მაწანწალა(ნაწილი 2)
დილა გათენდა მზიანი, ოხ, სანატრელო ნინელი. ვინ ჯანდაბაა, ნინელი? მგონი ნერვები მესპობა და ამას მხოლოდ მე ვამჩნევ. ნეტავ, რა ბზიკმა ჩამკბიჩა? საყვარელი კაცი მე არ მყავს გვერდით, მივლინებაშია..ჩემი დაქალი-ქალბატონი ნენე, თავის NEW ბოიფრენდთან ერთად, გულაობს მალდივებზე, იცოდით?! არა, საიდან გეცოდინებოდათ? მეც მაგარი ვარ, ჰო და მე, ამ უდღეურმა და როგორც უკვე ყველა მიწოდებს-მაწანწალამ, რა ჯანდაბა გავაკეთო ამ ამოსაბუგ თბილისში, თან გაგანია აგვისტოში? "ნუ ღრიალებ. ამეხადა თავის ქალა!" აჰ, ეს ჩემი რეგვერენატი ალტერა, სულ მიმავიწყდა. სულ რომ სამყარო ამოტრიალდეს და გადაიბუგოს ყველა, ეს მაინც აქ არის დარჭობილი ფუტკრის ნექტარივით, ძალით რომ უნდა ამოდღლიზო, თორემ ისე, ჩავა ძვლამდე თუ რა ვიცი, სადამდეც ჩავა, ან არ ჩავა. "შე უმადურო ხოჭო, მადლობა თქვი, მე მაინც რომ გყავარ. ყველა გაიხიკა და მე დაგრჩი." "არა, რაც მართალია, მართალია. შენ რომ არა, ალბათ მართლა მარტობააში აღმომხდებოდა სული." "ჰო და დამაფასე."-თქვენც წარმოიდგინეთ როგორ გაიჯგიმა, ჰო? გავჯგიმავ ამას კარგად, თუ ჩავანათე ტყუპი წიხლი კუჭის თავში, ნახავს მერე. კარგად კი მემუქრებოდა წინაზე. გახსოვთ? აი, მე მახსოვს გველის ნაკბეჩივით. რაღა ეს და რაღა გველის წიწილი. სლიკინახოკერაა, ეგო კი არა. "დიაცო, მე ყურები დაგუბებული კი არ მაქვს, მესმის!" "შენ რა იყო, სულ ლოკატორებივით გაქვს ეგ ყურები მომართული?" "არა, მაგრამ ისე ფიქრობ, არ შემიძლია გავექცე შენს ფიქრებს, ხვდები?" " აჰა, ისევ თავს იმართლებ." ჰო მართლა, ჩემი ახალი ძმდობილი არ იცით, ხომ? გეტყვით. ამას წინად, დილით მეღვიძება. მესიკვდილება ადგომა და ძილბურანში ვარ. მესმის რაღაც ხმა. ვაჭიანურებ გაღვიძებას, მაგრამ ისე გაძლიერდა, ლამის გული დამეპრანჭა. ავდექი, შევახურხლე ჩემს დათუნია ჩუსტიკებში ფეხები და წამოვდექი. "ისიც თქვი ბარემ, პაპანაქება სიცხეში, რატომ დახვანცალებ ფუშფუშა ჩუსტიკებით." ოჰ, ახვარხვარდა ეს ალტერა. რატომ დავფრატუნებ და, ფეხები მეყინება, ეს ოხერი და მა რა ვქნა? ჰო და იმას ვამბობდი, რომ ავდექი, გავედი აივანზე და რას ხედავს ჩემი ბუსხუნა თვალები...კატა! დიდი, ფუნთულა და ქუშქუშა-ჟღალი კატა. აბა გამოიცანით რა გავაკეთე? "კი, წამოიყვანა და შემომიხოხა საწოლში." "შენთვის არ მითქვას რომ გამოგეცნო, დებილო." "მერე რა? დავასწარი ყველას." ახლა ის წარმოიდგინეთ, როგორ გამეკრიჭა ეს სამგლე, ესა. "იცით რა დაარქვა ამ უფანტაზიო ღორჯომ? კუსკუსა!" "ალტერ, რა დაუწუნე კუსკუსას? "ხუმრობ? ყველაფერი!" "ამ დილით, ნამეტანი მშფოთვარე ხასიათზე ხარ. კოფეს შენც დალევ?" "კოფე არ მინდა, კორვალოლი მაფეთე. იქნებ ნერვები დავიმშვიდო..." "ოქეი, მაშინ მარტო შევასხლუპუნებ და სად არის ნეტავ ჩემი კუსკუსა..?" "ღმერთო, გამომხედე." უჰ, სიმშვიდე და სოლიდარნოსწობა. რა კარგია ცხოვრება, ამის კურტუმო ვძიძგნე, აჰა. "აეზვინე დედაკაცო და იყიდე პროდუქტები. დაგიცარიელდა მაცივარი."-აი, შემომძახა ამ კუდიანმა დედაბერმა. მართალია. კვირაზე მეტია არაფერი მიყიდია და მხოლოდ დედას გამოგზავნილი კოფესა და შოკოებზე ვარ. გავხმი და ეგაა. მორჩა, მზად ვარ. გავეხეტები ახლა. "ილოცე, რომ ჟენია არ შეგეფეთოს." "ვსო, დამთარსე, ვირო. ახლა უეჭველი ვიცი, რომ შემხვდება." ისე აგიხდეთ ყველაფერი... -ლილე, გენაცვალე, როგორ ხარ?-მეფეთა ქალბატონი ჟენიკო, როგორც კი გავედი სადარბაზოდან. "ახლა ამას უნდა ეღრიჯო?" "დაიცადე, ურჯულოვ!" -მადლობა, არა მიშავს, ქალბატონო ჟენია. თქვენ? თქვენ როგორ გიკითხოთ? -პირველ რიგში, ქალბატონო მოაშორე. ბებიის ტოლა ქალი ვარ, ჩემო გოგონა. "ერთი გამაგებინა, ამის გოგონა როგორ გახდი. იმენა ითხოვს, რომ ის პროთეზი მივულამაზო." "ქაჯო, რა აგრესიაა?" "მეტის ღირსია, ეს ჩუმალა კრუელა. ახლაც თუ თავის ჯეირანზე დაგიწყო ტვინის ბურღვა, გეფიცები, ვეცემი." "კარგი, მოიცადე." -ჟენია ბებია, რამე მნიშვნელოვანი საქმე ხომ არ გქონდათ? საქმეები მაქვს და დრო ცოტა... -არაფერი, უბრალოდ ჩემი ჯეირანი, ჩემი ძმის შვილი ჩამოდის დღეს და მინდა რამე ნამცხვარი გავაკეთო. "აჰა, ხომ ვთქვი?! გამიშვი ერთი, გამიშვი." "მიდი, ჰა, მაგრამ სად ჯანდაბაში მიდიხარ?" "ნუ, ეგეც მართალია. მალე მოიშორე მაშინ თავიდან." "ვერ ხედავ, რომ ვცდილობ?" "უფრო სცადე, ქალო!" "ჰო, ჰო, დამაცადე." -და მე რა შუაში ვარ?-თქვენც ხედავთ ალბათ, რომ ვცდილობ ნერვები დავიოკო და ალტერიკოს ნაცვლად, მე არ ვეცე. როგორი კდემა ქალი ვყავარ ჩემს ანდრიას, ხომ ხედავთ?! -ვიფიქრე, რომ შენ დამეხმარებოდი.-ისეთი აკნუტუნებული თვალები შემომანათა, გული დამეღვინთა. "არ დაგღვინთო სანთელივითა, ქალო. რა ჯანდაბას ფიქრობ? უარი უთხარი." -კარგი, ჟენია ბებო. საღამოს გადმოდით და დაგეხმარებით. -გაიხარე, ჩემო კარგო. "ეს რა გააკეთე უტვინო დედალო?" "ვაი მე, წელი..!" "უფრო მწარედ ჩაგანათებ. რას ნიშნავს დაეხმარები? მითხარი, რომ მზაკვრული გეგმა გაქვს და აპირებ, დარიშხანის გარევას ტორტში." "არა, დავეხმარები და რაც მალე წავა, მით უკეთესი." "მორჩა, დავიღუპეთ და ეგ არის..!" ვა, მზეც გადავიდა. ახლა ველოდები გრიგალს, სახელად ჟენია. მოდი და არ დაისტრესო. ღმერთო, კარების ხმაა. ნეტავ ახლა მიწა გასკდეს და ჩამიტანოს. -ლილე..-რამ აღაფრთოვანა ეს ქალი? -მობრძანდით, ქალბატონო ჟენია. -აი, პრიპასებიც მოვიტანე... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი და ჟენიას კოლაბორაცია შედგა, მაგრამ ჟენიას ორეულიც ჰყავს? კარებზე ისევ ზარია. -აჰ, მე გავაღებ.-ფეთიანივით მითხრა ქალმა. "ახლა გულმა არ მძუძგოს.."-თქვა ალტერამ, როდესაც მისაღებში შემოსული ჯეირანი დალანდა. ღმერთო, მგონი ისევ დროა შეგაწუხო, თან ბევრჯერ. სულ გაწუხებ, მაგრამ რა ჩემი ბრალია, რომ პლანეტიდან გავედი და სადღაც ჯანდაბაში დავიბადე? "მორჩა, მე სული განვუტევე და ეგ არის. ეს ჭაშინახათქუნები კამბალა რას მოათრია?" "რაღაც გული მაქ გალახათ.." "ჰაერი არ არის, მართალია." "მორჩა, გავჭედე." "რავარც იქნა!" უკვე უნდა ამეფოფრა დეზები, მაგრამ ვინ მაცადა? ისევ ზარია. დღეს რამე შეკრებას ვაწყობ და არ ვიცი? -თქვენ აქ დამელოდეთ, პატივცხებულო საზოგადოებავ, ამ მინუტში მოვალ მე. გავაღე კარი, უნდა დავიწყო ლანძღვა და ვინ შემრჩა, გამოიცანით! "ანდრია! ეს ჩასაქვესკნელებელი და გადასაჟუჟი მამლაყინწა!" "აჰა, შენ რას გამომეკვეტე ისევ? უტვინო სინდიოფალავ!" -არ ჩამეხუტები?-გამიღიმა ისე, როგორც მე მიყვარდა და როგორც მხოლოდ მე მიღიმოდა. -ჩემო სიყვარულო და მჟავე ალუბალო. მომენატრე.-ჩავრგე მის ყელში ბოლომდე ცხვირი და ისე შევისუნთქე ყველა სურნელი, მგონი არაფერი აღარ დატოვე. -მომენატრე, ჩემო გიჟქალა. -მეც..-ვაი მე, ოღონდ ახლა არ ავბლაზუნდე და არ მინდა არაფერი. ვახ, მგონი გადავრჩი. -არ შემომიშვებ? -ჰა? "ჯანდაბა, აჰა. ახლა აქანა დატრიალდება, რაც დატრიალდება." -არ შემომიშვებ-მეთქი? -კი, როგორ არა. -ვა, სტუმრები გვყავს?-თვალი მოატარა საზოგადოებას. -ისა..ჰო. -გამაცანი, ჩემო ცხოვრება.-დემონსტრაციულად, ტუჩებში მეფეთა. ხომ წარმოგიდგენიათ, მე რა დამემართებოდა?! გული გადამეხლიწა. -მე ჯეირანი გახლავართ, ჩემო ბატონო, ეს კიდევ მამიდაჩემია-ჟენია. -ძალიან სასიამოვნოა,-ხელი გაუწოდა ჩემმა მაჩომ-მერე და, აქ რა გესაქმებათ? - ეს გოგო, გულში ჩამივარდა და ჩემთვინ მინდა. "ჯერიკოს მოგბეზრდა სიზოზხლეი?" "ვაი, ეკლებზე ვზივარ, ალტერ. შეიძლება, გული გამისკდეს." "კარგი, ქალო, დამშვიდდი. კარგად იქნება ყველაფერი..იმედია." -ვისთვინ?-ირონიული ღიმილი მიიტყეპა და ჰაი მე! -ჩემთვინ. -ახლა აქეთ მომხედე და კარგად გაისიგრძესიგანე! ეს გოგო, ჩემი შეყვარებულია და თუ არ გინდა, რომ სულ უშთამომავლოდ დაგტოვო, აქედან დამეკარგე, ვაჟკაც. -რას კადრულობთ, პატივცემულო? მე წრფელო გრძნობები გამაჩნია და... -აქ დაასტოპე. წრფელი გრძნობები, სანამ ხელში დაგაჭერინე და მხოლოდ მაგით გარბენინე მთელ ვარკეთილში, გაბრძანდით აქედან და გაითვალისწინეთ, სულ ასეთი ზრდილი და გაწონასწორებული, ვერ ვიქნები. -მე...მე ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ამას ასე არ დავტოვებ. -შემდეგში, მეც არ გაგიშვებ ასე მახინჯს. შეგალამაზებ და ცოტა შტრიხებს შევიტან შენს გარეგნობაში. -თავხედი ხართ! -კომპლიმენტად მივიღებ. ადგა მამიდა და ძმის შვილი და კარები, ლამის თან წაიღეს-ისე გაიჯახუნეს. აქამდე ჩუმად მყოფ ჩემს უმწეო სხეულს, მოუბრუნდა ანდრია და მომიახლოვა. არ ვიცოდი რას იზამდა, ამიტომ ისე გავჩუმდი, სუნთქვაც აღარ მესმოდა... -ლილე, კიდევ ერთხელ რომ ესენი აქ ვნახო, გადავაყუდებ ფანჯრიდან, კარგი? რაღას ვეტყოდი? თავი დაპროგრამებულივით დავუქნიე და ისევ ის მოხდა, რასაც მთელი ორი თვე, მხოლოდ სიზმარში თუ წარმოვიდგენდი. ჩვენი ტუჩები, ისევ ერთმანეთს შეხვდნენ. კვლავ შეუყვარდათ ერთამანეთი და ასე, დაუსრულებლად, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ყოველ ჯერზე, ხელახლა შეგვიყვარდებოდა ერთურთი. "ოხ, ეს სიყვარული. რას უშვრება ამ ახალგაზრდებს...მგონი ისევ მე გითხრათ და დავასრულოთ აქ, აჯობებს. ესე იგი, ეს დიდი ხნის მონატრებული გვრიტები, ხომ შეხვდნენ? შეხვდნენ. ჰო და რა არის მონატრება და გორმონები, ქე იცით და აწი იტეხეთ კისერი და კინჩხი. თქვენც კაი ფანტაზია გაქვთ და აბა, თქვენ იცით. ჯერ რომ იცოდეთ, ბღარები ადრეა და ნამეტანი ნუ გაიჭრებით ფანტაზიებში. ხომ გასაგებად ვღაღადებ? კი, ხომ? კარგია. მორჩა, მეც წავედი. დღეს ღამით, კი მართალია ძილი არ მიწერია, მაგრამ ყურსასმენებს დავითრევ...იქნებ დავახშო "ომის ხმები". ოი, ღოპსაძი! და ჰო, რომ იცოდეთ, ეს ჩემი პერსონალნი ლეხსიკური ერთეულებია და მატრაკვეცობები არ გინდათ. წავედი, ჰო...მომავალ შეხვედრამდე, თუ გამოვანათებთ ისევ." --------------- საალააამ, მაალაამ....მოვეძიი, ისეევ:დდდდდ აბა, რასაა რომ შვრებით? არ მოვიდა დრო, რომ წამიკითხოთ დეზებიანო მამლებოო და ზოლებიანო ჟირაფებოო???:დდდდ ხომ კარგად ხართ?? იმედია, რომ კი არ ვიცი, წანწოს ახალი ეპიზოდი როგორ მოგეწონებათ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, მე მესაყვარლება. როგორც ყოველთვის, მზად ვარ დადებითი და უარყოფითი ემოციებისთვის. ჩავბეტონდი ჰაიდელრბეგცემენტის კაი ცემენტით, რომ თუ რამე და, გავუძლო დარტყმებს:დდდდდ შტერი ხუმრობაა, უბრალოდ:დდდ ნუ, მოკლედ, აქა მე და აქაც თქვენ..გეელით პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.