შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (15-თავი)


25-05-2021, 10:09
ავტორი esel
ნანახია 1 607

ახლაც მიკვირს როგორ მოვასწარი საწოლიდან წამოხტომა და სააბაზანოში შევარდნა, გაყინულ იატაკზე ვზივარ საშინელი თავის ტკივილით და სპაზმებისგან გამოწვეული ყელის ტკივილით, ძალა გამოცლილი თითები ნელა მიმაქვს ღილაკთან და წყლის ჩხრიალის ხმა სმენას მიღიზიანებს. კიდევ ხუთი წუთი ვზივარ ხელებში ჩარგული თავით, შემდეგ კი ფრთხილად ვდგები და სახეზე წყალს ვისხამ, ცხვირწინ მყოფი კბილის ჩოთქის პოვნას რამდენიმე წუთი ვუნდები და საბოლოოდ გაღიზიანებული ვიწყებ კბილების გამოხეხვას. სარკეში ჩემ თავს ვუყურებ, მზერა კი ჩემს ყელზე არსებულ სილურჯეზე მეყინება, ფერ დაკარგულ თითებს ყელზე ვიტარებ და თავში კითხვის ნიშნები დამირბიან. ვიცი რას შეეძლო მსგავსი სილურჯის დატოვება, მაგრამ ვერ ვხვდები ეს როგორ უნდა მომხდარიყო. გუშინდელი საღამო დიდად არ მახსოვს, მაშოს ველაპარაკე და მერე დალევა გადავწყვიტე. ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? რომ დავფიქრდე არცერთი შესაძლო ვარიანტი არ მომწონს, დარწმუნებული არ ვარ რომ საერთოდ მინდა გუშინდელი საღამოს გახსენება. კითხვის ნიშნებში დაკარგული ვასრულებ კბილების გამოხეხვას, ტანსაცმელს ვიხდი და ცხელი წყლის ქვეშ ვდგები. მალევე ვბრუნდები სველი თმით ოთახში და თბილად ვიცმევ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყელიან როლინგს ვეძებ, სველ თმებს პირსახოცში ვახვევ და საწოლისკენ მივიჩქარი. თავს არც ისე კარგად ვგრძნობ, ამდენი სასმლის შემდეგ ეს სრულიად ლოგიკურია, თავი მტკივა და მთელ სხეულში სისუსტეს ვგრძნობ, მგონი სიცხეც უნდა მქონდეს. საწოლზე ვძვრები და გაკვირვებული ვუყურებ ჩაის ჭიქას, თერმომეტრს და წამლებს, სიცხის და თავის ტკივილის წამლებს.
- კარგი, კარგი, კარგი, ეს რა ჯანდაბაა? ეს ყველაფერი აქ რატომაა? - თერმომეტრს ხელში ვიღებ, სიცხე ორმოცი მქონია, მშვენიერია. თერმომეტრს ვდებ და წამლების ქექვას ვიწყებ. როგორც ჩანს გუშინ ვიღაცამ ჩემი მოვლა გადაწყვიტა. გაციებულ ჩაის ჭიქას ხელში ვიღებ და ისე ვუყურებ თითქოს ყველა კითხვის პასუხი მასში იმალებოდეს, სამწუხაროა რომ ამ ჭიქას ჩიპის1 მსგავსად არ შეუძლია საუბარი, დარწმუნებული ვარ ბევრ რამეს მომიყვებოდა.
- კარგი, ჩემი საიდუმლო მომვლელი ალბათ თავისთ გამოჩნდება - ვამბობ და კომფორტულად ვწვები, თვალებს ვხუჭავ და დაძინებას ვცდილობ, მაგრამ მალევე კარების გაღების ხმა მესმის რასაც ნაბიჯების ხმაც მოყვება
- აბა, უკვე მოკვდი? - ამბობს მკაცრი დაჩემთვის სამწუხაროდ კარგად ნაცნობი ხმა. საბედნიეროდ ზურგით ვწევარ და ჩემი სახის გამომეტყველებას ვერ ხედდავს, ვერასდროს დავიჯერებ რომ გუშინ რეზი მივლიდა, ამ ყველაფერ სხვა ახსნაც უნდა ქონდეს - ვიცი რომ გღვიძავს, აბანოში რომ იყავი მაშინაც ვიყავი შემოსული - გეგმა, რომ ვითმ მძინავს ჩაიშალა, ზანტად ვბრუნდები მისკენ და საწოლსი ვჯდები
- აქ რას აკეთებ?
- მაინტერესებდა კიდევ ცოცხალი იყავი თუ არა, როგორც ჩანს შენი საფლავის გათხრა გაურკვეველ ვადამდე გადაიდო
- სერიოზულად! საშინელი ადამიანი ხარ - მისმა ნათქვამმა საშინლად გამაღიზიანა, ჩემი საფლავის გათხრა არც ისეთი კარგი წარმოსადგენია - ავადმყოფი ხარ
- შეიძლება... სიცხე ისევ გაქვს? - ეს ბიჭი მართლა ვერაა კარგად, ორი წამის წინ საფლავის გათხრაზე მელაპარაკებოდა ახლა კი ჩემს ამბავს კითხულობს
- რა იყო გაინტერესებს რამდენად მალე მოვკვდები? - არ მპასუხობს, სახეზე დაღლილი გამომეტყველება აქვს, ელოდება როდის ვუპასუხებ მის კითხვას - საიდან იცი რომ სიცხე მქონდა?
- მშვენიერია არაფერი გახსოვს, მე კიდევ ვიფიქრე თავს მძინარედ იმიტომ მაჩვენებდი რომ ყველაფერი გახსოვდა - ყველაფერი, ეს სიტყვა საკმაოდ საეჭვოდ გაისმა. რა უნდა მახსოვდეს? ისეთი რა უნდა იყოს რის გამოც მას თავს მძინარედ მოვაჩვენებდი? წყლით სავსე ჭიქას დებს და წამლებში იქექება
- რას გულისხმობ? - უცნაურად გამომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, რატომ იღიმის ასე დამპლურად? გონებას უფლებას არ ვაძლევ რეზი და ჩემს ყელზე არსებული სილურჯე ერთმანეთს დაუკავშიროს
- მნიშვნელოვანს არაფერს, ეს დალიე - ამბობს და თავის ტკივილის წამალს მსვრის
- არ მინდა - ვამბობ და უკან ვაბრუნებ
- მომისმინე გუშინაც მეყო შენი ჭირვეულობა აიღე და დალიე - აღარასდროს დავლევ ამდენს!
- საერთოდ რატომ გადარდებს
- არ მადარდებს უბრალოდ როცა გეუბნები რომ რაღაც უნდა გააკეთო, უნდა გააკეთო კიდეც
- პულტით სამართავი სათამაშო არ ვარ რომ ის ვაკეთო რაც შენ მოგინდება
- სამწუხაროდ არ ხარ, მაგრამ ეგ არაფერს ცვლის - თავს ასე საშინლად რომ არ ვგრძნობდე ნამდვილად დავარტყავდი, საერთოდ რატომ ფიქრობს რომ ჩემთვის რამის მითითება შეუძლია
- უნდა დავიძინო გაეთრიე - ვეუბნები და ისევ ვწვები. მძიმედ სუნთქავს, გაბრაზებული ხარივით და გონება მკარნახობს რომ რაღაც ცუნდი უნდა მოხდეს. ხელს მკლავში მავლებს და ერთ წამში მის წინ საწოლზე მუხლებით ვდგავარ, ხელი საშინლად მტკივა, გაოცებული და გაბრაზებული სახით ვაშტერდები. გაცოფებული სახით მიყურებს, თვალები უელავს და მორიგი საშინელების მილოდინში ვიძაბები
- რა ჯანდაბას აკეთებ! - ვყვირი და თვალებში ვაშტერდები, თავისუფალი ხელით ვცდილობ მის მოშოებს, მაგრამ ამით მხოლოდ იმას მივაღწიე რომ კიდევ უფრო ძლიერად მიჭერს, წელზე თავისუფალ ხელს ძლიერად მხვევს და მასთან იმდენად ახლოს ვარ რომ მისი სხეულის ტემპერატურას და გულის ცემასაც კი ვგრძნობ, სხეულში უცნაური შეგრძნება მივლის და მასთან ერთად გონებაში საკმაოდ უცნააური კადრები დახტიან, ჩვენ ორის მონაწილეობით - გამიშვი - მინდოდა მეყვირა, მაგრამ ახლა თავს იმდენად უცნაურად ვგრძნობ ჩურჩულს ძლივს ვახერხებ. სახეზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ, გული ისე სწრაფად ცემს მართლა მეშინია არ გასკდეს - რეზი... გამიშვი... - ვამბობ უფრო მკაცრად, ხელზე ჯერ კიდევ ძლიერაად მიჭერს და მგონია, რომ ნებისმიერ წამს ხელი ფანქარივით გადამიტყდება
- ნუ ცდილობ რომ შემეწინააღმდეგო, ნებით თუ არა ძალით მაინც გაგაკეთებინებ ყველაფერს რაც მომინდება, შენ თვითონ გადაწყვიტე როგორ გირჩევნია - ჩუმად მაგრამ მტკიცედ გამოცრა კბილებიდან და სულ ცოტა მინდა რომ ავტირდე, ამაზე უსუსურად თავი არასდროს მიგრძვნია, მიუხედავდ იმისა რომ ეს გრძნობა ბოლო დროს ხშირად მსტუმრობს
- მტკივა - ვამბობ და ხელის განთავისყფლებას ვცდილობ
- ასეც უნდა იყოს, თუ გინდა რომ აღარ გეტკინოს იცი რაც უნდა ქნა
- შენს სათამაშოდ ყოფნას არ ვაპირებ - მტკიცედ ვამბობ და ცრემლებს ძლივს ვიკავებ
- მაშინ ტკივილი გაგრძელდება
- რა ჯანდაბა გინდა რეზი არ მინდა და არ დავლევ იმ წყეულ წამალს
- ისევ ისეთი ცხელი ხარ - ვგრძნობ წამიერად გული როგორ ჩერდება, რადგან ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ამბობს - სიცხე გაქვს.
- დარწმუნებული ვარ ჩემი ჯანმრთელობა ფეხებზე გკიდია
- ზუსტად, მაგრამ ავთომ შენი თავი ჩვენ ჩაგვაბარა და რამდენად იდიოტები გამოვალთ სიცხის გამო რამე თუ დაგემართება
- არაფერი მომივა, ხელი მტკივა გამიშვი
- ისევ იგივეს იმეორებ - ამბობს მობეზრებული - საერთოდ გაციება სად მოახერხე?
- ხელი მტკივა
- წამალს დალევ?
- არა
- კარგი, შენი არჩევანია - წელზე ხელს მიშვებს, ქვემოთ მქაჩავს რომ საწოლიდან ჩამოვიდე, ხელს ვკიდებ რომ არ დავეცე, საწოლზე მსვავს ორივე ხელს ზურგს უკან მიჭერს, ფეხების ქნევას ვიწყებ და ამასაც მარტივად აჩერებს, ჩემს ფეხებს საკუთარ ფეხებს შორის იქცევს და თითქმის ვეღარ ვმოძრაობ, სიმწრის ცრემლი ეულად მოგორავს ლოყაზე. თავისუფალი ხელით წამალს იღებს და ძალით მიტენის პირში, როგორც კი წყლის ასაღებად იწევა მაშინვე ვაგდებ წამალს პირიდან, ჭიქას ახეთქებს გაბრაზებული ბრუნდება ჩემკენ და ხელს ყბებზე ძლიერად მიჭერს - ამას კიდევ ერთხელ გააკეთებ და უარეს დღეში აღმოჩნდები! - ამბობს საშინლად გაბრაზებული. ამას ჩემი ჯამრთელობის გამო რომ აკეთებდეს კიდევ გავჩერდებოდი, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს რომ ვეწინააღმდეგები და იმას არ ვაკეთებ რასაც მეუბნება, მისი მორჩილი სათამაშო ვერ ვიქნები ამის გაკეთება არ შემიძლია, ახლა ამ წამლის დალევა ჩემთვის საბოლოო ძალების წართმევასავითაა, თუ ამ წამალს დავლევ საბოლოოდ აღმოჩნდება რომ მართლა უსუსური ვარ და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. კიდევ ერთ აბს მტენის პირში, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკან ვაგდებ
- შენ თვითონ მოითხოვე! - ამ წამს შეშლილი მანიაკის სახე აქვს. არ ვიცი რას აპირებს მაგრამ შიშისგან მთელი სხეული მიკანკალებს. თავისუფალი ხელით შარვლიდან ქამარს იხსნის და ვხვდები რომ კივილის დროა - სახლში არავინაა, შენი დაც კი არაა, ამიტომ რამდენიც გინდა იმდენი იყვირე - ცრემლებს ვეღარ ვაკავებ და მთელი ძალებით ვცდილობ თავის გათავისუფლებას, შეშინებული ვფართხალებ ხმელეთზე მოხვედრილი თევზივით და თავის გადარჩენას ვცდილობ, თუმცა არაფერი გამომდის რადგან ძლიერად მიჭერს. საწოლის თავისკენ მწევს და თავადაც საწოლზე ამოდის, ფეხებზე მაჯდება, სასოწარკვეთილი ვტირი და ვყვირივარ რომ ვინმე მაინც მოვიდეს და ეს ცხოველი გააჩეროს. ხელებს ქამრით მიბავს საწოლის თავზე, ფეხებს საერთოდ ვეღარ ვამოძრავებ, მისი სიმძიმის გამო სისხლიც კი აღარ მიძრაობს. მორიგ აბს მიდებს პირში და ხელს მაფარებს რომ აღარ გადმოვაგდო, მეორე ხელით კი წყლის ჭიქას იღებს ტუჩებიდან ფრთხილად მაშორებს ხელს და თავს მიჭერს რომ არ ვამოძრაო, წყლის ჭიქა ტუჩებთან მოაქვს, წყალი სახეზე მესხმევა და ვსველდები, ყბებზე ძლიერად მიჭერს და პირის გაღებას მაიძულებს, წყალს პირში მასხავს და მაშინვე ხელს პირსა და ცხვირზე მაფარებს რომ წყალი გადავყლაპო, ზურგით ძლიერად ვაწვები საწოლის თავს და ვცდილობ მისი ხელი მოვიშორო, მაგრამ ცოტხანში წამალი საბოლოოდ წყალთან ერთად ხვდება ყელში. ხელს მიშვებს და მაშინვე ხველებას ვიწყებ ცოტაც და გავიგუდებოდი
- არანორმალური ხარ! ნაბი.ვარო! ამას არასოდეს გაპატიებ, განანებ ამას, აუცილებლლად განანებ! - ვყვირი სასოწარკვეთილი, გაბრაზებული და საშინლად დამცირებული, საბოლოოდ მაინც გააკეთა ის რაც უნდოდა და ეს ჭკუიდან მშლის, ჩემი უსუსურობა შიგნიდან მანგრევს
- რაც გინდა ის ქენი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამით ჭკუას ისწავლი და უაზრო ჭირვეულობას მოეშვები - ბრძოლისგან დაღლილები ორივე მძიმედ ვსუნთქავთ, ახლა უბრალოდ მინდა რომ მოვკლა და მასაც ისე ვატკინო როგორც ეს თავად გააკეთა. ცრემლებს მწმენდს და საფეთელზე ნაზად მკოცნის, შემდეგ კი ცრემლების ახალ ტალღასაც მწმენდს
- მეზიზღები!
- კარგი გოგო ხარ, ასეც უნდა იყოს - ამბობს უცაურად წყნარი ხმით და თავზე მეფერება, თავის გაწევა მინდა მაგრამ ამის ძალაც კი აღარ მაქვს - ნუღარ ტირი, ეს სულ შენი ბრალია, შენ გამომიყვანე წყობიდან, გეცოდინება რომ სხვა დროს ეგ აღარ უნდა ქნა - მანიაკს გავს, წყნარად ზის ჩემს ფეხებზე მოკალათებული, ცრემლებს მწმენდს წყნარი ხმით მელაპარაკება და თავზემეფერება - უბრალოდ ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა, სულ ესაა
- შეშლილი ხარ, მოძალადე, მანიაკი - ნელა იღიმის და თვალებში მაცქერდება
- ჰოო ალბათ ვარ, ჩემთავს მეც კი ვერ ვაკონტროლებ როცა არ მემორჩილებიან, ეს გაითვალისწინე და მეორედ მსგავსი რამ აღარ მაიძულო - ხელებს მიხსნის, ძალა გამოცლილი ხელები საწოლზე ეცემიან. რეზი ფრთხილად მშორდება და კარებისკენ მიდის. ჩემს შიგნით მოფუთფუთე და დამცირებული ეშმაკები მთელი ძალით ეჭიდებიან ჭიქას, წამებში ჭიქა რეზისკენ მიფრინავს და ზუსტად მისი თავის გვერდით ხვდება კედელს, ათას ნაწილად დაშლილი ჭიქა იატაკზე მიმოიფანტა. რეზი ბრუნდება მე კი მისი მიმართულებით შეშლილივით გავრბივარ და თავში სცენებს წარმოვიდგენ საკუთარი ხელებით როგორ ვკლავ, ჩემსკენ ნაბიჯს დგავს და მის მოსაკლავად გაწვდილ ხელებს იცილებს, იხრება და ხელში ავყავარ,ზურგში მუშტებს ძლიერად ვურტყავ და ვყვირი რომ დამსვას. საწოლზე მაგდებს და ხელებს მიჭერს რომ აღარ დავარტყა. ჩემდა გასაკვირად გაბრაზებული სულაც არ ჩანს, არადა სახე სისხლიანიც კი აქვს, ალბათ ნამსხვრევი მოხვდა და ოდნავ გაკაწრა
- რა ჯანდაბას აკეთებ ხელი გამიშვი, ვინ მოგცა უფლება რომ ტომარასავით მიკიდებ! - მაღიზიანებს ის ფაქტი რომ ყვირილის მეტი არაფერი შემიძლია
- ფეხს გაიჭრიდი - თვალებს ვაწვრილებ და ირონიულად ვიღიმი
- სულ დამავიწყდა შენ ხომ ასეთი საოცრად მზრუნველი ხარ
- თუ არ გაჩერდები დაგაბავ და დაბმულს დაგტოვებ - დარწმუნებული ვარ რომ ამას იზამს - ახლა ხელს გაგიშვებ და ზედმეტი მოძრაობების გარეშე, გასაგებია?! - ხელებს ნელა მიშვებს, მეც ვჩერდები საწოლზე დაბმის იდეა საერთ არ მომწონს. როგორც იქნა მონსტრი ტოვებს ჩემს ოთახს, საბანში ვეხვევი და ჩემში ერთად დატრიალებული უამრავი გრძნობის გამო ვტირი, ბალიში გასაწური გახდა. თავი მტკივა, ტვინი საშინლად მიფეთქავს, აცახცახებული სხეული არ მემორჩილება, ჩალურჯებული ხელი მტკივა და სიცხის გამოც თავს ცუდად ვგრძნობ. გონებაში გუშინდელი საღამოს ან სიზმრის, უფრო კოშმარის, კადრები დალივლივებენ და ნერვებს უარესად მიშლიან. ისე როგორ უნდა დავმთვრალიყავი რომ მისთვის ჩემი შეხების უფლება მიმეცა? გონება ამ დონეზე როგორ გამეთიშებოდა? ჯერაც არ ვიცი ეს მართლა მოხდა თუ არა, მაგრამ ყელზე არსებული ჩალურჯება საკმაოდ მკაფიო პასუხს ცემს ამ კითხვას, უბრალოდ ვერ ვხვდები ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ამ გაურკვევლობაში მყოფს მალევე მეძინება.
***
- სოსომ დარეკა, პოლიციამ გვამი ამოიცნო - ამბობს ოთახში შემოსული სანდრო
- მისი წარსული სუფთაა, ჩვენთან კავშირის ყველანაირი კვალი გააქრო ალექსანდრემ - ამბობს მიშო
- მართალია არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რომ ეგ კაცი ჩვენს კომპანიაში მუშაობდა - ეთანხმება რეზიც - ახლა მიწოდებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და რაც მთავარია დაკარგული ფული უნდა ვიპოვოთ, ეგ კაცი საფლავში ხო ვერ ჩაიტანდა... საერთოდ როგორ ამოიცნეს
- მისი აღწერილობა გამოაცხადეს ტელევიზორში, იქნებ ვინმეს ეცნო, დედამისი მივიდა პოლიციაში - სანდრო
- ესეიგი დედა ყავს. შეიძლება ფული მასთანაა - ამბობს რეზი
- შეიძლება, ვესტუმროთ და გავიგებთ სანდრო ამ საქმეს შენ მიხედე - სანდრომ თანხმობის ნიშნად მიშოს თავი დაუქნია
- და გოგოების ამბავზე რა ვქნათ იმ კაცს როდის მივხედავთ - ამბობს სანდრო და ბიჭებს უყურებს
- გუშინ ავთოს ველაპარაკე, თქვა რომ მაგ კაცს თავად მიხედავს - მიშო
- ავთოს ვერ დაველოდებით ჩვენით უნდა მოვაგვაროთ, თან ეგ კაცი პრობლემებს ჩვენც გვიქმნის - რეზი
- ასე ძალიან მოგაბეზრეთ თავი? - ყველა კარებთან მდგარ მართას უყურებს, მართა კი ხელებ გადაჯვარედინებული დგას, იღიმის და მხრით კარის ჩარჩოს ეყრდნობა
- აქ რას აკეთებ - ამბობს გაბრაზებული რეზი
- დაგავიწყდა რომ თქვენი საპატიო სტუმარი ვარ?
- კარებთან დგომა და ჩვენი მოსმენა არც ისეთი კარგი საქციელია - მშვიდი ხმით ამბობს მიშო
- არ გისმენდით... კარგი შეიძლება სულ ცოტა გავიგონე - ამბობს და ოთახში შედის
- ესეიგი თქვენ და მამაჩემს საერთო მტერი გყავთ, თუმცა ეს ისედაც ვიცოდი. ახლა კი დასწრობანას თამაშობთ ვინ მოკლავს იმ კაცს პირველი?
- შენ და შენი და ცხვირს ყოველთვის იქ რატომ ყოფთ სადაც თქვენი საქმე არ არის?! - რეზი
- ასეთი ბუნება გვაქვს, ცნობისმოყვარე ხო ხვდები არა, გენეტიკის ამბავია
- ჰო საშინელი გენეტიკის
- ახლა შეურაწყოფას გვაყენებ მამაჩემის შთამომავლებს? - სიცილით ამბობს მართა და მიშოს უყურებს რომელიც ოხვრით დგება ფეხზე
- ჯობია შენს ოთახში ახვიდე მართა - მიშო
- კარგით რა დავიღალე იმ ოთახში ჯდომით, იმხელა ლონდონიდან წამომიყვანეთ და ოთხ კედელში გამომამწყვდიეთ, თანაც ჩემს საქმროს მომაშორეთ ვინ იცის ჩემზე როგორ ნერვიულობს
- შენს ოთახში მართა! - კიდევ ეუბნება მიშო მისი საუბრისგან დაღლილი სახით, მაგრამ მართა მას აიგნორებს და საუბარს აგრძელებს
- ნუთს რა სჭირს უკვე სამი საათია ის კი ჯერაც არ გამოსულა, თავი სულ ასეთ იზოლაციაში ყავს თუ ეს მხოლოდ დღეს ხდება
- მიდი და კითხე - ამბობს სანდრო
- ჩემი დანახვა არ გაახარებს, იმას ვკითხულობ ისედაც არ გამოდიოდა თუ ახლა ჩემს აქ ყოფნას ასე აპროტესტებს
- შენი და ჩვენთან ყოფნით აღფრთოვანებული არასდროს ყოფილა ახლა კი შენც დაემატე - პასუხობს სანდრო
- ღმერთო ჩემო რანაირია, მაგას ხო ვერაფერზე და ვერავისზე შეაცვლევინებ აზრს, ასეთი რა დავაშავე უბრალოდ წავედი მეტი ხომ არაფერი?
- თქვენი პრობლემები თავად მოაგვარეთ და წუწუნი თუ გინდა შენ თავს ეწუწუნე
- რეზი ძალიან უხეში ხარ, პატარა ნუთს უხეში ადამიანები არ მოსწონს - რეზი წარბებ შეჭმუხნული უყურებს მართას
- რატომ უნდა მაინტერესებდეს მას როგორი ადამიანები მოსწონს? - ამბობს გაბრაზებული
- რა ვიცი ყოველი შემთხვევისთვის - მართა საბოლოოდ დგება და მიდის, ნუთის ითახთან რამდენიმე წამით გაჩერდა და გზა გააგრძელა.
- წავედი საქმეებს მივხედავ - ამბობს სანდრო და გასასვლელისკენ მიდის
- მეც კომპანიაში უნდა შევიარო - ამბობს მიშო და ისიც სანდროს მიყვება
- ხო მეც ჩემს ახალ საქმეს უნდა მივხედო, ახლა ხო ყარაულის თანამდებობაზე დავინიშნე - ბურტყუნით ამბობს და სავარძელში კომფორტულად თავსდება. ბრაზდება რომ მანცდამაინც მას უწევს სახლში ყოფნა და მათი მიხედვა, აქ ისედაც ვერავინ შემოვა და მისი აქ ყოფნა რა საჭიროა, მითუმეტეს როცა ყველაფერი არეულია და ამდენი საქმეა, რაღაცები კი ზუსტად იმ ქალბატონის გამოა არეული. რეზის გუშინდელი საღამო ახსენდება, ნუთის ცხელი კანი და მაშინვე თვალებს ახელს ფიქრების გასაფანტად. თვალები კარებში მდგარ ნუთზე ეყინება, რომელსაც დაღლილი მაგრამ ბრაზით სავსე თვალები აქვს ნაჭრის მოკლე შორტი და მისი დიდი მაისური აცვია, თმები კი გაბურძგნული აქვს და საერთო ჯამში გაბრაზებულ ზღარბს გავს. რეზის ოდნავ ეღიმება და გუშინდელი სასიამოვნო შეგრძნებები მხოლოდ მის შეხებაზე აფიქრებენ, დიდი სიამოვნებით ჩაისვავდა კალთაში და დაწყებულს დაამთავრებდა, მაგრამ იცის რომ ეს არ მოხდება და ამას არ იზამს
- ჩემი მოკვლის გეგმებს აწყობ? - ნუთი მძიმედ სუნთქავს ბრაზისგან გაბერილი, რამდენიმე წამით თვალებში აშტერდება, შემდეგ კი ბრუნდება და სამზარეულოში მიდის. ცოტახანში რეზის მსხვრევის ხმა ესმის, მაშინვე დგება და სამზარეულოში მიდის
- იცოდე შემოვდივარ და არაფერი მესროლო - რეზი ფრთხილად შედის ოთახში და ნამსხვრევების წინ მდგომ ფეხშიშველ ნუთს უყურებს, რომელიც ხელბ ჩამოყრილი და ოდნავ მოხრილი გალახული ლეკვივით დგას - რა ჯანდაბას აკეთებ? კარგად ხარ? - ნუთი ისევ ისეთი თვალებით უყურებს და ხმას არ იღებს. რეზი ფარავს მათ შორის მანძილს ნუთს წელზე ხელს კიდებს და მაგიდაზე სვავს, " კარგი ახლა ხელების გაშვების დროა რეზი " ფიქრობს რეზი და მაგიდაზე შემოსმულ ნუთს თვალებში აშტერდება ისიც უყურებს და მეტს არაფერს აკეთებს, რეზის ეუცნაურება მისი საქციელი, უფრო სწორად უმოქმედობა, მაგრამ ხვდება რომ გოგო ძალიან არის გაბრაზებული. ფრთხილად შორდება და ნამსხვრევებს უყურებს - იცი ასე თუ გააგრძელებ აუცილებლად გაიჭრი რამეს - ნუთი ისევ არ იღებს ხმას, რეზი სამზარეულოს ათვალიერებს და მაგიდაზე დალაგებული ნივთებით ხვდება რომ ნუთი ჩაის იკეთებდა, მის დაწყებულ საქმეს ასრულებს და ცხელ ჭიქას აწვდის, ნუთი კი ისევ ისე უცნაურად უყურებს და ჭიქას არ ართმევს
- ოპს, ხელი ხომ არ შეგიშლეთ - ამბობს ოთახში შემოსული მართა და ღიმილით უყურებს თავის დას, რომელიც რეზის წინ მაგიდაზე ზის - მგონი რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებდით - ამბობს სიცილით. რეზი ჭიქას ნუთის გვერდით დებს და მობეზრებული სახეით მიდის გასასვლელისკენ
- ჯობია შენ დას ყურადღება მიაქციო თორემ ცოტახანში ყველაფერს დალეწავს რაც გვაქვს - ამბობს და ოთახიდან გადის
- რამე ხომ არ დაგიშავა კარგად ხარ? - მართა ნუთთან მიდის და მხარზე ხელს კიდებს - კარგად ხარ? - ნუთი მაგიდიდან ფრთხილად ჩამოდის და ოთახიდან გადის.

როგორც კი სანდრომ მისამართი გაიგო მაშინვე იმ ქალის სანახავად წავიდა, მანქანა გარეუბანში სახლიდან მოშორებით გააჩერა და ნელა გაუყვა გზას, ჩიხი შეათვალიერა დარწმუნდა რომ არავინ იყო და ფრთხილად დააკაკუნა ძველი სახლის კარზე. კარები მოხუცმა, გაჭაღარავებულმა ქალმა გაუღო, რომელმაც დაკვირვებით აათვალიერა მაღალი ბიჭი
- გამარჯობა - მიესალმა სანდრო და ფართოდ გაუღიმა მოხუც ქალს
- გამარჯობა შვილო ვის ეძებ?
- მე მამუკას ვეძებ აქ ცხოვრობს? - მოღუშული სახე ქალს კიდევ უფრო მოეღუშა
- რატო კითხულობთ რამე მოხდა?
- იცით... მამუკას ჩემი ვალი ქონდა... - უხერხულად ამბობს სანდრო და კისერზე ხელს ისმევს
- ეჰ შემოდი შვილო კარებში ნუ დადგები - ქალმა კარები ფართოდ გააღო და გაიწია რომ სანდრო შეეტარებინა, სანდრო სახლში შევიდა და იქაურობას წამით მოავლო თვალი, სახლს სიძველის და გაჭირვების იერი დაკრავდა - რა გქვია შვილო? - უთხრა ქალმა და მის გვერდით სკამზე დაჯდა
- ალეკო
- მამუკა გარდაიცვალა შვილო - სანდრომ გაკვირვებული სახე მიღო და ქალს მიაჩერდა - მეც ორი დღის წინ გავიგე - ამბობს დამწუხრებული
- ძალიან ვწუხვარ, როგორ გარდაიცვალა ?
- მოკლეს, თავში ესროლეს - სანდრომ ნათლად დაინახა ქალის თვალებში აკიაფებული ცრემლები - ეჰ, როგორ ვთქვა ჩემი შვილი იყო, მარა სულ ცუდ საქმეებში იყო გარეული ვიცოდი ან ციხეში დაამთავრებდა ან ეგრე გაიმეტებდა ვინმე, ბევრ ცუდს აკეთებდა მარა ასე სიკვდილს მაინც არ იმსახურებდა, სამიწელია არ გვინახია... - სანდრო დაძაბული იჯდა სკამზე და ქალს უსმენდა - რამდენი ქონდა შვილო შენი ვალი? ახლა კი ვერ მოგცემ მარა იქნებ ნელ-ნელა მაინც მოგცე - უთხრა სევდიანად ქალმა
- ბევრი არ ქონია... გადახდა არაა საჭირო
- როგორ არა შვილო... მალე პენსიას ავიღებ და გამოიარე მაგ დროისთვის - სანდრომ უხერხულად შეხედა ქალს
- მართლა არ არის საჭირო ასეთ მძიმე დროს ფულს როგორ გამოგართმევთ, რო მცოდნოდა არც გეტყოდით
- ვალი ვალია და უნდა გადავიხადო... რამდენი ისესხა?
- მართლა ვერ გამოგართმევთ... ჯერ-ჯერობით დიდად არც მჭირდება
- ბებო მოვედი - სანდრომ კარებისკენ გაიხედა სადაც პატარა ბიჭი იდგა
- მოდი ბებო, ხელები დაიბანე და ახლავე გაჭმევ
- მამუკას შვილია?
- ხო ათი წლისაა
- აქ მარტო ცხოვრობთ?
- კი, მამუკამ ცოლი გვიან მოიყვანა საწყალი ქალი ორ წელში გარდაიცვალა, ავად იყო, ბიჭი ერთი წლის იყო მაშინ დედა სულ არ ახსოვს და არც მამა ახსოვს კარგად, კი გითხარი სამი წლის წინ ვნახე ბოლოს, ფულს კი გვიგზავნიდა მარა თვითონ არ მოდიოდა
- ბავშვს არ ნახულობდა ან თქვენ არ იცოდით სად ცხოვრობდა?
- არაფერი შვილო სამი წელი არაფერი გამეგო მასზე - სანდრომ რამდენჯერმე გახედა ცოტახნის წინ შემოსულ ბიჭს რომელიც კუთხეში ჩუმად იჯდა
- კარგით კიდევ ერთხელ ვიზიარებ და წავალ მაშინ - თქვა და მაშინვე წამოდგა
- მოიცა ჯერ ვალზე რო არ გითქვამს - უთხრა აღშფოთებულმა ქალმა - ასე როგორ შეიძლება
- მართლა არ არის საჭირო დამიჯერეთ და არ იდარდოთ - უთხრა სანდრომ და ქალს თითქმის გამოექცა სახლიდან იმის ძახილით რომ ვალის დაბრუნება საჭირო არ იყო. სწრაფად მივიდა მანქანამდე და იქიდანაც სწრაფად წავიდა
- ისეთ საზიზღარ კაცს ასეთი დედა როგორ ყავს - ლაპარაკობდა თავისთვის.
***
მთელი დღე აღარ გამოვსულვარ ოთახიდან, სიცხე აღარ მქონდა, მაგრამ თავი ისევ მტკიოდა და არც დაღლილობა გამქრალა. რეზის მაიკას თითებით ვეთამაშებოდი და მისი პატრონის განადგურების გზებზე ვფიქრობდი, ალბათ მისი მაიკა არ უნდა მეცვას მაგრამ როლინგში ძალიან დამცხა ეს მაიკა კი საკმაოდ კომფორტულია. მეორე დღეს შუადღეს როგორც იქნა ავდექი, თბილად ჩავიცვი და ჩანთიდან სათვალეები ამოვიღე, კარგია რომ ამის ჩადება მოიფიქრა, ახლა თვალები საშინლად მტკივა ამდენი ტირილისგან, მას მხოლოდ კითხვისას ან კომპიუტერთან ვიყენებ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამომადგება. ოთახიდან გავდივარ და მაშინვე მიშოს ძებნას ვიწყებ, რომ ჩემი ღამით ნაფიქრი გეგმები გავანდო, რომელიც შესაძლია ცოტაოდენ თვით მკვლელობის ელემენტებსაც შეიცავს, მაგრამ ეს რომ არ ვქნა მართლა გავგიჟდები. მიშოს მის კაბინეტში ფურცლებში ჩამძვრალს ვპულობ, დაუკაკუნებლად შევდივარ თავს წევს და სათვალეებიდან წარბებ შეჭმუხნული მიყურებს. ვჯდები და პირდაპირ საქმეზე გადავდივარ
- მოკლედ უნივერსიტეტში უნდა დავბრუნდე, უკვე ისედაც ბევრი გავაცდინე და მასალას სულ უფრო ვრჩები, არვაპირებ სემესტრის ბოლოს ყველა საგნის შეტენვას, ახლავე გეუბნები რომ ეს არც თხოვნაა და არც ნებართვას ვიღებ, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ ხვალიდან უნივერსიტეტში სუარულს ვაგრძელებ...
- არა!
- დამამთავრებინე! როგორც უკვე ვთქვი ნებართვას არ ვითხოვ, წავალ და მორჩა, შეგიძლიათ საბა ან გიორგი ან ვინც გინდათ ის გამაყოლოთ და უნივერსიტეტიდანაც პირდაპირ აქ მოვალ, იმდენ ხალხში არ მგონია ვინმემ რამის დაშავება მოახერხოს, მითუმეტეს თუ თქვენი ხალხიც იქ იქნება, თუ ჩემს გაჩრებას ეცდებით ისევე გავიპარები როგორც წინაზე და ვერც ოთახში ჩაკეტვით შემაკავებთ, გადაწყვეტილება უკვე მივიღე - იმ შემთხვევისთვის თუ მართლაც ოთახში გამომკეტავენ სრულიად დამანგრეველი გეგმა მაქვს, ლალის ტელეფონს ავიღებ, პოლიციაში დავრეკავ და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დავამთავრებ, უკვე ისედაც საკმარისია მათი ჩემს ცხოვრებაში პარპაში. სანდრო აშკარად არ არის თანახმა, მაგრამ არ მაინტერესებს გადაწყვეტილება მივიღე და მორჩა, არავის სათამაშოდ ყოფნას არ ვაპირებ და ასე გამოკეტილსაც მომბეზრდა ცხოვრება - ჩემს მომავალს თქვენს არაკანონიერ და ბინძურ ცხოვრებას ვერ შევწირავ - ვამბობ, ვდგები და ისე გამოვდივარ ოთახიდან მის პასუხს არცვუცდი, მისი პასუხი არცაა საჭირო, უკვე ყველაფერი გადავწყვიტე. დიდ ოთახს მივუახხლოვდი საიდანაც სანდროს და ტელევიზორის ხმა ისმოდა
- ... არაფერი იცის სამიწელია არ უნახავს - ამბობს სანდრო მაგრამ მის ხმას ტელევიზოიდან მომავალი ხმა ფარავს და ადგილზე ვჩერდები
- ... ერთი თვის წინ მომხდარი დანაშაული პოლიციას ჯერაც არ გაუხსნია, თუმცა მსხვერპლის ვინაობა სამართალ დამცავებისთვის უკვე ცნობილია, თუმცა მის სახელს არ ასაჯაროვებენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი გოგონა, რომელიც დანაშაულს შეესწრო ამბობს რომ არაფერი დაუნახავს. როგორც ამ საქმის გამომძიებელი გიორგი ჭავჭავაძე აცხადებს ამ დროისთვის პოლიციას მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი არ აქვს. პოლიცია ვარაუდობს რომ ეს ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულია - მეტის მოსმენა ნამდვილად აღარ შემეძლო და ოთახში ავედი. ერთი თვე გავიდა და ჯერაც ვერაფერი გაიგეს.
ოთახში მართა შემოდის და ხელში სენდვიჩები უჭირავს, თითქმის დამავიწყდა რომ ესეც აქ არის, ერთ სენდვიჩს მიწვდის, ჯერ სენდვიჩს მერე კი მას ვუურებ
- ნუ გეშინია ხორცი არ აქვს და არც საწამლავი
- საწამლავის თაობაზე დარწმინებული არ ვარ
- გამომართვი არაფერი გიჭამია... დიეტაზე ხომ არ ხარ? როგორც ვხედავ აქ ვიღაც ვიღაცეებს ეპრანჭები - სენდვიჩს ვართმევ და გაბრაზებული ვუყურებ
- შენგან განსხვავებით ყველას კისერზე არ ვეკიდები
- რავიცი სამზარეულოში რომ არ შემომესწრო ვინ იცის რითი დაამთავრებდით - არა, ეს ადამიანი ნამდვილად ჩემს ნერვებს ცდის
- ის უფრო შესაძლებელია რომ მას ყელს გამოვვჭრიდი, ვიდრე ის რასაც შენ ფიქრობ - ვამბობ და სენდვიჩს ვკბეჩ
- რეზი სიმპატიურია არაუშავს თუ გაერთობი
- ასეთი სიმპატიური თუა თავად გაერთე - ვეუბნები გამოტენილი პირით
- სიამოვნებით მაგრამ ვერ ხედავ ხელს რამხელა ბეჭედი მიმშვენებს? - ამბობს და ბეჭდიან ხელს ცხვირწინ მიბრიალებს
- ხო შენთვის მხოლოდ ზომას აქვს მნიშვნელობა - ვეუბნები და სენდვიჩის ჭამას ვაგრძელებ
- შეურაწყოფას მაყენებ პატარა ნუთ მაგრამ არაუშავს, გაბრაზებული ხარ გასაგებია
- კარგი ვიჭორავეთ ახლა გადი
- ყველა რატომ მაგდებთ ვერ გავიგე
- იმიტომ რომ დამღლელი ხარ - ვეუბნები სრულ სიმართლეს
- ზუსტად ისეთი ხარ როგორიც ოთხი წლის წინ იყავი, ვერაფრით გაიზარდე - ამბობს და ოთახიდან გადის, როგორც იქნა.
- ისე ამბობს თითქოს თავად ოდნავ მაინც შეიცვალა - ვბურტყუნებ ხმამაღლა, ნახევარ სენდვიჩს ვტოვებ და ტუმბოზე ვდებ. იმედი მაქვს ხვალ ყველაფერი ნორმალურად იქნება და კარები ჩკეტილი არ დამხვდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მტკიცედ მაქვს პოლიციაში დარეკვა გადაწყვეტილი, მორჩა ასე გაგრძელებას ნამდვილად აღარ ვაპირებ. რამდენიმე საათიანი წრიალის შემდეგ როგორღაც მეძინება და კოშმარებიც მალევე მეწვივნენ, მთელი ღამე იმ კაცის უსიცოცხლო თვალები მესიზმრებოდა, ისე მიყურებდნენ თითქოს დამნაშავე მე ვიყავი. გამთენიისას საბოლოოდ ჩამეძინა.



№1  offline წევრი Salo123

მეგონა აღარ დადებდი იმდენი ველოდე ახალ თავს;((
--------------------
ს. ბაგრატია

 


№2  offline წევრი esel

Salo123
მეგონა აღარ დადებდი იმდენი ველოდე ახალ თავს;((

მე არაფერ შუაში ვარ მუზამ დასტუკა joy joy blush

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ვაიმე რა კბილის ჩოთქი, კაი რაა... რა კბილის ჩოთქი. ღმერთო ჩემო, ახლა კიდევ ვინმე ხმარობს კბილის ჩოთქს? აბა, კბილის ჩოთქს რომ წაიკითხავ, სულ რომ სასწაული ეწეროს, კითხვის გაგრძელების სურვილი გექნებოდა?

 


№4  offline წევრი esel

სტუმარი ანასტასია
ვაიმე რა კბილის ჩოთქი, კაი რაა... რა კბილის ჩოთქი. ღმერთო ჩემო, ახლა კიდევ ვინმე ხმარობს კბილის ჩოთქს? აბა, კბილის ჩოთქს რომ წაიკითხავ, სულ რომ სასწაული ეწეროს, კითხვის გაგრძელების სურვილი გექნებოდა?

მსგავს შენიშვნებს ყოველთვის ვიღებ როცა სწორი ფორმით გადმოცემენ თავიანთ აზრს, თქვენი კომენტარი კი სრულად საპირისპიროა, გასაგებია ხო შეცდომაა და არ უნდა დამეწერა ეგრე მაგრამ შეიძლება რომ შეცდომაზე ნორმალურად მიუთითო. თუ არ მოგწონთ და მაგის გამო კითხვას ვერ აგრძელებთ ეგ თქვენი გადასაწყვეტია, ნამდვილად არ ვაძალებ ვინმეს წაკითხვას.

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძლიიივს,მეღირსაააა.ახალი თავი როდის იქნება?

 


№6 სტუმარი one

სტუმარი ანასტასია
ვაიმე რა კბილის ჩოთქი, კაი რაა... რა კბილის ჩოთქი. ღმერთო ჩემო, ახლა კიდევ ვინმე ხმარობს კბილის ჩოთქს? აბა, კბილის ჩოთქს რომ წაიკითხავ, სულ რომ სასწაული ეწეროს, კითხვის გაგრძელების სურვილი გექნებოდა?

da ra ver gavige))) “ კბილის ჩოთქს” aprotestebt tuu imas rom aghar moikhmaren ukve “კბილის ჩოთქს"))))
swori formit gadaecit shenishvna, muclidan aravis dagvyveba codna, ukacravad da bodishit))))

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

სტუმარი ანასტასია
ვაიმე რა კბილის ჩოთქი, კაი რაა... რა კბილის ჩოთქი. ღმერთო ჩემო, ახლა კიდევ ვინმე ხმარობს კბილის ჩოთქს? აბა, კბილის ჩოთქს რომ წაიკითხავ, სულ რომ სასწაული ეწეროს, კითხვის გაგრძელების სურვილი გექნებოდა?

შენ თუ ხმარობ კბილის ლაზერს მიდი და დაწერე უკეთესი

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

სიმართლეს გეტყვი და ძალიან მომწონდა რეზის და ნუთის წყვილი. მაგრამ ამ თავში რა სიველურეც გააკეთა რეზიმ, არ ვიცი. მესმის რომ ეგეთი ხასიათი აქვს, მაგრამ ანუ, დავიბენი. რა სიველურე იყო, ვერ მივხვდი. ხან ეხმარება ვითომდა ძალდატანებით, ხან ასეთ რამეს უკეთებს. ნუთის ადგილას კიდევ თავს რომ წარმოვიდგენ, სულ მაჟრიალებს. ყველა ფსიქოლოგიურ ზეძოლას ახდენს მასე და მთელი გულით მეცოდება, რომ წარმოვიდგენ რა უძლურადაც არის ამ სიტუაციაში. თან რომ გინდა ყველა და ყველაფერს გაექცე, მერე გახსენდება დედა, უცებ თავმოყვარეობა, სისუსტე და მართლა ვუთანაგრძნობ. როგორ მინდა ეგ გოგო სადმე გაიქცეს და არავის დაენახოს კარგა ხანს. არც უფრთხილდებიან, თორე კი. თავიანთ ჭკუაზე დაატარებენ-თქო რომ ვთქვა, ნამდვილად არასწორი იქნება ნუთის ქცევებიდან გამომდინარე, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ ეს გოგო დაიმორჩილონ. თან ყველა პერსონაჟი და კი, ღირსი იქნება ყველა რომ ნუთი ცოტა ხნით სადმე გაქრეს და მერე ჩვენც მივხვდებით და ისინიც მართლა დარდობენ თუ არა მასზე. პოლიციის შიში ექნებათ, თუ იმის რამე არ დაემართოს მას. საინტერესოა. წარმატებები!❤❤❤
P.S პოლიციის ხსენებაზე გამაჟრიალა. არ მიყვარს დაუსჯელი დამნაშავეები, მაგრამ როცა საქმე მთავარ პერსონაჟებს ეხებათ ხოლმე სულ მაჟრიალებს. ცუდია რომ ,,ვარჩევ" მაგრამ რასაც გულწრფელად განვიცდი იმას გადმოგცემ, როგორც მკითხველი. იმედია თავიანთ სასჯელს ყველა მიიღებს, რაღაც დოზით მაინც :( მაგრამ მაინც მგონია, რომ ამათ საქმეებში სრულიად სხვა რამეები იმალება, ვიდრე უბრალო კაცის კვლები და ,,ძველი ბიჭების ბირჟა", ვიმედოვნებ ასეა :)

 


№9  offline წევრი esel

სტუმარი თიკო
სიმართლეს გეტყვი და ძალიან მომწონდა რეზის და ნუთის წყვილი. მაგრამ ამ თავში რა სიველურეც გააკეთა რეზიმ, არ ვიცი. მესმის რომ ეგეთი ხასიათი აქვს, მაგრამ ანუ, დავიბენი. რა სიველურე იყო, ვერ მივხვდი. ხან ეხმარება ვითომდა ძალდატანებით, ხან ასეთ რამეს უკეთებს. ნუთის ადგილას კიდევ თავს რომ წარმოვიდგენ, სულ მაჟრიალებს. ყველა ფსიქოლოგიურ ზეძოლას ახდენს მასე და მთელი გულით მეცოდება, რომ წარმოვიდგენ რა უძლურადაც არის ამ სიტუაციაში. თან რომ გინდა ყველა და ყველაფერს გაექცე, მერე გახსენდება დედა, უცებ თავმოყვარეობა, სისუსტე და მართლა ვუთანაგრძნობ. როგორ მინდა ეგ გოგო სადმე გაიქცეს და არავის დაენახოს კარგა ხანს. არც უფრთხილდებიან, თორე კი. თავიანთ ჭკუაზე დაატარებენ-თქო რომ ვთქვა, ნამდვილად არასწორი იქნება ნუთის ქცევებიდან გამომდინარე, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ ეს გოგო დაიმორჩილონ. თან ყველა პერსონაჟი და კი, ღირსი იქნება ყველა რომ ნუთი ცოტა ხნით სადმე გაქრეს და მერე ჩვენც მივხვდებით და ისინიც მართლა დარდობენ თუ არა მასზე. პოლიციის შიში ექნებათ, თუ იმის რამე არ დაემართოს მას. საინტერესოა. წარმატებები!❤❤❤
P.S პოლიციის ხსენებაზე გამაჟრიალა. არ მიყვარს დაუსჯელი დამნაშავეები, მაგრამ როცა საქმე მთავარ პერსონაჟებს ეხებათ ხოლმე სულ მაჟრიალებს. ცუდია რომ ,,ვარჩევ" მაგრამ რასაც გულწრფელად განვიცდი იმას გადმოგცემ, როგორც მკითხველი. იმედია თავიანთ სასჯელს ყველა მიიღებს, რაღაც დოზით მაინც :( მაგრამ მაინც მგონია, რომ ამათ საქმეებში სრულიად სხვა რამეები იმალება, ვიდრე უბრალო კაცის კვლები და ,,ძველი ბიჭების ბირჟა", ვიმედოვნებ ასეა :)

მარტო შენ კიარა ნუთსაც უნდა ცოტახანი გადაკარგვა და მარტო ყოფნა. რეზის საქციელს რაც შეეხება მართლა სიველურე იყო, ნელ-ნელა უკეთესადაც გაიცნობთ მის პერსონაჟს და შეიძლება კიდევ ბევრი რამე არ მოგეწონოთ, მთავარი პერსონაჟია მაგრამ კრიმინალიცაა და "კარგი ტიპის" როლში რო გამოვიყვანო მგონია რო არც იქნება საინტერესო. დაუსჯელი დამნაშავე კი მეც არ მიყვარს.
მადლობა რომ თქვენს აზრს და შეხედულებებს მიზიარებთ, უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს რო წერა გავაგრძელო და ისედაც მაინტერესებს პერსონაჟებზე რას ფიქრობთ. ❤❤❤❤

სტუმარი მარიამი
ძლიიივს,მეღირსაააა.ახალი თავი როდის იქნება?

ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ასე ძალიან აღარ დააგვიანდება ❤

 


№10 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მომეწონა კარგი ისტორიაა.იმედია ახალი თავი მალე იქნება .წარმატებები ტქვენც და თქვენი ისტორიის თავგზააბნეულ პერსონაჟებს????????????

 


№11  offline წევრი esel

სტუმარი სტუმარი
მომეწონა კარგი ისტორიაა.იმედია ახალი თავი მალე იქნება .წარმატებები ტქვენც და თქვენი ისტორიის თავგზააბნეულ პერსონაჟებს????????????

მადლობა ❤

 


№12 სტუმარი ია

რაღაცეები გაასწორე რა შემდეგ თავებში, მაგალითად გვერძე,მდივანი,სვავს და ა .შ... კარგად წერ და ემოციაც მოაქვს, უბრალოდ ასეთი შეცდომები ხარისხს გიგდებს ხომ ხვდები...ამ შეცდომების გამოცაა 5ლოვე.ჯის დამწყებებზე რომ ქილიკობენ არადა მშვენიერია ზოგი ,მათ შორის შენც...
P.s. მინდა მოძლიერდეს ნუთი ,ძაან მეცოდება ასეთ დღეში რომაა...
წარმატებები

 


№13  offline წევრი esel

ია
რაღაცეები გაასწორე რა შემდეგ თავებში, მაგალითად გვერძე,მდივანი,სვავს და ა .შ... კარგად წერ და ემოციაც მოაქვს, უბრალოდ ასეთი შეცდომები ხარისხს გიგდებს ხომ ხვდები...ამ შეცდომების გამოცაა 5ლოვე.ჯის დამწყებებზე რომ ქილიკობენ არადა მშვენიერია ზოგი ,მათ შორის შენც...
P.s. მინდა მოძლიერდეს ნუთი ,ძაან მეცოდება ასეთ დღეში რომაა...
წარმატებები

ვეცდები ნელ-ნელა გამოვასწორო მსგავსი გრამატიკული შეცდომები ❤❤❤

 


№14  offline წევრი nini :)

საყვარელო იმედი მაქვს ახალ თავს მალე ვიხილავთ, მომეწინა და მაინტერებს რამდენ ხანს აარიდებენ ნუთი და რეზი თავს ერთმანეთს... საყვარლები არიან ძალიან ❤♥️♥️ იმედი მაქვს რომ მართა მალე დაახლოებს მათ.... და მაინტერესებს როდის გაიგებს ნუთი რომ მიშო მისი ძმაა

 


№15  offline წევრი natikoo

როდის ველოდოთ ახალ თავს? ამ ბოლო დროს ცოტა გაიწელა :(

 


№16  offline წევრი esel

nini :)
საყვარელო იმედი მაქვს ახალ თავს მალე ვიხილავთ, მომეწინა და მაინტერებს რამდენ ხანს აარიდებენ ნუთი და რეზი თავს ერთმანეთს... საყვარლები არიან ძალიან ❤♥️♥️ იმედი მაქვს რომ მართა მალე დაახლოებს მათ.... და მაინტერესებს როდის გაიგებს ნუთი რომ მიშო მისი ძმაა

მადლობააა ❤❤ ახალი თავი რაც მთავარია იქნება : )

natikoo
როდის ველოდოთ ახალ თავს? ამ ბოლო დროს ცოტა გაიწელა :(

მალე. შუალედურები მაქვს მერე მალევე ფინალურებიც დაიწყება და ცოტა ვეღარ ვუთმობ ამას დროს ❤

 


№17  offline წევრი Xutu

Dges xom unda dagedo sixarulo? <3

 


№18  offline წევრი esel

Xutu
Dges xom unda dagedo sixarulo? <3

დღეს გვიან ავტვირთავ ახალ თავს ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent