი, იქნებ, რამე დაგველია..
- ბევრი დრო არ მაქვს, კატო. - მაჯაზე არსებულ საათს დახედა. - ხვალ ოპერაციები მაქვს და კიდევ კარგად უნდა შევისწავლო ყველა პაციენტის მდგომარეობა.
- მიზეზები.. -უნდოდა, ჩუმად ეთქვა თუმცა არ გამოუვიდა.
- მიზეზი არ არის, მართლა.
- ჰო, კაი - ოდნავ მოწყენილმა ამოთქვა- ისე, არ მეგონა ასე ძალიან თუ დაგაინტერესებდა ის ამბავი, თუ რატომ გაგაცანი სანდრო შეყვარებულის სტატუსით.
- ტყუილს ვერ ვიტან. ასე რომ, ან სიმართლე უნდა ვიცოდე, ან საერთოდ არაფერი. გაუგებარი სიტუაციები, ნერვებს მიშლის და მინდა და არ მინდა, მეფიქრება. მერე კი, საქმეზე ვეღარ ვკონცენტრირდები.
- მათემატიკასავით.. - ნაძალადევად გაუღიმა- ყველაფერი ერთმანეთს ებმის.
- ასეა.
- ანუ.. -ღრმად ამოისუნთქა- არვიცი, უცებ.. ძალიან მომინდა რომ ასე გამეკეთებინა. ანუ.. რაღაც მონაკვეთი, საავადმყოფოშივე გამახსენდა, რაც ნარკოზის დროს გითხარი, ჰოდა.. როგორმე რომ სიმართლე არ გგონებოდა, თავის გამოძვრენა მინდოდა - რეალურად, მართლა არ ეგონა, თუ ამ ყველაფერს მოყვებოდა, თუმცა რაღაც ძალამ უბიძგა სიმართლის თქმისკენ.
- ანუ, სულ ტყუილად მეუბნებოდი, არაფერი მახსოვსო.. - ინტერესით დააკვირდა.
- ეგ არ ითვლება. მე მხოლოდ 1 წინადადება მახსოვს, მაკამ კი მითხრა რომ 15 წუთი იყავი, ჩემთან.
- და ეგ ერთი წინადადება, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ..
- ხომ გეუბნები, თავის გამოძვრენა მინდოდა - მეთქი. შენ გეგონა, რომ მომწონდი ან რამე - უნებურად წამოხურდა სახეზე- ხოდა, მინდოდა რომ ასე არ გგონებოდა, რომ მერე რაღაცნაირად აღარ შემოგეხედა ხოლმე.
- რანაირად? -ძლივს შეიკავა ღიმილი.
- აი, ხო იცი.. თავში რომ უვარდებათ. იცი, რაა კატო მე ძალიან ბევრი გოგო 'მქრაშავს' და არაფრით არ ხარ განსაკუთრებული - მის ხმაზე გააჯავრა და მაინც შეძლო მისი გაღიმება - მაგრამ მე, ყოველთვის განსაკუთრებული ვარ, ყველგან. ასე რომ მინდოდა, რომ შენთვისაც განსაკუთრებული ვყოფილიყავი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მითხარი ჩემთვის ყველა პაციენტი ერთიაო. მეთქი, გავიფიქრე მე დაგირღვევ მაგ წესებს.
გავხდები, შენთვის განსაკუთრებული. მაგრამ ამისთვის, ეს 'ბანალურობა' , რაც გებოდიალე, როგორმე უნდა გამექრო.
- და გგონია, რომ ასე გააქრე?
- ნუ.. ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნით მაიმც გავაქრე. მაგრამ.. ახლა იმით გავხდი განსაკუთრებული, რომ ყველაფერი მოგიყევი. აბა რომელი გოგო გეტყოდა ასე გულწრფელად ყველაფერს? - მისკენ გადაიწია და მაცდურად გაუღიმა.
- არის.. შენში რაღაც.
- რაც გხიბლავს? - ცოტა კი ეზედმეტა, ეს კითხვა თავის მხრიდან, მაგრამ არ შეიმჩნია.
- არვიცი. უბრალოდ, შენი ტიტინი არ მაღიზიანებს.
- ჩვეულებრივ, გაღიზიანებს ხოლმე? არა, იმაზე კი არ მიგანიშნებ ბევრი გოგო გყავდა - მეთქი, სწორად გამიგე.
- წავიდეთ? - უმალ შეცვალა საუბრის თემა.
- რავიცი - ოდნავ აიჩეჩა მხრები.
- მანქანით ხო არ ხარ?
- არა, მართვის მოწმობა ჩამომართვეს-ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მიხვდა, ხმამაღლა რომ მოუვიდა და საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა წარბები შეკრა.
- არ მიკვირს
- უკაცრავად? შემთხვევით მოხდა, თორემ ისე ძალიან კარგად ვმართავ.
- ხო, კაი. მე გაგიყვან მაშინ.. - სწრაფად წამოდგა და კატოსაც თვალით ანიშნა.
საერთოდ არ უნდოდა, ასე მალე რომ დამთავრებულიყო საუბარი, თუმცა ვეღარაფერი მოიფიქრა და ნაძალადევად გაჰყვა უკან.
გარეთ, ჯერ ისევ ცხელოდა. საერთოდ ვერ იფიქრებდა ადამიანი, რომ უკვე საღამო იყო.
ვითომ, ხელით მოიჩრდილასავით კატომ, ცხვირს არ მოსწვდეს მზის სხივებიო, თუმცა ისიც ფორმალურად.
- ისე, გარეთ სიარულს რომ უნდა მოერიდო, ხომ იცი - თითქოს, მხოლოდ ახლა გაახსენდაო ალანიას. სწრაფად შემობრუნდა და კინაღამ შუბლით შეასკდა უკან მომავალ, ტელეფონში თავჩარგულ კატოს.
- ვაიმე - ინსტიქტურად შეხტა და გულზე მიიდო ხელი - ვიცი, ხო. არ გამოვდივარ, ახლა გამოვედი მარტო.
ოდნავ დაუქნია თავი ალანიამ და მანქანის გასაღები მოძებნა ჯიბეში.
ინტერესით შეათვალიერა, შავი მერსედესი კატომ, თუმცა როგორც კი გამოხედა, მაშინვე აარიდა მზერა.
- დაჯექი, რას უყურებ.
- ნწ, არაფერი - სწრაფად გააქნია თავი და კვლავ მთელი ძალით ჩაირჭო გრძელი ფრჩხილები კანში.
მაინც ვერაფრით ხვდებოდა, რა ჯანდაბა აბნევდა ასე. ჯერ ეს, შორიდან რა იყო და კარი რომ გამოაღო და გვერდით მიუჯდა, მერე, ორმაგად შეეკრა სუნთქვა.
მანქანაში, მხოლოდ მისი სუნამოს სუნს გრძნობდა, რომელიც თითქოს, წამითაც არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ეს დაძაბულობა გაექრო.
ფრთხილად გადაიდო ფეხი ფეხზე და ალბათ, ცხოვრებაში მართლა პირველად ინატრა, ნეტავ, ოპერაცია არ გამეკეთებინაო. მართალია, კეხი ამახინჯებდა, მაგრამ ეს ჩალურჯებებიც არაფრით იყო ნაკლები.
- შეიძლება, რაღაც გკითხო.. - ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე და წამიერად გახედა.
- მკითხე.
- ოღონდ, სიმართლე უნდა მითხრა..
- მკითხე, კატო.
- ანდა არა - ხელი აიქნია.
- კატო
- ჰო..
- თქვი, თუ ამბობ. ხო იცი, რომ მაგ ქცევას ვერ ვიტან. - სულ ოდნავ შეერია ბრაზი ხმაში.
- მე.. მართლა, მარტო პაციენტი ვარ შენთვის?
ამ კითხვას არ ელოდა და ოდნავ შეკრა წარბები. მერე, წამით მოაშორა გზას თვალი და ჩაფიქრებულმა გამოხედა.
- ვიცოდი. - ხელი ჩაიქნია - კაი, დაივიწყე რაა.. აი, რას ვბოდიალობ. ენას რატომ ვერ ვაჩერებ, სულ როგორ ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ.
- არვიცი.
- ჰო, არც მე არვიცი. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც , უბრალოდ გავიფიქრო და არ ვთქვა.
- არა, მე წინა კითხვაზე გიპასუხე.
მაშინვე თვალები გაუფართოვდა კატოს და ახლა, თვითონ გახედა ჩაფიქრებულმა.
- მართლა?
- ხო.
- ანუ, კის არ ამბობ.
- არვიცი, ხომ გეუბნები, არვიცი. უბრალოდ, იმას ვხედავ, რომ შენი გეგმის ნაწილია, თავიდანვე ის, რისთვისაც ახლაც იბრძვი.
- რა? - მართლა ვერ გაიგო.
- შენ ხომ გინდა, რომ განსაკუთრებული იყო.
- ხო მაგრამ, ამიტომ არ მიკითხავს.
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ.
- ასე, რატომ გებულობ ხოლმე ყველაფერს? -ვერც მიხვდა, ისე აუწია ტონს.
- როგორც მეუბნები, ისე ვგებულობ.
- არა, ისე გებულობ, როგორც შენ გინდა. - სწრაფად აარიდა მზერა, ფანჯრისკენ მიიწია და გზას გახედა.
- საწყენი, არაფერი მითქვამს.
- მაგრამ, მეწყინა.
- ვერ გიგებ, კატო. მართლა, ძალიან უცნაური ქცევები გაქვს. ამ წუთში ასეთი ხარ, მერე ისეთი, მერე კიდევ სულ სხვანაირი. ასე მგონია, ყოველ შეხვედრაზე, სხვადასხვა ადამიანს ველაპარაკები. ბავშვური გეგმები, ქცევები, მერე უცებ გაზრდა გინდა. არა, ყველაზე უცნაური მაინც ის არის, რომ სულ ვჩხუბობთ და ვერასდროს ვერ ვხვდები რატომ.
- ოჰო.. - ვითომ გააჯავრასავით, თუმცა არ შეუხედავს.
- მინდა, რომ შენი მჯეროდეს და მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობდე, რომელსაც ათასი მზაკვრული გეგმა არ აქვს თავში.
- შენთან მიმართებაში, არ მაქვს და სხვას რას კითხულობ. შენთან, ის კატო ვარ, რომელიც არსად არ ვარ, ეს არ მოგწონს?
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ და მაღალი ბინის წინ გააჩერა მანქანა. მხოლოდ ახლა მიხვდა კატო, რომ უკვე მოსულიყვნენ და უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები.
- ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ვერ გიჯერებ და ალბათ, ეს სულ პრობლემა იქნება.
- რატომ, გგონია რომ შეცვლის შანსი არ მაქვს? საერთოდ, მე არც ვგეგმავ შეცვლას. ყველამ ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ.
- გიღებ და ეგაა.
- ეგრე არა. მიღებ, იმიტომ რომ ვალდებული ხარ, ექიმის რანგში.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს.
- მეც ასე ვფიქრობ. უბრალოდ, არ ცდილობ, საავადმყოფოს გარეთ, სხვა ადამიანად დამინახო.
არ მინდა ეგ მზერა - დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში - უბრალოდ რომ საბა იყო, არ შეგიძლია?
- არ შემიძლია, იმიტომ რომ შენ არ ხარ, უბრალოდ კატო.
- ისევ არ გჯერა..
- მინდა, რომ მჯეროდეს.
- მაშინ დაიჯერე. წარსული, წარსულია. მაშინ, მინდოდა რომ განსაკუთრებული ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა, ვიცი რომ უკვე ვარ. შესაბამისად, იგივე მიზანი ვერ მექნება. ამის დანახვა, არ შეგეძლო?
- კატო..
- რა, კატო, რა. სულ ასე რატომ მექცევი-ცრემლები მოაწვა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან, მაშინვე გადავიდა ალანიაც და სანამ კორპუსში შევიდოდა, იქამდე ჩაავლო მკლავში ხელი.
- შენ თვითონ ნუ მექცევი ასე, დავიღალე უკვე. მართლა ვერ ვგებულობ, რის გამო ვიჩხუბეთ, რა გეწყინა ან რა გატირებს. ეს გაქცევები მაგარი იცი. საერთოდ, ზოგჯერ მგონია რომ ჩემს გაგიჟებას ცდილობ.
- შენ მე ვერ მხედავ. შენს გონებაში, მარტო ერთი კატოა, რომელსაც სხვა მხრივ არ გაიცნობ. თავად შემქმენი და ახლა, რაც არ უნდა გითხრა და გავაკეთო, მაინც იმის გჯერა, რისიც გინდა რომ გჯეროდეს.
- ასე არაა, შენი საქციელები განაპირობებს ყველაფერს.
- ჩემი საქცილები? - სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა- მე შენ გკითხე, მარტო პაციენტი ვარ თუ არა შენთვისთქო და შენ ამ დროს ფიქრობ, რომ თავის მოწონებას ვცდილობ, ფლირტის გაბმას და კიდევ ათასი უბედურება. ეს ყველაფერი კი მარტო იმიტომ, რომ შენი სტერეოტიპები დავარღვიო?
მართლა გგონია, რომ ეს იმიტომ გითხარი, რომ ჯერ ისევ 'განსაკუთრებულობის' მიღწევისათვის ვიბრძვი? ისიც მაშინვე დაივიწყე, რომ გითხარი, ამას ვერ ვიზამდი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ განსაკუთრებული უკვე ვარ - თქო. საერთოდ არ მისმენ, არა და მერე, ვერაფერს გებულობს თურმე! - წამში აუკრა ხელი და სირბილით შევარდა კორპუსში.

***
- კატო, გააღე მამა კარები. როგორ შეიძლება ასე, შვილო - ჩაკეტილ კარს მიღმა დარჩენილი ეკა და თაზო, უკვე გაგიჟების ზღვარს იყვნენ.
- თავი დამანებეთ, მარტო ყოფნა მინდა - მეთქი!
- როდის გაჩნდა შენს ცხოვრებაში, ამდენი სიახლე? ან ჩვენ რატომ არაფერს გვიყვები? შეიკეტა ოთახში და ტირის, 2 წლის ბავშვივით!
- კარგი, ეკა. შენ რაღა გაყვირებს ოღონდაც, თავი გამისკდა.
- ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე შენ, ეს ბავშვი, კარგად არ არის და დარწმუნებული ვარ, სულ იმ ტიპის ბრალია დაბლა რომ ეკამათებოდა.
- შენ რა, თვალთვალიც დაიწყე?
- რამექნა, თაზო. ამას უცადე მაშინ, როდის მოგიყვება.
- კატო! შვილო, გააღე უკვე!
- წადით - მეთქი, დედა! - ვითომ არ ესმოდა, მათი საუბარი კართან. ყველანაირად ცდილობდა, არ აყოლოდა და უარესად არ მოეშალა ნერვები.
- კარგი - ხელები აწია თაზომ და ნელი ნაბიჯებით მოშორდა ოთახს.
- შენ რა, მიდიხარ?! ბავშვი ასე უნდა დატოვო?!
- მივდივარ და შენც გირჩევ, წამოხვიდე. ბავშვი აღარ არის, დიდი გოგოა და თვითონ უკეთ იცის, როდის რა ჯობია.
- თაზო.. ნუთუ, თაზო..
- გამოდი, ეკა. თუ ჩემს შვილს, ცოტათი მაინც ვიცნობ, ეგ გამღები არ არის ახლა.

***
დიდხანს ატრიალებდა ხელში ტელეფონს. იმის მიუხედავად, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ზუსტად იცოდა არ ეძინა.
თან, თითქოს დანაშაულს გრძნობდა, მაგრამ მეორეს მხრივ, იყო რაღაც რაც დარეკვაში ხელს უშლიდა.
ფიქრობდა..
ფიქრობდა..
ფიქრობდა და უსასრულოდ ფიქრობდა. გონებაში, ათასჯერ მაინც გადახარშა მომხდარი, მაგრამ მაინც.. არაფერი ისე არ აწუხებდა, როგორ მისი ცრემლები. ხვდებოდა, რომ ის, რაც მისთვის ბავშვური კინკლაობა იყო, კატოსთვის სულაც არ იყო ასე.
როგორც არ უნდა აეარა გვერდი ამისთვის და არ ეფიქრა, იცოდა, რომ კატო მაინც იფიქრებდა.. ტირილით, თუ ტირილის გარეშე - ეს ყველაფერი, მაინც მის გამო ხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ არ უნდოდა ეწყენინებინა, ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ აწყენინა.
ღრმად ამოისუნთქა და როგორც იქნა დააჭირა დარეკვის ღილაკს.
თითოეული წამი, საუკუნედ გაეწელა კატოს ხმის გაგონებამდე. უკვე, იმასაც ფიქრობდა, რომ ვეღარც გაიგონებდა, თუმცა გულმა არ მოუთმინა გვიანიძეს და ბოლოს, მაინც უპასუხა.
- გისმენ
- გაგაღვიძე?
- შენი აზრით?
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ისევ თავიდან, უსასრულობაში დაიკარგა ალანია.
- მაპატიე რა.- ნელა დაახამხამა თვალები- მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, რომ ახლა ისევ ტირიხარ. შენი თვალები არ ამომდის გონებიდან.. - მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად საუბრობდა, მაინც უჭირდა სიტყვების გადაბმა.
- შეცოდება, საჭირო არაა. - იმაზე მკაცრად უთხრა, ვიდრე გეგმავდა და თავადვე გაუკვირდა.
- ეგ არაფერ შუაშია. არვიცი.. მართლა მიჭირს, იმის გახსენება როგორ მოვედით აქამდე, მაგრამ.. - რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა მაშინვე გადაიფიქრა.
- მაგრამ?
- თუ გაწყენინე, მაპატიე. ვხვდები, რომ რაღაცეები ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
- აღარ მინდა, ამაზე ლაპარაკი. არაფერ შუაში ხარ, თავიდან ბოლომდე ჩემი ილუზიების ბრალია, ყველაფერი. შეგიძლია, დაივიწყო. ასე, უფრო უკეთესიც იქნება. კარგად.
ისე გაუთიშა, სიტყვის თქმა აღარ დააცადა და ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გამორთო ტელეფონი.

***
ზაფხულისთვის, უჩვეულოდ ცივი დილა გათენდა. ამან, ისედაც გაფუჭებული განწყობა, კიდევ უფრო გაუფუჭა სანდროს.
ელვის სისწრაფით შეიჭრა საავადმყოფოში და ისე, რომ არც უკითხავს ალანია მოსული იყო თუ არა, მისი კაბინეტისკენ აიღო გეზი.
დერეფანში მყოფ, რამდენიმე ექთანს წამით შეავლო თვალი და მერე, დაუკაკუნებლად შეაღო კარი.
შიგნით არავინ დახვდა და არც იყო გასაკვირი. კიდევ ერთხელ დახედა მაჯაზე არსებულ საათს სანდრომ და ზუსტად იმ წამს შემოვიდა მაკაც.
- ბატონო, რას აკეთებთ. ასე შემოსვლა როგორ შეიძლება, ექიმი არ არის ჯერ მოსული.
მაშინვე იცნო მისი ხმა და სწრაფად შემობრუნდა.
- მაკა.. - წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ, მაგრამ მისმა დანახვამ მთელი ღამის დაუოკებელი ბრაზი წამში დაუცხრო და თითქოს, მთელი დაჭიმულობა მოეხსნა.
- გაბრძანდით, თუ შეიძლება. - იმდენად ოფიციალური იყო, ეჭვს ვერ მიიტანდით იმაში, რომ თავადაც იცნო. თუმცა, აბა სანდროს ამის დამტკიცება სჭირდებოდა?
- ვიცი, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ. ნუ, ალბათ.. მაშინ, აქ მომხდარი ინციდენტის დროს, შენც შეესწარი ამ უხურხეულ სიტუაციას და.. ვიფიქრე, რომ დრო დაგჭირდებოდა,, შენც, მეც..
ამიტომ, აღარ მოვედი მაშინვე.
- თქვენზე გაბრაზებული, რატომ უნდა ვიყო, არ მესმის. არც, კაბინეტში მომხდარია, ჩემთან კავშირში. თუ, ბატონი საბას და გიყვართ, ბედნიერებას გისურვებთ. საერთოდ, ამაზე რატომ დაიწყეთ ლაპარაკი, ვერ გავიგე.
- არა, ჩვენ დავშორდით. ამის სათქმელად მოვედით მაშინ, ზუსტად.. ნუ, მთლად ასეც არ იყო, მაგრამ..
- საჭირო არ არის, ჩემთან თავის მართლება. თუ შეიძლება, გაბრძანდით - ხელით ანიშნა კარისკენ- ექიმი დამმარხავს, აქ რომ გნახოთ, მისი არ ყოფნის პერიოდში.
- ასე ძალიან, რატომ გეშინია მაგ ექიმის. ვინ არის, ასეთი. ყველა მის ჭკუაზე, რატომ დადიხართ - თითქოს, ისევ ნელ-ნელა გაიღვიძა მასში ბრაზმა.
- ჩემი უფროსი, რომელზეც გარკვეულწილად ჩემი მომავალია დამოკიდებული, თუმცა ეს ნამდვილად არ არის თქვენი საქმე.
- მისმინე.. მაკა. მე, მართლა ყველაფერი შემიძლია აგიხსნა, თავიდან ბოლომდე..
- მე კი, მართლა არ მინდა, მოსმენა. საერთოდ არ მაქვს დრო, ამ გამოხტომებისთვის. გითხარით, ამასთან კავშირი არ მაქვს და არც მექნება. გაბრძანდით უკვე, ან დაცვას გამოვიძახებ.
- რახდება აქ?! - მაკას ოდნავ აწეული ხმა რომ მოესმა, შეშინებული შემოვარდა ალანია.
- აი, შენი ყველაფრის მცოდნე ექიმიც მოვიდა.
- მაკა, კარგად ხარ?
- კი, ექიმო. უბრალოდ.. ვუთხარი, გასულიყო და არ გავიდა.
- კარგი, გარეთ დამელოდე.
- ექიმო, პირველი პაციენტი, მოსვლას ვერ ახერხებს და ხვალ გადავიტანე.
- კარგი, მაკა. გადი..
წამიერად შეავლო თვალი სანდროს, რომელსაც წეღანდელთან განსხვავებით, მთლიანად შესცვლოდა სახე და ნელი ნაბიჯებით გავიდა.
- სხვა დროს, აქ, ასე შემოსვლა და ჩემი ექთნის განერვიულება, ასე არ შეგრჩება. - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და მაგიდისკენ წავიდა, თუმცა ვინ დააცადა, მაშინვე გადაეღობა სანდრო.
- ვინ ვის ანერვიულებს, ეგ კიდევ საკითხავია, ბატონო საბა. - ირონიულად ჩაიცინა.
- არ მესმის, რას გულისხმობ.
- თუ, უბრალოდ გაგება არ გინდა? რა თქმა უნდა, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, სხვის მდგომარეობას, მთავარია შენ იყო კარგად.
- როცა არ იცი, ნუ ლაპარაკობ.
- და შენ იცი აბა? ჰა? იცი, როგორ ძალიან აწყენინე კატოს? მითხარი, ერთი.. რა დააშავა ასეთი, ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანე. რა გააკეთა, იმის გარდა, რომ პირველი ნაბიჯის გადმოდგმას ცდილობდა შენსკენ?! ამის გამო, ასე როგორ მოექეცი. ადამიანობა, არ გაქვს?!
- ტონს დაუწიე.
- ხო, რა თქმა უნდა. შენ, მხოლოდ შენი რეპუტაცია და საქმეები გაღელვებს. ნუ გეშინია, არავის ვეტყვი, მაგ ხალათის იქით, როგორი..
- არ დაამთავრო! - ოდნავ აუწია ტონს ალანიამ - ეს, შენი ქუჩა არ არის. მიმოიხედე და სიტყვები შეარჩიე!
- ანუ, ექიმს ვერ ვაკადრებ? - ვითომ გააჯავრასავით სანდრომ და ოდნავ ჩაიცინა. - სულ რომ ციხეში მიკრა თავი, კატოს ცრემლებს, მაინც არ შეგარჩენ.
- ჩემი და კატოს საქმე, მარტო ჩემი და კატოს საქმეა. გითხარი, უკვე. თავს, ზედმეტის უფლებას აძლევ.
- თავს, ზედმეტის უფლებას შენ თვითონ აძლევ. თუ ასე მოქცევას აპირებდი, საერთოდ რატომ მიდიოდი კატოსთან? გეთქვა, რომ არ გეცალა. იცი, მთელი დღე, როგორი ბედნიერი იყო? იმ წუთების ერთად გატარებისთვის, რომელიც ჯამში, ალბათ 1 საათიც არ გამოვიდა.
რა მოხდებოდა, რომ შენც გადაგედგა მისკენ ნაბიჯი. ერთი თბილი სიტყვა მაინც გეთქვა. არა, გეკითხები.. როცა იცი, გოგო შენს მიმართ რას გრძნობს, რა სიამოვნებას ღებულობ, მის გრძნობებზე თამაშით?!
- სანდრო..
- რა, რა სანდრო?! მე რომ მივხვდი, მე და ნათია, ერთმანეთის ადამიანები არ ვიყავით, ხომ მაშინვე ვუთხარი, არა?! ჯობდა, თავიდანვე სცოდნოდა, რომ ილუზიები არ შეექმნა და მასში ცხოვრება არ დაეწყო.
და შენ რას აკეთებ, არა, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ იქ, მარტო შენი ინტერესების დასაკმაყოფილებლად წახვედი!
- პირველი. მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან შეხედვა, ძალიან მარტივია, ისევე როგორც განსჯა. მეორე. ვალდებული არ ვარ, შენს წინაშე თავი ვიმართლო. თუ რაიმე დავაშავე, ალბათ ბოდიშსაც მოვიხდიდი. ლოგიკურია, არა? და მესამე. არა მკითხე მოამბეო. მე, ჩავერიე შენი და ნათიას საქმეში? თუ აქ მოსვლით და კონცერტის მოწყობით, თავი მაგარი ბიჭი გგონია? ეგ დრო, რაც აქ, ჩემთან დახარჯე, კატოსთან ერთად გაგეტარებინა, სჯობდა.
- ხო, როგორ არა. შენ აწყენინო, მე ვაწყნარო.
- სანდრო, გადი აქედან. უკვე, მოთმინების ფიალა მევსება. მე მგონი, მე უკეთ ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე.
- რომ გცოდნოდა, მოიქცეოდი კიდეც.
- არავინ იცის, მომავალში რა იქნება.
ზუსტად იმ წამს შემოაღო კარი, თეთრ ხალათში გამოწყობილმა, დაბალი სუსტი აღნაგობის ქალმა.
- უი, საბა.. მეგონა თავისუფალი იყავი. მერე შემოვალ, მაშინ..
- არა, არა.. მობრძანდით, ქალბატონო ნატო. ბატონი, ისედაც უკვე მიდიოდა. - ნაძალადევად გაუღიმა სანდროს.
თვითონაც, ყალბი ღიმილითვე უპასუხა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ.

***
დღე, ნელა მიიზლაზნებოდა.
იმის მიუხედავად, რომ დღეს ოპერაციების დღე ჰქონდა ალანიას, დილას ადრე, მაინც ჰყავდა ერთი პაციენტი დაბარებული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისიც გაუქმდა, დროის რაღაც ნაწილი გამოუთავისუფლდა. სინამდვილეში, ხომ უნდა გახარებოდა შესვენება, მაგრამ არა. ახლა, მაინც ის ერჩივნა, დაკავებული ყოფილიყო და საქმის გარდა არაფერზე ეფიქრა.
ფრთხილად შემოაღო, კაბინეტის კარი ვახომ. ვაითუ ცუდ დროს შევიდეო - ფიქრობდა, თუმცა სავარძელში გადაწოლილი რომ დაინახა, მაშინვე გათამამდა და არხეინად მოხურა ზურგს უკან კარი.
- როგორ მოხდა საბა, დიდება. მართლა არავინ გყავს? -ღიმილით მოავლო თვალი ცარიელ კაბინეტს.
- არა, ბატონო ვახო. დაბრძანდით.. - არც განძრეულა, უბრალოდ ხელით მიუთითა სავარძლისკენ.
- რა გჭირს შენ, რაღაც არ მომწონხარ - ჩაფიქრებულმა შეათვალიერა და წინ დაუჯდა.
- არაფერია, თავი მისკდება უბრალოდ.
- ოპერაციები გაქ დღეს? - მხოლოდ ახლა მიხვდა, კართანაც რატომ არ იყო არავინ.
ოპერაციების ხსენებაზე, თვალები აატრიალა ალანიამ და ღრმად ამოიოხრა.
- ხო, სადღაც 40 წუთში. ერთი პაციენტი მყავდა და გაუქმდა, ხოდა ვზივარ ასე.
- კაია მერე, ისვენებ რა გინდა. მისმინე.. რა გითხრა - მისკენ მიიწია და მაგიდაზე აათამაშა თითები. - რაღაც სათხოვარი მაქ, შენთან.
მაშინვე წარბები შეკრა ალანიამ.
- რა სათხოვარი - კითხვას საერთოდ არ ჰგავდა.
- ხვალ.. რაღაცას ვაპირებ რა -თავისთვის ჩაიცინა- მოვაბი მგონი თავი, როგორღაც. ხოდა.. ლენკა უნდა მომიყვანო, მოკლედ.
- რა? არა. - ნორმალურად არც უკითხავს, მაშინვე უარყო - გამორიცხულია, ბატონო ვახო. მე, ამ საქმეში აღარ გავერევი.
- კარგი, რა იყო შვილო. გაქცევას აღარ ვაპირებ, თუ ამის გეშინია.
- თქვენ, არც მაშინ აპირებდით გაქცევას, მაგრამ ხომ გაიქეცით? გამორიცხულია, ვეღარ გადავიტან მეორედ ასეთ სიტუაციას და ვეღარც გენდობით.
- არ მისმენ, საბა. ლენკას, ხელი უნდა ვთხოვო..
- აჰა, მითუმეტეს. თქვენ, ვარდები ვერ მიეცით და ბეჭედს მისცემთ?
- ნორმალურად მელაპარაკე. - ოდნავ შეერია ბრაზი ხმაში.
- საწყენად, არ მითქვამს. უბრალოდ, საიდან ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ისევ მე არ შემატოვებთ ყველაფერს? მერავიცი, გამბედაობამ რომ გიღალატოთ? რომ იფიქროთ, რომ ჯერ, შესაფერისი დრო არ არის?
- რას ლაპარაკობ, დაგვიანებულიც კია. შენი ტოლი ხომ არ გგონივარ.
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ.
- მისმინე, მაშინ.. ლენკას რეაქციის მეშინოდა, მაგრამ ახლა.. ზუსტად ვიცი, რომ თანხმობას მეტყვის და ეს, გამბედაობას მმატებს. განსაკუთრებულს, არაფერს გთხოვ.. უბრალოდ, ხვალ, სამსახურის შემდეგ, ლენკა უნდა მომიყვანო რესტორანში.
- და მე, რატომ. არ შეიძლება, ვინმე სხვამ რომ მოგიყვანოთ?
- შენ გამოგყვება, სხვას არა. წარმოიდგინე, ლიმუზინი და მძღოლები და ამბები რომ გავუგზავნო, ყველაფერს მიხვდება.
- დაჟე, ვერ უნდა მიხვდეს? - მექანიკურად გაუფართოვდა თვალები და სავარძელში გასწორდა.
- ხო, აბა თავიდანვე თუ ეცოდინება სადაც მიდის, ეგ რაღა სიურპრიზია.
- ერთი წუთი, ერთი წუთი.. - ხელითაც ანიშნა- ანუ, თქვენ გინდათ, რომ გზაში.. ათასი სისულელე ველაპარაკო, რომ ვერაფერი იეჭვოს?
- და ეგ რთულია?
- არა.. რა რთული, საიდან მოიტანეთ -სიმწრით გაეცინა.
- ხოდა, რაღა გინდა აბა.
- თქვენ რა, დამცინით ბატონო ვახო?! რთულია, აბა რა არის. მერე, ის მაინც არ იცოდეთ, რამდენი შეკითხვის დასმა უყვარს და წარმოიდგინეთ, ამ დროს.. მის გვერდით მე. ადამიანი, რომელიც ტყუილს ვერ ამბობს.
- ოო, გაჩერდი ახლა. ისე კარგად იტყვი, როგორც დაგიბარებია. არ დაგჭირვებია უბრალოდ შენ.
- არა, გამორიცხულია. ამაში, მონაწილეობას არ მივიღებ - სწრაფად წამოდგა და კარისკენ წასვლა დააპირა, თუმცა მაშინვე გადაეღობა ვახო.
- საბა, შვილო, მოიცადე. სულ 15 წუთის სავალია აქედან. მხოლოდ 15 წუთი.. გააკეთე ეს ჩემთვის. დღეს მე მჭირდება დახმარება, ხვალ შენ დაგჭირდება..
- რატომღაც, მხოლოდ თქვენ გჭირდებათ ხოლმე, როგორც წესი.
- კარგი, რა. უარს როგორ მეუბნები, არ გრცხვენია? ლამის მამაშენის ტოლი ვარ.
- ეგ რა შუაშია. მშვენივრად იცით, რომ პატივს გცემთ და მართლა დაგეხმარებოდით, რომ შემეძლოს.
- შეგიძლია. უბრალოდ, ცოტა გამბედაობა გჭირდება. შენს თავს უნდა დააჯერო, რომ არაფერია შეუძლებელი. თან.. ცოტა გაიწაფები ტყუილის მოფიქრებასა და თქმაში, ცუდი იქნება? რომ დაგჭირდება, უკვე გეცოდინება, როგორ მოიტყუო ისე, რომ არ შეგემჩნეს.
- ყველაფერთან ერთად, ტყუილიც მე უნდა მოვიფიქრო? -ისევ გაუფართოვდა თვალები.
- აბა, მე ხომ არ მოგიფიქრებ. -მხრები აიჩეჩა კაცმა - რა არის, ეგ არაფერია, მაგაზე როგორ წუწუნებ. უცებ მოიფიქრებ, რამეს და მანქანაში ჩასვამ რა.
- თუ არაფერი არ არის, მაშინ თქვენ მოიფიქრეთ, ბატონო ვახო.
- ოო, საბა.
- არა, გამორიცხულია. რატომ გადამეკიდეთ, ვერ გავივე.
- პირდაპირ უარს ნუ მეტყვი, იფიქრე ცოტა. კეთილ საქმეს რომ შეუწყობ ხელს, ღმერთი სიკეთითვე გადაგიხდის.
ღრმად ამოიოხრა ალანიამ.
- მაგვიანდება - ძლივს მოახერხა, ერთი სიტყვის თქმა და მერე ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, სწრაფად გავარდა გარეთ.

***
დამღლელი 3 ოპერაციის შემდეგ, უკვე თვალებს ძლივსღა ახელდა ალანია.
ისე იყო შინაგანად მოწყვეტილი, მართლა ეგონა სადმე დავეცემიო.
ლიფტსაც, თითქოს მაინც და მაინც მაშინ მოუნდა გაფუჭება. ძლივს ჩამოიარა კიბეები და საკუთარ კაბინეტს რომ მიუახლოვდა, კინაღამ შეეჯახა იქიდან გამომავალ თიკოს.
- ფრთხილად.
- ექიმო, მაკა არ გინახავთ?
- მაღლაა, რა არის?
- ყვავილები გამოუგზავნეს, თქვენს კაბინეტში შევიტანე.
- რა ქნეს? - ამ ერთმა წინადადებამ, წამში გამოაცოცხლა და მაშინვე თვალები გაუფართოვდა.
- დიახ.. მეც გამიკვირდა - მხრები აიჩეჩა გოგომ
- კარგი, გაიწიე. - სწრაფად შეაღო კარი და თვალებით, მაშინვე ყვავილებს დაუწყო ძებნა.
საერთოდ არ გაწელილა ეს პროცესი, ფანჯრის რაფაზე, წითელ საყვავილეში მოეთავსებინა თიკოს.
მაშინვე ბარათს დაუწყო ძებნა ალანიამ. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ იქნებოდა და ოყო კიდეც.
'მაკა, მაპატიე ყველაფერი, თუ რამე უნებლიედ გაწყენინე. ეჭვიც არ შეგეპაროს იმაში, რომ არ მინდოდა. გთხოვ, უბრალოდ შანსი მომეცი, რომ გაგიცნო. თავიდან დავიწყოთ ყველაფერი.
სანდრო'
- სანდრო? -საკუთარ თავს ჩაეკითხა. - არა, რა ნახა ამ ბიჭმა, უკვე ტვინში ამომასხა'
- ექიმო, მოვედი - მოულოდნელად შემოაღო კარი მაკამ და ყვავილებთან მდგარი რომ დაინახა, უნებურად გაუპო ბაგე ღიმილმა - ყვავილები? ლენკასთვისაა?
- შენთვის - ვითომ ნიშის მოგებით უთხრა.
- ჩემთვის? - უცნაურად დაემანჭა სახე.
- ხო, შენმა სანდრომ გამოგიგზავნა.
სანდროს ხსენებაზე, რაღაც უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მაკას. თვითონაც ვერ გაეგო, გაეხარდა თუ ეწყინა. ის იყო, ფანჯარასთან მიახლოებას აპირებდა, რომ ჯერ კიდევ მის ხელში მოქცეული ბარათი დაინახა და თვალები გაუფართოვდა.
- თქვენ რა, ჩემი ბარათი წაიკითხეთ?
ახლა კი, მართლა უხერხულში ჩავარდა ალანია და კისერზე მოისვა ხელი.
- ყვავილები, ჩემს კაბინეტში მოიტანეს. ასე რომ, არ ვთვლი რომ ცუდად მოვიქეცი.
- კარგით რა, ექიმო.
- რა კარგით, რა. სიმართლეს გეტყვი, საერთოდ არ მომწონს ეს შენი სანდრო და შენთვისვე იქნება უკეთესი, თუ თავს შორს დაიჭერ.
- ეს რა არის, თავდაცვითი ინსტიქტი აგიმუშავდათ? - ოდნავ გაეღიმა.
- ეგ რა შუაშია. ჩემი აზრი გითხარი..
- მაგრამ არ მიკითხავს.
- არც მე არ გეკითხები - ხოლმე, მაგრამ მაინც ხომ სულ თავს მახვევ ყველაფერში შენს აზრს.
- ეგ ერთი და იგივეა, ექიმო?
- სად არის განსხვავება? არ არის. ძალიან დავიღალე, რამდენს მალაპარაკებ.
- შეიძლება, ჩემი ბარათი დავიბრუნო? - თვალით ანიშნა.
- გამომართვი. - მაშინვე გაუწოდა- ბედნიერად შეაბერდით. - სწრაფად აუარა გვერდი და კარისკენ წავიდა- რა სიყვარული აუტყდა ყველას.

***
დღე 2 (ხელის თხოვნა)
***
- გეფიცები, შენ უნდა თქვა, რომანტიკოსი ვარო, ბიძია.. - აღტაცებული ათვალიერებდა, წითელი ბუშტებით გაფორმებულ, საგანგებოდ დახურულ რესტორანს კატო.
- ოო, შენნაირი შესანიშნავი ორგანიზატორი არ მყოლოდა, რას გავაკეთებდი ნეტა - კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი, კედელზე მყოფ, ოვალური ფორმის სარკეში.
- რასამბობ, მე რა გავაკეთე ერთი - ხელი ჩაიქნია.
- ნუ ხარ ეგეთ ხასიათზე, ბიძაშენი ცოლს ირთავს, ცოლს.
- აბა ხელს ვთხოვო?
- ოო, რა დაგემართა კატო. ხელის თხოვნას, ქორწილი მოყვება რა თქმა უნდა.
- ბატონო, ვახო. მუსიკოსები, მზად არიან - ოთახიდან, მაღალი ქერათმიანი გოგო გამოვიდა და ოდნავ დაუკრა თავი.
- კარგი
- მისმინეთ.. -უცებ ჩაეჭრა კატო- ვიცი, რომ იცით. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გაგიმეოროთ, რომ მშვიდად ვიყო. -ღრმად ამოისუნთქა- როცა ლენკა შემოვა, აქაურობას ჩააბნელებთ. მხოლოდ იატაკს ანათებს სუსტად დაბალი განათება და ლენკაც, ვარდის ფურცლებია ცქერაში იქნება გართული. შემდეგ, ბიძია შემოდის და ყველაფერი ინთება, მუსიკოსები დაკვრას იწყებენ და რაც არ უნდა მოხდეს, არ ჩერდებიან.
- დაიცადე, რატომ? - ოდნავ დაიბნა ვახო.
- იმიტომ, ბიძია, რომ ლენკას ფიქრისთვის, გააზრებისთვის, მომხდარის და მოსალოდნელის გაანალიზებისთვის დრო ჰქონდეს.
მუსიკა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს.
თუნდაც, ყვირილი დაიწყოს გაჩერდითო. არაფერი უნდა გამოუვიდეს, ცეკვას შესთავაზებ და ძალიან რომანტიულად გაატარებთ ამ წუთებს.
- დიახ, მუსიკოსები გაფრთხილებული მყავს - სწრაფად დაეთანხმა გოგო.
- და კიდევ, კარი უნდა ჩაკეტოთ.. ესეც ხომ იცით, არა?
- რაო? -ახლა მთლად გაგიჟდა ვახო- საიდან იგონებ შვილო ამ რაღაცეებს? ან მე, რატომ ვგებულობ ახლა?
- საჭიროა და იმიტომ. აბა, გაქცევა რომ დააპიროს, დაზღვეულები არ უნდა ვიყოთ? მოკლედ.. -ისევ გოგოს მიუბრუნდა- კარს გადაკეტავთ და მხოლოდ 1 საათის შემდეგ გააღებთ.
- გასაგებია.
- ძალიან კარგი. მუსიკოსები უკანა კარიდან გადიან და იმასაც კეტავენ, ესეც ხომ იცით?
- დიახ, ქალბატონო კატო.
- არა, შვილო. ეს, უკვე მართლა ზედმეტია - მაშინვე ხელები აწია ვახომ. - მე ძალას არავის ვატან, თუ წასვლა მოუნდება, წავა კიდეც.
- უიმეე. გააცილე კიდეც, ბიძია. ტყუილად გვიწვალია მაშინ, ამდენი.
მოკლედ.. ყველაფერი გასაგებია ხო? შეცდომები არ მჭირდება.
- დიახ, ქალბატონო.
- კარგი და.. - მხოლოდ ახლა მოაგონდა და საფეთქელზე მოისვა თითები.- ლენკას ვინ მოიყვანს?
- ა, ეგ. -წარბები მაღლა აწია ვახომ- საბას ვთხოვე. ერთი კონცერტი კი გამომატარა, მაგრამ დავითანხმე.
ალანიას ხსენებაზე, ცივად გააჟრჟოლა კატოს. ძალიან უნდოდა, რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ მაინც, იმის გაფიქრება რომ შეიძლება შეხვედროდნენ, რაღაცნაირ განწყობაზე აყენებდა. რა თქმა უნდა, უნდოდა რომ ენახა. უნდოდა, მაგრამ არა ახლა. მზად არ იყო. კიდევ უამრავი არეული აზრი ჰქონდა გონებაში, რომელიც ვერაფრით დაალაგა.
- ჰე, კატო. დაბრუნდი.. - ხელი აუფრიალა ვახომ. - სად დაფრინავ, შვილო.
- არაფერი. კარგი, სამზარეულოში ჩავალ მე.. ტორტის მდგომარეობას შევამოწმებ.
- კარგი, მალე ამოდი. ისედაც საშინლად ვნერვიულობ..
სულ ოდნავ გაუღიმა კატომ ბიძას და მხარზე მოუთათუნა ხელი. მერე კი, ჯერ კიდევ მათ გვერდით მდგარ გოგოს, თვალით ანიშნა წავედითო.

***
- ვერაფერი ვერ გავიგე, გეფიცები. საავდმყოფოში მითხარი, გარეთ გავიდე და გეტყვიო, გარეთ გამოვედით, მანქანაში გეტყვიო. მანქანაში ვართ და კიდევ არ იღებ ხმას. - ისედაც ვერ იყო ხასიათზე და უარესად მოეშალა ნერვები ლენკას. დიდი ამბებით ეწუწუნებოდა, აგონიაში მყოფ ალანიას, რომელიც რასაც ქვია მიაფრენდა მანქანას, თუმცა მაინც ვერ ამოაღებინა ხმა.
- საბა, ვის ველაპარაკები!
- ქალბატონო ლენკა, ძალიან დაღლილი ვარ და ნუ მალაპარაკებთ, გთხოვთ. რომ მივალთ, ხომ ნახავთ.
- იცი რას გეტყვი? მეც ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც მოგყვები და მგონი, ჯოჯოხეთში.
- ჯოჯოხეთი, ნამდვილად არ არის.
- ვახოსაც ვერ ვუკავშირდები - ტელეფონი ამოაძვრინა ჩანთიდან- არადა, მითხრა საღამოს შევხვდებითო.
- შეხვდებით, კი. ბატონი ვახოც იქ იქნება - მხოლოდ წამიერად გახედა.
- მართლა? სად მივდივართ, ასეთ ადგილას.. ჰოი, საოცრებავ.
- ძალიან მალე მივალთ.
- იმედია, თორემ ვკვდები ინტერესით.
აღარაფერი უთქვამს ალანიას და არც ლენკას გაუგრძელებია, მეტი.
თითქმის 10 წუთი, ორივე ჩუმად გაჰყურებდა ლამპიონებით განათებულ გზას, თუმცა ბოლოს
მარჯვნივ რომ შეუხვიეს და ნაცნობი რესტორანი გამოჩნდა, მაშინვე თვალები გაუფართოვდა ლენკას.
- აქ რა გვინდა? რამეს ავღნიშნავთ?
- რომ შევალთ, გაიგებთ. - თვალებით დაუწყო მანქანის გასაჩერებელს ძებნა.
- მივხვდი. ჩვენი რომელიმე ექიმის დაბადების დღეა? მაგრამ მე რაღატომ მიმალავდით. არა, ლოგიკური არ არის, ხო?
ღრმად ამოისუნთქა საბამ და როგორც იქნა, მოსახერხებელ ადგილას დააპარკინგა მანქანა.
- გადავიდეთ.
სწრაფად მოიხსნა ღვედი ლენკამ და მანქანის კარი პირველმა გააღო.
იმდენად აინტერესებდა შიგნით რა ხდებოდა, რომ ელვის სისწრაფით გადავიდა, თუმცა ერთი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოახერხა, ისე გადაუბრუნდა მაღალ ქუსლზე ფეხი და ძლივს შეიკავა წონასწორობა.
- ქალბატონო ლენკა, კარგად ხართ? -მაშინვე მივარდა ალანია.
- არა.. ვაიმე, ვკვდები მგონი -ოდნავ ჩაიკეცა და ფეხზე დაიდო ხელი.
- კარგი, დამშვიდდით, დამეყრდენით, არაფერია.
- საშინლად მტკივა ფეხი
- ეს როგორ მოხდა?
- არვიცი, საბა. გადამიბრუნდა.. - ხელით დაინიავა.
- შეეცადეთ, იქნებ სიარული შეძლოთ -დანანებით გახედა რესტორანს ალანიამ.
მართლა დააპირა ნაბიჯის გადადგმა ლენკამ, თუმცა საბას რომ არ დაეჭირა დროულად, ახლა მართლა დაეცემოდა.
- არა, არ შემიძლია.. ძალიან მტკივა.
- ჯანდაბა.. -თავისთვის ამოიჩურჩულა. -კარგი, მოდი მანქანაში ჩაჯექით ისევ, მე ბატონ ვახოს დავუძახებ..- კარი გამოაღო და ნელა წაიყვანა.
- რა ხდება შიგნით, ახლა მაინც მითხარი, რა იყო - წუწუნი გააგრძელა ლენკამ.
- ბატონი ვახო მოვა და ყველაფერს, ის გეტყვით - როგორც კი ჩაჯდომაში დაეხმარა, მაშინვე მიბრუნდა უკან და სწრაფი ნაბიჯებით გააგრძელა სვლა რესტორნისკენ. თავს ირწმუნებდა იმაში, რომ მისი ბრალი არ იყო, თუმცა რამდენად დაიჯერებდა ამას ვახო..
ნამდვილად ძალიან ლამაზად იყო გაფორმებული ყველაფერი, ჯერ მარტო შესასვლელი. შიგნით რაღა იქნებაო, გაიფიქრა და ის ის იყო, კარი უნდა გაეღო, ვახოც გამოვიდა.
- საბა, მოხვედით? -მაშინვე ანერვიულდა.
- მოვედით, მაგრამ..
- რა მაგრამ..
- ბატონო ვახო, იცით.. -ღრმად ამოისუნთქა და კისერზე მოისვა ხელი- ქალბატონ ლენკას, ფეხი გადაუბრუნდა და ვერ მოძრაობს.
- რაა? -მაშინვე თვალები გაუფართოვდა- რას ლაპარაკობ, ჩვენ ხომ.. ცეკვას ვაპირებთ.
- ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს.
- ღმერთო, ღმერთო. რატომ, მაინც და მაინც ახლა! - წინ და უკან დაიწყო სიარული- სად არის? - მხოლოდ ახლა მოაფიქრდა.
- მანქანაში, ვუთხარი რომ იქ მიხვიდოდით.
- ჯანდაბაა!
- ბატონო ვახო, მესმის ყველაფრის მომზადება ადვილი არ იყო, მაგრამ ახლა.. იქნებ მართლა სჯობდეს, რომ საავადმყოფოში წაიყვანოთ.
- ხო, აბა რას ვიზამ - ნერვებმოშლილმა აიქნია ხელი.
- კარგი, ჩემი მანქანით წადით. სიარული რომ აღარ მოუწიოს - მანქანის გასაღები გაუწოდა. სწრაფად გამოართვა ვახომ და თავად, თავისი მანქანის გასაღები მისცა.
- მისმინე, კატო არის შიგნით. ორგანიზებაში მეხმარებოდა. საახლში მიიყვანე, რა.
კატოს ხსენებაზე, ოდნავ დაიბნა ალანია, თუმცა ყველანაირად შეეცადა არ შეემჩნეოდა.
- დიახ, რა თქმა უნდა.
- მადლობა, მაინც. - მხარზე ხელი მოუთათუნა და გასასვლელისკენ დაიძრა.

***
- თავს, მზარეულებს ეძახიან და როგორი ტორტი უნდა გაეკეთებინათ, იმას ვერ მიხვდნენ - როგორც კი სამზარეულოდანაც ყველა გაისტუმრა, ნერვებმოშლილი ამოუყვა კიბეებს.
უკვე, ყველაფერი მზად იყო. ნუ, ტორტიც. იმის მიუხედავად, რომ რაღაც შტრიხები ისე არ იყო, როგორც კატოს უნდოდა მაინც.
მეორე მხრიდან მოვლა და ისე გასვლა, ცოტა დაეზარა და გაიფიქრა, ჯერ მაინც არ მოსულან და დარბაზიდან გავალო. ფრთხილად შეაღო კარები და ზუსტად იმ წამს, როცა მუსიკოსებისთვის უნდა შეეხედა, სინათლე ჩაქვრა.
ინსტიქტურად შეხტა კატო.
ყოველთვის, ძალიან ეშინოდა სიბნელის და ზუსტად იმ წამს, როცა ყვირილი უნდა დაეწყო, ნელ-ნელა, მიმდევრობით დაიწყო ანთება, იატაკზე მყოფმა ფერად ნათურებმა.
მხოლოდ ახლა დაჰკრა თავში, რატომაც ჩაქვრა სინათლე და შუბლზე იტკიცა ხელი.
- ნუთუ, ასე ძალიან ვგავარ ლენკას - სიმწრისგან გაეცინა და ზუსტად იმ წამს, რომ უნდა ეყვირა აანთეთო, დარბაზის კარის, ნელი ჭრიალის ხმა გაიგო და სინათლეც აინთო.
კატოსგან განსხვავებით, არაფერი გაჰკვირვებია ალანიას. ფრთხილად მოხურა კარი და ცენტრში მდგარი გოგოს მიმართულებით წავიდა.
- ამას აქ რაუნდა.. -თავისთვის ამოიჩურჩულა და ნაძალადევად გაუღიმა, უკვე მოახლოებულს.
- ყველაფერი ჩა.. - ჩაიშალაო, უნდოდა ეთქვა, თუმცა ზუსტად ამ დროს, იმხელა ხმაზე დაიწყო მუსიკა, ორივე შეხტა. ნელ-ნელა გამოლაგდნენ, კულისებში დამალული მუსიკოსები ვიოლინოებით ხელში და სცენაზე, თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავეს.
- არა..
- რა ხდება - ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაიძრა სცენისკენ
- ერთი წუთით, გაჩერდით! - ახლა, კატომ მორთო ყვირილი.
გეგონება, ვინმე დაჯერებას აპირებდა, მაგრამ მაინც. მხოლოდ წამიერი ღიმილი აღებეჭდათ სახეზე მუსიკოსებს და მერე, უფრო მოუმატეს ტემპს.
- გაჩერდით, ხალხო, გაჩერდით! არანაირი ნიშნობა არ იქნება, გეყოთ!
ისევ, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. ლამის ტირილი დაიწყო კატომ. მშვენივრად ხვდებოდა, საკუთარ დაგებულ მახეში თვითონვე რომ გაება და თავი ხელებში ჩარგო. ოღონდ, რა თქმა უნდა ისე, რომ ცხვირს არ შეხებია.
ნელი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ, ალანია. რა თქმა უნდა, ძნელი არ იყო იმია მიხვედრა, რომ მუსიკოსებს, ისინი ეგონა ლენკა და ვახო. ხოლო ის ფაქტი, რომ არ ჩერდებოდნენ, მშვენივრად მოფიქრებული გეგმის ნაწილი იყო.
ხოლო ვისი მოფიქრებული იყო ეს გეგმა? ოდნავ ჩაეღიმა ალანიას. რა თქმა უნდა, ვინ განიცდის ჩაშლილ გეგმას, გეგმის ავტორზე უკეთესად?
იმდენად ჩუმად მიუახლოვდა, ვერაფერი გაიგო კატომ. ხელებიდან რომ ამოწია თავი და მის თვალებს შეეჩეხა, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს.
ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამიშლილი თმა, ალანიამ და მერე, ნაზად შეახო წელზე ხელები.
კინაღამ დაეცა კატო. ისე უცებ გამოეცალა მთელი ენერგია, წამით, ისიც კი გაიფიქრა, აღარც არასდროს დამიბრუნდებაო.
თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა უნდოდა. გაქცევა? დარჩენა? იმ წუთას, ისიც კი დაავიწყდა სად იყვნენ, რატომ იყვნენ, ან საერთოდ გაბრაზებული თუ იყო მასზე. მხოლოდ ერთხელ გაუსწორა თვალი და მაშინვე მის მწვანეებში ჩაიძირა. ვეღარაც თვალს აშორებდა, ვეღარც ახამხამებდა, ვეღარც ნორმალურად სუნთქავდა.
რა თქმა უნდა, მის თითოეულ აღელვებას გრძნობდა ალანია. ძალიან ფრთხილად მოაშორა ცალი ხელი და ამჯერად, ყელში შეუცურა. თავისით მიეხუჭა თვალები კატოს. ვეღარც ის იგრძნო, როგორ დაადებინა თავი მხარზე და როგორ ჩაეხუტა.
- საბა.. -ძლივს ამოიჩურჩულა.
- ბატონო
- ჩვენ.. ახლა, რას ვაკეთებთ?
- გეხუტები, შენ კი გულისცემას ვერ იწყნარებ - სულ ოდნავ ჩაეღიმა და ახლა, თმაზე ჩამოუსვა თითები.
- მე... გაბრაზებული ვიყავი - ისევ არ ახელდა თვალებს.
- მერე, ხომ გადაგიარა? - ოდნავ შეერია ირონია ხმაში.
- ვერ გიტან, ალანია.
კვლავ ჩაიცინა, თუმცა აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ წამიერად გააყოლა თვალი, კარისკენ მიმავალ მუსიკოსებს და ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი.
თავის განცდებში ისე იყო გართული, მუსიკის დამთავრება, არც შეუნიშნავს კატოს.
უბრალოდ, რაღაც წარმოუდგენელ სიამოვნებას იღებდა მის მკლავებში ყოფნით და უნდოდა, ეს წუთები არასდროს დამთავრებულიყო.
- აღარ ვიჩხუბოთ ხოლმე, რა..
- ეგ შენს თავს უთხარი, მე ისედაც არ გეჩხუბები.
- ოჰო -მხოლოდ ახლა, ნელა გაახილა თვალები და ინსტიქტურად, მაშინვე სცენისკენ გაექცა მზერა.
- მუსიკოსები სად არიან?! -დამფრთხალმა წამოიყვირა და მაშინვე გაითავისუფლა თავი, მისი ხელებისგან.
- წავიდნენ, მაგრამ იმდენად იყავი გართული, ვერ გაიგე.- კვლავ ოდნავ ჩაიღიმა.
- და ეგ სასაცილოა?! იცი, რომ აქ ჩავიკეტეთ?!
- რანაირად..
- ჭრელად. -მთელი ძალით დაარტყა იატაკს, ფეხსაცმლის ქუსლი და მაშინვე კარისკენ გაიქცა.
რა თქმა უნდა, ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ჩაკეტილები იყვნენ, მაგრამ მაინც მოსინჯა სახელური.
- ჯანდაბაა! მე, კატერინა გვიანიძე არ ვიყო, თუ არ განანოთ! - საჩვენებელი თითით დაუწყო კარს მუქარა. - გამოტვინებული ბატები!
- ხვდები, რომ კარს ეჩხუბები?
ვერც მიხვდა, ისე მიუახლოვდა.
- მერე რა, რაა. მე, ჩემსას ხომ ვამბობ!
- კატო..
- რა იყო!
- ხმადაბლა, ცოტა.
- უფ, კაი ერთი. ჩვენს გარდა აქ არავინაა! -ნერვებმოშლილმა, მთელი ძალით დაარტყა კარს ხელი და საშინელი ტკივილი რომ იგრძნო, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ძალიან მოუვიდა. რა თქმა უნდა შეეცადა, არაფერი შემჩნეოდა, მაგრამ მაინც დაემანჭა სახე.
- ჯანდაბა..
ახლა, მართლა ვეღარ შეიაკავა სიცილი ალანიამ.
- ნუ დამცინი, ჩემი გამჭირვებია!
- კარგი ჰო, მანახე.. - შეძლებიადაგვარად დაიწყნარა სახე და მკლავში მოკიდე ხელი.
- საჭირო არაა, კარგად ვარ.
- ამოაბრუნე..
იძულებით დაემორჩილა გვიანიძე და კარგი ოხვრაც მოაყოლა თან.
- არაფერია, უბრალოდ გაგიწითლდა. ქორწილამდე მოგირჩება.. - ისეთი ტონით უთხრა, მაშინვე ხელების დაშენა მოუნდა კატოს. თუმცა ერთი ხელი, ისედაც გაკავებული ჰქონდა და არც მეორის დაჭერა გაუჭირდა ალანიას.
- ვერ გიტან, საშინელი ადამიანი ხარ!
- კაი, გაჩერდი.
- ნუ იცინი! - ისევ ფართხალი დაიწყო.
- არ ვიცინი, გაჩერდი. - ასე კი უთხრა, მაგრამ 2 წუთიც ვერ შეიკავა თავი.
- საბააა!
- კაი, ვსო. ახლა, მართლა ვსო.
- შენ, რანაირი ექიმი ხარ. საერთოდ არ გაქვს, სერიოზულობა.
- აქ, ხალათს, სადმე ხედავ? ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
- ოფ, სიბრძნე. - მაინც გაინთავისუფლა ხელები და კარს, ზურგით მიეყრდნო.
- და აქ, რამდენ ხანს უნდა ვიყოთ?
- მერავიცი - ისე აიქნია ხელი, გეგონება მართლა არ იცოდა.
- კატო..
- რა იყო - ვერც შეხედა, მხოლოდ თავი მიაბრუნა.
- თავს ნუ იკატუნებ, ხო არ გეჩხუბები, უბრალოდ მაინტერესებს.
ღრმად ამოიოხრა გვიანიძემ.
- 1 საათი..
- რა?
- ნუ გიკვირს! - საჩვენებელი თითი ასწია. - ლენკას რომ გაქცევა.. მოიცა - მხოლოდ ახლა დაჰკრა თავში - ლენკა და ბიძია სად არიან? სად არიან, ხმა ამოიღე!
- მშვიდად.
- სად არიან, ჯანდაბა.. გარეთ დაგვრჩნენ? - ვეღარაფრით დაიწყნარა თავი.
- არა, არა. -ხელები აწია- ლენკას ფეხი გადაუბრუნდა და ვახომ საავადმყოფოში წაიყვანა. მანამდე მთხოვა, რომ შენ სახლში მიმეყვანე და მეც, აქ შემოვედი რომ მეთქვა,თუმცა აქ.. შენს მშვენივრად დაგებულ ხაფანგში გავებით.
მაშინვე თვალები აატრიალა კატომ და შუბლზე მოისვა ხელი.
- მაგარია..
- მფლობელის ნომერი არ გაქვს? ან ვინმე აქ მომუშავესი, ვისაც შეუთანხმდი.
- არა.
- კარგი, მაშინ ვახოს დავურეკოთ - მხრები აიჩეჩა და ტელეფონი ამოიღო.
- არა, საბა. კარგი, რაა. ვახომ ეს რომ გაიგოს, ხომ შევრცხვით.
- და რატო? ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.. - უნდოდა, სერიოზულად ეთქვა, თუმცა მაინც არ გამოუვიდა.
- საბა!
- ბატონო.
- რა ბატონო, სულ ბატონო რა უბედურებააა, ყველაფერზე ასე, რატომ პასუხობ.
- ყველაფერზე რატომ წუწუნებ, თუ ეგრეა.
- ხო, აბა რაა. რა მაქვს საწუწუნო, უბრალოდ იქ ჩავიკეტე, სადაც ჩემი გათვლებით, ბიძია და ლენკა უნდა ჩამეკეტა.
- ნუ.. მე მაინც ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო აქაურობის ჩაკეტვა, მაგრამ..
- რომანტიკის, არაფერი გაგეგება წერტილი.
- არც შენ ხარ, მაინც და მაინც გამოცდილი. უბრალოდ, ბევრ ფილმს რომ უყურებ, იმის შედეგია. - ბუშტებზე მიუთითა.
- ახლა იმაზე უნდა ვიკამათოთ, ვინ უფრო კარგად ერკვევა რომანტიკაში?
- ოხ, კატო, კატო.. ნეტა შენი სადარდებელი რა.. -ისევ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ფანჯრისკენ წავიდა.
- ერთი წუთი, ერთი წუთი. მაგით რისი თქმა გინდოდა? - მაშინვე უკან მიჰყვა.
- არაფერი.
- რა არაფერი, ასეთი 'ანაღვლე ცხოვრებას' შთაბეჭდილებას ვტოვებ?
- კაი, ნუ დაიწყებ ეხლა.
- მითხარი. - მაშინვე წარბები შეკრა და ფანჯარას წინ გადაუდგა.
- რა გითხრა?
- რისი თქმაც გინდოდა, გადატანით თუ როგორც თქვი.
ოდნავ გადააქნია თავი ალანიამ.
- იცი რას გეტყვი? შენ არ გაგიკეთებია 8 ოპერაცია და მაგიტომ გგონია, რომ ანაღვლე ცხოვრება მაქვს.
- არც შენთვის დაუძალებია ვინმეს, რა სავალდებულო იყო?
- უყურე რა. ის მაინც არ იცოდე, კეხი როგორ მამახინჯებდა.
- არ გამახინჯებდა.
- მამახინჯებდა.
- უბრალოდ, უკეთესი ცხვირი გინდოდა, მეტი არაფერი.
- ხოდა, ამ უკეთესი ცხვირის გამო, იმდენი ვინერვიულე, ლამის მოვკვდი. რომ არაფრად თვლი, სხვათა შორის.
- ვინ გითხრა, რომ არაფრად ვთვლი.
- აბა, ნეტა შენი სადარდებელიო, წეღან და.
ღრმად ამოიოხრა ალანიამ.
- ყველას თავისი პრობლემა აქვს და მეორედ, აღარ მითხრა, ეგ.
- ძალიან ნერვიული ხარ. ერთი გადაბრუნებული სიტყვა ვერ მითქვამს.
- თავად ხარ ნერვიული.
- და ვითომ რატომ? როგორც წესი, სულ შენ ყვირი ხოლმე.
- მე ვყვირი? - თვალები გაუფართოვდა- მაგას, მე მეუბნები?
- ოჰ, როგორ ვაკადრე. - თავისთვის ჩაილაპარაკა.
- იცი რაა, არც შენ ხარ კარგი ექიმი - ნიშის მოგება უნდოდა და არც დაუფიქრდა, ისე თქვა.
ცოტა გაკვირვებული მზერით გამოხედა ალანიამ.
- ხო, შენზე ბევრად უკეთესს ვიპოვიდი, რომ მომენდომებინა.
- გეპოვა.. მე დაგიშალე?
- არა, ძალიანაც კი გინდოდა, მაგრამ სახელს ვერ გაიფუჭებდი, პაციენტისთვის ხელის კვრით!
ძალიან დიდი წარმოდგენები გაქვს საკუთარ თავზე.
- დაუფიქრდი, რას ლაპარაკობ - ნელა ჩაისუნთქა. - თუ არ გინდოდა და ამდენი პრეტენზია გქონდა, სხვაგან წასულიყავი.
- ხოო? - ირონიულად ჩაიცინა- სხვაგან რომ წავსულიყავი, 'მელსის' სახე ვერ გავხდებოდი!
ნამდვილად არ გეგმავდა, ამის თქმას. საერთოდ, არც კი უნდოდა, რომ იქამდე გაეგო, სანამ ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ მაინც ვერ გააჩერა ენა.
- ანუ.. შენ... იმიტომ მოხვედი მაშინ ჩემთან - ნელ-ნელა, გააზრებას იწყებდა ალანია- მითხარი, რომ ყველაფერს ნანობდი, ბოდიშიც კი მომიხადე, ოღონდ ოპერაცია გამეკეთებინა.. და.. გამოდის, რომ არც კი ნანობდი.
ცუდად გამოუვიდა, რა თქმა უნდა. იმან, რომ თავი ვერ მოთოკა, ზუსტად იქ მიიყვანა, სადაც არ უნდა მისულიყო.
დამნაშავესავით ჩახარა თავი გვიანიძემ და თითების წვალება დაიწყო. ის მოზღვავებული ენერგია, რომლითაც ჩხუბი დაიწყო, ისევ ელვის სისწრაფით, უკვალოდ გაუქრა.
- სინამდვილეში, ისევ იგივე შეხედულებები გაქვს ჩემზე... მე კი, დაგიჯერე.. - დანანებით გადააქნია თავი - ყველაფერი ტყუილი იყო, თავიდან ბოლომდე შენი მოგონილი თამაში..
- არა, არა. მერე, ყველაფერი შეიცვალა- ძლივს გაუსწორა თვალი, თუმცა ამჯერად ალანიამ აარიდა.
- იმ დღეს.. ტირილი რომ დაიწყე, ისევ მე გამომიყვანე დამნაშავე. შენი სანდრო მომივარდა და მითხრა, კატოს გრძნობებით ნუ თამაშობო. სინამდვილეში კი.. თურმე თავად თამაშობ, ჩემი გრძნობებით.. - სიმწრით გაეღიმა.
- არა, საბა. გთხოვ, მომისმინე.. მე მართლა..- ისევ ცრემლებით აევსო თვალები.
- გაჩერდი -ხელის აწევითაც ანიშნა- საჭირო არაა, ეგ ყალბი ცრემლები.
- მართალი ხარ, თავიდან ყველაფერი თამაში იყო, მაგრამ მერე სიტუაცია შეიცვალა. შეგეჩვიე.. შენში, ძალიან ახლობელი დავინახე, მოგენდე..
- არგინდა, კატო!
- გთხოვ, ასე ნუ ფიქრობ, ნუ! -ანერვიულებულმა, შუბლზე მოისვა ხელი. - ყველაფერი რეალური იყო, მე შენთან, იმ დღის შემდეგ აღარ მითამაშია!
ისედაც არ აპირებდა, პასუხის დაბრუნებას ალანია - თუმცა მოულოდნელად რომ გაიღო კარები და შიგნით, სამუშაო ფორმაში გამოწყობილი ქალები შემოვიდნენ, ხომ საერთოდ აღარაფერი უთქვამს.
- უი, დედა ჩემი სიკვდილი - შუბლზე იტკიცა ერთ-ერთმა ხელი - ცუდ დროს შემოვედით, ბავშვებო?
- თქვენ ვინ ხართ? -ცალი ხელით მოიწმინდა ცრემლები კატომ.
- ბატონმა ვახომ დაგვირეკა, რომ ყველაფერი გაუქმდა და დასალაგებლად მოვედით.
- ძალიან კარგი - მოკლედ მოუჭრა ალანიამ და პირდაპირ კარისკენ წავიდა.
მაშინვე უკან დაედევნა კატო. მართალია, ჩაკეტვის ამბავი, დიდად ხიბლავდა, თუმცა ახლა, მართლა ერჩივნა ჯერ ყველაფერი გაერკვიათ, მისთვის დაეჯერებინა და ისე გაეღოთ.
სირბილით გავარდა გარეთ, თუმცა მაინც ძლივს დაეწია.
წვრილად ცრიდა.
ლამპიონებით განათებულ შესასვლელიდან, შესანიშნავად მოჩანდა პარკინგზე მდგარი, ერთადერთი მანქანა.
რა თქმა უნდა, მაშინვე მიხვდა, კატო, რომ ვახოს მანქანა იყო, თუმცა კითხვების დასმის თავიც არ ჰქონდა.
ჯერ კიდევ, მხოლოდ მომხდარი და მოსალოდნელი უტრიალებდა თავში.
- დაჯექი, წაგიყვან. - მოვალეობის მოხდის მიზნით გამოისროლა ორიოდე სიტყვა და თავად, პირველმა დაიკავა ადგილი საჭესთან.
დიდად, არც უნდოდა ახლა სახლში მისვლა კატოს, თუმცა სხვანაირად, მასთან მარტო დარჩენის შესაძლებლობას ვერ ხედავდა.
იძულებით გამოაღო კარი და გვერდით მიუჯდა.
- უნდა მომისმინო..
- საერთოდ არ მინდა, შენი მოსმენა. - სარკეში გაიხედა და მანქანა დაძრა.
- ისე, არაფერი არ არის, როგორც შენ ფიქრობ. გეფიცები.. მე, ასეთი რეალური.. შენს გარდა, არსად ვყოფილვარ.
- ღვედი გაიკეთე.
ძლივს შეიკავა თავი, ხმამაღლა რომ არ დაეწყო ტირილი. ისევ, ყველაფერი თავისი სისულელეების გამო ხდებოდა.
იძულებით გაიკეთა ღვედი და ღრმად ამოისუნთქა.
- საბა..
- ბატონო.
- ასეთი მკაცრი ნუ ხარ, გთხოვ.. -აცრემლებულმა გახედა.
- ისეთი ვარ, როგორიც თავიდანვე უნდა ვყოფილიყავი.
- გეფიცები.. არ მომიტყუებიხარ. ჩემი, რატომ არ გჯერა.. ყველაფერი, რეალური იყო. თამაშისთვის, ვერ ვტირი.. არ შემიძლია. გეფიცები, ახლაც ყველაფერი რეალურია..
მხოლოდ წამიერად გახედა, სრულიად გაფითრებულ გოგოს, რომელიც ვერაფრით იკავებდა ცრემლებს და მერე, ისევ გზას მიუბრუნდა.
- საბა.. ძალიან გთხოვ.. - ნელა წაიღო მისი ხელისკენ თავისი, თუმცა სანამ შეახებდა, იქამდე აუკრა ალანიამ.
- თემა დაიხურა, ნუღარ ლაპარაკობ.
- მაპატიე, გთხოვ.. ვიცი, რომ თავიდანვე უნდა მეთქვა, ყველაფერი. მაგრამ შემეშინდა, რომ ოპერაციას არ გამიკეთებდი..
- ტყუილზე, არაფერი არ შენდება კატო.
- შეგვიძლია, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ..
- არაფრის თავიდან დაწყება, არ მინდა.
- ამას არ ვიმსახურებ.. -ნაწყვეტ ნაწყვეტ ამოთქვა და ძლივს ამოისუნთქა.
- არც მე ვიმსახურებდი, მაგრამ ხომ გამიკეთე?!
- სამაგიეროს მიხდი? მე გითხარი, რომ ვნანობ.. ძალიან ვნანობ.
- გვიანია და ეს, შენც ძალიან კარგად იცი. არა, სასაცილოა რა. შემთხვევით რომ არ გეთქვა, ნეტავ კიდევ სადამდე აპირებდი, ამის დამალვას?!
- ჩემი შენდამი გრძნობები, გულწრფელია.
ოდნავ გადააქნია თავი ალანიამ და მანქანა, ჩაბნელებული კორპუსის წინ გააჩერა.
მხოლოდ წამით ახედა სახლს კატომ და მერე, ისევ ალანიას მიუბრუნდა.
- მაპატიე, გთხოვ.. ერთ შანსს, ხომ ყველა იმსახურებს.
- გადადი.
- შენ ჩემი არ გჯერა, მაგრამ ჩემთვის მართლა განსაკუთრებული ხარ..
- გადადი, კატო.
კვლავ ძლივს ამოისუნთქა და მანქანის კარი გააღო. ძალიან არ უნდოდა, საუბარი ასე გაეწყვიტათ, მაგრამ ვეღარაფერი ქნა.
ძალიან ნელა მოხურა კარი და კორპუსისკენაც, კუს ნაბიჯებით დაიძრა.
იმის მიუხედავად, რომ ცივი ქარი, ოდნავ აფხიზლებდა, მაინც ვერაფრით იშორებდა იმ არასასიამოვნო შეგრძნებას, რომელიც რაღაც საშინელებებს მართებდა, შიგნიდან.
- ტელეფონი დაგრჩა. - მისი ხმა რომ მოსწვდა, თითქოს მთლიანად გაიყინა. გრძნობდა, მართლა აღარ შეეძლო ისევ უკან დაბრუნება და მისთვის, თვალებში ჩახედვა. გააჟრჟოლა.
ვეღარც მიბრუნდა, ვეღარც წინ წავიდა.
ისევ თვითონ მიუახოლოვდა ალანია და ტელეფონი გაუწოდა.
ნელა ააფახულა თვალები კატომ და როგორც კი გამოართვა, მაშინვე გაუსწორა თვალი. ლოცულობდა, მასში ზიზღი და სიძულვილი არ დაენახა და თითქოს, ოცნება აუხდა.
უბრალოდ, არაფრისმთქმელი იყო მისი მზერა, სრულიად ცარიელი და მორჩა.
- მაპატიე.. - კიდევ ერთხელ, ძალიან ჩუმად ამოიჩურჩულა - ნუ მომკლავ..
ოდნავაც კი არ შესცვლია სახე ალანიას. უბრალოდ, უყურებდა და მორჩა.
ძალიან ნელა მიხუჭა თვალები კატომ და მერე, ელვის სისწრაფით გაახილა.
ხვდებოდა, მშვენივრად იაზრებდა, რომ სწორედ მისი დაუფიქრებელი საქციელების გამო ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ მაინც.. ალბათ, თავს ვერასოდეს აპატიებდა იმას, რომ ახლაც ის არ გაეკეთებინა, რასაც გონება კარნახობდა.
სულ რაღაც, ერთი ნაბიჯი აშორებდათ ერთმანეთს, რომელიც შეუმჩნევლად დაფარა კატომ. იმის მიხედავად, რომ მაღალ ქუსლებზე იდგა, მაინც ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე და მის ტუჩებს, საკუთარი შეახო. მერე, ფრთხილად შეუცურა ყელში გაყინული თითები და სხეულზე აეკრა.
მისი თითოეული ქმედება, იმდენად მოულოდნელი იყო ალანიასთვის, პირველი ორი წუთი, იმის აზრზეც ვერ მოვიდა რა ხდებოდა. ხომ საშინლად იყო გაბრაზებული, მაგრამ რაღაც წამები, მაინც დასჭირდა, რომ გონებაში ეს, წინა პლანზე წამოეწია.
- კატო.. - ოდნავ უკან გასწია თავი და თითები ააფარა ტუჩებზე.
- კატოს, ძალიან უყვარხარ ალანია.. - სულ არ აინტერესებდა, რამდენად შესაფერისი დრო იყო, აღიარებისთვის. უბრალოდ, ის თქვა, რასაც გრძნობდა.
- ვიცი, რომ შენც გიყვარვარ. ეს, ვიგრძენი.. მართალია, გამაჩერე მაგრამ ამისთვის, დიდი ძალისხმევა დაგჭირდა. მოვა დრო და.. თავად მაკოცებ, აი ნახავ.. -სულ ოდნავ გაუღიმა და სწრაფად გაიქცა სადარბაზოსკენ.

***
ორი დღე, მთლიანად გათიშული დადიოდა ყველგან ალანია. ოპერაციები გადაწია, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთებას ყველაზე მეტად ერიდებოდა, მაინც. მთლიანი გრაფიკი აერია, ყველაფერი თავზე ემხობოდა კი არა, უკვე დამხობილიც კი ჰქონდა, მაგრამ სახეზეც ისეთი წაშლილი იყო, თითქოს ვერც ვერაფერს ხედავდა და დროის შეგრძნებაც, დაკრგული ჰქონდა.
დილას, ძალიან ადრე მიდიოდა. საღამოს, ყველაზე ბოლოს გადიოდა საავადმყოფოდან. ერთი შეხედვით, ნამდვილად აღარ ჰგავდა ძველ, პუნქტუალურ, მუდამ მშვიდ ალანიას.
პაციენტებთანაც კი, თითქოს ისეთი აღარ იყო. რაღაც ტრანფორმაცია განიცადა, თუ ჯერ კიდევ განცდის ფაზაში იყო, იმას მაინც ყველა ამჩნევდა, რომ რაღაც სჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებდა, ემჩნეოდა და ამას, მართლა ვეღარაფერს შველოდა.
შინაგანადაც, რაღაც ვერ იყო. უამრავი არეული აზრი ჰქონდა და ზოგჯერ, განსაკუთრებით უჭირდა კონცენტრაცია. როგორც კი ამას ამჩნევდა, მაშინვე შესვენებაზე მირბოდა და ყველანაირად ცდილობდა, ამ სიტუაციით გაოცებული პაციენტების სახეებისთვის მაინც აღარ მიექცია ყურადღება.
ვახო, არ ჩანდა.
ეგ კი არა, ლენკაც არ ჩანდა იმ დღის შემდეგ, ბოლოს რომ ნახა ალანიამ - თუმცა ამისთვის, დიდი ყურადღება არც მიუნიჭებია. შეიძლება უნდოდა კიდეც, თუმცა რამდენად იყო თავში ამისთვის ადგილი . . .
ბოლოს, ისევ თვითონ მოიკითხა ვახომ, თუმცა ტელეფონზე რომ არ უპასუხა, ამან რაღაცნაირად ჩააფიქრა. იცოდა, მუდამ ყოველთვის, ყველა ზარს პასუხობდა, როგორ გამოუვალ სიტუაციაშიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც.
ნელა აიარა, საავადმყოფოში შესასვლელი კიბეები და თავის კაბინეტისკან მიმავალმა, აზრადაც რომ არ მოუვიდოდა, რომ ამ დროს, იქ ნახავდა.. პირისპირ შეეჩეხა ალანიას.
- ვა, საბა -ოდნავ ჩაეღიმა- აქ რაგინდა, 7ხდება ლამის.. - მაჯაზე არსებულ საათზე დაიხედა.
- მივდივარ, ბატონო ვახო. -ღრმად ამოისუნთქა.
- რა გჭირს, შვილო. რაღაც არ მომწონხარ.. - ინტერესით დააკვირდა- გირეკავდი, არ მიპასუხე.
- ვერ გავიგე, ალბათ.
- შენ და ვერ გაიგე?
- თქვენ რა გინდათ ამ დროს აქ? - თემის შეცვლა სცადა.
- ო, ეგ არ მკითხო. - უცნაურად დაემანჭა სახე- ლეპტოპი დამრჩა და წასაღებად მოვედი, იმ დღეს.. ისეთი აფორიაქებული ვიყავი, მერე ეს ლენკას ფეხის ამბებიც დაერთო და რომ დამჭირდა, ძლივს მოვიგონე, რომ აქ დამრჩა.
- ხო.. ისა.. როგორ არის მართლა? -დაბნეულმა მოისვა შუბლზე ხელი.
- ლენკა? არაფერია, თვითონვე არ უნდოდა აქ მომეყვანა, ყველა მე დამეხვევა თავზეო და რავიცი, რა. ნაღრძობი აქვს, წევს.
- თქვენთან?
- არა, რა ჩემთან, შვილო. სახლში, თავისთან - ოდნავ აიჩეჩა მხრები.
- აა, ხო.
- ხო რავიცი, ყველაფერი კი ჩაიშალა, მაგრამ კარგად იყოს და თავიდან დავგეგმავ, არ ვჩივი - ღრმად ამოიოხრა, თუმცა რომ მიხვდა სულ აღარ უსმენდა, ხელი აუფრიალა წინ- საბა, შვილო..
- ბატონო.
- მართლა კარგად ხარ?
- კი, ბატონო ვახო. წავედი, მოკლედ..
- დაიცადე, დაიცადე.. -მაშინვე წინ გადაეღობა - არსადაც არ წახვედი, ახლა ჩემთან ავალთ კაბინეტში და ყველაფერს მომიყვები.
- მოსაყოლი არაფ- არაფერიაო, უნდოდა ეთქვა, თუმცა ვინ დააცადა.
- უარის თქმა არ გაბედო. - მაშინვე გააწყვეტინა და კაბინეტისკენ ანიშნა თვალით - წამოდი..

***
- 2 დღე აიღე და ერთი ნორმალურად დაისვენე. მე ვერ მიყურებ? ბოლოს როდის მეცვა ხალათი, აღარც მახსოვს. არა.. იმას კი არ გეუბნები, სულ დაიკიდ'ე პაციენტები - მეთქი. არც ჩემი საქციელია, დიდად სწორი. მაგრამ როცა გჭირდება, კიდეც უნდა დაისვენო ცოტა ხნით. ბოლოს და ბოლოს, მიზეზგარეშე, არავინ ვაცდენთ სამსახურს. რომც გვინდოდეს, უფლება მაინც არ გვაქვს.
- ხო.. - ჩაფიქრებული დაეთანხმა.
- რა ხო, აბა? არა, არც მისმენს ეს..
- არა, გისმენთ, ბატონო ვახო - ღრმად ამოისუნთქა- მართლა ძალიან დაღლილი ვარ, უბრალოდ.
- მხოლოდ დაღლილი არ ხარ, კიდევ რაღაც გჭირს.
- არაფერი.. - მაშინვე უარის ნიშნად გააქნია თავი.
ოდნავ ჩაიცინა ვახომ და მის პირისპირ გადმოინაცვლა სავარძელში.
- ვინ არის?
- რა?
- გოგო, რომელზეც ფიქრობ. ვინ არის?- სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და კვლავ ოდნავ ჩაიცინა.
- საიდან მოიტანეთ, ოღონდაც.
- შვილოო, ორი შენხელა ვარ. გამოცდილი მაქვს, ეგ ყველაფერი, გამოცდილი. რას მიმალავ, რომ მიმალავ. ცუდი რა არის, მაგაში?
უბრალოდ ღრმად ამოისუნთქა საბამ.
- ვაა, ნახე რა.. ამდენად სერიოზულია? ჩვენს ალანიასაც დარღვევია სიმშვიდეე. - ძალიან უნდოდა, არ გასცინებოდა, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი.
- კარგით რა, ბატონო ვახო.
- კაი, აი გავჩერდი. - ოდნავ ჩაახველა- მისმინე.. იჩხუბეთ?
- საიდან მოიტანეთ.
- საიდან მოიტანეთ, საიდან მოიტანეთ. საიდან მოვიტანე და ბათუმიდან. მითხარი ახლა.. ნუ დამაღირსე..
- ...
- რა იყო, ახლა. არ მენდობი? თუ გგონია, რომ წავალ და მთელ საავდმყოფოს მოვდებ?
- ეგ, არაფერ შუაშია.
- აბა? მისმინე.. შენ აქ, გარემოს ნუ აქცევ ყურადღებას. ვახო ვარ, უბრალოდ. მამა შვილურად ვილაპარაკოთ, ვხედავ, რომ გაზიარება გჭირდება. იქნებ, რამეში დაგეხმარო კიდეც.
- მე თვითონაც არ ვიცი, რა მინდა.-მზერა აარიდა.
- აწყენინე?
- მე და წყენინება?
- ხო, ვიცი რომ შენგან შორს არის, მაგრამ გამორიცხული არაფერია. შეიძლება, უნებურად მოგივიდა.
- არა.
- არა.. - ჩაფიქრებულმა გაიმეორა.- არც გიჩხუბიათ?
- არვიცი.
- რას ნიშნავს, არიცი?
- მართლა არ ვიცი, ბატონო ვახო. ასეთ გაუგებარ სიტუაციაში, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. თითქოს.. არის რაღაც, რაზეც უნდა გავბრაზდე, თვალები არ უნდა დავხუჭო, არ უნდა გავატარო, რომ მერე..მომავალშიც იგივე არ განმეორდეს. არ უნდა მჯეროდეს იმის, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალა.. თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერი თამაშია, ცხოვრებაც თამაშია, ჩვენც, ყოველ წუთს, სადღაც რაღაცას მაინც ვთამაშობთ, ეს კი.. მეორე მხარეს ებმის, იმას.. რომ შეიძლება ამის გარეშე, არც ვყოფილიყავით. ამ გადმოსახედიდან, თითქოს.. უბრალო, ბავშვურ თემას ვუყურებ, რომელიც ფაქტობრივად მე ვაქციე დიდ და რთულ თემად. ან, შეიძლება არც ვაქციე.. შეიძლება, უბრალოდ ყველაფერი ისეა, როგორც არის და მე ვცდილობ, ყველა მხრიდან შევხედო.
,,ჩაფიქრებული უსმენდა ვახო.
- დაელაპარაკე.
- არ გამოდის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვსაუბრობთ, კიდევ უფრო ვართულებთ ყველაფერს. ყოველი თემა, რაღაც სიყალბისკენ მიდის. ალბათ, საერთოდ არ ვართ ისეთები, როგორებადაც გვინდა, რომ ერთმანეთს ვიცნობდეთ.
- მისმინე, რა გითხრა.. თუ, ადამიანს უყვარს, ყველანაირი უყვარს. გარეგნობა კი არა, სული უყვარს. ეს.. ძალიან მარტივია, ყველამ ვიცით. შენს სიტუაციაზე გადმოიტანე. გარეგნობა.. შეიძლება, ძალიან შეუხედავი იყოს - ამ შემთხვევაში ის ნაკლი, რაც გაბრკოლებს. მოგატყუა.. თუ რაც გააკეთა, გარეგნობად აღიქვი. მაგრამ შენ.. ხომ მასში დადებითი უფრო მეტი გიყვარს, არა? სული გიყვარს.
დრო გჭირდებათ. ოღონდ, ერთად გატარებული ბევრი დრო. ერთმანეთს თუ არ გაიცნობთ, ისე ვერ მიხვდები გარეგნობა უფრო გიზიდავს, თუ სული.
თუ დროთა განმავლობაში ყველაფერს დაგავიწყებს, მაშინ.. შენ სული გყვარებია. მაგრამ.. თუ ამ დროის ნაწილში, კვლავ იმ ნაკლზე იფიქრებ, გამოდის თავიდანვე გარეგნობა გყვარებია. ცდილობდი, რაღაცით დაგეფარა ის ნაკლი და არ უყურებდი. დაფარე კიდეც.. მაგრამ იმის მიუხედავად რომ ვეღარ ხედავ, იცი რომ არსებობს და ეს, გაწუხებს.. ვერ ვიწყებ. ცდილობდი დაგევიწყებინა, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებ. მაგრამ თუ ივიწყებ.. ის, შენი ადამიანია.
ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებ, უნდა მოუსმინო. რაც შეიძლება, მეტ ხანს უნდა უნდა იყოთ ერთად, რომ ზუსტად მიხვდე ყველაფერს და მერე, არაფერი ინანო.
ხელი არ კრა, შეცდომები ყველას მოგვდის..
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ და თავი ჩახარა.
- ამდენი ფიქრი და ნერვიულობა, საჭირო არ არის. დაურეკე, შეხვდით.. არვიცი, რამე მოიფიქრე. შესაძლოა, სულ მარტივად გვარდება და შენ რამდენს ფიქრობ.
- ალბათ, მართალი ხართ.. -ოდნავ აიჩეჩა მხრები და წამოდგა- ახლა მართლა წავალ..
- მისმინე.. თუ გინდა, ლენკას ვეტყვი და ხვალ არ მოხვიდე. მაკაც გადაგიტანს პაციენტებს.
- არა, არა. არ არის საჭირო..
- ჯიუტი, ჯიუტი. კარგი მაშინ, მეც რაღა ვაკეთო, ერთად ხო არ წავიდეთ?- თვითონაც წამოდგა.
- წავიდეთ.
*
- ვერ ვიჯერებ. აი, ზუსტად შენზეა ნათქვამი, საკუთარ თავს, თვითონ უთხრის ხაფანგსო -ტელეფონიდან ელაპარაკებოდა სანდრო- ცოტა ისეთი მაინც გააკეთე, რომ რბილად დაეცე, მერე.
- ვაიმეე და რამექნა სანდრო? შენ მომხსნი ნაკერებს და მერე, თაბაშირს?
- სხვა ექიმთან წასულიყავი.
- ოღონდაააც. თვითონვე იცი, რომ ეგ ადვილი არაა. ჯერ მონახვა, ჩაწერა, მერე თუ მიმიღებენ. ამდენ ხანში, შემესისხლხორცება ყველაფერი ცხვირზე.
- შენი ჭირიმე, რა. არ გიცნობდე მაინც. უბრალოდ თქვი, რომ ვერ შეელიე, მაგ შენ ალანიას. არა, მე მაინც ვერ გავიგე, რა მიზიდულობის ძალა აქვს, მარაა..
- ხოო? ვერც მე გავიგე, მაკას რა მიზიდულობის ძალა აქვს ისეთი, ის ყვავილები რომ გაუგზავნე, რომელზეც ალერგია გაქვს.
- და მე ხო არ მომიკიდია ხელი მერე? რავქნა, ინსტაგრამზე სულ მაგ ყვავილების ფოტოები ქონდა.
- უფფ. სანდრო, რაა.
- ისე, მანდაა სადმე?
- ვინ?
- დიდი ბებია, ჟოზეფინა! რა ვინ გოგო, მაკაზე გეკითხები..
- ჟოზეფინაც ხარ და მოზეფინაც! მერავიცი სადაა. არც საბაა მოსული ჯერ და აქ რა უნდა, სოლო კონცერტი კი არ აქვს.
- ვა, პირველი პაციენტუსა ხარ დაჟე? მთელი დღე უნდა გააყოლა შენზე ფიქრები? -ირონიულად გააჯავრა.
- ჯერესერთი, დარწმუნებული ვარ, ისედაც სულ ჩემზე ფიქრობს.
- რა ვანგა ხარ, ამნაირი. კურსებზე უნდა ჩავეწერო, შენთან. იქნებ, მაკაც სულ ჩემზე ვაფიქრო.
- წუთში, 60-ჯერ რომ არ გაიმეორო სახელი მაკა, არ შეგიძლია?
- გენავე, 60-ჯერ წამიც ძლივს ასწრებს, წუთად გამოსვლას. ეგ რომ შემეძლოს, ხომ ავშენდი.
- კიდევ კარგი, რომ არ შეგიძლია. - ღრმად ამოისუნთქა და კედელს მიეყრდნო.
ზუსტად იმ წამს შემოუხვია დერეფანში, ალანიამ. მის დანახვაზე, სასწრაფოდ გაისწორა თმა კატომ და მაშინვე აარიდა მზერა, ვითომ ვერ დაინახა.
- ხო, არვიცი ნინი.. თუ გინდა, საღამოს შემომიარე - ჩვეულებრივ გააგრძელა სატელეფონო საუბარი.
- რაო, მოვიდა ალანია და გავხდი ნინი? -შესაძლებლობა არ გაუშვა და მაშინვე გააჯავრა სანდრომ.
- სალამი - ვითომ, განსაკუთრებული ყურადღება არც მიუქცევია კატოსთვის ალანიას. წამით შეავლო თვალი, კაბინეტთან მდგარ, კიდევ 2 ადამიანს და სწრაფად შევიდა შიგნით.
არსაიდან გაჩნდა მაკაც. სირბილით დაფარა კაბინეტამდე მანძილი და ისიც შიგნით შევიდა.
- ვთიშავ, ნინუ. შენს გოგოს, დღეს განსაკუთრებული მაკიაჟი აქვს, ნეტავ ვისთვის? - ინტრიგა ჩამოუგდო და სწრაფად დაკიდა ტელეფონი. იცოდა, ახლა ათასჯერ დარეკავდა და ტელეფონიც გამორთო. მერე, ღრმად ამოისუნთქა, ორჯერ დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო კაბინეტის კარი.
- მობრძანდით - მაშინვე შეეგება მაკა - ექიმიც, ახლავე მოვა.
მისდა გასაკვირად, გვერდი აუარა და ისევ გარეთ გავიდა. ყოველთვის აინტერესებდა, რატომ დადიოდნენ ექთნები ამდენს, თუმცა არა ახლა.
ის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელიც ჰქონდა, ხომ უნდა გამოეყენებინა, არა?
მაშინვე 'საძულველი ოთახისკენ' გაიქცა და ისე, რომ არც მიუკაკუნებია შიგნით შევიდა. არც იქ დახვდა ალანია.
არადა, ხომ შემოვიდა და მერე, არ გამოსულაო. - საკუთარ ფიქრებს დაეთანხმა და ზუსტად იმ წამს, როცა გაბრუნებას აპირებდა, კარებში კინაღამ შეეჯახა და ინსტიქტურად, შიშისგან დაეყვირა.
- ღმერთო.. ღმერთო - მაშინვე გულზე მიიდო ხელი - ამ კაბინეტში რამდენი ოთახია..
- სამი. - ვითომც არაფერიო, ისე უპასუხა და გვერდი აუარა.
მხოლოდ ახლა დააკვირდა, კიდევ ერთ, პატარა კარს კედელში, რომელიც თითქმის არც კი ჩანდა და ღრმად ამოისუნთქა.
ჯერ კიდევ, უცნაური ტალღები უვლიდა სხეულში, მაგრამ ყველანაირად შეეცადა, ყურადღება არ მიექცია და თვითონაც, ნელი ნაბიჯებით შევიდა ოთახში.
- დღეს ნაკერებს ვხსნით, ხო? - კი ახსოვდა, მაგრამ მაინც ჰკითხა.
- ხო.. -თავის დაკვრითაც დაეთანხმა და მაგიდასთან მდგარს მიუახლოვდა- ჩალურჯებები გამიქრა, ვერ წარმოიდგენ.. როგორ მიხარია - შეგნებულად ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, თითქოს არანაირო ჩხუბი და დაძაბულობა არ იყო მათ შორის. რა თქმა უნდა, ჩალურჯებების გაქრობა, მართლა ძალიან უხაროდა და ეს გულწრფელი სიხარული, კიდევ უფრო ეხმარებოდა.
- ვხედავ. - მხოლოდ წამით შეხედა და მერე, ხელთათმანების ჩაცმა დაიწყო.
- ხედავ.. იმიტომ რომ ვალდებული ხარ. ისე.. არ გაინტერესებს -უცებ მოიწყინა და თვალები დახარა.
როგორ უნდოდა ეთქვა, 'შენზე მეტად, არაფერი მაინტერესებსო' მაგრამ მაინც შეიაკავა თავი.
- მიდი, დაწექი.
წარბშეკრულმა ამოხედა კატომ და ქვედა ტუჩი, კბილებს შორის მოიქცია.
ზუსტად ისე, ბავშვობაში რომ იცოდა -ხოლე, გაბრაზებისას.
- საერთოდ არ შეგიძლია, სითბოს გამოხატვა, ხო?
- ხო, არ შემიძლია. მიდი, დაწექი, დროს ნუ მაკრგვინებ.
ღრმად ამოიოხრა გვიანიძემ და იძულებით მიუახლოვდა 'საძულველ საწოლს' კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ზუსტად იმ წამს, როცა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო, პასუხმა დაასწრო.
- არ გეტკინება.
- შენ, სულ მასე ამბობ.
- მერე, ტყუილი ყოფილა როდისმე?
ზუსტად იმ წამს შემოვიდა მაკა.
- ექთანზე, პროტესტი არ გავიგო - საჩვენებელი თითით დაემუქრა და კატომაც, იძულებით დაიკავა ადგილი.
*
ტამპონებთან შედარებით, რომლის ამოღების სირთულეც კატოს გაზვიადებული უფრო იყო, ნაკერების მოხსნა, საერთოდ ვერც იგრძნო.
ზუსტად მაშინ, როცა სულიერად და მორალურად მომზადებას აპირებდა, ყველაფერი დამთავრდა და გაოცებულმა შეკრა წარბები.
თავიდან ვერც იჯერებდა, რომ სულ 1 წუთში იყო შესაძლებელი ნაკერების მოხსნა, მაგრამ ალანიამაც რომ დაიწყო ხელთათმანების გახდა, იკადრა წამოჯდომა.
- ანუ, მართლა არ მეკაიფებ'ი?
ვითომ ხუმრობაზე, მაკას უფრო ჩაეღიმა.
- შემდეგს დაუძახე - მხოლოდ წამით შეავლო თვალი ალანიამ და მაკაც, მაშინვე კარისკენ წავიდა.
- ერთი სული გაქ, როდის მომიშორებ, ხო?
- ძალიან ბევრი საქმე მაქვს, კატო. - არც შეუხედავს, ისე წამოდგა.
- იქნებ გველაპარაკა.. -უფრო ამოიჩურჩულა.
- დღეს მეშვიდე დღეა, ხო? თუ მერვე? - სწრაფად გადაიტანა თემა.
- ხო..მეშვიდე - უკამყოფილოდ ამოიოხრა.
- გარე ფიქსატორის მოხსნა შეიძლება მაშინ უკვე, ოღონდ მხოლოდ დღე. ღამით იკეთებ 1 თვის განმავლობაში.
4 დღეში გელოდები, თაბაშირის მოხსნაზე, მაკა ჩაგწერს. - მისთვის კვლავ არ შეუხედავს, მხოლოდ წამით შეავლო თვალი კაბინეტში ახლად შემოსულ პაციენტს.
- ქალბატონო ლიკა, აქეთ მობრძანდით.
- მასაც ნაკერები უნდა მოხსნა?
- არა, ტამპონები უნდა ამოვიღო - ახლა, ახალი ხელთათმანების ჩაცმა დაიწყო.
მხოლოდ წამით შეავლო თვალი, ახლად შემოსულ გოგოს გვიანიძემ და გამომცდელას შეათვალიერა. მერე, რომ დარწმუნდა ნამდვილად არ ჰქონდა მომხიბვლელი გარეგნობა, თანაც ამ 'ჩალურჯებებში', ოდნავ დამშვიდებული წავიდა კარისკენ.

***
მთელი დღე, უაზროდ ბოდიალში გაატარა კატომ. საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიას არ გასცილებია. ლექციებიც გააცდინა, შილაქზეც არ წავიდა, ეკასაც მხოლოდ შეტყობინება მისწერა, მეგობრებთან ვარ და გვიან მოვალო და საავადმყოფოს ეზოში მდგარ, უზარმაზარი ხის ქვეშ მდგარ, გრძელ ნაცრისფერ სკამზე მოკალათდა. ნამდვილად არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ სწორად იქცეოდა - თუმცა ისიც ზუსტად იცოდა, საღამოს რომ დაერეკა ან მიეწერა, დააიგნორებდა. შიგნით, აუარება პაციენტებთან ვერ მიუდგებოდა. მისამართი, არ იცოდა. ან, რომც სცოდნოდა, სახლში მისვლის იდეა, დიდად არც მოსწონდა.
დაბნეული იყო. თანაც საშინლად.
ადრე, ალბათ მთელი დღე კი არა, ერთი საათი არ დაელოდებოდა ვინმეს, მაგრამ ახლა საიდან მოვიდა ამხელა მოთმინება, თვითონაც ძალიან უკვირდა.
ფიქრებში, იმაზე მალე გავიდა დრო, ვიდრე ეგონა.
მოსაღამოვდა.
ზაფხულის და უფრო ახლად შემოპარული შემოდგომია ქარმა, ერთი ისეთი დაიქროლა, მთელს სხეულში გააცივა კატოს. ბევრი კი ინანა, მხოლოდ თხელი, ბრეტელიანი სარაფნის ამარა რომ წამოვიდა, მაგრამ რაღას უშველიდა.
თითების წვალება დაიწყო და ზუსტად იმ წამს, როცა იფიქრა თმას მაინც შევიკრავო, ალანიაც გამოვიდა საავადმყოფოდან.
მაშინვე წამოხტა კატო და ტელეფონის ეკრანში შეათვალიერა საკუთარი თავი.
რომ დარწმუნდა, ნორმალურად გამოიყურებოდა, მხოლოდ მას შემდეგ დაიძრა ნელი ნაბიჯებით მისკენ.
ზუსტად იმ წამს შეამჩნია ალანიამ და გაკვირვებულმა შეკრა წარბები.
- რამე მოხდა? - პირველი, მხოლოდ ეს კითხვა დაებადა თავში.
ოდნავ გააქნია თავი კატომ და თვალები ააფახულა.
- ნწ, გელოდებოდი..
- მე? - ვითომ გაუკვირდა.
- ჰო, სხვას ვის?
- და რატო?
- იმიტომ, რომ გარბიხარ სულ და ვერ გპოულობ მერე.
- ერთი წუთი.. -მხოლოდ ახლა დაიწყო გაანალიზება და შუბლზე მოისვა ხელი- რას მეუბნები ახლა, რომ დილიდან აქ ხარ?
- ჰო..
- სხვა საქმე არ გქონდა?
- მეტი კითხვა, არ დაგებადა? -უცებ მოეშალა ნერვები - ეტყობა, ამაზე მნიშვნელოვანი, არაფერი იყო.
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ.
- კაი, წამოდი სახლში წაგიყვან - მანქანისკენ ანიშნა და თვითონ, პირველი დაიძრა.
- სახლში წამიყვანს თურმე.. მთელი დღე აქ იმიტომ ვიყავი, რომ სახლში წავეყვანე - თავისთავს დაუწყო ლაპარაკი.
- არ მოდიხარ?
- მოვდივარ. - ნერვებმოშლილი წავიდა თვითონაც - აბა უთხარი, არ მოვდივარო. რომელი დაგაძალებს, ან შეაჩერებ, რომ თვითონაც არ წავიდეს. ოხ, ალანია..! -ისევ თავისთვის დაიწყო ლაპარაკი და როგორც კი მიუახლოვდა, შეძლებისდაგვარად დაიწყნარა სახე. მერე, მანქანის კარი გამოაღო და გვერდით მიუჯდა.
იმის მიუხედავად, რომ ალანია ისეთი არ იყო, როგორც ეგონა რომ იქნებოდა, მაინც ასეთს ეგუებოდა. თვითონ უნდა დალოდებოდა, გაჰკიდებოდა, პირველი ნაბიჯი გადაედგა, პირველი თვითონ ეთქვა მიყვარხარო, თავად ეკოცნა.. ყველაფერ იმას, რაც მისი აზრით, მას უნდა გაეკეთებინა პირველი, თვითონ აკეთებდა.
- მეგონა, რომ ლაპარაკი მოგინდებოდა, იცი? - ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე.
არაფერი უპასუხია ალანიას.
- არადა, ვიცი, შენმა გულმა უკვე მაპატია..-ნელა ამოისუნთქა- რეალურად, რომ ვფიქრობ.. ეს ხომ ბავშვური ჩხუბი იყო, არა? რომ გითხარი, შენზე უკეთეს ექიმს ვიპოვიდი მეთქი.. სულაც არ ხარ, კარგი ექიმი მეთქი, არა.. აი, მართლა დაიჯერე, რომ ეს სიმართლე იყო? - ოდნავ გაეღიმა.
- შენ, მხოლოდ ეგ გგონია ჩხუბის მიზეზი? - იკადრა, მისკენ გამოხედვა.
- არა. ვიცი, რაც იყო და როგორც იყო. უბრალოდ, ყველა დეტალს განვიხილავ, რომ გაუგებრობა არ დარჩეს.. მისმინე.. მე, რეალურად მართლა არ ვიყავი ასეთი, როგორიც ახლა ვარ. მაშინ, სულ პირველად რომ მოვედი შენთან. რა, განსხვავებას ვერ ამჩნევ?
კადრებად გადაურბინა თვალწინ, პირველმა შეხვედრამ ალანიას.
- ადრე, ძალიან მიყვარდა როცა ადამიანს ნერვებს ვუშლიდი. ხოდა, როცა გავიგე, რომ ალანიას ნერვები არ ეშლება და ყველაზე მშვიდიაო, პირველ ადგილზე გადმოინაცვლე ჩემს მსხვერპლთა შორის. -ისევ გაეღიმა- ამას.. ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბს, ჩხუბი, მაგრამ ბოლოს.. როცა ლენკას მხრიდან წინადადება მივიღე, რომ 'მელსის' სახე გავმხდარიყავი, ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. თანაც.. ყველა პლასტიკური მელსში მაქვს გაკეთებული. მხოლოდ ცხვირი იყო დარჩენილი და ეს ცხვირიც.. ან მარი და გეგა, ან შენ.. ვინაიდან მე, იმ საშინელი ტამპონების ძალიან მეშინია.. შენს იქით, გზა არ მქონდა. ცოტა ვითამაშე, ცოტა ყალბი სინანული და დაგაჯერე, რომ მართლა ვნანობდი ყველაფერს. რომ გიყვირე და ა.შ. რეალურად, ეს ყველაფერი მართლა თამაში იყო, მაგრამ მერე.. ყველაფერი შეიცვალა. შეგეჩვიე.. მივხვდი, რომ ის ექიმი იყავი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. კარგი, ვიცი რომ შეიძლება ზედმეტები მომდიოდა, როცა გეჩხუბებოდა, ხმას ვუწევდი და კიდევ რეებსაც ვაკეთებდი, მაგრამ ასე რომ არ მომხდარიყო, შენთვის განსაკუთრებული არ ვიქნებოდი, ვერაფრით გამომარჩევდი.. ეს ბავშვური ჩხუბი, რომელსაც არაფერი დაუზიანებია, რომლის დეტალებიც, უკვე მივიწყებულიც კია.. თავს რისთვის ვიტანჯავთ, საბა? თუნდაც მე.. რატომ ვტირი.. რატომ გეხვეწებოდი მაპატიე მეთქი.. რატომ არ მეუბნებოდი.. ყველაფერი წარსული, წარსულია და ახლა, რეალობაში უნდა ვიცხოვროთო.. რატომ ვერ ვივიწყებთ.. რა არის აქ, ასეთი რომ ამხელა ჩხუბამდე მივიდა? -ვერაფრით შეიკავა ემოცები და ისევ ტირილი დაიწყო - არა, მართლა ვერ ვხვდები, ასეთი რა არის ამაში. მე, წარსულში რაც არ ვინანე, რატომ გვიშლის ხელს, ახლა?
- კაი, ნუ ტირიხარ.
- არა, გეკითხები. ასეთი რა არის ამაში, ამხელა ჩხუბამდე როგორ მივიდა?! თუ.. თუ უბრალოდ ჩვენ ვაზვიადებთ, იმიტომ რომ ჩხუბი გვინდა? იმიტომ, რომ ჩხუბის გარეშე, ვერ ვცოცხლობთ?
უკვე, კარგად ნაცნობი ბინის წინ გააჩერა ალანიამ მანქანა და ძრავა გამორთო. როგორც ყოველთვის, ვერც ახლა მიხვდა, ასე მალე როგორ მოვიდნენ. სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და მანქანიდან გადავიდა. ზუსტად იცოდა, რომ გამოყვებოდა და მართლაც..
- კატო - უცნაურად აუჩქარდა გული გვიანიძეს. გაჩერდა. თუმცა არ შემობრუნებულა.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და თავად დაუდგა წინ. არ შეუხედავს, იმის მიუხედავად რომ ახლა, ყველაზე მეტად აინტერესებდა მისი მზერა, მაინც არ შეხედა. ფრთხილად შეუცურა თითებში ყელში ალანიამ და კატომაც, მაშინვე მიხუჭა თვალები. გრძნობდა, როგორ ნელა და სასიამოვნოდ ჩაეხუტა და თვითონაც მოხვია ხელები.
- ანუ მაპატიე? ყველაფერი მორჩა? -მაინც ვერ მოითმინა.
არაფერი უპასუხია ალანიას, მხოლოდ თმაზე მოეფერა წამით და მოშორდა.
- საბაა.. ასე ნუ იცი, ხოლმეე..
ოდნავ ჩაეღიმა და მერე, ლოყაზე უფრო ტუჩის კუთხესთან შეახო ტუჩები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთმა, წამიერმა შეხებამ, გონება მთლიანად გაუთიშა, სანამ მოშორდებოდა, მაინც მოახერხა ტუჩებზე გადანაცვლება კატომ და თმაში შეუცურა თითები.
ნაზად აჰყვა ალანია, ის რამდენიმე წამი, არ გაუჩერებია თუმცა მერე, ისევ თითები მიადო ტუჩებზე.
მაშინვე წარბები შეკრა გვიანიძემ.
- დღეს გეყოფა -ოდნავ ჩაეღიმა.
- საზიზღარო..
- შენი ცხვირი რომ დავაზიანოთ, რა ვუყოთ მერე? - ნაზად მოეფერა თაბაშირზე.
- ნუ მიზეზობ.
- მერე მოხვალ და წუწუნს დამიწყებ, ცხვირი რაღაცეებს მიშვებაო.. -მართლა უნდოდა, ღიმილის გარეშე ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა.
მთელი ძალით დაუშინა მკერდზე მუშტები კატომ.
- ნუ დამცინიი!
- კაი, კაი - ისევ წელზე მოხვია ხელები და მიიხუტა.
- საბა..
- ბატონო.
- ხვალ გნახავ?
- არვიცი.
- რა არიცი, საღამოს ხომ გცალია? -თავი გაითავისუფლა და დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში.
- ოპერაციები მაქვს, საღამოს. თუ ცოცხალი გადავრჩი, კი.
- ანუ, დამირეკავ?
- ვნახოთ, კატო. - ნაზად მოეფერა ლოყაზე - მიდი, შედი.
ღრმად ამოისუნთქა გვიანიძემ. ძალიან არ უნდოდა განშორება, ისედაც ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ, მაგრამ ვეღარაფერი ქნა.
ისევ ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე და ისევ ტუჩებზე შეეხო.
ოდნავ ჩაეღიმა ალანიას, თუმცა არც ახლა უკრავს ხელი. ყველანაირად ცდილობდა, ცხვირზე არ შეხებოდა და ძალიან ნაზად, თითქმის არც კი ეხებოდა მის ტუჩებს. წამით მოეფერა ნიკაპზე და მერე, ისევ თითებით გააჩერა.
- ასე ნუ მიყურებ, კატუსა..
- კატუსა? -თვალები აუციმციმდა.
- ხო, კატუსა. შედი, თორემ ვეღარ გაგიშვებ იცოდე -შუბლზე აკოცა და ფრთხილად მოაშორა ხელები.
უკუსვლით დაიხია უკან გვიანიძემ და მერე, სირბილით შევარდა სადარბაზოში.

***
მთელი ღამის უძილო, ფეხებს ძლივს მიათრევდა მაკა. ზუსტად იცოდა, სახლში წასვლა არასწორი გადაწყვეტილება რომ იყო, მაგრამ წყლის გადავლება და ბებიისთვის დახედვა, ნამდვილად სჭირდებოდა.
რა თქმა უნდა, ერთდროულად ასისტენტიც რომ იქნები და კიდევ, 2 განყოფილებაში დაიმატებ მორიგეობას, ადრე თუ გვიან დაიღუპები. საკუთარ ფიქრებს დაეთანხმა და ის იყო, საავდმყოფოს ეზოში აპირებდა შესვლას, მანქანამაც მოუსიგნალა უკნიდან. თავიდან იფიქრა, მომეჩვენაო და ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ სიგნალი კიდევ რომ განმეორდა, იკადრა მობრუნება და სანდროც გადმოვიდა მანქანიდან.
- რატო მაიგნორებ?
- რა ჯანდაბა გინდა! -მაშინვე შეტევაზე გადავიდა მაკა- შენ რა, მეტი საქმე არ გაქვს? კარგად მომისმინე, მეგობარო. ახლა, ძალიან მაქვს ნერვები მოშლილი! მთელი ღამე არ მიძინია, განყოფილებიდან განყოფილებაში გავრბოდი და გამოვრბოდი, დილის 5 საათზე სახლში წავედი, იქიდან ავტობუსმა გამომასწრო და ძლივს მოვაღწიე აქამდე! შიგნით - თითი საავადმყოფოსკენ გაიშვირა - უარესი ორომტრიალი მელოდება, ექიმს დღეს 4 ოპერაცია აქვს და დამმარხავს, დროულად რომ არ მივიდე! ამ ყველაფრის შემდეგ კი.. შენ.. მთელს მსოფლიოში ყველაზე მოცლილო, თუ კიდევ ყვავილებით და რომანტიკული ბარათით დამადექი, იცოდე, რომ ერთს ისეთს შემოგარტყამ, ნაწილებად გახდები ასაკრეფი! - შინაგანად, იმდენად დამძიმებული იყო ემოციებისგან, გაუაზრებლად აუწია ტონს, ჩხუბზე და მუქარაზე გადავიდა და იგრძნო, როგორ მოეშვა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ღიმილით უყურებდა სანდრო, თუმცა არ გაუწყვეტინებია.
- დაიკარგე აქედან. - შედარებით უფრო წყნარად უთხრა და ისე სწრაფად გაიქცა, ვერც კი გაიაზრა სანდრომ და გაოცებისგან, მექანიკურად გაუფართოვდა თვალები.
- იქნებ, რას ვამბობდი..

***
- ღმერთო, ნათია.. ნეტავ ოდესმე იმ დღეს მომასწრო, შენ რომ პრობლემები დაგიმთავრდება! - ნერვებმოშლილი მიდოდა, საავადმყოფოს გრძელ დერეფანში ალანია და ყველანაირად ცდილობდა, დისგან თავის დაღწევას.
- კარგი რა, საბა. რატომ მექცევი ასე, მომისმინე უბრალოდ.. აუცილებლად უნდა წავიდე იმ ექვსკურსიაზე.
- შემეშვი, ნათია. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. წადი რა, დედა თუ არ გიშვებს, მამას სთხოვე.
- შენც თქვი რა, სიბრძნე. მამა, როდესმე ფხიზელი გინახავს?
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ და უკვე კაბინეტთან მისული გაჩერდა.
- თავი და მა ნე ბე. - დამარცვლითაც გაუმეორა და კარზე მიაკაკუნა.
- გთხოოვ, 2 წუთი მომისმინე. ყველა ჩემი კლასელი იქ იქნება, მათ როგორ გამოვაკლდე?
- ექიმო, მობრძანდით - მოულოდნელად გამოაღო კარი ექთანმა - ბატონი ლევანი თავისუფალია..
- მშვენიერი - თავი დაუკრა და ისე, რომ ნათიასთვის ყურადღებაც აღარ მიუქცევია, შიგნით შევიდა. მაგრამ აბა ნათია რის ნათია იყო, ასე ადვილად რომ დაეყარა ფარხმალი. თვითონაც მაშინვე უკან მიჰყვა და ზუსტად იმ წამს, როცა ისევ ძმისთვის უნდა დაეწყო წუწუნი, თვალი მაგიდასთან მჯდომი პიროვნებისკენ გაექცა და გაშეშდა.
ინტერსით ამოხედა ლევანმაც, თუმცა მალევე გადაიტანა ალანიაზე მზერა.
- გავალ რა სახლში და მოვალ ოთხისთვის უეჭველი. - ოდნავ დაუქნია თავი- თქვენ ჩემთან ხართ?-ისევ გაშეშებულ ნათიას გამოხედა.
- ნათია, გადი . - უფრო გაიმკაცრა ხმა ალანიამ - ჩემი დაა, მნიშვნელოვანი არაფერი.
- გამიკვირდა - ოდნავ ჩაეცინა და წამოდგა - პაციენტები მოვრჩი დღეს და.. მე ლევანი ვარ, ანესთეზიოლოგი.- ხელი გაუწოდა.
- ნათია - სასწრაფოდ ჩამოართვა.
მაშინვე თვალები აატრიალა ალანიამ.
- გავხართ, ხო იცი. ერთნაირი თვალები გაქვთ..
- ლევან!
- კაი, რა იყო. შევწუხდი სულ საქმით, ერთხელ მაინც დამალაპარაკე სხვა რამეზე - ღრმად ამოიოხრა.
- ჩემთან როცა ხარ, არა და სხვაგან რაც გინდა ის ქენი.
- ნეტავ როგორ გიძლებს, ანა.
- ა..ანა სადაა? უფრო სწორად, რატომ არაა? - დაბნეულად მოისვა შუბლზე ხელი და ძმას გახედა.
- ვირუსი აქვს, სიცხეებით და დროებით ვმუშაობთ ერთად. გადი უკვე, ძალიან ზედმეტები მოგდის, ისედაც რას შემომყევი საერთოდ!
- ჰო.. - უცნაურად სწრაფად დაეთანხმა ძმას და სასწრაფოდ გაიქცა გარეთ.

***
თითქოს, განგებ იწელებოდა დღე.
რაღაც, ძალიან უსასრულო გახდა ყველაფერი. ოპერაციიდან, ოპერაციაზე მიდიოდა ალანია - ფაქტობრივად, ვერ ამოისუნთქა. არაფრით აძლევდა მოდუნების უფლებას თავს.
ყველანაირად ცდილობდა, ენერგიები ბოლომდე შეენარჩუნებინა და არ დაღლილიყო, მაგრამ ეს, არაფრით იყო დამოკიდებული მხოლოდ სურვილზე და ბოლოს, ფაქტობრივად ძლივს გამოვიდა საოპერაციოდან.
ზუსტად იცოდა, კიდევ ერთი ოპერაციაც რომ ჰქონოდა გასაკეთებელი, მეტს მართლა ვეღარ შესძლებდა და ათასჯერ მაინც გადაუხადა ღმერთს მადლობა იმისთვის, რომ მეტი აღარაფერი ჩანიშნა.
არანაკლებ დღეში იყო მაკაც. მხოლოდ ხელით ანიშნა ალანიამ, თავისუფალი ხარო და მანაც, მხოლოდ თავი დაუქნია.
უკვე ბინდდებოდა.
კაბინეტებთან, პაციენტების რაოდენობაც ნელ-ნელა შემცირდა და თითქმის, მთლიანად გაქრა.
მხოლოდ ექთნებიღა მიმოდიოდნენ აქა იქ. ძლივს ჩამოაღწია, თავის კაბინეტამდე ალანიამ. მხოლოდ ის უნდოდა, სადმე თავი დაედო და დაეძინა. რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცოდა, წინა ღამის უძილოზე ოპერაციების გაკეთების სირთულე, მაგრამ ისედაც ვეღარაფერს აუდიოდა და ვეღარ გადადო.
იმის მიუხედავად, რომ თვითონ მთლიანად ძალა გამოცლილი და გათიშული იყო, ყველა ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და ეს, საგრძნობლად ამშვიდებდა.
ნელა შეაღო კაბინეტის კარი და ასევე ნელა, უხმაუროდ მოხურა.
მერე, პირდაპირ მეორე ოთახისკენ წავიდა. თუმცა ვინ დააცადა შიგნით შესვლა, ზღურბლზევე არსაიდან გაჩნდა კატო და კარგადაც შეაშინა.
- სიურპირიზი!
იმხელა შოკი მიიღო ალანიამ, მეტი უკეთესად, მგონი ვერც ვერაფერი გამოაფხიზლებდა. ძლივს ამოისუნთქა და შუბლზე მოისვა ხელი.
- შენ ნორმალური ხარ? გული გამისკდა.
მაშინვე სიცილი დაიწყო გვიანიძემ.
- ერთით ერთი, ალანია. როგორი იყო, შენ რომ შემაშინე?
- მე, განგებ არ მიქნია. -მისგან განსხვავებით საერთოდ არ ეცინებოდა.
- კაი, ნუ გაბრაზდიი.. - სწრაფად დაფარა მათ შორის მანძილი და ჩაეხუტა. ფრთხილად მოხვია ხელები ალანიამაც.
- აქ, როგორ შემოხვედი?
- რა უნდოდა, კარი ღია იყო.
- მაგას არ ვამბობ, გარედან როგორ შემოგიშვეს?
- მემგონი გავიწყდება, ვახოს ძმიშვილი რომ ვარ - ნელა მოშორდა და კმაყოფილმა გადაიყარა მხრებს უკან თმა.
- რა თქმა უნდა, თვით გვიანიძე.
- მომენატრე... -ახლა, ხელი ჩასჭიდა და ისევ მიუახლოვდა.
- მეც
- ვითომ? არ გეტყობა.- თავისუფალი ხელით, ნაზად მოეფერა წვერზე.
- თვალებს ძლივს ვახელ, კატო..
- ხო, ეგ გეტყობა - ოდნავ გაუღიმა და მერე, ფრთხილად შეახო მის ტუჩებს საკუთარი. ისევ წელზე მოხვია ხელები ალანიამ და კოცნაში აჰყვა, თუმცა მალევე გაიაზრა სად იყვნენ და ისევ თითები მიადო ბაგეებზე.
- მოიცა, მოიცა. საავადმყოფოში ვართ.
- მერე რააა.. -უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
- არ შეიძლება, ვინმე რომ შემოვიდეს შარში გავეხვევი. შენც, სხვათაშორის.
- აქ ვინ გვხედავს, კარის ხმაზე ხომ გავიგებთ?
- კატუსაა..- წამიერად აკოცა საფეთქელზე და მერე, სწრაფად მოშორდა.
- მეწყინა. - ისევ წარბები შეკრა და ხელებიც დაიკრიფა.
- რა გეწყინა, რომ არ გაკოცე?- ისევ ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა, თუმცა ამჯერად კატომ დაიხია უკან.
ოდნავ ჩაიცინა ალანიამ და ისე ოსტატურად მიიმწყვდია კედელთან, ვერც კი გაიაზრა გვიანიძემ.
- თაბაშირს რომ მოვხსნით, გპირდები მერე ძალიან ბევრს გაკოცებ ხოლმე -მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- საზიზღარო.. მაგას გაგახსენებ, იცოდე.
- გამახსენე.. - ახლა, ნიკაპზე აკოცა მოწყვეტით და ნაზად ჩამოუსვა თითები ყელზე.- იცი, რომ ხვალ ვისვენებ..
- სერიოზულად? -მაშინვე თვალები გაუფართოვდა.
- ხო.
- სადმე წავიდეთ? -გამომცდელად შეხდა და თვალები ააფახულა.
- სადაც გინდა.
- როგორ მიყვარხარ.. - სწრაფად მოხვია კისერზე ხელები და მთელი ძალით ჩაეხუტა.
***
დილის 9 ხდებოდა, ტელეფონმა რომ დაიწყო რეკვა. ერთხელ.. ორჯერ.. სამჯერ.. ჯერ, ვითომ არ ესმოდა. მერე, თვალები არც გაუხელია ისე გადაიყვანა თავისი ჭკუით უხმოზე და რეალურად ვიბრაციის რეჟიმზე, მაგრამ კაცი რომ თავის თავს უზამს.. ახლა, უარესი ხმის გამოცემა დაიწყო ტელეფონმა და დანებების ნიშნად, იძულებით გაახილა თვალები ალანიამ.
- რა არ გაძინებთ. ვის ღვიძავს, ამ დროს -ღრმად ამოიოხრა და ტელეფონის ეკრანს დახედა. მერე, იძულებით უპასუხა, ხმამაღალზე დააყენა, გვერდით გადადო და ისევ თვალები დახუჭა.
- გისმენთ, ბატონო ვახო.
- სად გაქ შვილო ტელეფონი, იცი რამდენჯერ დაგირეკე?
- ხო.. -ლამის ისევ ჩაეძინა.
- საბა!
- ბატონო, გისმენთ.
- გუშინ ვეღარ გნახე, როგორ მიდის შენი საქმეები?
- ჩემი საქმეები? ამისთვის დამირეკეთ?
- არა, მთლად მაგისთვისაც არა. მისმინე.. თუ შენს გოგოს შეურიგდი, დღეს ხომ ისვენებ და ქორწინების სახლში მოდით, რა.
- რაა?! -წამში გამოფხიზლდა და სწრაფად წამოჯდა - რას ლაპარაკობთ, ბატონო ვახო.. ქორწინების სახლი თქვით, თუ მომესმა?
- არ მოგესმა, არა - ოდნავ ჩაიცინა- გუშინ ლენკას ხელი ვთხოვე, ხოდა გადავწყვიტეთ, აღარ გადავდოთ. დღეს ვქორწინდებით..
- არარასებობს..
- ხოდა, მოკლედ. არ გვინდა, რომ გახმაურდეს და მოწმეებს ვერ ვპოულობთ. რადგან შენ ისედაც იცი, ჩვენზე.. ვიფიქრე, იქნებ შენ და შენი გოგო ყოფილიყავით მოწმეები.. რას იტყვი?
- უარს. - რატომღაც ძალიან წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, იქ, კატოსთან ერთად მისვლა.
- ოო. არ შერიგებულხართ კიდე?
- არა.. - პირველად იცრუა ისე, რომ ვერც კი მიხვდა.
- შენ რა გითხარი, რა. ჯანდაბა, კაი.. მაშინ შენ მაინც მოდი და მეორესაც როგორღაც ვინმეს ვიპოვი.
- ბატონო ვახო.. მართლა არ მცალია დღეს. იქნებ, საერთოდ ორივე სხვა იპოვოთ.
- კარგი რა, საბა. გითხარი, გახმაურება არ გვინდა. შენ კიდევ, ისედაც იცი..
- არ მეცოდინებოდა, რომ არ გეთქვათ.
- მარტო ქორწილს, არ ვგულისხმობ. ხოდა, მოკლედ, უარი და მუარი არ გამაგონო. დღეს, მე მჭირდება..
- დახმარება, ხვალ შენ დაგჭირდება -თავადვე დაასრულა, დაზეპირებული წინადადება.
- აჰაა, გცოდნია. რაღას მალაპარაკებ. მისმინე.. არავის არაფერი უთხრა იცოდე, ა რ ა ვ ი ს - დამარცვლითაც გაუმეორა.
- დიახ, ვიცი.
- ხოდა, ძალიან კარგი. 12ზე გელოდები. მისამართს მოგწერ. - პასუხს აღარც დალოდებია, სწრაფად გაუთიშა და კმაყოფილმა გააგრძელა გზა.

***
- არა, რაა. მაინც და მაინც, ახლა მოუნდა ბიძაჩემს დაქორწინება. როგორ ვუთხრა საბას, ვერ შეგხვდები თქო. - ნერვებმოშლილი, წინ და უკან დადიოდა კატო ოთახში და თან, ტელეფონს ათამაშებდა ხელში. რამდენჯერაც დარეკვა სცადა, იმდენჯერვე გადაიფიქრა და საბოლოოდ, ამდენ ფიქრში ისე გაეპარა დრო, მაინც ალანიამ დაასწრო დარეკვა.
საშინლად დაიძაბა გვიანიძე და იძულებით მიიდო ყურზე ტელეფონი.
- საბა..
- კატუსა, რა შვები?
- აუ, რავი.. - მაინც შეეტყო ხმაზე მოწყენილობა.
- რამე მოხდა? რა ხმა გაქვს.
- ამმ.. მგონი.. იცი, გავცივდი, მგონი. - მეტი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.
- ა,არაუშავს, მაგაზე ნერვიულობ? - რაღაც მომენტში, გაუხარდა კიდევაც და საშინლად მოეშალა საკუთარ თავზე ნერვები.
- რავი..
- სხვა დროს წავიდეთ, ახლა დაისვენე. თან.. გარეთ საშინელი მზეა და შენთვის მზე არ შეიძლება, ხომ გახსოვს?
- ჰო.. რავი. არ გეწყინა, არა?
- არა, რა თქმა უნდა. მთავარია, კარგად იყო.
- და შენ რას აპირებ?
- რას უნდა ვაპირებდე?
- არვიცი, დღეს ხომ ისვენებ და..
- ალბათ, სახლში ვიქნები. რავიცი, ძალიან მეძინება - არადა, უკვე სარკის წინ იდგა და პერანგის ღილებს ირკავდა.
- ანუ, არსად გადიხარ?
- არა.. - კიდევ ერთი ტყუილი, გააზრების გარეშე.
- კაი..
- კაი, წავედი.. მერე, კიდევ დაგირეკავ.
- დროებით.

***
შესანიშნავად იყო გაფორმებული, ქორწინების სახლი. უამრავი ყვავილებითა და თეთრი ბუშტებით. სრულიად ცარიელ დარბაზში, ნერვულად სცემდა ბოლთას ვახო. უკვე, ერთი საათი მაინც იყო რაც ლენკას ელოდებოდა, რომელმც ვერა და ვერ დაამთავრა მაკიაჟის გაკეთება შიგნით.
- ბატონო ვახო - ისე მოულოდნელად მიუახლოვდა ალანია, ინსტიქტურად შეხტა.
- ა, საბა მოხვედი უკვე?
- ხო რავიცი, მეგონა დავაგვიანე - მაჯაზე არსებულ საათს დახედა, რომელიც უკვე კარგა ხანი იყო, თორმეტს გადაცილებოდა.
- ლენკას დაუსრულებელი მაკიაჟი. არვიცი რას აკეთებს ამდენი ხანი, მაგრამ გეფიცები, გაგვიმართლა რომ ქალები არ ვართ და ამდენი მომზადება არ გვჭირდება.
- რეგისტრატორი სადღაა? -ახლა, ცარიელ მაგიდას გახედა.
- გავიდა, ტელეფონზე ლაპარაკობს.- ღრმად ამოისუნთქა - კარგი, წავალ შევხედავ, თორემ აქ გავგიჟდები -მხარზე ხელი დაჰკრა და სწრაფად აუარა გვერდი.
*
სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა შესულიყო, ლენკა და კატოც გამოვიდნენ იქიდან.
ადგილზე გაშეშდა ვახო.
თეთრ საპატარძლო კაბაში, იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა ლენკა, რომ დაჯერებაც კი გაუჭირდა, რომ ნამდვილად ის იყო. პირდაპირ ბრწყინავდა და ანათებდა. ან, უბრალოდ ვახოს ეჩვენებოდა ასე.
- ბიძიაა, მეც აქ ვარ, სხვათაშორის - ხელი აუფრიალა კატომ.
- შენც ლამაზი ხარ, შვილო.. მაგრამ მაპატიე, ახლა ჩემს წინ.. მერვე საოცრება დგას.
- კარგი რა, ვახო - ოდნავ გაუღიმა- შენც ლამაზი ხარ.
- რას ამბობ, ძვირფასო.. როგორ შეგედრები. -ხელი გაუწოდა და ნელი ნაბიჯებით წავიდნენ კიბეებისკენ.
ვითომ, ცრემლები მოიწმინდა კატომ. გული აუჩუყდასავით და ხელით დაინიავა, თუმცა, რომ მიხვდა მაინც ერთმანეთის ცქერაში იყვნენ გართული, მაშინვე დაანება თავი თამაშს და იძულებით მიჰყვა უკან.
დარბაზში, სრული სიჩუმე იყო. თავის დაკვრით მიესალმა ლენკა ალანიას და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა დამსხდარიყვნენ, კატოც გამოვარდა ვარდის ფურცლებით სავსე კალათით ხელში, თუმცა ერთხელ აფრიალებაც ვერ შესძლო, იმხელა შოკი მიიღო ალანიას დანახვისას.
უბრალოდ გაშეშდა და ვეღარაფრით მოიშორა გაოცება სახიდან.
- კატო, რას აკეთებ შვილო? -ყრუდ ჩაესმა ვახოს ხმა, რომელიც ჯერ კიდევ მის ხელში მოქცეულ, ვარდის ფურცლებზე ანიშნებდა თვალით.
- ჰო.. გილოცავთ, გილოცავთ - ძლივს ააფრიალა ორჯერ და მერე სასწრაფოდ დააბრუნა კალათა მაგიდაზე.
- დასხედით, გთხოვთ. - ხელითაც ანიშნა რეგიატრატორმა და ვახომ და ლენკამაც, მაშინვე დაიკავეს კუთვნილი ადგილები.
ნელი ნაბიჯებით წავიდა კატოსკენ, ალანია.
იმის მიუხედავად, რომ კატოს სახეზე ეწერა, რამდენად უხერხულში იყო, ალანია შინაგანად გრძნობდა იგივეს და ყველანაირად ცდილობდა, გარეგნულად მაინც აღარ შეტყობოდა.
- მალე გაგიარა, გაციებამ.. -ძალიან ჩუმად უჩურჩულა და სკამი გამოუწია.
- შენ კი, ძილისა და სახლში ყოფნის სურვილმა. - ასევე ჩუმად დაუბრუნა პასუხი და ბიძიას და მომავალ 'ბიცოლას' გაუღიმა.
- საბა, შენს გოგოზე რომ უარი მივიღე, კატოს დავურეკე. პრობლემა არ არის, იმედია, ხო?
- რასამბობთ, ბატონო ვახო.
- ვინ გოგო? რა გოგო? - მექანიკურად გაუფართოვდა თვალები კატოს.
მაშინვე, უკმაყოფილო მზერით ამოხედა რეგისტრატორმა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, ცოტა ხმამაღლა რომ მოუვიდა.
- დავიწყოთ.
მხოლოდ რამდენიმე წინადადებით გააკეთა შესავალი რეგისტრატორმა და მერე, 'წყვილის' დაჟინებბული მოთხოვნით, პირდაპირ მთავარზე გადავიდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში, გათიშული იჯდა კატო. ვეღარ გაიგო, რაზე ეფიქრა და რაზე გაბრაზებულიყო. არადა, აშკარად ძალიან ექავებოდა ნერვები.
ჯერ, ლენკამ მოაწერა ხელი. შემდეგ, ვახომ - თუმცა ნორმალურად დაკვირვებაც არ აცადა კატომ, ისე სწრაფად გამოსტაცა ხელიდან კალამი და უფრო მიჯღაბნა, ვიდრე გვიანიძე დაწერა. მერე, ერთი მოვალეობის მოხდის მიზნით გამოისროლა 'გილოცავთო', ლენკას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ელვის სისწრაფით გაიქცა დარბაზიდან.
გაოცებული მზერა გააყოლა ვახომ.
- რა დაემართა, ვერაფერი გავიგე..
- მე გავყვები - როგორც კი ხელი მოაწერა, მაშინვე წამოდგა ალანიაც.
- გაიხარე, შვილო. შემატყობინე მერე, ვნერვიულობ.
- კიდევ ერთხელ გილოცავთ - ოდნავ დაუკრა თავი და თავადაც სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.
რა ძნელი გამოსაცნობი ის იყო, კატო რომ ასე უბრალოდ, ჩხუბის გარეშე არსად წავიდოდა. ასე რომ, როგორც კი გარეთ გავიდა, მიმდებარე ტერიტორიას ინტერესით მოავლო თვალი. არსად იყო. ან, უბრალოდ ვერ ვხედავო - გაიფიქრა და ნელი ნაბიჯებით ჩაუყვა კიბეებს. მერე, წამით გაექცა თვალი, უკანა ბაღისკენ და იქაც გადაწყვიტა შემოწმება.
მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული ყველაფერი. ალაგ-ალაგ ფერად ყვავილებთან ერთად, დეკორატიულიც ამშვენებდა გარემოს.
უკვე, აქ მოსვლასაც შეცდომად თვლითა ალანია, წამიერად რომ მოჰკრა თვალი უზარმაზარი ხის ქვეშ დაწოლილს და შვებისგან ამოიოხრა.
შესანიშნავად შეერჩია ადგილი კატოს. მზე, მხოლოდ ფეხებზე უყურებდა, უფრო წელამდე. თავს და რაც მთავარია ცხვირს კი, ჩრდილი უფარავდა.
განგებ გაეხადა ქუსლიანი ფეხსაცმელიც და გვერდით მიეწყო.
მხოლოდ წამიერად შეავლო თვალი ალანიამ და მერე, თვითონაც გვერდით მიუჯდა.
- გამიბრაზდა კატუსა? - მისი სახისკენ წაიღო ხელი, თუმცა მაშინვე გვერდით მიაბრუნა გვიანიძემ. - ამდენად სერიოზულია?
- ვინ შენი გოგო, ბიძია ვიზე ამბობდა?
თავიდან ეგონა ხუმრობსო, მაგრამ სახეზე სერიოზული გამომეტყველება რომ არ შესცვლია, ვეღარაფრით შეიკავა სიცილი ალანიამ.
- რა გაცინებს! -მაშინვე წარბები შეკრა- ვინ გოგო გყავს ასეთი, ბიძიაც რომ იცნობს და თან, მოწმედაც რომ ეპატიჟება?!
- მართლა სერიოზულად მეკითხები ახლა მაგას?
- არასერიოზულობის რა შემატყვე ერთი?! -უფრო მოეშალა ნერვები.
- შენ ხარ..
- ხო, დაგიჯერე. სერიოზულად გეკითხები! - სწრაფად წამოჯდა და მზერა გაუსწორა.
- მიყვარს, შენი დაბნეულობა. მაგრამ ზოგჯერ, მართლა ნამეტანს აკეთებ ხოლმე.
- საბა.
- ბატონო.
- ხომ იცი, რომ არ შეგარჩენ?! -საჩვენებელი თითი ასწია მაღლა.
- კატოო, ლოგიკურად იფიქრე. აქ რომ იყავი დაწოლილი, მეგონა უკვე იფიქრე და მიხვდი, მაგრამ კაი, ჯანდაბას, გეტყვი -ღრმად ამოისუნთქა-. ვახო მიხვდა, არვიცი როგორ.. მაგრამ ერთ დღეს მეკითხება ვინ არისო.. მოკლედ მიხვდა რა. მერე ვილაპარაკეთ, არა როგორც კოლეგებმა, რა თქმა უნდა. უბრალოდ ვილაპარაკეთ.მაშინ.. ჩვენ რომ ვიჩხუბეთსავით რაღაც.
- მერე? ჩემზე უთხარი?-მაშინვე თვალები გაუფართოვდა.
- შენი სახელი არ მითქვამს, არ იცის, რომ შენ ხარ. ზუსტად მაგიტომ.. დღეს დამირეკა და მეუბნება თუ შენს გოგოს შეურიგდი, ერთად მოდითო.. ანუ ეს გოგო, ასეც შენ ხარ და ისეც. უბრალოდ ვახომ არ იცის რა.
- ერთი წუთი, ერთი წუთი.. -ოდნავ შეკრა წარბები და მზერა აარიდა- შენ რა.. ჩემზე, ელაპარაკები ხოლმე ბიძიას?
- გითხარი, არა მეთქი. ირიბად თუ ვთქვი რაღაც, ეს არ დაგაზიანებს და საერთოდ, ისედაც არასოდეს არაფერს ვიტყვი და გავაკეთებ, ისეთს რაც დაგაზიანებს.
სიჩუმე ჩამოვარდა.
აღარაფერი უთქვამს ალანიას და ვეღარც კატომ გაიგო, როგორ გაეგრძელებინა. აწყენინა, თუ რაქნა ახლა.. მაგრამ რა იყო აქ საწყენი? უბრალოდ, რაღაცნაირად ეშინოდა ვახოს რეაქციის და კითხვას კითხვა მოჰყვა.
ღრმად ამოიოხრა და მერე, ოდნავ მიიწია მისკენ. ფრთხილად წაიღო ხელი და მის თითებში ახლართა. მხოლოდ წამით გადაიტანა მზერა ხელზე ალანიამ, თუმცა არ მოუშორებია.
ამან, უფრო დაარწმუნა კატო რომ სერიოზულად არ იყო ნაწყენი და გაეღიმა. მერე, მთლიანად დაფარა, მათ შორის არსებული, ისედაც მცირე მანძილი და ნაზად აკოცა ლოყაზე.
- სულ ასეთ სისულელეებზე, რატომ ვჩხუბობთ ხოლმე?
- არ გვიჩხუბია, კატო.
- მაშინ, კატუსას რატომ არ მეძახი?
არაფერი არ უპასუხია ალანიას.
- საბაა..
- ბატონო.
- აი მაგ ბატონოს, ნუ ამბობ, ოღონდაც. ნერვებს მიშლის ძალიან. -სახეზეც დაეტყო უკმაყოფილება.
იკადრა, მისკენ გამოხედვა ალანიამ და ოდნავ ჩაეღიმა.
მერე, სწრაფაფ დაიხარა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- ახლაც?
- საზიზღარო.. - მხარზე დაარტყა ხელი.
- მისმინე.. - მაჯაზე არსებულ საათს დახედა - იო უნდა გამოვიყვანო ცურვიდან, წამოხვალ?
- იო ვინაა?
- ჩემი ძმა.
- ძმა გყავს? - მექანიკურად გაუფართოვდა თვალები.
- ხო, არ შეიძლება?
- რატო არ მითხარი?
- რამეთქვა, კატო გამარჯობა იცი მე ძმა მყავს, იოანე.
- საბა.
- ბატონო.
- ერთად ვართ და ერთმანეთზე, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები არ ვიცით, თურმე.
- თუ ეგ გაწუხებს, მითხარი და მეცოდინება.
- და ჯერ შენ რომ მითხრა, არ გინდა?
- რა გითხრა, მერავიცი რა გაინტერესებს. მკითხე და გეტყვი..
- აუ, მართლა რა ძალიან საზიზღარი ხარ - კიდევ ერთხელ შეკრა წარბები და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
- ანუ მოდიხარ? - ნელა წამოდგა.
- კი, მაგრამ იმიტომ არა, რომ შენ გინდა. უბრალოდ მე მინდა, შენი ძმის გაცნობა.
- თითქოს, რამე მნიშვნელობა ჰქონდეს.- თავისთვის ამოიჩურჩულა, თუმცა უბრალოდ ეგონა, რომ თავისთვის ამოიჩურჩულა.
სწრაფად წამოდგა კატოც.
- გავიგონე.

***
- ხო, ნათია გავიგე. არ უნდა, ცხრაჯერ გამეორება. მიდი, საღამომდე.. - როგორც კი მანქანიდან გადმოვიდნენ, მაშინვე გაუთიშა ტელეფონი ალანიამ და ჯიბეში ჩაიდო.
- დღეს ყველამ პირი შეკარით და ჩემზე იყრით ჯავრს, ხო? -ახლა კატოს მიუბრუნდა.
- ნუ მელაპარაკები, გაბრაზებული ვარ.
- კაი რა, კატო. მანქანაშიც ხმა არ ამოგიღია. სერიოზულად, იმისთვის ბრაზდები, რომ იოანეზე არ იცოდი?
- რატო არ მითხარი?! არა, გეკითხები რატო არ მითხარი?! ან საერთოდ, რატომ არ გაინტერესებს, მე მყავს თუ არა და ან ძმა?! -საცურაო აუზის წინ გაჩერდა და ხელები დაიკრიფა.
- ვიცი, რომ არ გყავს.
- რა? -ელდა ეცა- საიდან?
- ვახოსგან.
მაშინვე თვალები აატრიალა გვიანიძემ.
- არა, ვერ გავიგე ასე როდის დაახლოვდით, პირად ცხოვრების და ოჯახური მდგომარეობის გაზიარებაც რომ დაიწყეთ ერთმანეთში.
ოდნავ გადააქნია თავი ალანიამ და ზუსტად მაშინ, როცა პასუხის მოფიქრება უნდა დაეწყო, იოანეც გამოვიდა შენობიდან რამდენიმე თანატოლთან ერთად. მხიარულად საუბრობდნენ, თუმცა ძმა რომ დაინახა, სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობრებს და ელვის სისწრაფით გამოიქცა მისკენ.
- ძამიკოოო.. -მაშინვე ხელები გაშალა.
- იო. -სწრაფად დაიხარა საბაც და მისკენ ინერციით გამოქანებული ბავშვი, გულში ჩაიკრა.
ოდნავ გაეღიმა კატოს მათზე და წამით, სულ გადაავიწყდა გაბრაზებული რომ იყო.
- ძალიან გამეხარდა, შენ რომ მოხვედი და არა ნათია. მასთან ერთად სალონში ჯდომა, არ მინდოდა.
ოდნავ ჩაიცინა საბამ და წამოდგა.
- ნახე, ვინ უნდა გაგაცნო.. -კატოს გაუსწორა მზერა - კატო,.. იოანე, იოანე.. კატო.
ჩაფიქრებული მზერა გაუსწორა იოანემ გვიანიძეს. ზუსტად ისეთი, საბამ რომ იცოდა ხოლმე, მომენტებში. ასეთი მსგავსება, ცხოვრებაში არ ენახა. თითქოს.. წინ იოანე კი არა, პატარა საბა ედგა.
- სასიამოვნოა - ისევ კატომ გაუწოდა ხელი.
მაშინვე მის გრძელ, ყვითლად შეღებილ ფრჩხილებზე გადაიტანა მზერა იოანემ და ნათია წარმოუდგა თვალწინ, თავისი სახის ნიღბებით და უამრავი ფრჩხილის ლაქით.
- ჩემთვისაც - დიდი ადამიანივით დაუქნია თავი და თავისი პატარა ხელი ჩამოართვა. - ცხვირზე რა გაქვს?
მხოლოდ ახლა მოაგონდა თავისი მივიწყებული, თაბაშირიანი ცხვირი კატოს და საბას გახედა.
- შენმა ძმამ გამალამაზა.
- აა, ანუ ის გაუკეთე ნათიას რომ უნდა და არ უკეთებ, ხო? - ძმას გახედა იოანემ.
- ნათიას ცხვირს რა სჭირს? -თავისთავს დაუსვა კითხვა კატომ და გახსენებას შეეცადა.
- არაფერი, ცხვირის წვერის აწევა უნდა და იმიზეზებს.
- ეგ ხომ მარტივია, რატო არ უკეთებ?
- არ შეიძლება, პატარაა.
- და ნათია რომ ამბობს, რომ პატარა აღარაა? -იოანეც ჩაერთო საუბარში.
- ნათია ისე ლაპარაკობს, როგორც სჭირდება, იო. მოდი.. -სწრაფად აიყვანა ხელში და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ გასასვლელისკენ.
- კატო.. - გვერდულად გამოხედა იოანემ.
- გისმენ, საყვარელო.
- შენ და ჩემი ძამიკო, მეგორები ხართ თუ შეყვარებულები?
- იო..
- მაინტერესებს და შენ რომ გკითხო, არ მეტყვი.
- როგორ კარგად იცნობ, შენს ძმას.. -ძლივს შეიკავა ღიმილი კატომ.
- ანუ, არც შენ მეტყვი?
- შენ როგორც გგონია, ისაა სიმართლე-თვალი ჩაუკრა.
- ეე, მართლაა? -აღტაცებულმა შემოჰკრა ტაში.
მაშინვე დაბლა ჩამოსვა საბამ.
- მისმინე, იცოდე დედასთან არაფრის თქმა არ გაბედო და არც ნათიასთან. ორმაგ შემოტევას, ვერ გავუძლებ - თითით დაემუქრა.
- არ ვეტყვი. -ახლა თვითონ ჩაუკრა თვალი.
- დამპირდი.
- კარგი, დაანებე ბავშვს თავი..- სწრაფად ჩასჭიდა ხელი კატომ და გვერდიდან მიეხუტა.
- ვა, ანუ მორჩა გაბრაზება?
მხოლოდ ახლა დაჰკრა თავში, გაბრაზებული რომ იყო, თუმცა სინამდვილეში, საერთოდაც აღარ იყო.
იოანემ, უდიდესი პოზიტივი შემოიტანა და მასთან საუბარმა, მთლიანად გადაავიწყა ყველაფერი.
- იოს, უმადლოდე. - ვითომ გააბრაზასავით.
ოდნავ ჩაიცინა ალანიამ და მეორე ხელი, იოანეს მოკიდა.
- აბა, სად წავიდეთ?
- საშაურმეში გთხოოოვ - მაშინვე ხტუნაობა დაიწყო იოანემ.
- დედა მოგვკლავს.
- დედა ვერ გაიგებს - სწრაფად შეუსწორა კატომ.
- გთხოვ რა, ძმაო.. შენ მაინც არ მოხვალ სახლში და მე კიდევ, არაფერს ვიტყვი.
'შენ მაინც არ მოხვალ სახლში' უცნაურად მოხვდა ყურში კატოს, თუმცა ყველანაირად შეეცადა არ შეემჩნია.
- კაი.

***
- დიახ, ბატონო ვახო. თითქმის მოვედი, უკვე. ანუ თქვენი კაბინეტი მესამე სართულზეა, ხო? - ტელეფონით ელაპარაკებოდა სანდრო.
- ხო, შვილო. ვისაც არ უნდა ჰკითხო, მიგასწავლის. წითელი საქაღალდეა, მეორე თაროზე. ბერიძე აწერია, მიხვდები.
- დიახ.
- არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო, სანდრო. კატომ კი მითხრა, უარს არ გეტყვისო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მერიდება. გეფიცები, ქალაქში რომ ვიყო, არ შეგაწუხებდი.
- რასამბობთ, რა შეწუხებაა.
- გაიხარე, შვილო, გაიხარე. პაციენტს სჭირდება სასწრაფოდ. თავად, სადღაც დაუკარგავს კარდიოლოგიური გამოკვლევა და ოპერაციისთვის სჭირდება. თავიდან ბოლომდე, ყველა დეტალი მაგ საქაღალდეში გაშიფრული..
,,წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ უხსნიდა ამას, მაგრამ ვეღარც გააწყვეტინა.
- კატოს მიეცი და დილით, ფოსტით გაუგზავნის. არ დაგავიწყდეს, ხო?
- არა, ბატონო ვახო რასამბობთ.
- კარგი შვილო, აბა დროებით.
სწრაფად გაუთიშა ტელეფონი და სანდრომაც, მაშინვე მოიშორა ყურსასმენი.
ჩაფიქრებულმა გახედა, საავადმყოფოს ეზოში ჩამწკრივებულ მანქანებს და მერე, ღრმას ამოიოხრა.
- აქ ხომ, მანქანის გასაჩერებელს ვერ ნახავს, კაცი! - თავის თავს დაუწყო ლაპარაკი და უკან მოაბრუნა - კარდიოლოგიური კვლევა, თურმე.. ყველა პაციენტის კარდიოლოგიურ კვლევას თუ ინახავს, კარგად ყოფილა საქმე. ან, სად ეტევა საერთოდ, ამდენი.. - ნერვებმოშლილმა დააპარკინგა, სადღაც კუთხეში და გადმოვიდა.
- ეს რა ადგილია.. - ინტერესით მოავლო თვალი, ჩაბნელებულ ქუჩას.
მხოლოდ რამდენიმე განათების ბოძი იდგა და ისიც, სანახევროდ ანათებდა.
მეორე მხრიდან უნდა მოევლო საავადმყოფოსთვის, ყრუდ ჩაესმა ყვირილის ხმა და გაჩერდა.
- ეს რა იყო.. - რამდენი წამში, ხმა ისევ განმეორდა და სანდროც, სასწრაფოდ იქით გაიქცა, საიდან ხმა მოდიოდა.
გზა ცარიელი იყო. მართლაც რომ კაცი შვილის ჭაჭანება არ იყო, არსად. არასოდეს ეგონა, რომ ღამის თბილისში, ქუჩაში ვერავის ნახავდა, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი ხდება. რაც უფრო უახლოვდებოდა, უფრო მკაფიოდ მოდიოდა ჩხუბის ხმა და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა შეეხვია, გზად ბავშვს შეეჯახა.
დაფლეთილ ტანსაცმელში გამოწყობილს, სახე მთლიანად გამურული ჰქონდა და შეუჩერებლად მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები.
- დაეხმარე.. - მხოლოდ ეს ამოთქვა, ისიც დამახინჯებული გართულით, თითი შესახვევისკენ გაიშვირა და მერე, ელვის სისწრაფით გაიქცა.
გაოცებული მზერა გააყოლა სანდრომ, თუმცა მხოლოდ წამით და მერე, სირბილით გააგრძელა გზა.
მართლა ეგონა, რომ იქ კიდევ ვინმე ბავშვს ნახავდა, მაგრამ ამის ნაცვლად ის ნახა, ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა.
გაცეცხლებული მაკა, მთელი ძალით ურტყამდა ჩანთას, მასზე ორი თავით მაღალ და ახმახ ტიპებს და თან, გაუჩერებლად ყვიროდა.
- თქვე ნა*ირლებო! მხოლოდ ბავშვზე გყოფნით ძალა, არა?! რა ჯანდაბა გინდოდათ, მეტი გასართობი ვერაფერი ნახეთ?! მისი ისედაც მათხოვრობით ნაშოვნი კაპიკები, რას მიგცემთ?!
- რას ერვი, ქალო, ჩემი შვილია რა გინდა! - სიტყვით გამოვიდა და ხელი ჰკრა. ოდნავ წაბარბაცდა მაკა, თუმცა არ დაცემულა.
- იმდენი კეტი თავში, რაც ეგ ბავშვი შენი შვილია!
ნანახმა, იმდენად შეძრა 2 წუთი გაშეშებული იდგა სანდრო. თუმცა მერე, სწრაფად მოვიდა გონს და მათკენ გაიქცა.
- უკვე ზედმეტს ტლიკინებ! -ხელის დარტყმა უნდოდა ერთ-ერთს, თუმცა სწრაფად მოახდინა რეაგირება სანდრომ. ხელი მაგრად დაუჭირა და სანამ აზრზე მოვიდოდა, იქამდე ჩაარტყა მეორეთი.
გაოცებისგან ელდა ეცა მაკას და ინსტიქტურად აიფარა პირზე ხელები.
ჩხუბი ატყდა.
რა თქმა უნდა, რა ძნელი გამოსაცნობი ის იყო, დარტყმას, დარტყმითვე რომ უპასუხებდნენ.
თავიდან კი იგერიებდა სანდრო, მაგრამ მალევე გამოეცალა ძალა და სამივე ერთად მისდგნენ.
ვერაფერი გააკეთა მაკამ. ძალიან უნდოდა, დახმარებოდა მაგრამ ჩანთის ჩარტყმამ, აღარ უშველა. ისედაც გამწარებულები, ორმაგად გამწარდნენ და მასაც, ერთი ისეთი დაარტყეს, მოწყვეტით დაეცა ძირს.
კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ეს საშინელი წუთები და რომ დარწმუნდნენ, განძრევის თავი აღარ ჰქონდა სანდროს, ერთმანეთს თვალით ანიშნეს წავედითო.
- ამის მერე გეცოდინებათ, როგორია სხვის საქმეში, ცხვირის ჩაყოფა!
ძლივს მოახერხა წამოჯდომა მაკამ და მუხლებით მიხოხდა სანდროსკენ.
- კარგად ხარ? - მთლიანად დასისხლიანებული რომ დაინახა, კიდევ ერთხელ აიფარა პირზე ხელები. - ჯანდაბა, ჩემს გამო.. - ლამის ტირილიც კი დაიწყო.
- სანდრო, ჩემი გესმის?
- შენი სულ მესმის.. - ოდნავ ჩაახველა და ძლივს გაახილა თვალები.
- მაპატიე, გთხოვ.მაპატიე.. - ახლა, მართლა ვეღარ შეიკავა ცრემლები.
- კარგად ვარ, რა გატირებს -ნელ-ნელა წამოჯდა თვითონაც.
- საავადმყოფომდე მისვლას შეძლებ? თუ სასწრაფოში დავრეკო?
- არ მინდა, მართლა კარგად ვარ
- რა არ გინდა, შენ ნორმალური არ ხარ. ადექი.. - პირველი თვითონ წამოდგა და ხელი გაუწოდა.
*
ძლივს მიაღწიეს, საავადმყოფომდე. იმის მიუხედავად, რომ სანდრო გაიძახოდა კარგად ვარო, ფეხებს ძლივს ადგავდა.
თითქოს, სუნთქვაც კი უჭირდა ცხვირით, მაგრამ ამის შესახებ მაკასთვის არ უთქვამს, ისედაც ისე იყო დაფეთებული, ყოველი პატარა ნაკაწრი საშინლად აღელვებდა.
სრული სიჩუმე იყო, საავადმყოფოს მიმღებში. დაცვაც, სადღაც გასულიყო. მხოლოდ, რამდენიმე ზემოთ მიმავალ ექთანს მოჰკრა თვალი მაკამ.
- სად გაქრა ყველა.. - თავისთვის ამოიჩურჩულა და ზუსტად იმ წამს როცა უნდა დაეძახა, ლიფტის კარი გაიღო და იქიდან, ლევანი და ნათია გამოვიდნენ სიცილით. ჩვეულებრივ სიტუაციაში, ალბათ გაუკვირდებოდა მაკას. ანესთეზიოლოგის ამ დროს აქ ყოფნა და ნათიასიც, თუმცა ახლა.. გაკვირვება კი არა, დაფიქრებაც ვერ შეძლო.
- ექიმო.. -ძლივს ამოიღო ხმა და ხელითაც ანიშნა.
მაშინვე მასზე გადაიტანა მზერა ლევანმა და რასაც ქვია, გაფრინდა მათკენ.
- მაკა!
- სანდრო? -დაფეთებული მოვარდა ნათიაც. - რა მოხდა, ამ მდგომარეობაში ვინ ჩაგაგდო?
- საკაცე მოიტანეთ! - ლიფტიდან ახლად გამოსულ, მორიგე ექთნებს გასძახა ლევანმა.
- ბატონო ლევან, მორიგე ექიმი სადაა?-მხოლოდ ახლა მოიფიქრა მაკამ.
- მორიგე ექიმი, თავადაა სამკურნალო.-სწრაფად დაუბრუნა პასუხი და იმ წუთას მოტანილ საკაცეზე, ძლივს დააწვინა სანდრო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, გაოცება და დაბნეულობა ვერ მოიშორა სახიდან, ნათიამ. ხან მაკას უყურებდა, ხან სანდროს, ხან ლევანს. ძლივს მოიფიქრა, თავადაც რომ გაჰყოლოდა, უკვე დერეფანში მიმავალთ.
ხელით ანიშნა, მიმღები პალატისკენ ლევანმა და მაკამაც, სწრაფად შეაღო კარი.
- ექიმო, სერიოზული არაფერია, ხო?- მაინც ვერ მოითმინა.
- არვიცი, მაკა. ერთი შეხედვით, ალბათ არა. მაგრამ მაინც, სავარაუდოდ, ტომოგრაფია იქნება საჭირო.
- ეს როგორ მოხდა?! - გაცეცხლებული მზერა მიაპყრო ნათიამ მაკას.
- ქუჩაში.. ბანდიტები..
- რა ბანდიტები, რომელი საუკუნეა?!
- კაი, ნათია, ნუ ყვირიხარ. - მკლავზე დაადო ხელი ლევანმა - მაკა, წადი თამარი მოძებნე.
- ქალბატონი თამარი, აქ არის? - თითქოს, სახე გაუბრწყინდა.
- ხო, წესით აქ უნდა იყოს. მიდი, მოძებნე..
- კარგი..- სწრაფად გაიქცა პალატიდან.
- სანდრო, კარგად ხარ? მე ხომ მხედავ? -მეორე მხრიდან მოუარა ნათიამ და ჩაწითლებულ თვალებზე დააკვირდა.
- გხედავ, ნათია.. - ისევ ოდნავ ჩაახველა და თვალები გაახილა - დროს არ კარგავ.. - ვითომ გახუმრებასავით სცადა.
- იი, საშინელი - მხარზე მიარტყა ხელი.
მაშინვე სახე დაემანჭა სანდროს.
- რას აკეთებ, გოგო..
- ნათია. - ახლა ლევანმაც ანიშნა თვალით.
- რა? არაფერი არ სჭირს, ამას. მშვენივრადაა, ტყუილად გამისკდა გული, თქვენ კი რა გითხარით.
- სუნთქვა შეგიძლია? შენი ცხვირი არ მომწონს.. -როგორც კი ხელთათმანები იპოვა, მაშინვე მოირგო და თავი გადააწევინა.
- რავიცი, ვერ ვსუნთქავ.
- რაა?! - ყველას მაგივრად გაიკვირვა ნათიამ - რატომ?! ლევან, რატომ?! - ახლა მას მიუბრუნდა.
- არვიცი, შეიძლება გატეხილია, მაგრამ არვიცი.
სწრაფად შემოვარდნენ ოთახაში, თამარი და დანარჩენი ექთნები.
- გაიწიეთ. - სწრაფად გაიკვალა გზა და საკაცეს მიუახლოვდა. - ლევან, შენ რაღა გინდა აქ, პაციენტს აძინებ? - უკმეხად ჰკითხა და ექთანს, თვალით ანიშნა, მაგიდაზე მყოფი სამედიცინო ყუთისკენ.
- არა, ქალბატონო თამარ. მორიგე ექიმი, დღეს ბეჟანია და ისეა ნასვამი, თვალებს ძლივს ახელს!
ღრმად ამოიოხრა თამარმა და ჭრილობების დამუშავებას შეუდგა.
- ეგ კაცი, ექიმის გარდა ყველაფერია. რაში იღებს ხელფასს, თუ მაინც ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია.
- აიღეთ, ექიმო.
- კისერს ამოძრავებ?
- კი..
- ცხვირი აქვს, ცუდ დღეში. სისხლდენა აქვს. - ხმას აუწია თამარმა.- ყინული მჭირდება!- ახლა, ექთნებს შემოუძახა.
- დიახ, ექიმო.
- დაწოლა არ შეიძლება, სისხლი არ უნდა გადაყლაპოს. წამოჯექი..
- კარგად ვარ.. - ძლივს ამოთქვა.
- სტაციონარში გადავიყვანოთ! - სწრაფად წამოდგა და გზა გაუთავისუფლა, რომ წაეყვანათ.
- ლევან - უკვე გასული, ისევ უკან შემობრუნდა ანესთეზიოლოგთან - მარის დაურეკე, ან გეგას, ან საბას. რამე ქენი, არვიცი. მგონი, ცხვირი აქვს გატეხილი, ქირურგი გვჭირდება. სწრაფად ოღონდ, გთხოვ!
- დიახ.. - სწრაფად დაეთანხმა და აქამდე ჩუმად მდგარ ნათიას გახედა. - შენს ძმას დაურეკე რა, მაინც და მაინც დღეს დამრჩა ტელეფონი სახლში.
- ჰო, კარგი..

***
- ძალიან კარგი დღე გამოვიდა.. - უკვე სახლთან მისულები, ჯერ კიდევ არ გადადიოდა კატო მანქანიდან.
- ვითომ? დღის დასაწყისში რა მოგწონს..
- ოო, ახლა. - ხელი აიქნია. - ისე.. საბა.. რომ გკითხო, შეიძლება?
- მკითხე - ოდნავ ჩაიღიმა.
- შენ.. მარტო ცხოვრობ?
- ეგ დასკვნა, საიდან გამოიტანე?
- მთელი დღეა, იოანეს სიტყვები მიტრიალებს თავში. შენ მაინც არ მოხვალ სახლშიო, რომ გითხრა..
კითხვა მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე ცუდად არ გამომივიდეს - მეთქი; მაგრამ ახლა, მაინც გეკითხები. რა გამოვიდა, არა?
- ხო, მარტო ვცხოვრობ - თავისით დასერიოზულდა და მზერა აარიდა.
- რატო?
ოდნავ ჩფიქრდა და ზუსტად იმ წამს, როცა პასუხის მოფიქრება უნდა დაეწყო, საჭის გვერდით ჩამაგრებული ტელეფონი ამღერდა და ნათიას ფოტოც გამოჩნდა.
- მაპატიე.. - სწრაფად აიღო ხელში და უპასუხა - ბატონო.
- ალო, საბააა. . - იმხელა ხმაზე დაიწყო, კატომაც მშვენივრად გაიგო.
- რა იყო, რა არ გაძინებს, 11 საათია ლამის.
- საავადმყოფოში უნდა მოხვიდე.
ახლა, კატოსაც შეეცვალა სახე და დაბნეულმა გახედა.
- საავადმყოფოში რა მინდა, ან შენ რა გინდა?
- გრძელი და დახლართული ამბავია, მერე მოგიყვები. უბრალოდ, სანდროს აქვს ცხვირი გატეხილი და ვიღაც თამარი გეძახის.
- სანდროოოს?! - ახლა კატომაც დაიყვირა - ვინ სანდროს, ჩემ სანდროს?!
- დაიცადე. - ხელით გააჩერა ალანიამ. - წესიერად მითხარი, რა დაემართა? ან შენ რა გინდა მანდ? - ხმამაღალზე დააყენა, ისევ საჭესთან ჩაამაგრა და მანქანა დაქოქა.
- არვიცი, სცემეს მგონი. მაკამ მოიყვანა აქ, მორიგე ექიმია ნასვამი თუ რაღაც, მარტო მე და ლევანი ვიყავით.
- შენ და.. ლევანი? ვინ ლევანი, გოგო!
- ანესთეზიოლოგი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ აქ ვიყავით. ნუ ლევანი იყო და თამარიც მოიყვანეს თუ იპოვეს, თუ რაღას მალაპარაკებ, ოჰ! - ნერვებმოშლილმა გაუთიშა და ალანიამაც, საჭეს დაარტყა ხელი.
- აუ.. -მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვერც კი შეამჩნია რამდენად საშინელ მდგომარეობაში იყო კატო.
- კაი, ნუ ტირიხარ. დარწმუნებული ვარ, სერიოზული არაფერია.
- ხომ კარგად იქნება?
- კი
- საბაა..
- ბატონო.
- მატყუებ.
- არა, კატო. ჯერ ისიც არ ვიცით, ნამდვილად გატეხილი აქვს თუ არა, შეუძლებელია, ასე ერთი შეხედვით მიმხდარიყვნენ.
- ხო, არა?
- ხო, ნუ გეშინია. - ცალი ხელი მოაშორა საჭეს და მკლავზე დაადო - მალე მივალთ.
***
მართლაც, ასე სწრაფად ალბათ არასოდეს უტარებია მანქანა ალანიას. სინამდვილეში, სანდროს მდგომარეობაზე მეტად, კატოს შეუჩერებელი ტირილი აწუხებდა და ალაბთ, ეს უფრო იყო მიზეზი.
რასაც ქვია შეიქროლა საავდმყოფოს ეზოში და შუა გზაში გააჩერა მანქანა.
მაშინვე გადავიდა კატო.
- სადმე დააყენე, რა. - მოახლოებულ დაცვის თანამშრომელს გაუწოდა გასაღები და თავადაც უკან მიჰყვა.
მიმღებში, კვლავ სრული სიჩუმე იყო.
თუმცა კატო, აბა რის კატო იყო, მაშინვე რომ აეხმაურებინა ყველაფერი. კიბეებზე ჩამოიქროლა მაკამ და თითქოს, ოდნავ გამოუნათდა სახე ალანიას დანახვისას.
- ექიმო..
- მაკა, რა ხდება, სად არის სანდრო?
- სტაციონარში. ქალბატონი თამარიც იქაა - ხელით მიუთითა, დერეფნის ბოლოსკენ.
მაშინვე იქით გაიქცა კატო.
სწრაფადვე მიჰყვა უკან ალანიაც.
გზად, მხოლოდ რამდენიმე მორიგე ექთანი შეხვდათ, თუმცა მათთვის საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება გვიანიძეს, პირდაპირ მაკას მიერ მითითებულ ოთახში შეიჭრა.
- სანდრო.. - თამარისთვის, ნორმალურად არც შეუხედავს, პირდაპირ სანდროს მიუახლოვდა.
უკვე დამუშავებული ჭრილობები, მთლად დიდ, შემზარავ სურათს აღარ ჰქმნიდა მის სახეზე, მხოლოდ ცხვირი ჰქონდა ცუდ დღეში.
მოხერხებულად იჯდა, საკაცეზე და თავი წინ ჰქონდა გადმოწეული. უკნიდან კი, ექთანი ედგა თავზე, რომელიც კეფაზე ადებდა ყინულს.
- ეს გოგო ვინაა, საიდან შემოხვედი?
- მეგობარია, თამარ. - ახლად შემოსულმა ალანიამ დაუბრუნა პასუხი.
- საბა მოხვედი? -მაშინვე მისკენ შემოტრიალდა- მისმინე.. ეპისტაქსისი აქვს. არვიცი, რა გავაკეთო. ცხვირზე ვერ ვეხებით, სტკივა და მოტეხილობა მგონია. ნაფაზოლინის გამოყენება ვიფიქრე, მაგრამ შენს გარეშე, მაინც ვერ გავბედე. მოტეხილობა რომ იყოს, ცუდად არ იმოქმედოს.
- ხალათი მომიტანეთ! - ექთნებს გასძახა ალანიამ და სწრაფად მიუახლოვდა საკაცეს.
- ეს როგორ მოხდა?
- ჩხუბი, ჩვეულებრივი.. - ძლივს გადააბა ორი სიტყვა სანდრომ.
- რამე ჩაგარტყეს?
- არა.. ხელი.. მარტო
- ხელთათმანები მომეცი - ხალათი გამოართვა და წამში მოიცვა.
- კატო, გადი.
- რაა? არა. მე, სანდროს არ დავტოვებ.
- ეს რა საქციელია, ხელს გვიშლით ქალბატონო - ახლა თამარიც ჩაერთო.
- არა, საბა. არ მინდა გასვლა. გთხოვ.
- კატო..
- გთხოოოვ..! - ისევ ტირილი დაიწყო.
- კაი, კაი, ხო. -ღრმად ამოიოხრა- მაშინ გაიწიე.
სწრაფად წამოდგა გვიანიძე.
უკმაყოფილო მზერა სტყორცნა თამარმა, თუმცა აღარაფერი უთქვამს.
ნელა გადააწვინა თავი ალანიამ და ექთანს, თვალით ანიშნა ყინული მოაშორეო.
- ასე გტკივა? - სულ ოდნავ შეეხო ცხვირზე, თუმცა სანდროს ეგონა მთელი ძალით ჩაარტყეს.
- აუ, აუ..
- კაი, ვსო. - მაშინვე აწია ხელი
- სუნთქვის უკმარისობა გაქვს?
- ხო
- ფანჯარა გამოაღეთ, რას უყურებთ! -მკაცრი მზერით გახედა, ერთმანეთის გასწვრივ ატუზულ ექთნებს.
- ეპისტაქსისის დაწყებიდან, რამდენი ხანია გასული? -ჯერ თამარს გახედა, მერე მაკას.
- აქ, ნახევარი საათის წინ მოიყვანეს.
- არვიცი, ექიმო.. მე არ დავკვირვებივარ, თუ მაშინვე დაეწყო.
- რინოსკოპია ახლავე!
- გასაგებია. - სწრაფად დატრიალდა მაკა.
მაშინვე მიჰყვნენ სხვა ექთნებიც და საკაცით წაიყვანეს.
- თამარ, გაყევი და ახლავე მოვალ მეც.
- რა თქმა უნდა.
ვერც კი გაინძრა კატო. ძალიან უნდოდა გაყოლოდა, თუმცა ამის ენერგია, საერთოდ აღარ ჰქონდა.
თითქოს, ერთიანად გამოაცალეს ყველაფერი. არანაირი ემოცია აღარ ჰქონდა შერჩენილი.
- კატო, დამშვიდდი. - შეხება რომ იგრძნო ხელზე, მხოლოდ მაშინ ამოხედა აწყლიანებული თვალებით ალანიას.
- სად წაიყვანეს..
- მოამზადებენ.რინოსკოპია უნდა გავუკეთო. ეპითელიუმის გახეთქვის ადგილი, სისხლდენის წყარო და ძგიდის მდგომარეობა რომ დავადგინოთ.
- რატომ ვერ შეუჩერეს სისხლდენა.. -იცოდა, კი. მშვენივრად იცოდა ყველა დეტალი, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ ჰქონდა გონება გათიშული.
- მრავლობითი დაზიანება მგონია, სავარუდოდ ამიტომ.
- კარგად იქნება, ხო?
- რა თქმა უნდა. ყველაზე უარეს შემთხვევაში, ოპერაცია დაგვჭირდება და შენსავით, ახალი ცხვირი ექნება მერე - ოდნავ გაუღიმა.- წავედი კაი? აღარ ინერვიულო.
- მეც წამოვალ.. - ისეთი თვალებით შეხედა, ვეღარაფრით უთხრა უარი ალანიამ.
- წამოდი..
*
ყველაფერი ისე აღმოჩნდა, როგორც ალანია ფიქრობდა. რინოსკოპულ კვლევაზე, მკაფიოდ ჩანდა როგორ იყო დაზიანებული ძგიდე. იქიდან, პირდაპირ რენტეგენზე გადაიყვანეს, რომ ძგიდის ადგილის დაზიანების იდენტიფიცირებაც მოეხდინათ.
ბოლოს კი, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. იმის მიუხედავად, რომ სახეზე შესიება და ჩალურჯება არ აღენიშნებოდა, მაინც ყველაფრის გამორიცხვა უნდოდა ალანიას.
თითქმის დარწმუნებული იყო, რომ თავის ქალის და თვალის ბუდეების დაზიანებას, ადგილი არ ჰქონია და ტომოგრაფიამაც დაუდასტურა.
სისხლდენა შეუჩერეს. ოდნავ, დროში გაიწელა, რადგან სანდროს არც ანესთეზია უნდოდა და შეხებისგან გამოწვეულ ტკივილსაც ვერ ითმენდა, თუმცა საბოლოოდ მაინც შეუჩერეს.
- ახლა რა იქნება? - პალატაში გადაყვანისთანავე დაადგა თავზე კატო.
- ძვლების ცდომაა, თუმცა სახის სხვა ძვლები არაა დაზიანებული. - კიდევ რენტგენულ კვლევას ჩაჰყურებდა ალანია.
- ანუ, ოპერაცია სჭირდება?
ოდნავ დაუქნია თავი და მერე, მეორე გვერძე გადაშალა.
- ცხვირის ხიდშია შეშუპება და ამ შემთხვევაში ისეთი, რომ ცხვირის დეფორმაციის ხარისხის დადგენაში გვიშლის ხელს. 3-4 დღე უნდა დაველოდოთ.. შეშუპება დაცხრება და ზიანის ზუსტ ადგილმდებარეობას გავიგებთ.
- რაა? - დალოდება რომ ჩაესმა ყურში სანდროს, მაშინვე გაახილა თვალები - შენ გინდა თქვა რომ 4 დღე, ამ ტკივილს უნდა გავუძლო? თან ვერ ვსუნთქავ.
- მესმის, მაგრამ მოტეხილობისას 90℅ ასეა. შეშუპება უნდა დაცხრეს. მანამდე, გამაყუჩებლებს მიიღებ და ცოტა ხანს, პირით მოგიწევს სუნთქვა.
- მაგარია..
- და.. ადგილობრივი ანესთეზიით გავაკეთებთ, მერე რომ არ გაგიკვირდეს.
- რა? - მექანიკურად გაუფართოვდა თვალები კატოს - არარსებობს..
- ზოგადი ანესთეზია, ასეთ სიტუაციაში, მხოლოდ ბავშვებში გამოიყენება კატო.
- ერთი წუთი.. რა განსხვავებაა? - რომ ვერ მიხვდა, იმიტომაც იყო ამდენ ხანს ჩუმად.
- გეღვიძება და ისე გავიკეთებენ. -ალანიას დაასწრო თქმა.
- რაო?! კარგით რა..
- ვერაფერს ვერ იგრძნობ, საწუწუნო არაფერია.
- ხო, აბა იმას ხომ არ მეტყვი, გეტკინებაო..
- მოკლედ.. ამ ეტაპზე, სულ ესაა. მაკა.. -საქაღალდე გაუწოდა გვერდით მდგარ ექთანს. - სანდროს შენ გაბარებ, თუ.. წასვლას არ აპირებ, რა თქმა უნდა..
- არა, რას ამბობთ, ექიმო. - მაშინვე გამოართვა.
ოდნავ ჩაეღიმა სანდროს.
- ხვალ, დილას მოვალ. კატო.. მოდიხარ?
- არვიცი..
- წადი, კატს. კარგად ვარ, თან მაკაც აქაა.
ღრმად ამოიოხრა კატომ.
- წადიი, აქ რა უნდა გამიკეთო. ძაან მაინტერესებს.
ოდნავ დაუქნია თავი გვიანიძემ.
- კარგი..

***
მთელი გზა, ხმა არ ამოუღია კატოს. იმის მიუხედავად, რომ იცოდა სანდრო კარგად იყო და კიდევ უკეთესად იქნებოდა, მაინც ვერაფრით გამოიკეთა ხასიათი. ძალიან უნდოდა, ნეგატივზე აღარ ეფიქრა, მაგრამ მაინც ვერაფრით აკონტროლებდა ფიქრებს.
არც ეძინებოდა, უკვე შუაღამე იყო მაგრამ მაინც.
- ამდენად მნიშვნელოვანია? - სიჩუმე, მაინც ალანიამ დაარღვია.
ოდნავ მოაბრუნა თავი მისკენ კატომ.
- რა?
- სანდროზე გეუბნები. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ გონებით ისევ მასთან ხარ?
- ვერ წარმოიდგენ, რამდენად.. - ნელა წარმოთქვა - ბაღიდან ერთად ვართ. გეფიცები, არცერთი დაქალი არ მყოლია ისეთი, ვისაც იმ საიდუმლოებს გავუზიარებდი, რაც სანდრომ იცის.
- ნუთუ.. - მანქანა, ბინასთან გააჩერა.- შენებს არ დაურეკე? ინერვიულებდნენ.. -საათს დახედა.
- მივწერე, სანდროსთან ვარ თქო. როცა სანდროს ვახსენებ, აღარ ნერვიულობენ..- ღრმად ამოისუნთქა და თითების წვალება დაიწყო.
აღარაფერი უთქვამს ალანიას, სულ ოდნავ შეეცვალა სახე, თუმცა მაშინვე სხვა მხარეს გაიხედა.
იმის მიუხედავად, რომ უამრავი არეული ფიქრი ჰქონდა, მაინც არ გამოჰპარვია მისი ეს ქცევა.
- რამოხდა..
-...
- საბა.
- ბატონო. -მხოლოდ წამით გამოხედა.
- სახე შეგეცვალა. ძალიან კი ცდილობდი, დაგემალა მაგრამ..
- არაფერი, მოგეჩვენა.
- მართლა ვერ იტყუები.
ღრმად ამოისუნთქა ალანიამ.
- უბრალოდ, ასე მგონია.. რომ შენს გონებაში, სანდროზე დიდი ადგილი არაფერს აქვს. არა მხოლოდ ახლა.. რაღაც, სულ სხვანაირად გიბრწყინავს ხოლმე თვალები, მასზე რომ ლაპარაკობ, ან მასთან ერთად რომ ხარ..
ოდნავ გაეღიმა კატოს.
- და..?
- არაფერი
- არაფერი? - ძალიან ეცადა, არ გასცინებოდა, მაგრამ ვეღარაფრით შეიკავა თავი - მართლა არ მეგონა, რამე თუ მომიყვანდა ხასიათზე, გეფიცები.
მაშინვე თვალები აატრიალა ალანიამ.
- სანდროზე როგორ ეჭვიანობ, კარგი რაა..
- ვეჭვიანობ? ვინ, მე? - სერიოზულად გაუკვირდა. - უბრალოდ, გაინტერესებდა რას ვფიქრობდი და გითხარი, მეტი არაფერი.
- ჩემი სიყვარული.. -მისკენ გადაიხარა და გვერდიდან მიეხუტა - შენ სხვა ხარ, სანდრო სხვაა. შენ რომ მიყვარხარ, ისე სანდრო ვერ მეყვარება და სანდრო რომ მიყვარს, ისე შენ ვერ მეყვარები. ორივეს თქვენი ადგილი გაქვთ.. -ნელა წაიღო ხელი მისკენ და მის თითებში ახლართა.
- საბაა..
- ბატონო.
- კიდევ ბატონოს მეუბნება.. - ვითომ თავისთვის ამოიჩურჩულა, თუმცა მაინც გაიგონა ალანიამ. - ხვალ დიდი დღეა, ხო? - ქვემოდან ამოხედა.
- ხვალ?
- არ მითხრა, რომ დაგავიწყდა. - მაშინვე გაუშვა ხელი და წარბშეკრულმა გაუსწორა მზერა.
- მახსოვს, კატუსა, მახსოვს.. -ლოყაზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და ძალიან ფრთხილად, თითქმის არც კი შეეხო თაბაშირზე.
- მაშინ წავედი.. რომ მალე გათენდეს -ოდნავ გაუღიმა და მის ტუჩებთან დაიხარა. ნაზად შეეხო ალანია, მხოლოდ რამდენიმე წამს და მერე, ლოყაზე აკოცა.
- მიყვარხარ.. -ძალიან უნდოდა, ეს სიტყვა მისგანაც მოესმინა, მაგრამ რატომღაც სულ ისე ხდებოდა, რომ მხოლოდ თვითონ ამბობდა.
- მეც, კატუსა.
- შენც, რა? - დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში.
- მიდი, წადი, თორემ აქ დაგვათენდება.
- მითხარი და წავალ - უფრო მიუახლოვდა.
მხოლოდ ჩაიღიმა ალანიამ.
- საბაა..
- ბატონო.
- კიდევ ბატონოო! - მხარზე დაარტყა ხელი - ნუ ამბობ - მეთქი!
- მიდი, კატო, წადი. - ძალიან ცდილობდა, რომ აღარ გაეცინა.
- მითხარი, რომ გიყვარვარ და წავალ.
- ეს რა, მუქარაა?
- რაც გინდა, ის დაარქვია. მიყვარხარს ველოდები! -მხრებს უკან გადაიყარა თმა.
- კატო..
- ტყუილად, ახლა. მაინც არ მოგეშვები, სანამ არ მეტყვი. - უფრო კატეგორიული გახდა.
ოდნავ ჩაფიქრდა ალანია. მერე, სწრაფად შემობრუნდა და კვლავ ტუჩებზე დააცხრა. შოკივით მიიღო კატომ, ნამდვილად არ ელოდებოდა ახლა, ამას, თუმცა არ გაუპროტესტებია.
- ეს, საკმარისი არაა? - ახლა, თავად ჩააცქერდა დაჟინებით თვალებში.
- არა. - ღიმილით გადაუსვა თითები ტუჩებზე - ეგ, ისედაც ვიცი.
- მაშინ, ყველაფერი გცოდნია..
- მითხარი.
- ..
- საბა..
- ბატონო.
- არ თქვა მეთქი!
- კი ბატონო, არ ვამბობ. - ოდნავ ჩაეღიმა.
- არაა. აუ, კარგი რაა. ბატონო არ თქვა, მიყვარხარ კი არა..
- არ ვამბობ.
- საბაა..
- ბატონოო
- აუ, ახლაა რაა.
- კაი, ნუ გაბრაზდი - სიცილი დაიწყო.
- არა, ვერ ვიჯერებ, რომ შენ ექიმი ხარ, გეფიცები!
- ხო აბა, ექიმები ხომ სხვა პლანეტიდან არიან და არა, ჩვეულებრივი მოკვდავები.
- სასაცილოა?
- კი
- არა.
- ვერ გავიგე, აბა რა წარმოდგენა გაქვს ექიმებზე?
- თემას ნუ მიცვლი - თითით დაემუქრა.
- არ ვცვლი, უბრალოდ გეკითხები.
- ეს არასერიოზულობა, პრაქტიკებშიც გვეყოფა. - დაუფიქრებლად წამოცდა და რომ გაიაზრა, მაშინვე პირზე აიფარა ხელი, მაგრამ..
- გვეყოფა?- რა თქმა უნდა არაფერი გამოჰპარვია ალანიას- მრავლობითში თქვი?
- ხო, მერე რაა. პრაქტიკებში მოსულა, ნუ.. მთლად არც იქ, მაგრამ..
- სამედიცინოზე სწავლობ? - ოდნავ ჩაიღიმა.
- რას მოვესწარი. ალანიას რაღაც აინტერესებს ჩემს ცხოვრებაზე.
- კატო..
- ხო, ვსწავლობ. მერე?
- ვაა..
- 5 გრამიან შპრიცში, 4 გრამი, მარტო ჰაერი შევუშვი და მაგრად მომხვდა.ასე რომ, არ მიყვარს ამაზე საუბარი.
- რა ქენი? -ძლივს შეიკავა სიცილი.
- რა? გეგონება, შენ ბრწყინვალედ აკეთებდი ყველაფერს.
- განხრა?
- რა განხრა?
- კატო..
- შენი კონკურენტი.
- ვა.. ერთი ამას უყურე.
- არ მინდოდა, რომ ასე გაგეგო - უკმაყოფილოდ ამოიოხრა.
- დაიცადე.. ანუ, იმ დღეს.. ოპერაციის შემდგომ ეტაპზე რომ გელაპარაკებოდი, რომ გიხსნიდი.. შენ ყველაფერი იცოდი, ხო?
- ამის გამო, მიბრაზდები?- გამომცდელად შეხედა.
- არა.. უბრალოდ, შესანიშნავი თეატრალური ნიჭი გაქვს. შენგან, კარგი მსახიობი გამოვიდოდა.
- კარგი ექიმიც გამოვა.
- რთული საკითხია..
- საბაა.
- ხო, კაი. ვხუმრობ.. -ისევ სიცილი დაიწყო- გამოხვალ, კი.დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ქირურგი იქნები.
- მართლა?- სახე გაუბრწყინდა.
- არა.
- საბაა. . - მაშინვე ხელები დაუშინა
- კაი, ნუ მირტყამ. რანაირად იქცევი კატო..
- აბა, შენ რანაირად იქცევი. როგორ შეიძლება, ასე წვალება!
- შენს პრაქტიკებს, არ დავსწრებივარ. არც სემინარი ჩაგიბარებია. საიდან უნდა ვიცოდე, როგორი ქირურგი გამოხვალ. ტყუილს ვერ ვამბობ,ხო იცი.. მარტო იმიტომ რომ მიყვარხარ, იმას ვერ გეტყვი, რისი მოსმენაც გინდა და..
- დაიცა, გაჩერდი. რა? - სწრაფად ჩაეჭრა საუბარში.
- რა?
- შენ თქვი, მიყვარხარო..
- მართლა? - ვითომ დაიბნა.
- აი, ხომ მაინც გათქმევინე -სწრაფად გადაიხარა მისკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა.
- მომავალო ქირურგო, თქვენს ცხვირს, საფრთხე ექმნებაა.
- მართლა? -წამში მოშორდა და ცხვირზე მიიდო ხელი. - საზიზღარო..
- ჩემთან რა გინდა, შენ თვითონ დამეტაკე..
- არასერიოზული ქირურგი.
- ამ შემთხვევაში, ნამდვილად სერიოზული ვიყავი, მაგრამ კარგი, როგორც გინდა. აქ საავადმყოფო არ არის და არც ხალათი მაცვია, ასე რომ.. ჩვეულებრივ ადამიანად ყოფნის უფლება მაქვს.
- ხალათიც გაცვია ხოლმე, მაგრამ მაინც ასეთი ხარ - ნიშის მოგება უნდოდა.
- აზედმეტებ. არცერთ პაციენტთან არ ვარ, არასერიოზული.
- ერთის გარდა.
- არც მაგ ერთთან, უბრალოდ თვითონ უნდა, რომ ასე დაიჯეროს.
- იმიტომ, რომ ის პაციენტი განსაკუთრებულია.
- არ შემჭამა, ამ თავისი განსაკუთრებულობით - ხელი ჩაიქნია.
მაშინვე კისკისი დაიწყო კატომ და ისევ მისკენ გადაიხარა.
- კაი ხო.. არ ხარ. ვაღიარებ - ნაზად მოეფერა წვერზე - ყველასთან ერთნაირი სერიოზული ხარ და ვერ იტან, როცა არასერიოზულობით უდგებიან საქმეს.
ოდნავ ჩაეღიმა.
- გამიცნიხარ, თუ არა? -პასუხის გაცემა არ დააცადა, ისე შეეხო ტუჩებზე.
მაშინვე წელზე მოხვია ხელი ალანიამ და თავისკენ მიიზიდა.
- ეს, სხვა სუნამოა? - თვალების ფახულით ამოხედა გვიანიძემ და ახლა, ცხვირზე შეახო ტუჩები.
- კატო..
- ინც, შენ ვერ მეხები ცხვირზე - ოდნავ გაუღიმა.
- ნუ მაიმუნობ..
- ეს სუნამო, არ მომწონს ალანია. მოაშორე..
- კაი ერთი.
- იცოდე, ამის გამო დაგშორდები - თითით დაემუქრა და სანამ გაეცინებოდა იქამდე გააღო კარი და სწრაფად გადახტა მანქანიდან.
-ხვალამდე - უკვე გარედან დაუქნია ხელი და სირბილით გაიქცა ბინისკენ.
***
მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველაზე უცნაურად გამოეღვიძა სანდროს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დაფრინავდა. საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობდა, რაიმე ტკივლზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი.
ძლივს გაახილა თვალები და მაშინვე პალატაში არსებული უზარმაზარი ფანჯარა დაინახა, საიდანაც სანახევროდ აღწევდა მზის სხივები. პირით ამოისუნთქა და ნელა მოაბრუნა თავი მეორე მხარეს, სადაც ნამდვილად არ ელოდა რაიმეს ან ვინმეს, თუმცა ნათიას დანახვისას, თავისით გაუფართოვდა თვალები.
- გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა? -ვითომ გაეხუმრასავით და საათს დახედა ტელეფონზე.
- შენ.. აქ.. - რა გინდაო, უნდოდა ეთქვა თუმცა ცუდად არ გამომივიდესო, გაიფიქრა და დროულად გაჩერდა.
- ნუ გეშინია, სპეციალურად შენთვის არ მოვსულვარ. ლევანს ველოდები..
- აჰ. - შვებით ამოისუნთქა.
- გაგიარა ცხვირმა? რაო ჩემმა ძმამ?
- გატეხილი მაქვს, ოპერაციას გამიკეთებს 3 დღეში. ახლავე არ შეიძლებაო, რაღაც მიზეზით ახსნა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.
- უიმე. - თვალები აატრიალა- რა იყო, რა შარი ნახე ასეთი, ასე რომ გლეწეს.
უბრალოდ ამოიოხრა სანდრომ.
- ისე.. -მეორე მხრიდან მოუარა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა - შენ იცი, რომ ერთი წუთი არ მიგშორებია მაკა? ახლა გავიდა, რომელიღაც განყოფილებაში გამოიძახეს.
- მართლა? -სახე გაუბრწყინდა - არაფერი არ მახსოვს, გუშინ რაღაც გამიკეთეს და ისე დამეძინა, ვერც დაველაპარაკე.. - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა.
აღარაფერი უთქვამს ნათიას, მზერა იატაკს გაუშტერა და ჩაფიქრდა.
- ნათია..
- ჰო.
- კარგად ხარ?
ოდნავ აიჩეჩა მხრები.
- მისმინე.. ჩვენ ხომ, ცოტა ცუდად დავშორდით. მაშინ რომ გიყვირე..
- კაი რაა. არ მწყენია, ხო იცი.
- მართლა?
- პირიქით, მე ისე უფრო მაწუხებს, შენ რომ გაწყენინე.
- ვაღიარებ, მაშინ მეწყინა. მაგრამ ახლა, საერთოდ აღარ ვარ გაბრაზებული. არვიცი.. არ მინდა, იმ ყოფილებივით ვიყოთ, ერთმანეთს რომ ვეღარ იტანენ და ვაიმე, ამასთან როგორ ვიყავიო, რომ ამბობენ..
ოდნავ ჩაეღიმა სანდროს.
- მეგობრები ვართ, არა?
- რა თქმა უნდა, ნათ. შენი ყველა სიხარული, საკუთარივით გამეხარდება სულ.
- მეც.. ნამდვილად ძალიან შესაფერისი წყვილი იქნებით, შენ და მაკა.
- შენ და ლევანიც.
ნაზად გაუღიმა ნათიამ და წამოდგა.
- წყვილამდე, ცოტ ბევრი გვაკლია ჯერ.. მაგრამ..
- კაი ერთი, გეგონება მე და მაკას არ გვაკლია ბევრი.
მაშინვე სიცილი დაიწყო ნათიამ.
- კაი, წავედი მაშინ. ოპერაციამდე კიდევ გნახავ..
- არ დამივიწყო, მეგობარო..
- ვერ ეღირსები, მეგობარო.. - თითით დაემუქრა და ნელი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.
*
მოდიოდა კი არა, უფრო მორბოდა მაკა. დერეფანში, რამდენიმე ექიმს თავის დაკვრით მიესალმა და მერე, სწრაფად შეაღო პალატის კარი.
უნდოდა, უხმაუროდ მოეხურა.. ვაითუ ისევ ეძინოსო, თუმცა იმდენად ჩქარობდა, ნელაზე ვეღარ გადმოერთო და შუბლზე იტკიცა ხელი.
- ჯანდაბა.. ყოჩაღ, მაკა. - საკუთარი თავი ხმადაბლა შეაქო, უფრო სწორად, ეგონა რომ ხმადაბლა იყო.
- ჯილდო მიიღე? -ისე მოულოდნელად გაახილა თვალები სანდრომ, ინსტიქტურად შეხტა.
- ვაიმე დედა, გეღვიძა? -ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს.
- ხო, ნუ გეშინია.. შენი კარის მოჯახუნებას, არ გავუღვიძებივარ.
- ოჰ.. - გულზე მიიდო ხელი და სხვა მხარეს გაიხედა.
- მადლობა.. მიუხედავად იმისა, რომ დამეძინა, მითხრეს, რომ მარტო არ დაგიტოვებივარ.
- მადლობა შენ.. გუშინ რომ არ მოსულიყავი, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა.. ჰო და ბოდიში იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხარ.
- მთავარია, შენ ხარ კარგად.. - გულწრფელად გაუღიმა - ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, შენთვის რომ რამე დაეშავებინათ და ვერ მომესწრო.
- პოლიცია საქმის კურსშია, ყველას დაიჭერენ.. პირველ რიგში შენ გპირდები, რომ ყველა დაისჯება. ამას, ასე არ შევარჩენ..
- ვიცი, მჯერა. სადაც უცნობი ბავშვისთვის, საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდე..
- იცი, იმ ბავშვს ყოველდღე ვხვდები. ქუჩაში მათხოვრობს.. გაჭირვებით შოულობს რაღაც კაპიკებს და როგორია, უყურო იმ კაპიკებსაც როგორ ართმევენ - მის გახსენებაზე, თვალები ცრემლებით აევსო.
- გპირდები, აქედან ავდგე და ყველას ერთად დავეხმაროთ.. არ იტირო, ოღონდ რაა.
- მაპატიე.. - ღრმად ამოისუნთქა.
- ყველაფერი კარგად იქნება.
- ჰო..
- ანუ, ახლა აღარ გძულვარ ხო? -ოდნავ ჩაიღიმა.
- როდის მძულდი?
- არვიცი, წინაზე სიტყვა არ მათქმევინე, ისე გამომლანძღე. შენ რა მეტი საქმე არ გაქვსო? ექიმი დამმარხავს, რომ დავაგვიანოო, რა არ მითხარი..
ახლა, მაკასაც გაეცინა.
- მახსოვს.. მაგრამ მაშინ, გაბრაზებული ვიყავი.
- ხო, ვიცი. ავტობუსმა გაგასწრო..
- გახსოვს? - მართლა გაუკვირდა.
- მე ყველაფერი მახსოვს, რაც შენ გიკავშირდება.
- ექიმთან უნდა ჩავიდე.. - სწრაფად შეცვალა თემა და კარისკენ წავიდა.
- მაკა, მაკა..
- ჰო - ისევ შემობრუნდა.
- მისმინე. ვახოს კაბინეტში, ბერიძის საქაღალდეა თაროზე, სადღაც. რომ აიღო და კატოს მისცე შეგიძლია? პაციენტს უნდა გაუგზავნოს. გუშინაც ზუსტად მაგიტომ მოვედი აქ და მერე, ამ ყველაფრის გადამკიდე, აღარც გამხსენებია..
- ვახო, კარდიოლოგი ხო?
- ხო. კატო ხომ უნდა მოვიდეს დღეს, თაბაშირის მოხსნაზე და.. არ დაგავიწყდეს რა, მომკლავენ.
- არა, მივცემ აუცილებლად. - თავის დაკვრითაც დაუდასტურა და ოდნავ გაუღიმა. - დროებით..

***
პირველად მგზავრობდა მარტო, საავადმყოფოს ლიფტში ნათია და რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია. ათასი სელფი გადაიღო. მარჯვნიდან, მარცხნიდან, სათვალით, სათვალის გარეშე. რომელიმეს მაინც ავარჩევო, გაიფიქრა და ზუსტად იმ წამს, როცა ლიფტი დანიშნულების ადგილას მივიდა და თავი ამოწია რომ გასულიყო, მოულოდნელად სიურპრიზს შეეჩეხა კართან.
რატომღაც, დიდად არ გაჰკვირვებია საბას, დის აქ ნახვა, ან უბრალოდ სახეზე არ შეეტყო.
- ექიმო, მობრძანდით.. - თავი დაუკრა ნათიამ და გაპარვა დააპირა, თუმცა მაშინვე წინ გადაუდგა.
- ექიმოს მოგცემ ახლა. აქ რა გინდა?
- ლევანის, კი არადა სანდროს სანახავად მოვედი - ვეღარ გაიგო, რომლის თქმა ჯობდა და ორივე ერთად ეთქვა.
- ჩამოყალიბდი. - მკაცრი მზერა გაუსწორა.
- ოო, რაგინდა საბაა. შენი საფლობელო კი არ არის, აქაურობა. მინდა მოვალ, მინდა წავალ. - ისევ წასვლა დააპირა, თუმცა კვლავ ვერ შელო.
- ერთი წუთი.
- რა?
- ძალიან მაინტერესებს, შენი და ლევანი ასე როდის დაახლოვდით. არა, ერთი რა დრო გავიდა იქიდან, რაც სანდროს დაშორდი?
- რა შენი საქმეა. მე, შენს ცხოვრებაში ვერევი?
- მხოლოდ ერთხელ ნახე კაბინეტში, ისიც ნორმალურად არც გისაუბრიათ.
- ძვირფასოო, სოციალური ქსელები არსებობს სახელად ფეისბუქი და ინსტაგრამი. შენ რომ ვერასოდეს ვერ იცლი ხოლმე.
- ნათია.
- რა ნათია? არა, რა გინდა გამაგებინე? მე და სანდრო მეგობრები ვართ. გადავწყვიტეთ, რომ ორივესთვის ასე აჯობებს. ჰო და მე და ლევანიც მეგობრები ვართ, ჯერჯერობით. - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა და კმაყოფილმა დაიკრიფა ხელები.
-გეფიცები, მალე ყოფილების სათვალავი აგერევა რა. შენი ტოლი რომ ვიყავი, წიგნებიდან არ ამომიწევია თავი.
- მაგიტომ ხარ, მარტოსული. ერთი მითხარი, რამდენი ყოფილი გყავდა? ერთი. არა, ყველაზე სასაცილო მაინც ისაა, რატომაც დაგშორდა - თავისთვის ჩაიცინა.
- ნათია!
- კაი, ჩუმად ვარ. მაგრამ შენც თავი დამანებე.. - ხელები აწია.
- ეგ შენ დაანებო ლევანს თავი, გირჩევნია. სამუშაო საათებში ნუ აცდენ.
- სხვის პაციენტებზეც შენ როგორ ღელავ, ჩემო საყვარელო ძამიკო - ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და ხელები მოხვია. - ხო იცი, როგორ მიყვარხარ.
- წადი, რაა. აფერისტი ხარ, მეტი არაფერი.
- ბაიი.. - სწრაფად მოშორდა და საპასუხო დამშვიდობების მოსმენის გარეშე გაიქცა.
***
ზუსტად ნახევარი საათი დასჭირდა, ფოსტამდე მისაღწევად კატოს. მართლა ეგონა, რომ შორს არ იყო და ფეხით წავიდა, მაგრამ ტყუილად არაა ნათქვამი, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. კიდევ ერთხელ რომ გადაემოწმებინა, ვინმესთვის ეკითხა. რა, არ შეიძლებოდა? მაგრამ არა, ისე იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, ან.. საერთოდ რატომ იყო. ან, საიდან იცოდა რომ შორს არ იყო. ვიღაცის ნათქვამი, ყურმოკრული..
მთელი გზა, ფიქრებში საკუთარი თავის ლანძღვით ისე იყო გართული, როგორ მივიდა საავადმყოფომდე ვერ გაიგო. მძღლომა რომ უთხრა მოვედითო, თავიდან გაოცებულმა შეათვალიერა შენობა. ვაითუ მატყუებსო, მაგრამ რომ დარწმუნდა მართლა დანიშნულების ადგილას იყო, ძლივს გადმობობღდა ტაქსიდან.
ისე სტკიოდა ფეხები, თავისი ბოლო, კრახით დასრულებული 'დილას სირბილის' მცდელობა გაახსენდა.
შეეშვი რა. რაც არაა შენი საქმე, არ უნდა გააკეთო.
საავადმყოფოში, სასიამოვნოდ გრილოდა. კონდენციონერმა, ახლად შესულს პირდაპირ სახეში დაუბერა და თმა აუფრიალა.
იმის მიუხედავად, რომ სიჩქარის თავი აღარ ჰქონდა, მაინც უკანასკნელი ძალები მოიკრიბა. ზუსტად 15 წუთი ჰქონდა დაგვიანებული და ნეტამც არ მინდა, სხვა პაციენტი ჰყავდესო ფიქრობდა.
ორჯერ მიაკაკუნა კარზე და მერე, ფრთხილად შეაღო.
ვინაიდან, ოთახში არავინ დახვდა, ახლა პირდაპირ მეორე, 'საძულველი ოთახისკენ' აიღო გეზი.
- საბაა.. - მაინც დაუძახა, თუმცა პასუხის მოსმენა აღარ დასჭირვებია.
მხოლოდ წამიერად ამოხედა, საქაღალდეებში თავჩარგულმა და მერე, ისევ მოდელირების ფოტოს დაკვირვებას შეუდგა.
- გვიანიძე, გვარს ამართლებ?
- ოჰ, - მაშინვე ხელი აიქნია კატომ - დილიდან აქ ვარ, თუმცა შენამდე ვერ მოვაღწიე. - ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ.
- ხო? - ისევ არ შეუხედავს.
- სანდროსთან ვიყავი. მერე, მაკამ ბიძიას პაციენტის კვლევები თუ რაღაც მომცა და ფოსტით გავუგზავნე.- უკვე, საკმაოდ მიახლოებულმა, თვითონაც ჩახედა საქაღალდეში - ეს რა არის?
- ჩემი პაციენტის მოდელირება. ერთი ერთში გამოგვივიდა. შეხედე.. - მისკენ მოაბრუნა.
- გაკეთებული რომელია? - მართლა დაიბნა.
- მარჯვენა ფოტო.
- ო მაი გაად. - ვეღარაფრით დაფარა გაოცება - სასწაული ხარ.. - თვალების ფახულით ამოხედა.
უბრალოდ ჩაიღიმა ალანიამ.
- კაი, მიდი. დაწექი.. შენი თაბაშირიც მოვხსნათ, ბარებ.
- ექთნები არ გყავს? - ნელი ნაბიჯებით წავიდა საწოლისკენ.
- თიკო ისვენებს, მაკა მაღლაა. - ხელთათმანების ჩაცმა დაიწყო.
- ანუ, მარტო უნდა მომხსნა?
- მომავალო ქირურგო, დავიჯერო არ იცი, თაბაშირის მოხსნას, წამი რომ სჭირდება და ექთნების დახმარება საჭირო რომ არაა?
მაშინვე სიცილი დაიწყო კატომ და მოხერხებულად მოეწყო.
- სადაც ტამპონები ამომიღე მარტო..
- შენ ხელში, ყველაფერთან გამკლავება ვისწავლე. თავი გამიჩერე.
ნელა მიხუჭა თვალები კატომ.
ძალიან ფრთხილად დაიწყო, თაბაშირის მოშორება ალანიამ. რა თქმა უნდა, ცუდს არაფერს ელოდა, მაგრამ ამ მომენტში, რატომღაც მაინც სხვანაირად ნერვიულობდა ხოლმე. ან, უფრო ენერვიულებინებოდა..
სულ ოდნავ ჰქონდა შეწითლება ცხვირზე კატოს. როგორც კი თაბაშირი მოაშორა, ნაზად გადაუსვა თითი ცხვირზე.
- მორჩა? - მაშინვე თვალები გაახილა.
- მორჩა. გამომართვი.. - სარკე გაუწოდა.
აკანკალებული ხელით, ძლივს გამოართვა გვიანიძემ და ჯერ, თვალდახუჭულმა ჩაიხედა.
მის საქციელზე, ოდნავ გაეღიმა ალანიას.
- ღმერთო.. -სწრაფად წამოხტა კატო - ეს მე ვარ? - გრძნობდა, როგორ იმატებდა მასში ენდროფინების რაოდენობა. - საბააა... - სარკე გვერდით მიაგდო და მთელი ძალით ჩაეხუტა. მაშინვე მოხვია ხელები ალანიამ.
- როგორ მიყვარხარ.. ჩემი ოცნება, რეალობად აქციე.. - ბედნიერებისგან დაიწყო ტირილი.
- ჩშშ.. კაი, რა. -სწრაფად მოსწმინდა, ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები.
- ვერ ვიჯერებ.. მართლა ვერ ვიჯერებ - ახლა, კედელზე დაკიდული სარსკისკენ გაიქცა - ჩემი თავი ასეთი, არასოდეს მინახავს. ზუსტად ისეთი ცხვირი მაქვს, როგორიც სულ მინდოდაა..
- მიხარია.
- მართლა სასწაული ხარ.. - ისევ მისკენ გაიქცა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
ნელა მოეფერა თმაზე ალანია.
- მიყვარხარ..
- მეც, კატუსა.
თვალების ფახულით ამოხედა კატომ და მერე, ნაზად შეეხო ტუჩებზე.
- კატო, კატო.. -ისევ თითებით გააჩერა- საავადმყოფოში ვართ და ნებისმიერ წუთს შეიძლება ვინმე შემოვიდეს.
- ოფ - უკმაყოფილოდ შეკრა წარბები - იცოდე, შენი პირობა არ დამვიწყებია.თაბაშირი აღარ მაქვს უკვე.
ოდნავ ჩაიცინა ალანიამ.
- შევასრულებ.
- ნეტამც არ მინდა, არ შეასრულო.
ახლა, კატოსაც გაეღიმა.
- აუ.. ინსტაზე უნდა დაგთაგო. ფოტოებს რომ გადავიღებ. შეილება ხო? - გამომცდელად შეხედა. - ჩემი სასწაული ქირურგი თქო, დავაწერ.
- დამთაგე.
- მაშინ წავედი, კამერა მელის. მიყვარხარ.. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ელვის სისწრაფით გაიქცა ოთახიდან.

***
სწრაფად გაირბინა დღეებმა. იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე. ან, უბრალოდ ვისთვის როგორ.
სანდროს იპერაციამ, წარმატებით ჩაიარა. მართალია, იმაზე უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე გეგმაში იყო, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ერთი წუთითაც არ მოშორებია მაკა.
ნუ არც ოპერაციის წინა დღეებში შორდებოდა, მაგრამ ახლა.. საერთოდ, ფეხი აღარ გაუდგამს პალატიდან.
ასე რომ მცოდნოდა, უფრო ადრეც გავიტეხავდი ცხვირსო - როგორც კი ყველაფერმა ჩაიარა, მაშინვე ხუმრობა დაიწყო სანდრომ.
ის ფაქტი, რომ საავადმყოფოში კიდევ 10 დღე უწევდა დარჩენა, პირიქით, სასიხარულო ამბავი გამოდგა მისთვის.
ბუშტებით დაადგა თავზე ნათია. ბევრს კი ლაპარაკობდა, შენს გამო 2 დღეა სკოლას ვაცდენო, მაგრამ სინამდვილეში ვის გამოც აცდენდა, ეს ცალკე თემა იყო.
მაინც ყველაფერს ხვდებოდა საბა.
ჯერ, ლევანის, ყველაფერზე უაზროდ ღიმილი, ნათიას ხსენებისას, თვალების გაბრწყინება, ასე თუ ისე, რაღაცის მიმანიშნებელი იყო.
ვახო და ლენკაც, როგორც იქნა, ჩამოვიდნენ საქორწინო მოგზაურობიდან და მადლობა ღმერთს, მათი ქორწინებით გაგიჟებული ნაცნობები, უკვე ოდნავ დაწყნარებულები დახვდნენ.
დიდი და განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს 'მელსში' , საოცრად იყო ყველაფერი გაფორმებული.
არასოდეს მეგონა, აქაურობა თუ ასეთი ლამაზი იყოო - აღტაცებული აკვირდებოდა, მონატრებულ 'სამსახურს' ლენკა.
კატოს და საბას ურთიერთობა, ალბათ, მაინც ყველაზე განსხვავებული და ყველაზე ლამაზი იყო. იმის მიუხედავად, რომ კატოსაც დაეწყო უნივერსიტეტში სწავლა - ერთი შეხედვით, დრო საერთოდ აღარ ჰქონდათ ერთმანეთისთვის, მაგრამ კატო აბა რის კატო იყო, ამას რომ შეჰგუებოდა. მთელი დღის დაღლილი, ასევე უარესად დაღლილ ალანიას, ძალით ექაჩებოდა გარეთ და უკვე მერამდენედ, ექვსკურსიას უწყობდა ღამის თბილისში.
ყველაფერი იმაზე უფრო უკეთესად იყო, ვიდრე ოცნებობდა. თუმცა.. ადამიანს რაც მეტი აქვს, მით მეტი უნდა. მას შემდეგ, რაც უმნიშვნელო პროცედურები გაიარა ლენკასთან ერთად, კლინიკის სახე გახდა და ახლა, მოდელობაზეც დაიწყო ოცნება.
დრო გადიოდა....
გადიოდა...

***
- შეიძლება, ექიმო? - არც კი დაუკაკუნებია, პირდაპირ შეაღო და ჯერ, მხოლოდ თავი შეყო.
- შეიძლება, პაციენტო. მობრძანდი -ვითომ გაეხუმრასავით ალანია და ოდნავ გაუღიმა.
მაშინვე შევიდა გვიანიძე და კაბინეტს, ინტერესით მოავლო თვალი.
- მარტო ხარ? - ვითომ გაუკვირდა.
- 6 საათია კატ, კიდევ ვის ელოდები -ღრმად ამოისუნთქა და ფანჯარაში გაიხედა.
- ანუ წავედით? ერთი სული მაქვს, როდის მივალთ შენს სიურპრიზთან - მაშინვე მისკენ გაექანა და კისერზე ჩამოეკიდა.
- შენ მარტო მაგაზე ფიქრობ? -ოდნავ ჩაეღიმა და თმა გადაუწია.
- დილიდან მოყოლებული. ვერც კი წარმოიდგენ, რა მოსაწყენია მთელი დღე, ლენკას მოსმენა. ამდენი საბუთი და ამბავი თუ სჭირდებოდა, სულ არ გავხდებოდი კლინიკის სახე.
- ნუ წუწუნებ. თანაც, მაინც გახდებოდი.
- ოო- მაშინვე ხელი აიქნია - წავიდეთ რა, თუ მივდივართ.
- წავიდეთ.. ტელეფონს ავიღებ - ნელა მოშორდა და მეორე ოთახისკენ აიღო გეზი.
- აუ, საბაა..
- ბატონო - უკვე შიგნით შესულმა დაუბრუნა პასუხი.
- სულ დამავიწყდა, ლენკას ჩემი ოპერაციამდე და ოპერაციის მერე ცხვირის ფოტოები უნდა, ხოდა არ ვიცი სად წავიღე. შენ ხო გაქვს?
- კი, კომპიუტერშია, ნახე.
სწრაფად მიირბინა მაგიდასთან კატომ მის სავარძელში დაიკავა ადგილი.
სულ 2 წუთში მონახა პაპკა, სახელად 'პაციენტები' და მერე, საკუთარ სახელს დაუწყო ძებნა.
- აუ, საბა, ვერ ვპოულოობ.. - არადა, ერთი წუთიც არ გასულა, რაც ძებნა დაიწყო.
- რას ვერ პოულობ, კატუსა. მანდაა.. -ნელი ნაბიჯებით გამოვიდა და ხალათი, სავარძელზე გადაკიდა.
- როგორ დამაწერე, გვიანიძე კატო, კატო გვიანიძე, კატერინა გვიანიძე გვიანიძე კატერინა.. - ეკრანისთვის, თვალი არ მოუშორებია ისე განიხილა შესაძლო ვარიანტები.
ოდნავ გაეღიმა ალანიას.
- არცერთი.
- აბა? -შეშფოთებულმა ამოხედა.
.....
- "განსაკუთრებული პაციენტი."

_____________________
მოგესალმებით მეგობრებო!
თითქმის 1 წელი გავიდა, ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. მახსოვს, მაშინ ვთქვი რომ მალე დავბრუნდებოდი. ვერ შევასრულე, რავქნა..
ბევრი ფიქრის შემდეგ, მაინც გადავწყვიტე, რომ ჯობდა სრულად ამეტვირთა, ვიდრე თავებად.
გრამატიკულ შეცდომებს, ამ ეტაპზე ვერაფერს ვუხერხებ, მომიტევეთ.
რაც შეეხება შინაარს. აქვე, მინდა გითხრათ, რომ მე არ მაქვს პლასტიკური გაკეთებული. შესაბამისად, თუ რაიმე ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. თუ რაიმე შეცდომა გამეპარა, თუ რაიმე ისე ვერ ავღწერე/გადმოვეცი, როგორც საჭირო იყო.. იმედი მაქვს, მაპატიებთ.
მართლა, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი ერთი სიტყვაც კი, კომენტარებში. ასე რომ, ძალიან ძალიან გამეხარდება, თუ შეფასებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების გარეშე, არ ამივლით გვერდს.
თუ პერსონაჟებისა და ისტორიის შესახებ მოგინდებათ 'ჭორაობა', ჩემი ფეისი იცით. უუძალიანესად გამეხარდება, თქვენი იქ ხილვაც.
მიყვარხართ ყველანი.
თქვენი
ელა'ტრისი.



№1 სტუმარი დელრე

საიდან იგონებთ ესეთ რაღაცეებს :დდდდდდდდ ბოლომდე ვერ წავიკითხე

 


№2  offline წევრი EllaTriss

დელრე
საიდან იგონებთ ესეთ რაღაცეებს :დდდდდდდდ ბოლომდე ვერ წავიკითხე

რა გითხრა, თავისით მოდის ^_^

 


№3 სტუმარი Ana-maria

მართალია მთელი ისტორია ერთ პლასტიკურ ოპერაციაზე იყო, მაგრამ ეს ისეთი მრავალფეროვანი, სხვადასხვა ემოციებით სავსე იყო, რომ ისტორია შედგა. მე კი ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა. წარმატებები და ახალ ისტორიას ველი.

 


№4  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
მართალია მთელი ისტორია ერთ პლასტიკურ ოპერაციაზე იყო, მაგრამ ეს ისეთი მრავალფეროვანი, სხვადასხვა ემოციებით სავსე იყო, რომ ისტორია შედგა. მე კი ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა. წარმატებები და ახალ ისტორიას ველი.

მადლობა აზრის გაზიარებისთვის ❤ ძალიან ძალიან გამახარე ❤

 


№5  offline წევრი Life is beautiful

ვაიმეე სიტყვები არ მყოფნისს.. ვგიჟდები პირდაპირ...
თან ზუსტად 21 საუკუნეე..
♥️
ვაიმე ამაზე რომ ვინმემ ბოღმით გამოიხედოს ის თვალები უნდა დაჩიჩქნო სვავივჲთ...
ვაიმე ჯერ კიდე ემოციებში ვარ♥️♥️♥️
უგემრიელესი იყო♥️

 


№6  offline წევრი EllaTriss

Life is beautiful
ვაიმეე სიტყვები არ მყოფნისს.. ვგიჟდები პირდაპირ...
თან ზუსტად 21 საუკუნეე..
♥️
ვაიმე ამაზე რომ ვინმემ ბოღმით გამოიხედოს ის თვალები უნდა დაჩიჩქნო სვავივჲთ...
ვაიმე ჯერ კიდე ემოციებში ვარ♥️♥️♥️
უგემრიელესი იყო♥️

ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამაბედნიერე❤ მიხარიხარ. უღრმესი მადლობა ❤

 


№7  offline წევრი likuu_s

კარგი იყო, ძალიან მომეწონა.
ამ პლასტიკურების მხრივ, ალბათ სრულიად განსხვავებული ისტორიაა რაც საიტზე წამიკითხავს.
რატომღაც, აქ დავინახე ისტორიებში იმ სხვა ყველასთვის საძულველი დაბოტოქსებული გოგოების სხვა მხარე.
ძალიან მომწონს შენი ისტორიები, ესეც მათ შეემატა.
ერთი, ფსიქოლოგის ბიჭის წაკითხვა ვერ მოვასწარი, რაზეც გული დამწყდა :(
მაგრამ არაუშავს.

აბა, წარმატებები!
ამაზე ფიქრი ადრეა, მაგრამ იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები.<3

 


№8  offline წევრი EllaTriss

likuu_s
კარგი იყო, ძალიან მომეწონა.
ამ პლასტიკურების მხრივ, ალბათ სრულიად განსხვავებული ისტორიაა რაც საიტზე წამიკითხავს.
რატომღაც, აქ დავინახე ისტორიებში იმ სხვა ყველასთვის საძულველი დაბოტოქსებული გოგოების სხვა მხარე.
ძალიან მომწონს შენი ისტორიები, ესეც მათ შეემატა.
ერთი, ფსიქოლოგის ბიჭის წაკითხვა ვერ მოვასწარი, რაზეც გული დამწყდა :(
მაგრამ არაუშავს.

აბა, წარმატებები!
ამაზე ფიქრი ადრეა, მაგრამ იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები.<3

ლიკუნა, ძვირფასო.. უდიდესი პოზიტივი მივიღე შენგან. მადლობა. ❤
ფსიქოლოგის ბიჭს რაც შეეხება, ავჩქარდი. ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ასე რომ, გული ნუ დაგწყდება. დავაბრუნებ, აუცილებლად, ოდნავ მოგვიანებით.
ბევრი გულები შენ. ❤

 


№9  offline წევრი დელირიუმი

So cute couple❤❤❤

 


№10  offline წევრი EllaTriss

დელირიუმი
So cute couple❤❤❤

შენც ძალიან საყვარელი ხარ ❤
მადლობა კომენტარისთვის! ❤

 


№11  offline წევრი გ უ გ უ

ძალიან საყვარლობა ისტორია იყოო ????❣❣???? წარმატებებიიი

 


№12  offline წევრი EllaTriss

გ უ გ უ
ძალიან საყვარლობა ისტორია იყოო ????❣❣???? წარმატებებიიი

მადლობა, ძვირფასო.
მიხარია, რომ მოგეწონა ❤

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგი იყო,მომეწონა ძალიან....წარმატებები

 


№14  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნინი
კარგი იყო,მომეწონა ძალიან....წარმატებები

ნინი, მადლობა! ❤

 


№15  offline მოდერი abezara98

ჰო, გრამატიკაზე ნამდვილად სამუშაო გაქვს, მაგრამ ამას ხელი ნამდვილად არ შეუშლია ჩემთვის ბოლომდე გავსულიყავი. ნამდვილად პატარა და თბილისი ისტორია გამოგივიდა. ასე გააგრძელე ❤❤❤

 


№16  offline წევრი EllaTriss

abezara98
ჰო, გრამატიკაზე ნამდვილად სამუშაო გაქვს, მაგრამ ამას ხელი ნამდვილად არ შეუშლია ჩემთვის ბოლომდე გავსულიყავი. ნამდვილად პატარა და თბილისი ისტორია გამოგივიდა. ასე გააგრძელე ❤❤❤

❤❤❤

 


№17 სტუმარი ია

მშვენიერი ისტორიაა,სახალისო მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, მწერლობაზე რომ აქვს პრეტენზია ადამიანს,ასე გულდასმით სწავლობს ტერმინოლოგიას და ამ დროს წერს ,,გვერძე " ... გამოვშტერდი დდდ

 


№18  offline წევრი EllaTriss

ია
მშვენიერი ისტორიაა,სახალისო მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, მწერლობაზე რომ აქვს პრეტენზია ადამიანს,ასე გულდასმით სწავლობს ტერმინოლოგიას და ამ დროს წერს ,,გვერძე " ... გამოვშტერდი დდდ

ჰო, გრამატიკასთან ვერ ვმეგობრობ. ბოლოს დავწერე კიდევაც. ეს, გამეპარა ალბათ.
ტერმინოლოგია ვიცოდი, შინაარსობრივად უფრო შევისწავლე. მიხარია, რომ ეს დაინახე. ისიც მიხარია, თუ მოგეწონა.
მადლობა კომენტარისთვის, ია.

 


№19 წევრი OKI ME

ისტორია მართლა საინტერესოა. დიდი მეტიჩარა ვინმე კი არის ქალბატონი კატო laughing laughing მაგრამ რაღაცნაირად საყვარელი heart_eyes heart_eyes საბოლოოდ ისევ თვითონ აიხლართა თავის ინტრიგებში და ტყუილებში laughing laughing

ისე, საკმაოდ განსხვავებული იყო შენი ისტორიებისგან. heart_eyes heart_eyes მომეწონა ნამდვილად. რამდენიმე დღის წინ წავიკიტხე და ის ემოციები ახლაც მომყვება. სახალისო და პოზიტიური იყო.

ჰოო, შეცდომებზე მე ლაპარაკს არ დავიწყებ, შენ ისედაც იცი. შეუცდომელი კიდევ, არავინ ვართ.

წარმატებები და მოუთმენლად ველი სიახლეებს შენგან heart_eyes heart_eyes მალე დაბრუნდი რაა, ახალი ისტორიით heart_eyes heart_eyes

 


№20  offline წევრი EllaTriss

Megioki
ისტორია მართლა საინტერესოა. დიდი მეტიჩარა ვინმე კი არის ქალბატონი კატო laughing laughing მაგრამ რაღაცნაირად საყვარელი heart_eyes heart_eyes საბოლოოდ ისევ თვითონ აიხლართა თავის ინტრიგებში და ტყუილებში laughing laughing

ისე, საკმაოდ განსხვავებული იყო შენი ისტორიებისგან. heart_eyes heart_eyes მომეწონა ნამდვილად. რამდენიმე დღის წინ წავიკიტხე და ის ემოციები ახლაც მომყვება. სახალისო და პოზიტიური იყო.

ჰოო, შეცდომებზე მე ლაპარაკს არ დავიწყებ, შენ ისედაც იცი. შეუცდომელი კიდევ, არავინ ვართ.

წარმატებები და მოუთმენლად ველი სიახლეებს შენგან heart_eyes heart_eyes მალე დაბრუნდი რაა, ახალი ისტორიით heart_eyes heart_eyes

სულ რომ განსაკუთრებულად მიხარიხარ, ეს იცი ❤ მადლობა. ვეცდები. ამხელა შუალედი აღარ მექნება, მართლა. ❤

 


№21  offline წევრი ენნე

ძალიან ძალიან სახალისო იყო, კანფეტივით ტკბილი ისტორია ბედნიერი დასასრულით.
მე ფრიად ვისიამოვნე ❤️❤️❤️
ველოდები ახალს ❤️❤️❤️

 


№22  offline წევრი EllaTriss

ენნე
ძალიან ძალიან სახალისო იყო, კანფეტივით ტკბილი ისტორია ბედნიერი დასასრულით.
მე ფრიად ვისიამოვნე ❤️❤️❤️
ველოდები ახალს ❤️❤️❤️

ენე, მადლობა ❤ მიხარია, რომ მოგეწონა ❤

 


№23 სტუმარი Xato

Kargia.dzalian Momewona

 


№24 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მომეწონა.საინტერესო ისტორიაა.მადლობა ავტორს.წარმატებებს გისურვებთ.მუზას არ ეღალატოს თქვენთვის❤❤

 


№25  offline წევრი EllaTriss

Xato
Kargia.dzalian Momewona

ხათო, მადლობა! ❤
მითხარია, რომ მოგეწონა.

სტუმარი მარინა
ძალიან მომეწონა.საინტერესო ისტორიაა.მადლობა ავტორს.წარმატებებს გისურვებთ.მუზას არ ეღალატოს თქვენთვის❤❤

მარინა, უღრმესი მადლობა! ❤
მიხარია, რომ მოგეწონა.

 


№26  offline წევრი Elisabeth.kh

აუუუ ძალიან მომწონს ♥️✨✨

 


№27  offline წევრი EllaTriss

Elisabeth.kh
აუუუ ძალიან მომწონს ♥️✨✨

მიხარია რომ მოგეწონა❤️

 


№28 სტუმარი სტუმარი Likunia

ვერ აყალიბებთ ერთიან ტექსტს. გრამატიკა, აზრები ზიგზაგივით გარბის, თ, დ დაბოლოებები კატასტროფაა. "გვერდძე" კიდევ უფრო დიდი საშინელება. ნუ, წერ რაღაცას, სთავაზობ მკითხველს და იმედგაცრუებულს ტოვებთ.
მეორე კიდევ, ემოციები არ გამყვება რადგან თქვენ მატარებთ ემოციებზე და არა შექმნილი ფაქტი.(მეზარება კონკრეტული მაგალითები)
მესამეც კიდევ რამდენი ნოველა თუ მოთხრობა შევეცადე ამ საიტზე წამეკითხა ყველა ერთნაირი დონის ნაწერია. გადაავლეთ თვალი მაინც.
ფიქრისთვის ანალიზისთვის რაღაც დაგვიტოვეთ, ყველაფერს ნუ მიხსნით ორღობეში არ ვჭორაობთ.
და ბოლოს კი , რახან შრომობთ, წარმატებები, მეტად ფასეული ნაწარმოებიების შექმნა მისურვებია თქვენთვის.

 


№29  offline წევრი EllaTriss

სტუმარი Likunia
ვერ აყალიბებთ ერთიან ტექსტს. გრამატიკა, აზრები ზიგზაგივით გარბის, თ, დ დაბოლოებები კატასტროფაა. "გვერდძე" კიდევ უფრო დიდი საშინელება. ნუ, წერ რაღაცას, სთავაზობ მკითხველს და იმედგაცრუებულს ტოვებთ.
მეორე კიდევ, ემოციები არ გამყვება რადგან თქვენ მატარებთ ემოციებზე და არა შექმნილი ფაქტი.(მეზარება კონკრეტული მაგალითები)
მესამეც კიდევ რამდენი ნოველა თუ მოთხრობა შევეცადე ამ საიტზე წამეკითხა ყველა ერთნაირი დონის ნაწერია. გადაავლეთ თვალი მაინც.
ფიქრისთვის ანალიზისთვის რაღაც დაგვიტოვეთ, ყველაფერს ნუ მიხსნით ორღობეში არ ვჭორაობთ.
და ბოლოს კი , რახან შრომობთ, წარმატებები, მეტად ფასეული ნაწარმოებიების შექმნა მისურვებია თქვენთვის.

გამარჯობა.
ისტორია 15 წლის ასაკში დავწერე, შესაბამისად ვფიქრობ რაღაც-რაღაცები მეპატიება.
იმედგაცრუებული დარჩენა თუ არ გსურთ დიდი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეთ, ემოციებიც გაგყვეთ იქნებ, როგორმე.
მე არ მაქვს მწერლობაზე პრეტენზია.
ჩემი ბრალი ნამდვილად არაა, საიტზე თუ ყველა ერთი დონის ნაწერი შეგხვდათ მაინცდამაინც.
კარგად რომ დაგეთვალიერებინათ სხვებსაც ნახავდით. ვფიქრობ თქვენ უფრო არ გაწყენდათ თვალის კარგად გადავლება, თუ რა თქმა უნდა, ესეც არ გეზარებათ.
პ.ს ჯანსაღ კრიტიკას ვიღებ, იმის იქით არაფერს.
ორღობეში არავინ ჭორაობს, სოფელში არ ვართ.
ჩემი არჩევანია ყველაფერს ავხსნი თუ ფიქრისთვისაც დავტოვებ რაღაცას.
თუ არ მოგწონთ ამაზე არ გედავებით, ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს.
გისურვებთ თქვენი გემოვნების ნაწარმოები გეპოვოთ, სადაც ავტორი ფიქრისთვისაც დაგიტოვებთ რაღაცას.

 


№30 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მე ძალიან მომწონს საინტერესოა და სასიამოვნო წასაკითხი ძალიან ვხიარულე კატო ნხვილი ქარიშხალის იმდენი ქნა მაინც საბასთვის განსაკუთრებული პაციენტი გახდა მე მეორეთი ვკითხულობ მადლობა წარმატებები♥️♥️♥️????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent