შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 10 თავი


13-06-2021, 01:17
ავტორი ნეაკო
ნანახია 14 048

ალექსანდრე მოუთმენლად ელოდა თათიას დაბადების დღის დადგომას, იმის გამო რომ გოგონასთან მიახლოება ვერანაირად ვერ შეძლო კახას დაბადების დღის შემდეგ, ძალიან გაღიძიანებული, დაძაბული და განერვიულებული იყო ყველასა და ყველაფერზე.
იმის მიუხედავად რომ მართას საერთოდ არ ეპიტნავებოდა ალექსის განსაკუთრებული ყურადღება თათიას მიმართ, ხმას მაინც აღარ იღებდა ამ საკითხზე, რადგან შვილთან გამუდმებულმა კონფლიქტმა დაღალა, მართალია ზაზას უთხრა შვილს მხარს დავუჭერო ამ საკითხშიო, მაგრამ რეალურად საშინლად აღიზიანებდა ალექსის თათიასადმი ასეთი განსაკუთრებული სწრაფვა და ინტერესი, ის ფიქრობდა რომ ალექს თავისდაუნებურად გრძნობები გაუჩნდა გოგონასადმი, რაც ძალიან სახიფათო იყო მათი შურისძიებისთვის.
თათიამ ბევრი ფიქრის მერე ირინას დაურეკა და სთხოვა ჩემს დაბადების დღეზე რამე მოიფიქრე იმისთვის რომ შენთან დამტოვონო
-ხომ იცი რომ მამაშენი უფლებას არ მოგვცემს
-გთხოვ რამე მოიფიქრე რა ბებია და მიხსენი ამ ჯოჯოხეთისგან ჩემს დაბადების დღეზე მაინც
-არ შემიძლია რა ბე, ცალკე დედაშენის ნერვი არ მაქვს ხომ იცი დაიწყებს ახლა ესაო ისაო
-ძაან ძაან გთხოვ, ხომ იცი სახლიდან ცხვირს არ მაყოფინებენ, ჩემს დაბადების დღეზე მაინც დამეხმარე თავი დავაღწიო ამ ჯოჯოხეთს
-კარგი კარგი ნუ წუწუნებ-აკისკისდა ირინა-რამეს მოვიფიქრებ და დაგიხსნი მაგ ქაჯეთის ციხიდან
-საუკეთესო მყავხარ-ჩაყვირა თათიამ ტელეფონში, მაშინვე გათიშა და თეოს დაუბრუნა
-აი ყველაზე ჯიგარი რძალი ხარ-უთხრა მომღიმარი სახით ლოყაზე აკოცა და ოთახიდან აღფრთოვანებული გავიდა, მთელი ღამე იმაზე ფიქრში გაათენა შეძლებდა თუ არა ირინა რამე ისეთის მოფიქრებას რომ ზაზა დაერწმუნებინა.
მეორე დღეს საღამომდე რომ არადა არ დარეკა ირინამ თათიამ იფიქრა რომ მან ვერაფერი მოიფოქრა მის დასახმარებლად ან უბრალოდ ზაზა არ დასთანხმდა, ამიტომ ძალიან იხასიათოდ იყო, არც კი ივახშმა ისე დაწვა დასაძინებლად, თუმცა თვალი ვერაფრით მოხუჭა მთელი ღამე და ცრემლებით შეხვდა თავის მეთვრამეტე დაბადების დღეს ლოგინში. თათიაა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა გამთენიისას ლიკამ ფრთხილად დააკაკუნა მისი საძინებლის კარზე და ოთახში ფახაკრეფით შევიდა
-დე გაიღვიძე-მხარზე შეეხო
-რა ხდება?-თათია უემოციო სახით წამოჯდა საწოლზე და ტირილისგან დასიებული თვალებით შეხედა დედას
-პირველ რიგში დაბადების დღეს გილოცავ დე-ქალმა თავზე აკოცა შვილს შემდეგ კი გაბრაზებული ტონით უთხრა -ქალბატონი ირინა მოწამლულა... ბაჩოს დაურეკა მომხედეთო... მამაშენი ნაჩხუბარია ხომ იცი და არ მიდის... მე რომ დამიმახოს უარესი დაემართება...
-რაა?-თათიამ ძლივს დამალა აღფრთოვანება, მშვიდი უემოციო სახით ადგა საწოლიდან და ვითომ ძალიან უხალისოთ გაჰყვა ბაჩოს ბებოსთან.
ალექსანდრეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა ირინას ნომრიდან მის ტელეფონზე შეტყობინება შევიდა ,,შენი სურვილი შევასრულე" ბევრი ფიქრია გარეშე მაშინვე მისწერა ,,ზუსტად 8-ზე ცენტრალურთან გელოდები".
თათია ისე რომ ირინასთვის არაფერი უთქვამს სახლიდან გაიპარა, პატარა ბარათი დაუტოვა კიყხვისნდროს ჩაძინებულ ქალს იქვე ტუმბოზე ,,მალე მოვალ , არ ინერვიულო ბე, ხატიასთან ერთად ვიქნები, ვიცოდი, რომ მეთხოვა არ გამიშვებდი, ამიტომ წავედი დაუკითხავად, მიყვარხარ" და ზუსტად რვაზე მითითებულ ადგილას ელოდა ალექს, კარგა ხნის ლოდინის მერე სახლში წასვლა გადაწყვიტა ატირებულმა, რადგან არადა არ გამოჩნდა ალექსი და ნერვწბმა უმტყუნა, მიტრიალდა და ნაბიჯი წადგა წინ, მაგრამ ვიღაცის ძლიერმა ხელმა შეაჩერა და უმალ თავისკენ შეატრიალა
-ჩემს გამო ტიროდი?-შეიცხადა ბიჭმა როცა გოგონას თვალებზე ცრემლები შენიშნა, თათიამ თავი ასწია და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში, უნდოდა მის გულსა და გონებაში არსებული გრძნობები და ემოციები თუ ვერ დაინახავდა ეგრძნო მაინც, მაგრამ ამაოდ, მის მზერაში ვერც სიბრალული დაინახა, ვერც სინანული, ვერც, თანაგრძნობა მითუმეტეს სიყვარული
-ხელი გამიშვი სახლში უნდა წავიდე-თათიამ მზერა ბიჭის ცივი სახიდან მის ხელზე გადაიტანა რომლითაც მისი მაჯა ეჭირა
-ნუ მიბრაზდები-გაეღიმა ალექს მის ბუტიაობაზე, მაშინვე ხელები მოხვია და და გულში ჩაიკრა აღელვებული გოგონა
-ვერ გიტან-წინააღმდეგობა გაიწია თათიამ
-მაშინ რატომ მელოდებოდი მთელი თხუთმეტი წუთი აქ, თან ცრემლიანი თვალებით?-ზემოდან დააცქერდა მომღიმარი სახით ალექსი
-აქ იყავი? მთელი ეს დრო აქ იყავი და არ მოდიოდი!?-ჩაილაპარაკა გაცეცხლებულმა გოგონამ და მაშინვე მოშორდა მის სხეულს-როგორ შეგიძლია იყო ასეთი საშინელი?-გულწრფელად შეიცხადა გოგონამ და მიტრიალდა
-სად მიდიხარ-გაეცინა ბიჭს, მაშინვე დაეწია ხელი გადახვია და საფეთქელზე მიაწება ცივი ტუჩები
-ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე-ახედა წარბშეკეულმა გოგონამ
-კაი ნუ მებუტები-მჭიდროდ მიიკრო საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული ტანზე და ცხვირზე აკოცა
-არანორმალური ხარ-გაეცინა თათიას
-ვიცი-არ უარყო მისი ნათქვამი ბიჭმა და თავისი მანქანისაკენ წაიყვანა
-შენთან ერთად სადმე წასვლას არ ვაპირებ-აღელდა თათია როცა ალექსის პრადოს მიუახლობდნენ
-ვინმე აზრი გკითხა?-გაოცებით უთხრა ალექსმა და მძღოლის გვერდითა კარი გაუღო- დაჯექი-თავით ანიშნა
-მართლა არ შემიძლია, ბებოს წერილი დავუტოვე...
-მალე დაგაბრუნებ უკან, სულ ერთი საათით გავიდეთ სადმე-უცნაურად გაუღიმა ბიჭმა
-არა სახლში უნდა დავბრუნდე-გაჯიუტდა გოგონა
-გგონია რომ ახლა სახლში გაგიშვებ?-გაეცინა ბიჭს
-მართლა არ შემიძლია, ვიცი ირინა გაგიჟდება, ასე არსდროს მოვქცეულვარ
-ჩაჯექი რა -გაბრაზდა ალექსი -ნუ მახვეწნინებ, რომ გეუბნები ერთ საათში უკან მოგიყვან ესე იგი მოგიყვან!-უთხრა მშვიდი ტონით ოდნავ დაიხარა და აღელვებულ გოგონას ტუჩის კუთხეში აკოცა და დაუჩურჩულა-ნუ ჯიუტობ ვიცი რომ შენც გინდა ეს-დაბნეული გოგონა მის ნებას დაჰყვა, მანქანში ჩაჯდა და ამ მომენტში თავი ყველაზე ბედნიერ და ძლიერ ადამიანად იგრძნო, რადგან მან დაარღვია ყველა წესი, აკრძალვა და წაშალა ზღვარი რომელიც წლების წინ ოჯახმა დაუწესა.
ისე ავიდნენ წყნეთში რომ ვერაფერი გაიგო თათიამ, რადგან ისეთი აჟიტირებული და აღფრთოვანებული იყო მომხდარით რომ აზრზე მოსვლა გაუჭირდა, ალექსი კი ძალიან კმაყოფილი იყო იმით რომ გოგონას არამარტო გულზე, უკვე გონებაზე და ცხოვრებაზე ჰქონდა მკაფიო გავლენა.
თათიას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ალექსმა სახლში შეიყვანა რომელიც მისი დაბადების დღის გამო განსაკუთრებით მოეწყოთ მისმიერ დაქორავებულ დიზაინერებს
-რა სილამაზეა-აღფრთოვანება ვერ დამალა თათიამ
-მოგწონს?-ზურგს უკნიდან აეკრო ბიჭი დაბნეულ გოგონას, ხელები მუცელზე შემოაჭდო და მხარზე აკოცა
-ძალიან-გაეღიმა გოგონას და როცა მოულოდნელად ალექსი მოშორდა მის სხეულს რაღაც უცნაური სიცივის და სიცარიელის განცდა დაეუფლა
-დაბადების დღეს გილოცავ პატარა-ჩაესმა ისევ ბიჭის ნაზი ხმა ზურგს უკნიდან და როცა ყელსაბამი დაინახა მის ხელებში საშინლად დაიბნა
-ალექსანდრე ამას ვერ ავიღებ-გოგონა გაოცებული მიაჩერდა სვაროვსკის თველით გაწყობილ ბრჭყვიალა ყელსაბამს, რომელიც ბიჭმა მისი ყელისკენ წაიღო და მაშინვე გაუკეთა
-არც ამჯერად მიკითხავს შენთვის აზრი -გაისმა ბიჭის ირონია ნარევი ხმა
-ცუდად იქცევი-მისკენ მიტრიალდა გაბუტული გოგონა
-დალევ?-ალექსმა იქვე დადებული მაგიდიდან შამპანურის ბოთლი აიღო ხელში და გახსნა
-ვერ დავლევ-იუარა გოგონამ და ინტიქტურად მაგიდაზე დადებულ ტორტს მიაჩერდა
-კარგი მაშინ მე დავლევ-ამ სიტყვებზე თათია რომ დაიძაბა გაეცინა, ნიკაპზე აჰკრა ხელი და მშვიდად დასძინა-დავლევ ოღონდ ცოტას-და ჭიქაში დაისხა შუშხუნა სასმელი-კიდევ ერთხელ გილოცავ შენს დღეს პატარა ქალბატონო-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ისე ჩაცალა ჭიქა წამით თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისთვის, თათიას საშინლად აბნევდა მისი ქცევები, განსაკუთრებით მისი ეს მოულოდნელი დაშორება და ზედმეტი მოახლოვებები -ნუ იძაბები-გაეცინა ბიჭს როცა მიხვდა რომ თათია დაძაბული იდგა მის წინ, ამ უხერხულეობის გასაფანტად, თათიას საყვარელი მუსიკა ჩართო , ტორტზე სანთლები აანთო და ხელში დაიჭირა
-არ მეგონა ასეთი მზრუნველი თუ იყავი-გაეცინა გოგონას, თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრა და სწრაფად ჩააქრო ორ ციფრიანი ოქროსფერი სანთქლები, ალექსმა მაშინვე მაგიდაზე დადო ტორტი, გოგონას ძლიერად შემოაჭდო ხელები წელზე, სხეულზე მჭიდროდ მიიკრო და თვალებში ჩააცქერდა
-იმედია ჩვენი ერთად ყოფნაა შენი ერთადერთი სურვილი-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და სანამ მისი სიახლოვით და სურნელით გაბრუებული გოგონა აზრზე მოსვლას შეძლებდა ვნებიან წითელ ტუჩებზე დააცხრა ჰკოცნიდა მთელი ემოციით, გატაცებით, თავდავიწყებით...თუმცა მაინც არ ნებდებოდა სიყვარულის გიჟური მუხტისგან გამოწვეულ გრძნობათა ქარიშხალს რომელიც ცხელ სისხლს უმღვრევდა ძარღვებში, გულისცემას უჩერებდა და მერე ათასმაგად გამეტებით უწყებდა ცემას, მაგრამ მაინც ჯიუტად არ ნებდებოდა საკუთარ გულის ხმას და გონებას აძლევდა უფლება მის სხეულზე ებატონა, რომელიც მხოლოდ თათიას შეხებისას განიცდიდა უსაზღვრო, უსასრულო ბედნიერებას...და მხოლოდ მის შეხებას ითხოვდა, მაგრამ მაინც თავხედურად ცივი თლილი თითები ნელ-ნელა და საკმაოდ გააზრებულად შეუცურა მაისურის ქვეშ და ზემოთ ააყოლა მის ზურგს, გოგონას მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და იგრძნო როგორ შეწყვიტა გულმა ცემა -მიყვარხარ-ჩაესმა მისი შეხებით და სურნელით გაბრუებულ გოგონას ალექსის ხმა, თათია დაბნეული მიაჩერდა ბიჭს და თვალები საყვარლად ააფახულა -ასე ნუ აკეთებ-გაეცინა ალექს და ისევ მის ტუჩებს მიწვდა რადგან ერთი, არც თუ ისე ვნებიანი კოცნა არ ეყო, სურვილი და ჟინი ვერ მოიკლა
-ალექსანდრე-დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ საყვარელი ბიჭის სახელი და როცა, როგორც იქნა ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ და ხმამაღლა უთხრა-ხელები გააჩერე
-ტორტს დაჭრი?-დააიგნორა გოგონას ნათქვამი და თავხედურად უფრო ზემოთ ააცურა თლილი თითები მის მთრთოლარე ზურგზე
-აუტანელო-გოგონას გაეცინა და ისევ მის ტუჩებს რომ მიწვდა ბიჭი,თავი ვეღარ შეიკავა მოწოლილი მძიმე ემოციების ფონზე ამიტომ კისერზე ძლიერად შემოაჭდო აკანკალებული ხელები და მის გიჟურ კოცნას იგივე სიგიჟით უპასუხა , აი აქ ალექსანდრემ თავისდაუნებურად დაკარგა თავზე და გრძნობებზე ერთდროული კონტროლი, ამიტომ სრულოად გაუაზრებლად მისმა ტუჩებმა თათიას ყელზე გადაინაცვლა, ყელიდან ლავიწის ძვალზე, შემდეგ კი ხარზე რომელზეც ტუჩებით გადააცურა მაისურის ბრეტელი
-ალქ სან დრე-აღმოხდა მისი მძაფრი, გრილი და მოტკბო სურნელით გაბრუებულ გოგონას,რომელიც მთელი სხეულით კანკალებდა როცა საყვარელი ბიჭის ცივი და სველი ტუჩები ეწებებოდა მხურვალე კანზე
-სუუ
-გთხოვ-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას
-რას მთხოვ-დაიბნა ბიჭი და თვალებში ჩააცქერდა ცოტა არ იყოს და დაბნეული
-გაჩერდი-უთხრა ჩურჩულით, რის გამოც უკმაყოფილო სახით დაშორდა ალექსი მის სხეულს და მაგიდასთან მივიდა გაბრაზებული, თათია კი ერთ ადგილას გაიყინა, თავი რღაცნაირად დამნაშავედ იგრძნო
-მოდი ჩემთან-გახედა ალექსმა მომღიმარი სახით და მაინც რომ ვერ წადგა მისკენ ნაბიჯი დაბნეულმა გოგონამ თავად მიუახლოვდა თვალებში ჩააცქერდა და გაუღიმა -წამოდი ტორტი დავჭრათ-ამ პროცესმა თათია ძალიან გაახალისა და ის უხერხულობის მომენტი მაშინვე გაქრა რაც წუთების წინ მათ შორის გაჩნდა, კრემით სახის მოთხუპვნამ ცეკვამ და ჩახუტებამ თათიაზე ბევრად განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ვიდრე ზედმეტმა შეხებამ სხეულზე. უკან დაბრუნებულები ძალიან ბედნიერები იყვნენ, ალექსი განსაკუთრებით, რატომ? ეს თავადაც არ იცოდა თუმცა, იმ ყველა სულელური ქმედებით ზედმეტად აღფრთოვანებული იყო. მანქანიდან გადასვლას რომ აპირებდა თათია ბიჭის ხმამ შეაჩერა
-კიდევ მინდა რომ რაღაც გაჩუქო-ალექსმა ბოლო მოდელის ტელეფონი გაუწოდა
-არა ამას არ მივიღებ არავითარ შემთხვევაში
-გთხოოვ-მისკენ გადაიხარა უკმაყოფილო სახით ბიჭი და ძალიან შეეხვეწა
-არ შემიძლია
-კარგი მაშინ ჩავთვალოთ რომ გათხოვე, სანამ შენები გიყიდიან
-არა
-სხვაგვარად შენთან კონტაქტს ვერ შევძლებ-მაშინვე წყობრიდან გამოვიდა ბიჭი -რა მოხდება უბრალოდ რომ აიღო ეს დედა მოყ.ული ტელეფონი?
-არანორმალურო-გაბრაზდა თათიაც და კარი უფრო ფართოდ გააღო
-ისე წახვალ რომ არ დამეშვიდობები?-ალექსმა მაჯა დაუჭირა მობრუნებულ გოგონას, თავისკენ უხეშად მოქაჩა და ტუჩებზე დააცხრა, თათია ძალიან გააღიზიანა მისმა ქცევამ და მაშინვე მოწყდა ბიჭის ტუჩებს
-ვერ ვიტან ასე რომ მექცევიან! ასე რომ გაითვალისწინე-გაუბრაზდა სუნთქვა აჩქარებული გოგონა
-ასე როგორ, როცა ძალით გკოცნიან?-ირონიული ღიმილით ჰკითხა ალექსმა და რომ მიხვდა სერიოზულად გააბრაზა თათია სახე შეეცვალა- ახლა არ გამებუტო რა
-ხელი გამიშვი უნდა წავიდე-მაჯის დახსნა სცადა გოგონამ
-მითხარი რომ შემირიგდი და გაგიშვებ-სახე ზედმეტად მიუახლოვა გოგონას და თვალებში ჩააცქერდა
-თუ არ გეტყვი დილამდე აქ, ასე უნდა ვისხდეთ?-გაუბრაზდა ისევ
-ზუსტად ასე-თათიას მაჯას კიდევ უფრო მეტად მოუჭირა თითები მაჯაზე
-გეყოფა გამიშვი-დაღლილი სახით შეხედა გოგონამ
-კიდევ როდის გნახავ?
-წარმოდგენა არ მაქვს-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-მგონი კითხვა არასწორად დავსვი, ოდესმე თუ გნახავ?
-ალბათ კი-გაეცინა თათიას
-ტელეფონს წაიღებ ხო?-გასაშვებად არ ეთმობოდა საყვარელი გოგონა
-კარგი წავიღებ ოღონდ ახლა გამიშვი-თათიას მისი ეს ქცევები ზოგჯერ საერთოდ არ აღიზიანებდა, პირიქით მოწონდა კიდეც რომ ალექსანდრე ვერ ელეოდა
-შენი გაშვება არ მინდა-თავი საზურგეს მიაყრდნო ბიჭმა და ისე გახედა სახე აწითლებულ
გოგონას-კიდევ ცოტა ხანს რომ დარჩე რამე დაშავდება?
-დიდი ალბათობით ირინას მოთმინების ძაფი გაწყდება
-კარგი-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ბიჭს მისკენ გადაიხარა და ყურს დაბლა ნაზად აკოცა.
ირინა ძალიან გაბრაზებული სახით უყურებდა ატირებულ თათიას და იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ იუბილარი იყო ბოლო ხმაზე უყვიროდა
-ჩემთან იმიტომ გინდოდა დარჩენა რომ იმ შეშლილთან გაპარულიყვი? ნორმალური ხარ შეენ?
-ხატიასთან ვიყავი-იცრუა ჯიუტად გოგონამ
-საკმარისია! დღეიდან მხარს აღარ დაგიჭერ! რადგან მხოლოდ შენს ცხოვრებას გაინადგურებ მშობლებისთვის ჯიბრის გაწევით... მხოლოდნშენს... ჰესმის თუბარა ეს? იცი მამაშენს რამდენი დამცირების ატანა უწევს ამ შეშლილი დედა-შვილის გამო, რომ როგორმე ფირმა შეინარჩუნოს და ულუკმაპუროდ ქუჩაში არ დარჩეთ?
გგონია ის მართლა გულწეფწლი გრძნობებით შეგიყვარებს? ის მართას შვილია... გული სიძულვითი და ზიზღით აქვს სავსე, თან იცი ვისი? მამაშენის! მამაშენის! გაიგე რომ ეგ ბიჭი ცხოვრებას გაგინადგურებს და მხოლოდ იმიტომ ზაზას ტკივილი მიაყენოს, იმდენად ეზიზღება მამაშენი!!!
მართალია ირინამ ზაზასთან და ბაჩოსთან არაფერი თქვა თათიას გაპარვაზე, მაგრამ გოგონამ იმ ერთადერთი ადამიანის მხარდაჭერაც დაკარგა რომელიც გამუხმებით მხარში ედგა და მისი ყველაზე დიდი მესაიდუმლე იყო.
თათიასთვის კატასროფულად საშინელი გადასატანი აღმოჩნდა სამხატვრო აკადემიიის საგამოცდო დღე, რადგან ზაზამ უბრალოდ ოთახში გამოკეტა და უფლება არ მისცა რომ წასულიყო... მთელი დღე ტირილში, ყვირილში და კივილში დააღამა მაგრამ კარი მაინც არავინ გაუღო, ვერავინ გაბედა ზაზას სურვილის წინ აღსდგომოდა
-თათიას ძალით რომ აგიჟებთ ვერ ხვდებით?-თავზე წამოადგა გაბრაზებული ბაჩო ტელევიზორის წინ მჯდომ მშობლებს-ასე რა უფლებით ექცევით? უფლება აქვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და იქ ისწავლოს სადაც უნდა!
-წადი და შენ შენი შვილის მომავალი დაგეგმე-მკვლელი მზერა ესროლა ზაზამ სახე ალეწილ ბიჭს
-თათია ამას არასოდეს გაპატიებთ!
-მკ.დია!-იღრიალა მოულოდნელად წყობრიდან გამოსულმა კაცმა
-რა ადამიანები ხართ, როგორ შეგიძლიათ ასე მარტივად მის ცხოვრებაში, მომავალში და ოცნებებში აფათუროთ ხელები?
-ახლავე გადი!-დაუღრინა გაცოფებულმა ზაზამ შვილს
-მთელი ცხოვრება მის ოთახში გამოკეტვას აპირებთ? ასე გინდათ დაიცვათ ალექსანდრესგან? ვერ ხვდებით რომ ასეთი ქცევით თქვენ თავად უბიძგებთ იმ ნაბიჭ.რისკენ?
-გადი-მეთქი!-უღრიალა ზაზამ ბოლო ხმაზე, ბაჩოც მაშინვე შეტრიალდა და გავიდა
-ზედმეტი მოგდის! ასე ორივე შეგვიზიზღებს და ეს იქნება ჩვენი ბოლო-ავარდა ლიკა-მეც მინდა რომ თათიამ უნივერსიტეტში ისწავლოს და იურისტი გამოვიდეს მაგრამ...
-შენ ნუ ერევი-უღრიალა წყობრიდან გამოსულმა კაცმა
-რას ნიშნავს ნუ ვერევი? თათია ჩემი შვილიცაა დანუფლება მაქვს...
-თათიას მომავალს მე გადავწყვეტ და ის არასდოს არანაირად არ დაუკავშირდება ხატვას და ჯიშკარიანს!-ფეხზე წამოვარდა გაცეცხლებული ზაზა
-ასე რატომ გეშინია ამ ღლაპის შეგიძლია ამიხსნა?
-რას ბოდავ ლიკა
-უკვე სერიოზულად დამაფიქრა იმ ბიჭის სიტყვებმა-ჩაფიქრდა ქალი
-რომელმა სიტყვები რა სისულელებს ლაპარაკობ
-იქნებ იმ ყველაფერის გარდა გააქვს კიდევ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი როს გამოც ასე გძულს ის და ასე ძალიან გეშინია!
-მე არავისი მეშინია მითუმეტეს მართას გამოზრდილი შეშლილი ფსიქოფატის
-იმედია შენ და იმ ქალს... ამ ყველაფერის გარდა კიდევ არ გაქვთ რაიმე საერთო და მაგიტომ არ უფრთხი ასე ძალიან ალექსანდრეს სიახლოვეს თათიასთან
-შენი ფანტაზიორი დედას შ..ეციი-დაუღრიალა კაცმა და გიჟივით გავარდა სახლიდან.
თათიამ მთელი ღამე ტირილში გაათენა, ვერაფერით იჯერებდა რომ ზაზა საბოლოოდ მის ოთახში გამოკეტვაზეც კი წავიდა და ასე დაამცირა, ვერც იმას აღიქვამდა მისი, ჯერ კიდევ დაბინდული გონება, რომ გამოცდაზე არ გაუშვა მხოლოდ იმ მიზეზით რომ თავად მას სურდა შვილისგან კარგი იურისტი შეექმნა, იმის მიუხედავად რომ ყოველთვის იცოდა ხატვის გარდა რეალურად არასდროს არაფერი აინტერესებდა თათიას.
მეორე დღეს კარი რომ გაუღო ზაზამ არც კი უფიქრია საწოლიდან ადგომა და გარეთ გასვლა იმის მიუხედავად რომ ძალიან შიოდა და თვალები ებინდებოდა
-დე გთხოვ რამე შეჭამე-ლიკა ოთახში სინით შევიდა და თათის, საწოლზე ფეხებთან დაუდო
-გაიტანე არ მშია-უთხრა ჩამწყდარი ხმით გოგონამ
-შენმა დამრიგებელმა დარეკა, შენი კლასელი ვასაძე უკვე გამოწერეს საავდადმყოფოდან და ხვალ ბოლო ზარი გვექნებაო და თათია უეჭველი მოვიდესო
-არსად წასვლას არ ვაპირებ!-საწოლზე წამოჯდა გოგონა -მკ.დია ბოლო ზარიც, სკოლის დამთავრებაც და საერთოდ ყველაფერი, ყელში ამომივიდა ეს სიყალბე-ფეხზე წამოვარდა გაგიჟებული გოგონა, საწოლის გადასაფარებელი სინიანათ იატაკზე მოისროლა და ზიზღით შეხედა ძირს დაყრილ საჭმელს
-შენ რა გაგიჟდი?-აფეთქდა ლიკა
-ჰო გავგიჟდი შევიშალე! -იყვირა ისევ გაავებულმა გოგონამ და თავის აკანკალებული ხელებს დააცქერდა მოღუშული სახით-ღმერთონროგორ დავიღალე-ატირდა მოულოდნელად და იატაკისკენ დაცურდა, ლიკამ ცოცხი და აქანდაზი შეიტანა ოთახში, ურეაქციო სახით დაგავა, მოასუფთავა ყველაფერი და ისე გავიდა ზედ არ შეუხედია შვილისთვის, ამან კიდევ ასმაგად ატკინა გული გოგონას, თავი ამ ქვეყნად ყველაზე უსარგებლო და საშინელ ადამიანად იგრძნო. დიდხანს ძალიან დიდხანს იჯდა იატაკზე თათია და ტიროდა, ბოლოს როცა ცრემლებმა ოდნავ მოუშუშეს ჭრილობები, დამშვიდდა და აზრზე მოსვლა შეძლო, ალექსის ნაჩუქარი ტელეფონი გამოიღო სამალავიდა, კარი შიგნიდან ჩაკეტა და მაშინვე ჩართო წამი არ იყო გასული რომ ალექსისი ნომრიდან ზარი შევიდა, ძალიან გაუხარდა გოგონას და მაშინვე უპასუხა
-აქამდე რატომ არ ჩართე?-მაშინვე ეს უთხრა წყენით ბიჭმა
-ვერ მოვახერხე ძალიან ცუდად ვიყავი და ლაპარაკის თავი არ მქონდა-ხმა აუკანკლდა გოგონას
-ცუდად რატო?
-გუშინ გამოცდა მქონდა სამხატვრო აკადემიაში და ჩემებმა არ გამიშვეს-ლამის ხელახლა ატირდა გოგონა
-და მაგის გამო სლუკუნებ ახლა?-შეიცხადა ბიჭმა
-შენი აზრით სასაცილოა ეგ?-გაბრაზდა თათია
-ხელახლა დაგარეგისტრირებ როგორც ვიცი დადგენილი გამოცდების მერე კიდევ აქვთ ხოლმე საბუთების მიღება მათთვის ვინც ვერ მოაწრო თავისნდროზე რეგისტრაცია-აუხსნა ბიჭმა
-მერე მე ხომ მოვაწარი რეგისტრაცია და უბრალოდ არ გამოვცხადდი?-აღელდა შანსის გამოჩენის მერე გოგონა
-მაგ საქმეს ჩემი ბიჭები მიხედავნ არ ინერვიულო... უეჭველი გაგიყვან შემდეგ გამოცდაზე
-მართლა? ამას მართლა გააკეთებ?-აღფრთოვანდა თათია
-გავაკეთებ, შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ პატარავ-ალექსის ხმაში იმდენი სახის ემოცია ჟღერდა ერთდროულად რომ გოგონა ოდნავ დაიძაბა
-მადლობა
-მთავარია შემდეგ გამოცდაზე მოახერხო მაგ ციხე-სიმაგრიდან გამოღწევა-გაეცინა ბიჭს
-ხვალ ბოლო ზარი მაქვს...
-როგორც იქნა-აღფრთოვანდა ბიჭი -ანუ გნახავ
-ჯარ არ ვიცი წავალ თუ არა, საშინლად გამოვიყურებდი და არ მინდა ვინმეს ყურადღება მივიქციო
-და.კიდე და უბრალოდ მოდი, იცოდე მე უეჭველი დაგელოდები სკოლასთან
-მაშინ შეიძლება ვიფიქრო წამოსვლაზე
-ძალიან მომენატრე
-მეეც, ოღონდ ცოტათი
-ბოლოს როგორ გიყვარს ყველაფერის გაფუჭება-გაეცინა ალექს
-უნდა წავიდე ვიღაც მოდის-თათიამ სასწრაფოდ გათიშა ტელეფინი და ბალიშის ქვეშ შეინახა.
ალექსანდრემ მთელი ღამე თათიაზე ფიქრში გაათენა, ვერაფრით ვერ შეძლო დაძინება, დილით მისი ამოღამებული თვალები რომ დაინახა მართამ ძალიან გაღიზიანდა
-იმედია იმ ლაწირაკზე ფიქრის გამო არ გაათენე მთელი ღამე
-ამაღამ სახლში არ მოვალ-მხოლოდ ეს უთხრა ბიჭმა და გარეთ გავარდა, ერთი სული ჰქონდა სკოლაში მისულიყო და თათია ენახა.




№1 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო ❤❤.იცი რა მაინტერესებს ალექსი ეხლა ასე რატო იქცევა უკვე მიხვდა ნელ ნელა რო თათიაზე შეყვარებულია,თუ ჯერ ვერა დაა ამას სფეციალურად აკეთებს რო თათიას გული მოიგოს.და საინტერესოა გულს რით ატკენს ალექსი თათიას და როგორ შეეცდება შეცდომის გამოსწორებას.❤❤ველოდები შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი ანუ

ელა1
ნეაკო კარგი იყო ❤❤.იცი რა მაინტერესებს ალექსი ეხლა ასე რატო იქცევა უკვე მიხვდა ნელ ნელა რო თათიაზე შეყვარებულია,თუ ჯერ ვერა დაა ამას სფეციალურად აკეთებს რო თათიას გული მოიგოს.და საინტერესოა გულს რით ატკენს ალექსი თათიას და როგორ შეეცდება შეცდომის გამოსწორებას.❤❤ველოდები შემდეგ თავს.

ალექსანდრემ აშკარად იცის მართას და ზაზას იმ ერთღამიანი ურთიერთობის შესახებ და მგონი ამიტო აკეთებს ყველაფერს.

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო კარგი იყო ❤❤.იცი რა მაინტერესებს ალექსი ეხლა ასე რატო იქცევა უკვე მიხვდა ნელ ნელა რო თათიაზე შეყვარებულია,თუ ჯერ ვერა დაა ამას სფეციალურად აკეთებს რო თათიას გული მოიგოს.და საინტერესოა გულს რით ატკენს ალექსი თათიას და როგორ შეეცდება შეცდომის გამოსწორებას.❤❤ველოდები შემდეგ თავს.

შემდეგ თავში გახდება ყველაფერი ნათელი და პასუხი გაეცემა ყველა კითხვას ❤❤❤❤❤თათიას კი ძალიან ცუდად მოექცევა

ანუ
ელა1
ნეაკო კარგი იყო ❤❤.იცი რა მაინტერესებს ალექსი ეხლა ასე რატო იქცევა უკვე მიხვდა ნელ ნელა რო თათიაზე შეყვარებულია,თუ ჯერ ვერა დაა ამას სფეციალურად აკეთებს რო თათიას გული მოიგოს.და საინტერესოა გულს რით ატკენს ალექსი თათიას და როგორ შეეცდება შეცდომის გამოსწორებას.❤❤ველოდები შემდეგ თავს.

ალექსანდრემ აშკარად იცის მართას და ზაზას იმ ერთღამიანი ურთიერთობის შესახებ და მგონი ამიტო აკეთებს ყველაფერს.

შემდეგ თავში გახდება ყველაფერი ნათელი ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი nazi

უბრალოდ საოცრება საოცრება ისტორიაააა ❤❤❤❤

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
უბრალოდ საოცრება საოცრება ისტორიაააა ❤❤❤❤

მოხარია ასე რომ შეაფასეთ ❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი კირა

საცოდავი თათია. რანაირი მშობლები არიან ესენი ვაა!????

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
საცოდავი თათია. რანაირი მშობლები არიან ესენი ვაა!????

საშინელი და შეუგნებლები, მე ასე ვფიქრობ : (

 


№8 სტუმარი სტუმარი ხათუნა

თათია ნამდვილათ ცოდვა მისი მშობლების ხელში. მარა ალექსანდრე არ იქცევა კარგათ ძალიან კარგი ისტორია არის და თან საინტერესოა

 


№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ხათუნა
თათია ნამდვილათ ცოდვა მისი მშობლების ხელში. მარა ალექსანდრე არ იქცევა კარგათ ძალიან კარგი ისტორია არის და თან საინტერესოა

მიხარია ასე რომ ფიქრობთ, თათია ნამდვილად მსხვერპლია მშობლების სისულელეებისაც და ალექსანდრეს შურისძიების

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent