შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქანელა (თავი 7)


13-05-2021, 04:49
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 436

ერთი კვირა გავიდა მომხდარიდან. ბევრი რამ მოხდა ერთ კვირაში, მარიამი სამსახურიდან წამოვიდა, რადგან ყოველ წამს ნიკოლოზის ნახვა არ სურდა, თანაც არ ჰქონდა ის ძალა, რომ სამსახურს შეჭიდებოდა, ბ. ზურაბს დიდი სიყვარულით დაემშვიდობა, თავისი ნივთები აიღო და კაბინეტს ტოვებდა, როდესაც ნიკოლოზი შეხვდა:
-მარიამ, რახდება? -თვალებით ჩალაგებული ნივთებისკენ ანიშნა
-სამსახურიდან მივდივარ -უთხრა და კაბინეტი დატოვა
-რატომ?
-არ მინდა ყველგან შენ გხედავდე -პირდაპირ მიახალა
-მოიცადე -ლიფტში შესულ მარიამს შეხედა და თავადაც ლიფტში შევიდა
-რას აკეთებ?
-ასე უბრალოდ ვერ წახვალ
-ნიკოლოზ, ხომ იცი რომ ეს შენი საქმე არაა -უთხრა მშვიდად და ღილაკს თითი მიაჭირა
-მარიამ, ასე უბრალოდ ვერ ადგები და ვერ წახვალ ყველას ცხოვრებიდან -გაბრაზებულმა ნიკოლოზმა ლიფტის ყველა ღილაკს დააჭირა და ლიფტი გააჩერა -ჩვენ ერთნაირად ვართ ამ თამაშის მსხვერპლი, ახლა კი ისე მიდიხარ, თითქოს არც ყოფილხარ ჩემს ცხოვრებაში
-ნიკოლოზ ხვდები მაინც რას ამბობ? -არანაკლებ გაცხარებულმა ნივთები დაბლა დაალაგა და ნიკოლოზს მიუბრუნდა -ჩემგან განსხვავებით შენ ყველაფერი იცოდი, თითოეული დეტალი, იმის შიშით, რომ ჩემს საყვარელ  ადამიანებს რამე არ დამართნოდათ შენთან ძალით დაქორწინებაზეც ვიყავი თანახმა, ვითომ მე მიცავდი, მაგრამ რეალურად რომ ყველაზე მეტად მავნე მაგას ვერ ხვდები? და ახლა ჩემთან პრეტენზიით მოდიხარ? მეტი დაფიქრება გმართებს ნიკოლოზ -უთხრა თუ არა, ტელეფონი ამოიღო და დაცვასთან დარკვას აპირებდა, რომ აქედან გაეყვანათ, თორემ უკვე სული ეხუთებოდა
-მე შენს დაცვას ვცდილობდი, მამაშენის კომპანიასთან გარიგება დავდე, შემდეგ კი გვინდოდა ოჯახები გაერთიანებულიყო და მე და შენ გიორგისთან ერთად გვემართა ორი დიდი კომპანია
-ანუ ყველაფერი მხოლოდ კომპანიას და ფულს ეხება, ეგ შენ გინდოდა მე კი არა. შენ და მამუკას გინდოდათ ოჯახის შექმნით კომპანიის გაერთიანება და ამ დროს იმ საშინელი ამბავის შესახებაც იცოდი და ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს -შუა საუბრისას ლიფტი დაიძრა -ასეთი თუ იყავი არ წარმომედგინა
-ჩემზე ჯავრს ნუ იყრი
-შენ რა შეუგნებელი ადამიანი ხარ, აღარ მინდა შენთან საუბარი -ხელი აიქნია და ლიფტიდან გავიდა, უკან ნიკოლოზი მიყვა, რომელიც არადა არ აპირებდა დანებებას
-შემიყვარდი და შენს დათმობას მაგის გამო არ ვაპირებდი -მიაძახა და ამით მარიამის შეყოვნება სცადა
-შეგიყვარდი? შენ რა ამ ყველაფერს სიყვარულს ეძახი? -დიდ შესასვლელ დარბაზში ყველას თვალწინ ჩხუბობდნენ -ეს სიყვარული არაა, შენ მხოლოდ ჩემი გამოყენება გინდოდა დიდძალი ფულის მისაღებად -გამწარებულმა მხრებზე დაარტყა
-შენს დათმობას არ ვაპირებ მარიამ, დაჩისთან კახ*ასავით  გაიქეცი, ყველა დაივიწყე და  ზურგი აქციე ყველას -სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებულმა მარიამის მწარე ხელი რომ იგრძნო მარცხენა ლოყაზე
-გაფრთხილებ, ამის მერე ჩემთან საუბარიც კი აღარ გაბედო, ეცადე თვალებშიც კი არ მომხვდე, დაჩისთან შედარებაც არ გაბედო, ნამდვილი ნაბი*ვარი ხარ -უთხრა და გაბრაზებულმა შენობა დატოვა
გზაზე ისე მიაქროლებდა მანქანას, არც კი ფიქრობდა. დაჩისთან სახლში მიდიოდა, კი უთხრა მალე დავტოვებ ამ სახლსო, მაგრამ მისი დანახვა უნდოდა. რამდენიმე წუთში ეზოში მანქანა შეიყვანა და სახლში სასწრაფოდ შევიდა
-მოიცა, მოიცა -შესასვლელში დაჩი დაუხვდა და გააჩერა -ასე სად მირბიხარ?
-არსად -დაბნეულმა სხვა მხარეს გაიხედა
-რა მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ სამსახურიდან წამოვედი და სახლში მალე მოვედი, გვიან მარტო მგზავრობა არ მიყვარს -იცრუა და დაჩის გვერდზე აუარა, რომ კიდევ რამე არ ეკითხა
-გშია?
-არა, მხოლოდ წყალს დავლევ -სამზარეულოში შესულმა უთხრა
-პიცა გამოვაცხე, მეწყინება თუ ჩემს გაკეთებულს არ გასინჯავ
-კარგი შევჭამ -უთხრა მცირე დროის შემდეგ - მთავარია არ მოვიწამლო -გაეცინა და დაჩის დამანჭულ სახეს შეხედა
-იმ დღის შემდეგ, ნორმალურად არ გვისაუბრია, მაინტერესებს როგორ ხარ? -ჰკითხა დაჩიმ და თან პიცის დაჭრა განაგრძო
-კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა -გაუღიმა და თეფზე დადებულ პიცას დახედა -დაჩი, მინდა რომ ცოტახნით სადმე წავიდე დასასვენებლად
-ჩემგან ნებართვას ელოდები?
-არა, მაგას არც კი გკითხავ, უბრალოდ მინდა რომ იცოდე -უთხრა და პიცა დააგემოვნა, რამდენიმე სიტყვით შეაქო, დანარჩენი დრო კი აღარ უსაუბრიათ, მხოლოდ მალულად თუ გააპარებდნენ ერთამენეთისკენ თვალს.

ორი დღის შემდეგ, მარიამმა ყველაფერი მოიმარაგა და სვანეთის გზას დაადგა, დაჩისთვის არ უთქვამს სად მიდიოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ იცოდა. რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, ნელნელა, მიუახლოვდა დანიშნულების ადგილს, გზადაგზა სვანეთის კოშკები მოჩანდა და სილამაზე უფრო და უფრო წარსტაცებდა თვალს სტუმარს. გზის პირზე შეკრებილ ბიჭებს კონკრეტული ადგილი ჰკითხა, რადგან ზუსტი მისამართი ეკარგებოდა და მათაც დიდი მორიდებით აუხსნეს, როგორ მოხვედრილიყო სასტუმროში.
რამდენიმე წუთში სასტუმროს მიუახლოვდა, მანქანა სასტუმროს წინ გააჩერა და 2 დიდი ჩანთა გადმოალაგა, მალევე კი თავის ნომერში ავიდა, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, ხელისგულივით მოჩანდა მთები და აქაიქ, კოშკები, რომელიც სვანეთის ღირსებას დღემდე იცავდა.
რამდენიმე საათიანმა მგზავრობამ დაღალა და მშვიდად ჩაეძინა, 1 კვირაზე ჰქონდა გათვლილი აქ ყოფნა, ამ ერთ კვირაში კი, მშვიდად უნდა დაფიქრებულიყო ყველაფერზე და თბილისში ახალი ენერგიით დაბრუნებულიყო.

დაჩიმ იცოდა სადაც წავიდა, ოღონდ შემთხვევით გაიგო და სვანეთს რომ მოკრა ყური, მალულად გაუხარდა. ეს ხომ მისი კუთხე იყო, სადაც ბავშვობის ნახევარზე მეტი დრო გაატარა. სახლიც კი ჰქონდა, სადაც ბებია ცხოვრობდა, როგორ არ ეცადა მის თბილისში წამოყვანას, რომ მარტო არ ყოფილიყო, მაგრამ სვანეთში დაბადებული და დაბერებული ადამიანი თბილისის ჰაერს როგორ უნდა შეგუებოდა. გადაწყვიტა რამდენიმე დღეში სვანეთში წასულიყო, მანამდე კი, ბოლომდე უნდა მიეყვანა მამუკას საქმე. ძალიან ბევრს ფიქრობდა მომხდართან დაკავშირებით, რომელიც მისი ბავშვობიდან დღემდე გრძელდებოდა და ვერა და ვერ დასრულდა, თუმცა ახლა დარწმუნებული იყო, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და ამოისუნთქებდა, მეორე მხრივ, კი მარიამის გამო ღელავდა, მამუკა ხომ მამისი იყო და ეშინოდა, ამით მარიამი არ გაენადგურებინა, თუმცა როცა, მის გამწარებულ და განრისხებულ სახეს ხედავდა, უფრო მეტად რწმუნებოდა რომ საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა.

მარიამმა გაიღვიძა თუ არა, ცოტა მოწესრიგდა და სასტუმროს რესტორანში ჩავიდა, ისე შიოდა, შეკვეთასაც ვეღარ უცდიდა, დროის გასაყვანად ხან ხედს უყურებდა, ხან ტელეფონს დახედავდა, რომელიც გამორთული იყო, იფიქრა ჩავრთავ და შევატყობინებ, რომ ჩავედიო, მაგრამ ოფიციანტმა არ დააცადა, შეკვეთა მოიტანეს და ისე გემრიელად დაიწყო ჭამა, რომ გადაავიწყდა თავისი ფიქრები.
უკვე ბნელოდა, ამ სიბნელეში ვერაფერს დაათვალიერებდა, ამიტომ ფოიეში ჯდომას ისევ ნომერში ასვლა გადაწყვიტა, სადაც კვლავ ძილი განაგრძო.
მეორე დღეს, ცოტა სპორტულად გამოეწყო და ექსკურსიის ჯგუფს შეუერთდა, წინამძღოლმა დღევანდელი გეგმა გააცნო და ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება დაიწყეს.
პირველი რაც დაათვალიერეს ეს სვანური კოშკი იყო, რომელიც ბრძოლის დროს მთავარი ადგილი იყო თავდაცვისთვის, დათვალიერეს სართულების განლაგება და თან მცირეოდენ ისტორიებს ისმენდნენ სტუმრები. ამის გარდა, სვენთის ძველი ისტორიები, კულტურა და რამდენიმე სვანური ლეგენდა მოისმინა. გვიან შენიშნა, რომ საკმაოდ მოსაღამოვებული იყო. ისე ინტერესით უსმენდა ამ ისტორიებს რამდენჯერმე კითხვებიც დაუსვა ხელმძღვანელს. სასტუმროში დაბრუნებულმა რამდენიმე დამსვენებელთან ერთად, რომლებიც ასევე, მასთან ერთად ათვალიერებდნენ დღეს სვანთს ივახშმა
-ხვალ უკეთესი გეგმები გვაქვსო -მაგიდას ერთ-ერთი დამსვენებლი მიუჯდა
-რას ვაპირებთ ხვალ?
-სალაშქროდ მივდივართ - აღტაცებულმა ლიკამ ტაში შემოკრა და ჭამა დაიწყო
მათთან სასიამოვნო საუბრის შემდეგ, ნომერში ავიდა და დაღლილს ჯერ არ ეძინებოდა, ამიტომ აივანზე სავარძელში მოთავსდა, უნებურად ჯერ თავის ოჯახზე და გიორგიზე დაიწყო ფიქრი, შემდეგ მისი ბავშვობა კიდევ ერთხელ გაახსენდა და ინატრა, რომ ყველაფრის შეცვლა შესძლებოდა, საბაზე ფიქრები და მონატრება ვერ აიცილა თავიდან, მასთან ერთად სვანეთში წასვლას ზუსტად იმ ზაფხულს გეგმავდა, როცა საბა დაიღუპა, ბოლო რამდენიმე თვის წინ საბას დედასთან სტუმრობისას მან საბას დატოვებული ყელსაბამი გადასცა, პატარა კულონი იყო, სადაც წვრილად ეწერᲐ "ჩემი ცხოვრების სიყვარული", რომელსაც მას შემდეგ ყელიდან აღარ იხსნიდა, იცოდა, რომ ყოველთვის ადგილზე იყო და შეგრძნებას უტოვებდა, რომ საბა ყოველთვის მის გვერდით იყო.
შემდეგ კი, დაჩი გაახსენდა, როცა თავისი თავი მის ფიქრებში დაიჭირა საშინლად შერცხვა და გაბრაზებულმა დაძინება გადაწყვიტა.
მეორე დღეს, კარგად გამოძინებულმა გაიღვიძა და საათს, რომ შეხედა ფეხზე წამოფრინდა, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა, 8 საათზე გადიოდნენ ლაშქრობაზე და საათი 12ს უჩვენებდა, გაახსენდა, რომ მაღვიძარა არ დააყენა, თავად კი 8 საათზე ვერ გაიღვიძებდა. კარებთან იატაკზე პატარა ფურცელი შენიშნა, დაიხარა და აიღო:
‘’ბევრი დავაკაკუნეთ კარზე, თუმცა ვერ გაგაღვიძეთ, მეტხანს ვერ დაგელოდებით, ხვალ შეგიძლია სხვა ჯგუფთან ერთად წახვიდე ლაშქრობაზე’’ -წაიკითხა და აბაზანაში შევიდა, მოწესრიგდა და რესტორანში ჩავიდა, რადგან ლაშქრობაზე დააგვიანა, გადაწყვიტა მარტოს დაეთვალიერებინა ყველაფერი. საუზმის შემდეგ, კომფორტულ ტანსაცმელში გამოეწყო და ტურისტულ რუკას მიყვა. ბევრი ლამაზი ადგილი მოინახულა და მოგონებებისთვის ფოტოებიც გადაიღო. სასტუმროში დაბრუნებული კაფეში ბარს მიუჯდა და სასმელი შეუკვეთა, გარემო მოათვალიერე და გვერდზე მჯდომი კაპიშონწამოფარებული ბიჭი შენიშნა თუმცა ყურადღება არრ მიუქცევია, სასმელი დალია
-არ იცი, რომ როცა მარტო ხარ, არ უნდა დალიო? -კაპიშონწაფარებულმა ბიჭმა ქუდი მოიხადა და მარიამისკენ შეტრიალდა
-დაჩი? -სასმელი გადასცდა მოსულიერებულმა ძლივს თქვა -აქ რაგინდა?
-დასასვენებლად ჩამოვედი
-იქ სადაც მე ვარ? -ეჭვის თვალით შეხედა მარიამმა და გამხიარებულმა უთხრა
-როგორც ჩანს არ იცოდი, რომ ჩემი კუთხეა სვანეთი
-სვანი ხარ? -გაკვირვებულმა ჰკითხა
-დადეშქელიანი და აქ სახლიც მაქვს,მაგრამ მანამდე აქ მოვედი, რომ მენახე -უთხრა პირდაპირ და მარიამის სახეს თვალმოუშორებლად დააკვირდა
-გამიხარდა შენი ნახვა -სიტუაციის განსამუხტად უთხრა და სასმელი ბოლომდე დალია
-აბა, რას აკეთებდი აქ?
-ექსკურსია გვქონდა და დღეს ლაშქრობაზე უნდა წავსულიყავით, თუმცა დამეძინა-სიცილით უთხრა -სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი შენი სვანობის ამბავით -უთხრა და აშკარად ერთმანეთის ნახვით გაბედნიერებულებმა საუბარი განაგრძეს


მეორე დილას, ადრე გაეღვიძა, თუმცა ლოგინში დარჩენა გადაწყვიტა, ისეთი საწოლი ჰქონდა, მისი ნება რომ ყოფილიყო იქ დარჩებოდა, მაგრამ კარზე კაკუნმა ნებივრობა არ დააცადა, არც კი გამოუცვლია პიჟამოებით პირდაპირ გამოაღო კარი
-უცხოებს ასე ხვდები? -წარბაწეულმა დაჩიმ მარიამი ჩაათვლიერა
-ჯერ ისევ დილაა -ყურადღება არ მიუქცევია მისი რეპლიკისთვის ისე უთხრა და დაამთქნარა
-მოემზადე, მე და შენ ლაშქრობაზე მივდივართ, საღამოს კი ჩემს სახლში წავალთ
-რატომ?
-სვანეთში როცა ხარ, ნამდვილ სახლში უნდა დაისვენო და არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში
-მაგრამ აქ კარგია
-მაგრამ იქ ჯობია -მოკლედ მოუჭრა და დაუბარა 10 წუთში გავალთო, მარიამიც სწრაფად მოემზადა, გუშინ რომ ვერ წავიდა ლაშქრობაზე, ახლა თანახმა იყო დაჩისთან ერთად აენაზღაურებინა.
15 წუთში ფოიეში ჩანთააკიდებული ჩავიდა და დაჩის თავზე დაადგა
-5 წუთი დააგვიანე
-მაშინ, ცოტა ადრე გაგეღვიძებინე -უთხრა და წინ წასულს დაჩი უკან აეკიდა.

რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, საშინლად დაღლილი შეჩერდა და დასასვენებლად ჩამოჯდა
-ამდენი დრო არ გვაქვს -უთხრა დაჩიმ
-მაპატიე, მაგრამ შენნაირი ენერგია არ მაქვს
-ცოტა დარჩა და ‘’სიყვარულის კოშკთან მივალთ და ლეგენდასაც მოგიყვები, იქიდან კი ცხენით დავბრუნდეთ
-შენი ასეთ ფორმაში ხილვა მეუცხოვება
-აქ სხვანაირად შეუძლებელია -უთხრა და სიარული განაგრძეს


-აი მოვედით, ადგილი, რომელიც ყველასათვის ძალიან ამაღელვებელი, ლამაზი და ისტორიულია -მიუახლოვდნენ თუ არა, მარიამს მოთმინება დაეკარგა როდის მოისმენდა ლეგენდას, მანამდე მოსმენილი ჰქონდა თუმცა, დიდი ხნის წინ და დავიწყებულიც კი ჰქონდა, თანაც ზუსტად იმ ადგილზე, რომელზეც ლეგენდა იყო დაწერილი სხვა მუხტი ჰქონდა მოსმენას.
-‘’ უხსოვარი დროიდან - დაიწყო დაჩიმ - სვანეთში, სოფელ კალაში კვირიკობას აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე შეხვედრიან ერთმანეთს და თავდავიწყებით შეჰყვარებიათ. გოგოს, რომელიც მზეთუნახავივით ლამაზი იყო მიაგული ერქვა, სოფელ იფარიდან ყოფილა. დედით ობოლი მამას სალოცავად ჰყავდა. ბიჭი სოფელ კალის მკვიდრი იყო. ოტია მარგველანს, იგივე ბეშქენს ვაჟკაცობას უქებდნენ, კარგი მონადირეც ყოფილა. ჰოდა, ეს ვაჟკაცი, ამ ულამაზესი ქალის სიყვარულმა მოდრიკა, არადა ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა თურმე. სიყვარულით შეპყრობილები ერთმანეთს აქ, ამ მდინარესთან ხვდებოდნენ ჩუმად. კარჩაკეტილ ცხოვრებას ნაჩვევ მირანგულას დანახვის¬თა¬ნა¬ვე შეჰყვარებია ბეშქენი, მოწოლილი გრძნობა იმდენად ძლიერი იყო ემოციები ვერ 
დამალა გოგონამ, რაც მამამისმა შენიშნა და სახლში დაბრუნებისას შვილს მისი მდგომარეობის მიზეზი ჰკითხა. მირანგულას არ დაუმალავს მამისთვის ბეშქენის მიმართ თავისი გრძნობა და თან დაუმატებია ან ბეშქენის ცოლი გავხდები ან არავისიო. მამა გადარეულა, ბეშქენი ცოლიანი კაციაო, არ შეიძლება გიყვარდესო. შვილი ისე გაჯიუტდა, ისე იყო სიყვარულით შეპყრობილი ბეშქენის გარდა არაფერი უნდოდა. მამა გაბრაზებულა, გადაუწყვეტია, ჩემი შვილის გონების არევისთვის უნდა დავსაჯო ბეშქენიო და მის მოსაკლავად წასულა. მინდორში დაჩოქილსა და თავდახრილს დასდგომია მირანგულას მამა ბეშქენს. ზურგიდან ხანჯლის დაცემა არ იყო ვაჟკაცური ქცევა, ამიტომ საკუთარი ქალიშვილის რჩეულს წამოდგომა და შებრძოლება შესთავაზა განრისხებულმა კაცმა. ბეშქენს თავი აუწევია და უთქვამს, შემომხედე, მეც ზუსტად იმ დღეში ვარ, რაც შენს ქალიშვილს სჭირს, მეც მიყვარს მირანგულა და მე მასზე მეტად ვიტანჯებიო. აკრძალული სიყვარულით თავზარდაცემული კაცის ნახვის შემდეგ, მირანგულას მამას ბეშქენის დასჯის განზრახვაზე ხელი აუღია. ბეშქენი კი თავის ტკივილთან ერთად მთაში წასულა სანადიროდ, რომელიც მისნაირი ვაჟკაცისთვისაც კი საშიში იყო. შედეგად, მიჯნურის მამის ნაცვლად ბუნებას დაუსჯია საბრალო ბეშქენი ყინულზე დასცურებია ფეხი, გადაჩეხილა ხრამში და მომკვდარა. ამ ამბის გაგების შემდეგ, ბეშქენის თავზარდაცემული ცოლი დარინა ქმრის გარდაცვალების ადგილას მისულა და თავი მოუკლავს. ამბობენ ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო. იმ დღის შემდეგ ძაძები ჩაუცვამს და გლოვა გამოუცხადებია მიაგულს. სახლში არ გაჩერებულა, ენგურში მდგარ ლოდზე, იქ სადაც შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს იჯდა და მწარედ მოსთქვამდა თურმე. მამას შებრალებია და ამ ლოდზე შვილისთვის კოშკი აუგია. მიაგული, ამ კოშკში დასახლებულა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა -დაასრულა დაჩიმ და ხელით ანიშნა კოშკი, მარიამი აცრემლიანებული თვალებით უყურებდა ჯერ დაჩის შემდეგ კოშკს
-ძალიან ლამაზი ლეგენდაა -მხოლოდ ეს თქვა და ცოტახნის შემდეგ უკან გზას გაუყვნენ, გზაში კი კიდევ რამდენიმე ცნობილ ლეგენდას ისმენდა დაჩისგან, დაჩის მეორე მხარის გაცნობა დაიწყო და უკვირდა, ასე რადიკალურად განსხვავებული ორი ადამიანი როგორ ცხოვრობდა დაჩიში. სასტუმროს მიუახლოვდნენ თუ არა, როგორც დაგეგმეს ნივთები ჩაალაგეს და საღამოს გვიან დაჩის სახლში წავიდნენ, სადაც დაჩის ბებო თინათი დახვდათ, გახარებულმა ქალმა შვილიშვილის დანახვისას კივილი დაიწყო და მისკენ ჩასახუტებლად გაემართა, მარიამი ამ სცენას ემოციურად და უდიდესი სიხარულით შეხვდა
-როგორ გამახარე ბებო, რას წარმოვიდგენდი დღეს თუ ასე გავიხარებდი -უთხრა და შვილიშვილის მოფერებით გული, რომ იჯერა მარიამს მიუბრუნდა
-‘’შვიდებდუ ლანქედა’’ (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება) -დაჩიმ მარიამს უთარგმნა და ხელი გადახვია
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქ. თინათი -ხელი გაუწოდა და ღიმილით მიესალმა
-ბებო, ეს ჩემი საცოლეა მარიამი -დაჩიმ სასწრაფოდ წარუდგინა, სანამ მარიამი რამეს იტყოდა, გაკვირვებულმა მარიამმა ჯერ დაჩის ახედა, შემდეგ მისი ხელის მოშორება სცადა, მაგრამ დაჩის ფიზიკურ წინააღმდეგობას ვერ მოერია
-როგორ გამიხარდა თქვენი ამბავი -ქალმა ცოტა მოულოდნელი ამბავისგან გაბედნიერებულმა ორივე დალოცა და სახლში შეიპატიჟა
-საცოლე ხო? -ჰკითხა ბრაზმორეულმა, როგორც კი მარტო დაიგულა
-სხვანაირად ვერ წარვუდგენდი შენს თავს, ხომ იცი ძველი ხალხის აზროვნება? თანაც იმ ყველაფერს ვერ ავუხსნიდი
-დაჩი მე აქ არ უნდა ვიყო? მე ხომ მისი რძლის, ანუ დედაშენის ...
-მარიამ, ამაზე არ იფიქრო, მანაც ძალიან კარგად იცის, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ მაინცდამაინც ნუ გავაგებინებთ ამას
-კი, მაგრამ ეს ჩემს ნამუსზეა, ამაზე აქამდე რატომ ვერ ვიფიქრე, არა უნდა წავიდე აქედან, შენ კი დაისვენე აქ ბებიასთან
-ახლა სად წახვალ, ხომ არ დაგავიწყდა, რომ როგორც ჩემი საცოლე ისე წარგადგინე უკვე
-რამეს მოვიფიქრებთ და წავალ -დივანზე დაჩის გვერდით დაჯდა და ფიქრი დაიწყო
-თავს ტყუილად ნუ დაიღლი, უკვე ათასჯერ გითხარი, რომ ჩემიდან ვერ წახვალ -როცა ნათქვამი ორივემ გაიაზრა უკვე გვიანი იყო, დაჩიმ სასწრაფოდ დატოვა ოთახი და გარეთ გავიდა, მარიამს კი შემდეგ, აღარ უნდოდა ამაზე საუბარი.

შემდეგი 3 დღე ერთად გაატარეს, ერთ ოთახში და ერთ საწოლში, ბედზე ისეთ ოთახში დააწვინა თინათიმ ‘’წყვილი’’, რომ მხოლოდ ერთი სკამი იდგა, სკამზე ძილი კი შეუძლებელია. ამიტომ, ვიწრო საწოლში ხან ერთმანეთში ახლართულებს და ხან ჩახუტებულებს ეღვიძებოდათ, ძილის წინ გულის ძგერა ორივეს ესმოდა და არ იმჩნევდნენ, არადა მათი სიახლოვე და ის ქიმია, უხილავი ძაფივით იყო გაბმული და მთელ ოთახს მათი გრძნობები ავსებდა. რამდენჯერმე ერთამენთს მძინარესაც კი უყურებდნენ. მარიამს ისე მოსწონდა მასთან, მის გვერდით ყოფნა, თუმცა საკუთარ თავს არ უმჟღავნებდა, ქ. თინათიმ მარიამს სხვადასხვა სვანური კერძის მომზადება ასწავლა, დაჩი კი ძირითადად ეზოში არსებულ საქმეს ასრულებდა, ის, რისი გაკეთებაც თინათის უჭირდა. ამ სამი დღის მანძილზე თინათიმ წყვილის სიყვარულის ‘’მოგონილი’’ ისტორიები მოისმინდა, მარიამი ისე შეუყვარდა ამ ქალს, უხერხულადაც კი გრძნობდა თავს მარიამი ტყუილების გამო, მაგრამ ახლა გულს ვერ ატკენდა, ხშირად რჩებოდა მასთან ერთად მარტო და სვანეთის შესახებ კიდევ არაერთი ისტორიას ისმენდა, რასაც შემდეგ თინათის და მისი ქმრის ანუ დაჩის ბაბუას სიყვარულის ისტორიები მოყვებოდა,  რაზეც მარიამი თვალცრემლიანი უსმენდა.

ბოლო ღამე იყო სვანეთში ყოფნის, ღამე დასაძინებლად, რომ წვებოდნენ, დაჩიმ მოულოდნელად ხელი მოკიდა და მისკენ მობრუნებულ მარიამს, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ტუჩებზე აკოცა, დაბნეული მარიამი ჯერ გაჩერდა, შემდეგ კი დაჩის მოშორდა და საწოლში დაწვა, ისე გათენდა ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ.
შუადღისთვის თინათის დაემშვიდობნენ, მარიამს ენანებოდა ამ ადგილის დატოვება და თბილისში დაბრუნება, მაგრამ უკვე დრო იყო ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა და საქმე მოეგვარებინა. ახლა კი, რამდენიმე საათი მოუწევდა დაჩისთან ერთად მარტო მგზავრობა.
-მამუკას საქმესთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი ბოლომდეა მიყვანილი, სამხილები შეგროვებულია და რამდენიმე დღეში პოლიციას გადავაბარებ ამ საქმეს. ვიცი, რომ მამაშენია, მაგრამ მე დედაჩემის და ჩემი ძმის სიკვდილს არავის და არაფრის გამო არ ვაპატიებ
-გააკეთე ის რაც საჭიროა -უთხრა მარიამმა და ფიქრებით კვლავ წუხანდელ კოცნას დაუბრუნდა


თბილისში უკვე გვიან ღამით შევიდნენ და თავსხმა წვიმაში მანქანით მიიკვლევდნენ გზას
-მე ჩემს სახლში დამტოვე -უთხრა მარიამმა და წინააღმდეგობის მიუხედავად, დაჩი მაინც დასთანხმდა

-მარიამ -სადარბაზოსთან გაჩერდნენ და სანამ მანქანიდან გადავიდოდა დაჩიმ შეაჩერა - გუშინდელის გამო..
-არ გვინდა ამაზე საუბარი -უთხრა და მანქანიდან გადავიდა, საბარგულიდან ჩანთების აღებაში დაჩი დაეხმარა და კიდევ ერთხელ გააჩერა
-როცა მითხარი რომ სიყვარული ეს ის გრძნობა იყო, რომელიც ყველაფერს შემაძლებინებდა და მისთვის დათმობილი ერთი ბედნიერი წამიც კი მრავალ ტანჯვად მიღირდა, ცოტა გამეცინა და არ დავიჯერე, შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს გრძნობა უკვე არსებობდა ჩემში, თუმცა არ ვაღიარებდი, მაგრამ ამას ვგრძნობ და ეს ცოტა მაშინებს, რადგან... შენ შემიყვარდი, რადგან შენთან ერთად გატარებული ერთი ბედნიერი წამი ყველაფრად მიღირს და რომ შემეძლოს მთელი ჩემი ცხოვრება დავაბრუნებდი ამ წამს -თავსხმა წვიმაში იდგნენ და დაჩი მთელი არსებით ცდილობდა მარიამისთვის ამ სიტყვების მიწოდებას - სიგიჟემდე შემიყვარდი, ვეღარ ვძლებ შენს გარეშე და არ მინდა დარჩენილი ცხოვრება შენს გარეშე და შენს დაუნახავად გავატარო, ამიტომ გაკოცე გუშინ, ვეღარ შევძელი ჩემი ემოციების დატევა, მაპატიე თუ ამით გული გატკინე, მაგრამ ჩემი სიყვარულის გამო პატიებას არ გთხოვ
-დაჩი -რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა მარიამმა, როცა ჯერ კიდევ არჰქონდა ბოლომდე გააზრებული - არ შემიძლია -ძლივს თქვა და ცრემლმორეული სასწრაფოდ გაეცალა იმ ადგილს.





ესეც მეშვიდე თავი.
მადლობა თქვენ რომ ამხელა შუალედის მიუხედავად მაინც გახსოვართ.
ვიცი ცოტა მშრალი თავია, მაგრამ მაპატიეთ გაკრვეული მიზეზების გამო, მაინც ვეცადე მაქსიმალურად ემოციურად მომეწოდებინა თქვენთვის.
პ.ს ლეგენდაზე ან ერთადერთხელ გამოყენებულ სვანურ ენაზე წინადადებაში თუ შეცდომაა მომიტევეთ, არასოდეს ვყოფილვარ სვანეთში და არც ენა ვიცი, ამიტომ ინტერნეტი დავიხმარე ამ საკითხში...
ისტორია კი მალე დასრულდება.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომწონს ეს ნაწარმოები საინტერესო წასაკითხია,მაგრამ დაჩის და მარიამის სიყვარული შეუძლებელია ორივეს გახსენდებათ წარსული და დავიჯერო ამ წარსულს გაუმკლავდებიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent