მე გიტოვებ ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილად 14-დასასრული
საწოლში ვერ ისვენებს, თან ეშინია თავისი მოუსვენრობით ბავშვი არ გააღვიძოს, როდის გათენდება??? ღამე ასე არასდროს გაწელილა, ფიქრების მობილიზებას ვერ ახერხებს, ერთ კონკრეტულ საკითხზე ვერ ფიქრობს, აზრი ყოველთვის უწყდება... როდის ჩაფრინდება და დარეკავს... ეს მანქანის დატოვება რა იყო... რა ვუთხრა ხვალ გოგოებს... მანქანით რომარ წავიდე გაბრაზდება... ხვალ კიდე წყნეთში... ნანი... ნანი დეიდა... ნუცა და ლადო... კიდევ საინტერესოა ვინ იქნება... რა უნდა ვქნა??? რაზე უნდა ვისაუბროთ??? ეს ყველაფერი ადრეა??? ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი??? რა არის ე.წ. "ეს ყველაფერი"??? თავზე ხელებს იჭერს და გაწამებული სახე აქვს, ცაცო გეხვეწები შეწყვიტე ფიქრი თორემ შეიშლები... უშედეგოდ ამშვიდებს საკუთარ თავს, დედას უნდა ველაპარაკო ამ დღეებში, აუცილებელია, დედიკოს რჩევები მჭირდება, ნეტა რას იფიქრებს??? როგორც იქნა რიჟრაჟმა უშველა, ცოტა დამშვიდდა, თითქოს მხოლოდ დღის სინათლეს შეეძლო ღამის კითხვებზე პასუხების გაცემა, ნუცასაც გაეღვიძა, თვალები მოისრისა, აბუძღუნდა, სკოლაშ არ მივდივარ, მაგრამ მაიც დაპროგრამებულივით ვიღვიძებ ერთსა და იმავე დროსო... ცაცოს ოდნავ შეშუპებულ და უძილობისგან ჩაწითლებულ თვალებს რომ წააწყდა გაეღიმა –შეგაჩვევს ეგ ბიჭი უძილო ღამეებს ცაცო დეიდა –ენა გააჩუმე შე არასრულწლოვანო ფსიქოლოგო –რატომ არ გეძინა? ხომ იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება? ცაცოს პასუხი არ გაუცია, ადგა, სწრაფად ჩაიცვა –ასე ადრე ნინას რო დაადგე თავზე დაგხვრიტავს, მიაძახა კარებში მდგაც ცაცოს ნუცამ –არ მივდივარ ჯერ, ყავას დავლევ და გამოვფხიზლდები, მამასაც ღვიძავს არ გესმის, ტელევიზორს რამხელა ხმაზე აყვირებს? დაველაპარაკები, სკოლა სულ რაღაც ორ კვირაში გიმთავრდებათ, ხომ უნდა გადავწყვიტოთ, ვინ და როგორ წაგიყვანთ სოფელში –არ მინდა სოფელში, შალვა მომკლავს მუშაობით, ძროხების, ღორების და ცხენების მოვლით, აწუწუნდა ნუცა –არაფერი გიჭირს, არ მოკვდები, მეც და ლალუკაც მასე გავიზარდეთ და მე მგონი ცოცხლები და საღსალამათები ვართ, ისე ლალუკას ხსენებაზე, როგორ იქცევა დედაშენი ამ ბოლოს? რამოდენიმე დღეა არ მინახია, მე რომ მივდივარ ძინავს, საღამოს ეს ბოლო დღეებია გვიან მოვდივარ –მშვიდათაა, მეც ხო იცი არ ვარ მთელი დღე სახში, ბებოს კიდე საყვედური არაფერზე უთქვამს, ვერ ხედავ ემილისაც უვლის, გამოსწორების გზაზე დადგა –შენთან კიდევ მაქვს რაღაცეები გასარკვევი, გამომცდელად გახედა ცაცომ –შენ თავს გეფიცები არაფერი დამიშავებია, საწყალი თვალებით შეხედა ნუცამ და ცაცოს გაეცინა –ხვალ წყნეთში წამოხვალ? ოღონდ არ მითხრა რომ არ იცი წყნეთში რა ხდება, მასეთი სულელი დეიდაც არ ვარ –ჯაბამ გთხოვა ხო? ლადომ მითხრა ჯაბას ვეტყვი და ცაცო წამოგიყვანსო –მე კი წაგიყვან, მაგრამ რაღაცის გარკვევა მინდა, იმედია ძალიან გულახდილად ვისაუბრებთ, საწოლზე ჩამოუჯდა ცაცო, ნუცას ცოტა უკმაყოფილო სახე ქონდა –ნუც, მე ვიცი რომ ძალიან ჭკვიანი მყავხარ, მაგრამ... –ცაცო დეიდა ვიცი რისი კითხვაც გინდა და ახლა მაგაზე პასუხს ვერ გაგცემ, გააწყვეტინა ნუცამ და თვალები აარიდა –მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, ჩემი ასაკის არი, მაგრამ თითქოს დიდია, სხვანაირად აზროვნებს და საერთოდ სულ სხვანაირია, იმათგან ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, სულ სხვანაირ თემებზე ვსაუბრობთ, საყვარელია, არ არის მომაბეზრებელი, თავშეკავებულია, ბევრის უფლებას არ აძლევს თავის თავს, მომწონს ასეთი დამოკიდებულება გესმის? ისეთია ვისთანაც მშვიდად და აუღელვებლად შეგიძლია ისაუბრო და დარწმუნებული იყო რომ გისმენენ, რა შენ არ მოგეწონებოდა ასეთი რამ? –ნუ მისთვის იოლია იყოს ისეთი როგორიც არის, ამის ყველა შესაძლებლობა აქვს –თუ მატერიალურ უზრუნველყოფას გულისხმობ, ძალიან ცდები, უმეტესობა ასეთი უზრუნველყოფილი ახალგაზრდებისა ძალიან განებივრებული და მომაბეზრებელია, მომავლის გემების გარეშე, უბრალოდ დღევანდელი ცხოვრებით რომ ცხოვრობენ, მას კიდე საზღვარგარეთ სწავლა უნდა, საავიაციო განხრით, რაღაცეებს კი მიხსნიდა, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი ჩინური იყო, მერე თვითონაც მიხვდა და ორივემ ბევრი ვიცინეთ... ვიცი რომ შეიძლება ბევრი იყოს ვისაც ასეთივე გეგმები აქვს და ლადოსგან განსხვავებით მათ განხორციელებას ვერ შეძლებს, მაგრამ ის რომ ცხოვრება ლადოსთვის უფრო იოლია ეს ხომ მისი დანაშაული არ არის? ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, უბრალოდ სხვებზე უფრო ბევრი შესაძლებლობებით, ცაცო თვალებგაფართოებული უსმენდა ნუცას, ეს ბავშვი სულ უფრო და უფრო აოცებდა, ახლაც ზუსტი ფორმულირება მოუძბნა იმას რაზეც თვითონ თავს დიდი ხანი იმტვრევდა, ჯაბაც ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, უბრალოთ სხვებისგან განსხვავებით ბევრი შესაძლებლობებით –ნუც რასაც ახლა გკითხავ მე თვითონაც მრცხვენია ამისი, რადგან შენც შეგიძლია იგივე კითხვა დამისვა და მე არ ვიცი პასუხის გაცემას გულახდილად შევძლებ თუ არა, მაგრამ მაინც, "უფრო ბევრი შესაძლებლობები" ხომ არ არის ლადოთი დაინტერესების მიზეზი? –არა ცაცო დეიდა, ეგ არ არის მიზეზი და მე მაგ კითხვას შენ არ დაგისვამ, იცი რატო? ადამიანებს რომლებსა ეს "უფრო ბევრი შესაძლებლობები" აინტერესებთ, ისინი უფრო ბევრსაც აკეთებენ იმისთვის რომ ეს შესაძლებლობები მოიპოვონ, ან საკუთარი თავის ან ვიღაცის წყალობით, ჩვენ კი ეს ამბიცია არასდროს გვქონია, ნუ ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, შენ სადმე მხოლოდ იმიტომ წასულიყავი, რომ იქ ამ შესაძლებლობების მომცემი ბევრი ობიექტი იქნებოდა და შენც სანადიროდ გახვიდოდი –რას გულისხმობ? დაიბნა უცებ ცაცო –აი მაგალითად რესტორნებს, კლუბებს, კონცერტებს, გამოფენებს, ადგილებს სადაც ასეთი ბევრი შესაძლებლობების მქონე ადამიანები ხშირად დადიან, ხოლო ახალგაზრდა და ამშესაძლებლობებძე მონადირე გოგონები კი საკუთარი თავის დემონსტრირებას ახდენენ –ახლა გასაგებია, გაეცინა ცაცოს –მარტო ეს არის, მათი გაცნობის ხერხი? –არა, ასეთი ბევრია, სადეღამისო თვალთვალის, მოწყობილი უბედური შემთხვევების, ფიტნეს დაწესწბულებებში დღეების გატარებსი და კიდევ ბევრი ხერხის ჩათვლით... ცაცოს უცებ ყიფშო გაახსენდა, რას აღარ აკეთებდა ის თავისი გასიებული პარლამენტარი, რომ გამოეჭირა და ბოლოს გამოიჭირა კიდეც, ისევ გაეღიმა, ახლა უკვე სინანულით –შენ კიდე ჯაბამ სულ შემთხვევით გნახა, ლადომ მე კი სულ სულ სულ შემთხვევით, თუმცა შენ და ჯაბა მართლა სხვა თემა ხართ, მე და ლადოს უბრალოდ გვსიამოვნებს ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება გვინა და ერთმანეთის გაცნობა, შენ და ჯაბა კი... ნუცა უცებ გაჩუმდა –რა გვჭირს მე და ჯაბას? დასერიოზულდა ცაცო –კარგი რაღაცა გჭირთ, ჩვენი დროისთვის ცოტა დავიწყებული და დაუჯერებელი, არასტანდარტული, ისეთივე როგორებიც ხართ, ერთად სულ ერთხელ გნახეთ და ეს საკმარისი იყო, თქვენგან სითბო იგრძნობა, სითბო და გულწრფელობა –ხანდახან ძალიან მაკვირვებ, ჩაეხუტა ცაცო ნუცას, მერე მისაღებში დილიდან წარბშეკრულ მამას მიესალმა, სიგარეტის ნამწვავებით გავსებული საფერფლე ააცალი, თვალებით თითქოს ისიც უსაყვედურა ამდენი როდის მოასწარიო, იმას კითხვა არ სჭირდებოდა, დალევდა თუ არა მასთან ერთად ყავას, მიტომ რომ ბატონი ბადრი ყავაზე უარს არსოდეს ამბობდა, უსიტყვოდ დაუდგა საშუალო ზომის ფინჯანი ჟურნალენის მაგიდაზე და ტელევიზორს გახედა, როგორც ყოველთვის საინფორმაციო გადაცემას უყურებდა და თან ნერვებ მოშლილი ჩხუბობდა, ესენი ხომ ადამიანები არ არიანო, იძახდა პოლიტიკოსებზე, ცაცოს ყოველთვის ეცინებოდა, ამ მომენტზე, რას ბრაზდების სხვა რამეს უყურეო, სულ ამას ეუბნებოდა, მერე ბავშვების სოფელში გაგზავნაზე ისაუბრეს, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს, ბატონმა ბადრიმ ისიკ კი უთხრა, ერთი ეს ორი კვირა მაცოცხლე და მერე მოვიფიქრებ რამესო, ცაცო წასასვლელად, რომ მოემზადა მხოლოდ მაშინ კითხა სად მიდიხარო –ნინასთან, მოკლე პასუხი დაუბრუნა ცაცომ –შვილო ამ ბოლო დროს ძაან მოუხშირე გარეთ ყოფნას, დაგვიანებას –რა ვქნა მა , ხომ იცი სამსახურს რომელ საათზეც ვამთავრებ და მარტო სახლი და სამსახური ხომ არ არის ცხოვრება? აი ხვალაც არ ვიქნები სახში, მე და ნუცა მეგობრებმა დაგვპატიჟეს წყნეთში, ნელა და კორექტულად შეაპარა ცაცომ მისი ხვალინდელი წყნეთში წასვლის ამბავი მამას, პასუხს არ დაელოდა და კარები გაიხურა, მანქანის კარები ისევ ქურდივით გამოაღო და მორალურად მოემზადა ნატოს კითხვების გასაძლებად, იცოდა ბევრი რომ მოხვდებოდა, რა ექნა? თუმცა არც ნატოს დააკლებდა, ერთი სული ქონდა გაეგო ლაშასთან რა ხდებოდა, მაღაზიიდან მომავალი იაკო დაინახა და მანქანიდან მაშინვე ჩამოხტა, იაკომ ძალიან თბილად გაუღიმა და ცაცოც დიდი სიყვარულით მოეხვია –როგორ ხარ? დედიკო როგორ არის? –ძველებუად არის ყველაფერი, შენსკენ კი მგონი სიახლეებია, როდის გამდიდრდი ასე? იქნებ მეც მასწავლო რაიმე რეცეპტი? ორე თვიდან თვემდე თავი ძივს გაგვაქვს, ჯაბას მანქანას გახედა იაკომ –ჩემი არ არის, მეგობრისაა, თავის გატანას კი რაც შეეხება, ყოველთვის შეგიძლია ჩვენი ოჯახის იმედი გქონდეს –რამდენ ხანს ცაცო? ვიცი რომ გულით გინდა დახმარება, მაგრამ ახლა დალხენილი ცხოვრებით არავინ ვცხოვრობთ, ლალუკაც და ბავშვებიც თქვენთან არიან, უხერხულად შეიშმუშნა იაკო –გიგა დამეხმარა ამას წინათ და ისიც მითხრა რომ ახლა ამ რაოდენობის თანხას ყოველთვიურად მომცემდა, ვიკამათეთ ამასთან დაკავშირებით, რატომ უნდა მიხადოს გიგამ ხელფასივით ყოველ თვიურად არც თუ ისე მცირედი თანხა? ვიცი რომ მუშაობას იწყებს... შენი წყალობით, მაგრამ ვალდებული არ არის ჩემი ოჯახიც მანშეინახოს იქნებ დაელაპარაკო, მე არ მისმენს, ძალიან მერიდება –იაკო, გიგა არც მე მომისმენს, არავის მოუსმენს მაგ საკითხთან დაკავშირებით, ჩემზე კარგად იცი კაკი და ის როგორი ძმაკაცები იყვნენ, მაგას ძმაკაცობაც აღარ ერქვა, ძმებს არ უყვართ ისე ერთმანეთი როგორც მათ უყვარდათ, შენ და ლენა დეიდა, ახლა მისი ოჯახი ხარ, ოჯახზე ზრუნვას კი ვერავის აუკრძალავ, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, ამიტომ შეეგუე იმას რომ შენ ცხოვრებაში გიგა გამოჩნდა და უხერხულობის გარეშე მიიღე ის ხელფასი რომელიც ყოველ თვიურად გექნება, დამიჯერე მისი სამსახური და ოჯახი აძლევს გიგას იმის შესაძლებლობას, რომ შენზე იზრუნოს –ძალიან მიყვარხართ ორივენი, თითქონ კაკი დამობრუნდა გიგას დაბრუნებით, ცრემლები გადმოუგორდა იაკოს და ცაცომ ტირილისგან ძლივს შეიკავა თავაი, ცერმები მწარედ გადაყლაპა და ძალიათ გაიღიმა –იაკო წინააღმდეგი ხომ არ იქნები ამ დღეებში სადმე რომ დაგპატიჟო? გიგაც წამოვა რას იტყვი? ლენა დეიდას რამოდენიმე საათით ვერ დატოვებ? –ძალიან მინდა ცაცო თქვენთან ერთად, ძველი დროის გახსენებაც მნდა, მაგრამ ვერაფერს გპირდები, თუ შევძლებ აუცილებლად და დიდი სიამოვნებით წამოვალ –ვგიჟდები შენზე ჩომო საყვარელო და გიგას ნუ ეჩხუბები, ეგ ხო ჩვენი ეზოს ყველაზე კარგი ბიჭია, ჩაეხუტა ცაცო ისევ თბილად და მერე სახლისკენ მიმავალ იაკოს სევდიანად გააყოლა თვალი, სანამ ნატოსთან მივიდოდა მთელი გზა გიგაზე და მის საქციელზე ფიქრობდა, იმაშიც იყო დარწმუნებული, რომ გიგას სამსახურის დაწყება მარტო იმიტომ ეჩქარებოდა, რომ იაკოს დახმარებოდა, დღეს პირველად შენიშნა იაკოს სახეზე ღიმილი, ამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, სიცოცხლეს უბრუნდებაო, გაიფიქრა ცაცომ და ეს ფიქრი ძალიან მოეწონა. ხომ არსებობს გამოთქმა ქვეყანა ძალიან პატარააო, ხო და თქვენ წარმოიდგინეთ თბილისი რა პატარა გამოდის მაშინ... აქ ხომ ყველამ ყველაფერი იცის? ამიტომ არ დარჩენია ქალაქს შეუმჩნეველი ჯაბა ცინცაძის მანქანა... რომელსაც უცნობი ქალბატონი მართავდა, ცაცო კი ამ დროს უკვე ნატოს ხუმრობებს ისმენდა –ბანკი გაძარცვე? ჯეკ–პოტი მოიგე? რა იშოვე ამდენი? ძალიან ძვირფასი საჩუქარი ხომ არ არის? რა მიიღო ამის სანაცვლოდ? რა გაუკეთე ასეთი? ამოუსუნთქავად კითხა ყველაფერი ერთად ნატომ –დროებით მათხოვეს, დამშვიდდი, გაუღიმა ცაცომ –სახლის გასაღებს როდის ჩაგაბარებს? აი აქ კი ცაცოს მხოლოდ ღიმილი არ ეყო და გულიანად გაიცინა –რა გახარხარებს? –ზუსტად ვიცოდი მაგას რომ მკითხავდი, ჯაბასაც ვუთხარი და ასე მითხრა, ნატოს გადაეცი როგორც კი დავბრუნდები სახლის გასაღებსაც ჩააბარებსო... –მიკვირს შენი საქციელები ამ ბოლო დროს –მეც მიკვირს ჩემი თავის, მაგრამ ამაზე ნინასთან რო მივალთ მერე ვილაპარაკოთ ყველამ ერთად –მანჩო ვერ მოდის, კი ძაან მინდა მარა ჩემს გიჟებს ვერავის ვუტოვებო ნინას კარებთან თითქმის ხუთი წუთი იდგნენ და ძარს რეკავდნენ, როგორც იქნა კარი ისევ მძინარე ნინამ გააღო, როგორც კი სახლური ჩამოსწია და კარი გამოაღო, საძინებლისკენ გაბრუნდა –სად მიდიხარ და რა დღეში ხარ? იკივლა ნატომ –შშშშშ, გაჩუმდიო ხელით ანიშნა ნინამ –რას გავხარ? ხმას დაუწია ნატომ –თქვენ სახლები არაგაქვთ? რას დამადგებით ხოლმე დილაუთენია? ისევ თავლებდახუჭულმა გამოხატა უკმაყოფილება ნინამ –შენ პირველის ნახევარს ეძახი დიალუთენიას? –ნუ გააჩნია რომელ საათზე დაიძინებ, მხრები აიჩეჩა ნინამ, ხელით სამზარეულოზე ანიშნა გოგოებს, იცით რა სად დევს, რაც დინდათ გააკეთეთ, მე ყავა გამიკეთეთ, მოვწესრიგდები და გამოვალო, გოგოებმაც ნაყიდი ტკბილეული ამოალაგეს და ყავაც გაამზადეს, კომფორტულად მოკალათდნენ საყვარელ ვერანდაზე და ნინას მოლოდინში მამა დავითის იდეალური ხედით ტკბებოდნენ, როცა ნინას კივილი გაიგეს და ორივენი დაფეთებულები შეცვივდნენ სახლში, ხოლო როცა ნინას კივილს, მამაკაცის შეშინებული ყვირილი მოყვა ერთმანეთს შიშით გადახედეს და სანამ ოთახში შევიდოდნენ ცოტა შეყოყმანდნენ,ბოლოს მაიც გააღეს ოთახის კარები და შიში მომენტალური ხალისით შეეცვალათ, როცა ქოლგამომარჯვებული მომკივანი ნინა და საწოლში ნახევრად შიშველი, ნინას კივილით გაღვიძებულ–დაფეთებულ მომყვირალი ზურა (ნინას ყოფილი ქმარი) დაინახეს –რა გაკივლებს შენი... გინებისგან თავი შეიკავა ზურამ –აქ რა ჯანდაბა გინდა? ცაცომ ნატოს ხელი მოჰკიდა და ოთახიდან გამოვიდნენ –ესენი შერიგდნენ? გაკვირვებულმა იკითხა ნატომ, ცაცომ გაუგებრობისგან მხოლოდ მხრები აიჩეჩა, მერე ორივეს გაეცინა ამ კომიკურ შემთხვევაზე და ისევ ვერანდას დაუბრუნდნენ –ისე უხერხულია, ცოტა ხანში თუ არ გამოვიდნენ წავიდეთ კაი? შესთავაზა ცაცომ და ნატომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, და ისევ წასკდა სიცილი, წასვლა არ დასჭირვებიათ, ნინაც და ზურაც ცოტა ხანში შეუერთდნენ გოგოებს ვერანდაზე, ცოლ–ქმრის ურთიერთობა მხოლოდ მათი საქმეა და გოგოებს ძურა არასოდეს გაუკრიტიკებიათ, ან შესძულებიათ, მხოლოდ იმიტომ რომ ნინას და მას რაღაც ვერ აეწყოთ, მართალია გულზე არ ეხატებოდათ თავისი ძველბიჭური საქციელების და იმის გამო, რომ ტრაბახი ძალიანა უყვარდა და რეალურად კი ძალიან ცოტას გაკეთება შეეძლო, მაგრამ ისიც ახსოვთ, სანამ ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დაუდგებოდათ ნინა როგორი ბედნიერი იყო მის გვერდით და ამ დროის გამო ზურას სულ ცოტათი მაინც აფასებდნენ –აბა? ვეღარ მოითმინა სიჩუმეში ჯდომა ნატომ და გვერდი გვერდ მოკალათებულ ყოფილ ცოლ–ქმარს გამკიცხველი მზერით გადახედა –გამოფხიზლდება და წავა, თავით ანიშნა ზურაზე –მაგას მეც ვხვდები ნინა აქ რომ არ დარჩება, მაგრამ გუშინ რას აკეთებდით ერთად? –დეტალურად მოგიყვე თუ ზედაპირულად და მერე შენ თვითონ მიხვდები? ცინიკურად გაუღიმა ზურამ –როგორი უზრდელიც იყავი ისეთივე დარჩი –მორჩით კინკლაობას, რა შენი საქმეა რას აკეთებდნენ, ან რას გააკეთებენ? დიდები არიან უკვე, გაუბრაზდა ცაცო ნატოს, ზურამ მართლა მხოლოდ ყავა დალია, გოგოებს დაემშვიდობა და გაუჩინარდა, ნინამ გააცილა, როცა დააბრუნდა გოგოებს კითხვის დასმაც არ დასჭირვებიათ ისე მოყვა ყველაფერი, ისინი პირდაღებულები უსმენდნენ –არ ვიცოდი ასე ძაან თუ გენარტებოდა, გადაუსვა თავზე ხელი თვალებ აცრემლებულ ნინას ნატომ –აბა რაღას უყვიროდი აქ რას აკეთებო? შენ თვითონ დაგიპატიჟებია, გაუკვირდა ცაცოს –არ მეგონა დილამდე თუ დარჩებოდა –შენი და ლალუკასი ვერაფერი გავიგე, თუ ასე ძაან გიყვართ ეს თქვენი ქმრები რატომღა შორდებით? –არ ვიცი ცაცო, მართლა არ ვიცი, მარტო ის ვიცი, რომ ხანდახან ისე მენატრება სიკვდილი მინდა –შერიგდებით? –ალბათ კი, მორცხვად დახარა თავი ნინამ –ყველაფრიმ მიუხედავად მაინც მიყვარს, თავქრიანი და გიჟი კი ვარ, მაგრამ ის ერთადერთი მამაკაცია ჩემს ცხოვრებაში და ვერც წარმომიდგენია, სხვა როგორ უნდა გავიკარო, ფიქრებშიც კი არასოდეს მიღალატია მისთვის, უბრალოდ ჩემთვის სხვები აღარ არსებობენ ზურას მერე, მხოლოდ ის და მეტი არავინ –შენ მოგიკვდი მე, მერე ეგ ყველაფერი იმ დეგენერატმა იცის? თანხმობის ნიშნად ნინამ მხოლოდ თავი დაუქნია გოგოებს და ცრემლები ხელის გულებით მოიწმინდა –ოოო, გუშინ გეტყობათ გულახდილი საუბრის ღამე გქონდათ –და მერე ვნებიანი ღამე... ვერ ხედავ ენერგია გამოცლილია??? ნატოს ამ რეპლიკამ გაახალისა გოგოები და ნინას სახეს ისევ სევდანარევი მაგრამ გულწრფელი ღიმილი შეერია –თქვენსკენ რა ხდება, გააცილე გუშინ ჯაბა? –გააცილა, მანქანაც დაითრია, ბიჭი შეპირდა რომ ჩამოვალ ქასლის გასაღებსაც მოგცემო, დააბა რა, არ ვიცი როგორ მოახერხა, თუმცა ფაქტია რომ დააბა, ცაცოს მაგივრად უპასუხა ნატომ –მართლა? თვალები ინტერესით დაჭყიტა ნინამ –ჯერ ერთი, სახლის გასაღებზე მხოლოდ იხუმრა, მერე მეორე, მანქანა მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო დარჩა ჩემთან და რას ნიშნავს დააბა? რა ჯაბა ძაღლია? –მოვლენები თურმე კატასტროფული სისწრაფით ვითარდებაააა –ხო და მეც ეგ მაშინებს, თან დღეს ნუცამ სულ დამშოკა ისეთ რაღაცეებზე ვილაპარაკეთ დილით –ისე ეს თანამედროვე ბავშვები სამყაროს რა სხვანაირად აღიქვამენ არა? უფრო საინტერესოდ ვიდრე ჩვენ აღვიქვამდით მათ ასაკში –მოვლენების სწრაფი განვითარების რატომ გეშინია? კი ჩავაცივდით ამ მანქანას, მაგრამ ეგ ძალიან უმნიშვნელო წვრილმანია –ხვალ წყნეთში უნდა წავიდე, დედამისს უნდა მივეხმარო, თან ნუცაც უნდა წავიყვანო, ხო გახსოვს ლადო, ჯაბას ძმის შვილი? ის ეპატიჟება ქალბატონს –დაერიეთ ხომ ცინცაძეებს? დიდიან პატარაიანად? –არ არის ეგ სასაცილო, თან მერიდება წასვლა, თან ჯაბას წყენინებაც არ მნდა –ცაცო იცი როგორი შეცვლილი ხარ? –ვიცი ნინა, ვიცი, ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ, რასაც მეგონა არასოდეს გავაკეთებდი, თან ამას ისე ოლად ვიღებ, რომ ხანდახან მგონია ტვინი შემიცვალეს –აუ რა მაგარია, როგორც იქნა, ცაცოც ჩვენს დღეშია, შეყვარებუი ხარ ხო? ცმუკავდა ერთ ადგილას ნინა –არ ვიცი, აქამდე ყველაფერი კარგადაა, ისე როგორც მე მინდა, მეგონა რომ ჯაბასთან ურთიერთობას ბევრი პრობლემები მოყვებოდა –ეგენი ჯერ წინ გაქვს კიდევ, როცა ურთიერთობის დასაწყისში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ, მაშინ ყველაფერი იოლია, მერე როცა ოჯახები და მეგობრები ჩნდებიან ყველაფერი ირევა –ნუ მაშინებ ნინა! –შენებს უთხარი რამე? –ჯერ არა, მარტო მამას ისიც ძალიან მშრალად, რატომ მეკითხები მაგას? შენი აზრით ჩემები რამეს ვერ გაიგებენ? –ნუ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჯაბას ყოველი თავისუფალი წუთის გატარება შენთან მოუნდება, შენ მუშაობ, ისისც დაკავებულია, თავისუფალი დრო კი საღამოობით გაქვთ ორივეს, აბა დაფიქრდი ბადრი ბიძია შენს ღამის დაგვიანებებს იმის მიუხედავათ რომ დიდი გოგო ხარ გაიგებს? –ამას ხომ ყოველდღიური ხასიათი არ ექნება? –არა ყოველდღიური ხასიათი არ ექნება, მაგრამ კვირაში ორი სამი დღე ვთქვათ, რა მშობლებს ტყუილებით აავსებ? გოგოებთან ხარ, სამსახურს შერჩი, კიდე? კიდე რას მოიფიქრებ მათთვის? ჯაბასთან ერთად აუცილებლად გამოჩნდები სადმე და ყვითელი პრესა თუ არა რომელიმე ინტერნეტ გამომცემლობა მაინც დაწერს ჯაბა ცინცაძის იდუმალ გოგოზე, თან მაპატიე მაგრამ არა მგონია მშობლებმა არჩევანი მოგიწონოს –რატო? გაიკვირვა ცაცომ ნინას ნათქვამი –ასე მგონია და რა ვქნა? ჩემი აზრით ბადრი ბიძიას სულ სხვა სახის პროტოტიპი წარმოუდგენია შენს გვერდით –მაინც როგორი? ახლა უკვე ნატომ ვეღარ მოითმინა –აი ისეთი, ყველაფერს რომ გეგმავენ და ისე ცხოვრობენ, სიგიჟეებს რომ არ მოგანდომებენ გესმის? მის გვერდით გააზრებული რომ უნდა გქონდეს ყველაფერი და ასჯერ გაზომილი ნაბიჟებით რომ მიგაჩვევს ცხოვრებას, ბადრი ბიძიას გადმოსახედიდან მშვიდ ცხოვრებას, რომ შემოგთავაზებს ისეთი, ჯაბა კი შენში შეიძლება სულიერ სიმშვიდეს კი იწვევს, მაგრამ როგორც გეტყობა გრძნონების აფეთქებასაც ახერხებს, კი არ იზრდები მის გვერდით, პარატა გოგო ხდები, მამებს კი ეს არ მოსწონთ –ახალი პრობლემა გამიჩინე საფიქრელად, ის არ მეყოფოდა რაზეც გაუთავებლად ვფიქრობ? რას მერჩოდი? –მეც მასე მომივიდა და მაგიტომ გეუბნები, მერე უცხო რომ არ იყოს, ზურას შეუძლია სულ პატარა ბავში გააღვიძოს ჩემში, სისულელეებიც გამაკეთებინოს, მაგრამ მე ხომ მაინც მშვიდად ვარ მასთან? მამებს კი ეს არ ესმით... –ნუ ასე თუ ისე ჩემი საკითხიც განხილულია, ახლა შენი ჯერია ჩუმჩუმელა ქალბატონო, რა საქმეებს უგვარებ ლაშას და რას დადიხარ თითქმის ერთი კვირაა ყურებ ჩამოყრილი? ნატოზე გადაიტანა იერიში ცაცო –ხო იცი რომ ეგ ბიჭი სულ შარში ეხვევა? –მერე შენ რა დედამისი ხარ? გაუკვირდა ნინას –უბრალოდ ერთ საღამოს დახმარება მთხოვა, სადღაც დაბადების დღეზე მიდიოდა, იქ ვიღაც გოგო მოსწონდა, ყველაფერი ვცადე და არაფერმა გაჭრაო, მაგარ გოგოსთსნ თუ მნახავს იქნებ იეჭვინოსო, კი გამეცინა, თუ მაგარი გოგო გჭირდება მე არ გამოგადგებითქო, მერე ხომ იცი რომ ცაირთვება ვეღარ გამორთავ –აუ მოკლე შინაარსი არ შეიძლება მოყვე? დავიტანჯე გაუჯავრდა ნინა –ხო და იმ დაბადების დღეზე ყველაფერი მწყობრიდან გამოვიდა, დავლიეთ, მოვდუნდით, ვცეკვავდით და მერე კინაღამ საშინელება ჩავიდინეთ, ეს ერთი კვირაა უკან დამსდევს და ნერვებს მიშლის, შენს ტუჩებს ვერ ვივიწყებ, მომეცი ერთი შანსი და ასეთი ბანალური სისულელეებით, ამას დამატებული ის რომ მთელი დღე ცხვირ წინ მიზის და ისე ხმამაღლა ფიქრობს რაღაცეებზე, რომ ვწითლდები –ალბათ ფიქრებში რამდენჯერ ჩაგიწვინა უკვე საწოლში.... გაახელა ნინამ და ნატომ ბალიში ესროლა –ლაშიკოს უყურე? მერე არ გინდა მართლა მისცე ერთი შანსი? –ვის ცაცო ლაშა აბულაძეს? ყველაზე არასერიოზულ არსებას? –მე მგონი არ ნდა უარყო, რომ ყველაფერს მწყობრიდან გამოსვლის უფლებას არ მისცემდი თუ რაღაცას არ გრძნობ –ნასვამი ვიყავი, იმართლა თავი ნატომ –და ახლა ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენია –გრცხვენია, თუმცა არ ნანობ, ალკოჰოლს კი ნუ ადანაშაულებ, ნასვამი ადამიანები ძირითადად ისეთ რაღაცეებს აკეთებენ რაც სიფხიზლეში ძალიან უნდათ, მაგრამ გამბედაობა არ ყოფნით –მომწონს ხო, ძალიან მომწონს ლაშა, თან დიდი ხანია, რა ვქნა მერე? ხელები გაშალა ნატომ –დღეს დიდი აღმოჩენების დღეა, ამოიხვნეშა ცაცომ –ეს ქმარს ურიგდება სავარაუდოთ, ამას ლაშა მოსწონს თურმე დიდი ხანია, მე ჯაბასთან მელოდება პრობლემები... ნუ ჯაბასთან რა, ოჯახთან, ჯაბას გამო... გილოცავთ გოგოებო, მხირულება ჩვენი განუყრელი მეგობარია, გადახედა სახეშეწუხებულ გოგოებს ცაცომ –კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო არ გაგიგონია? იკითხა ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ ნინამ –ანუ ისე არ იქნება როგორც მე ვამბობ? –ანუ არავინ იცის რა და როგორ იქნება, გაუღიმა ნინამ მაგიდიდან ყავის ჭიქების ალაგება დაიწყო, კიდევ ბევრი ისაუბრეს, ცაცომ შიშის ოთახის ამბები მოუყვა გოგოებს, ბევრი იცინეს, ნატომც გაამხილა ლაშასთან სიგიჟის დეტალები, ნინას კი... ნინას რაღა უნდა ეთქვა ყველაფერი სახეზე ეწერა, ცაცო ტელეფონს ნერვიულად ამოწმებდა ხოლმე და გოგოები იცინოდნენ, დაეწყო ამასაც ნერვიული სიმპტომებიო, გვიან დაიშალნენ, ნატო ისევ ცაცომ მიაბრძანა სახში, იმანაც, ხველ დედამთიტან კარგად მოიქეციო და სიცილი ატეხა,სახში ნუცა ელოდებოდა მოუთმენლად, ოჯახი სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი მისაღებ ოთახში ტელევიზორის წინ –მოვედი, მე მშია არავინ შემომიერთდებით, ხალისით იკითხა ცაცომ, ქალბატონი თამარი სავარძლიდან წამოდგა და შვილთან ერთად შვიდა სამზარეულოში, უსიტყვოდ გამოულაგა ყველაფერი, ცაცო თბილად ჩაეხუტა დედას და უჩურჩლა –მე და შენ სააპარაკო გვაქვს, ხვალ არ მცალია, მე და ნუცა დავიკარგებით მთელი დღით, ორშაბათს შევეცდები ადრე გამოვიპარო სამსახურიდან და მე და შენ მაღაზიებში გავისეირნოთ, რამდენი ხანია არც მე და არც შენ არაფერი გვიყიდია, დედამ მხოლოდ თავი დაუქნია და ცაცოს გაუკვირდა, რატომ არაფერს ეკითხებოდა ზედმეტად ცნობისმოყვარე დედა –მოხდა რამე? –არაფერი დე, გოგოებთან რა ხდებოდა? –ბევრი ვიჭორავეთ ძაან, ნინა ზურას ურიგდება, გამიხარდა –მე მგონი ლალუკაც ივიკოსთან დაბრუნდება ცოტა ხანში –ამიტომ ხარ მოწყენილი? –იმაზე ვდარდობ ეს შერიგება რამდენ ხანს გასტანს და კიდევ ერთი აბვშვი ხომ არ მოგვემატება –დედა შენ ხარ და თავდაცვის საშუალებების არსებობის შესახებ დიდი ხნის წინ უნდა გესაუბრა ლალუკასთან, გაუღიმა ეშმაკურად ცაცომ –ჩემი ხალისა, მიხარია ამ ბოლოს სულ კარგ ხასიათზე რომ ხარ, ხალისიანად და მშვიდათ, ამაზე უნდა ვისაუბროთ არა ორშაბათს? –დიახ ქალბატონო თამარ, ამის შესახებ... –ეჰ, ამოიხვნშა თამარმა –მასე ცუდათაც არ არის საქმე, გული გაუკეთა დედას ცაცომ, დედა მშვიდად ადევნებდა თვალს როგორ ჭამდა ცაცო და მერე ორივენი ოჯახის წევრებს შეუერთდნენ, ცაცომ ემილი გამოართვა ნუცას და მონატრებული ლოყები დაუკოცნა, ის კი როგორც ყოველთვის გემრიელად იცინოდა, მერე სიმყუდროვა ცაცოს ტელეფონის წკრიალმა დაარღვია, რომელიც სამზარეულოდან ისმოდა, ცაცო ემილისთან ერთდ წამოდგა და სასწრაფოდ დასწვდა მოწკრიალე აპარატს –ჩავედი, დავბინავდი, აქამდე ვერ მოვახერხე დარეკვა, სასტუმროში მარტო ჩანთები დავტოვეთ და მაშინვე სავარჯიშოდ გაგვყარეს –არაუშავს, მეც მთელი დღე გოგოებთან გავატარე, მოვისმინე ირონიული კომენტარები, ბევრი შემაშინებელი თეორიებო, გაეცინა ცაცოს –აგიკრძალავ მაგათთან ურთიერთობას, იცინოდა ჯაბა –შენებს დაურეკე? –კი –კარგი ბიჭი ხარ, როგორი ქვეანაა უნგრეთი? –ბუდაპეშტში აღარც მასხსოვს უკვე მერამდენედ ვარ, აქ მეგობრებიც მყავს, ძალიან ლამაზი ქალაქია, ძველი ევროპული სტილის –ალბათ ისე დაიღალე არსად გასვლის თავი არ გაქვს –აქ ისეთი ლამაზი გოგოები არიან დაღლას სულ ვერ გრძნობ ცაცოოო, გაახელა ჯაბამ –აბა შენ იცი არ შეირცხვინო თავი, აჩვენე მაგ ლამაზ გოგოებს, როგორი ტემპერამენტიანები არიან ქართველი მამაკაცები, ხალისითვე უპასუხა ცაცომ, მერე ემილი ტელეფონზე წაეპოტინა –ეს არ შეილება ჩემო სიხარულო, გაუაზრებლად თქვა ცაცომ და ჯაბას სიცილი რო გაიგონა მერე მიხვდა იმან რაც იფიქრა –მიკრძალავ ჩემო სიხარულო? შეძლებისდაგვარად დაისერიოზულა თავი ჯაბამ –არა შენ არაფერს არ გიკრძალავ, ემილი მყავს ხელში და ამ ბოტეს გონია მას ველაპარაკები და მიცინის, ახლა ტელეფონს მთხოვს და თავისი ბუკუნა ხელებით მეპოტინება სასაცილოდ –რო ჩამოვალ მე შენ და ემილიმ ერთად გავისეირნოთ რას იტყვი? ეგ ბავშვი საოცრებაა –ვნახოთ, ჯერ ჩამოდი, ორივე მიხდა რომ დამშვიდობები დრო მოვიდა –ცაცოო, მართლა სასტუმროს ნომერში ვარ და არსად არ ვაპირებ წასვლას, სურვილიც რომ მქონდეს არ გამიშვებენ, აქ კომენდანტის საათი გვაქვს, თამაშის წინ არ შეიძლება გადაღლა –ახსნა არ იყო საჭირო, თუმცა თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ –იქნებ გატყუებ? –ვიცი რომ არ მატყუებ, ან ახლა მირჩევნია მატყუებდე ვიდრე სიმართლეს მეუბნებოდე, თუმცა ვალდებული არ ხარ რაიმე ამიხსნა –ხველ ხომ მიდიხარ ჩემებთან? –კი, მერიდება, ფეხებიც უკან მრჩება, მაგრამ არ მინდა რაიმე გეწყონოს და მე ვერ შევძლო რაღაცეების ახსნა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შენებთან თავს ძალიან კარგად და შინაურულად ვგრძნობ, ვერ ვხედავ წაუსვლელობის მიზეზს –ვგიჟდები შენზე –კარგად ჯაბ, წარმატებები, აბა თქვენ იცით, მთელი ქვეყანა სუნთქვაშეკრული გელოდებათ –თავს ზემოთ ავხტებით და მაინც მოვიგებთ, თან მანქანა მყავს დასაბრუნებელი –ფრთხილად ითამაშე გთხოვ... –გპირდები ფრთხილად ვიქნები, შეიძლება ხვალ და ზეგ ვერ დავრეკო –არც არის საჭირო, თან ხომ იცი ჩემი და ვრცელი სატელეფონო საუბრების დამოკიდებულება –რა ვიცი კი მემუსაიფები ამდენი ხანია და... –ჭკვიანად –შენც!!! ................................................................................................................................................ ღამე ისევ მოუსვენრად იყო, ხან ეძინა, ხანაც ეგონა რო გული ტკიოდა, უჩვეულოდ მშვიდად იყო გარეგნულად და შინაგან მღელვარებას ის ვითომ გულის ტკივილი გამოხატავდა, ყოველ ორ საათში დაბარებულივით იღვიძებდა, კინაღამ გაგიჟდა, მერე გადაწყვიტა აღარ დავიძინებო... ფიქრებით დედას გადაწვდა, რა რეაქცია ექნებოდა ქალბატონ თამარს, როცა გაიგებდა ჯაბას გამოჩენის შესახებ, როგორც ყველა სიახლის გაგებისას ალბათ წარბებს შეათამაშებდა უკლაყოფილოდ და ცაცოს იმასაც ეტყოდა ამხელა გოგო რამ გადაგრიაო... ცაცოს ყველაზე მეტად ამ სიტყვების მოსმენის ეშინოდა, ნაწილობრივ იმაში, რომ ბიჭებთან ურთიერთობას ვერ აწყობდა დედის ბრალიც იყო, ის და ცაცო დედა–შილის გარდა, საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ნუ ახლაც არიან, მაგრამ ახლა ცაცოს ცხოვრებაში შედარებით ნაკლები საიდუმლოებებია ვიდრა ადრე იყო, ჯაბას გამოჩენამდე ყოველ შემთხვევაში, ბოლო რამოდენიმე წელია მის ცხოვრებაში ისეთი სერიოზული თაყვანისმცემელი არ გამოჩენილა, რომელზედაც დედასთან მოგინდება საუბარი და მანამდეც როცა ცაცო რაღაცას უყვებოდა ხოლმე ქალბატონ თამარს, ბიჭებთან დაკავშირებით რაღა თქმა უნდა, ის შეუბრალებლად ცხრილავდა მათ, ისე რომ არც კი იცნობდა, ყველაფერს დედის ინსტინქტს და ცაცოზე დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აბრალებდა, ნუ არ მოსწონდა ის ბიჭები ვინც ცაცოთი იყვნენ დაინტერესებულნი, ამიტომაც იყო ცაცო ძალიან ბევრი შიშის ნამიით შეპყრობილი, ახლა რომ უკვირდებოდა დედის ბარლია ამდენი რაღაცის შიში, სტერეოტიპული აზროვნება და ადამიანებისადმი ამდენი უნდობლობა, ცაცო ზედაპირულად ჩანს მხოლოდ ძალიან კონტაქტური, კი ნამდვილად ასეა, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე, არასდროს ესმის ადამიანების რომლებსაც ბევრი მეგობრები ჰყავთ, წინა დღით გაცნობილ ადამიანს, შეუძლიათ ჩემი სიცოცხლეო დაუძახონ, ცაცოს ასე იოლად არ უყვარდება ადამიანები და ძალიან დიდი დრო სჭირდება, რომ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს, ერთხელ, ძალიან ადრე გიგამ უთხრა და მერე თვითონაც მიხვდა რა სჭირდა და ადამიანებს იოლად რატომ ვერ უახლოვდებოდა, ცაცო ადამიანურ ურთიერთიბებს ისე აღიქვამდა და ახლაც ისე აღიქვამს როგორც ძალიან დიდ მოვალეობას, ცაცომ არ იცის მეგობრობისთვის დრო, ზღვარი, მეგობრობაში მისაღები და არ შეიძლება, ის კვირაში შვიდი დღე და დღეში ოცდა ოთხი საათი მზადაა მეგობარს გვერდში ეგდეგეს და ამის გამო დისკომფორტი არ იგრძნოს, მას შეუძლია მეგობრობის გამო ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადაიაროს და დაღლილობაზე არ იწუწუნოს, თუ საჭიროდ ჩათლის, მთები გადადგას, სამყარო შეცვალოს, ოღონდ მისი მეგობრები კარგად იყვნენ, ამიტომ როცა ცაცოსთვის მეგობრობა ამდენად დიდი მოვალეობაა შეუძლებელია მათი ტიცხვი ძალიან დიდი იყოს, იმიტომ რომ ცაცო ბევრს ვერ ეყოფა, ხოლო ვისაც ყოფნის იმათ ძალიან დიდი ხანია იცნობს და თითოეულ მადგნას ცაცოს ინდივიდუალური, მეგობრობის გამოცდა ჩაბარებული აქვთ, დანარჩენები არიან კარგი ნაცნობები, ან უბრალოდ ნაცნობები... აბა ჯაბასთან რა დაემართა? არ იცის, ვერ ხსნის, თავიდან მართლა ძალიან ბევრი რაღაცის ეშინოდა... ახლა? ახლა უკვე სხვა რაღაცეების ეშინია, გათენებისაც ეშინია, ისევ ისე მიიღებს ქალბატონი ნანი თუ... პრინციპში რატომ დაპატიჟებდა თუ მისი ახლოს გაცნობის სურვილი არ ქონდა, თავისი თავი დაამშიდა, იქნება ისეთი როგორიც არის, არ დაიწყებს თავის მოწონებებს და პრანჭვებს, პრინციპში ეს არასდროს გამოსდიოდა... დილით თავზე ნუცა დაადგა, სიტყვებით: შენ კიდე გძინავსო? მალე მოემზადნენ და ნუცამ გაოცება ვერ დამალა როცა გაიგო რითიც უნდა წასულიყვნენ წყნეთში –ჯაბა ნახეე, თქვენთან ყველაფერი როგორ სერიოზულად ყოფილა, დედიკოს დასახმარებლად გიშვებს, მაქანას გთხოვნის, კიდე რა არ ვიცი ცაცო დეიდა? მჟავე კიტრისკენ ხომ არ გაგირბის თვალი? დასცინოდა ცაცოს ნუცა, დანიშნულების ადგილზე უპრობლემოთ მივიდნენ, ნანიმ ძალიან ჩვეულებრივად მიიღო ორივე, ისევ ისეთ ფორმაში იყო, თავიზე ლამაზად ქონდა გადაკრული თავსაფარი და წინსაფარიც აფარებული, ბატონი ავთო ისევ აუზთან იჯდა გაზეთით ხელში, პირველი სტუმრობის დროსაც მათი უშუალო დამოკიდებულება მოეწონა ცაცოს, აი ხომ არი სადღაც სტუმრად რომ მიდიხარ და გადამეტებული ყურადღება გაწუხებს, თან ნუ ცაცოს შემთხვევში არასტანდარტული სიტუაციაა და თავს მაინც ძალიან კომკორტულად გრძნობს, ნინოც აქ დახვდა ბავშვებთან ერთად, მისალმება ძლივს აცადა ნანიმ, მაშინვე სამუშაო ფორმაში გამოაწყო ნინოსავით და დაასაქმა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, ისიც აღნიშნა რომ გაუხარდა დამხმარე ხელის მოსვლა, ნინომ და ცაცომ ერთმანეთს თანაგრძნობით გადახედეს, იმანაც მიეჩვიე ნელ–ნელა ასეთ სიტუაციებსო, ნანი მარტო არაფერს არ აკეთებს, ყველაფერში მთელი ოჯახი ვართ ჩართულიო, ცაცოს ეუცნაურა ეს ყველაფერი, ეგონა რომ ასე მარტო თავის ოჯახშ ხდებოდა, ციალა ბებოც (ცაცოს ბებია) არასდროს მარტო არ ინახავდა ზამთრისთვის, როცა საზამთრო მარაგის მომზადებაში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს ეს ამ მარაგის ხვავრიელობას ზრდისო, ასე იცოდა ხოლმე თქმა და მოფუსფუსე ნანის დანახვაზე ბებო გაახსენდა, ლადო და ნუცა აუზში ერთობოდნენ ბვშვებთან ერთად, საკმაოდ ბევრი რაღაცაზე ისაუბრეს ძალიან გულახდილად, ბავშვობაზე, სკოლის პერიოდზე, ნანი გაუჩერებლად ყვებოდა როგორი ბავშვობა ქონდათ ჯაბას და მის და–ძმას, ცაცოს ბავშვობითაც საკმაოდ დაინტერესებული ჩანდა, აი ხომ ხდება ხოლმე რომ გაღიზიანებს შენს ცხოვრებაზე, რომ გეკითხებიან, ნანი კი ამას ისე ბუნებრივად აკეთებდა რომ ცაცოს უხერხულობა არ უგრძვნია, სიტუაცია მისთვის ცოტათი მაშინ დაიძაბა, როცა ზურა მოვიდა, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ის სამზარეულოში დიდ ხანს არავინ გააჩერა, შუადღე გადასულზე ცოტათი წაიხემსეს, ყვალამ თავის თავს მიხედა, ვისაც რა უნდოდა ის ჭამა, საღამოს კი ყველანი მაგიდას მიუსხდნენ სავახშმოდ, ძალიან თბილი ოჯახური გარემო იყო, ცაცოზე მეტად ეს სიტუაცია ნუცას მოსწონდა, ის და ლადო სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ, მერე საუბარი ბატონი ავთოს და ქალბატონი ნანის ჯვრისწერაზე ჩამოვარდა, ნანიმ თავი იმართლა ჩვენ კომუნისტური წყობის დროს შევქმენით ოჯახი და მაშინ ჯვრისწერა რა იყო საერთოდ არ ვიცოდითო, ახლა კი ძალიან მინდა ამ ყველაფერს თავი მოვაბაო, გეგმე დააწყვეს, ყველაფერი ჯაბას იტალიაში წასვლამდე მოეგვარებინათ, ცაცო და მთელი მისი ოჯახი წინასწარ დაპატიჟეს ამ ღონისძიებაზე და ცაცო მიხვდა, რომ წასვლის დრი იყო, ზურას სთხოვა თუ შეიძლება დავილაპარაკოთ ცოტა ხნითო, მაგიდიდან წამოდგნენ და მყუდრო ფანჩატურზე ანიშნა ზურამ იქეთო –გამიხარდა რომ მოხვედი, დაიწყო ცაცომ –უკვე მასპინძელივით იქცევი? ირონიულად გამოუვიდა კითხვის დასმა ზურას –არა ეს არ მიგულისხმია, დაიბნა ცაცო –ვიხუმრე რა იყო? თუ მარტო ჩემი დეგენერატი ძმის ხუმრობებზე გეცინება? –რატომ არ მოგწონვარ ზურა? ვეღარ მოითმინა და დამფრთხალი თვალები შეანათა ცაცომ, ზურას გაეცინა –ვინ გითხრა რომ არ მომწონხარ? უბრალოდ ჯერარ გიცნობ, ხომ მაქვს უფლება ეჭვები მქონდეს რაღაც რაღაცეებთან დაკავშირებით? თუმცა დღეის შედეგად ჩემი ეჭვები საგრძნობლად შემცირდა, ნუციკოც ძალიან მომეწონა, ეტყობა კაი გოგოა, მხიარული და მშვიდი –კარგია თუ ასეა, ამოისუნთქა ცოტათი ცაცომ –აბა ახლა ამიხსენი რატომ გაგიხარდა ჩემი მოსვლა –სათხოვარი მაქვს, თუ შეგიძლია მე და ნუცა თბილისში ჩაგვიყვანე ჯაბას მანქანით და მანქანა შენ დაიტოვე, მე უკვე ძალიან დიდ ტვირთად მაწევს, არ მსიამოვნებს, ჯაბასაც ვეჩხუბე აეროპორტში მაგის გამო, მაგრამ შენ ძმას ჩემზე კარგად შენ იცნობ... მანქანის ისე მოყვანა რაღაც მეუხერხულებოდა და ახლა მშვენიერი შანსია ამ ტვირთისგან განვთავისუფლდე და უხერხულობამაც არ შემაწუხოს –ჯაბა გაგიბრაზდება, მის გაბრაზებას კი არ გირჩევ, ნუ პრინციპში მე ჩემ თავზე უფრო ვზრუნავ ამ მომენტში ვიდრე შენზე, იმიტომ რომ ჩემზეც გაბრაზდება და მე უფრო მეტი მომხვდება ვიდრე შენ, მე ხომ შენსავით საყვარელი არ ვარ და თვალებს ხომ ვერ დაუხამხამებ შეშინებული სახით... ცაცო გემრიელად იციოდა ზურაზე –არაუშავს, ჯაბას მე თვითონ აუხსნი ისე, რომ არ ეწყინოს არაფერი, მიხვედრილი ძმა გყავსა გაიგებს –ანუ შენ არ დახვდები რო ჩამოვა? –არა მგონია შევძლო, ისევ შუა ღამეზე მოფრინავს და კარგად იცის რომ მე სახლიდან გამოსვლის პრობლემა მაქ სულ –რამდენი წლის ხარ? –მაგას რა მნიშვნელობა აქ მშობლისთვის? ეგ შენ ჩემზე კარგად უნდა გესმოდეს, არ მინდა ზედმეტი კითხვები და უთანხმოებები ოჯახში, თითქოს ისეთი კი არაფერი, მაგრამ მაინც –გასაგებია, მამიკოს და დედიკოს ხუთოსანა გოგო ხარ –ნუ რას ვიზამთ, რაც ვარ ეს ვარ, აიწურა ცაცო –კაი, წაგიყვანთ მე –მადლობა, შენებს დავემშვიდობოთ და წავიდეთ, დამშვიდობების პროცედურა არ გაწელილა , ვაიმე დარჩით და სად მიდიხართ ამ ღამით არავის უთქვამს, ლადოც არ დარჩა, მეც წამოვალ მასე თუაო და მერე ის და ნუცა მთელი გზა ბებიებს ადარებდნენ ვის უფრო მაგარი ბებო ყავდათ, ზურა და ცაცო კი ხალისობდნენ –ბიჭო შენი გამკვირვებია, კაცმა წიხლით უნდა გაგაგდოს ბებიაშენი რო ნახო და ახლა ლამისაა შეაკვდე მაგ გოგოს ბებიაშინის ქებით –ეე კაი რა ზურა, ხშირად რო არ ვნახულობ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს, ნანი ჯიგარი ბებოა, ეგრე შენც ვერ გნახულობ ისე ხშირად როგორც მინდა ხოლმე... უცებ დასერიოზულდა ლადო –გადმო მერე ჩემთან, რამდენჯერ გითხარი? –და დედა ისევე მივატოვო როგორც შენ მიატოვე? არა მადლობა... მანქანაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ასეთ მომენტებში ცაცო ძალიან იბნეოდა, ნუცაც შეაწუხა უხერხულობის გრძნობამ, ორი წუთის წინანდელი მხიარულება, აუხსნელმა სევდამ შეცვალა –ბოდიში რომ ვერ შევძელი დედას შენარჩუნება, შენს გამო მაიც, ძალიან გულწრფელად უთხრა შვილს ზურამ და სარკეში გახედა უკანა სავარძელზე მჯდარ ლადოს –არც თვითონ მოუკლავს თავი ოჯახის შესანარჩუნებლად, მარტო შენ არ ხარ დამნაშავე, ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ ჩვენ უკვე და ახლა ამისთვის არც დრო და არც ადგილია შესაფერისი, უბრალოდ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, მე მას ვერ დავტოვებ, ზურამ შვილს თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია, მერე მალევე მივიდნენ ცაცოს სახლამდე, ოტხივენი გადმოვიდნენ, ზურამ ბოდიში მოიხადა, არც თუ ისე ხალისიანი დღის დასასრული გამოგვივიდაო, ცაცომაც დაამშვიდა, არაუშავს ასეთივე ოჯახური დრამით ვცხოვრობ ბოლო რამოდენიმე წელია და ბავშვის ეს გრძნობები ძალიანაც კარგად მესმისო... ზურამ კიდევ კითხა გადაწყვეტილება ხომა რ შეიცვალეო, ცაცომ უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია, ზურას გაეცინა, ნუცას კი ლადოს დამოკიდებულება დედისადმი ძალიან მოეწონა და სამომავლოდ ამზე ვილაპატაკოთო ისიც თხოვა, ჭკვიანათ იყავით ლამაზებოო, მიაძახა სადარბაზოსკენ წასულ გოგოებს ზურამ და მანქანა სწრაფად დაძრა... გვიან მისულ დეიდა დიშვილს ოჯახისგან საყვედური აერტყა, გაგახსენდათ სახლის გზაო? ორივე ძალიან დაღლილები იყვნენ და საძინებლებამდე თავები ძლივს მიიტანეს... –მამ ცაცო ძალიან კარგია არა? ნუ რაღაცნაირია... –საკმაოდ კარგია, ახლა ვხვდები ბიძაშენს რითიც მოაწონა თავი –სიმშვიდით ხო, რო საუბრობს გინდა სულ უსმინო, თბილი, გულწრფელი და შინაური გგონია, არ გავს იმ ქალებს თავის მოწონებას რომ ცდილობენ, გეუბნებიან იმას რასი მოსმენაც გინდა, ამბობს იმას რასაც თვითონ ფიქრობს, ნუცაც ეგერა, ეტყობა დეიდამისს გავს... –ნუცა მოგწონს არა? –ვერ ვხვდები ჯერ, გაუგებრობაში ვარ, სხვებთან ყველაფერი სხვანაირადაა, ნუცასთან სხვანაირად, მოწონებაზე მეტად მეგობრული დამოკიდებულება მაქ, ალბათ ეს მისი ბრალია, სასიამოვნო მოსაუბრეა, რაც ცოტა დეფიციტურია ამ ბოლო დროს, საინტერესოა –ფრთხილად იყავი –არ დამჭირდება, დარწმუნებულად თქვა ლადომ... ორშაბათმა სტანდარტულად მძიმედ ჩაიარა, დილით გიგას წარმატებები უსურვა სამსახურში, საღამოს მოაყოლა რა ხდებოდა, როგორ მოეწონა, როგორ მიიღო კოლექტივმა, ვის ემსახურებოდა, როგორი უფროსი ყავდა, ყველაფერი აინტერესებდა, გიგა ყველაფრით კმაყოფილი იყო... პირველი დღისთვის იდეალურად იყო ყველაფერიო, სამსახურიდან ადრე გამოსვლა ვერ მოახერხა და შესაბამისად დედას ვერ დაელაპარაკა, სამშაბათს ძალიან ღელავდა, ესთი სული ქონდა თამაშის შედეგები გაეგო, შიგადაშიგ ინტერნეტის საშუალებით თვალსაც ადევნებდა, შვებით ამოისუნთქა როცა ჩვენების მოგების ამბავი გაიგო, მერე გაიფიქრა როგორი გახარებული ჩამოვიდოდა ჯაბა და როგორ გაბრაზდებოდა ალბათ ჩემზეო... სახლშიც რომ მივიდა ვერაფრით მოისვენა, დედასაც ვერ ესაუბრა, თუმცა აპირებდა, სახში კი ყველაზე ჭორიკანა მეზობელი დაუხვდა სტუმრად, მხოლოდ ზრდილობის გამო მიესალმა, არც საჭმელი უჭამია, მარტო ბავშვებს დახედა და ოთახისკარი მიიხურა, აივნის ღია კარების წინ მდგარ სარწეველა სავარძელში ჩაჯდა და ყურსასმენები გაიკეთა, ვერ გაიგო ნუცა როგორ მიეპარა –არ მიდიხარ ჯაბასთან? ხელის შეხებით გამოაფხიზლა დეიდა ნუცამ –არა, თავი გაიქნია ცაცომ –ხომ იცი რომ გაბრაზდება? –ბაბუაშენი და ბებიაშენი უფრო გამიბრაზდებიან, ჯაბას კიდევ ავუხსნი და ამათ რა ვუთხრა? –ლადომ მთხოვა მეთქვა ზურას დანაბარები, თუ გადაწყვიტავს აეროპორტში წამოსვლას მე გავუვლიო, ასე რომ ტრანსპორტირების პრობლემა არ გექნება –ნუც სახლიდან გასვლის პრობ;ემა მაქ მეტი არაფრის და ისედაც არაფერი მოუვა თუ ამ ღამით არ მნახავს, დაივენეს, თავისიანებს მოისიყვარულებს და მე არსად გავრბივარ –ანუ ზურას ვუთხრა რომ არ გამოგიაროს? –ჰო, მასე გადაეცი ნუცა ოთახიდან რომ გავიდა, ცაცო ისევ სასიამოვო ჰანგების სამყაროში ჩაიძირა, დაღლილობისგან თვალებიც დაეხუჭა და ცოტათი წათვლიმა კიდეც, დეპრესიულმა ფიქრებმა შეუტიეს, რა იყო მისი ცხოვრება? სახლი, სამსახური, მეგობრები, ბავშვები (სხვისი ბავშვები, ნუ ასე თუ შეიძლება ითქვას) ისევ სამსახური, მხოლოდ პასუხისმგებლობა, ზრუნვა და ნერვიულობა, ბოლოს საკუთარი თავისთვის როდის და რა გააკეთა ვერ გაიხსენა, რაღაც საქმით უნდოდა დაკავებულიყო, ასეთ უაზრობებზე უფრო მეტი რომ არ ეფიქრა, მაგრამ არ გამოუვიდა, მერე ფიქრებმა თავი ისევ ჯაბას გარშემო მოიყარეს, როცა მასზე ფიქრობდა უნებლიედ იღიმებოდა, მისი ხმა ახსენდებოდა, საუბრის მანერა და ხელების უცნაური მოძრაობები როცა ნერვიულობდა და ცაცოსთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა, უცნაურად სასიამოვნო იყო ჯაბაზე ფიქრი, დამაბნეველი, შემაშინებელი, მაგრამ სასიამოვნო... საათს დახედა, სამი ხდებოდა... ერთ საათში ჩამოვა, გაიფიქრა და თავი დამნაშავესავით გაიქნია, სარკეში თის ანარეკლს გაუღიმა, საკუთარ თავს სულელივით დაუწყო საუბარი –მომკლავს, ხვალ ან ზეგ, რომ მნახავს მომკლავს, რანაირად შეილება ავუხსნა, რომ ამხელა გოგოს სახლიდან გასვლა არ შემიძლია? არ იფიქრებს, რომ მისის ნახვა არ მინდა? ან უბრალოდ შემეზარა? გაგიგებს, ყველაფერს ისე აუხსნელადაც მიხვდება... ხომ მიხვდება? ისევ კითხა სარკეში თავის ანარეკლს, უსულოდ დაეცა საწოლზე და თხელი საბანი თავხე გადაიფარა, როგორც ბავშვობაში იცოდა, როცა გაქრობა უნდოდა, ბავჩვებს ხომ გონიათ თუ ისინი ვერაფერს ხედავენ, მასაც ვერავინ ხედავს? ამიტომ არის ხოლმე, რომ დამალვის დროს მხოლოდ თავს მალავენ ფარდების ან რაიმეს უკან და გონიათ რომ დანარჩენები ვერ შეამჩნევენ, ცაცოსაც გამოყვა ეს ბავშვური ჩვევა, საბანს ქვემოთ ემბრიონივით მოიკუნტა, საფეთქლებზე ხელისგულები მოიჭირა და საკუთარ თავს თხოვა, გეხვეწები ამდენს ნუ ფიქრობ, თორემ თავი გამისკდებაო და გონებამაც თითქოს თხოვნა შეუსრულა, მომენტალურად გაითიშა... დილამდე არაფერს შეუწუხებია, ერთი ეს კი იყო ასე დაფეთებულს არასდროს გაღვიძებია, სწრაფად წამოჯდა საწოლზე, ბალიშის ქვეშ ხელის ფათურით მოძებნა ტელეფონი, ჯერ საათს დახედა, გაკვირვებული სახე მიიღო, როცა არაც გამოტოვებული ზარები დახვდა და არც სიბრაზის ელემენტების შემცველი წერილები, უხასიათოდ გაემზადა, საკუთარ თავს იმას უმეორებდა, აბა რა გეგონა ჩამვიდოდა თუ არა შენ მოგიკითხავდაო, სამსახურშიც დანა პირს არ უხსნიდა, ნატო არ ყავდა, ლაშას მთელი დღე კბენდა, ისიც ახელებდა, რა იყო ცაცო კრიტიკული დღეები გაქვს, თუ რატო ხარ ასეთი გაბოროტებულიო??? საღამომდე სახე არ გაუსწორებია, საშვიც უხასიათოდ ჩააბარა ბატონ თამაზსმ და იმან გააფრთხილა, სახე გაასწორე, სტუმარი მოვიდა, გელოდება და ღიმილით შეეგებეო, ცაცოც მიხვდა ვისზეც იყო საუბარი და გაეცინა, სამსახურის საფეხურს ღიმილიანი სახით ჩამოუყვა და ჯაბაც დაინახა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა მანქანის ჩამოწეულ ფანჯარაში, ცაცო რომ დაინახა მანქანიდან ჩამოვიდა და გაბრაზებული სახით დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა, გამარჯობის თქმაც არ აცალა –შენ ყველაზე ჯიუტი და თავნება გოგო ხარ, ბოროტიც და არ ვიცი კიდე როგორ გაგლანძრო –რას მერჩი? არ დათმო პოზიციები ცაცომ –სად იყავი გუშინ? რატომ დაუბრუნე ზურას მანქანა, ხომ იცოდი, რომ გავბრაზდებოდი? და არ უნდა დამირეკო? იქნებ ავფეთქდი იმ დედააფეთქებულ თვითმფრინავში? –ცუდი ამბები მალე ვრცელდება ხოლმე, რაღაც არ გამიგია გუშნ მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ, შენც მშვენივრად გამოიყურები, გილოცავ მოგებას, თბილად გაუღიმა ცაცომ –ასე მშრალად მილოცავ? –რა ვიცი ჩახუტებას ვაპირებდი, მაგრამ... ისეთი გაბრაზებული ხარ, გადავიფიქრე... თვალები აარიდა ცაცომ, მეე იგრძნო როგორ მოსცილდა მიწას და ჯაბას როგორ გაუთანაბრდა, უსიამოვნო წვერების შეხებაც იგრძნო კისერში და ისე გაიცინა ბავშვს, რომ მოუღუტუნებ კისერში ის კი უნდა თუ არა მაინც აკისკისდება –რა უქენი ჩემს მანანას? ისე კითხა ჯაბამ რომ მიწაზე არ დაუბრუნებია –დამსვი!!! მკაცრად უთხრა ცაცომ –ასეც კარგად ხარ! და კითხვაზე მიპასუხე –რას ქვია რა ვიქენი? –შენი სუნამოს სუნით არის გაჟღენთილი მთელი სალონი, დებილივით სულ მგონია, რომ გვერდით მიზიხარ და კიდევ რა მოუვიდა ჩემს მუსიკალურ კოლექციას? –ბოდიში, ამოიხვნეშა დამნაშავესავით ცაცომ –ნანი და ავთო ნახე? სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი ცაცომ –კი, აეროპორტიდან წყნეთში წავედით პირდაპირ –კარგია, ახლა დამსვი, თავით ანიშნა ცაცომ, მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ –რაც შეეხება ჩემს სუნამოს შენი მანქანის სალონში, შენს თავხედ ძმიშვილს და ჩემს ტუტუც დიშვილს მოკითხე მაგის მიზეზი, მთელი ფლაკონი ჩაცალეს, შენი სურნელი სულ შენ თავს გაახსენებსო, ბავშვები არიან რაას იზამ? მუსიკას რაც შეეხება, ცაცო ცოტა ხნით გაჩუმდა –რა არ მოგწონს? გაბრაზებულმა კითხა მერე –ვთქვი რომ არ მომწოსთქო? უბრალოდ ძალიან უცნაურად არის არჩეული ყველა შემსრულებელი, ახლა მათ აღარავინ უსმენს, აღმოვაჩინე ჩემთვის უცნობი მომღერლებიც და ძალიან მომეწონა, ისეთივე უცნაურ რაღაცეებს უსმენ როგორიც ხარ, ხო მართლა შენზე უკვე ჭორები დადის ქალაქში –რა ჭორები? წამოჭარხალდა ცაცო –ცინცაძის მანქანას მისი მორიგი გატაცება მართავსო, ცაცომ ჯაბას რეპლიკაზე რაღაც გაუგებრად და გაბრაზებულმა ჩაიბუზღუნა, მისი სახლის გზას რომ ასცდნენ, ცაცო დაიძაბა –სად მივდივართ? –კარტინგებზე, უნდა მოგიგო –არა რა გთხოვ, ვერ დავიგვიანებ, დიდი სიამოვნებით გავერთობოდი შენთან ერთად კარტინგებზე, მაგრამ დღეს არ შემიძლია –არ მაინტერესებს, ამ სისწრაფით მიმავალი მანქანიდან ვერ გადამიხტები, ცინიკურად გაუღიმა ჯაბამ –დარწმუნებული ხარ? გამომცდელად შეხედა ცაცომ და ჯაბას ცოტა არ იყოს შეეშინდა –შენთან ცაცო არაფერში არ ვარ დარწმუნებული –დამშვიდდი მანქანიდან გადახტომას არ ვაპირებ, თუ ახლავე არ მობრუნდები ჩემი სახლისკენ, იცოდე პირველივე შუქნიშანზე ჩამოვხტები!!! –სერიოზულად? –სერიოზულად და მერე დარწმუნებული იყავი ვეღარასოდეს მნახავ, ჯაბამ მანქანა პირველივე შესაძლებლობისას მოაბრუნა ცაცოს სახლისკენ –რომელ საათამდე შეგიძლია დაგვიანება? –ათზე სახში უნდა ვიყო –ამას წინად თერთმეტი იყო, წაიწუწუნა ჯაბამ –ამას წინათ სხვა სიტუაცია იყო –კაი მაშინ სახლთან ახლო დისლოკაციის ადგილები უნდა გავიხსენო, გამოვრიცხოთ, კააფეები, რესტორნები და ნებისმიერი ადგილები სადაც ერთობლივად მოგვიწევს ჭამა, დასცინა ჯაბამ –ვერაფრით დავივიწყე პეინტ ბოლი, მას მერე მინდა რაღაც ორიგინალურის მოფიქრება, რომ მე უფრო მაგარი გამოვჩნდე –შენი აზრით შიშის ოთახი აბა რა იყო? –შიშის ოთახი გამოცდა იყო –ისევე როგორც შუქურა ბუკიას ბაღში, კიდევ რამდენის ჩაბარება მომიწევს? –კიდევ კვირასაც გამოცდაზე იყავი და ისიც წარმატებით გაიარე –ქნებ ამიხსნა რისი გამოცდები იყო? და მივხვდები კიდევ რისი მელოდება –შიშის ოთახი ნდობის გამოცდა იყო, მაინტერესებდა მენდობოდი თუ არა იმდენად რომ იქ შემომყოლოდი, შუქურა ბუკიას ბაღში კიდე დამყოლობის გამოცდა იყო, რამდენად შევძლებდი შენზე ზეგავლენა მომეხდინა და გულში სულ იმას გეხვეწებოდი, რომ არ გამოსულიყავი, ასეც მოიქეცი, საკუთარი პრინციპები ჩემს სურვილებზე არ გაცვალე, ნუ კვირას ოჯახთან თავსებადობის გამოცდა იყო –ეგეც ჩავაბარე? –კი, ზურასთანაც კი... –ახლა ეს ყველაფერი მე არ უნდა მეწყინოს? –არა, სრული სერიოზულობით უპასუხა ჯაბამ –მე რომ არ ამეხსნა, ისე ხომ ვერაფერს გაიგებდი? პირველს უბრალოდ შეხვედრად ჩათვლიდი, მეორეს სიმთვრალისთვის დამახასიათებელ რომანტიზმს და მესამეს... მესამეს არ ვიცი, ალბათ იმას რომ შენთან სერიოზული ურთიერთობა მინდა, რადგან ოჯახთან შენს დაახლოებას ასე ვცდილობ –რა ასე არ არის? პრველს და მეორეს რომ თავი დავანებოთ? –ცაცო კიბეზე ასვლას მესამე საფეხურიდან იწყებ ხოლმე? ჯერ ხომ დგამ ნაბიჯს პირველი და მეორე საფეხურის ასავლელად, მესამეზე ასასვლელად? –მე შენები პირველი საფეხურის ავლამდე გავიცანი, სად არის აქ ლოგიკა? –ის ნულოვანი საფეხური იყო, რომელმაც ბიძგი მისცა პირველს, მეორეს და მესამეს... ცაცომ იმდენად ამომწურავი განმარტებები მიიღო, რომ კითხვა აღარ გასჩენია და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს არ სწყენია ჯაბას ასეთი ორაზროვანი საქციელები... გმირთა მოედნიდან ცირკის მიმართულებით რომ აუხვიეს და მერე კიდევ მარჯვნივ სანამ თამარ მეფის ხიდს გადაკვეთავდნენ, აი ზუსტად იქ სადაც მსუბუქი ყოფაქცევის არც თუ ისე მსუბუქი მანდილოსნები დგანან, ცაცოს გაეცინა –ჯაბა ისე ხო არ დაგემართა, თითქოს ტყეში წახვედი და შეშა თან წამოიღე? აქ რას ვაკეთებთ? –შაკავდით ქალბატონო ცოტა, რა გარყვნილი აზრები გაწუხებს? ჯაბამ ტელეფონი აიღო, ვიღაცას დაურეკა, მოიკითხა, გახსოვს ორი დღის წინ რომ შემპირდიო? მხოლოდ ის უთხრა ჯაბამ იმ ვიღაცას, მერე ცირკის უკანა ეზოს დაკეტილი შლაგბაუმი გაიღო და ეზოშ შესულებს იქ ახალგაზრდა ბიჭი შეეგებათ, ჯაბა დიდი ხნის უნახავივით დაგაკოცნა, ცაცოს მხოლოდ თბილად გაუღიმა, ჯაბამაც ცაცოს ხელი მოკიდა და უკან აედევნენ წინ წასულ უცნობს –აქ რას ვაკეთებთ? გადაუჩურჩულა ცაცომ ჯაბას –ნუ ხარ სულწასული, მოითმინე და შენ თვითონ ნახავ, მერე ცირკის შენობაში შევიდნენ, უფრო სწორად სადღაც ჩავდნენ, ცაცოს ეს ლაბირინთები უფრო საშიში მოეჩვენა ვიდრე შიშის ოთახი, თან რაღაცნაირი სუნი იდგა... ის უცნობი როგორც იქნა ერთ–ერთ კარებთან გაჩერდა, ხელით ანიშნა შედით, მე დაგტოვებთო, როცა დაამთავრებთ დამირეკეთ და გაგიყვანთო, ოთახის ღია კარების მიღმა მხოლოდ სიბნელე იყო, ჯაბამ ანიშნა შედიო –ჯაბა ეს თუ ისევ რაღაც გამოცდაა, იცოდე ძალიან მეშინია, იქ სიბნელეა, იმედია ისე ძლიერი არ გგონივარ, რომ ან ლომს, ან დათვს მოვერიო, ვგრძნობ მუხლები როგორ მიკანკალებს და საერთოდ ჩემი მოკვლა თუ გინდოდა უკეთესი ადგილი უნდა შეგერჩია, თუმცა.... იქაურობას თვალი ხარბად მოავლო ცაცო, არსებული რეალობა მეტად არასასიამოვნო იყო... ჯაბას გაეცინა და ძალით შეათრია ცაცო წყვდიადით მოცულ ოთახში, მერე ხელის ცეცებით შუქის ჩამრთველი იპოვნა და ცაცოს საოცარი სიცილის ხმაც გაიგონა, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა, კმაყოფილი სახით მოუბრუნდა ჯაბას –სასაცილო სარკეების ოთახში ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ, შენ მართლა საოცარი ვიღაცა ხარ, აქ ესენი საიდან? ადრე ზოოპარკშ იყო, ახლა არც ვიცი არის თუ არა, ჯაბამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ცაცოს უკან ამოუდგა, ძალიან ბევრი და გულიანად იცინეს, ცრემლებამდე მივიდნენ, იმ ერთიციდა ოთახს წრე მინიმუმ ექვსჯერ დაარტყეს, ცაცო ბავშვური სიხალისით და გულუბრყვილობით იცინოდა გულიანად, ერთი სარკე განსაკუთრებით მოეწონათ, რომელიც ორივეს აპატარავებდა და ასუქებდა, ეს საკრკე ცაცოს ფავირიტი იყო, ხოლო ჯაბას ის უფრო მოეწონა სადაც სახე სასაცილოდ უპრდყელდებოდათ და ყურები შესამჩნევად ეზრდებოდათ, სიცილით გული რომ იჯერეს, უცნობმა მეგზურმა მოაკითხათ, იოლად გამოიყვანა ლაბირინთიდან, ჯაბას ისევ თბილად დაემშვიდობა და ცაცოც ისევ თბილი ღიმილით დააჯილდოვა, ეს ბავშვობის ეიფორია სახლამდე გაყვა ცაცოს, ჯაბამ მანქანა რომ გააჩერა მისი აივნის ქვემოთ, მარტო მაშინ მიხვდა ცაცო, რომ ესეც რაღაცის გამოცდა იყო –ეს რისი გამოცდა იყო? თითქოს სინანულით იკითხა და ეს სინანული ჯაბას არ გამოჰპარვია –ასე ნუ მეკითხები, ახლა ყველაფერში მეორე და უფრო ღრმა აზრის ძიებას დაიწყებ? ახლა თუ დადებით პასუხს მივიღებს ჩავთვლი რომ დეგენერატი ვარ და საქმეს მე თვითონ ვირთულებ –რა აქამდე სხვანაირად ფიქრობდი? მწარედ წაკბინა ცაცომ –გინდა მე თვითონ გეტყვი ეს რისი გამოცდაც იყო, გულწრფელობის, გინდოდა გენახა პატარა ბავშვი რა დოზით ცოცხლობს ჩემში, გინდოდა გენახა შემიძლია თუ არა უბრალო რაღაცეებისგან სიამოვების მიღება, გულახდილად სიცილი, შემი აზრით ეს გამოცდაც ჩავაბარე, იმიტომ რომ მე მართლა დიდი სიამოვნება მივიღე იქ ყოფნით, მე მგონი ამას შენც მიხვდი... –ვგიჟდები შენზე... შეაწყვეტინა ჯაბამ საუბარი და ცაცომ დამშვიდობების მიხნით შუბლზე, უფრო სწორად წარბებს შორის ფრთხილად შეახო ტუჩები –მოიცა არ წახვიდე ჯერ , დაუკავა ხელი ნამქანიდან ნახხევრად გადასულ ცაცოს –მოხდა რამე? –პარასკევს და შაბათს მჭირდები –რას ქვია გჭირდები? გაიკვირვა ცაცომ –ხვალ არ მცალია, შაბათს კიდე უნგრთში გამარჯვების აღსანიშნავად ვიკრიბებით ჩემთან წყნეთში –და პარასკევს ნანის დახმარება სჭირდება, კარგი, სამსახურის მერე გამომიარე –არა პარასკევი სიურპრიზია, ნანი არ იქნება სახში, თბილისში დაბრუნდნენ და კიდე შაბათს ნუ შენც ხვდები ღამითაც აგარაკზე ვრჩებით –გავიგე და მოვდივარ, პარასკევსაც და შაბათსაც –მართლა? რა იოლად დაგითანხმე... მეგონა ისევ სკანდალს მომიწყობდი... –როცა წინასწარ მაფრთხილებენ და თან სიახლეების შესაგუებლად და საფიქრელად ერთ დღეს მაძლევენ, მაშინ სკანდალების გარეშეც შემიძლია –პარასკევისთვის გიგაც გააფრთხილე წამოვიდეს და ვინც უნდა ის წამოიყვანოს, ჩვენთან ერთად დუდა და მისი ცოლი იქნებიან კიდე, ლადომ თუ მოვიცალე მეც წამოვალო და შესაბამისად ნუცაცო –ოხ ეს ბავშვები, ისე მომწონს ხალხმრავლობა, კარგი ბიჭი ხარ, გაუღიმა ცაცომ და გადასვლა, რომ დააპირა ჯაბამ ისევ დაიჭირა ხელით –და დამშვიდობება? –ხომ დაგემშვიდობე უკვე? –შენ კი, მე ჯერ არა, მოიწიე ჩემსკენ... კისერი... ლოყა... შუბლი.... ................................................................................................................................................ ................................................................................................................... –რა არის ეს სენსორული ნათურები? არასდროს მუშაობს, ხელი უნდა მოირეტო აქეთ იქეთ ქვენით, რომ გაანათოს, ან ასე ძაან როგორ ბნელა? შესანიშნავი სამალავია ქურდებისთვის, ისე გთხლიშავენ თავში რამეს ვერც კი დაინახავ ვინ იყო –ამიტომ დღის სულზე უნდა მობრძანდე სახში, ჩანთა რომ არ მოგხვდეს თავში, ან იმ ვაჟბატონმა ინებოს და სახლამდე მიგაცილოს –შენ ნორმალური ხარ? იკივლა ცაცომ, როცა დაბოხებული და შეცვლილი ხმის მერე გიგას მისთვის ჩვეულად გაეცინა და დუეტში კიდევ ქალის ჩაცინების ხმაც მოისმა, მერე ცაცომ გარეთ მდგარი ერთადერთი მბჟუტავი განათების მკრთალ შუქზე ძლივს გაარჩია იაკო, მართლა გაუხარდა ამ გოგომ სიცოცხლე, რომ დაიწყო, გიგას კი უნდა ელაპარაკოს ცალკე, მაგრამ აიკო ხომ იაკოა... –აქ რას აკეთებთ? –გელოდებით, შენებთან ვიკავით –გავიგე, გაუფრთხილებელი დაგვიანება მქონდა, წამოდით ისევ ჩემთან, ხელით ანიშნა ცაცომ –ჩვენს სკამეიკაზე დაგელოდებით, ადი, დაფიქსირდი და ჩამოდი –ხუთ წუთში მოვალ, თან ისედაც საქმე მქონდა ორივესთან, ტელეპატები ხართ თბილისის ქუჩები გადატვირთულია, რატომ ამბობენ ღარიბი ქვეყანა ვართო? ამდენი "მერსედესი" სავარაოდოდ გერმანიაშიც არ დადის, სითბოსთან ერთად ქალაქის ქუჩებს გამოეფინა ახალგაზრდობა, სასიამოვნოა როცა ბედნიერ სახეებს ხედავ, იმედებით სავსე სახეებს, ასაკს როცა ჯერ კიდევ გჯერა ოცნებები რომ ახდება, ოცნებობ შეუჩერებლად, სუნთქავ თავისუფლად, ბევრს რისკავ და არ გეშინია, იცი გიშველიან, აუცილებლად გიშველიან, შენ ხომ მომავალი ხარ... კარგია ახალგაზრდობა... –სად დაეთრევი? –მადლობა თბილი სიტყვებისთვის, უკვე საკუთარ სახშიც მაყენებთ შეურაცყოფას? ღიმილით გადაეხვია ჯაბა ბიჭებს –აქ რას აკეთებთ? –შენ გელოდებით, ვიფიქრეთ მოწყენილი იქნებოდი, დაღლილი, ცოტას გავერთობოდით, თამუნასთან გველოდებიან –სტოპ... აქედან უკვე აღარ მაინტერესებს –როდის მერე? გაიკვირვეს ერთხმად ბიჭებმა –წინა სეზონის მერე –ნუ გასაგებია ყველა სეზონს ახალი მუზა ყავს, ახალზე ჭორები გავიგეთ, კარგად მოკალათდნენ ბიჭები დივანზე და სავარძლებში, მხოლოდ დუდა იცინოდა ჭორების ხსენებაზე –რატომ არ მოვედი აეროპორტშიო? მოულოდნელად კითხა დუდამ –არ უნდოდა, უბრალოდ არ უნდოდა –როდის გავიცნობთ ახალს? –იცი ჯაბ ქალაქში ამბობენ... –არ მაინტერესებს ქალაქში რას ამბობენ! მკაცრად გახედა ვახოს ჯაბამ და იმანაც ხელები ასწია –გოგოებმა დაგინახეს, რა იყო სკვერების გარდა სხვა ადგილი ვერ ნახეთ? –რა სკვერი? ვინ გოგოებმა? –ვერის ბაღში შენ არ იყავი? ჯაბას ვერის ბაღზე ჯერ შიშის ოთახი გაახსენდა, მერე ცაცოს უცნაური თვალები მის თვალებს რომ უყურებდნენ და მისი თბილი ხელისგულები, რომელთა სითბოსაც წვერით დაფარულ სახეზეც კი გრძნობდა, ის შეგრძნება, პირველად რომ განიცადა, ის პირველი შეგრძნება და თავი უაზროდ გაიქნია ფიქრებისგან რომ განთავისუფლებულიყო –გოგოებმა კიდევ ის თქვეს რომ შენ თანმხლებ მანდილოსანს გემოვნება საერთოდ არ უვარგა, მერე ქალაქში შენი მანქანით მოსიარულე დააფიქსირეს, ჩაცმულობა მაშინაც არ მოუწონეს და საერთოდ სად ნახე ეგ გოგო? –ფეხებზე ის ჩათლახი გოგოები რას ფიქრობენ, გაიგე? –დამშვიდდი, ხელი გაკრა დუდამ –აი შენ ხო ნახე? გაბრაზებული მოუბრუნდა დუდას –რა სჭირს ცაცოს? აკლია რამე? ხელი, ფეხი, თვალი, ყური თუ რა სჭირს ამიხსენი? რახან არ აცვია ფრანგულ იტალიური ბრენდული ტანსაცმელი ამიტომ არ შეიძლება მისით დაინტერესდე ადამიანი? ამის დედაც... ჩემი ნერვების მოსაშლელად მოხვედით? ან რას ქვია გოგოები ამბობენ... ქლაქში დააფიქსირეს... კიდე... რას ამბობენ კიდე??? ჯაბას არ შეეფერება, ვინ არის ეგ სოფლელი, ბიჭს ეტყობა კარგი გოგოების საზოგადოება მობეზრდა და ცატა ხნით გაინავარდებსო? რას ამბობენ კიდეთქო? გეკითხებით? თამუნას ეს როგორ გაუკეთაო ხო? და ვინ არი ჯაბასთვის თამუნაო იმას რატომ არ კითხულობენ? რა უნდა ჯაბასო იმას რატომ არ ამბობენ? თქვენ მაინც რა დაგემართად? ასეთი გაოცებულები რატომ მეკითხებით ვინ არის ის გოგო? თითქოს რაღაც გადამდები სჭირდეს და იმის კი არ გეშინიათ მეც არ გადმომდოს, იმაზე ფიქრობთ თქვენც არ დაგემართოდ რამე, როდის მერე გახდით უგვირგვინო მეფეები და ხალხის გარკვეულ ნაწილს ჩამოსცილდით? როდის ჩაიკეტეთ გამოგონილ რეალობაში და ჩაკეტეთ წრე? სულ გამოსირდით? –ბიჭო რას გადაირიე? უბრალ ვიკითხთ ვინ არის თქო, ეგეც აღარ შეიძლება? –კითხვა კი შეიძლება, მაგრამ მაგ ტონით არა, აშკარად ეტყობა დაინტერესებას, იმ გოგოების ზეგავლენა, რომლებმაც მე და ცაცო ვერის პარკში დაგვინახეს, სადაც სულ ნახევარი საათი გავატარეთ, მას მერე რაც შიშის ოთახში ვიყავით, იმდენად დაფეთებულები გამოვედით, რომ სუფთა ჰაერი გვჭირდებოდა –ცინცაძეეე, შენ სულ გამოთაყვანდი? ჩაეღიმა გივის –იქ რას აკეთებდით? უფრო მყუდრო ადგილი ვერ მოძებნეთ? –ჩემს ცაცოს მყუდრო ადგილები არ უყვარს, ხელები გაშალა ჯაბამ –სად გაიცანი ეგ ექსტემალი და მყუდროების მგმობელი, უგემოვნო გოგო? მაინც ჩააქსოვეს ქალაქური ჭორები, ახარხარდნენ ბიჭებმა, მაგრამ აშკარა იყო რომ ზემოთ ხსენებული "გოგოების" ნეგატიური ზეგავლენა აშკარად ძალიან შორს მოისროლეს, ახლა მარტო ის აინტერესებდათ რა ხდებოდა, ვინ და რამდენად სერიოზულად იყო ყველაფერი –შენც უნდა გახსოვდეს და შენც, ხელი გაიშვირა ვახოსკენ და გივიკოსკენ –ჩვენ საიდან? –გახსოვთ ის გოგო "ვიაიპ თაიმის" წინ რეზიკო წერეთელს რომ დაახურა თავზე ყველაფერი? –ხუმრობ ხო? გაოცებული სახით კითხა ვახომ, ჯაბამ უარყოფის ნიშნად თავი გააქანა –საიდან? –ნუ მოვძებნე რა –მერე? –მერე?... მერე ჩემი არასტანდარტული ვიპოვე –რას ნიშნავს არასტანდარტული? –არასტანდარტულს, განსხვავებულს, საინტერესოს, უცნაურს, მშვიდს, მყუდროს... –ოოო... გავებით მახეში? –როდისმე ხომ უნდა მომხდარიყო ეს? –ნათლობა როდის ექნება? ირონიულად კითხა გივიკომ –შაბათს –სანამ ოკეანეში ჩააგდებ, იქნებ ჯერ აუზს შეაჩვიო? –ცურვა ძალიან უყვარს, მაგაზე არ ვნერვიულობ, გადარჩება –რა აქვს ისეთი, რომ ასე დარწმუნებული ხარ? –გულწრფელია გესმის? და ეს ძალიან დიდი იშვიათობაა ჩვენს დროში, საინტერესო მოასუბრეა, მიხვედრილია, ზედმეტი კითხვები არ უყვარს, არ არის ტვინის ბურღი, უბრალო რაღაცეებით შეუძლია ბედნიერი იყოს, ოჯახზე გიჟდება, დიშვილებზე ისე ზრუნავს როგორც საკუთარ შვილებზე, კარგია, ძალიან კარგია –არ მესმის, აიჩეჩა მხრები ვახომ –რა არ გესმის ვახო? მე შემიძლია მასთან ვილაპარაკო იმაზე თუ როგორი იყო მარსი ოთხი მილიარდი წლის წინათ, იაპონური ენის გრამატიკის თავისებურებაზე იმის გათვალისწინებით რომ არ ერთმა არ ვიცით იპონური, პანამის არხის მნიშვნელობაზე საერთაშორისო ტვირთზიდვაში, სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიების კლინიკურ-გენეტიკური თავისებურებებზე, რელიგიაზე, როგორც ფაქტორზე, ანტიკური ხელოვნების მნიშვნელობაზე, მსოფლიო კულტურის ისტორიაში, ოღონდ არა ამინდზე, ჩიტებზე, ხეებზე, ჩემს კარიერაზე, მატერიალურზე, მოდის კვირეულებზე, კოქტეილებზე, ვინ ვის ხვდება, ვინ ვისი საყვარელაი და ვინ რამდენი გადაიხადა მანქანაში, რომელშიც მხოლოდ ორჯერ იჯდა... ფულზე და მის დახარჯვაზე კი არ არის საქმე, მაგრამ სადღაც მაგაზეცაა, ცაცოს შეუძლია, არა... მარტო კი არ შეუძლია, უფრო კმაყოფილია, როცა მარტო იმიტომ ვაკითხავ, რომ სახში მივიყვანო და მე ბედნიერი ვარ იმ ოცი წუთით და თუ გამიმართლებს ნახევარი საათით ჩემს გვერდით, რომ გაატარებს, შევეგუე იმასაც, რომ შემძულდა ათი და თერთმეტი საათი, იმიტომ რომ ისინი ცაცოს მართმევენ, მეტს ვერ იგვიანებს სახლში, განა იმიტომ რომ არ უნდა, ვიცი რომ ძალიანაც უნდა ჩემთან დარჩეს, მაგრამ რაღაც პრინციპებს ვერ ღალატობს, ჩემს გამოც კი, ჯერ არავინ ვარ მე მისთვის და ოჯახს ჩემზე წინ აყენებს, მომწონს მისი სიმორცხვე, თავშეკავებულობა და ვგიჟდები მის სიცილზე, ხმამაღალზე და ბავშვურად გულწრფელზე... მის თვალებზე, რომლებიც უფრო მეტს გაგებინებენ ვიდრე სიტყვები, მიყვარს როცა გულწრფელად გეკითხება იმას რასაც ვერ ხვდება, არ რცხვენია თქვას: "მე ეს არ ვიცი" და არ ცდილობს თავი ყოვლის მცოდნედ მოგაჩვენოს... მიყვარს მისგან წამოსული თავისუფლება და მორჩა... ბიჭები გაღიმებულები უსმენდნენ ჯაბას და ვახომ სრული სერიოზულობით შეეღრიტინა ჯაბას –აუ მაგას თავისნაირი დაქალი ეყოლება და გამაცანით რა, მოისხით ჩემი მადლიც –სისულელედ თვლით არა იმას რაც მე ვილაპარაკე? გული დაწყდა ახარხარებულ ბიჭებს რომ გადახედა ჯაბამ, მერე ისინი უცებ დასერიოზულდნენ –ჯაბ, სისულელე რა შაშია, უბრალოდ სასაცილო მომსასმენია შენგან, თორე იდეაში მოსალოცად გაქ საქმე, მარა მე რა მაინტერესებს იცი? ასე მოკლე დროში როგორ მოასწარი მისი ასე დეტალურად შესწავლა? –მაგას თავი რომ დავანებოთ ახლა რას აპირებ? ეს კითხვა რომ დასვა დუდამ ჯაბა მაშინ მიხვდა, რომ ჯერ არ იცოდა რას აპირებდა, არ უფიქრია ამაზე, იმასაც მიხვდა, რომ ამაზე ფიქრი არ უნდოდა, უბრალოდ უნდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ახლა... მერე რა იქნება.... მერე იფიქრებს მაგაზე... კიდევ დიდხანს ისაუბრეს, ბუკიას ბაღის ერთ–ერთ ბუნდოვნად განათებულ კუთხეში ცაცო, გიგა და იაკო ჩუმად ისხდნენ და სასიამოვნო, მაგრამ სევდიან მელოდიას ისმენდნენ, რომელსაც მარტოელა გიტარისტი უკრავდა მეტროს ჩასასვლელთან, თითქოს უკვე ყველაფერზე ისაუბრეს, სამსახურებზე, გიგა ძალიან კმაყოფილი იყო, ცაცო ძველებურ–სტაბილურად, იაკოც დამშვიდებული ჩანდა, კაკიზე შეგნებულად არ უასაუბრიათ, ნუ მარტო კაკიზე არა, საერთოდ ბავშვობაზე არ ამოუღიათ ხმა, მოგონებიბი მაინც კაკიმდე მივიდოდა და იაკო ცუდად გახდებოდა, როგორც ყოველთვის, ის კი ახლა ისეთი მშვიდი და ბოლო წლებისთვის არადამახიასათებლად ხალისიანი იყო, გიგამ ჯაბას ამბავი იკითხა, სად იყავითო იმითაც დაინტერესდა და მერე სამივემ იხალისეს ცაცოს მონაყოლზე, როგორ დააბრუნა ჯაბამ ბავშვობაში სასაცილო სარკეების მეშვეობით –თქვენთან ორივესთან სათხოვარი მაქვს, ოღონდ ბოლომდე რა ხდება მეც არ ვიცი, დაიწყო ცაცომ ცოტაოდენი სიჩუმის მერე –აბა ეს უკვე საინტერესოა, გასწორდა სკამზე თითქმის გაწოლილი ჯაბა –იაკო ხომ გახსოვს ამ დღეებში, რო გითხარი სადმე წავიდეთთქო, ხო და პარასკევს მჭირდებით ორივე –პარასკევს? შევეცდები ცაცო, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვახერხებ, თუმცა ყველანაირად ვეცდები, თქვენთან კარგია, ძალიან კარგი –რახან ბოლომდე შენც არ იცი რა ხდება, ეგ იმას ნიშნავს რო ჯაბა გვეპატიჟება არა? გააქტიურდა ბიჭი ეტყობა, ახლა ჩვენი გულების მოგებაც უნდა ხო? შენი ხომ უკვე დაისაკუთრა? –ეს რა ტონია და რა კომენტარი? თუ არ გინდა წამოსვლა არავინ გაძალებს, ხანდახან რა მავნებელი ხარ გიგა, ადამიანი კარგ ხასიათზე ვარ როგორც იქნა და ახლა აუცილებელი იყო ეს გეთქვა? –კაი ხო რას ბრაზდები? ვიხუმრე! –არ მიყვარს მასეთი ორაზროვანი ხუმრობები და შენ ეგ ძალიან კარგად იცი –ცაცო რა თქვა ახლა ისეთი? მართალია ძმა არასდროს გყოლია, მაგრამ მეგონა ამათ ხელში მიჩვეული იყავი ძმების დამოკიდებულებად დების თაყვანიმცემლების მიმართ, რაც არ უნდა კარგი იყოს ძმისთვის ის მაინც უსიამოვნო პიროვნებაა, ეჭვიანობს, გონია რომ სიყვარულში ეცილებიან, აი გიგასაც გონია რომ, ის ბიჭი უფრო შეგიყვარდება... იმას კიდე ვერ ხვდება, რომ ეს სულ სხვა და სახვა რამეა –აი, აი, აი ესეც მე ვარ? –გოგოები კარგად უგებთ არა აერთმანეთს? და რაო ჯაბამ მე გამოგივლით ყველასო? –შენ შეგიძლია მეტროთი წამოხვიდე, თუ თავმოყვარეობას გილახავს ის რომ ჯაბა გამოგვივლის, თუმცა მაგაზე არ გვილაპარაკია ვინ როგორ მივალთ დანიშნულების ადგილამდე, ცალყბად გაუღიმა ცაცომ გიგას –დავრიგდით სახლებში თორე უფრო ვიჩხუბებთ –მოდიხარ თუ არა ის მაინც გამაგებინე? გაბრაზებული აედევნა ცაცო წინ წასულ გიგას და გვერდით მდგარ იაკოს ხელი მოხვია –წამოვა, გაუღიმა იაკომ –ვიცი და იცი რაზე ვბრაზდები? ხომ ყოველთვის მისრულებს ყველაფერს და არასდროს არ აკეთებს, ისე რომ ბოლომდე კმაყოფილი ვიყო, რაღაცაზე მაინც უნდა წავკინკლავდეთ და ძალიან გთხოვ რა ყველანაირად ეცად შენც წამოხვიდე, გიგა ისევ გოგოების წინ მიდიოდა, ქუჩაზე რომ გადადიოდნენ მაშინ მოხედა უკან, ცაცოსაც ჩვეულებრივად დაემშვიდობნენ, ღიმილით და გიგამ თხოვა ასეთი რეაქცია აღარ ქონოდა მომდევნო ხუმრობებზე, მიეღო ეს ყველაფერი ისე როგორც ხალისიანი წაკბენა, ნუ რაღაცით ხომ უნდა გავერთოვო... მერე იაკოც მიაცილა სახლამდე, სადარბაზოს სიბნელეში ერთ ორი წუთიც ყავდა გულში ჩაკრული და მერე გაუშვა კმაყოფილმა... ხანდახან გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით ადამიანებზე რომლებსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვიცით მხოლოდ ის რაც თვითონ იმ ადამიანს უნდა რომ ვიციდეთ მასზე, პატარ პარტარა ან დიდი საიდულმოების ქონის უფლება ყველას აქვს... მთავარია ამან მეგობრობას არ შეუშალოს ხელი... სახლში ცაცოს ჩვეული სურათი ელოდა, ხანდახან მომაბზრებელია ერთფეროვნება, ხანდახან კი ისე გინდა ყველაერი მშვიდი და ერთფეროვანი იყოს... ვერ მიხვდები ადამიანი კმაყოფილი რითი უნდა იყოს, წინააღმდეგობებით ვართ მოქსოვილები, ცაცოს ოთახში გამოჩენას მხოლოდ ნუცას ღიმილი მოყვა, დანარჩენებითვის, ის მხოლოდ მოვიდა, ნუცასთვის კი... ბავშვურად მაინც უხარია სახში დეიდას საიდუმლო მხოლოდ მან რომ იცის, ისიც უხარია ცაცოსთან ყველაფერზე თავისუფლად, რომ შეუძლია საუბარი, ეშმაკური ღიმილის სანაცვლოდ დეიდას ჩახუტება და გემრიელი კოცნა მიიღო, მერე ცაცო ცოტა მოიღუშა, ნუცამ თვალებით კითხა რა მოხდაო და თავით ისიც აჩვენა თუ გინდა ოთახში დავილაპარაკოთო, ცაცომ იუარა, მშობლებს მიუბრუნდა და ორივეს ერთდროულად მიმართა –შეიძლება გადელაპარაკოთ? ხმაგაბზარულმა იკითხა –მშვიდობაა დედიკო? ვერ იცნო შვილის ხმა ქალბატონმა თამარმა, ცაცოს ასეთი ხმა მხოლოდ მაშინ ქონდა ხოლმე როცა რაღაცას აშავებდა და ეს ხმა ქალბატონ თამარს უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ გაუგია საამაყო შვილისგან –ჩემს ოთახში რომ შევიდეთ მე მგონი უკეთესი იქნება, წამოდგა ცაცო და მშობლებს ოთახში შეუძღვა, ნუცა მიხვდა რაც ხდებოდა და წარმატებებიო ზურგსუკან მიაძახა დეიდას –რას გულისხმობდა ნუცა? –დასხედით, ხელით მიუთითა საწოლზე, თვითონ სარწეველა სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა, სიტყვები ვერ მოძებნა, ინანა ასე მოუმზადებლად, რომ გადაწყვიტა მათთან ლაპარაკი, რამ მოუარა ასე სპონტანურად? თუმცა თავს დამნაშავედ გრძნობს, ქალბატონ ნანისთან აჯიკებს აკეთებს, სამზარეულოში ფუსფუსებს, ბატონ ავთოსთან ერთად ფილოსოფოსობს და ეს მის მშობლებთან მიმართებაში არასამართლიანად მიაჩნია, ახლა მთავარია პირველი სიტყვა თქვას, მერე აღარ გაუჭირდება, მაგრამ რა სიტყვა? ჯანდაბა... –მამიკო კარგად ხარ? შეშფოთდა ამდენი სიჩუმის მოსმენით ბატონი ბადრი და მეუღლის შეშინებულ თვალებს რომ წააწყდა უფრო დაიძაბა, ანუ სავარაუდოდ მეხი მარტო მას არ დაეცემა... ეს კარგია... თუმცა ცაცოსგან მეხი??? –დე გახსოვს რომ გითხარი სალაპარაკო გვაქვსთქო? ახლა ორივეს უნდა დაგელაპარაკოთ, მაგრამ საიდან დავიწყო არ ვიცი, შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ, ეს ნერვებზე უფრო მეტად მშლის, არ მინდა დიდი მონოლოგი გამომივიდეს და არც ის მინდა მშრალი ფაქტებით შემოვიფარგლო, ოქროს შუალედს კიდე ვერ ვპოულობ, გაწამებული თვალები შეანათა მამას –დაგეხმაროთ? მაცდური ღიმილით კითხა მამამ –შეგიძლია? –შენ დიდი გოგო ხარ მამიკო უკვე, ჭკვიანი, ლამაზი, მზრუნველი, ბიჭებსაც მოსწონხარ და მე მგონი ვიღაც შენც ძალიან მოგწონს და ახლა ვერ ამბობ ამ სიახლეს, თუმცა ძალიან გინდა დამალული არაფერი გქონდეს ჩვენგან, ცაცომ შვებით ამოისუნქა –მართლია დე რასაც მამაშენი ამბობს? გაუფართოვდა თვალები ქალბატონ თამარს, ცაცომ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია მშობლებს და თვალები მორცხვად აარიდა –აბა რა გეგონა, ეს ამ ბოლო დროს სახში დაგვიანებები, შაბათ–კვირის ვოიაჟები და ასეთები რასთან იყო დაკავშირებული თამარ ქალო? მე ვარ დედა თუ შენ? უყურადღებობისთვის ოდნავ დატუქსა მეუღლე ბატონმა ბადრიმ –კარგი რა ბადრი, რამდენს უნდა გავწვდე? მეც ადამიანი ვარ... ვინ არის დედიკო? ინტერესით მიუჯდა შვილს გვერდით –მამ, მე და შენ ხომ ვისაუბრეთ სულ ცოტა ამასთან დაკავშირებით, ახლა მინდა ყველაფერი სწორად გაიგოთ... –ცაცო მამიკო იცი რა მაშინებს? ასე ძაან რატომ გიჭირს ამის თქმა? ან არასწორად რატომ უნდა გავიგოთ რაღაცეები? არასწორად რომ გაგვეგო უკვე სკანდალი იქნებოდა, რას ქვია და გაბედეთქო და ჩვენ მე მგონი გახარებულები, ძალიან მშვიდათ გეკითხებით იმ ბიჭის ვინაობას –საქმეც ეგ არის, ის მხოლოდ ბიჭი არ არის –ეხლა ძალიან დავიბენი... აბა ბიჭები??? სამკუღხედი გაქვთ თუ უფრო ბევრნი ხართ? გახალისდა ბატონი ბადრი –არა ორნი ვართ, მარტო, მაგრამ ორნი ვართ და კიდევ ძალიან ბევრი ხალხი –ნუ წელავ სათქმელს, სახელი და გვარი, ვინ არის, რას საქმიანობს, ცხოვრობს.... ყველაფერი რაც იცი მის შესახებ, სად გაიცანით ერთმანეთი, რამდენად სერიოზული ურთიერთობა გაქვთ... –მამა... შერცხვა ცაცოს –რა მამა? აქ რა არის მოსარიდებელი, მიდი დაიწყე, გისმენ... –ჯაბაა ცინცაძე, დაჭყანული სახით ამოიკვნესა ცაცომ და მამის რეაქცის მოლოდინში აწურული აეკრა დედას –გასაგებია... კეფა ნერვიულად მოიფხანა ბატონმა ბადრიმ და სახეზე აშკარა სევდა შეეტყო, თუ არ ვიტყვით იმედგაცრუებას... –რა არის გასაგები? ვინ არის ჯაბა ცინცაძე? უფრო გაოცებული იყო ქალბატონი თამარი მეუღლის რაექციით –კალათბურთელია დე, ჩუმად გადაულაპარაკა ცაცომ –მამამ საიდან იცის? ჩუმადვე დაუბრუნა კითხვა შვილს –კარგი კალათბურთელია დე, ეროვნული ნაკრების წევრია და ახლა იტალიის ერთ–ერთ გუნდში თამაშობს –ჰმ... როგორ ყველაფერი გცოდნია უკვე? კალათბურთის წესებიც იცი უკვე და შენი საყვარელი სპორტიც გახდა ხო? ირონიული ტონით იკითხა ბატონმა ბადრიმ –მამ რატო გაქვს ასეთი რეაქცია? გულწრფელად კითხა ცაცომ –კალათბურთის წესები აქამდეც არ მეშლებოდა და ხომ იცი რომ ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა ფიგურული სრიალია? საიდან ამდენი ირონია? –მე დიდი გოგო მეგონე შვილო და თურმე ისეთი პატარა ხარ რომ ვერ წარმოვიდგენდი, ზღაპრების ასაკში ჩარჩენილი პრინცესა, ზღაპრების რომ სჯერათ... ცაცოს მამისგან ასე ჯერ არაფერი სწყენია –არ მეგონა ასე თუ მატკენდი გულს მა, მე არასოდეს ვყოფილვარ ზღაპრის პრინცესა, მეოცნებე გოგო... ასეთი ჩვენს ოჯახში ლალუკა იყო, ისიც კარგად ვიცი დედა ჩემზე, რომ იყო ორსულად ბიჭს როგორ ელოდებოდი, მაგრამ მე გავჩნდი, მე ხომ ბიჭივით და ბიჭებთან ვიზრდებოდი? რატომ არ იცის ლალუკამ მანქანის მართვა? ნადირობა? ცხენზე ჯირითი? რატომ დადიოდა ის საბალო ცეკვებზე და მე კარატეზე? მამ შენ მე ისე მზრდიდი როგორც ბიჭს და ახლა იმის თქმის არავითარი უფლება არ გაქვს რომ ზღაპრებში ჩაკარგული მეოცნებე პრინცესა ვარ –როგორ მოხდა? –შემთხვევით, ნინას რომ მივაკითხე მაშინ სულ რამოდენიმე წუთით ვნახე... ვერც ვიცანი, ნუცამ მითხრა მერე ვინც იყო, მე არაფერი გამიკეთებია, თვითონ მომძებნა –მერე? –მამ ძალიან კარგია, მყუდრო, მშვიდი, სერიოზული, ისეთი როგორიც მინდოდა რო ყოფილიყო –ნუ რა თქმა უნდა მისი შესაძლებლობების ადამიანისთვის იოლია იყოს ძალიან კარგი –აი ეგ მართლა არაფერ შუაშია მის სიკარგესთან, გაბრაზდა ცაცო –რატომ გადაწყვიტე ჩვენთვის ამ ყველაფრის თქმა? –მამ ძალიან მომწონს, პირველია, დედამ კი იცის აქამდე ურთიერთობა საერთოდ არავისთან არ მქონია, შიშის თუ არ ვიცი რის გამო, ჯაბასი კიდე არ მეშინია და მინდა მასთან ურთიერთობა, მე ვმუშაობ, ისიც დაკავებულია, შეხვედრის დრო მარტო უქმეები და საღამო საათები გვაქვს, მე კიდე არ მინდა ტყუილები, მიდა იცოდეთ ვისთან მივდივარ და სად –ახლა ჩვენ რა ვქნათ? ამიხსენი რა ვქნათ? –თქვენ რა უნდა ქნათ მამ? თუ გინდა დავპატიჟებ ჩვენთან, მაგრამ ასე ოფიციალურად არ მინდა, სტატუსების და რაღაც იარლიყების მიწებება, თან... –თან ასე სერიოზულადაც არ გაქვთ არა საქმე? –ასეთი სასტიკი რატო ხარ? სულ რამოდენიმე კვირაა რაც ვიცნობ, აბა უკვე ცოლობა უნდა მთხოვოს? შენ და დედა არ იყავით შვიდი წელი შეყვარებულები? ახლა რა დაგემართა? –მე და დედაშენს სკოლის მერხიდან გვიყვარდა ერთმანეთი და მაგიტომ ვიყავით შვიდი წელი შეყვარებულები, თავი გაიმართლა ბატონმა ბადრიმ –თქვენს სიტუაციაში რომ ვყოფილიყავი... –რას იზამდი? მამ ცხოვრება მოულოდნელობებით რომ არის სავსე ეგ ჩემზე კარგად იცი, მე არ ველოდებოდი ჯაბას გამოჩენას, დარწმუნებული ვარ ჯაბას გეგმებშიც არ შევდიოდი, მაგრამ მოხდა, ვნახე, გამოჩნდა, მეც გამოვჩნდი მისთვის, ცვლილებებს შეგუება, გადახარშვა, გეგმებს გადაწყობა და აზრებს დალაგება არ უნდა? –რას ეცი ბავშვს ასე უცებ? წამოხტა სკამიდან ქალბატონი თამარი –თამრო როგორ ვერ ხვდები რა დღეში იგდებს თავს შენი შვილი? განსხვავებული ხალხი, განსხვავებული შეხედულებები, მსოფლმხედველობა, ცხოვრების სტილი, ამას დამატებული ცაცოს არც თუ ისე ტკბილი ხასათი –ვერ გავიგე, მხრები აიჩეჩა თამარმა –რა ვერ გაიგე ნუ გამაგიჟებ ახლა უფრო, ესენი შეიძლება მარტო ძალიანაც კარგად არიან ერთად, მაგრამ ამათი ყველა გასვლა საზოგადოებაში სკანდალით დამთავრდება და ეგ შენი შვილის დამსახურება იქნება, შენ კიდე შვილო მზად ხარ ასეთი ცხოვრებისთვის? არავითარი პირადი ცხოვრება, არ ვამბობ რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ხდები და მსოფლიო გაგიცნობს, მაგრამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში კი მოექცევი, გინდა ეს ყველაფერი? ამას დამატებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ჩემოდნებზე ცხოვრება? –მამ რა დროს ამაზე ფიქრია? მე და ჯაბა უბრალოდ ორი ადამიანი ვართ რომლებსაც მოგვწონს ერთმანეთი და ერთმანეთის გაცნობის ეტაპი გვაქვს, შენ კიდე უკვე გამათხოვე, მსოფლიოს არა მაგრამ საქართველოს მაშტაბით ცნობილიც გამხადე და ჩემოდნებზეც დამსვი –აბა რა გგონია, შენ და ჯაბას ძაან თუ მოგეწონებათ ერთმანეთი, საბოლოოდ რა გელოდებათ? სულ მოწონების რეჟიმში იქნებით? –ამას ეტაპობრივად და მე თვითონ გავიგებ, კოშმარული წინასწარმეტყველებების გარეშე –არ მინდა ჯაბას ხვდებოდე, არ მინდა!!! –ისე დედიკო მამიკო მართალს გეუბნენა, რად გინდა აუტკივარი თავის ატკენა? –ნუ გადამრევთ, რობოტი ხომ არ ვარ, თავი რომ დავიპროგრამო ვინ მომეწონოს და ვინ არა? ან ეს რა განცხადებაა მა? რას ქვია არ გინდა ჯაბას რომ ვხვდებოდე? ჩემი სურვილები ვინმეს აინტერესებს? –გული მიგრძნობს ამ საკითხთან დაკავშირებით განხეთქილება გვექნება ოჯახში –ხომ იცით რომ ჯიუტი ვარ, ჯაბას მაიც შევხვდები და არა იმიტომ რომ თქვენ გაგაბრაზოთ, არც იმიტომ რომ კარგი პარტიაა როგორც საზოგადოება თვლის, არც იმიტომ რომ კარგი სოციალური და მატერიალური სტატუსი აქვს, არაფერი რომ არ ქონოდა მაინც მომეწონებოდა, მე მისი ადამიანურობა მომწონს და არა ის რაც ჩამოვთვალე, თქვენი თანდასწრებით ცოტა ხნის წინ ლალუკასაც ვუთხარი და კიდევ გეუბნებით, ჯაბა ის კაცია რომელთანაც შიშის არ მეშინია, ვთავისუფლდები, ვმშვიდდები, ისეთი ვხდები როგორიც მინდა რომ ვიყო, მომწონს მის გვერდით საკუთარი თავი... –მე სათქმელი აღარაფერი მაქვს, კარებისკებ წავიდა ბატონი ბადრი –მე მაქვს, პარასკევს დამაგვიანდება, ჯაბას ვხვდები, ცნოდისთვის გიგასთან და იაკოსთან ერთად, შეიძლება ნუცაც იყოს ჩვენთან ერთად და კიდევ შაბათს წყნეთში მივდივართ, უნგრეთთან მოგებას აღნიშნავს მთელი გუნდი, ღამითაც იქ ვრჩებით, სავარაუდოდ კვირას ჩამოვალ საღამოს –დედიკო საზღვრებს ნუ გადადიხარ, რას ქვია ღამითაც იქ რჩები? –მაშინ მამამ მანქანა მათხოვოს და შუაღამით წამოვალ, გამთენიისას სახში ვიქნები, თუმცა ჯაბა მაგის უფლებას ვიცი არ მომცემს, დამაბამს და ღამით მარტოს არ გამომიშვებს, მეც ვერ ვხედავ წამოსვლის აზრს... ან შენი ასეთი შეშფოთების მიზეზს –აჰა, დაიწყო ცვლილებები, ეს ის ცაცოა, სახლიდან რომ ვერ გაიყვანდი? მობნელდებოდა თუ არა სახში რომ მირბოდა? კიდევ? იქნებ კიდევ შეიცვალა რამე? ან რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მე და დედაშენი? იქნება ინებო და შეგვამზადო, ერთდროულად გული რომ არ გაგვისკდეს? –მამ ვეღარ გცნობ –ვერც მე შვილო –არ მეგონა ამ სიახლეს ასე თუ მიიღებდით –აბა რა გეგონა თავზე ხელს გაგაგისვამდით და შეგაქებდით? –იმედი მქონდა ოდნავ გაგებით მოეკიდებოდით ყველაფერს, საკუთარ მშობლებს თუ ასეთი რეაქცია აქვთ წარმომიდგენია სხვებს როგორი ექნებათ –არა შვილო შენ ჯერ კიდევ ვერ წარმოგიდგენია, ამ სიტყვებით გამოვიდა ბატონი ბადრი შვილის ოთახიდან –ბაბუ კარგად ხარ? შეაფეთა კითხვა ნუცამ გაფითრებულ ბაბუას –თქვენ ხელში ცოცხალი რომ ვარ არ გიკვირს? –მე რაღა დავაშავე? –ჯერ არ ვიცი, მაგრამ მოიფიქრებ შენც რამეს, არ იქნები გამონაკლისი, იწინასწარმეტყველასავით ბატონმა ბადრიმ –დე მართლა ასე ცუდათაა ჩემი საქმე? –დაველაპარაკები ჩემო კარგო, შევეცდები ცოტა შევარბილო –რატომ უნდა სჭირდებოდეს შერბილება მე იმას ვერ ვხვდები თორე სხვა კი არაფერი –ნუ მამაა რას იზამ? ცაცოს ოთახიდან ქალბატონი თამარიც რომ გამოვიდა, ნუცა სავარძლიდან წამოხტა –რა ხდება? დაბნეულმა იკითხა ნესიმ –ბაბუაშენი ოთახში გავიდა? ნუცამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, თამარმაც საძინებლისკენ აიღო გეზი და კარები ფრთხილად შეაღო, ნუცამ დეიდამისთან შეიჭყიტა –ომი დაიწყო? ინტერესით იკითხა და კარებს აეზუტა –ჩემო სიხარულო არ გეწყინოს, მარა ახლა მარტოობა მინდა კაი? –კაი, ისე იცოდე მე ყოველთვის შენს მხარეზე ვარ –მადლობა დეიდას სიხარულო, პარასკევს გეგმები არ შეცვლილა –თქვენთვის შეიძლება არ შეცვლილა, მაგრამ მე ლადოზე ვარ დამოკიდებულ –ოხ არ დაგეკარგოს ეგ ბედოვლათი არსად –მიყვარხარ! –მეც ჩემო კარგო, სევდიანად გაუღიმა დიდ სარწეველა სავარძელში ჩაკარგულმა და ნუცამ გასვლა რო დააპირა ცაცომ მაშინ თხოვა –ნუც ემილის თუ არ ძინავს მომიყვანე რა და დედას უთხარი რომ დღეს ჩემთან დაიძინებს კარგი? ნუცაც უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან და მძინარე ბავშვი უკვე ლალუკამ შემოუყვანა დას –ხომ ვუთხარი თუ არ სძინავს იმ შემთხვევაშითქო? რატო ადექით თუ უკვე გეძინათ? –მოხდა რამე? ამდენად დიდი თერაპია რაში გჭირდება ემილი რო მოითხოვე? –მეც მამას იმედგაცრუებების სიას შევემატე, ამოიხვნეშა ცაცომ და მძინარე ემილი გულზე დაიწვინა, ლალუკა კი საწოლზე მოკალათდა –არა... დაუჯერებლად გახედა დას –რა გააკეთე ასეთი? –მომეწონა ის ვინც არ უნდა მომწონებოდა –ეს მამას აზრით არ უნდა მოგწონებოდა? გაეცინა ლალუკას –ვიცი დედაც მამასავით ფიქრობს, მაგრამ მაინც არაფერს მეუბნება –ასეთი ვინ მოგეწონა? რა აქვს მამას საწინააღმდეგო? –ამაზე მერე რო ვილაპარაკოთ შეიძლება? –ისე სულ მეგონა რომ შენ და გიგა დაქორწინდებოდით, ძალიან ლამაზი ოჯახი გექნებოდათ და ერთმანეთიც ძალიან გეყვარებოდათ ცხოვრების ბოლომდე –მე და გიგა? გაიკვირვა ცაცომ –ვიცი უცნაურია მაგრამ... –გიგას სხვა გეგმები აქვს, ყოველთვის სხვა გეგმები ქონდა, უბრალოდ გამბედაობა და დრო არ ეყო –ეგ რას ნიშნავს? ვერ გაიგო ცაცოს ეშმაკური ღიმილის მიზეზი ლალუკამ –შევეშვათ გიგას, შენ როგორ ხარ? რას აპირებ? შენი ბედოვლათი აღარ გამოჩენილა? –მამას მართლა ხომ არ მოვკლავთ? თავი აარიდა ლალუკამ პირდაპირ პასუხს და ოთახიდან გამოვიდა, ცაცომ მძინარე ემილის უზომო სიყვარულით დახედა –შენ ხარ დეიდას ყველაზე დიდი თერაპია, ფრთხოლად დაუკოცნა მძინარე ბავშვს ლოყები.... ................................................................................................................... თბილისს ის დრო დაუდგა, როცა იხუთება ყველაფერი, იმატებს მტვერი, ტემპეარატურა და მცირდება ტანსაცმელი, შესამჩნევად ცარიელდება ავტობუსები და ე.წ. მარშუტკები, შესაბამისად ხალხის მატებას განიცდის მეტრო, სიგრილის და სიჩქარის გამო... ცაცო სამსახურის აივნის მოაჯირზე იყო შემოსკუპებული და თავი ლაშას მხარზე ედო, თავის გასაჭირს უყვებოდა, ის თავისას უზიარებდა, დამჟავებული სახე ქონდა ორივეს, ბატონი არჩილი რომ შეუერთდათ და რა მოხდაო იკითხა, ცაცომაც, ცხოვრება რთულია ბატონო არჩილო და მოაჯირიდან ჩამოხტა, ბატონ არჩილს გაეცინა, ცაცოსგან პირველად გაიგო ასეთი სიტყვები და იმიტომ, დაახლოებით ცხრა წელია იცნობს ცაცოს, იცის ყველაფერი მისი ოჯახის და პრობლემების შესახებ, იცოდა როგორ უჭირდა ყველაფერთან გამკლავება, მეგრამ ცხოვრების სირთულეებზე არასოდეს უწუწუნია, პირიქით ყოველთვის იმას ამბობდა: "ესეც გაივლისო" ახლა რა მოუვიდა? ცაცოსაც მოსტეხა ფრთები ცხოვრებამ? ბატონმა არჩილმა ხელი მამაშვილურად მოხვია თავზე აკოცა და თავისივე პასუხი დაუბრუნა: "ესეც გაივლისო".... მერე საქმეებს მიუბრუნდნენ, ნატო და ლაშა ერთმანეთს თავს უკვე კარგა ხანია არიდებენ, ცაცოს ეს ძალიან არ სიამოვნებს, ნინას დაურეკა, მოკლედ აუხსნა ყველეფერი, საღამოს ყაზბეგზე ჩვენს კაფეში ციმბირულ პელმენებზე ვიკრიბებითო, ნინამაც რა პრობლემააო და საღამოს დაღლილები ჩაესვენნენ მონატრებული კაფის მოსახერეხბელ ფართე სავარძლებში, ნინამ, სამსახურშიც დავბრუნდი და ზურასთანაც გადავბარგდიო, გაუხარდათ, ცაცომ მისი პრობლემები ამოალაგა, ნატომაც მოხსნა თავის პრობლემების გუდას თავი... –რა დაგვემართა? რატომ არ შეგვიძლია მშვიდათ ვიცხოვროთ? ახლა რას იზამ ჯაბას აღარ შეხვდები? სევდიანად კითხა ნატომ –წარმოგიდგენია გუშინ მამას გამოვუცხადე, შაბათს ჯაბასთან ერთად აგარაკზე მივდივარ და ღამითაც იქ ვრჩებითქო... –რა ქენი? თვალები გაუფართოვდა ნატოს –რას აპირებ? უფრო გაკვირვებულმა იკითხა ნინამ –ჯანდაბას და სიგიჟეს, მამასი ისე მრცხვენია თველაებში ვეღარ ვუყურებ –რატომ მიდიხარ, არ გინდა ჯაბას აწყენინო? –მაგაზე ბევრი ვიფიქრე, რატომ მივდივარ, დასკვნა შოკისმომგვრელი იყო, არ მაინტერესებს ჯაბა რას იფიქრებს, მისი წყენის არ მეშინია, მე თვითონ მინდა იქ წასვლა, ეს არ არის თავის მოწონების ერთ–ერთი ხერხი, ჩემი უშიშრობის დადასტურება, სურვილია, უბრალოდ მასთნ ყოფნის სურვილი, მივდივარ ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებთან, სადაც ვიცი რომ ღიმილით არ შემხვდებიან და ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ ისეთი გრძნობა მაქ თითქოს ის ხალხი ჩემთან მოდის სტუმრად და არა მე მივდივარ ჯაბასთან, აღარ ვიცი რა ვიფიქრო –როდის მოახერხე ასე თავდავიწყებით შეყვარება? –არ ვიცი.... –ნუ შენთან ყველაფერი გასაგებია, ხელი ჩაიქნია ნინამ –რა არის გასაგები ნი? –რას იზამ ცაცო? ის არის და მორჩა, შენ სხვანაირად არ შეგიძლია, ერთია და ის ჯაბაა, ვიცი დაუგეგმავია, მაგრამ შეეგუე... თავს რომ არავის დააჩაგვრინებ ეგ ისედაც კარგად ვიცი, მაგრამ გთხოვ სკანდალი არ მოაწყო... –მეტს არაფერს არ მეტყვით, არ გადამაფიქრებინებთ წასვლას? –როდის ყოფილა რომ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ჩავრეულვართ? გაუკვირდა ნინას –ისე რას ჩაიცვამ? გამოდი ჩემტან და შევარჩიოთ რამე –მადლობა რამეს ვიზამ ჩემით –გოგო ჯაბას არ ვიცი თვალებში რამდენი აკლია მარა.... იქ იცი როგორი ქალები იქნებიან??? უყვირა ნინამ –მაღალ ქუსლებს არ ჩავიცვამ... გააპროტესტა ცაცომ –არ არის აუცილებელი, არც ზედმეტად გამოპრანჭვაა საჭირო, უბრალოდ სიტუაციას უნდა შეეფერებოდე – ისე ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით, რჩევებსაც ვაძლევთ, ვმსჯელობთ რაღაც საკითხებზე, მაგრამ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში უხეშად რომ არ ვერევით ყველაზე მეტად მაგას ვაფასებ ჩვენს მეგობრობაში, პირად ცხოვრებას იმიტომაც ქვია პირადი რომ მხოლოდ შენია, ისე უნდა მოიქცე როგორც გინდა –და იქნებ მეშლება? –ჩვენც გვეშლება ცაცო რაღაცეები, მერე რა? აი ნატო ნახე და დღეშია იმ დეგენერატის გამო –ნუ მახსენებ მართლა იმ დეგენერატს, სტუდენტობა ხომ მომიწამლა და ახლაც მიწამლავს ცხოვრებას –სტუდენტობა რა შუაშია? ერთხმად იკითხეს გოგოებმა და ნატო მიხვდა რომ უნებლიედ ბევრი წამოცდა, ტყუილების მოგონებას სიმართლის აღიარება არჩია –ლაშა სტუდენტობის დროს მიყვერდა, აი ისე ბავშვური აკვიატება რომ გაქვს, თმებს არ ვიპუტავდი და ლოყებს არ ვიკაწრავდი, არც გული მიმდიოდა მის დანახვაზე, მაგრამ თავისებურად მიყვარდა, მერე ურთიერთობამ მეგობრობა მოიტანა, მეგობრობამ ბევრი ინფორმაცია, ბევრმა ინფორმაციამ, ბევრი იმედგაცრუება და ჩემმა სიყვარულმაც სახე იცვალა, ახლა როცა არ მასვენებს და სულ უკან დამზდევს მისი სულელური შემოთავაზებებით თავი ისევ სტუდენტი მგონია, ვიცი ახლა რასაც აკეთებს, მისთვის მეც ერთი გოგო ვარ, რომლის მოხიბვლაც უნდა, ნუ არც ის არის გამორიცხული, რომ ახლა ისეთ რაღაცეებზე დაფიქრდა რაზეც ადრე არ უფიქია, მოეწონა ეგ ფიქრები, ვიცი რასაც იზამს, ბოლოს მომიღებს და მე მაგის უფლებას არ მივცემ –არ გეწყინოს ნატო, მაგრამ ლაშა სულელი ნამდვილად არ არის, რატომ გარისკავს ამდენწლიანი მეგობრობით თუ რაიმე სერიოზული არ არი? –ცაცო შენი სიტყვების აზრს ხვდები? ლაშა და სერიოზულობა? მაგაზე ახლა სულ არ ფიქრობს მის ასეთ საქციელს რა შეიძლება მოყვეს, დაუკმაყოფილებელი ბავშვივითაა –უკვე აღარაფერი აღარ ვიცი, დღეს ისე გულდაწყვეტილი ამბობდა შენზე, ის სულელი გოგო რომ გამირბის ნერვები მეშლება და გული მტკივაო –ჩემზე ლაპარაკობდით? –ხო, რაღაც ეჭვები აწუხებს და ცოტა თავიც კი შემაცოდა იცოდა რომ ამაზე აუცილებლად დაგელაპარაკებოდი –უსინდისო, არაკაცური წესებით თამაშობს, ჩაიღიმა ნინამ –რაო რა გითხრა? –რაო და ვიცი რაც ჭირსო, მაგრამ არ მეგონა ასეთი სასტიკი თუ იყო და ერთ შანსს მაინც თ არ მომცემდაო, ვიცი ჩემი ბრალი და იმ წლების ბრალია რომელიც ერთად გავატარეთო, მოხარშულს რომ მიცნობს იმის ბრალიაო, ნატოს გაეცინა –აბა რა ეგონა? ყველაფერი ვიცი ლაშა აბულაძეზე, ყველა გოგო, ყველა ფრაზა, ყველა მოქმედება, ყველა შემოხედვა, ღიმილი, ამის მერე როგორ მიცვე შანსი? როცა მინდოდა და თან ძალიან მინდოდა მაშინ არ მაქცევდა ყურადღებას და ახლა მისი მთელი ამხელა ისტორიით მე აღარ მჭირდება –დარწმუნებული ხარ? –ნუ ჯერჯერობით კი –ყოჩაღ, ვგიჟდები შენს მტკიცე გადაწყვეტილებებზე, დასვი ხო უკვე ტოლობა და მიუწერე საბოლოო პასუხი... გაუბრაზდასავით ნინა, კიდე ცოტახანს ისხდნენ, ოღონდ ახლა უკვე იცინოდნენ და პრობლემებზე არ საუბრობდნენ, ნინამ მეორე თაფლობის თვე მაქვსო, ცაცოს ჯაბაზე და მის თანაგუნდელებზე იმდენად არა იმათ ცოლებზე და შეყვარებულებზე ახელებდნენ და ნატოს რა თქმა უნდა ლაშაზე, გარედან ძალიან ლამაზად ჩანდნენ, სამი მხიარული მეგობარი, მომღიმარი, თითქოს არავითარი პრობლემა არ არსებობდა გარშემო, ავტომობილების ხმაურში ჩაფლული თბილისი თითქოს დადუმდა, ციცინათელებივით დაქროდნენ მათი ფარების შუქები, მათთვის სადღაც შორს ისმოდა საყვირის ხმები, კაფის ვიტრინაშიც რომელიც ტროტუარს გაჰყურებდა სწრაფად იცვლებოდნენ ფეხით მოსიარულეები, სითბოს და გაზაფხულს ხალხიც ისე გამოჰყვა, როგორც პეპლები მიჰყვებიან ხოლმე სინათლეს, გოგოები ღიმილით წამოდგნენ, ღიმილითვე ჩამოირბინეს კაფის საფეხურები, ცაცომ ფეხით გავიაროთო და გოგოებიც დიდი სიამოვნებით დათანხმდენენ, ცაცო სახლამდე მიაცილეს და მერე თავიანთ გზას დაადგნენ, ის კიდე დამნაშავე ბავშვივით შეიპარა სახში, საერთო გამარჯობა თქვა და თავი ერთგულ სამალავს,ოთახს შეაფარა, დედამ ერთი გასძახა არ გშიაო, და ცაცომაც გოგოებთან ერთად კაფეში ვიყავიო, ოთახიდან გამოუსვლელად დაუბრუნა პასუხი, დიდი ხანია საკუთარ თავთან არ უსაუბრია, შეაშინა ამ გრძნობამ, ნუთუ იმდენად კმაყოფილი იყო ყველაფრით რომ განსახილველი არაფერი ქონდა? აი აქ დაშვა ყველაზე დიდი შცდომა და სარკის წინ თავის თავს პირველად კითხა –რა იქნება მერე ცაცო? მომავალში? მომავალშ რა იქნება არავინ არ იცის, მაგრამ როცა იმის დაგემვას იწყებ, თუ რა და როგორ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში და მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს, ესაა ის რაც ხელს ძალიან გიშლის ზისტად შენს დაგეგმილ მომავალში, მომავალზე ფიქრი ყველაფრისმომცველია და აწმყოთი ცხოვრებით ტკბობის შანსს გართმევს, დროზე მიხვდა ცაცოც ამას და იმით დაკმაყოფილდა რომ ახლა კარგად იყო, ჯაბასთან საუბარიც ძალიან მოუნდა, ტელეფონით? არა ისე, პირისპირ, მისი თვალების დანახვა მოუნდა, მისი ხმა არ გაუგია დღეს და მიხვდა რომ ძალიან აკლდა, აღმოჩენა, უბრალო მაგრამ აღმოჩენაა ცაცოსთვის ის რომ ჯაბას ხმა ენატრება, მის უხეშ წვერს უნდა რომ გრძნობდეს ხელისგულებზე, მოუნდა ისევ აეყვანა ჯაბას ხელში, ცხვირწინ გაეჩერებინა და ისე როგორც იცოდა ხოლმე თითქოს შეუმჩნევლა ჩაესუნთქა მისი სული... იჯბა დებილივით და სარკეში თავის თავს უცინოდა? მერე საიდანღაც მისმა ეჭვიანმა მხარემ გაიღვიძა, დამცინავადაც კითხა რა აცინებდა? ამხელა გოგო პატარა ბავშვივით რატომ იქცეოდა? საერთოდ რა იცოდა ჯაბაც იგივეს გრძნობდა თუ არა? მერე კეთილის მშურველმა ხმებმა ისიც შეახსენეს მალე წავაო, მერე რას იზამო? დაისისინეს არამკითხე მოამბეებმა, ცაცომაც იმ არამკითხების ჯინაზე თვალები მოწრუპა და სარკეს მკაცრად მიახალა –ახლა ხომ ბედნიერი ვარ? "მერემ" იფიქროს მომავალზე, ახლა ასე მინდა, მეც მაქვს უფლება გავაკეთო ის რაც მინდა, ვიყო პატარა გოგო... მაინც არ მოასვენა ცუდმა ფიქრებმა, სრული ბედნიერება არ არსებობს ცაცოო სარკიდან ნიშნის მოგებით უპასუხეს და მასაც მშობლები გაახსენდა, გული ეტკინა, როგორ უცებ გაუქრა ღიმილი, როგორ შეიძლება მშობლებს მისი არ ესმოდეთ? საწოლზე წამოწვა, ფიქრები ქალაქის ხმაურმა წაართვა, სიფხიზლე კი დაღლილობამ.... სამსახურმა ძალა გამოაცალა, ისიც არ გახსენებია, რომ ჯაბას ხვდებოდა დღეს, სად, როგორ და როდის კი არ იცოდა, საღამო პერიოდში როცა საქმე შეუმცირდა ტელეფონი მოქექა ჩანთაში, გიგას, დედას, ნუცას და ჯაბას გამოტოვებული ზარები ნახა, პირველად დედას დაურეკა, მერე ჯაბას, ჯაბამ გამოგივლი სამსახურშიო, თუ გინდა გიგასაც ჩვენ გავუაროთო, ცაცომ გავარკვევ და დაგირეკავო, ჯაბამაც ყოველი შემთხვევისთვის მისამართი უთხრა სადაც მიდიოდნენ და რვა საათზე იქ უნდა ვიყოთო, ლადოც ასწრებს რაგბიდან ნუცას გაუვლის და ერთად მოვლენო, დუდა და მისი ცოლი თავისით დაეშვებიანო, ცაცოს გადაღლილ ხმაზეც გაუჯავრდა, რა არი ასე რატო იღლებიო... ცაცომ გიგას მიაწვდინა ინფორმაცია, გიგამაც იაკოს მე წამოვიყვანო... შვიდს აკლდა წუთები, ბატონმა თამაზმა, რომ დაურეკა, "შენი" ტოსტზე დგას უკვე ბევრი არ ალოდინოო... ცაცომაც ჩანთას დაავლო ხელი, თანამშრომლებს დაემშვიდობა, ერთმანეთის პირისპირ მჯდარ და გაბუტულ ლაშას და ნატოს მოეხვია, ბატონ თმზს საშვი ჩააბარა და კიდეები დაღლილი სიხარულით ჩაირბინა, ჯაბა ტელეფონზე საუბრით იყო გართული, ვიღაცას აშკარად ეკამათებოდა, ხელებს ისე იქნევდა საუბრისას, ცაცოს არ შეუმჩნევია, იმანაც მანქანის ფანჯარაზე მიუკაკუნა და ჯაბა მოულოდნელობისგან შეხტა, ცაცო რომ დაინახა გაეღიმა, ხელით ანიშნა ჩაჯექი რაღას უცდიო, ტელეფონზე საუბარი, უფრო სწორად ჩხუბი არ შეუწყვეტია, ცაცოს ისე მოხვია ხელი და შუბლზე გემრიელად აკოცა –ავთო არ მაინტერესებს ვისი შვილია, მე იმიტომ არ ამიყვანია სამსახურში რომ თავისთვის მიითვისოს ყველაფერი, მე მგონი საკმაო ხელფასი აქვს იმისთვის რომ დანამატები არ ჭირდებოდეს, გაუმაძღრობასაც ააქვს საზღვარი, ვეღარავის ვეღარ ენდობი ადამიანი, ცაცომ თვალებით კითხა რა ხდებაო, ჯაბამ თავი გაუქნია ისეთი არაფერიო და მერე ისევ მამას მიუბრუნდა, მოვალ სახში და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა არ შემიძლია საუბარი და ცაცომ მოგიკითხაო... ცაცოს გაეცინა –რა ტონით ელაპარაკებოდი მამაშენს? გაჯავრდა ცაცო როცა მამასთან სატელეფონო ჩხუბი დაამთავრა და ცაცოს თბილად გაუღიმა –აუ შენ ნუ დამიწყებ რა... ისედაც გაბრაზებული ვარ –ისე რამ გაგაბრაზა რომ მამაშენთან ასე საუბრის უფლებას აძლევ თავს? მშვიდად კითხა ცაცომ –რა იყო მორალის კითხვ უნდა დამიწყო? –ჯაბაა... მესმის რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ შენ სიბრაზეს თუ შეიძლება მამაშენზე და ახლა ჩემზე ნუ გადმოანთეხევ, მე უბრალოდ ვიკითხე, თუ არ გინდა ამაზე საუბარი, უნდა თქვა ეს თემა არ განიხილებაო, მამაშენს კიდე... –ეს თემები არ განიხილება!!! უხეშად გააწყვეტინა ჯაბამ –სახლში წამიყვანე, ნუ თუ ძაან გაბრაზებული არ ხარ ამისთვისაც, არ ვაპირებ მთელი სღამო ამ ნოტაზე შენთან ურთიერთობას, თან საშინლად დაღლილი ვარ –გეხვეწები რა შენც ნუ დამიმატებ, შეეღრიტინა ჯაბა – ჯაბ ერთი რაღაც მინდა რომ გაიგო, მე მეგონა ახსნა არ იყო საჭირო და ამას ისედაც ხვდებოდი, არაფერი გვაქვს ერთმანეთში დასამალი, მე ყველაფრის გაგება შემიძლია, აუხსნელადაც, უბრალოდ უნდა მითხრა, აი მაგალითად დღეს, ცაცო ბოდიში მაგრამ არსად წასვლის ხასიათზე არ ვარ, პირადი პრობლემები მაქვს, მე გკითხავ შემიძლია ვიცოდე რა პრობლემები გაქვსთქო? თუ საჭიროდ ჩათვლი მეტყვი, თუ არა და არა, მეც გავიგებ ყველაფერს, ასე თუ მოვიქცევით არ ვიკამათებთ, გასაგებია? მაგრამ ყველაზე მეტად მშობლებთან ხმამაღალ საუბარს ვერ ვიტან... –გავიგე, გახალისებული და დამშვიდებული სახით უთხრა ჯაბამ, ისევ ჩაიხუტა, ნერვების უფრო დასამშვიდებლად, ცაცომ კი თბილი ხელისგულები გაუბედავად შეახო მის უხეშ წვერს და რამოდენიმე წუთით ჩააჩერდა თვალებში –გუშინ ძალიან მინდოდა ეს გამეკეთებინა, მცირე აღიარებითი ჩვენებაც მისცა ჯაბას და მორცხვად აარიდა თვალები –მერე ვერ დამირეკე, ამის წინააღმდეგი ხომ იცი რომ არასოდეს ვარ, არც ის ვიცი რას მიკეთებ მასე როცა მიყურებ მარა ეგ სექსზე მაგარი რაღაცაა, ცაცოს თვალები გაუფართოვდა, სიმორცხვისგან გაწითლდა, სიბრაზისგან სუნთქვა გაუხშირდა –ეხლა გლეწავ ჯაბა თან ძალიან მწარედ!!! –კაი რა იყო, რა ბავშვური რეაქცია გაქ სექსის გაგონებაზე? მხარი გაკრა გაბრაზებულ და თავჩაღუნულ ცაცოს –ჩვენ მე მგონი სადღაც უნდა წავსულიყავით –მოვასწრებთ მისვლას მის სიმორცხვევ, ფხუკუნებდა ჯაბა თავისთვის და ცაცოს ნერვები უფრო ეშლებოდა, დანიშნულების ადგილამდე მალე და შეძლებისდაგვარად წყნარად მივიდნენ, ჯაბამ გზაში ერთი ორჯერ სიმორცხვეზე მწარედ კიდევ უკბინა ცაცოს, მაგრამ არ სწყანია, ჯაბასთან ერთად იცინოდა, დუდა და მისი მეუღლე უკვე იქ ელოდებოდნენ, როცა დუდას გვერდით ასაკით საკმაოდ პატარა გოგო დაინახა, მაგრამ ბაია ძალიან საყვარელი გოგო აღმოჩნდა, თბილი ღიმილით და ურთიერთობისთვის გახსნილი, ასაკით მართლაც ძალიან პატარა, დანარჩენებს გარეთ ელოდებოდნენ და სანამ შეიკრიბებოდნენ, დუდას და ბაიას სიყვარულის ისტორიას ისმენდნენ, ძირითადად დუდა ლაპარაკობდა და ბაია მორცხვად იღიმებოდა, –ამ ბავშვისთვსი ლამის მთელი სამეზობლო გადავიმტერე, მამამისი მოსაკლავად დამზდევს დღემდე, ნუ ასაკით მართლა პატარაა ჩემზე, თითქმის თერთმეტი წლით და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს თვალ წინ დაიზარდა, რა ვქნა რო შემიყვარდა? მერე რა რომ მეზობლები ვართ... ყველა მაგაზე ჩურჩულებს დღემდე, თავბრუ დაახვია ამ ბოთე ბავშვსო, რა უნდათ მაინც ვერ ვხვდები, იცინოდა დუდა და ახლად შერთულ ცოლს მართლა ბავშვივით ეფერებოდა –ნუ ჩვენთან სამეზობლო ხო იცი რასაც ნიშნავს, ერთ დიდ ოჯახს, თან ასაკობრივი სხვაობა... მაგრამ ვისი რა საქმეა მთავარია ერთად ხართ ძაან მაგრად, ხანდახან მშურს რო გიყურებთ, ბაიასი კიდე არ მესმის, შენი გასაგებია, ანგელოზივით გოგო ჩაიგდე ხელში და თან ცხვირ წინ გაზრდილი, მარა მაანაც ხო იცოდა შენი ყველაფერი და ცოლად მაინც რატო გამოგყვა მაგას ვერ ვხვდები... ყველას გაეცინა ჯაბას რეპლიკაზე და სკამეიკაზე მჯდომი დუდა ფეხზე წამოუხტა –საქმეც მაგაშია, ეგ იმას ნიშნავს რომ ჭკუას კარგავს ჩემზე, გაახელა ჯაბას და ცოლს თვალი ჩაუკრა, ცაცო ბაიას უფრო მიუჩოჩდა და ჩუმად გადაულაპარაკა, ჯაბას და დუდას შემხედვარემ –ესენი სულ ასე არასერიოზულები არიან? –ერთად კი და ცალ ცალკე არა... შეეჩვევი, ბევრ სიგიჟეებს ამათთან ერთად დაამშვიდა ბაიამ და გაუღიმა –ნუ სიგიჟეების წინააღმდეგი არც მე ვარ ხოლმე –არ ინერვიულო კარგები არიან, ესენი ყოველ შემეთხვევაში მაინც... და კიდევ რამოდენიმე, მაგრამ არასარურველი ნაცნობებიც ბევრი გამოჩნდება, მე უკვე გადავიტანე რამოდენიმე დარტყმა, თან არ გეწყონოს, მაგრამ ნუ მეუღლის სტატუსი უფრო სხვა რამეა, ხვალ ხო მოდიხარ წყნეთში? –შენც იქნები ხო? –კი –ეგ კარგია, სულ მარტო არ აღმოვჩნდები უცნობებში –არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ხველ შეიძლება იმ კაციჭამიებმა შეგჭამონ –არ ვირჩევ არავის შეჭმა დამიპიროს, ცუდი მოსანელებელი ვარ... ნიშნისმოგებით გადახედა ცაცომ და ბაია მიხვდა ცაცოს შეჭმა მართლა გაუჭირდებოდა იმ კაციჭამიებსაც კი... ფორიზონტზე კი გიგა და იაკო გამოჩნდა, ცაცოც ფეხზე წამოდგა და მის სტუმრებს შეეგება, გიგამ ბიჭებს ხელი ჩამოართვა , იაკომ მორიდებული სალამი თქვა, დუდას გიგა ჯაბამ გააცნო, ცაცოდა გიგა ბავშვობის მეგობრები არიან როგორც ჩვენო, ცაცომ იაკო არ დატოვა უყურადღებოთ, ესეც ბავშვობის ნაწილია, იაკოო, გოგოები სკამეიკაზე საუბრობდნენ და ბიჭები ფეხზე იდგნენ, ჯაბა საათს უყურებდა, ლადოზე ბრაზდებოდა, ამ "მალალეტკებს" როდემდე უნდა ველოდოო... ცაცოს მისი მოუსვენრობა არ გამორჩენია, გვერდით ამოუდგა და დაამშვიდა, მალე მოვლენო... მართლაც მალე გამოჩნდნენდა ეს ერთი დიდი კამპანია მშვიდი ნაბიჯით დაიძრა, ძალიან ლამაზტ სამსართულიანი შენობისკენ, გიგამ ჯაბა დაიმარტოხეა და ცოტა უცნაური სათხოვარი მაქვსო უთხრა, თუ შეიძლება ხარჯები ნახევარ ნახევარზე გავიყოთო, ჯაბას გაეღიმა, ეს თუ პრიციპიალურია შენთვის გავიყოთო, გიგამაც ასე უფრო კარგად ვიგრძნობ თავსო, და ჯაბასაც წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავი ოჯახურ კინოთეატრში ამოყვეს, ერთ დიდ ოთახში, რბილი ავეჯით, პუფებით და ბალიშებით გაწყობილ დიდ ოთახში –ჯაბა აქ რას ვაკეთებს? გაეცინა ლადოს –ამაში ფულის გადახდას ჩვენთან ავსულიყავით სახლში, ფაქტობრივად იგივეა... იცინოდა ლადო –ეს რაღაც ახალი სიტყვაა კინოთეატრების ისტორიაში? პათეტიკურად გამოუვიდა ნათქვამი დუდას და სუყველანი ახარხარდნენ –დაეყარეთ და ისიამოვნეთ! გაბრაზდა ვითომ ჯაბა... ლადო და ნუცა პუფებში მოკალათდნენ, გიგა და იაკო სავარძლებში, დუდა და ბაია დივანზე წამოწვნენ ჩახუტებულები, ჯაბას და ცაცოს კი ფართე ორადგილიანი სავარზელი შეხვდათ, მომსახურე გოგო შემოვიდა ოთახში, ბატიბუტი, ჩიფსები და სსმელები შემოიტანა და ფილმი ჩაურთოთ, ყველა მოხერხებულად იყო ცაცოს გარდა, უხერხულად იჯდა გაწოლილი ჯაბას გვერდით –არ აპირებ მოშინაურებას? წამოიწია და გადაუჩურჩულა ჯაბამ, ძლიერი ხელები მოხვია წელზე და გულზე ზურგით მიიკრა თბილად, ცაცოსაც აღარაფერი უთქვამს, მოხერხებულად აიკეცა ფეხები და ჯაბას ნებას დაყვა, მთელი ძალით მიეყრდნო მას, ჯაბას ხელებმა ცაცოს თეძოებიდან მხრებზე გადაინაცვლა, ცაცოს ხელებს გაუპარალელურა, გემრიელად მოირგო პატარა ბავშვივით სხეულზე და მერე ცაცომ კეფასე მისი ტუჩების შეხებაც იგრძნო, ასე ყავდა მომწყვდეული ძლიერ მკლავებში მთელი სეანსის განმავლობაში, სევდიან დრამას (დახმარების ჯაჭვი) უყურებდნენ სიჩუმეში, ფილმი ძალიან სევდიანი იყო, პატარა ბიჭზე, რომელსაც ბოლოს კლავენ და მთელი ქალაქი მერე მისი სახლის წინ სანთლებით დგას, იმიტომ რომ ამ პატარაზე სანამ მოკლავდნენ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, სადაც ის თავის იდეებს უზიარებდა ჟურნალისტს, თუ როგორ შგვიძლია ერთმანეთის დახმარება, ყველას სევდიანი სახე ქონდა, იაკო და ცაცო კი ჩუმად ტიროდა, ნუცას ცოტა აკლდა ტირილამდე, ცაცო რომ ტიროდა ჯაბა მაშინ მიხვდა როცა ხელზე ცრემლი დაეცა –არ მეგონა ასეთი გულჩვილი თუ იყავი, ჩასჩურჩულა ყურში და ყურს უკანაც რამედენიმეჯერაც აკოცა –ნუ სარგებლობ ცინცაძე სიტუაციით! გაბრაზებული ხმით, მაგრამ შეძლებისდაგვარად ხმადაბლა გადაულაპარაკა ცაცომ, შევეცდები თავი ხელში ავიყვანოო, ფხუკუნით დაპირდა ჯაბა და ფილმი რომ დამთავდრა, უსიტყვოდ გამოვიდნენ ოთახიდან, ემოციებით დატვირთულები, ენის ამოღებას არავინ ჩქარობდა –ხოოო, ძალიან სახალისო საღამო გავატარეთ, ჩაიბუზღუნა დუდამ –ვინ აირჩია ფილმი? იკითხა ცაცომ, დუდამ და გიგამ კი ერთდროულად გაიშვირეს ჯაბასკენ ხელი, გოგოებს გაეღიმათ დამნაშავესავით მდგარ ჯაბაზე –რას გვერჩოდი? –არ შეიძლებოდა სხვა რამე აგერჩია? –ამის ნახვას საშინელებათა ფილმი გვენახა ის ჯობდა.... აჩოჩქოლდნენ გოგოები –კაით ხო.... მომკალით ახლა ამითვის, მე რა ვიცოდი ასეთი სევდიანი თუ იქნებოდა? სამაგიეროდ ბევრ რაღაცაზე დამაფიქრებელი იყო, გაიმართლა თავი დამნაშავემ, მომსახურე პერსონალს მადლობა გადაუხადეს, გარეთ რომ გამოვიდნენ კიდევ წავიდეთ სადმე გასახალისებლადო წამოაყენა წინადადება დუდამ, მაგრამ იაკომ მე არ შემიძლია, თქვენ წადითო, ლადომ და ნუცამ დაღლილები ვართ სახლებში წავალთო, ცაცომ საათს დახედა და თერთმეტი ხდება, მეც არ შემიძლიაო, დუდას ცაცოს სიტყვებზე გაეცინა, იმიტომ რომ ჯაბა გაახსენდა, რომელსაც უკვე სძულდა ათი–თერთმეტი საათი, ცაცოს წყალობით, მაშინ ჩვენ გავერთოდ ცოლოო თვალე ჩაუკრა ბაიას და დანარჩენებს დამემშვიდობნენ, გიგა სამსახურის მანქანით იყო, ის და იაკოც ერთად წავიდნენ, ლადო და ნუცა კი ჯაბასთან და ცაცოსთან ერთად ჩასხდნენ მანქანაში, ჯერ ლადოს დატოვებო გადაწყვიტა ჯაბამ, ცაცო კი წუწუნებდა, ორ გზას რატო აკეთებ, ჯერ ჩვენ მიგვიყვანე და მშვიდად წადით სახლშიო, მაგრამ ჯაბამ ნუ წუწუნებ შენთან სალაპარაკო მაქ და ამას ძაღლივით გარეთ ხომ არ გავაგდებო? თავით ანიშნა ლადოზე, ნუცას გაეცინა რა მზრუნველი ბიძა გყავსო ლადოს გაახელა, მერე ჯაბას კითხა, ისე ჯაბა ბიძია რო დაგიძახო შეიძლებაო, ჯაბაც – შეგიძლია დამიძახო, მაგრამ ვერ შეგპირდები, რომ გიპასუხებ როცა მასე დამიძახებო... –რა აუცილებელი იყო ახლა ეს? გაბრაზებულმა იკითხა ცაცომ როცა ნუცა სახში გაისტუმრეს და მარტო დარჩნენ მანქანაში –მე ხვალ დილით მივდივარ. წამოხვალ თუ სხვა საქმეები გაქ? თუ დილით არ შეგიძლია წამოსვლა მერე ან დუდა ან ზურა წამოგიყვანს, არ მიუქცევია ცაცოს სიბრაზისთვის ყურადღება ჯაბას –მამას გამოვართმევ მანაქანას და ჩემით წამოვალ, რაღაც ცევდიანად თქვა ცაცომ –მოხდა რამე? რაღაც სხვანაირი ხარ, ნუ მთლად ფილმის გამო არ იქნები მასე, სამსახურიდანაც რო გამოხედი მაშინაც შეგამჩნიე, სახში პრობლემები ხო არ გაქ? –მშობლებს სენზე ველაპარაკე გუშინ... –მერე? –მთლად აღფრთოვანებულები არიანთქო ვერ გეტყვი –რას მიწუნებენ? გაიხუმრა ჯაბამ, მაგრამ მაშინვე ინანა როცა ცაცომ სევდიანი და ოდნავ აცრემლებული თვალები შეანათა –სერიოზულად? გაუფართოვდა თვალები ჯაბას, ცაცომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად –მამამ საერთოდ გამომიცხადა არ მინდა ჯაბას ხვდებოდეო –რას აპირებ? შიშით კითხა ჯაბამ –მე ხვალ წყნეთში მოვდივარ ღამისთევით, ჯაბას ცაცოს სიტყვებზე ეშმაკურად ჩაეღიმა და საჭეზე ნერვიულად მოჭერილი თითები აათამაშა –ოღონდ ერთი პირობით, თუ არ მომეწონება იქ ყოფნა წამოვალ და შენ ეს არ გეწყინება კაი? –მე თვითონ წამოგიყვან პირობას გაძლევ, ხელები გემრიელად მოხვია და თავზე რამოდენიმეჯერ აკოცა, მერე ჩუმად და გაუბედავად კითხა ჩახუტებულს –გინდა მამას დაველაპარაკო? ან ჯერ ადრე ხომ არ იყო მათთვის ამის თქმა? –სხვა გზა არ მქონდა ჯაბ, არც სამართლიანად ვიქცეოდი, მე შენ მშობლებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქ და ჩემებმა შენზე არაფერი იცოდნენ, ნუ არ გამოდიოდა, ტყუილები ძალიან არ მიყვარს, შენთან რომ ვიქნებოდი სახში რა მეთქვა სად ვიყავითქო? ან ხვალინდელზე სად ვათენებ ღამესთქო? მამასთან ჯერ არ გირჩევ ლაპარაკს, ცოტა შეეგუოს სიტუაციას, მაგრამ ხვალინდელი ამბავი ძალიან არ მოსწონს –რას გიზამ ხომ არ შეგჭამ? ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი ჯაბას –მიუღებელია, მათთვის ეს მიუღებელი და არასწორი საქციელია –ხომ არ გადაიფიქრებ? –არა! შუადღე გადასულზე ამოვალ და თუ ზურას უნდა მე წამოვიყვან –ვკითხავ და გაგაგებინებ, ისე არა მგონია –ჩემი წასვლის დროა –ვერ ვიტან ამ მომენტს –ჯობია შეეჩვიო, ცოტა ხანში ძალიან ძალიან შორს წახვალ, აქ კიდევ გაქვს ჩემი ნახვის შანსი და იქედან ვერ მომწვდები –შენი აზრით არ უნდა დაგვეწყო ის რაც დავიწყეთ? გამომცდელი მზერით იკითხა ჯაბამ –ჯაბ ჯერ არც ერთმა არ ვიცით რა დავიწყეთ, მაგრამ თუ მე მეკითხები ამას, პირადად მე ჯერ ყველაფერი მაკმაყოფილებს და უკმაყოფილების ნიშნებს ვერც შენ გამჩნევ –შენს სენტიმენტალურობას და ფილმებზე ტირილს თუ არ ჩავთვლით –ნუ რას ვიზამთ, ეტყობა ჯერ კიდევ მაქვს შერჩენილი ადამიანობის ნაპერწკალი –ასეთი აღმოჩენები კიდევ რასთან დაკავშირებით მელის? –შეილება ვიტირო წიგნზე, არ არის აუცილებელი ზე ტრაგიკული იყოს, შეიძლება ვიტირო ერთ კუპლეტიან ლექსზე, რომელიც ძალიან მომეწონოს, ხასიათი გამიფუჭს სიმღერამ, არა აუცილებლად სევდიანმა, გააჩნია როგორი ტექსტი აქვს, ორგანულად ვერ ვუძლებ ძლიერი მამაკაცის ცრემლებს, იმიტო კი არა რო აი კაცია და რა ატირებს, პირიქით, როცა ძლიერი მამაკაცები ტირიან ეს ჩემთვის იმას ნიშნავს რომ სიტუაცია გამოუვალია და აღარაფრის გაკეთება არ შეიძლება და იმ მამაკაცებს სული უკვდებათ მაგ დროს... არ ვიცი რამდენად გსაგებად აგიხსენი... ვერ ვიტან როცა ხანში შესულ ადამიანებს აბუჩად იგდებენ, ადგილს არ უთმობენ, მანქანები გადასასვლელებზე არ ჩერდებიან, რომ მათ უსაფრთხოდ შეძლობ გადასვლა, ცრემლებამდე მივყავარ მეტროში ერთ, არა ვტყუი ორ მოხუც ადამიანს, ერთი საყვარელი კაცია, ისიც ხანში შესული, მოწყალებას ითხოვს ვაგონებში დადის და სევდიან სიმღერას ღიღინებს, დედის ტკბილი ნანაო, თან ისე სევდიანად... და კიდევ ჭაღარა ქალია, ერთხელ ხურდა რომ მივეცი ბედნიერი დედა ყოფილიყავიო მითხრა და მასინ ჩემი მსოფლმხედველობა ამ ორი სიტყვით შეცვალა... –ადამიანურობის ნაპერწკალი კი არა კოცონი გიგიზგიზებს სულში –ვებრძვი, მაგრამ ჩაქრობა არ გამომდის –არ ჩააქრო რა, არ გაანადგურო ის რაც ყველაზე ლამაზი გაქ, არ დაემსგავსო უემოციო არსებებს, რომლებითაც სავსეა დედამიწა, ცაცოს ისევ აუწყლიანდა თვალები, ჯაბას თბილი ხელისგულების მაგივრად გაყინული ხელები შეახო სახეზე და ჯაბა შეაშინა ამ სიცივემ, თვალები მაინც ცეცხლივით მწველი და იდუმალი ქონდა ცაცოს, მხოლოდ ხელების სიცივის არ შეშინებია, ახლა დააფიქსირა, რომ ცაცო როცა ასე აკათებდა, ჯაბა სამყაროსთან კავშირს წყვეტდა, ორი წუთის წინ აშკარად არჩევდა მანქანების და საყვირების ხმას, სადღაც შორს ძაღლის ყეფაც ისმოდა, ავტობუსის მუხრუჭების შემაწუხებელი ხმაც, ახლა კიდე ყველაფერი გაერთიანდა, ცალ–ცალკე ხმები ერთმა გაურკვეველმა ზუზუნმა შეცვალა, თვალისმომჭრელი შუქები სიბნელეში პატარა და სწრაფად მფრინავ ციცინათელებს დაემსგავსა, ჰაერში გაწელილებს და უფორმოებს, მერე ცაცომ მარჯვენა ხელი გაოცებულ თვალებზე ჩამოუსვა და ისინი დაახუჭია ჯაბას –შეინახე ის რისი მოცემაც ახლა შემიძლია, თხოვა ჩურჩულით და ხელები სწრაფად მოაშორა მის სახეს, მერე გაიგონა ნელა როგორ ითვლიდა ჯაბა ხუთამდე... კარების გაღების ხმაზე ჯაბამ თვალები გაახილა, ცაცოს ხვეწნით სავსე თვალები შეანათა, ისიც ცხვირ ჭინ დაეხარა და ლოყა მიუშვირა, თან საჩვენებელი თითით აჩვენებდა, სადაც მისი კოცნის უფლებას აძლევდა –ხომ იცი რომ მარტო ეგ აღარ მყოფნის? მთვრალივით ამოილაპარაკა ჯაბამ –მეტის მოცემა არ შემიძლია, სევდიანად უპასუხა ცაცომ და კოცნის გარეშე დააპირა გადასვლა –შენ საოცრება ხარ ცაცო და ვერ ვხვდები რატომ მე??? –რატომ შენ მაგას ვერც მე ვერ ვხვდები, მაგრამ საოცრება არ ვარ, უბრალოდ სული მაქვს რომლის ჩვენებისაც აღმოჩნდა, რომ შენთან არ მეშინია.... ................................................................................................................... ცხოვრების სტილი რომ შეიცვალა ამაზე ორი აზრი არ არსებოს, ეს გარდაუვალი რამ არის, მაგრამ სამწუხარო ის არის რომ რაც უფრო ბევრი დრო გადის ადამიანურობას უფრო ვკარგავთ, ძალიან ბევრი რამეა ჩვენს ირგვლივ რაზეც უნდა ვრეაგირებდეთ, გული გვტკიოდეს და რის გამოსწორებასაც უნდა ვცდილობდეთ, მაგრამ ამ ქაოსური ცხოვრების ფონზე, ეს რაღაცეები უყურადღებოდ გვრჩება, უგრძნობებიც გავხდით, ადამიანებმა თანაგრძნობის უნარიც დავკარგეთ, შეიძლება ადმიანი ქუჩაში ცუდათ გახდეს და ათი გამვლელიდან მხოლოდ ერთმა მიაქციოს ყურადღება, რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ხვალ შეიძლება ჩვენც გულგრილობის მსხვერპლი გავხდეთ? რატომ არ გვტკივა სხვისი სატკივარი სანამ ჩვენც იგივე არ შეგვემთხვევა? რატომ ვერ ვსწავლობთ ერთმანეთის შეცდომებზე? ერთიანობის განცდა როდის დავკარგეთ? და საერთოდ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება? როგორ საზოგადოებას ვქმნით? თუ არც ეს გვეხება? მაშინ რაღა გვეხება? რა გვაინტერესებს? რისთვის ვცხოვრობთ? მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად? მერე რა რომ დროება შეიცვალა? ადამიანურ ღირებულებებს არ მეგონა გამოყენების ვადა თუ ქონდა... და ის მაინც და მაინც ჩემს დროებაში ამოიწურა... საით მიექანება კაცობრიობა? ბოლო დროს ძალიან ბევრს ფიქრობს ცაცო ბოროტებაზე და სიკეთეზე, რამ დააფიქრა? ნესიმ... ხო... მისი ათი წლის დიშვილმა, ამას წინათ ძლიან გახარებული იყო, ქართულის მასწავლებელმა ჩემი თემა დიდ თაბახის ფურცელზე გადაიტანა და სკოლის სიახლეების დაფაზე გააკრაო, ცაცოც დაინტერესდა რა დაწერე ამისთანაო და ნესიმ მისი დაწერილი "სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას?!" წააკითხა, სადაც ცაცოსთვის გასაოცარი რაღაცეები ეწერა და ისე გაუკვირდა ათი წლის ბავშვისგან, ხანდახან დიდიც კი ვერ გადმოსცემ ისე კარგად სათქმელს როგორც ამას ნესი ახერხებდა ამ სულ რაღაც ნახევარ გვერდიანი ჩანახატით... სადაც პატარას იმედები და შიშები იმალებოდა, ცაცო მერე დიდხანს ფიქრობდა ნესის სიტყვებზე: "სანამ შეგვეძლება სიყვარული, ნდობა, რწმენა, იმედი, თანაგრძნობა, თანადგომა, რაც საერთო ჯამში სიკეთედ შეიძლება მოვიხსენიოთ, მანამდე ბოროტება ვერაფერს დაგვაკლებს, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ამ გადამრჩენელ ელემენტებს უმოწყალოდ ვანადგურებთ ჩვენივე ხელებით, ისე რომ რეაბილიტაციის შანსსაც კი არ ვუტოვებთ, ამით იოლად შეგვიძლია ავხსნათ ჩვენს ცხოვრებაში აშკარად და კატასტროფულად მზარდი ბოროტება, რომელიც სიკეთეს სულ უსარგებლოს ხდის, მე კი მაინც ვიმედოვნებ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველთა სახეობა, საერთო კრებითი სახელით ადამიანები, გამოფხიზლდებიან და მიხვდებიან რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაშიო " ცაცოსაც იმედი ქონდა რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ნესისგან განსხავევით ის აშკარად ხვდებოდა რომ სამყარო უმოწყალოდ ემზადებოდა თვითგანადგურებისთვის... ხანდახან რა ძნელია როცა ცხოვრების აზრს ჩაუღრმავდები და აღმოაჩენ, რომ მას აზრი არააქვს, გგონია რომ იქ სადღაც სადაც იცი რომ გული გაქ გტკივა, თუ მთელი ცხოვრება უაზრო აბსურდია, რატომ არის მოგონილი მასში სასიამოვნო მოვლენები? ისეთი როგორიც სიყვარულია? თუმცა რა არის სიყვარული? შეგვიძლია თუ არა ამის გრძნობა? როგორ ვისწავლოთ? შეიძლება კი ამის სწავლა? სიყვარული ხომ ბედნიერებაა? ბედნიერების სწავლაც შეიძლება? მოპოვება? მიღწევა? თუ ეს უნდა დაიმსახურო როგორც უმრავლესობა თვლის? თუ ამას ადამიანები იმსახურებენ ვინ ანაწილებს ამ დამსახურებას? ან ასე უსამართლოდ რატომ ნაწილდება ის რაც ყველასთვის ვითომ და ძალიან ღირებულია? თუ ცხოვრება აქაც როგორც ხშირ შემთხვევაში უსამართლოა??? არ უყვარს როცა სევდიან ხასიათზე იღვიძებს, თან უცნაურობაც დაემართა, ძირითადად სიზმრებს არ ნახულობს, ან უბრალოდ არ ამახსოვრდება ისინი, დღეს კიდე ძალაიანაც კარგად ახსოვდა რა დაესიზმრა, ის და ჯაბა თბილისის თავზე დაფრინავდნენ და ცაცოს არ ასვენებდა კითხვა პირველი ვინ ჩამოვარდებოდა, იმიტომ რომ ძილშიც კი აცნობიერებდა, რომ ადამიანებს ფრენა არ შეუძლიათ... არ ახსოვს როგორ დამთავრდა სიზმარი, ან უბრალოდ გაეღვიძა და დასასრული ვერ ნახა, ის შიშის შეგრძნება კი ფხიზელსაც გამოჰყვა, სამზარეულოში უკვე ჩაცმული გამოვიდა, დედას თბილი ღიმილით მიესალმა, ისაუზმა, უხმოდ, დედამ მანქანის გასაღები და საბუთები მისცა, მამამ დაგიტოვა და დაგიბარა ჭკვიანად იყოსო, ცაცოს გაეღიმა, სახლიდან გამოსვლისას თბილად გადაეხვია დედას და არ ინერვიულოთო ძალიან დიდი მუდარით თხოვა, ნინასთან გაიარა, ცოტა იქ შერჩა, ბევრი არაფერი, ნინასგან არაფერი უნათხოვრებია, მისივე საზფხულო გრძელი სარაფნით წავიდა ჯაბასთან, საკმაოდ გამოწყობილი იყო, ისეთი ნინამაც რომ კორექტივები ვერ შეიტანა... უკვე შებინდებულზე ავიდა წყნეთში, სტუმრების ნაწილი უკვე მისული დახვდა, მამაკაცები აუზთან გაშლილ სუფრაზე ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ, გოგონები შეზლონგებზე იყვნენ ყვავილებივით მიმოფენილები და არანაკლები სიცხარით საუბრობდნენ... ცაცოს გამოჩენას წუთიერი სიჩუმე მოყვა, მერე ისევ ყველა ძველ საქმიანობას მიუბრუნდა, ბაიამ თვითონ მოძებნა ცაცო და მანაც შვებით ამოისუნთქა, ერთ ნაცნობ სახეს მაინც ხედავდა, ნუ დუდას თუ არ ჩავთვიდით, რაღაც უცნაურად იგრძნო თავი, ვერც ჯაბას აეტუზებოდა გვერდით, ქალბატონების საუბრითაც ვერ დაინტერესდა, ის და ბაია მოშორებით ისხდნენ პატარა ფანჩატურში, ძირითადად ბაია ლაპარაკობდა, ისიც ახალი იყო და დიდად არც მას ეხატებოდა გულზე ეს სიტუაცია, მერე ერთად იცინეს იმაზე რომ თეთრი ყვავებივით იყვნენ ამ საზოგადოებაში, ბაიას იმაზეც ეცინებოდა, რომ არც ერთს ქალთა საზოგადოებაში ერთმანეთის ატანა არ ქონდათ მაგრამ ახლა ისე ეჭირათ თავი თითქოს მზე და მთვარე ერთმანეთზე ამოსდიოდათ, ხვალე ნახე ერთმანეთი როგორ გაჭორონო, ხალისობდა ბაია, შენ ხო საერთოდ საღამოს სენსაცია იქნებიო, მერე ჯაბა მიუახლოვდათ –ვის ემალებით გოგონებო? –სისხლის მსმელებს, ხალისით უპასუხა ბაიკომ –იმედია შენ წასვლაზე არ გიფიქრია! მიუბრუნდა ჯაბა ცაცოს –ჯერ არა, ამ ეგზოტიკური საზოგადოების დაგემოვნების გარეშე აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ნიშნის მოგებით გადახედა ცაცომ –ბოდიში თუ ბევრ ყურადღებას ვერ მოგაქცევ... –მესმის, ახსნა არ არის საჭირო, თბილად მოეფერა ლოყებზე ცაცო, მერე კი მაგიდასთან გადაინაცვლეს, ჩვეულებრივი ფურშეტი იყო ძალიან არაჩვეულებრივი სტუმრებით, აქ ჯაბამ ცაცო გვერდით მიისვა, ისევე როგორც დუდა და ბაია, მოგვიანებით სტუმრებს ზურა შეუერთდათ და მოიბოდიშა გადვიანებისთვის, სპეციალურად გამოაცხადა ასე ხმამაღლა თუ უბრალოდ ცაცოს გამხნევება უნდოდა, მთელი სუფრის გასაგონად თქვა: –ცაცო ნანიმ ძალიან დიდი და სიყვარულით სავსე მოკითხვა გადმოგცა და ოფიციალურად დაგნიშნა დღევანდელი საღამოს დიასახლისადო!" მერე ძმის გვერდით მორცხვად მჯდარს გემრიელად აკოცა, ეს უკვე ავთოს დანაბარებიაო და ხარხარის ფონზე დაიკავა ადგილი ჯაბას გვერდით, ქეიფი დიდხანს გაეწელათ, საკმაოდ კარგ თემებზე ქონდათ დისკუსიები, სულაც არ მოეჩვენა ცაცოს ეს ხალხი მოსაწყენი, თვითონაც ძალიან გაბედულად აფიქსირებდა თავის მოსაზრებას, ხან კამათობდა, ხან სხვის აზრს ეთანხმებოდა, უხერხულობას არ გრძნობდა არც ჯაბას თამამად მოხვეული ხელის გამო, მშვენივრად იყო მიხუტებული და ძალიანაც კომფორტულად გრძნობდა თავს, ნიადაგი ფეხ ქვეშ ზურას გამოჩენამ უფრო გაუმკვრივა და ახლა უფრო თამამად დაიწყო ხუმრობაც... რამოდენიმე საათში სუფრის ის წევრები შემოეცალნენ რომლებიც არ რჩებოდნენ ღამით, შეთხელებულმა კამპანიამ შეზლონგებზე და რბილ საქანელებზე გადაინაცვლა, დაქირავებულმა პერსონალმა მაგიდა წუთში აალაგა, მერე სამზარეულოსაც მალევე მიხედა და მადლიერად დაემშვიდობა გულუხვ დამქირავებელს... სუფრის ტრადიციებსიგან რომ განთავისუფლდნენ, სტუმრები უფრო სხვანაირები გახდნენ, საკუთარ ისტორიებს ყვებოდნენ, ბიჭები მომდევნო თამაშებზე გაცხარებით კამათობდნენ, გოგონები კი ქალურ საკითხებს არჩცევდნენ... ცაცოც მოეშვა, ეგონა სულ სხვანაირად დახვებოდნენ და ნერვებიც ძალიან მოეშლებოდა, მაგრამ უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ ჯერ არ უგრძნია, ერთია, რომ ცოტა შესცივდა, ვერ გათვალა, რომ ღამღამობით აქ ტემპერატურა ქალაქთან შედარებით საკმაოდ დაბალია, სიცივისგან დაბურძგლულ მკლავებზე ხელები გასათბობად გაისვა, ერთმანეთი როგორ გაიცანითო, დაინტერესდნენ გოგოები და უცებ ყველანი გაჩუმდნენ, ცაცომ ჩვეული სიმშვიდით თქვა: შემთხვევითო –ხო, საერთოდ სიყვარულს შემთხვევითობები უყვარს, ცხვირი ირონიულად აიბზუა ერთ– ერთმა გოგონამ რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, ცაცოს ცოტა არ ესიამოვნა მისი ნათქვამი, მაგრამ მხოლოდ ზრდილობიანი ღიმილით უპასუხა –რეალობას კი განშორებები უფრო იზიდავს, არ ცხრებოდა ისევ ის გოგო და ცაცოც მიხვდა, მშვიდობიან საუბარს რომ მოთმინების ფიალა აევსო, ახლა ყველას ნამდვილი სახის დანახვის დრო მოვიდა, ჯაბას საშინლად არ ესიამოვნა ეს სიტუაცია, მის თანაგუნდელსაც ჩუმად გადაულაპარაკა, ხომ გთხოვე არ მოგეყვანაო... ზურასაც, ისევე როგორც თითოეულ იქ მყოფს, არ გამოპარვია სიტუაციის დაძაბვის და უხერხულობის მომენტი, განმუხტვა სცადა, რადგან ცაცოს რომ შეხედა მიხვდა ახლა ისეთ რაღაცას გააკეთებდა რასაც მერე ინანებდა –ცაცო ყავა გამიკეთე გთხოვ რა... შეეღრიტინა ვითომ ჩვეულებრივად და შინაურულად ზურა, ცაცოც უყოყმანოდ წამოდგა და მადლიერების ნიშნად ძალიან თბილი ღიმილით დააჯილდოვა ზურა –წითელი ჭიქები როა სამზარეულოში ხო იცი აი იმაში, ორი კოვზი შაქრით და მურაბებიც იცი სადაც არის, მე კი შენს გემოვნებას ვენდობი, თვალი ჩაუკრა და ამით გაამხნევა, იქ მყოფი კლანჭებ ალესილი გოგონები კი თითქოს გააფრთხილა, შანსი აღარავის გაქვთო... მათი უცნაური მზერა რომ დააფიქსირა თავიც გაიმართლა, ამ ბოლო დროს ტკბილეულს შევეჩვიე, ვიცი ჯანმრთელობისთვის კარგი რომ არ არის მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებო, რამოდენიმე პიროვნებას ვინც ზურას ჩანაფიქი სწორად გაიგო ჩაეცინა, მათ შორის ცაცოსაც და ჯაბასაც, ზურას მხარდაჭერით და ჯაბას ღიმილით დამშვიდებულმა ცაცომ ზრდილობიანად იკითხა კიდევ ხომ არავინ მიირთმევთ ყავასო, მსურველი ბევრი აღმოჩნდა და ცაცომაც სამზარეულოს მიაშურა, ცოტა ხანში გოგოები გაყვნენ, მარტო ვერ გაუმკლავდება ყველაფერსო, ზურამ ძალიან ბოღმიანი თვალები გააყოლა, მისთვის არც თუ ისე სასიამოვნო თოჯინებს, როგორც თვითონ ეძახდა ხოლმე მათ და იმედია ცაცო გაუმკლავდება ამ სისხლის მსმელებსო, თავისთვის ჩაილაპარაკა –ჩვენ ერთმანეთი ოფიციალურად არ გაგავაცეს, დაურღვიეს სიმშვიდე ცაცოს –მე თიკა ვარ, ეს კი ელისოა –სასიამოვნოა –აქ თავს ძალიან შინაურულად გრძნობ, როგორც ჩანს პირველად არ ხარ, თან ზურასთანაც კარგი ურთიერთობა გაქ, როგორც მივხვდით ჯაბას მშობლებთანაც, ზურამ ისე გადმოგცა დედას მოკითხვა... –მამასიც... დაუმატა ელისომ –დიდი ხანია ჯაბას იცნობ? ინტესრესით იკითხა თიკამ, –აქ პირველად ნამდვილად არ ვარ, ნუ ამის უარყოფას ალბათ აზრი არც ააქვს, ჯაბას ოჯახს სულ ცოტა ხანია ვიცნობ, ისევე როგორც მას, საქმეს არ წყვეტდა ცაცო ისე პასუხობდა ცნობისმოყვარე გოგონებს, თუმცა ეს სიტუაცია დიდად არ სიამოვნებდა და ერთი სული ქონდა ყავისთვის გაზზე დადგმული ჩაიდანი როდის იკივლებდა იმ ცნობით რომ წყალი ადუღდა... –სად გაიანით ერთმანეთი? –გოგონებო არ გეწყინოთ, მაგრამ თავი ინტერვიუზე მგონია და ეს პრინციპიალურია რომ იცოდეთ სად გავიცანით ერთმანეთი? –ცაცო არც შენ გვიწყინი, მაგრამ ჯაბას სეზონურ გოგოს არ გავხარ, თამუნას ჯინაზე მოილაპარაკეთ? რა ჩაიფიქრა ჯაბამ? გონია თამუნა შენს გამო დაიხევს უკან? ცაცომ პირველად გაიგო "თამუნას" სახელი, პირველად იგრძნო რაც აქამდე არ უგრძვნია, გრძნობა სახელად ეჭვიანობა, მთელი ძალით სცადა მისი გრძნობები მოეთოკა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა... არც ის იცოდა ასეთ სიტუაციაში როგორ მოქცეულიყო, რა უნდა ეთქვა –არ ვიცი რაზე საუბრობთ, ღიმილიანი სახით გადახედა ორივეს –არც გაინტერესებს? გამომცდელად შეხედეს გოგონებმა, გარეთ ზურა ვერ ისვენებდა, ჯაბას სიმშვიდეზე ნერვები ეშლებოდა, კაციშვილმა არ იცის ის გველები რას ერყოდნენ ცაცოს, ის კიდე... უცებ წამოდგა და სამზარეულოს ფეხაკრებით მიუახლოვდა, აინტერესებდა რა ხდებოდა, ცაცო კი როგორც იქნა მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა –ააა, ახლა მივხვდი... თქვენ ის კეთილის მსურველები ხართ ხომ ჩემი დაცვა რომ გინდათ ჯაბასგან? გაიგონა ზურამ ცაცოს მშვიდი და მხიარული ხმა, ჩაეცინა, მერე ჯაბას სიმშვიდის მიზეზსაც მიხვდა, თვითონაც მიხვდა ცაცოს რომ ვერაფერს დაუშავებდნენ... ისევ აუზთან დაბრუნდა, ჯაბას გადაულაპარაკა, გოგოები ცაცოს ხერხავენო, ჯაბამაც მშვიდად უპასუხა, ვერ გახერხავენო... –ჩვენ უბრალოდ გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჯაბას ყველა სეზონზე ახალი გოგო ყავს, აი თამუნა კი... –მერე ვინ თქვა რომ მე ჯაბას გოგო ვარ? უხეშად გააწყვეტინა, ვითომ მისი ბედით შეწუხებულ თიკას და ჩაიდანიც აკივლდა –უი, წყალიც ადუღდა, მეამიტურად თქვა ცაცომ და გაზქურა გამორთო –შეიძლება ჯერ არ ხარ, მაგრამ მაინც ჩვენი ვალია გაგაფრთხილოთ –თუ ასე არ გსიამოვნებთ ჯაბას პიროვნება, რას უზიხართ აქ? –ჩვენ მეგობრები ვართ, გაიკვირვეს გოგოებმა –ნუ თქვენნაირი მეგობრების ხელში კაცს მტრებიც არ სჭირდება... გოგოები ძალიან გამწარდნენ, ცაცო წყობილებიდან რომ ვერ გამოიყვანეს, ვერც მის შესახებ დააცდენინეს ვერაფერი და ვერც ის გაიგეს რა ურთიერთობა ქონდა ჯაბასთან –მე კი გავიგე, რომ ღამღამობით ძალიან ხშირადაც სტუმრობს ჯაბა თამუნას, ჩემმა ნაცნობებმა დაინახეს... ცაცოს ამ ყველაფერზე უკვე ეცინებოდა, გამზადებული ყავის ჭიქები ორ ლანგარზე დაგაანაწილა, თიკას მიუბრუნდა –რას ვიზამთ თიკა, ფიზიკურ მოთხოვნილებებს დაკმაყოფილება უნდა, თან ნუ ჯაბა ამისთვის არაჩვეულებრივ ასაკშია და სადაც ამას მოვალეობების გარეშე იღებს არ მიკვირს იქაურობის ხშირი სტუმარი იყოს ღამღამობით, თან კი არ მიკვირს, ამის დიდი იმედი მაქვს, მადლობა ეს საჭირბოროტო ინფორმაცია რომ გამიმხილე, თორე ჯაბაზე წარმოდგენა დამეკარგებოდა, თიკას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი ვერ მოაბა, ცაცომ ერთი ლანგარი მიაწოდა, მანაც უსიტყვოდ გამოართვა –რატომ ვდგავართ? მხრებში გასწორდი და პირდაპირ, ხელით აუზისკენ ანიშნა ცაცომ დაბნეულ თიკას, ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა გაკვირვებული –ჩვენ რაღატომ ვზივართ? ახლა ელისოს ჯერი დადგა, მასაც უცებ აღმოაჩნდა ხელში ლანგარი და თიკას ნაკვალევს გაუყვა, ცაცოს თავის საქციელზე გაეცინა, ზურას თვითონ მოემსახურა, ტკბილეულობაც თვითონ გაიტანა, მაცივარში ტორტი აღმოვაჩინე, ახლავე მოვიტანო და ისევ სახლში შემობრუნდა, გარეთ მართლა სიცივე იყო და მოსაცმელის ძებნა დაიწყო, ბევრი არც უძებნია, ჯაბას სპორტული მოსაცმელი ჩამოხსნა შემოსასვლელში მდგარი საკიდიდან და რომ ჩაიცვა თავი გნომად იგრძნო, სახელოები, საცკვაო ოსურის ფორმასავით ქონდა და სიგრძით კი მუხლებამდე სწვდებოდა სპორტული, რომ აღარაფერი ვთქვათ მოცულობაზე, სარკეში ჩაიხედა, გახალისდა, გაუბედავად და გაუაზრებლად მიიტანა ორივე ხელებით სპორტულის საყელოები ცხვირთან და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი, სახელოები გადაიკეცა და აუზს დაუბრუნდა, მის გამოჩენას ხარხარი მოჰყვა, ცაცომ თავი იმართლა ძალიან შემცივდა, სხვა კიდე ვერაფერი ვიპოვნეო, საქანელა სკამეიკის კუთხეში მოკალათდა, გვერდით მდგარ მაგიდაზე დადებულ ოხშივარ ამოსულ ყავის ჭიქას დასწვდა და მის გვერდით მჯდარ ჯაბას გახედა... რომელიც უღიმოდა, მერე გაუგებარი რაღაც კითხა, შეიძლებაო? ცაცო ვერ მიხვდა რას ეკითხებოდა, ჯაბა კი რბილ სკამეიკაზე წამოწვა და თავი ცაცოს ჩაუდო კალთაში, ისევ კითხა: შეიძლებაო?, მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ყავის ჭიქა თავის ადგილას დააბრუნა –აბა საღამოობით ყავას არ ვსვამო? –მე მგონი არც ძილს ვაპირებთ ამ ღამით... თბილად ჩააცქერდა მომღიმარ თვალებში ცაცო ჯაბას და თავზე ხელი გადაუსვა, უმისამართოდ არეული თმების გასაწორებლად –ცაცო უტოპიებზე რას ფიქრობ? უცებ დასვა სრულებით აბსურდული კითხვა გივიმ და ირგვლივ მყოფების ხარხარით გასაგები იყო, ეს რაღაც გივისეული ნაცადი ხერხი უნდა ყოფილიყო, ცაცოსაც გაეცინა –კაი რა გივიკო, ნუ შეგვჭამე ამ შენი უტოპიის ტესტით, აუშარდნენ გოგოები –თქვენ ენა გააჩუმეთ, უვიცო არსებებო, თითქოს გაუჯავრდა გივი გოგოებს და დაჟინებული მზერა ცაცოზე გადაიტანა –გააჩნია რასთან დაკავშირებით მეკითხები, უტოპია ხომ ძალიან ბევრის მომცველი საკითხია? მხრები აიჩეჩა ცაცომ, გივის გაუკვირდა, ეს რაღაც ახალი იყო, ძირითადად გოგოები მხოლოდ უხერხულად იღიმებოდნენ ამ კითხვაზე და ძალიან გაოცებული ხმით კითხულობდნენ: რაა? –ისე ზოგადად რომ ავიღოთ –პირადად ჩემთვის უტოპიის ცნება აბსოლუტური სისულელეა, ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში და რა შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს უტოპიების სჯეროდეს, რადგან უტოპია თავსი თავში იდეალურ ცივილიზაციას მოისაზრებს, სადაც უკვე აღარაფრის გაუმჯობესება არ შეუძლება, მოაზროვნე ადამიანი კი არ შეიძლება რაიმეს იდიალიზირებას ახდენდეს, ეს იგივეა განვითარებას აფერხებდე, ეს კი შეუძლებელია... იმასაც იოლად აგიხსნი რატომ არის უტოპია ჩემთვის სისულელე, ტელეფონი ხომ გაქვს? ნუ როგორც თავმომწონე ადამიანს და შესაძლებლობის მქონეს, შემიძლია დავასკვნა, რომ შენი ტელეფონი საუკეთესოა ტელეფონთა შორის, ანუ უტოპიურია? იდეალურია? არა ის მხოლოდ ამ დროისთვის არის ასეთი, რამოდენიმე თვეში, თუნდაც წელიწადში, ახალი გაუმჯობესებული გამოვა, ამიტომ ის რაც დღეს იდეალური გვეჩვენება, ხვალ შეიძლება ჩვენივე დაცინვის საგანი გახდეს, აქედან გამომდინარე, არაფრის იდეალიზირება არ შეიძლება თუ განვითარების და წინსვლის შეფერხება არ გვინდა , არ შეიძლება საკუთარი თავი დავაჯეროთ იმაში, რომ აღარაფერი უკეთესის შექმნა აღარ შეგვიძლია... ადამიანები საერთოდ უცნაური არსებები ვართ, შეგვიძლია გადავლახპთ ყველა დაბრკოლება, ოღონდ უნდა გვჯეროდეს რომ ამას რაიმე აზრი აქვს, ან არ ვაკეთებთ უმნიშვნელო რაღაცას, როცა იმის გაანალიზებას ვიწყებთ, რომ სულელურ როლს ვასრულებთ იდიოტის მიერ მოფიქრებულ ზღაპარში... ბიჭები პირდაღებულები უსმენდნენ, გოგონები ცხვირაბზუებულები, ჯაბა კმაყოფილი იღიმებოდა, მარჯვენა ხელი ზემოთ ასწია და ცაცოს ზურგს უკან სშეუცურა, ნახევარ რკალივით მოხვია წელზე და მტევანი მუცელზე დაადო, მერე თავიც მიაბრუნა და მუცელზე აკოცა კმაყოფილმა, ცაცო უხერხულად შეიშმუშნა, ჯაბამ იგრძნო როგორ დაეძაბა ცაცოს მთელი სხეული და თავი მაშინვე გაასწორა, აი ხელი კი თავის ადგილას არ დაუბრუნებია –ჩავაბარე ტესტი? ოდნავ აღელვებულმა იკითხა ცაცომ –ხუთიანზე, კმაყოფილად აქნევდა თავს გივიკო, მერე ჯაბას გახედა –შეიძლება თურმე იაპონურ გრამატიკაზე საუბარი... ბიჭებს გაეცინათ და გოგოების უკმაყოფილება კიდევ ერთხელ დაიმსახურეს –რაზე არ გიყვარს საუბარი ცაცო? უკვე დაინტერესდნენ ბიჭები ცაცოს პიროვნებით –პოლიტიკაზე, დაუფიქრებლად და სევდიანად თქვა ცაცომ –ეგ არავის უყვარს –მე განსაკუთრებით არ მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად იპოვი ადამიანს რომელსაც შენი მოსმენა და სწორად გაგება შეუძლია, მაღიზიანებს როცა ადამიანები არა პოლიტიკურ ქმედებებს არამედ პოლიტიკოსებს აფასებენ, ან რაიმე კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგიის მინდევრები არიან და საფუძვლიანს რომ თავი დავანებოთ ზედაპირულ ინფორმაციასაც არ ფლობენ ამ იდეოლოგიის შესახებ, ჩვენს ქვეყანაში უკიდურესობები უყვართ, არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკურ ძალას ერთპიროვნული მართვის უფლება მიენიჭოს, აბსოლუტური ძალაუფლების შეგრძნება ადამიანებს უმართავებს ხდის, ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესობებს არასოდეს მოუტანია სახარბიელო შედეგი, მაგრამ ჭკუა კიდე ვერ ვისწავლეთ, ამ მომენტისთვის ვიმსახურებთ ისეთ ქვეყანას რომელშიც ვხვოვრობთ, მართალია გულსატკენად ჟღერს, მაგრამ ასეა... –რატომ ვართ მაინც ასეთი ამაყები ქვეყნით რომელიც არც თუ ისე საამაყოა? –ზურა ამაყები ვართ წარსულით, ვხოვროთ და ვამაყობთ იმით რომ ათი საუკუნის წინ ძალიან მაგრები ვიყავით, ჩემი აზრით კი ქვეყანას რომელიც მარტო წარსულით ცხოვრობს, მომავალი არააქვს –რა უნდა გავაკეთ რომ მომავალი გვქონდეს? ჩაერთო მათ საუბარში ვახო –ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ, არ უნდა გვშურდეს ერთმანეთის, სხვისი სატკივარი უნდა გვტკიოდეს, ვაფასებდეთ სხვის შრომას, საჭირო მომენტში გაერთიანება უნდა შეგვეძლოს, გავიაზროთ ერთხელ და სამუდამოდ რომ ეს ქვეყანა ერთი გვაქვს და ჩვენ თუ არ მოვუვლით ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს, უნდა მივხვდეთ რომ ქვაყანასაც ოჯახივით უნდა მოვექცეთ, ოჯახივით უნდა გავუფრთხილდეთ, თუ რაინე არ მოგვწონს დროულად უნდა ვთქვათ, რომ არ მოგვწონს, ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ და საზოგადობამ თვითშეგნება უნდა აიმღლოს და სასიკეთოდ შეიცვალოს, ცაცოს მაგივრად უპასუხა ჯაბამ ვახოს –სათქმელად ეს ყველაფერი ძალიან იოლია, მაგრამ შესასრულებლად? –შესასრულებლად ფაქტობრივად შეუძლებელი! –რატომ? რა გვჭირდება რომ რაღაც მოვიმოქმედოთ უკეთესობისკენ სავალ გზას საფუძველი, რომ ჩავუყაროთ? ზოგიერთებს ხომ უკვე გვყავს შვილები? დანარჩენებს ხომ ღმერთის წყალობით გვეყოლება... რას ვერტვით შვილებს? გაბრაზდა ზურა თითქოს საკუთარ უსუსურობაზე –ძლიერი პიროვნებები გვჭირდება, მაგალითის მომცემი პიროვნებები, ნუ ჩვენი ბუნება ასეა მოწყობილი, ვიღაცას უნდა მივყვეთ, ასეთები კი ჩვენს ქვეყანაში აღარ ცხოვრობენ, სამწუხაროდ, ან თუ დარჩნენ თითო ოროლანი არიან უმცირესობაში, უმცირესობით გამარჯვება კი შეუძლებელია ჩვენი საზოგადიოების ფონზე –რატომ აღარ ცხოვრობენ ასეთი ადამიანები ჩვენთან ცაცო? ახედა გაოცებულმა ჯაბამ ცაცოს და მან სევდიანად გაუღიმა –ჯაბ, მაშინ როცა მთელი სამყარო ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა, ჩვენ ერთმანეთს ვხოცავდით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში გადავიტანეთ სამოქალაქო ომი და ორი შეიარაღებული დაპირისპირება, თუ ამასაც ომს არ დავარქმევთ, თუმცა რატომაც არ უნდა დავარქვათ ეს ომი იყო, რომლის შედეგადაც საკუთარი ტერიტორიები დავკარგეთ, ტერიტორიებთან ერთად კი გავანადგურეთ იმ თაობების საუკეთესო ნაწილი, ჯერ აფხაზეთში ჩავხოცეთ უნიკალური ბიჭები, თაობა რომელსაც შეეძლო კარგი ქვეყნის აშენება, მერე სამოქალაქო ომი და მერე აგვისტო, ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ეს მეტისმეტია, თვალებში უყურებდა ცაცო ჯაბას და ისე უხსნიდა ამ ყველაფერ –შეგიძლია უფრო გასაგებად ახსნა ის რისი რქმაც გინდოდა? შეეღრიტინასავით ცაცოს ვახო –ვახო, ჩემთვის ომი ბუნებრივი სტიქიასავითაა, აი რომ ავიღოთ მიწისძვრა, წყალდიდობა, ცუნამი, ისეთი დიდი მასშტაბის კატასტროფები რომლებიც ყველაფერს ანადგურებს მის გზაზე, ყველაფერს რაც ერთ დროს ლამაზი იყო და უფრო კარგი გახდებოდა რომ არა სტიქია, ამ სტიქიას კი ყველაზე უვნებლად ვინ ურჩება ხოლმე? მაშინ როცა ყველაფერი საუკეთესო განადგურებულია, სამალავებიდან გამოდიან ვირთხები, რომლებმაც გადაიტანეს სტიქია და ახლა საბატონოდ ემზადებიან, თავს იჩენს ანტისანიტარია, ვრცელდება ვირუსები, ჩნდებიან ბაქტერიები, რომლებზედაც აქამდე არაფერი გვსმენია და მათთან საბრძოლველად არ ვართ მზად... ჯერ სტიქიით გამოწვეულ შოკში ვართ, მერე იოლად ვიჯერებთ ვირთხები, რომ ჩვენი ხსნაა და რომ ისინი ბაქტერიებს გაანადგურებენ, ისინი ხომ მათ ვერ ერევიან? ვირთხები ხომ ბაქტერიების გამავრცელებლები თვითონ არიან? –გასაგებია, ყველაფერი გავიგე, მაგრამ მერჩივნა ასე აშკარად არ დამენახა ყველაფერი, ჩაიბუზღუნა ვახომ –ანუ??? განცვიფრებული ხმით წამოიძახა გივიკომ –ანუ აღარაფერი გვეშველება? მართლა ვირთხები მოგვიგებენ? –ფულიანი ვირთხები გივი, ფულიანი ვირთხები გვიგებენ ჯერჯერობით, რამდენადაც დამამცირებელი არ უნდა იყოს სიმართლეა, ფული ხომ ძალაუფლებაა... –ცაცო მე რა ვერ გავიგე იცი? აი შენ ხო საღი აზროვნება შეგიძლია? ნუ მე მგომი ჩვენც არ ვართ დებილები, ამ ყველაფერსაც ხომ ვხვდებით, ვირთხების ბატონობაც არ გვინდა, არ შეიძლება ჩვენ ვიქცეთ მაგალითებათ? –და ხალხი ჩვენ გამოგვყვეს? გაახალისა ზურას მეამიტურმა ნათქვამმა ცაცო –ზურა მე ამის სურვილი არ მაქ... არც დრო მაქვს ამაზე საფიქრელად და არც ძალა ამის განსახორციელებლად, ის არაფერს ცვლის, რომ მე ამ ყველაფერს ვხვდები და არ მინდა ასე იყოს, ეს მაშინ მემართება, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები ღამღამობით, დილის დადგომასთან ერთად კი სხვა რაღაცეები ხდება პრიორიტეტული, ჩემი ოჯახი, სამსახური, მეგობრები, ყოველდღიური პრობლემები, ბავშვები, დრო აღარ მრჩება იმაზე საფიქრელად რომ უკმაყფილო ვარ ასეთი ცხოვრებით, ვერგები და ვეგუები –არაფერი გვეშველება? პატარა ბავშვივით იკითხა ვახომ... პასუხი არავის ქონდა, ყვალამ თავისთვის მორცხვად დახარა თვალები, ძნელია როცა შენს უძლურებას აანალიზებ... მერე ისევ ცაცომ უშველა მდგომარეობას –კარგით რა, ნუ ჩამოყარეთ ყურები, ეს მარტო ჩვენ ხომ არ გვჭირს მთელი მსოფლიო ასეა, უბრალოდ ჩვენთან ზედმეტად თამომყვარე, გაუმაძღარი, მხოლოდ საკუთარი სიკეთის, ძალაუფლების და უსამართლობის ზედმეტად მოყვარული ვირთხები გაბატონდნენ, ჩავთვალოთ რომ ძალიან არ გვიმართლებს –აუ ბიჭო, ეს ანზორას არ შეახვედრო თორე დახოცავენ ერთმანეთს, გახალისდა უცებ ვახო და მის რეპლიკას საერთო ხარხარი მოყვა –სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ცაცო, მართალია არასასიამოვნო თემაზე მოგვიწია საუბარი, თუმცა ასე უკეთესად შევძელით შენი გაცნობა, მოდი ძალიან სევდიანი და მოსაწყენი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, საუბრის თემა შევცვალოდ, როგორც თქვენი საუბრიდან გავიგე მუშაობთ, თუ საიდუმლო არ არის სად? ამ უბრალო კითხვას , კიდევ ბევრი მოყვა, ოჯახის, ბავშვობის, მეგობრების, მოკლედ როგორც ხდება ხოლმე, ბიჭებმაც გაიხსენეს ბავშვობა, საუბრის თემა რომ გამარტივდა, თიკაც და ელისოც ჩაერთნენ, სასიამოვნოდ საუბრობდნენ, ცაცოს გოგოები თანდათან მოსწონდა, ცოტა კი წაუსულელებდნენ, მაგრამ ცუდი გოგოები არ ჩანდნენ, ახალი ადამიანის გამოჩენა სანაცნობო წრეში ყოველთვის იწვევს, გაუგებრობას, უნდობლობასაც... მხიარულ საუბარს მხოლოდ ორი წევრი არ უერთდებოდა, განმარტოვებით მჯდარი დათო და მისი ძალიან ლამაზი თანამგზავრი, რომელიც დათოს გვერდით იჯდა სუფრასთანაც და ახლაც გვერდიდან არ შორდებოდა, ცაცოს ეს ყველაფერი არ გააკვირვებდა, უფრო სწორად არ გააბრაზებდა, რომ არა ერთი უმნიშვნელო დეტალი ამ ისტორიაში, დათო ცოლიანი იყო და სულ რამოდენიმე თვის ბავშვიც ყავდა... ჯაბაც არ ჩანდა დიდად კმაყოფილი დათოს საქციელით –ცაცო რა გიყვართ ყველაზე მეტად? არ წყვეტდნენ ბიჭები მის დაკითხვას, ცაცოს ეშმაკურად გაეღიმა –მოგზაურობა,მოგზაურობა მიყვარს ძალიან –ბოლოს სად იყავი? აღფრთოვანებით იკითხა თიკამ –აი მეც ვგიჟდები მოგზაურობაზე და მაგიტომ ვიკითხე, მე ერთი კვირის წინ პარიზში ვიყავი, ძალიან კარგი დრო გავატარე –სამწუხაროდ ბევრგან არსად ვყოფილვარ, ამის არც დრო და არც შესაძლებლობა მიწყობს ხელს, წინა ზაფხულს ვიყავი თურქეთში, წელს იტალიისთვის ვაგროვებდი ფულს, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო გადაიგო, თან გაურკვეველი დროით –ანტალიაში ისვენებდი? –არა, სტამბულში და ბოდრუმში ვიყავი, ძალიან ლამაზია იქაურობა, უზომოდ მომეწონა, არ მეგონა თურქეთი თუ ასეთი ლამაზი ქვეყანა იყო, უკან რომ ვბრუნდებოდი ტაო მოვინახულე, მართლა კმაყოფილი ჩამოვედი იქედან –მე აბა ძალიან დავიღალე პარიზში –ვერსალს და ლუვრს ნახავდი, ელისეის მინდვრებზე და მონ მარტზე გაისეირნებდი, ტრიუმფალურ თაღს და აღარ ვთვლი ეიფელს ნახავდი, პარიზის ღვთისშობლის ტაძარს, მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდეს ორღანს და საუცხოო სილამაზის ვიტრაჟებს, გოთიკურ ქანდაკებებს, ცაცომ რომ წარმოიდგინა ეს ყველაფერი სიანოვნებისგან გააჟრჟოლა და თიკას გაოცებულ მზერას რომ წააწყდა მერე დაუმატა –მე მასეთი მოგზაურობიდან დაღლილი კი არა გაგიჟებული ჩამოვიდოდი –არსად არ ვყოფილვარ რაც შენ ჩამოთვალე, მთელი ერთი კვირა მაღაზიებში დავდიოდი, ჩემი ძმა გადავრიე, ცაცოს გაოცებისგან ხველება აუვარდა და ბიჭებს გაეცინათ –როგორ შეგეძლო ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვება? –ნუ რას ვიზამთ, არ მიყვარს ეს ისტორიული რაღაცეები, უყურებ და რა? არაფერი... ცაცო გაოცებისგან წამოხურდა –თან არც პირველად ვყოფილვარ და არც უკანასკნელად –ჯობია ისევ სხვა თემაზე გადავიდეთ, თორე ვგრძნობ ნერვები, როგორ მეშლება და ჩხუბის დაწყება კიდე არ მინდა, შესამჩნევად აღელვებული ხმით თქვა ცაცომ და თიკას მზერა აარიდა –რატომ უნდა მეჩხუბო ცაცო? –აბა როგორ შეიძლება რამოდენიმეჯერ იყო ნამყოფი სიყვარულის და მოდის ქალაქად აღიარებულ ქალაქში და მხოლოდ ერთი მიმართულებით იცნობდე მას, როგორ შეიძლება არ იცოდე, რომ მონ მარტიდან ქალაქის ცენტრამდე სენის სანაპიროს თუ გაუყვები, სანჟერმენიდან აუსტერ ვიდსის ხიდამდე ექვსი კილომეტრის გავლა მოგიწევს და ამასთან ერთად თითქმის პარიზის ყველა ხიდს გაივლი, მათი რაოდენობა კი ოცდა სამია, თითოეული თავისებურად გამორჩეულად ლამაზია მერე ამოირჩევ შენთვის ყველაზე მისაღებს, მიუჯდები ღია კაფის პატარა მაგიდას სენის პირზე და მოისმენ მხოლოდ შენთვის გაჟღერებულ "ლა ვივა როსას" მხოლოდ შენთვის იმიტომ რომ ამ სიმღერას მხოლოდ ტურისტებისთვის უკრავენ და ნებისმიერ პარიზელს მისი გაგონების სურვილი აღარ აქვს.... –ცაცო დარწმუნებული ხარ რომ პარიზში არასოდეს ყოფილხარ? –დარწმუნებული ვარ ზურა, ასეთი რამ არ დამავიწყდებოდა, თუმცა ის რომ მე იქ არასდროს ვყოფილვა არ ნიშნავს იმას რომ მე პარიზზე არაფერი უნდა ვიცოდე –საოცნებო ქალაქია? ახედა ჯაბამ და ცაცოს გაეცინა, ისეთი ინტერესით და დაჟინებული თვალებით უყურებდა –არა, გულწრფელად უპასუხა ცაცომ –მე უფრო უცნაური და უცნობი ადგილები მიზიდავს, სადაც განმარტოვებას შევძლებ, ფეხით ვისეირნებ, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ, თოლიების ყურებით დავიღლები... –და საკუთარ ზღვას ნახავ... –ხო! –ოი ოი ოი როგორი ზედმეტები ვართ და გრძნობების საოცრებებით გაჟღენთილ ატმოსფეროს როგორ ვარღვევთ, წამოხტნენ ბიჭბი ფეხზე და ძილინებისაო, უხერხული ჩახველებით თქვეს, როცა ცაცოს და ჯაბას გახედეს, მერე გოგონებიც ძალით წამოაგდეს ფეხზე და ჩვენ თავს თვითონ მივხედავთო ისიც განაცხადეს, მაგრამ მთლად მასეც არ იყო, ჯაბაც წამოგდა, სახლისკენ გაუძღვა ბიჭებს, ცაცოს ყავის ჭიქების და იქაურობის მილაგებაში ზურა ეხმარებოდა, სამზარეულოშიც ორნი იყვნენ როცა ჯაბას ხმა გაიგონეს, დათოს რომ ელაპარაკებოდა, ცაცოს ზურასი კი მოერიდა, მაგრამ ღია კარებისკენ უფრო ახლოს დადგა უფრო კარგად რომ გაეგო რაზე საუბრობდნენ და ზურას გაეცინა თვითონაც გვერდით დაუდგა და ჩუმად გადაულაპარაკა, ორივენი ცნობისმოყვარეები ვყოფილვართო, ცაცომ კი იუარა საერთოდ ასე არ ვიქცევი, მაგრამ დათოს საქციელით შოკირებული ვიყავი დღეს და მაინტერესებს ჯაბა რას ეუბნებაო, მერე ზურამ საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიტანა და ცაცოს ანიშნა ჩუმადო –დავით იცი ამას წინათ დამესზმრე, ხალისიანად უთხრა ჯაბამ –ცუდად ყოფილა შენი საქმე ცინცაძე მე თუ გესიზმრები –მასე ვერ ვიტყოდი, სიზმარში შენ უფრო ცუდად გქონდა საქმე, დამესიზმრა რომ ლიკა დაგშორდა –რაა? –ხო ასე ადგა და წავიდა, ცაცოს და ზურას ერთდროულად წასკდა ღიმილი –მაგით რისი თქმა გინდა? –იმისი რომ ჯობია ტვინი გაანძრიო, შე დეგენერატო, ძალიან კარგი ცოლი გყავს და ბავში, რომელსაც მამა ახლა სჭირდება, სულ რამდენიმე თვისაა და ჯერ არ იცის ცხოვრების არაფერი, შენ კიდე აქ ვიღაც ბოზთან ერთად მოეთრევი იმის მაგივრად რო შენი პატარა გოგო გყავდეს მუცელზე დაწვენილი და აგრძნობინებდე, რომ მარტო არ არის, რომ მამიკო სულ მის გვერდით იქნება, დაიცავს, გაუფრთხილდება, შენ რა ვერ ხვდები რო საუკეთესო დროს კარგავ? დროს თავი დაანებე საუკეთესო ადამიანს კარგავ, ცოლს რომელიც ძალიან კარგი გოგოა და შვილს რომელსაც ასეთი, არაფერში დასჭირდები, მამა რომელიც პატივს არ სცემს დედას და ვერ გაუაზრებია რომ უკვე მამაა, აი ბოზები, როგორიც ახლა ზემოთ ოთახში გელოდება, იცი რა მალე ქრებიან? როგორც კი წლები მოგემატება, როგორც კი საფულე დაგითხელდება, როგორც კი სოციალური სტატუსი შეგისუსტდება, ლიკა კიდე გვერდით გეყოლება რაც არ უნდა მოხდეს, ოღონდ გონს თუ დროზე მოეგები იმ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ადამიანზე უარი თქვა მომატებული ერთი–ორი კილოს გამო? ის შენი შვილის დედაა, გამოფხიზლდი, თორე ლიკა მართლა ისე მოიქცევა როგორც ჩემს სიზმარში და მართალიც იქნება –ჯაბა ძალიან გთხოვ ცხოვრებას ნუ მასწავლი, შენსას მიხედე –ჩემს სახში იმ ბოზთან ვერ გაერთობი, მითუმეტეს როცა მეც აქ ვარ, არ გეწყინოს მაგრამ ასე თავზე გასვლის უფლებას არავის მივცემ, თუ გინდა შეგიძლია წახვიდე, თუ არა და ჩემ წესებს დაემორჩილები და ბიჭებთან დაიძინებ! ლიკაკოს ისედაც თვალს ვერ ვუსწორებ და ასე მოქცევის უფლებას არ მოგცემ! მკაცრად უთხრა ჯაბამ და გეზი სამზარეულოსკენ აიღო, ზურგს უკან კი დათოს ხმა მოესმა: ბიჭებთან დავიძინებ უცოდველო ცინცაძევო, ცაცოს და ზურას სახეები რომ დაინახა მიხვდა ყველაფერი ესმოდათ და თავი ცოტა უხერხულად იგრძნო, ზურამაც ტკბილი ძილი უსურვა, ცაცომ უსიტყვოდ დაიწყო ნიჟარაში ჩაწყობილი ჭიქების რეცხვა, ჯაბა უსიტყვოდ ეწეოდა სამზარეულოს ღია კარებთან, მერე აუზისკენ წავიდა და გარე განათება გამორთო, სამზარეულოში, რომ დაბრუნდა უკვე ცაცო იდგა კარებთან ჩაფიქრებული და დაორთქლილ მინაზე პატარა გოგონას ფიგურას ხატავდა, პეპისავით გრძელი კიკინებით, ჯაბამ ისევ ძალიან ფრთხილად დაუსვა ორი თითი ზურგზე, დიაგონალურად, მარცხენა მხრიდან, მარჯვენა თეძომდე და ფრთხილად მოხვია ხელები მხრებზე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ეყრდნობა ცაცოს მხრებსო, ის კი მათ სულ ოდნავ ეხებოდა –კარგია აქ რომ ხარ, საფეთქელზე აკოცა ჯაბამ და რას აკეთებო ღიმილითაც კითხა როცა მინაზე ცაცოს შედევრი შეამჩნია –ბავშვობაში მიყვარდა ასე გართობა, მერე დედა მიბრაზდებოდა, ფანჯრებზე შენი თითების კვალი რჩება და მე საქმე მემატებაო, მე კი ძალით ვხატავდი პატარა გოგონების ფიგურებს, ვითომ მე ვიყავი და ჩემი კვალი რჩებოდა მინებს, მაგრამ მარტო დატოვებული კვალი დედას წყალობით მალევე იშლებოდა... ცაცოს ბავშვობის სევდიანი ისტორია გაახსენდა და გულზე მშვიდად დაადო თავი ჯაბას –მოდი გვერდით მეც დავხატავ ჩემ თავს, მარტო რომ აღარ იყო, ნანი კი ღმერთმა იცის როდის შეამჩნევს ჩვენი თითების კვალს, ასე რომ ერთად დიდხანს მოგვიწევს ყოფნა... ხმადაბლა ჩასჩურჩულა ჯაბამ და კიკინებიან გოგოს სასაცილო ბიჭუნას ფიგურა მიუხატა უნიჭოდ, რაზეც ორივეს გაეცინათ –რატომ აღარ უყვართ ცაცო ადამიანებს ერთმანეთი? რატომ აყენებენ ერთმანეთს ამდენ ტკივილს და რატომ ვერ ახერხებენ იყვნენ ბედნიერები? რატომ გახადეს ყველაფერი ღირებული იაფფასიანი? –არ ვიცი ჯაბ, მართლა არ ვიცი, მეც ბევრჯერ მიკითხია ჩემი თავისთვის, რა დაემართა ადამიანებს, რამ შეგვცვალა ასე, ჩემთვის კი მივხვდი, მაგრამ არ მინდა მთლად რომ მჯეროდეს იმისი რასაც მივხვდი, ცხოვრება ისედაც ძნელია და სულ არაფრით ცხოვრება ალბათ წარმოუდგენელი, მინდა რაღაცის, რაღაც ლამაზის ჯერ კიდევ მჯეროდეს, იმის რომ სიყვარული და ბედნიერება ჯერ კიდევ არსებობს და ჯერ კიდევ შეგვიძლია... რატომ აღარ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი? იმიტომ რომ ეს გრძნობა ძალიან ცოტა დარჩა დედამიწის რუგზე... ჩვენივე ხელებით გავანადგურეთ –როგორ? ან რატომ? –ხელმისაწვდომი გავხადეთ, იოლად მისაღები, მრავალჯერადი, დაუმსახურებლადიც, სიყვარულს და ბედნიერებას ფასი დაედო... ის კი რასაც ფასი აქვს უკვე იაფფასიანია –შეიძლება რამით გამოვასწოროდ სიტუაცია? –მე და შენ? სევდიანად ჩაეღიმა ცაცოს –რატომ მარტო მე და შენ? –ბევრი ნაცნობი გყავს ირგვლივ რომელსაც ამის სურვილი აქვს? ჯაბ ახლანდელ ადამიანებს აკმაყოფილებთ ის მდგომარეობა რომელშიც ახლა არიან, გამონაკლისების გარდა, ახლა ყველაფერი იოლი მისაღები, უფრო კარგია ვიდრე ძნელად მისაღწევი, რატომ აღარ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი? იმიტომ რომ იოლად მიღებულს, იოლადვე ელევი, დაკარგვისას სინანულის გრძნობა არ გიჩნდება, იოლად ნახავ კიდევ სხვას, ეს ძალიან მარტივი და პრიმიტიული ცხოვრების სქემაა... ცაცო და ჯაბა მარტო რომ რჩებოდნენ, ყოველთვის უცნაურო ატმოსფერო იქმნებოდა მათ ირგვლივ, აი ისეთი... საიდუმლოებებით მოცული, მაგრამ მაინც ვნებიანად მიმზიდველი, დაძაბულობა, რომ იგრძნობა ხოლმე ჰაერშიც და ფეხის თითები რომ გაყინება ხოლმე ამ იდუმალებით, მერე აუტანლად გაწელილი სიჩუმე ცაცომ დაარღვია –მართლა ისე გეყვარება შვილები როგორც დათოს უხსნიდი? იცი სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, როცა ახალბედა მამებს ვუყურებ, რომ შვილები იმიტომ უყვართ, რომ ვიღაცამ თქვა ბავშვები უნდა გიყვარდესო, ისინი კი ბოლომდე ვერ იაზრებენ შვილი რას ნიშნავს, ამას მერე, დროთა განმავლობაში ხვდებიან, როცა შვილები უკვე დიდიბი არიან, ის დრო კი დაკარგულია, არიან მამები, რომლებიც ამას ვერასდროს ითავისებენ, შენ კიდე... –ცაცო, მე პატარა ბიჭი აღარ ვარ, არც იდეალური ვარ, მე უკვე ვიცი რას, რატომ და როგორ გავაკეთებ, თუმცა ბავშვებს რაც შეეხება, ეს ნინოს ბავშვების დამსახურებაა, რა არი ბავშვის სიყვარული მე მათგან ვისწავლე და გული მწყდება დათო ამას, რომ ვერ აცნობიერებს, გოგოებს და მამებს უცნაური დამოკიდებულება აქვთ, გოგოები აღმერთებენ მამიკოებს, კარგ მამიკოებს რა თქმა უნდა, პატარებს ყველაზე მეტი სიყვარულის გაცემა შეუძლიათ, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, პატარა პრინცესას მისი მამიკო გმირი უნდა ეგონოს, გმირი, რომელიც არასდროს დატოვებს და იმედებს არ გაუცრუებს... –როგორ მზად ხართ ბატონო ცინცაძე შვილებისთვის... არ მეგონა, გულწრფელად ვაღიარებ, რომ არ მეგონა შენგან ასეთ რაღაცეებს თუ მოვისმენდი, ახედა ცაცომ და კისერზე ფრთხილად შეახო ტუჩები, ჯაბა გააკვირვა ცაცოს სითამამემ, მაგრამ თავისმა ფიქრებმა უფრო შეაშინა –ცაცო ასე აღარ გააკეთო გთხოვ –რა მოხდა? შემოტრიალდა ჯაბას მკლავებში ცაცო –ის მოხდა რომ ამას თუ კიდევ გააკეთებ, თავის გაკონტროლებას ვეღარ შევძლებ, ისედაც მიჭირს ხოლმე როცა ასე ახლოს ხარ... –ფუ გარყვნილო, მომშორდი, ხელი კრა ცაცომ ჯაბას და ჯაბას გულიანად გაეცინა, თუმცა ცაცომ თავის დაღწევა ვერ მოახერხა –ნუ გეშინია და ნუ ხვანცალებ, მასე "აზაბოჩენიც" არ ვარ! მხიარულად მოაშორა ხელები ჯაბამ და მისაღებში ძალით გაათრია –ჩვენ გათენებას ვაპირებთ, მთქნარებით იკითხა ცაცომ როცა დივანზე მოკალთდნენ –ერთი პირობით მოგცემ ძილის უფლებას, უნდა მითხრა, სად გინდა წასვლა და რისი ნახვა გინდა ყველაზე მეტად, რაღაც აუცილებლად ზღვასთან და შუქურასთანაა კავშირში ხო? ისევ კალთაში ჩაუდო თავი და ისე კითხა ჯაბამ –როგორი მიხვედრილი გაუზრდიხარ ნანის, გაახელა ცაცომ, მერე დასერიოზულდა –ჯაბ მსოფლიოში უამრავი ადგილია სადაც დიდი სიამოვნებით წავიდოდი, ინდოეთში მაგალითად, შესანიშნავი ჩანჩქერები და არქიტექტურული ძეგლები აქვთ, კუბაში, მალაიზიაში, ტაილანდში, ყველგან სადაც წყალი და სიმარტოვეა დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი –ეგ გავიგე, მაგრამ ყველაზე ძალიან რისი ნახვა გინდა? მაინც არ მოეშვა ჯაბა და ცაცოს ყოყმანი რომ შეამჩნია გაბრაზდა, ისე ყოყმანობ თითქოს რაღაც უხამსის გაკეთებას გთავაზობო, გაბრაზებული ბავშვივით აარიდა მზერა –პოინტ–რეიესის შუქურა, ჩაიბურტყუნა ძლივს გასაგებად ცაცომ –რაა? –პოინტ–რეიესის შუქურა, ზღვასთან კი არა ოკეანასთანაა დაკავშირებული, კალიფორნიის შტატში, სანფრანცისკოში... ულამაზესია, ნახევარკუნძულზე დგას, საოცრებაა, კიბეებით უნდა ჩახვიდე იქამდე, იქ კი ქარი, თოლიები და ტალღებია, ძველი შუქურაა, აღარ ფუნქციონირებს, მუზეუმივითაა, 1870 წელსაა აგებული, მექანიკურია და არა ელექტრონული, ძალიან მინდა მისი ნახვა –სულ ეგ არი? შეურიგდა გაბრაზებული ბავშვი და თავი ცაცოსკენ მიაბრუნა –არა კიდევ არი ერთი ადგილია კოლუმბიაში –იქაც შუქურა უნდა ნახო? –არა იქ ძალიან ლამაზი სასახლეა, კლდეზე აშენებული რომლის ფანჯრებიც ას ოცდაჩვიდმეტ მეტრიან თეკენდამას ჩანჩქერს უყურებს, ეს სასახლე ჯერ სამთავრობო რეზიდენცია იყო, რადგან დედაქალაქიდან, ბოგატიდან ოცდაათი კილომეტრით არი დაშორებული, მერე სასტუმრო, მერე რესტორანი, ახლა კიდე რეკოსტრუქციას უკეთებენ და რაღაც უცნაური მუზეუმი უნდა გახსნან, ისე ამ სასახლის ფანჯრებიდან ძალიან ხშირად ხტებოდნენ ადამიანები, ნუ როგორც ამბობენ სუიციდისთვის გადასარევი ადგილია, ხო მოჩვენებები დამავიწყდა, იმასაც ამბობენ რო იმ საცოდავი თვითმკვლელების სულები ისევ იქ დაბოდიალებენ, მე არ მჯერა, ამისთვის არ მინდა იქ წასვლა, უბრალოდ ძალიან ლამაზია ის სასახლე, ლამაზ ადგილზე და რაც მთავარია, ფართო მასებისთვის არ არის ცნობილი –რატომ არ გიყვარს ხალხმრავალი ადგილები? –რაც მასებისთვის ხელმისაწვდომია, ის უინტერესო და გაფეტიშებულია –ნანის გეფიცები, უცხო პლანეტელი ხარ –ვიცი ჯაბ, გაუღიმა ცაცომ, ხელისგულები სახეზე დაადო და თვალებში ჩააშტერდა –რატო გიყვარს ასე ძაან შუქურები? ინტერესით კითხა ჯაბამ როცა ცაცოს ჰიპნოზიდან გამოვიდა –ლოდინისთვის, ისინი გემებს ელოდებიან ყოველთვის, წვიმაში, ქარში, თოვლში, მზეში, ყოველთვის... თან გზას უნათებენ, გემებს იმედები უჩნდებათ როცა შუქურის შუქს ხედავენ, მათსავით არავის შეუძლიათ ლოდინი... -მე მგონი ეს მარტო შუქურებს არ უნდა ეხებოდეს არა? –ხომ გაინტერესებდა რატომ აღარ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი? ლოდინს გადაეჩვივნენ და იმიტომ, აღარ უნათებენ სიყვარულს მათკენ გზას, იმედებს აღარ აძლევენ... არა და თუ კი გიყვარს მაშიანაც უნდა ელოდო, როცა უკვე ლოდინს აზრი აღარ აქვს, სხვებმა ხომ არ იციან მოლოდინს რა შეუძლია, ადამიანების გადარჩენაც კი შეუძლია ლოდინის ძალას... –ცაცო ასე ხელაღებით რატო მაყვარებ თავს? გადაბრუნდა მისკენ ჯაბა, ხელები წელზე შემოხვია, მის მუცელს მიეხუტა და ისევ იგრძნო როგორ დაეძაბა ცაცოს მთელი სხეული –რაღაც უნდა გთხოვო და შენ ეს არ უნდა გეწყინოს, კარგი? გაუბედ და დაბალი ხმით თქვა ცაცომ –სახლში გინდა ხო წასვლა? ცაცო ნერვიულობით მოვკვდები სანამ სახლამდე მიხვალ –ჯაბ მეც უნდა გამიგო, ვიცი ძნელია, მაგრამ ისიც ვიცი მამას, რომ არ ძინავს ახლა და ეს ჩემი ბრალია, მე ხომ მოვედი შენთან? ხომ შევასრულე სურვილი და ჩემი პირობა? ახლა მათი ჯერია, შენსა და ოჯახს შორის არჩევანს ნუ გამაკეთებინებ, მე ყველაფერი დაბალანსებული მინდა –მაშინ მე წაგიყვან –მერე სტუმრები? –არ მაინტერესებს –ნუ იქცევი ბავშვივით, არაფერი მომივა, ორმოც წუთში სახში ვიქნები, დაგირეკავ რომ მივალ, გეხვეწები რა მასე ნუ მიყურებ, ჯაბა უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე, ცაცოს წამოსაყენებლად ორივე ხელები გაუწოდა და თითქოს ძალით წაიყვანა მანქანისკენ, არ დაგავიწყდეს დარეკვაო თხოვა და მერე თვალი გააყოლა, სანამ ცაცოს მანქანის წითლად მბჟუტავი უკანა ფარების შუქი სიბნელემ სულ არ ჩაყლაპა, მოუსვენრად დადიოდა, აქეთ იქით, ისევე როგორც ბატონი ბადრი სახლში, გასაღების გადატრიალების ხმა, რომ გაიგო გაეღიმა, ტელევიზორს ხმა მოუმატა ვითომ ძალიან აინტერესებდა ის რასაც უყურებსო, ცაცოს გაეცინა ფეხზე მყოფი მამის დანახვაზე –მოხვედი? –ვიცოდი, რომ არ დაგეძინებოდა უჩემოდ, იძულებული გავხდი, ჯაბამ მოგიკითხა და საყვედური დამაბარა შენთან, ბატონმა ბადრიმ ჯაბას ხსენებაზე ამრეზილი სახე მიიღო, ცაცო სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა, ხელები მოხვია და ასაკისგან თმაშეთხელებულ თავზე აკოცა მამას, მერე შეშინებულივით შეხტა, სარაფნის ჯიბიდან ტელეფონი ამოასრიალა –მიხვედი? დაფეთებული ხმით კითხა ჯაბამ –კი, დამშვიდდი, სახში ვარ –მართლა? –მამა დაგალაპარაკო? გაეცინა ცაცოს –არ ძინავს? –შენც ხომ არ გძინავს? დაისვენე... –როდის გნახავ კიდე? –როცა გინდა, როცა გეცლება და მეც მეცლება –თამაშზე ბილეთებს დაგიტოვებ ისევ –მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, დაიძინე –ჩააბარა გოგომ ანგარიში, ჩაიბუზღუნა ბატონმა ბადრიმ –ნუ ბუზღუნებ მა, შენც დაწექი და დაისვენე –მამას ნუ ასწავლი რა და როდის გააკეთოს... –ბოდიში ბატონო, მე მართლა დავიღალე და მეძინება, ოთახში რომ შევიდა ცაცო სივრცეს გაუღიმა, უმისამართოდ, კმაყოფილებისგან ყვირილი მოუნდა, ლამის ბალიში აიფარა და ისე იყვირა, თუმცა თავი მედგრად შეიკავა, ბალიშს ჩაეხუტა და ორ წუთში უკვე ეძინა... ეძინა უკვე მშვიდი ძილით.... თუმცა დროის გაჩერება ხომ ჯერ ვერავინ შეძლო? ხვალინდელი დღეც ხომ უნდა გათენებულიყო??? ................................................................................................................... თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ქონდა და ნახევრად ძილ–ბურანშიც იყო, საწოლიდან ხელი რომ გადმოჰყო და ფოთიალით მოძებნა ტელეფონი, თვალებდ არ დაუჯერა... ნუთუ მართლა ის დრო იყო რასაც განათებულ ეკრანზე აჩვენებდა სულ რაღაც ოთხი ციფრი??? ქარიშხალივით წამოფრინდა, მხოლოდ იმის დაძახება მოასწრო, დიასახლისო კარები დაკეტეო და ძალიან ცუდი მეგობარი ხარ რარო არ გამაღვიძე დროზეო, რომ ყვიროდა უკვე კიბეებზე ელვისებური სისწრაფით ჩარბოდა და თან გვერდზე მოქცეულ კაბას ისწორებდა და პერანგის ღილებს იკრავდა, დაფეთებული გამოვარდა ქუჩაში და ნამძინარები თმებით ჩაუხტა პირველივე მანქანას, რომელიც კი ფეხებთან გაუჩერდა, სწრაფად მიახალა სამსახურის მისამართი და ახლაგაზრდა მზღოლოს გაოცებულ თვალებს რომ წააწყდა სარკეში, მერე მიხვდა, რომ ჯერ ისევ ერთ ადგილას იდგნენ –რატომ ვდგავართ? ან ასე გაოცებული რატომ მიყურებთ? სამსახურში მაგვიანდება, თუ შეიძლება მაქსიმალური სისწრაფით იარეთ –შუქნიშანზე ჯერ კიდევ წითელი ანთია ქალბათონო და იცით... გაეღიმა მძღოლს, არაკორექტულად რომ არ გამოსვლოდა ნათქვამი, სიტყვებისგან თავი შეიკავა და სარკე მიატრიალა ისე რომ მგზავრს თავისი თავი დაენახა –ღმერთო რას ვგავარ, წამოიკივლა მგზავრმა –აჰა... თავი დაუქნია მძღოლმაც, რამაც ძედმეტად თავმოყვარე მგზავრის აღშფოთება გამოიწვია და ხმა გაუმკაცრდა –მწვანე აინთო! მძღოლს ისევ გაეცინა, მანქანა დაძრა და ზედმერად განერვიულებულ მგზავრს სველი სალფეტკი გაუწოდა, იმანაც მალე მოიწესრიდა თავი და მერე გოდებას მოჰყვა –მომკლავს, ნამდვილად მომკლავს, გეხვეწები ღმერთო რა ცაცოზე ადრე მიმიყვანე სამსახურში, გეხვეწები რა... აი ისე ხომ არაფერს გთხოვ და ამ ერთ სურვილს თუ შემისრულებ... მძღოლი ისევ ძალიან ხალისობდა ამ უცნაურ მგზავრზე და უკვე გასწორებული სარკიდან უთვალთვალებდა –მოგკლავ ნინა, ნამდვილად მოგკლავ, ან ამ დასაკარგავ დიღომში რა უნდოდა? მართალია სიყვარული ბრამაა, თორე აქ როგორ გადმოვიდა? ვერ იყო მისთვის სოლოლაკში? –რას უჩივით დიღომს? თქვენ თავად სად ცხოვრობთ? ცოტა ნაწყენი სახით იკითხა მძღოლმა და ნატომაც მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება, ინერესიან თვალებს, რომლებიც სარკის ანარეკლში ათვალიერებდნენ –გზას უყურეთ თუ შეიძლება და ზედმეტ კითხვებს ნუ სვამთ, მე შეიძლება სამსახურში მართლა მაგვიანდება, მაგრამ სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ –თქვენ თავად არ მთხოვეთ მაქსიმალური სისწრაფით იარეთო? ნატომ თვალები დაუბრიალა მომაბეზრებელ მძღოლს და იმის ნიშნად, რომ მასთან საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებდა მზერა ღია ფანჯრისკენ გადაიტანა და გემრიელად შეისუნთქა სასიამოვნო ჰაერი, გაგარინის მოედანზე ასვლისას საშინელ საცობში მოხვდნენ, ნატო ისევ აყვირდა არ შეიძლებოდა სანაპიროს გაყოლოდით მერე ასულიყავით ცირკთასნ და ისე გადასულიყავით ვარაზზე, ან საერთოდ ელბაქიძით წასულიყავითო? მძღოლს ისევ გაეცინა, მხოლოდ მოიბოდიშა, მაგდენი ვეღარ მოვიფიქრეო, როგორც იქმა დანიშნულების ადგილს მიაღწიეს,ნახევარ საათიანი დაგვიანებით და გაცოფებული ნატო საფულეს დასწვდა, გულში კი ფიქრობდა ფული არ უნდა მისცე ასეთ თავხედ და არაკომპეტენტურ მძღოლებსო, მაგრამ... –რამდენი მოგართვად? –არ არის საჭირო, შემოუბრუნდა და გაუღიმა მძღოლმა –რას ქვია არ არის საჭირო? ძალიან დაიბნა ნატო –ტაქსისტი არ ვარ – აბა რატომ გამიჩერეთ მანქანა? –მე შუქნიშანზე გავჩერდი, თქვენ არ ვიცი რა იფიქრეთ და მანქანაში ჩამიხტით, მერე ისე მკაცრად მომახალეთ მისამართი, მანქანიდან გადადითთქო ხომ არ გეტყოდით, მასეთი უზრდელიც არ ვარ, ხო და აი ასე მოხვედით უკვე სამსახურში, მართალია ძალიან დიდი დაგვიანებით –ღმერთო რა სირცხვილია, მაპატიეთ რა, მართლა ძალიან მაგვიანდებოდა, თორე საერთოდ ასე არ ვიქცევი, ბოდიშით რა და დიდი დიდი მადლობა, ნატოს ძალიან შერცხვა მისი საქციელის და იმდენად დაბნეული იყო მანქანიდან აღარ გადადიოდა –ჩვენში დარჩეს და ცოტათი მეც მაგვანდება უკვე, წარბები შეუთამაშა საყვარლად როგორც გაირკვა უკვე არა ტაქსის მძღოლმა –ნუ მართალია თქვენსავით მკაცრი უფროსი არ მყავს,იმიტომ რომ მე თვითონ ვარ უფროსი, გაიყინჩა უცნობი და ნატოს ისევ გაუღიმა, ნატომ ერთი კი გაიფიქრა, თავმომწონე დეგენერატია ვიღაცააო, მერე გაუკვირდა როგორ შეეძლოთ ადამიანებს, დილიდანვე ასეთ კარგ ხასიათზე ყოფნა? –კიდევ ერთხელ ბოდიში და მადლობა, შერცხვა ისევ ნატოს, მანქანიდან გადმოვიდა და დღის მირიც გადმოჰყვა –გიორგი კვიციანი –ნატო მოდებაძე –საცხოვრებლად დიღომს რომ იწუნებდით თქვენ თვითონ სად ცხოვრობთ? –თქვენ სამსახურში გაგვიანდებოდათ? მკაცრად ახედა ნატომ –თქვენ კიდე ვალი გაქვთ, ასეა თუ ისე სამსახურში ხომ მაინც მე მოგიყვანეთ? და ეს ვალი მოდით ერთ სურვილზე დავცვალოთ –სახლის მისამართი უნდა გითხრათ? გაუკვირდა ნატოს –არა, უბარლოდ ჩემთან ერთად ყავა უნდა დალიოთ, ნატო უკმაყოფილების გამოსახატავად დაიჭყანა და გიო მიცვდა რომ რაღაც სწორად არ გამოუვიდა ნათქვამი –ვიცი ორიგინალურობით არ გამოვირჩევი, მაგრამ თქვენ ტელეფონს არ მომცემთ? –როგორმე ტელეფონის გარეშეც მოახერხებთ –ეგ როგორ? გაიკვირვა გიომ, ნატო კი უცებ უცნაურად დააკვირდა გიოს, დღის შუქზე და მზეზე მისი თვალები სხვადასხვანაირ ფერს იღებდა, ჭრელთვალებააო გაიფიქრა –ლამაზი თვალები გაქვთ, არ დამალა თავისი აზრები ნატომ –უკაცრავად ვერ გავიგე? –ლამაზი თვალები გაქვთთქო, გაუმეორა ნატომ –ეს მე მაქვს ლამაზი თვალები? თქვენ საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან უყურებთ სარკეში? –ეს ალბათ კომპლიმენტი იყო? ვერ გაიგო ბოლომდე ნატომ –ჰუუუ... უკე აღარ ვიცი რა გითხრათ ისეთი, რომ კიდევ ცოტა ხანი გაჩერდეთ და მე შემეძლოს დიდხანს გიყურო –მეფლირტავები.... –იმიტომ რომ შენ ამის საშუალებას მაძლევ, საერთოდ ზედმეტი თვითდაჯერებულობა ყოველთვის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ხოლმე ადამიანებში (ნუ უმეტესობაში მაინც), –არც კი ვიცი რას შეგადაროთ ბატონო გიორგი, ასეთ სიტუაციებში გეტყობათ თავს კარგად გრძნობთ, არც მიკვირს, იცით რომ ძალიან კარგად გამოიყურებით, აღნაგობა, თვალები და საერთოდ კარგი სახის ნაკვთები, ღიმილი.... რაღაც დამაინტრიგებელი ხმის ტემბრი გაქვთ, ერთი სიტყვით ისეთი ხართ გოგონებს, რომ უნდა მოეწონოთ, ეს ძალინა კარგად იცით და ბოროტად სარგებლობთ ამითი, თან თავს შესანიშნავად გრძნობთ ამის გამო –ანუ შემოთავაზება დაკმაყოფილებლია? –იცით სადაც ვმუშაობ, სამსახურს კი ექვსზე ვამთავრებ, როცა მოიცლით მობრძანდით, თავი დაუკრა ნატომ და კიბეები მშვიდად აიარა, ბატონ თამაზს საშვი გამოართვა და შეეხვეწა შეემოწმებინა, გარეთ მანქანასთან ბიჭი ისევ იდგა თუ არა, ბატონმა თამაზმაც ადგილზეაო, თვალი ჩაუკრა და ნატო უკვე შენობის შიდა სართულებს აუყვა მშვიდად, ლაშამ მაშნვე მიახალა როგორც კი დაინახა, სად დადიხარ ამდენ ხანს, ცაცო თავისთან გელოდებაო, მერე გაუბრაზდა, რატო გაქ ასეთი კმაყოფილი და ღიმილიანი სახის გამომერტყველება, კაცი რომ შემოგხედავს შეშურდებაო, ნატოც არ დარჩა ხურდაში, ჯერ ერთი მე შენ არ გელაპარეკები და მერე მეორე, შურიანები უფრო ადრე კვდებიანო, ღიმილით მიახალა ლაშას, ჩანთასკამზე დადო და ცაცოსთან შევიდა ბოდიშებით, სანამ ის სატყვედურებით აავსებდა, ცაცომ ხელით ანიშნა გაჩუმდიდ და დაჯიქიო –არ გაბრაზებულხარ? გაოცდა ნატო –ნინამ დამირეკა და ჩემი ბრალიაო, გამაფრთხილა რომ დაიგვიანებდი, ისე სასაყვედურო სხვა რამისთვის ხარ, როდის მერეა ცალ–ცალკე ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს? მე რატო არ დამირეკეთ? –გვეგონა წყნეთიდან გვიან და თან დაღლილი ჩამოხვიდოდი და შეწუხება არ გვინდოდა –იქ ღამით არ დავრჩენილვარ, სახლში გამთენიისას მივედი –როგორი იყო? –ისე რა, თუმცა უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო –ცაცოო, რომ იცოდე რა მომივიდა დღეს? –დღე ჯერ არ დაწყებულა და შენ უკვე ისტორიებით დატვირთული ხარ? –ნინადან რო გამოვედი, ვიფიქრე ტაქსით წავალთქო, ისეთი დაბნეული ვიყავი, პირველივე მანქანაში ჩავხტი რომელმაც გამიჩერა, მე რა ვიცოდი თუ ტაქსი არ იყო? სიჩქარეში ვერ გავარჩიე, მერე საცობში მოვხვდით, მძღოლი ერთი ორჯერ შემომელანძღა და მერე რომ მითხრა ტაქსისტი არ ვარო სირცხვილით კინაღამ მოვკვდი, მერე ყავაზე დამპატიჟა –დათანხმდი? გაღიმებულმა კითხა ცაცომ –თუმცა პასუხი სახეზე გაწერია, რაღას გეკითხები? –ჭრელი თვალები აქვს ცაცო, ამოიხვნეშა ნატომ და სავარძლის საზურგეს უსიცოცხლოდ მიაწვა –მითუმეტეს არ უნდა დათანხმებოდი, ხომ იცი რომ ჭრელთვალებებს არ უნდა ენდო? ნატო დამნაშავე ბავშვივით აიტუზა –სარკის ეფექტი გქონდა? –კიი თვალების სულ გამიშავდა... (რას ნიშნავს სარკის ეფექტი? ნუ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როცა შენს საყვარელ ადამიანს უყურებ, თვალის შავი რგოლები ფართოვდება და ნატო ამასთან დაკავშირებით ხუმრობდა ხოლმე, როცა სარკეში ვიხედები თვალები სულ მიშავდება, ისე მიყვარს საკუთარი თავიო) –გვეყოფა ჭორაობა, საქმეს მივხედოთ, თორე ბუზღუნა ბატონი ვაჟა გაგვიბრაზდება, დაიბოხეს ხმები ისე როგორც ბატონ ვაჟას ქონდა და წარბებიც ისე შეჭმუხნეს როგორც მან იცოდა, მერე ორივეს გაეცინათ და ნატო, ცაცოს კაბინეტიდან გამოვიდა, ლაშას რაღაცის თქმა უნდოდა და ნატომ ხელის მოძრაობით ანიშნა გაჩუმებულიყო, გეზი სამზარეულოსკენ აიღო და ყავა დაისხა, თავის ადგილს რომ დაუბრუნდა, კომპიუტერის ეკრანზე მიკრული წარწერიანი სტიკერი დახვდა –ნუ იქცევი ბავშვივით... და როდემდე უნდა იყო გაბუტული? წერილს კი ქვემოთ მინაწერი ქონდა: ლაშა... ვითომ თვითონ ვერ მიხვდებოდა ვისგან იქნებოდა გზავნილი, გაბრაზებულმა გახედა ლაშას, რომელიც პატიების მავედრებელი თვალებით უყურებდა –როცა იმ სისულელეებს ამოიგდებ თავიდან, რითიც ეს ბოლო დღეებია მაწუხებ, გასაგებია? ლაშამ მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და გაუღიმა, მერე ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა, ბატონმა ვაჟმაც ჩამოუარა და შეამოწმა თანამშრომლები, ისეთივე ბოხი ხმით იძახდა საყვედურებს, როგორითაც გოგოებმა გამოაჯავრეს დილით და წარბებიც ზუსტად ისე ქონდა კოპებად შეკრული... უკვე თითქმის შესვენების დრო იყო, როცა ცაცო დაფეთებული გამოვარდა კაბინეტიდან, ლაშას მანქანა თხოვა და ნატოს დაუბარა ნუცასთან მიბარებენ სკოლაშ არ ვიცი რა მოხდა, ბატონი ვაჟა თუ მომიკითხავს, არ დაუმალოთ სად ვარო, სული ძლივს მიატანა ნუცას სკოლამდე, შენობაში ფეხის როგორც კი შედგა თავი ისევ მოსწავლედ იგრძნო, მას მერე რაც სკოლა დაამთავრა აქ ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ დირექტორის კაბინეტი ჯერ არავის გადაუტანია, ცაცოც კიბეებს აუყვა მეორე სართულზე, უცებ ზარი დაირეკა და მთელი სკოლა აზუზუნდა, სანამ დირექტორთან შეხვიდოდით მიმღები უნდა გაგევლოთ და მიმღებში ცაცისთვის კარგად ცნობილი და არც თუ ისე სასიამოვნო პიროვნება იჯდა, დრაკონიც აქ ყოფილაო მისთვის ჩაილაპარაკა და გვერდზე უცებ გაჩენილი დაახლოებით მეცხრე კლასელი ბიჭის სიცილი გაიგო, თქვენც ასე აძახდითო? ცაცომ ღიმილი ვერ შეკავა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია –ქალბატონო ლამზირა, როგორ ბრძანდებით? შეიძლება არ გახსოვდეთ მე... –მეტრეველი... შენი დავიწყება როგორ შეიძლება? ქალბატონს აშკარად სიყვარულით აევსო თვალები, რასაც ცაცოზე ვერ ვიტყოდით –ქალბატონ იზოსთან შეიძლება? დაბარებული ვარ, კარებისკან გაიშვირა საჩვენებელი თითი –ნუცა კობახიძის საკითხთან დაკავშირებით, გაარკვია საქმის ვითარებაში დაბნეული ქალბატონი ცაცომ, ქალბატონი ლამზირაც გზიდან ჩამოეცალა და ცაცომ დირექტორის კარებს მიუკაკუნა ფრთხილად, მობრძანდითო ნაცნობი ხმა რომ გაიგო, მხოლოდ მას მერე შეაღო კარები –ქაბატონო იზო, შეიძლება? ჯერ მხოლოდ თავი შეყო კაბინეტში და მერე კარები ზერგს უკან მიიხურა –შენ აქ რას აკეთებ? გაოცება ვერ დამალა ლადოს დანახვაზე ცაცომ –მამას მოსვლამდე არ მიშვებენ, ვუხსნი რომ ამის უფლება არ ააქვთ, მე ამ სკოლის მოსწავლეც კი არ ვარ, მაგრამ ვინგიშვებს? ბოროტულად გააპარა თვალი ლადომ ქალბატონი იზოსკენ –მოკლეთ რა ჩაიდინეთ? მკაცრად იკითხა ცაცომ –ემილის გეფიცები არაფერი გაგვიკეთებია, წამოდგა ფეხზე ნამტირალები ნუცა –ბავშვს თავი დაანებე და ამიხსენით ნორმალურად რა მოხდა, რა გატირებს? –თქვენ იცნობთ ამ ახალგაზრდას? გაოცებულმა იკითხა ქალბატონმა იზომ –დიახ, ოჯახის მეგობარია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ტა დააშავეს ამიხსნის ვინმე? საუბარი კარებზე კაკუნის ხმამ შეაწყვეტინათ და კაბინეტში ერთდროულად ზურა და ცაცოს მათემატიკს ყოფილი მასწავლებელი შემოვიდნენ, ზურამ საერთო სალამი თქვა, ცაცო გადაკოცნა, როგორ ხარო მოიკითხა და ხმადაბლა იკითხა აქ რას ვაკეთებთო, ცაცომ მხრები აიჩეჩა, ზურა ლადოს ამოუდგა გვერდით და მორჩილად დაელოდა როდის აუხსნიდნენ რაში იყო საქმე, ნინო მასწავლებელს კი წლების განმავლობაში სიწუნკლე უფრო მომატებოდა და ცაცოს ეს ყველაფერი ძალიან არ ესიამოვნა, ეს ცხოვრებაზე გაბოროტებული ქალი თავის დროზე არ მოსწონდა და აღარ ეგონა თუ ოდესმე ნახავდა, სკოლის დამთავრების შემდეგ –რა თქმა უნდა შენს გარეშე როგორ შეიძლება, გაშალა ხელები ნინო მასწავლებელმა ცაცოს დანახვაზე –მე მეგონა შენი და ინებებდა მოსვლას, ნუ თურმე ისე დაკავებულია შვილის პრობლემებზე საფიქრელად სად სცალია? რაც მის აღზრდას აშკარად ეტყობა, ცაცომ თავი ძლივს შეიკავა რაიმე მწარე რომ არ ეთქვა ნინო მასწავლებლისთვის –ჩვენ ასე დასჯილებივით უნდა ვიდგეთ ფეხზე თუ დაჯდომას შემოგვთავაზებს ვინმე? მხიარულად იკითხა ზურამ –უკაცრავად, დაბრძანდით, იუხერხულა ქალბატონმა იზომ –ნინო მას, მე გთხოვეთ დედაჩემი აღარ გეხსენებინათ, ძალიან მშვიდად უთხრა ნუცამ –ნუ მასწავლი რა უნდა ვქნა, კობახიძე! მკაცრად და ხმამაღლა მოუვიდა თითქმის ყვირილი ნინო მასწავლებელს, ცაცოს ზურამ დაასწრო –ჯერ ესერთი ბავშვს ნუ უყვირით, ამის უფლება არ გაქვთ, მერე მეორე, მან გთხოვათ ძალიან მშვიდად ის, რაც პრინციპშ თქვენ საერთოდ არ უნდა გეხებოდეთ, არაფერი უსწავლებია –აჰა ესეც მეოთხე მათნაირი, აბა შვილები ვის დაემსგავსებოდნენ? –ხმას დაუწიეთ თუ შეიძლება, რას ნიშნავს მათნაირი? იქნებ ნორმალურად აგვიხსნათ რა მოხდა? შეძლებისდაგვარად მშვიდათ მიმართა ცაცომ –ეს ტუტუცი ბავშვები –შეურაცყოფას ნუ აყენებთ ბავშვებს –არა, ქალბატონო იზო ასე მუშაობა არ შემიძლია, წამოხტა სკამიდან ნინო მასწავლებელი, ცაცოს დეჟა–ვიუს შეგრძნება გაუჩნდა –აბა თქვენი აზრით მშვიდად უნდა ვიყოთ მაშნ როცა ჩვენს თვალ წინ ჩვენს შვილებს ლანძღავთ? გაუკვირდა ზურას –კვიცი გვარზე ხტის ყოველთვის და ყველაფერში, ქალბატონო იზო, ისევ არ წყნარდებოდა ნინო მასწავლებელი –ნუც მომიყევი რა მოხდა, თორემ როგორც ვხვდები ქალბატონი ნინოსგან ობიექტურ ინფორმაციას ვერ მივიღებთ, თბილად მოუსა ხელი ზურგზე ცაცომ და მოთმინებით დაელოდა –გაკვეთილები უკვე დამთავრებული იყო ლადო, რომ მოვიდა, ბილეთები მომიტანა, ჯაბას თამაშზე, მე გამიხარდა, მოვეხვიე, ნუ ალბათ მანამდეც გადავკოცნე რომ მოვიდა, ნინო მასწავლებებლი ალბათ თვალყურს გვადევნებდა, არც შემიმჩნევია ისე გაჩნდა ჩვენთან, ლანძღვა დაიწყო, დედაშენის გზას უკვე შენც ამაყად დაადექი, სკოლის მაინც როგორ არ გრცხვენიაო? დედას ლანძღავდა, მეც არ ვიცი რა იფიქრა ლადო ვინ იყო, ჯერ მშვიდად ვთხოვე, რომ დამშიდებულიყო, ქხლა როგორი რეაქციაც ქონდა ზუსტად ისე მოიქცა, დირექტორთან ორივეო, ნუ ერთი ორი სიტყვა ლადომაც თქვა და აი აქ ვართ თქვენთან ერთად, ისევ ცრემლებით აევსო თვალები ნუცას –გასაგებია, წამოდგა ცაცო და ნინო მასწავლებლის წინ დადგა –წლები არაფერს ცვლის არა ნინო მასწავლებელო? მეგონა, არა ამის დიდი იმედი მქონდა, რომ რაღაცას შეცვლიდით თქვენს პედაგოგიურ მიდგომაში, თუმცა ვხვდები, რომ არაფერი შეცვლილა, გულდასაწყვეტია, რომ თქვენნაირი მასწავლებლები ისევ ასწავლიან სკოლებში! –მეტრეველი! მკაცრად შეაწყვეტინა ქალბატონმა იზომ –რა არა ვარ მართალი? ცოტა ხმას აუმაღლა ცაცომ –თქვენ პედაგოგი ხართ და მე არ უნდა მიწევდეს ამის ახსნა, თქვენთვის, მითუმეტეს როცა თქვენს უკან ამდენ წლიანი პედაგოგიური სტაჟია, თქვენ მოსწავლეების ოჯახების საქმის გარჩევით და ჭორაობით კი არ უნდა იყოთ დაკავებული, ბავშვებს მათემატიკას უდა ასწავლიდეთ, მეტი თქვენ არაფერი მოგეთხოვებათ, თქვენ კი როგორც ადრე ახლაც ვხედავ ძალიან კარგად უთავსებთ მათემატიკას, უზრდელობას, გაკიცხვას, ხმამაღალ საუბარს ბავშვების მიმართ, მერე მშობლებზე გაქვთ გართულება და თქვენ? თქვენ რა მაგალითს აძლევთ ბავშვებს? –მერტეველი დამშვიდდი! ისევ გააწყვეტინა ქალბატონმა იზომ –მეყოფა, ჩემი მოსწავლეობა და სკოლა ხომ შემაძულა ამ ქალბატონმა, ახლა ნუცას ნერვებს არ მოვაშლევინებ, ლალიკას და ნუცას განხილვა გაჭორვას ურჩევნია, კვალიფიკაცია აიმაღლოს, თუ მას შეუძლია პრეტენზიები გამოთქვას ნუცას მიმართ, თან პირად თემებზე, რომელიც მას არაფრი ეხება, მეც შემიძლია ვუსაყვედურო, ოღონდაც მე კონკრეტულად გეტყვით რა არ მაკმაყოფილებს, არ მაკმაყოფილებს ის, რომ მე ჩემი დიშვილი ქალაქის ქალაქის ერთ–ერთ პრესტიჟულ სკოლაში დამყავს და ეროვნული გამოცდებისთვის მისი მომზადება მომიწევს ქალბატონი ნინოს საგანში, იცით რატომ არ მაკმაყოფილებს მისი კომპეტენცია და თუ ამ საკითხ მივყვებით მარტო არ აღმოვჩნდები კლასის მშობლების მხრიდან აუცილებლად მექნება მხარდაჭერა ეჭვი არ შეგეპაროთ, ასე რომ ნინო მასწავლებელო თუ შეიძლება საკუთარ თავს მიხედეთ და ბავშვების ისედაც მძიმე ცხოვრების გამწარებას შეეშვით... კიდევ ართხელ თუ გავიგე, რომ უხეშად მიმართეთ, ცხვირი ჩაყავით, შეურაცყოფა მიაყენეთ, დაუმსახურებლად მოექეცით, ოჯახი გაულანძღეთ და ბავშვი ცრემლებამდე მიიყვანეთ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, ძალიან კარგადაც იცით რა შემიძლია და რა არა, მე ნუცას ასაკშიც დაუმორჩილებელი ვიყავი და წლების მატებასთან ერთად ეს თვისება უფრო გამიუმჯობესდა, მე მგონი არც თქვენ უნდა იწვოდეთ სურვილით ეს გამოსცადოთ, ნინო მასწავლებელი აშკარად შოკშ იყო ცაცო საუბრის შემდეგ და ის ქალბატონ იზოს მიუბრუნდა –მე მგონი ყველაფერი გავარკვიეთ თუ კიდევ გაქვთ პრეტენზიები გისმენთ, თუ არა და თქვენის ნებართვით, მე და ზურას სამსახურები გვიცდის, ბავშვებს კი თავისი საქმეები აქვთ, თუმცა ერთად თუ ცალ–ცალკე ეს არც ნინო მასწავლებლის და არც ერთი სხვა მასწავლებლის საქმე არ არის და ღმერთით არ გავიგო ამ თემას კიდევ გაგრძელება მოჰყვეს... –გასაგებია ცაცო შენი აღშფოთება, მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგოთ, სკოლის ტერიტორიაზე სადაც ამდენი ბავშვია? –სკოლის ტერიტორიაზე არ ვტოფილვართ, ეზოს გარეთ ვიყავით და არ მითხრათ რომ თქვენ როცა ნაცნობი გხვდებათ არ კოცნით მას, ან როცა რაიმე სასიამოვნო სიახლეს გატყობინებენ, შეიძლება არ ეხვევით, მაგრამ მე ხომ მაქვს ამის უფლება? ჩემი სიხარული ისე გამოვხატო, როგორც შემიძლია? რა ამისთვის უკაცრავად და პატარა გარყვნილო უნდა მეძახონ? ვეღარ შეიკავა თავი ნუცამ –რაო? ლამის იკივლა ცაცომ და ზურამ ხელზე მოქაჩა დამშვიდდიო –რას ქვია დავმშიდდე? ეს... ეს... ეს... არ ვიცი რა ვთქვა, გაოცებული ვარ, კიდევ კარგი, რომ სემესრტი რამოდენიმე დღეში მთავრდება, ვიმედოვნებ მომდევნო კლასში ნინო მასწავლებელი მეთორმეტე ბეს აღარ ეყოლება, არა ქალბატონო იზო? –ნინო? მართალია რაც ნუცა თქვა? –შენნაირია, სულ შენ გგავს, ბოროტი თვალები შეანათა ნინომ ცაცოს, აქ ყველაფერი გასაგები გახდა, ორივე მხარეს შეეძლო ემოციურ ფონზე ნებისმიერი რამ ეთქვათ ერთმანეთისთვის, ქალბატონ იზოს კი სიტუაციის უფრო დაძაბვა არ უნდოდა –ცოტა ხნის წინ გვიმტკიცებდით, რომ ნუცა დედამისის ალიკვალია, ახლა მეც დამემსგავსა თურმე –ცაცო ბოდიშით, რომ სამსახურს მოგწყვიტეთ და თქვენც, უკაცრავად თქვენი სახელი არ მახსოვს –ზურა –თქვენც მაპატიეთ ბატონო ზურა, შგიძლიათ ბავშვები წაიყვანოთ, დირექტორის კაბინეტიდან რომ გამოდიოდნენ ცაცო ნინო მასწავლებელს მიუბრუნდა –ნინო, მას თქვენი მეასმედ გათხოვილი პატიოსანი გოგო მომიკითხეთ, იმედია დეენემის ანალიზმა დაადგინა ვისია ბავშვი, ნინო კინაღამ კრუნჩხვებში ჩავარდა –მორალის წაკითხვა ძალიან იოლია, საქმე ის არის გაქვთ თუ არა თქვენ ამისი უფლება, გულწრფელად გეუბნებით, მე ძალიან ვწუხვარ თქვენი ქალიშვილის ასეთი ცხოვრებისეული ისტორიის გამო, ქალაქიც ხომ ხვდებით პატარაა... მაიძულეთ თორემ მე არ მიყვარს როცა ადამიანებს ტკივილს ვაყენებ, მერე საკუთარი თავი მძულს ამის გამო, მაგრამ ნუცას არ დაგაჩაგვრინებთ... უკაცრავად მაგრამ ისე გამოგივიდათ მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, მორალისტობას რომ გადაწყვეტთ ზურგზეც დაიხედეთ, ფრთები გაქვთ თუ არა!!! –ტუშე... ცაცო ბიცოლა, ხმამაღლა წამოიძახა ლადომ და ზურამ თავში ხელი წაარტყა, უსიტყვოდ გამოვიდნენ სკოლის ეზოდა, ნუცა უბრალოდ ცაცოს ეხუტებოდა, ზურა და ლადო მშვიდად მიყვებოდნენ უკან –რა მაგარი ყოფილხარ ცაცო? აწი სკოლაში რამეს თუ დავაშავებ ვიცი ვისაც უნდა დავურეკო –ბოდიში ზურა რომ ამ ყველაფრის მოსმენა მოგიწია –მიჩვეული ვარ, კვირა არ გავა სკოლაში არ დამიბარონ, ღიმილით თქვა ზურამ და ლადოს ისევ წაუთაქა სიყვარულით –კაი რა ზარა, გაბრაზდა ლადო –მაგას ჯობია გვაჭამოთ რამე –მე სამსახურში მეტს ვეღარ დავიგვანებ, თქვენ წადით, თუ ნუცასაც სურვილი აქვს, თუ არა და სახში წაგიყვან კაი? გახედა ნუცას ცაცომ –ჩვენ წავიყვანთ არ ინერვიულო, ცოტა კი გადმოყარა ცრემლები, იმ ანჩხლი ქალის გამო, მაგრამ არა მგონია ჩვენზე იყოს გაბრაზებული არა ნუც? არ გშია? გაკრა მხარი ლადომ, ნუცამ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია და ცაცოს გადაეხვია, საღამომდეო –ვიცი რო ყურადღებას არ მოაკლებ, მაგრამ სახლამდეც მიიყვანე რა და კიდევ ერთხელ ბოდიში ამ ყველაფრისთვის –არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, ლადოს შეუძლია ადამიანების გამხიარულება, უყურე ნუცა უკვე იცინის, გაახედა ზურამ მანქანის უკანა სავარძელზე მომღიმარი ნუცასკენ ცაცო –კარგი შვილი გყავს და შენც კარგი მამა ხარ –შენც კარგი დედა იქნები, დარწმუნებული ვარ, ისე დედაზე გამახსენდა, გამოგვიარე, ნანის გაეხარდება, გადაკოცნა ცაცო ზურამ და ცაცომაც ხელები გაშალა, ამათ ხელში რას მოვახერხებ ვნახოთო, ისე ნანი დეიდა მომიკითხეო... სამსახურში გაცოფებული დაბრუნდა, მოკლედ აუხსნა ნატოს და ლაშაც რაც ხდებოდა და ლაშამ სულ გინებით აიკლო აივანი, ეგ დედააფეთქებული მასწავლებელი სკოლიდანაა გასაგდებიო... ზურამ კი ბავშვები მაგდონალდსში შეიყვანა,ლადოს დასცინოდა, შენი სკოლის მასწავლებლები არ გეყო ახლა ნუცას სკოლისას გადაწვდიო? ნუცა მიუხედავათ იმისა, რომ ლადო აცინებდა, მაინც მოწყენილი იყო, თველაბი ქონდა სევდიანი და ზურას ძალიან შეეცოდა –არაუშავს ნუციკო, შენ მაგაზე არ ინერვიულო, ენას ძვალი არააქვს და როცა გონიერებაც არ ყოფნის ადამიანს ენა რასაც უნდა იმას ამბობს, ვიცი ძნელია, აუტანელია ის რასაც ახლა განიცდი, მაგრამ დამიჯერე ცოტა კიდე გაიზრდები და ამ ნეგატიური განწყობის იგნორირებას შეძლებ, არ დაგაინტერესებს ვინ რას იტყვის, გაუღიმა მამასავით ზურამ –იცით რა მაინერესებს? მშობლების შეცდომების გამო მე რატომ უნდა დავიჩაგრო? მე რა შუაში ვარ? ან რატომ აჩენენ ადამიანები შვილებს თუ მათი დაცვა არ შეუძლიათ? ჩვენ რა საკვლევი ობიექტები ვართ და ჩვენზე ცდების ჩატარება შეიძლება? რაზე გვამოწმებენ? გამძლეობაზე? –არ ვიცი ჩემო კარგო რა გიპასუხო, გულწრფელად აღიარა ზურამ და ლადოს დამნაშავეს თვალებით გადახედა, რომელსაც ნუცას განწყობა გადადებოდა –მეც დამნაშავე ვარ ლადოსთან, მეც ვერ შევძელი მისთვის იდეალური გარემო შემექმნა... –მამ ის რომ შენ და დედა ერთად აღარ ხართ იმას არ ნიშნავს, რომ მე ცუდად ვცხოვრობ, რას ნიშნავს იდეალური გარემო? მე შეიძლება მილიონჯერ უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე ის ბავშვები რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, იმას ვერავინ იტყვის რა ჯობია, იმიტომ რომ ცუდიც და კარგიც ყველა სიტუაციაშია, უბრალოდ გული გწყდება ხოლმე, როცა სახში მოდიხარ, მამასთან გინდა ლაპარაკი ის კიდე არ არის, გული გწყდება როცა მამაზე კარგ რაღაცეებს ამბობ და დედა ტირის, იმიტომ კი არა რომ ეგოისტია და ეჭვიანობ, იმიტომ რომ იცის როგორი კარგი შეიძლება იყოს მამა და გული წყდება, რომ გვერდით არ ყავს, ბევრი წვრილმანია, რაზეც შეიძლება მე გული დამწყდეს, რომ ჩვენთან ერთად არ ხარ, მაგრამ ის რომ მე ბედნიერი არ ვარ ეს არ არის მართალი –სად ქრება ზურა სიყვარული? ცრემლიანი ხმით იკითხა ნუცამ, ზურა კი პირველად მიხვდა ცხოვრებაში რამხელა ტკივილი მიაყენა შვილს, იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო ლადოც იმასვე გრძნობდა რასაც ნუცა და თავი შეძულდა ამ წუთას, რომ მისი იმედები ვერ გაამართლა... მარტო რომ დატოვა იმის გამოც შეძლდა თავი და იმის გამოც, რომ მაშინ ახალგაზრდობაში სულ არ უფიქრია ამაზე, ახლა ასე არაფრის დიდებით არ მოიქცეოდა, თავს ძალას დაატანდა და საკუთარ სურვილებს შვილზე წინ არ დააყენებდა, თავს ზემოთ ახტებოდა, ძალას მონახავდა საკუთარ თავში, ყველაფერს გააკეთებდა რაც შეეძლო და რაც არა და ოჯახს შვილის გამო მაინც შეინარჩუნებდა –ხდება ხოლმე ნუციკო, არ გამოდის ისე როგორც ჩვენ გვინდა, გვეშლება ადამიანებს რაღაცეები,ზოგს ახალგაზრდობით, უცოდინარობით, გამოუცდელობით, სიყვარული სად ქრება არ ვიცი სიხარულო, ჩემი აზრით ჩვენნაირმა ადამიანებმა სიყვარული არ ვიცით, ლადო რომ დაიბადა მე სულ რაღაც ცხრამეტი წლის ვიყავი, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი გამოჩნდა და მისი გულისთვის შეუძლებელიც კი უნდა გამეკეთებინა, მალე მომბეზრდა მისი ტირილი, ღამით გაღვიძება, სულ გადაღლილი ცოლი, არა რეგულარული ფიზიკური ურთიერთობა, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება და ასე ძალიან ბევრი რამ... მე ახალგაზრდობით შემეშალა, ლადო პირველ ადგილზე ვერ დავაყენე, მაშინ, მეგონა რომ ცხოვრებისეული გეგმების განხორციელებაში ბავშვი ხელს მიშლიდა –ბოდოში ბატონო, ძალით არ მინდოდა, არ მინდოდა ხელის შემშლელი ვყოფილიყავი, ისე ბავშვს რომ აჩენენ ადამიანები მერე რატომ ხვდებიან რომ ეს ძალიან ძნელია, მერე რა გგონიათ მოიშორებთ თუ... –ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიმეორო, შენ საბოდიშო არაფერი გაქვს, პირიქით, დღეს ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ შენ მყავხარ და მიუხედავად იმისა, რომ შენთვის პატიება ჯერ არ მითხოვია, ვიცი რომ ამას ოდესმე გავაკეთებ, დედასაც მოვუხდი ბოდიშს ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ მიცემული პირობა ვერ შევუსრულე... და მთელი ცხოვრება არ მეყოფა შენი არსებობისთვის მადლობა, რომ გადავუხადო... –ახლა რომ გისმენდეს უეჭველი შეგირიგდებოდა, ემოციებისგან თვალებზე მომდგარი ცრემლები ღიმილით დაფარა ლადომ და მამას გადაეხვია –დარწმუნებული ვარ მამაჩემი ასე არ ფიქრობს, დიდი სიამოვნებით გაგვაქრობდა სამივეს, ალბათ დედასაც, თითქმის ნახევარი წელია რაც ბებოსთან და ბაბუსთან ვცხოვრობთ და ამ დროის მანძლზე ერთხეკ ვნახე მარტო, არ უნდა ჩვენთან ურთიერთობა, შენსავით რო იყოს ალბათ ასე მეც არ ვიდარდებდი –მიხვდება სიხარულო, ისიც მიხვდება, ყველანი ადამანი ხომ ერთნაირი არ არი? დრო სჭირდება –როდის ზურა? როდის მიხვდება? მე რომ აღარ დამჭირდება? როდის მიხვდება, სიბერეში? წყლის მიმწოდებელი, რომ აღარავინ დარჩება? –იმედია საქმეს მაქამდე არ მიიყვანს, შენი დები არ ვიცი როგორები არიან, მაგრამ შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ, თავზე გადაუსვა ხელი ზურამ და ატირებული ნუცა გულზე მიიკრა –გაივლის, ეს ყველაფერიც გაივლის! ამხნევებდა და თან თმებზე ეფერებოდა... სახლში უკვე დამშვიდებული მიიყვანეს, შედარებით დამშვიდებული, ლადომ თხოვა ამაზე აღარ იფიქრო და აღარ იტიროო... მეორე დღეს სადღაც წაყვანასაც დაპირდა და ზურასთან დაბრუნდა მანქანაში –ძალიან მოგწონს არა ნუცა? ლადომაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია –დებილები ვართ მშობლები, რისი გულისთვის ვიმეტებთ შვილებს ასეთი ტკივილისთვის? უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ზურამ, როცა სადარბაზოსკენ აუჩქარებლად მიმავალ ნუცას აყოლებდა თვალს, ლადომ ხელი მხარზე დაადო და თანაგრძნობით უპასუხა –მამ, დრო აქვს ყველაფერს... მე ძალიან პატარა ვიყავი თქვენ რო დაშორდით და ეს ჩემთვის სხვანაირი გადასატანი იყო, არც მახსოვს ის დრო, მერე რომ წამოვიზარდე უშონებას არასოდეს განვიცდიდი, დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა ყოფილიყო, მე თუ მომინდებოდა ჩემთან იყავი, ნუცა კიდე დიდია, ახლა სხვანაირად უყურებს და აღიქვამს ყველაფერს, ეგ კი არა დღეს მეც კი ისეთ რაღაცეებზე დავფიქრდი და აღმოვაჩინე რაზეც ადრე არასდროს მიფიქრია, არა და ცოტაც არ მაქვს ნაფიქრალი შენზე, დედაზე, ჩემზე და ჩვენს ურთიერთობაზე... საუბარი სატელეფონო ზარმა შეაწყვეტინა მამაშვილს და ზურამ ტელეფონის ეკრანი დაანახა ლადოს, მასაც გაეცინა –მოენატრე ჯაბას? –რატომ არ ბრძანდებით ბატონო ზურა სამსახურში? –შენ რა იცი რომ მანდ არ ვარ? –მოეთრიე მალე, აქ გელოდები, რაღაცეების ყიდვა მინდა –კაი ჰო, ლადოს დავტოვებ სახლში და მოვალ –ამჯერად რაღა დააშავა? გაეცინა ჯაბას –მოვალ და მოგიყვები... სულ რაღაც ნახევარი საათი დასჭირდა ზურას სამსახურში მისასვლელად, ჯაბაც დახვდა, რაც უნდოდა აარჩევინა ყველაფერი და ხალისიანი თავგადასავლის შესახებაც უამბო, ნუცა მასაც ძალიან შეეცოდა, ზარადან, რო გამოვიდა ცაცოს დაურეკა, ამ დღეებში შეიძლება არ მეცალოს, მაგრამ დღეს გამოგივლი და სახლში წაგიყვანო, ნუცას და ლადოს ამბავიც ვიციო, თამაშის მერე გნახავო ისიც უთხრა და საღამოსაც დათქმულ დროს ჩვეულ ადგილას ელოდებოდა, იმ გამსხვავებით, რომ მარტო აღარ იყო, ბატონმა თამაზმა ინტერესით შეათვალიერა მეორე მომლოდინე და გოგოებს დაურეკა, რა ხდებაო, მანამდე კი მოსაწევად მანქანიდან გადასულმა ჯაბამ და გიომ ერთმანეთი გაიცნე, ნუ კონკრეტულად არ აუხსნიათ ვინ იყვნენ, უბრალოდ გიომ წარმატებები უსურვა ჯაბას მოლდოველებთან, აბა თქვენ იცითო, დაინტერესებული გოგოები სამზარეულოს ფანჯარას მისცვივდნენ, ვინ იყო ის მეორე და ნატომ გაიხუმრა, ოოო ესენი ერთდროულად მოსულანო, გაემზადნენ და ერთად გამოვიდნენ სამსახურიდან –როგორც ვხვდებით ერთმანეთის გაცნობა მოასწარით, გადახედა ნატომ ჯაბას და გიოს მას მერე რაც ჯაბა გადაკოცნა, ცაცო კი გვერდით აეტუზა ჯაბას –არ მეგონა ასეთ სულსწრაფობას თუ გამოიჩენდი, ვიფიქრე ერთი ორი დღე ცდა მომიწევსთო, მიუბრუნდა მერე გიოს –ეს რა ნატოსია? ჩურჩულიდ გადაულაპარაკა ჯაბამ ცაცოს –ჯერ არა –ვა ნატალიიიიი, გაახელა ჯაბამ და ცაცოს ანიშნა წავედით ძედმეტები ვართო –წარმატებები მე კი არა მგონი შენ დაგჭირდება, იმედია აქ და არა მარტო აქ ხშირად მოგვიწევს შეხვედრა, ხელი ჩამოართვა გიოს ჯაბამ, მას მერე რაც ნატომ ცაცო გააცნო, ჩემი უფროსი და საუკეთესო მეგობარიაო, მეც მაგის იმედი მაქვს, სასიამოვნო იყო შენი გაცნობაო, სახლამდე ენა არ გაუჩერებიათ, ჯაბამ როგორ ხარ დღევანდელის მერეო, ცაცომ ჯერ არ ვიცი ნუცაზეა დამოკიდებული როგორ ხასიათზე დამხვდებაო –აუ ეს დღეები მართლა ვერ გნახავ, წაიწუწუნა ჯაბამ –მერე რა გაწუწუნებს? ცოტას დაისვენებ ჩემგან და ჩემი ოჯახის პრობ;ემებისგან, სევდიანად გაუღიმა ცაცომ –მორჩი ეხლა ეგეთებს, რას ქვია დავისვენებ? ხო მართლა ბიჭები არიან შენზე გადარეულები, ძალიან მოეწონე –ნუ გოგოებზე აღარაფერს ვკითხულობ, ისედაც გასაგებია –გოგოები არ მაინტერესებს, ბაიკოსთან ხომ ნორმალურად ხარ? ჩემთვის ეგეც საკმარ ისია, ისე მამამ რაო? –გაუხარდა მისი სურვილი რომ შევასრულე და შენ არ დაგაყენე მასზე წინ, ეჭიანპბს ჯაბ, მისიც მესმის –მეც მესმის, მაგრამ იმედია ცოტა ხანში ადგილებს გავცვლით მე და მამაშენი –ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული........ ................................................................................................................... რატომ ტკენენ ადამიანები ერთმანეთშ გულს? ან რატომ ახარებთ სხვების უბედურება? რატომ არის ქვეყანაზე ამდენი ბოროტება და რატომ გრძნობენ ბოროტი ადამიანები უფრო კარგად თავს? რატომ არის საკითხი დასმული ისე, რომ ყველას ყველაფერი ადრე თუ გვიან მოეკითხება, როცა ეს ასე არ ხდება? ან რატომ უნდა აგონ პასუხი შილებმა ან შვილიშვილებმა? და როგორც ჩვენთან იციან, რატომ უნდა გადაეცეს მეშვიდე თაობას წინაპართა ცოდვა?! ცხოვრება აქაც კი უსამართლოა და აბა ახლა რა პასუხი უნდა მოჰკითხო? უბრალოდ რამენაირად უნდა მოირგო, ხანდახან ხომ გვიდგება დღეები, როცა სახში ყოფნა არ გვინდა და არც ის ვიცით სად გვინდა... ცაცოს ფეხებს მიითრევს სახლისკენ, არ უნდა... არ უნდა სახლში... რა უთხრას ნუცას? რითი დაამშვიდოს? საიდან მოიტანოს პასუხები რომლებზედაც მთელი ცხოვრებაა ფიქრობს და თავისთვისაც ვერ უპოვნია? დიდი სიამოვნებით დარჩებოდა ჯაბასთან, მაგრამ.... რა კარგი ქნებოდა სურვილები ყოველთვის შესაძლებლობებს რომ ემთხვეოდნენ... ახლა სახში მისვლა მარტო ნუცას გამო არ უნდოდა, ამ ბოლო დროს სიტუაცია ძალიან დაეძაბა, ნუ თუ სწორად ვიტყვით, მას მერე რაც მამას და დედას ჯაბას არსებობის შესახებ გამოუცხადა, მას მერე უნდობლობით სავსე თვალებით უყურებენ მშობლები და ცაცოს ეს საშინლად არ სიამოვნებს, დღეს დილით ისიც კი იფიქრა, რომ გაკიცხვის საგანიც გახდა სახლში, არა და... ყველა მიზეზი აქვს სახლში მისვლა არ უნდოდეს, ის კი მოვალეობებს ყველაფერზე წინ აყენებს, კარებს ჩუმად აღებს, დედა ეგებება როგორც ყოველთვის და დაიგვიანეო ისე ეუბნენა თითქოს საყვედურობდეს... ოთახიდან ფეხშიშველი ნესი გამორბის, ხელში ემილი უჭირავს და ცაცოს ეხუტება, მომენატრეო, ცაცო ბავშვს ართმევს, თბილად კოცნის ორივეს და მეც მენარტებით სიხარულებოო, თბილად ეუბნება დიშვილებს, იცის ნუცა მასთან დახვდება ოთახში, მისაღებში მყოფ მამას მხოლოდ უღიმის და ემილისთან ერთად შედის თავის ოთახში, ნუცას ძინავს, მოკუნტულს მის ლოგინზე და ცაცოს ცოტა გულზე ეშვება, თავის ენაზე მობუტბუტე ემილის ჩუმათო ანიშნებს და ოთხიდან გამოდის, ნუცა რომ არ გააღვიძოს, სახლში საეჭვო სიმშვიდეა, ლალუკა არ ჩანს, სამზარეულოსკენ იღებს გეზს და დედას მშიაო ეჭყანება, ისიც უსიტყვოდ უშლის სუფრას და მზრუნველად უყურებს შვილს –ლალუკა სად არის? კითხულობს ცაცო მას მერე რაც ჭამას ამთავრებს –ვიცი დედა და არ გეუბნები? შეწუხებული სახით პასუხობს ქალბატონი თამარი –დიდი ხანია წასულია? თანხმობის ნიშნად მხოლოს თვის ქნევას იღებს –მამა ძალიან გაბრაზებულია? დედა თანხმობას იგივე ჟესტით გამოხატავს და თვალები ისე უსევდიანდება, ცაცოს სურვილი უჩნდება თავი მოიკლას, ვიდრე დედის ასეთ თვალებს უყუროს –არა უშავს დე, ესეც გაივლის, ამხნევებს ცაცო და დედას ეხუტება –როდის შვილო? როდის ვიქნები მშვიდად? როდის აღარ ვინერვიულებ თქვენზე? –მე რატომღა მრევ ამ ამბავში? –როგორ არის საქმეები შენს კალათბურთელთან? ირონიულად კითხულობს ქალბატონი თამარი და ცაცოს მართლა არ ესმის დედის ასეთი ტონის მიზეზი –დედიკო ჟურნალ გაზეთბს სულ არ კითხულობ? იცი რეებს წერებ შენს ჯაბაზე? ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს შენთვის? დედა თავმოყვარეობა სად და როდის დაკარგე? –ჯერ ეს ერთი ის ჩემი ჯაბა არ არის, მერე მეორე ნუ უჯერებ ამ სულელურ ყვითელ პრესას, მაგათ მხოლოდ რეიტინგები და გაყიდვები აინტერესებთ, მაქვს ბატონო წაკითხული ეგ ყველაფერი მეც და მერე რა? ჯაბა იმის გამო აღარ უნდა მომწონდეს, რომ არა ერთი მეგობარი გოგო გამოიცვალა? –დედიკო ეს სულ არ გაშინებს? –არა!!! მკაცრად უპასუხა ცაცომ და მაგიდიდან წამოდგა –გასაბრაზებლად არ მითქვამს ცაცო... მიაძახა დედამ სამზარეულოდან გამავალ შვილს, ის კი ემილისთან ერთად მამას მიუჯდა გვერდით –მამ სალაპარაკო გვაქვს –რა იყო ისევ ღამისთევით უნდა წაგიყვანოს იმ ვაჟბატონმა? –კარგით რა ნუ მაფიქრებინებთ რომ ნორმალურად მსჯელობის უნარი დაკარგეთ, ბავშვების სოფელში წაყვანაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი, კვირის ბოლოს სწავლა ეხსნებათ –მე ვერ წაგიყვანთ, საქმეები მაქვს –მაშინ მანქანა მათხოვე და მე ჩავიყვან –მანქანა მჭირდება –მამ ჯინაზე იქცევი, თუ რა გჭირს? კარგი ჩემზე შეიძლება გაბრაზებული ხარ, მაგრამ შვილიშვილებს რას ერჩი? ემილისაც წავიყვანდი, რამდენი ხანია არ უნახია ბებოს და ბაბუს –ახლა მაცალე, მიმატანინე სული იქამდე და მერე გადავწყვიტოთ, მოიცილა თავიდან შვილი ბატონმა ბადრიმ –დღეს აშკარად არ არის ჩემი დღე, ბუზღუნით წამოდგა ცაცო, დაღლილობა მოიმიზეზა, ემილი დედას გადააბარა და თვითონ ნუცას მიუწვა გვერდით, ძილიც გაუძალიანდა... ყველამ პირი შეკრა ჩამს წინააღმდეგო გაბრაზდა ცაცო და აივნის ღია კარებისკენ გადაბრუნდა... ისეთ მდგომარეობაში იყო გონება, რომ ფიქრებს ვერ ეწევა და ორ წამში არ გახსოვს რაზე და რატო ფიქრობდი, ერთ თემას ვერ იჭერ ისე სწრაფად იცვლება აზრები და ყველაფერი არაფერზე... იწრიალა... ბევრი... არც უკითხია ლალუკა მოვიდა თუ არა, ძილბურანში იყო, პერიოდულათ ახელდა თვალებს და ოთახს დიდი ინტერესით ათვალიერებდა, როცა მას მოხეტიალე ავტომობილის ფარების შუქი წუთიერად გაანათებდა, ნუცას ტელეფონი რომ აჟრიალდა ბალიშის ქვეშ მხოლოდ მაშინ მოფხიზლდა, ლადო რეკავდა, გავსკდი რეკვით და არ მპასუხობს ხო კარგადააო? ცაცომაც დაამშვიდა ძინავსო... მერე გაიგონა როგორ გაწვიმდა, წვიმის ხმამ ღამითაც რამოდენიმეჯერ გააღვიძა... დილით ნუცას ხვანცალმა გააღვიძა, მისი ჭკუით ნელა უნდოდა საწოლიდან გამოპარვა, მაგრამ არ გამოუვიდა –ბოდიში არ მინდოდა გამეღვიძებიე, გაუღიმა ძილდამფრთხალ და დაჭყანულ დეიდას –მეც მაქვს ბოდიში მოსახდელი, გუშინ დროზე რომ ვერ მოგისწარი სახლში, ძალიან მინდოდა გვესაუბრა ყველაფერზე რაც მოხდა, თუმცა არ ვიცი რა გითხრა იმის მეტი, რომ ეს ცხოვრებაა ასეთი დაუნდობელი და ადამიანების პატიება უნდა შეგვეძლოს, არა იმიტომ რომ წმინდანები ვართ, იმიტომ რომ ასე უფრო გაგვიოლდება ცხოვრება, თბილად ჩამოუსწორა თმები ცაცომ –აღარ არის საუბარი საჭირო, ზურამ ყველაფერი მშვენივრად მოახერხა გუშინ, სხვანაირად დავიანხე ბევრი რაღაცეები და ამიტომაც ვიყავი ძალიან გამშვიდებული, ბებოს და ბაბუს არაფერი უღხრა, ტყუილად ინერვიულებენ, აი ზურას თუ ეტყვი მადლობას კარგი იქნება –ვერტვი, როცა ვნახავ აუცილებლად ვეტყვი, ახლა კი ვისაუზმოთ და შენ შეგიძლია დღეს სკოლაშ არ წახვიდე –ჩემი ხილვის ბედნიერებას ნინო მასწავლებელს როგორ მოვაკლებ? ირონიულად და ცოტა ბოროტულად ჩაიღიმა ნუცამ –ცაცო რაღაც რო გთხოვო არ გაბრაზდები? ცაცომ მხრები აიწურა არცოდნის ნიშნად –შეიძლება დღეს სახლში ცოტა დავაგვიანო? –რა ხდება? –ლადომ სადღაც უნდა წაგიყვანოო, არ ვიცი სად –ღამით დარეკა, მოგიკითხა –გაბრაზდი? –არა მაგრამ ძალიან გვიანი იყო, კარგი იქნება თუ აუხსნი, რომ ასე გვიან აღარ შეგაწუხოს, დღეს კიდე ცხრას არ გადააცილო სახლში მოსვლა, თითი დაუქნია ცაცომ –ათის ნახევარი რაა, დაეჭყანა ნუცა –ცხრა საათზე სახლში ბრძანდებოდე, არავითარი ათის ნახევარი –კაი რა ნახევარი საათი რაღაა? –პრინციპის საქმეა, გაუღიმა ცაცომ, წინ გაიგდო და ოთახიდან ისე გამოვიდნენ, ოჯახში დაძაბული სიტუაცია რომ იყო ნუცაც ამჩნევდა და იფიქრა ბებოს მაინც დაველაპარაკები სკოლიდან რომ მოვალო, ბატონი ბადრი წარბშეკრული იჯდა სუფრასთან, ბავშვებიც და ცოცოს ერთად მორჩნენ საუზმეს და ერთად წამოდგნენ, ცაცომ მამას გუშინდელი საუბარი შეახსენა, არ დაივიწყო და კიდევ დღეს შეიძლება დამავიწყდეს და ხვალ მე და ნუცა კალათბურთზე მივდივართო, ეს კი მოვა დროზე სახში, მაგრამ ასეთივე დარწმუნებით ვერ ვიტყვი რომ მეც დროზე ვიქნები სახლშიო, ცაცოს ამ განცხადებას, მშობლების უკმაყოფილო სახეები და ბატონი ბადრის გაუგებარი, ბურდღუნი მოჰყვა, დიშვილები და დეიდა ერთად გამოვიდნენ სადარბაზოდან, ნუცა გაოცებული იყო დეიდას ასეთი დაუმორჩილებლობით და ბებოს და ბაბუს მისდამი დამოკიდებულებით, თავისთვისაც ფიქრობდა, აბა რა ეგონა ბაბუს, ცაცო სულ გვერდით უნდა ყოლოდა და მარტო ჩვენი გაზრდით დაკმაყოფილებულიყოო... გზაზე გიგა წამოეწიათ და ცაცოს სამსახურამდე წაგიყვან მაინც იქეთ მივდივარო გაუღიმა, ბავშვებმა გიგა ბიძია გამარჯობა როგორ ბრძანდებითო და გიგაც კინაღამ მოსაკლავად გაეკიდა ნესის და ნუცას, როცა ამ მოკითხვას ხარხარიც დააყოლეს... ბავშვებს რომ ჩამოშორდნენ, მერე ცაცოს უხასიათობამ დააინტერესა, ხომ არაფერი მოხდა სერიოზულიო, ცაცომაც ისეთი არაფერიო, თვითონაც კითხა სამსახური როგორიაო და გიგას გაეცინა, რა შორეული ნაცნობებივით ვკითხულობთ ერთმანეთსო... საუბარი იაკოზე ჩამოვარდა და ცაცომ როგორც იქნა გაბედა ეკითხა გიგასთვის, პარტიზანივით როდემდე აპირებ დუმილსო? გიგამ ჯერ ვითომ გაიკვირვა, ვერ მიხვდა თითქოს, რას გულისხმობდა ცაცო, მერე აზრი რომ არ ქონდა ამ ყველაფრის უარყოფას ალაპარაკდა –არ ვიცი რა ვქნა ცაცო, აბა ასეთ სიტუაციაში იაკოს მაგისთვის ცალია? მერე კიდევ კაკი, ჩემს დაზე და კაკიზე რომ ყოფილიყო საუბარი და მე კაკის ადგილას ვყოფილიყავი, საფლავიდან ავდგებოდი, ვიცი არაკაცურია, მაგრამ შენ ხომ მიცნობ არა? –როდემდე აპირებ ასე დებილურად დროის ფლანგვას? კაკი საფლავიდან არ წამოდგება, სხვა არგუმენტი მოძებნე შენი შიშისთვის, მკაცრად შეელაპარაკა ცაცო და გიგამ თავი გაიქნია –არ მინდა ეგონოს, მხოლოდ მოვალეობის გამო ვაკეთებდე რაღაცეებს, მინდა ძალიან ბედნიერი იყოს, ეს ყოველთვის მინდოდა –ვიცი, ადრეც ვიცოდი, ვხვდებოდი... ალბათ კაკიც ხვდებოდა –მომკლავდა! კაკი ყოველთვის იმას ამბობდა, რომ მისი შვილების ნათლია უნდა ვყოფილიყავი და მე სულ მეშინოდა ამ სიტყვების, ხანდახან როცა იაკოზე ვფიქრობ საკუთარი თავის მრცხვენია და კაკის ბოდიშებს ვუხდი –მესმის რომ ძნელია გიგა, მაგრამ კაკი აღარ გვყავს, უფრო გაგიიოლდება ცხოვრება თუ ისე მოიქცევი როგორც უნდა იქცეოდე, თავს არ უნდა იდანაშაულებდე იმაშ რაც მოხდა, აღარ უნდა ელოდებოდე კაკის, შეეგუე, რომ ის აღარ მოვა, გააგრძელე ცხოვრება, მე მგონი გაუხარდებოდა იაკოს თუ შენს გვერდით ნახავდა, ახლაც ეცოდინება, რომ შენზე უკეთესად ვერავინ მოუვლის მის დაიკოს –არ შემიძლია ცაცო, ვერ ვახერხებ, თითქოს ვიღაცა მეუბნება, რომ ბედნიერების უფლება აღარ მაქვს, მითუმეტეს იაკოსთან, როცა ჩვენზე ვფიქრობ ხოლმე, სულ ის მახსენდება, როგორ გვაფრთხილებდა იაკო როცა სახლიდან გამოვდიოდით ერთმანეთს გაუფრთხილდითო, მე კიდე ვერ გავუფრთხილდი, ახლა როგორ ვუთხრა მიყვარხართქო? მომავალზე როგორ ველაპარაკო? –ამ ბოლოს ამ პასუხს ძალიან მივეჩვიე და ეს ძალიან მაშინებს..... არ ვიცი გიგა! არ ვიცი რა და როგორ უნდა გააკეთო ადამიანმა, რომ შენც კმაყოფილი იყო და შენი გარშემომყოფებიც –ოოო, აბა შენსკენ რა ხედება? თანაგრძნობით სავსე თვალები შეანათა გიგამ –მშობლები და ჯაბა –ბადრიმ გაჭედა? –თამარამაც... –თამარა დეიდამაც? რამ გადარიათ? –არ ვიცი... –შენ მართლა უცოდინარი გამხდარხარ ამ ბოლო დროს, რა იყო გრძნობებმა გამოგალენჩეს? –გზას უყურე! მკაცრად მოუჭრა ცაცომ და აგრძნობინა, რომ ამ საკითხზე არ საურდა საუბარი –ანუ ჩემს სულში და გრძნობებში შეგიძლია ხელები აფათურო რამდენიც გინდა და საქმე როცა შენ შეგეხება, მე გზას ვუყურო არა? გაბრაზდა გიგა –რომელ გრძნობებზე მელაპარაკები გიგუშ, წლებია მეც ვაცეცებ ხელს ამ გრძნობებით დაცარიელებულ ზეცაში და ვერაფერსაც ვერ ვპოულობ... –ახლა ხომ გაამოჩნდა ცისარტყელა მაგ ზეცაზე? –შენთვის არავის უთქვამს რომ ცისარტყელები მალე ქრებიან? –მოხდა რამე? გაუკვირდა გიგას –ჯერ არა, მაგრამ გული მიგრძნობს რომ მოხდება –შენ თვითონ იზიდავ ნეგატიურ აურას, შეირგე რა ცხოვრება, მოიშორე ეგ დებილური აზრები, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია ეგ შენი ჯაბა –რატომ თვლით ყველანი რომ ჯაბა ჩემია? –რა ასე არ არის? ცაცოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გიგამ აღარ დააცადა, შენ უკვე მოგიყვანე, ახლა სასწრაფოდ ჩემს უფროსთან უნდა გავქანდე თორე დაგრჩები უმუშევარიო, სამსახურის გარე კიბეებზე ცაცოს ლაშა დაეწია უკნიდან მიეპარა და შეაშინა, ცაცომ კინაღამ ენა გადაყლაპა შიშისგან, მერე ორივემ ერთად დაინახეს როგორ მოიყვანა გიომ ხალისიანი და მომღიმარი ნატო სამსახურში, ლაშას ღიმილი სახეზე შეაშრა, ცაცოს ეჭვის თვალით გადახედა, როცა გიომ ხელი დაუქნია –ეს ვინ არის? მკაცრად და ხმადაბლა გადაულაპარაკა კიბეებზევე ლაშამ ცაცოს –ეგ ნატოს კითხე, მე ჩემს საქმეებში ვერ გავრკვეულვარ და ახლა კიდე თქვენი საქმეები მარკვევინეთ, წამო ავიდეთ, მხარზე მოქაცა ლაშას –უსამართლობაა, გამოდის შენც იცნობ და მე რა დავაშავე? მივალ და გავიცნობ, გაიწია ლაშა და ცაცომ დააკავა –შეეშვი, არ არის საჭირო, მერე გაიცნობ, დიდხანს მოგვიწევს სავარაუდოდ ურთიერთობა... –მაგასაც ვნახანთ –ბოროტი ზრახვებით სულს ნუ დაიმძიმებ, აცადე იყოს ისიც ბედნიერი –ჩემს გარეშე? ბოღმით სავსე ინტონაციით წარმოთქვა ლაშამ –შენ ხომ აქამდე მის გარეშე იყავი ბედნიერი? ახლა მისი ჯერია... წამო და ნუ ბუზღუნებ –დამპალი!!! მაინც გამოსცრა კბილებში ლაშამ, ცაცომ კი ნატოს გასძახა, არ დაიგვიანოო, ლაშა თუ აქამდე აივანზე მსხდომ გოგონებს თავს არიდებდა და საუბრის საშუალებას აძლევდა ახლა პირიქით მოიქცა, მოურიდებელ–დაუპატიჟებლად შეუერთდა მათ და ნატოს სიბრაზისგან ანთებული მზერით ბურღავდა –არ გავიხვრიტები აბულაძე, ტყუილად ცდილობ, თავდაჯერებულობაშემატებული ტონი აშკარად დაჰყვებოდა ფონად მის ხმას –რას აკეთებ ნატო? ვინ იყო ის დასირებული? –ზრდილობინად ილაპარაკე –ვინ იყოთქო? –გიორგო იყო კვიციანი, დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა? –ვერა, რატომ მოგაცილა? რა უნდოდა? –სხვებისგან განსხვავებით ხვდება, რომ ძნელია ავტობუსით და მეტროთი სიარული –სხვებში მე ვიგულისხმები? –არა, ჩემი მეზობელი არმენა! –ისე ეგ სულ მაკვირვებდა, ნატოს სახლი მაინც უნდა გამოიარო სამსახურში, რომ მოხვიდე და რატომ არ მოგყავდა ხოლმე, მხოლოდ ახლა გაახსენდა ცაცოს ეს ყველაფერი –მე ვიცი რატომაც, ამას სადაც და ვისთანაც უღამდება იმასთან რჩება, სხლში მარტო დედამისის სანახავად და გამოსაცვლელად მიდის, ნუ თუ ამის დრო რჩება და კიდევ მაგას ტვინის დატანება ხომ უნდა? –ნუ ენამწარეობ, არ გიხდება –არც შენ გიხდება ეჭვიანობის სცენები, აივანზე სიჩუმე ძალიან გაიწელა, ნატოს არ უნდოდა ლაშას თანსადწრებით არაფრის მოყოლა ის კიდე სპეციალურად არ იცვლიდა ფეხს –ცაცო რაიმე საქმეზე გააგზავნე რა, თორე ისე ვერ მიხვდება მარტო რომ გვინდა ყოფნა, შეემუდარა ნატო –აქამდე ჩემი აქ ყოფნა ხელს არაფერში გიშიდათ, ახლა რა შეიცვალა? გამოთქვა მოჩვენებითი აღშფოთება ლაშამ, ცაცოს კი მოთმინების ფიალა აევსო და ისინი მარტო დატოვა, ნატოს მხოლოდ ის უთხრა, რომ სათქმელიც და მოსაყოლიც არაფერი იყო, თვალები უბრწყინავდა და ამით ყველაფერი ნათქვამი იყო.... მარტოები რომ დარჩნენ ლაშა მხრებში გასწორდა, ნატოს გვერდით დაუდგა და თავის მოსაწ....ბა დაიწყო –მართლა ვინ იყო და რატომ მოგიყვანა? –ხომ გითხარი ვინ იყო? ასე დაუჯერებელია რომ მეც შეიძლებოდა მოვწონებოდი ვინმეს? –მერე მე? –შენ ნორმალური ხარ? რა შუაში ხარ აქ შენ? –მაშინ ჩვენ??? ნატო ძალიან გაბრაზდა და ლაშა რომ არ გაელანძღა და გაბრაზებაზე გაბრაზება, რომ არ დაემატებინა წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ლაშამ არ გაუშვა –ჯერ მიპასუხე და მერე გაიქეცი –რა გინდა, რომ გითხრა? –რატომ ის და არა მე? სერიოზულად კითხა ლაშამ –მე იცი რამდენჯერ შემეძლო დამესვა ეს კითხვა? საკუთარი თავისთვის დამისვამს კიდეც, რატომ ირჩევდი ყოველთვის სხვებს და არა მე? და პასუხი ისევე როგორც შენს შეკითხვაზე ასევე ჩემს შეკითხვაზეც არ მაქვს, ასე იყო ალბათ საჭირო, მე ჩემთვის, შენ შენთვის –მერე ჩვენი მეგობრობა? –ასეთ რეჟიმში არაფერი გამოგვივა, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ, ამ ეტაპისთვის კი არც ერთი არ ვაპირებთ როგორც მივხვდი უკან დახევას... –შემიძლია წავიდე? დახედა მკლავზე შემოჭერილ ლაშას ხელს ნატომ, ცოტაოდენი სიჩუმის მერე, მიანიშნა რომ უნდა გაეშვა... ლაშამაც უსიტყვოდ გაუშვა ხელი, ნატო კი სწრაფი ნაბიჯით დაუბრუნდა სამუშაო ადგილს და მთელი დღე თავი არ აუღია, ლაშას რომ არ შეფეთებოდა მზერით, შესვენებაზე ცაცოსთან შეიკეტა კაბინეტში, იჭორავეს და გიო გაჭორეს, ნატომ ნუცას ამბავიც მოიკითხა, მერე ერთს მეორე მოყვა და ბოლოს გაოცებული სახეებით იჯდნენ ერთმანეთის პირისპირ... დასკვნა??? უცნაურობებით და მოულოდნელობებით არის სავსე ცხოვრებაო, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ გვინდა თუ არ გვინდა? ველოდებით თუ არ ველოდებით, ის რაც ვიღაცამ დაგვიწერა თუ ჩვენს თავზე დაწერა, ყველაფერი მაინც ისე მოხდება... ჯაბამ კი გააფრთხილა დღეს ვერ მოვასწრებ მოსვლას მაპატიეო, ცაცომც შენ მაგაზე არ ინერვიულოო, მაგრამ გარეთ რომ გამოვიდ ადა ჯაბას მანქანა მისთვის ჩვეულ ადგოლას არ დახვდა უცნაურად იგრძნო თავი, მიეჩვია უკვე, რომ იქ უნდა იყოს და უნდა ელოდებოდეს, ფეხდაფეხ ლაშა გამოჰყვა და მე წაგიყვანო შესთავაზა, გზაში ლაშა გაუჩერებლად ნატოზე ელაპარაკებოდა და ცაცოს ეცინებოდა, მერე კი მიხვდა ლაშა რომ არ ხუმრობდა და ისიც სთხოვა, ნატოს შეეშვიო, როცა შეიძლებოდა მაშინ სხვებს დასდევდი და ახლა ასეთი მდიდარი წარსულით ნატოს არაფერში სჭირდებიო, ლაშაც გაბრაზდა, თქვენ რა გგონიათ ის ვიღაც კვიციანი ანგელოზიაო? პასუხიც მიიღო, ანგელოზი შეიძლება არ არის, მაგრამ ნატომ არ იცის მისი ცოდვები და ცოტა ხანი იქნება წარმოსახვით ანგელოზთან და თუ გაუმართლებს სამუდამოთაც დარჩება მასთან, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება, ყველას უნდა სჯეროდეს რომ საკუთარი თავისთვის საუკეთესოს ირჩევსო.... ლაშას საშინლად უკმაყოფილო სახე ქონდა და ცაცოს გაეცინა, თან დაამშვიდა გადაერთვები ცოტა ხანში ახალ გოგოზე, ნუ გეშინია ნატოთი მანდილოსანთა მოდგმა არ მთავრდებაო, ან ის მაინც ამიხსენი ახლა რა სიყვარულობანა, თუ მოწონებანა აგიტყდაო? ლაშამაც მხოლოდ მხრები აიჩეჩა, მანქანიდან გადასვლისას ცაცომ კიდევ ერთხელ თხოვა შეეშვი და აცადე ცხოვრებაო... ეგონა სახლში დაისვენებდა, ნუცას დაუცდიდა და მერე მშვიდად განიხილავდნენ დღის მომხდარ ამბებს, სახლში ფეხი არ ქონდა შედგმული, ლალუკას ყვირილი, რომ მოესმა –შენ, შენ ხარ მოსაკლავი!!! –შიძლება გავიგო რას მერჩი? გაოცებული აეტუზა ცაცო კარებს –სად და ვისთან არის ჩემი შვილი? რატომ მამშვიდებს იმით, რომ დეიდამ იცის ყველაფერი და ნებაც დამრთო ცხრამდე გარეთ ვყოფილიყავიო? –უჰ... მე მეგონა რაიმე სერიოზული მოხდა, კი მე ვიცი ვისთან ერთადაცაა, ძალიან კარგ და სანდო პიროვნებასთან, უფლებაც მივეცი ცხრაზე მოვიდეს სახლში –ვინ მოგცა მერე მაგის უფლება? რატომ მიმხედრებ ბავშვებს? –შენ გოგო სულ გაგიჟდი? გაბრაზდა უკვე ცაცოც –რეებს ბოდავ? რას ქვია ბავშვებს გიმხედრებ? –აბა რა დავარქვა ნუცას საქციელს? –ლალუკა მე ერთხელ გაგაფრთხილე და ალბათ უკვე დაგვიანებული იყო, თუმცა მას მერეც დიდი ინიციატივა არ გამოგიჩენია, ბოლოს როდის ელაპარაკე შენ შვილებს? იცი რა ხდება მათთან სკოლაში? იცი ვის ხვდებიან? გაინტერესებს რა აცვიათ დილით სახლიდან, რომ გადიან? იყავი გუშინ სახლში შენთვის რომ ეთხოვა შენს შვილს, დე ხვალ შეხვედრა მაქვს და დავიგვიანებ თუ შეიძლებაო? რატომ არ უჩნდება ნუცას არაფრის მოყოლის სურვილი? არ უსმენ ლალუკა და იმიტომ, დიდი გოგო გყავს, თექვსმეტისაა უკვე, ბიჭებს მოსწონთ, ამასაც მოსწონს, რჩევები სჭირდება, დედას კი ისევ პატარა ბანტებიანი გოგო გგონია, რა დროს მისი ბიჭბია ხო? ის არ გახსოვს მაგის ტოლა უკვე დედა, რომ იყავი? –გავიგე, ამოიკვნესა ლალუკამ –ვერ გაიგე ლალუკ, ვერა, ვერაფერს ვერ ხვდები, თორე ახლა ასე არ მოიქცეოდი, დიდი მადლობა, რომ ასე მხვდებით დამღლელი სამუშაო დღის მერე, კიდე გიკვირთ რატომ არ მინდა სახლში მოსვლა? ნუცაზე კი ნუ ინერვიულებ, ცხრაზე სახლში იქნება და თუ დაგაინტერესებს სად და ვისთან ერთად იყო, თვითონ კითხე, ოღონდ არა როგორც დედამ, ისე როგორც მეგობარმა, ნუ გამოხატავ შენს მწვავე რეაქციას, ჯერ მოუსმინე, დაიმახსოვრე რა მოგეწონა და რა არა მისი მონაყოლიდან, რაც არ მოგეწონება, იმაზე ფრთხილად გაამახვილე ყურადღება, მიახვედრე, რომ მეორეჯერ ასე არ უნდა მოიქცეს –როდემდე უნდა მასწავლიდე ცხოვრებას? გაბრაზდა ლალუკა –სანამ არ ისწავლი, თუ ამის სურვილი არ გაქვს, მაშინ სკანდალსაც ნუღარ მომიწყობ იმის გამო, რომ შენი შვილები მე შემეკითხებიან სად, ვისთან და როდის მიდიან და შეიძლბა თუ არა ასე მოიქცნენ, რომელზე მოვიდნენ სახლში!!! მკაცრად გახედა ცაცომ თვალებ აწყლიანებულ ლალუკას –სატირლად არაფერი მითქვამს, ახლა კი შენის ნებართვით, გამოვიცვლი, შევჭამ და დავისვენებ.... ცაცოს ამ ბოლო დროს ოჯახთან ურთიერთობის დაძაბვა საშინლად ადარდებდა, ახლა კიდე ლალუკა დაემატა, ნუთუ სიმშვიდე აღარასდროს ეღირსება? აუცილებლად უნდა ქონდეს ამდენი პრობლემები? ხვალ ისევ დაიგვიანებს და მშობლები ისევ გაუბრაზდებიან, მამას ისევ კითხა, სოფელში ბავშვების წაყვანის თემაზე რა გადაწყვიტა, ისევ გაუგებარი პასუხი მიიღო, დედას წნევა ჰქონდა, სამზარეულოში ცაცო ფეხდაფეხ შეყვა ნესი, მშიაო... მისთვისაც და ნესისთვისაც ხელდახელ მოამზადა საჭმელი... ნესიმ სკოლაში უნდა მოხვიდე საბუთებს ხელი უნდა მოაწეროო, ცაცოს გაეღიმა, დედიკოს უთხარი, ის უნდა მოვიდეს მე არ მაქვს მაგის უფლებაო... ცხრა საათი სრულდებოდა, დაპირებისამებრ ნუცამაც კარები შემოაღო და ბედნიერი თვალები შეანათა ტელევიზორის წინ მოკალათებულ ოჯახს, ცაცო სად არისო იკითხა, ლალუკას ძალიან ეწყინა, მიხვდა, რომ შილს ამ სიხარულის და ბედნიერების გაზიარება მასთან კი არა ცაცოსთა უნდოდა... ნესიმ, ოთახშიაო წამოიყვირა და ნუცაც ოთახისკენ წავიდა –მოვედი, შეაღო ოთახის კარები და საწოლზე წამოუწვა ცაცოს –გავიგონე, რომ მოხვედი, უმნიშვნელოდ გახედა ცაცომ და ნუცას ცოტა გაუკვირდა –არაფერს მკითხავ? –ნუც არ გეწყინოს რა, მაგრამ დედას რომ მოუყვე ეს ყველაფერი არ გინდა? –დედამ არაფერი იცის ლადოზე, შენ კიდე... –ხო და სულ თავიდან მოუყევი ყველაფერი, გააწყვეტინა ცაცომ –შენ? შენ არ გაინტერესებს? –ხომ იცი რომ მაინტერესებს –აბა რატომ მაგზავნი დედასთან? მოხდა რამე? საცოდავი თვალები შეანათა ნუცამ და ცაცოს გაეცინა –დედასთან გაგზავნა გილიოტინაზე ასვლას უტოლდება შენთვის? თუ რა სახე გაქვს? მოდი დავუძახოთ და ისე ვიჭორავოთ ყველამ ერთად, მეც არ მითქვამს არაფერი ჯაბაზე, თუმცა მე და დედაშენი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, მაინც... ჯერ მე მოვყვები, მერე შენ მოუყევი შენი ამბები, ნუ მგონი ლადოსთან ისე არ არის ყველაფერი როგორც ჯაბასთან –და ჯაბათან როგორ არის საქმე? ჩამჭრელი კითხვა დასვა ნუცამ, ცაცო ოდნავ ჩაფიქრდა, მართლა რა ხდებოდა ცინცაძესთან? სულ ორი წუთი დასჭირდა დასკვნამდე მისასვლელად, "გაუგებრობა"... მაგრამ სასიამოვნო გაუგებრობა, ისიც აღმოაჩინა ცაცომ, რომ არ სჭირდებოდა სტატუსი ჯაბასთან ყოფნისთვის, პარატა ბავშვები ხომ არ იყვნენ, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო, ორ ზრდასრულ ადამიანს მოსწონდათ ერთმანეთი და ისტორიის დასასრულიც მათ ხელში იყო... ორაზროვნად მომღიმარ ნუცას საჩვენებელი თითი დაუქნია, ნუ ცუღლუტობო და ლალუკას დაუძახა... სამივენი საწოლზე მოკალათდნენ, ჯერ ცაცომ მოხსნა საიდუმლოებების სკივრს თავი, ლალუკა გაფართოებული თალებით ისმენდა ყველაფერს, შიგადაშიგ იცინოდნენ, ნუცა ხუმრობდა ხოლმე ჯაბაზე და ცაცოზე, მაგრამ სიმხიარულე მაშინ დაამთავრა, დეიდამ რომ შეახსენა ახლა შენი ჯერიაო, დაიმორცხვა, სად წასულიყო არ იცოდა და ლალუკამ თხოვა, თუ არ გინდა გული გამისკდეს დროზე მოყევი რა ხდებაო, ნუცამაც გაუბედავად დაიწყო მისი და ლადოს მეგობრობის ისტორიის მოყოლა და ლალუკამ შვებით ამოისუნთქა, მთელი დღე ისეთები იფიქრა, ახლა ნუცას, რომ უსმენდა ყველაფერი ბავშვურ ზღაპრად ეჩვენებოდა, ფაქტების გამჟღავნების შემდეგ გაანალიზების დროც დადგა და სიმხიარულემ იმატა... გვიანობამდე კისკისებდნენ და მერე ყველას ერთად ჩაეძინათ... *** სასიამოვნოა როცა დიდი ხნის წინ დაკარგული შეგრძნებები გიბრუნდება, სასიამოვნოა, როცა უყურებ როგორ უახლოვდება ერთმანეთს დედა–შვილი, როცა ოჯახი ერთიანი და ძველებური ხდება და ამ დროს შენც ხვდები, რომ უთქმელობას ყოველთვის საუბარი ჯობია, თორე ისეთ გაუგებრობაში შეიძლება აღმოჩნდე, რომ მთელი ცხოვრება ვეღარ მოახერხო გამოსვლა ამ გაუგებრობიდან, ცაცოს ლალუკასთან ივიკოზეც (ყოფილი მეუღლე) უნდოდა ეკითხა რაღაცეები,მაგრამ ნუცასთან ერთად ეს ვერ მოახერხა, ისიც აინტერესებდა ამ ბოლო დროს სად იკარგებოდა ხოლმე... ეს საუბარი სამომავლოდ გადადო, არ უნდოდა ეს სასიამოვნო მომენტი გაეფუჭებინა... დილით ნუცას კითხა გამოუვლიდა თუ არა ლადო თამაშზე წასაყვანად, ნუცას გაეცინა, პატარა დიდი ხანია აღარ ვარ ხელჩაკიდებული რომ მატაროს ვინმემ, და სპორტის სასახლეს მე მგონი მარტოც მივაგნებ და იქ შეგხვდებითო... თამაში ბიჭებმა მოიგეს, მოლდოველებს მოუგეს... ამჯერად ცაცო არ გაპარულა, ჯაბას გამოსვლას დაელოდა, რომელმაც ისე ჩაიხუტა თითქოს წლები იყო გასული რაც არ ენახა, ისიც გააფრთხილა დღეს არ დამიწყო თერთმეტზე სახში უნდა ვიყო და მასეთებიო... ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე და გამარჯვების სიხარული გაიზიაროო, ცაცო ცოტა კი შეწუხდა მაგრამ, უკვე თვითონაც შერცხვა შეწინააღმდეგება... ნუცას მე მივაცილებ სახლამდეო, ჯენლტმენობა გამოიჩინა ლადომ და ცაცოც გულდამშვიდებული გაჰყვა ჯაბას –ჯერ სახში უნდა შევიარო, წყალი გადავივლო და მოვწესრიგდე, დაღლილი ხმით გაანდო გეგმები ჯაბამ მას მერე რაც მანქანაშ ჩასხდნენ –არ შეიძლებოდა ეს ადრე გეთქვა? მე ნუცას გავყვებოდი, შენ მოწესრიგდებოდი და მერე წავსულიყავით სადაც მივდივართ? რატომ გიყვარს როცა უხერხულ მდგომარეობაში მაგდებ? –რას ქვია უხერხულ მდგომარეობაში გაგდებ? –აბა რას მატარებ შენ სახლებში აქეთ–იქეთ? თან შენები რას იფიქრებენ? –ჩემები ისევ წყნეთში წავიდნენ –აჰა, ახლა მარტოებიც ვიქნებით არა? ოხ როგორი ეშმაკი ხარ –ცაცო რატომ მიბრაზდები, რაიმე მიზეზი მოგეცი იმის რომ ჩემზე ცუდად იფიქრო? სერიოზულად გაბრაზდა ჯაბა და ცაცოს ძალიან შერცხვა –თან მშია, სანამ მე ვიბანავებ შენ საჭმელს გამიკეთებ ჰა? გაკრა მხარი დამორცხვებულ ცაცოს ჯაბამ –გამიკეთებ საჭმელს? –ნანიმ არ დაგიტოვა არაფერი? –ეს დღეებია ლადოც ჩვენთან რჩებოდა და სამივე საოცარი ძალა ვართ –ზურაც არ იქნება? –რატომ გეშინია ასე ჩემთან მარტო დარჩენის? ცაცო ისევ დამუნჯდა –ვერ მოვასწრებ ვახშმის მომზადებას, ან რა გიყვარს? მე ხომ არაფერი ვიცი შენზე? –ხო სულ ტყუილად მეჩხუბები, ჩემთვის სასიამოვნოს შენთვის სასარგებლო დატვირთვა ექნება, მე მესიამოვნება ჩემთან რო იდიასახლისებ და მომივლი, შენ კიდე სამომავლოდ გეცოდინება რა მიყვარს, რას ვჭამ და საერთოდ ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა, კულინარიის ტესტი უნდა მომეწყო შენთვის, იქნება და არაფრის კეთება არ იცი? –ენის ტლიკინს მორჩი და მაღაზიასთან გააჩერე, სავარაუდოდ მაცივარი ცარიელი გექნებათ, ჯაბა ცაცოს სიტყვებმა მხოლოდ გაახალისა და მანქანის სიჩქარეს უმატა... ცოტა ხანში კი ოდნავი ბიძგით შეაგდო გაუბედავი ცაცო თავისი სახლის ღია კარებში და სახლში ექსკურსიაც დაიწყო, პირველი სამზარეულო აჩვენა სად იყო, მერე გაეხუმრა მეტი არც არის საჭიროო, მაგრამ მაინც მთელი სახლი დაათვალიერებინა, მერე ისევ სამზარეულოში დააბრუნა სიტყვებით: "ქალი ვიცი მე კუხნიაშიო" აუხსნა სად რას ნახავდა და წარმატებები უსურვა, აბა შენ იციო... ჯაბა რომ დაიკარგა ცაცომ კიდევ ერთხელ გამოხედა მყუდროთ და გემოვნებით მოწყობილ მისაღებს, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, თან მოერიდა ყველა უჯრის გამოღება, მაცივარს მიადგა, ხუთი წუთი ფიქრობდა რა შეეძლო მოესწრო ასე ცოტა დროში, პირველი რასაც თვალი დაადგა გატარებული ფარში იყო, მერე ბოსტნეულს დასწვდა, ყველიც მოძებნა, მაგრამ... მაცივრიდან სამზარეულოს უჯრებზე გადაინაცვლა, გაზზე წყალი დადგა ყოველი შემთხვევისთვის, ძალიან გაეხარდა როცა ლაზანიის მაკარონები იპოვნა, სასწრაფოდ გადაუშვა ისინი მოჩუხჩუხე ცხელ ქვაბში, ფარში ჯერ ცოტათი მოხარშა, მერე ტაფაზე გადაიტანა სადაც უკვე მოესწრო ხახვის და ბულგარულის მოთუშვა, სანელებლებიც იპოვნა, ცოტაოდენი ნიორიც ჩაახეხა მოშუშხუნე ხორცს, მაკარონს წყალი გადაუწურა, დიდი ძებნა არ დასჭირვებია, მინის ლანგარი რომელზედაც ეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა მოეთავსებინა, ღუმელში დახვდა, ჯაბა სააბაზანოდან გამოვიდა და სამზარეულოს თავის მშრალებით მიაშრა, ცაცოს საოცრად მაღალი კისერი უჩანდა აწეული თმების გამო და ჯაბასთვისაც კი საოცრად ჰარმონიულად ჩანდა ის მისი სამზარეულოს ფონზე, ეს მოშიშვლებული მხრები და წინსაფარი... საოცარი სურნელი და ცაცოს ღიმილი... –ეს რა არის? მეგონა უკვე ყველაფერი მზად გექნებოდა... მოჩვენებითად გაბრაზდა ჯაბა და ცაცოს ზურგზე ისე დაუსვა ორი თითი როგორც იცოდა ხოლმე, დიაგონალურად... –უკაცრავად მაგრამ მოცდა მოგიწევს, მე კიო კი არ ვარ ოც წუთში საჭმელი მომემზადებინა? მაშინ შეგიჭვავდი კვერცხს და ეგ იქნებოდა –მერე გითხრა ვინმემ არ მიყვარს შემწვარი კვერცხიო, გვერდით დაუდგა ჯაბა –ნუ მაწითლებ, მაგას გირჩევნია, პომიდორი და მწვანილი მომაწოდო, გაჯავრდა ცაცო და მაცივრისკენ მიუთითა –სანამ ეს გამზადდება აი ხილი ჭამე, დაჭრილი ხილი გაუწოდა და თვითონ პომიდორის გაფრცქვნას და დაჭრას შეუდგა, ისე რომ ჯაბა გვერდიდან არ მოსცილებია, უცნაური კითხვებითაც შეუწუხა გული, როდის იქნება მზად, ეს რა არის, ასე რატომ აკეთებ? სად ისწავლე? ინფექციურში არ აღმოვჩნდებით იმედია... და კიდევ ბევრი სისულელე –ხელს რომ მიშლი ვერ ხვდები? გაუბრაზდა ცაცო –როცა მშია მოუსვენარი ვარ და რა ვქნა? –მაიონეზი მომაწოდე, თხუთმერი წუთი და მზად იქნება ყველაფერი, ისე იქ სადაც მივდივართ საჭმელი არ იქნება? –ცაცოო, ეხლა რო ნახავ მე როგორ ვჭამ, მერე იქაურ საჭმელსაც რომ ნახავ მიხვდები, რომ ასე ჯობდა –მაშინ მაცალე და ხელს ნუ მიშლი, ჯაბამ ხელები ასწია და მაგიდას მიუჯდა უსიტყვოდ, ცაცომ ყველაფერი გაამზადა, საბოოლო გაჩერება ლაზანიას ღუმელში ქონდა თხუთმეტი ოცი წუთით, ჭურჭელიც გარეცხა და ჯაბს გვერდით მიუჯდა ლაზანიის მოლოდინში, მან კი ხელები მოხვია და ზურგით გულზე მიიხუტა, თმები გაუშალა, მე ასე უფრო მომწონსო და კისერში რამოდენიმეჯერ აკოცა, ცაცომ კი იდაყვი მიკრა ნეკნებში, ზედმეტები მოგდისო –ნუცას ელაპარაკე სკოლაში მომხდარზე? დღეს თითქოს არაფერი ეტყობოდა, ლადოსთანაც ძველებურად ხუმრობდა –არ დამჭირვებია, ზურას წყალობით და ლადოსიც, გუშინაც ისე კარგი იყო სახლში, დიდი ხანია ასე კარგად თავი აღარ მიგრძვნია, მე ნუცამ და ლალუკამ მთელი ღამე ვილაპარაკეთ... ნუცამ მისი ამბები მოუყვა, მე ჩემი... ისე... აქ ცაცო უცებ გაჩუმდა, ეტყობოდა ძალიანაც უნდოდა რაღაცის კითხვა, მაგრამ ვეღარ გაბედა –ისე??? ჩაეკითხა ჯაბა და მისკენ შეატრიალა –თქვი რისი თქმაც გინდოდა, გისმენ –საჭმელი დაიწვება, წამოხტა სკამიდან ცაცო და უხერხული საუბრის დაწყებას თავი აარიდა –მაგ მიზეზით თავის დაძვრენას ნუ ცდილობ, ვიცი რისი თქმაც გინდოდა, რატომ წელავ დროს? რატომ არ მეკითხები იმას რასაც წესით უნდა მეკითხებოდე უკვე? ჯაბაც წამოდგა და დაბნეულ ცაცოს თვალებში ჩააშტერდა –იცი მაგ კითხვებზე პასუხები? უცნაური ხმით იკითხა ცაცომ და ჯაბამ უკან დაიხია, ცაცოს გულთმისანივით შეხედა, შეეშინდა ცოტათი იმის, რომ ეს გოგო საოცრად ხვდებოდა ყველაფერს, გაგებით ეკიდებოდა ყველაფერს, მასთან ურთიერთობას საოცარი სიმსუბუქე ახლდა ყოველთვის, ჯაბას შეეძლო ერთი სიტყვა ეთქვა და ცაცომ უკვე იცოდა, ზედმეტ კითხვებს არ სვამდა, არც ზედმეტი ყურადღებისთ გამოირჩეოდა, არც ითხოვდა გადაჭარბებულ მზრუნველობას და ყურადღებას, ჯაბა იმანაც შეაშინა, რომ ცაცოს სრულებით აკმაყოფილებდა ის ურთიერთობა, რომელიც ახლა ქონდათ და მეტისთის ნაბიჯებს არ დგამდა, შეეშინდა იმის რომ ეს ურთიერთობა ასე, მეგობრულ ზღვარზე გაეყინებოდათ და თუ რაიმეს ახლავე არ შეცვლიდა, ამ მეგობრული ურთიერთობისგან სხვა საფეხურზე გადასვლა ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ რა გაეკეთებინა ისეთი, რომ ცაცო არ დაეფრთხო? რომც გადასულიყვნენ სხვა ეტაპზე მერე რა იქნებოდა? მერე? მერე? სამომავლოდ? სულ რაღაც თვენახევარში? რა საქართველოში დარჩებოდა? წარმოუდგენელი იყო... ცაცოს წაიყვანდა იტალიაში? არც ეს იყო რეალური, აბა დატოვებდა? როგორ? ვის რანგში? შეყვარებულის, საცოლის თუ... ცაცოს დამოკიდებულებით ტექნიკასთან მათ ურთიერთობას ხომ ბოლო მოეღებოდა, უნდოდა კი ცაცოს ეს ყველაფერი? ჯაბას თავის ქალა ლამის აეხადა და მისი გაოცებული თვალები, რომ არ ვთქვათ შეშინებული, ცაცოს არ გამოჰპარვია, პირველად გამოიჩინა ჩახუტების ინიციატივა ცაცომ და სკამზე დაბრუნებულ ჯაბას ხელები მოხვია –ვიცი რაც იფიქრე ახლა, მეც მიფიქრია მაგაზე, მეც იგივე დამემართა და რომ არ გავგიჟებულიყავი შევეშვი, დრო დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილებზე, მოდი ნუ გავუსწრებთ მოვლენებს კაი? მშვიდი ხმით უთხრა და ხელისგულები ახლა უკვე გაბედულად შეახი ჯაბას ლოყებს, თვალები გაუსწორა და იგრძნო, როგორ დაეძაბა ჯაბას მის წელზე მოხვეული მკლავები, ცოტაოდენი სიჩუმის მერე ისევ ცაცომ დაიწყო ფრთხილად –ახლა ხომ კარგია? მეც არაფერი მინდა მეტი, არ მეგონა ასეთ რამეს თუ ოდესმე ვიტყოდი, აღარ მეშინია, არაფრის, არც წასვლის და არც შენი დაკარგვის, ვიცი ძნელი იქნება... ძალიან ძნელი... ვიცი, რომ ამტკივდება სულში საშინლად უშენობა და მაინც... ახლა ხომ კარგია ყველაფერი? მოსაგონებლადაც ხომ ასეთივე იქნება? სითბოთი სავსე? რაც არ უნდა მოხდეს ეს გრძნობები რასაც ვგრძნობ ხომ არ შემეცვლება? ისიც ხომ გავიგე, რომ შემძლებია მეც ამქვეყნიური ემოციების განცდა? რატომ ნერვიულობ? მე ხომ ამის საბაბი არ მომიცია? –აღარ მშია! მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ჯაბამ და ცაცოს გაეცინა –გშია მაღალო, გშია, უბრალოდ შიშის ზეგავლენის გამო ვეღარ გრძნობ ამას, მეც მშია, მოდი სერიოზულობა ცოტა ხნით მიუწვდომელ თაროზე შევინახოთ –თუ მიუწვდომელია იქ როგორ შევინახოთ? –შენი სამაღლის პატრონისთვის რა არის მიუწვდომელი? ჯაბა ძაან კარგად მიხვდა რასაც გულისხმობდა ცაცო მაგრამ მაინც იკითხა: ეს რას ნიშნავსო? –ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაგ შიშების თაროს ვერ მივწვდები და შენ როცა გინდა მაშინ ჩამოიღებ მათ, მივიწყებულს და დამტვერილს, მშვიდად დაუდგა უკვე თეფშზე გადმოღებული მორზრდილი ლაზანიის ნაჭერი ცაცომ და პირდაღებულ ჯაბას ზურგი აქცია, თავისთვისაც რომ გაემზადებინა, მაგრამ ჯაბას ფრთხილმა და გაუბედავმა შეხებამ გააჩერა, თითქოს ამოწმებდა, ცაცო მართლა ცოცხალი არსება იყო თუ მოჩვენებაო, ეტყობა ცაცოს სიმშვიდეც გადაედო –ოდესმე თუ გეტყვი, რომ არ ვიცი შენთან რა მინდა, არ დამიჯერო... ოდესმე თუ გეტყვი, რომ უნდა დაგტოვო, არ დამიჯერო... მე ყოველთვის ჩემთან წაგიყვან... ოდესმე თუ გეტყვი, რომ არ მიყვარხარ, არ დამიჯერო... იმიტო, რომ ეს იმ შიშების თაროს უნებლიე ჩამოვარდინის და თავზე დაცემის შედეგი იქნება... ან იმის, რომ უბრალოდ ვიფიქრებ შენს გაბედნიერებას ვერ შევძლებ, თუ რაიმე მოხდება და მე გულს გატკენ, გეხვეწები... გეხვეწები... არ დაიჯერო, რომ ეს გრძნობების უქონლობის ბრალია, იცოდე, რომ ეს მათი მოჭარბებული დოზის ბრალი იქნება –არ დაგიჯერებ... გპირდები... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გული არ მეტკინება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერე, სამომავლოდ რაიმეს პატიებას შევძლებ... უკანმოუხედავად,თითქოს მისთვის ჩაილაპარაკა ცაცომ –აღარ გავსინჯოთ შენი ლაზანია? გააწყვეტინა სერიოზული საუბარი ჯაბამ და რეალობას დაუბრუნდნენ, ცაცომ თავი დაუქნია და გვერდით მიუჯდა, თითქოს აფორიაქებული და აღელვებული უნდა ყოფილიყო ამ საუბრით, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, უფრო მშვიდად იყო, ჯაბას კი ცაცოს ეს სიმშვიდე საოცრად ანერვიულებდა, უსიტყვო ვახშმობის მერე ცაცომ საათს დახედა და ინტერესით კითხა, ხომ არ აგვიანდებოდათ, ჯაბამაც დაამშიდა იქ ათისთვის გველოდებიან, ცხრა საათი კი სულ ახლახანს დაიწყოო, სამზარეულოდან მისაღებში გადაინაცვლეს, ცაცო ინტერესით ათვალიერებდა უცნაურ და პატარ–პატარა ნივთებს, რომლების ზედმეტი სიმეტრიულობით ეწყო მინის თაროებზე –ეს ჩემი შემოქმედებაა, ნანი სულ მთხოვდა ყველა ქვეყნიდან ასეთი რაღაცეები ჩამომეტანა მისთვის და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ვაგროვებდი ჩემს ისტორიას, ახლა როცა ასე აწყვია ყველაფერი, მახსენდება სად, როდის ვიყავი და ყოველთვის, როცა ამ პატარა სუვენირებს ვხედავ მეღიმება, კარგი დროის მოგონებების გამო –კარგი დედიკო გყავს –შენსაზე რას მეტყვი? –ჩემიც ძალიან კარგია, მაგრამ მე მგონი ამ ბოლო დროს ვაბრაზრბ, აი დღესაც გავაბრაზებ შენი წყალობით, ორ ცეცხლ შორის ვარ –ლალუკამ რა თქვა ჩვენზე? ამ ბოლო სიტყვამ უცნაურად გაიჟღერა სივრცეში და ცაცოს ჟრუანტელმა დაუარა –ჩვენზე? უცნაურად გაიმეორა კითხვა –ხომ თქვი მოვუყევი ყველაფერიო? –ჯაბ იცი, ლალუკას დიდად არ აინტერესებს ჩემს პირად ცხოვრებაში რა ხდება, იმიტომ კი არა, რომ არ ვადარდებ, უბრალოდ მისი პრობლემებიც ბევრი აქვს, ისე გაუხარდა, რომ როგორც იქნა რაღაცა გავბედე და მშობლების ჩრდილიდან გამოვედი... –ვიცი რა ძნელიცაა როცა ოჯახი ენგერევა შენს დედმამიშილს, თანაგრძნობით მოხვია ხელი ფანჯარასთან მდგომ ცაცოს ჯაბამ, მან კი ფრთხილად დაადო თავი გულზე –რატომ დაშორდა ზურა ცოლს? –ახალგაზრდული სისულელეების გამო, ამან რაღაცეები ვეღარ აიტანა, იმან კიდე ზურას უპასუხისმგებლობა და დაგროვებულმა ნეგატივმაც თავი იჩინა, ზურა მაშინ ისე არ დარდობდა როგორც ახლა, არ ვიცი ახლა რა სჭირს, მაგრამ ნათია რომ შეურიგდეს ძალიან უნდა, არ აღიარებს, მარა ხო ვიცი... სულ შეხვედრის მიზეზს ეძებს, ტელეფონზეც ხშირად ურეკავს, იცი რას იმიზეზებს? ლადოს ვერ დავუკავშირდი და ხომ არ იცი სადააო –რატომ ახლა და არა ადრე? უფრო ადრე როცა ყველაფრის დაბრუნება უფრო ადვილი იქნებოდა? –ცაცო იცი რა, ზურა უკვე გაძღა ცხოვრებით, ახლა სიმშვიდე უნდა, თბილი სახლი და საჭმელი უნდა, მზრუნველობა სჭირდება და აღმოაჩინა, რომ დედამიწის ზურგზე ამის უზრუნველყოფა, მხოლოდ ნათიას შეუძლია, ის იცნობს ყველაზე კარგად, შუძლია მასთან უბრალო საუბრით იყოს კმაყოფილი, მიხვდა რომ უყვარს და სხვა არც არავინ ყვარებია, ენატრება... ის ლადოს დედაა და მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი –და ნათიასთვის? _შენ წარმოიდგინე ნათიასთვისაც მასეა ყველაფერი, არ შეიძლება ნორმალური ადამაინი იყო, შვილი გყავდეს ერთ დროს საყავარელი ადამიანისგან და მას ყველაზე ახლობელ ადამიანად არ თვლიდე, ჩემი აზრით, ეს წლების მერე მოდის, წლების მერე ხვდები, სიბრაზეც, გულისტკივილიც და ახალგაზრდობაც უკან რომ რჩება მაშინ –ჩემებთან სხვა სიტუაციაა, სევდიანად ამოიხვნეშა ცაცომ –ივიკო ტიპიური უსაქმურია, განებივრებული დიდი ბავშვი, თითქოს მთელი სამყარო მასთან ვალშია, არც შვილები ადარდებს, არაფერი არ ადარდებს ამ ქვეყანაზე, ზურა ახლა მაინც ხვდება ყველაფერს, ის კი ვერასდროს მიხვდება, ერთი რამ მაკვირვებს მარტო, ასეთი კარგი შვილები როგორ გააჩინეს... –შვილებზე გამახსენდა, რატომ არ მითხარი, რომ ბავშვების სოფელში წაყვანასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა გაქ? –მოასწრო ნუცამ ყველაფრის მოყოლა? –ცაცოო! –ყველაფერს ხომ ვერ გეტყვი? ან რა უნდა გითხრა? ჯაბა იცი სოფელში უნდა წავიყვანო ბავშვები და არ ვიცი როგორთქო? უბრალოდ მინდოდა ემილიც ენეხა ბებოს და ბაბუს, ამისთვის კი მანქანა მჭირდებოდა, ახლა კი ვფიქრობ, რომ გოგონებს ავტობუსით გავუშვებ, მარტოებს და პრობლემაც გადაჭრილია –როდის აპირებდი წასვლა? –ამ შაბათ–კვირას –შეიძლება მე წაგიყვანო? –არა! –ასე კატეგორიულად რატო მპასუხობ? გაუკვირდა ცაცოს ტონი ჯაბას –იქ ბებო და ბაბუა, მათ კითხვები გაუჩნდებათ, რა ვუთხრა შენზე? როგორ წარგადგინო? როგორც მეგობარი? –არაფერი რომ არ აუხსნა? მე უბრალოდ ჯაბა ვარ და მორჩა, მერე თვითონ მიხვდებიან ყველაფერს –შენთვის რა იოლი სათქმელია? იცი ბაბუაჩემი რას მიზამს? თხილის წკნელით გამწკეპლავს –ოი ცაცო რა რთული ნათესავები გყავს, გამხიარულდა ჯაბა, როცა ცაცოს შეშინებული თვალები დაინახა ბაბუას ხსენებაზე, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ცაცოს და ბავშვების წაყვანა... დაგვიანებით მივიდნენ დანიშნულების ადგილას, ჯაბას ყოველთვის სიამოვნებდა, როცა ცაცო ხელჩაკიდებული მიყავდა და ის მის უკან მიდიოდა, სიამოვნებდა, რომ ძლიერი ხასიათის მიუხედავად ცაცო მას ურთიერთობაში ლიდერობის უფლებას აძლევდა და იმასაც ხვდებოდა, რომ ცაცოს სიძლიერე მხოლოდ აუცილებლობით იყო გამოწვეული და დიდი სიამოვნებით მოიხსნიდა ამ ტვირთს მხრებიდან, ასეთი საქციელით კი ჯაბას ტვირთის შემსუბუქების საშუალებას აძლევდა, ნდობას უცხადებდა მას... აქ ცაცომ საერთოდ სხვა სამყარო აღმოაჩინა, თავს ჩელიაბინსკის მეტეორივით გრძნობდა, არაამქვეყნიურად, სულ სხვა საუბრები, სულ სხვა ურთიერთობები, ადგილი მართლა კარგი იყო, მშვიდი, მყუდრო, მოსახერხებელი მდივნებით და ცოცხალი მუსიკით, გივიკო და ვახო ოვაციებით შეეგებნენ ცაცოს, მანაც თბილად გაუღიმა და გადაკოცნა ბიჭები, ნაცნობ გოგონენს და საერთოდ მთელ სუფრას მიესალმა, თვალის ზერელედ გადახედვით დიდ კამპანიაში ბაიკო და დუდა დააკლდა, ჯაბას კითხა არ მოვლენო? მას მერე რაც გემრიელად მოკალათდა მის მკლავებში და ახლა ამის გამო უხერხულობას ნამდვილად არ გრძნობდა, ჯაბამაც, დღეს ბაიკოს გარეშე მოგიწევს ყოფნაო, დათო ახლა სხვა გოგოსთან ერთად იყო და ცაცომ უკმაყოფილოდ ანიშნა ჯაბას, იმანაც, ყურადღებას ნუ აქცევ შენ რა გიშავდებაო, სუფრასთან სულ უცნობი წევრებიც იყვნენ, ანუ ისინი ვინც წყნეთის წვეულებაზე არ ყოფილან, დაძაბულობა არ უგრძვნია, უბრალოდ თავს ძალიან ზედმეტად თვლიდა, ყველას რაღაც ჰქონდა საერთო, საერთო ნაცნობებზე საუბრობდნენ, ერთმანეთს რაღაც იდეებს უზიარებდნენ, სამომავლო გეგმებს აწყობდნენ, ცაცოს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეს ხალხი მხოლოდ გართობისთვის, წვეულებებისთვის და დროსტარებისთვის ცხოვრობდა, უზრუნველად, პრობლემების გარეშე და ცოტათი შეშურდა კიდეც, გვერდით ვახო მიუჯდა და თბილად კითხა –რა იყო ენა გადაყლაპე? თუ ძალიან დაიღალე სამსახურში? –უბრალოდ თავს უცხოდ ვგრძნობ, მე არ ვიცი ვინ არის შარიკა, მასტერა, წრიპა, კურნოსა, არ ვიცი რა ვთქვა ან ვიფიქრო მათზე, მე არ მაქვს თქვენნაირი გეგმები, არ ვაპირებ მანქანის შეცვლას, არ ვაპირებ რემონტს "ჰაი კლასის" ელემენტებით, არც თბილისის მოდის კვირეულზე მიმიწვევენ სავარაუდოდ სექტემბერში, არ ვიცი სად გაიხსნა "ბერბერის" ახალი მაღაზია და ახალი კოლექცია აქვთ თუ არა, ნუ კალათბურთზე თქვენთან საუბარი იგივეა, რომ იესოს რელიგიაზე ელაპარაკო, კიდე გავაგრძლო? –ყველაფერი ისე იდეალურად არაა როგორც ჩანს, ჩვენ ყველანი შენნაირები ვართ, უბრალოდ აქ თავს ვიფასებთ დ აერთმანეთს ვეჯიბრებით, ვის უფრო მაგარი სათამაშოები გვაქვს, ვის უფრი იდეალური ცხოვრება, აი ამ გოგოებს ხომ უყურებ? მიუხედავათ იმისა, რომ თავი ისე მოაქვთ თითქოს არაფერი აკვირვებთ და ადარდებთ ახლა შურით სკდებიან, შენი შურთ, იმიტომ რომ ჯაბას შენ ეხუტები შეშინებული ბავშვივით და არა ისინი, ვერ ხვდებიან რატომ შენ, უმაკიაჟო, უპრიჩოსკო, უბრენდო სამოსით... კიდე გავაგრძელო? გაუმეორა საკუთარი კითხვა ცაცოს და ისიც გახალისდა –არ არის აუცილებელი იცნობდე შარიკას, წრიპას და კიდევ ვიღაცეებს, უბრალოდ განსახილველ თემასთან დაკავშირებით დააფიქსირე შენი აზრი, ნუ მოცხვობ, არ გიხდება –ნუ კერავ ჩემ გოგოს, წყნარად გააფრთხილა ჯაბამ ვახო და ცაცოსთან აშკარად მიახლოვებული დასაშვებ დისტანციაზე გასწია –არც მიფიქრია, გაიკვირვა ვახომ და გივი ახარხარდა, საუბარში ცაცო ისევ არ ჩართულა, მისი მისამართით დასმულ რამოდენიმე კითხვას უპასუხა მშრალად, საათს წამდაუწუმ უყურებდა, ჯაბას ნერვები მოეშალა და გააფრთხილა, ახლა მაგ საათს თავს თუ არ დაანებებ, იცოდე ხელიდან მოგხსნი და გავტეხავო... სუფრას კი ორი პიროვნება შემოუერთდა... ანზორი, რომელიც გივიკომ წყნეთშიც ახსენა და თამუნა, ისიც გოგოების მიერ წყნეთში ხსენებული, ცაცომ დიდი ინტერესით აათვალიერა ზედმეტად მხიარული თამუნა და გაუაზრებლად ჯაბასკენ უფრო ახლოს მიიწია, თამუნას გამოჩენამ მოახდინა გავლენა, თუ იმან, რომ ცაცო ამ გარემოს და ხალხს შეეჩვია, ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ აშკარად გააქტიურდა საუბარში, არ ერიდებოდა, კრიტიკას, საკუთარი აზრის დაფიქსირებას და ძალიანაც კმაყოფილი იყო, ჯაბას სიამაყით და სითბოთი სავსე თვალებს რომ უყურებდა... დრო ნელ–ნელა გადიოდა, სასმელის რაოდენოდა ჭიქებში კლებულობდა და ალკოჰოლის რაოდენობა სხეულებში მატულობდა, რაც სიმხიარულეს და გამბედაობას მატებდა დამსწრე საზოგადოებას, ერთ–ერთ ქალაქურ ჭორს განიხილავდნენ, უკვე ცნობილ მორაგბეზე, გოგოები წუწუნებდნენ ყოველ დღე ახალ გოგოს ხერხავს თურმეო, რაც მთავარია გოგოებმა იციან ერთი ღამის პეპლები, რომ არიან და მაინც თანხმდებიანო –ვიღაცამ ჭკუა უნდა ასწავლოს მაგ მექალთანეს, ასე როგორ შეიძლება? აღშფოთდა თამუნა და ცაცოს ჩაეღიმა, ეგონა შეუმჩნეველი დარჩებოდა მისი ასეთი რეაქცია თამუნას შეშფოთებულ რეპლიკაზე, მაგრამ... –რა არის აქ სასაცილო? რა შენ არ ფიქრობ, რომ ეს არასწორი საქციელია? პირდაპირ თვალი თვალში გაუყარა თამუნამ ცაცოს და ცაცოს ისევ გაეცინა –რა არის არასწორი საქციელი, ის რომ ახალგაზრდა მამაკაცი ყოველ დღე ახალი ქალით ერთობა? ჰმ... მე არ ვიცი ეგ ახალგაზრდა ვინ არის, მაგრამ როგორც თქვენ ამბობთ იმ გოგოებმა ყველაფერი კარგად იციან, იციან რაზეც მიდიან, მაშინ რატომ არის იმ რაგბისტის საქციელი არასწორი და გამაღიზიანებელი? ნუ თუ პირად სიმპატიას განიცდი იმ ადამიანის მიმართ, ალბათ ეს ყველაფერი გამაღიზიანებელია და თუ არა მისი საქცილეი აბსოლუტურად მოკლებულია არასწორი საქციელის საფუძველს –ეს ხომ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება? გამოესარჩლა თამუნას ანზორი, რამაც ცაცოს უფრო გახალისება და ჯაბას დაძაბულობა გამოიწვია –უკაცრავად, მოიბოდიშა ცაცომ თავისი შეუკავებელი და ხმამაღალი სიცილისთვის –კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, მაგრამ იმაზე მეტად სასაცილო არაფერია როცა პოლიტიკოსი მორალურ პრინციპებზე იწყებს საუბარს, გივიმ და ვახომ სიცილი ვერ შეიკავეს, როცა ანზორის სახე დააფიქსირეს, სხვები უფრო მორიდებულად ფხუკუნებდნენ, ჯაბა გაუგებარი და საყვედურით სავსე მზერით უყურებდა ცაცოს და მკლავზე მოხვეული ხელი ოდნავ მოუჭირა, ცაცოს საუბარი აღარ გაუგრძელებია, მაგრამ სასუბრო თემა იგივე დარჩა, მერე ბიჭებმაც თქვეს რო კი არავისი საქმე არაა ვინ ვისთან წევს მარა, ეს რაგბისტი ნუ მთელ ქალაქს ამოუვიდა ყელში თავისი ქალებითო, მერე ისიც თქვეს კაი რა ჭორიკნები ყველაფერს აბუქებენო და ცაცომ ისევ ვერ მოითმინა –იცით, სტალინს მეორე მსოფლიო ომის დროს, გენ შტაბის უფროსი ყავდა რაკასოვსკი, ხო და ეს რაკასოვსკიც ეგეთი მექალთანე ყოფილა, როგორც თქვენი რაგბისტი, თან გარნიზონში არ შეიძლება ქალი გყავდეს და იმით ტკბებოდე რასაც სხვები მოკლებულები არინა, ეს ომის ერთ–ერთი დაუწერელი კანონია, ამ რაკასოვსკის კიდე ქალები ბუზებივით ეხვეოდნენ და ესეც არ მალავდა ამ ყველაფერს, ნუ შეწუხდნენ მაღალჩინოსნები და სტალინთან დააბეზღეს ქალების მოყვარული გენ. შტაბის უფროსი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს კითხეს: რა უნდა ვქნათ ბელადოო??? სტალიმა ჩიბუხი გააბოლა თურმე ფანჯარასთან, თითები, როგორც იცოდა კიტელის ღილებს ჩამოადო და დამბეზღებლებს მიუბრუნდა: რა უნდა ვქნათო? კუთხეში უნდა დავდგეთ და წყნარად შეგვშურდეს ბატონი რაკასოვსკისო... ხო და, ბიჭებო გადექით განზე და ჩუმად გასკდით გულზე იმ რაგბისტის საქციელის გამო, გოგოებო თქვენ კიდე, თუ იმ გოგონების რიგებში გინდათ ჩადგომა, არავინ გიჭერთ, თუ არა და რა თქვენი საქმეა, რამდენს და ღამეში რამდენჯერ ხერხავს, ის რაგბისტი? ახლა უკვე ყველა იცინოდა თამუნას და ანზორის გარდა, ჯაბამ კი გადაუჩურჩლა ცაცოს, სიტყვებს ცოტა ფრთხილად მოებყარიო, თემა უცებ და დიდი სიხარულით შეცვაალეს, კამათში გართულებს ცაცო უსიტყვოდ ადევნებდა თვალს, მერე გველნაკბენივით წამომხტარ დათოს გააყოლა თვალი და თვითონაც ვერ გაიგო ისე შეაშინა მისმა დაფეთებულმა სახემ, ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა ჰაერში, აშკარად რაღაც სერიოზული ხდებოდა, იმიტომ რომ როგორც კი ტელეფონზე საუბარი დაამთავრა ჩაიკეცა და ცაცო ჯაბას მიუბრუნდა –დათოს რაღაც დეამართა, გეხვეწები კითხე რა, რა მოუვიდა, აი იქ არის ჩაკეცილი ბართან –რას ქვია ჩაკეცილი? წამოხტა ფეხზე ჯაბა და ცაცოსთან ერთად მიუახლოვდა დათოს –რა მოხდა? რა გჭირს? შეარხია ოდნავ გაუგებრობაში მყოფი მეგობარი და მისი დაბნეული თვალები რომ დაინახა თვითონაც მიხვდა, რომ სერიოზულად იყო საქმე –ნამცეცა... მხოლოდ ამის თქმა მოახერხა დათომ და გარეთ გავარდა, ცაცომ ვერაფერი გაიგო, ჯაბა დათოს გაეკიდა, ჯაბას ცაცო, იმ დროს მიუსწრო ბიჭებს, როცა ჯაბა საჭესთან დაჯდომის უფლებას არ აძლევდა საკმაოზე მეტად ნასვამ დათოს და ნერვიულად უმეორებდა ერთსა და იმავე კითხვას: ბავშვს რა სჭირსო? ცაცომ მანქანის გასაღები წაართვა დათოს, ჯაბამ მძღოლის ადგილიდან უკანა სავადძელზე გადასვა დათო, მანქანა რომ დაძრა ცაცომ მერე იკითხა სად წავიდეო. ჯაბამ ტელეფონი მიაწოდა, ლიკაკოს დაურეკე კითხე ბავშვს რა სჭირს და სად არიანო, თითქმის იყვირა ჯაბამ და ცაცოს არსად დარეკვა აღარ დასჭირდა, დათომ როგორც იქნა ენა ამოიდგა –იაშვილის კლინიკაში, არიან... ნამცეცა... ჩემი ნამცეცა... ოციოდე წუთში იყვნენ იაშვილში და მიმღებში დაფეთებულები შევარდნენ, იქედან კი კარდეოლოგიურ განყოფილებაში გააგზავნეს, პაციენტი შენგელია იქ იმყოფებაო, ლიკაკო სულ მარტო იჯდა იატაკზე, კუთხეში მოფუზული და ტირილისგან გაწითლებული თვალებით, დათო რომ დაინახა ფეხზე წამოხტა და არაადამიანური ხმით უყვირა: არ მომეკაროო, მერე ჯაბას მიუბრუნდა და თხოვა, თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს წაიყვანე, თორემ მოვკლავო, ჯაბამაც დათო იქაურობას მოარიდა, ცაცო კი უცებ გამოერკვია გაუგებრობიდან და ლიკაკოს მიუჯდა გვერდით –როგორ არის ბავშვი? რა სჭირს? ლიკაკომ ერთი უცნაურად გახედა ცაცოს და ისიც უსიტყვოდ მიხვდა ყველაფერს –მე ცაცო ვარ, ასეთ სიტუაიაში ნამდვილად არ მინდოდა თქვენი გაცნობა მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო, არ ინერვიულოთქო ვერ გეტყვი, მეც საშინლად ვნერვიულობ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, თქვენს პატარას ყველაფერი კარგად ექნება, ლიკაკო ისევ ატირდა და ცაცომ შვილივით მიიხუტა გულზე –ჩემ შვილს რამე რომ დაემართოს მოვკლავ, მართლა მოვკლავ, სლუკუნებდა ლიკა და თან ცაცოს ხელს მაგრად უჭერდა –ისიც ნერვიულობს დამიჯერე, თავიდან გვეგონა რომ დამუნჯდა, ვერაფერს ამბობდა –რატომ გული არ გაუსკდა? რატომ? ხომ ვეხვეწებოდი არ წახვიდეთქო, ხომ ვთხოვდი ბავშვი კარგად არ არის და მარტო არ დამტოვოთქო? არც მისი მშობლები არიან ქალაქში, სხლში მარტო ყოფნის ისედაც მეშინია, ეს ხომ იცოდა? კახპებს ვერ შეელია არაა? რატომ არის ცუდათ ჩემი შვილი და რატომ არის კარგად ეგ არაადამიანი? ლამის ბოლო ხმაზე ყვიროდა ლიკა, ცაცოს კი ლიკას ისტერიკაზე მეტად ირგვლივ შეგროვილი ხალხის უკვირდა, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან გულმოდგინეთ ჩურჩულებდნენ –ლიკა, მოდი ახლა მარტო პატარას კარგად ყოფნაზე ვიფიქროთ დანარჩენი მერე კარგი? გაასწორა სასოწარკვეთილი და გულამოვარდნილი გოგო ცაცომ და სეირის მაყურებლებს რომ უნდა დარეოდა დაიშალეთო ჯაბამ დაასწრო, ურცხვი მაყურებლები გაფანტა და ლიკა წამოაყენა –რა სჭირს პატარას? კითხა ოდნავ დამშვიდებულს –გაციებულივით იყო, ხიხინებდა, საღამოს შევამჩნიე რომ სუნთქვა უჭირდა, დათოსაც ვთხოვე იქნებ ექიმთან წავიყვანოთ და არ დამტოვო მარტოთქო, მაგრამ ეს ხომ თავის გეგმებს არასდროს ცვლის? მკვლელის თვალებით გახედა მეუღლეს –მერე საჭმელი ვაჭამე, კი მშვიდდება ხოლმე როცა ძილის დრო აქვს, მაგრამ ძალიან მოითენთა და სუნთქვას ისევ, რომ დავაკვირდი ძლივს ისმოდა, მეგონა ფილტვების ბრალი იყო, სასწრაფო გამოვიძახე, სასწრაფოდ აქ გადმოგვიყვანეს და ახლა არ ვიცი ჩემს პატარას რა სჭირს, რახან აქ ვართ ესე იგი გულის პრობლემები აქვს –პაციენტ შენგელიას მშობლები, გაისმა კორიდორის ბოლოდან და ოთხივენი დაფეთებულები მივარდნენ ექიმს, რომელმაც ვერ გაარკვია ოთხეულიდან ვინ ვინ იყო და ლიკამ თვითონვე კითხა როგორ არის ჩემი შვილიო, ბავშვს სისხლძარღვების შევიწროვებასთან დაკავშირებით გულის უკმარისობა აქვსო ექიმმა, საგანგაშო კი არაფერია მაგრამ რამოდენიმე დღით აქ მოგიწევთ ყოფნაო და ოთხეულმა შვებით ამოისუნთქა, ბავშვი დღეს რეანიმაციაში დარჩება ყოველი შემთხვევისთვის და ხვალ დილიდან პალატაში გადავიყვანთო, გაუღიმა დამფრთხალ მშობლებს ექიმმა და ისიც უთხრა მშობლებს ბავშვის ნახვა შეგიძლიათ ოღონდ გარკვეული სანიტარული ნორმების დაცვითო, ჯაბა და ცაცო დერეფანში უცდიდნენ დათოს და ლიკას, ცაცოს საავადმყოფოები ისედაც არ უყვარდა, ან რატომ უნდა გიყვარდეს ასეთი ადგილები და ახლა თავს ძალიან ცუდათ გრძნობდა, ყველას რაღაცა უჭირს აქ, ყველა თავისი სიცოცხლისთვის იბრძვის, თან იაშვილი ხომ ბავშვთა კლინიკაა, ამდენი ცუდათ მყოფი ბავშვის ნახვა ერთდროულად, ამდენი გაჭირვების და უიმედობის, თავისთავად მოქმედებს ფსიქიკაზე, ცაცოს არასოდეს უფრენია ღრუბლებში და არც ის უფიქრია, რომ ამ ქვეყანაზე ბავშვები არ ხდებიან ავად, რომ გაჭირვება არ არსებობს და რომ ყველაფერი საოცრად კარგადაა, მაგრამ როცა ამ ყველაფერს პირისპირ ეჯახები, საკუთარი უსუსურობის გრძნობა პიკს აღწევს, ორივე წამოხტა სკამიდან როცა ლურჯ ხალათ შემოცმული ცოლ–ქმარი დამშვიდებული სახით გამოვიდა რეანიმაციული განყოფილებიდან –ახლა სძინავს მშვიდათ, მაგრამ გული მტკივა, ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა და იმდენი რაღაცეებითაა მიერთებული აპარატებს, თავი ვეღარ შეიკავა და ცაცოს მხარზე აქვითინდა ლიკა –მთავარია ახლა კარგადაა და საერთოდაც კარგად იქნება, ჯაბამ დათო გაიყვანა გვერდით –ბიჭო რამე ხო არ გჭირდებათ, ან სახლიდან მოსატანად, ან რა ვიცი, დღეს აქ დარჩებით თუ არა? –არ ვიცი ჯაბა არაფერი, იმის გარდა, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლი ლიკამ რაც არ უნდა მითხრას და გააკეთოს მაინც, მოსაკლავი, რომ ვარ მაგას უკვე მივხვდი და ნამცეცას რამე რომ მოსვლოდა თავს მოვიკლავდი –კარგი იყო მაგ ყველაფერს ასეთი ტრაგიკული და სანერვიულო მდგომარეობის გარეშე მიმხვდარიყავი, კარგი იქნებოდა შენი ნამცეცას თავი აქ არ ამოეყო, მაგრამ რახან ყველაფერი მშვიდობიანადაა მე ცაცოს წავიყვან და მოვბრუნდები –არაა საჭირო მობრუნება, დაისვენე, მართლა ისედაც დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ცაცოს გაუფრთხილდი, ხელი დაკრა მხარზე ჯაბას –შენ კიდე ცოლ–შვილს, შე დეგენერატო... საავადმყოფოდან ხელგადახვეულები გამოვიდნენ, ცაცო მართალია არ იმჩნევა, მაგრამ ცუდ მდგომარეობაში იყო, სანამ მანქანაში ჩასხდებოდნენ ჯაბამ ორივე ხელები მოხვია და შუბლზე აკოცა, მერე მანქანის კარები გაუღო და ასე უსიტყვოდ გაუყვნენ ღამის თბილისის სანაპიროს, ცაცოს სახე ღია ფანჯრისკენ ქონდა მიბრუნებული და ხარბად სუნთქავდა სუფთა ჰაერს, თან ხვდებოდა, რომ ამ მდგომარეობას მარტო სუფთა ჰაერი არ უშველიდა, იმიტომ რომ ფიზიკურს კი არა სულიერ ტკივილს განიცდიდა –გააჩერე მანქანა ჯაბ... ძალიან გთხოვ გააჩერე, თორე გული გამისკდება... ცაცო მანქანის გაჩერებასაც არ დალოდებია, ისე ჩამოხტა სიჩქარეშენელებული ავტომობილიდან, ჯაბა მისმა საქციელმა გააკვირვა და დააბნია, ორი წუთი აცადა მტკვრის მოაჯირზე დაყრდნობილს და მერე თვითონაც გადაჰყვა –რა მოხდა? დასვა შეუფერებელი კითხვა ჯაბამ და ცაცომ დამნაშავესავით გახედა, ისე თითქოს დედამიწაზე არსებული ყველა უსამართლობა ჯაბას ბრალი ყოფილიყო, თვითონაც მიხვდა, რომ უნდა დამშვიდებულიყო და წინ და უკან დაიწყო ენერგიული სიარული –რა მოხდა? ისევ გაუმეორა ჯაბამ შეკითხვა –ცხოვრება რომ უსამართლოა ის მოხდა, არაფრის შეცვლა რომ არ შემიძლია და ამას ასე თვალნათლივ ვხედავ საკუთარი თავი მეზიზღება მაგ დროს, გახსოვს ერთხელ ვისაუბრეთ ღმერთზე და რელიგიაზე, ასეთ დროს არ მჯერა რომ ღმერთი არსებობს, ასეთ დროს საერთოდ არაფის არ მჯერა, ახლა შემიძლია ვეჩხუბო უფალს და თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო, წინ და უკან სიარულს ნერვიული საუბარიც დაურთო ცაცომ და ჯაბა ნაწილობრივ მიხვდა რამ გამოიწვია ცაცოს ასეთი სიბრაზე, მერე კი მისი ეჭვები ცაცოს სიტყვებმაც დაადასურა –რატომ არის ამდენად დიდი მატერიალური სხვაობა საზოგადოების ფენებს შორის, ან რატომ არ უჩნდებათ სურვილი მდიდრებს დაეხმარონ ღარიბებს? რატომ არ ფიქრობთ ამაზე? მდიდრების ქვაბში მოისროლა ჯაბაც და ცოტა ხანი გაჩედა... –რატომ არის ასეთი უსამართლო ცხოვრება? როცა შენი წრის თითოეული წარმომადგენელი, მხოლოდ იმას ფიქრობს სად დაისვენოს, იქ რა შეიძინოს და ცხოვრება რითი გაილამაზოს, იქ სადღაც დედას შვილი უკვდება იმის გამო, რომ საავადმყოფოს და წამლის ფული არააქ? რატომ აძლევენ შენი ნაცნობები და არა მარტო შენი ნაცნობები, საერთოდ აი ის ხალხი რომელსაც ბევრი ფული აქვთ, მაგალითად ხუთი ათას ევროს "ჰერმესის" ჩანთაში, მაშინ როცა ამ ფულით ერთ ბავშვს სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ... რატომ ყიდულობს ის თიკაა, მაკაა თუ რა მნიშვნელობა აქვს ოცი ათას ევროიან ქურქს? სად, მე შენ გეკითხები სად უნდა ჩაიცვას ამ დაქცეულ ქვეყანაში ასეთი ძვირადღირებული სამოსი? ან რა... იმ მარკას არ მოაძრობს სადაც ფასი აწერია? რომ ყველამ დაინახოს და შეშურდეს? მაშინ როცა ბავშვები შიმშილით იღუპებიან... შენ კიდე მეტყვი, რომ არც ისე განსხვავებულები ვართ? შენი ნაცნობები საერთოდ ფიქრობენ ასეთ რაღაცეებზე? თუ ეს მათი პრობლემა არ არის? თუ გონიათ რომ ყველაფერი კარგადაა? თანაგრძნობის და თანადგომის სურვილი სულ არ შემოგრჩათ? ვინ ხართ ხალხნო თქვენ? არ შეიძლება ოცი ათასის მაგივრად ორი ათასი მისცე და დანარჩენი ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენას მოახმარო? ცაცო უცებ გაჩუმდა და ისევ მტკვრის სანაპიროს მოაჯირს დაეყრდნო –ცაცო არ გაწყინოს ის რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ იმ კაპიტალს, რომელსაც ადამიანები თვითონ შოულობენ, რაშიც უნდათ იმაში ხარჯავენ და ვერ დავადანაშაულებთ ჩვენ ამაში, ძალით დედას ვერ აიძულებ საკუთარი შვილი უყვარდეს და მითუმეტეს ადამიანს იმაზე ვერ დასდებ ბრალს, რომ გულუხვი ფილანტროპი არ არის... მესმის უსამართლობაა, იმის უფლებაც გაქვს ასეთ მომენტებში ღმერთის არსებობაში ეჭვი გეპარებოდეს და იმის უფლებაც გაქვს ეჩხუბო, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე –სად... სად შოულობს ეს ხალხი ამდენ ფულს? რატომ ვერ ვშოულობთ ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები? რა შრომა მეზარება? ვერავინ იტყვის, რომ ზარმაცი ვარ, აბა მათზე ცოტა ტვინი მაქვს? არა მგონია... აბა რა ხდება? ტიროდა ცაცო და ამ გაუგებრობისგან ზედმეტად გაბოროტების პერსპექტივა, რომ აღმოაჩინა საკუთარ თავში, ჯაბას უსუსურად ჩაეხუტა –აღარაფერი მესმის ჯაბ, ამიხსენი თუ შეგიძლია, ამიხსენი თორე გავგიჟდები –არ ვიცი ჩემო შოშუნია როგორ აგიხსნა, ან რა აგიხსნა, რაც სამყარო შეიქმნა, მას მერე ეს ვერავინ მოახერხა და ახლა შენ მე მთხოვ ცხოვრების ბორბალი წაღმა დავატრიალო? არ მაქ მაგდენი ძალა, არ მეგონა ამდენად დიდი წარმოდგენა თუ გქონდა ჩემზე, მე ისიც არ ვიცი მარტო შენ როგორ უნდა გაგიფრთხილდე და შენ კიდე მთელი ქვეყნის უსამართლობების გამოსწორებას მთხოვ, ფრთხილად ეფერებოდა მიხუტებულ ცაცოს (მისი თქმით "შოშუნიას") თმებზე და ასე ღამით, ლამპიონების ქვეშ, სიმშვიდეში და სიმყუდროვეში, მტკვრის სანაპიროზე თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა, მიუხედავათ ცაცოს არასახარბიელო განწყობისა... მაგრამ ამაშიც იყო თავისი მაგია, მაგია იმისა, რომ უკვე მისი "შოშუნია" საოცრად მგრძნობიარე და ემოციური არსება სწორედ ის იყო რასაც დიდი ხანია ეძებდა, არსებას, რომელსაც სხვისი სატკივარი საკუთარივით ტკიოდა და ის უფრო დიდ ტკივილს აყენებდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, უსუსურობისთვის კი თავს საშნლად გრძნობდა... –იქნებ მე გაბოროტებული არსება ვარ და ამას პირადი იმედგაცრუებები მალაპარაკებს? ან იქნებ სულაც არ ვარ მართალი? გაურკვევლობაში უფრო მეტად ეხვეოდა ცაცო და ვერაფრით ვერ მშვიდდებოდა –ასეთ დროს ვერ გაიგებ ვინ არის მართალი და ვინ არა, ასეთ დროს და საერთოდ ყოველთვის ყველას თავისი სიმართლე აქვს? –უსამართლობასაც? –ჰო, უსამართლობასაც! –არ მინდა... არ მინდა ასე ვცხოვრობდე და დავიჯერო ის რომ დედამიწაზე უკვე ბოროტება უფრო მეტია ვიდრე სიკეთე, ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობამ ომი წააგო... –შოშუნია ასე გლობალურად ნუ აზროვნებ, თორემ მეშინია... მეშინია იმის, რომ იმ ზომამდე მიმიყვან ამ ღამით ხელში აგიყვან და მტკვარში გადავხტები შენთან ერთად, იმის გამო რომ ბოროტებას გავექცე –სიამოვნებით გადავხტებოდი ეს რამეს რომ შეცვლიდეს –აი ხომ ხედავ შენც კარგად ხვდები ყველაფერს, აბა მე რატომღა მაშინებ? –უბრალოდ აღარ ვიცი რისთვის ღირს ცხოვრება, ძალიან მწარედ მოხვდა ჯაბას სმენას ეს სიტყვები და ცაცოს გაკვირვებული ჩააცქერდა თავლებში, საიდანაც ის იდუმალება გამქრალიყო, რომელიც ჯაბას ასე იზიდავდა, დიდხანს ეძება ის ნაპერწკლები ცაცოს თვალებში და ვერ იპოვა –არ გამიკეთო ეს, ძალიან გთხოვ, შეიძლება ეგოისტი ვარ, მაგრამ შენ თავს ნუ წამართმევ, შენ თვალებს და საერთოდ, როგორ თუ არ იცი რისთვის ღირს ცხოვრება, მერე მე? მე არ მინდა შველა ამ შეშლილ სამყაროში? ცაცომ უხერხულად აარიდა თვალები ჯაბას –რატო გრძნობ თავს უხერხულად? –შუაღამეა, შენთან ერთად ვარ ასეთ მდგონარეობაში, მტკვრის სანაპიროზე, სიმშვიდეში, მარტოები, შენ ასეთ რაღაცეებს მეუბნები, თან პატარა ბავშვივით მეფერები და კიდევ მეკითხები რატომ ვგრძნობ თავს უხერხულად? მართლა რკინის გგონივარ? თუ უგრძნობობის რამე შემატყვე? –მე ხომ გთხოვე თავს ასე ხელაღებით ნუ მაყვარებთქო? –გეხვეწები ისეთი რაღაცეები აღარასდროს მითხრა რაც უფრო დამაბნევს, რაც ბოლომდე სიმართლე არ იქნება და რაც შემაშინებს უფრო მეტად –ის გაშინებს და გაბნევს, რომ მიყვარდები? –არა! მე ის მაშინებს რასაც ახლა ვგრძნობ, რაც ახლა მინდა, შენი სიტყვებით კიდე სურვილების წისქვილზე წყალს მისხამ და ორმაგი ძალით ატრიალებ –ღმერთო როგორი ძნელია შენთან ურთიერთობა, თავი ძლივს შეიკავა ჯაბამ ცაცოსთვის რომ არ ეკოცნა –ვიცი რომ ძნელია, ამოიხვნეშა ცაცომ და მერე უცებ დაუბრუნდა რეალობას –ჩემები ალბათ გიჟებს გვანან ამდენი ხნით რომ დავიგვიანე, წამიყვანე რა სახლში, თორე ყველაფერთან ერთად უსახლკაროც დავრჩემი, იმიტომ რომ ბატონი ბადრი, ამდენ თავნებობას არ მომითმენს და გამომიძახებს ჩემი ჩემოდნებიანად გარეთ... მანქანა ცაცოს სახლთან რომ გააჩერა ჯაბამ ისევ ბავშვების ამბავი იკითხა, ოღონდ მისებურად –როდის მიგვყავს ბავშვები სოფელში? მე ეს შაბათ–კვირა მცალია –რას ქვია მიგვყავს? –იმას რასაც შენ ფიქრობ და არ დამიწყო ახლა თითიდან გამოწოვილი მიზეზების მოყვანა, მაინც ვერ გადამაფიქრებინებ, მკაცრად უთხრა ჯაბამ, ისე რომ არც კი შეუხედია მისთვის და ცაცოს ჩაეღიამა მის ასეთ საქციელზე –შაბათს ვმუშაობ, სამსახურის მერე ვაპირებდი მათ წაყვანას, კვირას კი უკან დავბრუნდებითქო ვფიქრობდი, მისკენ გადაიწია და ჩუმად გაანდო გეგმები ცაცომ –სამსახურში გამოგივლი... შაბათს... დამირეკე ისედაც, არ დამეკარგო... ნაწილ ნაწილ აუხსნა ჯაბამაც და მაინც უკმაყოფილოდ წრიალებდა მანქანის სავარძელში, ცაცოს თითების შეხება რომ იგრძნო მკლავზე მხოლოდ მაშინ გამოხედა და გაუღიმა –ვიცი დღეს ძალიან ბევრი რამ მოხდა, ძალიან დიდი ხანიც ხარ ჩემს გვერდით, მაგრამ გული მისკდება ახლა წასასვლელი, რომ ხარ და აღარ ვიცი ეს დრო რითი გავიხანგრძლივო, აღარ ვიცი რა მავიფიქრო, რომ კიდევ ხუთი წუთით მაინც დაგიტოვო –ხვალ დათოს ბავშვის სანახავად ვიცი რომ წახვალ და აუცილებლად გამაგებინე, როცა დააპირებ, იქნებ მეც შევძლო და წამოვიდე, დღეს უკეთესათ დავგეგმავ ბავშვების წაყვანის გეგმას და მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ, ახლა კი მართლა ძაან გვიანაა, გული კი გპირდები არ გაგისკდება, ლოყებზე კი არა და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით წვერებზე უჩქმიტა ცაცომ და თვითონაც ვერ გააცნობიერა ისე ჩააცქერდა თვალებში, ჯაბას ისევ დაავიწყდა ყველაფერი დედამიწის ზურგზე და დროის შეგრძნებაც დაკარგა, დედამიწაზე საპატრულო პოლიციის ხმურით ჩავლილმა ეკიპაჟმა დააბრუნა, ცაცო ცალი ხელით მიიხუტა: გაფრინდი ბუდეში ჩემო შოშიაო...გულდაწყვეტილმა უთხრა და დახუჭული თვალები გემრიელად დაუკოცნა..... *** ცაცოს სახლში წარბშეკრული მამა დახვდა სავარძელში, ხმამაღლა ჩართულ ტელევიზორთან და ისიც სავარძლის მკლავზე ჩმოუჯდა, მიხვდა, რომ მამა ძალიან გაბრაზებული იყო, ამაზე მისი მრავლისმთქმელი დუმილი მეტყველებდა, ასე იცოდა ხოლმე, როცა ძალიან ბრაზდებოდა მუნჯად იქცეოდა, ცაცოსი ძალიან გაუკვირდა როცა სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა და ხელები თბილად მოხვია, წესით უსიტყვოდ უნდა შესულიყო ოთახში, რომ მისი სიბრაზე აეცილებინა თავიდან, ცოტა ხანი აცადა შვილს, უფრო სწორად შილის საქციელმა დააბნია და გულიც მოულბო –მოხდა რამე? რატომ დაიგვიანე ასე ძალიან? მზრუნველი ხმით კითხა შვილს ბატონმა ბადრიმ –მამ, ბავშვები ავად რატომ ხდებიან? ისე იკითხა ცაცომ თითქოს მამის კითხვა არც გაუგონიაო –შვილო, ამის გარკვევა მაინც და მაინც ღამის ორი საათზე რატომ მოგინდა? –ჯაბას მეგობრის შვილი გახდა ცუდათ და საავადმყოფოში ვიყავით, ამიტომაც დავიგვიანე, ბევრი კითხვები დამიგროვდა იქ, ისეთები რაზეც ადრე არ მიფიქრია და საკუთარი თავის შემრცხვა, რომ არ მიფიქრია... და მაინც რატომ ხდებიან ავად ბავშვები, რატომ არის ღმერთი ასეთი უსამართლო? –მანდ მე მგონი უფლის ხელი არ უნდა ერიოს საყვარელო, სინანულით უპასუხა შვილს ბატონმა ბადრიმ და ტელევიზორს ხმა ჩაუწია –აბა უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება ამ ქვეყნადო? რატომ გვინერგავენ ამ აზრს? და თუ მართლა ასეა, უფალი მთლად მართალი არ უნდა იყოს მის სურვილებში, როგორ შეიძლება დაუშვა ის, რომ სულ პატარა ბავშვი დაიღუპოს? რისი გულისთვის? ან რატომ ჩუქნის უფალი სიცოცხლეს, თუ მერე ასე სწრაფად უნდა წაართვას? ან თუ არ ართმევს იმდენად დიდ გამოცდას რატომ უწყობს? სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე რატომ აყენებს პატარებს? მესმის ცოდვებისთვის ჭკუა ასწავლო ადამიანს, ნუ ესეც სისასტიკეა ჩემი აზრით, მაგრამ რისთვის უნდა ასწავლო ჭკუა სულ თოთო ბავშვს, რომელსაც არაფერი უნახავს ამ ქვეყანაზე? ჯერ ერთი ცოდვის დაგროვებაც ვერ მოასწრო? როცა ცოდვებით დახუნძლული ადამიანები კი ცხოვრებით ტკბებიან? –ზედმეტი ხომ არ მოგდის უფლის საქმეებში ჩარევა? –შეიძლება, მაგრამ უსამართლობას არასოდეს შეეგუოო შენ არ მასწავლიდი? ხო და დღეს რაც ვნახე უსამართლობაა, ყველაზე დიდი უსამართლობა და ახლა თუ გეკითხები, მასწავლე როგორ ვებრძოლო ამასთქო, შენ რატომ არაფერს მეუბნები? –იმიტომ რომ მეც არ ვიცი მაგ უსამართლობას როგორ უნდა ებრძოლოს კაცმა ჩემო საყვარელო –აბა რას მირჩევ უბრალოდ ფართოდ დავხუჭო თვალები? ასე იოლია არა? –საუბედუროთ აღმოჩნდა, რომ მასე იოლია, არ მესმის, ვერ ვხედავ, არ სლაპარაკობ.... –ბოდიში რომ დავიგვიანე, სხვანაირად არ გამოდიოდა, წამოდგა ფეხზე ცაცო და მამას თმაშეთხელებულ თავზე აკოცა –ცაცო ცხოვრება გაცილებით იოლი იქნება თუ მას სრული სერიოზულობით არ აღიქვამ, ზურგს უკან დააწია ოთახისკენ მიმავალ ცაცოს სევდანარევი სიტყვები ბატონმა ბადრიმ და ცაცო კარებთან გაჩერდა –ვცდილობ მამ, მაგრამ ყველთვის არ გამომდის, აი მაგალითად, როგორც დღეს... ოთახში გამეფებულმა სიცარიელემ კიდე უფრო დათრგუნა, ცაცო, იეჩვია უკვე, რომ აქ ან ემილი, ან ნუცა უნდა დახვედროდა, მაგრამ იმდენად დაღლილი იყო, რომ ცხოვრებაზე და უსამართლობაზე ფიქრები, ძილმა მოჰპარა, მაგრამ დროებით, მოუსვენრად ეძინა, საწოლში წრიალებდა და დრო და დრო უმწეოდ კრუსუნება... ბატონ ბადრის კი თვალი დიდხანს არ მოუხუჭავს, ის კი არა ქალბატონი თამარიც გააღვიძა –თამროო... ცაცოზე რო იყავი ორსულად, უცხოპლანეტელებს ხომ არ მოუტაცებიხართ? დაუსვა სასაცილო კითხვა, ჯერ კიდევ კარგად არ გაღვიძებულ მეუღლეს და ქალბატონმა თამარმა თვალები დაჭყიტა –შენ სულ გააფრინე ამ სიბერეში? შეკრული მუშტი მოუღერა ძილის დამაფრთხობელ და სულელური კითხვის დამსმელ ქმარს –რა ვიცი, იმ დროს როცა ცაცოზე იყავი ფეხმძიმედ, ეგეთი ლეგენდები ბევრი დადიოდა... –ბავშვი მოვიდა? გააწყვეტინა უაზრო საუბარი მეუღლეს –კი! –ხო და აბა დაიძინე –ისე რა საინტერესოა, ის ბიჭიც გადარია ნეტა ასეთივე კითხებით? უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ბატონმა ბადრიმ და საწოლში მხარი იბრუნა –რა მოხდა ადამიანო აღარ იტყვი? რას ერჩი შენ შილს? ან მე? –ხანდახან მგონია, რომ ცაცო არაა მთლად ნორმალური და მაგიტო ვიკითხე უცხოპლანეტელების ამბავი –რას უწუნებ შვილს? –ზედმეტად ბევრი ფიქრის უნარს და ემოციურობას! რა სინტერესოა ჯაბასთანაც ისეთივეა როგორიც სახლში, თუ... –გგონია ცაცოს თვალთმაქცობა შეუძლია? სკოლის სპექტაკლებშიც კი არ აძლევდნენ თამაშის უფლებას, სამსახიობო არავითარი ნიჭი არააქვს, ბავშვობიდან ვერ იტან ორპირობას, გაბრაზდა ქალბატონი თამარი –მერე მეც ეგ მიკვირს, რა მოეწონა იმ კალათბურთელს ცაცოსი? ან მინდა კი ოჯახში მეორე ცაცოსნაირი გადარეული? –ბადრი ახლა თუ არ გაჩუმდები იცოდე ბალიშით გაგგუდავ და ამ ყველაფერს უბედური შემთხვევისავით მოვაწყობ, დაემუქრა ქალბატონი თამარი და დატონ ბადრის იმის მაგივრად, რომ მუქარის შეშინებოდა გახალისდა და სიცილი აუტყდა, ცოლისკენ გადაბრუნდა და ზურგზე მიეხუტა, ქალბატონი თამარიც გახალისებული ჩანდა –მაინც არ მომწონს ის კალათბურთელი და მომკალი... ჩაიბუზღუნა მისთვის ბატონმა ბადრიმ და თვალები დახუჭა, აღარ უფიქრია, აღარც თამარის და ცაცოს უცხოპლანეტელების მოტაცების თეორიაზე, აღარც ცაცოს უცნაურ ხასიათზე და აღარც ჯაბაზე... ჯაბას ზურა დახვდა სამზარეულოში, რომელიც გემრიელად ილუკმებოდა –ნანი იყო ჩამოსული თუ საიდან ეს გემრიელობები? ინტერესით იკითხა ზურამ –ცაცო მყავდა სტუმრათ და მისი ნახელავია, ხო მათლა ზურას მადლობა გადაეცი ნუცას გამოო ასე დამაბარა შენთან, გვერდით მიუჯდა ძმას და დაღლილობის დამალვა რც უცდია, ზურას გაეღიმა, ეს ღიმილი ალბათ იმას ნიშნავდა, მადლობები რა საჭიროაო, აი ნახელავი კი შეუქო და ჯაბას უხასიათობა ვერ გაიგო, იმანაც დავითას ბავშვის ამბები მოუყვა და კიდევ დიდხანს ისაუბრეს უკვე მისაღებში ტელევიზორის წინ და რბილ დივანზე კომფორტულად მოკალათებულებმა, ბავშვებზე, ნათიაზე, ცაცოზე, ყველაფერზე, ზურას როგორც ახასიათებდა ხოლმე ზედმეტი კითხვებით არ შეუწუხებია ჯაბა, რას აპირებ რას გრძნობ და ასეთი რთული კითხვები არ დაუსვამს მისთვის... ისედაც ყველაფერი გასაგები იყო... თითქმის ნათენები იყო გულითად საუბარს, რომ მორჩნენ და ოთახებში დანაწილდნენ... საღამოს ჯაბამ ცაცოსთან ერთად მოინახულა დათოს პატარა, ლიკაკოს აშკარად დამშვიდებული სახე ქონდა და შეშლილ ადამიანს აღარ გავდა, ცაცოსაც მოუბოდიშა და ეს ყველაფერი რომ მიწყნარდება სახლშიც დაპატიჟა, იაშვილში დიდი ხნით არ დარჩენილან, ცაცო სახლში მიიყვანა ჯაბამ და ხვალინდელი მოგზაურობის გეგმები დაალაგეს... დაუგვიანდათ ქალაქიდან გასვლა, ჯერ ცაცო ვერ მოსწყდა სამსახურს, მერე საყიდლებმა წაართვათ დიდი დრო და უკვე რვა ხდებოდა, თბილისიდან რომ გავიდნენ, მანამდე კი ჯაბას ბატონი ბადრი გაცნობის ბედნიერება ხვდა წილად, წინა ღამით კი როცა ცაცომ გაოაცხადა ჯაბას მივყავართ გურიაშიო, მშობლებმა მინი ისტერიკა მოაწყვეს, მაგრამ არაფერმა გაჭრა და ბატონი ბადრიც მკვლელის თვალებით შეხვდა ეზოში მანქანასთან მომლოდინე ჯაბას, ზრდილობისთვი ხელი გაუწოდა როცა ცაცომ გააცნო, ეს ჯაბააო და ხელზე ხელიც დასაშვებზე მეტად მოუჭირა –ისე კარგი იქნებოდა ამოსულიყავით და ოჯახისთვის პატივი გეცათ, მეც ასე ეზოში არ მომიწევდა თქვენი მასპინძლობა, მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი ბატონმა ბადრიმ, მას მერე რაც ცაცომ მარტო დატოვათ და სახლში ემილის ჩამოსაყვანად აბრუნდა, თუმცა ჯაბაც არ დაბნეულა –არ დაგიმალავთ მეც მასე მერჩივნა, მაგრამ წინ საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ისედაც დავიგვიანეთ და ახლა არ ღირდა ნაჩქარევი ნაცნობობა, რომ დავბრუნდებით მერე თუ მიმიპატიჟებთ დიდი სიამოვნებით დაგთანხმდებით –მობრძანდით როცა გენებოთ... ბატონ ბადრის საუბარი გოგონებმა გააწყვეტინეს, ნუცამ უხერხულობის გარეშე გადაკოცნა ჯაბა და მოიკითხა როგორ ხარო, ნესიმ კი მორიდებული გამარჯობაო ძლივს თქვა და ბაბუას აეტუზა, ჯაბას კი სახე გაებადრა როცა სადარბაზოდან ცაცო გამოვიდა ემილისთან ერთად, როგორც კი მიუახლოვდნენ ბავშვი ინსტინქტურად გამოართვა და გემრიელად მიიხუტა გულზე, ბატონ ბადრის კი გაუკვირდა მაგრამ მიხვდა, ეს გოგონების და ჯაბას პირველი შეხვედრა რომ არ იყო და ცაცოს საყვედურებით სავსე მზერა ესროლა –მიიბარგებით ლამაზებო სოფელში? ღიმილით მიუახლოვდათ გიგა და ნესის მოხვია ხელები –სალამი შალვოვიჩ, მიესალმა ჯერ ბატონ ბადრის, მერე ჯაბასაც გაუწოდა ხელი და როგორ ხარო ძველი ნაცნობივით თბილად რომ მოიკითხა ბატონი ბადრი ამაზე უფრო ძაან გაბრაზდა, ფაქტობრივად ისე გამოდიოდა, რომ ცაცოს ირგვლივ მყოფი საყვარელი ადამიანები უკვე იცნობდნენ ჯაბას და მარტო მან ნახა ის პირველად –გიგა ბიძიააა... გაახელა ნესიმ და საყვარლად ახედა მასზე გაცილებით მაღალ გიგას, ირგვლივ მყოფებს კი გაეცინათ –აბა დროა დაემშვიდობოთ ბაბუას და შეხტეთ მანქანაში, მხარი გაკრა ნუცას ჯაბამ და მანქანის კარები გამოაღო, დამშიდობების მერე ბატონმა ბადრიმ ჯაბას უკვე მამაშვილურად თხოვა, ფრთხილად იარეთო, და გიგასთან დარჩენილმა სევდიანად გააყოლა თვალი ეზოდან გასულ ავტომობილს, პირჯვარიც გადაწერა, უფალო შენ დაიფარეო... გიგა სახლში მიიპატიჟა, წამო შენი ამბები მომიყევიო, ისიც სიამოვნებით დასთანხმდა და მის ამბებთან ერთად ბატონმა ბადრიმ ჯაბასთან ნაცნობობის ისტორიაც იკითხა და ისიც საერთოდ რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე, მისმა პასუხმა კი დააბნია... დააბნია იიტომ, რომ გიგას ჯაბაზე ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ უთქვამ, როგორც საერთოდ ხდება ხოლე... გოგონები კი მხიარულად მგზავრობდნენ, ჯაბას რაღაც ისტორიებს უყვებოდა ნესი, სკოლაზე, ცურვაზე და საერთოდ ყველაფერზე, მერე მღეროდნენ, ცაცოს ემილი ყავდა კალთაში და მისი გაოცებული სახის გამომეტყველებაზე იცინოდა, ბავშვი დიდი ინტერესით ათვალიერებდა მისთვის უჩვეულ გარემოს და ყოველი უცხო საგნის ან მოვლენის დანახვაზე უცნაურ სახეებს ღებულობდა, მერე დეიდას გულზე მიეძინა, ისევე როგორც ენის ტლიკინით და სიმღერისთ დაღლილ უფროსებს, ჯაბა კი ხან უკანა სავარძელში მძინარე ბავშვებს უყურებდა სარკიდან და ხან ცაცოს გულზე მშვიდად მოკალათებულ ემილის, ხანდახან ასეთ უბრალო სცენასაც კი შეუძლია დაგაფიქროს ადამიანი იმაზე, თუ რა არ გყოფნის ამ ქვეყანაზე, ერთი ხელის მოსმით გადაუსვას ხაზი შენს განვლილ ცხოვრებას და გაფიქრებინოს რომ არც გიცხოვრია არასოდეს, ჯაბასაც ასე დაემართა და ძალიანაც მოუნდა ეს მოსი ოჯახი ყოფილიყო, მისი ცოლი და შვილები, რომლებიც ბებისთა და ბაბუასთან მიყავდა არდადეგებზე... ემილიდან მზერა ცაცოზე გადაიტანა, რომლის თვალებიც აშკარად მოეულ ძილს თავს სასაცილოდ ართმევდნენ და დაღლილ–მძინარე მაინც იღიმებოდა, იღიმებოდა ისე როგორც ყოველთვის, ოდნავ შესამჩნევად და უმიზეზოდ, ასე მშვიდათ ჯაბას მანქანაშ პირველად ეჯდა ცაცო, აქამდე სულ დროის კონტროლში იყო, ახლა კი ამ საზრუნავს მოკლებული, დიდი სიამოვნებით ეთამაშებოდა სიმრების სამყაროს, თან ბავშვობიდან უყვარდა ღამით მგზავრობა, ვერ ხვდებოდა რატომ, ალბათ იმიტომ რომ საქუჩო განათებების თვლა უყვარდა, რომლებსაც ვარსკვლავებივით უღიმოდა და სიმშვიდე, როგორიც მხოლოდ ღამის გზას ახასიათებს... ერთი უცნაურობაც სჭირდა, ისიც ბავშვობიდან, როგორც კი რიკოთის გვირაბს გაივლიდა და უღელტეხილის მიხვეულ მოხვეული გზები უკან დარჩებოდა თავი უკვე სახლში ეგონა, ეს ალბათ ყველა დასავლეთელის სენია, ან მხოლოდ მას ეგონა ასე... მოუსვენრობა კი მაშინ ეწყებოდა, როცა გზა საჯავახოს უღელტეხილს უერთდებოდა და ბებოსთან და ბაბუსთან შესხვედრად სულ რაღაც ნახევარი საათი რჩებოდა, მამას ყოველთვის თხოვდა ნატვრის ხესთან გაეჩერებინა მანქანა და ისიც სულ უსრულებდა თხოვნას, ცაცო კი სპეციალურად მომზადებულ უკვე სურვილჩაფიქრებულ ლენტას აბამდა გურულ ნატვრის ხეს (მართლა არის ეს ხე თბილისიდან გურიაში მიმავალ გზაზე, როგორც მე ვიცი ნატვრის ხე იმიტომ ქვია, რომ არავინ იცის რა ჯიშისაა და ის მართლაც აჭრელებულია ფერად ფერადი ლენტებით, როგორც მე ვეძახი, ქართველების ფერადი სურვილებით), თან ყოელ ჯერზე სხვადასხვა ფერისას... ახლაც ნატვრის ხე გაახსენდა და ჩვეულზე უფრო ფართე ღიმილი შეეპარა –ბავშვობა გაგახსენდა? თბილად კითხა ჯაბამ –ჰო, შეიშმუშნა ცაცო და შეძლებისდაგვარად მიტრიალდა ჯაბასკენ –იმედია ბაბუაშენი დღესვე არ გამომისტუმრებს სახლიდან –მართლა ეგეთი მკაცრი კი არ არის, თან იცის რომ ერთ ძალიან კარგ პიროვნებას მივყავარ და რომც არ მოეწონო, მადლიერების გამო ან ბოლო ბოლო უბრალო გურული სტტუმართმოყვარეობის გამო მაინც გაგათევინებს ერთ ღამეს, მაგრამ ვიცი ახლა სხვანაირი დახვედრა გველის, ბებოს საცივი და ხაჭაპურები, ბაბუს მწვადი და ყვინო, ვერ აცდები დალევას, დაგტესტავს დღეს ბატონი შალვა –მეც ბატონი შალვა უნდა დაუძახო? ვერ ვიტან ამ ფორმალურ მიმართვებს, წაიწუწუნა ჯაბამ და ცაცოს გაეცინა –შალვა ბაბუა დაუძახე მერე შენც, სრული სერიოზულობით უთხრა და მხრები აიჩეჩა –იცი მთელი გზაა რაზე ვფიქრობ? დასერიოზულდა უცებ ჯაბა და საუბარი სულ სხვა თემაზე გადაიტანა –ვუყურებ მძნარე ნესის და ნუცას, ამ პატარა ბუთქუჩას გულზე, რომ გყავს მიხუტებული და ვხვდები, რომ მეც მინდა, ასე მგონია თითქოს ჩემები ხართ და ჩემი ოჯახი მიმყავს ბებოსთან და ბაბუსთან, სულ მინდოდა ასე შემძლებოდა, სულ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს დიდი ოჯახი ყოლოდათ, სოფლით, მოფუსფუსე ბებია–ბაბუით და ჩემს ოცნებებს ყოველთვის რაღაცა აკლდა, სრულყოფილად ამ ყველაფეს ვერასდროს ვხატავდი გონებაში და დღეს მივხვდი რაშიც ყოფილა საქმე... მე ეს ყველაფერი შენთან მინდა, მინდა ჩვენი შვილი გყავდეს ჩახუტებული ემილისავით და მე ბედნიერი ვიყო, მიმყავდეთ თუნდაც ქვეყნის დასალიერში, შენ ასეთივე მომღიმარ–მძინარე იყო და შენც კმაყოფილი... ისეთი კმაყოფილი, რომ ნატვრის ხესთან გაჩერებას აღარ ითხოვდე... შეიძლება? ცაცო გაოცებული უსმენდა ჯაბას და ალბათ, რომ არა ემილი, ან ის რომ ჯაბა საჭესთან იჯდა აუცილებლად მაგრად მოეხვეოდა, ახლა კი მხოლოდ მერტყველება წართმეული, ვარსკვლავებ აკიაფებული თვალებით უყურებდა და არც კი იცოდა რა ეთქვა –შეიძლება? ისევ გაუმეორა კითხვა ჯაბამ და ცაცოს გაახსენდა, რომ მარტოები არ იყვნენ, თან ნუცაც შეირხა ძილში, თითქოს გვერდი იცვალაო და ცაცომ ბავშვებზე ანიშნა თვალით –მოდი ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, როცა უფრო შესაფერისი დრო და ადგილი იქნება კარგი? შეემუდარა და ჯაბას გაეცინა მის აწითლებულ ლოყებზე –ისე კარგია ასე გვიან რომ მივდივართ, ზედმეტი კითხვებისგან და ჭორებისგან დაცული ვიქნები, მაგრამ ხვალ? მისთვის ჩაილაპარაკა ცაცომ –რატომ მაქ შენთან ისთი შეგრძნება, რომ გრცხვენია ჩემთან ხალხში გამოჩენის? რას ნიშნავს კითხვებს და ჭორებს თავიდან აიცილებ? საკმაოდ და საფუძვლიანადაც გაბრაზდა ჯაბა, ცაცო მართლა დაუფიქრებლად იქცეოდა ხოლმე ჯაბასთან დაკავშირებით და ახლა ერთ–ერთი ასეთი მომენტი იყო –რას ქვია მრცხვენია? უბრალოდ არ მინდა ხვალ მთელმა რაიონმა იჭორაოს შალვას შვილიშვილი ამან და ამან ჩამოაბრძანა და წააბრძანაო, მერე ბებოს და ბაბუს დაუწყებევ კითხვას გათხოვდაო? ისინი კიდე? –როგორი პროვინცილეივით მსჯელობ რა ხანდახან, შენ რა მთელ რაიონს იცნობ? –არა, მაგრამ მაინც კაია ასე –ოხ ცაცო მეტრეველო... აღარ გააგრძელა და აღარ დაძაბა სიტუაცია ჯაბამ... როგორც კი ჩოხატაურის რაიონულ ცენტრს მიუახლოვდნენ ცაცოს მოუსვენრობამ პიკს მიაღწია, გოგოებიც გამოფხიზლდნენ, ემილისაც გაეღვიძა, აქედან უკვე გზას სახლამდე ცაცო ასწავლიდა ჯაბას და სულ რაღაც ათ წუთში უკვე თეთრ ჭიშკარს მიადგნენ, ნუცა გადაფრინდა მანქანიდან და ჭრიალით გააღო საკმაოდ დიდი შესასვლელი, ჯაბა ინტერესით აკვირდებოდა, საკმაოდ ფეშენებელურ ორ სართულიან სალს, რომელიც მისი წარმოდგენით სოფლის სახლს სულაც არ გავდა –ეეე, აბა სოფელიო? ესაა სოფელი? იმედგაცრუებული მიუბრუნდა ცაცოს –რა გინდა აბა? ვერ გაიგო ცაცომ –მე გურულ ოდას ველოდი, ხისას პატარას, შუაცეცხლით... –მასეთი ეთნოგრაფიულ მუზეუმშია, ეს კიდე ჩემი სახლია და შენ რასაც ელოდი ის სახლის გვერდით დგას, ასე რომ ნუ ინერვიულებ ნახავ შუაცეცხლსაც და ჭადებსაც დაგიცხობ კეცზე, გახარებულმა ჯაბამ მანქანა ეზოშ შიყვანა და ცაცომ გამოგებებული ბებო და ბაბუც დაინახა, რომლების ნუცას ეხვეოდნენ, ემილის დანახვაზე სულ გაგიჟდნენ, დაავიწყდათ ცაცოც და რაც მთავარია ჯაბაც... შალვას რომ გააცნო ცაცომ ჯაბა რა იყო ბაბუა სასუქს გიყრიდნენ ფეხებში ბავშვობაშო? ეხუმრა შალვა და სტუმრები სახლში შეიპატიჟა, ცაცომაც და აბამაც სახლებში დარეკეს, ჩამოვედითო, ნანი არ მოეშვა ჯაბას ცაცო დამალაპარაკეო და მერე ცაცო ხუთი წუთი იცინოდა, ოღონდ ჯაბამ ვერ გაიგო, ნანი ასეთს რას ეუბნებადა, მანქანიდან ბარგი ამოალაგეს, ციალა ბებო სამზარეულოში ფუსფუსებდა, ჯაბას ემილი ეკავა და ბატონ შალვას ესაუბრებოდა, ნესი მოუსვენრად დახტოდა მშია, მშია, მშიაო, ნუცა კიდე როგორც ცაცო მიხვდა ლადოს ელაპარაკებოდა ტელეფონზე... და ხმამაღლა დაუყვირა ისე რომ ლადოსაც გაეგო –ნუცა მორჩი დროის კარგვას და მაგასაც უთხარი, მოგეშვას თორე დარჩა ბიძამისი მშიერი, შენ კიდე ასწიე ერთი ადგილი და მოგვეხმარე მე და ბებოს –დაანებე ბავშვს თავი, გაუჯავრდა ციალა ბებო ცაცოს –რაში გჭირდება ახლა იმის დახმარება, რავა ნენა ისე დაგლახდი, რომე გამზადებულ საჭმელს ვეღარ მიართუმ მაგიდაზე სტუმარს? –ნუ გაპილპილდები ახლა ბე და ნუ ექომაგები, არაფერი უჭირს თუ მოწყდება ტელეფონს, გვიანია უკვე –ისე ბე ახლა არ მითხრა იმ ტუტუც გოგოს შეყვარებული ყავსო, ჩუმად გადაულაპარაკა ბებომ ცაცოს, მან კი უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია, სუფრა სუფთა ჰაერზე (ეზოს ფარგლებში მოქცეული ტყის პატარა მონაკვეთი) გაშალეს, სუფრაც ისეთი იყო როგორსაც ცაცო დაპირდა ჯაბას, საცივი, ხაჭაპური, ჭადი და ყველი, ეზოში მოყვანილი კიტრი და პომიდორი, მწვანილთან ერთად, ჯერ კიდევ ზამტრიდან შემორჩენილი სახლში გაკეთებული ლორი და კუპატი, სემწვარი წიწილა, შამფურებშე მოშუშხუნე მწვადი და რა თქმა უნდა შალვა ბაბუას დაწურული შავი ადესის ღვინო, რომელსაც სუნიც კი საუცხოო ქონდა და ჯაბა ცოტა არ იყოს უხერხულად გრძნობდა თავს, რომ ეს ხალხი ასე შეაწუხა, მაგრამ სულ ცოტა ხანში, რომ გაშინაურდა მიხვდა, ეს მათთვის შეწუხება სულაც არ იყო, პირიქით შვილიშვილების სტუმრობა მათთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო და ეს ყველაფერი ჯაბასთვის კი არა ბავშვებისთვის იყო მომზადებული, ისეთი მკაცრიც არ ჩანდა ბატონი შალვა როგორც ცაცო ხატავდა, ერთი ძალიან თბილი, გულღია და ალალი მოხუცი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება შრომაში რომ ჰქონდა გატარებული ხელებზე და თვალებში ეტყობოდა, ციალა ბებო კი ნამდვილი გურული ქალი იყო და მათთან თავს ნებისმიერი ადამიანი კომფორტულად იგრძნობდა... ისაუბრეს ცოტ–ცოტა ყველაფერზე, შალვა ბაბუას ძალიან აინტერესებდა ჯაბას ოჯახის ისტორია, ისიც უხვად აწვდიდა მისთვის საინტერესო საკითხებს, მერე შალვა თავისას უყვებოდა, საუბარი ლალუკას რომ შეეხო, ეს ორი მხიარული მოხუცი უცებ გამოიცვალ–დასევდიანდა, ცაცომ ჰამაკში მოქანავე გოგოებზე ანიშნა მოხუცებს, ამაზე მერე ვილაპარაკოთო, ჯერი ცაცოს ბავშვობაზე მიდგა და მის თავდაგასავლებს დასასრული არ უჩანდა, ცაცომ ისიც თხოვა ბაბუას, მე მგონი ჯაბას მოვწონვარ და ახლა ნუ შეაცვლევინებთ წარმოდგენასო, ნესი და ნუცა დაწვნენ და უფროსებთან ერთად მხოლოდ ემილი დარჩ, რომელსაც წესით უნდა სძინებოდა, მაგრამ უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო და არც აპირებდა ძილს, მოუსვენრად ხვანცალებდა ხან ცაცოსთან, ხან კიდე ჯაბას აწიწკნიდა წვერებს, შალვამ მეუღლეს გუმანით გადახედა, თითქოს მიანიშნა ცაცოზე და ჯაბაზე, ცაცოს გასაკვირადაც კი ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს, ამაში ხელი ალბათ იმანაც შეუწყო რომ ზედმეტი კითხვებით არავის შეუწუხებია, შალვას კი აშკარად ეტყობოდა ძალიანაც მოეწონა ეს მაღალი ბიჭი და რომელიც შინაურულად აუყვა ღვინის სმაში, ალბათ ადამიანის გულწრფელობას რომ გრძნობ მაშინ ურთიერთობები იოლია, ჯაბა კი ძალიან გულწრფელი იყო, იმიტომ, რომ მოეწონა ყველა და ყველაფერი, ის კი არა იციც კი იფიქრა, იქნებ კიდევ ჩამოვიდეთ ასე საქეიფოთ და შალვას და ციალას სანახავადო, გოგოების დაწოლოს მერე ბაბუამ ოჯახში არსებული სიტუაცია იკითხა, ცაცომაც ტყუილების და მიკიბვ–მოკიბვის გარეშე აუხსნა ყველაფერი, სუფრაზე უჩვეულო, აქამდე შეუმჩნეველმა სევდამ და სიჩუმემ დაისადგურა... –მანქანის გასაღები მათხოვე, უეცრად თხოვა ცაცომ ჯაბას და მისი გაკვირვებული თვალები, რომ დაინახა გაეცინა –რა იყო არსად გავრბივარ და არ გტოვებ, ემილის ჩანთა არ ამომიღია და ახლა აშკარად ეძინება, წავალ დავაწვენ, თბილად გადაუსვა თავზე ხელი და ემილი გამოართვა –ბუხრის თავზე დევს... მოკლედ უპასუხა ჯაბამ, ემილის დაძინებას დიდი დრო არ დასჭირვებია, ცაცო სუფრასთან რომ დაბრუნდა ჯაბა და შალვა თხილზე საუბრობდნენ, ცაცოს კი სახე დაემანჭა თხილის ხსენებაზე –რა იყო ბაბუა, რომ შეგიშნებია აი კაცი თხილით, თან მოვწონვარო იმას იძახი და ისეთი ისტორიები მოგიყოლია... –მაშინ მეგონა შევაშინებდი და აღარ მოვეწონებოდი და მასეთი ისტორიების მერეც არ დამანება თავი და ვიფიქრე იყო ჯანდაბას ასე სოფელშო წასაყვანად კი გამოდგებათქო, გახალისდა ცაცო, ჯაბას დაუდგა გვერდით და ხელები მხრებზე ჩამოადო –მარტო მაგისთვის გამოვდგები არა??? ვითომ იწყინა ჯაბამ –ჩაი ან ყავა გინდა? ბებოს ჩურჩხელები ექნება სადმე გადანახული და ვისუსნაოთ, თალი ჩაუკრა ცაცომ –დედა ჩემი სიკვდილი, წამოხტა უცებ ციალა ბებო სკამიდან –არ ვარ ახლა გამოჩერჩეტებული დედაბერი? ფელამუშ გავაკეთე და დამავიწყდა, არ დავაწვინე ბაღნები ისე? –კაი ქალო მაგისთვის ნუ მეიკლავ ახლა თავს, რავა ხვალე ვერ შეჭამენ მაი ბაღნები შენ სანაქებო ფელამუშს? –ყავას მართლა დავლევ და თუ შეიძლება თქვენს ფელამუშსაც სიამოვნებით გასნინჯავ, თუ რა თქმა უნდა პირველი ლუკმა შვილიშვილების არ არის, გაუღიმა აფორიაქებულ ციალა ბებოს ჯაბამ, სანამ ცაცო ყავას ადუღებდა ბებოს გულმა ვეღარ მოუთმინა და ჯაბაზე იკითხა –ბე ნამეტანი კაი ბიჭი ჩანს აი ჯაბა და რამეს ხომ არ ფიქრობ? კი გეტყობათ ერთმანეთიზა რომ ხართ გაჩეილები –საიდან დაასკვენი ქალბატონო ციალა მაი ამბავი ერთმანეთიზა, რომ ვართ გაჩენილები? გამხიარულდა ცაცო –ბებია შემოგევლოს შენ, მე კი ვარ შეილება სოფლელი ქალი, მარა დიდი ხანია დავაბიჯებ ამ დუნიაზე, შემიძლია რაცხეების გარჩევა, გული მოუვიდა შვილიშვილზე ციალა ბებოს და ეს აშკარად დაეტყო, ცაცოც რომ მიხვდა ცოტა ცუდათ გამომივიდაო, ბებოს მოეხვია –საწყენად არ მითქვამ ბე, ვიხუმრე, თორე ვიცი, რომ ძალიანაც დაკვირვებული და ბრძენი ქალი, თან გურული ქალი ხარ და მაინც რა შეაგვატყვე იმის რომ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები? –ბაბუაშენი რომ მიყურებდა იმნაირი თვალებით გიყურებს ნენა და ის, დამიჯერე, მას მერე გაკვირდებით რაც ეზოში ფეხი ჩამოადგით, რაფერ ექცევით ერთმანეთს, რაფერ გეუბნება რამეს, ან არ გეუბნება და შენ ხვდები, ისიც ხვდება, ბაღნებთანაც რაფერ იქცევა, მაი შენ გგონია ბაღნები რომ უყვარს იმის ბრალია? შენი დიშვილები რომ არიენ იმიზა უყვარს იმასაც, იმიზა მეეწონა აქოურობაც და ჩვენ რომე შენები ვართ, აქანე რომ გეიზარდე, კიდო გეტყოდი რაცხას მარა მეშინია არ გეწყინოს –არ მეწყინება ბე, შენგაან რა უნდა მეწყინოს? დაუკოცნა დანაოჭებული ლოყები ბებიას –ნახევრად ჩემი გაზრდილი ხარ და მჯერა, არ მეიყვანდი შენ ვინცხა უბრალო ნაცნობს ჩვენთან, არ დოუსვამდი ბაბუაშენს სუფრასთან და არ ააწევინებდი მასთან ერთად ჭიქა ღვინოს –მართალი ბრძანდებით ქალბატონო ციალა, როგორც ყოველთვის –მერე ბებო? –გეხვეწები ეგ არ მკითხო და თუ გონდა თხილის მთელ მოსავალს მე მოვკრიფ–მოვხიკ–დავარჩევ წელს –გასაგებია, მარა მაგ ერთი უბარალო კითხვიდა ნუ მეიკლავ თავს, წამოი ახლა შოუშალოთ ხელი კაცებს, თუ არა მაგენის დიდხანს დატიება არ შეიძლება, ჯაბას ყავაც მიართვეს, ჩურჩხელაც და ფელამუშიც, მიუცედავათ რომ ივლისის ბოლო იყო სუფრის გვერდით დანთებული კოცონი მაინც სასიამოვნო სითბოს გამოყიფდა –ბაბუ გიტარას არ მოიტან? გამომცდელად გახედა შლვამ ცაცოს და ჯაბამ თითქოს თვიდან აღმოაჩინაო ცაცოს არსებობა ისე შეათვალიერა –გიტარაზე უკრავ? –ვუ–კრავ–დი, ბაბუა კი ვერა და ვერ შეეგუა რომ აღარ ვუკრავ –რავა აქამდე არ გიმღერია ჯაბასთვის? უფრო გაკვირვებული ჩანდა ბატონი შალვა, ცაცო კი უარყოფის ნიშნად თავს აქეთ–იქეთ აქნევდა –მიდი რა გთხოვ, შეეღრიტინა ჯაბაც –აღარ მახსოვ, გაჯიქდა ცაცო –შენ არ გახსოვს თითებს ემახსოვრებათ, ადექი ახლა და მეიტანე გიტარა რომ გეუბნები, გაუბრაზდა ბაბუა და ცაცოც დასჯილი ბავშვივით წავიდა გიტარის მოსატანად –კიდევ ხომ არ მელოდება ასეთი სიურპრიზები ცაცოსგან? –პიანინოზე უკრავს კიდე, შვიდწლედი აქვს დამთავრებული, შესანიშნავი ხმა და სმენა აქვს, თუმცა ამისთვის აღარ ცალია, რომც მოიცალოს ეტყობა სურვილიც აღარაქვს –მართალია, სურვილი ნადვილად აღარ მაქვს, ღმერთო რამდენი წელია გიტარა არ ამიღია ხელში –რამდენი? დაინტერესდა ჯაბა –შვიდი, შვიდი წელია არ დამიკრავს, არ მიმღერია, ბიჭების ამბების მერე –ეჰ საცოდავი ბიჭები, ამოიხვნეშა ციალა ბებომ და ჯაბა ვერაფერს მიხვდაა –სულ დამავიწყდა მეთქვა, გიგი გამოვიდა ციხიდან –გიგა ციხეში იჯდა? წამოიძახა უცნაური ხმით ჯაბამ –ხოოო, შენთვის მართლა აღმოჩენების საღამოა, მოგიყვები მერე ყველაფერს, დაამშვიდა ცაცომ და გიტარაზე რამოდენიმე აკორდს წაეთამაშა –ხომ გითხარი თითებს ემახსოვრებათთქო? გაუხარდა ბაბუას და მერე ცაცომ ძალიან სასიამოვნო რამოდენიმე სიმღერა იმღერა შალვა ბაბუასთან ერთად, ჯაბასთვის უცნობი სიმღერები, მაგრამ ძალიან ამოეწონა, თვალს ვერ აშორებდა და კმაყოფილი იღიმებოდა, ეგონა ცაცო კი არ მღეროდა არამედ თავის ისტორიას ყვებოდა, როცა მღეროდა, გული თავისას არ იშლის მაინც სიყვარულს დაეძებსო, არ ვიცი დღეიდან ვინ უნდა მიყვარდეს, ან ვინღა მომიტანს უთვალავ მიხაკებსო, მერე სიმღერა შეცვალა და ჯაბამ ისევ იფიქრა, რომ ცაცო საკუთარ ცხოვრებაზე მღეროდა, ასეთი სევდანარევი ხმით, მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი და გამეხსნა მხოლოდ ერთხელ კარნი სამოთხისანიო, მარტოები რომ ყოფილიყვნენ ჯაბა ალბათ გულში ჩაიკრავდა, ხელებს მაგრად მოუჭერდა და თხოვდა რომ ასე სევდიანად აღარასოდეს ემღერა, ან საერთოდ ასეთი სევდიანი აღარასოდეს ყოფილიყო, მეორეს მესამე სიმღერაც მოჰყვა და მესამეს მეოთხე, ცაცომ სიმღერა რომ შეწყვიტა მერე დააფიქსირა ჯაბას უცნაური მზერა და თბილად გაუღიმა –თბილისში რომ ჩავალთ კარაოკეში მივდივართ! მკაცრი ტონით წარმოთქვა ჯაბამ –რა იყო არ ელოდებოდი? –მაგას სერიოზულად მეკითხები? გული სად მაქ აღარ ვიცი და საერთოდ რა სიმღერებს მღეროდი? –ეგ დიდი ისტორიაა, ხომ იცი მე და ჩემი ტარაკანები... –იმღერე რა კიდე, შემუდარა ჯაბა და შალვა ბაბუას გულიანმა სიცილმა გაახსენა, რომ მარტოები არ იყვნენ –გეყოფა დღეისთვის, წამო დაწექი, ხვალე გავაგრძელოთ ეს ყველაფერი, ოთახს გაჩვენებ, წამოდგა ფეხზე ცაცო და ჯაბას პატარა ბავშვივით ხელი გაუწოდა ის კი გაუძალიანდა, ორი სიმღერა და მოვდივარო, ცაცომ ჯერ ღვინის ჭიქას გახედა, მერე ბაბუას და მერე ისევ ჯაბას ჩააშტერდა თვალებში –მე მგონი ბევრი მოგივიდათ! დატუქსა ბაბუა და ჯაბა ერთდროულად –უმღერე ბაბუ და საერთოდ იქნებ არ უნდა ჯერ მოსვენება? გამოექომაგა ჯაბას შალვა და ცაცომაც ისევ გიტარა აითო ხელში, მხოლოდ ორი სიმღერა და წვებიო, საჩვენებელი თითი დაუქნია ჯაბას და ისევ ამღერდა, ზახულის ერთი ლამაზი დღე იყო შენ, რომ დაგინახე და ღამე გაიყოო, ჯაბა განაბული უსმენდა და თითოეული ბგერის დამახსოვრებას ცდილობდა, ცაცოს კი გაახსენდა ამ ბოლოს ჯაბამ შოშუნია რომ დაუძახა და ისევ გადააბა ერთ სიმერას მეორე, ეგონა შოშუნიას ცხრა მთას გადვიფრენო, ნუ დარდობ შოშუნია ის წლები გავლილია, ის წლები ჩავლილია, ჩვენი ცხოვრება ხომ პირველი აპრილიაო... აი აქ კი ჯაბამ ნამდვილად იფიქრა, რომ ცაცო ძალიან უცნობ ან საერთოდ თავის სიმღერას მღეროდა, სიმღერის დასრულების შემდეგ ჯაბა მორჩილად გაყვა უკან დასჯილი ბავშვივით ცაცოს, ბებია–ბაბიას ძილინებისა უსურვა და მადლობაც გადაუხადა მასპინძლობისთვის, ახლა თუ არ წავყვებიო, ხელით ანიშნა ცაცოსკენ, შავ დღეს დამაყრისო, კიბეებზე ასვლისას ცაცოს კაბის ქამარს ჩაეჭიდა და ცაცომ თითქმის ძალიათ აათრია მეორე სართულზე, ოთახიდან გასვლა რომ დააპირა ჯაბამ ერთი წუთით მოიცადეო კარებს აეკრო და ცაცომაც ეშმაკურად ახედა მაღალს –შენ არ წვები? მეტი ვერაფერი მოიფიქრა საკითხავად და ცაცო ამას რომ მიხვდა სიცილი შეიკავა –ბებოს მივეხმარები მილაგებაში და დავწვები –კიდევ მიმღერებ ხოლმე? ვეღარ მოითნინა და ხელები მოხვია ჯაბამ –თუ შესაძლებლობა მომეცემა ალბათ კი, ახლა გამიშვი, თორე უხერხულია, ფრთხილად მოიცილა ცაცომ ჯაბა და ისიც კარებს მოშორდა, ბებო და ბაბუ საუფრასთან გაუნძრევლად ელოდნენ, უხერხული სიჩუმე ცაცომ დაარღვია –აბა რას იტყვით ჯაბაზე? მორიდებით იკითხა და ლამის გული ამოუვარდა საგულედან –რას უპირებ ბაბუ მაგ ბიჭს? –რას უნდა ვუპირებდე? უბრალოდ ძალიან მომწონს –გეტყობა –მერე? რას ფიქრობ? –მე რას უნდა ვფიქრობდე ბაბუას სიხარულო, მთავარია შენ მოგწონდეს –და რომ გითხრათ მგონი მიყვარსთქო? ცალი თვალი მოჭუტა ცაცომ და ბაბუას უიარაღო მონადირესავით გახედა –მე გკითხავ დარწმუნებული ხარ თუ არა მასშითქო –ეგ ძნელი კითხვაა –ხო და ახლა თუ ძნელია ბებო, ის ბიჭი მაშინ შეიყვარე როცა ამ კითხვაზე პასხის გაცემა გაგიიოლდება, გადაუხვა მზრუნველად თავზე ხელი ციალა ბებომ და ერთმანეთზე აკურატულად დაწყობილი თეფშებით გაემართა სამზარეულოსკენ –ეგ ხომ ჩემზე არ არის დამოკიდებული? გააყოლა კითხვა მიმავალ ბებიას, მასაც უნდოდა დახმარება ბებოს და სკამიდან წამოდგომა, რომ სცადა ბაბუამ გააჩერა –შენზეა ცაცო, ყველაფერი ის რაც ხდება ან არ ხდება შენს ცხოვრებაში შენზეა დამოკიდებული, ცაცო კი ბაბუას კალთაში ჩაუჯდა როგორც ბავშვობისას იცოდა ხოლმე და წვერებზე დაუწყო ფერება თან ჯაბაზე ფიქრობდა –სად გაიცანი ბაბუ? კითხა ჩაფიქრებულ შვილიშვილს ფრთხილად ბატონმა შალვამ –შემთხვევით, რაღაცაში დამეხმარა, მერე თვითონ მომძებნა, ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ თითქოს კი იყო მომაბეზრებელი, მაგრამ ამას ისე ლამაზად და ზედმეტობების გარეშე აკეთებდა, აი სამსახუთან მხვდებოდა და უარის მიღებისთანავე თავს მანებებდა, თუმცა უნდა გამოვტყდე ბევრი უარი არ მიუღია, გაეღიმა ცაცოს და ეშმაკურად გახედა ბაბუას აწითლებული ლოყებით... –კარგი ოჯახი ყავს, მშობლები, და–ძმა, დისშვილები, ჩვენ გოგოებსაც ძალიან მოსწონთ, ემილი გიჟდება როცა ხედავს, სულ მისკენ იწევს, ბავშვები კი ასე იშვიათად იქცევიან, იმის გამეორება ალბათ არ მჭირდება, რომ მეც ძალიან მომწონს, არ გავს სხვებს, არც განებივრებულია და არც გამეტიჩრებული თავისი მდგომარეობით, თბილია და ძლიერი, ძალიან ძლიერია, თავს ძალიან მშვიდათ და დაცულად ვგრძნობ მასთან, არ მეშინია, საერთოდ არაფრის, ბა იცი კუდიანივით გამომივიდა ნათქვამი, მაშინ ჯაბასთან არაფერი ხდებოდა და მე და ლალუკამ ვიკამათეთ, მაშინ ლალუკას ვუთხარი ისეთ მამაკაცს შევიყვარებ. რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვიგრძნობ და ის თუ გვერდით მეყოლება, არაფერზე ვინერვიულებ მაშინაც კი ქვეყანა თავზე რომ დამნგრესთქო, მაშინ მეგონა შეუძლებელ რაღაცას ვამბობდი და ახლა იმის აღიარების მრცხვენია, რომ ჯაბას გვერდით ამ ყელაფერს ვგრძნობ –წაყვები იტალიაში, რომ შემოგთავაზოს? –გააჩნია რა სტატუსით –და რა სტატუსი დაგაკმაყოფილებს? –სავარაუდოთ მხოლოდ მეუღლის –რომ მოგცეს მან ეს სტატუსი? –მაშინ ჩემი იტალიაში წასვლა ლოგიკურიც იქნება –მე ეგ არ მიკითხავს, მე ის მაინტერესებს მზად ხარ თუ არა ამისთვის? ცაცო ოდნავ დაფიქრდა –ჯაბასთან... თოვლში და ყინვაში ფეხშველი გავყვები! –რა გააკეთა ამისთანა? –საქმეც ისაა რომ არც არაფერი, უბრალოდ მოვიდა და მითხრა, რომ სამყარო ისეთი არ არის, როგორიც მგონია, ჯერ–ჯერობით ახერხებს და ამაში მარწმუნებს, მერე რა იქნება არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე –მამამ იცის? –მამამაც და დედამაც, მაგრამ საშინლად არ მოსწონთ ეს სიახლე, მამამ დღეს ნახა პირველად, ისიც რამოდენიმე წუთით –რატომ არ მოსწონთ შენებს? –მე მგონი მამას ეშინია, რომ მარტო დარჩება ლალუკასთან და მის პრობლემებთან, დედა კიდე ხომ იცი სულ მამას მხარეზეა, ამიტომ სახლში საშნელი სიტუაცია მაქვს, როცა ვიგვიანებ ხოლე კი არაფერს მეუბნებიან, მაგრამ მასეთ სიჩუმეს მეჩხუბონ ის მირჩევნია –მამაშენი თუ მართლა მასე ფიქრობს გამოშტერებულა და ეგაა, აბა როდემდე უნდა უზარდო იმ ტუტუც გოგოს შვილები? დროა შენები გყავდეს და დაიმახსოვრე, არასოდეს მისცე მშობლებს, შენი ოჯახის საქმეში ჩარევის უფლება, მესმის ახლა ცუდ რჩევას გაძლევ, მაგრამ ჯაბა არ ჩანს ცუდი ბიჭი, იმისაც მჯერა, რომ უბრალო ნაცნობს შენ ჩვენს სახლშ არ მოიყვანდი, ახლა გისმენ და ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება, ეს კარგის ნიშანია, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავი, ის რაც უეცრად იწყება, ხშირ შემთხვევაში ასევე უეცრად მთავრდება და იმაზე დიდ ტკივილს გვაყენებს ვიდრე წარმოგვიდგენია.... ბაბუა შვილიშვილის გულითად საუბარში ციალა ბებოს მაგიდა შეუმჩნევლად აელაგებია –აღარ აპირებთ დაძინებას? მზრუნველი ხმით კითხა დულის ამაჩუყებლად ჩახვეულ ბაბუა შვილიშვილს და ცაცოს თავზე ხელი გადაუსვა –წამო ჩვენო ციცინათელა, სულ მალე რომ გაუფრინდები მამაშენს, დავიძინოთ –ბე, ფრენისთვის ჯერ ფრთები უნდა მაჩუქონ –ნაჩქარი გაქვს უკვე და შენ მხოლოდ უნდა გაშალო ისინი, ხელი მოხვია წელზე ბებომ და ცაცო ჩუმად აუყვა ხის მოჟრიალე კიბეებს მეორე სართულისკენ, ნესის და ნუცას დახედა, მერე თავისი ოთახის კარი შეძლებისდაგვარად უხმაურიდ შეაღო, იქ მხოლოდ ემილის ელოდებოდა და მძინარე ჯაბას დანახვან ცოტათი გააბრაზა, ჯერ იფიქრა ხმამაღლა ეთქვა აქ რას აკეთებო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ეს ცუდუ ვარიანტი იყო, ყველას გაეღვიძებოდა, ფრთხილად შეახო ხელი მხარზე ჯაბას –ნანი მეძინება, შეიშმუშნა ჯაბა და ცაცოს გაეცინა, კიდევ ერთხელ შეარხია ფრთხილად და ჯაბასაც გაეღვიძა, აივანზე ანთებული ნათურის წყალობით ალაგალაგ განათებულ ოთახში ცაცო სახის გარჩევაც შეძლო მძინარემ –ცაცო, ნათქვამი საკმაოდ ხმამაღლა მოუვიდა და ცაცომაც სწრაფად ააფარა პირზე ხელი, ხელის გულზე კი ჯაბას კოცნა იგრძნო, ჯერ ერთი, მერ მეორე, მესა, მერე მხრებზეც უბოდიშოდ აუცურდნენ ჯაბას თითები და თმებშიც გაბედულად შუცურდნენ, პირზე აფარებული ხელი, ჯერ მოუსუსტდა ცაცოს და მერე შემკრთალმა მოაშრა ის ჯაბას ტუჩებს, ტუჩებმა კი შებლზე გადაინაცვლეს, თვალებზე, ლოყებზე, ცხვირზე და ცაცო უცებ გონს მოეგო –გახსოვს? ერთხელ გითხარი, ჩემთან ყველაფერი პირველად გექნებათქო? გაუბედავად და ჩურჩულით ჩალაპარაკა ცაცომ, ჯაბას კი ჩაეღიმა –კოცნაც, უბრალო კოცნაც ცაცო? ჩურჩლითვე უპასუხა ჯაბამ –შეიძება ეს ვღაცისთვის უბრალოდ კოცნაა, ჩემთვის კი... გთხოვ ახლა არ გვინდა... შეემუდარა ცაცო, ჯაბამ რთი კი ამოიხნეშა, მაგრამ მაშინვე ხელი გაუშვა –საიდან შემორჩი დედამიწას ასეთი სწორი და გაუფუჭებელი? ცაცოს უხერხული მდგომარეობიდან გამოსაყვანად ჯაბამ საუბრის თემის შეცვლა სცადა, თუმცა კი საუბრებისთვის არც შესაფერისი დრო და არც ადგილი იყო –შეიძლება მანქანაში დაწყებული საუბარი გავაგრძელოთ? –შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, ამოიოხრა ცაცომ და საწოლის მეორე მხარეზე წამოწვა, მასსა და ჯაბას შორის მშვიდად მძინარე ემილის დახედა და ძალიან ფრთხილად გადაუსვა თავზე ხელი –მე გითხარი რომ ბავშვი მინდა მყავდეს, შენთან ერთად მყავდეს... გაიგე? –გავიგე –მერე? –მეც ხომ გითხარი ყველაფერი შეიძლებათქო? –ბავშვი ვერ გვეყოლება, შენ თუ კოცნის საშუალებასაც არ მომცემ –ჯაბა ბავშვის ყოლას წინ რამოდენიმე რიტუალი უნდა უძღვოდეს თი არ ვცდები, ხმა გაუმკაცრდა ცაცოს –მენდელსონის მარშით? არანაკლები სიმკაცრე იგრძნობოდა ჯაბას სიტყვებშიც –არ არის აუცილებელი მენდელსონი –და... –და მაინც ეს შეიძლება უბრალო ფორმალობაა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩემთვის აუცილებელი ფორმალობა –ვიცოდი... უკმაყოფილოდ გაინია თავი ჯაბამ –ეს საუბარი მე არ დამიწყია, აღარ ათქმევინა სათქმელი ცაცომ –მათქმევინებ თუ არა? –დარწმუნებული ხარ იმაში რისი თქმაც გინდა? –დღეს შეიძლება აქ დავიძნო? იკითხა მოულოდნელად ჯაბამ და ცაცოს ლამის გაეცინა –შეიძლება, თუ საზღვრებს არ გადმოხვალ! თვალით მოუნიშნა ცაცომ საზღვარი –როგორ შეგიძლია ერთდროულად ასეთი რისკიანი და ასეთი თავშეკავებული იყო? –მე უბრალოდ მაინტერსებს როგორი იქნება შენთან ღამის გატარება –ეგ თუ გაინტერესებს საზღვრებს აღარ უნდა მიწესებდე –მე შენთან ძილი ვიგულისხმე, გარყვნილო... –ხანდახან ვხვრინავ ხოლმე, ცოდვები აღიარა ჯაბამ –მე ძილში ვკრუსუნებ, დაეჭყანა საპასუხოდ ცაცო –მართლა? –ხო და არ შეგეშინდეს –ხომ უნდა შევეჩვიო? მთელი სერიოზულობით თქვა ჯაბამ და ბალიში უფრო კომფორტულად მოირგო –დაიძნე! უბრძანა ცააცომ –თუმცა არა, ჯერ მე დავიძინებ, აბა შენს ხვრინვაში რაღას მოვახერხებ მერე? –ცაცოო, ცოტაოდენი სიჩუმის მერე საუძახა ჯაბამ –რა იყო? –სპეციალურად არ შემოვსულვარ, ნანის გეფიცები, ემილი ატირდა და მაგიტო მივუწექი, ცაცოს გაეცინა –დაიძინე, გაუმეორა ჯაბას ბრძანება –ხო გჯერა ჩემი? შეწუხდა ჯაბა –მჯერა, ჯაბ, მჯერა, ახლა დაიძნე! *** სოფელში გაღვიძება, ძლაინ სასიამოვნოა, ქალაქში გაღვიძებს მაქანების ხმები, მეეზოვეების გადალაპარაკებები, ან საერთოდაც ყვირილი რომ ვიღაც ჯართს იბარებს, ჭრის რადიატორებს, იბარებს ძველ მაცივრებს.... ძველ უბნებში ჯერ კიდევ დადიან, არ ვიცი როგორ ვთქვა თათრის ქალები, თუ ციგნის ქალები... რომლებიც ხან რძეს, ხან მაწონს და ხან რას ყიდიან, გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალს კი საგულდაგულოდ ყვირიან, სოფელში კიდე, მამლის ყივილი, ჩიტების ჭიკჭკი და სოფლისთვის დამახასიათებელი ყურისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი ბგერების ფონზე იღვიძებ... ცაცომაც ასეთი სიამოვნებით გაიღვიძა, ჯერ კიდევ გაუაზრებლად გადაბრუნდა და მუცლით რაღაცა მყარს დაეჯახა, მაშინვე ემილიზე იფიქრა და სასწრაფოდ დააჭყიტა თვალები, ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა და სულ დაავიწყდა ღამით რაზე ესაუბრებოდა ჯაბას, მენდელსონის მარშიც და ბავშვის ყოლისთვის არსებული წინა რიტუალები სულ შორს გაუფრინდა გონებიდან, როცა ჯაბას გულზე მძინარე ემილის შეხედა, ეს ამკელა ორ მეტრიანი კიდე საწოლზე დიაგონალურად იწვა და ცაცოს მის თავს დაეჯახა როცა გადაბრუნდა, ორივეს მშვიდათ ეძინა, ემილის დიდ ლოყებში ჩაკარგვოდა კურნოსა ცხვირი და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ჯაბას იხუტებდა თავისი ბუთქუჩა ხელებით, მაგრამ ამ გოლიათის ჩასახუტებლად ხელების სიგრძე არ ყოფნისო... ცაცოს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა და საწოლიდან შეძლებისდაგვარად წყნარად წამოდგა, ბებო და ბაბუ როგორც წესი უკვე ფეხზე იყვნენ, ბებოს ძროხების მოწველაც მოესწრო და სამზარეულოში ყველას იყვანდა –დილამშვიდობისა ბე, მიესალმა ცაცოცო ხელებდამძიმებულ ციალა ბებოს –მშვიდობა მოქცა ბებოს თვალის ჩინო ღმერთმა –რაშ მოგეხმარო, ზნორებით იკითხა ცაცომ –საუზმე გავამზადოთ, სირცხვილია ის უცხო კაცი, რომ ადგება და ჩვენ ასე ხელცარიელები დავხვდებით, გოგოებიც ადგებიან და ჩვენც ხო გვინდა ჭამა, ცომი მოზელილია ბებია, თონე გაახურა ბაბუაშენდა და მე მგონი ხაჭაპურების ამოცხობა არ უნდა დაგვიწყებოდა –გუშნ იმდენი საჭმელი იყო და სულ შეიჭამა? წაიწუწუნა ცაცომ, ნამეტნავად არ მოეწონა, თონეში თავქვე ჩაკიდების იდეა –რამ გაგაზარმაცათ ნენა აი ახალგაზრდობა? გაუჟავრდა ციალა ბებო –რავა გუშინდელი მწვადით და საცივით გინგა მოუმასპინძლდე ამ დილაადრიან იმ ბიჭს? რას იფიქრებს? –კაი ხო ნუ დაიწყებ ქოთქოთს გურული ქალივით, სადაა ცომი? სასადილო მაგიდაზე დევს, იქეთ ოთახშიო მიასწავლა ბებიამ და ცაცომაც უხალისოდ დაიწყო ცომის მოგიუნდავება –ისე ბებია დღეს წასვა აუცილებელია, რომ დარჩეთ ერთი–ორი დღით ვითომ რა დაშავდება? –მე სამსახური მაქვს, ჯაბას ვარჯიშები, არ გვცალია, თორე ხომ იცი აქ ყოფნას არაფერი მირჩევნია –მაი სურვილი აგვისტოს ბოლოს რაცხა არ გეტყობა ხოლმე? –მაგას ნუ გამახსენებ, ბევრი ასხია წეელს? საუბრისას ცომს თავი მიანება ცაცომ –ღმერთის წყალობით არა უშავს, გამოხედა ბებომ ცაცოს და როცა უსაქმოდ დაინახა მაშნვე გაუბრაზდა –მიხედავ თუ არა ბოლო ბოლო მაგ ხაჭპურს? თქვენი წასაღები რაღაცეებიც ჩასალაგებელია, მოლბა უცებვე და ამოყვანილი ყველის, ცპეციალურ ფორმაში მოათავსა, მარილი მოაყარა და ნადუღისთვის ქვაბს ცეცხლი შეუნთო –მამამ ღვინო წამომიღეო... –ეგ ბაბუაშენს უთხარი, მისი სამფლობელოდან გჭირდება ძღვენი, მე რაც მაბარია გავამზადე უკვე შენთვისაც და ჯაბასთვისაც –რა საჭირო იყო ახლა ჯაბასთვისაც გაგემზადებინა? იუხერხულა ცაცომ –ვიცი ბებო არაფერი რომ არ აკლია მარა სოფლისას სხვა გემო აქ ყველაფერს, თან ესიამოვნება მის ოჯახს და მასაც ყურადღება, ცაცომ ემილის ტირილის ხმა გაიგონა და ცომიანი ხელებით ავარდა მეორე სართულზე –რას აკეთებ? დაფეთებულმა კითხა ჯაბას –ვერ ხედავ? პამპესრსს ვუცვლი, გაუკვირდა ჯაბას ცაცოს რეაქცია –ეგ სად ისწავლე? –დისშვილებზე გავიარე პრაქტიკა, გაუღიმა გაოგნებულ ცაცოს და მერე მოხსენებასავით ჩააბარა –ცოტა ხნის წინ გაეღვიძა, წყალი დალია, ძაან მძიმე პამპერსი ეცვა, შემეცოდა და გავანთავისუფლე, ახლა მე და ეს ბუთხუზა დილის ვარჯიშებს გავაკეთებთ, ნახე რამხელა ცელულიტები აქვს... ეფერებოდა უკვე მომღმარ ემილის ჯაბა, თან ელაპარაკებოდა და თან ბავშვებისთვის რეკომენდირებულ სავარჯიშებს ხალისით აკეთებინებდა, გახალისებული ბავშვი კი სიცილით კვდებოდა –ჩააცმევ? უნებურად იკითხა ცაცომ –აბა რას ვიზამ, ოღონდ მითხარი რა ჩავაცვა –აი მის ჩანთაშია ტანსაცმელი და ამოარჩიე, შებრუნდა ცაცო და გაკვირვებული სახით დაუბრუნდა მის საქმიანობას –რა ხდება? –არაფერი, ჩააცმევს და ჩამოვლენ –ბებო ეს ბიჭი საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ხომ არ იღებს? არანაკლებ გაოცებულმა იკითხა ციალა ბებომ და ცაცომ მხრები აიჩეჩა –ეჰ, რავა უცებ გოუფრინდები მამაშენს ბუდიდან... –დილამშვიდობისა, აი ჩვნც მოვედით ცუფთები და ჩაცმულები, შეაწყვეტინა საუბარი ციალა ბებოს ჯაბას გამოჩენამ –კარგია თქვეთან, გულწრფელად აღიარა ჯაბამ –შენ რას აკეთებ? მიუბრუნდა ცომში ხელებ ამოსვრილ ცაცოს –ხაჭაპურებს გიცხობ –დამაიმედებლად ჟღერს, გაეცინა ჯაბას –მე მგონი ჩემი კულინარიული ნიჭ უკვე დავამტკიცე... მკაცრად თქვა ცაცომ –კი, მაგაზე არ გეკამათები, ზურას მოეწონა ძალიან, დილლით საწამლოდ რომ გდომოდა ერთ ლუკმა აღარ იყო, აი ისე მაცივარში ან ლიკანი ან რაიმე გაზიანი სასმელი არ არი? ცაცომაც მაცივრის კარი პიწკად გამოუღო, ცომიანი ხელებიც შეახსენა და ლიკანის ბოთლზე თვალით ანიშნა, ჯაბამ სასმელი რომ გამოიღო ბოთლზე ემილი წაეპოტინა თავიცი ბუთხუზა ხელებით –ეე, ცუღლუტოო, ეგ შენთვის ჯერ არ შეიძლება, თბილად გაუღიმა ჯაბამ და ცაცოსკენ საკპცნელად წაიწია, მან კი რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადაგდა, ჯაბას მკაცრად შეხედა და მათკენ ზურგით მდგარ ბებოზე ანიშნა, ჯაბა ძალიან გაახალისა ცაცოს მორიდებულობამ, კავკაზოიდოო ღიმილით უთხრა და ლიკანის ბოთლი ისევ უკან დააბრუნა –შალვა ბაბუა სადაა ციალა ბებო? ისე ხომ შეიძლება ბებია დაგიძახოთ? –აბა რა უნდა დამიძახო? გაუკვირდა ციალას –შალვა მარანშია, სახლის გვერდთ ხელ მარცხნივ, მიასწავლა და ჯაბაც სამზარეულოდან გამოვიდა –ბავშვთან ერთად იქ არ შეხვიდე, მიაძახა ცაცომ –რა იყო გგონია ღვინოს დავალევინებ? ისე კიდე არაფერი უჭირს, გამოსძახა უკვე გარეთ გასულმა ჯაბამ და შალვაც დიდი ოვაციებით შეხვდა მარანში შეპარულ სტუმრებს, ემილი ხელში აიყვანა და გემრიელად შეათამაშა –ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით შალვა ბაბუა, უკვე მერამდენე თაობას მოესწარით და კიდე მხნედ გამოიყურებით, შეიძლება... შეიძლება, კი არა და ნიცას შვილებსაც აუცილებლად მოესწრებით –ჯაბა ბაბუა, ეს ცხოვრება საერთოდ ასე ყოფილა მოწყობილი, კაცს თურმე სიკვდილს არ განატრებინებს, რაც არ უნდა სატანჯველი მოგივლინოს განგებამ, ღმერთო გადამარჩინე და გამაძლებინეო, მაინც იმას ევედრები უფალს... მე ახლა, ამ ხნის ბერიკაცი თუ მივაბარებ სულს მამაზეციერს, ეგ დიდი სადარდებელი არაა, მარა... ახლა რო უფრო მინდა ცხოვრება მაი თუ იცი შენ? ნუცას შვილებ არ ვიცი. მარა ცაცოს ბედნიერებას კი მინდა მევესწრო –კარგია თქვენ თვითონ რომ შეეხეთ ამ საკითხს, ალბათ იმასაც მიხვდით რომ ცაცო ძალიან მომწონს –მაგას ქე მიგიხვდი ბაბუა, ძნელია ჩემისთანა ყოლიფერს მომსწრე კაცს რაიმე გამოაპარო –მერე და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? –ეგ ბაბუა მარტუა შენი და ცაცოს საქმეა, მე მაქანე არაფერ შუაშ ვარ, მარა იმასაც მიხვდებოდი რომ არაა ცაცო ცუდი გოგო –ცუდი? ხუმრობთ ალბათ, საოცარი შვილიშვილი გყავთ –ჩემი გაზრდილია, სიამაყოთ სავსემ თქვა ბატონმა შალვამ –ეტყობა და ამიტომაც გეკითხებით, მასთან შეხვედრის უფლებას მომცემთ? –მეგონა თქვენ უკვე... ვეღარ მოძებნა სიტყვები ბატონმა შალვამ –ცოტა უცნაური ურთიერთობა გვაქვს და მეშინია ერთ ადგილას არ გავიყინოთ, ყველაფერი სწორად როგორ გავაკეთო, რომ დავალაგო ყველაფერი, მაგას ჯერ–ჯერობით ვერ მივხვდი –ცაცომ შენ ჩემს ოჯახში მოგიყვანა, მეტი რაღა გააკეთს? რით მიგახვედროს? –ძაან მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ახლა სულ სხვა გეგმები მქონდა, ვხვდები ვერც იმ გაგმებს შებცვლი და ცაცოს დაკარგვაც არ მინდა, ერთად კი როგორ გავაერთიანო ცა და დედამიწა? –მესმის, ასეთი ცვლილებები იოლი მისაღები არ არის –თქვენ და ციალა ბებომ როგორ შექმენით ოჯახი? –გავიპარათ! ჩაეცინა შალვა ბაბუას, თითქოს ის წლები გაახსენდაო –რა ქენით? გახა;ისდა ჯაბა და მისკენ ხელებ გაწვდილი ემილი აიყვანა –გავიპარეთ, მე მის ოჯახს არ მოვწონდი, მე ხომ დაქვრივებული და მშობლების ოჯახში დაბრუნებული ქალის შვილი ვიყავი? მამით ობოლი და სამი ძმის პატრონი, ჩემი არფერი გამაჩნდა დედამიწის ზურგზე, ციალას ოჯახი კი საკმაოდ შეძლებული და დაფასებული იყო რაიონში, მამამისი გასტრანომის დირექტორი იყო, თვითონ მთავარი ბუღალტერი, მისი ერთი ძმა სატყეოს უფროსი, მეორე ჩაის ფაბრიკის უფროსის მოადგილე, მე კიდე ერთი, რიგითი ავტობუსის მძღოლი –მერე? –გათხოვება დაუპირეს, მარა არ უნდოდა, უკვე მოვწონდი, მითხრა ძალით მათხოვებენო, მეც ავდექი და ცოლობა ვთხოვე, ისიც დამთანხმდა –მეც რომ თქვენსავით მოვიქცე? –რავა გიწუნებს ვინმე? გამომცდელად კითხა ბატონმა შალვამ –თქვენს შვილს არ ვეხატები გულზე, ვიცი ცაცო არ მეუბნება, მაგრამ ოჯახში ირთერთბები დაეძაბა ჩემს გამო და მე არ მსიამოვნებს ეს, თქვენ კი მე მგონი არ უნდა მიწუნებდეთ –ჩემი სიდედრ–სიმამრი, მთელი ცხოვრება დაუფასებლობას მაყვედრიდნენ და შვილის შემცდენელს მეძახდნენ, უთხარი ბაბუა შენ გეგმებზე ცაცოს, ის თავისიანებს ეტყვის და მოაგვარეთ ყველაფერი ლამაზად, როგორც წესია ისე –ესე იგი არ მიწუნებთ სიძედ არა? –რა გჭირს ბიჭო დასაწუნი, ალვის ხესავით ხარ, მხარზე ხელი დაკრა შინაურულად ჯაბას შალვა ბაბუამ და მერე ისე როგორც შვილიშვილს კითხავს ხოლმე მშრომელი ბაბუ ისე კითხა –რომელი ღვინო გადმოგიღო წასაღებად? ჯაბა უცებ დააბია მოულოდნელმა კითხვამ –რას ბრძანებთ, არ არის საჭირო, ნუ შეწუხდებით –ნუ გეიდებ ახლა ნამეტანი თავპატიჟს, სანამ გთავაზობენ მანამდე ისარგებლე, თრე გურულებმა ხვეწნა კი არ ვიცით –მაშინ გუშინ რომ ადესას ვსვამდით, თუ შეიძლება ის, მაინც მორიდებულად თქვა ჯაბამ –გემოვნებას არ ვუჩვით.... ოციანი გეყოფა? –ოცი ბევრია, ათიც მეყოფა –შენ თუ შენისთანა ახმახი მეგობრები გყავს, ოციც არ გეყოფა, გაეხუმრა შალვა ბაბუა –სპორცმენები ბევრს არ ვსვამთ, არ შეიძლება, ისე თ დამჭირდა მომეხმარებით ვენახის და მარნის გაშენებაშ? –რავა თბილისში ატირებ მეიყვანო ვაზი? იცინოდა ბატონი შალვა –არა, წყნეთში მაქვს აგარაკი, იქ მინდოდა მარნის გაკეთება, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მარტო მარანი არაფერია, თუ ეზოშ ვაზიც არ გაქვს –მაგი კი მართალია, მარა შენ რო მიდიხარ, მე მარტუამ უნდა ვიმუშაო შენს ვენახზე? –ცაცომ გითხრათ? –მე და ცაცო კარგი მეგობრები ვართ –სულ ხომ არ მივდივარ? როცა ჩამოვალ მერე დავგეგმოთ –ეგ უკვე შენს და ცაცოს სამომავლო ურთიერთობაზეა დამოკიდებული... ჯაბას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ცაცოს ძახილმა ამის საშუალება არ მისცა, საუზმე მზადაა მოდითო, ყვიროდა ცაცო სახლიდან, შალვამაც ნამდვილად დროულიაო და ჯაბას მასპინძლურად წინ გაუძღვა, გოგოებიც ამდგარიყვნენ, საუზმის მერე ჯაბას ეზო და როგორც გურიაში ეძახიან კარ მიდამო სულ კუნჭულ–კუნჭულ დაათვალიერებინეს, ვენახი, თხილის პლანტაციები, ყანა, ხეხილის ბაღი, გაოცებული დაყვებოდა გოგოებს, ყველაზე მეტად თხილის ლარივით სწორი, თვალუწვდენელი რიადები მოეწონა, რომლებს შორისაც, მაღალი ბალახები იყო ამოსული, ცაცომ აუხსნა ეს საქონლებისთვისააო, ისიც მოუყვა ბავშვობაში ის და ლალუკა როგორ უფუჭებდნენ ბაბუას ამ ბალახებს, შიგ დარბოდნენ, ზედ წვებოდნენ და მერე შალვა მათ მოცელვას ვეღარ ახერხებდა, ჯაბასაც მოუნდა გაწოლილიყო ამ სიმწვანეში, მაგრამ შალვას გაბეაზებას მოერიდა, მერე ცაცომ იხუმრა, მოდი ნადში (ნადს გურულები შრომაშ მომხმარე ხალხს ეძახიან) წამოგიყვანთ, შენ, გივის, ვახოს, დუდას, იაკოს, დათოც და ლიკაკოც წამოვიყვანოთ და ისე მალე მოვრჩები თხილობასო... ჯაბა გაუბრაზდა, მარტო ჩემ მეგობრებს რომ დაერიე შენები, აი მაგალითად გიგა, ლაშა, ნატო და ნინა რას მიკეთებენო და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ იმათაც წამოიყვანდნენ.... ცოტა ხანი სუფთა ფაერზე ფამაკშიც ინებივრეს და მცე ცოტა რომ გადავიდა მერე დაადგნენ გზას, ცაცომ ბებოს დაუბარა, გოგოები არ გაანებივრო, დილით ადრეც ააგდე ფეხზე, მოგეხმარონ ყველაფერში არაფერი უჭირთო, ეზოდან გადმოსვლის წუთიდან ცაცომ ძალიან მოიწყინა, აშკარად ეტყობოდა წამოსვლა ძალიან არ უნდოდა, მხოლოდ მაშინ ამოიღ ხმა როცა ჯაბა სულ სხვა მიმართულებით წავიდა და თბილისისკენ მიმავალი გზა სულ უკან დარჩა –რას აკეთებ? ღამდება უკვე, სახუმარო არ არის ეს ყველაფერი, სად მივდივარ? –ბათუმში, საქმე მაქ, სულ რამოდენიმე საათით და მერე ჩვეულებრივად წავალთ თბილისში –აბა რას ნებივრობდი ჰამაკში, თუ საქმე გქონდა? დღის სულზე წამოვსულიყავით მაინც, გაბრაზდა ცაცო –რა იყო, ღამის საქმე მაქ, არ შეიძლება? ისე ბრაზობ ვითომ ფეხით მიმყავდე –მესმის, მაგრამ არ შეიძლებოდა ადრე გეთქვა და არ დაგეყენებინე ფაქტის წინაშე? –ვიცოდი ტვინს გამომჭამდი ადრე წავიდეს ძახილით და მაგიტომაც არ გითხარი არაფერი –კაი ხმას არ ამოვიღებ საერთოდ, როგორც გინდა მაინც ისე იქცევი და მართლა, ფეხით ხომ არ მოვდივარ? არაფრი მიჭირს რამოდენიმე საატს თუ ზედმეტად გავატარებ მანქანაში, დადუმდა ოდნავ გაბრაზებული ცაცო და ემილის დაუწყო ფერება –არ მიმღერებ? მარჯვენა ხელი კისერზე მოხვია შერიგების მაგიერ ჯაბამ, ცაცომ ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი, რომ არ გასცინებოდა და ჯაბას მაგნიტოფონი ჩაურთო უსიტყვოდ –ეს არ მიგულისხმია! –ვიცი, მაგრამ ვალდებული არ ვარ მაშინ ვიმღერო როცა შენ მოგესურვილება, არ მეტყობა რო გაბრაზებული ვარ? –ცაცო გეხვეწები ახლა ნუ დაიწყებ, ხომ იცი რატომაც ვგიჟდები შენზე, იმ ქარაფშუტა ქალებს რომ არ გავხარ, რომლებიც სულ გაბრაზებულები არიან, მიზეზით თუ უმიზეზით მაგას მნიშვნელობა არააქვს და გთხოვ, პირველად ასეთ სისულელეზე ნუ ვიჩხუბებთ, მოდი პირველადაც ისეთ რაღაცაზე ვიჩხუბოთ მერე რომ გავიხსენებთ და კიდევ რო ვიჩხუბებთ იმავე საკითხზე და ასე საერთოდ რამდენჯერაც გაგვახსენდება პირველი ჩხუბი სულ რომ ვიჩხუბოთ... ცაცო უკვე გულიანად იცინოდა –მერე ამაზე უკეთესი მიზეზი რა გინდა, შენ მთხოვ ხოლმე იმღერეო, ნუ მე ხო სულ სიმღერის ხასიათზე არ ვიქნები, არ მომინდება და დავცხებთ ხოლმე ერთმანეთს –ცაცო!!! –ხო ხო კაი, აი ჩემი ტელეფონი შევუერთოდ მაგ შენს სტერეოს, აბა სულ აკაპელაზე ხომ ვერ ვიმღერებ, ირონიულად ჩაახველა ცაცომ და ჯაბას მომღიმარ სახეს კმაყოფილმა გახედა –თებერვალი გინდა? –მინდა, ომახიანად უპასუხა გამარჯვებულმა ჯაბამ და ცაომაც დაიწყო, ემილი გაკვირვებლი უყურებდა დეიდას, ცაცო კი მღეროდა, ერთ დღეს გადავწყვეტ რომ აღარ ვიფიქრო შენზე ამდენი, მერე ალბათ სიგიჟემდე, სიგიჟემდე მომენატრები.... ბათიუმში რომ ჩავიდნენ უკვე ბნელოდა, თებერვალის გარდა კიდევ ბევრი უმღერა ცაცომ ჯაბას და ემილიმაც ბევრი იცინა, გზაში ჯაბამ ვიღაცას რამოდენიმეჯერ დაურეკა, როგორც ცაცო მიხვდა იმ პიროვენებას ვისაც ბათუმში უნდა შეხვედროდა და ჯაბამაც მანქანა, რედისონთან გააჩერა, ცაცოს მოუბოდიშა, ახლა დაგტოვებ ცოტა ხნით შენ და ემილიმ, რომ არ მოიწყინოთ გაისეირნეთ, ზღვა ხომ გიყვარსო, ნუ მანქანაში ჯდომას არც ცაცო აპირებდა, ყოველი შემთხვევისთვის, მანქანის გასაღები ცაცოს დაუტოვა ჯაბამ და გაუჩინარდა დაახლოებით ერთი საათით, ცაცომ და ემილიმ მშვენივრად ისიამოვნეს ზღვით, ტალღების დანახვაზე სულ კისკისებდა პატარა და ჩერდებოდა მაშინ როცა ცივი წყალი ფეხებზე ესხმებოდა, მერე ცოტა ხანი ბავშვებისთვის მოწყობილ მოედანზე ასეირნა, სადაც თითქმის ყველა ანიმაიური ფილმის გმირებს მოუყრიათ თავი, აქაც იხალისეს და მერე ჯაბამაც დარეკა, თუ ახლოს ხართ მანქანასთან მოდით და თუ არა მე თვითონ მოგაკითხავთო, ათ წუთში ისევ ერთად იყვნენ, ჯაბამ ბავშვი გამოართვა –აუ არ გამიჯავრდე ახლა რა გეხვეწები, კიდევ ერთ ადგილას უნდა წავიდეთ, მაგრამ ეგ ახლოსაა, ფეხით გავიარით კაი? –რაღაცას მაიმუნობ ეხლა შენ.... ეჭვის თვალით გახედა ცაცომ მომღიმარ და იდუმალ ჯაბას –დამიჯერე მოგეწონება, მართალია ეს შენი საოცნებო პოინტ–რეიესის შუქურა არ არის, მაგრამ ახლა ბათუმის შუქურაზე აგვიყვანენ ცოტა ხნით და ნახავ რა და როგორ ხდება შიგნით –სერიოზულად მეუბნები? ბათუმშიც ამისთვის წამოვედით? გაოცებული მისდევდა გვერდით ჯაბას, რომელსაც დიდი ნაბიჯების გამო ძლივს ეწეოდა –ანუ არ ბრაზდები –იქ ასვლა არ შიძლება, მე ერთხელ უკვე ვიკითხე და ასე მითხრეს, გოგონა ეს თქვენ სათმაშო ხომ არ გგონიათო –ჩემთვის შეიძლება, სულ ხუთი წუთი.... ცაცოს სანუკვარი ოცნებაც აუხდა, მთელი ცხოვრება იმაზე ოცნებობდა ანთებულ შუქურაზე მომხვდარიყო ოდესმე და აი ახლა დგას ჯაბასთან და ემილისთან ერთად საოცნებო ადგილას დამუნჯებული და ამისთვის მადლობა როგორ გადაუხადოს ჯაბას არ იცის, სიხარულით ანთებული თვალებით უსმენს, შუქურის მორიგეს, რომელიც მუშაობის მექანიზმს უხსნის და რამოდენიმე წამში ერთხელ აბრმავებს შუქურის შემობრუნებული წითელი და მკვეთრი შუქი, კმაყოფილებას კი ის უმძაფრებს რომ ამ დროს წამიერად ამჩნევს, ჯაბას რომელსაც ემილი ყავს ხელში და მის ჩრდილს, დიდი ხანი მართლა არ გაჩერებულან, მაგრამ ოცნება კი ნამდვილად აუსრულდა, მანქანაში, რომ დაბრუნდნენ ცაცო კიდევ დიდ ხანს ვერ დაუბრუნდა ჩვეულ მდგომარეობას, ამეტყველებაც, მხოლოდ ათი–თხუთმეტი წუთის მერე შეძლო, როცა ის გააცნობიერა, რომ მანქანა უკვე დაძრული იყო და ემილი ჯაბასთან ერთად საყვარლად ეპოტინებოდა საჭეს –მთელი გზა გიმღერებ, სულ გიმღერებ როცა მეტყვი, ყველაფერს შეგისრულებ რასაც მთხოვ, თავდაყირა დავდგები თუ გინდა, აუ რა მაგარი იყო.... მოიჭირა თავზე ხელები ცაცომ და ისევ შთბეჭდილებების ტალღაში ჩაიკარგა... ემილი თავისთან გადმოიჯინა, თბილისამდე გზის ნახევარი საუბარში გავიდა, მერე ცაცოს ცოტა ხნით ჩაეძინა და ჯაბას ისევ გუშენდელი შეგრძნებები დაუბრუნდა მძინარე ცაცოს დანახვაზე, მზრუნველად რომ ქონდა ხელი მოხვეული ემილიზე, ძალიან გვიან ჩავიდნენ თბილისში, ძალიანაც არ უნდოდა ჯაბას ცაცოს გაშვება, მაგრამ რას იზამდა, გვიანი ღამის მიუხედავათ ბატონი ბადრი დახვდა ცაცოს და სოფლიდან გამოგზავნილი ნობათის ატანაში დაეხმარა, ჯაბას კი უსაყვედურა, შეგეძლოთ უფრო ადრეც წამოსულიყავითო, მიპატიჟებაზე კი კრინტი არ დასცდენია, ცაცო დამშვიდობებისას რო გადაეხვია, ბადრიმ მაშინაც ჩააიბუზღუნა, ორი დღე არ გეყოთ ამისთვის ჩემს თვალ წინ რომ არ ეხვიოთ ერთმანეთსო... ცაცო ცოტა გაბრაზდა მამაზე, მაგრამ ჯაბას შესანაშნავად ესმოდა ყველაფერი, მართალია გოგოს მამა არ იყო მაგრამ კაცურად ესმოდა, მძინარე პატარასაც აკოცა თავზე და ცაცოს შეპირდა ხვალ გამოგივლიო, სოფლის ამბები მოყვა ცაცომ, გადაკვრითაც მიანიშნა მამას, რო ჯაბა ძალიანაც მოეწონა ბებიას და ბაბუას... ჯაბას კი სახლში ნანი დახვდა, როგორ მოივოიაჟეო ალერსიანად კითხა შილს და სიამოვნებით ალაგებდა, ციალა ბებოს გამოგზავნილ რაღაცეებს, ჯაბა ძალიან შეცვლილი მოეჩვენა და ეს ყველაფერი დაღლილობას მიაწერა, უჩვეულოდ წყნარი და სიტყვაძუნწი იყო.... მთელი თბილისი სიცხეში გაეხვია, საგრძნობლად იკლო ხალხის რაოდენობამ ქუჩაში, ჯაბა ბატონი ბადრის მიპატიჟებას ვერ ეღირსა, ისე დაუპატიჟებლად სტუმრობა კი ნამდვილად ერიდებოდა, დათოს ბავშვი საავადმყოფოდან გამოიყვანეს და აბასთუმანში წაიყვანეს დასასვენებლად, მოუხშირეს შეხვედრებს ჯაბას და ცაცოს მეგობრებმა, მაგრამ ეს კარგი შედეგით არ მთავრდებოდა, ყოველი ასეთი შეკრება კამათით მთავრდებოდა, ცაცო ვერაფრით შეეჩვია ანზორს და თამუნაც ნერვებს უშლიდა, ჯაბას ლანდივით დაყვებოდა და ჩასაფრებული პარტიზანივით ესხმოდა ხოლმე თავს ცაცოს, ის დიდ დისკომფორტს ამით არ განიცდიდა, მაგრამ ჯაბასთვის არც თუ ისე სასიამოვნო იყო მოკამათე ცაცოს ნახვა, ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ცაცოს მასთან ერთად აღარსად უნდოდა წასვლა, სადაც შეიძლებოდა ანზორს და თამუნას გადაყროდა, გამაღიზიანებლები მარტო ისინი არ იყვნენ, ერთი–ორი ცნობისმოყვარე და კეთილის მსურველი ყველგან მოიძებნებოდა სადაც არ უნდა გამოჩენილიყვნენ, კალათბურთის ნაკრებმა კიდევ ორი გასვლითი თამაში ჩაატარა და ჯაბასაც ორჯერ მოუწია, ოთხ–ოთხი დღით გამგზავრება, რაც დრო გადიოდა დაძაბულობა უფრო მატულობდა, ოღონდ ამაზე საუბარს რატომღაც ორივე ერიდებოდა და ცაცოს ეჭვი შეეპარა ღირდა თუ არა ეს ყველაფერი დაწყებად, როცა არავითარი პროგრესი არ ჩანდა, ისიც კი იფიქრა, რომ მართლა სეზონური გოგო იყო ჯაბასთვის, უბრალოდ განსხვავებული სეზონური გოგო, გული დაწყდა ან რას ელოდა? გოგოები კი ეუბნებოდნენ, სულელური ფიქრებით თავს ნუ იჭედავო, სამუდამოდ ხომ არ მიდის, ისევ ჩამოვა ზფხულშიო, ურთიერთობისთვის კიდე რამდენი ტექნიკური საშუალება არსებობსო, ცაცოს კი არაფრის გაგონება არ უნდოდა, მე უკეთ ვიციო დაიჩემა და მთელი ამ ხნის მანძილზე ჯაბას პირველად უთხრა უარი შეხვედრაზე, სამსახურშიც არ გამომიროო, მეორე დღესაც საქმეები მოიმიზეზა და მესამე დღესაც იგივე რომ განმეორდა თხოვნის მიუხედავად ჯაბა გარეთ დახვდა, გაბრაზებული და გაუგებრობით გაკვირვებული –რა ხდება? რატო გამირბიხარ? რა გჭირს? ჩვეულებრივად ჩაიხუტა ცაცო და შიშით ჩააშტერდა თვალებში, პასუხად მხოლოდ სიჩუმე და ცაცოს ცრემლიანი თვალები მიიღო და ყველაფერს მიხვდა, ისიც ბევრს ფიქრობდა რა იქნებოდა ორი კვირის მერე –ასე ნუ მომექცევი, სულ ცოტა ხანში წავალ და შენთან ყოფნის დღეებს ნუ წამართმევ სულელური მიზეზების გამო –დაბრუნდა ჯაბა, ყველა შიში დაბრუნდა, ახლა უფრო მეტია, არნახულად ბევრი... ჩემი ფიქრების მეშინია, უკვე მარტოობისაც მეშინია, სიჩუმის, როცა ფიქრებთან მარტო ვრჩები, საკუთარი თავის მრცხვენია, იმიტომ რომ იმაზე ვიწყებ სინანულს რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი იყო, არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა, ის რაც მე და შენ გვაკავშირებს... ის თუ მართალი არ არის, მაშინ აღარ ვიცი... აღარაფერი მესმის... –ჯერ ხომ აქ ვარ? წარსულს რატომ მიმაწერე? უკვე რატომ დანებდი? მერე რა რომ მივდივარ? სულ ხომ არ გტოვებ? ჩამოვალ ზაფხულში, გაიგე ახლა სხვა არაფერი შემიძლია, დიდი სურვილის მიუხედავად, გეხვეწები სულელურ ფიქრებს და შიშებს განვითარების უფლება არ მისცე, ცაცომ ცნობისმოყვარე გამვლელები შეათვალიერა და ჯაბას უთხრა, აქ ამაზე სასაუბრო ადგილი ნამდვილად არ არისო –ჩემთან წავიდეთ, ხელს არავინ შეგვიშლის, ზურა ნათიასთან და ლადოსთან ერთადაა წასული ბათუმში, ნანი და ავთო ისევ წყნეთში, სულ მარტო ვარ სახლში –არ მინდა შენთან, გაბრაზებული ბავშვივით ჩაილაპარაკა თავდახრილმა ცაცომ და ჯაბას გაეცინა, მერე გაბრაზდა, პირვანდელი ცაცო გააახსენდა, ყველაფერზე, რომ უარს ეუბნებოდა, ხელები მოხვია და ჰაერში ასწია, თვალები გაუსწორა, კარგა ხანია ასე აღარ მოქცეულა –ხომ იცი, რომ ცუდად იქცევი? –ვიცი... –ცაცო შენთან ჩხუბიც კი შეუძლებელია, საბაბს არ მიტოვებ, რომ რაიმეზე ვიყვირო, რა ადამიანი ხარ? –ახლა ხომ ყვირიხარ? ააფახურა შეშნებულმა ცაცომ თვალები და ჯაბამ მიწაზე დააბრუნა, მანქანის კარებიი გამოუღო და მკაცრად ანიშნა დაჯექიო –სახლში წამიყვან? მეამიტურად გამოუვიდა კითხვის დასმა ცაცოს, ჯაბამ გაიღიმა, ცაცომაც იცოდა რომ სახლში მიიყვანდა, მაგრამ ახლა სხვანაირად მოხდა ყველაფერი, ჯაბა უჩვეულოდ მოწყენილი იყო, საჭესაც აფორიაქებული მართავდა და იმის მიუხედავად, რომ ცაცოს დატოვება არ უნდოდა მორჩილად მიუყვებოდა მისი სახლის გზას... ჩვეულ ადგილზე გაჩერდა და მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა, ჩვეულებრივად ცაცო სწრაფად აღებდა კარებს და საოცარი სისწრაფით უჩინარდებოდა ცხრა სართულიანი კორპუსის უკან, ახლა კი ნერვიულად ათამაშებდა გასაღებს ხელში და ჯაბას დაბნეული თვალებით უყურებდა, შეცდომა კი ჯაბას მხრიდან, მისი სახლში მოყვანა იყო... თავისთან უნდა წაეყვანა, ცაცო წინააღმდეგი არ იქნებოდა, ნორმალურად დაელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ჯაბა შეძლებდა ყველაფრის ახსნას... ყველაფრის თქმას რაც აქამდე ვერ მოახერხა... –ხვალ ძალიან მჭირდები და არა მარტო ხვალ, საერთოდ... ცხოვრებაში ძალიან მჭირდები... ხუთ წუთიანი სიჩუმე ჯაბამ დაარღვია და ცაცომ სევდიანი თვალები რომ შეანათა და ჯაბას ძალიან მოუნდა მას და ცაცოს დედამიწა დაეტოვებინათ... –რა ხდება ხვალ? მშვიდად იკითხა ცაცომაც და ჯაბასკენ შებრუნდა, მის მარჯვენა ხელის მტევანს მისი პატარა ხელები დაადო და ალერსიანად გაუღიმა –გაემზადე ცხრისთვის გამოგივლი, სამსახურში ვერ მოგაკითხავ, არ მეცლება, ხომ შეძლებ? –ნუ თუ გჭრდები... –და კიდევ მაქ სათხოვარი თუ ძალიან ღორმუცელობად არ ჩამეთვლება, გეხვეწები რა ასე აღარ მოიქცე, აღარასოდეს, უმიზეზოდ აღარასოდეს მითხრა რომ არ შეგიძლია, თუნდაც ხუთი წუთი დამითმო, მე ხომ... ჯაბას სიტყვა ცაცოს თბილმა ხელის გულებმა გააწყვეტინა, რომლებიც ჩუმად მიეპარნენ ლოყებს და თვალები, ცაცოს მონატრებული თვალები –აღარ მოვიქცევი ასე, მეგონა უკეთ ვიგრძნობდი თავს უშენობას თუ შევეჩვეოდი, მე ხომ ეს მელოდება და ამას ვერ გავექცევი? მაგრამ უშენობა მერეც მეყოფა, მართალი ხარ, სანამ აქ ხარ ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ და მერე გაგიშვებ... გაგიშვებ უსიტყვოდ და სინანულის გარეშე... სიგიჟემდე არ მომენატრებითქო მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აღარ ვიცი, როგორი იქნება ცხოვრება უშენოდ... შენი თბილი ხელების, შენი ხმის და შაერთოდ შენს გარეშე, არ მინდოდა ასე მომხდარიყო... ჯაბას სუნთქვა რომ გაუხშირდა ცაცო მიხვდა ან რაღაც ძალიან კარგს, ან რაღაც ძალიან ცუდს აკეთებდა, გაჩუმდა, ჯაბას მთელი ძალით მოეხვია –მზად ვიქნები ხვალე ცხრისთვის, ამ სიტყვებით გადავიდა სწრაფად მანქანიდან და გაოცებულმა ჯაბამ თვალი გააყოლა, მერე მანქანა დინჯად დაძრა... სახლში უცნაური სცენა ელოდა ისედაც გაღიზიანებულ ცაცოს, ლალუკას ყოფილი თუ არა ყოფილი ქმარი ივიკო და სიახლე, ლალუკას მეოთხე ფეხმძიმობის შესახებ... ივიკო შერიგებას სთხოვდა, ლალუკა კი სასტიკ უარზე იყო, აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავსო, ცაცო ძალიან გაბრაზდა, ჯერ ივიკოს ასეთ არასახარბიელო, ნასვამ მდგომარეობაში ნახვა არ ესიამოვნა, გემრიელადაც გამოლანძღა, მერე ლალუკას ჯერიც მოვიდა, ისიც ზედ მიაყოლა და მშობლებთანაც მოუვიდა მცირედი კამათი, მერე შერცხვა, თავისი საქციელის, ცაცოს ერთი უცნაურობა სჭირდა, რაც არ უნდა მართალი ყოფილიყო, როცა მშობლებს ეხებოდა საქმე, ყოველთვის ჩუმდებოდა ახლა ვერ გაიგო რა დაემართა, მაგრამ ლალუკამ წყობილებიდან გამოიყვანა, ახალი ბავშვი, ახალი თავსატეხი, ახალი სარჩენი არსება მის ზურგზე, წყობილებიდან ძალიან გამოვიდა, ლალუკა ძალიან ბევრი ლანძღა და თვითონაც კი გაუკვირდა მისგან ამდენი სისატიკე, მაგრამ ამ გოგოს უტვინობას, უსაქციელობას, უდარდელობას და სხვებისთვის ცხოვრების გართულების შესაძლებლობასაც ისევე როგორც ცაცოს მოთმინებასაც საზღვარი ჰქონდა და ეს საზღვარი, იმ წუთას დაირღვა როცა ოჯახში მატების ცნობა გააცნეს ცაცოს, ხმამაღალი საუბრის და ერთმანეთის გულიანად დადანაშაულების მერე ცაცომ კარები გამოიკეტა, აღარ შემიძლია თქვენთან ერთ ჭერ ქვეშ ყოფნაო... და ლულუკას ძალიან თხოვა, ფეხების გაშლას რომ დააპირებ ძალიან გთხოვ შედეგების გარეშე გააკეთე ეს ყველაფერიო, თუ გოგოების ფეხბურთის ნაკრები გინდა გყავდეს სახლში, ჩემი იმედუ ნუ გექნებაო... ეზოში, რომ ჩამოვიდა ყველაფერი ეუცხოვა, ეზო სადაც მთელი ბავშვობა ქონდა გატარებული და რომლის ყველა დეტალს დახუჭული თვალებითაც კი დაგიხატავდათ, ხალხი, რომლებსაც მთელი მისი შეგნებული ცხოვრებაა იცნობდა, უცებ ისეთი უცხოები გახდნენ, რომ შეეშინდა, ბახტრიონის ქუჩა მართლა კამიკაძესავით გადმოკვეთა, რა ექნა აღარ იცოდა, სად უნდა წასულიყო? ახლა თავს უცხოდ არა მხოლოდ ამ ქალაქში გრძნობდა, თავი მთელს დედამიწაზე ეზედმეტებოდა და ხელის კანკალით ჯაბას დაურეკა –ვიცი უცნაურია, ერთი საათიც არ არის გასული რაც დამტოვე, მაგრამ შეგიძლია ისევ მოხვიდე? უბრალოდ აღარ ვიცი სად და ვისთან წავიდე, მარტო შენთან მინდა ახლა, შეიძლება??? ცრემლნარევი ხმით ეხვეწებოდა ცაცო და ჯაბა უკვე კიბეებზე ჩამორბოდა –რა მოხდა? თუმცა რა მნიშვნელობა აქ, გიგა არ არის ახლოს? არ დაურეკავ? სანამ მე მოვალ მარტო რომ არ იყო, მოვდივარ, აი მაქსიმუმ თხუთმეტი წუთი და შენ სახლთან ვარ –გიგა იაკოსთანაა, დავინახე ერთად, რომ მიდიოდნენ სადღაც, არ მინდა მათი შეწუხება, გოგოებთანაც არ მინდა –მოვალ მალე, ძალიან მალე, არ ინერვიულო არაფერზე, უკვე გზაში ვარ, ტელეფონი არ გათიშო და დამშვიდდი, გეხვეწები რა, თუ არ გინდა ავარაში მოვყვე გადაჭარბებული სიჩქარის გამო, აღარ გავიგონო რომ ტირიხარ... –ნუ მაშინებ, უყვირა ცაცომ ტელეფონში და მშვიდად, გააგრძელეს საუბარი, ჯაბაც ბგერის გავრცელების სისწრაფით გაჩნდა ცაცოსთან და ხუთი წუთი ცაცო მხოლოდ ეხუტებოდა ისე, რომ არაფერს არ უხსნიდა, მისი ტელეფონი კი გადაირია, ეკრანზე ციმციმებდა სახელი, მამიკო... –რა მოხდა? აიღე ტელეფონი და უთხარი, რომ აქვე ხარ და ჩემთან ერთად –არა! –ცაცო ცუდათ იქცევი, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო, ისინი შენი მშობლები არიან, ახლა ნერვიულობენ და არავითარი უფლება არ გაქვს ასე მოექცე, სულ იმას არ მეჩიჩინები, ნანის დაურეკე, ნანის გააგებინე, შენების გაფრთხილება არ დაგავიწყდეს... ახლა შენ როგორ იქცევი? ცაცომ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია და ჯაბამ ტელეფონი გამოართვა –გისმენთ ბატონო ბადრი, ცაცოს მაგივრად უპასუხა და ბადრი აშკარად დაიბნა –სად, სად არის ჩემი შვილი? რატომ მპასუხობ შენ, ან საერთოდ რატომ ხართ ერთად? –დამშვიდდით, ბუკიას ბაღში ვართ, აივანზე თუ გამოხვალთ ჩვენს დანახვასაც შეძკლებთ, არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ცაცო საშინელ დღეშია, მე მგონი სახლშიც არ უნდა ამოსვლა –შენ რა თქმა უნდა ეს გახარებს არა? –აბა მაგას რატომ ამბობთ ბატონო ბადრი? მე მგონი ასეთი მოპყრობა არ დამიმსახურებია –ბევრს ლაპარაკობ, ეგ დაწყნარდეს და სახლში ამოვიდეს, კონცერტებს ნუ მართავს, თავი მართლა დიდი ხომ არ ჰგონია? რას ქვია არ უნდა ჩემთან ლაპარაკი და სახლში ამოსვლა? –კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ დამშიდდეთ, ცაცოს მე მოვუვლი, არ ინერვიულოთ –შენ თუ მოუვლი რაღა მაქ სანერვიულო? ძალიან ირონიულად მოუვიდა ნათქვამი, ბატონ ბადრის და ჯაბამ სიმწრით გაუთიშა ტელეფონი –რა მოხდა აღარ იტყვი? მამაშენს ადამიანობის აღარაფერი აქვს შერჩენილი, შენ ასეთ მდგომარეობაშ ხარ? მოკვდა ვინმე? –სადმე წამიყვანე, აქედან შორს, ძალიან შორს, სადაც არავინ იქნება ჩვენს გარდა, ისე დავიღალე ყველაფრით... –მაგ სურვილს ვერ შეგისრულებ ჩემო შოშია, ახლა ძალიანაც მინდა ჩემთან წაგიყვანო, მაგრამ არ იქნება ეგ სწორი საქციელი, ვიცი მე ჩემი თავის ამბავი, ახლა შენ უნდა დამეხმარო, გავიგე სახლში არ გინდა, არც გოგოებთან არ გინდა, აბა სად შეიძლება რომ წაგიყვანო, შენც და მეც რომ მშვიდათ ვიყოთ? –ალეკოსთან, გაუნათდა სახე ცაცოს –მე მშვიდად უნდა ვიყო, შენ რომ ალეკოსთნ ერთად იქნები? გახუმრება სცადა ჯაბამ და ცაცოს მართლა გაეღიმა –ალეკო ჩემი ნათლიაა ჯაბ... ისე კი უნდა ვბრაზდებოდე ასეთ დღეში, სხვის ხელში, რომ მაგდებ, მაგრამ კიდევ ერთი ქულა შენს სასარგებლოდ, ჩვენი ერთად, მარტოების და თან ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არაფრით არ შიძლება, აი ალეკოს კიდე არც ცოლი ყავს, არც შვილი, ცხოვრობს მისთვის მარტო, დედა რა ჭკვიანია, არავიზე არ უნდა იზრუნო, ტვინს არ გიჭამს არავინ, მე ახლა დავრეკავ და შენ წამიყვან კაი? მოხასიათდა ცაცო და მის გვერდით მჯდომ ჯაბას როგორც უკვე წესად ქონდათ ქცეული ისე მიეხუტა, ზურგით და ფეხები გრძელ სკამეიკაზე აალაგა, ჯაბამ ცაცოს აივნისკენ გააპარა თვალი, ბატონი ბადრი უკვე უთვალთვალებდათ –მამაშენი გვიყურებს, ჩასჩურჩლა ისე თითქოს ეშინოდა, ბადრის არ გაეგო –ვაშავებთ რამეს? გაიკვირვა ცაცომ, ალეკოსთან საუბარი ხანმოკლე იყო, მოვალ, დამხვდი–თი, შემოიფარგლა და საგრძნობლად აუმღლა ხასიათი გაბრაზებულ ქალბატონს, ჯაბამ არც მას მერე კითხა არაფერი რაც მანქანაში ჩასხდნენ და ალეკო ნათლიასკენ გაემართნენ, სიჩუმე კარგი იყო, ჯაბა კი არაფრის დიდებით არ დატოვა ცაცომ, ჩემი ნათლია უნდა გაგაცნოო და ასე შედგა ტრიო ალეკო ნათლიის სახლში, ბადრისგან განსხვავებით აქ თბილი შეხვედრა მოუწყვეს საამაყო კალათბურთელს და ნათლულსაც გაუჯავრდნენ ამ კაცს როგორ მიმალავდიო, საერთო საკითხებს, რომ მორჩნენ მერე საჭირბოროტოზე გადავიდნენ და ახალ ამბებს გაფართოებული თვალებით ისმენდნენ ჯაბაც და ალეკოც, ახალი ამბების გაცნობა რომ დაამთავრეს, ორივემ ერთდროულად გამოცალეს ჭიქები –მერე მამაშენმა სახლიდან შენ გამოგაგდო ლალუკას მაგივრად? სიცილით იკითხა ალეკომ, თუმცა სასაცილოს ვერაფერს ხედავდა შექმნილ სიტუაციაში –კაი რა ნათლი, იქ გაჩერება უკვე აღარ შემეძლო, დავრჩები რა ერთი ორი დღით შენთან, ძაან თუ არ შეგაწუხებ –ეჰ, შენი დის ხელში მოგიწევს საერთოდ ჩემთან გადმოსვლა საცხოვრებლად, ეგენი მეოთხეზეც არ გაჩერდებიან... ხითხითებდა ალეკო და ჯაბამაც ვეღარ შეიკავა თავი, საპასუხოთ კი მუჯლუგუნი მიიღო ნეკნებში, ჯაბამ და ალეკომ ერთმანეთს შესაშურად კარგად გაუგეს, საუბრობდნენ კალათბურთზე, ალეკოს ძალიან ბევრი რამე სცოდნია ჯაბაზე და მის საქველმოქმედო ფონდს რომ შეეხო, ჯაბამ წყნარად თხოვა, ცაცომ არაფერი იცის და თუ შეიძლება ამ თემაზე არ ვისაუბროთო, ისე ფონდში ყველაფერი კარგადააო, ხომ იცით ძირითადად რომელი განხრითაც ვმოქმედებთო, სამზარეულოში გამწესებული ცაცო, რომ შემოუერთდათ და ისინი გაჩუმდნენ, ცაცომ რაღაცა იეჭვა, ჩემზე საუბრობდით ხომო და ჯაბას გვერდით მიუჯდა, ის კი ფეხზე წამოდგა და ჩემი წასვლის დროაო ისე სერიოზულად თქვა, შეწინააღმდეგების სურვილიც კი არ გასჩენია ნათლია–ნათლულს, ცაცომ გააცილა, გეგმები არ შეცვლილა ხვალ როგორც შევთანხმდითო, ჯაბაც ერთი გემრიელად მოეხვია, ასეთ სისულელეებზე აღარ ინერვიულო, ყველამ თავის თავს მიხედოსო, გემრიელად დაუკოცნა ლოყები, მანქანაში რომ ჩაჯდა ბატონ ბადრისთან დარეკა, გააფრთხილა ცაცო ალეკოსთან მივიყვანე და რამოდენიმე დღე იქ დარჩებაო, ბადრიმ კი აშკარა მადლიერების და საგრძნობლად გაზრდილი პატივისცემის გრძნობა შეძლებისდაგვარად მოთოკა, მადლობა ისე გადაუხადა და სასწრაფოდ გაუთიშა ყურმილი, ცაცო კი პატარაობას იხსენებდა, ალეკოს გულზე ედო თავი და ისე ელაპარაკებოდა ჩახუტებული –შე ჩუმჩუმელა გოგო, სად დაითრიე ცინცაძე? –რა სიტყვაა დაითრიე? ლაწირაკი ბიჭივით როდემდე უნდა ისაუბრო? ან რას ნიშნავს დაითრიე? თანაც მე კი არა, მან "დამითრია"... გაუბრაზდა ცაცო ნათლიას არც თუ ისე სახარბიელო ლექსიკონისთვის –ეგ გასაგებია, მარა უფლება ვინ მისცა??? –მოდი რა ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, გიგას საქმეები როგორაა? ხომ არ გაბრაზებთ? –არა, მშვენიერი ბიჭი გამოდგა, წილოსანს ბოლო თვეში სამი მძღოლი გაექცა და შენი ბიჭი ჯერ კარგად უძლებს, არც წილოსანს აქვს საყვედურები, ჯაბაზე საუბარს ძალიან კი გაურბიხარ, მაგრამ მასე არ გამოვა, მაინტერესებს ყველაფერი, რა ხდება, რა მდგომარეობაში ხართ, რას აპირებთ, მე ერთი იმის თქმა შემიძლია რო ძაან მაგარი ბიჭია, მისი ასაკისთვის, წარმოუდგენლად შემდგარი და ისეთ რაღაცეებზე დაფიქრებული, რაც თითქოს არ არის მისი საქმე –მაშინ მეც გკითხავ რაღაცეებს, მოსულა? სიამრთლე სიმართლეზე... ეშმაკურად გახედა ცაცომ –ეჰ, არ ვიცი, არ ვიციიი, ღირს თუ არა ჩემი საიდუმლოებების გამხელა იმის სანაცვლოდ რაც ისედაც შესამჩნევია? მხიარულად ახედა ჭერს მომღიმარმა, უკვე ალაგალა გაჭაღარავებულმა და მაინც ძალინ სიმპატიურმა ალეკომ –რა არის შესამჩნევი? ვითომ ვერ გაუგო ცაცომაც, გაბრაზებული სახით გასწორდა დივანზე და ნათლიას მიაშტერდა, მისი მხიარული სახე რომ დაინახა ძალიან კი უნდოდა სიცილი შეეკავებინა მაგრამ... –კაი რა ნათლი, რა არის სასაცილო? ახლა მართლა ორი აგური უნდა მეჭიროს ხელში და უმოწყალოდ უნდა ვიშენდე თავში, შენ და ჯაბა კიდე მაცინებთ –შენ რატო უნდა გეჭიროს ორი აგური? გულწრფელად გაუკვირდა ალეკოს –ორი აგური კი არა, ახლა ყველაზე კარგად უნდა იყო –ხო იცი როგორიც ვარ, არ შემიძლია კარგად ყოფნა როცა ლალუკა ასეთ დღეშია, არ შემიძლია კარგად ყოფნა, როცა ვიცი, რომ ორ კირაში გაფრინდება და მორჩება ყველაფერი, კარგად როგორ უნდა ვიყო, როცა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ აღარ ვიცი სადაა ჩემი სახლი, აღარ ვიცი რა და როგორ გავაკეთო! აღარ ვიცი რა ვქნა, რომ არ წავიდეს... ან ლალუკას ჭკუა როგორ ვასწავლო... შენ კიდე მეუბნები კარგად უნდა იყოო? როგორ? ამიხსენი, მასწავლე და ვიქნები დიდი სიამოვნებით, ასე ყოფნა არავის სიამოვნებს, ძალიან დასევდიანდა ცაცო და და ალეკომ ისევ მიიხუტა გულზე, შვილივით უყვარდა ცაცო და ახლაც როგორ ყოველთვის შვილივით ეფერებოდა –მამი (მიმართვის ასეთი ხერხი ქონდა ალეკოს), რა უაზრო ლოგიკა გაქვს? თითქოს ლალუკას შვილები შენი შვილები იყვნენ და კიდე ერთს ელოდებოდე, თუმცა ლალუკას პასუხისმგებლობის დონეს თუ გავითვალუსწინებთ, შეიძლება ასეც ჩავთვალოთ, მაგრამ იმ პატიოსან ბიჭს რაღას ერჩი? წავა და ჩამოვა ისევ, ან რატო ბრაზდები მასე? დიდი ხანია დაძვრებით ერთად? ისე გასაკვირი კია როდის ასწრებთ... –საქმეც ეგ არის რო წავა და კაცმა არ იცის თავში როგორი ტარაკანებით ჩამოვა, ან... –ცაცო მისმინე, ჯაბას კომპოსტირებას შეეშვი თუ გინდა, რომ თავში ნორმალური ტარაკანებით დაბრუნდეს, არა მგონია ერთმანეთის ცხოვრებაში დაგეგმილად გამოჩენილიყავით, საერთოდ გრძნობები გეგმებს არ ემორჩილება, არ არსებობს ერთ დღეს გაიღვიძო და გადაწყვიტო, რომ დღეს უნდა შეიყვარო, კი შეიძლება ასე გააკეთო ადამიანმა, მაგრამ გულწრფელი არ იქნები, ასე მოულოდნელად დაეცემოდი ჯაბასაც თაცზე, თოვლივით და ახლა რა გინდა, ხელი მოგკიდოს და იტალიაში წაგიყვანოს? დაფიქრდი აბა? ის გაბრაზებს, რომ ამას არ გთავაზობს თორემ იცი რო უარს ეტყვი, ვერ წაყვები, თანაც ახლა, ასეთ სიტუაციაში, ჯაბამაც იცის ეს... ნუ უბრაზდები, ამ დღეებით მაქსიმალურად დატკბი და დამიჯერე არსად არ გაგექცევა ეგ შენი ორმეტრიანი, თუ გაიქცევა და ყველაზე სულელი სპორცმენი იქნება... –ნათლი, შენ მე მეუბნებოდი უაზრო ლოგიკა გაქვსო? –სიმართლე თუ გაინტერესებს მამი, ლოგიკა არც უაზრო არსებობს და არც აზრიანი, ის უბრალობ ან გაქვს ან არა! –ეგ როგორ? –აი მაგალითად, მეშემიძლი ვთქვა, რომ... ნიანგი უფრო გრძელია ვიდრე მწვანე, იმიტომ რომ ის გრძელია ზემოდან და ქვემოდან, მწვანეა კიდე მარტო ზემოდან... ან შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მწვანეა ვიდრე ფართე, იმიტომ რომ მწვანეა სიგრძეზე და სიგანეზე, ხოლო ფართეა მარტო სიგანეზე, ცაცო ნათლიის სულელურ ლოგიკაზე იცინოდა და მერე დასერიოზულდა –ალე, ეს ძალიან რთულია? –რა ნიანგის ლოგიკის მსგვასი მაგალითების მოგონება? გაეხუმრა ნათლია –გიყვარდეს... რთულია? –გააჩნია შენ როგორ გინდა რომ იყოს მამი –არასდროგ გყვარებია? ან საერთოდ ცოლი რატომ არ მოგიყვანია? გაკვირვებული იყო თვითონ ცაცოც, ნათლიისთვის ეს არასდროს უკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მეგობები იყვნენ, ალბათ ეს იმის ბრალი იყო რომ ცაცო ამ საკითხზე არასოდეს დაფიქრებულა, ახლა კი... –იმ ასაკში როცა სიყვარლი და ოჯახია პრიორიტეტული კაცისთვის, მე ომში ვიყავი ნათლი... ომი კი სახუმარო თემა არაა, მთელი ცხოვრების მოუშუშებელი ტკივილია და არ ღირს ეს ტკივილი სულ უდანაშაულოს გაუყო, არ შეიძლება აიძულო ვინმე შენი სატკივარი გაიზიაროს, ოჯახი კი ამას თავის თავად მოიაზრებს, გაუყო ჭირი და ლინი შენ მეორე ნახევარს, მაგრამ როცა ცუდი უფრო მეტია შენს ცხოვრებაში ვიდრე კარგი მაშინ ოჯახის შექმნაც არ ღირს –მიზეზი მარტო ესაა? გამომცდელად იკითხა ცაცომ და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში შესამჩნევად დასევდიანებულ ნათლიას –არ არის საკმარისი? მე მეყოფა რაც ჩემ თავს გავუკეთე... ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, ქვეყანას ჭირდებოდა ასე და მე სხვანაირად მოქცევის უფლება არ მქონდა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ ვერ შევძელი ომის აჩრდილების მოშორება, ძალიან ბევრი სისასტიკე ვნახე მამი ამ ცოდვილ დედამიწაზე და ყველაზე მთავარი დავკარგე, სიამოვნების, სიყვარულის, სიხარულის და მსგავსი გრძნობების განცდის უნარი დავკარგე, აბა ჩემნაირ რთულ პიროვნებასთან რომელსაც იმდენი ჩონჩხები ყავს კარადაში გამომწყვდეული, რომ მისი გაღების თვითონაც ეშინია, რომელი ქალი იქნებოდა ბედნიერი? –გავიგე, მაგრამ მაინც... ვერ დავიჯერებ, რომ არასოდეს გყვარებია –მყვარებია, როგორ არა, ძალიანაც... –ანუ შეიძლება მთელი ცხოვრება მარტო იყო და ამას მაინც გრძნობდე? –შენ მარტო არ უნდა იყო მთელი ცხოვრება, მარტოობა საშინელებაა, როცა აღარ იცი მარტოობის საათები რითი შეავსო, სამსახურში რჩები გვიანობამდე, თითქოს ძალიან ბევრი საქმეები გაქ, სინამდვილეში კი სახლში, რომ მარტოობის ოთხი კედელი გელოდება იმისი გეშინია... –რა მოუვიდა სიყვარულს? –სიყვარულს არაფერი... სიყვარულის ობიექტი აფხაზეთთან ერთად დაიკარგა და საერთოდ ეს აუცილებელია? –რა? –წარსულში ქექვა აუცილებელია? ამბობენ წარსულის აჩრდილებს არ ყვართ როცა აწუხებენო, თან არც მე მსიამოვნებს დიდად ამის გახსენება –ანუ სიყვარული ყოველთვის ტკივილთან ასოცირდება და არა ბედნიერებასთან? –არა მამი, მასე არ არის, ტკივილს ის განიჭებს რომ ეს ბედნიერება ოდესღაც გქონდა და ახლა აღარ არის, სიყვარული კი არ შეიძლება ტკივილი იყოს –აფხაზი გოგო გიყვარდა? მაინც არ მოეშვა ცაცო და ალეკოც მიხვდა იოლად ვერ დაუძვრებოდა ნათლულს –კი ბატონო, მქონდა მაგის ბედნიერება –მერე? –მე ხომ ქართველი ვიყავი? –მაგით რისი თქმა გინდა, აფხაზები ქართველები არ არიან? აბა რისთვის იბრძოდი იმ დაწყევლილ ომში? –მე მისთვის მტერი და დამპყრობელი ვიყავი, შეიძლება პირადად მე მისთვის და მისი ოჯახისთვის არაფერი დამიშავებია, მაგრამ ჩემმა მოძმეებმა დაუშავეს და ეს ის დიდი უფსკრული იყო რომელზეც ხიდის გადება ვერ შევძელი, მე მისთვის მამის და ძმის მკვლელი ვიქნებოდი ყოველთვის, თუმცა რატომ ვიქნებოდი? ახლაც ვარ... –რა ერქვა? –უცნაური სახელი ქონდა, თვითონაც უცნაური იყო, საბიანა ერქვა, საბიანა აგირბა – მართლა რა უცნაური სახელია საბიანა, როგორ გაიცანი? –ეეე, ცაცო ხომ გთხოვე არ დაიწყოთქო? –მაინტერესებს! სად და როგორ მოხდა, რას გრძნოდი მაშინ და ახლა, ნუ რატომ არ ხართ ერთად მაგას უკვე მივხვდი, ან იმასაც უყვარდი თუ არა, რა გაკავშირებდათ ერთმანეთთან, საინტერესოა, თითქოს წიგნს კითხულობ, ერთი ადამიანის რეალური ცხოვების ისტორიას –სევდიანი ისტორიაა ეგ და არც მე ვარ ნიჭიერი მწერალი, ან მთხრობელი –რამდენ ხანს გააგრძელებ ჭირვეულობას? მკაცრად გახედა ნათლია ცაცომ, მანაც დანებების ნიშნათ ხელები ასწია და მერე თხრობა დაიწყო –ჩვენ ბატალიან "ავაზა" ერქვა, მაშინ სოფელ ლაბრაში ჩავედით, ასე გვანაწილებდნენ ხოლმე, ერთი ბატალიონი, ერთი სოფლის ან რაიონის დამცველად, გააჩნია რამდენად მრავალრიცხოვანი იყო ბატალიონი, დანაყოფები ერთმანეთს ხშირად არ ვეცვლებოდით, მაგრამ ყველას ჩვენ ჩვენი წესები ჩაგვქონდა ახალ დისლოკაციის ადგილზე და საბიანა მაშინ ვნახე პირველად, როცა ჩვენი ბატალიონის მეთაური ახალ წესებს აცნობდა ლაბრას მცხოვრებლებს, რომელთა რიგებშიც, თვალებ დახრილი და ირონიულად მომღიმარი, დაახლოებისთ ცხრამეტი–ოცი წლის გოგონა დავინახე, საოცრად ლამაზი, შავგრემანი, კუპრივით შავი თმებით, ცალ მხარზე რომ ქონდა ნაწნავი გადმოდგებული და გამიკვირდა, ასეთ დროს შიშის მაგივრად ირონიულად რომ იღიმებოდა, თვალები რომ გამისწორა თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ხელი მკრესო და თავი ძლივს შევიკავე, უკან რამოდენიმე ნაბიჯი, რომ არ გადამედგა, ვერ გეტყვი იმ მომენტში თავი დავკარგეთქო, მაგრამ გამიკვირდა, გამიკვირდა მისი სიძლიერე და ალბათ მაშინ პირველად ვინატრე, ნეტა მეც ასე შემეძლოსთქო, მიხვდა, მაშინვე შემატყო ყველაფერი და კმაყოფილს უფრო გაეღიმა, ჩვენმა მეთაურმა წესების ახსნა, რომ დაამთავრა და ხალხი იშლებოდა, ძალაუნებურად უკან ავეკიდე, როგორც ჩანს დედასთან ერთად იყო, რაღაც აფხაზურად გადაულაპარაკა, ვერ გავიგე, დედამ უსაყვედურა, არ გაგიგონ წესიერად ილაპარაკეო და გულისტკივილით ჩაილაპარაკა ახალი მეხარკეები მოვიდნენო.... –რა იგულისხმა მეხარკეები? გაუკვირვა ცაცომ –მაშინ ქვეყანა ქვეყანას არ გავდა და ჯარი ჯარს, საკვებით უზრუნველყოფილები არ ვიყავით და ჩვენც როგორ შეგვეძლო ისე გაგვქონდა თავი, მოსახლეობა გვიყოფდა ლუკმა–პურს, საბიანსათვის კი ჩვენ მეხარკეები, ანუ ის ხალხი ვიყავით, რომლებიც უმიზეზოდ უნდა ერჩინათ, სურვილის და მიუხედავთ, ნებით თუ არ მოგვცემდნენ, ძალით ავიღებდით, თან ჩვენთვის განკუთვნილ ნაწილს კი არა, რასაც ვნახავდით ყველაფერს –მართლა მასე იქცეოდით? –თავის მართლება არ მინდა, მამი, მე ეს არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ ხელი არ შემისლია სხვებისთვის –მაშინ მართალი ყოფილა –ვიცი და მაგიტომაც მატკინა გული მისმა ზიზღით ნათქვამმა სიტყვებმა, დედამ ისევ რომ დააშოშმინა, ხელი გაბეზრებულად აუქნია და საპასუხოდ უსაყვედურა, ესენი, მამებს, ძმებს და შვილებს გვიკლავენ, ბავშვებს გვიობლებენ, ქალებს გვიუპატიურებენ, მშვიდათ სიცოცხლის უფლებას არ გვაძლევენ და ჩვენ კიდე უსიტყვოდ უნდა ვარჩინოთო... ცხოვრებაში საკუთარი თავი პირველად მაშინ შემზიზღდა როცა გავაცნობიერე, რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი და იმ მომენტში იარაღი, რომ მქონოდა ალბათ თავს მოვიკლავდი... მომდევნო რამოდენიმე დღე სოფლის შესწავლას მოვანდომეთ და მარაგი რომ გამოგველია ჩვენც ხალხს მივმართედ დასახმარებლად, ჯგუფებად დავიყავით და როგორ ვთქვა ხარკის ასაკეფად წავედით, იმედი მქონდა, რომ მასთან მომიწევდა მისვლა, მრცხვენოდა და თავს დამნაშავეთაც ვგრძნობდი, მაგრამ მისი ნახვა ძალიან მინდოდა, არ გამიმართლა, ვერ მოვხვდი მის ოჯახში, თუმცა ნახვით კი ვნახე, გაცხარებული, გაცოფებული და იარაღ მომარჯვებული, საკუთარი სახლის ზღურბლზე, რომ იდგა და სამხედროებს, უფრო სწორად მტრებს სახლში შესვლის უფლებას არ აძლევდა, ზოგიერთი კაცი ვერ იქნება ისეთი გამბედავი, როგორიც ის იყო, ზიზღით სავსე უყურებდა ჩვენებს და მკაცრად აფრთხილებდა, დაკმაყოფილებულიყვნენ იმით რასაც აძლევდა, ხოლო სახლის ზღურბლს კი არ გადასცდენოდნენ, საკმარისი იყო ეზო, რომ წაუბილწეს მათი იქ დგომით, ომში მამი ნერვები ყველას მწყობრიდან აქვს გამოსული და ყველაზე მეტად რასაც მაშინ ვერ იტან დამცირებაა, ზიზღით რომ გექცევიან და შენ ვერ ხვდები ამის მიზეზს, მხოლოდ შენზე, რომ ფიქრობ და სხვისი არ გინდა გაიგო, ვერ ხედავ სიტუაციას მათი თვალებით, ჩვენი ბიჭებიც გაცხარდნენ, გოგო ამდენს როგორ უბედავდათ და კინაღამ საშინელება მოხდა, მისი გაფრთხილების მიუხედავად ბიჭებმა გეზი საკუჭნაოსკენ რომ აიღეს, საბიანამ ჰაერში ისროლა, ვეღარ მოვითმინე და ჩემს ბიჭებს ვთხოვე დამხმარებოდნენ, ყველა მართლა უგულო კი არაა ომში... ბოდიში მოვიხადე, ისიც დავტოვეთ რაც უნდა წამოგვეღო და შემდეგისთვის გაგვიმზადეთთქო ზრდილობიანად ვთხოვე, მაშინ გავეცანი... –მერე, რა მოხდა მერე? ვეღარ ითმენდა ცაცო –მერე უცნაური რამე მოხდა, ჩემთის უცნაური, რა დროს სიყვარულიათქო საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევათქო, რამდენიც არ უნდა მესაყვედურა საკუთარი თავისთვის, ფეხებს მაინც მისი სახლისკენ მივყავდი, როცა მორიგე არ ვიყავი ჩემი ნახვა მისი სახლის სიახლოვეს იყო შესაძლებელი და ბიჭებიც დამცინოდნენ უკვე –როგორ ხვდებით ხოლმე მამაკაცები სიყვარულია თუ უბრალოდ ვნება? შენ ხომ არაფერი იცოდი მის შესახებ, ანუ გარეგნულად მოგწონდა და მორჩა –მამი ადამიანს თვალები რისთვის მისცა ღმერთმა? ან ყურები? იმიტომ რომ დაინახოს და გაიგონოს, მე ვხედავდი როგორ იქცეოდა ის, მე მესმოდა როგორ საუბრობდნენ მასზე, მე მომწონდა რასაც ვხედავდი და ვენდობოდი ინტუიციას, არ ვუარყოფ შეიძლება ხანდახან ხორციელი სურვილები უფრო ჭარბობდა, მაგრამ ის მაინც სხვა იყო –გამაგებინე ამ სხვას როგორ არჩევთ? –ეს თევზაობასავითაა, თევზაობა კი ორი სახისაა, ერთი როცა სათევზაოდ მიდიხარ, კარგად თევზაობ, თევზი სახლში მიგაქვს და ოჯახის წევრებს უმასპინძლდები და მეორე, გასართობი თევზაობა, ის მიზანი რომ გაქვს ყველაზე კარგი თევზი დაიჭირო და მერე საძმაკაცოში იტრაბახო, გაიგე? –გასაგებია, შენ სახლში მოსაყვანი თევზის დაჭერა რატომ ვერ მოახერხე? –შესაბამისი სატყუარა არ მქონდა და მაგიტომ, თან თევზაობას სიმშვიდე უყვარს და აბა ომიანობის პერიოდში რომელ სიმშვიდეზე მელაპარაკები? ბევრი ცუდი რამე მოხდა –არც კი დალაპარაკებიხართ ერთმანეთს? არ ყოფილა ჩუმი შეხვედრები? სიყვარულის ღამეები? –კინოში ხომ არ გგონია თავი? ეს რეალური ცხოვრებაა, დიდი გოგო ხარ, უნდა ხვდებოდე, რომ რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა, ჩუმი შეხვედრები, არ ყოფილა, საუბრები იყო, არასახარბიელო, ყოველთვის მაგრძნობინებდა, რომ მისთვის რიგითი მტერი ვიყავი, რომელიც უბრალოდ კარგად ექცეოდა და უნდოდა თუ არა ამისთვის მადლობელი იყო, იმასაც ხვდებოდა რასაც ვგრძნობდი, რამოდენიმეჯერ მთხოვა ასე დაჟინებით ნუ მიყურებ, როცა ხალხში ვართ მაშინ მაინცო, მე კიდე სხვანაირად არ შემეძლო... თავიდან მშვიდად იყო ყველაფერი, მერე ღამის თავდასხმები გახშირდა და ძალიან შემეშინდა რაიმე არ მოსვლოდა, მისი ხასიათი რომ ვიცოდი უკან არაფერზე არ დაიხევდა, სულ მიკვირდა და მინდოდა მეკითხა მისთვის, ოჯახში მარტო ქალები რატომ იყვნენ, მერე გავიგე, რომ მისი მამა და ძმა აფხაზების მხარეს იბრძოდნენ და ამაზე კრინტი აღარ დამიძრავს მასთან, რომ მოვწონდი მაშინ დავრწმუნდი როცა დამჭრეს და სამედიცინო "პალატკაში" მომაკითხა, გაფართოებული თვალებით, მთელი ღამე ჩემ თავთან გაატარა და ვისაუბრეთ იმაზე რაზეც ადრე არ გვისაუბრია, ამ საქციელით თან თავი გაყიდა და საუბრით კი უკანასკნელი იმედებიც მომიკლა, ვხვდებოდი მასაც ძალიან უჭირდა, სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობა არ ყოფილა მამი, რომელსაც ყველაფრის დამარცხება შეუძლია, ან ზოგიერთებისთვის არ არის ასე, არც უცდია, არც უფიქრია ჩემი გულისთვის გადაებიჯებინა ოჯახისთვის და მართალიც იყო... სად წაეღო შელახული თავმოყვარეობა და უზომო სიამაყე? როგორ ეცხოვრა ხალხთან რომელიც აშკარად სძულდა? მე არაფერ შუაში ვიავი, მაგრამ ჩემს უკან ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იდგა, ყველაფერი მისი ძმის სიკვდილმა დააგვირგვინა, სახლში მოდიოდა თურმე და ჩვენმა ერთ–ერთმა ჯარისკაცმა ჟღენტმა მოკლა... –ოჰოო... –გაკვირვება ჯერ ადრეა, ხომ გითხარი საბიანა ამოუცნობი გოგო იყო, როცა გაიგო რა და როგორ მოხდა, მთელი აბოიმა დააცალა ჟღენტს, ღამის მორიგეობისას, მაშინ როცა მკვდარი ძმა ჯერ კიდევ სახლში ესვენა –კაცი მოკლა? –კაცი რომელმაც ძმა მოუკლა, ამაში გასაკვირი არაფერია, ძმის მკვლელი მისთვის ადამიანი არ იყო –მოკლა? კიდევ ვერ იჯერებდა ცაცო –მჰ, თავი დაუქნია ალეკომ –დილით ეს ამბავი, რომ გახმაურდა სახლი უკვე ცარიელი იყო, მისი ძმა ეზოში დამარხული და ის გაუჩინარებული... –მასე სულელურად დამთავრდა ყველაფერი? აღარც გიძებნია? –მოვძებნე, მშვიდობიანად გავაცილე სოხუმამდე, მოსკოვის თვითმფრინავშიც ჩავსვი დედამისთან ერთად და მას მერე აღარ მინახია, აღარც მიძებნია, აზრი აღარ ქონდა... ვძულდი გესმის, არა მარტო მისი ძმისთვის, იმისთვისაც ვძულდი, რომ ვუყვარდი, იმისთვისაც, რომ მას მერე რაც გააკეთა მესმოდა მისი და მაინც ვზრუნავდი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ვძულდი იმიტომ, რომ მადლიერების გრძნობას განიცდიდა ჩემს მიმართ და იმისთვისაც რომ იცოდა ვეღარასოდეს მნახავდა... –მე მეგონა სახალისო ისტორიას მოვისმენდი, უკმაყოფილოდ აარიდა თვალი ცაცომ და ცოტა დააკლდა რომ არ ატირებულიყო –რატომ არის ცხოვრება უსამართლო? რატომ გვაძლევს ბედნიერებას თუ უნდა წაგვართვას? –ახლა ჩემზე საუბრობ თუ შენ თავს გულისხმობ? –ორივეს! –არ ვიცი, ჩემო კარგო, ნიცშე ხომ იცი რას ამბობდა, ის რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო –არავინ იცის ნიცშე რას გულისხმობდა, ხორციელ თუ სულიერ სიკვდილს, ხანდახან ხორციელი სიკვდილი ჯობია სულიერ სიკვდილს, სიძლიერე კი აქ არაფერ შუაშია –მას მერე არავინ გყვარებია? კარგახნიანი სიჩუმე დაარღვია ცაცომ –შეიძლება გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ, მაგრამ ისეთი გრძნობები ჩემში არც ერთ ქალს არ გამოუწვევია, იყვენ როგორ არა, მარა იცი რაში იყო საქმე, მე მათ ჩემი სიყვარულის უფლებას ვაძლევდი, ძირითადად მასე ხდება ხოლმე, ერთს უყვარს მეორე კი ამ სიყვარულის უფლებას აძლევს –ბედნიერებისთვის ხომ ორივე მხარეს უნდა უყვარდეს? გაუკვირდა ცაცოს ნათლიას სიტყვები –შეიძლება განიცდიდე სიყვარულს იმ ქალის მიმართ რომელსაც შენ უყვარხარ –არ აგერიოს ნათლი, პატივისცემას, შეიძლება პატივს სცემდე და აფასებდე სხვა ადამიანის გრძნობებს –შეიძლება, მაგრამ თუ დაფიქრდები ესეც ერთგვარი სიყვარულია –სიყვარულს მრავალფეროვნება უხდება ნათლიიი... –ნეტა ერთი შენ რა იცი რა უხდება სიყვარულს? –დღეს მივხვდი რომ მასწავლეს, თან ძალიან კარგად მასწავლეს სიყვარული –არ დაკარგო, სისულელეების და ეჭვების გამო, არ დანებდე როგორც მე, ის ხომ დაბრუნდება... ჩემი გოგოსგან განსხვავებით –იცი შენ რა პრივილეგია გაქ? შენთვის ის ყოველთვის გოგო იქნება, მისთვის კი ყოველთვის ოცი წლის ბიჭი იქნები, დროზე გაიმარჯვეთ, ერთმანეთის სიბერეს და ნაოჭებს ვერ ნახავთ, სულ ისეთი გაგახსენდება, ცხრამეტი წლის, ირონიული ღიმილით და შავი ცალ მხარზე ჩამოშვებული ნაწნავით... –ეგ სულაც არ არი მამი კარგი, შენ გგონია სიყვარული ახალგაზრდობასთან ერთად მთავრდება? გგონია ამ გრძნობას ნაოჭები და ჭაღარა იპარავს? საქმეც ის არის რომ თუ ვიღაც მართლა გიყვარს შენთვის ის სულ ისეთია როგორიც შეიყვარე, ასაკის მიუხედავად და სენტიმენტალური ბებერივით მომივა ნათქვამი, მარა მთელ დარჩენილ ცხოვრებას გავცვლიდი ერთ წელიწადზე, წელიწადზე თუ ის ჩემთან იქნებოდა, ჭაღარა და ნაოჭებიანი, ასე მაინ შევძლებდი დაჯერებას, რომ ის მართლა რეალური პიროვნება იყო ჩემს ცხოვრებაში და არა ჩემი წარმოსახვის შედეგი, როგორიც ხშირად მგონია, როცა ვიხსენებ ხოლმე –გვიანაა, დავიძინოთ რა, დღეისთვის სევდიანი ისტორიების ზედმეტი დოზა მივიღე, ოთახიდან გამავალ ნათლიას ცამომ ჩუმად დააწია სიტყვები –მადლობა დღევანდელი დღისთვის, ბოდიში წარსლის აჩრდილები რომ დაგადევნე და გაგახსენე, ხომ იცი რომ ძალით არ მინდოდა, უბრალოდ ჩემ თავში გარკვევას ვცდილობ და როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებმა მიღალატეს რომლებზედაც იმედებს ყველაზე მეტად ვამყარებდი, ალეკო ოთახში შემობრუნდა და ცაცოს საწოლზე ჩამოუჯდა –რას ქვია გიღალატეს? –ხომ იცი, რომ მამიკოს გოგო ვარ? მამას კიდე ჯაბას სახელის ხსენებაც კი აღიზიანებს, კატეგორიული წინააღმდეგია იმისი რაც მასთან ხდება, ბოლოს მომიღებს ასეთი მდგომარეობა, დედაც მხარში უდგას –რა მოუვიდა შალვოვიჩს? რას უწუნებს ცინცაძეს? გულწრფელად გაუკვირდა ალეკოს –თავიდან მეგონა, რომ ეჭვიანოდბა, ჩემი დაკარგვის ეშინოდა, ახლა არ ვიცი რა ვიფიქრო, ახლა მე მგონი ის გონი, რომ დავიღალე ამდენი შრომით, გაჭირვებით და ჯაბას მდგომარეობა და შესაძლებლობები უფრო მომწონს ვიდრე თვითონ ის, არა და მასე ნამდვილად არაა, საკუთარი მამა რო მასე იფიქრებს სხვებზე რაღა უნდა ვთქვა? –სიბერემ სულ გამოალენჩა მამაშენი? ძალიან გაბრაზდა ალეკო –მე დაველაპარაკები, ხვალვე და თუ მართლა მასე ფიქრობს დამთავრდა ჩვენ შორის თითქმის ნახევარ საუკუნიანი მეგობრობა! შენ მაგაზე არ ინერვიულო, მამაშენმა რაც უნდა ის იფიქროს, მთავარია შენ ხომ ხარ მართალი? –დავიღალე იცი ნათლი, ყველას ცალ–ცალკე უნდა უმტკიცო რაღაც, ჯაბას მეგობრებს დიდად არ მოვწონვარ, ნუ მანდილოსნებს ძირითადად, სულ ვკამათობ მათთან, სახლში ყველა წუთს მითვლიან, სულ სტრესის ქვეშ ვარ, ჯაბას უკვე შეხსენებაც არ უნდა, რომ მაქსიმუმ თერთმეტზე სახლში უნდა ვიყო, ხანდახან მე რომ მავიწყდება თვითონ მახსენებს, მწარედ ჩაიცინა ცაცომ და ნათლიას მხარს ჩამოადო თავი –მართლა გიყვარს ის ბიჭი? –მართლა არ მეგონა ასეთი თუ იქნებოდა, არ მეგონა ამას თუ ოდესმე ვიგრძნობდი, არ მეგონა ასე თუ ვინმეს ვენდობოდი, ნატო დამცინოდა ხოლმე ყველაფერი მაშინ მოხდება როცა დაიჯერებ, რომ სიახლეები აღარ იქნება შენს ცხოვრებაშიო, მაშინ როცა იმ აზრსაც კი შეეგუები, რომ მარტოობის გერგო ბედისწერაო და იმაშიც კი დააჯერებ თავს, რომ ვერავინ პოულობს დედამიწაზე თავის ერთადერთსო, მართალიც აღმოჩნდა, არსაიდან გამოჩნდა, მხოლოდ ის მითხრა შენთან ყოფნის ამბიცია მაქვსო და მორჩა... –მასე ხდება ხოლმე ყოველთვის როცა საქმე რაღაც გენიალურს ეხება, მაშინ ყველაფერი მარტივია, ისე როგორც უნდა იყოს, ძილინებისა, მამი.... –ძილინებისა ნათლი... დადებულია ................................................................................................................... საშინელებაა, როცა ცუდ ხასიათზე იღვიძებ, მთელი დღე ცუდი წინათგრძნობა არ გშორდება, არც არაფერი ხდება, რომ ეს წინათგრძნობა, რამეს მიაწერო, საღამოსთვის რომ გინდა ყველაფერი კარგად იყოს და იმასაც, რომ ხვდები ეს ცუდი წინათგრძნობა ზუსტად იმ საღამოს აგიხდება, იცი, რომ რაღაც ცუდი მოხდება, მერე იმასაც ფიქრობ ამაზე ცუდი რაღა უნდა მოხდესო და ისიც გახსენდება, კარგზე კარგ არ დაილევაო, თურმე რთული სიტუაცია ყოველთვის შეიძლება გართულდეს... დილით სიჩუმემ გააღვიძა, უჩვეულო სიჩუმემ, ძირითადად ახმაურებული ქალაქის ხმები აღვიძებდა, აქ კი სამარისებული სიჩუმე იყო, თითქოს დაუსახლებელ კუნძულზე ეძინა, აი ქალაქ გარეთ ცხოვრების პრივილეგიაცო გაიფიქრა და ლოგინიდან წამოიზლაზნა, სამზარეულოში მაცივარზე ალეკოს წერილი დახვდა, მე ვმუშაობ, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახში, მიყვარხარ, ნათლიაო.... ყავა გაიკეთა და ეზოში ლამაზად მოწყობილ ფანჩატურში დაჯდა, გუშინდელი საუბარი თავიდან გაანალიზა, გოგოებსაც შეეხმიანა, მერე ჯაბამ დაურეკა, გაიღვიძეო, საღამოს დრეს–კოდი გვაქვს და კოქტეილის კაბა უნდა გეცვასო, ცაცოს გაეცინა, იქნება უფროსოო და ჯაბას გული ეტკინა მის სევდიან ხმაზე, მშეველელად ნინა მოევლინა, ათიოდე კაბით და მოზრდილი ზომის კოსმეტიკის ჩანთით, მოგვიანებით ნატოც შემოუერთდათ, გიომ მოაცილა და სანამ მოემზადებოდნენ, გემრიელად იჭორავეს, ნატო ხუმრობდა, რად მინდა ეს ახალგაზრდა გამოუცდელი გიოო, ნახე ალეკოს როგორი სახლი ქონიაო... მე ის ყოველთვის მომწონდაო... შაბათი მოკლე სამუშაო დღეა და ალეკოც დღის მეორე ნახევარში შეუერთდა გოგონებს, მათთან ერთად იმხიარულა და ისიც დაასკვნა, რომ სახლის გამხიერულება და გალამაზება ისე არაფერს შეეძლო როგორც მანდილოსანს... ჯაბამაც სპეციალურად ადრე მიაკითხა ცაცოს, გოგებიც ნახა, ნინას ზურამ მოაკითხა, ნატოს გიომ, ალეკო კი ხუმრობდა იშოვეთ ხომ ყველამ პირადი მძღოლებიო, ასეთ სიტუაციაში ცაცოს ცუდი წინათგრძნობები სულ დაავიწყდა, ბოლოს აღარც ახსოვს ასე კარგად როდის იყო, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ გული იმაზე დაწყდა, რომ ეს ყველაფერი ალეკოს სახლში ხდებოდა და არა მასთან, დედასთან და მამასთან, რატომ უგებდა ყველა უკეთესად ვიდრე მშობლები? ალეკოს კრინტი არ დაუძრავს ბადრისთან შეხვედრაზე, რომლითაც თვითონაც ისეთი გაკვირვებული იყო, არც კი იცოდა ცაცოსთვის ეს ყველაფერი როგორ ეთქვა, ყველანი ერთად წამოიშალნენ, ჯაბამ მოიბოდიშა, ყველას რომ ვერ ეპატიჟებოდა, ისიც მხოლოდ მიწვეული სტუმარი იყო, მანქანებში დალაგდნენ და ალეკო ჯაბას გაეხუმრა, მე ცუდი ნათლია არ ვარ, არაა საჭირო თერთმეტ საათზე მისი სახლში მოყვანაო, ცაცოს გასაღები მისცა, უბრალოდ შეიძლება დამეძინოს და შენით გააღეო, ჯაბას ჯი მაინც გამაფრთხილენლად დაუქნია თითი, გაუფრთხილდი იცოდეო –დღეს ძალიან ლამაზი ხარ! ვეჭვობ ნინას დამსახურება უნდა იყოს ეს ყველაფერი, თბილად უთხრა ჯაბამ მას მერე რაც მარტო დარჩნენ და ფრთხილად ჩამოაყოლა თითები ცაცოს მკლავს –აქამდე არ ვიყავი ლამაზი? –დღეს სხვანაირი ხარ, მაკიაჟით, ქუსლებით... –შენ არ მითხარი... –კარგია ცაცო ეს ყველაფერი, გააწყვეტინა დაბნეულს საუბარი ჯაბამ და ხელი ჩაკიდა –დამშვიდდი, ჩვეულებრივადაა ყველაფერი –დღეს მთელი დღეა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც ძალიან ცუდი –ცრუმორწმუნე როდის მერე გახდი? გახალისდა ჯაბა –უბრალოდ გუშინდელი ამბებისგან, სტრესი გაქვს და გგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს –იმედია მართლა ასეა მთაწმინდაზე ავიდნენ, რესტორნის ეზო სავსე იყო მაქანებით, ხალხით, მომსახურე პერსონალით, ჟურნალისტებით, ცაცოს დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ჯაბას ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, ხელები სულ გაეყინა ცაცოს, სანამ მანქანის დასაყენებლად რიგს ელოდებოდნენ –ახლა არ ინერვიულო ძალიან გთხოვ –იქ ჟურნალისტები არიან, ჩვენ მათ წინ უნდა გავიაროთ, შენ აუცილებლად გკითხავენ რაღაცას, ატყდება ერთი ამბავი ჩემზე, არ უნდა გაგეფრთხილებინე? ან რა ხდება? რას აკეთებენ აქ მთავრობის წარმომადგეენლები, ჯაბა ეს ცუდათ დამთავრდება.... –საქველმოქმედო საღამოა, გეხვეწები ჩემი ხათრით თავი მოთოკე, ძალიან გთხოვ –შევეცდები, მაგრამ ვერაფერს შეგპირდები –ძალიან ძალიან ლამაზი ხარ, ჩაუკრა თვალი ჯაბამ და ხელი გაუწოდა მანქანიდან გადმოსვლაში, რომ დახმარებოდა, რამოდენიმე ფოტოაპარატის განათებამ მაშინვე თვალი მოსჭრა ცაცოს, თუმცა ჯაბას მაგრად ეჭირა მისი ხელი და ამის გამო ცაცო ისე გრძნობდა თავს თითქოს ბავშვობიდან იყო მიჩვეული ასეთ სიტუაციებს, როგორც ყოველთვის ჯაბა ოდნავ წინ მიდიოდა, ცაცო კი ამაყად მიყვებოდა გვერდით, მორცხვად პოზირებდა ჟურნალისტებისთვის, ცდილობდა თვალები სულ დახრილი ქონოდა, მაგრამ მაინც ამაყად გამოიყურებოდა, ჯაბაც ხელს არ უშვებდა, გულში ნინას ლოცავდა მაღალ ქუსლიანების ჩაცმა რომ აიძულა, ასე ჯაბასთან არც თუ ისე პატარა ჩანდა, ჯაბამ რამოდენიმე ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, ყველამ სათითაოდ კითხა მეგზურის შესახებ, ისიც ამაყად პასუხობდა, ეს ცაცოა მეტრეველიო, დუდას და ბაიას გამოჩენამ ნერვიულობა საგრძნობლად შეუმცირა, მერე ზურაც რომ დინახა ეგონა მშველელი მოევლინაო, თითქმის სულ დაწყნარდა, ზურას ძალიან შინაურულად მოეხვია და მის ხუმრობაზეც მორიდებულად გაიცინა, ცაცო რას აკეთებ, მერე ყვითელი პრესა იტყვის, რომ ძმას გოგო წაართვაო, თავი შეიკავეო, გაეხუმრა ზურა –ასე არასდროს გამხარებია შენი დანახვა, ხელები მაგრად მოუჭირა ცაცომ, მერე გაახსენდა, ის ხომ ბათუმში უნდა ყოფილიყო –რატომ ხარ აქ? ლადო და ნათია დატოვე? –ვიჩხუბე ნათიასთან და გამომაგდო, ჩუმად გადაულაპარაკა ზურამაც –ისევ? რას ერჩოდი? –მე რას ვერჩოდი, თვითონ დაიწყო, მე მარტო ძველი დროის გახსენება შევთავაზე... ნუ მართალია ცოტა უცენზურო ფორმებში... მაგრამ... ნაწყვეტ ნაწყვეტ აღიარებდა ზურა და ცაცოს სახეზე ღიმილი თანდათან უფართოვდებოდა –ნუ იკრიჭები, დაუცაცხანა, გაბრაზებულმა ზურამ, როცა ჯაბაც მიუახლოვდათ და რესტორნისკენ გაუძღვა, ზურას დანახვა მასაც გაუკვირდა, თუმცა მიხარია შენი დანავაო და მერე ამიხსნი რაც მოხდაო... ბიჭები წინ მიდიოდნენ, ბაია და ცაცო უკან, როცა ლიკა შეუერთდათ, ორივე თბილად მოიკითხა, შესანიშნავ ფორმაში იყვნენ სამივენი, ბიჭებს კი დათო შეუერთდათ, გოგონები მაგიდასთან მიაცილეს, თვითონ კი მთელი დარბაზი შემოიარეს, ცაცომ პატარას ამბები იკითხა, ბაიამ ჩვენც ველოდებითო და მორცხვად შეიშმუშნა, ცაცოს გაეცინა –მე მეგონა ასეთ შეხვედრებს მიჩვეული მარტო მე არ ვიყავი, ახლა თქვენც რომ გიყურებთ, არც თქვენ უნდა გრძნობდეთ თავს კომფორტულად –ნუ რას ვიზამთ, ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ ჩვენც –ცნობილი კალათბურთელების უცნობი მეორე ნახევრები, დანარჩენები ან მოდელები, ან მომღერლები, ან ცნობილილი ჟურნალისტები, ან უნრალოდ გამოსული გოგოები არიან, ეს მარტო ჩვენ ვართ უცნობები და თან დიასახლისები, წაიწუწუნა ლიკამ –მე საერთოდ ხმა არ ამომეღება, არც მეორე ნახევარი ვარ და ნუ არც დიასახლისი –ეგ დროის საკითხია, თბილად გახედა ბაიამ ცაცოს –ისე ჯაბა ხომ მიდის ახლა? რას აპირებთ? დაინტერესდა ლიკაკო და ცაცოს რეაქციაზე მიხვდა, რომ არ უნდა ეკითხა –ბოდიში თქვენს საქმეში, რომ ვერევი, არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა –ლიკა სიამოვნებით აგიხსნიდი, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი, ამაზე არ გვისაუბრია, რომ დავაპირე ძალიან მთხოვა, ცოტა ხანი კიდევ გადავდოთ ეს რთული საკითხიაო და მეც გავჩუმდი, ამ დროს მაგიდას თამუნა მოუახლოვდა, რომელიც ანზორმა მოაცილა და გოგოებიც დადუმდნენ, თამუნას ზრდილობისთვის გამარჯობაო უთხრეს, თუმცა ის დიდი ხანი არ დარჩენილა ადგილზე, სულ ვიღაცეებს ესალმებოდა –ესენიც ჩვენთან უნდა დასხდნენ, გადაუჩურჩულა ბაუიკომ ცაცოს, მერე ორივემ სკამები გადათვალეს, სუფრა თხუთმეტ პერსონაზე იყო გაწყობილი –ეტყობა არა მარტო ესენი, ამოიხვნეშა ცაცომ –ეს გოგო ძალიან მაღიზიანებს, არ ვიცი რატო, უსიამოვნოდ გახედა ლიკამ ძალიან სერიოზული სახით მოსაუბრე თამუნას –აბა მე მკითხე? მისთვის ჩაილაპარაკა ცაცომ და გოგოებს გაეცინათ, შენ კი ნამდვილად უნდა გაღიზიანებდესო, როგორც იქნა საღამო დაიწყო და ბიჭებიც გვერდით მიუსხდნენ გოგონებს, ცაცო ზურას და ჯაბას შორის იჯდა, მოხსენებებით წარდგნენ იმ ფონდების ხელმძღვანელები რომელთა დასახმარებლათაც იმართებოდა საღამო, მერე სცენა მომღერლებმა დაიკავეს, მერე აუქციონი გაიმართა, დაჯილდოვება, საპატიო სიგელი ჯაბამაც მიიღო, ქველმოქმედების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ცაცოს ცოტა გაუკვირდა და ძალიან გაუხარდა, იქამდე ყველაფერი კარგად იყო სანამ სცენაზე ენაწყლიანი პოლიტიკოსები არ ავიდნენ და თავიანთი მჭერმეტყველობით არ დაიწყეს შეკრებილი საზოგადოების დამოძღვრა, ცაცოს ამის მოსმენა უბრალოდ არ შეეძლო და ვერც კი გააცნობიერა ისე იღიმებოდა, თითოეული გამომსვლელის მოხსენება უფრო და უფრო ამაღელვებელი და სიცრუით სავსე რომ იყო –რატომ იღიმები ასე ირონიულად ცაცო? დააბნია უცებ ცაცო ანზორის კითხვამ და ჯაბას გახედა, ჯაბაც ჩვეულებრივად უყურებდა, არც არაფერს ანიშნებდა და არც არაფერს თხოვდა, ანუ უფლება ქონდა ისეთი პასუხი დაებრუნებინა ანზორისთვის როგორიც უნდოდა –ანზორ, მე ერთხელ უკვე გითხარი, რომ იმაზე სასაცილო არაფერია, როცა პოლიტიკოსი მორალსა და ღირსებაზე იწყებს საუბარს, მე მგონი ამის გამეორება აღარ უნდა დამჭირვებოდა –და მაინც, თავის შეკავება პირადი ღირსების საკითხია, ჩაერია საუბარში თამუნა დ ახლა ხმამაღალი ღიმილი უკვე ლიკამ ვერ შეიკავა –პირადი ღირსება მარტო ჩვენ მოგვეთხოვება? მკაცრად გახედა ბაიამ, ლიკას რეაქციით წამოწითლებულ და გაცოფებულ თამუნას –ბატონებო თუ შეიძლება თქვენი მეუღლეები დააშოშმინეთ, მოუწოდა ბიჭებს ანზორმა –რა თქვეს ახლა ისეთი დაშოშმინება რომ სჭირდებოდეთ? –მეუღლეებთან ქცევის წესებიც თქვენ უნდა განსაზღვროთ? –აქაც გინდათ არა სადავეების ხელში აღება? მკაცრად გადახედეს და ერთდროულად შეუღრინეს ბიჭებმაც, გოგოებმაც ერთმანეთს და ბიჭებსაც კმაყოფილად გადახედეს –უპასუხე რაც გინდა, ოღონდ კორექტულობა არ დაგავიწყდეს, გადაუჩურჩულა ჯაბამ ცაცოს, ისე თითქოს კისერზე აკოცაო და ცაცომ ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა გაიგო, შემდეგგმა გამომსვლელმა საერთოდ იმდენი სისულელე ილაპარაკა, ღიმილი ბიჭებმაც ვერ შეიკავეს და ანზორი ძალიან გაბრაზდა, მის გაბრაზებულ, გამომეტყველებაზე ყველა წამიერად დასერიუზულდა –ეს მართლა უპატივცემულობაა, მკაცრად ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და თავი გაიქნია –ანზორ უპატივცემულობა იცი რა არის? რომ გგონიათ თქვენით დაიწყო ყველაფერი, რომ გგონიათ მადლიერები უნდა ვიყოთ და თავი თქვენი მონები უნდა გვეგონოს, მადლობას უნდა გიხდიდეთ ყოველ დღე და თქვენზე უნდა ვლოცულობდეთ და რის გამო ამას ვერ ვხვდები, პირადად შენ რა დამსახურება გაქვს ამ ქვეყნის წინაშე, რატომ უნდა იყოს ხალხი შენი მადლიერი? იმიტომ რომ ყოველდღე ატყვილებ ლურჯი ეკრანიდან, ყველაფერი კარგადააო? ახლა შეიძლება მკითხო შენ ვინ მოგცა ამ შეკითხვის დასმის უფლება, შენ თვითონ რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვისო, მე კი გიპასუხებ, რომ მე თუ არაფერი გამიკეთებია, არც მადლიერებას და არც არავის მონობას არ ვითხოვ, პირად ღირსებაზე, რომ საუბრობ შენ ღირსებს რა მოუვიდა? ვინ მოგცათ, თქვენ, პოლიტიკოსებს იმის უფლება თვალებში ნაცარი შემომაყაროთ, გაუგონარი ტყუილებით ამავსოთ, სულში ჩამაფურთხოთ, ღირსება წამართვათ, თავისუფალებაც ზედ მიაყოლოთ და კიდევ მე მითხრათ, რომ უსიტყვოდ ავიტანო ეს ყველაფერი? ანზორი ისე გასივდა სიბრაზისგან, ნემსი რომ დაგერჭოთ ბუშტივით გასკდებოდა, შეტევაზე ბაია გადავიდა –თუ ახლაც იმას მოიყვანთ მაგალითად, რომ დაქცეული ქვეყნიდან სამოთხე შექმენით, შესაშური ინფრასტრუქტურით, გზებით, დასასვენებელი კურორტებით და ფეშენებელური სასტუმროებით? ის აღარ გიკითხავთ შეუძლია კი ამ სამოთხეში მცხოვრებ ანგელოზებს ამ ყველაფრით სარგებლობა? თუ იმას იტყვით, რომ ეს ყველაფერი თქვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით გააკეთეთ? ვინ მოგცათ ამის საშუალება? უაზროდ გაზრდილმა გადასახადებმა და ვითომდა დახმარებებმა, რომელიც ქვეყნის ვალია, მამაჩემის, ჩემი, ჩემი შვილების, შვილიშვილების და ვეჭვობ ამით არ დამთავრდება ვალები, კიდევ ბევრ თაობას შეაწუხებს ეს საკითხი... ალბათ ადამიანი ხშირად თუ იმეორებს რომ კარგად გრძნობს თავს იმის მიუხედავათ, რომ სასიკვდილო სენი სჭირს, იჯერებს რომ მართლა კარგადაა, თქვენც ასე დაგემართად? სერიოზულად მაინტერესებს და თუ შეგიძლია მიპასუხე, მართლა ვერ ამჩნევთ რომ სიღარიბემ პიკს მიაღწია ქვეყანაში? იმ ლამაზ სახლებს და სასტუმროებს, რომლებითაც ასე ამაყობთ, თურქები, ირანელები, სომხები, აზერები და აღარ ჩამოვთვლი, რომ ეპატრონებიან ეს არ გადარდებთ? თუ თქვენს პირად ღირსებაზე ის არ მოქმედებს, ქვეყანას რომ ყიდით ნაწილ ნაწილებათ? ბაიკომ დუდას ხელის მოჭერა რომ იგრძნო გაჩუმდა, თუმცა ცაცომ გააგრძელა სათქმელი, რადგან დაიწყეს ბარემ ბოლომდე მიეყვანათ საქმე –უკაცრავად, რომელი ბრებდის სამოსი გაცვიათ? რა მარკის ავტომობილით მოძრაობთ? რამდენი გაქვთ პირად ანგარიშზე? ახლა მეტყვით რომ ეს ყველაფერი დეპუტატის ხელფასით გაქვთ? ხელფასით რომელსაც მე, მამაჩემი და ჩვენნაირი მომუშევარი ხალხი გიხდით, თუმცა არ ვიცი რისთვის... კარგია ჩემს ხარჯზე ცხოვრება, თქვენ პირად ღირსებას ის არ აწუხებს, ამდენი პრივილეგიებით რომ სარგებლობთ და ქვეყანაში წლის განმავლობაში ათასობით ბავშვი, მარტოხელა და უსახლკარო, რომ იღუპება? მიდით და იმ დედას უთხარით სამოთხეში გაცხოვრებთო რომელსაც შვილი შიმშილით უკვდება, სცადეთ აბა იმ მოზარდთან გასაუბრება რომელსაც ძალიანაც უნდა დასვენება იმ ფეშენებელურ კურორტებსა და სასტუმროებში, რომლებითაც ასე ამაყობთ, იქამდე მისასვლელი გზებიც არ დაგავიწყდეთ, ჩვენი ფულით გაკეთებული გზებით, რითი დაისვენოს? მიეცით თქვენ ამის საშუალება? ხო გოგოებო გამოგვრჩა, ახლა ხომ დენი, წყალი და გაზი ოცდაოთ საათიანი გვაქვს, დიდი მადლობა ბატონო, ოცდამეერთე საუკუნეში, თუ ეს ყველაფერი შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ მაინტერესებს აბა რისთვის გვჭირდებით თუ ამის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებთ? მონასავით რომ მიყურებთ და იმასაც კი ბედავთ რომ მიმითითოდ როდის როგორ ვისაუბრო ხომ არ დაგავიწყდათ ჩემი დაქირავებული ხელქვეითი, რომ ხართ? ამოუვა მალე ქვეყანას ყელში თქვენი ამდენი უსაქციელობა და თქვენს წინ მყოფების გზას გაგიყენებთ, რატომ გგონიათ, რომ თუ ერთხელ მოხვედით ქვეყნის მმართველობაში იქ სამუდამოთ დარჩებით? მაქსიმუმ რვა– ათი წელი, მერე? მერე როგორ აპირებთ ცხოვრებას სიძულვილით სავსე ქვეყანაში? ახლა უკვე ჯაბამ მოქაჩა ცაცო, ერთი უკმაყოფილოდ კი გახედა ცაცომ, მაგრამ გაჩუმდა, აქამდე ჩუმად მჯდარი ლიკაკო კი ალაპარაკდა –მარტო მატერიალურ თემებს რატომ ვეხებით? შიშის სინდრომით რომ დაავადდა საზოდაგოება ეგ არ არის კაცობრიობის წინაშე სასტიკი დანაშაული? ფული და ძალაუფლება რომ გიყვართ ეგ გასაგებია, მაგრამ სისხლის მსმელებიც რომ ხართ, მაგას რა ვუყოთ? თქვენი ოჯახები, რომ თავზე გვაზის მთელ ქვეყანას ეგ არაფერი, მაგრამ რატომ უნდა მეკრძალებოდეს მე, თავისუფალ ქვეყანაში მცხოვრებ თავისუფალ ადამიანს, გარკვეულ ადგილებში სიარული როცა იქ თქვენ ბრძანდებით? რატომ უნდა გივლიდეთ კილომეტრის გვერდს? როდემდე აპირებთ ჩვენი ძმების, მეგობრების, შვილების ხოცვას? საუკეთესო და უდანაშაულო ბიჭების? თქვენს პირად ღირსებას ეს არ აწუხებს? თქვენს შვილებს უნდა დაემართოს მაინც და მაინ რაღაც რომ გონება გაგინათდეთ? როდემდე აპირებთ ხალხის ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ტერორში ყოფნას? არ გეშინიათ რომ ერთ დღეს მოგიბრუნდებით და ძველებური ხერხით, უბრალოდ ქვებით ჩაგქოლავთ? ბიჭები გაოგნებულები უყურებდნენ გააფთრებულ გოგონებს, სადღაც ამაყობდნენ, რომ ასეთები იყვნენ, მათი სათქმელიც რომ თქვეს, მათ მაგივრად გული, რომ მოიფხაეს სიამოვნებდათ, მაგრამ გვერდითა მაგიდებიდან მოპყრობილი მზერა და ყურადღება კარგის მომასწავებელი არ უნდა ყოფილიყო –ყოჩაღ გოგოებო, არ მოველოდი ამდენს, გაოცებული უყურებდა ზურა ხან ერთს, ხან მეორეს და ხან მესამეს –ჩაგიტარეს პოლიტიკოსო? ბოლოც დაარტყა ანზორას და ჯაბამ ფეხი გაკრა ძმას მაგიდის ქვეშ, ბიჭებს კი ანიშნა წასვლის დროაო, სანამ ანზორს სკანდალი არ მოუწყვიაო, შვიდეული ფეხზე წამოდგა და დარბაზის ყურადღება მიიპყრო, გოგოებს კიდევ უნდოდათ რაღაცის დამატება მაგრამ აღარ გამოდიოდა, უკვე მართლა ზედმეტი იქნებოდა და შეიძლებოდა ბიჭებსაც პრობლემები შექმნოდათ და როგორც ყოველთვის ენას კბილი დააჭირეს, ზურასთან ერთად დატოვეს დარბაზი, ბიჭებმა დამშიდობების გარეშე იქაურობის დატოვება ცუდ ტონად მიიჩნიეს და ადრეული წასვლისთვის მოიბოდიშეს, ანზორას გვერდით რო ჩაუარა დათომ ვერ მოითმინა და გადაულაპარაკა, ცივი წყალი დალიე გიშველის და ამის მერე კარგად შეარჩიე მოპაექრეები, აბა შენ იციო და ანზორის მოთმინებასაც ბოლო მოეღო, სკამიდან რომ წამოხტა დათოს წინ დუდა და ჯაბა დაუდგნენ, ერთმა მარჯვენა და მეორემ მარცხენა მხარზე დაადეს ტორებივით ხელები და ახლა არ ღირსო მხოლოდ ეს უთხრეს, ჩვენ თუ არა საკუთარ რეპუტაციას მაინც გაუფრთხილდიო, მართალია წაქცეულს არ ურტყამენ, მაგრამ ოხ ამ ენას ძვალი ხომ არააქვს –ეჰ ჩემო ანზორ, ეტყობა დიდი ხანია თქვენი პარტიის საარჩევნო პროგრამისთვის არ გადაგიხედია, რა შესრულდა და რა არის კიდევ გასაკეთებელი, მეგობრულად დაარტყა დუდამ მხარზე ხელი –და კიდევ კარგი იქნება უცხო სიტყვათა ლექსიკონში პლურალიზმის განმარტებას თუ მოძებნი და დაფიქრდები როგორ უნდა გამოიყენოთ ის პოლიტიკურ ქმედებებში... დაუმატა ჯაბამაც, ბიჭებმა ერთ მწყობრში ჯარივით ფეხაწყობილებმა დიაგონალურად გადაკვეთეს სარიტუალო დარბაზი და მომღიმარ გოგოებს შეუერთდნენ –სასაცილოდ გაქვთ საქმე? –რა ამბები დაატრიალეთ? –სულ არ გიფიქრიათ ამას რა შეიძლებოდა მოყოლოდა? გაცოფებულები იყვნენ ბიჭები –აბა თქვენ ხართ რა, მაგარი ცოლები გყავთ და თქვენ კიდე... რას უბრაზდებით, მაგ დეგენერატს ვიღაცამ ხომ უთხრას სიმართლე? მართლა რომ არ იფიქროს ქვეყნის მშველელი ვარო... ერთი მაგის დედაც... და საერთოდ მაგათი დედაც.... გემრიელად შეიკურთხა ზურამ და ბიჭებსაც გაეცინათ, ისე გავდა დაშლა არ უნდოდათ და ლიკამ მათთან მიიპატიჟა ყველა, ზურამ უარი თქვა, მე ნამგზავრი და დაღლილი ვარო, ჯაბამ ჯერ ზურას დავტოვებთ სახლში და ჩვენით გამოვალთო, ცაცოს გასაღები ესროლა, მე დავლიე ცოტა და საჭესთან შენ დაჯექიო, მანქანებში დარიგდნენ და ჯაბას და ზურას გულიანად გაეცინათ ცაცომ რომ ფეხსაცმელები გაიხადა და ისე მიუჯდა საჭეს, ტყუილად იცინიხართ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებსო გააფრთხილა ცაცომ და თვითონაც გაეცინა ამ ბავშვურ საქციელზე, ზურამ ლადოს დაურეკა, როგორ ხართო, მერე ისიც კითხა წუნკალი დედაშენი სადააო და მის ყვირილზე ცაცო შიშისგან შეხტა –ოხ ეგ ჯიუტი თხა, ეგ... ეგ... ყვიროდა ზურა და თან მუშტებს ურტყამდა სავარძელს, როგორც იქნა გაუთიშა ტელეფონი –რა მოხდა? კითხა მაშინვე ჯაბამ –ჯიუტი, ჯინიანი, მე რას მეჯინავება, ან საკუთარ თავს... –ჰე ახლა აღარ იტყვი? –გააჩერე ცაცო, ტაქსით წავალ, სახლში აღარ მივდივარ –ბათუმში უნდა წახვიდე? –არა რა ბათუმში, ჩამობრძანდა ქალბატონი, უბრალოდ მე გამიმწარა დასვენება, მარტო იმისთვის წამოვიდა ჩემთვის რომ მოეწამლა ხასიათი, წამოვედი თუ არა წამობრძანდა ეგეც, თან ბავშვი მარტო დატოვა, თან თხოვა მამაშენს არ უთხრა რომ ვბრუნდებიო... ბოროტი ქალი, ეგ ბოროტი ქალი... –მერე სახლში უნდა დაადგე? –ეგ უკვე ჩემი საქმეებია, ეშმაკურად გაუღიმა ზაურამ ძმას და მანქანიდან გადმოვიდა, ცაცოს კარები გამოუღო, გემრიელად გადაკოცნა – ოქრო გოგო ხარ და ნათიასაც აუცილებლად გაგაცნობ ცოტა ხანში, ვატყობ ერთმანეთსაც ძალიან კარგად გაუგებთ, მიხარია ეს ჩემი ბედოვლათი ძმა შენნაირ კარგ გოგოს რომ შეხვდა, შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ უკვე ძალიან მიყვარხარ, მოეხვია ისევ მომცინარ ცაცოს –ნათიას ვეტყვი, რომ მე გიყვარვარ, სიყვარულში გამოტყდომის სცენასაც აუცილებლად მოვუყვები –ნუ ცუღლუტობ შე პატარა პოლიტიკოსა და ჭკუით იყავით!!! –შენ მოიქეცი წესიერად თორე ჩვენ მაგის შეხსენება არ გვჭირდება... თბილად წაეთამაშა ცაცო თმებზე და თბილად გაუღიმა... –ცუდათ მოვიქეცით, ამოიხვნეშა ჯაბამ, როცა ტაქციდან უკვე ხელს უქნევდათ ზურა –ვიცი, მაგრამ არ ვნანობ, ისეთი კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და გოგოებით ლამისაა ვიცეკვო, ვიღაცას ოდესმე ხომ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი? –რამე შევცავეთ ამით? გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება გადავიმტერეთ? ერთი კი არა ბევრი, საკმაოდ ბევრი, ირგვლივ ყველამ ყველაფერი გაიგონა –კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი მიკროფონთან გვეთქვა ყველას რომ გაეგო –ოჰოო, ორატორობის აზარტი გაგიჩნდა? საკმარისი იყო ის რაც გავაკეთეთ –მე ხომ გკითხე შემეძლო თუ არა ხმის ამოღება? წინააღმდეგი არ ყოფილხარ, თორემ კრინტსაც არ დავძრავდი –მშობლებს ელაპარაკე? უცებ შეცვალა სალაპარაკო თემა ჯაბამ, ცაცომ კი უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია –მერე და რატომ? –თუ აინტერესებთ სად და როგორ ვარ თვითონ მომიკითხონ –მამაშენს გუშინ ვუთხარი რომ ალეკოსთან მიგიყვანე, გამოტყდა ჯაბა და ცაცოს ურეაქციობამ გააკვირვა –გეწყინა? –არა –აბა რატომ არაფერს მეუბნები? –რა გითხრა კარგი ბიჭი ხართქო? –რამე მაინც მითხარი, ხომ იცი როგორ ვერ ვიტან სიჩუმეს –მე ისიც ვიცი რასაც სიჩუმეზე მეტად ვერ იტან, გაეღიმა ცაცოს... დათოსთან და ლიკასთან ბევრი ისაუბრეზ იმაზე, რაც მოხდა, სასიამოვნო იყო, რომ ყველას ერთი პოზიცია ქონდათ, გამოჯანმრთელებული ნამცეცა ხან ცაცოს ეკავა და ხან ბაიას, დედობის გაკვეთილები მჭირდებაო ხუმრობდა და ლიაკამაც დააიმედა ნუ გეშინია ყველაფერს თავისთავად ისწავლი, არც მე ვიყავი ბავშვების გამოცდილი მომვლელიო, ცაცოს კი ამ განხრით თითქმის აკადემიკოსის სტატუსი ჰქონდა... ბოლოს როცა ჯაბას წასვლის თემას შეეხეს სიტუაცია აშკარად დაიძაბა, არც ჯაბას და მითუმეტეს არც ცაცოს არ სიამოვნებდათ ამ საკითხის განხილვა, მეგობრებსაც არაფერი მიუძალებიათ და თითქმის სამი საათი იყო რომ დაიშალნენ... –ასე თავისულად, დროის კონტროლის გარეშე პირველად ხარ ჩემთან ერთად –ალეკოს დამსახურებაა –სახლში დაბრუნებას არ აპირებ? –ძალიან დაგღალე და მოგენატრა ჩემი თერთმეტ საათზე ბუდეში დაბრუნება? –ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ არ დაგაბრუნებდი სახლში –იქ ჩემთვის არ სცალიათ –სისულელეებს მოეშვი, მამაშენი ალბათ ადგილს ვერ პოულობს –რატომ ცდილობ ხასიათი გამიფუჭო? გაბრაზდა ცაცო –არ მინდა გაბრაზებულმა რაიმე შეცდომა დაუშვა, რაც არ უნდა მოხდეს, ოჯახზე უარი არ უნდა თქვა არავის და არაფრის გულისთვის, ხომ იცი რომ ლალუკას სჭირდები? ხომ იცი რომ მამას და დედას შენი იმედი აქვთ? ახლა უნდა უღალატო? რას ქვია შენთვის არ სცალიათ? იცი რატომ არ სცალიათ? იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად გაქვს და ადამიანები პრობლემებს იქ არ ეძებენ სადაც ისინი არ არიან, მერე რა რომ მამაშენს მე არ მოვწონვარ? თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ, უბრალოდ ცუდი გამოცდილება აქვს, ერთხელ იმედგაცრუებულია და ახლა არ იცის მე როგორ მომექცეს, მე მგონი ხვდება, რომ ლალუკას ბედ არ გაიზიარებ ჩემთან ყოფნით, მაგრამ შენი დაკარგვის შიში უფრო დიდია, ხომ იცის, რომ წაგიყვან, ადრე თუ გვიან მაინც წაგიყვან მისგან და ამ მომენტის გახანგრძლივება მაინც უნდა, გადადება თუ არა, შენ ხომ მისი სიხარულის სხივი ხარ? მე კიდე უცხო, რომელიც ამ სხივს ართმევს... –ჩვენ ადრე თუ გვიან წაყვანაზე არასოდეს გვისაუბრია, უხეშად გააწყვეტინა ცაცომ გაუგებარი საუბარი ჯაბას –ჩვენ არ გვჭირდება ამაზე საუბარი, ეს ხომ ისედაც გასაგებია, მესმის, რომ ასე უცებ ვერ მოვასწრებთ ყველაფრის მოგვარებას, მაგრამ ზაფხულში ხომ ისევ ჩამოვალ? –ერთი წლის მერე... არავინ იცის რა მოხდება ერთი წლის მერე! წახვალ იტალიაში, იქ თავბრუდამხვევი იტალიელი გოგოები დაგხვდებიან, ალბათ ახლაც მოუთმენლად გელოდებიან, მერე სადღა გაგახსენდება ამდენი პრობლემებით სავსე ერთი ჩვეულებრივი გოგო სახელად ცაცო... –მომწონს ეწვიანობის პირველი სცენა... გახალისდა ჯაბაა –ნუ იმას ვერ შეგპიდები, რომ მხურვალე იტალიელ გოგოებს არ გავეკარები, მაგრამ მაინ ხომ შენთან დავბრუნდები? –გულახდილობისთვის დიდი მადლობა, ძალიან დამამშვიდებელი ინფორმაცია იყო, გული ატკინა ცაცოს ჯაბას სიტყვებმა –ღმერთო რა შორს ცხოვრობს ნათლიაჩემი... ჩაიბუზღუნა მას მერე რაც სიჩუმემ ძალიან შეაწუხა –რატომ ნერვიულობ, მე ხომ ამის მიზეზი არ მომიცია? ხომ ხვდები რომ მარტო შენთან მინდა უკვე? უბრალოდ გარემოებები არ მაძლევს ამის საშუალებას? –მართალია, ამ ჩვენს თითქოს ამოუხსნელ ერთადყოფნაში შენსი ეჭვი არასოდეს შემპარვია, მაგრამ განშორება მაშინებს, თვალი თვალს რომ მოშორდებაო... ხომ გაგიგონია? ერთმანეთისკენ მიმავალი გზები რომ დავკარგოთ სანამ ცალ–ცალკე ვიქნებით, შენ რომ დაიღალო ჩემი ერთგულებით? მამაკაცები ხომ იღლებიან ამით? –ახლა მართლა ნუ მაშინებ, შენთან ვარ და მაინც ამდენი რამის გეშინია და აქ, რომ არ ვიქნები მერე ვინ იცის რამდენ სისულელეზე დაიწყებ ფიქრს? იქნებ მოეჭვიანე ცოლსაც დაემსგავსო? დღის ბოლოს ანგარიში მომთხოვო ვისთან, სად და როდის ვიყავი? არ შეიძლება ყველაფერი ძველებურად დარჩეს, მე მე ვარ, შენ შენ და ორივეს გვჯერა იმის რასაც ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ, ამის გაკეთება ასე რთულია? –მოვედით, უშველა თავს ცაცომ –მოვედით მაგრამ საუბარი არ დაგვიმთავრებია, კარები ჩაუკეტა ჯაბამ –ბავშვივით ნუ იქცევი, გამიღე! –მე თუ ბავშვივით ვიქცევი შენს საქციელს რაღა ქვია? –არ ვიცი.... –ხომ იცი რომ ყველაზე მეტად მაგ პასუხს ვერ ვიტან? იყვირა ჯაბამ და საჭეს მაგრად დაარტყა მუშტები, ცაცომ კი უცებ დამშვიდა, როცა მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა –ნუ იქცევი გალიაში გამომწყვდეული ცხოველივით, ამ სიტუაციაში, მე უფრო ბევრი სანერვიულო მაქვს ვიდრე შენ, პანიკას კი შენ ყვები... –აბა ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ერთმანეთს ვშორდებოდეთ და ეს ჩემი ბრალი იყოს –ჩვენ ერთად ვიყავით? გაუღიმა ცაცომ –ცაცო! ნუ მშლი ისევ ჭკუიდან, საერთოდაც ახლა ამ ბოლო დღეებში ნუ მოიქცევი ისე როგორც არასდროს მოქცეულხარ, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის... ზედმეტი სიტყვების გარეშე... უბრალოდ ვიცოდით და მორჩა, ეს ხომ ჩვენი ურთიერთობის ყველაზე დიდი პრივილეგიაა, ხომ გესმის ჩემი და გთხოვ ნუ მალაპარაკებ ბევრს, ნუ დაემსგავსები სხევბს, ნუ მაიძულებ იმას რისი გაკეთების საჭიროებაც არ არსებობს, ცაცომ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია, ხელები მხრებზე აუცურა და რომ მოეხვია ყურში ჩასჩურჩლა, დღევანდელისთვის მაპატიეო და ჯაბას გაეღიმა... ახლა მიხვდა ცაცო რამდენად მოენატრებოდა და რამდენ ხანს ვერ შეძლებდა მისი მაღალი ბიჭის ასე ჩახუტებას..... ................................................................................................................... ძალიან იშვიათად და თითქმის დეპრესიის ზღვარზე მყოფი ადამიანები ფიქრობენ ცხოვრებაზე ძალიან ბევრს, არ გადაიტვირთო თავი უაზრო ფიქრებით მაშინაა იოლი როცა ყველაფერი მეტ–ნაკლებად წესრიგში გაქვს, ან იცი რომ ყველაფერს აკონტროლებ, როცა საქმე გრძნობებს და ურთიერთობებს ეხება სიტყვა "კონტროლი" სასაცილოდაც კი ჟღერს... წესრიგს კი დიდი ქაოსი ცვლის და ფიქრობ არა მარტო საკუთარ გრძნობებზე და ურთიერთობებზე, არამედ სხვებისაზეც, ისევე როგორც ახლა ცაცო და დიდი იმედი აქვს, რომ ზურას ისეთივე სიბრაზე არ გაყვებოდა ნათიამდე და ყველაფერს მოაგვარებდა, მაშინ როცა შენც დაგთამაშებენ სიყვარულის აჩრდილები, გინდა რომ ყველა იგივეს გრძნობდეს, უკეთესად გესმის ის რაც აქამდე არ გესმოდა და შეიძლება, მაშინ ადრე, რაღაც სასაცილოდაც კი მოგჩვენებოდა, მაგრამ ახლა ცაცოს ძალიან უნდოდა ზურას უფრო მეტად არ გაეფუჭებინა ყველაფერი, იმის იმედიც ქონდა რომ შეძლებდა მისთვის ყველაფერი გასაგებად აეხსნა და მარტო ხომ ხვდებით არ შემოფარგლულიყო, საერთოდ ხშირად აინტერესებდათ დაქალებს, ქართველ ბიჭებს გრძნობებზე ლამაზად საუბარი რატომ არ გამოსდიოდათ, რატომ უნდა მიმხვდარიყავი ყველაფერს შენით? თუმცა რატომ დავეტაკე მარტო ქართველებს? იქნებ არც სხვა ეროვნების ბიჭებს შეუძლიათ ამ გრძნობების ლამაზად გადმოცემა და იმათაც მარტო უნდა მიუხვდე? შენ ხომ მამკაცი არ ხარ? როგორ უნდა მიუხვდე???? მაშინ როცა ისედაც დაბნეული ხარ... სანამ ტაქსი ნათიამდე მიიყვანდა, ზურა მისთვის გაბრაზებული ბუზღუნებდა და ტაქსის მძღოლს მის ადეკვატურობაში ეჭვიც რამოდენიმეჯერ შეეპარა, მაგრამ ეჭვები მისმა სოლიდურმა ჩაცმულობამ ნაწილობრივ გაუფანტა, რაშიც იყო საქმე მაშნ მიხვდა, როცა მისი ბუძღუმიდან შინაარსი გამოიტანა, თავისთვის ჩეცინა, ზურაზე კი არა, იმაზე გაეცინა ხანდახან როგორი უსუსური შეიძლება გაგხადოს ქალმაო და როგორ გამოგიყვანოს წყობილებიდანო, მერე ისიც აღმოაჩინა მისთვის, რომ ქალის გარდა მამაკაცისთვის ასე ნერვების მოშლა არაფერს შეეძლო, ფეხბურთსაც კი... მანქანიდან, რომ გადადიოდა და ფული რომ მიაწოდა წარმატებები ძმაოო, ზურგს უკან დააწია სიტყვები და ზურა ისე შემოუბრუნდა თითქოს ტაქსისტს ყველაზე სასურველი სიტყვები ეთქვა მისთვის, მერე ძმურად გეხვეწები, პასტა და ფურცელი თუ გაქვს მომეციო თხოვა და ტაქსისტმაც გაკვირვებული სახით გაუწოდა ნანატრი ნივთები, ზურამ ბარაქიანი ღამე უსურვა გამამხნევებლად მომზირალ ტაქსის მძღოლს და ნადარბაზოს პირველი სართულის ცივ საფეხურზე ჩამოჯდა, სასაცილოდ უქნევდა ხელს სენსორილ ნათურას, რომელიც რამოდენიმე წამში ისევ ქრებოდა და ზურა ძლივს ასწრებდა რაღაცის ხატვას... როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა და მესამე სართულზე ფეხი ძლივს აითრია, საათს დახედა, ისე ჩაისუნთქა ფაერი, თითქოს ცოტა ხანში ამის საშუალება აღარ მიეცემოდა და საჩვენებელი თითი ზარის თეთრ ღილაკს მიაჭირა, ნათიას ფეხის ხმა გაიგო, ამ ხმას კარების გაღება რომ არ მოჰყვა გაეცინა –შე ჯიუტო და ბორტო ქალო გააღე კარები, ვიცი რო სახში ხარ –გამყიდველი... მოისმა კარების მეორე მხრიდან ნათიას გაბრაზებული ხმა და კარების გაიღო, ზურას კიდე ახლა უფრო გაახსენდა ასე ძაან რატომ უყვარდა ეს ქალი, უკვე ამდენი წელი... არა მარტო იმიტომ, რომ ყველაზე ძვირფასი საჩუქქარი აჩუქა ცხოვრებაში და შილის სიყვარული გამოაცდევინა, არა... ზუას მძინარე და სახლის, შინაური ნათია უყვარდა, თმებ გაწეწილი და მოუწესრუგებელი, მერე გაახსენდა ის წლები, როცა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვის ბედნიერება ყოველ დღე ქონდა და თავს ახლა იმისთვის საყვედურობდა, რომ იმისთვის დაშორდა რაც მასში ყველაზე მეტად უყვარდა.... ნათიას სიტყვაც კი არ უთქვამ ისე მოეცალა და შემოსვლის უფლება მისცა, ისიც უსიტყვოდ შევიდა, ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო ხომ გაგიგონიათ და ზურაც სამზარეულოსკენ გაემართა როგორც ყოველთვის, ნათიას კი მის დაბნეულ გამოხედვაზე გაეღიმა, იმაზეც რომ ზურა ფეხებს ისევ სამზარეულოში მიყავდა როგორც ყოველთვის –როგორ დატოვე ბავშვი მარტო? ძალიან მკაცრად იკითხა ზურამ მას მერე რაც მის ჩვეულ ადგილას მოკალათდა, ნათიამ მოწიკწიკე საათს გახედა, პირველი სრულდებოდა და კეფა ნერვიულად მოიქექა –აქ ამ შუაღამისას ამის საკითხავად მოხვედი? ირონიული გამომეტყველებით კითხა კარების კიდეს მიყრდნობილმა ნათიამ და თვალი გამომცდელად შეავლო –ან რომელ ბავშვზე მეკითხები, შენი განებივრებული შილი არ არის? მამას ალი კვალი? არ დაიკარგება, თან ძმაკაცებმა ჩამოაკითხა, მე ხელს ვუშლიდი –ბოტორი და ჯიუტი ქალი ხარ, გამეორა ზურამ, ნათიამ კი თავი დახარა და ზურა ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად გადავლილმა წამიერმა ღიმილმა უფრო გააბრაზა –იცინე იცინე და ვის ეჯინავები? ვის ებოროტები? –დალიე რამე? ჩვეულებრივად კითხა ნათიამ –თუ მოწიე? კიდევ ანებივრებ თავს ასეთი რაღაცეებით? შენს ასაკშ? ეს უკვე საშიშია –გოგო ჭკუიდან ნუ გადაგყავარ, რატომ მიმწარებ ცხოვრებას? შვილთან ერთად დასვენების საშუალებაც არ მომეცი –სამაგიეროს გიხდითქო რომ გითხრა დამიჯერებ? –რისთვის? რა დავაშავე ასეთი სისასტიკის ფასი? –საქმეც ეგაა რომ ვერ ხვდები, მწარედ გადაიქნია თავი ნათიამ და ზურას ზურგი შეაქცია, ხვდებოდა, როგორ არა რისთვისაც ისჯებოდა, მაგრამ მაგის აღიარებას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა, უფრო იოლი იყო ეჩხუბა, ეყვირა და ყველაფერში მაინც ნათია დაედანაშაულებინა, ახლა კი გულმა აღარ გაუძლო მიხვდა რომ ნათია ტიროდა, ტიროდა ისევ მის გამო, ის რომ ზურა არასდროს აძლევდა მას სრულყოფილი ცხოვრებით ცვოვრების საშუალებას, ოფიციალურად აღარ იყვნენ ერთად, ერთად არ ცხოვრობდნენ და ზურა მისი ცხოვრებიდან არ წასულა, არც ის გრძნობები დაკარგულა რასაც მის მიმართ გრძნობდა და ზურაც მიხვდა, რომ საყვარელ ქალს, ქალისთვის ყველაზე დიდი ბოროტება გაუკეთა, საუკეთესო წლები წაართვა და ახლა ცოდვების მოსანანიებლად მისულმა ისევ ატკინა, ისევ აუშალა ნერვები, ისევ აატირა და დამნაშავესავით წამოდგა ფეხზე, ნათიან ხელი რომ შეახო, მან უხეშად მოიშორა, მაგრამ ზურა მაგრად მოეხვია, როგორ უყვარდა და ენატრებოდა ასე მისი მიხუტება, მხრებს რომ უკოცნიდა ხოლმე და ნათია ბავშვივით რომ იცინოდა –მაპატიე რა ყველაფერი მაპატიე, ჩემი სისულელ მაპატიე, შენი დანგრეული ცხოვრება მაპატიე... მაპატიე ის რომ ვერ შევძელი შენი ოცნებების ახდენა, მაპატიე რომ გოგო არ გვყავს, ვიცი როგორ გინდოდა გოგო გვყოლოდა, მაპატიე რომ ვერ გაგიფრთხილდი, ის ტკივილი მაპატიე რომელზეც მე წარმოდგენაც არ მაქ, ყველა შენი ცრემლი და საერთოდ ის მაპატიე, რომ შენს ცხოვრებაში გამოვჩნდი შენს საწამებლად, იქნებ ჩემს გარეშე ის საუკეთესო ყოფილიყო და ამდენი ტკივილი არ გენახა... –ზურა, შენს გარეშე ჩემი ცხოვრება ხომ ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა? მე ხომ ყველაზე საყვარელი ადამიანი არ მეყოლებოდა შენს გარეშე? მართალია შენს გამო ბევრი ცუდი ვნახე, მაგრამ კარგიც ხომ იყო? მე ხომ მართლა ბოროტი ქალი არ ვარ, მარტო ცუდის დამახსოვრება რომ შეუძლია? ვიცი ძალით არაფერი გინდოდა, ისიც ვიცი, რომ გიყვარდი, უზომოდ და იცი რაზე მწყდება გული, უბრალო სირთულეებმა, რომ შეგაშინა, მე ხომ უაზროდ მჯეროდა შენი.... ამან იმედგაცრუებას უფრო მეტი სიმწარე შესძინა, მეტი არაფერი, შენ კარგი მამა ხარ ჩემი... ჩვენი შვილისთვის, გამოასწორა უცებ ნათიამ და ზურას გვერდულად ამოხედა –მაპატიებ ყველაფერს? თუ ეს ყველაფერი იცი, ხომ შეგვიძლია ყველაფერი დავიბრუნოთ? არ შეიძლება არ მიმხვდარიყავი ამ წლების განმავლობაში, რომ შენი სივარული არ შემიწყვეტია, ახლაც უნდა ხვდებოდე, რომ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე მაშინ, ცხრამეტის რომ იყავი და დედას სახლიდან ეპარებოდი მე რომ გენახე –იმედგაცრუებას რა ვუყო ზურა? წყენას და შეურაცყოფას? შელახულ თავმოყვარეობას? სად წავიღო? –ვუშველი ნათი, ყველაფერს ვუშველი, შენ ოღონდ მითხარი, რომ ვუშველო და მე მოვიფიქრებ როგორ გამოვასწორო ყველაფერი... ნათიამ უხეშად მოიშორა ზურას ხელები და მისაღებ ოთახს შეაფარა თავი, ფუმფულა მდინის, ფუმფულა ბალიშ ჩაიეხუტებინა და ისეთი დაბნეული თვალებით იყურებოდა, რომ ზურას შეეცოდა, ნათიას თუ სიტყვები აღარ ყოფნიდა, მაშინ საქმე ძალიან ცუდად იყო და ზურამ ეს შესანიშნავად იცოდა, ახლაც ასე დამუნჯებულ სიტუაციაში რომ ნახა, მიხვდა, ის რაეას ითხოვდა ძნელი მისაღები იყო, ძალაინ ძნელი, უსიტყვოდ მიუახოვდა და ჟურნალების მაგიდაზე რვეულიდან ამოგლეჯილი ფუცელი ფრთხილად გაუცურა –ეს ჩემი სახლის გეგმაა და შენი როგორც არქიტექტორის რჩევა მჭირდება, აქ ყველაფერია, რისი თქმაც ვერ მოვახერხე, აი ამ უაზრო კაცის ფიგურას ხომ უყურებ? –ასე უაზრო არ ჩანს, მხრები აიჩეჩა ნათიამ –დამიჯერე უაზროა, ზურა ქვია მაგას და მაგ უაზრო ზურას დიდი სახლი უნდა დიდი სამზარეულოთი, მთელი ოჯახი რომ ერთად საუზმობდეს ისეთი, იმიტო რო ბევრი შვილებიც უნდა, ნუ კიდევ ორი მაინც... ნახე ის მისაღებში ბუხარი უნდა რომ გააკეთოს, იცი რატო? აი იმ ჯიუტი ქალის ფიგურასაც ხომ ხედავ? –არც ის ჩანს ჯიუტი, ისევ გააწყვეტინა ნათიამ –დამიჯერე მე უკეთ ვიცი, ჯიუტია, ხო და მაგ ჯიუტი ქალის ოცნება ოყო სახლში ბუხრის ქონა და იმ უაზრო ზურას პირველივე შეხვედრაზე უთხრა ამის შსახებ და იმ უაზრომ ბევრი იცინა, მერე წლები რომ გავიდა მიხვდა, თვითონაც უნდოდა, იმ ჯიუტ ქალთან ერთად ბუხარი ქონოდა... მე ამას დაგიტოვებ, იფიქრე თუ არ შეგეზარება, მეორე გვერდზე ისიც წერია წლების მერე რატომ მიხვდა ამ ყველაფერს და ბოდიშსაც უხდის ის უაზრო, რომ იმის ძალაც კი არააქვს ეს ყველაფერი ხმამაღლა თქვას... ახლა მე წავალ... უაზრო კაცის ტელეფონი იცი, მისამართიც... –ყოველთვის უნიჭო მხატვარი იყავი... დაეწია ნათიას სიტყვები კარებში გამავალს და ზურა მომენტალურად შემოუბრუნდა –მასწავლე... ყველაფერი მასწავლე, ახლა უფრო ბეჯითი მოსწავლე ვიქნები, ჩაიმუხლა ნათაის წინ და მისი ხელები ლოყებზე დაიდო –მითხარი რო შეგიძლია, მითხარი რო შენც გინდა, მითხარი რა ნუ ხარ ჩუმად –შენ თქვი რომ ყველაფრის დაბრუნება გინდა, მე კიდე ახლის დაწყება მირჩევნია... ზურა ფეხზე წამოხტა, ჟურნალების მაგიდას ფეხი ნერვიულად გაარტყა, ნათიას კი ისეს შეუმჩნევლად ჩაეციან –ბოლომდე მოსმენის უნარი არასდროს გქონია, ახლაც უაზროდ წამოხტი, გაბრაზდი ისე, რომ არც დამამთავრებინე, შენში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი უაზრო და უნებისყოფო ხარ... მე ხომ არ მითქვამ სხვასთან თქო? ზურა ისვე მოუბრუნდა –ანუ? –ანუ ამას ლადოს როგორ ავუხსნით არ ვიცი –რას ავუხსნით? ვითომ ვერ გაიგო ზურამაც –იმას რომ დაიკო ეყოლება ალბათ ცოტა ხანში, მამამისი თუ ოდნავ გამბედაობას გამოიჩენს და როგროც რთულ სიტუაციებში შტრერდება ხოლმე, ახლაც არ გაშტერდება... მე ჯერ კიდევ მინდა გოგო, ჩემდა გასაკვირადაც კი აღმოჩნდა, რომ დედამიწაზე ერთადერთი კაცია, რომელსაც ჩემი გოგოს მამობის უფლება და საერთოდ ჩემი შეხების უფლება აქვს –სერიოზულად? დაუჯერებლად იკითხა ზურამ, ნათიაც ფეხზე წამოდგა, ზურას უნიჭო ნახატიც ხელში ქონდა და ცხვირწინ აესვეტა გაოგნებულს, მხრებიც უღონოდ აიჩეჩა და როგროც მაშინ შეყვარებულობის დროს იცოდა ისე მიეხუტა, პატარა კნუტივით –სერიოზულად ზუ... სერიოზულად, როცა გვერდით მყავხარ ყველაფერი მავიწყდება, ისევ ცხრამეტი წლის შეყვარებული გოგო ვხდები, ქარის ზუზუნი, რომ ესმის მარტო თავში, დედამიწაა მაშინ ჩემი სახლი და შენ ჩემი ბუხარი, წლებია ასეა და აქამდე თუ ვერაფერი შევცვალე, აწი შეცვლის მცდელობასაც კი აზრი არააქვს, აღმოჩნდა რომ ამ ჯიუტ გოგოს, ჯიუტი გული აქ, რომელსაც ჯიუტად უყვარს წლებია, ის უაზრო ბიჭი და რაციონალურად მოაზროვნე გონებასაც კი არ უჯერებს, თავისი სიჯიუტის გამო, მაგრამ ზურა, ლადუნას გეფიცები, გულს თუ კიდე მატკენ... –სუუუუ.... პირზე ხელი ააფარა ზურამ –საკმარისია... მკაცრად გამოუცხადა, გულზე დაიწვინა მისი ნათია და ერთ ღამეში ჩაატიეს მთელი განვლილი ცხოვრება, ცუდი მოგონებებიც ღამის წყვდიადს გაატანეს და ახალი დღე ახალი ისტორიით დაიწყო... ალეკოს არც კი გაუგია ცაცოს დბრუნება და იმის შესამოწმებლად დაბრუნდა თუ არა საერთოდ სახლში, მისი ოთახის კარები ფრთხილად შაღო, მშვიდად მძინარე, რომ დაინახა, ყავა მოიმზადა და მის გაღვიძებას მოთმინებით დაელოდა, არასასიამოვნო საუბრისთვისაც ემზადებოდა მორალურად, თუმცა იმას ნამდვილად ვერ ხვდებოდა მშობელს თავი ყოველთვის მართალი რატომ ჰგონია? რატომ არ აფასებენ შვილების არჩევანს? შვილები რომ ყავდეს შეიძლება სხვანაირად ეფიქრა? ცაცო ხომ შვილივით უყვარს? მისი ერთადერთი ნათლულია და მასზე მზე და მთვარე ამოსდის... მაშინ რატომ არ გრძნობს იმას რასაც ბადრი? თუ ამისთვის აუცილებელია სისხლით ნათესაობა? თუ ბადრის ისტორიის გამეორების ეშინია? ცაცოს გვერდით არ ყოფნისაც ეშინია, მისი სიძლიერერის დაკარგვის? მერე და შვილის ბედნიერება? სულ ერთხელ ნახა ალეკომ ჯაბა და ცაცო ერთად და გასაგები იყო ყველაფერი, ფიქრებიდან ცაცოს მოხვეულმა ხელებმა გამოაფხიზლა, ყავიანი ჭიქაც ურცხვად გამოართვა და გემრიელად მოსვა –რომელ საათზე მობრძანდი გუშინ შე გათვხედებულო გოგო? მოჩვენებითად გაუბრზდა ნათლია დასანამ სკამზე დაჯდებოდა, ტრაკზეც მისცხო როგორც ბავშვობაში, როცა აბრაზებდა და თან ახელებდა დედამთილი დაგიწუნებსო, ახლაც რომ გაახელა, ცაცომ მშვიდი სახით უთხრა, ნამდვილად არ მიწუნებსო –შალვოვიჩს ველაპარაკე გუშინ, შეაპარა ფრთხილად მტკივნეული თემა ნათლიამ –ხო მშვიდობა აქვთ? გულდაწყვეტილმა იკითხა ცაცომ –შენ არ ყავხარ გვერდით და შენი აზრით მამაშენი მშვიდად როგორ იქნება? რატომ არ გინდა დაბრუნდე სახლში? შალვოვიჩ ამ ორ დღეშიც კი გამხდარი მომეჩვენა ნერვიულობისგან –ეგ უფრო ლალუკას ბრალია ვიდრე ჩემი –ცაცო მამაშენს ლალუკაზე ხელი უკვე ჩქნეული აქ, იცის რომ მის მდგომარეობას ვერ გამოასწორებს და შენი დაკარგვა არ უნდა, არც შენ იქცევი სწორად, ოჯახი ისეთი რამ არის მტუანიც რომ იყოს მართალია უნდა თქვა –სულ ერთაირები ხართ შენ და ჯაბა, ისიც იგივეს მიმტკიცებდა გუშინ, რატომ არ გესმით, რომ არ შემიძლია იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრება, რომლებსაც არ ესმით ჩემი, სულ ეჭვიანობენ, არ ვიცი რაზე... არც კი უნდათ რომ გაიგონ ჩემი, ან პატივი მაინც მცენ, შენ იცხოვრებდი ასე? ხო ამიხსენი იცხოვრებდი? სახლში სადაც თავი ზედმეტი გგონია, დილით გამოდიხარ და საღამოს შედიხარ, გაბრაზებული მშობლები გხვდება, თუმცა იმაზე მეტი არაფერი დაგიშავებია, რომ ცოტა ხნით დაიგვიანე, ოცდა ექვსი წლის ვარ, ნათლი ოცდა ექვსის, იმას კი არ ვამბობ რომ მათი მზრუნველობა და გაფრთხილება არ მჭირდებათქო, ეს სამოცი წლისაც რომ ვიქნები მაშინაც დამჭრდება, მაგრამ არა ამ დოზით –მამაშენი სულ გააფრენს თქვენს ხელში, ლალუკას გამოუცხადებია ივიკოსთვის, მე აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს და შენთნ ნერვების საშლელად არ დავბრუნდებიო –ფეხების გაშლა კი ბატონო და შედეგებზე პასუხის გება ცაცოს? რაც უნდა ის უქნია, სადაც სამი იქაც მეოთხე, მაგრამ მამამ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს –მამაშენს სიგიჟემდე უყვარხარ, დღე ვერ წარმოუდგენია, რომელიც შენს გარეშ გაუთენდება, ამას ვერ ხვდები? –რა ვქნა ნათლი, არ შევქმნა ოჯახი, არ შევიყვარო არავის და არ გავაჩინო შვილები? არ ვიყო ბედნიერი მარტო იმიტომ, რომ მამას სიგიჟემდე ვუყვარვარ? არა და არ მიმიცია იმის მიზეზი, რომ ოდესმე ეჭვი მაინც შეპარვოდა იმაში, რომ არასოდეს მივატოვებ, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები, ფიზიკურად თუ არა მორალურად მაინც, ნუთუ ასეთი ძნელია? –ეშინია, ჯაბასი ეშინია, გონია, რომ წავა და ბევრ ტკივილს დაგიტოვებს, ეშინია, რომ ლალუკასავით შენც მისი საშველი დარჩები, ან უფრო უარესი, შენც წაყვები ჯაბას, ვიცი ეგოისტურად იქცევა, მაგრამ მისი გაგებაც შეიძლება, დაელაპარაკეთ შენც და ჯაბაც –ჯაბას რა ვუთხრა? მამაჩემი დაამშიდეთქო? ისედაც მრცხვენია ხანდახან ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ, აი მაგალითად გუშინ... –რა გააკეთე? გაუფართოვდა თვალები ალეკოს –სერიოზული არაფერი, პოლიტიკოსები გამოვლანძღეთ მე, დუდა ცინცაძის და დავითა შერმადინის ცოლმა –დეკაბრისტები... მისთვის ჩილაპარაკა და ცხვირზე წაეთამაშა ნათლულს ალეკო, ეს საუბარი გაცილებით დაძაბული ეგონა რატომღაც, ალბათ იმაზე მეტად დარდობდა სხვანაირად არ გაეგო ცაცო ყველაფერი, არ უნდოდა ეფიქრა, ორი დღე ვერ ამიტანა და სახლიდან მაგდებსო, ცაცოს ეს მართლა არ უფიქრია, სახლში დაბრუნებაზეც დაფიქრდა წამიერად, მერე ისევ ჯაბას წასვლა გაახსენდა, ამ დღეებში ხომ უფრო ხშირად მოუუნებოდა მასთან ყოფნა, აღარ აიკრძალავდა და არც ჯაბას აიძულებდა თერთმეტ საათზე მიეყვანა სახლში, ეს კი ისედაც დაძაბულ სიტუაციას უფრო დაძაბავდა, ისედაც ნერვები ქონდა მოშლილი ჯაბას წასვლით და კიდევ მამას საყვედურით სავსე თვალებს ვეღარ აიტანდა –დავბრუნდები ნათლი, ხომ იცი რომ მეც არ შემიძლია მათ გარეშე და ეგეც არ იყოს ლალუკას ასეთ მდგომარეობაში დატოვების არავითრი უფლება არ მაქ, ახლა იმაზე ვფიქრობ ბავშვებს როგორ უნდა ავუხსნად ყველაფერი? და კიდევ შეიძლება შენთან დავრჩე ერთი კვირით მაინც, მეც ხომ უნდა მოვუწყო არდადეგები ჩემ თავს? არ ვიმსახურებ? ეს დღეები ჯაბასთან მშვიდად მინდა გავატარო, მამა კი ამის საშუალებას არ მომცემს –ცაცო რაღაც რომ გკითხოშეიძლება მამი? ცაცომ თანხმოის ნიშნად თავი დაუქნია –კი არ გაშინებ მარა... ჯაბა რომ დაბრუნდება, ყველაფერი ძველბურად,რ ომ არ დაბრუნდეს მერე რა მოხდება? ცაცომ დიდ ხანს იფიქრა, მოკლედ როგრო აეხსნა ის რაც ასახსნელად ძალიან დიდი იყო –შენ და საბიანასაც ხომ არ გამოგივიდათ არაფერი? მისი სიყვარული გინანია ოდესმე? თუ როცა სითბოს შეგრძნება გინდა ის გახსენდება? –მახსენდება, მახსენდება და ძალაუნებურად მეღიმება, არა მამი არც მინანია არასოდეს, ან რა უნდა მენანა? –ხო და მეც სანანებელი არაფერი, მაქ, მე ბედნიერი ვარ ნათლი, ჯაბასთან იმდენი კარგია დაკავშირებული, თუმცა რატომ იმდენი, ჯაბასთან სულ, სულ ყველაფერი კარგია დაკავშირებული, ძველებურად რომც არ დაბრუნდეს ყველაფერი, მეხომ უკვე არსებულს ვერეავინ წამართმევს? მე ხომ ვარ ახლა ბედნიერი? ასევე გამაბედნიერებს მისი მოგონებები და მაგრძნობინებს რომ ცოცხალი არსება ვარ –მიყვარხარ მამი, აიმიტომ რომ შენ საოცრებები შეგიძია, ელემენტარული სიტყვებისგან საოცრებების შექმნა და მე ვიცი, რომ ჯაბასთან არაფრის უნდა გეშინოდეს, მამაშენიც მიხვდება, მერე... –ნათლი, შეიძლება გოგოები მოვიდნენ დღეს? ალეკომ ხელები გაშლა, თავი ისე იგრძენი საკუთარ სახლშ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ჩემსაში ხარო... ნინა სულ ყვირილ ყვირილით შემოუვარდა, მთელი ქალაქი თქვენზე ლაპარაკობს ასეთი რა გააკეთეთო??? მერე ინტერნეტ გამოცემებში მისი და ჯაბას სურათები აჩვენა, სტატიები სათაურებით, ვინ არის ცინცაძის ახალი და იდუმალი ქალბატონიო!!! ბევრი იხუმრეს და ცაცს ცოტა არ ესიამოვნა საკუთარი თავის ნახვა ყვითელი ინტერნეტ გვერდების წინა პლანზე, არც ყურადღებას მიჩვეული და არც მითუმეტეს მოწყურებული არ იყო, მაშინვე ჯაბას დაურეკა, ნახე ეს ყველაფერიო, ჯაბასაც გაეცინა, მე დიდი ხანია მასეთ რაღაცებს არ ვკითხულობო, ზურას ამბავიც იკითხა და ჯაბამ შურიანად რომ უთხრა თაფლობის თვე აქვს ვაჟბატონსო, ცოცოს გაეცინაა... არ შეგშურდეს შენც გაინავარდებ სულ რაღაც ერთ კვირაშიო, ცაცოს სიტყვებს თითქოს უნდა დაემშვიდებინა და უფრო ააფორიაქა, ეს იმდენად ცივად მოეჩვენა ჯაბას, რომ არ ესიამოვნა, შენსკენ რა ხდებაო ამ კითხვაზე ცაცოს მწარე ამოხვნეშება რომ მიიღო პასუხად, ახსნა აღარ არის საჭიროო ისიც დააყოლა და ხვალ ჩემთან გელოდები, უფრო სწორად ნანი გელოდებაო, ცაცომაც მოვალ სამსახურის მერეო... გოგოებმა სახლიდან ძალით გამოიყვანეს, ლალუკასაც დაურეკა, როგორ ხარო, გიგას შეხვდნენ, უსაყვედურა რეებს აკეთებო, ახლა ყველას ეგონა რომ ცაცოზე კარგად იცოდნენ მისთვის რა აჯობებდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, მას რა უნდოდა, ან რას გრძნობდა არავის აინტერესებდა, მას ხომ მოვალეობები ჰქონდა? გიგას იაკოზეც კითხა, თავი ისევ ვერაფერს მოაბიო? და მისი კმაყოფილი ღიმილით მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად, იყო, ირგვლივ ყველას ცხოვრებაში ყველაფერი ლაგდებოდა და მარტო მისი ცხოვრების ქაოსს არ უჩანდა ბოლო, უფრო მეტიც შტორმის გაძლიერების მოლოდინში შეშინებული იყო და აღარ იცოდა რა ექნა... დღეები კი უმოწყალოდ ეცლებოდა ხელიდან, უკვე ორშაბათი იყო და ის შაბათს მიფრინავდა, ცაცო კი ისევ ღმერთე ებუზღუნებოდა, არ შეგიძლია გააუქმო ყველა შაბათიო, თუმცა მამას ელაპარაკა, ერთი კვირა ალეკოსთან ვიქნები, მერე კი ერთად შავიდგეთ ისევ ლალუკას პრობლემების მოგვარებასო... ბატონმა ბადრიმ ძალიან კარგად იცოდა ეს ერთი კვირა რაშიც სჭირდებოდა, არაფერი უთქვამს იმის გარდა რომ სულმოუთქმელად ელოდებოდა... საღამოს ნანისთან შესახვედრად გაემზადა, უჩვეულოდ ნაღვლიანი ქონდა ნანის თვალები, ამდენი წელია სადღაც აცილებს შვილს და მინც ვერ შეეჩვია, ეტყობოდა ნამტირალებიც იყო, ცაცოს შვილივით ჩაეხუტა და ჯაბას არყოფნით ისარგებლეს ქალურად დაილაპარაკეს, ცაცო რომ გაუგებრობაშ იყო ნანი ისედაც ხვდებოდა, ახლა უბრალოდ ეჭვები დაუდასტურდა, ჩუმადაც რო იტანჯებოდა იმასაც მიხვდა –რას იზამ ჩემო გოგო, სულ ასე არ იქნება, ეს ერთი წელი უნდა გავძლოდ რამენაირად დამიჯერე, მე ხომ ვიცნობ ჩემ შვილს, ასე წასვლა არასდროს გასჭირვებია, ადრე სულ ადრე მიდიოდა, ახლა კიდე რამდენი ხანია იმას არკვევს შეუძლია თუ არა კიდე ერთი კვირით დარჩეს, ხომ არაფერს შეუცვლის ის ერთი კვირა, მაგრამ მაინც, ის ერთი კვირაც უნდა შენთან –ნანი დეიდა მეც არ მინდა ასე იყოს, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი სასოწარკვეთილი მდგომარეობა არ დავანახო, იმაზე მეტად ვუღიმი ვიდრე მიჩვეულია ჩემგან, კამათით არასოდეს გვიკამათია არაფერზე, მაგრამ ახლა საერთოდ არ ვეწინააღმდეგები, მთხოვა არაფერი მკითხო ჩემს წასვლაზეო და მეც არაფერს ვეკითხები, უბრალოდ ძალიან მიჭირს, არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა, ამდენად თუ მეტკინებოდა გული... –ვულაპარაკებთ მე და შენ მაგაზე... მკაცრად უთხრა შემოპარულმა ჯაბამ და სიმკაცრის მიუხედავათ, ზურგით მჯდომ ცაცოს გაეღიმა, მისი ხმა რომ გაიგო თორემ უკვე ეგონა ჯაბასაც ისეთივე განრიდების სინრდომი ჰქონდა, როგორც მას წინა კვირაში და ცაცოსთან შეხვედას თავს არიდებდა, უცნაური იყო სამსახურშიც რომ არ მიაკითხა და ნანისთანაც მარტო გამოუშვა, ჯაბამაც თავზე აკოცა თბილად, მოუბოდიშა –აქედან საქმეების მოუგვარებლად ვერ წავალ და ახლა როცა შენთან ყოფნა უფრო მეტად მჭირდება დრო აღარ მყოფნის... ცაცომ მხოლოდ სევდიანი ღიმილით უპასუხა და მზრუნველად კითხა –გშია? ჯაბამაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ცაცომ ძალით შეატრიალა ის სააბაზანოსკენ ოდნავ ხელი კრა და ხელების დასაბანად პატარა ბავშვივით გააგდო –როგორი გულდამშვიდებული ვიქნებოდი ერთად რომ მიდიოდეთ იტალიაშ, ჩაიწუწუწუნა ნანიმ და ჯაბას სუფრა ორ წამში გაუშალა, ერთად ივახშმეს და მერე ცაცოს წასვლის დროც მოვიდა, უხმოდ გაიარეს საკმაოდ დიდი გზა ალეკოს სახლამდე და როცა სათქმელი იმდენი იყო უსიტყვოდ დაემშვიდობნენ, ერთმანეთს, თუმცა, როგორც კი ცაცო მანქანიდან გადავიდა ჯაბაც გადაყვა, სახლში შესვლის უფლება არ მისცა და პატარა ბავშვივით აიყვანა ხელში, დიდ ხელებს ისე მაგრად უჭერდა ეგონა ხელშ შემოეფშვნებოდა და ბიჭებისთვის ტირილი რომ ისეთივე დამახასიათებელი ყოფილიყო, როგორც გოგონებისთვის, ალბათ გემრიელედაც იტირებდა... –არ შეიძლება ჩემოდანში ჩაგსვა და წაგიყვანო? შენ ხომ ასეთი პატარა ხარ? ჩემი გულისთვის, მაქსიმუმ ექვსი საათი ვერ გაძლებ ჩემოდანშ მოკეცილი? ცაცო გულიანად იცინოდა ჯაბას ბავშვურ სურვილზე –ან არ ჩამოხვალ ჩემთან? აუ თვეში ერთხელ მაინც და არ მაიწყო ბილეთების ფულზე ლაპარაკი... მითხარი, შემპირდი, რომ ჩამოხვალ ხოლმე, ცაცო, ცაცო, ცაცო.... რატომ ხარ ჩუმად? –ჯაბ თვეში ერთხელ ჩხატაურში ვერ ჩავდივარ და ახლა გინდა იტალიაშ ჩამოგაკითხო? ამის პირობას ვერ მოგცემ, ყველაფერს რომ თავი დავანებოდ, ფრენის პანიკური შიში მაქ და ამდენს ვერ გაუძლებს ჩემი ფსიქიკა... –მე და შენ სალაპარაკო გვაქვს, უფრო დასერიოზულდა ჯაბა და ცაცოს თვალები გაუსწორა –ისე მართლა გეგონა, რომ ისე გაგეპარებოდი არაფერს აგიხსნიდი? –ამ ბოლო დროს აღარ ვიცი რა ვიფიქრო, უღონო ხელები ჩამოუსვა ლოყებზე ცაცომ და ისევ მოეხვია, ცხვირით პერანგის საყელო გადაუწია და რამოდენიმეჯერ აკოცა კისერში, კმაყოფილმა ჯაბამ კი მიწაზე დააბრუნა... პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით... სახლში ფეხაკრებით შეიპარა და მშვიდ ღამეს ტყვედ, ჩააბარა არა მშიდი ცხოვრება და ფიქრები... ჯაბას კი ნანი ელოდებოდა, როგორც იცოდა ხოლმე გვერდით დაიჯინა შვილი და ცაცოზე უნდა ვილაპარაკოთო, რომ უთხრა ჯაბას ცოტა არ ესიამოვნა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს საუბარი შეიძლებოდა ძალიანაც დახმარებოდა, გულიანად ისაუბრა დედა–შვილმა და ბოლოს ნანიმ თხოვა, გული არ ატკონო ისე მოახერხე წასვლაო... –დე, მე იცი რისი მეშინია, თვითონ არ გააკეთოს ისეთი რაღაცა, რომ მე მეტკინოს გული, მას კიდე პრჯერ მეტად ეტკინოს, მისი ქმედებებისგანაც ხომ ვერ დავიცავ? ძალიანაც მინდოდა ჩემზე, მასზე, ჩვენზე, რაც ჩვენს შრის ხდება იმ ყველაფერზე სერიოზულად გვესაუბრა, მაგრამ მირჩევნია ეს ბოლო დღისთვის შევინახო, თუ იმას გააკეთებს რისიც მეშინია და მე კიდევ აქ ვიქნები შეიძლება მართლა ის გავაკეთო რაც დღეს ვუთხარი –რა უთხარი? გაეცინა ნანის შვილის დაბნეულ და ოდნავ გაბრაზებულ იერზრ –ჩემოდანში ჩაგსვამ და ისე წაგიყვანთქო.... მორცხვად დახარა თავი თავისივე სისულელეზე ჯაბამ და ნანიმ თავზე ხელი გადაუსვა –თავიდან იმისი ეშინოდა, რომ ჩემს გარშემომყოფ ხალხს ვერ შეეგუებოდა, თუ ისინი არ მიიღებდნენ, თუ კიდევ ათას მიზეზს იგონებდა, სოციალურ–კლასობრივ განსხვავებაზე, მერე მიხვდა რომ ეს არც ისე ძნელი იყო როგორც თვითონ ეგონა, სულ ვფიქრობდი, რომ ერთხელაც ნერვები უმტყუნებდა და ამის საფუძველზე დამშორდებოდა –დედიკო ის თვოთონ არის სხვანაირი და შენმა მეგობრებმაც ამიტომ მიიღეს ძალიან ჩვეულებრივად, პირველივე ნახვისას როცა მისი ჭკვიანი, თბილი და მორიდებული თვალები შემომანათა, ღმერთს მადლობა გადავუხადე შენ ცხოვრებაში მისი გამოჩენისთვის, იმიტომ რომ შენც გეტყობოდა ძალიან აღფრთოვანებული იყავი მისით –გოგო პირველად მომეწონათქო ეგ რო გითხრა მაინც არ დამიჯერებ, ცაცოსთან კიდე მთელი ცხოვრების გატარების სურვილი გამიჩნდა, საერთოდ მასე ხდება ნანი? ერთხელ შეხედავ და მორჩა? პირველივე აზრი რაც თავში მოჩხუბარი ცაცოს დანახვაზე მომივიდა ის იყო რომ ასეთ გოგოსთან ღირდა ცხოვრების გაყოფა –ახლა რას ფიქრობ? როგორ უნდა მოიქცეს რომ გული გატკინოს? ან რატომ? –ოჯახში ბევრი პრობლემები აქვს, მამამსთან, დასთან... ამ ბოლოს ერთი ორჯერ ისე გამოუვიდა ნათქვამი, რომ როცა წავალ ჩვენი ურთიერთობაც დამთავრდება, მე კიდე არ მინდა ეგ, ხომ არსებობს ტელეფონი, ინტერნეტი, რატომ უნდა მომენატროს მისი ხმა? ან რატომ უნდა დავშორდე? ჯერ ვერ მივხვდი რას ფიქრობს, ეჭვიანობა გამორიცხულია, მასეთ საკითხებში ზედმეტად თანამედროვეა, უფრო ის მადარდებს მამამისის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, არ ვიცი ბადრის რა უნდა, მაგრამ აშკარად ვერ მიტანს და ამას არც მალავს, ცაცო კიდე ფიქრობს, რომ მე არაფერში მჭირდება ამდენი პრობლებით, ან არ შემეფერება, ან დავიღლები მისი ერთგულებით.... უამრავ უაზრო მიზეზებს მოიგონებს, არ გაუჭირდება.... თან ეს თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები არ უყვარს და ოღონდ მასთან კონტაქტის უფლება მომცეს და თანახმა ვარ წერილები ვწერო... მასთან ურთიერთობა ისეთი იოლია, მშვიდი, ლოგიკური, სასიამოვნო, ზედმეტი ეჭვების, მოტხოვნების და ისტერიკების გარეშე და ყველაზე კარგი ის არის, რომ ხვდები ეს მისი ტაქტიკა კი არ არის, უბრალოდ ასეთია, მშვიდი და კომფორტული... –ასე თუა საქმ, აქამდე რატომ არ იზრუნე იმაზე, რომ შენთან ერთად წამოსულიყო იტალიაში? –არ მეგონა ნანი, ვერ ვხვდებოდი აქამდე, ახლა ფაქტის წინაშე, რომ დამაყენეს გავგიჟდი და დრო კიდე არ მყოფნის ყველაფრის მოსაგვარებლად, ცაცოსა ახლა აერია ურთიერთობები ოჯახთან, საბუთების გაკეთება რომ მოვასწრო, რაც ერთ კვირაში ყოვლად წარმოუდგენელია, ცაცო ვერ მიატოვებს ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერს, ცუდ დღეში ვარ –გასაგებია... ამოიხვნეშა ნანიმ, ჯაბას თბილად მოეფერა, ყველაფერი კარგად იქნებაო დაამშვიდა და დაიძინეო თბილად თხოვა... დილით ისევ სამსახური, ჩვეული ცხოვრების რითმი, უჩვეულო სურვილებით, საქმისადმი უჩვეულო გულგრილობით და გაქცევის დაუოკებელი სურვილით, ნახევარი დღე უკვე გასული იყო, ცაცო რომ ნერვიულად უყურებდა ტელეფონის ეკრანს, ჯაბა არ რეკავდა, ბრაზიანი ფიქრებისგან ლაშას ძახილმა გამოაფხიზლა –მოხდა რამე? სწრაფად დაუბრუნდა რეალურობას ცაცო და ლაშას ხელით ანიშნა დაჯექიო –აუ ცმაცუნ, რაღაც უნდა გთხოვო რა, დალის დაურეკე და ავანსი მომცეს რა უთხარი, გთხოვ რა –ბიჭო ზრდილობის გულისთვის მაინც მოგეკითხე როგორ ხარ და რას შვებიო? თუ აღარ გვაინტერესებს ერთმანეთის არაფერი? ორი კვირის წინა არ აიღე ხელფასი? რანაირად გააქრე ასე მალე? –ეე ცმაცუნ, ფულის დახარჯვას რა უნდა... –ისე როგორ ხარ? ამ ბოლო დროს საერთოდ ვერ გამოვნახეთ ერთმანეთისთვის –კარგადაა ყველაფერი, ნატოს აღარ მივტირი, გადავიტანე უარი, კაცურად, არასერიოზულად ცანცარებდა ლაშა –ახლა ბათუმშ ვაპირებ წასვლას, დედასთან ერთად და ფულიც ამიტომ მჭირდება –ბათუმში როცა სეზონი იყო მაშინ არ წასულხარ და ახლა სექტემბრის დასაწყისში იქ რა გონდა? –დედას გამო მივდივარ, ამ ბოლო დროს ვერ მყავს კარგად, ნუ სერიოზული არაფერი, ცოტა სიბერის დეპრესია აქვს მე მგონი, ხო და გავახალისო მინდა, სულ იმას ამბობდა, რომ მამას ყოველთვის სექტემბერში დაჰყავდა ზღვაზე და მინდა კარგი მოგონებები გავახსენო –ვეტყვი დალის და მოგცემს, დედიკო მომიკითხე, რომ ჩამოხვალთ ჩვენთან გამოდით –ნატომ მითხრა პრობლემები აქვსო –მოვაგვარებ, ხომ იცი ესეც გაივლის –მაგას ადრე ხალისიანად ამბობდი ხოლმე და ახლა სავდას ვერ მალავს შენი ოპტიმიზმი –ეგ უკვე ოჯახური პრობლემების არ არის –ვხვდები, ჩამოვა ცმაცუნა, ნუ დარდობ დაგიბრუნდება, მერე უფრო შეყვარებული იქნება მონატრებული და იქნები ძალიან ძალიან ბედნიერი, ისეთი როგორც ოცნებობდი ხოლმე სტუდენტობის პერიოდში, ცაცოს ძალიან ესიამოვნა ლაშიკოს სიტყვები და თბილი ღიმილთ დააჯილდოვა კარებში გამავალი... საღამოც მოვიდა და ჯაბასგაან არაფერი ისმოდა, თავის თავზეც გაბრაზდა, მე რატომ არ ვურეკავო, მერე ნატომ გადაატანინა სხვა რაღაცაზე ყურადღება და სამუშაო საათებიც დამთავრდა, უჩვეულო იყო შენობიდან გამოსულს ჯაბა, რომ არ დახვდა, უნდა მივეჩვიო ასეთ მდგომარეობასო მკაცრად უბრძანა თავს... ალეკოსაც მიასწრო სახლში და სახლიდან დაურეკა ჯაბას –მოგენატრე??? კითხა ალოს მაგივრად ჯაბამ –უფრო გამიკვირდა დღეს რომ არ გამოჩნდი, მშიდობაა? –საქმეები მაქვს შოშია, არ მცალია, გუშინ ნანისთანაც ვწუწუნებდი ახლა როცა შენთან ყოფნის მეტი არაფერი მინდა, დრო არ მყოფნის შენთვის –ეგ არაფერი, მიხედე საქმეებს, მე სახლში ვარ უკვე, ალეკო ჯერ არ მოსულა –მარტო ხარ შოოშ? უცნაურად იკითხა ჯაბამ და მერე თავის თავზე გაეცინა –ნუ მაიმუნობ, ხვალ მაინც გნახავ? თუ მაინც და მაინც აეროპორტში უნდა გაგაცილო? –ხვალ საღამოს არ მეცლება, დილით გამოგივლი, ან სამსახურში –კარგი, უჩვეულო ხმით თქვა ცაცომ და ჯაბა მიხვდა რაშიც იყო საქმე –ნუ იბუტები, სამაგიეროდ ხუთშაბათს ბაია გვეპატიჟება, გაცილების საღამოს მიმზადებენ, ხომ წამოხვალ? –კი... –მასე მოწყენილი ნუ მპასუხობ თორე, როგორც კი საქმეებს მოვრჩები, ღამის სამი საათიც რომ იყოს, მოგადგები კარზე და ნათლიაშენის ტყვიას ვერ ავცდები –მასე გვიანობამდე თუ იქნები ფეხზე, ხხვალ დილით აღარ გაიღვიძო ჩემ გამო, ხუთშაბათს შევხვდეთ –ცაცო მასე ნუ მელაპარაკები, თითქოს მე არ მინდოდეს შენთან ყოფნა –არ უნდა დამერეკა საერთოდ. წაიწუწუნა ყურმილში ცაცომ –გეხვეწები რა თავი ხელში აიყვანე, რას ქვია არ უნდა დაგერეკა? აქამდეც უნდა დაგერეკა, მთელი დღე რომ არ გამოვჩნდი არ ინერვიულე, როდის იყო არ გკითხულობდი? იქნებ მომივიდა რამე? მე უნდა გიბრაზდებოდე და კიდევ შენ ხარ გაბრაზებული? –გაბრაზება რა შუაშია? უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს, თან მარტო ვარ და სიჩუმის მეშინია, შენ არ მითხარი პირველად სერიოზულ რამეზე ვიჩხუბოთო? ახლა რა სისულელეზე უწევ ხმას? ცაცოს გაცხარებულ ხმაზე ჯაბას გაეცინა –აღიარე, რომ მგენატრე, ერთი დღეც ვეღარ ძლებ ჩემ გარეშე, გეხვეწები აღიარე რა –ბოროტი ადამიანი ხარ შენ ჯაბა ცინცაძე და მეზიზღები –მეც ჩემო შოშია... გკოცნი, უზომოდ ბევრს და ხვალეც თუ ვერ გნახე არ გაბრაზდე, ზეგ შენი ვარ თავიდან ბოლომდე... დაძაბულობა იგრძნობოდა, დუდასთან და ბაიასთან სტუმრობისას, თითქოს კი ცდილობდნენ მხიარულობას, ჯაბაც ცაცოს გვერდიდან არ შორდებოდა, მშვიდი საღამო იყო და აივანზე ისხდნენ, როცა დავითა და ლიკა შემოუერთდათ, ერთი კი თქვეს სადმე ხომ არ წავსულიყავითო, მაგრამ ნერვების აშლას ისევ სახლში ყოფნა ამჯობინეს... როგორც ხდება ხოლმე გოგონები სამზარეულოში მოყუჩდნენ ბიჭები ისევ აივანზე ისხდნენ –დაილაპარაკეთ? გაუბედავად კითხა ბაიამ ცაცოს –არა, ალბათ დღეს მოგვიწევს... ამოიხვნეშა ცაცომ და ინსტინქტურად აივნისკენ გაიხედა –ისე რას აპირებ? –ცუდ რაღაცას და შეიძლება დღეს ძალიან ძალიან ვიჩხუბოთ –ნუ გამოიყვან წყობილებიდან ამ ბოლოს –ვერ წარმომიდგენია ასე ურთიერთობა, ის იქ, მე აქ, ან საერთო რატომ უნდა შევზღუდო ჩემი არსებობით მის ცხოვრებაში? –ნუ გაშინია ბიჭები თავს არ იზუღუდავენ მასეთ საკითხებში.... უკმაყოფილოდ გაიქნია თავი ლიკამ –ანუ იმის თქმა გინდა, რომ დაშორდები? გაფართოებული თვალები შეანათა ბაიამ –სულ ხომ არ ვშორდები, აი ჩამოვა ისევ ზაფხულში და ჩემთან ყოფნის სურვილი თუ კიდევ ექნება ყველაფერი ძველებურად იქნება –სისულელეს აკეთებ ჩემი აზრით, მაგრამ ვერ ვხვდები ეს რაში გჭირდება –მაქვს მიზეზები ბაი, თან იმაზე მეტი ვიდრე შენ გგონია, მე ძაან რთული პიროვნება ვარ, შიძლება ასე ერთი შეხედვით არ ჩანს, ძალიან ბევრი ოჯახური პრობლემა მაქ და კიდევ რაც ძალიან მთავარია, მე სულ სხვა ფენის წარმომადგენელი ვარ –რა სისულელეა, ეგ ჯაბას არ უთხრა თორე.... –არა სადღაც მართალი ხარ, გააწყვეტინა ბაიას ლიკამ –აი მე და დათო რომ მოვიყვანოდ მაგალითად, იგივე მდგომარეობა იყო, ის უკვე ცნობილი და მოთხოვნადი, მე სრულებით უცნობი გოგონა, რომელიც შემთხვევით გაიცნო ბიძაშვილის ოჯახში და არ ვიცი რატომ ამომირჩია, კარგი იქნებოდა თავის დროზე მეც მეფიქრა იმაზე რასაც ცაცო ამბობს, თავიდან მის საურთიერთობო წრეში ხშირად დავყავდი, შეყვარებულობის პერიოდში, მეც არ ვიმჩნევდი შურიან თვალებს, ფეხის დადების მცდელობებს, ის ყოველთვის მიცავდა და მე თვრამეტი წლის თავქარიან გოგოს მეტი რა მინდოდა? უცნაური და განსხვავებული აზრებით მაშინაც გამოირჩეოდი, ჩემის დაცვა მაშინ სხვა ხერხებით ვიცოდი, ბევრჯერაც მიჩხუბია, თითქმის ყველა ჩვენი სახლიდან გასვლა სკანდალით მთავრდებოდა, ჩვენმა ურთიერთობამ ოფიციალური სახე მიიღო, საზოგადოებაში გასვლის ხარისხმა იკლო, თან მეც მერიდებოდა, სულ ის ხომ არ უნდა ეძახათ დათოსთვის შენი ცოლი გააჩერეო? თავს ისევე ვერ ვიკავებდი როგორც რამოდენიმე დღის წინ, მაგრამ რადგან უკვე ცოლ–ქმრის სტატუსი გვქონდა აღარაფერი მადარდებდა, თვიდან დათოც ჩემთან ერთად იზიარებდა ოჯახურ საღამოებს, მერე მისი მეგობრები მოენატრა და მე არავითარი უფლება არ მქონდა მათთან ურთიერთობა ამეკრძალა, ახლა ფიქრობთ რომ მეგობრების სიაში ჯაბაც და დუდაც ხომ იყო, მაგრამ მაშინ არც ერთის ცხოვრებაში თქვენ არ არსებობდით, არ იცოდნენ, არც კი ფიქრობდნენ და არც უნდა ეფიქრათ მაშინ იმაზე, რომ დათოს ცუდ სამსახურს უწევდნენ –ლიკა ბოდიში, ახლა რასაც გეტყვი, მაგრამ მე მაქვს მოსმენილი ჯაბას და დათოს საუბარი, ოჯახის პატივისცემასა და ერთგულებაზე და ვერაფრით დავიჯერებ, რომ ჯაბა ოდესმე სხვანაირად ფიქრობდა –არ იცოდა ცაცო და არც უნდა ცოდნოდა, რაღაც აზრი რომ ჩამოგიყალიბდეს ამისთვის საფუძველი გჭირდება, მაშნ კიდე ჯაბას ეს საფუძველი არ ქონდა, ახლა შენ ყავხარ, შრნი წყალობით ბევრი რამე გაიგო და ისწავლა, ახლა მიხვდა ჩემი მდგომარეობა, ახლა შევეცოდე, როცა შენზე წარმოიდგინა ეს ყველაფერი და ასეც რომ არ იყოს გაიზარდა, ცხოვრებაში ბევრიც ნახა და ახლა ის სახლში გატარებული საღამოები ურჩევნია ვიდრე დროის სულელური ფლანგვა, მე და დათო რომ დავქორწინდით მას ეს ასაკი არ ქონდა, მას უბრალოდ მე ვუნდოდი, ოჯახზე წარმოდგენა არ ქონდა, არც მე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ შეუფერებელი დო იყო, შენთან და ჯაბასთან სხვა თემაა, ორივეს ცხოვრებისეული კარგი მარაგი გაქვთ, არ უნდა გაგიჭირდეთ ამ ერთი წლის გადატანა და თუ დამიჯერებ კარგს იზამ, მოეშვი იმაზე ფიქრს, რომ დაღლი ჯაბას შენი არსებობით, ასე არ მოხდება, მე მას თითქმის შვიდი წელია ვიცნობ და ასეთი არასოდეს ყოფილა, სულ ყავდა პარტნიორი, სულ, ნუ გასაკვირიც არ არის, მაგრამ ის ვიღაც პარტნიორი ოჯახში კი არა ჩვენთან არ მოუყვანია სტუმრად, მე მის სეზონურ გოგოებთან ყავა არ დამილევია აი ასე სამზარეულოში როგორც ახლა, ისინიც შემოდგომის დადგომასთან და მის უცხოეთში წასვლასთან ერთად უკვალოდ ქრებოდნენ –გუშინ ჩვენთან ისხდნენ გვიანობამდე, მომერიდა ყურის დაგდება, ყავა და მისაყოლებელი, რომ მივუტანე მაშინ მოვკარი ყური შენზე საუბრობდნენ, მერე კარები მოიკეტეს და აღარაფერი მესმოდა უბრალოდ ვხედავდი ნერვიულად აქეთ იქეთ მოსიარულე ჯაბას, რომელიც რაღცას ძალიან ემოციურად უხსნიდა ბიჭებს, მერე გივი და ვახოც შემოუერთდნენ, ასე ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, თხასავით გაყიდა ბიჭები ბაიკომ და გოგონებს გაეცინათ –არ ვიცი, რა გავაკეთო, არ უნდა დამეჯერებინა მისთვის და ასე ბოლო დღისთვის არ უნდა შემომენახა ეს საშინელი საუბარი, გული ისე მიცემს, მის ფეთქვას კისერში ვგრძნობ –შეიძლება უცნაური კითხვა დაგისვა? მორიდებულად კითხა ლიკამ ცაცომ კი თანხმობის ნიშნად თვი დაუქნია –ჯაბა როგორც მამაკაცი გიზიდავს? ნუ ხვდები ხო რასაც გეკითხები, მასზე, როგორც სექსუალურ პარტნიორზე გიფიქრია? –კი როგორ აა, მიფიქრია მაგაზე, მიზიდულობა მაშნვე ვიგრძენი, როცა პირველად დამხვდა სამსახურთან,, აქამდე მართლა არ მქონია ასეთი გრძნობები, არ მეგონა მამაკაცის მიმართ ასეთი რამე თუ შეიძლებოდა გეგრძნო, მერე შემაშინა საკუთარმა ფიქრებმა და სურვილებმა... ეს არავისთვის მითქვამს, ჩემი მეგობრებისთვისაც კი –გქონია ისეთი მომენტი როცა მასზე ფიქრობდი და უცებ საკუთარი ფიქრებისგან გაწითლებულხარ? –კი და ირგვლივ მიმომიხედავს და მადლობა მითქვამს უფლისთვის, რომ სხვებს ჩემი ფიქრების წაკითხვის ნიჭი არააქვთ, წამოუწითლდა ლოყები ცაცოს ამ აღიარების პარალელურად –შე გაფუჭებულო ქალო... ხელი მიკრა ბაიამ –რატო მეკითხები მაგას? –არ გეწყინოს, მაგრამ ერთად როცა ხართ იმდენად მშვიდად გამოიყურებით, ელემენტარული დეტალებიც კი მგონია რომ შეთანხმებული გაქვთ, შენ რომ ზურგით ბრუნდები, ის რომც არ გიყურებდეს ხელებს შლის შენს ჩასახუტებლად, ანუ იმდენად სინქრონულად აკეთებთ ყველაფერს, რომ ადამიანს ეგონება კარგი მეგობრები არიანო –მერე ეს ცუდია? –არა ცუდი კი არ არის, ვიფიქრე, რომ ამაზე მეტი არაფერი გაკავშირებდათ და აი სექსუალური მიზიდულობის საკითხმაც ამირომ დამაინტერესა.... –გავიდეთ, თორემ იეჭვებენ რაღაცას და ხომ იცი კუდიანების კლუბს კიდე ერთი შემოუერთდაო დაგვცინებენ, წიწილებივით გაყარა ლიკამ გოგოები აივნისკენ, ბაიკომ კი მბრძანებლური ტონისთ და თითის ქნევით გააფრთხილა ცაცო, ლიკას დაუჯერე ეგ ვეტერანი ლეგიონერია ცოლთა კლუბშიო და მხიარულად მოსაუბრე ბიჭებს შეუერთდნენ, კარგა ხანი ისაუბრეს, ახლა მართლა მხიარულად და შედარებით მშიდად, ცერცვაძეები, რომ წასასვლელად გამზადნენ, ბავშვი ამდენი ხნით არასოდეს დაგვიტოვებია და ვნერვიულობთო, ჯაბამ თბილად მოხვია ხელი ცაცოს, ცინცაძეების წასვლის დროცააო, ცინცაზე–მეტრეველისო შეუსწორა ცამომ და ოთხეული ერთად გამოვიდა საბჭოური გადმონაშთი კორპუსის ვიწრო სადარბაზოდან, ლიკა თბილად მოეხვია დამშვიდობებისას ცაცოს, აეროპორტშიც გნახავო ამ სიტყვებით და მანქნები სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ.... –ჯაბა და ცაცო დაშორდებიან, გულისტკივილით თქვა დუდას მკლავებში მოკალათებულმა ბაიამ და დაახლოებით იგივე დიალოგი მიმდინარეობდა მანქანაში მსხდომ დათოსა და ლიკაკოს შორის –იყვნენ რო ერთად? უცნაური ურთიერთობა აქვთ, მშიდად თქვა დუდამაც –რატო? –საერთოდ უცნაურად გაიცნეს ერთმანეთი, ცაცოც ცოტა კი არა და კაი უცნაური გოგო აღმოჩნდა, ჩემი აზრით ცოტა მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და ჯაბას დრო არ ეყო იმის გამოსახატავად სინამდვილეში რას გრძნობ, მე და შენ ხომ სხვანაირად გვქონდა ყველაფერი? –ყველას ჩვენნაირად ხომ არ ექნება? გაბრაზდა ბაია –აუ ნი იქცევი ისე თითქოს ვერ გაიგე რისი თქმაც მინდოდა –გავიგე ჩემო სპორცმენო, გაახელა მეუღლეს ბაიკომ, ასე მაშნ იქცეოდა ხოლმე, როცა დუდა სათქმელს სწორ ფორმულირებას ვერ უძებნიდა და ის ყოველთვის ჯავრობდა ამაზე.... ცაცო მშვიდად იჯდა მანქანის ფართე სვარძელში ფეხებ აკეცილი და ნახევარი ტანისთ ჯაბასკენ მიბრუნებული, თვალები დახუჭული ქონდა, დაღლილობის გამო და მშვიდად უსმენდა მასთნ ერთად სასიამოვნო მელოდიას, დზის ფაქტურის ცვლილება, რომ იგრძნო და მანქანახრეშიან გზაზე გადავიდა, მარტო მაშინ დაჭყიტა თვალები და რომ მიხვდა წყნეთში იყვნენ ჯაბას უკმაყოფილო და გაბრაზებული სახით შეხედა –ვიცი რო მიბრაზდები, ვგრძნობ, მაგრამ ხომ გითხარი გაურკვევლობაში არ დაგტოვებთქო? –ხო და ამისთვის წყნეთში უნდა ამოვსულიყავით? ცაცოს ეს კითხავ პასუხ გაუცემელი დარჩა და ჯაბას ხმა არ ამოუღია სანამ სახლთან არ მივიდნენ, ეზოში მანქანა კაპიტალურად დააყენა, ცაცო მიხვდა, რომ დარჩენას აპირებდნენ და მანქანიდან ჩამოსვლას ყოყმანობდა –გეხვეწები წამოდი... შეემუდარა ჯაბა და ხელი გაუწოდა... სანამ სახლშ შევიდოდნენ ცაცომ ვარკვლავებით მოჭედილ ცას ახედა და ისიც გაახსენდა, რომ დიდი ხანია არ უნახია ვარსკვლავები... ნუთუ ასეთი დაკავებული იყო ბოლო რამოდენიმე თვე? უხეხული სიჩუმის და გადახედვა გადმოხედვის ეტაპმა, რომ ჩაიარა ცაცომ მერე იკითხა –დღეს აქ უნდ დავრჩეთ? –გააჩნია საუბრის ფიმალს, ეშმაკურად გახედა ჯაბამ და თვალებით თითქოს თხოვა გამიიოლე ყველაფერი, შენ ხომ გაცნობის დღიდან ასე იქცევიო... –ესე იგი მიფრინავ შაბათს, ამოიხვნეშა ცაცომ –ხო მივდივარ და გტოვებ, მარტოს, სულ მარტოს, არ მიბრაზდები? –შენ წარმოიდგინე არა, ჯერ კიდევ შემრჩა სულ ცოტა ოდენი საღი აზრი რომელიც მიხსნის, რომ სხვა გამოსავალი არ არის, მაგრამ რო წახვალ მერე რა მეშველება არ ვიცი.... –შეეჩვევი, ერთ ორ დღეში, უჩემობასაც შეეჩვევი, არ მინდოდა ეს მარტოობა ჩემს გამო გეგრძნო... –მე ხომ ვიცოდი ჯაბ? ხომ ვიცოდი, რომ წახვიდოდი? უნდა შევგუებოდი იმ აზრს რომ უმტკივნეულოდ, მონატრების გარეშე გამეშვი, მაგრამ მაშინ არ მიფიქრია ამდენად თუ გამიჭირდებოდა.... აარიდა ცრემლიანი თვალები ცაცომ და წურგი შეაქცია, ცოტა ხანში ჯაბას მაგრად მოხვეული ხელები იგრძნო.... –ყველაფერი კარგად იქნება, გავუძლებთ... ველაფერს გაუძლებ... შენ ხომ ძალიან ძიერი გოგო მყავხარ? –არ მინდა ვიყო ძლიერი, არ მინდა აღარაფრის გაძლება, მარტო უშენობას კიდევ გავუძლებდი, ჩავიკეტებოდი ჩემთვის ოთახში და ვერავინ მიხვდებოდა რომ გულის წასვლამდე, სიგიჟემდე მენატრები, მაგრამ უშენობას კიდევ დამატებული უამრავი პრობლემა, რომლებიც ოთახში ცაკეტვის საშუალებას არ მომცემენ, ბოლოს მომიღებს... –გულის წასვლამდე? სიგიჟემდე? ღიმილით გაიმეორა ჯაბამ ცაცოს სიტყვები და გვერდულად შამოხედა –ჯაბ უშენობას როგორ ვუშველო არ ვიცი, ძლიერი შეიძლება ვარ, მაგრამ იმ სიძნელეებს რომლებსაც ჩემი სიძლიერეთ ვუმკლავდები ვიცი როგორ უნდა მოვერიო, აქ კიდე უძლური მგონია თავი –ასე უცებ როგრო მოვახერხეთ ამდენი? სერიოზულად გაუკვირდა ჯაბას, ცაცომ მხრები აიჩეჩა დასჯილი ბავშვივით... –ალეკო, ალეკო უნდა გავაფრთხილო, რომ შენთან ვრჩები, გაახსენდა უცებ ცაცოს და დივანზე დაგდებულ ჩანთას დაწვდა, მშვიდად ესაუბრა ნათლიას –არ გაბრაზდა? იკითხა მას მერე ჯაბამ რაც მის საყვარელ პოზაში მოკალათდა, რბილ დივანზე გაიშხლართა, თავი ცაცოს ჩაუდო კლთაში დ ახელები წელზე შემოხვია –არა, თბილიად შეათვალიერა ცაცომ ჯაბას სახის ნაქვთები და ხელი ფრთხილად ჩამოუსვა წვერებზე –შეიძლება საუბარი გავაგრძელოთ, იკითხა თვალებდახუჭულმა და განაბულმა –როგორ მოვახერხეთ ეს ყველაფერი ასე მოკლე დროში? გაუმეორა მისივე შეკითხვა ცაცომ და სინანულით ჩაიღიმა –შენ გგონია მე ვიცი? სულ ერთი კვირაა რაც იმას მივხვდი, რომ შენი გაშვება არ მინდა, უფრო სწორად აღარ ვიცი უშენოდ როგორ ვიცხოვრო, რა მოხდება, როცა სამსახურიდან გამოვალ და იქ შენ არ იქნები, ვეღარ მოგეხვევი როცა მომინდება, აღარ მექნება შენი დახმარების იმედი, სულ თავიდან, ნატომ მითხრა, რომ შეიძლებოდა თავი დამეკარგა შენ გამო, ყველას და ყველაფერს დავპირისპირებოდი, სიგიჟემდე შემყვარებოდი და მე დაგიტოვებდი ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილად... მაშინ არც მისთვის მითქვამ და საერთოდ ამაზე დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია, იმიტომ რომ მეგონა ეს ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე ნატალის მონაბოდი იყო, ირონიულადაც კი გავიცინე, მაგრამ მართალი, რომ აღმოჩნდა? მე ხომ გიტოვებ შენ ჩემი ცხვოვრების ათვლის წერტილად? –რას ქვია მიტოვებ? ახლა თავიდან არ დაიწყო, არ გამიკეთო ის რაც ასე მაშინებს, არ მითხრა რომ აბსოლუტური უშენობისთვის გამიმეტებ, არ მექნება შენთან დარეკვის და შენი ხმის გაგონების საშუალება, არ მითხრა, არ მითხრა რომ როგორც შენ ეძახი ჩვენი ამოუხსნელი ერთად ყოფნა უნდა დასრულდეს, ნუ იქნები ასეთი ბოროტი და დაუნდობელი, წაოჯდა ჯაბა და დაბნეული თვალები შეანათა ცაცოს, მან კი ხელის გულები დააადო ლოყებზე –მასე უფრო იოლი იქნება მაღალო, დამიჯერე... ჩვენს ამოუხსნელ ეთად ყოფნას ასეთი ფინალი უფრო შეეფერება, იქ შენ შენი სქმით იქნები დაკავებული, აქ მე ჩემით და არა მარტო ჩემით... ყოველთვის არ გვაქნება ურთიერთობის დრო, დაიწყება უაზრო საყვედურები, ჩემთვის ვერ მოიცალე და უამრავი წვრილმანი რამ... ხომ მითხარი ისეთ რაღაცაზე ვიჩხუბოთ პირველად, მერე სულ რომ გაგვახსენდეს და კიდევ ვიჩხუბოთ იმაზეო??? გინდა უაზროდ ემჩხუბო იმაზე, რომ ტელეფონზე არ გიპასუხებ ოდესმე და შენ ჭკუიდან გადახვალ ნერვიულობით? გინდა გავაფუჭოთ ის ლამაზი ურთიერთობა რომელიც გვქონდა? –ახლა ისე მშვიდად მელაპარაკები ამაზე, რომ ეჭვი მეპარება ყვეაფერში, ნუთუ ამდენად უმნიშვნელო ადამიანი ვარ შენთვის, რომ ასე ერთი ხელის მოსმით შეგიძლია ამომშალო შენი ცხოვრებიდან? ძალიან გაბრაზდა ჯაბა და ფეხზე წამოხტა, ცაცო მართლა სიტუაციასთან შეუფერებელი სიმშვიდით საუბრობდა –ასეთი რეაქციამ მაქვს ჯაბ, როცა გიჟივით უნდა ვიქცეოდე პირიქით ვმშვიდდები, რა ვქნა უცნაური ვარ, შენ კიდე უსამართლო ამ მომენტში, იცი ყოველთვის მინდოდა მქონოდა ცხოვრება, რომელშიც არაფრის წაშლა არ მომინდებოდა, სამწუხაროდ არ გამომივიდა, სიამოვნებით წავშლიდი ბევრ რაღაცას, მაგრამ შენთან შეხვედრას და ამ ზაფხულს არა და თუ იმას ვერ გრძნობ როგორ გიყურებ, როგორ გექცევი და საერთოდ როგორ მიზიდავ მაშინ მართლა არ ღირს ჩვენი ერთად ყოფნა და აღარც ვინანებ ასე რომ გადავწყვიტე –მაგას რომ ვხედავ და ვგრძნობ იმიტომ მიკვირს ზუსტად შენი სიტყვები... შენ არც ის გეგონა რომ მე მოვახერხებდი იმის ახსნას, რომ ცხოვრება სულაც არარი ისეთი როგორც შენ ფიქრობდი, ერთხელ ხომ დავამტკიცე, რომ ჩემი ნდობა შეიძლება, ახლა მომეცი საშუალება და იმასაც დაგიმტკიცებ, რომ მე და შენ ამ ერთ წელიწადს ისე დავატარებთ თითქოს მე არსადაც არ წავსულვარ, ნუ წამოეგები შიშების ანკესს, მე დამიჯერე გეხვეწები, ცაცოს სახეს, რომ შეხედა ჯაბამ მიხვდა ტყუილად საუბრობდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, უსულოსავით დაეცა დივანზე... ცოტა ხანი სიჩუმეში იყვნენ, მერე ცაცო მიიხუტა გულზე და ხელები ძალიან ძალიან მოუჭირა –ვგავართ ახლა ჩვენ წყვილს რომელიც ერთმანეთს შორდება? –ამაშია მთელი ფილოსოფიაც, რომ ორივე უკუღმართები ვართ –სახლში გინდა რომ წაგიყვანო თუ დარჩები დღეს ჩემთან? –დავრჩები, ახლა არავის ნახვა არ მინდა, მინდა ასე ვიყო შენთან ერთად, მე ხომ ერთი წელი უნდა გავძლო უშენოდ? –ააა, ერთი წლის მერე ჩემს დაბრუნებას აპირებ? –თუ სურვილი გექნება... –ესე იგი, თავიდან უბრალოდ სიძნელეებს იშორებ რომლებმაც შეიძლება ამ ერთ წელში თავი იჩინოს? რა ეშმაკი ხარ ცაცოო... არ მოველდი შენგან –უბრალოდ არ მინდა ბევრი გაუგებრობა დაგროვდეს ჩვენს შორის, რომლებიც მომავალ ზაფხულს ერთად ყოფნის საშუალებას აღარ მოგვცემენ, მე ხომ ვიცი ჩემი თავის ამბავი, ვერ მოვახერხებ უბრალოდ შენთან საათობით საუბარს ტელეფონზე, ღამეების თენებას კომპიუტერთან, არ მინდა ამით გავირთულო ცხოვრება... –ძალიან ძალიან რომ მომინდეს შენი ხმის გაგება? იმ შემთხვევაშიც არ მექნება დარეკვის უფლება? –მაგაზე ჯერ არ მიფიქრია, ნუ ალბათ შეიძლება თუ ძალიან, ძალიან მოგინდება –მაგისთვისაც მადლობა... –მართლა უკუღმართები ვართ არა? აბა ასე მშვიდად როგორ გადავწყვიტეთ ყველაფერი? დაიწყო ისევ ჯაბამ –მიხვდი ხომ ასე, რომ აჯობებს? ყოველგვარი მოვალეობების გარეშე ცხოვრება იოლი იქნება -არ ვიცი ცაცო, მაგრამ იმაში რაც შენ თქვი არის სიმართლის მარცვალი, მე ყოველთვის ვერ შევძლებ ყურადღების გამოჩენას, შენგან კაცი მაგას ვერ ეღირსები, ახლა იმდენი პრობლემები გელოდება სახლში... ჩემთვის ნამდვილად ვერ მოიცლი, ამის გამო ერთმანეთს საყვედურობას რომ დავუწყებთ ესეც ხომ ცხადია, მაგას მართლა ჯობია შენი შემოთავაზებული გეგმით ვიმოქმედოთ -მეძინება, გულზე თავი გაუსვა ცაცომ ჯაბას -ასე რომ დავიძინოთ შეიძლება? მშვიდად იკითხა ჯაბამ, ხელები უფრო ძლიერად შემოხვია მხრებზე, მისკენ უფრო მიჩოჩა და გემრიელად მიიხუტა პატარა კნუტივით, შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები და ცხვირი ცაცოს თმებში ჩარგო -შეიძლება.... წაიჩურჩულა ნახევრად უკვე მძინარე ცაცომ და თვითონაც მოხვია ხელები ჯაბას -ძალიან მიყვარხართქო რო გითხრა შეგეშინდება? ჩასჩურჩულა ჯაბამ ყურთან ახლოს -ეს ხომ ისედაც ვიცი? კითხვითვე უპასუხა ცაცომ, დახუჭული თვალები გაახილა თბილი და კმაყოფილი მზერით ახედა ოდნავ დაბნეულ მაგრამ მომღიმარ ჯაბას -მეც ვიცი... კმაყოფილებით სავსე ხმა ქონდა ჯაბას -უნდა იცოდე... დაუდასტურა დიდის ამბით ცაცომაც.... იმაზე სასიამოვნო არაფერია, კმაყოფილი ღიმილით, რომ ჩაგეძინება იმ ადამიანთან ერთად, რომელიც იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა შენს ცხოვრებაში... სიმშვიდეს და რაღაც აუხსენლ სასიამოვნო გრძნობებს რომ განიცდი, როცა შენს გულზე უდევს თავი და მშვიდი უშფოთველი ძილით სძინავს, ბავშვივით... უყურებდა მძინარე ცაცოს და ძალაუნებურად ეფიქრებოდა, ალბათ ისეთი სიყვარული როგორითაც ცაცო უყვარდა, მხოლოდ ერთხელ მოდიოდა ცხოვრებაში, ცისარტყელა ახსენდებოდა ხოლმე როცა ცაცოზე ფიქრობდა, საყვარელი ფერიო რომ ეკითხებოდნენ ხანდახან ჟურნალისტები, ცისარტყელაო ასე პასუხობდა, მასში ხომ შვიდი ფერიაო ურცხვად, რომ შეახსენებდნენ, ჯაბას ეღიმებოდა და თავს უკმაყოფილოდ გადაიქნევდა იმის ნიშნად, რომ ვერ გაუგეს რისი თქმაც უნდოდა, მერე რამოდენიმე სიტყვით ცდილობდა აეხსნა რას გულისხმობდა, ცისარტყელა იმიტომ უყვარდა რომ მასში ყველა ფერი იყო... ხო და ცაცოც ყველა ფერი იყო მისთვის... ყველა გრძნობა -სიყვარული, სურვილი, ვნება, სიმშვიდე, სიგიჟე... ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა ენატრა, ამიტომ ცაცო ჯაბას ცისარტყელა იყო... უეცრად გამოჩენილი გაზაფხულის ერთ მშვენიერ ღამეს (მიუხედავათ იმისა, რომ ღამე ცისარტყელა ჯერ არავის უნახავს) და ახლა ისე უჩინარდებოდა მისი ცხოვრებიდან, როგორც ნამდვილმა ცისარტყელამ იცის იცის ხოლმე გაქრობა... -ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი.... ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი.... ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი.... მაგრად ქონდა დახუჭული თვალები ჯაბას, დროის გასაჩერებლად ჯიუტად ითვლიდა უშედეგოდ და თვალების გახელა არ უნდოდა -არ გაჩერდება, მეც ვცადე, მთელი კვირაა ვითვლი და არ ჩერდება, ღმერთსაც ვეხვეწები, რომ გაჩერდეს, ასეთი გულწრფელი მასთან არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არის რაღაცეები ალბათ რისი შესრულება მასაც არ შეუძლია -რატომ არასოდეს მელაპარაკები გულახდილად იმაზე რასაც გრძნობ? -რა უნდა გითხრა? შენ გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში, მე რომ ღმერთის მწამს, სხვანაირის იმას, რომ ვუმადლი? იქ შორს რომ იქნები ისე უბრალოდ კი არა ჩემებურად და უცნაურად, რომ მომენატრები? შორს, რომ იქნები და უკვე სექტემბრის შუაგულში მონატრებით... უშენობით გადარეული, რომ მოვკვდები? დასევდიანდა ცაცო და ჯაბას გული ეტკინა, მისი ბრალი რომ იყო ეს სევდა -მაპატიე რომ გტოვებ და სხვანაირი გამოსავალი ვერ ვნახე, მაპატიე თუ შეგიძლია -შემიძლია ჯაბ, მე ხომ ვიცი რომ ეს ვალდებულებაა და არა შენი სურვილი... გახსოვს პირველად რომ მომაკითხე სამსახურში? მაშინ შენზე უკვე ყველაფერი ვიცოდი, შენზე და ჩემზე, არც კი გითქვამს ისეც ვიცოდი, რომ წახვიდოდი, მაგრამ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ჩემი სულიც თუ თან გამოგყვებოდა... ვაღიარებ, რომ აღარ ვიცი როგორ ვიცხოვრო უშენოდ... ვხვდები, რომ ცხოვრების ეს ფურცელი უკვე გადაფურცლეს უჩემოდ, იქ უკვე უცხოები ვართ ერთმანეთისთვის, დამშიდობების დროა... სევდა კი უმოწყალო კოდალასავით მინისკარტებს ისედაც ორად გაყოფილ გულში, შინაგანად ვყვირივარ, რომ მაპატიო, თუმცა არ ვიცი რა და მიშველო, უკანასკნელი ძაფებიც არ გაწყვიტო.... შენ ხომ ახლა უფრო მჭრდები ვიდრე ადრე.... უშენოდ ხომ ქვეყანაზე სინათლე ჩაქრება და მოიღრუბლება ზეცა ტირილის მოლოდინში, სიტყვებს კი რომლებსაც უკან დაგაწევ, ქარი მომპარავს, შემოდგომის ყვითელ ფერებთან ერთად წაიღებს და ზამთრის სუსხით შეშინებული მათთან ერთად უგზოუკვლოდ დაიკარგება... მერე კი ჩემს სიზმრებს შემოეჩვევი უკითხავად, მოხვალ ყველა ღამით და ყველა დილის დადგომასთან ერთად იმას გისაყვედურებ რატომ რჩები მხოლოდ დილამდეთქო.... შენ კი ერთხელაც არ ამიხსნი არაფერს და ისევ უბოდიშოდ გაქრები, როცა მე თვალებს გავახელ... დაცარიელდება დედამიწა უშენოდ და ცხოვრების შეჩვევა მომიწევს თავიდან, პირველად ასე დედამიწა მაშინ დამიცარიელა, როცა კაკი დაიღუპა და გიგა ციხეში ჩასვეს, არც მაშინ ვიცოდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება და ვერ წარმოვიდგენდი ეს შეგრძნებები თუ ოდესმე დამიბრუნდებოდა.... ყვითელი შემოდგომა რო გაივლის თავისი სიყვითლით და დედაქალაქს თოვლის პირველი ფანტელები, რომ შეეპარება, მაშინ მივხვდები დროისთვის დღეები, წლები და საუკუნეებიც კი არაფერია... განმეორების და უკან დაბრუნების ფორმატიც, რომ არააქვს და ყველაზე მშვენიერი რამ რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა შენ იყავი.... -ცაცოო.... თავს ისედაც საშინლად ვგრძნობ... ახლა ამ სიტყვების მერე სიხარულით უნდა დავხტოდე, მაგრამ მე მინდა, შენი საუბრიდან ისე ჩანს თიქოს, მე გიტოვებდე დიდ ტკივილს და მონატრებას... მე რა არ მიმაქვს იგივე გრძნობები შენი აზრით? ვინ უფრო ცუდ მდგომარეობაშია შენ აქ ამდენი მეგობრების გარემოცვაში, რომ დარჩები, თუ მე იქ სულ მარტო რომ უნდა ვიყო? -აღარ მეძინება, წამოჯდა ცაცო დივანზე, პატარა ბავშვივით გაბრაზებული სახით, ლოყები, რომ აქვთ გაბერილი და ტუჩები საგულდაგულოდ მოკუმული -იცი მას მერე რაც შენი ხმა მოვისმინე რაზე დავიწყე ოცნება? ჩვენი ქოხი გვქონდეს, ნალმიჭედებული კარით, სადმე შორს ტყეში, ჩუმად მიმღეროდე რამეს, მედოს შენს მუხლებზე თავი, გარეთ უმოწყალოდ ბარდნიდეს თეთრად, შენ კი სიმღერასთან ერთად ჩვენს ბავშვს, ანანეს უქსოვდე წინდებს, მე ლექსების თქმას მთხოვდე, იცინოდე, იმიტომ რომ აბა სად მე და სად ლექსები.... გაზაფხულის პირზე ცისფერ ყვავილებს დაგიკრეფდი კლდეებზე ამოსულს, მიუხედავათ იმისა, რომ არ გიყვარს ყვავილები... ღამღამობით გიკითხავდე გრძნობებს და შენ და ანანეს ორივეს გიკრავდეთ გულში... აღიარებების საღამო ზედმეტად ემოციური აღმოჩნდა, ცაცოს ძალინ მოუნდა ჯაბას ოცნება რეალობად ქცეულიყო, რამოდენიმე წუთით შეახო აკანკალებული ხელები ლოყებზე და სიჩუმეში გაინაბა, სუნთქვაც კი შეიკრა... მერე მაგრად მოეხვია ჯაბას, მჯდომიარე მდგომარეობა, მწოლიარემ შეცვალა და ემოციები ისევ დაცხრა, რეალობა ისევ დაბრუნდა... -მიმღერე რამე, თხოვა ჯაბამ და ცაცოს არც კი უფიქრია გაეპროტესტებინა, ისე ამოუშვა ხავერდოვანი და სევდიანი ბგერები.... ჯაბას ისევ ეგონა რომ ცაცო მათ ისტორიას ყვებოდა, სევდიანად რომ უმღეროდა: ღამე დატოვებს შენზე ფიქრებს და გაქრებაო... ეს სიზმარიც ახდება და როდესაც შორიდან მოხვალ, სევდა გაქრებაო..... ძალიან მოუნდა კოცნით დაეხრჩო როცა თვალები შეანათა, ოღონდ გამაგონე ხმა და სადღაც წავა სინანულიო, დაბრუნდი და მომიტანე სიხარულიო.... ცრემლნარევი ხმით რომ ჩაიმღერა ცაცომ ბოლო სიტყვები.... ჯაბას სუნთქვა და გულის ცემა რომ გაუხშირდა, თველაბიც რომ გაუეშმაკდა, ცაცო ყველაფერს მიხვდა და მზერა სასწრაფოდ აარიდა ჯაბას, სიმღერაც შეწყვიტა და მთელი ტანიც ისე დაეძაბა, როგორც მაშინ, პირველად რომ იგრძნო ჯაბას ხელები წელზე და ტუჩები მუცელზე, მაშინ უფრო სხვების მოერიდა ახლა კი ცოტა შეეშინდა, ჯაბაც ყველაფერს მიხვდა -შეიძლება მე სხვაგან რომ დავიძინო? მორიდებულად იკითხა ცაცომ და უხერხულად ჩაახველა -რატომ, ასე ცუდათ ხარ? -მე არა შენ ხარ ცუდათ, მართალია ასეთ საკითხებში დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ არც მთლად მიუხვედრელი ვარ ჯაბ... ახლა ძალიან ცუდი აზრები გიტრიალებს თავში და არ გრცხვენია? წაკბინა ცაცომ და ჯაბას გაეცინა -რატომ უნდა მრცხვენოდეს? შენი კოცნა რომ მინდა იმიტომ? ეს ხომ პირველივე დღიდანვე აშკარა იყო? -ასე აშკარად ეს არასოდეს დაგტყობია, თან უკაცრავად და როდის უნდათ კოცნაზე მეტი მაგასაც ვხვდებით ქალები.... -მართალი ხარ, შენთან ყოფნა მინდა, ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა, როცა საყვარელი ქალი გვერდით გიწევს, საოცრად სევდიან სიმღერას გიმღერის, განშორების საღამოა და იმის სურვილი გიჩნდება, რომ მთელს ტანზე დაიტოვო მისი სურნელი... -ჩემს სუნამოს დაგასხამ უხვად და ეგ იქნება ჩემი სურნელი, იდაყვი გაკრა ცაცომ ჯაბას და წამოდგომა სცადა, ჯაბამ კი მაგრად მოქაჩა და ისევ მასთან დააბრუნა -მე რომ ეს ყველაფერი მინდა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება... მკაცრი ტონით უთხრა უხერხულად მოხვანცალე ცაცოს და ზაფხულის გრილი პლედი გადააფარა -დღეს მაინც ასე მოგიწევს ჩემთან ჩახუტებულს დაძინება და შეგიძლია მორჩე ხვანცალს, მაგრად მოუჭირა შემოხვეული დიდი ხელები -მეტკინა ველურო, წამოიყვირა ცაცომ -დაიძინე და ხმა აღარ გავიგო შენი!!!! ისევ უბრძანა ჯაბამ, დამშვიდებულ ცაცოს გვერდულად ჩამოხედა, თვალები თვითონაც დახუჭა, გულში კიდევ ამოდენიმეჯერ დაითვალა ხუთამდე, იქნებ გამოვიდესო, მაგრამ... დათვლის ბრალი იყო თუ ემოციური გადაღლილობის დილამდე თვალი არც ერთს არ გაუხელია... ჯაბას რამოდენიმეჯერ შეეღვიძა და ცაცოს სიახლოვით კმაყოფილმა ღიმილით შეიბრუნა ძილი... დილა ცაცოს შეკივლებით დაიწყო, რომელიც ჯაბას ებუზღუნებოდა გაიღვიძე სამსახურში დამაგვიანდაო და ისეთი სისწრაფით გამოაქცია სახლიდან, ჯაბა გზაში იწყებდა გამოფხიზლებას, მანქანა ცაცოს სამსახურიდან ცოტა მოშორებით გააჩერა -აეროპორტში არ მოხვალ არა? უცნაური გაუხდა ხმა ჯაბას -ხომ იცი, რომ არ მიყვარს... -ანუ ბოლოჯერ გხედავ? გააწყვეტინა ჯაბამ -ასე გამოდის -და შენ ისე გეჩქარება იმ დაწყევლილ სამსახურში, რომ გაქანებული მანქანიდან აპირებ ჩემი ჩახუტების გარეშე წასვლას არა? -არ გეყო გუშინდელი ღამე? -მე შენ ვერასოდეს გიმყოფინებ ცაცო... შენ კი... -ჯაბ, დღე რომელიც უშენოდ გათენდება მხოლოდ მოჩვენებით იქნება მშვიდი! მკაცრად და წყენით თქვა ცაცომ, თბილად ჩამოუსვა ხელები წვერებზე -ბედნიერი მგზავრობა და ნაყოფიერი წელი ჩემო მაღამო, ჩუმად ჩაილაპარაკა და სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, რამოდენიმე ნაბიჯი ქონდა გადადგმული ჯაბამ რომ დაუძახა, მოდე ჩემთანო, ხელებ გაშლილი ეძახდა და ცაცოც დაემორჩილა, ჯაბამ ისევ ასწია ჰაერში, გაითანაბრა, კისერში, ლოყაზე და შუბლზე გემრიელი ხმაურით აკოცა, მაინც ვერ მოშორდა და ისევ კისერს დაუბრუნდა -მოდი რა აეროპორტში... ემუდარებოდა და ხელს არ უშვებდა... -ვერაფერს შეგპირდები, ახლა კი დამაბრუნე მიწაზე და წადი ოჯახთან გაატარე ეს ბოლო საათები, ისედაც მთელი ზაფხულია დაბოდიალებ აქეთ იქეთ... უცნაური შეგრძნებაა, როცა არაფერი გტკივა და მაინც ცუდათ ხარ, ადამიანების ფიგურებს და ხმებს რომ ვერ არჩევ, ისინი უბრალოდ შენს თვალ წინ მოძრავი ფიგურები არიან და ყველაფერს ერთი დიდი ზუზუნის ხმა აქვს, მოქმედენებ ინსტინქტურად, რომ აკეთებ ყველაფერს... უწონობაში, რომ გგონია თავი, ბუშტივით გაფრენა რომ უნდა, ნახევრად, რომ უკვე ჰაერშია, მაგრამ იქ მიწაზე ვიღაცას ყავს დაბმული... ასეთი მდგომარეობიდან ცაცო ნატოს ხმამ გამოიყვანა, რომელმაც კარები შეუღო და გააფრთხილა მამაშენი მოვიდაო, ცაცოც სკამიდან დენდარტყმულივით წამოდგა, მამას ფოიეში შეეგება, ერთი კვირა იყო რაც არ ენახა და აშკარად ეტყობოდა ნერვიული სიგამხდრე, თალებიც ძალიან გადაღლილი და სევდიანი ქონდა, არც კი დაფიქრებულა ისე მოეხვია მონატრებულს, თან ახლა ეს ძალიან სჭირდებოდა, თან ორივეს, მერე კელკავი გამოსდო და კაბინეტში უსიტყვოდ შეუძღვა -არ აპირებ შვილო სახლში დაბრუნებას? კითხა მას მერე რაც შვილის ცქერით გული იჯერა ბატონმა ბადრიმ -დედაშენი მკლავს, დილა-საღამოს გამოწერილი მაქვს მისი ქოთქოთი, რომ ჩემი ბრალია შენი სახლიდან წასვლა და თუ არ დაგაბრუნებ დედაშენი მეც გამომაგდებს.... -ვიცი მამ, მეც ყოველ დღე ველაპარაკები, როგორ ხართ? გაუღიმა ცაცომ გაწამებულ მამას -უშენოდ ცუდად მამი... -დავბრუნდები, ხვალე მოვალ, აღარ ვიჩხუბებთ მე და შენ, ჩხუბის მიზეზი მიფრინავს გამთენიისას -გული გტკივა? -თავისთავად მამ, მთელი წელი ვეღარ ვნახავ -მერე ნახავ კი? -ისედაც გაღიზიანებული ვარ ბატონო ბადრი და ძალიან გთხოვთ დამინდოთ! საკმაოდ მკაცრად წარმოსთქვა ეს სიტყვები ცაცომ და ბადრის გაეცინა -ნამდვილად ისაა რაც გინდა? უცნაური კითხვა დაუსვა შილს და პასუხის მოლოდინში გაისუსა -აღმოჩნდა, რომ ისაა... არ დამალა ცაცომაც სიმართლე და მორცხვად აარიდა თვალები მამას -აუცილებლად ერთად იქნებით? -მამ საგარანტიო ფურცელს გრძნობებისთვის ჯერ არავინ იძლევა, ოჯახები ინგრევა, ცოლი და ქმარი სცილდება ერთმანეთს და შენ მეკითხები, ვიქნებით თუ არა მე და ჯაბა სამუდამოდ ერთად? რა გინდა რომ გიპასუხო? -ის მინდა, რომ ბედნიერი იყო, მე კიდე მშვიდად! -მაგას მომავალ ზაფხულში გეტყვი ვიქნები თუ არა ბედნიერი და იქნები თუ არა შენ მშიდათ -რატომ მომავალ ზაფხულს? გაუკვირდა ბადრის და დიდად არ სიამოვნა შვილის ასეთი სევდიანი თვალები -ტაიმ-აუტის რეჟიმზე დავაყენეთ ურთიერთობა სანამ ის იტალიაში იქნება -უყურე შენ, გაიკვირვა ბატონდა ბადრიმ -მერე ეს არ გაგიჭირდებათ? -აღმართი დაუღლელად არავის აუვლია მამ, ურთიერთობებმაც ცოტა სიძნელეებს უნდა გაუძლოს -მაინც არ მესმის რა ნახე იმ კალათბურთელში ასეთი -მამ, მხატვრებს მზე ხანდახან შავი აქვთ, მაგრამ ეს მათი მზეა, შენ ჯაბას ჩემი თვალებით არ უყურებ, შენ ეჭვიანი მამა ხარ, რომელსაც შვილი არავისთვის ემეტება -შეიძლება მართალიც ხარ... არ აცილებ დღეს? ხომ არ გინდა აეროპორტში წაგიყვანო? -კარგად დაუმუშავებიხარ დედას, ადრე სათოფეზე არ გაეკაროო იმას მეუბნებოდი და ახლა შენი ნებით მიგყავარ მის გასაცილებლად? -მე არ მინდა დაგკარგო შვილო, შეიძლება მე საკუთარი აზრი მქონდეს, მაგრამ შენ მას ვერ მოგახვევ, თან შენთან კამათი ძალიან ძნელია, იცი როგორ დაანახო ხალხს შენი სიმართლე -არ ვაცილებ მამ, არ შემიძლია, გუშინ დავემშვიდობე უკვე... -არ ინანებ მამას კრუხო? ჩემი აზრით გაუხარდება, თუ მიხვალ და მერე სახლში წავიდეთ, იქ უკეთესად იქნები ვიდრე ალეკოსთან, დედიკოს ჩაეხუტები -სახლში წამოსვლა ახლაც შემიძლია თუ წამიყვან, მიადო თავი გვერდით მჯდარ მამიკოს ცაცომ და მერე მასთან ერთად გამოვიდა სამახურიდან, ნატოს დაუბარა აღარ დავბრუნდები დღესო... დედას გემრიელი საჭმელი და სახლის სუნი ძალიან მონატრებია ცაცოს, თვალცრემლიანი უყურებდა ქალბატონი თამარი შვილს და მეუღლის საყვედურების მიუხედავად, ნუ დასტირი შვილსო, მაინც ვერ ჩერდებოდა, ლალუკა დამნაშავესავით იდგა სამზარეულოს კარებში და ცაცომ ჩასახუტებლად ხელები, რომ გაუშალა მხოლოდ მაშინ გაიღიმა, ბევრი ისაუბრეს შექმნილ სიტუაციაზე და რა უნდა ექნათ სამომავლოდ, ლალუკა ივიკოსთან დაბრუნებას არ აპირებდა, ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტაზე არც ერთს არ უფიქრია, ბატონი ბადრი ხშირად ახსენებდა ხოლმე საათს ცაცოს და ქალბატონ თამარს გაუკვირდა, რა სჭირს მამაშენსო, ცაცოს გაეცინა და დედას ყველაფერი აუხსნა -მართალია დე მამიკო, აი წარმოიდგინე შენ რომ მიდიოდე არ გაგიხარდებოდა მისი ნახვა? რამდენადაც კარგად არ უნდა დამშვიდობებულიყავით, მაინც აუცილებელია მისი ნახვა, აწაგიყვანს მამიკო, შენ მაგაზე არ ინერვიულო -ვიცი, მითხრა უკვე -წადი რა მართლა, მაგრად ჩაეხუტე და..... დედას გადახედა ლალუკამ -ნუ დედა რომ არ იყოს დაგარიგებდი როგორ უნდა მოიქცე, მარა.... ჩაუკრა თვალი ეშმაკურად ცაცოს და დედას ოდნავ წამოკივლებაზე შეხტა -თუ წასვლას გადავწყიტავ მე თვითონ წავალ დამხმარეების გარეშე და შე გაფუჭებულო ქალო, ჰორმონების მოზღვავება გაქ? -შენნაირი ფრიგიდული არც არასდროს ვყოფილვარ, დაეჭყანა საპასუხოდ ლალუკა -დედა ეს რეები მესმის.... დააშოშმინა გოგოები ქალბატონმა თამარმა... ორივეს მზრუნველად აკოცა თავზე და ოთახიდან გავიდა, ცაცომ კონსულტაციის ამბები იკითხა სად და როგორ ჯობია რომ მივიდეთო, ლალუკს კი უფრო ჯაბას ამბები აინტერესებდა, საუბარი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინათ და ცაცომ ალეკოს სახელი რომ წაიკითხა მერე გაახსენდა, რომ ნათლია უნდა გაეფრთხილებინა -გოგოოოო, შენ გადასახლდი ცინცაძესთან თუ რა ხდება? გაბრაზებულმა იკითხა ალეკომ და ლალუკას რომ არ ეკივლა პირზე ხელი აიფარა -ოო, რამხელას ყვირიხარ ნათლი??? არსადაც არ გადავცხოვრებულვარ, მამამ მომაკითხა დღეს სამსახურში და სახლში დავბრუნდი, აღარ შეგაწუხებ ბატონოოო -ეუფ... ძლივს შეგეჩვიე და ახლა როდის გადაგეჩვევი? -გამო ამ დღებში ჩვენთან, ან საერთოდ ჩემს დაბადების დღზე როგროც ყოველთვის დავლაშქროდ გურია, რას იტყვი? არ მოგენატრა ციალას ხაჭაპურები? ან შალვას პოლიტიკური დებატები მაინც? -წამოვალ მამი აბა რას ვიზამ... გამიხარდა რომ ოჯახში დაბრუნდი, რამდენადაც არ უნდა მდომოდა ჩემთან დარჩენილიყავი, შენი ადგილი მანდ არის, შალვოვიჩის გვერდით.... ჯაბასთან სახლში უამრავი ადამიანი ირეოდა, გაცილების მსურველთა რაოდება უფრო მეტი იყო, ვიდრე საცხოვრებელი ბინის ფართი, ამიტომ ეტაპობრივად მიდიოდნენ და მოდიოდნენ სტუმრები, ტან ყველანი რატომღაც ცაცოს უფრო კითხულობდნენ ვიდრე ჯაბას აქცევდნენ ყურადღებას, ბაიკოსაც და ლიკაკოსაც დააკლდათ თვალში ცაცო და ერთმანეთს თვალები დაგაუბრიალეს, ჯიური გოგო ეგ, როგორ შევეხვეწე არ გაეკეთებინა ის რაც ჩაფიქრებული ქონდა და მაინც თავისებურად ჯიუტად მოიქცაო... ბრაზობდა ლიკაკო, გამცილებელთა ნაკადმა ღამის თორმეტი საათის მერე ოდნავ იკლო, აეროპორტში მხოლოდ ზურამ და ნათიამ გააცილეს, სარეგისტრაციო სექტორში ადიოდა ექსკალატორით, როცა კარებში შემოვარდნილი ცაცო დაინახა და ზემოთ ამავალი საფეხურების საწინააღმდეგოდ დაიწყო ჩამოსვლა და გაოცებული მგზავრების გვერდი გვერდ გაწევა, როგორც იქნა ჩამოვიდა და ცაცოო იმხელა იყვირა მთელი აეროპორტის ყურადღება მიიპყრო, ისე ჩაიხუტა ცაცოს ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს, ზურა ღიმილით ადევნებდა თვალყურს და ნათიას ეუბნებოდა, აი ის მაგარი გოგოა, რომ გიყვებოდიო, ნათიამ სანამ შენ მეტყოდი რამეს ლადომ გამომიღო ტვინი მაგ ოჯახის მანდილოსნების ხსენებითო -ვიცოდი, ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, კოცნიდა ჯაბა კისერში ცაცოს და ისეთი ბედნიერი იყო თითქოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო, მიწაზე რომ დააბრუნა თავისი შოშია გოლიათმა, თმები ფრთხილად გაუსწორა -რას უნდა ვუმადლოდე შენს აქ გამოჩენას? აღელვებული ხმით იკითხა ჯაბამ -მამას -სერიოზულად? -დღეს მომაკითხა სამსახურში, სახლში დავბრუნდი და მთელი დღეა ოჯახი ტვინს მიბურღავს რომ უნდა გაგაცილო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტად შენთვის ვიდრე ჩემთვის, ოჯახს კიდე გაუმკლავდებოდი, გიგა და იაკო რომ დამადგა თავზე სულთამხუთავებივით, მერე გამოქცევა ვამჯობინე -მარტო ხარ თუ ბატონმა ბადრიმ მოგიყვანა? თუ აქ არი უნდა ჩავკოცნო და საერთოდ ყველას მადლობა უნდა ვუთხრა, მართლა ძალიან მინდოდა შენი ნახვა -მარტო ვარ, ხომ იცი როგორი დამოუკიდებელი გოგო ვარ მე... გაეპრანჭა ცაცო და თვალები სასაცილოდ დაუხამხამა, ჯაბამ ისევ მიიკრა გულზე -მიხარია სახლში რო დაბრუნდი, მარა ნეტა მამაშენს რა მოელანდა, ასე უცებ, რომ შეიცვალა წარმოდგენა? -მე მგონი დედამ და ალეკომ იმუშავეს კარგად, როგორც შევატყვე არც გიგას დაუკლია სალექციო კურსები, ან უბრალოდ მიხვდა, რომ თუ არ უნდოდა დავეკარგე ისე უნდა მიეღო ყველაფერი როგორც ვთავაზობდი, შენ არ დაგაგვიანდება? გაახსენდა ცაცოს და თვალები აუწყლიანდა -აბა ახლა ცრემლები არ დამანახო, გამიღიმე და ისე გამაცილე, აი გაიხედე იქეთ, იქ ზურა და ნათიაა, შეგნებულად არ გვიშლიან ხელს და თუ გინდა მერე ზურა გაგიყვანს სახლში, ცაცომ ზურას ხელი დაუქნია მისალმების მიზნით და თვალებზე ცრემლი მაინც ვერ მოიშორა, წვერებზე ეფერებოდა როგორც უყვარდა ხოლმე, ჯაბასთვის ისევ დადულმა ირგვლივ ყველაფერი, მხოლოდ ცაცოს ხმა ესმოდა -ძალიან შორს წახვალ? გადმოაყოლა ცრემლები დიდი თავშეკავების შემდეგ ამ კითხვას ცაცომ -ჰო! -და რა იქნება ჩვენს შორის? -კილომეტრები... მაპატიე... ძლივს პასუხობდა ჯაბა კითხვებს, რომლების მოსმენაც საერთოდ არ უნდოდა -დაივიწყე სიტყვა მაპატიე, საპატიებელი არაფერი გაქვს... -იტირებ ღამ-ღამობით? -ცოტას, მორცხვად აღიარა ცაცომ -გინდა მოვფრინდები ხოლმე? გაუსწორა ისევ მზერა და ჯაბს გაეღიმა -მინდა! -დახუჭე თვალები და მოვფრინდები ხოლმე, ხელის გულები ააფარა თვალებზე ცაცომ -ცოტა სიყვარულსაც წამომიღებ? -წამოგიღებ, ოღონდ ძაან უნდა მინატრო.... შენს სიზმრებს ვესტუმრები სადაც ვიქნებით ორნი, მე და მონატრება -მაშინ სამნი, მე შენ და მონატრება -შენ კი ზღაპრებს მომიყვები -რაზე? -რა მნიშვნელობა აქვს? ცრემლნარევი სიცილი წასკდა ცაცოს ჯაბას მეამიტურ კითხვაზე.... კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ერთად რომ არა საინფორმაციო ცენტრის გოგონას ხმა, რომელიც პირადად ჯაბას სთხოვდა დროულად რეგისტრაციის გავლას, კიდევ ერთხელ დაუკოცნა ჯაბამ ცაცოს ლოყები და მის ყველა დაჭყანვაზე რომელიც წვერების შეხებით იყო გამოწვეული ეცინებოდა, მერე ზურაც და ნათიაც მიუახლოვდნენ, ზურა ჯერ ცაცოს გადაეხვია, კაი გოგო ხარ რომ მოხვედიო და მერე სამივე ერთად უქნევდა ხელს სარეგისტრაციოსკენ მიმავალ ჯაბას.... თვალის არეალს რომ ჩამოშორდა, ზურამ მერე მოიფიქრა ნათიას და ცაცოს გაცნობა და ცაცოს უსაყვედურა კიდეც -ნანი ისე გელოდებოდა დღეს, ბევრი სტუმრები გვყავდა და დამხმარე ჭირდებოდა, შენ კიდე... ჩაიქნია ხელი უკმაყოფილების ნიშნად -რა იყო უფროსი რძალია ვერ უმკლავდებოდა მოზღვავებას? გაეხუმრა ცაცო ნათიას და მაშინვე დაამატა -დიდი იმედი მქონდა, რომ ადრე თუ გვიან გაგიცნობდი, იმდენი მსმენია შენზე ჯაბასგან -მეც არანაკლებ დამაინტრიგეს შენით ჩემ შვილს შეუძლია გაუთავებლად ისაუბროს შენზე და ნუცაზე -მიხარია, რომ ერთად ხართ, ჩემი აზრით საყვარელმა ადამიანებმა ყოველთვის უნდა იპოვნონ ერთმანეთისკენ მიმავალი გზა... -ეეე ცმაცუნა, შეეცოდა ზურას სევდიანად მარტო დარჩენილი ცაცო და ხელი გადახვია -ანუ მიდიხარ შენც იტალიაში? კითხა იმერული კილოთი, როცა აეროპორტის შენობიდან გამოვიდნენ, ცაცოს გაკვირვებული სახე, რომ დაინახა უკითხავად დაიწყო ახსნა -ხომ თქვი, რომ საყვარელმა ადამიანებმა, ყოველთვის უნდა იპოვნონ ერთმანეთისკენ მიმავალი გზა? ცაცომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია -ხო და თვალებს რომ მიფახურებ დასიცხული ინდაურივით, შენი სიყავრული იტალიაშია და შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, უნდა მიდიოდე -კაი რა ზურა, სულ არასერიოზული, როგორ უნდა იყო? ხანდახან მგონია, რომ ლადოს შენზე მეტი ჭკუა აქვს, გაუბრაზდა ნათია და ცაცოს სთხოვა ყურადღება არ მიაქციოო -ქალო, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო და ექნება ჩემზე მეტი ჭკუა აბა არა? ენაცვალა მამა, ხო ხედავ არ ჩამოდის ბავშვი, თაფლობის თვეში ხელს არ შეგიშლითო ასე მითხრა... ნიშნის მოგებით გადაულაპარაკა ცოლს და მომღიმარ ცაცოს აი მასე ღიმილი უფრო გიხდებაო უთხრა, მანქანამდე მიაცილეს, ცაცომ თხოვათ ნანის მოუბოდიშეთ რომ ვერ მივეხმარე დღესო... მანქანიდან სევდიანად გააყოლა ჰაერში აფრენილ თვითმფრინავს თვალი, პირველად მაშინ იგრძნო სიცივე, აი მორჩა ყველაფერი, დამთავრდა ისტორია და ჰეფი–ენდი როგორც ყოველთვის არ მოხდა, რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, ეს მისი ზაფხულიც დასრულდა, აუჩქარებლად დაძრა მანქანა და არც კი ახსოვდა სახლამდე გზა როგორ გაიარა, კარები დედამ გაუღო –წავიდა.... მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ცრემლებიც ზედ დააყოლა, ქალბატონმა თამარმა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, ცაცომ კი ოთახის კარი მიიკეტა –არ შეხვიდე, იყოს მის ფიქრებთან მარტო, გააჩერა მეუღმე ბატონმა ბადრიმ –ხვალ აჯობებს დალაპარაკება, დღეს სველი ღამე ელოდება, ამისი მეშინოდა ყველაზე მეტად, ახლა ჩემი შვილი კარდინალურად შეიცვლება ხომ ვიცი, ყველაფერი აირევა –რატომ ფიქრობ მასე? შეაშინა ბადრის სიტყვებმა ქალბატონი თამარი –იმიტომ რომ ჩემი აზრით სიყვარული ის კი არ არის როცა ერთად ხარ და ყველაფერი კარგადაა, არამედ ის რომ ცალ–ცალკე არაფერი გამოგდის, იმასაც გაუჭირდება, ცმაცუნაზე მეტად, ვერ გაძლებს ზაფხულამდე –საიდან იცი? –უბრალოდ ვიცი და მორჩა... ჩაიბურდღუნა ბატონმა ბადრიმ, მეუღლეს ხელი მოხვია და ძილის დროაო, თბილად აკოცა შუბლზე მიუხედავად იმისა, რომ შვილებს ყოველთვის გვგონია მშობლებს ჩვენი არასდროს ესმის, ან ჯიბრში გვიდგანან, სინამდვილეში პირიქითაა ყველაფერი, უბრალოდ მშბლებს უნდათ რომ თავიდან აგვაცილონ ცხოვრებისეული სირთულეები და ამის გამო ხშირად ავიჭყდებათ, რომ ეს შეუძლებელია... მშობლებსაც კი არ შეუძლიათ ტკივილისგან დაიცვან შვილები, ალბათ როცა ვიბადებით ვიღაც გვიწესებს, სიყვარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, ტკივილის, შეცდომების, საერთოს ცხოვრების გარკვეულ დოზას და ამ რაც არ უდა ვეცადოთ ამ დოზის რაოდენობის არც გაზრდა და არც შემცირება არ შეგვიძლია... ბატონი ბადრიც მართალი აღმოჩნდა, ღამე მართლაც სველი აღმოჩნდა, საყვარელ სარწეველა სკამზე და ფანჯრის წინ მოგონებებში გატარებული, უამრავი კითხვით და წინ არსებული დიდი გაურკვევლობით, როდის გადაიქეოდნენ ეს მოგონებები, მეხსიერებად, სად გაქრებოდა ტკივილი და სევდა, როდის შეძლებდა ცაცო მშვიდად დაეხუჭა თვალები და ეფრინა თავისუფლად? დიალაც მზესავით შორი მოეჩვენა და როგორც ივარაუდა, ზუსტად ისეთი დღე გათენდა, ყვირილს რომ მოგანდომებს ადამიანს, მზე დაუბრუნეთ დედამიწასო... ერთ კვირაში ცაცოს დაბადების დღეც მოვიდა, ადამიანის ფსიქიკა უცნაურადაა მოწყობილი, ალბათ ზედმეტმა ემოციებმა რომ არ შეგვშალოს ტვინი დამცავ მექანიზმებს რთავს და ცაცოსაც ასე ჩერთო ერთ–ერთი მექანიზმი, რომელმაც ჯაბას მონარტების ხარისხი შედარებით შეუმცირა, რატომღაც ფიქრობდა,ჯაბა ისევ ცოტა ხნით იყო წასული გასვლით თამაშზე და დღეს თუ ხვალ უნდა დაბრუნებულიყო გუნდთან ერთად, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ასე არ მოხდებოდა.... სოფელში ტრადიციული სუფრა გაშალეს ადესის ტალავერის ქვეშ, საოცარ სურნელში და უფრო ხალხმრავალი, ვიდრე წინა წლებში, სტუმრების სიას ალეკოსთან და გიგასთან ერთად დაემატნენ, ნინა და ზურა, ნატო და უკვე მისი ოფიცალური საქმრო გიორგი და ლაშა, ისევ ისეთი მოუსვენარი და დაუშოშმინებელი როგორც ყოველთვის, იაკომ დედა ვერ დატოვე, ისე კი სურვილი დიდი ქონდა ერთი, ორი დღით დასვენების... არც ცაცოს ეგონა ისე მოილხინეს და მერე, უკვე სუფრის ბოლოსკენ, ბატონმა ბადრიმ ცაცო დაიმარტოხელა, რაღაც კონვერტთან ერთად ტელეფონიც მიაწოდა, შენთან უნდათ ლაპარაკიო და მარანში მარტო დატოვა -დამიბერდი ერთი წლით შოშია? ჯაბას ხმა გაიგონა ყურმილში და გააჟრჟოლა -ბადრის ტელეფონზე რეკავ? მხოლოდ ამის თქმა მოახერხა გაოცებულმა ცაცომ -ყოჩაღ ქალბატონო? მეტი ვერანაირი სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვა ვერ გაიმეტე ჩემთვის? -ბებერი შენ ხარ თუ კაია, გაბრაზდა უცებ ცაცო, როცა ჯაბას სიტყვები გაახსენდა -მამამ კონვერტი მოგცა? -კი -ჩემი დაბადების დღის საჩუქარია, ნუ მთლად შენთვის არ არის, უფრო ჩემთვისაა -როდის მოასწარი მამასთან დამეგობრება? -შოშია ჯერ კიდევ ვერ მიხვდი, რომ ვგიჟდები შენზე? არ მინდოდა ბადრისთან ჩემს გამო გაგფუჭებოდა ურთიერთობა, კაცურად ვისაუბრეთ -შენი ბარლი იყო, ხომ სამსახურში, რომ მომაკითხა? –არ ვიცი ეგ რისი ბრალია, მე კი ვიცი, რომ გამიგო, გამიგო, როგორც მამაკაცმა და ეს ძალიან მახარებს, იცი რა მოხდა ცაცო? ჯერ ვერ მოგინატრე ისე როგორც ველოდი და მა მგონი თავს მალევე ვეუშველი ჩემი საჩუქრის წყალობით, მოკლედ რომ აგიხსნა რა ხდება... მანდ ჩემი მეგობრების ხმის ჩამწერი სტუდიის საათების სერთიფიკატია... მიხვალ ჩაწერ მე რომ გადამრიე იმ სიმღერებს და ისინი მე მაჩქებენ შენ ხმას... -ეგ შენს საჩუქარს უფრო წააგავს ვიდრე ჩემსას -ძალიან გთხოვ რა ცაცო უარი არ მითხრა, კი გიტხარი, რომ ვერ მოვასწარი შენი მონატრებათქო, მაგრამ ვხვდები სულ რამოდენიმე დღეში აპათეა დამწყება და უკვე ვეღარ გავძლებ, შენი ხმის გარეშე... ჩემთვის გააკეთე რა გთხოვ, თორე ყველა საღამოს ტელეფონში გამღერებ იცოდე!!! -და ჩვენი შეთანხმება? -ვერ გავძლებ ცაცო და რა ვქნა? ჭირვეულობდა ჯაბა ტელეფონში -როგორც კი თბილისში დავბრუნდები, მივალ და ყველა სიმღერას ჩაგიწერ -და ის ბოლოც რა წყნეთში რო მღეროდი -კარგი გადარეულო... -მომიკითხე ბებო და ბაბუ.... სუფრაზე დაბრუნებულმა მამას სულსხვანაირი მზერა შეანათა და ტელეფონი გაუწოდა, ბადრიმაც ხომ ჯკარგად ხარო? კითხა და ცაცომ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია... მას მერე ჯაბამ შეთანხმება მხოლოდ ერთხელ დაარღვია, როცა ცაცოს მოსწერა მივიღე ჩანაწერები და ქუჩაში დებილივით გაღიმებული დავდივარ, როცა შენი ხმა მესნის ყურსასმენებშიო, ყველაფერი ისევ ისეთ ცხოვრებას დაუბრინდა როგორიც ჯაბას გარეშე იყო, ბავშვებს სკოლა დაეწყოთ, ლალუკას მუცელი წამოეზარდა, ემილიმ სიარული და თავის ენაზე ბუტბუტი დაიწყო, ნატო გათხოვდა, ცაცო მეჯვარე იყო, მაგრამ იყო კიდევ ის რაც არავინ იცოდა, ის რაც მხოლოდ ცაცოს აწუხებდა და ტკიოდა იმაზე მეტად ვიდრე წარმოედგინა, ყველაფერი მართლა თავის კალაპოტს დაუბრუნდა, რთული ცხოვრებაც, სამსახურიც, მეგობრებიც, ოჯახიც, მაგრამ ზუსტად ის მოხდა რაც იწინასწარმეტყველა, ფერმიცემულმა სალყარომ გახუმება დაიწყო, ცხოვრების სიძნელეებს კიდევ ერთი, მონატრება დაემატა, ვეღარ იტანდა სამსახურის წინ მდგარ ჭადარს, რომელთანაც ჯაბა ელოდებოდა ხოლმე, ახლა კი სულ ცაიელი ხვდებოდა... თითქოს უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გახდა, თუმცა უფრო მკაცრი სამსახურში და უფრო მოსაიყვარულე ოჯახში, ჯაბას ამბებს ლადოსგან გებულობდა, ჯაბა კი ცაცოზე ეკითხებოდა ძმიშვილს და ლადო ნუცასთან ხუმრობდა, ორმაგი აგენტი ვარო... ბავშვებისთვის სიახლეების მიღება ალბათ ძალიან ადვილია და არც ლადოს და არც გოგოებს არ გასჭირვებიათ, ნუ ლადო კი კმაყოფილი იყო, მაგრამ ნუცას რა უხაროდა? ცაცომ მამას გადაკვრით კითხა ჯაბას და მის შეხვედრაზე, მაგრამ ბატონმა ბადრიმ ეს მხოლოდ კაცებს გვეხებაო და დაამთავრა... ხანდახან ისე ენატრებოდა შეიძლებოდა ტკივილისგან ეყვირა, ხალხის რომ არ მორიდებოდა, ღამღამობით კი ბალიში ერთგულ მეგობრობას უწევდა, ცრემლებსაც უშრობდა და პარტიზანივით სიჩუმე მთლად ვერ გამოსდიოდა, ქალბატონი თამარი ამჩნევდა, დილაობით დაწითლებულ თვალებს და შვილს თბილად ეხვეოდა, გაივლისო ამხნევებდა, თვითონაც იცოდა და ცაცოს თვალებშიც ხვდებოდა, რომ ეს არ გაივლიდა, უბრალოდ ცოტა ხანში ცაცო ისწავლიდა ამ დიდ მონატრებასთან ერთად ცხოვრებას და ცოტა დრო კიდევ, რომ გავიდოდა ჯაბაზე ასე გაგიჟებით აღარ იფიქრებდა, თევეების ცვლასთან და გარემოს ცვლილებასთან ერთად ცაცოს ისევ წყნეთში გატარებული ღამე და მისი სიტყვები ახსენდებოდა, ყვითელი ფოთლების ჯარმაც მოაქცია ალყაში ქალაქი და მერე თოვლის პირველი ფიფქები, რომ შეეპარა ქალაქს, მეეზოვეებმა უმოწყალოდ, სულ ფურცელ ფურცელ აკრიფეს და გაანადგურეს შემოდგომის კვალი... აცივდა... სახლში დაბრუნებული ცაცოს საყვაელი ადგილი ოთახი გახდა, თუმცა როცა მრავალსულიან ოჯახში ცხოვრობ, მარტოობა ზედმეტი ფუფუნებაა... სხვებს ყველაფერი ესმოდათ, მხოლოდ ემილის ვერ გააგებინეს ვერაფერი, შებაჯბაჯდებოდა ხოლმე ცაცოსთან, საყვარლად ეპოტინებოდა ტანსაცმელზე, მისი ყურადღება, რომ მიეპყრო, ცაცოც დაუზარებლად ეთამაშებოდა, ემილის ყველაზე მეტად დამალობანა უყვარდა, მიაფარებდა ხოლმე მის ფუმფულა ხელებს საწოლზე წამოწოლილ ცაცოს თვალებზე, ორ წუთში მოაშორებდა და გახარებული სახით, დას იძახოდა, არ ბეზრდებოდა ამის ასჯერ გამეორება, ცაცოსთვისაც ასე უფრო იოლი იყო... ნუცასაც ბევრი ყურადღება ეთმობოდა, ლალუკაზე, რომ არაფერი ვთქვათ და ჯაბაზე ფიქრი გვიან ღამით სტუმრობდა ხოლმე... ბოლო დროს შეეჩვია ფანჯარასთან საათობით ჯდომას, დიდ და მოხერხებულად მოქანავე სავარძელში, ბევჯერ ჩასძინებია ხოლმე ასე... მართლა დიდი არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში, ისევ ისე უწევდა ოჯახზე, მეგობრებზე და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, ყოველდღიური საქმეების გაკეთება, დაძაბულ სამსახურთან გამკლავება.... თუმცა დამოკიდებულებები შეეცვალა და ამას ყველა ირგვლივ მყოფი ხვდებობა... უჩვეულოდ ჩუმი და შეუმჩნეველი გახდა, ერთ დროს ყველაფერზე მოჩხუბარი და ხმაურიანი ცაცო.... შეეძლო რამოდენიმე დღის განმავლობაში სიტყვა არ ეთქვა... მისი ასეთის მიღება ახლობლებს ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ სხვა გზას მაინც ვერ ხედავდნენ... ბაიკოსთვოის და ლიკასთვისაც გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა, ძალიანაც უნდოდათ ცაცოსთან ურთიერთობა არ გაეწყვიტათ, მაგრამ მეუღლეებმა აუკრძალეს... ჩვენც არ გვინდოდა მისი დაკარგვა, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის ჯაბაზე იფიქრებს და უფრო გაუჭირდება ამ ტკივილთან გამკლავებასო.... იტალიაში კი ჯაბა იყო იგივე მდგომარეობაში, სახლი ვარჯიში, სახლი, ეს იყო მთელი მისი განრიგი და ცაცო.... უფრო სწორად მისი ხმა სახლში, მანქანაში, ქუჩაში... ბოლოს უკვე ფიქრობდა, რომ მანიაკის თვისებები უვითარდებოდა.... გუნდელები უკვე დასცინოდნენ დაბერდიო, დღეში მინიმუმსამჯერ მაინც კრეფდა ცაცოს ნომერს და მერე აღარ რეკავდა, სულ ძალით დადიოდა გუნდელებთან რესტორნებში, დაბადების დღეებზე, ოჯახურ შეკრებებზე, ოჯახს სირად ელაპარაკებოდა, ნანი სულ იმის ნებართვას თხოვდა, რომ ცაცოსთვის დაერეკა, მაგრამ ჯაბა კატეგორიულად უკრძალავდა, პატივი უნდა სცე მის გადაწყვეტილებასო... ერთ დღესაც გუნდელები შეუჩდნენ შენთან რამდენი ხანია არ შევკრებილვართო და ძალით დაიპატიჟეს თავი, კალთბურთის თამაში ვითომ ცხოვრებაში არ ეყოფოდათ, პლეისთეიშენშიც იგივეს თამაშობდნენ და სასმელთან ერთად კარგად ერთობოდნენ, ჯაბა სამზარეულოშ იყო და ჩიფსების დაცარიელებულ დიდ მინის ჭურჭელს ავსებდა როცა წარმოშობით იტალიელი მარსელო შემოუერთდა და აიპოდი გაუოწოდა კითხვით, თუ ვინ იყო ის გოგო რომელსაც უსმენდა ჯაბა, სანამ პასუხს მიიღებდა კიდევ რამოდენიმეს დამა მოასწრო, ქართულად მღეროდა თუ არა ეს მომღერალი და ალბათ ძალიან ცნობილი იყო მისი ვარაუდით საქართველოში, ჯაბა ჯერ გაბრაზდა მარსელოზე, მერე კი სიბრაზემ მალევე გაუარა, მარსელო არ ჰგავდა სხვებს, ის დაუკითხავად არასოდეს არაფერს აკეთებდა და ზედმეტი კითხვების დასმაც არ უყვარდა, თუ რაღაც მართლა ძალიან არ დააინტერესებდა, მუსიკისადმი მისი სიყვარული კი მთელმა გუნდმა იცოდა, მარსელოს უცნაური გემოვნება ქონდა ამ საკითხში, ჯაბამაც ყველაფერი ისე აუხსნა როგორც იყო და მისი ცაცოთი ზედმეტად დაინტერესების მიზეზი ვერ, გაგი, როცა მარსელომ მის შესახებ დაწვრილებით დაუწყო გამოკითხვა, რატომ დაინტერესდიო კითხა ბოლოს ძალიან მკაცრად და მარსელოს გაეცინა, ის გოგო როგორც შენ ამბობ მხოლოდ მეგობარი არ არისო, მიუხვდა და ჯაბამაც დაეთანხმა, მაგრამ მაინც არ მოეშვა, უნდოდა გაეგო, რამ გამოიწვია მისი ასეთი ინტერესი, მარსელომ კი აუხნა, აი არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ უსმენენ და მეტი არაფერი, მე კი იმის მიხედვით თუ როგორ მღერის ადამიანი შემიძლია დავინახო რას გრძნობს ის იმ მომენტში და შენი ცაცო უზომო ტკივილს და სიბრაზეს გრძნობდა, როცა ამ სიმღერებს წერდა შენთვისო, დიდი ხანია ასეთი ემოციები არ მიმიღია სიმღერის მოსმენით და თუ შიძლება გამიზიარე მეც შენი გოგოს სიმღერებიო... ჯაბას ცაცოს გაყოფა არავისთან უნდოდა და მარსელოსაც აწყენინა როცა თხოვნაზე უარი უთხრა, მარსელომაც მხოლოდ ერთი მაინცო, თორე აიპოდს მოგპარავო დაემუქრა და ჯაბასაც სხვა გამოსავალი არ დაუტოვა, იმიტომ რომ მარსელო ამის გამკეთებელი იყო, ცაცოს გცნობის სურვილიც გამოთქვა, თუ არ ჩამოიყვან აქ, მე გესტუმრები თბილისში და იქ მაინც შემახვედრეო... ჯაბამ მუშტი მოუღერა ზედმეტებს ითხოვო და მხიატულ ნოტაზე დაიშალნენ ბიჭები.... თბილისში კიდევ ერთი ცუდი ამბავი მოხდა, იაკოს და კაკის დედა დაიღუპა და იაკომ ის ბოლო მიზეზიც დაკარგა, რომელიც დედამიწაზე აკავებდა... საშინლად დამრთგუნველი იყო მისი ნახვა, ისედაც სევდიანი და დატანჯული თვალები არაფრის მთქმელი გაუხდა, დასაფლავების დღის ბოლოს სახლს ალაგებდნენ, როცა ის კუთხეში იდგა უცხოსავით და ნერვიულად იმეორებდა, აღარ მინდა ცხოვრაბა, აღარავინ მყავს, აღარ შემიძლია ამდენი ტკივილის გაძლება, ან რა დავაშავე, რისთვის ვისჯები ასეო.... ყველა განიცდიდა იაკოს მდგომარეობას, მაგრამ გიგა ყველაზე მეტად და მაშნაც გიგას ვერავინ მიასწრო იაკოს ჩახუტება, ფრთხილად ეფერებოდა თმებზე და სთხოვდა, რომ ასე არ ეფიქრა, იაკოს მარტო დატოვება სახლში არაფრით არ შეიძლებოდა და გიგამ თავისთან წაიყვანა, ძლივს ჩაეძინა გადაღლილს და ძილშც კი მშვიდად რა იყო... გიგა საწოლთან ეჯდა და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა, ჩურჩლით ეხვეწებოდა, რომ მისთვის მაინც შეენახა საკუთარი თავის პატარა ნაწილი... წლები ხომ გადიოდა, გიგია კი სიცოცხლეს იაკოსთვის ინახავდა?.... ცაცოც თითქმის ყოველ დღეს სტუმრობდა ვაჩნაძეებს, ის და გიგა თერაპიულ პროცედურებს უტარებდნენ იაკოს და ცაცომ ერთხელ აღიარა, ეს საუბრები მისთვისაც, რომ თერაპია იყო... ქალაქს დეკემბერი რომ შეეპარა და საახალწლო განწყობა დაეწყო სწორედ მაშინ გახდა აუტანელი აქ ცხოვრება, მომრავლებული მანქანები და საცობები, ერთი ორად გაზრდილი ადამიანთა რაოდენობა, ყველას რომ სადღაც ეჩქარება და ისედაც ქაოსში მცხოვრები ქალაქი რომ გუგუნებს... სიმშვიდის მოყვარული ხალხისთვის ეს ისეთი საშინელებაა, თითქოს ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვოდეს... ქუჩაშ ნორმალურად ვერ გაივლი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნორმელურად ვერ იმგზავრებ, ან ამდენი ხალხი სად იყო დამალული აქამდე, ან ასე სად ეჩქარებათ, ან ვინ თქვა გაღარიბდა ხალხიო? სულ რიგებია ყველა მაღაზიაში, ტექნიკის იქნება თუ სურსათის, ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის და ბაზრობებზე რა ამბავია.... ცაცოსთვის ახალი წელი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია რაც კი არსებობს და წელს ისე უხასიათოდაა, საერთოდ რა საჭიროა ახალი წლის აღნიშნაო იმას ბუზღუნებს და შემოდგომას მოყოლებული უკმაყოსილო სახე უფრო უკმაყოფილო უხდება და მისი უკმაყოფილება პიკს დეკემბრის ბოლო დღეებში აღწევს, როცა ქალბატონი თამარი ფუსფუსებს, საცივი, გოჭი, ხაჭაპურები, სალათები (რომლებსაც არავინ არ ჩამს და სულ გადასაყრელია ხოლმე), გოზინაყი, ტკბილეული, სახლის მორთვა მოკაზმვა, საჩუქრები, ბავშვები და ცაცოს სრული გულგრილობა... ოცდათერთმეტშიც თორმეტის ნახევარი იყო ნუცამ რომ მიუკაკუნა ოთახის კარებზე –არ აპირებ გამოსვლას? გელოდებით –მოვალ, უპასუხა ისე, რომ ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია და არც კი განძრეულა, ნუცა გვერდით დაუდგა და ძალიან გულმოდგინედ დაიწყო ცაცოსავით ფანჯრიდან ყურება –რას აკეთებ? გაუკვირდა ცაცოს მისი საქციელი –ვცდილბ გაგიგო, იქნებ მეც დავინახო აქედან ისეთი რამ საათობით რომ შევძლო ყურება, აღარ მოგბეზრდა ერთი და იგივე პეიზაჟი? რა იმედგადაწურული და გაუბედურებული ქალივით იქცევი? ამ ბოლო დროს მითუმეტეს, ან საერთოდ ასე თუ გენატრება ადექი და დაურეკე, რას აუკრძალე შენთან კონტაქტი?თუ გინდა თავი საგიჟეთში ამოყო? მე მგონი იქ შეხვდებით ერთმანეთს, უყვირა უცებ ნუცამ –ლადომ გითხრა, რომ ისიც ცუდათაა? –სამი მცდელობა გაქვს და აბა გამოიცანი... ირონიულად გაახელა ნუცამ –მაზოხისტები ხართ ორივე, ან ერთმანეთს რას ერჩით, ან საკუთარ თავებს? მართლა გეუბნები, მე უფრო ბევრი ჭკუა მაქ ვიდრე შენ –დაიკარგე აქედან, გაბრაზდა ცაცო და ხუმრობით ნუცას ხელი მოუქნია... –აბა ვერ ამჩნევ, რომ ინერტული გახდი? აღარ გაინტერესებს არაფერი, იღებ ყველაფერს ისე როგორც გთავაზობენ, საათობით დგახარ ამ ფანჯარასთან და კაციშვილმა არ იცის რაზე ფიქრობ... ისე ჩანს რომ დაკარგე ცხოვრების მიმართ ინტერსეი, გახდი... ნუ ეს უფრო დადებითი შედეგია ვიდრე უარყოფითი, მცირედი გადახვევა მოუვიდა ნუცას თემიდან –მაგრამ მაინც, თავი ხელში უნდა აიყვანო, ისევ უყვირა დეიდას და ცაცომ უცნაურად გახედა ნუცას –შენ ვის უყვირიხარ? ხომ არ დაგავიწყდა დეიდაშენი, რომ ვარ? ცაცოს ამ სიტყვებს ნუცას გულიანი ხარხარი მოყვა, თვალების ცეცება დაიწყო აქეთ იქეთ –დეიდა? რომელი დეიდა? ცაცო? ოოო, ის უკვე თითქმის სამი თვეა არ მინახავს, თავისი აჩრდილი დატოვა სახლშ ძაან რომ არ მოგვნატრეოდა, მაგრამ ხანდახან იმ აჩრდილის დახრჩობის სურვილი მიჩნდება –გადი ეხლავე ოთახიდან, ნერვებს ნუ მიშლი, თორე თუ მოგდექი... –შენ რა უნდა დამიშავო? აი ცაცო დეიდას შეეძლო... შენ კიდე.... –ნუცა... იკივლა ცაცომ –მივდივარ ბატონო და ჰტოვებ შენს უცვლელ პეიზაჟთან ერთად და იცი რას გეტყვი? არასოდეს მეგონა ასეთ სუსტს თუ ოდესმე გნახავდი, ხალხი საკონცენტრაციო ბანაკებში არ კარგავდა სიცოცხლის სურვილს და შენ? თან რისი გულისთვის? თან საკუთარი სისულელის გამო... არ ხარ შენ იმ სიყვარულის ღირსი ჯაბას რომ უყვარხარ, რომ იცოდეს როგორ ექცევი საკუთარ თავს ფეხით ჩამოვიდოდა იტალიიდან და ერთი გემოზე გცემდა... გაიჯახუნა ხმაურით კარები ნუცამ და ცაცო შეხტა ხმაურზე... ათიდან ერთამდე დაითვალეს და ახალი წელიც მოვიდა, ქალაქი გაფერადდა რამოდენიმე წუთით, სტუმრებმაც არ დაიგვიანეს, ტელეფონები აიკლეს მოლოცვების ზარებმა, რტადიციული მისვლა–მოსვლა და დილით სამარისებული სიჩუმე... ქალაქმა სულ რამედენიმე საათის წინ მიიძინა, ქუჩებშიც მხოლოდ ტაქსები და საპატრულო ეკიპაჟები მოძრაობენ... დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, მინერალური სასმელების და წვნიანი საჭმელის (ხშირ შემთხვევეაში ბულიონის) დრო დგება... ბედობას ტრადიციულად ერთად ხვდებიან ბატონი ბდარი და მისის მეგობრების ოჯახები... სასიამოვნო რესტორანში იკრიბებიან და ძველ დროს, ახალგაზრდობას იხსენებენ, ახლა უკვე შვილებთან ერთად... ცაცოს ბევრი ბუზღუნის მიუხედავად, მაინც მოუწია მშობლებთან ერთად წასვლა, მამამ ისე სთხოვა, რომ დავთვრები მძღოლი ხომ მჭირდებაო.... უხასიათობის მიუხედავად, მამას არ აწყენინა და სამეგობროს შეხვედრაზეც კლდესავით არ იჯდა, ხუმრობდა და იცინოდა იმ ადამიანებთან ერთად რომლებსაც უკვე დიდი ხანია იცნობდა, იხსენებდნენ ერთად დასვენების და ბავშვების ცელქობების ამბებს, როგორც ხდება ხოლმე, ვინ ვისთან ერთად გაიზარდა და ვინ ვის ქოთანზე იჯდა.... საკმა ხანი იყო უკვე გასული, სასიამოვნოდ რომ ატარებდნენ დროს, როცა ცაცომ რესტორანში შემოსული ნაცნობები შენიშნა, მშვიდად დაიცადა სანამ დასხდებოდნენ, მერე სუფრაზე მოიბოდიშა ნაცნობებს ვნახავო და თამარმა აშკარად აღელვებულ შვილს ყურადღებით გააყოლა თვალი, როცა ის მისი სიტყვებით რომ ვთქვად ნაცნობების სუფრას მიუახლოვდა იქ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, დაახლოებით თამარის ასაკის ქალბატონმა ისეთი სიყვარულით ჩაიკრა გულში, თითქოს მისი შილი ყოფილიყოსო და არც მის გვერდით მჯდომ მამაკაცს დაუკლია სითბოს გამოხატვა, იმ ქალბატონმა კი გვერდით მიისვა ცაცო და თმებზე თბილად ეფერებოდა თან როგორც ჩანს რაღაცეებს ეკითხებოდა –ბადრი შენი შვილი ცინცაძეების ოჯახს როდის მერეა დაუახლოვდა, გაახედა ცაცოსკენ ბადრი, ერთ–ერთმა სუფრის წევრმა –ვიის? გაუკვირდა ბადრისაც და ცაცოს გახედა –ჯაბას მშობლები არიან ალბათ, გადაულაპარაკა თამარმა მეუღლეს, მისი დაბნეულობა რომ შეემცირებინა –ნუცა მეგობრობს ცინცაძეების შვილიშვილთან, ცაცოც იცნობს მათ შვილებს, მშვიდათ თქვა ბატონმა ბადრიმ... და სუფრის წევრებმა ერთმანეთს რაღაც ორაზროვნად გადახედეს –ნანი დეიდა, ნანი დეიდა, როგორ გამიხარდა რომ გნახეთ, ემოციებს ვერ მალავდა ცაცო –მაზლის და რძლის ნახვაც გიხარია? კითხა უკნიდან მიპარულმა ზურამ და ფეხზე წამოაყენა –თქვენც აქ ხართ? ღმერთო რა კარგია... მოეხვია ორივეს –და მაზლისშვილის? თავი გამოყო ლადომ –ყველანი აქ ყოფილხართ, გაიხარა ცაცომ და ამ სცენის მოთვალთვალე სუფრაზე წავიდა ჩურჩლი –მხოლოდ მეგობრობა და ნაცნობობა? –ზაფხულში კი გავიგე რაღაც წორები, მაგრამ ჭორები მეგონა –ოჯახსაც იცნობს თურმე... ეს ფრაზები შეძლებისდაგვარად ხმადაბლა იყო ნათქვამი მაგრამ მაინც უსიამოვნოდ ყურ მოსაკრავი.... –შემოგვიერთდი რა ჩემო ლამაზო, რამდენი ხანია არ მნახიხარ, დავილაპარაკოდ როგორ ხარ –არ შემიძლია ნანი დეიდა, მშობლებთან და მათ სამეგობროსთან ერთად ვარ, წამოდგა ცაცო ფეხზე და მშობლებისკენ გაახედა ნანი –დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი თქვენთან, მაგრამ იქ მელოდებიან, მართლა ძალიან გამიხარდა თქვენი, სუყველას ასე ერთად ნახვა, უკვე საახალწლო მაგიისაც მჯერა, ჩაეხუტა ისევ თბილად ნანის და მშობლებთან დაბრუნდა –ჩემი ლამაზი გოგო, ცოტა გამხდარა, გააყოლა თვალი ნანიმ –თვალებიც სევდიანი გახდომია, სინანულით თქვა ბატონმა ავთომ –ჯაბაზეც არაფერი უკითხავს... –შეეშვით ცაცოს და ჯაბას, დიდები არიან და მიხედავენ საკუთარ საქმეს, გაბრაზდა ზურა –დე ჯაბას მშობლები არიან ხო? ჩუმად გადაულაპარაკა თამარმა შვილს, ცაცომ მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა თამარს მაგრამ ვიღაცამ დაასწრო –ცაცო როდის მერეა ცინცაძეებთან მეგობრობ? საკმაოდ უხეშად ჟღერდა ეს კითხვა და ცაცოს გაეცინა –ეს აკრძალულია? მხრები აიჩეჩა გაკვირვებულობის გამოსახატავად –ქალბატონი ნანი და ბატონი ავთო წელს გავიცანი ზაფხულში, ისევე როგორც მათი შვილები ზურა და ჯაბა, ზურას შვილი ლადო კი ნუცას მეგობარია, ამაშ განსაკუთრებული არაფერია, თვითონაც ვერ მიხვდა ასე დაწვრილებით რატომ ახსნა ყველაფერი, მაგრამ შეკითხვა აღარავის დაუსვამს... მეგობრების სუფრა საკმაოდ მალევე დაიშალა და ბატონმა ავთომ მეუღლეს თხოვა მოდი გავიცნოთ ცაცოს მშობლებიო, მათაც უნდათ ჩვენი გაცნობა ალბათ და ერიდებათო, უკვე წასასვლელად რომ მოემზდნენ მეტრეველები და ცაცომ მათკენ დასამშვიდობებლად გაიხედა ნანიმ ანიშნა დაიცადეთ ორი წუთითო –მამ მე მგონი თქვენი გაცნობა უნდათ, შიშთ შეხედა მათკენ დაძრულ ნანის და ავთოს ცაცომ –საღამომშვიდობისა, გილოცავთ ახლახანს შემობრძანებულ ახალ წელს და დღევანდელ ბედობას, ყოველივე კარგი დაგბედებოდეთ ამ წელს და საერთოდ, ღიმილით მიმართა ბატნმა ავთომ ცაცოს მშობლებს –მამ, დე გაიცანით ეს ჯაბას მშობლები არიან, ნანი დეიდა და ბატონი ავთო, ესენი კი ჩემი მშობლები თამარი და ბადრი... ძლივს მოაბა თავი სათქმელს და უხერხული სიტუაცია ცოტათი განმუხტა, ანალოგიური მისალმების, მილოცვის და ხელის ჩამორთმევის მერე უხერხული პაუზა არ ყოფილა, ძალიან გულწრფელი და დაჟინებული თხოვნა მიიღეს მეტრეველებმა დაწვეოდნენ სუფრაზე ცინცაძეებს და დიდი ხვეწნა მუდარის გარეშე, მათაც შემოთავაზება მიიღეს, ბევრი საერთო აღმოაჩნდათ მშბლებს, დედები სახლის საქმეებზე საუბრობდნენ მამები ნადირობაზე და იარაღებზე, ორივე მხარეს სასიამოვნო შთაბეჭდილება დარჩათ ერთმანეთზე, ცაცო სიხარულით უყურებდა, როცა ასე იოლად მოსაუბრეებს ხედავდა თავის და ჯაბას მშობლებს, ძალანაც მოუნდა ჯაბასთვის დაერეკა და ყველაფერი დეტალურად მოეყოლა, თუმცა.... ნათიას ჩუმად კითხა, ხომ არ იცი როდის ჩამოდისო, ნათიამაც ზაფხულამდე არ აპირებსო და ცაცოს მოღუშულ სახეს რომ შეხედა გაეცინა –რატომ აწვალებთ ერთმანეთს? ხომ ვხედავ, რომ გენატრება, ის იქ ირევა, სულ შენ ამბებს კითხულობს, ლადოს საათობით ელაპარაკება... რა ბავშვებივით იქცევით? თუ მოგწონთ ტანჯვა? –ეჰ ნათი, მასე ილი რომ იყოს ყველაფერი, ახლა ხომ უაზროდ მენატრება, ასე რომ არ მოვიქცე ვიცი ყოველ დღე ვიჩხუბებთ, კვირაში ერთხელ მაინც... სიმწრით გაეცინა ცაცოს –მერე რა, მე და ზურაც ვჩხუბობთ –თქვენ... სხვა საქმეა... იმ მომენში კი გაუხარდა შემთხვევით შეხვედრა, მაგრამ სახლში დაბრუნებულს ყველაფერი თავიდან გაახსენდა, უფრო ცუდად გახდა და მთელი დასვენების დღეები ოთახიდანაც არ გამოსულა, ბრაზი იმაზე მოსდიოდა ახალი წელი რატომ არ მომილოცაო, ნუცა ეუბნებოდა შენ რატო არ მიულოცეო, გოგოებიც იგივეს უმტკიცებდნენ, ეს მაინც თავისას არ იშლიდა... საშობაოდ შალვა ბაბუა ყოველთვის ღორს კლავდა, გურიაში ამას კალანდობას ეძახიან და მთელი ოჯახი ჩოხატაურშ იკრიბება ხოლმე, წელს კი გამონაკლისი დაუშვეს, ექიმებმა ლალუკას მგზავრობა აუკრძალეს, სახლშც მარტო ვერ დატოვეს და ძიძად ცაცო დაუტოვეს, მაგრამ ერთი მეორეზე უარესები აღმოჩნდნენ დები, იმ სამი დღის მანძილზე რაც სახლშ მარტოები იყვნენ, ხალათები არ გაუხდიათ, თმები არ დაუვარცხნიათ და საერთოდ ჯერ კიდევ თამარის გაკეთებული საჭმელით გაჰქონდათ თავი, ერთად კი ისხდნენ ხოლმე ტელევიზორის წინ და ღამითაც ერთად ეძინათ, საუბრობდნენ იშვიათად და სახლის უჩვეულო სიმშიდით ტკბებოდნენ, იმიტომ რომ ბავშვებთან ერთად ეს ძალიან დიდი ფუფულება იყო... შობის ღმე თენდებოდა, ღამით საპირარეშოშ გამოსულმა ლალუკამ კარებზე გაუბედავი კაკუნი, რომ გაიგო, რამოდენიმეჯერ ხმადაბლა დაუძახა ცაცოს, უშედეგოდ... შეშინებუი მიუახლოვდა კარებს და ე.წ. გლაზოკში სასაცილოდ გაწელილი ნაცნობი სახე რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა, კარები ფრთხილად გამოაღო და ნაზად გაიღიმა –გამარჯობა, ჩავლილ დღესასწაულებს გილოცავთ... ბოდიშს გიხდით გვიანი სტუმრობისთვის... ხელებს ვერ აჩერებდა და ნერვიულად საუბრობდა დაბნეული სტუმარი, რომელიც ვეღარ აბამდა სათქმელს თავს –თქვენც ასევე, ძლივს მოახერხა ლალუკამ პასუხის დაბრუნება და შემცივნულმა ხალათის კალთებში ჩარგო კისერი –ცაცოსთან შეიძლება? მორიდებისთ იკითხა არანაკლებ გათოშილმა სტუმარმა, ლალუკამაც გზა დაუთმო –მეორე კარები მარჯვნივ, ჩუმად გადაულაპარაკა სახლში შემოსულ და კარები სასწრაფობ მიხურა, ხელით ანიშნა მიბრძანდითო და თავის ოთახში დააპირა შესვლა, როცა დაბნეული უცნობი მოუბრუნდა –ჯაბა, გაუღმა და სასაჩქრე ჩანთა გაუწოდა –მივხვდი, მადლობა, ლალუკა –მეც მივხვდი.... შეიძლება? ცაცოს კარებისკენ გააპარა თვალი ჯაბამ –დიახ რა თქმა უნდა, თავაზიანად დართო ნება ლალუკამაც.... ის მომენტი ქონდა როცა მოუნდა რაიმე მწერი ყოფილიყო, შეფრენილიყო ცაცოს ოთახში და თავისი თვალით ენახა რა ხდებოდა, იქედან კი სამარისებული სიჩუმე ისმოდა... ცაცოს კარების გაღებაზე რეაქცია არ ჰქონია, ფანჯარასთან იდგა და დაორთქლილ მინაზე გოგონას ფიგურას ხატავდა, როცა ოდნავი შარიშურით ჩამოუსვა დიაგონალურად ჯაბამ ორი თითი ზურგზე, თითქმის არც კი შეხებია ისე, როგორც იცოდა ხოლმე და ცაცომ იფიქრა რომ ეს ყველაფერი მოეჩვენა –ცაცოო, მე მგონი ნინას უნდა დაუჯერო და კარგ ფსიქოლოგს ეჩვენო, ფიქრებს და მონატრებას დამატებული მოჩვენებები, ჩაილაპარაკა მისთვის და გაეღიმა –მეც ვიცნობ კარგ ფსიქოლოგს, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ გჭირდება, მოეხვია მაგრად და ყურშიც ჩასჩურჩულა ჯაბამ ეს სიტყვები ცაცოს გაუბედავი ყვირილის ფონზე –ჩუმად არ იყვირო, მე ვარ, არ შეგეშინდეს, მართლა მე ვარ, ხელი ააფარა პირზე ჯაბამ და შემოატრიალა –ნუ ყვირიხარ, მართლა მე ვარ, გაუმეორა დემშვიდებულ ცაცოს და ჰაერში ასწია ისე როგორც იცოდა ხოლმე, ცაცო მთელი ძალით ეხუტებოდა, სიხარულისგან ისედაც ჰაერში მყოფ ფეხებს ათამაშებდა და როცა ჯაბას თვალების ყურებით გაძღა, გაუბედავად შეახო ტუჩები მის წვერებში ჩაკარგულ ტუჩებს, იგრძნო როგორ მოუჭირა მოხვეული მკლავები ჯაბამ... რას აკეთებო, ერთი კი იკითხა ხმადაკარგულმა და გაოცებულმა ჯაბამ და როცა ცაცმომ უთხრა იმას რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინაო, ისევ გამოჩნდა ღამით ცისარტყელა, ისევ დაბრუნდა ყველა ფერის შეგრძნება და ხცოვრებაში პირველად დაემართა ის რაც დაემართა, ყველა გრძნობა ერთდროულად გადაირია სიყვარული, მონატრება, ვნება, სურვილი, ტკივილი, სინანული, სიხარული... უაზრო სისწრაფით მფეთქავი გული და უჰაერობაში აღმოჩენილივით გახშირებული სუნთქვა, ტკივილამდე მისული სიამოვნება და ზღვარს გადასული კმაყოფილება, დიდი ხნის სურვილის ასრულება და საყვარელი ქალის ტუჩების გემოში არეული მისი სურნელი... –ჯაბა, ჯაბა, ჯაბა, კვნესასავით იმეორებდა ცაცო ჯაბას სახეკს, რომელიც მიუხედავად მოჭარბებული ვნების დიდი დოზის მიუხედავად, ფრთხილად უკოცნიდა კისერს... –მესმი, ვიცი, გავიგე, უაზროდ იმეორებდა ამ სიტყვებს და ცაცოს ვერ შორდებოდა –დამსვი, გთხოვ, დამსვი, კარგად შემოგხედო, დაგინახო, ჩაგეხუტო, მე რომ მინდა ისე, ჯაბა გესმის? –ჰო, მესმის, გაუაზრებლად დაეთანხმა ჯაბა, არც კი გაუგია ცაცო რას ეუბნებოდა და ცაცომაც კეფაზე თმებში ჩაავლო ხელი და მწარედ მოქაჩა, რომ თვალებშ ჩაეხედა და საღ აზრზე მოეყვანა, ორი წუთი უყურა ასე გაოგნებულს –დამსვი! სწრაფად! გაუმკაცრდა ხმა ცაცოს და ჯაბამაც ხელი გაუშვა, ის ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა და ისევ თავის თავს დაუწყო ლაპარაკი –ის აქ არ არის, ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის უნარია, ან სიზმარი, ჩამოეყრდნო ფანჯრის რაფას და განათებული ლამპიონის ანარეკლზე ჯაბას მომღიმარი სახე რომ რაინახა ზალაუნებურად გაეღიმა, ისევ რომ მოეხვია ჯაბა მერე დაიჯერა, რომ მართლა აქ იყო, ყველაფერი ძველებურად, ის ეხვეოდა ცაცოს კი მის გულზე მშვიდად ედო თავი, დაორთქლილ მინაზე ცაცო ისევ გოგონას ფიგურას ხატავდა და ჯაბამ ისევ მიუხატა გვერდით ბიჭუნა, რომ მარტო არ ყოფილიყო, თუმცა ისევ უნიჭოდ... –რატომ ჩამოხვედი, გაბედა როგორც იქნა კითხვის დასმა ცაცომ –არ გიხარია? –მიხარია, მაგამ... –ნანის დაბადების დღეა რვაში, მე კიდე როგორც კარგი შვილი ყოველთვის ვესწრები მის დღეობას, ჩვეული ხალისით უპასუხა ჯაბამ –ააა... –გინდოდა რომ მეთქვა ვეღარ გავძელი უშენოდთქო არა? მართალიცაა, აღარ შემიძლია უშენობა, მაგრამ ნანის დღე რომ არა შეიძლება არ ჩამოვსულიყავი, გაუძლებდი ზაფხულამდე და მერე ასე ერთი კოცნით ვერ გადამირჩებოდი... ისე სანამ აქ არ ვიყავი ხომ არ გივარჯიშია ამ საკითხში? ბოლოს ასე როდის მომეწონა პირველი კოცნა აღარ მახსოვს, გაეცინა ჯაბას და ისევ წაეპოტინა ცაცოს ტუჩებს –უზრდელო... და ბოლოს როდის გქონდა პიველი კოცნა? ქალურმა ეჭვიანომ იჩინა მაინც თავი –თვითმფრინავში, აქეთ, რომ მოვფრინავდი, ბორტ გამცილებელი ისეთი გოგო იყო... ბნელ კუთხეში გამიტყუა და... –ფუ... გამიშვი ახლავე ხელიბი და გაეთრიე ჩემი სახლიდან, გამეტებით ურტყამდა ცაცო მუშტებს ჯაბას მოხვეულ მკლავებზე და ის გულიანად იცინოდა –კაი რა იყო, მართლა კი არა... იმართლებდა თავს და ცაცოს დამშიდებას ცდილობდა, რტყმევით გული რომ იჯერა თავისითვე დამშვიდდა და ჯაბამაც მხოლოდ მას მერე გაუშვა ტკივილისგანა დაბჟუებული ხელები, ცაცომ გაბრაზებულად გაკრა ხელი –იტალიელი ბოზები არ გეყოფოდა, ახლა თვითმფრინავშიც ვეღარ შეგეკავებინა თავი, იქნებ თამუნასაც მიაკითხო დღეს? –არა დღეს აღარ შემიძლია და ნუ ერთი კვირა მაინც ვერ შევძლებ, მერე როგორ ავუხსნა საიდან მაქვს დალილავებული ხელები? ცაცო უფრო გაბრაზდა –უთხარი, რომ ეჭვიანი შეყვარებული გყავს და რაც შენს ხელებს დაემართა იმას დამართებს მის ლამაზად გაფორმებულ სახეს, თუ შენგან თავს შორს არ დაიჭერს –შეყვარებული? –დიახაც, ნიშნის მოგებით დაუბრიალა თვალები ცაცომ –შეყვარებული, რომელიც დამშორდა და სამითვეა მისი ხმა არ გამიგია, იქნებ ტრავმა მივიღე და შენი მოვლა მჭირდებოდა? –ლადოს არაფერი უთქვამს, ასე რომ ნუ მაცოდებ თავს, ჯანმრთელი და საღსალამათი ბრძანდებოდი –პატარა გამყიდველი, გაეცინა ჯაბას და ცაცოს ჩახუტება რომ სცადა ისევს, არ მომეკაროო მაშინვე უყვირა ცაცომ, მარგამ მისი გოლიათი ზემეტად ძლიერი აღმოჩნდა... –ორი კვირა დავრჩები... ფტღხილად დაიწყო საუბარი ჯაბამ მას მერე რაც დიდი ზომის სარწეველა სავარძელში ჩაჯდა და ცაცოც გვერდით მოისვა –ახლა რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე, კარგი? დამპირდი, რომ არ გაბრაზდები –გპირდები ჯაბ, მაგრამ ნუ მაშინებ –შენც ჩემთან ერთად მოდიხარ, საბუთების მოგვარება აგვისტოშივე დავიწყე უბრალოდ დრო არ მეყო, ახლაც ყველაფერი სწრაფი ტემპით ინდა მოხდეს, ძალიან გეწყინება დიდი და პომპეზური ქორწილი თუ არ გვექნება და მხოლოდ ხელს მოვაწერთ? ნუ პრინციპშ ჯვრისწერის მოსწრებასაც შევძლებთ, ჰა რას იტყვი? –ასე უცნაურად ხელი ჯერ არავის უთხოვია, გაეცინა ცაცოს –რა სხვებიც იყვნენ? ბევრის მოკვლა მომიწევს? წამოწია სკამიდან ჯაბა –არც ქორწილი მინდა, არ ხელის მოწერა, არც ჯვრისწერა, არც თეთრი კაბა და საერთოდ არაფერი, იმის გარდა, რომ შენთან ერთად ვიყო –აბა სტატუსიო, ცერემონიებიო, ფორმალობებიო, რას გადამრიე თუ ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო? –რომ წახვედი მერე მივხვდი ჯაბ მაგ ყველაფერს... –მეც... იცი რა საშინელებაა უშენოდ? –ვიცი! აუცრემლიანდა თვალები ცაცოს, ცხელი და აკანაკალებული ხელის გულები შეახო ჯაბას ლოყებს, უყურებდა თვალებში უფრო უცნაურად ვიდრე ოდესმე –გიპოვე მაინც.... შვიდ მილიარდში... ჩემი ერთი ცალი... –ცაცოო, იცი რა მოხდა? თურმე მეც გიტოვებ ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილად............ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.