შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მზე ჩავა


22-08-2018, 16:48
ავტორი ნორაგამი
ნანახია 1 986

ალბათ იწვიმებს როცა მზე ჩავა,
და ჩვენ ხმამაღლა შევიხსნით დუმილს,
მერე სურვილი გვექნება შავი,
მერე სურვილი გვექნება უმი.

როცა მზე ჩავა იწვიმებს ალბათ,
და შეხსნილ დუმილს წაიღებს ბინდი,
შენი ხელები როგორც მზა ყულფი,
შემომეხვევა ყელზე და მინდა

ასე დავიხრჩო გავთავდე ასე,
როგორც არავინ და როგორც ყველამ,
სადამდეც ღრუბელს ეყოფა მასრა,
სადამდეც ღრუბელს ეყოფა ხველა.

ალბათ იწვიმებს როცა მზე ჩავა,
და ჩვენ ხმამაღლა შევიხსნით დუმილს,
მერე სურვილი გვექნება შავი,
მერე სურვილი გვექნება უმი.



№1  offline წევრი luana

რამდენჯერმე წავიკითხე და ერთ ადგილას არ მომწონს რითმა. შეიძლება მე ვკითხულობ ცუდად და ავტორის წაკითხული სულ სხვანაირად ჟღერდეს. მთლიანობაში ძალიან მომეწონა და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ორი ლექსი გიდევს <3

 


№2  offline წევრი ნორაგამი

luana
რამდენჯერმე წავიკითხე და ერთ ადგილას არ მომწონს რითმა. შეიძლება მე ვკითხულობ ცუდად და ავტორის წაკითხული სულ სხვანაირად ჟღერდეს. მთლიანობაში ძალიან მომეწონა და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ორი ლექსი გიდევს <3


უი აქაც შენ ^_^ როგორ გამიხარდა <3 შეგიძლია მიუთითო რაც არ მოგწონს, ყველაფერი , მაგისთვის ვდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent