შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XXI


11-06-2021, 13:26
ავტორი ცირაკო
ნანახია 1 061

თავი XXI

„ამხანაგო პოდპოლკოვნიკო!

წინა წერილი დავწერე და მილიციის სამმართველოში ჩავაბარე გამოსაგზავნად.განყოფილ ების უფროსმა მიმიხმო და გამომიცხადა, რომ ხუტა გაწერელიას დაერეკნა და სასწრაფოდ მიბარებდა თავისთან. მე, ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი, ვაითუ ის საზიზღარი მგელკაცა დაბრუნდა უკანვე და აედევნა ხუტას მოსაკლავად. ათასი რამ გავიფიქრე, განსაკუთრებით, ის მდგომარეობა მაწუხებდა, რომ ხუტამ არ იცოდა ვადიმ ურალოვის გაპარვის ამბავი. მაშასადამე მოულოდნელი თავდასხმისაგან არ იყო უზრუნველყოფილი, მართალია შამილ გაფუროვი გაბრუნდა, მაგრამ მან მოახერხა თუ არა ხუტას ნახვა და გაფრთხილება, არ ვიცი.
განყოფილების უფროსმა შემატყო შეშფოთება, რა თქმა უნდა, შეშფოთების მიზეზსაც მიხვდა და ღიმილით დამამშვიდა.
ის მანქანა, რომლითაც პირველად წავედით და უკან დაბრუნებისას გზაში გაგვიჩერდა, უკვე სამმართველოში ჩამოსულიყო. გამოირკვა, რომ ვიღაცას, ალბათ, ვადიმ ურალოვს, ვიდრე მანქანა ეზოში იდგა ბენზინის ავზში ფხვიერი ქვიშა ჩაეყარა და ამ მიზეზით ვეღარ ავამუშავეთ იგი გზაში, ჩვენი წამოსვლის შემდეგ მძღოლს ავზი გაეწმინდა, სუფთა ბენზინით გაევსო, და დაბრუნებულიყო, მძღოლმა, უფროსისაგან სასტიკი გაკიცხვა მიიღო, რომ მან უპატრონოდ მიატოვა მანანა და ასეთი დივერსიის საშუალება მისცა ბოროტმოქმედს. განყოფილების უფროსმა წინადადება, მომცა იმავე მანქანით წავსულიყავი, ხოლო მისვლისთანავე უკანვე გამომებრუნებინა და თუ მანქანა დამჭირდებოდა, მესარგებლა იმ მანქანით, რომლითაც შამილ გაფუროვი გაემგზავრა.
როდესაც ბუინაკსკში დავბრუნდი, მეც ისევ ძია მაკარის ბინას მივაშურე. იქ ხუტა გაწერელია დამხვდა. მან ნაღვლიანად შემომ ხედა და მითხრა:
– არჩილ ჩემი მისია დამთავრდა, უკვე გამომჟღავნებული ვარ, ამიერიდან შემიძლია მხოლოდ ოფიციალ ურად ვიმოქმე დო.
– გამოდის, რომ შენი რომანიც დასრულდა. როგორ შეხვდა ამას მერი? – შევეკითხე მე.
– მას რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა. როდესაც მე შენთან შესახვედრად წამოვედი, თურმე ვერონიკა გამომყოლია ჩუმად და ვადიმ ურალოვისათვის ეცნობებინა. მასვე დაენახა მისი შეპყრობა და წაყვანა როდესაც უკანვე დავბრუნდი, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, დავწექი დავიძინე. გამომეღვიძა, ოთახში არავინ იყო. პირის დასაბანად გავწიე სამზარეულოს აკენ, რომ იქ ხმამაღალი ლაპარაკი შემომესმა მერისა და ვერონიკასი.
– „გეუბნები შენი საქმე არ არის მეთქი. ეგდე შენს ქერქში, თორემ ხომ მიცნობ“. – სტუქსავდა მერი ვერონიკას.
– „ქალო, ნუთუ ვერ გაიგე, რომ ეგ შენი სატრფო შემოჩენილი სჩანს, გადაცმული თანამშრომელია, ნუთუ ვერ მიხვდი? გინდა რომ ჩვენც ჩავცვივდეთ? – განაგრძობდა ვერონიკა.
კარგა ხანს ილაპარაკეს. ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ უკვე მიცნეს და მოვემზადე დასახვედ რად. ისევ წამოვწექი და თავი მოვიმძინარე. ვერონიკა სადღაც წავიდა, მერი კი ოთახში დაბორიალობდა, მე ვითომდა ნამძინარევი, წამოვდექი, დაველაპარაკე მას, ხმა არ გამცა.
– მერი, გაჯავრებული ხომ არ ხარ, ჩემზე? – შევეკითხე. მან შემომხედა და ჩემოდნებში ნივთების ჩალაგება დაიწყო.
– მერი, რატომ არა მცემ ხმას? რა მზადებაში ხარ, მივდივართ სადმე? – ხელახლა შევეკი თხე.
– დიახ, მივდივარ, – უკმეხად მიპასუხა მან.
მერი გავიდა სამზარეულოში, ხელახლა შემომესმა საუბარი. მესმოდა ვერონიკა დაბრუნებულიყო და მას ესაუბრებოდა, ხოლო რაზე საუბრობდნენ, ვერ გავარკვიე.
მერი დაბრუნდა, მომიახლოვდა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა.
– უკვე ვიცი ვინცა ხარ. ჩემს ცხოვრებაში არ მომსვლია ამისთანა მარცხი, მაგრამ მოვტყუ ვდი და თუ რაიმე დამემართება საკუთარ თავს უნდა დავაბრალო. მე შემეძლო შენი მოკვლა, მაგრამ ვერ გაგიმეტე სასიკვდილოდ, წადი, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით არასოდეს, იცოდე ვადიმ ურალოვი თქვენებს გზიდან გაჰქცევიათ და უფრთხილდი მას. კარგად იცი რა დაუნდობე ლიც არის და არ გირჩევ მასთან შეხვედრას. მეც მივდივარ. დღე იდან ახალ ცხოვრებას შევუდგები. ვეცდები წარსული დავიწყებას მიეცე. ორი ადამიანია, რომლებმაც საბოლოოდ გადამაწყვეტინეს ცხოვრების ახალ ნამდვილ გზაზე დადგომა: ერთი შენ და მეორე პატარა სვეტლანა. იმითი მაინც გამოვისყიდი ჩემს ცოდვებს, რომ სვეტლანას ნამდვილ ადამიანად გავზრდი. მე ვიცი საბჭოთა ქვეყანა დიდია, ამ ქვეყანაში პატიოსანი შრომა ღირსეულად ფასდება. არა მგონია, რომ ჩემი ადგილი ვერ მოვნახო ცხოვრებაში.
იგი გაჩუმდა, შემომხედა, თვალებზე ცრემლები მოადგა. მე გავოცდი, მას ალბათ უნდოდა ეთქვა ბევრი რამ უკანასკნელად, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო, მისი თვალები ყველაფერს ლაპარაკობდნენ. მომიახლოვდა, მომეხვია, მაკოცა და მითხრა:
– წადი, ძვირფასო, მე არასოდეს არ დაგივიწყებ და ნურც შენ მომიგონებ აუგად, ცხოვრებაში უფრთხილდი ორ ადამიანს, ვადიმ ურალოვს და დეიდა ვერას – ვერონიკას. ეს წარსულის ნას ხლეტი ნამდვილი გველია და მგელზე უფრო მეტად საშიში.
– მერი, ვხედავ შენში ადამიანმა გაიღვიძა. მე ეს მიხარია, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, მაგრამ გარწმუ ნებ, რომ ბოროტად არასოდეს არ მოგიგონებ.
მერიმ მწარედ გაიღიმა. გამომაცილა, როდესაც ჭიშკარი გა ვაღე და ეზოდან გამოვდიოდი, მოვიხედე, მერი ისევ დერეფანში იდგა, ბოძს მიყუდებოდა და მე შემომცქეროდა. მე მას ხელი დავუქნიე, მან მწარედ გაიღიმა და საპასუხოდ დამიქნია ხელი.
ყველა ამ ამბით გაბრუებული ვიყავი, იმისათვის რომ ფიქრები დამელაგებინა, ბაღში შევედი. რამდენ ხანს ვიჯექი იქ, არ ვიცი. მგონია კარგა ხანს თვალწინ გამირბინა მთელმა ჩემმა, თუ შეიძლება ითქვას რომანტიულმა თავგადასავალმა თბილისიდან ვიდრე აქამდე. წარმოიდგინე არჩილ, შემეცოდა ის უბედური.
„ადამიანები ავაზაკებად არ იბადებიან, მათ წრე და გარემოება აყენებს ბოროტმოქმედების გზაზე“. ხშირად გამიგია და მართალიც არის, ვინ იცის ვადიმ ურალოვისთანა, ან ვერონიკასთანა ალქაჯებმა რამდენი ადამიანი მოწამლეს, გადააცდინეს სწორ გზას და მგლის ბილიკით დააწყებინეს სიარული. მე ვიცი კარგად, ჩემი წამოსვ ლის შემდეგ მერი წაიყვანდა სვეტლანას და წავიდოდა ამ ქალაქიდან. აქედან ის მატარებლით არ წავიდოდა, აქ ხომ ერთი შტოა რკინიგზისა მახაჩყალასაკენ, იქით წასვლას ვერ გაბედავდა. არა, ის ავტომანქანით წავი დოდა, რა თქმა უნდა, შემეძლო მეთვალთვალა მისთვის, მანქანის ნომერი ჩამეწერა და შემდეგ მძღოლის საშუალებით დამედგინა, საით წავიდა მერი ან მივსულიყავ მილიციაში და დამეპატიმრებინა, მაგრამ ეს არ გა ვაკეთე. გონებამ არ მომცა ამის უფლება. თუნდაც იმიტომ, რომ პატარა სვეტლანა უპატრონოდ არ დარჩენილიყო. არა მგონია, რომ ამაში ვინმემ გამამტყუნოს. არ ვიცი, შეიძლება მე დანაშაული ჩავიდინე ამით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს მისატევებელი დანაშაულია.
ჩვენს საუბარს ძია მაკარი ესწრებოდა. მან მოისმინა ხუტას ნათქვამი და სთქვა:
– ახალგაზრდებო, მე უკვე მალე მეშვიდე ათეულ წელს შევასრულებ. როგორც ხედავთ, საკმაოდ ხნიერი ვარ. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სულ იარაღში ვიყავი ჩამჯდარი. ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის ბრძოლა მუდამ იყო და არის ჩემი სიცოცხლის მიზანი. ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში ერთადერთია, სადაც დამნაშა ვეებს კი არ სპობენ, არამედ სწორ გზაზე აყენებენ, ასწორებენ მას. სპობენ მხოლოდ იმას, რომლის გასწორებაც შეუძლებელია და სოციალურად მავნე პიროვნებას წარმოადგენს საზოგადოებისათვის. მახსოვს ერთ მუშას ასამართლებდნენ მეორე დანაშაულისათვის. ძველ დროს ცხადია მას კატორღა ასცდებოდა. ჩვენმა სასამართ ლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო, მიიღო რა მხედველობაში ის გარემოება, რომ დამნაშავე არ წარმოადგენდა სოციალურად საშიშ პიროვნებას და მისი საზოგადოებისაგან იზოლაცია არ იყო აუცი ლებელი. სასჯელი შეუცვალა პირობით. განა ეს გარემოება არ ლაპარაკობს ჩვენი მართლმსაჯულების სისწორეზე? ამ შემთხვევაში ამხანაგი სწორად მოიქცა, არ დააპატიმრა მერი მაკროპულო. მერიმ იგრძნო თავის დანაშაული, შეიგნო მისი ცხოვრების გზის სიმრუდე და გამოსწორების გზას დაადგა, არ უნდა ვცდებოდე თუ ვიტყვი, რომ ის მტკიცე ნებისყოფის ქალია და თუკი იტყვის, შეასრულებს კიდეც. შეიძლება ამას უნდა ვუმადლოდეთ პატარა სვეტლანას, ყოველ შემთხვევაში ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. ასე, რომ, ჩემო ახალგა ზრდა მეგობარო ხუტა ნუ ინანებთ ამ თქვენს საქციელს. მართალია მილიციის თანამშრომელი ხართ, მილიცია კი პროკურატურასთან ერთად კანონის ბურჯია, მაგრამ უპირველესად ყოველი ადამიანი ხართ, მერე როგორი ადამიანი, საბჭოთა ადამიანი, ეს კი ძალიან ბევრ რამეს ლაპარაკობს. ასე ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არიან, ჩვენს საბჭოთა ქვეყანაში, სადაც ადამიანებს, ვიმეორებ, კი არ სჯიან, არამ ასწორებენ, აქცევენ მათ საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრად. წეღან ერთი მოსამართლის მაგალითი მოგიყვანეთ, განა არ შეეძლო იმ მოსამართლეს უსასტიკესი სასჯელი დაედო დამნაშავისათვის და პირდაპირ კოლონიაში გაეგზავნა? რა თქმა უნდა, შეეძლო, მან კი რა გააკეთა: პირობით შეუცვალა, ო, ეს დიდი რამ არის.
ძია მაკარის ნათქვამი ისე დამაჯერებელი იყო, რომ მე პირში მომდგარი სასაყვედურო სიტყვა აღარ წარმოვ თქვი. ხუტას თვალები გაუბრწყინდა და მადლიერებით სავსე მზერა გაუშტერა ბერიკაცს. ძია მაკარმა განაგრძო:
– ახლა, უმთავრესი ის არის, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ვადიმ ურალოვის გზა მოვნახოთ. ამჟამად ერთადერთი მხოლოდ ვერონიკა დაგვრჩენია, მას უნდა ვუთვალთვალოთ. ის დაგვაყენებს მის კვალზე თუ ამ ავაზაკს კიდევ ვინმე შერჩა არ მოისვენებს და მალე საკუთარი ხელით დაწერილ მოკითხვის ბარათს გამოგვიგზავნის.
მე გამაკვირვა ბერიკაცის ასე უბრალოდ და გასაგებად წარმოთქმულმა მოსაზრებამ. გამაკვირვა იმიტომ, რომ ასეთი მოსაზრება მხოლოდ გამოცდილ კრიმინალისტს შეეძლო წარმო ეთქვა, ის კი, ვინ არის ეს უცნაური მოხუცი? დინჯი, დარბაისელი, დაბეჯითებით მოლაპარაკე? მე ჯერ კიდევ არ ვიცნობდი მას და იმისათვის მიკვირდა მისი სიტყვები. მან რომ თქვა „მოკითხვის ბარათს გამოგვივგზავნისო“ ცხადია იმას გულისხმობდა, რომ ხელახლა ჩაიდენს იმისთანა დანაშაულს, რაც მაშინვე მიგვახვედრებს ვინ იყო მისი გამკეთებელი.
მე ღიმილით თავი დავუქნიე დასტურის ნიშნად. მან განაგრძო:
– მაგრამ, ესეც იცოდე, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მას ან აღარ აქვს არც ფული და არც იარაღი. იგი დაპატიმრების დროს ხომ იქნა გაჩხრეკილი, იარაღი ამოერთვა, ფული კი არ ჰქონდა თან. გაქცევის დროს, ვერ მოასწრო. ან რაღაცა გარემოებამ შეუშალა ხელი თქვენთვის აეყარა იარაღი. მაინც, სხვა თუ არაფერი, ის დაუყოვნებლივ შეუდგება თავისი თანამოაზრეების მოძებნას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით შორს ვერსად წავა. უნდა ვიფიქროთ, რომ მისი ხაზინადარი ამჟამად ვერონიკა უნდა იყოს, მას ყოველ მიზეზგარეშე დაუკავშირდება. ასეა თუ ისე, მე მგონია, რომ საქართველოსაკენ ვერ წავა, ისევ რუსეთისკენ გასწევს. ის ხომ განსაკუთრებული მოდგმის ტიპია, ალღოს აღების უნარს არ არის მოკლებული. იცის რუსეთი ფართო და ვრცელია და დიდ ქვეყანაში უფრო ადვილია თავის შენახვა...სიტყვა არ დაემთავრებინა ძია მაკარს, რომ ოთახში შამილ გაფუროვი შემოვიდა.
– ახალი ამბავი, – მოგვმართა მან, – ვერონიკა რაღაც მზადებაშია, წასვლას თუ აპირებს. ამ ნახევარი საათის წინ მასთან ვიღაც უცნობი მივიდა, ათიოდე წუთის შემდეგ კი უკანვე გაბრუნდა, მე მას აჰმად ალიევი მივუჩინე მეთვალყურედ, მილიციის უფროსსაც ვაცნობე. ურიგო არ იქნება, იმ შემთხვევაში თუ ვერონიკა გაემგზ ავრა საითმე გზაში დავაკავოთ.
– ვერონიკა ჯერჯერობით არსად არ წავა, დაბეჯითებით წარმოსთქვა ძია მაკარმა, – ვიდრე ვადიმ ურალოვი სადმე არ დაბინავდება, ვერონიკა აქედან ფეხს ვერ მოიცვლის. ის მოსული კი მხედველობიდან არ უნდა იქნეს გაშვებული, ალბათ ვადიმ ურალოვის გამოგზავნილია, ძია მაკარმა ტელეფონით დაურეკა მილიციის უფროსს. მასთან საუბრის შემდეგ კი თვითონ წავიდა მი ლიციაში.
– ახმად ალიევი მალე დაბრუნდა და შეგვატყობინა, რომ უცნობი სტალინაურის მკვიდრი მცხოვრები ყოფილა, სახელად ჯემალი. ახმადს ვიღაც ნაცნობი მოუნახავს, ვისი საშუალებითაც დაუდგენია ზოგიერთი რამ ამ ჯემალის შესახებ.
მე წინადადება შევიტანე დამეპატიმრებინა ვერონიკა და ჯემალიც, მილიციის უფროსმაც დამიჭირა მხარი, მაგრამ ძია მაკარმა გვირჩია ორიოდ დღეს კიდევ შეგვეცადნა. მან თქვა, რომ ჯემალი თუკი მართლა მოგზავნილი იყო ვადიმ ურალოვის მიერ, ყოველ მიზეზგარეშე წავიდოდა ამბის წასაღებად და ჩვენც უკან გავყვებოდით.
ტყუილად ვუტრიალე ჯემალს ორ დღეს, იგი სოფლიდან გარეთ არ გასულა და არც არავინ მისულა მასთან უცხო პიროვნება. მესამე დღეს ქალაქის ბაზარში ჯემალი აყვანილ იქნა, ისე რომ არავის ეჭვი არ აეღო და განგაში არ ატეხილიყო. ჯემალის ბინაზე ახმად ალიევი მივაგზავნეთ, რათა მისი ცოლისათვის ეცნობები ნა, რომ თითქოს იგი მოულოდნელად გაემგზავრა, ისე რომ სახლში მოსვლის, საშუალებაც არ მიეცა. ალიევმა შეასრულა ჩვენი დავალება, მისმა სიტყვებმა ჯემალის ცოლი დააღონა. ქალი აყვირდა:
– რა გინდათ ჩემი ქმრისგან, თავს აღარ დაანებებთ? კაცი კლდეზე ხომ არ უნდა გადაჩეხოთ? ის თუ არ გებრალებათ, ეს ბავშვები მაინც შეიბრალეთ. ახმად ალიევმა გაკვირვებით შეხედა ქალს და უპასუხა:
– მე რას მიწყრებით, დობილო. მე მხოლოდ ჯემალის მეგობარი ვარ და იმას გადმოგცემთ, რაც მან დამავალა, დანარჩენი თქვენ იცით.
– ვიცი, კარგად ვიცი როგორი მეგობრებიც ხართ. ის უკუღმართი ვადიმი აქ არის და სული კბილით მიჭირავს, არ ვიცი როდის დაგვაცხრება თავს მილიცია, წავა და არც იქიდან გვაქვს მოსვენება.
ამ საუბრის დროს შუახნის კაცი შევიდა ჯემალის ბინაში, ქალი მაშინვე მივარდა მას და მიაძახა:
– ჩემო მაზლო, გონზე მოიყვანეთ თქვენი ძმა, უდროოდ ბავშვებს ნუ დამიობლებს.
– რა იყო, რაშია საქმე? – შეეკითხა შემოსული.
– რა იყო და ჯემალი ხელახლა ხასავიურტში წასულა. შემო სულმა ეჭვის თვალით შეხედა ახმად ალიევს და ისღა სთქვა;
– რა გაფიქრებს, ჩემო რძალო, საქმე რამ გაუჩნდებოდა, მალე დაბრუნდება. ახმად ალიევმა შეატყო, რომ ჯემალის ძმამ ბევრი რომ იცოდა, მაგრამ არ იტყოდა, ამისათვის ბოდიში მოიხადა. ვარ გამოემშვიდობა და წამოვიდა,
აშკარა გახდა ჩვენთვის, რომ ვადიმ ურალოვი აქ ყოფნის დროს მათ ბინაში იფარავს თავს. ისიც ცხადი შეიქმნა, ჯემალის ცოლს არ მოსწონდა მისი ქმრის კავშირი ვადიმ ურალოვთან. ქალმა, შეიძლება თავისდა უნებურად ხასავიურტიც ახსენა, ალბათ იქ არის, ამჟამად ვადიმ ურალოვი.
დაკითხვის დროს ჯემალმა არავითარი ჩვენება არ მოგვცა, მან კატეგორიული უარი განაცხადა რაიმე ნაცნობობაზე, როგორც ვადიმ ურალოვთან, ისე ვერონიკასთან. დავაპატიმრეთ ვერონიკა. იგი დავუპირის პირეთ ჯემალს, ორივემ უტიფრად განაცხადეს უარი ნაცნობობაზე. მაგრამ ხუტა გაწერელიას საქმეში ჩარევამ მაინც მიაყენა მზის შუქი ვერონიკას საქმიანობას.
ვერონიკა გამოტყდა, რომ იგი დაკავშირებული იყო ვადიმ ურალოვთან, აღიარა თავისი ცოდვებიც, მაგრამ ვერ იქნა ვერ ვათქმევინეთ სად იმყოფებოდა ამჟამად ვადიმ ურალოვი.
რა თქმა უნდა, შეგვეძლო დაგვეკავებინა ჯემალის ცოლიც და ძმაც, დაგვეპირისპირებინა მასთან, მაგრამ მოვერიდეთ იმას, რომ მაშინ ჯემალის შეპყრობის ხმა გავარდებოდა და მიაღწევდა ვადიმ ურალოვამდე. ეს გარემოება, რომ ჯემალი, ვერონიკასთან შეხვედრის შემდეგ, მაშინვე არ გაბრუნდა ვადიმ ურალოვთან, ლაპარაკობდა იმაზე, რომ ალბათ ახალი გამოგზავნილის მოლოდინში იყვნენ ჯემალიც და ვერონიკაც.
ჩხრეკამაც ვერ მოგვცა დადებითი შედეგი ცხადია ვერონიკას ჯინაზე არის სერიოზული მამხილებელი მასალები და საბუთები, მაგრამ სად რა აქვს შენახული, ეს ჯერ კიდევ ვერ დავადგინეთ.
მე და შამილი მეორე დილით, სადგურ ხასავიურტისკენ გავემგზავრეთ. ჩასვლისთანავე მთელი ადგილობრივი მილიცია ფეხზე დავაყენეთ. შამილმა პირადი მეგობრები, ბევრი მონახა და დაიწყო გამოკითხვა, მაგრამ ვადიმ ურალოვის კვალს მაინც ვერ მივაგენით, საფიქრებელი შეიქმნა, რომ ვადიმ ურალოვი ხასავიურტში აღარ უნდა ყოფილიყო, ის მიხვდებოდა, რომ დაღესტნის მთელი მილიცია ფეხზე იქნებოდა დამდგარი მის საძებნად და თავს გაარიდებდა. მაგრამ საით გვეძებნა, რა მიმართულებით წავსულიყავით? ეს გადაიქცა თავსატეხად. გადავწყვიტე გუდერმესისაკენ წასვლა, ვგრძნობდი, რომ ვადიმ ურალოვი ჯერჯერობით შორს არსად წავიდოდა, გუდერმესი კი ხელსაყრელი იქნებოდა, ვინაიდან ის ქალაქი დაღესტნის გარეთ იმყოფებოდა და იქ ჯერ კიდევ მიეცემოდა შესაძლებლობა თავის შენახვისა.
ხუტასთვის გადასაცემი ბარათი დავტოვე მილიციის უფროსთან, სადაც ვწერდი, რომ გუდერმესში დაველოდებოდი და დაუყოვნებლივ წამოსულიყო. ის იყო მე და შამილი ვაპირებდით გამგზავრებას, რომ მოულოდნელად ხასავიურტში ძია მაკარი ამოვიდა და თან ახმადი და ხუტა მოიყვანა. ძია მაკარის მოსვლა გამეხარდა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მოუსვენარი მოხუცი ახალი ამბის მახარობელი იქნებოდა და არც მოვ ტყუვდი. თურმე, ჩვენ რომ წამოვედით, იმ ღამეს ჩასაფრება მოეწყოთ ვერონიკას ბინაში. ნაშუაღამევს მოსულიყო ვადიმ ურალოვის გამოგზავნილი კაცი, მას ძია მაკარი დახვედროდა.
როგორც კი ძია მაკარს დაენახა უცნობი, რა თქმა უნდა, მიმხვდარიყო ვინც იქნებოდა, სახლში შეეყვანა და ისე მოხერხებულად გამოეკითხა, რომ ის უბედური მინდობოდა და ყველაფერი დაეფქვა.
ძია მაკარმა არ დაუმალა უცნობს ვერონიკას დაპატიმრების ამბავი, თავისი თავი კი მის შორეულ ნათესავად გაასაღა. გამოგზავნილის სიტყვით ვადიმ ურალოვი სასწრაფოდ თხოულობდა იარაღს და ათი ათას მანეთს, იტყობინებოდა, რომ ჯერჯერობით ვერავის დაუკავშირდა ისეთს, ვისთანაც შეიძლება „საქმის“ გაკეთება, რომ „ნამდვილი მამაკაცები“, რომელთაც უნარი შესწევ დათ დიდი საქმის გაკეთებისა, თანდათან გადაშენდნენ, რომ მასაც დაუწყეს დევნა, თუ დროებით სადმე მყუდრო ადგილას არ შეაფარა თავი, შეიძლება ამჯერად, უმტყუნოს ბედმა და გაებას მახეში. უცნობს სხვაც ბევრი რამ ეთქვა საყურადღებო. იგი მაშინვე დაეპატიმრებინათ. ასეთი გულახდილობის საბაბი ხუტა გაწერელია ყოფილა. თურმე ეს უცნობი ადრეც მისულა ვერონიკას ბინაზე, როცა იქ ხუტა და მერი იყვნენ, მას ხუტა თავისიანად მიუჩნევია, ახლა კი, როდესაც მან ხუტა ხელახლა ნახა იმავე ბინაზე ძია მაკარისთან ერთად, მიენდო. დაპატიმრებული უცნობი დაუპირის პირეს ვერონიკას და ეს უკანასკნელი იძულებული გამხდარა ყველაფერში გამოტეხილიყო. ვერონიკამ ვეღარ დამალა და აჩვენა სად ჰქონდა, შენახული იარაღი, ბლომად ნაძარცვი ნივთები და ფულის კარგა მოზრდილი თანხა. უცნობის თქმით ვადიმ ურალოვი გუდერმესში უნდა ყოფილიყო, ხოლო იქიდან წასვლას აპირებდა სტანიცა შელკოვსკაიაში.
ძია მაკარმა თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომ სტანიცა შელკოვსკაია არ იქნებოდა მტკიცე ბაზა ვადიმ ურალოვისთვის, იგი ალბათ ყიზლარისაკენ გასწევდა, ვინაიდან ის პატარა სტანიცაში დიდხანს ვერ შეინახავდა თავს.
მეორე დილით გუდერმესისაკენ წავედით. გუდერმესში მისვლისთანავე ადგილობრივ მილიციას დავუკავშირდი. ძია მაკარს ნაცნობები ჰყავდა გუდერმესში. მან ხუტა გაწერელია წაიყვანა და წავიდა იმ მიზნით, შეიძლება რაიმე კვანძისათვის მიეგნო გა რეგნული აღწერილობით მაინც. შამილ გაფუროვი წავიდა, რომ თავის უფროსს დაკავშირებოდა ტელეფონით და ეცნობებინა თავისი ადგილსამყოფელი, მე ახმად ალიევი და მანქანის მძღოლი, ქუჩაში ვიმყოფებოდით ძია მაკარის მოლოდინში. წინ ავტომანქანამ ჩაგვიქროლა ახმად ალიევმა იმავე წუთში წამკრა ხელი და მომაძახა: „აგერ, მანქანით რომ გაგვირბინა ის არის“... ჩემთვის გასაგები შეიქნა, რომ ვადიმ ურალოვს წავაწყდით, ახმად ალიევი ადგილზე დავტოვე, რომ ეცნობებინა ჩემი ამხანაგების ათვის, ჩავჯექი მანქანაში, გამოვედევნე წინ წასულ მანქანას.წინა მანქანამ უეჭველად იგრძნო, რომ მას მეორე მანქანა დაედევნა და ქუჩებში უჩვეულო ხვეულების კეთება დაიწყო. ჩემი მძღოლი ყოჩაღი და სწრაფი ვაჟკაცი აღმოჩნდა, მისი კვალი არ დაკარგა. მე თვითონაც არ ვიცი ორივე მანქანები როგორ მოხვდნენ ქალაქგარეთ, ის გზები და მიდამოები, ისევე, როგორც თვით ქალაქიც უცნობი იყი ჩემთვის. წინა მანქანა გაშმაგებული მიჰქროდა, მაგრამ ერთი რამ კი იყო ცხადი, ჩემი მანქანა თანდათან ამოკლებდა მანძილს, კიდევ ცოტა და წამოვეწეოდი. გზა მთებისაკენ მიდიოდა. ისეთი ფრიალოები გავირბინეთ, რომ მეგონა ხევში გადავცვივდებოდით.
უცებ წინა მანქანა გაჩერდა, იქიდან გამოხტა ვადიმ ურალოვი და ტყვია დაგვიშინა, ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ერთ ხანს დამაბნია. ტყვიამ გახვრიტა მინა და ჩემი მძღოლი მკერდში დაიჭრა, ძლივს მოვასწარი საჭის ხელიდან გამოგლეჯა და მანქანის გაჩერება, თორემ ხევში გადავიჩეხებოდით. ვადიმ ურალოვი სასწრაფოდ ჩაჯდა თავის მანქანაში და გამექცა, მე რას ვიზამდი? მანქანიდან გადმოვიყვანე მძღოლი. დავინახე, უკან მანქანა მომყვებოდა, როცა მომიახლოვდა, შევნიშნე, შიგ ახმად ალიევი და შამილ გაფუროვი ისხდნენ. მე მათ ვანიშნე დაჭრილისათვის მო ევლოთ. პირადად მივუჯექი საჭეს და მანქანა გავაქანე. მართალია, თითქოს არა ვარ უხეირო მძღოლი, მაგრამ ამ მიხვეულ-მოხვეულ გზებში, ისიც უცნობ ადგილას, მე თვითონ მიკვირს, როგორ არ გადავიჩეხე და არ დავიმტვერი, მაგრამ მაშინ განა ამასღა ვფიქრობდი? მე მაშინ საკუთარი თავი დამავიწყდა და მხოლოდ ერთადერთი ის მასულდგმულებდა, ჩქარა წამოვწეოდი და შემეპყრო ნადირი. მართლაც მას ხელახლა წამოვეწიე. მარცხენა კარის ფანჯარა ღია მქონდა, მარჯვენა ხელით საჭეს ვმართავდი, მარცხენათი კი ტყვია დავუშინე. მე, რა თქმა უნდა, იმისი იმედი სრულებით არა მქონდა, რომ თვით ვადიმ ურალოვს რაიმე ზიანს მივაყენებდი, არ მინდოდა მისი მოკვლა, მე ის ცოცხალი უნდა ჩამეგდო ხელში, მისი აყროლებული ლეში რაში გამომადგებოდა? მე მხოლოდ მინდოდა მისი მანქანა დამეზიანებინა და ამითი ამეძულებინა გაჩერება, მერე კი ვნახავდით ვინ უფრო მარჯვე მსროლელი და ხელღონიერი აღმოჩნდებოდა. მანქანები ახალ აღმართზე შეცვივდნენ. სროლას თავი დავანებე. ჯერ ერთი, მანძილი დიდი იყო და შემთხვევით თუ მივაყენებდი მანქანას ზიანს, ვაზნები კი უნდა დამეზოგა; მეორე, ერთი ხელით მართვა ხევში გადავარდნის საფრთხის წინ მაყენებდა.
გზა ფრიალოზე მიდიოდა. მარჯვნივ ხევი იყო, მარცხნივ კი მთა. აღმართი საკმაოდ დაცერებული იყო. მე მაინც მოვუმატე სიჩქარეს. ორმოცდაათიოდე მეტრით ჩემს წინ ეტყობოდა შემოსახვევი უნდა ყოფილიყო. მაშინალურად მუხრუჭს ფეხი დავაჭი რე და მანქანა შევაჩერე. წარმოუდგენელი რამ მოხდა, წინა მანქანა როგორც კი ავარდა შემოსახვევთან, ხევში გადაეშვა კოტრიალით. ჯავრისაგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ნუთუ დაიმტვრა ვადიმ ურალოვი? მე ხომ მის ცოცხლად ხელში ჩაგდებას ვლამობდი, ის კი ხევში გადაიჩეხა. განა ადამიანი ცოცხალი გადარჩებოდა? ვადიმ ურალოვიც ხომ ჩვეულებრივი ხორცისა და ძვლებისაგან იყო შექმნილი. მის საზიზღარ ტყავში ხომ სულდგმული შიგნეულობა იყო ამოკემსილი. ხელახლა გავაქანე მანქანა წინ, ავვარდი შემოსახვევთან, გავაჩერე და ხევისაკენ გავიქეცი. ჩავედი მანქანის ნამსხვრევებთან, მაგრამ რამდენიც არ ვეძებე, იქ გვამი ვერ აღმოვაჩინე. ავიხედე ზევით, გზისაკენ, იქ ჩემი მანქანა აღარ იყო ადგილზე. ახლა კი მივხვდი მთელს იმ საშინელებას, რომელიც თავს დამატყდა. გამწარებულმა კინაღამ ხელები დავიჭამე. იქამდე მივედი, რომ მზად ვიყავი ტყვია მეკრა შუბლში. ისევ ამოვვარდი ზევით. გავიხედე, შორს, ძალიან შორს, გზაზე მტვრის კორიანტელი მიქროლავდა, ჩემი მანქანით აყენებული კორიანტელი. დიახ, ის ჩემი მანქანა იყო, რომელიც ვადიმ ურალოვმა ასე ოსტატურად, მომტაცა. რამ დამაბრმავა, როგორ ვერ დავინახე ვადიმ ურალოვი რომ გადმოხტა თავის მანქანიდან. მანქანა ხევში გადაეშვა, თვითონ კი მიიმალა ბუჩქებში. ის რომ რაღაც არაჩვეულებრივი ტიპია, ეს მე დიდი ხანია ვიცოდი და ვიცი, მაგრამ თუ ამისთანა ჯამბაზი იქნებოდა ამას, სწორე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი საქმის გაკეთება, თვით გაბედვაც კი, რომ ფრიალოს ქიმზე გადმოხტეს გაქანებული მანქანიდან, არ დაიმტვრეს, არაფერი ევნოს და შეუმჩნევლად მიიმალოს, ისე რომ მდევარმაც ვერ შეამჩნიოს, მართლაც რომ გასა გიჟებელი ამბავია. ამისთანა მოწინააღმდეგესთან სწორედ რომ ღირს ბრძოლა.
აი, ახლა ამ სტრიქონებს ვწერ და ჩემი თავი ბურუსში მგონია, ეს მერამდენედ წამივიდა ხელიდან, მერამდენედ მომატყუა. მერე ისე ოსტატურად, რომ პირდაპირ გასაოცარია.
ვიჯექი ქვაზე, დავყურებდი მტვრის კორიანტელს და ისეთ უმწეო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, როგორც ახალშობილი. მთავარი ის იყო, რომ არ ვიცოდი სად ვიმყოფებოდი, არც ის ვიცოდი რამდენი კილომეტრით დავშორდი ქალაქს, საით მიდიოდა გზა. ვერ გადამეწყვიტა ვერაფერი, მთები დაფარული იყო თოვლით, სიცივის სუსხი საგრძნობი იყო, გზაზე არაფერი არ მოძრაობდა. სად და რით უნდა წავსულიყავი!
ამასთან ერთად ის ფიქრი მაწუხებდა, მივაგნებ კიდევ მას თუ არა. ვაითუ სამუდამოდ დავკარგე. აქამდის, ჯერ მერი, ხოლო შემდეგ ვერონიკა მყავდნენ გზის მაჩვენებლებად, ახლა ვიღა მოვნახო?
მიჯაჭვულივით ვიჯექი ქვაზე, წამოდგომას ვერ ვახერხებდი, ფიქრში ისე ვიყავი წასული, რომ ვერ შევნიშნე, როგორ გაჩერდა ჩემს ახლოს ავტომანქანა, მანქანიდან ძია მაკარი და ხუტა გაწერელია გადმოვიდნენ. ძია მაკარი დამაშტერდა, თვალი თვალში გამიყარა, შემდეგ მზერა ხევისაკენ გადაიტანა, სადაც დამტვრეული მანქანა ეგდო და თუმც გატაცებული ჩემი მანქანით აყენებუ ლი მტვრის კორიანტელი აღარ ჩანდა, მანქანაც მიიმალა, მაგ რამ მაშინვე მიხვდა ყველაფერს, ირონიულად ჩაიღიმა და მომმართა:
– გულს ნუ გაიტეხთ, ყმაწვილო, ამისთანა შემთხვევებიც ხდე ბა ხოლმე ხანდახან ცხოვრებაში. თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ და არც არის გასაკვირი, რომ მოტყუვდეთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ კი არა მეც კი მოვტყუვდებოდი.
– დამეკარგა, სამუდამოდ დამეკარგა, სადღა ვეძებო რომ აღარ ვიცი? – გამწარებით წამოვიძახე მე.
– ცაში ვერ აფრინდება და ქვესკნელში ვერ ჩაძვრება, მიწაზე ივლის, მიწაზე კი მოუნახავი არ დარჩება.
არ ვიცი როგორ მიმეღო ძია მაკარის სიტყვები, ის ამ სიტყვებს, ამბობდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე დავემშვიდებინე, თუ მართლა იყო დარწმუნებული, რომ ადრე იქნებოდა თუ გვიან ხელში ჩავიგდებდით იმ არამზადას.
– დროს, ნუღარ ვკარგავთ, ჩაჯექით მანქანაში.
მანქანაში ჩავსხედით. ძია მაკარმა დაღმართი ჩაიარა, მანქანა შემოაბრუნა და ქალაქისაკენ გაემართა.
– ის გზა, სადაც ვადიმ ურალოვი წავიდა, მთებში მიდის. იგი არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა მთებში, სადმე შემოუხვევდა და გეზს აუცილებლად ყიზლარისაკენ მიმართავდა. მან ხომ არ იცის არც ჯემალის დაპატიმრება და არც ვერონიკასი, გაგზავნილ კაცს დათქმულ ადგილზე დაუწყებს ლოდინს. ის არც გროზ ნოსაკენ წავიდოდა, გროზნო საოლქო ცენტრია და მოერიდება, მანქანასაც გამოიცვლის, გატაცებულ მანქანას სადმე მიაგდებს. ის მანქანა ხომ მილიციისაა. მართალია გარეგანი განმასხვავე ბელი ნიშანი არა აქვს, მაგრამ ასეთი ფრთხილი და გამოცდილი ავაზაკი ყველაფერს გაითვალისწინებს. თუმცა, არა უშავს რა, ჩვენც გვასხია ულვაშები! – წარმოთქვა ძია მაკარმა და თავის დიდრონ ულვაშებში ჩაიცინა.
მე კრიჭაშეკრული ვიჯექი მანქანაში და ხმა ვერ ამომეღო. ვუსმენდი ძია მაკარს და იმედის ნაპერწკალი ხელახლა ღვივდებოდა ჩემს გულში. მისი შთამაგონებელი სიტყვები მარწმუნებდა, რომ ხელახლა მივაგნებდი მას და უკვე ეს ჩვენი შეჯახება უკანასკნელი იქნებოდა. ან ის ან მე... მაგრამ ამას რად ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მე და არა ის! კოკა ხომ მუდამ არ მოიტანს წყალს და ამჟამად იმ ავაზაკის კოკა უნდა დაიმსხვრეს, რადაც არ უნდა დაჯდეს. უცებ გამახსენდა დაჭრილი მძღოლი.
– ნეტავი რა დაემართა? კი არ მოკვდეს და... – ჩემდაუნებურად წამოვიძახე.
– ვინ? მძღოლი? – მაშინვე მიმიხვდა ძია მაკარი, – ის, შამილმა წაიყვანა ქალაქის საავადმყოფოში. მე იმისათვის შემაგვიანდა, რომ შამილის მანქანა გავაჩერე, დაჭრილი გავსინჯე და საკუთარი პერანგის ნახევებით კარგა დავაარტახე. ჩემის აზრით ჭრილობა სასიკვდილო არ უნდა იყოს. ცოტა საფიქრებელია ის, რომ სისხლი ბევრი აქვს დაკარგული. არა უშავს რა, დაღესტნელები გამძლენი არიან. ეს ჭრილობა მას საამაყოდაც ექნება, ისევე, როგოც ბრძოლის ველზე მიღებული.
მანქანას, რომელიც მისი შვილის საკუთრება იყო, თვით ძია მაკარი მართავდა. საკვირველია, ეს ბერიკაცი ყველაფრის ოსტატი როგორ არის. ისე მოხერხებულად მართავდა მანქანას, რომ გამოცდილ მძღოლსაც კი გააკვირვებდა. ეტყობა თვალის გამჭრიახობა სიბერეშიც არ დაუკარგავს.
გუდერმესში აღარ შევიარეთ, ყიზლარისაკენ გავწიეთ. ყიზლარში ჩასვლისთანავე ადგილობრივი მილიცია ფეხზე
დავაყენეთ. მილიციის უფროსმა ყოველივე ღონისძიება მიიღო და არა მარტო ოპერატიული მუშაკები, უბნის რწმუნებულებიც სასტიკად გააფრთხილა.
მეორე დილით სასტუმროდან მილიციაში მივდიოდი, რომ ვიღაც ახალგაზრდას შევეჩეხე, ჩაცმულობაზე ეტყობოდა, რომ მწყემსი უნდა ყოფილიყო.
მან გამაჩერა და ქართულად შემეკითხა:
– ბოდიში, თქვენ არჩილ ჩოხელი არა ბრძანდებით?
– მე კი არჩილ ჩოხელი ვარ, მაგრამ თქვენ თვითონ ვინა ხართ, ან საიდან იცით ჩემი სახელი? – გაკვირვებით ვუპასუხე.
– მე რეზო წიკლაური ვარ, მწყემსი. ამ რაიონში საზამთრო საძოვრებზე ცხვარი გვიყენია და ხანდახან, მოვდივართ ხოლმე ყიზლარში საქმეებზე. სახელი რეზო წიკლაური არაფერს მეუბნებოდა, ეს შემატყო მან და განაგრძო:
– ლომისიდან ვარ, მელანო წიკლაურის ვაჟი. დედაჩემი დე იდა ნატოს ემსახურებოდა. გახსოვთ დეიდა ნატო. ექიმი ნატო სულიაშვილი? როდესაც დედაჩემი დაჰკითხეს, მაშინ გნახეთ და დამამახსოვრდით.
მართალია რეზო წიკლაურს მე არ ვიცნობდი, მაგრამ მელანო წიკლაური კი გამახსენდა, ის მართლა ორჯერ დავკითხე ექიმ ნატო სულიაშვილის საქმეზე. ძალიან გამეხარდა მისი ნახვა. თავში გამიელვა, რომ შესაძლე ბელი იქნებოდა ამ ახალგაზრდის გამოყენება. ხომ დასაშვები იქნებოდა, რომ ვადიმ ურალოვი მწყემსებში გამოჩენილიყო? მე მას მეგობრულად გავუბი საუბარი, მაგ რამ საქმეზე კი ჯერჯერობით არაფერი ვუთხარი. მინდოდა ამ საკითხის შესახებ წინასწარ მილიციის უფროსთან და ძია მაკართან მომელაპარაკა.
– როგორ მოხდა, რომ ასე შორს წამოსულხართ? მე აქ ცხვარ მა მომიყვანა, თორემ აბა ამ ქვეყანას ვინ მაჩვენებდა? დიდი ხანია აქა ვართ. კარგა მოვეწყვეთ. ხანდახან ყიზლარსაც ვეწვევი ხოლმე. აქ უნდა ვიზამთროთ და მოგეხსენებათ, ბევრი რამ გვჭირდება.
მე მას ვუთხარი, რომ შვებულებაში ვიმყოფები და ამ კუთხის დასათვალიერებლად წამოვედი. გავაფრთ ხილე, რომ ჩვენი შეხვედრის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა. მან გაკვირვებით შემომხედა და მითხრა:
– ამხანაგო არჩილ, მე თქვენი მიპატიჟება მინდოდა ჩვენს ბინაზე, დაგეთვალიერებინათ, გენახათ როგორ ვცხოვრობთ მწყემსები, თქვენ კი მიკრძალავთ არავის გავუმხილო ჩვენი შეხვედრა!
– არა, ჩემო რეზო, ეს დროებით. ჯერჯერობით ასეა საჭირო, საქმე მოითხოვს ამას. ძალიან კარგს იზამთ თუ ხვალ დილით მინახულებთ, სასტუმროში ვარ. რეზო წიკლაური დაფიქრდა და მიპასუხა:
– ხვალ დილისათვის პირობას ვერ მოგცემთ, აქ მე და ჩვენი სარქალი გეჯურა ვართ მოსულები, დღეს საღამოს უკანვე უნდა გავბრუნდეთ.
– ნაშუადღევს ხომ შეგიძლიათ მნახოთ?
– თუ თქვენ აუცილებლად გინდათ, ბატონი ბრძანდებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნაშუადღევს მნახავდა იგი სასტუმროში. რეზო წავიდა, მე კი მაშინვე მოვნახე ძია მაკარი და ორივენი მილიციის უფროსთან წავედით მოსალაპარაკებლად.
მათ მოისმინეს, ჭკუაში დაუჯდათ ჩემი წინადადება, ხოლო გა მაფრთხილეს არაფერი მეთქვა იმის შესახებ, თუ ვადიმ ურალოვი უშუალო მკვლელი იყო ნატო სულიაშვილისა.
– მე კარგა ხანს ვმუშაობდი საქართველოში და ვიცნობ მაგ ხალხს, – წარმოთქვა ძია მაკარმა, უწინ ქართველ მთიელ ტომებში სისხლის აღება ადათით იყო დაკანონებული. მართალია საბჭოთა წყობილებამ ეს ველური ადათა ადამიანთა შეგნებიდან, თუ შეიძლება ითქვას, აღმოფხვრა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ამხანაგ ჩოხელის ნაამბობიდან, ექიმი ნატო სულიაშვილი მთელს რაიონს ისე ჰყვარებია, რომ თურმე „მფარველ ანგელოზს“ უწო დებდნენ. მწყემსებმა რომ გაიგონ ის პიროვნება, ვისაც ჩვენ ასე გამალებული დავეძებთ, ნატო სულიაშვილის მკვლელია, არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თვითონვე არ გაუსწორდებიან მას, თუკი ის მათ შორის გამოჩნდება. ჩვენ კი ის ცოცხალი გვჭირდება და არა მისი ლეში.
ძია მაკარი, უეჭველია, სწორედ მსჯელობდა, მაგრამ სხვა გზით განაღა დამეთანხმება რეზო? მათ ადამიანის გაცემა არ უყ ვარდა, მით უმეტეს სტუმარს ხომ არავითარ შემთხვევაში არ გას ცემენ. ამ მოსაზრებაზე ძია მაკარმა მიპასუხა:
– ჩემო არჩილ, თქვენ ქართველი ხართ და მე რუსი. მაგრამ ქართველი ხალხის ამბავი ნაკლებად როდი მაქვს შესწავლილი. მართალია, მათ უყვართ სტუმარი. საქართველოში გამიგია ძველი თქმა „სტუმარი ღვთისააო“, მაგრამ თუკი რეზომ და მისმა ამ ხანაგებმა შეიტყვეს, რომ ვადიმ ურალოვი ავაზაკია, გარწმუნებ, გასცემენ. მწყემსებს არ უყვართ ავი გზით მოსიარულე ადამიანე ბი. თვითონ არ გაუსწორდებიან, მაგრამ ჩვენ კი მოგვცემენ მისი შეპყრობის საშუალებას. არ დაივიწყოთ, რომ რეზო წიკლაური და მისი ამხანაგები ახალი ხალხია, ჩვენი ეპოქის მიერ აღზრდილი ხალხი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ რეზო კომკავშირელი იქნე ბა, ეს კი უკვე ყველაფერს ლაპარაკობს. კომკავშირელი ხელისუფლების წარმომადგენლის დავალების შესრულებას გვერდს ვერ აუვლის. ჩვენ ძია მაკარის სიტყვები ჭკუაში დაგვიჯდა და ისეც გადავწყვიტეთ, როგორც მან გვირჩია.
ნაშუადღევს მართლა მოვიდა ჩემთან რეზო წიკლაური. მე მას სასტუმროს შესასვლელთან დავხვდი. ამ შეხვედრას ძალიან ვფრთხილობდი, რადგანაც თუ ვადიმ ურალოვი აქ იყო და საიდანმე თვალს მოჰკრავდა, ცხადია ყველაფერი ჩაიფუშებოდა. მე კი, რატომღაც ინტუიციით ვგრძნობდი, რომ შესაძლო იყო ვადიმ ურალოვის ამ ქალაქში გამოჩენა.
რეზოს სალმის მოცემა არც კი დავაცალე, მაშინვე ვტაცე ხელი და ჩემი ბინისაკენ გავაქანე. რეზო გაკვირვებული მომდევდა, რა თქმა უნდა, მან არ იცოდა ჩემი განზრახვა, ალბათ ამიტომ იყო, როცა ოთახში შევიყვანე, სკამზე დავსვი და კარები ჩავკეტე, ის გაოცებული თვალებით შემომაშტერდა.
– შენ კარგად იცი, ჩემო რეზო, მე სადაც ვმუშაობ, – მივმართე მას.
– ვიცი, როგორ არ ვიცი, ამხანაგო უფროსო, – მიპასუხა მან.
– მე შენი უფროსი არა ვარ, დამიძახე უბრალოდ არჩილი, საქმე იმაშია, რომ აქ მე მეტად სერიოზულ საქმეზე ვარ მოსული და შენი დახმარება მჭირდება.
– ჩემი დახმარება? – გაიკვირვა რეზო წიკლაურმა, – მე მწყემსი ვარ, განა რა დახმარების გაწევა შემიძლია?
– შეგიძლია და ამიტომ მოგმართავ, – დავაპირე მისთვის ამეხსნა და განმემარტა ჩემი მუშაობის დიდი მნიშვნელობა, შორიდან მომევლო, მაგრამ ვატყობდი არ გამომდიოდა, ამისათვის პირდაპირ შევუდექი მასთან საუბარს. – არსად არავისთან წამოგცდეს, ჩემო რეზო, მე აქ სპეციალური დავალებით ვარ მოსული, რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა შევიპყრო ერთი მეტად საშიში პიროვნება. ის პიროვნება მძარცველი და მკვლელია, ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. მე იმას თბილისიდან მოვ სდევ და ის ამჟამად აქ უნდა იფარავდეს თავს.
– მერედა. მე რა შემიძლია გავაკეთო? ეს მეორე ზამთარია აქ ამ მიდამოებში ვიმყოფები, პირველად შარშან ზამთარში ჩამოვყევი აქ ცხვარს, წლეულს კი მეორედ, აქ ხეირიანად არავის არ ვიცნობ. შარშან არც კი ვყოფილვარ ამ ქალაქში, ერთთავად საძოვრებზე ვიყავი,
– შენ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, ბევრ რამეში დამეხმარები, თუკი მოინდომებ.
– ამხანაგო არჩილ, მე შეიძლება წლოვანებით არ ვიყო მაინცდამაინც დიდი, მაგრამ არც ერთ ჩემზე ხნიერს არ ჩამოუვარდე ბი. თუკი რაიმე შესაძლებელი იქნება, თქვენ უარს როგორ გეტყვით, განა არ ვიცი, რომ თქვენ ისევე სდარაჯობთ ხალხს, რო გორც მე ცხვარს. მე თუ მგლებს ვებრძვი, თქვენი მგლებიც ავაზაკები არიან და იმათ ებრძვით. და განა მაქვს უფლება ამისთანა ბრძოლაში დახმარებაზე უარი გითხრათ?
მომეწონა მისი პასუხი. უბრალო მწყემსი ბიჭისაგან სრულებით არ მოველოდი, ასეთს დალაგებულ სიტყვას, ამან უფრო გა მათამამა.
– შენ, მართალია, შეიძლება ქალაქში არავის იცნობდე, მაგრამ ის, ვისზედაც მე გეუბნები, საფიქრებელია მწყემსებშიც გამოჩნდეს. იქ, რა თქმა უნდა, თავს არ მოგაჩვენებთ, რომ ის ავაზაკია და მშრომელი ხალხის მტერი. ალბათ ეცდება დაიმსახუროს თქვენი ნდობა, აბა თქვენ ხომ არ გაგიმჟღავნებთ ვინც არის ნამდვილად, თუკი გამოჩნდება, მაშინვე უნდა მაცნობო, – ვუთხა რი მე და თან დაწვრილებით აღვწერე ვადიმ ურალოვის გარეგნობა და თავისებურებანი.
რეზო ჩაფიქრდა, თითქოს რაღაცას იგონებდა, შემდეგ კი მომმართა:
– მაშ ცაციაა, არა?
– სწორედ, ცაციაა.
– შოფრობაც იცის?
– ძალიან კარგად.
– მარჯვენა ყურის ძირში მოზრდილი მეჭეჭი აქვს?
– სწორეა, აქვს.
– ლაპარაკის დროს მარცხენა თვალს ჭუტავს ხოლმე?
– აგრეა.
– მკლავებზე და გულზე დახატულებიც აქვს? მე გამეცინა მის მიამიტ შეკითხვაზე და ვუპასუხე:
– სწორეა, სწორედ აგრეა. კარგი მაგრამ, შენ ასე დაწვრილებით რა იცი? მე ხომ არ მითქვამს შენთვის, რომ ლაპარაკის დროს მარცხენა თვალს ჭუტავს ხოლმე, ან ის, რომ ტატუირებაც აქვს, – მაგრამ მივხვდი, სიტყვა ტატუირებას ვერ გაიგებდა და მისივე ენით ავუხსენი, – ესე იგი დახატულებიც აქვს მეთქი.
– როგორ არ ვიცი, ვიცი, ეგ ხომ ფიდო ძიაა.
– ფიდო ძია მწყემსია?
– არა, მწყემსი არ არის, ისე კი ვიცი, რომ ფიდო ძიაა. გვარი კი სწორე გითხრათ, არ ვიცი რა გვარია. წუხელის იმან და ძია მათემ ღამე ჩვენს ბინაში გაათიეს. ფიდო ძია კოჭლობდა, ავტომობილით მოვიდნენ, დღეს დილით საითკენღაც გასწიეს და ცალთვალა ლევანაც თან წაიყვანეს.
რეზოს მიერ ჩამოთვლილი ყველა ნიშნები ემთხვეოდა ვადიმ ურალოვის ნიშნებს, გარდა სიკოჭლისა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, როდესაც თავისი მანქანა ხევში გადაუშვა და გადმოხტა გაქანებულ მანქანიდან, მაშინ სტკენოდა ფეხი.
– შენ ასე დაწვრილებით მაინც საიდან იცი, რეზო, მისი ნიშნები ასე დალაგებით რომ ჩამოთვალე?
– როგორ არ ვიცი, ამ ზაფხულს ცხვარი რომ ლომისის მთაზე გვეყენა, ბარე ორჯერ ამოვიდნენ ისა და შოფერი სანდრო.
– ვინ შოფერი სანდრო? – უცბად სანდრო ყარაშვილი წარმომიდგა თვალწინ.
– აი ის, შოფერი, სანდრო ყარაშვილი, ცალთვალა ლევანა იმ სანდროს ძმა არის, ჩვენთან მწყემსად მუშაობს. გამიგია, შოფერი სანდრო ქალაქში მოჰკლესო, მილიციამ მოჰკლაო.
– რაზედ მოჰკლავდა მილიცია? მილიცა ხალხს არა ჰხოცავს.
– ალბათ, მამაძაღლობაზე წაასწრეს და მოჰკლეს. კაიკაცურ საქმეზე მეც ვიცი, რომ არავინ ხელსაც არ ახლებდა. ნადირი უნა მოკვდეს. აბა რა. მე რომ მგელი დავინახო, თოფს არ ვესვრი? ვესვრი!
– ძია მათე ვიღა არის?
– მათე ძია? ჩვენებურია, სოფელ ნატბეურიდან, მეწისქვილეს შვილია. მისი დედ-მამა ამას წინათ აიყარნენ და ქალაქში გადასახლდნენ, არ ვიცი, ზოგი იმასაც ამბობს, დაატუსაღესო, რას გაიგებს კაცი.
მე მაშინვე გამახსენდა, თქვენ რომ მწერდით მეწისქვილის ოჯახის წევრების დაპატიმრების შესახებ, აღნიშნავდით მეწისქვილეს გადასახლებულ შვილზე მათე ხაპიაშვილზედაც. ვიცოდი, რომ ის მძიმე დანაშაულისათვის შორეულ აღმოსავლეთში იყო გადასახლებული, აქ კი ასე მოულოდნელად გამოჩნდა. ად ვილი გასაგები გახდა რაშიც იყო საქმე. ეჭვგარეშეა მათე ხაპიაშვილი გამოქცეული იქნებოდა პატიმრობიდან, საქართველოში ალბათ ჯერჯერობით ვერ გაბედა ჩასვლა, მოვიდა მწყემსებთან, რომ გაეგო თავისი ოჯახის მდგომარეობა და იქ შეხვდა ვადიმ ურალოვს, მწყემსებში ფიდო ძიად წოდებულს, ერთი სიტყვით, ხროვას ერთი მგელი კიდევ შეემატა. მაგრამ, რატომ ერთი? ცალთვალა ლევან ყარაშვილი განა იგივე მგელი არ შეიძლება იყოს? რეზომ თქვა, სამნი საითკენღაც წავიდნენ, ადვილი მისახვედრია საით, ან რა საქმეზედაც წავიდოდნენ. მთავარია, რეზომ პირზე დიდი ბოქლომი დაიდოს ჯერჯერობით. ის მგელკაცები მწყემსებში შედარებით უშიშრად იგრძნობენ თავს და სწორედ აქ მოეღება ბოლო მათ საზიზღარ საქმიანო ბასაც.
– იცი რას გეტყვი, ჩემო რეზო, შენ ხომ საბჭოთა პატიოსანი მოქალაქე ხარ?
ეს ალღოიანი ახალგაზრდა სწრაფად მიმიხვდა რის თქმაც მინდოდა და სიტყვის გაგრძელება აღარ დამაცადა:
– მამაჩემმა ჩვენი დიდი სამშობლოს განთავისუფლებას შესწირა თავი, ის გმირული სიკვდილით დაეცა დიდი სამამულო ომის ფრონტზე ფაშისტური ტყვიით გულგანგმირული. მე მისი შვილი ვარ და არასოდეს არ შევარ ცხვენ მამის უმწიკვლო სახელს.
მომეწონა მისი ასეთი პატრიოტული გატაცება. მართლაც და აი, როგორი ახალგაზრდობა გვეზრდება, სამშობლოს ერთგული და მისთვის თავდადებული ახალგაზრდობა.
– ჩემო რეზო, მე ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი არც შენს პატიოსნებაში და არც მამულიშვილობაში. გავიგე, ღირსეული მამის შვილი ყოფილხარ და ვიცი ამ ღირსებას სიკვდილამდე პატიოსნად ატარებ, მაგრამ ამაში კი არ არის საქმე, შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ...
რეზომ ხელახლა გამაწყვეტინა სიტყვა.
– მერე რა, ყოველ შემთხვევაში ბავშვობის ასაკი დიდი ხანია ჩამოვიტოვე. არა მგონია, ამხანაგო არჩილ, დიდი ხნით იყოთ ჩემზე უფროსი, ვთქვათ ოთხი-ხუთი წლით, მეტით ხომ არა?
– არა, დამაცა, მაგაში კი არ არის საქმე, როგორც გამიგია მეწისქვილის შვილი, მათე ხაპიაშვილი, ავაზაკობაზე იყო გადასახლებული. მას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია სასჯელის ვადა, როგორ გგონია, არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის გამოქცეული იქნება პატიმრობიდან?
რეზო წიკლაური შეკრთა და მიამიტად წარმოთქვა:
– მე კი მეგონა, რომ გაანთავისუფლეს პატიმრობიდან.
– ასე, ჩემო მეგობარო, როგორც კი გამოჩნდებიან, სასწრაფოდ უნდა მაცნობო.
რეზო ჩაფიქრდა, ეტყობოდა უჭირდა პირობის მოცემა.
– რა გაბრკოლებს. რეზო? – შევეკითხე.
– მანძილი, ჩვენი ფარები აქედან კარგა დიდ მანძილზე დგანან და არ ვიცი მომეცემა თუ არა ამის შესაძლებ ლობა? – ჩაფიქრდა და განაგრძო, – არა, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ფეხითაც რომ მომიხდეს გამოქცევა, მაინც გაცნობებთ.
– მაშ ასე, ჩემო რეზო, შენი იმედი მექნება, იცოდე შენს მოლოდინში ვიქნები ერთ თავად.
რეზო წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
– წავიდეთ, თორემ გეჯურა პაპა, ვინ იცის, ქუდმოგლეჯილი დამეძებს.
რეზო კარებამდე მივაცილე და გამომშვიდობებისას საჭიროდ ვცანი ხელახლა გამეფრთხილებინა:
– მხოლოდ, იცოდე, რეზო, არავისთან არაფერი წამოგცდეს. ვინც არ უნდა იყოს. ხომ მაძლევ პირობას? – ამ გაფრთხილებაზე თვალებში შემომხედა და ამაყად მითხრა:
– მე კომკავშირელი ვარ! – ამ სიტყვების შემდეგ გავიდა,
ეს სიამაყით წარმოთქმული სიტყვები: მე კომკავშირელი ვარ, ყველაფერს ლაპარაკობდა, აღარავითარი კომენტარები მას აღარა სჭირდებოდა, ეს სიტყვები ყოველ ფიცზე და პირობაზე უფრო მტკიცე იყო. დიახ, მხოლოდ ნამდვილ კომკავშირელს შეეძ ლო ისე ლამაზად და სრული სიამაყის გრძნობით, დავალების სრული და ღრმა შეგნებით ეთქვა ეს სამი სიტყვა: „მე კომკავში რელი ვარ“.
ოთახში ხუტა გაწერელია შემოვიდა. მან შემომხედა და მაშინ ვე მიმიხვდა, რომ საქმე ადგილიდან დაიძრა, მაინც შემეკითხა.
– როგორ არის საქმე, არჩილ?
– ძალიან კარგად, იცი თუ არა, რომ ფიდო ძია მწყემსებთან ყოფილა?
– ვინ ფიდო ძია, რას მელაპარაკები? – გაიკვირვა მან.
მე დაწვრილებით მოვუყევი ჩემი და რეზო წიკლაურის საუბარი, ხუტამ გაბრწყინებული თვალებით შემომხედა და ღიმილით მითხრა:
– თუ ახლაც გაგვისხლტა ხელიდან, თავები დასახოცი გვექნება. სირცხვილით სადღა გამოვყოფთ თავს?
მე და ხუტა გაწერელია მაშინვე გავემართეთ მილიციისაკენ. სამსახურის საათები დიდი ხანია დამთავრებული იყო და მილიციის უფროსი შინ წასულიყო დასასვენებლად. ძია მაკარიც არ დაგვხვდა სასტუმროში. მილიციის უფროსს ბინაზე დავურეკეთ. მან თავისთან მიგვიწვია. როდესაც მე და ხუტა მივედით მილიცი ის უფროსის ბინაში, მასპინძელი და ძია მაკარი დერეფანში ისხდნენ და ჭადრაკის თამაშში იყვნენ გართული. მე ძია მაკარის დანახვა უფრო გამეხარდა.
– ყმაწვილებო, როგორ არის საქმე? – მაშინვე მოგვმართა ძია მაკარმა. მე მოვახსენე, ისინი ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ საქმის ასეთი შებრუნებით. განსაკუთრებით გახარებული იყო ძია მაკარი. მართლა ცდა, განა გასახარელი არ იყო? ჩვენ ერთ მგელს ვდევდით, აქ კი ხროვა აღმოჩნდა.
ამხანაგო პოდპოლკოვნიკო! აი, გწერთ ამ ვრცელ წერილს და თან სირცხვილის გრძნობა მიპყრობს, რამდენჯერმე მომატყუა იმ არამზადამ. მაგრამ გაძლევთ პირობას, რომ ახლა მაინც ვეღარ წამივა ხელიდან.
ერთი შეტევაღა დარჩა და ეს უკანასკნელი შეტევა იქნება.

ქ. ყიზლარი. ნოემბრის 26. არჩილ ჩოხელი.“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent