ძალდატანებული ქორწინება 1თავი
დიდხანს იდგა გეჩერებაზე თათია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუსრულებელი ლოდინით დაღლილმა, პირველივე ტაქს დაუქნია ხელი და მაშინვე ჩაჯდა მანქანაში -საით?-მძღოლმა მანქანა ნელა დაძრა და საცობში გაჩხერილ სხვა მანქანებს შეუერთდა თავიდან -კოჯორში-გახედა გოგონამ სარკიდან მომზირალ კაცს. საცობში იდგნენ მთელი ნახევარი საათი, ამასობაში უკვე დაბინდდა, როცა უკვე როგორღაც გააღწიეს საცობს დედას დაურეკა გოგონამ -სად ხარ ამდენი ხანი თათია? -უსაყვედურა ქალმა -უკვე დაღამდა, ხომ იცი რომ არ უყვარს მამაშენს ქუჩაში რომ ხარ ხოლმე გვიანობამდე -დედა ნოემბერია ახლა და ამიტომ მალე ღამდება ისე რომ იცოდე ჯერ ექვსიც არააა-გაეცინა გოგონას -ნუ ადრამტიზებ ხოლმე შენებურად რა -აკისკისდა მაშინვე -რითი მოდიხარ?-დაინტერესდა ლიკა -ტაქსით დედა, ავტობუსის ლოდინის თავი არ მქონდა რა... ტაბლოზე სამჯერ შეეცვალა მოსვლს დრო -უა რა თათია რატომ აკეთებ ყველაფერ იმას რასაც მამაშენი ვერ იტანს და რაზეც ძაან ჭედავს ხოლმე? -შენ თუ არ ეტყვი საიდან გაიგებს? -ნიშნის მოგებით უთხრა გოგონამ -გინდა რომ ტყუილი ვუთხრა?-შეიცხადა ქალმა -თან შეხვედრაზე, გერმანიაში წასულ კაცს? -კაირა ლიკუ-აკისკისდა ისევ თათია -უთხარი მძღოლს არ ეცალა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებდა დღეს და აპატიეო, ტაქსს ნუ უხსენებ საერთოდ -თათიამ მძღოლი და მანქანა რატომ არ წაიყვანაო რომ მკითხოს რა ვუთხრა?!ეს საცოდავი ბიჭი მთელი დღე აქ იყო და გინდა მამაშენი ტყუილად ეჩხუბოს? -რამე მოიფიქრე... კაი დე მიჯდება და იქნებ სახლამდე მეყოს... -კაი მიდი მამაშენი რაკავს თან...უიმე რა გაუძლებს ახლა მაგის ღრიალს-უთხრა ქალმა გაბრაზებული ხმით და გაუთიშა, მაშინვე უპასუხა ვიდეო ზარს -ლიკუ როგორ ხართ? დღეს მთელი დღე იმდენ ადამიანს შევხვდი, ვერაფრით მოვახერხე დამერეკა თქვენთვის-დაიწყო ზაზამ ანრვიულებული ხმით. ,,ნეტა ცოტა ხანს, კიდევ ვერ მოგეხერხებინა"-გაიფიქრა ლიკამ და ყალბად გაუღიმა ქმარს -კარგად ვართ, ბაჩანა სახლშია -ბაჩანა არა ბაჩო!-ჩაესმა ქალს შვილის მკაცრი ხმა ზურგს უკნიდან -ბაჩანა!-მიტრიალდა გაბრაზებული ლიკა მისკენ -კაი რა ლიკუ-გაეცინა ბიჭს-ხომ იცი რა მევასება ეგ სახელი-დედას მიუახლოვდა თავზე აკოცა და მამას ცივად მოესალმა და ოთახიდან გავიდა მაშინვე, მას საერთოდ არ აინტერესებდა მამას შეხვედრის ამბები და მითუმეტეს ბიზნესები -მამას გოგო სადაა?-დაინტერესდა ზაზა რატომღაც თათიას მიმიმართ რაღაცნაირი გიჟური მამა-შვულური სიყვარული ჰქონდა, ალბათ იმიტომ რომ ბაჩოსთან ბავშვობიდან გამუდმებით პრობლემები ჰქონდა... -თათია დღეს დედაშენთან იყო...-დაიძაბა ლიკა -რატომ? ამას წინათ ხომ გვეჩხუბა და მისვლა აგვიკრძალა-გაეცინა ზაზას -წნევა მაქვს და მომხედეთო დარეკა, თან თათიას გარდა ფეხი არავინ მოადგასო ასე თქვა-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები ქალმა -არ მითხრა რომ მძოლის გარეშე წავიდა-უცბათ წამოენთო კაცი -გთხოვ ახლა არ დაიწყო რა-შეეხვეწა ლიკა -ჯანდაბა ჯანდაბა! -აყვირდა კაცი-ხომ გითხარი რომ ის ნაბიჭვ.რი ალექსანდრე ჯიშკარიანი დაბრუნდა საქრთველოში-მეთქი!-უღრიალა ბოლო ხმაზე ცოლს-ხომ გაგაფრთხილე რომ თათიას და ბაჩოს მარტო გასვლის უფლება არ მისცე სახლიდან-მეთქი! ისიც გითხარი არაფერი შეიმჩნიო და ბავშვებს ისე მოუგვარე ზედმეტი კითხვები არ დასვან-მეთქი, სანამ მე იმ ს.რთან ურთიერთობას არ გავარკვევ-მეთქი! მაბრამ შენ ისიც არ შეგიძლია ორ ბავშვ მიხედო-ღრინავდა გაავებული კაცი -ნუ ყვირი-გაბრაზდა ლიკა -სხვათაშორის შენი ნებიერა გოგო სახლიდან ისე გაიპარა რომ აზრზე ვერ მოვიდა დაცვა! მერე დამირეკა გზიდან წავედიო, მე კიდევ მეგონა რომ ხატავდა -ამის დედასაც შევეც...-იღრიალა ბოლო ხმაზე კაცმა -რომ მოვა ეგრევე დამირეკე -კარგი...მაგრამ ასე რატომ გიჟდები? ვინაა ეს ალექსი რომ მაგის შიშით სახლიდან ვერ გავსულვართ თავისუფლად უკვე სამი დღეა?-გაღიზიანდა ლიკა -ხომ გითხარი რომ ერთი ავარდნილი ტიპია და მის ოჯახთან წლების წინ პრობლემები მქონდა-მეთქი?-გამოსცრა კბილებში გაავებულმა კაცმა -შენ ყველასთან პრობლემები გაქვს!-უყვირა წყობრიდან ქალმა-21 წელია ასე ვცხოვრობთ! ვინაა ის ბიჭი რა დაუშავე მის ოჯახს ასე რომ გეშინია მისი? -აზრზე ხარ რას ბოდავ?-ავარდა კაცი -სანამ გაფრინდებოდი გკითხე და თავი აარიდე ამ თემაზე ლაპარაკს ახლაც იგივეს აკეთებ! -თათია რომ მოვა დამირეკე!-ჩაყვირა კაცმა და გაუთიშა, ყელში წაჭერილი ჰალსტუხი რომელიც უკვე ახრჩობდა მოიხსნა მოისროლა, პერანგის ღილები შეიხსნა და ცოტა აზრზე რომ მოვიდა მაშინვე კარადას ეცა, ვისკის ბოთლი გამოიღო ჭიქა ბოლომდე შეივსო და ნელ-ნელა ჩაცალა აკანკალებული ხელით. თათიას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა მძღოლმა მანქანა სავალი მაწილიდან გადაიყვანა და ნელა გააჩერა -რაღაც პრობლემაა, უნდა შევამოწმო-აუხსნა მძღოლმა და გადავიდა -კარგით მე წავალ ...-თათიაც გადავიდა და ფული შეაჩეჩა ხელში -ასე არ შეიძლება-იუარა კაცმა და ფულის უკან დაბრუნება გადაწყვიტა -არა რას ამბობთ-გაეცინა თათიას -უხერხულად ვგრძნობ თავს შვილო -კარგით რა-შეიცხადა გოგონამ -თქვენ მანქნაას მიხედეთ მე ფეხით წვაალ -უკვე ბნელდება, შენი სახლი არც ისე ახლოა-აღელდა კაცი და კიდევ უფრო უხერხულად იგრძნო თავი ამ ყველაფერის გამო -არა უშვას, სანამ თქვენ ამას გააკეთებთ -მიუთითა ადუღებულ წყალზე- ან სხვა ტაქს გამოვიძახებ და ის აქ ამოვა მე უკვე სახლში მისვლას მოასწრებ-გაეცინა დაემშვიდობა და გზა გადაკვეთა. მართალია ნოემბრის სუსხის გამო ტამში უსიამოდ სცრიდა მაგრამ სიარულში ნელ-ნელა გაუქრა ეს შეგრძნება და თავი ძალიან კარგად იგრძნო, ასე გვიან, თან მარტოს, არასდროს უხეტიალია ქუჩაში და უცნაური ბედნიერების განცდა ჰქონდა. კარგა ხნის სიარულის მერე, როცა მოწყინდა მარტოს სიარული, დაიღალა, ისევ შესცივდა და კანკალმა აიტანა, ტელეფონი ამოიღო და ბაჩოსთან დარეკვა გადაწყვიტა რომ მანქანით მოეკითხა, მაგრამ უკვე დამჯდარი ჰქონდა ბოლომდე, უკან ტაქსის მძღოლთან მიტრიალებას აზრი არ ჰქონდა ისიც უკვე შორს იყო მისგან. ,,ჯანდაბა" აღმოხდა გაბრაზებულ გოგონას და გზა განაგრძო. როცა მთავარი ქუჩიდან გადაუხვია კარგა ხნის ფიქრის და ყოყმანის მერე გადაწყვიტა რომ მოკლეზე, ქვიან უსწორმასწორო, ახლადგაჭრილ გზაზე გადასულიყო და უკანა მხრიდან მისულიყო სახლთან, ასე ბევრ დროს და ენერგიას დაზოგავდა, თან ქუჩა განათებული იყო და არ ეშინოდა, მითუმეტეს მშენებლობები მიდიოდა აქ და ასე თუ ისე მუშები მოძრაობდნენ ხოლმე დროდადრო. მართალია თავს იმხნებედა თათია მაგრამ ნელ-ნელა შიშმა აიტანა, საშინლად დაიძაბა და დაითრგუნა ამ სიცივის სიცარიელის და მარტოობის გამო, შეკრთა როცა სამმა ჯიპმა გიჟივით ჩაუქროლა, ერთი, ვერცხლისფერი ცოტა წინ მიდიოდა, ორი შავი კი მწყობრად მიჰყვებოდა ერთმანეთს ოდნავ უკან, მალე გაუჩინარდნენ ისინი დაღმართზე და გოგონაც დამშვიდდა, როცა შეჯახების საზარელმა ხმამ გაჰკვეთა გამაყრუებელი სიჩუმის ხმა, შეშინებული თათია ადგილზე შეხტა შიშისგან, ფეხს აუჩქარა როცა აზრზე მოსვლა შეძლო და დაღმართს დაუყვა, რატომღაც ეგონა რომ ხმა შორიდან მოდიოდა და როცა ერთერთ ნახევრად აშენებულ სახლს ჩასცდა ადგილზე გაშეშდა, ნანახმა შეძრა, იმ ჯიპს წინ რომ მოდიოოდა, უკანა ისეთი ძალით დასჯახებოდა რომ მისი წინა ცხვირი ნახევრად გაჭედილიყო მასში. თათია ისე დაიძაბა და დაიბნა რომ ადგილზე გაშეშდა, სახლამდე მისასვლელად ეს გზა უნდა გაევლო ყველა შემთხვევაში, სხვაგვარად უბრალოდ სახლში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა, მაგრამ დაღმართის ბოლომდე ჩავლა და იქ გავლა ვერ გაბედა რადგან უცნაურად მოეჩვენა ეს ავარიაც და შემდეგ იქ განვითარებული მოვლენებიც, რადგან მისდა გასაკვირად ძალიან მშვიდად გადმოლაგდნენ ბიჭები, ნაავარიევ მანქნების უკან გაჩერებული ჯიპიდან და იმ ორი მანქანის გარს შემო განლაგდენ, თათიას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა დაინახა რომ ნაავარიევი შავი ჯიპიდან ძალიან მშვიდად და ფაქტიურად უვნებლად გადმოვიდა მძღოლი, რომელიც ნელა მიუახლოვდა ვერცხლისფერ ჯიპს, კარი გააღო და უხეშად გადმოათრია მისი მძღოლი, რომელიც ნორმალურად ფეხზე დგომას ვერ ახერხებდა ავარიის დროს მიღებული თავის ტრამვის გამო, შავი ჯიპის მძღოლმა, რომელიც მასზე ბევრად მაღალი იყო დაუნდობლად დარტყა მუშტი სახეში რის გამოც წონასწორობა დაკარგული ბიჭი მიწაზე გაიშხლართა მომენტალურად, გაავებული შავი ჯიპის მძღოლი ზემოდან მოექცა ეგრევე და კიდევ რამდენჯერმე გამეტებით დაარტყა მუშტი სახეში, იმდენად შემზარავი იყო ეს ყველაფერი თათიასთვის რომ თვალები დახუჭა, ძალა არ ეყო ეყურებინა როგორ დაუნდობლად სცემდა ერთი მეორეს, თან ნაავარიევს დასეუსტებულს და ამას ყველაფერს გულგრილად უყურებდა ხუთი თუ ექვსი უგულო ბიჭი რომლებიც მის შეჩერებას არც კი ფიქრობდნენ, თვალები გაახილა თათიამ და უფრო საზარელი რამის დანახვა მოუწია, ნაცემმა ბიჭმა როგორც კი შავი ჯიპის მძღოლი მოშორადა მას და ზურგი აქცია, მოულოდნელად იარაღი ამოიღო, რომელიც სავარაუდოდ ქამარში ჰქონდა გარჭობილი დაუმიზნა და გაისროლა მისი მისამართით, თუმცა იმის გამო რომ მზერა დაბინდული ჰქონდა ააცილა, ნანახმა, გასროლის ხმამ თათია ადგილზე გაყინა, უბრალოდ აზროვნების და მოძრაობის უნარი დააკარგვინა, თიმცა ეს ყველაფერი ამით არ დასრულდა, შავი ჯიპის მძღოლი გააფთრებული მოვარდა ნაცემ ბიჭს იარაღი წაგლიჯა ხელიდან და სახეში კიდევ გამეტებით დაარტყა მუშტი, ფეხზე წამოდგა და სრულიად მოულოდნელად მისი მისამართით გაისროლა, თათია მიხვდა რომ მან მიზანს ნამდვილად არ ააცილა და აკანკალდა, გულის რევის შეგრძნებამ მოუშხამა მთელი ორგანიზმი, უკან წადგა ნაბიჯი და თავისდა საუბედუროდ ხმელ ხის ტოტს დაადგა ფეხი, ამ სიჩუმეში ეს სრულიად ჩვეულებრივი ტკაცანის ხმა, საზარლად მოედო იქაურობას, ჯიპის მძღოლმა რომელიც სრულიად ურეაქციოთ დაჰყურებდა ნაცემ და სავარაუდიდ მოკლულ ბიჭს პირდაპირ თათიასკენ გაიხედა, პირველად აქ შეეფეთა მათი არეული თვალები ერთმანეთს, იმის მიუხედავდ რომ მათ ერთმანეთს რამდენიმე მეტრი და ბნელი ღამე აშორებდათ, გარე განაგების მკრთალ ნათებაზე მაინც შეძლეს ართმანეთის დანახვა , შემჩნევა და გააზრება... შავი ნაავარიევი ჯიპის მძღოლმა იარაღი იქვე დააგდო და თათიასკენ მოტრიალდა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი სილუეტისთვის, მასთან მისულ ერთერთს რაღაც უთხრა და გოგონასკენ მიანიშნა, ნიჭმაც მაშინვე იქით გაიხედა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, თათიას გაყინულმა სისხლმა გიჟური დენა იწყო ძარღვებში როცა გააცნობიერა რომ ჯიპის მძღოლი რამდენიე სხვა ბიჭთან ერთად მისკენ წამოვიდა, უკან წადგა შეშინებულმა გოგონამ რამდენიმე ნაბიჯი და თვალს რომ მოეფარა, შეტრიალდა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და გაიქცა, აღმართი რომ აირბინა უკან მიიხედა, მისდა საუბედუროდ ბიჭები მასზე ბავრად სწრაფად მორბიდნენ აღმართზე, სასოწარკვეთილმა გოგონამ გზაზე სირბილის აზრი ვერ დაინახა, ამიტომ მეჩხერ ტყეში შევარდა და მთელი ძალით გაიქცა წინ, შეშინებული, აკანკალებული, ატირებული, დაღლილი და ძალა გამოცლილი გოგონა რამდენჯერმე წაიქცა, მაგრამ მაინც დგებოდა და გაურკვეველი მიმართულებით გარბოდა სრულს სიბნელეში, შიშისგან შეკივლა როცა ეკლიან ბარდნარს გამოედო, ეგონა ვიღაცამ დაიჭირა, უარესად აკანკალდა და ცხარე ცრემლებით ატირდა, როცა შიშის და სასოწარკვეთის პირველმა ტალღამ გადაუარა, თავი დაიხსნა ეკკიანი ბუჩქისგან და ისევ გაიქცა, თუმცა მალევე დაღლილობისგან, სიცივისგან და შიშიგან იმდენად აუკანკლადა ფეხები და ხელები რომ სრული კონტროლი დაკარგა სხეულზე, იქვე ხესთან ჩაიკეცა, რადგან უბრალოდ აღარ ჰყოფნიდა არც ძალა და არც ნერვები რომ კიდევ გაქცეულიყო, თუმცა წამში გაქრა ყველანაირი, შიში, დაძაბულობა, კანკალი და უძლურება როცა მის დაძაბულ სმენას ნისწვდა ბიჭების სტვენის და ყვირილის ხმა -შორს ვერ წავიდოდა აქვე იქნება სადმე კარგად მოძებნეთ!-გასცა ვიძაცის ცივმა და გამყინავმა ხმამ ბრძანება , თათიამ ივარაუდა რომ ეს ნაავარიევი შავი ჯიპის ის დაუნდობელი და ველური მძღოლი უნდა ყოფილიყო რომელმაც ადამიანი თვალის დაუხამხამებლად მოკლა, ამიტომ შიშს თვით გადარჩენის ინსტიქტმა სძლია, ფეხზე გიჟივით წამოვარდა და ისევ გაიქცა, მართალია მალევე დაიღალა, დაუძლურდა, სუნთქვა გაუჭირდა, გულისცემა გაუასმაგდა ჰაერი უბრალოდ აღარ ჰყოფნიდა მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა, ვერ გაჩერდებოდა, არ შეეძლო და ჯიუტად მიიწევდა წინ თუმცა ხვდებოდა რომ აზრი არ ჰქონდა, არაფერს არ ჰქონდა ზარი რადგან ხმა უფრო უახლოვდებოდა და რამდენჯერმე მათი ტელეფონის ფარნის სინათლე ლამის მისწვდა კიდეც მის მისავათებულ სხეულს, აქ საოწარკვეთამ და შიშმა გაიმარჯვა და ისევ ისე ცხარე ცრემლებით ატირდა თათია, ბოლო ხმაზე შეკივლა როცა ვიღაცის ძლიერი ხელი მუცელზე შემოეჭდო მეორე კი პირზე რომელმაც მომენტალურად დაუხშო ხმა, აკანკალებულ გოგონას ცხელი ცრემლები გადმოედინა, რომელიც ბიჭის ცივ ხელზე დაცურდა -მშვიდად-ჩაესმა ბიჭის ხმა ყურში და გააჟრჟოლა როცა მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო კისერში -ხელს გაგიშვებ მაგრამ შენ არ იკივლებ!-უთხრა მაბრძანებლური ტონით და როცა გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ამის მერე გაბრაზებულმა ბიჭმა ჯერ პირი გაუთავისუფლა, შემდეგ მთლიანად მოშორდა მის ტანს მაგრამ იმავე წამს მაჯაზე მარწუხივით შემოეჭდო გაყინული ხელი, სანამ აზრზე მოვიდოდა დაბნეული, შეშინებული და დამთრთხალი გოგონა ამ ხელმა თავისკე მიტრიალება აიძულა და ისე უხეშად მოქაჩა რომ წონასწორობა დაკარგული გოგონა პირდაპირ მკლავებში ჩაუვარდა, შეშინებულმა თათიამ ტირილისგან დასიებული ცრემლიანი თვალებით ახედა მთელი თავით მაღალ ბიჭს, რომელიც უემოციო სახით დაჰყურებდა მას, ისევ შეეფეთა მათი ამღვრეული თვლები ერთმანეთს, რამდენიმე წამს გაგრძელდა მხოლოდ გოგონას გულის გაჩერება, სუნთქვის, შეწყვეტა, ბიჭის ჭაობისფერ ცარიელ სფეროებში ჩაკარგვა და სასოწარკვეთა, მოულოდნელად აზრზე მოვიდა და თავისდაუნებურად მთელი სხეულით აკანკალდა, თუმცა ძალა მაინც ეყო იმისთვის რომ წინააღმდეგობა გაეწია მისთვის -ალექს იპოვე?-ვიღაცის ხმა მისწვდა მათ დაძაბულ სმენას -ჰო, მიდი მანქანა მოიყვანეთ! -გასძახა ისე რომ წამით თვალი არ მოუშლრებია გოგონას ალეწილი სახისთვის რომელიც ჯერ კიდევ ფართხალებდა -დახმარება ხომ არ გჭიდრება-გამოსძახა მეორე ხმამ -ის გააკეთეთ რასაც გეუბნებით!-დაიღრიალა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და დამფრთხალი თათიას სიფრიფანა სხსული კიდევ უფრო მეტად მიიკრო ტანზე და მოძრაობის უნარი სრულიად შეუზღუდა -გთხოვ გამიშვი-ახედა მის მკლავებში მომწყვდეულმა გოგონამ-არავის არაფერს ვეტყვი-მოლაპარაკებებზე გადავიდა -წამოდი-ბიჭი მის მთრთოლარე სხელს მოშორდა და ისევ მაჯაში ჩააფრინდა -გთხოვ ძალიან გთხოვ ეს არ გააკეთო-თათია მთელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას იმის მიუხედავად, რომ ამაო იყო ეს ყველაფერი და ალექსი ირეაქციოთ მიათრევდა ტყეში შემოსული ფარებანთებული მანქანისკე-არა გთხოვ ძალიან გთხოოვ-აკივლდა გოგონა როცა მეჩხერი ტყიდან თითქმის გავიდნენ და მანქანას მიუახლოვდნენ -არავის არაფერს ვეტყვი, გთხოვ გამიშვი, გთხოვ ეს არ გააკეთო-კიოდა თათია ბოლო ხმაზე რის გამოც წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა თავისკენ უხეშად მოქაჩა, მეორე მაჯაც დაუჭირა და უკუნსვლით წასვლა აიძულა, დაბნეული თათია ვერაფერს მიხვდა და აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა მის არეულ სახეს, როცა ხეს ზურგით აეკრო, მწველმა ტკივილმა დაურბინა გაყინულ სხეულში და აკანკალდა შიშისგან რადგან ბიჭის ახლა ამ წამს თვალები ბოროტულად უელავდა-გთხოოვ-დაიჩურჩულა გოგონამ თავისდაუნებურად და თვალები დახუჭა მომენტალურად, რადგან ბიჭი მის ათრთოლებულ სხეულს ზედმეტად მიეკრო თავი დახარა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ყელზე -რას მთხოვ?-ისეთი მშვიდი და ნაზი ხმით დაუჩურჩულა რომ გაკვირვებულმა თათიამ თვალები გაახილა, თუმცა მაშინვე ინანა რადგან ალექსის სახე ისე ახლოს იყო მასთან რომ სუნთავა შეეკრა მომენტალურად -გამიშვი-ისევ თვალები დახუჭა რადგან ეს სიახლოვა ძალიან აბნევდა და თავგაზას ურევდა, ძალას აკარგვინებდა, რატომღაც წინააღმდეგობის გაწევის სურვილს უქრობდა -ვერ ხვდები რა შარში ხარ ხო?-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან ირონია ნარევი ხმით ბიჭმა და გაუაზრებლად ცხვირის წვერით შეეხო მის შუბლს, გოგონამ თვალები გაახილა და მკვლელი მზერით ახედა -ზედმეტად ნუ მეხები-უთხრა ზიზღით და გაიბრძოლა, რის გამოც გაღიზიანებულმა ბიჭმა კიდევ უფრო მეტად მოუჭირა მაჯებზე ხელები, თან გამარჯვებულის იერით დაცქერდა სახე წაშლილ გოგონას -მტკივა-ვეღარ გაუძლო გოგონამ მისი მარჭუხივით შემოჭდობილი უხეში და ცივი ხელების ძალას -ვიცი და უფრო გეტკინება თუ იმას არ გააკეთებ რაც მე მინდა-იყო ბიჭის აგრესიული პასუხი, რომელმაც მომენტალურად წაათრია ისევ მანქანისკენ -მეც უნდა მიმკლა?-წინააღმდეგობის გაწევის არეშე გაჰყვა გოგონა რადგან მაჯებს ისევ ისე უხეშად უჭერდა ბიჭი -მკვლელი არ ვარ-ძალიან გააღიზიანა გოგონას ნათქვამმა ალექსი, მაშინვე გაჩერდა და მისკენ მიიხედა-გესმის რას გეუბნები? -მე დავინახე... შენ მას ესროლე-აყვირდა თათია -იმიტომ რომ დაიმსახურა!-ყვირდა ბიჭიც და თათიამ წინააღმდეგობის გაწევა რომ დაიწყო ისევ, მანქანაზე ზურგით ააკრა გაავებულმა ბიჭმა, მოძრაობის უნარი ყველანაირად შუზღუდა და პირდაპირ თვალებში ჩააცქერდა -ეს იმას არ ცვლის რომ მკვლელი ხარ-ზიზღით უთხრა გოგონამ და ოდნავ გვერდზე მიატრიალა თავი -არ მომიკლავს-დაუჩურჩულა სუნთავა აჩქარებულმა ბიჭმა ზედ ტუჩებთან თვალებაწყლიანებულ გოგონას და ოდნავ, სულ ოდნავ შეახო ცივი ტუჩები მის გაცრეცილ ტუჩებს -არ გაბედო და ზედმეტად აღარ შემეხო-უთხრა ზიზღით გოგონამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში, ძალიან გაბრაზდა როცა ბიჭის სახეზე ირონიული ღიმილი გაკრთა -სიამოვნებას განიჭებს არა ადამიანების წამება შეშლილო?!-ბიჭმა არაფერი უპასუხა, მანქანის უკანა კარი გააღო უემოციო სახით -შენი ნებით ჩაჯდები თუ ჩაგტენო?-ისევ ზედმეტად მიუახლოვა სახე და ისევ მიაფრქვია ცხელი სუნთქვა ყელზე -მაჯებს თუ არ მომატვრევ და ხელს გამიშვებ ჩავჯდები-უთხრა ჩამწყდარი ხმით გოგონამ და ალექსის სახიდან მზერა მის უხეშ ხელებზე გადაიტანა, ბიჭმა ცივად გაუშვა ხელები მის დაწითლებულ მაჯებს და თათიასთან ერთად მანქანში ჩაჯდა, გოგონას გააჟრჟოლა როცა მანქანის გამათბობლიდან მომავალი ცხელი ჰაერი დაეტაკა და ერთიანად აკანკალდა, ამ წამს უფრო მეტად იგრძნო დაღლა და ნოემბრის ყინვის ძალა რომელასაც ახლა ამ მომეტში უფრო მეტად ატანდა ძვალსა და რბილში ვიდრე გარეთ. თათიას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ალექსმა ქურთუკი გაიხადა და მოახვია -არ მჭირდება-მხრებიდან მოიშორა და ხელებში მიაჩეჩა -შენი ტემპერატურის კონტროლს არ ვაპირებ მთელი ღამე ასე რომ მოიხვიე-უთხრა აგრესიული ტონით და ქურთუკი შემოახვია ისევ -შენი ეს უცნაური მზრუნველობა როგორ გავიგო?-მისკენ მიიხედა თათიამ -არანაირად-დაუღრინა ბიჭმა და თავადაც მისკენ მიიხედა -ანუ ჩემს მოკვლას არ აპირებ?-შეიცხადა გოგონამ და ირონიული ღიმილი რომ გაკრთა მის სახეზე საშინლად გაბრაზდა ბიჭი -შენებს დაურეკე და უთხარი რომ ამაღამ სახლში ვერ მიხვალ-დააიგნორა მისი კითხვა და წინ გაიხედა -ტელეფონი დამჯდარი მაქვს -ჩემით დაურეკე-ხელებში შეაჩეჩა -ასე მარტივად ვერ მოვიფიქრებ ტყუილს -უთხარი რომ მეგობართან რჩები და რაც შეიძლება დამაჯრებლად! -უბრძანა გაავებულმა ბიჭმა -ნუ მიყვირ!-არც თათიამ დააკლო-მეგობრებთან ღამე არ ვრჩები ისე რომ იცოდე -მაშინ რამე ლოგიკური მოიფიქრე!-უბრაძანა-დროზე დრო გადის... შენები ამ საქმეში პოლიციას თუ ჩარევენ იცოდე რომ ცხოვრებას გაგინადგურებ გასაგებია?-უყვირა წყობრიდან გამოსულმა -უბრალოდ გამიშვი, ხომ ხვდები რომ არავის არაფერს ვეტყვი-შეევაჭრა თათია -რა თქმა უნდა არ ეტყვი-სახე ზედმეტად მიუახლოვა ბიჭმა და თვალებში ჩააცქერდა -მაგრამ ამ ღამეს მჭირდები-უთხრა ჩურჩულით და ხელი მის სახეზე ჩამოყრილ თმას ჩამოაყოლა, თათიას მის ქცევაზე და სიტყვებზე სუნთქვა შეეკრა -ნუ მეხები-უთხრა მკაცრი ტონით და მისი ხელი მოიშორა შეშინებულმა, შემდეგ ირინას ნომერი აკრიფა -ბე როგორ ხარ?-ჰკიყხა მშვიდი ტონით -სად ხარ ბებოს სიხარულო? უცხო ნომრით რატომ მირეკავ? დედაშენმა ათასჯერ დარეკა თათია სახლში არ მოსულაო, ტელეფონი გათიშული აქვს და ლამის ჭკუიდან გადავიდეო -ბებო პრობლემა მაქვს და შენი დახმარება მჭირდება-დაიწყო მიკიბულ-მოკიბული საუბრის ბარეშე თათიამ -რა ხდება ბებოს სიხარულო?-დაიძაბა ქალი -დედას და მამას უნდა უთხრა რომ ისევ წნევა გაქვს და ამაღამ შენთან უნდა დავრჩე, თან ისე რომ ეჭვი არ გაუჩნდეთ რომ მე შენთან არ ვარ -თათია ბებოს სიხარულო თავი რამეს ხომ არ მიარტყი?-გაბრაზდა ქალი-რას მეუბნები ხვდები? -გთხოვ თუ გინდა რომ ხვალ ცოცხალი მნახო -რას ბოდიალობ თუ ხვდები თათია-აყვირდა ყწობრიდან გამოსული ქალი -გთხოვ ჩემს გამო ეს გააკეთე მერე ყველაფერს აგიხსნი -მართლა რამეს მიარტყი თავი თუ რა ჯანდაბაა?-ავარდა ქალი , მაგრამ თათიამ მაინც დაარწმუნა და დაამშვიდა, ირინა მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა ამ სისულელეს რომ ყოველ საათში ერთხელ დაურეკავდა საყვარელი შვილიშვილი და გააგებინენდა რომ კარგად იყო, წინააღმდეგ შემთხვებაში პოლიციაშო დარეკავდა. კარგა ხანს იარეს მანქანით, თათია ისე იყო დაბნეული აზრზე ვერ მოვიდა სად წაიყვანეს, თბილისიდან გავიდნე თუ არა საერთოდ მაგასაც ვერ მიხვდა, ვერც იმას ხვდებოდა რა მიზეზით ტოვებდა ალექსის ღამით თავისთან, თუ მის მოკვლას არ აპირებდა, რა აზრები უტრიალებდა თავში ამ არანორმალურს და რა უნდოდა მისგან. მანქანა შავი მაღალი, ჩუქრუთმებიანი კარის წინ გაჩერდა, რომელიც რამდენიმე წამში ავტომატურად გაიღო, თათიას გასაოცრად ალექსმა ანიშნა გადასულიყო, მორჩილად გადავიდა და მასთან ერთად შევიდა ეზოში, მანქანა მაშინვე მიტრიალდა და სიბნელეში გაუჩინარდა -წამოდი-მკლავზე უხეშად წაავლო ხელი ალექსმა და სახლისკენ წაიყვანა, თათია მორჩილად გაჰყვა ახლაც, კარის გაღებისთანავე ორივეს თვალი მოსჭრა ჰოლიდან მომავალმა კაშკაშა ყვითელმა სინათლემ, ცოტა დაყოვნდნენ და შიგნით შევიდნენ, ბიჭმა ხელი გაუშვა გოგონას მკლავს რომელიც, ცოტა შეშინდა როცა მისაღებში შევიდნენ, რადგან რამდენიმე სასმლისგან თველებამღვრეული ბიჭის მზერა ერთდროულად დაეტაკა მას, ამიტომ ალექსის ოდნავ უკან დადგა აღელვებული -როგორაა?-ჰკითხა ერთერთს ალექსმა -მგონი არ მოკვდება-უთხრა უკმაყოფილო სახით იქ მყოფთაგან ყველაზე სიმპათიურმა შავგრემანმა ბიჭმა -მგონი რას ნიშნავს-გაბრაზდა ალექსი და მაგიდას მიუახლოვდა, ვისკის გახსნილ ბოთლს ხელი წამოვლო ჭიქასთან ერთად რომელიც თითქმის პირამდე შეივსო და სულმოუთქმენლად დალია. მთელი ეს დრო მას და ალექს წესიერად არ დაუნახიათ ერთმანეთის სახეები და როცა ბიჭმა მეორედ შეივსო ჭიქა და ადგილზე მიყინული გოგონასკენ შეტრიალდა, თავადაც გაიყინა, რამდენიმე წამის განმავლობაში ერთდროულად დაკარგა, მეტყველების, მოძრაობის და აზროვნების უნარი, სახე წაშლილი იდგა და დაფანტული აზრებისთვის თავის მოყრას ცდილობდა, როცა როგორღაც აზრზე მოსვლა შეძლო ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია გოგონას სახისთვის ჭიქა ჩაცალა, ნელა მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -მე და შენ აქამდე ერთმანეთს შევხვედრილვართ?-ჰკითხა ინტერესით, კი იცოდა რომ არასდროს უნახიათ აქამდე ერთმანეთი, ვერ ნახავდნენ რადგან ათი წლის წინ გადაიხვეწა მისი ოჯახი ბელგიაში და მხოლოდ სამი დღის უკან დაბრუნდნე უკან. იმ დროისთვის როცა ქვეყნიდან გაქცევა მოუწით, თათია 7 წლის, თავად 15 იყო. კარგად ახსოვდა რომ წასვლამდეც არასდროს უნახია ამ ქვეყნად ყველაზე საძულველი კაცის შვილები, მაგრამ აინტერესებდა თავად თათიამ თუ იცოდა მასზე რამე -აქამდე რომ მენახე აუცილებალდ დამამახსოვრდებოდი-ზიზღით უთხრა გოგონამ -არასდროს მავიწყდები, უტაქტო, უხეში, თავხედი, დაუნდობელი და უგულო ადამიანები-უთხრა ხმადაბალი ტონით და მის დაჟინებულ მზერას გაექცა -მეც ვფიქრობ რომ არასდრს მინახიხარ აქამდე, რადგან შეუძებელია ეს სილამაზე დამვიწყებოდა-უთხრა ირონია ნარევი ხმით და გაწითლებულ ლოყაზე ხელის ზურგი ჩამოაყოლა -გეყოფა-გოგონამ უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან და უკან დაიხია, რადგან ბიჭის სიახლოვე, შეხება და სურნელი აბრუებდა, ალექს კმაყოფიების ღიმილმა გაუპო ბაგე და მაგიდისკენ მიტრიალდა, კიდევ შეივსო ჭიქა, მაშინვე ჩაცალა და თათიას მიუახლოვდა -წავიდეთ-წინ დაუდგა და უკან-უკან წასვლა აიძულა, აღელვებულმა გოგონამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მიტრიალდა რადგან ეს უკუ სვლით მოძრაობა ვიწრო ჰოლში და ალექსის თვალებში ყურება უცნაურად აფორიაქებდა -აქ იქნები ამ ღამეს-ერთერთი ოთხის კარი გააღო ბიჭმა და იხეშად უბიძგა გოგონას, კარი ცხვირწინ მიუჯახუნა და გარედან გასაღებით დაუკეტა, ისევ ბიჭებთან დაბრუნდა შავგრემნის გარდა ყველა დაითხოვა სახლიდან, როცა ყველა წავიდა მაშინვე ვისკის ბოთლს მიწვდა, გახსნა და მოიყუდა -ალექს არ უნდა გესროლა-დაიწყო ბექამ -ვიცი მაგრამ თავი ვერ შევიკავე-გახედა არეული თვალებით მეგობარს გაღიზიანებულმა ბიჭმა -სამი დღეა ჩამოვედით და უკვე შარში გავყავით თავი-ბრაზობდა ბექა -დაიმსახურა მაგ ნაბიჭვ.რმა-ღრინავდა ალექსი -ჰო მაგრამ ისევ ჩვენი მისახედი გახდა ეგ სირ. -მოვგვარდებით როგორმე-სავარძელში ჩაეშვა ალექსი -ჰო თუ არ მოკვდება კი-ბუზღუნებდა ბექა -არ მოკვდება რა-მომაბეზრებლად უთხრა ალექსმა-ნუ მოტყა.ი ტვინი-გაბრაზდა ბოლოს და კიდევ მოიყუდა სასმელის ბოთლი -ამ გოგოს რას უპირებ?-ამჯერად თათიას ამბით დაინტერესდა -ვერ იცანი?-თვალები დააწვრილა ალექსმა და ეშმაკური ღიმილით გახედა მეგობარს -მიდი ცოტა დაძაბე გონება-მის წვალებას განაგრძობდა რადგან ხვდებოდა რომ ის ვერაფერით მიხვდა ვინ იყო მათი ტყვე -საიდან უნდა ვიცნობდე მაგ გოგოს-უთხრა დაბნეულმა ბიჭმა და თავადაც ბოთლიდან დაიწყო ვისკის სმა -თათია ასათიანი ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნება?-გახედა მეგობარს და თვალებში ჩააშტერდა, ბექას სასმელი გადასცდა აყუდებული ბოთლიდან და ხველა აუტყდა -ზაზას შვილია?-შეიცხადა ბიჭმა როცა მოსულიერდა -თავის ფეხით მოვიდა ჩვენთან-უემოციო სახით თქვა ალექსმა და კიდევ მოიყუდა სასმელი -ბედის ირონიაა არა?-თქვა თავისთვის და მეგობარს გახედა, ბექას მისი ეს მზერა ყველაზე მეტად სძულდა რადგან ალექს თვალები ბოროტულად უელავდა -რას უპირებ? -დაინტერესდა ბექა -ჯერ არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ბიჭმა -მასთან დაკავშირებით ხომ იცი განსაკუთრებული გეგმები არ მქონია აქ ჩამოსვლისას -ახლა ამ ამბების მერე, უბრალოდ უნდა გაუშვა?-თვალები დააწვრილა ბექამ -არა უბრალოდ ვერ გავუშვებ-ყოყმანით თქვა ალექსმა და კიდევ მოიყუდა სასმელი -ჯერ არ ვიცი რას ვიზამ, თუმცა ზუსტად რაც ვიცი ისაა, რომ თათია რომ ჩემი მსხვერპლი იქნება -ბოროტულად ჩაეცინა -ხომ იცი დედაშენი უფლებას არ მოგცემს მას რომ რამე დაუშავო, აქ ჩამოსვლამდეც გაგავაფრთხილა რომ ზაზას ოჯახს არ უნდა შევხებოდით -არც ვაპირებდი შევხებოდი, მაგრამ ის თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან, ამიტომ ახლა ასე უბრალოდ ვერ გავუშვებ-თითქოს თავი იმართლა სასმლისგან უკვე გონება ამღრეულმა ბიჭმა, თავი სავარძელის საზურგეზე დადო და ჭერს გაუშტერა ჭაობისფერი ცარიელი თვალები -ანუ მაგ გოგოზე თავიდანვე ფიქრობდი შენ-დაეჭვებით ჰკითხა ბექამ -ფიქრში რას გულისხმობ?-გაღიზიანდა ალექსი და მკვლელი მზერა ესროლა -იმას რაც ახლა ხდება შენს თავს-მრავლის მთქმელი იყო მისი სიტყვები ალექსისთვის, ამიტომ გაჩუმდა,მშეკამათების აზრი ვერ დაინახა. დაღლილი, შეშინებული, შეციებული და მშიერი თათია საწოლზე ზემოდან წამოწვა და იმის მიუხედავად რომ წიმააღმდეგობა გაუწია მოწოლილ თვლემას, ბოლოს მაინც ჩაეძინა. რაღაც ცივის შეხებამ სახეზე ძილი გაუკრთო და ნელ-ნელა გაახილა დამძიმებული ქუთუთოები, თავიდან ვერ გააცნობიერა სად იყო და რა ხდებოდა მის თავს, თუმცა როგორც კი ყველაფერი აღიდგინა დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და ბნელი ოთახი მოათვალიერა, სუნთქვა შეეკრა როცა ღია ფანჯარასთან მდგომ სილუეტს ჰკიდა თვალი რომელიც სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილი და ფეხებ გადაჯვარედინებული -აქ რას აკეთებ-ჰკითხა მშვიდი ტონით გოგონამ და მაშინვე ფეხზე წამოდგა -შენი ყურებით ვტკბებოდი-უთხრა ცინიკურად და სიგარეტის ჩამწვარი ღერი ფანჯრიდან მოისროლა, ოდნავ აკანკალებული თითებით მეორე ღერს მოუკიდა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია თათიას ფერმკრთალი სახისთვის რომელიც ფანჯრიდან შემოპარული მთვარის თეთრი და სუსტი ნათების ფონზე კიდევ უფრო ლამაზი და არაამქვეყნიური ჩანდა -მინდა რომ გახვიდე-უთხრა ჩამწყდარი ხმით გოგონამ და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას რადგან მისი ეს გამოხედვა კანს უწვავდა -მე კი შენი ყურება მინდა-უთხრა მომღიმარი სახით ბიჭმა და მისკენ წავიდა ძალიან ნელი ნაბიჯებით, თათიას შიშისგან თუ სიცივისგან გააჟრჟოლა და მერე ერთიანად აკანკალდა, თან უკან წადგა რამდენიმე ნაბიჯი -გთხოვ-დაიჩურჩულა გოგონამ როგორც კი მათშორის არსებული მანძილი წამებში დაფარა მისი ქცევით გაღიზიანებულმა ბიჭმა და წინ აესვეტა -რას მთხოვ-გაბრაზებული ტონით ჰკითხა და ანთებული სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია -უბრალოდ გადი-ახედა არეული სახით გოგონამ და სუნთქვა შეეკრა როცა ალექსისი სიგარეტის უნამოს და ალკოჰოის მძაფრი ნაზავი მის ხეულში ერთიანად გაიშალა -ასე ძალიან გაღიზიანებს ჩემი აქ ყოფნა? თუ გაბნევს ჩემი სიახლოვე და თავგზას გირ... -გეყოფა-გაბრაზდა გოგონა და კიდევ უკან წადგა ნაბიჯი-რის მიღწევას ცდილობ? -ასე გამალებით რატომ გიცემს გული?-გაეღიმა ირონიულად და ხელები კედელს უხეშად მიაბჯინა, დამფრთხალი გოგონა კი შუაში მოიმწყვდია -ვიცი ჩემი ბედი იმ ბიჭის სიკვდილ-სიცოცხლეზეა დამოკიდებული- ჩაილაპარაკა თავდახრილმა გოგონამ და როცა ძალა მოიკრიბა თავი ასწია, თვალებში ჩააცქერდა სასმლისგან გონება ამღვრეულ ბიჭს და გაეცინა-შენ კი მოდიხარ აქ და... -და რა?-ინტერესით ჩაეკითხა ალექსი -მეთამაშები -და თუ გეტყვი რომ ყველაფერი ისე არაა როგორც შენ გგონია? -შეგიძლია უბრალოდ გახვიდე? საშინლად მაღიზიანებ-ამ საუბარში შეყოლა არ სურდა გოგონას -ბედის წერის გჯერა თათია?-ინტერესით დააცქერდა ზემოდან სუნთქვა აჩქარებული ბიჭი, მისი სიხლოვით გაბრუებულ გოგონას რომელიც ძლივს უყრიდა აზრებს თავს -რაა?-მისმა კითხვამ დააბნია გოგონა, უფრო იმან რომ სრულიად უცნობმა ბიჭმა იცოდა მისი სახელი, რადგან ალექს არც ჩანთა და არც მობილური არ წაურთმებია მისთვის, არც უკითხავს რა ერქვა, არც დაინტერესებულა-ჩემი სახელი საიდან იცი-ამღვრეულ ჭაობისფერ სფეროებში ჩააცქერდა თაფლისფერი არეული თვალებით -შენ ჩემი ბედისწერა ხარ თათია-უთხრა ირონია ნარევი ხმით ბიჭმა, ოდნავ დაიხარა და საფეთქელზე შეახო ცივი ტუჩები, გოგონას მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და ნაკოცნზე კანი აეწვა და სანამ აზრზე მოვიდოდა ბნელ ოთახში მარტო დარჩა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.