შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაბედავ(სრულად)


8-06-2021, 15:04
ავტორი widowed ellie
ნანახია 37 997

"ნამდვილი სიყვარული ტრანსცედენტულია, მატერიის საზღვრებს ცდება და თუნდაც სხეულები დაშორდნენ სულები სამუდამოდ დაკავშირებული რჩებიან.დამშვიდობებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვისაც თვალებით უყვართ, რადგან მათთვის, ვინც გულით გრძნობს და სულით უყვარს განშორებები არ არსებობს"

რუმი.


შუა ივნისის მშვიდი დღე იდგა.
შემაწუხებელ სიცხესაც დაეკარგა თავისი ელფერი და საღამოს დადგომასთან ერთად ოდნავ აგრილებულიყო ირგვლივ.
რესტორნის ვერანდის მოაჯირებს მიყრდნობოდა მაღალი,ოდნავ მოხრილი სილუეტი,მისი განიერი მხრები და ახოვანი აღნაოგობის სხეული, სიბნელეში მთვარის შუქზეც კარგად იკვეთებოდა .შემზარავი სიჩუმე მეფობდა ვერანდაზე.მხოლოდ შიგნიდან გამომავალი ელექტრონული მუსიკის დახშული ხმა არღვევდა ჰაერის ნაკადს.თავი უსკდებოდა ამდენი ხმაურისგან,გამაღიზიანებელი მუსიკა პირდაპი სასმენ ძვლებზე უკაკუნებდა და,ალბათ, ცოტა აკლდა ნერვებმოშლილი გაეცლებოდა აქაურობას.
-დედას შე*ცი!-თვალებზე მიიჭირა თითები ირგვლივ მიმოიხედა.ჯიბიდან ამოღებულ ტელეფონს დახედა და მეგობრის ზარს უპასუხა,თან ადგილი შეიცვალა,რადგან არაფერი ესმოდა.
-რა თქვი?
-სად ხარ-მეთქი?-ხმამაღლა ჩასძახა მეგობარმა.
-გარეთ გამოვედი.
-აუ,რას მატასავებ, აბა,წინ და უკან? დამელოდე, მეც გამოვალ.
-მიდი.-ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა და კვლავ ქალაქს გახედა.
ფეხის ნაბიჯების ხმა გაიგო ვლადმა და მიხვდა რომ მისკენ ვიღაც მოდიოდა.ეს არ იყო ჩვეულებრივი სიარულის მანერა,ეს უფრო ამაყად გადადგმულ ნაბიჯებს ჰგავდა,რომელშიც შენი სიძლიერის ყველა ელფერს ამჟღავნებ.
ქუსლების კაკუნზე ჩაეცინა.
და მიუხედავად ძლიერი ინტერესისა,წამითაც კი არ გაჰპარვია მზერა უცხო გოგონასკენ,თუნდაც პერიფერიული.
სამაგიეროდ, სასუნთქი რეცეპტორები გაუღიზიანა ლავანდის და ქოქოსის საოცარმა სურნელმა,რომელიც დაეფიცება ვლადს,რომ პარფიუმერია კი არა,არამედ ადამიანის ბუნებრივი სურნელი გახლდათ,თანაც თმის.
გაუაზრებლად უფრო მომთხოვნი გახადა ჩასუნთქვების სიძლიერე.მერე თავის თავს არ გამოუტყდა,თორემ ძალიან სიამოვნებდა ეს სურნელი და სურნელთან ერთად მოსული უჩვეულო სხეულის შინაგანი მდგომარეობა.
წამების შემდეგ ჰაერში მორჩენილი საუცხოო სურნელი გაჭირვებით შეისუნთქა ვლადმა ფილტვებში,ცოტა ხნით არ ამოუსუნთქავს და როცა ნახშირორჟანგთან შეზავებული ლავანდა ორგანიზმიდან გარეთ გამოაძევა,ნათლად იგრძნო,რომ შემდეგ ჩასუნთქულ ჰაერს მსგავსი არაფერი შერევია.
მიხვდა უცნობი ზუსტად ისე წავიდა,როგორც გამოჩნდა და თან მოტანილი სიმშვიდეც ისე გაიყოლა,სულ არ შესცოდებია გირგვლიანი.
იქნებ ვინ დახვედროდა,იქნებ ვინ ედგა გვერდით?!...
-სად ხარ შე*ჩემა,მთელ რესტორანში შენ დაგეძებ.-ბავშვობის მეგობარმა ფიქრები გაუფანტა ვლადს.ზედმეტად ხმაურიანად მოუვიდა მისი სივრცის დარღვევა,თუმცა არც კი შეუმჩნევია,ისე მიეყრდნო მოაჯირებს ვლადის გვერდით..-შენი საყვარელი სტუდენტი გკითხულობს ,სხვათა შორის.
-მარიკა?-სახე დაემანჭა ჯერ კიდევ გაბრუებულ გირგვლიანს.
-ხო,გუგას დასდევდა წეღან,შენი სიმპატიური ძმაკაცი ქულას არ მიწერს და გამიჩალიჩე რამეო.
-ისწავლოს და დაეწერება.
-უჟმური ხარ,რა...-ხელით ოდნავ უბიძგა კობახიძემ.-სიმპატიურიაო შენზე თქვა და მარტო ეგ გაიგე?
-გიორგი,რა გინდა?!-ქვემოდან კუშტი მზერით ამოხედა მომღიმარს.
-რა მინდა და ნუ უბრიალებ მაგ შავ თვალებს ბავშვებს,ხომ ხედავ დნებიან,ტო.-ხითხითად არ ეყო გიორგის,ორად მოიკეცა ძმაკაცის გამაფრთხილებელი მზერის დანახვისას.-კაი,ქულა ჯანდაბას!ერთი მაინც გაუღიმე.
-გიორგი,გადაგაგდებ!
-ახლა სვანურმა სისხლმა არ გიყივლოს უცებ.
-დაკეცილი დანა დამაქვს ჯიბით.-გააჯავრა კობახიძე ვლადმა და იდაყვები ოდნავ აამოძრავა მოაჯირზე.-წავალ მე მალე.დავიღალე მაგრად.
-საერთოდ რას მოვდიოდით,რა...
-გუგას ვერ გავუტეხავო შენ არ იძახდი?!-კოპებშეკრულმა ამოხედა ძმაკაცს.
-ხო,მაგრამ...28 წლის გახადა ბოლოს და ბოლოს.
-რა მალე გადის ისე წლები,ტო...
-რა იყო ვლადუშ,შემოგაწვა ასაკი?-დასცინა მეგობარს.სულ ეხუმრებოდა ასეთ სერიოზულს ვერავინ გაგიძლებსო.
-შენ თუ გყავს ცოლ-შვილი,დროის სვლა არ გეხება,თუ რა პონტია?
-არა,ტო.თმები გამიჭაღარავა ტაისიამ,ვერ ხედავ?
-შენი მასხარა...-ღიმილით გამოსცრა კბილებს შორის ვლადმა და მეგობრის მსგავსად სახით შებრუნდა შენობისკენ.განათებულ დარბაზში მოცეკვავე ადამიანებს მოავლო მზერა,რომლებიც მინაში ჩასმულ უზარმაზარ კედელში კარგად ჩანდნენ.
ტრანსში მყოფი სხეულები ერთ მთლიან მასას წარმოადგენდა,ზოგი სასმლისგან და ზოგი მოსაწევისგან გაბრუებული,რომ აყოლებდა ტანს მუსიკის მაღალ ნოტებს.ქაოსურად ირეოდა ფერები ერთმანეთში,ქაოსს კვამლი ემატებოდა და სრული განუკითხაობა სუფევდა ყველგან.უმეტყველო,არაფრის მომცემი მზერა მოავლო ამ გამოქათამებულ საზოგადოებას.არ შეეძლო მსგავსი სიტუაციები,ყოველთვის სული ეხუთებოდა,ყველა მხრიდან უარყოფითი აურა მოდიოდა.დაღლილმა თვალებმა თითქოს თავისით მოძებნესო ბრბოსგან ცალკე მდგომი გოგონას სხეული.
თავისდა უნებურად წააწყდა სპილოსძვლისფერ კაბიანს ამდენ ხალხში.
ყველასგან გამოარჩევდა თავშეკავებულობა და რაღაც ამოუხსნელი ხიბლი,ნებისმიერ ადამიანს რომ მიიზიდავდა ისეთი.
ბუნებრივად ხვეულ თმებში შეეცურებინა ცალი ხელი და ტანის ნატიფი მოძრაობით ირხეოდა წითელ შუქზე.
დახვეწილად და ისე ქალურად...
ისე სულისშემხუთველად მიუწვდომელი ეჩვენა ეს სიფრიფანა გოგონა,გაიყინა გირგვლიანი.
მაგავსი სილამაზე არ ენახა ცხოვრებაში.
საკუთარმა თავმა ღიმილიც კი მოჰგვარა სახეზე.ბოლოს როდის დაემართა მსგავსი რამ,ვერც კი გაიხსენა და ისე განაგრძო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქმნილების ცქერა,გიორგის საუბრისმაგვარი ხმისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.
მაღალი იყო.
ძალიან,ძალიან თხელი სხეული,ალბათ,ორმოცდაათ კილოსაც ვერ აიწონიდა,მაგრამ უდაოდ მიმზიდველი აღნაგობის პატრონი გახლდათ.ოდნავ შეხსნილი სისხლისფერი ტუჩებს ყოველ სამ წამში ერთხელ ისველებდა ენის წვერით,მილულულ თვალებს ოდნავადაც არ ახელდა,თითქოს სულ სხვაგან დამოგზაურობს ფანტაზიებით და არ უნდა რეალობას დაუბრუნდესო.ნელა მოაწვა სხეულში სისხლის ჭავლი,უმოწყალოდ გაულღვა ორგანიზმში გამჯდარი სიცივე და მუშტები შეკრა იმდენად ძლიერად,რომ ეგრძნო,აუცილებლად ეტკინებოდა.
გოგონამ გადაიკისკისა,ქათქათა კბილები ერთმანეთის მიყოლებით გამოაჩინა და სულ გაუხელა გონება ვლადს.ჩამუქებული თვალები ზანტად ააყოლა ჯერ მის უწვრილეს წვივებს,სიბნელეშიც კი შეამჩნია მალების ფორმა მათზე.ოდნავ ზემოთ გადაინაცვლა და ახლა მრგვალ მუხლებზე შეჩერდა თვალებით.უთხელესი და უსწორესი ფეხებს ძლივს მოსწყვიტა მზერა,ნელა აატარა გადადღაბნილი ირისები სულისშემხუთველად შემოტმასნილ კაბაზე.წვრილი წელი,ულამაზესი ფორმის მადისამღძვრელი მკერდი თავისუფლად დანარნარებდა მუსიკის რიტმზე და ეს მკერდის ლავიწები...აშოლტილ ყელზე მიებჯინა ძვლები და ისე უერთდებოდა მხრებს.როგორი ლამაზი,როგორი სუსტი და სასურველი იყო.
უხხ!გააკანკალა ვლადს ვნებისგან,ჟინისგან და გოგონას ხელში ჩაგდების ცხოველური სურვილისგან ერთიანად აუდუღდა ისედაც ადუღებული სისხლი.ხვეულ წაბლისფერ თმებზე შეჩერდა,თითქოს სახეში შეხედვას ვერ ბედავსო.
ქალღმერთს ჰგავდა.
არამიწიერი უფრთო ქალღმერთი იყო მის წინაშე.მართალია ცოტა მოშორებით,მაგრამ მაინც მოახერხა მისი აფორიაქება.ფრთხილად გადავიდა ნიკაპზე,მერე შეხსნილ ტუჩებზე,რომლიდანაც ისევ ისე თვალისმომჭრელად უღიმოდა მთელ დედამიწას.
აცახცახებული სხეული დაუმშვიდდა მისი ბავშვივით უმანკო სახის დანახვისას.თვალები გაეხილა და ვიღაცას ესაუბრებოდა მომღიმარი.ისეთი სუფთა,ისეთი თავისუფალი და მშვიდი თვალები ჰქონდა,ჩაწყნარდა ვლადი.სისხლი კალაპოტს დაუბრუნდა,თუმცა გულის მოძრაობას ვერაფერი მოუხერხა.
სულ წამით,სულ წამით იგრძნო დანაშაული საკუთარი სურვილების მიმართ.როგორ სძლია სურვილებს?!როგორი უჩვეულო გრძნობა მოვიდა,არა?!
მიხვდა ვნებას აჯობა სულიერებამ,მიხვდა ცხოვრებაში პირველად რაღაც წმინდა იგრძნო ვიღაცის მიმართ და ნამდვილად!კიდევ ერთხელ და უკვე ნამდვილად აუცახცახდა სხეული მისი კისკისის დანახვისას.
-რას გაძეგლდი?-ხელი აუქნია ასტრალში გაჭრილ ვლადს გიორგიმ და მის დუმილზე ნერვები მოეშალა.მზერა გააყოლა გირგვლიანის თვალის სამიზნეს და როგორც კი აღმოაჩინა,სიამოვნებისგან ცალყბად გაეღიმა. -ლამაზია,არა?
-ძალიან.
-სოფოკოს ბავშვობის დაქალია.
-ხოო...
-ტაისას ეგეც ნათლავს.შენ კეროლაინი და კიდე გვყავს ერთი,იმას არ იცნობ.მამენტ არც კეროლაინს იცნობ,მაგრამ ახლა ხომ დაინახე.
-აჰაამ...-დაჰიპნოზებულივით დაეთანხმა ვლადი მეგობარს,მხოლოდ მერე გაიაზრა ტვინმა გიორგის ნათქვამი და ფეთიანივით შეხტა ადგილზე.-რა თქვი?
-რა გაღრიალებს,ოე?!-სახე დაემანჭა შეწუხებულ გიორგის.
-ნათლია?-თავზე შემოიწყო ორივე ხელი და გაღიზიანებულმა გახედა თითქმის უცნობ გოგონას,რომლის ყოფა მთლიან არსებას უფორიაქებდა დანახვის წამიდან.-მაგას მე ახლა რატომ ვიგებ?!ან აქამდე რატომ არ მყავდა ნანახი?
-რავი,ტო შენ,რომ აქეთ იყავი,ეგ იტალიაში იყო.მერე ეგ რომ აქეთ იყო,შენ გერმანიაში და ასე აცდით გზაში ერთმანეთს.-აუღელვებლად გაუკიდა კობახიძემ სიგარეტის ღერს.-მთელი საღამოა აქაა და ახლა შეამჩნიე?
-საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება არავისთვის.
-ჩემი კდემა კაცი ხარ შე*მა!-გაიღრიჭა გიორგი და უცნაური მზერით გახედა საეჭვოდ დადუმებულ გირგვლიანს.აი,ისეთს მთელი 29 წლიანი ძმაკაცობის პერიოდში,რომ არ ენახა აქამდე.
-კაიი?-სახეზე ღიმილი შეეყინა ვლადის ჩაწითლებული და დაჭიმული ყბების დანახვისას.ლაღად მოსაუბრე გოგონას გახედა,მერე ისევ ძმაკაცს გამოხედა და რომ მიხვდა,აქ რაღაც ძალიან ცუდი ან ძალიან კარგი მოხდებოდა,მისდაუნებურად მოეღუშა ხასიათი.
-ამის დედაც.-სიმწრით გაეცინა ვლადს.ხანდახან როგორი ირონიული და არაფრისმომცემია ცხოვრება.გაურკვევლობის და ხათაბალის მეტს არაფერს იმეტებს ამ უბადრუკი ადამიანებისათვის და თუ იმეტებს,ბოლომდე მაინც არავის ახარებს ბედნიერებით.
აღარ გაუხედავს მისკენ,სახელიც არ უკითხავს გიორგისთვის,განგებ აარიდა თავი ყველანაირ ინფორმაციას.
კობახიძე გააფრთხილა ტაისია და სოფოკო მომიკითხეო.
იქაურობას უკანმოუხედავად,დინჯი ნაბიჯებით გაეცალა და ვერ გაბედილი ფიქრები შეატოვა,სპილოს ძვლის ფერ კაბიანს.

***
ერთი ძალიან კარგი თვისება ჰქონდა.როცა მიხვდებოდა,რომ თავისი პატარა,თუნდაც ძალიან მიზერული მცდარი ქმედებით შეიძლება გაეფუჭებინა ყველაფერი,შეიძლება ერთი ხელის მოსმით წყალში გადაეყარა თავისი ღირსებები,გაენადგურებინა ის,რასაც ამდენი წელი ფასეულად მიიჩნევდა,აუცილებლად გაერიდებოდა სიტუაციას.
იყვირებდა,იფიქრდებდა,ბევრსაც დალეწავდა,მაგრამ ცხელ და აფორიაქებულ გულზე,არასდროს დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამდა,რადგან მიაჩნდა,რომ ადამიანი თავის ადამიანობას,ზუსტად მაშინ კარგავს,როცა თავადაც არ იცის რა უნდა.
არ იცოდა რა სურდა უცნობი და თურმე ნაცნობი გოგონასაგან.იმასაც ვერ ხვდებოდა,ასე ერთ წუთში,მცირე დროში როგორ აუალდა სხეული,გონება და ტვინი მისი მომღიმარი სახის დანახვისას.
სულში შემოიჭრა ხვეულთმიანის გამოსახულება და ყველაზე ვერაგი გზებით ააღწია ვლადის გონებამდე...
გულის საშუალებით.
გონებაში ჰყავდა მუდამ,უბრალოდ საკუთარ თავს მასზე ფიქრის უფლებას ვერ აძლევდა.
დანაშაული იყო თითქოს...
დანაშაული,რომელიც დიდი ალბათობით დაგვიანებულზე თავის შედეგსაც აჩვენებდა ყველას.რელიგია და სარწმუნოება,ყველაზე წმინდა რამ გახლდათ ვლადისთვის და არ არსებობდა ქვეყნად არაფერი,რაც მის მიმართ უპატივცემულობას ჩაადენინებდა.

სამზარეულოს მაგიდის ზედაპირს მიეყრდნო დამძიმებული სხეულით და უგემურად მოსვა ფინჯნიდან ყავა.იმ საღამოს შემდეგ,თითქოს ყველაფერი გაუფასურდა,ყველაფერმა სიამოვნების ელფერი დაკარგა ვლადის რეცეპტორებისთვის.აკვიატება არ იყო,კარგად იცნობდა საკუთარ თავს.
აკვიატება და აჩემება ვერ იქნებოდა,რადგან ამდენი დღის შემდეგაც კი გრძნობდა განცდებს,რაც მისი ხილვისას დაეუფლა.
ხმაურით მოათავსა ნახევრად ჩაცლილი ჭიქა მაგიდაზე და გასასვლელი კარებისკენ დაძრულმა მეგობარს გადაურეკა.სანამ გიორგი უპასუხებდა,მანამდე მაჯის საათიც მოირგო ხელზე და სახლის კარიც გამოიხურა.
-გამოვდივარ და სახლში ხარ?
-კი,სახლში ვარ,სად ვიქნები?!-მეგობრის დაბოხებულ ხმაზე ჩაეცინა ვლადს,გაუღვიძებია თურმე.-აუ,ტასია კი იღვიძებს ხაშის დროით,მაგრამ შენ რაღა დაგემართა,ტო?!
-ბავშვს რა წამოვუღო?-ტასიას გახსენებაზე მისდაუნებურად გამხიარულად და სადარბაზოდან გამოსული ღიმილით დაიძრა ავტომობილისაკენ.
-მაა...ტაის,ვლადმა რა წამოვუღოო?
-ერთი წლისაც არაა,გიორგი.
-ეეე,შეურაცხყოფას გვაყენებ,ძმურში.-შეიცხადა გიორგიმ.სულ უკვირდა ვლადს,როგორ შეეძლო გიორგის ესეთი ცვალებადი ხასიათები ჰქონოდა,ან თავად როგორ შეძლო და მთელი 27 წელი,რომელი ამოუცნობი ფენომენით ემეგობრა საკუთარი თავისგან სრულიად განსხვავებულ პიროვნებას?!კაცია და გუნებაო,მაგრამ ნამდვილ მეგობრებს თავად არ ვირჩევთ.
არც კარგ და არც ცუდ განწყობაზე მყოფნი საუკეთესოებს არ ვუხმობთ,რადგან ისინი ყოველთვის იქ არიან,სადაც უნდა იყვენენ.
-მა,მოდი ესაუბრე,ჰე.
-ტაისია,ყველაზე პრინცესა გოგოს ვესაუბრები?-ღიმილი მოჰგვარა საკუთარმა თავმა.ერთადერთი ტაისასთან საუბრობდა მსგავსად.
პატარამ უცნაური ხმები გამოსცა პირიდან,რა თქმა უნდა,საუბარი არ შეეძლო,უბრალოდ გიორგი ატრიპაჩებდა ხანდახან.
-კიდევ ტაის,კიდევ?
-გაიგე რამე?
-შენსას უფრო ვერ ვგებულობ ხანდახან..-სიცილით ჩაილაპარაკა და არაფრის თქმა აღარ დააცადა,ისე გაუთიშა კობახიძეს.
მანქანის კარებს მიეყრდნო გულდამძიმებული.
ამ ბოლო დროს,თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.
უბნის სტადიონზე მოთამაშე უკვე გადაღლილ ბავშვებს შეავლო მზერა.
ტუჩის კუთხე ჩაუტყდა სულ ოდნავ.თვითონაც ესეთი ბავშვი იყო,იმ განსხვავებით,რომ არ თამაშობდა.
სტადიონზე ცხრა საათიდან დაღამებამდე მხოლოდ იმიტომ ყურყუტებდა,გიორგი რომ არ დაეტოვებინა მარტო.
კარგი მეგობარი იყო ვლადი,ზედმეტადაც კი.
-ვლად,როგორ ხარ?-სოფოკო შეეგება კარებში.მოიკითხა მეგობრის რჩეული ქალი და ისე შევიდა შიგნით ხელდამშვენებული.
-სადაა ტაისია?
-თავის ოთახშია და თამაშობს,რა ენაღვლება პატარა ტაკიმასხარას.-დილით კარგ ხასიათზე იყო სოფო.სავარძელზე ტასიას მინგრეული გადასაფარებელი შეასწორა,ეუხერხულა არეულობა.
-კარგი რა სოფოკო,მოეშვი.
-ვაა,მოსულა ქალაქის კოლორიტიც.-ახლად გაღვიძებულმა გიორგიმ ქარბორბალას ეფექტი შეიტანა მისაღებ ოთახში.-ჩემო დასავლეთ გერმანია,ჩემო აუღებელო...
-გიორგი!
-დილით მშვიდობა.
-სადაც შენ,იქაც მშვიდობა.-ვერაგმა ღიმილმა გაუპო ბაგე.სოფოკოსკენ დაიძრა და შუბლზე აკოცა ცოლს.გაეღიმა ვლადს,სულ ეღიმებოდა მათი დანახვისას.როცა გულწრფელ სიყვარულს ხედავ,შენში რაღაცის რწმენა იღვიძებს,აღარც ისეთი ბინძური გეჩვენება ადამიანთა ყოფა ამ პლანეტაზე.-დილამშვიდობისა,ჩემო მშვენიერო.
-გიორგი?თორმეტი საათია უკვე.
-ვიცი...-გვერდით ჩამოუჯდა ძმაკაცს და თვალი გააყოლა სამზარეულოში გამავალ სოფოკოს.-ვაახ!რაც ტაისია დაიბადა ძილი აღარ მეღირსა კაცს,ბიჭო!
-დააფასე.-ფეხზე ამდგარმა ფანჯარა გამოაღო და კუშტი მზერით გახედა გამოღვიძების პროცესში მყოფ ქალაქს.მოსვლის წამიდან მთელი “შინაგანი მე” აუფორიაქდა და საერთოდ არ მოსწონდა ეს ყველაფერი.
ყოველთვის წინასწარ გრძნობდა განსაკუთრებული მომენტების სიმძაფრეს.
ყოველთვის!
-რა ხდება ახალი?-გემრიელად დაამთქნარა კობახიძემ და ტაისას სათამაშოს დაუწყო წვალება.
-ახალი არაფერი.
-ნუ გადამრიე!
-რას მეროჟები,გინდა რამე?-წარბშეკრული მოუტრიალდა გიორგის.
-სიტყვასაც არ ძრავ იმ საღამოზე,არადა დღებია დაბნეული დადიხარ.-ვალში არ დარჩა გიორგი,არანაკლები დაჟინებით მიაცქერდა ქვემოდან.-რა ხდება,გირგვლიანო,შენს თავში?
-რაც არ უნდა იყოს,მისი მართვა ჯერჯერობით შემიძლია.-ხვნეშას ამოაყოლა სიტყვები ვლადმა,დააცარიელა სავსე ფილტვები და კვლავ ჩაისუნთქა ჰაერი.-ტაისასთან შევალ მე.
-ფრთხილად,ვლად.-გასძახა გიორგიმ.-საუზმეზე გელოდებით,სამზარეულოში.
ღიმილით გააქნია თავი ვლადმა,ნელი ნაბიჯებით გაუყვა გრძელ კორიდორს და მარცხნივ,ვარდისფერ კარებზე მოურიდებლად ჩამოსწია სახელური.
"ფრთხილად,ვლად!"განგაშის ზარივით კვლავ გაისმა გონებაში გიორგის ხმა და მხოლოდ ახლა გაიაზრა,რას ემსახურებოდა მეგობრის სიტყვები.ტაისას ოთახში ხვეულთმიანი გოგონას დანახვამ ადგილზე შეაქანა,ოღონდ თავადაც ვერ მიხვდა სხეულს ეს რეაქცია მოულოდნელობის გამო ჰქონდა, თუ მისი კვლავ ხილვის ბედნიერებით.
თავში იგრძნო ტკივილი,პირველ რიგში გონება ეტკინა,ისე მძაფრად ეტკინა ეგონა შეიშლეობდა.
გულმა რეკორდული სისწარფით დაიწყო მუშაობა,პატარა თინეიჯერი ბიჭივით აუფრთხიალდა მუცელში პეპლები.
გაიყინა...გაიყინა ისე,გატოკებაც ვეღარ მოახერხა.
მოკისკისე ტაისია აეყვანა ხელებში,ჰაერში ატრიალებდა და ბავშვთან ერთად იცინოდა,თავისი სუფთა ღიმილით.
იმ ღიმილით,ვლადი ერთი შეხედვით ადგილზე,რომ გააქვავა და კარგა ხანს გონზე მოსვლა ვერ შეძლო.ახლა უფრო ელამაზა,უფრო მეტად იგრძნო მისგან მომავალი სისუფთავე და სილაღე.
როგორი ლამაზი იყო,როგორი ლამაზი და წმინდა.
-უკაცრავად.-კარზე მსუბუქად დააკაკუნა,სხვაგვარად ვერ შეძლო მათი ყურადღების მიქცევა.საკუთარი ხმაც ვერ იცნო ვლადმა.
ამ ბოლო დროს ხშირად დასცინოდა საკუთარ თავს.
-უი,მაპატიეთ...ღმერთო...-აცეტებული ტაისია ჭოჭინაში ჩააჯინა დაბნეულმა.
დაბნეულიც ისეთი საყვარელი ეჩვენა ვლადს...
მერე მიხვდა,როგორ სასაცილოდ ცდილობდა მოკლე პიჟამას ბრეტელის გასწორებას და მზერა აარიდა,უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩააგდო ისედაც ლოყებზე აწითლებული გოგონა.
დაგტოვებთო,საწყლად ამოიკრუსუნა და თავბრუდამხვევი ეფექტით ჩაუარა ვლადს.კინაღამ მისი თმების და სურნელის მოძრაობს გაჰყვა უკან.გონს მხოლოდ მაშინ მოეგო,იატაკზე ჭოჭინით მოხოხიალე ტაისია რომ დაინახა.ოთახში ობლად მორჩენილი მისი სურნელი ნეტარებით შეისრუტა ორგანიზმში და გოგონასთან დაიხარა.
-ეი,ონავარო.-ნაზად აკოცა ჯერ ერთ,მერე მეორე ლოყაზე.შუბლში ტყვიასავით მოხვედრილი თავბრუსხვევის შეგრძნების მიუხედავად ხელში აიტაცა ტაისია.-წამო,მამას დავეცეთ!
ბევრი ეთამაშა პატარას,რადგან ყურადღების გადატანა უფრო უნდოდა რამეზე.
კიდევ ერთხელ ირწმუნა დამთხვევების,უბრალო და თანაც ბრალიანი დამთხვევების,თორემ როდის იყო გიორგის დილაობით აწუხებდა?!არასდროს!
საუზმე იმაზე დაძაბული აღმოჩნდა,ვიდრე მოელოდა,მხოლოდ სოფოკო და მოტიტინე ტაისია იყვნენ არხეინად.
-თქვენ გაიცანით ერთმანეთი?-გიორგიმ წამოიწყო საუბარი.
-დიდება უფალს,ძლივს კარაქიანი პური გააგდო ხელიდან!-ამოიღო ხმა,თანაც ისე სასიამოვნოდ წყალი გადასცდა გირგვლიანს და იქ ხველება აუტყდა?!კაცი ძლივს მოსულიერდა.
-კარგად ვარ,კარგად ვარ.-სული მოითქვა ვლადმა,მეტი ეფექტისათვის წყალიც დააყოლა ზედ და ისე მოავლო მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეკრებილებს მზერა.
-კეროლაინი და ვლადი ერთმანეთს არ იცნობენ?-წარბები შეკრა სოფოკომ.
-როგორც ჩანს არა.-სხვათა შორის ჩაილაპარაკა გიორგიმ და მორიგი კარაქიან-ჯემიანი პური ჩაკბიჩა.
-როგორ არა,მე მახსოვს.-კეროლაინმა უხერხულად მოსვა წვენი ჭიქიდან.იყო კიდეც უხერხული სიტუაცია,მისი მოსვლის წამიდან ადგილზე კანკალებდა,რაღაცნაირდ აფორიაქებდა ვლადი და მისგან მომავალი სიცივე.-მაგრამ,აშკარაა,რომ თავად არა.ფოტოებიც კი გადამიღო თქვენს ქორწილში.უნდა ვაღიარო,შესანიშნავი ფოტოგრაფი ხარ.-სუსტი ღიმილით მიმართა ვლადს.
-ჰოო?-სვირინგებიანი თითები ნიკაპზე აათამაშა გირგვლიანმა.წარმოდგენაც არ ჰქონდა,ვერც იხსენებდა.-ძალიან ბევრს გადავუღე იმ საღამოს ფოტოები,ალბათ,ტვინში ამერიე.
-ჰო,გამიგია ფოტოგრაფებს ცუდი მეხსიერება აქვთო.-ცინიკურად ჩაიფრუტუნა კერმა და უდარდელად განაგრძო საუზმე.
სიჩუმეს ტაისიას ლუღლუღის ხმები არღვევდა მხოლოდ და...
და,ალბათ, მალე ამ სიჩუმით უხერხულობის ზენიტს მიაღწევდნენ,რომ არა სოფოკო.
-დედაშენმა დამირეკა.-ჩაიფრუტუნა და ტაისია კეროლაინს მიაჩეჩა ხელებში,მერე ქმარს შეუბრუნდა სერიოზული სახით.-ბავშვის მონათვლას ძალიან ჩქარობთო.
-ვერ უთხარი,ეგრე რომ არ გვეჩქარა თავის დროზე,ახლა ურძლოდ იქნებოდი-თქო?
-გიორგი,ნუ ღლიცინებ ყველაფერზე.
-და რა უნდა ქალბატონ დედას?-გამობუშტულ ტუჩებზე თითებით მტკივნელს ჩააფრნიდა არეშიძე ტაისიას და,მიუხედავად იმისა,ბავშვის დამანჭულ სახეზე ძალიან გახალისდა,მაინც მოსაუბრეებს მიაპყრო მზერა.
-არ იჩქაროთ,ჯერ ძალიან პატარაა და რომ გაიზრდება,თავად გადაწყვეტს,უნდა თუ არა გაქრისტიანებაო.
-ოოოო,ძალიან ჰუმანური მიდგომაა.-საჩვენებელი თითები ერთმანეთზე აათამაშა ვლადმა.-ზოგადად,მეც მომხრე ვარ ამის,თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს,რომ ახლა ძალით გთანხმდებით რამეზე.
-არა,რა სისულელეა,ეგ არც კი მიფიქრია.-თავი იმართლა სოფოკომ.-უბრალოდ,ეგღა მაკლია ჯერ ნათიას ჭკუაზე გავიარო და მერე სხვა დანარჩენი,რა.-ხელები გადაიჯვარედინა ამპარტავნულად.რძალ-დედამთილს შორის გაჩაღებული ცეცხლის შესახებ ყველამ იცოდა,თუმცა ამაზე გიორგის ჩათვლით ყველა კარგად ხალისობდა.გულზე არ ეხატებოდა ნათია,არც ნათია გიჟდებოდა მასზე,მაგრამ ერთმანეთს პირდპირ არასდროსდროს აგრძნობინებდნენ.პირიქით,შემოვლითი გზებით ასწორებდნენ მიწასთან.
-როდის უნდა მოეშვა დედაჩემთან ცივ ომს?აღარაა ზავის დრო?
-დარღვეული ტრაქტატები რუსეთუმეებთანაც გვეყოფა,მაიცა რა.-მხარი აუბა დაქალს არეშიძემ.ისე კი,თავად ძალიან უყვარდა ნათია.
-ეგეც რომ არ იყოს,ბავშვს თავიდანვე თუ არ ასწავლე კულტურა,ეთიკა,რელიგია და ტრადიცია,ისე არ დაესიზმრება,აბა.
-ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება სულ სხვა მისწრაფებები აღმოაჩინოს თავის თავში და მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამდენ შრომას თავიდანვე?გამოდის თავისუფლებას ვუზღუდავთ,არა?-კონტრარგუმენტით შეუტია გირგვლიანმა გოგონებს და კეროლაინის ხელებში მოქცეულ ტაისიას პაწია ცხვირზე ჩამოჰკრა თითი,თან გოგონას სიახლოვისგან გააკანკალა,ძალიან...
უსიამოვნოდ.
ჰო,სხვა სიტყვა უბრალოდ ვერ შეუსაბამა თავის მდგომარეობას.
-არაფერიც!იყო აბო მაჰმადიანი,მაგრამ ხელი შეუშალა ვინმემ გაქრისტიანებაში?-ღიმილშეპარული,ნიშნისმომგებიანი სახით გაეკეკლუცა არეშიძე გირგვლიანს.ნეტავ სულ არ გაეღიმა,გიორგის კარაქიანი პურივით ადგილზე ჩამოიღვენთა ვლადი.-მისი არჩევანი იყო,თავისუფალი გადაწყვეტილება.
-და თუ ადამიანის თავისუფლებაზეა საუბარი,მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ შეიძლება მის სულიერ მდგომარეობას სულ სხვა მისწრაფებები ჰქონდეს და ეს მისწრაფებები მხოლოდ იმიტომ ვერ აღმოაჩინოს,რომ ბავშვობიდან ერთ კონკრეტულ ნიადაგზე აღზარდეს.-გაჯიუტდა ვლადი.განგებ გადაიხარა ოდნავ მისკენ და აგრძნობინა,რომ სადღაც ცდებოდა.
არცერთი მოსაზრება არაა ლოგიკა მოკლებული,იცოდა ეს ვლადმა,ამიტომაც ყოველთვის ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მოესმინა სხვებისგან.
-მთავარია შინაგანი სიძლიერე,სულიერი თავისუფლება და ყველაფერი გამოვა.-ტაისიასკენ გადაიტანა თვალები.ბავშვს პატარა სახე მოუთვალიერა.-და გპირდებით,რომ ტაისია ამას საკუთარ თავში აუცილებლად იპოვის.იმიტომ კი არა,რომ სხვა მისწრაფებები აღმოაჩინოს,არა!არამედ იმიტომ,რომ რაც მისია ბოლომდე შეიყვაროს,მთელი გულით ირწმუნოს და თუ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც საკუთარ თავში სხვა განზომილებას დაინახავს,გვერდით დავუდგები და ვაჩვენებ სწორ გზას,რომ საკუთარი თავი გაანთავისუფლოს.
-მშვენიერია.-სულ ოდნავ გაეღიმა ვლადს,ღრმად ამოისუნთქა და მდუმარედ მსხდომებს მოავლო მზერა.-გახსოვს ბავშვობაში ქირურგობა,რომ გინდოდა?-გიორგის მიუბრუნდა.
-განცდილი კრახი პირად კარიერაში?-ჩაი მოსვა კობახიძემ.გაღიმებულმა ჭერს მიაპყრო მზერა და ფიქრებით გადაეშვა ბავშვობაში.-რა დამავიწყებს?სათამაშო ლანცეტები და სკალპერები მქონდა,კოლექციას ვაგროვებდი და ჩემს ოპერაციებზე უნდა გამოვიყენო-თქო,ვიძახდი.
-ეზოდან ვერ ამომყავდა,ოცდაოთხი საათი ბურთს დასდევდა და სახლში მისული თავისი პლასტმასის იარაღების კოლექციას წმენდდა.-თავი გააქნია დანანებით გირგვლიანმა.-ის პატარა გიორგი,ოდესღაც ქირურგობაზე რომ ოცნებობდა დღეს უფროსი გამომძიებელია და რატომ?-ხელები ოდნავ განზე გაშალა ვლადმა.-იმიტომ რომ ოჯახს უნდოდა ასე!
-პროფესიის და რელიგიის ერთმანეთთან შედარება,ძალიან ალოგიკური რომაა,ამას შენც ხვდები,ალბათ,ხომ?-წარბი აექაჩა არეშიძეს.სოფოკოს ტაისია ჩაუჯინა კალთაში და ხელებით მაგიდის ზედაპირს პროვოკაციულად დაწყრდნო,თითქოს ჩხუბისთვის იწყებს მზადებასო.
-ორივეგან ადამიანის თავისუფალ არჩევანთან გვაქვს შეხება და ამის შემდეგ ალოგიკურია?საერთოდ არა!
-ღმერთმანი!-შეიცხადა სოფოკომ.-ერთი სულიერი საზრდოა,მეორე მატერიალური.ორივე ძმაკაცი მარცხენა ფეხზე ადექით დღეს თუ რა ხდება?!
-მატერიალური და არამატერიალური არაფერ შუაშია აქ.-გიორგი დაეთანხმა ძმაკაცას,ცოლს შეფარვით გადმოხედა.-ბავშვობიდან ყოველთვის მესმოდა,რომ ქირურგია ჩემი არ იყო და მეც ოჯახის პროფესიას უნდა გავყოლოდი.ამ მოტივებზე გამზარდეს და ფაქტობრივად აზროვნება შემიცვალეს,ხვდები?ადამიანის ფსიქოლოგია,ძალიან რთული კი არა,ძალიან მარტივი რამაა.
-ერთი სწორი ძაფია,როგორც გინდა ისე მართავ.ამ მართვა-მართვაში ან შემოგაწყდება,ან შემოგეცრიცება.-განაგრძო გირგვლიანმა.-რასაც უბრძანებ,რასაც დააჯერებ და რასაც შთააგონებ,იასნად იმას აირჩევს.მერე საკუთარი თავი იკარგება და ძალიან,ძალიან დიდ ხანს თამაშობ იმას,რაც რეალურად არ გინდა,მაგრამ ასე გგონია საჭიროა და მიზანშეწონილი.
-ჰო,ეგრეა,ასიანი.
-მე თუ მკითხავ,ეგ შენი ბრალია,ვაჟბატონო.საკუთარ თავში იმდენი ძალა ვერ იპოვე და ვერ დაიცავი, რაც შენი იყო.ასე მალე ნებდები?
-არ დავნებებულვარ.შევეგუე.
-შეგუებაც შენი ბრალია მერე,რას გვეჩხუბები?-შეიცხადა არეშიძემ და გაუაზრებლად მოსვა წვენი ვლადის ჭიქიდან.მისი ეს ქმედება გირგვლიანს არ გამოჰპარვია,ჟრუანტელმა დაუარა თხემით ტერფამდე და სიამოვნებისგან უნებურად გაეღიმა.-ადამიანს იმდენი როლის მორგება შეუძლია,უბრალოდ ვერ აგიღწერთ.მაგათგან ნამდვილი ყოველთვის დასაფასებელი და რთულად მოსაპოვებელია.
-შენი მსახიობური ნიჭის აფიშირებას ნუ ცდილობ,ვხვდებით აქ ხალხი,თავს რეკლამას რომ უკეთებ.-კობახიძე კვლავ არ ისვენებდა.
-შენ მომისმინე,შე ძალით გამომძიებელო!-თითი აუფრიალა ცხვირწინ გამომწვევად.-ჩემს კარიერას მეორეც ცუდად შეეხები და იმ ლანცეტებით აგკუწავ,დღემდე კარადაში,რომ ინახავ!
-ეეე,ეს ბელა მირიანაშვილის პატენტი ნახე,რაა,რამდენს მეტლიკინება!
-გიორგი-მეთქი!-დაუბრიალა თვალები და ახითხითებული ადგილზე გააჩუმა.კარგი კარგიო,წაიბურდღუნა გიორგიმ და ვლადს თვალი ჩაუკრა.კეროლაინმა როცა თავს დამშვიდება შეატყო,ვლადის ჭიქა ამჯერად ბოლომდე გამოცალა და კვლავ განაგრძო საუბარი.-ხოდა,რას ვამბობდი?...ხო,ადამიანის როლებიდან,ყველაზე ნამდვილი რომელია ნეტავ?რომელსაც გაძალებენ,გარიგებენ,გასწავლიან,გაიძულებენ,თუ რომელსაც თავად ირჩევ,ყველანაირი ჩარევების გარეშე?-დადუმებულ ვლადს გახედა წამიერად.-რასაც გაძალებენ,შეიძლება არ მოგეწონოს,მხოლოდ იმის გამო,რომ გაიძულებენ და შენი ნების საწინააღმდეგოდ მიდიან.აი,მაშინ გიჩნდება ადამიანს პროტესტის გრძნობა ზუსტად.ბავშვი ისე უნდა გაზარდო,სულ იცოდეს,რომ არჩევანის უფლება აქვს და კარგია,თუ ცუდი,შენ ამ არჩევანში,ყოველთვის გვერდით დაუდგები.ვინც ნამდვილად სხვა იმპულსებს გრძნობს შიგნიდან,აუცილებლად იპოვის გზას,რომ საზოგადოებას თავისი ხმა მიაწვდინოს და ის აირჩიოს,რაც თავად უნდა.ამას ვერანაირი ფსიქოლოგიური წნეხი,განხრა,მიხრა და მოხრა ვერ შეცვლის.მე ასე მგონია!
-ანუ თუ ტაისია კრიმინალური შტოს,ან რომელიმე გავარდინილი ბანდა...მამენტ,ალქაიდას დაჯგუფება აიღე თუ გინდა.-აქამდე დადუმებულმა გირგვლიანმა ხელი აიქნია სიცილით.-კადიროვის გადაგდებას მოინდომებს,ტერორისტული დაჯგუფების სათავეში მოვა,იარაღებით და ბომბებით აქეთ-იქეთ სირბილს დაიწყებს,მხარს დაუჭერ?
-უფალო!-გაოცებისგან პირი შეეხსნა არეშიძეს.სიცილის შესაკავებლდა პირზე ხელი აიფარა და ისე მიაცქერდა კოპებშეკრულ ვლადს,თუმცა ვეღარ გაძლო და სხეულიდან ერთიანად ამოხეთქა სიცილის ტალღა.სახეზე წამოხურდა იმდენად,პომიდორს დაემსგავსა ორ წამში და მის შემხედვარე ვლადმაც ვეღარ შეიკავა ღიმილი.თავი ოდნავ ჩახარა და ქვედატუჩზე კბილებით ჩაფრენილმა სახე გააქნია,დამცინის და კაიფობსო.
-წყალი დალიე.
-მადლობა,სოფ.-ჭიქა გამოართვა და პატარა ყლუპით ცივი სითხე მოსვა.ცალი ხელით სახეზე მიინიავა ჰაერი,ატკიებული წინა კბილები ერთმანეთს გაუხახუნა და კვლავ გაღიმებულმა გახედა ვლადს.-არც კი მჯერა,რომ ეგ მაგალითი მოიყვანე ამ საუბრისას.
-შენ თქვი მის არჩევანს ყოველთვის მხარს დავუჭერ,იქნება ეს კარგი თუ ცუდიო.
-მე ვთქვი,რომ მანამდე აუცილებლად შევეცდებოდი მის სწორ გზაზე დაყენებას.
-და მაინც,რა შუაში იყო რელიგიასთან ეს ყოველივე?.-სოფოკომ გაშალა ცალი ხელი და მეორეთი აფართხალებული ტაისია გააკავა ერთ ადგილზე.-ცხრა თვის ხარ და როგორ ფართხალებ?!
-ბავშვობა ბევრს ნიშნავს.ადამიანს საკუთარი რეპუტაცია ბაღიდან მოგყვება და ზოგადად შენი პატარაობის წლები დიდ გავლენას ახდენს მომავალზე.-სევდიანად ჩაილაპარაკა კეროლაინმა და ვლადს მოეჩვენა,რომ გოგონას ახლა ტირილზე მეტად,არაფერი სურდა.-მთავარია არ დაიკარგო და ვინმე მოგეშველოს.
-მშველელსაც გააჩნია.
-ოღონდ იყოს და აღარ დაეძებ კაცი.
-და თუ მაგ კონკრეტული მშველელის გარეშე იპოვნე საკუთარი თავი,ხვდები რა განსაკუთრებული ხარ?-ვლადმა ზოგადად იგულისხმა,თუმცა არეშიძეს პირდაპირ აგრძნობინა,მიგიხვდიო.
-გააჩნია როგორ იპოვი.
-ვაა,კარგი რაღაც გაგივარდათ.-გიორგი ჩაერია მათ საუბარში.-ე.ი უნდა ვიცოდეთ სად გადის ზღვარი ადამიანის აღზრდას და თავისუფლების შეზღუდვას შორის.
-თავიდანვე სწორი მიმართულება,ვიმეორებ,სწორი მიმართულება და ყველანი ბედნიერები ვიქნებით.მეც,თქვენც,ტაისიაც და ის კადიროვიც.
-მშვენიერი.-თავი დაუკრა ვლადმა.მთელ სხეულში გავრცელებული უჩვეულო გრძნობები წამით არ დაუიგნორებია მისი საუბრის მოსმენისას.იდუმალი მზერით განაგრძო მისი თვალიერება და სულ არ უფიქრია,რომ კეროლაინი მისი ამ ქცევით უკვე იბნეოდა.-მივაღწიეთ კონსესუსს.
-რელიგიიდან ქირურგიამდე და მერე ტერორისტებამდე მისვლა,მეგონა მხოლოდ კერს შეეძლო.-ჩაეცინა სოფოკოს.
-არა,ზოგადად ესეთი რამები ხდება მაშინ,როცა ორი მართალი,ან ორი არასწორი,ან თუნდაც ერთი მართალი და ერთი არასწორი იდეა ერთმანეთს ეჯახება.
-და ანუ შენ კიდევ ფიქრობ,რომ არასწორი ვარ?-ცოტა გაბრაზდა არეშიძე.
-არასწორი?არა.-დანამდვილებით გააქნია თავი ვლადმა.მისი თავდაჯერებული და გაწონასწორებული ტონი უკვე აღიზიანებდა კეროლაინს.-შეიძლება მართალი არ იყოს,მაგრამ არასწორი ნამდვილად არაა.ეგ თავად აკადრე ახლახანს საკუთარ თავს.
ფეხზე წამოდგა ძალიან მშვიდად,ადგილზე გახევებული გოგონა და ცოლ-ქმარი უკან დატოვა,სამზარეულოს ფანჯარა ღრმად გამოაღო და ფილტვები მისი სურნელისგან დააცარიელა.

***
ცხვირზე დაკოსილი სათვალე კოხტად დაიმაგრა თავზე და თვალების ცეცებით შეაბიჯა პატარა კაფეში.ქალაქის სიცხისგან გათანგულს გრილი ჰაერი შვების ეფექტით მოხვდა სხეულზე და შედარებით მოდუნებული ნაბიჯებით დაიძრა მაგიდასთან მჯდომი სოფოკოსკენ,მთელი მონდომებით რომ ჩაჰკირკიტებდა ტელეფონს.
-ზუსტად ნახევარი საათი გვაქვს.ბექა მელოდება..-არც აცია,არც აცხელა კეროლაინმა და სოფოკოს პირდპირ,სკამზე მოთავსდა.
-რა უნდა ბექას?
-არ ვიცი,მომენატრე და გნახავო.-უხასიათოდ წაიბუტბუტა.
-და?
-რა და?
-ცხვირ-პირი რატომ ჩამოგტირის?!-მოჭუტული თვალებით აათვალიერა დაქალი და მისი უპასუხობით გაღიზიანებულმა მობეზრებულად აატრიალა თვალები.-ცოტა აზრზე მოდი,რა.შენი ძმაა,მტერი კი არა და რომ ცდილობს ადამიანურად ურთიერთობას,შეირგე!
-მე საერთოდ ვერ ვჩერდები ბექასთან.სულ მგონია,რომ დანაშაულის შეგრძნება ტანჯავს და მაგიტომაა ჩემთან.
-არადა,როგორ უყვარხარ,ნეტავ იცოდე.-თავი გააქნია სოფოკომ სინანულით.კუთვნილი ჭიქიდან ცივი წვენი მოსვა და ქურდული მზერა მოავლო კაფეს.-დასასვენებლად მივდივართ წელს სვანეთში.ვლადს სახლი აქვს იქ.
-აჰჰ...ეგ უჟმურობის ეტალონი და მოსიარულე ორუცნობიანი განტოლება?-ნერვები მოეშალა კერს,თავადაც ვერ მიხვდა რატომ გაღიზიანდა ესე.-როგორ ვერ მივხვდი სვანი,რომ არის.
-გიჟდები სვანეთზე და აგდებით ჩემთან მაინც ნუ საუბრობ.
-ოოო,მინდა სვანეთი.
-ხოდა,მივდივართ.
-მესტია?ლენტეხი?
-მესტია.
-ღმერთო!მალე გნახავ,ჩემო ზღაპარო.-ნეტარებით ჩაილაპარაკა.რაც თავი ახსოვს, სვანეთზე ოცნებობდა,სულ გაიძახდა საჩემო კუთხეა და დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდიო.წარმოდგენებში გაჭრილს,სადაც უკვე ფეხშიშველი დანარნარებდა მინდორზე,მთების ჰაერს ისუნთქავდა,ყვავილებს ეხმაურებოდა,დარბოდა,თამაშობდა,ტაისიასთან ფოტოებს იღებდა და ყველა განსაკუთრებულ ადგილს ათვალიერებდა,გამომეტყველება წამში შეეცვალა,თითქოს რაღაც გაახსენდაო და საგრძნობლად ჩამოეყარა ყურები.-თეატრში დაბრუნება მინდა,მაგრამ ვერ ვბედავ.
-როლი შემოგთავაზეს?
-ხო.-სახე ხელებში ჩარგო და იდაყვებზე დაყრდნობილმა დაიწყო თავში ფიქრების დალაგება.-ახლა არ შემიძლია,ემოციურად არამდგრადი ვარ.უარი ვუთხარი და თან...
-თან...
-ისევ ცუდად ვარ,ძალიან ცუდად ვარ,სოფოკო.
-თავს არასდროს აძლევ მოდუნების საშუალებას და მაგიტომ.-გაუწყრა მეგობარი.ვერ იტანდა,როცა კეროლაინი საკუთარი თავისგან იმაზე მეტს მოითხოვდა,ვიდრე უნდა მოეთხოვა.-დაძაბული ხარ.ახლაც იმაზე ნერვიულობ,სახლში მისულს ბექა რომ დაგხვდება კარებში.
-ვერ გიტან ესე,რომ მიცნობ.-მოჩვენებითი ზიზღით ამოხედა ქვემოდან და თვალები რამდენჯერმე აუფახურა.-მართლა ვერ გიტან.ხანდახან მაღიზიანებ შენი ქცევებით.წამლებით რომ მეგებები კარებში,ზუსტად რომ იცი რას ვგრძნობ და რას განვიცდი...სოფოკო,მართლა ვერ გიტან.
-მეც ძალიან მიყვარხარ.-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დაბღვერილს და მერე საათს დახედა მოღუშულმა.-ტაისია ნათიასთან დავტოვე...არ მინდა სახლში მისვლა,რა.
-მომენატრა ნათია.
-აბა,მე მკითხე.-ხელები გადაიჯვარედინა კაპასი რძალივით.არეშიძეს ჩაეცინა მეგობრის ბუზღუნზე.-მოვიდა და მოიტანა ნიგვზიანი საჭმელები.
-არაა!
-კი!
-ღმერთო!რა ქალია.-სიცილის შესაკავებლად პირზე აიფარა ხელი,თუმცა სოფოკოს შეკრულ წარბებზე მაინც გაეცინა.წარმოიდგინა როგორი სანდო ღიმილით წარუდგებოდა წინ ნათია სოფოკოს და ნიგვზიანი ბადრიჯნით დამშვენებულ ხელს ამაყად აუფრიალებდა.ამაზე კიდევ უმატა სიცილს.-იმედია ანტიჰესტამინებიც გამოგიწოდა.
-ერთი შეგერგოსო არ უთქვამს,დანარჩენი იცოცხლე.
-ვაიმე,მიყვარს!


სახლი.
მე,შენ და, ალბათ,ყველას გვაქვს სახლი,სადაც სიმშვიდე მოდის,სულ თავისით.ზუსტად იცი,მთელი მსოფლიო წყალმა,რომ წალეკოს,შენ შენს სახლში მშვიდად იქნები,რადგან შენია,რადგან ყველა კედელი,ყველა კუთხე და ყველა ნაწილი შენია.
კეროლაინისთვის რომ გეკითხათ,შენთვის სახლი რას წარმოადგენსო,უკლებლივ ყველა ადგილი გაახსენდებოდა,საკუთარი სახლის გარდა.არ უყვარდა ცივი,მარტოსული კედლები.ჩემი მარტოობაც მყოფნის,ეგეც რომ არ და დავიმატოო,გაიძახდა და მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა.ან სოფოკოსთან იყო და ან...
სოფოკოსთან.
სახლი არ იყო მისთვის დანიშნულების ადგილი,ეს იყო მდგომარეობა.
"მე სახლში ვარ" ამბობდა ყოველთვის,როცა ირგვლივ საჭირო ადამიანები ყავდა.
საკუთარი სახლის წინ იდგა და ვერ მოძრაობდა.
გაღებული კარიდან ბექა უღიმოდა და ესეც არ იყო საკმარისი,თითქოს...
"მე ახლა სახლში ვარ?" საკუთარ თავს შეეკითხა გონებაში და სანამ პასუხს გასცემდა,ძლიერი მკლავები შემოეჭდო სხეულზე.საკუთარი სისხლის და ხორცის არსებობა იგრძნო.ძლიერი კედელის საყრდენად შეგრძნება,ცხოვრების სიმძიმისგან დასახიჩრებულ ზურგზე და...
"ხო,მე სახლში ვარ" გონებამ თავად უპასუხა შეკითხვას.სხეულში შემოსული სიმშვიდისგან,ამღვრეული გულ-მუცელი წამში ჩაუწყნარდა და საპასუხოდ თავადაც ჩაეუხუტა ერთადერთ ძმას.
-მართლა არ გშია?-უკვე მეათედ გაუმეორა იგივე შეკითხვა ბექას.
-მართლა არ მშია,დაჯექი ორი წუთი.-ყავის ფინჯანი გამოართვა და ძალით მოათავსა თავის გვერდით.-მომიყევი,აბა,რას შვები?
-უარაფრობით გადავიღალე,ისე ყველაფერი მწყობრშია.
-უარაფრობით გადაიღალე და ისე ყველაფერი მწყობრშია,არა?-გააჯავრა უფროსი და. მის წინ ჩამუხლულმა თბილად მოიქცია კორალინას თბილი ხელები თავისაში.პირთან მიიტანა ისე რომ წამით არ მოუშორებია მზერა მისი თვალებისთვის და რამდენჯერმე აკოცა კანზე.-ვინმე გაბრაზებს?
-ოოო,ბექა,კარგი რა.
-ხომ იცი,რაც არ უნდა იყოს,ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს,ეგრევე ჩემთან მოდიხარ და მეუბნები.გაიმეორე,აბა.
-ეგრევე შენთან მოვდივარ და გეუბნები.-დამარცვლით გაიმეორა მისი სიტყვები და სუსტი თითები მოუჭირა ხელებზე.მთელი სითბოთი მოუთვალიერა სახე.თავისი ბავშვობის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ბექა.მხოლოდ მისთვის,მხოლოდ კეროლაინისთვის.
მხოლოდ ბექა და სხვა არავინ.
-ერთნაირი თვალის ფერი გვაქვს.
-სიარულის მანერაც ერთნაირი გვაქვს.
-შენ ცხოველივით ჭამ.-ტუჩები დაებრიცა ბექას.კერმა ძმის სახეზე სიცილი ვერ შეიკავა და კისკისით ჩამოეყრდნო შუბლით მხარზე.მერე მოულოდნელად სახე ჩამოერეცხა და მკლავებით კისერზე მოეხვია თავისზე სამი წლით უმცროსს და მაინც ძლიერს,უმცროსს და მაინც ერთადერთ საყრდენს.-მე შენ მიყვარხარ,ბექა.
-ახლა მე მკითხე,როგორ მიყვარხარ.
-მე არ მინდა,რომ ვალდებულების...
-აბა,ახლა!-ხმა გაიმკაცრა ბექამ,სუსტად მოქაჩა ხვეულ თმებზე.-ვალდებულება რა მოსატანია ჩვენთან?
-ზუსტად ისე,როგორც იმ დღემდე?როგორც...ხომ ხვდები?-სევდიანი თვალები გაუსწორა ძმის სითბოთი და სიყვარულით სავსე ირისებს.-ზუსტად ისე?
-ზუსტად ისე,როგორც იმ დღემდე,მერეც და ყოველთვის.-თმები აუბურდა სიცილით და ფეხზე წამოაგდო სწრაფად.-დავაი, სუპი გამითბე,წეღან ლამის ჩამჩით,რომ ჩამასხი პირში.
-საზიზღარო!
***
დღები ერთი მეორის მიყოლებით მიილია.
ივნისის თვეც მალე მიიწურა,შემოდგომამდე სულ რაღაც ორი თვე რჩებოდა და ტაისიას ნათლია გახდებოდა კეროლაინთან ერთად.
რვა წლის ასაკში გიორგიმ გამოუცხადა,ჩემი შვილის ნათლია უნდა იყოო.მაშინ ბავშვურობით გამოუვიდა,თორემ წარმოდგენა არ ჰქონდა სიტყვა "ნათლია"რას მოიაზრებდა.
მერე წლებმა ესეც მოიტანა.
პასუხისმგებლობა იყო,თანაც უდიდესი სიამოვნება ყოფილიყავი შენი უახლოესი მეგობრის შვილის მეორე მშობელი.მიგეღო შენიანად და წვლილი შეგეტანა მის ადამიანად ჩამოყალიბებაში.შეიძლება არ ეთანხმებოდა ბავშვის ადრეულ ასაკში მონათვლას,რადგან ფიქრობდა,რომ ეს მთლიანად ადამიანის არჩევანზე იყო დამოკიდებული,მაგრამ სადღაც მეორე აზრიც იბრძოდა გონებაში.კეროლაინის ნათქვამი გაიაზრა და მიხვდა რეალურად თავადაც ხშირად ფიქრობდა ამაზე,ამიტომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო ამ ყველაფრის მიმართ.ძალას არ დაიშურებდა ტაისიასთვის,საკუთარ თავს აუცილებლად აპოვნინებდა,აუცილებლად იქნებოდა მისთვის სწორი გზის მაჩვენებელი,თუმცა...
კერზე ფიქრით...ხვეულთმიანი გოგონაზე ფიქრით ცოდვებს იდებდა მხრებზე და ამას საკუთარ თავს ვერ პატიობდა.ვლადს კი უბრალოდ არ შეეძლო,წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ შეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს და მასზე არ ეფიქრა.

ტაისია ხელში აიყვანა,ბინის კარი გამოიხურა და პატარსთან ერთად დაეშვა კიბეებზე.
-რაო,ტაის,მოიწყინე?-გულზე მიხუტებული გოგონა კიდევ უფრო მჭიდროდ მიიხუტა ვლადმა.-აბა,ვნახოთ სადაა ბავშვის უნამუსო მამა.
ეზოში ჩასულმა თვალი მოავლო არე-მარეს,გიორგის მანქანა მალევე შენიშნა და პირდაპირ მისკენ დაიძრა.მთელი დღე ტაისასთან გაატარა,გიორგიმ და სოფოკომ რაღაც საქმეები გვაქვს და იქნებ დაიტოვოო.ხოდა,სიხარულით დასთანხმდა მის ძიძობას.ტაისია თავის ჭკუაზე დაატარებდა მთელი დღე,არც კი დაიძინა ონავარმა და სულ გადაქანცა ვლადი.ახლაც ისეთი დაღლილი ეჩვენა თავისი თავი,უკვირდა ფეხზე როგორ იდგა.
-მამას სიცოცხლე.-შორიდან მომავალნი,როგორც კი შენიშნა,მანქანიდან გადმოსული შეეგება გზაშივე.-მოდი,მა.
-მა..მა...-ორკიჭიანი პირით ამოილუღლუღა ტაისიამ და ხელები გაიშვირა გაფითრებული გიორგისკენ.იმდენად მოულოდნელი იყო ორივესათვის,კარგა ხნით გაოცებულები შეჰყურებდნენ ერთმანეთს.გადაამოწმეს,ხომ არ მოგვესმაო,აქამდე ტაისიას სიტყვაც კი არ დაუძრავს.
სიტუაციიდან გიორგი გამოერკვა პირველი.
-მამა?მამაო,ვლად,მამა დამიძახა!-იმხელაზე შეჰყვირა,ტაისიას ტუჩი გადმოუბრუნდა სატირლად და მობუზულმა ვლადის მკლავებს შეაფარა თავი კვლავ.
-რა გაღრიალებს,ნუ შეაშინე!-პატარას თავზე გადაუსვა ხელი ნაზად.
-მაა,კიდევ მითხარი აბა.
-მაგარი უნამუსო ბავშვი კი ხარ ისე,ასე უნდა დაფასება?-თავი გააკანტურა გირგვლიანმა და ფრთხილად გადაულოცა ხელებში ტაისია ადგილზე მოხტუნავე გიორგის.
-მამას სიცოცხლე,კიდევ ერთხელ მითხარი რაა,მა.-ბავშვის არომატულ ყელში ჩარგო ცხვირი და ღრმად შეისრუტა მისი სურნელი.აღარ ადარდებდა არაფერი ქალბატონს,ხელებით ჩააფრინდა სახეზე და როგორც ჩვეოდა ისე ჩამოკაწრა გიორგი.
-წამოცდა უბრალოდ ბავშვს,შეეშვი,ვაახ!
-შენ ნუ იბოღმები!
-მაინც ჩემი გოგოა.-თითით წამოზრდილი თმები შეუსწორა.
-არა,მამას გოგოა.-გულზე აიხუტა აცანცარებული გოგონა.-დაგღალა?
-არც ისე...
-მანქანაში კეროლაინია.-ფრთხილად შეაპარა გიორგიმ.კარგად დაინახა მისი სხეულის საპასუხო რეაქცია:
დაძაბული მხრები,მომუშტული ხელები,გახშირებული გულისცემა და მანქანისკენ გაპარებული თვალები.
შეიშალა გიორგი,ვერ გაეგო ვლადის ვერაფერი.
-ვლად,რა გემართება?!
-რა მითხარი?-ძლივს მოსწყვიტა თვალი მანქანაში მჯდომის სილუეტს.
-რა და...-აკრუსუნებული ტაისია აათამაშა ხელებში.-რა გემართება?!გინდა ვისაუბროთ...იმიტომ,რომ რაც ეს გოგო გაიცანი,ვეღარ გცნობ.გადაირიე?!
-არ ვიცი,არ ვიცი,გიორგი.-სახეში ჩარგო ხელები,ღრმა სუნთქვით შეეცადა აზრზე მოსვლას.
არ გამოუვიდა.
როგორ არიდებდა თავს,როგორ ცდილობდა...
ახლა,როცა იცოდა მის სიახლოვეს იყო,შინაგან ემოციებს ვერ უმკლავდებოდა.სულ ცოტაც და სხეული ამდენს ვერ გაუძლებდა,იფეთქებდა.
-აი,ყველაფერი სულ "პროწივ"მოდის რა.როდის მქონია თავში დალაგებული რამე,როდის?!...
-მე ახლა ტაისიას სოფოკოსთან წავიყვან,შენ კეროლაინს მიაცილებ სახლამდე და მერე ვილაპარაკებთ!
-გაიყოლე,რა...
-წაიყვანე-თქო!-თვალები დაუბრიალა ვლადს და ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა მანქანისკენ.

***
მანქანაში ჩამოწოლილ უხერხულ სიჩუმეს,მხოლოდ არეშიძის ბეჭდიანი თითების მინაზე თამაში არღვევდა.
ერთი,ორი,სამი...
მინა დაიორთქლა კვლავ და მასზე თხელი თითის მოძრაობით გამოისახა პატარა გული.
ეგრევე თითის ბალიშით გადაჯღაბნა,ვერ გაიმეტა ბავშვობის ჩვევების მისთვის დატოვება.ღრმად ამოისუნთქა და მორიდებით გახედა საჭესთან კუშტი მზერით მჯდომ ვლადს.
-ვლად,ფოტოგრაფი ხარ?
-არა.მაგრამ ასე ვთქვათ,ჩემი გართობა და გატაცებაა.-მოკლედ მოუჭრა,ისე კი ძალიან გაუკვირდა საუბრის ინიციატივა მისგან,რომ წამოვიდა.
-ჰოო,მე მინახავს შენი ფოტოები.-უხერხულად ჩაიბუტბუტა. რეალურად,დისკომფორტს უყურადღებობაში გრძნობდა და არც ახლა ყოფილა გამონაკლისი.
ტუჩები კინაღამ მოიჭამა ნერვიულობისგან,ჩუმად ყოფნა არ შეეძლო,მაგრამ ვლადი ძალიან სიტყვაძუნწობდა მასთან.ხელები გადაიჯვარედინა და ცოტა ხნით უყურა ადამიანთა ყოფისგან დაბეჩავებულ ქალაქის ქუჩებს.
ესე გადატვირთულს და მაინც ცარიელს.ლამაზს,თუმცა ბინძურს.ერთი შეხედვით სასიამოვნოს,თუმცა განადგურებულს.
-რამე დაგიშავე?-უეცრად გაიჟღერა მისმა გაუბედავმა ხმამ მანქანაში.ვერ მიხვდა ხმა როდის ამოიღო.ვლადის დუმილმა სულ გადაიყვანა ჭკუიდან.-ვლად,რამე შემეშალა შენთან და არ ვიცი?
კეროლაინის სასოწარკვეთილი ხმა ვეღარ აიტანა.ხელები გაუთეთრდა,სუნთქვაც დაუმძიმდა.პირი გააღო რაღაცის სათქმელად და ყველა სიტყვა უკან ჩაუბრუნდა.
ის დაძაბულობა, რასაც აქამდე განიცდიდა, კვადრატში ავიდა და გაორკეცდა.
არა,გასამკეცდა.
-ვერ ხვდები, რას გულისხმობ.-ძლივს მიუგდო ორი სიტყვა.გამშრალ პირში ხრიალით გადაუშვა ნერწყვი.
-ვერ კი არა,არ ხვდები...მეღადავები?-მწყობრიდან გამოვიდა გოგონა.ასეთი არასდროს უნახავს.უფრო ქალური და მებრძოლი ეჩვენა იმ მომენტში.ხვეული თმების სურნელი აბრუებდა.
ლავანდის ქოქოსის და რძის.
ვლადის სიმშვიდის და ამავდროულად ყველაზე მშფოთვარე მდგომარეობის გარანტიის სურნელი.
-რაც გაგიცანი,იმ დღის მერე ისე მექცევი,თითქოს შენი მტერი ვიყო.არ მეკონტაქტები,თუ მეკონტაქტები კიდევ ერთ-ორ სიტყვას ძლივს გაიმეტებ,ისიც უხეშად..-მტკიცე ხმის ტემბრი აუკანკალდა არეშიძეს.ხელებიც შესამჩნევად გაუოფლიანდა.
ხშირად ადამიანთან მისვლა და შენ წუხილზე საუბრის საჭიროება,იმაზე ცუდ მდგომარეობაში გაგდებს,ვიდრე რეალურად ხარ.
-რამე შემეშალა შენთან?რამე არასწორად გავაკეთე?-თმები ნერვიულად გადაიწია ყურს უკან.გაჭირვებით ეძებდა სიტყვებს,რომლებიც ააღწერინებდა თავის მდგომარეობას.-ხომ იცი,რომ ესე არ გამოგვადგება?
-და რაში არ გამოგვადგება?
-შენი აზრით, ჩვენს შორის დაძაბულობა მომავალში ტაისიაზე კარგად აისახება?
ცალყბად ჩაეღიმა ვლადს,უფრო თვითირონიულად.
ჰო,რას ელოდა სხვას?!
არაფერი უპასუხა,ან უფრო ვერაფერი.
სიბრაზისგან სახეზე წამოწითლდა კეროლაინი,ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და თავი გაატრიალა საპირისპიროდ წყენის გამოსახატად.
უპასუხოდ დატოვეს,სადღაც სიამაყეც აკაკუნებდა კარზე.
იცოდა ვლადმა,როგორ აღიზიანებდა ამ საქციელით,მაგრამ პასუხის გაცემა არ შეეძლო.თავადაც არ იცოდა რა იქნებოდა მომავალში.
მანქანა პირდაპირ კორპუსის წინ გაუჩერა მიბნელებულ უბანში.მისტიური გარემო შეიქმნა ირგვლივ,ბურუსით მოცული და შემაძრწუნებელი.
მანქანის კარები ფრთხილად გააღო,მადლობის გადახდაზე იყოყმანა,მაგრამ თავს უფლება ვერ მისცა მსგავსი უტაქტობა ჩაედინა.
მადლობაო,ჩუმად წარმოსთქვა სიტყვები.წამით ეჭვიც კი შეეპარა,ხომ ნამდვილად გაიგოო და ის,ის იყო იმედგაცრუებული უნდა გადასულიყო მანქანიდან,რომ ვლადის ხელი შემოეჭდო მკლავზე.
დაბნეულობისგან ვერც თავი შეატრიალა,ვერც წინააღმდეგობა გაუწია,ან თუ გაუწია, ფიზიკურად ვერ მოახერხა.
ფრთხილად დაიხარა გოგონასაკენ,სახე ახლოს მიუტანა ყურთან და ისე რომ მისი სასიამოვნო სურნელისგან ტკბობა არ შეუწყვიტავს,აუღელვებლად უჩურჩულა ყურში რამდენიმე სიტყვა.
-არაფერი დაგიშავებია.სიწმინდე დანაშაული არაა,კეროლაინ.
გაბრუებული,არეული გადმოვიდა მანქანიდან.
სადარბაზომდე ისე მივიდა,გონება უფუნქციო მდგომარეობაში ჰქონდა.
იგრძნო,მანქანიდან მომზირალმა კორპუსამდე ყველა ნაბიჯი გადაუთვალა და...
მერე იმ სახლში ავიდა,არავინ რომ არ ელოდა.
***
დივანზე მძიმედ დაუშვა უარაფრობით გადაღლილი სხეული და სასმლით სავსე ჭიქა სვირინგებიან თითებში აათამაშა ნაზად.
ტალღებად შეირხა მუქი ფერის სითხე ჭიქაში და მინა შეაფერადა
მკრთალად.
ვიღაც გარხევს,ვიღაც გაგრილებს,ვიღაც ყოველთვის გავსებს და ვიღაც არასაჭირო დროს ელოდება.უეცრად მოვარდნილი ტალღასავით გადაგეფარება და გტბორავს.
უფრო დახრჩობას გავს.უიალქნო ნავით ზღვაში შეცურვას და შიშს,რომ იქედან ცოცხალი ვეღარ გამოხვალ.
მომავალი გაშინებს და თან იცი,რომ შიში არაფრის მომტანია.
ერთადერთი შეკითხვა გაწუხებს "გაბედავ?" და წამდაუწუმ ამ კითხვაზე ფიქრობ.
-შენ ახლა საკუთარ თავს ვერ აკონტროლებ.-ფრთხილად წამოიწყო გიორგიმ,იდუმალი მზერით ქვემოდან ახედა სავარძელში მჯდომ მეგობარს.
-მაგრამ მაინც მენდობი.
-იმიტომ,რომ საქმე მაქვს სამაგისოდ!-ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა კობახიძეს.მიხვდა ოთახში ჩამოწოლილი ჩუმი იდილია უხეშად დაარღვია და შედარებით გაწონასწორებული ხმით განაგრძო.-გენდობი!ეგ კი არა,სიცოცხლეს განდობ.ჩემს ტაისიას განდობ, ჯანდაბა! ვლად, მელაპარაკე! ამის დედაც,მელაპარაკე!
-სხვანაირია...-ხრინწიანი ხმა გაისმა წამების შემდეგ.გაურკვეველი ემოციებით მოცულმა ხელებში ჩარგო სახე.იმ თითებში ძლიერად ამოიხვნეშა,წუთების წინ ჭიქას,რომ ათამაშებდა.უფრო დამძიმდა სხეული,ამანაც ვერ უშველა.-ძალიან უცნაურია.სხვა,გაურკვეველი მუხტები მოდის შიგნიდან.
-რა ფილოსოფოსობა აგიტყდა,ძმურად ჩემს ენაზე მელაპარაკე.
-უნდა დამეხმარო!
-მაინც...
-უფრო მეტი დრო მინდა,მეტი დაკვირვება და მეტი ფაქტები...-თავი წამოსწია და თვალი თვალში გაუყარა ბავშვობის მეგობარს.-მასთან მეტი დროის გატარება მჭირდება,გიორგი.
-რას გულისხმობ?-პირი გაუშრა კობახიძეს.სასწრაფოდ სიგარეტს გაუკიდა.
-შენ იცი რასაც.
-ჯანდაბა!სოფოკო გადაირევა.კარგი,მე გეხმარები,მაგრამ ჩემ ცოლს ვიცნობ.კეროლაინთან ისეთი ურთიერთობა აქვს,როგორიც მე შენთან...არ ვიცი,რა ჯანდაბაა,ვლად?!არ ვიცი!-ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით ნერვიულად სიარული დაიწყო.ორივე მხარეს რაღაც ექაჩებოდა წინააღმდეგობად.-შენ იცი...
-მე ვიცი რა იქნება მომავალში თუ ახლა არ გავერკვევი,გიორგი!შენ ნათლობა პატარა საქმე გგონია?!იცი მაინც, ერთი ბავშვის ნათლიები ერთმანეთისთვის რას წარმოადგენენ?!
-ვიცი!-იღრიალა მწყობრიდან გამოსულმა,ერთ ადგილზე შედგა ცახცახით.-ვიცი!მაგრამ ვერ ვხვდები,ვერ ვიგებ რა გინდა.
-არც მე ვიცი და რომ გავიგო,მასთან უფრო მეტი დრო უნდა გავატარო.
ფეხზე წამოდგა გაწონასწორებული ნაბიჯებით და ნელა მიუახლოვდა იგივე მდგომარეობაში მდგომ გიორგის.ხელებით მხრებზე ჩააფრინდა და ჯიქურ ჩახედა თვალებში.
ეს არ იყო უბრალო მზერა,ან რაიმე უჩვეულო ჟესტი.
ეს იყო გაგება,რომელიც მხოლოდ მათ ესმოდათ.
მეგობრის თვალებს ვერ გაუძლო და მზერა აარიდა.
გიორგის დუმილი უკვე ნიშნავდა რაღაცას.
ახლა მშვიდად გაბედავდა.

***

წვიმის წვეთები ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდნენ საქარე მინაზე.სველი,ზაფხულისათვის დამახასიათებელი თბილი სუსხნარევი ამინდი მეგზურად მიჰყვებოდა ავტომობილში ჩუმად მსხდომ წყვილს.
თხელი თითების ნაზი მოძრაობით რადიო ჩართო.
"მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა,ტემპერატურა თორმეტ გრადუსამდე დაეცემა..."
სწრაფად გამორთო კვლავ,ისედაც არ იყო კარგ გუნებაზე.სიჩუმემ თავის მაქსიმუმს მიაღწია დახურულ სივრცეში.
თითები მაშინდელივით ბუნებრივად დაორთქლილი მინისკენ წაიღო,მაგრამ მონახაზები კვლავ ვერ გაიმეტა ვლადისთვის.უკან დააბრუნა ხელი,უკვე აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ხელებში აათამაშა.
-დავრეკო კიდევ?-ჰკითხა ყოყმანის შემდეგ კეროლაინმა.
-დაურეკე,მაგრამ არამგონია რამე შეცვლილიყო.-მშვიდად უპასუხა ვლადმა.
-ასე არხეინად როგორ ხარ?
პასუხი არ გაუცია,მხოლოდ თითები აათამაშა საჭეზე და მომატებული სიჩქარით განაგრძო ჰაერის ნაკადის ჭრა სავალ გზაზე.
მისი სიტყვაძუნწობით ნერვებმოშლილმა ნომერი ნაჩქარევად აკრიფა ტელეფონზე და მშვიდად დაელოდა როდის უპასუხებდნენ.
-გისმენ.-გაისმა სუსტი ხმა ყურმილიდან.
-ტაისია კარგადაა?
-კი,არ აქვს სიცხე,დაგრილა,ალბათ,მაგრამ მაინც აღარ გავრისკეთ.-კეროლაინს ეუცხოვა დაქალის ხმის ტემბრი.გაიფიქრა გადაიღალაო და ყურადღება აღარ მიუქცევია.-დღეს თქვენ ჩახვალთ,ხვალ ან ზეგ ჩვენც შემოგიერთდებით.
-ესე არ მინდოდა.ვნერვიულობ.
-მოიცა რა.არ იცოდე მაინც პატარების ამბავი.-ხელი ჩაიქნია,თითქოს კეროლაინი დაინახავდა.-თანაც სვანეთში მიდიხარ,ოცნებას ისრულებ,გოგო!
-ხვალ ხომ ჩამოხვალთ?
-აი,დავაკვირდები პატარა მოუსვენარს და ვნახოთ.
-უკვე მომენატრა.-თავი გადააგდო სავარძელზე,შეუმჩნევლად გახედა ვლადს.-ფოტო ჩამიგდე,რა.
-ძმაკაცი არ გადამირიო ახლა ამ ორ დღეში,მოგუდულად გაიცინე ხოლმე.-გიორგი ჩაერია გოგონების საუბარში ხითხითით.
-მე შენს ძმაკაცს არ ვაწუხებ და აქეთაც ნურავინ შემაწუხებს.
-აჰა!იჩხუბეთ უკვე?-მხიარული ხმა შეინარჩუნა,თუმცა სოფოკოს ეჭვნარევად გადახედა.
-ვიჩხუბეთ?-გაიკვირვა.-რატომ უნდა გვეჩხუბა?!ხმასაც არ ვიღებთ,უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
-გეყოს ირონია,თანაც ესეთი უნიჭო.-პირველად მიმართა თავისი ინიციატივით.შეამჩნია როგორ სასაცილოდ შეეკრა წარბები არეშიძეს გაოცებისგან,მაგრამ ღიმილი წამით არ გაჰპარვია ტუჩის კუთხეში.
-კარგი,სოფ,ახლა გავთიშავ და ამბები შემატყობინე.-თვალი არ მოუშორებია გირგვლიანის უდაოდ ლამაზი პროფილისათვის,ისე გაუთიშა და როგორც კი ტელეფონი "ტორპედოზე"მიაგდო,მისკენ შებრუნდა მთელი ტანით.თვალების ზანტი მოძრაობით აათვალიერა ვლადი,რომელსაც ფიზიკურად არა,მაგრამ შინაგანად ნამდვილი ცეცხლი ეკიდა ორგანიზმში.
-შენ,რა ადამიანი ხარ?
-ლოგიკური შეკითხვები შენი სტიქია არაა,ასე რომ,შეეშვი.
-ღმერთო ჩემო,ესეთი აუტანელი გიორგის მეგობარი რანაირად ხარ?!
-შემიძლია ყურსასმენები გათხოვო.
-მადლობა,რომ ჩემზე ზრუნავ,მაგრამ იყოს,არ მინდა.-ცალი წარბი აუწია მაღლა პროვოკაციუალად.
-შენზე ვზრუნავ?-წამით გახედა გამხიარულებულმა.ერთობოდა მისი რეაქციებით,ყველაზე ლამაზ კონტრასტს ქმნიდა მოკუმული ტუჩები და შეკრული წარბები.
-დიახ.-თმები გადაიყარა უკან.
-არა,ძვირფასო.ჩემს ნერვულ სისტემას ვუფრთხილდები.
-დრაკულა,ვლად დრაკულა.-ჩაისისინა ვითომ ჩუმად.
გაბრაზებული ულამაზესი სანახავი იყო ვლადისთვის.
მთელი გზა შიგადაშიგ ერთმანეთს წაკბენდნენ,ან ბუნების ხედზე გააკეთებდნენ კომენტარს.
ეგ იყო და ეგ.
გვიან ღამით ჩავიდნენ სვანეთში.
რაც უფრო მაღლა მიიწევდა მანქანა,მით უფრო მეტი ნისლი ედებოდა სვანეთის ბუმბერაზ მთებს.სიბნელეშიც შესაძლებელი იყო მათი სიდიადის შეგრძნება.ბარიდან მთაში გადანაცვლება ყარაჩოღლურ სულს გიღვიძებს ადამიანსო,ხშირად ხუმრობდა კეროლაინი.
ოცნებად ჰქონდა სვანეთი და აიხდინა.
ფანჯარა ჩამოსწია,წვიმას და ქარს არ შეუშინდა,არც ვლადის დამფრთხალ მზერას მიაქცია ყურადღება,ნახევარი ტანით ფანჯარაში გადაძვრა და ხელებგაშლილი შეეგება ქარის გრილ ნაკადს,თითქოს იხუტებს და აღარსად გაშვებას აღარ უპირებსო.
ხვეული თმები ერთმანეთში აიბლანდა,დასველდა და პატრონს წვიმის წვეთები ნელ-ნელა დაუბრუნა მოკლე მაისურზე.სახე მიუშვირა ცივ ტალღებს,პირი ოდნავ შეეხსნა ღიმილისგან.
იგრძნო,მთელი სიცხადით იგრძნო სიცივე სხეულზე,მაგრამ არა სხეულში.
ახდენილი ოცნება იყო მისთვის,ბავშვობის სანუკვარი ნატვრა...
ხანდახან,ადამიანის ბედნიერების მიზეზი ვხდებით და ეს ყველა ბედნიერებაზე მაღლა დგას.
ბედნიერება,მოულოდნელობა იყო ვლადისთვის,ოღონდ გააზრებული და ახლა მიხვდა,თავად როგორ გაუაზრებლად გამოუვიდა მისი გაბედნიერება.
ძლივს მოსწყვიტა თვალი,ულამაზეს კეროლაინს.
მისი ხილვით მკერდში მოხტუნავე გული,კარგა ხანს ვერაფრით დააწყნარა გირგვლიანმა.

მესტიიდან ოცდაშვიდი კილომეტრის მოშორებით,პატარა სოფელში ჰქონდა სახლი,სადაც ბავშვობაში არდადეგებზე სულ ჩადიოდა.გზა არ იყო სასიამოვნო,რადგან ადმიანისგან მიტოვებულ სოფლებს ყურადღებას არც არავინ აქცევდა.სიბნელეში არეშიძეს გაუჭირდა გარემოს მოთვალიერება,თუმცა მაინც გაფაციცებით ცდილობდა ფანჯრიდან დაკვირვებას.
კარგა ხნის სიარულის შემდეგ ააღწიეს ადიშში.მანქანიდან გადმოსვლისას თავისი ჰუდი მიაწოდა,შეგცივდებაო და ისე გაუძღვა დიდი სახლისკენ,რომლის სილუეტებიც ბნელში კარგად იკვეთებოდა.
ბარგი გადმოიტანა მანქანიდან,კეროლაინს სახლში მიუჩინა ადგილი ბუხართან.სციოდა,კანკალებდა და ვერ გაიმეტა მოსახმარებლად.
-შეშა სადაა?მოვიტან.
-იყოს მე მოვიტან.
-ვლად!
-მოვიტან-თქო!-მკაცრი ხმით ადგილზე გააჩერა.
ბუხარი დაანთო და მწყობრში მოიყვანა ქვედა სართული.
ჩვეულებრივი სახლი იყო,დიდი მაგრამ არა დიდებული.ერთი შეხედვით მიხვდებოდი,რამდენ მოგონებებს იტევდა სახლის თითოეული კედელი.
ლამაზი იყო ყველაფერი.ზედმეტად სვანური და ზედემტად პირქუში.სიძველის სუნი დაკრავდა ყველა ნივთს.ფოტოებს კედლებზე,ხის კიბის მოაჯირებს,ბუხრის ორნამენტებს.
მოეწონა კეროლაინს,მოეწონა და თან როგორ...
ცოტა რომ შეთბა და მიხვდა სიცივისაგან სულს არ განუტევებდა,პროდუქტების გადახარისხებაშიც კი მიეხმარა ვლადს.აღფრთოვანებული დასდევდა უკან და თან ცდილობდა არ შეემჩნია,როგორ მოიხიბლა სახლის შიდა ინტერიერით.
-ყველაფერი სუფთა რატომაა?-ხეებში გაწყობილ სამზარეულოს მოავლო თვალი და სკამზე ჩამოჯდა.
-რას ნიშნავს"სუფთა რატომაა?",აბა როგორი უნდა იყოს?
-ანუ...ის ვიგულისხმე,რომ...-უწყინარ შეკითხვაზე ვლადის სუსხიანმა ხმის ტემბრმა დააბნია,არ ესიამოვნა და თავი ძალიან ცუდად იგრძნო.-აქ ხომ არავინ ცხოვრობს,ვინ ალაგებს?
-ვახერხებთ როგორღაც.-სამზარეულოს კარადა მიხურა,ჩვეული დინჯი ნაბიჯებით დაიძრა მისაღებისკენ.-ენის გამოყოფა უზრდელობაა,კეროლაინ!
-ერთი შეხედეთ ეთიკაზე და ზრდილობის ნორმებზე ვინ მესაუბრება.-მოესმა უკნიდან გოგონას სისინი.
მეორე და მესამე დღეს ტანჯვად ექცა კეროლაინს,რადგან წვიმის გამო ვერსად გადიოდნენ.ვლადი ზედმეტად სიტყვაძუნწობდა მასთან,მხოლოდ რაღაცებს უყვებოდა სვანეთზე.ლიფანალის შესახებ ყველაფერი გაიგო და შეშინებული დადიოდა,იქნებ სულები ჯერ კიდევ არ წასულანო?!
ხანდახან აივანზე გადიოდა და კოშკებს გაჰყურებდა.
ტელეფონი ყველაზე კარგად მეორე სართულის ან პირველი სართულის გადახურულ აივანზე იჭერდა,ხოდა დასეირნობდა ხელებაღმართული და ბექას ესაურებოდა.
მერე მობეზრდებოდა და უზარმაზარ ბიბლიოთეკას სტუმრობდა,სადაც ისეთი ეგზემპლარები აღმოაჩინა პირი ღია დარჩა გაოცებისგან.
ვლადი ჩუმად აკვირდებოდა მის საქციელებს და ფაქტობრივად მთელი ამ დროის განმავლობაში მისი შესწავლის მეტი,არაფერი გაუკეთებია.
უნდოდა ცივი კედელი გაელღო,ცოტა ინიციატივა გამოეჩინა მასთან საუბრისას.
ცოტა უნდა ემოქმედა!


საათი თორმეტის ნახევარს უჩვენებდა,თუმცა ძილის საცეცები არცერთს ეკარებოდა.ლიმონიანი ჩაი მოუმზადა და მასთან ერთად მოთავსდა ბუხრის წინ პატარა სავარძელში.ჭიქები დაბალ მაგიდაზე დააწყო და მისდაუნებურად დაუწყო ცქერა,ცეცხლისთვის მომზირალ კეროლაინს,ცხვირი ჯერ კიდევ რომ შესწითლებოდა,ხვეული თმები მხრებზე ეფინა ლამაზად და ვლადის ლურჯ ჰუდში კარგადაც ნებივრობდა.
-არ მეტყვი?
-რას?
-რატომაა აქაურობა ასე სუფთა?
-ყოველ თვე დამლაგებლებს ვაგზავნი,მენანება სიბინძურისთვის.-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და ფინჯანზე მიანიშნა თვალებით.-ჩაი გაგიცივდება.
-მადლობა.-ფიქრებიდან გამოერკვა,ნაზად მოიქცია ცხელი ფინჯანი წვრილ თითებს შორის.ტუჩებთან მიიტანა და სიფრთხილით მოსვა ცხელი სითხე.-მიშტერებაც უზრდელობაა,ვლად.
-გათვალიერებ.
-სვანური სისხლი ყივის შენში თუ ხანდახან ესეთი პირდაპირი და უხეში რატომ ხარ?-კეროლაინს სიცილი აუტყდა მის პასუხზე,ლამის ცხვირიდან გამოუშვა ჩაის ჭავლი.
-ალბათ,გარემოებამაც იმოქმედა.-გაუღიმა მოკისკისეს.სავარძელზე აკეცილი ფეხები ძალით გააშლევინა და თავის მუხლებზე მოითავსა მისი წვრილი ტერფები.ორგანიზმი დაეჭიმა გირგვლიანს,ოცნებად ჰქონდა მათი შეხება და აისრულა კიდეც.
-ვლად,კარგი რა...-ახვანცალდა.
-მოისვენე.-კოჭებზე ცერა და ნეკა თითი შემოაჭდო.იმხელა სიცარიელე დარჩა მათ შორის სუსტად ჩაეცინა.-ნახე,შენი ძვალი შემერჭო.
-ჩემს აღნაგობას ნუ დასცინი.
-ჯანდაბა!მგონი რაღაც მოგტეხე.-თითები კოჭის მალებზე მიაჭირა,თან მიაყურადა,ვითომ რაღაცას უსმენდა.-შენც გესმის?
-რრ...რა მესმის?-სავარძლიდან წამოიწია და თავადაც მას მიბაძა,სმენად გადაიქცა დაბნეული.უბრალოდ შეუძლებელი იყო მისი სერიოზული ხმის ტონისას,არასერიოზულობა შეენარჩუნებინა.
-სხეული გეუბნება მაჭამე,ძლივს დაქიანებ ვერ ხედავო?!
-მასხარა გიორგი კი არა,შენ ყოფილხარ!-ფეხი ააქნია უხეშად და პირდაპირ მუცელში ჩაარტყა ხარხარისგან ორად მოკეცილ ვლადს.პირველად დაინახა მისი სიცილი და...
ტანში გასცრა ისე ეუცხოვა.მერე მიხვდა ამდენი ხანი რა ძალიან ეწვოდა მთლიანი კოჭი და რომ გაიაზრა ეს ვლადის შეხების გამო დაემართა,გულმა დარტყმები გამოუტოვა.პირი გაუშრა,საკუთარი თავი გამოიჭირა უცხო სიტუაციაში.სწრაფად აარიდა მზერა უკვე შედარებით დაწყნარებულ ვლადს და სხვა მხარეს გაიხედა.რამეზე უნდა გადაეტანა ყურადღება,მის ბედად მაგიდაზე ჩაის ფინჯნის გვერდით დადებულ წიგნს დაასო მზერა.
-"გიყვართ ბრამსი?"-წარბები შეეკრა,სწრაფად აიღო წიგნი ხელებში.
-და შენ გიყვარს ბრამსი?-მის წინდებზე თითების მოძრაობა არ შეუწყვიტავს ისე ჰკითხა.
-არა!არ აღვფრთოვანებულვარ.-უგულოდ შეათამაშა წიგნი ხელში.-„მე ოცდაცხრამეტი წლისა ვარ,სიმონ!-შეახსენა პოლმა.-ცხოვრება ქალების დღიური როდია,არც ძველი გამოცდილების გაგრძელებაა.შენ თოთხმეტი წლით უმცროსი ხარ ჩემზე,მე კი შენ მიყვარხარ და ძალიან დიდხანსაც მეყვარები.აი,ესაა მთავარი!"-ყდის წარწერა ამოიკითხა და თვალები აატრიალა უკმაყოფილომ.როგორც ჩანს,დიდ უმსგავსობას ჰქონდა ადგილი მისთვის.-ვერ ვიტან ფრანსუაზის წიგნებს.
-კლასიკოსია.
-მერე რა?
-მერე ის რომ...-მხრები აიჩეჩა.სულ წამით გაუსწორა მზერა,ისე კი მთელი ყურადღება მისი ნატიფ ტერფებზე თამაშისკენ ჰქონდა მიმართული.-ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ,იმაზე უკეთესი ხდები,ვიდრე იყავი.მე კიდევ მგონია კლასიკოსები მაგ საქმეს გამორჩეულად კარგად აკეთებენ.
-ზოგიერთ კლასიკოსს საერთოდ ვერ ვკითხულობ.-ფეხის თითები აუთამაშა კალთაში.-მაგალითად ფრანსუაზი.-თვალით ანიშნა.-ქალები,ქალები,ქალები!ქალები ქუსლებით,ქალები ბავშვებით.იმედგაცრუებული,მიტოვებული ქალები.თვითონ მწერალში რუსული მენტალიტეტი იმხელა დოზით გამოსჭვივის...
-არადა, მარტო დედა ყავდა რუსი.-ირონიულად წაიქირქილა ვლადმა.-იმ ადამიანებისათვის,რომლებიც საკუთარ თავს ფრანსუაზის რომელიმე პერსონაჟში ამოიცნობენ,ეგ წიგნი შვებაა.
-ვერ დაგეთანხმები!
-რატომ?ცოტა იმედგაცრუებული და ოჯახური მდგომარეობისგან დეპრესიაში ჩავარდნილი ქალი გინახავს?
-არა,არ მინახავს.მეტიც!ძალიან ბევრი მინახავს და მადლობელი ვარ,რომ მათი უმეტესობა წიგნებს არ კითხულობს.-ნიშნისმოგებით მიუგო კეროლაინმა.თამამად გაიშხლართა სავარძელზე და ფეხები უფრო კომფორტულად გაუშალა კალთაში ვლადს.მისი ამ ქცევისაგან კმაყოფილმა სუსტად ჩაიცინა და კვლავ განაგრძო კერის ტერფებზე თამაში.-არასდროს მესმოდა ქალების,რომლებიც შვებას მამაკაცებში პოულობენ.
-შვება ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება იპოვო.და კი,უმეტეს შემთხვევაში ეს შენი მეორე ნახევარია.
-მაგაში ყველაზე შემზარავი,იცი რა არის?!
-ალბათ, „ოჰ!ამ ადამიანებს სიყვარულიც დიადი გრძნობა ჰგონიათ!"?-სასაცილოდ გამოაჯავრა ხმით და ქვემოდან შეხედა გაბრაზებულ გოგონას.აშკარად უკმაყოფილო იყო ვლადის დამცინავი რეპლიკით.
-ის რომ...-ღრმად ჩაისუნთქა,თავი მოთოკა.არადა, არ სჭირდებოდა,არ იყო იმპულსური და სიბრაზისაგან რაიმე არანორმალურსაც ვერ ჩაიდენდა.-ამ ქალებს ჰგონიათ,რომ ყოველი მომდევნო ადამიანის მიმართ,ვინც კი სამყაროს ლამაზ ფერებში დაანახებთ,სიყვარულს განიცდიან.
-და რა არის მაგაში ტყუილი?!
-შეუძლებელია ყველა გიყვარდეს,ვინც კი ფეხებში წამოგებლანდება.
-ცხოვრების დანახვა ძალიან ბევრ ფერებშია შესაძლებელი. რამდენი განსხვავებული ფერიცაა,იმდენი ადამიანია ჩვენს ირგვლივ.უბრალოდ გააჩნია,ვინ როგორ შეძლებს და რომელი ფერით გამოგახედებს მაგ თვალებიდან.
-ეგ სიყვარული არაა,ვლად.შეუძლებელია სიყვარული ბევრჯერ მოვიდეს.
-რატომ არა?-თითები მტანჯველი სიჩქარით აუსრიალა დახორკლილ კანზე.გაჭირვებით გადაყლაპა ყელში ნერწყვი.
-სიყვარული ერთხელ მოდის!
-მრავალნაირი სიყვარული არსებობს.ნუ ეძებ შემზარავ ფაქტებს,ხიბლი ეძებე.
-მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ,გამოდის ნამდვილი სიყვარული ვერ გიპოვია ადამიანს და ეგაა!-ცეცხლი წაეკიდა გულზე.ძალიან დაიბნა მისი ქმედებით.ისე დაიბნა,სიტყვებსაც ძლივს მოუყარა თავი.
-ანუ შენ ნამდვილ სიყვარულზე გაქვს პრეტენზია.-თვალი თვალში გაუყარა ათრთოლებულს.ცოტა უცნაური იყო მასთან მსგავსი შინაარსის საუბარი.-ადამიანს შეუძლია ბევრი უყვარდეს,კერ,სიყვარულს -არა. და, როცა ჯიუტად იმეორებ „არსებობს სტანდარტები სიყვარულში",მე გპასუხობ „სტანდარტული ადამიანების ხედვაა მხოლოდ."
-კარგი და ხიბლი?
-ხიბლი?-ნათელი ღიმილით გაუღიმა ვლადმა.ესიამოვნა ინტერესი მისი მხრიდან.-ბედი.
-ბედი?-თვალები აატრიალა არეშიძემ.ვერ დაკმაყოფილდა მისი პასუხით.-ბედის ლოგიკა ზუსტად იმაში,მდგომარეობს,რომ ჩვენ სურვილებს არასდროს ითვალისწინებს.რა კავშირშია სიყვარულთან?!
-ზუსტად!-სახე გაუნათდა გირგვლიანს.-როცა ის ადამიანი შეგიყვარდება, ვინც არ უნდა შეგყვარებოდა,მიხვდები რაში მდგომარეობს ამ ყველაფრის ხიბლი.
-და შენ?-იდუმალი მზერით შეხედა პირდაპირ სახეში.ადგილზე გააქვავა ვლადი.ოდნავ წინ გადმოიხარა და სავარძლის სახელურებს მაგრად ჩაებღაუჭა.-შენ ვინ შეგიყვარდა ისეთი,ვინც არ უნდა შეგყვარებოდა?
რაღაც იდუმალი დაინახა კეროლაინის თვალებში.
ეს არ იყო უბრალო შეკითხვა,არც უეცარი დამთხვევა გახლდათ.ეს იყო გამიზნული სიტყვები,რომლებიც პატარა დაფარულ შეტყობინებას უგზავნიდნენ ვლადს.მის ფეხებზე მოთამაშე ხელები გააჩერა ცივად.ვეღარც ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის სითბო იგრძნო,ვერც ადრინდელი ემოცები მოიტანა მისმა თმის სურნელმა სხეულში.ჯიბრზე თვალი არ მოაშორა არეშიძის მოელვარე შავ ირისებს.
რას ეძებდა?-ნებისყოფას.
უფრო მისას,რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი თვალს არასდროს აგარიდებს.
-მსახიობი ვარ,ტყუილად ცდილობ ჩემს გაშიფვრას.-ვეღარ გაუძლო და სხვა მხარეს გაიხედა.კმაყოფილებისგან ტუჩის კუთხები აეწია ვლადს.გულიდან სიმძიმე და სიცივე ერთდროულად მოეხსნა.
-ნამდვილ მაყურებელს ყოველთვის შეუძლია.
-შენ ნამდვილი მაყურებელი არ ხარ!
-შენი აზრია.-მორჩილი ბავშვივით დაეთანხმა,თან საუბრის შეცვლა უნდოდა.წინდებზე დააკვირდა მოჭუტული თვალებით,კეროლაინი სასაცილოდ ათამაშებდა თითებს.-სპანჯბობი და პატრიკი?სერიოზულად?
-ჰო,რა იყო,რა გიკვირს?-შეურაცხადი სახე მიიღო.თავადაც დახედა სხვადასხვა პრინტებიან წინდებს.ერთზე სპანჯბობი,მეორეზე პატრიკი იწონებდა თავს.
-ცალ-ცალია.
-ოფ,კაი ერთი.მეგობარი არ უნდოდა?-გაბრაზდა.მის სახეზე სიცილი ვერ შეიკავა გირგვლიანმა და დამალვაც არ გამოუვიდა,შესამჩნევად ჩაუტყდა ტუჩის კუთხეები.-ნუ იცინი!
-გეკადრება?
-ეს ნახე,რა...-გულმოსულმა აარიდა მზერა და გაყინული თითები მიუშვირა მოგიზგიზე ცეცხლს.-ჩემმა ძმამ მიყიდა,ძალიან მიყვარს.
-ძმა გყავს?
-ჰო...
-რამდენი?
-ერთი.-განწყობა შეეცვალა შესამჩნევად და ისედაც პატარა,თხელი სხეული სულ ჩაიმალა სავარძელზე.-დავიძინოთ,რა...
-დავიძინოთ.
აღარ დააძალა საუბარი,რადგან მიხვდა,რაღაც არ ესიამოვნა და საძინებელი აჩვენა ქვედა სართულზე.ვლადს ოთახში სანათი შეატანინა და თბილად გაეხვია საბანში.
იმ ღამით ძილი არც ერთს მიჰკარებია,მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ გადაღლილები იყვნენ.
მისაღებ ოთახში,ბუხრის წინ პატარა მაგიდაზე ერთი ნახევრად,მეორე კი სულ ჩაუცლელი ჩაის ფინჯანი იწონებდა თავს.


ვლადის ლურჯ ჰუდში გამოწყობილი გამოვიდა ოთახიდან.ჯაშუშის მზერა მოავლო ყველაფერს და პირველი ნაბიჯი ჩუმად გადადგა წინდიანი ფეხებით.კაპიუშონი კარგად წამოიფარა თავზე და ისე განაგრძო წინ სვლა, მკვლელი თვალების ტრიალით.ქვედა სართულის კედლები მთლიანად ვლადის გადაღებული ფოტოებით იყო სავსე.სათითაოდ შეათვალიერა ყველა.და,როგორც არტისტმა და ხელოვანმა გონებაში მაღალი ქულა დაუწერა მის შემოქმედებებს.
წამით მიაყურადა,ჩამი ჩუმი არ ისმოდა ირგვლივ,მხოლოდ ოდნავი ხმური შემოდიოდა გარედან.
სოფელი თავისას შვებოდა.
-სად გაქრა ეს კაცი?-ჩვეული ფეხების ტყაპა-ტყუპით დაიძრა სამზარეულოსკენ.იქ შესულს მაგიდასთან მოფუსფუსე ვლადი შერჩა ხელებში.
ძალიან უხდებოდა ის ლურჯი მაისური,თითქოს კეროლაინის ჰუდს შეუხამაო.იმ დანასაც ძალიან ლამაზად იყენებდა.
როგორ კეთილშობილურად ჭრიდა პომიდორს...
და საერთოდ,სამზარეულო ნამდვილად კაცებისთვისაა შექმნილი.
"თუ არ გაკლდეს ამხელა ქალს,რა..."საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები.თვალების ტრიალით შეეჭრა და იდილია დაურღვია გირგვლიანს.
-ვლად,დრაკულები მზეს ერიდებიან,შენ კიდევ მზესთან ერთად იღვიძებ.-თავზე წაადგა დოინჯშემორტყმული.-ეს რა ბალახია?-ამპარტავნულად დახედა ზემოდან სალათის ფურცლებს.
-დილის საუზმეს გიმზადებ.-ჩვეულებრივსამებრ სერიოზული ტონით გასცა პასუხი და საქმიანობა განაგრძო.-შენც დილამშვიდობისა.
-ვლად,კარგი რაა...-წინ ჩამოუდგა წუწუნით.მკერდზე ცხვირით შეასკდა ლამის და უხერხულობის მიუხედავად, განძრევის საშუალება მაინც არ მისცა.
სურნელი მოვიდა.
არა,ეს არ იყო არც სვანური სუნელების,არც სალათის ფურცლების და არც იმ ბოსტნეულის,ვლადი რომ თუშავდა ტაფაზე.
ნიკოტინის იყო,გრილთან ნაზავი,მოტკბო,მაგრამ საოცრად სასიამოვნო სურნელი,რომელიც სულ აბრუებდა კეროლაინს და ახლა მასთან სიახლოვის გამო,ისე მძაფრად იგრძნო, თავბრუ დაეხვა.
ოდნავ უკან დაიხია,ვეღარ გაუძლო.
-მართალია ძალიან მომწონს მაგ შენი სვირინგებიანი ხელებით,როგორ საყვარლად ჭრი ხახვს და მწვანილებს,მაგრამ...
-მაგრამ...-თვალისმომჭრელად გაუღიმა გირგვლიანმა.დააბნია.
-ჯანდაბა!კუბდარი მინდა მე!
-კუბდარი გინდა?-ზიზღით დაემანჭა სახე ვლადს.
-ჰო,მაგარი კუჭის მონა ვარ,ჩვენში დარჩეს.
-შანსი არაა,მეზიზღება.
-წამიყვან და მაჭმევ.
-ადიშში ვართ,აქედან ოცდაშვიდი კილომეტრის სავალზეა მესტია.
-ციფრებზე ნუ ფიქრობ,გულს გაიხეთქავ.-კატასავით აეზუტა წინ.-გთხოვ.
-არა.
-ვლად!
-არა-მეთქი!
***
გაღიზიანებულმა სასწრაფოდ ერთი ცალი სალფეთკი ამოიღო შეკვრიდან და დამანჭული სახით გაუწოდა კეროლაინს.
-ჰუდი არ დამიტუტყნო.
-აი,ეს არის ნეტარება!-მორიგი კუბდარის ლუკმა ჩაკბიჩა ნეტარებით.-“იმენა” კაიფია.
-ამ მსახიობმა ქალმა,ეს ჟარგონები სად დაამუღამე?-გულწრფელად გაეღიმა გირგვლიანს.მანქანა ადგილიდან დაძრა და ტურისტებით გადავსებული მესტიის ქუჩების გავლა დაიწყო.
-ერთხელ,კაი ბიჭის და ვიყავი და...ხო აზრზე ხარ.
-ნელა ჭამე,კანაფი გავარევინე და მართლა ჩაკაიფდები.
-ჰა?!-ლუკმა ყელში გაეჭედა არეშიძეს.ხველება აუტყდა და ისეთი სისწრაფით გადაყლაპა,კინაღამ გაიგუდა.-რას მაბოთავებ?!
-სვანეთი გიყვარს და ის რატომ არ იცი,მოსაწევს ყოველდღიურ საკვებში ხშირად,რომ იყენებენ?-სიცილის შეკავება კი გაუჭირდა,თუმცა ძალიან ხალისობდა მისი რეაქციებით.
-აუუუ...-ტუჩები დაბრიცა.სინანულით დახედა ნახევრად ჩამთავრებულ წვნიან და ცხარე კუბდარს.-ბოდიში რომ გლანძღავ,მაგრამ იდიოტი კაცი ხარ.მომიყვანე აქ და მაჭამე ეს ბალახი თურმე.
-ბევრი არ იქეშაო,ლომკა იცის.
-განმერიდე!-მხარზე უჩქმიტა მწარედ და ჭამა განაგრძო მილულული თვალებით.ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და კუბდართან გადაღებული სელფი ბექას გაუგზავნა "ვათს აპით".
-გიორგიმ დამირეკა...
-მერე?-პირი მოიწმინდა და ისე გახედა ჭამა არ შეუწყვიტავს.-არ მოდიან?
-ჯერ ვერა,გაცივდა ტაისია და სოფოკოს ეშინიაო.-თითები აათამაშა საჭეზე რიტმულად.
საერთოდ არ მოსწონდა ის ფაქტი,რომ საკუთარ პრინციპებს ღალატობდა.ფაქტობრივად მოტყუებით აჩერებდა თავისთან და რატომო რომ გეკითხათ,ამაზეც ვერ გიპასუხებდათ.აქამდე საკუთარ თავში გარკვევა უნდოდა,თუმცა მეტად უჩვეულო რამ აღმოაჩინა.ეს არ იყო პასუხების მისაღებად გადადგმული ნაბიჯი,ეს არ იყო ის ქმედება,რითაც საკუთარ გრძნობებში დარწმუნდებოდა.ეს უფრო იმედებზე ჩაბღაუჭებას ჰგავდა,რომლითაც წესით კეროლაინისგან იგივე გრძნობები უნდა მიეღო.
პასუხებს საკუთარ თავში აღარ ეძებდა.
ახლა ვისგანაც რაიმეს ელოდა,კეროლაინი იყო მხოლოდ.
-აუ...-მოეღუშა ხასიათი,კუბდარიც აღარ ეგემრიელა.მათ გარეშე მაინც უფერული იყო ეს დღები.-მათთან ერთად მინდა.
-მგონი ხვალ მაინც წამოვლენ.-დააიმედა და ქურდული მზერით გახედა ტელეფონში მომღიმარი სახით ჩამძვრალს.
ბექას წერდა მთელი მონდომებით,ის იქედან აფრთხილებდა შენს მაიმუნურ ნიჭს ნუ გამოიყენებ სადმე,ხეზე არ აილეწო და კულტურულად ჭამე,ეგ უცხო ადამიანი არ გადარიოო.
მესტიაში არ გაჩერებულან,ტვებიშში აიყვანა.იქ, სადაც ლამაზი ხედები ეგულებოდა და სადაც ფოტოების გადაღებასაც მოახერხებდა.ლამაზი მდელოები და უზარმაზარი მთები,კეროლაინის ხვეული თმები და მისი ფერადი კაბა,თავისი ლამაზი ორნამენტებით,საუცხოო სამოთხედ ეჩვენებოდა გირგვლიანს.
-ნეტავ,სულ აქ ვიყო.-აღფრთოვანებული გადავიდა მანქანიდან და გვირილებით გადავსებულ მინდორს აბრჭყვიალებული თვალები შეავლო.მთელი სილამაზე შეისრუტა სასიამოვნო ჰაერთან ერთად და გაბადრული შეუტრიალდა კამერამომარჯვებულ ვლადს.
სანდლები გაიხადა ფეხზე და გვირილების კრეფას შეუდგა.გვირგვინი თავად გააკეთა და ლამაზად დაიდგა თმებზე.
ვლადიც მონდომებით ელოდებოდა როდის მორჩებოდა სოფოკოსთან საუბარს.
ვიდეოთვალით დაქალს ხედებს აჩვენებდა.
-ულამაზესია,აი,მართლა ულამაზესია,სოფ!
-შენ უჩემოდაც კარგად ერთობი.
-შენ რომ ჩამოხვალ,მერე დავიწყოთ ყველაფრის დათვალიერება.
-დიახაც,დაგველოდეთ მე და ტაისიას.-ლოყაზე აკოცა თავის მკერდზე გატრუნულ პატარას.
-აუ,წავედი რა,ინტერნეტს ძლივს ვიჭერ და მაგას ლოყაზე უკბინე ჩემს მაგივრად.
დრო იხელთა და ტელეფონში ჩამძვრალს რამდენიმე ფოტო გადაუღო ჩუმად.წაბლისფერი თმები თეთრ გვირილებს და მოვარდისფრო თავისუფალ კაბას საუცხოოდ ეხამებოდა.მწვანე მთების ფონზე ულამაზესი კადრები დაიჭირა ვლადმა.
-ჩემი ტელეფონი მოკვდა.
-როცა სვანეთში მოდიხარ,ტელეფონი საერთოდ უნდა დაივიწყო.-გვერდით ამოუდგა და მასთა ერთად მინდორზე წყნარად სიარული განაგრძო.
-მჭირდება და რა ვქნა?-მხრები აიჩეჩა.ჰაერის ნაკადის გამო სახეზე უდიერად ჩამოყრილი თმები მოიშორა.-ახლა დავფიქრდი და ერთმანეთზე არაფერი ვიცით.
-მაინც რა გინდა,რომ იცოდე?
-სახელის და გვარის გარდა,კიდევ ბევრი რამ.საერთოდ მე ისიც მიკვირს,აქამდე რომ ვერ გავიცანით ერთმანეთი.
-მე ბოლო წლებია საქართველოში მუდმივად არ ვარ,ალბათ,მაგიტომ.-უდარდელი ხმის ტონი შეინარჩუნა და ისე დახედა ზემოდან.-შენ მომიყევი რამე.
-უსამართლობაა.მარტო მე ხომ არ მოგიყვები?
-გავიყოთ.
-50/50-ზე,გაწყობს?
-არა,პასუხგაუცემელი კითხვებიც დავტოვოთ.
-ღმერთო,რა უნცაური ადამიანი ხარ?-გვირილების გვირგვინი აათამაშა ხელში და მინდორზე ჩამოჯდა.დაელოდა მის წინ როდის დაიკავებდა ვლადი ადგილს და იდაყვებზე დაყრდნობილმა შეჭმუხნილი ცხვირით გახედა.-მაშინ ვითამაშოთ.
-ესა მესა გავითვალოთ?
-არა,სერიოზულო.-გააჯავრა და ჩაფიქრდა.-მაგალითად,შეგვიძლია სწორად გაცემულ პასუხებზე ერთი ფაქტი ვთქვათ საკუთარი თავის შესახებ.
-ანუ?
-ანუ...-მოშიშვლებული კოჭები აათამაშა ბალახზე.კაბა ფეხებს უფარავდა,მაგრამ არა წვრილ კოჭებს.-ფილმები,სერიალები,წიგნები...ათასი რამეა.
-ფანატიკოსობა ჩემი სტილი არაა,თუმცა წიგნებზე და ფილმებზე გაგიქაჩავ.-გამოწვევა მიიღო გირგვლიანმა.
-ანუ მზად ხარ ესეთ ღირსეულ მეტოქეს შეერკინო?
-თავმდაბლობისგან შეიძლება დაეცე.-გაეცინა მის ქედმაღლურ ტონზე და წამების შემდეგ წამოიწყო სერიოზული ხმით.-ბლიცი გაწყობს?
-მაწყობს,მაგრამ სწორად დაალაგე.
-მაქსიმუმ ათი კითხვა იყოს.სწრაფი შეკითხვები დამისვი და რამდენსაც პასუხს გავცემ,იმდენ ერთ ფაქტს მეტყვი საკუთარი თავის შესახებ.მოსულა?
-მოსულა.-ხელები გაუხახუნა ერთმანეთს.ფეხები აიკეცა და აშკარად სერიოზული ბრძოლისთვის მოემზადა.სახეზე ეწერა,გაგანადგურებო!
-“სიკვდილის საჩუქრები” ჩამომითვალე.
-ოღონდაც...-შეწუხდა ვლადი.-მეკაიფები?
-ჰარი პოტერის ყველა გამოცემა გაქვს.არ მითხრა რომ ბაბუაშენი და ბებიაშენი კითხულობდნენ.
-ისიც არ ვიცოდი,”სიკვდილის საჩუქრები” ჰარი პოტერიდან თუ იყო.
-ღმერთო,აპატიე და ვფიცავ “ფილოსოფიური ქვიდან” დაწყებული,ვოლდემორტის აღზევების ჩათვლით,ყველა ნაწილს სამ სამჯერ წავაკითხებ.
-ვოლდე..რა?
-ვოლდემორტი.
-შენ ახლა უხსენებელის სახელი ახსენე.არ გეშინია?
-შე,გაიძვერა! -ისე წამოიძახა კეროლაინმა,თითქოს დამნაშავე ამხილაო და სახე გაუნათდა.-იცოდი!იცოდი!არ გახსოვდა საჩუქრები და მაჯახირე აქ.
-როგორ არ მახსოვდა?-მხრები აიჩეჩა ვლადმა.-ფილოსოფიური ქვა,უჩინმაჩინის მანტია და...
-გაიჭედე,დემენტორო?
-ანწლის ჯოხი?
-მე რა ვიცი,აბა...-გულუბრყვილო სახე მიიღო კერმა.-ბანძი ხარ.აქ არავის საბლატაო არაა,ჩემზე მაგარი მაინც ვერ იქნები.
-კარგი,მიდი განგრძე და ვნახოთ.
-ყოფნის კიდეც ამბიციები.-თვალები მოუჭუტა ვერაგულად.-უს ბლექი,ანუ...
-ჰარი პოტერის ნათლია.
-არაფერიც.-ცხვირი აიბზუა უკმაყოფილოდ.-პირველად,როგორც “აზკაბანის”ტყვე,ისე გავიცანი და რეპუტაციას ნუ გვიკარგავ აქ.
-ეგრე ლესტრეინჯიც პატიმარი იყო.სად ეგ და სად უსი,რამე წმინდა დატოვე.
-ლესტრეინჯი ერთი დეგენერატი,ლორდზე შეყვარებული ქალი იყო,რომელმაც ზუსტად ისე დაასრულა,როგორც ეკადრებოდა!
-ლესტრეინჯი ყველაზე ღირსეული მაგალითი იყო ნამდვილი სიკვდილის მხვრელისა,თორე ლუციუს მალფოისნაირი მშიშრები ოხრად ყავდათ.-მისკენ ოდნავ გადახრილმა,თითქმის ჩრჩულით გამოსცრა კბილებს შორის და მის დაკვესებულ თვალებს ავისმომასწავებელი მზერა მოატარა.-იყავი რიგითი მაგლი,თუნდაც ბნელი მაგიის ლექტორი,იყავი გრიფინდორელი,დამბულდორის არმიის წევრი,ჯანდაბას იყავი ის წყეული დოლორეს ამბრიჯი,მაგრამ იყავი ნამდვილი,უკიდურესი წარმომადგენელი!
-ნამდვილი...ნამდვილი...-ანერვიულებულმა და დაბოღმილმა სიტყვებს თავი ვერ მოუყარა და თავისი ამ საქციელით ვლადს ირონიული ღიმილი მოჰგვარა სახეზე.
-ნამდვილი რა?
-ჯანდაბას შენი თავი!ბელატრის და უსს ვშიფავდი.-თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა,თითქოს მოუნანიებელი ცოდვა მოძღვარს გაუმხილაო და საეჭვოდ მიდუმებულ ვლადს ყური უგდო.წამების შემდეგ გაახილა თვალები და როგორც კი მის ძლივს დაყენებულ სახეს წააწყდა,წარბები შეეკრა.-მასხრად მიგდებ?
-ნამდვილი გრიფინდორელი ხარ,ვერაფერს იტყვი.-თავი გააქნია მოდუნებულმა გირგვლიანმა და ტუჩის კუთხეში მაინც გაეპარა ღიმილი.-არ შეიძლება ერთმანეთი ყვარებოდათ?
-უკვე აღარ ვიცი სევერუს სნეიპის სიძულვილი უფრო დიდ ცოდვაში მეთვლებოდა თუ მაგ ორის ერთად წარმოდგენა.
-შენც არც დრაკოს და ჰერმიონის წყვილი უნდა მოგწონდეს,იდეაში.
-გაგიჟდი?
-აღიარე,უხდებიან.-მისი სახის დანახვისას გაეცინა ვლადს,თუმცა პირზე აფარებული ხელით ღიმილის დამალვა მოახერხა და გვერდით გაიხედა.-კარგი,პოტერჰედო,განაგრძე.
-შენ ძალიან გაგიტკბა,ხო?-ხელები გადაიჯვარედინა გულთან.-ვერაფერს უპასუხე.
-ორ შეკითხვას ვუპასუხე.
-ჩემი დახმარებით ეგეც.
-კეროლაინ,განაგრძე...
-ჰმმ...-საშინელებას უმზადებდა ვლადს.სახეზე ეწერა ეს!-ერთ-ერთ ეპიზოდში,სადაც ჰერმიონი,ჰარი და რონი “მრავალწლიან სასმელს” ამზადებენ...
-მოიცა,მოიცა!
-ახლა რაღა მოხდა?-შეღონდა არეშიძე.
-მოკლე შეკითხვა ეგაა?ლამის მთელი რომანი მომიყვე.
-მაცადე!...-ხელები განზე გაშალა და იმხელაზე უყვირა ირგვლივ კაცის ჭაჭანება მაინც რომ ყოფილიყო,აუცილებლად შეაწუხებდა ვინმეს.-ნახარშს საშინელი გემო ჰქონდა.კონკრეტულად რონ უიზლმა,რას შეადარა ეს გემოები?
-და გგონია მაგაზე ვერ გიპასუხებ?-გამომეტყველება არ შესცვლია ვლადს.
-სირთულე დეტალებშია,ვლად..
-გადახარშული კომბოსტო.
-ჯანდაბა!...ჯანდაბა!ჯანდაბა!!-მინდორზე გადაწვა კერი და სიმწრისგან მუშტები დაუშინა მწვანე ბალახს.ცხოვრებაში პირველად,ვიღაც ესე მიწასთან ასწორებდა და როცა ეგონა,რომ საკუთარი შეკითხვებით მებისმიერს ჩაჭრიდა,ვლადმა თავზე დაამხო ყველაფერი. -ეს გამოწვევაა?!
-შეიძლება ეგრეც ითქვას.-მხრები აიჩეჩა გამაღიზიანებლად.-მოდი მე შეგეკითხები ერთ პატარა დეტალს და თუ მიპასუხებ ვაღიარებ,რომ ნამდვილი პოტერჰედი ხარ.
-შეკითხვებს მე ვსვამ!
-მაგრამ ძალიან უნიჭოს.
-კარგი,გისმენ!-კბილებს შორის გამოსცრა იოანამ და გრილი ჰაერი დასამშვიდებლად შეისუნთქა პირით.
ახლა რომ ჩაჭრილიყო...
არა,წარმოდგენაც არ უნდოდა!
ვლადი?...
ვლადი კი უკვე ხალისობდა მისი რეაქციებით.
-გახსოვს,როგორ მოხვდნენ ჰარი და არტურ უიზლი მაგიის სამინისტროში?
-სატელეფონო ჯიხურით.
-დამისახელე ციფრები,რომლებიც არტურმა აკრიფა.
-ღმერთო!-თვალებზე თითები მიიჭირა კეროლაინმა და შეეცადა გონებაში კადრები აღედგინა.ახლა მოკვდებოდა და არ დანებდებოდა,რადგან ვლადის კმაყოფილ მზერას თვალდახუჭულიც კი გრძნობდა.-ვიცი,ვიცი...
-ხო,კარგია.მითხარი,აბა.-ბალახს წაეპოტინა თითებით ვლადი.
-ორი წუთით.-გონება ატკივდა.ყველა მომენტი,დეტალი,კადრი და შემთხვევა,სულ წვრილმანი რაღაცებიც კი ახსოვდა,თუმცა ციფრები ვერაფრით გაიხსენდა და მოწყენილმა ჩამოყარა მხრები.-ვიცოდი...
-არ გცოდნია!
-ეს ახლა რომ დამაჩქარე მაგის ბრალია.
-6,2,4,4,2.
-მეჯიქ!
-აჰ,გამარჯობა შენი
-კარგი,რა...-აბუზღუნდა და შემცივნებულმა ხელები შემოიხვია მკლავებზე.ნიავს სურნელოვანი ჰაერი მოჰქონდა თან...
-რა კარგი,რა?რა კარგი,რა?!მე აქ პროფესორი მაკგონაგელი მგონიხარ და თურმე სად გძინავს?!...
კიდებ ბევრი ისაუბრეს.
ლამის თვალბი ამოკორტნა კეროლაინმა ვლადს.ისე აბრაზებდა მისი კმაყოფილი სახე,მზად იყო მთლიანად წვრილი თითებით ჩაფრენოდა იმ ქოჩორში.
ბოლოს დამარცხდა.
თან ისეთი დეტალები გაუმხილა ვლადმა,იოანას შერცხვა კიდეც-არ მეკადრებაო.
-დამანებე თავი,რა...-ბუზღუნით აედევნა უკან.-მატყუებ რაღაცებს აქ.
-ბავშვობ.-გაღიმებული მიიწევდა მანქანისკენ ვლადი.
***
რძისფერ ნისლს მარწუხებში გაეხვია ადიშის მთები.
წვიმდა,მაგრამ არა ისე,როგორც გუშინ.
ღრუბლები ნელ-ნელა ტოვებდნენ ცის კაბადონს.ხვალ ან ზეგ გამოიდარებდა კიდეც,თუმცა ღმერთმა უწყის,ეს რამდენ ხანს გასტანდა.
მთებში ვერასდროს იწინასწარმეტყველებ.წამებში შეიძლება მზიანი დღე მოიღრუბლოს და მერე ძალიან,ძალიან დიდ ხანს ისე იწვიმოს,კაცს თავი მოგაბეზროს.
ერთხელ კიდევ შეავლო თვალი დანისლულ მთებს და კვლავ თვალმოუშორებლად განაგრძო ხის სავარძელში ჩასკუპებული კეროლაინის თვალიერება.
ჩხირებივით წვრილი თითები შემოეხვია ცალყდა მოკეცილი წიგნისთვის,მეორე ხელში ჩაის ფინჯანი მოემარჯვებინა,რომლის პირთან მიტანის დროსაც ცხვირზე დაკოსილი სათვალე ეორთქლებოდა და სასაცილოდ ცდილობდა მის გაწმენდას.
ჩუმად ჩაახველა და ფეხი ფეხზე გადაიდო მშვიდად.
-მგონი აცივდა,თუ გინდა სახლში შევიდეთ.-ყურადღება არ მიუქცევია მისი ხმისთვის,მაგრამ ამაზე ვლადი სულაც არ გაბრაზებულა. პირიქით, მონუსხულმა გააქნია თავი.-კერ!
-ზუსტად სამი წამი გაქვს იმისთვის,რომ ამიხსნა რა ჯანდაბისთვის მომაცდინე ყველაზე საინტერესო მომენტის კითხვას.-უმალ მოიხსნა სათვალე და მომლოდინე თვალებით მიაშტერდა.
-დღეს რვა შეკითხვა წააგე ჩემთან.-ნიშნისმოგებით უპასუხა მან და გათამამებული გაიშხლართა ხის სავარძელზე.
-ჯერ ერთი,კითხვა კი არა,ფაქტი.მერე მეორე,რვა კი არა,შვიდი იყო.
-უკაცრავად?
-თვლა არ იცი? ტოჟე მნე,”ჰარი პოტერი” არ იცი და მანდ რატომ მქონდა შენი პითაგორობის იმედი,ძალიან მაინტერესებს.
ვლადმა ღრმად ჩაისუნთქა და მისი თავნებობით ოდნავ გაღიზიანებული წინ გადმოიხარა.აღარ იცოდა გასცინებოდა თუ გაბრზებულიყო მასზე.
-ცუდად მეთამაშები.-გაფრთხილებას ჰგავდა გირგვლიანის ხმა.
-ძალიან კარგად გეთამაშე,თანაც შვიდზე მეტი ვერ ააგროვე.-წიგნი სათვალესთან ერთად მუხლებზე მოითავსა და ხელები დაიკრიფა გულ-მკერდზე.
-კარგი,იყოს შვიდი.მიდი,დაიწყე.-ოდნავ შეამცივნა,მაგრამ რახან კეროლაინს არ აწუხებდა სიცივე,არხეინად მიეყრდნო საზურგეს და სმენად გადაიქცა.
სიმყუდროვეს სოფლის და მთის სასიამოვნო ხმაური არღვევდა მხოლოდ.
-ნახევარძმა მყავს,სახელად ბექა.-ვლადმა მეშვიდე თითი ქვემოთ ჩამოსწია,რაზეც სუსტად ჩაეცინა არეშიძეს.-მეხუთე წელია "რუსთაველის" და მსა ხუ რე ბუ ლი მსახიობი ვარ.
-მეხუთე?
-ხო,ისე ჩემი პირველი როლი ჩვიდმეტი წლის ასაკში შევასრულე,სკოლაში.
-ესეც ორი.-მეორე თითიც ჩამოსწია ვლადმა.-სპექტაკლს რა ერქვა?
-აქ ფაქტებს მე ვამბობ.შენ ერთადერთი სიჩუმე გევალება და ძალიან გთხოვ ოლიმპიურზე ნაკლებს ნუ გამაგონებ.
-კარგი,კარგი,გნებდები.-სიცილით გააქნია ხუთი თითი და დაელოდა როდის განაგრძობდა საუბარს.
-მანამდე სამედიცინო მინდოდა,თუმცა თეატრალურზე ჩავაბარე მომდევნო წელს.-თავი ოდნავ უკან გადააგდო და მოგონებებში თავით გადაშვებულმა მწარედ ჩაიცინა.
თვალწინ დაუდგა კადრები,ყველაფერი ერთად ამოტივტივდა და ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა წამიერად.
ახსოვს სიტყვები:"თეატრალური გადავწყვიტე." და მერე ახსოვს მწარე სილა სახეში,რასაც თან მოჰყვა უფრო მწარე...
"სიცოცხლე არასწორი.ცხოვრებაც არასწორი?!"
გიჟივით გაეცინა კეროლაინს.მის წინ მჯდარი ვლადიც კი გადაავიწყდა,რომელიც მის ყველა მიმიკას და სიტყვას ისრუტავდა.
-ლამაზი ბავშვობა არ მქონია,მაგრამ მქონდა ის,რაც ბევრ ბავშვს არ გააჩნდა.-მოცინარ სახეზე სევდამ გადაურბინა.
-მაინც რა?
-თანაგრძნობის და ემპათიის უნარი.-სიძველისგან გაცრეცილი წიგნის ყდას დაუწყო წვალება.-ჰო,კიდევ ლამაზი წიგნები მქონდა.
-ლამაზი წიგნები,ანუ უინტერესო შინაარსი?
-უინტერესო რატომ?მე ყოველთვის ყდის მიხედვით ვარჩევდი წიგნებს და...
-და ახლა ძალიან გეცინება შენს ბავშვურობაზე.-ვლადს სახის მიმიკა არ შეუცვლია.
-კი არ მეცინება,გული მწყდება.მეც ეგრე მარჩევდნენ ხოლმე,მათვის მთავარი ის იყო ზედაპირულად რას წარმოვადგენდი და ჩემს შინაგან "მეს"არაფრად აგდებდნენ.-გაცეცხლდა.ესეთი რეაქცია იშვიათად ჰქონდა ხოლმე.ძალიან ძნელად გამოდიოდა მწყობრიდან.-ხოდა,მე დღეს ძალიან მტკივა,რომ თავადაც ასეთი პრინციპით ვახარისხებდი ყველაფერს,თუნდაც წიგნებს.
-ძალიან იმედგაცურუებული და...-ფეხზე წამოდგა ვლადი.ამასობაში სათქმელი დაალაგა მისთვის.გადახურული აივნის კიდეს მიუახლოვდა და ხელი გარეთ გასწია.წვიმის წვეთებმა წერტილებად იწყეს მის მაჯაზე ბინის დადება.-მოკლედ,ისეთი შთაბეჭდილება მაქვს,თითქოს ყველას და ყველაფერს ემდური,მათ შორის საკუთარ თავსაც.
-იქნებ მართალი ხარ,ვინ იცის?...-მხრები აიჩეჩა კეროლაინმა და გვერდით ამოუდგა ვლადს.უჩვეულო სიმძიმით აივსო გარემო.თითქოს სვანეთის მთებიც დამძიმდნენო.გოგონა საკუთარ საიდუმლოს უმხელდა ყველას-ქარს,ნიავს,წვიმას,მთებს,მაგრამ არა მას.
უკლებლივ ყველას,ვლადის გარდა.
-როცა საკუთარ თავთან ვეღარაფრით ვიმართლებთ თავს,მას ყოველთვის გამოვუტყდებით.
-მე კი მგონია,საკუთარ თავს ყველაზე მეტად გაურბიხარ.
-ჰო,სხვებისთვის ესე მარტივია.
-ამასობაში ორი ფაქტი მომიტეხე.-ყურადღება განგებ არ მიაქცია მის თითქმის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს.მკრთალი ღიმილით გახედა გვერდულად და ჩუმად მოიპარა მისი საუცხოო სურნელი.
-არაფერიც!შვიდი იყო ზუსტად,თან ყველა გაგიშინაარსე.
-პირველი როლი მაინც მითხარი.-ზურგით მიეყრდნო მოაჯირს.სხეულის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო.გაბრუვდა მისი არსებობით.სულ ესე ემართებოდა მასთან.არასდროს შეეძლო თავის კონტროლი,თუმცა ყოველთვის ცდილობდა მყარად დგომას.-ოღონდ სკოლის სპექტაკლი არა,თეატრის მაინტერესებს.
-ჩემი პირველი დიდი გამოსვლა ოცი წლის ასაკში შედგა.მთავარი გმირი არა,მაგრამ არც ნაკლები ვყოფილვარ.-უემოციოდ გახედა ცამდე აღმართულ და ნისლში გახვეულ მთებს.მხოლოდ ახლა იგრძნო სიცივე სხეულზე.-როცა სცენაზე ვდგავარ ის ვარ,ვინც რეალურად არ ვარ და ამას შვება მოაქვს.
-ბევრს დარბიხარ,ცოტა შეისვენე.
-შენი ირონიები არ შემიძლია,ვლად.
-არ მითქვამს ირონიულად.
-ჰო,დაგიჯერე.-წაიბურტყნა გულმოსულმა და გაყინული ცხვირი ხელებით შეითბო.-სინამდვილეში სულ სხვა სახელი მქვია.
-ოოო,რამდენი ინტრგიაა?
-იოანა..-დააიგნორა დამრგვალებული თვალებით ახედა ქვემოდან. დგულიც კინაღამ გაუსკდა,მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი რომ დაინახა.შავ აბრჭყვიალებულ მასაში ჩაიკარგა და რომ მიხვდა მის ირისებში ხეტიალი დიდ ხანს გაუგრძელდა,თავი აარიდა დარცხვენილმა.
შემცივდაო,ჩუმად ამოიბუტბუტა ჯერ კიდევ ცხვირზე აფარებულ თითებში,მერე რემარკის “სამი მეგობარი“ აიღო და უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას.
ვლადმა ბოლოჯერ შეავლო მზერა იმ ადგილს,სადაც იოანა გაუჩინარდა და კვლავ აქა-იქ მოფენილ მოშკებს გამოხედა.

"მე მომწონს როგორც მიდიან ლამაზი და ამაყი ქალები,სწრაფად და მიზანმიმართულად,ქუსლების კაკუნით და კარების ჯახუნით...შეიძლება შემდეგ ისინი სიმწრისგან ხმამაღლა ტირიან,თუმცა ისინი მიდიან შესანიშნავად..."



დილით ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა.თავიდან იფიქრა,ალბათ მეჩვენებაო.თითქმის არსად იჭერდა და ხელებგაშვერილი დადიოდა,ნორმალურად საუბარი რომ შესძლებოდა,მაგრამ რახან ხმა არ მიჩუმდა, მიხვდა,რომ ვიღაც ნამდვილად ურეკავდა და ბალიშიდან ოდნავ წამოწეული ტუმბოზე დადებულ მობილურს გადაწვდა.
-გისმენთ.
-რას შვები,კერ?-ბექა იყო.
სწრაფად შეფხიზლდა და საწოლზე წამომჯდარმა ფანჯარაში გაიხედა.
-ახლა გამაღვიძე....რომელი საათია,ბექა?-თვალები მოიფშვნიტა.
-პირველი დაიწყო.რა ხდება რა ხმა გაქვს?-აღელდა.საერთოდ არ მოეწონა მისი ხმის ტემბრი და სუნთქვაშეკრული დაელოდა პასუხს.-კეროლაინ!
-არაფერი,ახალგაღვიძებულზე გოჩა ჩერტკოევის ხმით ვუბერავ,გეფიცები.-სიცილით დაამთქნარა.გული გაუთბა ბექას მოკითხვით და ახლა ზუსტად იცოდა,მთელი დღე უაზროდ გაღიმებული ივლიდა.-რას აფუჭებ?
-სახლიდან გავდივარ,რაღაც საქმეები მაქვს და ჩამო მალე,რა.
-ხუთი დღე მაქსიმუმ,ალბათ.
-გოგო,შენიწ რამოსი რო ჩატრამვირდა ნახე?სამმა კაცმა ძლივს გაათრია სტადიონიდან.
-ბატონო?-ერთი შეჰკივლა და საწოლზე წამოჯდა.
-არ გინახავს?
-ბექა,ნორმალურად ამიხსენი,თორე ქალი არ ვიყო,მაგ რამოსის ბუცები თუ არ მოგაწიო ფეხებში.
-ოო,გეხუმრე,წიკვინიჩ.-მისი ყვირილისგან შეწუხებულმა ტელეფონი ყურს მოაშორა და ერთიანად აელეწა სახე.
-შენი კლუბი არ მომწონდეს,ვიცი რასაც გეტყოდი!
-ჩემი კლუბი საუკეთესოა და მაგიტომ მოგწონს.-კმაყოფილი იყო ბექა.-ლეგენდა ფეხბურთლები გვყავს,შვილო ჩემო,ლეგენდა!
-ხო,მაგ შენ ლეგენდა კიმიხს,მბაპე და ნეიმარი მაგრად ეღადავნენ კუთხურის ეპიზოდზე.-ფრჩილებს დახედა არეშიძემ.
-ოჰ!დაგვიბრუნდა ანჩელოტი და ავღადავდით სხვებზე?
-გამანებე ახლა თავი,ათასი საქმეა სოფელში...
-ნეტავ ვიცოდე,რისი თავი გაქვს?ძროხებს სადაც ხედავ,იქედან გარბიხარ.
-ვაი,რა საწყალი ხარ...
-ენა!-სიცილით გააჩუმა ბექამ.
-იცი,რა დაცარიელებულია სოფლები?
-და მაგაზე დარდობ?
-ხო...-მოიწყინა.ხმაში იმხელა დარდი შეერია,ბექა ადგილზე შექანდა.
-რა,ხო,გოგო?!ნუ გადამრიე!-ხმა გაიმკაცრა.-მაგაზე ფიქრით თავი არ მოიკლა შენ...
-გეყოს,რა..-ბექას ძმურ რეფლექსებზე თვალები აატრიალა.
-რა მეყოს,გოგო,რა მეყოს?!-კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა მან.-მეღადავები?ასე ამოიჩემებ რაღაცას და დარდობ მერე დებილი ბავშვივით.
-შენ ახლა დებილი მიწოდე?!
-გულზე პრობლემებს დაიმართებ ეგრე.-ამოიხვნეშა ბექამ.არ იცოდა რა მოეხერხებინა მისთვის.ანერვიულებულმა და როლებში შეჭრილმა ცივი წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოცალა და დამშვიდებული დაეყრდნო ხელებით მაგიდის ზედაპირს.-ხო იცი,იო...ყველა მაგრად მკ*ია მამენტ,ოღონდ შენ იყავი კარგად.ვაფშე ვინაა ეგ ვლადი?ერთი ის ვიცი,გიორგი ენდობა და სხვა?
-ბექა,მატერორებ.-სიცილში გაატარა მისი ნათქვამი.
-არ გატერორებ,უბრალოდ ვდარდობ შენზე.ისიც კი მნიშვნელოვანია შენთან დროს ვინ ატარებს და ვინ გყავს გვერდით.ყველა თავს კარგად არ გავრძნობინებს და რა გარანტია მაქვს იმის,რომ ეგ ვლადია თუ ვიღაც,ჩემს დას არ აწუხებს,თუნდაც მიზერული ქმედებით?
-და რატომ გგონია ეგრე?-სევდა და სასოწარკვეთა შეერია ხმაში.-რატომ გგონია,რომ სულ ცუდად ვარ?
-მხოლოდ შენი მშვიდად ყოფნა მინდა,იოანა.
-იოანას,როცა მეძახი შენი მოგუდვა მინდება.-ცივად ჩაეცინა მას.
-ჩემთვის იოანა ხარ და არა კეროლაინი.რა ჯანდაბისათვის ფიქრობ,რომ ახალი "მეს"გამოგონება სიკეთეს მოგიტანს,ან მე რამეს დამავიწყებს?!არ მესმის!
-რამეს დაგავიწყებს?-იმედგაცრუებული დარჩა მისი პასუხით.-შენ შეძლებ მაგის დავიწყებას?...ბექა,შეძლებ?-უიმედოდ ჩაეკითხა,ისე როგორც აქამდე.
-არა,არ შევძლებ!-სიმტკიცე შეერია უმცროს არეშიძეს ხმაში.დასთან ესე საუბარი არ უყვარდა,მაგრამ თავად კეროლაინი იწვევდა ხოლმე.-რადგან დასავიწყებელი,არც არაფერი ყოფილა.რამე რომ დავივიწყო,ჯერ ჩემთვის უნდა შეიცვალოს რაღაც და მინდა გითხრა და გაგახარო,რომ ჩემთვის ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა,იო,საერთოდ არაფერი.
-იტყუები!
-საკუთარ თავს უჩალიჩებ!
-ჰო,მართალი ხარ,საკუთარ თავს ვუჩალიჩებ დრამებით.შენც გაგირბივარ,დანარჩენებსაც.თვალებში ვერ გიყურებ,რადგან მეშინია."სახლში" ვერ მოვდივარ,რადგან მაგის უფრო მეშინია.ჩემკენ მოშვერილი თითები,მერე რაღაც ჩურჩული,დედა რომელიც ვერ მიტანს,მამინაცვალი, რომელსაც დასანახად ვერ მიტანს.ჯანდაბა!-შუბლზე მიიჭირა თითები და გონებიდან წამოსულ ტკივილს წამით არ დანებდა.ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან სწრაფად მივარდნილმა შეისუნთქა ცივი ჰაერი.გული ლამის ამოუვარდა,მოზღვავებულმა ადრენალიმა სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციონირება დაუთრგუნა და...
თვალებამწვარმა ტკივილით დააჭირა ტუჩები ერთმანეთს.
აკანკალებული ხელით მოაშორა ტელეფონი ყურს და მხოლოდ ახლა აღმოაჩინა,რომ ბექას ყურმილი დაეკიდა.

თვითონ ბექა ტკივილიანი თვალებით უყურებდა ერთ ადგილს და ოღონდ შეძლებოდა,ახლოს ჰყოლოდა და გულში ჩაეკრა ერთადერთი და.თავი ოდნავ წამოსწია და თვალი თვალში გაუყარა ცალი ხელით მაგიდის ზედაპირზე დაყრდნობილ ქალს,ქვედა ტუჩი რომ ათრთოლებოდა და ცოტა აკლდა ტირილამდე.
-არ დაუმსახურებია...ამის გამოვლა მას არ დაუმსახურებია,დედა.





ჰამაკში გაწოლილი უაზროდ გაცქეროდა მოწმენდილ ცას.თაფლისფერი თვალები მიეპყრო ცისფერი "კედელისთვის" და უფერულ აბსტრაქტულობაში თავით გადაშვებულს,ისიც კი ვერ შეენიშნა,თავზე ვლადი რომ წამოსდგომოდა.
კამერა მოემარჯვა ხელში და რამდენიმე კადრი ჩუმად დაეფიქსირებინა უკვე.კმაყოფილმა დახედა ფოტოებს და შესამჩნევად მიუახლოვდა მას.
-დღეს ესეთი არაპროდუქტიული დღე გვაქვს?
-ჩემი ყველა დღე არაპროდუქტიულია,ვლად.-მიუგო უემოციოდ.
-თამაშობ?
-ყოველთვის,როცა ხალხისთვის იმის ახსნა მეზარება,რომ ცუდად ვარ.
-გათიშულ გონებაზეც კი ენას ილესავს.გადამრევს.-თავისთვის ჩაეცინა ვლადს,თუმცა იოანას მისი ხმა არ გამოჰპარვია,მოჭუტული თვალებით ახედა ქვემოდან.-რა?
-ეს რა იყო?
-გუშინ ბევრი კუბდარი ჭამე?
-სახლში, რაც წამოვიღე -ყველა.-სიამაყით განუცხადა და ჰამაკი ოდნავ აამოძრავა.-რახდება,რომ?
-კაიფში ჩაგტოვა,თუ მთელი დღე ესეთი სახით რატომ მოძრაობ?
-ჯერესერთიც,ნუ მეღადავები!-ავისმომასწავებლად აუქნია თითი ცხვირწინ.-სოფოკოსთან გადავამოწმე და რაის კანაფიო,ორი საათი დამცინოდნენ ეგ და გიორგი.მერე მეორე,შენი საქმე არაა,ნუ მაწუხებ და აჩრდილივით ნუ დამყვები.
-შენ ახლა ჩემში ნამდვილი სვანის სისხლი აადუღე.-ავად გამოსცრა კბილებს შორის ვლადმა და მის წინ ჩამუხლულმა ხვეული თმები მოიცქია თითებს შორის.-რამე გაწუხებს?
-არა.
-აბა,მოხდა რამე?
-არა...ან ჰო,არ ვიცი.
-ადექი!-უბრძანა.
-მშვენივრად ვარ!
-იოანა,ნუ მაბრაზებ!-ჯერ კიდევ შერჩენილო ნებისყოფით მშვიდად მიუგო და რომ დაინახა გოგონა მისი რეაქციით შეცბა,რბილად დაამატა:
-სიყვარულის კოშკი უნდა გაჩვენო.





იდგა მთელი თავისი კდემამოსილებით ენგურის პირას,კლდეზე...განცალკევებით.
მთელი თავისი სიდიადით გადაჰყურებდა სვანეთის გოროზ მთებს.
მთის ენგური ხმაურით მიედინებოდა კალაპოტში,თითქოს ყველა სიბინძურე თან მიაქვს და სიყვარულის ადგილს ასუფთავებსო.
სანახაობით მონუსხული იოანა ვლადის გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა და თვალების ცეცებით გაჰყვა კოშკისკენ.
შეუძლებელია ამ ყველაფრისთვის შეგეხედა და გონებაში არ ამოტივტივებულიყო სიტყვა "მიტოვებული",უფრო მერე-"დავიწყებული".
-ე.ი ლეგენდას არ მომიყვები?
-უკვე გითხარი.-სველ მინდორზე მოსაცმელი დააფინა,ჩამოჯდა და მშობლიური ჰაერით აივსო ფილტვები.
ენგური მიედინებოდა.
ირგვლივ მცველებად ჩამწკრივებული ხეები ამაყად გასცქეროდნენ სანახაობას.ქართველი ქართველობას მთებში გრძნობს ყველაზე მეტად.საკმარისია ბარიდან ოდნავ მაღლა აიწიო და სისხლი შიგნიდან მოგაწყდება შხუილით.ყველაფერს გაგაკეთებინებს იქაური ბუნება და საზოგადოება.
ხალხია ეგეთი,ცოტა თავისებური,მაგრამ მაინც ყველაზე ქართველი!
-და ძალიან,რომ გთხოვო?-მოურიდებლად მიუჯდა გვერდით.
როგორი საშიში იყო ირგვლივ თითქოს...
-იცი როგორი ისტორიაა?-სახე დამანჭა ოდნავ და თავი შეატრიალა მისკენ.-აი,ადამიანს რომ მოუყვები,მინიმუმ აღფრთოვანებისგან ენა უნდა ჩაუვარდეს.
-და მივარდება იქნებ.
-შენ ახლა მაქსიმუმ ენგურში ჩავარდე.
-მემუქრები?-წარბები შეეკრა.ნიავისგან სახეზე მოთამაშე ხვეული თმები ხელს უშლიდა მხედველობაში.უხეშად მოიშორა და კაპიშონში ჩამალა.
არ ესიამოვნა ვლადს,სურნელოვანი წყარო დაუშრეს,ფაქტობრივად.
-მოიშორე ეს.-თმები კვლავ გაუშალა და თითქოს ქარიც მომენტს ელოდებოდაო,ყავისფერი თმები ჰაერში დაიტოტა.-განსაკუთრებული ლეგენდაა.რომ მოგიყვე,ზუსტად ვიცი აღფრთოვანებაზე მეტად,პროტესტის გრძნობა გაგიჩნდება.არ იმსახურებს ეს ისტორია,უბრალოდ არ იმსახურებს,იო.-თმებში ჩაუძვრა ცხვირით.
ოცნებას შეეხო,უკვე მეორედ.
იქ დატრიალებული მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და გაყინული ტუჩები მიაკრო თმებზე დაბნეულ გოგონას.არ შეწინააღმდეგებია,კატასავით თბილად გაეხვა მის სითბოში,გულისცემას და გახშირებულ სუნთქვასაც ვერაფერი მოუხერხა.
-მაგრამ...მინდა.მომიყევი.-ჩუმად ამოიკრუსუნა სიტყვები.უფრო კომფორტულად მიუჯდა გვერდით.გირგვლიანის სითბოს შესრუტვამ გააგიჟა,ასეთი არაფერი ეგრძნო აქამდე.
-უიმედოდ შეყვარებული ადამიანების სიყვარული,ვერ აღგაფრთოვანებს, ამიტომ ლეგენდას ჩემთვის შევინახავ.-თითით მიეფერა რძისფერ კანზე. ძალიან,ძალიან მოუნდა თეთრი კანის სინაზის შეგრნება.ადგებოდა და იმ ციმციმა თვალებს,სათითაოდ დაუკოცნიდა,ვლადის ყველა ქმედებას რომ დაჟინებით აკვირდებოდნენ,თუმცა საკუთარი “მინდა”იოანას სურვილებზე და პრინციპებზე წინ ვერ დააყენა,რადგან უფლება არ ჰქონდა მისი შეხების.
-მცივა.-მინაბული თვალები ააფახურა იოანამ,გული ყელში მოებჯინა სიჩქარისგან.მისდაუნებურად შემოხვია ხელი მუცელზე,საფეთქელი მხარზე ჩამოადო და საკუთარი თავისგან გაკვირვებულმა ნელა დაიწყო სუნთქვა.
მთის,ენგურის,ნაძვების და ვლადის სურნელი.
საოცარი ნაზავი შეიქმნა.
-მარტო მე ვხედავ მთისა და ბარის ენგურს შორის განსხვავებას?
-არა,ყველა.-სუსტად ჩაეცინა გირგვლიანს და სუსტ წელზე შეცურებული ხელით უფრო მიიკრა სხეულზე.-მე გიორგი და აქაური ბავშვები დიდ ქვებს ვყრიდით მდინარეში,სადაც შედარებით მდორედ მოედინებოდა და წყალს ვაგუბებდით ზაფხულობით.
-სხვათა შორის,ახლაც შევნიშნე დიდი ქვები.
-ხოდა, ეგაა ზუსტად.
-წყალდიდობები?
-რა წყალდიდობები?-ზემოდან დახედა თვალებდამრგვალებულს.
-ვლად,წყალდიდობები აქ არ ხდება?-გრძელი წამწამები აათამაშა.ცხვირით შეეხო ლამის ნიკაპზე.
-ბაბუაჩემს და ჰყავდა,თინათე ერქვა.-საჩვენებელი თითით ხვეული თმები შეუსწორა შუბლთან.-ძალიან ლამაზი იყო თინათე,ყველას მისი ხელში ჩაგდება უნდოდა,მაგრამ ამის აშკარა სურვილს არავინ გამოხატავდა.
-ეშინოდათ?
-არა.ვისი?
-შენი ბაბუის,ან ბაბუის მამის...რა,ვიცი.-დაიბნა.
-არა,აქ ეგრე არ ხდება.სვანმა კაცებმა,ყველაზე კარგად იციან როგორ უნდა ქალის პატივისცემა.ისინი არასდროს საკუთარი სურვილების ასასრულებლად,საზოგადოებაში ქალს არ დაამცირებენ.რაც არ უნდა დიადი ზრახვები ჰქონდეთ,ამას უბრალოდ ვერ იკადრებენ და მორჩა!
-ჰო,გამიგია ხისთავიანი სვანების სანაქებო საქცილებზე.
-ერთ დღეს თინათე გაქრა.სად აღარ ეძებეს,მაგრამ ვერსად იპოვეს.ბოლოს გაირკვა,თურმე მეზობლის ბიჭს წაუყვანია ძალით.გაგიჟდა ბაბუაჩემი!ერთი კვირა გიჟივით ეძებდა,იმედსაც არ კარგავდა,მაგრამ...
-მაგრამ...-გული მწუხარებით აევსო.
-ერთი კვირის თავზე,თინათეს დასახიჩრებული და ნაცემი სხეული იპოვნეს ჟიბარში,კლდეებთან.

-რას ამბობ?!-მოსმენილისგან შოკირებულმა პირზე ხელი აიფარა.ძალიან ეტკინა,ისე ეტკინა ეგონა სხეულზე გავარვარებული რკინა დაადეს.-საწყალი თინათე...
-მერე ტვილდიანებს და გირგვლიანებს შორის შიდა ომი დაიწყო.სისხლი უნდა აეღოთ ჩვენებს.-მართალია სხეული უთრთოდა,თუმცა მისთვის ამ ამბის მოყოლის სურვილმა იმდენად შეიპყრო,გაჩუმება წამით არ უფიქრია.-ის ბიჭი როგორღაც გაიქცა,აქედან ჩვენებმა შეუთვალეს სოფელში შენი ლანდი მაინც,რომ დავინახოთ,ჩათვალე მთელი საგვარეულო მკვდარი ხართო.
-გენოციდი მოუწყვეს?
-ორი წლის შემდეგ...-დასძინა ვლადმა.-მუხბე ტვილდიანი უსირცხვილოდ დაუბრუნდა სოფელს და მერე იცი რა მოხდა?
-მოკლეს,ხო?ვლად,მოკლეს ხო?
-მანქანაში ჩაცხრილეს.-დაასრულა გაღიმებულმა.
მის ღიმილში იყო კმაყოფილების ნაპერწკალი.
სვანური სისხლი უყიოდა ამ კაცს,ხედავდა იოანა ყოველივეს,თუმცა საბოლოო შედეგით თავადაც არ ჩანდა უკმაყოფილო.
ეს კი,მართლა ძალიან გაუკვირდა.
-ბაბუაშენი დააკავეს?
-არა.წარმოდგენა მაინც გაქვს ეს ამბები როდის მოხდა?სად იყო მაშინ სამართალი ან დღეს სადაა?!სვანეთში დღემდე ხდება მსგავსი ამბები,თუმცა იმდენად კარგად შეუძლიათ საქმის მიჩქმალვა,შიდა ტერიტორიის გარდა, არსად გადის.
-ღმერთო,ჩემო!ხალხი როგორ უძლებს?!-შოკში ჩავარდა მოსმენილისგან.მართალია სვანების ფიცხი და მეამბოხე ხასიათების შესახებ ბევრი იცოდა,თუმცა კონკრეტული ფაქტი არასდროს მოესმინა აქამდე.
ანერვიულებულმა ვლადმა სიგარეტის ღერს გაუკიდა თლილი თითებით,მიუხედავად იმისა,რომ იოანას სურნელის ნიკოტინის მძაფრ სურნელში არევა ძალიან ენანებოდა.
ახლა უნდა დამშვიდებულიყო.
-მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ,ცაგერთან მდინარემ დასახიჩრებული მუხბეს გვამი გამორიყა.-ოდნავ მოშორდა იოანას სხეულს და ყური დაუგდო კალაპოტში ხმაურით გამავალ ენგურს.წვიმის გამო ოდნავ ადიდებულიყო და ჩვეულებრივზე მეტად ჩქარა მიისწრაფოდა დასავლეთისკენ.აღელვებული ტალღები ერთმანეთს ასკდებოდნენ ჰაერში და წყლის წვეთებს ნაპირისკენ ისვრიდნენ.-ყოველი მომდევნო წყალდიდობა,ერთი გამოააშკარავებული მკვლელობაა.ყველას,ვისაც კვალის წაშლა უნდა აქ მოდის.საკუთარ სიბინძურეს აქაურობას უტოვებენ და მიდიან.
-ჩავთვალოთ,რომ ენგური..-ჩაფიქრდა ცოტა ხნით და სიყვარულის კოშკს გახედა გვერდულად.-ენგური საზღვარია ბოროტსა და კეთილს შორის.
-ენგური საზღვარია ცოდვებსა და სიყვარულს შორის,რამეთუ სიყვარულს უნარს შეუძლია ადამიანს ცოდვები შეუმსუბუქოს.-თავადაც დანისლული თვალებით გახედა კოშკს.მერე ამოიხვნეშა და კვლავ იოანას გამოხედა.-ნუ მოიწყენ.
ხელები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.სიცივესაც ვეღარ გრძნობდა ორგანიზმი.შთაბეჭდილება დარჩა,თითქოს ვლადმა აკრძალული გაუმხილა და ძალიან არ ესიამოვნა,რადგან სიმძიმე დააწვა სხეულზე.
-ეს ხომ ხშირად არ ხდება?
-რა ვიცი...-მხრები აიჩეჩა ვითომ უდარდელად და მუქი კვამლი სუფთა ჰაერში გაგზავნა მომწამვლელ მეტასტაზებად.-წელიწადში მინიმუმ სამი გვამი?არც ისე ხშირია.
-ერთხელ რეპეტიციის დროს პატარა ცდომილება მოხდა და სცენიდან გადმოვვარდი.-სხვა თემაზე გადავიდა იოანა სიტუაციის განსამუხტად.
მოსმენილისგან წარბები შეეკრა ვლადს და ისე გამოხედა უხერხულად გაჩუმებულს.
-განაგრძე!
-ხელი დავიზიანე.ძალიან მტკიოდა,თუმცა იმის წარმოდგენაზე მეტად ვერა,რომ როლიდან მომხსნიდნენ.გადადება არ შეიძლებოდა.
-მოგხსნეს?
-არა.-გაიღრიჭა.ქათქათა კბილები გამოაჩინა.ყველაზე მეტად მის ღიმილში ლოყების ფოსოები და წინა საჭრელი ეშვების სილამაზე მოსწონდა ვლადს.როგორი უცნაური იყო თითქოს,მაგრამ პატარა დეტალებით განაგრძობდა მის შეცნობას და ეს ძალიან სიამოვნებდა.
ყოველ ქმედებაში ახლა აღმოჩენებს აკეთებდა.
-რეჟისორს მიაჩნდა,რომ ნიჭთან ერთად,შესაბამისი აღნაგობა მქონდა და ჩემზე უკეთესს ვერ მონახავდა ვერავის.
-ოოო,ახლა გაიტრიპაჩე.-დასცინა.
-დიახაც!ძალიან კარგი მსახიობი ვარ,რატომ უნდა დავმალო?-ამაყი ხმის ტონი არ დაუკარგავს.მერე უცებ წარბები შეკრა,რაღაც მოაგონდა წარსულიდან.-მაგ დღეს მახსოვს სოფოკო ჩემზე გაბრაზებული იყო და რეპეტიციაზე მეზობლის კატით გამომეცხადა.-გახსენებაზეც კი გააჟრჟოლა,უცნაურად დაბრიცა ტუჩები.
-და რა არის მაგაში ესეთი განსაკუთრებული?
-მეშინია კატების!
-კაი?მგონი ასაკში ჩარჩი.-გახალისდა,მაგრამ მისი სერიოზული სახის დანახვამ თავადაც დაუსერიოზულა სახე.-სერიოზულად გეშინია?
-არასერიოზული და შიში გაგონილა?!-გაუწყრა.პირველად იყო თავის ფობიებზე,რომ საუბრობდა ხმამაღლა და ცოტა მეტი პატივისცემა მოითხოვა.-შეიძლება მოვკვდე შიშისგან.ორი ბინა მარტო იმიტომ გამოვიცვალე,რომ უბანი მაწანწალა კატებით იყო სავსე.
-აი,ახლა მე შენ კატა,რომ მოგიყვანო,ძალიან პატარა უწყინარი,საყვარელი...
-ღმერთო!რაებს მესაუბრება ეს კაცი.
-დავუშვათ-მეთქი...რას იზამ?-ჭორიკანა ქალივით გამოუვიდა შეკითხვა.
-რაღაც საშინელებას დავიმართებ!აქვე და ახლავე.არ ვიცი ეს რა არის,მაგრამ ბავშვობიდან მაშინებს.ზოგადად ძალიან ბევრი შიში მაქვს.-დაითრგუნა.ისევ აუცახცახდა სხეული და რომ ეგონა გავთბიო,კვლავ შეამცივნა შიგნიდან.
-კარგი... სიბნელის გეშინია,კატების გეშინია,წყლის გეშინია,სიჩქარე გიყვარს.-ანცი ღიმილით დახედა ზემოდან გაკვირვებისგან წარბაწეულს.-არ მითხრა,რომ რამეში ვტყუი!
-არ გეუბნები ბატონო.-გაუღიმა უხერხულად.
-შიშები?არის კიდევ რამე?
ძალიან ჩვეულებრივი შეკითხვა იყო,თვითონ დიალოგი გამოუვიდათ ისეთი,არანაირი უხერხულობა ან ღელვა,რომ არ უნდა ეგრძნო რომელიმეს.მისდა გასაკვირად კარგად დაინახა როგორ დაეძაბა ისედაც დაძაბული სხეული იოანას.
გაოგნდა,რაღაც ეჭვი გაუჩნდა წამით,თუმცა აღარ ჩასძიებია.
-სიმაღლის მეშინია,თან ძალიან.-გაპარული ხმით ძლივს ამოიჩურჩულა და დაბინდული ირისებით ახედა ვლადს.
შიშები,რომლებიც ცხოვრების მეგზურად ყოველთვის თან დაგვყვება და კაცმა არ იცის თავს როდის იჩენს,როგორც წესი, განსაკუთრებულ მომენტებს აფუჭებენ ხოლმე.არ აქვს მნიშვნელობა კატების შიშია ეს,უბრალო ჭიანჭველის თუ სიბნელის.
შიში შიშია და შიში ოხერია!
-ამაღამ "გარფილდს"ვუყუროთ.-ფეხზე წამოდგა და მარჯვენა ხელი გაუწოდა ჯერ კიდევ მოსაცმელზე ჩამომჯდარ იოანას.


მწვანე წინდებით დამშვენებული ფეხები სავარძელზე აიკეცა,პოპ-კორნით შეიარაღებული კომფორტულად მოთავსდა და დაელოდა ვლადი როდის ინებებდა ლეპტოპის მოტანას,რომ ფილმი ერთად ენახათ.ლოდინი მობეზრდა,ტელეფონს დახედა,თავადაც არ იცოდა რას ელოდებოდა და ამოწმებდა ყოველ ორ წამში.გულის სიღრმეში სჯეროდა,რომ ბექა აუცილებლად მოიკითხავდა,თუმცა ბექა იგვიანებდა...
გულმოსულმა ტელეფონი სავარძელზე მიაგდო და თვალები შეაჩერა ბუხრის ზემოთ მოთავსებულ პატარა საოჯახო ფოტოებზე,გაკვირვებისგან ტუჩები დაებრიცა.
მერე გაეღიმა.პირში ჩადებული პოპ-კორნი ნელა დაღეჭა,თან თვალს არ აშორებდა ფოტოებს.სახის ნაკვთებით პატარა გაღრეჭილ ბიჭში ვლადი,რომ ამოიცნო გულიანად გადაიკისკისა.აშკარად,დროის გასვლას დიდი ვერაფერი შეეცვალა მის ვიზუალში.საჩვენებელი თითი ფრთხილად გადაატარა ვლადის კონტურებს ფოტოზე და რომ მიხვდა,რასაც აკეთებდა სახეზე ღიმილი შეეყინა.
-რა გემართება,სულელო?!-ცივად დააბრუნა ფოტო თავის ადგილას და კვლავ განაგრძო პოპ-კორნის ჭამა.
ამ ბოლო დროს,უცნაურობები შენიშნა საკუთარ თავს.
არა,ეს არ მოიაზრებს არც თვებს და არც კვირებს.უფრო ბოლო რამდენიმე დღე,რომელიც მასთან ერთად გაატარა.
შეეძლო კადრები დაეჭირა მის ქმედებებში,გაუაზრებლად მიშტერებოდა თითებზე მანქანის მართვის დროს.თუ რაღაცას ვერ გებულობდა,ცოტა ხნით დადუმდებოდა და სრულიად არალოგიკო თემაზე გადაატანინებდა ყურადღებას.
ამ დროს,ცოფდებოდა იოანა.
და მაინც...
მოსწონდა მისი მზრუნველობა,მისი სვირინგებიანი ხელები,პატარა შრამი წარბთან,ტუჩთან და საფეთქელთან.გიჟდებოდა მის სუსხიან ხმაზე,რომელიც იოანასთან საუბრისას სულ აღარ იყო ისეთი გამყინავი.აგიჟდებდა კი არა,ჭკუიდან გადაყავდა მის იდუმალებას.არასდროს იხსნებოდა ბოლომდე,არასდროს უშლიდა წინ ყველა კარტს და ეს ყველაფერი იმდენად იზიდავდა მასში,ცოტაც და გააფრენდა.ახლაც ისე მოეშალა თავის თავზე ნერვები,სამი წლის ბავშვში ესე უპრობლემოდ,რომ ამოიცნო...
-ჩაიტვირთა.-გაშლილი ლეპტოპით ჩამოვიდა ზედა სართულიდან და აუღელვებლად მოთავსდა მის გვერდით სავარძელში.
-ოოო,მაინც „გარფილდი“?-დაიჯღანა.
-ძალიან საყვარელი ფისოა,თან ცოტათი გგავს.-სტარტ ღილაკს დაჰკრა თითი.-შენსავით ზარმაცია,ბევრი ჭამა უყვარს და ხშირად უაზრობებზე საუბრობს.
-მადლობა,ესე რაციონალურად რომ აფასებ ჩემს თვისებებს.-ენა გამოუყო უზრდელი ბავშვივით.უინტერესოდ და უკმაყოფილოდ მიაცქერდა ეკრანს.-აუ,კუბდარი მინდა.მიდი,რა! ტოსტერში შემითბე და სალფეთკში გამიხვიე.
-წეღან ვჭამეთ,იოანა.
-არ მეყო მე შენი გაკეთებული საჭმელი.
-ღმერთო,ჩემო!-მძიმედ წამოიწია სავარძლიდან,სხვა გზა არ ჰქონდა. მომენტებში ისე უშლიდა ნერვებს,ფიქრობდა ესეთი გამაღიზიანებლი არსება,გონებაში და მითუმეტეს გულში,როგორ შემოვუშვიო.
-თვითონ კი ვერ მოიტანდა...-წაიბურდღუნა ჩუმად.
-გარფილდი ვარ,დაგავიწყდა?!-სამზარეულოში შესულს,ბუნდოვნად მოესმა იოანას სისინი.
ცხოვრებაში პირველად,იმ საღამოს ზიზღით არ შეუხედავს კატისთვის,პირიქით,ძალიან გაერთო და ვლადზე ნახევარი სხეულით მიყრდნობილი გემრიელადაც კისკისებდა.
ბავშვობაში არასდროს უყურებდა მულტფილმებს ან ფილმებს.
უშუალო საღამო იყო,დაგეგმილი და თან დაუგეგმავი.ორივე რომ განიცდიდა რაღაცას,ერთი გააზრებულად და მეორე გაუაზრებლად.
ერთს ლავანდის სურნელი აბრუებდა,მეორეს გრილი,რაღაც ამოუცნობი.სახელი ვერ მოუფიქრა,ვერც შეუსაბამა რამეს.
აი,ისეთი იყო რა,ვლადისეული.
ცხოვრებაში,ერთხელ მაინც საკუთარ შიშს უნდა დაუპირსპირდე და არ აქვს მნიშვნელობა,როგორი გზით მოხდება ეს.
***
ღრუბლებიდან ამოწვერილი მზე გრძელ,ლამაზ სხივებს უგზავნიდა ადიშის მთებს.ცაზე აქა იქ მიბნეული ღრუბელი წვიმის საშიშროებას მოასწავებდა, თუმცა ამაყად მომზირალი ცხრათვალა იმედს უტოვებდა ვლადს.წინ გეგმები ჰქონდა,რომლებიც აუცილებლად უნდა შეესრულებინა.იოანასთვის ბევრი რამ ჰქონდა შემონახული,ძალიან აინტერესებდა მისი რეაქცია და აზრი ბევრი რამის შესახებ.ახლაც მანქანაზე მიყრდნობილი ელოდებოდა ქალბატონს,რომელიც ჩაცმა-მოკამზვის რიტუალს ატარებდა პირველ სართულზე და სახლიდან გამოსვლას აშკარად არ ჩქარობდა.
-გისმენ,გიორგი.-ამღერებულ ტელეფონს უპასუხა.-არ მესმის...რა თქვი?-ადგილმდებარეობა შეიცვალა ვლადმა.
-გესმის?
-ახლა მესმის.აუ, არ იჭერს აქ,დავიტანჯე.
-ოოო,სოფოკოს რა გაუძლებს მაშინ,მოვდივართ ჩვენ დღეს.-ხმაში დაეტყო გიორგის დაძაბულობა.მეგობარს ფრთხილად შეაპარა სათქმელი.
-ჰო,გელოდებით და ფრთხილად იარეთ.-უდარდელი ტონი შეინარჩუნა.ეს შეტყობინება იყო ერთგვარი,გიორგის არ უნდა ენერვიულა.
-ვლად...
-კარგადაა,ყველაფერი კარგადაა,მართლა.-მუჭი ძლიერად შეეკრა ვლადს.არაფერიც არ იყო რიგზე.უფროსწორად იყო,მაგრამ ასე არა!არ აწყობდა,თან სინდისი აწუხებდა რომ მოატყუა იოანა და მისი საყვარელი მეგობრებიც ტყუილში ჩაითრია.მანქანის ცხვირს მიეყრდნო,გულზე იგრძნო ძალიან მძიმე,რეალური ტკივილი.ხელი მიიჭირა დასამაშვიდებლად და მოწოლილი სპაზმების შესაკავებლად.აქამდე არ უგრძვნია მსგავსი რამ,ეს ბოლო სამი დღე ტკივილებმა გაიარეს და ახლა ისევ მოაკითხეს ვლადს.იმის გაფიქრებაც კი საშინელებებს მართებდა,რომ იოანას შეიძლება იგივე გრძნობით ვერ ეპასუხა მის გრძნობებზე.დაძალებითად ვერაფერს დააძალებდა და მისი არჩევანის წინააღმდეგ ვერ კი არა,უბრალოდ არ წავიდოდა.ყველაფერი ისე იქნებოდა,როგორც ის გადაწყვეტდა და აქედანვე ცდილობდა შეგუებოდა ამ ფაქტს,რაც ზუსტად იცოდა ადვილი არ იქნებოდა.
მისი დუმილით ანერვიულებული გიორგი ტელეფონში სულ ტყუილად ჩაჰყვიროდა სიტყვებს,მაინც არ ესმოდა ვლადს.
-გირგვლიანო!
-ნუ ღრიალებ რა!
-რამე მოხდა?!-ვერ ჩერდებოდა გიორგი.-იოანა კარგადაა?
-რაებს მეკითხები?-შეუღრიანა ჯერ კიდევ აღელვებულმა ვლადმა.-რამე რომ მოსვლოდა ახლა ასე მშვიდად გიპასუხებდი?!ძმურად,ხანადახან იაზროვნე ხოლმე,რა.
-სოფოკოს ვეღარ ვაკავებ.ეს აქედან წიკვინებს სისულელე იყო,არ უნდა აგყოლოდითო,მაგრამ...
-მაგრამ რა,გიორგი?-ხმა დაუდაბლდა ვლადს.ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა სასულეში,იგრძნო როგორ აუფრთხიალდა გული საგულეში და სხეულში სიმხურვალეც მოაწვა.
-ხომ იცი,სოფოკო უმიზეზოდ არაფერს აკეთებს.-იმედის ნაპერწკლები გაკრთა მის ხმაში,ტონი შეეცვალა გიორგის.იყო რაღაც იდუმალი,ჯერ კიდევ მიუწვდომელი,რაც ვლადმა არ იცოდა.-მე და შენ ძმები ვართ...ისინი ვინ არიან ერთმანეთისთვის?-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ სიცილით დაამატა:
-არ უნდა ენდოო ქალს,უთქვამთ.-და ზარი შეწყდა.
გაბრაზებულმა მანქანის "კაპოტს"ხელი უხეშად მისცხო და ლითონზე ორივე იდაყვით დაყრდნობილმა სცადა მსუბუქი ჰაერი ჩაეშვა ფილტვებში.
სახლიდან გამომავალ იოანას მოჰკრა თვალი და მიხვდა,რატომ არ გამოუვიდა დამშვიდება აქამდე.მისი დანახვა და სხეულის მოდუნება ერთი იყო გირგვლიანისთვის.მაღალყელიანი ლურჯი წინდები ჩაეცვა ბათინკებზე,რძისფერი კანი გრძელი სარაფანიდან თვალისმომჭრელად მოუჩანდა და ამაყი,მაგრამ მერყევი ნაბიჯებით მოიწევდა ვლადისკენ.სუსტ ფეხებს,სვანეთის მთების მონაბერი სიო თავის ჭკუაზე დაატარებდა.კაბაზე ვლადის ჰუდი გადაეცვა,რომელიც ჩამოსვლის წამიდან არ მოუშორებია.
ფეხიდან თმის ღერამდე აათვალიერა ვლადმა და...
და ,ალბათ, ის იყო წამი,როცა მიხვდა,რომ უყვარდა.
ჰო,ახლა დანამდვილებით იცოდა,რომ უყვარდა.
შორიდანაც ხედავდა მის ლამაზად მომზირალ წვეტიან ეშვებს,ლოყის ფოსოებს და ლოყაზე რამდენიმე პატარა ხალს,რომელიც წუხელ "გარფილდის"ყურებისას,მოულოდნელად აღმოაჩინა ვლადმა მის სახეზე.
გაღიმებას გავდა,იმის გააზრება რომ უყვარდა.ოღონდ ამ ღიმილს ფოსოები და წვეტიანი ეშვები არ ჰქონია,ვერ გამართლების შიში ჰქონდა მხოლოდ.
-სად მივდივართ?-წინ აესვეტა ღიმილით.
-მანქანაში ჩაჯექი და ნახავ.-კარები გააღო ვლადმა,თუმცა იოანა ადგილიდან არ დაძრილა.
-ფეხით გავიაროთ რა,ნახე რა კარგი ამინდია.-ხელები გაშალა ჰაერში.ჩაწნილი თმები უხდებოდა,ოღონდ სურნელს ვერ აფრქვევდა.
-ერთი პირობით.-ნელა მიუახლოვდა,ნაწნავის კუდებზე ჩაეჭიდა თითებით.-ეს გავიშალოთ.
ძალიან ფრთხილად დაუშალა ნაწნავები და თმები მოსასხამივით დაეფინა იოანას მხრებზე.
-ასე უკეთესია.
მესტიის მუნიციპალიტეტის ყველაზე ძველი სოფელი ადიში,მართლაც რომ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ადგილებით.მაცხოვრებლების მწირი რაოდენობის მიუხედავად, აქაურობა სილაღეს და სიფერადეს არ კარგავდა, არც ზაფხულში და არც ზამთარში,თუმცა მაინც ყველაფერს აკლდა ის,რასაც ადამიანის ხელი ჰქვია.ერთი შეხედვითაც შეატყობდით ყოველივეს.
-როგორი სევდიანია...-მაღალ გორაზე იდგა,სვანეთის მთები მფარველობდნენ ზემოდან.მათგან გამოსტყორცნილი ჰაერის ნაკადი ხვეულ თმებს ყვავილებად აფრქვევდა ჰაერში.-ასეთი ლამაზი ადგილი,ადამიანების გარეშე.
-ერთი დადებითი მაინცაა ამ ყველაფერში.-შორიდან მისი ცქერით გული რომ იჯერა და ერთი-ორი ფოტო გადაუღო,თავადაც გვერდით ამოუდგა და სახე მიუშვირა მზის სხივებს.-ყველას არ აქვს უფლება აქაური ჰაერი ისუნთქოს.მგონი ხიბლიც ზუსტად იმაშია,მიტოვებული და დაუსახლებელი რომაა.
-ეგოისტობ.
-საერთოდ არა.
-ეკლესიები გაქვთ?
-ეეე,გოიმო!იცი სად ხარ?-ამპარტავნული სახით დახედა ზემოდან.იოანას გაეღიმა მის ტონზე.-უძველესი ქართული კულტურის მატარებელია აქაური ეკლესიები.
-მაჩვენებ?-ცხვირი შეეჭმუხნა და ხელით მოიჩრდილია ლამაზი სახე.

ვერ გაიგებდი მიტოვებული შენობა იყო თუ პატარა სალოცავი.სევდიანი და ძალიან მტკივნეული გახლდათ იმის ნახვა,რაც იოანამ იხილა.ნახევრად ჩამონგრეული,შელახული და გაპარტახებული იყო იქაურობა.
იმედს მხოლოდ კუთხეში,სამი ობლად დარჩენილი,თითქმის ჩამწვარი სანთელი ტოვებდა.
იმედს იმისა, რომ ამ კულტურულად ძვირფას ადგილს,რამე ეშველებოდა.
თვალი მოავლო გახუნებულ ფრესკებს,გაცრეცილ კედლებს,რამდენიმე პატარა ხატს და საოცრად ნაღვლიანი მზერით დატოვა იქაურობა.ძლივს ჩამოიარა ოდნავ სველი დაღმართი,საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილზე იყო განთავსებული პატარა ტაძარი.
-რატომ არ შემოხვედი?-უკინდან ამოუდგა გამწყრალი.
-სანთელი დაანთე?-სულ სხვაგვარად წარმართა საუბარი.
-ვლად,რატომ არ შემოხვედი-მეთქი?!-წინ გადაინაცვლა და დოინჯშემორტყმული წარსდგა იქ.
-დამიჯერე,მანდ იმდენჯერ ვარ ნამყოფი,შემიძლია ყველა კუნჭული ზეპირად აღგიწერო.-ორი თითით თმებზე წაეთამაშა და მასთან ერთად განაგრძო რთული რელიეფის გავლა მანქანამდე.უმძიმდა,ახლა ყველაფერი ერთად უმძიმდა ვლადს.მისი ახლოს ყოფნაც ვერ უმსუბუქებდა დარდს თითქოს.
-შენ ძალიან გიყვარს აქაურობა.
-მე მიყვარს ის,რაც ჩემია და კი,აქაურობა ყველაზე ჩემია.
-ვინმემ უნდა მიხედოს,წარმოიდგინე რამდენმა ადამიანმა არ იცის მთავარანგელოზის ტაძრის შესახებ.
-უკვე გითხარი,არაა აუცილებელი ყველამ იცოდეს.-ბალახზე ობლად ამოსულ ლამაზ გვირილას წაეპოტინა თითებით.
-არ გგონია რომ ღმერთი ყველაზე მეტად,ესეთ ადგილებშია?-გენიალური კითხვა დაებადა იოანას.ნელა მიადგამდა ნაბიჯებს მინდორზე,აქა იქ გამხმარ მიწაზე უცდებოდა ფეხი.
-ყველგანაა,მთავარია ახლოს მოუშვა შენთან.-თითებში აათამაშა გვირილა.-ადამიანისგან მივიწყებულ ადგილებს,ყველაზე მეტად წყალობს ღმერთი. უკანასკნელ იმედად ევლინება მათ.-ჩაეღიმა,ალბათ,ეს ღიმილი იყო ის,რასაც ვერასდროს ვერ გაიგებდა იოანა.

სვანეთი ხომ ულამაზესი კუთხეა და არავინ შემედაოს,უფრო ლამაზებიც გვაქვსო.
სვანეთი ხომ სიყვარულის კუთხეა.ხოდა,ამაზეც არავინ შემედაოს!
როგორი იქნებოდა მათი დღის მოგზაურობა,ვლადს ყველაზე ამაღელვებელი,სვანების სიამაყე,დიადი და ბუმბერაზი მწვერვალები რომ არ ეჩვენებინა მისთვის?
მანქანით წაიყვანა,ფეხით ჩვენ ბოდიშიო!
ციოდა გარეთ,მიუხედავად იმისა,რომ მზე ანათებდა,მყინვარებიდან წამოსული სუსხი ძვალ- რბილში ატანდა მაინც.
ერთი,ორი,სამი...
მინა დაიორთქლა და მასზე გამოისახა პატარა მონახაზები,რომლებიც იოანას აღარ წაუშლია.ეს განზრახ გააკეთა თუ უბრალოდ დაავიწყდა,მგონი თავადაც არ იცოდა.
-შენი ტელეფონი რეკავს.
-აუფ.-წარბშეკრულმა დახედა ტელეფონს.-ბებიაჩემია.
-უიმე,რა სახე მიიღო?-ხელებიდან აართვა მოწყობილობა,ვაიბერში კვლავ ჯიუტად შემოდიოდა ზარები.-აუ,აქ რა კარგად იჭერს.გააჩერე ორი წუთით.
-არ უპასუხო,დამღლის!
-ვლად,ნუ ხარ დრაკულა.-სენსორს თითი გადაუსვა,ვლადის დაბღვერილი სახისთვის ყურადღებაც აღარ მიუქცევია,ისე მიაჩეჩა ტელეფონი ხელში.
-გისმენ,ტატა.-იქეთ აფხუკუნებულ კეროლაინს შეუღრინა.მანქანა გზიდან გადაიყვანა.
-ვლად,ჩტო პრაიზხოძიტ,პაჩიმუ ტი მინია ზაბილ?
გაუკვირდა გოგონას ქალის საუბარი,ვერც კი წარმოიდგენა ვლადს რუსული გენები თუ ექნებოდა სისხლში.არც ფიზიკურობაზე,არც ხასიათებზე, საერთოდ არაფერზე ეტყობოდა ეს.
ბებია და შვილიშვილი რუსულად საუბრობდნენ,თავად ცოტა რამ ესმოდა,მაგრამ ტატას ყოველ ორ წუთში წარმოთქმული "ბესოვისნი მალჩიკ"ნამდვილად ღიმილს ჰგვრიდა სახეზე.
-ჩემო ბიჭო,როდის უნდა გამახარო?-გატეხილი ქართულით განაგრძო ქალმა საუბარი.
-გავთიშავ ახლა რა,ტატა.არ მცალია,გზაში ვარ.-საუბარს უნიჭოდ აარიდა თავი ვლადმა,რაც იოანას არ გამოჰპარვია.
-დააზანიატე ბებია ვინმე,დააზანიატე.
-როგორ დავაზანიატო,ბები,ბე დავუტოვო?-ამოიწუწუნა ვლადმა.იოანამ პირზე ხელი აიფარა,რომ არ გასცინებოდა.ბებიასთან მართლა პატარა ბავშვივით წუწუნებდა ვლადი,თან რომ ახსენდებოდა რაზე,ერთი ორად აწვებოდა კისკისის ტალღები.ბოლოს რომ ვეღარ გაუძლო,მანქანიდან გადაფრინდა და შეკავებული ბგერები ამოუშვა პირიდან.
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს,ბებიებთან და ბაბუებთან სულ პატარა ბავშვებად ვრჩებით.
სიცილით გული რომ იჯერა,მუხლებში მოკეცილი გასწორდა და პირდაპირ ფანჯრიდან მომზრიალ ვლადს გადააწყდა თვალებით,რომელსაც ტატასთან საუბარი უკვე დაესრულებინა.
-არეშიძე,ჩაჯექი!
მანქანა კვლავ დაძრა და მერე მთელი გზა იოანას ენა არ გაუჩუმებია.ვლადი ხანდახან ჩაერთვებოდა საუბრებში და მის ღიმილზე თავადაც ეცინებოდა.განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა,რომელიც თავად აღმოაჩინა ხეტიალისას წლების წინ.ადგილი საიდანაც ერთმანეთზე შეყვარებული უშბას და თეთნულდის მწვერვალები,ყველაზე კარგად მოჩანდა.
მანქანამ ბევრი იარა აღმართებზე,თვალწარმტაცი გარემო იოანაზე დადებითად მოქმედებდა,მგონი უფრო ჰიპერაქტიურ ხასიათს უღვიძებდა. ფანჯარაში გადამძვრალი უღებდა ფოტოებს ყველაფერს.
მართალი იყო ვლადი,ყველას არ აქვს ამ სილამაზის ნახვის უფლება.
ყველას არ აქვს!
-წავედით!-ღვედი შეიხსნა და მანქანიდან გადასული დაელოდა კეროლაინს.კაბის სწორებით ამოდგა გვერდით და აღმართებს დამანჭული სახით ახედა.
-ვლად,მეღადავები?
-იჩაქრე,რაც უფრო მალე,მით უკეთესი.მზის ჩასვლა იწყება.
ნაბიჯებს ძლივს ადგამდა,პატარ-პატარა შესვენებებს აკეთებდა მომენტებში.გირგვლიანი მკაცრი,უდრეკი ნაბიჯებით მიიწევდა წინ,უკან იოანა მოყვებოდა ფორთხვა-ფორთხვით.
-გვირილების გვირგვინი გავაკეთე.-თვალწინ აუფრიალა თავისი ქმნილება.
-მაგას გირჩევნია სწრაფად იარო.
-ვლად?
-გისმენ.
-ხომ მაფასებ?ოდნავ მაინც ხომ მაფასებ?
-დავუშვათ,მერე?-სიმწრით გაეღიმა.იმის გააზრება უფრო მტკივნეული იყო რომ აფასებდა,მართლა მთელი გულწრფელობით,ცხოვრებაში პირველად,ასე ნამდვილად,სუფთად გრძნობდა ქალს და ახლა სულ სხვა მიზნებისთვის აღიარებინებდნენ ამას.
ასე უფერულად.
-მერე,ნახე რა საწყალი ვარ.-მასზე ქვემოთ იდგა,მსახიობური ნიჭი გამოიყენა და თავი მოისაწყლა,ისე...
ვლადმა ზურგზე შეისვა და მასთან ერთად განაგრძო სიარული.
მაღლა და მაღლა.
მკერდზე შემოხვია ხელები,კარგად იგრძნო გიჟივით მომუშავე ორგანოს ბაგა-ბუგი.
ვლადზე რას იტყოდა?თავადაც ყურებში ესმოდა საკუთარი გულისცემა.ერთობა იყო,მთელი არსებით საკუთარი ადამიანის შეგრძნება იყო ის რამდენიმე წუთი.საერთოდ არაა საჭირო სხვა ქმედებები,რომ შენი ადამიანი,შენთვის გაჩენილი მთლიანად შეიგრძნო.
მთელი სიცხადით.მუხტები ორივეს სხეულიდან გამოძვრნენ,შორს წასვლა არ დასჭირვებიათ,იქვე ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
ოდნავ წინ გადაიხარა,ყურთან მიუტანა ტუჩები და...
-ვლად,შენი გული მალე აჯანყებას მოგვიწყობს.

ტრიალი,უზარმაზარი მდელო იყო.ირგვლივ,როგორც სვანეთის თითქმის ყველა ნაწილს,მასაც ცამდე ასული მთები ერტყა მცველად,ოღონდ მხოლოდ სამი მხრიდან.
წინ,ხელისგულზე მოსჩანდა უშბა და თეთნულდი.ღრუბლები მათ ირგვლივ თითქოს ფერხულში ჩაბმულიყვნენ და კრუგს ურტყამდნენ ყიჟინით ორივეს.დათოვლილი მწვერვალები,სიმწვანე,ჩამავალი მზე და ამ ყველაფრის ფონზე,გვირილის გვირგვინით დამშვენებული,თმა აწეწილი იოანა.
-ღმერთო,ჩემო!-პირი დააღო გაოცებისგან,არამიწიერი სილამაზე გადაშლილიყო მის თვალწინ.სუნთქვა შეეკვრა და,ალბათ,ძალიან მალე იმასაც იფიქრებდა,სიზმარში ვარო,რომ არა მის თმაზე მოთამაშე ვლადის ხელები,რომლებმაც რეალობაში დააბრუნეს აღტაცებული იოანა.ცოტა ხანს უყურა წინ გადაშლილ ხედს,ვერც კი ამოისუნთა ნორმალურად.ხელებით ვლადის ხელებს ჩაეჭიდა,იგრძნო როგორ გათბა მისი სხეული და იგრძნო როგორ აუმჩატდა ფილტვები სიცარიელისგან.-სასწაულია.
-სასწაული ხარ შენ!-ცხვირით ჩაუძვრა თმებში.როგორ უნდოდა მისი კანის სინაზის შეგრძნება...
ძალიან ნაზად,სულ ოდნავ შეეხო ტანსაცმლის გარეთ მის მხარს და წამში მოშორდა აცახცახებულ იოანას.
-სიყვარულის კოშკზე არა,მაგრამ იქნებ უშბაზე და თეთნულდზე მაინც მომიყვე ლეგენდა?-შემოუტრიალდა საოცარი ღიმილით.
ლეგენდა,რომელიც თითქმის ყველა ქართველმა იცის ან თუ არ იცის, დარწმუნებული ვარ ჭორის დონეზე მაინც სმენია,ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ვლადისთვის,სხვა იმ ლეგენდებთან ერთად,რომლებსაც სვანეთის იდუმალი მთები მთელი გულით პატრონობდნენ.
-ლეგენდა უშბას და თეთნულდის არ შემდგარ სიყვარულზე...-სევდიანი თვალებით გახედა ამაყად მდგარ მწვერვალებს.ცოტა ხანი უყურა მათ.
როგორ არ უნდოდა საკუთარი თავი ამოეცნო რომელიმეში,სულ ერთი წამით მაინც.-ზღაპარია და ზღაპრული იყო მათი შეხვედრა.გულის ცემა შეჩერდა,ერთმანეთში აირია ფერები,ხმები.ყველაფერს ერთი ლამაზი სახე მიეცა თეთნულდის სახით,უშბასთვის.მაგრამ ბევრი დიადი სიყვარული ზუსტად ისე ვერ გრძელდება,როგორც იწყება.თეთნულდის მამა წინააღმდეგი იყო მათი ერთად ყოფნის,ამიტომ უშბას მამას დაემუქრა...შვილი მალე გადახვეწე,თუ ცოცხალი გინდაო!
უშბას ეგონა ჩრდილოეთისკენ მამის წამალის გამო მიდიოდა.უკან სატრფო რჩებოდა,წინ კი ყარაჩაი და ყაბარდო ელოდა.-მინდორზე ჩამოჯდა,იოანაც გვერდით მიუჯდა.იდუმალება და მისტიურობა იყო იქ,იმ სიტუაციაში მათთან ერთად.-თეთნულდს უთხრეს წავიდაო,ცოლი მოიყვანაო, დაგივიწყაო.მერე კაბა ჩაიცვა,იმ დღეს რომ ეცვა.ის დღე რომ იყო და სხვა დღით აღარ უცხოვრია.ნეტავ,ტკივილი გამიყუჩდებოდეს მაინცო.მზის შვილი იყო.-ჩაეცინა.-შემდეგ ჰოიდა ლილეო და მზემ თავისი შვილი ჩაიხუტა.ულამაზეს კლდედ იქცა თეთნულდი.
-და უშბა?უშბას რა დაემართა,ვლად?-ემოციებში შესულმა ძლივს ამოიხრიალა სიტყვები პირიდან.
-უშბა გაქვავდა.გაქვავდა მისი გულიც.ყოველ დღე გამჩენს მთად ყოფნას ევედრებოდა.თუ ერთად ყოფნა არ გვეწერა,მთად ყოფნა მაინც გვეწეროსო.


კავკასიონის ქედზე ორი მწვერვალი დგას ერთანეთის პირისპირ.
გოროზი უშბა სიყვარულით გასცქერის ულამაზეს თეთნულდს.ამბობენ უშბის თავზე ღრუბლები,მისი სევდაა დაკარგული სიყვარულის გამოო.
არა!ეს სხვაა,სხვა ქალია.
უშბას რომ ელოდა,უშბა რომ უყვარდა.მთადქცეულ თეთნულდზე რომ იეჭვიანა და უარყოფილმა ინატრა,ღრუბლებად ვიქცეო.
მათი ერთად ყოფნა ვერ აიტანა,ხოდა ეხვევა უშბას მხრებზე,სახეზე ყელზე.
"ჩემი ხარ,მხოლოდ ჩემი" ისმის ღამ- ღამობით ექოდ.




***
-ვაიმე,როგორ მომენატრე!-ტაისიას მთელი სახე დაუკოცნა.პატარამაც თითქოს იგრძნოო,თბილად მიადო ლოყა ლოყაზე.-ჩემო პატარა,ჩემო სიცოცხლე.
-ოჰ!ოჰ!ოჰ!ოჰ!დაიწყო უკვე.-გიორგი ჩვეულ რეპლიკებს არ აკლებდა.
-გიორგი მიმუნჯდი მანდ.
-რა ქენი,მოიწყინე უჩვენოდ?-ხელი გადახვია იოანას მხარზე.მართალია სულ ჩხუბობდნენ,მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
-არა,იცი რა ლამაზი ადგილებია აქ,ადიშში?-პარალელურად თვალებმილულულ ტასისას დაუკოცნა პატარა სახე და ხელზე გადაიწვინა ფრთხილად.-დიდი სიამოვნებით გადმოვცხოვრდებოდი.
-ვიცი,ბავშვობაში მთელ ზაფხულს აქეთ ვატარებდით მე და ბატონი ვლადიმირი.-გარედან შემომავალ ხმაურს დაუგდო ყური გიორგიმ.მგონი რაღაც დაინგრა.უკვე ჩაძინებული ტაისიაც კინაღამ გამოფხიზლდა.
-ვლადიმირი ჰქვია?-თვალები გადმოუცვივდა ბუდიდან.
-ხო,რა იყო.ეგრე შენ იოანა გქვია,მაგრამ იცის?
-იცის.-ტაისიასთან ერთად ბუხართან ჩამოჯდა და გადასაფერებელი საყვარლად მიაფარა გამობზეკილ უკანალზე.ეზოდან კვლავ შემოესმათ ხმაური,ამჯერად გიორგიმ ფანჯარაში გაიხედა,ხომ მშვიდობააო.
-აუ,ვინმე მომეხმარეთ რა!-სოფოკო გაჭირვებით მოათრევდა ორ დიდ ჩემოდანს სახლისკენ.
ახლადჩამოსულებმა მხიარულება შემოიტანეს მათთან,რაც ნამდვილად ჭირდებოთად ორივეს.რას წარმოიდგენდა თეთნულდის და უშბას სიყვარულის ისტორია,მსგავს განწყობაზე თუ დააყენებდა?!მთელი საღამო დაბნეული დადიოდა,სოფოკოს საუბარს არც უსმენდა ნორმალურად ან უსმენდა,მაგრამ შინაარსი ვერ გამოჰქონდა.არადა, დაქალი მთელი ენთუზიაზმით უხსნიდა რატომ უნდა დარჩენილიყვნენ მთელი ზაფხული ამ საოცარ ადგილას,სიგრილეში და სიწყნარეში,ცხელი ქალაქისგან შორს და დაუვიწყარი დღები გაეტარებინათ ერთად.

სოფოკო ქმრის გვერდით ჩამოჯდა სავარძელზე,იოანა სარწველა სკამში ირწეოდა უაზროდ,გაურკვეველი ემოციებით შეპყრობილს ცისთვის გაესწორებინა თვალი,როგორც ვლადს.
ხმას არავინ იღებდა,გიორგი და სოფოკოც არ იწყებდნენ საუბარს.
-ბავშვობაში ასეთი სათამაშოები,რომ მქონოდა,რაღა მიჭირდა.-ტაისიას ვარდისფერი სპილო აათამაშა თითებში გიორგიმ.-პაჩემნიკებით აწყობილი სამაკაჭკა მყავდა მე საწყალს.
-სათამაშოებში ფული სულ გეჟმოტებოდა,აბა.-თვალები აატრიალა ვლადმა.-შმოტკის ხამი.
-ხო,ოღონდ დააყენე და ამარიაჟე,ტაისიაც ამას ემსგავსება.
-ნათიამ მთელი სული და გული გამოგვაყოლა,ნუ...
-ჩემი ნათია,როგორაა?
-მოგიკითხა,სხვათა შორის.-ცხვირი აიბზუა სოფოკომ.-მაგ ქალს ყველა უყვარს ჩემს გარდა.
-არადა შენზე გიჟდება.-ჩაიხითხითა გიორგიმ.ცოლის დაკვესებულ თვალებზე ხელი მაღლა ასწია და გააჩუმა.-ნუ მასწავლი დედაჩემს.
-ნიგვზიან საჭმელებსაც სიყვარულით მაჭმევს ხოლმე.
-აუ,იცით წამოსვლამდე ორი დღით ადრე ვინ ვნახე?-გამოცოცხლა იოანა და, რასაც ჰქვია,წამოფრინდა.
ვინო?თვალები აატრიალა გიორგიმ.
-უიმეე,შენი აზრით ვის ვნახავდი,აბა?
-არც ვანგა ვარ და არც ლელა კაკულია.არც ტაროს კარტზე ვმკითხაობ ჯერჯერობით.
-შერლოკობაზე კარგად დებ თავს?
-შელოკობაზე პრეტენზიაც კი არ მაქვს.ეგ აგერ,ჩვენი ვლადიმირი.-ხელი მიარტყა გაჩუმებულს ბეჭზე.
-ვლად მე შენ დრაკულა მგონიხარ.
-მორიარტი ვიქნები თუ გინდა.როგორც შევამჩნიე,უარყოფით პერსონაჟებზე შენი გული ყირამალას აკეთებს.-გაუღიმა,თან ისე,რომ ლოყები აუწითლა თოვლივით ქათქათას.
-ხო,აგერ გიორგიზე მაგიტომ ვგიჟდები.-არ დაიბნა.ეშმაკივით გახედა დაბღვერილს.
-სოფოკო,შენს დაქალს გადაეცი,რომ ამ მდაბიო გამოსვლაზე,კომენტარსაც არ გავაკეთებ.
-ერთი ჰკითხე მაგას,შენ შემორიგებაში ვინ ეხმარებოდა ხოლმე.-ხელები დაიკრიფა მკერდზე.
-იიი,რაში მეხმარებოდი ვითომ?!არ გამიკვირდება,რომ მითხრა ცოლადაც მე მოგაყვანინეო.ნტ,ნტ,ნტ.
-სოფოკოს მე ვურჩიე,ძალიან კარგი ბიჭია,ნერვებს ნუ უშლი-თქო,თორემ ეს მილიონი წელი არ შემოგხედავდა.
-ეს გოგო ოთარაანთ ქვრივობას იჩემებს და მადლზე წიწაკას აყრის,რა.-აღშფოთდა კობახიძე.მათ სიცილზე სულ მოეშალა ნერვები.
-ჩემო საყვარელო,მე შენ მიყვარხარ და მაგიტომ გამოგყევი ცოლად.-გაღიმებული მიეჭრა ქმარს სოფოკო და ლოყაზე აკოცა ხმაურიანად.
-ეეე,გიყვარვარ არა ისა...პირველ პაემანზე საქმეები მირჩია.-გულმოსულმა გახედა ცოლს.
-მერე ქუთაისში გაზრდილი გოგო რომ მოგყავდა ცოლად რაზე ფიქრობდი?
-აქ წარმოშობა არავინ დამიკარგოს!
-ბოდიშით.-ხელები მაღლა ასწია იოანამ.-მეგრელი,თუმცა იმერეთში გაზრდილი.
-ოო,გვალო მანგარ რექ.-მაგიდაზე დადებულ მარილიან ჩხირებს გადაწვდა.ერთი ცალი ამოიღო და ჭამასთან ერთად საუბარი განაგრძო.-მაგარი მაწაკი ბავშვი ვიყავი.მთელ საფიჩხიას მე ვამაგრებდი.
-სოფოკო და ქურდული სამყარო.
-სოფოკო და ბალახვნელი ნაჯახა.
-რა სახელია ნაჯახა?
-სახელი კი არა,კლიჩკაა ბანძო.-იოანა კომფორტულად მოთავსდა ხის მოწნულ სავარძელზე და ერთი დაამთქნარა.-მე რომ ქუთაისში დავყვებოდი სოფოკოს და მერე აქეთ მოვდიოდით,რა იმერულით ვუბერავდი ხოლმე იცი?
-რაია სიმონ?
-უარესი.-გაეცინა სოფის.-მეგრული ვერც კილო დაამუღამა და ვერც სიტყვები.იო,სვანურს ისწავლი?
-ხოჩა ლედ!-ხელი მაღლა აღმართა და ისე აღფრთოვანებით წამოიძახა,თითქოს რაღაც შელოცვას ამბობსო.გირგვლიანმა შეფარვით გახედა იოანას და მის შემხედვარეს პირი თავისით გაექცა ყურებისკენ.-აუ,ვგიჟდები,რა...სვანურს მაინც ვისწავლი.მეგრული არ მინდა,მაგრამ სვანური?...უეჭველად.
-ვლად,გავაყოლოთ ეს ვინმე სვანს.-ეშმაკურად ჩაეცინა კობახიძეს და სოფოკოსგან სხვებისთვის შეუმჩნეველი მუჯლუგუნი მიიღო ფერდში.-მაგისთვის მოგხედავ...-ავად უჩურჩულა ყურში სახედამანჭულმა და დადუმებულებს გახედა.-რას დამუნჯდით?მოყევით რამე...
-ხოდა,რას ვამბობდი,ვინ ვნახე...-საუბარი განაახლა არეშიძემ.სათვალე დაიკოსა ცხვირზე და სარწეველა სკამი აამოძრავა.-შენს მეზობლად,რომ ცხოვრობდა გახსოვს?გრძელი თმა და უშნო სიარულის მანერა ჰქონდა. შარშან "სექტორში"ვნახეთ ზღვაზე,როგორ გალამაზებულა და დახვეწილაო მითხარი.
-ვინ?-დაიბნა სოფოკო.გონებაში მსგავსი ვერაფერი გაიხსენა.
-მარიკა,გოგო.
-აჰჰჰ,ახალაია?
-მარიკა ახალაია?-ყურები დაეცქვიტა გიორგის.
-ჰო,შენ რა იცი?-იეჭვიანა სოფოკომ.შემფასებლური მზერით შეათვალიერა ქმარი,რომელიც ანცი ღიმილით შეჰყუროდა სახეალეწილ ვლადს.
-ახლა არ დაიწყო,ძმურად.-წინასწარ გააფრთხილა გირგვლიანმა ძმაკაცი,მაგრამ გიორგის ცალ ყურშიც არ შეუშვია მისი ნათქვამი.
-ვინაა,ხალხო,მარიკა ახალაია?-გაბრაზდა სოფოკო.
-აგერ ჰკითხე ვლადს,საგანი რომ შეტენა კულტურულად.-სიცილი მორთო გიორგიმ.ვლადის დაბღვერილი სახე კი დააიგნორა,მაგრამ სოფოკოს კლანჭებს ვერსად გაექცა.-სოფოკო!
-ღირსი ხარ!
-მოიცა,მოიცა,რაღაც ვერ გავიგე.-ხელებ მაღლა ასწია იოანამ და ყველა გააჩუმა.ჯერ კიდევ ვერაფერი გაეგო,გიორგიმ უარეს გაურკვევლობაში ჩააგდო.-შენ ლექტორი ხარ?
-ეეე,ლექტორი კი არა,ლექტორიცაა და ლექტორიც.სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს ქადაგებს.აბაა?!
-ვაუუუ.-ცოტა იმედი გაუცრუვდა და ამის დამალვა არც უცდია.ვლადმა თითქმის ყველაფერი იცოდა მის პროფესიაზე,თავად კი არაფრის აზრზე არ გახლდათ.მისი ლექტორობის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია.-არ ვიცოდი.
-არაუშავს.წინ კიდევ იმდენი დროა...
-დრო საერთოდ არაა ხოლმე საკმარისი.
ეჭვის თვალი გააყოლეს ფეხზე წამომდგარ იოანას.გიორგიმ და სოფოკომ ერთმანეთს გადახედეს,ვლადი კი ჯერ კიდევ იმ ადგილისკენ იმზირებოდა, საითაც იოანა წავიდა.
-გავყვები.-სოფოკო წამოდგა ფეხზე,თუმცა ვლადმა შეაჩერა.
-ბავშვი ტირის,მიდი მიხედე.-ნაძალადევად გაუღიმა და ანიშნა იოანას მე მივხედავო.სოფოკომ ერთი შეათვალიერა ისინი და სახლში შევიდა.ტაისიას მართლა ტირილი დაეწყო და მისი ხმა გარეთაც გამოდიოდა უკვე.
-მეჩვენება თუ ეწყინა?-გიორგი ამოუდგა გვერდით ძმაკაცს და ხელი გადახვია მხარზე.ჩაფიქრებულმა გახედა ჰორიზონტს.
-მსახიობია,ვერაფერს გავიგებთ...

ეზოში პატარა ქვაზე ჩამომჯდარს თვალი გაესწორებინა ჩაბნელებული ეკრანისათვის და რომ გეკითხათ,თავადაც ვერ გიპასუხებდათ რას ელოდებოდა.ვლადის ლექტორობა,ისე ეწყინა,ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.ის უფრო სწყინდა,ვლადმა ყველაფერი რომ იცოდა მის შესახებ და თავად წარმოდგენა არ ჰქონდა არაფერზე,გარდა სახელის,გვარის და წვრილმანი რაღაცებისა.ამ ყველაფერს ბექას საქციელი და კამათი ემატებოდა,საბოლოოდ კი იმ აზრამდე მისული,რომ ყველასთვის სულერთი იყო სევდიანი სახით იჯდა განმარტოებით და ბუნების ხმას ყურს უგდებდა.
-ცხელი ჩაი ყველაზე ბუტია ქალბატონს.-ვლადის უეცარმა გამოჩენამ შეაშინა და წყრომით ახედა ჩაის ჭიქებით შეიარაღებულს.სერიოზული სახე მიეღო და ისე დაჰყურებდა ზემოდან,ვითომ აქაც არაფერიო.
-შემაშინე.
-ჩაიწიე.
ფინჯნები ხელში მიაჩეჩა,იღლიაში ამოჩრილი პლედი ბალახზე დააფინა,მეორე შედარებით პატარა პლედი- მხრებზე ლამაზად შემოახვია და თავისი ფინჯანი გამოართვა გაოცებულს.
-ასე ცდილობ დანაშაულის გამოსყიდვას?
-რომელი დანაშაულის?
-არაფერი,დაივიწყე.-წყრომით ჩაიჩურჩულა და პლდეზე ფეხმორთხმით მოთავსდა გირგვლიანის პირდაპირ.ცხელი სითხის შეხება გაყინულ კანზე მალამოს ეფექტით მოედო და სიამოვნების გასახანგრძლივებლად,ფინჯანი გაიხახუნა ცივ ლოყაზე.
-შეგცივდა?
-სვანეთში ნორმალურიცაა.
-შენით დაიწყებ,თუ მაშინდელივით ვითამაშოთ?-თვალები დააწვრილა ვლადმა და გამოკვეთილი ყბის ძვლები აათამაშა.იოანას კი მზერა დაჰიპნოზებულივით მიეყინა მის სახეზე.
-რრ...რა...რა თქვი?-ენა ძლივს მოიბრუნა პირში.
-როგორ აპირებ ინფორმაციის გამოძალვას-მეთქი?ლეგალური თუ არალეგალური გზებით?
-არალეგალური რომელია?
-კანონით დასჯადი ყველა.
-აჰჰ...თქვენ ხომ სამართლის ლექტორი ხართ,როგორ მეგონა,რომ ვერ მიპასუხებდით,მე უგუნურს?-თავი გააქნია რამოდენიმეჯერ და ნიშნისმოგებით შეხედა.
-კარგი.-ცალი თვალი მოჭუტა და გვერდულად გახედა,ისე თვალისმომჭრელი ღიმილით,რომ ისედაც დაბნეული უარესად დააბნია.-ანუ არ გინდა თამაში?
-დაივიწყე.რამის თქმა და მოყოლა რომ გდომებოდა აქამდეც მეტყოდი.ახლა არც სურვილი მაქვს და არც ხალისი...
-ხალისი რომ გქოდეს,სურვილიც გექნებოდა.
-ნეტავ შენს ახსნილს,როგორ იგებენ ბავშვები?არც მიკვირს ქულა რომ დააკლდათ.-სწერვა ქალივით წაისისინა და ჩაი გემრიელად მოსვა ჭიქიდან.დასველებული ტუჩები ენის წვერით შეიმშრალა და არ გამოპარვია, როგორ აარიდა მზერა ვლადმა.
ქალურმა ხასიათებმა თავისი ქნეს.
კმაყოფილს ჩაეცინა.
-ლიფანალი წელიწადში რამდენჯერაა?-თვალებმოჭუტულმა შეხედა.
-ერთხელ,იანვარში.
-და სულები მართლა მოდიან?
-რა ვიცი,აბა...მე მჯერა რომ მოდიან,მაგრამ შენ თუ არ გჯერა მაშინ არ მოვლენ.
-ანუ რწმენა თუ გაქვს,აუცილებლად მოვა?
-სულების რიტუალი ბევრს არ მოწონს,იო...-ჭიქა ხელში აათამაშა ვლადმა და ფიქრიანი მზერით დახედა სითხეს.-ბევრს არც ჯერა.სულები მართლა სულები კი არ არიან,არამედ გარდაცვლილი ადამიანები,რომლებიც ერთი კვირით სახლს სტუმრობენ და შენ ვალდებული ხარ ღირესული დახვედრა მოუწყო მათ.
-ხო მაგრამ...-ირგვლივ მიმოიხედა არეშიძემ.-ეს სოფელი ფაქტობრივად ცარიელია,აქ ვინ მოდის?
-იანვარში სულ სავსეა.ლიფანალისთვის ჩამოდიან ქალაქებიდან და მიდიან მერე ისევ.
-მაშინ ჩვენც წამოვიდეთ იანვარში,თან თოვლი იქნება...-ბედნიერებით აევსო თვალები თოვლის ხსენებისას.იოანას ინტერესი ისეთ სიხარულს იწვევდა ვლადში,ადვილი შესჩნევი იყო,როგორ ეცვლებოდა გირგვლიანს სახე მისი საუბრისას და თვალები უნათოდა.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა...
ფეხები აათამაშა იოანამ და წამით არ მოუშორებია მზერა ვლადისთვის.ნეტავ რას ფიქრობსო,ძალიან დაინტერესდა ვლადი მისი ფიქრებით,რადგან გოგონას სახეზე ვერაფერს კითხულობდა.
მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის თუ არა,უმეტეს შემთხვევაში გამომეტყველებაზე ეწერა ყველაფერი და თავისი მსახიობობით თავს იცავდა,ამ შემთხვევაში ვერაფერი ამოიცნო ვლადმა და მორჩილად დაელოდა მის მორიგ წინადადებას.
-ყველას ჰგონია,რომ გუგის გაფართეობას,მარტო იმ ადამიანის დანახვა იწვევს,ვინც გიყვარს.სინამდვილეში მომატებული ადრენალინის დოზა უბრალო სტრესის,შიშის,ნერვიულობის ან დაძაბულობის დროს შეიძლება განხორციელდეს.რადგან ადრენალინი სიმპათიკურად მოქმედებს გუგის ფორმაზე,ის ფართოვდება.ვლად?-ოდნავ წინ გადაიხარა იოანა და ვლადის დაბნეულ,შავ თვალებს მოატარა მზერა,თითქოს რაღაცას ეძებსო.-ჩემი გეშინია?
-უნდა მეშინოდეს?
-აბა,შენი თვალის გუგები გაფართოებული რატომაა?
-ეგრე რომ მიყურებ,მართლა მეშინია.-მზერა აარიდა მის თეთრ,ცხვირზე შეწითლებულ ლამაზ სახეს და არაფრის მომცემი გამომეტყველება მოავლო იქაურობას.მისი სიახლოვით ადუღებული სისხლის ნაკადის სიჩქარე იგრძნო გირგვლიანმა.ტანში დავლილმა ცხელმა ტალღებმა ძლიერი ბიძგით დაუარეს ორგანოებს და აზროვნებამოკლებულმა ტვინმა,მხოლოდ მერე გაიაზრა,რომ იოანა დაჟინებით უცქერდა ამ ხნის განმავლობაში.
ფეხზე წამოდგა,გავიაროთო...
ყველაფერი გააკეთა,ოღონდ თავი აერიდებინა საკუთარ თავზე საუბრისათვის.
მიხვდა იოანა ყოველივეს და საგრძნობლად ჩამოეყარა ყურები.
სიტყვაძუნწი იყო,ოღონდ მომენტებში.ვერ გაიგებდით რის მიხედვით იცვლიდა ხასიათს.
იოანამ კი თავი ძალიან ცუდად იგრძნო,რადგან კიდევ ერთხელ უარყვეს.


***
სვანეთის მიტოვებული და დაცარიელებული სოფლები ერთი შეხედვით ყველასთვის მძიმე განცდებს იწვევს სხეულში,
მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ამ ყველაფრის ჭეშმარიტი ტკივილის განცდა სულში.
მიტოვებული სახლები,ნანგრევები,განადგურებას მისული კოშკები მისტიურ და სევდიან კონტრასტს ქმნიდა ბუნებასთან.
მესტიის მუნიციპალიტეტი,როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი,ამ ზაფხულსაც არ კარგავდა პოპულარობას. სასტუმროები,კაფეები და მცირე ზომის რესტორნები გადავსებული იყო უცხოელი ვიზიტორებით,ქართველები ძირითადად მასპინძლობდნენ ან ერთი დღით სტუმრობდნენ აქაურობას.
-ნერვები მეშლება რაა...-ტაისია მიიხუტა გულზე და მანქანიდან გადმოვიდა იოანა.-მისახედია ყველაფერი.მოწესრიგებული არაა და შესაბამისად არ იციან.მიეცი ამ ხალხს საშუალება,მოაწესრიგე სოფლები და უფრო მეტად განავითარე ტურიზმი.ძნელია?-ბუზღუნით აედევნა უკან წინ წასულებს.
ვლადს ისე სიამოვნებდა იოანას რეაქციები,კმაყოფილს ჩაეღიმებოდა ხოლმე და თან ცდილობდა არ შეემჩნია.ერთი ადამიანიც კი ბევრს ნიშნავს,ვინც სილამაზეების გარდა,სხვა უფრო მნიშვნელოვან დეტალებს ხედავს და მხოლოდ მცირე არეალს არ სჯერდება.
"სანსეტი",მესტიის ერთ-ერთი გამორჩეული რესტორანი აქტიურად ემსახურებოდა მომხმარებელს.
მყუდრო,თავისუფალმა და საუცხოო გარემომ სხეული მოუდუნა არეშიძეს.ვლადს უკან აედევნა ტაისიასთან ერთად და უკვე თავთავინთ ადგილებზე დამსხდარ გიორგის და სოფოკოს წინ შეუერთდნენ.
-მომიყვანე თუ გაწუხებს.
-არა,მეყოლება,წყნარადაა.-გაცელქებული პატარა მაგიდაზე შემოასკუპა,პატარა ფეხებზე წაეთამაშა და მასაც არ დაუყოვნებია,ორი კბილი საყვარლად გამოაჩინა.
-რაო,მამი?გაწვალებს იოანა?
-ჭოჭინა რატომ არ წამოუყვანეთ?
-მალე გაივლის თავისით და რად უნდა?
-ვაიმე,ხელის გულზე გატარებ,ბულკო,რად გინდა სიარულის სწავლა?
-ისე ახლა ვუფიქრდები და ამას ბავშვს რატომ ვანათლინებთ?-ყურები დაეცქვიტა იოანას.ყელში მოაწვა უსიამოვნო ბურთი,რომელიც ვერა და ვერ გადაუშვა სასულეში.უხერხულად გაუღიმა დაჟინებით მომზირალ სოფოკოს,ჩუმად ვლადისკენაც გააპარა თვალი.
-რას ქვია...
-რა,რას ქვია,გოგო?!შემიჭამე ბავშვი!
-ოოო,გიორგი!იდიოტი ხარ,რა!-სალფეთკი აუქნია ეშმაკივით მოხარხარეს.მაინც რატომ დაიბნა და ანერვიულდა ასე მძაფრად?!თავი გააქნია უსიამოვნო ფიქრებისაგან განსათავისუფლებლად.
-მომისმინე ახლა!-სერიოზული ხმით დაიწყო კობახიძემ.კვლავ არ ასვენებდა გამჩენი.-წესიერად ჭამე,თავი არ მოგვჭრა ამ უცხო ხალხში.ცოტა აპასნი საზოგადოებაა,კულტურა და ეთიკა აკლიაო,არ ათქმევინო.
-ყვავმა ყვავს უთხრაო,გიორგი!
-მე მინახავს იოანას ჭამა.-მათთვის არც შეუხედავს გირგვლიანს ისე წამოიწყო საუბარი.ტაისიას ეთამაშებოდა.-ხოო,ცოტა დასახვეწი გვაქვს,ჰუდიდან ცხიმები ვერ ამოვიყვანე.
-მერე ვინ გექაჩებოდა მათხოვეო?
-ვირო მადლიო!-წამოიყვირა კობახიძემ.
-გაჩერდით ახლა.-სოფოკომ დაწყნარებისკენ მოუწოდა იოანას და გიორგის,რადგან შეატყო რომ მათ უწყინარ კამათს კარგი ამბები არ მოყვებოდა თან და გემრიელად უთავაზა გვერდებში ქმარს.
-ღმერთო,ჩემო,ვუსმენ ამათ მე კიდე.-თავზე წამომდგარ მიმტანს თავაზიანად გაუღიმა.
ჭამის კულტურა ნამდვილად გააჩნდა,უბრლოდ გიორგი უშლიდა ხოლმე ნერვებს ყველა შესაძლებლობაზე და ძალ-ღონეს არ იშურებდა,რომ მწყობრიდან გამოეყვანა.ძირითადად არ გამოსდიოდა ეს საქმე,რადგან იოანას გაბრაზება არ შეეძლო,პირიქით,თავადაც ეცინებოდა მის სისულელეებზე.
-მოდი დაგიჭრი.-მისი საცოდაობით დაიღალა ვლადი.დანა-ჩანგალი ლამაზ თითებს შორის მოიქცია და ისე სიმეტრიულად დაუჭრა კუბდარი,ჭამაც კი დაენანა კორალინას.
-მადლობა.-თმები გადაიწია ყურს უკან.საკუთარი თავი გამოიჭირა არადამახასია.ებელ ქმედებაში,რა კეკლუცი აგიტყდაო,გულში ილანძღებოდა,იმას კი აღარ დაკვირვებია,აწილებული ლოყებით გირგვლიანი კარგად რომ გაახალისა.
არადა,გაბრაზებული იყო ვლადზე...
-თქვენ ისე შეეწყვეთ ხომ ერთმანეთს?-გემრიელი ლუკმა ჩაკბიჩა გიორგიმ.მათ შორის უხერხულობის ძაფების გაბმას არ ეშვებოდა.
-და,რა გვჭირდა ვერ შესაწყობი?!
-რა ვიცი,ეს აქტიური პარაზიტია,ტო...შენ ბევრი საუბარი არ გიყვარს,და...
-არა,კარგად ვმეგობრობთ.მალე ერთმანეთის სულიერი ნათესავებიც გავხდებით და გვჭირდება ცოტა ურთიერთგაგება,არა იოანა?-სახელი ხაზგასმით წარმოსთქვა გირგვლიანმა და ისე დაჟინებით გახედა გვერდით მჯდომს,ცოტაც და მიწა გაუსკდებოდა გოგონას.
-რა თქმა უნდა,აბა რა.-წყალი ხელის კანკალით მიიტანა პირთან,ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.დაუმსახურებელი მოპყრობა მიიღო მისგან.არ ესიამოვნა სიუხეშე და სიცივე.
უცნაურობები დასჩემდა,რაც მანამდე არ ახასიათებდა.
ცვლილებებს ერთიანად,რომ ვამჩნევდეთ მეორე ჯოჯოხეთის გამოგონება აღარ დაგვჭირდებოდაო,მოაგონდა დიადი გამსახურდიას სიტყვები.
ჯოჯოხეთი არ იყო,ან იყო,მაგრამ ცუდად აღიქვამდა.ცოტას ტანჯავდა და ჯოჯოხეთად ეჩვენებოდა,რადგან ვერ გაეგო რა იცვლებოდა მასში.
დამღლელი დღის შემდეგ სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს,მაგრამ პატარა ტაისია ძალიან დაიღალა,მიუხედავად იმისა რომ მესტიის იქით არ წასულან,ბავშვი ძალიან შეწუხდა.
პატარა "გუესტჰაუს"-ში იქირავეს ორი ოთახი,მასპინძელი უდაოდ მშვენიერი და სტუმართმოყვარე ქალი აღმოჩნდა.დიდი სიხარულით და სითბოთი მიიღო დამსვენებლები და საუკეთესო ოთახები აჩვენა,რომლებსაც საერთო დიდი აივანი ჰქონდათ და განათებული მესტიის ულამაზესი ხედით ტკბობის საშუალებას უქმნიდა ადამიანს.

ღამის წყვდიადს ბნელში შთაენთქა ცამდე აღმართული მთები.მთვარის შუქზე ნამდვილ მცველებს გავდნენ სილუეტებით.
გამორიცხულია ადამიანმა მსგავს იდუმალ მშვენიერებას შეხედო და მთელი ცხოვრება გონებაში არ ჩაგრჩეს ეს წუთები.
როცა სვანეთის მთები თავიანთ საიდუმლოს გიზიარებენ,სიამაყით ივსები შიგნიდან და ცხადად გრძნობ ყველა მის ჩურჩულისმაგვარ გამოძახილს, რომლითაც საიდუმლო ამბებს გიყვება ტყეებში მოთარაშე ნიავი.
რჩეულთა ხვედრია,ყველას არ შეუძლია ამის გაგება.
-აცივდა,დავიძინოთ რა?-ქმარს მიეყრდნო სოფოკო მკერდზე,მხრებზე შემოხვეული პლედი თბილად შემოიჭდო მკლავებზე და ოღონდ მიესვენა გიორგის სხეულს.
-აი,ჩაის დავლევ და შემოგყვები.-მოაჯირზე შემოსკუპებულმა იოანამ ჩაის ჭიქა აჩვენა შორიდან და კვლავ განაგრძნო გრილი ნიავით ტკბობა.ხვეული თმები ამჯერადაც ჰარმონიულად ირხეოდა ჰაერში,ლავანდის საოცარი სურნელით იჟღენთებოდა ირგვლივ ყველაფერი.ცალ ხელში პატარა წიგნი ეჭირა,რომელსაც დიდი ინტერესით ჩაჰკირკიტებდა და გამომეტყველება ეცვლებოდა სახეზე შიგადაშიგ.
გვერდით ამოუდგა გირგვლიანი,არ უნდოდა შეეწუხებინა,ამიტომ ხმაურის და საუბრის გარეშე მიეყრდნო მოაჯირებს.თავით ანიშნა აივანზე დარჩენილ კობახიძეს მალე შემოვალო და იოანას ლამაზ პროფილს გახედა სევდიანად.პაწია ცხვირი შესწითლებოდა სიცივისგან,თუმცა მაინც არ ეთმობოდა აქაურობა.
მართალია სიბნელეში მისი ჭორფლები არ ჩანდნენ,მაგრამ ვალდისთვის რომ გეთხოვათ,სათითაოდ,ყველა მათგანის ადგილმდებარეობას თითით ზეპირად მოგიხაზავდათ კეროლაინის სახეზე.
-მე მელოდები?-თავიც არ აუწევია მაღლა,ისე მიმართა ვლადს.-ვალდებული არ ხარ ღამები მითო,ჯერ არ ვაპირებ დაძინებას.
-სიბნელის გეშინია,იო.-ხავერდოვანი ხმა.ვლადის ხავრედოვანი ხმა იყო,რამაც წუთით მოუდუნა ყურადღება.
ვის ატყუებს?!ისედაც აფორიაქდა,ბოლო რამდენიმე აბზაციდან შინაარსიც კი ვერ გამოიტანა იმდენად აიბნა.უკვე მეორედ მიუბრუნდა იგივე წინადადებებს.
-იოანა...
-ნუ მეძახი ეგრე!არ მქვია იოანა,არა!-ვერ გააკონტროლა ხმის ტემბრი,ვერც ემოციების მოთოკვა მოახერხა.მთელი დღე ისედაც ნერვები ეშლებოდა მის საქციელებზე და ახლა, როცა საშუალება მიეცა, ერთიანად ამოხეთქა შიგნიდან წყენის უზარმაზარმა ლავამ.-რა გინდა?!რამე დაგიშავე?
-პატარა იოანა გაბრაზდა?
-ვლად!
-იოანა!
-ღმერთო,ჩემო!-ჩაის ფინჯანი გულმოსულმა დაახეთქა ხის მაგიდის ზედაპირზე და გაცეცხლებულმა ახედა ქვემოდან ცინიკურად მომღიმარს.მისი სიცილი ყოველთვის აღიზიანებდა,ყოველთვის!
სულ იყო მის ღიმილში ირონია,ცინიზმი,რაღაც ამოუცნობი გრძნობები რომლებსაც ჭკუიდან გადაყავდა..-არ გინდა რა...აი,ეს...-აცახცახებული ხელები აატარ-ჩამოატარა მთლიან სხეულზე.-აი,ეს ...ჯანდაბა,შემეშვი!ვიძინებ!
-ეეი,ეიი...-წასასვლელად მომზადებულს მაჯაში წვდა,ერთ ადგილზე გააკავა და ძლიერად მიიზიდა სხეულისკენ.აბურდული თმები მშვენიერი სიზუსტით გადაუწია ყურს უკან.სწორედ ისე,როგორც აკეთებდა ხოლმე.იოანა მუდამ,ამ პროცესის დროს ფიქრობდა,რომ მხოლოდ ვლადმა იცოდა მის თმებთან მოქცევის ტექნიკა ყველაზე კარგად.გირგვლიანის ნებას დამორჩილდა,უღონოდ მიეყრდნო გულ-მკერდზე და უფლება მისცა მჭიდროდ შემოეხვია მკლავები სუსტ სხეულზე.
-შენ ყოველთვის გაბრაზებული ხარ ჩემზე,როცა ყურადღებას არ გაქცევ.-ხრინწიანი ხმით უჩურჩულა ყურში.ნელა გააცოცა ტუჩები მისი ახურებული ლოყებისკენ,მაგრამ შეხება ვერ გაბედა.არადა,მთელი სხეული ეწვოდა ისე სურდა,
სულ ოდნავ,
სულ წამით მაინც შეეგრძნო მათი სინაზე.
მაგრამ არ შეეძლო,რაღაც უცნაურად უსიამოვნო მარწუხები ახრჩობდნენ,როცა კი მის შეხებას განიზრახავდა.-მაშინაც გაბრაზდი რესტორნის აივანზე,გვერდით რომ არ გამოგხედე და ყურადღებაც არ მოგაქციე.ალბათ,სოფოკოს და გიორგის ქორწილშიც გაბრაზებული იყავი ჩემზე.მე მართლა არ მახსოვხარ, იო,მართლა...-წვრილ წელზე შემოხვია თავისი მტევანი და მჭირდოდ მიიხუტა აკანკალებული.სიცივისგან არა,სულ სხვა რამის გამო კანკალებდა იოანა.-მაშინაც გამიბრაზდი,გზაში უყურადღებოდ რომ დაგტოვე და საკუთარი ინიციატივით არ დაგელაპარაკე.ადამიანური ურთიერთობებით იკვებები,მანიაკი ხარ მგონი...-წამით გაეღიმა და ზუსტად ეს ტუჩების მოძრაობა იყო,მისდაუნებურად კანზე რომ შეეხო ბაგეებით.-მაგრამ,მაინც გეშინია,გაურბიხარ.ძალიან ბევრს დარბიხარ,იოანა...ძალიან.ვხედავ მე ამას,ვლად დრაკულა ყველაფერს ხედავს და ამჩნევს.
-გამიშვებ?
-სად უნდა გაგიშვა,იო?
-გამიშვი,კარგი?-მისი მოშორება უნდოდა,ვერ გამოუვიდა,ხელები ვერ აამოძრავა რომ თავი დაეხსნა.თავისი სიტყვების საპირისპირო გააკეთა,მთლიანად მიეხუტა სხეულზე,მკლავები გულ-მკერდზე მიაბჯინა და როგორც უკანასკნელ იმედს,ისე მიენდო ვლადის სხეულს.
-დღესაც გაბრაზებული ხარ ჩემზე.
-არ ვარ...
-ხარ,თან როგორ...-დაცვარული შუბლი ხელის გულით შეუმშრალა.ანგელოზს ჰგავდა მინაბული თვალებით და გალურჯებული,ოდნავ შეხსნილი ბაგეებით.ცხოვრებაში პირველად უნდოდა ყველაზე ამაღლებული სიამოვნების მისაღებად,ტუჩებზე ეამბორა ქალისთვის.შიგნით ადუღებულ სისხლს,გარემოს სუსხი და სისცივე ვერაფერს აკლებდა ვერცერთის სხეულს.-სულ ერთი წამით,იოანა..-შიშით დაიძრა მისი ტუჩებისაკენ,ცხვირით მიეფერა გლუვი კანის ზედაპირზე.-კარგი?-ხრინწიანი,მოგუდული ხმით ძლივს ამოისროლა სიტყვები პირიდან.იოანას უმოქმედობამ გააგიჟა,სტიმული მისცა და რომ ეგონა,აი ახლა წინააღმდეგობას გამიწევსო,ამასობაში მის ტუჩებთანაც გაჩერდა.
მაინც ვერ გაბედა,ვერ გამოუვიდა,ამიტომ ტუჩის კუთხეში შეეხო ნაზად.კამიუს "უცხო" ჩუმი ხმაურით დაეცა აივნის იატაკს.აქამდე ხელებით, რომლითაც წიგნს მთელი ძალებით ებღაუჭებოდა,ვლადის ზედას ჩააფრინდა.ორგანიზმში დაგუბებულმა გაურკვევლობის გრძნობებმა ერთიანად იფეთქეს პატრონის სხეულში,
ლამაზ ყვავილის ფოთლებად დაიტოტნენ,ზუსტად ისე როგორც იოანას თმები იტოტებოდნენ
ჰაერიში და მთლიანად შეკრულ,მშვენიერ თაიგულს დაემსგავსნენ, რომლისთვისაც ვლადს უკვე დაერქმია სახელი-სიყვარული.
აკოცა,რადგან უყვარდა.
მან კი უფლება მისცა ეკოცნა,მაგრამ ეს მხოლოდ იმ გაუგებრობის და ქაოსის გამო გააკეთა,რასაც განიცდიდა.იოანა იმ გზას,რომელიც ვლადმა გაიარა,ახლა გადიოდა.
მთელი სიყვარული ჩააქსოვა ამ ერთ ქმედებაში,საბოოლოდ შეეხო მის კანს და მიუხედავად იმისა,არ ეთმობოდა,მაინც მოშორდა.შუბლით დაეყრდნო იმ ბაგეებზე,შეხება რომ ვერ გაუბედა და ღრმად შეისუნთქა მისი სასიამოვნო ჰაერი.
-დრაკულა ხარ,ნამდვილი დრაკულა ხარ.-მის აციმციმებულ და თბილ თვალებს ვეღარ გაუძლო,სახე ჩაუმალა არომატულ ყელში.იქაც საყვარელი სურნელი,რომ იგრძნო ნერვები მოეშალა.
ნერვები მოეშალა თავის საქციელზეც,რომ ესეთი უნებისყოფობა გამოიჩინა და უცნაური გრძნობებით შეპრყობილს აღარაფრის კონტროლი შეეძლო მასთან.-მე არ ვიცი რა გინდა.ისიც არ ვიცი მე რა მინდა,ვლად.
-და მე მგონია,იმაზე უკეთ იცი რა გინდა,ვიდრე მე.
-აუტანელი ხარ.მაღიზიანებ შენი ყველა ქმედებით.-ავად გამოსცრა კბილებს შორის.ეტირებოდა და, ალბათ, მალე იტირებდა კიდეც.-არ შეგიძლია მითხრა?
-რა უნდა გითხრა,იოანა?რაც თავადაც მშვენივრად იცი?-ყელზე შეუცურა ცალი ხელი,ცერა თითით მიეალერსა ნიკაპზე.
მხოლოდ გულით ეხები ნამდვილს,სხვა ყველაფერი წარმავალია და როცა იმას გრძნობ,რაც ყველაზე მარადიულია შენთვის,ავტომატურად ფიქრობ,რომ ისაა ნამდვილი მხოლოდ,ვინც მარადიულობის ჭეშმარიტებას გაგრძნობინებს.
-სიტყვიერი განმარტება გრძნობათა უმრავლესობას გასაგებს ხდის,მაგრამ კიდევ უფრო გასაგებია გრძნობა,ლაპარაკის გარეშე.-შუბლზე შეეხო ცხელი ტუჩებით,საბოლოო კოცნა დაუტოვა მასზე დაბალ,მოცახცახე გოგონას.ამის მერე ზუსტად იცოდა,ვეღარ შეაწუხებდა ზედმეტი შეხებით.-ხვალ...ხვალ მე და შენ,სასწაულს ჩავიდენთ.
არავის შეეძლო იმ მომენტში მომხდარის სიტყვებით გადმოცემა.
არც მესტიის განათებულ ადგილებს,არც მთებს,არც ჰაერს,არც ტყეში მოსიარულე ნიავს.
არც სოფოკოს,ფანჯრიდან უეცრად რომ მოჰკრა თვალი შეყვარებულ წყვილს.
საერთოდ არავის.


დილა დაიწყო ჩვეული მხიარულებით.
ვისაც ემხიარულებოდა მხიარულობდა,ვისაც არა,უბრალოდ უხერხულად იჯდა მასპინძლის გაწყობილ საუზმის სუფრასთან და უაზროდ დაახეტებდა ჩანგლის წვერს თეფშზე.
გიორგი სოფოკოს და ვლადს ესაუბრებოდა,პარალელურად მოტიტინე ტაისია წამოესკუპებინა თავის მუხლებზე და ცდილობდა ბავშვისთვის კარაქიანი პური დაეძალებინა.
-იოანა?,არ ჭამ?-წამით გადახედა კობახიძემ დადუმებულს.
-არ მშია,გიორგი.-უხალისოდ მიუგო მან.მსახიობი კი გახლდათ,მაგრამ ემოციების დამალვა ამ მომნტში და მითუმეტეს თვალთმაქცობა არ შეეძლო.-დღეს რა გეგმები გვაქვს?
-მეზირის ტბა.
-შორსაა.
-არაუშავს,როგორმე გაივლი ცოტას ფეხითაც.
-მე კი,მაგრამ ტაისია?-თავისი სახელის გაგონებაზე ყურები დაქცვიტა პატარამ.გიორგის ქვემოდან ახედა დიდი მრგვალი თვალებით.ძალიან საყვარლები იყვნენ მამა-შვილი.გიორგი დაბნეული ირისებით ზემოდან,გაბადრული დასცქეროდა ზუსტად მასსავით მოცინარს.
-მა...მა...-ტაში შემოჰკრა ტაისიამ.იმხელა მხიარულება მოიტანა,ჯერ გიორგისთან და მერე დანარჩენებთან,ერთიანად ახმაურდა ყველა.-მამა.
-მამას გოგო!-ხელში ააფრიალა მოკისკისე გოგონა.მზეს ჰგავდა ტაისია,მოცინარ მზეს.-მითხარი კიდევ,რა.
-მამა.-გაიმეორა ხელების ტყაპუნით და პაწაწინა თითებით მოპორჭყნა წვერზე.
-მაინც დედას გოგოა.-კამერა მომარჯვებული სოფოკო თან იგესლებოდა,თან ბედნიერების ღიმილს ვერ ფარავდა.-დედი,აბა,თქვი...დედა.
-მამა.-გაიმეორა ჯიუტად.
-აუ,იოანას ვერ იტყვის ეს.-ტუჩები მობუსხა არეშეიძემ უკმაყოფილოდ.ოდნავ გადაიხარა და მსუქან ფეხებზე უჩქმიტა მწარედ.-გეტკინა?
-არა,მოეღუტუნა.-მხარი აუქნია გიორგიმ.-მა,რას გიშვება,ეს სულელი გოგო?!კრუელა,იოანა კრუელა.
-ვლად დრაკულა,იოანა კრუელა.-სხვათა შორის ჩაილაპარაკა სოფოკომ.-გენიოსი ხალხი ხართ.
-არც ერთი პროცენტით ცდომილება თან.
-ბატონი გირგვლიანი მართლაც,რომ ჭეშმარიტი დრაკულაა,მაგრამ მე რა დაგიშავეთ?!
-წითელი ტუჩსაცხი გიყვარს,თან ცხოველებს არც შენ წყალობ.-შინდის მომჟავო კომპოტი მოსვა ჭიქიდან სოფოკომ,სიამოვნებისგან თვალები გაუბრწყინდა.-მართალია კატებს,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?!
-კრუელა დევილი,ისეთი ქალია,საკუთარ სახლშიც კი,მისგან ხარ დევნილი.-თავის მუხლებზე ფეხებით დააყენა ტაისია გიორგიმ და ისე განაგრძო სასაცილო ხმით სიმღერა.-კრუელაააა,კრუელაა დევილი!!ბარამ ბარამმ,ბარუმბა რუმბა რუმმ!
-როჯერ,დაუწიე ხმას!-ქალის წვრილი ხმით გააჯავრა სოფოკომ მულტფიმის პერსონაჟი.სიცილის ტალღამ გადაუარა ყველას.
-გაკლიათ,რა...-გულით იღიმოდა იოანაც.
სულ წამიერად,მოულოდნელად გაუსწორა თავისი თაფლისფერები წინ მჯდომს და სხეულში დავლილ ჭიანჭველების ჯარს,წუხანდელი შემთხვევაც თან მოჰყვა სინდისის ქენჯნად.
ყველაზე უნებისყოფო ადამიანად მიაჩნდა თავისი თავი,მთელი დილა გაურბოდა მასზე ფიქრებს,მაგრამ არაფრით გამოუვიდა.
გონებაში დიდი წითელი ასოებით სახელი "ვლადი" იწონებდ თავს.
-დღეს დილით ახალ როლზე კიდევ მივიღე შემოთავაზება.-თანაბარი სუნთქვა განაგრძო იოანამ და ერთმანეთში ახლართა თითები.-სცენარის პდფ ჩამიგდო ჯავახაძემ,გადავხედე და მგონი დავთანხმდები.
-აბა,შესვენებას ვიღებო?-გულწრფელად გაუკვირდა დაქალის გადაწყვეტილება სოფოკოს.
-არა,სისულელეა.თავიდანვე უნდა მცოდნოდა,რომ შემოთავაზებები იქნებოდა,თანაც...-ხმის ჩაწმენდის მიზნით ჩაახველა,ფეხზე წამოდგა და გიორგის ანიშნა ბავშვი მომიყვანეო.-ბოლო ერთი წელია არცერთი როლი არ მომირგია და ვგრძნობ,როგორ მჭირდება,სულ ცოტა ხნით მაინც ვიყოთ სხვა პიროვნება.
-ძველი იოანა გვიბრუნდება ესე იგი.-ფეხზე წამომდგარმა გიორგიმ ხის აივნის მოაჯირს მიაყრდნო ცალი ხელი.-და რეპეტიციები იმედია ხელს არ შეგიშლის.
-არა,რაში?
-ნათლობა,იოანა.-პირველად მიმართა ვლადმა,თანაც ჩვეულებრივი ხმით.ეს იმ ვლადის ხმა არ იყო,აქამდე რომ იცნობდა.არც სახე იყო მისი,ყველანაირ ემოციას მოკლებული,ცივი და პირქუში.საერთოდ არაფერი ეცხო ნამდვილი გირგვლიანის.
ისიც კი მოეჩვენა,სულ სხვა ადამიანი მიყურებს ახლაო.თვალებში სევდაჩამდგარი სხივი უნათებდა ვლადს მხოლოდ.
-არავითარ შემთხვევაში.-ხმის კანკალით გადააბა ორი სიტყვა ერთმანეთს.ტაისიას ვეღარ უმკლავდებოდა,ამიტომ გიორგის დაუბრუნა კვლავ.საკუთარმა უსუსურობამ ჭკუიდან შეშალა ლამის.-არავის და არაფერს მივცემ უფლებას,ხელი შემიშალოს!-ჩაილაპარაკა საიდანღაც ძლივს მოთრეული მტკიცე ხმით და აივანი უკანმოუხედავად დატოვა.
პლედი თბილად შემოიცვა მხრებზე და თვალცრემლიანმა გადმოაბიჯა ქოთნის ყვავილებით გალამაზებული ეზოს ზღურბლს.ვიწრო ქუჩა ისე ჩაიარა,თავი ოდნავ არ აწუევია მაღლა და რომ მიხვდა უკვე სიარული აღარ შეეძლო,სავარაუდოდ,უბნის ბავშვების გაკეთებულ "ბირჟაზე"ჩამოჯდა.
მთელი გულით ატირდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს ცრემლები საიდან მოსდიოდა.თავად ტიროდა,ამინდს არ ეტირებოდა სვანეთში.მზის სხივები ნელ-ნელა იწყებდნენ ცაზე ამოწვერას.
-გიჟდები!გიჟდები!თანდათან გიჟდები!-აქეთ-იქით რწევა დაიწყო,შიგნიდან წამოსულ სუსხს ვერ უმკლავდებოდა სუსტი სხეული.ტუჩთან ჯერ კიდევ გრძნობდა ვლადის გემოს,ასე საოცარს და მიმზიდველს.სიმხურვალეს,რომელიც არა და არ ტოვებდა მის გალურჯებულ ბაგეებს,სულისშემხუთველი სიჩქარით აცლიდა სასიცოცხლო ნიშან-თვისებებს.საკუთარი თავი კიდევ უფრო მეტად დაადანაშაულა და შეიძულა,ვლადის უემოციობა რომ ვერ აიტანა.მოლოდინი რომ ჰქონდა რაღაც სხვა,უფრო სხვა რეაქციის.
უფრო თბილად რომ შეეხედა,ეგრძნო მისგან რამე დამოკიდებულება,ან ამ გრძნობასთან მიახლოებული.
-იოანა.-მხარზე შეეხო სოფოკოს ხელი,მაგრამ არ გატოკებულა.გვერდით მიუჯდა მეგობარი და აცადა როდის დაიცლებოდა.
-მე შენ გაფრთხილებდი,თავიდანვე გაგაფრთხილე,იო.
-მეშინია,ხომ იცი,ხომ იცი,ხომ იცი...-სოფოკოს არ უკვირდა მისი ეს მდგომარეობა,ისე კი სხვის თვალში,ნამდვილი შეშლილის შთაბეჭდილებას დატოვებდა იოანა იმ წამს.
-მარტოობა არ გიყვარს და ამ დროს ყველაფერს აკეთებ,ოღონდ მარტო იყო.-სიცილით გააქნია თავი,ჯიბიდან თეთრი აბი ამოიღო და ხელებში სახეჩარგულს გაუწოდა.-აიღე.
-მადლობა.-ტუჩის კუთხეები ჩაუტყდა.სოფოკო მუდამ ფორმაში გახლდათ.ენის წვერზე დაიდო უცნაური გემოს მქონე წამალი და დაქალის სხეულს მიეხუტა.-ცვლილებები.ძალიან ბევრს ვამჩნევ.
-შენ ისედაც ამჩნევდი ცვლილებებს,უბრალოდ ახლა დიდი დოზით იგრძენი.-შუბლიდან თმები გადაუწია,ცოტა უხეშად.-ნუ შფოთავ და ცხრაასხუთი დღის იქით ნუ იხედები.კაცმა არ იცის რა მოხდება,იოანა.რისი გეშინია?თუ ვერ ჩამოყალიბდები ან შენ ან ვლადი,ჩვეულბრივად მონათლავთ ტაისიას.ხალხი ათას საშინელებებს აკეთებს.ღმერთო წარმოდგენაც კი არ მინდა.-ტანში უსიამოვნოდ გასცრა სოფოკოს.როგორ შეიძლება სულიერი კავშირი,ხორციელით შეიბღალოს?!
-მე გაცნობიერებული მაქვს ბევრი რამ,მაგრამ...
-მაგრამ რა?!აი,ახლა არ დაიწყო,შენებურები.-თმებზე მოქაჩა მწარედ.-ნათლია უნდა იყო,შენც და ისიც,მაგრამ ვერ იქნებით,თუ თქვენში იმაზე მეტს აღმოაჩენთ,ვიდრე ნათლიებს მოეთხოვებათ.უბრალოდ,სანამ გვიანი არაა,მანამ უნდა გაანძრიო ეგ პატარა ტვინი,გულში უკეთ ჩაიხედო და მიხვდე, რა გინდა.აი,ახლა რომ ვერ გაიგო და მერე რამე ისე ვერ წავიდეს,ძალიან გაგიჭირდება,ძალიან.
-მეშინია.-გაიმეორა ისევ უიმედოდ.
-ვიცი და არ გეგონოს არ ვიცოდე,ახლა ამდენი ტყუილად რომ ვისაუბრე.სულ სხვა ცეცხლი გიტრიალებს ტვინში.-თბილად აკოცა ცივ შუბლზე რამდენიმეჯერ.-მე შენ აქ სატანჯველად არ გამომიშვიხარ მაშინ.
***
ბეჩოსა და ეცერის თემებსი გასაყარზე,ტვებიშის ზემოთ,სულ რაღაც ოთხი-ხუთი კილომეტრის ფეხით სავალზე,კლდეებსა და მთებს შორის მდებაროებს მეზირის ტბა.
კავკასიონის მწვერვალები ლამაზად ირეკლება წყლის ლურჯ ზედაპირზე, უშბაც სულ სხვანაირი მშვენიერების მოსჩანს იქედან,ოღონდ ისე არა და ისე ვერა,როგორც მაშინ,სადღაც მთებს შორის,ფერდობიდან.
მეზირის ტბა ელოდა იმ დღით მნახველებს,მაგრამ ,სამწუხაროდ, არავინ მისულა.
ტაისიას ვერავის დავუტოვებ,კაცმა არ იცის როდის ჩამოვალთ იქედანო,წუხდა სოფოკო.
სვანეთში კიდევ ორი დღით აპირებდნენ დარჩენას,მაგრამ ადიშამდე დიდი მანძილის გამო,გადაწყვიტეს გუესტჰაუსში დარჩენილიყვნენ და მაქსიმალურად გამოეყენებინათ დრო,დასვენების საინტერესოდ გასატარებლად.
ამას გიორგი და სოფოკო ამბობდნენ,თორემ ვლადს და იოანას არაფერი აღარ უხაროდათ უკვე.
ერთმანეთში გაცვლილი რამდენიმე მზერის გარდა არაფერი ყოფილა.
-ჩვენს ბარგს ვინ წამოიღებს სახლიდან?-მზის სათვალე მოირგო სოფოკომ ცხვირზე და თვალებმინაბული ტაისია მკერდზე მიიხუტა.პატარა გაიტრუნა,როგორც კი დედის სითბო იგრძნო.
-მე წავალ ცოტა მოგვიანებით და წამოვიღებ,სახლიც უნდა დავკეტო და მოვაწესრიგო.-გირგვლიანი უკმაყოფილო ჩანდა მათი გადაწყვეტილებით.ისედაც დიდ ხანს უწევდა ადიშის სახლის მიტოვება,ახლა,როცა ყველანი მესტიაში იყვნენ,გული უკვდებოდა,იქ მარტო რომ იყო ცივი კედლები.
-მეც წამოგყვები.
-მერე გოგოები მარტო დარჩნენ?
-არაა პრობლემა,გავისეირნებთ სადმე,თან რა უნდა მოგვივიდეს.-ჩაიფრუტუნა თავისთვის და ცივად ჩაუარა ბიჭებს გვერდი იოანამ.პირდაპირ სოფოკოსთან და ტაისიასთან გაჩნდა.
მისი სიცივით უკმაყოფილო ვლადმა წარბები შეკრა და, ალბათ,რომ არა გვერდით მდგარი გიორგი,რამე შემოელეწებოდა ხელებში.
-ისე უნდა გააჩალიჩო,რომ დღეს მე და იოანა აღმოვჩნდეთ ადიშისკენ მიმავალ გზაზე.
-ნუ გაუბერე!
-გიორგი!
-ილაპარაკეთ რამეზე?-მანქანის ცხვირს მიეყრდო გიორგი,შეეცადა ვლადს არ შეემჩნია მათ გამო როგორ ღელავდა,არ სურდა ძმაკაცი უფრო აენერვიულებინა.
-რთული ხასიათები აქვს,ძალიან რთული.-თავზე ხელები შემოიწყო ვლადმა.გულის სიმძიმეს ვეღარ უძლებდა მისი ორგანიზმი.-ვიცი რომ უნდა,ჩემთან უნდა,მაგრამ...ჯანდაბა!მასში ეს რომ არ დამენახა,ხომ იცი, თავს დავანებებდი?
-ვიცი,მგონი კარგად გიცნობ,ან მეგონა,რომ გიცნობდი.-უხერხულად ჩაიღომა გიორგიმ,ძმაკაცის გაკვირვებული სახე არ გამოჰპარვია.-სოფოკო რომ გავიცანი,იოანა მაშინ თვრამეტი წლის იყო.-სევდიანი თვალები მიაპყრო თავის ცხოვრებაში სამ უძვირფასეს ქალბატონს.ფოტოებს იღებდნენ სვანეთის მთების ფონზე და კარგად ხალისობდნენ მძინარე ტაისიასთან ერთად.-კეროლაინი მისი პირველი სასცენო პერსონაჟის სახელია. დიდებული გამოსვლა ჰქონდა,დრამა ქვინი ხარ-თქო დავცინოდი.-სუსტად ჩაეღიმა კობახიძეს.-ვიცოდი რომ უცნაური გოგო იყო,მზრუნველობა აკლდა და სულ ვცდილობდი ყურადღების ქვეშ მყოლოდა.უფროსი ძმასავით მოვევლინე,მისი ხასიათები იმაზე კარგად ვიცი,ვიდრე სოფოკომ.ახლაც ჩვენთან რომ რჩება,ღამით ყოველთვის ვამოწმებ მის ოთახს,იქნებ სანათი ხომ არ გამოირთო?იქნებ რა უჭირს?იქნებ ცუდადაა?რამდენჯერ საათები გადაუბამს,უთენებია და ჩემთვის ჩაუბარებია თავისი სასწავლი სიტყვები.დამაყენებდა ამხელა კაცს და მიდი უბერე,ხან ბოროტი დედინაცვალი ვარ,ხან მეზობლის კატა,ხან ოთხი წლის ბავშვი...კარგია ცხოვრება.-ღიმილიანი მშვიდი სახით გახედა თვალებდახუჭულ ვლადს.ანცი სიოთი ნებივრობდა გირგვლიანი,თუმცა გიორგის სიტყვებს მთელი გონებით ისრუტავდა.-თუ გინდა,რომ შენთან იყოს,თავისუფლება მიეცი,რწმენა და იმედი გაუჩინე.შეიძლება შენთან უნდა,მაგრამ შენზე მშიშარაა,ბევრი ტრამვა აქვს გადატანილი.როცა მიხვდება,რომ გენდობა,რომ შენი სჯერა და შენ მართლა სანდო ხარ,უბრალოდ აღარ მოგშორდება,ვლად.
-ვიცი,ვიცი...-ამოიხვნეშა ვლადმა და სიყვარულით სავსე თვალები შეანათა ტაისიასთან ერთად დიდ საქანელაზე შემოსკუპებულ იოანას.
ფეხებს ჰაერში აქანავებდა,ჰაერის ნაკადი საქანელას მოძრაობას უფრო ასწრაფებდა და იოანას გრძელ სიფრიფანა კაბასაც აფრიალებდა სივრცეში.ტაისია შეიშმუშნა მოძრაობებზე,მილულული თვალები მოუფშვნიტა და ცოტა ხნის მერე გაკვირვებულმა ამოხედა არეშიძეს.
-რაო,ტაის?გაგეღვიძა ჩემო პატარა ზეფირო?-გიორგის სასაცილოდ გაკეთებული ბანტოჩკა შეუსწორა თმებზე ლამაზად.-მამაშენი სრულიად უნიჭოა,როგორ გაუკეთებია ეს რაღაც...თან ცოტა უგემოვნო.-დამანჭული სახით უკმაყოფილება ვერაფრით დამალა.ბოლოს საერთოდ მოაშორა ვარდისფერი ბანტი და ჯიბეში ჩაიჩურთა.სასიამოვნოდ გრილოდა ირგვლივ,ტაისიას ხვანცალი არაფრად ჩააგდო,ფეხი კიდევ ერთხელ დაჰკრა მიწას და უფრო მეტად გაიჭრა ჰაერში.
-გამომხედეთ,რა.-სოფოკოს ყვირილი მოესმა.მეორე მხარეს,ბორცვზე გადასულიყო და იქედან კამერამომარჯვებული ფოტოებს იღებდა დიდი მონდომებით.
რაც ჩამოვიდნენ,სოფოკო ირგებდა ფოტოგრაფის როლს და ძალიან ბუზღუნებდა,წესით ვლადი უნდა იღებდეს ფოტოებს,მე მაწამებთო.
-სად დაწოწიალებს ეს ქალი?-გიორგიმ სიცილით გააქნია თავი და გირგვლიანთან ერთად მიუახლოვდა საქანელაზე შემომჯდარ გოგონებს.ტაისია თითს ილოღნიდა და საქანელის სიჩქარის გამო იოანას გულზე მაგრად ეხუტებოდა.-რაო,მაა?მოგწონს ჰაერში?-ღიმილით დააკვირდა გაკრეჭილს და საქანელას თავადაც უბიძგა.
სიომ იქვე მდგარ ვლადს იოანას თმის სურნელი მიუტანა საჩუქრად.
როგორ გაბრუვდა,როგორ თბილად იმოქმედა ცივმა ჰაერმა,მიუხედავად სუსუხისა...
-გოგო,ბავშვს ბანტოჩკა რატო მოხსენი?
-არ უხდებოდა და მაგიტომ.სად ნახე ეს ზიზილ-პიპილო ფერები,ძალიან გთხოვ.
-ბოდიში,გუჩი-ვერსაჩე,პრადა-ჩანელი ვერ შევარჩიე ბავშვისთვის.-თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა გიორგიმ და მეორე მხარეს,მიწაზე ჩამომჯდარ სოფოკოს გახედა,მოჭუტილი თვალებით.-ცოლო,ნეტავ რას შვები?
-გიორგი!ხომ იცი ვერ იტანს ცოლს,რომ ეძახი.-თვალები დაუბრიალა კობახიძეს იოანამ.-ოჯახურ დრამას არ გვაყურებინოთ,ჭირიმე.
-ჩვენნაირ ოჯახურ დრამებს ხალხი ნატრულობს.ეს გიჟია!-ხელი აიქნია,ამპარტავანული ტონი არ დაუკარგავს გიორგის.მზერა კვლავ ტელეფონში ჩამძვრალ სოფოკოზე გადაიტანა.-წავალ ახლა,ნერვებს მოვუშლი.
სიცილით გააყოლა თვალი კობახიძეს,მერე ტაისია აათამაშა ხელებში,პატარა ახვანცალდა და სახე უსიამოვნოდ მომანჭა.
-შეგცივდა გოჭო?-ხეზე მიყუდებულ ვლადის მზერას გრძნობდა,თუმცა შეეცადა ყურადღება არ გადაეტანა მასზე.ასე დაძაბულად და მძიმედ თავი არასდროს ურგვძნია მასთან.ეშინოდა,თავისი შიშის მარწუხები ბოლომდე ფრთების გაშლას არ ანებებდნენ და ზუსტად ამიტომ,ძალიან ხშირად საკუთარ სურვილებში ვერ ერკვეოდა.
-იო...-ცხვირზე ხელებით წაეთამაშა ტაისია.-იო...
-რაო,რაო ტაის?-სახე გაებადრა,ტუჩებით გაუთბო თითები.-თვქი რა,მიდი.
-იო.-დაიწივლა პატარამ და აკისკისდა იოანასთან ერთად.-იო...
-იო,იო...ტაისიას იოანა.-მთლიანი სახე დაუკოცნა მოცინარს.-აუფ,გიორგის როგორ დავაჯერო,ჩემი სახელი რომ თქვი.
-მე გადაგიღეთ.-ვლადის ხმამ ღიმილი შეაყინა სახეზე.თავი მიაბრუნა ოდნავ გვერდით და კმაყოფილს თავი სუსტად დაუქნია.
ღმერთო!როგორ უჭირდა ამის ატანა,თავს ძლივს იკავდებდა,ხელი რომ არ მოეკიდა და ყველაფერი ეთქვა,რასაც განიცდიდა მის მიმართ,მაგრამ არ შეეძლო.თავის დასაწყნარებლად ღრმად ჩაისუნთქა და წამებში ხელიდან გამოაცალა ტაისია.
მისი ამ საქციელით უკმაყოფილო იოანა ფეხზე წამოდგა და წინ ჩამოუდგა ორივეს კოპებშეკრული.
-კარგი,მერე გამომიგზავნე.
-იო,ტაისიას იო...-მონუსხულმა გაიმეორა მისი სიტყვები,თვალებს ვერ სწყვეტდა მის შეწითლებულ ცხვირს,ოდნავ გალურჯებულ ბაგეებს და პაწია ჭორფლებს სახეზე.-სვანეთის ხიბლი იცი კიდევ რაშია?
-რაშია?-ვითომ უინტერესოდ ჰკითხა,არადა სვანეთზე ამბების მოსმენა ყველაზე მეტად ვლადისგან მოსწონდა.
-სადაც არ უნდა გაიხედო,ყველგან მთებია.კაცი საიდუმლოდ ვერაფერს ჩაიდენ.აქ კედლებს კი არა,მთებსაც ყურები აქვთ.-სულ ოდნავ გადაიხარა ტაისიასთან ერთად მისკენ.იოანას უკან გადადგმულ დამფრთხალ ნაბიჯებზე და გამაფრთხილებელ მზერაზე ცალყბად ჩაეღიმა.ის ემოციები, რაც მასში გამოიწვია,სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო ეჩვენა.-ჩემი გეშინია,იოანა?
-მეშინია თუ არა შენი?-მწარედ ჩაეცინა.თავი გააქნია უკმაყოფილოდ და კიდევ უფრო მეტად დაიხია უკან.-მეშინია,რადგან ვგრძნობ,როგორ ვკარგავ საკუთარ თავს,შენთან თამაშის დროს.ყველა ურთიერთობა ერთი დიდი სცენაა,სადაც გარკვეული მიზეზების გამო,სხვადასხვა როლს ვირგებ.-ჩუმი ყვირილით აღმოხდა პირიდან სიცივისგან აკანკალებულს.ტაოდაყრილ მკლავებზე შემოიჭდო ხელები და ჯიქურ ახედა ქვემოდან გირგვლიანს.-თავის დაცვა მჭირდება,აი ასე!
-გული გეტკინება...
-კარგი მოთამაშე ვარ.აქ სპექტაკლს მე ვდგამ,შეუძლებელია რამე მატკინო.
-ღმერთო,ჩემო.-გაკვირვებისგან სიცილი აუვარდა ვლადს.გატრუნული ტაისია არავის ახსოვდა.მშვიდად ნებივრობდა ვლადის ძლიერ მკლავებში.-უკვე აღარ ვიცი როგორ მოგიდგე...
ჩურჩულით დააწია მიმავალს სიტყვები.


ყველაფერი ისე მოხდა,როგორც დაიგეგმა.
ვლადი,იოანა და ადიშისკენ მიმავალი გზა.
ოღონდ,ამ ყველაფრით კმაყოფილი ვლადი გახლდათ მხოლოდ.
თავის უთხელეს სიფრიფანა თითებში მოექცია წიგნის თხელი ფურცლები,მთელი გზა მონდომებით ჩაჰკირკიტებდა,იმდენად იყო გადართული წიგნის შინაარსზე,ისიც კი აღარ ახსოვდა ვისთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში.მისი სიჩუმით აურა დამძიმდა,ვლადის გული ვერ ეგუებოდა იოანას დუმილს.
სინდისიც ქენჯნიდა,რომ თითქმის ძალით წამოიყვანა.
-მიბრაზდები?
-...
-"უცხო" დაასრულე?
-ჰო...
-კლასიკოსები არ უყვარს გოგოს.-მისი პასუხით გათამამებულმა ნიშნისმოგებით მიუგო და წამით გახედა იოანას ხელებში მოქცეულ წიგნს.-გოეთე?სერიოზულად?
-ჩამითრია.-უინტერესოდ გადაფურცლა რამოდენიმე ფურცელი.-"არჩევითი ნათესაობა"მომეწონა.
-შენ და რომანტიზმი ძალიან შორს ხართ.
-ჰო,საკუთარი თავისგან მეც მიკვირს.-მოვალეობის მოხდის მიზნით გაეცმული პასუხები გულს ბასრი დანის ეფექტით უსერავდა ვლადს,თუმცა სულ უპასუხოდ დარჩენას და დუმილს,ესეც ერჩივნა.
ისევ სამარისებური სიჩუმე და მხოლოდ გირგვლიანის გახშირებული გულისცემა.
იოანას უემოციო სხეული და...
ძალიან,ძალიან ბევრი უთქმელი სიტყვა.




***
სახლის კარში პირველი იოანა შეატარა.
მთელი სხეული გადაეღალა მგზავრობისგან.უკან დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა,თუმცა იცოდა ამაზე არეშიძე სასტიკ უარს განაცხადებდა.
-ბუხარს არ დავანთებ,ნახევარ საათში ისედაც გავალთ,ალბათ.
-ჰო,როგორც გინდა,ვლად.-წუხანდელის შემდეგ თვალი პირველად გაუსწორა მის ირისებს ესე ხანგრძლივად.
უხერხულობის,სირცხვილის,რიდის და კიდევ,რაღაც ძალიან მტანჯველის მარწუხები აწვებოდა ყელში უზარმაზარ გორგლად.
ელვის სისწრაფით აარიდა ვლადის თბილ თვალებს მზერა და ქვედა სართულის პირველივე ოთახში შევარდა.ნახევრად ამოულაგებელი ბარგი მოაწესრიგა.სოფოკოს და ტაისიას ტანსაცმელიც ეგულებოდა აქა-იქ.
სააბაზანოში საკუთარი ნივთები აიღო და კოსმეტიკის ჩანთაში ჩაუძახა.მთელი ამ პროცესის განმვლობაში შიგნიდან არ ასვენებდა მოუსვენრობის ჭია.ყოველთვის ზემდეტად მძაფრად განიცდიდა ყველაფერს და ამის დამალვა,სერიოზულად კარგად გამოსდიოდა.
ეს სხვები ვერ ამჩნევდნენ ვერასდროს,როგორც თავად ამბობდა,უბადლო მსახიობი გახლდათ.
სულ ბოლო კარადას წაეპოტინა,გენიოს სოფოკოს ტაისიას ტანსაცმელები საგულდაგულოდ შეუნახავს.ჰაერში ახტა და მხოლოდ ტაისიას ტანსაცმელები კი არა,მთელი კარადა თავზე დაეყარა ბონუსად.
-როდის შეეშვება ეს გოგო ჩემს წვალებას?!-მტვერი თვალებში სახეში შეეყარა,მაგრამ მაინც მოასწრო და უცნაურ ნივთებს მოჰკრა აცრემლებული თვალები.-ცხოვრებას მირთულებს.
იატაკზე დაიხარა,ძველი გაცრეცილი ალბომები და ტაისიას ორი ბოდე იწონებდა თავს მხოლოდ.ფეხმორთხმით მოთავსდა იატაკზე და მხოლოდ მას შემდეგ გადაფურცლა პირველი გვერდი,რაც საკუთარი თავი დაარწმუნა,რომ არაფერს ცუდს არ აკეთებდა.
ძველი ფოტოები იყო,გახუნებული,გაცრეცილი.
მოკლედ!თავისი დრო მოჭმულო ჰქონდა,თუმცა მოგონებების გაღვიძებას მაინც მოახერხებდა საჭირო ადამიანებისთვის.
ოჯახური ფოტოებზე,თითქმის ყველგან შესამჩნევი სიანცით გამოირჩეოდა პატარა ოთხიოდე წლის ბიჭუნა.ხან მაგიდაზე იდგა,ხან ბუხარში ცეცხლს უჩხიკინებდა,ხან სათამაშოებში ჩაფლულს არავინ ადარდებდა ირგვლივ.
არც ახლა გასჭირვებია ამ ბიჭუნაში ვლადის ამოცნობა,ლოყაჩაჩხვლეტილს ყველგან ამოიცნობდა მისი უცნაური კბილებით და ქოჩორით.უჩვეულო და მაინც ჩვეული სითბო ჩაეღვარა სხეულში,რასაც თან მოჰყვა გაუაზრებლად ფოტოსურათებისკენ თითების წაღება მაშინდელივით.
ახლა არ უნანია.
ახლა "რა მემართება?"წამით არ გაუვლია გონებაში,ზუსტად იცოდა რაც ემართებოდა და თან...
-გაერთე?-ვლადის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ამოხედა ქვემოდან დამრგვალებული თავლებით.
-მშვიდად,არაფერს აშავებ.-სიცილით მიუახლოვდა და მასთან ძალიან ახლოს,ფეხმორთხმით მოთავსდა იატაკზე.თავი კარადას მიაყრდნო და ღრმად დაიწყო,თანაბრად სუნთქვა.
მასთან ყოველთვის ჭირდა ეს...
-ჩვენ არ გვაქვს საოჯახო ფოტოალბომი,იცი?-მორიდებით დაიწყო საუბარი იოანამ.რიდით გადაშალა ფოტოალბომის მომდევნო გვერდზე და შეეცადა ცხვირში მოწოლილი სიმწარე გაექრო.-ერთად გადაღებული ფოტოები,რომ გვქონდეს,იქნებ ეგეც გვქონოდა.
-მე თუ მაქვს,რა ხეირი?
-რა ვიცი...-მხრები აიჩეჩა სევდიანად.გაუცნობიერებლად დაუწყო თვალებდახუჭულს ისედაც გაზეპირებული პროფილის შესწავლა.-ჩემს ბავშვობაში,ძალიან ბევრი უფერული დღე იყო და კიდევ უფრო ბევრი,ფერადი დღების შიში.ყველა ყველა მხრიდან უაზროდ დიდ დისკომფორტს მიქმნიდა.თითქოს მე ზედმეტი ვიყავი,თითქოს იოს გრძნობები არ ჰქონდა,თითქოს მე უადგილო ფიგურას,სრულიად უუფლებოს,მადლობა უნდა მეთქვა ყველასთვის,ვინც როგორც ადამიანს ისე შემომხედავდა.
-და ამან დაგსტრესა.-თავი გააქნია ვლადმა.-იცი რომ ადამიანების მიმართ უნდობლობას განიცდი?
-გადავლახე.ახლა ჩემს გამოკეთებას თუ უნდა შეეცადო,იცოდე რომ იოანამ ეგ დიდი ხნის წინ გადალახა.-დამარცვლით გაუმეორა სიტყვები.-სამსახიობო შემთხვევით არ ამირჩევია.ძალიან,ძალიან დიდ ხანს ვეძებდი როლს,რომელიც ყველას მოსაწონი იქნებოდა და ამ ძებნა-ძებნაში,ისეთ რაღაცებს მივხვდი,რამაც სრულიად შემშალა.-თვალებზე მოისვა თითები,სითხემ სულ დაუსველა ბალიშები.
მწარე,უცნაური გემო ჰქონდა ბავშვობის გახსენებას,მაგრამ გაჩუმებაც არ სურდა.-უნდობლობა თავისით მოვიდა.
-უნდობლობა,ეს ბარიერი თავად შექმენი,რადგან გგონია,რომ ყველა ვინც სითბოს გაგრძნობინებს,თვალთმაქცობს.
-არა.
-აბა,რა ჯანდაბაა?!-ცოტა ხმამაღლა მოუვიდა შეკითხვა.თავი ვერ გააკონტროლა და უნებურად იოანას გაღიზიანებაც გამოიწვია.
-ვლად...-მძიმედ გადაყლაპა ნერვწყვი სასულეში.
-გისმენ!-მაინც ჩაეღიმა.მოქუფრული სახე სულ გადაეწმინდა.
-შენ ხომ იცი...-ენა მოიკვნიტა ნერვიულად,სიტყვებს თავი ვერ მოაბა.-ხომ იცი,რომ...
-ვიცი რომ მშიშარა ხარ,აი რა ვიცი.-მოელვარე ირისები გაუსწორა მის აწყლიანებულ სკლერას.სითხე უიმედოდ ცდილობდა თვალის ჯებირების გადმოლახვას,თუმცა პატრონს ისინი მაინც არაფრის დიდებით ეთმობოდა.-მე ვიცი რომ ძალიან ცდილობ უგრძნობი ადამიანის როლი მოირგო.ვიცი რომ იმას არასდროს გააკეთებ,რაც თავად არ გინდა.ვიცი რომ უყურადღებობა და სიცივე ყველაზე მეტად გაწუხებს.ჰო,კიდევ ვიცი რომ არავის მოუტყუებიხარ,მითუმეტეს სოფოკოს და შენივე სურვილით ჩამიჯექი მაშინ მანქანაში.თავიდანვე იცოდი სიმართლე!იცოდი,სადაც მოდიოდი,იცოდი რატომ მოდიოდი,ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს ეს რატომ გააკეთე!-ხელები გაშალა ჰაერში უდარდელად,თითქოს თავად არ ყოფილიყო ის პიროვნება,წამების წინ ყველაფერი რომ გამოუაშკარავა პირდაპირ.-აი,ასე!აზრზე არა ვარ,პატარავ.მე მეტი რა გითხრა?რამე შემეშალა?რამე არასწორად გავაკეთე?...ხედავ?ახლა მე მაქვს ეს შეკითხვები შენთან,ხოდა გისმენ.რამე დაგაძალე?!
-მე...მე მართლა ავირიე შენთან,ვლად.-სახეში ჩარგო ხელები,წამით არ უფიქრია ცრემლები დაეთმო,ეს უფრო იმის ჩვენებას გავდა,რომ მას სამსახიობო ნიჭის გარეშეც შეეძლო ეტირა,რომ ჰქონდა გრძნობები და ჰქონდა რაღაც,რას ძალიან ტკიოდა.-ჰო,ეს რაღაც იძულებას გავს,ალბათ.
-იძულებას...თურმე,იძულებას.-მწარედ გაეცინა ვლადს.იყო მის ღიმილში სიმართლის შეცნობის უზარმაზარი ტალღები.-მე გაიძულე?რამე გაიძულე?
-არ ვიცი,არ ვიცი.-ფეხები პატარა ბავშვივით ააქნია იატაკზე,სხეულის ნერვიულობას ვერ აჩერებდა.-წავიდეთ,რა...
-ნამდვილად წავალთ,ოღონდ იქ არა,სადაც გგონია.-ფეხზე წამოდგა,ზემოდან დააცქერდა აღელვებულს.-მე და შენ,ახლა რაღაცას გავაფუჭებთ.
და ზუსტად ვიცი,უკვე გასაკვირი არავისთვის იქნება,თუ ვიტყვი,რომ იმ ადგილს,სადაც იოანა წაიყვანა,ირგვლივ ცამდე აწვდილი მთები ამშვენებდა.
შეშინებული მზე ღრუბლებში მიმალულიყო და იქედან გამოსვლას კარგა ხანს ვეღარ გაბედავსო,იფიქრებდით კიდეც.ცაზე ელვის ხაზები იკლაკნებოდნენ შემზარავად,რაც ცხადია წვიმას არ მოასწავებდა.
იოანას ხელი თავის ხელში მოიქცია,ცერა თითით ნაზ კანზე მიეფერა და უკან გაიყოლა.
-რა საშინელი ამინდია?
-გცივა?-მოუბრუნდა,მოკანკალეს ზემოდან დახედა.-აქ,გოგო მეყინება,მე კიდევ ვერაფერს ვხვდები.
-ვლად,არ გინდა რა...-შეწუხებული ხმით და სახით ამოიწუწუნა,თუმცა მის თბილ მოსაცმელში კარგად ჩაითბუნა.-მე და შენ...
-მე და შენ,მე და შენ,იოანა.-თმები საჩვენებელი თითით შეუსწორა.-ვიცი რისი თქმაც გინდა,მაგრამ აქ მაგისთვის არ მომიყვანიხარ.
უზარმაზარი კლდე,აქა-იქ ჩაჩეხილი შველერივით გაჭრილიყო სივრცეში და წამით ადამიანს გილიოტინისკენ მიმავალ გზასაც მოაგონებდა.
აი,ისეთს,წინასწარ რომ იცი,კარგი არაფერი გელის და ყველა ნაბიჯს ითვლი სიარულისას,რომ მანძილი როგორმე გაახანგრძლივო.
უზარმაზარი სიმაღლიდან ისვეტებოდა კლდე,რაღაც ნაწილში მთლიანად ჩამოშლილი და ჩამონგრეული,მაინც შემზარავ სანახაობას ჰქმინდა.ვერც ის მთები მფარველობდნენ არეშიძეს,აქამდე თავგამოდებით,რომ იცავდნენ,ან ეგონა რომ ასე იყო.
მანამდე.
-ვლად...-ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.გალურჯებულ-აკანკალებული ტუჩები აუთრთოლდა და სიცივისგან და შიშისგან ერთიანად გააჟრჟოლა სხეულში.-წავიდეთ აქედან.
-აქედან მხოლოდ ორი გზა მიდის.-დამამშვიდებელი ტონით დაიწყო გირგვლიანმა.უკან ამოუდგა და საკუთარი ხელით მიანიშნა კლდისკენ.-ან იქედან გადახტები,ან იქ მისული უკან გამობრუნდები,ოღონდ სულ სხვა პიროვნებით.
სინქრონულად აათამაშა თითები მის გაყინულ წვრილ თითებზე და წინ ნელი სვლით წასულმა, უკან გაიყოლა არეშიძე.
-ვლად.
-სიტყვების გარეშე,გთხოვ.
-აქ არ შემიძლია.
-მეც თუ ვიქნები შეძლებ.
-ძალიან მაღლა ვართ.-უიმედოდ წაიჩურჩულა,უფრო თავისთვის.მორჩილად მიჰყვებოდა უკან და წამით არ უშვებდა ხელს.ამ სიცივეში,სუსხში და ქარში,უნდა ეგრძნო...
წესით უნდა ეგრძნო,როგორი ცხელი იყო ვლადის ხელი,ზუსტად იოანას შეხების გამო,მაგრამ ნერვიულობის ფონზე არაფერი უგრძვნია.
-მოდი,მოდი ფრთხილად...აი,ასე.-ყველა დაბნეული ნაბიჯი გაუკონტროლა.უსაფრთხოდ გაიყვანა გადაზნექილ კლდოვან შველერზე და იქ დააყენა,საიდანაც ჯერ კიდევ არ შეიგრძნობოდა სიმაღლის განცდა.-ახლა,უნდა გხვიდე.
-ღმერთო,არ შემიძლია.-თავი გააქნია გიჟივით.უკან სვლით იწყო სიარული და პირდაპირ ვლადის მკერდს აეკრო ზურგით.-არ შემიძლია,არ შემიძლია.-თვალები მაგრად დახუჭა,თითქოს ცდილობს წინ გადაშლილ სურათს გაექცესო.ხელები მოუხერხებლად უკან წაიღო და მთელი ძალით შემოაჭდო ვლადის წელს.სრულიად აეწება სხეულზე,მთელი სიგრძეგანედით.
-რატომ მგონია,რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩარჩენილი გოგო ხარ?-საპასუხოდ თავად შემოჰხვია ხელები კაფანდარა მხრებზე.
ახლოს იყო,ესე ახლოს და მაინც ვერ ეთმობოდა,მაინც ვერავისთვის ეთმობოდა ვლადს.-ღამით,სიბნელეში ძილი გეშინია და სტოკერის უჟასებს კითხულობ,ხანდახან მგონია,რომ მეღადავები.-საკუთარ თავზე გაეცინა გირგვლიანს და გაღიმებულმა თმები ცალ მხარეს გადაუყარა.ნახევარი მხარი სულ დაიფარა ყავისფერი ხვეულებით.-მიმნდობი ხარ,მაგრამ მხოლოდ წამიერად,შემდეგ ფრთხები და როგორც კი ადამიანისგან სიცივეს გრძნობ,ნერვიულდები.საკუთარ თავში ეძებ პრობლემებს და ადანაშაულებ.მერე,ძალიან ბევრს ფიქრობ,ხშირად შენი ფიქრებიც მესმის,იცი?-საუბრისგან გაბრუებულს ნაზად უბიძგა წინ და ისე აიძულა გადაადგილება,იოანა აზრზე ვერ მოვიდა.
მისი სურნელი აწუხებდა,მისი სიახლოვე აბრუებდა,მისი სიტყვებიც მოქმედებდა და თავადაც ვერ აანალიზებდა,ისე მიდიოდა კლიდს ნაპირისკენ.გალურჯებული ტუჩებით ბუტბუტებდა სიტყვებს,ერთი ადგილისთვის გაეშტერებინა მზერა,შორს მთებს შორის,მაგრამ ვერ ფიქრობდა,ვერაფერს ფიქრობდა.მთელი არსებით ვლადთან იყო და გრძნობდა მის სიახლოვეს.-კატების გეშინია,პატარა ბავშვო,მაგრამ ეგ ხომ გადავლახეთ,სულ ცოტათი მაინც?ხოდა,ახლა...
-ახხ...ახლა...ახლა,ვლად.-დაჰიპნოზებულივით ამოიბუტბუტა იოანამ.
-როცა წინ წასული მხოლოდ შიშებზე ფიქრობ,არც ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება მყარი და უნდა იცოდე,რომ ბრძოლაში მხოლოდ ის იმარჯვებს,ვისაც შიშების კონტროლი შეუძლია,იოანა.-მაგიური გავლენა ჰქონდა გირგვლიანის სიტყვებს გონებისთვის.მისი ხელები ფრთხილად მოიშორა და სუსტად უბიძგა თხელ სხეულს,წინ წასასვლელად.
ერთი,ორი,სამი...
მეოთხე ნაბიჯი და უკვე კლდის ნაპირზე იდგა,სრულიად არეული და ამ სამყაროს მოწყვეტილი.
გონებით გადაღლილი,აფორიაქებული და დაბნეული.ჰაერის ძლიერი ნაკადი მოაწყდა სახეში და სუნთქვა შეკრული იძულებული გახდა,ღრმად ჩაესუნთქა.დამძიმებული ფილტვები დააცარიელა,შიგნით ღრმად ჩაუშვა თავისუფლებანარევი წმინდა ჟანგბადი და ადრენალინის მოზღვავებისგან სიტუაციაში გარკვეულმა სხეულმა,თანდათან დაიწყო გამოფხიზლება. რამდენჯერმე დაახამხამა თვალები,პირი შეეხსნა მღელვარებისგან და წინ გადაშლილ ხედს აწყლიანებული ირისები ზანტად ჩააყოლა ქვემოთ.მოწოლილმა ემოციებმა პირის ღრუ დაუხშო და გამოსახულება ერთმანეთში აირია.სიმაღლის შეგრძნების მარწუხებმა ერთიანად დაუარა ორგანიზმში,მაგრამ შიშის მაგივრად,მღელვარების და პანიკის მაგივრად,ისტერიული სიცილი მოვიდა.მისი კისკისის ხმები ტალღებად მიეჭრა მთებს და უკან ექოდ გამობრუნდა ამ ღვთისგან მიტოვებული ადგილის სტუმრებისკენ.ცოტა ხნით მშვიდად უყურა შორიდან,მაგრამ რომ მიხვდა იოანას სიცილი ტირილში გადაიზარდა,წამსვე მიეჭრა და აღტკინებულ სხეულს თავისი მკლავები შემოხვია დასაწყნარებლად.
-მშვიდად,მშვიდად,აქ ვარ.-უჩურჩულა ატირებულს და კიდევ უფრო მეტად მიიხუტა გულზე.სახიდან თმები გადაუყარა და ცრემლებით დასველებული ლოყები შეუმშრალა ძალიან ნაზად.-აქ ვარ,ნახე,შენთან ვარ.
-ეს რატომ გააკეთე?-ჭკუიდან შეშლას არაფერი აკლდა.თითქოს ხომ მოეშვა,გათავისუფლდა და დაცარიელდა,მაგრამ მაინც ვერ აწყნარებდა სხეულს.მთლიანად ცახცახებდა.-რატომ გააკეთე?
-შვება არ მოვიდა?
-შვება ყოველთვისაა შენთან ერთად...ჯანდაბა!არც კი მჯერა,ამას რომ ვამბობ,მაგრამ შენი იმედი მქონდა,შე ნაგავო!როგორ შეძელი და მარტო როგორ გამიშვი?-გაავებულმა ძლიერად უთავაზა მუჭი მუცელში. ტკივილისგან მოიკეცა ვლადი და მასთან ძირს ფეხმორთხმით ჩაცოცდა.ხელებს არაფრის დიდებით უშვებდა მის წელს.
-ჯანზე ხარ!-ამოიოხრა ვლადმა.-მაგრამ ეს მეორედ აღარ გააკეთო,კარგი?
-დიდი სიამოვნებით მოგისვრიდი აქედან.
-შენ ხომ...შენ ხომ გეშინია სიმაღლიდან დაცემის?მე როგორ მიმეტებ ეგეთი ტანჯვისთვის?-მისი სახე მოიქცია ხელებს შორის და თავადაც ვერ მიხვდა,რატომ აარიდა მზერა იოანამ.-ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდები,თუ ოდნავ მაინც განიცდი შიშს.შენც კარგად იცი,რომ ასეთ შემთხვევაში გამართლების გარეშე გამარჯვების ალბათობა,ნულის ტოლია და არ მითხრა,რომ ეს არ გჭირდებოდა.
-და შენ რისი გეშინია ასეთის,სადაც გამართლების იმედიც არ გაქვს?-მის თვალებში გაიარა მზერით იოანამ და ძლივს მივიწყებული სინდისი გამოუფხიზლა ვლადს.
უკან დაბრუნდნენ,თუმცა გზად უსიტყვობის მეტი არაფერი წაუღიათ.
უკან დაბრუნდნენ,თუმცა არეული ფიქრების გარდა არაფერი შერჩენიათ.
უკან დაბრუნდნენ და თითქოს ყველაფერი მთებმა დაიტოვესო,ქალაქში სულ სხვა ადამიანები დაბრუნდნენ.


დრო.
"დრო მომეცი,კარგი?"
ვისთან მიდის დრო?ვის ემატება,ან ვის აკლდება?
მეხსიერება,ეს დროის აღქმის ყველაზე მტკივნეული და ამავდროულად ყველაზე სევდიანი რამაა.
"რა დრო გასულა?"
ხშირად გვაფიქრდება გადაღლილებს.კიდევ უფრო ხშირად გვითქვამს,ნეტავ სულ არ მახსოვდესო.
"დრო რა სწრაფად გადის,არა?"
დრო სწრაფად სულაც არ გადის.ეს ჩვენი მეხსიერება ერთ სწორ ძაფზე კინძავს იმ მოგონებებს,რომლებმაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აგვაღელვეს,გაგვახარეს,შეგვაშინეს ან თუნდაც გაგვაოცეს.ის ადამიანები,რომლებიც მსგავსი მომენტების დეფიციტს განიცდიან და მათი ცხოვრება მდორედ მიედინება,ყოველთვის ფიქრობენ,რომ დრო სწრაფად გადის,რადგან მოსაგონებელი არაფერი აქვთ.
"შენი დროც სწრაფად გავიდა,იოანა."
ცარიელი სიტყვებით ამოიღო გულის ტკივილი ხორხიდან და დივანზე წამოწოლილმა გვერდი ზანტად იცვალა.
სახლში იყო.
იმ სახლში,სადაც ორი კვირის წინ შემოაბიჯა ფეხი და ეს ორი კვირა არავის ენახებოდა.
სახლში,სადაც კედლებიც კი არ იყო მისი,თუმცა ახლა სიმარტოვეს ვერ გრძნობდა.
სახლი სადაც,არაფერი იყო მისი,სიმარტოვის გარდა.
-ჯანდაბა!-კარზე ზარის ხმამ შეაწუხა.თვალები დახუჭა,იქნებ შეწყდესო,მაგრამ ხმა არ მიჩუმდა.-მარტოობას და ტანჯვას აღარ გაცდიან ადამიანს,რა.
ფეხზე არ ჩაუცვამს,ისე გაფრატუნდა მისაღები კორიდორისკენ და დაუფიქრებლად შეხსნა კარი.
-გამარჯობა,იო.-ბექა თბილად უღიმოდა ერთადერთ დას.
დას რომელიც სულ აწვალებდა,სიტყვით კლავდა და მაინც არ ეშვებოდა.
-გაგახსენდი?
-შემომიშვებ?
-შემო.-განზე გადგა და გზა დაუთმო.ჩქარი ნაბიჯებით შემოვიდა სახლში,ფეხსაცმელი გაიხადა და ისე შევიდა შიგნით,რადგან იცოდა იოანას ჭირივით ეზარებოდა ხალიჩაზე ბინძური ფეხსაცმელებით სიარული.
დივანზე მოკალთდა და მშვიდად ახედა ქვემოდან.
-დაჯექი,არ მოგერიდოს.
-რა ხუმარა ხარ.-თვალები აატრიალა იოანამ და ხალიჩაზე ფეხმორთხმით მოთავსდა მის წინ.თავი მუხლებს დააყრდნო და...
-მე შენზე გაბრაზებული ვარ.
-ორ კვირაზე მეტი გავიდა და მხოლოდ ახლა გაგახსენდი.
-მაშინ იმის გამო კი არ გაგითიშე ტელეფონი,რომ საუბარს თავი ავარიდე,არამედ იმიტომ,რომ ვიცოდი ნერვები მოგეშლებოდა და ვამჯობინე ცოტა ხნით მაინც დაგესვენა,გასაგებია?.-სევდა ჩაუდგა ბექას თვალებში.უთქმელად მიუხვდა დარდს,თუმცა მასში სხვა სადარდებელსაც კარგად ხედავდა უკვე.მოსვლის წამიდან.-იოანა...
-შენ ყოველთვის გულწრფერლი ხარ ჩემთან?-დუმილის შემდეგ ჰკითხა ძალიან მშვიდად.-ჩემზე რომ გეკითხებიან,შენი და როგორააო,პირველი რა გახსენდება ხოლმე?და რომელიც გიყვარს,თუ ნახევარდა,რომელიც უნდა გიყვარდეს?
-იოანა!-იმედგაცრუებაც აღარ შეეძლო მის ტონზე და საუბარზე,რადგან ისე მიეჩვია გაუფასურდა.იოანა წამდაუწუმ ახსენებდა ყველაფერს,მაგრამ მის თვალებში ყოველთვის შეეძლო იმ სხივის დაჭერა რასაც "გადამარჩინე"ჰქვია.
არ ენანებოდა ძმისთვის ის სიტყვები,რითაც გაუაზრებლად გულს ტკენდა და ამის მიუხედავად, ბექა ყოველთვის გრძნობდა,რომ იოანა მისი მადლიერი იყო.
-მართლა მაინტერესებს,ბექა.
-იცი ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული?-წინ გადმოიხარა და საოცრად ნაღვლიანი მზერა მოატარა მის ჩაწითლებულ თვალებს.-შენ რომ დღემდე ვერ გამიცანი.
-რას მელაპარაკები,მეგონა გიცნობდი.-ჩაეცინა მას.
-მოდი აქ!-მაჯაში მოკიდა ხელი და მისკენ ინერციით დახრილს ძლიერად ჩააფრინდა სახეზე ხელებით.-რამდენი წელი გავიდა იმ დაწყევილი დღიდან?რამდენი წლის ვიყავი მე ის საშინელებები,რომ გავიგონე?!ათის,რვის,თერთმეტის?!
-ბექა,არ გინდა გთხოვ.-გაიბრძოლა და არ გამოუვიდა.აწყლიანებული თვალები ძირს დახარა და ძმას უფლება მისცა მთლიანად დაეჭირა მისი მოდუნებული სხეული."იმ დღის"გახსენებამ საზარელი ტკივილი მოჰგვარა გულში და ამის გადასატანას გაუაზრებლად ფრჩხილები ჩაასო კანში,ისე ძლიერად სისხლა გამოიჟონა კაპილარებიდან,მაგრამ არ ტკენია ბექას,ოდნავადაც კი.-არ გინდა,გეხვეწები.
-რამდენი წლის ვარ,იოანა?ოცდასამის?ცამეტი წელია მტანჯავ და ცამეტი წელია გაურკვევლობაში მაცხოვრებ.ცამეტი დაწყევლილი წელია ისეთ პირობებს მიქმნი,საკუთარ თავს გათენებისას ვეკითხები "ბექა,ნამდვილად გიყვარს იოანა?" ჩემს გრძნობებში ეჭვი შემატანინე,შენ რა ადამიანი ხარ?!-იღრიალა ბოლო ხმაზე მწყობრიდან გამოსულმა.
-და რატომ უნდა გიყვარდე?ერთხელ მაინც არ გიკითხავს საკუთარი თავისთვის?-კიდევ უფრო მეტად ჩაასო კანში ფრჩხილები.ვეღარ გაუძლო,უბრალოდ ვეღარ გაუძლო წარსულს და მთელი ძალა მასზე გადაიტანა.
-პრობლემაც ზუსტად ამაშია,იოანა.აი აქ...-თითი საფათქელთან მიუტანა.-ღრმად გაქვს ჩაბეჭდილი,რომ შენ არ უნდა უყვარდეთ,რომ შენი სიყვარული არ შეიძლება,რომ შენ უუფლებო ხარ ჩვენი ყველას წინაშე.თავს რატომ იტანჯავ?
-ყოველთვის,როცა ვცდილობ გავთავისუფლდე,მახსენდება რომ...
-გახსენდება,რომ...
-მახსენდება,რომ...-ვეღარ დაასრულა.გიჟივით ჩემოჰხვია მკლვავები მის კისერს და ბოლო ხმაზე აქვითინდა.ბექაც იძულებული გახდა მასთან ერთად დამჯდარიყო ხალიჩაზე.ქვემოთ ჩასრიალდა და იოანას მოცახცახე სხეული მჭირდოდ მიიხუტა სხეულზე.
ისე ტკიოდა მისი ცრემლები,მისი ბავშვობა,მისი ტკივილი...
რას აღარ მისცემდა,ოღონდ დაევიწყებინა,ოღონდ სულ წამით მაინც დაევიწყებინა მისთვის,რომ ძალადობით და სიველურით ჩასახული ბავშვი იყო.
გაჩნდა სხვისი ცოდვებით,თავად უცოდველი და მერე მთელი ცხოვრება თავისი სუფთა მხრებით სხვისი ბინძური ტვირთი ატარა.
-ხომ იცი,რომ მე ოდესმე მაინც გეტყოდი,ხომ იცი?-სლუკუნით შეეკითხა თვალებაცრემლებულ ძმას.ნიკაპი უთრთოდა და ვერც ხმას იმორჩილებდა.-მამაშენისგან მაშინ ჩუმად რომ არ მოგესმინა ის სიტყვები,ხომ იცი ბექა,...მე არ დაგიმალავდი,ამას საკუთარ თავსაც ვერ ვუმალავ.
-იცი პირველად რა ვიგრძენი,ეგ საუბარი რომ მოვისმინე?-წყნარად შეეკითხა მას.პასუხს არ დალოდებია,ისე განაგრძო.-ბრაზი.ძალიან გავბრაზდი.არც ვიცოდი მაშინ რას ნიშნავდა ის სიტყვა,ან არასასურველი ნაყოფი რას წარმოადგენდა.ვერ გავიგე ქალზე ძალადობა რა იყო,ან შენ რატომ გიწოდა ის საშინელი სიტყვა,მაგრამ ფაქტია,ძალიან გავბრაზდი.შენზე კი არა,მამაჩემზე გავბრაზდი,რომ გაბედა და მაგ ჩემთვის გაურკვეველი სიტყვით მოგმართა.აბა,შენ რა გაქვს გასაბრაზებელი,ჩემო ლამაზო?შენ რა გაქვს,იოანა?-კვლავ მიიყრდნო მკერდზე მისი სუსტი სხეული და აცახცახებულს თავზე დაუწყო ფერება.-მაშინ მივხვდდი,რომ შენ მიყვარდი ყველაზე მეტად და ყველაფერს გავაკეთებდი,რომ დამეცავი.მე თუ მიყვარხარ და შენზე ვზრუნავ,არ ნიშნავს იმას,რომ მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ ამას,ან რამე მაიძულებს.მე შენ მიყვარხარ,თან უანგაროდ,უპირობოდ და ყოველ ჯერზე,როცა ცდლიობ,რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირო,ძალიან მტკენ.
-მაპატიე გეხვეწები.ყველა საშინელი სიტყვა მაპატიე.
-დაწყნარდი და შემომხედე.-თავი გაუკავა ერთ ადგილას.უკვე მწყობრიდან გამოსული რთული დასამორჩილებელი აღმოჩნდა.-ნახე ხელები რას დამიმსგავსე.
-გატკინე?
-დაწყნარდი და თავი ხელში აიყვანე...აი,ასე.კარგი გოგო ხარ.-თხელ თითებზე აკოცა და ცრემლები შეძლებისდაგვარად შეუმშრალა სახეზე.-შენ იცი,რომ "ნახევარგანაკვეთა" სტატუსებს ვერ ვიტან,ამიტომ არასდროს მომიხსენიებიხარ საზოგადოებაში როგორც ნახევარდა,შენ ყოველთვის ჩემი და იყავი,ხარ და იქნები.
-ვიყავი!
-ხარ კიდეც!-გააწყვეტინა მკაცრად.-რატომ არ გინდა,რომ მაგ უჭკუო თავში შეუშვა?მე ,თერთმეტი წლის ბავშვმა მაშინ სიმართლე სულ შემთხვევით მოვისმინე,მამენტ არ გავარტყი ეგეთ სიმართლეს?რა შეიცვალა?გეკითხები რა შეიცვალა?!
-ესე არ უნდა გაგეგო.-თავი გააქნია გიჟივით.თვალებში ვერ უყურებდა.
-მაგრამ გავიგე.ორი კვირაა ჩამოსული ხარ და მხოლოდ იმიტომ არ შემეხმიანე,რომ გეგონა შემაწუხებდი.-თავი გააქნია სინანულით ბექამ.-არ მაწუხებ შენი არსებობით,ვერც არარაობად აღგიქვამ.არ შემიძლია,გესმის?იმას ნუ მაბრალებ,რაც არ შემიძლია და არც მინდა.
-მადლობა.-ღონემიხდილი მიეყრდნო ძმის მკერდს და მშვიდად შეისუნთქა მისი სურნელი.-ადამიანობისთვის...ჩემი ბავშვობისთვის.
-წამოდი ახლა,მაჭამე რამე.
ფეხზე წამოდგა,ყველა ცრემლი სათითაოდ შეუმშრალა და იოანას თავად გაუწყო სუფრა,მინიმუმ სამი კილო გაქვს დაკლებული და კიდევ ეგ გინდა შენო?!გაუბრაზდა.
პატარა იყო,მაგრამ მაინც ზრუნავდა მასზე.
არა მოვალეობის მოხდის მიზნის,არა სიბრალულის,არა თანადგომის გამო,არამედ იმ სიყვარულის და გრძნობის,რომელიც მის მიმართ გააჩნდა.
უანგარო.

***
გაუფერულდა.
ზაფხულის ფერადი და სავსე დღები,ისე გაიცრიცა,ვლადს ყველა სასიცოცხლო საშუალება შემოაძარცვა სხეულიდან.
ხომ არის მომენტები,როცა ვიშლებით და ცხოვრებას რაღაც მომენტში ისე ვერ ვაგრძელებთ,როგორც მანამდე?
ჩამოვიდნენ და დაიშალნენ.
დაიშალნენ არა სულიერებით,არამედ სხეულებით,რადგან ერთმანეთს გაურბოდნენ.სვანეთში გატარებული დრო გარდამტეხი და გადამწყვეტი აღმოჩნდა მათთვის.გაბედა,თუმცა საპასუხოდ ტკივილის მეტი არაფერი მიუღია.
ისე უყვარდა,შეეძლო დაეთმო კიდეც,მაგრამ ამას იმის გამო არ გააკეთებდა,რომ მასთან მისასვლელი ყველა გზა მოეჭრა,არამედ იმისთვის რომ გიორგის და ტაისიას მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობდა და პირველ რიგში მისთვის უნდა ყოფილიყო ღირსეული ნათლია.
ტაისია კი უნდა ყოფილი ნათლული და არა ჩამკეტი გზა,ბარიერი ან წინააღმდეგობა ვლადისთვის.

***

დამძიმებული ქუთუთოები ზანტად გაახილა და ქვედა ტუჩზე ძლიერად ჩაფრენილმა მოჭუტული თვალებით გახედა ფანჯრის მინებში ამოწვერილ მზეს.ყველაფერი გამოფხიზლდა და თავად ღრმა ძილს მიცემულმა,მხოლოდ იმ მომენტში გაანალიზა,როგორ ჭირდებოდა ურთიერთობები.
სასწრაფოდ ფეხზე წამოდგა და იმ აზრით დაიმედებულმა,რომ სახლში სოფოკო დახვდებოდა და სიგიჟემდე მონატრებულ ტაისიას გულში ჩაიხუტებდა,სიხარულით გამოიკეტა ცარიელი სახლის კარი.
რიდით დააკაკუნა რკინის კარზე.
ორ კვირაზე მეტი იყო გასული,რაც არცერთი უნახავს და ძალიან,ძალიან ეშინოდა მათთან შეხვედრის.
ახლა კარი ვლადს,რომ გაეღო მიწაც გაუსკდებოდა,თუმცა პრობლემას პრობლემა ემატებოდა,საფიქრალს საფიქრალი და ვერასდროს იგებდა,რატომ ან რანაირად მიდიოდა მისდაუნებურად ფიქრებით ვლადთან.
ვერც ახლა გაიგო,ან გაიგო,ან სულ იცოდა და აიგნორებდა.
-კეროლაინ?-ღია კარში ნათია გამოჩნდა სანდომიანი ღიმილით და მის დანახვაზე იოანასაც ბაგე შეეხსნა.
-ნათი...-თბილად გადაეხვია ორმოცდათიოდე წლის ქალს,რომელმაც როგორც შვილი ისე ჩაიკრა გულში არეშიძე და თმებზე მზრუნველურად მოეფერა.
-იოანა...იოანა დამიძახე.
ტაისია რომ ჩაიხუტა და თან აღმოაჩინა პატარას სიარულიც კი დაუწყია,საკუთარი თავი ყველაზე უაზრო ადამიანად ჩათვალა მთელს დედამიწაზე.მათ გარეშე გატარებული ორი კვირის თითოეული დღე გულში ხინჯად შეერჭო და ძალიან ინანა.
-უფფ,როგორ მოხდა ადამიანურ ცხოვრებას,რომ დაუბრუნდი?-სოფოკო უკმაყოფილო იყო მისი საქციელით.ნათიას წინაშეც კი არ ერიდებოდა მის გამოლანძღვას.-თვალები ჩაშავებული გაქვს,წონაშიც დაგიკლია,ისედაც არ იყავი ჩიტის წონაზე მეტი.
-არაუშავს,დედიკო,ქალს სულ არ უხდება ზედმეტი წონა.-თავი გააკანტურა ნათიამ და ხელი ხელზე დაადო მოღუშულ იოანას.თავისებურად შეეცადა მის გამხნევებას,რაზეც არეშიძეს სუსტად ჩაეღიმა.
-ესმის?არ ესმის.აი,ასე სულ მეჩხუბება ხოლმე და მიწასთან მასწორებს.
-სოფოკო!-წყენით გადახედა რძალს ნათიამ.აქაოდა,როგორ მიჩაგრავ ამ გოგოსო?!-გიორგი როდის მოვა ნეტავ,წასავლელი ვარ.
-ოოო,სად მიდიხარ,ნათი?
-სახლში მაქვს ათასი საქმე,ცოტა ხნით შემოვიარე,ტაისია მომენატრა ისე,ისე...
-ტაისია როგორი გამაიმუნებულია?-უნებურად გამოუკეთდა ხასიათი იოანას.აღფრთოვანებით დაიწყო საუბარი.-მგონი მემსგავსება თანდათან,არა?
-კი,ნერვებს მიშლის ხოლმე,ლამის გავაშვილო.
-როგორც ჩემი შორეული მეგობარი იტყოდა,სიტყვები დააწმინდავე და მერე მებლატავე.მომინდომა გაგაშვილებები და „უზდელობები“ აქ!
-უუფფფ,მოვედით ხასიათზე გაუცინარო პრინცესა?-გაუხარდა მისი ცვლილება სოფოკოს და ყავის ფინჯანს დაწვდა ნეტარებით.პირში ჩაგუბებული სითხე უგემურად გადაყლაპა და მანჭვით გახედა უკვე სოფოკოს რეაქციის გამო,უხერხულად მჯდომ ნათიას.-ნათი...
-უიმე,მომიკვდეს თავი!ისევ ჭიქები ამერია?-უცებ დაფაცურდა ქალი,აღაფოთებით დახედა ჭიქებს.
-არუშავს,არაუშავს,ერთხელ მოგსვლია თუ ორჯერ?
-მოდი,ახალს გაგიკეთებ.-იცოდა სოფოკო არ თხოვდა ახალი ყავის გაკეთებას,მაგრამ მაინც შესთავაზა.იოანა ფხუკუნით ადევნებდა თვალს რძალ-დედამთილს.ნათიას ყოველთვის შეეძლო მისთვის ხასიათის გამოკეთება,ჩემზე კარგი მსახიობიაო გაიძახდა.-ისე,სოფო,არ შეიძლება უშაქრო ყავის დალევა,კოფეინი ზედმეტად მოქმედებს და უნდა გაანეიტრალო.
-არც ნიგვზიანი საჭმელები შეიძლება ჩემთვის,მაგრამ გესმით?-ვითომ საწყლად აუფახურა თვალები.იოანა უკვე იატაკზე იწვა სიცილისგან სახეზე წამოწითლებული.
-ნიგოზი...ნიგოზი სასარგებლოა ორგანიზმისათვის,ტვინს კვებავს.-დაბნეულმა ვერაფერი მოიფიქრა სხვა.-თანაც სულ მავიწყდება,რომ ალერგია გაქვს,ჩემო დაჩაგრულო გოგო.
-აჰაა!-წარბაწეულმა გადახედა იოანას.შეხედე,რაში ყოფილა თურმე საქმეო.-ე.ი...
-სოფოკო!
-მაცადე,გოგო!-შეუბღვირა იქეთ დაქალს.მთელი ტანით ნათიასკენ შებრუნდა.-როგორ მეშინია სიბერის,იცით?
-ეჰჰ,ძალიან,ძალიან,რთულია სიბერე.ჩემს მეზობელს რომ ვუყურებ...-სევდით ჩაილაპარაკა ნათიამ და თავი გააკანტურა რამდენიმეჯერ.-ჩემზე ჯერ კიდევ არ ითქმის,თუმცა...
-სიბერეს ამნეზია სცოდნია,თურმე...
-სოფოკო!
-იოანა,დამეთანხმე!
-რა ამნეზია?-გაუკვირდა ნათიას.
-აი,როგორც თქვენ,ზუსტად ისე.
-მე ამნეზია არა მჭირს.-გულუბრყვილოდ მიუგო.-რაღაცებს ძალით ვივიწყებ,თვალსაც ხშირად ვხუჭავ და ისე ვიქცევი,თითქოს ბრმა ვარ,თუმცა ამნეზია?არა,გენაცვალე.
-თქვენ არა,მაგრამ აი,როცა ადამიანი ასაკში შედის მისი ტვინის უჯრედები ბერდება და ფუნქციას კარგავს.
-დიახ,იოანამ ბევრი იცის ადამიანის ორგანიზმის შესახებ,ამიტომ დაუჯერეთ.
-მერე,მერე იოანა?
-მერე,რა ვიცი...ქვეითდება ნერვული სისტემის აგზნებადობა,ჰუმორული რეგულაცია...
-ჰუმო...რა?
-ჰორმონების ფუნქციონირება.-საქმიანი ხმით განაგრძო იოანამ.სოფოკოს ის შაქრიანი ყავაც კი ეგემრიელა,ისე გაერთო.-მოკლედ,ყველაფერი ქვეითდება,მათ შორის,მეხსიერებაც.
-ჩემს მეზობელს სიმსივნე აქვს.-შფოთვით ჩაილაპარაკა ნათიამ და პირზე ხელი აიფარა.-საწყალს ლეიკემია აღმოაჩნდა...
-არა,არა ეგ ასაკობრივი არაა,ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს ადამიანს,ამიტომ არ შეიშინდეთ.-ხელები გააქნია იოანამ.სოფოკოს წარბშეკრულმა გადახედა და ნათიას კვლავ გაუღიმა.-მაგ დროს ძვლის წითელ ტვინში ირღვევა ერითროციტების წარმოქმნა,ასაკთან არაფერ შუაშია.
-აი,ჩემი ალერგია რომ გავიწყდებათ,ეგ ნამდვილად მეხსიერების ბრალია.
ცოტა ხანს მიეცა ნათია ფიქრებს,სიბერე ყოველთვის აშინებდა და ხშირად გაურბოდა ამაზე საუბარს.მერე თითქოს გამოერკვაო,სწერვა სახით გახედა რძალს და თან ფეხზე წამოდგა.
-შაქარი,მარილი და სხვა სუნელები ჯობს თიხის ან კერამიკის ჭურჭელში შეინახო,სხვა შემთხვევაში სპეციფიურ სურნელს აიღებს,კოფეინის დოზა შეამცირე,დღეში ორი ლიტრი წყალი მაინც დალიე და ეცადე ნატურალური პროდუქტიტ იკვებო,ორსულად ხარ,დღეს ჩემს გაკეთებულ ბლინებზე გული აგერია,არადა ღმერთია მოწმე,სულ სიამოვნებით მიირთმევდი აქამდე.-თავზე აკოცა რძალს,ორივეს დაემშვიდობა და შოკში ჩავარდნილი დაქალები მარტო დატოვა,გიორგის ვეღარ დაველოდები საქმეები მაქვსო.
ნათიას წასვლის შემდეგ ხუთი წუთი მაინც იყო გასული და ამის მიუხედავად, გაოცებული სახეებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს.პირთან მიტანილი ჭიქა ჰაერში გაეჩერებინა იოანას და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა,არანაკლებ მდგომარეობაში მყოფი სოფოკოსთვის.ნელა ჩააყოლა თვალები მის ვარდისფერ მაისურს და მზერა პირდაპირ მუცელზე შეაჩერა.წყლის დიდი ყლუპი გადაყლაპა და ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა.
-რაო იმ ქალმა?
-მგონი რაღაც ორსულობაო...-ხელი ფრთხილად მიიდო მუცელზე და რიტმულად აათამაშა თითები.ცოტა ხნით ისხდნენ წყნარად,რამდენიმე წამის მერე ვერ გაიგებდით რომელი რომელს ასწრებდა კარში.აფთიაქში გავარდნენ და ნათიას დასკვნამაც არ დააყოვნა,ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
შანსი კიდევ ერთი სიცოცხლის გაჩენის და კიდევ ერთი შესაძლებლობის,საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია მოგევლინა დედამიწაზე.
-გავგიჟდი გეფიცები.აქამდე როგორ ვერ მივხვდი?-სიხარულისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა,ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და ტაისიას იხუტებდა გულზე სოფოკო.-დეე,მამას ახალი ამბავი ვუთხრათ თუ ცოტა ვაწვალოთ?
-უნდა უთხრა,რა თქმა უნდა.ვერ ვიტან ვითომ რომანტიულად რომ ატყობინებენ ქმრებს მაგ ამბავს.-თვალების ტრიალით მიადგა დედა-შვილს,ხელიდან გამოსტაცა ტაისია და პატარა ფეხზე დააყენა.მასთან ერთად დაიწყო სიარული და რომ მიხვდა ტაისია უკვე დამოუკიდებლად დადიოდა,საკუთარ თავზე გაეცინა.-ღმერთო,როგორ დავიღალე.
-მოდი, მე და შენ ვისაუბროთ,რა.ნათიასთან ვერ დაგელაპარაკე.
-ნახევარი საათის წინ გაიგე ორსულობის შესახებ და მაინც ჩემზე ღელავ,მაინც ჩემზე გაქვს მომართული მთელი ყურადღება და ჩემზე ხარ კონცენტრირებული.სოფოკო,არ იღლები?მე გავაფრენ,შენ რომ ჩემნაირი იყო.ხანდახან საკუთარ თავს ვერ ვიტან და მერე შენზე მეშლება ნერვები,ამდენს რომ მითმენ და მიძლებ.
-ნუ მიყვირი და სანამ ნორმალურად გესაუბრები შეირგე.-თვალები დაუბრიალა.ტაისიას სათამაშოები დაუყარა რბილ ხალიჩაზე და დაქალი ფაქტობრივად ძალით დააჯინა სავარძელზე.თავად მაგიდის ზედაპირს მიეყრდნო ხელებგადაჯვარედინებული და თვალები ავისმომასწავებლად დაუწვრილა იოანას.-საერთოდ რა გინდა ამ ცხოვრებისგან იცი?
-ახლა არ დაიწყო...
-ჯავახაძემ დამირეკა,შენს დაქალს ვერ ვუკავშირდები და რას შვება,როლზე ხო დაგვთანხმდაო?იოანა,სულ გაააფრინე?
-ემოციური კრიზისი მაქვს.ახლა მაგ პატარას გამოც კედელებზე უნდა დავდიოდე სიხარულისგან,მაგრამ გამოხატვა არ შემიძლია,საერთოდ არაფერი შემიძლია,სოფოკო.-უჰაერობისგან შეწუხებული ფეხზე წამოდგა და ფანჯარა გამოაღო.ვერ დამშვიდდა.თავს იჩვენებდა,თუმცა არაფერი უხაროდა,ან განიცდიდა,მაგრამ ვერ იაზრებდა.
-მგონი მოგწონს,აი ეს შუბლზე რომ გაწერია,შემომხედეთ რა საწყალი და საცოდავი ვარ "ვიდები" და მასულელებ.
-რა შუაშია?
-ვლადი ნახე?
-რაც ჩამოვედით იმის მერე აღარ.-გული აევსო ტკივილით და შეეცადა მაქსიმალურად არაფრისმთქმელი სახე ჰქონოდა მისი ხსენებისას.-მაგის წიგნი მაქვს,მაშინ მათხოვა და ვნახო იქნებ სადმე,რომ დავუბრუნო.
-კი,ნახავ,ეგ და გიორგი მოვლენ მალე.
-ეგ და გიორგი?-წამსვე გაიფაქტა თავისი რეაქციით.სოფოკოს ხარხარზე სულ მოეშალა ნერვები.-ჩემი ბრალია,ჩემი!მე გაგაბლატავე!
-ეგ რომ მოვა,გაყვები.
-რას ჰქვია გავყვები?!
-აბა,ვინ წაგიყვანს?ბექას დაურეკავ?
-სულ იცი,ნერვები როგორ მომიშალო,რა...-ბუზღუნით დაწვდა ტელეფონს,ბექას გადაურეკა,იმან ქალაქში არ ვარ,მაგრამ ჩემს რომელიმე ძმაკავს ვთხოვ და ხუთ წუთში მანდ გაჩნდებაო.
-უიმეე,ვიღაც უცხოებს ჩაუჯექი ახლა მანქანაში კიდე.-სოფოკო მიაწვია და უარი ათქმევინა ბექასთვის.
და მერე ის მოხდა,რისიც ეშინოდა.
დიდი დრო არ გასულა,თუმცა კარის ზღურბლზე ნაცნობი ადამიანის ხილვამ ერთიანად აუშალა მონატრების საღერღელი.სხეულში შემოპარული ვერაგი სითბონარევი სუსხი კაპილარებს მოედო სასიამოვნოდ და მთელი ორგანიზმი მოილაშქრა.
ვერ დაარქმევდა ამას მონატრებას,ეს უფრო მისი ხილვით გამოწვეული ბედნიერების განცდა იყო,როცა ნამდვილად იცოდა,რომ ვლადი იყო ის,ვინც ყოველთვის ახერხებდა მის სხეულში უჩვეულო გრძნობების ქარცეცხლის დატრიალებას.
თვალებით კონტაქტი დაამყარეს ერთმანეთთან,უფრო მეტი არაფერი ყოფილა.წამით ისიც კი მოეჩვენა,ვლადმა განგებ ამარიდა მზერაო და მერე საკუთარ თავს გაუწყრა,არ ჰქონდა გაბრაზების უფლება.
-ეეე,ჩემი კრუელა მოსულა.-გიორგიმ კინაღამ გაჭყლიტა,ისე ჩაეხუტა.
-დავიხრჩე,გიორგი!
-რას მეროჟები,გოგო?!არ მოგენატრე?!
-აიი,ყველაზე მეტად შენ მენატრებოდი ტაისიას მერე.-ლოყაზე მოუთათუნა პატარა ბავშვივით.სოფოკოს წამით გადახედა,თვალით ანიშნა გააკეთე რამეო და სოფოკოსც არ დაუყოვნებია.
-ვლად,ჩემი გაჭირვებული დაქალი უნდა მიიყვანი სახლში და ძალიან ხომ არ შეგაწუხებთ?-ღიმილით გადახედა ერთ ადგილზე აყუდებულს.
-სოფოკო,ჩემით წავალ-თქო.
-ამ სიბნელეში?
-ხო,არაუშავს,მივაგნებ როგორმე.
-წავედით.-პირველად ამოიღო ხმა გირგვლიანმა.მისი ხმაც კი შეცვლილი ეჩვენა იოანას.ასე როგორ გაცივდაო?ლამის ნიკაპი აუკანკალდა მღელვარებისგან.
ვეღარაფერი თქვა.უაზრო ჭირვეულაბას და ჯინიანობას წასვლა ამჯობინა და მათი პატარა ოჯახი სევდით სავსემ დატოვა.
კიბეებზე ჩასვლისას უკან მიჰყვებოდა ვლადს და თავისდაუნებურად ფიქრობდა,როგორ გაუხარდებოდა გიორგის ახალი ამბავი,ალბათ,რამეს დალეწავდა სიხარულისგან,მერე მეზობლებშიც გავარდებოდა ყვირილი,მთელ უბანს გააგებინებდა და დაწყნარდებოდა.
ან ვერ დაწყნარდებოდა.
ტაისიასზე რომ გაიგო,მაშინ მთელი კვირა უაზროდ გაღიმებული დადიოდა.
მაშინაც,მის მერეც,ახლაც...
შვილი სულ სხვა გრძნობებს უღვიძებს ადამიანს.
ოღონდ მის წინ მიმავალზე არ ეფიქრა,მთელ საკაცობრიო საკითხებს შეეხო გონებით.ჩუმად მოთავსდა მანქანაში და უხმოდ განაგრძეს მგზავრობა.
-თუ გინდა რადიო ჩართე.-უარაფრობას,ამის თქმა ამჯობინა გირგვლიანმა.წამის მეასედი დასჭირდა მისკენ რომ გაეხედა და ეს დროც საკმარისი აღმოჩნდა,ადგილზე დატყვევდა ვლადი.
როგორი სულისშემძვრელი იყო მისი ჩაშავებული და ჩაცვენილი თვალების დანახვა.ისედაც გამხდარი კიდევ უფრო გამხდარიყო და მისი თმებიც გაუხეშებული ეჩვენა გირგვლიანს.მხოლოდ სურნელი იყო უწინდებური.თავბრუდამხვევი და უცნაური,თავისი გრილი არომატით.
-როგორც გინდა.
-ვიცი,სიჩუმე არ გიყვარს.-ხელი მიაჭირა ჩამრთველს.მელოდია ბგერებათ გადმოიღვარა სალონში და ორივეს სასმენ აპარატმდე უსიამოვნოდ მიაღწია.
"Artificial love" თავისი სინარნარით განაგრძობდა ჟღერადობას,თუმცა აქ ამ სიტუაციაში,ეს სიმღერა იმდენად არასაჭირო იყო,უსიამოვნების მეტი არაფერი მოუტანია მათთვის.
თავი მიაყრდნო სავარძლის საზურგეს შეეცადა გაეხსენა,ბოლოს ვლადთან ერთად ასე დაძაბულმა როდის იმგზავრა.ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა,სვანთემა,ბევრმა შეხებამ,ჩახუტებამ,სიტყვამ და ბოლო ერთმ თვემ იმდენი გარდამტეხი ცვლილება მოიტანა,გააზრება კი არა,აღქმაც გაუჭირდა იოანას.
-"ეს სიყვარული,შენ რომ მაჩუქე,აღარ მინდა..."-ღიმილშეპარული სუსტად აჰყვა ტექსტს და მთელი სახით შეტრიალდა ვლადისკენ.არეული მზერა მოატარა მის წარბშეკრულ პროფილს და შესახებად წაღებული ხელი ჰაერშივე გააჩერა.ის ღიმილიც ჩამოერეცხა სახიდან და ცივად დააბრუნდა ხელი უკან.
-ვლად,მე შენი წიგნი მაქვს.
-თუ გინდა გქონდეს.-შეცვლილი ხმით უპასუხა ვლადმა,თითქოს დათბაო და უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად,დაოუკებელი სურვილი გაუჩნდა მანქანა გადაეყენებინა და ის გაფერმკრთალებული,თუმცა ლამაზი პაწია ჭორფლებით დაწინწკლული სახე დაეკოცნა მისთვის.
-მაჩუქებ?
-გაჩუქებ.
-და თუ გეტყვი,რომ არ მომეწონა...
-ეგ ჩემი ბრალი ნამდვილად არაა.-გზაზე გადაიტანა ყურადღება,მაგრამ მის ჩვეულ ტონზე მაინც ჩაეცინა.
-და მაინც,რატომ ვერ აღმაფრთოვანებდა უიმედოდ შეყვარებული ადამიანების ისტორია?-შეკითხვა გაუმხილა,რომელიც სულ აწუხებდა მოსვენებას არ აძლევდა.
-რა?
-სიყვარულის კოშკზე ლეგენდა,რატომ არ მომიყევი?
-შეგიძლია ინტერნეტში მოძებნო.
-სპეციალურად არ გავაკეთე ეგ!-უპასუხა გაღიზიანებულმა და ნერვებმოშლილმა.
-სანამ არ გაანალიზებ,რომ უყვართ,იმიტომ რომ უყვართ და ზოგადად არ მიხვდები,რომ ყველანაირი სიყვარული სიყვარულია,მანამდე ვერ გაიგებ.
-სპოილერი იყო?
-არა,სიმართლე იყო,რომელსაც ახლაც კი გაექეცი.-ოდნავ უმატა სიჩქარეს,რადგან იცოდა იოანას ამაზე გართულება არ ჰქონდა.
მოკუმული ტუჩებით უყურებდა,შიგნიდან ახრჩობდა და აწვებოდა სიბრაზის,ყველაფრის თქმის და ამონთხევის სურვილი.
-გააჩერე მაქნანა!
-მალე მივალთ!
-გააჩერე-მეთქი!-უფრო მკაცრად გაუმეორა და ფაქტობრივად გაუჩერებელი მანქანიდან გადავიდა.შემოდგომის ჰაერმა დადებითად იმოქმედა მასზე,თითქოს გამოაფხიზლდაო და თითის აქნევით შემოტრიალდა მოახლოებული ვლადისკენ.
-არც კი გაბედო,საერთოდ არაფერი მითხრა ახლა.-ძლივს შეკოწიწებული სიმშვიდით გამოსცრა სიტყვები პირიდან.-არ გაბედო!
-მეჩვენება თუ ემციურად არამდგრადი გახდი?-ჩვეული ტონით უპასუხა ვლადმა,არადა, ესეთ სიმშვიდეს საერთოდ არ განიცდიდა,მითუმეტეს ამ სიტუაციაში მასთან ერთად.
-ჰო,ემოციურად არამდგრადი გავხდი!ასე,ადექი შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და მოსვენებას არ მაძლევ.შემშალე,ჭკუიდან გადამიყვანე და ახლა მაგას მეკითხები კიდეც?
ზემოდან დახედა მდგომარეობიდან გამოსულს,ცეცხლებს რომ ყრიდა თვალებიდან და ამხელა ბრაზის მიუხედავად,ცოტა აკლდა და იტირებდა.სახე მიუახლოვა მის ფერმკრთალ სახეს,ძალიან ახლოს და ძალიან შორს,ისე რომ მისი სუნთქვა წამით არ აღწევდა იოანამდე და ერთ სიტყვას,სამიოდე მარცვალს და მაინც ამხელა აზრის მატარებელს,მთელი სული და გული ამოაყოლა,ისე უთხრა...
-მიყვარხარ.
-ღმერთო.-გიჟივით გააქნია თავი,თან გაეცინა.-საკუთარ დედასაც არ ვუყვარვარ,ვლად.
-მე მე ვარ და მე მიყვარხარ.-ორი ნაბიჯი გადადგა იოანასკენ და დაინახა,როგორ ჩაუქრა თვალებში ყველაფერი მას.ის სხივებიც აღარ იყვნენ თავის ადგილზე,აქამდე მაცდურად რომ დათამაშებდნენ.არაფერი,სულ არაფერი შერჩენოდა მის თვალებს,რაც ოდნავ მაინც უბიძგებდა შემდეგი სიგიჟისკენ.-იცი,რომ ვერც კი გეხები?
-არ გინდა,რაა...-მავედრებელი ტონით სთხოვა,ცახცახით გადადგა ორი ნაბიჯი უკან.
-გამირბიხარ,არადა, შანსი არაა,ვერაფერს დაგიშავებ.ერთადერთი საკუთარი თავის ვნება შემიძლია მხოლოდ და თუ გაგიგშვებ,ჩათვალე საბოლოოდ გავნადგურდები.
-მეტი რაღა უნდა დაგეშავებინა?...რომ შეგიყვარდი,ეგეც საკმარისია ჩემთვის.-უღონოდ ჩამოყარა ხელები დაბლა.ცხვირში მოწოლილმა სიმწარემ აუწვა თვალები და მაინც წამით არ უფიქრია,რომ ეტირა.
ვლადთან ყოველთვის უჭირდა ტირილი.
-შენ თუ ბედნიერი იქნები,გაგიშვებ.კაცობას გეფიცები არ მოგეკარები,არც დაგენახები,ზედმეტად არ შეგაწუხებ,მაგრამ გინდა ეს?-მანძილი გაზარდა მათ შორის.გადმოსადგმელი ნაბიჯი იოანას შეატოვა,ახლა შენი ჯერია მოახლოებისო.-მე მზად ვარ საკუთარ თავს ყველა შენთან მოსასვლელი გზა ჩავუკეტო,მაგრამ ამას მაშინ გავაკეთებ,თუ მეცოდინება რომ ჩემთან არ გინდა.ხოდა, ახლა გეკითხები,ჩემთან გინდა,თუ არა?
-სახლში წამიყვანე,ვლად.
გაგიჟდა!
ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და ზუსტად მიხვდა,იმ მომენტში ყველა გრძნობა დამარხა,რაც მის მიმართ გააჩნდა,რადგან იცოდა ამის მერე მისკენ არცერთი ნაბიჯის გადამდგმელი არ იყო.
მან უკვე აირჩია თავისი გზა და ისე მშვიდად,ტანის თანაბარი და გაწონასწორებული მოძრაობით ჩაუარა გვერდი,ადგილზე კინაღამ ჩაიკეცა ვლადი.
მანძილი ისევ იმხელა დარჩა,რაც აქამდე იყო...
ან უფრო მეტი,თუმცა ნაკლები ნამდვილად არა.
***
სახლში მისული ლოგინზე პირქვე დაემხო და მთელი საღამო ტირილში გაატარა.
დაპირდა,შენთან მოსასვლელ ყველა გზას ჩავკეტავო და იცოდა,ვლადი თავისი სიტყვას აუცილებლად შეასრულებდა.
ეგოისტობის ზღვარზე იყო მისული,თუმცა ვერ აკონტროლებდა საკუთარ საქციელებს.
საწოლზე გვერდი იცვალა და ტუმბოზე დადებულ წიგნს დაასო მზერა.სიძველისგან გაცრეცილმა წიგნმა,ისე გააღიზიანა,ლამის ფეხზე წამოვარდა და ფანჯრიდან მოისროლა.
მერე რომ მიხვდა,არაადეკვატური აზრები აწუხებდა,თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა და ხელებში მოიქცია ძველი გამოცემის წიგნი.
ჯერ კიდევ სვანეთში დაიწყო მისი კითხვა და დასრულებისთვის ვერ გაიმეტა.სულ წუხდა,თითქოს გრძნობდა,რომ მის დასრულებასთან ერთად,კიდევ რაღაც დასრულდებოდა.
ძველი ფურცლები ააშრიალა და ისე განაგრძო თვალიერება.წიგნის უკან ყდაზე შეჩერდა.ცრემლებისგან დაბინდული თვალები შეიმშრალა,რადგან კალმით მიწერილი წარწერა ვერ წაიკითხა.

“წლებმა რა უჩუმრად
ჩაიარეს,
როგორ გამოვტოვეთ
ერთმანეთი.”

****
-და რას აპირებ?
-აღარაფერს.
-ანუ?
-ანუ,აღარაფერს,გიორგი.-ლამის დაუმარცვლა სიტყვები და ვისკით სავსე ჭიქა ხელში აათამაშა.
საწყის წერტილს დაუბრუნდა ყველაფერი.სულ რაღაც ერთი თვის წინ,ამ მდგომარეობაში მჯდომი იმედებით იყო სავსე და ახლა ყველაფერი ჰქონდა,იმედების გარდა.-ამის დედას შევ*ი!
ფეხზე წამოდგა და სწრაფად გადაჭრა ჩაბნელებული ოთახი.აივანზე გავიდა და გიორგიც არ გაჰყოლია უკან,ახლა ვერაფერს გახდებოდა მასთან.ხუთ წუთში უკან დაბრუნდა და შედარებით დაწყნარებული ჩამოჯდა მის წინ.
-ე.ი ყველაფერი დამთავრდა?-ჰკითხა ფრთხილად.
-არც არაფერი ყოფილა.
-თავისი ცხოვრების შესახებ,რამე მოგიყვა?
-თან ყველაფერი,თან არაფერი,მაგრამ ვხვდები,რომ რაღაც ისე ვერ აქვს.-ეჭვი შეუძვრა სხეულში.გიორგი ტყუილად არაფერს ეტყოდა.
-ჯობს თავად მოგიყვეს,მე უუფლებო ვარ.
-ბექას იცნობ?
-აჰა,ე.ი მოგიყვა რაღაცები.
-არადა,ვხვდები,მართლა ვხვდები.-სხვა მხარეს გაიხედა ვლადმა.-უნდა წავიდე.
-ჰა?
-ტაისიას ნათლობის შემდეგ,ცოტა ხნით წავალ.
-სად ჯანდაბაში მიდიხარ,გაუბერე?-განცვიფრდა კობახიძე.სავარძლიდან წამოიწია და მუხლებს დაეყრდნო.-აუ,ძმურად აფრენთ,რა.
-გერმანიაში დავბრუნდები,შეიძლება საერთოდ იქ გავაგრძელო მუშაობა,აქ ჩამოსვლა თავიდანვე უაზრობა იყო.
-მოიცა და...ჩემი ბავშვი?
-ტაისიას ნათლიის დავიწყების უფლებას არ მივცემ,ჩამოვალ ხოლმე,მაგრამ აი,მასთნ?უბრალოდ გამორიცხე.არ შემიძლია,გიორგი,არა!
გიორგის წასვლის შემდეგ,ორმაგად შემოუტია სევდამ და ტკივილმა.
მართალია ძალიან დაენანა,მაგრამ ფოტოაპარატში იოანას ყველა ფოტო წაშალა და იმ იმედით შეპყრობილმა,რომ ეს სწორი საქციელი იყო,ვერც იმ ღამეს დაიძინა ნორმალურად.


ტირილში დაათენდა და დილით კბილის ტკივილმა ისე შეაწუხა,მგონი ღმერთს თავისთან მივყავარო,გაიფიქრა.
-ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.-წამლების ყუთში ტყივილგამაყუჩებელის გარდა,ყველაფერი აღმოაჩნდა.ასეთ მდგომარეობაში გარეთ გასვლა არ სურდა,არადა ტკივილიც ისე აწუხებდა...
-ბექა,ქალაქში ხარ?
-აუ,არა,იო.რაღაც საქმეებზე ვარ გასული.-შეწუხდა ბექა.-შენ რა გჭირს?ხმა არ მომწონს.
-კბილი მტკივა და მეთქი- მომიტანს რამეს,თან გნახავდი.
-ძალიან გტკივა?
-ბექა,კლავს კბილის ტკივილი.
-მიიდე ყინული,აბა.
-არამგონია ნერვის ანთება მქონდეს,ბექა.
-დაიფიცე.
-ოოოო,დამანებე თავი.
-მოიცა,გოგო,სად გარბიხარ?-სიცილით გააჩერა ბექამ.-რამე ცივი მიიდე მართლა და მანამდე მოვიფიქრებ რამეს.
-დისტანციურად მომაწვდი?
-გადატანილმა პანდემიამ ონლაინ გამოძახებები დაგვახვეწინა.-გულით გაეცინა უმცროს არეშიძეს და საგრძნობლად შეცვალა ხმის ტონი.-ამ ბოლო დროს,არ მომწონხარ.
-ამ ბოლო დროს მეც არ მომწონს ჩემი თავი.
-იო,ჩვენ ხომ ვისაუბრეთ...
-ვისაუბრეთ და მაგას არ ვგულისხმობ.- ტკივილის ახალი ტალღა მოაწვა და სუსტად წამოიკვნესა.დის საცოდაობაზე სახე დაემანჭა ბექას.ტელეფონის მეორე მხარესაც კი იგრძნო მისი ტკივილი.
-ცოდვებმა შემოგიტიეს.ამდენი გენიალური კლუბია და მაინც,რომ რეალ მადრიდის ფანი იქნები,უარესს დაგმართებს დედა ბუნება!
-ამდენ კლუბში,რეალ მადრიდი რომ ამოვარჩიე,ზუსტად მაგიტომაა განსაკუთრებული ჩემთვის.-მიუგო ჯიუტად და თავდაჯერებულად.
-გიორგისთან ჩაგიშვებ!მაგან არ იცის შენი მოღალატე სულის შესახებ,ხომ?
-გაგიჟდება!-გიორგისთან ნამდვილად არავის უნდა ეხსენებინა,რომ იოანა "მადრიდის"გულშემატკივარი გახლდათ,თორემ მართლა რაღაცას დაიმართებდა.
-ჩემში მოშანტაჟე ბექამ გაიღვიძა.-წაიღიღინა მხიარულად და იოანამ ზუსტად იცოდა,რომ ბექა იღიმოდა თავისი თვითკმაყოფილი სახით და კბილის ტკივილთან ერთად,სიბრაზის ელფერმა დაუარა სახეზე.
-გაგაშვილებ!
-ჩაგიშვებ!
-ბექა!
-შე მოღალატე!
-ქართველებს არ გვიკვირს!
-ბარსაც რომ არ არის განძი შენთვის,იმაზე უფრო ვკაიფობ,ვიდრე შენს საშინელ იუმორზე.
-შენ მომისმინე!-იოანას მტკიცე ხმის ტონზე გადაიხარხარა ბექამ.მასში ნამდვილად გაცოფებული გულშემატკივარი გააღვიძა.-"მილანი" და "რეალი"განძია,განძი! ცუდად შეეხები რომელიმეს და დამკარგავ!
-მოღალატე ისედაც არ მჭირდები!-გააჯავრა.-ბარემ შუბლზე მიიწერე "ჰალამადრიდ" ან "ზე დევილს" და ისე იარე.
-აუ,გახსოვს...
-კი,კი მახსოვს.-ორივეს სიცილი აუტყდა წარსულის გახსენებაზე,თუმცა ტკივილი გამოესახა სახეზე და ახლა უფრო მეტად ატკივდა.-როგორ არ მახსოვს.
-მიდი,ახლა და რამეს მოვახერხებ.-დაემშვიოდობა და გაუთიშა.
ტელეფონი ნელა მოაშორა ყურს და დასევდიანებულმა აიწია ზემოთ მაისური.მკერდის ქვემოთ,პატარა წარწერას გადაუსვა ცერა თითი და სუსტად ჩაეცინა.
"HalaMadrid" დახრილი კალიგრაფიით ამოესვირინგებინა რძისფერ კანზე.ჯერ კიდევ ცხრამეტი წლის ასაკში ჩაიდინა ეს სიგიჟე და რომ გაახსენდა როგორი გადარეული გულშემატკივარი იყო,ისტერიული სიცილით ჩაცურდა იატაკზე.თავი ცივ კედელს მიადო.
კიდევ ერთხე და უკვე მერამდენედ წამოიკვნესა დავლილი ტკივილის გამო და თვალებდახუჭული ფიქრებს მიეცა.
არ ახსოვს ამ მდგომარეობაში რამდენ ხანს იმყოფებოდა,მაგრამ ახსოვს რომ კარზე ზარმა შეაწუხა.
უფრო მერე გაოცება,სევდა,ტკივილი,იმედი და მონატრება ახსოვს.
უყურებდა კარის ზღურბლზე მდგარ დედამისს და თვალს ვერ აშორებდა თავდახრილ ქალს.
ხელებში აფთიაქში ნაყიდი შეფუთვა ეჭირა და მიხვდა,ბექამ რომ იმაიმუნა.თითქოს ის იმედიც გაუქრა გულიდან.თავისი ნებით და სურვილით არ მოსულა ქალი,თავისი ინიციატივა არ ყოფილა მასთან მოსვლა და იმედგაცრუების უზარმაზარი ნერწყვი ყელში გაჭირვებით გადაუშვა.
-არ შემომიშვებ?
-შემოდი.-განზე გადგა და შეატარა.
დაჰიპნოზებულივით გაჰყვა უკან,კბილის ტკივილიც არ ახსოვდა უკვე.
ქალი დივანზე ჩამოჯდა და წამლების პაკეტი გაუწოდა.
-ბექამ დამირეკა,ცუდად ყოფილხარ თურმე და...
-მადლობა,შენ რატომ შეწუხდი?-არ იყო ცუდი განზრახვით ნათქვამი,არც ირონიით,უბრალოდ თავად მოეწურა გული,როცა დედა ამდენი ხნის შემდეგ თავის სახლში დაინახა და ისიც ბექას დავალებით.
უხერხულად მოუჭირა თითები თეთრ შეკვრას და ისე რომ მისკენ გახედვაც ვერ გაბედა,ზურგი აქცია და სამზარუელოსკენ გაემართა,თუმზა გზაშივე გაჩერდა,თითქოს რაღაც გაახსენდაო და უმალ შემოტრიალდა ქალისკენ.
-ყავას ან ჩაის დალევ?
-თუ შემომთავაზებ...-მხრები აიჩეჩა ქალმა და ცხოვრებაში პირველად გაუღიმა შვილს.
ისე გაუღიმა,იოანას გული შეუქანდა.დედას აქამდე მისთვის თვალებშიც კი არ შეუხედავს,მასში სიძულვილის და ტკივილის მეტი,რომ არაფერი დაენახა.
ზურგი აქცია კვლავ და სამზარეულოში მიიმალა.
ხელის კანკალით აკეთებდა ყველაფერს.წამალი სასულეში ძლივს გადაუვიდა,მერე მადუღარა ჩართო და ორი ყავის კეთებას შეუდგა.
დედა არ ეკონტაქტებოდა ხოლმე,ზედმეტ სიტყვასაც არ ეუბნებოდა.ერთ სახლში ცხოვრობდნენ,თუმცა ერთმანეთს იშვიათას ესაუბრებოდნენ და ამის მიუხედავად,იოანამ ყოველთვის იცოდა როგორი ყავა ან ჩაი უყვარდა დედას.როგორი საჭმელი მოსწონდა,რომელი იყო მისი საყვარელი ფერი,წელიწადის სეზონი...
დედამ?დედამ არაფერი იცოდა იოანას შესახებ,გარდა იმისა,რომ მისთვის ერთი ტკივილიანი დღის მოგონება იყო მხოლოდ.
ზუსტად ამის გამო,ზიზღის და სიძულვილის განცდა არ გასჩენია იოანას დედის მიმართ,რადგან ესმოდა მისი.
არასდროს გაუკიცხავს,შენ რა დედა ხარო?!მხოლოდ ტკიოდა,მაგრამ თავისი ტკივილი მეორეხარისხოვანი იყო მაშინ...
მისი ტკივილი ტკიოდა.
ოდესღაც იქეთ ატკინეს დედას,თანაც ისე,რომ იოანას სახით სამუდამო მოსაგონებელი დაუტოვეს.
-აი,ეს შენ.-ფრთხილად მოათავსა დაბალ მაგიდის ზედაპირზე ფინჯანი,თავად კი ოდნავ მოშორებით დაიკავა მოპირდაპირე მხარეს ადგილი.ნამდვილად არ იცოდა,მოეწონებოდა თუ არა დედას მისი სიახლოვე,ამიტომ თავი დაიზღვია.სახლშიც ხომ ასე იყო?მთელი თვრამეტი წელი ერიდებოდა და მერე საბოლოოდ განერიდა,როცა იქაურობა დატოვა.
-გადაგიარა?
-კი,ისე აღარ მტკივა.-სხვათა შორის ჩაილაპარაკა და ცხელი სითხე მოსვა ჭიქიდან.
თვალები გაუსწორა მის ამღვრეულ ირისებს და რას აღარ მისცემდა,ოღონდ ახლა ადგომა და წასვლა შეძლებოდა.ქალმა დიდ ხანს,რომ უყურა ვეღარ გაუძლო და თავად აარიდა მზერა.
-თურმე თაფლისფერი თვალები გქონია და არ ვიცოდი.-სინანულით ჩაილაპარაკა.იოანას გული მოეწურა მის ხმაზე.მისი ხმა არასდროს ყოფილა ასეთი ტონალობის.-დე,მოდი ჩემთან.
-მოვიდე?-გულწრფელად გაუკვირდა იოანას.მერყევი იყო მისი შეკითხვა,გონება ჯერ კიდევ "დე"-ს დასტრიალებდა.
-ჰო,მოდი.-სავარძელის კიდემდე ჩაჩოჩდა ქალი და ხელი დაატყაპუნა ზედაპირზე.
ფრთხილად წამოდგა ფეხზე იოანა,ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მის ნათქვამს,ნაბიჯებსაც კანკალით ადგამდა.ნელა ჩამოჯდა დივანზე და ქალმა რომ მუხლებზე დაიდო ხელი,მიხვდა,რასაც სთხოვდა.
მთლიან სიგრძეზე წამოწვა და თავი მოათავსა მის კალთაზე.ახლა ქვემოდან უყურებდა თვალებში და სურვილი კლავდა,ისე უნდოდა,ერთხელ მაინც შეხებოდა დედა თმებზე.
-ეს ბინა ზედმეტად პატარა არაა?
-მე მყოფნის.
-კარგად მოეწყვე?-თითებით ხვეული თმები შეუსწორა სახეზე.კარგად დაინახა როგორ შეეკრა სუნთქვა იოანას.თავის თავის მიმართ ასე გაორმაგებული ზიზღის გრძნობა არასდროს გასჩენია.შვილი მის მოფერებაზეც კი კრთებოდა და სიხარულით იღებდა მას.განა რამდენი იყო,მთელი ოცდაშვილი წელი რომ დასჭირდა ამის გასამეტებლად?
-თითქმის ათი წელია წამოსული ვარ,ნელ-ნელა მივეჩვიე.
-ბექა ხშირად მოდის ხოლმე?-მის თმებზე თამაში განაგრძო ქალმა.
-ბექა ყოველთვის ჩემთანაა,როცა სცალია.-თვალები მაგრად დახუჭა მოწოლილი სითხის შესაკავებლად.
არადა,როგორ ეწვოდა და თან სიამოვნებდა დედის თბილი,ცოტა უხეში და მაინც ასეთი სასიამოვნო,ნანატრი ხელების შეხება.-მადლობა მისთვის.
-მადლობა ღმერთს შენი თავისთვის,ჩემო ლამაზო.-დაიხარა და ტუჩებით გაუთბო ცივი შუბლი.ასეთი ამაღელვებელი არაფერი უგრძვნია არეშიძეს. თურმე ასეთი ყოფილა დედის სითბო.თანაც რომ გაიაზრა,ქალი მთელი გულით კოცნიდა,გულმა საგულეში ყირამალა გააკეთა.-იცი,ყველაზე მეტად რას ვნანობ?
-არა.-დარწმუნებით ჩაილაპარაკა მან.
-რომ დაიბადე და მკითხეს,ნახავო?უარი ვთქვი შენს ნახვაზე,აი,ამას ვნანობ,დე.-ქალმა მოწოლილი ცრემლი შეიმშრალა,ასეთი არასდროს უნახავს იოანას სასოწარკვეთისგან და სინანულისგან შეპყრობილი...
-სხვას როგორ დავუთმე შენი პირველად ხილვის შანსი,სხვამ როგორ ნახა ეს სილამაზე მაშინ?...
-მნიშვნელობა არ აქვს.
-აქვს...მერე როგორ აქვს.
-მართლა არ აქვს,მთავარია ახლა ხარ ჩემთან.-საოცარი სიფრთხილით წარმოსთქვა სიტყვები და დედამისის ხელი ჰაერში დაიჭირა.სახეზე მიიდო და ცერა თითით მიეფერა.
-შენი სიცოცხლე ყოველთვის ნიშნავდა ჩემთვის რაღაცას.საკუთარი თავი მეზიზღებოდა,რომ მიყვარდი,იცი?გიჟივით დაგეძებდი ხოლმე სახლში და მაინც ჩემგან სიცივის მეტს არაფერს იღებდი.-წამოდგომაში მიეხმარა იოანას და მაგრად ჩაიკრა გულში ერთადერთი ქალიშვილი.მანაც მთელი გრძნობით შემოხვია ხელები სუსტ სხეულზე.
ცხოვრებაში პირველად ეხუტებოდა დედა.
-მაპატიე,რომ არ გიცავდი,მაპატიე,რომ არასდროს ვინტერესდებოდი შენით,მაპატიე ძალიან ბევრი რამ,იოანა.-თმებში ჩაუძვრა ცხვირით ქალი და ღრმად შეისუნთქა შვილის სურნელი.
-საპატიებელი არაფერი გაქვს,მართლა.-თავი წამოსწია და მის თვალებს გაუსწორა მზერა.-უკანასკნელი ხარ,ვისაც რამე უნდა ვაპატიო.
-უკანასკნელი ვარ,ოღონდ შენი სიყვარულის.-ისევ ჩაიხუტა შვილი.ახლა ნამდვილად არ ეთმობოდა,თითქოს ინაზღაურებს ყველა სითბოს,რაც აქამდე დააკლოო.-დედას სუნთქვა ხარ,ჩემო განსაკუთრებულო...-რამდენი ხანი დასჭირდა,რომ ეს ეთქვა და როგორი შვება იყო იმის გააზრება,რომ აღარ სტკიოდა.ვეღარაფერს იხსენებდა იმ საზარელი დღიდან,ან თუ იხსენებდა,იოანასთან ნამდვილად არ აკავშირებდა.-საკუთარ თავს არ გამოვუტყდი,თორემ შენს სახელზეც ბევრი ვიფიქრე.
-და იოანა დამარქვი.-ცრემლები შეუმშრალა თავისი ხელით ოდნავ დანაოჭებულ კანზე.
-დედობრივი ინსტიქტი გამიღვიძე პირველივე წამიდან.იცის ეს რას ნიშნავს?ჩემი განსაკუთრებული შვილი ხარ,ყველა ასპექტში,დედი.-მისი თავი დაიდო მკერდზე.იმ მკერდზე,რძე რომ ასკდებოდა სარძევე ჯირკვლებში და თვების შვილს მაინც არ იკარებდა.-მე არასდროს მინანია,თავის დროზე რომ არ მოგიშორე.წამითაც კი არ გამივლია აზრად შენი მოშორება.
-მეც არასდროს მიფიქრია,ნეტავ სულ არ გავეჩინე-თქო.-ძალიან სუსტად ჩაეცინა იოანას.
-ჩემთან ხშირად მოდი ხოლმე,კარგი?
-იმ კაცს ვერ ავიტან.
-იმ კაცთან განქორწინებას ვაპირებ და მინდა რომ ჩემთან მოხვიდე ხოლმე.მე და შენ ყველაფერი უნდა ავინაზღაუროთ.-ქმრის გახსენებაზე გულისრევის შეგრძნება მოაწვა ქალს,თუმცა სახეზე არ შეიმჩნია,რადგან ახლა სიტუაციის გაფუჭებდა არ უნდოდა.რას აღარ მიცემდა,ოღონდ ის განვლილი წლები დაებრუნებინა....
სიფრიფანა ხელებზე ჩაეჭიდა მაგრად
.-კარგი?
-ავინაზღაუროთ.
დივანზე ჩასძინებია და გამოღვიძებულს დედა წასული დაუხვდა.
მერე ისიც იფიქრა,ხომ არ დამესიზმრაო,მაგრამ მაგიდაზე დადებულმა ყავის ჭიქებმა დაარწმუნეს რეალობის სისწორეში და პირი ყურებამდე გადაუვიდა,ისე გაიღიმა.
თითქოს სპეციალურად არ აალაგა ფინჯნები მაგიდიდან,რომ იმედი დაეტოვა მისთვისო.
დედა წასული დახვდა,მაგრამ ის სიმარტოვეც აღარ დაუხვდა იოს.

***
სექტემბერი მიილია.
სიფერადით აივსო არეშიძე.სოფოკოს ყველაფერი მოუყვა,გიორგიმაც შემთხვევით მოისმინა მათი საუბარი,ესეც რომ არ ყოფილიყო,აუცილებლად ეტყოდა იოანა და ძალიან გაუხარდა.რეპეტიციებიც დაეწყო და მთლიანად საკუთარ როლზე კონცენტრირდა.
ყველამ შეამჩნია მისი სილაღე და ახალი,უცხო სხივი მის თვალებში.
იქნებ ვლადსაც დაენახა?მაგრამ იმ დღის შემდეგ შემთხვევითაც კი არ უნახავს სადმე.ვერც ვერავის ეკითხებოდა ამბავს და არც აქეთ ეკარებოდა ვლადი.
პირობა მისცა და ამ პირობის სისრულეში მოყვანას განაგრძობდა გირგვლიანი,იოანა კი სულ სხვა დანაკლისს გრძნობდა გულში ვლადის გარეშე.
-რას გაძეგლდი?-ხელი აუქნია დაქალს და გაქცეულ ტაისიას გაეკიდა სოფოკო.-რაც სიარული ისწავლა,მაწამებს.
-დაანებე თავი,ბავშვია და ირბენს.
-წლის და ერთი თვისაა,იოანა!
-მერე,რა?-უაზროდ გაეღიმა არეშიძეს და ოქტომბრის სუსხისგან დაწინწკლულ მკლავებზე შემოიხვია ხელები.გონებით სვანეთში იყო,იქ კლდეზე იდგა,ვლადის ხელებს ეჭირა მისი მოცახცახე სხეული და აწყნარებდა.ცოტა დიდი დრო დასჭირდა,მაგრამ მაინც გაიაზრა რატომ გააკეთა ვლადმა ეს მაშინ.
გირგვლიანი ზუსტად მიუხვდა შიშს.
ეშინოდა იმედგაცრუების და სიხარულის მწვერვალიდან,იმედგაცრუების მორევში გადაჩეხვის.სიმაღლიდან დაცემის და განადგურების.ვლადს კი უნდოდა ეჩვენებინა,რომ ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაეძლია.
-სოფოკო.-ტაისიას შოკოლადით მოტუტყნული პირის წმენდაში გართულს დახედა ზემოდან და ლურჯ საქანელაზე ჩამოჯდა.-შენი აზრით,მე და ვლადი...
-ჩემი აზრით შენ და ვლადი,ერთი დაუკვირვებელი და მშიშარა ადამიანები ხართ,რომლებიც ზუსტად ისე კარგავენ ერთმანეთს,როგორც მე დავკარგე თავის დროზე სამი ქულა და საგანიც გემრიელად შემეტენა.-ჩამოურაკარაკა სოფოკომ.
-სოფოკო!
-რა სოფოკო,რა სოფოკო?!-წამიყვირა ნერვებმოშლილმა და ტაისია ხელში აიყვანა გაჭირვებით.-უფ,როგორ დამძიმდი,დედი?
-მომიყვანე,ნუ ჩანთრავ,ორსულად ხარ.-კალთაში ჩაისვა ტაისია იოანამ და ფეხი დაჰკრა მიწას.-მოისვენე,ტაის.
-იო...-ტაში შემოჰკრა ტაისიამ მხიარულად.მერე ხელები გაიშვირა გვერდით საქანელაზე მჯდომი სოფოკოსკენ,დედა მინდაო და სოფოკომაც სიცილით გადაისვა კალთაში შვილი.
-ყველას თავისი დედა უნდა,რა...
-დედას სიყვარულის მარწყვი ვინ არისო,ვინო?-მოუღიტინა ბავშვს ყელში.
-სოფოკო,მარწყვზეც ალერგიული ხარ შენ.
-ვიცი,ნუ მახსენებ.-მოჭუჭყუნე ტაისია ძირს დასვა და ბავშვს უფლება მისცა მის გემოზე ეთამაშა.ცოტა ხანს უყურა ბავშვს და რომ დარწმუნდა, არაფერს მოიწევდა დასერიოზულებული სახით გამოხედა იოანას.-როდემდე უნდა გეჩხუბო,გიყვირო,გაგლანძღო და გამოგახედო მაგ თვალებიდან, მითხარი,ჰა?...
-ვერ გიტან!-ცხვირაბზუებულმა მიუგო და თავი უაზროდ ჩამოაყრდნო საქანელას.-ისე სულ მაინტერესებდა,რატომ მიყვირი ხოლმე?
-ნორმალურად საუბარი არ გესმის,აბა.ესე უნდა ავდგე და თვალები ამოგკორტნო.-ორი თითი რიტმულად აუთამაშა ცხვირწინ.-მითხარი ახლა,ოღონდ კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე.
-გისმენ.
-ვლადზე ფიქრობ ხოლმე?
-ნეტავ ფიქრი საერთოდ არ შემეძლოს.-ამოიხვნეშა სევდიანად.-ყველგან გიჟივით დავეძებ,თვითონ კიდევ არ მენახვება.
-მისმინე.-ღრმად ჩაისუნთქა სოფოკომ.სულ ჩხუბით და იერიშებით ცდილობდა მის გამოფხიზლებას,თუმცა ახლა ყველანაირად უნდოდა მშვიდად გასაუბრებოდა და ყვირილით არ დაეფრთხო.-მინახავს თქვენი თვალები,როგორ უყურებთ ხოლმე ერთმანეთს და, საუბედუროდ,თუ საბედნიეროდ,უნდა გითხრა,რომ იმ ტკივილის გადატანას,რასაც საკუთარ თავს უმზადებთ,ეგ თვალები ვერ მოახერხებენ.მე ვიცი რატომაც ნათლავთ ჩემ შვილს.-რაღაცის სათქმელად პირდაღებული ცივად გააჩერა და ხელით ანიშნა მაცადეო.-ვიცი რომ ეს ორივეს გინდათ.ორივე ჩემი და გიორგის უახლოესი მეგობრები ხართ.ვიცი რომ ტაისიას საკუთარი მიზნების მისაღწევად არ გამოიყენებთ.ამას იმიტომ აკეთებთ,რომ გსიამოვნებთ და პასუხისმგებლობას განიცდით,მაგრამ ეს ამდენი სიჯიუტე,რაღაც უაზრო შიში გიღირს კი ამდენად?არც კი ვიცი რა დავარქვა შენს მდგომარეობას.იოანა,რამის გეშინია?
-არ ვიცი.-საცოდავად ამოიხრიალა პირიდან.-არ ვიცი,სოფოკო.
-ილაპარაკეთ,ადამიანო.ზრდასრული ადამიანები ხართ!დასხედით და ილაპარაკეთ.
-იცი,იმ საღამოს შენიდან რომ წამომიყვანა,რა ცუდი რაღაცები ვუთხარი?
-ეჭვიც არ მეპარება.-გამკიცხავად მიუგო.თვალებით უსაყვედურა მეგობარს.-გულში ჩაიხედე,საკუთარი თავი წარმოიდგინე მის გარეშე და სულ ოდნავ მაინც თუ იგრძნობ ტკივილს და შიშს,იმის გამო,რომ მასთან ვერ იქნები,ე.ი დროა იმოქმედო,იოანა.
-არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
-მგონი შენ ყველაზე კარგად იცი,ახლა რა უნდა გააკეთო.-ადგილზე გამოჭერილივით,ეშმაკურად გახედა მეგობარს.-რა სულელი ხარ,ბავშვო.
-მასთან მინდა,ჰო,ჯანდაბა!...მასთან მინდა.-ხელებში სახეჩარგულმა ლამის ამოიტირა სიტყვები.სოფოკომ კმაყოფილმა ჩაიცინა მისი დანხვისას.-მაგრამ აქამდე მეშინოდა.თითქოს რაღაც შეიცვალა ჩემში...გუშინ თვალი მოვკარი,ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა,მგონი ის მარიკა იყო.
-და საკუთარი თავი ეჭვიანობაში გამოიჭორე.
-არა!-წამოიყვირა ხმამაღლა.-წარმოვიდგინე,რომ მე ვიდექი მაშინ მის გვერდით,მე მესაუბრებოდა ისე თბილად და მიხსნიდა რაღაცას. შევიშალე,სოფოკო!შევიშალე!
-დედაშენს ესაუბრები ხოლმე?-ისე შეეკითხა,თითქოს რაღაცას მიუხვდაო და ცალი თვალით ტაისია გადაამოწმა კარუსელებთან.
-კი,სულ მესაუბრება,როცა ამის შესაძლებლობა აქვს.გუშინწინ თავისი გამომცხვარი ნამცხვარი მომიტანა.-ენთუზიაზმი სევდიანმა ხმამ ჩაუნაცვლა.-არ იცის ტკბილეული,რომ არ მიყვარს,მაგრამ არა უშავს.
-არ მითხრა,რომ ჭამე.-სიცილი აუვარდა სოფოკოს.
-ოუუუფ,აბა,რა მექნა?ქალმა მთელი გულით გამომიცხო.
-ჩემი ყველაზე თბილი.-ხელი გადახვია კისკისით და მხარზე მიიხუტა.
ორივე ცელქ ტაისიას გაჰყურებდნენ.პატარა ვიღაც ბიჭს ეთამაშებოდა და გაუჩერებლად ეტიტინებოდა რაღაცას თავის ენაზე.
ოდნავ შებინდდა,სავარაუდოდ, მალე დატოვებდნენ პარკს და თავ-თავიანთ სახლებში წავიდოდნენ.
-ვლადი პრინციპულია.გეტყვის ეს ასე იქნებაო და იქნება კიდეც.მე მინახავს როგორ გეუბნება თვალებით მიყვარხარო...და თუ თვალებში ჩატეული ამხელა სიყვარული შეიძლება გამოგივიდეს ადამიანს,მაშინ ყველაფერი ღირს,საერთოდ ყველაფერი ღირს,იოანა...
მალევე დაიშალნენ.
სოფოკომ გიორგის გადაურეკა,ზეთის ხილი მომინდაო და კაცი პირდაპირ დაკითხვის ოთახიდან გამოიყვანა.
მერე მთელი ქალაქი შემოატარა,შავი კი არა,თეთრი მინდაო და სანამ სოფოკოს თეთრი ზეთისხილი იყიდა გიორგიმ და გოგონებს მიაკითხა,დაღამდა კიდეც.
გიორგის მანქანაში,სულ წამით
სულ წამიერად მოჰკრა თვალი ვლადს და ყველაფერი გააკეთა ოღონდ არ შეხვედროდა.ბექას გადაურეკა,მოდი და წამიყვანეო.
იმ ღამითაც აარიდა თავი,თუმცა იცოდა,ამის შემდეგ არაფერი იქნებოდა ძველებურად.

***
ნათლობის წინა დღე იყო.
სევდიანი,თავისებური...
რომ გეღიმება და თან არ იცი რატომ იღიმი.
კაბას რომ დაჰყურებ თვალმოუშორებლად და აზრზე არ ხარ,რა გაცინებს.
თითქოს ყველაფერი კარგად რომ გაქვს და თან არ.თან ვერ.
ვერ ძალიან ბევრი რამ,ვერ.
-ემზადები უკვე?-დედის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.ქალი კარებს მიყრდნობოდა ცალი მხარით და ღიმილით უყურებდა ქალიშვილს.
იოანა ბოლო დროს ფიქრობდა,სულ მიცინს,ალბათ,უნდა აინაზღაუროსო.
დედამ კი არ იცოდა,იმ დღეს მისი მისვლით მთელი ცხოვრება რომ აინაზღაურა უკვე.
-არავინ გყვარებია?
-რა მნიშვნელობა აქვს?სიყვარულს ჩემთვის ისედაც არ უარსებია.-ნელი ნაბიჯით დაიძრა და გვერდით ამოუდგა იოანას.-მამაჩემმა ნამუსახდილ გოგოს სახლში ვერ გავიჩერებო და ძალით რომ გამათხოვა,აი,მაშინ მოკვდა სიყვარული ჩემთვის.
-ახლა სულ ასე უნდა იყოს?-შეცვლილი ხმით ამოხედა ქვემოდან დედას და სასაცილოდ აუხამხამა წამწამები.
-რა უნდა იყოს?
-შენ უნდა გტკიოდეს და მე...
-მე უნდა მტკიოდეს,რადგან არ დამავიწყდეს რა გამოვიარე.-მსუბუქად უბიძგა მას და საწოლზე ჩამოაჯინა.იოანაც მორჩილი ბავშვივით დაემორჩილა დედას.-შენ კი ჩემთან უნდა იყო,რადგან მახსოვდეს ვის და რას ვკარგავდი ამდენი წელი მაშინ,როცა ღამები შენს საწოლთან უნდა მეთენებინა.-ხელები დაუკოცნა შვილს გემრიელად.-ვინ იცის,იქნებ ღმერთს მადლობასაც კი ვთხოვ იმ დღისათვის.იქნებ მიღირდა?შენი თავი ხომ მაჩუქა?
-დედა.-თავი ჩამოადო მხარზე ქალს და როგორც გატრუნულმა კატამ,ისე ამოიკრუსუნა.თავი ასე მშვიდად არასდროს უგრძვნია,თუმცა მაინც ვერ იყო კარგად.-მგონი სიზმარში ვარ.
-მგონი დროა ერთმანეთს რაღაცები ვასწავლოთ.-ლოყაზე უჩქმიტა სუსტად.იოანას სახე მოეჭმუჭნა,როგორ მაკადრეო და საყვარლად მოიზილა ლოყა.-საჭირო ადამიანი არ დაკარგო.თუ თვლი,რომ შენი ღირსია და თუ ფიქრობ,რომ შენთვისაა გაჩენილი,უბრალოდ ადექი და მასთან წადი.გულით არა,გონებით იმოქმედე და ჩათვალე რომ ამ სიტყვების გამო,ჩემთვის ერთი გემრიელი ყავა გაქვს მოსამზადებელი,რადგან უფასოდ რჩევებს არ ვარიგებ.
მთელს ოთახში მათი სიცილის ხმები ისმოდა.
სახლში იმ წამს მისულ ბექასაც ღიმილი მოედო სახეზე.
სახლი ბრწყინავდა.


ის დღე იყო.
ის დღე იყო და იმის მეტს აღარ უარსებია.
ის დღე იყო,რომ არ მივიდა.
ყველა ელოდებოდა,ის კი არ ჩანდა.
ამინდიც უაზროდ მოიღრუბლა,მალე გაწვიმდებოდა.
წვიმის წვეთები ციდან დაიწყებდნენ ცვენას და ერთმანეთისთვის უთქმელ სიტყვებს,თან ჩაიტანდნენ დანამულ ნიადაგში.
ტაძარში სარკმეველის სურნელად იღვრებოდა ყველაფერი.თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სანთლები მიანიშნებდნენ,რომ უკვე კარგა ხანი გასულიყო,რაც აქ ფეხი შემოდგეს.
ის კი არ მოდიოდა,მეტიც,მგონი არც აპირებდა.
-სოფოკო,დაურეკე იოანას?-გიორგი ტაისიას ვეღარ აწყნარებდა.ხელებში ჰყავდა აყვანილი პატარა,თანაც ჭამა უწევდა და უფრო მეტად ჭირვეულობდა.
-არ მპასუხობს.-ნერვიულად გააქნია თავი და შეფარვით გადახედა აქეთ-იქეთ სწრაფად მოსიარულე ვლადს.-ვლად,შენ არაფერი იცი?
-არა,მე საიდან?
-წავალ,კიდევ დავრეკავ.-დააიმედა ბიჭები სოფოკომ და ზურგი აქცია მათ.
გული უგრძნობდა,რაღაც ძალიან,ძალიან ცუდს ან ძალიან,ძალიან კარგს.
გონებაში ყველა ფიქრით იოანასთან იყო და ისე უნდოდა ოღონდ ერთი ზარისთვის მაინც ეპასუხა...
მათკენ მომავალი გაღიმებული სოფოკო,რომ დაინახა გულზე მოეშვა უზარმაზარი წონის ლოდი და ამდენი ხნის მანძილზე,პირველად შეძლო მშვიდად ამოსუნთქვა.
-გაიგე რამე?
-არ მოვა.-მიუგო ყურებამდე გაღრეჭილმა ორივეს.
-რა?
-ნათლობა იოანას გარეშე იქნება.
ეგონა გულიც გაუსკდა,გარდაიცვალა და სამოთხიდან ადევნებდა თვალს სიტუაციას.
თუ არ მოდიოდა,რატომ არ მოდიოდა?
სოფოკო ისეთი გაღიმებული შემოვიდა,უბრლოდ ვერ დაიჯერებდა რომ რამე ცუდი მოხდა.
მერე სხეულში ისე პატარა ბიჭივით აუფრთხიალდა გული და პეპლები,შუა ნათლობის დროს მწარედ ჩაეცინა.
ოღონდ გამართლებულიყო იმედი...
იმედი,რომელიც ორგანიზმს უღღრნიდა და უფალს უბოდიშებდა,რომ ესეთ განსაკუთრებულ მომენტში იოანას გარდა,ვერაფერზე ფიქრობდა.
-ესეც ჩვენი გაქრისტიანებული გოგო.-ვლადმა ორივე აწითლებულ ლოყაზე აკოცა პატარას.ცოტა იტირა და ახლაც სასაცილოდ ბრიცავდა ქვედა ტუჩს.
-გარეთ ბექაა.
-ვინ ბექა?
-იოანას ძმა.-ფრთხილად შეაპარა სათქმელი სოფოკომ ბიჭებს და თეთრ პირსახოცშემოხვეული პატარა კობახიძე იქვე მდგარ მეორე ნათლიას გადაულოცა ხელებში.-მისმინეთ!...
-სოფოკო,უკვე გვაშინებ.-აღელდა გიორგი და მხარზე შესამჩნევად შემოაჭდო ხელი სუნთქვაშეკრულ გირგვლიანს.
-უბრალოდ რაღაცას მოგცემს და წავა.
-იოანა...-ძლივს წარმოთქვა მისი სახელი თავისუფლად ვლადმა და გიორგის ხელს ჩამოეყრდნო უღონოდ,რადგან ფეხებში დავლილ ცივ ჟრუანტელს და დაძაბულობას ვერ ერეოდა.-იოანა კარგადაა?
-არ ვიცი,თავად გადაწყვიტე.
-ღმერთო,სად ხარ?-თვალებზე მიიჭირა თითები და მერე ჩაწითლებული ირისები მიანათა მომღიმარ სოფოკოს.-ჭკუიდან ამწევთ.
გვერდი ნაჩქარევად ჩაუარა ყველას და სწრაფად დატოვა ტაძრის ეზო.გარეთ გასული გუმანით მიხვდა,რომ ტაქსიზე მიყრდნობილი ახალგაზრა ბექა იყო.
ბიჭმა შორიდანვე შენიშნა ნერვიულად მომავალი ვლადი და წიგნი,რომელიც ხელში ეჭირა და ათამაშებდა ცივად დაუშვა დაბლა.
-ვლადიმირი?-ბექას ოფიციალურ მიმავრთვაზე ძალიან სუსტად ჩაეცინა,თუმცა მის გამოწვდილ მარჯვენას თავისი შეაგება და ომახიანად ჩამოართვა ხელი.-ცუდ კაცს არ გავხარ.
-ჰო,მადლობა,ვცდილობ.
-ფერი ფერს და მადლი ღმერთსო.-თავისთვის ჩაიბუტბუტა ბექამ და წიგნი აათამაშა ხელში.შემფასებლური მზერა მოავლო გირგვლიანს,თითქოს მის შესწავლას ცდილობსო.ვლადს კი ეცინებოდა მის შემხედვარეს.-მოკლედ,ისედაც გეცოდინება ვინ ვარ.
-ცუდია,აქამდე რომ არ გიცნობდი.
-აქამდე და მაჩმორებდა.-უნიჭოდ იხუმრა მან.
-არ გაუჭირდებოდა.-ნერვიულობის დაფარვა არ გამოსდიოდა ვლადს.ერთ ადგილზე ცქმუტავდა და თან შიგა და შიგ ბექას ხელებში მოქცეულ ნაცნობ წიგნის დაჰყურებდა.-აბაა,რა ხდება?
-ეს შენთვისაა.-ცხვირწინ აუფრიალა.-იცი, ალბათ, ვისგანაც.ცოტა უკულტუროა,მე მანქანა ამახია და მატასავებს აქ ტაქსით,ტო.
-და ახლა სადაა?-ბექამ არაფერი უპასუხა,უბრალოდ წიგნი გამოუწოდა გულუბრყვილო მხრების ჩეჩვით და თავზე დაკოსილი სათვალე ცხვირზე დაიმაგრა.
-კარგი კაცი ხარ!ეგ რომ არ დამენახა,შეიძლება ეს წიგნი არც მომეცა,მაგრამ ნამდვილად ღირხარ.-მხარზე რამდენჯერმე მსუბუქად მირტყა ხელი.გიორგის და სოფოკოს მივულოცავო,ადგილზე გახევებული ვლადი მარტო დატოვა.
იდგა ერთი ჩვეულებრვი,ძველი,გაცრეცილი წიგნით ხელში და წარმოდგენა არ ჰქონდა ახლა რა იქნებოდა.
თავად ვერც მოიფიქრებდა წიგნის გადაშლას,ეს ნიავს რომ არ გაეკეთებინა და თეთრი დაკეცილი ფურცელი არ აეფრიალებინა ჰაერში.

"შემეძლო ეს წერილი ტელეფონზეც მომეწერა,მაგრამ ეგრე ორიგინალური არ იქნებოდა,ორიგინალურობა კიდევ ჩემი მოგონილია.
ბოროტსა და კეთილს შორის,იქ სადაც ცოდვებისა და სიყვარულის საზღვარზე უამრავი ემოცია იყრის თავს,პატარა სივრცეა.

შეხვედრამდე.”


სიმწრით მოკუჭა თეთრი ფურცელი ხელში.გულზე დარტყმებისაგან გამოწვეული ინერცია ისეთი სიძლიერის აღმოჩნდა წონასწორობა ვერაფრით შეიკავა და მუხლის თავებს დაეყრდნო.ცოტა რომ მოსულიერდა და იგრძნო ვიღაცამ მზე მოუჩრდილა,თავი ოდნავ მაღლა ასწია და გიორგის გაღრეჭილ სახეს შეეჩეხა ეგრევე.
-რანაირი გოგოა?!მაინც შემომიძვრა ოჯახში,თან რძლად.
-სად არის?-ძლივს ამოიხრიალა ვლადმა.
-მე რა ვიცი სად არის.-ხელზე დაიყრდნო ძმაკაცი და იქვე მდგარი მანქანისკენ გაემართა.კარები გააღო და ანიშნა შენი წასვლის დროა.
-უნდა წავიდე.-სიტუაციიდან გამოერკვა ვლადი.გონებამ ახლა გაიაზრა და გადაამუშავა მომხდარი.
წუთების წინ იქ იყო,ტაძრის კედლებს შორის იდგა,თუმცა მის გარეშე.ხელში წერილი ეჭირა,რომლის შინაარსი სიხარულს და შიშს ერთდროულად იწვევდა ვლადში.-ჰო,უნდა წავიდე.
-წადი მერე,რას მაშინებ?!
-ვიცი...ვიცი სადაცაა.ჯანდაბა!-ატკიებულ თავზე შემოიჭდო ხელები.დასაწყნარებლად თვალები დახუჭა ცოტა ხნით და რომ მიხვდა შედარებით დაწყნარდა გიორგის შეხედა მავედრებელი სახით.-მე რომ წავიდე...
-უნდა წახვიდე,აბა,რა უნდა ქნა?-საათზე დაიხედა კობახიძემ.-ისედაც არაფერს ვაპირებდით,სახლში მივდივართ აქედან პირდაპირ.სოფოკოსთვის გადაღლა არ შეიძლება.
-თბილისი-მესტიის ავია რეისები დღეს არის?
-გავარკვევ.
ავია რეისები უახლოეს მომავალში არ იგეგმებოდა,მანქანითაც ვერ წავიდოდა,რადგან გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა იქ მისასვლელად.საბოლოოდ გიორგის დახმარებით,კერძო ვეტმტფრენით გადაფრინდა მესტიის აეროპორტში,სადაც უკვე თავისი სვანი მეგობრის დამსახურებით მანქანა ელოდებოდა.
ფრენის დროს ძალიან,ძალიან,ძალიან დიდ ხანს ფიქრობდა რას ეტყოდა,როცა ნახავდა,ან დახვდებოდა კი იქ იოანა?
მისი წერილი იმდენჯერ გადაიკითხა,ლამის გაიზეპირა და უკვე მანქანაში მჯდომს და ადიშისკენ მიმავალს მთელი გულით გაეცინა რეალობაზე.
-გისმენ,გიორგი.
-ჩახვედი?
-ჩავედი კი.
-ვლად,მაგ უნამუსო გოგოს გადაეცი,რომ ორი ბავშვი მყოლია თურმე გასაზრდელი და აქამდე არ ვიცოდი.-სოფოკომ ჩასძახა ყურმილში,რაზეც გირგვლიანს სუსტად ჩაეცინა.-ვლად.
-გისმენ,გიორგი.
-ძმობას გაფიცებ,ხომ გეუბნეობოდი არა?ერთმანეთისთვის ხართ,ტო.
-მაგას როდის მეუბენებოდი?
-ოოო,გითხარი,კაცო.-დაბნეულმა ჩაილაპარაკა გიორგიმ.-ეგ კი არა,მაგას შენი განერვიულებისთვის უნდა მოვთხოვო პასუხი და ცალკე რეალ მადრიდის გულშემატკივრობისთვის.განა მჯერა?!გამოვშტერდი,ეე...

"ბოროტსა და კეთილს შორის" შუა გზაში ამოუტივტივდა იოანას სიტყვები ვლადს და თითქოს გონება გაეხსნაო,მიმართულება შეიცვალა.
ახლა ზუსტად იცოდა სად მიდიოდა,სად ელოდებოდა,რატომ ეძახდა და რატომ უცდიდა.
არ შემცდარა ვლადი.
იქ იდგა.
ენგურის ნაპირზე,სიყვარულის კოშკის კიბეებზე ჩამომჯდარიყო იოანა.ხვეულ თმებს შემოდგომის ნიავი უწეწავდა,სპილოს ძვლისფერი კაბა ეცვა,ზუსტად ისეთი,პირველად რომ ნახა ვლადმა და ერთი ნახვით მოაჯადოვა.
სახე ნიკაპზე ჩამოეყრდნო და ნაღვლიანი მზერით გასცქეროდა ადიდებულ ენგურს.
ენგური კი ასეთი სუფთა ჯერ არასდროს ყოფილა ვლადისთვის.
ფრთხილად გადადგა ნაბიჯი ბალახზე ვლადმა.
ისეთი მოკეცილი და მოთენთილი მიდიოდა წინ...
ყველა ნაბიჯს საოცარი სიფრთხილით ადგამდა,თითქოს ამის გარეშე სიზმრიდან გამოერკვეოდა და იოანას სილუეტიც გაქრებოდა,რომელსაც უკვე შეენიშნა გირგვლიანის მოახლოება და აფართხლებული გულით,ღიმილით,თვალებში ჩამდგარი ბრჭყვიალეებით და სიყვარულით ელოდებოდა მას.
-ვლად,დრაკულობა ისე ძალიან მოგეწონა,რომ ფრენასაც არ შეუშინდი?
-ფრენა რაა იმასთან შედარებით,რაც შენამდე მოსასვლელ გზაზე გამოვიარე.-უკვე მის წინ იდგა.სვანეთის და იოანას თმის სურნელის ნაზავი გამაბრუებლად მოქმედებდა ვლადზე.თვალებით ისე უყურებდა მის წინ მდგარს,თითქოს მსოფლიოს ნომერ პირველ საოცრებას უყურებსო.-ახლა რომ შეგეხო...
-ახლა რომ შემეხო არ გავქრები.-სასაცილოდ გადაატრიალა თვალები და გაუბედავად გადადგა ორი ნაბიჯი მისკენ.მათ შორის მანძილის შემცირება მთლიანად იოანას მოვალეობა იყო და აი უკვე,ლამის ცხვირით ეხებოდა ვლადის მკერდს.ნელა აიწია ფეხის წვერებზე,მკლავები კისერზე შემოხვია და ცხვირით ჩაუძვრა ყელში,სადაც პატრონის უსაზღვროდ სასიამოვნო სურნელს მოეყარა თავი.-ახლა თუ უნდა,ენგურიც ადიდდეს.
-აბა,მეშინიაო?-ტუჩის კუთხე ჩაუტყდა გირგვლიანს.მისი ქმედებით კმაყოფილმა სრულიად თავისუფლად შემოხვია ხელები წელზე და იმის ცოდნამ,რომ ახლა ყველანაირი სინდისის ქენჯნის და ტკივილის გრძნობის გარეშე ეხებოდა,ჭკუიდან შეშალა.მჭიდროდ მიიკრა მკერდზე მისი სუსტი სხეული და ნეტარებას მიეცა.-დრაკულობიდან ვეღარ გადავედი უს ბლექობაზე?
-ვნახოთ,როგორი ნათლია იქნები...
-იოანა...-თამამად შეეხო სახეზე და თავი მაღლა ააწევინა.მთელი სახე ისეთი ნეტარებით მოილაშქრა ტუჩებით,თითქოს გამოზოგვა უნდა და ეშინია ხელებში არ შემოელიოსო.ცხელი ბაგეებით პატარა თვალები დაუკოცნა მის მკლავებში გატრუნულს და გულაფართხალებულს.თავისუფალი შეხებით ეხებოდა ყველგან,სადაც შეეძლო...
ბოლოს სასურველ ტუჩებსაც მიაღწია,მაშინდელივით ტუჩის კუთხეში აკოცა ძალიან ნაზად.
-აღარაა ლეგენდის მოსმენის დრო?ძალიან გაგიტკბა.
-ვისაც გაუტკბა,კარგად ვხედავ.-სიცილით,ღიმილით შეხსნილ ტუჩებზე მიეკრო ნეტარებით...


დასასრული.


ძალიან მინდა გითხრათ...ამ ისტორიას გიწერთ სიყვარულის კოშკიდან და გემშვიდობებით-მეთქი.
სამწუხაროდ, იქ არასდროს ვყოფილვარ.დამშვიდობებით კი ნამდვილად გემშვიდობებით,რადგან არ ვიცი კიდევ როდის დავბრუნდები.
იმედია ისაა, რაც მინდოდა და იმედია შევძელი.
ამ ისტორიისთვის ყველაზე დიდი მადლობა ვისაც უნდა გადავუხადო,დარწმუნებული ვარ ახლა ამის კითხვისას სიცილით კვდება და გრამატიკულ შეცდომებზე მაგრად დამცინის.(როქს,დაისჯები)
კიმენტარებში ვის აზრსაც ყველაზე მეტად ველოდები,მათ იციან და თავიანთ თავს ამოიცნობენ.
მადლობა.



№1  offline წევრი გორგოძე

უსაყვარლესი ნაწარმოებია heart_eyes heart_eyes

მშვიდად წასაკითხი და ამაღელვებელი
--------------------
ლ.გ

 


№2  offline წევრი widowed ellie

Nuki-rocks
ღმერთოო,პირველობას ვერ ვთმობ, დღეს საქმე თავზე მაყრია,მაგრამ უკვე ზაკუთხულ(ვტრიპაჩობ) და ერთი სული მაქვს კიდევ წავიკითხო.
აი,სულ თითზე ჩამოსათვლელი ხალხის ნაწერი მსიამოვნებს,გულთან ახლოს მოდის და მართლა მიყვარს. ყველას ვერ ვკითხულობ,ვერც ყველას განვიცდი... მაგრამ იცი,უნდა იცოდე. სხვანაირად შეუძლებელია!
კიდევ რომ წავიკითხავ,კიდევ მივაკომენტარო შეიძლება,მაგრამ ახლაც პირველობა მინდოდა(ეგოისტი ვარ და მართალიც,ვერ ვთმობ)!
მართლა გელოდებოდი,კიდევ ჩემს მათეს ველი,რომელსაც მალე აღირსებ იმედია დასრულებას.
შენით ვვამაყობ,სულ რომ იზრდები და იხვეწები.ვითარდები,სულ ცდილობ გამოასწორო შენში რაღაც.ჩვენ ხომ ვიცით,ის ვინც ცდილობს,გამოსდის.

გილოცავ დაბრუნებას.ბედნიერი ყოფილიყოს შენი კიდევ ერთი ნაბიჯი.

პატივისცემით ნუკი-როქსი პ.ს. პატარა "სარაზბორკე" ელის აღმზრდელ-გამჩენი დ.


ვიცოდი რომ პირველი იქნებოდი,გადარეულო!! მადლობა შენ ძალიან ბევრი რამისთვის და ხო კიდევ ველოდები მე იმას(ჩვენ რო ვიცით) დდდდ

გორგოძე
უსაყვარლესი ნაწარმოებია heart_eyes heart_eyes

მშვიდად წასაკითხი და ამაღელვებელი

მადლობა,მიხარია <33

 


№3  offline წევრი ვიპნი

ორი დღეა ვუზივარ და სამსახურში საქმესთან ერთად ვკითხულობ:) ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის.გამიხარდება თუ მალე ისევ გაგვახარებ.წარმატებები ❣️

 


№4  offline წევრი ნანა73

ძალიან, ძალიან მომეწონა!!!
ის, რომ იცი რას წერ, იცი როგორ და რამდენად ღრმად გამოსახო გრძნობები, განცდები და ემოციები.
მთავარი გმირები თავისი შეხედულებებით, დაშვებული და დაუშვებელი ქმედებებით.
აღწერო ულამაზესი კუთხე და არ გამოგრჩეს ფერები, მარადიული დიდებულება.
უსაღზღვროდ კმაყოფილი ვარ!
მადლობა ამისთვის!!!
❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, არ დაგვემშვიდობო რა, შენ სულ უნდა წერო

 


№6  offline წევრი widowed ellie

ვიპნი
ორი დღეა ვუზივარ და სამსახურში საქმესთან ერთად ვკითხულობ:) ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის.გამიხარდება თუ მალე ისევ გაგვახარებ.წარმატებები ❣️


მადლობა <33 რაღაცნაირად სულ მიხარია ხოლმე ესეთებს რომ მეუბნებიან და კიდევ ერთი მადლობა შენ!!!

ნანა73
ძალიან, ძალიან მომეწონა!!!
ის, რომ იცი რას წერ, იცი როგორ და რამდენად ღრმად გამოსახო გრძნობები, განცდები და ემოციები.
მთავარი გმირები თავისი შეხედულებებით, დაშვებული და დაუშვებელი ქმედებებით.
აღწერო ულამაზესი კუთხე და არ გამოგრჩეს ფერები, მარადიული დიდებულება.
უსაღზღვროდ კმაყოფილი ვარ!
მადლობა ამისთვის!!!
❤️❤️❤️

მიხარიხარ!!სვანეთი ხომ დიდებული კუთხეა,ხოდა ორმაგი პასუხისმგებლობაა მასზე წერა.))<333

სტუმარი ნენე
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, არ დაგვემშვიდობო რა, შენ სულ უნდა წერო

მადლობა.ვეცდები ვწერო)))<33

 


№7 სტუმარი Ana-maria

კარგი ისტორია იყო, კარგად იკითხებოდა. უამრავი ემოცია გამოიწვია. იყო სიყვარული, იყო მეგობრობა, იყო იუმორიც. კარგად იყო აღწერილი მთავარი გმირების სულიერი სამყარო. მოკლედ ეს ისტორია შედგა და ახალს დაველოდები.

 


№8  offline წევრი widowed ellie

Ana-maria
კარგი ისტორია იყო, კარგად იკითხებოდა. უამრავი ემოცია გამოიწვია. იყო სიყვარული, იყო მეგობრობა, იყო იუმორიც. კარგად იყო აღწერილი მთავარი გმირების სულიერი სამყარო. მოკლედ ეს ისტორია შედგა და ახალს დაველოდები.


<33333

 


№9  offline წევრი ანა გუგე

ცხრაჯერ ჩავხურე უნდა დავიძინო თქო მარა ვერ მივატოვე მაინც და ჩავამთავრე კითხვა.. Აი ძალიან მომეწონა გამორჩეული სიუჟეტი ხოიყო... დასასრულიც შესანიშნავი აი უკეთესს რო ვერინატრებ)))))) მოკლედ მადლობა ამ სიამოვნებისთვიის????????????????????

 


№10  offline წევრი widowed ellie

ანა გუგე
ცხრაჯერ ჩავხურე უნდა დავიძინო თქო მარა ვერ მივატოვე მაინც და ჩავამთავრე კითხვა.. Აი ძალიან მომეწონა გამორჩეული სიუჟეტი ხოიყო... დასასრულიც შესანიშნავი აი უკეთესს რო ვერინატრებ)))))) მოკლედ მადლობა ამ სიამოვნებისთვიის????????????????????


მადლობა შენ. )))

 


№11  offline წევრი Margo Tokyo

ღამე შემოვიხედე საიტზე და რენდომად გახსნილი ისტორიის გამო, შემომათენდა.
ძალიან მომეწონა ყველაფერი! წერის სტილიც, გამართულობაც, სიუჟეტიც, პერსონაჟებიც, + იუმორი.
საინტერესო თემას შეეხე და ამით იყო გამორჩეული.
შიშებზე ბევრი არ წერს, თუ ვინმე წერს, ძალიან ცოტა წვდება პერსონაჟის სიღრმესა და მოტივებს, იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რატომ უნდა თქვა უარი რაღაცაზე მხოლოდ იმის გამო, რომ გეშინია.
სიმბოლური იყო მსახიობის როლი, რომელსაც ჯერ ვერ ჩამოყალიბებული ადამიანი ირგებდა და ასევე დედასთან შეხვედრა, რომელმაც იგივე გზაზე დააბრუნდა, საიდანაც ბავშვობაში გადააგდო.
იდეალური იყო ყველაფერი. ყოჩაღ!
მიხარია, რომ აღმოვაჩინე. heart_eyes

 


№12  offline წევრი widowed ellie

Margo Tokyo
ღამე შემოვიხედე საიტზე და რენდომად გახსნილი ისტორიის გამო, შემომათენდა.
ძალიან მომეწონა ყველაფერი! წერის სტილიც, გამართულობაც, სიუჟეტიც, პერსონაჟებიც, + იუმორი.
საინტერესო თემას შეეხე და ამით იყო გამორჩეული.
შიშებზე ბევრი არ წერს, თუ ვინმე წერს, ძალიან ცოტა წვდება პერსონაჟის სიღრმესა და მოტივებს, იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რატომ უნდა თქვა უარი რაღაცაზე მხოლოდ იმის გამო, რომ გეშინია.
სიმბოლური იყო მსახიობის როლი, რომელსაც ჯერ ვერ ჩამოყალიბებული ადამიანი ირგებდა და ასევე დედასთან შეხვედრა, რომელმაც იგივე გზაზე დააბრუნდა, საიდანაც ბავშვობაში გადააგდო.
იდეალური იყო ყველაფერი. ყოჩაღ!
მიხარია, რომ აღმოვაჩინე. heart_eyes


როგორ გამიხარდა ამ კომენტარის წაკითხვააა...
მადლობა,მადლობა,მადლობა!!!
პირველ რიგში,რომ დრო დამითმე და შემდეგ იმისთვის რომ ზუსტად ის მიიღე ისტორიიდან,რაც იდეაში მქონდა!<333

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ცოტა სევდიანი უამრავი ემოციებია სავსე ძლიერი სიყვარულით უმაგრესი მეგობრობით ძალიან განსხვავებული ნაწარმოებია პირველად წავიკითხე მომეწონა ძალიან ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????♥️♥️♥️

 


№14  offline წევრი widowed ellie

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ცოტა სევდიანი უამრავი ემოციებია სავსე ძლიერი სიყვარულით უმაგრესი მეგობრობით ძალიან განსხვავებული ნაწარმოებია პირველად წავიკითხე მომეწონა ძალიან ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????♥️♥️♥️


მადლობა დიდიიი<3333

 


№15  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

როგორი ტკბილი ხარ, ვის დაემგვანე ? :დდ
ძალით შემოშვილებულო, კარგი ხარ ❤

 


№16  offline წევრი widowed ellie

Gossipy girl
როგორი ტკბილი ხარ, ვის დაემგვანე ? :დდ
ძალით შემოშვილებულო, კარგი ხარ ❤


ჩემნაირ შვილებს ხალხი ნატრულობს დდდდ
მადლობა,ლიზ<33

 


№17  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგია ესეც და წინა ისტორიაც????????❤️❤️მიხარია რომ აღმოგაჩინე❤️❤️წარმატებებიი და მოუთმენლად ველოდები შემდეგს❤️❤️

 


№18  offline წევრი widowed ellie

TamoTi
ძალიან კარგია ესეც და წინა ისტორიაც????????❤️❤️მიხარია რომ აღმოგაჩინე❤️❤️წარმატებებიი და მოუთმენლად ველოდები შემდეგს❤️❤️

Madlobaaa

 


№19 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მომეწონა,წარმატებები

 


№20  offline წევრი widowed ellie

სტუმარი მარინა
ძალიან მომეწონა,წარმატებები


<33333

 


№21 სტუმარი ნეჯი

კარგი იქნებოდა გაცვეთილი სვანის და სვანეთის ამბავზე რომ არ ყოფილიყო.
დასაწყისი ზედმეტად სხვანაირი იყო და დასასრული საერთოდ სხვაგან იყო.
გოგოს ძალიან ბავშვურს, წრფელს, უმანკოს აღწერდი და საბოლოო ჯამში ვერანაირი ქიმია ვერ შედგა პირდად ჩემთვის, ერთი დაკომპლექსებული, პატარა ბავშვი გამოვიდა იოანა რაღაც დებილური მიზეზებით "გასაცოდავებული"
ანუ თავიდან ისე დაიწყე რომ მართლა სხვა სიტუაციას ველოდი, ძალიან ბევრი უაზრო დიალოგი იყო აი ძალიან.
ნაკლები დიალოგი და მეტი ქიმია შეიძლებოდა.
ნაკლები ლეგენდები, ჰარი პოტერები და ამბები... ხო კიდევ ორი ნათლიის დაოჯახება ეგეთი კრიტიკული და გასაგიჟებელი საკითხი არ არის, ნათლიები კი არა და-ძმანი ქორწინდებიან :დდდ

თვითონ შენ რაც შეგეხება ჩემი აზრით ცოტა ფანტაზია გაგექცა სხვაგან მაგრამ როგორც წერის სტილი და გამართულობა და ჩამოყალიბების თუ გადმოცემის უნარი გაქვს საოცრად სასიამოვნო და ლამაზი.
აუცილებლად ხშირად უნდა წერო.

მადლობა დიდი <3

 


№22  offline წევრი widowed ellie

ნეჯი
კარგი იქნებოდა გაცვეთილი სვანის და სვანეთის ამბავზე რომ არ ყოფილიყო.
დასაწყისი ზედმეტად სხვანაირი იყო და დასასრული საერთოდ სხვაგან იყო.
გოგოს ძალიან ბავშვურს, წრფელს, უმანკოს აღწერდი და საბოლოო ჯამში ვერანაირი ქიმია ვერ შედგა პირდად ჩემთვის, ერთი დაკომპლექსებული, პატარა ბავშვი გამოვიდა იოანა რაღაც დებილური მიზეზებით "გასაცოდავებული"
ანუ თავიდან ისე დაიწყე რომ მართლა სხვა სიტუაციას ველოდი, ძალიან ბევრი უაზრო დიალოგი იყო აი ძალიან.
ნაკლები დიალოგი და მეტი ქიმია შეიძლებოდა.
ნაკლები ლეგენდები, ჰარი პოტერები და ამბები... ხო კიდევ ორი ნათლიის დაოჯახება ეგეთი კრიტიკული და გასაგიჟებელი საკითხი არ არის, ნათლიები კი არა და-ძმანი ქორწინდებიან :დდდ

თვითონ შენ რაც შეგეხება ჩემი აზრით ცოტა ფანტაზია გაგექცა სხვაგან მაგრამ როგორც წერის სტილი და გამართულობა და ჩამოყალიბების თუ გადმოცემის უნარი გაქვს საოცრად სასიამოვნო და ლამაზი.
აუცილებლად ხშირად უნდა წერო.

მადლობა დიდი <3


“გაცვეთილი სვანი” არ ვიცი რას მოიაზრებს ეს სიტყვათა კომბინაცია თქვენთვის,თუმცა ჩემთვის სვანეთი და სვანი ხალხი ვერასდროს იქნება გაცვეთილი თემა და ამას იმის გამო არ ვამბობ,რომ თავად სვანი ვარ.არა!უბრალოდ ძალიან ბევრი წამიკითხავს ისტორიები, რომლებიც სვანებზეა,თუმცა მათგან სულ თითზე ჩამოსათვლელი იყო გამართული თავისი ხასიათებით და იმ თავისებურებებით,რაც სვანებს აქვთ.
“გასაცოდავებული” სამწუხაროდ ძალიან ბერვი ბავშვი იტანჯება იმ ტკივილით,რასაც თქვენ გასაცოდავებულს უწოდებთ და ძალიან გამიხარდება,თუ ჩემი ისტორია რაიმეს მაინც შეცვლის იმ ადამიანებისთვის,რომლებსაც ესე “გასაცოდავებული” ცხოვრებით მოუწიათ ცხოვრება.

ეს ორი ერთადერთია,რაზეც პასუხის გაცემა მინდა,სხვებს უბრალოდ მივიღებ,როგორც შენს აზრს და მადლობას გეტყვი,რომ საკუთარი ფიქრები-განცდები გამიზიარე.<33
ჰო,კიდევ დავწერ,ალბათ.❤️

 


№23 სტუმარი one

madloba am zghvaemociisatvis))dzalian kargi iyo❤️

 


№24  offline წევრი widowed ellie

one
madloba am zghvaemociisatvis))dzalian kargi iyo❤️


<3333

 


№25  offline წევრი widowed ellie

მარიამი-მარი
ვნანობ, ვნანობ... ძალიან ვნანობ თავის დროზე რომ მირჩიეს და მაშინვე რომ არწავიკითხე...
სასწაული იყო, მე რომ მჭირდებოდა ეხლა ისეთი...
ვლადი რა კამფეტი ბიჭია. საერთოდ რაც აქ ისტორიები მაქვს წაკითხული, ძალიან იშვიათად რომელიმე პერსონაჟი ბიჭი ჩამოვარდეს გულში :დდდ მაგრაააამ როგორღაც შენც მოახერხე ისეთი ვინმე შეგექმნაა მე რომ.... ნწ ნწ რამიქენი ეს... :დდდ
იო ძალიან ძლიერი ქალია, მკითხველისთვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლოა მისი წარსული უბრალოდ ,,ცუდი" ან ,,საცოდავი" ამბავი ყოფილიყო, მაგრამ რეალურად იმაზე უარესია ეს ყველაფერი, ვიდრე მათ წარმოუდგენია. მის ამ ტკივილს კი სიღრმისეულად მხოლოდ შენ, მისი შემქმნელი თუ ჩაწვდები, ყოველი შემთხვევისთვის ეს ჩემი პირადი აზრია...
ძალიან კარგი იყო, მომეწონა ♥️♥️♥️ წარმატებებს გისურვებ და გავქანდი ეხლა, მეორეც უნდა წავიკითხო♥️


ძალიან დიდი მადლობა,საყვარელო.დიახ,დიახ,ჩვენი ვლადი ესე იპყრობს გოგონების გულებს,მააშ!! დდდ<333 და შენი სახით კიდევ ერთი თაყვანისმცემელი გვაყვს,გვიხარია მე და ვლადს.ახლაც არ იმჩნევს,მაგრამ გაუხარდა შენი კომენტარი.ცოტა თავშეკავებული ბიჭია დდდ❤️❤️მადლობა კიდევ ერთხელ ესეთი შეფასებისთვის და აბა წავედი,იქაც გიპასუხო.

 


№26  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

წაგიკითხე!

 


№27  offline წევრი OKI ME

დიდი ხანია მინდოდა წაკითხვა მაგრამ არ მახსოვს რატომ გადავიფიქრებ.

საოცარი ისტორიააა. ❤️❤️ ემოციებით დატვირთული იყო ❤️❤️ იყო მომენტები რომლებიც ძალიან გამვიცადე, რა დასამალია და ცრემლიც მომადგა თვალზე :დდ

საბოლოოდ კი საოცარი ისტორია შექმენი ❤️❤️ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ჩემთვის უკვე საყვარელი ისტორიების სიაში ჩაეწერა ❤️❤️

ახლა, წავალ ჩავუჯდები შენ სხვა ისტორიასაც. ❤️❤️ წარმატებები ❤️

 


№28  offline წევრი widowed ellie

Megioki
დიდი ხანია მინდოდა წაკითხვა მაგრამ არ მახსოვს რატომ გადავიფიქრებ.

საოცარი ისტორიააა. ❤️❤️ ემოციებით დატვირთული იყო ❤️❤️ იყო მომენტები რომლებიც ძალიან გამვიცადე, რა დასამალია და ცრემლიც მომადგა თვალზე :დდ

საბოლოოდ კი საოცარი ისტორია შექმენი ❤️❤️ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ჩემთვის უკვე საყვარელი ისტორიების სიაში ჩაეწერა ❤️❤️

ახლა, წავალ ჩავუჯდები შენ სხვა ისტორიასაც. ❤️❤️ წარმატებები ❤️


მადლობა საყვარელოო❤️❤️❤️

 


№29 სტუმარი Randy

Excellent site. Plenty of helpful info here. I'm sending
it to several pals ans also sharing in delicious.
And obviously, thanks in your effort!

Have a look at my website - what does vpn stand for

 


№30 სტუმარი Jan

Hey There. I found your blog using msn. This is a really well written article.
I will be sure to bookmark it and return to read more of your useful info.
Thanks for the post. I'll certainly comeback.


My webpage vpn special coupon code 2024

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent