წვიმის საჩუქარი 9 თავი
9 თავი ხომ შეიძლებოდა ბედნიერი ოჯახი მყოლოდა, რატომ მემართება ყველაფერი მე? მერჩივნა მამაჩემზე საერთოდ არ გამეგო. ახლა ისე მგონია, თითქოს პრობლემები მარტო მე მაქვს, არადა ჩემს გარდა რამდენს აქვს პრობლემა, თან განა ასეთი, უარესი პრობლემები აქვს ხალხს. მე ბედნიერი ვარ, რადგან მყავს ორი საუკეთესო მეგობარი, დედა და ძმა. მაქვს სახლი, ცოცხალი ვარ! მეტი რა არის ბედნიერებისთვის საჭირო? არ მაქვს უფლება მამაზე ვიწუწუნო და დედაჩემი გადავთელო. ამის შემდეგაც ისე გაგრძელდება ჩემი ცხოვრება, როგორც აქამდე. არა, გატყუებთ. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში, ამ ეტაპს უნივერსიტეტი ჰქვია, სწავლაზე უნდა ვიზრუნო. მეორე დღეს მე და ზუზუ ერთად წავედით უნივერსიტეტში. ცოტათი მეშინოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კურსელები გავიცანი, კარგი ადამიანები არიან. მე დიზაინზე ჩავაბარე, ზუზუმ ჟურნალისტიკაზე. პირველმა დღემ კარგად ჩაიარა. კარებს მივუახლოვდი, საიდანღავ ყვირილის ხმა ისმოდა, ვერ მივხვდი საიდან, ჩვენთან ვერ იქნებოდა, დედას გარდა სახლში არავინაა. კარები შევაღე და ხმაც გაძლიერდა, გული ამიჩქარდა ვერ მივხვდი რა ხდებოდა. _წაეთრიე აქედან, მოვდივარ მაგ სამსახურიდან!-განწირული ხმით კიოდა დედა. უცნობმა კაცმა საზიზღრად ჩაიცინა. _შენ გგონია როცა მოგინდება მაშინ წამოხვალ? ხვალ ისევ მოხვალ სამსახურში, მუშაობას გააგრძელებ, თორემ ამ სახლსაც წაგართმევ და ქუჩაში მოგიწევს შენ ქალიშვილთან ერთად ძილი. _გაეთრიე აქედან!!! სადაცაა თებროლე მოვა. _რათქმაუნდა არ გინდა შენმა შვილმა, რომ გაიგოს რას საქმიანობ ხო? მეგობრულ რჩევას მოგცემ, მეორედ კლუბში ვინმემ რომ გაიგოს ნარკოტიკები ჩვენ შევუკვეთეთ, შენი შვილი შენს გვამს ნახავს. ვერ მივხვდი, გულმა ორმაგად სწრაფად დაიწყო მუშაობა, ხელები გამეყინა. კაცის ნაბიჯების ხმა გავიგე, მალევე მომიახლოვდა. ჯერ მე შემომხედა, შემდეგ დედას, ისევ საზიზღრად გაიცინა და წავიდა. _დედა! რა ხდება? _თებროლე?! ასე მალე მოხვედი? _ხო მოვედი და თქვენი საუბარიც გავიგე, რა ნარკოტიკები? კლუბში მუშაობ? _აგიხსნი ყველაფერს! _მიდი დედა, გელოდები. _მამა რომ წავიდა, ძალიან გვიჭირდა, ხომ გახსოვს? ხოდა მაშინ შემომთავაზეს სამსახური კლუბში, მიმტანი ვიყავი, მერე ვიღაც კაცი მოვიდა და მითხრა უფრო მეტი ფულის შოვნა თუ გინდა რასაც გეტყვი იმას გააკეთებო. პატარა ლამაზი ტაბლეტები მომცა, უბრალოდ ენერგიაზე მოიყვანს ხალხსო, ისეთი არაფერი არ არისო, მეც დავუჯერე.-თვალები აემღვრა და ხელების წვალება დაიწყო- ერთ დღესაც, ერთი გოგო მკვდარი იპოვეს კლუბში, ზედმეტი დოზა მიუღია. იმ დღეს გეფიცები წამოსვლა მინდოდა, მაგრამ ხელშეკრულება არ მაძლევდა უფლებას. არ ვიცი საერთოდ ნიშნავს თუ არა რაიმეს ის ხელშეკრულება. მემუქრებოდნენ კიდეც და ვერ შევძელი სამსახურის დატოვება. სხვა კლუბში გადამიყვანეს, მაგრამ იქ ერთმა კაცმა მიპოვა და მითხრა პოლიციელი ვარო, ამ საქმეზე ვმუშაობო, თუ გამოძიებაში დამეხმარები შენ არ ჩაგსვავენო. რაღა თქმა უნდა დავთანხმდი, მერე ისე მოხდა რომ უფროსი შეცვალეს, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს, სანამ მას მოიყვანდნენ ორი წელი გამოძიება შეაჩერეს. სულ თავიდან ორი წელი მიმტანად ვმუშაობდი, მერე ორი წელი ნარკოტიკებს ვასაღებდი, ამის თქმისაც კი მრცხვენია, შემდეგ ერთი წელი გამოძიება მიდიოდა, საქმეს ორი წელი რომ ჩამომაშორეს, ისევ ისე ვყიდდი ნარკოტიკს, წამოსვლა ვცადე გეფიცები! ახლახანს მოვიდა ახალი უფროსი, ვინც ამ საქმეს ჩაუდგა სათავეში და მიტხრა რომ გამოძიება გრძელდებოდა, უბრალოდ მე არ ვიცოდი, იმიტომ რომ სახიფათო იყო, შემომტანებს აკვირდებოდნენ, ჯერ კლუბიდან იმფორმაცია არ სჭირდებოდათ, მაგრამ ბევრი რამ აირიაო, ვინც დააკავეს ის არ აღმოჩნდა მთავარი, ამიტომ სჭირდებათ ახლა ჩემი ჩარევა, ვინმე სხვა რომ შეეგზავნათ დიდი დრო დასჭირდებოდათ. გეფიცები, ახლა მათთან ვარ. წარმოგიდგენიათ რამდენად ძნელი გასააზრებელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის? დედა ჯერ ნარკოტიკებს ასაღებდა, ახლა ჯაშუში თუ რარაც ჯანდაბაა? არ ვიცი რა უნდა ვთქვა, მილიონი კითხვა მიტრიალებს თავში, არ მჯერა, ვერ ვიჯერებ! თავი ფილმში მგონია, ახლა გვერდით რომ გავიხედო კამერებაც დავინახავ? მატყუებს? არა, რათ უნდა ცემი მოტყუება? ახლა სანერვიულო და საწუწუნო ნამდვილად მაქვს, ის არ მეყოფოდა მამა რომ არ მყავს, მაინცდამაინც ახლა ათასი პრობლემა დამატყდა თავზე. მაშინ როცა ყველაზე დიდ დროს სწავლას უნდა ვუთმობდე. ავდექი და ოთახში შევედი, არაფერი მითქვამს. მთელი ღამე თეთრად გავათენე, ყველაფერზე ვფიქრობდი. ბოლოს, იმ დასკვნამდე მივედი რომ ყველაფერი ჩემი კეთილდღეობისთვის გააკეთა, თვითონ რამდენად ცუდად იქნებოდა. ადამიანი მოკვდა იმ ნარკოტიკით, რომელსაც ყიდდა. მისი დამსახურებაა კარგი სახლი რომ გვაქვს, საჭმელი რომ არ გვაკლია. შვილის გამო, ჩემს გამო გააკეთა ეს ყველაფერი. ღმერთო ჩემო! ადამიანი მოკვდა მის გამო, ადამიანი რომელსაც ალბათ ოჯახი ჰყავდა, შეყვარებული, მეგობრები. ახლა პოლიციას ეხმარება, მისი მიზეზით აღარავინ მოკვდება. თბილისში? აქაც ხდება ასეთი რაღაცეები? პოლიციას სულ ამრეზით ვუყურებდი, ჩემში შიშს და დაძაბულობას იწვევდა მათი ახლოს ყოფნა, ნდობა არასდროს გამჩენია პოლიციის მიმართ. ინტერნეტში, ბევრი ფოტო და ვიდეო მინახავს სადაც პოლიცია რიგით მოქალაქეს ცუდად ექცევა. ალბათ აქედან გამომდინარე შეარქვეს ძაღლები . თუ დავუკვირდებით, არც ამით აყენებენ შეურაცხყოფას, ძაღლი ხომ ყველაზე სანდო და ერთგული ცხოველია. ფიქრებში გართულს მალევე ჩამეძინა, არც ამჯერად მძინებია ლაღად. დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. ნელა წამოვდექი და მოვემზადე, ზუზუს უნდა მოეკითხა. როგორც გითხარით გიო აგარაკზეა, ამიტომაც ზუზუ დასეირნობს მისი მანქანით. მალევე დამირეკა ანამარიამ და მეც უცებ ჩავირბინე კიბეებზე. _ეეე, თებეე! _ზუზუ, იმდენი რამე მოხდა ვერც წარმოიდგენ. _რა მოხდა? ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ემოციებისგან დავიცალე. ანამარია გაოცებული მიყურებდა. _დაიცა, ანუუ... დედაშენი ჯაშუშია? მერე, რო მეუბნები გაქვს მაგის უფლება? _არ ვიცი. ანამარია, შენი აზრით რაიმის კითხვის თავი მქონდა? საერთოდ არაფერი არ მითქვამს, ავდექი და დასაძინებლად წავედი. _გაბრაზებული ხარ? _არც ეგ არ ვიცი. ცოტათი ალბათ კი, მის გამო ადამიანი მოკვდა, გოგონა რომელსაც ოჯახი ჰყავდა, შეყვარებული, მეგობრები. _თებე, ხომ იცი რომ შენთვის აკეთებდა? არაფერი რომ არ მოგკლებოდა და კარგად რომ გეცხოვრათ. _ვიცი, მაგრამ ძნელია. უცებ ვიგებ, თან შემთხვევით, საერთოდ მეტყოდა? ესეთი რაღაცეები, მხოლოდ ფილმებში ხდება. ვერ ვიჯერებ, ძნელია! ხომ გესმის ზუზუ ჩემი? _მესმის თე, დედაშენსაც გაუგე. მისთვისაც ძნელია, ადამიანი მოკვდა მისი მიზეზით, წარმოიდგინე როგორ ცუდად იქნება. ახლა ხომ ეხმარება პოლიციას? ამით ცდილობს თავისი საქციელი გამოასწოროს. _ეთქვა მაინც, რაიმეს მოვახერხებდით. _თებე ნუ იქნები უმადური. უნივერსიტეტში ისე მივედით ხმა აღარ ამოგვიღია. თქვენი აზრით ლექციაზე საერთოდ რა ილაპარაკეს გავიგე? ლექტორმა დავალება მოგვცა, ანამარიას კიდევ ერთი ლექცია ჰქონდა, ამიტომ მარტო გადავწყვიტე სახლში წასვლა. ძირს ვიყურებოდი და ისე მივდიოდი, წინ ვიღაც ამესვეტა, ავხედე, ვატოაა. _ვატოო!!! _თებე, როგორ ხარ? _კარგად, შენ? _მეც კარგად. აქ რა გინდა? _შენი ნახვა მინდოდა, თან ნიცასაც მოენატრე და გამოგვიარეო შემოგითვალა. წამოხვალ? _აამ... სხვა დროს რომ იყოს? _ნიცამ მოვიდეს თორე ხმას არ გავცემო. _კარგი, ჯანდაბას. _მანქანა იქით დავაყენე, წამოდი. მალევე მივედით სახლში. ბავშვები ბაღში იყვნენ, სამზარეულოში ნიცა და ნიკა დაგვხვდნენ. ნიცამ დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა. _თებეეე!!! გეფიცები უკვე მოგვენატრე. _სხვისი სახელით ნუ ლაპარაკობ ნიცა. _ოჰ ნიკოლოზ! ნუ ხარ შხამიანი. _გველი თავის შხამს ვერ დამალავს, ვიღაც ბრძენმა თქვა, არ მახსოვს რომელმა. ანამარიას ნათქვამია. _ხო არა? მერე, ხშირად უმეორებ საკუთარ თავს მაგ სიტყვებს? _არა, ისეთ ხალხთან ვამბობ ვისაც შეეფერება. _მე მივდივარ, ჩემი კლიენტი უნდა ვნახო.ისეთი რაღაცეები ხდება, ზოგჯერ ვფიქრობ პოლიციაში რა მინდა თქო. _პოლიციელი ხარ? _ოჰ, თებროლეს დააინტერესა რაღაცამ? _არ მაინტერესებს, შეგიძლია წახვიდე. _კი პოლიციელი ვარ, გამომძიებელი. წავიდა. არც გადამკოცნა, არც დამემშვიდობა, ასე ადგა და წავიდა. ნეტა რატომ მინდა ხოლმე რომ ვცემო? არა, რატო უნდა დამმშვიდობებოდა? ვინ ვარ? მისი ძმაკაცის ნახევარ და. _აუ ვატო! ბავშვი როდის მოვნათლოთ? რამდენი ხანია ვგეგმავთ და ვერ მოვაბთ თავი. _რომელი არაა მონათლული? _ლიზა. არადა რამდენი ხანია ვგეგმავთ. ხან, ნიკოლოზი არ იყო აქეთ ხან რა მოხდა, ხან რა. _ანუ, ჯერ ნიკოლოზი არ არის ნათლია? _არა, რატომ? ხომ არ მოგწონს?- ღიმილით იკითხა. აი, ყველაფერი ვიცი მე რას გამომაპარებ სახით. _არა, რას ქვია მომწონს. ტყუილია. _კარგი! მაგრამ ნათლია რო იქნება ხო იცი რო დაგინათესავდება? _არრ... ის... მე.. ოოო, თვითონ არ მოვწონვარ და გვეყოს რა. სხვა რამეზე ვისაუბროთ. _ყველაფერს დრო უნდა გენაცვალე. _აუ ნიიც, ყავას ამიდუღებ? _ახლავე. ანუ ჯერ ნათესავი არ არის, ძალიან კარგი. რეებს ბოდავ? შენი აზრით ნიკოლოზს მოეწონები? საერთოდ რა გჭირს ვერ ვხვდები თებე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.