ძალდატანებული ქორწინება 4 თავი
თათია ჰოლში აღელვებულ ლიკას შეეფეთა -სად წაგიყვანა იმ არანორმალურმა?-ეჭვის თვალით შეათვალიერა სახე ალეწილი გოგონა -არსად-გულგრილად უპასუხა გოგონამ და დერეფნის კუთხეში სავარძელში დაჯდა, ლიკა შეეშვა შვილს და ქმართან დაბრუნდა რადგან ბექამ გამოვიდა სიტყვით, როცა მან ახსენა ალექსანდრე ჯიშკარიანი აი აქ ცოლ-ქმარს ისეთი განცადაეუფლა თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, თათია კი უბრალოდ ცრემლებად დაიღვარა, უსმენდა ალექსის სიტყვით გამოსვლას და ვერ იჯერებდა რომ ეს ის ადმინი იყო ვინც სკოლის წინ ხვდებოდა ხოლმე, ვინც ათას სიგიჟეს აკეთებდა მასთან ერთად, ქუჩაში წვიმაში ხალხში, განადგურდა თათია... უბრალოდ განადგურდა, ძალა აღარ ეყო ამ ყველაფერის მოსასმენად ასატანად ამიტომ ფეხზე წამოდგა წვალებთ და კედელს გაუყვა,როგორც კი აივანზე გავიდა მაშინვე სკამზე დაჯდა სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. მართა შვილის გვერდით იდგა ამაყად და მკვლელო მზერით უყურებდა სახე მონგრეულ ზაზას -არ აგებდო, არ გაბედო აქ სკანდალის მოწყობა-ლიკა ქმრის წინ დადგა და თვალებში ჩააცქერდა -მათაცც სწორედ ეგ უნდათ! უნდათ გვნახონ განადგურებუები-ცოლის სიტყვებმა და მხარდაჭერამ კაცი დააშოშმინა იმ დონემდე რომ სრულიად ურეაქციოთ ბოლომდე მოუსმინა ჯიშკარიანის სიტყვით გამოსვლას რომელიც მთელი ეს დრო თვალებით თათიას ეძებდა. მხარზე რაღაც ცივის შესხებამ შეაკრთო თათია და ფიქრეში წასული გოგონა გონს მოვიდა -შენთვის გულის ტკენა არ მინდოდა-დაიწყო ხმა დაბალი ტონით ბიჭმა და ხელი მის შიშველ ზურგს ნაზად ჩააყოლა -სწორედ ეგ გინდოდა-არ შეუხედია მისთვის ისე უთხრა გოგონამ -გაიაზრებლად გთხოვე გამოყოლა -უფრო სწორად გამიზნულად!-თათია ფეხზე წამოდგა და თვალებში ჩააცქერდა -მამაშენი მძულს, მთელი არსებით მძულს-უთხრა ჩაწყდარი ხმით ბიჭმა და თავი დახარა -რადგან ამის უამრავი მიზეზი მოგვცა მან, მეც და ჩემს ოჯახსაც -და გადაწყვიტე რომ დღეს მიწასთან გაგესწორებინა იმის შეგრძნებით რომ მე შენი ვარ და შენთან ერთად ვარ-თქვა ჩურჩულით თათიამ და მოწოლილ ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ გაფითრებულ ღაწვებზე -ჰო სწორედ ეგ მინდოდა-დაეთანხმა ბიჭი რადგან ხვდებოდა რომ უარყოფა და თავის მართლება ახლა ამ წამს სრულიად უადგილო იყო და თათიას სამუდამოდ დაკარგავდა -რით დავიმსახურეთ შენი უსაზღვრო სიძულვილი?-კითხვა ჩამდგარი თვაებით მიაჩერდა გოგონა ბიჭს -მე შენ არ მძულხარ-უთხრა ხმადაბლა ალექსმა, თავი ასწია და თვალებში ჩააცქერდა სახე წაშლილ გოგონას -ესე იგი ყველაფერი ტყუილი იყო...სულ ყველაფერი...შეხვედრები, ყვავილები, ჩახუტება, შეხება-ჩურჩულებდა თათია თან ცხელი ცრემლები მოცურავდნენ მის გადაფითრებულ ღაწვებზე -ასე არაა-ალექსანრემ ხელის ზურგი ჩამოაყოლა გოგონას სახეს, რომელმაც მომენტალურად თავინუკან გასწია, სახე წაშლილმა ბიჭმა ჰაერში გაშეშებული ხელი ძლიერად მომუშტა ბრაზისა და მრისხანებისგან და ნელა დაუშვა დაბლა -ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე აღარასოდეს-უთხრა ზიზღით გოგონამ და გვერდის აქცევა სცადა მისთვის -თათია-ალექსანდრემ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -შენ მე მატყუებდი! შენი ყოველი სიტყვა, ყოველი შეხება ყოველი კოცნა წინასწარ გამიზნული შურისძიების ნაწილი იყო! -ასე არაა, ასე არაა, ცდები-დაუჩურჩულა სუნთქვა შეწყვეტილმა ბიჭმა ტირილისგან თვალებ დაწითლებულ გოგონას -პირველივე დღეს მიცანი! მიხვდი რომ ზაზას შვილი ვიყავი, ამიტომ დამიწყე თამაში, ამიტომ დამაბნიე... მერე თვე ნახევარი უბრალოდ გაქრი და მერე ისევ გიჟურად შემოიჭერი ჩემს უფერულ, უღიმღამო ცხოვრებაში ყველა ფერი შემოიტანე ჩემს ნაცრისფერ სამყაროში, ყველა ფერით დახატე სამყარო... მერე კი ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გაანადგურე ისე თითქოს არც არაფერი იყო აქამდე, ყველა ლამაზი მოგონება, შეხება, კოცნა ტკივილად აქციე გამიზნულად!-გოგონამ მისი სახე ხელებში მოიქცია და უკან დაიხია-ახლა? ახლა კმაყოფილი ხარ შურისძიების შედეგებით? -შენ არ იყავი ჩემი შურისძიების მიზანი -მაგრამ ყველაზე მეტად მე მატკინე... ყველაზე მეტად მე გამანადგურე... ყველაზე მეტად მე გამწირე -თათია -აღარაფერი თქვა-გოგონამ ტუჩებზე მიადო თითი -ახლა სიტყვები უბრალოდ ზედმეტია -მითუმეტეს მაშინ როცა რეალურად ჩვენს შორის არც არაფერი ყოფილა თუ რამდენიე შეხვედრას არ ჩავთვლით და ზარებს... სინამდვილეში ყველაფერი ჩემი ბრალია! მე მოგანიჭე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩემს მიერ შექმნილ პატარა სათუთ სამყაროში სადაც შურისძიება და ბოროტება არ იყო -გეყოფა-გაბრაზდა ალექსი და სახიდან ცრემლები მოაშორა, მისის სახე ხელებში მოიქცია და შუბლი მის შუბლს მიაბჯინა -ასე უბრალოდ ვერ გაგიშვებ... ვერ დაგკარგავ -რატომ?-თვალები გაახილა გოგონამ -ოღონდ არ თქვა რომ შეგიყვარდი გთხოვ...ამ გამსაკუთრებულ სიტყვას ახლა ნუ გააუფერულებ ნუ გააუფასურებ -გულწრფეად ბეტყვი მაშინ რომ ზუსტად მეც არ ვიცი-უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე და სანამ თათია აზრზე მოვიდოდა ცივი, გაცრეცილი ტუჩები მიაწება გოგონას მთრთოლარე, წითელ სავსე ტუჩებს, იმდენად მოილოდნელად და გაუაზრებლად გააკეთა ეს რომ თათიას იმავე წამს სუნთქვა შეუწყდა, გულის ცემა გაუჩერდა და იგრძნო ნელ-ნელა როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში, მწველმა მტკივილმა დაურბინა მთელს სხეულში რომელიც ნელ-ნელა სასიამოვნო გიჟურ გრძნობად გარდაიქმნა და ტკივილთან ერთად სხეულის ყველა უჯრედს და ნაწილს მოედო, რამაც მაშინვე აამღვრია სისხლი ძარღვებში, შესაბამისად გამოწვია გულის ცემი, სუნთქვის და პილსაციის გახშირება აჩქარება და ამოვარდა, არ ეგონა თათიას ცხოვრების პირველი კოცნა ამდენ განსხვავებულ ემოცის თუ გამოწვევდა მასში, არ ეგონა ერთროულად ბედიერების, სასოწარკვეთის და ზიზღის განცდას თუ შეძლებდა... თათიასგან განსხვავებით ერთადერთი რასაც ახლა ალექსი გრძნობდა იყო სურვილი, საშინელი სურვილი გოგონას შეხების და შეგრძნების, სხვა არაფერი, საერთოდ არაფერი... ზაზას ტვინში სისხლი ჩაექცა როცა ფართე მინის მიღმა დაინახა მისი შვილის სახე როგორ ჰქონდა ჯიშკარიანს ხელებში მოქცეული, გააფთრებული გავარდა აივანზე, გიჟივით ეცა წყვილს ერთმანეთს დააშორა და სანამ აზრზე მოვიდოდნენ პირველი კოცნისგან გამოწვეული ემოციების ფონზე დაბნეული ახალგაზრდები, გაგიჟებულმა კაცმა გამეტებით დაარტყა მუშტი სახეში ალექს რომელიც რა თქმა უნდა ვალში არ დარჩა და იმდენი გააკეთა რომ კაცი ქვემოდან მოიქცია, თავად ზემოდან მოექცა და რამდენჯერმე გამეტებით დაარტყა მუშტი სახეში, მის სმენას თათიას და ლიკას კივილი არ სწვდებოდა, ახლა მხოლოდ ერთი რამ უნდოდა მთელი ათი წლის ღვარძლი, ბოღმა, სიძულვილი და ზიზღი მის სახზე გადმოენთხია, თათია შეზარა ამ სანახაობამ გაახსენდა მათი პორველი დღე, როცა უღონო ბიჭს სწორედ ასე გამეტებით ურტყავდა ალექსი და გულის რევის შეგრძნებამ მოუწამლა სხეულის, აკანკალდა მთელი სხეულით -ალექსანდრეეე!-უკივლა ბოლო ხმაზე როცა კიდევ აღმართა დასარტყმედ ხელი ბიჭმა -შეწყვიტე შეწყვიტე ჩვენი წამება საკმარისია!-უკივლა გოგონამ და გიჟივით გავარდა გარეთ, ცნობისმოყვარეთა წრეში წვალებით გაიკვლია გზა და ეზოშო გავარდა -თათია-უკან მიჰყვა ალექსი რომელმაც ხელი წაატანა გოგონას მკლავს -არ შემეხო, არ შემეხო!-კანკალებდა თათია და ზიზღით უყურებდა მის ხელზე შეჩენილ მამასის სისხლს, გაუაზრებლად მიუახლო და და სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი -ამას არასოდეს გაპატიებ! არასოდეს!-ზიზღისგან უელავდა თვალები გოგონას -გულს მირევ, მეზიზღები მძულხარ-ყვიროდა ბოლო ხმაზე და ცდილო და მოწოლილი მძიმე ემოციებისგან დაცლილიყო -არ გაბედო არ გაბედო-გააფთრებული ბიჭი სწრაფად მიუახლოვდა, მაჯებში ხელები ჩაავლო რომ არ გაჰქცეოდა აკანკალებული გოგონა და დანისლული ჭაობისფერი სფეროებით ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში -არ გინდა, ჩემზე უარი არ თქვა, არ თქვა, თორემ გატკენ ძალინ გატკენ თათია-სახეზე ჩამოყრილი თმა ათრთოლებული ხელებით ყურს უკან გადაუწია და ცხვირზე აკოცა -უკვე მატკინე, ძალიან მატკინე-ზიზღით მიაჩერდა გოგონა -უფრო გატკენ, იმდენად გატკენ რომ ცრემლებიც ვერ დაახშობს -ავადმყოფო შეშლილო-თათიამ მკერდზე ხელები მიაბჯინა და უკან დახევა აიძულა, მაგრამ ალექსმა მაშინვე მაჯაში ხელი ჩაავლო, თავისკენ მოქაჩა და უკვე მოერედ მიაწება მთრთოლარე ტუჩები მის აკანკალებულ ბაგეებს, მაგრამ წამიერი იყო ეს კოცნა, მაშინვე გაეშვა მზერა გაუსწორა -არ თქვა რომ ვერ იგრძენი-უთხრა ცინიკირად და ზურგი აქცია, ასე ერთ ადგილას მიყინულივით რამდენ ხამს იდგა არ ახსოვდა, არც ის ვინ მოახვია ქურთუკი მხრენზე და ვინ შეიყვანა შენობაში. სრული იგნორი თათიასგან, სრული სიცარიელე გულში, სამაგიეროდ თავზე საყრელი საქმე სამსახურში და თავზე საყრელი უარყოფითი ემოციები ალექსის სხეულში. განცდა რომ ცუდი შვილი ხარ, დაუნახავი, უსარგებლო, საშინელი, მატყუარა ყველაზე რთულად გადასატანია ადამიანის ცხოვრებაში, ამ დროს თავს ყველაზე უმწეო , უსუსურ და ზედეტ არსებად გრძნობ ამ სამყაროში, ასე იყო თათიაც რომელსაც სახლში დაბრუნების და აზრზე მოსვლის მერე ლიკამ სახეში გაარტყა -იმედების ყოველ ნაბიჯზე მიცრუებ თათია-უთხრა ცივად ქალმა-შენ ამ ქვეყნად ყველაზე შტერი და სულელი გოგო ხარ რომელმაც სიმართლის გაგების მერე მაინც უფლება მისცა იმ ბიჭს რომ შეხებოდა! იმ ველურს ცხოველს არაადამიანს! -მაპატიე დედა რომ დავიბადე მართლა ძალიან ვწუხვარ-მხოლოდ ეს უთხრა თათიამ ოთახში შეიკეტა, საწოლზე პირქვე დაემხო და მოთქმით ატირდა. მეორე დღე ზაზამ უყვირა ამიტომ მთელი კვირა არ გასულა ოთახიდა თათია, იმის მიუხედავად რომ სკოლა დაეწყო მაინც არ გადიოდა ოთახიდან, ფაქტიურად არაფერს ჭამდა და სვამდა, ბაჩოს სახლში დაბრუნებამ სულ ოდნავ გაუხალისა ერთფეროვანი ნაცრისფერი დღეები, მაგრამ როგორც კი ღამე მერტო რჩებოდა ცრემლებად იღბრებოდა, არცე ერთხელ არ შესულა ლიკა მის ოთხაში დასალაპარეკებლად, გასამხნევებლად, ჩასახუტებლად მოსაფერებლად, სრული იგნორი მისგან, ამით კიდევ უფრო უვამდა ქალი ხაზს მის უსუსურობას, ამან დაანგრია თათია, საწილებად დაშალა, არადა როგორ სჭირდებოდა ახლა დედას ჩახუტება, მისი ძალა სურნელი... -იმ ნაბ.იჭვარს ცხოვრებას გავუნადგურებ-იმუქრებოდა მთრალი ზაზა საძინებელში -ჰო შენ ყოველდღე მთვრალი ეგდე, შენი შტერი მასზე შეყვარებული შვილი, კი ტირილისგან და უძილობოსგან ამოღამებული თვალებით მეორე ოთახში იყოს და კი შეძლებთ მასთან გამკლავებას ... საცოდავები ხართ ორივე... უბრალოდ საცოდავები -იცი რაა?-გამომწვევი მზერით შეხედს კაცმა ცოლს -სულ ვფიქრობ რეალურად შვილებში არ გამიმართლა თუ ცოლში -სწორედ ამას ვიმსახურებ შენგან-უთხრა მშვიდი ტონით ლიკამ ქმარს და ოთახიდან გავარდა. ბექა მოღუშული სახით უყურებდა სავარძელში მჯდომ სახე წაშლილ მეგობარს -თათია სკოლაში დღესაც არ მისულაში ხო? -არა -ბიჭებს უთხარი რომ ფხიზლად იყვნენ, თუ მივა ხვალ...ეგრევე დამირეკონ პირადად მე -ალექს რა გინდა? თავს რატომ არ ანებებ? უკვე ყველაფერი გაარკვიეთ -მეც არ ვიცი რა მინდა-გულწრფელად უთხრა ბიჭმა და მზერა გაისწორა ბექას ალეწილ სახეს -შეცდომა დაუშვი, არ უნდა გეთხოვა რომ ხალხში შენი შეყვარებულის სტატუსით გამოსულიყო -ვცადე... იქნებ გამოსულიყო, რადგან ასე ზაზას ასმაგად ვატკენდი გულს...თათია ამ ღამის მერე ისედაც გაიგებდა სიმართლეს და გული მაინც ეტკინებოდა -მგონი მართლა შეიშალე-გაბრაზდა ბექა -იცოდი რომ ატკენდი, იცოდი რომ შენგან წავიდოდა, ეს მაინც გააკეთე და ახლა მისი დაბრუნება გინდა, ეს როგორ გავიგო ალექს? მისგან რა გინდა? ან შენი თავისგან? შეგიძლია ამიხსნა? -არ ვიცი, რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ მისი დაკარგვა არ მინდა -გიყვარს? -არა-დაუფიქრებლად უპასუხა ბიჭმა-ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ -აბა რას დაარქმევ? ვნებას?-გაბრაზდა ბექა -იმედია ასე მხოლოდ იმიტომ არ იქცევი რომ მისი შეხება გინდა -შეიძლება ასეც ითქვას-არ უარყო მისი ნათქვამი ალექსმა, თავი საზურგეს მიაყრდნო და ჭერს გაუშტერა თვალი -არ გინდა რა, შეეშვი, პატარა გოგოა... შენ ასეთი არ ხარ ალექს -მასზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებ... ასე უბრალოდ არ შემიძლია მისი გაშვება -შენ უბრალოდ გინდა რომ გული ატკინო -მე ზუსტად არ ვიცი რა მინდა მისგან, მაგრამ რაც ვიცი ისაა რომ მას არ და ვერნდავკარგავ! -რა თავდაჯერებული ხარ-გეაცინა ბექას. ალექსანდრე სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა გაიგო რომ თათია სკოლაში დაბრუნდა, მთელი დღე ცქმუტაბდა, ერთ ადგილას ვერ ისვენენბდა, წარამარა საათს დაჰყურებდა რომელზეც თითქოს მისი ჯიბრით ზლაზვნით გადიოდნენ წუთები და წამები, პირველ საათზე ოფისი დატოვა და სკოლასთან მივიდა, უკმაყოფილების უსუამოვნო ტალღამ გადაუარა როცა თათია ირინასთან ერთად გამოვიდა სკოლიდან და ტაქსით წავიდა. ასე განმეორდა რამდენჯერე, ბოლოს როცა მოთმინებამ უღალატა ბიჭს ტაქს აედევნა მანქანით, იმის იმედით რომ თათიას სადარბაზოში შესვლამდე მაინც მოჰკრავდა თვალს და თუ როგორც შეხვედრების დროს თათია ირინას ახასიათებდა ისეთი კარგი მშვიდი და გაწონასწორებული ქალი იყო შეიძლენა სკანდალის გარეშე თათიასთან ლაპარაკის უფლება მიეცა, ბედნიერების გიჟური ტალღა დაეტაკა ბიჭს, როცა ტაქსიდან მარტო ირინა გადავიდა და მალევე სადარბაზოში გაუჩინარდა, ტაქსი კი მოტრიალდა. კარგა ხანს სდია შორი-ახლოს, მოთმინებით ელოდა როდის დაიწყებდა აღმართზე, მიხვეულ-მოხვეულებში ნელ სიარულს რომ გზა გადაეჭრა მისთვის და უსაფრთხოდ ეიძულებინა მანქანის გაეჩერება. დადგა მალევე მისთვის სანატრელი და სასურველი წუთები, შესაფერის ფართო მოსახვევში,ტაქს გვერდზე ამოუდგა, წინა ცხვიროთ გაასწრო და სავალი ნაწილიდან გადასვლა აიძულა, დაბნეულმა მძღოლმა მაშინვე გააჩერა მანქნა, თათიამ რა თქმა უნდა იცნო ალექსის მანქანა და საშინლად დაიძაბა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.