რომელი? (II)
გიორგიმ გაპარვა თავისი ოთახის ფანჯრიდან გადაწყვიტა, რადგან პირველ სართულზე ცხოვრობდა და არც დაშავდებოდა. მაგრამ, მისი ოთახის ფანჯარას გისოსები ჰქონდა. ღმერთმანი, მგონი დედამისს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ამიტომაც, თავისი ძმის, ნიკას ოთახში შევიდა, რომელიც კიდევ კარგი სახლში არ იყო. მაგრამ, ცოტა ხანში კარი გაიღო და თავისი პატარა და, დიანა შემოვიდა. გიორგის თავიდან შეეშინდა, მაგრამ და რომ დაინახა დამშვიდდა. თან ბავშვი ვერაფერს იტყოდა, თუ რამეს დაჰპირდებოდი. გოგონა როგორც ჩანს, ნამძინარევი იყო და ძმას მკრთალად გაუღიმა. -გიო,-უთხრა ინტერესით,-რა გინდა ნიკოს ოთახში? -არაფერი, ვალაგებდი.-უხერხულად გაუღიმა ბავშვს,-აი, ასე! -ცოცხი არ გიჭირავს და როგორ ალაგებ?-გაუკვირდა დიანას. -გაეთრიე რა!-უცბად დაუყვირა ძმამ,-თავისუფლად ვეღარ გაგივლია! დიანამ ტირილი მორთო და დედასთან გაიქცა. გიორგიმ კი იფიქრა საქმე ცუდად მაქვსო, და მაშინვე მოკურცხლა ფანჯრიდან. ქუჩა სწრაფად გაირბინა და იმ კაფეში მივიდა, სადაც მეგობარს ელოდებოდა. როგორც ყოველთვის, ალექსი მოცინარი დახვდა. -შენ არც კი მიკითხე!-უსაყვედურა გიორგიმ,-მე სიკვდილს ჩავხედე თვალებში. -თვალებში შენს დას ჩახედე! -ეს ერთი და იგივეა.-გაიცინა გიომ.-აბა, რა ხდება სხვა? -კლასის წვეულებაზე მივდივარ. შენ არ მოხვალ?-ჩაეკითხა ალექსი. -ეჰ, არა...-ამოიოხრა ბიჭმა. დედის მესიჯი მოუვიდა, უბრძნებდა რომ სახლში მისულიყო თხუთმეტ წუთში. კიდევ ცოტა ხანს დარჩა მეგობართან და მაშინვე სახლისკენ მოკურცხლა. დედამ დასჯის ნიშნად, ოთახიდან გამოსვლა აუკრძალა. სანამ ბრაზობდა, მის ოთახში ნიკა შემოვიდა. იგი, მაღალი და ცისფერთვალება ბიჭი იყო. გიორგის უხერხულად გაუღიმა და მის გვერდით, საწოლზე ჩამოჯდა. -ძმაო, დაუკითხავად რატომ მოგყავს ცოლი?-დაუწყო ნიკას ჭკუის დარიგება,-დედას და მამას ხომ უკეთესი უნდათ შენთვის. ეს საკითხი ოჯახში უნდა განიხილოს და ყველაფერი ამით მოგვარდება. ჯერ მშობლებისთვისაც არ გიჩვენებია. ძმურად გარიგებ, რომ... -არა! მე ის გოგო მიყვარს!-მტკიცედ თქვა ნიკამ,-აუცილებლად მოვიყვან. ნუ გამოხვედი დედა. -არა მაინც...-არ ჩერდებოდა გიო. უცებ, ძმამ სილა გააწნა და გარეთ გავარდა. გიორგიმ მას მუშტი მოუქნია და ალექსს მიწერა: -ალექს, წვეულებაზე რა მოხდა? -არაფერი. ის არც ყოფილა. ხვალისთვის გადადეს საღამოს ექვსზე. იმედია, მოხვალ. -არ ვიცი, შეიძლება.-მაგრამ, თვითონაც არ იყო დარწმუნებული ამ სიტყვებში. რამდენიმე წუთის შემდეგ, კიდევ მიიღო შეტყობინება, მაგრამ არ უნახავს. ყველაფერზე დაიწყო ფიქრი. თავის ძმას ეუბნებოდა, რომ როცა გადაწყვეტილებას იღებს, დედას უნდა შეუთანხმდეს. მაგრამ, ამავდროულად თვითონ იქცევა საპირისპიროდ. როგორ უნდა დედას ბოდიში მოუხადოს, მაგრამ დედა არ დაუჯერებს. ყოველთვის, ასეა. მხოლოდ გოგონებს ჰქონდათ უპირატესობა ოჯახში. ეს ხომ უსამართლობაა. დილით სწარაფად წავიდა ალექსთან. ის ვაკის პარკში ელოდებოდა. ისე და ისევ, იჯდა და იღიმოდა. ბიჭები იმ დღეს ძალიან კარგად გაერთნენ. წავიდნენ კინოში, ისეირნეს ქუჩაში და ამასობაში მოვიდა ექვსი საათიც. გიორგიმ დედას არც ჰკითხა და ისე გაიქცა წვეულებაზე. იქ მათი კლასელების გარდა, პარალელური კლასელებიც იქნებოდნენ. ბიჭები ვაკოს და შაკოს სახლში მივიდნენ. ზუსტად ისინი იყვნენ ამ წვეულების ორგანიზატორები. მათ სკოლაში ისე იცნობდნენ, როგორც ონავარ ტყუპებს. ტყუპობის გამო, ერთნაირად იცმევდნენ, და შაკო სულ ჩიოდა, ვაკო ჩაცმულობაში მბაძავსო. ახლაც, თავიანთი ფართო ღიმილით იდგნენ სახლის კართან და სტუმრებს იღბდნენ. წვეულებაზე ბევრი ხალხი ირეოდა. ბიჭებიც მაშინვე გამოერივნენ და დაიწეს გართობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.