შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 8 თავი

9-06-2021, 08:12
ავტორი ნეაკო
ნანახია 7 171

ალექსანდრე კაბინეტში შეიკეტა, ვისკის ბოთლი გამოიღო კარადიდან, გახსნა და მაშინვე მოიყუდა, მჟავე სითხემ მალევე დაუწვა ყელი, ამიტომ უკმაყოფილო სახით დადგა მაგიდაზე, სავარძელში უღონოდ ჩაეშვა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, თათიას ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და გალერეაში მისი სურათების თვალიერებას მოჰყვა, გული მტკივნეულად შეეკუმშა როცა თათიას დახატულ პორტრეტს დააცქერდა, რომლისთვისაც არაერთი ფოტო ჰქონდა გოგონას გადაღებული, რამდენადაც უცნაური არ უნდა ყოფილიყო, თათიას გაუაზრებლდა და გაუცნობიერებლად მის თვალები ჰქონდა დახატული ამ პორტრეტზე
-ამის დედაც, ამის დედაც-აღმოხდა ხელებაკანკალებულ ბიჭს, ტელეფონის ეკრანი ჩააქრო, ჯიბეში შეინახა და ისევ ვისკის ბოთლს მიწვდა, იქამდე სვამდა სანამ გონება არ გაეთიშა.
ბექა მოღუშული სახით უყურებდა აივნის მოაჯირზე მიყრდნობილ გოგონას
-ისე დაბრუნდები ბელგიაში რომ არ დამელაპარაკები?-დაარღვია უხერხული სიჩუმე ბიჭის ხმამ
-და რაზე უნდა დაგელაპარაკო? -გაბრაზდა ლილე -ახლაც ვერ ვიჯერებ რომ აქ იმ კაცზე შურის საძიებლად დაბრუნდით, გულს მირევს ეს ყველაფერი
-ის კაცი ამ ყველაფერს იმსახურებს
-იმ კაცთან ერთად ზარალედება მისი ცოლი, ორი შვილი და ორსული რძალი...ამაზე გიფიქრიათ? რამდენ ადამინს უნადგურებთ ცხოვრებას ამაზე დაფიქრებულხართ საერთოდ?
-გეყოფა რა-ალექსი გავიდა ყავის ჭიქით ხელში -ეს საქმე ჩვენ სამს გვეხება და შენ შეგიძლია მშვიდად დაბრუნდე ბელგიაში, თუ საშინელ შეცდომას დავუშვებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ, არ ინერვიულო მაგაზე
-ასეთად როდის იქეცი?-აყვირდა გაღიზიანებული გოგონა -თუ სულ ასეთი სასტიკი იყავი და მე არ გიცნობდი აქამდე კარგად?
-სულ ასეთი ვიყავი-ირონიული ტონით უთხრა ბიჭმა დას, ნელა მიუახლოვდა და თავზე აკოცა
-ავადმყოფი ხარ...-ლილემ უკან დახევა აიძულა -ფსიქიატრი გჭირდება, მართამ ტვინი მოგიწამლა ზაზას ზიზღით იმდენად რომ...
-რას ბოდავ?-ღია კარში გაავებული ქალი გავარდა -შენგან განსხვავაებით შენს ძმას ორი წელი მამის მოვლა პატრონობა უწევდა, იმ მამის რომელიც სრულიად უმოძრაოდ და ურეაქციოთ იწვა ორი წელი საწოლზე! გგონია ამ ყველაფრის გადატანა ჩვენთვის მარტივი იყო?
-ზაზას თუ ცხოვრებას დაუნგრევთ მერე თქვენ რა? თქვენ რა? -აყვირდა ლილე- მას თუ გაანადგურებთ თქვენ რას მიიღებთ ამ ყველაფრით? სიამოვნებას მოგანიჭებთ მისი წვალება?... მისი ოჯახის დანგრევა?! ნუთუ ასეთი სულმდაბალი ადამიანენი ხართ? ასე გინდათ წარსულის ტკივილების და ჭრილობების მოშუშება? ამ შემთხვევაში რით ხართ ზაზაზე უკეთესები? არაფრით საერთოდ არაფრით! მეტსაც გეტყვით მასზე ბევრად სასტიკი, დაუნდობელი და უგულო ადამიანები ხართ სამივე.. ასე როგორ გაგაბოროტათ ცხოვრებამ მართლა ვერ ვხვდები -ჩაილაპარაკა და სახლში შევარდა ატირებული.
თათიაზე ზეწოლა გაასამაგდა მას მერე რაც ალექსმა და ბაჩომ იჩხუბეს, გასაქანს არ აძლევდნენ, მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ და ეს იმდენად აუტანელი გახდა გოგონასთვის რომ სწავლის ხალისიც კი დაეკარგა, იმდენად გაფანტულიმდა დაბნეული იყო ხოლმე გაკვეთილებზე რომ დამრიგებელმა ლიკა დაიბარა სკოლაში, უსაყვედურა და ისე გამოუშვა სახლში
-შენ რა გაგიჟდი?-ოთახში შეუვარდა გაცოფებული ლიკა შვილს-სკოლის დამთავრებამდე ორი თვეღა დარჩა, ეროვნულებამდე სამი და ახლა უნდა მეუბნებოდეს შენი დამრიგებელი სწავლას მოუკლოვო?
-ეროვბულებზე გასვლას არ ვაპირებ-მიახალა თათიამ დედას და მის წინ დადგა უემოციო სახით
-რა...რააა?-უკივლა ბოლო ხმაზე როცა გაიაზრა რა უთხრა შვილმა
-რაც გესმის!
-შენ რა გაგიჟდი? შეიშალე?-მკლავებზე ხელები მოკიდა და მავედრებელი ტონით უთხრა -თათია ასე შენს ცხოვრებას რომ გაინადგურებ ვერ ხვდები? შენს კარიერას...
-დედა მე ხატვა მინდა! მხოლოდ ხატვა! არ მინდა ქირურგობა, დიპლომატობა და იურისტობა რატომ არ გესმით? რატომ არასდროს არავის გემით ჩემი?
-რა უნდა გავიგო? ის რომ ფანქრით ფურცლებზე პორტრეტებს ჯღაბნი იმას არ ნიშნავს რომ ნიჭიერი ხატვარი ხარ და ამ ყველაფერით ფულს იშოვი! ამიტომაც გჭირდება პროფესია, კონკრეტული მიმართულება, ჩააბარე სადაც შენ გინდა და ჯღაბნით ჯღაბნე რამდენიც გინდა მერე-დაცხრა გაგიჟებული ქალი ნელ-ნელა
-არ გავალ ეროვნულებზე გასაგებია?-გაჯიუტდა თათია -მე სამხატვრო აკადემიაში მინდა სწავლის გაგრძელება
-უტვინო, არანორმალური! ცხოვრებაში მხოლოდ ახლა გაქვს შანსი ისწავლო ნებისმიერ კარგ უნივერსიტეტში,ნებისმიერ პროფესიაზე, რადგან მამაშენს საქმეები დაულაგდა და სწავლის საფასურს გადაგიხდის როგორმე-უყვირა მის სიტყვებით გაღიზიანებულმა ქალმა
-გინდა იმ ადამიანად ვიქცე ვინც შენ გინდოდა რომ ყოფილიყავი და ეს ვერაფრით მოახერხე? წარმატებული, შემდგარი, კარიერაზე ორიენტირებული ქალი
-მეცოდები თათია -უთხრა ბრაზნარევი ტონით ქალმა -პატარა უტვინო გოგო ხარ რომელიც ოცნებებში იკარგება და რეალობას თვალს ვეღარ უსწორებს ხშირ შემთხვევაში
-ასეთად თქვენ მაქციეთ! -უყვირა თათიამ -პატარა ჩაკეტილ სამყაროში გამზარდეთ სადაც არც ბოროტება იყო, არც შურისძიება და არც ზიზღი... ახლა როცა მწარე რეალობას ვაწყდები მე მადანაშაულებთ რომ შეცდომებს ვუშვებ თურმე
-ალექსანდრესთან შენს ურთიერთობას გულისხმობ?-ბრაზნარები ტონით ჰკითხა ქალმა -შენი მისდამი ნდობა სიშტერეზე მიუთითებს თათია -მიახალა მკვახედ-და კიდევ ეროვნულებზე გასვლას თუ ჩვენი ჯიბრით არ აპირებ, კარგად დაფიქრდი გიღირს თუ არა მთელი შენი ცხოვრების გარისკვა ჩვენთვის ჯიბრის გასაწევად! თავხედო!-დაუღრიალა ბოლოს
-აქ რა ხდება?-ღია კარში შევიდა ზაზა
-შენი შტერი გოგო ეროვნულებზე გასვლას არ აპირებს თურმე , მხატვარი უნდა რომ გამოვიდეს
-თათია ეს მართალია?-ვერ იჯერებდა კაცი
-მართალია!-ამაყად მიუგო გოგონამ და სახეში რომ გაარტყა ზაზამ კარგა ხანს აზრზე მოსვლა ვერ შეძლო
-გახვალ!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია კაცმა -გახვალ და უმაღლეს ქულებსაც აიღებ! თუ ამას არ გააკეთებ ხატვის უფლებას არასდროს მოგცემ-დაუღრიალა ბოლო ხმაზე და თუკი სადმე რამე ნახატი ჰქონდა ოთახში თათიას ყველა აიღო საღებავებთან და ფანქრებთან ერთად და ქუჩაში, ნაგავის ურნაში გადაუძახა, თათიამ მთელი ღამე ტირილში გაათენა, რადგან მისი უამრავი საყვარელი ნახატი, მის მის მიერ შექმნილი არაერთი ზღაპრული სამყარო, ერთი ხელის მოსმით , დაუფიქრებლად და დაუნდობლად გადაუყარა ზაზამ
-რამდენად სასტიკი უნდა იყო ადამიანი რომ შვილის ზღაპრულ სამყაროს ასე დაუნდობლად შეეხო ხელით და ნაგვის ნაში მოაქციო?-თვაზე წამოადგა ბაჩო სამზარეულოშო მშვიდად მოვახშმე დედ-მამას
-შენ ნუ ერევი-დაუღრინა ლიკამ
-რა ადამიანები ხართ? რანაირი მშობლები ხართ? რატომ ეხებით ხელით მის ოცნებებს და რატომ ანადგურებთ?-აყვირდა ბაჩო
-შენს საქმეს მიხედე -ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა ზაზამ
-ასეთი ქცევით თქვენ თვითონ უბიძგებთ არასწორი ცხოვრებისაკენ თათიას!
-გადი!-დაუღრიალა ზაზამ და ბავოც რომ მიხვდა მათთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა თავი დაანება მათ და თათიას მიაკითხა ოთახში, გული ეტკინა უძილობისგან და ტირილისგან თვალებ ამოღამებულ თათიას რომ ჰკიდა თვალი
-გთხოვ არ იტირო რა-საწოლზე მის გვერდზე დაჯდა, ხელი გადახვია, გულზე მიიკრო და საფეთქელზე აკოცა -მე გიყიდი ხვალ ყველაფერს მოგიტან და თავიდან დახატე ის ყველა ფერი რაც ამ არანორმალურებმა გადაგიყარესა და რის გამოც ასე იტანჯები ახლა
-თავიდან ხატვას რა აზრი აქვს?-ცრემლები გადმოუცურდა თათიას გაფითრებულ ღაწვებზე და ძმის ყელში ცხვირი ჩარგო.
მართა სიხარულს ვერ მალავდა ლილემ რომ გამოაცხადა ხვალ ღამე მივფრინავო, ალექსანდრესაც აშკარა კმაყოფიება გამოესახა სახეზე რადგან დის ყოველი სიტყვა მის, სადღაც გულის სიღრმეში მიგდებულ სინდისის ქენჯნას აღვიძებდა ხოლმე და მერე იტანჯებოდა ამ ამ არეული გრძნობებით.
ერთადერთი ადამიანი ბექა იყო რომელსაც ლილეს წასვლის ამბავმა გული ატკინა, საშინლად ატკინა, გაფრენის წინ, რამდენიმე საათით ადრე დაბრუნდა სახლში რომ მარტო დალაპარაკებოდა გოგონას
-ლილე-სახლის წინ ბაღში მოსეირნე გოგონას მიუახლოვდა აღელვებული ბიჭი
-რაა?-მისკენ მოწყენილი სახით შეტრიალდა გოგონა
-გთხოვ ასე არ წახვიდე
-ასე როგორ?
-ჩემზე გაბუტული და ნაწყენი-უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა
-ამას შენთვის რამე მნიშვნელობა ააქვს?-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით ლილემ
-ააქვს , ააქვს თან ძალიან დიდი მნიშვნელობა-ბექამ მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა,გაუაზრებლად ლილეს სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა უკვე სუნთავა შეწყვეტილ და გულ გაჩერებულ გოგონას- იმიტომ რომ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ხარ შენ... ჩემთვის- მოულოდნელად უთხრა ხმა ჩაუწყდა ძალა აღარ ეყო რომ რამე ეთქვა, სათქმელი სიტყვები უბრალოდ დაეფანტა
-ასე რომ იყოს ჩემს ძმას ხელს არ შეუწყობდი ამ სისასტიკეში, ამ სიბინძურეში, ამ საშინლეებაში! -უკან დაიხია ლილემ -ყველაზე მეტად შენ გამიცრუე იმედები ბექა -ცრემლები მოეძალა გოგონას -შენ არანაირი მიზეზი არ გქონდა აქ ჩამოსვლის! იმ ოჯახის გამწარების! მაგრამ ყველა ადამიანურ ღირებულებას ხაზი გადაუსვი!....როგორ შეგიძლია რომ ეს სისასტიკე მეგობეგობრობას მოტივით გაამართლო?
-ლილე გთხოვ პასუხებს ნუ ითხოვ ჩემგან ამ საკითხზე-ჩამწყდარი ხმით უთხრა ბაჭმა
-წამის წინ მითხარი რომ მე შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ, მაგრამ -ხმა აუკანკალდა გოგონას-ჩემზე წინ აყენებ ყველას და ყველაფერს!
-ახლა უბრალოდ არ შემიძლია ალექს ზურგი ვაქციო
-ჩემს გამოც კი, არა, ხო?-სევდიანი ხმით ჰკითხა ლილემ და მზერა გაუსწორა
-გთხოვ ასე ნუ იქცევი-აღელდა ბექა -არჩევანის წინაშე ნუ მაყენებ
-თორემ მეგობრობას აირჩევ არა?-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გოგონას სახეზე
-შენ აგირჩევ!-უთხრა ბექამ ხმა დაბლა და ისევ მიუახლოვდა, აკანკალებული ხელი მის სახეს ჩამოაყოლა, ცრემლები ნაზად მოაშორა და ნელ-ნელა დაბლა დაუშვა-შენ აგირჩევ ლილე...მაგრამ გთხოვ არჩევანის წინაშე ნუ დამაყენებ... აქ ამ შეშლილს მარტო ვერ დავტოვებ... და ვერც შენ გაგიშვებ ბელგიაში ასე განადგურებულს
-გული ძალიან მატკინეთ სამივემ, განსაკუთრებით შენ-ლილემ მის მიღმა სივრცეში გაიხედა-ალექსი ბავშვობიდან, გულჩათხრობილი, მარტო სული, უხეში, თავხედი და ცინიკოსი ეგოისტი იყო... საშინლად ცუდი ურთიერთობა გვქონდა... მერე შენ გამოჩნდი...-ლილემ აწყლიანებული თვალები მიანათა ბექას -მშვიდი, გაწონასწორებული, დინჯი, თბილი და სამართლიანი ადამიანი რაღაც შეცვალე ჩემს ცხოვრებაში... ან შეიძლება მე შემცვალე არ ვიცი... და ახლა ეს ყველაფერი...საშინელ იმედგაცრუებას განვიცდი ბექა შენს გამო- ისევ ცრემლებმა გაიკვალეს გზა ლილეს ღაწვებზე -გული მატკინე... მეც არ ვიცი რატომ ვიტანჯები ასე ძალიან
-მე ვიცი-გაეღიმა ბექას, ხელები მომენტალურად შემოხვია ატირებულ გოგონას, გულზე მჭიდროდ მიიკრო და საფეთქელზე აკოცა
-ვერ გიტან-ლილემ გაბრაზებული სახით ახედა
-ვიცი-ტუჩის კუთხეში კვლავ ღიმილი შეეპარა ბიჭს და ამჯერად ცხვირზე აკოცა გოგონას
-ღმერთო რატომ არ შემიძლია რომ შენზე გაბრაზებული ვიყო ზედიზედ ორი დღე მაინც?- უსაყვედურა ლილემ და თავადაც შემოხვია ხელები წელზე
-ანუ შემირიგდი?
-რომ გეხუტები იმას არ ნიშნავს რომ გაპატიე და გირიგდები!-ახედა წარბშეკრულმა გოგონამ
-აბა რას ნიშნავს?-გაეცინა ბექას
-არაფერს-მხერბი აიჩეჩა გოგონამ და ისევ მკერდზე მიადო თავი, მისი გულის გამალებული ფეთქვის ხმას მიუგდო ყური რომლის აჩქარების მიზეზიც უკვე დიდიხანი იცოდა რომ თავად იყო
-იცოდე ზარებზე და შეტყობინებებზე მიპასუხე ხოლმე რომ ჩახვალ -ბექას ყველაზე მეტად ახლა იმის ეშინოდა არ დაეიგნორებინა ლილეს და ასე არ დაესაჯა
-ვნახოთ შეიძლება გიპასუხო შეიძლება არა
-ნუ ხარ ასეთი სასტიკი-ეცინებოდა ბექას მის სიტყვებზე
-დაიმსახურე ასე მოქცევა
-ლილე მაბრაზებ!-ზემოდან დააცქერდა ბიჭი გაბრაზებული სახით
-ვიცი-ამჯერად გოგონას გაეცინა და ჩაეხუტა.
ალექსანდრე მოუთმენლად ელოდა მისი და ზაზას საერთო პარტნიორის კახას დაბადების დღის წვეულების გამართვას რესტორანში, იმის გამო რომ ამ ბიჭთან ზედმეტად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, სთხოვა ზაზას პირადად დაურეკე და დაჟინებით დაპატიჟე მთელი ოჯახითო, კახაც უპრობლემოდ დასთანხმდა ალექსის ამ უცნაურ თხოხვნას , ზაზას დაურეკადა და ისე ელაპარაკა რომ ოჯახით მისვლის აუცილებლობაში დაარწმუნა.
-თათია არ წავიყვანოთ? მთელი დღეებია საძინელბლიდან ცხვირი არ გამოუყვია
-წავიწყვანოთ... როგორც ვიცი ის ს.რი ამ ღამეს მიფრინავს თურქეთში ასე რომ წვეულებაზე არ იქნება-უთხრა სევდიანი ხმით ზაზამ ცოლს -ბაჩომ რომ მოუტანა სახატავები ხელი არ უხლია იმისთვის ხო?
-არა-დანანებით უთხრა ქალმა
-არასწორად მოვიქეცი, არ უნდა გადამეყარა მისი ნახატები, მაგრამ მთელი თქვენი დიალოგი გავიგე ღია კარიდან და ლამის შევიშალე ასე ნაგლად რომ გითხრა ეროვნულებზე არ გავალო
-მაინც ზედმეტი მოგვივიდა-დაეთანხმა ლიკა
-შენი აზრით რომ დაველაპარაკო აზრი ააქვს?
-ახლა შეეშვი ცოტა გადაუაროს და მერე დაელაპარაკე
-შენი ბრალია ყველაფერი! -გაბრაზდა ზაზა- ისე ელაპარაკე მაშინ ,რომ მეც გამაგიჟე და ახლა დამნაშავე მარტო მე გამოვედი...
-შენ გადაუყარე ბავშვს ნახატები და მე ვარ დამნაშავე რამეში?-აყვირდა ლიკა
-როდის აქეთაა თათიას ნახატები გადარდებს?-ავარდა კაცი -სულ იმას დაჰყვიროდი რომ კიარ ხატავდა უბრალოდ ჯღაბნიდა
-ანუ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე?!-აყვირდა ლიკა
-მიდი საჭმელი გააკეთე, ძალიან მშია-სიტყვა ბანზე აუგდო კაცმა და აივანზე გავარდა რომ ცოლის წიკვინი აღარ მოესმინა.
მეორე დღეს თათიამ უხალისოდ ჩაიცვა ძალიან სადა კაბა, თმაც უბრალოდ აიწია და შეიკრა, ფეხსაცმელიც შესაბამისად, ქუსლის გარეშე შეარჩია, მაკიაჟი გაკეთება არც უფიქრია ისე ჩაჯდა მანქანაში მშობლებისთვის არც შეუხედია
-ძალიან ლამაზი ხარ მამიკოს პატარავ-სარკიდან გახედა კაცმა შვილს, გოგონამ არაფერი უპასუხა და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა.
ალექსანდრე მოუთმენლად ელოდა ზაზას მანქანის გამოჩენას
-არ მოიყვანენ-უმტკიცებდა ბექა აღელვებულ მეგობარს რომელმაც ლამის სული დალია სანამ რესტორანში შეკრების დათქმული დრო მოახლოვდა
-მოიყვანს! დაიჯერებდა ეგ ს.რი რომ მართლა თურქეთში გავფრინდი... ნახე-მეგობარს შეხედა გამარჯვებულის იერით როცა ზაზას მანქანიდან გადმოსული თათია დაინახა
-იმედია რამე სისულელეს არ ჩაიდენ და მაშინდელივით სკანდალს არ მოაწყობ-დაუბღვირა ბექამ მეგობარს
-ეს საღამო მხოლოდ ჩემი და თათიასი იქნება-უცნაურად გაეღიმა ბიჭს და შენობაში შესულებს ცინიკური მზერა ესროლა, ალექსის დანახვისას ზაზა სახტად დარაჩა
-შენ არ თქვი თურქეთში მიფრინავსო?-დაუღრინა ლიკამ ქმარს და ყალბი ღიმილი მოირგო ტონალურისგან გადაყავისფერებულ სახეზე
-ნაბ.ჭვარი-კბილებში გამოსცრა გაცეცხლებულმა კაცმა და მკვლელი მზერა ესროლა ბიჭს
-თავდაჯერებული იდიოტი-ლიკა საშინლად გააღიზიანა ალექსის მზერამ, რომელმაც მისალმების ნიშნად თავი სულ ოდნავ დაუქნია მათ და ნაგლად მიაბჯინა ჭაობისფერი სფეროები თათიას, გოგონამ ურეაქციოთ შეხედა ბიჭებს ისიც სულ რამდენიმე წამის განმავლობაში და თავი დახარა მაშინვე, რადგან ალექსის თვალებიდან მომავალმა სიცივემ და სიცარიელემ უბრალოდ გაყინა,ახლა ამ წამს ყველაზე მეტად სძულდა დადეშქელიანი, სძულდა მისი ეს თავხედური თავდაჯერებულობა, ირონია, ცინიზმი, სიცარიელე... ყველაფერი რაც მასში იყო...
-წამოდი დავსხდეთ-ზაზამ მაგიდასთან მიიყვანა ცოლ-შვილი, თათია შუაში ჩაისვეს იმის შიშით ალექსანდრე არ მიუჯდეს გვერდითო და საშინლად გაღიზიანდენ ორივე როცა მათ წინ, ზუსტად თათიას პირისპირ დაჯდა მომღიმარი სახით, იმის მიუხედავად რომ ფარულად ყველა დაძაბული იყო, ელექსი იმდენად აიგნორებდა თათიას და მისკენ ფაქტიურად არ იყურებოდა რომ ზაზამ ყურადღება მარტივად მოადუნა, ლიკა ნაცნობებთან გაერთო ლაპარაკში, თათია სრულიად უსახური, ჩამქრალი, ცარიელი, ურეაქციოდ იჯდა მაგიდასთან, არც ჭამდა, არც სვამდა, არავის უყურებდა თვალებში რადგან მათი ყალბი ღიმილის დანახვა უბრალოდ გულს ურევდა, ის კი არა ალექსისაკენაც მხოლოდ ერთხელ და ერთი წამის განმავლობაში გაიხედა, თუმცა ბიჭმა დაიჭირა მისი მზერა და თავადაც მიანათა ჭაობისფერი სევდიანი სფეროები, მაგრამ თათიამ მის მზერაშიც სიყალბე დაინახა და ამან კიდევ უფრო მეტად ატკინა გული, ამიტომ მისკენ აღარ გაუხედია
-საპირფარეშოში მინდა გასვლა -დაუჩურჩულა დედას, რადგან ძალიან უმდოდა სულ ცოტა ხნით მაინც მოშორებოდა ამ ერთფეროვან სიყალბეთა სიმძაფრეს
-წადი მერე-უფლება დართო ლიკამ და საუბარი გააგრძელა გვერდით მჯდომ ძველ და კარგა ხნის ნაცნობთან, იმის გამო რომ ზაზა ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და გართული იყო ლაპარაკში თათიას გასვლა ვერც კი შენიშნა, სამაგიეროდ შენიშნა ალექსმა რომელიც მოთმინებით დაელოდა თათიას უკან დაბრუნებას და როგორც კი თვალი ჰკიდა კარში შემოსულ გოგონას, მაშინვე ფეხზე წამოვარდა, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და წინ გადაეღობა, თათიამ ურეაქციო სახით ახედა ბიჭს და გვერდის ავლა სცადა მისთვის, მაგრამ ალექსმა მოულოდნელად წელზე შეუცურა ხელი და დაბნეული გოგონა დარბაზის ცენტრისკენ წაიყვანა, სანამ თათია აზრზე მოვიდოდა და გააცნობიერებდა რა ხდებოდა მის თავს, ნაზი მუსიკის ჰანგები შეცურდნენ რესტორნის ხმაურიან დარბაზში, სადაც იმავე წამს ჩამოწვა გამაყრუებელი სიჩუმე რომელსაც მხოლოდ თათიას საყვარელი სიმღერის ხმა არხევდა, ალექსმა იმავე წამს წელზე ძლიერად შემოაჭდო მძიმე ხელები დამფრთხალ გოგონას, რადგან ეშინოდა აზრზე მოსული თათია არ გაექცეოდა, ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული და მზერა გაუსწორა გოგონას თაფლისფერ ჩამუქებულ სფეროებს
-რას აკეთებ, შენ რა გაგიჟდი?-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ და მშობლებისაკენ გაიხედა შეშინებული თვალებით
-მხოლოდ ერთი ცეკვა და გაგიშვებ-ზემოდან დააცქერდა აღელვებული ბიჭი
-არა!-დაუღრინა თათიამ
-ყველა ჩვენ გვიყურებს-ყალბი ღიმილით გაუღიმა ბიჭმა
-მკ.დია
-ნუ ფართხალებ ხომ იცი მაინც არ გაგიშვებ-დაუჩურჩულა საფეთქელთან მომღიმარი სახით ბიჭმა და ოდნავ, სულ ოდნავ შეახო ცივი ტუჩები გოგონას ნაზ კანს რომელიც ალექსის შეხებამ მომენტალურად დაუწვა თათიას
-გეყოფა-თათიამმოდნავ უკანნგასწი თავო და ოღიმღამოდ დააწყო ბიჭის მხრებზე ხელები
-ჩემი დანჯერი გოგო ხარ შენ-ამჯერად ყურში ჩასჩურჩულა ალექსმა დაძაბულ გოგონას და ცხვირის წვერი ააყოლა მის გადაფითრებულ სახეს
-მორჩი-დაუღრინა თათიამ და თვალებში ჩააცქერდა ალეწილი სახით
-ძალიან მომენატრე-დააიგნორა ბიჭმა მისი სახის გამომეტყველებაც და ტონიც
-რატოღაც შენი არ მჯერა -გაბრაზდა თათია
-მართლა? რატომ?-მისი საუბარში აყოლა სურდა ბიჭს
-გეყოფა, თავს ნუ იკატუნებ, ისე ნუ იქცევი თითქოს აქ ჩვენი ოჯახის გასანადგურებლად არ დაბრუნდი!
-ჰო ასეა მაგრამ შენს გამო უარის თქმას ვაპირებ ამ ყველაფერზე
-არ გინდა, ძალიან გთხოვ არ გინდა-თათიას სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე
-იმ ყველაფერის მერე... მაინც არ გჯერა რომ შენს მიმართ გილწრფელი გრძნობები მაქვს?-გაბრაზდა ალექსი
-რა თქმა უნდა არა!-თათიას ხმაში ზედმეტად არადამაჯერებლობა იგრძნობოდა
-გინდა დაგიმტკიცო რომ ეს ასეა?-ალექსის კითხვამ ძალიან დააბნია თათია
-არაფრის დამტკიცება არ მჭირდება, უბრალოდ თავი დამანებე
-ხომ იცი რომ ვერ დაგანებებ? ვერასდროს დაგანებებ?
-რატომ? -ახედა სევდიანი თვალებით თათიამ, რატომღაც მისგან ძალიან უნდოდა ახლა ამ წამს სიტყვა,, მიყვარხარ" მოესმინა, კი იცოდა რომ ეს ყველაფერი არანორმალურ იყო, გულის სიღრმეში ისიც იცოდა რომ ალექსის ყველა გრძნობა რომ ყალბი იყო, მაგრამ მაინც მის გულს ჯიუტად სურდა თუნდაც ყალბი გრძნობებით სულ რამდენიმე წამით მაინც ეგრძნო თავი ვინმესთვის მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად... ან იქნებ უბრალოდ მშობლების დაჯა სურდა ალქსით? ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მოაწვა ,ერთ მომენტში ცრემლებიც კი მოეძალა, თავის ყველაზე სუსტ და სულელ ადამიანდ იგრძნო რომელიც ყალბ გრძნობებს ებღაუჭება იმისთვის რომ თავი საჭირო ადამიანა იგრძნოს ვინმეს ცხობრებაში, უეცრად გაბრაზდა, საშინლად გაბრაზდა საკუთარ უსუსურობაზე.
-ზაზა მშვიდად იჯექი-ჩაესმა გაავებულ კაცს ცოლის ხმა ზურგს უკნიდან
მოვკლავ მაგ ნაბიჭ.რს
-მაგასაც ეგ უნდა! უნდა გაგაგიჟოს! გამოგიწვიოს! სკანდალი მოგაწყობინოს! სახელი შეგილახოს-დაუჩურჩულა ქალმა ქმარს, ნელ-ნელა დაიხარა მისკენ, ხელები შემოხვია კისერზე და ლოყაზე აკოცა -უბრალოდ ეცეკვება სულ ესაა
-ყველაფერი წინაწსარ მოაწყო-დაიღრინა ზაზამ
-ჰო ასე გამოდის, მუსიკაც კი ის ჩაართვევინა რომელიც თათიას უყვარს
-წინაწარ კარგად მოემზადა ეგ ს.რი-თავს ძლივს იკავებდა ზაზა ფეხზე რომ არ წამოვარდნილიყო
-მშვიდად -დაუსისინა ყურში ქალმა.
იმ დროს როცა თათიას მის გულში, გონებაში და სულში ათას ერთდროულად აფეთქებულ გრძნობას ებრძოდა ალექსმა თითქოს იგრძნო მისი ეს დაბნეულობა,თითქოს თათიასი უსიტყვოდ ესმოდა მოულოდნელად ხელი გაუშვა, გოგონამ ცივად მოაშორა მის მხრებს ხელი და მიტრიალდა, ახლა ამ წამს ყველაზე მეტად ეს სჭირდებოდა ალექსისგან,მთავისუფლება, მაგრამ ბიჭმა მაჯაში ნაზად მოკიდა ხელი მიბრუნებულ გოგონას, მოულოდნელად თავისკენ მოქაჩა და სანამ თათია აზრზე მოსვლას შეძლებდა მის ვნებიან წითელ, სავსე ტუჩებს შეაწება ცივი ტუჩები, ეს იმდენად მოულოდნელად გააკეთა, იმდენად რომ თათიამ აზრზე მოსვლა კარგა ხანს ვერ შეძლო, იმის აღქმაც ვერ მოახერხა ამ კოცნისგან რა ემოცია მიიღო, რომ ალექსი მის ტუჩებს დაშორდა თვალებში ჩააცქერდა ირონიული ღიმილით და ხმამაღლა, მკაფიოთ და გარკვევით წარმოსთქვა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა რომელმაც არამარტო მისი ყველას ცხოვრება შეცვალა
-მე შენ მიყვარხარ თათია ასათიანო!- გოგონა ადგილზე გაიყინა, გაქვავდა, გაშეშდა, ერთდროულად გაუჩერდა სუნთქვა, პულსაცია და გულის ცემა, თვალთ დაუბნელდა და როცა გონების კარგვამდე მივიდა უღონოდ ჩაუვარდა მკლავებში ირონიულად მომღიმარ ბიჭს

№1 სტუმარი ელა1

კარგი იყო ნეაკო❤❤.თათია ძალიან მეცოდება მართლა იმიტომ ერთი მხრივ მშობლები ასე რო ექცევიან და არ აძლევენ საშუალებას ის გააკეთესოს რაც უნდა .მე თვლი რო ასე არ შეიძლება.და მეორე მხრივ ალექსი ტყუილევი უფრო გააანადგურებს მას და ძალიან ატყენს გულს ალბათ.❤❤ყველაზე მეტატ ეხლა ეტყიბება როცა ალექსმა მოატყუა ვითომ უყვარს და თათიამაც დაიჯერა .ამას რატო აკეთებს ალექსი ჯერ ვერ ხვდევი მართლა ზაზას უხდის სამაგიეროს?❤❤დველოდები შემდეგს

№2  offline მოდერი ნეაკო

ელა1

სწორედ ასეა ელა, ალექს ზაზას დასჯა უნდა იმდენად რომ ბეღარ აზროვნებს და ვერ ხვდება რამდენად უდანაშაულო ადამიანს ვნებს ამით ❤❤❤❤❤ისე გამიხარდა შენი კომეტარი რომ ვნახე არ ვიცი როგორ აგიხსნა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№3 სტუმარი ელა1

ნეაკო

იმედია მიხვდება ალექსი რო არ ღისრ ასე მოქცევა და ზაზაც არაფერს შუაშია მე ასე ვთლი.მე კოველთვის შენთან ვიქნები და დაგიტოვებ ჩენ კომენტარებს❤❤

№4 სტუმარი სტუმარი უცნობი

რამდენი ხანია თქვენს ისტორიებს ვკითხულობ. ეს დიალოგები და საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან კარგია. მავრამ თათია ძალიან უსუსური და მარტივად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. ასე მარტივად რომ ებმება ალექსს, მითუმეტეს იცის რომ ალექს მის მიმართ ყალბი გრძნობები აქვს, ნუ შეიძლება არააქვს და თავს აჯერებს რომ თათია არუყვარს. შეიძლება გულის სიღრმეში თავდავიწყებით იყოს შეყვარებული თათიაზე.

შემდეგ თავს როდის დადებთ? მოუთმენლად ველი

№5 სტუმარი სტუმარი ანასტასია

თათია ერთი პატარა გოგოა. დაბნეული და უდანაშაულო.
არ იცის როგორ გაუმკლავდეს სირთულეებს და ეს სულაც არ მაკვირვებს
მის ასაკში მოზარდთა უმეტესობა ასეთია.
ზაზას და ლიკას რომ ცოტა მეტი თავისუფლება მიეცათ მისთვის იქნებ ყველაფერი ასე ცუდად არ განვითარებულიყო.
ალექსანდრეს პერსონაჟი ძალიან დაუნდობელია, როგორ შეუძლია იმის გაწორვა თავისი გეგმებისთვის, ვისაც არაფერი დაუშავებია.
მე ვფიქრობ თათია მისი აკვიატებაა და არა სიყვარული (მაინტერესებს შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ალექსანდრეს ამ გაურკვეველი გრძნობის მიმართ, როგორც ავტორს)
მომწონს ისტორია, იმიტომ რომ შურისძიებისგან დაბრმავებული ადამიანის შინაგანი სამყარო სინამდვილესთან შესაბამისობაშია.
კარგად წერ... წარმატებები :))

№6 სტუმარი სტუმარი nazi

აუ რა კარგი იყო თბილი და ტკბილი კარგ განწყობაზე დავდექი მადლობაა ❤❤❤❤

№7 სტუმარი ატბ

ისეთი საზიზღობები ელაპარაკა ლიკამ და ისეთი საშინელება გაუკეთა ზაზამ.... ღმერთოოოო..
დედა რო ასეთ რაღაცეებს გეტყვის..
ეს გოგო კიდე დგააას თავდახრილი და ტირის უაზროდ...
ჯინაზე უნდა წავიდეს ალექსანდრესთან, სულ რო არაფერს არ გრძნობდეს ეს ბიჭი, ზაზას და ლიკას მაინც გაამწარებს თათა და კარგსაც იზამს.. -_-
დეგენერატები ესენი.

№8 სტუმარი სტუმარი ნატა

ალექსი ძალიან კარგი ბიჭია, ის რომ ასეთი დესპოტი, უგულო და ცივია მისი ბრალი კი არ არის დედამისის ბრალია. ბავშვობიდან ზიზღს ასწავლიდა, შურისძიების წყურვილი ჩაუნერგა და მოწამლა საკუთარი შვილი! ასეთ ქალს დედობა არეკუთვნის. მისი მიზნის მისაღწევად იყენებს საწყალ ალექსს. დარწმუნებული ვარ ალექსი შეიცვლება თათიას წყალობით. ძალიან მინდა რომ მალე სიმართლე გაიგოს მართას შესახებ და მიწასთან გაასწოროს ასეთ ტყუილში რომ გაზარდა და სიძულვილის მეტი არაფერი ასწავლა. ეხლა ორმაგად შემეცოდა ალექსი.????ყველაზე მეტად ეს პერსონაჟია დაზარალებული და გთხოვთ ალექსზე ასეთ რაღაცეებს ნუ იძახით ფსიქოპატიო,გიჟიო...????ყველა ისეთები ვართ როგორიც აღგვზარდეს და ისიც ისეთი როგორიც აღზარდეს. ამიტომ ნუ გავკიცხავთ ბიჭს. ამ ისტორიას როცა ვკითხულობ ჩემი თავი მახსენდება????
მეც 16ის ვიყავი პირველი შეყვარებული რომ მყავდა ჩემზე 4 წლით უფროსი, თავიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ცოტა მკაცრი იყო, ალექსივით უგულო, ცარიელი თვალებით, ალექსს ერთი ერთში გავდა ხასიათებით. მაგრამ მე კარგად მექცეოდა ამავე დროს ძალიან ეჭვიანიც, ზუსტად ამ ეჭვიანობის გამო ვვარდებოდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩემი მეგობარი ბიჭი სცემა მხოლოდ იმის გამო რომ ჩამეხუტა. როგორც მეგობარი მეგობარს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს ყველა ბიჭზე ეჭვიანობდა ვისაც ჩემს სიახლოვეს დაინახავდა და სკანდალებს მიწყობდა. ერთხელაც ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი და გშორდებითქო ვუთხარი, უსიამოვნების მეტი არაფერი არმოგაქვს ჩემთვისთქო. გაგიჟდა დალეწა ყველაფერი ვერსადაც ვერ წახვალ ჩემთან იქნები ყოველთვისო, იმ დღეს ხელიც კი დამარტყა და იცოდე მშობლებს თუ ეტყვი მოგკლავ გაგანადგურებო. 7 თვე ზუსტად შვიდი თვე ბულინგში გავატარე, ჩემთვის ყველაზე მწარე და მოულოდნელი ისიყო რომ ბიჭი რომელსაც ჩემი შეყვარებული ერქვა ეხლა მოძალადე გახდა. ვერც მშობლებს ვეუბნებოდი და ვერც პოლიციას ვრევდი, მეშინოდა რამე არ დაეშავებინა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ყური მოკრა როგორ მემუქრებოდა ჩემი "უსაყვარლესი შეყვარებული" მერე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ეს ყველაფერი პოლიციას ერთად ვუთხარით. დააკავეს ეგ ნაძირალა და ბულინგის გამო 6 წელი ციხე მიუსაჯეს სამი წელია რაც ზის და კიდევ სამი წელი დარჩა. ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან, ჩემი მეგობარი რომ არა ვინიცის რას დამმართებდა ეგ .

ატბ

ნამდვილად მშობლების ასეთი მდაბიო საქციელი მკლავს. ასეთ მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავი ავიბარგებოდი და ვაფშე წავიდოდი სახლიდან თვალით აღარ დავენახვებოდი მშობლებს.

№9  offline წევრი გორგოძე

რატო ამეტირა? smile heart_eyes უსაშინლესად კარგია
--------------------
ლ.გ

№10  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო
ელა1
კარგი იყო ნეაკო❤❤.თათია ძალიან მეცოდება მართლა იმიტომ ერთი მხრივ მშობლები ასე რო ექცევიან და არ აძლევენ საშუალებას ის გააკეთესოს რაც უნდა .მე თვლი რო ასე არ შეიძლება.და მეორე მხრივ ალექსი ტყუილევი უფრო გააანადგურებს მას და ძალიან ატყენს გულს ალბათ.❤❤ყველაზე მეტატ ეხლა ეტყიბება როცა ალექსმა მოატყუა ვითომ უყვარს და თათიამაც დაიჯერა .ამას რატო აკეთებს ალექსი ჯერ ვერ ხვდევი მართლა ზაზას უხდის სამაგიეროს?❤❤დველოდები შემდეგს

სწორედ ასეა ელა, ალექს ზაზას დასჯა უნდა იმდენად რომ ბეღარ აზროვნებს და ვერ ხვდება რამდენად უდანაშაულო ადამიანს ვნებს ამით ❤❤❤❤❤ისე გამიხარდა შენი კომეტარი რომ ვნახე არ ვიცი როგორ აგიხსნა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

იმედია მიხვდება ალექსი რო არ ღისრ ასე მოქცევა და ზაზაც არაფერს შუაშია მე ასე ვთლი.მე კოველთვის შენთან ვიქნები და დაგიტოვებ ჩენ კომენტარებს❤❤

მადლობა ამისთვის ელა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№11 სტუმარი სტუმარი ციცი

შემდეგი როდის იქნება?

სტუმარი ნატა
ალექსი ძალიან კარგი ბიჭია, ის რომ ასეთი დესპოტი, უგულო და ცივია მისი ბრალი კი არ არის დედამისის ბრალია. ბავშვობიდან ზიზღს ასწავლიდა, შურისძიების წყურვილი ჩაუნერგა და მოწამლა საკუთარი შვილი! ასეთ ქალს დედობა არეკუთვნის. მისი მიზნის მისაღწევად იყენებს საწყალ ალექსს. დარწმუნებული ვარ ალექსი შეიცვლება თათიას წყალობით. ძალიან მინდა რომ მალე სიმართლე გაიგოს მართას შესახებ და მიწასთან გაასწოროს ასეთ ტყუილში რომ გაზარდა და სიძულვილის მეტი არაფერი ასწავლა. ეხლა ორმაგად შემეცოდა ალექსი.????ყველაზე მეტად ეს პერსონაჟია დაზარალებული და გთხოვთ ალექსზე ასეთ რაღაცეებს ნუ იძახით ფსიქოპატიო,გიჟიო...????ყველა ისეთები ვართ როგორიც აღგვზარდეს და ისიც ისეთი როგორიც აღზარდეს. ამიტომ ნუ გავკიცხავთ ბიჭს. ამ ისტორიას როცა ვკითხულობ ჩემი თავი მახსენდება????
მეც 16ის ვიყავი პირველი შეყვარებული რომ მყავდა ჩემზე 4 წლით უფროსი, თავიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ცოტა მკაცრი იყო, ალექსივით უგულო, ცარიელი თვალებით, ალექსს ერთი ერთში გავდა ხასიათებით. მაგრამ მე კარგად მექცეოდა ამავე დროს ძალიან ეჭვიანიც, ზუსტად ამ ეჭვიანობის გამო ვვარდებოდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩემი მეგობარი ბიჭი სცემა მხოლოდ იმის გამო რომ ჩამეხუტა. როგორც მეგობარი მეგობარს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს ყველა ბიჭზე ეჭვიანობდა ვისაც ჩემს სიახლოვეს დაინახავდა და სკანდალებს მიწყობდა. ერთხელაც ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი და გშორდებითქო ვუთხარი, უსიამოვნების მეტი არაფერი არმოგაქვს ჩემთვისთქო. გაგიჟდა დალეწა ყველაფერი ვერსადაც ვერ წახვალ ჩემთან იქნები ყოველთვისო, იმ დღეს ხელიც კი დამარტყა და იცოდე მშობლებს თუ ეტყვი მოგკლავ გაგანადგურებო. 7 თვე ზუსტად შვიდი თვე ბულინგში გავატარე, ჩემთვის ყველაზე მწარე და მოულოდნელი ისიყო რომ ბიჭი რომელსაც ჩემი შეყვარებული ერქვა ეხლა მოძალადე გახდა. ვერც მშობლებს ვეუბნებოდი და ვერც პოლიციას ვრევდი, მეშინოდა რამე არ დაეშავებინა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ყური მოკრა როგორ მემუქრებოდა ჩემი "უსაყვარლესი შეყვარებული" მერე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ეს ყველაფერი პოლიციას ერთად ვუთხარით. დააკავეს ეგ ნაძირალა და ბულინგის გამო 6 წელი ციხე მიუსაჯეს სამი წელია რაც ზის და კიდევ სამი წელი დარჩა. ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან, ჩემი მეგობარი რომ არა ვინიცის რას დამმართებდა ეგ .

ატბ
ისეთი საზიზღობები ელაპარაკა ლიკამ და ისეთი საშინელება გაუკეთა ზაზამ.... ღმერთოოოო..
დედა რო ასეთ რაღაცეებს გეტყვის..
ეს გოგო კიდე დგააას თავდახრილი და ტირის უაზროდ...
ჯინაზე უნდა წავიდეს ალექსანდრესთან, სულ რო არაფერს არ გრძნობდეს ეს ბიჭი, ზაზას და ლიკას მაინც გაამწარებს თათა და კარგსაც იზამს.. -_-
დეგენერატები ესენი.

ნამდვილად მშობლების ასეთი მდაბიო საქციელი მკლავს. ასეთ მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავი ავიბარგებოდი და ვაფშე წავიდოდი სახლიდან თვალით აღარ დავენახვებოდი მშობლებს.

ვაიმეეე რა ცუდ მდგომარეობაში ყოფილხართ. მაგრამ ძალიან კარგია რომ უკვე თავი დაიხსენით. იცით რაა ჩემი რჩევა იქნება ეს ისტორიად დაწეროთ

№12 სტუმარი nia

აუ თათია რა სუსტი და სულელი აღმოჩნდა, ალექსანდრე რაც არ უნდა უკეთესობისკენ შეცვალო მომდევნო თავებში მაინც ასეთად დარჩება

№13  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი უცნობი
რამდენი ხანია თქვენს ისტორიებს ვკითხულობ. ეს დიალოგები და საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან კარგია. მავრამ თათია ძალიან უსუსური და მარტივად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. ასე მარტივად რომ ებმება ალექსს, მითუმეტეს იცის რომ ალექს მის მიმართ ყალბი გრძნობები აქვს, ნუ შეიძლება არააქვს და თავს აჯერებს რომ თათია არუყვარს. შეიძლება გულის სიღრმეში თავდავიწყებით იყოს შეყვარებული თათიაზე.

შემდეგ თავს როდის დადებთ? მოუთმენლად ველი

მადლობა რომ გამომეხმაურე და გამიზიარე შენი აზრი❤❤❤❤❤, ალექსანდრე ისევეა რეალურად დაბნეული როგოც თათია, თუმცა მ
შურისძიების წყურვილითაა დაბრმავებული და შესაბამისად ნამდვილ გრძნობებს არ აფასებს.

ალექსანდრე დაუშვებს საბედისწო შეცდომას თათიასთან და ეს ყველაფერი მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის ( ოღონდ არავითარი ძალადობა და მასგავსი რამ)

სტუმარი nazi
აუ რა კარგი იყო თბილი და ტკბილი კარგ განწყობაზე დავდექი მადლობაა ❤❤❤❤

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ❤❤❤❤❤ზოგადად ეს დაძაბულობა ცოტა ხანს გასტანს, მერე ყველაფერი შეიცვლება :)

№14  offline წევრი gogincha

საინტერესოა ნაწარმოებია, მგონი წერის ეს მანერა უფრო უკეთესია შენთვის, მომწონს ძალიან. თათიას რაც შეეხება მგონია რომ.საკმაოდ ძლიერია შინაგანად და რაც მთავარია არც ცდილობს რომ ასე მარტივად დანებდეს თუნდაც პროტესტის გაამოხატვით ან წინააღმდეგობის გაწევით. რაც შეეხება ალექსანდრეს, ჩემთვის ეს უფრო სუსტია პიროვნულად, მსხვერპლია საკუთარი დედის, რაც ზრდასრულ ასაკში გამოვლინდა, იმედია თათია მის ცხოვრებას შეცვლის და შინაგანად რაც ადამიანური აქვს უფრო მეტად შეძლებს გარეთ გამიტანას ალექსანდრე. წარმატებები ♥

№15 სტუმარი სტუმარი მეა

საინტერესო ისტორიაა და ძალიან მომწონს შენი წერის მანერა,თათია შეიძლება ახლა სუსტი ჩანს მაგრამ ვფიქრობ რომ მის ცხოვრებაში მოხდება ისეთი რამ რაც მას ძლიერს გახდის და მის სიძლიერეს დაგვანახებს. რაც შეეხება ალექსნადრეს მის გულში და თავში მხოლოდ შურისძიებაა ჩანერგილი ბავშვობიდან,რომელიც დედამისის შეცდომების ბრალიც არის.ტრამვირებული ბავშვობა ჰქონდა მისი ასეთი თავნება,მესაკუთრე ხასიათიც აქიდან გამომდინარეობს. შეიძლება უყვარს თათია და ფიქრობს,რომ სწორედ მისი შეცვლის დრო მოვიდა და ამიტომაც იქცევა ასე, საინტერესოა სინამდვილეში რას გრძნობს. წარმატებები ❤❤❤ როდის დადებ ახალ თავს?❤❤

№16 სტუმარი ანუ

"საბედისწერო შეცდომა" ისევ ის იქნება რაც წინა ისტორიებში იყო?

№17 სტუმარი სტუმარი მარიამი

თუ ალექსი და თათია ერთად იქნებიან(ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ალექსი სიყვარულს დააყენებს წინ და არა შურისძიებას)ძაან მაგარი წყვილი იქნებიან????ისტორია ფანტასტიკურია ვერიტყვი უარყოფითს ვერაფერს ????მეცხრე თავს როდის დადებ? ველოდები მოუთმენლად

ფუი ეშმაკს ქრისტემ შეგინდოს რეებს წერ სვილოცემო. ეს თათია ვინაა სენი შვილია? რა ბოზანდარა ძუყნა კოფილა

ფუი ეშმაკს ქრისტემ შეგინდოს რეებს წერ სვილოცემო. ეს თათია ვინაა სენი შვილია? რა ბოზანდარა ძუყნა კოფილა

ფუი ესმაკს ქრისტემ სეგინდოთ

№18 სტუმარი ან

შემდეგ თავს დღეს დადებ?♥️

№19  offline წევრი ნათიიია

საინტერესოდ წერ და მინდება რომ არ დასრულდეს მალე. ❤️ მე მაინც მგონია რომ უყვარს ალექსანდრეს თათია და ვერ გაუცნობიერებია, ამიტომ როცა აღიარებს თავისთავთან ისინი ერთად იქნებიან...საინტერესოა სინამდვილეშ რა მოხდება❣️

№20  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანასტასია
თათია ერთი პატარა გოგოა. დაბნეული და უდანაშაულო.
არ იცის როგორ გაუმკლავდეს სირთულეებს და ეს სულაც არ მაკვირვებს
მის ასაკში მოზარდთა უმეტესობა ასეთია.
ზაზას და ლიკას რომ ცოტა მეტი თავისუფლება მიეცათ მისთვის იქნებ ყველაფერი ასე ცუდად არ განვითარებულიყო.
ალექსანდრეს პერსონაჟი ძალიან დაუნდობელია, როგორ შეუძლია იმის გაწორვა თავისი გეგმებისთვის, ვისაც არაფერი დაუშავებია.
მე ვფიქრობ თათია მისი აკვიატებაა და არა სიყვარული (მაინტერესებს შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ალექსანდრეს ამ გაურკვეველი გრძნობის მიმართ, როგორც ავტორს)
მომწონს ისტორია, იმიტომ რომ შურისძიებისგან დაბრმავებული ადამიანის შინაგანი სამყარო სინამდვილესთან შესაბამისობაშია.
კარგად წერ... წარმატებები :))

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤❤თათია მართლაც ისეთია როგორც შენ აღწერე და ყველფერი სწორედ მშობლების ბრალია.
ალექს რაც შეეხება მალე გაერკვევა საკუთარ გრძნობებში ოღინდ მას მერე რაც შეცდომას დაუშვებს შურისძიებისგან დაბრმავებული

ატბ
ისეთი საზიზღობები ელაპარაკა ლიკამ და ისეთი საშინელება გაუკეთა ზაზამ.... ღმერთოოოო..
დედა რო ასეთ რაღაცეებს გეტყვის..
ეს გოგო კიდე დგააას თავდახრილი და ტირის უაზროდ...
ჯინაზე უნდა წავიდეს ალექსანდრესთან, სულ რო არაფერს არ გრძნობდეს ეს ბიჭი, ზაზას და ლიკას მაინც გაამწარებს თათა და კარგსაც იზამს.. -_-
დეგენერატები ესენი.

სწორედ მშობლებისმგულვივობა და სისასტიკე აიძულებს თათიას რომ დაუშვას შეცდომები სიყვარულის სახელით

გორგოძე
რატო ამეტირა? smile heart_eyes უსაშინლესად კარგია

მიხაროა რომ მოგეწონა და მადლობა ამ კომენტარისთვის ❤❤❤❤

№21 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ნათიიია
საინტერესოდ წერ და მინდება რომ არ დასრულდეს მალე. ❤️ მე მაინც მგონია რომ უყვარს ალექსანდრეს თათია და ვერ გაუცნობიერებია, ამიტომ როცა აღიარებს თავისთავთან ისინი ერთად იქნებიან...საინტერესოა სინამდვილეშ რა მოხდება❣️

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤ეს ყველაფერი მაშინ გაირკვევე როცა ალექსი შეცდომას დაუშვებს და თათიას გულს ატკენს

ან
შემდეგ თავს დღეს დადებ?♥️

სავარაუდოდ 12 ივნის, მაგრამ მანამდე თუ მოვახერხე აუცილებლად ავტვირთავ ❤❤❤❤❤❤

№22  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარიამი
თუ ალექსი და თათია ერთად იქნებიან(ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ალექსი სიყვარულს დააყენებს წინ და არა შურისძიებას)ძაან მაგარი წყვილი იქნებიან????ისტორია ფანტასტიკურია ვერიტყვი უარყოფითს ვერაფერს ????მეცხრე თავს როდის დადებ? ველოდები მოუთმენლად

ფუი ეშმაკს ქრისტემ შეგინდოს რეებს წერ სვილოცემო. ეს თათია ვინაა სენი შვილია? რა ბოზანდარა ძუყნა კოფილა

ფუი ეშმაკს ქრისტემ შეგინდოს რეებს წერ სვილოცემო. ეს თათია ვინაა სენი შვილია? რა ბოზანდარა ძუყნა კოფილა

ფუი ესმაკს ქრისტემ სეგინდოთ

უკაცრავად მაგრამ ვერ გავიგე თქვენი კომენტარის შინაარსი :(

ანუ
"საბედისწერო შეცდომა" ისევ ის იქნება რაც წინა ისტორიებში იყო?

ასე არ იქნება, აქ ცოტა სხვა მიმართუულებით წავიყვან ისტორიის შინაარს ( რა თქმა უნდა ძალადობის და მასგავსი თემების გარეშე )

№23 სტუმარი სტუმარი თეო

რატომღაც მგონია რო ლილე ზაზას შვილია

№24  offline წევრი khatia khatia

ვათ ზე ფაქ აქ რეები ხდება joy როდის დადებ შემდეგს
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

№25  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნატა
ალექსი ძალიან კარგი ბიჭია, ის რომ ასეთი დესპოტი, უგულო და ცივია მისი ბრალი კი არ არის დედამისის ბრალია. ბავშვობიდან ზიზღს ასწავლიდა, შურისძიების წყურვილი ჩაუნერგა და მოწამლა საკუთარი შვილი! ასეთ ქალს დედობა არეკუთვნის. მისი მიზნის მისაღწევად იყენებს საწყალ ალექსს. დარწმუნებული ვარ ალექსი შეიცვლება თათიას წყალობით. ძალიან მინდა რომ მალე სიმართლე გაიგოს მართას შესახებ და მიწასთან გაასწოროს ასეთ ტყუილში რომ გაზარდა და სიძულვილის მეტი არაფერი ასწავლა. ეხლა ორმაგად შემეცოდა ალექსი.????ყველაზე მეტად ეს პერსონაჟია დაზარალებული და გთხოვთ ალექსზე ასეთ რაღაცეებს ნუ იძახით ფსიქოპატიო,გიჟიო...????ყველა ისეთები ვართ როგორიც აღგვზარდეს და ისიც ისეთი როგორიც აღზარდეს. ამიტომ ნუ გავკიცხავთ ბიჭს. ამ ისტორიას როცა ვკითხულობ ჩემი თავი მახსენდება????
მეც 16ის ვიყავი პირველი შეყვარებული რომ მყავდა ჩემზე 4 წლით უფროსი, თავიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ცოტა მკაცრი იყო, ალექსივით უგულო, ცარიელი თვალებით, ალექსს ერთი ერთში გავდა ხასიათებით. მაგრამ მე კარგად მექცეოდა ამავე დროს ძალიან ეჭვიანიც, ზუსტად ამ ეჭვიანობის გამო ვვარდებოდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩემი მეგობარი ბიჭი სცემა მხოლოდ იმის გამო რომ ჩამეხუტა. როგორც მეგობარი მეგობარს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს ყველა ბიჭზე ეჭვიანობდა ვისაც ჩემს სიახლოვეს დაინახავდა და სკანდალებს მიწყობდა. ერთხელაც ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი და გშორდებითქო ვუთხარი, უსიამოვნების მეტი არაფერი არმოგაქვს ჩემთვისთქო. გაგიჟდა დალეწა ყველაფერი ვერსადაც ვერ წახვალ ჩემთან იქნები ყოველთვისო, იმ დღეს ხელიც კი დამარტყა და იცოდე მშობლებს თუ ეტყვი მოგკლავ გაგანადგურებო. 7 თვე ზუსტად შვიდი თვე ბულინგში გავატარე, ჩემთვის ყველაზე მწარე და მოულოდნელი ისიყო რომ ბიჭი რომელსაც ჩემი შეყვარებული ერქვა ეხლა მოძალადე გახდა. ვერც მშობლებს ვეუბნებოდი და ვერც პოლიციას ვრევდი, მეშინოდა რამე არ დაეშავებინა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ყური მოკრა როგორ მემუქრებოდა ჩემი "უსაყვარლესი შეყვარებული" მერე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ეს ყველაფერი პოლიციას ერთად ვუთხარით. დააკავეს ეგ ნაძირალა და ბულინგის გამო 6 წელი ციხე მიუსაჯეს სამი წელია რაც ზის და კიდევ სამი წელი დარჩა. ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან, ჩემი მეგობარი რომ არა ვინიცის რას დამმართებდა ეგ .

ატბ
ისეთი საზიზღობები ელაპარაკა ლიკამ და ისეთი საშინელება გაუკეთა ზაზამ.... ღმერთოოოო..
დედა რო ასეთ რაღაცეებს გეტყვის..
ეს გოგო კიდე დგააას თავდახრილი და ტირის უაზროდ...
ჯინაზე უნდა წავიდეს ალექსანდრესთან, სულ რო არაფერს არ გრძნობდეს ეს ბიჭი, ზაზას და ლიკას მაინც გაამწარებს თათა და კარგსაც იზამს.. -_-
დეგენერატები ესენი.

ნამდვილად მშობლების ასეთი მდაბიო საქციელი მკლავს. ასეთ მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავი ავიბარგებოდი და ვაფშე წავიდოდი სახლიდან თვალით აღარ დავენახვებოდი მშობლებს.

ძალიან რთული ისტორია ჰაქვს, ვერ წარმომიდგენია რომ რელაურად არსებობდნენ ასეთი უცნაური ადამიანები რომლებიც გაურკევეველი მიზეზით ამდენ ზიზღს და აგერესიას ატარებენ გულით და მერე ამ ყველაფერს სულიად უდანაშაულო ადამიანებზე ანთხევენ, ამ შემთხვევაში მისი მსხვერპლი გახდი შენ, არადა შენს ადგილას ნებისმიერო სზვა რომ ყოგილიყო ალბათ ასე იქნებოდა რადგან ამ ადამიანებს არ სემით სიყვარული, თანადგომა, თანასწორობა.
ძალიან კარგი რომ არ შეგეშინდათ და ზმის ამოღება გაბედეთ იმ არანორმალუროს წინააღმდეგ ❤❤❤❤❤❤

ამ ისტორიას რაც შეეხება, ალექსი მიხვდება თავის შეცდომებს, მართალია ძალიან გვიან მაგრამ მაინც

nia
აუ თათია რა სუსტი და სულელი აღმოჩნდა, ალექსანდრე რაც არ უნდა უკეთესობისკენ შეცვალო მომდევნო თავებში მაინც ასეთად დარჩება

ჯერ ყველაფერი სისულელე და შეცდომების დაშვება წინაა თათიასგანაც და ალექსისგანაც

№26 სტუმარი სტუმარი კირა

საოცარია ნეაკო პირველ რიგში ეს შენი დაწერილი ისტორია, მეორე ორი ასეთი განსხვავებული ბუნების მქონე ადამიანის ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ????❤შენი ისტორიები ისეთია ინტერესს საერთოდ არ დაგიკარგავს, პირიქით ჩაგითრევს და გაიძულებს ბოლომდე ჩაიკითხო. სხვა მწერლებისგან განსხვავებით შენი დაწერილი თითოეული სიტყვა ძალიან საინტერესოა. რასაც ვერვიტყვი სხვია ნაწერზე

№27  offline მოდერი ნეაკო

gogincha
საინტერესოა ნაწარმოებია, მგონი წერის ეს მანერა უფრო უკეთესია შენთვის, მომწონს ძალიან. თათიას რაც შეეხება მგონია რომ.საკმაოდ ძლიერია შინაგანად და რაც მთავარია არც ცდილობს რომ ასე მარტივად დანებდეს თუნდაც პროტესტის გაამოხატვით ან წინააღმდეგობის გაწევით. რაც შეეხება ალექსანდრეს, ჩემთვის ეს უფრო სუსტია პიროვნულად, მსხვერპლია საკუთარი დედის, რაც ზრდასრულ ასაკში გამოვლინდა, იმედია თათია მის ცხოვრებას შეცვლის და შინაგანად რაც ადამიანური აქვს უფრო მეტად შეძლებს გარეთ გამიტანას ალექსანდრე. წარმატებები ♥

მადლობა რომ გამომეხმაურე და გამიზიარე შენი აზრი ❤❤❤❤❤
მიხარია რომ მოგწობს ეს ისტორია.
რაც შეეხება თათიას, ჯერ კიდევ ვერ შეძლებს სათანადოდ რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მშობლებს და ალექსისი ზეწოლას, თუმცა საბოლოო ჯამში ალექსაც შეცვლის თავისი ხასიათის ცვლილებებით და საკუთარ თავსაც.... მაგრამ მანამდე ბევრის გადატანა მოუწევს ორივეს

სტუმარი მეა
საინტერესო ისტორიაა და ძალიან მომწონს შენი წერის მანერა,თათია შეიძლება ახლა სუსტი ჩანს მაგრამ ვფიქრობ რომ მის ცხოვრებაში მოხდება ისეთი რამ რაც მას ძლიერს გახდის და მის სიძლიერეს დაგვანახებს. რაც შეეხება ალექსნადრეს მის გულში და თავში მხოლოდ შურისძიებაა ჩანერგილი ბავშვობიდან,რომელიც დედამისის შეცდომების ბრალიც არის.ტრამვირებული ბავშვობა ჰქონდა მისი ასეთი თავნება,მესაკუთრე ხასიათიც აქიდან გამომდინარეობს. შეიძლება უყვარს თათია და ფიქრობს,რომ სწორედ მისი შეცვლის დრო მოვიდა და ამიტომაც იქცევა ასე, საინტერესოა სინამდვილეში რას გრძნობს. წარმატებები ❤❤❤ როდის დადებ ახალ თავს?❤❤

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤❤სწორედ ასეა, მართა ვერ ხვდება რომ ამ ყველაფერში რეალურად თავდაა დამნაშავე, თათიას შეცვლას და ძლიერ ადამიანდ ჩამოყალიბებას რაც ალექსის ცვლილებებსაც გამოწვევს მოხდება ისტორიის დასასრულს, მანამდე ბევრის გადატანას აიძულებს ალექსი, რაც საბოლოოდ თავად მას დაანგრევს როჰორც პიროვნებას.

ახალ თავს სავარაუდოდ 12 -ში დავდებ❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი კირა
საოცარია ნეაკო პირველ რიგში ეს შენი დაწერილი ისტორია, მეორე ორი ასეთი განსხვავებული ბუნების მქონე ადამიანის ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ????❤შენი ისტორიები ისეთია ინტერესს საერთოდ არ დაგიკარგავს, პირიქით ჩაგითრევს და გაიძულებს ბოლომდე ჩაიკითხო. სხვა მწერლებისგან განსხვავებით შენი დაწერილი თითოეული სიტყვა ძალიან საინტერესოა. რასაც ვერვიტყვი სხვია ნაწერზე

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, აზრის გაზიარებისთვის და ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤❤მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია და ინტერეს იწვევს თქვენში.

სტუმარი თეო
რატომღაც მგონია რო ლილე ზაზას შვილია

არა აქ სხვა ამბებია ❤❤❤

khatia khatia
ვათ ზე ფაქ აქ რეები ხდება joy როდის დადებ შემდეგს

12 ში სავარაუდოდ ❤❤❤❤❤

№28  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
რა გჭირთ ხალხო, თუ რომელიმე ზაზას შვილია, მაშინ ალექსანდრეს და თათიას წყვილი ხო ვეღარ შედგება. joy გასაგებია, რომ თათიასგან რამეზე ტვინის დაყოლებას მაინცდამაინც არ ელოდებით, მაგრამ ისტორიას მაინც ნეაკო წერს და არამგონია ნახევარ და-ძმაზე სასიყავრულო ურთიერთობის აღწერა ეფეტიშებოდეს laughing

ნენე გამახარა შენმა გამოჩენამ, კი ასეა, ისტორიის წაყვანას ამ თემით არ ვაპირებ, ზაზას და მართას არ ჰყავთ საერთო შვილი, ალექს სხვა მიზეზი აქვს ამ შურისძიების ❤❤❤❤❤

№29 სტუმარი მე მხოლოდ მე

ეს მართლაც ფანტასტიკური იყო ნეაკო❤❤. შემდეგ თავს როდის დადებ?

№30 სტუმარი სტუმარი კეკე

როდი ვეღირსებით შემდეგ თავს? ძაან მაგარი თავი იყო❤️❤️ზოგადად მაგარი ისტორიააა ❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent