შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (14-თავი)


13-05-2021, 09:52
ავტორი esel
ნანახია 1 725

თავს საშინლად ვგრძნობდი ადგომისას ყველაფერმა ტრიალი დაიწყო ამიტომ ცოტახნით საწოლზე ჩამოვჯექი. გუშინ ყველამ სათითაოდ გამლანძღა იმის გამო რაც გავაკეთე, თუმცა მე სულაც არ ვნანობ. საათს დავხედე ექვსი ხდება, ვერაფრით დავიძინე ამიტომ გავლა გადავწყვიტე, კარებთან მივედი და სახელური ფრთხილად ჩამოვწიე, რამდენჯერმე ისევ გავიმეორე და სახე წამეშალა როდესაც კარები არ გაიღო, არ მჯერა რომ ჩამკეტეს, ისედაც ამ სახლში ვარ გამოკეტილი ახლა კი ამ ოთახში გამომკეტეს. აღარც კი ვბრაზდები, ამისთვის საჭირო ენერგია აღარ მაქვს. საწოლის ბოლოში ძირს ვჯდები და თავს ხელებში ვრგვ, ვგრძნობ როგორ ნელ-ნელა იცლება ოთახი ჰაერისგან

და სულ უფრო მეტად როგორ მძიმდება, მისი ფილტვებამდე მისვლა დიდი ძალისხმევის ხარჯზე ხდება. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, რადგან ვიცი რომ ოთახში საკმარისი ჰაერია, მაგრამ არ გამომდის ახლა თავში იმდენი ფიქრი დახტის ერთზე კონცეტრირებას ვერ ვახერხებ, თავს ვწევ იმაში დასარწმუნებლად რომ ოთახის კედლები არ პატარავდება და ეს უბრალოდ ჩემი გონების თამაშია. ფეხებ მოკეცილი, სუნთქვისთვის სწორ პოზაში ვჯდები, ბეჭებში ვსწორდები და ღრმად სუნთქვას ვიწყებ, ვცდილობ მთელი კონცენტრირება სუნთქვაზე მოვახდინო და არა გარემოზე, რომელშიც გამოკეტილი ვარ. რამდენიმე ჩასუნთქვის შემდეგ წამიერად ყელში საშინელ მოჭერას ვგრძნობ და მაშინვე ვხტები რომ ფანჯარასთან მივიდე და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ფილტვები შემეკუმშა და ერთმანეთს ეკრობა, ყელში კი დიდი საცობი მაქვს, სუნთქვის მაგივრად ვხავი და ფანჯარასთან ვიკეცები, მთელ სხეულში საშინელ ტკივილს ვგრძნობ, თითქოს ვენებში სისხლის ნაცვლად ნემსები მიედინებიან და მთელ სხეულს მიჩხვლეტენ, ღია ფანჯარასთან, საიდან შემოსული სიცივეც ეკლებივით მერსობა სხეულში, ვწევარ და მკერდზე მიკრობილ ფეხებზე ძლიერად მაქვს ხელები შემოხვეული, ისე ძლიერად ვუჭერ ხელებს რომ ნებისმიერ წამს შეიძლება რამე მოვიტეხო. გონება და სხეული დაჭიმული მაქვს და სულ ვკანკალებ თავს ვერ ვაკონტროლებ. წამიერად საშინელ სისუსტეს ვგრძნობ, თავი მიბრუვდება გულის რევის შეგრძნება მეუფლება, ირგვლივ კი ყველაფერი ტრიალს იწყებს, საშინელი შუილის მეტი აღარაფერი მესმის და ვხვდები ნელ-ნელა გონებას როგორ ვკარგავ.
რამდენიმე საათში მეღვიძება იმავე პოზაში ვწევარ, ოთახში სინათლეა და ვხვდები რომ უკვე გათენდა და ალბათ შუადღეა. რამდენიმე წუთი მჭირდება ყველაფრის გასახსენებლად, ხელებს ძლივს ვაშორებ ერთმანეთს და გაყინულ სხეულს ფრთხილად ვწევ ზემოთ, უკვე ვიცი რომ დღეს მაღალი სიცხე მექნება, ნოემბერში ღია ფანჯრის წინ შორტით და მაისურით ძილი არასდროსაა კარგი იდეა. ძვლები თითქოს გაქვავებული მაქვს მოძრაობა მიჭირს, ახლა ცხელი აბაზანა მჭირდება მაგრამ კარი ახლა ისე შორს მგონია რომ იქამდე ვერასდროს მივაღწევ, საწოლისკენ მივბობღავ და ძლივს ვძვრები შიგნით. ჩაწოლის თანავე ვითიშები ისეთი დაღლილი ვარ ათი წელი მაინც დამჭირდება ძილი ძალების აღსადგენად. დიდხანს ძილს ვერ ვახერხებ, შორიდან გავიგე საკეტის ხმა და მალევე გამაღვიძა მართამ
- ადექი მიშო დავითანხმე რომ გამოგიშვას - თვალებიდან ძლივს ვიხედები და ვხედავ მართას სულუეტი როგორ მიდის ჩემს უკან და ფანჯრის დაკეტვის ხმა მესმის - ფანჯარა რამ გაგაღებინა ოთახი სულ გაიყინა გაგიჟდი?
- მართა დამაძინე - ვამბობ ძლივს გასაგებად და თვალებს ვხუჭავ
- ნახევარ საათში თუ საჭმელად არ ჩამოხვალ იცოდე ამოგაკითხავ და ჩემს ლონდონურ ამბებს მოგიყვები - ასადგამოდ საუკეთესო მოტივაციაა, მართას გასვლიდან მალევე ვდგები და სააბაზანომდე კედელზე დაყრდნობილი მივდივარ, ცხელმა წყალმა სხეული მომიდუნა და ქვად ქცეული ძვლებიც უწინდელ ფორმას დაუბრუნა, სხეული ჯერ კიდევ მტკიოდა მაგრამ წინასთან შედარებით არაფერი იყო, თვალები ისეთი დასიებული მქონდა გახელაც კი მიჭირდა, იატაკიდან ავდექი და ცხელი წყალი დავკეტე. საწოლის გვერდით მიგდებული ზურგჩანთიდან ყველაზე თბილი ტანსაცმელები ამოვიღე, მაგრამ საკმარისი მაინც არ იყო ამიტომ რეზის ჟაკეტსაც დავავლე ხელი, რეზის ტანსაცმელს ყოველთვის კარგი სურნელი ქონდა არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ყოველთვის მიკვირდა. დაბლა ჩავედი და პირდაპირ სამზარეულოში შევედი, მართაც მალევე შემომყვა
- ჭამის დროა, გიორგის პიცა მოვატანინე და კიდევ რაღაცებია მანდ ნახე და ჭამე
- ძალიან გთხოვ ეს ყალბი მზრუნველობა არ გინდა გულს მირევს
- უბრალოდ წესიერად ჭამე, რატომღაც მგონია რომ აქ არც ისე კარგად უნდა იკვებებოდე - მითხრა და ოთახიდან გავიდა. არ ცდება, არასდროს არ ცდება, აქ კიარა ისეც არ ვიკვებები კარგად ყოველთვის ცოტას ვჭამ, აქ მოსვლის შემდეკ კი თითქმის არაფერს ვჭამ. პიცას დავხედე, ახლა ნამდვილად არაფრის ჭამა არ მინდა, მაგიდაზე დადებულ პარკში ჩავძვერი რომ რამე ისეთი მენახა რის შეჭმასაც შევძლებდი და ძალიან გამიხარდა შიგნით ჩაი რომ ვიპოვე, ჩაის ყუთი ამოვიღე და წყლის გაცხელება დავიწყე. ჩაი დასაყენებელი იყო შავი და მუქი წითელი ფერები ირეოდა ყუთში. დასაყენებელი ჩაისთვის საჭირო ჩაიდანი აქ არ იყო, ამიტომ უბრალოდ ჭიქაში გავაკეთე და შემდეგ მეორე ჭიქაში ფრთხილად გადაცასხი რომ არაფერი გაყოლოდა. ცხელ ჭიქას ხელები შემოვხვიე, შავ სითხეს ძალიან კარგი სურნელი ასდიოდა, თოთქოს თავში მიძვრებოდა და ყველა არეულობას ალაგებდა
- სერიოზულად უნდა მოეშვა ჩემი ნივთების ხმარებას - მყუდროება ისაა რასაც ამ სახლში ვერასდროს მიიღებ
- ცივა მე კი თბილი ტანსაცმელუ არ მაქვს - ისე ვუთხარი რომ მისთვის არც კი შემიხედავს, მისი ხმა რომ მესმის ეგეც საკმარისია
- მაგაზე არ ვამბობ - ამბობს, ოთახში შემოდის და ჩემს უკან დგება, ცოტა დავიბენი რადგან მისი სხვა არაფერი მაქვს - ჩემს ჩაის მიირთმევ - სითხეში ჩემს გაკვირვებულ სახეს ვხედავ
- ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ჩაის მოყვარული იქნებოდი - უკან რაღაცებს ქექავს და მაღლა კარადიდან ჩაის დასაყენებელს იღებს, მისკენ სულ ოდნავ ვარ მიბრუნებული
- არც ვარ უბრალოდ ხანდახან ვსვავ ხოლმე, შენ კი როგორც ყოველთვის ამაშიც ცხვირი ჩაყე... არ მომწონს რომ ჩემს ნივთებს ისაკუთრებ
- კარგი რა ნუ აზვიადებ - ვამბობ მობეზრებული, მაგრამ რეზი მართლაც გავს იმ პიროვნებას რომელიც ვერ იტანს მის ნივთებს რომ ეხებიან.
- რატომ არ სვავ - ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი, მხრები ფრთხილად ავიჩეჩე
- შეგიძლია დალიო - გამეცინა
- შენს ნებართვას არ ველოდები - სინამდვილეში იმიტომ არ ვსვავ რომ მეშინია, ყელში ჯერ კიდევ გაჩხერილ ბურთს ვგრძნობ და მგონია რომ ვერაფრის გადაყლაპვას ვერ შევძლებ
- ენა ისევ წინ გისწრებს - მეცინება იმაზე რომ რეზი ახლა ჩემს უკან ფუსფუსებს და ჩაის იკეთებს, მისნაირი ადამიანისგან ეს ცოტა უცნაურია

- გუშინ ახლობლების დახოცვით მემუქრებოდი, ახლა კი წყნარად მესაუბრები და ჩაის იმზადებ
- წყნარად სულაც არ ვარ, მაგრამ სანამ იმას აკეთებ რასაც გეუბნებით ყველაფერი კარგადაა
- კარგად რა არის? საერთოდ არ ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგადაა
- არც უნდა ფიქრობდე, ჯობია საერთოდ არ იფიქრო - ჩაი მოვსვი, რომ მისთვის კიდე რამე სისულელე არ მეთქვა და ყვირილი არ დაეწყო, როგორც ვფიქრობდი ჩაის ვერ ვყლაპავდი და ამის გამო კიდევ უფრო დავიძაბე, ძლივს გადავყლაპე თბილი სითხე და მაშინვე საშინელი ხველა ამიტყდა მეგონა რომ ვიხრჩობოდი
- პატარა ბავშვი ხარ? ფრთხილად დალიე - მითხრა როდესაც ხველას მოვრჩი თავის ჭიქა აიღო და ოთახიდან გავიდა. თავი უნდა გავაკონტროლო და როგორმე ამ ნერვულ სპაზმებს მოვერიო, ეს ყველაფერი ახლა ყველაზე ნაკლებად მჭირდება, ვფქირობ და ფრთხილად ვიწყებ ჩაის სმას ნელ-ნელა სულ უკეთ გამომდიოდა, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და ჭამას ახლა ვსწავლობდი. ახლა მსგავსი სისუსტეების დრო არ არის, თავს უნდა მოვერიო. ამდენი სტრესი და დაძაბულობა საქმეს მირთულებს, მაგრამ ახლავე თუ არ გადავლახე ეს შეგრძნებები მალე უარესად გავხდები. ოთახში ავედი და უჯრიდან ლალისთვის ჩუმად გამორთმეული ტელეფონი ჩავრთე, მაშოს ნომერი ავკრიფე და სააბაზანოში შევედი
- გისმენ ლალიკო - მაშოს მშვიდი ხმის გაგონებისას ცრემლები მომაწვა
- მაშო მე ვარ ნუთი
- ღმერთო ჩემო ნუთ სად ჯანდაბაში ხარ? ყველაფერი კარგად გაქვს? სახში დაბრუნდი? - კითხები მომაყარა ანერვიულებულმა
- არა... მე კარგად ვარ... ყველაფერი კარგადაა
- რას ბოდავ ქალო სად წახვედი, სახლში თუ არ ხარ ლალის ნომრიდან როგორ მირეკავ
- გუშინ ვიყავი დედაჩემი ვნახე და ლალის ტელეფონი გამოვართვი
- ნუთ სად ხარ მოვალ და ვილაპარაკოთ
- არა არ შეიძლება
- როგორ არ შეიძლება მითხარი სად ხარ
- მაშო... - ცრემლებს უკვე ვეღარ ვიკავებდი და ხელის გულით ვიწმენდი სახეზე ჩამოგორებულ ცრემლებს
- ნუთ რა მოხდა? - მაშოს ხმაში შეპარულ შიშს ვგრძნობ და ამის გამო ძალიან ვიძაბები
- რაღაც მოხდა... და მე... მე ახლა მირჩევნია რომ მარტო ვიყო
- თუ არ მეტყვი სად ხარ ან ასეთი რა მოხდა იცოდე ჩემით გიპოვი მთელი ქვეყნის ფეხით შემოვლაც რომ დამჭირდეს - მაშო მართლა იყო ამის გამკეთებელი და ამის გამო გამეცინა კიდეც
- ეს... ეს ავთოს ეხება და... და კიდევ მართას... ახლა არ შემიძლია ყველაფრის მოყოლა - მისთვის რაღაც მაინც უნდა მეთქვა რომ დაწყნარებულიყო
- მართას და ავთოს? გავიგე რომ ავთო იყო ჩამოსული... ნუთ იქნებ ჯობია მარტო არ იყო - მაშო შედარებით დაწყნარდა მაგრამ ახლა სევდიანი ხმა ქონდა
- არა მირჩევნია მარტო ვიყო და რაღაცეებზე ვიფიქრო, ბოდიში ვიცი რომ ბოლო პერუოდი ძალიან განერვიულეთ...
- ნუ სულელობ გოგო, საბოდიშო არაფერია, მეგობრები სწორედ მაგისთვის არიან
- მადლობა, ლალიმ მითხრა რომ დედასთან ყოველდღე მიდიხართ, მადლობა რომ ამას აკეთებთ
- ნინო ყველას გვიყვარს და მასთან საჭორაოდ მივდივართ, ამას შენ გამო კიარ ვაკეთებთ უბრალოდ ის უფრო მაგარი დაქალია - მითხრა სიცილით
- მადლობა სულ არ მეწყინა - ვუთხარი მეც სიცილით - უნივერსიტეტში რა ხდება?
- საშინელი პირველი სემესტრი გექნება თუ არ დაბრუნდები, შუალედურების ქულები ნახე? მალე მეორე შუალედურები დაიწყება შენ კი ძალიან ჩამორჩებოდი მასალას
- ქულები არ მინახია აქ ინტერნეტთან წვდომა არ მაქვს
- გინდა გინახო? ერთ წამში ვნახავ - მითხრა და დარწმუნებული ვარ უკვე კომპიუტერში იყო შემძვრალი
- კარგი - პაროლი ვუთხარი და მალევე მომესმა მისი ხმა
- გილოცავ მშვენიერი ქულები გაქვს ყველაფერში უმაღლესი გიწერია, შენმა ღამის თენებებმა შედეგი გამოიღო
- ხოო სამაგიეროდ ახლა მეწერება ყველაფერში უდაბლესი - ვთქვი ბუზღუნით
- სულაც არა გინდა კონსპექტები გიშოვო? შენს კურსელებს შემოვივლი ვინმე გვათხოვებს გადავაქსეროქსებ და მოგიტან
- არა არ არის საჭირო... ალბათ მალე დავბრუნდები და თავად ვიზამ რამეს
- კარგი... როგორც გინდა
- კარგი ახლა უნდა გავთიშო
- იცოდე კიდე დარეკე - იყვირა ტელეფონში, მეც დავპირდი რომ კიდევ დავურეკავდი და გავუთიშე. ცრემლები შეუკავებლად მომდიოდა, ნორმალურ და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე ვლაპარაკობდით, ცოტახნის წინ ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელი შუალედურების ქულები იყო ახლა კი იმაზე ნერვიულობით ვკვდებოდი ვინმეს არ მოვეკალი, ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის რამე არ დაეშავებინათ და დედაჩემი რომელსაც არც კი ვიცი რა დაემართება მართლა რამე რომ მოხდეს. არ მიფიქრია ეს პატარა საუბარი ასე თუ იმოქმედებდა ჩემზე, ის რასაც მეგონა რომ ბოლოს და ბოლოს ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევეგუე აღმოჩნდა რომ სულაც არ შევგუებივარ და სულაც არ გამხდარა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი, საშინელი სიბრაზე მომაწვა და მომინდა ირგვლივ ყველაფერი გამენადგურებინა, ავდექი და ოთახში ყველაფერი დავლეწე რაც ხელში მომხვდა მაგრამ სიცარიელის მეტი არაფერი მიგრძვნია, არასდროს მდომია ასე ძალიან ამ სიცარიელის ამოვსება, თითქოს ჩემს შიგნით დიდი შავი ხვრელი იყო რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად მითრევდა მასში და სიცარიელის მეტს არაფერს ტოვებდა. კიბეებზე ჩავირბინე და დიდ ოთახში შევედი ბარს მივუახლოვდი და სასმელები გადმოვალაგე განსხვავებულ სასმელებს ერთი მეორეს მიყოლებით ვისხავდი ჭიქაში შემდეგ კი ყელში, მწარე სასმელი უსიამოვნო შეხედულებას აძლევდა ჩემს სახეს, ვერასდროს ვიტანდი მსგავს სასმელებს, არასდროს მომწონდა ყელი როგორ მეწვოდა მათ გამო, ახლა კი თითქოს ამ შეგრძნებაზე ვიყავი დამოკიდებული. გაურკვეველ სასმელებს ვისხავდი ყელში და უკვე წვასაც ვეღარ ვგრძნობდი, საშინლად გავბრუვდი.
კუთხეში სასმელების ბოთლებთან ერთად ვიჯექი საშინლად მთვრალი, უკვე რამდენიმე საათია რაც ასე ვარ, ბოთლებს ხან სიმაღლის მიხედვით ვაწყობდი ხან სიგანის და ამაზე საშინლად ვიცინოდი, თვალები მეწვოდა და საშინლად მიხურდა მთელი სახე, ხანდახან საერთოდ ვერ ვგრძნობდი სახეს. უაზროდ მეცინებოდა და ბოთლებს აქეთ-იქით ვატრიალებდი. ფეხმორთხმით ვიჯექი, ცალხელში ბოთლი მეჭირა საიდანაც მწარე სასმელს ვსვავდი და პატარა ბავშვივით ვთამაშობდი ბოთლებით.

* * *
თამაშით გართულ ნუთს კარის ხმა არ გაუგია, სამაგიეროდ რეზის სმენას არ გამოპარვია სიცილის ხმა და წამით გაშეშდა რადგან ეგონა რომ ეჩვენებოდა, მისთვის წარმოუდგენელი იყო რომ ამ სახლში ვინმე სიცილს დაიწყებდა. ფრთხილად მიუახლოვდა ოთახს საიდანაც ხმა ისმოდა და გაოცებული მიაჩერდა ნუთს, თავიდან იფიქრა რომ ნუთი გაგიჟდა, მაგრამ მის ირგვლივ შემოლაგებული ბოთლებით სრულიად გასაგები იყო ნუთის მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი
- რა ჯანდაბას აკეთებ - იყვირა რეზიმ, მაგრამ ნუთს არაფერი გაუგია - ნუთ! - რეზის ღრიალზე ნუთი შეშინებული შეხტა და თავი მისკენ მიაბრუნა
- შენი აზრით სწორად როგორ იქნება - ძლივს ამოილუღლუღა ნუთმა და სერიოზული სახით მიაშტერდა ბოთლებს
- რა? - დაბნეული უყურებდა ჯერ კიდევ გაბრაზებული რეზი
- ბოთლები სწორად როგორ დავალაგო ვერ გადავწყვიტე
- შენ სულ გამოშტერდი? რამდენი დალიე?! - თქვა რეზიმ და ნუთს მიუახლობდა - ეგენი მიალაგე და ოთახში ადი
- არ შემიძლია - თქვა და მძიმედ ამოისუნთქა
- ვითომ რატო, ამდენი რო დაგელია ეგ ხო შეგეძლო!
- ვერ ავდგები, მთვრალი ვარ - თქვა სიცილით გოგომ
- ახლავე ადექი და ეგენი მიალაგე!
- როგორც თქვენი უდიდებულესობა ინებებს - თქვა ნუთმა და ფრთხილად დაიწყო ფეხზე წამოდგომა, ზურგით კედელს მიეყრდნო და თავი საშინლად იგრძნო ირგვლივ ყველაფერმა ტრიალი რომ დაიწყო და ძირს ჩაცურდა - არ შემიძლია - ძლივს გასაგონად ამოიტირა და თავი ხელებში ჩარგო. რეზიმ ნუთისკენ გაიხედა და საშინლად გაღიზიანდა
- იმდენი არ უნდა დალიო რომ შემდეგ ფეხზეც ვერ დადგე - ნუთის ჩუმ სლუკუნის ხმაზე წარბები უსიამოვნოდ დაებრიცა - არც კი მჯერა რომ ამის გაკეთებას ვაპირებ - ჩუმად ამოიბურტყუნა გოგოს მიუახლოვდა სასმლის ბოთლები გაწია და მასთან დაიხარა. ხელებზე მოეჭიდა და სწრაფად წამოაყენა
- ხელები მეტკინა - ამოიბურტყუნა ნუთმა და მთელი სხეული მოადუნა რის გამოც ჩაიკეცა
- სერიოზულად? - ისევ ამოიბურტყუნა რეზიმ და ცალი ხელი წელზე შემოხვია რომ უკეთ დაეჭირა. ნუთმა თავი რეზის ყელთან დაასვენა და ბიჭს ყელი აეწვა
- სიცხე გაქვს? - ნუთი ძალიან ცხელი იყო მთელი სხეული უხურდა და ეს მხოლოდ სასმლის ბრალი ვერ იქნებოდა. რეზიმ ნუთს შუბლზე დაადო ხელი - კი გაქვს თანაც საკმაოდ მაღალი - თავადვე უპასუხა საკუთარ შეკითხვას და მოდუნებული გოგო უკეთესად მოიმწყვდია მკლავებში. ნუთმა ხელები რეზის კისერზე შემოხვია და მისი გახურებული შუბლი კვლავ რეზის ყელს მიადო, რეზი ძალიან ცივი იყო იყო რადგან ახლახანს შემოვიდა სახლში, ნუთის გახურებულ სხეულს კი ეს სიცივე მალამოსავით ედებოდა სხეულზე. გოგოს ცხელი სუნთქვა ბიჭის ყელში დათამაშებდა და რეზის მთელ ტანში ჟრუანტელივით დაუარა ამ სითბომ
- წასვლის დროა - თქვა რეზიმ და დახრა დააპირა რომ ნუთი ხელში აეყვანა
- სახლში მინდა - ძლივს ამოთქვა ნუთმა ყელში გაჩხერილი სიტყვები და რეზი აღარ განძრეულა. ცოტახანს ორივე ასე ჩუმად იდგა ბოლოს კი ისევ ნუთმა დაამთავრა ეს სიჩუმე - ჩაის სუნი აგდის - ნუთის ტუჩების მსუბუქმა მოძრაობამ, რომელიც სულ ოდნავ ეხებოდა რეზის ყელს, ბიჭის სხელში უცნაური შგრძნებები გამოიწვია და რეზის ცოტა გაუჭირდა მისი სიტყვების გაგება. ნუთს ისევ ისე ამშვიდებდა ეს სურნელი და მისგან შორს წასვლა არ სურდა, უნებლიედ, ინსტიქტურად და გაუაზრებლად შეახო მისი ცხელი ტუჩები გაყინულ კანს და ნაზი წამიერი კოცნა დაუტოვა რეზის ყელს. რეზი მისმა ამ ქმედებამ სულ არია და ვერ ხვდებოდა ახლა რა ჯანდაბა ხდებოდა. მის მკლავებში მოქცელ გოგოს სიცხე ქონდა და მთვრალი იყო, იცოდა რომ ამას გაუაზრებლად აკეთებდა და ვერაფერს ხვდებოდა, იცოდა რომ ნუთს სიკვდილიც კი ერჩივნა ვიდრე ეს გაეკეთებინა, მაგრამ ახლა უბრალოდ საღ გონებაზე არ იყო და არ იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ რეზის საღად აზროვნებისთვის ხელს არაფერი უშლიდა, მას არ უნდა ეგრძნო ის რასაც გრძნობდა და გოგო უბრალოდ ოთახში უნდა აეყვანა, ბოლოსდაბოლოს ეს ხომ ნუთი იყო, გოგო რომელსაც ვერ იტანს და რომლის მოკვლაც სცადა, მის მიმართ მსგავსი უმნიშვნელო რამეც კი არ უნდა ეგრძნო, მაგრამ ახლა იმაზე მეტად არაფერი უნდოდა, რომ მის გახურებულ სხეულს მაისურის ქვემოთ შეხებოდა და მისი სხეული თითებით შეეგრძნო. უჭირდა ამ გრძნობის მოთოკვა და თავის შეკავება, მით უმეტეს რომ ნუთი სულ უფრო ურთულებდა საქმეს, მისი ცხელი სუნთქვით და უკვე ბიჭის თმებში ასრიალებული თითებით. რეზიმ თვალები დახუჭა და შეეცადა თავი დაეწყნარებინა. რეალურად ის არც არაფერს დააშავებდა ეს მისთვის კიდევ ერთი გოგო იქნებოდა, მაგრამ მასთან მსგავსი ურთიერთობა არანაირად არ სურდა, ყოველ შემთხვევაში ამაზე აქამდე არასდრო უფიქრია. ნუთი ფრთხილად ათამაშებდა ხელებში რეზის თმას და ვერ ხვდებოდა ამით ბიჭს როგორ აბნევდა, მის თმებში ახლართა თითები და ირგვლივ აღარაფერი აინტერესებდა. რეზიმ სულ ოდნავ დახარა თავი ნუთისკენ და როცა საბოლოოდ მოთოკა მისი არეული აზრები და რეალობას დაუბრუნდა, ნუთმა ისევ იმ მორევში ჩაითრია, ქვემოთ ჩამოცურებული ხელი მისი მაისურის ქვეშ რომ შეაცურა სიცივის საძებნელად. მისი ცხელი თითების მკერდზე შეხებამ კიდევ ერთხელ არია რეზი და გონება სულ დააკარგვინა, თავადაც შეუცურა ხელი მაისურის ქვეშ და მისი სხეულის შეხების სურვულს დამორჩილებულმა თავი გოგოს ყელში ჩარგო. ნუთისგან განსხვავებით ტუჩები ძლიერად მიაჭირა გოგოს ყელს, ნუთს ტანში სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა მისი შეხებისთანავე, მძიმედ ამოისუნთქა და თითებით ოდნავ მოქაჩა თმებზე. რეზი მისი ამ საპასუხო ქმედების გამო ტუჩემს მისი ყელიდან არ აშორებდა და კოცნებს უტოვებდა. ნუთი საშინელ სიამოვნებას გრძნობდა მისი ამ შეხებების გამო და იმ წამს აღარ აინტერესებდა, რომ ამის მიზეზი რეზი იყო. ის უბრალოდ მის სხეულში გაჩენილი სიცარიელის ამოვსებას ცდლიობდა რეზი კი მოულოდნელად გაჩენილი სურვილის დაკმაყოფილებას, იმ მომენტში ორივეს ერთმანეთი ჭირდებოდათ სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ მაინც ჭირდებოდათ. მოუთმენლობა შეპარულმა, ნუთი ხელში აიყვანა და ფეხები წელზე შემოაწყობინა თავად კი მდივნისკენ წავიდა რომ დამჯდარიყო. ნუთის ყელით და ლავიწების კოცნით გართულ რეზის სულ უფრო აგიჟებდა ნუთის თეძოების მსუბუქი მოძრაობა. ნუთმა თავი უკან გადაწია და სიამოვნებისგან მსუბუქი ხმებით ავსებდა ოთახს, რეზიმ ნუთი მდივანზე გადააწვინა და მის ზემოდან მოექცა ხელებს მის ფეხებსა და მკერდზე დაასრიალებდა და ძლიერად უჭერდა. ვნებას აყოლილ ნუთს უკვე აწუხებდა ის შეგრძნება რაც მის ფეხებს შორის დაძრწოდა, რეზი მთელი სხელით აწვებოდა გოგოს და მის ფეხებს შორის მოქცეული ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, როდესაც ნუთმა მისი შარვლის შეხსნა დააპირა თითქოს რეზი გონს მოვიდა, სწრაფად მოშორდა სასურველ სხეულს და არეული სუნთქვის დარეგულირება სცადა
- ჯანდაბა - თქვა რეზიმ და სახეზე ხელები მოისვა. ნუთი თავადაც წამოჯდა მდივანზე თითქოს მხოლოდ ახლა გაიაზრა ის რაც აქამდე ხდებოდა
- მე... - თვითონაც არ იცოდა რისი თქმა უნდოდა მაგრამ ფიქრობდა რომ რაღაც უნდა ეთქვა - არც კი ვიცი რა დამემართა - რეზემ თავი აწია და გოგოს ისე შეხედა თითქოს მისმა ნათქვამმა ძალიან გააკვირვა
- ოთახში აგიყვან - უთხრა რეზიმ და წამოდგა
- თავადაც შევძლებ - სულაც არ ფიქრობდა რომ შეძლებდა, თავბრუ ეხვეოდა და ჯერ კიდევ გრძნობდა სასმლისგან როგორი გაბრუებული იყო, მაგრამ რეზის კიდევ ერთ შეხებასაც კი ვეღარ გაუძლებდა
- დარწმუნებული ხარ ?
- მე... კი - თქვა და ფრთხილად წამოდგა, მაგრამ მაშინვე მთელი ოთახი დატრიალდა და ისევ უკან დაჯდა, რეზიმ მძიმედ ამოისუნთქა წამოდგა და ნუთი ხელში აიყვანა
- მიკვირს რომ პირველი შენ გაჩერდი - უთხრა ნუთმა როცა კიბეებისკენ წავიდნენ
- მთვრალი ხარ, რომ გამოფხიზლდებოდი დარწმუნებულივარ დამაბრალებდი რომ შენი სიმთვრალით ვისარგებლე და ერთ ამბავს ატეხავდი
- ხო ალბათ ამას ვიზამდი - სიცილით თქვა ნუთმა
- სიცხე გაქვს - ნუთი უცებ ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა რეზი
- ჰო მგონი მაქვს მთელი სხეული მტკივა
- შენ დას ვეტყვი რომ მოგხედოს - თქვა რეზიმ და ნახევრად თვალებ დახუჭული ნუთი ოთახში შეიყვანა
- არა გთხოვ არავის უთხრა, გამივლის ხვალ უკეთ ვიქნები, სერიოზილი არაფერია
- დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები? - უთხრა და საწოლზე დააწვინა
- კი
- შენ იმაშიც იყავი დარწმუნებული რომ შენისით ამოხვიდოდი
- ძალიან გთხოვ თუ გინდა მომკალი ოღონდ მას არაფერი უთხრა
- მოხედვა გჭირდება და კიდევ წამლები, შენთვის აქ არავის ცალია ამოტომ შენ დას უნდა ვუთხრა, მერე უარესად გახდები
- არ გაბედო იცოდი ღამე მოგეპარები და ყელს გამოგჭრი მას რომ რამე უთხრა - რეზიმ ისეთი სახით შეხედა ნუთი მიხვდა, რომ მუქარას აზრი არ ქონდა და ხმა დაარბილა - ბოდიში, ამას არ ვიზავ, უბრალოდ მას არაფერი უთხრა, არავინ მინდა თავისით გამივლის - ნუთს თვალებზეც კი ეტკობოდა რომ სიცხისგან იწვოდა და თავისით არაფერი გაუვლიდა
- კარგი - უთხრა რეზიმ და მისი ოთახიდან გავიდა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ცოტახნისწინ რა ჯანდაბის გაკეთებასაც აპირებდა. რეზი სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, ნუთი კი საწოლში გახვეული სიცხისგან იწვოდა და ვეღარ სუნთქავდა, საბანი მთლიანად მოიშორა სხეულიდან საწოლში მოიკუნტა და მალევე ჩაეძინა.

- გაიღვიძე - იგრძნო ვიღაც ფრთხილად როგორ ცდილობდა მის გაღვიძებას და მალევე გამოფხიზლდა კიდეც, გაუკვირდა რეზი რომ დაინახა
- აქ რას აკეთებ?
- წამლები მოგიტანე , სიცხე უნდა გაიზომო - უთხრა რეზიმ და თერმომეტრი გაუწოდა ნუთს
- შენ რა ჩემს გამო აფთიაქში წახვედი? - ნუთმა ფრთხილად გამოართვა თერმომეტრი - მეგონა აქ ჩემთვის არავის ეცალა
- შენს გამო არ წავსულვარ - უთხრა და აფთიაქის პარკიდან წამლების ამოლაგება დაიწყო
- წამლები მე მიყიდე და აბა ვის გამო წახვედი - რეზიმ მობეზრებულმა და დაღლილმა შეხედა ნუთს, ვერ ხვდებოდა ყოველთვის ამდენ კითხვას რატომ სვავდა
- ჩემს გამო
- რა? - მიაჩერდა გაკვირვებული ნუთი
- შენთან ახლო კონტაქტის გამო შეიძლება მეც გადმომედოს, ამიტომ თუ გავცივდები წამლები უკვე ვიყიდე და მეც დავლევ
- ვერ ვხვდები ეს ყველაზე უფრო უაზრო თავის დაძვრენის საშუალებაა თუ მართლა ეგრე ფიქრობ - სიცილით უთხრა ნუთმა, რეზის კი აღარაფერი უთქვამს - იცი მგონი უკეთ ვარ და სიცხეც აღარ მაქვს
- ხო შენი აწითლებული სახეც ზუსტად ამაზე მიანიშნებს - ცოტახანში ნუთმა თერმომეტრი ისე გადადო ტუმბოზე არც შეუხედია მისთვის, ისედაც იცოდა რომ სიცხე ქონდა და მინსთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა რამდენი, რეზიმ თერმომეტრი აიღო და ნუთს გახედა
- იცი სიცხე რამდენი გაქვს? - კითხა გაბრაზებული ხმით, ნუთმა ვერ გაიგო რეზი რაზე უბრაზდებოდა და თვალები აატრიალა
- რამდენიც არ უნდა იყო...
- ორმოცი - გააწყვეტინა რეზიმ - სიცხე ორმოცი გაქვს, შენ კიდე ამბობ რო უკეთ ხარ - ხო სიცხე მართლაც მაღალი ქონდა მაგრამ მთელი სხეული ისე უხურდა რომ თვალებიდანაც კი ძლივს იყურებოდა, ამიტომ დიდად არც გაკვირვებია
- არაუშავს დილით დამიწევს
- შესაძლოა, მაგრამ უფრო სავარაუდოა რომ არ დაგიწიოს ამიტომ ეს დალიე - უთხრა და წამალი გაუწოდა
- ვერ ვიგებ შენ რატომ გადარდებს ჩემი სიცხე, არ მინდა და არ დავლევ

- ტყვიებისგან გიცავ და შენი აზრით სიცხეს მივცემ შენი მოკვლის უფლებას? მორჩი ჭირვეულობას და დალიე - მკაცრად უთხრა რეზიმ და ნუთმაც წამალი და წყალი გამოართვა. რეზიმ კიდევ რაღაც წამლები მიცა ნუთს და გადასაფარებელი დააფარა
- არც კი მჯერა რომ ამას ვამბობ მაგრამ ჩაის გაგიკეთებ და ამოვალ
- მე კი იმის არ მჯერა რომ პირველი ადამიანი ხარ ვინც ბავშვობის მერე სიცხისდროს მივლის
- რას გულისხმობ - კითხრა ცოტათი დაბნეულმა რეზიმ
- იმას რომ ბავშვობის მერე ჩემთვის აღარავის მოუვლია სიცხოსდროს, ჩემ თავს თვითონ ვხედავ ხოლმე
- რამე კონკრეტულს სვავ გინდა ის მოგიტანო? - ნუთს მის სიტყვებზე გაეცინა
- არა საერთოდ არაფერს ვსვავ ხოლმე, ამიტომაც გითხარი რომ თავისითაც გამივლიდა, მგინი ბოლოს თორმეტი წლისამ დავლიე სიცხის წამლები, ვერ ვიგებ შენ ასე რატომ ღელავ - ნუთს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან
- ორმოცი სიცხე საკმაოდ სერიოზულია და არა უბრალო გაციება რომ წამლები არ დალიო, მიკვირს დედაშენი გაციებისას როგორ გაძლევდა უფლებას რომ წამლები არ დაგელია
- მარტივად, არ იცოდა რომ სიცხე მქონდა - რეზიმ უცნაურად შეხედა ნუთს და ჩაის მოსამზადებლად გავიდა, უკვე მართლა ფიქრობდა რომ ამ გოგოს თავში ყველაფერი რიგზე ვერ ქონდა. ნუთი თავს უხერხულად გრძნობდა იმის გამო რომ რეზი მას წამლების დალევას აიძულებდა, არ მოწონდა რომ ვინმე მასზე ზრუნავდა, ერჩივნა რომ უბრალოდ გამოეძინა და ეს მისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა, ამ დროს კი კაცი რომელმაც ესროლა და მისი მოკვლა სცადა, წამლებს ასმევდა და ჩაის უმზადებდა, ნუთი ფიქრობდა რომ ბოლო დროს რეზის ზედმეტად ხშირად ეცვლებოდა ხასიათი და მის მიმართ დამოკიდებულება, ხან სძულდა, ხან კი მასზე ზრუნავდა ხანაც საერთოდ მთელ სხელს უკოცნიდა და ხელებს მის სხეულზე დაასეირნებდა, მისი შეხების გახსენებაზე ნუთს გული აუჩქარდა და უცნაურად გაბრუვდა. მალევე კარეში ისევ რეზი გამოჩნდა ჩაით ხელში. ამ ჩაის მართლაც საოცარი სურნელი ქონდა, არ იცოდა ზუსტად რისი მაგრამ ეს სურნელი ყოველთვის დამამშვიდებლად მოქმედებდა მის გონებაზე
- არც კი მჯერა რომ რამდენიმე საათის წინ ჩემს ზემოდან იყავი მოქცეული - რეზი უცნაუარად უყურებს ნუთს და თავს აქნევს
- წინააღმდეგი არ ჩანდი - უპასუხა რეზიმ
- ვიცი - სწრაფად და გაუაზრებლად უპასუხა ნუთმა და ენაზე იკბინა, რეზი ისევ ისე უცნაურად უყურებდა
- გაჩუმდი და დალიე
- კარგი არ მიფიქრია თუ ამაზე საუბარი შენთვის უხერხული იქნებოდა - რეზის მარჯვენა კუთხე ჩაუტყდა და გაეცინა
- უხერხული არ არის
- ხოო, მე სულ სხვა რამ ვიფიქრე
- როგორც ყოველთვის
- ყველაფერს სიმთვაფალეს არ დავაბრალებდი, არ ვიტყოდი რომ ჩემი სიმთვრალით ისარგებლე - ნუთს არ მოსწონდა ცხელი ჩაის ჭიქა ისედაც ცხელი იყო და მისი სიცხე აღარ სჭირდებოდა ამიტომ ჭიქა გვერდით გადადო
- დალიე, სითხე უნდა მიიღო - უთხრა საწოლზე ჩამომჯდარმა რეზიმ
- მართლა რატომ ხარ აქ და მივლი, არ მომწონს ამას რომ აკეთებ - უთხრა მოწყენილი სახით
- შენი დისთვის დაძახების უფლება არ მომეცი და ვინმემ ხომ უნდა მოგხედოს
- არ მინდა, არ მჭირდება რომ ვინმემ მომხედოს პატარა აღარ ვარ, თავად შემიძლია თავს მივხედოდ თუ საჭირო გახდება - ნუთს მართლა ძალიან უნდოდა რომ რეზი გასულიყო და მარტო დარჩენილიყო
- ცოტახანში სიცხეს ისევ გაიზომავ და თუ დაწეული გექნება გავალ
- არა ახლავე გადი საკმარისია უკვე - რეზიმ ცოტახანს უყურა და მალევე წამოდგა
- იმედია ხვალ საწოლში მკვდარი არ დამხვდები - რეზის ყოველთვის შეეძლო ნუთის ისედაც გაფუჭებული ხასიათის უარესად გაფუჭება. ოთახში მარტო დარჩენილმა ნუთმა გადაწყვიტა რომ გამოეძინა და ყველაფერზე მას შემდეგ ეფიქრა როცა გაიღვიძებდა, ამ ყველაფერზე საფიქრალი თავი ახლა ნამდვილად არ ქონდა.



№1  offline წევრი esel

ახალ თავს შეაგვიანდება, რეფერატი მაქვს დასაწერი და იმაზე უდა ვკონცეტრირდე, ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო, მადლობა ყველას ვინც კითხულობთ ❤❤

ტექსტში მდივანი მიწერია არასწორ კონტექსტში, მექანიკური შეცდომაა, ატვირთვამდე არ გადამიკითხავს ახლა კი სამწუხაროდ ვეღარ ჩავასწორებ laughing laughing

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

ვახ, ვახ :დდ უკვე დაძაბულ ფაზაში გადავდივართ. ისე ისტორია პირველივე თავიდან დაძაბულობას არ უჩივის :დდდ
მაგრამ აქ უკვე სხვა ამბები იწყებაა. კარგია, როცა შეძლებ ახალი თავით გაგვახარე. ახლა მთავარია შენი რეფერატი და წარმატებები

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

აი აიიი. ოჰოჰოოო. რეზი და ნუთი. ვითომ გაიბზარა აისბერგიი. აუ კიდევ მინდოდააა. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებქს და მაინტერესებს რა ჯადოსნური მანქანებით აპირებ ჰეფი ენდსს. აუ რეზის და ნუტტტს თუ შეუყვარდათ ერთმანეთიიიიიიიიიი. რეალურ ცხოვრებაში საერთოდ არ მომეწონებოდაა. მაგრამ ეს ხომ აქაა და ყველაფერი ხდებაა

 


№4  offline წევრი esel

სტუმარი ქეთა
ვახ, ვახ :დდ უკვე დაძაბულ ფაზაში გადავდივართ. ისე ისტორია პირველივე თავიდან დაძაბულობას არ უჩივის :დდდ
მაგრამ აქ უკვე სხვა ამბები იწყებაა. კარგია, როცა შეძლებ ახალი თავით გაგვახარე. ახლა მთავარია შენი რეფერატი და წარმატებები

მადლობა ❤

Qeti qimucadze
აი აიიი. ოჰოჰოოო. რეზი და ნუთი. ვითომ გაიბზარა აისბერგიი. აუ კიდევ მინდოდააა. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებქს და მაინტერესებს რა ჯადოსნური მანქანებით აპირებ ჰეფი ენდსს. აუ რეზის და ნუტტტს თუ შეუყვარდათ ერთმანეთიიიიიიიიიი. რეალურ ცხოვრებაში საერთოდ არ მომეწონებოდაა. მაგრამ ეს ხომ აქაა და ყველაფერი ხდებაა

ხოო ეს აქაა და ყველაფერი ხდება smile

 


№5  offline წევრი nini :)

რა სასწაული ხარ....
ღმერთ ნუთი და რეზი რა საყვარლები არიან.... სულ დაძაბულები და ამ დროს მაინც ერთად საყვარლებიი.... ვგიჟდები ამ წყვილზე.... მოუთმენლად ველოდი ნუთი რომ აზრზე მოვა როგორი რეაქცია ექნება და როგორ შეხედავს რეზის თვალებში ♥️♥️♥️♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ რაკარგი თავი იყო❤ შემდეგ თავს როდის დადებ?(◍•ᴗ•◍)❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

Axal tavs rodis dadeb

 


№8  offline წევრი esel

სტუმარი მარიამი
აუ რაკარგი თავი იყო❤ შემდეგ თავს როდის დადებ?(◍•ᴗ•◍)❤

სტუმარი ნათია
Axal tavs rodis dadeb

ახალ თავს ამ შაბათ-კვირას დავდებ, სამწუხაროდ მანამდე ვერ მოვახერხებ ❤

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან დააგვიანდა ახალ თავსსಠ_ಠ

 


№10  offline წევრი esel

სტუმარი მარიამი
ძალიან დააგვიანდა ახალ თავსსಠ_ಠ

ვიცი ვიცი, უბრალოდ ვერ ვწერდი ეს პერიოდი ხვალ იქნება აუცილებლად ❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

esel
სტუმარი მარიამი
ძალიან დააგვიანდა ახალ თავსსಠ_ಠ

ვიცი ვიცი, უბრალოდ ვერ ვწერდი ეს პერიოდი ხვალ იქნება აუცილებლად ❤❤

ეეჰჰჰჰ,სადარი აბა?

 


№12  offline წევრი esel

სტუმარი მარიამი
esel
სტუმარი მარიამი
ძალიან დააგვიანდა ახალ თავსსಠ_ಠ

ვიცი ვიცი, უბრალოდ ვერ ვწერდი ეს პერიოდი ხვალ იქნება აუცილებლად ❤❤

ეეჰჰჰჰ,სადარი აბა?

შემდეგი თავი დაწერილია და ხვალ აიტვირთება დღეს ვერ ავტვირთე. შემდეგი დიდი თავი იქნება და იმედია მოგეწონებათ ❤

 


№13 სტუმარი სტუმარი თიკო

აუ კარგით რა ისედაც ამდენი ხანი ველოდეთ, ატვირთეთ დღეს :(((

 


№14 სტუმარი სტუმარი თიკო

დღეს, საღამოს აიტვირთება??

 


№15  offline წევრი esel

სტუმარი თიკო
დღეს, საღამოს აიტვირთება??

ახალი თავი ატვირთულია უკვე მარა ჯერ არ დაუდასტურებიათ ❤

 


№16 სტუმარი სტუმარი თიკო

❤️❤️❤️❤️ მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent