ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 4)
*** ემოციების ტალღა რთულია მოაქციო ჩვეულ დაწესებულ საზღვრებში, თუ ძლიერი და მტკიცე ხასიათი არ გაქვს. ასევე რთულია გულღია და ბავშვური ხასიათი რაღაც ჩარჩოებში ჩასვა და აიძულო გალიაში ცხოვრება. დრო, ყოველთვის ანგრევს უმიზნოდ დაწესებულ საზღვრებს, გალიებს და თავისუფლება თავის გზას პოულობს, რადგან ერთხელ თუ გადაკვეთავ ხაზს, შემდეგ და შემდეგ ჯერზე, ეს ხაზი საერთოდ აღარ ჩანს და ქრება! - ჩემო ლამაზო, ყვავილებო, აბა როგორ ხართ? - მუხლჩახრილი ნაზად წმენდდა ქოთნის ყვავილებს ადა, - ხომ, იცით როგორი ლამაზები და მშვენიერები ხართ? თქვენ უნდა გაიფურჩქნოთ და გააფერადოთ ეს ეზო, ეს აივანი. რაო, რა მითხარი? აჰ, მეც ლამაზი ვარ? კარგი, ნუ იცი მასეთი ლაპარაკი შენ, მაწითლებ. - წყალი ნაზად მიაშხურა ფოთლებს. - როგორი ბავშვურია, არა? - იომ გადაულაპარაკა გეგას. - აშკარად. - ელექტრო ბალახის საჭრელი აიღო გეგამ და მოზრდილი ბალახების გაკრეჭა დაიწყო. - დილა მშვიდობისა, ადა. - იო, როგორ ხარ? - მშენივრად, დღეს სახლში ვარ, თან მზეა, აგერ წავწვები, რუჯს მივიღებ. - მარტში ვინ იღებს რუჯს? - მე. - კარგი. - ყვავილების მოვლა განაგრძო ადამ. - დაგინახე ყვავილებს, რომ ელაპარაკებოდი და რატომ? - იმიტომ, რომ ისინიც სულიერი არსებები არიან, თუ მოესიყვარულები, მოეფერები, ისინიც გაიფურჩქნებიან. - ანუ ყვავილები ქალებივით ყოფლან. - დაახლოებით. - მისმინე, ჩემი ძმის კიდევ გეშინია? - აღარ. - ვაა, კარგია. ანუ დაამუღამე მისი მუდამ ბრაზიანი სახე? - მუდამ რატომ? ის იღიმის ხოლმე. - რას შვრება? - იო შეზლონგიდან წამოხტა. - იღიმის. - როგორ? ასე? - გაიკრიჭა შუათანა კალანდაძე. - არა, უბრალოდ, როდესაც იღიმის წარბები შეკრული არ აქვს. კიდევ, თუ საჭმელი არ მოსწონს, ქვედა ტუჩს აბრუნებს და თუ მოსწონს მარცხენა წარბს ზემოთ წევს, აი ძალიან თუ ეცინება წარბებს ხომ ხსნის და თან ენას ქვედა ტუჩში იქცევს, აი ასე. - იმიტაცია სცადა ცხადაძემ. - ადა, შენ ეს ყველაფერი საიდან დაამუღამე? - ხომ, იცით თავშესაფარში რომ ვცხოვრობდი? იქ სმენადაქვეითებული ბავშვი ცხოვრობდა, შესაბამისად ლაპარაკიც უჭირდა, მე კი მისი მიმიკებით ვხვდებოდი მის ყველა ემოციას, შესაბამისად, მერე ეს ჩვევაში გადამეზარდა და იოლად, ვხვდები სახის მიმიკებით ადამიანის შინაგან გრძნობებს. თქვენ უბრალოდ არ აკვირდებით ბატონი გეგას სახეს, რადგან თვლით, რომ ის რობოტივით არის, მე კი იმდენად მეშინოდა მისი, ავტომატურად შემომესწავლა, თუმცა არა მგონი თვითონ ხვდებოდეს, რომ მე ეს ვიცი. - არც უთხრა!!! - ბრძანებასავით ისმოდა იოს ხმა. - არც ვაპირებდი, ეგ დააბნევს. თვითონაც ვერ ხვდება ამას, დარწმუნებული ვარ. - შენ მე ახლა ისე გამახარე, რაც გინდა მთხოვე. - მართლაა? - აღტაცებით წამოიძახა ადამ. - ნებისმიერი? - კი. - მაშინ იყავი რა, ჩემი ძმა. - რააა? ყველაფერში ეგ არ მიგულისხმია. - მეორედ წამოხტა იო შეზლონგიდან. - მადლობა, ეგ არ მინდა. - რატომ? - ადამ ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა. - და და ქონების გაყოფა მაკლია ახლა. - იომ გულთან ხელები ჩაიხვია. - ქონება რა შუაშია ჩემს თხოვნასთან? უბრალოდ, რომ მოვკვდები, არავინ მყავს ვინც დამიტირებს, ვინც დამასაფლავებს... - ადას თვალზე ცრემლი აუკიაფდა. - ეე, რაებს ამბობ? - სახე მოეღუშა იოს, - მაგრამ არ იდარდო, მე დაგიტირებ თუ რამე, ნუ ახლა ცრემლებს ვერ დაგაყრი, მაგრამ ყვავილებს და მიწას არ დაგზარდები, მოსულა? - ანუ, ვთანხმდებით? მართლა? მპირდები? - იოს სიტყვებზე, ადას სიხარულის ცრემლები წასკდა, - შეიძლება მადლობის ნიშნად ხელი ჩამოგართვა? - რომ გაკვირდები, ცოტა ვერ ხარ, ჩემი არ იყოს, მაგრამ, ჰო კაი, გპირდები და ხელსაც ჩამოგართმევ. - თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა, - ადა ერთ ადგილს ვერ პოულობდა. - არაა, - თავი გადააქნია იომ, - მგონი ვერ არის და ფსიქიატრთან ხომ არ ჩავწერო? თან ყვავილებსაც ელაპარაკება. - იო, მერე გაჩვენებ ხომ ჩემს საფლავს? - ღმერთო ჩემო, - იომ ხელები შუბლზე შემოიჭდო. - ეგეც მზად გაქვს? - კი, პატარა სასაფლაო ვიყიდე, სადაც ჩემი მშობლების და ბებიის სასაფლაო მაქვს. - ანუ ოჯახის წევრებთან ერთად უნდა დაგასაფლაო? - ხუმრობად ღებულობდა ადას ნათქვამს. - კი, ავანგარდში. - ღმერთო ჩემო, ახლა ცუდად ვარ. - იოს გული ცუდად გაუხდა, როდესაც მიხვდა, რომ ადა მთელი სერიოზულობით საუბრობდა. - ჯერ მხოლოდ „აპალოვკაო“ თუ რას ეძახიან? ის ჩავასხი. - ადა, რამდენი წლის ხარ? - მე? მე 23 - ის , რატომ მეკითხები? - ოცდასამის წლის გოგო ასეთ რამეებზე რატომ ფიქრობ? ადაა, - იოს ხმა აუკანკალდა. - შეიძლება, წინ სხვა მომავალი გეშლება... - რას ამბობ? ჩემზე ამბობ მაგას? - გაეღიმა ადას. - ხო, შენზე. აბა რა საფლავი იყიდე? რა საფლავი? - იო, - ადას თვალები ცრემლებით აევსო, - გამიგე-თქო ვერ გთხოვ, უბრალოდ, იმდენად ჩემად მიმაჩნიხარ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც, თუ რთული არ იქნება, ჩემი სურვილი არ დაივიწყო. - ადა, - დაბნეულმა გააყოლა თვალი, გაქცეულ გოგოს. - რა ხდება? - გეგა თავზე დაადგა. - ისეთი არაფერი, უბრალოდ, აჰ, არა, არაფერი... - ვერ გადაწყვიტა ეთქვა თუ არა. - ამოღერღავ? - უბრალოდ, რაღაცა პირობა მივეცი... - და შენ რატომ? - გეგას ცხვირის ნესტოები დაებერა. - არა, უბრალოდ მარტო ვარ დედამიწის ზურგზეო და თუ რამე მომივა, შენ მომხედეო, როგორც ჩემმა ძმამო. - გასაგებია, მაშინ წარმატებები. - რა წარმატებები? ვითომ ერთი გიჟი ძმა არ მყავდა, ახლა მეორე შეძენილი გიჟი და არ გავიჩინე? რომელ წყალს ვეცე? - მდინარე რიონს გახედა, - არაა, ცივი იქნება ჯერ, გავცივდები. *** ქუთაისი. სპორტის სასახელე. კალათბურთის ფინალური შეხვედრა. - ბიცო, ჯერ შენ შედი, - იომ სკამებს შორის გაატარა ბაია, - მოდი აქ, ხელი დაუჭირა თედოს, - რას აკეთებ? - რას ვაკეთებ? - მიდი მიუჯექი „შენს ბაიკოს“. - თვალები აუფახულა. - ჩუუ, რას ამბობ? არ გაიგონოს ვინმემ?! - ჩემი ძმის მერე ასეთი ფრთხილი შენ ხარ მგონი ამ დედამიწაზე შემორჩენილი, შედი, შედი და დაჯექი, ნუ მეუფროსები, აქ უფროსი მე ვარ ! - ძალით დააჯინა თედო ბაიას გვერდით. - ხომ არ ღელავ? - ცოტა, მეორედ ვარ თომას თამაშზე, სულ ბიჭებს ვანდობდი მის თავს, ახლა კი შენი დამსახურებით აქ ვარ. - სათამაშო მოედანს აკვირდებოდა. - რამდენი ხანი გაგრძელდება ნეტა? - შეხვედრა შედგება ოთხი 10 წუთაინი მეოთხედისგან, მეოთხედებს შორის 2 წუთაინი შესვენებით, გამონაკლისია მეორე და მესამე მეოთხედებს შორის, რომელიც 15 წუთი გრძელდება. - აჰ, გასაგებია. მგონი იწყება, უკვე მოთამაშეები გამოვიდნენ. - კი, თომა იქ დგას, ხედავ? - კი. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა. არცერთ გუნდს სურდა დამარცხება, ქულების რაოდენობა დაფაზე ყოველწუთიერად იცვლებოდა ხან ერთის და ხან მეორეს სასარგებლოდ. ბოლო გადამწყვეტი ქულის აღება კი წილად თომას ერგო, დაფაზე 79:80 წითლად ანათებდა, ბოლო წუთიც მთავრდებოდა და დარბაზში დამსწრეებს შორის წამიერად საოცარი სიმშვიდე ჩამოვარდა. თომამ, დარბაზს თვალი სუნთქვაშეკრულმა მოავლო და ბურთი ჰაერში გაისროლა. - არის, არის, თომა კალანდაძემ ქუთაისის გუნდს გამარჯვება მოუტანა. - მთელი ემოციებით გაჰყვიროდა კომენტატორი და დარბაზი კი ქუხდა. თედო და ბაიკო კი ერთმანეთზე ჩახუტებულები ხტუნავდნენ. - ამათ შეხედეთ რაა, - ვიდეოს უღებდა იო, - ვითომ ეს მეგობრული ჩახუტება? იყოს, მქონდეს, რა იცი რაში გამომადგეს. - რას აკეთებ? - ჰკითხა გეგამ. - ისე, ძმაო ახლა მაინც გახსენი ეგ მოჭიმული სახე და გაიღიმე , როგორ შეგიძლია ასე? - მე მანქანის სადგომზე დაგელოდები. - წადი, წადი. უნაირო. - ცხვირი აიბზუა იომ და თომას ხელი დაუქნია, რომელსაც მეგობრები ჰაერში აბურთავებდნენ. - დღეს ჩემთან მივდივართ, - აღტაცებული იყო ბაია, - ახლავე დავურეკავ თათულის. - თათული ვინ არის? - ჩემი კონდეტერია, ტორტი და რაღაცეები მაქვს შეკვეთილი და ვეტყვი ტაქსით გამომიგზავნოს. - ოჰ, ბიცოო, როგორ მიყვარხარ. ანუ ვქეიფობთ? - აბა რაა, თომას წარმატება უნდა აღინიშნოს. - თედო. - ხო, იო? - რა დაბნეული მეზობლის ბავშვივით მიყურებ? როგორც მოიყვანე, ისე წაიყვანე ბაიკო და მოვალთ მე და გეგაც. ხანდხან სიტუაციებს, რომლებიც ჩვენს ხელშია სწორად არ ან ვერ ვიყენებთ, ხანდახან კი ასეთ დროს ჩვენს ირგვლივ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სიტუაციის სწორ მართვაში გვეხმარებიან, ამ დროს უარი დახმარებაზე არ უნდა ვთქვათ და უნდა მივყვეთ იმ კვალს, რომელსაც გვიკაფავენ სასურველი მიზნის მიღწევაში. - შემოდით, - კარებში წინ შეუძღვა ბაია სტუმრებს, - ტორტი და გემრიელობებიც მალე მოვა. - მოგეხმარო? - ოე, - ძმას მხარზე ხელი დაჰკრა იომ, - „დახმარების და უჟმურობის მეფევ“, შენ მე წამომყევი და თედო შენ კი, ბაიკოს დაეხმარე. - თვალი ჩაუკრა და მისაღებ ოთახში გაუჩინარდა. - ჰო, კაი. - მორჩილად თავი დაუხარა დიდიძემ თავი და სამზარეულოში გავიდა, ხოლო გეგამ სახე უფრო მოღუშა და ძმას მიჰყვა. - რა ხდება? - რაზე? - იომ ტელევიზორი ჩართო. - თედო, რატომ უნდა მიეხმაროს ბაიას? - და რატომ არა? - არხიდან არხზე რთავდა შუათანა კალანდაძე. - გთხოვ, ჩემს კითხვას უპასუხე! - პულტი ხელიდან გამოგლიჯა ძმას. - და გააჩერე ერთ არხზე, მეტკინა თვალები. - ვააა, უჟმუურ, - გაიცინა იომ, - ცოტა სახე მოგეშვა, მოჭიმე, არ შეიძლება. - იო! - არ უნდა ეს იოს ძახილი, ცოტა მაგ გონება გამოიყენე და მიხვდები, რომ თედოს ბაია მოსწონს, მაგრამ შენ სიყვარულის რა იცი? - რა თქვი? ვის ვინ მოსწონს? - რამე პრობლემაა? - წართმეული პულტი დაიბრუნა უკან. - უბრალოდ, უბრალოდ... - იძახე ახლა „უბრალოდ“. ეს შენ არ იცი ეს გრძნობა, სიყვარული ზოგჯერ მარადიულია, ზოგჯერ კი მრავალჯერ მთავრდება და იწყება. რა მოხდება თუ ახალ საფეხურზე გადავლენ და გრძნობა ორმხრივად მოვა? - ვის გრძნობებზე საუბრობთ? - ლანგარი შემოტანა ბაიამ და სუფრის გაშლა დაიწყო. - ზოგადად, სიყვარულზე ვსაუბრობთ. - სიყვარული რთული თემაა, ისეთი არ არის შენ რომ წარმოგიდგენია და ხუთი „ფისო“, რომ გყავს! - აბა როგორია? - მორიდებით იკითხა კარებში მდგარმა თედომ. - როცა შემიყვარდა, ჩემი მთელი სხეულ უცნაურ ჰარმონიას გრძნობდა, თითქოს დედამიწას არ ვეკუთვნოდი და სადღაც მაღლა დავფარფატებდი. როცა სხვა წყვილს ვხედავდი და უფრო და უფრო მენატრებოდა და სულ მასთან მინდოდა გაქცევა და კიც გავიქეცით. - კედელზე ჩამოკიდებულ სურათს გახედა. - და ახლა? ახლა როგორ ხარ ბიცო? - ახლა? ახლა მონატრება თითქოს მარადიული გახდა, სიყვარული კიდე უცნაური... თუმცა ვიცი, რომ მარადისობაში ისევ შევხვდებით. - და სხვა რომ შეგიყვარდეს? - ვინ სხვა? - გაეცინა ბაიას და წვენი მოსვა. - ვინმე, ვისაც შეუყვარდები მთელი გულით და მოენატრები? - მე? ჰმ, საიდან მოიტანე? - რატომ? ყველაფერი შესაძლებელია, ხომ იცი რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს? - ნუ, ჩემს შემთხვევაში უნდა ითქვას ეგ სიტყვები თამამად! - სანაძლეოს ჩამოვდივარ. - ხელი გაუწოდა. - რაზე? - გაეცინა იოს ბავშვურ საქციელზე. - რომ მალე გაიგებ, რომ ვიღაც გულით გატარებს და გელოდება. - მე? - ხო, აბა მე? მე ისედაც მელოდებიან, ხუთი - ხელის თითები გაშალა, - „ფისო“! - ეჰ, მეოცნებე ხარ... - ვნიძლავდებით თუ არა? სანაძლეოს გეგა ჩაჭრის და თუ მე მოვიგებ გეგა იცოდე დამპირდი, რომ გულიანად გაიცინებ. - ჩემი გულიანი სიცილი რა შუაშია? - წარბები გოროზად შეჰკრა უფროსმა კალანდაძემ, თედო კი დაძაბული აკვირდებოდა მიმდინარე პროცესს და კარგად ხვდებოდა ეს ოინები იომ რატომ წამოიწყო, ამით მწვანე შუქის ანთებას ცდილობდა. - ისევ ის ბავშვი ხარ, კარგი გენიძლავები და ვიცი, რომ მე მოვიგებ, - ხელი მყარად ჩასჭდა გაწვდილ ხელს. - და შენ რატომ? - იმიტომ, რომ არავინაა ვინც შემიყვარებს და ვისაც მე შევიყვარებ! - ძაან დაბალი თვითშეფასება გაქვს, ბიცო. - იომ თავი გადააქნია, - გეგა შენ ჯობია გულიან სიცილზე ივარჯიშო. - იოცნებე! - ვოცნებობ! - ჯობია, მივირთვათ, უხერხულადაა თედოც. - გაუღიმა ბაიამ ძველ მეგობარს. *** ადამიანები სიმარტოვისთვის არ ვიბადებით, თუმცა ხანდახან ცხოვრების ბედი უკუღმა ტრიალდება და ნებით თუ უნებლიეთ სიმარტოვის ქარცეცხლში ვეხვევით. ხანდახან ისეთი მარტოსულები ვართ, იმდენად არავინ გვყავს, რომ ჩვენს თავს ვესაუბრებით, ვეხუმრებით, ვეჩხუბებით ... ამიტომაც ზოგი ფიქრობს, რომ გავგიჟდით! თუმცა ფაქტი იმდენად არ გვადარდებს, რომ არც კი ვიცით სხვები თუ რას ფიქრობენ ჩვენზე, რადგან ჩვენს შემოსაზღვრულ სამყაროში მხოლოდ ერთი ადამიანი „საკუთარი თავი“ არსებობს, ხოლო „სხვები“ არა! - გამარჯობა, ხეო, აბა როგორ ხარ? თბილი დილა არაა? უკვე აპრილის ბოლო, როგორ უცებ გადის დრო, არა? ფოთლებით შემოსილხარ უკვე, ჩიტები გსტუმრობენ? ჩემზე გითხრა? აი, ჩემზე რა მოგიყვე? ყველაფერი ძველებურად, თუმცა არა, იცი მალვინა დეიდასთან, რომ ვმუშაობდი ახლა აღარ ვმუშაობ, რატომ? საზღვარგარეთ წავიდნენ და ახლა დამატებით სამუშაოებს ვეძებ, არ მეშინია სანამ ფიზიკური მუშაობა შემიძლია. - რას აკეთებს? - სირბილი შეწყვიტა გეგამ და ხესთან მოლაპარაკე ადას დააკვირდა. - კიდე რა გითხრა? შეიძლება, რომ ჩაგეხუტო? ხომ იცი, რომ არავინ მყავს ვისაც გულში ჩავეკრები, ჰა? ანუ მრთავ ხომ ნებას? - ხელები გაშალა და ადა მაგრად ჩაეხუტა ხეს. - გიჟია?! - თვალებ გაფართოებული უყურებდა გეგა გოგოს და ადგლიდანაც ვერ იძვროდა. - გეგა, შვილო - გვერდით ამოუდგა ბოტანიკური ბაღის მცველი, ჯუბა ბაბუა. - დილა მშვიდობისა, ჯუბა ბაბუა, როგორ ხართ? - დაბნევით მიესალმა უფროსი კალანდაძე. - „ჩემი სევდა ვერ გაიგო კაცმა, და გავმართე საუბარი ხესთან“ ეს ტერნეტი გრანელის სიტყვებია. როცა ადამიანი მარტოა ის საუბარს იწყებს ხეებთან, ჩიტებთან, მზესთან, მთვარესთან... გიჟი არ გეგონოთ, უბრალოდ, როცა მარტო ხარ, როცა მოსაუბრე არ გყავს, მაშინ იწყებ მეგობრობას უსულო საგნებთან ან ჩიტებთან, ძაღლებთან, კატებთან... ასეა ადაც. - მესმის. - უცნაურ ტალღებს გრძნობდა გეგა და ადგილიდან ვერ იძვროდა, ეშინოდა ეს ტალღები, რომელიც მის ხეულში დათარეშობდა, არ გამქრალიყო. - ადა, როგორი სიფრიფიანა გოგოა, მძიმე წარსულით და აწყმოთი, მაგრამ ფერადი გულით. - მძიმე წარსულით? თქვენ იცნობთ ადას? - დიახ, ყოველთვის აქ იცდის, სანამ სამუშაოზე მოვა თქვენთან და ვსაუბრობთ, ხოლმე. - და აწყმო რატომ აქვს მძიმე? - ინტერესით შეხედა მოხუცს. - აბა რა ჰქვია მის ყოფას? სადღაც სოციალურად დაუცველების ბინაში აქვს დაქირავები ერთი პატარა ოთახი. ოჯახი და ახლობელი არავინ ჰყავს, მარტოსული და ეულია... ხეებს ესაუბრება, მცენარეებს... მე მოხუცი ბაბუა ვარ, რა სევდა უნდა გამიზიაროს? მაგრამ ვხვდები, ვგრძნობ, რასაც განიცდის, რა გზებს გადის თვითგადარჩენისთვის... ფეხით დადის, რომ სამგზავრო დაზოგოს, კვებითაც მწირედ იკვებება... ბევრი მის მდგომარეობაში გზას აცდებოდა, მაგრამ მან გამოსავალი იპოვა, რომ გადარჩეს. გული მეწვის, როდესაც მის გარდაცვლილ მშობლებზე და ბებიაზე საუბრობს. თან ობლობაში სადღაც თავშესაფარში გაზრდილი... ეჰ, ზოგი ოჯახში იზრდება და ის ვერ ხვდება როგორ ირჩინოს თავი და ამ 23 წლის გოგომ... საოცრად კარგი და ზრდილი ადამიანია, ბუნებით არის ასეთი და პლიუს თავისი თავი ასეთ კარგ ადამიანად აღზარდა... - ხო, თითქოს სხვაა, სხვა პლანეტიდან მოსული. - ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა გეგამ. - კი, დღეს როცა ოჯახი გყავს მაშინ გიჭირს ადამიანს და როცა სრულიად მარტო ხარ, ეს ორმაგად დიდი სტრესია. ნახე იღიმის, მაგრამ მისი ღიმილში ბევრი სევდა იგრძნობა... - სევდა? - გეგამ მომღიმარ, ფიქრებში გართულ ადას თვალი გაუშტერა. - დარდი თითქოს მთელ მის გავლილ ცხოვრებას დაჰყვება, თუმცა შინაგანად ამაყია, ცდილობს მაქსიმალურად ჩაკლას, არ შეაწუხოს არავინ მისი წარსულით, აწყომითი და მუდამ მხიარულად გვაჩევენებს თავს, თუმცა გამოცდილ თვალს არასოდეს გამოეპარება ისე ვარამი, ის ეკლიანი გზები, თუ რა და როგორ გაიარა ობლობიდან დღემდე... თუმცა მებრძოლი გოგოა და მჯერა, მართალია თვითონ უარობს, მაგრამ აუცილებლად გამოინათებს მის ცხოვრებაში. - ალბათ... - ცხვირში ჩაიდუდუნა გეგამ. - კარგი წავედი, მგონი თავი შეგაწყინე. - არა, რას ამბობთ. პირიქით მადლობა და დროებით. - დაემშვიდობა ჯუბა ბაბუს, თუმცა ადგილიდან ფეხს ვერ იცვლიდა. - ბატონო გეგა? - ბილიკზე მიმავალს დაუძახა. - დილა მშვიდობისა. - შეჩერდა. - ვარჯიშობთ ხომ? - დიახ და თქვენ? - მე? ზღაპრები გიყვართ, ბატონო გეგა? - თითქოს უადგილოდ იკითხა. - ზღაპრები? რავი, ალბათ კი... - იცით, გუშინ მურტფილმს ვუყურე, რაპუნცელი. არა, პირველად არ მინახავს, ხშირად ვნახულობ, ხოლმე-ხოლმე წარმოვიდგენ, რომ მე ვარ რაპუნცელი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება, რომ სულაც არ არის მარტო და მშვენიერი პრინცესაა, რომელიც მშობლებს, წლების წინ ბოროტმა ჯადოქარმა მოპარა და ცხოვრების გზები აუბურდა. აბსურდია, მაგრამ ოცნება ხომ შემიძლია? - კი, ოცნება ნამდვილად შეგიძლიათ. - იმედი, მაქვს ჩემს მშობლებს გული არ მოდით, როცა ასეთ რამეებს ვფიქრობ. - არ მოუვათ, ეს ხომ ოცნებაა, სხვა არაფერი. - ბატონო გეგა, ბოდიშით. თქვენი დრო მივითვისე, მაპატიეთ. - არაუშავს, არ მოდიხართ ჩვენთან? - კი, - საათს დახედა ადამ, - უკვე დროა, ამიტომ თავს გავანებებ აბსურდ ოცნებას და გავუყვები გზას სამსახურისკენ. - დროებით. - დროებით. ადა სწრაფი ნაბიჯებით გაუხვა სამსახურისკენ მიმავალ გზას. სამზარეულოში თამარა ბებო უკვე ფუსფუსებდა, უფროსები წასულები იყვნენ. - დილა მშვიდობისა, თამარა ბებო. - ადა, მოხვედი შვილო? - კი, და დახმარება ხომ არ გინდათ? - არა, ახლა არა, და ყავა ან ჩაი ხომ არ გინდა? - ადა მოსულხარ, მიხარია წასვლამდე, რომ გნახე. - ღიმილით შემოვიდა ქეთი. - დილა მშვიდობისა, ქეთი დეიდა. დიახ, მითხარით რა გსურთ. - აგარაკის დალაგება მინდა თერჯოლაში და ხომ არ იცნობ ვინმეს, ვინც შეძლებს? - აგარაკის? ვინც შეძლებს? ქეთი დეიდა ჩემი დალაგებული არ მოგწონთ? - კი, კი როგორ არა. - მაშინ მე რომ დავალაგო? ხომ იცით მალვინა დეიდას ოჯახი საზღვარგარეთ გაემგზავრა და მე იქ აღარ ვმუშაობ. - უი, რას ამბობ? მე რატომ არ ვიცოდი. მეგონა, რომ მის მშობლებთან ივლიდი მაინც. - კი, ოღონდ კვირაში ერთ დღეს ან ორ კვირაში ერთ დღეს გავალ, როცა დამირეკავენ, ამიტომ სხვა დღეებში როცა თქვენთან არ ვარ, შეგიძლიათ თუ ვინმეს დასჭირდება, გამიწიოთ რეკომენდაცია. - მეცოდინება, და აბა ამ შაბათ- კვირას შეძლებ ხომ წასვლას? - კი, აბა რას ვიზამ. - კარგი გეგას ვეტყვი და რომ წავა წაგიყვანს. - სად მივდივარ? - ღია კარებში გეგა იდგა. - თერჯოლაში, შენი აგარაკი დასალაგებელია. სადაცაა გაზაფხული დასრულდება და ვერ მოვიცალეთ მისი გენერალური დალაგებისთვის. - Ok. და როდის მივდივართ? - ზეგ. - კარგით. მშვიდობიანი დღე, მე ჩემს ოთახში ვიქნები, სამუშაო მაქვს. - არ გშია? - მოგვიანებით შევჭამ, ახლა ესეც მეყოფა, - გარგარის ჩირით სავსე ჯამი ხელს გააყოლა გეგამ და კარებში გაუჩინარდა. *** - როგორი ლამაზი კარ-მიდამოა. - ეზოში იდგა ადა და გარემოს ათვალიერებდა. - ეე, რა ლამაზი ყვავილებია, ბათუმის ყვავილებს ეძახიან. - შემოდი, - გეგა ადას სახლში შეუძღვა , - აბაზანა ორივე სართულზეა. წყალი ცხელიც და ცივიც, დალაგებისთვის საჭირო ინვენტარი აქ დევს, მე კი წავალ, ვენახში საქმეები მაქვს და საღამოს მოვალ. - კარგით ბატონო გეგა, მადლობა. ადასთვის დღე დამქანცველი აღმოჩნდა. - ეს ფანჯრები ხომ არ დასრულდა, - კიბე გადააჩოჩა მეორე მხარეზე და შორს დადგა, დააკვირდა სადმე გაუწმენდავი ხომ არ დარჩა. - მგონი ზედა კუთხეში არ პრიალებს კარგად, - კიბე ისევ თავის ადგილას დააბრუნა და მონიშნული ადგილის წმენდას შეუდგა, თან მობილურში ჩართულ სიმღერას აჰყვა. - გეგა, შვილო, სტუმარი გყავთ? ვინ მღერის ასეთი წკრიალა ხმით? - დამხმარე გვყავს, სახლს ალაგებს გოგი ბაბუა, ალბათ ის არის. - კარგი შვილო, ხვალ დილით გამოგივლი და წავიდეთ ვენახში. - მშვიდობიანი ღამე. - გამოემშვიდობა მოხუცს უფროსი კალანდაძე და ჩქარი ნაბიჯებით შევიდა სახლში, მეორე სართულზე ფრთხილად ავიდა, აინტერესებდა მართლა ადა თუ მღეროდა, - ღმერთო ჩემო. - გაოცებული ერთ ადგილას გაჩერდა გეგა, მის თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა, ადას ხელში წარმოსახვითი მიკროფონი ეჭირა და მთელი განცდით მღეროდა : „წვიმის წვეთებს ვეფერები, შენს მაგივრად ვეფერები, ამ ლოდინში გაპარულა საღამო, ნაცნობ სიმღერას ვღიღინებ, შენ საყვარელ სიმღერას ვღიღინებ, შენ კი სამუდამოდ წახვედი...“ - ნეტა ვის უმღერის? ვინმე უყვარდა? აჰ, როგორი სასაცილოა. - მისდაუნებურად ჩაეღიმა გეგას. - ბატონო გეგა? - ადა დანაშაულზე წასწრებული ბავშვით აიწურა. - თქვენ, თქვენ... – „არა, არ უნდა ვუთხრა მისი ღიმილი, რომ შევნიშნე.“ გაიფიქრა ცხადაძემ. - კარგად მღერით... - აჰ, მადლობა. - უხერხულად შეიშმუშნა გოგო. - არ გშიათ? - კი. - მაშინ, დაასრულეთ თქვენი საქმე და დაგიძახებთ. - აჰ, კარგით, მაგრამ არ დაგეხმაროთ? - არა, თქვენი თქვენი საქმე გააკეთეთ. - გეგა ქვემოთ ჩავიდა. ადა კიბეზე ავიდა ფარდის ასაკიდებლად, ფეხი აუსრიალდა და გადმოვარდა. - აჰ, ბეჭი, - ადა ძლივს წამოდგა აზრზე მოსული. - რა მოხდა? - გეგამ ქლოშინით აირბინა. - არაფერი, გადმოვარდი. - შესცინა. - ხომ არ მოიტეხე რამე? ექიმთან ხომ არ წავიდეთ? - შეშინებული თვალებით უყურებდა. - არაფერია, არც ისეთი სიმაღლიდან გადმოვარდი. უბრალოდ დაბეჟილობა იქნება, მაგრამ თქვენ რა გჭირთ? სისხლი რატომ გდით ხელიდან? - ალბათ გამეჭრა. - მარჯვენა ხელს დახედა. - ჩაქარა წავედით, - ხელი ჩასჭიდა ადამ გეგას, პირველ სართულზე სირბილით ჩაიყვანა, სავარძელზე დასვა და სამედიცინო ყუთიც წამებში საიდანღაც გააჩინა. - რას აკეთებ? - ჭრილობაა, უნდა დამუშავდეს, რომ მერე ინფექცია არ შეგეჭრათ. - ფრთხილად მოწმინდა სისხლი, ჭრილობა ირგვლივ იოდით დაამუშავა, თან სულს უბერავდა, - ხომ არ გეწვით? - არა... - ძლივს ამოლუღლუღა გეგამ, საოცარ ტალღებს გრძნობდა მთელს სხეულში, თითქოს ძილი ერეოდა. ადას შეხება ან ოდნავი სიახლოვე და თითქოს მის მუცელში პეპლები დაფრინავენ! თვალებმილული იჯდა. - მე მოვრჩი. - ქვემოდან ახედა, - ჩაგეძინათ? - არა, უბრალოდ... - არ ვჭამოთ? ძალიან მომშივდა. - კი, სალათს ვჭრიდი, გადმოვარდნის ხმა რომ გავიგონე და ... - კარგით, მე გავაწყობ სუფრას, თქვენ იჯექით. ვახშმობამ სიჩუმეში ჩაიარა. ადა სუფრის ალაგების შემდეგ, გარეთ გავიდა. - არ გეძინებათ? - ჩაის ჭიქებით მიუახლოვდა გეგა ცხადაძეს. - ისეთი ლამაზი ღამეა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მთვარეც როგორ ლამაზად ანათებს? ჭრიჭინებიც შიგ და შიგ ჭრიჭინებენ, სიოც ისეთი თბილია... ასეთ ლამაზ ხედს კიდევ როდის ვნახავ? - მართლაც, როგორ ლამაზად აღწერეთ ღამის პეიზაჟი, - გვერდით სარწეველაში ჩაჯდა გეგა და სივრცეს გახედა. ყურს იავნანასავით ჩაესმოდა სოფლის ღამის ჩუმი ხმაური. - ბატონო გეგა... - დიახ. - იცით, თავიდან თქვენი მეშინოდა. - ჩემი? რატომ? - თქვენი მკაცრი და უემოციო გამომეტყველების გამო. მე ადამიანის გამომეტყველებით ვხდები რა დავაშავე ან რა გავაკეთე მოსაწონისი, თქვენს შემთხვევაში დავიბენი... - ახლა აღარ გეშინიათ? - არა. - რატომ? - თქვენი ისტორია ვიცი. - ისტორია? - დიახ. იცით, მე და თქვენ სხვადასხვა ისტორიები გვაქვს, თუმცა ორივე სევდიანია... ჩვენ ორივემ დავკარგეთ საყვარელი ადამიანები... - გეგა ჭიქას ჩაებღუჯა, - იცით, მე მესმის თქვენი სევდის, თქვენი ტკივილის, მაგრამ ვერ გავიგე ემოციები რატომ გააქრეთ თქვენში? - ემოციები? - მცირე ხნის ჭოჭმანის შემდეგ ძლივს წარმოთქვა, - დგება მომენტი, როდესაც ემოციები ტოვებს ჩვენს სხეულს და შინაგანად ვცარიელდებით... სიცარიელეს კი ისე ვეჩვევით, რომ აღარ ვცდილობთ ემოციების დაბრუნებას და მთელი ძალით ვბლოკავთ მცირედ გამოვლინებასაც კი და საბლოოდ, თითქოს ქვად გადავიქცევით, უხეშ და უდრეკად, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია და სიცივეს თუ სიცხეს თითქოს ერთნაირად უძლებს... - ბატონო გეგა, ალბათ გინახავთ როგორ იშლებიან და ნადგურდებიან უხეში და უდრეკი ქვებიც... ემოციებს, რომელსაც ჩვენში ვმალავთ თუ ვბლოკავთ, საბლოოდ ნელნელა გვშლის, ნაწილებად და გვანადგურებს, ამიტომ გთხოვთ, ემოციებს თქვენში ნუ ჩაკლავთ... თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ხართ. - მე? - ხო, თქვენ... და თქვენ ნამდვილად გაქვთ უფლება თამამად იცინოთ, იმღეროთ, ემოციები გამოხატოთ... მე ხომ მხედავთ? ამბობენ ცხოვრება მარტოობისთვის არის შექმნილი და მე მართლა მარტო ვარ! თუ ემოციების ჩახშობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს თქვენ კი არა მე უნდა დამებლოკა, ჩემს სახეზე ღიმილი არ უნდა ჩნდებოდეს საერთოდ, რატომ? - ხმა შეეცვალა ადას, - იმიტომ, რომ მე ... მე... ოჰ, როგორი რთულია... მე ჩემი მშობლების სურათიც არ მაქვს და არც მათი სახეები მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი და ჩემს მეხსიერებაში მათი სახეები წაშლილია... მე არ ვიცი როგორი სახე ჰქონდათ მათ, როგორი ხმა, როგორ მეფერებდონენ, როგორ მტუქსავდნენ თუნდაც... მე, არაფერი მაქვს მათი... არც მათი სურნელი მახსოვს... ბებიას სახეც ფრაგმენტულად მახსოვს, არც მისი სურათი მაქვს... ჩემი მთელი ცხოვრება წარსული, აწყმო თუ მომავალი, ცეცხლმა ფერფლად აქცია... რომ დავიბადე ალბათ ყველა იღბალს ეძინა... - ცრემლები მოიწმინდა, - და მე ადამიანს, რომელსაც არც ოჯახი მყავს, არც ნათესავი, არც სახლი, არც კარი, სადაც სიყვარულით მელიან... მე, რომელიც ყოველღამე ბალიშს ცრემლით ვასველებ, მე რომელიც ყოველდღე ჩემს თავს ვაიძულებ მშობლების სახე აღვიდგინო, მათი ხმა... მე, რომელიც შეიძლება ისე გავქრე, ერთი ადამიანიც არ გამიხსენებს, არ მომიკითხავს, ვცდილობ ვიმღერო, ვიცინო, როცა საჭიროა გავბრაზდე, როცა საჭიროა ვიყვირო... და თქვენ, რომელსაც ასეთი ლამაზი ოჯახი გყავთ, რომლებიც მთელი გულით ელიან თქვენს ბედნიერ ღიმილის დანახვას ან თუნდაც გაბრაზებასაც... გთხოთ, დაიბრუნეთ დაკარგული ემოციები, მჯერა ღიმილი ძალიან გიხდებათ. - როცა გიჭირს და თავს მხიარულად წარმოაჩენ, ამ დროს სხვები ვერ ხვდებიან სინამდვილეში თუ რა ტკივილი, თუ რა ქარცეცხლი ტრიალებს შენს გულში... - გულზე ხელი დაიდო გეგამ, - ამიტომაც არ შემიძლია... - ყველაზე ძლიერი მაშინ ხარ, როცა ტირილი გინდა და მაინც იცინი! მჯერა შეძლებთ, გამოგივათ... როცა ვიღიმით, თითქოს სხეულში ყვავილები იფურჩქნება და სიცოცხლის არსს სხვანაირად აღვიქვამთ... გაგიჭირდებათ, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ამას შეძლებთ. – „ისე როგორც დღეს“ - გაიფიქრა ადამ. - არ გცივათ? აგრილდა. - კი, მაგრამ შევეჩვიე. - სიცივეს როგორ შეეჩვიეთ? - ჩემს ცხოვრებაში იმდენად ბევრი ცივი დღეები იყო, ჩემმა სხეულმა ავტომატურად გამოიმუშავა რეფლექსები. - დიდი ლურჯი თვალებით შესცინა გეგას. - უცნაური ხართ! - ვიცი! რადგან ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ მეცოცხლა! - სარწეველაში გადაწვა ადა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.