შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ფიქრი (1)


30-05-2021, 22:42
ავტორი shhiloh
ნანახია 838

ზოგადად, ასე არ იწყებენ ხოლმე წერას, მაგრამ მე ძალიან დაბნეული ვარ. ყოველთვის ასეა. სიტყვებს ვერასდროს ვუყრი თავს, არადა თითქოს, ვიცი სათქმელი. ახლაც, დავჯექი, მინდა დავწერო ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, მაგრამ ვერ შევძელი. ისევ.
პრობლემები არასდროს მქონია, ვგულისხმობ, სერიოზულს, მითუმეტეს, როცა მარტო უნდა გავუმკლავდე და ეს, რა თქმა უნდა, თავისას შვრება. რაღაცნაირი დაღი დამასვა. ჩემი მშობლები ყოვეთვის ცდილობდნენ ჩემთვის თავიდან აერიდებინათ ყველა დაბრკოლება ისე, რომ მე არც კი გამეგო. ხანდახან, ამის გამო ძალიან ვბრაზდები, ასეთი უუნარო რომ გამოვდექი ამ საკითხში, თუმცა თითქოს, ვპოულობ გამართელბას. არც კი ვიცი, მე როცა ვიქნები მშობელი, როგორ მოვიქცევი, ამიტომ ბრაზს ჩემთვის ვიტოვებ ჩუმად.
არ ვიცი, პირველ პირში რატომ გადავწყვიტე წერა.
მალე დედა გავხდები და არ ვიცი, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს. უფრო სწორად, ვიცი, მაგრამ მხოლოდ თეორიულად. მართალია, ჯერ ვერც ვგრძნობ კარგად ამ პატარა არსებას, თუმცა სიამაყის შეგრძნება მაინც მეუფლება გაჩენა რომ გადავწყვიტე. თითქოს, ერთით ნოლია საზოგადოებასთან, ოღონდ ამ შემთხვევაში, უპირატესობა ჩემია. რა ცუდად ჟღერს ხო? მაგრამ მინდა გულახდილი ვიყო ჩემს მკითხველთან. ჰო, ვწერ, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
ჩემმა შეყვარებულმა როცა გაიგო რომ ორსულად ვარ, მაშინვე ,,შემომთავაზა'' ხომ არ გამომყვებოდიო. ღმერთო, სიმწრისგან იმდენი ვიცინე, იქ რომ ყოფილიყავით, ნამდვილად ამყვებოდით ამ მასკარადში. უკვე რა საშინლად ჟღერს ეს. რა თქმა უნდა, ბევრი ვიცინე და წამოვედი იქიდან ისე, რომ მეტი არაფერი მითქვამს ან გამომიხატავს. ერთი შეხედვით, არ არის ჩემი ქცევა ადეკვატური, თუმცა მე მაქვს ჩემი პრინციპები და არ მინდა ეს ყოველივე განვაზოგადო. და რას გულისხობს ეს? რატომ მოვიქეცი ასე? რამდენად სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, არ მინდოდა ასე დამება ჩემზე ვინმე, მითუმეტეს, როცა იცნობ ადამიანს, რომელიც ზემოთ ხსენებულს გთავაზობს, შენ უკვე იცი როგორ უნდა მოიქცე, რამდენადაც არ უნდა იყოს ეს შენთვის ხელსაყრელი. მოკლედ, საბა არ იყო ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გაუმკლავდებოდა, უბრალოდ, სხვა გამოსავალი ვერ დაინახა, თუმცა მე... მე ხომ ვიცოდი როგორ დავტანჯავდი. ჩვენ, უბრალოდ, კარგად ვიყავით ერთად, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ერთად ცხოვრებისთვის და ამხელა პასუხისმგებლობისთვის.
პასუხისმგებლობა.
ეს ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე. დავუპირისპირდი ყველას. გავარღვიე ყველაფერი, მაგრამ რომ გითხრათ ეს ყველაფერი შეგნებულად გავაკეთე-მეთქი მოგატყუებთ. არ ვიცი, ეს ჩემი შეუპოვრობა, რომელიც პირველად აღმოვაჩინე ჩემს თავში, საიდან მოვიპოვე, მაგრამ ფაქტი უცვლელია. გადარეული ვიყავი, გუმანი მკარნახობდა რომ ეს ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო. ჰოდა, მეც, როგორც აღვნიშნე, ყველას დავუპირისპირდი, არადა ხომ ვიცოდი ჩემებს რა დაემართებოდათ, მაგრამ იმ მომენტისთვის თითქოს, ეს ყველაფერი იმდენად პატარა წინაღობა იყო, მაშინვე გავარღვიე.
რთული იყო? ღმერთო... არც კი ვიცი ამაზე რა პასუხი უნდა მქონდეს. ხანდახან, როცა გადავხედავ ამ განვლილ 4 თვეს, ჩემს თავს ვერ ვცნობ. ნუთუ მე გავაკეთე ამდენი? მაგრამ როგორც კი ჩემი შვილი მოძრაობას იწყებს, მაშინვე ვხვდები რომ ის არაფერია იმასთან შედარებით რისი გაკეთებაც შემიძლია მომავალში.
ახლა, მარტო ვცხოვრობ. ჩემს მშობლებთან ირიბი შეხება მაქვს. მამასთან თითქმის საერთოდ არ. დედასთან ხანდახან. მაგრამ თითქოს მყოფნის ეს ყველაფერი. ვერ გამომყვნენ ისინი ამ ქმედებაში და შეიძლება, სადღაც გულის კუნჭულში, ძალიან ვბრაზდები მათზე, მაგრამ ვითვალისწინებ საზოგადოების მაღალ ინტერესს ამ საკითხის მიმართ.
ალბათ, საზღვარგარეთ, როგორ გაუკვირდება ხალხს, რომ 21-ე საუკუნეში ახალგაზრდებს გვიწევს საკუთარი სურვილების გამო კედლები გავარღვიოთ. სასაცილოა. ხანდახან მეც მეცინება, თუმც სულაც არაა სასაცილო.
ახლა, მეგობრების მთელი ტრიადა მყავს. ჰმ, ხომ ამბობენ რომ არცერთი მეგობრობა არ არის შემთხვევითი. ზუსტად, ასე მოხდა ჩემ შემთხვევაში. როცა ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი მათ მხარდაჭერას, თუმცა არ ვიცი - რატომ, ძალიან დამეხმარნენ. არა მატერიარულად, მაგრამ მენტალურად, იმდენად დამიდგნენ გვერდში, რომ არც კი ველოდი. არ ვიცი, ეს რისგანაა გამოწვეული, იმისგან რომ მე შევეჯახე პირველად ასეთ მასშტაბურ პრობლემას, თუ რისი ბრალია... მაგრამ ფაქტია ერთია - ისინი რომ არა, არც კი ვიცი, დღეს როგორ ვიქნებოდი.
წერა მას შემდეგ დავიწყე, თუმცა ადრეც ვწერდი ცოტ-ცოტას, როცა აღმოვაჩინე რამდენად ეხმარება ეს ჩემს გაყინულ სულს. თითქოს, ყველაფერი რისი თქმაც მინდა და თან არ მინდა, წერით გამოვხატავ და ეს იმდენად მეხმარება...
ჩემს ჯიბეში ტეელფონი აბზუილდა. ვერ ვიტან ამ შეგრძნებას, მთელს ჩემ სხეულს იყოლიებს, მაგრამ მაინც ვუყურებ.
- ნატალი, გისმენ.
დინჯი ხმა ჩემი გასაღებია, იცოდით?
- თაია, როგორ ხარ? დღეს ექიმთან მივდივართ ხომ გახსოვს? - რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ისე სწრაფად მაყრის სიტყვებს, ვერ ვასწრებ შუაში ჩავაკვეტო ბგერები.
- ამოისუნთქე, - დავცინე ხმამაღლა, - მახსოვს, როგორ არ მახსოვს, გამომივლი? - ჩემს ხმაში ნათლად შეინიშნება მუდარა.
- გამოგივლი. - მოკლედ მპასუხობს და ტელეფონს თიშავს.
მეც ვწყდები რვეულს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. არც კი ვიცი, რატომ ვანიჭებ უპირატესობას კალამს და არა კლავიატურას. ეს, ალბათ, ჩემი სენსიტიური მხარეა. იმ ფურცლების სუნიც კი მიყვარს, სადაც მელანს დაუშრეტელი ძალებით ვუსვამ.
ავდექი, სამზარეულოში გავედი, ყავადანი დავადგი. ხომ ვიცი, როგორ უნდა ყავა. მაგიდაზე არეულად მიყრილ დოკუმენტებს თავის ადგილს ვუჩენ და იქვე, სკამზე ვჯდები. ხელებს მუცელზე ვისვამ, უჩინარ ნახატს ვხატავ. ამ დროს ყველაზე მშვიდი ვარ, განსაკუთრებით, როცა ჩემი შვილიც მაძლევს ნიშანს რომ მისმენს, უსმენს ჩემს სუნთქვას, ჩემი თითების მოძრაობას. ბედნიერების ღიმილს ვერ ვიკავებ. ნელ-ნელა ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს.
კარზე ზარია. მიუხედავად იმისა, რომ გულისრევის შეგრძნება დილიდან ჩემი თანმხლებია, მაინც მკვირცხლად ვაღებ კარს და გაკრეჭილ ნატალის მეც ვეკრიჭები.
- შემოდი. - გვერდზე ვიწევი და ლოყაზე ტუჩებს ვაწებებ. - რა მომიტანე? - წარბებს სასაცილოდ ვუთამაშებ.
- ყავა დამალევინე და გეტყვი. - ამაზე ორივეს გვეცინება.
სანამ მე მაგიდას ვშლი, ყავას ვაკეთებ ნატალი ღიმილით მადევნებს თვალს. არც ვიცი ეს რა გრძნობაა, როდესაც ამხელა სიახლოვეა შენსა და შენ მეგობარს შორის. ვხედავ, როგორ აპარებს თვალებს ჩემი გამობზეკილი მუცლისკენ და მეც ღიმილით ვპასუხობ.
- თავს როგორ გრძნობ? - მზრუნველად მეკითხება.
- ნორმალურად.
ოდნავი სიცივით ვპასუხობ. ამის გამო, რომ დამსაჯონ ჩემმა გარშემომყოფებმა ღირსი ვიქნები. ბავშვობიდან ასეთი ცივი ვარ, თუმცა გარეგნულად. არ მიყვარს, როცა ზედმეტად გამოვხატავ გრძნობებს, ამიტომ სულ ვცდილობ თავდაჭერილი ვიყო ყველგან.
- დღეს გოგოებიც გამოვლენ აქ, სანამ ჩვენ დავბრუნდებით, შეიძლება იქაც მოვიდნენ და დავილაპარაკოთ.
- რაზე? - გაკვირვებული წარბებს ჰაერში ვწევ.
- სად წავალთ დასასვენებლად. - მხრებს უბრალოდ იჩეჩს, თვალებით მეუბნება, რად უნდა ამას კითხვაო.
- ზღვა არ მინდა, ხომ იცით?!
თავს მიკრავს რამდენიმეჯერ თანხმობის ნიშნად. ჩემი ზღვის მიმართ ზიზღი ბავშვობიდან მომყვება, როცა დახრჩობას ძლივს გადავურჩი. მართალია, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა დღემდე მახსოვს ის მხუთავი შეგრძნება, რომელიც მაშინ მეუფლებოდა. მახსოვს ჩემ ირგვლივ ხალხის კივილი და მას შემდეგ, რაც წყლიდან მისავათებული ამომიყვანეს, დამკვირვებლური მზერა.
- შენ რას შვრები? დათისთან ერთად არ მიდიხარ სადმე ამ ზაფხულს?
- დათი... დათის დედამ შემჭამა ჩვენთან წავიდეთ გურიაშიო, მაგრამ რა ვიცი, ფეხს ვითრევ. - ჩაფიქრებული მეუბნება ნატალი. - შეგრძნება მაქვს რომ ზედმეტად მრევენ ოჯახში და არ მსიამოვნებს, თითქოს, ეს ყველაფერი მაჩქარებს. თან, ხომ იცი როგორი მერყევი ხასიათი მაქვს. - ჩუმად იცინის.
- ვიცი, როგორ არ ვიცი. - მეც ვყვები. - მაგრამ მე ცუდს ვერაფერს ვხედავ მაგაში და შენ რა გაკომპლექსებს ვერ ვხვდები. პირიქით არ უნდა იყოს ეგ?
- არ ვიცი. - ზმუის ნატალი. - შენ რა შვრები, გამოჩნდა საბა?
- მირეკავს ხოლმე, ხომ იცი. დღეს დილითაც დამირეკა. ძალიან არ მინდა, მასთან კომუნიკაცია მქონდეს. მაღიზიანებს მისი ეს ოფიციალური დილამშვიდობისა.
- ასეთი საშინელი ხასიათი რატომ გაქვს თაია? მეტი რა გააკეთოს ამ ადამიანმა? აღარც მოგიკითხოს? ცოლად გამომყევიო - არ გაყევი, არ გირეკავდა - არ მირეკავსო, გირეკავს - რატომ მირეკავსო? რა გინდა შენც არ იცი. - მკაფიოდ ჩანს მის თვალებში საყვედური, თუმცა რ ვიმჩნევ და ამ ლაპარაკსაც უპასუხოდ ვტოვებ.
- ახლა, ექიმთან წავიდეთ კონსულტაციაზე და როცა გოგონები მოვლენ გადავწყვიტოთ სად წავალთ. ძალიან ცხელა უკვე და სადმე სიგრილეში უზომოდ მინდა. - თემას ღიმილით ვცვლი და თვალის ჩაკვრით ვპასუხობ ნატალის გაბრაზებულ მზერას.
ყოველი ჩემი გინეკოლოგთან მისვლა გულის ფანცქალით იწყება და მთავრდება. ჩემი შვილის გულის ცემა ყველაზე ტკბილი ხმაა ჩემთვის. ალბათ, როგორ ბანალურად ჟღერს, მაგრამ არ მანაღვლებს.
ყველაფერი კარგად არის. ჩემი ორსულობა ძალიან კარგად მიმდინარეობს და მეორე დღესვე შევუდეგიქით ხევსურეთის ვოიაჟს.



№1 სტუმარი ეკა

კარგი დასაწყისია,საინტერესო❤️ახალ თავს ველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent