შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 3)


6-06-2021, 17:58
ავტორი სესილია
ნანახია 1 848

***
ტრადიციული ყოველკვირეული ოჯახური ვახშმობა კალანდაძეებში სამზადისში იყო, ქეთევანი და ბაია სუფრას შლიდნენ, მამაკაცები ნარდს თამაშობდნენ, დაგვიანებული იო და თედოც შემოუერთდნენ.
- იფ, იფ რა სურნელი, რა ხალხი, რა საზოგადოება, - როგორც ყოველთვის იონა ხმაურით შემოვიდა. - აბა როგორ ხართ? კარგ დროს მოვედით ხო? როგორ ამბობენ? თუ სადილობისას მიხვალ, სიდედრ-სიმამრი ცოცხალი გყავსო თუ რაღაც ასე ხო?
- საიდან მოაქვს ეს ისტორიები? - ქეთიმ ბაიას გადახედა.
- თედო, - მხრებში ხელი ძლიერად ჩაარტყა, - ასე რომ იცოდე, ორივე ცოცხალი გყავს შენც და მეც.
- ვინ? - არ შეიმჩნია ტკივილი დიდიძემ.
- სიდედრ-სიმამრი.
- სიდედრზე და სიმამრზე კი ნუ ფიქრობთ თქვენ, - მიუბრუნდა შვილისშვილს გიორგი, - გოგოებზე იფიქრეთ, რომელსაც შეიყვარებთ და შეგიყვარებთ და შესაბამისად, დაოჯახდებით.
- ეჰ, სად არის მასე მარტივად ბაბუ ეს გოგოები? ისე კარგი იქნებოდა გოგოების მაღაზია არსებობდეს, შეხვალ აარჩევ, მოიზომებ სიგრძეს, სიგანეს და ა.შ.
- იო, ცოტა სერიოზულად, რას იფიქრებს ბატონი ნუგზარი. - ქეთინომ შვილს თვალები გადაუბრიალა.
- არაუშავს, ქეთი შვილო, მომწონს მისი ასეთი მხიარული ხასიათი.
- ამიტომაც ვარ მე ნუგზარი ბაბუა „იუმორის და მხიარულების მეფე“. - იო წელში გასწორდა.
- თედო, როგორ მოგწონს ქუთაისი? შეეწყვე?
- მე რომ დავტოვე სულ სხვა იყო, ეს ქალაქი იმ ქალაქს აღარ გავს.
- არ თქვა, არ თქვა, - იომ დანანებით გადააქნია თავი, - შენ რა აბრა არ გინახავს ქუთაისში, რომ შემოხვედი?
- რა აბრა?
- „მე ის ქუთაისი აღარ ვარო!!!“
- მართლა, ასე აწერია? - თედომ ისევ დაიჯერა მორიგი ხუმრობა.
- თედო, - მხარზე ხელი დაუტყაპუნა, - იცოდე არ მომშორდე, თორემ რომ გაკვირდები, ყველაფერს იოლად იჯერებ და საცხა წაიმტვრევ მაგ კავკასიურ ცხვირს.
- ჩემს ცხვირთან რა გინდოდა ახლა? - უხერხულად შეიშმუნა და თვალი ჩუმად გააპარა ბაიასკენ.
- საღამო მშვიდობისა, - სასადილო ოთახში თომა შემოვიდა, უკან კი გეგა შემოჰყვა.
- დეე, მოხვედი. - შეეგება შვილს ბაია.
- მაგარი ამბავი მაქვს, მოვიგეეთ, მოვიგეთ დეე, - ხელში აიტაცა და დააბზრიალა, - ნახევარ ფინალში გადავედით.
- თომა, სირცხვილია, დამსვი. - სირცხვილისგან და უხერხულობისგან მთლიანად აწითლდა ებრალიძე.
- ბაბუუ, გილოცავთ, ანუ ნახევარ ფინალში ხართ?
- კიი, - აღტაცებული იყო თომა.
- და ვის ხვდებით?
- თბილისს.
- აჰა, ფინალში თუ გახვალ და მერე მოიგებ, მე ვიცი და ჩემი პატივისცემა, - გაიბღინძა იო.
- იო, ვიმახსოვრებ.
- იცოდე NBI- ში, რომ ითამაშებ და მილიონერი გახდები, იცოდე სახლს მე დაგიპროექტებ.
- ჯერ მოგება აცადეთ და მერე ისაუბრეთ დანარჩენზე.
- თავს წინასწარ იზღვევს, ბაბუ. ხომ იცი როგორი ჩქარია. - მიეხუტა ბაბუას თომა. - ფინალში, თუ გავედით, ხომ დამესწრებით? დედა, განსაკუთრებით შენ გეუბნები.
- ბაიკო, არ დადის შენს თამაშზე? - გაუკვირდა თედოს.
- ნწ, არა. როგორც ყოველთვის არ ცალია.
- გპირდები, რომ მე მოვაცლევინებ და ფინალზე აუცილებლად დაესწრება.
- მართლა?
- ჩემს მაგივრად რატომ პირდები? - წარბები შეკრა ებრალიძის ქალმა, თან არ მოეწონა თედოს გაშინაურება.
- ეგ მე და თომამ ვიცით ხომ? - თვალი ჩაუკრა ბიჭს დიდიძემ.
- მობრძანდით მაგიდა უკვე გაშლილია.
- იო,
- ხო, ბაბუ.
- ხვალ იცოდე დილიდან უნდა წამომწყვე რესტორნის მშენებლობაზე.
- აუ, რატომ?
- ეს „აუ, რატომ?“ რა პასუხია?
- უბრალოდ, დილით ძილს ვაპირებდი.
- როდის მუშაობ? სულ როგორ გეძინება?
- ღამით მიყვარს მუშაობა და დილით ძილი, რა ვერ შემისწავლეთ, დავბერდი უკვე.
- 24 წლის ასაკში თუ დაბერდი, ჩემს ასაკში როგორ იქნები? - გაეცინა გიორგის შვილისშვილის დრამატიზმზე.
- მანამდე დროა, მოვიფიქრებ.
- უკაცრავად, - წამოდგა გეგა, - უნდა დაგტოვოთ, გემრიელად მიირთვით.
- დესერტი არ გინდოდა, დედი?
- არა, მადლობა. მშვიდობიანი ღამე ყველას, - მძიმე ნაბიჯებით აუყვა კიბეებს მისი ოთახისკენ.
ბოლო დღეებია თავს უცნაურად გრძნობდა, თვალს დახუჭავდა თუ გაახელდა თვალწინ სულ ადა უტრიალებდა. ფიქრები, თუ როგორ ირჩენდა თავს ახალგაზრდა გოგო, რამდენ ფიზიკურ დატვირთვას უძლებდა კაპიკების საფასურად, თუმცა მასში მუდამ ჩანდა ბავშვური სიფაქიზე, რაღაც უცნაური რაც მას განსხვავებულ ხიბლს მატებდა.
ეს პირველად ხდებოდა, ფიქრებისგან გათავისუფლება სურდა, არ უნდოდა ამ ფიქრებს მასში შემოეღწია და სამუდამოდ დაესადგურებინა, ხელები თავზე მაგრად შემოიჭდო, თითქოს სურდა სწრაფად მოძრავი აზრები თუ კინო-კადრებად ქცეული სურათები გონებიდან ამოეშალა ან გაეჭყლიტა. ფიქრებთან ჭიდილში ჩაეძინა.



***
- ლევან, ხომ გთხოვე არა? - ქეთინო დოინჯებ შემორტყმული თავზე ადგა.
- რა მთხოვე?
- უზმოზე, რომ სიგარეტი არ მოწიო?
- კარგი ახლა...
- მისმინე, ის სპრეი უნდა გიყიდო.
- რა სპრეი?
- აი, სიგარეტი, რომ მოგინდება შეიშხურებ და ცოტა ხანი სურვილს დაკარგავ, რომ მოწიო, იქნებ ასე გადაეჩვიო.
- ნწ, მე რაღაც ქიმიურს პირში ვერ შევიშხურებ.
- მოიცა, სპრეია ქიმიური და სიგარეტი ჯანსაღი?
- დილიდან რატომ კამათობთ? - იო გამოუძინებელი სახით ჩაესვენა სავარძელში.
- სიგარეტი მოწია.
- 30 წელია არ დაიღალა. - ჩუმად ჩაიჩურჩლა ლევანმა.
- გავიგონე და არც დავიღლები! - ცალი წარბი ასწია ქეთინომ.
- დავანებებ, ოღონდ შენ დამშვიდდი.
- როდის?
- როდის? - ჩაფიქრდა, - შვილისშვილი, რომ მეყოლება.
- ანუ არასდროს!
- რას ნიშნავს არასდროს? მოიცა, ჩემი ბიჭები ცოლების მოყვანას არ აპირებენ? - სასოწარკვეთით შეხედა იოს ლევანმა.
- ახლა რა ხდება მამა, გეგა ვის შეიყვარებს? არა, მაგან შეიძლება კი შეიყვაროს, მაგრამ უჟმური და გაუცინარი ხელმწიფე ვის რად უნდა? ანუ გეგადან ხეირი არ გექნება, ნუ ახლა რაც შემეხება მე, მე ჯერ არ ვაპირებ, მინიმუმ 10 წელი მაინც, და თომა ჯერ კიდევ ბავშვია.
- ანუ 10 წლის მერე დავანებებ სიგარეტს თავს, ქეთო.
- აჰ, არა რაა ეს კალანდაძეები ცოტა ურევთ! ყველა იმედს მაგლეჯთ და მიქრობთ!
- შვილისშვილი გინდა, ქალბატონო დედა? - ღლაბუცის მოყვარული იო უცებ გამოფხილზდა, აღარ ეძინებოდა.
- რა? არ არის დრო?
- გეგა დამჯერეა და თხოვე. ვინც შენ გინდა იმას მოგიყვანს რძლად.
- ელაპარაკე ახლა ამას, ამ დილა ადრიან არ მოვიშლი ნერვებს. - გაბუსხა ტუჩები ქეთინომ.
- ჩემი სახელი რატომ ახსენეთ?
- ადექი დედი? გშია?
- მოგვიანებით ვისაუზმებ, ახლა არ მინდა. - გარგარის ჩირი ჩაღეჭა, - აღარ იტყვი? - გახედა ძმას.
- რატომ, და ცოლი რო არ მოგყავს ვღელავთ მთელი ოჯახი, უბანი და საერთოდ, ქალაქის მასშტაბზეა ნერვიულობა გასული.
- ანუ ფართო მასშტაბებზეა საუბარი?
- დიახ-თ! - თავი დაუქნია ძმას.
- ყველამ მის ცხოვრებას, რომ მიხედოს, ეს წესი ჯერ ქალაქის მასშტაბებზე გავრცელებული არ არის?
- არა, ეგ „წესი“ საქართველოში საერთოდ უგულველყოფილია!
- თავი ამტკივდა უკვე.
- მეც. - დაიჭყანა იო, - ვაა, ადა მოსულა, - მხიარულად წამოიძახა.
- დილა მშვიდობისა. - მორიდებით მიესალმა ყველას.
- ეე, რა გჭირს? კატასავით რატომ ხარ გაწუწული?
- იო, რა შედარებაა? - უჩქმიტა ქეთინომ შვილს.
- მეტკინა დედააა! - ბეჭზე ხელი მოიჭირა შუათანა კალანდაძემ.
- სად დასველდი ასე ძალიან? გარეთ რა წვიმს?
- არა, ახლა აღარ. გადაიღო. თუმცა მე მომიწია.
- წამოდი, გამოსაცვლელს, მოგცემ, არ გაცივდე.
- არა, იყოს, გავშრები. სითბოა აქ, დაგტოვებთ, გემირელად მიირთვით, - ფეხაკრეფით გავიდა სასადილო ოთახიდან.
გეგა უძრავად იდგა, წარბიც არ შეხრია, მიმიკაც არ შეცვლია, თუმცა შინაგანად თავს ისევ უცნაურად გრძნობდა და ეს არ მოსწონდა.
- უკაცრავად, - საუთაო ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნა გეგამ, - შეიძლება?
- დიახ, ბატონო გეგა, მობრძანდით. - უთო გვერდზე გადადო.
- იცით, შეიძლება ეს პერანგი, რომ გამიუთაოთ? ნაკეცები გაუკეთებია კარადაში.
- კი, კი მომეცით, - პერანგი ნაზად დააფინა საუთაო მაგიდაზე ადამ და საქმეს შეუდგა.
გეგა თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, თან მთელ სხეულში უცნაურ რბოლას გრძნობდა, ეს კი უფრო ძაბავდა.
- უთაობისას არ იღლებით? - თავისდაუნებურად თქვა გეგამ.
- მე? - მუქი ლურჯი თვალები შეანათა კალანდაძის შავ თვალებს, - იცით, როდესაც ვაუთოვებ არაფერზე ვფიქრობ, ამ დროს ჩემი გონება ისვენებს. ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, გავაუთაო ისე, რომ ყველა კმაყოფილი იყოს, ამაში კი ის მეხმარება, რომ ვთქვათ ახლა პერანგს ვაუთოვებ ხომ? წარმოვიდგენ, რომ ეს ჩემი მამიკოსია და ის მიდის სამსახურში, ამიტომ მას მთელი სიყვარულით ვაუთოვებ, ქალის ტანსაცმელზე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი დედიკოსია და ასე, მიადვილდება და მიმსუბუქდება შრომა. აი, თქვენი პერანგიც მზად არის, - მომღიმარი სახით გაუწოდა, გეგა უფრო დაიძაბა და პერანგის ნაცვლად, ადას ხელს ჩასჭიდა ხელი. - ცუდად ხომ არ ხართ? - გაფითრებულ სახეს ჩააშტერდა გოგო, - დილით ისაუმზეთ?
- არა.
- წამოდით, წავიდეთ. - უთო გამორთო ადამ.
- სად?
- უნდა ვისაუზმოთ.
- ერთად?
- თქვენ ხომ მარტო ჭამა არ გიყვართ?
- მე, მაგვიანდება. - ცხვირში ჩაიდუდუნა, თან თვალი ჩუმად შეავლო ადას.
- 5 წუთი არაფერს წყვეტს, დარწმუნებული ვარ თამარა ბებოს ყველაფერი მზად ექნება, თქვენს გამოჩენას ელოდება და საუზმეც წამებში გაიშლება. წამოდით, რაღას უცდით? - კიბეებზე სირბილით დაეშვა ადა, გეგა კი მორჩილი ბავშვივით გაჰყვა.


***
- აჰ, როგორ დავიღალე, - იო სკამზე გადაწვა.
- ბატონო იონა.
- ხო, - არც განძრეულა ისე გასძახა ბრიგადირს.
- მასალა მოიტანეს.
- მერე მე რა ვქნა? მე ხო არ ჩამოვზიდავ? ჭკუიდან გადამიყვანს ეს ხალხი?! - მშენებლობას გახედა, - ჰეი, ოთო, - თვალი მოჰკრა დამხმარე ბიჭს.
- დიახ, ბატონო იონა.
- შენ მაინც ნუ მიძახი ამ „ბატონოს“, თორემ ყურები მეტკინა.
- კარგით და რა გინდოდათ?
- ძილი მინდა.
- ძილი? და მერე მე რა უნდა ვქნა? იავნანა გიმღეროთ?
- მომწონხარ მე შენ! - თვალი ჩაუკრა ბიჭს, - უბრალოდ, ბაბუაჩემი, რომ მიკითხავს, უთხარი აა, ეს წამია რაც გავიდათქო. ექვსი საათი ხდება და სახლში მინდა, ჩემს ლოგინში. - საწყლად ააფახულა თვალები.
- კაი, წადი. - დართო ნება, ოთომ.
- გეიხარე, გამახარე. - სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა მანქანისკენ, - თედო, სად მიდიხარ? - ხელკავი გაუკეთა ეზოში შემავალ დიდიძეს.
- ეზოში, მასალები მოიტანეს.
- რა დროს მასალებია, ჩქარა ჩემს მანქანაში.
- ხომ მშვიდობაა?
- კი, კი, უბრალოდ გაქცევაა.
- გიჟი ხარ.
- კარგია, რომ მიხვდი. - იო მოწყვეტით გავარდა გზაზე. - ხომ გშია?
- კი, დილიდან არ მიჭამია.
- მაშინ, სადმე დავსხდეთ, თორემ შენ - მამაშენს და მე კი - ბაბუაჩემს თუ ვუყურეთ, შიმშილით მოგვკლავენ.
- მგონი, მაგ ორი შიმშილს ვერ გრძნობს. - გაიცინა თედომ.
- ვაა, ბიცოო. - იომ შემომავალ ზარს უპასუხა, - მე მშია და როგორ ვიქნები? თვალთ მიბნელდება, მგონი წნევა მივარდება... რაა? აუუ, რა ბიცო ხარ შეენ, გეუბნები უნდა გაგათხოვო... ხო, კაი ნუ აწიწკინდი... მოვალ, მალე.
- სად მივდივართ?
- ბიცოსთან.
- ვისთან?
- როგორც შენ ეძახი „ბაიკოსთან“, - დაეჭყანა.
- ვისთან? - თედო უხერხულობისგან შეიშმუშნა, - მე სადმე ჩამომსვი.
- რატომ?
- სირცხვილია.
- რა?
- ასე იქ მისვლა.
- რატომ? თქვენ ხომ კლასელები და ძველი მეგობრები ხართ?
- კი. - კარების სახელურს თედო დაძაბულად ჩაეჭიდა.
- ნუ გეშინია, ვერ მიხვდება ჯერ.
- რას?
- რომ გიყვარს.
- რა? - შეშინებული შეხტა დიდიძე, - შენ საიდან იცი?
- ჩემმა შავმა თვალებმა მალე შეამჩნია, ფაქტიურად იმ დღესვე.
- ვაი. - სახეზე ხელები აიფარა, - მრცხვენია.
- რისი? გიყვარს, ხომ არ გძულს?
- უბრალოდ, წლებია ვერ დავივიწყე... სასაცილოა ხომ? პირველი სიყვარული, ასე ძლიერ, რომ დარჩა ჩემში? – უიმედოდ ჩაეცინა და ფანჯარაში გაიხედა.
- სულაც არა, ალბათ ეგაა სიყვარული. ნუ ჯერ მე არ ვიცი, მაგრამ თუ შემიყვარდება მინდა წლების მანძილზე, სიცოცხლის ბოლომდე მიყვარდეს. მოვედით, - იომ მანქანა დააყენა.
- ვღელავ, ასე ხელცარიელი როგორ მივიდე?
- ყვავილებით და ბომბონერით სხვა დროს მიადექი თუ ძმა ხარ, ისე ბიძია ხო არ დაგიძახო? - იომ თვალები მოწკურა.
- იო, გცემ. - მუშტი მოუღირა.
- იცოდე, გიჩივლებ ძალადობისთვის და მერე ვნახავ.
- არა, რა რომ შეგხედავს კაცი, იფიქრებს სერიოზულიაო და ამ დროს...
- ამ დროს მე „იუმორის და მხიარულების მეფე“ ვარ.
- კი, შემახსენე და გვირგვინს გიყიდი მერე.
- ახლა შენ ნუ გამითამამდი, ბიძა ხართქო, რომ გითხარი.
- ნუ მიშლი ნერვებს. - კამათ-კამათით ავიდნენ ბინაში.
- ბიცო, გააღე კარები, ჩვენ ვართ! - იო ზარს ზარზე აჭერდა.
- რა გჭირს? - კარები ფართოთ გააღო ბაიამ და თედოს დანახვაზე შეცბა.
- ბიცო, თედოც მახლდა, რომ დამირეკე, არ მომყვებოდა, მარა ამასაც თვალთუბნელდებოდა, როგორც შიმშილისგან, ისე სიყვარულისგან და კი წამოვიყვანე.
- გამარჯობა, ბაიკო, როგორ ხარ?
- შემოდი, რატომ დგახარ კარში? უცხო ხომ არ ხარ? - შეიპატიჟა სტუმარი ბაიამ, თუმცა შინაგანად უცნაურად აფორიაქდა.
- აბა, რას გვაჭმევ? მოიცა, ეს მე თუ თედომ უნდა იკითხოს?
- გცემ. - თედომ კბილებში გამოსცრა.
- რა და შენი საყვარელი მადამბოვარი გავაკეთე და ხომ იცი, უშენოდა ყელში არ გადამივიდოდა.
- ხო, ხედავ როგორ ზრუნავს ჩემზე? - ანიშნა თედოს, - იცოდე, მერეც ასე უნდა იყოს.
- მგონი შემომაკვდები, - გაბრაზებით ჩაიჩურჩულა დიდიძემ. - ხომ არ მოგეხმარო? - მისდა უნებურად წამოსცდა.
- კი, მიეხმარე, თეფშები და ჭიქები მანდ დევს. - ბაიას მაგივრად უპასუხა იომ და სავარძელზე მიწვა, სიმშვიდე კი მობილურმა დაურღვია, - ხო ფისო... მე კარგად და შენ?... ოო, კი დამნაშავე ვარ, დავიკარგე, მაგრამ ვშრომობ, დაკავებული ვარ... პროექტები, იქეთ მშენებლობა, შუაღამეს შევდივარ სახლში და უთენია გამოვდივარ, სამი საათიც არ მძინავს... კარგი, დაგემშვიდობები, ახლაც შეხვედრაზე ვარ. გკოცნი ფისო.
- აფერისტი! - თედომ თვალები მოჭუტა.
- ეს ფისო ვინ არის? - იკითხა ბაიამ.
- მოიცა დავხედო, ეს არის ფისო სამი, ე.ი მოიცა რა ქვია ამას? - თავი მოიქექა.
- რამდენი ფისო გყავს? - ბაია გვერდით მიუჯდა.
- მოიცა, ჩავეხდო კონტაქტებს, ამ ეტაპზე ხუთი.
- მექალთანე ხარ?
- რა ვქნა ახლა, ზოგიერთებივით პირველი დაუვიწყარი სიყვარული ჯერ არ მყავს, - თვალი ჩაუკრა თედოს.
- მიირთვით, უკვე მზად არის.
- იფ, რა სურნელია. მოიცა თომა სახლში არ არის? - ბიძაშვილი იკითხა იომ.
- ვარჯიშზეა.
- მისმინეთ, თქვენ რამდენი წელი იყავით კლასელები?
- ორი წელი. - ერთდროულად უპასუხეს.
- ანუ გადარეულსაც იცნობ ხომ? - გახედა თედოს.
- თინას?
- ხო.
- კი, იმედია ახლა ცოტა შეცვლილია.
- ნწ, ისევ გადარეულია. - გაეცინა ბაიას.
- აუ, თინას სახელზე სულ ის სიტუაცია მახსენდება, რომ მიცვალებულივით, რომ გამომაწყვეთ.
- ეე, ეგ სად გაგახსენდა?
- აუ, მეც მითხარით რაა. - იონა გემრიელად ილუკმებოდა.
- ე.ი ერთ დღეს, ჩვენი მეგობრის დაჩაზე ბანოჯაში თუ გეგუთში წავედით.
- ოე, - იომ თედოს მხარზე ხელი დაკრა. - ბანოჯაში იყავი თუ გეგუთში?
- ზუსტად არ მახსოვს, ეგ ორი ხო ახლო სოფლებია?
- კი, - თავი უიმედოდ გადააქნია იომ, ბაიას კი სიცილი აუტყდა.
- რა, არა? - მიამიტურად იკითხა დიდიძემ.
- მასე თუ მოძრაობ და იმახსოვრებ ძმაო შენ ქუჩებს, სოფლებს და ქალაქებს, საერთოდ, მოსკოვში როგორ მოძრაობდი?
- კარგად, - ვერ მიხვდა თედო ირონიას.
- მიდი გააგრძელე.- ხელი ჩაიქნია იომ და ჭამა განაგრძო.
- ხოდა, ვართ დაჩაზე, მე დივანზე მივწექი დასაძინებლად, ხოდა ეს და თინა, დაფორიალებენ „იუდას ქალებივით“ თეთრ პერანგებში.
- „იუდას ქალებივით“ რას ნიშნავს?
- ბავშვი ხარ, არ გეცოდინება ეგ სერიალი, ხუთი ქალი კლავდა ვიღაცეებს და სადედოფლო კაბები ეცვათ, ისე ბოლოს ნამდვილი მკვლელი ვინ აღმოჩნდა გაიგე, ბაი?
- ნწ, იმ საღამოს მთელს ქალაქში შუქი არ იყო.
- რა ტანჯული ბავშვობა გქონიათ თქვენ. - წყალი მოსვა იომ. - მერე?
- ხოდა, დაფორიალობენ, მე გულზე ყვავილები დამაწყვეს, თავთან სანთელი, ბოტასებში სველი ყვავილები ჩამიწყვეს და მეორე დღეს სველი ბოტასებით ვმოძრაობდი.
- ბიცო, შენ ასეთი იყავი?
- იმან აიყოლია.
- კარგი ახლა, მეც ვცუღლუტობდი, ყველაფერს თინას ნუ დააბარლებ. ის დაგავიწყდა პატიკოს შარვლის ტოტები, რომ დავუმკესეთ და დილით სიჩქარეში, ძირს, რომ დაენარცხა.
- აუ, კიი, ბებიამისი კინაღამ გალურჯდა ბრაზისგან.
- მოვედიი. - შემოსასვლელში თომას ხმა გაისმა. - ვაა, რა ხალხი. გამარჯობა.
- თომა, გაგიმარჯოს, რა კარგ დროს მოხვედი, ბიძაშვილო.
- დე, ხომ გშია?
- კი. გადავიბან ხელებს და მოვალ, ახლავე.
- როგორი დიდი ბიჭია, ბედნიერი დედა ხარ ბაიკო. - თედომ თვალი გააყოლა.
- მოვედიი, აბა რას მაჭმევ დე?
- სუფრა გაწყობილია და ჭამე რაც გინდა.
- ფინალი როდის გაქვს, თომა? - თედომ მზრუნველი თვალები მიაპყრო.
- ზეგ. - თომა გემრიელად ილუკმებოდა.
- აუცილებლად, მოვალ, იო, იცოდე ერთად წავიდეთ.
- ნწ, - იონამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- რატომ?
- შენ თომას რა პირობა მიეცი? ამიტომ ბ ა ი კ ო ს თ ა ნ ერთად უნდა მიხვიდე. - დამარცვლით წარმოთქვა ბიცოლას სახელი.
- უი, ხო. სულ დამავიწყდა, - შუბლზე ხელი მიიდო, - ბაიკო, გამოგივლი და ერთად წავიდეთ.
- არ ვიცი, ვნახოთ.
- აპ, აპ, არ ვიცი ვნახოთ არ გამოვა, მე ჩემს ბიჭს დავპირდი და უნდა მიგიყვანო ფინალზე.
- შენს ბიჭს? - წყალი გადასცდა ებრალიძეს.
- ხო, თომას. - ვერ მიხვდა თედო ქალის რეაქციას.
- მასე გააგრძელე, - ჩაეღიმა იოს და თომას თვალი ჩაუკრა, რომელმაც მალე გაიაზრა სიტუაცია.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

სესილი საოცრად საინტერესო ისტორიაა,წერ უგემრიელესად,გააზრებულად და დიდი სიზუსტით,აზრი აზრს მიყვება და ბოლოს ისეთი გამოდის ყოვლად ბრწყინვალე.ვტკბები კითხვის დროს,ნელა ვკოთხულობ,რომ მალე არ დავამთავრო.

 


№2  offline წევრი სესილია

სტუმარი nancho
სესილი საოცრად საინტერესო ისტორიაა,წერ უგემრიელესად,გააზრებულად და დიდი სიზუსტით,აზრი აზრს მიყვება და ბოლოს ისეთი გამოდის ყოვლად ბრწყინვალე.ვტკბები კითხვის დროს,ნელა ვკოთხულობ,რომ მალე არ დავამთავრო.



მადლობა ნანჩო heart_eyes ვცდილობ, ისეთ საკითხებს შევეხო თან ნაზად, რაც აქტიურია, რაც მაწუხებს და ვფიქრობ უნდა შეიცვალოს. მიხარია, რომ მოგწონთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent