რომელი? (V)
იმ მოვლენების შემდეგ, გოგონებმა ცოტა მაინც ამოისუნთქეს. სკოლაშიც ისევ ისე დადიოდნენ, როგორც ძველად. თითქოს, ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა. მაგრამ, ამ ოჯახს კიდევ ერთი და ყველაზე საშინელი უბედურება დაატყდა. ბარბარეს უკურნებელი სენი შეეყარა. სულ მთლად გაფითრდა და დასუსტდა. აღარც ჭამის და მოძრაობის თავი ჰქონდა. მისმა მშობლებმა რა აღარ სცადეს. დაყავდათ საუკეთესო ექიმებთან ყიდულობდნენ ძვირიან წამლებს. მაგრამ, პასუხი ერთი იყო: გოგონა ვერ გადარჩებოდა. დედამისს კი, ამის გაგონებაც არ სურდა. ყოველთის იტოვებდა იმედს, რომ მისი ქალიშვილი გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ბარბარეზე ამ დროს, მზის სხივები ცუდად მოქმედებდა, ამიტომ ჩაბნელებულ ოთახში ჰყავდათ და არც არავის არ აძლევდნენ მისი ნახვის უფლებას მშობლების თანხმობის გარეშე. ელენე კვირაში ორჯერ ნახულობდა მეგობარს. ისიც ძალიან დამწუხრებული იყო ამ ფაქტით და ცდილობდა ბარბარესთვის სიმშვიდე და მოსვენება არ დაერღვია. გოგონა ისე დასუსტდა, რომ ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა. იმ დილით, ელენე ბარბარეს ოთახისკენ გაემართა. ცოტა ხანში, გაჩერდა მაღალ, მძიმე კართან. კარი ფრთხილად გააღო და ერთი თვალით შეიხედა. ყველაფერი სიბნელეს მოეცვა. ოთახში სულ წამლების სუნი ტრიალებდა. ალაგ-ალაგ სანთლების შუქი ანათებდა, რომელიც ძალიან სუსტი იყო. ოთახის ცენტრში კი, იდგა დიდი საწოლი, რომელზეც უმოძრაო და ნახევრად მკვდარი სხეული იდო. სანთლების შუქი დაჰნათოდა ბარბარეს სახეს. გოგონა იღიმოდა. თვალები ჩასისხლიანებოდა და ჩაშავებოდა, მაგრამ მაინც ითმენდა. ელენე ფეხაკრეფით მივიდა საწოლთან და სავარძელზე ჩამოჯდა. -გამარ... ჯობა, ელენე.-ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ.-მოხვედი? -კი, ჩემო ლამაზო. ძალიან დაღონებული ვართ ყველანი. ნეტავ, გამოკეთდე.-ხელი ხელზე დაადო ელენემ. -არა!-დაიბღვირა ბარბარემ,-მალე აღარ ინერვიულებთ. მე როცა წავალ, ანგელოზი გავხდები და ზემოდან... -არა! ეს არ მოხდება!-ბოლო ხმაზე ყვიროდა ელენე.-არ მოკვდები! ბარბარემ მშვიდად გაუღიმა და მიიძინა. არა, რასაც ფიქრობთ ის არ მომხდარა. მან უბრალოდ, დაიძინა. ელენე მიხვდა, რომ ყვირილით სიმშვიდე დაურღვია და დამნაშავესავით გავიდა ოთახიდან. აღარაფრის ფიქრი ჰქონდა, მეგობარზე ძლიერ ნერვიულობდა. დარდების გასაქარვებლად და გულის გადასაყოლებლად, გარეთ გასეირნება გადაწყვიტა. დიდხანს დადიოდა ქუჩებში, არც კი იცოდა სად წასულიყო. მეგობრის გარეშე ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა, თითქოს იმ წამიდან ცხოვრება გაშავდა. ამასობაში, გადასასვლელს მიადგა. გზა ვიღაც ბიჭმა დაუთმო. ამ დროს, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. გოგონამ თითქოს გაიხსენა ეს ცისფერი თვალები. მაგრამ, ვერ იგონებდა საიდან. ახლა, მხოლოდ მეგობარზე ფიქრობდა და რატომ უნდა მიექცია ყურადღება? სწრაფად გადაიარა ქუჩა და გაუჩინარდა. გიორგიმ კი, იცნო ელენე! უნდოდა და დაპალაკება, მაგრამ უჩინარივით გაქრა. მაგრამ, ამის დრო არ იყო. იცოდა, რომ ერთმხრივი სიყვარული ჰქონდა ელენეს მიმართ და ასე არაფერი გამოვიდოდა. სიყვარული ორმხრივი და ლამაზი უნდა იყოს. ეს კი, ძალით არ გამოვიდოდა. სახლის გზა მოწყენილმა გაიარა. თავის ოთახში აპირებდა განმარტოებას, მაგრამ დედამისმა დაუძახა. მაგიდასთან წარბშეკრული იჯდა და გიორგისაც მიუთითა, რომ დამჯდარიყო. -შვილო,-მიმართა გიოს,-შენ უკვე დიდი ხარ და უნდა შეგეძლოს მტერის და მოყვარის გარჩევა. რაც შეეხება მეგობრებს, განა ყველა მეგობარია? აქ იგულისხმება ალექსიც. არ მომწონს ახლა შენი საქციელი. და ამის მიზეზი ის ბიჭია. ხომ შეიძლება, გაერიდო და ცოტა ინტელიგნეტ ბიჭებთან იმეგობრო? მე შენთვის გეუბნები. შეიძლება ამ მეგობრობას ცუდი შედეგი მოჰყვეს. თქვენ უნდა დაშორდეთ. მე ხომ კარგი მინდა შენთვის? ამ ერთხელ მაინც გაითვალისწინე ჩემი რჩევა-დარიგება. გიორგიმ მაგიდას მუშტი დაარტყა და დედას დაუყვირა: -მე ასე მინდა და იქნება! რას მელაპარაკები? და მაშინვე ოთახში ავარდა. მაინც რატომ უნდა დაშორებულიყო ალექსს. მათი მეგობრობა მარადიული იყო და ძმებივით იყვნენ. მაგრამ, გიორგი ხშირად გრძნობდა, რომ ერთ დღეს მათი მეგობრობა დასრულდებოდა. რა სისულელეა, ეს არასოდეს მოხდებოდა. ამდენი წლის მეგობრობა, მაინცდამიან ახლა დიანგრეოდა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.