შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომა 18 თავი


28-05-2021, 02:43
ავტორი ნეაკო
ნანახია 13 329

სიცივისგან მგრძნობელობა დაკარგულმა და აკანკალებულმა მარიამმა მანქანიდან გადასვლა ვეღარ შეძლო, ამიტომ ლევანმა ხელში აიყვანა მისავათებული ცოლი და საძინებელში წაიყვანა პირდაპირ, სველი ტანსაცმლის გახდაში დაეხმარა და თბილი საღამურები ჩააცვა, მარიამი მაშინვე მოიკეცა საწოლში, ისე როგორც უყვარდა წოლა, ლევანმა მაშინვე საბანი დააფარა და იქვე სავარძელში ჩაჯდა მოღუშული სახით და ცოლს მიაჩერდა არეული თვალებით, გრძნობდა... გრძნობდა რომ ეს ყველაფერი წვიმის კი არა მისი ბრალი იყო და სადღაც სულის სიღრმეში ძალიან სტკიოდა მარიამი... უყვარდა ძალიან უყვარდა... დანახვის წამიდან შეუყვარდა, გაცნობის დღიდან მასზე ფიქრი თავიდან ვერ მოიშორა, დღემდე შეყვარებული იყო მასზე, მაგრა თავისებურად, უცნაურად, განსხვავაებულად, ზედმეტი გრძნობების და ემოციების გარაშე... და მარიამა სეთი სიყვარულიმარ ესმოდა....უბრალოდ ის ასეთი იყო... ცივი... უხეში... თავისებური...გულგრილი და ალბათ ამას ვერ ეგუებოდა მარიამი, გოგონა რომელიც მასში ეძებდა ყველაფერ იმას რაც ცხოვრებამ ხელიდან დაუნდობლად წაგლიჯა, დედას, მამას, სითბოს, ზრუნვას, სიყვარულს და რაც მთავარია ოჯახს! რატომ? რატომ ვერ იქცა ლევანი მის საყრდენად? მის იმედად? რატომ აღარ ესმოდათ ერთმანეთის? ან იქნებ არც არასდროს ესმოდათ ერთმანეთის? იქნებ ორივემ შეცდომა დაუშვა რომ ასე გაუაზრებლად გაცნობიდან 6 თვაში დაქორწინება გადაწყვიტეს? მაშინ როცა თავად 29 წლის ხდებოდა მარიამი კი 18 წლის... პატარა ოცნებებით სავსე გოგონა, რომელსაც საკუთარი თავისაც კი არ ესმოდა გახდა მისი ცოლი, მისი შვილის დედა და ამან მაინც ვერ გააბედნიერა ის... რატომ? რა აკლდა მარიამს ბედნიერებისთვის? ამაზე ფიქრმა ლამის შეშალა ლევანი, ვეღარ გაუძლო მძინარე ცოლის ნატანჯი სახის ყურებას და აივამზე გავიდა სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერბიულად მოუკიდა
-სიცხე ხომ არ აქვს?-მოესმა ირაკლის ჩავარდნილი ხმა ზურგს უკნიდან
-არა-იპასუხა და სახე ალეწილი კაცისკენ შეტრიალდა
-ლევან რა გემართებათ?
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და აივნის მოაჯირს მიეყრდნო ზურგით, ფეხები გადააჯვარედინა და სიგარეტი ნერვიულად გააბოლა
-ფიქრობ რომ აღარ უყვარხარ?
-არ ვიცი, ამაზე არ გვილაპარაკია
-თამუნას ეშინია რომ მარიამი წავა, იმიტომ რომ შენ ამისთვის ყველაფერს აკეთებ
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა-გაღიზიანდა ბიჭი
-გახსოვს თამუნა რომ წავიდა რა დაგვემართა? გვეგონა თავს რამე აუტეხა და საავადმყოფოებში ვეძებდით მე და შენ... მაშინ მითხარი რომ გძულდი... იმიტომ რომ ჩემს გამო დედა წავიდა და მიგატოვა... მითხარი რომ არასოდეს მაპატიებდი იმ ყველაფერს რაც გადაგატანინეთ მთელი ის წლები...მითხარი რომ თუ დედა ცოცხალი იქნებოდა მაინც არ მაპატიებდი...
-გაინტერესებს ამდენი წლის მერე გაპატიე თუ არა?-გაეცინა ლევანს და ზიზღიანი მზერა მიაპყრო მამას -არა! განა იმიტომ რომ არ მინდა გაპატიო, უბრალოდ ვერ გაპატიე... ვერ შევძელი... ძალა არ მეყო...ვერც ვერასოდეს გაპატიებ იმ თოთხმეტ წელს!
-გეზიზღები?-ხმადაბლა ჰკითხა კაცმა
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ბიჭმა-რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ შენს ღალატს, სმას და გართობას, ჩემი და დედას ცხოვრების 14 წელი შესწირე და მე შენ ამას ვერასოდეს გაპატიებ! და თუ მე დღეს მამას გეძახი ეს სიტყვა ჩემთვის მხოლოდ მიმართვის ფორმად აქციე თან ძალიან ნელ-ნელა და მტკივნეულად, შენ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ მე თავი არარაობად მეგრძნო მთელი ბავშვობა
-ახლაც ამ მიზეზით ანგრევ ოჯახს?-ჩაეკითხა ირაკლი შვილს-თავს ზედმეტ, გარიყულ, უსარგებლო ბავშვად გრძნობ დღემდე? 32 წლის ასაკშიც კი იმ პარატა ლევანს ებრძვი რომელიც მამას სიგიჟეებს წინ ვერ აღუდგა, დედა ვერ დაიცვა და გადაწყვიტა რომ საწყალი, საცოდავი და უსარგებლო ბავშვია, რომწლიც სრულიად ზედმეტია მშობლებისთვის, რადგან მამას ჰკ.დია დედასთვის კი ზედმეტი ტვირთი და პასუხისმგებლობაა?
-გაჩუმდი-დაუღრინა ხმა აკანკალებულმა ბიჭმა მამას და ათრთოლებული ხელებით სიგარეტის ნამწვი ეზოში მოისროლა, მეორე ღერს კი წვალებით მოუკიდა
-გვიანია არა?-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით ირაკლიმ შვილს და მიღებული ალკოჰოლის ჭარბი დოზისგან ჩაწითლებული თვალები გაუშტერა შვილსი არულ თვალებს
-გააჩნია რისთვის-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ლევანმა კედელზე მიყრდნობილ მამას
-სინანულისთვის-ჩაიბურტყუნა კაცმა ისე რომ მისკენ არ გაუხედია
-ახლა უკვე აზრი აღარ აქვს...
-ჰოდა დაფიქრდი... ისე ღრმად ნუ შეტოპავ რომ მერე შენმა შვილმაც იგივე გითხრას... -დაიჩურჩულა კაცმა და მიატრიალდა -ზოგჯერ აზრი აღარაფერს აქვს ლევან არც სინანულს, არც სიყვარულს და არც სიტყვებს-თქვა არეული ხმით და სახლში შევიდა.
მარიამმა თვალები სუსტად გაახილა და ლევანს გახედა რომელიც ისევ სავარძელში იჯდა და წამით თვალს არ აშორებდა მის სახეს
-როდის მოხვედი?-ჰკითხა ჩურჩულით, რატომღაც ეგონა რომ ამჯერადაც სადღაც იყო წასული და ახლახანს მოვიდა
-არასდ წავსულვარ...მე სულ აქ ვიყავი-უთხრა ჩანწყდარი ხმით ლევანმა ცოლს და სევდიანად გაუღიმა
-მთელი ღამე...აქ ჩემთან იყავი?-ვერ იჯერებდა მარიამი-თან საათს გახედა რომელიც უკვე გამგენიის ხუთს უჩენებდა
-მიდი დაიძინე დაისვენე ჯერ ძალიან ადრეა
-ნიცა ანისთანაა?
-ჰოო
-შენ არ დაწვები?-ჰკითხა ყოყმანით მარიამმა
-არა-უთხრა დაუფიქრებლად ბიჭმა
-ლევან აქამდე როდის და როგორ მივედით? -საწოლზე წამოჯდა მარიამი და სახეზე ხელები აიფარა რომ მოწოლილი ცრემლები დაემალა
-გეყოფა-გაბრაზდა ლევანი, არ უნდოდა კიდევ ეტირა მარიამს
-ძალიან ციდად ვარ-გულწრფელად უთხრა ხმა აკანკალებულმა გოგონამ და შეკრთა როცა საწოლზე ჩამომჯდარმა ლევანმა მის თამას ჩამოაყოლა ათრთოლებული თითები
-არაფერი თქვა-დაუჩურჩულა ბიჭმა, მისკენ გადაიხარა თავზე აკოცა და წინ გაიხედა, კედელზე ერთ პატარა წერტილს გაუშტერა თვალი და მძიმედ ჩასუნთქვა ოთახში გამეფებული ზიზღით გაჟღინთული ჰაერი. მარიამზე საშინლად იმოქმედა ამ ყველაფერმა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა რომ სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა, მაგრამ ლევანმა მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიატრიალა შორს მდგომი გოგონა, მარიამი კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა ქმარს
-მოდი ჩემთან-ახედა სევდიანი სახით ბიჭმა, მარიამი ნელ-ნელა მიუახლოვდა ქმარს და მის ფეხებშორის მოექცა -მინდა სულ გახსოვდეს რომ
მიყვარხარ-დაუჩურჩულა ლევანმა ცოლს არეული ხმით და მის აწყლიანებულ ცისფერ თვალებს გაუსწორა, მწვანე დანისლული სფეროები
-მეც მიყ ვარ ხარ-უპასუხა ნაწყვეტ-ნაწყვეტ გოგონამ ქმარს ნელ-ნელა თმებში შეუცურა თლილი თითები
-არ გიყვარვარ-აღმოხდა მისი შეხებით თავგზააბნეულ ბიჭს,რომელმაც ხელი დაუჭირა ცოლს და ნაზად აკოცა თლილ თითებზე
-გეყოფა ლევან-გაუბრაზდა მარიამი, მკერდზე ხელები მიაბჯინა, საწოლზე გადააწვინა ქმარი თან ისე რომ თავადაც გადაჰყვა
-მარიამ-აღმოხდა მისი ქცევით გონება არეულ ლევანს და წამის მეასედში მოექცა ზემოდან ცოლს,სანამ კიდევ რამეს იტყოდა ბიჭი, მარიამი მის ტუჩებს მიწვდა და კისერზე ნაზად შემოაჭდო ხელები, ლევანს მაშინვე დააკარგვინა აზროვნების უნარი ცოლის სხეულის დაუფლების სურვილმა, მაშინვე დაეხშო გონება, შესაბამისად მისი სხეული ძალიან სწრაფად გაანთავისუფლა ზედმეტი ტანსაცმლისგან, თავადაც მალე მოიშორა და ერთი ძლიერი, უხეში ბიძგით დაეუფლა ცოლის მონტრებულ სხეულს... მარიამის მისი შეხება ტკივილს აყენებდა, თავადაც არ იცოდა ზუსტი მიზეზი თუ რატომ... თუმცა გრძნობდა რომ საერთოდ ვეღარაფერს გრძნობდა იმ ადამინის მიმართ ვისაც მისი ქმარი ერქვა დღემდე... და ეს შეხება, ეს სიახლოვე, მისთვის უკვე აღარაფერს ნიშნავდა, საერთოდ არაფერს, რაღაც ვალდებულება და აუცილებლობა იყო მხოლოდ, ოჯახური ედილიისთვის...ლევნმაც იგრძნო რომ მისმა შეხებამ მარიამს ატკინა... ამიტომმამ სიყალბემ მასაც მოუშხამა სული და როგორც კი საბოლოოდ დაეუფლა საყვარელი გოგონას სხეულს ცივად მოშორდა, ფეხზე წამოდგა, სწრაფად ჩაიცვა და უსიტყვოდ, გიჟივით გავარდა ოთახიდან, კარი გამეტებით გაიჯახუნა და მალე მანქანით გაუჩინრდა ბნელ მოსახვევში,მმარიამს იმდენად ატკინა ამ შეხებამ, მერე ლევანის წასვლამ ,თან ასე უსიტყვოდ, უაზროდ, გაუგებრად რომ საწოლიდან ადგომა ვერ შეძლო, ორად მოიკეცა და მოწოლილ ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ.
გიორგი იმაზე ფიქრმა შეშალა რომ მარიამი სასმსახურიდან დღე-დღეზე უნდა წამოსულიყო
-ის სირ. არ მოასვენებდა... თავიდანვე ვიცოდი რომ ასე იქნებოდა
-ბოლო დღეებია ტირილისგან თვალებდასიებული დადის სამსახურში-უთხრა ყოყმანით სოფომ
-უნდა შემახვედრო-ახედა თავზე წამომდგარ დას
-გაგიჟდი? ერთხელ რომ შეგახვედრე მაგის გამოა რომ დღემდე წესიერი თვალით არ მიყურებს ეგ ქაჯი
-რამე მოიფიქრე, უეჭველი უნდა ვნახო-ფეხზე წამოდგა გიორგი
-არ გინდა-გაბრაზდა სოფო-ძალიან ღრმად არ შეტოპო რა
-შენ შეხვედრა მომიწყე... ისე რომ ვერსად წასვლა და გაქცევა ვერ შეძლოს დანარჩენს მე მივხედავ
-გიო
-რასაც გეუბნები გააკეთე! უფროსის გოგო ხომ შენი მეგობარია ჰოდა რამე მოიფიქრე
-რა დამპალი ხარ-გაცეცხლდა სოფო-იცი რომ განსაკუთრებულად მიყვარხარ და ბოროტად სარგებლობ
-გერჩივნა თხუთმეტი წლისას ოპერაცია ვერ გადამეტანა?-გაეცინა გიორგის და დას თვალებში ჩააცქერდა, სწორედ გულის ოპერაციის და მისი სასწაულად გადარჩენის მერე იყო სოფო ძმაზე გიჟივით შეყვარებული და მის ყველა თხოვნას, სურვილს თუ მოთხოვნას ასრულებდა წლების განმავლობაში რაც ნელ-ნელა ბავშვურ სურვილებს გასცდა...
მარიამს არ ესიამოვნა როცა სალომემ დაიბარა თავის კაბინეტში და კონკრეტული მისამართი მისცა, თან დაავალა რომ გულისყურით დაეთვალიერებინა ის საწყობი და სრული ინფორმაცია მიეწოდებინა მისთვის, გაერკვია რამდენად ღირდა მისი ქირაობა პროდუქტების შესანახად და ა.შ მარიამი საშინლად გაბრაზდა, მის მოვალეობაში მსგავსი რამ არ შედიოდა თუმცა რახან ბოლო დღე იყო მუშაობის, ფურცელი გაბრაზებულმა გამოართვა, უფროსის განებივრებულ შვილს და ტაქსით წავიდა მითითებულ მისამართზე... კარგა ხანს იბოდიალა საწყობის შენობებს შოროს და ვერავინ რომ ვერ იპოვა უკან მოტრიალება და წასვლა გადაწყვიტა
-მარიამ-მოესმა ნაცნობი ხმა ზურგს უკნიდან და ადგილზე გაშეშდა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე და გიორგისკენ მიტრიალდა
-უნდა მივმხვდარიყავი -თქვა ბრაზნარევი ტონით და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან
-გთხოვ არსად არ დარეკო... მინდა დაგელაპარაკო-შეეხვეწა გიორგი და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა
-დამელაპარაკო? მაინც რაზე? მე და შენ რაზე უნდა დავილაპარაკოთ?-აფეთქდა მარიამი-
-ჩვენზე-თავხედურად უთხრა ბიჭმა და კიდევ უფრო მიუახლოვდა სახე ალეწილ გოგონას
-ჩვენ არ არსებობს!-მშვიდად უთხრა მარიამმა-და არც არასოდეს იარსებებს
-თუ ასეა მაშინ ასე გამალებით რატომ გიცემს გული?-კიდევ უფრო მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა სახე წაშლილ გოგონას
-იქნებ იმიტომ რომ შენი მეშინია-გაუბრაზდა გოგონა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი
-გეშინია? -გაეცინა გიორგის -ასე ჩემს მოტყუებას ცდილობ თუ საკუთარი თავის? -თვალები დააწვრილა და საყვარელი გოგონას არეულ ცისფერ სფეროებს გაუშტერა თვალი
-გეყოფა სისულელების კეთება თავი დამანებე-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და ზურგი აქცია, გიორგი გაეკიდა და მაშინვე მაჯაში ჩაავლო ხელი თავისკენ უხეშად მოქაჩა დაბნეული გოგონა რომელმაც წონასწორობა დაკარგა და თავისდაუნებურად მკლავებში ჩაუვარდა მომღიმარ ბიჭს -ხელი გამიშვი-გაიბრძოლა როცა გიორგიმ იმდენად მოიმწყვდია მკლავებში რომ მოძრაობის უნარი სრულიად შეუზღუდა
-ნუ უარყოფ, შენზეც ისევე მოქმედებს ჩემი სიხლოვე როგორი შენი ჩემზე
-ღმერთო რას ბოდავ!-აყვირდა მარიამი -ხელი გამიშვი-ისევ გაიბრძოლა, ამის გამო გიორგიმ კედელთან მიიმწყვდია და მოულოდნელად მის ტუჩებს მიწვდა, თუმცა მარიამმა ამჯერადაც არ მისცა კოცნის უფლება და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა -შეწყვიტე!-უყვირა ბოლო ხმაზე და დაბნეულ ბიჭს ხელიდან გაუსხლტა-არ მომეკარო, არ გაბედო-უთხრა ჩავარდნილი ხმით როცა გიორგიმ მისკენ წადგა ნაბიჯი
-მე უბრალოდ
-გეყოფა... შეწყვიტე! თავი დამანებე! დავიღალე ძალიან დავიღალე ამ ყველაფერით-ატორდა მარიამი და იმ მიმართულებით წავიდა საიდანაც ტაქსმა მოიყვანა, ლევანს დაურეკა, ათასჯე დაურეკა, ის კი ჯიუტად არ პასუხობდა, ისევ იმედები გაუცრუვდა გოგონას
-წაგიყვან-გიორგი დაეწია მანქანით, მარიამმა დააიგნორა და იმის მიუხედავად რომ მთავარ გზადე რამდენიმე კილომეტრი იყო დარჩენილი ნელა და მშვიდად გაიარა, რადგან ტელეფონი დაუჯდა და გაითიშა, იმის მისუხედავად რომ სამსახურში მთელი საღამო დასატენად ჰქონდა ჩართული.
-მარიამ ნუ ბავშვობ დაჯექი-გიორგის გოგონას, სიჩქარით მიჰყავდა მანქანა, მაგრამ მარიამს არაფერი ესმოდა, მიდიოდა თავის გზაზე ურეაქციოთ და მშვიდად, ერთი ორჯერ, მოთმიმებისნუნარმა უმტუნა ბიჭს მანქანოდან გადავოდა და მისი ძალით ჩასმა გადაწყვიტა მაგრამ მარიამი ისე გაგიჟდა და გადაირია მიკარება ვერ გაბედა....ცხრა გახდა როცა მთავარ გზამდე ჩააღწია დაღლილმა, დაქანცულმა, გაწეწილმა, აკანკალებულმაგოგონამ, გიორგის აგიჟებდა მისი სიჯიუტე და არ ეშვებოდა
-დაჯექი და იქ წაგიყვან სადაც მეტყვი, მეც დამიჯდა თორემ ტაქს გამოგიძახებდი-ეუბნებოდა გაბრაზებული ტონით და მარიამი რომ არ ჩერდებოდა, მაინც რომ მიდიოდა წინ ძალიან ბრაზდებოდა საკუთარ თავზე ხომ ასე დატანჯა მარიამი, მითუმეტეს რომ უკვე ძალა გამოცლილი გოგონა ვეღარ ახერხებდა უკვე სიარულს, ამიტომ გაცეცხლებული გიორგი გადავიდა მანქანიდან, ხელში ძალით აიყვანა, მანქანში რასაც ჰქვია ჩატენა და გარედან კარი დაუკეტა, ამ დროს უკვე ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა მარიამმა რადგან უბრალოდ, ყვირილის, ჩხუბის და ხმის ამოღების თავი აღარ ჰქონდა-ამის დედაც, რომ მცოდნოდა ასეთი ჯიუტი და გიჟი იყავი-გახედა მომღიმარი სახით გიორგიმ მისავათებულ გოგონას -აქ არ მოგიყვანდი
-მორჩი ლაპარაკს და გაზს მიაჭირე-მისკენ გაიხედა არული სახით გოგონამ და სიცილი აუტყდა გიორგის გაოცებულ სახეს რომ ჰკიდა თვალი
-ძალიან გიჟი გოგო ხარ-თვალები დააწვრილა ბიჭმა და მისკენ მიიხედა სულ რამდენიმე წამის განმავლობაში
-ჰო ვარ-დაეთანხმა მარიამი
-მანქნაში რატომ არ მიჯდებოდი?-თვალი ისევ გოგონას სახისკენ გააპარა-გეგონა ისევ მოგიტაცებდი?-თქვა თუ არა ეს სიცილი აუტყდა
-სისულელეებს ნუ ბოდავ-გაეცინა მარიამსაც
-ჩემი მართლა გეშინია?-დაინტერესდა ბიჭი
-შენი აზრით?-კითხვა შეუბრუნა გოგონამ
-არა
-ასე გადაჭრითაც ვერ ვიტყვი არას-აგეღიმა გოგონას
-მარიამ მე შენ არასდროს არაფერს არ დაგიშავებ-ნიკაპზე ხელი აკრა ფიქრებში წასულ გოგონას
-რატომ უნდა დაგიჯერო? ყველა სისულელე გააკეთე რისი გაკეთებაც შეგეძლო-უსაყვედურა მარიამმა
-იმიტომ რომ გიჟივით ვარ შენზე შეყვარებული-უთხრა გიორგიმ არეული ხმით მანქანა მაშინვე გვერდზე გადააყენა და გააჩერა, მარიამისკენ გადაიხარა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ გოგონას რომელმაც აზროვნების უნარი დაკარგა ბიჭის ქცევებდე და სიტყვებზე
-გთხოვ-დაიჩურჩულა მარიამმა როცა ბიჭის ცხელი სუნთქვა მოეფრქვია სახეზე
-ნუ მთხოვ-უთრა ბრაზნარევი ტონით ბიჭმა და მის გაპობილ ბაგეებს შეაწება ვნებიანი ცხელი ტუჩები, ამ წამს მარიამს სუნთქვა შეეკრა და გულისცემა გაუჩერდა, საერთოდ დაკარგა, მოძრაობის, მეტყველების და ზროვნების უნარი, საერთოდ გაითიშა, ერთადერთი რაც მის გულს, გონებას, სულს და სხეულს თან სდევდა იყო სინანული... თუმცა ამ კოცნას მაინც არ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა როცა, როგორც იქნა გონს მოვიდა და კოცნით უპასუხა... გიორგიმ მაშინვე დაკარგა აზროვნების უნარი და უფრო მეტი ვნებით,სიყვარულით და გრძნობით დაუწყო გოგონას კოცნა, როცა მისი ხელი გაუაზრებლად გოგონას კაბის კიდესთან ჩაცირდა აი აქ მარიამი გველნაკბენივით მოშორდა მის ტუჩებს და მანქნის კარი გააღო და გადავიდა
-მარიამ რას აკეთებ-გიორგი უკან გაეკიდა წინ წასულ გოგონას
-არ მომეკარო, არ მომეკარო-ატორდა მარიამი-წადი ახლავე წადი
-აქ მარტოს ვერ დაგტოვებ
-აქ ბენზინ გასამართი სადგურია, წადი-მეთქი-უყვირა გოგონამ და იმ მიმართულებით იაღო გეზი
-მარიამ
-არ გაბედო,არ გაბედო-უყვირა გოგონამ და სადგურამდე გაჭირვებით მივიდა, ერთერთ თანამშრომელს ტელეფონი სთხოვა და მაშინვე ლევანს დაურეკა მაგრამ მას როგორც ყოველთვის გათიშული ჰქონდა, ამიტომ ტაქსი გამოძახა და სახლში ასე დაბრუნდა, მისდა საუბედუროდ მისი დაბრუნებისას ხმაურზე ლევანს გაეღვიძა, რომელსაც დივანზე ეძინა მისაღებში და გიჟივით წამოვარდა ფეხზე
-სად ხარ აქამდე-თვალებზე ეტყობოდა რომ ჭარბი ალკოჰოლის მიღების ფონზე ორსაათიანი ძილი არ ეყო და ფაქტიურად ისევ ისეთი მთვრალი იყო გაავებული ბიჭი
-ათასჯერ დაგირეკე... ათასჯერ... შენ კი არ მიპასუხე... -ატირდა მარიამი
-გგონია რომ ეს გაგამართლებ? მე ტელეფონი გამიტყდა... შენ კი მოგიწევს ახსნა სახლში რატომ ბრუმდები ამ შუა ღამისას თან ასეთ მდგომარეობაში-თავზე წამოადგა ცოლს და ბოლო ხმაზე უღრიალა



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

შუა ღამეა. რომ შემოვედი და კითხვა დავიწყე, ვიცოდი ვერ ვიაზროვნებდი წესიერად კომენტარის დასაწერად და მართალიც აღმოვჩნდი. უბრალოდ მინდა იცოდე რომ წავიკითხე და არ გამომიტოვებია!❤ მოდი ამჯერად არაფერს ვიტყვი, რა. არადა იმდენი რამე იყო ამ თავში, იმდენი რამე ჩაატიე, რომ ნამდვილად ვერ ვაზროვნებ ახლა საჭირო და სწორი სიტყვებით გადმოვცე ჩემი აზრი, უფროსწორად ამ წამს თავში რამე რომ მომდიოდეს დაგიწერდი, მაგრამ მართლა გათიშული ვარ. წარმატებები!❤❤❤
P.S ახლავე ვხვდები და ვიცი რა კომენტარიც დავწერე შეფასების მაგივრად და ვიცი დილას რომ ვნახავ სირცხვილისგან ალი მომეკიდება. ამიტომ, მგობრებო, არ შეიმჩნიოთ :D:D ❤❤❤

 


№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
შუა ღამეა. რომ შემოვედი და კითხვა დავიწყე, ვიცოდი ვერ ვიაზროვნებდი წესიერად კომენტარის დასაწერად და მართალიც აღმოვჩნდი. უბრალოდ მინდა იცოდე რომ წავიკითხე და არ გამომიტოვებია!❤ მოდი ამჯერად არაფერს ვიტყვი, რა. არადა იმდენი რამე იყო ამ თავში, იმდენი რამე ჩაატიე, რომ ნამდვილად ვერ ვაზროვნებ ახლა საჭირო და სწორი სიტყვებით გადმოვცე ჩემი აზრი, უფროსწორად ამ წამს თავში რამე რომ მომდიოდეს დაგიწერდი, მაგრამ მართლა გათიშული ვარ. წარმატებები!❤❤❤
P.S ახლავე ვხვდები და ვიცი რა კომენტარიც დავწერე შეფასების მაგივრად და ვიცი დილას რომ ვნახავ სირცხვილისგან ალი მომეკიდება. ამიტომ, მგობრებო, არ შეიმჩნიოთ :D:D ❤❤❤

კარგია რომ გამომეხმაურე ❤❤გამახარე ძალიან❤❤ ვნახოთ რ იქნება ხვალ

 


№3 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო ვერაფერს ვიტყვი დაველოდები მოვლენების განვითარებას და მერე დავწერ ჩემ კომენტარს ამ ყველაფერზე❤❤❤

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო კარგი იყო ვერაფერს ვიტყვი დაველოდები მოვლენების განვითარებას და მერე დავწერ ჩემ კომენტარს ამ ყველაფერზე❤❤❤

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤❤❤❤ ელა

 


№5 სტუმარი სტუმარი nazi

კარგი იყო როგორც წინა თავები ვერაფერს ვიტყვი ველოდები მოვლენების განვითარებას ველი მომდევნო თავებს წარმატებები ❤❤❤❤

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
კარგი იყო როგორც წინა თავები ვერაფერს ვიტყვი ველოდები მოვლენების განვითარებას ველი მომდევნო თავებს წარმატებები ❤❤❤❤

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤❤

 


№7 სტუმარი Ანე...

Არაფერი გვეშველება სამწუხაროდ Ამ აზროვნებით. თუ Არ გინდა, თუ არ გიყვარს გაეყარე! გაეყარე და მერე პროშნე ვინც გინდა. Ლევანიც მაგარი უდღეური ტიპია. Საკუთრება არა კვახი. Ამ ისტორიაში ერთადერთი დადებითი პერსონაჟი თამუნაა. 2 დეგრადირებულს შორის გაჩხერილი. თᲐნავუგრძნობ. ღᲛერთმა მაშოროს მარიამისნაირი რძალი. Ლევანი კი... არ მიყვარს ბილწსიტყვაობა, მაგრამ სხვას ვერაფერს შევადარებ მაგარი *ლეა.

 


№8 სტუმარი მთვარის სონატა

ასოციალური ხალხის თავყრილობაა ,სხვა არაფერი სამწუხაროდ.

 


№9 სტუმარი სტუმარი tako_

დღეს დადებ?

 


№10  offline მოდერი ნეაკო

მთვარის სონატა
ასოციალური ხალხის თავყრილობაა ,სხვა არაფერი სამწუხაროდ.

დიახ ასეა ნამდვილად

სტუმარი tako_
დღეს დადებ?

არა დღეს ვერ მიხერხდება სამწუხაროდ :(

 


№11 სტუმარი ნი

ღმერთო ასეთი გულისამრევი ხალხი ერთად როგორ შეიყარააა, ყველაა ისეთი ამორალურიაა არცერთს არ გააჩნიათ არც სინდისიი და არც მორალური პრინციპებიი, მაგარად მეცინება ამ ქალურ სოლიდარობაზეე აი ლევანს ამათ ურატიერატობაშიი იმხელა დანაშაული არ აქვს რამდენიც მარიამს, მას რომ თავიდან მოენდომებინა მაგ ჭაობიდან ამოიყვანდა მაგრამ მაზოხისტივით სიამოვნებს ორივეს ტანჯვა და მერე ლევანს რომ მიდგებაა და პრეტენზიებს უყენებს, ზუსტად მარიამის ნაირი დებილი ქალების ბრალია ის ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდებაა, გაშორდიი არ გინდაა, აი არანაირი ქალური სოლიდარობა არ გამაჩნია მაგის მიმართ არ ვატირე ყოფა მასეთი ორმაგი სტანდარტების.

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა

კომენტარებს გადავხედე და გავგიჟდი, თურმე მარტო ლევანია დამნაშავე ყველაფერში და მარიამი უბრაკოდ პატარა გოგო, რომელიც ქმრის მონად და მსხვერპლად იქცა. ამ ისტორიაში სათითაოდ ყველას მიუძღვის ბრალი რაღაცაში. ლევანი ძალიან მესაკუთრეა და ვერ ხვდება მისი ამ აზროვნებით როგორ ტკენს ცოლს, ზოგჯერ ისე იქცევა გეგონება ფეხებზე კიდ*აო. როგორც არუნდა მოვინდომო ვერანაირად ვერ შევძლებ მარიამის გამართლებას. ხოო გაიძახის რომ ქმარი უყვარს მაგრამ მისი შეხება მხოლოდ ზიზღს, გულისრევასა და სიძულვილს აყენებს. თქვენთვითონ დაფიქრდით და მიხვდებით ადამიანს რომელსაც მართლა გულით უყვარს თავისი ქმარი, შეყვარებული ან ნებისმიერი სხვა, შესაძლებელია რომ მისმა შეხებამ ზიზღი გამოიწვიოს? ხო შეიძლება რაღაც მომენტში არ გესიამოვნოს მისი შეხება, გარკვეული მიზეზებისგამო მაგრამ სიძულვილი და გულისრევის შეგრძნება, ეს უკვე სულ სხვა თემაა. როცა ამას იგრძნობ, ესეიგი შენი სიყვარულიც გაქრა.
რაც შეეხება დღევანდელი მარიამისა და გიორგის სცენას, როგორც არუნდა მოვინდომო ვერანაირად ვერ გავამართლებ მარიამს. ეს საქციელი კვლავ ადასტურებს იმას რომ მარიამს ლევანის მიმართ გრძნობები არ აქვს. ბევრი წერს რომ დაბნეული იყოო და სრულიად ნორმალურია რომ კოცნით უპასუხაო.სულ რომ მიწასთან გამასწოროთ მაინც ვერ ვხვდები თუ ადამიანი იმას გაიძახი რომ ქმარი მიყვარსო, სხვის შეხებაზე და კოცნაზე რატომ უნდა გაჟრიალებდეს და თავბრუს გახვევდეს. წარმოიდგინეთ რომ მარიამის ადგილას თქვენ ხართ ,რომელიც ქმარს სიყვარულს ეფიცებით და ამავდროულად სხვას კონცითვე პასუხობთ და ეს შეხება თუნდაც რამოდენიმე წამით სიამოვნებას განიჭებთ, რას იფიქრებდით საკუთარ თავზე? მითუმეტეს მაშინ როცა ქმრის შეხება მხოლოდ ზიზღს იწვევს. კარგად არის აღწერილი მარიამის ემოციები, როდესაც ლევანი ეხება. ამთავში თავად მარიამმა აკოცა და მოისურვა გაგრძელებაც, მაგრამ საბოლოოდ ისევ ლევანი გახდა დამნაშავე. ხოო ლევანი მართლა გრძნობს მარიამისგან წამოსულ სიცივეს და რატომ აკრიტიკებთ მას, იმაშო რომ ცოლის გრძნობებში ეჭვი ეპარება, თავად არ კითხულობთ მარიამის განცდებს?
არ მინდა ამ ჩემი კომენტარით ის იფიქროთ რომ მე მხოლოდ მარიამს ვადანაშაულებ და ლევანს ვამართლებ. ამ ურთიერთობაში ორივეს თანაბარი დანაშაული მიუძღვის, რომელსაც ვერცერთი ვერ ხვდება და დანაშაულის გადაფარვას ერთმანეთზე გადაბრალებით ცდილობენ. სიმართლე არის ეს.
ცოტახნით დაივიწყეთ ეს ქალური სოლიდარობები და ამბები და თავი წარმოიდგინეთ მარიამისა და ლევანის ადგილზე. მარიამის ადგილას თქვენი უპირატესობები და ლევანის ადგილას თქვენი განცდები, მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ მიხვდებით ყოველი პერსონაჟის დადებითსა და უარყოფითს.
გიორგიზე არცკი ვიცი რა ვთქვა. არ მიყვარს შეურაცხყოფის მიყენება ადამიანზე, მაგრამ სულით უმდაბლესი პერსონაჟია. კუდში დასდევ და აწუხებ სხვის ცოლს, მაშინ როცა თავად გოგო გეხვეწება თავის დანებებას. შენკი ჯიუტად აწვები რომ გიყვარს და შენი უნდა გახდეს.
სულ ესიყო რაც მინდოდა მეთქვა. ნეაკო შენი ისტორიები ძალიან ღრმად იჭრება დღევანდელ ცხოვრებაში, რაც კიდევ უფრო დიდ ხიბლს და ინტერესს იჩენს მკითხველისადმი. წარმატებები და იმედი მაქვს მალე დალაგდება ყველაფერი.♥️
მკითხველებს კი მივმართავ, რომ შეეცადონ ყველა პერსონაჟის თვალიდან შეხედონ სიტუაციას და ისე განსაჯონ ესათუ ის ადამიანი.♥️♥️

 


№13 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ნი
ღმერთო ასეთი გულისამრევი ხალხი ერთად როგორ შეიყარააა, ყველაა ისეთი ამორალურიაა არცერთს არ გააჩნიათ არც სინდისიი და არც მორალური პრინციპებიი, მაგარად მეცინება ამ ქალურ სოლიდარობაზეე აი ლევანს ამათ ურატიერატობაშიი იმხელა დანაშაული არ აქვს რამდენიც მარიამს, მას რომ თავიდან მოენდომებინა მაგ ჭაობიდან ამოიყვანდა მაგრამ მაზოხისტივით სიამოვნებს ორივეს ტანჯვა და მერე ლევანს რომ მიდგებაა და პრეტენზიებს უყენებს, ზუსტად მარიამის ნაირი დებილი ქალების ბრალია ის ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდებაა, გაშორდიი არ გინდაა, აი არანაირი ქალური სოლიდარობა არ გამაჩნია მაგის მიმართ არ ვატირე ყოფა მასეთი ორმაგი სტანდარტების.

გასაგებია თქვენი აზრი ამ საკითხზე, ნამდვილად არ შეგედავებით არცერთ თემაზე, ეს თქვენი შეხედულებაა და დამოკიდებულებაა ამ ისტორიის პარსონაჟებთან დაკავშირებით და მე როგორც მწერალს მესმის რომ ყველა ერთნაირად ვერ დაინახავს მოცემულ სიტუაციის, თუმცა ამორალური რატომაა ყველა არ მესმის :(

 


№14  offline მოდერი ნეაკო

marita1230
რაღაცნაირი თავი იყო . კიდევ უფრო ბევრ რამე გამოჩნდა და წამოიწია წინა პლანზე .
საინტერესო იყო დასაწყისში დაკარგული ლევანი მისი ემოციებით . სამწუხაროა რომ ვერ ხვდება ყველაზე მეტად მის ცოლს თვითონ რომ აკლია ურთიერთობაში . შეიძლება სიყვარულის გამოხატვა არ შეგეძლოს , ცივი იყო მაგრამ თვალებით , შეხებით უნებური საქციელებით მაინც გასცემდე შენგან გამომავალ იმპულსებს .
არ შეიძლება წარსულის ტრაგედიას მთელი ცხოვრება ჩაეჭიდო და საშუალება მისცე განგისაზღვროს მომავალი . ერთი მხრივ , მესმის , სიბრალულის გრძნობასაც განვიცდი ამ კაცის მიმართ მაგრამ მეორე მხრივ , თვითონვეა დამნაშავე მისი პიროვნება ერთ ადგილას რომ გაყინა და წლებთან ერთად ვერანაირი განვითარება ვერ მოუტანა მის თავს .
ბოლოს იმად ვიქცევით რასაც ჩვენს თავს ვუწოდებთ და წარმოვიდგენთ ხოლმე , იმდენად ჩაეჭიდა იმ აზრს ლევანი რომ არარაობა იყო მართლაც მიუყვება ამ გზას .
მე ვთვლი რომ სინანული გვიანი არასდროსაა , სიმშვიდის მომტანიც შეიძლება იყოს , განსაკუთრების იმ ერთისთვის ვინც ირაკლის ამ დამოკიდებულებას ელოდება - თამუნასთვის .
ლევანი იმდენადაა ჩაჭიდებული მის ტრაგედიას ხანდახან მავიწყდება არანაკლებ მძიმე ცხოვრება რომ ჰქონდა მარიამსაც და მისგან განსხვავებით არც ორივე მშობლის დაბრუნების შანსი მიუცია სამყაროს .
შემეცოდა მარიამი , ისევ სარეცელი რომ გაუყო ქმარს სიყვარულში დასამტკიცებლად იმის ნაცვლად უბრალოდ ჩახუტებოდა და დაენახებინა რომ კიდევ ბევრი რამით შეიძლება გრძნობების გამოხატვა . ნერვები მეშლება ასე რომ მირბის ხოლმე მერე ლევანი , ან სად მირბის :დ ეს მართლა მაინტერესებს :დ არადა ისე გაუხარდა რომ დაინახა იმედი მქონდა მაშინ მაინც მიხვდებოდა ლევანი რა ცოტა ყოფნის მის ცოლს ბედნიერებისთვის .
სოფის ადგილზე , ჩემს ძმას არაფრისდიდებით არ დავეხმარებოდი მსგავს ქმედებებში რამხელა სიყვარულიც არუნდა მქონოდა მის მიმართ ან შიში მისი დაკარგვის. იქ სადაც ადამიანურობა ირღვევა და სხვას ურღვევს უფლებებს მისთვისაც საჭიროა საკუთარის შეხსენება .
გიორგი ჩვეულებრივი მანიპულატორია. მეცინება ხოლმე მის თავდაჯერებულობაზე . ვითომ "ძაან სიყვარულზე" . იმდენად მეუარყოფითება ეგ პერსონაჟი საუბარიც არ მინდა მასზე .
რა საშინელებაა არასდროს რომ არაა ქმარი შენს გვერდით როცა გჭირდება , ვერ გიცავს სუსტს და უძლურს .
კოცნაზე კოცნით პასუხი იმდენი რამითაა განპირობებული ვერც გავკიცხე და ვერც გავამართლე . ერთი მხრივ , იმდენად ვერაფერს გრძნობს ლევანთან , საკუთარ თავში დასარწმუნებელ გზად ჩავთვალე. სიმშვიდის საპოვნელად , დროებითის მაგრამ მაინც. და მარიამის სინანულში იმდენი რამე დავინახე..
ძალიან საინტარესო თავი იყო ნეაკო♥ წარმატებებს გისურვებ♥ და გელი მოუთმენლად♥

ძალიან დიდი ,მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤❤გუშინდელიდან რასაც ჰქვია გამაბედნიერა შენმა კომენტარმა და ეს განწყობა მომყვება დღემდე, იცი რატომ?ამ პატარა თავში იმდენი ემოციის დანახვა შეძელი, იმდენი განცდების ამოკითხვა თვითოეულ პერსონაჟში რომ მეც კი გამიკვირდა რომ შევძელი და ეს ყველაფერი შენამდე ( მკითხველამდე) მოვიტანე...
მართლა ძალიან მიხარია ის, რომ შენ ყველა პერსონაჟის გესმის და მათ კი არ აკრიტიკებ , პირიქით ცდილობ რომ რომ გაუგო...
არ ვიცი რა გითხრა, მართლა ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა რომელიც რამდენჯერმე გადავიკითხე იმიტომ, რომ ეს კომენტარი პირადად ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია ❤❤❤❤❤❤, რადგან ეს კომენტარი დაწერე ეს იმას ნიშნავს რომ მე ამ ისტორიით რის თქმასაც ვცდილობ, ის განცდები და ემოციები ასე თუ ისე სწორად მომაქვს თქვენამდე...
მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის შენ ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№15 სტუმარი სტუმარი nazi

დღეს დადებ ახლ თავს ნეაკო❤

 


№16 სტუმარი სტუმარი კეკე

ნეაკო ამდენი ხანია მოგყვები და ვკითხულობ ამ ისტორიას ძალიამ მომწონს იმიტორომ ბევრი რამე გაქ ჩადებული თითოეულ თავში ❤️ პერსონაჟებზე არაფერს ვიტყვი რადგან ნახევარზე მეტი ზედმეტად მაღიზიანებს????❤️ წარმატებებს გისურვებ❤️❤️ დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო თავებს რადგან ძალიან მაინტერესებს როგორ განავითარებ ისტორიას❤️❤️❤️

 


№17  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კეკე
ნეაკო ამდენი ხანია მოგყვები და ვკითხულობ ამ ისტორიას ძალიამ მომწონს იმიტორომ ბევრი რამე გაქ ჩადებული თითოეულ თავში ❤️ პერსონაჟებზე არაფერს ვიტყვი რადგან ნახევარზე მეტი ზედმეტად მაღიზიანებს????❤️ წარმატებებს გისურვებ❤️❤️ დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო თავებს რადგან ძალიან მაინტერესებს როგორ განავითარებ ისტორიას❤️❤️❤️

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤ პერსონაჟებს რაც შეეხება ვცდილობ რომ ვითოეული მათგანი კარგი და ცუდი მხრიდან დაგანახოთ, ალბათ ამიტომ იწვევენ მკითხველის უკმაყოფილებას.
მოვლენების განვითარება რაც შეეხება, არ ვიცი რამდენად სწორი და მართებული იქნება ის რის დაწერასაც ვაპირებ, მაგრამ ისტორია ფინალამდე ასეთი დაძაბულობით მივა ( მოწონება მეეჭვება ამ ისტორიამ დაიმსახუროს, შინაარსიდან გამომდინარე) მაგრამ იმედია გამოვა ის რისი გადმოცემაც მე მინდა თქვენთვის, მკითხველისთვის და ამ მიზეზით იქნება სრულიად ლოგიკური ფინალი და მოგეწონებათ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№18 სტუმარი elene

არ დებ დღეს?

 


№19 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო
სტუმარი კეკე
ნეაკო ამდენი ხანია მოგყვები და ვკითხულობ ამ ისტორიას ძალიამ მომწონს იმიტორომ ბევრი რამე გაქ ჩადებული თითოეულ თავში ❤️ პერსონაჟებზე არაფერს ვიტყვი რადგან ნახევარზე მეტი ზედმეტად მაღიზიანებს????❤️ წარმატებებს გისურვებ❤️❤️ დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო თავებს რადგან ძალიან მაინტერესებს როგორ განავითარებ ისტორიას❤️❤️❤️

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤ პერსონაჟებს რაც შეეხება ვცდილობ რომ ვითოეული მათგანი კარგი და ცუდი მხრიდან დაგანახოთ, ალბათ ამიტომ იწვევენ მკითხველის უკმაყოფილებას.
მოვლენების განვითარება რაც შეეხება, არ ვიცი რამდენად სწორი და მართებული იქნება ის რის დაწერასაც ვაპირებ, მაგრამ ისტორია ფინალამდე ასეთი დაძაბულობით მივა ( მოწონება მეეჭვება ამ ისტორიამ დაიმსახუროს, შინაარსიდან გამომდინარე) მაგრამ იმედია გამოვა ის რისი გადმოცემაც მე მინდა თქვენთვის, მკითხველისთვის და ამ მიზეზით იქნება სრულიად ლოგიკური ფინალი და მოგეწონებათ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤


სხვათაშორის ეს ისტორია უკვე გამოვიდა. მკითხველმა ისეთ სერიოზულ თემებზე დაიწყო მსჯელობა და აზრის გაცვლა-გამოცვლა, ნებისმიერ შრომისგან ქანცგაწყვეტილ არასამთავრობოს შეშურდებოდა შენი. :დ
მე მესმის, რომ დისკომფორტიც შეიძლება იყოს ავტორისთვის მისი ისტორიის ქვეშ ასეთი აყალმაყალი, მაგრამ მთავარია შეურაცხყოფაზე არ გადავიდეთ, თორე ერთმანეთთან კამათი სასარგებლოც კია ჩემი აზრით. ამ თემებზე ტაბუს დადებამ დაგვმართა ზუსტად ყველაფერი.
❤❤❤❤❤

 


№20  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
ნეაკო
სტუმარი კეკე
ნეაკო ამდენი ხანია მოგყვები და ვკითხულობ ამ ისტორიას ძალიამ მომწონს იმიტორომ ბევრი რამე გაქ ჩადებული თითოეულ თავში ❤️ პერსონაჟებზე არაფერს ვიტყვი რადგან ნახევარზე მეტი ზედმეტად მაღიზიანებს????❤️ წარმატებებს გისურვებ❤️❤️ დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო თავებს რადგან ძალიან მაინტერესებს როგორ განავითარებ ისტორიას❤️❤️❤️

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤ პერსონაჟებს რაც შეეხება ვცდილობ რომ ვითოეული მათგანი კარგი და ცუდი მხრიდან დაგანახოთ, ალბათ ამიტომ იწვევენ მკითხველის უკმაყოფილებას.
მოვლენების განვითარება რაც შეეხება, არ ვიცი რამდენად სწორი და მართებული იქნება ის რის დაწერასაც ვაპირებ, მაგრამ ისტორია ფინალამდე ასეთი დაძაბულობით მივა ( მოწონება მეეჭვება ამ ისტორიამ დაიმსახუროს, შინაარსიდან გამომდინარე) მაგრამ იმედია გამოვა ის რისი გადმოცემაც მე მინდა თქვენთვის, მკითხველისთვის და ამ მიზეზით იქნება სრულიად ლოგიკური ფინალი და მოგეწონებათ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤


სხვათაშორის ეს ისტორია უკვე გამოვიდა. მკითხველმა ისეთ სერიოზულ თემებზე დაიწყო მსჯელობა და აზრის გაცვლა-გამოცვლა, ნებისმიერ შრომისგან ქანცგაწყვეტილ არასამთავრობოს შეშურდებოდა შენი. :დ
მე მესმის, რომ დისკომფორტიც შეიძლება იყოს ავტორისთვის მისი ისტორიის ქვეშ ასეთი აყალმაყალი, მაგრამ მთავარია შეურაცხყოფაზე არ გადავიდეთ, თორე ერთმანეთთან კამათი სასარგებლოც კია ჩემი აზრით. ამ თემებზე ტაბუს დადებამ დაგვმართა ზუსტად ყველაფერი.
❤❤❤❤❤

შენი მხრიდანა ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული შეფასეებაა ამ ისტორიის❤❤❤❤ როგოც ჩანს შევძელი და მოვახერხე ის რისი გაკეთებაც მინდოდა ამ ისტორიაში, მაინც გადავაბიჯე ზღვარს...
კამათს რაც შეეხება ეს სასიამოვნო პროცესია აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მე ძალიან მიხარია რომ ზოგი ლევანსაც უჭერს მხარს... ზოგი ორივეს ადანაშაულებს, ეს იმას ნიშნავს რომ ორივეს ემოციების მოტანას ვახერხებ თქვენამდე...
ერთადერთი რაც მძაბავს არის, კამათში აგრესია, რომელის გამოც პრობლემები შემექმნა არა ერთხელ და შენ ეს კარგად იცი... ამიტომ ვუფრთხი ამ ყველაფერს, ყველას არ ესმის რომ თავისი აზრი შეუძლია, ლანძღვის, აგრესიის და ზიზზღის გარეშე გამოხატოს...
ამ ისტორიაზე არაერთი უკმაყოფილო მკითხველის კომენტარი შემხვდა, მე ეს არ მწყინს , არც მაღელვებს, არც მაშინებს, ყველას ვერ მოეწონება ისტორია მითუმეტეს ასეთი შინაარსის... მაგრამ ისინი ეხებიან ისტორიას, მის თემას, პერსონაჟებს და ეს ჩემთვის სულაც არაა გულსატკენი, საწყენი და არც მძაბავს ეს ყველაფერი, რადგან ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას ზრდილობის ფარგლებში, პირადზე გადმოსვლის გარეშე .მადლობას ვუხდი ყველას რომ თავის აზრს დადებით თუ უარყოფითს გამოხატავს ზრდილობიანად, გასაგებად და ნორმალურად.

elene
არ დებ დღეს?

ვარ ვახერხებ სამწუხარდ :(

 


№21  offline წევრი ირო

რომ გაგვანებივრებ ხოლმე სწრაფი თავების დადებით,მერე დაგვიანებებს ვერ ვიტანთ.წარმატებებს გისურვებ,ძალიან საინტერესო დ ვითარდება მოვლენები.

 


№22  offline მოდერი ნეაკო

ირო
რომ გაგვანებივრებ ხოლმე სწრაფი თავების დადებით,მერე დაგვიანებებს ვერ ვიტანთ.წარმატებებს გისურვებ,ძალიან საინტერესო დ ვითარდება მოვლენები.

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤მიხარია რომ საინტერესო ისტორია გამოვიდა და ელოდები ❤❤❤❤

 


№23 სტუმარი ელა1

ნეაკო დადებ დღეს?

 


№24  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო დადებ დღეს?

დავდე უკვე ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent