იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 31
ვაჩემ ნიკაპზე ხელი ნაზად მოკიდა თავგზააბნეულ გოგონას და თავი ააწევინა, ამღვრეული ჭაობისფერი თვალებით ჩააცქერდა აწყლიანებულ ნაცრისფერ სფეროებში და გაუღიმა -გთხოვ კიდევ ერთხელ გაიმეორე რაც მითხარი-შეეხვეწა მომღიმარი სახით -არა-გაბრაზდა თათია და მისი ხელი სახიდან მოიშორა -გთხოოვ-არ ეშვებოდა ვაჩე -გეყოფა-გაბრაზდა გოგონა და მიტრიალება დააპირა მაგრამ ბიჭმა უფლება არ მისცა, მაშინვე ხელი გადახვია გულზე მიიკრო და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები, თათიას უცნაურმა გიჟურმა მუხტმა დაურბინა მთელს სხეულში დაგააჟრჟოლა, ვაჩემ რა თქმა უნდა იგრძნო როგორ საშინლად იმოქმედა მისმა შეხებამ გოგონაზე და უცნაურად გაეცინა -ძალიან მიყვარხარ-დაუჩურჩულა და როცა თათიამ ალეწილი სახით ახედა თავი ვერ შეიკავა და ისევ მის ტუჩებს მიწვდა, გოგონას წინააღმდეგობის გაწევის არანაირი სურვილი არ ჰქონია, ამიტომ მის გიჟურ კოცნას იგივე სიგიჟით რომ უპასუხა ვაჩე საერთოდ გამოვიდა წყობრიდან, მაშინვე თავი დაკარგა და თათიას წელზე შეუცურა ხელები, მჭიდროდ მიიკრო სხეულზე და როცა რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ, გაუაზრებლად ყელზე მიაწება ვნებიანი ცხელი ტუჩები, თათიას სუნთქვა შეეკრა და ისე არია ამ შეხებამ რომ იმის მაგივრად შეეჩერებინა ბიჭი თავი ოდნავ უკან გადასწია და თმაში შეუცურა ხელი, გონს იქამდე ვერ მოვიდა ვერცერთი სანამ თათიას ტელეფონი არ აწკრიალდა, სუნათქვა აჩქარებულები ერთმანეთს ცივად მოშორდნენ, დაბნეულმა თათიამ ტელეფონის ძებნა დაიწყო ჯიბეში -ჰო ბე-უპასუხა ჯერ კიდევ აღელვებული ხმით -სად ხარ ბე? შენზე ვნერვიულობ-აბუზღუნდა მართა -მალე მოვალ არ ინერვიულო -იცოდე გელოდები-გაუბრაზდა მართა და გაუთიშა, თათიამ ტელეფინი ჯიბეში ჩაიდო და უცნაური მზერით გახედა თავდახეილ მომღიმარ ბიჭს რომელიც მთელი ეს დრო წამით თვალს არ აშორდებდა მის ალეწილ და აწითლებულ სახეს -წავიდეთ-ჩაილაპარაკა თათიამ და მაშინვე გაექცა მის გამომწვევ მზერას -კარგი წავიდეთ-უთხრა სიცილნარევი ხმით და წინ წასულ გოგონას დაეწია, ხელი გადახვია და გულზე მიიკრო -ხანდახან მავიწყდება რომ სკოლის მოწაფე ხარ-დააცქერდა ზემოდა მომღიმარი სახით -რა სკოლის მეწაფე ღმერთო-აკისკისდა თათია და ახედა აციმციმებული ნაცრისფერი თვალებით ირონიულად მომღიმარ ბიჭს -საიდან მოიგონე -არ ხარ?-ჩაეკითხა ვაჩე -ნუ სულელობ -ჩემი პატარა-ვაჩემ უფრო მეტად მიიწება საყვარელი გოგონას სხეული გულზე -შენი არ ვარ! მითუმეტეს პატარა არ ვარ და თან შენი პატარა ხომ საერთოდ არ ვარ -გაბრაზდა თათია -ჩემი ხარ, ჩემი პატარა და სულელი გოგო ხააარ-განზრახ აღიზიანებდა ვაჩე და როცა თათიამ მისი ხელის მოშორება სცადა სიცილი აუტყდა და მეორე ხელიც შემოხვია -ნერვებს მიშლი -ვიცი-თავზე აკოცა ვაჩემ და მანქანის კარი გაუღო. სახლთან რომ მივიდნენ თათია გაბრაზები სახით მიაჩერდა ვაჩეს რადგან კარი ვერ გააღო -არ დამემშვიდობები?-ჰკითხა ირონიული ტონით ბიჭმა -გააღე-თათია კარს დაეჯაჯგურა -მხოლოდ ერთი კოცნა-უთხრა სიცილით და როცა თათიამ მკვლელი მზერით შეხედა უარესი დაემართა -ლოყაზე-დაუკონკრეტა -გააღებ თუ არა?-გაბრაზდა გოგონა -კარგი კარგი-გაეცინა ვაჩეს და გაუღო, თუმცა სანამ თათია გადავიდოდა, მისკენ გადაიხარა და ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა -დაგირეკავ -ტყუილად ნუ შეიწუხებ თავს-კარი მოუჯახუნა და სახლისკენ წავიდა თათია, ვაჩემ მაშინვე ფანჯარა ჩასწია -იცოდე მიპასუხ!-უთხრა მისკენ მობრუნებულ გოგონას ბრაზნარევი ტონით, თათიამ არაფერი უპასუხა და გამარჯვებულის იერით ეზოში შევიდა. სანდრომ ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტა იმ ქუჩაზე გაევლო სადაც თათია ცხოვრობდა, უბრალოდ უნდოდა კიდევ ერთხელ შეეხედა იმ სახლისთვის, იმ ეზოსთვის, იმ კარისთვის სადაც მისი სულის ტკივილი ცხოვრობდა... როცა უკვე ნაცნობ ქუჩაზე გავიდა სიჩქარეს მაქსიმალურად უკლო და ნელ-ნელა გაუყვა გზას, თან საკუთარ მოწოლილ გრძნობებთან და ემოციებთან გამკლავებას ცდილობდა რადგან იმ წუთებში როცა თათიას სახლს გაუსწორდა ყველა ერთიანად მოაწვა და ერთმანეთში აირია, თავი საშინლად იგრძონო და სიჩქარის მომატება დააპირა რომ სწორედ ამ დროს საღებავ აყრილი მწვანე კარიდან თათია გამოვიდა, რომელმაც ინსტიქტურად მისკენ გამოიხედა, მათი ამღვრეული ნაცრისფერი, ცივი, ცარიელი სფეროები ერთმანეთს შეეფეთა, რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთავ შეეკრა სანდროს და აზროვნების უნარი დაკარგა რადგან მისმა დანახვამ თავისდაუნებურად ისევ წარსულში დაბრუნება აიძულა, ისევ ისე მძაფრად და მტკივნეულად განიცადა წარსულის მძიმე, საზარელი და საზიზღარი ემოციები, თავი ისევ მარტოსულ, გარიყულ, უსარგებლო ბავშვად იგრძნო, აი იმ ბავშვად ყველას რომ ეზედმეტებოდა თავის ცხოვრებაში... გული მტკივნეულად შეეკუმშა და რამდენიმე წამის განმავლობაში ადგილზე გაიყინა, იმდენად იმოქმედა მასზე თათიას დანახვამ, მისთვის თვალის გასწორებამ და ამ თვალებში საკუთარი უსუსურობის, შიში და წარსულის მოგონებების დანახვამ რომ გააჟრჟოლა, ვეღარ გაუძლო ამდენ ემოციას, ამდენ ტკივილს ამდენ ემოციას და გაზს ბოლომდე მიაჭირა, მანქანა წამში ადგილს მოწყდა საბურავების Ხრჭიალით, ადგილზე მიყინული თათია გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა სანდროს მანქანა თვალს მოეფარა რომელსაც თავისი სული და გული გააყოლა, მაშინვე აუწყლიანდა თვალები და სახლში შევარდა ატირებული, კიბეები გიჟივით აირბინა, საძინებელში შევიდა აკანკალებული, საწილზე ლირქვე დაემხო და ხმამაღლა ატირდა, იქმადე ტიროდა სანამ სულ არ დაიცალა მოწოლილი მძიმე ემოციებისგან, თავალებ დასიებული და გაბრუებული ადგა საწოლიდან და ფანჯრიდან გაიხედა, უკვე საკმაოდ ბნელოდა და ამ სიჩუმემ, სიწყნარემ და სიმარტოვემ კიდევ უფრო მეტად აუჩუყა გული და ხელახლა ატირდა, იმდენხანს იტირა რომ ისევ გაბრუვდა, ისევ დაიკარგა და აირია, ტელეფონს მიწვდა და ვაჩეს დაურეკა -თათია?-გაოცდა ბიჭი -შეგიძლია მომაკითხო?-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით გოგონამ -მოხდა რამე? კარგად ხარ? მართა ბებო კარგადაა? -ჰო უბრალოდ ცუდად ვარ და ძალიან მჭირდები-უთხრა ატირებულმა გოგონამ -უკვე გამოვდივარ-ვაჩე ფეხზე წამოვარდა მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და ეზოში გავიდა, თამუნა გააფრთხილა გავდივარო და საჭეს მიუჯდა, თათიამ მაშინვე გაუთიშა, მისაღებში გავიდა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა -გაიღვიძე ბებოს სიხარულო?-ხმა დააწია ეზოში გასულ გოგონას ქალმა -ჰო ბე... მე გავდივარ და მალე მოვალ არ ინერვიულო-გამოსძახა ისე რომ მისკენ არ გამოუხედია და ქუჩაში გავარდა, რომ მართას მისი ცრემლები არ დაენახა. სანდრომ მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და გააჩერა რადგან გრძნობდა რომ უბრალოდ ძალა აღარ ჰყოფნიდა გზა გაეგრძელებინა, ხელები ძლიერად მოუჭირა საჭს და თავი დააბჯინა ზედ, თვალები დახუჭა და სცადა გაჰქცეოდა მის გონებაში კადრებად მიმავალ წარსულს, მაგრამ ვერ შეძლო, ვერ მოერია მის გულში გამეფებულ ტკივილს რომელიც ნელ-ნელა მთელს სხეულს მოედო, ხელები აუკანკალდა და მე მთელი სხეულით აკანკალდა, ყოველ ჯერზე იმის გააზრება რომ ის იყო ბავშვი რომელიც დედას სძულდა რადგან მამამ მასზე იძალადა და ეს კაცი ცხოვრების ბოლომდე მასზე უარს ამბობდა, უარყოფდა და მეტიც ეზიზღებოდა, სულს უწამლავდა... აგიჟებდა, თავს აკარგვინებდა, იმ დონემდე მივიდა რომ გაგიჟებულმა რამდენჯერმე საჭს ძლიერად დაარტყა ხელი თან გიჟივით ყვიროდა, ტელეფონის ზარის ხმამ გონს მოიყვანა თითქოს , მოულოდნელად ყვირილი შეწყვიტა, ფიქრიც და წარსულის მოგონებეთან ჭიდილიც, თითქოს ამ ხმამ იმ ტკივილისგან დაიხსნა რომელიც ნელ-ნელა წამლავდა, ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ეკრანს დააცქერდა ,, ლალი" წაიკითხა და ამავე წამს ისევ იგივე ზიზღის და სიძულვილის შხამმა მოუწამლა სული, გონება და სხეული -აააააა- იღრიალა გაავებულმა მანქანიდან გადმოვიდა და ტელეფონი მიწაზე დაახეთქა, რომელიც მაშინვე ნაწილებად დაიშალა, აკანკალებული ხელები თმებზე წაივლო და თვალები დახუჭა, ღრმალდ ჩაისუნთქა ნოემბრის ცივი ჰაერი და უცნაურად დამშვიდდა, თითქოს წამის წინ ის არ იტანჯებოდა მახინჯი წარსულის სასტიკი მოგონებებით, თითქოს მან არ დალეწა დედაზე გამწარებულმა ტელეფონი, თითქოს მას არ ანადგურებდა ცხოვრების ყოველი ახალი დღე რომელიც, წასულთან დააკავშირებდა ხოლმე რაღაც მოზეზით. საბარგულიდან ვისკის ბოთლი ამოიღო იქვე ცივ მიწაზე ჩამოჯდა, ზურგით საბურავს მიეყრდნო, გახსნა და მოიყუდა,იქამდე სვამდა სანამ მჟავე სითხემ ყელი არ დაუწვა, მაგრამ იმის გამო რომ თათია თვალები მაინც არ ანებებდნენ თავს ნახევრად სავსე ბოთლი მოისროლა და ფეხზე წამოდგა, საჭს მიუჯდა და კარგა ხნის ფიქრის მერე სახლში, ოჯახთან დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან გრძნობდა, რომ ახლა მხოლოდ იმის შეგრძნება და გაცნობიერება თუ დაეხმარებოდა რომ ვიღაცას უანგაროდ უყვარდა და სჭირდებოდა. კარზე ბრაზუნის ხმამ დედა-შვილი შეაკრთო, ნათია მიხვდა რომ სანდრო ნასვამი იყო და აღელდა რადგან ის მხოლოდ მაშინ აბრახუნებდა ხოლმე კარზე ასე, თუმცა თავს მოერია, ღრმად ჩაისუნთა ოთაძის დაძაბულობისგან დამძიმებული Ჰაერი, შვილს გაუღიმა და კარი გააღო, სანდრო არეული ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა ჯერ ცოლს შემდეგ, შვილს და ბედნიერების გიჟურმა ტალღამ გადაურა, მაშინვე ხელში აიტაცა მარიანა გულში ჩაიკრა და ყელში აკოცა, ნათიას ხელი გადახვია და მისაღებში შევიდა -მოხდა რამე?-ახედა დაძაბულმა გოგონამ ქმარს -მოხდა-უთხრა სანდრომ მომღიმარი სახით და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები -სანდრო კარგად ხარ?-ვერ მშვიდდებოდა ნათია -კარგად ვარ...ძალიან კარგად ვარ-დაუჩურჩულა ყურში და თავზე აკოცა, იმის გააზრებაზე რომ მის გვერდით მისი საყვარელი ორსული ცოლი და ცხოვრების აზრი, მისი შვილი იყო, რომელთაც ის უანგაროდ და უმიზეზოდ შეიყვარეს ისეთი არანორმალური და გიჟი როგორიც იყო გული სიხარულით აუვსო... ამ წამს მაქსიმალური სიმძაფრით განიცადა ბედნიერების ის გიჟური და ძვირფასი განცდა რასაც ოჯახის ქონა ჰქვია ამ სასტიკ სამყაროში... სუნთავა შეეკრა ბედნიერებისგან და უფრო მეტად მიიწება სხეულზე ორი საყვარელი ადამიანი რომელიც სინამდვილეში უკვე სამი იყო -ახლა ამ წამს ძალიან ბესნიერი ვარ-უთხრა სანდრომ ჩურჩულით აღელვებულ ცოლს და დივანზე ჩამოჯდა, მარიანა კალთაში ჩასვა და სახე დაუკოცნა -მამიკო იცი დედიკომ შოკოლადები სულ შეჭამა-შესჩივლა მარიანამ მოულოდნელად, სანდრო გაოცებული მიაჩერდა შვილს მერე ცოლს მაგრამ ის ახლა შოკოლადებზე კია არ ამიაზე ფიქრობდა თუ რამდენად იღბლიანი ადამინი იყო რომ ეს რო თუმცა უკვე სამი სასწაული ღმერთმა მისთვის გაიმეტა... ამის გააზრებაზე უცნაურად დამშვიდდა, თითქოს ახლა ამ წამს წარსულის მახინჯ და მტკივნეულ მოგონებებს თავი საბოლოოდ დააღწია, თითქოს განთავისუფლდა, თითქოს ჭრილობები მოუშუშდა -მართლა მამიკო? -ჰკითხა კარგახნის სიჩუმის მერე და თავზე წამომდგარ ორსულ ცოლს მიაჩერდა მომღიმარი სახით რომლსაც ნელ-ნელა შიში გაუქრა -Ჰო სულ შეჭამა-შესჩივლა ისევ -გუშინ რომ მოვიტანე იმდენი შოკოლადები მართლა სულ დედიკომ შეჭამა?-ეკითხებოდა მომღიმარი სახით სანდრო შვილს, მარიანა თავს უქნევდა თანხმობის ნიაშნად და იცინოდა -მე კი არა ამან-თავი იმართლა ნათიამ და მუცელზე მიუთითა მათ -მამიკოს პატარა-გაეცინა სანდროს, ცოლი თავისკენ მიიზიდა და მუცელზე აკოცა, ნათიამ ქმარს თმებზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა როცა სანდრომ ახედა -ისე კიდევ თუ მოგვიტანდა მამიკო უარს არ ვიტყოდით -ყველაფერს მოუტანს მამიკო თავის გოგოებს-გაეცინა სანდროს და მუცელზე მოეფერა -რა იცი რომ გოგოა?-გაბრაზდა ნათია -ვგრძნობ -ბიჭია-არ დანებდა ნათია -გოგოა -მე დაიკო მინდა-გაეცინა მარიანას -გოგოა! ჩემს ბიჭს შოკოლადები არ ეყვარება და დედიკოს არ გააწვალებს, ამისავით ნებიერა არ იქნება-მუცელზე მიუთითა ცოლს და სიცილი აუტყდა -ნუ ნერვიულობ ბიჭიც იქნება -სანდრო-გაეცინა ნათიას და მარიანას კულულებს ჩემოაყოლა ხელი. თვალებაწყლიანებული თათია ერთ წერტილს მიაშტერებული თავისდაუნებურად გაირინდა და ფიქრებით ისევ სანდროსთან წავიდა -თათია გთხოვ თავს ნუ იტანჯავ-შეეხვეწა ვაჩე და ხელი მის ოქროსფერ თმებს ჩამოაყოლა -მის თვალებში ისაზღვრო ტკივილი დავინახე-დაიჩურჩულა თათიამ და მისკენ მიიხედა-გესმის? მე ემი არსებობით მას ტკივილს ვაყენებ -მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ მას სძულხარ -ვძულვარ... და მე ამას ვიმსახურებ იმიტომ რომ მამაჩემმა, რომელიც სანდროს მამა არასოდეს ყოფილა... მას და დედამის ცხოვრება დაუნგრია, სული მოწამლა ორივეს და სიცოცხლე შეაზიზღა -მაგრამ შენი ბრალი არაა ის რომ შენ იმ საშინელი კაცის შვილი ხარ -ჰო მაგრამ სანდროს მაინც ვტკენ... მე... ჩემი უბრალო არსებობით მას მაინც ვტკენ და მე ეს მანადგურებს გესმის? მე ის მიყვარს , ძალიან მიყვარს... მაგრამ მას ეს არ ესმის... არცაა ვადებული რომ გაიგოს... მაგრამ მაინც მანადგურებს ის, რომ ის მე ასეთი ცივი, ზიზღით და სიძულვილით სავსე თვალებით მიყურებს... -მას არ სძულხარ გესმის? უყვარხარ... მაგრამ ეს სიყვარული ტკივილს აყენებს... თავის დაბადების დღეზე ჩვენ აქ შენთან მოვედით -რაა?-აღმოხდა სუთქვა აჩქარებულ გოგონას და ცრემლები გადმოსცვივდა -მაგრამ ძალა არ ეყო ენახე -ის მართლა... თქვენ...-ვერ იჯერებდა თათია -ჰო ჩვენ მე და ის შენთან მოვედით... -ვა ჩე-აღმოხდა ატირებულ გოგონას და ჩაეხუტა -ეს აქამდე რატომ არ მითხარი რატომ დამიმალე? -არ მინდოდა რომ იმედი გქონოდა... და მერე გული გტკენოდა მაგრამ, რადგან ის ისევ მოვიდა შენთან... ესე იგი... არ შეუძლია შენზე უარის თქმა... ესე იგი შენ მისთვის იმაზე მეტად ძვირფასი ხარ ვიდრე ამას თავად აცნობიერებს თათია... -ვაჩე ძალიან გამახარე-ჩაუხუტა თათია -დრო... დრო მოეცი მასაც და საკუთარ თავსაც და ნახავ რომ ის სიყვარული რაც თქვენს შორისაა ნელ-ნელა გადალახავს წარსულის ტკივილებს... მოერევა იმ ზიზღს და სიძულვილს რაც თქვენს შორის თავისთავად გააჩინა მამაშენის შეცდომამ -გგონია რომ ოდესმე შევძლებ ჩავეხუტო მას? ვიგრძნო მისი სურნელი და სითბო? -შეძლებ! უბრალოდ დაელოდე მას და დამიჯერე ის აუცილებლად მოვა შენთან, მოვა თავისი სურვილით და ამას მხოლოდ ერთ მიზეზი ექნება სიყვარული... -ვაჩე რა კარგია რომ გაგიცანი... რა კარია რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი -გინდოდ აგეთქვა რა კარგია რომ შეგიყვარდიო?-გაეცინა ბიჭს და გულში ჩაიკრა მომღიმარი გოგონა. შუაღამისას სანდრო ნათიას ფრთხილმა შეხებამ გააღვიძა -რა ხდება ნათია კარგად ხარ?-თავი გაჭირვებით წამოსწია სანდრომ ბალიშიდან და ცოლს მიაჩერდა -კი კარგად ვარ-უᲞასუხა გოგონამ დამფრთხალ ქმარს -აბა რატომ გამაღვიძე ღამის ოთხზე?-საათს გახედა სანდრო უკმაყოფილო სახით, მაშინვე თვალები დახუჭა და ბალიშზე დაემხო -შოკოლადი მინდა-დაიჩურჩულა ნათიამ ძლივს შეკავებული სიცილით -რა დროს შოკოლადია ამ შუაღამისას -გაბრაზდა სანდრო და თავი გვერდზე მიატრიალა,ბალიშს ჩაეხუტა და ძილის შებრუნება სცადა -სანდრო შოკოლადი გვინდა მე და შენს პატარა გოგოს-მტკივნეულ ადგილას დააჭირ ფეხი ნათიამ -რა შოკოლადი... რა დროს შოკოლადია...-აბუზღუმდა სანდრო და თავი წამოსწია ნახევრად მძინარემ და როგორღაც გაახილა თვალები -ძაან გვინდა-საცოდავად შეხედა ნათიამ ქმარს -ამ საღამოს არ გიყიდეთ შოკოლადები მე და მარიანამ?-გაახსენდა სანდროს -აღარაა-დაიჩურჩულა ნათიამ -რააა?-გაოცდა სანდერო და საწოლზე წამოჯდა-მეკაიფები ხო?-ნათიამ გახსნილი და ცარიელი შოკოლადის ქაღალდები რომ გადმოუწყო ტუმბოდან საწოლზე სანდროს გიჟივით სიცილი აუტუდა -სულ შეჭამე? -მე არა ამას უნდოდა-მუცელზე მიუთითა ნათიამ -და რა გინდა ახლა რომ ღამის ოთხზე წავიდე და გიყიდო?-გაბრაზდა სანდრო -კი არ მინდა წახვალ და მიყიდი! იმიტომ რომ ძაან მინდა -არა!-გაბრაზდა სანდრო და საწოლზე გადაეშვა -სანდრო ძაან მინდა და კიდევ კიტრის მაჟავეც მომინდა რაღაც -რაა? ისოც სულ შეჭამე?-გაოცდა სანდრო და საბოლოოდ გამოფხიზლდა -მე არა ამან -ნათია -თვალები დააწვრილა სანდრომ და ცოლს ჩააცქერდა აციმციმებულ მწვანე სფეროებში-იცოდე ეს პირველი და ბოლოა!-უთხრა მკაცრი ტონით და ფეხზე წამოდგა -კი კი პირველი და ბოლო აბა რა-უთხრა ნათია ირონიული ღიმილით და სანდეომ ჩაცმა რომ დაიწყო გაახსენდა -ჰო მართლა შენი ტელეფონი სადაა? რა უყავი? მანქნაში დაგრჩა? თან წაიღე შეიძლება კიდევ რამე მომინდეს -გამიტყდა!-უთხრა ბრაზნარევი ტონით ბიჭმა -გაგიტყდა თუ დაამტვრიე?-ეჭვნეულად ჰკითხა ნათიამ -შენ ჯობოა ომაზე იფოქრო კიდევ რაგინდა იმიტომ რომ მაღაზიაში აღარ წავალ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.