შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 2 თავი

4-06-2021, 15:18
ავტორი ნეაკო
ნანახია 9 432

თათია ერთ ადგილას მიყინულივით იდგა კარგა ხანს, მის გონებაში ალექსის ნათქვამი თითოეული სიტყვა ქაოსურად ირეოდა და მათ ერთმანეთთან ვერ აკავშირებდა, ფიქრებს აყოლილი ლამის შეიშალა და კარს ეცა, მისდა გასაკვირად დაკეტილი არ აღმოჩნდა, ამიტომ ხმაურით გააღო და ჩაბნელებულ ვიწრო დერეფანში გავიდა, რატომღაც შიშის გრძნობა უკანა პლანზე გადავიდა და ძალიან მშვიდად შევიდა მისაღებში, სუსტი განათების ფონზე მალევე შენიშნა ალექსი რომელიც სავარძელში მჯდომი ნელ-ნელა წრუპავდა ვისკის, ნახევრად სავსე ჭიქიდან, თათიას ცივი მზერა მის პროფილზე მიეყინა, სამარისებური სიჩუმე თათიას ხმამ გაკვეთა
-რატომ მითხარი ის სიტყვები?
-ოთახში დაბრუნდი-მომენტალურად უთხრა ბიჭმა ისე რომ მისკენ არ მიუხედა და ჭიქა ბოლომდე ჩაცალა
-კითხვაზე მიპასუხე-წყობრიდან გამოვიდა გოგონა და გაუაზრებლად თავზე წამოადგა სახე ალეწილ ბიჭს, რომელმაც თავხედური მზერა ააყოლა მის ტანს და მზერა ათრთოლებულ ტუჩებზე შეაჩერა, თათიას რა თქმა უნდა არ გამოჰპარვია ეს ყველაფერი და ამან ცოტა დაძაბა, თუმცა დააიგნორა მისი თავხედობა, ძალა მოიკრიბა მალევე და დამშვიდდა, ახლა ინტერესი შიშზე ძლიეირი იყო, უკან დახევა არც უფიქრია -ჩემი სახელი საიდან იცი? კიდევ რა იცი ჩემზე?
-ოთახში დაბრუნდი ახლავე!-ამჯერად ძალიან მბრძანებლური და თახედური ტომი ჰქონდა ნიჭს, რომელიც წამით თვალს არ აშორებდა გოგონას ფერმკრთალ სახეს, რომელიც კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენებოდა, ღამის სანათის სუსტი განათების ფონზე
-არსად წავალ სანამ ჩემს დასმულ კითხვებზე არ მიპასუხებ-გაჯიუტდა გოგონა
-რისი მოსმენა გინდა?-წყობრიდან გამოსული ბიჭი ნელა წამოდგა ფეხზე და ზემოდან დააცქერდა მას
-სიმართლის-დაუფიქრებლად უთხრა გოგონამ -აქამდე რომ მენახე აუცილებლად მემახსოვრებოდი! დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ აქამდე არასდროს შევხვედრილვართ
-რატომ გგონია ასე?-დაინტერესდა ბიჭი -ფიქრობ რომ ჩემს დავიწყებას ვერ შეძლებდი?-მისმა ირონაიმ გოგონა საშინლად გააღიზიანა, მიხვდა რომ ალექსისგან ლოგიკურ და გულწრფელ პასუხებს ვერ მიიღებდა, ამიტომ მიტრიალება გადაწყვიტა, მაგრამ ალექსმა მაჯაში ხელი წაავლო და თავისკენ მოქაჩა, გოგონამ წინააღმდეგობის გაწევა სცადი რის გამოც მეორე ხელიც დაუჭირა ბიჭმა, თავი ოდნავ დახარა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე
-გამიშვი-გაუძალიანდა გოგონა და თავი დახარა რომ მის დაჟინეულ მზერას გაჰქცეოდა რომელიც სწვავდა,
-ძალიან ლამაზი ხარ თათია-უთხრა გამომწვევი ტონით ალექსმა, უკვე აკანკალებულ გოგონას და ცხვირის წვერი შეეხო მის საფეთქელს
-გეყოფა გამიშვი-გოგონა ისევ აფართხალდა, მიხვდა რომ ალექსი ისევ ეთამაშებოდა
-და თუ არ მინდა შენი გაშვება?-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და თვალებში ჩააცქერდა აღფრთოვანებული, რადგან ძალიან მოწონდა თათიას ეს არეული მგომარეობა, ხვდებოდა რომ მის სიტყვებს დიდი ძალა ჰქონდა გოგონაზე
-გთხოვ შეწყვიტე-დაიჩურჩულა გოგონამ ისე რომ მისთვის არ შეუხედია, ალექსმა თავი კიდევ უფრო დახარა და ცხელი ტუჩები სრულიად გაუაზრებლად მიაწება ყელზე, თათიამ თვალები დახუჭა მომენტალურად და ათას ბრძნობასთან და ემოციასთან გამკლავება სცადა, რომელიც ამ ერთ წამიანმა კოცნამ განაცდევინა ახლა ამ წამს, მისი შეხებით, სურნელით და კოცნით გაბრუებულმა ბიჭმა თავი ვეღარ მოთოკა და ამჯერად გოგონას ყელიდან ლავიწის ძვალზე გადაინაცვლა მისმა ტუჩებმა, თათია ისე არია ამ შეხებამ, ისე ატკინა, ისე გააბედნიერა, ისე დააბნია რომ ვეღარა იაზრებდა რეალურად რას განიცდიდა ამ შეხებით, ზუსტად იგივე განიცადა ალექსმა და საშინლად
დაიბნა რამდენიმე წამის განმავლობაში, თუმცა არც კი უფიქრია გოგონას ნაზი და მხურვალე კანისთვის მოეშორებინა ცხელი და ვნებიანი ტუჩები რადგან გრძნობდა რომ მას ეს შეხება სჭირდებოდა გრძნობებში გასარკვევად-ალექსანდრე-პირველად თქვა გოგონამ მისი სახელი, ბიჭი ადგილზე გაიყინა, რატომღაც უცნაური განცდა დაეუფლა -გამიშვი გთხოვ-ახედა არეული თვალებით გოგონამ, ბიჭი ამღვრეული ჩაწითლებული თვალებთ დააცქერდა ზემოდან, რატომღაც ძალიან არია ამ მდგომარეობამ და გაუაზრებლად უფრო მეტად მოუჭირა ცივი თითები გოგონას მაჯებს,თითქოს არ ეთმობოდა გასაშვებად მაგრამ მალევე გაუშვა და უმისამართოდ დაიჩურჩულა
-წადი-თათია მაშინვე შეტრიალდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა ოთახისკენ, ალექსანდრემ ვისკის ბოთლს წამოავლო ხელი და კედელს შეახეთქა, არ ეგონა თავზე კონტროლს თუ დააკარგვინებდა თათიას შეხება და სიახლოვე.
მთელი ღამე თეთრად გაათენა გოგონამ,ათასი გრძნობა და ემოცია აწვებოდა მის სხსულს რომელიც ხან ბედნიერების გიჟურ ტალღად უვლიდა სხსულში ხან კი აუტანელ ტკივილად... იცოდა, იცოდა რომ ეს ყველაფერი არანორმალური იყო, იცოდს ეს აკრძალული იყო, არასწორი იყო, დაუშვებელი იყო, არა მართეული მაგრამ ... მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა, მისი გონება თავისდაუნებურად იმ მომენტში აბრუნებდა როცა ალექსის ცხელი ტუჩები მიეწება მის ყელს, ყოველ წამს იგივე ტკვილს და ბედნიერებას განიცდიდა რაც მაშინ ამ შეხებისას განცადა... ეწვოდა მისი შეხების ადგილას ყველგან ეწვოდა კანი, მაგრამ ეს სასიამოვნო მწველი ტკივილი იყო მის სხეულზე, რომელიც გულს აჩქარებდა, სუნთქვას ახშირებდა, სისხლს ამღვრევდა, თავს ატკიებდა მოწოლილი ემოციების გააზრებისას.
ფიქრისგან თავატკიებულს გამთენიისას მაინც წაართვა ძილმა თავი,მაგრამ რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ ძილი მალევე გაუკრთო, თითქოს ზურგი ეწვოდა, ძალიან ეწვოდა, უცნაურმა შეგრძნებამ გააღვიძა,თავიდან დაიბნა მაგრამ, როცა გააცნობიერა სად იყო და რა ხდებოდა მის თავს გული უსიამოდ შეეკუმშა, მაგრამ სურნელი, უკვე ნაცნობი, საშიში და სასიამოვნო სურნელი იგრძნო და ეგრევე გაბრუვდა
-დილა მშვიდობისა მძინარე მზეთუნახავო-მოესმა ალექსის ხმა ზურგს უკნიდან, დაფეთებული საწოლზე წამოჯდა და ისედაც მოკლე კაბა რომელიც კიდევ უფრო ზემოთ აცურებულიყო მის უზადო სხეულზე მაქსიმალურად ქვემოთ დაქაჩა, ალესანდრეს გაეცინა მის ქცევაზე
-აქ რას აკეთებ?-არ გაუხედია მისკენ ისე ჰკითხა დაძაბულმა გოგონამ
-გიყურებდი როგორ გეძინა, უნდა ვაღიარო რომ, როცა გძინავს და ჩუმად ხარ ბევრად უფრო საყარელი ხარ-უთხრა ირონია ნარევი ხმით და როცა თათიამ მკვლელი მზერა ესროლა გაეცინა
-რადგან კარგ ხასიათზე ხარ და მე ჯერ კიდევ ცოცხალი, ჩანს ის საცოდავი ბიჭი შენს ტყვიას ჯერ არ ემსხვერპლა ხო?-მაშინვე მოუშხამა ხასიათი
-ჭკვიანი გოგო ყოფილხარ-დაეთანხმა უტუფრად და საწოლს მოუახლოვდა, თავზე წამოადგა, ოდნავ დაიხარა და თვალებში ჩააცქერდა -მაგრამ ბევრს ნუ ფიქრებ ჩემს ქმედებებზე და სიტყვებზე პატარავ თორემ ძალიან დაიბნევი და გრძნობებში დაიკარგები
-შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ, საერთოდ არაფერს-უთხრა თავხედურად გოგონამ- და ერთადერთი ბრძნობა რაც შეიძლება შენს მიმართ განვიცადო არის ზიზღი, უსაზღვრო ზიზღი!-მათი ამღვრეული თვალები წამოერად ერთმანეთს შეეფეთა, ალექსი ჯერ ძალიან გააღიზიანა გოგონას სიტყვებმა, მერე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ეს სიტყვები თათიასგან როგორც გამოწვევა ისე მიიღო
-ფრთხლად იყავი ართმანეთში არ აგერიოს ვნება და ზიზღი-სახე კიდევ უფრო მიუახლოვა და ტუჩებთან დაუჩურჩულა
-ღმერთო რას ბოდავ-თვალები აატრიალა გოგონამ და მაქსიმალურად გაუწია თავს წინააღმდეგობა, რომ ალექსის ზედმეტ სიახლოვეს და სურნელს არ გაებრუებინა, თან ფეხები ჩამოაცურა საწოლიდან და ფეხზე წამოდგა ისე რომ წამით თვალი არ მოუშორები ბიჭის სახისთვის, ალესანდრემ ამჯერას სრულიად გააზრებულად და განზერახ ხელის ზურგი ჩამოაყოლა მის სახეს და ყელისკენ ჩააცურა
-გუშინ აქ გაკოცე-უთხრა ხმადაბლა და ხელი ლავიწის ძვალს გააყოლა -აქაც
-მორჩი-გოგონამ მისი ხელი მოიშორა და ნაბიჯი გვერდზე წადგა, მაგრამ ალექსმა მოულოდნელად ხელი წელზე შემოაჭდო და ტანზე მიიკრო გოგონას სიფრიფანა სხეული, მეორე ხელით სახეზე ჩამოყრილი თმა ცალ გვერდზე მოუქცია და კისერში აკოცა, მისი ქცევები, სიტყვები, შეხება ისე აბნევდა თათიას რომ წინააღმდეგობის გაწევის ძალას ვეღარ პოულობდა საკუთარ თავში და მორჩილად ჰყვებოდა მის ყველა გამოხტომას, რაც ალექსანდრეს თვითდაჯერებულობას ჯიდევ უფრო ამძაფრებდა
-წამოდი ვისაუზმოთ-მოულოდნელად მოშორდა დაბნეულ გოგონას და კარისკენ წავიდა
-არ მშია-როგორღაც აზრზე მოსვლა შეძლო გოგონამ და უპასუხა
-როგორც გინდა-ცივად უთხრა ბიჭმა და გავიდა.
ლიკას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა საუზმის დროს თავზე წამოადგა ზაზა, იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის ქმრის დაბრუნება რომ რამდენიმე წამის განმავლობაში აზროვნენის უნარიც კი დაკარგა
-თათია ისევ დედაჩემთანაა?-მაშინვე ეს ჰკითხა კაცმა დაბნეულ ცოლს
-ჰო მასთანაა-უპასუხა ქალმამდა ფეხზე წამოდგა
-ბაჩო სადაა?
-ვარჯიშზე... ხვალ თამაში აქვს თუ გახსოვს
-შენ წარმოიდგინე და მახსოვს-მიახალა კაცმა და სუფრასთან დაჯდა
-ზაზა რა ხდება? -აზრზე მოვიდა ლიკა-რატომ დაბრუნდი ასე სწრაფად და მოულოდნელად?
-მაქვს ალბათ მიზეზი-დაუღრინა კაცმა და აკანკალენული ხელით ცოლის ჭიქიდან ყავა მოსვა -დღემდე ვერ ვხვდები უშაქროს რა მუღამს უჭერ-კაცმა თეფშზე დააბრუნა ჭიქა მოჟამული სახით და ფეხზე წამოდგა
-ზაზა რა გემართება?-ქმრის უაზრო ქცევამ დააბნია ქალი და კისერზე შემოაჭდო თბილი ხელები
-ცუდად ვარ ძალიან ცუდად ვარ ლიკუ-გამოტყდა კაცი და ცოლს ჩაეხუტა, ახლა ამ წამს ძალიან სუსტ ადამიანად იგრძნო თავი და საყვარელი ქალის შეხებამ თითქოს ძალა შემატაო, მალევე მოვიდა აზრზე,წელზე შეუცურა ხელი და საძინებლისკენ წაიყვანა
-ზაზა-ქალმა ქმარი შეაჩერა -ნუ სულელობ
-მჭირდები-დაუჩურჩულა მომღიმარი სახით კაცმა და სანამ ლიკა რამეს ეტყოდა მის ვნებიან წითელ ტუჩებს შეაწება თავისი ცივი უხეში ტუჩები რომლებიც ლიკასთვის დღემედე ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო იყო.
საწოლზე მჯდომი თათია კარის შეღების ხმამ შეაკრთო და ინსტიქტურად ფეხზე წამოდგა
-წამოდი მივდივართ-ალექსმა მკლავზე ხელი წაავლო და ოთახიდან გაიყვანა, გოგონას არაფერი უკითხავს მისთვის, არც დაინტერესებულა სად და რატომ მიჰყავდა, როცა მანქანის კარი გაუღო ალექსმა სულ ერთი წამით შეხედეს ერთმანეთს თვალებში, გული ატკინა თათიას მისმა მზერამ რადგან ისევ ისეთი, ცარიელი და ცივი იყო როგორც აქამდე
-დაჯექი-ალექსის ხმამ გონს მოიყვანა, მორჩილად შეასრულა მისი ბრძანება და წინა სავარძელზე დაიკავა ადგილი, ბიჭი მაშინვე საჭეს მიუჯდა და მანქანა გიჟივით გააქანა, ხმას არცერთი იღებდა, უცნაური სევდა შემოაწვა თათიას გულზე, ისეთი განცდა დაეუფლა თითქოს რაღაც ძვირფასთან და განსაკუთრებულთან უწევდა დაშორება. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქოდა როცა ალექსმა ირინას კორპურთან გააჩერა მანქნა, გაოგნებული მიაჩერდა ბიჭს და მის პროფილს გაუშტერა უკვე აწყლიანებული თვალები, უხერხული სიჩუმე ალექსის ხმამ გაფანტა
-გადადი-იმდენად უხეშად უთხრა რომ თათიამ ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა, კარგა ხანს უყურებდა ბიჭის სახეს, თითქოს ცდილობდა მისი სახის ყოველი ნაკვთი დაემახსოვრებინა, ძალიან უნდოდა რომ ეს სახე მის გონებაში ღრმად და სრულად აღბეჭდილიყო, ალექსმა ვეღარა გაუძლო ამ სიჩუმეს, მის მზერას და მისკენ მიიხედა -წადი სანამ გადავიფიქრე შენი გაშვება-ამ სიტყვებმა თათიაზე ისე იმოქმედა რომ ცრემლები გადმოიცურდა გაფითრებულ ღაწვებზე, მაგრამ ისევე რობორც ალექსანდრემ თავადაც ვერ გააცნობიერა ეს ცრემლები ბედნიერენის იყო, ტკივილის, იმედგაცრუების თუ სასოწარკვეთის,თათია მიტრიალდა, კარის საკეტს მიწვდა გამოსწია და უნდა გაეღო რომ ალექსმა მაჯაში ხელი წაავლო და თავისკენ მიატრიალა, მათი არეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა -მაპატიე რომ გატკინე-უთხრა ჩურჩულით ბიჭმა და ჯერ მაჯაზე, გაასმაგებულად მფეთქვ პულასაციაზე აკოცა მერე კიდევ უფრო მოუახლოვა სახე დს ყურს უკან აკოცა, ხელი გაუშვა და საქარე მინას გაუშტერა თვალი, თათია მანქანისდან სიტყვის უთქმელად გადავიდა და სადარბაზოში სანამ არ შევიდა და არ გაუჩინარდა მისი სილუეტი ალექსმა მანქანა ადგილიდან არ დაძრა.
თათიამ მოკლეთ და განსხვავაებული თორმით მოუყვა ირინას მომხდარი, თან ისე მარტივად რომ ქალს ფაქტიურად ღელვის და ნერვიულობის მიზეზი გაუქრო
-მამაშენმა უნდა გაიგოს ეს ამბავი-ბოლომდე მაინც ვერ დააშოშმინა ბებო
-ხომ ხედავ კარგად ვარ ბე, არავის არაფერი დაუშავებია, მამა გაგიჟდება და სკანდალს მოაწყობს, ხომ იცი რაც მოხდება არა?! მაგან რომ გაიგოს მე ღამე სახლში არ ვიყავი უბრალოდ ჭკუიდან გადავა
-რომ არ შეგეშვას ის ხალხი?
-რამის დაშავება რომ უნდოდეთ აქამდეც დამიშავებდნენ
-ბებო მეშინია და რა ვქნა? ასე მარტივია იმის გადატანა რომ გუშინ შენ სრულიად უცხო ხალხთან ერთად გაატარე ღამე
-ძალიან დაღლილი ვარ და ძალიან მეძინება ბე, გთხოვ ნუღარ გაართულებ-კისერზე ჩამოეკიდა ქალს -კარგად ვარ, ნუღარ გააგიჟებ დანარჩენებს რა გთხოოვ
-კარგი კარგი -გაეცინა ქალს.
ალექსანდრე ისევ იმ სახლში დაბრუნდა, თავასაც არ იცოდა რატომ, ალბათ უნდოდა ისევ შეეგრძნო თათიას სასიამოვნო და ტკბილი სურნელი რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებდა მთელს სახლში, ან უბრალოდ ეგონა რომ ტრიალებდა და უბრალოდ ცხვირის რეცეპტორები შეჰყავდა შეცდომაში გოგონასთან შეხების მერე განცდილი არეული ემოციებისგან დახშულ გონებას. სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, თვალები დახუჭა და თავისდაუნრეურად თათიას სახე დაუდგა თვალწინ, არ ესიამოვნა ის ფაქტი რომ გონებას ვეღარ იმორჩილებდა, ამიტომთვალები გაახილა, ვისკის ბოთლი გამოღო კარადიდან გახსნა და მოიყუდა,მგონების დაკარგვამდე დალია სასმელი და მაინც იმ ოთახში შევიდა სადაც თათიას ეძინა წინა ღამეს, საწოლზე პირქვე დაემხო და მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზის თუ თათიას ჯერ კიდევ შემორჩენილი სურნელის გამო გაბრუებული მალევე გაითიშა.
გვიან ღამე გააღვიძა თავის ტკივილმა, საწოლზე წამოჯდა და ღამის სანათი აანთო, ტუმბოზე დადებულ თათიას ჩენთას და ტელეფონს რომ ჰკიდა თავალი გული მტკივნეულად შეეკუმშა, მაშინვე ხელი წამოავლო და ჩქარი ნაბიჯით გავიდა სახლიდან, წამში გაქრა სისუსტე, თავის ტკივილიც და გაბრუებაც.
თათია გვიანობამდე ეძებდა სოც ქსელში ალექსანდრეს, ძალიან უნდოდა მასზე რამე გაეგო, თუნდაც ასაკი და გვარი, რატომ რა მიზნით თავადაც არ იცოდა, უბრალოდ უნდოდა რომ ეპოვა, თუცა ამაოდ, მხოლოდ სახელით ვერ მიაგნო და თავი დაანება. ცოტა ხანს გაგრძელდა თათიას ეს არეული მდგომარეობა, იმის გამო რომ ალექსი მის ცხოვრებაში აღარ გამოჩნდა კარგა ხანს, თათიამ დაიბრუნა ჩვეული სიმშვიდე და ერთფერობანი მოსაწყენი ძველი ცხოვრება. რა თქმა უმდა გულის სიღრმეში სულ ელოდა მის გამოჩენას, ირიბად მაინც , მაგრამ არა! არადა არ ჩნდებოდა ალექსი! არადა როგორ უნდოდა ერთხელ მაინც ენახა თუნდაც შორიდან...
ზაზამაც ჩვეული სიმშვიდე დაიბრუნა, რადგან ალექსანდრე ჯიშკარიანი საერთოდ არ ჩნდებოდა მის ცხოვრებაში და მითუმეტეს მის საქმეებში არ ცდილობდა შეჭრას, მაგრამ მაინც მიიღო უსაფრთხოების მკაცრი ზომები და
თათიას უსახური ცხოვრება კიდევ უფრო აუტანელი და რთული გახდა მისი გერმანიიდან მოულოდნელი დაბრუნების და დგენილი მკაცერი წესების მერე, მართალია ზაზა და ლიკა ამტკიცებდნენ რომ განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა მათ ცხოვრებაში მაგრამ მათი ამგვარი ქცევა უფრო მეტად უჩენდა ეჭვს მასაც და ბაჩოსაც, რადგან სრული აკრძალვა ჰქონდა გარეთ გასვლის გარდა გამოწვეული აუცილებლობისა ისიც მხოლოდ თანმხელბ პირთან ერთად. წვეულებები დიდად არ აღელვებდა ზაზას რადგან ისედაც იშვიათად დადიოდნენ, ისიც ვიწრო წრეში სადაც ყველა ზომიერად სვამდა ალკოჰოლს, ყალბი ღიმილით ხვდებოდა ერთმანეთს და მშვიდად შორდებოდა.
თათიას არასდროს გაუსინჯავს ალკოჰოლი, არ უნახია მთვრალი ადამიანი, არ შესწრებია ჩხიუბებს და სკანდალებს,რადგან თუ მოხდებოდა ისე და მოუწევდათ სხვა წრეში ტრიალი სადაც თავშეკავებულობის ნაკლებობა იგრძნობოდა ხოლმე, ლიკას დაჟინებული მოთხოვნით და სურვილით ძალიან მალე ტივებდნენ იქაურობას. თათია დადიოდა საუკეთესო კერძო სკოლაში, საუკეთესო რეპეტიტორებთან ემზადებოდა რამდენიმე საგანში, ფლობდა ინგისურს და ფრანგულ ენებს, ნაკელბად მაგრამ გამართულად იცოდა რუსულიც რომელიც დედას დაჟინებული თხოვნით და მოთხოვნით ისწავლა, ასევე დედას ძალდატანებით ისწავლა როიალზე დაკვრა რომელიც რატომღაც ბავშვობიდან სძულდა, დედას სურვილით დადიოდა ბალეტზეც რომელიც საერთოდ არ აინტერესებდა და მასწავლებლის მოკრძალებული ახსნის მერე როგორც იქნა გამოიყვანა ცრემლების ღვრით ლიკამ და საყვედურებით აავსო რომ ცუდი და დაუნახავი შვილია. ასევე ლიკას სურვილით იარა ცურვაზე, ქართულ ცეკვებზე, მუსიკაზე და ბოლოსდაბოლოს ამ ყველაფრით თავმობეზრებულმა თექვსმეტი წლის თათიამ გაბედა და გამოაცხადა რომ თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ უბრალოდ არსად აღარ ივლიდა, რასაც ოჯახში მოჰყვა საშინელი სკანდალი, ყვირილი, ჩხუბი, ტირილი ლიკას ორთვიანი დეპრესია თუ როგორ არ გაუმართლა არცერთ შვილში რადგან ერთს ფეხბურთელობა უნდოდა მეორეს კი მხატვარი სურდა გამოსულიყო, უსარგებლო პროფესიებისთვის თავის მიძღვნა არა მარტო ლიკას ზაზასაც აგიჟებდა, თუმცა თათია საბოლოოდ მაინც ვერ აღუდგა წინ მშობლების სურვილს, ბაჩოსგან განსხვაავებით რომლმაც მათი ჯიბრით უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე ჩააბარა და სწავლა დაიწყო იმაზე რაც სურდა და პარალელურად ფეხბურთს მიუძღვნა თავი. იმის გამო რომ თათიას ძალა არ ეყო მშობლებს წინ აღდგომოდა, ხატვის უფლება მისაღებად თავი დაივალდებულა და პირობა მისცა მათ რომ იმ უნივერსიტეტში ჩააბარებდა და იქ ისწავლიდა სადაც ისინი მოისურვებდნენ. ამ მოსაწყენ ერთფეროვან ცხორებაში ალექსანდრეს გამოჩენა თუნდაც ორი დღით და ერთი ღამით სასწაულად გიჟური თავგადასავალი იყო თათიასთვის, მითუმეტეს რომ მასთან განსაკუთრებული სიახლოვე იგრძნო თავიდანვე და დაშორებისას ეს სიახლოვე უფრო მეტად იგრძნო.
იმ დროს როცა ყველა და ყველაფერი ერთ ადგილას გაიყინა თითქოს, მოხდა რაღაც, რაღაც განსაკუთრებული და უცნაური, 19 წლის ბაჩომ ცოლი მოიყვანა, კატასროფა, ცის ჩამოქცევა, ვულკანი, ქარიშხალი, მიწისძვრა ცუნამი ეს ყველაფერი ერთად არ გამოიწვევდა იმ ყველაფერს რაც ამ სასიხარულო ამბავმა გამოიწვია ლიკას და ზაზას დახშულ გონებაში. იმ დროს როცა ზაზას ამ ახალ უსიამოვნო ამბავმა ლამის ტვინი აუდუღა, დაემატა ის რომ მის სამშენებლო ფირმაში მუშები გაიფიცნენ, დაბალი ანაზღაურების და უსაფრთხოების წესების არარსებობის გამო, წყობრიდან გამოსულმა კაცმა ერთერთ ამ ამბის წამომყებს დაარტყა კიდეც ხელი, რის გამოც ფირმის სხვა თანამშრომლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გაფიცულებს და შეუერთდნენ მათ, ფირმის სრულმა პარალიზებამ გამოწვია მშენებლობების შეჩერება, კარძო კლიენტების უკმაყოფილება, ჩხუბი, საქმის გარჩევები, მუქარები, ბანკის ვალები და სრული კრიზისი ფირმაში და გონებაში.
-აღფრთოვანებული ვარ შენით-თავზე წამოადგა ბექა სასმლისგან ტვინარეულ ბიჭს
-მეც აღფრთოვანებული ვარ ჩემი თავით-ახედა უაზრო თვალებით მეგობარს და ორივე შეკრთა როცა კაბინეტში დაუკაკუნებლად შევარდა ასე რომცდახუთიოდე წლის, მაღალი, გამხდარი მკაცრი სახის ნაკვთებიანი, ქერა თმიანი ქალი რომელსაც ხელში ჩანთა და მობილური ეჭირა
-ეს რა არის-იყვირა გაცოფებულმა ქალმა და მაგიდაზე ხმაურით დადო თათიას ნივთები, ბექა ისე აორთქლდა იქიდან რომ დედა-შვილო აზრზე ვერ მოვიდნენ-მიპასუხე რა უნოდოდა შენს ნივთებში იმ გოგოს ჩანთას და მობილურს?
-ჩემს ნივთებში იქექებოდი?-თვალები დააწვრილა ალექსმა და უაზრო მზერით ახედა დედას
-კითხვაზე მიპასუხე!-დაუღრინა ქალმა და ტუჩებთან მიტანილი, ალკოჰოლით პირამდე სასვსე ჭიქა ხელიდან გამოსტაცა -ხომ გითხარი რომ იმ გოგოს ახლოს არ გაეკარო-მეთქი!
-არ გავკარებივარ-გაბრაზდა ალექსი და ფეხზე წამოდგა
-მაშინ ამიხსენი რა უნდოდა შენთან ამ მივთებს და რატომ გაქვს დღემდე შენახული?-მოლაპარაკებებზე გადავიდა ქალი
-არ ვაპირებ შენთვის ახსნა- განმარტებების მოცემას-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა, ჩანთას და მობილურს ხელი წამოავლო და კაბინეტიდან მშვიდად გავიდა. ამ ფაქტმა ძალიან ააღელვა და გააბრაზა მართა რადგან ეს ყველაფერი მის გეგმებში არანაირად არ შედიოდა.
თათია ირინას ჩაეხუტა
-მადლობა ბე რომ იმ ჯოჯოხეთისგან მიხსენი
-მადლობა ჩემს წნევას და უჟმურ ხასიათს უთხარი- იცინოდა ქალი
-იცი რაა?-ჩაფიქრდა თათია -შეიძლება მართლა ვიფიქრო ექიმობაზე, უკვე იმდენჯერ მომიწია შენს წნევებთან და ნერვულ შეტევებთან გამკლავება
-ჰმ-უკმაყოფილოდ გააქნია თავი ქალმა -ხანდახარ როგორ დედაშენივით უტაქტო ხარ თათია!-გოგონა აკისკისდა და ბოლოს ირინასაც შეეპარა ტუჩის კითხეში ღიმილი -და მამაშენივით დაუკვირვებელი-გააგრძელა ქალმა-თუმცა ფაქტია მათ ოჯახში ყველაზე ნორმალური შენ ხარ
-ბაჩო?-შეიცხადა გოგონამ
-19 წლის ლაწირაკი რომელსაც უნივერსიტეტის სწავლის ფულს მშობლები უხდიან, გზის ფულს მშობლები აძლევენ, ვარჯიშზე მშობლების ფულით დადის და თამაშის მერე გადახდილ გროშებს ერთ დღეში ხარჯავს სუნამოში ან სათვალეში როგორ ფიქრობ ცოლის მოყვანის მერე შეიძლება სიმშვიდე ეღირსოს შენი მშობლების ხელში?
-სამაგიეროდ მულში გაუმართლა-კისკისებდა ისევ თათია.
ბევრი ფიქრის მერე ალექსანდრემ გადაწყვეტილება მიიღო!
ტელეფონის რეკვის ხმამ ძილი გაუკრთო თათიას და ნახევრად მძინარემ ისე რომ ეკრანისთვის არც დაუხედა მაშინვე უპასუხა, ეგონა ირინა ურეკავდა
-თათია-გაისმა ბიჭის დაძაბული ხმა, დაფთებული, შეშინებული და აღელვებული გოგონა საწოლზე წამოჯდა და მაშინვე გამოფხიზლდა
-ალექსანდრე-აღმოხდა როცა გაოცების პირველმა ტალღამ გადაუარა-მეგონა უკვე დაგავიწყდი-გაუაზრებლად უთხრა ნაწყენი ტონით და მაშინვე გაბრაზდა საკუთარ თავზე, ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია და მისი წვალება დაიწყო
-მემგონი მოგენატრე?-ჩაესმა ბიჭის ირონია ნარევი ხმა
-ვის ვინ მოენატრა ეგ კიდევ საკითხავია-უთხრა მშვიდი ტონით გოგონამ
-უნდა გნახო-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ბიჭი
-რას მელაპარაკები-შეიცხადა თათიამ -კიდევ რა გინდა?-ინტერესით ჰკითხა,მისმა დამცინავმა ტონმა ძალიან გააღიზიანა ბიჭი მაგრამ თავი მოთოკა და მშვიდად უპასუხა
-შენი სურნელის შეგრძნება და სხეულის შეხება-თათიას ის კოცნა გაახსენდა რომელიც დღემდე გულს უჩქარებდა და სასიამოვნო გიჟურ შეგრძნებებს განაცდევინებდა სხეულის ნაწილებში, თვალები დახუჭა თავისდაუნებურად და ყური მიუგდო ბიჭის აჩქარებული სუნთქვის ხმას-თათია-ბიჭის ხმამ გაუფანტა სასიამოვნო მოგონებებისგან ხელახლა განცდილი ბედნიერება
-რაა-გაუაზრებლად უპასუხა ჯერ კიდევ გონს არ მოსულმა გოგონამ
-ჩემს კოცნაზე ფიქრობდი?-ბიჭის ირონიულმა ტონმა მაშინე გონს მოიყვანა თათია
-მეძინება უნდა გავთიშო
-დარწმუნებული ვარ ამ ღამეს ჩემზე ფიქრში გაათენებ
-საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს-გაბრაზდა თათია
-ხვალ სკოლის მერე პარალელურ ქუჩაზე დაგელოდები პარკთან თუ არ მოხვალ...
-ეჭვიც არ შეგეპაროს რომ არ მოვალ!-წინადადების დამთავრება არ აცადა გოგონამ
-მაშინ ჩემებური მეთოდებით ვიმოქმედებ და მაინც გნახავ!-დაემუქრა ბიჭი
-რაც გინდა ის გააკეთე! მთავარია რომ მე შენთან ჩემი ნებით არასდროს მოვალ!-უთხრა ჯიბრით გოგონამ
-ნუ მიწვევ თათია-ავარდა ალექსი
-რა უფლებით მირეკავ და შეხვედრას მთხოვ თვენახევრის შემდეგ? თავი ვინ გგონია?
-ესე იგი გაბრაზებული ხარ რომ აქამდე არ მოგაკითხე?!-შეიცხადა ბიჭმა და გაეცინა
-აღარ დამირეკო-თათიამ ტელეფონი გათიშა, რატომღაც ელოდა რომ ალექსი დაურეკავდა, მაგრამ ტელეგონი ჯიუტად დუმდა, გაბრაზებულმა იქვე ტუმბოზე მიაგდო და საწოლზე გადაეშვა, თვალები დახუჭა და სცადა მასზე ფიქრი თავიდან მოეშორებინა, თუმცა ვერაფრით დაიმშვიდა ვერც არეული გონება, ვერც აჩქარებული გულისცემა და ერც აბაობოქრებული სისხლის გიჟური დენა ძარღვებში იმაზე ფიქრით რომ ხვალ მას ნახავდა...
გაკვეთილების დასრულებას მოუთმენლად ელოდა, რაღაცნაირად აფორიაქებული და ბედნიერი იყო... არადა საერთოდ არ აპირებდა დათქმულ დროსა და ადგილას მისვლას და მის ნახვას... მაგრამ ძალიან უნდოდა ეგრძნო მისი სურნელი, შეხება, ძალა. სკოლიდან გამოსულს ძალიან გაუკვირდა რომ მის მძღოლს მანქანა საკმაოდ მოშორებით ჰყავდა გაჩერებული, ქუჩის კუთხეში, სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ცენტრალური გზა და იმ მხარეს გაუხვია სადაც მანქანა იდგა, შეკრთა როცა ვიღაცის ძლიერი ხელი მის მაჯას წვდა და თავისკენ შეატრიალება აიძულა
-ვიცოდი რომ არ მოხვიდოდი-დაუჩურჩულა მომღიმარი სახით ალექსმა ჯერ კიდევ დაბნეულ გოგონას და კიდევ უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ
-შენ თვენახევარი არ მოხვედი ჩემთან-ახედა გაბრაზებული სახით და მის ხელებიდან თავის დახსნა სცადა
-ვიცოდი რომ მელოდებოდი-უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა და გამარჯვებულის იერით ჩააცქერდა თვალებში, გოგონამ ახლა ამ წამს თავი საშინლად იგრძნო, მიხვდა რომ მის გუწრფელობას ალექსი ბოროტად იყენებდა, ამიტომ მთელი ძალით სცადა თავის დახსნა მისი მკლავებიდან, რის გამოც ბიჭმა უფრო მეტად მიიკრო სხეულზე და მაქსიმალურად შეუზღუდა მოძრაობის უნარი
-იცოდი და მაინც არ მოხვედი! რამდენად სასტიკი უნდა იყოს ადამიანი რომ ეს გააკეთოს?-ახედა გოგონამ ცრემლიანი თვალებით და ჭაობისფერ ამღვრეულ სფეროებში ჩააცქერდა-მაგრამ შენ ადამიანს ესროლე... ხელიც არ აგიკანკალდა ისე ისროლე მე კიდევ საერთოდ რაზე ვლაპარაკობ ღმერთო-გაბრაზდა თათია საკუთარ თავზე და ისევ გაიბრძოლა-ხელი გამიშვი-იმდენად ზიზღნარევი ტონით უთხრა რომ ალექსანდრე გაყინა ამ ხმამ და მასში გაჟღერებულმა გრძნობამ რომელიც მისთვის ზედმეტად ნაცნობი იყო, თათიამ როგორც კი იგრძნო რომ ალექსმა ძალა დაკარგა მაშინვე ცივად მოშორდა მის სხეულს და უკან დაიხია -მინდა რომ წახვიდე და ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე
-რატომღაც შენი არ მჯერა-როგორც იქნა ხმა ამოიღო თავგზააბნეულმა ბიჭმა
-ჩემგან რა გინდა?
-გუშინ ხომ გითხარი რაც მინდა-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა, თათიას ალეწილ სახეს რომ ჰკიდა თვალი
-თავხედი ხარ-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და მიტრიალება გადაწყვიტა, მაგრამ ამჯერადაც ალექსის ძლიერმა ხელებმა შეაჩერეს
-მინდა რომ გამიშვა-შეეწინააღმდეგა გოგონა თუმცა ალექსმა უფრო მეტად მიიკრო გულზე, თათია, იმის მიუხედავად რომ ამ ჩახუტებას სიგიჟემდე მიჰყავდა ჯიუტად არ ნედებოდა ამ შეხებით გამოწვეულ ბედნიერებას და მაიც თავის დასახსნელად იბრძოდა
-ნუ ფართხალებ-დაუჩურჩულა სახე ალეწილ გოგონას მომღიმარი სახით ბიჭმა და თავზე აკოცა, თათია იმავე წამს დაშოშმინდა და გაჩუმდა რადგან რეალურად სულაც არ უნდოდა რომ ალექს ხელი გაეშვა მისთვის, არ უნდოდა ეს ბედნიერი წამები მალე დასრულებულიყო და დროსა და სივრცეში უკვალოდ გამქარალიყო...-ჩემთან ერთად წამოხვალ?-ეცნაური მზერით დააცქერდა დაბნეულ გოგონას და ცხვირზე აკოცა
-ხომ იცი რომ არ შემიძლია-აიბნა თათია
-მხოლოდ ერთი საათით
-არა
-გირჩევნია შენი ნებით წამოხვიდე-დაუჩურჩულა ყურში და ხელი გადახვია
-წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება?-დაინტერესდა თათია
-აი ეს-ხელში აიტაცა აკივლებული გოგონა რომელმაც კისერზე ძლიერად შემოაჭდო ხელები
-ალექსანდრე ნუ სულელობ დამსვი-უთხრა ჩურჩულით და უფრო მეტად მიეკრო სხეულზე
-მარტო ერთი საათით, შენს დათუნაზე არ იდარდო მოგვარებულია-ეშმაკურად გაუღიმა და თავისი მანქანისაკენ წაიყვანა
-რა უქენი? -დაიძაბა თათია მძღოლის სახელის ხსენებაზე
-შენ ჩემთან ერთად გასეირნებ, ის კი ბექასთან ერთად-უთხრა სიცილით და თვალებში ჩააცქერდა აკისკისებულ გოგონას
-ბექას საშინლად არ გაუმართლა პარტნიორში
-მეც მასე ვფიქრობ-დაეთანხმა ალექსი და მანქანასთან რომ მივიდნენ თათია ძირს დასვა, კარი გაუღო და ანიშნა ჩაჯექიო.
ასეთი შეხვედრები და დახვედრები ჩვეულებრივ ამბად იქცა თათიასთვის, ზაზას რა თქმა უნდა არ გამოჰპარვია ის ამბავი რომ კვირაში რამდენჯერმე ისეთ საცობში ჰყვებოდნენ თათია და დათუნა რომ ორ საათზე მეტი დრო სჭირდებოდათ სკოლიდან სახლამდე მისაღწევად.
მართა აქეთ-იქით გადიგამოდიო და მოუთმენლად ელოდა ბექას გამოჩენას
-აქამდე სად ჯანდაბაშია ალექსი?
-მალე მოვა
-იმ არაკაცთან უპრობლემოდ გააფორმე ხელშეკრულება? რამეზე ხომ არ დაეჭვდა?
-არა ყველაფერი რიგზეა, არ იღელვით
-ესე იგი ჩვენს ხელში-ბოროტულად უელავდა მართას თვალები
-ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა რომ ნამდვილ მხსელებათ მოვევლინეთ
-კარგია-ჩაიკაპარაკა ქალმა -მალე ცხოვრების ყოველი დღე ჯოჯოხეთად ექცევა! ზუსტად იგივეს გადატანა მოუწევს რაც ჩვენ გაგვატანინა წლების წინ!
ლიკა ცოფებს ყრიდა
-როგორ შეგეძლო? ასე მარტივად როგორ დადე ხელშეკრულება ბაზარზე ახლად გამოჩენილ ფირმასთან?
-ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ამ საქმის რამე გესმოდეს!-უღრიალა ბოლო ხმაზე კაცმა, ღვინის ნახევრად დაცლილ ბოთლს მიწვდა და მოიყუდა-წადი და შენს ნოტებში ჩაიხედე, იმაში რაც გესმის
-საცოდავი ხარ! მეცოდები! -ზიზღით უთხრა ქალმა
-წადი-მეთქი!-ზაზამ ბოთლი ჩაცალა და იქვე დივანზე მიითიშა.
უცნაურად სწრაფად და მარტივად შემოეფშვნა ხელში მთელი თავისი ნაწვალევი ცხოვრება ზაზას, ალბათ იმიტომ რომ ის მიისაკუთრა უსამართლოდ რაც მისი არ იყო, არ ესმოდა და არ ეკუთვნოდა, შესაბამისად პირველივე შექმნილ პრობლემაზე შეერყია, ფირმაც თავდაჯერებულობაც და ოჯახიც.

-

№1  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ძალიან საინტერესოა ჯერჯერობით. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ თათიას ალექსანდრესთან სექსის გამო სახლიდან არ ისვრიან. ათასჯერ მაქვს წაკითხული ეგეთი ამბები და მართლა აღარ მინდა :(((
რაც უფრო განსხვავებული იქნება მით უფრომეტად შეუყვარდება მკითხველს პერსონაჟებიც და ისტორიაც.
"შემიყვარებ" ახსენე და მანდედან გამომდინარე გამიჩნდა ეს აზრი. დღეს რაღაც სხვა მოთხრობას ვკითხულობდი, იქაც ეგეთ ისცენარი იყო აღწერილი და აი გადავიწვი მართლა :დ :დ

დაახლოებით მაგდაგვარი იქნება, ნუ რამდენად ჩემეული და საინეტერესო გამომივა ეგ არ ვიცი, მაგრამ ძალიან ვეცდები რომ მოგეწონოთ.
( ჩემეული ისტორიები კრიტიკის განუწყვეტლივ ქარ-ცეცხლში ექცევა ხოლმე ხომ იცი და ცოტა არ იყოს და დამღალა ამან)
ეს ისტორია ისე თავისთავად მოვიდა გონებაში, ვნახოთ რა გამოვა ❤

№2  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნეაკო

ცუდია თუ მაგდაგვარი იქნება. ოღონდ ცუდი იმიტომაა რომ გადაიღეჭა და არა იმიტომ რომ ეს პრობლემა არ დგას. მეორე ირაკლი გამოცხვება ამ ზაზასგან ალბათ.
ნუ შენი საქმის მაინც შენ იცი.
სხვა მხრივ საინტერესოა. მართას პერსონაჟმაც მიიქცია ყურადღება. ძალიან კატეგორიულია თათიასთან არშეხების საკითხში. ამაში რაიმე მიზეზი იმალება, თუ უბრალოდ რადგან ბავშვია არ უნდა რამის დაშავება?
ვასპოილერებ აქ მგონი ხალხს :დ

სხვა პრობლემებს რომ ვეხები ჩემს პირადზე გადმოდიან და ახსნა მჭირდება იმის გამო თუ რას რატომ ვწერ. ასე რომ ვთქვათ ჩემს პირად ცხოვრებაში ხედავენ პრობლემას-მე ეს გულწრფელად გეტყვი მაღიზიანებს ამიტომ ახლა ასე რომ ვთვათ განტვირთვაა ეს ბანალურო სიყვარულის ისტორია.
მართას პერონაჟს შემდეგ თავებიდან აქტიურად შემოვიყვან და ავხსნი მიზეზს რა და რატომ. ბევრი მიზეზი აქვს რომ თათია ალექსისგან დაიცვას

№3  offline წევრი დამპალი სული

ბოლო სამი ისტორია, რაც თქვენი ნიკით წავიკითხე სულ ძალადობაზე იყო.
ანუ მესმის, საიტის მკითხველი მსგავს ისტორიაზე ადვილად იკერება, მაგრამ შენ, როგორც მწერალს რაღაც ვალდებულებები გაკისრია და მგონი უნდა აცნობიერებდა ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე რაოდენ დიდ ზეგავლენას ახდენს ძალადობის, გაუპატიურებების და მსგავსი თემის პროპაგანდა.
დიახაც, ეს ისტორიები პროპაგანდაა ძალადობის და მეტი არაფერი.

კიდევ ბევრი რამ მინდა დავწერო მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვებიც არ დაიშურებენ.

№4 სტუმარი სტუმარი ელენა

აქ რა ამბები გველოდებააა... წარმომიდგენია ყოველი მომდევნო თავი ასე ხელით უნდა მეჭიროს გული? :D ნელ-ნელა ვხვდები უფრო დაიძაბება სიტუაცია და ჩემი ნერვებიც იძაბება თანდათან :D ბრავო მეტი რაღა ვთქვა. იმდენად მომწონს ჩემი ყოველი კომენტრი შეგაწყენს თავს ყოველ ახალ დადებულ თავზე. წარმატებებიი!!!!

№5 სტუმარი ელა1

ნეაკო საინტერესოა ძალია ვერაფერს ვერ ვიტყვი.ერთადერთი რა არის იცი არ მესმის თუ ალექსანდრეს დედას უნდა შური იძიოს როგორც მე მიხვდი თათიას მამაზე ალექსანდრეს რატო იყენებს მე ესეთი შტაბეჭდილება დამჩა.მშობლების შეცდომაზე შვილები არადგბენ პასუხს.იცი რა შევამჩნიე კიდევ შეიძლება ვცდები მაგრამ ასე მგონია თათიასი მარტო ბებიამის ესმის სა უყვარს.იცი რატომ აქ ჩანს მშობლების ზეგავლება თათიაზეც და მის ძმაზე და ასე არ შეიძლება მესმის გიყვარს შენი შვილი მაგრამ ძალით იმის გაკეთება რაც არ უნდა დაუშვებელია ამ შემთხვევაში შვილის აზრიც უნდა გაითვალისწინო რო ზიანი არ მიაყენო ეს არის ჩემი აზრი და არ ვიცი შეიძლება ვცდები.❤❤რაც შეეხება თათიას და ალექს მომცონს როგორ ვითარდება მოვლენები.იმედია თათია ისეთ რამეს არ გააკეთებს რო ალექსანდრე გააბრაზოს.❤❤

№6 სტუმარი სტუმარი nazi

კარგი იყო მომწონს ძალიან ველოდები შემდეგს❤❤

№7  offline მოდერი ნეაკო

დამპალი სული
ბოლო სამი ისტორია, რაც თქვენი ნიკით წავიკითხე სულ ძალადობაზე იყო.
ანუ მესმის, საიტის მკითხველი მსგავს ისტორიაზე ადვილად იკერება, მაგრამ შენ, როგორც მწერალს რაღაც ვალდებულებები გაკისრია და მგონი უნდა აცნობიერებდა ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე რაოდენ დიდ ზეგავლენას ახდენს ძალადობის, გაუპატიურებების და მსგავსი თემის პროპაგანდა.
დიახაც, ეს ისტორიები პროპაგანდაა ძალადობის და მეტი არაფერი.

კიდევ ბევრი რამ მინდა დავწერო მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვებიც არ დაიშურებენ.

თუ ასეთი გამაღიზიანებელი შენთვის რატომ კითხულობ არ მესმის
( უხეშობაში არ ჩამომართვა, მე შენსავით გაბრაზებული არ ვარ) უბრალოდ მართლა მაინტერესებს და კიდევ მარტო ჩემს ისტორიებშია მსგავსი თემები? თუ მარტო ჩემს ისტორეიბს კითხულობთ? უამრავი ისტორია წამიკითხვას აქაც და წიგნად დაწერილი რომელშიც მსგავსი და უარესი თემებია განხილული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მწერალი პროპაგანდას ეწევა.
მარტო მე ნუ მჯით რა ძალიან გთხოვთ. მადლობა

№8 სტუმარი ელა1

თუ რამეს არასწორს ვფიქრობ ან ვქმბობ გოგოებო და ნეაკო მითხარით თქვენი კომენტარიც მაინტერესებს ამ თემაზე.❤❤

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენა
აქ რა ამბები გველოდებააა... წარმომიდგენია ყოველი მომდევნო თავი ასე ხელით უნდა მეჭიროს გული? :D ნელ-ნელა ვხვდები უფრო დაიძაბება სიტუაცია და ჩემი ნერვებიც იძაბება თანდათან :D ბრავო მეტი რაღა ვთქვა. იმდენად მომწონს ჩემი ყოველი კომენტრი შეგაწყენს თავს ყოველ ახალ დადებულ თავზე. წარმატებებიი!!!!

მადლობა, მიხარია რომ მოგწონს, იმედია მოგეწოენება მთლიანად ისტორია ❤❤❤❤❤❤

№10 სტუმარი ელა1

ნეაკო
დამპალი სული
ბოლო სამი ისტორია, რაც თქვენი ნიკით წავიკითხე სულ ძალადობაზე იყო.
ანუ მესმის, საიტის მკითხველი მსგავს ისტორიაზე ადვილად იკერება, მაგრამ შენ, როგორც მწერალს რაღაც ვალდებულებები გაკისრია და მგონი უნდა აცნობიერებდა ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე რაოდენ დიდ ზეგავლენას ახდენს ძალადობის, გაუპატიურებების და მსგავსი თემის პროპაგანდა.
დიახაც, ეს ისტორიები პროპაგანდაა ძალადობის და მეტი არაფერი.

კიდევ ბევრი რამ მინდა დავწერო მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვებიც არ დაიშურებენ.

თუ ასეთი გამაღიზიანებელი შენთვის რატომ კითხულობ არ მესმის
( უხეშობაში არ ჩამომართვა, მე შენსავით გაბრაზებული არ ვარ) უბრალოდ მართლა მაინტერესებს და კიდევ მარტო ჩემს ისტორიებშია მსგავსი თემები? თუ მარტო ჩემს ისტორეიბს კითხულობთ? უამრავი ისტორია წამიკითხვას აქაც და წიგნად დაწერილი რომელშიც მსგავსი და უარესი თემებია განხილული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მწერალი პროპაგანდას ეწევა.
მარტო მე ნუ მჯით რა ძალიან გთხოვთ. მადლობა

ქალბატონო თხოვთ როცა მწერალს არ იცნობთ მაზე ასე არ ილაპარაკოთ.მე პირადად ბევრო ისტორია წამიკითხაბს აქ ძალადობაზე გაუპატიორობაზე და ბევრ უარესებებზე.თუ არ მოქწონთ რატო კითხულობთ და თი კითხულობთ და არ მოგეწონათ ჯობია არაფერი არ თქვათ და თავი შეიკავოთ და უნდა იცოდეთ რო ეს ისტორიები ყველა გამოგონილია და რეალობასთან არ აქვს კაცშირი.უბრალოდ მწერალს მოსწონს და წერს ამ ისტორიებ ამით თავის ემოციებს და ზოგჯერ განცდებს გადმომცემს ჩვენამდე.

№11  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო საინტერესოა ძალია ვერაფერს ვერ ვიტყვი.ერთადერთი რა არის იცი არ მესმის თუ ალექსანდრეს დედას უნდა შური იძიოს როგორც მე მიხვდი თათიას მამაზე ალექსანდრეს რატო იყენებს მე ესეთი შტაბეჭდილება დამჩა.მშობლების შეცდომაზე შვილები არადგბენ პასუხს.იცი რა შევამჩნიე კიდევ შეიძლება ვცდები მაგრამ ასე მგონია თათიასი მარტო ბებიამის ესმის სა უყვარს.იცი რატომ აქ ჩანს მშობლების ზეგავლება თათიაზეც და მის ძმაზე და ასე არ შეიძლება მესმის გიყვარს შენი შვილი მაგრამ ძალით იმის გაკეთება რაც არ უნდა დაუშვებელია ამ შემთხვევაში შვილის აზრიც უნდა გაითვალისწინო რო ზიანი არ მიაყენო ეს არის ჩემი აზრი და არ ვიცი შეიძლება ვცდები.❤❤რაც შეეხება თათიას და ალექს მომცონს როგორ ვითარდება მოვლენები.იმედია თათია ისეთ რამეს არ გააკეთებს რო ალექსანდრე გააბრაზოს.❤❤

მადლობა ელა რომ გამომეხმაურე ❤❤❤❤❤❤ მეც ვფიქრობ რომ შვილებს თავს არ უნდა მოვახვიოთ მშობლებამ ჩვენინსურვილები, მითუმეტეს არ უნდა შევუზღუდოთ თავისუფლება, ასე უფრო მეტ შეცდომას უშვებენ.
თათია და ალექსის ურთიერთობა ნელ-ნელა ძალიან აირევა და დაიძაბება, რადგან ალექსი მოთყუებს მას, ვნახოთ რა გამოვა ამ ისტორიისგან , იმედია დაიმსახურებს მკითხველის მოწონება
შენ რომ სულ ჩემთან ხარ ამის გამო კიდევ ათასჯერ გიხდი მადლობას ელა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი nazi
კარგი იყო მომწონს ძალიან ველოდები შემდეგს❤❤

მადლობა რომ გამომეხმაურე, მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია ❤❤❤❤❤❤

№12 სტუმარი ლ.მ

ვფიქრობ რომ ავტორი ტყუილად დაადანაშაულე ეს არის საიტი სადაც იდება ისტორიები ავტორის ფანტაზიითა და წარმოსახვით.ხოდა მას აქვს უფლება როგორც უნდა ისე გადმოსცეს მისი ფანტაზიები. რაც შეეხება ისტორიას, ვფიქრობდი
წინა ისტორიებზე მაგარი რა უნდა იყოს მაგრამ ნამდვილად არის წინებზე მაგარი. გისურვებ ყველა შენი ნამუშევარი წინაზე უკეთესი და უკეთესი იყოს. ხშირად არ მიყვარს კომენტარის წერა მაგრამ იცოდე რომ ვარ შენი დიდი გულშემატკივარი და სულ ველოდები შენს გამოჩენას.

№13  offline მოდერი ნეაკო

ნეაკო
დამპალი სული
ბოლო სამი ისტორია, რაც თქვენი ნიკით წავიკითხე სულ ძალადობაზე იყო.
ანუ მესმის, საიტის მკითხველი მსგავს ისტორიაზე ადვილად იკერება, მაგრამ შენ, როგორც მწერალს რაღაც ვალდებულებები გაკისრია და მგონი უნდა აცნობიერებდა ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე რაოდენ დიდ ზეგავლენას ახდენს ძალადობის, გაუპატიურებების და მსგავსი თემის პროპაგანდა.
დიახაც, ეს ისტორიები პროპაგანდაა ძალადობის და მეტი არაფერი.

კიდევ ბევრი რამ მინდა დავწერო მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვებიც არ დაიშურებენ.

თუ ასეთი გამაღიზიანებელი შენთვის რატომ კითხულობ არ მესმის
( უხეშობაში არ ჩამომართვა, მე შენსავით გაბრაზებული არ ვარ) უბრალოდ მართლა მაინტერესებს და კიდევ მარტო ჩემს ისტორიებშია მსგავსი თემები? თუ მარტო ჩემს ისტორეიბს კითხულობთ? უამრავი ისტორია წამიკითხვას აქაც და წიგნად დაწერილი რომელშიც მსგავსი და უარესი თემებია განხილული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მწერალი პროპაგანდას ეწევა.
მარტო მე ნუ მჯით რა ძალიან გთხოვთ. მადლობა

შენს პირად გვერდზე შემოვედი, ვნახე შენი ჩანახატი-გულწრფელად გეტყვი გამაოცე

ლ.მ
ვფიქრობ რომ ავტორი ტყუილად დაადანაშაულე ეს არის საიტი სადაც იდება ისტორიები ავტორის ფანტაზიითა და წარმოსახვით.ხოდა მას აქვს უფლება როგორც უნდა ისე გადმოსცეს მისი ფანტაზიები. რაც შეეხება ისტორიას, ვფიქრობდი
წინა ისტორიებზე მაგარი რა უნდა იყოს მაგრამ ნამდვილად არის წინებზე მაგარი. გისურვებ ყველა შენი ნამუშევარი წინაზე უკეთესი და უკეთესი იყოს. ხშირად არ მიყვარს კომენტარის წერა მაგრამ იცოდე რომ ვარ შენი დიდი გულშემატკივარი და სულ ველოდები შენს გამოჩენას.

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურენისთვის და მხარდაჭერისთვის ❤❤❤❤ჩემთვის ძალიან ვერს ნიშნავს ეს ❤❤❤❤
წინა ისტორია საკმაოდ რთული და ემოციებით დატვირული იყო, შესაბამისად განსხვავებული რეაქცია იყო მკითხველისგან, მადლობას გიხდით იმისთვის რომ სწორად გესმით ჩემი ისტორიის შენაარსი და გესმით ჩემი ❤❤❤❤❤❤

ელა1
ნეაკო
დამპალი სული
ბოლო სამი ისტორია, რაც თქვენი ნიკით წავიკითხე სულ ძალადობაზე იყო.
ანუ მესმის, საიტის მკითხველი მსგავს ისტორიაზე ადვილად იკერება, მაგრამ შენ, როგორც მწერალს რაღაც ვალდებულებები გაკისრია და მგონი უნდა აცნობიერებდა ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე რაოდენ დიდ ზეგავლენას ახდენს ძალადობის, გაუპატიურებების და მსგავსი თემის პროპაგანდა.
დიახაც, ეს ისტორიები პროპაგანდაა ძალადობის და მეტი არაფერი.

კიდევ ბევრი რამ მინდა დავწერო მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვებიც არ დაიშურებენ.

თუ ასეთი გამაღიზიანებელი შენთვის რატომ კითხულობ არ მესმის
( უხეშობაში არ ჩამომართვა, მე შენსავით გაბრაზებული არ ვარ) უბრალოდ მართლა მაინტერესებს და კიდევ მარტო ჩემს ისტორიებშია მსგავსი თემები? თუ მარტო ჩემს ისტორეიბს კითხულობთ? უამრავი ისტორია წამიკითხვას აქაც და წიგნად დაწერილი რომელშიც მსგავსი და უარესი თემებია განხილული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მწერალი პროპაგანდას ეწევა.
მარტო მე ნუ მჯით რა ძალიან გთხოვთ. მადლობა

ქალბატონო თხოვთ როცა მწერალს არ იცნობთ მაზე ასე არ ილაპარაკოთ.მე პირადად ბევრო ისტორია წამიკითხაბს აქ ძალადობაზე გაუპატიორობაზე და ბევრ უარესებებზე.თუ არ მოქწონთ რატო კითხულობთ და თი კითხულობთ და არ მოგეწონათ ჯობია არაფერი არ თქვათ და თავი შეიკავოთ და უნდა იცოდეთ რო ეს ისტორიები ყველა გამოგონილია და რეალობასთან არ აქვს კაცშირი.უბრალოდ მწერალს მოსწონს და წერს ამ ისტორიებ ამით თავის ემოციებს და ზოგჯერ განცდებს გადმომცემს ჩვენამდე.

მადლობა ელა მხარდაჭერისთვის, ნამდვილად არ ვფიქრობ რომ აქ მარტო მე ვწერ მსგავს ისტორიებს და ამ შენიშვნას არ ვიღებ ამიტომ. არაერთი ისტორია წამიკითხია ამ საიტზე მეც, მსგავს თემაზე...და უარესებიც მაგრამ არ ვთვლი რომ ვინმე პროპაგანდას უწევს ამას, მე მაქვს ჩემი აზროვნება და მწერლის ფანტაზიის უნარისგამო ნამდვილად არ შემცვლება დამოკიდებულებები და შეხედულებები სამყაროზე ❤❤❤❤❤

№14 სტუმარი სტუმარი ანი

ასე "წკაპ" და შეყვარება ზედმეტად არარეალურია....
და ყველაზე კარგი რაც არის ხოლმე ეს შეხვედრები არ გაქ აღწერილი საერთოდ. რა ხდებოდა რაზე ლაპარაკობდნენ ანუ არაფერი არაა....
ჯერ ის რომ ასე 1 დღეშიი შეუყვარდათ თავგადაკლულად ერთმანეთი ხო საოცრება პირდაპირ მარა გაგრძრლებასაც რო არ შლი ვრცლად.... რავიცი...
ისეთი დასაწყისი ქონდა ცოტა მეტს მოველოდი :/

№15 სტუმარი სტუმარი ელენე

მეც ვიზიარებ იმ შენიშვნებს რომლებიც დაიწერა, გარდა იმ ნაწილისა, რა თქმა უნდა, სადაც ძალადობის პროპაგანდას გაბრალებენ.თუ რამე არ არის შენს ისტორიებში - ძალადობის პროპაგანდა. ძალადობის და დომინანტური ურთიერთობების აღწერა არ ნიშნავს მის წახალისებას. ეს არის სარკის მიშვერა და საკუთარი თავის დანახვის იძულება. თუ ვინმე ამ სარკეში ჩაიხედება და მოძალადეს ან მსხვერპლს დაინახავს, სარკის დამსხვრევა კი არ არის გამოსავალი, არამდე რეალობის შეცვლა, რომელიც შინაგანად ასე აწამებთ.

რაც შეეხება დანარჩენს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რასაც ანი წერს. "შეცდომის" დასასრულიც და ამ ისტორიის დასაწყისიც მომეჩვენა, რომ ზერელედ იყო დაწერილი. "შეცდომის" შემთხვევაში ჩავთვალე, რომ შენთვითონ არ მოიხიბლე ისტორიით და ამის გამო აღარ დაახარჯე ბევრი ენერგია. ამ ისტორიაზე ისე წერ კომენტარებში, რომ პირიქით ძალიანაც მოგწონს და დიდი სურვილი გაქვს წერის, მაგრამ ის კონკრეტიკა და დეტალები, რომელიც მაგალითად, "იძულებით ქორწინებაში" მართლა მაოგნებდა ხოლმე და ვერ ვიგებდი როგორ შეგეძლო ამ დეტალების ან ცხოვრებაში შემჩნევა ან მერე ისტორიაში ასე ოსტატურად გადმოცემა, აქ ამ ისტორიაში მაკლია.

ცოტა ჩვენი ბრალიცაა, ჩვენ ისეთი აღტაცებულები ვიყავით ნათიათი და სანდროთი, გასაგებია რომ გინდა არ გინდა იქ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდი ყველაფერზე და ისინი შენც უფრო მეტად შეგიყავრდნენ. ამის გარდა ბევრჯერ ვთქვით, რომ იმას ვერაფერი აჯობებს და ამანაც ალბათ იქონია ცუდი გავლენა. სინამდვილეში, ვერ აჯობებს არა იმიტომ რომ შენ აღარ შეგიძლია მსგავსი ხარისხის ახალი ისტორია დაწერო, არამედ იმიტომ რომ ის პირველი იყო რამაც ყურადღება მიიქცია, რამაც ასე დაგვაახლოვა შენთანაც და სხვა მკითხველებთანაც. ეს გვეძვირფასება და ამიტომ გვიყვარს ასე განსაკუთრებულად.
მაგრამ მე პირადად მზად ვარ, რომ ახალი პერსონაჟებიც შევიყავრო. სიამოვნებით ვიწყებ ყოველი ახალი ისტორიის კითხვას, რომელიც მას შემდეგ დაწერე. მთავარია შენც გჯეროდეს ამის და ახალ ისტორიებსაც ისეთივე გულით მიუდგე, როგორითაც იძულებით ქორწინებას წერდი.
დარწმუნებული ვარ რომ გამოგივა. ამის რომ არ მჯეროდეს კომენტარსაც არ დავწერდი. ასე რომ ერთი წამითაც არ მეპარება შენს შესაძლებლობებში ეჭვი kissing_heart

№16 სტუმარი Nia

ძალიან საინტერესო ჩანს იმედია კარგად დასრულდება და ბევრი საინტერესო რამე მოხდება წარმატებები????????

№17  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანი
ასე "წკაპ" და შეყვარება ზედმეტად არარეალურია....
და ყველაზე კარგი რაც არის ხოლმე ეს შეხვედრები არ გაქ აღწერილი საერთოდ. რა ხდებოდა რაზე ლაპარაკობდნენ ანუ არაფერი არაა....
ჯერ ის რომ ასე 1 დღეშიი შეუყვარდათ თავგადაკლულად ერთმანეთი ხო საოცრება პირდაპირ მარა გაგრძრლებასაც რო არ შლი ვრცლად.... რავიცი...
ისეთი დასაწყისი ქონდა ცოტა მეტს მოველოდი :/

გასაგებია შენი შენიშვნა და მიღებული ❤❤❤❤❤

Nia
ძალიან საინტერესო ჩანს იმედია კარგად დასრულდება და ბევრი საინტერესო რამე მოხდება წარმატებები????????

მადლობა მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤❤????

სტუმარი ელენე
მეც ვიზიარებ იმ შენიშვნებს რომლებიც დაიწერა, გარდა იმ ნაწილისა, რა თქმა უნდა, სადაც ძალადობის პროპაგანდას გაბრალებენ.თუ რამე არ არის შენს ისტორიებში - ძალადობის პროპაგანდა. ძალადობის და დომინანტური ურთიერთობების აღწერა არ ნიშნავს მის წახალისებას. ეს არის სარკის მიშვერა და საკუთარი თავის დანახვის იძულება. თუ ვინმე ამ სარკეში ჩაიხედება და მოძალადეს ან მსხვერპლს დაინახავს, სარკის დამსხვრევა კი არ არის გამოსავალი, არამდე რეალობის შეცვლა, რომელიც შინაგანად ასე აწამებთ.

რაც შეეხება დანარჩენს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რასაც ანი წერს. "შეცდომის" დასასრულიც და ამ ისტორიის დასაწყისიც მომეჩვენა, რომ ზერელედ იყო დაწერილი. "შეცდომის" შემთხვევაში ჩავთვალე, რომ შენთვითონ არ მოიხიბლე ისტორიით და ამის გამო აღარ დაახარჯე ბევრი ენერგია. ამ ისტორიაზე ისე წერ კომენტარებში, რომ პირიქით ძალიანაც მოგწონს და დიდი სურვილი გაქვს წერის, მაგრამ ის კონკრეტიკა და დეტალები, რომელიც მაგალითად, "იძულებით ქორწინებაში" მართლა მაოგნებდა ხოლმე და ვერ ვიგებდი როგორ შეგეძლო ამ დეტალების ან ცხოვრებაში შემჩნევა ან მერე ისტორიაში ასე ოსტატურად გადმოცემა, აქ ამ ისტორიაში მაკლია.

ცოტა ჩვენი ბრალიცაა, ჩვენ ისეთი აღტაცებულები ვიყავით ნათიათი და სანდროთი, გასაგებია რომ გინდა არ გინდა იქ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდი ყველაფერზე და ისინი შენც უფრო მეტად შეგიყავრდნენ. ამის გარდა ბევრჯერ ვთქვით, რომ იმას ვერაფერი აჯობებს და ამანაც ალბათ იქონია ცუდი გავლენა. სინამდვილეში, ვერ აჯობებს არა იმიტომ რომ შენ აღარ შეგიძლია მსგავსი ხარისხის ახალი ისტორია დაწერო, არამედ იმიტომ რომ ის პირველი იყო რამაც ყურადღება მიიქცია, რამაც ასე დაგვაახლოვა შენთანაც და სხვა მკითხველებთანაც. ეს გვეძვირფასება და ამიტომ გვიყვარს ასე განსაკუთრებულად.
მაგრამ მე პირადად მზად ვარ, რომ ახალი პერსონაჟებიც შევიყავრო. სიამოვნებით ვიწყებ ყოველი ახალი ისტორიის კითხვას, რომელიც მას შემდეგ დაწერე. მთავარია შენც გჯეროდეს ამის და ახალ ისტორიებსაც ისეთივე გულით მიუდგე, როგორითაც იძულებით ქორწინებას წერდი.
დარწმუნებული ვარ რომ გამოგივა. ამის რომ არ მჯეროდეს კომენტარსაც არ დავწერდი. ასე რომ ერთი წამითაც არ მეპარება შენს შესაძლებლობებში ეჭვი kissing_heart

მე არ მწყინს არანაირად შენიშვნები და თუნდაც კრიტიკა.
წინა ისტორიამ ძალიან დამთრგუნა ამიტომ ზედმეტი წრისგან თავი შევიკავე და რამდენადაც არალოგიკური იყო ფინალი იმდენად ლოგიკურად მივიჩნიე მე მაინც მათი ერთად ყოფნა და მართლა გამიკვირდა დადებითი კომენტარები რომ ვნახე.

ძალადობის პროპაგნდაზე არცერთ კომენტარს აღარ ვუპასუხებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრის ისტორიაში უარესები წერია, რატომღაც მე გავხდი პრობლემა. ამიტომაც შევწყვიტე მსგავს თემაზე მძიმედ წერა.

ამ ისტორიას რაც შეეხება გასაგებია და მიღებული ყველა შენიშვნა, ურალოდ ერთს ავხსნი რომ ჩაფიქრებული რაც მაქვს ხოლმე, მერე წერის დროს რაღაცნაირად მეცვლება ხოლმე პერონაჟებიდან გამომდინარე მოვლენები, თუ კარგი არ გამოვა არც ეგაა ტრაგედია ჩემთვის ასე რომ კრიტიკასაც თუ დავიმსახურებ მიშაღები იქნება ჩემთვის ეგ.

იძულებითს რახცშეეხება, მაგ ისტორიაში ყველანაირი ზღვარი რომ წავშალე მაგიტომ გამოიწვია ალბათ ტირანმა ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება მკითხველის, განსაკთრებით შენი და ნენესი.მესმის რომ ეს ისტორია საერთოდ აცდენაშია ჩემეულ ისტორიებთან და მეც სწორედ ეს მჭირდება ახლა, თუნდაც არ იყოს ის რაც მე მი და რომ გამოვიდეს.
მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent