შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენთოლიანი ელი

15-06-2021, 15:36
ავტორი ელ პინი
ნანახია 3 631

კიბოიან დედაჩემს, რომელსაც კიბო არასდროს ჰქონია

ელის ყოველთვის ემღერებოდა.
ყოველ შემთხვევაში - ასე ამბობდნენ.
სინამდვილეში - ელისთვის რომ გეკითხათ, ამაზე პასუხი არ ჰქონდა.
და მერე, როცა ვარსკვლავი ჩამოვარდა და ცრუმორწმუნე ელიმ ჩაიფიქრა სურვილი, ვიღაც გამოჩნდა, ვინც მიხვდა, რომ ელის ყოველთვის არ ემღერებოდა. პრინციპში - ემღერებოდა კი არა, ელის ყოველთვის ამღერებდნენ. ამღერებდნენ დარდები, ტკივილები, წუხილები, გათეთრებული ღამეები, უღიმღამო დღეები. იმდენი რამ იყო, ამის ჩამოთვლას ერჩივნა ემღერა და თუ ვინმე მოუსმენდა, ელის სხეულის ხმას გაიგონებდა - ბრმად სჯეროდა.

ელის ყოველთვის ამღერებდნენ. სამზარეულოში იყო და მღეროდა; მისაღებში იყო და მღეროდა; საძინებელში იყო, მაგრამ აღარ მღეროდა. თავშესაფარს, სადაც თავს ცუდად - ანუ ისე გრძნობდა, როგორც ყოველთვის იყო, მხოლოდ ერთი სიტყვა ერქვა - საძინებელი. ეს სიტყვა იყო ყოვლისმომცველი და სინამდვილეში საერთოდ არ ნიშნავდა იმას, რომ აქ ელის ეძინა. ეგ კი არა, არაფერს ეძინა: არც პატარა კომოდს; არც გაცრეცილ ხალიჩას; არც ჩამოხეულ შპალერს; არც იმ საათს, რომელიც გამაყრუებლად წიკწიკებდა და ელის ახსენებდა, რომ მისი დრო გარბოდა - ის დრო, რომელსაც ვერ იყენებდა და, პირიქით, თავად დრო ყველას იყენებდა. ამასთანავე, დრო ელის თავს ყველას აყენებინებდა. ეს არ იყო იძულება. ეს იყო წინადადება, რომელსაც დრო ელის დაბადებისას დათანხმდა თავისივე ნებით და მის ცხოვრებაში, რაც კი რამ წაღმა უნდა წასულიყო, უკუსვლით წაიყვანა ან უკეთეს შემთხვევაში - წრეზე ატრიალა. იმას ვამბობდი, რომ ელის არ ეძინა. ყველგან ეძინა ამ ოთახის გარდა. აქ იღვიძებდა მასში მოღრიალე ხმა, რომელსაც ბალიშში გუდავდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა და, რომ ვინმეს გაეგონა, ელის მერე უნდა ეთქვა - ტირილს ვმღეროდიო. ტირილს კი არა - ელი ტირილით მღეროდა; ჩუმად, გაუგონრად, ხმაჩახშული, მდუმარე ტირილით:

დაფანტული ვარ
ახლა ისე რომ,
ვეძებ ოთახში
თავს და,
ვგროვდები...
ახლა მაჯაც რომ
გადავისერო,
რაღას მოვკვდები.
რადგან მოვკვდი და,
უკვე ლაღი ვარ.
შენ ლაპარაკობ,
რომ ვარ მდუმარე.
მე თვითმკვლელობის
იარაღი და,
ვარ ჩემი თავის
უცხო სტუმარი.
ღამით, სახეზე,
მომცრო ყვავები,
მასხდებიან და
რბილად მკორტნიან.
და სანამ
სიკვდილს
დამაკავებენ
მე ვიგინები - დედაც მოსტ...
და ვიგერიებ
სიზმრებს კოშმარულ თუ,
შემზარავი დასასრულებით...

***
- აქ რას აკეთებ? - ქვაზე ჩამომჯდარ ელის ხმაურიანმა სხეულმა ჰკითხა.
- ვეწევი. მენთოლიანს.
- შეანაცვლე, თუ რატომ მითხარი?
- ჰო, მანამდე შავ მარლბოროს ვეწეოდი.
- და იქიდან ამაზე გადმოხვედი?
- მე ვერ ვმსუბუქდები და ფილტვებს მაინც დავასვენებ.
- აქ რას აკეთებ?
- ჩემი ცხოვრების დარდს ველოდები.
- როდის გამოვა?
- როცა ექიმთან საუბარს დაასრულებს.
- რაც დაიბადე, მის მერე უყურებ?
- ვუყურებ.
- მერე არ გიჭირს?
- ჩემზე მეტად მას უჭირს.
- როგორც წესი, ასე არ ამბობენ.
- აი, მოდის ჩემი ცხოვრების დარდი. - გაიხედა ელიმ და მოდიოდა უმკერდო ქალი, რომელსაც ჭაღარა თმაზე კიბოს მეტასტაზები დაუცოცავდნენ. (ვაზვიადებ).
- სიკვდილის სუნს ვგრძნობ.
- ჩვენ - წლებია.
- არა, ახლა ძალიან ახლოსაა.
- რამდენად ახლოს?
- ნაბიჯები დარჩა, ვიდრე თავად გეტყვის, რომ მაქსიმუმ შვიდ დღეში მის ცივ სხეულს მიწის ქვეშ ამოდებენ.
- ასე რა უფლებით ლაპარაკობ?
- არ დამჭირვებია. დამპალი ხორცის სუნი მცემს.
- მას მკერდი არ აქვს, შეუჭამეს. შენი რეცეპტორები მეტისმეტად მგრძნობიარეა.
- ვიცი, ვხედავ. შენი სახელი მითხარი და გიპოვი.
- ელი, ელი მქვია. მენთოლიანი ელი. - მარჯვნივ, გვერდით მჯდომისკენ გაიხედა და გაიღიმა გოგომ. მარცხნივ კი ჩანდა მისი ცხოვრების დარდი, რომელიც ელის ამღერებდა.
- ნახვამდის, ელი. არ იტირო, როცა გეტყვის - რა უთხრა თეთრხალათიანმა.

მოდის ქალი და მოაქვს მხრები. მისი სხეულის ნაწილი კი არაა, ამტვერებულ ასფალტზე ხოხვით მოათრევს და მხრები ეხვეწებიან დანდობას, რადგან დაიღალნენ დარდების თრევით. დამძიმებულია ელის ცხოვრების დარდი და საცაა იმ აელვარებული ოვალური ჭრილიდან გადმოეღვენთონ მარილიანი ბურთულები, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ არ იტირონ სხვის თვალწინ. ქალს ფონად სიშავე გასდევს. უფსკრული ფეხდაფეხ მოჰყვება და ვიღაცის ჩუმი ოხვრა, რომ ეს ქალი - თავისი სიკვდილით ელის სანატრელი ცხოვრების დაწყებას მოასწავებს, ამავდროულად ისეთი ხმაურიანია, მენთოლიანს რომ ესმოდეს, ცხოვრების დარდის ცრემლებს დაუფიქრებლად შეუერთებდა თავისას - ოღონდ ვერ გაიგებდა რისი იყო - ცოდვიანი სიხარულის, თუ, როგორც იქნა - დასრულებული ტანჯვის.

- რამდენიმე დღეღა დამრჩა, - ბაგეებს შორის ამოიკვნესა ქალმა. - და მერე, ელი, შეგიძლია, ისუნთქო და მარტომ გაათენო ღამეები ცალ-ცალკეული ტკივილებით.
- ჰო, ვიცი. - ელის შეაჟრჟოლა. თურმე, მას რომ არ ძინავს, ქალს სცოდნია და გაურკვევლობისგან, თუ რატომ არ მოუნდა შვილის ნუგეში, ოდნავ პირიც შეეხსნა და თვალებიც გაუფართოვდა მენთოლიანს.
- მე და შენ ჩემს სიკვდილს უნდა ველოდოთ. მხოლოდ ესღა შეგვიძლია. - ქალი არ კვნესის, მაგრამ მის უკან იმზომის გოდებაა მიჩურთული, გული თავად ეკუმშება წარმოდგენაზე. და ეს “ღა” იყო ზუსტად ის მიჩურთული გოდება, რომლის მარცვლებსაც იგი ამატებდა სიტყვებს, რადგან ყვირილი არ შეეძლო.
- ისედაც ამას ველით მთელი ცხოვრებაა. - ცივად, ურეაქციოდ თქვა ელიმ. ყოველი გათენება იმდენად საზარელი იყო, თითქოს ამ “რამდენიმე დღეღა დამრჩამ” ისეთი არაფერი შეცვალა. კიდევ უფრო მეტი სადარდებელი მიემატა - გაუმკლავდებოდა მარტო ყველაფერს?
- ყველას უნდა დავურეკო.
- და უნდა უთხრა, რომ რამდენიმე დღეში აღარ იქნები? - ხმა დაუსუსტდა მენთოლიანს. ისიც და მისი ცხოვრების დარდიც მათ წინ მიმავალ სიკვდილს თვალს უსწორებდნენ.
- ჰო, უნდა ვუთხრა. სხვა გზა არ არის.
- წინასწარ რატომ ამზადებ?
- რომ ირეპეტიციონ ცრემლების ყრაში. - ცხოვრებისეული ირონია მოეძალა ქალს.
- როგორც შენ იტყვი. - დაეთანხმა ელი და ლამის გული აერია ამ თანხმობაზე. მის გვერდით უნდა მსხდარიყვნენ რეპეტიციაგავლილი ჭირისუფლები, რომლებსაც უბრალოდ ეწყინებოდათ ქალის სიკვდილი. ეს წყენა არ იქნებოდა განსხვავებული იმ წყენისგან, რომელიც უკავშირდებოდა ვიღაც გადამთიელის სიკვდილს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა და ტელევიზიაში გააშუქეს.

***
შეღამების პირზე მენთოლიანი მღეროდა. გაგიჟების პირას მყოფი ისევ იქ იჯდა, სადაც გაიგო ის ამბავი და უყურებდა უკვე ლანდს, რომელიც თავისი ცხოვრების დარდმა დაუტოვა და არაფრით მოშორდა. მოდიოდა უმტკივნეულოდ ქალი - პირმცინარი, დასვენებული, უნაოჭო, თმებდავარცხნილი, კოხტად ჩაცმული. მოდიოდა სამოთხიდან და არ აწუხებდა არაფერი. მისმა სულმა ჰპოვა შვება. ელი კი იჯდა და მღეროდა. ემღერებოდა და არა - ამღერებდნენ. ახლა თვითონ ემღერებოდა, რადგან უყურებდა როგორი თავმოვლილი და ბედნიერი იყო მისი ცხოვრების დარდი იქ, სადაც გაემგზავრა.

- “ეს ღამეც იმ ღამის კოპიო,
წვალება,
წვალება,
წვალება.
უშენოდ დარჩენის ფობია,
უშენოდ დარჩენამ წალეკა.
” - ღიღინებდა ელი და მიუხედავად იმისა რომ კიდევ უფრო მეტი “მთელი ცხოვრება” დასჭირვებოდა დარდის სათრევად, ამაზეც თანახმა იყო, ოღონდ თვალწინ ხელშესახებად ეხილა ქალი ისეთი, როგორიც წარმოსახვაში ჩანდა. თუმცა, უკვე აღარ ეშინოდა და სხვა გზა არ იყო - უმკლავდებოდა. “უმისოდ” დარჩენის ფობიამ იმდენ ხანს გასტანა, აუტანლობა სისხლში გადაუვიდა და უკან ჩამორჩენილი შიში სიკვდილის ყოველდღიურმა გააზრებამ გადაფარა. თუმცა, ნუგეში რომ ქალი დასვენებული იყო, ყველაფერს ანაცვლებდა. ამღვრეული ელი მენთოლიან ელემს ეწეოდა და ისევ ღიღინებდა:

მანამ გაძელი
სანამ ზღვა მოვა,
(ზღვამ თვითონ იცის როდის მოვიდეს)
სანამ
თვალებში
ღმერთი
ამოვა,
სანამ
ღმერთამდე
მე გიპოვნიდე.
მანამ გაძელი სანამ წვიმები
და ქარიშხლები გათავდებიან,
ძალით ნურასდროს გაიღიმები
იმ მოტივით, რომ გადამდებია...

იქ ზღვა არ იყო და ვერ მოვიდოდა, ანუ ელი იმაზე მეტს გაუძლებდა, ვიდრე ვინმეს წარმოდგენა შეეძლო და, ვიდრე ღმერთზე ადრე მასთან ის მივიდოდა, ვინც მიხვდა რომ ნაადრევად ელის კი არ ემღერებოდა, - ამღერებდნენ.

- მენთოლიანო ელი, - დაუძახეს შორიდან. - ისევ აქ რატომ ხარ?
- ბოლო გასეირნებას ვიხსენებ.
- მერამდენეს ეწევი?
- ბოლო ერთ საათში თხუთმეტი ღერიდან ერთი ღერი დამრჩა.
- ის ბოლო ერთი საათია აქ ხარ?
- ჰო, ეგრეა.
- ანუ საათს უყურებდი.
- ვუყურებდი.
- რამეს ელოდი, ელი?
- ველოდი.
- რას?
- ცხვირწინ ჩავლილ ჩემს ძველ მხრებს, რომლებსაც თან მიაქვთ წარსულის სიმღერები. - ამოიფრუტუნა გოგომ.
- და შენ ახალი მხრები უნდა ამოგივიდეს? - გაეღიმა გვერდით მჯდომს.
- ზუსტად! ამ ბოლო ერთ ღერს რომ დავასრულებ, ფეხზე წამოვდგები და ყველაფერი შეიცვლება.
- დანარჩენი ხუთი ღერი სად წავიდა?
- იქ, სადაც მიდიან სევდიანები და ხდებიან ბედნიერნი.
- და ფიქრობ, თუკი ამ კოლოფს ჩაცლი, ამ ყველა კვამლს, რომელიც შენ ცხვირწინ ღრუბელივით გროვდება, თან გაატან იმას, რაც უნდა მოიშორო?
- კი, ეგრე ვფიქრობ და მოხდება კიდეც. ეს მეტამორფოზაა. გადაუდებელი. - კმაყოფილმა თქვა ელიმ და ბოლო ღერს მოუკიდა. სიამოვნების განცდამ ტალღად დაუარა სხეულში. ზღვა მოვიდა. მოვიდა და თან წაიყვანა “წარსულის ელი”. და დარჩა თავად “ახალმხრებიანი ელი”, რომელმაც ბოლო ნაპასი ნეტარებით დაარტყა და ბიჩოკი სადღაც უსასრულობაში ზღვასგატანებულ “წარსულის ელისთან” ერთად გადაისროლა.
მენთოლიანი ფეხზე წამოდგა. მხრებზე ხელის მტევნები გადაიტარა და მას ისე სჯეროდა ამ მეტამორფოზის, როგორც თევზის წყლის გარეშე “ვერარსებობის”. ელი თავიდან დაიბადა. წესით, ახლა მხოლოდ მაშინ უნდა ემღერა, როცა ბედნიერი იქნებოდა.
- გავისეირნოთ?
- სხვა დროს. უნდა წავიდე, საქმე მაქვს სახლში.
- გინდა მოგეხმარო?
- რაში?
- იმაში, რაც უნდა გააკეთო.
- შენ რა იცი?
- რაკი ყველაფერს ცვლი, ალბათ, ძველი საგნების მოშორება გინდა.
- ჰო, ეგრეა. წამოდი მაშინ.
- რატომ არ მკითხე - უნდა გენდოო?
- აუცილებელია?
- უპირობოდ.
- უნდა გენდო?
- უპირობოდ.
- მაშინ არ ყოფილა აუცილებელი. წამოდი, სწრაფად.
ეჩქარებოდა ელის და ეჩქარებოდა ზღვასაც, რომელიც მას უკან მიჰყვებოდა, რათა სრულად განეწმინდა მენთოლიანის ირგვლივ ყოველივე და აღარ დარჩენილიყო “ღა”, რომელიც დარდიან სიმღერებს გაახსენებდა. პირველად ზღვამ ქუჩიდან მოხეკილი ყველა “ღა” ჩაყლაპა და დრო იყო - იმ სახლიდანაც გამოეხიკა, სადაც ელის ახრჩობდნენ. ახრჩობდნენ სულიერნიც და უსულონიც უმიზეზოდ.

გამოკეტილი საძინებლის კარი თამამად გააღო ელიმ და შემოასკდა ტალღა, რომელმაც სანაგვე პარკებივით აკინძა ის ძონძები, რომელთა ნაკერებში ჩაქსოვილიყო ოხვრები, თავის ცემა და ცრემლთა გორგლები. გაზიდა ყოველივე და გადაიტანა იმ მხარეს, სადაც დამსახურებულად ჩაიცვამდნენ ამ ძონძებს დანარჩენები. მენთოლიანის გვერდით კი მარლბორო იდგა - ზაფხულის გემოებით.

- აიღე. - მარლბორომ მარლბორო მიაწოდა მენთოლიანს.
- მადლობა, - სახლის წინ კიბეზე ჩამოჯდა ელი. - დავცარიელდი და შევმსუბუქდი. - სუნთქვაც ამოაყოლა თან.
- რა არის მენთოლიანი ელის პირველი სურვილი?
- ამ სახლის კარის გამოხურვა და წასვლა. - ელის უნდოდა ეთქვა ამ სახლის ზღვაში ჩახრჩობაო, მაგრამ არ იცოდა - თუ გაიგებდა, ვინც გვერდით ეჯდა, ამიტომ სიტყვები შეცვალა.
- ანუ შენ იქამდე გაძელი, სანამ ზღვა მოვიდა. - თვითონვე თქვა მარლბორომ და ელი მიხვდა რომ, როგორც არ უნდა ეთქვა, ის მაინც გაიგებდა სათქმელს.
- მისმენდი?
- ჰო, გისმენდი.
- “შენ, თუ სიჩუმეს
არ აუწევ დაიღუპები...
დგახარ ფანჯრის წინ და,
ფანჯარას ფარდა აცვია.
მე გეუბნები,
შეიცოდე ის, ვინც იცინის
და თავის თავი
ერთხელაც კი
არ გარდაცვლია...
” - აღიღინდა ელი და სიჩუმეს აუწია, თავისი შინაგანი ხმა გადაფარა და გადმოაფრქვია ირგვლივ ყოველივე, რაც აქამდე მას ადუმებდა.
- გიხდება სიმღერა.
- სხვა გზა არ დამიტოვეს, უკვე მივეჩვიე.
- მაგრამ ახლა არ გამღერებენ და შენ მღერი.
- დრომ დროს გაასწრო და ჩემი ცხოვრების დარდი წაიყვანა. მისი ბედნიერება იმის უფლებას მაძლევს, რომ გარდაცვლილი ჩემი თავი დავმარხო. ვგრძნობ - როგორი ლამაზი სახე აქვს, სავსე მკერდი, მოღერილი ყელი, წყლით სავსე მბრჭყვინავი თვალები და ამის მერე როგორ შეიძლება ჩემოდანი არ ჩავკეტო?
- აუცილებელიც კია.
- უპირობოდ, არა? მგონი, შენი საყვარელი სიტყვაა.
- ჰო, არის. პირობას გაძლევს უპირობობის გარეშე.
- შენი აზრით, ზღვამ ყველა “ღა” ჩაყლაპა?
- სადმე დაგრჩა?
- არა.
- დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ, ელი. შენთვის უცნაურია, რომ ასეთი მჩატე ხარ. ახალი მხრები გაქვს და ბედნიერი უნდა იყო.
- ჯერ მაინც ხმამაღალი ნათქვამია. - გაეცინა ელის. განცდებში დაკარგვის ეშინოდა. მერე მარლბორომ თავზე აკოცა და ყველა შიში უკვალოდ გაქრა.

ღიღინებდა ელი:
"ფანჯრის წინ მდგომს
ანარეკლი მესალმება,
ჩაუცმელი,
შიშველი
და
ბედნიერი..."

ელემი მარლბორომ და ძველი სახლი ახალმა შეცვალა, მაგრამ მენთოლიანი არსად დაკარგულა.

ემღერებოდა ელის და არა - ამღერებდნენ. დრომ ელის დროს ფეხი ჭეშმარიტად აუწყო.

№1  offline ადმინი ელ პინი

ბოლო ღიღინის გარდა - დანარჩენი ყველა ბუდაღაშვილისაა. . .

№2  offline ადმინი ელ პინი

Nuki-rocks
აი,ტანში ჟრუატელი მომგვარა.რაღაც მომენტში სუნთქვა შემეკვრა და ცრემლებიც მომაწვა. წარმოდგენა არ მაქვს ესე როგორ შეგიძლია.. თან გრძნობები ჩაატანო,თან გამართო ნაშრომი და ამდენი რამ ჩატიო ესეთ რამეში.
ადამიანო,როგორ შეგიძლია წერო ესე?! გული ახლაც უცნაურად მიცემს. როგორ შეგიძლია,რომ პერსონაჟის კანში შეგვიყვანო და რომ მოგინდება, გამოგვიშვა...
მართლა არ ვიცი როგორ გითხრა სათქმელი.არეული ვარ და არეულად ვაწერ,როგორც მჩვევია.
ძალიან სხვანაირად გიწერია და სხვანაირად მოდის ჩემამდე.

ჰუჰ,შეშლილი ხარ ❤!

ძალიან მიყვარხარ. არ ვიცი, თუ გითხარი ეს აქამდე ასეთი სერიოზულობით, მაგრამ ახლა მომინდა მეთქვა და, როცა ამას ვამბობ, ანუ აუცილებელიც არის. ანუ უპირობო, როგორც მარლბორო იტყოდა. არც ის ვიცი, თუ ეგრეა ყველაფერი, როგორც შენ ამბობ. არც მე მაქვს წარმოდგენა იმის შესახებ - რას ვწერ და როგორ. ერთი კი დაზუსტებით ვიცი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და ასე იქნება ბოლომდე. შენც, შენი აზრიც მნიშვნელოვანია და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ - ჩვენთვის და ცალკე - ჩვენეულად. ბედნიერი ვარ, რომ მკითხულობ და, რომ აქ ხარ. შენ რომ ხარ - სრულებით საკმარისია და მემგონი, შენმა ბოლო სიტყვებმა მომიყვანა "ხოდზე". როგორც არ უნდა იყოს, მადლობა!

არივედერჩი, მადამ. . . ♥️

№3  offline წევრი სიბილა

ასე მძიმე და ასე გასაგებად მეუბნები..ასე მსუბუქად...ნერვიული განცდის გარეშე ვიტავისებ და გისმენ..პოეტური ჩანარტები ძალიან მოუხდა(მერე რა თუ სხვისია,ჩემი მოწონება იმ სხვას),და ერთიც,კარგია,რომ პაუზა მორჩა,ისევ წაგიკითხე და გავთბი.ხოდა სანამ შემცივდება დაწერე კიდევ

№4  offline წევრი ჰაიკო

ლექსები მომეწონა ძალიან..
ტკივილი ჟონავს ჩანახატიდან((
გენიალური ხარ.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

№5  offline ადმინი ელ პინი

სიბილა
ასე მძიმე და ასე გასაგებად მეუბნები..ასე მსუბუქად...ნერვიული განცდის გარეშე ვიტავისებ და გისმენ..პოეტური ჩანარტები ძალიან მოუხდა(მერე რა თუ სხვისია,ჩემი მოწონება იმ სხვას),და ერთიც,კარგია,რომ პაუზა მორჩა,ისევ წაგიკითხე და გავთბი.ხოდა სანამ შემცივდება დაწერე კიდევ

არ ვიცი - როგორ გათბი ამ ნაწერით, მაგრამ ალბათ იყო რაღაც ისეთი, რამაც ეს განაპირობა ან უბრალოდ შენ ხარ ძალიან "გიჟი". უმჯობესია - ასე იყოს. მიხარია, თუ მოუხდა. გულით ვეცადე და მგონი, გამოვიდა. ვნახოთ, როდის მოვა კიდევ. მადლობა, რუს ♥️

ჰაიკო
ლექსები მომეწონა ძალიან..
ტკივილი ჟონავს ჩანახატიდან((
გენიალური ხარ.

შენ აქ ხარ და. . .
არც ისე გენიალური.
♥️

№6  offline მოდერი ნეაკო

საუცხოო, განსხვავებული , მუდამ შენებური ემოციებით დატვირთული ❤❤❤❤❤❤❤❤

№7  offline ადმინი ელ პინი

ნეაკო
საუცხოო, განსხვავებული , მუდამ შენებური ემოციებით დატვირთული ❤❤❤❤❤❤❤❤

ნეაკო, მადლობა, ჩემო საყვარელო! სიტყვა განსხვავებული მიყვარს ზოგადად და, მით უმეტეს, აქ. . . ♥️

№8 სტუმარი დაკარგული

განუმეორებელი ხარ, ელ პინ.
მიხარია რომ არსებობ :)

№9  offline ადმინი ელ პინი

დაკარგული
განუმეორებელი ხარ, ელ პინ.
მიხარია რომ არსებობ :)

ალბათ, არც ერთ ცხოვრებაში არ მენდომება, რომ განვმეორდე. და თუ ამას შენც ამბობ, ესე იგი, საჭიროც ყოფილა - ასე მოხდეს. მიხარია, რომ გხედავ. არ ვიცი - ვინ ხარ და მაინტერესებს, მაგრამ ასეც იყოს, როგორც არის, ბედნიერი ვარ.
მადლობა! ♥️

№10 სტუმარი დაკარგული

ელ პინი

ელ პინ, უნიკალური ხარ და განუმეორებელი ამიტომაც
მაშინ გიპოვე როცა სულიერ სიცარიელეს განვიცდიდი
შენმა ნაწერებმა ეს სიცარიელე შემივსო
შენ დამეხმარე.
რატომღაც მომინდა ეს გცოდნოდა
მადლობა შენ ♡

№11  offline ადმინი ელ პინი

სულზე მომისწროო - ხომ გაგიგია? ჰოდა, ეგ დაგვმართნია მე და შენ. შენ - ჩემი ნაწერებით, მე კიდევ ტკივილიდან გადამაქვს ყურადღება. შენ რომ ხარ, სხვები რომ არიან და ყველა რომ ხართ, იმიტომ ვარ მეც და იმიტომ არიან ჩემი ნაწერებიც ამ სივრცეში. მადლობა, პირიქით, შენ! აბა, ჩემთან რა გაქვს სამადლობელი? მხოლოდ ის შემიძლია გითხრა - რამდენჯერაც დაგჭირდები, მე სულ აქ ვარ და სულ შემიძლია გამოგიწოდო დახმარების ხელი. გკოცნი... ♥️

№12  offline წევრი widowed ellie

არ ვიცი რატომ,მაგრამ თავიდანვე მწარე სითხე მომაწვა თვალებში...
თან ვერ გავიგე რომელი ნაწილის გამო.მერე უკან დავბრუნდი და გადავიკითხე:

“ყველგან ეძინა ამ ოთახის გარდა. აქ იღვიძებდა მასში მოღრიალე ხმა, რომელსაც ბალიშში გუდავდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა და, რომ ვინმეს გაეგონა, ელის მერე უნდა ეთქვა - ტირილს ვმღეროდიო. ტირილს კი არა - ელი ტირილით მღეროდა; ჩუმად, გაუგონრად, ხმაჩახშული, მდუმარე ტირილით...”

ელი ტირილით მღერის.
ძალიან სხვა იყო,და ამას იმის გამო არ ვამბობ,რომ პერსონაჟს ჩემი სახელი ჰქვია დდდ
ახლოს მოვიდა,თან ძალიან.
როქსის არ იყოს,შეშლილი ხარ შენ!!!! დდ
მენთოლიანი ელი უკვე ჩემია,ჩემიანია და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა,რომ აქამდე ესე არცერთი შენი ისტორია არ მომწონებია.

დანარჩენი გავაგრძელოთ მერე...❤️

№13  offline ადმინი ელ პინი

widowed ellie

ამის წერა რომ დავიწყე, არ ვიცოდი - როგორ უნდა გამეგრძელებინა. არც ვფიქრობდი - ასე გაგრძელებას. მერე, როცა წერის პროცესში ვიყავი, მე თვითონვე ბევრი კითხვა მიჩნდებოდა - რატომ და რისთვის ვწერდი ამას. მერე უკვე დარდი იმაზე დავიწყე, მკითხველისთვის განწყობა არ გამეფუჭებინა და უფრო მეტად არ დამესევდიანებინა ვინმე. ჰოდა, ამ ფიქრებით ბოლომდე ჩავედი და საბოლოო წერტილი რომ დავსვი, მაშინ ამოვისუნთქე და თვალები ამიცრემლდა. ძალიან მიყვარს, როცა რაღაც მონაკვეთებს იღებენ ცალკეულად. ასე მგონია, ამით უფრო დასამახსოვრებელი ხდება წაკითხული. პერსონაჟს ჩემი სახელი ჰქვია, პირდაპირ კი არ ვგულისხმობ, მიხვდები შენ - როგორც... როქსი არის სიყვარული და მე რომ ზოგადად რაღაცები ვიცი, ამის გამო შენ გაფასებ და რომც არ ვიცოდე, რომ მკითხულობ და აქ ხარ - სრულებით საკმარისია - გაფასებდე და უფრო მეტიც. მიხარია, თუ მოგეწონა. უზარმაზარი გრძნობით დავწერე ამდენხნიანი პაუზის მერე და იმიტომ.
გავაგრძელოთ. . .
შენ კი - მადლობა! ♥️

№14  offline წევრი ქეთათო4

რაღაც ხომ უნდა დავწერო? გონებაში ყველა ის სიტყვათა წყობა მეყინება. აღარ მოდის სიტყვა, რომელიც შენ შეგშვენის. განსხვავებული? მოძველდა შენთვის. მისტიური?-დიდი დოზით, მაგრამ შენთვის ეს სიტყვაც გაიცრიცა. არ ვიცი, ვინ ხარ, როგორი ხარ, მაგრამ მილიონში რომ გამოვარჩევ, ეგ ხარ.
შენი დაწერილი ცოცხალია. აქვს ფეხები, ხელიებიც და გულიც, სადღაც შუაში, ოდნავ მარცხნივ.
არ დავწერ არაფერს... ვინ ხარ? სიტყვას რომ მოვძებნი დავწერ.
მანამდე კი ელ, ჩემო ლიმონისფერო გოგო! ❤️

№15  offline წევრი widowed ellie

❤️❤️❤️❤️

№16  offline ადმინი ელ პინი

ქეთათო4
რაღაც ხომ უნდა დავწერო? გონებაში ყველა ის სიტყვათა წყობა მეყინება. აღარ მოდის სიტყვა, რომელიც შენ შეგშვენის. განსხვავებული? მოძველდა შენთვის. მისტიური?-დიდი დოზით, მაგრამ შენთვის ეს სიტყვაც გაიცრიცა. არ ვიცი, ვინ ხარ, როგორი ხარ, მაგრამ მილიონში რომ გამოვარჩევ, ეგ ხარ.
შენი დაწერილი ცოცხალია. აქვს ფეხები, ხელიებიც და გულიც, სადღაც შუაში, ოდნავ მარცხნივ.
არ დავწერ არაფერს... ვინ ხარ? სიტყვას რომ მოვძებნი დავწერ.
მანამდე კი ელ, ჩემო ლიმონისფერო გოგო! ❤️

მეც ხომ უნდა გიპასუხო რაღაც? არ ვიცი - რა და როგორ. ერთი ის ვიცი, რომ ამ დილით ბედნიერებისგან თვალები ამიცრემლე. თუ ვინმე ოდესმე სადმე მიცნობს, ჩემს ნაწერს იცნობს, უეჭველად გული გამისკდება, ისე გამიხარდება. ხელწერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და, თუ ეს ასეთი გამორჩეულია, არ ვიცი, რა უნდა არსებობდეს ამაზე სასიამოვნო. მადლობა, ქეთათო, ამ სიტყვებისთვის. საოცარი გოგო ხარ - ჩემთან რომ ხარ, მით უფრო! ♥️

№17 სტუმარი Ana-maria

უკომენტაროდ, თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ჩემი ემოცია.სუპერ!!!!!!

№18  offline ადმინი ელ პინი

Ana-maria
უკომენტაროდ, თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ჩემი ემოცია.სუპერ!!!!!!

მადლობა თქვენ იმიტომ, რომ ამ პატარა შეფასებით გული გამითბეთ და გამაცისკროვნეთ. მიხარიხართ, რადგან ყოველთვის აქ ხართ და მკითხულობთ ! ♥️

№19  offline ახალბედა მწერალი K. I.

რა უნდა ვთქვა ან დავწერო ისეთი, რაც ანასთვის უკვე არ მითქვამს, ან მიმიწერია?..
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გოგო არის ერთ-ერთი უნიჭიერესი მწერალი პოსტმოდერნიზმის წარმომადგენლებიდან!..❤️
ვისაც თანამედროვე ლიტერატურა უყვარს, ყველა უნდა გაეცნოს!
--------------------
When nothing goes right, go left!

№20  offline ადმინი ელ პინი

K. I.
რა უნდა ვთქვა ან დავწერო ისეთი, რაც ანასთვის უკვე არ მითქვამს, ან მიმიწერია?..
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გოგო არის ერთ-ერთი უნიჭიერესი მწერალი პოსტმოდერნიზმის წარმომადგენლებიდან!..❤️
ვისაც თანამედროვე ლიტერატურა უყვარს, ყველა უნდა გაეცნოს!

ჩემი უზომოდ თბილი და მოსიყვარულე გოგო ხარ შენ! ისე მიხარია შენგან, როგორც შემდგარი და ჩამოყალიბებული, უკარგესი მწერლისგან ასეთი სიტყვების მოსმენა, ვერც კი წარმოიდგენ. უღრმესი მადლობა, ქეთ! ძალიან მიყვარხარ, ხომ იცი! ♥️

№21  offline ადმინი ელ პინი

სალანდერი
მე ვიცნობ ელს, კანზე მენთოლის არომატით, სულში ღიღინის, თვალებთან მლაშე, მარილიანი ბურთულების. ისეთი ლამაზია, ვინც ელს იცნობს, მიხვდება რომ შენც კი ვერ დახატე მთელი თავისი დიდებულებით.
მე ვიცნობ ელს, მომღიმარი ტუჩების და მომღერალი თვალების მიღმა.
მე ვიცნობ ელს, ფითრისფერი კანით და ნაცრისფერი სევდით.
მე ვიცნობ ელს, იქამდე სადამდეც შევძელი მისი გაცნობა და რომ მკითხო ბოლომდე გავიცნობდი თუ არა, გეტყვი რომ არ/ვერ.
მე ვიცნობ ელს, ისე როგორც თვითონაც კი არ იცნობს თავის თავს. მე ვიცნობ ელს რომელიც არასდროს არაფერს ელის.
სწორედ ამიტომ "ელს და არა ელის"

შენ რომ ელს იცნობ, სხვები ელის იცნობენ და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენამდე და შენ უკან არავინ დგას - წინ-ის გარეშე. ელისაც აქა-იქ იცნობენ. შენ ჩემ უთქმელად იცი ყველაფერი, მე კიდევ შენთან ყოველთვის ჩუმად ვარ, რადგან თვალები მაქვს. მიყვარხარ უზომოდ და უანგაროდ! ჩემო სულო.

№22  offline წევრი Life is beautiful

იცი რა არის უცნაური?
ან არც გასაკვირი, რავი როგორც თავად გადაწყვეტთ.
პირველი სიმღერა რომ დაიწყო, დაფანტული ვარ
ახლა ისე რომ,
ვეძებ ოთახში
თავს და,
ვგროვდები...
ახლა მაჯაც რომ
გადავისერო,
რაღას მოვკვდები.
რადგან მოვკვდი და,
უკვე ლაღი ვარ.
შენ ლაპარაკობ,
რომ ვარ მდუმარე.
მე თვითმკვლელობის.... ა. შ. "
გონებაში დავიწყე სიმღერა, უფრო სწორად მუსიკის ღიღინი. (love story - hauser და lola)-ს შესრულებით.
იქ სიყვარულია, აქ ტკივილი, მაგრამ მაინც ნახა გონებამ საერთო. ახლა დავამთავრე და ისევ, ის მესმის.
იმ მუსიკაში და ამ ჩანახატში, ყველაზე დიდი რაღაც აღმოვაჩინე. თავისუფლება.
აქ გა - თავისუფლება.
ერთმა მეგობარმა მითხრა, თუ თავისუფალი არ იქნები, ვერასდროს იქნები ბედნიერიო. ამ ჩანახატმა კი, ეს ისევ მაგრძნობინა.
"მენთოლიანი" თავისუფალია, მას ბორკილები ახსენი. წავიკითხე აქ, ალაგ-ალაგ კომენტარები და...
ჩემთან ესე არ იყო. მე ისე ვისუნთქავდი ცივ ჰაერს, როგორც ელი კი არა, მენთოლიანი ერი.
და ბოლოს, მენთოლი იყო ოღონდ, ლიმნის ფოთლებიც იგრძნობოდა. ლიმონი არ ყოფილა, ზედმეტად მჟავე და მწარეა, ამისთვის. აი ლიმნის ფოთლები კი, ისეთი მსუბუქი და ცივი არომატით და ძალდაუტანებელი გაჯერებით იგრძბობა, როგორც "მენთოლიანი ელი".
იმედია, ვთქვი ის რაც ვიგრძენი და ამით მადლობაც გამომივიდა.
მინდა რომ ჩემი კომენტარის შემდეგ გადაიკითხო ისევ ეს ჩანახატი, მოუსმინო "love story" და ეძებე თავისუფლება.
სიტყვა "მინდა" შორსაა ჩემგან. მაგრამ არც გთხოვ, უბრალოდ... ))
მართლა სასიამოვნოა, როცა ასე "სხვა" ხარ, მაგრამ შენი თავი. ყველა, ინდივიდუალურია, ყველა განსხვავებულია და ამას არ აფასებენ, ერთმანეთს ბაძავებ, (ცუდი არ არის, მაგრამ შენი თავი უნდა იპოვო.) და საკუთარ ინდივიდუალიზმს და "განსხვავებას" კარგავენ. შენ კი არა "განსხვავებული" და უცნაური, არამედ
" ბუნებრივი" ხარ! რადგან ეს დაკარგეს, ამიტომ უკვურთ. მე არ მიკვირს, უბრალოდ.. მადლიერი ვარ.

ვიცი რომ ყველაფერს გაიგებ, და იმედი მაქვს, სურვილს ამისრულებ.))

№23  offline ადმინი ელ პინი

Life is beautiful

ვიდრე გიპასუხებდი, იქამდე მოვუსმინე. ზოგგან ისეთი სიმაღლე იყო, გული მომეწურა. განა, არ მესიამოვნა, პირიქით, რაღაც ტკივილის ძაფთან ძალიან ახლოს ჩაარტყა მერე, როცა ეს სიმაღლე ქვემოთ იწევდა, თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა. და ის სახეები, მიმიკები, მოქმედებები, რაც ამ მუსიკას თან უკანა ფონად გასდევდა, ყველაზე რეალისტური იყო. ისეთი, რომ ლამის ხელით შეეხებოდი. თუმცა, მე ვერ დავინახე იქ საბოლოო გათავისუფლება, ბრძოლა - კი. ალბათ, ოდესღაც, ამ ბრძოლაში გაიმარჯვებდა და იპოვიდა იმას, რასაც ყველა ეძებს და რაც ყველას სჭირდება. ზოგადად ამ ჟანრს ვუსმენ, მაგრამ გამორჩეულები მაქვს და სხვებს ძირითადად არ ვეძებ ხოლმე. რასაც ვუსმენ, ყველა განწყობის მიხედვით მაქვს შერჩეული, მაგრამ ძალიან მძიმეა და დაინახო იქ თავისუფლება - ეს ცალკე ნიჭია.
შენ ვერ ატარებ სხვის დარდს და სხვას თავისი მხრები აქვს - არა - შენი. ეს რომ ეცოდინებათ, აღარავინ დაიღლება. ან თუ დაიღლება, მხოლოდ - თავისთვის; თავისით და მერე უფრო მარტივია გამოსავლის ძებნა.
ლიმონი ისეთი რამეა, სადაც არ უნდა ვიყო, თან დამყვება. წარმოვიდგენ, რომ ნაწერსაც გაებჟნა. იქნებ, ამიტომ იგრძენი მისი ფოთლები? ან უბრალოდ მგრძნობიარე რეცეპტორები გაქვს? როგორც არ უნდა იყოს, სადაც ლიმონი ისმის, უკვე ყველაფერი რიგზეა.
მადლობა ამდენი საუბრისთვის, სურვილი შესრულებულია და ვინ იცის, იქნებ, განმეორდეს კიდეც. . .
♥️

№24  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მე ახლა ისე ვამაყობ საკუთარი გემოვნებით...
მაინც რა დახვეწილი ნაძირალააა..
ქოჩორგადავარცხნილი, ჰოლივუდის ღიმილით და ნიღბით..
იცი ელლ, საშინლად უხდება ამ უხერხემლო იდიოტს ნიღაბი და ახლა ისე ბედნიერია, ერთი სული აქვს სიხარულისგან თავი მოვიკლა..
არ ვიცოდი რატომ არ მეძინა და თურმე მიხარია..
ჩემო უცნობო მეგობარო... თუ ოდესმე შენი გაცნობა დავაპირო, მალბორო შემომაბოლე ტვინში.. მომიგზავნე რომ მოკლას და მერე ფილტვებში დამარხოს..
მთელი ხიბლი ხომ იდუმალებაშია...
მე სიამოვნებით დავხატავდი იმ ცელოფნებს, სადაც სამომავლოდ ამ კომენტარებს ჩავყრიდით, მაგრამ ნიჭზე უნიჭო ვარ, ხომ იცი...
ცოდნა ისეთი ილუზიაა, სჯობს კიდეც არაფერი იცოდე...
ოჰ, რა იღბლიანი ვარ... ბევრი ხომ არ პოულობს წყვდიადში ბრილიანტებს..
ხანდახან არც კი ვიცი სად დავტოვო ქართული მშვენიერება რომ ვეღარ დაბრუნდეს?!
შროშანები ჰყვავიან, მთვარის შუქზე..
შროშანები..
ამაღამ კესანებზე დავწერ... იცოდი?! ბებერი ლუდვიგი ხშირად ღალატობდა ელიზას მათთან სავსე მთვარეობისას...
კესანები... კესანები...

№25  offline ადმინი ელ პინი

ლაზარე 13

ლაზარე, შენი გემოვნებით სიამაყე ჩემთვის სიხარულის მომგვრელია, რადგან მეც გავერიე შიგ. ნიღაბმა დამაფიქრა და მძულს მისი ტარება, უზომოდ ზიზღისმომგვრელია, იცი შენ ეგ, თუმცა ვიღაცას რომ აბედნიერებ, მაგაზე კარგი არის რამე? მე არა მგონია.
ხატვა შემიძლია, მაგრამ სიტყვებით დახატული არ ჯობია? იყოს აქ, განა, სად წავა? არსად. ფეხისამდგმელი არც ერთი არაა და ყველა კომენტარს თავისი სული აქვს.
ყვავილები მიყვარს. ნებისმიერი. თუმცა, ღალატი არ მიყვარს - ვისთან და რასთან - როგორც არ უნდა იყოს. სიყვარული სხვა რამეა, უფრო მომცველი.
მადლობა შენ! გამიხარდი!
♥️

№26 სტუმარი სტუმარი პელაგია

ძალიან კარგი ვინმე ხარ, ხომ იცი?! ესე სხვაგვარად ვერ შეძლებდი და მიხარია რომ გიპოვე.

№27  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი პელაგია
ძალიან კარგი ვინმე ხარ, ხომ იცი?! ესე სხვაგვარად ვერ შეძლებდი და მიხარია რომ გიპოვე.

ლამაზი სახელი გაქვს! მეც მიხარია, რომ გამოჩნდი. ჩემს "კარგ ვინმეობაზე" თავს ნაწილობრივ დავდებ, სრულად ვერა. მადლობა შენ!
♥️

№28  offline მოდერი guroo

მეორე წინადადაბაშივე ცხადდება, რომ ელი გაუცხოებულია ადამიანებთან.
შენთან არახალია ისეთი პერსონაჟის გამოჩენა, ვინც მთავარი გმირის გაგებას შეძლებს.
ასევე ძველი თემაა საძინებელი და იქ გამოკეტილი, ბალიშში მოგუდული ტირილი. ძველია დედის ავადმყოფობაც... მაგრამ მაინც ძალიან ქორფა, ახალდაბადებული და უცოდველი ბავშვივით წმინდა გამოდგა "მენთოლიანი ელი".
წავიკითხე და თავდაჯერებით ვამბობ, რომ ეს ჩანახატი ჩემში ცოცხლობს. თუ ძველი თემები ჭურჭელია, ან თიხისგან მოზელილი ადამიანი, რომელსაც ღმერთმა შთაბერა სული, შენ ხარ აქაურობის ღმერთი, შენი სამყაროს შემოქმედი და შენ აცოცხლებ მათ, შენ ავსებ მკვდარ სიცარიელეს. სიცოცხლე შემოგაქვს მრავალფეროვანი ლექსიკით, აქა-იქ რითმიანი წინადადებებით, მსუყე ემოციური ფონით... იმის თქმას ვცდილობ, რომ ამ თემების გარშემო წრეზე ტრიალისას, როგორც ჩანს, ახლებურ გზებს მიაგენი მათზე დასაწერად და ამ პროცესში შენი მასშტაბები ძალიან გაიზარდა. წრე გაფართოვდა, პინო. მცირე ტექსტში შენი უსაზღვროობა გამოჩნდა არა იმ ფორმით, როგორც იჩენდი ხოლმე (მაგალითად "კოსმოსივრცეში" მკითხველს განცდა უჩნდება, რომ შენი სული მართლა კოსმოსში ლივლივებს), არამედ ახლა ყველა ნაპრალი ამოივსო, ახლა სისავსე შეიგრძნობა - რაღაც შეკრული და სრულქმნილი.
სიმღერა სულის თვითგამოხატვაა, არა? სული კი ყოველთვის ლამაზია. თურმე სილამაზეს რომ ნიღბად აიფარებ, არავინ გააპროტესტებს. ეს მისაღებია. ელი ტირილს იმღერებს და შეეშვებიან, აღარ ჩაეძიებიან რა გატირებდაო. ეს იმას ჰგავს. შეყვარებული წყვილი ხელი-ხელ ჩაკიდებული რომ დადის და მათზე არავინ ბრაზობს, მაგრამ აბა ქუჩაში ერთმანეთს აკოცონ, მერე ნახეთ რა ამბავი ატყდება.
საზოგადოება მზად არ არის, გაუგოს ადამიანებს, ვისაც სტკივათ, ვისაც დარდები ჰკიდიათ მხრებზე. არც არასდროს იქნება მზად! ტირილი დაუშვებელია, სიცილი - კიბატონო. ამასობაში ტირილი უკიდურესად ინდივიდუალური და ინტიმური ხდება, სიცილი კი ბანალურობის სქელ ტყავში ნელ-ნელა იგუდება და იცლება შინაარსისგან.
პინო, წინადადებების ისეთი წყობა შემოგვთავაზე, არ ვიცი რა ვთქვა. ყველაფერი ისეთი ორიგინალური იყო, ისე დახვეწილი და გემოვნებიანი, შესაგრძნობი და აშკარა, ტრაგიკული და მტკივნეული, იმდენად ემოციური, რომ რაღაც მოხდა ჩემში - კათარზისის მსგავსი.
ტკივილი დიდია. სილამაზეც ამიტომ ჰქონდა ამ ტექსტს ასე შთამბეჭდავი. "მენთოლიაი ელი" სიმღერაა, რომელიც შენით არ გიმღერია. გისურვებ, რომ ხშირად ამღერდე შენით.
პ.ს. ძალიან გვიან, თავხედური დაგვიანების შემდეგ, უტიფრად გილოცავ დაბადების დღეს, 13 დღის წინ რომ გქონდა.

№29  offline მოდერი guroo

პასუხის მისაღებად მცირედით გავიბრძოლებ.
უკვე მეჩვიდმეტე დღეა, მილოცვა არ მიგიღია ჩემგან.
კმარა სასჯელი. persevere

№30  offline ადმინი ელ პინი

იმ დღესვე ვნახე შენი კომენტარი, როცა დამიწერე. არ მიყვარს ტყუილები. ვერ ვიყავი საიმისოდ, რომ მეპასუხა. ვერც ახლა ვარ, მაგრამ შემოვიხედე და შენი ტვინისმჭამელობა მომაგონდა - უპასუხობა უზრდელობა იქნებოდა ჩემგან - სულ რომ სამასი დღე გავიდეს ჩემი დღიდან. თუმცა, არც არის მისაღები, მაგრამ მე რომ ვარ, ვიღებ. ეს არ იყო სასჯელი. ალბათ, ნამუსთან გავლა იყო, რომ ცამეტი დღე არ უნდა გასულიყო იმ დღიდან. საერთოდ საყვედურად არც მიიღო. გიჟივით რომ მიყვარს ის დღე, ცა და ქვეყანამ იცის და ის დღე რომ იქ მთავრდება, ეს ზოგადია, მაგრამ მართლა ვიღებ - მე რომ ვარ და აქ რომ მენთოლიანი ელია - იმიტომ. ახლა სხვა: მნიშვნელობა არ აქვს სად ვიტრიალებ, ანუ თუნდაც ეს კონკრეტული ტრაექტორია იყოს და მე ერთ წერტილზე გავიყინო, იმას არ ცვლის რომ ტკივილი ერთი არაა. პირიქით, ყველაჯერ სხვადასხვაა. მე რომ კოსმოსზე ვწერო სულ, მკითხველმა უნდა გაიგოს რომ ყველაფრისგან გაფრენა მინდა. თუ საძინებელზე დავწერ, ანუ არავინ მინდა და არც გარეთ გამოსვლა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და არ ვფიქრობ, რომ ამ მიზეზების ახსნა აუცილებელია. თუ მკითხულობ, გეცოდინება და შენ უნდა იცოდე - შენთვის სავალდებულოცაა. დიდი ხანია ისე ვეღარ მეწერინება, როგორც ადრე, მაგრამ თუ ხიბლი არ იკარგება, ანუ დრო ხელს არ უშლის და არც პაუზა. მადლობა, გურო. მგონი, საკმარისად ვილაპარაკე. კარგა ხანია ჩემით არ მიმღერია, იქნებ, ოდესმე ეგეც კი იყოს.
კარგი საღამო.
♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent