შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {თავი 11}


3-06-2021, 00:15
ავტორი ქეთათო4
ნანახია 11 446

სახლის კარი შეაღო და მორიგი სკანდალის ტალღის შესკდომას დაელოდა. ცხოვრება ყელში აწვებოდა, იმდენ აუხდენელ ოცნებას იტევდა მაჩაბელი... ნერვიულად გადაიტარა თავზე ხელი და ოთახიდან გამოსულ სილუეტზე სახე დაემანჭა.
-გელოდებოდი.-ღვინის ჭიქა იქვე დადო ქალმა და კაცს გამჭოლი მზერა ესროლა. როგორ სძულდა ეს ყველაფერი დათას.
-არ მითხოვია ნინა!-სიგარეტის მხუთავი აირი ღრმად შეისუნთქა. თვალწინ თათა ედგა. როგორ არ უნდოდა ეს დამპალი რეალობა.
-საერთოდ აღმიქვამ ისე, როგორც ცოლს? დავიღალე!-ამოიტირა და ღვინის ჭიქა კედელს გაუქანა, რომელიც ხმით შეასკდა და თეთრად შეღებილზე, მუქ ლაქად გადაიქცა.
-ჯანდაბა, მორჩი ისტერიკას და ძალიან გთხოვ, სუნთქვის საშუალება მომეცი.
-არ გყვარებივარ, არც მითხოვია, მაგრამ ასე მოქცევა მანადგურებს. გაიგე, რომ უშენოდ ვერ ვარსებობ. მოვკვდები დათა.
-არ ვიცი, უბრალოდ ვერასდროს შეგიყვარებ. დაჟე ბოლო ქალი რომ იყო დედამიწაზე, ვერ შეგიყვარებ. -სიგარეტის ნამწვავი მოისროლა და კაბინეტში შეიკეტა. მთელი გულით უნდოდა ყ ველაფერი დაემტვრია, ნაცარტუტად ექცია. ყოველი დღე სიკვდილი იყო მისთვის ამ სახლში. სავარძელში ჩაეშვა. თვალები თავისით მიენაბა. წარმოსახვაში ჯერ ყვავილებიანი სარაფანა გაჩნდა, მერე ყელზე აცეკვებული სამი ხალი და ბოლოს თვალებჩაწითლებული თათა. ჟრუანტელმა სასიამუვნოდ დაუარა სხეულში. ნათლად შეიგრძნო სურნელი, რომელიც მანქანის სალონში ტრიალებდა. უნებურად საკუთარ ხელებს დახედა, რომლითაც სულ ცოტახანს, მაგრამ მაინც მოახერხა თათას შეხებოდა. შიგნიდან რაღაც გიჟდებოდა და გარეთ გამოხეთქვას ცდილობდა. თინეიჯერობის ასაკში ბრუნდებოდა მაჩაბელი. ტელეფონი მოიმარჯვა. აქამდე სოციალურ ქსელებს ვერ იტანდა, მაგრამ ახლა სასწრაფოდ აკრიფა საკუთარი პაროლი. შეტყობინებებისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია მაშინვე ჩაწერა საძიებოში თათა გვიჩიანი და პირველივე პროფილი რომ სასურველი აღმოჩნდა, ტანში სასიამუვნოდ დაუარა. მაშინვე გადავიდა გვერდზე და ფოტოების თვალიერებას მიჰყვა. როგორი ლამაზი იყო, ფოტოდანაც კი სიმშვიდეს და სითბოს ასხივებდა და მოქმედებდა მაჩაბელზე. თითქმის ყველა ფოტო ნახა და ბოლოს გამოსვლას რომ აპირებდა, თვალი ლევან დადიანის პროფილმა მიიქცია. იცნობდა, კარგადაც ახსოვდა დადიანი და უნებურად დაეჭიმა სხეული. ბრაზმა თავი დააკარგვინა. მაშინვე დიმას ნომერი აკრიფა და რამდენიმე ზუმერის შემდეგ მძინარე ბაბლუანის ხმამ დაარღვია სიმშვიდე.
-ში* ხომ არ გაქვს მაჩაბელი?
-საიდან იცნობს დადიანი თათას?-სიგარეტს ეწეოდა... მერამდენე ღერს არვინ იცის...
-გამო*ირდი დათა? ვინ დადიანი?
-ლევან დადიანს. თათას სძინავს?
-გცემ. არ დაურეკო ახლა, ისედაც ძლივს მშვიდადაა.
-მაშინ უთხარი წაშალოს.-ბრაზი მართავდა.
-ბიჭო მე რა ვუთხრა? რა მესაქმება მის მეგობრებთან მე ან შენ?
-კარგი!-გაბრაზებულმა მოისროლა მობილური და მრგვალი ჭიქა ვისკით გაავსო. რა აგიჟებდა? თითქოს თათა მისი ცოლი ყოფილიყო ან შეყვარებული. მწარედ გაეღიმა და ერთი მოსმით გამოცალა მათრობელა სითხე.
ერთ დღეში ყველაფერი შეეცვალა. ვერ ხვდებოდა მაჩაბელი მის თავს რა ხდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოსწონდა. იმის გაანალიზება, რომ ერთ დღეში შეუყვარდა არ გასჭირვებია. საკუთარ თავს შეუსტვინა და ბარბაცით მივიდა დივნამდე. ტანსაცმელი არ გაუხდია. ვინ ისიც მერამდენე ღამე იყო ასეთი. მდივანზე გაუხდელი, მთვრალი მაჩაბელი...
**
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა და მობილურს დახედა. გამოტოვებულ ზარებს შორის, რეკორდული რაოდენობა ბაბლუანს ეკუთვნოდა. მაშინვე აკრიფა ნაცნობი რიცხვების კომბინაცია და რამდენიმე ზუმერის შემდეგ დიმას ხმა გაისმა.
-მაჩაბელი, შემომაკვდები!-ამოიღმუილა და სიჩქარეს მოუმატა.
-დილამშვიდობისა დიმა!-ფეხზე წამოდგა და დაკუჭულ პერანგზე ხელი ჩამოისვა.
-ჩემთან წადი, თაიას შენი დახმარება სჭირდება.
-მშვიდობაა?-ნინას გვერდი აუარა და სააბაზანოში შეიკეტა.
-თათას უნივერსიტეტის ამბებია რაა. მე ვერ ვაგვარებ, კომპანიაში უნდა ვიყო უეჭველი.
-წავალ.-სარკეში საკუთარ ანარეკლს დააკვირდა და მალევე მოარიდა თვალი. მობილური ნიჟარაზე დააგდო და გემრიელად შეიკურთხა აჩქარებული გულის გამო, რომელიც ცოტაც და ორგანიზმიდან ამოხტებოდა.
-სიყვარულის დროა კიი!-ცივი წყალი შეისხა და გამოფხიზლებულმა დატოვა იქაურობა.
ნინა ისევ მისაღებში დახვდა. ჩვეულებისამებრ ღვინის ჭიქით ხელში.
-როდესმე დასრულდება?-ვაზას ხელი გაჰკრა და ქალს დააკვირდა, რომელსაც წარბიც არ შეუხრია.
-ჯანდაბა როგორ მინდა მოგკლა ნინა!-მისკენ წავიდა და ყელში სწვდა. ტკივილისგან სახე დაემანჭა ქალს.
-შენი ხელით თუ მოვკვდები მაშინ მომკალი.
-მაგის ღირსიც არ ხარ. მე მივდივარ, ჯანდაბა, ალბათ დავბრუნდები იმიტომ, რომ პარანოიკი ხარ.
-სხვანაირად ვერ შეგინარჩუნებ.-ამოიტირა და მიმავალ მაჩაბელს მზერა გააყოლა.
ღონემიხდილი დაჯდა საჭესთან. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. დილის დაწყებაც ასეთი უნდოდა. ნერვები ყელში უჭერდა. ცხოვრება მაჩაბელის ბედს დასცინოდა. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად ჰაერი და მანქანა ადგილს მოლსწყვიტა. მთელი გზა თათაზე ფიქრობდა. საბოლოოდ აკვიატებას მიაწერა და ცოტახანს სხვა რამეზე გადაერთო. ნახვაც არ უნდოდა. უკვე ჭიშკართან იდგა და ფიქრობდა, გადასულიყო თუ არა. თითქმის გადაფიქრებული ჰქონდა ჰორიზონტზე თაია, რომ გამოჩნდა და ,,აიძულა" დათა გადასულიყო.
-დათა!-ხელი დაუქნია კაცს და მაჩაბელიც მისკენ წავიდა. სიგარეტის ნამწვავი იქვე მიაგდო. არეული სახე დაალაგა და შეძლებისდაგვარად გაუღიმა ყველას. თათა არ იყო.
-ძალიან კი გაწვალებ, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ არც დიმას სცალია და არც ელენას. მე ნიკოლოზის საქმეს უნდა მივხედო. ამიტომ ერთხელღა აგვიტანე.
-მარტო ამ ერთხელ!-თითი დაუქნია და მერე ორივეს ღიმილი მოედო სახეზე.
-თათას დავუძახებ.-კარისკენ შებრუნდა ნაკაშიძე, მაგრამ გამოსვლა დაასწრო თათამ.
-მოდის.-დათას გაუღიმა და თავად სკამზე დაჯდა.
არ შეუხედავს. მხოლოდ სარაფნის ბოლოს მოჰკრა თვალი და მაშინვე აარიდა მზერა. რის დამტკიცებას ცდილობდა, თავადაც ვერ ხვდებოდა. მაგრამ ასე უკეთესად გრძნობ და თავს.
-მანქანაში დაგელოდები!-ორი სიტყვა უთხრა და ავტომობილისკენ წავიდა.
-ამის დედაც მაჩაბელო!-საჭეს გაშლილი ხელი დაარტყა და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს. ორ დღეში მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ფიქრებში გართული მაშინ მოვიდა გონს, მარჯვნივ კარი რომ გაიღო და მაშინვე დაიხურა.
-სად მივდივართ?-ისევ არ უყურებდა.
-ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.
-კარგი.-სიმღერას აუწია და გეზი უნივერსიტეტისკენ აიღო.
-ლევანს იცნობ დადიანს?-მანქანა დაამუხრუჭა და თათას გახედა.
-რაა რო?-ხელი აუკანკალდა.
-შენზე მკითხა და დიმაზე.
-რა გკითხა?-მერამდენე ღერს უკიდებდა, თავადაც არ იცოდა.
-საიდან გიცნობთ. და ცოლი გყავს თუ არა.
-ჯანდაბა.-ამოიღმუილა და თავი საჭეს ჩამოადო.
-დათა, ცუდად ხარ?-თათას წვრილი თითები რომ მოეხვია სხეულის თრთოლვა მაშინვე გაუქრა, მაგრამ გაბრაზება არა.
-უთხარი, რომ ცოლი მყავს. თანაც კარგად იცნობს.-ქალის ნაკვთებს აკვირდებოდა. როგორ უნდოდა რამე წაეკითხა მის სახეზე, მაგრამ ამაოდ.
-კარგია.-გაუღიმა გვიჩიანმა და თავი გვერდით გადასწია.
-მოვედით!-მანქანა დააპარკინგა და გადავიდა. ქალიც გადაჰყვა.
-დაგელოდები გინდა?-გარემოს ათვალიერებდა. თითქმის ყველას მზერა დააფიქსირა.
-საქმეებს მოცდები და არ ღირს.-უხერხულად გაუღიმა.
-კარგი თათა, ჭკვიანად!-კბილებში გამოსცრა ბოლო სიტყვა და ტერიტორია დატოვა.
***
დერეფანში მსხდომები საკუთარ რიგს ელოდნენ. დიმას გული გაორმაგებული სისწრაფით ცემდა. თაიაც ნერვიულობდა, მაგრამ უფრო იმაზე, რომ დონატის ჭამა ვერ მოასწრო.
-ჯანდაბა მალე დაგვიძახონ!-ფეხზე წამოდგა ბაბლუანი და ნერვიულად სიარულს მოჰყვა.
-დამშვიდდი დიმა.-გაუღიმა და მასთან ერთად ადგა.
-ლილეზე არ ვნერვიულობდი ისე, როგორც ახლა.
-ღმერთო, რა ნერვიული ადამიანი ხარ.-თავი გადააქნია და საკუთარი სახელის გაგონებაზე სხეულში პეპლები აუთამაშდა. რეალურად სხვანაირი ემოციაა, როდესაც იმ პატარა არსების კიდევ ერთ დამადასტურებელ ამბავს იგებ. სქესი? ეს არაფერს ნიშნავს. ბავშვი ბედნიერებაა და ამ ბედნიერებას სქესი არ აქვს. ნაკაშიძესთვისაც არ ჰქონდა აზრი სქესს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც უნდოდა გაეგო ვინ ჰყავდა გულის ქვეშ.
ექიმის კაბინეტი დიმამ შეაღო და თაიაც შეატარა.
-სალამი სოფია!-ნერვიულად ახლართა თითები ერთმანეთში.
-კრიზისი გაქვს დიმა?-ხელებზე სადეზინფექციო ხსნარი დაისხურა და თაიას გაუღიმა.
-კრიზისი არა წნევა მაქვს სოფია და მალე გაიგე ვინ ზის იქ.
-არ მიაქციო ყურადღება!-ნაკაშიძემ გაანეიტრალა სიტუაცია და ეხოს გადასაღებად მოემზადა. დომაც გვერდიტ მიუჯდა. ქალის ხელი თავისაში მოიქცია და სულმოუთმენლად დაელოდა სოფიას. რამდენიმე წამში ოთახში ხმა, რომ გაისმა დიმას მთელ სხეულზე ბუსუსებმა დაუარა. გული ახლა ნამდვილად ამოხტებოდა. საკუთარი ნაწილის გულისცემას უსმენდა და ახლა მისთვის ყველა პრობლემა გამქრალი იყო. მხოლოდ ის თაია და ეს ბავშვი იყვნენ ცენტრში.
-რა ძლიერი ბავშვია.-ექიმმა გაუღიმა და კიდევ ერთხელ მოატარა აპარატი ქალის მუცელს.
-გავაფრენ!-თაიას ყურთან ამოიჩურჩულა და იქვე დაუტოვა კოცნა.
-ამ ძლიერი გულისცემის ავტორი მომავალი პრინცია. ყურები დაუგუბდა. საკუთარი სისხლის მოძრაობას გრძნობდა.
-დიმა!-აზრზე თაიას შეხებამ მოიყვანა.
-ჯანდაბა, გამაფრენინებ. გულის შეტევით მოვკვდები!-ღრმად ამოისუნთქა და ცოლის სხეული აიტაცა.
-ქალბატონო ექიმო გველოდეთ სულ, ყოველ წამსა და წუთს.-თვალი ჩაუკრა ქალს და ხელში აყვანილი ნაკაშიძით გაიარა მთელი დერეფანი.
-ლილესთან მივდივართ. უნდა ვუთხრა, რომ მე რომც გავათხოვო, ეგ არ იზამს მაგ ამბავს.-მუცელზე გადაატარა ქალს ხელი.
-გაგიჟდი. დარჩენილი ხუთი თვე ისევ გაგიჯებული ივლი დიმა. მერე გაჩნდება და კიდევ უფრო გააფრენ. როდის უნდა დავლაგდეთ?-შეწუხებული სახით უყურებდა ბაბლუანს.
-ეგ რომ გაიზრდება და ლილეს არ მისცემს გათხოვების უფლებას მერე დავისვენებთ.
-ღმერთო!-ამოიოხრა და მინას მიადო თავი. როგორი ბედნიერი იყო ამ წამს. როგორ უნდოდა სულ ასე ყოფილიყო, სულ ასეთი დიმასთვის ეცქირა.
ბაბლუანმა ტელეფონი მოიმარჯვა და მაჩაბელს დაურეკა.
-არაფერი თქვა დათა. საღამოს ცხრაზე ბაბლუანები აღვნიშნავთ გვარის გამგრძელებლის დაბადებას. მართალია, ლილე პირველი შვილია და ვერცერთი გვარის გამგრძელებელი ვერ შეცვლის, არც მუცელში მყოფი ბავშვისთვისაა პომპეზური საღამოები ამიტომ ოჯახურ სიტუაციას გთავაზობ. მობრძანდი!-დათას გინებაზე ხმამაღლა გაიცინა და ყურმილი დაკიდა.
-ჩემი პრინცესა გამებუტება.-მანქანა დააპარკინგა და სათამაშოების მაღაზიაში შევიდა.
თავის თავს არ ჰგავდა. ნაკაშიძეც ბედნიერი უყურებდა ქმრის მოქმედებებს. უზარმაზარი დათვი თითქმის წიხლით, რომ ჩატენა მანქანაში ამაზე სულ გადაირია თაია, მაგრამ მაინც ეცინებოდა.
-ლილე ჩემი გახარებაა! და შენც მამი!- კიდევ ერთხელ გადაატარა მუცელზე თითები და მანქანა ადგილს მოსწყვიტა...
გაღებულ ჭიშკარში სიგნალით შევიდა და ეზოში მდგომთა სახეებზე გაეღიმა. ყველა ის ადამიანი იქ იყო, ვინც უყვარდა. გადავიდა და ჯერ შვილს მოეხვია.
-მამიკოს პრინცესა!-ღრმად შეისუნთქა ჰაერი. მერე ელი მოძებნა თვალებით და მისკენ წავიდა.
-მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ. მიყვარხარ!-გოგონას მოეხვია და სიმშვიდე მაშინვე დაეუფლა.
-ევა.-დას გახედა.
-ვიცი გიჭირს დედას მერე. მაგრამ მიხარია, რომ გადალახე ის ბარიერები და დღეს ერთი ოჯახი ვართ. მიხარია ყველა, რომ აქ ხართ. მაგარი ამბავი გვაქვს.
-იტყვი?-ცოლს გახედა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია თაიამ.
-მოკლედ სულ მალე ოჯახში ახალი წევრი, უმცროსი სანდრო ბაბლუანი გაჩნდება. -ცრემლები ძლივს შეიკავა დიმას გამოხედვაზე. ორივეს ახსოვდა ის სახელი. კოტეს ნამდვილი სახელი, რომელიც მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ. თაიასკენ გაიწია. ხელი მოჰხვია და მაგრად მიიკრა გულზე.
-ჩემს ცხოვრებას შენ გარეშე აზრი არ აქვს!-შუბლზე მიაწება ტუჩები. ბედნიერება სუფევდა ბაბლუანებთან
მილოცვებს იღებდა თაია. დათა და ბაბლუანი მოშორებიტ იდგნენ და საუბრობდნენ.
-ნინა როგორაა?
-ისევ ისე. პარანოიკობს. სახლიდან არ გადის. დავიღალე. ხუთი წელია ვიხრჩობი.
-გაეყარე. დაიკიდე ყველა და შენს ბედნიერებას მიხედე.
-რამე, რომ გააკეთოს, ვერ ვაპატიებ ჩემ თავს.-სასმლით სავსე ჭიქა გამოცალა და ეზოს ცენტრში მყოფ თათას გახედა. ლილეს ეთამაშებოდა. ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის.
-ისტორია უშვებს იმ ფაქტს დათა და ხელიდან არ გაუშვა.
-მე ცოლი მყავს.
-ჯანდაბა, ის ცოლი არაა. არავინ არაა. გაიგე, რომ არ ხარ ვალდებული ვიღაცის პარანოიკ შვილს მოუარო.
-საუბარი მარტივია, როდესაც იმ ადამიანის კანში არ ხარ! არ იცი, როგორია. არ იცი რა რთულია, როდესაც სახლის კარს აღებ და იმაზე ფიქრი გჭამს, რომ შესაძლოა, ცხედარი დაგხვდეს იქ. ჯანდაბა დიმა, აღარ შემიძლია.
-რატომ შენ? რატომ დაგემართა?
-მასზე მეტად არავინ მძულს. მთელი ცხოვრება წამართვა, ასე მგონია.-მეორე ჭიქას სვამდა.
-მოდი წამოდი. გადმოდი ჩემთან.
-არ მინდა. ცოტახანს სახელოსნოში ვიქნები. ფიქრი მჭირდება.
-იფიქრე.-მოეხვია. უცნაურად გრძნობდა თავს. მისკენ გამოქცეულ ლილეს გახედა. გაუღიმა და მერე საშინელმა ხმამ გააყრუა იქაურობა. სხეული შეუტოკდა. თეთრი პერანგი წითლად შეეღება და მომღიმარ ლილეს გახედა, რომელსაც ალბათ თამაში ეგონა ყველაფერი.
-შეიყვანე ყველა დათა!-ესღა ამოილაპარაკა და მიწაზე დაემხო. გონზე იყო. თაიას კივილი ესმოდა. როგორ უნდოდა წამომდგარიყო, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. სისხლი სწრაფად ტოვებდა ბაბლუანის სხეულს, თითქოს ეჩქარებოდა.
-დიმა!-დათას ღრიალი ახლა კარგად ჩასწვდა მის ყურთასმენას, მაგრამ პასუხი ვერ დააბრუნა.
1.2.3. გაითიშა. ყველაფერი დაბნელდა მის გარშემო.
_____
როგორ ხართ? იმედია არ მიწყენთ პატარა თავის გამო!
პ.ს. ფოტოზეა დათა მაჩაბელი



№1 სტუმარი Ana-maria

ახლა რა იყო ეს?გული უნდა გამიხეთქოთ?რა მივა შემდეგ თავამდე. დიდი იმედი მაქვს დიმას არაფერი მოუვა

 


№2  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria
ახლა რა იყო ეს?გული უნდა გამიხეთქოთ?რა მივა შემდეგ თავამდე. დიდი იმედი მაქვს დიმას არაფერი მოუვა

არ ვიცი. დაველოდოთ :დდ მადლობა, რომ კითხულობთ❤️

 


№3  offline წევრი ნენეე

ქეთ, წერის დაწყებიდან ბოლო ნაწერამდე გკითხულობ და არ მჯერა. როგორ გაიზარდე? აიი არ ვიცი, სასწაულად წერ. გამართულას. ყველაფერი ადგილზეა. მიყვარს, რომ შეცდომებიც გაითვალისწინე. შესანიშნავიაა. ❤️ ეს თავი კარგია. ისწავლე სიუჟეტების განაწილება და მომწონს. წარმატებები. ველოდები ახალ თავს.
--------------------
ნენე გასვიანი

 


№4  offline წევრი ქეთათო4

ნენეე
ქეთ, წერის დაწყებიდან ბოლო ნაწერამდე გკითხულობ და არ მჯერა. როგორ გაიზარდე? აიი არ ვიცი, სასწაულად წერ. გამართულას. ყველაფერი ადგილზეა. მიყვარს, რომ შეცდომებიც გაითვალისწინე. შესანიშნავიაა. ❤️ ეს თავი კარგია. ისწავლე სიუჟეტების განაწილება და მომწონს. წარმატებები. ველოდები ახალ თავს.


ენნე, მიხარიხარ!! მადლობა. ❤️

 


გავგიჟდებიიი! ეს რა იყო!? როგორ დაამთავრე?! უკვე ვეღარ ვისვენებ, ერთი სული მაქ შემდეგ თავს როდის დადებ❤️ ძალიან არ დააგვიანო შემდეგი თავი.???? წარმათებებიი!❤️

 


№6  offline წევრი ქეთათო4

მარიამ ლურსმანაშვილი
გავგიჟდებიიი! ეს რა იყო!? როგორ დაამთავრე?! უკვე ვეღარ ვისვენებ, ერთი სული მაქ შემდეგ თავს როდის დადებ❤️ ძალიან არ დააგვიანო შემდეგი თავი.???? წარმათებებიი!❤️

უღრმესი მადლობა. მიხარია, რომ კითხულობ.❤️❤️

 


№7  offline წევრი OKI ME

რაააა? :O რა ქენი გოგო ეს? მე მიკეთებ ამას? თუ გაპატიო, არა მორჩა არ გპატიობ მე ამას. რა დროს დაასრულე ადამიანო ეს თავი? ვაიიი, ეს თუ ნაკაშიძეების ნამოქმედარია ვერ გადამირჩებიან.

არ ვიცი, როგორც გინდა, რანაირადაც გინდა, ისე დადე შემდეგი თავი უახლოეს მომავალში. ამას ჩემი გული ვერ გადაოტანს.

ჩემი დათა როგორ მეცოდებაა. ვინაა ეს ნინა ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება მაგათთან :P

წარმატებები ❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უმაგრესია მომეწონა ძალიან კარგი შე დამავიწყდა ხელახლა წავედი კუთხე მაგრამ ესე დამთავრება გაგონილა შოკი მიგვაღებინე მადლობა წარმატებები ????

ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

არ... არ მოკლა O_O

დათა ჩემი სიყვარულია ^-^

 


№10 სტუმარი სტუმარი ლანა

აუ ეს რა იყო????????????როდის იქნება შემდეგი თავი მოვკვდი ინტერესით???????????? ძალიან კარგი იყო????დათა არის სასწაული????????

 


№11 სტუმარი სტუმარი დიანა

უკარგესია❤ ყველა თავი იმდენჯერ წავიკითხე???? ველოდები საოცრად, იმედია მალე იქნება შემდეგი თავი

 


№12  offline წევრი ქეთათო4

Megioki
რაააა? :O რა ქენი გოგო ეს? მე მიკეთებ ამას? თუ გაპატიო, არა მორჩა არ გპატიობ მე ამას. რა დროს დაასრულე ადამიანო ეს თავი? ვაიიი, ეს თუ ნაკაშიძეების ნამოქმედარია ვერ გადამირჩებიან.

არ ვიცი, როგორც გინდა, რანაირადაც გინდა, ისე დადე შემდეგი თავი უახლოეს მომავალში. ამას ჩემი გული ვერ გადაოტანს.

ჩემი დათა როგორ მეცოდებაა. ვინაა ეს ნინა ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება მაგათთან :P

წარმატებები ❤️❤️


გაეცემა ყველაფერს პასუხი. მადლობა, რომ მკითხულობ.❤️❤️

სტუმარი ნესტანი
უმაგრესია მომეწონა ძალიან კარგი შე დამავიწყდა ხელახლა წავედი კუთხე მაგრამ ესე დამთავრება გაგონილა შოკი მიგვაღებინე მადლობა წარმატებები ????

ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

მადლობა თქვენ.❤️

 


№13 სტუმარი მ.

პატარა თავს თავი დაანებე, ძალიან აგვიანებ :(( მალე
დადე რა ახალი თავი.. ❤️

 


№14  offline წევრი ქეთათო4

მ.
პატარა თავს თავი დაანებე, ძალიან აგვიანებ :(( მალე
დადე რა ახალი თავი.. ❤️

ჩემი ტკივილია ეგ, მაგრამ ვერ ვახერხებ სხვანაირად. ❤️

 


№15 სტუმარი ატბ

როდის დადებ

 


№16  offline წევრი ქეთათო4

ატბ
როდის დადებ

სავარაუდოდ ხვალ. არ ვიცი.

 


№17  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი დიანა
უკარგესია❤ ყველა თავი იმდენჯერ წავიკითხე???? ველოდები საოცრად, იმედია მალე იქნება შემდეგი თავი

მადლობა დიდი❤️

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რასაოცრებას ვკითხულობ ეს ორი დღეა , როგორ მიხარიაა <3 წარმატებებიი ძალიან მაგარიი ისტორიაა <3 ველი შემდეგ თავს

 


№19  offline წევრი ქეთათო4

uchveulo
ვაიმე რასაოცრებას ვკითხულობ ეს ორი დღეა , როგორ მიხარიაა <3 წარმატებებიი ძალიან მაგარიი ისტორიაა <3 ველი შემდეგ თავს

მადლობა❤️

სტუმარი მარი
არ... არ მოკლა O_O

დათა ჩემი სიყვარულია ^-^

ვნახოთ, ვნახოოოთ.❤️

 


№20  offline წევრი Life is beautiful

აიჰჰ..
რა ჰქენი ქალავ?
გასკდა გული.
გავგიჟდი პირდაპირ.
საინტერესო თავი იყო, ასე წერე ხოლმე❤️

 


№21  offline წევრი ირო

ორ საათში წავიკითხე ყველა თავი,ხოდა ახლა დიდხანს ლოდინმა თუ მომიწია ბაბლუანის გვერდით მიმაწვინეთ რეანიმაციაში.როგორ დაიძაბა სიტუაცია.

 


№22  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful
აიჰჰ..
რა ჰქენი ქალავ?
გასკდა გული.
გავგიჟდი პირდაპირ.
საინტერესო თავი იყო, ასე წერე ხოლმე❤️

მადლობა დიდი❤️

ირო
ორ საათში წავიკითხე ყველა თავი,ხოდა ახლა დიდხანს ლოდინმა თუ მომიწია ბაბლუანის გვერდით მიმაწვინეთ რეანიმაციაში.როგორ დაიძაბა სიტუაცია.

ვაიმე :დდდ მადლობაა❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი დიანა

როდის გვექნება ახალი თავით სიამოვნება??? როგორ ველი????

 


№24  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი დიანა
როდის გვექნება ახალი თავით სიამოვნება??? როგორ ველი????

დადასტურებას ველოდები. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent