სწორი არჩევანი (16-თავი)
დილით გამზადება ისე დავიწყე, რომ არ ვიცოდი საერთოდ ვინმე თუ აპირებდა ჩემს უნივერსიტეტში გაშვებას. ვცდილობ ამაზე საერთოდ არ ვიფიქრო, რადგან მაშინვე ნერვიულობას ვიწყებ და იმ ყველაფერს წარმოვიდგენ რაც შეიძლება მოხდეს, რამდენიც არ უნდა დავგეგმო, ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ მიდის, ამიტომ ძალიან ვღელავ. კარამდე ძლივს მივაღწიე, მთელი ნერვიულობა ჩემს თავში ღრმად გადავმალე და კარები თავდაჯერებულმა გამოვაღმე, უნივერსიტეტში მივდივარ! ვცდილობ ყურადღება არაფერს მივაქციო, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თუ უკან მივიხედავ ან წამით მაინც გავჩერდები, ყველაფერი დამთავრდება და ჩემი სიმტკიცეც თავზე ჩამომენგრევა. - წითელი ვაშლი გაგორდა ნუთი უნივერსიტეტში გარბოდა - უკნიდან მართას დამცინავი ტონი მესმის და ვხვდები, რომ ჩემ თავდაჯერებულობას პირველი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - შენთვის არ მცალია - ვამბობდა და გზას ისე ვაგრძელებ უკან არც ვიხედები - ხოო... შენ ხო უნივერსიტეტში მიდიხარ არაა? - კი - მართაზე მეტად ამაში საკუთარი თავის დარწმუნებას ვცდილობ. როგორც იქნა კარებთანაც მივედი და სულ მოლე გავიგებ მართლა წავალ თუ არა. - ესეიგი შენსას არ იშლი არა? - აი მეორე გამოცდაც. კარებს ვაღებ თუ არა მიშოს ვხედავ მის უკან კი რეზის - არა - ვამბობ და გზის გაგრძელებას ვცდილობ - იცი მგონი ჰობად გექცა ჩვენთვის პრობლემების შექმნა - ამბობს რეზი, მაგრამ მას ყურადღებას არ ვაქცევ, ვაიგნორებ და გზას ვაგრძელებ. ამ ადამიანისთვის შეხედვაც კი არ შემიძლია პასუხის გაცემაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ერთი წამით მაინც რომ შევხედო და რამის თქმა დავაპირო ალბათ მოვკლავ, ყოველ შემთხვევაში ვცდი მაინც, ამის თავიდან ასარიდებლად კი უბრალოდ ვაიგნორებ და ვცდილობ, რომ მისი არსებობა საერთოდ დავივიწყო. დუმილის თანხლებით, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს გულის ცემას არ ჩავთვლით, კიდევ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, როდესაც მიშოს ხმა მესმის - გიო და საბა წაგიყვანენ იქინდან კი პირდაპი აქ მოგიყვანენ - მაშინვე უკან ვბრუნდები და ვხედავ როგორ შედის მიშო სახლში - დედა უნდა ვნახო და სახლშიც უნდა გავიარო - ვყვირივარ მაშინვე რომ კარებში გაუჩინარებულმა მიშომ გაიგონოს, არაფერი უთქვამს თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გაიგონა. მართა იღიმის და კმაყოფილი სახით მიყურებს, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამ ყველაფერში მისი ხელიც ურევია, მაგრამ არ მადარდებს აქედან მაინც გავიდოდი ასე რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მანქანაში ვჯდები და ფეხებს ნერვიულად ვაბაკუნებ, უკან კიდევ ერთი მანქანა მოგვყვება და ეს სიტუაცია მძაბავს. უნივერსიტეტში მისვლაც მანერვიულებს, მგონია ბოლოს იქიდან რომ გამოვედი სხვა პიროვნება ვიყავი, პიროვნულად არ შევცვლილვარ, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემი ცხოვრება ისე შეიცვალა რომ თავს მაინც ხვა ადამიანად ვგრძნობ. ჩემს ცხოვრებაში იმდენი ახალი და არა სასიამოვნო ხალხი გამოჩნდა, წარსულიდან კი ნუთი და ავთო მესტუმრნენ, ასევე არასასიამოვნო პიროვნებები, თუ ღმერთი ცხოვრებაში მართლაც გვიწყობს გამოცდებს ეს ნამდვილად ეგ შემთხვევაა და უნდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ უსამართლოცაა, ან ჩემს გამძლეობაზე არასწორი წარმოდგენა აქვს, რადგან ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ მეცლება ძალა. ეს ნამდვილად არ არის ის სიტუაცია, რომელსაც მარტივად გავუძლებ. ყველა მხრიდან ზეწოლას ვგრძნობ და ერთადერთი რაც მინდა სადმე დამალვაა, რადგან ამ ყველაფერთან ბრძოლა არ შემიძლია. ამ ხალხის ჩემს ცხოვრებაში ატანა მიწევს რომ საყვარელი ადამიანები დავიცვა. უნივერსიტეტს ვუახლოვდები და უკვე ყველა კითხვა, რომელსაც მაშო და მეგი დამისვავენ თვს მატკივებს. უნივერსიტეტში შესვლის მაგივრად შევიპარე, ჰუდის ქუდი სახეზე მაქვს ჩამოწეული და თავდახრილი სწრაფი ნაბიჯით მივდივარ აუდიტორიამდე. თავი ასე უცხოდ არასდროს მიგრძვნია, სროლების და მკვლელობების შემდეგ უნივერსიტეტის კედლები განსხვავებული მეჩვენება, თითქოს სრულიად სხვა სამყაროში გავიღვიძე, ლექციის დაწყებიდან მალევე ყველაფერი ჩვეულ ფორმას უბრუნდება და თავსაც უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ლექციის შემდეგ გოგოების სანახავად გავედი, მართალია მათი კითხვების მოსმენა არ მინდოდა, მაგრამ ძალიან მომენატრნენ. გოგოები ნიკასთან ერთად ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ - ბავშვებო - დავუძაღე როდესაც მივუახლოვდი, სამივემ გაკვირვებულებმა შემომხედეს დარწმუნებული ვარ წამით ისიც იფიქრეს რომ ვეჩვენებოდი - ნუთ - ყვვირის გონზე მოსული მაშო და მეგისთან ერთად ჩემსკენ მორბის, მათ ნიკაც მოყვება და სამივეს ვეხუტები, ვცდილობ არ ავტირდე ახლა ამის დრო არ არის - რატომ არ გვითხარი თუ მოდიოდი - მეგი - სურპრიზი მოგიწყეთ - ვამბობ ჩვეული სიცილით და ვგრძნობ საკუთარ თავს როგორ ვუბრუნდები - და სად იყავი? - მეკითხება აღელვებული ხმით ნიკა - მაშოს ხომ ვუთხარი - და მაგას ვინ იჯერებს... ნუთ პრობლემები გაქვს? - ნიკას ვაშტერდები და ვხვდები რომ დაკითხვა იწყება - კიი ... ამ პრობლემებს კი მართა და ავთო ქვიათ - მათ გამო აქამდე არასდროს გაქცეულხარ - გოგოები ანერვიულებულები გვიყურებენ, მე კი ამ დიალოგისგან თავის დასახსნელ გზებს ვეძებ - თუ პრობლემები გაქვს უნდა გვითხრა - გეუბნები კიდეც... უბრალოდ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს და ნურც დამაძალებ, რადგან მოტყუება მომიწევს ეგ კი მართლა არ მინდა, როდესაც ამ ყველაფრისთვის მზად ვიქნები მოგიყვებით, მაგრამ ახლა არა გთხოვთ - კარგი, კარგი ყველაფერი გასაგები, როცა მზად იქნები - ღიმილით ამბობს მაშო და მაშინვე სხვა თემაზე გადააქვს საუბარი, ჩემს აქ არ ყოფნაში მომხდარ ამბებს მიყვება და ყველაფერი მართლაც ჩვეულებრივადაა, ახლა ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ და არა ის ვისი მოკვლაც უნდათ - კარგი ეხლა სახლში უნდა წავიდა და ხვალ გნახავთ - ვამბობ და ვდგები - ეს დღები შენთან ვრჩებოდით - მეგი - ხოო... ასე ვთქვათ შენთან გადმოვცხოვრდით - სიცილით ამატებს მაშო - ისედაც ჩემთან არ ცხოვრობდით? - ვეკითხები გაკვირვებული და ვიცინივართ - მომისმინე საწოლს არ დაგითმობთ - ამბობს მეგი მკაცრად - არც მოგიწევთ სახლში არ ვრჩები უკან ვბრუნდები - სად უკან? - ნიკა - ავთოს სახლში იქ დავრჩები... კიდევ ცოტახნით ვიქნები იქ - იქ დარჩენა რა საჭიროა? - ნიკა - მართასთან ურთიერთობებს ვალაგებ - ვამბობ ირონიულად და ვიცინივარ - მართასთან ერთად რჩები? - ამბობს მაშო და სამივე გაკვირვებული მიყურებს - კი მაგრამ თითქმის არ ვკონტაქტობთ, კარგი აბა წავედი - ვამბობ და გამოვრბივარ სანამ შოკი გაუვლით და თავში ახალი კითხვები გაუჩნდებათ. გასასვლელში გიგის ვეჩეხები, ვესალმები და მაშინვე გზას ვაგრძელებ მაგრამ გიგი ხელს მკიდებს და მაჩერებს, ახლა მასთან საუბარი ნამდვილად არ მსურს - სად გარბიხარ, ეს დღები სად იყავი რატო არ დადიოდი - და რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს სად გავუჩინარდი, - ცხოვრებისეულ განათლებას ვიღებდი - ვამბობ სწრაფად და ვცდიობ რომ ისევ გზა გავაგრძელო - კარგი რა ასე სად გეჩქარება ორი წუთი გაჩერდი - რამე საქმე გაქვს? - უბრალოდ დავილაპარაკოთ - რაზე უნდა ვილაპარაკოთ - მობეზრებული ვუყურებ და ველოდები როდის მიხვდება რომ მასთნ საუბარი ახლა ნამდვილად არ მინდა - ბოლოს იმ წვეულებაზე გნახე, მაგრამ ვერც გავერთეთ და ვერც ვილაპარაკეთ - იცი მართლა უნდა წავიდე - ვუთხარი და ვანიშნე რომ ხელი გაეშვა - კარგი გეჩქარება როგორც ჩანს, მაგრამ როდის შევხვდეთ? - ბედს მივენდოთ ჯობია - ვამბობ და ხელს ვაშვებინებ - ბედი ხშირად რომ აღარ გვახვედრებს? - რას ვიზამთ ასე ყოფილა საჭირო - ვამბობ და მანქანისკენ მივდივარ, ვერ ვხვდები ასე სად მომეჩქარებოდა. რეზი მანქანასთან დგას და ბიჭებს ელაპარაკება. მანქანაში ვჯდები ისე რომ მას არც კი ვუყურებ და გიოს ვეუბნები სახლში წამიყვანოს ნივთების წამოსაღბად. რეზი ჩემს გვერდით ჯდება მე კი მის არსებობას ისევ არ ვაღიარებ, საბედნიეროდ თავადაც ჩუმადაა. გზა საკმაოდ გაიწელა და ყველა წუთი საუკუნესავით ნელა გადიოდა. მანქანა რომ გაჩერდა ფაქტიურად გადავხტი და ისე წავედი სახლისკენ, რეზიმ მკითხა წამომყოლოდა თუ არა, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მეგონა საკმარისი ჭკუა ქონდა იმისთვის რომ არ წამოსულიყო, მაგრამ ლიფტში შემობრძანდა და ჩემს წინ დადგა. ბინის კარები სწაფად გავაღე და სწრაფადვე დავიწყე საჭირო ნივთების შეგროვება, შემდეგ კი ყველაფერი ჩანთაში ჩავყარე და კარებისკენ წავედი. იმ ყველაფრის შემდეგ სახლში დაბრუნება ცოტა უცნაური იყო. მთელი ეს დრო რეზი უბრალოდ მაკვირდებოდა, მე კი ვცდილობდი მისი მოკვლის სურვილს შევწინააღმდეგებოდი. - პატარა ბავშვი ხარ რომ იბუტები? მე მეგონა უკვე დიდი გოგო იყავი - “ არ მოუსმინო უბრალოდ დააიგნორე ’’ ვუმეორებდი ჩემ თავს და კარებს ვკეტავდი - ვერ ვიტან რომ მაიგნორებენ - ბარემ სია გამომიკრას ოთახში რას ვერ იტანს - ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი - ხელი რომელშიც გასაღები მიჭირავს და კარების დაკეთვას ვცდილობ, მიშეშდება და შინაგან მიწისძვრას ვგრძნობ, ტვინში ყველაფერი მერევა, თურმე არ იცის რატომ ვაიგნორებ. თავს ვიწყნარებ კარებს ვკეტავ და ლიფტისკენ მივდივარ - ხომ იცი რომ მაინც დამელაპარაკები - ამბობს და ისიც ლიფტში შემოდის. დედას ძალიან უხარია ჩემი დანახვა და მეც მიხარია, რადგან ახლა ბევრად უკეთ გამოიყურება, როგორც გავიგე მართა თურმე მის სანახავად დადის, მშვენიერია პატიმრობის წესი როგორც ჩანს მხოლოდ ჩემზე ვრცელდება, მაგრამ მიხარია რომ დედას სანახავად მოვიდა, ახლა უკეთესადაა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ლალის და ნინის დიდხანს ველაპარაკები ვიცინივართ და დედას გამხიარულებას ვცდილობ, საბოლოოდ სახლიდან რომ გამოვდივარ არც მიკვირს გიორგის რომ ვხედავ - შენდა გასაოცრად ისევ ცოცხალი ვარ - და საბედნიეროდ, შენ ხომ ჩემი მოწმე უნდა იყო - თვს ვაქნევ და მეცინება - სასაცილოდ სულაც არ გაქვს საქმე, ის ხალხი ვისაც არაფრის ეშინია დაცვით არ დადის - ამბობს და თავს მანქანისკენ აბრუნებს, სერიოზული სახით ვუყურებ და მინდა რომ ვინმემ მაინც დამანებოს თავი - შენ რისი გეშინია? - შენნაირი მანიაკების - ვეუბნები და მივდივარ - ხომ იცი რომ ადრე თუ გვიან ყველაფერს მომიყვები - დარწმუნებული არ ვარ მაგრამ გამორიცხული სულაც არაა, გააჩნია იმ სახლში ჭკუიდან რამდენად გადამიყვანენ. ჩანთას მანქანაში ვაგდებ და მეც ვჯდები. ისეთი სიტუაციაა თითქოს ყველამ ერთად დავდეთ მდუმარების აღთქმა და ახლა ხმას ვერ ვიღებთ, ამ სიწყნარეს კი რეზი უღებს ბოლოს - ძალიან მოთხოვნადიხარ, ყველას შენთან საუბარი უნდა განსაკუთრებით კი გიგის, ისე გიჭერდა ვფიქრობდი ცოტახანში ჩარევა მომიწევდა - ფანჯარაში ვიყურები და ვცდილობ არ მოვუსმინო - აქ კი ბატონი გიორგი გესტუმრა - როგორ მინდა რომ უბრალოდ გაჩუმდეს - იმედია იმის შეხსენება არ მჭირდება რომ ჩუმად უნდა იყო და ზედმეტი არ ილაპარაკო. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ თავი მძინარედ მოვაჩვენო, სავარაუდოდ არ დაიჯერებს, მაგრამ საკმაოდ კარგი მინიშნებაა იმის რომ უნდა გაჩუმდეს. სახლამდე გზა უაზროდ იწელება, მისვლისთანავე მეცადინეობას ვიწყებ და მიკვირს რომ დღე ასე მშვიდად და წყნარად მთავრდება, აქ ეს ნამდვილი იშვიათობაა. მეცადინეობისგან დაღლილს მალევე ჩამეძინა. უნივერსიტეტში მეორე დღესაც უპრობლემოდ წავედი და ყველაფერი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. საბედნიეროდ ბავშვები ზედმეტად კითხვებით არ მაწუხებდნენ და მათი მოტყუებაც არ მიწევდა. ყველაფერი ნორმალურად იყო, რამდენიმე დღე მშვიდად ვცხოვრობდი რაც დიდი ხანია არ მღირსებია, რა თქმა უნდა, რეზი არსად გამქრალა და საშინლად მაღიზიანებდა რომ დროის რაღაც ნაწილს მასთან ერთადაც ვატარებდი, მაგრამ მის დაიგნორებას წარმატებით განვაგრძობდი, დიდი მოლაპარაკე თავადაც არაა ამიტომ ეს არც მისთვის წარმოადგენდა დიდ პრობლემას, თუმცა ხანდახან მაინც ნერვებს უშლიდა ჩემი სიჩუმე. იმის გამო რომ ამ სახლში საქმე არაფერი მაქვს, მთელ დროს მეცადინეობას ვუთმობ და საკმაოდ მარტივად დავეწიე პროგრამას, ყურადღების გადასატანადაც მშვენიერი საშუალება აღმოჩნდა. როგორ ამბობენ ხოლმე... სიწყნარე შტორმის წინ არაა? ახლა რომ დავფიქრდე ეს პერიოდი სწორედ ამ სიწყნარეს ჰგავდა. *** ბიჭები გაბრაზებულები უყურებენ ეკრანს, რომელზე კიდევ ერთხელ ჩანს თუ როგორ სვრის რეზი მის წინ მუხლებზე მდგომ კაცს, სიბნელის გამო სახეები კარგად არ ჩანს მაგრამ მაინც მარტივად ამოსაცნობია მკვლელის როლში რეზი. - ესეც თანამედროვე ტექნოლოგიები - ამბობს სანდრო და ბიჭების გაბრაზებული სახის დანახვის შემდეგ ისევ სერიოზულდება - ეს ნაბი.ვარი ვინღაა?! - იღრინება რეზი და ვიდეოს თიშავს - ორ დღეში ხუთ მილიონს ითხოვს და თან პოლიციით გვემუქრება - დაწყნრდი რეზი - ამბობს მიშო - წყნარად ვარ, უბრალოდ ვერ ვიგებ ამხელა გამბედაობა საიდან აქ ვიღაც სი.ს რომ ბედავს და პოლიციით მაშინებს! ან საერთოდ ამის გადაღება როგორ გაბედა ? რეზიმ ბიჭები დაარწმუნა რომ ამ საქმეს თავად მიხედავდა და თავში უკვე ათასობით ვარიანტი უტრიალებდა იმის შესახებ თუ ამას როგორ გააკეთებდა. ამის გამკეთებლის მადლობელიც კი იყო რადგან ახლა ნუთის უკან დევნა აღარ მოუწევდა და მისი ძიძობა სიამოვნებით გადაულოცა სანდროს. რეზი ყოველდღე ხუთ საათზე იღვიძებდა სარბენად და ახლაც დაღლილი და გაოფლილი დაბრუნდა სახლში, ოთახში ასვლას აპირებდა სამზარეულოდან გაბრაზებული ბურტყუნის ხმა რომ მოესმა და მაშინვე მიმართულება შეიცვალა, გაღიმებული მიაბიჯებდა სამზარეულოში რადგან ზუსტად იცოდა იქ ვინც დახვდებოდა - რას აფუჭებ? - ნუთმა რეზის გაბრაზებული მზერა ესროლა და შეეცადა არ შეემჩნია მოულოდნელობისგან გამოწვეული შიში - სერიოზულად დროა ლაპარაკი დაიწყო - ამბობს რეზი და გაბრაზებული უყურებს ძირს დაყრილ მის საყვარელ ჩაის - კიდევ კარგი სულ არ დააპნიე - ამბობს, ჩაის ყუთს ნუთს ხელიდან ართმევს და მაგიდაზე დებს - საშინელ ჩაის აკეთებ, ეს ჩაი ისეთი გემრიელია ცუდი რომ გამოგივიდეს ძალიან უნდა ეცადო - სიცილით ამბობს რეზი - ეგრე არ არის - გაბრაზებული ნუთი მომენტალურად ამბობს და მაშინვე ახსენდება დუმილის აღთქმა - ზუსტად გავარტყი, ესიგი ჩაის მომზადებასთან დაკავშირებით თუ მოგცემ შენიშვნებს, მაშინვე ალაპარაკდები და ამ სულელურ გაბუტვასაც დაივიწყებ არა? - უაზრო გაბუტვას შენ რას ეძახი?! საერთოდ გახსოვს მააინც რა გააკეთე? - ნუთს უკვე ყელში ამოუვიდა ის ფაქტიი რომ რეზი ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარა - კი, უხეშად გაიძულე რომ წამალი დაგელია - ეგ იმ ყველაფრის ძალიან რბილი აღწერაა - რეზი შებრუნდა და ჩაის მომზადება დაიწყო - არ გქონდა უფლება რომ ასე მომქცეოდი! საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს ჩემთან მიმართებაში, არაფრის გასაგებია?! არ მადარდებს ის ფაქტი, რომ ჩემთვის რამის დაშავება შეგიძლია, ისე ვერ მომექცევი როგორც მოგინდება - რა ბედნიერება იყო ჩუმად რომ იყავი - ამბობს რეზი და ჩაის მომზადებას განაგრძობს, მის უკან მდგარი ნუთი კი უარესად ბრაზდება - შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს არაფერი გესმის, მაგრამ არ მადარდებს გესმის თუ არა, უბრალოდ დაიმახსოვრე რომ შენი სათამაშო არ ვარ - ხოო? - რეზი სწრაფად ბრუნდება ნუთისკენ და თვალებში აშტერდება - ხოო - ნუთი ჩაის სასიამოვნო არომატს გრძნობს და რეზის ხელებში შემოჩეჩებულ ჭიქას ართმევს - დალიე და დაწყნარდი - რეზი ოთახიდან გადის ნუთი კი ჯდება და ჩაის სვავს. გონებაში აღიარებს, რომ რეზი მართლაც ძალიან გემრიელად ამზადებს ჩაის, თუმცა ვერ იგებს მათ მომზადებულ ჩაის განსხვავებული გემოები რატომ აქვს. დარწმუნებულია რომ თავადაც გემრიელს აკეთებს, თუმცა რეზის მომზადებული მისთვის უფრო გემრიელია. ფიქრებში დაკარგულს უკან მართას ხმა აბრუნებს - მამას ველაპარაკე, ერთ კვირაში ჩამოვა და სავარაუდოდ ჩევენი პატიმრობაც მაგ დროისთვის დასრულდება - ჩვენი არა ჩემი, შენ როცა გინდა მაშინ გადიხარ და ტელეფონითაც მაშინ სარგებლობ - მეგონა გაგიხარდებოდა - ამბობს მართა და მოწყენილი ჯდება - გამიხარდა, მშვენიერი ამბავია რომ მალე შენი ნახვა აღარ მომიწევს - უკვე დაივიწყე რა ჩემი წასვლის ამბავი და ნუღარ იბუტები - დავივიწყო? რა დავივიწყო ის რომ 15 წლის ბავშვი ფსიქიკურად ავადმყოფ დედასთან დამტოვე? იცი მაინც რისი გამოვლა მომიწია? შენ ადექი და გაიქეცი დედა კი მე შემატოვე, სანამ შენ ბედნიერად ცხოვრობდი და საქმროს ეძებდი, მე და ლალი შუა ღამით დედას დავეძებდით ქუჩებში, იცი მაინც რამდენჯერ მეგონა რომ სადმე მკვდარს ვიპოვიდით ან საერთოდ ვერ ვიპოვიდით? და ეს ყველაფერი არ არის მართა. სცადე და ეს ყველაფერი დამავიწყე, იქნებ მერე მეც შევძლო შენდამი სიძულვილის დავიწყება და გაპატიო კიდეც რომ ყველა ფეხებზე დაგვი.იდე - ნუთი ოთახიდან გავარდა მართა კი ბრილიანტის ბეჭედს უყურებდა და თითზე ათამაშებდა - რას ვიზამთ საყვარელო პირველრიგში ყველამ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.